შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (21)


24-11-2018, 17:35
ავტორი Moonlight17
ნანახია 836

მთვარის წითელი სონატა (21)

21. "ყველაფრის მიუხედავად"

პასუხით სრულიად გაოგნებული ვიყავი. მინდოდა მივბრუნებულიყავი და თვალებში ჩამეხედა. დავრწმუნებულიყავი მის სიტყვებში, რომ ეს ჩემი წარმოსახვა არ იყო.
ზუსტად არ ვიცი ამაზე რამდენს ვფიქრობდი. ასეთი თბილი ჩემთან მგონი ჯერ არ ყოფილა.
მალე მისი მშვიდი ფშვინვაც გავიგე. მისი ბავშვური ძილი ყოველთვის მაგიჟებდა.
გამოდის სიყვარულში გამომიტყდა. ერთიანად ავივსე სიხარულით და მეორეს მხრივ ბრაზი არ მეშვებოდა. მისი და ტასოს ურთიერთობას ასე არ დავტოვებდი...

ანდრეა*:

ცხოვრებაში ასე კარგად მეორედ მეძინა. თვალები ენერგიით სავსემ გავახილე. დიდიხნის გათენებული არ იქნებოდა. მარიამს გავხედე, ჩემგან ზურგით იწვა და მისი წითელი თმები აქეთ იქეთ იყო მიმოშლილი. წამოვდექი და როლინგი გადავიცვი. საწოლს მეორე მხრიდან მოვუარე და სიცხე ხელით გავუსინჯე. წესით აღარ უნდა ჰქონოდა.
სააბაზანოს მივაგენი თუარა თავბრუს ხვევა დამეწყო. ეს რა ირონიაა?
წამოვახველე.
არა, ახლა არა. ყველაფერი მოვასუფთავე, საკუთარი ქურთუკი მოვძებნე და გარეთ გავვარდი. ცივმა ჰაერმა გონზე მომიყვანა. ხარბად შევისუნთქე, მაგრამ ჩემი ორგანიზმი ამ ჰაერსაც არ იღებდა.
- ჯანდაბა მიდი!
მუშტი მთელი ძალით მივირტყი მკერდზე. სისხლი იქვე გადავაფურთხე და საჭეს მივუჯექი. ნელა ვატარებდი. საკუთარი თავი ავარიისთვის მენანებოდა.
იოანესთან გავაჩერე.
უეჭველი ეძინებოდა. კარებზე დავუბრახუნე.
- გაიღვიძე მიქაძე!
დაახლოებით ორ წუთში კარები ხალათით გამიღო. თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამეცინა.
- იმედიმაქვს შენი სიფერმკრთალე სიცივის ბრალია.
სახლში შევაჭერი და ქურთუკი შევიხსენი.
- ანდრეა რა ხდება.
დაბნეული უკან მომდევდა. ნუთუ ასეთი რთულია ჩემი ატანა?
- წუთების წინ შეტევა მქონდა.
სქხე დაუსერიოზულდა და წარბები ერთმანეთს დაახლოვა.
- წაგიყვან ექიმთან.
- მაგისთვის არ მოვსულვარ!
ტონი ისეთი მქონდა ჩემგანაც მიკვირდა.
თავი გააქნია.
- ანდრეა..
- ექიმები ვერაფერს მიშველიან! შევეგუე უკვე.
- რეებს ბოდიალობ?- ახლა თვითონ გაამკაცრა ხმა.
- წამებით გამივასწარი ხვდები? წამებით!
- იქნებ მაინც წავსულიყავით
- ამის დედაც რა..- ხელი ავიქნიე და სახლიდან გამოვვარდი. ვერ მიგებდა! რათქმაუნდა ჩემი საუკეთესი ძმაკაცი ვერ მიგებდა!
სახლში შევედი თუარა ლიზასთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე ავედი ოთახში და უჯრა გამივხსენი. ყველაფერი გადმოვყარე. პატარა მოყვითალო აბები უნდა ყოფილიყო.
ვიპოვე! ხელში დავიჭირე და თვალი გავუსწორე.
- მორჩა მაგარი ბიჭის თამაში!- საკუთი თავი წავაქეზე და ექიმის დანიშნული ანტიბიოტიკი მაშინვე გადავყლაპე.
ბოლთას ვცემდი. წუთებს გონებაში ვითვლიდი. მალე შვებაც ვიგრძენი. ღრმად ამოვისუნთქე და სიგარეტს მოვუკიდე.
ცოტა მომეშვა, დავწყნარდი და დაბლა ჩავედი.
