შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ანუ შენ (დასასრული)


23-11-2018, 14:57
ავტორი Alice76
ნანახია 2 641

მე ანუ შენ (დასასრული)

მწვანე ხვლიკი გულთან ახლოს დაებინავებინა. ერთი კვირა გასულიყო მას შემდეგ,რაც სკოლაში წასვლაზე მუცლის ტკივილის მიზეზით განაცხადა უარი .
აღელვებული იდგა სკოლის შესასვლელთან და მოუთმენლად ელოდა ტატოს. გულში ახალი,უცნაურად ნათელი ცეცხლი ენთო. ახლა დარწმუნებული იყო,რომ იმსახურებდა მეგობრებს,სიყვარულსა და ბედნიერებას. იმიტომ,რომ ამას ყველა იმსახურებს.
ტატოს დანახვაც აღარ აფრთხობდა. მანამდე თუ მისდამი გაურკვეველი გრძნობა სძაბავდა,ახლა უკვე იცოდა,რაც სურდა. რადაც არ უნდა დაჯდომოდა,ტატოს გადაარჩენდა,თუნდაც თავად დროის ციკლისთვის ვერ დაეღწია თავი.
“დიადი მისია” მართლაც დიადი გახდა და ის დრო ენატრებოდა,კატოსთან ერთად რომ გეგმავდა წვრილმანებს.
თავად გოგონაც მონატრებოდა.
გადაწყვიტა,ჯერ ტატო ენახა,შენდეგ კი კატოსთან მისულიყო.
გასამხნევებლად ხელზე ამოტვიფრულ სიტყვას უყურებდა.
ტატო ანასთან ერთად გამოჩნდა. რაღაცაზე გატაცებით საუბრობდნენ და იცინოდნენ.
გულში ბოროტი მხეცი აუღრიალდა,რომელიც ანას თმების სათითაოდ ამოპუტვას ითხოვდა,თუმცა მიხვდა,დამნაშავე მხოლოდ თავად იყო იმაში,რომ ახლა ტატოს გვერდით თავად არ იდგა.
თამამად გასწორდა წელში და მათ მოახლოებას დაელოდა.
ბიჭმა როგორც კი თვალი მოჰკრა მის ფიგურას,მაშინვე დაუსერიოზულდა სახე,რამაც ვიას გული უარესად აუჩქარა.
-არ დავნებდები!-შეუძახა თავს და ტატოს ხელი დაუქნია. ანამ თითქოს განზრახ,ბიჭს ხელკავი გამოსდო.
-მაგ ხელებს ძირში გადაგამტვრევ-დაიღრინა,ახლა ფეხებზე ეკიდა ანას მესაკუთრე ბუნების ფსიქოლოგიური საფუძვლები.
-ამას ვის ვხედავ-გაიცინა ბიჭმა და ვია გადაკოცნა.
ანა ინტერესით უყურებდა მის მხარს უკნიდან.
-როგორ ხარ?-გოგონა დააიგნორა და ტატოს გაუღიმა-შეიძლება,ვილაპარაკოთ? მრჩევლის ვაკანსიასთან დაკავშირებით.
ტატომ მის მკერდზე მიბნეულ ხვლიკს თვალი შეავლო და თავი დაუქნია.
ანას ლამის ძალით გამოჰგლიჯა ხელი და დაემშვიდობა.
ნაძვებს შორის მდუმარედ მიდიდნენ. ვია ცდილობდა გაეხსენებინა,რის თქმას გეგმავდა ტატოსათვის,მაგრამ სიტყვები თითქოს უმისამართოდ დაფარფატებდნენ თავში.
-მე... დებილივით მოვიქეცი. -თქვა ბოლოს და სივრცეს გაჰხედა.
-ეგ ნამდვილად-ტატოს შუბლი შეჭმუხნოდა-იცი,იმიტომ იყო შენი საქციელი დებილური,რომ... ისეთი გრძნობა გამიჩნდა,ჩემთან მეგობრობა არც არასდროს გსურდა.
-არადა,ერთადერთი ადამიანი ხარ,ვისთანაც ნამდვილად ნამდვილად მინდა მეგობრობა-გაუღიმა ვიამ-ამ პერიოდში...მოკლედ კატომ ისეთი რაღაც მითხრა,რამაც სასოწარკვეთაში ჩამაგდო.
-მაინც რა გითხრა?-ვერ მოითმინა ტატომ.
-გეტყვი,აუცილებლად,მაგრამ ახლა არა. ჯერ მას უნდა ვესაუბრო,
-რაც არ უნდა ყოფილიყო,ჩვენ ისე მაგრად გამოგვდის ერთად ყოფნა-მხრები აიჩეჩა ტატომ-როგორ ავხსნა აი,ხომ ძალიან ცოტა ხანია,რაც დავახლოვდით,მაგრამ თავისუფლად შემიძლია ჩემი ყველა ფიქრი გითხრა და რაღაცნაირად მაგრად გამიტყდა,რომ შენ ეგრე არ ხარ.-უკმაყოფილოდ გაიხედა გვერდით.
-არა,ტატო... -ვია ცდილობდა,სწორი სიტყვები შეერჩია-მეც იგივეს ვგრძნობ,არ ვარ მხოლოდ მსმენელი,ძალიან,ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი,მაგრამ იმდენ ხანს ვიყავი ჩუმად... მიჭირს,უფრო სწორად,მიჭირდა. ახლა კი მინდა ბოდიში მოგიხადო და თანამდებობაზე დაბრუნება გთხოვო.-გაუღიმა.
-არც გამითავისუფლებიხარ-ხელი აიქნია ტატომ-დეკრეტზე გაგიშვი.
-ეგ ორსულებზეა,ბიჭო!-გაეცინა ვიას.
-ხო,ორსულად იყავი და უჟმური ვიაკო გააჩინე,მაგრამ ახლა უკვე გააშვილე და შეგიძლია დაბრუნდე-იხტიბარი არ გაიტეხა რატიმ.
-ძალზედ დიდსულონოვანი ხარ-რევერანსის გაკეთება სცადა ვიამ.
ერთად შევიდნენ სკოლის შენობაში. რამდენიმე ზოგადი შეკითხვის შემდეგ ,გოგონას გულმა ვეღარ გაუძლო და ვითომ და სასხვათაშორისოდ იკითხა.
-ანასთან რა ხდება?
ტატომ თვალები აატრიალა.
-მთხოვს,კატო მოვატყუოთ და წყვილად წავიდეთ წვეულებაზეო.
-რავიცი,ძალიან მხიარულად კი გამოიყურებოდით-უკმაყოფილო მზერა ვერ დამალა.
-გავიცინებდი,აბა,ვუთხარი,ადოლფ ჰიტლერი უნდა ვიყო წვეულებაზე და იცი რა მიპასუხა? კომუნისტებს ვერ ვიტანო-ტატო კინაღამ ჩაბჟირდა.
-სერიოზულად?-აჰყვა ვიაც-მართლა ჰიტლერობა გინდა? შე ავადმყოფო!
-რატომ? შეიძლება ცუდი და ბოროტი იყო,მაგრამ გენიალური სტრატეგი და პოლიტიკოსი.-ტუჩები დაბლა დასწია ბიჭმა.
-სადმე სვასტიკაც ხომ არ გაქვს ამოსვირინგებული-სიცილს ვერ წყვეტდა ვია.
-სულ სხვა რამეზე უნდა იცინოდე ახლა-ნერვები აეშალა ტატოს.
-ჰიტლერი რომ კონუნისტი გეგონება,ეგ სასაცილოც აღარაა-სახე სწრაფად დააწყო ვიამ-მაგაზე მერე ვიტირებ.
შესაბამის სართულზე რომ ავიდნენ,კატოს ოთახისაკენ გაემართნენ.
ვიამ ფრთხილად დააკაკუნა და კარი შეაღო,თუმცა შიგნით არავინ დახვდა.
კატოს ქურთუკი და ტელეფონი იქვე იდო,გოგონას ნივთები ისე იყო გაშლილი,იფიქრებდით,ამ წამს გავიდა სადღაცო.
ვია მაგიდას მიუახლოვდა. რატომღაც ისეთი განცდა ჰქონდა,რომ კატო შორს იყო.
ნივთები მოათვალიერა. “სი დი” დისკები,ქაღალფის ფერადი პეპელები,ყურსასმენები,მობილური და უამრავი კალამი მიმოფანტულიყო. ჩაეცინა,თავადაც ასეთი უწესრიგო მაგიდა ჰქონდა.
ტატო კართან დამდგარი აკვირდებოდა,შემდეგ კი ისიც მიუახლოვდა მაგიდას და ერთ-ერთი პეპელა აიღო.
-რატომ მგონია,რომ კატო აქ არაა?-ჩაილაპარაკა ბიჭმა.
ვიამ მხრები აიჩეჩა,სიტყვებით ვერ ხსნიდა იმ გრძნობას,რომელიც რაღაცით სიცარიელეს ჰგავდა .
კატოს ტელეფონი აიღო და დანაშაულის გრძნობის გარეშე მოხსნა ბლოკი.
გაიფიქრა,ბოლოს და ბოლოს,ჩემსას ვიღებ,სხვისას ხომ არაო.
კატოს მომხიბლავი “სელფების” გარდა ვერაფერი იპოვა,დისკებს აკვირდებოდა,რომელთაგან ერთ-ერთზე უცნაური წარწერა იყო გაკეთებული-“ სიმღერები მომავლიდან,ჩემთვის”,დისკი ჩანთაში ჩაიდო და რატის მიუბრუნდა.
-წავიდეთ და მერე ვიპოვი-ის იყო,წასვლას აპირებდა,რომ ერთ-ერთ პეპელას შეჰხედა და შეჩერდა.
საწყალს,რაღაც მაგარი საგნის ზემოქმედებით,ფრთები გასწორებოდა და დაეხარა,თუმცა სამაგიეროდ ფრთაზე გაკეთებული წარწერა მოჩანდა.
კატოს გაკრული ხელით,როგორც ჩანდა,სწრაფად მიეწერა-“მეც მიყვარხარ,ვია”
გაშტერებული უყურებდა საკუთარ ნაწერს. ვერაფერი გაეგო,სად გაქრა კატო,გამოჩნდებოდა თუ არა ისევ,მისი ეს ნაწერი რას ნიშნავდა...ალბათ დამშვიდობებას.
ტატოს მიაჩერდა,რომელიც ინტერესით უყურებდა.
-რა ხდება?ჰკითხა ბიჭმა და ახლოს მივიდა,ხელი დაუჭირა-ფერი დაკარგე,რა წერია მანდ?
უხმოდ გაუწოდა პეპელა.
-თქვენ რა,ისა... -დაიბნა ბიჭი-ერთმანეთი გიყვართ?
-რა?-თვალები აახამხამა ვიამ-არა,უფრო სწორად,კი,მაგრამ ისე არა,როგორც იფიქრე. -ისტერიულად გადაიკისკისა.-წამოდი,კატო უნდა მოვძებნოთ.
მთელი სკოლა გადაატრიალეს,გოგონა კი ვერსად ნახეს.
სკოლის დარაჯმა ვიას უთხრა,რომ იგი გვიან ღამით მისულიყო სკოლაში,უთქვამს,რომ ტელეფონი დარჩა.
არავინ იცოდა,სად ცხოვრობდა კატო,თუმცა სკოლაში მომუშავე ხალხის გარდა,არც არავინ იცნობდა გოგონას.
რატისაც კი მიაკითხა ვიამ,ბიჭმა მხოლოდ ის უთხრა,რომ კატო წინა დღით ნახა და წვეულების დეტალებზე ესაუბრა,ხოლო მისი სახლი მხოლოდ დაახლოებით იცოდა,სად იყო.
სკოლის შემდეგაც ბევრი ეძება,თუმცა ბოლოს იძულებული გახდა ეღიარებინა,რომ კატო მის სამყაროში აღარ იყო.
სასოწარკვეთა დაეუფლა. გოგონას გაუჩინარება ერთი მხრივ იმას ნიშნავდა,რომ გამოუვიდა და შეცვალა ის,რაც მომავალში შეაწუხებდა,ხოლო მეორე მხრივ,გულში საშინელ სევდას გრძნობდა. არ ეგონა,თუ კატო ასე მალე დატოვებდა. რამდენი რამის კითხვა სურდა,ჯერ კიდევ რამდენი ჰქონდა გასარკვევი. მისი რჩევების გარეშე ცხოვრება არ უნდოდა,კარგად იაზრებდა,რომ თავად უნდა ჩაენაცვლებინა მისი წასვლით გამოწვეული სიცარიელე,მაგრამ ვერაფრით ეგუებოდა იმ ფაქტს,რომ მაინც და მაინც ახლა გაქრა კატო-როდესაც ბოლოს და ბოლოს მიიღო საკუთარი თავი.
მეორე დილას გიგას არ დალოდებია,მარტო გაუყვა სკოლის გზას და ფიქრობდა მიზეზზე. სწორედ მისი სიყვარული იყო გასაღები. საკუთარი თავის სიყვარული. ფიქრობდა იმაზე,თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანისთვის თავისი მეს მიღებას ისეთის,როგორიც არის,მის მოსმენასა და გაგებას.
კატო წარსულში არა რაიმე კონკრეტული ფაქტის შესაცვლელად დაბრუნებულიყო,არამედ საკუთარი ფსიქიკისა და ძნელად გამოსავლები ფიქრების გამოსწორებისათვის.
ფიქრობდა,რა უნდა ექნა მის გარეშე და მიხვდა,რომ რადგანაც თავად იყო კატო,ამდენად თავისუფლად შეეძლო მისი დაწყებული საქმე გაეგრძელებინა.
***
-კატოს მოულოდნელად მოუწია წასვლა-გამოაცხადა დარბაზში,სადაც ძველებურად ბევრი ბავშვი შეკრებილიყო-თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ კლუბი აღარ იარსებებს და მის წამოწყებასაც აღარ განვაგრძობთ.
-ახლა შენ ითავე უფროსობა?-ჰკითხა ანამ.
-უფროსი აქამდეც არავინ იყო და ასეც გაგრძელდება-მკაცრად თქვა ვიამ-კატომ საშუალება მოგვცა,გაგვეაზრებინა რომ ის,რაზეც ვოცნებობთ ან უბრალოდ გვსურს,რომ მოხდეს,თავადვე შეგვიძლია გავაკეთოთ. მან უბრალოდ თქვა,რომ “იდეაფიქსს” უნდა ეარსება,დანარჩენი კი უკვე ჩვენ გვეხებოდა. თუ თავად არ მოვიწონებდით ამ აზრს და იდეებს არ მივაწვდიდით,ის უბრალოდ იჯდებოდა ხელოვნების კაბინეტში და ერთი-ორ დღეში თავის გზაზე წავიდოდა. ასე რომ,არა. ამ კლუბს არ სჭირდება უფროსი,არამედ უბრალოდ წევრები,რომლებიც იმაზე იფიქრებენ,როგორ გაუხალისონ ერთმანეთს ცხოვრება.
-ესე იგი,წვეულება თავად უნდა მოვაწყოთ?-რატი კედელს მიჰყრდნობოდა და ცალი ყურით უსმენდა მათ საუბარს.
-დიახ,ყველამ ერთად . უკვე მოიფიქრეთ,ვინ უნდა იყოთ?
როდესაც ერთხმად მიიღო დასტური,განაგრძო.
-ამ ქუდში-კატოს ოთახში ნაპოვნი ცილინდრი ასწია-ჩვენი სახელებია. ყველას,ვისაც გვსურს,რომ ამ ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჯერ ჩამოთვალეთ,ვინ გსურთ,რომ განასახიეროთ და შემდეგ განაწილებას შევუდგებით. მანამ,სანამ ყველას არ ეყოლება მეწყვილე.
მათეს სურდა,ჩარლზ ჩაპლინი ყოფილიყო,გოგას-ლუი ამსტრონგი. რატის ალ კაპონე აერჩია,ხოლო ანას-ანა ფრანკი.
განაწილების შემდეგ უცნაური წყვილები წარმოიშვა: ფრედი მერკური და მაჰათმა განდი,ზიგმუნდ ფროიდი და მაიკლ ჯექსონი,ინგლისის მეფე,ჰენრი მერვე და აბრაამ ლინკოლნი,ჩე გევარა და ვან გოგი,ადოლფ ჰიტლერი და ალბერტ აინშტაინი.
ვიას სახელი ტატომ ამოაძვრინა ქუდიდან და ბედნიერმა წამოიძახა,რა დამთხვევააო.
ვიას აღარ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე,რომ საკუთარი სახელის ჩაგდება საერთოდ დავიწყებოდა.
ეშმაკურად გაუღიმა ბიჭს და გაიფიქრა,კიდევ კარგი,პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ,ნამდვილად მომისყიდიდნენო.

