შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {6}


24-11-2018, 02:43
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 11 416

მოკალი,იქნებ გადარჩე {6}

კაბინეტში ,რამოდენიმე ადამიანი იჯდა დაძაბული სახეებით და ცდილობდნენ შექმნილი სიტუაციიდან თავის დაღწევის სწორი გზა ეპოვათ.
-სანდრო.-ჭაღარა თმიანმა შუახნის მამაკაცმ, რომელიც სანდრო ქარდავას ადვოკადი გახლდათ. ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლით გაჯერებული ჰაერი და ჩაფიქრებულ ქარდავას გახედა, ქვედა ტუჩს ნერვიულად რომ იწვალებდა კოტიტა თითებით.
-ჰო?-ფიქრებიდან გამოერკვა ქარდავა და ადვოკატს გადახედა.
-შენი გადაწყვეტილება უცხოელ ინვესტორებს ნამდვილად არ მოეწონებათ და გული მიგრძნობს, საქმე სასამართლო დავამდე მივა.ასე უცებ შენი წილის უკან გამოტანა არ გამოვა ...სერიოზული პრობლემები შეგექმნება, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე მისი დროზე ადრე დარღვევისთვის.
-რავქნა ბესიკ? სხვა გამოსავალი მაქვს და ვერ ვხედავ? -ადვოკატს,საწყალი თვალები შეანათა ქარდავამ.-იქნებ შენ მირჩიო რა წყალში გადავვარდე?!
-არვიცი,მართლა არ ვიცი სანდრო.-მხრები აიჩეჩა ბესიკ ჭკუასელმა და თანაგრძნობით სავსე მზერით გადახედა პარტნიორს, რომელთანაც რაც თავი ახსოვს იმის მერე მუშაობდა.ბევრი განსაცდელი გამოუვლით ერთად,ბევრი საქმე მოუგიათ,ბევრი წაუგიათ, მაგრამ საბოლოოდ ამ მდგომარეობამდე მყარი ნაბიჯით მოვიდნენ.ახლა კი, ამდენი წლების ნაშრომს სერიოზული წყალი შესდგომოდა და საძირკველი ისე მოერყია,ჭერი როდის ჩამოენგრეოდათ თავზე კაცის შვილმა არ იცოდა.
-მე შემიძლია ამ საქმის აღება...-წუთიერად ჩამოწოლილი გულისგამაწვრილებელი დუმილი თორღვა არაბულმა, დაარღვია და იქ მსხდომთა ინტერესით სავსე მზერაც დაინსახურა.-ხო,უცხოელ ინვესტორებს წარუდგინე ჩემი თავი როგორც შენი წარმომადგენელი.მე მივხედავ იმ პროექტსაც და შესაბამისად შენც თავს აარიდებ სასამართლოებს.
-ესე შეიძლება?-ჩაფიქრებულ ადვოკატს,მუდარით სავსე თვალები შეანათა ქარდავამ.
-ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა დაგვჭირდება.იურდიულ მხარეს მე და ბატონი თორღვას იურისტები მივხედავთ.ინვესტორებს, შენ დაელაპარაკე და შეძლებ შენი წილის უკან გამოთხოვას თუ არაბული თავისით ჩაანაცვლებს ...მართვის პაკეტის სადავეების სრულად გადაცემა მოგიწევს და ეს საქმე გულდასმით გასავლელია სანდრო!
-ჯანდაბა...-თავზე ორივე ხელი გადაისვა ქარდავამ.- აქციების პაკეტი , ამ სიტუაციაში ფეხებზე მკი*დია.შეძლებ ოცის შოვნას?-სანდრომ,არაბულს მუდარით გადახედა.
-ვფიქრობ ,რამეს მოვახერხებ.წინ სამი დღეა სანდრო.ნაწილი მაქვს, ნაწილსაც რამენაირად ვიშოვი.
-ჯანდაბა ,მოაგვარე ეგ საქმე და დავიწყოთ ყველაფრის გავლა.ახლავე დავრეკავ პოლონელებთან და გავესაუბრები, ვფიქრობ წინააღმდეგები არ იქნებიან.რა მნიშვნელობა აქვს პროექტს ვინ ჩააბარებს? მე, თუ შენ მთავარი ისაა რომ დათქმულ ვადაში ჩაბარდება.
-ჰოდა ძალიან კარგი.-მხრები აიჩეჩა თირღვამ და სიგარეტსს მოუკიდა -დავურეკავ ჩემს იურისტებს და ისინიც გადახედავენ საქმეს...მინდა ყველაფერი წესის და რიგის დაცვით მოგვარდეს, მერე საკამათო რომ არაფერი იყოს. არც ერთმანეთში და არც ინვესტორებთან...
-მადლობა!-ყრუდ ამოილაპარაკა ქარდავამ.
-არაფერს სანდრო!-არაბულმა,მხარზე მეგობრულად მიარტყა ხელი.-ბოლოს და ბოლოს ერთი ოჯახი ვართ.თითქმის.. მარიამის დაბრუნების შემდეგ კი ეს ყველაფერი გამყარდება.მაინც ჩვენს შვილებს არ რჩებათ ყველაფერიი?!-გაეცინა არაბულს-დღეს შენ გიჭირს.ხვალ, შეიძლება მე დამჭირდეს შენი დახმარება და ისევ ჩვენ თუ არ ამოვუდექით ერთმანეთს მხარში სხვას სულ ფეხებზე ჰკიდია.
-კარგი,მოვაგვაროთ ეს საქმე და დათას დაურეკე.-სიგარეტს თავადაც მოუკიდა ქარდავამ.-ისე ეგ შენი დათა,ძალიან კარგი ბიჭი ჩანს.უბოროტო და უღალატო.
არაბულს, დათას ხსენებაზე სახე გაებადრა და ტუჩებზე, სიამოვნების ღიმილი აუთამაშდა.
-კიი, კარგი ბიჭია.ზედმეტად კარგიც კი.
-მალადეც შენ,შვილების გაზრდა გცოდნია თორღვა,კარგი მამა ხარ!
გაუღიმა ქარდავამ და ტელეფონს დასწვდა თორღვამ კი ფანჯრისკენ გადაიმაცვლა და მობილურზე საკუთარი იურისტის ნომერი აკრიფა.



დილით წასული დათა არაბული, ორი დღე ისე გავიდა, სახლში აღარ გამოჩენი.წიკო და შუმახერას რიგ -რიგობით უწევდათ მარკეტში ჩასვლა და მზა საკვების ამოტანა. შემდეგ კი ისეთი დაძაბული სახეებით ისხდნენ ან დადიოდნენ, თითქოს რამე ცუდი უნდა მომხდარიყო და ცდილობდნენ წინასწარ შეჰგუებოდნენ ამ აზრს.არც მარიამი სვამდა ზედმეტ კითხვებს, იჯდა თავისთვის ფანჯარასთან და გაჰყურებდა სიცოცხლით სავსე ქალაქს.თავს მშვიდად გრძნობდა,ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ,თუმცა თვალები მაინც მისდაუნებურად გაურბოდა საათისკენ ან სასტუმრო ოთახში შემოსასვლელი კარისკენ.მობილურის ყველა ზარზე ,სმენა მისდაუნებურად ეძაბებოდა.თითქოს ისეთი რამის გაგება სურდა რაც მის ამ უსაზღვრო სევდას, რომელიც კაცმა არ იცის რის გამო შენოსწოლოდა გულზე ,ოდნავ მაინც გაიქარვებდა.ძილით ,დათას საწოლში ეძინა. თეთრეულში, რომელიც მამაკაცის უცხო,გრილი სურნელით გაჟღენთილიყო. გაღვიძებული კი, ცდილობდა სხეულიდან საგულდაგულოდ ჩამოებანა ის სურნელი, რაც ცხვირში ჯიუტად გასჯდომოდა და არსად გაქრობას არ აპირებდა.

