შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანი 2 თავი


24-11-2018, 02:52
ავტორი Frigga
ნანახია 290

მელანი 2 თავი

ძალიან პატარა თავია, მაგრამ გპირდებით გამოვასწორებ, ისტორია დაიდება ორ დღეში ერთხელ.. ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ


მესმის ბოხი ხმა სასადილოს კარებიდან. 
კონტროლიორი ჩვენსკენ სწრაფი ნაბიჯით მოდის, საშინლად გაბრაზებულია.
- ლიზა, რა დღეში ხარ?
ახლოს მოსულმა ლიზას შენიშვნა მისცა და ჩემს გალურჯებულ მკლავს დახედა, ამაზე რეაქცია არ მქონდა, არა იმიტომ, რომ შეჩვეული ვიყავი ან რამე მსგავსი, არა, უბრალოდ არ მტკიოდა, ვფიქრობდი, რომ მისნაირებისთვის ზედმეტი სიამოვნება იქნებოდა თავის მოკატუნება, თითქოს რამეს ვგრძნობდი, არადა მართლა ვერ ვგრძნობდი ტკივილს, მაგრამ ხშირად მიწევდა თქმა, რომ მტკიოდა, რადგან ცოტა არ იყოს უცნაურია, როცა ადამიანს არ სტკივა.. არ ვიცი, თითქოს ჩემში რაღაც ბნელი იღვიძებდა და რაღაც გარსს ჰქმნიდა ჩემი სხეულის გარშემო, ხშირად საკუთარ თავსაც ვაყენებდი ზიანს, თუმცა ისე, რომ მეც ვერ ვხვდებოდი, მაგალითად მაშინ, როცა ვინმე მაბრაზებდა, მუშტს ისე მაგრად ვკრავდი, რომ სისხლი მეყინებოდა, ხელის გულზე ბრჩხილის ნაკვალევი რჩებოდა, მაგრამ, რომ გეკითხათ ეს როდის გავაკეთე, ვერ გიპასუგიპასუხებდით, რადგან ვერ ვიხსენებდი.
- არარის საჭირო ბატონო ბართი, ის უბრალოდ მეხუმრებოდა.
ირონია მომერია, შემეცოდა ლიზა, რადგან მისნაირები სკოლაში და საერთოდ საზოგადოებაში საკუთარი სილამაზით და სიბოროტით ცდილობენ სახელი გაითქვან, ურჩევნიათ მათი ეშინოდეთ ვიდრე უყვარდეთ და პატივს სცემდნენ, რადგან ისინი ვერც ვერასდროს მოიპოვებენ ხალხის პატივისცემას.
- ხელის ჩალურჯება ხუმრობა არარის ვივიენ.
ხელი დამისვა დალურჯებაზე და თითქოს ტანზე ცივი წყალი გადაავლესო ისე დაიკლაკნა.
- ყველაფერი კარგადაა, ნუღელავთ, მივხედავ საკუთარ თავს. ხელი გავაშვებინე, კლავიანი სვიტერი ისევ მაჯამდე ჩამოვიწიე ჩემი ბლოკნოტი და გადასაკიდი ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ წავედი.
მთელი ეს სიყალბე და სიმყრალე აქედან მოდიოდა, იქიდან, რომ ადამიანებს არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ ნორმალურები, ეს ქალაქი ერთ დროს ჩვეულებრივი ქალაქი იყო, სანამ საშინელი მკვლელობა არ მოხდა, ვიღაცამ ბილი სტივენსი დაახრჩო, ახლა ყველა შეშინებული და დაფეთებულია, მათი შიში ხანდახან ზღვარსაც გადადის, ზოგი კი, იმის იმედით, რომ მათი შიშით არაფერი , უბრალოდ ცდილობს შიში დათესოს..
რას ვფიწრობ მე? მაინტერესებს ვინ არის მკვლელი ან რა მოტივით მოკლა მან ბილი სტივენსი, შეიძლებოდა თუ არა, რომ არც არავის მოეკლა და თავი თვითონ დაეხრჩო? ექსპერტიზის პასუხებს არ ასაჯაროვებდნენ, სწორედ ამიტომ იყო, რომ ასე გულისამრევად იქცეოდა ყველა.