წვეულების გამართვა ოცდასამ დეკემბერს,შაბათ დღეს გადაწყდა.
ვია მთელი ენერგიით ჩაერთო საქმეში. თანხის შეგროვება ანას და რატის მიანდო,რადგან ორივე ერთად მოეშორებინა,ისტორიის მასწავლებელი დაითანხმა,ერთი საღამო პოლიტიკური სტატიების ნაცვლად,ბავშვების დაწერილი ბიოგრაფიების წაკითხვისთვის დაეთმო,რათა ორი საუკეთესო ამოერჩია და დანარჩენები ჩაეთვალა,როგორც გაკვეთილის მომზადება და შესაბამისი ნიშანიც დაეფიქსირებინა.
დირექტორს,მიუხედავად იმისა,რომ ამ უკანასკნელს არ მოუთხოვია,ოც გვერდიანი მოხსენება წარუდგინა კლუბის საქმიანობის შესახებ და სკოლის ადმინისტრაციისგან ნებართვა ითხოვა,საკონფერენციო დარბაზი დაეთმოთ წვეულებისათვის.
არჩილმა მოხსენების პირველი რამდენიმე ხაზი წაიკითხა და განუცხადა,რაც გინდათ,ის ქენით,მთავარია,აპარატურა არ დააზიანოთ და პლანი არ მოწიოთო.
ტატოსთან ერთად შეარჩია წვეულებისათვის მოსართავი დეკორაციები და საჭმელი.
ბიჭებს მიაზიდინა მერხები,რომლებზეც ალაფურშეტი განთავსდებოდა,აპარატურა,რათა ყველა ისტორიულ თუ ცნობილ პიროვნებას ერთად ეცეკვა და ემღერა.
თავსაპირველად იფიქრა,ბავშვებისთვის ეთქვა,რომ მომეღერლებისა და მსახიობების ნაცვლად ვინმე ისტორიული პიროვნება აირჩიეთო,თუმცა შემდეგ მიხვდა,რომ ჩარლზ ჩაპლინი ანდა ლუი ამსტრონგი ისეთივე მნიშვნელოვანი პიროვნებები იყვნენ კაცობრიობის ისტორიაში,როგორც ნიუტონი.ყველა თავის საქმეში,რა თქმა უნდა.
პარასკევს საღამოს ტატოსთან ერთად მოამზადა პუნშის საცდელი ულუფა და მომდევნო საღამოსთვის თრობის გამოცდილებაც მიიღო.
ბიჭი ვიას სახლის სამზარეულოში ციბრუტივით ტრიალებდა,ვინაიდან პუნშმა აღარ დააკმაყოფილა და ვიას აიძულა,რაიმე უფრო მაგარი მოეძებნა,გოგონას მამის საფირმო ღვინის ბოთლების დასაკუთრების შემდეგ კი ბიჭი ვახშმის მომზადებას შეუდგა.
ვიას მშობლებმა ტატოს დანახვისას გაოცებით ასწიეს წარბები და მას შემდეგ სადღაც აორთლდნენ.
უჩამ კი დაუბარათ,ქეიფს რომ დაიწყებთ,გამაგებინეთო და თავის ოთახში შეიკეტა.
-მზადაა-ამოიხვნეშა ტატომ და შემწვარი კარტოფილი ომლეტს მიუდო გვერდით-ნამდვილი ოჯახის ქალი ხარ!-ამრეზილმა გადახედა ვიას,რომელიც უდარდელად წამოსკუპებულიყო სკამზე და კატოს დანატოვარ ტელეფონში მუსიკას უსმენდა.-თითი მაინც გაატოკე,თავი რომ მოვიტყუო,მეხმარება-მეთქი!
-მე სულაც არ მშიოდა!-ტუჩები გამოსწია ვიამ-ახლავე გავარკვიოთ,ოჯახში ვისაც პირველს მოშივდება,საჭმელსაც ის ამზადებს.
-უკვე მაგაზე ვფიქრობთ? ბეჭედი სადაა?-გაინაზა ტატო და მეტი დამაჯერებლობისთვის ყვავილებიანი წინსაფარი მოირგო-და თუ ბავშვებს მოშივდათ პირველებს,ჩემო გენიოსო?
-ბავშვებამდე ეგ წესი იყოს და მერე ისე გამოვა,რომ მე დედა ვიქნები და ისედაც ბევრი საქმე მექნება-აჰყვა ვიაც.
-მასე ადრე თუ გვიან,საყვარელს გავიჩენ. ვინმე მზარეულს-წარბი ასწია ტატომ.
-მაგას რა სჯობია მერე!-უდარდელად აიქნია ხელი გოგონამ-გემრიელი საჭმელი გვექნება.
-მართლა არც ისე ხარ ქალი-გადაიხარხარა ბიჭმა და ღვინო ჩამოუსხა-ჩვენს მომავალ ოჯახს გაუმარჯოს.
-ეს ერთი და სხვა მრავალი-წამოაყრანტალა ვიამ და ჩაიკისკისა.
-მასე თუ გააგრძელე,ერთსაც ვერ ეღირსები-მკაცრი სახე მიიღო ტატომ.-რა სიმღერაა?-კატოს მობილურს ჩაჰხედა.
-“ჰეფი people ”-ამოიკითხა ვიამ და დაამატა-ქართული ჯგუფია.
-კარგია-ტუჩები გაკვირბების ნიშნად ჩასწია ბიჭმა-აქამდე არ გამიგია.
-ვერც გაიგებდი,bedford falls-ი ამ სიმღერას 2016-ში გამოუშვებს.აქ ასე წერია-წამოსცდა.
-რა?-დაიბნა ტატო-მგონი უკვე დათვერი.
-არაფერიც,უბრალოდ კატოს კარგი ნაცნობები ჰყავს.-სევდიანად ამოთქვა და გაიღიმა.
-გენატრება,არა? როგორი ენერგიული იყო-ტატო გვერდით მიუჯდა და ღვინო მოსვა-თითქოს რაღაც მიზანი ჰქონდა. იცოდა,რა უნდა გაეკეთებინა,რა უნდოდა...
-ჰო,მიზანი ჰქონდა.-ამოიოხრა ვიამ-და ძალიან მენატრება,მაგრამ რას ვიზამთ,მისი გუშაგობა აქ დასრულდა.
-ეგ საიდანაა?
-არ ვიცი... რატომღაც გონებაში ამომიტივტივდა.
-კატო ძალიან გგავდა. ან შენ გავხარ მას. არ ვიცი რატომ,მაგრამ შენთან საუბრისას მის ბევრ მანერას ვამჩნევ.
-ჰო,ძალიან ვგავართ ერთმანეთს-გაუღიმა-ახლა კი,ვჭამოთ და ჩემი თმები და ულვაშები მოვამზადოთ.-გამოცოცხლდა და შემწვარი კარტოფილი დაიხვავა თეფშზე.
***
საკონფერენციო დარბაზში გაბურძგნული,ჭაღარას მიმსგავსებული თმითა და ულვაშით შელამაზებული გოგონა-აინშტაინი წინ და უკან დარბოდა.
საიდანღაც მკაცრმზერიანი ჰიტლერი მოძებნა და კომპიუტერისა და მუსიკალური ცენტრის მოწყობა დაავალა.
ალ კაპონე და ანა ფრანკი მორჩენილ თანხას ითვლიდნენ და მალულად გეგმავდნენ მაღაზიაში გაქცევას და ლუდის მომარაგებას.
მიუხედავად იმისა,რომ წვეულებამდე ბევრი ბავშვი მოიზიდეს,ახლა მათი რაოდენობა ისევ გაზრდილიყო.
ვიამ არ იცოდა,რა ექნა,რადგანაც მისულ სკოლელებს უკან ვერ გააბრუნებდა,თუმცა მათ ვერც სხვების მიერ ნაყიდ საჭმელს შესთავაზებდა და ვერც საღამოს დრეს-კოდის გარეშე შეუშვებდა.
ბოლოს გამოაცხადა,ვინც ახლა შემოგვიერთდა,ნახევარ საათში თქვენი ისტორიული ადამიანი აირჩიეთ,შეძლებისდაგვარად დაემსგავსეთ და ჩვენს ფინანსურ განყოფილებას შესაწირიც გადაეცითო.
ბიჭებმა პირველ მოთხოვნაზე ყურიც არ შეიბერტყეს,ხოლო თანხები გაიმეტეს და კიდევ უფრო გაამდიდრეს რატი და ანა,ეს უკანასკნელებიც მაშინვე გავარდნენ,”კიდევ რამეს მოვიტანთ”-ის ძახილით.
-ისე,ანა ამ ბოლო დროს აღარ მეხმიანება-ფიქრიანად ამოთქვა ადოლფ ჰიტლერმა და თმის ჟელეთი გაპოხილ თმაზე ხელი გადაისვა.
-მერე,გწყინს?-გაკვირვებულმა შეხედა აინშტაინმა.
-რა ვიცი,ერთი თვის უკან ჩემს გამო ვენებს იჭრიდა-გაიცინა ბიჭმა.
-ალ კაპონე ჰიტლერზე მიმზიდველია-თვალი ჩაუკრა ვიამ-ოღონდ არა აინშტაინისთვის.
-შენ არ იყავი,ფაშისტების გამო ამერიკაში რომ გაიქეცი?-გაიცინა ტატომ.
-უბრალოდ ჰიტლერს ვაეჭვიანებდი. და კიდევ,ყოველთვის არ დაიჯერო,როცა გეუბნებიან,მიყვარხარო.
-მიყვარხარ,ვია-მწვანე თვალები შეანათა ჰიტლერმა.
-ხედავ? მესმის,მაგრამ არ მესმის-გაუღიმა და ჩაპლინსა და ლუი ამსტრონგს დაუცაცხანა,ცოტა ხანს მოიცადეთ და მერე შეჭამეთ ჰამბურგერებიო.
***
-ამდენი ჩიფსი რა ჯანდაბად გვინდოდა?-პოლიეთილენის უზარმაარ პარკში ჩაიხედა რატიმ და უკმაყოფილოდ აწონა ხელით-ჯობდა უფრო მეტი ლუდი აგვეღო.