დედაქალაქში, საღამოს შემობრძანებასთან ერთად მისი სევდაც, უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს მთელს ორგანიზმში და ამღვრეული თვალებით, გონებიდან იმ გამოუსადეგარი ფიქრების გაფანტვას ცდილობდა მყარად რომ დალექილიყო მის მეხსიერებაში.ფიქრები ,რომელიც ყველას და ყველაფერს ეხებოდა.დედას,რომელიც დარწმუნებული იყო ახლა თვალცრემლიანი იჯდა და დამამშვიდებლის ძლიერმოქმედი აბებით ცდილობდა იმ მღელვარების ჩაცხრომას, რომელი მღელვარებაც მარიამის ასე უგზო უკვლოდ გაუჩინარებას მოჰყვა.უჭირდა დედის გარეშე,ენატრებოდა,კი საშინლად ენატრებოდა, რადგან მთელი ოცდაშვიდი წლის მანძილზე დღე არ გასულა,საათი თუ წუთი, მასთან კონტაქტი რომ არ ჰქონოდა.უყვარდა მამა,ზედმეტადაც კი და სწორედ ამ სიყვარულის დამსახურება იყო მამიკოს ნებიერას რომ ეძახდნენ.ენატრებოდა, სულის შეხუთვდე და ერთი სული ჰქონდა როდის ჩაეხუტებოდა,როდის შემოხვევდა ძლიერ მკლავებს, თავის საყვარელ ქალიშვილს და ალბათ ის ფორიაქიც გაქრებოდა, ახლა სულს და სხეულს რომ უშფოთებდა. ფიქრობდა რეზიზე,მაგრამ არა იმდენად ხშირად და დიდხანს. ეს საშინლად აღელვებდა,ებრაზებოდა საკუთარ თავზე და საქციელზე რადგან კაცი, რომელიც ეგონა რომ სიგიჟემდე უყვარდა არც იმდენად აღელვებდა როგორც სხვა დანარჩენები.არ ანერვიულებდა რეზის განცდები,მისი ნერვიულობა და არც ის ანაღვლებდა, საერთოდ განიცდიდა თუ არა მის გაუჩინარებას.იმდენად სულ ერთი და იმდენად უმნიშვნელო გამხდარიყო რეზი არაბული მისთვის ,ეს თავადაც უკვირდა.უკვურდა: განა რამ და როგორ შეცვალა ამ რამოდენიმე დღეში ?ასე უცებ, რომ გაუცივდა მის მიმართ მანამდე ზენიტში აყვანილი გრძნობები.გრძნობები, რომელმაც ამ ურთიერთობის დამაგვირგვინებელ ფინიშის ხაზამდე მიიყვანა ,რასაც ქორწინებაზე თანხმობის გამოცხადება ნიშნავდა.კაცი, რომელიც ყოველთვის სასურველი, საამაყო და მისი ნდობით აღჭურვილი გახლდათ.კაცი, რომელსაც საკუთარი თვივით ენდობოდა,მის მეხსიერებაში ისე გაუფერულებულიყო, თავადაც ვერ ხვდებოდა.მეორეს მხრივ, თავის ამ ფიქრებზე სინდისი სასწაულად ქენჯნიდა ,მაგრამ იმ გაუცხოებას ვერაფერს უხერხებდა.

არც იმ საღამოს დაბრუნებულა დათა არაბული და ეს უკვე პიკი იყო.იმდენად გაბრაზდა, ჯერ დათაზე და შემდეგ საკუთარ თავზე, ასე რომ გაბრაზდა დათაზე.სიმწრისგან მთელი გულმუცელი ეწვოდა.დიდხანს იჯდა ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ და მისდაუნებურად დადენილ ცრემლებს წყლის ნაკადს აყოლებდა.


ქარდავამ, ყველაფერი მოაგვარა და ახლა უცვლელ საზოგადოებასთან ერთად ოთახში, წინ და უკან ნერვიულად დადიოდა და ელოდა ის ნაბიჭ*ვრები როდის დაურეკავდნენ. მიცემული სამი დღე,უკვე გასულიყო და ნერვიულობა პიკს აღწევდა.წინ და უკან დადიოდა სანდრო და მაგიდაზე დადებულ აპარატს თვალს არ აშორებდა.ფანჯრის ჩარჩოს მიყრდნობილიყვნენ თორღვა და დათა არაბულები და ორივე სიგარეტს ეწეოდა.რეზი, დღეს უფრო საშინელი შესახედავი იყო ალბათ ორი დღის განოუცვლელი ტანისამოსი, ტანზე გულისამრევად დაჰკუუჭოდა და წამოზრდილი წვერით და აწითლებული ცხვირის წვერით, რაც ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში მის გადაბმულ ლოთობაზე მეტყველებდა. ჩვეულებრივი ლოთი ,ბომჟის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შიგადაშიგ დათას ბურღავდა ბოროტი მზერით და კაცმა არ იცის რას ემართლებოდა, მაგრამ მთავარი იყო ხომ ბრაზობდა და ცდილობდა მასზე გადაეტეხა ჯოხი, როგორც გამოუსადეგარ საქმის გამკეთებელზე.
როგირც იქნა გაისმა სანატრელი ზარის ხმა და სანდრო ქარდავაც, გიჟივით ეცა მაგიდას,ტელეფონს დასწვდა და სწრაფად უპასუხა შემდეგ კი ისევ სპიქერზე ჩართო და მაგიდაზე დააბრუნა.
-გამარჯობათ ,ბატონო სანდრო!-მამაკაცის ირონიული ხმა, ავისმომასწავლებლად გაჟღერდა ოთახში და ყველა დაიძაბა.-სამი დღე გავიდა, იმედი მაქვს ისევ ისე გულით გსურთ თქვენი ქალიშვილის დაბრუნება და ჩვენთვის ჩუქებას არ აპირებთ.
-ვიშოვე ფული.-ხმა გაებზარა სანდროს.
-მშვენიერი..-გაიცინა ხმამა-ახლა ესემეს შეტყობინებით ანგარიშის ნომერს გამოგიგზავნით და ძალიან დამავალებთ ამ ანგარიშზე თუ გადმორიცხავთ.
-რა?-დაიბნა ქარდავა.
-აბა რა გეგონათ, ბატონო სანდრო? ოცი მილიონით სავსე ჩემოდნებით ქალაქის ქუჩებში დავიწყებდი სიარულს?! სულ გამოს*ირდით ეს მდიდრები?!.- გაიცინა მამკაცმა.-თანხის ჩარიცხვის შემდეგ, კორდინატებს გამოგიგზავნით სადაც მოხვალთ და შეძლებთ თქვენი ბრილიანტი სახლში წაიყვანოთ.სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა.
-შე ნაბიჭ*ვარო! თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს...იცოდე გიპოვი და ნაკერზე აგხევ!-იღრიალა ფეხზე წამომხტარმა რეზიმ, მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული იყო.
სანდრო, რამოდენიმე წამის განმავლობაში დასცქეროდა ჩამქრალ ეკრანს, რომელიც მალევე განათდა და ესემეს შეტყობინების კონვერტი დაეხატა.თითების თრთოლვით გახსნა კონვერტი და ყელში გაჩხერილი ნერწყვის, მოზრდილი გორგალი ხმაურით გადააგორა კისერში.ამღვრეული მზერა, იქ მყოფთ მოავლო და ყრუდ ამოილაპარაკა:
-გადარიცხეთ თანხა!



ვერ მიხვდა რომელი საათი იყო, ან რატომ აღვიძებდა ასეთ დროს თავზე წამომდგარი წიკო?!დაბინდული მზერა ზემოდან დაჩერებულ მამაკაცს შეანათა და ერთადერთი რაც მისი ნათქვამიდან გაიგო:
"-ჩაიცვი გავდივართ!" იყო.
საწოლიდან წამომხტარმა, ფართხაფურთხით ჩაიცვა ტანისამოსი და ფეხები კეტებში ჩაყო.ოთახიდან, გულამოვარდნილი გამოიჭრა და სასტუმრო ოთახში შესულმა იქ მყოფნი მოათვალიერა. ის, არსად იყო.გამზადებული წიკო და შუმახერა კი მის გამოჩენას ელოდნენ, შემდეგ მკლავში სწრაფად მოკიდეს ხელი და გასასვლელი კარისკენ დაიძრნენ.
-სად მივდივართ?-როგორც იქნა მოახერხა დაბნეულობისგან თავის დაღწევა და მამაკაცს შეანათა ინტერესით სავსე მზერა.
-სახლში ბრუნდები პრინცესა!-თბილად გაუღიმა წიკომ და ლიფტის კარში, ჯერ მარიამი შეატარა.
-რა?
-ხო,გილოცავ! დასრულდა შენი პატიმრობის პერიოდი.-გაიცინა შუმახერამ.-სვაბოდაზე გადიხარ.
-ღმერთო...-ამოიოხრა სიხარულით ქარდავამ და ორივე ხელი სახეზე აიფარა.-ჯანდაბა...
სადარბაზოდან გამოსულები, სწრაფი ნაბიჯით გაემართნენ მოშორებით მდგარი "აუდის" მარკის მანქანისკენ.წიკომ ,უკანა კარი გამოაღო და დაჯდომისას ხელი შეაშველა.შემდეგ კი თავადაც შემოუარა მანქანას და წინა მგზავრის სავარძელზე დაიკავა ადგილი.
-დათა ,სად არის?
- გასულია,ქალაქიდან.-უკან არც მოუხედია ისე გასცა პასუხი შუმახერამ.
წამით გაჩენილი იმედის ნაპერწკალი "იქნებ მანქანაში იცდის-ო" ისე ჩაქრა, თითქოს გაღვივებამდე წყალი გადაასხესო.სავარძლის საზურგეს, კეფით მიეყრდნო და ნაწყენი ბავშვივით ტუჩებდაბუშტულმა ამწვარი თვალები ძლიერად დახუჭა. არ მოვიდა! აი, ეს იყო მისთვის მთავარი და არა ,არ მოსვლის მიზეზები.

