შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (20)


23-11-2018, 18:33
ავტორი Moonlight17
ნანახია 850

მთვარის წითელი სონატა (20)

20. "გამოტყდა"

ამოვიხვნეშე. არმინდოდა ასე მარტივად მეპატიებინა და არც ვაპატებდი.
- ჩემთან დამტოვე.- ვუთხარი ისე რომ არ შემიხედავს. თუმცა ვიგრძენი სახე როგორ დაასერიოზულა. უხმოდვე დაძრა. მანქანაში სიჩუმე ბოლოს მე დავარღვიე.
- გათბობას აუწიე რა..
- გცივა?
- ლოგიკურია.- თვალები ავატრიალე. მანაც ღილაკი გადაწია და მაშინვე ვიგრძენი თბილმა ჰაერმა როგორ დამიბერა. ფანჯარაში ვიყურებკდი და მაინც ვფიქრობდი რომ მისთვის არ უნდა დამერეკა.
- ხედავ? ერთი დღეც ვერ გაძელი უჩემოდ.
სიცილით მითხრა. ეს ბიჭი ნამდვილად ჩემ აზრებს კითხულობს! არც განვძრეულვარ ისე ამოვიხვნეშე.
- იცი დამნაშავე ხარ და ხუმრობა არ გამოგივა.
- მეგონა მაპატიე.
- ის რომ სიკვდილს გადამარჩინე, არ ნიშნავს პატიებას!- მკაცრად ვუთხარი და მანქანაც გაჩერდა. ჩემს სახლთან ვიყავით. უხერხულო სიჩუმე დატრიალდა ისევ. მხოლოდ წვიმის ხმა გვირღვევდა მას.
- მადლობ, მაინც.
- რათქმაუნდა.
დაბალ ხმაზე ამოილაპარა და მეც გადავედი. სირბილით მივედი კარებთან და სახლში შევვარდი. დედაჩემი სახლში არიყო. მივხვდი მეზობელთან იყო გადასული. მაშინვე გავიხადე ყველაფერი და გასარეცხად შევყარე მანქანაში. ცხელი წყალი მოვუშვი და გაყინული სხეული გავითბე. ყველაფრისდა მიუხედავად ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი საკუთარი თავი დამეწყნარებინა.
- მარიამ მანდ ხარ?
მომესმა დედაჩემის ხმა.
- კი დედა.- ჩავახველე და ხმა ჩავიწმინდე. თავი საშინლად მტკიოდა და ვერადა ვერ ვთბებოდი. ბოლოს წყალსაც მოვეშვი და თბილად ჩავიცვი. ხელს დავხედე, საშინლად გამოიყურებოდა მაგრამ არ მინდოდა ნათიას ენახა. შეძლებისგადგვარად სპირტიტ დავიმუშავე და გრძელმკლავიანის სახელოები დაბლა ჩამოვწიე.
-წაუღელილუს რაც უნდოდა?-
მკითხა ნათიამ თან ტელევიზორს თვალს არ აშორებდა.
- ამ ხო..- ჩავილაპარაკე და ოთახში შევიკეტე. ტელეფონს ჩართვას ვთხოვდი და ვემუდარებოდი არ გაფუჭებულიყო. მაშინვე ლილუს გადავურეკე.
- ნახაზი არმაქვს მერე გამოგყვებირა..
- რა ხდება გოგო? ანდრეა გიჟივით მოვარდა და გიკითხა.
- მართლა?..
გულში გამეღიმა, და მესიამოვნა კიდეც.
- ხო მართლა. რამოხდა?
- ლიფტში გავიჭედე, დანარჩენს მერე მოგიყვები რა.
- კაიმიდი თავს მიხედე.
ტელეფონი თავის ადგილს დავუბრუნე და საწოლში ჩავწექი. საშინლად მოთენთილი ვიყავი და მალევე დამეძინა.

