შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა არსებობისთვის (თავი 3)


22-11-2018, 20:41
ავტორი P.A.
ნანახია 1 228

გზა არსებობისთვის (თავი 3)

***
მანქანას კატოს სახლთან აჩერებს, მისკენ ტრიალდება და ღიმილით შეჰყურებს
–დამირეკე და წამოგიყვან..
–არ არის საჭირო, ლაზარე, მადლობა მოცილებისთვის
–დამირეკემეთქი და წამოგიყვან, – სულ სხვა ხმით აფრთხილებს და ანა ამჯერად თავს უქნევს, ხვდება რომ შეთავაზება არ ყოფილა
–კარგი, დაგირეკავ..
–რამდენ ხანს დარჩები?
–ჯერ არც კი შევსულვარ, ახლა არ უნდა ამომასუნთქო? – ღიზიანდება და ჩანთას იღებს
–დამშვიდდი!
–უნდა წავიდე.. – ფიქრობს, რომ უთხრას, ისიც შეყვეს, მაგრამ არაფერს ამბობს, წამით უყურებს თვალებში, მერე მანქანიდან გადადის.
კლასელების ნახვა იმდენად კარგად მოქმედებს ანაზე, ყველაფერი ავიწყდება. იმასაც ივიწყებს, დალევას რომ არ აპირებდა და ჭიქას ჭიქაზე ცლის, გიგასა და კატოს შორის, ძირს ზის და ზუკას მორიგ ხუმრობაზე გემრიელად იცინის. დრო ისე გადის, ვერც ატყობენ.
–ასე გვიან, ასე ჯიგრულად გიშვებს შენი ქმარუკა, ანა? – კვდება კატო სიცილით და ხელით ეყრდნობა მის მხარს
–არ წაიქცე, კატო, ნელა, – ეცინება მასაც და ახლაღა ახსნდება, რომ მობილური ჩანთაში ჩატოვა. ფეხზე დგება, ძლივსძლივობით და ოთახისკენ მიდის. თავს არ გრძნობს კარგად, თავბრუ ეხვის და გული ერევა, უნდა, რომ ლაზარეს დაურეკოს. წაქცევის პირასაა, როცა ვიღაცის მკლავი ეხვევა წელზე და სანამ მის სახეს გაარჩევს, ხმაზე ცნობს ბექას
–გოგო, ამდენი რამ დაგალევინა!
ისევ ისე, თბილად შეჰყურებს, როგორც ყოველთვის. არ არის განაწყენებული ანაზე, ატყობს. მგონი მას უფრო სტკივა ასე რომ ატკინა თავისი გათხოვებით, ვიდრე ბექას.. ან არ იტყობს. არ იცის ანამ მართლა განიცადა თუ არა ბექამ, მაგრამ მის გულწრფელ თვალებში დარწმუნებულია, მის მოხვეულ მკლავებში ისევ უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
–ბექა, მიმიტანე ჩანთამდე, უნდა დავრეკო.. – ეცინება და ხელებით კისერზე ეკიდება. თითქოს ამდენი ხნის მერე, ასეთი დიალოგი მათ შორის ჩვეულებრივი ამბავია.. თითქოს არ გეგმავდნენ ერთად ყოფნას.. თითქოს ბექას მის პირველ სიყვარულად არ აღიქვამდა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ..
–სად რეკავ? ამ სიმთვრალეში რამე ცუდი არ ჩაიდინო. შენ ქმარს დავურეკოთ მაშინ.. – იცნობს ბექას და ატყობს მის მზერაში რამხელა იმედგაცრუება იკითხება ახლა, რამდენად უჭირს ანას სხეულზე შემოხვეულს თავის შეკავება, რომ ძველებურად არ ჩაიკრას ძლიერად გულში, პატარ–პატარა კოცნებით არ დაასველოს ანას ოდნავ შეწითლებული ლოყები..
–ჰო, ლაზარეს დავურეკოთ. კი შეკრავს წარბებს, კი გამომხედავს ერთს ბოროტულად, მაგრამ არაა ბოროტი ბიჭი. მართლა, ბექა, კარგი ბიჭია.. – ბურტყუნებს და თავადვე ხვდება, რომ ძალიან დათვრა
–წამო, წამო, მოიცა ნელა გოგო, – კვდება ბექა სიცილით და სხეულზე უფრო მეტად იკრავს, რომ არ წაიქცეს.
ერთმანეთს ეყრდნობიან, იცინიან და განძრევას ვეღარ ახერხებენ, როცა ზურგსუკან კატოს უცნაური ხმა ესმის
–აი, აქ ყოფილა.. ანა, ანა, შენი ქმარი მოვიდა!
წამით თვალებს ხუჭავს. აღარ უნდა გახელა. ხვდება, რომ ბექაზე, სიცილით აკრული სულ სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს და სიკვდილი ურჩევნია ლაზარეს სახის დანახვას
–ღმერთო, მომკალი.. – ბურტყუნებს და უფრო მეტად აჭერს ქუთუთოებს ერთმანეთს. მერე ძლიერ ხელებს გრძნობს მხრებში და ბექას შორდება. ბუმბულივით იტაცებს ხელში ლაზარე და ანა ცხვირით მის სუფთა სუნს გრძნობს. გრძნობა აქვს, რომ უკვე სახლშია.. თავადაც არ იცის, რატომ დაუმშვიდდა სუნთქვა მისი შეხებისთანავე. ოდნავ ეღიმება.. იცის, არ არის ახლა ამის დრო, მაგრამ მაინც ეღიმება
–მე და შენ მერე დავილაპარაკებთ.. – ესმის მისი ხმა და თავს სწევს. ლაზარე მას არ უყურებს, მას არ ელაპარაკება, წინ იყურება. მუქარა ისმის ხმაში და ანა ხვდება, სიტყვები ბექას ეკუთვნის
–ლაზარე..
–სად გაქვს ჩანთა? – იმდენად გამყინავი აქვს ხმა, ანას ჰგონია, რომ სამუდამოდ ჩაიკარგება მის მკლავებში
–არ ვიცი.. იქით.. ოთახში.
კატოს ჩანთა გამოაქვს, ლაზარეს ემშვიდობება და მანქანისკენ მიდიან. თვალების გახელას ვეღარ ახერხებს. უღონოდ თავსდება სავარძელზე და ცდილობს ღვედი შეიკრას, სანამ ლაზარე მანქანას მოუვლის
–ამის დედაც, ამდენი რატომ დალიე, გაუშვი ხელი! – იკურთხება და უხეშად უკრავს ღვედს
–ძალიან დავთვერი..
–ვინ იყო ის ბიჭი?
–ლაზარე, რა ხმით მელაპარაკები..
–მიპასუხე, ანა!
–ჩემი კლასელი, ბექა
–მერე, ქმარი რომ გყავს ვერ უთხარი შენს კლასელებს? თუ, დებილი ხარ? მითხარი, სულელი ხარ? ვერ ხვდები, რომ ასე არ უნდა ჩამოეკიდო სხვებს? – ყვირის და უფრო მეტად უმატებს სიჩქარეს
–ნუ მიყვირი..
–უარესის ღირსი ხარ, არაფრის ღირსი არ ხარ, საერთოდ არაფრის!
–რა დავაშავე, რა გინდა! – უნდა, რომ კატეგორიულად გამოუვიდეს, მაგრამ არ შეუძლია, თავბრუ ეხვის, ცუდადაა
–ჩემი ცოლი ხარ, ასე გადაწყდა და იცოდე, ანა.. იცოდე, რომ ჩემი ცოლი თუ დაგარქვი, ესეიგი ასე ვეღარ მოიქცევი. თუ, რომ გაცდი, შენთვის რომ ხარ, გგონია სულ ასე იქნება? მითხარი, ასე გგონია არა?
–მე არ მინდოდა შენი ცოლობა..
–გავიგე, ყოველდღე მიმეორებ ამას, მაგრამ მორჩა! მორჩა.. ხარ და მორჩა! გესმის? ამოიღე ხმა..
–მესმის..
–გადმოდი! – ძლიერად კეტავს კარს და გაციებული სახით მიდის ანასკენ. უხეშად ხვევს წელზე ხელს და ისევ ხელში იტაცებს
–დამსვი, არ მინდა.. მიყვირი და მეჩხუები. რა ჩემი ბრალია, თუ არ მიყვარხარ.. მე რა დავაშავე, შენ დამაძალე, შენ გინდოდა..
–გაჩერდი, ვერ გავაღებ ასე კარს. გაჩერდი, ანა! – კარს აღებს, სახლში შეჰყავს და დივანზე აწვენს
–მინერალურს მოგიტან..
„რა ჩემი ბრალია, თუ არ მიყვარხარ“
„მე რა დავაშავე“
„შენ დამაძალე“
„შენ გინდოდა“
ჰაერში ტრიალებს სიტყვები, კედლებს ეხეთქება, ლაზარეს გონებაში მძიმედ იბუდებს.
უკან ბოთლით და ჭიქით ხელში ბრუნდება, უსხამს და თავადვე ასმევს, თითქმის ძალით
–მომხედე აქეთ..
–ნუ მიყურებ ასე, ლაზარე
–როგორ გიყურებ? – ღიზიანდება
–თითქოს მამაჩემი იყო..
–ჰო, არ მგონია მამაშენი სიყვარულით გიყურებდეს..
ანას თვალები უცრემლიანდება
–მაპატიე, არ მინდოდა.. – ღრმა ამოსუნთქვასთან ერთად ლოყაზე ეფერება ლაზარე
–ვიცი..
–გავიგე, დაპატიჟებული ვყოფილვარ დღეს, რატომ არ მითხარი?
–იმიტომ!
–გიტყდება?
–რა? – ვერ ხვდება უცებ
–გიტყდება შენი ქმარი რომ ვარ? ეგეთი ვარ, რომ გაგიტყდეს?
–ლაზარე, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ..
–აბა? ბექასთან ვეღარ იქნებოდი ისე ლაღად, მე რომ იქ ვყოფილიყავი? – ირონია ერევა ლაზარეს ხმას და ნახევრად გამოფხიზლებული ანა ატყობს, როგორ უწითლდება თვალები
–ბექა ჩემი მეგობარია..
–დაივიწყებ მასეთ მეგობრებს..
–არავისაც არ დავივიწყებ, მართლა შენი ცოლი კი არ ვარ! – ყვირის უცებ და ფეხზე ხტება
–რაო? რა თქვი? ანა, გაიმეორე! – მკლავებზე ეჭიდება და დივანზე აბრუნებს, მზერით ბურღავს
–რანაირი ქმარი ხარ.. არც ჩაგეხუტები, არც გაკოცებ.. არასდროს ვიქნები შენი ცოლი
–აჰ! – იცინის უცებ და მისკენ იხრება, ამღვრეული თვალებით დაჰყურებს ცოლის დაბნეულ მზერას და ანა ხვდება, რომ ძალიანაა გაღიზიანებული, – გაცდიდი, ანა.. გაცდიდი და ვერ დამაფასე.. – ცალ ხელს წელზე ხვევს, მეორეთი კი ზედა საცვლისამარა ტოვებს, მაისურს ისე სწრაფად აშორებს სხეულიდან, რომ ანას კანკალი უტყდება
–არა, ლაზარე..
–ხმა არ ამოიღო.. გაჩვენებ, როგორ გამიჯიუტდები ამის მერე. ანუ ჩემი ცოლი არ ხარ, არა? ჩემი ცოლი ხარ, ანა! და ახლა დაამტკიცებ ამას.. გესმის? შემომხედე..
–არ მინდა..
–მე მინდა.. – ლიფს აშორებს და მკერდზე ეკრობა ტუჩებით. გრძნობს, როგორ უცახცახებს მთელი სხეული მის მკლავებში ანას, მაგრამ ვეღარ ჩერდება. ჯერ მას აშიშვლებს, მერე კი თავად იშორებს ტანსაცმელს
–ნუ ტირი, ანა.. ხომ ხარ ჩემი ცოლი, ცოლ–ქმარი ასე იქცევა.. – ეჩურჩულება ყურთან და ძლიერი ბიძგებით ეპატრონება მის სუსტ სხეულს.
ანა ოდნავ უძალიანდება, უნდა რომ მოიშოროს, მაგრამ მაჯებზე ეხვევა ლაზარეს თითები და დივანზე, თავსზემოთ უკავებს ხელებს. რამდენიმე წუთი უღონოდ ღვრის ცრემლებს, მერე კი.. ლაზარეს ხვნეშა და გაოფლილი კანი სცილდება. შიშველი, ცრემლიანი და შინაგანად სრულიად განადგურებული წევს და ხმას ვერ იღებს. ასე არ უნდოდა.. ამისთვის მზად არ იყო.. ასეთი ლაზარეს ნახვა არ უნდოდა.. ეშინია, სტკივა და მთელი სხეული უსიამოვნო სპაზმებით ეკრუნჩხება
–დღეიდან წელიც აღარ მეტკინება დივანზე ძილით, გაამზადე ჩემი ადგილი ჩვენს საძინებელში! – ესმის ლაზარეს ცივი ხმა. ცივი და უხეში.. და სცილდება.
სახეზე აფარებული ხელებით ცდილობს ტირილის ხმა ჩაახშოს და ზეწარს ებღაუჭება თითებით. არ უნდა, რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახოს, არ უნდა რომ საერთოდ შეხედოს და თითქოს ესმის კიდეც ეს ლაზარეს, აღარც უყურებს, სწრაფად იცვამს და სააბაზანოსკენ მიიწევს. ანა დგება, წითლად შეღებილ დივანს საცოდავად დაჰყურებს ზემოდან და სიმწრისგან ცრემლებიც კი უშრება. ახლა სულ სხვანაირად იქნება, ახლა აღარაფრის იმედი ექნება..