-შეგიძლია გადახვიდე-მისკენ ნახევარი ტანით შემობრუნდა წიკო და დაბნეულ ქალს გაუღიმა,რომელმაც ჯერ წიკოს შენათა დაბინდული მზერა, შემდეგ კი შუშის მიღმა გაიხედა და ჩაბნელებული ტერიტორია მოათვალიერა.ტრიალ მინდორზე იყვნენ,ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო და ისე ბნელოდა თვალთან ,თითს ვერ მიიტანდა კაცი.
-აქ?!-ათრთოლებული ხმით ამოილაპარკა ქალმა.
-გადადი ,ნუ გეშინია.მოგაკითხეს!-თავით ,მათგან ორასიოდე მეტრში იმ წამს ანთებული მანქანის, ფარებისკენ ანიშნა და მარიამსაც ბევრი აღარ უყოყმანია. კარი, ხელის კანკალით გახსნა და მანქანიდან გადასულმა, ხმაურით მიხურა."აუდმა",უკან დაიწია და სულ მალე იქაურობას გაეცალა.მარიამმა კი,ანთებული ფარების მიმართულებით გაჭირვებით, მაგრამ მაინც სწრაფი ნაბიჯით დაიწყო გადაადგილება.გზა ,ქვიანი იყო და თხელძირიან კეტებიში, ფეხის გულებს საშინლად სტკენდა. თუმცა მანქანის, ჩართული შორს მაშუქი ფარები ,საშუალებას აძლევდა ასე თუ ისე დაენახა, რას ადგამდა ფეხს და თავსაც იკავებდა რომ არ დაცემულიყო.დაახლოებით ორმოცდათიოდე მეტრით მიახლოვებულმა, ღრმად ჩაისუნთქა და სირბილით გაიქცა მანქანისკენ.ნამდვილად ვერ ხედავდა ვინ ელოდა ,მაგრამ სულ ერთი იყო მისთვის .მთავარი იყო, რომ მას ელოდა და შემდეგ საშუალება მიეცემოდა სახლში დაბრუნებული, ძლიერად მოხვეოდა მონატრებულ მშობლებს.ახლოს მისულმა, შეძლო და დაინახა მისი დამხვდურ.უფრო სწორად ნაცნობი მანქანა გაარჩია და იგრძნო როგორ მოეკვეთა მუხლები.მთელი სხეული აუკანკალდა და ერთ ადგილზე გაიყინა.ჯანდაბა,არაფერიც არ დამთავრებულიყო ...და ის იმედებიც, ისე გაიცრიცა და გაჰყვა ქარს ,როგორც გაჩნდა მის გულში.

შავი "რენჯროვერი"ს საჭესთან მჯდარი დათა არაბული,საჭეზე დაწყობილი ხელებით უყურებდა მისკენ მომავალ თხელ სხეულს, რომელიც გაჩერდა და ადგილიდან აღარ იძვროდა.კარი გახსნა და მანქანიდან გადმოსული, მისგან რამოდენიმე მეტრში გახევებული ქარდავასკენ დაიძრა.ფრთხილად მიუახლოვდა და წინ აესვეტა.
-მარიამ.
-რატომ მომატყუეს?-ნიკაპი აუკანკალდა ქალს და ცრემლები დაუკითხავად ჩამოუგორდა თვალებიდან.
-რა მოგატყუეს?-ვერ მიხვდა დათა.
-თავისუფალი ხარ და შეგიძლია სახლში დაბრუნდეო.-პირზე აიფარა ხელის გული ქარდავამ და იმედგაცრუებული მზერა შეანათა მამაკაცს.
-სახლში მიმყავხარ მარიამ.-თბილად გაეღიმა არაბულს და ცრემლიანი სახისკენ ფრთხილად გასწია ხელი.ცერით, ჩამოგორებული ცრემლი შეუმშრალა და თავით მანქანისკენ ანიშნა.-დაჯექი.
ქალმა, უნდობლად შეხედა თითქოს ყოყმანობსო,რამოდენიმე წამის განმავლობაში ჩაფიქრებული იდგა, შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა და მანქანიკენ დაიძრა.

მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღიათ.ნაცნობი ქუჩების დანახვაზე ქარდავას, გული სიხარულისგან ერთ ადგილზე ვერ ურჩერდებოდა და სავარძელზე მოუსვენრად ცმუკავდა.სადარბაზოს წინ, მანქანა წესიერად გაჩერებული არ იყო ისე გადმოხტა და შენობაში შევარდნილი, ლიფტის მიმართულებით გაიჭრა.კედელზე, ზურგით მიყრდნობილი მოპირდაპირე მხარეს მიყრდნობილ მამაკაცს მოურიდებლად უყურებდა და თვალის მოშორებას არ ცდილობდა. მანამ, სანამ ლიფტი სასურველ სართულზე არ შეჩერდა და ის იყო კარი უნდა გაღებულიყო, პირველ სართულზე დასაბრუნებელ ღილაკს რომ მიაჭირა თითი არაბულმა და გაღებული კარიც, ხმაურით დაიხურა. თვალებ გაფართოებულმა მარიამმა კი დამფრთხალი მზერით, ახედა მამაკაცს და პირი გასაპროტესტებლად გააღო თუ არა აზრზეც ვერ მოვიდა, ისე დაეტაკნენ არაბულის მხურვალე ტუჩები, მის ვნებიან ბაგეებს.ცალი ხელის თითები, კისერში,უხეშად ჩააფრინდნენ და მისი სახე ძლიერად მიიზიდეს.მეორე ხელი კი,წელზე შემოეხვია და მთელი სხეულით მჭიდროდ მიეკრა მამაკაცსი ტანს. სხეული აუთრთოლდა ქალს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მუცელში მხურვალე ლავა ჩაეღვარა.ორგანიზმში, ტემპერატურამ იმატა და მდუღარე სისხლი თავაწყვეტილი შხულით მიასკდა წვრილ კაპილარებს.გულმა, ათმაგად გახშირებულ რიტმში დაიწყო ფეთქვა და ტვინში ,ანთებული საგანგაშო ,წითელი ღილაკის მიუხედავად მუხლებ მოკვეთილი, ორივე ხელისგულით, მამაკაცის მკერდშსმისწოლოდა ,თუმცა წინააღმდეგობას მაინც ვერ უწევდა ტუჩებს, რომელიც საოცარი ოსტატობით, ხარბად და ვნებიანად ეწაფებოდა ისე როგორც უდაბმოში დაკარგული მოგზაური, წყაროს წყალს.კისერზე შემოხვეულმა თითებმა, კეფაზე, გრძელ თმებიში, გაიკვლიეს გზა და თავადაც ვერ მიხვდა ისე დანებდა ქალი...ისე აჰყვა და მის კოცნას ,კოცნითვე უპასუხა.ვერ მიხვდა, როდის გასრიალდნენ მისი წვრილი თითები, მამაკაცის მკერდიდან, მისი კისრისკენ და შემდეგ წვერიან ლოყებზე გადაინაცვლეს შემდეგ კი დაბალ თმაზე.ისე ამოიოხრა კანკალს აყოლილმა, ვერც იმას მიხვდა უჰაერობისგან შეწუხებულს როდის მოშორდა არაბული.ვერც იმას, როგორ მოეხვია ორივე ხელით და მის ძლიერ მკლავებში მომწყვრდეულს, გულზე მთელი ძალით იხუტებდა და ისე მიაკრო მხურვალე ტუჩები საფეთქელზე.ვერ მიხვდა ,როდის ჩარგო მის კისერში სახე დათამ და როგორ შეისუნთქა ღრმად, ქალის სურნელი.ვერ მიხვდა,გათიშული იყო!რეალობას მოწყვეტილი,გაოგნებული და უცნაური ემოციებით გაბერილი.ერთიანად კანკალებდა ღაწვებზე კი მარგალიტებივით დ ბრჭყვიალებდნენ ცრემლის მსხვილი წვეთები.რისი ცრემლები იყო ეს? არ იცოდა...ვერ იგებდა და უბრალოდ, არ შეეძლო საღად აზროვნება...
-მომენატრები-ყრუდ ამოიჩურჩულა არაბულმა და მისი ტუჩებიდან ამოფრქვეული ცხელი ჰაერი ,კანზე მიეალერსა მარიამს.მთლანი სხეული მოიარა და გაათბო,გაავსო და იმდენად გაბერა ,საკუთარი თავის თავადვე შეეშინდა.
შემდეგ კი იყო სიხარულისგან, აჟიტირებული მშობლების ხვევნა კოცნევი...ცრემლი...უამრავი ჩახუტება.მონატრებული ღიმილი,თბილი სიტყვები.დედის, ბედნიერებით გაბრწყინებული სახე.მამის, ცრემლიანი თვალები.სულ ბოლოს კი მოშორებით მდგარი რეზის, ძლიერი სხეულის ჩახუტება რომლიდანაც წამოსული ემოცია, საერთოდა ახლოსაც კი ვერ მივიდოდა რამოდენიმე წუთის უკანდელ ჩახუტებასთან.გულში იკრავდა რეზი არაბული, საყვარელ ქალს და სახეს უკოცნიდა. გაშტერებული მარიამი კი, ძალა გამოცლილი, უბრალოდ ამღვრეული თვალებით, მის მიღმა იხედებოდა. იქ ,სადაც დათა არაბული ,მამამის თბილად ელაპარაკებოდა, თითებს შორის კი ოდნავ შესამჩნევი ნერვიულობით, ისგარეტის ღერს სრესდა დაუნდობლად.
-ჩემო სიყვარულო!-მამაკაცის, ჩახუტების და კოცნის მორიგ შემოტევას ვეღარ გაუძლო ქარდავამ და ფრთხილად მოიშორა მისი მკლავები. საწყლად გაუღიმა და ნაცნობ ოთახს მოავლო მზერა.ყველას გაუღიმა და იგრძნო, როგორ აეწვა ცხვირის წვერი,კისერში მობჯენილმა ცრემლის ბურთმა, სუნთქვა შეუკრა და თავი ძლივს შეიკავა ხმამაღლა რომ არ აქვითინებულიყო.დათა არაბული, იქ აღარ იდგა,წასულიყო!
სიგარეტის ღერი კი, რომელსაც ასე დაუნანებლად აწვალებდა, მაგიდაზე მოთავსებულ ფაიფურის საფერფლეზე ეგდო უპატრონოდ.


