შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი შანსი ორივესთვის {სრულად}


23-11-2018, 01:07
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 7 727

ერთი შანსი ორივესთვის {სრულად}

შუბლზე რაც გაწერია არ აგცდება! დაახეთქა ვიღაც გენიოსმა და ჩვენც, საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული,ცრუმორწმუნე და სადღაც ფარისეველი ხალხი მის ზე გენიოსურ ამოფრქვევას ავყევით და გვჯერა, რაც დაბადების მომენტში იმ დალოცვილმა მამა ზეციერმა დაგვაწერა, რომელიც თეთრი წვერით და გრძელი თმით , სამეფო ტახტრევანზე ფეხმორთხმით მჯდარი წარმოგვიდგენია, არ და ვერ აგვცდება, - -ჯანდაბა! განა რამხელა შუბლი მაქვს ამდენი რამ ,რომ მაწერიაა?! ჩემს შემთხვევში ვფიქრობ, ეს დაბადებიდან დასმული დაღის ამბავი და ჩაჯმული ბედის საქმე კი არ არის, არამედ რომ დაიბადები კაცი და მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობ, რომ გინდა რაღაც ისეთი ჩაიდინო რაც ხალხისთვის დაუვიწყარს და ისტორიის ფურცლებზე კუთვნილი პატარა ნაგლეჯის მფლობელს გაგხდის. ნუ, ეს აქილევსის ამბიციაა: იყო ზე განდიდების მანიით შეპყრობილი და თაობიდან თაობას გადაეცემოდეს შენი სახელი, ტაშს ისე გიკრავდნენ სულ ფეხებზე ეკიდოთ, როგორ იქცეოდი გმირობამდე და რადგან ხარ გმირი დანარჩენი მესამე ,მეათე და მეათასე ხარისხოვანია რაც მთავარია თაობიდან თაობამდე პუბლიკა ტაშს გიკრავს და „ვააა რა მაგარია“-ს ძახილით ფურცლავს შენი დამპალი ისტორიის გაყვითლებულ ფურცლებს. საინტერესოააა...ნუ, ჩვენს ქვეყანაში სადაც უმუშევრობა პიკს აღწევს, სიღატაკეს და სიმდიდრეს შორის ერთი ნაბიჯია და ნეპოტიზმი მეფობს.( რაც არ უნდა ვიძახოთ ესეა) გმირი ,რომ გახდე კაცმა არ იცის რა უნდა ქნა. რა უნდა ქნა და ტრაკზე გაირღვა და სულ მცირე ქვეყნის მთავარსარდალს უნდა დააჭედო შუბლში ტყვია. კი დაგიჭერენ და ტყავს გაგაძრობენ მაგრამ, სამაგიეროდ ,წლების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში ეწერება შენი სახელი როგორც "პრეზიდენტის მკვლელი" არ მხიბლავს...( აქ წარმოიდგინეთ ძალიან დაჯღანული სახე მაქვს. იმდენად დაჯღანული და უსიამოვნო, დილით სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი აიდის დადასტურება მომთხოვა. სარკეც ჩემს წინააღმდეგაა ბატონებო და ქალბატონებო ყველას უმდაბლესი სალამი ჩემგან! მე გიგა ვარ. ხოო აი ის გიგა. შეშლილი ქირურგი,მკვლელი რეციდივისტი და... ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, ვისაც რა უნდა ის იფიქროს მთავარი კი ის არის რომ ცოლმა დამადო! აი, ამხელა მონოლოგი წავუკითხე საკმაოდ მთვრალმა ჩემს წინ მჯდარ ქერა ქალბატონს სავსე მკერდით და დაბერილ ტიუჩებზე წითელი ტუჩსაცხით, თავი მაგარი ნაშა რომ ჰგონია და ისე გიბზეკს მკერდს დარწმუნებული ვარ ის წითელი ლიფი რომ გავხადო, შეიძლება ცუდად გავხდე. მარტივად ავუხსენი რომ მისნაირებზე არ მიდგება! ისე შემომხედა ხელები , კი ამექავა თითებს შორის მოქცეული ვისკის ჭიქა შიგ სიფათში მელეწა, მაგრამ პატარა ხომ აღარ ვარ?! ჯანდაბას ყველას მე ვერ ვასწავლი საზოგადოებაში მოქცევის წესებს, რადგან ეგ უკანასკნელი მეც მაგრად მეშლება ხოლმე და რა გავაკეთო ?! არც არაფერი. „დაბერდი და დ**** ი „! აი ჩემი მეგობარი გიორგის შეფასება.
დილის რომელი საათი იყო კაცმა არ იცის, აშკარად დიდი ხნის გათენებული გახლდათ , კი არა და მე მგონის ღამდებოდა, საწოლის თავთა ეშმაკის მანქანად წოდებული ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა. კი ვიფიქრე გადავაგდებთქო, მაგრამ ტელეფონს რომ დავხედე ბებიაჩემი რეკავდა. „ აი სად დაგერხა გიგააა“.-სახე მოვისრისე წინა ღამის ნალოთავებმა. ალბათ ოცი ჭიქა ვისკის ,ორი კოლოფი სიგარეტის და რახარუხა მუსიკის გამო თავი ისევ მისკდებოდა.
-ალო!-ვუპასუხე
-გიგა! სად ხარ არ მოდიხარ დედაა?
-სახლში ვარ -ამოვილაპარაკე მოწევისგან უარესად დაბოხებული ხმით და სასმლისგან ჩამწვარი ყელით. სად უნა მივდივდიოდე და რატომ არ მახსოვს ?! --რამე გამომრჩაა?
-სულ გადაირიე შვილოო? ვალიკოს ცოლი გარდაიცვალა და ხომ მოდიოდი ხვალისთვის დაკრძალვაზე?
-აბა ვალიკო?
-გიგაა...
-ნუ, ხო კარგი მაგრამ, ჩემს გარეშე არ დაკრძალავენ მაგ ვალიკოს ცოლს?- სერიოზულად მეზარება აბარგება და სულ მცირე საათ ნახევრის განმავლობაში საჭესთან ჯდომა ,რათა ბატონი ვალიკოს თანამეცხედრე თვალზე მომდგარი ცრემლით გავაცილო ბოლო გზაზე.
-აბა ეგ რა ლაპარაკიაა? იმდენი ამაგი აქვს შენზე...
-არ თქვა ახლა ძუძუები ღობეზე ჰქონდა გადმოფენილი და გაწოვებდაოო-ფუ.. რომ წარმოვიდგინე გამეცინა, მაგრამ რა მაცინებდა მე უბედურს?!
-კაცი დაბერდი და ნორმალურად ლაპარაკი ვერ ისწავლე!
-40 წელი თუ სიბერეა დროა საკუთარი დაკრძალვის საქმეზე ვიზრუნო. ლობიო და შილა ხოო?
-გიგააა...
-კაარგი ჰოოო...კარგი.-წარმოვიდგინე საათ ნახევრიანი ლექცია ზრდილობასა და ეთიკის საკითხებზე , ბოლოს დაბოლოს მართლა დავბერდი ამის მოსასმენად და დროულად შევწყვიტე უაზრო ღლაბუცი.
-სალომე და ბავშვიც ჩამოდინა!-მორიდებული ტონით მითხრა ბებომ და ვიგრძენი როგორ მომაწვა ფეხის ფრჩხილებიდან წამოსული მრისხანება და ნელ ნელა დაიწყო ტვინისკენ სიარული, სადაც წითელი ღილაკი საგანგაშოდ ციმციმებდა ამიტომ დროულად დავემშვიდობე ქალბატონ ბებიას და საწოლიდან წამოვდექი.
2
უძინარი და არეული იყო. წინა ღამის ნამთვრალევს თავი საშინლად უსკდებოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს კისერზე მძიმე წონიანი გირები ეკიდა.სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და მანქანა ისეთი სიჩქარით მიჰყავდა გზატკეცილზე თითქოს სადღაც აგვიანდებოდა და დროულად უნდა ჩასულიყო დანიშნულების ადგილზე.საათ ნახევრის გზა თითქმის, ერთ საათში გაიარა და ახლა ნაცნობ ჭიშკართან შეჩერებული არ ჩქარობდა მანქანიდან გადმოსვლას. ბოროტად დაკვესილ თვალებს არ აშორებდა იქვე გაჩერებულ წითელ "ინფინიტს" სერიით "გი 040გა " ჰაერი ღრმად შეისუნთქა ერთიანად მოვარდნილი მრისხანება მოთოკა და მანქანიდან გადმოსულმა ისეთი სიძლიერით მიაჯახუნა კარი სხვა შემთხვევაში შეიძლება თავადვე რომ გაეჭედა".ჩამობრძანებულა ქალბატონი! დედაც მოვტყან!!" ზიზღით დამანჭა სახე და ეზოს კარი ხელის კვრით შეაღო.
ნაცნობ ეზოში ნაცნობი სიტუაცია დახვდა. იმის გამოკლებით, რომ საერთოდ არ იყო ნაცნობი პირველი სართულის აივანზე ერთ დროს მის საკუთრებაში მყოფი ახლა კი საშინლად გაუცხოვებული ქალი: ფეხი- ფეხზე რომ ჰქონდა გადადებული და მისდა გულის გასახეთქათ იმდენად მოკლე ქვედაბოლო ეცვა საერთოდ რატომ ეცვა საკითხავი იყო."ამის დედაც!" ცალყბად ჩაეცინა მამაკაცს და მისკენ ყიჟინით გამოვარდნილ სამიოდე წლის ბავშვთან დაიხარა:
-მამიკო...
-მამიკოს ვაჟკაცი!!-სწრაფად აიტაცა ხელში ბავშვი და გულში ჩაიკრა.შემდეგ ხმაურით დაუკოცნა ლოყები და ცხვირი მის კისერში ჩარგო სადაც იმ სურნელს მოეყარა თავი სიგიჟემდე რომ უყვარდა.თბილი,ტკბილი და გემრიელი...სურნელი ,რომელიც ისე მოქმედებდა მამაკაცზე ერთი ღრმად შესუნთქვაც კი საკმარისი იყო წყობიდან გამოსული ადვილად რომ დაეშოშმინებინა,გადაღლილისთვის: დაღლილობა და სტრესი მოეხსნა ...სურნელი: რომელიც მიზანს აძლევდა ვისთვის და რისთვის უნდა ეცხოვრა ამ ქვეყანაზე. ეს სურნელი კი პატარა თეოდორე ქართველიშვილს ეკუთვნოდა.მის სისხლს და ხორცს...მისი სიყვრაულის ნაყოფს რომელი სიყვარულიც ,საერთოდ შლიდა და ისედაც გადარეულს უარესად აფრენინებდა.
-ჩამოხვედი ბებიი?-ღიმილიანი სახით გამოეგება იმ წუთს სახლიდან გამოსული შავით შემოსილი ქალი და ხელებგაშლილი გაემართა მამაკაცისკენ რომელმაც ბავშვი ცალი ხელით მიიხუტა მეორე კი შეგებებულ ქალს მოხვია და გულზე თბილად მიიხუტა. ჭაღარა თმაზე აკოცა და თან თავალი არ მოუშორებია სავარძელში უძრავად მჯდარი სალომესთვის რომელიც უხერხულად შეიშმუშნა მაგრამ არ წამომდგარა.
-რაიყო ბებია მე რომ არ დამერეკა არ აპირებდი ჩამოსვლას თუ?-უსაყვედურა ქალმა.
-გადამავიწყდა ქეთევან...გუშინ გვიან მივედი სახლში...
-გვიან დაბრუნდი და თან მთვრალი ხოო...-წარბები შეკრა ქალმა.სალომეს კი შესამჩნევად დაეძაბა კისერზე ძარღვები რაც მამაკაცის მახვილ მზერას არ განოჰპარვია და გულში პირველ გამარჯვებას უკვე ზეიმობდა.
-რას გაუგებ თავისუფალ კაცს...--"თავისუფალი" ხაზგასმით აღნიშნა მამაკაცმა და ისევ ბავშვს მიუბრუნდა რომელიც სიხარულისგან დამრგვალებული თვალებით აკვირდებოდა მამას სახეზე.-როგორ ხარ ჩემო ვაჟკაცო?,|
დედაშენი ხომ არ გაბრაზებს-ჩურჩულით ჰკითხა და პაწუკა ცხვირზე აკოცა.
-არა...-წვერმა უჩხვლიტა პატარას და სასაცილოდ დამანჭა სახე.
-სად არიან ოჯახობა?-თვალი ეზოს მოავლო გიგამ
-უბედურ ვალიკოსთან არიან შვილო-სინანულით ჩაილაპარაკა ქალმა-მოდი დედა... მოდი, არ გშიაა?
-არ მინდა არაფერი ქეთევან-აფართხელებილი ბავშვი იატაკზე ჩამოსვა და სალომეს წინ მდგარ მოწნულ სავარძელში ჩაეშვა..ფეხები წინ გამოშალა და ქალს ირონიული მზერა შეანათა.
-ჩვენ გავისეირნებთ ....პატარა საქმე მაქვს და ...-გაიღიმა ქეთევანმა და ბავშვს მოჰკიდა ხელი.აშკარა იყო არანაირი საქმე არ ჰქონდა და უბრალოდ წყვილის მარტო დატოვებას ცრდილობდა.ბებიის საქციელზე გიგას ფართოდ გაეღიმა და სიგარეტს მოუკიდა.ქეთევანმა მალე გაიხურა ჭიშკარი და აჟიტინებულ პატარასთან ერთად თვალს მიეფარა.გიგა კი სავარძლის საზურგეს მიყრდნობილი სიგარეტს ეწეოდა და ნამდვილად არ ჩქარობდა საუბრის წამოწყებას.სალაპარაკოც არაფერი ჰქონდა მით უმეტეს ქალთან რომელიც, ყოველთვის მცდარ დადკვნებს აკეთებდა და მასთან კამათი და რაიმეს ახსნა უბრალოდ საშინლად ღლიდა.სულ სხვანაირი აღმოჩნდა სალომე ვადაჭკორია...ეჭვიანი და მეამიტი...მუდამ მიზეზებზე გამოკიდებული ათასგვარ სისულელეს იგონებდა მერე ქმართან რომ ეკამათა და უბრალოდ იმ დასკვნამდე მიდიოდა ამ ყველაფრის მერე გიგა, რომ მასთან ყოფნას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა რომ ესე ერთიანად გიგას დაკარგვა არ სურდა...ფაქტი კი ჯიუტი იყო რეალობა..წარმოსახვით ფანტაზიაზე მტკიცე და არასასიამოვნო.ვერ გაუგეს...ხო გიგამ ვერ გაუგო ბავშვობის ასაკში ჩარჩენილ ცოლს რომელიც, "მოსაზრებას ჯერ ნაადრევია ოჯახის შექმნა" ამყარებდა.
-ასე დიდხანს უნდა მიყუროო?-ჩაეცინა ვადაჭკორიას.
გიგამ წარბი აზიდა და თვალები დააწვრილა.
-მეგონა საერთოდ არ გიყურებდი...
-ტყუილად გეგონა...მოსვლის წამიდან თვალებით მჭამ...
-დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე ადამიანს აბრმავებს სალომე...ზედმეტად დიდი კი უბრალოდ შენს სიტუაციაში ვფიქრობ ყ***ობაა....
-ვერ მაპატიე ხოო შენს გარეშე ცხოვრება რომ გადავწყვიტე...
-მე შენი გადაწყვეტილება კი არა ამ გადაწყვეტილების საფუძველი ვწრ გაპატიე...საფუძველი სალომე რომელიც არ არსებობს-სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა და წინ გადმოიხარა-დედა მოტ*** ნული წარმოსახვის უნარი რომ გაქვს და ამ წარმოსახვით გამიმწარე შენთან ყოფნის წლები რომელიც, წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო ეგ ვერ გაპატიე ვადაჭკორია და ვერც გაპატიებ.მე შენ გითხარი...
-გიგა...
-მე შენ გითხარი-ხმას აუწია მამაკაცმა-მე შენ გითხარი... სანამ რამე სირობას გაიფიქრებ ჯერ მკითხე...მოდი ჩემთან ამის დედაც და მკითხე: გაქვს თუ არა მიზეზი ესე ფიქრის და შემდეგ გადაწყვიტეთქო.მაგრამ შენ რა გააკეთე? დაავლე ბავშვს ხელი და დედაშენთან დაითესე...ბავშვს რომელიც სხვათა შორის ჩემია და კიდევ იმ ბავშვს უმადლოდე ტყავი რომ არ გაგაძრე...
-გიგა...
-ხმას ნუ იღებ!-ტონი გაუცივდა მამაკაცს და ხმა მრისხანე გაუხდა.-ხმას ნუ იღებ...შენ ჩემთან ლაპარაკის და რაიმეს მოთხოვნის შანსი იმ წუთს დაკარგე სალომე როდესაც ჩემზე უარი თქვი...
-მე შენზე უარი არ მითქვია-ხმა აუთრთოლდა სატირლად ვადაჭკორიას და სავარძლიდან წამოხტა...ერთი ნაბიჯი გადადგა მამაკაცისკენ მაგრამ, დაასწრო ადგომა გიგამ და უკან დაიხია.სალომემ იმედგაცრუებულმა ამოიოხრა და ხელები უღონოდ ჩამოუვარდა.
-არ მომეკარო...არ დამენახო და არ დამელაპარაკო...შენი ეს გულის ამრევი "ფეისი" -სახეზე მოიტარა ხელი კაცმა-მაღიზიანებს...წყობიდან გამოვყავარ და სურვილი მიჩნდება ...ხოოო ხელები მექავება ამის დედაც...კისერი რომ არ მოგიგრიხო.ვერ გიტან...მეზიზღები და ვაბშე შენზე წარმოდგენა ნულს ქვემოთ დამივარდა...არაფერი ხარ-ხელები ერანეთზე გაუსვა მამაკაცმა-არაფერი...ხოო ლამაზი ფიტული რომელსაც დედამოტყნული სული აქვს და მე ამ სულის ვერაფერი გავიგე...შეგიყვარე სალომე...უსაზღვროდ შეგიყვარე მაგრამ შევცდი...
-გიგა...-სწრაფად მიეჭრა მამაკაცს და ხელები წელზე შემოხვია ატირდბულმა სალომემ...როგორ ენატრებოდა ეს სურნელი...ეს ძლიერი სხეული და ეს ხმა...ყოველთვის ამოუცნობ ემოციებს რომ აღვიძებდა მასში...თითები ,აზროვნების უნარს რომ აკარგვინებდნენ და ღიმილი რომელიც მისთვის აღარ იყო განკუთვნილი...შეცდომა იყო...კი დიდი შეცდომა იყო მისგან გაქცევა მაგრამ, სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს...ახლა კი იდგა უარყოფილი... ეხუტებოდა საყვარელ მამაკაცს და მისგან წამოსული იგივე სითბოს და ემოციის მაგიერ ცივ...სასტიკად უხეშ და ზედმეტად არამისეულ ...ხო, არა სალომესეულ გრძნობებს ეფეთებოდა პირისპირ.

იმედგაცრუებული გიგა...ახლა ზღვარზე იყო: სიყვარულის და სიძულვილის ზღვარზე...შუაში გაჩხერილი ერთი ნაბიჯი რომ სჭირდება ან წინ წავიდეს და ან უკან დაიხიოს...ერთი ნაბიჯი ეს ერთ ნაბიჯი კი დიდ ვაჟკაცობას მოითხოვდა...სუნთქვა შეკრული, იდგა და თითქოს გულის ფეთქვის გაჩერებას ცრდილობდა იმდენად რთული იყო იმის გაძლება რაც მის თავს ხდებოდა.გაძლება, მასზე აკრული სხეულის რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და ხელებს ძლივს იმორჩილებდა, რომ არ შენოეხვია და გულში იმაზე ძლიერად არ ჩაეკრა რა სიძლიერითაც ქალი ხვევდა მკლავებს.მუშტებად შეკრა ხელები და ღრმად შეისუნთქა ჰაერი რომელსაც სალომეს სურნელი შეჰყვა და მისი სასუნთქი გზები სწრაფად გადალახა...სისხლს შეერია და ტვინისკენ დაიძრა.ტვინისკენ რომელიც გათიშვას ითხოვდა...
-მიყვარხარ...-ამოიჩურჩულა ქალმა და ხელები წელიდან მკერდის გავლით მამაკაცის კისრისკენ გადაიტანა.ძლიერ კისერზე აასრიალა თლილი თითები და გაყინული...კუნთებ დაჭიმუკი ყბები მოიქცია ხელისგულებში-სიგიჟემდე მიყვარხარ...-ფეხის წვერებზე აიწია და მასზე ერთი თავით მაღალს ტუჩებზე მისწვდა.ნაცნობი არომატი,რბილი ბაგეები და ის სულის შემხუთველი სიცივე რასაც მისი კოცნის უპასუხოდ დატოვება ნიშნავდა.ნიკაპის კანკალით შუბლი მამაკაცსის ყბას მიაბჯინა და ცრემლებს მისცა გასაქანი.
-შენ თვითონაც არ იცი რა გინდა სალომე...-შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა მამაკაცმა და მუშტებად შეკრული ხელები გაშალა .ქალს თეძოებზე მტკივნეულად ჩააფრინდა და სხეულიდან მოიშორა.-შენ თვითონაც არ იცი რა დედის ტყვნა გინდა სალომე...არ იცი და მე ნამდვილად არ ვარ შენთან თამაშის ხასიათზე...კატა თაგვობანას თამაშის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი.ასე რომ ფეხებზე უკვე...აღარ მაღელვებ...ჩემში არანაირ ემოციებს აღარ იწვევ ზიზღის გარდა და ვერც ეს წამოხსილი კაბა გიშველის...-ქვედაბოლოს ბოლოზე ჩაავლო ხელი...-ვერც ეს შიშველი ბაყვები და თუ აგზნებული ხარ და სექსი გინდა ვერც მაგ საქმეში დაგეხმარები-ირონიულად გაუცინა-ქალის ხელი თავის ხელში მოიქცია და დააკვირდა...შემდეგ ტუჩებთან მიიტანა მისი თითები, დაყნოსა...ღრმად შეისუნთქა მისი კანის არომატი და საჩვენებელი და შუა თითი ტუჩებს შორის მოიქცია ენით დაასველა, მერე ხელი უხეშად აუკრა და ზიზღნარევი სიცივით გამოსცრა.-ახლა შეგიძლია გახვიდე საპირფარეშოში და თავი დაიკმაყოფილო.შენს თითებზე ჩემი არომატი გაქვს...ვფიქრობ დაგამშვიდებს.-შემდეგ ერთ ადგილზე გახევებულ,გაფითრებულ ქალს სიცილიათ ზურგი შეაქცია და ეზოში ჩავიდა.ისე იყო თუ არ გაეცლებოდა იქაურობას შეიძლება სისულელე ჩაედინა განრისხებულს და ამ სისულელეს მთელი ცხოვრება ინანებდა.სწრაფი ნაბიჯით გაიარა ეზო, კარი ხმაურით გაიკეტა და მანქანაში ჩაჯდა.სწრაფად მოსწყვიტა ადგილს ჯიპი და სოფლის გარეუბნისკენ დაიძრა.

ვადაჭკორია ცოტა ხანს გახევებული იდგა შემდეგ სავარძელში ჩაეშვა და სახეზე ორივე ხელი აიფარა.
“-მორჩა სალომე...დასრულდა...იდიოტი ქალი ხარ და დაამტკიცე კიდეც“საკუთარ თავს ზიზღით მიმართა და ატირდა.

* * *
სამი თვით ადრე:

დილიდან სასიამოვნო ამინდი იდგა...მზე უხვად აფრქვევდა ოქროსფერი სხივების წვიმას გარემოს და ისე ანცად იღიმოდა თითქოს გამოწვევას უგზავნიდა დადუმებულ დედამიწას თამაშში რომ აჰყოლოდა.
ღიმილით დახედა უზარმაზარ საწოლში მუცელზე მწოლიარე შიშველ,ძლიერ სხეულს და თითები ძლივს დაიმორჩილა მის ზურგს რომ არ შეხებოდა.გვიან დაბრუნდა სამსახურიდა...უფრო სწორად გამთენიისას გადაღლილი და ერთიანად გამოფიტული სამი გადაუდებელი ოპერაციის და მთელი ღამის მორიგეობის შემდეგ იმის ძალა კიდევ შერჩენოდა შიშველი ამორძალივით, მძინერე ცოლის მადისაღმძვრელი სხეული ალერსით რომ გადაექანცა და შემდეგ მასზე ჩახუტებულს ტკბილად დაეძინა.ვერ გაიგო როდი ადგა სალომე და უკვე გაღვიძებული ბავშვი მოაწესრიგა ახლა კი იდგა და ღიმილით უმზერდა საყვარელ ქმარს.შემდეგ ფრთხილად გაიხურა ოთახის კარი და პირველი სართულისკენ დაიძრა სადაც, ჩართულ მულტფილმებს გაფართოებული თვალებით და სიხარულის ყიჟინით უმზერდა პატარა ქართველიშვილი.გაემზადნენ და სკვერში გადაწყვიტეს გასეირნება.
პატარა სკვერი რომელიც მათ სახლთან ახლახანს გაეკეთებინათ სავსე იყო სასეირნოდ გამოსული პატარებით რომლებიც, მხიარულად დარბოდნენ აქეთ იქით და მათ თანმხლებ მშობლებს,ბებიებს თუ ძიძებს საკმაო დროს უტოვებდნენ ერთმანეთში საჭორაოდ... გასაჭორი თემა კი ნამდვილად ამოუწურავი იყო.მოშორებით მერხზე ჩამოჯდა ვადაჭკორია და ღიმილიან სახეს არ აშორებდა პატარას რომელიც, მტრედებს დასდევდა ყიჟინით და სპეციალურად მათთვის წამოღებული პურის ნატეხებით უხვად უმასპინძლდებოდა.შემდეგ კი ბედნიერი სახით აკვირდებოდა როგორ ეტანებოდნენ სერი ფრინველები საკვებს და ამით გახარებული ემოციებს ვერ იკავებდა და "ნახე დედა"-ს ძახილით იკლებდა მთელ სკვერს.
ბავშვზე გადართულმა ვერ გაიგო როდის მიუჯდა გვერდით შავ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი რომელსაც, ხელში გადაშლილი დღევანდელი დღის გაზეთი ეჭირა და ინტერესრით ეცნობოდა სტატიებს.ყურადღება არ მიუქცევია მისთვის ვადჭკორიას ბავშვს არ აშორებდა თვალს.
-საყვარელი ბავშვია!-ისე აღნიშნა მამაკაცმა თვალი გაზეთისთვის არ მოუშორებია.
-მადლობა...-გულღიად გაიღიმა სალომემ.
-მამას გავს...-უცნაურად ჩაიცინა მამაკაცმა გაზეთი დაკეცა და სალომეს შეანათა ცისფერი თვალები.ქალს ეუცხოვა მამაკაცის გამოხედვა და ერთიანად დაძაბულს ავისმომასწავლებლად აეწვა ზურგი.
-გუგა ბარათელს-არ ჩერდებოდა კაცი და სახიდან ირონიულ ღიმილს არ იშორებდა.
-რაღაც გეშლებათ...-ხმა გაუტყდა სალომეს და წასასვლელად წამოდგა სკამიდან თუმცა, უცნობი სწრაფად სწვდა მაჯაში და წასვლის საშუალება არ მისცა.
-ხელი გამიშვი!-ხმა გაიმკაცრა სალომემ.-რამდენს ბედავთ?!
-მე არასდროს არაფერი მეშლება სალომე-კვლავ გაიცინა უცნობმა და ქალის მაჯაზე ჩავლებულ საკუთარ თითებს დახედა.-არასდროს... არაფერი...
-ვინ ხართ?
-შენი კეთილის მსურველი-ტონი დაითბო მამაკაცმა.
-რაღაც არ გეტყობათ...ხელი გამიშვით!
-კარგი-გაიცინა კაცმა და მისი მაჯა გაანთავისუფლა თავისი თითებიდან.-ვფიქრობ გაქცევის მაგივრად უნდა იჯდეთ და ჩემს სათქმელს ისმენდეთ.
-ვფიქრობ ის სისულელე რასაც თქვენ სათქმელს ეძახით საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი...-ნიშნის მოგებით დახედა წარბშეკრულმა ვადაჭკირიამ.
-თუ საქმე შენს ქმარს ეხება?
-არანაირ გუგა ბარათელს არ ვიცნობ-მხრები აიჩეჩა სალომემ.
-არ იცნობ, მართალია...-დაეთანხმა მამაკაცი-მაგრამ ის,ახლა შენი სახლის საძინებელში მშვიდად რომ სძინავს?
-ჯანდაბა...-სუნთქვა გაუხშირდა ქალს-რა ჯანდაბა გინდათ?
-გაიქეცი...-შეთქმულივით ამოიჩურჩულა მამაკაცმა და სახე ამოუცნობმა გამომეტყველებამ დაუფარა.-გაიქეცი სალომე...
-არანორმალური ხართ?!-კანკალით ამოილაპარაკა სალომემ და მათკენ გამოქცეულ ბავშვს შუა გზაში შეეგება.სწრაფად მოჰკიდა ხელზე ხელი და სკვერის გასასვლელისკენ დაიძრა.უცნობისთვის აღარც შეუხედი თუმცა მის სმენას მაინც მისწვდა შიშის მომგვრელი სისინით ნათქვამი სიტყვები:"გაიქეცი სალომე!" "გაიქეცი!!"

სახლში დაბრუნებულს დედამისი დახვდა მისაღებში რომელმაც, ღიმილით ჩაიკრა ბავშვი გულში და ნებართვა ითხოვა მისი წაყვანის.უარის თქმას აპირებდა შიშისგან დაზაფრული ვადაჭკორია. თავში ისევ უცნაური მამაკაცის ხმა უტრიალებდა მაგრამ, სიხარულისგან აჟიტირებულ შვილს უარი ვეღარ უთხრა და სულ მალე ბებია და შვილიშვილი რომელთაც უკვე შეედგინათ დღის გეგმა თუ ,როგორ და სად აპირებდნენ გართობას ქუჩამდე გააცილა. სახლში შემოტრიალებულმა კარი დაკეტა და გიჟივით აირბინა საძინებლამდე.ოთახის კარი ლამის შეანგრია და მშვიდად მძინარე ქმარს ამღვრეული თავალებით დახედა. შემდეგ სწრაფად გაიძრო ტანისამოსი და გვერდით ფრთხილად მიუწვა.მამაკაცსაც არ დაუყოვნებია დიდხანს და ძლიერად შემოხვია ათრთოლებულ ქალს მკლავები.
-რა მოხდა სალომე?-თვალი არ გაუხელია ისე იკითხა მამაკაცმა.
- არაფერი-ამოიჩურჩულა ვადაჭკორიამ და მის კისერში ჩარგო სახე-მომენატრე...

* * *
სამი თვის შემდეგ:

იდგა ფანჯარასთან და
თვალმოუშორებლად უყურებდა ტერასაზე მჯდარ მამაკაცს რომელსაც, ფეხები მაგიდაზე შემოეწყო .სიგარეტს ეწეოდა და ჰორიზონტს უყურებდა თავალმოუშორებლად.საათის ისრები ღამის თორმეტს აჩვენებდა.შორს, ცის მუქ კაბადონზე სავსე მთვარე იწონებდა თავს და ისეთი მედიდურად იყურებოდა მის წინ ქედს იხრიდნენ წვრილ წვრილად მობრდღვიალე ვარსკვლავები.ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი თითებით შეიმშრალა ქალმა და მტკივნეულად ამწვარ გულზე ხელი მიიდო.საშილად უჭირდა იმ სიცივესთან შეგუება რასაც მამაკაცი არ ინანებდა მის მიმართ.თავს არ იმართლებდა მაგრამ, არც მისი წასვლის მიზეზების ახსნა შეეძლო...ასე საკუთარ თავსაც და ბავშვსაც შეუქმნიდა საფრთხეს.საკუთარი თავი დიდად არც ადარდებდა მთავარია ეს ორი უსაყვარლესი არსება ყოფილიყო კარგად.ბევრჯერ უფიქრია მისვლა და ყველაფრის მოყოლა მაგრამ, უკან იხევდა. არ ჰყოფნიდა ამის გამბედაობა...არასდროს ყოფილა დიდად გამბედავი ახლა კი საერთოდ დაემონებინა და დაემორჩილებინა იმ შიშს რომელსაც, მოსალოდნელი საფრთხე ჰგვრიდა და სრულიად უძლურს ხდიდა.

ჰაერი წყვეტილად გამოუშვა ფილტვებიდან და გაუბედავად გადადგა ნაბიჯი ტერასაზე გასასვლელი კარისკენ.ფრთხილად გამოხსნა შუშის კარები და ბევრი არ უფიქრია სწრაფი ნაბიჯით დაიძრა სავარძელში მჯდარი მამაკაცისკენ.რომელმაც ფეხის ხმაზე თვალები ზანტად გაახილა და უკვე თავზე დამდგარ ქალს ამოხედა. უსიტყვოდ სწვდა ფეხებზე მაგიდიდან ჩამოაღებინა და კალთაში ისე ჩაუჯდა მისი გაკვირვებული მზერა არაფრად ჩაუგდია.ნახევარი ტანით მიეკრა და ხელები კისერზე შემოხვია.
-არაფერს არ გთხოვ...უბრალოდ ჩაგეხუტები-ამოილაპარაკა ქალმა და ხმა აღარ ამოუღია. ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს სისველეს რომ არ გამოეჟონა როდესაც მამაკაცის ერთი ხელი წელზე შემოეხვია.მეორე ხელის თითები კი კისერზე შემოეჭდო და თავი წამოაწევინა.მოღალატე ცრემლებმა ველურებივით გაარღვიეს სასაზღვრო ჯებირები და უბრიმალებზე რეტდასხმულებივით დაცყრდნენ.ზედ ტუჩებზე გრძნობდა მამაკაცის გრილ ამონასუნთქს რომელსაც სიგარეტის არომატი შერეოდა.

-ქალაქში დაბრუნებული პირველი რასაც გავეკეთებ... მამაოსთან მივალ და ჯვრის აყრაზე დაველაპარაკები-ამოილაპარაკა გიგამ და კბილებს შორის მოიქცია ქალის ქვედა ტუჩი.არ მოუჭერია კბილები ფრთხილად მოაშორა და ტუჩებით ჩაანაცვლა მისი ადგილი.ვნებიანად დაუკოცნა ქვედა ტუჩი და შემდეგ გააგრძელა ლაპარაკი.-მეორე: ბავშვს წაგართმევ...
-ამას არ იზამ...-ამოიტირა სალომემ.
-ვიზამ სალომე...მშვენივრად ვიზამ...და მესამე :ისე გაგიმწარებ ცხოვრებას და გატკენ, როგორც შენ მატკინე სალომე-ზედა ტუჩზე გადაინაცვლა და პარალელურად წელიდან ხელი ქალის მკერდისკენ გააცოცა.თხელი მაისურის ზემოდან მიეფერა და სავსე მკერდი მუჭში მოიქცია.სიამოვნებისგან ერთიანად აკანკალა ქალს და ყრუდ ამოიოხრა როდესაც სუსტად მოუჭირა თითები.-დასაწყისშივე გითხარი: სიძულვილი სიყვარულზე ძლიერი ვიცითქო და ამ სიძულვილის ზღვარზე შენ დამაყენე პატარავ.-ტუჩებიდან ნიკაპზე გადაინაცვლა და კბილები მოსდო...-შენ მაიძულებ ისეთი რამ გაგიკეთო რასაც, არავის ვუსურვებდი...-მკერდზე მტკივნეულად მოჭერილი ხელისგან რასაც ნიკაპზე ჩავლებული კბილებიც დაემატა ვადაჭკორიამ ცრემლნარევივტონით წამოიკვნესა-ჩშშ...ნუ წუწუნებ...ნუ წუწუნებ...-შეთქმულივით აჩურჩულდა მამაკაცი და ნატკენ ნიკაპზე ნაზად აკოცა.
-ამას არ გამიკეთებ...შენ ესე არ მომექცევი...
-შენც მპირდებოდი სალომე, რომ არასდტოს მატკენდი-ჩაიღიმა მამაკაცმა-დაგავიწყდა დაპირებაა?
-ძალიან გთხოვ...გიგა გთხოვ...
-რას მთხოვ პატარავ? -მაისურის ქვეშ შეუძვრა თითებით და ახლა შიშველ კანზე ეფერებოდა გონების დამბინდავად.რაზეც ქალის სხეული წამებში რეაგირებდა და წელში გაზნექილი ზურგით ეყრდნობოდა მამაკაცის მხარს-რა გინდა სალომე? სექსი გინდაა?
-ჯანდაბა!...
-ჩემთან სექსი მოგენატრა ხოო?-აგრძელებდა კაცი და ისე ეფერებოდა ათრთოლებულ სხეულს ვეღარ იმორჩილებდა ვადაჭკორია.
-მიყვარხარ...გეფიცები მიყვარხარ...
-როგორ მიმტკიცებ შენს სიყვარულს?-მის ტუჩებზე გაიცინა გიგამ.
-დამინახე...მოგინდი და შენი აგზნებული სხეულის შემოთავაზებით მიმტკიცებ? შეგეშინდა...ბავშვს წაგართმევთქო რომ გითხარი და თანახმა ხარ ყველაფრის ფასად ...დაბალი დონის ძუკნასავით სხეულით მევაჭროო? ჩემი შეხება ისევ ისე გაგიჟებს როგორც ადრე? თუ ეხლაც მეთამაშები?
-გიგა...
-რა გინდა სალომე?
-შენთან მინდა-საკოცნელად გაიწია ქალმა მაგრამ გიგამ სახე აარიდა...
-ანუ ახლა თუ ავდგები და აქვე ...აი, აქვე ძუკნასავით გიხმარ თანახმა ხარ?
-ჯანდაბა...კარგი..კარგი...
-ანუ კარგიი?-გაეცინა მამაკაცს..-მეტი არაფრის შემოთავაზება არ გინდა ? ესე უცებ მნებდები და მორჩა ჩვენი მოლაპარაკებაა? წამომიყენე სხვა ალტერნატივაც...
-არ შემიძლია-ხელები სახეზე აიფარა ქალმა-არ შემიძლია.უშენობა არ შემიძლია...ჯანდაბა ბავშვს თუ წაიყვან..მოვკვდები გეფიცები, მოვკვდები! შენგან მხოლოდე პატარა დამრჩა...
-მეც გყავდი მაგრამ ,თავად თქვი ჩემზე უარი...სიკვდილს კი რაც შეეხება მოგიტან ყოველ ხუთშაბათს საფლავზე ვარდებს.
-...-განრისხებული ქალი წამოსადგომად გაიწია მაგრამ გიგას ხელმა ძველ ადგილს დაუბრუნა. მეორემ კი გაქნეული ხელები შეუბოჭა და ბრაზისგან ერთიანად არეულს ტუჩებზე ველურივით ეტაკა...ცოტაც და გაჯიუტებულმა ვადაჭკორიამ ფართხალი შეწყვიტა, მოდუნდა და დაჭიმული სხეული დაუმშვიდდა.
- თეოდორს მაინც წაგართმევ-გაიცინა გიგამ და თვალებ ანთებულმა გაილოკა ტუჩები შემდეგ კი ათრთოლებულ ქალს დააკვირდა და ცივად გაუშვა ხელები-შენი გაჟიმვა კი გაურკვეველი დროით გადაიდო...ნეხე...ვაბშე არ მიდგება შენზე-მხრები აიჩეჩა და მუხლებზე დამჯდარი უხეშად წამოაგდო ფეხზე.სიგარეტს მოუკიდა ,ფეხები კვლავ მაგიდაზე შემოაწყო და ისე გააბოლა თითქოს იქ საერთოდ არ მდგარიყო არავინ.
3
სამი თვით ადრე:

მაკდონალდსში უამრავი ხალხი ირეოდა...ბავშვების ჟრიამულს იქაურობა აეკლო და ეს ისეთ აურზაურს ქმნიდა ძნელი იყო ზრდასრული ადამიანისთვის მშვიდად ჯდომა.მოშორებით კუთხის მაგიდასთან შავ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი იჯდა და ღიმილიან მზერას არ აშორებდა მის წინ მჯდარ ექვსიოდე წლის ქერა თმიან გოგონას რომელიც, ისე გემრიელად მიირთმევდა ნაყინს სულ რომ არ გყვარებოდათ ჭამის სურვილს გაგიჩენდათ.
- აბა, რა ხდება სკოლაში?ახალი მეგობრები გაიჩინე უკვეე?-მამაკაცი ორივე იდაყვით მაგიდას დაეყრდნო
-კიი საყვარელი ბავშვები არიან...-ნაყინის მოზრდილი ნაჭერი გადაყლაპა პატარამ და ღიმილით ახედა მამაკაცს.
-მარიკუნა რაღაც რომ გკითხო პირობას მომცემ რომ ჩვენს შორის დარჩებაა?-თვალები დააწვრილა მამაკაცმა და გამომცდელად დააკვირდა.
-რა უნდა მკითხო?-ინტერესით ახედა გოგონამ.
-ჯერ პირობა მომეცი, რომ ამის შესახებ დედიკოს არაფერს ეტყვი...-გაიცინა კაცმა.
-ანუ ჩვენი საიდუმლო იყოს?
-კიი...შენი და ჩემი საიდუმლო...
-კარგიი...-პატარა ხელები ერთმანეთს შენოჰკრა გახარებულმა ბავშვმა და მომლოდინედ დააკვირდა.-რა უნდა მკითხო?
-ჩემი საყვარელი გოგო...-თბილად ამოილაპარაკა მამაკაცმა და მანამდე წინ დადებულ ტელეფონს დასწვდა.სწრაფად შეიყვანა კოდი და შემდეგ ბავშვისკენ შეატრიალა ეკრანი, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცის სურათი იყო გამოსახული.
-ეს ვინ არის?
ბავშვმა გაოცებული სახით დახედა ტელეფონს და შემდეგ მამაკაცს ახედა წარბებ შეკრულმა.
-ჩემი მამიკოა...
-და რა ჰქვია შენს მამიკოს პატარავ?!-დადარაჯებული სახით ჩაეკითხა მამაკაცი.
-გუგა...-მხრები აიჩეჩა მარიკუნამ და ნაყინს მიუბრუნდა მამაკაცმა კი ორაზროვნად გაიღიმა და ისევ ბავშვს მიუბრუნდა:
-ხომ არ გეშლება ძვირფასოო? ეს კაცი გიგა ქართველიშვილია...
-არა... ჩემი მამიკოა...გუგა ბარათელი...-ჯიუტად გაიმეორა პატარამ.
-კი მაგრამ დედიკომ თქვა, რომ...
-ჩემი მამიკოა!!-მტკიცედ გაიმეორა ბავშვმა და თვალები ბრაზით დააწვრილა.
-შენი მამიკო ხომ ზეცაშიაა?..-შეპარვით ჰკითხა მამაკაცმა.
-ტყუილია...მამა არ არის ზეცაში ეგ დედამ თქვა. იმიტომ რომ გაბრაზებულია ,რადგან მამას სხვა ცოლი ჰყავს და შვილი მაგიტომ არ მოდის დედას სანახავად...
-შენს სანახავად თუ მოდისხოლმე?-ეჭვიანი ტონით იკითხა კაცმა სახეზე კი კვლავ ღიმილი აიკრა .
-იცი, მე და მამასაც გვაქვს საიდუმოლო-ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ბავშვმა.
-მე არ მეტყვიი?
-არა...
-რატომ პატარავ?-გაიცინა მამაკაცმა.
-იმიტომ რომ ეს ჩემი და მამას საიდუმლოა...შენ კი არ ხარ ჩემი მამა.
-მართალია ...მე არ ვარ შენი მამიკო .თუმცა ძალიან მიდნდა რომ ვიყო.
-მე შენ არ მომწონხარ...
-აი მე კი ძალიან მომწონხარ მარიკუნა ...და მინდა ,რომ მე და შენც გვქონდეს ჩვენი საიდუმლოები მაგალითად: როგორც შენ და მამას გაქვთ...შენ არ გინდაა?
-კარგიი...-ნაყინის ჭამას მორჩა ბავშვი -მაშინ გეტყვი და ჩვენი საიდუმლო იყოს...
-კარგიი-გაიცინა მამაკაცმა.
-მამა ხშირად მოდის ჩემს სანახავად ოღონდ დედას არ უთხხრა-პატარა თითი ცხვირწინ გაუბზიკა გოგონამ.
-კარგიი...-მამაკაცმა სიცილით ასწია ორივე ხელი-დედას არ ვეტყვი გპირდები.წავიდეთ?
-კარგი...-სკამიდან წამოდგა ბავშვი-წავიდეთ.
შენობიდან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ და მანქანისკენ გაემართნენ.მამაკაცმა მანქანის უკანა კარი გამოაღო და ბავშვს დაჯდომაში დაეხმარა თავად კი სანამ საჭეს მიუჯდებოდა ტელეფონი მოიმარჯვა და სწრაფად აკრიბა ნომერი. ცოტა ხანს დაელოდა შემდეგ კი ყოველგვარი მისალმების გარეშე მიახალა:
-ის არის...მიხედეთ საქმეს.
პასუხს არ დალოდებია გათიშა ტელეფონი და საჭეს სწრაფად მიუჯდა.სარკიდან კიდევ ერთხელ გახედა ღიმილით პატარას და ტოიოტას მიზრდილი ჯიპი ნელი სვლით დაძრა ადგილიდან.

