შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენები და ვნება {9}


23-11-2018, 23:52
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 979

ვენები და ვნება {9}

- გაუშვი ხელი. - ახალგაზრდა ბიჭს მიმართა რამიშვილმა, რომელსაც მაგრად დაეჭირა ანნას სხეული.
- მამა? - ასაკოვანს გადახედა ბიჭმა. მამაკაცმა მხოლოდ ოდნავ დაუკრა თავი თანხმობის ნიშნად. მიუხედავად იმისა რომ ხელი გაუშვეს, ადგილზე გაქვავებულივით იდგა ანნა, სანამ ბექამ არ მოჰკიდა ხელი და თავისკენ არ მისწია.
- ამიხსნის ვინმე რა ხდება აქ? - ხმამაღლა საუბრობდა ვაჟა.
- ყვირილი საჭირო არ არის, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.
- შენ რომ დაჯდომა და ლაპარაკი გდომოდა, თავისი ქორწილიდან არ მოიპარავდი ჩემ შვილს.
- მამა, ბექას. . .
- ანნა, გაჩუმდი. - საუბარი გააწყვეტინა ბიჭმა. ანნამ მზერა გაუსწორა მამაკაცს, გაურკვევლობას ყველა დანარჩენი გრძნობა გადაეფარა მის თვალებში.
- ბატონო ვაჟა, თქვენ შვილს ვუყვარვარ, შეგიძლიათ მშვიდად მიიღოთ ეს ამბავი და თავი დასაწყისიდანვე ცუდად არ დამამახსოვროთ, ან შეგიძლიათ საპირისპიროდ მოიქცეთ, მაგრამ ანნა მაინც გახდება ჩემი ცოლი და თქვენ ჩემს თვალებში შეხედვა შეგრცხვებათ მერე.
ვაჟა რაღაცის თქმას აპირებდა, ახალგაზრდამ რომ შეაწყვეტინა.
- მამა, ერთი წუთით. - თვალით კარისკენ ანიშნა და ერთად გავიდნენ გარეთ.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? - ბექასკენ მიბრუნდა გოგო, როგორც კი მარტო დაიგულა თავი.
- უკეთესი იდეა გაქვს?
- ბექა, გესმის რა გააკეთე?
- ცოლობა გთხოვე არარომანტიკულად, უფრო ზუსტად შეგატყობინე რომ ცოლად მომყვები, უარზე ხარ?
- მაგრამ ბექა.
- ანნა, უარზე ხარ? - თვალი გაუსწორა რამიშვილმა გოგოს.
- მე არა, რა თქმა უნდა არა. - თავი დახარა და იატაკს გაუშტერა თვალი.