ერთი თვე იყო გასული მარიამის გაშვების დღიდან და ამ ერთი თვის მანძილზე მის ცხოვრებაში, სასიკეთოდ ნამდვილად არაფერი შეცვლილა.სოფოსთან დასალაპარაკებლად მისულს ქალმა, კარიც კი არ გაუღო და კარს მიღმა მდგარმა ტირილით გამოუცხადა რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებდა.დიდად არ უდარდია, მგრამ თავს რაღაც მომენტში დამნაშავედ გრძნობდა და ამ დანაშაულის გრძნობისგან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი კი მისი ნახვა და ყველაფრის ნორმალურად გარკვევა ეგონა.თუმცა მეორეს მხრივ მაინც ვერ აუხსნიდა თავისი ტყუილის მიზეზს და ისევ სჯობდა იქ დაესვა წერტილი, სადაც პირველმა სოფომ დასვა.თორღვა არაბული ,სულ რამოდენიმეჯერ ნახა ამ ერთი თვის განმავლობაში და მთავარი რაც აინტერესებდა ის გაარკვია. მარიამი და რეზი დაქორწინებას მაინც აპირებდნენ და ეს თავად მარიამის სურვილით ხდებოდა თუ სხვა რამ თამაშობდა დიდ როლს მის მტკიცე გადაწყვეტილებაში ეს არ იცოდა.კოშმარებს, კოშმარებზე ნახულობდა და თითქმის სულ გამოუძუნებელი, ტანსაცმლიან გიჟს ჰგავდა.თავადაც არ იცოდა, რა ჯანდაბას ითხოვდა საერთოდ ამ ცხოვრებისგან და თუ ითხოვდა რატომ ვერ ერკვეოდა რა იყო?!საქმის, მშვიდობიანად მოგვარების შემდეგ პირველ დღეებში თითქოს შვებით ამოისუნთქა და კისრიდან ის ტვირთი მოეხსნა რაც ამძიმებდა.ერთი კვირის თავზე, უბრალოდ მიხვდა რომ რაღაც ზედმეტად აშფოთებდა და ეს ძილში ნანახ კოშმარებს დააბრალა.ქუჩაში ,"შემთხვევით" დანახული მარიამ ქარდავას შემდეგ კი საკუთარ თავზე მწარედ გაეცინა და ლამის ღრიალამდე მისულმა, სიცილითაც კი ვერ დასცინა საკუთარ საქციელს. როდესაც ტროტუარზე, სექსუალური ტანის, ნარნარა რხევით მიმავალი ქალი დაინახა.შინდისფერი, მოკლე ქვედაბოლო,დაბალძირიანი ფეხსაცმელი და განიერი, მკლავიანი ზედა ეცვა მარიამს.ცალ მხარზე გადაკიდებულ პატარა ზურგჩანთაში ,რაღაცას ეძებდა გაფაციცებით და გვერდით მდგარ ქერა გოგონას გაცხარებული ესაუბრებოდა.გრძელი თმა, დაემოკლებინა და ახლა მხრებამდე სწვდებოდა.უყურებდა, შუქნიშანზე გაჩერებული მანქანიდან და თითის ბალიშები იმდენად ეწვოდა, ამოუხსნელი ემოციებისგან გადმოხტომა და მასთან ჩახუტება მოუნდა.ამოტრიალებული გულმუცელი და საჭეზე, გათეთრებამდე ჩავლებული თითები.მშვიდი იყო მარიამი,ლაღი,სიცოცხლით სავსე.ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა და ალბათ ცუდ სიზმრებშიც კი აღარ ახსენდებოდა დათა არაბული...სიმწრით ჩაეცინა და სიგარეტს მოუკიდა.უკვე მისი გზა იყო. დაბერილი ნესტოებით, ხარბად შეისუნთქა ჰაერი და გაზის პედალს, ბოლომდე დააწვა.