* * *

დღევანდელი დრო:

დილის მზის სხივებმა გამოაფხიზლა.თვალები ზანტად გაახილა და გარემო მოათვალიერა.ტერასაზე სავარძელში მჯდომს ჩასძინებოდა.უხერხულად ჯდომისგან ზურგი სტკიოდა და კისერი დასჭიმვოდა.ყრუდ ამოიგმინა და სავარძლიდან წამოიწია.მაჯის საათი დილის შვიდის ნახევარს აჩვენებდა. მოაჯირს დაეყრდნო იდაყვებით, ეზოს გადახედა და სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა. ამ დროს ჭიშკარიც გაიღო და ეზოში სპორტულ ელასტიკსა და ტოპში გამოწყობილი ვადაჭკორიას კატასავით მოქნილი სხეული გამოჩნდა.თმა კეფაზე ცხენის კუდად ჰქონდა შეკრული და კისერზე მოგდებული პატარა,თეთრი პირსახოცით ოფლისგან დაცვარულ შუბლს იმშრალებდა. მამაკაცს სიამოვნებისგან ჩაეღიმა :მისი დაძალებით დაიწყო ვარჯიში და დღემდე აქტიურად აგრძელებდა სხეულის გამოწრთობაზე ზრუნვას ქალი.ტირანი ქმარი პირველ ხანებში დილის ექვს საათზე ჯარისკაცივით აგდებდა საწოლიდან და სარბენად იძულებით მიჰყავდა.დაღლამდე არბენინებდა და სპეციალურად მოწყობილ სავარჯიშო დარბაზში იმდენად დესპოტური წესებით ავარჯიშებდა ხანდახან მისი მოკვლის სურვილი უჩნდებოდა სალომეს.თავიდან წუწუნებდა,შემდეგ მიეჩვია და ბოლოს თავად ასწრებდა ადგომას და აქეთ ეჩხუბებოდა გაზარმაცებულ ქმარს დროულად რომ აეწია საჯდომი და გაჰყოლოდა.ვარჯიშმა თავისი გააკეთა...სხეული უფრო მკვრივი და მოქნილი გაუხდა თავდაჯერება კი აუმაღლდა და ახლა იცოდა ქუჩაში შემთხვევით გადაყრილი ჯიბის ქურდის გამო ქმარს რომ აღარ დაურეკავდა და თვითონაც შესანიშნავად გაუსწორდებოდა უადგილო ადგილებში გამოჩენილ არასასიამოვნო ქურდბაცაცას.მიზანში სროლის გაკვეთილების ინიციატივას წარბაწეული შეხვდა და დიდხანს დასცინოდა დაბღვერილ მამაკაცს რომელიც გაფუჭებული მაგნიტოფონივით ერთი და იგივეს იმეორებდა:" ლამაზ ქალს თავის დაცვა ყოველთვის უნდა შეეძლოს. არასდროს იცი როდის რა შეიძლება მოხდეა და ნამდვილად არ მინდა ჩემი დაგვიანების გამო ვიღაც სირმა ჩემს ქალს რამე არასასიამოვნო აკადროსო".ფაქტი სახეზე იყო დღეს სალომე არც იმდენად სუსტი და დაუცველი გახლდათ როგორადაც ერთი შეხედვით ჩანდა და ეს ნამდვილად ეამაყებოდა მამაკაცს.



წელში გაიმართა და სახლში შებრუნებული პირველი სართულის კიბეებზე დაეშვა...ერთადერთი რაც ახლა უშველიდა მაგარი ყავა და გრილი შხაპი იყო.სამზარეულოში უკვე ფუსფუსებდა ქეთევანი, რომელსაც მამლისთვისაც კი დესწრო ადგომა და სახლის საქმეებიც უკან მოეტოვებინა. ახლა კი ქურასთან მდგარი ღიმილიანი სახით ამზადებდა სადილს.
-ქეთოო...-ზურგიდან მოეხვია ბებიას გიგა და თავზე აკოცა-ყავა მინდა... მიდი რა ბეე...
-კარგი ბაბოს გახარებავ...-მამაკცისკენ შეტრიალდა ქალი და შრომისგან დანაოჭებული ხელისგულით ფრთხილად მიეფერა ლოყაზე.-სად არის სალომე?
-აქ ვაარ...-ენერგიულად შემოაბიჯა სამზარეულოში იმ წუთს გამოჩენილმა ვადაჭკორიამ.მამაკაცისთვის ზედ არ შეუხედია ცივად აუარა გვერდი, გაბადრულ ქეთევანს ლოყაზე ხმაურით აკოცა და თლილი ჭიქა მოშვებულ ონკანს შეუშვირა.გიგამ წარბი ირონიულად ასწია და თავით ფეხამდე შეათვალიერა ცოლის მადის აღმძცრელი სხეული.შენდეგ ტუჩი ღიმილით მოიქცია კბილებს შორის და მაგიდასთან მდგარ ჩალის სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
-ყავას შენც დალევ ბები?-სალომეს ჰკითხა ქალმა და გიგასთვის გამოღებული ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
-არა, მერე დავლევ...წყალს გადავივლებ და ჩამოვალ-ამრეზით გახედა მომღიმარ მამაკაცს და სწრაფად დატოვა სამზარეულო.ქეთომ კი გამზადებული ყავის ფინჯანი ხმაურით დაუდგა შვილიშვილს წინ და მის მოპირდაპირედ მდგარ სკამზე მოთავსდა.გამომცდელი მზერა მიანათა შვილიშვილს და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა.
-რა?-ბებიის დაკვირვებულ მზერას ვეღარ გაუძლო გიგამ და თვალები მობეზრებით აატრიალა.
-არაფერი...-მხრები აიჩეჩა ქალმა.
-კარგი რაა ქეთო...კარგიი...
-უზრდელი ლაწირაკი ხარ!
-რატომ?!
-იცი რატომაც...
-დედაც მ****ნ!- ხელი მაგიდაზე დაჰკრა გიგამ და სკამიდან წამოხტა.
-რა გაღრიალებს?-ტონისთვის არ აუწევი ქალს.
-მე რატომ მადანაშაულებ?ამის დედაც...მე რაში მადანაშაულებ?
-იცი რატომაც...
-აუ ვაბშე რაა...-ხელი აიქნია მამაკაცმა და გიჟივით გავარდა ოთახიდან.ქალმა კი ამოიოხრა და ქურაზე მოთუხთუხე ქვაბს მიუბრუნდა.



სააბაზანოდან გამოსული შიშველ სხეულზე პირსახოც შემოხვეული იდგა ოთახის შუაგულში და ტკბილად მძინარე ბავშვს არ აშორებდა ღიმილიან მზერას.ტუმბოზე დადებული ტელეფონი რომ აზუზუნდა.სწრაფად დაავლო აპარატს ხელი და უცხო მაგრამ მისთვის კარგად ნაცნობ ნომერს დახედა:ცოტა ხანს უყურებდა, თითქოს ფიქრობდა უპასუხო თუ არაო ბოლოს სენსორზე ფრთხილად გადაატარა თითი და ტელეფონი ყურზე მიიდო.
-სალომეე-ხაზის მეორე ბოლოდან მამაკაცის ჩახრინწული ხმა გაისმა.რომელიც ქალის ტვინში ცარიელ ქოთანში ჩაყრილი მონეტებივით უსიამოვნოდ გაწკარუნდა.ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ერთიანად მოწოლილი მრისხანება მოთოკა
-რა გინდა?-ცივად გამოსცრა კბილებს შორის.
-შენ შენს პირობას არ ასრულებ სალომე...
-რაღაც არ მახსენდება მე,შენთვის პირობა დამედო...
-კარგად დაიწყე მაგრამ ,ახლა ცუდად იქცევი...
-რა გინდა?
-ფანჯრიდან გაიხედე აბა, რას ხედავს შენი ლამაზი თვალებიი?!-ბოროტად გაიცინა მამაკაცმა.სალომე სწრაფად მიეჭრა ფანჯარას და მუქი ფარდა ხელის მარტოვი მოძრაობით სანახევროდ გადასწია.ეზოს მოავლო მზერა და მარჯვნივ, ჩარდახში მაგიდასთან მჯდარ გიგაზე შეეყინა.რომელიც სიგარეტს აბოლებდა ჩაფიქრებული სახით...
-ლამაზია არაა?!
-ჯანდაბა...რა გინდა?-მიუხედავად ყველაფრისა ხმა მაინც მტკიცე ჰქონდა ქალს.
-გიყვარს?-აგრძელებდა ჩახრინწული ხმა...
-მის თავს გეფიცები მოგკლავ რამე რომ დაუშავო...-ხმა აუთრთოლდა ვადაჭკორიას.
-გიყვარს სალომეე?-ჯიუტად გაიმეორა ხმამ.
-ყველაზე და ყველაფერზე მეტედ...
-მაშინ უარყავი...
-ამას არ გავაკეთებ...
-უარყავი...
-არა!
-კარგიი-გაიცინა ხმამ-მაშინ დატკბი.
-შენი დედაც!-ტელეფონს ცივად გაუშვა ხელი ვადაჭკორიამ და ტერასის გამოღებულ კარში ავაზასავით მოქნილად გასხლტა.
-გიგაა!!!-მისმა კივილმა შემოგარენი შესძრა.მოულოდნელიბისგან დამფრთხალი მამაკაცი სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და ამ დროს გაისმა ყრუ გასროლის ხმაც.ქართველიშვილი მოხვედრილი ტყვიისგან ინერციით უკან გადაქანდა და მოაჯირს ზურგით შეჯახებული მაგიდასა და სკამს შორის უხერხუნად ჩაცურდა.
-ამის დედაც...-შეიკურთხა და ჭრილობიდან გამოჟონილ წითელ ბლანტ სითხეს დახედა.ვადაჭკორია კი ტერასის იატაკზე მუხლებით დავარდნილიყო და ათრთოლებული,კანკალით იმეორებდა საყვარელი მამაკაცის სახელს.
-რა ჯანდაბაა?ამის დედაც...-კბილებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა გიგა და წამოდგომას ცრდილობდა.ტყვიას მარცხენა მკლავზე გამჭოლი ჭრილობა გაეკეთებინა...კანში გაევლო და უკან,ხის მოაჯირში შერჭობილიყო.სისხლი ნაკადულივით მოჟონავდა და მთელ მკლავს უსველებდა.ჭრილობაზე ხელისგული დაიფარა და სახე ტკივილისგან დაემანჭა.თავს ძალა დაატანა და მიწიდან წამოდგა.მისკენ უკვე კორბოდა ლირსახოც შემოხვეული,თმა გაშლილი სალომე შეშლილი სახით და ჩაწითლებული თვალებით.რომელიც მამაკაცის დანახვაზე ეზოში მუხლებზე დავარდა ტირილით და სახეზე აიფარა ორივე ხელი.
-გიგა...
-ჯანდაბა...კარგად ვარ...-ქალის წინ დაეშვა გიგა და ორივე ხელი შემოხვია.-კარგად ვარ...შენს თავს გეფიცები კარგად ვარ პატარავ...
-გიგა...
-მისმინე-ქალის სახე ხელებში მოიმწყვრდია ქართველიშვილმა და ცრემლიან თვალებში ჩააშტერდა-კარგად ვარ...არაფერია...არაფერია უბრალო ნაკაწრია სალომე.
-მაპატიე...მაპატიე...
-რა?-ხელები ცივად შეუშვა მამაკაცმა და უკან დაიხია,მიწაზე დაჯდა და ატირებულ ქალს მიაშტერდა.-რა თქვიი?
-მაპატიე...
-რა დედის ტყვნა თქვიი?რა უნდა გაპატიო?-ტონი წამებში გაეყინა გიგას.
-ჩემს გამოა...ხო ჩემს გამოა ყველაფერი...
-ბატონო?
-მაპატიე ძალიან გთხოვ...
გიგამ ხმაურით შეისუნთქა ჰაერი და ფეხზე წამოდგა.
-ახლა შევალ...ამ ნაკაწრს შევიხვევ და მერე ჩვენ...ხოო შენ და მე ვილაპარაკებთ-თითი მუქარით დაუქნია ცხვიწრინ.-და მეტი არ მინდა შენგან ამომწურავი ახსნა განმარტება არ მოვისმინო...ბო****შვიკი ვიყო საკუთარი ხელით გაგატყავებ.და იცი არ ვხუმრობ.
-გიგაა...
-ფეხებზე ა!!!-იღრიალა მამაკაცმა და ნაცრისფერი თვალები ყინულივით გაეყინა.-ფეხებზე !
-კარგი...ყველაფერს გეტყვი.
-შენთვისვე აჯობებს...-ცივად ჩაეცინა მამაცაცს-რადგან ჩემთვის კიდევ ერთი ახვარი ორჯონიკიძის მოკვლა ნამდვილად არ იქნება ძნელი-კბილებში გამოსცრა და უკვე მის წინ მდგარი ქალისკენ ბოროტი მზერით დაიხარა.თვალი თვალში გაუყარა და ყინულივით ცივი ხმით დაამატა:-მოგკლავ!
შემდეგ კი ,შეტრიალდა და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა.
4

ერთი...ორი...სამი!

შენდეგ კი ყველაფერი ისე მოხდა როგორც ფილმებში.

ქალაქის მთავარ საგამოფენო დარბაზში უამრავი დამთვალიერებელი ირეოდა..წითელი ღვინით სავსე ფუჟერებით ხელდამშვენებულნი.დინჯი ნაბიჯით მოძრაობდნენ და კედლებზე გამოფენილი შედევრების წინ დიდხან იდგნენ სანახევროდ მოჭუტული თვალებით...იდგნენ და ცრდილობდნენ ნამუშევრების არსს ღრმად ჩასწვდომოდნენ
დაენახათ მისი სული და ზოგადად მხატვრის განწყობა რომელიც ყოველთვის თვალსაჩინოა მისი ნამუშევრებიდან გამომდინარე.მიკოროფონ მომარჯვებული ჟურნალისტები,კარგ კადრზე მონადირე ოპერატორები...აზუზუნებული დარბაზი და ამ დარბაზის შუაგულში მდგარი ახალგაზრდა,სათვალიანი მამაკაცი უკან საგულდაგულოდ გადავარცხნილი ქერა თმით და თეთრი პერანგის საყელოზე მორგებული პეპელა ჰალსტუხით.ტრანსში შესულივით საუბრობდა ნამუშევრის წარმომავლობაზე და მის უკან კედელზე, განთავსებულ ხელივნების ნიმუშს დიდი მოწიწებით შეჰყურებდა რომელიც, ერთ ერთი ცნობილი ბიზნესმენის კერძო კოლექციიდან იყო გამოფრნილი.
- პასტორის სახლი ნიუენენში.
ტილო.ზეთი
33 x 43 ს. ვან გოგი,
ამსტერდამი ( ჰოლანდია)
გოგის ყველა ნამუშევარში და კერძოდ, ამ სურათში მხატვრის პირადი პრობლემები და განცდები თავს იყრის პლასტიკურ გადაწყვეტაში. პირველი შემთხვევაა, როდესაც ფერწერული ნამუშევრის თემა უშუალოდ და მჭიდროდაა დაკავშირებული მხატვრის პირად ცხოვრებასთან.
ამ სურათზე გამოსახულია სახლი,რომელშიც ვან გოგი ოჯახთან ერთად თითქმის ორი წლის განმავლობაში ცხოვროვდა.-ოფლით დაცვარულ შუბლზე,თეთრი ცხვირსახოცი გადაისვა მამაკაცმა და განაგრძო:- 1885 წლის მარტში, მამამისის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, ვან გოგის სურათები ავტობიოგრაფიული გახდა. ხელოვანი ხატავს მამის ნივთებს და კოშკს ნიუენენის სასაფლაოზე, სადაც მისი მშობელია დაკრძალული. მამის სიკვდილის შემდეგ მან ახლიდან გააცნობიერა თავისი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ და მასთან დაკავშირებული საგნები და ადგილები სათითაოდ, რუდუნებით გადაჰქონდა ტილოზე, თოთქოს უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ნამდვილი მხატვარი გახდა!...-იქ შეკრებილი მაღალი საზოგადოება ყურებ დაცქვეტილნი ისმენდნენ მხატვრის ბიოგრაფიას და ნახატის წარმომავლობას.გამშრალ პირს გრილი ღვინით და შამპანიურით ისველებდნენ და პარალელურად დროს არ კარგავდნენ ერთმანეთთან სალაყბოდ.მამაკაცს უეცრად ატეხილმა ჩოჩქოლმა შეაწყვეტინა საუბარი და სულ მალე ხალხის კივილთან ერთად გალერიის ფართოდ გაღებულ ორფრთიან კარებში სამი შავ ტანისამოსში გამოწყობილი ნიღბიანი შემოსრიალდა ფეხებზე მორგებული გორგოლაჭებით...ეს იმდენად მოულოდნელი გახლდათ თვით დაცვის თანამშრომლებიც კი დაიბნენ მძარცველებმა კი ატეხილი ჩოჩქოლით ისარგებლეს და ზედმეტად პროფესიონალური სიზუსთით ჩამოხსნენ კედლიდან ზემოთ ხსენებული შედევრი შემდეგ კი ხელივნურად გამოწვეული კვამლის დახმარებით ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაიჭრნენ ქუჩაში.
როგორც იქნა დაცვაც, მალევე მოეგო გონს და მძარცველებს აედევნენ ფეხდაფეხ...რომლებიც ცენტრალურ ქუჩაში მიჰქროდნენ...თავისუფლების მოედანთან ჩასულები კი სამ ნაწილად გაიყვნენ და პატარა ქუჩების საშუალებით გაიფანტნენ.

* * *
-ვაიმე რა დაგემართა დედა?-გიგას სისხლიანი მკლავის დანახვაზე ქეთომ წამოიყვირა და პირზე ორივე ხელის გული აიფარა.
-არაფერიაა...
-ბებიაა...
-ქეთევან ...გითხარი არაფერიათქო-ხმა გაიმკაცრა გიგამ-
..სად არის აფთიაქის ჩანთა?
-აბაზანაშია ბებია-ამოიტირა ქალმა-ახლავე მოგიტან...ღმერთო შენ გვიშველე...
-ახლა არ გადამრიო...რა გატირებს ქეთუშ? მიდი ადი ბავშვთან მე ამას მივხედავ- სწრაფად მიუგო და სააბაზანოსკენ გაემართა.კარი ზურგს უკან მიიხურა და სწრაფად გადაიძრო მოკლე მკლავიანი მაისური.გრილი წყლის ჭავლის ქვეშ დადგა და გულდასმით ჩამოიბანა სისხლიანი მკლავი.შემდეგ სწრაფად გაიმშრალა სველი სხეული და ჭრილობის დამუშავებას შეუდგა.ნაკერის დადება საჭირო არ აღმოჩნდა...ჭრილობა საგულდაგულიდ გაიწმინდა ბეტადინის ხსნარით და თითების ოსტატური მოძრაობით მჭიდრო სახვევი დაიდო და ნიჟარასთან დახრილი წელში გასწორდა თუ არა ზურგს უკან მდგარი ფერწასული ვადაჭკორია დალანდა სარკეში....დაწითლებული თვალებით რომ მიშტერებოდა და ნერვიულად იმტვრევდა გათეთრებულ თითებს.
-კარგად ხაარ?!-შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა ქალმა და როდესაც მამაკაცი მისკენ შეტრიალდა მოულოდნელობოსგან დაფრთხა , უცებ გიგა კისერში სწვდა თითებით და სააბაზანოს კედელზე ისეთი ძალით მიახეთქა ტკივილისგან ცრემლები თავისით წამოუვიდა ვადაჭკორიას.უყურებდა სახე არეულ მამაკაცს და მისი ეს მრისხანება ცოტა არ იყოს აშინებდა...წლები იყო ასეთი გაცოფებული არ ენახა და მაშინ როდესაც ეგონა, რომ მისი საერთოდ აღარ ეშინოდა ახლა რადიკალურად შეეცვალა წარმოდგენა და შიშისგან ათრთოლებული მუხლების კანკალით თავს ძლივს იკავებდა რომ არ დაცემულიყო...
-შენი მოკვლა რომ მინდა ეგ თუ კარგად ყოფნაა არ ვიცი??-ამოიხრიალა მამაკაცმა და კედელზე აკრულს მენჯით ძლიერად მიაწვა.-შენი მოკვლა მინდა სალომე...
დაჭიმული ყბებით,ამღვრეული თვალებით და სიბრაზისგან სუნთქვა არეული ქალის სახესთან დახრილიყო.ცხვირით ხმაურით ისუნთქავდა აბაზანის ნესტიან ჰაერს და ყინულივით ცივ თვალებს არ აშორებდა ცარცივით გადაფითრებულ ცოლს.რომელსაც ცრემლები დაუკითხავად ეპარებოდა ყვრიმალებზე.წამიერად მოხეთქილმა მრისხანებამ ღრიალით გამოაღწია მამაკაცის სხეულიდან და კედელზე ატუზული სალომეს თავთან ისეთი სიძლიერით დაარტყა ხელი ყრუ ბრახუნმა დაფარა მთლიანი ოთახი.-ამის დედაც...
შემდეგ, გველნაკბენივით მოშორდა ვადაჭკორიას და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
-დაიწყე!-ხელი აუქნია ცხვირწინ- მიდი დაიწყე და ეცადე ერთი სიტყვაც კი არ გამოგრჩეს სალომე...მიდი ჰე...დაიწყე ამის დედაც!
ღრიალზე სალომე კვლავ შეკრთა და იატაკზე ჩასრიალდა. ზურგით მიეყრდნო კედელს და სახე ხელებში ჩამალა.
-დროულად ამოღერღე სანამ სრულ ჭკუაზე ვარ...-კისერზე დაჭიმული ძარღვებით და ცივი ხმით გამოსცრა კბილებს შორის მამაკაცმა.
-გიგა...
-ღმერთო ჩემოო... როგორ მიხარია თურმე ჩემს ცოლს ჩემი სახელი ისევ ახსოვს...-ხელები საოცარი პათოსით გაშალა და ირონიულად ჩაეცინა.-რა ხდება ჩემს თავს და მე რატომ ვარ ბოლო დონის ყ*** დ გამოყვანილი?!რა დააშავე სალომე ისეთი რომ გვესვრიან? ღადაოობ? გვესვრიან სალომე თითქოს ფერმის ქათმები ვიყოთ ამის დედაც და ჩვენზე ნადირობდნენ ვიღაც ახვრები...
-არაფერი...ჯანდაბა არაფერი არ დამიშავებია-იყვირა ქალმა და ფეხზე წამოხტა-ის სამი თვის უკან პარკში გამომეცხადა და შენით მანიპულირება დამიწყო...
-და მე სად ვიყავი? მეძინაა?!
-ხოო გეძინა!დამემუქრა...ღმერთო გიგა რატომ არ გინდა მომისმინო და გამიგოი?!-ხელები სახეზე აიფარა ატირებულმა ქალმა.-ხოო ყურადღება არ მივაქციე მის მუქარას და წამოვედი შემდეგ კი შენი და თედის სურათი გამომიგზავნა და მითხრა სხვა არჩევანი არ მქონდა ან უნდა მიმეტოვებინე ან არა და ბავშვს მოკლავდნენ.ჯანდაბაა...-სახეზე აიფარა ხელები და ხმამაღლა აღრიალდა -მითხრა თუ ერთი სიტყვა მაინც დამცდებოდა შენთან პატარას სიცოცხლით ვაგებდი პასუხს...არ დავიჯერე და გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა მაგრამ, ბაღში მისულს თედი არ დამხვდა...გესმის? არ დამხვდა და აღმზრდელმა მითხრა ბიძაშენი იყო მოსული და წაიყვანაო...რომელი ბიძა ჯანდაბა...სად მყავს ბიძა?!
გიგას მოსმენილისგან სახე გაჰფითრებოდა და ერთ ადგილზე პარალიზებულივით გახევებული სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა.
-გავგიჟდიი!!!-აგრძელებდა ვადაჭკორია მოყოლას და ხელებს ნერვიულად იქნევდა აქეთ იქით-გავგიჟდიი!!! ბაღიდან გამოსულს კი პირდაპირ ბორდოულზე მჯდარი დამხვდა ტიროდა და დედასთან წაყვანას ითხოვდა...იცი რა დამემართაა? იცი რა გამოვიარეე? არ იცი...არ იცი იმიტომ რომ შენ იქ არ ყოფილხარ გიგა...ჯანდაბა არ იყავი იქ...სად იყავიი?! შენ გეკითხები სად იყავიი?! როგორ შეგიძლია ამ ყველაფრის მერე კიდევ მე დამადანაშაულო...ჯანდაბა ამოიღე ხმაა!!!მიდი შე ნაბი**** რო ამოიღე ხმაა და მეძახე მოღალატე !-უკვე ისტერიკის პირზე მყოფი გიჟივით მიეჭრა გახევებულ მამაკაცს და მკერდზე მუშტები დაუშინა.-მიდი...მიდი ამოღერღე...
-სალომე!-ცივმა ხმამ ექოსავით გაიჟღერა მთელს ოთახში და მამაკაცის ძლიერი თითები უხეშად ჩააფრინდა აღრიალებულ ქალს მხრებში.
-დღეს დამირეკა და მითხრა რომ შეთანხმება დავარღვიე...მითხრა რომ ფანჯრიდან გამეხედა...გამოვიხედე და შენ დაგინახე ეზოში იჯექი...არ უარგყავი გესმის? მე შენ არ უარგყავი იმიტომ რომ.სიგიჟემდე მიყვარხარ...ჩემი ყველაფერი ხარ...ჩემი სიცოცხლის აზრი ხარ და არცკი გაბედო რომ დამადანაშაულო თითქოს იმაზე ნაკლებად მიყვარხარ ვიდრე მიყვარდი...არ გაბედო გიგა...არ გაბედო, გესმის?-მამაკაცის სახე ხელებში მოიმწყვრდია და ყინულივით ცივ სფეროებში ცრემლიენი თვალები შეანათა.-არ გაბედო...
-ამის დედაც...-მაჯებში ჩაავლო ხელები გიგამ და მისი ხელები ცივად მოიშორა.-ამის მერე როგორ უნდა გენდო სალომე?ამის მერე შენი როგორ დავიჯერო? ამდენი დრო გავიდა და ხმა არ ამოგიღია...ამის მერე როგორ დაგიჯერო მითხარი?!-დაბალი მაგრამ მომაკვდინებლად ცივი ხმით ლაპარაკობდა კაცი.რომელიც ქალს მთელს სხეულში ყინულის პატარა ნემსებად ესობოდა და სისხლს ნელ ნელა უყინავდა.უღონოდ ჩამოუშვა ხელები და თავ დახრილი წინ მდგარ მამაკაცს შუბლით მკერდზე მიეყრდნო.
-ამ ყველაფრის მერე ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ჩაალაგე ჩემოდანი და სახლიდან ისე წახვედი არაფერი მითხარი...ჩვენი სახლიდან..ჩვენს შვილთან ერთად და მაინტერესებს რა დაზღვევა გქონდა უსაფრთხოდ ყოფნის? გეკითხები საიდან დაასკვები, რომ ამ ყველაფრის მერე...ჩემი მიგდების მერე უსაფრთხოდ იქნებოდიი? როგორ გენდო სალომე? -ამოიოხრა კაცმა და მკერდზე მიყრდნობილი ხელით გვერძზე გასწია...-როგორ დაგიჯერო?
-გიგა-ამოიტირა ვადაჭკორიამ.და იგრძნო მთელი სხეული როგორ მოუდუნდა...ბრძოლის უნარი წაერთვა და გამოფიტულ თოჯინას დაემსგავსა.-მიყვარხარ...
-ამ წუთს მე ვამბობ შენზე უარს სალომე...-სახეზე ნერვიულობისგან ათრთოლებული ხელები ჩამოისვა მამაკაცმა-ყველაფერი დამთავრდა...ახლა მე გკრავ ხელს ...ახლა მე აღარ მჭირდები,აღარ მინდიხარ და აღარ მიყვარხარ...შენი არ მჯერა.
-გიგა-ამოიხრიალა სასოწარკვეთილმა სალომემ და იმედგაცრუებული სახით მდგარი მამაკაცის ფეხებთან მუხლებზე დაეშვა.-ძალიან გთხოვ...
-ამის დედაც...-ჰაერი ღრმად შეისუნთქა მამაკაცმა და თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი.-ჩაალაგებ შენ ბარგს და საბოლოოდ გააჯვამ.ჩემი ცხოვრებიდან..
-გიგა..
-საბოლოოდ...-ცივად გამოსცრა მამაკაცმა და კარისკენ დაიძრა კარი გამოაღო მაგრამ არ გასულა,ცოტახნით შეყოვნდა თითქოს ფიქრობსო შემდეგ კი ისევ იატაკზე დამხობილო ქალისკენ შემობრუნდა და ზემოდან ზიზღით დააჩერდა.-ოღონდ მარტო...თედი ჩემთან დარჩება.
-ამას ვერ გამიკეთებ...
-მაგასაც ვნახავთ...-ჩაეცინა კაცს-აბრძანდი და დაახვიე აქედან ოღონდ მარტო...-ზურგი აქცია აქვითინებულ ქალს და სააბაზანოდან გასულმა კარი ისეთი სიძლიერით გაიჯახუნა
მთელს სახლში ფანჯრებმა ზრიალი მოიღო.

* * *
დივანზე წამოგორებული გიორგი ინტერესით მისჩერებოდა ბრტყელ ეკრანიან ტელევიზორს და გადამრთველს ხელში ნერვიულად ატრიალებდა.პირდაპირ ეთერში მჯდარი ახალგაზრდა წამყვანი.გაყინული სახით და უემოციო თვალებით ზედმეტად გულგრილად აცხადებდა ქალაქის ცენტრში განთავსებული საგამოფენო დარბაზში მომხდარი ძარცვის ამბავს...რომლის დროსაც სამმა ნიღბიანმა და შეიარაღებულმა მძარცველმა დღისით,მზისით ამდენი ხალხის თვალწინ თავხედურად გაიტაცეს ვან გოგოს მინიმუმ 20 მილიონად შეფასებული შედევრის ორიგინალი და მიიმალნენ.შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხელ კვალზე აწარმოებდა გამოძიებას და დიდ იმედს იტოვებდნენ რომ დროულად მიაგნებდნენ მძარცველებს.
ნასიამოვნები კატის თვალებით გაიღიმა მამაკაცმა და იმ წუთს კარზე ატეხილი ბრახუნის გამო დივნიდან ზლაზვნით წამოდგა.კარისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა და ისე, რომ არც უკითხია ვინ იდგა მის მიღმა ფართოდ გამოაღო მასიური რკინის კარი.აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო კარის ზღურბლზე მდგარმა ისეთი სიძლიერით მოუქნია მუშტი და პირდაპირ ცხვირში უთავაზა.დარტყმისგან უკან გადაქანებული მამაკაცი კარს მიეხეთქა ზურგით და თვალებში აელვარებული ნაპერწკლებით და ცხვირიდან გამოჟონილო სისხლით ,რომლის შესაჩერებლადაც ორივე ხელი აიფარა.ზღურბლზე მდგარი თავდამსხმელის ფიგურაში ნაცნობი სახე გაარჩია.
-ამის დედაც...-სიმწრით გაეცინა მამაკაცს და სახლში დაუპატიჟებლად შემოსულს გააყოლა თვალი.რომელმაც ზედმეტად შინაურულად გადაკვეთა ვიწრო დერეფანი და მისაღებში შევიდა.კარი ზურგს უკან მიხურა და სტუმარს მიჰყვა ფეხდაფეხ.
-მეც ძალიან მიხარია შენი ნახვა წერეთელოო!-ირონიულად აღნიშნა გიორგიმ და უკვე სავარძელში მჯდარ ქალს დახედა ზემოდან
-მე არ მითქვამს რომ მიხარია ქურდბაცაცავ-წარბი აზიდა ნინიამ-ცოტა ძლიერად მომივიდა...ბოდიშიი...
-ტრაქში გაირჭე ეგ შენი ბოდიში...-ცივად გამოსცრა კაცმა და სამზარეულოში გავიდა საიდანაც სველი პატარა პირსახოცით ხელში დაბრუნდა .რომელიც ცხვირზე ჰქონდა მიფარებული.-იმედია ყავას არ ელოდები...
-არა..-ხელი ჩაიქნია ნინიამ-არ შეწუხდე...
-ჯანდაბა...რა კარგად გამოიყურებიი..-გაიცინა გიორგიმ.- სამი წლის მერე ასე სექსუალურად ჩემთვის გამოეწყვე ნინიკო?
-ვერ დაიხვეწე ამ იუმორში ხოო...რაიყო ქალი დიდი ხანია აღარ გყოლიაა?
-ნუუ...-პირი გააწკლაპუნა კაცმა-არც მთლად ეგრე მიჭირს...
-ძალიან მიხარია...თუ არ გიჭირს ...შეძლებული ხარ და რატომღაც დარწმუნებული ვარ კარგად რომ მოვძებნო ამ სახლში მინიმუმ 20 მილიონს ვიპოვნი ერთი პატარა ტილოს ნაგლეჯად წოდებულს.-გაიცინა წერეთელმა და სახე დამანჭა...
-ნუ გაატრაკე...ესეთი მდიდარიც არ ვარ-მხრები უდარდელად აიჩეჩა გიორგიმ და სველი ტილო მაგიდაზე მიაგდო.
-შარში ხარ გიოო-ხელები ერთი მეორეს გაუხახუნა ქალმა.-დაგენძრა...იმ საქმეს სადაც შენ მოჯვი მე ვქექავ და ხომ გაგიგია განავალს რაც უფრო ღრმად გაქექავ მით მეტად აქოთდებაოო...
-როგორ მიყვარს ეგ შენი ბინძური პირი-ტუჩები გაილოკა სიცილით გიორგიმ-რაიყო ნიი ბუზის ვალდებულება იკისრეე? მის მეტი არავინ ეტანება განავალს...
-გააჩნია-მხრები აიჩეჩა ქალმა-ამ უკანასკნელს თუ შენსავით სიმპაწიაგა მუჟიკი წარმოადგენს ...სიამოვნებით გავქექავ.
-ანუ?-ცალი თვალი მოჭუტა მამაკაცმა.
-ანუ დაგერხა...სიამოვმებით დაგადებ მაგ მაჯებზე ხელბორკილს...
-ამისთვის ჯერ უნდა დამიჭირო...
-მაგაზე გაწყენინეებ?
-ღმერთო როგორ აღმაგზნებს შენი შეუდრეკელი ხასიათიიი...ჯანდაბა...პირდაპირ მაგიჟებს.
-გარყვნილო იდიოტო!-ფეხზე წამოდგა გაბრაზებული წერეთელი-უაზრო ცანცარს გირჩევ დროულად აწმინდო შენი ჩასვრილი რადგან ძალიან არ მინდა გარბოდე და მოგსდევდე...-თვალი ჩაუკრა და კარისკენ დაიძრა.
-უკვე მიდიხაარ?-სახე დამანჭა მამაკაცმა.
-რაიყო მოგენატრეე?-ზღურბლზე შეჩერდა ღიმილით წერეთელი.
-გააჩნია რა კონტექსტში მეკითხები...-ცალი მხრით კარის ჩარჩოს მიეყრდნო გიორგი და მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა.
-წადი შენიც...-შუა თითი აჩვენა ახარხარებულ მამაკაცს ნინიამ.და იმ წუთს ამოსულ ლიფტში გაუჩინარდა.
* * *

ეზოდან გამოსულ ვადჭკორიას არეულ და ტირილისგან შეშუპებულ სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა იფიქრებდით ვინმე მოუკვდაო.უკან გიგა მოჰყვებოდა გაყინული სახით.
-მიკრო ავტობუსით მიდიხარ?!
-მე მგონის მყავს მანქანა-სიმწრით გამოსცრა ქალმა და გიგას უკან გამოჩენილი მამამთილის დანახვაზე თავი დახარა.
-უიი სულ დამავიწყდა-ირონიული ღიმილით აღნიშნა მამაკაცმა და ხელის აწევით ანიშნა დამელოდეო.ეზოში შებრუნდა და უკან გამოსულს ხელში მოზრდილი ნაჯახი ეჭირა.ცივად აუარა გახევებულ ცოლს გვერდი და მისი კუთვნილი მანქანისკენ დაიძრა.
-ეს ნაგავი...მე გიყიდე...
-გიგაა!-გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა რობიზონმა და გაფითრებულ რძალს მხარზე მოხვია ხელი.
-ბოდიში მამიკო...აა რას ვამბობდიი? ხოო მე გიყიდე ეს დედა ნა*** ვი... არა რახდება იციი? არც ესეთი ჟმოტი ვარ მაგრამ, ფერი არ მომწონს და ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ -ზიზღით გამოაფურთხა და ხელში ჩაბღუჯული ნაჯახი მთელი ძალით მოუქნია წითელ მანქანას...რომელიც სულ რაღაც წამებში დაჭ....ტილ ჯართის გროვას უფრო ჰგავდა ვიდრე ძვირადღირებულ მანქანას.მთელი ამ დროის დაგროვილი ბოღმა და მრისხანება სხეულში რომ უთუხთუხებდა და გარეთ გამოხეთქვას ლამობდა.მანქანაზე გადმოანთხია და ნამდვიალად ჯობდა რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი გაცოფებული იყო ალბათ სიამოვნებით გადაამტვრევდა ძვლებში ქალს რომელიც ამ წუთს ,აქვითინებული მამამისის მკერდს მიყრდნობოდა შუბლით და რობიზონი ამაოდ ცრდილობდა გაცოფებული შვილის გამო დამფრთხალი რძალი ოდნავ მაინც დაეშოშმინებინა.
-ეხლა შეგიძლია წახვიდე-ამოიხრიალა მამაკაცმა და ნაჯახი დაჩეხილი მანქანის გვერდით მიაგდო.ზურგი ცივად აქცია და სწრაფად გაუჩინარდა ეზოში.
-არასდროს მაპატიებს-ამოიტირა სალომემ და უფრო მჭიდტოდ მოეხვია მამაკაცს რომლისგანაც საოცრად თბილი და დამამშვიდებელი აურა მოდიოდა.
-გადაუვლის...ხო იცი რა ტიპია...-დაამშვიდა რძალი რობამ თუმცა თავადაც არ იყო დარწმუნებული თავის სიტყვებში.გიგა ზედმეტად რთული ადამიანი იყო...რთული და უკონტროლო თუმცა ,სიყვარული უსაზღვრო იცოდა და სწორედ ეს აიძულებდა რობას ეფიქრა ამ სიგიჟის ადრე თუ გვიან მშვიდობიანად დასრულებაზე.თავზე თბილად გადაუსვა რძალს ხელი და შუბლზე აკოცა.-დამშვიდდი შვილო...წამოდი ,მე წაგიყვან.ორივესთვის ასე სჯობს ცოტა ხნით ცალ ცალკე იყოთ...დაფიქრება და რაღაც რაღაცეების გადახარშვა უნდა შეძლოთ..შემდეგ კი ნახავ საკუთარი ფეხით მოვა შენამდე...დამიჯერე შვილო...შენ არ ხარ გულიდან ასე უცბად და უშფოთველად ამოსაღები ქალი.
5
ხის მოაჯირთან დახრილი ინტერესით აკვირდებოდა ტყვისგან გახეთქილ ხეს...პატარა დანის დახმარებით ფრთხილად ამოძრო ხეში ჩარჩენილი ტყვიის ნარჩენი და სკამზე მოწყვეტით დაეშვა.ტელეფონზე სწრაფად აკრიბა ნაცნობი ნომერი და დაელოდე როდის უპასუხებდნენ.
-რაიყოო? ხაშიაა?-გაისმა ხაზის მეორე ბოლოდან ძილისგან ჩახლეჩილი ხმა.
-ეგ არის პროკურატურას არასდროს სძინავსოო?-გაეცინა გიგას.
-მოგატყუე...რა ხდება?
-10,3 კალიბრი...-ტყვია ხელში შეათამაშა მამაკაცმა.
-უუმ..-ამოიზმუვლა მოსაუბრემ-ამერიკული შაშხანა M 200 მხოლოდ სამხედრო შეიარაღებაში მიაგნებ ...2000 მეტრზე ისვრის შესაშური სიზუსტით...რა ხდება?
- მესროლეს...-გაეცინა მამაკაცს...
-ნუგაატრაკე?!-გაიცინა ხმამ და უცებვე დასერიოზულდა-აბა ცოცხალი რატომ ხარ?
-ჩემს სიკვდილს ვერ მოესწრები...ამაცილეს ან დებილი ისროდა ან არა და ჩემი შეშინება უნდოდათ.
-ამის დედაც...-სწრაფად დასეეიოზულდა ხაზის მეორე ბოლოს მყოფი.-ორიათასი მეტრი გიგა...ორიათასი...რარის მაგ სახლთან ორიათას მეტრში?
-ტყე...
-გამარჯობა შენი...შეგაშინეს.და სროლის მერე რა გააკეთე?
-ამის დედაც..-სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ათრთოლებული ხელი მამაკაცმა.-გავჭედე და სალომე გავაგდე სახლიდან...
-ფუჰ...მაგას ელოდებოდნენ...-ხმას აუწია მოსაუბრემ-დააბრუნე...დააბრუნე ამის დედაც...დროულად დააბრუნე და გვერდიდან არ მოიშორო ორ საათში მანდ ვარ...-პასუხს აღარ დალოდებია ისე გაუთიშა ტელეფონი.
-დედას შე**** იი!!!-იღრიალა ნერვებისგან ერთიანად დაჭიმულმა მამაკაცმა და სკამიდან ფეთიანივით წამოხტა.შიშისგან და სიბრაზისგან ვენებში ათუხთუხებული სისხლი უკვე ტვინს აწვებოდა და ავიწროვებდა.თვალები ჩასწითლებოდა და ერთიანად ავარდნილ კანკალს ვერ იმორჩილებდა.ჭიშკრისკენ ისეთი გიჟივით გავარდა ცოტა დააკლდა იმ წამს შემოსულ მამამის არ შეჯახებოდა.ბრაზისგან სახე მოღრუბლული რობა შვილს მკვლელი მზერით უყურებდა.
-სად არის სალომე?-ყელიდან ამოხეთქილო კითხვა თრთოლვით გამოუშვა ჰაერთან ერთად.
-შენ -კბილებში გამოსცრა რობამ და მუშტად შეკრული მარჯვენა ხელი ისეთი სიძლიერით მოუქნია ყბაში გიგა რკინის კარს მიეჯახა მხრით და გაოცებული თვალები შეანათა წყობიდან გამოსულ მამას.რამოდენიმე წამის განმავლობაში უმზერდა გაციებულ სფეროებში და შემდეგ თავი დასჯილი ბავშვივით დახარა.
-ცანცარა ლაწირაკივით იქცევი...
-სალომე სად არის?
-სადაც გაუშვი...-ტონს აუწია რობამ.
-ამის დედაც...-ორივე ხელი სახეზე აიფარა მამაკაცმა და ჰაერი წყვეტილად შეისუნთქა.-მარშუტში რამდენი ადამიანი იყო?
-რა?
-მამა მარშუტში რამდენი ადამიანი იყო?
-სამი ქალი და ერთიც მამაკაცი...
-ფუ ამისი...გამატარეე...
-სად მიდიხარ?
-გამატარე რობა!-ტონს აუწია გიგამ და კარში ჩამდგარი მამა ხელით გვერდზე გასწია.
-სად მიდიხარ?-უკან გაედევნა მამაკაცი შვილს...
-მაცადე გეხვეწები...
-მეც მოვდივარ...-უკვე დაძრული მანქანის წინა კარი გამოაღო რობამ და სავარძელზე სწრაფად მოთავსდა.-რახდება არ მეტყვიი?
-მერე გეტყვი მამა ...მაცედე გეხვეწები...-საჭე მკვეთრად გადაატრიალა გიგამ და მთავარ გზაზე გაიყვანა მანქანა.-დაახლოებით რამდენი წუთის უკან გავიდნენ?
-არ ვიცი სალომეს მისვლიდან მალევე-რობა აზრზე ვერ მოდიოდა რა შეიძლება მომხდარიყო და ახლა რაღა ბზიკმა უკბინა მის შვილს.სიბრაზისგან კისერზე ძარღვები რომ დასტყობოდა და ათრთოლებული თითებით საჭეს ისე ჩაჰფრენოდა სისხლს მოძრაობა შეეწყვიტა.