***
–დასხედით ბავშვებო, მოდით! – იძახის ანა ხმამაღლა უკვე მესამედ და ბოლოს მობეზრებული სახით ბრუნდება მაგიდისკენ.
–დაანებე თავი, ანა, გაერთონ, სულ ნუ შეჭამენ! – უცინის გოგლიკო და მასა და ლაზარეს შორის დარჩენილ სკამს ჯენტლმენურად უწევს, – დაბრძანდი, მოდი, შეეშვი ამ რაღაცებს
–მოვალ, ჰო. თამო, შენი საყვარელი ნამცხვარი გავაკეთეთ მე და ლილიმ
–ვაიმე, საოცრებები ხართ, ანა! – მხიარულად შემოკრავს ტაშს და სახემოცინარ ქმარს მხარზე ადებს თავს
–დაუძახე გოგლიკო ბავშვებს, რა. დილიდან გასულები არიან, არ ექნებათ ნაჭამი
–დაანებეთ თავი, შეეშვი ახლა, აგერ ნუციკოა ბავშვი, ისინი დიდი კაცები არიან უკვე და მაშოც დიდი გოგოა, მიხედავენ თავს!
–მეც დიდი ვარ, – ცქმუტვას იწყებს ნუცა და მამის წინ ჩერდება, – მა, დაუძახე რა ნიკოლოს და მაშოს, მოვიწყინე!
ლაზარე ბავშვებისკენ აბრუნებს თავს. ხედავს, როგორ შემოუსვამს კისერზე მაშო ნიკოლოზს და ისიც კისკისით კრეფს ბალს ხიდან, მერე გიოს აწვდის და ჩხუბით დაჰყურებს თავზე, უნდა შეგეგროვებინა, კი არ უნდა გეჭამაო. წამით ღიმილი ეკვრება სახეზე, მერე სახეს ასერიოზულებს
–მარიამ, ნიკოლოზ! – იძახის ხმამაღლა და გოგოლიკოს დაბღვერილ სახეს თვალს არიდებს
–ჰა.. – მამის ხმას ეხმაურება ნიკოლოზი
–გიორგი წამოიყვანეთ და მოდით სუფრასთან!
აქამდეც გაიგეს, დედის რამდენჯერმე დაძახებული, მაგრამ ამჯერად ვეღარ მოიყრუეს ყური. ლაზარე თვალს არ აცილებს შვილებს. ფრთხილად კიდებს წელზე ხელებს ნიკოლოზი დას და ძირს სვამს, მაისურსაც თავად უსწორებს. მაგიდას უახლოვდებიან და ისევ სიცილითა და ბედნიერი სახეებით სხდებიან
–დედაშენმა რამდენჯერ დაიძახა, მარიამ?
–მამა, ჩვენ..
–დაანებე ბიჭო თავი ბავშვებს, – საყვედურობს გოგლიკო ვითომ ხუმრობით. იცის ლაზარეს ხასიათი, იცის ახლა არ უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მეგობრის შვილების და ანას დაძაბულ მზერებს ვერ უძლებს
–მიპასუხე, მარიამ!
–არ ვიცი, რამდენჯერმე..
–სამჯერ! სამჯერ დაგიძახა..
მარიამი თავს ხრის. პატარა მუჭებს კუმავს და ძმას გახედავს. თითქოს ცდილობს სიძულვილი, წყენა, ბრაზი წაიკითხოს მის თვალებშიც. ყველა ის ემოცია, რასაც ახლა გრძნობს..
–ნიკოლოზ..
–გეყოფა, ლაზარე! – მუდარით ჯდება მაგიდასთან ანა
–ნიკოლოზ, დედაშენმა რამდენჯერ დაგიძახათ? – სიგარეტს უკიდებს და მისკენ იწევა
–სამჯერ მამა! – ზიზღს აყოლებს სიტყვებს ფეხზე წამომართული ნიკოლოზი
–დაჯექი!
–არ მშია, ოთახში ვიქნები..
–დაჯექი! – ისევ იმეორებს ლაზარემ და ღიმილს იკრავს სახეზე. გარშემო ატარებს მზერას. ყველა დაძაბული, გაშეშებული ზის მაგიდასთან
–გიო, რა ხდება თამაშებზე? – მეგობრულად ეკითხება ნათლულს და მხარზე ურტყავს მსუბუქად ხელს
ნიკოლოზს ფერები გადასდის. არასდროს ახსოვს, მამას ასე ეკითხოს მისთვის ამბები, არასდროს ექვსი-შვიდი წლის შემდეგ..
–ახალი ნაკრები გვყავს, – ნაძალადევი ღიმილით იწყებს და ლაზარეს თვალებში უყურებს, – ნიკოლოზს არ შემოიყვან, ნათლი?
–არა, არ შემოვიყვან. ბევრი საქმე აქვს..
–მეც ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ ვასწრებ! – ჯიუტდება გიო
–გინდა, ნიკოლოზ, ითამაშო კალათბურთი?
–არაფერი მინდა, შენგან არაფერი მინდა, მამა! – ფეხზე ხტება და მაგიდას ტოვებს.
ლაზარეს ბრაზისგან ნესტოები ებერება. ისიც აპირებს წამოდგომას, ანას სიტყვები რომ აჩერებს
–ახლა თუ გაყვები, ახლა თუ წასვლას არ დაანებებ.. აღარაფრის იმედი მექნება ქვეყნად, ლაზარე..
შეშდება. გონება ებნიდება. შემთხვევით გოგლიკოს მზერას ეჩეხება და იმხელა იმედგაცრუებას კითხულობს ძმაკაცის თვალებში, სული ეწვის.