-რაღაც ვერ ხარ..რა გჭირს დათა?-ლეილამ ,ცხელი ჩაით სავსე ფინჯანი გაუწოდა არაბულს და მის გვერდით სავარძელზე ჩამოჯდა.ერთი კვირა ხდებოდა რაც მოულოდნელად ესტუმრა დათა და ამ ერთი კვირის განმავლობაში რასაც აკვირდებოდა, მუდმივად ჩაწითლებული თვალებით მოსიარულე ლანდს დამსგავსებულ არაბულს,ყოველთვის ჩაფიქრებული რომ იჯდა ხან ეზოში, ხის კიბეზე და ჰორიზონტს უაზროდ მიშტერებული კაცმა არ იცის რას ფიქრობდა და სად დაფრინავდა.ხან კი, იწვა საძინებელში და საჭმელადაც კი არ გამოდიოდა.
-შეიძლება ჩაგეხუტო?-წყლიანი თვალები შეანათა ქალს, არაბულმა და პასუხს არც დალოდებია ისე დადო თავი მის მუხლებზე.
-ჩამო ბიჭო...- ლეილამ, თმაზე თბილად გადაუსვა ხელი და გაეღიმა.პატარაობაში დათას ყოველთვის უყვარდა მის მუხლებზე თავის დადება და როდესაც ქალი ურჩ თმაზე ფერებას დაუწყებდა,კნუტივით გატრუნული თვალებს დახუჭავდა და ბედნიერად იღიმებოდახოლმე.ახლა უკვე კაცი იყო არაბული.ოცდაათი წლის და ალბათ მთელი ამ დროსი განმავლობაში აღარცერთხელ გამოუთქვამს სურვილი ლეილას მუხლებზე თავდადებულს მშვიდადა დაეძინა.
-დე..-თვალები გაახილა დათამ და ქვემოდან ამოხედა სიამოვნებისგან გაბადრულ ლეილას.-თავს საშინლად ვგრძნობ და თავადაც არ ვიცი რა მჭირს...არ ვიცი რა მინდა,არც ის ვიცი მინდა თუ არა საერთოდ რამე.წყეული კოშმარები, სიცოცხლეს მიშხამავს და ამას დამატებული ის ამოუხსნელი ემოციები ,რაც გულმუცელს მიტრიალებს...არ ვიცი რა გრძნობაა? არ ვიცი რა ჰქვია...არ ვიცი საერთოდ რატომ არის მაგრამ, ჯანდაბა...მთავარი ის კი არაა რატომ არის?! მთავარი ის არის, რომ არის და მისმა ყოფნამ უარესად ამრია.ყველგან არის:თავში, გულში ,სხეულში ...ჯანდაბა ირგვლივ,ჰაერში,წყალში ყველგან არის და უბედურება ის არის რომ მე ამასთან გამკლავება არ გამომდის.ეხლა დავფიქრდი და მივხვდი რა უმიზნო,უემოციო და ზოგადად უამბიციო ცხოვრება მაქვს..დავფიქრდი და მივხვდი, რა სულელურად გამიტარებია მთელი ეს ცხოვრება...დავფიქრდი და კითხვა არ მასვენებს.ის კითხვა, რომელსაც პასუხი ან მე ვერ მოვუძებნე ან არ აქვს...
-ჩემო დათა...რომ ცოცხლობ,რომ არსებობ,სუნთქავ და ცოცხალი ადამიანი გქვია არ შეიძლება უმიზნო უწოდო ამ ყველაფერს...ამ ცხოვრებაში ყველას თავისი შესასრულებელი მისია გვაქვს დედა...ჩემი მისია, შენი პოვნა იყო...მიღება,გაზრდა,აღზრდა ახლა კი ვზივარ და ჩემს მუხლებზე მწოლიარე კაცს გიყურებ...გიყურებ, მეღიმება და ბედნიერებისგან ვიბერები რადგან ამ ცხოვრებაში უმიზნოდ ნამდვილად არ მიცხოვრია დედი...შენ იყავი ჩემი უმთავრესი მიზანი,მისია რომელიც დაბადების დღიდან უფალმა ჩემში ჩადო ,შთამაგონა რომ მე ლეილას...უბრალო ქალს, უნდა მეპოვე შენ და საკუთარი შვილივით ჩამეკარი გულში.შენ ჩემი პატარა დათა ხარ და ასე იქნები ყოველთვის სამოცი წლისაც კი...ჩემი დათა ხარ და იცი რამხელა ბედნიერებაა ეს დედიკო? აუწონავი,უსაზღვრო და ენით აღუწერელი.-თავზე ფრთხილად გადაუსვა ხელი ქალმა და გაუღიმა.-ის გოგო, პირველივე დღიდან ისე შემოვიდა შენს ცხოვრებაში მე ვიცოდი,ველოდი დათა...დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს თავის შედეგს დადებდა და ასეც მოხდა.დაგაბნია,აგაფორიაქა,სულით ხორცამდე შეგძრა და ახლა იმის გააზრება რომ აქ არის,სადღაც შენს სიახლოვეს,ერთი ჰაერით სუნთქავთ,ერთ ქუჩაზე დადიხართ,ერთ ქალაქში ცხოვრობთ...შესაძლოა ერთ კაფეშიც შედიხართ...ერთ ხუმრობაზე გეცინებათ ...ასეთი შენია,შენი ადამიანია,შენი ნაწილი, შენი ერთიცალი, მაგრამ რეალურად სხვას ეკუთვნის. გაბნევს,გაშინებს,გაშფოთებს და იცი რაა დედიკოო?! ცხოვრებაში რისკის შეგრძნების უნარი უნდა გქონდეს.ვინც რისკავს, ის იგებს კიდეც.ისე ჯდომა და ხელის ჩაქნევა რა აზრი აქვს მაინც სხვისია. არაფერს მოგცემს.
-რა ვქნა?
-დათა, არ გადამრიო დედა!-გაეცინა ლეილას.-რა უნდა ქნა და ადგე ,მიხვიდე და ნაგლად აიღო ის რაც შენია.შენია გესმის?! შენ ლომი ხარ.მეფე დამიჯერე! და მეფე იღებს იმას რაც უნდა.დანარჩენი რიგითი ცხოველები კი უბრალოდ ქვეშევრდომები არიან მისი და ნებსით თუ უნებლიედ ვალდებულნი არიან მიიღონ ის, რასაც შენ უწილადებ...ჩემო ლომო!რეზი არაბული, ლაჩარი ნაბიჭ*ვარია და არასდროს მომწონდა, იმიტომ რომ თავისი ასლი გაზარდა დედამისმა.არ იმსახურებს მარიამს.
-ღმერთო!!-სიცილი აუტყდა დათას და სავარძელზე წამოჯდა.-დედაჩემი წინა ცხოვრებაში, მგონი განგსტერი იყო...
-ნუ იცინი!-წარბი აზიდა ლეილამ და თავადაც გაეცინა.-რატომღაც თავს ყოველთვის სამხრეთელ კოვბოით წარმოვიდგენდი.



ყველაფერი დალაგდა, მოვლენებმა ჩვეულ რიტმში განაგრძო განვითარება და თავადაც დამშვიდდა,მოფერიანდა,თავს მიხედა ,იმიჯი შეიცვალა ,გარდერობი შეცვალა...სამსახურში დაბრუნდა და ისევ ის მარიამი გახდა ,თუმცა არა რეზი არაბულთან მიმართებაში.რაღაცნაირად გაციებულ ურთიერთობას ,გულს ვეღარ უდებდა ძველებური რომ გაეხადა.ხშირად, რეზის კამპანიას თავს არიდებდა.თითქოს ჩამოშორდა და უფრო ჩაკეტილი გახდა. ამ ყველაფერს კი გადატანილ სტრესს აბრალებდნენ.მაგრამ როდესაც ოჯახში მის ქორწილზე განახლდა საუბარი და საკუთარი აზრი დააფიქსირა.აღარ ვაპირებ რეზიზე გათხოვებასო მოულოდნელად აფეთქებულმა სანდრო ქარდავამ, თავი ვეღარ შეიკავა და მაგიდას ისე დაარტყა ხელი და იმხელა ხმაზე იღრიალა, თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოსცვივდა მარიამს.მეორედ და მესამედ განახლებულმა ამ თემასთან დაკავშირებულმა საუბარმა კი, უარესი სახე მიიღო და ბოლოს უკიდურეს ზღვრამდეც მივიდა, რომ არა შუაში ჩამდგარი დედა აუცილებლად ხელითაც კი შეეხებოდა სანდრო საყვარელ ქალიშვილს.მამის მუქარამ,დედის მხურვალე ცრემლებმა და ბოლოს ნათქვამმა:“- არაბულებს თუ არ დავუნათესავდებით წასულია ჩვენი საქმე, გავკოტრდით!“-ო საერთოდ შეშალა ჭკუიდან და ისევ ოჯახის სიყვარულის ხათრით დასთანხმდა, მისი საძინებლის კართან დაბანაკებულ რეზი არაბულს ხელმეორედ ცოლობაზე.
ქორწილი პომპეზური უნდა იყოსო,ჩაინიშნა თარიღი და დაიწყო ხელმეორე სამზადისი. უცხოეთიდან გამოწერილ კაბაზე უარი თქვა მარიამმა და თავად გადაწყვიტა რამე სადა კაბის ნახვა, რომელსაც ჩაიცვამდა და შემდეგ ალბათ სიამოვნებით წაუკიდებდა ცეცხლს.
ცხვირჩამოშვებული დადიოდა და იმ დღეებს იხსენებდა როდესაც დათა არაბულის სახლში იჯდა დატყვევებული და მისგან თავის დახსნის ახალ -ახალ გეგმებს ადგენდა.იხსენებდა ნებისმიერ დეტალს და ეცინებოდა...მეორე მხრივ კი საშინლად ნაწყენი და გაბრაზებული იყო მამაკაცზე, რომელიც მისი სახლიდან წასვლის შემდეგ ერთხელაც კი არ შეხმიანებია.ვერ იგებდა რატომ ეშლებოდა ნერვები,ან რა ვალდებული იყო დათა ფულის გამო გატაცებული გოგო ,კარგი შეყვარებულივით დღეში ასჯერ მოეკითხა, მაგრამ ტვინში უაზროდ აბურდულ ფიქრებს საშველს ვერ აყენებდა.თითქმის ყოველ ღამ,ახსენდებოდა მათი ჩახუტების სცენები და ის კოცნა, რომელიც უამრავი ემოციის მომტანი აღმოჩნდა და ის რაც იმ მომენტში იგრძნო არავისთან უგვრძვნია.შემდეგ ყელში მოწოლილ ცრემლის ბურთს, რომელიც თვალებს სატირლად უწვავდა ძლივს, ვაი შავი დღით ყლაპავდა და ერთი ორ მოღალატე ცრემლსაც მისცემდახოლმე გასაქანს.ქუჩაში სიარულის დროს, ისე აცეცებდა თვალებს თითქოს მოლოდინი აქვს ან ახლა გამოჩნდება საიდანმე და ან ახლაო ,მაგრამ არაბული ჯიუტად არ ჩანდა .თავად კი არც მეტი და არც ნაკლები ,ალბათ რძლის სტატუსით ნახავდა საკუთარ ქორწილში.