* * *
წითელი მიკრო ავტობუსი შესაშური სიჩქარით მიიწევდა გზატკეცილზე.რადიოდან ქართული,დარდიმადული სიმღერების ნოტები იღვრებოდა და ახალგაზრდა ქალის სევდა მორეული ხმა წარსულ სიყვარულს მისტიროდა.სალონში ხუთ ადამიანს მოეყარა თავი.პირველ სავარძელზე მოთავსებული შუა ხნის ქალები ქირქირებდნენ და მეზობელ ქრისტინეს და მის ამორალური საქციელებით მრავალად დახუნძლულ რძალს აკრიტიკებდნენ რომელიც ქრისტინეს მუქთახორა შვილს სახლის და ქონების გამო შეეტენე და ახლა შვილსაც უჩენს სტატუსის გასამყარებლად.გვერდით ,ერთ კაციან სავარძელზე ახალგაზრდა ბიჭი იჯდა ყურებზე უზარმაზა ყურსასმენებით და რაღაც ტემპრიან მუსიკას ქიცინით აყოლებდა თხასავით წვერს.უკანა გრძელ სავარძელზე "სალიდნად" გამოწყობილი მამაკაცი კვირის პალიტრას ჩასჩერებოდა.ვადაჭკორია კი ამ დროს ხარბად ისუნთქავდა მძღოლის მყრალი სიგარეტით დაბინძურებულ ჰაერს,თავი სავარძლის საზურგესთვის მიეყრდნო და მჭიდროდ დახუჭული ქუთუთოებიდან დაუკითხავად ეპარებოდა მარილიანი სითხე.კალთაზე დაწყობილ თითებს ერთმანეთში ნერვიულად ურევდა და თავს ძლივს იკავებდა მთელს სხეულში გამჯდარი მტკივნეული საცეცების გამო გულამოსკვნით რომ არ აქვითინებულიყო.მის სხეულში მოწურული გული ჩვეულზე ორჯერ მეტი სიჩქარით ფეთქავდა და ყველა დარტყმაზე იმდეხელა ტკივილს ავრცელებდა მთელს ორგანიზმში ცოტა აკლდა სხეულის პატრონს საბოლოოდ არ გადასულიყო ჭკუიდან.გიგასგან წამიერ აფეთქებებს შეჩვეული იყო მაგრამ ეს საქციელი მის ყველანაირ ქმედებას საკმაოდ გასცდენოდა და მისი პირიდან ნათქვამი აღარ მიყვარხარ მეხსიერებაში ისე მყარად დალექილიყო სუნთქვას უჩერებდა ქალს....კაცი რომელიც მთელს სიცოცხლეს ერჩივნა,კაცი რომელიც მისთვის ჟანგბადზე მეტი იყო და ეს უჟანგბადობა მისი ხელის კვრის მერე კისერში ისე წასჭეროდა ნამდვილად ვერ გაუძლებდა ამ ენით აუღწერელ ტკივილს ...არც იმდენედ ძლიერი იყო გიგაზე უარი ეთქვა და ძალიან ნანობდა მის გარეშე დაკარგულ იმ სამ თვესაც რომლის ყოველი დღეც ნელ ნელა კლავდა და რომ არა საყვარელი მამაკაცის ნაწილი მის სხეულში რომ გაიზარდა,ჩამოყალიბდა და მამის პატარა ასლი იყო ნამდვილად ვერ გაუძლებდა.ახლა კი იჯდა უარყოფილი,ჟანგბადის და სიყვარულის იმ ნაწილის გარეშე რომელსაც თედი წარმოადგენდა და ნელ ნელა მიდიოდა იმ დასკვნამდე, რომ აღარაფერ იყო...აღარაფერი გარდა უსულო ფიტულის...სული და გული კი იმ სახლის ჭიშკარს მიღმა დატოვა რომელიც ხმაურით მიუხურეს ზურგს უკან.
-შეიძლებაა?-უკან მჯდარმა გაზეთიანმა მამაკაცმა მის გვერდით ცარიელ ადგილზე ანიშნა და პასუხს არც დალიდებია ისე დაიკავა ადგილი.ნამდვილად არ ხიბლავდა სალომეს მაშინ როდესაც, სალონში ცარიელი ადგილების მეტი არაფერი იყო ამ უცხო მამაკაცის გვერდით ჯდომა. მაგრამ ქაჯობას ნამდვილად არ აპირებდა.ხელის გულებით მოიწმინდა სახეზე ნაკადულებად ჩამოსული ცრემლები და გვერდით მჯდომს გახედა რომელიც ინტერესიან მზერას არ აშორებდა მის სახეს.
-მთელი გზაა გიყურებთ და ვხედავ:მაგ ლამაზ სახეზე ცრემლები არ წყვეტს დენას.შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-ზედმეტად დამთბარი ხმით შენიშნა უცნობმა.სალომემ.ღრმად შეისუნთქა ჰაერი"ესღა მაკლდაო" გაიფიქრა და საპასუხოდ კი ნაძალადევად გაუღიმა.
-ცხოვრებისეული პრობლემები?
-ნამდვილად არ ვაპირებ უცხო ადამიანთან ჩემი ცხოვრებისეული პრობლემების განხილვას.
-ზოგჯერ ტკივილს უცნობებისთვის გულის გადაშლა შველის-ორაზროვნად გაიღიმა მამაკაცმა.
იქნებოდა ასე 35,40ოდე წლის.სიმპათიური.თუმცა ჰქონდა ისეთი რაღაც რაც მის არამკითხე საქციელთან ერთად მის მიმართ ერთი შეხედვითვე უარყოფითად განაწყო ვადაჭკორია.ეს რაღაც კი მელასავით გაქნილი მზერა იყო...დაკვირვების შემდეგ რომ გაგიჩენდათ კითხვას მართლა გულწრფელად საუბრობდა თუ არა
-გმადლობთ...ყველაფერი რიგზე მაქვს-ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა ქალმა.
-და მაინც არაფერი არ არის რიგზე...-ტუჩები გაილოკა და ცალყბად ჩაიცინა მამაკაცმა.-მიდი...გისმენ...იქნებ შემიძლია სასარგებლო რჩევის მოცემა? პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ერთი შეხედვითაც სემიძლია გამოვიცნო თქვენი სულიერი მდგომარეობა...მოღალატე მეორე ნახევარიი?!
უცნობი აშკარად არ აპირებდა გაჩუმებას და ცხვირს ზედმეტად თავხედურად ჰყიფდა იქ,სადაც ნამდვილად არაფერი ესაქმებოდა.სალომე აგრესიას ვერ თოკავდა.. შეძლებისდაგვარად დააიგნორა მამაკაცი და სახე ფანჯრისკენ შეატრიალა.რომლის მიღმაც გზის ნაპირზე ჩარიგებული მაღალი ალვები ერთმანეთს მორიგეობით ენაცვლებოდნენ.
-სალომეე...-უცნაური ტონით ჩაილაპარაკა მისი სახელი მამაკაცმა.ქალი შეკრთა და გაფართოებული თვალებით გადახედა გვერდით მჯდომს.ფართოდ რომ უღიმოდა და თითქოს თვალებით სჭამდა.
-ჩემი სახელი საიდან იცით?!-შიშნარევი ტონით ჰკითხა ქალმა.
-მე ბევრი რამ ვიცი პატარა ქალბატონო...- ამაზრზენად გაიცინა უცნობმა.
-ჯანდაბა.. ვინ ხართ?-ამოილაპარაკა ლარივით დაჭიმულმა ქალმა და მოემზადა მძღოლისთვის დასაძახებლად "გააჩერეთ მანქანა"ო...ჩავიდოდა ამ დაწყევლილი ავტობუსიდან და ჯანდაბამდე გზა ჰქონოდა ყველას და ყველაფერს.სალონში მყოფი მგზავრების ყურადღება ძრავის ღმუილმა მიიქცია რასაც მძღოლის უკმაყოფილო ხმაც შეერწყა:
-რა ჯანდაბას აკეთებს? გიჟია ვიღაც?!-სარკეს არ აშორებდა თვალს რომლიდანაც კუდზე დამჯდარი შავი მანქანა მოჩანდა რომელიც ფარებს უნთებდა.-თავი მობეზრებია ამ ნა****რას?-სვლას უკლო მიკრო ავტობუსმა,გზიდან გადავიდა და კიდესთან შეჩერდა.მანქანამ სიგნალით გადაუსწრო,წინ ჩაუდგა და მისგან ოციოდე მეტრის მოშორებით მოწყვეტით დაამუხრუჭა.ხუთი წყვილი თვალი დაბნეული მიაწყდა წინა საქარე მინას საიდანაც მანქანიდან გადმოსული მაღალი მამაკაცი გარკვევით მოჩანდა.რომელიც მიკრო ავტობუსისკენ მოემართებოდა დინჯი ნაბიჯებით.გიგას დანახვაზე ვადაჭკორიას გულმა წამით რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა...სავარძლიდან წამოიწია თუმცა გვერდით მჯდომი უცნობი მამაკაცის თითები ჩააფრინდნენ იდაყვში და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნეს.
-ფეხი არ მოიცვალო!-ბრძანების კილოთი ნათქვამი სუსხიანი სიტყვები ავის მომასწავლებლად მისწვდა ქალის სმენას და ცარცივით გაფითრდა.
-რას აკეთებ?
-სიცოცხლე მობეზრებია შენს ბარათელს-ჩაიცინა მამაკაცმა.
-ხელი გამიშვი-უხეშად გამოჰგლიჯა იდაყვი სალომემ და წამოიწია.ამ წუთს მიკრო ავტობუსის კარი ფართოდ გაიღო .
-რახდება ბიძიკო?-დაბნეულმა მძღოლმა უკან მოიხედა და გაფართოებული თვალები შეანათა კარში ჩამდგარ მამაკაცს.
-არაფერი დამშვიდდით...-მზერა სალონს მოავლო მამაკაცმა და სკამიდან წამოწეულ ქალზე შეაჩერა-სალომე...ჩამოდი პატარავ...
თბილად გაუღიმა ქალს რომელსაც ტუჩები სატირლად დაებრიცა.
-გიგა..
უცნობმა მამაკაცმა უსიამოვნო ღიმილით ახედა ქალს რომელმაც ისე გადააბიჯა თითქმის ზედ გადაუარა უხერხულად გახიდულს.მასზე მიშტერებული რამოდენიმე წყვილი თვალი დააიგნორა და გიგას გამოწვდილ ხელს თავისი ათრთოლებული თითები შეაგება.რომელმაც თავისკენ ძლიერად მიიზიდა,მეორე ხელი წელზე მჭიდროდ შემოხვია და პატარა ბავშვივით ხელში ატაცებული ჩაიყვანა მიკრო ავტობუსის სალონიდან.
-გიგაა...-თავი ვეღარ შეიკავა სალომემ და აქვითინებულმა საყვარელი მამაკაცის კისერში ჩამალა სახე-რა დაგიშავე?..რა დაგიშავეე?
-არაფერი...-კარი ხელის კვრით მიხურა გიგამ და მძღოლს ანიშნა წადიოქალი კი მიწაზე დაუშვა და ისეთი სიძლიერით ჩაიხუტა წამით ვადაჭკორიას სუნთქვაც კი შეეკრა.-არაფერი დაგიშავებია პატარავ...შენ არაფერი...სალი შენ არაფერი.ეს მე ვარ ნაბ*** რი ყველაზე დედა მო**** ლი ხასიათით.მხოლოდ მე...- ოდნავ მოიშორა ქალი და მისი სახე ხელებში მოიმწყვრდია.ამღვრეული მზერით აკვირდე სახეზე და ცერებით ცრემლებს უმშრალებდა.-მიყვარხარ...-თირილისგან დასიებულ ბაგეებზე აკოცა მოწყვეტით და შუბლით მის შუბლს დაეყრდნო-მიყვარხარ...მიყვარხარ სიგიჟემდე.
-გიგა..
-ჩემი სიცოცხლე ხარ...მაპატიე ძალიან გთხოვ, მაპატიე სალ...-ეჩურჩულებოდა და პარალელურად მარილიანი სითხისგან გამომშრალ ყვრიმალებზე ეფერებოდა.
-შენ მაპატიეე?
-საპატიებელი არაფერი გაქვს პატარავ...მით უმეტეს ჩემგან.შენ რომ რამე დაგემართოს...სალი შენ რომ რამე დაგემართოს-სახე ტკივილისგან შეჭმუხნა მამაკაცმა-თავს მოვიკლავ.შენს თავს გეფიცები თავს მოვიკლავ.
ამ სიტყვებისგან მოგვრილი ბედნიერებისგან გაეღიმა ქალს და ახლა თავად აკოცა თავისი ბედნიერების მთავარ მიზეზს.რომელიც ისევ ის გიგა იყო მთელ მის ცხოვრებას თავდაყირა რომ აყენებდა.გიგა...ფიცხი ხასიათით და უზარმაზარი გულით მხოლოდ მისთვის რომ ფეთქავდა დადგენილი რიტმით.
-ერთი წუთით...ერთი წუთითაც რომ მომშორდე გვერდიდან-თვალებში ჩახედა მამაკაცმა და მტკიცე ტონით ამოილაპარაკა-ჯერ შენ მოგკლავ და შემდეგ თავს დავიბრიდავ რადგან შენს გარეშე ჩემს დამპალ ცხოვრებას არანაირი ფასი არ აქვს.
-კარგი-გაიცინა ქალმა.
-წავიდეთ სახლში თედი გელოდება...მხარზე მოხვია ხელი მამაკაცმა და მანქანისკენ გაემართა საიდანაც უკვე გადმოსულიყო რობა და სევდიანი ღიმილით უმზერდა გადარეულ შვილს და მისი შვილის სიცოცხლის მთავარ მამოძრავებელ ღერძს...სუსტ მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეამბოხე რძალს.რომელმაც მათი ოჯახში გამოჩენისთანავე მოინადირა რობას გული.ხელები გაშალა მამაკაცმა და რძლის სუსტი სხეული თბილად ჩაიხუტა“ ხომ გეუბნებოდი"ო ჩაშჩურჩულა ყურში და შუბლზე ფრთხილად შეახო ტუჩები.
* * *
სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი მამაკაცი.მყუდროდ მოწყობილ კაბინეტში,სამუშაო მაგიდასთან მოთავსებულიყო და სიგარეტის კვამლში გახვეული მზერას არ აშორებდა კომპიუტერის მონიტორს.მის თავთან, კედელზე თეთრ ჩარჩოში ჩასმული ქვეყნის მთავარსარდლის სურათი ჩამოეკიდათ.გვერდს კი საქართველოს და ევროკავშირის დროშები უმშვენებდა.
კარზე ფრთხილმა კაკუნმა მოსწყვიტა მამაკაცი საქმეს,ზღურბლზე მდგარ მდივანს ახედა დაბღვერილმა და მზერით აგრძნობინა: :დროზე თქვი სათქმელი და დაახვიე"ო
-ბატონო კახა სტუმარი გყავთ!-მორიდებით ამოილაპარაკა შუახნის ქალმა.
-ვინ სტუმარი?-წარბები შეკრა კახამ და დაფიქრდა.ნამდვილად არ ელოდებოდა დღის ამ მონაკვეთში არავის.
-ბატონი პაპუნა გოგქაძე....ამბობს რომ ელოდებით.
-შემოუშვი!-ცივად მოუშრა და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერი შუშის საფერფლეს დაასრისა მილიონჯერ...მილიონჯერ ჰყავდა გაფრთხილებული ამ დაუგეგმავი ვიზიტების გამო.რაც როგორც საკუთარ ისე კახას თანამდებობასაც უქმნიდა საფრთხეს.მაგრამ გააგებინებდი რამეს ვირივით ჯიუტ გოქსაძეს?!
-ამის დედაც...-ბრაზისგან მუშტები შეკრა კახამ და როგორც კი ზურგს უკან კარი მიიხუტა სტუმარმაეგრევე ეცა:
-რამდენჯერ გაგაფრთხილე ჩემთან ესე წინ და უკან სიარულს? შეეშვითქო
-ტელეფონზე ვერ დაგიკავშირდი-მხრები უდარდელი სახით აიჩეჩა სტუმარმა და მიპატიჟების გარეშე დაეშვა სავარძელზე.
-თუ ვერ გპასუხობ ეს დედა ნატირები დამელოდე და როგორც კი შევძლებ მე გადმოგირეკავ.
-დრო არ იცდის ბატონო კახა...დროო...
- შენი დრო!-იფეთქა კახამ.
-სამაგიეროდ მე არ -შუბლი შეკრა პაპუნამ.
-კარგი...კარგი...-დაშოშმინდა კახა-რა ხდება?
-შენმა კაცმა ჩაისვარა-ამოიოხრა გოქსაძემ.
-მერე მე რა ვქნა?-ხელები ფართოდ გაშალა კახამ-ჩასვრილი ქვეშაგები გამოვუცვალოო?!
-შენ ამტკიცებდი პროფესიონალიაო-ნიშნის მოგებით გადახედა სტუმარმა.
-ის ახვარი, იმაზე ჭკუიანია ვიდრე გვეგონა...ცოლით და შვილით მანიპულირება დამშეული მხეცის არენაზე გამოყვანას ნიშნავს რომელიც მზად არის აღრიალებული აუდიტორია ნაკუწებად აქციოს.-ამოიოხრა კახამ-ცუდი სტრატეგია შევიმუშავეთ...ქალის მოშორებით აზარტში შევათქო...ამას გეუბნებოდი მაგრამ შენ ვირზე შეჯექი და აღარ ჩამოხვედი..საბოლოოდ კი რა მივიღეთ?!
-ქალი ისევ მაგას ჰყავს. სიტუაცია კი დაწვა და..-სახე ნერვიულად მოისრისა პაპუნამ.
-და აქეთ დაიწყებს ნადირობას...-დაამთავრა კახამ-ჩვენ თუ ძალა ვართ...ანუ კარგად ვისვრით...
-ის ჭკუიანია და ამავდროულად თავზეხაელაღებული რომელიც ყველაფერთან ერთად კარგადაც ისვრის...
-ააცილა-ამოიგმინა პაპუნამ.-იმ.-ს***მა ააცილაა.მიზანზე გყავდა დასმული,თითი რომ გამოჰკრა ჩახმახს იმ წამს წამოხტა ის ნაბ**** რი! ტყვია კი შუბლის მაგივრად მხარში მოხვდა.
ამის მოსმენისას კახას სიცილი აუტყდა და სახეზე აიფარა ორივე ხელი.
-დედაც ვატირეე...
-იღბლიანია ეგ ნაბ*** რი!-სიცილს ვერ წყვეტდა მამაკაცია-მისი მოკვლა ნამდვილად სისულელეა. როდესაც დიდებისკენ მიმავალ გზაზე ეგ კაცი ნამდვილად გჭირდება...შენი სახელოში დამალული კოზირია...
-როგორ გამოვიჭირო?-ამოიოხრა პაპაუნამ.
-მის ცოლს ტყ**** ვ..პახოდუ მისი შვილის მამობის ამბიცია გაქვს და მე მეკითხებიი?-წარბები შეყარა კახამ
-ცოლს რომელიც დიდი ხანია ჰკიდიაა?!
-შვილიც ჰკიდიაა?-ეჭვიანი მზერით გახედა კახამ.
-მარიამი კარგი ბავშვია..
-მაშინ ვინც არ ჰკიდია კი ჰყავს გვერდით...ლამაზი ქალია სალომე-საზიზღარი ღიმილით დაეფარა სახე კახას და მრავალჯერ ნანახი ქალის გონებაში აღდგენას შეეცადა-მშვენიერი ქალი....უმშვენიერესი-ტუჩები გაილოკა და სივრცეს გაუღიმა.
-რა ვქნა?
-მე უარს არ ვიტყოდი...-ბოროტად ჩაიქირქირა კახამ-დაღლამდე სიამოვნებით ვაკვნესებდი...ჯანდაბა-მაგიდას დაჰკრა გაშლილი ხელის გული-მოვიხელთოთ ის პატარა ძუკნა...
-და ყოვლის შემძლე ბარათელიც საკუთარი ნებით ჩაგვბარდება ტყვედ..-გაიცინა პაპუნამ-უკვე წარმომიდგენია ჩემი ინაუგურაციის დღე...
-ნუ გავიწყდება ჯერ გვყავს მთავარსარდალი-ოცნება შეაწყვეტინა კახამ და საჩვენებელი თითი კედელზე დაკიდებული სურათისკენ გაიშვირა
-დაუმთავრებელი არაფერია ჩემო კახა..."დიდი ბოსი" თავისივე მფარველობის ქვეშ მყოფის ხელით გაითხრის საფლავს.
-გაიძვერა ხართ ბატონო პაპუნა...გაიძვერა და ზედმეტად სახიფათო.-თითი დაუქნია სიცილით კახამ.
-ოცნება ჯერ ჯერობით უფასოა..ოცნების ასახდენად კი მიცვალებულის გამოწვევაა საჭირო...სამარხის კარი ღიაა...ბარათელის მოსაწვევი ბარათი კი იმდენად ლამაზი და სათუთია...
~ჯანდაბას ჩემი თავი...-გაიცინა კახამ-დროა მოსაწვევის სადღეგრძელო დავლიოთ.სავარძლიდან წამოდგა...მაღალ კარადას მიუახლოვდა და ქვედა უჯრიდან ორ მუცელ განიერ ჭიქასთან ერთად ჰოლანდიური ვისკი გამოიღო.მაგიდასთან დაბრუნდა და მუქი სითხე ჭიქებში თანაბრად გადაანაწილა..ერთი პაპუნას მიუცურა მეორე კი თავად მოიქცია თითებს შორის...
-ჩვენს მომავალს გაუმარჯოს!-სიცილით ასწია ჭიქა და სულმოუთქმელად გადაჰკრა მწველი სითხე.
-ჰაუმარჯოს-ჩაილაპარაკა პაპუნამაც და კახას მიბაძა.

* * *
დაკრძალვამ რისი მიზეზითაც იყვნენ სოფელში ზედმეტად დრამატულად ჩაიარა.ბევრი ცრემლი...აქა იქ შეცხადების მზგავსი კივილი და ჩასვენებული სასახლის სახურავზე ავად არახუნებული ქვა ღორღი.შემდეგ პროცესიამ დარბაზში გადაინაცვლა სადაც გარდაცვლილისთვის მისავალი ჭამა სმა გაჩაღდა.სევდიანი სადღეგრძელოებით და მთელი ამბებით როგორც ქართულ,ტრადიცული დაკრძალვის სუფრას (ქელეხს) შეშვენის.

გიგამ საფლავამდე მიაცილა გარდაცვლილი .მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და გამძლეობა უსურვა, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა.ყოველთვის ეზიზღებოდა ეს ეგრედ წოდებული ქელეხები რაც დამშეული ხალხის გამოძღომის მეტს არაფერს ისახავდა მიზნად.სახლში მობრუნებულებს კი ნინია წერეთელი დახვდათ მისაღებ ოთახში ნათლულს ეთამაშებოდა და დასდევდა სიხარულისგან აჟიტირებულ პატარას.
-როგორ ხართ?-ცოლ-ქმრის გამოჩენაზე პატარას შეეშვა და ჯერ სალომეს გადაეხვია თბილად და გადაკოცნა შემდეგ კი გიგას
-სწრაფად ჩამოსულხარ...-გაიცინა გიგამ.
-მომიყევი რა ხდება?-სავარძელს დაუბრუნდა ნინია- მე ახალი საქმე ამკიდეს...საქმე კი იმაშია რომ ამ ზემოთხსენებულში შენი ძმადნაფიცი ფიგურირებს დიდი დოზით...
-რაიყო ყოფილის დაჭერაზე ჩალიჩობ?
-რა გავაკეთოო? შენი მეგობრები მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ...-გაიცინა და აქამდე ჩუმად მჯდარ სალომეს გადახედა თხოვნით სავსე მზერით..-ყავას გამიკეთეებ?
-ახლავე...სხვა არაფერი გინდაა? ნამგზავრი ხარ და ...
-არა საყვარელო ჯერ არაფერი არ მინდა.
სალომე სამზარეულოსკენ გაემართა გიგა კი წერეთელთან ერთად დილანდელი ინციდენტის ადგილისკენ გაემართა.
-ტყვია შენ გაქვს?-მოაჯირთან დახრილი ნინია წელში გაიმართა და გიგას გამოწვდილ მასრას დახედა-ეგ არის ჯანდაბა...სამხედრო შაშხანაა ოპტიკური სამიზნით, ორიათასი მეტრის რადიუსში ხვდება მიზანს..სროლის დროს რას აკეთებდი?
-ვიჯექი-სკამზე დაეშვა მამაკაცი და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო...-მერე სალომემ იკივლა და წამოვხტი.
-ანუ ცოლს კი არ უნდა ებუტებოდე...გადარჩენისთვის მადლობას უნდა უხდიდე-ჩაიცინა ნინიამ-მიზანში ჰყავდი...ისროლა და შენც წამოხტი...აგაცილა...სპეციალურად კი არა...აგცდა.
-ჯანდაბა-გაეცინა გიგას-ანუ მბრიდავდნენ?კარგი მაგრამ...მეორედაც ხომ შეეძლო სროლა?მაგრამ არ უსვრია...
-დამწვარი თემაა-გარემო მოათვალიერა ნინიამ და მზერა შორს..მაღალი ტყის მასივით დაბურული მთისკენ გადაიტანა.-იქიდან ისროლა-ხელი ტყისკენ გაიშვირა-იქ არის რამეე?
-ტყე...-მხრები აიჩეჩა გიგამ და ქალის ხელს გააყოლა მზერა.
-კაიი არ გადამრიო?!-სიცილი აუტყდა ნინიას-მაგას მეც ვხედავ...შენობა ნაგებობა არის რამეე?
-არ ვიცი...მე მგონის არაფერი.
-არ ყოფილხარ სანახავად?
-არა...
-დაბერდი თუ რა ჯანდაბა გჭირს?ავიდეთ იქნებ ვნახოთ რამე ხელჩასაჭიდო და გავიგოთ ვინ გემტერება.
-აქედან მისასვლელი არ არის..მანქანით თუ იყვნენ მეორე მხრიდან შემოუვლიდნან...სამხედროებს ჩემგან რა უნდათ?
-რას გაიგებ?-მხრები ისე აიჩეჩა ტყისთვის თვალი არ მოუშორებია ნინიას -პრეზიდენტს წყალი შეუდგა...მისი მფარველობის იმედი აღარ უნდა გქონდეს.ძველი საქმეები ამოქექეს ალბათ და იციან რა ჩიტიც ხარ...მოკვლა არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს არადა საჭირო კაცო ხარ-მზერა ტყის მასივიდან წინ მჯდარ გიგაზე გადმოიტანა-საჭირო კაცო ბარათელო...
-ეს თუ გასკდა შენც დაგერხევა ხოო?-სახე დამანჭა მამაკაცმა.
-მე ფეხებს მომჭამენ...შენ მოკვდი და მე საქმე დავხურე...თუ საჭირო გახდა გვყავს მეგობრები-ორაზროვნად გაიღიმა ქალმა.
-საშიში ქალი ხარ...-სიგარეტს მოუკიდა გიგამ.
-შენ ჯერ კიდევ არ იცი როგორი საშიში..წონა მაქვს და ხელიც ბევრ რამეზე მიმიწვდება-მაგიდაზე მიგდებული კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა ნინიამაც და მოუკიდა...კვამლი სწორ ხაზად გამოუშვა ტუჩებიდან და მამაკაცს შეხედა-პატარა აღარ ვარ...ვიცი რა და როგორ მინდა...სულ ტყავიდან რომ გაძვრე ამ ჩამყაყებულ ქვეყანაში ერთ მადლიერ კაცს ვერ ნახავ.ხალხი ბრბოა...ცხვარი...საითაც დაუძახებ იქით გამოგყვება...პრეზიდენტს იმბიჩმენტს თუ მოუწყობენ.სერიოზული მიზეზი სჭირდებათ...გადამალული მკვლელი კი სერიოზული მიზეზია.შენით დაიწყებენ მანიპულირებას ვერ გაქრები გიგა...ყველგან მოგწვდებიან.სახელმწიფო მანქანა რთული მოწყობილობაა მაგრამ...
-მაგრამ ერთი მექანიზმით მუშაობს-გაიცინა გიგამ
-სწორია
-ამ მექანიზმს კი მთავარი ნაწილი თუ მოსძვრა ჩემს ფეხებს შეაკეთებენ...-კვამლი რგოლებად გამოუშვა მამაკაცმა და საზურგეზე გადაწვა
-დაჯექი ხუთიანი-მაგიდაზე ხელი დაარტყა ნინიამ.
-ნუ გაატრაკე...ათიანს ველიდებოდიი...
-ჩემ დროს ხუთიანი იყო.-თვალი ჩაუკრა ქალმა და ყავის ფინჯნებით გამოჩენილ სალომეს გახედა.
-დროა დაბრუნდე...ბარათელი სულ სხვა განზომილებაა...ამ ქალს კი, ეხლა რომ მოდის ისე უნდა გაუფრთხილდე როგორც კრუხი საკუთარ წიწილებს...ქორი ზედმეტად დაბლა დაფრინასვ...ზრდმეტად დაბლა ბარათელო.
-ჯანდაბა...
-მადლობა ჩემო ლამაზო-ყავის ფინჯანი გამოართვა სალომეს ქალმა და კოცნის იმიტაცია გააკეთა.
-კარგიი..-თავი დაუქნია გიგამ და სალომეს თავადაც გამოართვა ფინჯანი
-ეხლა წავალ თედის ვეთამაშები...მერე ტყეში ავიდეთ და ალბათ თქვენთან ერთად მომიწევს დაბრუნება რადგან, ჩემი მანქანა ხელოსანთან არის...მე კი ტაქსით ჩამოვედიი-სახე დამანჭა გახსენებაზე ნინიამ სკამიდან წამოდგა და სახლისკენ გაემართა.გიგამ კი ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა და იქვე უხერხულად აწურულ სალომეს გახედა.-მოდი ჩემთან....
სალომე ცოტა ხანს შეყოვნდა თითქოს ფიქრობს მივიდე თუ არაო .შემდეგ კი, ღრმად ამოსიუნთქა და მამაკაცის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.რომელმაც მიიზიდა და მუხლებზე დაისვა. ორივე ხელი შემოხვია და მჭიდროდ მიიკრა სხეულზე.
-მიყვარხარ..-ყურთან უჩურჩულა შეცვლილი ხმით მამაკაცმა და გაპობილ ბაგეებზე წაეტანა.-ღმერთო როგორ მომენატრე...
-არ მიყვარხარო?!-ტუჩები დაბრიცა ქალმა
-კარგი რაა...მაპატიე ეგ დებილობა...
-არ ვიცი..
-სალ ხომ იცი რომ სიგიჟემდე მიყვარხარ?ჩემი ხარ და ასე იქნები სიკვდილამდე...შენს თავს გეფიცები მხოლოდ ჩემი ხარ სალ...მხოლოდ ჩემი...-თითები შემოხვია კისერზე და თავისკენ მიიზიდა შემდეგ კი ისე ვნებიანად დააცხრა მოწყურებულ სავსე ბაგეებზე, ქალს მთელს სხეულში სისხლი ჯერ გაეყინა შემდეგ კი ნელ ნელა იმატა ტემპერატურამ და აუდუღდა....მკლავები მჭიდროდ შემოხვია კისერზე და ვნებიან კოცნაში ყრუ ოხვრით აჰყვა.
6
ჩამოწოლილი ღამის სიმყუდროვეს, ქალისა და მამაკაცის ერთმანეთში არეული ყრუ ოხვრა არღვევდა.ირინა ორჯონიკიძეს ქუთუთოები ძლიერად დაეჭირა ერთმანეთისთვის და ცრდილობდა მის შიშველ სხეულზე დამხობილი მამაკაცის მთელს სხეულზე მოთარეშე დიდ ხელებზე გადაეტანა ყურადღება.რომელმაც ყრუდ ამოიზმუვლა შემდეგ კი ერთიანად მოშორდა და გვერდით გადაწოლილი საწოლის თავთან დადებულ სიგარეტს გადასწვდა.საწოლის თავს მიეყრდნო და ერთ ღერს მოუკიდა შემდეგ კი სახით ბალიშში ჩაფლულ ქალს დახედა.
-კარგად ხარ?
-რატომ მეკითხები?-ბალიშიდან თავი არც აუწევია ისე ამოხედა.
- მეჩვენებოდა რომ მთელი სექსის განმავლობაში საერთოდ არ იყავი ჩემთან...
-გეჩვენებოდა...
-რა ხდება პატარავ?-მისკენ მიიწია კაცმა.
-ასე ნუ მეძახი-ხმა გაუტყდა ქალს...
-რატომ?
-რა მნიშვნელობა აქვს პაპუნა?-ქალმა, უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები და საწოლზე წამოჯდა.
კაცმა,სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა და ქალს,ზურგიდან მოეხვია.
-მინდა რომ ცოლად გამომყვე-სახე მის კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა საყვარელი სურნელი.ქალი მოულოდნელობისგან შეკრთა.სწრაფად მოშორდა მასზე სუროსავით შემოხვეულ მამაკაცს და გამომცდელად დააკვირდა.
-ირ, მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე...ძალიან მინდა.შენ არ გინდაა?!
-არ ვიცი...
-ჯანდაბა ,რა გიშლის ხელს?
-არ ვიცი პაპუნა,არ ვიცი...
-ძალიან გთხოვ ,უბრალიდ დაფიქრდი ჩემს წინადადებაზე.
-კარგი,დავფიქრდები...-ამოილაპარაკა ბრინჯივით დაბნეულმა ქალმა და შიშველ სხეულზე ზეწარი შემოიხვია,საწოლიდან წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სააბაზანოსკენ.
პაპუნა კარგი პარტნიორი იყო.თუმცა,მასთან თავს ისე დაცულად ვერასდროს გრძნობდა როგორც ბართელთან.დღემდე, გულიდან რომ ვერ ამოიგლიჯა მისი სიყვარული და ეს სიყვარული იყო რომ ჯიუტად არ აძლევდა უფლებას მისი ადგილი სხვა მამაკაცს ჩაენაცვლებინა.ხელსაბან ნიჟარაზე, ხელისგულებით დაყრდნობილი სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას, თვალმოუშორებლად აკვირდებოდა და იმ ირინას დანახვას ცრდილობდა რომელიც წლებს დაუნდობლად გაეცრიცა და გაეუფერულებინა.ქუთუთოებზე ჩამოგორებული ,ობოლი კურცხალი, ხელისგულით შეიმშრალა და ტანზე შემოხვეული ზეწარი მოიშორა.კაბინაში წყალი მოუშვა და არც დალოდებია მის გაცხელებას ისე დადგა გრილი წყლის ჭავლის ქვეშ.