-ისედაც ათი ლიტრია-თვალები აატრიალა ანამ და მძიმე პარკი მანქანაში ისროლა-და მანამდე ოცი ვიყიდეთ. ღვინოცაა,ამხელა კუჭი ყველას ერთად არ გვექნება!
-ისინი,როგორც ვატყობ,ჯერ არ დაიწყებენ და ჩვენ ხომ არ დავიწყოთ ცალკე?-ეშმაკურად გაჰხედა მძღოლის ადგილას მოკალათებულმა ბიჭმა-უაზროდ უნდა ვიდგეთ იქ.
-ასეთი კარგი ჯერ არაფერი გითქვამს-გაიღიმა ანამ.
-ვა!-ამოთქვა რატიმ და ანას გაოცებული მიაჩერდა.
-რა?
-იღიმი? იცი,როგორ გიხდება? ოდესმე გინახავს შენი თავი გაღიმებული?
ანა შეეცადა,სერიოზული გამომეტყველება მიეღო,თუმცა ბიჭის გამოხედვაზე უფრო გაეცინა.
-არ მინახავს-უპასუხა და გადაიკისკისა.
-წელიწადში ერთი-ორჯერ რომ გაიღიმო,არდაგიწვავს და ქენი ხოლმე რა!-კმაყოფილმა დაძრა მანქანა-ეწევი?
-რას?
-რავიცი,სიგარეტს,ხუანსა და მარის...
-ეგ ორი განსაკუთრებით მიყვარს!
-თუ კიდევ გაიღიმებ,მოგიყვან-თვალი ჩაუკრა რატიმ.
-მიყვარს გაფუჭებული ხალხი.-ანთებული მზერით შეჰხედა ბიჭს ანამ.
-ო-ო... მე ძალიან,ძალიან გაფუჭებული ვარ-წაიმღერა რატიმ და სვლას აუჩქარა.
***
-სად ჯანდაბაში არიან?-წვეულება კარგა ხნის დაწყებული იყო,აიმშტანიმი მუსიკის ხმაურს თავის ჰიტლერთან ერთად გაშორდა,ცეკვისგან უკვე დაღლილიყო და ულვაშებიც სადღაც დაეკარგა.
ფანჯრის რაფაზე მოკალათებულნი ლუდს სვამდნენ და საუბრობდნენ.
ტატოს შავი ტუშით მიხატული ულვაში გადაშლოდა და ახლა ჰიტლერის მაგივრად ფრიადოსან მეხუთეკლასელს ჰგავდა.
-დაიკიდე რა,ალბათ იმ ფულიანად სადმე მოტყდნენ,არა უშავს.
-ამ ხალხს როდის ჩაენერგება თავსი პატარა პასუხისმგებლობა-თავი გაიქნია ვიამ-ნერვები მეშლება. მეც ვანდე რა ფული ორ ყაჩაღს.
-მოვლენ და მერე დელიკატურად აუხსნი-დაამშვიდა ტატომ-მაგათ გამო ნერვები არ მოიშალო.
-იცი,ადრე რატი მომწონდა... ძალიან-წამოსცდა ვიას და დამფრთხალმა შეჰხედა ბიჭს-ახლა კი მეშინია.ყოველთვის ასე იქნება? რომ მგონია,ადამიანი ძალიან მომწონს,ერთ დღეს გავიღვიძებ და აღმოვაჩენ,რომ რეალურად ისეთი არც არსებობდა არავინ და მე გამოვიგონე.
-ხან იქნება,ხანაც არა. გააჩნია,როგორ ადამიანებ მოიწონებ-ჩაილაპარაკა ტატომ-ისე,ეგ რამ მოგაწონა?
-შენ რამ მოგაწონა ანა?
-იმან,რომ ხანდახან ძალზედ ვდებილდები. ისევე,როგორც შენ.
-დადებილება ადამიანის ხვედრია-ბრძნულად გამოაცხადა გოგონამ და საჩვენებელი თითი ასწია.-და ერთმანეთი უნდა დავიცვათ,კაი?
-კაი,მაშინ ,თუ ვინმე *ირი მოგეწონება ისევ,პირდაპირ გეტვი და არ გაბრაზდე.
-არც შენ გაბრაზდე,მით უმეტეს,მე ვარ შენი მრჩეველი.-მკერდი წინ გამოსწია ვიამ და მწვანე თვლებმა გაიბრწყინეს.
ტატომ ღიმილით მოუთათუნა ხელი ლოყაზე და მიიხუტა.
-ჩემი მრჩეველი. არ გაბედო პოსტის მიტოვება,გაიგე?
მის მხარზე მიყრდნობილმა ვიამ თანხმობის ნიშნად ამოიღმუვლა და სხეულში გავრცელებულ სითბოს მყუდროდ დააკვირდა.
ფანჯარასთან მოძრაობა შენიშნა და გაოცებულმა წამოიწია.
მსხვილი,ფუმფულა ფანტელები ნელ-ნელა ცვიოდნენ ციდან და სიცხშირეს უმატებდნენ,სიბნელეში ლამპიონების შუქი კიდევ უფრო გამოკვეთდა მათ ზომებს.
ასეთი ბარდნა ვიას ბავშვობის შემდეგ არ ენახა.
-ჩქარა ტატო,წავედით!-წამოიკივლა,ბიჭს ხელო ჩაავლო და პირველ სართულზე ჩასასვლელ კიბეს ეცა.
არც კი გახსენებია,რომ ქურთუკი ჩაეცვა.
ცხოვრებაში ყველაზე მეტად ასეთი მომენტები უყვარდა-თავდაპირველად
დედა აღვიძებდა ეშმაკური ღიმილით და ეუბნებოდა,რომ ფანჯარაში გაეხედა,შემდეგ კი ძლივს აკავევდა აჟიტირებულ ვიასა და სასწაულებრივად გამოღვიძებულ მძინარა უჩას,რომ გარეთ პიჟამების ამარა არ გავარდნილიყვნენ.
შემდეგ უკვე თავად აღვიძებდა ძმას და თოვლის მოსვლას ახარებდა.
ახლა კი პირველად,სკოლაში,მეგობრებთან ერთად დააღამდა და თოვლიც პირველად იხილა ასეთ გარემოში.
არა დილით,არამედ ღამე. თხელი სვიტრის ამარა გავარდა გარეთ,აინშტაინის სავოდავი პარიკი მოიძრო,ცალ ხელს ტატოს არ უშვებდა.
-რა მაგარია-დაიჩურჩულა და ფიფქებს სახე შეუშვირა.
ღამის მდუმარებაში სმენისათვის შეუმჩნეველი,მაგრამ მაინც შეგრძნობადი ფიფქების დედამიწაზე დაცემის ხმა იმდენად იდუმალად და მყუდროდ ისმოდა,ვიას ბედნიერებისგან ტირილი უნდოდა.
ღრმად შეისუნთქა თოვლის სურნელი და ინატრა,ჯერ ვერ მიხვდნენ,რომ თოვს,მარტოობა გვაცადონო.
ბედნიერი იყო იმით,რომ ტატო ჰყავდა გვერდით. ყოველთვის ერჩივნა,მარტო შეყუჟულიყო სადმე მყუდრო ფუღუროში,ემალებოდა ხალხს,რადგან არ სურდა სიყალბვის დანახვა ანდა თავად გადაქცევა ყალბად.
ადამიანებთან კი სხვანაირად არ გამოსდიოდა,ვერაფერს უხერხებდა იმ ხელოვნურობას,რომელსაც სხვებისგან გრძნობდა. მაგრამ არა ტატო.
ის მართლაც სხვა იყო,სევდიანი და მხიარული,დინჯი და ცანცარა,ერთ წამს რომ სერიოზულად საუბრობდა,მეორე წამს შეეძლო წვრილი ხმით მიებაძა ქალისთვის და ვია ბოლო ხმაზე ეცინებინა,ანდა რაიმე ფილმის სასაცილო ფრაზა გაეჟღერებინა,რომელთა ამოუწურავუ მარაგი ჰქონდა თითოეული სიტუაციისთვის.
ახლა მის გვერდით იდგა,წყნარად იღიმებოდა და ხელს ჰხვევდა,რადგანაც ორიცე ქურთუკის გარეშე გამოსულიყვნენ.
ჰიტლერივით გადასიპულ თმაზე ფიფქების ჯარი დასხდომოდა და ახლა უკვე ბაბუა-ადოლფის ვარცხნილობა ჰქონდა.
მშვიდად მიდიოდნენ სკოლის ეზოში,როდესახ ხმა შემოესმათ და შეჩერდნენ.
რატი და ანა ბარბაცით შემოდიოდნენ ჭიშკარში,ერთმანეთს აკავებდნემ ხელით და პოლიეთილენის პარკებს მოიქნევდნენ.
ანას ენა გადმოეყო და ცდილობდა,ფიფქები დაეჭირა,რატი კი ჩაფიქრებული უყურებდა ცას და არც კი ცდილობდა,სწორად გაევლო.
-ესენი რა, თავისთვის გამოთრვნენ!-აღშფოთდა ვია-რა უსინდისობაა,ღმერთო!
აპირებდა,ორივე უნამუსო არსებას მიახლოვებოდა და ერთი კარგად გამოელანძღა,მაგრამ ნაბიჯი ჰაერში გაუშეშდა,რადგანაც რატი უცბად ანას დაეტაკა და ხელები მოჰხვია.
პარკები არც კი დაუდიათ,ისე ჩაეხვივნენ ერთმანეთს და ღამეში კარგად არც ჩანდა,რა სახის ილეთებს აკეთებდნენ.
ვიას მოგუდული ფხუკუნი შემოესმა და ტატოს მიუბრუნდა.
-ანას ახალი პრინცი ჰყავს-ჩაიცინა-ეჭვიანობის მიზეზი გაქვს.
-არ ვიცი,ამას როგორ გადავიტან-ჩაიხითხითა ბიჭმა-წამო,კურტკები ავიღოთ და გავისეირნოთ.
-მერე,დაჯილდოვება? საუკეთესო ბიოგრაფიის ავტორს პრიზი ეკუთვნის...
-იმდენი ხალხია,ვინმეს დავუტოვოთ ეგ საქმე-უდარდელად აიქნია ხელი ტატომ და შენობისკენ წაათრია.