-ღმერთოო ჩემოო! -საქორწინო კაბების მაღაზიას თვალი ცხვირაბზუებულმა მოავლო ლელა გაბედავამ და გვერდით მდგარ მარიამს ისე უჩქმიტა მკლავზე ,ქარდავამ სიმწრისგან წამოიკივლა.-რატომ უნდა იწანწალო ამ მაღაზიებში, როდესაც შეგიძლია გამოიწერო მარიამ და საუკეთესო კაბა ჩამოგივა საფრანგეთიდან.
-ვაიმე ,ლელაა!!!-თვალები მობეზრებულმა აატრიალა ქარდავამ და თეთრ კაბებში გამოწყობილი მანეკენებისკენ დაიძრა.-სვაროვსკის თვლიანი ,პომპეზურობის "პიკი" და ქართველი ელიტის, "სიფსიხე" კაბა შენ ჩაიცვი. შენი და ვაჟიკოს ქორწილში... მე შემეშვი!
-რა გველივით იგესლები ქარდავა?!-არარსებული ცრემლები შეიმშრალა გაბედავამ და თავადაც დაიწყო კაბების თვალიერება.-რა უხასიათო გახდი ამ ბოლო დროს, რაშია საქმეე?-ქერა თმა უკან გადაიყარა ლელამ და თვალები დააწვრილა.-ჩვენმა რევაზმა, ხომ არ ივაჟკაცა ქორწილამდე და ჩასახა თავისი ალი კვალი პატარა არაბული?!
-მოკეტე, თორემ მიგახრჩობ დედას გეფიცები!-კბილებში სიცილით გამოსცრა მარიამმა და თითებით ჰაერში წრე შემოხაზა.
-უიმე, რაიყო გოგო? გამაკვირვე ახლა შენ, მე რამით ...-ტუჩები დაბრიცა ლელამ.-ისე ,რევაზის ის "ცხოველი" ბიძაშვილიც იქნება თქვენს ქორწილში ხოო?
-ვინ ცხოველი ბიძაშვილი?!-სახე დაუსერიოზულდა მარიამს და გამშრალი ტუჩები გაილოკა.
-გოგო ის,ძაან "ზეგზი" რომ გყავთ...-სახეზე , სიცილით დაინიავა ხელი გაბედავამ.-წინაზდ ვეძებდი სოც ქსელში და ვერსად მივაგენი...რანაირი ტიპია? ინსტაგრამიც არ აქვს!
-აბა მე საიდან უნდა ვიცოდე ლელა?!-არასასიამოვნო საუბრისთვის თავის ასარიდენლად მორიგი სექციისკენ დაიძრა ქარდავა, მაგრამ გაბედავა არ შეეშვა და ფეხდაფეხ მიჰყვა.
-ხო გამაცნობ, თუ გაიჩითა თქვენს ქორწილშიი?!-საწყალი სახე მიიღო ლელამ-მარ, გამიკეთებ მაგ სიკეთეს? რაიცი გოგო, იქნებ რძლად გაგეჩითო...-მოაღო პირი და აკაკანდა ლელა.
-ღმერთო, შენ გვიშველე!-ლელას სიცილზე მარიამსაც აუვარდა სიცილი და ერთ- ერთი კაბა ჩამოხსნა საკიდიდან.-ამას მოვიზომავ.
-მარიამ!რატომ მაიგნორებ ? მიათხარი ,გამაცნობ თუ არა?-ჯიუტად არ წყვეტდა სიცილს გაბედავა.
-კიი, ლელა შემეშვი,ჯერ მე გავიცნობ და შემდეგ ბანტიანი ყუთით გაგატან სახლში, კარგიი?!
-ღმერთო ,რა კეთილი ხარ...-ისევ გაეცინა არასერიოზულობის განსახიერება გაბედავას და საკიდიდან ჩამოხსნილი კაბა, ხელებში მიაჩეჩა.-ბარემ ,ესეც ჩაიცვი და მერე თქვენი ბრწყინვალებით წარსდექ სუდიის წინაშე!
ქარდავამ თავი სიცილით გაიქნია და ფარდა დაშვებული გამოსაცვლელებიდან ყველაზე ბოლოსკენ დაიძრა.სქელი ფარდა, ხელის გაკვრით გასწია უკან და კაბინაში შესულმა ზურგს უკან გააფარა,იატაკამდე დაშვებულ უზარმაზარ სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა და თვალები წამში აემღვრა.
-ჯანდაბა..-ამოიჩურჩულა ჩავარდნილი ხმით და ისედაც დილიდან უხასიათოდ მყოფს ,დათა არაბულის გახსენებაზე, უარესად არეული ორგანიზმი ერთიანად უტრიალებდა. კანში შემჯდარი ,უსაზღვრო მონატრების, უხილავი საცეცები. მჭიდროდ ეკვროდა სხეულზე და გულს, სევდის სქელ საბურველში ხვევდა.ხელებში შერჩენილი კაბები, საკიდზე დაკიდა და განიერი ზედა თავს ზემოთ გადაიძრო.იდგა თავდახრილი და არ ჩქარობდა მაღალწელიანი შარვლის გახდას.კისერთან, ცხელი სუნთქვა რომ იგრძნო და თვალებ დახუჭულმა ისიც კი იფიქრა მოლანდებები დამეწყოვო. ხერხემლის დასაწყისში ,ფრთხილად რომ შეეხო მხურვალე ტუჩები.
-რომ ვიცოდე, ქორწილში სიძე რეზი კი არა მე ვიქნებოდი გეტყოდი ,რომ ამ კაბაში ულამაზესი იქნები მარიამ.-ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები მთელს სხეულში წამიერად გაუვრცელდა...ნაზი ლივლივით გზა გაიკვლია ვენებში, სისხლთან ერთად და ტვინამდე ელვის სისწრაფით მიაღწია.თავი წამოსწია ქარდავამ და ზრგს უკან ისე შეტრიალდა არაბულს ,ხელი რომ არ მოეხვია შიშველ წელზე აუცილებლად დაეცემოდა.ცრემლიანი თვალები შეანათა და ნიკაპი ისე აუთრთოლდა, ხმამაღლა ღრიალისგან თავი რომ შეეკავებინა გაშლილი ხელის გული აიფარა პირზე.
-გამარჯობა მარიამ...-გაეღიმა დათას და სახეზე ჩამოყრილი თმა, ფრთხილად გადაუწია ყურს უკან.
-სად იყავი?-ხმაში წყენა გარეოდა ქარდავას.
-აქვე,შენთან ახლოს...თუმცა მაინც შენგან შორს.არ ვიცოდი თუ მელოდებოდი პატარავ!
-შეგეძლო გაგება,მაგრამ არ გაინტერესებდა.
-ახლა ,ხომ აქ ვარ?გინდა ცხოვრებაში ყველაზე გიჟური რამ ჩავიდინოთ?!-გაეღიმა დათას და ამ ღიმილში იმდენი რამ იკითხებოდა:სევდა,სითბო,სუყვარული,თხოვნა,ლოდინი.
-ჩემთან წამოხვალ მარიამ?
-ჯანდაბა..-მარიამს გაეცინა და ორივე ხელი თავზე შემოიდო.-სრული სიგიჟეა..
-მერე და გავგიჟდეთ...წამოდი...




მოკლედ დავდე...ნუ ეს მალე დადე ,მალე დადე რაარი მაინც ვერ გავიგე.შეძლებისდაგვარად მალე ვდებ ხოო?! ადამიანი ვარ სხვათა შორის,ოჯახი მყავს ქმარი და შვილი.შესაბამისად არ მაქვს დრო სულ ვიჯდე და ვწერო.ხოდა ერთი დღე ტუ მქონდა ჩავარდნა მგონი შოკი არ უნდა იყოს...მით უმეტეს შევთანხმდით ჩემი აქ გამოჩენის დღიდან ვმუშაობ და ყოველ დღე არ მცალითქო.
მიხარია რომ მელოდებით..ესეიგი მოგწონთ და უღრმესი მადლობა მაგრამ რავიცი...რავიციი...თუ ერთი დღე არ გამოვჩნდი საჭირო არაა წითელი ცირკულარით მომძებნოთ :))))))))скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Marryam

დაა აიი ლოდინმა შედეგი გამოიღო :დ ახლა წავიკითხავს...^ რო მომეწონება ეგ უკვე ვიცი ♡

 


№2 მოდერი ტკბილიწიწაკა

აუუუ რა მაგარი თავი იყოო ♥️♥️♥️ წინ მართლაც სიგიჟეები გველის♥️♥️♥️ როგორ მაოცებ და მახარებ ნეტა იცოდე♥️♥️

 


№3  offline წევრი დარინა

აი ისეთი სიფსიხე იყოოო მეც კი გავგიჟდი დათა არაბულთან ერთად, ბოლოს ისეთი ინტრიგა დატოვეეე რა მოიცდის შემდეგ თავამდეეე, აი ძალიან ძალიან რომ ვგიჟდები შენზე ეს უკვე იციი, ველოდები ამათ ერთად გაგიჟებას, ლეილას რჩევა დავიმახსოვრე რაც შენია მიდი ნაგლად აიღე და წაიღეოოოა, ხოდა დათა უნდა წამოვიღო მეეე.