* * *
გიგამ ,სიგარეტის ნამწვი აივნიდან პირდაპირ ეზოში მოისროლა და მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო.მის თავზე საავდრო ღრუბეს შეეკრა პირი და ეშმაკმა უწყის ,როდის მოევლინებოდა წარღვნის ტოლფასი განსაცდელი.კვალში ჩამდგერი მტერი ჯერ -ჯერობით ამოუცნობი იყო და ფიქრშიც კი ვერ ხვდებოდა ვინ შეიძლება ყოფილიყო მისი საზოგადოებით დაინტერესებული.ნამდვილად მშვიდად იყო...ეგ კი არა, იმ დაწყევლილი ამბების მერე რომელიც ხახვივით შერჩა და ნაპირზეც მშრალი გამოვიდა ნამდვილი კანონმორჩილი მოქალაქესავით ცხოვრობდა.ფეხებში არავის ებლანდებოდა და იმ პატარა სამყაროთი ტკბებოდა მისდაუნებურად, რომ შეიქმნა სალომეს გამოჩენის მერე...მოსიყვარულე ცოლი,პატარა თედი,სამსახური...სადაც ,ზუსტად იმას აკეთებდა რაც სიგიჟემდე უყვარდა.სახლი, ქალაქის ცენტრისგან მოშორებით...სიმშვიდე და ბევრისთვის სანატრელი "სამოთხე". ახლა კი ვიღაც იდიოტი იდგა და ისე თვალის დაუხამხამებლად ესროდა თითქოს ,სამიზნენე დასმული ნადირი ყოფილიყო.ტყეში ასვლამ ხელჩასაჭიდი არაფერი მისცათ...ბევრი იბოდიალეს მან და წერეთელმა, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს.მოწინააღმდეგე ან ძალიან ჭკვიანი იყო ან არა და მართლა არაფერი დაუტოვებია ისეთი, რაც მის კვალზე გასასვლელად გამოდგებოდა.ბიჭები საქმის კურსში იყვნენ...ნინიაც მობილიზებული,ენერგიულად ეძებდა მათკენ მისასვლელ გზებს..ერთადერთი რაც გიგას ევალებოდა ჯერ -ჯერობით მშვიდად ყოფნა და ცოლ შვილზე ზრუნვა იყო.
-ამის დედაც...-ჩაილაპარაკა გიგამ და თავზე ნერვიულად გადაისვა ხელისგულები.მაჯის საათზე, ისრები პირველის ნახევარ აჩვენებდნენ.ჰაერი ღრმად შეისუნთქა და სახლში შებრუნდა...სალომე თედის საწოლზე მიწოლილიყო და ემოციებისგან დაღლილს, პატარასთან ერთად ჩასძინებოდა.ფრთხილად დაიხარა ქალთან და თმაზე მიეფერა.
-სალ...
ქალი,შეიშმუშნა.ზანტად გაახილა თვალები და თავთან დახრილ მამაკაცს ახედა.
-აქ აპირებ ძილს?!
-არა,ავდგები...-წამოიწია ვადაჭკორია.
-მოდი -ქალისკენ ღიმილით დაიხარა გიგა და სუსტი სხეული ბუმბულივით აიტაცა ხელში.
ფრთხილი ნაბიჯებით გადაჭრა ოთახი და დერეფანში გასულმა მოპირდაპირე ოთახის კარი შეაღო.
-გადავივლებ...-უხერხულად შეიშმუშნა სალომე და ქვემოდან ამოხედა მამაკაცს.რომელმაც იატაკზე ფრთხილად დააყენა და ზემოდან დააჩერდა.
-დაგეხმარო?
-არ მინდა...დაწექი შენ.-სააბაზანოს მიმართულებით გატრიალდა ქალი თუმცა, მის მაჯაზე მოხვეულმა გიგას თითებმა შეაჩერა და თავისკენ მიიზიდა...-ისევ ბრაზობ?-მაჯიდან თითები, მკლავის გავლით მხრისკენ გააცოცა და მოშიშვლებულ ლავიწებზე ფრთხილად მიეფერა...მეორე ხელის ცერი კი ქალის სავსე ტუჩებზე გადაატარა და მონატრებისგან ერთიანად დაჭიმული სხეული უარესად დაეჭიმა,როდესაც ქალს ბაგეები გაეპო და ოდნავ შესამჩნევლად ათრთოლდა.
-მომენატრე-ქვედა ტუჩი ენის წვერით დაისველა მამაკაცმა და ყელში გაჩხერილი ბურთი ხმაურით გადააგორა კისერში.მის სახესთან დაიხარა და ზედ ტუჩებზე ამოიჩურჩულა-მომენატრე პატარავ...
-მეც...-მამაკაცის რბილმა ტუჩებმა თავგზა აუბნია ქალს და ბრინჯივით გაიფანტა...ყრუდ ამოიკვნესა და საშუალება მისცა მოკლე მკლავიანი მაისური გაეხადა.რომელიც თავს ზემოთ სწრაფად გადააძრო მამაკაცმა და მოშიშვლებული,სავსე მკერდი ხელებში მოიმწყვრდია.
-ჯანდაბა...-კბილებს შორის გამოსცრა გიგამ და ხელის უხეში ბიძგით საწოლზე დააგდო,სწრაფად გაიძრო პერანგი და ვნებისგან ერთიანად არეულ ქალს ზემოდან დახედა, რომელსაც თვალები ნეტარებით მიელულა და მომლოდინე ღიმილით თვალს ადევნებდა სრულყოფილებად შერაცხულ მამაკაცს.
-ჩემი სიგიჟე ხარ...-ზემოდან მოექცა ქალს და მხურვალე ტუჩებით მუცელზე დააცხრა...-როგორ მიყვარხარ...ჯანდაბა..სიგიჟემდრ სალ...-მუცლიდან მკერდისკენ აიწია და მაცდურად დაბერილ ძუძუსთავებს ენით მისწვდა.რექციას არ დაუყოვნებია და ვადაჭკორიამაც ხმამაღლა ამოიკვნესა....მამაკაცის სახე თავისკენ მიიზიდა და არეული მზერით მომზირალს ტუჩებზე დააცხრა...მონატრებულნი უკოცნიდნენ ერთმანეთს ბაგეებს და დაუღალავად ეალერსებოდნენ...ხმამაღლა კრუტუნებდა ქალი და მოქნილი სხეული ელვასავით ეკლაკნებოდა.საყვარელი მამაკაცის ხელებს მინდობილი სრულ ნეტარებაში გახვეულიყო და ცრდილობდა ,ოდნავადაც კი არ ჩამორჩენოდა ალერსში...რომელიც ,ორივეს ერთიანად ავსებდა და სხვა განზომილებაში გაჭრილთ თვალწინ სამოთხედ წოდებულ ბედნიერებას უშლიდა.ბედნიერებას, რომელიც თითოეულ ნეტარ ბიძგს მოჰქონდა და ერთიანად ავსებდა ვადაჭკორიას...ავსებდ და თავით მიაქანებდა ტალღებად მოხეთქილი ორგაზმისკენ.
-ღმერთო...-წამოიკივლა ქალმა და მხარზე კბილებით ჩააფრინდა მამაკაცს რასაც ყრუ ოხვრა და ბილწი კომენტარი მოჰყვა.შემდეგ კი ქალის ბაგეებს კბილებით ჩააფრინდა და იმდენად მტკივნეულად უბიძგა სიმწრით თავი ვეღარ შეიკავა სალომემ და წამოიკივლა ,რომელიც გიგას ბაგეებმა ჩაახშო და ეს კივილი გახდა მისი განთავისუფლების ნიშანიც... შემდეგ კი მოდუნდა.
-მიყვარხარ...-შუბლით დაეყრდნო გიგა და აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა.
-ჯანდაბა... მხრიდან სისხლი მოგდის -გაეცინა ქალს.
-ღმერთო...ცხოველი ხარ!-გაეცინა კაცსაც,ტუჩებზე ხმაურით აკოცა და გვერდით გადაწვა.
-შენი ბრალია...-გაიზმორა ქალი, ფაფასავით მოსდუნებული სხეულ და ენერგია გამოცლილს ძილის მეტი არაფერი აღარ უნდოდა.
-ბატონოო?!-ცერად გადმოხეა კაცმა.
-ხოო...მაგიჟებ და სურვილი მიჩნდება რაღაც დაგმართო,გატკინო...არ ვიცი...
-ეშმაკმაც დამლახვროს, სადისტი ცოლი მყავს-ჭერს ახედა სიცილით გიგამ და საპასუხოდ ფერდში მწარე ჩქმეტაც მიიღო.
-კარგი, დავიძინებ ხვალ სამსახური მელოდება...-ამოიწუწუნა სალომემ.
-არ გინდა ცოტა ხნით შვებულებაში გახვიდეე?-შეპარვით ჰკითხა გიგამ.
მიხვდა სალომე რატომაც ეკითხებოდა მამაკაცი და ესეც, რომ არა ...თავადაც შეშინებული იყო და ნამდვილად არ აპირებდა წინააღმდეგობის გაწევას.სიამოვნებით აიღებდა შვებულებას მანამ,სანამ ყველაფერი არ დალაგდებოდა.მამაკაცისკენ გადატრიალდა,წვრილი მკლავები შემოხვია და შიშველ სხეულზე ტკიპასავით მიეწება.
-სალ...
- გიგა,ხვალ დაველაპარაკები უფროს და დავწერ შვებულებას.-მის კისერში სახე ჩარგულმა ამოიბურდღუნა. რაზეც გიგას გაეცინა და უფრო მჭიდროდ მიიხუტა ქალი.
-ჩემი სიცოცხლე...-შუბლზე ფრთხილად აკოცა და საყვარელ ქალზე ჩახუტებულს,ბედნიერებისგან ერთიანად სავსეს... მალევე ჩაეძინა.

* * *

განყოფილებიდან გამოსულს, კიბესთან ნაცნობი მანქანა დახვდა რომლის კარზე მიყრდნობილი გიორგიც ფართოდ უღიმოდა.
-ღმერთოო..-თვალები აატრიალა ნინიამ-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?რა ჯანდაბად გადამეკიდე ადამიანო?
-ხოო ჯანდაბად გადაგეკიდე-წარბები შეკრა გიორგიმ-გადაგეკიდე ამის დედაც! რადგან ლატარიაში გყავარ მოგებული და შენ ამას ვერ ხვდები,იმიტომ, რომ მაგ თავში ტვინი არ გაქვს ამის დედა!...აქეთ-იქით ბურთივით მახტუნავებ ...შენ რა ჯანდაბა გინდა ნინია? ხან გამოჩნდები,ხან დაიკარგები...რა გინდა ?ჩემს მოთმინებას ცდიი?
-ჯანმრთელად ხარ?-თვალები დააწვრილა ქალმა.
-ეხლა მიხვდი ჯანმრთელიი რომ არ ვარ?
-გიორგი ,აქ სცენების მოწყობას თუ აპირებ მისამართი შეგეშალა...~ხელი აიქნია ქალმა და ზურგი შეაქცია.ის იყო ნაბიჯის გადადგმას აპირებდა,მაჯაში ჩავლებული გიორგის თითები მარწუხებივით რომ ჩაეჭირნენ
თავისკენ უხეშად მოქაჩეს და შემდეგ ზურგით მტკივნეულად მიახეთქეს მანქანის კარებზე.ქალმა, პირი გააღო საჩხუბრად ,მაგრამ სიტყვის თქმა ვერ მოახერხა ისე ველურივით დააცხრა მამაკაცი გახსნილ ბაგეებზე.ყრუდ ამოიზმუვლა წერეთელმა და თავის დასახსნელად გაიბრძილა, მაგრამ გიორგის ძლიერ სხეულს მჭიდროდ ჰყავდა გაკავებული და ისე ვნებიანად უკოცნიდა სავსე ტუჩებს ცოტა აკლდა არ აჰყოლოდა.ტვინში წითლად ანთებული განგაშის სიგნალი ავისმომასწავლებლად ციმციმებდა.მამაკაცს კბილებით ჩააფრინდა ქვედა ტუჩზე და ისე მტკივნეულად ჩაასო, გიორგი დენდარტყმულივით მოშორდა.
-შენ სულ გაგიჟდი ხოო?-ორი თითი ბრაზით გადაიტარა ნატკენ ტუჩზე მამაკაცმა და სისხლისგან დასვრილ თითებს დახედა.
-შენს თავს დააბრალე იდიოტო...-ხელი ჰკრა ნინიამ-დაახვიე აქედან!
-ამჯერად, ხელიდან ვეღად დამიძვრებით ქალბატონო პროკურორო!-მუქარა ნარევი ირონიით გაუცინა გიორგიმ და თითი გამაფრთხილებლად დაუქნია სახესთან.-ის დარტყმაც არ დამვიწყები სხვათა შორის.
-გიორგიი
-ნინიკოო...-კოცნის იმიტაცია გააკეთა კაცმა.
-ვაი შენს პატრონს...-თვალები აატრიალა წერეთელმა და ძალიანაც კი უნდოდა რომ არ გასცინებოდა, მაგრამ ვერ შეძლო ყურებისკენ გაქცეული ტუჩებისთვის თავი მოეყარა.
-ღიმილი როგორ გიხდება-სახეზე მიაშტერდა და უცებ დასერიოზულდა გიორგი.თითქოს ხმაც შესცვლოდა.
-ცუდად მეთამაშები გიორგი-ხმა გაუტყდა წერეთელს...
-მე და შენს შორის თუ ვინმე თამაშობს...მე ნამდვილად არ ვარ ნი...-ზედმეტად სერიოზული ხმით ამოილაპარაკა გიორგიმ.-მე ჩემსას ვცდი...ვერ დამიშლი და ვერც თავიდან მომიშორებ...
-მაინც როგორ წარმოგიდგენია ქურდბაცაცის და პროკურორის ერთად ყოფნა?!-მისკენ გადაიხარა ქალი და ჩურჩულით გამოსცრა.
-ღმერთმა შენი თავი დიდხანს მიცოცხლოს...-თვალები ანცად აუციმციმდა მამაკაცს და ცერა თითით ტუჩებზე მიეფერა ზედმეტად ახლოს მდგარ ქალს.რომელმაც, გამშრალ ყელში გაჭირვებით გადააგორა ნერწყვი...
-ნინა...მე მაინც ვცდი...
-არაფერი გამოგივა!
-რა ვქნათ დავნიძლავდეთ?-გაიცინა მამაკაცმა.
-ვერ ხარ ხოო?!
-ვერა რა თქმა უნდა...-ახარხარდა მამაკაცი.მისმა შემყურე ქალმა თვალები მობეზრებულად აატრიალა , სწრაფად მოშორდა და თავისი მანქანისკენ დაიძრა.
-შარში ხარ წერეთელო...-თითი დაუქნია გიორგიმ-მაგარ შარშიი...-ჩაეცინა და სწრაფად ჩაჯდა საკუთარ მანქანაში.

* * *
სამსახური სადაც ფინანსისტად მუშაობდა ვადაჭკორია...დიდად ვერ დაიკვეხნიდა პრესტიჟით თუმცა,არც საწუწუნოდ ჰქონდათ საქმე.უფროსი ,ბატონი ქართლოსი სისაური,ზედმეტად ლოიალური და თავის საქმის პროფესიონალი გახლდათ.იცოდა თანამშრომლების შრომის დაფასება და არც მათი პრემიებით განებივრებაზე იხევდა უკან.ყოველთვის ამბობდა: "თუ გინდა, კარგი მოსავალი მოიმკა,სიკეთე სიკეთითვე უნდა გადაიხადოვო" ამიტომ არ გასჭირვებია სალომეს მისი დაყოლიება და ზედმეტი ხვეწნა მუდარის გარეშე დაუდო მის შვებულების მოთხოვნას რეზოლუცია.სიხარულისგან აჟიტირებული ქალი,ბედნიერი ღიმილით დაემშვიდობა თანამშრომლებს: შეხვედრამდეოო...დაიბარა და სწრაფად დატოვა შენობა.ოფისი ტერიტორიულად ზედმეტად წყნარ უბანში მდებარეობდა და ცენტრალური გზიდან კარგად მოშორებით...ამიტომაც იყო ეზოში, ორი მაწანწალა ძაღლის გარდა კაცის შვილი რომ არ ჭაჭანებდა.სწრაფად გადაჭრა ეზო და საპარკინგე ზოლში გაჩერებული ვერცხლისფერი მანქანისკენ დაიძრა რომლის გვერდზეც ,მიკრო ავტობუსის ტიპის მანქანა გაეჩერებინათ. ყურადღება არ მიუქცევია უცხო მანქანისთვის, ისეთი აჟიტირებული იყო...კარი პულტით გააღო და ის იყო ჩაჯდომას აპირებდა ზურგიდან ნაბიჯების ხმა რომ მოესმა. დამფრთხალმა სწრაფად მოიხედა უკან და ქანდაკებასავით ასვეტილ, მაღალ მამაკაცს შეანათა დაბნეული თვალები. შეშინებილმა ქალმა აფართხალებულ გულზე იტაცა მარცხენა ხელი და საწყლად გაღიმებულმა პირი გააღო რომ ეკითხა, "რამე ხომ არ გნებავთ"ო რომ ამოხეთქილი სიტყვები ხორხშივე ჩაიხშო რადგან მამაკაცი ,უცებ ეცა და პირზე რაღაც მძაფრი სუნით გაჟღენთილი ნაჭერი ააფარა.რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელს ორგანიზმში,გონება ნელ ნელა დაუბინდა და მომჩვარული მიესვენა უცნობის მკლავებში.


ანერვოულებულმა გიგამ, კიდევ ერთხელ და ალბათ უკვე მეასედ დახედა ტელეფონის ეკრანს.ერთი საათის წინ უნდა დაბრუნებულიყო სალომე,მაგრამ ჯერ ჯერობით არ ჩანდა.სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან,მოუკიდა და დარეკვას აპირებდა აქეთ რომ დარეკა ვადაჭკორიამ. უცნაურად ანერვიულებულმა სწრაფად გადაუსვა სენსორზე თითი :
-ჯანდაბა...სად ხარ?
-გამარჯობა ,ბატონო ბართელო!!
მამაკაცის ხრინწნარევი ხმა ფეთიანივით მიაწყდა გიგას ყურს და მთელს სხეულში ყინულივით გაიფანტა.რომელმაც ფეხის ფრჩხილებიდან თმის ღერამდე გაყინა და ძვლები ავის მომასწავლებელი,გაუსაძლის ტკივილის მარწუხებში მოიქცია.წაეჭირა და ნელ ნელა დაუწყო დაშლა.
7
ბარათელს ერთიანად შეაქანს...ცალი ხელით მოაჯირს დაეყრდნო და თვალები მჭიდროდ დააჭირა ერთმანეთს.ისეთ მდგომარეობაში იყო გული თუ არ გაუსკდებოდა არ ეგონა... ცხვირით ხმაურით შეისუნთქა ჰაერი და თავს სიმშვიდისკენ მოუწოდა.უნდოდა თუ არა იძულებული იყო საღ აზრზე დარჩენილიყო...
-ბატონოო?!-სუსხიანი ხმით ჩაეკითხა მამაკაცს...
-ვფიქრობ მე და თქვენ ,ბატონო გიგა ,სერიოზულ თემაზე გვაქვს სალაპარაკო...-ცინიზმს არ თმობდა უცნობი.
-კი...ნამდვილად გვაქვს...-მთელს სხეულში გამჯდარ მრისხანებას ერთ წერტილში მოუყარა თავი ბარათელმა და შედარებით შეცვლილი და ცინიკური ტონით განაგრძო საუბარი.-იმას შეეხე რაც ჩემი საკუთრებაა და შესაბამისად შენ, არანაირი უფლება არ გქონდა ოდნავადც რომ მიახლოვებოდი...
-იმედია ტერიტორიების გადანაწილებას არ ვაპირებთ?-გაიცინა მამაკაცმა.
-კარგი აზრია...მომისმინე შე ახვარო...სალომეს ერთი ღერი თმაც რომ შეუტოკდეს...ჩამოვარდნაზე არ მაქ ბაზარი...ს შვილი ვიყო დედას მოგიტყნავ!
-თქვენს ადგილზე ბატონო გიგა ასეთი გამოსვლებისგან თავს შევიკავებდი...რაც არ უნდა იყოს ქალი ჩემთან არის და გამორიცხული არ არის ხელი უშნოდ წამიცდეს...- გაიცინა უცნობმა
- რას ითხოვ?-პირდაპირ მთავარ საკითხზე გადავიდა გიგა.უაზრო მუქარების გაცვლა გამოცვლას ნამდვილად სჯობდა მთავარ საკითხზე შეთანხმებულიყვნენ...
-აი ეს მომწონს...-ამაზრზენად გაიცინა ხმამ.
-ამოღერღე..-ყბები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს ბარათელმა და ტელეფონი მხარსა და ლოყას შორის მოიქცია.სიგარეტს სწრაფად მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-თქვენი დაბრუნების დროა ბატონო ბარათელო...
-მე არსად წავსულვარ...სადმე რომ წავსულიყავი მეეჭვება ასე ადვილად გეპოვნეთ...
-ხოო ეგაც მართალია...დედისტყვნა ამბები დაატრიალე...ხალხს ქათმებივით ბრედავდი მერე, უცებ საქმიდან გასვლა მოინდომე ,წყლიდან მშრალად გამოხვედი, ცოლიც კი შეირთე და ისე ცხოვრობდი თითქოს წმინდანი ხარ და ეს ეს არის ზურგზე ფრთები ამოგივიდოდა...მაგრამ, საქმიდან ჯერ ვერავინ გავიდა მშრალი, ბატონო ბარათელო, შენი წარსული ცხოვრება ჯოჯოხეთივით უკან გსდევს და ის, რომ გამოსწორების გზას ადგახარ უბრალოდ ილუზიაა...შენი წარმოსახვითი ილუზია.
-შენ ,ჩემი ცოლი მოიტაცე...ქალი, რომელიც მთელს ქვეყანას მირჩევნია-ჩაეცინა ბარათელს-ახლა კი რაღაც ყ*** ე გარიგებას მიდებ...ქალის სანაცვლოდ რა გამართლებს? ყველა მეკითხება დავბრუნდი თუ არა...ამის დედაც...ხოო დავბრუნდი დავბრუნდი და დედას მოგიტყნავ!
-ვფიქრობ მანამდე შევთანხმდებით...-გაეცინა მამაკაცს და მანამდე სავარძელში მჯდარი,წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა.თუმცა ხაზის მეორე ბოლოს საუბარი შეწყდა.ბარათელმა ნაგლად გაუთიშა ტელეფონი.კაცმა, გაოცებულმა დახედა აპარატს და სიბრაზისგან სახეზე წამოწითლდა.ტელეფონი მაგიდაზე ხმაურით დააგდო და ოთახში შეკრებილ რამოდენიმე მამაკაცს გადახედა.
-ბატონო პაპუნა, ბატონი ვახტანგი მოვიდა-ღია კარში ახალგაზრდა მამაკაცის მელოტი თავი გამოჩნდა.
-მოვალ ახლავე...-სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები მამაკაცმა და ვახტანგ ჩივაძესთან შესახვედრად გაემართა.რომელიც უკვე მოწყობილიყო მოზრდილ სასტუმრო ოთახში და შინაურულად აბოლებდა სიგარეტს.
-ბატონო ვახტანგ!-მამაკაცისკენ, მოწიწებით გაემართა პაპუნა და ხელი პირველმა გაუწოდა ჩამოსართმევად.
-როგორ მიდის საქმეები პაპუნა?-მის ხელს ამრეზით დახედა შუა ხანს კარგად გადაცილებულმა ჭაღარა ჩივაძემ...რომელსაც განვლილი მძიმე წლების კვალი გადაშლილი წიგნივით აჩნდა სახეზე.ნატანჯი,დაღარული,ნაადრევად დანაოჭებული..ასაკთან შედარებით ბევრად უფროსს რომ აჩენდა.
-ყველაფერი რიგზეა ბატონო ვახტანგ-პაპუნა,შეეცადა მისი გაწ ვდილი ხელის დაიგნორებით გამოწვეული წყენა მოეთოკა და ისეთი სახე მიეღო თითქოს, მართლა ყველაფერი რიგზე იყო.
-ამ დროს არაფერი არ არის რიგზე-ჩაეცინა ვახტანგს.
-უცხოელებთან მოლაპარაკებამ კარგად ჩაიარა... აწი ბიზნესში უჩვენოდ ვეღარ გაფართხალდებიან ...
-მე ხარკოვში გამართულ მოლაპარაკებაზე არ გეკითხები-ტონს აუწია ჩივაძემ.
-აბა?-დაიბნა პაპუნა
-ჩიტმა ამბავი მომიტანა რა ამბებსაც ატრიალებთ შენ და ბატონო კახა!
-აა...ეგ რა მოსატანია ჩვენს საქმესთან-ხელი უდარდელად ჩაიქნია პაპუნამ.
-შენ სულ გამო....ვდი ხოო!-იღრიალა ვახტანგმა და ფეხზე შურდულივით წამოვარდა-რა არ არის სანერვიულო? იცი შენ რა გააკეთეე? ჯანდაბა, ბარათელის ქალი გაიტაცე...იმ ბარათელის ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს ჩაილ ფასი აქვს...იმ ბართელის, რომელიც მშვიდად იყო და პრობლემას არავის უქმნდიდა...ასეც იყო საჭირო...გესმის? ცოფიანი ნადირი გამოუშვი გალიიიდან რა გგონია გაჩერდება?! სანამ არ დაგვგლეჯს არ გაჩერდება...
-ყველაფერს მე მივხედავ-ელდანაცემმა პაპუნამ ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა.
-შენ ,ვერაფერს ვერ მიხედავ!- ვახტანგმა მკერდზე საჩვენებელი თითი მიარტყა და მკაცრად ჩახედა თვალებში.- გაქცევის და გადამალვის მეტი არაფერი დაგრჩენია...ქალი დააბრუნე და დანერჩენს მე მოვაგვარებ!
-არ გამოვა!
-ყ***ე მ**დია...-ხელები გაშალა მამაკაცმა.-ჩემს საათივით აწყობილ საქმეში შენ და კახა გიგაურს არ ჩაგაჯმევინებთ!
-თავად მოვკლავ იმ ნ****ვარს...
-შვილო,რისი გაკეთების ც არ გაქვს ...არც პრეტენზია უნდა გაგაჩნდეს.ბართელს ორჯონიკიძემ მოჭამა ფეხები -ჩაეცინა ვახტანგს-შენ..ტილიანი პაპუნა გოქსაძე რას უზამ? იის-ხმა საეჭვოდ დაადაბლა მამაკაცმა-მიზანდასახული,ჭკუიანი და ზედმეტად მოხერხებულია.გაუშვი ქალი დანარჩენს კი მე ისე მოვაგვარებ სისხლი რომ არ დაიღვაროს...
-არ შემიძლია...-ორივე ხელი თავზე იტაცა გოქსაძემ-ის ქალი ჩემი წარმატების ბილეთია...ჯანდაბა მე ის მჭირდება...მჭირდება გესმის?
-კარგი-მხრები აიჩეჩა ვახტანგმა.-როცა მოგაკითხავს იმედია გაქსუებული ვირთხასავით ხვრელების ძებნას არ დაიწყებ და კაცურად დახვდები...წარმატებები მომავალო პრეზიდენტო!!-ირონიულად ჩაიცინა მამაკაცმა და სახლი სწრაფად დატოვა.

* * *
აივანზე იდგა სიგარეტს ეწეოდა და თვალი ჰორიზონტისთვის გაეშტერებინა.მისი გონება კი ელვის სისწრაფით აწყობდა სამოქმედო გეგმას.პირველი რაც გააკეთა სალომეს ტელეფონიდან განხორციელებული ზარით, მისი ადგილ მდებარეობა დაადგინა.ქალაქიდან არ იყვნენ გასულები .აღმაშენებელზე ფიქსირდებოდა ტელეფონი სანამ საერთოდ გაითიშებოდა ქსელიდან.წერეთელი მასსა და პრეზიდენტს შორის მშვიდობის ელჩის მოვალეობას ასრულებდა.თუმცა ,ბატონ პრეზიდენტს, რომელსაც კარზე მოსდგომოდა არჩევნები ნამდვილად არ აწყობდა ბარათელის გამოჩენა და საერთოდ ხელების დაბანას აპირებდა.ისევ თავად უნდა გაეკეთებინა საქმე და ეს გასაკეთებელი საქმე საიდან უნდა დაეწყო ჯერ არ იცოდა...სიგარეტის ნამწვი აივნიდან მოისროლა.ჩქარი ნაბიჯით დატოვა სახლი და საკუთარ მანქანას მიაშურა.საჭესთან მოთავსდა და მისმა ტელეფონმაც დარეკა.
-ნინა...
-მისმინე....გიორგიმ, მიკრო ავტობუსის სერია და ნომერი გაიგო.სალომეს სამსახურის ეზოში დამონტაჟებული კამერებიდან...ვინმე ვიაჩესლავ თევდორაძეს ეკუთვნის...
-და სად ვნახოთ ეგ ვიაჩესლავი?-ძრავი ჩართო გიგამ და მანქანა ეზოდან ნელი სვლით გაიყვანა.
-ელიავაზე...დაშლილებში მუშაობს.უკვე აქ ვარ მოდი და ერთად დაველაპარაკოთ... ჩემი ჟეტონი სასწაულებს აკეთებს არ იცოდიი?
-შენთვის მითქვამს რომ მიყვარხარ?-გაეცინა ბართელს.
-შეგიძლია ახლა მითხრა-გაეცინა ქალს და ტელეფონი გათიშა.
ელიავაზე მისულებს ბევრი ძებნა არ დასჭირვებიათ ყველამ იცოდა ვიაჩესლავის მაღაზია რომელიც 123 ნომერში მდებარეობდა და მალევე მიაგნეს ზემოთ ხსენებულ ნომერს.თევდორაძე ,სამოციოდე წელს მიღწეული, ხმელი მამაკაცი აღმოჩნდა სხვადასხვა ფერის თვალებით და მამაპაპური ულვაშებით.
-უკაცრავად-თავაზიან ღიმილად დაიღვარა წერეთელი და ხელში სწრაფად აათამაშა ჟეტონი-გაუხსნელ საქმეთა დეპარტამენტი..პროკურორი ნინია წერეთელი.
-დიახ?-დაიბნა თევდორაძე და სახეზე ცარცისფერი დაედო.
-ჩვენ ამ მიკრო ავტობუსს ვეძებთ.-სათვალთვალო კამერიდან ამოღებული მიკრო ავტობუსის სურათი დაუდო მაგიდაზე წერეთელმა და მზერა ავისმომასწავლებლად დაეძაბა.-როგორც გავარკვიეთ თქვენი საკუთრება ყოფილა...
-უმ...დიახ..დიახ...-შეშფოთდა მამაკაცი და ბრინჯივით დაიბნა.-რახდება? დავაშავე რამე?
-სად ბრძანდებოდით დილის 13 საათსა და 20 წუთზე ბატონო ვიაჩესლავ?-მაგიდას ხელისგულებით დაეყრდნო ქალი და თვალებში ცივად ჩააშტერდა.
-აქ ვიყავი...მე ,დილიდან აქ ვარ და არსად გავსულვარ ,რადგან დღეს დილას კონტეინერი მივიღე...მეორადი საბურავების და დასაცლელი იყო...-ოფლისგან დაცვარული შუბლი ხელისგულით გაიწმინდა მამაკაცმა.
-თუმცა ფაქტები სხვა რამეს მიუთითებს ბატონო ვიაჩესლავ-ცივად გამოსცრა მანამდე ჩუმად მდგარმა ბართელმა და მამაკაცისკენ ერთი ნაბიჯით მიიწია...
-გიგა...-გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა წერეთელმა და ლარივით დაჭიმულ მამაკაცს მკლავზე ხელით ჩააფრინდა.
-მაცადე...-ხელის აწევით შეაჩერა გიგამ და თევდორაძეს მიუბრუნდა-დღეს დილით, ამ დამპალი მანქანით ჩემი ცოლი გაიტაცეს...მისმინე...- მოულოდნელად საყელოში სტაცა ხელი დაბნეულ მამაკაცს და სკამიდან ისე წამოაფრინა თითქოს ბუმბული ყოფილიყო-ტყავს გაგაძრობ!
-მე...მე არსად არ გავსულვარ გეფიცები...ჩემი ძმის შვილი..ხოო ის... ის იყო გასული და ერთ საათში უკან დააბრუნა მანქანა თავად კი მალევე წავიდა
..გეფიცები...-ხმა გაუტყდა ბარათელის ცივი, მრისხანე თვალების შემხედვარეს და ისე ათრთოლდა მთელი სხეულით ცოტა აკლდა შიშისგან მარცხი რომ არ მოსვლოდა.
-სახელი...
-რა?
-სახელი შენი ნ****არი ძმისშვილის...-ხელი შეუშვა ბართელმა და მამაკაცი კვლავ სავარძელში ჩაეშვა მოწყვეტით.
-დათო...დათო თევდორაძე.
-დაურეკე იმ.შენს დათოს და ჰკითხე სად ბრძანდება...იცოდე არაფერი იეჭვოს...
-კარგით...კარგით...ეხლავე...ეხლავე-ათრთოლებული ხელებით აკრიბა დრომოჭმულ ტელეფონზე ნომერი და ყურზე მიიდო.ელოდებოდა როდის უპასუხებდნენ შემდეგ ,ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნა და საწყლად ამოხედა მამაკაცს
-არ პასუხობს...
-სად ცხოვრობს?
-კამოზე...ხოო კამოზე...110 ნომერში...
-ანუ უზნაძეზე?
-ხოო...
-კარგიი...წავიდეთ-ნინიას გადახედა გიგამ და პირველი გავიდა მაღაზიიდან.

უზნაძის ქუჩაზე სანაპიროს მხრიდან აუხვია ბართელმა და მანქანა ას ათი ნომერი სახლის წინ შეაჩერა.მწვანე, ჟანგმოდებული, ცალ ფრთიანი ჭიშკარი მიხურული იყო და მის მიღმა ეზოში კაცის შვილი არ ჭაჭანებდა.რკინის კარი ,ჭრიალით შეაღო გიგამ და ფეხდაფეხ მიყოლილ ნინიას გადახედა რომელიც მზვერავის გამჭრიახი თვალით სიტუაციაში სწრაფად გარკვევას ცრდილობდა.იტალიურ ეზოში ,საოცარ სიმშვიდეს დაესადგურებინა.ეზოს შუაში დამონტაჟებული ონკანიდან, გაფუჭებული საკეტის გამო თქრიალით მოდიოდა წყალი და აქა იქ ატეხილ ფილაქანს რეცხავდა.კუთხეში ,კიბის პირველ საფეხურზე, გრძელ ბეწვიანი კატა გაწოლილიყო და განაბული მზის აბაზანებს იღებდა.მისი პატრონი,ასაკოვანი ქალბატონი კი ცხვირზე დაკოსილი სათვალით სარწეველა სავარძელში ქანაობდა და ჟურნალ "თბილისელებს" ეცნობოდა.უცნობების გამოჩენა არ გამოჰპარვია და ინტერესით სავსემ სათვალის ზემოდან ამოხედა წყვილს.
-ვინ გნებავთ?-ინტერესიან მზერას ინტერესიანი კითხვაც მოაყოლა და წინ და უკან ქანაობა შეწყვიტა.
-დავითი,თევდორაძე დავითი!-ღიმილად დაიღვარა ნინია.
ქალი ჩაფიქრდა,კატა გაიზმორა და გვერდი იცვალა გიგა კი ,პასუხს არც დალოდებია ისე გადაჭრა ეზო და ხის სამი კიბე სწრაფად აიარა...გაოცებულმა წერეთელმა ვერაფრის კითხვა ვერ მოასწრო ისე შეგლიჯა შუშებიანი, აქერცლილი კარი და სულ მალე მათ სმენას მამაკაცის ღრიალი და მსხვრევის ხმა მისწვდა.
-ჯანდაბა!-ამოიოხრა ნინიამ და თითქმის სირბილით გაიჭრა სახლის მიმართულებით ოთახში შესულს კი ისეთი სცენა დახვდა ცოტა დააკლდა ყბა არ ჩამოვარდნოდა.ცხვირპირ დასისხლიანებული თევდორაძე სკამზე იყო მიბმული და გილიოტინაზე გასული მსჯავრდებულივით უყურებდა თავზე დამდგარ ჯალათს ბართელის სახით.
-გაცნობაც მოვასწარით
..ხელიც თბილად ჩამოვართვით ერთმანეთს და ახლა ,კარგი მოყვარეებივით ვსაუბრობთ სად დედისტყვნაში წაიყვანეს ჩემი ცოლი-საქმის ვითარებაში გაარკვია გიგამ ქალი და ისევ თევდორაძეს მიუბრუნდა.-რას მიყვებოდიი?
-წადი შენიც...-სისხლი გამოაფურთხა დავითმა.
-ამან ეტყობა არ იცის ვისთან დაიჭირა საქმე ხოო?-ნინიას გამოხედა ბართელმა და გაეცინა.-მე კი წავალ მაგრამ,ჯერ შესათანხმებლები ვართ როგორი ხერხებით მოკვდები...
-თუ მომკლავთ -გაეცინა თევდორაძეს-საკმაო ადამინმა დაგინახათ ორივე და დამიჯერეთ პოლიციასთან ნამდვილად არ გაუჭირდებათ თქვენი აღწერა.
-და ჩვენ თუ პოლიციიდან ვართ?!-გაიღიმა ნინიამ და მის წინ დაიხარა-შენ გაქვს დანძრეული...ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ თუ გაგსროკე ,მინიმუმ 20 წელს ისე შეგტენი შენი მოწონებული...ციხიდან კი თუ გამოაღწიე ცოცხალმა შენი მდგომარეობის ორი ვარიანტი შემიძლია შემოგთავაზო.ან ჭლექიანი იქნები ან არა და ჩვეულებრივი პეტუხი...იმიტომ რომ იქ, შენისთანებს ზედმეტად თბილად ხვდებიან.
-შანსი არ გაქვთ...
-ძალიან ცუდიიი...ძალიან...-ოთახის კუთხეში გადაენაცვლა გიგას და ინტერესით ათვალიერებდა ფანჯარასთან მდგარ მაგიდაზე გაშლილ თაბახის ფურცლებს რომელზეც შავი ფანქრით შესრულებული ნახატები გაეშალა პატრონს.-ხატავ?-ერთი ფურცელი აიღო და მასზე გამოსახულ ამოუცნობ ფიგურებს ინტერესით დააკვირდა.
-დიახ...- თევდორაძემ გაოცებულმა ამოილაპარაკა.
-ძალიან გიყვარს?-შავი "B6" ფანქარი თითებს შორის დაატრიალა გიგამ და დავითისკენ გადაინაცვლა.
-დიახ...
-რა სამწუხაროა...-სინანულით დაბრიცა ტუჩები მამაკაცმა.
-რა?
-ის რომ აწი რაც გიყვარს იმ საქმეს ვეღარ გააკეთებ და მიზეზი მარტივია-უცებ მარჯვენა ხელზე სწვდა და ორი თითი ძლიერად მოიმწყვრდია საკუთარ თითებში.მკვეთრად დაატრიალა და დავითის ღრიალთან შერწყმული ძვილს მტვრევის ხმაც გაისმა.
-...შენი დედამოვტყან...რას აკეთებ? არა...არააა...
თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს როდესაც ხელის ზურგზე მოქნეული ფანქარი დაეჯახა,კანი გაგლიჯა და მეორე მხარეს გამოყო თავი...
-სად არის ჩემი ცოლიი?!-ცივი,უშფოთველი ხმით იკითხა ბართელმა.
-არ ვიციი...ამის დედაც მართლა არ ვიცი...აააა...ჯანდაბა-ამოიტირა როდესაც ფანქარი მის ხორცში დატრიალდა და თავი მოატყდა.
-ვისთვის მუშაობ?
-ღმერთო დამეხმარეე...
-კარგიი-ჰაერი ღრმად შეისუნთქა გიგამ და ფანქარი ზედმეტად ფრთხილად ამოაძრო ხელისგულიდან.გადატეხილმა ხემ ხორცის გახეხა და შიგ პატარ ხიწვები ჩატოვა.
-ვისთვის მუშაობ?ჩათვალე რომ მეტჯერ აღარ გკითხავ-კბილებსშორის გამოსცრა გიგამ და წამიერად აფეთქებულმა ფანქრის ნატეხი მუხლს ზემოთ ისეთი სიძლიერით დაარტყა სახე წერეთელს მოენგრა სიმწრისგან.
-პაპუნა...პაპუნა გოქსაძეე...ჯანდაბა...ის გოქსაძეე...-სახეზე აიფარა ორივე ხელი დავითმა--მას ჰყავს ქალი...
-ასე არ ჯობდაა?-ფეხზე წამოდგა ბარათელი და წერეთელს ისე აუწია წარბი მე რა შიაში ვარო თითქოს ამოს თქმას ცრდილობდა.
-სად არიან?
-არ ვიცი...
-კარგიი...-თევდორაძის მაგიდიდან მისი კუთვნილი მობილური აიღო და ჯიბეში ჩაიცურა შემდეგ კი წარბაწეულმა გადახედა და გაუცინა.-ექიმის მოსვლამდე ამ ფანქრის ამოღებას თუ ეცდები დიდი შანსია სისხლისგან დაიცალო...მაინც პროფესიული რჩევა მოგეცი.-შემდეგ კი კარისკენ შეტრიალდა და ნინიაც თან გაიყოლა.
8
ძილბურანიდან გაჭირვებით გამოვიდა,თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა.და როგორც იქნა გადაწმენდილი მზერით მოათვალიერა ოთახი სადაც იმყოფებოდა.მოზრდილი ოთახი იყო,,სუფთა და მოწესრიგებული.კედელთან ძველებური კარადა დაედგათ ზედ მოთავსებული ფაიფურის სპილოებით...ორი ჩალის სკამი და ერთიც საწერი მაგიდა, თუ არ ჩავთვლით საწოლს რომელზეც თავად იწვა ნამდვილად დაიკვეხნიდა ოთახი ავეჯის სიმცირეს.კედლის საათი ღამის თერთმეტის ნახევარს აჩვენებდა...თავი საშნლად დამძიმებული ჰქონდა და მძაფრ სუნს ყელი ერთიანად გამოეშრო.ჯერ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა და საერთოდ სად ან ვისთან იმყოფებოდა .ფაქტი იყო, რომ გაიტაცეს. აი ,გატაცების მიზეზი კი ეშმაკმა უწყის რა შეიძლება ყოფილიყო.საწოლიდან ძლივს აზიდა სხეული და ტანზე დაიხედა.ჯინსის შარვალი,უბრალო მაისური და კონვერსის კეტები...ნამდვილად მოსახერხებლად ეცვა გაქცევას თუ მოახერხებდა.კართან მივიდა ფეხაკრებით და მიაყურადა. ერთმანეთში არეული ხმები საკმაოდ შორიდან ისმოდა..სავარაუდოდ ,სამი ან ოთხი მამაკაცი უნდა ყოფილიყო სახლში...ფეხის ხმა გაისმა და სალომეც ერთიანად დაიძაბა.
-ისევ სძინავს...
-აბა რა იქნება იმ სირმა ცხენის დოზა აყნოსინა-გაიცინა მეორემ-ჯანდაბა...ნახე რა კარგიაა?ერთი სული მაქვს როდის შევუდებ...
-არ გაგიჟდე ,ნუ გავიწყდება ვისი ცოლია-მეორემ გამაფრთხილებელი ტონით უპასუხა.
-კარგი თუ ძმახარ რაა...დიდი ამბავი...
-დაგვწვავს ყველას ის ნა**** რი...
-ვითომ შენ არ გინდა რაა რას ამბობ...ის ნ***არი ისედაც დაგვწვავს. თუ ჩაგვავლო ერთით მეტი ,ერთით ნაკლები
წადილს მაინც ავისრულებ და ამ კახპას ერთი მაგარს ვიხმარ. ..ჯანდაბა წარმოვიდგინე როგორ ჩამადნება ხელებში. თავიდან კი იჭირვეულებს მაგრამ რომ იგრძნობს ჯანდაბა...შევიდე?
-დაანებე ,გაიღვიძოს ჯერ...თან პაპუნა და კახა აპირებენ მოსვლას და ხომ არ გავიწყდება კახას თავისთვის რომ უნდა...მაგასაც ერთი სული აქვს როდის მოიხელთებს-გაიცინა მეორემ და ნელ ნელა კარებს მოშორდნებ.მოსმენილისგან შოკირებული ვადაჭკორია ფეთიანივით ეცა ფანჯარას და გადაიხედა...
-შენი დედაც...შენი დედააც!!-ბუზღუნებდა თავისთვის და გულდაწყვეტილი უყურებდა ოთხი სართულის ქვემოთ ეზოს.აქედან აუცილებლად უნდა გაეღწია. წინააღმდეგ შემთხვევაში კარგი დღე არ დაადგებოდა. უკვე ილესავდნენ კბილებს მასთან გართობის მსურველი ავხორცი მამრები და კაცმა არ იცის რა წამოუვლიდათ თავში.კარიდან ვერ გააღწევდა იქ ,რომელიღაც ოთახში მთელი ქართული არმია შეკრებილიყო.ფანჯრიდან გადასვლა კი სარისკო იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობდა.გადახტომა სიგიჟე იქნებოდა .სული არ დაჰყვებოდა მიწამდე,გადაძრომით კი -ჯანდაბა!...ვადაჭკორიამ სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები-გიგა რომ იცოდე როგორ მჭირდები
ამოისლუკუნა და ფანჯრის უხმაუროდ გაღებას შეეცადა..ეზოში საოცარ სიმშვიდეს დაესადგურებინა. გარე განათების რამოდენიმე ბოძი საცოდავად ანათებდა ეზოს პერიმეტრს, სადაც მაწანწალა ძაღლების მეტი არავინ დაძრწოდა...სალომეს, იმდენად ეუცხოვა გარემო გაუჭირდა გაერკვია ქალაქის რომელ უბანში იმყოფებოდა.კედელზე არც რამე შვერილი იყო რაზეც შესძლებდა ხელის ჩაჭიდებას და ვერც მეზობლის ფანჯარამდე მიაღწევდა უვნებელი. თუმცა, აქ გაჩერებას სიკვდილი ერჩია და სწორედ იმ წამს მიიღო ზედმეტად სარისკო მაგრამ სიცოცხლისთვის არა სახიფათო გადაწყვეტილება.ნაძვის მაღალი ხეები რომელიც კორპუსიდან დაახლოებით ორი,სამი მეტრის მოშორებით იდგა და მისი წვერი თითქმის უტოლდებოდა სიმაღლით ფანჯარას ,სადაც სალომე იდგა დაბნეული სახით.სხვა გამოსავალი არ რჩებოდა...უნდა გადამხტარიყო...ბევრი არც უფიქრია სწრაფად შედგა ფანჯრის რაფაზე და ნახტომისთვის მოემზადა.გონებაში მადლობას უხდიდა ქმარს იმისთვის, რომ ჯარისკაცივით ყოველ დილით სიკვდილის პირას მიჰყავდა ვარჯიშით...მან გამბედაობა,საკუთარი თავის რწმენა და რაც მთავარია სხეულის და სულის სიმტკიცე შესძინა.
სხვა დროს ალბათ გაუწყრებიდა საკუთარ თავს ამ სულელური გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ ახლა მაგაზე ფიქრს ნამდვილად არ აპირებდა.ღრმად ჩაისუნთქა, პირჯვარი გადაისახა და გადახტა!
დაშვება მტკივნეული იყო მაგრამ არა სახიფათო.
ნაძვის ტოტებზე დავარდნილი ქვემოთ ჩაყირავდა და ერთი- ორი ყირამალა გააკეთა. თუმცა აქაც იმარჯვა დაკაწრული ხელები საშუალო ზომის ტოტს ჩაავლო და წონასწორობის დაცვას შეეცადა...შემდეგ კი ფრთხილად დაეშვა ქვემოთ...ის ის იყო მიწაზე დამხტარი წელში გაიმართა მის სმენას ყვირილის და გინების ხმა რომ მისწვდა
-გაიქცა ეს ძუკნა!!-ფანჯარას კი ორი დაფეთებული ადამიანის სახე მოაწყდა.სალომემ კორპუსის ჩაბნელებულ ძირში გადაინაცვლა და წელში მოხრილი ძუნძულით გაიქცა ეზოდან გასასვლელისკენ...მთავარი იყო აქედან გაეღწია... ეზოდან გასხლტა და განათებულ ქუჩაზე გასული სირბილით გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით...დარწმუნებული იყო დაედევნებოდნენ "სად ვარ?" "სად ვარ?" იმეორებდა სიგიჟის ზღვარზე მყოფი და ამაოდ ეძებდა რაიმე სადღეღამისო მაღაზიას საიდანაც გიგასთან დარეკვას შეძლებდა...