. . .
- რატომ გამომიყვანე? - კარში გავიდნენ თუ არა, ვაჟს მიუბრუნდა ვაჟა.
- მართალი თქვა იმ ბიჭმა, ერთი კვირაა ერთად არიან მამა, ახლა მისი სახლში დაბრუნება გაუბედურებას ნიშნავს.
- თავზე გადაგვიარეს ორივეს.
- მამა, რაც მოხდა მოხდა, ახლა ანნას სახლში დაბრუნება, ბევრად უფრო შელახავს ჩვენს ღირსებას.
- მოვკლავ.
- არავინ არავის მოკლავს, ანნა შენი შვილია, მაგრამ ჩემი დაა მამა, დაველაპარაკოთ ამ ბიჭს, შეუგნებელი და რქიანი არ ჩანს.
- ჯაბა, რას ამბობ.
- მამა, ახლა ყვირილს არავითარი აზრი არ აქვს, შენი შვილი მოტაცებულს ჰგავს? ჰგავს აქ ძალით მოყვანილს? ანნას უყვარს ეს ბიჭი მამა და მოგვწონს ეს ჩვენ თუ არაა, ერთი კვირაა მასთანაა, სადღა მიგყავს ახლა?
- ასე შევარჩინო ეს რაც გააკეთეს?
- შენ არ გინდოდა პატრონზე ჩაბარება? იმ შენს ამორჩეულ ბებერს აღარ ჯობია ეს ბიჭი? ახლა არ მაფიქრებინო რომ მართლა ცხვარის და ძროხის გამო ატანდი გოგოს იმას.
- ჯაბა, დაუკვირდი რას ამბობ ბიჭო, შენი აზრით შვილს ვყიდდი?
- მაშინ მაცადე, მეც გავესაუბრო, იქნებ შენი შვილის არჩევანმა აჯობოს.
სახლში შებრუნდა მამა შვილი. სავარძელში იჯდა ბექა, ანნას სავარძლის საზურგეზე დაეწყო ხელები და თავზე ადგა მამაკაცს. ფეხზე წამოდგა ბექაც, როგორც კი ოთახში დაბრუნდნენ მამაკაცები.
- მე ჯაბა ვარ,ანნას ძმა. - ხელი გაუწოდა ბიჭმა და ბექამაც შეაგება თავისი. - ბექა რამიშვილი, დასხედით გთხოვთ. ფარეულიძეები მშვიდად დაემორჩილნენ ბიჭის თხოვნას და სავარძლებში მოკალათდნენ.
- ბექა, ესე იგი აქ ცხოვრობ, თუ დროებით ჩამოხვედით? - ჯაბამ დაიწყო საუბარი.
- თბილისში ვცხოვრობ, აქ დროებით ვართ.
- მშობლები გყავს?
- მყავს.
- და-ძმა?
- და მყავს, ანნას ტოლი, კატო.
- რას აპირებთ, კი არა და რას ვაპირებთ? - საუბარში ჩაერთო ვაჟა და სწორედ ამ დროს შემოაბიჯა კარში დათამ.
- გამარჯობა ახალგაზრდებო. - ქუდი მოიხადა და სტუმრებს მიესალმა.
- პაპა, ეს ანნას მამაა, ბატონი ვაჟა, ეს მისი ვაჟი, ჯაბა, ეს კი პაპაჩემია. - ერთმანეთს წარუდგინა და სტუმრები ფეხზე ადგომით მიესალმნენ მოხუცს.
- მერე რა გამჭირვებია ისეთი, რომ ცარიელ მაგიდასთან ვესაუბროთ სტუმრებს შვილო? - საყვედურის მზერით შეხედა ბექას. - წამობრძანდით, სტუმრის დასახვედრი პური და მარილი სულ მოიძებნება ჩემს სახლში. - ამჯერად სტუმრებს მიუბრუნდა.
- ნერწყვიც არ გადადის კისერში პატივცემულო. - დანანებით გადააქნია თავი ვაჟამ.
- მაშ დავმშვიდდეთ და მერე წავიდეთ, მანამდე კი გამარკვიეთ რაზე მუსაიფობდით. - ბექას გვერდით ჩამოჯდა.
- ჩემი და ანნას დაქორწინებაზე. - მზერა მოარიდა მოხუცს ბიჭმა.
- ქორწინება სულების გაცვლას ჰგავს, ამის მერე საკუთარ სულს მეორე ნახევარს ჩუქნი და მისას თავად იბარებ, ძვირფასი საუნჯესავით უნდა გაუფრთხილდე, მის სულს, ვისაც შენი აბარია. რაკი ბექამ ინდო ამ ანგელოზის სული და არსება, მისი კაცობის იმედი მაქვს, თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ მიულოცოთ ბედნიერება ახალგაზრდებს და მამაშვილურად დალოცოთ.
- ბექა, ქრისტიანი ხარ არა? - უცებ მიუბრუნდა ვაჟა სასიძოს.
- დიახ.
- როგორ იქნება ეგ ამბავი?
- სარწმუნეოების შეცვლას არც ვითხოვ და არც ვაპირებ, ქორწინებას რაც შეეხება მხოლოდ ხელს მოვაწერთ. - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ბექა, კარი რომ გაიღო და ქალის ანარეკლი გამოჩნდა.
- ბექა, რა ჯანდაბის გამო ვერ გიკავშირდები. - კარში იდგა და ქოშინით სუნთქავდა თათია.
- კარგად ხარ ტო? - ფეხზე წამოდგა რამიშვილი და ხელი შეაშველა ქალს.
- სოფიმ მითხრა და მას მერე გირეკავ, რა არ ვიფიქრე. - ხმა უწყდებოდა ქალს. - მაპატიეთ და გამარჯობა. - ამჯერად სავარძელში მსხდომ სტუმრებს გადახედა.
- ბექუ კარგად ხარ ბიჭო, ძლივს დავაყენე ის დედა მოტ"ყნული მანქანა.- თათიას ზურგს უკან გამოჩნდა დიტო. - ლამის დაილეწე ტო, როგორ გადმოხტი მანქანიდან. - ფსიქოლოგს გაუსწორა მზერა.
- შენ ჩამოიყვანე? - მეგობარს მიუბრუნდა ბექა.
- ეს გიჟია ტო, ამ დილით სამსახურში დამადგა და არაფრის გაკეთება არ მაცადა ისე წამომათრია.
- ბექა გააჩუმე. - რამიშვილს მიუბრუნდა ქალი.
- კიდე მე გამაჩუმოს ტო?
- ბექას სტუმრები ყავს დემეტრე და საქმე სხვა დროს გამირჩიე.- გესლიანად ჩაისისინა და დიტომაც უმალ შემოყო კარში თავი. - უკაცრავად, გამარჯობა. - მორიდებით თქვა.
- შემოდით. - მეგობრებს სახლში შეუძღვა და სტუმრებს წარუდგინა.
- ჩემი მეგობრები, დიტო და თათუ, ესენი კიდევ ჩემი ანნას ოჯახის წევრები არიან. - განგებ გაუსვა ხაზი, რომ მეგობრებს ზედმეტი არაფერი ეთქვათ. - მამამისი ბატონი ვაჟა და მისი ძმა, ჯაბა.
- სასიამოვნოა. - ახალგაზრდებმა ხელი ჩამოართვეს დამხვდურებს.
- ჩვენ წავალთ ბექა, თბილისში რომ დაბრუნდებით, ქორწილზე დავილაპარაკოთ. - ფეხზე წამოიმართა ვაჟა.
- რას ამბობთ, ასე როგორ გაგიშვათ მომავალი მოყვრები. - საუბარში ჩაერია დათა.
- სისხლი მაქვს გამშრალი დათა ბატონო, სხვა დროს და უკეთეს სიტუაციაში შევხვდებით და მოვილხენთ, ახლა კი მადლობას გიხდით დაპატიჟებისთვის და მორიდებით ვამბობ უარს.
- მესმის შენი. - მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი კაცს. - ლხინში შეხვედრა არ მოგვიშალოს ღმერთმა.
- მამაკაცებმა ხელი ჩამოართვეს და კარისკენ დაიძრნენ.
- მამა. - სასოწარკვეთა გარეოდა ხმაში ანნას.
- შენ მამა არ გყავს. - მშვიდად თქვა კაცმა და გარეთ გავიდა.
- არ იდარდო, დაველაპარაკები. - დას მიუახლოვდა ჯაბა და გულში ჩაიკრა.
- არ მაპატიებს. - ცხარე ცრემლით მოთქვამდა მამაკაცის გულზე მიყრდნობილი.
- ჩუმად პატარა, გაპატიებს, რა თქმა უნდა გაპატიებს. - ქალის დამშვიდებას ცდილობდა და ცრემლიან თვალებს უკოცნიდა.
- შენ მაპატიე?
- მე კმაყოფილი ვარ შენი გადაწყვეტილების ანნა. - შუბლზე აკოცა გოგოს და რამიშვილს თვალით ანიშნა გაჰყოლოდა. ბიჭები ერთად გავიდნენ კარში.
- შენს ძმად მიგულე დღეიდან. - ხელი გაუწოდა სასიძოს უმცროსმა ფარრულიძემ.
- ასევე. - თავისი მარჯვენა შეაგება ბექამ.
- შენს კაცობას ვანდობ ჩემთვის ყველაზე ღირებულს, გადაწყვეტილება მამაჩემის მაგივრად მივიღე და იმედი მაქვს თვალცრემლიანს არასდროს მანახებ ჩემს დას. - ბექას პასუხს აღარ დალოდებია, ისე გადაიარა ეზო და უკვე მანქანაში მყოფ მამას მიუჯდა გვერდით.