***
სამსახურიდან დაბრუნებულს ისევ არეული დახვდა სახლი. ხელები დაიბანა და მილაგებას შეუდგა, ისე რომ არც აუკითხავს ანასთვის ოთახში. მისაღებ ოთახში დახვავებულ ჭიქებსა და თეფშებს ერთად აგროვებდა და ნიჟარაში აწყობდა. რეცხვაც თავის თავზე აიღო, იცოდა, არც ახლა გასცემდა ხმას ანა, ამიტომ იფიქრა ცოტა ხნით ისევ მიეცა დრო მარტო ყოფნისთვის. უკვე ერთი კვირა ხდებოდა მას შემდეგ, რაც ერთად იწვნენ და ანა უარესად ჩაიკეტა. ადრე თუ ბრაზით და უხეშად ელაპარაკებოდა, ახლა ესეც გვერძე გადაედო და მხოლოდ ცარიელი თვალებით ხვდებოდა ლაზარეს. ღამეც, ისე აქცევდა ზურგს, არაფერს ეტყოდა ხოლმე და ძილშიც კი არ ბრუნდებოდა მისკენ, სულ თავს არიდებდა. ლაზარესთვის იმდენად მტკივნეული და აუტანელი იყო ასეთი ანას ყურება, რომ საკუთარი საქციელი გულს ურევდა. თავი ეზიზღებოდა. უკვე იმაზე ფიქრიც დაეწყო, რომ გაშორებოდა ანას რა მომავალი ელოდა წინ. მშბლებთან ჯერ ისევ არ ჰქონდა ურთიერთობა დაწყობილი, ამიტომ სახლში არ გაუშვებდა. არ დაუშვებდა, რომ კიდევ ერთხელ ეტკინათ მისთვის. ეგოისტურად, თითქოს უკვე გადაეწყვიტა, რომ ანას ცრემლების მიზეზად ყოფნა მხოლოდ მას შეეძლო, მას და არავინ სხვას. უკვე მტვერს წმენდდა, უცნაურად სახეგაფითრებული ანა რომ გამოჩნდა ოთახში
–მოხვედი? – იკითხა სასხვათაშორისოდ და დივანზე ჩამოჯდა
–მოვედი..
–სახლი მიალაგე? – გარშემო მიმოიხედა
–ჰო. მეტყვი რა ხდება?
–რაზე?
–პროტესტია ერთგვარი სანაგვეში რომ ვცხოვრობთ? – წინ ჩამოუჯდა და თვალებში ჩახედა
–ალბათ, არ ვიცი.. – მხრები აიჩეჩა ანამ და მზერა მოაშორა
–არ დაიღალე აქ?
–სად?
–თბილისში..
–კი, დავიღალე..
–გინდა წავიდეთ სადმე? ავიღებ როგორმე დასვენების დღეებს, გადავუცვლი ბიჭებს
–არ მინდა შენთან ერთად.. – უთხრა და ისევ ასწია თავი, სახეზე მიაჩერდა. მოურიდებლად.. უნდოდა სიცივე დაენახა ქმარს მის თვალებში, მაგრამ არც ისე კარგად გამოუვიდა. ტუჩის კუთხეები ჩამოუგრძელდა, შუბლიც მოეჭმუხნა ოდნავ შესამჩნევად. ცოტაც და, ტკივილისგან მის თვალწინ ატირდებოდა. სწრაფად მიაბრუნა თავი.. ლაზარემ ამოიოხრა, ფეხზე წამოდგა და მტვრის საწმენდი შეათამაშა ხელში, წმენდა განაგრძო
–შენ ჩემზე ძალა იხმარე..
მსხვრევის ხმა გაისმა ოთახში. ორივე გაშეშებულიყო, მთელი სხეული გაყინვოდათ, არც განძრეულან, მაგრამ მაინც გაიგო ლაზარემ საზარელი მსხვრევის ხმა. როგორ შეუძლია სიტყვებს ყველაფრის დამსხვრევა.. ყველაფრის განადგურება. როგორ შეუძლიათ სიტყვებს თავი გაგრძნობინონ იმათ, რაც რეალურად არ ხარ.. როგორ შეუძლიათ, შენგან მონსტრი შექმნან. ისეთი სიძლიერის, მთელი შენი შინაგანი სამყარო რომ დაიმორჩილოს და თავი არარაობად გაგრძნობინოს..
–ანა.. – შემობრუნდა და თვალები დახვდა, რომლებიც ვერაფრით იცნო
–არასდროს დამავიწყდება, ლაზარე.. არ დავივიწყებ. შეიძლება შენ დაივიწყო, მაგრამ მე არ დავივიწყებ..
–ანა, მე ძალა არ მიხმარია შენზე! – ამოილალაპრაკა და მთელი ძალა, რაც სხეულში იმ წამების განმავლობაში დაუგროვდა, ამ სიტყვებს ამოაყოლა. ალბათ ამიტომ გაისმა ლაჩრულად, გაპარული ხმით ნათქვამი..
–აბა, რა იყო ის ღამე, ლაზარე? გითხარი მინდამეთქი? გაგრძნობინე, შენთან დაწოლა მინდათქო?
–შენ ჩემ ცოლობაში შეიტანე ეჭვი, ანა! სხვა კაცს მოეხვიე, სხვას უცინოდი, სხვას მიეცი უფლება შენთან სიახლოვის.. და, და მოხვედი სახლში და ისევ თავს მარიდებდი. მე ამას ვერ ავიტანდი, ანა! – ტონს ვეღარ აკონტროლებდა, უაზროდ იქნევდა დიდ, დაძარღვულ მკლავებს
–და დამიმტკიცე, რომ სუსტი ვარ, არა? არაფრის მაქნისი, მარტო დარჩენილი, მიგდებული ქალი ვარ და სხვა გზა არ მაქვს..
–ასე არ არის..
–აბა, ლაზარე?
–შედი ოთახში, ანა, ძალიან გთხოვ! – ამოისუთქა და ხელები დაუშვა, სახეც მოარიდა გამწარებულ ცოლს.. ცოლს, რომლის თვალებშიც უკვე ცხადად ხედავდა ზიზღს, იმედგაცრუებას, ტკივილს..
–მიბრძანებ? იქნებ ისევ ისე გამაკავო, როგორც იმ ღამეს? რას იტყვი? იქნებ ისევ მომიჭირო მაჯებზე ეგ შენი სანაქებო ბეჭდიანი ხელი სინდისდამშვიდებულმა, რომ შენი ცოლი მქვია და გამიკეთო რაც შენ მოგინდება! მიდი, ლაზარე, მიდი, გააკეთე რაც გინდა! მე მაინც არაფერი გამაჩნია, აღარაფერი.. მაგრამ იცოდე, იცოდე, რომ ვიმახსოვრებ და მეც წამოვდგები ერთ დღეს ფეხზე. იცოდე, რომ არ გაპატიებ არც იმ დღეს, მანქანაში რომ ჩამტენე. არც იმ დღეს, ტირილისგან დასიებულს საძინებლის კარი ცხვირწინ რომ მომიხურე, სიტყვებით – ახლა ჩემი ცოლი ხარო და არც იმ ღამეს, ასე ხელებშეკრულს სული რომ გამომაცალე. ჩემ უკითხავად რომ მიითვისე ჩემი ქალწულობა, არაფრად რომ არ ჩამაგდე, რომ გამანადგურე. მიდი, ლაზარე, აჰა.. აჰა, შემიკარი ისევ ხელები.. – წინ გაეშვირა ხელები და ბოლო ხმაზე ღრიალებდა
–გაჩერდი, ანა, გაჩერდი! – იდაყვებში ჩააფრინდა ლაზარე და ვეღარაფერი თქვა.
ან, რა უნდა ეთქვა. რომ უყვარდა? რომ ნანობდა? ვერაფერს ეტყოდა, რადგან ამ დღემდე არ იცოდა, თუ ასეთი ჯოჯოხეთი ტრიალებდა ანას გულში. ვერ წარმოედგინა, თუ ასე ვერ მიუხვდა, ასე გააუბედურა
–შედი ოთახში.. – გაიმეორა ისევ და ხელები შეუშვა. გავიდა თუ არა ანა, იგრძნო, რომ სუნთქვა აღარ ჰყოფნიდა. მაშინვე შებრუნდა და სამზარეულოს სარკეში, საკუთარ ანარეკლს მოკრა თვალი. „რა ხარ, ლაზარე, რა ხარ!“ უმეორებდა საკუთარ თავს და თვალებში, რომელსაც მუდამ რწმენა არეკვლოდა, რაღაც სიშავე შენიშნა.. ისეთი, რომ ვეღარ გაწმენდდა, ვეღარასდროს.. ვერაფერს გააკეთებდა, რომ მოეშორებინა, რომ როგორმე, რამე საქციელით გამოესყიდა..