ანდრეა*:
სახლში გაყინული შევვარდი. მაშინვე გავიხადე ქუთუკი და სველი პერანგი. შარვლის ამარა ოთახამდე ავედი და შევაღე თუარა იოანე დამხვდა.
- რის თქმასაც არუნდა აპირებდე არ თქვა.- მკაცრად ვუთხარი და პირსახოცი გადმოვიღე.
- ექიმთან ვიზიტი ჩააგდე ანდრეა!
- ვჭირდებოდი ამის დედამოვ**ან. ვჭირდებოდი.
- რამოხდა?- დასერიოზულდა მიქაძე
- მარიამი.
ღრნად ამოიხვნეშა და საწოლზე გადაწვა.
- იქნებ სხვა დროს წახვიდე.
- იო არ მომეშვები?
ადგა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ოთახიდან გავიდა.
საწილზე ჩამოვჯექი და თვალები მოვისრისე. ყველაფერი მე რატო მემართებოდა?! რატომ მე!
საშხაპეში შევედი და სანამ წყალმა თავი არ მომაბეზრა არ მოვშვებივარ.
თბილი როლინგი გადავიცვი და ცოტახნით საწოლს დავუბრუნდი. იოანეს გადავურეკე
- ჩემ მაგივრად აიღებ ვიზიტს?
- რა?- შევატყე დაიბნა. თვალევი ავატრიალე. სამწუხარო იყო ახლა რომ ვერ მხედავდა.
- ექიმთან. წამოვალ ნებისმიერ დროს.
- მზემ გამოანათა ანდრეა?- სიცილით მკითხა.
- მზე არ ვიცი, გამირკვიე ეგ.
ამოვიხვნეშე და კომოდთან მივედი. სიგარეტი ამოვიღე და გავაბოლე.
ღერი ღერზე, მაინც ვერ ვწყნარდებოდი. დროზე რომ ვერ მიმესწრო? რამე რომ მოსვლოდა?
რა ჯანდაბას ვემსგავსებოდი!
საფერფლე მოვნახე და სიგარეტი ჩავწვი. ჩქარი ნაბიჯებით ჩავედი დაბლა, ქურთუკი მოვიცვი და მანქანაში ჩავჯექი.

მარიამი*:
- გაიღვიძე მარიამ..
მესმოდა ნათიაას ხმა და ჯერვკიდევ ვერ გამეგო სიზმარი იყო თუ რეალობა. შემდეგ მხრებზე ხელების შეხება ვიგრძენი და თვალები გავახილე.
დედაჩემის შეწუხებულ თვალებს შევხედე და ლოგინიდან წამოვიწიე. მაშინვე თავბრუ დამეხვა.
- რახდება?
- სულ ოფლიანიხარ, მგონი სიცხეგაქ- ანერვიულებული მადებდა შუბლზე ხელს და აღარ იცოდა რა გაკეთებინა.
- დაწყნარდი დედა.
დავაწყნარე დედაჩემი და ფეხზე წამოვდექი თუარა მაშინვე დავჯექი. თავი მისკდებოდა.
-თერმომეტრს მოვიტან- გაიქცა ნათია. თბალები დავხუჭე და წამოვწექი. ყველაფერი იმ წყეული ლიფტის ბრალი იყო.
- გამომართვი- გამომიწოდა თერმომეტრი.
-ჩაის გამიკეთებ?- საცოდავი თვალებით ავხედე. თავიდამიქნია და ოთახიდან გავიდა. საშინლად მცხელოდა. ვჰრძნობდი ოფლი როგორ მასხამდა. თვალებდახუჭული, ღრმაფ ვსუნთქავდი.
- მარიამ.
არა! ოღონდ მოლანდებები არა. ის აქ არარის. თვალები გავახილე და ანდრეა დავინახე. ცოევცხელებას თავისი გვერდითი მოვლენებიც ჰქონია...
- მეჩვენები ხო?
ხმადაბლა ვკითხე. თავი გააქნია და მოიწია
- სიცხე გაიზომე?
- როდის აქეთია ზრუნავ?
- იმისთვისაც კი ცუდად ხარ რომ გაბრაზდე.
ამოიხვნეშა და თერმომეტრი ამომაცალა. უკან დაიწია და ამასობააში ნათიაც შემოვიდა.
- რამდენია?
კითხა ანდრეას და ჭიქა ტუმბოზე დამიდგა.
- 39.7
- რა?
ხმა ჩაუვარდა დედაჩემს. მე ხმასაც ვერ ვიღებდი.
ანდრეა არვიცი, გამოსახულებებს ძლივს ვალაგებდი.
- სასწრაფოს დავურეკავ.
- დედა არა!- იმდენად მკაცრად ვუთხარი როგორც შემეძლო. თვალები სიცზისგან მეწვოდა.
- არაფერია, გაუვლის. მესმის ექიმების სიძულვილი.- ჩაიცინა ნაცნობმა ხმამ.
თვალები ვჭყიტე რომ გამოსახულებები დამელაგებონა. დედაჩემი პირში რაღაც წამალს მტენიდა. არაფერი მიკითხავს უხმოდ გადავყლაპე და ბალიშს დავუბრუნდი.
- თუ წინააღმდეგი არ ხართ, ამღამ მე მოვუვლი, თქვენ დაიძინეთ.- მესმოდა ავალიანის თავაზიანი ხმა. ნელნელა ბგერებიც დამეკარგა. დედაჩემის პასუხი ვერ მოვისმინე, ან უბრალოდ ჩამეძინა. ამას ძილი არ ერქვა, ვგრძნობდი ხან მციოდა ხანაც მცხელოდა. ყველანაირ დისკომფორტს ვგრძნობდი. უბრალოდ თვალების გახელა მიჭირდა.