* * *
ბარათელის კუთვნილი "პირშე"-ს ჯიპის წინ საკუთარი "BMW" გაეჩერებინა გიორგის და ძარაზე ზურგით მიყრდნობილი მდუმარედ აბოლებდა სიგარეტს.არც ბარათელი იღებდა ხმას. მანქანის გამოღებულ კარში ფეხები გადმოეყო, მგზავრის სავარძელზე მჯდარს და აქეთ იქით მოსიარულე წერეთელს არ აშორებდა თვალს. რომელიც ტელეფონზე ვიღაცას გაცხარებით ესაუბრებოდა.შემდეგ ცივად მოუხადა მადლობა..ტელეფონი გათიშა,ღრმად ჩაისუნთქა და მომლოდინე სახით მყოფი ბიჭებისკენ წამოვიდა.
-რა გაარკვიე?-ვეღარ მოითმინა გიორგიმ...
-ჯანდაბა...ერთი კვირა გვაქვს ამ სიტუაციის დასალაგებლად-თავზე ხელი გადაისვა ქალმა-ერთი კვირის მერე შენი ლიკვიდაციის ბრძანება გაიცემა...ვერ გაიქცევი გიგა...ჯანდაბა ამის დედაც...
-რა?-სიგარეტის ნამწვი მოისროლა გაოგნებულმა გიორგიმ-რას ატრაკებ? ჩათლახი ვიყო მაგარი სტრანი ღადაობაა ...რა ყ***ობას ამბობ?!მაგის დედაც ეს რა ჯეიმს ბონდია ის ყვერი ვადებს რომ უდგენს?!
-ჰეი...ჰეი...მე რა შუაში ვარ?!-ხმა გაუტყდა ნინიას...მისთვისაც ძნელი იყო იმის გააზრება რაც მოისმინა ,მაგრამ დარწმუნებული იყო ერთად ყველაფერს მოაგვარებდნენ.-ყველაფერს ვაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული ვირზეა შემჯდრაი და ჯიუტად არ თმობს პოზიციებს...ამწვარი აქვს ერთი ადგილი რადგან, იცის შეიძლება ამ არჩევნებში მინიმალური ზღვარიც ვერ გადალახოს.გიგას გამოჩენა ცეცხლზე ნავთის დასხმას ნიშნავს და ...ჯანდაბა-სახეზე ჩამოისვა ხელი ქალმა და წყნარად მჯდარ გიგას ზურგი აქცია.
-ჰეიი...-მკლავზე ჩაეჭიდა გიორგი და თავისკენ შეატრიალა ქალი.-რა გჭირს ნინა? კარგი რაა...- მისი ამღვრეული თვალების დანახვაზე მამაკაცს სახე დაუსერიოზულდა.ხელი მხარზე მოხვია და ძლიერად მიიხუტა.-მე შენ მაგარი გოგო მგონიხარ...
-ხომ ხედავ?არც იმდენად მაგარი ვარ -ცხვირი ხმაურით მოიწმინდა წერეთელმა და გიორგის ხელი რომელიც სახეზე ფრთხილად ეფერებოდა მხარსა და ლოყას შორის მოიქცია.
-შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ-სევდიანად გაუღიმა მამაკაცმა და შუბლზე ფრთხილად შეახო ტუჩები.
-პაპუნა გოქსაძე ვინ ჩემი ყ***ა?-წყვილს წუთიერი მყიდროება ბარათელის ჩახლეჩილმა ბარიტონმა დაურღვიათ.რომელმაც პარალელურად სიგარეტს მოუკიდა.
-მეორე მოწვევის პარლამენტში დეპუტატის მანდატით სარგებლობს...
-ოპოზიციაა?
-არა, მმართველი პარტიის "კრისა"-ათრთოლებული თითებით სიგარეტს მოუკიდა წერეთელმაც.-შენს ცოლთან წევს.
-როგორც მახსოვს ვადაჭკორიასთან მარტო მე ვწევარ ...-გაეცინა გიგას.
-შეგეშალა-ირონიულად ჩაიცინა გიორგიმ-ორჯონიკიძესთან...
-მაგისი დედაც მ****ან!-სიგარეტი ორი თითით მოიშორა ბართელმა და სავარძლიდან წამოდგა.-ანუ ჩემი მტერი ირინასთან უნდა ვეძებო ? რამდენი ქმარი უნდა დავუბრიდო მაგ ძუკნაას.??
-მე მარიამზე ვნერვიულობ...-შეპარვით თქვა გიორგიმ და მის გვერდით მდგარ ნინიას გადახედა, რომელიც მანქანის ძარას მიყრდნობილი სიგარეტს უხმოდ აბოლებდა.
-ირინა იცავს თავის შვილს..
იმ ახვარს ფეხებს უშლის .
-რას ვაპირებთ?-იკითხა ინტერესით გიორგიმ.
-შენ ნინიას წაიყვან სახლში. მე კი ბატონ გოქსაძეს მოვინახულებ...
-და შენ ფიქრობ იქ მარტოს გაგიშვებთ?-წარბები შეკრა წერეთელმა.კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა გიგას მობილური რომ აწკრიალდა.მამაკაცმა ეკრანზე გამოსახულ უცხო ნომერს წარბშეკრულმა დახედა და სწრაფად უპასუხა:
-გისმენთ!
-გიგაა...
-ჯანდაბა... სალომე...-ვენებში სისხლი,ერთიანად გაეყინა ბარათელს.-სალომე სად ხარ?!
-არ ვიცი...ჯანდაბა არაფერი ვიცი...აქ პირველად ვარ...გამოვიქეცი და მაღაზიაში ვითხოვე ტელეფონი ...ჯანდაბა გიგა ზემო ფონიჭალაო... გარშემო ვერაფერს ვერ ვხედავ ხელჩასაჭიდს ...გიგა
-მოვდივარ პატარავ...მაქსიმუმ ოც წუთში მანდ ვარ...-გიორგი ნინიას დუეტისთვის ყურადღება არ მიუქცევია, გაფართოებული თვალებით რომ უყურებდნენ მანქანაში ფეთიანივით შემხტარ ბარათელს გიჟივით რომ მოსწყვიტა მანქანა ადგილიდან.
თავადაც დაიკავეს ადგილი გიორაგის მანქანაში და წინ წასულ პორშეს კუდში მიჰყვნენ.
-სალომე,არ გამითიშო გესმის ჩემიი? სალომე მითხარი რახდება მანდ?
-არ ვიცი პოლიციაში დარეკეს ამათმა...ჯანდაბა გიგა მალე მოხვალ.
-ამის დედაც!პოლიციას არ დაელოდო...სალომე პოლიციას არ დაელოდო და შეეცადე ჩემს მოსვლამდე სადმე შეაფარო თავი...-ღრიალამდე ცოტა აკლდა, საჭეს ცალი ხელით მართავდა და მარჯვენა სანაპიროზე ჩასული, სიჩქარეს უმატებდა თან გამაფრთხილებელ შუქს უნთებდა წინ მიმავალ ვერცხლისფერ "ინფინიტის "მარკის ჯიპს ზოზინით რომ მიიწევდა წინ და განრისხების პიკზე მყოფს გზას უხერგავდა.
-შენი დედაც...-სიგნალზე მთელი ძალით დაარტყა ხელი მამაკაცმა გვერდით მიიწია და საკმაოდ სახიფათო მანევრირებით უკან მოიტოვა განრისხებული ინფინიტის მძღოლი ხელების ქნევით რომ აგინებდა გადარეულს.რვა წუთიც არ დასჭირვებია ფონიჭალის გადასახვევადმე მისასვლელად. პარალელურად ტელეფონს არ იშორებდა ყურიდან და სალომეს მდგომარეობას იგებდა.საგზაო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ათხრილ ასფალტზე გიჟივით გაიქროლა და მტვრის სქელი ფარდა გაიყოლა უკან.აღმართზე აუხვია და დანიშნულების ადგილზე თითქმის მისულმა მონდომებით დაიგნორა ნერვიულობისგან აფართხელებული გული და შედარებით მშვიდი ხმით მიმართა ქალს:
-გამოდი...სალომე წამოიღე ეგ წყეული ტელეფონი და გარეთ გამოდი.
-კარგი...-შორს, სიბნელეში, განათებული მაღაზიის წინა შესასვლელთან, გაკრთა ვადაჭკორიას სუსტი სხეული
დამფრთხალი რომ იხედებოდა აქეთ იქით შემდეგ კი დაიკივლა და წინ...სიბნელეში ჩაძირული სასაფლაოებისკენ გაიჭრა...
-სად მიდიხარ? სად მიდიხაარ?! -ტელეფონი გვერდით სავარძელში მიაგდო ბართელმა და წინ გაჭრილი ქალის კვალდაკვალ ჩამდგარი ორი ფიგურის შემხედვარემ სიჩქარე მაქსიმუმამდე გაზარდა.-ჯანდაბაააა...ჯანდაბა...ჯანდაბაა....
ღრიალებდა გაცოფებული მანქანა მოწყვეტით გააჩერა და გამოგლეჯილო კარიდან ელვისებური სისწრაფით გადაფრინდა.
-სალომეე!!!
* * *
ზემო ფონიჭალის სასაფლაოს სავსე მთვარე დაჰნათოდა.
ღამის მანათობელი, ოკეანის შუაგულში აღმართული შუქურასავით ისე მონდომებით ანათებდა გარემოს, თითქოს წყვდიადის აჩრდილებს ნადიმად იწვევდა მოზრდილ მდელოზე.ქალის თხელი ფიგურა სხარტად ახტებოდა დაბალ ჯებირებს და გიჟივით თმა გაწეწილი სასაფლაოს სიღრმისკენ მიიწევდა ,რათა თავი დაეღწია კუდში ადევნებული მდევარისთვის წამოწევის შემთხვევაში კარგს რომ არაფერს უქადნიდა.ნამიან ბალახზე ფეხი დაუსხლტა და მიწაზე ზურგით ისე მტკივნეულად დაეხეთქა ,ყრუ კვნესა წასცდა მის ბაგეებს. მჭიდროდ დახუჭა თვალები...რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და ასადგომად წამოიწია წინ ასვეტილ მამაკაცს რომ შეეფეთა.
-შე ძუკნა!-ზიზღით გამოსცრა მამაკაცმა და ფეხი გაუქანა სახეში. თუმცა იმარჯვა ვადაჭკორიამ ,ზურგზე დაეცა და სხარტად გადაგორდა გვერდით.გაქნეულმა ფეხმა, რომელიც დანიშნულების ადგილს ასცდა,წონასწორობა დააკარგვიანა მამაკაცს და წინ გადაქანდა უკან დარჩენილ ფეხზე,მიზლში იმდენად მტკივნეულად მოხვდა ქალის დარტყმული ფეხი რომ დააჩოქა. ღრიალით გადახტა ქალისკენ და ზემოდან მოქცეულმა ,ისე ძლიერად შებოჭა მოფართხალე სხეული განძრევის ყველანაირი საშუალება მოუსპო.ხელების განთავისუფლებას შეეცადა ვადაჭკორია,გაიბრძოლა ,მაგრამ ამაოდ.მამაკაცი მასზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა.ზემოდან მოქცეული ბოროტი მზერით ჩასჩერებოდა სახეში და დაჭრილი მხეცივით დორბლებს ჰყრიდა.მუშტად შეკრული ხელი ქალს დასარტელად მოუქნია, რომელმაც თვალები დახუჭა და მოსალოდნელი ტკივილისთვის მოემზადა უეცარი სიმსუბუქე რომ იგრძნო...თვალები სწრაფად ჭყიტა და მთვარის შუქზე გარკვევით გაარჩია გაცოფებულ ბარათელს ძლიერი თითები როგორ ჩაევლო მამაკაცის წამოზრდილ თმაში და უკან თრევა თრევით მიჰყავდა.
-გიგაა...-ამოიტირა ქალმა და თავი ვეღარ შეიკავა...შიშმა და დაძაბულობამ პიკს მიაღწია,ჯებირები გაანგრია და ქვითინად გამოხეთქა სახეზე ხელებ აფარებული ქალიდან.
-შენი დედა მო****ნ!!!-ღრიალებდა ბარათელი და იმდენად უსისხლოდ ურტყამდა მის ქვეშ მოქცეულ მამაკაცს, რომელსაც სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ შერჩენოდა. გაჩერებას არ აპირებდა...ზურგიდან მიპარულმა მეორე მდევარმა ფეხი რომ დაარტყა და ბარათელიც წინ გადაქანდა...მიწაზე დაცემულმა, ზურგზე გადაბრუნება სცადა და ზემოდან მოქცეული მამაკაცის მოხელთება, რომელიც დაჭრილ მხარში ურტყამდა და თითებით იმდენად მტკივნეულად ჩააფრინდა მოშუშებული იარიდან სისხლმა გამოჟონა.. გიგამ მუშტად შეკრული ხელი მუხლის ჩაშკაზე ძლიერად დაარტყა და წამით ყურადღება მოდუნებული, სწრაფად გადააგდო ზურგიდან თავად მოექცა ზემოდან და ცინიკური სახით ჩააჩერდა.
-რაო ,გაები ჩიტოო?
-შენი დედაც...-გაიბრძოლა მამაკაცმა, თუმცა ბართელის თავი სახეში ისეთი სიძლიერით დაეჯახა წამით გონი დააკარგვინა.
-ეგ არ უნდა იცოდე ვის რა უნდა აახიოო?!-შენი დედაც...მაჯებში ჩაავლო ხელები და ისე ამოუტრიალა ორივე ხელმა ყურისწამღები ტკაცუნი გაიღო.მამაკაცის ტკივილისგან აღრიალებულმა ხმამ კი არემარე გააყრუა.
-ჩათვალე,ეს უბრალოდ შესავალია...შენს ნაბიჭვარ უფროსს გადაეცი მოვდივარ და ჯობია დაიმალოს...გესმის?
-წადი შენიც...-ისევ გაიმეორა მამაკაცმა და საპასუხოდ თავიც მიიღო სახეში...
-ახლა ისეთი განრისხებული ვარ საჯუთარ ინსტიქტებს ვერ ვიმორჩილებ...ისეთი გაცოფებული ვარ ,ორგანიზმი სისხლს მთხოვს, შენს სისხლს ...შენს სისხლს შენი დედაც...-იღრიალა ბარათელმა და ირონიულად მომღიმარი მამაკაცის ამოხედვა ხომ საერთოდ მრისხანების პიკი იყო ისე ეცა ლოყაზე კბილებით და ცოფიანი ძაღლივით კანში ჩაასო კბილები...ძლიერად მოუჭირა ხორცს და წამოიწია...აღრიალებულ კაცს ზემოდან დახედა და პირში მოქცეული მისი ლოყის ნაგლეჯი ხორცი, ზედ სახეზე დააფურთხა.პირში გულისამრევ გემოს რომ უტოვებდა...
-ეს ჩემი საჩუქარია მთელი შენი დამპალი ცხოვრების მანძილზე...-სცრიდა კბილებში-რამდენჯერაც სარკეში შენს თავს შეხედავ მე გაგახსენდები და ფაქტი...უტყუარი ფაქტი... ყ***ე ხარ!-გადმოაფურთხა სიტყვები ,წამოდგა ცივად გადააბიჯა მიწაზე გაშოტილ,უკვე გონ დაკარგულ სხეულს და წამომჯდარი ვადაჭკორიასკენ გაიწია რომელსაც ნანახის გამო ტირილი შეეწყვიტა, თვალები გაჰფართოვებოდა და გაოგნებული უმზერდა სისხლის მსმელი ვამპირივით ტუჩებმოსვრილ ბართელს ,რომელმაც მაისური სწრაფად გადაიძრო თავს ზემოთ...სისხლიანი სახე და ხელები გულმოდგინედ გაიწმინდა,მაისური იქვე მიაგდო და ქალის წინ მუხლებზე დაეშვა.
-უკვე მერამდენედ გაეხვიე შარში პატარავ?-ზედმეტად თბილად გაუღიმა და ორივე ხელი ძლიერად მოხვია ქალს.რომელმაც სახე მის კისერში ჩარგო და ასლუკუნდა...
-მაპატიე...
-სახლში წავიდეთ!-წამოდგა და ქალი სწრაფად აიტაცა ხელში შემდეგ კი სასაფლაოს გასასვლელისკენ გაემართა საიდანაც გიორგი და ნინია მორბოდნენ შეშლილი სახეებით.
-ჯანდაბა...რა მოხდა?-სუნთქვის დარეგულირება სცადა გიორგიმ.-როგორ ხარ სალო?
-არაფერი...დამთავრდა სეანსი და სახლში ვბრუნდებით...-გაიცინა გიგამ და სასაფლაოს კარიდან გასულმა საკუთარი მანქანისკენ გააბიჯა.
-ამის დედაც...
-მშვიდობაა გიორგი...ჯერ ჯერობით მაინც...წაიყვანე ნინია სახლში ხვალ დილით შევხმიანდეთ.-მგზავრის სავარძელზე მოთავსებულ სალომეს კარი მიუხურა და საჭეს მიუჯდა.
-ნამდვილად?-თვალები დააწვრილა გიორგიმ.
-ნამდვილად...-გაუღიმა ბარათელმა და მანქანა დაძრა.

* * *

-მძიმე დღე იყო არაა?-სადარბაზოსთან შეჩერებულ მანქანაში საჭეზე ხელებ დაწყობილი გიორგი ჩუმად მჯდარ ნინიასკენ ნახევარი ტანით შებრუნებულიყო და დაკვირვებულ.მზერას არ აშორებდა ქალს.
-ხოო...-თმაზე ხელი გადაისვა წერეთელმა და მასზე მიშტერებულ მამაკაცს გაუღიმა.-საქმე როდესაც ბართელს ეხება წინასწარი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია...უბრალოდ შეუძლებელი.ის...ჯანდაბა..ის ამოუცნობი და სრულიად უკონტროლოა...
-ხო საქმე როდესაც მის ახლობლებს ეხებათ სრულიად უკონტროლოა-მხრები აიჩეჩა გიორგიმ.
-არა ,ეს ჩვეულებრივი სიგიჟეც კი არ არის...ეს...ეს რაღაც ამოუხსნელი,დემონური მრისხანება. ხანდახან მიკვირს როგორ შეუძლია ადამიანს ამხელა სიბრაზის კონტროლი შეეძლოს...საერთოდ არ ვიცი ჯანდაბა...საშინლად დავიღალე.
-ღმერთო გიყურებ და...ჯანდაბა ნინა არ ვიცი რა გითხრა-სევდიანად გაეღიმა გიორგის და ხელი ფრთხილად გასწია ქალის სახისკენ.თითქოს ყოყმანობსო...აინტერესებს ,აკვირდება რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს და როდესაც ნინია არ შეეწინააღმდეგა ხელის ზურგით ფრთხილად მიეფერა სახეზე.-ნინა...-გამშრალ ყელში ხმაურით გადააგორა მოწოლილი ბურთი და გაეღიმა-ძალიან მომენატრე...
-გიო...
-მისმინე...არა უბრალოდ, რომ არ გითხრა ვერ მოვისვენებ-მზერა აარიდა მამაკაცმა და საკუთარ ხელებს დახედა-შენ ჩემთვის რიგითი ქალი არასდროს ყოფილხარ...
-არ გინდა გიორგი...
-მაცდიი?!-ხმას აუწია მამაკაცმა--შენ ჩემთვის ყოველთვის იმაზე მეტს ნიშნავდი ვიდრე ორ თვიან ურთიერთობაში მყოფი ქალი...ნინა უბრალოდ შანსი არ მოგიცია დამენახვებინა რამდენად ძვირფასი ხარ და საერთოდ შენ
..როგორც შეუდარებელი ქალი რამდენს იმსახურებ.
ნინიამ სახე ფანჯრისკენ შეაბრუნა და შეეცადა მოწოლილი ცრემლები არ დაენახვებინა მამაკაცისთვის. თუმცა აკანკალებულმა ნიკაპმა გაყიდა და გიორგის თითებიც მალევე ჩააფრინდა და სახე თავისკენ შეატრიალებინა.
-კარგი რაა პატარავ...არ იტირო-ხმა გაებზარა გიორგის -ნინა ძალიან გთხოვ არ იტირო...მინდა,ხოო საშინლად მინდა რომ ისევ ჩემი გერქვას და შანსი მქონდეს დაგიმტკიცო რამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენი წარმოდგენით ზე ცანცარა კაცისთვის...ნინ-ქალისკენ გადაიხარა და ყბის ძვალზე ფრთხილად შეახო მხურვალე ტუჩები-კიდევ ერთ შანს მომცემ?
-გიო...
-მხოლოდ ერთი შანსი...მხოლოდ ერთი...ეს ორივესთვის იქნება.ორივესთვის პატარავ-ყბიდან პატარ, პატარა კოცნის ბილიკებით გაიკვლია გზა წერეთელის სავსე ბაგეებისკენ და ზედ მის ბაგეებზე ამოიჩურჩულა:-ერთი შანსი ორივესთვის...რას იტყვიი?
-ჯანდაბა-გაეცინა წერეთელს.მისი ტუჩები შეუხებლადაც კი თავგზას ურევდნენ..ამიტომ ,ბევრი არ უფიქრია ისე შემოხვია თლილი თითები მამაკაცს სახეზე და თავად გახდა წლების მერე პირველი კოცნის ინიციატორი...გიორგის ხელებმა მჭიდროდ რომ მიიზიდეს თავისკენ და კოცნა უფრო გააღრმავეს ყრუ ოხვრა წასცდა ქალის ბაგეებს და ამ ოხვრას მამაკაცის ხავერდოვანი ხმით ნათქვამი
"-მიყვარხარ" დაედო ფონად რომელიც სწრაფად გავრცელდა წერეთლის მთელს სხეულში და სისხლი ელვის სისწრაფით აუდუღა ვენებში.საერთოდ არ ანაღვლებდა სად იყო და რა სიტუაციაში,ისე გადაცოცდა მამაკაცის მუხლებზე და უფლება მისცა თეთრი პერანგის ღილები თითების თრთოლვით გაეხსნა...რომლიდანაც შიშველ კანზე გადასრიალდნენ მამაკაცის თლილი თითები და მკერდისკენ გაწეულნი ურჩად შეუძვრნენ ბიუსჰალტერის ქვეშ.
-ჯანდაბა ნინა...-ამოიოხრა გიორგიმ და ტუჩებს მოწყვეტილი ყელისკენ ჩასრიალდა კოცნით...-მინდიხარ...
-გამხადე...-ამოიჩურჩულა ქალმა.
-ჯანდაბა ,შენი სახლის შუა ეზოში ვართ...-გაეცინა გიორგის.
-კარგი...შეგიძლია უკანა ეზოში გახვიდე...-ტუჩი ღიმილით მოიქცია კბილებს შორის ქალმა და მისი მუხლებიდან უკანა სავარძელზე გადაძვრა.გიორგიმ სწრაფად დაძრა მანქანა და კორპუსის უკან განლაგებული ავტოფარეხებისკენ გაიყვანა.შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან და უკან გადაინაცვლა სადაც ვნებისგან არეული საოცნებო ქალი ელოდა და ეშმაკური მზერით გამომწვევად უღიმოდა.
-მოდი აქ-ამოიგმინა და თავად დაეხმარა მის მუხლებზე დაბრუნებულიყო შემდეგ კი სწრაფად და მოხერხებულად გაუხსნა ბიუსჰალტერის შესაკრავი და შიშველ მკერდზე მზერა არეული წაეტანა.
-მიყვარხარ ...ნინა და შანსი არ გაქვს ჩემგან წასვლის...
-კარგი...
-არ ვხუმრობ ...ახლა თუ სექსი გვექნება გეფიცები...გეფიცები მართლა ვეღარ წახვალ ჩემგან.
-კარგიი...-გაეცინა წერეთელს.
-ანუ თანახმა ხარ?-ანცად გაბრწყიმებული თვალებით შეათვალიერა უკვე შიშველი სხეული.
-კიი...თანახმა ვარ...-ზემოდან მოექცა ქალი...და მათი სხეულების გაერთიანებისგან განცდილი სიამოვნებისგან ყრუდ ამოიკრუტუნა.
-ანუ ჩემთან გადმოდიხარ?-თეძოებზე ჩააფრინა გიორგი...
-სად შენთან?
-ჩემს სახლში ნინა
-როდის?
-ხვაალ...-მის მკერდს ტუჩებით დასწვდა მამაკაცი.
-ოოოჰ...ჯანდაბა...ჯანდაბა...კარგი.ხვალ შენთან გადმოვდივარ.
-მიყვარხარ.-გაიცინა მამაკაცმა და მისი ტუჩები მოძებნა.სულ მალე კი მანქანაში ჩამოწოლილ უკუნში ვნებისგან ატანილი ორი ადამიანის სიამოვნების ბგერები იღვრებოდა სონეტებად.

* * *
სააბაზანოდან გამოსულ ბართელს სალომე ისევ იმ პოზაში მჯდარი დახვდა როგორიც მანამდე დატოვა.ტანზე შემოხეული მაისური ნაკაწრებიდან გამოსულ სისხლს დაესვარა...მის წინ დაიხარა და ფეხებზე ფრთხილად გახადა კეტები, შემდეგ წამოაყენა და შარვლის შესაკრავს მისწვდა.
-ახლა ვიბანავებთ, მერე კი მალამოს წავისვამთ ნაკაწრებზე და სულ მალე მოგიშუშდება.
სწრაფად გახადა ტანისამოსი და ბავშვივით აიტაცა ხელში.აბაზანაში გაიყვანა და სურნელივანი წყლით სავსე ვანაშუ ფრთხილად ჩასვა...თავად მის ზურგს უკან მოთავსდა და ქაფიანი ღრუბელით ფრთხილად აცლიდა კანიდან შემხმარ სისხლს...
-გიგა..
-ხვალ ვილაპარაკოთ პატარავ...ხვალ დილით ახლა კი უბრალოდ მოდუნდი და დაისვენე...
-კარგი...-კეფა მამაკაცის ძლიერ მკერდს მიაყრდნო და მოდუნდა.დიდხანს ნებივრობდნენ ვანაში შემდეგ წყალი გადაივლეს და პირსახოცის ხალათში გახვეული საძინებელში,საწოლზე დასვა ქალი და მის წინ ჩამუხლულმა სწრაფად მოხადა თავი მალამოს ნაცრისფერ "ტუბს".ნაზად დაასრიალებდა თითებს სალომეს შიშველ სხეულზე, ქალს სუნთქვა გახშირებოდა და მზერა დაბინდული მხოლოდ მისი თითების მოძრაობას აღიქვამდა.კისრიდან ,ლავიწების გავლით დაბლა რომ ჩასრიალდნენ და მკერდზე წრეების მოხაზვა დაიწყეს...დაბერილი ძუძუს თავები ყველა შეხებაზე სასწაულად რეაგირებდა და ქალის სხეულში ელექტროდებს აგზავნიდა. რომელიც მუცლის მიდამოებში ერთად იყრიდა თავს და მხურვალე ლავად ეღვრებოდა.მკერდიდან ქვემოთ წელისკენ გასრიალდნენ თითები და წელიდან მუცლის გავლით დაიწყეს წრიული მოძრაობა ტუჩები კი მანამდე ძუძუსთავებს ,რომ ეხებოდნენ ნაზად. ფერდებისკენ გაიწიეს და მარჯვნივ,ნეკნების ქვემოთ, სრულიად გამქრალ თუმცა ბარათელისთვის დაუვიწყარ ჭრილობაზე შეჩერდნენ.მხურვალე კოცნებით დაფარეს ჭრილობის ადგილი და იგრძნო ქალმა როგორ დაეძაბა მამაკაცს ყბა...ცხვირით მისი კანის სურნელი ღრმად შეისუნთქა და ათრთოლებული ხმით ამოიჩურჩულა:
-მაპატიე...
-გიგა-სწრაფად გამოცოცხლდა სალომე.მისი სახე ხელებში მოიქცია და თავი წამოაწევინა.ამღვრეულ თვალებში ჩახედა და სევდიანად გაუღიმა.
-მაპატიე პატარავ...
-უკვე გაპატიე...უკვე გაპატიე ჩემო სიცოცხლე...გიგა, მე შენ იმ დღესვე გაპატიე გეფიცები...შენს თავს გეფიცები ჩემო სიცოცხლე...არაფერია...უბრალიდ არაფერი გესმის? მიყვარხარ!-ამოიჩურჩულა ვადაჭკორიამ და საყვარელი მამაკაცის ბაგეებს მოწყურებული დააცხრა.

9
ზანტად გაახილა თვალები და საწოლზე წამოჯდა. ფანჯარაზე დაშვებული ფარდის ჭრილიდან , მზის სხივები შემოძვრომას ცრდილობდნენ და ქურდულად შემოპარულნი ზოლებად დაცოცავდნენ კედელზე..შიშველ სხეულზე, აბრეშუმის ხალათი მოიცვა და საძინებელი სწრაფად დატოვა.სახლში ჩვეული მყუდროება გამეფებულიყო მხოლოდ და მხოლოდ სამზარეულოდან ისმოდა საუბრის ხმა.
-რო ,სალომეა გაიღვიძებს მაშინ წავალთ თამრიკო ბებოსთან?-სამზარეულოს დახლზე შემოსკუპებული თედი ტოსტებს გემრიელად ახრამუნებდა და ყავის მზადებაში გართულ მამას არ აცილებდა მზერას.
-არა მა...თამრიკო ბებოსთან დღეს ვერ წახვალთ...-ყავას ფრთხილად მოურია ბარათელმა და დამრგველებული თვალებით მომზირალ პატარას "კნოპკა" ცხვირზე აკოცა...
-და რო მინდა მეე...-ცხვირი სასაცილოდ შეიჭმუხნა თედიმ ...
-მა, დღეს სალომეას არ სცალია...არც თამრიკო ბებიას...სამაგიეროდ ,გიორგი მოვა და ნინა ნათლია...მერე მულტფილმს ვნახავთ და ეზოში ბევრს ვითამაშებთ ...ხო ,ის სახლი დავამთავროთ ეზოში რომ ვაშენებთ...-თმაზე მიეფერა ბავშვს და იმ წამს გამოჩენილ ვადაჭკორიას,რომელიც ღიმილით უყურებდა მამა შვილს თბილად გაუღიმა და ყავის ფინჯანი გაუწოდა.სალომემ ფინჯანი გამოართვა და თეთრ პერანგსა და კლასიკურ შარვალში გამოწყობილი ქმარი წარბაწეულმა შეათვალიწრა. სახელოები იდაყვებამდე აეკეცა მამაკაცს და დაძარღვული ძლიერი მკლავები მოუჩანდა.მარცხენა მაჯაზე მორგებული ძვირადღირებული საათით და მარჯვენა არათითზე მბზინავი ოქროს რგილით, რომელიც მამაკაცის მის პირად საკუთრებაში ყოფნის დამადასტურებელი საბუთი გახლდათ.
-როგორ ხარ?-მიახლოვებულ ცოლს თმაზე ფრთხილად აკოცა -მაგალითად თედ ,ჩვენ შეგვიძლია თამრიკო ბებოს აქ მოსვლა შევთავაზოთ...-თვალი ჩაუკრა წამიერად სახე გაბადრულ პატარას და სალომეს მიუბრუნდა:-ჩემს ძვირფას სიდედრს მოსაწვევი გაუგზავნე და გადაეცი: სიძეს ერთი სული აქვს როდის გაიხარებს მისი მობრძანებით!-ტუჩები დაბრიცა გიგამ.
-საიდანღაც მამრი გველის სისინის ხმა მესმის?!-წარბი აზიდა ვადაჭკორიან. ბარათელმა კი, ბავშვი ჩამოსვა მაგიდიდან და უფლება მისცა მულტფილმის საყურებლად გასულიყო .შემდეგ ცოლს მიუბრუნდა და თვალებმოჭუტულმა თავით ფეხამდე შეათვალიერა ხალათში გახვეული მშვენიერება.
-ჯანდაბა. ..ასე რომ მიყურებ და თან ესე გაცვია-ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა ქალმა და საქამრეში ორი თითი გამოსდო გიგას,თავისკენ მიიზიდა და ნაცრისფერ თვალებში ანცად ახედა-თავში ბინძური აზრები მიტრიალებს...
-ჯანდაბა...-გაიცინა მამაკაცმა და ხელი ფრთხილად გააშვებინა,შემდეგ ტუჩებთან მიიტანა და ხუთივე თითზე აკოცა-გარყვნილებასაც აქვს საზღვრები სალი...მშვენიერი აზრია და შენთვისაც მოვიცლი-თვალი ჩაუკრა და მაგიდას შემოუარა...მის პირდაპირ დადგა და ორივე ხელისგულით პრიალა ზედაპირზე დაეყრდნო.
-მანმდე კიი...-მაგიდის უჯრიდან შავად აპრიალებული იარაღი ამოიღო და ქალის წინ ხმაურით დადო-ნახევრად ავტომატური "გლოკი" ცხრა მჭიდი ჩადის და გადატენვაზე დრო არ იკარგება...-გაჩუმდა და თვალებში ჩააცქერდა ცივი მზერით.-საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ შუბლში აჭედებ დაუპატიჟებელ სტუმარს! თუ რა თქმა უნდა ,გაბედავს და მოწვევის გარეშე გადაწყვეტს სტუმრობას...
-გიგა...-მამაკაცის ცივ თვალებს მზერა აარიდა ვადაჭკორიამ და ხმაურით გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი.
-პირდაპირ შუბლში სალომე!-ცივად გამოსცრა მამაკაცმა და საჩვენებელი თითი შუბლზე მიიკაკუნა.შემდეგ კი ქალის მიმართულებით გაიშვირა-უფალი შემწყნარებელია...განკითხვის დღეს,როდესაც სასამართლოზე წარსდგები...მეც იქ ვიქნები.ჩათვალე, რომ შენი ქმარი უფლის რჩეულია ჩემგან სრული თავისუფლება გაქვს...თამამად შეგიძლია საომარ ზონად გადააქციო სახლი.-გაეცინა.
- იქნებ ,არ არის საჭირო?
-მე შენზე უკეთ ვიცი რა არის საჭირო და რა არა.
-ვიღაც პაპუნას და კახას ახსენებდნენ...
-ყველაფერი ვიცი პატარავ...მე ყველაფერი ვიცი.ახლა კი უბრალოდ აიღე ტელეფონი და დედაშენს დაურეკე..ჩვეულ რიტმში მიედინება ცხოვრება...სახლიდან არ გადიხარ.დაისვენე, მოდუნდი და უბრალოდ გაირუჯე იმ დედანატყნავ აუზზე...
-კარგი...
-მშვენიერია-სახეზე თბილი ღიმილი გამოესახა ბარათელს,ცოლისკენ გადაიხარა და პროვოკაციულად დაბრეცილ ტუჩებზე ხმაურით აკოცა.
-გიგაა...
-რაიყო პატარავ?-შეთქმულივით ამოიჩურჩულა და მაგიდას შემოუარა...სკამს, რომელზეც ვადაჭკორია იჯდა ხელი მოჰკიდა და თავისკენ შეატრიალა, შემდეგ კი ამღვრეული მზერით მჯდარი, სუნთქვა არეული ქალის, ფეხებს შორის დადგა და მკერდთან მჭიდროდ შეკრული ხალათისკენ გააპარა თითები.
-რას აკეთებ?
-ჯერ არაფერს...-ხალათის კიდეები ფრთხილად გადაუწია და სავსე,ფითქინა მკერდზე ნაზად მიეფერა.
-ოჰ... ღმერთო...-ამოიოხრა ქალმა და მის სახესთან დახრილს კისერზე შემოხვია მკლავები ,მხურვალე ტუჩები შეაგება და ერთიანდ თრთოლვა ატანილმა ხმამაღლა ამოიოხრა.
-ესეთი ხმით ნუ კრუსუნებ...-ნიკაპზე ორი თითი ჩაავლო კაცმა და გაეცინა.-გავდივარ და არ გადამაფიქრებინო...
-სად მიდიხარ?-წამში გამოერკვა ვადაჭკორია და სახეზე შეშფოთება გამოესახა.
-საქმეები მაქვს
-გიგაა...-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ვადაჭკორია, მაგრამ მამაკაცის ტუჩებმა სიტყვა შუაზე გააწყვეტინა თითები კი მტკივნეულად ჩააფრინდნენ თეძოებზე და თავისკენ მიიზიდეს.-ჯანდაბა...ძალიან მინდიხარ...-გაეცინა მამაკაცს და სწრაფად მოშორდა.-დანარჩენი საღამოს გავაგრძელოთ...-სახეზე ხელი ჩამოისვა და ღრმად ამოისუნთქა.შემდეგ კი ზურგი აქცია არეულ ქალს და დინჯი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას.