დიდ ხანს დასეირნობდნენ ქუჩებში,იმდენად დიდ ხანს,რომ თოვლმა ასფალტის დაფარვაც მოასწრო და ხეებს ბამბის ქულებად დაედო.
გადათეთრებული ღამე- იშვიათი და ღირსშესანიშნავი სანახაობა,მთელი თავისი სიმშვენიერით წარმდგარიყო მათ წინაშე.
ვია ბედნიერი იყო,სრულყოფილად კმაყოფილი. მას და კატოს ყველაფერი გამოუვიდათ. მართალია გოგონა ფიზიკურად არ ჰყავდა გვერდით,თუმცა გონებაში მარტივად გამოჩნდა-ქერა,ლამაზი და მხიარული .ყოველთვის ვიას საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამდა,თუმცა თუ კი ორივე მიჰყვებოდნენ კამათს,აღმოჩნდებოდა,რომ ერთი და იგივეს ამბობდნენ.
კატო არ გამქრალა,მის გულში და სულში დარჩა სამუდამოდ და ეს ამის გააზრება ვიას მარტოობისგან იცავდა. ბოლოს და ბოლოს ბევრი ვერ დაიკვეხნის,ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემივე თავიაო.
ტატომ სახლამდე მიაცილა და ლოყაზე თბილი კოცნა დაუტოვა.