***
შუაღამეს ,საძაგელმა ხმაურმა გამომაღვიძა.დამავიწყდა,რომ ანდრეა ჩემს ოთახში იყო. როგორ ვამთავრებთ ყოველთვის, ერთად ყოფნით?მაგრამ,ყველაზე მნიშვნელოვანი-საიდან მოდის ეს მომაბეზრებელი ხმა? ხმას გავყევი და შარვლის ჯიბესთან მიმიყვანა. რა თქმა უნდა,ვიღაც ურეკავს ! ზარი შეწყდა,როდესაც ჩემს საწოლთან დავბრუნდი. თავბრუს ხვევით ავცოცდი და დაკვირვება დავიწყე. რა მშვიდი და ლამაზია,როდესაც სძინავს... არავითარი კოპები და შეკრული წარბები,არავითარი შეწუხებული გამომეტყველება,არავითარი გაოცება მის ვარდისფერ,პრიალა ტუჩებზე...ამოვიოხრე და გადავტრიალდი. რატომ დარჩა?! მე ხომ ვეჩხუბე. ტელეფონმა რეკვა დაიწყო ისევ.საწოლიდან გადმოვედი და შევეცადე ჯიბეში ხელი ჩამეყო.
-რას აკეთებ?-ამოიკვნესა. უკან დავიხიე.
-ტელეფონი გირეკავდა,რამაც გამაღვიძა.-მიუხედავად იმისა,რომ ოთახში მარტო ჩვენ ვიყავით,ჩურჩულით ამოვთქვი სიტყვები. ჩუმად ვადევნებდი თვალს,როდესაც გრძელი თითები ჯიბეში ჩაიყო,იქიდან ტელეფონი ამოიღო და უპასუხა.
-რა?-უხეშად უთხრა.რამდენიმე წამის შემდეგ თვალები გადაატრიალა და ხელი შუბლზე მიირტყა.
-დღეს არ დავბრუნდები. მეგობრის სახლში ვარ.-მეგობრები ვართ? რა თქმა უნდა არა.უბრალოდ ვიღაცას,ვინც ტელეფონზე ესაუბრება უბოდიშებს თუ, რატომ არ დაბრუნდება უკან.უხერხულად ჩამოვჯექი. გავსწორდი და ახლა უკვე მეორე ფეხზე დავეყრდენი.
-არა,ჩემს ოთახში ვერ შეხვალ. შენთვითონაც იცი. ახლა ისევ დაძინებას ვაპირებ ასე,რომ აღარ გამაღვიძო.ჩემი ოთახი კი ჩაკეტილია და დრო ტყუილად არ დაკარგო.-ყურმილი დაკიდა.ხმა არ ამომიღია. ცუდ ხასიათზეა და არ მინდა ის ვიყო,ვიზეც ამ ბრაზს ანთხევს..
-ბოდიში,რომ ჩემმა ტელეფონმა გაგაღვიძა.-წყნარად მითხრა.
-მოდი ჩემთან- გამიშალა ხელები. პატარა ბავშვივით მოვთავსდი მის მკერდზე და თვალები დავხუჭე. მისი ტუჩები შუბლზე ვიგრძენი
- სიცხემ დაგიწია, მაგრამ მაინც გექნება. თავს როგორ გრძნობ?
როდის აქეთია ასეთი მზურველია? თუ მე მეჩვენება.
- მცხელა, მთლად კარგად ვერვარ- არ დავუმალე და ხმადაბლა ვუთხარი
- ლიზა იყო.- მისი ხმის ოთხმაგ ვიბრირებასვგრძნობდი.
-ოუ.-ამოვიოხრე და საწოლზე გადავწექი, ანდრეამ ოდნავ გამიღიმა თითქოს იმის ნიშნად,რომ მიმიხვდა რასაც ვფიქრობდი . ლიზაზე რა თქმა უნდა ! მუცელში,გაოცებისგან და სიხარულისგან რაღაცამ დამიარა,რადგან ავალიანმა სახლში წასვლას ჩემთან ერთად ყოფნა არჩია.
-არ მოგწონს ხომ ასეა?-ჩემკენ გადმობრუნდა. თავი გავიქნიე.
-არა.მაგრამ,გთხოვ მას არ უთხრა.კონფლიქტი ან თინეიჯერული დრამა ნამდვილად არ მინდა.-შევეხვეწე.
-არ ვეტყვი. ის არც მანაღვლებს.-ამოილღლუღა.თვალები გადავატრიალე.
- ჰო ტასოც არ განაღვლებს-როგორც მინდოდა,ისეთი სარკასტული ტონით გამომივიდა.
-არ მომწონს. უფრო სწორად მხიარულია და ყველაფერი მაგრამ,მომაბეზრებელია.-აღიარა,რამაც უფრო ძლიერი მუცლის გვრემა მომგვარა ვიდრე რამდენიმე წუთის წინ.
-შესაძლოა,ასეთი ურთიერთობა უნდა გაწყვიტო მასთან.-შევთავაზე. მეორე მხარეს გადავბრუნდი,რომ ჩემი სახე არ დაენახა.
-გავწყვიტავ მაგრამ ნუ მეგრუზები.
-არა.ის ვიგულისხმე,რომ თუ მომაბეზრებელია ამის გაკეთებას რატომ განაგრძობ?-პასუხის გაგონება არ მინდა მაგრამ,მაინც ვკითხე.
-დაკავებული,რომ ვიყო ალბათ.
თვალები დავხუჭე. ანდრეასდა ტასოს ურთიერთობაზე საუბარი იმაზე მტკივნეული ყოფილა,ვიდრე მეგონა.
-მოდი ჩემთან დაწექი.-მისმა ხავერდოვანმა ხმამ,ეჭვიანობის ფიქრები გამიფანტა.
-არა.
-კარგი რა. უბრალოდ დაწექი.უკეთესად მძინავს,როდესაც ჩემთან ხარ.-მის აღიარებაზე წამოვდექი,რომ სახეზე შემეხედა.
-რა?-ვერ დავმალე მისი სიტყვებით გამოწვეული გაკვირვება.მართლა იგულისხმა თუ არა ეს სიტყვები,მნიშვნელობა არ აქვს,შიგნიდან მაინც დავდნი.
-უფრო კარგად მძინავს,როდესაც ჩემთან ხარ.გასულ კვირას იმაზე უკეთესად დავიძინე ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე.-თვალებით კონტაქტი გაწყვიტა და დაბლა დაიხედა.
-ღამემშვიდობისა ანდრეა- ზურგი ვაქციე.თუ ნებას მივცემ,ასეთი რამეების თქმას გააგრძელებს და, ბოლოს როგორც ყოველთვის,მის მკლავებში აღმოვჩნდები.
-რატომ არ გჯერა ჩემი?-დაიჩურჩულა.
-იმიტომ.
-ბავშვი ხარ რა.
გავიგონეი,როგორ დაიჭრაჭუნა ჩემმა საწოლმა.თვალები დავხუჭე. თითის წვერები ნაზად და რბილად ჩამომისვა მკლავზე. ზურგით მომეკრო და მიმიხუტა. მის გულისცემას ვგრძნობდი, სუნთქვასაც.
-რამე ისეთი მითხარი რაც სიცხეს დამავიწყებს..- ვუთხარი ჩურჩულით და გავიტრუნე. ანდრეა პასუხს იგვიანებდა, რაც მას სრუილიად არ ახასიათებდა. დავიჯერო ასე მალე დაიძინა? გონებაში ხუთამდე დავითვალე და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი.
5-ახლა გეტყვის რომ უყვარხარ.
4 -ამ ყველაფრის დასრულებამდე სამი წამი დარჩა;
3-უკვე თვალები გეხუჭება და ნელნელა იძინებ
2-ანდრეა არ გეტყვის რომ უყვარხარ;
1- შენ თვითონ გიყვარს.
მისი წყნარი გულისცემა წამებში სწრაფი იქცა, არვიცი... მას შემდეგ არაფერი არ მახსოვს.
- მიყვარხარ.




ყველამ დააკომენტარეთ! გელით შეскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

როგორ ველოდი შენ არ იცი ❤️ მომწონს როგორც წერ❤️

ეს ყველაფერი მართლა მოხდა :დდ ანუ მოქმედებები რიალურ ფაქტებზეა დაფუძვნებული? :**

 


№2  offline წევრი Moonlight17

დიდი მადლობა როგორ მახარებს შენი სიტყვები ❤️❤️კი უნეტესად სიუჟეტები რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული
სტუმარი ნინი
როგორ ველოდი შენ არ იცი ❤️ მომწონს როგორც წერ❤️

ეს ყველაფერი მართლა მოხდა :დდ ანუ მოქმედებები რიალურ ფაქტებზეა დაფუძვნებული? :**

 


№3  offline წევრი Anansio

მმმ ძალიაან მომწონს!!! მოუთმენლად გელოდებიი!❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Moonlight17

საღამოს დაიდება ❤️
Anansio
მმმ ძალიაან მომწონს!!! მოუთმენლად გელოდებიი!❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი Ani

Rato ar ideba shemdegi tavi

 


№6  offline წევრი Moonlight17

საიტი აგვიანებს თირემ დილიდან განხილვაშია...
Ani
Rato ar ideba shemdegi tavi

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.