სკოლის დერეფანში გავედი, ნაცრისფერ კარადებს სრული მყუდროება შეექმნათ, საეჭვო სიჩუმე იდგა, მხოლოდ რითმული კაკუნი ისმოდა დერეფნის ბოლოს, სწრაფი ნაბიჯით წავედი სამიზნისკენ, ინტერესმა ჩემში პიკს მიაღწია და შიშის გრძნობაც კი გააბათილა, მინდოდა გამეგო, ვინ იყოიყო, მაგრამ რომ გითხრათ არ მეშინოსა თქო ნამდვილად მოგატყუებთ, ის დერეფნის ბოლოს სააბაზანოში რაღაცას აბრახუნებდა, ორი ნაბიჯი, სულ ორი ნაბიჯი მაშორებდა მიზნამდე, გულის ფეთქვა კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, მუხლები თავნებურად კანკალებდნენ და გონებაში დაულაგებელი აზრწბი დასეინობდნენ, კარის ცივ სახელირს მოვკიდე ხელი, ჩაკოვქაჩე, და შწვაღე, მისი ჭრიალის ხმამ მთელი დერეფანი მოიცვა,ახლა უკვე მეშინოდა, მაგრამ გზას მაინც ვაგძელებდი, თითქოს რაღაც მობიძგებდა წინსვლისკენ, სარკეების კუთხესთან მისულს, აკანკალებულს და შეაშინებულს ვიღაც უცხო ბიჭი მხვდება, რომწლიც ურცხვად მომშტერებია და თვალს არ მაშორებს.
- მეგონა ეს ბიჭების სააბაზანო იყო..
სიჩუმე დაარღვია რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.
- ისა... ჰმ.. კი ბიჭებისაა, მე უბრალოდ...
დაბნეულობისგან ხელებს აქეთ-იქით ვაქნევ და სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს...
- მე უბრალოდ, კარგი არაფერი, რა მნიშვნელობა აქვს..
- არაუშავს.
აი ასე, შერცხვენილი გამოვედი ბიჭების სააბზანოდან, და სკოლიდანაც, გავიხურე სკოლის კარი და ისევ შიშით სავსე წუჩაში , მუსიკა ყოველთვის ჩემი მეგზური იყო, ასეთ მომენტებში, ის მეხმარებოდა ხალხის ეჭვიანი მზერის და დამცინავი, ირონიული ჩაღიმების იგნორირებაში.
სახლისკენ მომავალს, როგორც ყოველთვის უამრავი ასეთი ადამიანი შემხვდა, მათ მზერაში შიში და ზიზღი ერთად იკითხებოდა, ეგონათ რადგან ბევრს არ ვლაპარაკობდი, შეიძლებოდა მჯვლელობასთან რამე კავშირი მქონოდა.კორპუსს მივუახლოვდი, როგორც ყოველთვუს ზედმეტად დაცლილი და განადგურებული, უკვე მოსაღამოვებულიყო რვის ნახევარი იყო, ზანთარი, ასე რომ დამეთანხმებით და ალბათ ხვდებით, რომ ძალიან ბნელოდა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩემს სადარბაზოში შუქი არიყო, დიდი გულის ხეთწვით დავიწყე კიბეების ავლა.
- გამარჯობა ვივიენ..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი შარლოტა

ჩამთრევი ისტორიაა ძალიან...
დამაინტერესა და გელი მოუთმენლად...
წარმატებები...

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ისტორია არასწორად გაქვს დადებული
ან შენით ან სხვისი დახმარებით იქნებ გამოასწორო, თორემ დაკარგავ სტატუსს.

 


№3  offline წევრი Frigga

grafo
იქნებ


grafo
თორემ

რას გულისხმობ

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.