. . .
- მე სწორად გავიგე ჰო? ანნა და ბექა, ბექა და ანნა, ანუ თქვენ, თქვენი ქორწილი? - სიტყვებს სიმწრით აბამდა ერთმანეთს თათია.
- ჰო თათუ. - უგემურად დაემოწმა რამიშვილი.
- გილოცავთ. - ხმადაბლა თქვა ქალმა.
- ბედნიერებას გისურვებთ ძმაო. - გაოცებას მშვენივრად მალავდა ბექა.
- ანნა ბაბუ, წამოდი სუფრა გავშალოთ სტუმრებისთვის. - სწრაფად გაერკვა სიტუაციაში დათა და გადაწყვიტა, გაურკვეველი საუბრისთვის გაერიდებინა სარძლო.
- ბექა წავალ. - მამაკაცს მიმართა და კარისკენ მიმავალ მოხუცს აედევნა, რამიშვილის თანხმობისთანავე.
- გელოდებით იქეთ. - მორიდებით გაუღიმა ახალგაზრდებს და სწრაფად გავიდა.
- გაგიჟდი ბიჭო? - გოგოს გასვლისთანავე მიეჭრა მეგობარს დიტო. - სოფის რას უპირებ ტო.
- არ იცით ხო რა გააკეთა სოფიმ?
- ბექა ვიცი, დილით როგორც კი ვაჟას ელაპარაკა მაშინვე დამირეკა, მაგრამ ვერაფრით დაგიკავშირდი, ამიტო ამასთან მივედი და წამოყვანა ვთხოვე.
- კი არ მთხოვე, მომთხოვე და ამასთან კი არა, დიტოსთან! - საუბარში ჩაერია დიტო.
- ხო, რა არსებითი მნიშვნელობა აქვს. - წარბი აზიდა ქალმა.- გზიდანაც გირეკავდი, მაგრამ არ მიპასუხე, ლამის ვიფიქრე რომ ორივე დაგხოცეს.
- ცოცხლები ვართ და კარგად ვართ თათუ, არ იდარდო.
- შენ კი ხარ ცოცხალი, სოფი თუ გადარჩა.
- საერთოდ არ ახსენოთ ეგ. - მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა.
- ბექა, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორც მინიმუმ უნდა დალაპარაკებოდი.
- როგორც თვითონ დამელაპარაკა ჰო? ისე ზუსტად სოფისთან ლაპარაკში წამომადგნენ მომავალი სიმამრი და ცოლისძმა.- უგემურად გააწკლაპუნა პირი.
- ბექუ, დაფიქრდი რა ძმაო, ანნა კარგი გოგოა მაგრამ. . .
- დიტო, გთხოვ რა, მაგრამზე ლაპარაკი აღარ მინდა ახლა. წამოდით, იქეთ გადავიდეთ.
- ბექა, მე ახლა მართლა ლუკმა არ გადამივა ყელში, სოფის უნდა დაველაპარაკო.
- თათუ, ქალაქში რომ ჩახვალ შეგიძლია დაელაპარაკო და უთხრა რაც გინდა.
- მე შენ უმცროსი ძმასავით მიგიღე ბექა, მაგრამ სოფისთან მართალი არ ვიქნები ახლა აქ რომ დავრჩე, არც ანნასთან ვიქნები მართალი, ყალბი ღიმილით დავჯდე იქ, მე უნდა შევეგუო ანნას შენ გვერდით.
- მესმის თათუ, მესმის.
- დიტო, წავიდეთ რა. - მამაკაცისკენ მიბრუნდა ქალი და მერე ისევ რამიშვილს მოხედა. - ბექა, მოხუცებს და ანნას ბოდიში მოუხადე რა. - მაგრად მიეხუტა ბიჭის სხეულს, შემდეგ თვითონვე მოშორდა და უსიტყვოდ დაიძრა მანქანისკენ.
- გამაგიჟებს ეს ქალი ძმაო, ასე უთავბოლოდ დამაბოდიალებს. - მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს დიტომ.
- თათუს გაუფრთხილდი ძმაო. - გამაფრთხილებლად ჟღერდა რამიშვილის ტონი.
- თვითონ მიჭამს ნერვებს ტო.
- მიდი, ნუ ალოდინებ. - ძალდატანებით გაიღიმა.
- თავს გაუფრთხილდი ძმაო, შენ ვისთანაც კარგად იქნები ჩემი რძალი ის იქნება ხომ იცი. - მაგრად გადაეხვია მეგობარს..


. . .
ოთახში იჯდა ბექა. დღევანდელ დღეს თავში ატრიალებდა. ვერაფერს ნანობდა, არც უნდოდა და არც ჰქონდა სინანულის თავი. ბექა ეგოისტი იყო, მეტისმეტად ეგოისტი იმისთვის, რომ საყვარელი ქალის ცხოვრებაში, მუდმივად მეორე პლანზე ყოფნას დათანხმებოდა. არა და ყოველთვის ასე იყო, ბექა არასდროს ყოფილა პირველ რიგში სოფისთვის. ბექამ იცოდა რომ უყვარდა ქალს, უყვარდა ისე როგორც იცოდა და როგორც შეეძლო, თუმცა არა ისე როგორც ბექას ჭირდებოდა. ახლა კი ანნას განსაკუთრებული სითბოს ფონზე, კიდევ უფრო თვალშისაცემი გამხდარიყო სოფის სიცივე. და მაინც, სამყაროს ჯანდაბაში გაგზავნა შეეძლო ამ ქალის ერთი კოცნისთვის. ბექამ იცოდა რომ დიდი პასუხისმგებლობა აიღო, ესმოდა რომ საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევდა, თუნდაც იმისთვის რომ ანნასთან ერთ ჭერქვეშ, მისი ქმრის სტატუსით ეცხოვრა, სხვა სახის ურთიერთობაზე წამითაც არ უფიქრია ბიჭს.
- ბექა, კარგად ხარ? - ანნას მშვიდმა ხმამ შეაწყვეტინა ფიქრი.
- ჰო.
- ახლა უნდა ვილაპარაკოთ ჰო?
- თუ რამეზე ლაპარაკი გინდა, კი, უნდა ვილაპარაკოთ.
- კიდევ ერთხელ გადამარჩინე.
- ამაზე საუბარი არ გვინდა.
- თინა ბებო, ძალიან ბედნიერია. - თემა შეცვალა ქალმა.
- ჰო, ძალიან მოსწონხარ სარძლოდ.
- მეც ბედნიერი ვარ ბექა.
- ანნა, ხომ იცი. . .
- ვიცი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. - საუბარი შეაწყვეტინა.
- მიხარია.
- მოხუცები გველოდებიან, წამოხვალ?
- შენ წადი, უთხარი რომ დაძინებას ვაპირებ და მოგვიანებით შემოგიერთდებით.
- შეიძლება დავრჩე?
- ანნა, მე. . .
- ბექა, ვიცი რასაც აპირებ და ამიტომ, გთხოვ დავრჩები.
- ახლა არა ანნა. - გოგონა უსიტყვიდ დაემორჩილა მამაკაცის ნებას და სახლი ზანტი ნაბიჯებით დატოვა.