* * *
მთელი ღამის უძინარ და ნერვიულობისგან გამოფიტულ გოქსაძეს, გამთენიისას ჩასძინებოდა.ქალის, აესე მარტივად გაპარვა და შემდეგ მას მოყოლილი აურზაური.... მისი ბიჭებიდან ერთი მკვდარი იყო და მეორე დასახიჩრებული იწვა საავადმყოფოში ჯერ ჯერობით უგონოდ მყოფი.დამფრთხალი იყო კახა და თავადაც არანაკლებ დღეში მყოფი ერთადერთ უსაფრთხო ადგილად ახლა, სახლს მიიჩნევდა სადაც საწოლზე ტანსაცმლიანად მიგდებულს როდის ჩაეძინა არ ახსოვს.ხმაურმა მოიყვანა აზრზე და ის იყო გაჭირვებით გაახილა დანისლული თვალები, ფარდებდაშვებულ ოთახში მაღალი მამაკაცის ჩრდილი რომ გამოიკვეთა და ამ ჩრდილში, ამოცნობილი ადამიანის ვინაობამ ისე დააფრთხო, ფეთიანივით წამოვარდა საწოლზე.
-მშვიდად...მშვიდად...-გაეცინა კომოდზე მიყრდნობილ მამაკაცს და სახე უცებ გაეყინა...თვალებში სუსხი ჩაუდგა და დაძაბული ყბის ძვალი მიანიშნებდა, რაოდენ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა განრისხებულს თავის შეკავებისთვის. კისერში რომ არ სწვდომოდა ფერწასულ პაპუნას და კატასავით არ მიეხრჩო.
-აქ...აქ...რანაირად შემოხვედი?-სახეზე აკანკალებული თითები ჩამოისვა გოქსაძემ და ვერ გადაეწყვიტა ისევ იმ პოზაში დარჩენილიყო თუ წამომდგარიყო.ბოლოს ისევ წამოდგომა ამჯობინა და თან, თვალს არ აშორებდა გაუნძრევლად მდგარ ბარათელს. საფრთხის შემთხვევაში თავის დაცვა რომ მოეხერხებინა.
-ნუ მიყურებ ეგეთი შეშინებული...- ხელი აიქნია გიგამ-თორემ ვიფიქრებ რომ უშიშარმა გოქსაძემ ჩემი ცოლის გაჟიმვის ამბიცია რომ კლავდა ჩემი გამოჩენისგან შიშით ჩაისვარა...
-რა სისულელეა...
-რა არის სისულელე? რომ ჩაისვარე თუ ის ჩემი ცოლი რომ გაიტაცე...
-ჯანდაბა...
-განრისხებული ლომის ხახაში შეყავი თავი..-პირი გააწკლაპუნა გიგამ-ეშნაკის დან გამოძვრომის ამბიცია კი გკლავს...ჰე, რას გაჩუმდი ენა გადა....პე? ხომ გინდოდა ჩემი გამოწვევა? მიღებულია და საკუთარი ფეხით გესტუმრე სახლში.
-შანსი არ გაქვს ხომ იცი?-ცხვირი ხმაურით გაიწმინდა პაპუნამ.
-რისი შანსი? -წარბები შეკრა ბარათელმა.
-ჩემი მოკვლის...
-ნუ გაატრაკე...-გაეცინა ბარათელს-და რა გგოანია, შენი გასაღება თუ გადავწყვიტე რამე, ან ვინმე შემიშლის ხელს?-ხელები გაშალა გიგამ.-აბა, რაღაც ვერავის ვხედავ აქ ვინც გაბედავს და უბრალოდ ხელს შემიშლის ...
-სახლში ირინა და ბავშვი არიან...-ხმა გაუწყდა პაპუნას.
-ირინაა...ირინა? უიი... ჩემი ყოფილი ცოლი ირინა და ჩემი შვილი მარიამი?!-გაეცინა-მარიამი ნათლიამისმა წაიყვანა შენ რომ გეძინა .რაც შეეხება ირინას...მოდი აბა დავუძახოთ ჩემს მონატრებულ ცოლს.-ცივად გამოსცრა და კარისკენ შეტრიალდა გამოსახსნელად, მისკენ რომ დაიძრა პაპუნა მაგრამ მიახლოვება ვერ მოახერხა, რადგან მომღიმარი გიგა სწრაფად შეტრიალდა მისკენ და მანამდე შარვლის საქამრეზე დამაგრებული იარაღი, ხელსი სწრაფი მოძრაიბით ამოიღო ბუდიდან და პირდაპირ შუბლში დაუმიზნა.-ერთად დავუძახოოთ? კარგი გამოაჯვი...-თავით ანიშნა წინ წასულიყო და კარიდან გასულს უკან მიჰყვა.მისაღებში გასულმა გიგამ მხიარულად შესძახა...
-ირინააა...სად ხარ პატარავ?! გოქსაძე ერთ ადგილზე გაყინულიყო, ბართელი კი აქეთ იქით იხედებოდა.მის ზურგს უკან მსხვრევის ხმა რომ გაისმა და შებრუნებულებს სამზარეულოს კართან გახევებული ორჯონიკიძე შერჩათ ხელში...მოულოდნელობისგან, ცხელი ყავით სავსე ფინჯანი რომ გავარდნოდა ხელიდან და მუქი სითხე იატაკზე პატარა ნაკადულებად მიედინებოდა.
-აი სად ყოფილხარ...-გაიცინა ბარათელმა-ღმერთო როგორ მიხარია შენი დანახვა...
-გუგა...
-ყველას რატომ გივარდებათ ენა ჩემს დანახვაზე ვერ ვხვდები...მეც მიხარია შენი ნახვა ძვირფასო...მოდი...მოდი, ნუ გერიდება...მოდი აი ,პაპუნას გვერდით დაჯექი სავარძელზე...-ქალი ადგილიდან არ დაძრულა გახევებული,ცარცივით გაფითრებულიყო და ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებდა.პაპუნა, კი უღონოდ ჩაშვებულიყო თეთრი ტყავის სავარძელზე.გიგამაც მის მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი, იარაღი მუხლზე დაიდო და სიგარეტს მოუკიდა შემდეგ კი ნახევრად მოჭუტული თვალებით გახედა ორჯონიკიძეს:
-მოეთრიე აქ...-ზიზღით გამოსცრა და მზერა მისგან გოქსაძეზე გადაიტანა.-აბა...დავიწყოთ საუბარი თუ ჯერ შენს საყვარელს აცლი ყოფილ ქმარს როდის მოისიყვარულებს თვალებით...
-რა ჯანდაბა გინდა?-ხმაში ბრაზი გაურია პაპუნამ.
-მეე? ღმერთმანი...მე ნამდვილად არაფერი არ მინდა.ეგ მე უნდა გკითხო შენ რა დედიშენისა გინდა?ვიყავი ჩემთვის მშვიდად...წყნარად-პირიდან კვამლი რგოლებად გამოუშვა ბარათელმა და მზერა პაპუნაზე შეაჩერა.-არც სხვის საქმეში ვყოფდი ცხვირს და არც ჩემი საქმით დაინტერესებულა ვინმე...მაგრამ სიკვდილის ბუზი რომ დაგაჯდება ადამიანს და მამაზეციერი გაწვალებს...მერე რა მოხდაა?! ვიღაც შენძრეული პაპუნა გოქსაძე გაიჩითა...ნუ ეგ ორჯონიკიძესთან რას აკეთებ და რაპოზაში სულ სირზე , მაგრამ შეენ -ჩაეცინა და უცებ ტონს აუწია-შეეენ ის ტოტი მოჭერი რაზეც იჯექი სირო! ჩემს ცოლს წაეპოტინე...მოიტაცე და მეტიც...შენი დედანატირები სასტავია გაჟიმვასაც უპირებდით...ნინიას ბაღში გგონია თავი შე სიროი?!
-რა?!-წამოიყვირა მოსმენილისგან გაოგნებულმა ორჯონიკიძემ და დამრგვალებული თვალები ჯერ ბარათელს შეანათა მერე კი გოქსაძეს...
-უიი ...არ იცოდიი?!-ტუჩები დაბრიცა ბარათელმა-ეს შენი კაცი!-ხელი გაიშვირა კაცისკენ-ჩემს ცოლს შეეხო...ამის დედაც... ჩემს ცოლს...იცი რას ნიშნავს ეს? ირინა იციი?!
-გუგაა...
-რას ნიშნავს და სამწუხაროდ დედა აქვს მ***ი...-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.-აბა ,ვინ არის კახა და ვინ დგას ამ ყველაფრის სათავეში?!
-ღადაობ ხოო?!-გაეცინა პაპუნას.
-შენც მიხვდი არაა...-გაიცინა ბარათელმა და მანამდე მუხლზე დადებული იარაღი გადატენა -ამის დედაც...
-მომკლავენ...-ამოიხრიალა გოქსაძემ.
-დიდი შეღავათი...მანამდე მე მოგკლავ...დაიწყე ბევრი დრო არ მაქვს და საშინლად მიჭირს თავის გაკონტროლება ხერხემალში რომ არ გადაგამტვრიო.
-არა.
-კარგი.-წამოიწია ბარათელი და თვალებგაფართოებული გოქსაძისკენ გადაიხარა.ხელში ჩაბღუჯული იარაღი მუხლზე დაადო და თვალებში ჩააცქერდა.-კარგი...
-გუგაა...ძალიან გთხოვ...-ამოიტირა ორჯონიკიძემ, მაგრამ მისი თხოვნა ძაღლადაც არ ჩაუგდია ისე დაუშვა სასხლეტს.ცივი ლულიდან გამოვარდნილმა ცხელმა ტყვიამ, მუხლი გახვრიტა, მეორე მხარეს გააღწია და თეთრი ტყავის სავარძელში ჩაესო.გოქსაძემ იღრიალა, ბართელმა კი სახე უსიამოვნოდ დამანჭა.-გისმენ...სახელი!!! უბრალოდ სახელი ბატონო პაპუნა და ნამდვილად არ ეყოლება საქართველოს კოჭლი პრეზიდენტი!-ცინიკურად ჩაიცინა.
-ვახტანგ ჩივაძე...-ამოიხრიალა ტირილის პირას მყოფმა გოქსაძემ და დაჭრილ მუხლზე ხელისგული დაიჭირა.
- გასაგებია...-მეტს აღარ შეგაწუხებთ ახალი გამომცხვარი წყვილი ხართ და -სიცილით გადახედა ფერწასულ ირინას და ტკივილისგან სახედამანჭულ გოქსაძეს.პოზიტიურ დღეს გისურვებთ.-თვალი ჩაუკრა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელი კარისკენ.
-გუგაა-უკან აედევნა თვალებამღვრეული ორჯონიკიძე და თავი ძლივს შეიმაგრა, კარში უცბათ შემოტრიალებულ მამაკაცს რომ არ დასჯახებოდა, რომელმაც ცივი თვალები შეანათა ქალს და მისკენ სანახევროდ გადმოხრილმა გამოსცრა:-კაცების არჩევა არასდროს გამოგდიოდა...ახლავე აიბარგები აქედან და სახლში გააჯვამ! წინააღმდეგ შემთხვევაში მარიამს ვეღარ ნახავ, გასაგებიაა?!
-კარგიი-მორჩილად დაეთანხმა ქალი...-კარგი, წავალ სახლში...გეფიცები წავალ...
-ძალიან კარგს იზამ.ეს დღეები მარიამი ჩემთან იქნება.მიხარია რომ შევთანხმდით.-პასუხს არ დალოდებია ისე ჩაირბინა კიბეები და ქუჩაში გასული საკუთარი მანქანისკენ გაემართა.

* * *
სამუშაო მაგიდასთან მჯდარი წერეთელი საერთოდ გათიშულიყო და საქმეზე კონცეტრირებას ვერ ახერხებდა.თვალწინ წინა ღამის კადრები უტრიალებდა და მთელს სხეულში სასიამოვნოდ სცრიდა.მართლა არ ნანობდა კიდევ ერთი შანსი რომ მისცა გიორგისაც და საკუთარ თავსაც და დიდად არც მომავალი აშინებდა.დრო იყო უკვე საქმის გარდა საკუთარ ცხოვრებაზეც ეფიქრა და ნელ ნელა მწყობრში ჩაეყენებინა.აღარ ჰქონდა სურვილი, რობოტივით მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით სიარულის რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ დააკარგვინა.დაბრუნება სისულელე იყო ყველაზე დიდი სისულელე მისი მხრიდან, მაგრამ რახან გადადგა ეს სულელური ნაბიჯი და დაბრუნდა ახლა, აზრი უნდა მიეცა ამ დაბრუნებისთვის .აზრის მისაცემად კი პირველი თამამი ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო იმ გზაზე რომლის ბოლოშიც მასზე შეყვარებული გიორგი ელოდებოდა.მხოლოდ და მხოლოდ მისკენ მიმავალი გზით უნდა ევლო და აღარსად და აღარასდროს აღარ გადაეხვია.ტელეფონის ზარმა აბურდულ ფიქრებს მოსწყვიტა...რეალობას დაუბრუნდა და მაგიდაზე დადებულ მოზუზუნე აპარატს დახედა.ეკრანზე ბარათელის ნომერი ციმციმებდა.
-იმედია ფეხზე ხარ,აზრზე ხარ და რამე სასაიმოვნო საქმეს არ მოგწყვიტე-გიგას ირონიულმა ხმამ სახეზე ღიმილი მოჰგვარა.
-არა, გადარჩი-გაეცინა წერეთელს.
-ნუ გაატრაკე-შეჰყვირა გიგამ-ჩემს მეგობარს ნუ აშტერებ წერეთელო...
-კარგი ...გეყოს სიცილი.რა ხდება? აბა დაიწყე მოსაკითხად რომ არ მირეკავ ამ დილაადრიან ფაქტია.
-ვახტანგ ჩივაძე!
-ეგ ვინარის?-სახე მოეღრუბლა ქალს.
-შენ უნდა მითხრა, აბა მე რა ჩემი ფეხები ვიცი?
-ერთი ჩივაძე ვიცი...თავდაცვის მინოსტრის მოადგილეა.
-ეგ არის...ეგ არის ,ეგ ...ყველაფერი მინდა სრული დოსიე...სად დადის, ვინ ჰყავს ,როდის ვის ხვდება,საყვარელი,ცოლი,შვილი, რავიცი ამის დედაც!! ტუალეტში როსის დადის მოსაფსმელად ეგაც მაინტერესებს.
-ხომ არ გეშლება გიგა?
-არაფერი არ მეშლება. სრული დოსიე მინდა ნინია, სრული დოსიე...
-ჯანდაბა...მე არაფერი მაქვს-თავზე გადაისვა ხელი წერეთელმა-გაუხსნელ საქმეთა დეპარტამენტია ეს, უშიშროების ბაზა კი არა...მაგრამ-ცოტა ხანს ჩაფიქრდა შემდეგ კი თითქოს მიაგნო იმას რასაც ეძებდაო სახეზე ცბიერი ღიმილი აუთამაშდა-ვიცი, ვინც დაგვეხმარება.
-ვინ?
-დაგირეკავ ცოტახანში...ან ვაბშე შენთან სახლში მოვალ. წადი და ჩემს მოსვლამდე ფეხი არ გაადგა არსად.-მიახალა და სწრაფად გაუთიშა. შემდეგ კი სახეზე ორივე ხელი აიფარა და ღრმად დაიწყო სუნთქვა...სადაც აპირებდა დარეკვას მისი მხრიდან ცუდი საქციელი იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა...თავმოყვარეობას მოზრდილი ნაბიჯით გადააბიჯა და ათრთოლებული ხელით აკრიფა ტელეფონზე გონებაში ღრმად დალექილი ნომერი.აპარატი ყურზე მიიდო და საგულედან ამოსახტომად გამზადებული გულით ,დაელოდა ხაზის მეორე ბოლოს როდის უპასუხებდნენ.
-ალო!-გაისმა მამაკაცის ბოხი ბარიტონი და წერეთლის გულმაც წამით შეწყვიტა ფეთქვა.ღრმად შეისუნთქა ჰაერი და შეეცადა მტკიცე ხმით დაეწყო:
-გამარჯობა!
-გამარჯობა?-კითხვის ნიშნები გაკრთა მამაკაცის ტონში, თუმცა წამით. შემდეგ მეორე მხარეს წუთიერი დუმილი ჩამოწვა და აშიშინებულ აპარატში ისევ გაისმა მამაკაცის ხმა:
-ნინია?!
-დახმერება მჭირდება-ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ გადააგორა ქალმა.-იმედი მაქვს უარს არ მეტყვი.
-რახდება?-დაიძაბა მამაკაცი.
-ვახტანგ ჩივაძეზე ინფორმაცია მჭირდება.
-ნინა...
-მისმინე..უბრალოდ მინდა რომ დამეხმარო ნამდვილად არ მინდოდა შენთან დარეკვა, მაგრამ მჭირდები გესმის? მე კი არა ერთ ადამიანს სჭირდები და შენ იმ ადამიანთან ვალში ხარ...ვალის დაბრუნების დრო მოვიდა ნიკა.
-სჯობდა თავად დერეკა!-ცივად მოუჭრა მამაკაცმა.
-თავად დარეკვას და ხვეწნას არ აპირებს. მისი დამსახურებით გაქვს ეგ თანამდებობა...უბრალოდ დამეხმარე ,ძალიან გთხოვ.
-კარგი...-ამოიოხრა მამაკაცმა-კარგი, მელიზე გამოგიგზავნი.
-მადლობა.
-ნინა...
-მადლობა ნიკა.-სწრაფად მიახალა და ტელეფონი გათიშა უკვე ზედმეტად აუტანელი იყო ეს ყველაფერი.ათრთოლებული თითებით სიგარეტის კოლოფს დასწვდა და ერთი ღერი ამოაძვრინა,მოუკიდა და სწრაფად მოქაჩა კვამლი.

* * *

ლურჯად მოლივლივე აუზთან, გაშლილ შეზლონგზე, სალათისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ ვადაჭკორიას, მზისთვის მიეფივხებინა მადისაღმძვრელად სექსუალური სხეული და სათვალის მიღმა თვალები მიელულა.გრილი წყლის მერე ,მცხუნვარე სხივები სასიამოვნოდ დაცოცავდნენ მის სხეულზე და საოცრად მოდუნებულს ძილი ბურანში ითრევდნენ.მხრებზე თითების შეხება რომ იგრძნოდა და შემდეგ ამ თითებმა ლავიწებისკენ გადაინაცვლეს, იკადრა და თვალები გაახილა.მის თავთან დახრილი ბარათელი ეშმაკურად უმზერდა.ფართოდ გაეღიმა ქალს და წვერიან ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა თითები.
-მომენატრე...
-გაცურვას ვაპირებდი და ხომ არ შემომიერთდებოდით ქალბატონო?-მაცდურად გაიღიმა მამაკაცმა და საცურაო შორტში გამოწყობილმა სწრაფად გადაიძრო თავს ზემოთ მოკლე მკლავიანი მაისური.
-კარგი აზრია...- შეზლონგიდან წამოიწია სალომე და სათვალე იქვე დატოვა.-იცოდე სიურპრიზებს არ ვიყოთ-აუზის კიდესთან მდგარ ქმარს თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, მაგრამ დაყვირებაც ვერ მოასწრო ისე შემოეხვია მამკაცის ძლიერი მკლავი წელზე და მასთან ერთად აღმოჩნდა წყალში.სუნთქვა შეკრულმა ამოყვინთა და სველი თმა უკან გადაიწია, გაბრაზებულმა გახედა მოცინარ მამაკაცს იმდენად ახლოს რომ მისულიყო მისი სხეულის სიმხურვალეს გრილ წყალშიც კი გრძნობდა
-გიყურებ და ვ***ვდები!-გაიცინა ბარათელმა
-კომპლიმენტების მეფე ხარ-სახე შეიჭმუხნა ქალმა და ახარხარებულს წყალი სახეზე შეასხა.
-ეს არ უნდა გექნაა-თვალები ბოროტად დააწვრილა მამკაცმა და გასასხლტომათ გამზადებულს სწრაფად სწვდა წელზე,მოითრია და აუზის კიდესთან მიიმწყვრდია.-რა მითხარი ბავშვი და დედაშენი სად არიანოო?!
-წინა ეზოში-გაეცინა ქალს.
-მშვენიერია...მშვენიერი...-უფრო ახლოს მიიწია და მის შუბლს დაეყრდნო-ჩვეულებრივად მაგიჟებ...სულ შენთან მინდა...
-მაგას რა ჯობია..სხვა ქალისკენ აღარ გაგექცევა თვალი-გამომწვევად გაიცინა ქალმა და წყლის ქვეშ მის შორტს წაეპოტინა.
-ენა რომ ამოგაძრო რა აზრის იქნებიი?
-გააჩნია მანამდე რას შემომთავაზებ...
-ჯანდაბა...გარყვნილი-თვალები აატრიალა სიცილით მამაკაცმა-როგორ გამიმართლა... ღმერთო როგორ გამიმართლა.
-ლაპარაკს ჯობია სხვა საქმით დაკავდე-ამოიკრუტუნა ვადაჭკორიამ და მისი ტუჩებისკენ გაიწია.ძლიერ ბიძგზე თავი ვეღარ გააკონტროლა და წამოიკივლა, მერე კი ბართელზე სუროსავით შემოხვეული თვალებ მილულილი ნეტარებდა და აქაფებულ წყლის ხმასთან ერთად, ყრუდ ოხრავდა რასაც საერთოდ სხვა განზომილებაში გადაჰყავდა. მამაკაცი წამს რომ არ ჰკარგავდა მის ბაგეებს მოსწყვეტოდა და აუზის კიდეებზე თითებით ჩაფრენილი მთელი ტანით აწვებოდა გასაგიჟებლად სასურველ ქალს.ორგაზმის მერე მომჩვარული სხეულით მისი სხეულის დახმარებით რომ ინარჩუნებდა წონასწორობას და მისი საცურაო კპსტუმის ზედატანის შეკვრით დაკავებული ბარათელის სახეზე რომ ეცინებოდა.
-ღმერთო ეს რა სირობააა?! ვერ შევკარი-ამოიოხრა მამაკაცმა -აი, რა გაცინებს გაფიცეებ?
-ისეთი სახით ხარ კაცი იფიქრებს მსოფლიო დონის მისია აკისრიაო...
-გვრიტებოო!!-შორიდან მოისმა გიორგის მხიარული ხმა-მოვდივარ, მაგრამ თვალებზე მაქვს ხელები აფარებულიი...
-რა იდიოტია-გაეცინა ბარათელს გაწითლებულ ვადაჭკორიას მოწყვეტით აკოცა და მოშორდა.
ქვაფენილით მოკირწყლულ ბილიკზე წინ გიორგი მოდიოდა უკან კი წერეთელი მოჰყვებოდა და რაღაცას გაცხარებით კამათობდნენ.
“-სახლში დაგელაპარაკებიო“მკაცრად მოუჭრა გიორგიმ და უკვე აუზიდან ამოსული ბარათელისკენ გაემართა.რომელიც პირსახოცის ხალათს აწვდიდა სალომეს.ნინიამ ორივე გადაკოცნა და იქვე მოწნულ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
-მოგიტანე რაც მთხოვე.-ჩანთიდან მოზრდილი საქაღალდე ამოაძვრინა და მის მოპირდაპირედ დამჯდარ გიგას დაუდო წინ.-მინისტრის პირველი მოადგილეა...პრინციპში, უკვე მინისტრადაც შეიძლება მოვიხსენიოთ...დღე დღეზე მაგას დაასახელებს პრეზიდენტი.სუფთა ისტორია აქვს. ან კარგად ინიღბება, ან არა და მართლაც უფრთო ანგელოზია.
-ანგელოზების არსებობის არ მჯერა-კბილებს შორის გამოსცრა გიგამ და საქაღალდე გადაშალა
-ცოლი ჰყავს და ორი შვილი. ორივე ინგლისში ცხოვრობს.ერთი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელია.მეორე კი უბრალოდ ბიზნესმენობს რაღაცას...ის მეორე ,არც იმდენად სუფთა ბიზნესს აკეთებს. ღვინის იმპორტ- ექსპორტითაა დაკავებული.იქაურ კომპანიებთან პარტნიორობს და ერთი სიტყვით, მისი სახელი არ ფიგურირებს მაგრამ "ძმები ხიდაშელების" ღვინის კომპანიის მთავარი მეწილეა.ჭიპიც მოჭრილი ექნება ბინძურ საქმეებში უბრალოდ, არავინ დაინტერესებულა მისი საქმიანობით...მთავრობა თუ შეიცვლება და ბატონი თენგიზი ხახამშრალი დარჩება...რისიც ეშინია, მაშინ ახალი მთავრობა ვფიქრობ, საკმაოდ გაქექავს მის განავალს და ისეთი პირი უჩანს საშინელი სუნიც დადგება.
-პრეზიდენტს ხელი აქვს აშკარად ჩაქნეული თტავის კანდიდატურას მაინც და მაინც დიდი სიხარულით არ აყენებს საარჩევნო კენჭისყრაზე .მაგრამ...რატომღაც ვფიქრობ რომ არც ეგ არის სუფთა და -სიგარეტს მოუკიდა გიგამ-ვიღაც მართავს..ვიღაც, ვინც არ ჩანს...
-არასდროს ყოფილა ძლიერი და შესაბამისად იცის ,მის კანდიდატურას შანსები რომ არ აქვს და მაგიტომ იხევს უკან...სახლში ჯდომა და მემუარების წერა ურჩევნია.-გაეცინა წერეთელს.
-შენ ის მითხარი ვის გამოსტყუე ეს დოსიე?-თვალები დააწყვრილა გიგამ და ანერვიულებულ ნინიას დააკვირდა.
-იმას, ვისაც შენი დიდი ვალი აქვს...ხედავ ხანდახან სასიამოვნო და გამოსადეგარიც კი არის მევალეები...
-დათუნაშვილს?-ხმამაღლა ახარხარდა ბარათელი-ეს ,იმიტომ ატრაკებდა წეღან?
-ვინ ეს?-საუბარში ჩაერთო მანამდე აუზთან მდგარი გიორგი.-იმ დედამოტყნულ ახვარს დაურეკა და ეხვეწა აზრზე ხარ?-ხელები ნერვიულად ჩამოისვა სახეზე გიორგიმ.
-ჩემს გამო ეხვეწა...-ცალი წარბი აუწია გიგამ მეგობარს-თუ რამეა მე უნდა მიტრაკებდე...
-შემეშვი თუ ძმა ხარ...-ხელი აიქნია გიორგიმ და ნაწყენი სახით , ზურგი აქცია ორივეს.
-ეჭვიანობს-თვალი ჩაუკრა სახემოღრუბლულ წერეთელს.
-ძალიან დიდ სისულელეს აკეთებს
..ჩვენ არცკი გვისაუბრია და საერთოდაც, არ გაგვირკვევია არაფერი და ვფიქრობ მისი ეს გაჭედვა ამ მომენტში უაზრობაა.
-ვაი თქვენს პატრონს-პირზე ხელი აიფარა გიგამ და თავი ვეღარ შეიკავა სავარძლის საზურგეს ნახევარი ტანით მიაწვა და ახარხარდა.
-დაგასამარებ-კბილებში გამოსცრა მეგობრის საქციელით ნაწყენმა ნინიამ და სკამიდან წამოხტა.
-ატრაკებ, შენს თავს გეფიცები...-სიცილს ვერ წყვეტდა ბარათელი...
-დაახვიე რაა...-შუათითი აჩვენა მამაკაცს და სახლისკენ გავარდა სწრაფი ნაბიჯით.გიგა კი მანამდე ზურგით მდგარ გიორგისკენ შეტრიალდა.
-მოდი აქ...რა ჯანდაბა გეტაკა ?
-შენ ხო არ გაუბერე?-წამოიყვირა გიორგიმ-წარმოიდგინე, სალომემ თავის ყოფილს რომ დაურეკოს რა ხასიათზე დადგებიი?!
-მივახრჩობ ორივეს-გაიცინა გიგამ.
-გამარჯობა..
-რა მიზეზით დარეკა ვერ გაიგეე? მოსაკითხად ხომ არ დაურეკია? საქმეს სჭირდებოდა ძმაო.
-უბედურება ის არის, რომ ისევ ის უყვარს და მაგაზე ვჭედავ. ამას ვერ მიხვდები, რადგან იგივე სიტუაციაში არასდროს ყოფილხარ...პირიქით შ ქალები ყოველთვის შენზე გიჟდებოდნენ...-სიგარეტს მოუკიდა გიორგიმ.
-დაგენძრა სიროო?!შეგიყვარდაა?!-სახე დაუსერიოზულდა ბარათელს.
-ხო...
-ფუ შენი...
-ისედაც მაგარი ბანძად ვარ და ნუ მიმატებ გაფიცებ.
-კარგი...კარგი...ჩუმად ვარ-გაჩუმდა გიგა და მეგობარს დააკვირდა რომელსაც, ისეთი სახე ჰქონდა პანაშვიდზე მისული ჭირისუფალი გეგონებოდათ.ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ტუჩის კუთხეებში ღიმილი გაეპარა...მაგრად ართობდა შეყვარებული გიორგის ყურება.ჩაეცინა და ბოლოს ისეთი ხარხარი აუვარდა არემარე გააყრუა.

* * *
რკინის კარი ხმაურით მიკეტა წერეთელმა და დაბღვერილ გიორგის მკვლელი მზერით გახედა.
-ესე ნუ მიყურებ!-თითი დაუქნია მამაკაცმა და მისაღებში, სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
-მინიმუმ ბოდიში შენ გაქვს მოსახდელი!-წინ დაუდგა ნინია და ხმას აუწია.
-რა ბოდიში...უკაცრავად.
-გიგა ჩემი მეგობარია...მეგობარზე მეტი, ის თედის მამა...ბავშვის რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მეტიც, ჩემი ნათლილია.
-გიგა ჩემი ბავშვობის მეგობარია ამის დედაც!-იფეთქა მამაკაცმა და ფეხზე წამოხტა.-არცკი გაბედო და შემეკამათო...არ მიმტკიცო, რომ ჩემზე ძალიან გიყვარს,ჩემზე მეტს ნიშნავს და ჩემზე მეტად გადარდებს მისი ბედი..არ გაბედო...
-არც გეკამათები-მხრები აიჩეჩა ქალმა.
-იმ ყ*** ეს დაურეკე ...ტიპმა ათასჯერ გკრა ხელი...მიყვარხარო ვენებს იხსნიდა და ვით მიგაგდო და ვიღაც ღლაპში გაგცვალა ნინა...იმ ნაბიჭვარს დაურეკე და თავს დავდებ, გულის ფანცქალით ელაპარაკებოდი.რომ დაგიძახოს...ერთხელ ხელი რომ დაგიქნიოს!! ისე მიმაგდებ და გაიქცევი იმ ახვართან ,უკან არ მოიხედავ. ეგ მაგიჟებს ,გესმიის???-იღრიალა მამაკაცმა და სავარძელს ფეხი გამეტებით მიარტყა.-ეგ მაგიჟებს, რომ ჩემთან სექსის მეტი არაფერი გაკავშირებს და იმას მისტირი...ეგ მაგიჟებს,რომ კანიდან რომ გავძცრე, მაინც ვერ ჩავანაცვლებ მის ადგილს შენს გულში...მიყენებ...გამომიყენე და ახლაც მიყენებ ,სათადარიგო საბურავივით ვარ...არც უარს მეუბნები და არც ახლოს მიშვებ, რა დაგიშავე ნინა? ამის დედაც... რა დაგიშავეე?
ღრიალებდა ერთიანად გაფითრებული მამაკაცი და ამღვრეულ თვალებს ბოროტად აკვესებდა.სახე გაფითრებული წერეთლის ხელი გამაყრუებელი ლაწანით რომ მოხვდა მარცხენა ლოყაზე.გაშეშდა...გაოცდა და თავი ძლისვ შეიკავა მრისხანებისგან გაბერისლი რომ არ ეფეთქებულიყო და გამსკდარიყო.
-გაეთრიე აქედან...-გამოსცრა ნინამ და ხელი კარისკენ გაიშვირა.
-ბატონო?!-წარბები შეკრა გიორგიმ.
-გაეთრიეთქო...შენ თუ ვერ ხვდები რატომ დავურეკე იმ ნაბიჭვარს, გაეთრიე...სალაპარაკო აღარაფერი გვქონია....ნიკა დათუნაშვილის აჩრდილს ევრძვი...ხოოო... იმ ნოკასი ვიღაც ღლაპში რომ გამცვალა-ხმა გაუტყდა ქალს -მიმაგდო...უარი თქვა ჩემზე..მაგრამ, მე რა გავაკეთე?! ჯანდაბა ...მე რა გავაკეთე?! მე ვთქვი მანამდე მასზე უარი.მე მივაგდე,მე გავცვალე დამპალ კარიერაში...მე მოვიგლიჯე გულიდან..მე...მეეე ხოოო-სახეზე აიფარა ორივე ხელი და ხამამაღლა აღრიალდა.-მეზიზღება ჩემი თავი ამ ყველაფრის მერე ისევ მას რომ მივტირი.მაგრამ ვცრდილობ...მინდა შენთან,მომწონხარ და თავს შენთან რომ ვგრძნობ ასე ბადნიერად არასდროს და არავისთან მიგვრძვნია...იდიოტი ხარ..თავკერძა იდიოტი. გაეთრიე და აღარ დამენახო...გაეთრიე!-იკივლა და ხელები მოიშორა სახიდან მამაკაცი მიახლოვებოდა და იმდენად ახლოს იყო მის ამონასუნთქ ჰაერს გრძნობდა სახეზე.
-გაეთრიე !!
ცრემლისგან სველ სახეზე სიბრაზე გამოსახოდა ქალს...ტირილისგან დასიებული ტუჩები დაბრეცოდა და ამღვრეული,გადაგლესილი ცისფერი სფეროებით მიშტერებოდა მამაკაცს.
-ამის დედაც...-ამოიოხრა გიორგიმ და სწრაფად მოიქცია ქალის სახე ხელებში.-ახლა გაკოცებ და მერე თუ გინდა ტყვია დამახალე შუბლში...-პასუხს არ დალოდებია ისე დაეძგერა ქალს სავსე ბაგეებზე.რომელიც ცოტა ხანს გახევებული იდგა, შემდეგ კი კისერზე შემოხვია წვრილი მკალავები და ვნებიან კოცნაში მოწყურებულივით აჰყვა.-მაგიჟებ...შენი ბრალია...ჩათლახის შვილი ვიყო შენი ბრალია, ესე რომ ვჭედავ-.აჩქარებული სუნთქავდა გიორგი და თან მის ბაგეებს არ სწყდებოდა.თითქმის ზედ შემოაწყვიტა პერანგის ღილები და შავი ბიუსგალტერის შესაკრავი სწრაფად შეუხსნა.სავსე მკერდზე ხელებით წაეტანა და ყრუდ აკვნესებული ქალი მჭიდროდა მიიკრა სხეულზე...უკან უკან დაიწყო სვლა და მოზრდილ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და წერეთელიც თან გაიყოლა რომელიც მამაკაცს მოკლემკლავიან მაისურს მონდომებით ხდიდა.
-ჩემი სიგიჟე ხარ წერეთელო და ცოტა მაკლია არ შემომაკვდე...-შარვლის ღილები გაუხსნა ქალს და სწრაფად გახადა, ტანზე მომდგარი, მაღალწელიანი შარვალი.მუხლებზე დაისვა სახით თავისკენ და გიჟივით გახელებულმა შეაერთა მათი სხეულები რასაც ქალის ხმამაღალი კვნესა დაედო ფონად.
-შემომაკვდები ნინა...შემომაკვდები...-ბუზღუნებდა გიორგი და საყვარელი ქალის ფერებით ვერ კმაყოფილდებოდა იმდენად მტკივნეულად უჭერდა მკერდზე თითებს ტკივილნარევი სიამოვნებისგან კივილის პირზე მისულიყო ქალი...ეს სიგიჟე იყო...სრული სიგიჟე...დაუცხრომელი ვნება..ალერსისგან გადარეული ორი სხეული და ხმა...ქალის და მამაკაცის ხმა, რომელიც სიამოვნების პიკისკენ მიმავალ გზაზე...სრული ნეტარების კარს უღებდა ორივეს...ნეტარების, რომლის ფინიშიც სხვა განზომილებაში გასვლა და უწონადონისგან ჰერში ფარფატი ოყო...ჰაერში ,რომლისკენაც დიდი სიჩქარით მიაქანებდა გიორგის ვნებიანი ალერსი, საერთოდ გადარეულ წერეთელს.ვის ახსოვდა დათუნაშვილი და მის გამო გადატანილი ტკივილი?ავის ახსოვდა ეჭვიანობის სცენები?!...არც არავის...ახლა როდესაც გიორგის შიშველ სხეულზე ვნებისგან დაღლილი და გათანგული, თრთოლვით მისვენებულიყო..ნიკოლოზ დათუნაშვილი ჩავლილი მატარებლის ფუნქციას ასრულებდა, რომელზეც დიდი მონდომების მიუხედავად ძალიან დააგვიანდა წერეთელს და ამ დაგვიანების მერე, სურვილიც კი აღარ ჰქონდა მომდევნოს გაჰყოლოდა ნიკამდე მისასვლელ გზაზე.ის აღარავინ იყო...აღარავინ...საერთოდ აღარავინ და ეს იმხელა სიხარულს და ბედნიერებას ჰგვრიდა..მთელს მის არსებას პატარ პატარა საცეცებად შესჩენოდა და ერთი მთლიანობისთვის აგროვებდა დანაწევრებული გულის ნაგლეჯებს, რომელშიც ადგილი განთავისუფლებულიყო და მზად იყო მთლიანი ტერიტორია სხვისთვის...კერძოდ კი გიორგისთვის დაეთმო.

* * *

მოუსვენრად სცემდა ბოლთას საკუთარი სახლის კაბინეტში ვახტანგ ჩივაძე და ხან ფეხშეხვეულ პაპუნას გადახედავდა მრისხანე მზერით და ხან, მდუმარე სახით მჯდარ კახას.
-მიიღეთ ხო რაც გინდოდათ?-დასჭექა ჩივაძემ და მათკენ შეტრიალდა-რა ცოლის გატაცება,რის გაჟიმვა...გამოსირდით ხოო..ამის დედაც... აუტკივარი თავი ავიტკიეთ...წყნარად იყოო?! იყო. იცოდა ვაბშე ვინმემ მისი არსებობის შესაცებ?! არაა...ახლ რა მივიღეთ? ქალი გაიქცა...სირებოო..მეოთხე სართულიდან გადახტა და ჩერეზ ნაძვის ხის საშუალებით ჩავიდა ეზოში, მოხია და რა დაგვიტოვაა?! ერთი მკვდარი და ერთიც დასახიჩრებული...კაცმა რომ არ იცის როდის გასძვრება სული.ის შენი კაცი-პაპუნასკენ მიტრიალდა..-დათუჩა-ტუჩები ზიზღით დაბრიცა-კარგად დაამუშავა და ნაკოლზეც გამოვიდა...გვაჯობაა..გვჯობნიდა და გვაჯობებს...იმიტომ რომ გამოუსადეგარი ხარა ხურა ხართ...ამის დედაც...ამის დედაააც...
-ვახტანგ...-ხმა ამოიღო როგორც იქნა კახამ.
-შენ მოკეტე!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მამაკაცს-მოკეტე...მოკეტე...სირო! ვისი ქალი უნდა გაჟიმო...ღადაოობ?! ბარათელის...გესმის?! ბარათელის...ტრაქში ვართ...
ამოიოხრა მამაკაცმა და სწრაფად დაისხა ვისკი მუცელგანიერ ჭიქაში .თითქმის ბოლომდე გაავსო და ერთ მოყუდებაზე გამოცალა...-რა გჭირს ფეხზე?-კიდევ დაისხა და პაპუნას გახედა.
-მესროლა-ამოიხრიალა გოქსაძემ.
-სად?
-ჩემს სახლში...
-ამის დედაც...მერე იტყვით, რომ ფეხებს მოგვჭამს ბარათელი...-სიმწრით გაეცინა ვახტანგს.-დაურეკე სამსონს...
-რატომ?!-სახე მოერყა კახას.
-იმიტომ რომ შენ, ფეხებს მოჭამ იმ ნაბიჭვარს...-იღრიალა ვახტანგმა-ის კი ...ჯანდაბა...შესთავაზე დიდი თანხა...იმხელა, რომ უკან არ დაიხიოს. ,მოკალით ეგ ნაგავი...უბრალოდ ადექით და მოკალით!
-კარგი...
სწორედ ამ დროს ვახტანგის ტელეფონი აწკრიალდა.ნომრისთვის არც დაუხედია მამაკაცს ისე დააწვა გამოძახების ღილაკს და აპარატი ყურზე მიიდო.
-გამარჯობა ბატონო ვახტანგ!-ცივმა, ირონიულმა ხმამ ცარცივით გააფითრა მამაკაცი.
-ჯანდაბა..-ამოიხრიალა და იგრძნო ,როგორ მოეკვეთა მუხლი თუმცა თავის შეკავებას შეეცადა.-ბარათელო...
-ხედავ...მოვედი...მოვედი და შენც მეტი გზა აღარ დაგრჩენია...გაიქეცი!-შეთქმულივით აჩურჩულდა მამაკაცი-გაიქეცი ვახტანგ...გაიქეცი...
-შენი დედაც.. -იფეთქა უცებ ვახტანგმა-მაინც ვერ მომწვდები ..
-ხოო? ვერ მოგწვდები...-გაიცინა ხმამ და უეცრად მაღალი ფანჯრის შუშა გაიხვრიტა,ნახვრეტიდან შემოფრენილი ტყვია კი ვახტანგის ხელში შერჩენილ ,მუცელგანიერ ჭიქას მოხვდა და ძირი გააგდებინა...გაიარა და მაღალ კარადაზე დადებულ, ლამაზ ჩარჩოში ჩასმულ ორი მამაკაცის სურათს მოხვდა, შუშა ჩაამსხვრია და ქაღალდი შუაში გახვრიტა.გაოგნებულ ვახოს, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.ჭიქის ნამსხვრევისგან დასერილ ხელს დახედა, საიდანაც წითელი სითხე მოჟონავდა.და შემდეგ იმხელა ხმაზე იღრიალა მთელი სახლი შეაზანზარა...შუაში გახვრეტილი ფანჯრის შუშა ჩამოიფშვნა და პატარ პატარა კრისტალებად გაიშალა იატაკზე.
-დედას შ**** ი!!!-კბილებს შორის გამოსცრა მაღალი, მრავალბინიანი სახლის სახურავზე ოპტიკურ სამიზნიანს შაშხანასთან გაწოლილმა მამაკაცმა.ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტსი ღერს მოუკიდა და წამოჯდა. სწრაფად აიღო შაშხანა ბუდეში მოათავსა და ისე გაქრა იქიდან კაცის შვილი ვერ გაარკვევდა მისი იქ ყოფნის შესახებ რამეს...რაზეც მხოლოდ და მხოლოდ ჰაერში გაფანტული სიგარეტის სურნელს შერეული სასიამოვნო სუნამოს არომატი მწტყველებდა.რომელიც სამხრეთიდან მონაბერმა სუსტმა სიომ მალევე გაფანტა.
10
თაკარა მზის სხივები ისედაც მოთუხთუხე ქვაბივით გავარვარებული ასფალტის გადნობას მონდომებით ცრდილობდნენ და ამისთვის ენერგიას არ იშურვებდა.დილიდან კატასტროფულად ცხელოდა და დედაქალაქში დარჩენილთ სხვა გზას არ უტოვებდა საკუთარ სახლში შეკეტილები კონდინციონერის გრილ ჰაერს დახარბებოდნენ. თმაში ჭაღარა შეპარული, მაღალი მამაკაცი , წელში მოხრილი,კატასავით ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევდა წინ.სწრაფად აირბინა მაღალი ბუჩქნარით დაფარული ფერდობი და მოსახერხებელი ადგილის შერჩევის შემდეგ პირდაპირ გამხმარი ბალახით დაფარულ,გავარვარებულ, მიწაზე ჩაჯდა.ჭოგრიტი მოიმარჯვა და ფერდობის ძირში, მაღალი გალავნით შემოსაზღვრული სახლის მიმართულებით გაიხედა.მაღალი ხეებით დაჩრდილულ ეზოში, თეთრ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი იჯდა და დაახლოებით ექვსი, შვიდიოდე წლის გოგონას ღიმილით ელაპარაკებოდა.შემდეგ თავისკენ მისწია პატარა და ძლიერად ჩახუტებულს თავზე თბილად აკოცა.მამაკაცმა ჭოგრიტი მარჯვენა ხელში გადაიტანა და მარცხენა ხელით ტელეფონზე ნომერი აკრიბა.რამოდენიმე წყვეტილი ზარის შემდეგ კი მეორე მხარეს მამაკაცის ხმა გაისმა:
-სახლშია-ისევ ჭოგრიტში გაიხედა ჭაღარამ.-ბავშვები და ქალებიც არიან.
-ქალებს და ბავშვებს შეეშვი...ის უნდა მოკლა.
-კარგით,გასაგებია!-სწრაფად გათიშა ტელეფონი მამაკაცმა და კვლავ ეზოს გახედა სადაც უკვე აღარავინ ჩანდა გარდა მოქანავე მოწნული სავარძლისა.
-შენი დედაც!-შეიკურთხა მამაკაცმა და ცარიელი ეზო დაკვირვებით მოათვალიერა.