მშვენიერია! "შეყვარებული"წყვილი დივანზე ნებივრობდა.
თორნიკესთვის არც შემიხედავს, ისე გავედი სამზარეულოში და სენდვიჩი გავიკეთე. ამ ნაბიჭვვრის ნერვები ახლა არ მქონდა.
ბუტერბროტს გემრიელად შევექცეოდი. ასე ნელა მგონი არასდროს მიჭამია. ძირფესვიანად ვიცვლებოდი.
ტელეფონზე ზარი გაისმა. მარიამი მირეკავდა. ახლა ვერ დაველაპარაკებოდი. ტელეფონს ხმა გავუთიშე და ჯიბეში დავაბრუნე.
თეფში ნიჟარაში ჩავდე. არმინდოდა აქედან გასვლა. იმ სირრის სახეს მერჩივნა ყველაზე სქშინელი ქალი დამენახა!
უცნობ - ნაცნობი ხმა მომესმა. უაზროდ დგომას თავი დავანებე და გავედი.
- ლილუ?
ლიზა იაზვურად მიღიმოდა. თორნიკესთვის არ შემიხედავს. მაგრამ ვგრძნობდი ჩემი გამოწვევა ყველაფერზე მეტად უნდოდა.
- უნდა ვილაპარაკოთ. - მომახალა ლილუმ.
გაოცებულ გაოგნებულმა თავი დავუქნიე და გავყევი. როგორც ჩანს გარეთ გადიოდა. ქურთუკს ხელი დავავლე და გავედით.
- გუშინ რა გჭირდა გამოკეთდი?
შეპარვით ვკითხე. ძმაკაცის შეყვარებული იყო და თავაზიანობა მმართებდა.
- ცოტა გაციებული ვარ. - ღრმად ამოისუნთქა და შემობრუნდა.
- რამდენი ხანია?
- რა? - წარბები შევჭმუხნე, რას გულისხმობდა?
- რამდენი ხანია შეტევები გაქვს?
სახე მომილბა, მას ხმა უკანკალებდა. ჯანდაბას იოანე!
- რა? გეშლები ლილუ..- ყალბად გავიცინე და სახლში შესვლა დავაპირე. მკლავზე ხელი მომკიდა. ეს ქერა უკვე ნერვებს მიშლიდა.
- მისმინე ქერავ, შენი საქმე აქ არაფერი არაა და შენს პატარა ცხვირს ნუ ყოფ!
თვალები გაუფართოვდა. წამით ცრემლებიც მოადგა, მაგრამ მალევე გაქრა მისი თვალებიდან. ხელს არ მიშვევდა და ზომიერად სუნთქავდა.
- ჩემს დაქალს ავადმყოფთან მომავალი არ სჭირდება.
- ასეთ შეტევას არ ველოდი! ყოჩაღ ყოჩაღ.
ყელში მობჯენილი ბრაზი უკან გადავისროლე და თვალებში შევხედე.
- რა უნდა გავაკეთო?
- უნდა წამომყვე.
ღრმად ამოვისუბთქე და თვალები ავატრიალე. მანქანისკენ ვანიშნე. ორივე ჩავჯექით და ქვაფენილს მოვაცილე.
- საით?
- დიღომში საავადმყოფოებთან.
მაშინვე დავატორმუზე.
- მანდ არ წამოვალ!
- წამოხვალ!
ხელები ჰაერში ავწიე და რულს დავარტყი მსუბუქად.
- დედაჩემი მუშაობს, უცხოსთან არ მიმყავხარ.
თავი "დამჯერი" ბავშვივით დავაქნიე და გაზს ფეხი დავადგი.
სიგარეტი ამოვიღე და ტუჩებ შუა მოვიქციე. ლილუმ მაშინვე პირიდან გამომტაცა. გზას თვალს ვერ ვაშორებდი, ცალი თვალით ყვირილით გავხედე ლილუს.
- რა ჯანდაბას აკეთებ!!!
- არ მოწევ.
- რათქმაუნდა დედიკო!
ამოვილაპარაკე და მანქანა გავაჩერე. ხმა არცერთს ამოგვიღია ისე მივედით კლინიკამდე. შესასვლელში გავაჩერე. კითხვის ნიშნით
შემომხედა.
- არაფერი უთხრა.
- მარიამი ვერაფერს გაიგებს..
თავი დავუქნიე და შენობაში შევედით. მთელი გულით მეზიზღებოდა აქაურობა და ეს სპეციფიური სუნი. ყველას მოღუშულმა სახემ უარესად გამხადა.
მე მათთნაირი არ ვიყავი!
თვალი გავუსწორე ჩემს ანარეკლს დიდ სარკეში და ლილუს 212-ე ოთახში შევყევი.
- დედა..- გადაეხვივნენ ერთმანეთს. დებილი ბავშვივით ვიდექი და რაიმეს ველოდებოდი.
- აბა ვინ მომიყვანე?- გადმომხედა ახალგაზრდა ქალმა და სათვალე საჩვენებელი თითით გაისწორა.
- ანდრეა ავალიანი- ხელი გავუწოდე, მანაც ჩამომართვა. ისევ უკან დავიხიე მაგრამ ქერა არადა არ მეშვეებოდა და დაჯდომისკენ მიბიძგებდა. ღმერთო! როგორ უძლებს იოანე!
თვალები ავუტრიალე და ჩამოვჯექი.
- აბა რა გაწუხებს ახალგაზრდა ბიჭს?
გამეცინა..
- რა აღარ...- სიტყვა ლილუმ გამაწყვეტინა
- მე გარეთ დაგელოდები- თავი დავუქნიე და თვალი გავაყოლე
- მადლობ- ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
- ამას შენთვის არ ვაკეთებ.
შებრუნდა და კარი გაიხურა.
ექიმს, ლილუს დედას თვალი გავუსწორე. მიღიმოდა. სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.
- მოკლედ, დიდად ექიმების მოყვარული არ ვარ და...
- დამშვიდდი ანდრეა და მომიყევი რა გაწუხებს.თუ თავს უფრო კომფორტულად იგრძნობ შეგიძლია მაკა დამიძახო.
- ემფიზემა.
ქალს სახე შეეცვალა და თვალებში ჩამაშტერდა.
- დარწმუნებულიხარ?
- არ მეშლება.
- ექიმთან იყავი?
- თვეების წინ.
ამოიხვნეშა და რაღაც ჩაინიშნა
- შეტევა ბოლოს როდის გქონდა?
- სადღაც ორი საათის წინ.
- ყოველ ორ კვირაში ერთხელ შემოწმება უნდა გაიარო, წამლებს დაგინიშნავ.
- აზრი აქ?
გაეღიმა და თავი დამიქნია.
- ჩემ მიმითეთებს მიყევი და რამდენიმე თვეში არაფერი შეგაწუხებს.
თავი დავუქნიე, რწტომ ვიქეცი პატარა დამჯერ ბავშვად არც მე ვიცოდი. საკუთარ გონებაში ომი მქონდა.
- სიგარეტს ეწევი?
- 10 წელია თითქმის.
ჩემს აღიარებაზე კოპები შეკრა.
- თავი უნდა დაანებო.
- ვცდილობ.
- მოსაშველებელ აბებს დაგინიშნავ.
იმის გაფიქრებაზეც რომ ავაფმყოფივით აბები უნდა მეყლაპა საკუთარი თავი მზიზღდებოდა.
- სულ ესაა- ფურცელი გამომიწოდა. გამოვართვი, მადლობა მოვუხადე და გამოვედი. ლილუ იქვე იჯდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.დამინახა თუარა ფეხზე წამოდგა და ტელეფონი მომაწოდა.
- შენი ძმაკაცია.- განმიმარტა, სახე მომილბა და მობილური გგამივართვი.
- გიჟი შეყვარებული გყავს!- შევჩივლე, ლილუმ ჩაიხითხითა.
- ვიცოდი დაგიყოლიებდა.
- ხო, დასაყოლიებელი არაფერი მჭირდა.
- დღეს დილას საკუთარი ტავისთვის რომ შეგეხედა, მაგას არ იტყოდი.
- გვიან შეგეხმიანები.- გავუთიშე და ქერას ტელეფონი დავუბრუნე.
- დედაჩემმა რაო?
- რავი, იცოცხლებო.
იმდენად სერიოზულად ვუთხარი გაეცინა და იდაყვი გამკრა. მანქანაში ჩავჯექით, ლილუ სახლში დავტოვე და აფთიაქში გავიარე. რაც საჭირო იყო ყველაფერი ვიყიდე.
სახლში მივედითუარა ცელოფნიდან ამოვყარე და თანმივდევრობით ჩავალაგე უჯრაში.
- მანდ რას ალაგებ?
- რაგინდა ლიზა?!
მხრები აიჩეჩა და კორიდორი გაიარა. იმედი მქონდა მისი ძვირფასი ბიჭი ჩემს სახლში არ დაბორიალობდა.
ჩამოვჯექი და საკუთარ ტელეფონსდავხედე.
4 გამოტოვებული ზარი. გასაგები იყო. დარეკვას აზრი არ ჰქონდა.
უცბათ მივალაგე ყველაფერი. კიბეები ჩავირბინე და მანქანაში ჩავჯექი...

მარიამი*:

გაბრუებული ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, საშინლად მოწყენილი ვიყავი. სინარტოვითაც და ანდრეას უყურადღებობისგანაც. ალბათ ისევ მასთანაა..
კარზე ზარი გაისმა. ბუზღუნით წამოვდექი და გავაღე.
ანდრეა?
ძაღლი ახსენეო.. თუ როგორცაა. არაფერი მითქვამს, არც თვალებში შემიხედავს, კარს მოვშორდი რომ შემოსულიყო და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
უკან არ ვიხედებოდი, გავიგე როგორ დახურა კარი, შემდეგ ნაბიჯები და ბოლოს წინ დამიდგა.
-ისევ გაბრაზებული ხარ?- ბოლოს და ბოლოს მკითხა.
-არა.-ვიცრუე.გაბრაზებული სულაც არ ვარ,უბრალოდ გული მეტკინა.
-რა თქმა უნდა არ ხარ,გეტყობა. ბავშვივით ნუ იქცევი.- ხელი აიქნია და ჩამოჯდა.
- სად იყავი?- პასუხის ნოლოდუნში ხმა მიკანკალებდა.
პასუხს არ მიბრუნებდა. არც აპირებდა რაიმეს თქმას.ამოვიხვნეშე.
- ნაკლებად უნდა მაღელვებდეს ეს ამბავი...თუ გინდა გადამაგდე, ტასოსთან წადი,გაერთე ან სექსით დაკავდი..- თავის შეკავება ვერ მოვახერხე ისე ვთქვი ეს სიტყვები. მეზიზღება ის გრძნობა,რომელიც ტასოს და ანდრეას ერთად წარმოდგენაზე მეუფლება. მათზე,რომ ვფიქრობ მუცელი მტკივდება. რა აქვს ტასოს ასეთი ? დიდი მკერდი? კარგი საჯდომი?
-ამას არ ვაკეთებ…. ანდაც, რა შენი საქმეა.-დაცინვით მითხრა პაუხის შემდეგ და ფეხზე წამოდგა.
რა?!
-აბა რაა ანდრეა! .-ამოვილუღლუღე. ჩუმად უნდა დავრჩენილიყავი.
-ასე არაა მარიამ-თავი დაიცვა
-მართლა ანდრეა? ისე ჩანს,რომ თითქოს ეს ჩემს გამოა. იცი,აღარ მაინტერესებს უკვე. ვიცოდი,რომ აღარ გაგრძელდებოდა.-ბოლოს მაინც ვაღიარე მის წინაშეც და, ჩემს თავთანაც.
შუბლზე ხელი მოისვა, კარებს თვალი გაუსწორა, ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს გარეთ გავარდა.
ეს რა ჯანდაბა იყო?!
გაშეშებული ვიდექი და ჯერ კიდევ ვააზრებდი მომხდარს.
კიფევ კარგი სიცხე ისევ ისეთი მაღალი აგარ მქონდა, თორემ უეჭველი იყო, ჭკუიდან გადავიდოდი.

ანდრეა*:
მანქანაში ვიჯექი და გზას გავყურებდი.
ეს რა ჯანდაბა გავაკეთე?
ამის დედავატირე! სიმართლეს ვერ ვეტყოდი. ვერა და მორჩა.
მანქანა ეზოში დავაყენე.
სახლში არ მინდოდა, ნერვებზე აშლილს ლიზა კიდევ დამიმატებდა.
უკვე ბინდდებოდა, გზას ფეხით გავუყევი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
პირველივე ბარში შევედი და ჩამოვჯექი. სიწყნარე იყო.
სასმელო შევუკვეთე და სიგარეტი გავაბოლე.
ათი წუთიც არიყო გასული რომ გვერძე ვიღაც მომიჯდა. თვალი გავაპარე, ლამაზი სხეული ლამაზი ნაკვთებით. გავუღიმე მაგრამ არაფერივმითქვამს. ჩემი საქმე გავაგრძელე. წუთიც არიყო გასული რომ მუხლზე ხელი დამადო.
- ხასიათზე არ ვარ ლამაზო.
მშვიდად ვუთხარი და ჭიქა ჩავცალე. ხელი არ აუღია. თვალები ავატრიალე და წამოვდექი. ამას ვერ მოვიშორებდი. ვიცნობდი მისნაირებს.
ბარიდან გამოვედი.
საათს დავხედე ცხრა ხდებოდა.
ამოვიხვნეშე და ბარბაცით გავუყევი სახლის გზას.
თითქმის მისული ვიყავი წინ ერთი ტიპი გადამიდგა. ავათვალიერე, აშკარად არ ვიცნობდი. აგდებულად შევხედე და გვერდი ავუარე. ასეთებს თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი.
- ავალიანი! -გაკვირვებული შევბრუნდი. სამი ჩემზე ოდნავ ასაკოვანი ბიჭი მე მიყურებდა. დამცინავად დაიწყო ლაპარაკი შუაში ყველაზე დიდმა. მას არამეგობრული ღიმილი გადაკვროდა სახეზე, თუმცა არც მე მქონდა მეგობრული.
- პრობლემები არ გჭირდება- მშვიდად ვუთხარი და გაბრუნება დავაპირე.
- შენ არ გჭირდება, შე ნაბი*ვარო. - შუაში მდგომმა სახეში მუშტი დამარტყა. ჩემზე ბევრად დიდი იყო. ინერციით უკან დავიხიე და წავბორძიკდი.
- შე ნაბო*ვარო!- დავუღრიალე.
ახლა ვანახებდი ამას!!
თვალები დავხუჭე,ღრმად ამოვისუნთე და მისკენ გავიწიე, თუმცა იმ ორმა მაშინვე ხელები დამიჭირა და საცემი მეშოკივით გამამზადა. ვერ ვერეოდი. ვერ ვიგერიებდი.
პირველი დარტყმა მუცლის არეში იყო, მეორე ყბასთან ახლოს. როგორც შემეძლო ვილანძღებოდი მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. სახეს ვეღარ ვგრძნობდი. რაც არ უნდა ხლიერად მჭეროდა თავი, მუცლის წვა არ მიცხრებოდა.
- თავი დაანებეთ!
მომესმა ნაცნობი ხმა. იოანე?! აქ რა ჯანდაბა უნდა.
–წავედით –გასცა ბრძანება იმ ტიპმა, რომელიც გამეტებით მცემდა და უკან დაიხია.ინერციით თავი ვერ შევიკავე და ასფალტზე დავვარდი. ვიგრძრნი პირიდან სითხე როგორ გადმომივიდა. თვალები იოანესკენ გავაპარე.
- ვინ იყვნენ?
თავი გავაქნიე. ლაპარაკით ძალა არ მქონდა. თავი გაიქნია მანაც, ცალი ხელი მომხვია და წამომაყენა. თავის მანქანასთან მიმიყვანა და შიგნით ჩამსვა.
- ანდრეა.- ნიკაპზე ხელი მომკიდა. დავინახე სისხლი როგრ მომწმინდა.
მაშინვე მანქანაში ჩაჯდა. დაქოქა. ქუჩებით ვატყობდი რომ თავისთან მივყავდი. არც შევმცდარვარ. სახლში ძლივს შემათრია და საძინებელში დამტოვა.
სარკეს გავხედე, საშინელი დასანახი ვიყავი.
- რა მოგიხერხო....
- კარგად ვარ- წამოდგომა დავაპირე მაგრამ ნეკნები ერათიანად ამტკივდა.
ამოიხვნეშა და მეორე ოთახში გავიდა.

მარიამი*:
უკვე დაძინებას ვაპირებდი რომ ტელეფონმა დამირეკა.
- ლილუ ლილუ- ამოვილაპარაკე და ტელეფონს მივუახლოვდი.
- იო? მშვიდობაა?
- მარიამ სასწრაფოდ უნდა მოხვიდე.
- ეხლა?- გამიკვირდა, ლილუს სჭირდა რამე?
- ანდრეა ცუდადაა.
ყურები დამიგუბდა.
ტელეფონი გავთიშე. რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი და მისაღებში გავედი.მაინც როგორ ხდება ასე? ყოველი ჩხუბის შემდეგ რატომ ჩნდება რაღაც რაც ერთმანეთთან გვაახლოვებს? ზუსტად ვიცოდი ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდებოდა, ყოველდღე ჩხუბი უკვე მარაზმს ემსგავსებოდა.
- დედა ლილუსთან ვრჩები.
თავი დამიქნია. არაფერი უთქვამს. მაშინვე პირველივე ტაქსს გავყვევი.
– იო? –დავუძახე და მის სახლში შევაჭერი.
მიქაძემ თვალები ძლივს ძლიობით გაახილა
–შეგიძლია შემოხვიდე? ანდრეა საშინლადაა ნაცემი. –როგორც კი ეს მითხრა მანტო გავიძრე და ოთახსი შევვარდი. ადგილზრ გავშრი. იმდენაც სისხლიანი და დასიებული იყო, ვერ ვცნობდი.
-სპირტს და წყალს მოვიტან რომ სახე გავუსუფთავოთ - მითხრა იოანემ .თავი დავუქნიე,იქამდე მასთან ახლოს მივედი,ფეხზე გავხადე,მინდოდა მაისურიც გამეხადა,რადგან მუცელშიც არანაკები სისხლი იყო.თუმცა ვერ გავბედე. არ მინდა რომ უფრო ვატკინო
-ოდნავ წამოიწევი,რომ მაისური გაგხადო? -ხმადაბლა ვკითხე,უძლურად თავი დამიქნია,მასთან ახლოს მივედი,დავეხმარე რომ წამომჯდარიყო,შემდეგ მისი თეთრი მაისურის ბოლოებს შევეხე,თეთრის გარდა ეს მაისური ყველანაირი ფერის იყო, ძირითადად კი შავი და წითელი ირეოდა.ფრთხილად ავწიე,ხელები გამოვაწვინე,შემდეგ კი თავზეც გავხადე. მისი მუცელი და ზურგი საშინელ დღეში იყო,თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და მის მკერდს დაეცა. თავი დავხარე. ახლა ყველაფერი ერთიანად მატირებდა!
-მარიამ-ამოიჩურჩულა,გული შემეკუმშა იმ ხმის გაგონებისას,რა ხმითაც ჩემი სახელი წარმოსთქვა,ამ დროს იოანრ შემოვიდა,ხელში დიდი ჯამით წყალი ეჭირა მეორე ხელში კი სპირტით სავსე ბოთლი, მივუშვი, თვალს ვადევნებდი როგორ უსუფთავებდა სისხლისგან სხეულს,ანდრეას კი სახე შეეჭმუხნა,რადგან დარწმუნებული ვარ ეს ძალიან არასასიამოვნო გრძნობაა,მიქაძე საყვედურებს აძლევდა,ამბობდა რომ შარიანია,თან მასზე გული შესტკიოდა
-შეგიძლია სპირტით შენ დაუმუშავო? მე არ შემიძლია -ამოიხრა იოანემ .სასწრაფოდ დავუქნიე თავი,მასთან მივედი, მიქაძის ადგილას დავჯექი,ბამბა ავიღე და სპირტში დავასველე,შემდეგ კი ფრთხილად მუცლის ჭრილობებზე გადავუსვი.თან სულს ვუბერავდი,რაზეც რამდენჯერმე ჩაიცინა კიდეც. ვხვდებოდი რომ ძალიან ეწვოდა,ამიტომ მინდოდა მისთვის ტკივილი ოდნავ შემემსუბუქებინა.
-თუ გინდა დაწექი შენ - ვუთხარი იოანეს. კედელთან იდგა და აშკარა იყო რომ ეძინებოდა
-არა,ვერ დავტოვებ მას -ჩუმად თქვა
-ანდრეასთან მე ვიქნები -ჩურჩულით წარმოვთქვი
-მართლა? -გაუკვირდა ანდრეას.
- ყველაფრის მიუხედავად- თავი დავუქნიე და ჭრილობებს მივუბრუნდი.როდესაც მუცელი დავუმუშავე მის ხელებზე გადვედი.
როცა სახვევები გათავდა მეორე ითახში გავედი ამოსატანად. დაბრუნებისას მათ ლაპარაკსბმოვკარი ყური, რომელიც როგორც ჩანს არ უნდა მომესმინა:
- თორნიკეს ნაჩალიჩარია. ბოლო ბოლო ნაწლავების გადმოყრით დამემუქრა და რამე ხომ უნდა გაეკეთებინა.
მართლა ვგიჟდებოდი, სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ იყო!
ოთახში გაოგნებული შევედი, მაგრამ არ შევიმჩნიე რომ მათი საუბარი მოვისმინე. იოანე ოთახიდან გავიდა,თან მითხრა რომ ხშირად შემოგვაკითხავდა და ავალიანს დახედავდა.როდესაც მის დახეთქილ ტუჩებს მივუახლოვდი ხელი ამიკანკალდა და ცრემლების ახალი ნაკადი წამომივიდა თვალებიდან. წინ დამიდგა ის სცენა როგორ ურტყამდნენ მას. თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე,შემდეგ კი ტუჩზე მოვუსვი სპირტიანი ბამბა,ანდრეას სახე დაემანჭა,შემდეგ ხელი მომკიდა და თავი დამახრევინა,ოდნავ ამოიწია,სახიდან თმა გადამიწია და ჩემს ბაგეებს დაეწაფა,თავი ბალიშზე დავადებინე,თავი დავხარე და მთელი გრძნობით ვაკოცე. ხელი წელზე მომხვია,ოდავ დამქაჩა და მის მკერდზე მომათავსა
-ოუ -წამოვიძახე უცებ,არ მინდოდა მისთვის რაიმე მეტკინა.ანდრეამ ხელი წელზე მომხვია,ფრთხილად მაკოცა,შემდეგ კი მის გვერდით მომათავსა.
უამრავი კითხვა მაწუხებდა. უამრავ რამეზე მინდოდა მეჩხუბა მისთვის მაგრამ ახლა რრთადერთი რაც მსურდა ის გავაკეთე. ხელები მუცელზე დავაწყვე, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება ჩემს თავზე.


უუ რათავები გელით წინასწარ მე ვფორიაქდები თქვენს მაგივრად :დ გელით ჩემო საყვარლებო!
ემოციები ემოციები!
შთბაეჭდილებები!
კრიტიკა!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი darkmoon

ვერც კი წარმოიდგენ როგორ ველოდებოდი ამ თავს :დ გასაოცარი თავი იყო , ოოხ ეს ანდრეა და მარიამი საოცრად უხდებიან ერთმანეთს , მოუთმენლად ველოდები შემდეგ თაავს ❤️
P.s ძალიან პატარა თავი იყო ???? შემდეგი როდის დაიდება ?

 


№2  offline წევრი Moonlight17

ანდრეა და მარიამი არის წყვილი რომელიც ყველას აგიჟებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება:დ
სამწუხაროდ საიტი აგვიანებს ხოლმე ატვირთვას თორემ ეს ისტორია მოლოდინთა სიაში საათებს ატარებს ხოლმე :დ ხვალ დაიდება ❤️ყოველდღე იდება, ძირითადად საღამოობით ტვირთავენ.
darkmoon
ვერც კი წარმოიდგენ როგორ ველოდებოდი ამ თავს :დ გასაოცარი თავი იყო , ოოხ ეს ანდრეა და მარიამი საოცრად უხდებიან ერთმანეთს , მოუთმენლად ველოდები შემდეგ თაავს ❤️
P.s ძალიან პატარა თავი იყო ???? შემდეგი როდის დაიდება ?

 


№3 სტუმარი სტუმარი Nina

საღამოა უკვე და ისტორია არ ჩაააანს ვგიჟდებიამ ორზე ეს ლიზა მაღიზიანებს და რა გავაკეთო თან ანდრეას გავს და მომწონს მაგიტო არეუკი ვარ ცოტა. ლილუ და იოანე ჰოსაერთოდ სხვა განზმოილებაა უკარგესიხარ ავტოროოო

 


№4  offline წევრი Moonlight17

ავალიანებს ჩვევიათ ხალხის გაღიზიანება:დდ და ლილუ და იოანე ძალიან საყვარლები არიან მაგათი წყვილი ნამდვილას სამაგალითოა.მალე დაიდება მადლობა შეფასებისთვის❤️
სტუმარი Nina
საღამოა უკვე და ისტორია არ ჩაააანს ვგიჟდებიამ ორზე ეს ლიზა მაღიზიანებს და რა გავაკეთო თან ანდრეას გავს და მომწონს მაგიტო არეუკი ვარ ცოტა. ლილუ და იოანე ჰოსაერთოდ სხვა განზმოილებაა უკარგესიხარ ავტოროოო

 


№5 სტუმარი სტუმარი Nina

შენ მადლობა ჩემი კარგო

 


№6 სტუმარი Ani

მთელი დღეა ველოდები და ჯერ არ დაუდიათ:((

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.