შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა არსებობისთვის (თავი 4)


23-11-2018, 23:27
ავტორი P.A.
ნანახია 1 678

გზა არსებობისთვის (თავი 4)

***
–იკაკო, ბიჭო, ჩამოვდივართ დღეს, – იმხელა ხმაზე ყვირის ნიკოლოზი, მაშო ჩალაგებას წყვეტს და წარბშეკრული შეჰყურებს ძმას
–მეღადავები? – მაშინვე ატყობს სიხარულს ძმაკაცის ტონს
–არა, მართლა.. გაგიხარდი იკა? – ხარხარებს უცებ და საწოლზე გორდება
–გააჯვი. მართლა მოდიხართ? ნიკოლოზ, ტყუილად მაიმედებ, არა?
–მართლამეთქი, ვინ დაგიფიცო? – ეცინება ისევ და მეგობრის გამწარებულ სახეს წარმოიდგენს
–კაი, გავალ ახლა და გემრიელობებს დაგახვედრებთ საღამოსთვის..
–გიოც მოგვყავს..
–გიო?
–ჰო, მამაჩემის ნათლული, გოგლიკოს გიო..
–რა მაგარია, მალე ჩამოდით, წავედი ახლა მე, რომ დაგხვდეთ წესიერად!
–მიდი ჰო..
–ნიკოლოზ..
–ჰა..
–მიხედე მაშოს გზაში წესიერად.. – ეუბნება უცებ და უთიშავს.

***
–როგორ ხარ?
–კარგად, შენ როგორ ხარ?
–ახლა დავბრუნდი სამსახურიდან, ვახშამს ვიმზადებ.. გაირუჯე?
–დავიწვი, ყველაფერი მეწვის..
–დიდხანს ჩერდები მზეზე?
–გუშინ დილიდან შუადღემდე გავჩერდით და ალბათ ამიტომ..
–აღარ გაჩერდე, იყიდე მალამო და წაისვი, თეთრი კანი გაქვს და ხომ უნდა მიხვდე, რომ დაიწვები, – უბრალოდ ელაპარაკებოდა, სამზარეულოს მაგიდასთან ჩამომდგარი, დანით ხელში
–ჰო, აღარ გავჩერდები..
–რას აპირებთ დღეს? – დარეკვამდე გადაწყვიტა, რომ არ უნდა ეკითხა, მაგრამ სიტყვებმა თავისით ამოხეთქეს
–ჯერ არ ვიცით, ცოტას დავისვენებთ და მერე, გვიან გავალთ.
სხეული აწევა. არ ეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა მისგან ასე შორს ყოფნა
–ჭკვიანურად და დაფიქრებით, ძალიან გთხოვ.. – ესღა უთხრა და გაუთიშა.
მომდევნო დღეს არ დაურეკავს. მთელი დღე ელოდა მის ზარს ანა, მაგრამ არ გამოჩენილა. გამთენიისას მისწერა მხოლოდ, ვერ მოვახერხე დარეკვა, მომწერე ხომ კარგად ხარო. მისწერა.. მომავალი ორი კვირა ასე გაგრძელდა. უბრალო, სავალდებულო მოკითხვებითა და ცივი სიტყვებით, ვერაფერს რომ ვერ იტევს, არაფერს რომ არ ნიშნავს.. ანას კი, ვერაფრით გაეგო რატომ ითვლიდა ბოლო დღეებს თითებზე, რატომ იცოდა ზეპირად, რამდენი საათი დარჩათ ბათუმში ყოფნის, რატომ ვერ იძინებდა ღამე, მისი საკუთარი, სიგარეტში არეული სუნისგან შორს, მისი ხმამაღალი სუნთქვისგან მოშორებით..

***
ოთახში მარტოა მაშო. თხელი, ჭრელი სარაფანი ბარძაყებსაც არ უფარავს, ნახევარი ტანით წევს საწოლზე, ფეხები საწოლის მოაჯირზე გადმოუწყვია და მუხლებში ხან მოხრის, ხან გაშლის, ჰაერში ალივლივებს. ოთახში ნიკოლოზი შემოდის. ჯერ ამოწმებს, მარტო თუა, მერე გვერდით წვება, ზუსტად მისნაირად და თავს მისკენ აბრუნებს. ცხვირს ცხვირზე ადებს და ეღიმება მაშოს გაწელილ ლოყებზე
–სად არიან გოგოები?
–მაღაზიაში..
–რა მოხდა?
–არაფერი, ნიკო.. – უცებ ბრუნდება მისკენ და მთელ სხეულს მისას აკრავს, ერთიანად იხლართება მასში
–მითხარი, რა მოხდა..
–დაშორდნენ ნეტა! – ბუტბუტებს ძმის ყურთან და ნიკოლოზს კისერი რომ უსველდება, ხვდება რომ ტირის
–არ დაშორდებიან, ხომ იცი.. მამა არ დაშორდება..
–ვიცი, ამიტომ მეტირება!
–ნუ ტირი, აქ მაინც ნუ ტირი, მისგან შორს მაინც.. რამ გაგახსენა?
–დედას ველაპარაკე, ისევ ჩამქრალი ხმა ჰქონდა. ხომ ცნობ მის ხმას? ცუდად როცაა.. სულ სიცილით ლაპარაკობს, მაგრამ ხმა აქვს ხოლმე რაღაცნაირი..
–ჰო, მაშო, ვიცი..
–მერე ნუცა დამალაპარაკა. ის კიდევ, ხომ იცი რა ტიტინაა, ყველაფერი მომახსენა
–რაო? – ეცინება ნიკოლოზს პატარა დის ხსენებაზე
–სოფლიდან წამოსულებს გზაში უჩხუბიათ, ისე უჩხუბიათ დედა ატირებულა.. დედა რა იშვიათად ტირის ნუცას თვალწინ ხომ იცი, ნიკოლოზ..
–ვიცი, ჰო, ნუ მეკრობი ასე, გავიგუდე..
–ხოდა ამაზე სულ გაგიჟებულა მამა, უფრო მეტად უყვირია. ნუცასაც შეშინებია.. ნუცას არ ახსოვს ისეთი მამა, ჩვენ რომ ვიცით..
–მაშო, იქნებ ჩვენც არ გვახსოვდეს, ჯობია..
–არა, ნიკოლოზ, ისეთი სულ სხვანაირი იყო, სახლში შემოსვლისას რომ დაეცემოდა ხოლმე მუხლებზე, გახსოვს?
–ჰო, როგორ არა..
–რომელი უფრო მალე გამოიქცევითო და ხელებს რომ გაშლიდა..
–მაშო, ზოგჯერ ნუცასნაირი ხარ.. – ეცინება ნიკოლოზს და მის მკლავს ძლივს იშორებს ყელიდან
–სულ რომ გიყვირის და გეუხეშება, არ გწყინს? – ეკითხება უცებ და იდავს ეყრდნობა, ზევიდან დაჰყურებს თავისნაირს
–კი, მაშო, მწყინს..
–მგონი შენ ყველაზე მეტად უყვარხარ და მაგიტომ გიყვირის ყველაზე მეტს
–რა მოიგონე, რა სასაცილო ხარ! – ცხვირით ეფერება ლოყაზე
–ჰო, სულ თვალებში გიყურებს და გაკვირდება, როგორ ხარ. გახსოვს თავი რომ გაიტეხე? შარშანწინ.. იცი რამხელას ღრიალებდა? – ეცინება უცებ, – ექიმები სულ დააწიოკა, ჩემი ნიკოლა კარგად რომ არ იყოს, ყველას მოგხსნით იცოდეთო, ამდენი ხანი რატომ არ გაუკეთეთ გამაყუჩებელი, თქვენ შიგ ხო არ გაქვთო!
–მაშო, სიტყვები! – ხარხარებს ნიკოლოზი და ფეხზე დგება
–სად მიდიხარ?
–დედას უნდა დავურეკო, ამაფორიაქე ახლა, ცუდ ხასიათზე თუა გადავიდეთ იმათთან და იქ ვიყოთ, დაბინავდებოდნენ უკვე.. იქნებ ისევ ჩემზე გადმოანთხიოს მამაჩვენმა ბოღმა და დაანებოს დედას თავი..
–უყვარს მამას დედა, ნიკოლოზ!
–კაი ერთი, პატარა რომანტიკოსი... – ფრუტუნებს და გადის.