* * *
-იცი, ჩემს მეგობარს თეთრი კატა ჰყავს და ის ძალიან საყვარელი და ფუმფულაა-თითებით ქერა კულულებს აწვალებდა მარიამი და საქანელა სავარძელში მჯდარ მამას თვალს არ აშორებდა...
-მა, ფისოები საშიშები არიან...-გაეცინა გაიგას.
-ხო მაგრამ თუ მოუვლი,დაბან და ვეტერინართანაც ხშირად ატარებ ისინი საშიშები აღარ იქნებიანო...თან ჩემი მეგობრის მამა ფისოების ექიმია და მან მითხრა-ცხვირი შეიჭმუხნა ბავშვმა.
-ანუ შენც გინდა თეთრი და ფუმფულა ფისოო?-გაეღიმა ბარათელს და ბავშვისკენ ხელები გაიშვირა-მოდი ჩემთან პრინცესა...
ბავშვმა ღიმილით გაიწია მისკენ და კისერზე წვრილი მკლავები ძლიერად შემოხვია.
-კიი მინდა...მიყიდიი?!
-კი ჩემო სიცოცხლე-ბავშვი,გულზე ძლიერად მიიხუტა და თავზე რამოდენიმეჯერ აკოცა-აუცილებლად გიყიდი მამ...ახლა გავალ და შენს ფისუნიას მოგიყვან.
-მართლაა?!-ბედნიერებისგან თვალები აუბრჭყვიალდა ბავშვს.
-აბა რაა...-მის გულუბრყვილო კითხვაზე გაეცინა კაცს და წამიერად თვალი სახლის მოპირდაპირედ აღმართულ ფერდობზე გაუშეშდა სადაც შუშაზე არეკლილი მზის სხივები პატარა კოცონს ანთებდნენ.
-ამის დედაც!- მარჯვენა მკლავი ბავშვს ძლიერად მოხვია და მზერას არ აშორებდა მობრდღვიალე სხივებს რომელიც წამით გაქრა და ბარათელსაც დრო არ დაუკარგია ბავშვი ელვის სისწრაფით აიტაცა ხელში და სახლისკენ..თითქმის სირბილით გაიჭრა.კარი ხმაურით მიხურა და მარიამი იატაკზე დასვა.
-ახლა მამიკო გავა და ფისოს მოგიყვანს შენ კი უბრალოდ შემპირდი ეომ რასაც სალომე გეტყვის ყველაფერს დაუჯერებ...-მისკენ დაიხარა და პატარას სახე ხელებში მოიქცია-მარიამ!დაიმახსოვრე რაც გითხარიი?
-კიი-თვალები გაუფართოვდა ბავშვს.
-შენ ხარ მამიკოს ერთადერთი პრინცესა...და მე შენ ძალიან...ძალიან მაგრად მიყვარხარ!-შუბლზე ხმაურით აკოცა და წელში გამართული, ბავშვთან ერთად სამზარეულოსკენ დაიძრა.
-საკომეე!ჯანდაბა...სალომეე!!-ხმას აუწია.
-რა ხდებაა? აქ ვარ?-კარში ვადაჭკორია გამოჩნდა რომელსაც თედი ხელში აეყვანა და გაოცებულ თვალებს არ აშორებდა მამაკაცს.
-მისმინე...ბავშვებს მოჰკიდე ხელი და უკან,ბიბლიოთეკის ოთახში გაიყვანე...ჯანდაბა! სალომე რაც არ უნდა მოხდეს იმ ოთახიდან არ გამოხვიდეთ,ეზოში არ გახვიდეთ და ფანჯრებს არ მიუახლოვდეთ...
-რა ხდება?-ხმა გაუტყდა ქალს და აფართხალებული ბავშვი ძირს ჩამოსვა.
-ჯერ არ ვიცი...უბრალოდ გააკეთე რაც გითხარი და ჩემს მოსვლამდე ოთახიდან არ გამოხვიდეთ...სალომეე-ფერწასული ქალის სახე ხელებში მოიმწყვრდია და თვალებში ჩააცქერდა-დამშვიდდი...დამშვიდდი პატარავ...თავი ხელში აიყვანე,ღრმად ისუნთქე...სალომე ბავშვები გაიყვანე და დამელოდე ძალიან გთხოვ კარგიი?
-კარგიი-ამოიჩურჩულა ვადაჭკორიამ და იგრძნო როგორ დაიწყო სიცივემ ფეხის ფრჩხილებიდან კანში შემოპარვა და ნელ ნელა ზემოთ დაიძრა.-მეშინია...
-მალე დავბრუნდები...ძალიან მალე!
-გიგაა...-მამაკაცს პასუხი აღარ გაუცია სწრაფად წაეტანა, სატირლად დაბრეცილ ტუჩებზე და რამოდენიმე წამის განმავლობაში ხარბად უკოცნიდა, რამაც დამამშვიდებლის ფუნქცის შეასრულა და ვადაჭკორიაც ნელ ნელა დამშვიდდა.
- შენ ძლიერი გოგო ხარ!-მტკიცედ გაიმეორა მამაკაცმა და სახლის უკანა კარიდან გაუჩინარდა.

* * *
-სახლში შევიდა და აღარ გამოჩენილა...-ტელეფონი მხარსა და ლოყას შორის მოექცია ჭაღარა მამაკაცს და ჭოგრიტი მუხლზე დაედო."ბანაკის დაცემიდან" თითქმის ნახევარი საათი გავიდა და ობიექტი, რომელზე დაკვირვებასაც ახდენდა სახლიდან არ გამოდიოდა..არადა მცხუნვარე მზისგან შეწუხებულს ერთი სული ჰქონდა დროულად მოეხია აქედან...თუმცა იმდენს უხდიდნენ ამ კაცის გასაღებაში ჩიტი ბრდღვნად ღირდა.
-ველოდები რა თქმა უნდა. თუ არა და მერე დისლოკაციის ადგილს შევიცვლი...დღეს ეგ საქმე მოგვარდება ბატონო კახა.
მტკიცედ უთხრა და ტელეფონი გათიშა,საათზე დაიხედა შემდეგ კი ისევ ჭოგრიტს დასწვდა ზურგს უკნიდან ნიავს მოყოლილმა სიგარეტის არომატმა ცხვირში ავისმომასწავლებლად რომ შეუღიტინა. საქამრეზე დამაგრებული დანის ბუდეს დასწვდა და ფეთიანივით შეტრიალდა ,თუმცა ამოღება ვერ მოასწრო. "წკიპურტით" ნასროლი, ანთებული სიგარეტის ღერი პირდაპირ შუბლში მოხვდა და წამით მოუდუნა ყურადღება.ძლიერმა დარტყმამ კი თვალთ დაუბნელა და მიწაზე მოწყვეტით დასცა.შემდეგ კი როდესაც მზერაზე ჩამოფარებული ნისლი გაიფანტა და მის მიღმა სამიზნე ობიექტის ირონიულად მომღიმარი სახე გამოჩნდა მიხვდა, რომ სწორედ აქ დაამთავრა თავისი ცხოვრების უღიმღამო წლები.
-გამარჯობაა-მამაკაცის თავთან დახრილმა ბარათელმა ირონიულად გაუღიმა.
-ამის დედაც...-ამოიოხრა კაცმა და საკუთარ უმწეობაზე გაეცინა.
-რამდენი ღირს ჩემი სიცოცხლე?-თვალები დააწვრილა გიგამ.
-მეღადავებიი?!
-არა რატომ? უბრალოდ მაინტერესებს ვღირვარ კი იმდენი, საკუთარი სიცოცხლით რომ იხდი საფასურს?!
- ორმოცდაათი ათასი დოლარი.-წამოჯდომას შეეცადა მამაკაცი, თუმცა მის თავთან ჩამჯდარმა ბარათელმა არ გაუშვა.
-ცოტაა ...ძალიან ცოტა...-გაიცინა და ჭაღარა თმიანის მოზრდილი დანა შეათვალიერა. მანამდე ქამარზე რომ ეკიდა მამაკაცს და ვერ მიხვდა რანაირად აღმოჩნდა ბართელის ხელში...გაფითრებულს მზერა მის თითებზე შეეყინა ავისმომასწავლებლად, რომ ატრიალებდნენ ორლესულს.
-ნუ გეშინია,-მამაკაცის მზერა დააფიქსირა გიგამ და გაეცინა-შენს მოკვლას არ ვაპირებ...არც ამდენად უსისხლო ვარ...ცოტას გავერთობით...-თვალი ჩაუკრა და მაჯაში ჩაავლო ხელი თავისკენ დაქაჩა და როდესაც მამაკაცი გაუძალიანდა, იდაყვი მთელი ძალით მოუქნია ცხვირში...გატეხილი ცხვირიდან წამში გამოჟონა სისხლმა და ტუჩები და ნიკაპი შეუღება მამაკაცს.ზურგზე დაცემული ფეხის კვრით გადაატრიალა მუცელზე და მის თავთან ჩამკდარმა ,ისევ ჩაავლო მაჯაში ხელი. თითები წინ გამოაშლევინა და შიშ ჩამდგარ თვალებში ცივად ჩააცქერდა.
-იმ სახლში ჩემი ცოლი და ორი შვილი იმყოფება!-ზიზღით გამოსცრა ბართელმა.მერე თითქოს თავს იმშვიდებსო, ღრმად ჩაისუნთქა და მისი სახეცვლილებით გაოგნებულ მამაკაცს ფართოდ გაუღიმა:-...არანაირი პირადული ,უბრალოდ ისევ შენთვის და შენი დამპალი სულის განსაწმენდათ...მომავალში სხვისი სიცოცხლის ხელყოფით რომ არ დაიმძიმო!
მამაკაცის გამყინავმა ღრიალმა არემარე შეძრა,ზეცაში აიჭრა,მიდამოს წრე დაარტყა და საწყის ადგილს დაუბრუნდა. ...მაღალი ბუჩქებიდან, ფრთების ხმაურით წამოიშალნენ ბეღურები. სადღაც ძაღლი აყეფდა...ერთს მეორე აჰყვა და თითქოს ქაოსმა მოიცვა ყოველივე.სულ მალე კი ფერდობიდან ჩამომავალ ბილიკზე ერთიანად სისხლში ამოსვრილი ,მაღალი მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც ხელში გამჭირვალე პოლიეთილენის ერთჯერადი პარკი ეკავა შიგ ჩაყრილი ადამიანის ათიცალი სისხლიანი თითით.

* * *

სახლში დაბრუნებულ ბართელს, ბევრი არც უფიქრია გეზი პირდაპირ ბიბლიოთეკისკენ აიღო. სადაც პატარები უზარმაზარ მონიტორზე მულტფილმს უყურებდნენ .მოშორებით პუფში მჯდარი ვადაჭკორია კი გადაფითრებული სახით თითებს იმტვრევდა და ტუჩებს ნერვიულად იწვალებდა. .კარის ხმაზე სამივემ ერთდროულად ამოიხედა:.
-მამიკოო...-სიხარულით შეჰკივლა მარიამმა და წელს ზემოთ შიშველი მამაკაცისკენ გაექანა, რომელსაც ხელში პატარა ყუთი ეჭირა.ბავშვთან ჩაჯდა და ახლოს მისულს ხელი მოხვია...
-ნახე მაა ვინ მოგიყვანე!-ყურში უჩურჩულა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
იატაკზე დადებულ ყუთში თეთრი,ფუმფულა ბეწვიან კატის კნუტს მიელულა თვალები.
-რა ლამაზიააა-სიხარულით შეჰკივლა მარიამმა .ხელი ხელს შემოჰკრა და წვერიანი ლოყები დაუკოცნა მამას- შენ მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამიკო ხარ...შეიძლება ავიყვანოო?!
-კიი მა...შეგიძლია სამზარეულოშიც გაიყვანო და ვერიკო დაგეხმარება მის გამოკვებაში.-ფართოდ გაუღიმა ბართელმა და ოთახიდან ელვის სისწრაფით გავარდნილ ბავშვს თვალი გააყოლა, რომელსაც გულზე კნუტი ჰყავდა მიხუტებული უკან კი აჟიტირებული თედი მისდევდა "მაჩვენე" "მაჩვენე"-ს ძახილით. გიგა იატაკიდან წამოდგა და პუფში მჯდარი ცოლისკენ გადაერთო. რომელსაც ორივე ხელი სახეზე აეფარებინა და მისი მხრების მოძრაობით თუ ვიმსჯელებდით აშკარა იყო გულამოსკვნილი ტიროდა.
-ჰეიი....-ხმა გაებზარა ბარათელს და ქალს მიეჭრა,ატირებული,პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში და ძლიერად მიიხუტა.ქალმა სახიდან ხელები მოიშორა და გიგას შემოხვია კისერზე.
-ჩემო პატარა...ჩემო სიცოცხლე...ჯანდაბა, სალ-ბუტბუტებდა და ცრემლისგან დანამულ სახეს უკოცნიდა .
-ღმერთო როგორ შემეშინდა...-შედარებით დამშვიდებულ სალომეს ტუჩები ისევ დაებრიცა სატირლად.
-ყველაფერი კარგად არის...მე აქ ვარ,ხედავ? აქ ვარ და გული მისკდება შენს ცრემლებს რომ ვხედავ...ჩემო პატარავ...-მჭიდროდ შემოხვია წელზე ხელები და ტუჩებზე ნაზად მისწვდა.-აქ ვარ...ჯანდაბა, გავგიჟდი ალბათ მაგრამ შვილი მინდა...კიდევ ერთი შვილი...პატარა და საყვარელი გოგონა რომელიც სასწაულად გემსგავსება...
-რა?-გაეცინა სალომეს
-ნამდვილად მინდა...-შუბლით შუბლზე დაეყრდნო და ცხვირის წვერზე ნაზად აკოცა-კიი პატარა გოგონა...შენსავით ნაზი და მშვენიერი.
-გიგაა...
-ნუ იკრიჭები, მე მართლა მინდა...-ცხვირი სასაცილოდ შეიჭმუხნა მამაკაცმა და პუფში ჩაეშვა.სალომეც თავისკენ მიიზიდა და მუხლებზე დამჯდარს მჭიდროდ შემოხვია მკლავები.

* * *

იმავე საღამოს სამ სხვადასხვა მისამართზე, ფოსტით სამი ერთნაირი კონვერტი მივიდა.კონვერტში მოთავსებული სამ -სამი თითით და კონვერტზე გამოსახული თვალმოჭუტული ღიმილით.ღამის სამ საათზე კი "ძმები ხიდაშელების" ღვინის ქარხანა ცეცხლის ალში გაეხვია და უზარმაზარი საწარმოსგან ოთხი გამურული კედლის მეტი აღარაფერი დარჩენილა.ეს, ომი იყო...პირდაპირ გამოცხადებული ომი და კარგს არაფერს უქადნიდა ამ ომის წამომწყებთ...ბართელი არ გაჩერდებოდა,სამაგიეროდ არჩევნების ციებ ცხელებით შებყრობილი ქვეყნის მთავარ სარდალი მშვიდად იყო და გვერდით გამდგარი გულგრილად ადევნებდა თვალყურს სიტუაციის მსვლელობას.ორი კვირა ...მისი გაცემული დრო ორ კვირას შეადგენდა და დარწმუნებული იყო ბართელიც ამ ორ კვირაში პირისაგან მიწისა აღგავდა ყოველივეს.

* * *

ცხელი ყავის ფინჯანი ფრთხილად მიიტანა ტუჩებთან წერეთელმა და მის მოპირდაპირედ მჯდომ გიორგის გაუღიმა.რომელიც თვალის მოუშორებლად აკვირდებოდა ქალს
-რაიყოო?!-გაეცინა წერეთელს.
-ჯანდაბა-სახეზე ჩამოისვა ხელი მამაკაცმა და საკუთარ თავზე გაეცინა-გამოვშტერდი!
ნინიამ ფინჯანი დადგა და თემის შეცვლა გადაწყვიტა.
-გალერიის ძარცვის ამბავი ჩაიფარცხა...ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს და შესაბამისად არც ეჭვმიტანილები...სავარაუდოდ დაიხურება ეს საქმე და თაროზე შემოვდებთ...
-ანუ მე არაფერ შუაში ვარ და ტყუილად დამარტყი ხოო-გაეცინა გიორგის.
-არა შენ,შუაში კი არა თავში მდგარი ქურდბაცაცა ხარ...სუფთად გაკეთებული საქმე...თითქმის ხელოვნების დონემდე აყვანილი ნამუშევარი...ჩემგან ერთი მოწონება თქვენ ბატონო გიორგი.
-ღმერთმანი...-ხელები გაშალა მამაკაცმა- შენი გულის გარდა ყველაფრის მოპარვა შემიძლია.-ხმაშო სევდა გაურია მამაკაცმა და ნინიას მაგიდაზე დადებულ ხელს ფრთხილად დასწვდა.ქალმა წამიერად გამშრალი ტუჩები ენით გაისველა და თავად ჩაეჭიდა მამაკაცის ხელს თლილი თითებით.შემდეგ ტუჩებთან მიიტანა და რამოდენიმეჯერ აკოცა.
-გიორგი...
-ვიცი ნინია...ვიცი-გაიცინა მამაკაცმა.
-რა იციი?-წარბები შეკრა ქალმა.
-რაც უნდა მითხრა-მხრები აიჩეჩა გიორგიმ და ყავის ფინჯანს დასწვდა.
-ჯანდაბა ,რა დებილი ხარ...შვილი მინდა!
იმ წამს მოსმული ყავა გადასცდა მამაკაცს და ხველა აუვარდა,სახეზე წამოწითლდა და თვალები აემღვრა.შეწუხებულმა ნინიამ ზურგზე რამოდენიმეჯერ დაარტყა გაშლილი ხელისგული და ტუჩები დაებრიცა.
-რააა???-ამოიხავლა გიორგიმ და როგორც იქნა ხველასაც მორჩა.-რა გინდაა?! ნინა ორსულად ხარ?
-შენ ხომ არ გაგიჟდი რა ორსულად ვარ?-გაეცინა წერეთელს საშინლად ახალისებდა გიორგის დაბნეული სახე.
-ახლა არ გამაგიჟო...-თავზე ნერვოულად გადაისვა ხელები მამაკაცმა და სკამიდან წამოხტა...ოთახში გაიარ გამოიარა და ისევ მაგიდასთან მივიდა.-ნინა
...
-არა გიორგი, დამშვიდდი არ ვარ ორსულად...
-აუ ჩემი!
-მაგრამ თუ გინდა ვიქნები.
-მიგახრჩობ ჩათლახის შვილი ვიყო-პირზე აფარებული ხელები ჰაერში აიქნია კაცმა და საჩვენებელი თითი ცხვირწინ დაუქნია.-მიგახრჩობ!
-მერე ქენი...ეხლა სამსახურში მაგვიანდება-სახე დაუჭირა მამაკაცს ტუჩებზე ხმაურით აკოცა და თვალის დახამხამებაში გაეცალა სახლს.

* * *
ზეცა, ალიონს ეგებებოდა. ქალაქიდან მოშორებით,მდიდრული ვილებით სავსე დასახლებაში ოთხი მაღალი გამავლობის ჯიპი რომ გადაადგილდებოდა დიდი სისწრაფით.ერთ კოლონად ჩამწკრივებულნი მიიწევდნენ მოსაფალტებულ გზაზე და ოდნავადაც კი არ არღვევდნენ მათ შორის დაჭერილ დისტანციას.შემდეგ მაღალ ჭიშკართან, ერთმანეთის მიყოლებით შეჩერდნენ.მანქანიდან გადმოშლილი შავ სამოსიანი,ახმახები კალიებივით წაესივნენ ბეტონის გალავანს და შეუმჩნევლად გადალახეს ბარიერი.შემდეგ კი იყო ბრძანება:
დაახლოებით 12 ავტომატი ერთხმად აკაკანდა და უწყვეტი ჯერი გადაატარეს სახლს...შუშების მსხვრევის ხმა...კივილი,ტირილი და კიდევ უამრავი გაურკვეველი ხმა.აწრიპინებული სიგნალიზაცია... სახლის მარცხენა ფრთაში მომხდარი აფეთქება და შუშებიდან გამოხეთქილი ცეცხლის ენები...რომლებმაც შეფერხების გარეშე გაიკვლიეს გზები და სულ მალე სახლი ერთიან,მცხუნვარე ალში გაეხვია. "იმ წყეულ ღამით ბარათელის სახლი იწვოდა!"
დასასრული
სახანძრო სამაშველო სამსახური, თითქმის ორი საათის განმავლობაში ცრდილობდა ცეცხლის ალში გახვეული სახლის გადარჩენას რომლისგანაც მხოლოდ და მხოლოდ გამურული კედლებიღა დარჩენილიყო...მარცხენა ფლიგელში მომხდარ აფეთქებას სანახევროდ ჩამოენგრია კედლები და ფაქტიურად გაენადგურებინა სახლი.გარეთ გამოფენილიყვნენ უბანში მაცხოვრებელნი და ყველაფერს სინანულით ადევნებდნენ თვალს.ზოგი მართლა გულწრფელად წუხდა,ზოგი უბრალოდ სეირის საყურებლად გამოსულიყო,ზოგი კი იმიტომ იყო იქ რომ ყველა იქ იყო და აბა თავად გამონაკლისი ხომ არ იქნებოდა ?! პოლიციას პერიმეტრი ყვითელი ლენტით გადაეკეტა და უწყების თანამშრომლების გარდა მიახლოვების უფლებას არავის აძლევდა.აქვე იყვნენ ცხელ ცხელ ამბებზე დაგეშილი ჟურნალისტებიც და ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: გადარჩა თუ არა ვინმე?!მიკროფონებს მონდომებით თხრიდნენ ცხვირში, კრიმინალური ექსპერტიზის თანამშრომლებს და ცრდილობდნენ ერთი სიტყვა მაინც გამოეძალათ ისეთი, რაც მათ ცნობისმოყვარეობას სულ მცირედით მაინც დააკმაყოფილებდა.
-ძალიან გთხოვთ, გვერდით გადავიწიოთ და საშუალება მივცეთ ყველამ თავისი საქმე პირნათლად შეასრულოს!-ტონი გაიმკაცრა ახალგაზრდა მამაკაცმა.შავ,მოკლემკლავიან მაისურზე შემოცმულ ჟილეტზე ფისფორისფერი ასოებით "კრიმინალური პოლიცია" რომ ეწერა და მათკენ მომავალ შავ ჯიპს გახედა-პროკურორი მოვიდა! გადაიწიეთ ხალხო რა გჭირთ?!
ადგილიდან ფეხი არავის დაუძრავს გაჩერებული ჯიპიდან კი მაღალი მამაკაცი გადმოვიდა. წელზე უკმაყოფილო სახით,რომ ირგებდა ტაბელურ იარაღს.
-ბატონო ნიკოლოზ! ბატონო ნიკოლოზ!!!-წამში შემოეხვივნენ ჟურნალისტები.-შეგიძლიათ ორიოდე სიტყვა გვითხრათ მომხდარის შესახებ? ბატონო ნიკოლოზ!!!
მამაკაცმა წარბები უფრო შეკრა და ცივად გადახედა ჟურნალისტებს.
-არაფერი არ ვიცი ჯერ ჯერობით...მხედავთ ?ეხლა მოვედი...იქნებ გადაიწიოთ გვერდით და იქ დაელოდოთ ახალ ინფორმაციას?
-ბატონო ნიკოლოზ...
-თუ მაცდით შიგნით შესვლას-თითი ეზოსკენ გაიშვირა მამაკაცმა-ძალიან დამავალებთ.გმადლობთ!-კორდონი გაარღვია და ეზოს შესასვლელისკენ დაიძრა -გიორგი!-კარებთან მდგარი მამაკაცისკენ აიღო გეზი პროკურორმა და გვერდით ამოუდგა.-რა დედის ტყვნაა?!
-ბარათელის სახლია-სიგარეტს მოუკიდა ზემოთხსენებულმა გიორგიმ და გვერდულად გახედა პროკურორს.
-ესე რამე თუ გამახარებდა არ მეგონა-კბილებში გამოსცრა პროკურორმა და თავადაც მოუკიდა სიგარეტს.-ამის დედაც...არის შიგნით ვინმე?
-არავინ...ნახე შენც ბართელი ესე მარტივად ჩავარდნოდათ ხელში?.-გაეცინა გიორგის.-კოჯორშია ოჯახთან ერთად...გაასწრო.
-გაქექილი ნაძირალა-გაეცინა პროკურორს და თითქოს შვებითაც კი ამოისუნთქაო.სიგარეტის კვამლი გამოუშვა ტუჩებიდან და გიორგის გადახედა-ახლა ნახე შენ მესამე მსოფლიო ომი...ჯანდაბა, დედა შვილს არ აიყვანს ხელში...მე პას ძმაო...ჩვენ გვერდით გავდგებით და ვაცდით როდის მოგვარდებიან ერთმანეთში.
-ესეთი ჭკუიანური ამ ბოლო დროს არაფერი გითქვამთ ბატონო პროკურორო-გაეცინა გიორგის და მამაკაცს მხარზე ხელი მიარტყა.შემდეგ კი საბურავების წივილით მოვარდნილ მანქანას გახედა, რომელმაც მოწყვეტით დაამუხრუჭა და იქიდან გადმომხტარი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი სირბილით გაეშურნენ სახლისკენ.
-დაგვენძრა ნიკოლოზ-თვალით მოსულებისკენ ანიშნა გოორგიმ და მანამდე კარისკენ ზურგით მდგარი პროკურორის კარისკენ შემოტრიალდა.მათკენ შეშლილი სახით ნინია წერეთელი მორბოდა.
-ამის დედაც
..-სიგარეტის ღერი გინებით მოისროლა ნიკოლოზმა და ქალისკენ დაიძრა.
-ნინა...
-შემეშვი...-ხელი აიქნია წერეთელმა და სახლის მიმართულებით გაიწია, რომელიც აღარ იწვოდა ,მაგრამ სახლიც აღარ ეწოდებოდა.
-ნინა...მისმინე, გაჩერდი!-სიბრაზე ერთიანად მოაწვა მამაკაცს და წინ გადაუდგა წერეთელს.
-შემეშვი ნიკა და გამატერე-ხელი უხეშად უბიძგა მკერდზე თუმცა ადგილიდან ძვრაც ვერ უყო.-ნიკა გამატერე...-ხმა გაუტყდა წერეთელს...ჯანდაბა, იქ ჩემი მეგობრები არიან...ჩემი ნათლული გესმის?! გამატერეე...
-ნინა იქ არავინ არ არის და დამშვიდდი, ყველა შენ გიყურებს...
-ფეხებზე ...შენი არ მჯერა გამატერე! გამატერე!!! დათუნაშვილი შენი დედაც!-ხელი ჰკრა და გასხლტომას აპირებდა მამაკაცის ძლიერი მკლავი მხრებზე რომ მოეხვია და მჭიდროდ შებოჭა შემდეგ კი გვერდზე გაყვანას აპირებდა ნინასთან ერთად მოსული გიორგის,მანამდე შორიდან რომ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს.სახე მოერღვა და ერთიანად ანთებული გაემართა მათკენ.
-ნინია! რახდება პატარავ?!
-რა ხდება პატარაავ?!-ზიზღით გამოაჯავრა ნიკოლოზმა და ყურადღება არ მიუქცევია დაჭრილი ცხოველივით გამწარებული მამაკაცისთვის, ნინია თითქმის თრევით გაიყვანა გვერდით.-გააჩერე ის შენი კაცი! ბ***ს შვილი ვიყო ისედაც ხელები საშინლად მექავება.-მხრიდან ხელი მკლავზე გადაიტანა და თითები იმდენად მტკივნეულად ჩაუჭირა წერეთელს ტჯივილისგან სახე შეეჭმუხნა.
-აქვე მითხარი თუ რამის თქმა გინდა-ხელის განთავისუფლებას შეეცადა ქალი.
-ეგ მე ვიცი სად რას გეტყვი...უბრალოდ სალაპარაკო გვაქვს.
-მაცადე მაშინ და მოვალ...-როგორც იქნა გააშვებინა ხელი გაცოფებულ მამაკაცს და უკან შეტრიალდა -ახლავე მოვალ...ყველაფერი რიგზეა გიო,აქ არ ყოფილან გიგა და ბავშვები...
-ვიცი,გავარკვიე უკვე!ნინია...
-გეფიცები ახლავე მოვალ...გესმის? გიორგი-მამაკაცის ხელისკენ გასწია ხელი ქალმა ,მაგრამ გიორგიმ ცივად დაიწია უკან და იმედგაცრუებული მზერა შეანათა.შემდეგ ღრმად შეისუნთქა ჰაერი და უკან უკან დაიწყო სვლა.
-გიო...ამის დედაც-თმაზე გადაისვა ხელი წერეთელმა და მიმავალ მამაკაცს თვალი გააყოლა. შემდეგ კი უკან შეტრიალდა და საკუთარ მანქანასთან მდგარი პროკურორისკენ განრისხებული სახით გაემართა.-შენ სულ გაგიჟდი ხოო?! გამაგებინე ერთი ვინ ჯანდაბა ხარ ამდენს რომ ბედავ?!
-დაჯექი მანქანაში!-მისი ისტერიკისთვის ყურადღება არ მიუქცევია მამაკაცს ისე გამოსცრა.
-დაახვიე...მითხარი რა გაქვს სათქმელი!
-ნინა არ გამამეორებონო..უბრალოდ დაჯექი!-ტონის შერბილება არც უცდია ისე გამოსცრა და თავად პირველი ჩაჯდა.ბრაზისგან აალებულმა წერეთელმა ცოტა რომ აკლდა ყურებიდან ბოლი არ გამოეშვა.უხეშად გამოგლიჯა კარები და წინა სავარძელზე დაჯდა.კარი არც დაუხურია ისე შეტრიალდა მამაკაცისკენ და ბრაზით ანთებული თვალები შეანათა.-გისმენ!
-ამის დედაც!-გაეცინა მამაკაცს, მისკენ გადაიხარა და გამოღებული კარი მთელი ძალით მოუჯახუნა.შენდეგ კი გასწორდა და ძრავი ჩართო.მანქანა ადგილს გიჟივით მოსწყვიტა და გზაზე გაიყვანა.
-ნიკა ,მართლა არ ვარ შენი სიგიჟეების ხასიათზე. გააჩერე ეს წყეული მანქანა და მითხარი, რა ჯანდაბა გინდა შემდეგ კი უკან დავბრუნდები.
-არც მე ვარ შენთან თამაშის ხასიათზე...
-ხოდა გააჩერე!-იკივლა ქალმა და ტორპეტოზე მთელი ძალით დაარტყა ხელი.-გააჩერეთქო!!
-რა დედისტყვნა გინდაა?!-ფეხი მთელი ძალით დააჭირა მუხრუჭის პედალს და მანქანაც მოწყვეტით შეჩერდა.წინ გადაქანებული წერეთელი კი მამაკაცის ხელს რომ არ შეეჩერებინა თავით გაიტანდა წინა საქარე მინას.-რა გინდაა?! რატომ მიდგამ ისტერიკებს?! სალაპარაკო მაქ ვსთქო გითხარიი?! ეს დედანატირები ხომ შეგიძლია მოკეტო და ცოტა ხანს არ მ***ნა ტვინიი?!-მკლავზე ხელი არ გაუშვია ისე უყვიროდა თვალებგაფართოებულ ქალს.სიბრაზისგან თვალები გამუქებოდა და სახე ისეთი გაყინული და მრისხანე ჰქონდა შიშს მოჰგვრიდა ნებისმიერ მნახველს.
-ხოდა მელაპარაკე მერე...რა საჭიროა ეს წინდაუკან სიარული?!-არ თმობდა პოზიციებს წერეთელი.
-მისმენ?! მისმეეენ ეს დედანატირებიი?!საქმე მაქვსთქო და ის რომ იმ შენს საყვარელს თუ რა ჩემი ფეხებიც არის არ ეწყინოს, მიჭედავ ქალიშვილი გოგოსავით ტო! ნინაა...
-შენ, რაიყო ეჭვიანობ?!-გაეცინა წერეთელს და მკლავზე ჩაფრენილ მამაკაცის ხელს დახედა.რომელმაც ფრთხილად შეუშვა თითები და შემდეგ დაბალ წვერზე ჩამოისვა.
-ნუ გაატრაკე...რას ვეჭვიანობ გოგო სულ გარეკეე?!
-ჩვეულებრივი ავადმყოფი ხარ...ჩვეულებრივიი...-ხმაში ზიზღი გაურია ქალმა და უსიტყვოდ მიჩერებულ მამაკაცს თვალი თვალში გაუყარა.რომელიც თვალმოუშორებლად უყურებდა სახეზე ისე ,თითქოს მის ყველა დეტალს იმახსოვრებსო.აკვირდებოდა და კაცის შვილი ვერ დაადგენდა რა ემოცია იკითხებოდა მის სახეზე.ბრაზიი? სევდა? იმედგაცრუება თუ ირონია.უბრალოდ ყველანაირ ემოცია გაყინული ჯიქურ მიშტერებოდა.ბოლოს ჰერი ხმაურით შეისუნთქა და კისრის ძარღვები დაეჭიმა.საფეთქელზე ავისმომასწავლებლად აუთამაშდა ლურჯად ამომჯდარი კაპილარი.თვალი აარიდა,სიგარეტის კოლოფს წაეტანა და სანთებელას დაუწყო ძებნა...ვერ იპოვა...გაბრაზებულმა ღერი ტუჩებიდან გამოიღო და ტორპეტოზე უდიერად მიაგდო.დაძაბული წერეთელიც სავარძელზე გასწორდა და მანქანის შუშიდან გაიხედა.გარეთ უკვე თენდებოდა...ზეცას რიჟრაჟის სხივები შეპარვოდა და მტრედისფრად შეეფერადებინა.
-შვილი გყავს?-არც გაუხედია ისე ჰკითხა საჭეზე ხელებდაწყობილ მამაკაცს.
-ისე მეკითხები თითქოს არ იცოდე.
-ესეიგი გყავს...გილოცავ.
-გაიზარდე.-ხმაში ირონია გაურია კაცმა.
-მითხარი რა უნდა გეთქვა...-როგორც იქნა გამოხედა და შეცბა.მამაკაცი მისკენ შეტრიალებულიყო და უყურებდა.იმდენად ახლოს იყო ...თუმცა მისგან ძალიან შორს.
-ბარათელი კოჯორშია თავის ოჯახთან ერთად.ეს ყველაფერი კი...ამის დედაც...ერთი სიტყვით გადაეცი მაგ შენს ბარათელს: ჩემგან სრული მხარდაჭერა აქვს...არ ჩავერევი...არც სხვა ჩაერევა...მიხედოს საქმეს...საბოლოოდ კი პატივს დამდებს ხოცვა ჟლეტვას თუ არ მოაწყობს.
-გადავცემ...
-გადეცი-იგივე ტონალობაში გაიმეორა მამაკაცმა.
-კარგი ,დამაბრუნე ახლა.
-რაიყო გაგიჭედავს შენი გიოო-ტუჩები დაბრიცა ნიკამ.
-ერთადერთი ვინც ჭედავდა ნიკა იყო...ნიკა.და არა გიო.
-მიხარია თუ ასე არ არის და როგორც იქნა შეხვდი ღირსეულ კაცს...
-არ გეტყობა...
-აზრზე ხარ...შენც კი ვერ მატყობ სიხარულს...ამის დედაც- გამშრალი ტუჩები გაისველა მამაკაცმა.-ხოო ...სიხარულით ვერ შევხვდი შენს ბოიფრენდს...არ მევასება..და არც დამევასება დამიჯერე.ის უბრალოდ ჩემთვის კაცია რომელიც ჩემს ყოფილ ქალს ჟიმავს...და მეცოდება...ამის დედაც, მეცოდება! იმიტომ რომ ადგები და მაგასაც მიაგდებ.ისე როგორც მე მიმაგდე...წყენას ადვილად ვერ ვივიწყებთქო და სიყვარულზე მეტად ზიზღი შემიძლიათქო...ან უნდა მიყვარდე, ან მეზიზღებოდე....შუაში ვარ გაჭედილი.მე შუაში ვარ გაჭედილი...არც მიყვარხარ და არც მეზიზღები.ეს კარგია, რადგან ორივე შემთხვევაში ძალიან დაგენძრეოდა.ძალიან ნინა...
-მთავარი ის კი არაა შენ ისევ გიყვარვარ თუ არა..მთავარი ისაა მე რას ვგრძნობ ნიკა...მე არაფერს აღარ ვგრძნობ..საერთოდ არაფერს.
-ანუ არც გყვარებივარ ნინა...-სევდიანად ჩაეცინა მამაკაცს.-ცხრაჯერ დავამთავრე შენთან და ცხრაჯერვე შენთვითონ გამოჩნდი...თავისუფლად სუნთქვას არ მაცდი..ხოო შვილი მყავს ...ორი წლის ლილე.ცოლი მყავს...შენ კი არავინ...არავინ და ბოლო გაჩერება მაინც ჩემს სიახლოვეს გაქვს...ისევ გამოჩნდები ისევ ამრევ..არ ვარ ერთგული...დედაც მოვტყან
..არ ვარ ჩემი ცოლის ერთგული ბაზარი არ არის ,ყველაზე გარეწარი კაცი ვარ მთელი დედამიწის ზურგზე და შენ რა გგონია მომწონს ეს? არა...არ მომწონს...მიყვარს ლიზა.მაგრამ ისე არა ...ისე არა შენ რომ გაგაქროს...არ გამოუვიდა...ვერ შეძლი და ეს ავადმყოფობა ვერ განკურნა.-თვალებზე აიფარა ორივე ხელი მამაკაცმა და ძლიერად მოისრისა.-ჩემთვის რომ არ დაგერეკა, თამამად შეგეძლო სხვა გამოგენახა ვისაც ჩემზე მეტი ბაგაჟიც აქვს და ჩემზე ბევრიც ეთქმის.არა, შენ იმენა მე დამირეკე...გევასება ხელახლა რომ მოხვალ სამ წელიწადში ერთხელ და სულს ამიფორიაქებ...გევასება ახლა აღსარებას რომ გაბარებ ყ**ესავით...გევასება განადგურებულს რომ მხედავ და ეს გამარჯვება გგონია...გევასება მთელი ცხოვრება წინ და უკან რომ მათამაშებდი...გევასება..ხო გევასება.ავადმყოფი ხარ ტო! ხელს მკრავ მაგრამ არ მიშვებ...გაგიშვი ნინ..მე შენ სამი წლის უკან გაგიშვი..უარი ვთქვი...შევეცადე დამევიწყებინე.შევეცადე ახალი ცხოვრება დამეწყო...ჩემს ცოლს მაგრად ვუყვარვარ მე კი უკანასკნელი ვარ. მასთან ყოფნის მაგივრად რომ ვცრდილობ სამსახურში ვიყო,არის საქმე თუ არ არის იქ ვიყო ,რადგან მის თვალებში იმედგაცრუება არ ვნახო იმ სიყვარულის გამო რასაც ჩემგან ელოდა და ვერ იღებს სრულყოფილად.
-მეც გაგიშვი ნიკა...-მოსმენილისგან ერთიანად დაზაფრულს ხმა გაუტყდა.-ახალი ცხოვრება მინდა...შენს გარეშე...რადგან შენთან არ გამომივა.აღარ გამომივა.
-ახლა რომ.გაკოცო მაგარი ახვარი ვიქნები...მაგრამ საშინლად მინდა...ნინ ჩემი ჯოჯოხეთი ხარ.
-არ გინდა ნიკა...ხომ იცი რომ არ გინდა...-ნიკაპი სატირლად აუკანკალდა ქალს და კარისკენ შეტრიალებულმა ხელი გასახსნელად წაიღო, მაგრამ მკლავზე ჩაჭიდებულმა მამაკაცის ხელმა არ გაუშვა ,თავისკენ შეატრიალა და გასაპროტესტებლად გახსნილ ბაგეებზე ისე დააცხრა ქალმა ამოსუნთქვა ვერ მოასწრო.ვნებიანად უკოცნიდა ორივე ბაგეს და იმდენად მჭიდროდ იკრავდა ქალის სიფრიფანა სხეულს ცოტა აკლდა მკლავებში არ შემომტვრეოდა.შემდეგ მოსწყდა როგორც იქნა...შეელია მის ბაგეებს და შუბლით შუბლზე მიეყრდნო.აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა და პარალელურად ხელები ქალის წელიდან სახეზე გადაიტანა.ორივე ხელისგულში მოიმწყვრდია და ოდნავ მოშორებული თვალებში ჩააცქერდა.თბილად გაუღიმა და მუქარა ნარევი ტონით ამოილაპარაკა.
-ეს ერთი შანსი გაქვთ შენ და იმ შენს გიორგის ნინა...მხოლოდ ერთი შანსი და თუ არ გამოიყენებთ...თუ ისევ გამოჩნდები ჩემს ცხოვრებაში...თუ ისევ ამრევ...თუ ისევ შემახსენებ შენს არსებობას...შენს თავს გეფიცები...შენს თავს გეგიცები ნინა...მეორე შანსი აღარ გექნება.ვეღარ წახვალ...აღარ გაგიშვებ და მთელი ცხოვრება მოგიწევს ჩემი საყვარლის სტატუსი ატარაო...გესმიის?! საყვარლის.
-მენდე ,ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ.-მტკიცედ ამოილაპარაკა ქალმა.
-ჩემი დედამო***ნული სიგიჟე ხარ...-დაწითლებულ ქვედა ტუჩზე ცერი გადაუსვა მამაკაცმა,ტუჩის კონტური მოხაზა და შემდეგ ერთიანად მოშორდა.სავარძელში გასწორდა და გასაღები გადაატრიალა.ძრავი ჩართო და მანქანა ფრთხილად მოატრიალა.