***
–შენ რა, გგონია ამ ლაპარაკით, ამ ქცევით ოჯახს შეინარჩუნებ? სულ გაუბერე, არა? მომხედე აქეთ!
–გოგლიკო, გაჩერდი თუ ძმა ხარ!
–ძმა რომ ვარ, მაგიტომ არ გავჩერდები. ლევანს რომ დღეს შენ დაენახე, ლაზარე..
–ნუ ახსენებ.. ნუ.. ოღონდ ლევანი არა..
–ლევანს, ჰო, ლევანს რომ დაენახა როგორ მოექეცი ანას, როგორ დაზაფრე ბავშვები, თავს წაგაცლიდა! და რა ვქნა ახლა მე, ვიკისრო მისი მოვალეობა და მოვიფხანო გული თუ დაველოდო აზრზე როდის მოხვალ?
–ყველა ოჯახი შენნაირი ვერაა, გოგლი
–რას ქვია ჩემნაირი, შენნაირი. გგონია გიო არ უბერავს ხოლმე? წინა თვეში გადაგვრია, ისე აურია სწავლაში, დედამისს წმევებმა აუწია, მარა ასე კი არ გამიფრენია, ბიჭო! ნიკოლოზი რას აკეთებს. რას აკეთებს ისეთს, ასეთ თავზე დაჯმას რომ იმსახურებდეს?
–გეყოფა..
–ჩემ თვალწინ, თამუნას თვალწინ, გიოს თვალწინ რა პონტში ამცირებ ბავშვს?
–არ დამანებებ თავს და აქვე დაგმარხავ იცოდე, ბერიძე!
–აზრზე მოდითქო, გესმის? ლევანს და მამაშენს ნუ ჩარევ ამაში, ლაზო..
–რა შუაშია? რას აიკვიატე? რა შუაშია ჩემ ოჯახთან ჩემი ძმა და მამაჩემი! – ღრიალებს და წარბებს კრავს
–მაგას გეუბნები ზუსტად! იმის გამო, რომ ისინი დაკარგე, შენ ოჯახს არ უნდა გადააყოლო! ისინი არ იმსახურებენ ასეთ მოქცევას! როდის დაგტოვა ანამ? როდის არ დაგიდგა გვერდით? გაიხსენე, იყო ასეთი დრო?
–არ ვიცი..
–ყოველთვის გვერდით გედგა და იმიტომაც არ იცი. აბა მიეტოვებინე.. თუ გვტოვებენ მარტივად ვატყობთ, თუ არადა.. თუ არ დაგვტოვეს, თუ საკუთარი თავი მოგვიძღვნეს, მეტს მოვითხოვთ. ღორები ვართ ადამიანები, ლაზარე! ცხოველები ვართ და ეცადე რომ ეს სიცხოველე გადალახო შენში. ეცადე, რომ ადამიანობა გაიხსენო და დაიმსახურო ის, რაც გაქვს..
–ვეღარ, გოგლიკო, ვეღარ დავიმსახურებ..
–შენთან დარჩა, თვრამეტი წლის ასაკში. სამი შვილი გაგიჩინა, გაგიჩინა და გაგიზარდა. თან რა შვილები, უვაჟკაცესი ნიკოლოზი და საოცარი მაშენკა, ნუცა ხო ვაბშე.. ნუცა ხომ სასწაული გამოგივიდათ. მაგასავით გონიერი არცერთი არ იყო მაგხელა.. და ვინ გაზარდა ასეთები, ვინ ზრდის? შეენ? გულწრფელად თქვი, ლაზო, შენ ზრდი თუ ანას გაზრდილ ნაშიერებს შეჰყურებ, ჰა? შვიდ წლამდე გაზარდე შენ ტყუპები და მერე, მარტო შვილები კი არა, საუთარი განადგურებული ხასიათიც ანას მიუგდე. იმან კიდე შენი ძმის და მამის სიკვდილის მერე კარიერას მიენაბა თავი და სახლში დაჯდა.. მოდი აზრზე რა, ძალიან გთხოვ, ძმურად.. გამახსენე ოცი წლის, ყველაზე მაგარი კაცი, ყველაზე მართალი ლაზარე. ყველაზე ადრე შენ დაღვინდი, სულ შენ დარიგებებს ვისმენდით ხოლმე მე და დაჩი და ახლა? ახლა რაებს მეუბნები, შენნაირი ოჯახი არ მყავსო. არ გყავს, იმიტომ რომ არ იაზრებ როგორი იღბლიანი ხარ..
–გოგლიკო, წყალი მოვატანინო მაშოს? – აწყვეტინებს ჩაფიქრებული ლაზარე უცებ
–რა? ჰა? – უკვირს და უცნაურად შესცქერის სერიოზული სახით მჯდარ ძმაკაცს
–არ გაგიშრა ბიჭო პირი? – ხარხარებს უცებ და ფეხზე დგება
–მისმენდი მაინც ლაზარე? – ბრაზდება უცებ გოგლიკო
–მე სულ გისმენთ, გოგლა. რომ არ ლაპარაკობთ მაშინაც გისმენთ და მესმის რისი თქმაც გინდა. ეს ყველაფერი მაშინაც გავიგე, სუფრასთან, ნიკოლოზის წამოხტომისას რომ შემომაგებე მზერა
–ლაზო.. მე მაშინ, ამდენი წლის წინ, ჩვიდმეტი წლის ანა ამისთვის არ მიტირებია, ამისთვის არ ჩამიტენია მანქანაში ძალით, ასეთი მომავლისთვის, ასეთი ოჯახისთვის არა, ლაზარე.. ნუ მაფიქრებინებ, რომ მაშინ შეცდომა დავუშვი, ნუ მაფიქრებინებ, რომ შენი ტყუილად მჯეროდა..
–მაშინ მეც მჯეროდა საკუთარი თავის, გოგლიკო!
–ლაზარე, მიყვარხარ ძალიან, ხომ იცი..
–ვიცი, მართლა ვიცი
–და რომ არ დავუშვებ, რომ შენი შვილები ცუდად იყვნენ, ეგეც ხომ იცი?
–ეგეც ვიცი
–ყველას გადავუვლი მაგათ გამო. ყველას ლაზარე, მაშ შორის შენც! იცოდე ეს..
–ეგეც ვიცი, გოგლიკო.. – უღიმის თბილად და ფეხზე წამომდგარს მხრებზე ხვევს ხელს.