***
„რომელზე ჩამოდის მატარებელი?“
„8–ზე.“
„დაგხვდები, რომელი ბაქანია?“
„ჩემით მოვალ, იყავი..“
„რომელი ბაქანია?“
„მესამე.“
დახვდა. ჯერ გოგონები გადაკოცნა, მერე ცოლსაც შეეხო, ძალიან ნელა, ძალიან ოდნავ.. სულ ოდნავ მიაკრო ლოყაზე ტუჩები და მაშინვე მოშორდა. გოგონების ჩემოდნები ჩააწყო მანქანაში და ყველა ჩამოარიგა სახლებში. თავიანთ სახლში რომ მივიდნენ, უკვე 11 იწყებოდა, დაღლილი და გამოფიტული ეჩვენა მგზავრობისგან ანა. ესეც ერთი–ორჯერ შეხედვით შეატყო, თითქმის არც დაკონტაქტებია, ძირითადად ნიაკოს და კატოს მოყოლილ ამბებზე იცინოდა ნაძალადევად გზაში.
–გადაივლე წყალი და დაწექი.. – უთხრა შევიდნენ თუ არა და გაუღიმა
–კარგი..
აბაზანიდან გამოსულმა ვერაფრით დაიძინა. ახლა ლაზარე იყო აბაზანაში. შეწყდა თუ არა წყლის ხმა, მიხვდა მალე გამოჩნდებოდა ოთახში და სწრაფად გადაბრუნდა მეორე მხარეს, თვალებიც მოხუჭა. ეგონა ეძინა ანას, ამიტომ ფრთხილობდა, მშვიდად იცვამდა. შუქი ჩააქრო და ისე დაწვა, თითქმის არც შეხებია. ანას კი მთელი კანი აეწვა, ისევ ნაცნობმა სუნმა, მათმა ოთახმა, საწოლმა, ლაზარეს სუნთქვამ გონება აურია. ისე უნდოდა მოხვეოდა, სხეული აუკანკალდა. საკუთარი სრუტუნი რომ გაიგო, მერეღა გაიაზრა, რომ ლაზარეც მიხვდებოდა, რომ ტიროდა. სწრაფად მოიწმინდა სახე და ღრმად ამოისუნთქა. ორიოდ წუთში უჩუმრად, მაგრამ მაინც იგრძნო მისი ხელი მხარზე. წამში გადააბრუნა თავისკენ ლაზარემ და უკვე ზურგზე მწოლს ზემოდან დააჩერდა
–კარგად ხარ, ანა?
მხოლოდ თავი დააქნია, ტუჩები მოკუმა და ეცადა არაფერი შეემჩნია
–რამე თუ გაწუხებს, მითხარი..
არ იტყობდა, მაგრამ მაინც შენიშნა შეშფოთება მის ხმაში ანამ
–მე.. მე..
–რა, ანა? – გაუღიმა მაინც და ნაზად ჩამოუსვა თითები ლოყაზე
–მუცელი მტკივა.. – ამოილაპარაკა რაც მოაფიქრდა და გულში საკუთარი თავი დაწყევლა სულელური ტყუილისთვის
–მართლა? გინდა წამალი მოგიტანო? რატომ გტკივა? თვიური ხომ არ გაქვს? – ისე ბუნებრივად ჩაეკითხა ლაზარე, ანას თვალები გაუფართოვდა. გაკვირვება უხერხულობით შეეცვალა და ისე წამოუწითლდა ლოყები, უშუქობა რომ არა, აუცილებლად დაინახავდა ლაზარე, რა დღეშიც იყო
–არა.. არ მაქვს..
–გინდა წამალი? – ფეხზე წამოდგომას აპირებდი, ანას თითები რომ შემოეხვია მაჯაზე
–არ მინდა რა, მართლა არ მინდა!
–კარგი, – მხრები აიჩეჩა და ისევ ადგილს დაუბრუნდა
ანამ ისევ ზურგი აქცია, ისევ ვერ მოისვენა.. საწოლში წრიალებდა და ოხრავდა. თავადაც ვერ მიხვდა რა სჭირდა
–მოისვენე.. – ჩაესმა ლაზარეს ხმა ცოტახანში და მაშინვე გაშეშდა. წამოდგომას აპირებდა, მისი მკლავი რომ შემოეხვია წელზე და წამში მოექცა ლაზარეს სხეულზე
–რას აკეთებ?
–ასე, მუცელს თუ დამადებ მუცელზე, აუცილებლად გაგივლის, იცოდი? – თავზე მიაკრო ტუჩები და მის აჩქარებულ გულისცემაზე თბილად ჩაეღიმა
–არ ვიცოდი..
–მოდი ასე ვიყოთ, კარგი? არაფერს ვიზამ ზედმეტს, უბრალოდ ასე, ჩემ სხეულზე იწექი, კარგი ანა?
–კარგი.. – მკლავებით ყელზე შემოეხვია და ამოისუნთქა.
პირველად ამ დღეს ეძინათ ასე ახლოს ერთმანეთთან. მერე.. შემდეგ წლებში, რამდენჯერაც მუცელი ასტკივდებოდა ანას, იმდენჯერ მის სხეულზე იკალათებდა ხოლმე და მუცელს მუცელზე აკრობდა, სხვანაირად არ გამივლისო. ტყუპებიც ასე გაზარდა.. აიკრობდა ხოლმე გულზე ერთმანეთის მიყოლებით და მათაც, ანასავით, სჯეროდათ რომ მუცლის ტკივილი გადამდები იყო. მამის სითბოს ორივე ინაწილებდნენ, ლაზარე ისე აკეთებდა, რომ მისი მკლავები ორივეს ჰყოფნოდათ..

***
–დაეძინა?
–ჰო, დაისიცხა, – ეღიმება ანას და მზემოკიდებულ ნუცას ცხვირზე კოცნის
–გვიანობამდე მოგვიწია გასვლა, ხვალ დილას ადრე გავიყვანოთ და ადრევე შემოვიდეთ..
–ჰო, ასე აჯობებს. ბავშვებმა დარეკეს, საღამოს მოვლენ
–იკადრეს ოჯახი? – სიგარეტს უკიდებს და ანას გარუჯულ მხრებს აკვირდება. პირველად რომ ჩამოვიდა ზღვიდან, მაშინაც ასე ულაპლაპებდა მხრები და ლავიწის ძვლები
–ნუ დაელაპარაკები ასე.. არ დააყენო ცუდ ხასიათზე, ძალიან გთხოვ. მენატრებიან ისედაც.. – სევდიანად უყურებს და ბრეტელი უვარდება მხრიდან.
ოთახიდან გადიან, კარს ფრთხილად ხურავს ანა, რომ ნუცას არ გაეღვიძოს
–ანა.. – უახლოვდება ლაზარე და ზემოდან დაჰყურებს. მასზე მაღალია, ბევრად მაღალი.
ჰგონია მოიშორებს, ჰგონია ისევ არ მიეკარება, მაგრამ ანას თითები მის მკლავებზე დაცოცავენ და პატარა ბიჭივით ტაო აყრის სხეულზე. ენატრება.. წინ უდგას და ენატრება მისი ასე შეხება
–შეიძლება მოგეფერო? – ეკითხება და ღიმილით დასცქერის.
სადღაც იკარგება ყველა წყენა. ერთად ყუჩდება ყველა ბრაზი, ყველა სიმწარე, ყველა უხეშად ნათქვამი სიტყვა და მხოლოდ საკუთარ თავებს, საკუთარ მზერებს ტოვებენ ერთმანეთთან
–როდესმე გადაეჩვევი ასე კითხვას?
–არასდროს.. – ხელს ხვევს და შიშველ გულმკერდზე იხუტებს ცოლის სხეულს
–ლაზარე, არ მინდოდა ის სიტყვები.. სოფელში. არ მინდოდა ის ღამე გამეხსენებინა.. არ მინდოდა, ასე გამოსულიყო.. – ბუტბუტებს ანა
–გინდოდა.. გინდოდა და მართალიც იყავი, ანიკო, – ეფერება სახეზე და ხარბად კოცნის. ისე ფრთხილობს, თითქოს პირველად ეხებოდეს. სწრაფად აშიშვლებს და უცებ შორდება, უკან იხევს
–ლაზარე, ასე ნუ იცი.. – მკერდს იფარავს ღიმილით ანა
–რა ლამაზი ხარ.. – ჩურჩულებს მასზე მიშტერებული და ისევ მისკენ დგავს ნაბიჯს, სწრაფად იშორებს შარვალს. დივნამდეც არ მიდიან, იქვე, ძირს აწვენს და ზევიდან ექცევა
–ალბათ ხვალ იგივე იქნება.. – ტუჩების კანკალით მიუყვება მის ყელს
–ვიცი.. – ტირის ანა და ატყობს, როგორ იძაბება ლაზარეს სხეული
–სხვანაირად არ გამომდის, სხვანაირი ვერ ვიქნები, ხომ იცი? – სიტყვებს ანას კვნესა ერევა და მთლიანად ეპატრონება ცოლს
–ვიცი.. – ისევ ცრემლები სცვივა და ფრჩხილებით აფრინდება მის ზურგს.
არ იცის რატომ უყვარს ასე ძლიერ კაცი, რომელმაც თითქმის არაფერი მოუტანა ტკივილის მეტი. თითქმის..

***
–დღეს ბიჭები მოვლენ ჩემთან, სამსახურის მერე. ფეხბურთს უნდა ვუყუროთ.. – უკვე სამსახურისთვის გამზადებული, საძინებელში აკითხავს, რომ გააფრთხილოს
–კარგი
–გინდა რამე? რამე ხომ არ გჭირდება წასვლამდე? ან რამე ხომ არ მოგიყოლო? – ნახევარი მხარი უჩანს, ბოლომდეც არ შედის საკუთარ ოთახში
–არაფერი მინდა.. ან, სალათისთვის მასალა მომიტანე, საღამოსთვის გაგიკეთებთ ბიჭებს..
–არ არის საჭირო.. – ისე უჭირს რამდენიმე სიტყვის გადაბმა, ხელები უოფლიანდება. არ ეგონა როდესმე თუ მისთვის და, განსაკუთრებით, მისი ძმაკაცებისთვის რაიმეს გაკეთებას მოინდომებდა, საკუთარი სურვილით.. არ იცის რა უპასუხოს, როგორ მიახვედროს, რომ ახლა საოცრად ბედნიერია, რომ ეს დღე უკვე ღირებულად ჩათვალა
–შენ.. არ გინდა, რომ გაგიკეთოთ? იცი, კარგ სალათებს ვაკეთებ, მართლა.. მოგეწონება. ალბათ.. – ამატებს ჩუმად და უხერხულად ხლართავს თითებს ერთმანეთში
–როგორ არ მინდა, ანიკო, – ღიმილით ეპობა ლაზარეს სახე, – უბრალოდ, არ მინდა თავი ვალდებულად იგრძნო, არ მინდა დაიღალო და გაწვალდე
–არ გავწვალდები..
–კარგი, მომწერე რა დაგჭირდება და ყველაფერს მოვაყოლებ მაშინ, კარგი?
–კარგი, – ღიმილით უქნევს თავს და ლაზარე ვეღარ ითმენს, ნელი ნაბიჯით უახლოვდება
–კარგ დღეს გისურვებ! – ტუჩებით ოდნავ ეხება თავზე, ისე რომ არ შეაწუხოს და მისი სრიალა თმის შეხებასა და შამპუნის სასიამოვნო სუნში არეულ ანას სუნზე სუნთქვა ეკვრის
–შენც..
ოთახიდან სულ სხვანაირი ლაზარე გადის. თითქოს უფრო მეტად გაშლილა მხრებში, თითქოს ახლა დაიწყო თავისუფლად სუნთქვა..

***
–მარიამ, დამწვარი ხარ! – ამ სიტყვებით იკრავს გულზე ქალიშვილს და საყვედურიან მზერას აგებებს ნიკოლოზს
–არ დამიჯერა.. – ბურტყუნებს და დედის მკლავებს სცილდება
–მოდი აქ.. – მეორე მკლავით ვაჟიშვილს იხუტებს და თავზე აკრობს ხელისგულს.
ორივე ისე ჰყავს ჩახუტებული, თითქოს საუკუნეა არ ენახოს. ღრმად ისუნთქავს მათ სურნელს და შორდება, სულ რამდენიმე წამში. ოთახში შემოსულ ნუცას კივილი უტყდება და–ძმის დანახვაზე და ხელიდან ხელში ინაცვლებს
–რა რუჯი გაქვს, ნუციკო, ასე როგორ შავდები ორ დღეში, აგერ მაშო მიაკვდა მზეს, – ხელებში აფრიალებს ნიკოლოზი დას
–დღეს ღამე აქ დარჩებით, – აფრთხილებს ბავშვებს ლაზარე და მანქანის გასაღებს იღებს, – გავალ მე, გიას უნდა შევხვდე ნახევარი საათით, მანამდე გაემზადეთ და გავიდეთ სადმე.
ბავშვები თავს უქნევენ, ნუცას მოფერებას განაგძობენ
–მოიცა, ლაზარე.. – აჩერებს ანა და მისკენ მიდის
–რა მოხდა? – გაკვირვებით უყურებს ცოლს და მისი თითები რომ ხვდება ყელზე, თავს ვერ იკავებს, ღიმილით ეპობა სახე. ნაზად უსწორებს პერანგის საყელოს ქმარს და მკერდზე უსვამს თლილ თითებს
–მადლობა.. – თავზე აკრობს ლაზარე ტუჩებს და გადის.
ბავშვებისკენ რომ ბრუნდება, უცნაურ მზერებს ეჩეხება. თან ხალისიანი რომ ჰქვია და თან ტკივილიანი..
–დე.. – იწყებს მაშო ღიმილით
–რაო, მაშო? – ქალიშვილის ღიმილიან სახეზე თავადაც ეღიმება
–დღეს არ უჩხუბია?
–არა მაშო, მამაშენსაც აქვს ზოგჯერ მზიანი დღეები, ეს თქვენ არ გახსოვთ, თორემ მასაც უხარია ზოგჯერ ცხოვრება..

***
მაშინ.. ანას მუცელში ჩასახულმა სასწაულმა განსაკუთრებით დააფიქრა საკუთარ ცხოვრბაზე, მაშინ განსაკუთრებით უხაროდა ცხოვრება.. ახსოვს ანას ის დღეები, ვერაფრით ივიწყებს. ვერაფრით ახერხებს იმ ბედნიერი წუთების დავიწყებას, მაშინ რომ განიცადეს, ერთად..
–ბიძა ვხდები? ბიძა უნდა გავხდე? მეღადავებით? – ოთახში ვეღარ ეტევა ლევანი, ჯერ ანას ეხვევა, მერე უმცროს ძმას და ისე უცებ იტაცებს ხელში, ლაზარე ღრიალს ტეხს
–ლაზო, იცი როგორ მეყვარება შენი შვილი? შენ არ იცი, შენ არ იცი, როგორ მეყვარება.. – ჩაყვირის ყურში და ზურგზე ძლიერად ურტყამს ხელს
–თუ გინდა მარტო ერთზე არ შევჩერდე, ცოცხალი უნდა დამტოვო, დამსვი ბიჭო! – უღიმის ლაზარე და ანას მოცინარ სახეს თვალს უკრავს
–გადი ახლა, მოიტანე ის ღვინო, იმდღეს რომ გაჩუქე, მიდი და გავხსნათ..
–კარგი ხო, დაველოდოთ ბიჭებს და მერე გავხსნათ ოღონდ, რა გეტაკა ლევან, გავერთე ცოლთან ერთად და ბავშვი ჩაისახა, განა რამე სასწაული ვქენით.. – სიცილით მიიწევს ოთახიდან, როცა ლევანის მტრულ მზერას აწყდება.
ახლა ანასკენ ბრუნდება, წინ უჯდება და უცებ მის ხელებს იღებს, ორივეს ერთად
–ანა.. – უღიმის და თვალებში უყურებს. ანა იბნევა, ასეთი სერიოზული ლევანი ჯერ არ უნახავს
–რა მოხდა, ლევან?
–ხომ კარგად ხარ?
–კარგად ვარ, ლევან! – კისკისებს და თითებს უჭერს ხელზე
–მომისმინე.. ვიცი, რომ ბევრი რამე არ მოგწონს. ვიცი, რომ გაბრაზებული და ნაწყენი ხარ ლაზარეზე, ამ ბოლოს იმდენად აღარ და ძალიან მიხარია, როცა სულ ერთად გხედავთ, მაგრამ მინდა მართლა მითხრა, ბედნიერი ხარ?
–ბედნიერი ვარ ლევან! – იმდენად გულწრფელად პასუხობს, ისე ივსება მისი სიკეთით, მისი მეგობრული თვალებით, რომ ვერ უძლებს და თავს ხრის
–იცოდე, რამე თუ გაწყენინა.. რამე თუ დაგიშავა ან დაგაძალა..
–არა, ლევან, არ იქცევა ასე, მართლა.. არ არის ლაზარე ასეთი, – სტკივა საკუთარი სიტყვები
–მითხარი მე ყველაფერი, კარგი? რა დროც არ უნდა იყოს, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, იცოდე რომ მე შენ მხარეს ვიქნები, კარგი? – უღიმის და ლოყაზე აკრობს ხელს
–რატომ ლევან? – უკვირს გულწრფელად.
ლევანი წამით სახეზე აშტერდება, თითქოს მისი განწყობის გამოცნობას ცდილობს, თითქოს ვერ გადაუწყვეტია უთხრას თუ არა, თუმცა ბოლოს მაინც იწყებს
–იმიტომ რომ, ქალის მოტაცება ჩემთვის ყველაზე დიდი დანაშაულია. ყველაზე დიდი მათ შორის, რაც კი შეიძლება კაცმა ჩაიდინოს. მე ვიცი, რომ ლაზარე თავს შეგაყვარებს, მაინც გაგაბედნიერებს, მოკვდება და გაგაბედნიერებს თუ ასე ჩაიფიქრა, და თავისიანად გაქცევს. იმდენს იზავს, მის გამო შეიძლება ყველას თვალის დაუხამხამებლად დაუპირისპირდე. ასეთია, ვიცნობ.. ჩემი გაზრდილია, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ დამნაშავედ მივიჩნევ..
–ვინ ვისი გაზრდილია? – ოთახში ღვინით და ჭიქებით ხელში შემოდის ლაზარე და დაკვირვებით უყურებს ძმას. თითქოს სხვა არაფერი გაუგია.. თითქოს ამ სიტყვების მერე არაფრისთვის მოუკრავს ყური.. თითქოს ყელში გაჩენილმა უცნაურმა სიმწარის გრძნობამ საკუთარი თავისადმი ზიზღი არ გაახსენა..
–შენ, ვის გავზრდიდი სხვას! – ფართო ღიმილს აგებებს ლევანი
–სულ ექვსი წლით ხარ ჩემზე დიდი, ქალებშიც კი შენზე ადრე წავედი, რაებს ატყუებ ბიჭო ანიკოს! – ღვინოს ასხამს სიცილით და ოდნავი სითბო უდგება თვალებში ძმის გაბრწყინებულ თვალებს რომ აწყდება
–უყურე ახლა ამას..
–ლაზარე, მე.. – იწყებს ანა და ცარიელ ჭიქაზე ანიშნებს
–გინდა? – მისკენ იხრება, გვერდით უჯდება და ზემოდან აჩერდება
–რა ვიცი..
–ანა, მითხარი.. ერთი ჭიქა არაფერია, დაგისხამ ხო? – თბილი ხმით ელაპარაკება და ლევანს გული უთბება. დიდი ხანი ელოდა ამ მომენტს, ძმის ამ მზერას, რძლის ასეთ აწითლებულ სახეს.

***
ვერანდაზე სხედან, დიდ, მრგვალ მაგიდასთან. სანამ ყველამ არ დაამთავრა ვახშამი, მანამ არ დათანხმდა დესერტის მოტანას ლაზარე. ჩვევად ჰქონდა ასე. ბოლო ლუკმას რომ ჩაიდებდნენ პირში, მაშინვე მათ საყვარელ ნაყინებს უკვეთავდა ხოლმე
–დალევთ ღვინოს? – კითხულობს მიმტანის გამოჩენისას და სიყვარულით ევსება გული ტყუპების სიხარულნარევ მზერას რომ აწყდება
–შეიძლება? – კითხულობს მაშო სიცილით
–დღეს შეიძლება.. ოთხი ნაყინი გვინდა, ერთი ბანანით, ერთი ვანილით, ერთი შოკოლადით და ერთიც მარწყვით და შავი ღვინო, ხილის ასორტიც მოაყოლეთ..
მიმტანი მიდის თუ არა ნუცა კისკისით იკლებს გარემოს
–როგორ იმახსოვრებ, მამა, ვის როგორი გვიყვარს! შენ რატომ არასდროს ჭამ ნაყინს?
–როგორ არ ვჭამ, მარწყვის ნაყინი ჩემთვის შევუკვეთე, – სიგარეტს უკიდებს და საზურგეს ეყრდნობა. წინასწარ ეღიმებათ ტყუპებს და ანას
–მარწყვის? ეგ ხომ მე მიყვარს? აბა მე? ოთხი ცალი ნაყინი რომ უთხარი? მე ისე დამტოვე? მამა, მე დაგავიწყდი? – ტუჩს ატრიალებს და ტირილს აპირებს.
ლაზარე ვეღარ უძლებს, უცებ იხუტებს გულში და შუბლზე აკრობს ტუჩებს
–გამიცინე რა, მა. შენთვისაა, აბა ვისთვის იქნება. მე შენ როგორ დამავიწყდები? ჩემი ნაბოლარა ხარ, ხომ იცი ყველაზე მეტად ნაბოლარები უყვართ.. – ეჩურჩულება ბოლოს და ანას საყვედურნარევ მზერას ღიმილით პასუხობს
–ნუ ასწავლი ასეთ რაღაცებს, – ღიმილით საყვედურობს ქმარს
–დიახაც, ასეა. მაშოს და ნიკოლოს სულ უყვირის, მე კიდევ არა.. იმათ რაღაცებს უმტვრევს, მე არა. მარტო ერთი ნახატი გამიფუჭა. ხო, მა?
და საღამოც ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება. ტყუპებს ისევ უჩვეულო სიცარიელე უდგებათ თვალებში, ანას ისევ მოგონებები სტკენენ, ლაზარე კი.. ლაზარე ისევ ცხადად გრძნობს, რა არასწორია, რა პატარა და უღირსია..
–ნუცა, მა.. მომხედავ? – თავისკენ აბრუნებს. ნუცა აქეთ–იქიდან შლის ფეხებს, მამის გულთან ახლოს, მის კალთაზე გემრიელად თავსდება
–ნუცა–ბუცა.. მე, მამი.. მე შენზე, ნიკოლოზე და მარიამზე ძვიფასი ამქვეყნად არავინ მყავს. ვიცი რომ ამას ვერ დაიჯერებ, არც დაიჯერებ, მაგრამ გახსოვდეს, ძალიან გთხოვ გახსოვდეს, მამი, ხომ გემახსოვრება?
–კი, – თავს უქნევს და გულზე ეკვრის
–შენ და–ძმას სულ დაუჯერე კარგი? მაგათზე მეტად ვერავინ გაგიგებს, მაგათზე ძვირფასი არავინ გეყოლება, იცოდე.. იცოდე, ნუცა, მათ რომ არ დაუჯერო, ძალიან გავბრაზდები. ნახატი რომ დაგიხიე, ხომ გახსოვს.. მაგაზე მეტად გავბრაზდები..
–ლაზარე.. – თვალებს ხუჭავს ანა
–მაცადე, ანა.. გესმის, ნუცა?
–არ გაბრაზდე, მამიკო, მასე ძალიან.. – ტირილი უნდება და პატარა მუშტებით ებღაუჭება მამის მაისურს
–დაუჯერე მარიამს და ნიკოლოზს, დედას დაუჯერე.. რასაც გეტყვიან ის გააკეთე და გეხვეწები, ეცადე, რომ არ შემიძულო კარგი მა?
–ნუ ეუბნები, ლაზარე, ნუ.. – ცრემლი სწყდება ანას თვალს
–მამაშენი არ შეიძულო, ნუცა.. – ამბობს ისევ და თავს სწევს, ჯერ მარიამს, მერე კი ნიკოლოზს უყურებს თვალებში. ნუცას არიგებდა? ნუცას სთხოვა, რომ არ შეეძულებინა? ყველამ იცის, რომ ნუცა მამას არ შეიძულებს. ახლა თუ უყვარს, არც მერე შეიძულებს.. ნუცასთვის არ უთხოვია..

***
–სახლში რომლისთვის მოხვალ?
–არ ვიცი, ანა, არ მცალია ახლა. კარგად ხარ? – საჩქაროდ კითხულობს და უფროსს უქნევს თავს, რომელიც ანასთან ლაპარაკისთვის უხმოდ აძლევს შენიშვნას
–დედაჩემმა დამირეკა, უნდა რომ მოვიდეს მამასთან ერთად და ვილაპარაკოთ.. ვიფიქრე, შენც თუ იქნებოდი უკეთესი იქნებოდა
–ვეცდები, რომ მოვიდე, კარგი? ძალიან არეულობაა აქ, ვერ გელაპარაკები, უნდა წავიდე..
–კარგი, წადი, – ნაწყენია, ხვდება ლაზარე
–ანა..
–რა?
–ნუ მიბრაზდები, მართლა არ მცალია..
–გავიგე, – უთიშავს და ლაზარეს ნერვები აწყდება.
მთელი დღე ცდილობს საქმე მალე მოათავოს, მაგრამ უფროსი კიდევ უფრო მეტად აკავებს. ფურცლებიდან თავს ვერ სწევს, ვერაფრით ახერხებს გათავისუფლებას. ახლა ვერა.. ახლა ვერ შეიქმნის კარიერაში პრობლემას, ახლა ბავშვზე უნდა იფიქროს.. ანას სწავლაზე, მის ჩაბარებაზე, ბევრი მუშაობა სჭირდება. საქმის კეთებას იმაზე დიდხანს ანდომებს, ვიდრე რეალურად სჭირდება, რადგან ჩქარობს, უნდა ანას გვერდით იყოს, როდესაც მშობლები მივლენ მათთან სახლში. ვერ ახერხებს.. გვიან ამთავრებს მუშაობას და დაბრუნებულს, კარის გაღებაც არ უნდა. ბოლო იმედს ებღაუჭება, იქნებ ისევ იქ არიან.. იქნებ დააგვიანეს.. მაგრამ სახლში შესულს, დივანზე მოკუნტული ცოლი ხვდება
–იყვნენ შენები? – უახლოვდება ძლივს აწეული ტუჩის კუთხეებით და გვერდით უჯდება. თბილად ხვევს ხელს და თავზე აკრობს ტუჩებს
–იყვნენ..
–მაპატიე, ვერაფრით გავთავისუფლდი
–არ იყო საჭირო! – ხელებიდან ეცლება, აცრემლებული სახით დგება და რომ ბრუნდება, ლაზარეს სახე ეყინება
–ანა, რა გჭირს? – ღრიალებს უცებ და მხრებში აფრინდება. ნიკაპში ავლებს ხელებს, რომ სახე უკეთ დაუთვალიეროს. მარცხენა თვალზე დიდი ჩალურჯება ერთიანად აცლის ძალას
–არაფერია, მართლა.. ნუ მიყურებ ასე, არაფერია.. ლაზარე, გეფიცები, დავუყვირე და უცებ დამარტყა. არ უნდოდა! ნუ მიდიხარ, გთხოვ.. ლაზარე! – ქვითინებს უკვე და ხელებით მაისურზე აფრინდება.
ლაზარე ცდილობს მოიშოროს, მაგრამ ვერ ახერხებს, ტკიპასავით ჰყავს აკრული ცოლის სხეული. უცებ დუნდება, მთელი სხეულით ეხვევა და ღრმად ისუნთქავს მის სურნელს
–ძალიან მალე მოვალ, ანიკო.. – ეჩურჩულება და ანას უფრო მეტად უტყდება ტირილი
–არ წახვიდე, გთხოვ.. არაფერია, გამივლის, ოღონდ შენ არ წახვიდე..
–მომხედე.. ნუ კანკალებ ასე, ნუ გეშინია, მომხედე.. – ნატკენ თვალზე უსვამს თითებს. მის შეკრთომაზე უარესად გიჟდება, უნდა რომ რამე დალეწოს, უნდა რომ მოკლას.. არ აინტერესებს მამამისი რომაა, არ აინტერესებს არაფერი მსგავსი, – ტყუილად მეტირები, სულ ტყუილად ცდილობ ახლა ჩემ შეჩერებას, რაც მეტს ინერვიულებ მით უფრო გაგიჟებული მივუვარდები იმ ახვ.. მაპატიე, მამაშენს! ამიტომ ახლა დამშვიდდები, დაჯდები და რამე ფილმს უყურებ, გაიგე?
–არა, ლაზარე, არ წახვიდე, გთხოვ!
–ნუ მთხოვმეთქი! ნურასდროს მთხოვ იმას, რასაც იცი რომ ვერ შეგისრულებ. ანა, ვერ გიყურებ ასე.. ვერ გავუძლებ ამ ჩალურჯებას, უარესს ვიზამ მერე იცოდე, მოდი აქ, მოდი, დაჯექი.. – დივანზე სვამს და ხელებს აშვებინებს
–გპირდები, არაფერს დავუშავებ, კარგი? ხომ გჯერა ჩემი სიტყვის..
–მჯერა! – თავს აქნევს და უცებ ისე ძლიერად ეხუტება, ლაზარეს სუნთქვა ეკვრის
–კარგი.. შეგიძლია შენი ტოსტები მოამზადო? სულ შენთვის იკეთებ და მე არ მიკეთებ ხოლმე, სულ მომოწონს შორიდან. რომ დავბრუნდები ერთად შევჭამოთ, იცი როგორ მშია? მომიმზადებ? – შუბლზე კოცნის და ფეხზე დგება
–მოგიმზადებ..
–მალე დავბრუნდები.. – უღიმის ისევ და სახლიდან გადის. იმდენად სწრაფად ჩნდება მათ სახლთან, ისე უკითხავად შედის სახლში და ისე იცილებს გზიდან ანას დედას, აზრზე თვითონაც ვერ მოდის. ხელებში, კედელთან მოუმწყვდევია კაცი, რომელსაც საყვარელი ქალის მამა ქვია და გულში წამოსვლის წინ დადებულ პირობას ჯიუტად იმეორებს. არაფერი უნდა ავნოს, ხელი არ უნდა დააკაროს.. არადა, რა მარტივია ფიზიკურად გაუსწორდე ადამიანს, ატკინო, ძირს დასცე, ფეხით შედგე და ერთი კარგად დააფურთხო ზედ. რა მარტივი იქნებოდა ეს რომ შეეძლოს, როგორ გაუადვილდებოდა ასე მარტივად რომ შეეძლოს მოქცევა, მაგრამ ანა ვერ გაიგებს.. ის ვერ გაიგებს და ამის გაფიქრებაზე ლაზარეც ნელ–ნელა ადუნებს მომუშტულ ხელებს. თუმცა განძრევის საშუალებას არ აძლევს თვალებგაფართოებულ კაცს და ისე, რომ ანას დედის ყვირილსა და გოდებას ყურადღებას არ აქცევს, ძალიან ხაზგასმით, სიძულვილით აღსავსე ტონით ეჩურჩულება მის მკლავებში მოქცეულ, გაშეშებულ კაცს
–კაცი არ ვიყო, მე არ ვიყო ლაზარე ჟღენტი, თუ ახლა რასაც გეტყვი არ შევასრულო.. კიდევ ერთხელ, თუნდაც უბრალოდ, თუნდაც რამდენიმე წამით ჩემ ცოლს შეეხები.. უბრალო შეხებაზე მაქვს საუბარი.. შეეხები და სათითაოდ დაგამტვრევ ყველა თითს. აგახევ სახეს! იმდენს ვიზამ, ანამ რომ ვერ გიცნოს. გესმის? – ღრიალში გადასდის და იმდენად ახლოს სწევს სახეს, ცხვირით კანზე ეხება
–მიპასუხე, შე ახ*არო!
–მამის ტოლა კაცს როგორ მელაპარაკები! – ცდილობს მტკიცედ გამოუვიდეს, მაგრამ ვერ ახერხებს და მხოლოდ ხრიალით ნათქვამი, საცოდავი სიტყვები ტრიალებს ლაზარეს გარშემო
–არ ნახავ ანას, არ ნახავ და არ შეეხები, შორიდანაც კი არ შეხედავ! სანამ თვითონ არ მოინდომებს შენ ნახვას, ახლოსაც კი არ გაეკარები! არც გაბედავ, თორემ ჩათვალე, რომ საკუთარი ხელით გაითხრი სამარეს. ვარ გამკეთებელი.. ჯერ არ იცი, მაგრამ მალე მიხვდები, რომ ვარ ამის გამკეთებელი! ჩემ ცოლს როგორ შეეხე, ანას როგორ დაარტყი, როგორ გაბედე! – ღრიალს ვერ წყვეტს, უღონო კაცს ძლიერად აჯანჯღარებს და ბოლოს ხელს უშვებს. უყურებს, როგორ ვარდება ძირს, ზევიდან დაჰყურებს და ზიზღი ერევა სახეზე
–რომ მითხრას, რომ სადმე შემთხვევით მაინც გადაგეყარა, შენი სახელი რომ ახსენოს, მამა რომ დაგიძახოს, ჩათვალე მკვდარი ხარ! თუ თავად არ მოუნდა.. თუ თავად არ მოისურვა, მის ახლოს შენი აჩრდილიც არ ვნახო..
ბრუნდება და მიდის. გზად მაღაზიასთან აჩერებს, ტკბილეულს ყიდულობს ანასთვის და ისეთი დამშვიდებული მზერით, თბილი ღიმილით აღებს კარს, თვალებგაფართოებული ცოლის შიშნარევ გამომეტყველებას წამში ეფინება სიმშვიდე.

***
–გეყოფა მაშო, მეტი აღარ დალიო, თორემ ცუდი სიმთვრალე გაქვს და დაგვერევი მერე ყველას! – იცინის ნიკოლოზი და მაშოსგან ძლიერ დარტყმას იღებს
–აუჰ, მეტკინა გოგო!
–წესიერად მოიქეცით ხალხში! – თვალებს აბრიალებს ანა
–მერე სახლში მოდის და კედელს მიუყვება თავის ოთახამდე, დილას ბედნიერი გამოდის, გეგონება ვერავინ შევნიშნეთ თვალებს რომ ვერ ასწორებდა, – იღიმის ლაზარე და გაოგნებულ ქალიშვილს გვერდულად შესცქერის
–არ ვარ ხოლმე მთვრალი.. – ბუტბუტებს და ნიკოლოზის გამოხედვაზე ისევ ნერვებზე იშლება
–შენ რა გინდა, შენ ხომ ხარ კრავი რა! – უცაცხანებს ძმას
–მე არ ვსვამ, ერთ–ორ ჭიქას თუ დავლევ ხოლმე, მეტს არა, – იცინის და ისევ ჭმუხნის ცხვირს, რომ მაშო გააბრაზოს
–ნიკოლო უფრო მოსაწევს ეპარება, – ერთვება ისევ ლაპარაკში ლაზარე და ანას წამოყვირებაზე სიცილი უტყდება
–რას ამბობს, ნიკოლოზ, მამაშენი? დედა, ხომ არ ეწევი? – იდაყვებით ეყრდნობა მაგიდას და ვაჟიშვილს თვალებში შესცქერის
–ოო, დედა, კაი რა..
–დაანებე თავი, ამხელა რომ ვიყავი, ლევანს სულ მოსაწევს ვპარავდი ხოლმე, – ამშვიდებს ცოლს ლაზარე და მის გადარეულ გამომეტყველებაზე ისევ ეცინება
–წამო, ნუცა, გავისეირნოთ, – ხელს კიდებს ნიკოლოზი და მიჰყავს, რომ როგორმე არასასიამოვნო საუბარს თავი აარიდოს. უკვე გაბუსხული მაშოც უკან მიყვება და–ძმას.
–მართლა ასე მოდიან ხოლმე? თითქოს ფხიზლები არიან, სულ ვერ ვატყობ. ღმერთო, რანაირი დედა ვარ ახლა მე? – ვეღარ მშვიდდება ანა და უაზროდ იყუდებს ღვინის ჭიქას
–დამშვიდდი, ანა..
–შენ.. შენ იცოდი და არაფერი უთხარი? ლაზარე, ხან რაებზე ბრაზდები და ახლა თურმე.. ვერ გავიგე, არ მესმის
–დღეიდან ეცოდინებათ რომ ყველაფრის საქმის კურსში ვარ, – უღიმის ლაზარე და მის ხელს იქცევს თავისაში, – ანა, მომხედე, რა განერვიულებს?
–რა ვიცი.. ავღელდი.. – ამბობს და მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, სწრაფად იწყებს ჩანთაში ქექვას
–რას ეძებ?
–აბის დალევა დამავიწყდა ამ დილას, რამ გამომაშტერა!
ლაზარე უკან იხრება. რამდენიმე წუთი ჩუმათაა. უყურებს, როგორ იღებს ჩანთიდან ჩასახვის საწინააღმდეგო წამალს ანა და სწრაფად ყლაპავს
–არ მიაყოლო ღვინო, წყალი აიღე.. –უსხამს და უცნაურად ეკუმება ტუჩები
–მადლობა..
–რატომ სვამ პანიკურად ამ წამლებს? – ეკითხება უცებ გაღიზიანებით და თავს გვერძე აბრუნებს
–იცი რატომაც, ლაზარე..
–ჩემთან შეათანხმე? – ჩვეული სიმკაცრე ერევა ხმას
–არ გინდა..
–აღარ გინდა ჩემგან შვილი? – ეკითხება და მომთხოვნად შეჰყურებს თვალებში
–არ გინდა, ლაზარე, გთხოვ..
–აღარ გინდა მეტი შვილი? დაიღალე?
–არ მომეშვები? – თვალები უწყლიანდება ანას
–არა..
–აღარ მინდა, ჰო, აღარ მინდა მეტი შვილი..
–34 წლის ხარ ანა, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ნუ იჭყიპები ამ წამლით რა, გეხვეწები..
–არ გვაქვს ახლა ამის თავი, ლაზარე
–სხვას გაუჩენდი? ბევრ შვილს გააჩენდი, მე რომ არ ვიყო? – ეკითხება და თვალს თვალში უყრის, მოგონებებს უშლის. ყველაზე მტკივნეულ მოგონებებს, მათი ქორწინების ყველაზე კრიზისულ და მტანჯველ დღეებს..
–იცი რაშია ჩვენი პრობლემა, ლაზარე? სიტყვებითაც შეგვიძლია ერთმანეთს ვატკინოთ.. მთელი ცხოვრებაა ასე ვართ, არაფერს ვერიდებით..
–მართალი ხარ, ანა. გინდა გითხრა, როდის მტკენდი ყველაზე მეტად? – მისკენ იხრება
–მინდა..
ლაზარეს ჯერ უკვირს, მერე სიგარეტს უკიდებს და თვალებში შესცქერის. თვალებში, რომელსაც უკვე ისე კარგად ცნობს, წინასწარ იცის, როდის აწყლიანდება ან როდის გაკრთება პატარა, ბედნიერი სხივები
–მეზიზღებიო, რომ მითხარი.. პირველი ტკენა მაშინ ვიგრძენი. ისე მეტკინა, ისე, რომ მზად ვიყავი მომეკალი.. ჩემმა არაკაცობამ გადამარჩინა ისევ. ისევ იმან, რომ გავიაზრე, მოტაცებულ ქალს ყველაფრის თქმა შეეძლო, ყველაფრის უფლება ჰქონდა.. მეორედ მაშინ მატკინე, გაუპატიურებაში რომ დამდე ბრალი. მერე, მთელი თვე თითსაც ვერ გადებდი, საერთოდ ვერ გეხებოდი. მერეც, წლები, შენთან სექსისას სულ ეს მიტრიალებდა თავში, სულ მეგონა, რომ რაღაცას გაძალებდი. გუშინ ღამეც, გუშინაც ასე მეგონა.. მესამედ, ანა, მაშინ მატკინე მივდივართო რომ თქვი და უკვე გამზადებული ტყუპები მაჩვენე, დედაშენთან რომ წახვედი.. ის კაცი რომ ნახე, ჩემ შვილებს რომ მიეცი უფლება ბაბუა მიეღოთ.. მეოთხედ, მეოთხედ ყველაზე მეტად მეტკინა. იცი როდის?