. . .
- თათა რა მოხდა გოგო, ცეცხლი გიკიდია? - თავისივე ოთახში შეაბიჯა და იქ მომლოდინე მეგობარს გაუსწორა მზერა.
- სოფი დაჯექი.
- თათია, ბექა კარგადაა? - მიტკლისფერი დაედო სახეზე და ტახტზე ჩამოჯდა.
- სოფ, ბექამ ცოლი მოიყვანა. - ფანჯრისკენ მიბრუნდა და თვალი აარიდა მეგობარს.
- მაგარი ხუმრობაა თათა.
- სოფ, სოფ მე არ ვხუმრობ.
- რას ამბობ გოგო? ბექამ? ჩემმა ბექამ? ცოლი? რას მეუბნები ხვდები თათია? რაღაც გეშლება, შეუძლებელია თათია, ბექას მე ვუყვარვარ და მე მიყვარს, ამდენი წელია ჩვენ. . . - ცრემლებმა საუბარი გააწყვეტინა ქალს. გამომშრალ ყელში ნერწყვიც ვერ გადაუშვა. თვალები ჩაუმუქდა.
- რაჭაში ვიყავით, დიტოსთან ერთად ჩავედი და. . . მოკლედ ისევ შენმა შეცდომამ გააკეთა ეს.
- ამას ვერ იზამს თათია, ბექას ის ლაწირაკი არ უყვარს.
- უყვარს თუ არ უყვარს, ბექას ის გოგო ცოლად მოყავს და დროა ეგ შენი კარიერა უკან პლანზე დაწიო და იბრძოლო საყვარელი კაცისთვის, თუ არა და უყურე იმ შენი პრეზიდენტის ტრიბუნიდან როგორი ბედნიერი ან უბედურია შენი ბიჭი.
- რაჭაში უნდა წავიდე.
- ორ დღეში მოდიან.
- მოდიან? ერთად?
- სოფი, ცოლად მოჰყავს მეთქი გოგო, უფრო სწორად უკვე უთხრა მამამისს, ცოლიაო ჩემი.
- ამას უყურე რა, უბრალოდ უყურე რა, ბექა რამიშვილო სისხლს გაგიშრობ ამ ნერვიულობისთვის. - თავისთავს უფრო ელაპარაკებოდა სოფი, ვიდრე თათიას.
- ანნა კარგი ბავშვია სოფ, ეცადე ისე მოგვარდეთ რომ ის გოგო არ დაზარალდეს და სოფო, ვაფშე ეგ რამ გაგაკეთებინა? შეიძლებოდა მამამისს მოეკლა.
- მოეკლა არა ის, მოიცა რა, ჯერ კარგად დავაკვირდი მე იმ კაცს, სანამ მისამართს მივცემდი, ეგეთი რომ შემემჩნია რამე, მარტო ბექას არ ჩავაგდებდი საფრთხეში. ისე კი მე თუ მკითხავ ეგ შენი ანგელოზი ანნა, ბექას შებმას ცდილობს პირველივე დღიდან. ამ ჩემ დეგენერატს კიდე კაბა აუფრიალე და მეტი არაფერი უნდა.
- არ არის ეგეთი ბექა, სოფი.
- ახლა არ არის თათა, შენ დასაწყისში უნდა გენახა ბექა, პოტენციურ ვაგ*ნას ხედავდა ყველა ქალში.
- და შენ ის ასეთი შეგიყვარდა.
- ვერაფერი დავუმტკიცე მაგ თავხედს ვერასდროს. გეფიცები მოვკლავ, შემომაკვდება ეს ბიჭი. - ოთახში ნერვიულად დააბიჯებდა და საუბარს არ წყვეტდა, თათა კი მშვიდად იჯდა და უსმენდა მეგობრის მუქარაში გადაზრდილ ისტერიკას.


. . .
მხოლოდ ერთი დღე დარჩა ბექა რაჭაში, მოხუცებმა დიდად გაიხარეს მამაკაცის გადაწყვეტილებით, წამოსვლის წინ დიდი ლოცვა კურთხევით გამოაცილა წყვილი თინამ. დათამ წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს და აღუთქვა ქორწილის დღეს გეწვევითო. უჩუმრად იმგზავრეს, გზაში თითქმის არ უსაუბრიათ, მხოლოდ რამდენჯერმე იკითხა რამიშვილმა ხომ არაფერი ჭირდებოდა გოგოს და უარის მიღებისთანავე გაჩუმდა.
ბექამ თავის ბინაში მიიყვანა ქალი და თხოვა თავი ისე ეგრძნო როგორც საკუთარ სახლში. ჰეროინი შემოლეოდა რამიშვილს, სწორედ ამის გამო დაეჩქარებინა სოფლიდან წამოსვლა და ახლა იძულებული იყო, გოგო მარტო დაეტოვებინა სახლში. აუცილებელი საქმე მოიმიზეზა, თან პროდუქტს წამოვიღებ, რომ საღამოს ვჭამოთო დაუბარა და მარტო დატოვა ანნა.
სულ რამდენიმე წუთის გასული იყო ბიჭი, კარზე რომ კაკუნი გაისმა.
- ბექა, დაგრჩა რამე? - კარისკენ გაიწია რომ გაეხედა, თუმცა უკვე შემოსულიყო სოფი და ქუსლების კაკუნით გამოიარა დერეფანი.
- ბექა არ ვარ, სტუმრებს იღებთ? - ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- თქვენ? - ნერწყვის გადაყლაპვაც გაუჭირდა ანნას.
- ასეთი გაოცება რატო? - სკამი გამოსწია და მოურიდებლად ჩამოჯდა ზედ.
- უბრალოდ. . .
- ჰო, ახალი რძალი ხარ და ბუნებრივია დაბნეულობა. - საუბარი გააწყვეტინა ქალმა და სკამი მიუწია. - დაჯექი. - მშვიდად მიმართა და ანნაც, სწრაფად დაემორჩილა თხოვნას.
- აბა, თქვი რა გინდა ანნა.
- მე, რა უნდა მინდოდეს?
- რა გინდა ბექასგან ანნა?
- მიყვარს. - მოურიდებლად თქვა გოგონამ.
- ბექას მე ვუყვარვარ.
- ჯერ.
- ხომ ვთქვი რომ არც ისეთი ბუნჩულა და ანგელოზი ხარ როგორც გხატავენ.
- მე არაფერი დამიშავებია ქალბატონო სოფი, ბექა მიყვარს, შანსი მაქვს ჩემი გრძნობა ორმხრივად გადავაქციო და არაფრის გამო არ ვიტყვი უარს.
- ამას ბიჭის ახევა ქვია?
- შანსის გამოყენება ქვია, მე არავისთვის წამირთმევია ბექა.
- ბექას მე ვყავარ.
- სად ჩანდა ეს ქალბატონო სოფი? სად იყავით როცა ბექა გავიცანი, ან მის გვერდით ამდენი დრო გავატარე? სამსახურში ჰო?
- შენ რა გესმის? ბავშვი ხარ რომელსაც ცხვრების მწყემსვის გარდა არაფერი უკეთებია? რა გგონია? რამდენ ხანს მოსწონთ კაცებს ცოლები რომლების სამზარეულოდან არ გამოდიან და დღესასწაულებზე ივარცხნიან თმებს? გგონია ბექას ამით მოხიბლავ?
- მზა რეცეპტი არ მჭირდება ქალბატონო სოფი, ბექას მთელი გულით შევიყვარებ და იმედს ვიქონიებ რომ ის ამას დაინახავს.
- იცი ბექას საყვარელი საჭმელი? სასმელი? დღესასწაული? ადგილი? იცი მისი საყვარელი პოზა სექ"სში? ან სექ"სი გქონდათ ვაფშე?
- არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი.
- რას ისწავლი? ამის მართლა გჯერა ანნა? რომ ამდენი წლის ურთიერთობას, შენი ფეხების დასაბანად მიტანილი თბილი წყალი და სიყვარულით მომზადებული ვახშამი შეუცვლის?
- სიყვარულს შეუძლია ყველაფრის შეცვლა ქალბატონო სოფი, მე დაგიმტკიცებთ ამას.
- რომელი სიყვარული? რომელსაც შენი "ქმარი" ჩემს მიმართ გრძნობს? - განგებ დაარტყა სიტყვა ქმარზე მახვილი და ხმამაღლა გაიცინა.
- ჩემს სიყვარულს ვიკმარებთ დასაწყისისთვის.
- მართლა? - სოფის, დამცინავი გამოსვლა კარის ხმამ შეაწყვეტინა. ბექა შემოვიდა ოთახში და ერთმანეთის პირისპირ მსხდომ ქალებს დააკვირდა.
- სოფი?
- დღეს ყველას ასე რატომ უხარია ჩემი დანახვა ბექუნა?
- სოფი, რას აკეთებ აქ?
- შენს სანახავად მოვედი და ცოლი დამახვედრე.
- ანნა, ყველაფერი კარგადაა? - გოგონას მიუბრუნდა რამიშვილი.
- ჰო, კარგადაა.
- ნუ გეშინია, შენს ანგელოზს არ შევხებივარ. - დამცინავად შეხედა ბურდულმა.
- რისთვის მოხვედი?
- მოგიკითხეთ, მაინტერესებდა ახლად დაქორწინებულებს თაფლობისთვის გატარება სად გსურდათ, რომ საქორწილო საჩუქარი მოგიმზადოთ.
- გეყოფა სოფი.
- კარგი, ნუ გეშინია, შენ ცოლს არ ვეტყვი რომ თაფლობისთვის გატარება ჩემთან გინდა ბექუნა.
- გითხარი გეყოფა_მეთქი.
- კარგი, წავედი. - ფეხზე წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და რამიშვილს გაუსწორდა. ხელით შეუსწორა მაისურის საყელო, მისი სახისკენ ფრთხილად მიიწია და ლოყაზე აკოცა ბიჭს. - წვერი გაიპარსე, ხომ იცი რომ მშუშხავს. - დაბალ წვერზე ჩამოუსვა ხელი და კარისკენ დაიძრა.
- ჰო მართლა ბექა, შენი საყვარელი პოზა მაინც უთხარი, მაგრად ტეხავს უკვე. - ხმამაღა გაიცინა და კარი გაიჯახუნა.
- ბექა. - საუბარი დაიწყო გოგონამ.
- ანნა, ახლა არა.
- დაიბანე, ოფლიანი და ნამგზავრი ხარ.
ოთახიდან გავიდა და პირსახოცით ხელდამშვენებული დაბრუნდა უკან.
- ანნა, გმადლობ. - პირსახოცი გამოართვა ბიჭმა და აბაზანისკენ დაიძრა. ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოიღო და ფურცელი ამოყვა. ლამაზად გადაკეცილი ქაღალდი გადაშალა და მაშინვე იცნო სოფის კალიგრაფია.
" მაქსიმუმ ორ საათში, ჩემთან არ ამოხვალ და ყელს გამოგჭრი"скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline ადმინი ელპინი