 


№4  offline წევრი kora

თავიდან ბოლომდე, დაწყებული დამხვედრი მანქნით, ლიფტის სცენით, ჩასრესილი სიგარეტით, შუქნიშანზე ნანახით, ლეილასგან მიღებული რჩევით, თუ გასახდელში შეპარვით იყო ერთი სრული საუკეთესო სიგიჟე! და მე ვგიჟდები პირველ რიგში შენზე, ამ ორის და ამ სიგიჟის შექმნისთვის და იმ ორზე, რომელთაგან ასე გულის კანკალით მოველი მოსალოდნელ სიგიჟეს <3
იმ უტიფარი რევაზის სახე მინდა ვნახო როცა მეორედაც უპატარძლოდ დარჩება, მთელი სიამოვნებაა :)
დათა არის სიყვარული <3 რეალურ ცხოვრებაში დათასნაირები ბევრნი უნდა იყვნენ, სამწუხარო რეალობით კი რევაზისნაირები არიან მრავლად. ლეილასნაირი სწორი მრჩეველიც ბევრი უნდა იყოს და შენნაირი მაგარი მწერალიც ბევრი რო გვყავდეს, მაგრამ ეს უკანასკნელი მოგვარებადია, რადგან შენ ერთიც გვყოფნი, ოქრო გოგო ხარ და ასე საქვეყნოდ გიხსნი სიყვარულს :))) ნუ დათამ იცის რომ მიყვარს :დდ
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი Liziko27

ბედნიერბა ჭყვილი;*;*;* ორი გადარეული

 


№6 სტუმარი სტუმარი მარია

ძალიან მაგარი გოგო ხარ თუ კიდე ამდენის წერას ახერხებ.მეც მყავს ქმარი და ორი შვილი მაგრამ ძლივს ვკითხულობ ისიც სამსახურში...უმაგრესი მწერალიი...უმაგრესიიი მოთხრობებიიი....იყავი... წერე ... გაგვახარეეე...მადლობაა

 


№7  offline მოდერი ფ ე ფ ო

Marryam
დაა აიი ლოდინმა შედეგი გამოიღო :დ ახლა წავიკითხავს...^ რო მომეწონება ეგ უკვე ვიცი ♡

იმედი მაქვს მოგეწონათ.

ტკბილიწიწაკა
აუუუ რა მაგარი თავი იყოო ♥️♥️♥️ წინ მართლაც სიგიჟეები გველის♥️♥️♥️ როგორ მაოცებ და მახარებ ნეტა იცოდე♥️♥️

შენ როგორ მახარებ რომ იცოდეე... :)))))

სტუმარი მარია
ძალიან მაგარი გოგო ხარ თუ კიდე ამდენის წერას ახერხებ.მეც მყავს ქმარი და ორი შვილი მაგრამ ძლივს ვკითხულობ ისიც სამსახურში...უმაგრესი მწერალიი...უმაგრესიიი მოთხრობებიიი....იყავი... წერე ... გაგვახარეეე...მადლობაა

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ამდენი თბილი სიტყვებისთვის :* კი შვილი პატარაა თან და უოველ წუთს კუდში უნდა დევნა.მერე ხან სტუმრწბი,ხან სტუმრად და მაინც ვახერხებ და ეს ბოლო დღეები ყოველ დღე ვდებ.))))))))))

kora
თავიდან ბოლომდე, დაწყებული დამხვედრი მანქნით, ლიფტის სცენით, ჩასრესილი სიგარეტით, შუქნიშანზე ნანახით, ლეილასგან მიღებული რჩევით, თუ გასახდელში შეპარვით იყო ერთი სრული საუკეთესო სიგიჟე! და მე ვგიჟდები პირველ რიგში შენზე, ამ ორის და ამ სიგიჟის შექმნისთვის და იმ ორზე, რომელთაგან ასე გულის კანკალით მოველი მოსალოდნელ სიგიჟეს <3
იმ უტიფარი რევაზის სახე მინდა ვნახო როცა მეორედაც უპატარძლოდ დარჩება, მთელი სიამოვნებაა :)
დათა არის სიყვარული <3 რეალურ ცხოვრებაში დათასნაირები ბევრნი უნდა იყვნენ, სამწუხარო რეალობით კი რევაზისნაირები არიან მრავლად. ლეილასნაირი სწორი მრჩეველიც ბევრი უნდა იყოს და შენნაირი მაგარი მწერალიც ბევრი რო გვყავდეს, მაგრამ ეს უკანასკნელი მოგვარებადია, რადგან შენ ერთიც გვყოფნი, ოქრო გოგო ხარ და ასე საქვეყნოდ გიხსნი სიყვარულს :))) ნუ დათამ იცის რომ მიყვარს :დდ

მეც სახალხოდ გიცხადებ რომ მეც მიყვარხარ კორაჩკა :*

 


№8  offline წევრი Tatutatu

ჩემმა პატარამ დილის 6 საათზე ,,დასჭექა" და მეც ფართხაფურთხით წამოვხტი მეორე არ გამიღვიძოსსთქოო .. ტელეფონს ცალი თვალით რო უყურებ და უცებ სასურველი სიახლე რო გხვდება..))) დილის 6 საათზე ავივსე და გამოომაფფხიზლე...)) მიყვარს შეენიი ფანტაზიაა :***

 


№9  offline მოდერი ფ ე ფ ო

Tatutatu
ჩემმა პატარამ დილის 6 საათზე ,,დასჭექა" და მეც ფართხაფურთხით წამოვხტი მეორე არ გამიღვიძოსსთქოო .. ტელეფონს ცალი თვალით რო უყურებ და უცებ სასურველი სიახლე რო გხვდება..))) დილის 6 საათზე ავივსე და გამოომაფფხიზლე...)) მიყვარს შეენიი ფანტაზიაა :***

ძალიან დიდი მადლობა.ჩემთან გამონაკლიდი იყო დღევანდელი დღე.პატარას ეხლა გაეღვიძა ჩემდა გასაკვირად.

 


№10  offline წევრი Tatutatu

დედები უძილობისთვის და მუდმვი დაღლილობისთვის ვართ განწირულიი :დდ მარა მაინც რო გიხარია და ბედნიერი ხარ

 


№11  offline წევრი ხოსე

კი მართალი ხარ ფეფო შენც და ერთი კომენტარის ავტორიც ქმარშვილიანებს ცოტა დრო გვავქს, ამასწინათ დაიდო და ვერ ვახერხებდი წაკითხვას თავს იმით ვიმშვიდებდი ყველას დავაძინებ და წყნარად წავიკითხავ მეთქი :-D მაგრამ მეორეს მხროვ რა მერჩი შენი ბრალია ერთ დღესაც თუ ვერ ვძლებ ახალი თავის გარეშე და წითელი ცირკულარით გეძებ :-D

 


№12 სტუმარი აბლაბუდა

შენი ბრალია თუ ცირკულარით გეძებთ, ასეთ ისტორიებს რომ არ წერდე კი არ გაგვახსენდებოდი, ასე რომ ძმაო უნდა გადადო ყველაფერი:))) ჩემი სათქმელი ვთქვი უკვე რომ არანორმალური ხარ და სხვა არაფრის თქმა შემიძლია შენს ისტორიებზე -:*

 


№13 სტუმარი სტუმარი Elennee

უშოკესია❤️❤️ საოცარია დათა და საერთოდ მთლიანად ისტორია, მარიამი..ყველაფერი მომწონს.????????