–ვიცი.. – თავს ხრის ანა
–ბექა რომ დასისხლიანებამდე ვცემე და იმავე დღეს, მთელი დღე ცხვირჩამოშვებული სიარულის შემდეგ რომ ჩამეკითხე, რა უფლება გქონდაო. მე არ მქონდა უფლება? მე მაშინ ყველაზე მეტი უფლებები მქონდა, ანა.. და შენ რა მითხარი, გახსოვს? იმისგან უნდა მყოლოდა თავიდანვე შვილებიო.. ვერ გაპატიე ანა, ეს სიტყვები. ისე მეტკინა, რომ ვერ გაპატიე. ახლაც ვერ გპატიობ..
–შენს გასამწარებლად ვამბობდი, ლაზარე, ხომ იცი ეს შენ.. იცი და მაინც ასე მტანჯავ, მაინც მახსენებ..
–აღარ დალიო ეგ წამლები, – ფეხზე დგება და ბავშვებს გადაჰყურებს
–ლაზარე..
–გაიგე? აღარ დავინახო, რომ დალიო..
ანა მასთან მიდის, ზურგზე ეხვევა და ხელებს უცურებს მუცელთან, მის მხარს დაყრდნობია ნიკაპით და ლაზარეს პროფილს შესცქერის
–ლაზარე, გიყვარვარ? ისევ გიყვარვარ?
გრძნობს, როგორ უშეშდება მთელი სხეული ქმარს, მუცელზე მოხვეულ ხელებს თავისი თითებით ეჭიდება და ტუჩებთან მიაქვს. ნაზად, ოდნავ თრთოლვით უკოცნის
–ვერ გრძნობ, ანა?
–მეშინია..
–აღარ წავალ ანა, ვეღარსად წავალ..
–ბავშევბის გამო? იმის გამო, რომ ოჯახი გვყავს? – უნდა რომ მოშორდეს, მაგრამ ვერაფრით აღწევს ქმრის ხელებს თავს
–იმის გამო, რომ ბევრჯერ გატკინე.. იმის გამო, რომ სხვა ქალებში გაგცვალე მაშინ, როცა მხოლოდ შენ მეიმედებოდი, სხვასთან ვწვებოდი მაშინ, როცა შენ ჩვენს შვილებს უვლიდი..
–იქნებ არც არასდროს გყვარებივარ..
–ყოველთვის ანა.. ყოველთვის მიყვარდი, მაშინაც კი, როცა ზიზღით მიყურებდი, სახლიდან მაგდებდი, მაშინაც მიყვარდი ზედ რომ მაფურთხებდი იმის გამო, რომ ჩემს პერანგზე სხვის სუნს გრძნობდი. სულ მიყვარდი და ახლაც ისე მიყვარხარ, ისე ეგოისტურად მეიმედები, თითქოს რამის ღირსი ვიყო..
–როდის დავაშავეთ, ლაზარე.. – ცრემლები სდის ანას. ლაზარე მისკენ ტრიალდება, ზემოდან დაჰყურებს და უღიმის
–რაც თავი მახსოვს სულ ვაშავებთ, შეიძლება სხვა ოჯახებს არ ვგავართ, მაგრამ არ გაბედო და ჩემს სიყვარულში ეჭვი არ შეიტანო. ქალი ხარ უკვე, ანა, უნდა ხვდებოდე.. უნდა ხედავდე. მე რომ ტალახში ვისვრები, შენ არ უნდა გამომყვე.. ჩვიდმეტი წლის ასაკში როგორც აღიმართე ჩემ წინ უძლიერეს ქალად, უძლიერეს დედად, ისეთი უნდა იყო ყოველთვის.. მე, მე ვეღარ გიღალატებ. ვეღარ.. და აღარ გიღალატებ. საკმარისად დავანგრიე შენი ოცნებები და იმედები, მეტის უფლება აღარ მაქვს
–სხვა გყვარებია? მათ შორის ვინმე გყვარებია?
–არა
–მართლა? არ მომატყუო..
–არ გატყუებ.. მათ ლოგინშიც ვერ ვჩერდებოდი, სახლში მოვრბოდი და შენი გაგიჟებული სახის დანახვა მერჩივნა, შენი კივილი და ისტერიკები მერჩივნა ღამე მათ ჩახუტებას. გჯერა?
–ამიტომ მოდიოდი სულ? ამიტომ არ ათევდი სხვაგან ღამეს?
–ამიტომ..
ცოტახანს ისევ დასცქერის აცრემლებულ ცოლს, ჯერ ისევ საოცრად ახალგაზრდას, შვილების გვერდით მათსავით თინეიჯერულად რომ გამოიყურება, აკვირდება მის ნაკვთებს და უნდება მთელი სხეული დაუკოცნოს, ყველა ნაწილი მეათასედ შეისწავლოს, მის ყველა უჯრედს თითებით შეეხოს..
–მამა, ველოსიპედებით გვინდა გასეირნება, – ესმის მაშოს ხმა და მისკენ ბრუნდება
–მომაწოდე საფულე.. – ჯერ ისევ ცოლის თვალებით მოცული ჩურჩულებს. მაშოს მოწოდებულ საფულეს ცალი ხელით ართმევს, ისე, რომ ანას ხელს არ უშვებს და ფულს უწვდის
–ნუცა?
–ჩვენ გვეყოლება, ნიკოლოზი დაისვამს. თქვენ ადით სასტუმროში და ჩვენც ამოვალთ, – უღიმის მაშო და მიდის
–აგრილდა, დიდხანს არ გაჩერდეთ, მარიამ! – ეძახის უკვე შორს წასულს
ხედავს როგორ უქნევს მაშო თავს. ნივეთებს კრეფენ და ფეხით მიუყვებიან სასტუმროსკენ გზას.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მფლობელი goga27

კომენტარები გავასუფთავე !

შემდეგ თავში ვინც ცენზურას დაარღვევს ან რომელიმე მომხმარებელს შეურაწყოფას მიაყენებს სამუდამოდ დაიბლოკება გინდ სტუმრის სტატუსი ქონდეს გინდ რომელიმე სხვა

ყველა წესის დამრღვევს IP- ზე დაედება ბანი და ვეღარ ისარგებლებს საიტით!

პატივი ეცით ერთმანეთს და ცენზურა დაიცავით!
--------------------
♥ 4Love.Ge

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.