2019 წლის თებერვალი
-მარიამმა როდის დაგირეკა? მე რომ მითხრა,ნამდვილი შოკი მქონდა.
-თან ყველას რომ სათითაოდ ჩამოურეკა,ახარა,რა.
-ვინც არანაირად არ მივიდოდა,იმათაც კი დაურეკა-თვალები აატრიალა ვიამ.
-არიქა ხალხო,მეშველა,ვთხოვდები-ქალის ხმით დაიწიკვინა ბიჭმა და ვია გააცინა.
-რა იქნება,თოვლი მოვიდეს,რა!-ამოიბურტყუნა გოგონამ და ბიჭს ხელკავი გამოსდო-ბოლოს როდის იყო,გახსოვს? მე-არა!
-მგონი,რაღაც შტერობა წვეულება რომ მოვაწყეთ,მაშინ იყო,მაგრა რო ბარდნიდა-გაიცინა ბიჭმა-იმის მერე წესიერად არც მოსულა.
-ეჰ,რა დრო იყო!-ამოიკნავლა გოგონამ-დავბერდით,ტატო!
-სულ იმას არ გაიძახი,დრო ფარდობითიაო?
-მერე,ეგ რას მიშველის,თვალთან მაქვს უკვე ნაოჭები.
ტატომ ჩაიფხუკუნა და პასუხიარ გაუცია.
თებერვლის სუსხიან ღამეში,ქორწილიდან ბრუნდებოდნენ სახლში.
მათი კლასელი-მარიამი დაქორწინებულიყო და იმისათვის,რომ მისი ბედნიერება ყველას ენახა,არა მთელი სკოლა,არამედ რაიონი დაეპატიჟა.
ტატომ,ისევე როგორც ვიამ,სიტუაციას ალკოჰოლის გარეშე ვერ გაუძლეს,ამიტომაც მალევე წამოვიდნენ,თანაც ფეხით,რადგანაც ამ ცოტა დროში საკმაოდ ბევრის დალევა მოესწროთ.
ვიას გრძელი,ქერა თმები ტალღებად ჩამოშლოდა მხრებზე,განსაკუთრებით უყვარდა ასეთი სტილი,რადგანაც ძალიან ამსგავსებდა ერთ ძველ,საყვარელ მეგობარს.
ტატოს ისევ ძველებური ქოჩორი ამშვენებდა,მწვანე თვალებში ანცი სხივები დაუხტოდა,ტანი კი საკმაოდ გაზრდოდა,სკოლაში გამხდარს, ახლა ძლიერი და სპორტული აღნაგობა ჰქონდა.
ბიჭი ქალაქგარეთ ცხოცრობდა,ვია კი იქვე ახლოს,ამიტომაც ტატომ მეგობართან დარჩენა გადაწყვიტა.
-რამდენი ხანია,ჩემთან არ მოსულხარ-ტუჩები გამობერა ვიამ,როსესაც ბიჭი სახლში შეიპატიჟა.-სულ გამოგაშტერა იმ შენმა მარიტამ!
-აუ,აღარ მიხსენო,რა-ამოთქვა ტატომ -ქალები,მარტო ეგენი თუ მომკლავენ.
-მეც სულმ მაგას გეუბნები-ვიამ პალტო გაიხადა და გათოშილი ფეხები “კარმას” მიუშვირა.
უკვე კარგა ხანი იყო,რაც მარტო ცხოვრობდა და საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა კიდეც. კატოს გზას გაჰყოლოდა და ახლა ფიზიკისა და ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა.
-რაო,რა მინდაი?-ჰკითხა ბიჭს.
-რავიცი გოგო,გაგონილა გაცნობიდან ორ თვეში ქორწილის დაგეგმვა? მე იმასაც კი ვერ ვხვდებოდი,მიყვარდა თუ არა,ის კიდევ მეორე ბავშვს რომ დედაჩემის სახელს არქმევდა,მაგაზე მებაზრებოდა.
-მერე,თავი როგორ დაიძვრინე?
-ვუთხარი,სტერილური ვარ-მეთქი.
ვია კინაღამ გადაყირავდა.
-სერიოზულად?-ცრემლები წასკდა სიცილისგან-იმანაც დაგიჯერა?
-რავი,როცა მინდა,კარგი მსახიობი ვარ-გაიჯგიმა ტატო.-მიდი,შენი ძმის ღვინო დააძრე,ის რა იყო,ძმარი,ფუ!
-მარიამი ყოველთვის “ჟმოტი” იყო-ჩაიქირქილა ვიამ.
ორი ბოთლი წითელი ღვინის გამოცლის შემდეგ ორივე იმ სიმღერებს მღეროდა,რომლებიც სკოლის დროს მოსწონდათ.
ცეკვავდნენ და ბოლო ხმაზე გაჰყვიროდნენ სიტყვებს. დიდი ხანი იყო,ასე არ ემხიარულათ.
ყველას საკუთარი საქმე აქვს,მათ შორის მეგობრებს,შეყვარებულებს...
არავის შეუძლია ყოველთვის საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა,თუმცა მთავარი მაინც ასეთი შემთხვევები იყო-დიდი ხნის განშორების შემდეგ შეხვდები მეგობარს და თითქოს ბოლოს ორი საათის წინ ნახეო.
ბოლოს და ბოლოს,სააბაზანობდე მიღწეულმა, გადაქანცულმა ვიამ ძლივს მოიშორა სადღესასწაულო კაბა,ფუმფულა ხალათში გაეხვია და თავის ერთადერთ საძინებელში შეაჭრა,სადაც საწოლზე წამოკოტრიალებული ტატო დახვდა,ტელეფონით ხელში,რაღაც ვიდეოს უყურებდა.
-აქედან გაბრძანდი და დივანზე იძინებ-დაუცაცხანა ვიამ.
-ხმელია ის ჩემისა,რა-საწყალი თვალები შეანათა ბიჭმა.
-მე შენგან არ დავიძინებ-მტკიცედ განაცხადა ვიამ-ბოლოს საწოლიდან გადამაგდე,თუ გახსოვს!
-ეგ იმიტომ,რომ საბანს მართმევდი ,ვა!
-ცუდი წოლა გაქვს ტატო,გაბრძანდი რა!-კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ,თუმცა იცოდა,რომ დივანი მართლაც ხმელი იყო,ტატო კი,უზარმაზარი კუნთებითა და უკანალით,საკმაოდ ბევრს იწონიდა და ვია ვერ დაძრავდა.
ბიჭმა ტელეფონს თავი ანება,შარვალი გაიძრო,საბანში შეძვრა და ვიას სტუმართმოყვარულად გადაუწია მისი ნახევარი-მოდი გიჟო,გაგაგიჟო.
ჩაიფრუტუნა,ხალათი მიაგდო და ლოგინში შეძვრა.
ტატომ მარტოობა დიდ ხანს არ აცალა და უზარმაზარი ხელი გადაადო მკერდზე.
-ვაი, მეტკინა,დებილო-ხელი მოიშორა და გადაბრუნდა-დაიძინე და იცოდე,ფეხები არ იქნიო!
-ღამ-ღამობით სხვა რამეს ვიქნევ ხოლმე-ჩაიცინა ტატომ და ახლა უკნიდან მიეკრა,ხელი მუცელზე მოხვია.
-რა აჟიტირებული ხარ,რა ხდება?-თავი მიაბრუნა ვიამ და ბიჭს დააკვირდა-მგონი რაღაც მერჭობა.
-არ ვიცი,აი დღეს რომ დაგინახე,მივხვდი,რომ კიდევ ერთხელ მომინდა შენი კოცნა-უდარდელად მიუგო ტატომ.
-კიდევ ერთხელ? ბანკეტზე რომ დამეტაკე გალეშილი,ეგ ერთხელში არ გადის-აწითლდა ვია და ისევ გადაბრუნდა.
ყოველთვის ეშინოდა ამ გრძნობის. ტატო ძალიან კარგი მეგობარი,მაგრამ საშინელი შეყვარებული იყო,ამიტომაც აჯერებდა ყოველთვის თავს,რომ ბიჭის მიმართ მხოლოდ მეგობრული გრძნობები ჰქონდა,თუმცა თავადაც და ტატომაც მშვენივრად იცოდნენ,რომ ასე არ იყო.
ბიჭი კი თითქოს ტკბებოდა ამ ყველაფრით-იცოდა,ვია კარგა ხანია,მისი იყო და თამაშობდა,როგორც პატარა ბავშვი.
მათ შორის მყარად გამჯდარი მეგობრობა კი საშუალებას აძლევდათ,უხერხულობა გვერდით გადაედოთ და ყველაფერი პირდაპირ,შეულამაზებლად ეთქვათ ერთმანეთისთვის.
-როდემდე უნდა იყოს ასე?-გაიფიქრა ვიამ. არ მოსწონდა ის ფაქტი,რომ ტატო ვერაფრით აყენებდა საშველს,რაიმეთი შეეცვალა მათი მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა,თავად ვია კი ამას არაფრის დიდებით არ იზამდა,რადგანაც ეშინოდა. ცუდი შეყვარებული ტატოსი ეშინოდა.
ფიქრებისგან მაშინ გამოერკვა,როდესაც ბიჭის გახშირებული სუნთქვა შემოესმა.
ტატოს მისი მაისურის ქვეშ შეეყო ხელი და მუცელზე ნაზად ეფერებოდა.
-ტატო-ფრთხილად დაიწყო ვიამ,თუმცა ვეღარ გააგრძელა,რადგანაც ბიჭის ტუჩებმა კისრამდე
მიაღწიეს და კოცნა დაუტოვეს,რომელიც მთელს სხეულში ჭიანჭველებად გავრცელდა.
რამდენჯერმე გამეორდა ამბორი და ყოველი მომდევნო წინაზე უფრო ძლიერი იყო.
ხელებმა მუცელს თავი ანებეს და მკერდს მიაღწიეს.
-რაო,ხვლიკი?-დაუჩურჩულა ყურთან.
ვიას გონება ეკარგებოდა. აქამდე ტატოს გადამკიდე,სხვა ბიჭს წესიერად არც კი გაჰკარებია,მოფერებაც მხოლოდ ამ უკანასკნელისგან იცოდა იმ იშვიათ მომენტებში,როდესაც ალკოჰოლით გათამამებულნი თავს ვერ იკავებდნენ და ფრთხილად,გაუბედავად ეხებოდნენ ერთმანეთს,თუმცა ასეთი რამ ტატოს ჯერ არ გაუბედავს.
ალბათ,მონატრების გამოაო,წაილაპარაკა კატომ ვიას თავში.
მეგობრებს ერთი თვე იყო,რაც ერთმანეთი არ ენახათ.
გაცხოველებული ეფერებოდა ბიჭი ვიას და აღარ ფიქრობდა იმაზე,რომ გოგონა საკუთარი თავისთვის არ ემეტებოდა.
მისი სხეულის შეგრძნების გარდა არაფერი უნდოდა და თავს ვერ იმორჩილებდა,რომ ვიას მოწყვეტოდა.
თავისკენ მიაბრუნა და უკანალზე ხარბად მოუჭირა ხელები.
მაისური გადააძრო და ტუჩებით მკერდს წაეტანა.
ვიას კვნესა აღმოხდა და ვერ დაიჯერა,რომ ამ ხმას თავად გამოსცემდა.
არსაიდან გამოჩენილი სიმამაცით გახადა ბიჭს მაისური და საცვალი ჩაუწია.
ისეთი გრძნობა ჰქონდა,რომ რაღაც მშობლიურს დაუბრუნდა.ადგილს,სადაც უნდა ყოფილიყო.
ტატო ზემოდან დააწვა,ფეხებს შორის მოექცა და დაიჩურჩულა.
-მიყვარხარ,ვია.
გონებაში კი კატოს ჩირლიდერის ფორმა ჩაეცვა,ხელში ფუშფუშები დაეჭირა და ბედნიერი სახით იქნევდა გრძელ ფეხებს.




****
გასრულდა ესე ამბავი <3
იმედი მაქვს,დასასრული მოგეწონათ და ისეთი იყო,როგორც სულსა და გულს გაუხარდება.
ეს ისტორია ძალიან შემიყვარდა და უსასრულოდ გავაგრძელებდი,მაგრამ ხომ ვიცით,რომ არ გამოვა :(
მიყვარხართ და აუცილებლად დაგიბრუნდებით მალე ♥️


скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი naattii

ვაიმე არ მჯერააა, გიორგობის საჩუქარიიი ❤️❤️❤️ მიუხედავად იმის, რომ 7 გამოცდა მაქვს ამ საღამოს მაინც ჩავუჯდებიიიი ❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

naattii
ვაიმე არ მჯერააა, გიორგობის საჩუქარიიი ❤️❤️❤️ მიუხედავად იმის, რომ 7 გამოცდა მაქვს ამ საღამოს მაინც ჩავუჯდებიიიი ❤️❤️❤️

რა ნაცნობი სიტუაციაა :DD მიხარია და გელოდები♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი ლალალლალალალა

მეწყინა რომ დამთავრდა
ვიტირებ ახლა:დ
აუ ტატოს რა ჰიტლერობა მოუნდა ჰმმმ
გამიცრუა იმედები.
აქამდე როგორც ვთქვი უგულო იყო ჩემი ფავორიტი, მაგრამ წაართვა პირველობა :დ ამ საძაგელმა ნწნწ
ჩემთვის ემოციური იყო მართლა.
დაუსრულებლად წავიკითხავდი, ვაბშე ცოლად გავყვებოდი(მოთხრობას):დდ
ნუ ტატოსაც რაა
საერთოდ დემე და ტატო ფავორიტები არიან ჩემთვის შენი კაცებიდან:დ
ბაჩოც და მაქსიმუსიც:დდ
ხოდა ჩქარა დაბრუნდი თორემ გაგტკუცავ:დ

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლალალლალალალა
მეწყინა რომ დამთავრდა
ვიტირებ ახლა:დ
აუ ტატოს რა ჰიტლერობა მოუნდა ჰმმმ
გამიცრუა იმედები.
აქამდე როგორც ვთქვი უგულო იყო ჩემი ფავორიტი, მაგრამ წაართვა პირველობა :დ ამ საძაგელმა ნწნწ
ჩემთვის ემოციური იყო მართლა.
დაუსრულებლად წავიკითხავდი, ვაბშე ცოლად გავყვებოდი(მოთხრობას):დდ
ნუ ტატოსაც რაა
საერთოდ დემე და ტატო ფავორიტები არიან ჩემთვის შენი კაცებიდან:დ
ბაჩოც და მაქსიმუსიც:დდ
ხოდა ჩქარა დაბრუნდი თორემ გაგტკუცავ:დ

ჩემი ბუზღუნა ლალა <3
წამო იუსტიციაშო,გაჩუქებ და იქორწინეთ laughing
ჩემი კაცები laughing laughing ბევრი კაცი მყავს ამ თვალსაზრისით და აარჩიე,რომელიც გინდა <3
მიხარია,რომ მთლიანად ისეთი გამოვიდა,რომ მოგეწონა <3
რა ვთქვა მეტი,შენ რომ მოგწონს,ესე იგი,კარგია <3333

 


№5  offline წევრი ki si

აი ახლა ვიტირებ, ჯერ არ ვიყავი მზად ამის დასრულებისთვის. რატოოომ!
:დ

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

ki si
აი ახლა ვიტირებ, ჯერ არ ვიყავი მზად ამის დასრულებისთვის. რატოოომ!
:დ

სხვა მოთხრობები ითხოვენ გაგრძელებას და ნუ გადააკვდი ვიასო :(( არ მე მინდოდა დასრულება,მაგრამ რას ვიზამ disappointed_relieved heart_eyes

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეეე ეს რაიყო ?? აუუუ გეფიცები ამეტირა ისეთი კარგი იყო აი აი ზალიაან მაგარი ♥️♥️♥️♥️
აუუუ როგორ არ მინდოდა რომ დასრულებულიყო იცი? აი იმდენად მიყვარს უკვე ეს ისტორია რო უსასრულოდ წავიკითხავ ალბათ ♥️♥️♥️♥️ აუ შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი ემოციებიტ ავივსე ისე კარგად გქონდა ყველაფერი დაწერილი და გადმოცემული რომ დავმუნჯდი და სულ ჩავიკარგე ♥️♥️♥️♥️
ვაიმეე ასეთი საყვარლობა და სიგიჟე ჯერ არ წამიკითხავს მართლა ისეთი გახარებული და ბედნიერი ვარ აი სასწაულად ♥️♥️♥️♥️
ტატო და ვია ეს ორი არის ყველაფერის დასაწყისი აი ჰო მიგრძნობდა გული და ახდანკიდეც ♥️♥️♥️♥️♥️ იმედები რომ გამიმართლე მაგისთვის ცალკე მიყვარხარ შენ და ეს გიჟი პერსონაჟები ♥️♥️♥️♥️
ცალკე იმან გამახარა ანა და რატისაც რომ ეშველათ ♥️♥️♥️
აუუ არვიცი უბრალოდ რავთქვა ემოციებით ვარ სავსე ♥️♥️♥️ მადლობა შენ ამისთვის ♥️♥️ უმაგრესი გოგო ხარ და რავიცი რავთქვა გელოდები ისევ მოუთმენლად ახალი ისტორიით ♥️♥️♥️♥️წარმატებები♥️♥️♥️

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტკბილიწიწაკა
ვაიმეეე ეს რაიყო ?? აუუუ გეფიცები ამეტირა ისეთი კარგი იყო აი აი ზალიაან მაგარი ♥️♥️♥️♥️
აუუუ როგორ არ მინდოდა რომ დასრულებულიყო იცი? აი იმდენად მიყვარს უკვე ეს ისტორია რო უსასრულოდ წავიკითხავ ალბათ ♥️♥️♥️♥️ აუ შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი ემოციებიტ ავივსე ისე კარგად გქონდა ყველაფერი დაწერილი და გადმოცემული რომ დავმუნჯდი და სულ ჩავიკარგე ♥️♥️♥️♥️
ვაიმეე ასეთი საყვარლობა და სიგიჟე ჯერ არ წამიკითხავს მართლა ისეთი გახარებული და ბედნიერი ვარ აი სასწაულად ♥️♥️♥️♥️
ტატო და ვია ეს ორი არის ყველაფერის დასაწყისი აი ჰო მიგრძნობდა გული და ახდანკიდეც ♥️♥️♥️♥️♥️ იმედები რომ გამიმართლე მაგისთვის ცალკე მიყვარხარ შენ და ეს გიჟი პერსონაჟები ♥️♥️♥️♥️
ცალკე იმან გამახარა ანა და რატისაც რომ ეშველათ ♥️♥️♥️
აუუ არვიცი უბრალოდ რავთქვა ემოციებით ვარ სავსე ♥️♥️♥️ მადლობა შენ ამისთვის ♥️♥️ უმაგრესი გოგო ხარ და რავიცი რავთქვა გელოდები ისევ მოუთმენლად ახალი ისტორიით ♥️♥️♥️♥️წარმატებები♥️♥️♥️

უდიდესი მადლობა შენ ასეთი ემოციებისთვის♥️♥️♥️ მიხარია,რომ მოლოდინი გავამართლე და მოგეწონა♥️♥️ მინდა,რომ მალე დაგიბრუნდეთ და კიდევ ვიგრძნო ეს ბედნიერება♥️♥️♥️

 


№9  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აი იცი რა მაგარი იყო??
აი კატოს წასვლა კი ძალიან მეწყინა მაგრამ ხომ ვიცოდით რომ წავიდოდა
ტატაოს და ვიას წყვილი??
პირდაპირ სასწაულია
ძალიან მომეწონა მე ეს ისტორია
გამიხარდა რომ ტატო არ მოკვდა
კატომ და ვიამ მისია შეასრულეს
ძალიან კარგი იყო ისტორია და ძალიან მაგარი ხარ შენ ❤ ❤

 


№10  offline ახალბედა მწერალი Alice76

meocnebe avadmyopi
აი იცი რა მაგარი იყო??
აი კატოს წასვლა კი ძალიან მეწყინა მაგრამ ხომ ვიცოდით რომ წავიდოდა
ტატაოს და ვიას წყვილი??
პირდაპირ სასწაულია
ძალიან მომეწონა მე ეს ისტორია
გამიხარდა რომ ტატო არ მოკვდა
კატომ და ვიამ მისია შეასრულეს
ძალიან კარგი იყო ისტორია და ძალიან მაგარი ხარ შენ ❤ ❤

ვაიმეეე საყვარელო ♥️♥️♥️
რა კარგი ხარ,ასეთი თბილი სიტყვებით რომ მანებივრებ♥️♥️
მიხარია,რომ ასე მოგეწონა და დიდი მადლობა♥️♥️

 


№11  offline წევრი naattii

მერამდენედ უნდა დამტოვო გაღიმებულიიი, ყოველთვის ბოლოს რატომ იწყებ ყველაფეეერს, რა ვქნა ეხა მე ამათი საერთო მომენტებიც რომ მინდა როგორც შეყვარებულებიიიის. არ მეყო არა, აი არაფრიით, რატო ხარ ესე სასწაულიიიი :(

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

naattii
მერამდენედ უნდა დამტოვო გაღიმებულიიი, ყოველთვის ბოლოს რატომ იწყებ ყველაფეეერს, რა ვქნა ეხა მე ამათი საერთო მომენტებიც რომ მინდა როგორც შეყვარებულებიიიის. არ მეყო არა, აი არაფრიით, რატო ხარ ესე სასწაულიიიი :(

ვიცი,რომ არ გყოფნით,მაგრამ მათი ურთიერთობა გამოჩნდა ისედაც მთელი ისტორიის განმავლობაში♥️ იმედი მაქვს,დიდი დანაკლისი არ დავტოვე ;((
ძალიან მიყვარხარ მე შენ ასეთი კარგი რომ ხარ♥️♥️♥️

 


№13  offline წევრი naattii

Alice76
naattii
მერამდენედ უნდა დამტოვო გაღიმებულიიი, ყოველთვის ბოლოს რატომ იწყებ ყველაფეეერს, რა ვქნა ეხა მე ამათი საერთო მომენტებიც რომ მინდა როგორც შეყვარებულებიიიის. არ მეყო არა, აი არაფრიით, რატო ხარ ესე სასწაულიიიი :(

ვიცი,რომ არ გყოფნით,მაგრამ მათი ურთიერთობა გამოჩნდა ისედაც მთელი ისტორიის განმავლობაში♥️ იმედი მაქვს,დიდი დანაკლისი არ დავტოვე ;((
ძალიან მიყვარხარ მე შენ ასეთი კარგი რომ ხარ♥️♥️♥️

აი აი ის სასწაული მომენტი კიდევ მინდოდა მაგალითად სამზარეულოში ვითომ ხუმრობაში ოჯახი რომ დაგეგმეს ❤️ არასდროს მყოფნის შენი პერსონაჟები ❤️

 


№14  offline წევრი ki si

Alice76
ki si
აი ახლა ვიტირებ, ჯერ არ ვიყავი მზად ამის დასრულებისთვის. რატოოომ!
:დ

სხვა მოთხრობები ითხოვენ გაგრძელებას და ნუ გადააკვდი ვიასო :(( არ მე მინდოდა დასრულება,მაგრამ რას ვიზამ disappointed_relieved heart_eyes

ოჰ ეს ეჭვიანი შვილები :დ

 


№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

naattii
Alice76
naattii
მერამდენედ უნდა დამტოვო გაღიმებულიიი, ყოველთვის ბოლოს რატომ იწყებ ყველაფეეერს, რა ვქნა ეხა მე ამათი საერთო მომენტებიც რომ მინდა როგორც შეყვარებულებიიიის. არ მეყო არა, აი არაფრიით, რატო ხარ ესე სასწაულიიიი :(

ვიცი,რომ არ გყოფნით,მაგრამ მათი ურთიერთობა გამოჩნდა ისედაც მთელი ისტორიის განმავლობაში♥️ იმედი მაქვს,დიდი დანაკლისი არ დავტოვე ;((
ძალიან მიყვარხარ მე შენ ასეთი კარგი რომ ხარ♥️♥️♥️

აი აი ის სასწაული მომენტი კიდევ მინდოდა მაგალითად სამზარეულოში ვითომ ხუმრობაში ოჯახი რომ დაგეგმეს ❤️ არასდროს მყოფნის შენი პერსონაჟები ❤️

ეგოისტურად მიხარია ეგ ♥️♥️

 


№16  offline წევრი LI_BE

შენსავით საოცარი ისტორია გამოვიდა heart_eyes

რამდენი რაღაცის სწავლა შეიძლება შენი ისტორიიდან. რა კარგი იქნებოდა, ვინმე მეც მყოლოდა მიმთითებელი ან მასწავლებელი, რომ ეთქვა, რომ პირველ რიგში ადამიანს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს და საკუთარ თავს სცეს პატივი და დანარჩენი უფრო დალაგდება. ჩვენ მთელ დროს დანარჩენის დალაგებას ვანდომებთ და ბოლოს გვახსენდება საკუთარი თავი. მე მაგალითად, ცოტა გვიან მივხვდი ამას და ვფიქრობ, რომ ძალიანაც დავაგვიანე. worried

ვახ, რა პესიმისტურ ნოტაზე გადავედი, არადა შენი ისტორიები ხომ პირიქითაა, ადამიანს უზარმაზარ სტიმულს აძლევს, წინ წასვლისათვის და ბონუსად, ძალიან დიდი ენერგიას, და მე პირადად ისეთ ხასიათზე მაყენებს, რომ მგონია რომ ხვალ დილიდან მთებს გადავდგამ smile

მიყვარხარ, შე მართლა ჯადოქარო heart_eyes smile

პ.ს. უნდა გითხრა და იმედია სწორად გამიგებ, ცოტა რაღაც დამაკლდა ამ თავში, უფრო ემოციურ დასასრულს ველოდი და ეს ემოცია დამაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი დასასრული იყო.

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

LI_BE
შენსავით საოცარი ისტორია გამოვიდა heart_eyes

რამდენი რაღაცის სწავლა შეიძლება შენი ისტორიიდან. რა კარგი იქნებოდა, ვინმე მეც მყოლოდა მიმთითებელი ან მასწავლებელი, რომ ეთქვა, რომ პირველ რიგში ადამიანს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს და საკუთარ თავს სცეს პატივი და დანარჩენი უფრო დალაგდება. ჩვენ მთელ დროს დანარჩენის დალაგებას ვანდომებთ და ბოლოს გვახსენდება საკუთარი თავი. მე მაგალითად, ცოტა გვიან მივხვდი ამას და ვფიქრობ, რომ ძალიანაც დავაგვიანე. worried

ვახ, რა პესიმისტურ ნოტაზე გადავედი, არადა შენი ისტორიები ხომ პირიქითაა, ადამიანს უზარმაზარ სტიმულს აძლევს, წინ წასვლისათვის და ბონუსად, ძალიან დიდი ენერგიას, და მე პირადად ისეთ ხასიათზე მაყენებს, რომ მგონია რომ ხვალ დილიდან მთებს გადავდგამ smile

მიყვარხარ, შე მართლა ჯადოქარო heart_eyes smile

პ.ს. უნდა გითხრა და იმედია სწორად გამიგებ, ცოტა რაღაც დამაკლდა ამ თავში, უფრო ემოციურ დასასრულს ველოდი და ეს ემოცია დამაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი დასასრული იყო.

ვერ აღვწერ,როგორ მიხარია,რომ ამდენ რამეს ხედავ ჩემს ნაწერში . ძალიან დიდი ბედნიერება და სტიმულია ჩემთვის.
პ.ს . ძალიან ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა ამ თავში,მინდოდა,კიდევ ბევრი რამ გადმომეცა მაგრამ თქვენი,მკითხველის იმედზე დავტოვე დანარჩენი. შემეძლო,დამეწერა და არავინ მიშლიდა,მაგრამ ვფიქრობ,მთავარი გადმოვეცი,ვთქვი ის,რისი თქმაც მინდოდა,სხვა კი უკვე თითოეული ათამიანის წარმოსახვაზეა.
ჩემი ორიენტაცია გრძნობებზე იყო. ვეცადე,ვიაზე და ტატოზე მეტი გადმომეცა,მაგრამ ვერ შევძელი. ვფიქრობ იმიტომ,რომ არც იყო საჭირო.იმედი მაქვს,ამ პატარა დანაკლისს გამიგებ.
მიყვარხარ მე შენ,მგონი,უკვე გითხარი♥️

 


№18  offline წევრი რუსკიმარუსია

სასწაული გოგო რომ ხარ იცი უკვე ხო? heart_eyes მიყვარს მე შენი ისტორიები heart_eyes რა უნდა გითხრა არ ვიცი. დავიწყებ იმით, რომ ანა და რატი ზუსტად ერთმანეთის შესაფერისები არიან და მიხარია ჩემს ბავშვებს თავი,რომ დაანებეს და ერთმანეთზე გადაერთვნენ laughing (აქ ბედნიერებისგან ვცეკვავ, მაგრამ ეგეთი სმაილი რადგან არაა შენ იგულისხმე laughing laughing )
ახკა ტკბილ ლუკმაზე გადავალ. smile კატოს დიად მისიას ორმაგი დატირთვა ჰქონია თურმე:გადარჩე და გადაარჩინო. ორივეს წარმატებით გაართვა ჩვენმა ვიამ თავი, თავდაჯერებული, მხიარული და წარმატებული ქალია მეგობრებთან ერთად და რაც მთავარია გვერდით ყველაზე მაგარი ბიჭი ჰყავს heart_eyes ისე მიხარია ტატო ცოცხალი, რომ არის ვერ წარმოიდგენ kissing_heart რაც შეეხება სამზრეულოს ეპიზოდს, იმდენად რეალისტური იყო, რომ ჩემს წარმოსახვაში მათი ოჯახური თანაცხოვრება სწორედ მაგ სცენარით განვითარდა, როგორ უმზადებს ტატო ვიას ვახშამს, ვია კიდევ დილით ქმარს და შვილებს საუზმეს და ა.შ. ბევრი ბედნიერი და ფერადი დღეებით სავსე heart_eyes ძაან გავიჭერი ოცნებებში ხო? smile
მადლობა შენ კიდევ ერთი სასწაული ისტორიისთვის და გელოდები მორიგი სასწაულით, რეალისტურით თუ ნაკლებრეალისტურით heart_eyes heart_eyes

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
სასწაული გოგო რომ ხარ იცი უკვე ხო? heart_eyes მიყვარს მე შენი ისტორიები heart_eyes რა უნდა გითხრა არ ვიცი. დავიწყებ იმით, რომ ანა და რატი ზუსტად ერთმანეთის შესაფერისები არიან და მიხარია ჩემს ბავშვებს თავი,რომ დაანებეს და ერთმანეთზე გადაერთვნენ laughing (აქ ბედნიერებისგან ვცეკვავ, მაგრამ ეგეთი სმაილი რადგან არაა შენ იგულისხმე laughing laughing )
ახკა ტკბილ ლუკმაზე გადავალ. smile კატოს დიად მისიას ორმაგი დატირთვა ჰქონია თურმე:გადარჩე და გადაარჩინო. ორივეს წარმატებით გაართვა ჩვენმა ვიამ თავი, თავდაჯერებული, მხიარული და წარმატებული ქალია მეგობრებთან ერთად და რაც მთავარია გვერდით ყველაზე მაგარი ბიჭი ჰყავს heart_eyes ისე მიხარია ტატო ცოცხალი, რომ არის ვერ წარმოიდგენ kissing_heart რაც შეეხება სამზრეულოს ეპიზოდს, იმდენად რეალისტური იყო, რომ ჩემს წარმოსახვაში მათი ოჯახური თანაცხოვრება სწორედ მაგ სცენარით განვითარდა, როგორ უმზადებს ტატო ვიას ვახშამს, ვია კიდევ დილით ქმარს და შვილებს საუზმეს და ა.შ. ბევრი ბედნიერი და ფერადი დღეებით სავსე heart_eyes ძაან გავიჭერი ოცნებებში ხო? smile
მადლობა შენ კიდევ ერთი სასწაული ისტორიისთვის და გელოდები მორიგი სასწაულით, რეალისტურით თუ ნაკლებრეალისტურით heart_eyes heart_eyes

მინდა გითხრა,რომ უბედნიერესი ვარ. ზუსტად ისე გაიგე დასასრული,როგორც ჩავიფიქრე.
ძალიან გამახარე♥️
დიდი მადლობა შენ,უძვირფასესი შეფასებაა და მიხარია,რომ ასე კარგად გადმოვეცი და გაიგე ის,რაც მინდოდა,რომ მეთქვა.
ვეცდები,მალე დავბრუნდე არც ისე რეალისტური ან რეალისტური ამბით♥️

 


№20  offline წევრი Liziko27

ყველაზე მაგარი დასასრული. სამჯერ წაკითხვა არ მეყო ბოლო სტრიქონების;*;*

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

Liziko27
ყველაზე მაგარი დასასრული. სამჯერ წაკითხვა არ მეყო ბოლო სტრიქონების;*;*

უბედნიერესი ვარ <3 <3 დიდი მადლობა საყვარელო <3

 


№22 სტუმარი სტუმარი სოფიო

დასკვნა:
არ შეიძლება ჩემთვის თქვენი კითხვა !!!
როგორ შეიძლება ასე ა?
კიდევ ერთი გათენებული ღამე და კიდევ უფრო მეტად გამძაფრებული სურვილი იმ დროში დაბრუნებისა როცა "რობოტა და რობოტუნები"გადიოდა.
ოი რამდენ რამეს შევცვლიდი და გამოვასწორებდი
❤❤❤❤❤

 


№23  offline აქტიური მკითხველი grafo

კარგი, იმედია ასეთი ისტორია ბოლოა და საბავშვო ბაღს დატოვებ როგორმე,
მართლა ოღონდ!
ისევ დაღლილი ვარ, სხვა რამე რომ დავწერო კიდევ:*.

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo
კარგი, იმედია ასეთი ისტორია ბოლოა და საბავშვო ბაღს დატოვებ როგორმე,
მართლა ოღონდ!
ისევ დაღლილი ვარ, სხვა რამე რომ დავწერო კიდევ:*.


გრაფ,დაღლილი ხარ,მაგრამ საბავშვო ბაღი? მეტი არაფერი გამოჩნდა შენთვის ამ ისტორიაში?
პ.ს. გყვარობ მე შენ,ყოველთვის და ყოველგან♥️

 


№25 სტუმარი ნათია41

ღმერთო ჩემოოოო ამ ბალზაკის ასაკში მყოფ ქალს პეპლები ამიფრიალე მუცელში. მეგონა გააგრძელებდი და თან იმასაც ვფიქრობდი ტველაზე გრძელი ისტორია გამოვიდათქო

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნათია41
ღმერთო ჩემოოოო ამ ბალზაკის ასაკში მყოფ ქალს პეპლები ამიფრიალე მუცელში. მეგონა გააგრძელებდი და თან იმასაც ვფიქრობდი ტველაზე გრძელი ისტორია გამოვიდათქო

ჰეჰეე ასაკი და მასაკი არ ვიცი მე :3 მიხარია,რომ პეპლები აფრიალდნენ♥️ სწრაფად დამთავრება ჩემი სტილი გახდა:/

 


№27 სტუმარი ლეია

Bedford Falls :)))))
არვიცი შენი ისტორიები უფრო მიყვარს თუ მუსიკა შენს ისტორიებში :))))
მადლობა, ჩემს დაღლილ საღამოებს ძალიან ალამაზებ.

 


№28 სტუმარი kusa13

ვაიმეე რამდენი ვინერვიულე და რა არაჩვეულებრივად დამთავრდაა ❤❤ ვგიჟდები შენს ისტორიებზეეე რაა, სასწაულია პირაპირ ❤ ის პირველი ისტორია რომ არ მენახა არვიცი რამეშველებოდა ❤ ახლახანს დაამთავრე ეს მაგრამ მოუთმენლად ველი შენს ახალ შესანიშნავს იატორიაას საყვარელო :D წარმატებები და მადლობა ასე რომ მაბედნიერებ ❤❤❤

 


№29  offline წევრი dakarguli

გგონია აქ არ ვარ?? :დდდდ
ჯერ კიარ წამიკითხავს მაგრამ.... ვიცი რო ძალიან ვისიამოვნებ და ვინახავ შავი დღისთვის :დდდ
ხოოოოოო.... შენ ხარ უსაყვარლესი , და კიდე უფრო უსაყვარლესი :დდდ

 


№30  offline წევრი კეროლაინი

ვაუუ❤️❤️ ასეთი ჯერ არაფერი წამიკითხავს.. ❤️❤️ ძალიან მომეწონა❤️❤️❤️❤️❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.