დავბრუნდები, პატარა.
მიყვარხარ! ❤️

 


№2 მოდერი სალანდერი

ჰო ვიცი დავაგვიანე, მაგრამ დაპირებისამებრ დღე მაინც არ ჩავაგდე❤
მადლობა რომ აქ ხართ, გველოდებით და გვიტანთ ❤

ელპინი
დავბრუნდები, პატარა.
მიყვარხარ! ❤️

მეც მიყვარხარ ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი Lilith

Auu beqas da Ana's vshipav ;(

 


№4 მოდერი სალანდერი

სტუმარი Lilith
Auu beqas da Ana's vshipav ;(

აუუ, მიხარია ❤
მადლობა ❤

 


№5 სტუმარი სტუმარი Lilith

Nugixaria mainc sofostan datoveb beqass(((

 


№6 მოდერი სალანდერი

სტუმარი Lilith
Nugixaria mainc sofostan datoveb beqass(((

ჯერ არ გადამიწყვეტია :დ :დ
ნებისმიერ შემთხვევაში გამიხარდებოდა????????

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

სოფოს მხარეს ვარ , გამიხარდება თუ ერთად დარჩებიან .. მიხარია რომ ანნას მოკვლის უფლება არ მისცა მშობლებს , მაგრამ ეს მართლა კაცის ახევაა, ადამიანის სიკეთეს იყენებს .. სოფო გამოსწორების გზას თუ დაადგება კარგი იქნება , 5 წელი და ამხელა სიყვარული წყალში ჩასაყრელი არაა

 


№8 სტუმარი სტუმარი Lilith

Ravici abaaa rato gagixarda;d

 


№9 სტუმარი ბაი

სოფი მაინც ვერ ხვდება, რომ ამ ტაქტიკით არ უნდა გააგრძელოს. არმიყვარს ანასნაირი გოგონები, მაგრამ ამ შემთხვევაში ბექას ის სჭირდება, რომ რაღაც გარდატეხა მოხდეს. ვნახოთ, ვნახოთ..

 


№10 სტუმარი სტუმარი Lilith

Ana's da beqas martome vshipav oh no;d

 


№11 მოდერი სალანდერი

ძალიან დიდი მადლობა ყველას ❤ მიხარია რომ კითხულობთ და აზრიც აშკარად ორად გაიყო ❤
ნუ რომელიღაც მხარეს გულს ვატკენ სავარაუდოდ, მაგრამ მიხარია რომ მომყვებით ❤

 


№12  offline წევრი Liziko27

აუფ რა ნაგლია ეს ანი;d;d;;d ერთი უმეწო გოგო მეგონა გამოაჩინა კლანჭები.. ახევს კაცს სოფოსს .. აი ბექა რასიზავს ეხლა ეგ მაინტერესებს და რაღა მომკლავს მერე.,((((((

 


№13 მოდერი სალანდერი

Liziko27
აუფ რა ნაგლია ეს ანი;d;d;;d ერთი უმეწო გოგო მეგონა გამოაჩინა კლანჭები.. ახევს კაცს სოფოსს .. აი ბექა რასიზავს ეხლა ეგ მაინტერესებს და რაღა მომკლავს მერე.,((((((

აკი გითხარით ჯერ ადრეა დემონობა ანგელოზობაზე საუბარითქო :დ :დ
მადლობა ინტერესისთვის და იმისთვისაც რომ გველოდი ❤

 


№14  offline ადმინი ელპინი

საინტერესოა. ისე კი, მე სხვა რაღაცებს ველოდი, დამპალო და ამიტომ, მომდევნო თავს მალე დაწერ, მაქსიმუმ ხვალ დილამდე გაცადო. ინტრიგანი ხარ და ყველა თავის ბოლოს, რაღაც ახალს აჩენ ისე, რომ იმენა, ინტერესში აგდებ მკითხველს. სოფის წერილით დასრულება კარგი გათვლა იყო, სხვათა შორის. თათია მაინც მომწონს, რა ვქნა. ანნას ცოტა მეც დავცინე, ჩემი ბრალი საერთოდ არაა, მაგრამ მაინც საყვარელია.
მალე დაწერე რა, მართლა რა.
ძალიან, საშინლად მიყვარხარ, ჩემო!

 


№15  offline მოდერი Queenofmoon

ჰო ვამბობდი,ვერ გამირკვევია ანა და ბექა უფრო მომწონს თუ,სოფი და ბექა თქო,მაგრამ მივხვდი,რომ სოფი და ბექა სულ სხვა განზომილებაა. აი სულ სხვა ქიმიაა,გიჟური და რაღაცნაირი..
ანნა კი,არც ისეთი უმანკოა,როგორიც აქ არის უფრთო ანგელოზის სახით წარმოდგენილი:დ
ზოგადად,ასეთი მშვიდი,წყნარი და სათნო ქალების უკან იმალება ნამდვილი ეშმაკი. სოფი კი,უბრალოდ პირდაპირია. (ნუ ეს ჩემი აზრია)
რა კარგია,რომ ყოველდღე დებ ახალ თავს,როგორ ველოდებოდი იცი?აი ერთი სული მქონდა მალე წამეკითხა kissing_heart
და ბოლოს,ალბათ აღარ უნდა იმის დამატება,რომ ძალიან კარგი იყო და შენც ძალიან კარგი ხარ და მომწონს,ხო?! joy ვსიო,ესაა ჩემი კომენტარი joy

 


№16  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიაან დაძაბე უკვე ხოიცი შენ:დდდ
ჩემი ბექა ორი ქალის გასაყოფი ხდება :დდდ
ანუ სოფის ვთვლი უკვე როგოთ ქალად სხვა რა უნდა ვიფიქრო მისი საუბროდან გამომდინარე? ამხელა ქალია და ბავშვს რაზე და როგორ ურჩევს საქმეს სასაცილოა უბრალოდ :დდდ ანუ ბექას დაბრუნებას თუ მასე აპირებს და თუ დაიბრუნა ბექაც კაი შებერტყილი ყოფილა :/ :დდ ჰო ანასგან ასე მალე აღიარება გამიკვირდა და უბრალოდ ზედმეტად ბავშვურია დიდი გულით ანუ ცოტა გაზრდა არ აწყენდა და ჭკუის ხმარება <3 დაიპყროს ამ გოგომ ბექა სანამ გადავრეულვარ თორე მივაწებებ ერთმანეთს ან სკოჩით გადავაბამ ! :დდ ჰო როგორც ყოველთვის ისევ გამახარე კი. ალოდინე მაგრამ ლოდინად ღირდა ♥️♥️ თუმცა მაინც უფრო მეტად გელოდები ახლა რადგან უფრო და უფრო საინტერესო ხდება და ერთი სული მაქვს შემდეგი თავი ვიხილო ისეთ ინტრიგაში ვარ რასიზამს ბექუნა ♥️♥️♥️ წარმატებები ჩემო ინტრიგანო ♥️♥️

 


№17 მოდერი სალანდერი

ელპინი
საინტერესოა. ისე კი, მე სხვა რაღაცებს ველოდი, დამპალო და ამიტომ, მომდევნო თავს მალე დაწერ, მაქსიმუმ ხვალ დილამდე გაცადო. ინტრიგანი ხარ და ყველა თავის ბოლოს, რაღაც ახალს აჩენ ისე, რომ იმენა, ინტერესში აგდებ მკითხველს. სოფის წერილით დასრულება კარგი გათვლა იყო, სხვათა შორის. თათია მაინც მომწონს, რა ვქნა. ანნას ცოტა მეც დავცინე, ჩემი ბრალი საერთოდ არაა, მაგრამ მაინც საყვარელია.
მალე დაწერე რა, მართლა რა.
ძალიან, საშინლად მიყვარხარ, ჩემო!

ანნა❤ შენ ხომ იცი. . .
ნუ იცი რა, რა გითხრა ახალი?
ძველს გეტყვი . . . მიყვარხარ ❤

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიამოო

აუ,რა ანნაა. არ შემიძლია ეს მამა აბრამის ბატკანი გოგოები რაა... ძაან დამყოლი და გაბლუცუნებული ქალები...
სოფის და ბექას სულ სხვა ქიმია აქვთ. ჩემი აზრით ბექა და ანნა ძაან შეუფერებელი წყვილია, თუმცა სოფის შესაფუცხუნებლად სჭირდებოდა და ძაან კაი, იქნებბ მოვიდეს აზრზეე და კარიერა გადაწიოს უკანა პლანზე.

 


№19 მოდერი სალანდერი

Queenofmoon
ჰო ვამბობდი,ვერ გამირკვევია ანა და ბექა უფრო მომწონს თუ,სოფი და ბექა თქო,მაგრამ მივხვდი,რომ სოფი და ბექა სულ სხვა განზომილებაა. აი სულ სხვა ქიმიაა,გიჟური და რაღაცნაირი..
ანნა კი,არც ისეთი უმანკოა,როგორიც აქ არის უფრთო ანგელოზის სახით წარმოდგენილი:დ
ზოგადად,ასეთი მშვიდი,წყნარი და სათნო ქალების უკან იმალება ნამდვილი ეშმაკი. სოფი კი,უბრალოდ პირდაპირია. (ნუ ეს ჩემი აზრია)
რა კარგია,რომ ყოველდღე დებ ახალ თავს,როგორ ველოდებოდი იცი?აი ერთი სული მქონდა მალე წამეკითხა kissing_heart
და ბოლოს,ალბათ აღარ უნდა იმის დამატება,რომ ძალიან კარგი იყო და შენც ძალიან კარგი ხარ და მომწონს,ხო?! joy ვსიო,ესაა ჩემი კომენტარი joy

შენ ხარ სასწაული, მართლა მაგრად გამაცინე და ძან იდიოტური და თვითკმაყოფილი სიფათი მაქვს ახლა. . .
მოხარია რომ მელოდი და მომყვები. . .
ჰოდა მადლობა რა ❤
მეტის თქმაც მინდა მაგრამ ახლა ესაა ჩემი კომენტარი ❤

 


№20 სტუმარი Mariami

ნუ იმაზე ლაპარაკს არ დავიწყებ რომ ძალიაააან კარგი თავი იყოოოოო❤️❤️❤️ ძალიაააან მომეწონაააა განსაკუთრებით ბოლო წინადადებააა ???? და იმედიააა იციიიი ვისაააც ველიი მოუთმენლააააად, სოოფის ველოდები მეეე სოფოს აღზევებაააას, შეცვლააას, შურისმაძიებელი, სასტიკი, კარიერისტი ქალის როლს რო მოაშორეეებ იმ თავს ველოდები მეეე, სოფის და ბექას ვშიფააააავ და გული არ გამიტეხო იცოდეეეეეეეე ❤️❤️❤️????????????

 


№21  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აი შენ არ იცი რამდენი ხანია ველოდები
რამდენჯერ შემოვედი საიტზე რომ დამხვდებოდა
როგორ ველოდი როდის დაპოსტავდი
და რომ დაპოსტე ეგრევე შემოვვარდი
ორი საათიო
ეგ ორი საათი გაიწელება ჩვენთვის ერთ დღეს ხომ ვიცი
საშინლად კარგი იყო
ძალიან ძალიან მაგარი
აუ რა ვქნა არ "მეანგელოზება" ეს გოგო
ხო ზოგის ეგ ურჩევნია მაგრამ აი კენჭისყრაში
რომ შენ გაქ მთავარი ადგილი მანდ ვიჭედებით

აუ რა ირონიაა ამ ქალში ნუ
უბრალოდ სასწაული
შენ თუ მოავლენდი ისევ მასეთ ადამიანს
საიდან გამოგყავს ეს ცინიზმით სავსეები ნუ
აი ბექა მეცოდება რა
რამდენად გაიყოს არა
ზოგს ეს უნდა ზოგს ის
მაინც და მაინც ახლა მოუნდა მაგასაც
ეს სიკეთე და დიდსულოვნება
სიკვდილისგან იხსნა გოგო თურმე ...
რომელი მამა მოკლავს შვილს ნუ გამაგიჟა
ტიპი იმენა გაგიჟებულია
მაგრამ პირველივე თავიდან შემიყვარდა ეგ დამპალი პერსონაჟი
არა ქალები კი ეხვევიან
უფროსი გინდა თუ უმცროსი
მაგათთვის ცეცხლია
ბოლოში მაგრად ვიცინე
სოფის მოქმედებას ქვია ბრძოლა
აბა დამდგარი რომ იძახის
"ჩემი სიყვარული გვეყოფა"
ღადაობს?!
არ შემიძლია ეს რომანწიკა რა
მაგრად ეტყობა ასაკი
კიდე სჯერა ეგეთების
აი არადა თავიდან მაგარი საყვარელი იყო
გარომანტიკოსდა რა
მაგრამ მაინც კაია
აი თავი იყო "ნაწინასწარმეტყველისამებრ" ბუუუმი
მაგრამ ასე აღარ გვალოდინო რა გავგიჟდები cold_sweat heart_eyes

 


№22  offline წევრი Liziko27

ხოო შენ ხარ ქალი პიროვნება.. როდის რა სუნდა ელოდო ვერ გაიგებს მკითხველი.. რომ მეგონა როგორც სხვა ისტროია კეთილი ანით დამთავრდებოდა თურმე რები ხდება.. აი მართლაა გადარეულად წერ.!!!;*;*;*;*

 


№23 მოდერი სალანდერი

ტკბილიწიწაკა
ძალიაან დაძაბე უკვე ხოიცი შენ:დდდ
ჩემი ბექა ორი ქალის გასაყოფი ხდება :დდდ
ანუ სოფის ვთვლი უკვე როგოთ ქალად სხვა რა უნდა ვიფიქრო მისი საუბროდან გამომდინარე? ამხელა ქალია და ბავშვს რაზე და როგორ ურჩევს საქმეს სასაცილოა უბრალოდ :დდდ ანუ ბექას დაბრუნებას თუ მასე აპირებს და თუ დაიბრუნა ბექაც კაი შებერტყილი ყოფილა :/ :დდ ჰო ანასგან ასე მალე აღიარება გამიკვირდა და უბრალოდ ზედმეტად ბავშვურია დიდი გულით ანუ ცოტა გაზრდა არ აწყენდა და ჭკუის ხმარება <3 დაიპყროს ამ გოგომ ბექა სანამ გადავრეულვარ თორე მივაწებებ ერთმანეთს ან სკოჩით გადავაბამ ! :დდ ჰო როგორც ყოველთვის ისევ გამახარე კი. ალოდინე მაგრამ ლოდინად ღირდა ♥️♥️ თუმცა მაინც უფრო მეტად გელოდები ახლა რადგან უფრო და უფრო საინტერესო ხდება და ერთი სული მაქვს შემდეგი თავი ვიხილო ისეთ ინტრიგაში ვარ რასიზამს ბექუნა ♥️♥️♥️ წარმატებები ჩემო ინტრიგანო ♥️♥️

ტკბილოოო გოგოო, რა საოცარი და პოზიტიური ხარ შენ, ❤
ჰო ვიცი რომ გალოდინეთ და გამოვასწორებ ❤ მაინც ეგოისტურად მიხარია რომ მელოდით დანარჩენის რა გითხრა აბა? ვნახოთ ❤

სტუმარი მარიამოო
აუ,რა ანნაა. არ შემიძლია ეს მამა აბრამის ბატკანი გოგოები რაა... ძაან დამყოლი და გაბლუცუნებული ქალები...
სოფის და ბექას სულ სხვა ქიმია აქვთ. ჩემი აზრით ბექა და ანნა ძაან შეუფერებელი წყვილია, თუმცა სოფის შესაფუცხუნებლად სჭირდებოდა და ძაან კაი, იქნებბ მოვიდეს აზრზეე და კარიერა გადაწიოს უკანა პლანზე.

მარიამო ❤
მიხარია რომ აქ ხარ, მადლობა ❤

 


№24  offline წევრი tatuli)

ar myopnis dges mgoni meored cavikitxav am tavs :D <3

 


№25 მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi
აი შენ არ იცი რამდენი ხანია ველოდები
რამდენჯერ შემოვედი საიტზე რომ დამხვდებოდა
როგორ ველოდი როდის დაპოსტავდი
და რომ დაპოსტე ეგრევე შემოვვარდი
ორი საათიო
ეგ ორი საათი გაიწელება ჩვენთვის ერთ დღეს ხომ ვიცი
საშინლად კარგი იყო
ძალიან ძალიან მაგარი
აუ რა ვქნა არ "მეანგელოზება" ეს გოგო
ხო ზოგის ეგ ურჩევნია მაგრამ აი კენჭისყრაში
რომ შენ გაქ მთავარი ადგილი მანდ ვიჭედებით

აუ რა ირონიაა ამ ქალში ნუ
უბრალოდ სასწაული
შენ თუ მოავლენდი ისევ მასეთ ადამიანს
საიდან გამოგყავს ეს ცინიზმით სავსეები ნუ
აი ბექა მეცოდება რა
რამდენად გაიყოს არა
ზოგს ეს უნდა ზოგს ის
მაინც და მაინც ახლა მოუნდა მაგასაც
ეს სიკეთე და დიდსულოვნება
სიკვდილისგან იხსნა გოგო თურმე ...
რომელი მამა მოკლავს შვილს ნუ გამაგიჟა
ტიპი იმენა გაგიჟებულია
მაგრამ პირველივე თავიდან შემიყვარდა ეგ დამპალი პერსონაჟი
არა ქალები კი ეხვევიან
უფროსი გინდა თუ უმცროსი
მაგათთვის ცეცხლია
ბოლოში მაგრად ვიცინე
სოფის მოქმედებას ქვია ბრძოლა
აბა დამდგარი რომ იძახის
"ჩემი სიყვარული გვეყოფა"
ღადაობს?!
არ შემიძლია ეს რომანწიკა რა
მაგრად ეტყობა ასაკი
კიდე სჯერა ეგეთების
აი არადა თავიდან მაგარი საყვარელი იყო
გარომანტიკოსდა რა
მაგრამ მაინც კაია
აი თავი იყო "ნაწინასწარმეტყველისამებრ" ბუუუმი
მაგრამ ასე აღარ გვალოდინო რა გავგიჟდები cold_sweat heart_eyes

უფს, როგორ მიყვარს შენი დეტალური განხილვები რა ❤
ვიცოდი ეს თავი მოგეწონებოდა პირადად შენ ❤ ირონია სარკაზმი ცინიზმი სულ ჩემებია და რა ვქნა ❤
მადლობა და მადლობა, ამდენს აღარ გალოდინებთ სიტყვას ვიძლევი ❤

 


№26  offline წევრი სიბილა

მდაა,:(:(:(

 


№27 მოდერი სალანდერი

Mariami
ნუ იმაზე ლაპარაკს არ დავიწყებ რომ ძალიაააან კარგი თავი იყოოოოო❤️❤️❤️ ძალიაააან მომეწონაააა განსაკუთრებით ბოლო წინადადებააა ???? და იმედიააა იციიიი ვისაააც ველიი მოუთმენლააააად, სოოფის ველოდები მეეე სოფოს აღზევებაააას, შეცვლააას, შურისმაძიებელი, სასტიკი, კარიერისტი ქალის როლს რო მოაშორეეებ იმ თავს ველოდები მეეე, სოფის და ბექას ვშიფააააავ და გული არ გამიტეხო იცოდეეეეეეეე ❤️❤️❤️????????????