***
ადრე ეღვიძება. ოთახს ავლებს მზერას და საწოლზე ჯდება. იმ დღის შემდეგ.. ანას იმ სიტყვების შემდეგ ასე ხდება, ყოველდღე.. ეღვიძება მარტოდამარტოს და ოთახიდან გასულს უკვე წასული ლაზარე ხვდება. იცის, რომ სამსახურს ათ საათზე იწყებს, თუმცა რომელზეც არ უნდა გაიღვიძოს, არასდროს ხვდება სახლში. თავს არიდებს, სახლში გვიან დაბრუნებულიც კი უცნაური მდუმარებით გამოირჩევა.
სამზარეულოში გასულს ლაზარეს მიერ მომზადებული კერძი ხვდება და პატარა ბარათი, რომლითაც ანას ჭამას ახსენებს. თავიდან ღიზიანდებოდა, მერე კი.. მერე ამასაც შეეჩვია. გაპროტესტება უნდოდა მისი ამ საქციელის, თუმცა მიხვდა, ლაზარესთან არაფერს რომ ჰქონდა აზრი და სუსტი, პატარა გოგოსავით ამასაც შეეგუა..
მთელ დღეს უაზროდ ატარებს, არაფრის კეთება სიამოვნებს. რამდენჯერმე სიმწრისგან ტირილსაც ასწრებს და საკუთარ თავზე ბრაზმორეული სწრაფად იბანს სახეს, კარის ხმა რომ ესმის. ზღურბლზე კატო, ნიაკო და ლიკუნა ხვდებიან და გაოცებისგან პირს აღებს. ჩემოდნებით ხელში, მხიარულად შეჰყურებენ და სიცილ–კისკისით შედიან სახლში
–რას დაშტერდი გოგო, მოდი აქ.. – ეძახის კატო და გოგოებთან ერთად ოთახისკენ ექაჩება
–რა ხდება? არ ვიცოდი თუ მოდიოდით, ეს ჩემოდნები რაღაა?
–უნდა ჩალაგდე, მალე, მალე, თორემ დავაგვიანებთ..
–ჰა? სად მივდივართ? – ეცინება აცეტებული მეგობრების დანახვისას ანას
–მოიცა, შენ რა არ იცი? მართლა სიურპრიზი გაგიკეთა ლაზარემ? რა მაგარი ბიჭია, პროსტა! ხომ ვთქვი ყველას გვაჯობებსთქო, – ხელს იქნევს ანასკენ ნიაკო და ტუჩაბზუებული ჯდება დივანზე.
ანას კიდევ რაღაცის თქმა უნდა, მობილურის ხმა რომ ესმის სამზარეულოდან. მაშინვე პასუხობს, დაბნეული და გაკვირვებული
–გისმენ..
–მოვიდნენ გოგოები?
–ჰო, რა ხდება ვერ გავიგე..
–მაპატიე, დილას ვერაფრით გაგაღვიძე რომ გამეფრთხილებინე. ჩალაგდი და ერთ საათში ლევანი იქნება თქვენთან, მატარებლის ბილეთებზეა გასული, ბათუმში მიდიხართ ორი კვირით
–რა? ჩვენ? მე და ჩემი გოგოები?
–ჰო, ამოიხუთები აქ და რადგან შენ თვითონ არ გადაწყვიტე, მე გაგიშვებ როგორც მინდა და სადაც მინდა, სასტუმროს მისამართს გეტყვის ლევანი, ყველაფერში გავარკვიე უკვე. მატარებლით მგზავრობა პრობლემა ხომ არაა?
–ჰა.. აა.. არა.. – დაბნეულობისგან თავი სტკივდება და შუბლზე ისვამს ხელს
–რამდენიმე საცურაო კოსტიუმი გიყიდე.. თუ არ მოგეწონა, მერე იქ, სადმე გაიარე.. რა ვიცი, არ ვიცოდი იქ თუ იშოვიდი და ვიფიქრე აქედანვე წაღება ჯობდა..
–ლაზარე..
–საკრედიტო ბარათს მოგცემს ლევანი, ‘ქეშადაც’ გატან ფულს და რაღაც ნაწილი გადადე, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. თუ რამე დაგჭირდა არ გაიპრანჭო რა, დამირეკე ეგრევე.. გესმის, ანა?
–მესმის..
–გაერთეთ და ისიამოვნეთ, ოღონდ წესიერად მოიქეცი, ბექასავით ნუ აეკრობი სხვას, ვინც არ უნდა იყოს.. გავიგებ მაინც და.. ხომ ხვდები, ნერვები დამაწყდება, ცუდად გავხდები, ცუდ რამეებს ვიზამ.. წავედი ახლა, აღარ მაქვს შესვენება..
–მადლობა, ლაზარე..
–ჩემი მოვალეობაა, ანა, ნუ მიხდი მადლობას.. მოვა მალე ლევანი, კეთილი მგზავრობა.
უთიშავს. თვითონ უთიშავს. გაოგნებული ბრუნდება გოგოებისკენ და მის ცრემლიან თვალებზე სამივე საოცარი სისწრაფით ესვეტება წინ
–არ მითხრა წასვლის წინ ვიჩხუბეთო! – ხელებს ასავსავებს კატო
–არა, არ გვიჩხუბია..
–აბა, რა გჭირს?
–არაფერი, არ ველოდი და ავღელდი უბრალოდ.. – იღიმის და ოთახისკენ მიდის, – მოდით ახლა, ცოტა დრო მაქვს, რა წამოვიღო?
–აუუუ მე გეტყვი რა! – ეწევა ლიკუნა და უკვე მის კარადებში იქექება
–ახლა ნახე, ჩაადებინებთ ტონა რაღაცას. შორტები, კაბები, მოკლე მაისურები ი ვსიო! ლიკუნა, რათ უნდა ახლა მაგ სისქე ჯინსი? – ბრაზდება უკვე ნიაკო და ხელიდან გლეჯს შარვალს.
ანა კი ახლა შემჩნეულ, სკამზე დადებულ ყუთებს ხედავს. ისეთი გემოვნებით აურჩევია კოსტიუმები ლაზარეს, სახეზე ღიმილი ეღვრება
–როდის იყიდე ესენი, რა ლამაზებია.. – ესმის ყურთან კატოს ხმა
–ლაზარემ მიყიდა, თურმე..
–მეც მინდა ასეთი ქმარი. როგორ მინდა, ღმერთო! – თავს სწევს და წუწუნით ეცემა საწოლზე.
რა სხვანაირად ჩანს შორიდან ყველაფერი.. რა მარტივად.. როგორი მარტყუარაა ადამიანი, როცა არ შეუძლია საკუთარი ცხოვრება გადაუშალოს სხვას თვალწინ.. რამდენ რამეზეა წამსვლელი ასეთ დროს.. რამდენი რამის გადატანა უწევს..

***
–ბავშვებს უნდოდათ ზღვაზე წასვლა მეობრებთან ერთად, მე კიდევ დავავლე ხელი და აქ წამოვიყვანე.. – სიგარეტს უკიდებს და გოგლიკოს განაჩენს ელის
–ახლა?
–ჰო, ყოველ ერთ საათში ურეკავენ და მარიამს სახე ეღუშება ისე უნდა იქ ყოფნა, ნიკოლოზი თავს იჭერს, კაცურად, – იღიმის და თვალებს ხუჭავს
–გაუშვი..
–მეშინია, გოგლი
–არაფერი მოუვათ, გაუშვი. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომც დაუფიცო, ვერ მიხვდებიან, რომ მათზე ზრუნავ. სულ სხვანაირად ჩანს, ხომ იცი..
–ვიცი
–ხოდა გაუშვი, გინდა გიოსაც გავუშვებ. იქ გიაა თავისი ოჯახით და ნახავს ხოლმე ბავშვებს, დავურეკოთ..
–მართლა? იქ არიან უკვე?
–ჰო, მიდი დაუძახე და ვუთხრათ გაემზადონ. ტაქსით გავუშვათ პირდაპირ..
ეძახიან. მათთან ერთად თამუნა და ანაც მოდიან და ყველა ერთად, სახლის დიდ აივანზე თავსდება
–გიო მა, იცნობ შენ მაშოს და ნიკოლოზის მეგობრებს?
–ვინ მეგობრებს?
–აი, ზღვაზე ვინც არიან..
–ჰო, როგორ არ ვიცნობ!
–გინდა წახვიდე მა შენც? ნიკოლოზ, ჩაგაბარო ჩემი ბიჭი? – უღიმის და გვერდულად უყურებს.
ნიკოლოზს თვალები უფართოვდება, ჯერ დედას შესცქერის, მერე არანაკლებ გაკვირვებულ მაშოს, ბოლოს მამას.. და ატყობს, თვალებით როგორ ეფერება ეს უკანასკნელი
–გაგვიშვებ? – კითხულობს და ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს
–მარიამს თვალი არ მოაცილო..
–ჰო, აბა რა.. – უქნევს თავს უნებურად
–ხომ იცი, იწვება ხოლმე მზეზე, დიდხანს არ დარჩეს, თვითონ ვერ მიხვდება, შენ თუ შეატყე რომ საკმარისია, აღარ დატოვო ხოლმე.. ორივემ უპასუხეთ ჩემი და დედას ზარს, პირველივე დარეკვაზე! მომხედე აქეთ.. მარიამ, მომხედე მამა..
–გისმენ
–პირველივე დარეკვაზე არ მიპასუხებთ და მაშინვე წამოხვალთ იქიდან, გასაგებია?
–ნუ დააშინე ბიჭო ბავშვები! – შეუცაცხანა გოგლიკომ
–არ გემუქრებით, ხომ იცით.. მართლა ასე ვიზამ! – თვალებში უყურებს ორივეს, მონაცვლეობით
–ჰო, ვიცით მამა, – უღიმის მაშო და ძმას ეხვევა ყელზე, – გაგიჟდებიან გოგოები რომ ჩავალთ!
–ნუ დამახრჩე გოგო!
–წამო რა, ჩავალაგოთ. გიო გადი ახლავე შენც, გადი! – ცქმუტვას იწყებს და ახლა ანას ეხვევა
–მაგდებ გოგო?
–ჰო, ჩაბარგდი, მალე!
–წყნარად დედი, – იღიმის ანა და გამჭოლი მზერით ბურღავს ნიკაპით ხელებზე დაყრდნობილ ქმარს
სამივე უცებ მირბის, ჩქარობენ. არ ეჩქარებათ, მაგრამ ვერ ითბენენ. გოგლიკო თბილ მზერას აყოლებს ბავშვებს. მერე უცებ ნუცას სლუკუნი ესმით და ტუჩგადმობრუნებულ პატარას თითქმის ოთხივე ერთად ეკითხება, რა დაემართა
–რა მოხდა, მამი?
–თქვენ მე დამპირდით ზღვაზე წაგიყვანთო, მე დამპირდით და ტყუპები გაუშვით. ცუდები ხართ, საერთოდ აღარ მიყვარხართ, – მუჭებს ისვამს თვალებზე
–მოდი აქ მა, – ოდნავ იწევა ლაზარე, ცალ ხელს ავლებს პატარა სხეულს და მუხლებზე ისვამს
–რამდენიმე დღე კიდევ ვიყოთ ლილი ბებოსთან და მე, შენ და დედაც წავიდეთ ზღვაზე, კარგი?
–მართლა? – ჭინკები უელავს თვალებში
–მართლა!
–დედას ისევ არავინ ეკითხება.. – ბურტყუნებს ანა და ქმარს თვალს არიდებს
–მორჩი ბავშვივით მოქცევას, ანა! – ბრაზდება ლაზარე და წამის წინანდელ თბილ მზერას უცებ იშორებს სახიდან
–მაქვს ოჯახში სიტყვის უფლება, ლაზარე?
–რატომ აფუჭებ ყოველთვის ყველაფერს, ანა, როცა ვცდილობ, რომ რაღაც გამოვასწორო? როცა მგონია, რომ ახლა მაინც მოვიქეცი სწორად, რატომ მიყურებ ასეთი სახით და რატომ ამბობ ამდენ საშინელებას? ამიდ დედაც, ამის დედაც! – ღრიალებს და თამუნას და გოგლიკოსაც აღარ ერიდება. უცებ ეცლება ფეხებიდან ნუცა, გოგლიკო ათამაშებს გოგონას ხელში, მერე კისერზე ისვამს და ცოლს ხვევს ხელს. წასვლისას ოდნავ მკაცრ მზერას ესვრის ძმაკაცს..
–ზოგჯერ მგონია, რომ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი, ტყუპებთან ერთად უკან რომ დავბრუნდი.. – ამბობს და მიდის
–ანა, ახლა, ასე.. ამ სიტყვებით არ შებრუნდე! არ გაბედო და ეგ სიტყვები არ დაიჯერო!
–იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, იქნებ ასე არ მტკენოდა ახლა გული..
–ანა.. ძლიერი ქალი ხარ შენ და არ შეგეფერება რა ასეთი ლაპარაკი! – თითქოს აგდებულად პასუხობს და მის ცივ მზერას უსწორებს თვალს
–და ყველა ხედავდა ამ სიძლიერეს შენ გარდა, ლაზარე! გითხრა რატომ? ავადმყოფურად დამოკიდებული გავხდი შენზე.. ვეღარ ვსუნთქავდი, ვერ ვარსებობდი შენ გარეშე.. მაშინაც კი, სხვადასხვა ოთახებში რომ გვეძინა. მაშინაც კი, რომ მეგონა მეზიზღებოდი, სულ შენ სუნს დავყვებოდი, სულ შენ მეიმედებოდი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ შენი მესაკუთრეობის ბრალი იყო ეს.. ახლაც ასე ხარ, მე და ბავშვები ოჯახად კი არა, საკუთრებად გყავართ ქცეული, ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც შენ გინდა..
–არ არის ასე, ანა..
–ასეა, ზუსტად ასეა, ლაზარე. თავადაც ვერ ხვდები რა ავადმყოფური ხასიათი გაქვს! – თვალებაწითლებულმა ამოილაპარაკა და დატოვა. ისევ ბოლო სიტყვა თქვა, ისევ ისეთი მზერით ელაპარაკა, რომელსაც ლაზარეს მოკვლა შეეძლო და ასე დატოვა. ყოველთვის ასე აკეთებდა.. თავიდანვე. სულ თავიდანაც ასე იყო.. ისე ჩაგასობდა გულში ბრჭყალებს და გაგრძნობინებდა, რომ გაანადგურე, გინდებოდა საკუთარი თავი დაგეწყევლა. ახლაც ასეთი შეგრძნება ჰქონდა ლაზარეს, თვალწინ ედგა მოტაცებული ცოლი, ვერაფრით რომ ვერ აპატია, ვერაფრით რომ ვერ შეძლო მიეღო ისეთი, როგორიც იყო, ვერაფრით რომ ვერ მომტყდარიყო, რომ ვერ დაევიწყებინა ერთად ცხოვრების ვერცერთი დღე..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი qetulaa

Zalian magariaaa, moutmenlad veli gagrzelwbas, madloba eom ar agvianebb

 


№2  offline წევრი დარინა

ისეთი ბედნიერი ვარ რომ არსებობ და გკითხულობ, იმდენი რამის თქმა მინდა ვერც კი წარმოიდგენ როგორი კარგი ხარ, პერსონაჟების ტკივილი მეც მტკივა, მეც განვიცდი მათ ტკივილს, ისე მოუთმენლად ველოდები ყოველ ახალ თავს არ მყოფნის. არ ვიცი ლაზარემ როგორ უნდა დაიმსახუროს ოჯახი.

 


№3  offline წევრი tamuna.s

ძალიან მაგარი გოგო ხარ, ასეთ საოცარ სტორიას რომ წერ. სიტყვები არ მყოფნის რომ გადმოვცე ჩემი აღფრთოვანება ამ ისტორიის მინართ. ხო რა მაინტერესებს, დასრულებული გაქვს, თუ წერის პროცესშია ისტორია?

 


№4  offline მოდერი Tamta.k

უხხ როგორი კარგია! ძაკიაან ძალიან კარგი! გელოდები

 


№5 სტუმარი აბლაბუდა

რა გითხრა მართლა კარვად და სერიოზულად რომ წერ უკვე იცი, მაპატიეთ მაგრამ ლაზარე სულ არ მეცოდება იმიტომ რომ მართლა ავადმყოფური საქციელი აქვს და ტერორში აცხოვრებს ცოლ-შვილს, უნდა სცოდნოდა ეს შედეგი რომ დაუდგებოდა როცა უსიყვარულოდ იტაცებდა

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს ისტორიაც დაწერილია უკვე თუ ახლა იწერება?!
მე არც ანა მომწონს. ზოგადად მაღიზიანებს "მკბენარა" ქალები. ახლანდელ დროში მიმდინარე მოვლენებით, თითქოს გვერდში ედგა, ისაო, ესაო...ლამის გმირის სტატუსი ააკრან, და ამ დროს საწყალი ლაზარე, ბოლოს ხომ ზუსტად ასე მთავრდება ეს თავი, რომ კაცს ცოცხლად კლავს და რომ ეს ჩვეულებრივია ანასთვის. ან რას ჰქვია ბავშვები გაუჩინა, გაუზარდა...ან ეს ბავშვის თანდასწრებით გამოხტომა, დაყვედრებული სიკეთე.
ამიტომაც აწუხებს ლაზარეს კომპლექსები. ჰგონია მართლა ისეთია როგორც ანა ხედავს.

 


№7  offline წევრი P.A.

მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ<3 არ მიკვირს ლაზარეს მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება, არც მქონია გეგმაში "ბუნჩულა" კაცის ან ანას სახით სრულიად ტოლერანტული ცოლის შექმნა. ბევრი რამის თქმა მინდა ამ ისტორიით და იმედი მაქვს დროთა განმავლობაში გამომივა.. რაც ძალიან მახარებს, ეს თქვენ ხართ, მკითხველები, რომლებიც მართლა კარგად ამუღამებთ ხოლმე ბევრს რამეს. ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ უფრო მიხვდებით რას ვგულისხმობ:დ რაც შეეხება ისტორიას, დაწერილი მაქვს მცირე ნაწილი, თუმცა ჯერ დაუსრულებელია და ძალიან არეულ-დარეული, ყოველი თავის ატვირთვისას ნელ-ნელა ვაწყობ და ისე ვდებ.. მადლობა დიდი თითოეულ თქვენგანს..<3

 


№8 სტუმარი mariami

არ ვიცი რა უნდა მოხდეს ისტორიაში, რომ ლაზარეს გავუგო... ტიპმა ანა გააუპატიურა, არა მე უბრალოდ "ჩემი ცოლი ხარ" გაჩვენეო... წინა თავში თითქოს კიდევ მქონდა იმედი, რომ სულ პირველ თავში აღწერილი ლაზარე იქნებოდა, მაგრამ ახლა ყველანაირად გადაიხაზა... ანას სიუხეშეს რაც შეეხება, კიდევ კანფეტია იმ პირობებიდან გამომდინარე, რაშიც ცხოვრება უწევს... არა რა, ასე პერსონაჟს (ლაზარეს) იმედი არ გაუცრუებია აქამდე

 


№9  offline წევრი LI_BE

მე კიდევ განვმეორდები, რომ ბავშვები არაფერ შუაშია. არანაირი გამართლება აქვს ამ კაცს და ძალიან ნერვებს მიშლის მისი ვითომ სიყალბით.

მე მგონი, შენ ავტორო, ძალიან გინდა, რომ ლაზარეს პერსონაჟი "ბუნჩულა" არ გამოვიდეს და მკაცრი კაცის იმიჯი ქონდეს, მაგრამ მგონია რომ ზედმეტი მოგდის. რადგან მგონია, რომ ხელოვნურად ცდილობ ისეთი რაღაცაები მოუგონო ლაზარეს, რომ ცუდი გამოაჩინო. არამგონია დღეს ეს ხდებოდეს, ეს უფრო ბატონყმური ეპოქის დამოკიდებულების მაგალითია. ასე ლაზარეს მკაცრი იმიჯი კი არ იქმნება, უფრო სხვა, არაკაცური იმიჯი.

რაც შეეხება ანას, ვთვლი, რომ იმის გამო, რომ მოტაცებულია, იმის გამო რომ უსიყვარულოდ გათხოვდა, ასეთ ქცევას მაინც არ იმსახურებს ლაზარე. ჯერ არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რადგან ანა ლაზარესთან დარჩა, თუნდაც იძულებით, ელემენტარული პატივისცემა მაინც უნდა გამოიჩინოს ჯერ თავისი თავის მიმართ და მერე ადამიანის მიმართ.

ზოგადად, ოჯახის სიმტკიცეს სიყვარული არ განაპირობებს, ძირითადად ურთიერთპატივისცემა. ეს ჩემი აზრი არაა, მაგრამ სრულად ვეთანხმები.

 


№10  offline წევრი P.A.

mariami
არ ვიცი რა უნდა მოხდეს ისტორიაში, რომ ლაზარეს გავუგო... ტიპმა ანა გააუპატიურა, არა მე უბრალოდ "ჩემი ცოლი ხარ" გაჩვენეო... წინა თავში თითქოს კიდევ მქონდა იმედი, რომ სულ პირველ თავში აღწერილი ლაზარე იქნებოდა, მაგრამ ახლა ყველანაირად გადაიხაზა... ანას სიუხეშეს რაც შეეხება, კიდევ კანფეტია იმ პირობებიდან გამომდინარე, რაშიც ცხოვრება უწევს... არა რა, ასე პერსონაჟს (ლაზარეს) იმედი არ გაუცრუებია აქამდე


LI_BE
მე კიდევ განვმეორდები, რომ ბავშვები არაფერ შუაშია. არანაირი გამართლება აქვს ამ კაცს და ძალიან ნერვებს მიშლის მისი ვითომ სიყალბით.

მე მგონი, შენ ავტორო, ძალიან გინდა, რომ ლაზარეს პერსონაჟი "ბუნჩულა" არ გამოვიდეს და მკაცრი კაცის იმიჯი ქონდეს, მაგრამ მგონია რომ ზედმეტი მოგდის. რადგან მგონია, რომ ხელოვნურად ცდილობ ისეთი რაღაცაები მოუგონო ლაზარეს, რომ ცუდი გამოაჩინო. არამგონია დღეს ეს ხდებოდეს, ეს უფრო ბატონყმური ეპოქის დამოკიდებულების მაგალითია. ასე ლაზარეს მკაცრი იმიჯი კი არ იქმნება, უფრო სხვა, არაკაცური იმიჯი.

რაც შეეხება ანას, ვთვლი, რომ იმის გამო, რომ მოტაცებულია, იმის გამო რომ უსიყვარულოდ გათხოვდა, ასეთ ქცევას მაინც არ იმსახურებს ლაზარე. ჯერ არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რადგან ანა ლაზარესთან დარჩა, თუნდაც იძულებით, ელემენტარული პატივისცემა მაინც უნდა გამოიჩინოს ჯერ თავისი თავის მიმართ და მერე ადამიანის მიმართ.

ზოგადად, ოჯახის სიმტკიცეს სიყვარული არ განაპირობებს, ძირითადად ურთიერთპატივისცემა. ეს ჩემი აზრი არაა, მაგრამ სრულად ვეთანხმები.


ვიცი რომ ბრაზობთ ხოლმე პერსონაჟებზე და არც მიკვირს, მაგრამ მართლა არ ვცდილობ ხელვნურად შევქმნა რომელიმე მათგანი. წერის დროს თავისით, უნებურად ვქმნი სიტუაციებს და ზოგჯერ ჩანაფიქრსაც კი ვუხვევ.. არ ვცდილობ, რომ ცუდი გამოჩნდეს ლაზარე, მართლა. უბრალოდ საკუთარ აზრებს ვერ გადავუხვევ, არ შემიძლია ასე წერა.. მადლობა, რომ კითხულობთ და მიზიარებთ თქვენს აზრს, მნიშვნელოვანია ჩემთვის ძალიან<3

 


№11  offline წევრი მია15

ძალან კარგია.მომწონს .საინტერესოა.ველოდები შემდეგ თავს.

 


№12 სტუმარი სტუმარი Chikochiko

მოკლედ ვერ ჩავწვდი ამ ისტორიის აზრს ბოლომდე. ეს ქალი ამ შვილებს ასეთ დესპოტურ პირობებში რატო აცხოვრებს გაუგებარია ჩემთვის. ლაზარე რის მიღწევას ცდილობს ან რა უნდა საერთოდ ოჯახისგან? ქალი, რომელიც ქმარს მთელი თხუთმეტი წელი თავის უმსგავსო საქციელს აყვედრის, რატომ ცხოვრობს ამ მამაკაცთან ერთად, თუ მაზოხისტური ცხოვრება მოსწონს? თან არც ეტყობა რამე სუსტი და დაჩაგრული ქალის. ასე მგონია, ვერც კი გაიზარდა და დარჩა ისევ თვრამეტი წლის.

 


№13  offline წევრი dakarguli

მე გრაფოს ვეთანხმები,არც ანას საქციელებია მოსაწონი....
საინტერესოა რა მოხდება შემდეგ თავებში....
ყველაზე მეტად მძულს თავებად დადებული ისტორიების კითხვა იმიტო რო სული მიმდის დადებიდან დადებამდე და ყოველთვის ვცდილობ დაველოდო ბოლომდე და მერე დავიწყო კითხვა, ეს კი ისე მაინტერესებს ვერ ვრჩები და მეწიწკნება ნერვები :დდდდ
განვმეორდები და მიხარია რომ გიპოვნე ❤ წარმატებები

 


№14 სტუმარი Ana

დღეს დადებ?

 


№15  offline წევრი P.A.

Ana
დღეს დადებ?

კი, დაიდება აუცილებლად:*

სტუმარი Chikochiko
მოკლედ ვერ ჩავწვდი ამ ისტორიის აზრს ბოლომდე. ეს ქალი ამ შვილებს ასეთ დესპოტურ პირობებში რატო აცხოვრებს გაუგებარია ჩემთვის. ლაზარე რის მიღწევას ცდილობს ან რა უნდა საერთოდ ოჯახისგან? ქალი, რომელიც ქმარს მთელი თხუთმეტი წელი თავის უმსგავსო საქციელს აყვედრის, რატომ ცხოვრობს ამ მამაკაცთან ერთად, თუ მაზოხისტური ცხოვრება მოსწონს? თან არც ეტყობა რამე სუსტი და დაჩაგრული ქალის. ასე მგონია, ვერც კი გაიზარდა და დარჩა ისევ თვრამეტი წლის.

რა ვიცი, მემგონი მხოლოდ ანას გაზრდა არგაზრდაშიც არაა საქმე. უბრალოდ, საკუთარმა ოჯახმა აქცია ზურგი და უკან დაბრუნებას (ასეთ დაბრუნებას) ისევ ლაზარესთან ყოფნა არჩია.. და რადგან დარჩა მარტო ამიტომ ხომ ვერ აიტანს ქმრის ყველა გამოხტომას, თავისებურაც იცავს თავსაც და შვილებსაც და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავისებურად ეძვირფასება საკუთარი ოჯახი, თავისებურადაა დამოკიდებული ქმარზე.. ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია, როგორც ავტორის. დანარაჩენს როგორ დაინახავთ და აღიქვამთ თქვენი საქმეა და თქვენო გადასაწყვეტი.. მადლობა რომ კითხულობ<3

dakarguli
მე გრაფოს ვეთანხმები,არც ანას საქციელებია მოსაწონი....
საინტერესოა რა მოხდება შემდეგ თავებში....
ყველაზე მეტად მძულს თავებად დადებული ისტორიების კითხვა იმიტო რო სული მიმდის დადებიდან დადებამდე და ყოველთვის ვცდილობ დაველოდო ბოლომდე და მერე დავიწყო კითხვა, ეს კი ისე მაინტერესებს ვერ ვრჩები და მეწიწკნება ნერვები :დდდდ
განვმეორდები და მიხარია რომ გიპოვნე ❤ წარმატებები

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მოგწონს და კითხულობ, ვიცი რა ცუდია თავებად კითხვა, მაგრამ ყველანაირად ვცდილიბ ძალიან პატარა თავები არ შემოგთავაზოთ ხოლმე<3

 


№16 სტუმარი სტუმარი Chikochiko

Ra tqma unda, shen qmni am istorias da personajebis bedic shens xeltaa. magram mkitxveli sxvadasxvanairad agiqvams. Mec uamravi kitxva damigrovda, es ki imas ar nishnavs ar momwons an ar wavikitxav. RA TQMA UNDA VAGRZELEB KITXVAS

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.