* * *
ბარათელი, დარწმუნებული იყო რომ მისი მტრები ასე არ გაჩერდებოდნენ და უფრო ცუდი ხერხებით დაიწყებდნენ მის წინააღმდეგ ბრძოლას.არც შემცდარა...ახლა კი კოჯრის სახლში, რომლის მისამართიც სულ რამოდენიმე ადამიანმა იცოდა. ტელევიზორის წინ იჯდა ვისკის ჭიქით ხელში და მშვიდად ადევნებდა თვალსყურს როგორ იწვოდა მისი სახლი...სახლი სადაც ბედნიერი წუთები გაატარა ცოლ შვილთან ერთად.გული სწყდებოდა, მაგრამ არც იმდენად უღირდა ცრემლის ღვრა და ოხვრა რომ დაეწყო.
-გიგაა-ვერც კი გაიგო როდის დაადგა თავზე სალომე და სავარძელში მჯდომს უკნიდან მოეხვია.
-რატომ არ გძინავს პატარავა?-ჭიქა, იატაკზე დადგა და ქალს მკლავზე მოჰკიდა ხელი. სავარძელს შემოატარა და კალთაში ჩაისვა.მჭიდროდ მოხვია მკლავები და მკერდზე სახით მიეკრა.-ღმერთო ჩემო შენთან..ყოველთვის ისე მშვიდად ვგრძნობ თავს...სირზე დამწვარი სახლიც...დანგრეული ქვეყანაც და საერთოდ ამოტრიალებული დედამიწაც-გაეცინა.-შენთან იმხელა სიყვარულია სალ...შენ რომ არ მყავდე ჯანდაბა, რა მეშველებოდაა?!-ქვემოდან ამოხედა ქალს და სევდიანი თვალები შეანათა.
-მთავარია გყავარ...გყავარ და სულ გეყოლები-მამაკაცის სახე ხელებში მოიმწყვრდია.-სანამ არ მოვკვდები.
-ჩემს გარეშე სიკვდილიც კი არ გაბედი პატარავ...მხოლოდ ჩემთან ერთად...
-კარგი-გაეცინა ვადაჭკორიას.
-არ მაკოცებ?-ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა მამაკაცმა
-გაკოცებ.
- ვაბშე იდეა მაქვს-ეშმაკურად აუბრჭყვიალდა თვალები ბარათელს თავად გაიწია ქალის ტუჩებისკენ და დიდხანს უკოცნიდა. შემდეგ კი ერთიანად ათრთოლებულს მაცდურად გაუღიმა და აბრეშუმის ხალათი მხრებზე გადაუცურა-ახლა სექსი მინდა...ჯანდაბა ,ძალიან მინდიხარ და არ გავარტყი დამწვარ სახლს? მაგის დედაც... ისე ცხრა თვეში გოგოს ველოდები რათა ეს დღეე ყოველთვის მახსოვდეს...მახსოვდეს რომ ვერ მაჯობებენ...გოგო მინდა აუცილებლად, შენი მსგავსი პატარა.-ეჩურჩულებოდა და შიშველ სხეულს ხარბად უკოცნიდა...მაქმანებიანი საცვალი თითების სხარტი მოძრაობით გახადა და ერთი ხელი თეძოზე მოხვია მეორე კი ფეხებსშორის გააცოცა და ყრუდ ამოიგმინა-ჩემთვის ყოველთვის მზად ხარ პატარავ...მაგიჟებ და მეშინია არაფერი დაგმართო.
-კიი მინდა..ბავშვი ნამდვილად მინდა...-კრუსუნებდა ვადაჭკორია და სხეულს ვერ იმორჩილებდა.-ჩემი მსგავსი გოგონა შენი თვალებით...იმიტომ რომ შენი თვალები მატყვევებენ...ჩვეულებრივი მონა ვარ...ესეც არ შეიძლება.ღმერთო...-წამოიკივლა ქალმა მამაკაცის კბილები რომ მოედო ძუძუსთავზე და ვერცკი გაიაზრა ისე აღმოჩნდა ჰაერში.შემდეგ კი შიშველი ზურგით რბილ მატერიას შეიგრძნობდა ,მამაკაცის სიმძიმე ღრმად რომ ფლავდა მატრასში და სიამოვნებას მისგან რომ მოდიოდა...კვნესის ხმას ბარათელის რბილი ტუჩები უხშობდა, ემოციებისგან დატვირთული კი სიგიჟის ზღვარზე ვერცკი აცნობიერებდა როგორ მტკივნეულად ჩაჰფრენოდა ფრჩხილებით მის ზურგს.ძლიერ ბიძგებში თავადაც მონდომებით ჰყვებოდა და მაშინ როდესაც მათ სახლში მეორედ მოსვლა იყო...ისინი სრულ ნეტარებაში მყოფნი ასტრალში გასულიყვნენ და რაც მთავარია მიზანი...მთავარი მიზანი ,ცხრა თვის თავზე პატარა გოგონა იყო..ვადაჭკორიას პატარა ასლი ბარათელის ნაცრისფერი თვალებით.
-ფრჩხილებს დაგაჭრი ძირში...-ამოიღმუვლა სიმწრით მამაკაცმა და ნასიამოვნები კატის თვალებით მომზირალ ქალს ზემოდან დახედა.მისი სხეულის ქვეშ რომ გაყურსულიყო და ღრმად სუნთქავდა.
-ჯანდაბაა...ეს რა იყო?-სახე დამანჭა ქალმა.-ეჭვი მაქვს ვეღარ ავდგები.
-მიჩვეული ხარ...არ ინერვიულო გადაიტან-ფართოდ გაიღიმა კაცმა და გაბუსხულ ტუჩებზე ხმაურით აკოცა.
-ღმერთოო...-ფაფასავით მომჩვარული სხეული შეარხია ქალმა და კისერზე მკლავები მჭიდროდ შემოხვია.-კი მძიმე ხარ მაგრა...სიამოვნებით დავიძინებ ასეც...
-პირველი შემთხვევაა ჩემს ღირსებაზე ძილს რომ აპირებ...იმედია არ შეგაწუხებს-ენა სიცილით გამოუყო კაცმა და შუბლზე,შუბლით დაეყრდნო.-მითქვამს ხოო მაგრად რომ მიყვარხარ?!
-გიჟი ხარ...-ხმამაღლა გადაიკისკისა ქალმა.-მაგრამ მე უფრო გიჟი ვარ ალბათ...ჯანდაბა, ღმერთს მადლობას ვუხდი შენი თავი რომ მაჩუქა...ხომ მაგრად დამარტყი...ცხვირი გამიტეხე ღადაოობ?! მაგრამ მადლობა რომ გამიტეხე.
-ჯანდაბა...ძველ გრეხებს ნუ მიხსენებ.-სწრაფად გადატრიალდა მამაკაცი და ისე რომ ერთი მთლიანობა არ დაურღვევია ქალი ზემოდან მოიქცია და მკლავები მჭიდროდ შემოხვია.-დაიძინე!
-შენ?
-რა დამაძინებს სალომე ნახე სად წევხარ-საცოდავი სახე მიიღო ბართელმა და რომ არ გასცინებოდა სახე მის თმაში ჩამალა.სულ მალე კი ალერსისგან დაღლილ ქალს მის სხეულზე ტკბილად ჩაეძინა.დიდხანს უყურებდა ბარათელი ბავშვივით ტკბილად მძინერეს და დარწმუნებული იყო მის გამო მსოფლიოს გადაწვა ,რომ დასჭირვებოდა ყველას უპრობლემოდ გადაბუგავდა.

* * *

ინციდენტის ადგილზე დაბრუნებულ წერეთელს გიორგი იქ აღარ დახვდა.ცოტა ხანს დარჩა ჟურნალისტებისგან მალულად გაარკვია რაც გასარკვევი იყო და ისე რომ დათუნაშვილი აღარც უნახია.თუმცა ბატონი პროკურორი ჯიუტად არ გაესაუბრა ჟურნალისტებს დაიბარა, სრულ ანგარიშს კაბინეტში ველოდები დილითო და ისე აორთქლდა იქიდან თვალი აღარავის მოუკრავს.წერეთელმა ტაქსი გააჩერა და პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი.უკვე გათენებული იყო საკუთარი გასაღებით, უხმაუროდ რომ გახსნა საკეტი და სახლში შესულმა ასევე უხმაურად მიკეტა ზურგს უკან.ფეხსაცმელები შესასვლელშივე გაიხადა.გასაღები და იარაღი ტუმბოზე დააწყო და ფეხაკრეფით გაემართა მისაღებისკენ, სადაც ფანჯრებზე დაშვებული ფარდების გამო დღის შუქი ვერ აღწევდა.კედელზე ხელის ფათურით მოძებნა სინათლის ჩამრთველი და ჩართო თუ არა შეშინებულმა შეჰკივლა და გულზე მიიჭირა ხელისგული.მისაღებ ოთახში ,სავარძელში გიორგი ჩამჯდარიღო და ლარივით დაჭიმული მზერას არ აშორებდა კარის ზღურბლზე გაშეშებულ,ცარცივით გაფითრებულ ქალს.
-ჯანდაბა...გული გამისკდა.-გატეხილი ხმით ამოილაპარაკა ნინიამ და მამაკაცს ისე დააკვირდა თითქოს პირველად ხედავდა.
-არ გელოდი...-მხრები აიჩეჩა გიორგიმ და დაღლილი თვალები მოისრისა.
-რატომ?-გულწრფელად გაუკვირდა წერეთელს და სულ მალე გაკვირვება სევდამ შეცვალა...რა კითხვა ამას უნდოდა არ ენდობოდა გიორგი...არ იყო მის გულწრფელობაში დარწმუნებული.
-ამას კითხვა უნდა ნიი?!
-გიო-მიკენ რამოდენიმე გაუბედავი ნაბიჯი გადადგა ქალმა.
-გიგას ველაპარაკე...ბავშვები და სალომე კარგად და უსაფრთხოდ არიან...ამის გასაგებად თუ მოხვედი შეგიძლია არ ინერვიულო.
-გიო...
-არ გინდა ნინა...არ გინდა ამის დედაც...დავინახე...ხოოო დავინახე ...დავინახე თვალებით როგორ გჭამდა ის ახვარი...დავინახე რა დაგემართა როდესაც გეხებოდა...ჯანდაბა დაგინახეთ ნინა...დაგინახეთ როგორ კოცნიდით მანქანაში ერთმანეთს...
-გიო-ხმა გაუტყდა ქალს და იატაკზე ჩაჯდა...ორივე ხელი სახეზე აიფარა და თავს უფლება მისცა ის ემოცია მთლიანად რომ ავსებდა ,დაძაბულობა და გადაღლილობა ცრემლების საშუალებით გამოეშვა გარეთ.
-ისევ ის გიყვარს...გიყვარს ხო ნინ?
-ჯანდაბა...არ მიყვარს...აღარ მიყვარს.გამიშვა გესმის? გამიშვა და მითხრა...ხოო მითხრა ,ერთი შანსი გაქვს შენ და გიორგის ერთად რომ იყოთო და თუ ამ ერთ შანს არ გამოიყენებ ინანებო.გესმის? ცოლი ჰყავს...შვილი...ხოო პატარა შვილი ჰყავს..ორი წლის ლილე.მეც მინდა...ოჯახი მინდა,შვილი მინდა...შენთან მინდა ...ხო შენთან მინდა.
-ნინა-სავარძლიდან ფრთხილად წამოიწია მამაკაცი და იატაკზე ჩამჯდარი აქვითინებული ქალის წინ მუხლებზე დაეშვა -რა თქვი ნინ?
-შენთან მინდა-სახიდან ხელები მოიშორა ქალმა და ამღვრეული ლურჯი სფეროები სახეში შეანათა გაოგნებულ მამაკაცს.
-გაიმეორე რა თქვიი?!
-შენთან მინდა გიორგი...შენთან მინდა...შენგან შვილი მინდა...ხოო მინდა რომ შენი კანონიერი ცოლი მერქვას,გიყვარდე და შენი გული მხოლოდ ჩემთვის ფეთქავდეს.შენთან მინდა..მხოლოდ შენთან.
-ნინა-სახეგაბადრულმა მამაკაცმა სახეზე ხელები ჩამოისვა და ისე დააკვირა თითქოს სასწაულის შემსწრე გამხდარიყო.-გინდა ჩემი ცოლი გერქვას?
-ხოო...შენ არ გინდა ჩემი ქმრობა?-ტუჩები ისევ სატირლად დაებრიცა წერეთელს.
-ჯანდაბა...-გაეცინა გიორგის-ჯანდაბა...ამის დედაც...რა სულელი ხარ პატარავ.მინდა აბა რაა...სიგიჟემდე მინდა.ჯანდაბა...თუ მჯეროდეს ჩათლახის შვილი ვიყო...ნინა მართლა გინდაა?
-დებილი ხაარ?-ამიოტირა წერეთელმა.-გამომყვები ქმრაად?
-აქ რა უნდა გითხრა?-გაიცინა კაცმა და იატაკზე დაჯდა.-თავი დავისფასოო თუ ეგრევე გითხრა პასუხი.
-არც გაბედო თავის დაფასება-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ქალმა და გაეცინა.
-კარგი...კარგი-ხელები ასწია მამაკაცმა სიცილით-თანახმა ვარ...ჯანდაბას თანახმა ვარ გამოგყვები ქმრად.მოდი ჩამეხუტე-ხელები გაშალა და მეორედ თქმა არც დასჭირვებია წამში გაეხვია მის მკლავებში ქალი და სახით მამაკაცის კისერში ჩაიმალა.
-მიყვარხარ ნინა...
-შენ კიდევ ჩემი სიცოცხლე ხარ...
-იცოდე პირველი გოგო მინდა.-ამოილაპარაკა ბედნიერმა მამაკაცმა.
-იყოს გოგო...
-შენი მსგავსიი?
-არა შენი...-გაეცინა წერეთელს.
-ბეჭედი არ მოგიტანია რანაირი საცოლე ხარ-ცხვირი აიბზუა მამაკაცმა.
-ხვალ გიყიდი, ეხლა ვერ მოვასწარი...
-წამოდი, დაივწვეთ მძიმე ღამე იყო-იატაკიდან წამოდგა მამაკაცი და ნინიაც წამოაყენა.-მოდი დაგეხმარები.-სწრაფად აიტაცა ხელში და საძინებლისკენ გაემართა.
-წყლის გადავლება მეზარება...-ამოიბუზღუნა წერეთელმა საშინლად ეძინებოდა.
-ჩემი ძუნგლიანი...-გაეცინა მამაკაცს და ხმაურით აკოცა ქალს.
შემდეგ საწოლზე ფრთხილად დაუშვა და ტანისამოსის გახდაში დაეხმარა.თავადაც გაიხადა, სწრაფად შეწვა ზეწრის ქვეშ და მჭიდროდ შემოხვია საყვარელ ქალს მკლავები.

* * *

სწრაფი ნაბიჯით აირბინა ორი სართულის კიბე და საკეტში გასაღები გადაატრიალა.კარი შეხსნა და სახლში შესულმა ღრმად ამოისუნთქა.საშინლად დაძაბული დღე და ორმაგად დაძაბული ღამე იყო...ჯერ იყო და ფოსტით მიღებულმა საჩუქარმა გაუხეთქა გული და წაუხდინა ხასიათი .მერე კიდევ ბართელის სახლზე თავდასხმისას გაჩაღებულმა ფეიერვერკმა უარესად შეაშინა და არიან.შიშის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა ...წყეული ბართელი მართლა უფლის რჩეული იყო...ყოველთვის ასწრებდათ ერთი ნაბიჯით და აი ფაქტიც..წინასწარ გათვალა და ისე გახიზნა ცოლ შვილი ეშმაკმაც არ იცოდა მისი ასავალ დასავალი..."ჯანდაბა." ამოილაპარაკა ხმამაღლა და მისაღებ ოთახში გადაინაცვლა...ახლა ვისკი თუ უშველიდა.მხოლოდ და მხოლოდ ვისკი.ჩამრთველს ხელი მიარტყა და გახევდა.
-აამის დედაც!-წელზე იტაცა ხელი მაგრამ.გაახსენდა იარაღი შემოსასვლელში რომ დატოვა.
სასმელების ბართან მაღალ,მბრუნავ სკზე თვით გიგა ბართელი იჯდა და ისეთი მხიარული სახით უყურებდა გეგონებოდა ლატარიაში ჯეკპოტი მოეგო.
-მეც მაგრად მიხარია შენი ნახვა ტო!
-აქ როგორ შემოხვედი?-მეტი ვერაფრის კითხვა მოახერხა კახამ.
-ფანჯრიდან- მხრები აიჩეჩა და ხელი ღია ფანჯრისკენ გაიშვირა მამაკაცმა.-ეხლა არ დაიწყო ამას გიზამ..იმას გიზამ...ყ***ს მომჭამ! თუ რამის დაშავება შეგეძლოთ იზამდით ძმაო...მე აქ ვარ...ცოცხალი ვარ...საღსალამთი და ყველაფერთან ერთად მაგარი კარგ ხასიათზეც ვარ.
-ნეტა რატომ არ მიკვირს?-თავისთვის ამოილაპარაკა კახამ.
-არ გიკვირს ტო?-შუბლი შეიჭმუხნა მამაკაცმა.-გამიკვირდა...აბა სამსახურში როგორ მიდის საქმეები ბატონო კახა? გაწინაურებენ? თუ ჯერ მაგდენი ვაზელინიც არ დაგითრევია...
-პირდაპირ საქმეზე რომ გადახვიდე...-ამოიოხრა კახამ-რაღაც არ მგონია აქ ჩემი სამსახურის ამბების საკითხავად მოსულიყავი.
-ხოო..ეს პირდაპირი ხალხი...-სკამიდან წამოდგა ბართელი და მამაკაცს მიუახლოვდა.-საქმე...საქმე..საქმე...წყეული საქმე.კარგი გადავალ.ბიჭო! დღეს გამთენიისას ჩემი სახლი შემთხვევით დაიწვა და ნეტა რისი ბრალია ყური ხომ არ მოგიკრავთ სადმეე?!
-მე არაფერ შუაში ვარ...-სწრაფად იმართლა თავი კახამ.
-ვიცი...ვიცი..-გაიცინა ბარათელმა-შენ სად გაქვს მაგისი ფანტაზია.თქვენი ფანტაზიორი დედაბი რომ მო**** ნ!-უცებ დაუსერიოზულდა სახე მამაკაცს და თავი ისე გამეტებით დაარტყა სახეში გვარიანად შეაქანა ტანსრულ კახას.თუმცა არ დაცემულა.პირიქით გაცოფებულმა გაიბრძოლა და დასარტყმელად ხელიც კი გაუქნია რაც რა თქმა უნდა მარტივად აიცილა ბართელმა, მაჯაში და იდაყვში ჩაავლო ხელები და ზურგს უკან ისე მტკივნეულად ამოუტრიალა , წელში მოხრილამ კახამ ყრუდ ამოიღმუვლა და მუხლებზე დაეშვა-ხოო...იმ.სახლში ჩემი შვილი დაიბადა...მაგარი კი არ მევასებოდა ეგ სახლი მაგრამ იცი რა ღირდაა?! მთელი ცხოვრება რომ იპახაო მაინც ვერ იშოვი იმ თანხას.
-მართლა არაფერ შუაში ვარ-ცხვირიდან წამოსული სისხლი ცალი ხელით მოიწმინდა კახამ და თავზე დაჩერებულ ბარათელს ქვემოდან ამოხედა.
-სად არის ვახტანგი?
-არ ვიცი-სწრაფად გასცა პასუხი.
-კარგი.ეხლა ვფიქრობ რა მოგიხერხოო-ხმა გაუცივდა მამაკაცს-ისე ექიმობა მაგარი რამეა ხო იცი...თან ნეირო ქირურგობა.იქ, საოპერაციო ბლოკში...მეფე ხარ.ღმერთი... შენს ხელებზე,თითების სიწრაფეზე და გამჭრიახ გონებაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედ იღბალი...შენ მართავ მის სიცოცხლეს...შენს ხელშია.შენ უნდა შთაბერო,შენ უნდა აჩუქო მეორე სიცოცხლე...მე ღმერთი ვარ ოღონდ იქ...საოპერაციოში.აქ,მე ერთი ჩვეულებრივი ცხოვრებაზე გაბოროტებული კაცი ვარ...შენისთანა მატლები თავს რომ არ ანებებენ...-მამაკაცის წინ ჩაჯდა და სიმაღლით გაუტოლდა-იცით ბატონო კახა...ხერხემლის მესამე და მეოთხე მალას შორის გადის ნერვი...მთავარი ნერვი, რომელიც შენ გაძლევს საშუალებას ასე უთავბოლოდ იბოდიალო აქეთ იქით და ჩემისთანებს მოუწამლო სიცოცხლე.ახლა მე შენ მოგიწამლი სიციცხლეს-ბოროტად გაუღიმა დამფრთხალ მამაკაცს და წამოდგა.-პირობას გაძლევ არ გეტკინება...კარგი ხელი მაქვს-თვალი ჩაუკრა და ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოაცურა ჩხრიალით.-აი ეს-ყველაზე მოზრდილი გასაღები დაანახა...-იმ სახლის გასაღებია...შენ რომ გადამიწვი...თვალი, თვალის წილ-თვალები ყინულივით გაუცივდა და ხმა ისეთი სუსხიანი გაუხდა მეტი რომ არ შეიძლებოდა.იატაკიდან წამომხტარ კახას რომელიც გაქცევას ლამობდა, ფეხზე ძლიერად მიარტყა ფეხი და იატაკს დაუბრუნა. ზურგიდან მოუარა და აღრიალებულს სწრაფად სწვდა კისერში ,წინ ძლიერად გადახარა, ხელის ერთი ჩამოსმით გადათვალა მალები...შემდეგ კი ორ მალას შორის გასაღების წვერი დააჭირა და ფეხებზე დაიკიდა ხვეწნა მუდარით აღრიალებული კახა.
-ნატახტარშია...სოფელ ნატახტარში .იქ იმალება..სახლი აქვს და თავის დაცვასთან ერთად იქ იმალება...ძალიან გთხოვ..შვილები მყავს...გთხოვ...გთხოვ...
-მადლობა ინფორმაციისთვის-ცივად გამსოცრა გიგამ-მეც მყავს შვილები.ორი...მარიამი და თეოდორი...ვწუხვარ ,შენი შვილების გამო. ძნელია მთელი ცხოვრება ინვალიდ მამას უყურო-ცინიკური ტონით დაასრულა და გასაღებს მთელი ძალით დააწვა.დაახლოებით ათი სანტიმეტრის სიგრძის გასაღები უპრობლემოთ შესრიალდა კანში...ხორცი გახია და ძვლებს შორის გაიარა...აღრიალებულმა კახამ კი მალევე შეწყვიტა წინააღმდეგობა და მოდუნდა.შემდეგ კი ბრახუნოთ დაეშვა იატაკზე.გიგამ გასაღები ფრთხილად ამოაძრო ჭრილობიდან,პერანგზე შეაწმინდა და ბოლოს საერთოდ მოხსნა აცმიდან.უგონოთ მყოფს მიაგდო და სახლი სწრაფად დატოვა.

* * *
სახლი სოფელ ნატახტარში...სახლის გარდა ყველაფერს ჰგავდა. სოფლის განაპირას,ორ მოზრდილ სასაწყობე შენობის შუაში პატარა ქოხმახი ჩაედგათ და სწორედ ამ ქოხში აფარებდა თავს ბატონი ვახტანგი.ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და მივარდნილ,გავერანებულ კარ მიდამოს ეზოში რამოდენიმე შეიარაღებული მამაკაცი აკონტროლებდა პერიმეტრს.მანქანა მოშორებით გააჩერა ბართელმა და ერთ ერთ საწყობამდე შეუმჩნევლად მიაღწი,თავი ნანგრევებს შეაფარა და იქაურობის გულმოდგინედ შესწავლას შეუდგა.მარტო იყო.ეზოში კი ხუთი მამაკაცი მიდი მოდიოდა...სახლში სადაც ბატონი ვახტანგი იმყოფებოდა ,ალბათ ხუთი ,ექვსი კაცი იქნებოდა მასთან ერთად.გაუჭირდებოდა ვახტანგამდე მისვლა ,მაგრამ ცდად ღირდა.ის იყო დააპირა თავშესაფრის დატოვება სახლის კარი ,რომ გაიღო და თავად ვახტანგი გამოჩნდა...ეზო მოათვალიერა და მზერა პირდაპირ საწყობზე შეაჩერა და გაიცინა...
-მოხვედით ბატონო ბართელოო?!-მხიარული ტონით შესძახა და ხელი ხელს ისე შემოჰკრა, ცირკში ვეფხვის სანახავად მისულ ბავშვს ჰგავდა.-გელოდებოდით...
-შენი დედაც...-ჩაილაპარაკა გიგამ.
-მიხარია შენი ნახვა...ნახე ვინ მყავს შენთვის!-შესძახა ბედნიერმა და ღია კარისკენ მიტრიალებულმა ვიღაცას რაღაც ანიშნა.მალე ზღურბლზე, კოჭლობით მომავალი პაპუნა გოქსაძე გამოჩნდა რომელსაც ირინა ორჯონიკიძისთვის თმაში ჩაევლო ხელი და ცარიელი ტომარასავით მოათრევდა.
-ნახეე?! შენი პირველი ცოლი...და პირველი შვილის დედა...აბა რას იზამ? მომცემ ნებას ამ მშვენიერებას ყელი გამოვჭრა, თუ დატოვებ მაგ სამალავს და წარსდგები ჩემს წინაშე მთელი შენი ბრწყინვალებით?
გიგამ ღრმად ამოისუნთქა და ჯიბეში აზუზუნებული მობილური ფრთხილად ამოაცურა.წერეთელი ურეკავდა.
-ახლა არ მცალია ნინა-სწრაფად მიახალა და გათიშვას აპირებდა ქალმა რომ დაასწრო.
-არ გახვიდე...გიგა მანდედან ფეხი არ მოიცვალო ყველაფერს ვაკონტროლებ...აყვანას ვაპირებთ დარჩი სადაც ხარ.
-რა? აქ ხართ? სად ჯანდაბიდან მომაგენით?
-რა მნიშვნელობა აქვს, დამიჯერე და ფეხი არ მოიცვალო!-ქალის ხმაში ბრძანების კილო გაისმა.
-კარგი.-ყრუდ ამოილაპარაკა მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა.
-ბატონო ბარათელო...არ გამოდიხართ?!-გაიცინა ვახტანგმა და ატირებულ ორჯონიკიძეს უხეშად სტაცა ხელი.მუხლებზე ზედმეტი წვალების გარეშე დააყენა და სახით საწყობისკენ მიატრიალა, თავი წამოაწევინა და ყელზე დანა მიაბჯინა.-ერთ წუთს გაძლევ...
-შენი დედა მო**** ნ! გამოვდივარ...გაუშვი, გამოვდივარ!
-მობრძანდიი...-გაიბადრა ვახტანგი და გვერდით მდგარ პაპუნას სწრაფად აართვა იარღი და გადატენა.

პროჟექტორების განათებულ ეზოში შავად ჩაბნელებულ საწყობის ნანგრევებს მაღალი მამაკაცის ჩრდილი გამოეყო...ხელებ აწეული, ნელი ნაბიჯით გაიწია ეზოსკენ და სახლის წინ მდგარი ვახტანგისგან რამოდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდა.შემდეგ კი, თითქოს ყველაფერი აირია...ორჯონიკიძემ ხელი უხეშად უბიძგა მასზე ჩაჭიდებულ გოქსაძეს, წინ გაიჭრა და ეზოს შუაგულში მდგარ ბარათელს ზედ შეაფრინდა.სწორედ ამ დროს გაისმა გასროლაც ,რომელმაც არემარე გააყრუა.ერთს, მეორე მოჰყვა ,მეორეს ,მესამე და გიგას კისერზე ჩამოკიდებული ქალის სხეულიც მოიმჩვარა...

სახლისგან მოშორებით მაღალი ხეების ქარსაცავში.ერთ ერთ ტოტზე მჯდარმა სანაიპერმა ყრუდ შეიგინა ოპტიკური სამიზნე ვახტანგზე გადაიტანა და სასხლეტს დაუშვა.გაფრენილმა ტყვიამ ზუზუნით გაჰკვეთა ჰაერი და იარაღ შემართულ ვახტანგს თვალებს შორის გამჭოლი ნახვრეტი გაუკეთა.თითქოს ეს ნიშანი იყო...შავ სამოსიანი სპეცრაზმელები კალიებივით შეესივნენ ეზოს ისმოდა ღრიალი,გინება და ბრძანება "მუხლებზე!" "ხელები მაღლა!"..ეზოს შუაგულში კი ბარათელი ჩამჯდარიყო მიწაზე და მკერდზე მიხუტებულ ქალს ამღვრეული თვალებით დაჰყურებდა...
-ამის დედაც-ხმა გაუტყდა მამაკაცს-რა სულელი ხარ ირა...რა სულელი...
-მოვკვდები ხო!-სევდიანად ამოხედა ცრემლიანი სახით ქალმა.
-არ მოკვდები-სახეზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია ქალს და გაუღიმა-არ მოკვდები...მარიამს მარტოს არ დატოვებ...სასწრაფი მალე ამოვა.უკვე გზაშია ცოტაც გაუძელი შენ ხომ მაგარი გოგო ხარ...
-მარიამს შენისთანა მამა ჰყავს...გაუმართლა.-გაეღიმა ქალს და სისხლით დასვრილი ხელი ფრთხილად შეახო ლოყაზე.-მიხედავ ხოო...სალომე ,ჩემზე კარგი დედა იქნება...კარგი ცოლია...ჩემზე კარგი...დედაც კარგი იქნება...
-ნუ სულელობ, ჯობია გაჩუმდე!-თვალი აარიდა მამაკაცმა და ქვედა ტუჩზე ძლიერად დაიჭირა კბილები.სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და სამიდან, ორი იმდენად სახიფათო ადგილზე ნამდვილად არ ჰქონდა გადარჩენის შანსი.მანქანით მართლა ვერ მოახერხებდა ქალაქამდე ჩაყვანას...სასწრაფოს მოსვლამდე კი ნამდვილად ვერ გაძლებდა...არც თავად შეეძლო შიშველი ხელებით რაიმეს გაკეთება და ეს იყო საბოლოოდ რომ ანგრევდა.სევდიანი თვალებით უყურებდა ქალი და ცხოვრებაში პირველად გრძნობდა მის მიმართ თავს ზედმეტად დამნაშავედ...პირველად აფასებდა თავის ჩადებილ საქციელებს რეალურად და ხვდებოდა, რომ ის მიქარვები ,რაც თავისი თავკერძობით და შურისძიებით შებყრობილმა ჩაიდინა, ნამდვილად არ იყო სწორი ირინასთან მიმართებაში.
-გუგა...-თვალები გაახილა ქალმა და თეთრი ნისლის მიღმა ძლივს გაარჩია კაცის სახე.-არასდროს გიყვარდი ხო...
-ამის დედაც...კარგი რაა...-თავი ვეღარ შეიკავა და ცხოვრებაში პირველად გატყდა...ამღვრეული თვალებიდან დაუკითხავად გადმოგორებულმა მარილიანმა სითხემ, ყვრიმალები დაუსველა და დაბალ წვერში დაიდო ბინა.-მაპატიე...მაპატიე ხოო...ძალიან გთხოვ მაპატიე რაც დაგიშავე ირაა...გამაგრდი სასწრაფო მალე მოვა
-არ მოვა სასწრაფო გუგა...-სევდიანად გაეღიმა ქალს და ათრთოლებული თითები ლოყიდან ტუჩებზე გადაიტანა...ფრთხილად შეეხო-მიყვარხარ...მე შენ ყველაფერი გაპატიე, რადგან მარიამი მაჩუქე.ეხლა მე გჩუქნი ...მიხედე ხო...-ბართელმა თავი დაუქნია ხმის ამოღება ნამდვილად არ შეეძლო.ახლა რამე რომ ეთქვა აღრიალდებოდა...თმაზე მიეფერა და თვალებ დახუჭულ ქალს შუბლზე ფრთხილად შეახო ტუჩები.ირინას მკრთალად გაეღიმა და ერთიანად მოდუნდა.ბოლო იყო...ბოლო გაბრძოლება და მის მკერდში მფეთქავი ორგანოც გაჩერებულიყო.ეს ყველაფერი დაახლოებით 4,5 წუთის განმავლობაში ხდებოდა.ზემოდან დაჰყურებდა მისი სიცოცხლისთვის გარდაცვლილ ქალს და ეს ანადგურებდა...თავად არასდროს გაუღია მისთვის ამხელა მსხვერპლი...არასდროს.
-შენი !!!-იღრიალა მამაკაცმა -შენი დედააც!
ფეხზე გიჟივით წამოხტა და არადამიანურად შეშლილი სახით გაიჭრა პაპუნა გოქსაძისკენ, რომელიც ორ სპეცრაზმელს ბორკილებ დადებული გამოჰყავდათ.ფერ დაკარგულს ცხოველივით დაეტაკა და სახეში მთელი ძალით დაარტყა თავი...ძირს დავარდნილს ზემოდან ღრიალით მოექცა და მუშტებს გამეტებით ურტყამდა სახეში...მანამ, სანამ ერთიანად გადაგლესილი და უფორმო არ გახდა.შემდეგ გაჭირვებით ააგლიჯეს მამაკაცის უსიცოცხლო სხეულს და გვერძზე გაიყვანეს, სადაც მიწაზე ჩამჯდარი სახეზე აფარებული სისხლიანი ხელებით ბოლო ხმაზე ღრიალებდა.ღრიალებდა მანამ, ვიდრე მისი ორგანიზმი ერთიანად არ დაიცალა მრისხანებისგან და ბოღმისგან.ღრიალებდა,თავისი უმწეობის გამო,ღრიალებდა ირინას სისულელის გამო,ღრიალებდა იმიტომ რომ ხელებში ჩააკვდა ქალი რომელსაც თავის დროზე სიამოვნებით მოკლავდა ,მაგრამ მისი შვილის დედა იყო,ღრიალებდა მარიამის გამო,ღრიალებდა საკუთარი სინდისის გამო..სინდისის, რომელიც სამწუხაროთ მაღაზიაში არ იყიდება...რომელიც ან გაქვს, ან არა...მას კი ჰქონდა, უბრალოდ დროებით შვებულებაში იყო გასული.ღრიალებდა უსამართლობის,დამპალი ცხოვრების,ჩვეული რუტინის,განუკითხაობის და ყველას და ყველაფრის გამო.ამ დედამოტყნულ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრების შანსებს, რომ გინულებენ და გაიძულებენ მგელივით ხოცვა ჟლეტვაზე იყო გადასული მარტივი პრინციპის გამო :"ან მოკალი ან მოგკლავენ."
-დედას შე***** იიიიი!!!!-ამოიხრიალა ბოლოს დაღლილმა და სიგარეტს მოუკიდა.სასწრაფო მოსულიყო...რა კარგი დროსია...ორჯონიკიძის სხეული საკაცეზე გადაეყვანათ და სამედიცინო პარკ გადაფარებულს სასწრაფო დახმარების მანქანაში ასვენებდნენ.




იქ ,შორს ხის ტოტზე მჯდარმა სნაიპერმა კი ამ სცენის შენყურემ ღრმად შეისუნთქა ჰერი.იარაღი მხარზე მოიკიდა და ტოტიდან სხარტად ჩამოხტა.სირბილით ჩაიარა მანქანამდე მისასვლელი გზა და სულ მალე შავი რებჯროვერი საბურავების ხრიგინით მიიწევდა ქალაქისკენ.მიმავალ მოხრეშილ გზაზე...


ირინა.ორჯონიკიძე ჩვეულებრივი მოკვდავივით მიაბარეს მიწას...კარგი ადამიანი იყო, მაგრამ სულელი...არ იცოდა ცხოვრებაში რა მიზანი ჰქონდა ან რისთვის უნდა ებრძოლა...ყველაფრისგან დაღლილს მხოლოდ ერთი შანსი დარჩენოდა დახმარებოდა ცხოვრების სიყვარულს ,რადგან ის ამ ქვეყნად უფრო გამოსადეგი იყო ვიდრე მისი გამოუსადეგარი არსებობა.

ნინია წერეთელმა და გიორგიმ მალევე იქორწინეს.ქალბატონმა პროკურორმა სიამოვნებით...ცხოვრებაში ერთხელ მიიღო სწორი გადაწყვეტილება.გამოიყენა მისთვის მიცემული ერთი შანსი და მიატოვა კარიერა...მასზე წინ პირადი ცხოვრება დააყენა და ცხრა თვის თავზე პატარა ანაბელი მოევლინა ქვეყანას.

გიგა ბართელმა ახალი სახლი იყიდა და ამ სახლში ,ახალი ცხოვრება დაიწყო ცხოვრების სიყვარულთან და სამ შვილთან ერთად.მესამე გოგონა შეეძინათ სალომესავით ლამაზი და ნაზი ტასო მამასავით ნაცრისფერი თვალებით.

ფეფო 2018




ჩემს ერთადერთს, მისი ყველაზე საყვარელი დღის აღსანიშნავად.გიორგობას გილოცავთ თქვენც და ბარათელსაც. :* :*скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ნათია41

აუ რა მაგარია სრულად დაიდო ისეევ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ხელმეორედ მერე მესამედ და არ მომბეზრდებააა. წავედიიი დავიწყე????

 


№2  offline მოდერი ფ ე ფ ო

ნათია41
აუ რა მაგარია სრულად დაიდო ისეევ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ხელმეორედ მერე მესამედ და არ მომბეზრდებააა. წავედიიი დავიწყე????

მიდით :))) იმედია ისევ ისეთი შემართებით წაიკითხავთ :*

 


№3  offline წევრი ხოსე

ჩემი ნიკა ჩემი უსაზღვრო სიყვარულის მცოდნე გადარეული ბიჭი :-) კიდევ ერთხელ შემძრა მისმა სიგიჟემ და ჯოჯოხეთმა ნინიას მიმართ და მიხარია მისი ბედნიერება ასეთი ნენე გოგო რომ ჰყავს გვერდით რომელიც სხვებიგან განსხვავებით სამყაროს შეძრავს მისთვის :-))))

 


№4  offline წევრი naattii

არ მეგონა დღეს ასე თუ რამე გამახარებდა :დ გილოცავ გიორგობას ❤️ ბარათელი და დაცემულნი ლამის ყოველდღე ვიკითხო :დ ❤️

 


№5  offline წევრი ხოსე

ფეფო ნიკას შვილს ტასუნა არ ქვია ნადირობაში თუ რამე არ მახსოვს და მეშლება

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუუ როგორ გამიხარდა ♥️♥️♥️
აი რაღაც რომ გაკლია და არიცი რა მასე ვიყავი და რომ დავინახე თვალებს ვერ დავუჯერე არადა წაკითხული მქონდა მაგრამ რას გამიგებ?!მ ალბათ აყასჯერ რომ წავიკითხო არ მომბეზრდება ♥️♥️♥️
ეს ის ისტორიიაა და ის პერსონაჟები არიან რომლებზეც ვგიჟდები და ძნელია მოწყდე ♥️♥️
ისეთ ემოციებს მიღვიძებს რომ ვერა და ვერ ვძღები წაკითხვით ♥️♥️♥️
ყველაფერი ძალიან მაგრად გაქვს დაწერილი და გადმოცემული♥️♥️♥️
და ჰო მიყვარს მე ვაფშე ყველა პერსონაჟი კარგით დაწყებული ცუდით დამთავრებული ♥️♥️ ყველამ ისე მაგრად შეასრულა თავისი საქმე როგორც საჭირო იყო ♥️♥️ ჰოდა მიყვარხართ მე თქვენ და ეს ისტორია ყოველთვის დარჩება ჩემში ჩემებური სიყვარულით და ემოცებით ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი dakarguli

ფეფო, აი ბარათელის სიტყვებით რო ვთქვათ " მაგარი იყო ამის დედაც" :დდდ
ვგიჟდები შენი წერის სტილზე
წარმატებები ❤

 


№8  offline მოდერი ფ ე ფ ო

ხოსე
ფეფო ნიკას შვილს ტასუნა არ ქვია ნადირობაში თუ რამე არ მახსოვს და მეშლება

კი ტასო ქვია.აქ ცთომილებაა? არ გაგიკვირდეს ეს ისტორია მანამდეა დაწერილი ჯერ
ნადირომის მეორე ნაწილი ჩანაფიქრშიც რომ არ იყო...ასე რომ შეიძლება ავცდით

dakarguli
ფეფო, აი ბარათელის სიტყვებით რო ვთქვათ " მაგარი იყო ამის დედაც" :დდდ
ვგიჟდები შენი წერის სტილზე
წარმატებები ❤

ჯანდაბა,მაგრად მიხარია bowtie უღრმესი მადლობა.

naattii
არ მეგონა დღეს ასე თუ რამე გამახარებდა :დ გილოცავ გიორგობას ❤️ ბარათელი და დაცემულნი ლამის ყოველდღე ვიკითხო :დ ❤️

ძალიან მიხარია რომ გაგახარეთ... heart_eyes მეც გიკოცავ გეწეოდეს მისი მადლი.

 


№9  offline წევრი ხოსე

ხო აქ ლილე ქვიაო ნიკა ამბობს. არაუშავს გასაგებია ყველაფერიი :-*

 


№10 სტუმარი ზაური ბოლქვაძე

ბრავო ძაან მომეწონა დიდი სიყვარულით წავიკითხე ასე გააგრძელე ველი ახალ ისტორიას

 


№11  offline წევრი Tamuna Gogaladze

ძალიან კარგი იყოო♥♥♥მადლობა შენ ამ ემოციებისთვის

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.