ვერაფერს დაგპირდებისამწუხაროოდ ჯერ, მაგრამ ძალიან მიხარია რომ აქ ხარ და აზრსაც მიზიარებ ❤
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№28 სტუმარი სტუმარი someone wandering

ქალოოო
ვინ ხაარ შენ ჰა? კომენტარს ვერ ვწერდი,აი ახლაც რომ ვწერ არ ვიცი წესიერად რა დავწერო....
სოფი და ბექა? აი,ძალიან ქარიზმატული,ენერგიული წყვილია,მაგრამ რაც ანა გამოჩნდა რაღაც შეიცვალა. 4 წლიან სიყვარულს მეხუმრებით,ტო? ვიცი,შეუძლებელიც კია ზოგჯერ დავიწყება ამ გრძნობისა,მაგრამ განა შეუძლია ბექას უკანა პლანზე ყოფნა? მე ვფიქრობ,რომ სოფის კარიერა ყველა და ყველაფერს ურჩევნია.რა ვქნა? ასე ჩანს. შვილთან დამოკიდებულებაშიც ეს დავინახე,მან არ დააყენა ბექას სიყვარული წინ იმ მომენტში და ბექასგან ელოდა გაგებას..ბექასგან ელის მხოლოდ გევრდში დგომას,თავად დაუდგა გვერდში ნარკოტიკზე რომ გაიგო? არა! უბრალოდ მოითხოვა რომ ეს მავნე ჩვევა დაევიწყებინა? ჰაჰ, რა ადვილი სათქმელია....ვიცი,მასაც ტკივა,მაგრამ მაინც ვერ ვამართლებ რა, ამ მხრივ. ბექაც რომ მტყუანია ეგეც ვიცით. იმას კი არ ვამბობ,რომ ქალი უნდა იყოს სახლში და ქმარს თავს ევლებოდეს,ოქროს შუალედის დაცვა მაინც საჭიროა,კარიერისტიც შეიძლება იყო,მაგრამ ზოგჯერ საკუთარ პრინციპებს უარი უნდა ვუთხრათ და საყვარელ მამაკაცს მოვესიყვარულოთ,გავუგოთ,გვერდში დავუდგეთ joy heart_eyes და...ანა? მან რა გააკეთა? ჩუმად შედიოდა და ბექასთან ერთად იტანჯებოდა,რაც კლავდა...ესაა გვერდში დგომა,ესაა სიყვარულის გამოხატულება.მე ზოგადად ხშირად მემართებოდა ასე,ვინმე ახალი ქალი რომ გამოჩნდებოდა ვმარჩიელობდი,იქნებ ეს შეუყვარდეს? ეს ქალი რატომ გამოჩნდა, რა დანიშნულება აქვს? აი,თავიდან ვაფშე არ მიფიქრია ანასა და ბექაზე,მაგრა ახხლა? კი,ვფიქრობ. თან სოფი და ბექა გადაწონა,აი ამ რამდენიმედღიანი გამოჩენით, როგორ მოახერხე ეს არ ვიცი,ალბათ ანის ბექასადმი განსხვავებული დამოკიდებულებით,4 წელთან 2 კვირა რა მოსატანია,მაგრამ მე ამ გოგოს გრძნობებში ის დავინახე,რაც სოფისაში ვერა,სწორედ ეს აღნიშნა დათა პაპამ,როდესაც ბექას ესაუბრებოდა. არვიცი რა მოხდება,ველი შემდეგ თავს,წინასწარ ვერაფერს ვამბობ,მაგრამ....
მე უკვე მიყვარს ანი და ბექა ერთად,დალშე შენ უნდა ეცადო რომ ეს წყვილი ვაფშე გადამაფსიხებელი და გასაგიჟებელი იყოს ჩემთვის. პოზებს მერე დაარეგულირებენ joy შენ და ბანალურობა შორს ხართ ძალიან,ვიცი რომ ტრაგიზმი არაა ეს ისტორია,მაგიტომ შემართებით და უშიშრად ვკითხულობ. არ მომწონს ეს უცბად დავასებები და ა.შ. არ მინდა რომ ბექასაც ასე დაემართოს,ბევრს აღარ აგიხსნი, ნუ ხომ ხვდები რა? ეჭვიანობის სცენებიც რომ მევასება ხომ იცი sweat_smile
თათული არის საოცარი ადამიანი,მაგის და ბექას დაქალ-ძმაკაცობა სრული სიგიჟე,სიფსიხე,სიყვარულიაა.... დიტო..ოო....მომკალი და თათუ და დიტოს რომ ვშიფავ არა? მაგრამ,წინასწარ დანამდვილებით ვერაფერს ვამბობ. შენ ისე წერ,ვერც ვამბობ წინასწარ ვერაფერს.
მიყვარხარ ჩემო გოგო.
გაფასებ როგორც მწერალს.
მოგყვები ბოლომდე.
heart_eyes
იცი,ვინ ვარ? არ ვიცი ნიკით თუ მცნობ.... joy heart_eyes

 


№29 მოდერი სალანდერი

Liziko27
ხოო შენ ხარ ქალი პიროვნება.. როდის რა სუნდა ელოდო ვერ გაიგებს მკითხველი.. რომ მეგონა როგორც სხვა ისტროია კეთილი ანით დამთავრდებოდა თურმე რები ხდება.. აი მართლაა გადარეულად წერ.!!!;*;*;*;*

ლიზიკო, ძალიანაც მიხარია რომ არაფერიც არაა ჯერ ისე როგორც გეგონა ❤
მომავალში ვნახოთ ❤

 


№30 სტუმარი სტუმარი someone wandering

სოფი და ბექა,თუ ანი და ბექა.... ახალ თავებში რომ ჩამოვყალიბდები მერე კიდევ დაგიწერ კომენტარს,ჯერ ამ აზრზე ვარ,თუმცა ზოგს ვეთანხმები ანიზე რაც დაწერეს და სოფოსა და ბექის წყვილზეც რაც დაწერეს,საოცარი ენერგეტიკა აქვს ამ წყვილს..აუუ ძძააან ვერ ჩამოვყალიბდი ნუუუ. მოგკლავ ამ გაუგებრობაში რომ მამყოფებ. ანასგან ცოტა არ იყოს გამიკვირდა ნუუ,სიყვარულზე ასე რომ ალაპარაკდა..თამამად. მაგრაამ....ყველაფერი წინაა. ველი რა მოხდებაა.

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.