 


№14 სტუმარი stumari uhuu

au ai shen motxrobas rom vxedaav ise mixariaaaaaa
dzaalian kargiaa

 


№15  offline წევრი kasunia

უჰჰჰ გიჟი ხარ და მეც მაგიჟებ ფეფოო))დათა და მარიაამი საოცრებები არიან)))მე მესმის შენი არ იჩქარო ნუ კი ძნელია ლოდინი მაგრამ არაუშავს :***

 


№16  offline წევრი Marryam

რა თქმა უნდა მომეწონა ^^
კომენტარის დაწერას ვერიდები ხოლმე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა შენი ისტორიები ზეპირად არ ვიცი ;დ
იმდენად გაამიხარდა ახალი თავი თითებმა თავისით აკრიფა ტექსტი კლავიატურაზე :დდ
ადრე თუ არ ცდები ზოგიერთმა პრეტენზია გამოაცხადა შენი გმირები ძალიან ბილწისტყვაობენო...არცერთი ასოთი არ შეცვალო რაიმე ბილწი სიტყვა...არ მეგულება მე კაცი რომ არ იგინებოდეს და ასე თუ ისე მიჩვეულნი ვართ ყველა....ნუ რომ არ იგინებოდეს არავინ საერთოდ რეალურ ცხოვრებაშიც კარგია მაგრამ ეს ასეა და მითუმეტეს გამოგონილ ისტორიაში გმირს ვერ გამოვასწორებთ :დ მითუმეტეს...ეს არის ის ერთ-ერთი რაც განსხვავებულს ხდის ისტორიას...მოკლედ..ძალიან ვეცდები რო ყოველ წამს არ შევამოწმო დევს თუ არა ახალი თავი;დ ოჯახი უპირველეს ყოვლისა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან მოცლილი ადამიანი ვარ (ამით არ ვამაყობ:დ) მესმის შენიც და ყველასი ვისაც მითუმეტეს პატარა შვილი ჰყავს ♡ წარმატებები..გამძლეობას და იმ დროის ხშირად გამონახვას გისურვებ რა დროც ახალი თავის დასაწერად დაგჭირდება ;დდ

 


№17 წევრი tamuna.s

ნუ რა ვთქვა არ ვიცი. ყოველი თავი ერთმანეთზე უკეთესია. დათა და მარიამი არის საოცარი წყვილი და ვიცი რომ ცეცხლს დაანთებენ სოფო ყოფილა თხა, ჭაკი, ჯუა :დდ ტიპმა რა იქაჯა, ამდენი წლის მერე ადამიანს რომ ვერ გაიცნობ და ელემენტარული ახსნის საშუალებას არ მისცემ, ყველაფრის ღირსი ხარ. სახლში არ შეშვება რა ქაჯობა იყო. :დდ ხოდა იყოს ახლა და ღვაროს ცრემლები.

 


№18  offline წევრი Ma No

დათა არის კაცი ემოცია, კაცი სიყვარული❤ მარიამის სიძლიერეზე აღარაფერს ვამბობ. ეს ის ქალი პერსონაჟია, ძლიერი , ყველა რომ ველოდით შენგან. უცებ მოვიდა აზრზე, უცებ ადაპტირდა ამხელა სტრესის შემდეგ. თავიდანვე ასეთად გვაჩვენე, ჭკვიანი, პატიოსანი, კეთილი. ხო და ვერ გაიმეტა ოჯახი და საკუთარი უეცრად გაცნობიერებული და გაჩენილი გრძნობების მიუხედავად მზად იყო იმ კაცს გაყოლოდა ცოლად, ვინც არ უყვარდა ერთია და რომელმაც ყველაზე მძიმე დროს დააღალატა. მომწონს, როგორ აძლიერებენ ეს ორი ერთმანეთს❤
რა ვქნა, თორღვა საერთოდ არაა კარგი მამა, კარგი კაცი. ვნახოთ როგორ გაგვაცნობ სხვა თავებში, თუმცა აქამდე ჯერ ვერ მომხიბლა. კი, ძაან ვერთობი იმ ცინიკურად მის მიერ დაწყობილი სიტუაციით, მაგრამ მაინც არ მიყვარს ეს პერსონაჟი. მხოლოდ მადლობა დათას გადარჩენისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დათა-მარიამის მომხრე ვარ, სოფო მგონი ყველაზე არაქაჯურად მოიქცა ზუსტადაც. იცოდა რა ურთიერთობაც ჰქონდათ, იცოდა, რომ თვითონ შეტოპა უფრო ღრმად ვიდრე ამის საშუალებას დათა აძლევდა, ხოდა ყველაფერი უმტკივნეულოდ დაამთავრა. არც უნდა შეეშვა ბინაში დათა. სოფოს დათა უყვარს და საყვარელ ადამიანებს კი საბოლოოდ ძალიან ბევრ რამეს ვპატიობთ. სოფომ კიდევ გაითვალისწინა დათას მისდამი დამოკიდებულება, საკუთარი გრძნობები და ზუსტად იქ დასვა წერტილი და ისე, როგორც თავმოყვარე და ჩამოყალიბებულ ქალს უნდა გაეკეთებინა.

ძლიან, უმაგრესად კართი თავი იყო❤❤❤
და ძალიან მიყვარხარ❤❤❤

 


№19 სტუმარი სტუმარი დი კო

შოოკ ...მეტს ვერაფერს ვიტყვი ????❤❣❣❣❣❣

 


№20  offline წევრი მარიკუნაა♥️

ვაიმეეეეე
ვიტიროოოო???
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№21  offline წევრი ხოსე

ფეფო სანამ ინტერპოლს ჩავრთავდეთ საქმეში და ძებნას გამოვაცხადებდეთ გვითხარი ვიქონიოთ ახალი თავის იმედი? შენ რა გენაღვლება იცი რაც მოხდება და ხარ მშვიდად და აქ ჩვენ ხალხი ვკვდებით ცნობისმოყვარეობისგან :-D :-D

 


№22  offline მოდერი ფ ე ფ ო

ხოსე
ფეფო სანამ ინტერპოლს ჩავრთავდეთ საქმეში და ძებნას გამოვაცხადებდეთ გვითხარი ვიქონიოთ ახალი თავის იმედი? შენ რა გენაღვლება იცი რაც მოხდება და ხარ მშვიდად და აქ ჩვენ ხალხი ვკვდებით ცნობისმოყვარეობისგან :-D :-D

დღეს ,ნამდვილად ვერაფრით გაგახარებთ...არ მეცალა და შესაბამისად არ მაქვს დაწერილი.

 


№23  offline წევრი ხოსე

მართლა არ გამიხარდა, მაგრამ რას ვიზამთ, მივიკრებ მოთმინების უნარს და დაგელოდები მოუთმენლად :-)))))

ანუუუ ვერც გვიან გვიან? :-D :-D

ფეფო ისე შევაწუხე მგონი მცემს :-D

 


№24  offline წევრი beshqen

კარგი გოგო...ყველაფერს საოცრად წერ...მარტო უცბათ არ მოახუთშაბათო,როცა შეგიძლია მაშინ უნდა წერო,ნურავის მიაქცევ ყურადღებას...ამ ხალხს ლობიოს ჭამა გონია...მიჩვეულები არიან უაზრო ხარახურის ყოველდღიურ კითხვას...მე ის უფრო დიდი სიამოვნებას მანიჭებს,რომ როცა დაიდება უიშვიათესი დელიკატესივით მივირთვა,მადლობა შენ ამისთვის!

 


№25  offline წევრი ხოსე

მოდი თავი შევიკავოთ შეურაცხმყოფელი, თამამი, უსაფუძვლო, აზრს მოკლებული შეფასებებისა და დასკვენისაგან, ვისთვის როგორი პროცესია ლობისო ჭამა, ვინ რას კითხულობს და რა სიხშირით და ვის რა ჰგონია, მე პირადად არ ვიცი ეს ყველაფერი და ზედმეტს არ ვიღებ საკუთარ თავზე. ვფიქრობ ავტორიც თავად გადაწყვეტს ვის რა დოზით რა სახის ყურადღება მიაქციოს.
P. S შესაშურ მადას და დელიკატესთა მრავალფეროვნებას გისურვებთ.

 


№26 სტუმარი სტუმარი takko

au saswauli tavi iyo, dzalian intrignuli finaliit???? moutmenlad velodi am tavs da kidev ufro moutmenlad veli shemdegs????⚡️datas da mariamis wyvili dzaan cecxlia da gijuria????????❤️ imedia shemdegi tavi male iqnebaa????❤️

 


№27 სტუმარი ნათია41

ეს ის აფეთქება იყო რომელსაც სულისკაწკაწით ველოდებოდი, აი ეხლა იმას ველი რომ მარიამიც გაგიჟდება და გაიქცევა დათასთან საპატარძლო კაბასაც გაიყოლებენ თან. აუ მიყვარს ორივეეე❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent