შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენები და ვნება {10}

24-11-2018, 17:39
ავტორი სალანდერი
ნანახია 2 638

ვენები და ვნება {10}

ბრაზმა აუნთო თვალები, კედელს ზურგით მიეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა.
- ანნა! - ხმადაბლა დაუძახა გოგოს.
- ჰო. - სამზარეულოდან მოესმა პასუხი.
- რას აკეთებ? - ოთახები გაიარა და თავზე წამოადგა ქალს.
- ვახშამს ვამზადებ, ხომ გშია?
- ჰო, მაგრამ უნდა გავიდე რამდენიმე წუთით.
- სოფისთან? - თითქოს თავისთავად მოსწყდა ბაგეებს.
- ჰო. - თავი დახარა ბიჭმა და საუბარი განაგრძო. - უნდა დაველაპარაკო, უბდა გავარკვიო მასთან ყველაფერი.
- მესმის. - ზურგი შეაქცია მამაკაცს და ფანჯრისკენ მიბრუნდა რომ მის თვალებში ტკივილი არ დაენახა ბიჭს.
- ანნა. - ხელი მოჰკიდა და თავისკენ მოაბრუნა, მწვანეებს აშკარა სევდის ფერი დაჰკრავდათ და თავი დამნაშავედ იგრძნო ბექამ. - გპირდები, სანამ ვახშამს მოამზადებ დავბრუნდები.
- მაქსიმუმ ერთი საათი დამჭირდეს ბექა.
- მაქსიმუმ ერთ საათში სახლში ვარ. - მოწიწებით აკოცა შუბლზე და ფრთხილად მოშორდა ქალს. მამაკაცის გასვლა იგრძნო თუ არა ცრემლები გადმოსცვივდა, ონკანი მოუშვა და ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად ჩაცალა. თვითონაც არ იცოდა როგორ მოახერხა ბექამ მის გულში ამხელა ადგილის დაკავება, თუმცა იცოდა რომ მამაკაცს მოეხერხებინა და მისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანი გამხდარიყო. ანნას ჯერ კიდევ მაშინ მოეწონა ბექა, როცა მოტოციკლზე მის სხეულს მაგრად ჩაჭიდებული იჯდა და მამაკაცისგან მომავალ გრილ სურნელს ძალაუნებურად ისუნთქავდა. თითქოს სწორედ მაშინ, სწორედ ამ სურნელმა მოწამლა გოგო, შემდეგ კი ბექას ყურადღებამ და მასთან გატარებულმა რამდენიმე დღემ საბოლოოდ აურია გონება. ბექა პირველი მამაკაცი იყო, რომლის სხეულიც და სუნთქვაც ამდენად ახლოს იგრძნო საკუთართან, პირველი მამაკაცი იყო რომელსაც ჩაეხუტა, რომელიც შეიგრძნო და რომელთან ერთადაც ერთ ოთახშიც კი ეძინა. მამაკაცის მოწიწებული კოცნა გაახსენდა და ღიმილმა დაუფარა ბაგე. ტკენდა აზრი, რომ ახლა ბექა სოფისთან იყო, თუმცა იცოდა რომ ბიჭს ისტერიკების მოწყობა კი არა სიმშვიდე და გაგება სჭირდებოდა. ანნამ თავიდანვე, იმ ოთახში რომ ჰეროინისგან გათიშული ბექა დაინახა, ჯერ კიდევ იქედან იცოდა რომ ბექასა და მისი დამოკიდებულების სახით დიდ სირთულეს შეეჭიდა, თუმცა ჯერ კიდევ ბავშვური აზროვნება და ადამიანური ბუნება, აძლევდა უფლებას ეფიქრა, რომ მის სიყვარულთან, ყველაფერი დანარჩენი უძლური იყო და სწორედ მისივე სიყვარული აღმოჩნდებოდა, ფიცრის ის ნაგლეჯი, რომელიც ასე ღრმად ჩაძირულ ბექას გადაარჩენდა და ნაპირზე გამოიყვანდა.

. . .
ფანჯარაზე ძლიერად მიაკაკუნა რამიშვილმა.
- ვინ არის? - ოთახში ბოლთისცემა შეწყვიტა ბურდულმა და ღიმილით დაიძრა ფანჯრისკენ.
- ზორო. - კბილებში გამოსცრა ბიჭმა და უკვე ღია ფანჯარაში შეხტა. - რა მოხდა, თავის გაგუდვას აპირებდი? რა დროს ფანჯრების დაკეტვაა?
- დაეგდე. - ხელი მოკიდა ბიჭს და აიძულა ტახტზე დამჯდარიყო.
- ამდენი დრო არ მაქვს სოფი, რა გინდა?
- შენ ბექა. რას აკეთებ საერთოდ? ვიცი რომ გაბრაზებული ხარ, გავიგე, მაგრამ გგონია ვიღაც პელენწუკას ჩაყენებით ჩვენს შორის, სიცარიელეს შეივსებ?
- ის პელენწუკა ჩემი ცოლია და პატივისცემით ილაპარაკე.
- ცოლი არა ტოლმა, შენ ისე გიყვარს და გეცოლება ეგ გოგო, როგორც მე ზიმბაბვეს პრეზიდენტი.
- ეს შენ არ გეხება სოფია.
- აბა ვის ეხება?
- შენ გარდა ნებისმიერს.
- არ გიყვარვარ? - მოულოდნელი კითხვა ესროლა ქალმა.
- რისთვის დამიბარე სოფი, მალე უნდა წავიდე.
- ცოლი გელოდება ბექა?
- ჰო, მელოდება. იცი თურმე ძალიან სასიამოვნო გრძნობაა როცა ვიღაც გელოდება.
- ახლა ანნას მაღალ სულიერ მდგომარეობაზე აპირებ ჩემთან ლაპარაკს?
- იდეაში მე შენთან ლაპარაკს საერთოდ არ ვაპირებდი.
- მაგრამ მოხვედი ბექა, ერთი სული გქონდა გენახე, ჩემი სურნელი გეგრძნო, აღიარე რომ მოგენატრე რამიშვილო.
- შენ? შენ მოგენატრე სოფი?
- მომენატრე ბექა, საშინლად მომენატრე.
- სად იყავი მთელი ორი კვირა სოფი? სად იყავი მაშინ როცა მე საკუთარ ნაგავში ვიხრჩობოდი და სახლის კარსაც არავის ვუღებდი? სად იყავი როცა ყოველ დაკაკუნებაზე კარს იმის იმედად ვაღებდი რომ შენ მოხვედი?
- პრაღაში საქმიან შეხვედრაზე, მე იმედი მქონდა რომ ამ დროის განმავლობაში გული გადაგივლიდა და მონატრებულს აღარ გამიშვებდი, ხელს აღარ მკრავდი.
- ხომ იცოდი რომ ჰეროინში ჩავწვებოდი, ხომ შეიძლებოდა დიდი დოზა მომსვლოდა და ორი კვირის მერე ჩემი აყროლებული გვამი დაგხვედროდა სახლში?
- ნუ ამბობ ამ სისულელეს.
- მშვენივრად იცი რომ სისულელე არ არის სოფი. - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა, თუმცა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა საუბარი. ანთებულ ეკრანს დახედა სოფიმ და დამნაშავე ბავშვივით შეხედა ბექას. - უნდა ვუპასუხო, გთხოვ, სულ ხუთი წუთი და გავუთიშავ. - მამაკაცმა თავის დაქნევით მისცა თანხმობა და ქალიც ტელეფონით ხელში დაიძრა ფანჯრისკენ. სანამ სოფი ტელეფონზე საუბრობდა, მშვიდად იჯდა და ელოდა ქალს. რვა წუთზე მეტი ილაპარაკა ქალმა, დროდადრო მამაკაცს უყურებდა და ყელში მოკიდებული თითებით თხოვდა დალოდებოდა.
- მაპატიე, სერიოზული საქმე იყო, ვეღარ გავთიშე.
- არაფერია სოფ.
- მადლობა რომ დამელოდე.
- მე ხომ მივეჩვიე ამას სოფი? დაელოდე ბექა, რიგში ჩადექი ბექა, აი მორჩება საქმეს და ყურადღებას მოგაქცევს ბექა, შენი კარგიც მოვ*ყან ბექა რამიშვილო. - ხმას აუწია ბიჭმა და ფეხზე წამოდგა. სწრაფად მიუახლოვდა ქალი, ბიჭის სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დაეკონა. - გაჩერდი. - ქალის ტუჩები ნელა მოიშორა.
- გამაჩერე. - ვნებიანი კოცნით გადაინაცვლა ქალმა რამიშვილის ყელისკენ.
- ჯანდაბა, გაჩერდი. - ხმადაბლა ამოილუღლუღა და ბურდულის მოშორება სცადა, თუმცა ყელში კბენა მიიღო სანაცვლოდ. პერანგის ღილები შეუხსნა ქალმა და ბიჭის რელიეფურ სხეულს ჩამოუსვა ნაზი თითები, მხრებისკენ გადააჩოჩა ტუჩები და მკერდისკენ ჩაუყვა. გონებას უბინდავდა საყვარელი ქალის მოფერება ბექას, მისი თითების და ტუჩების შეგრძნება. სიგიჟემდე მონატრებოდა ბურდული მამაკაცს, თუმცა საკუთარ თავს მოერია და ქალის ხელებს ჩააფრინდა.
- ცოლიან კაცს ეფერებით ქალბატონო მინისტრო, თქვენს იმიჯს მაგრად დააზიანებს. - უკან გასწია ქალის სხეული.
- ნაბიჭ"ვარო.
- უნდა წავიდე, ანნა მელოდება, უჩემოდ არ შეჭამს, მე მელოდება გაიგე?
- მზარეული თუ გინდოდა დაგიქირვებდი.
- ყურადღება მინდოდა. - ოთახის კარი გამოაღო და სწრაფად დაეშვა კიბეებზე.
სახლის ეზო და ჭიშკარი გადაიარა და მოტოციკლი სწრაფად მოწყვიტა ადგილს. თავისი სახლის ფანჯრების წინ შეაჩერა მოტოციკლი და ხმამაღლა დაიძახა.
- ანნა!
- კარგად ხარ? ჩამოვალ ახლავე. - ფანჯრიდან მოისმა გოგოს ხმა და ბექას ღიმილმა დაუფარა ბაგე. ორიოდ წუთი იყო გასული, აქოშინებული გოგო ბექას წინ რომ იდგა.
- ასე სწრაფად როგორ გაიგე ჩემი ხმა? - გაკვირვებული ჩანდა მამაკაცი.
- ფანჯარასთან ვიყავი, შენი მოტოციკლი შევამჩნიე. - თავი დახარა ანნამ. - ბექა, კარგად ხარ?
- კი, ბარში ვაპირებ დასალევად წასვლას, წამოხვალ?
- რა თქმა უნდა, დავჯდე? - მოდიო თვალით ანიშნა და გოგოც სიამოვნებით აეკრა, უკვე საყვარელი მამაკაცის სხეულს. ნაცნობმა სურნელმა შუღიტინა ცხვირში და სიამოვნებით გაიტრუნა რამიშვილის ზურგს მიყრდნობილი.
ბარში შესვლისთანავე უამრავ ადამიანს მიესალმა ბექა, როგორც ჩანს ის კარგად ნაცნობი იყო ამ ადგილას შეკრებილი საზოგადოებისთვის. გზადაგზა ანნასაც აცნობდა მეგობრებს.
- ბექუ? - მიმტანი მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა ბიჭს. უხერხულად შეიშმუშნა რამიშვილის გვერდით მდგომი ანნა, და ბექას მზერას არ გამოჰპარვია ქალის უხერხულობა.
- მია, მე და ჩემს ცოლს გვინდა სადმე წყნარად დავლიოთ.
- ცოლს? - წარბები აათამაშა გოგომ.
- ჰო, გაიცანი ანნა. - ხელი მოხვია და ოდნავ წინ გამოსწია ქალი.
- სასიამოვნოა. - უგემურად იჭყანებოდა მია.
- ჩემთვისაც.
- კარგი წამოდით, დაგსვათ სადმე, ისე კი შენი ტყუპია აქ, მესამე საღამოა მოდის და მაგრად ილეშება.
- დიტო ტო?
- კი, აი იქ ზის. - თვალებით მოძებნა და ხელი გაიშვირა მისკენ.
- უხერხულად ხომ არ იქნები მასთან რომ დავსხდეთ? - ცოლს მიუბრუნდა ბექა.
- არა არა.
- მია აღარ გვინდა მაგიდა. - დიტოს მაგიდისკენ დაიძრა და თავზე წამოადგა მეგობარს რომელსაც ერთი ბოთლი ვისკი და ერთი ჭიქა ედო მხოლოდ მაგიდაზე.
- გავკოტრდით ძმას ვენაცვალე? - მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს.
- ბექუ ტო? მეჩვენები თუ გულმა გიგრძნო ძმა რომ გიკვდება? - ფეხზე წამოდგა და მაგრად გადაეხვია რამიშვილს. - რძალო. - გოგოს მიუბრუნდა და ხელზე აკოცა.
- მილოთდება უფრო, ვიდრე მიკვდება. - გვერდულად გაიცინა. ანნა დაჯექი. - სკამი გამოუწია გოგოს და თვითონაც მის გვერდით დაჯდა.
- დალევთ? - ახალგაზრდებს გადახედა დიტომ.
- დავლევთ, მე და ანნა, შენ აღარ.
- ხომ იცი არ ვსვამ ბექა. - საუბარში ჩაერია გოგო.
- დამელოდე, საუკეთესო კოქტეილს მოგიტან რძალო. - ფეხზე წამოდგა და ბარბაცით გაემართა ბარისკენ დიტო.
- კარგადაა? - რამიშვილს გადახედა ანნამ.
- თათუ მოწონს და ვერ ამბობს. - სიცილით აუხსნა და ვისკი მოსვა დიტოს ჭიქიდან.
- თათუ, შენი ფსიქოლოგი?
- ჰო. - აღარაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის ახალგაზრდებს, სანამ დიტო არ დაბრუნდა კოქტეილით ხელში.
- აბა გამისინჯე. - ანნას წინ დაუდგა ჭიქა და კმაყოფილი სახით ჩამოჯდა.
- ანნასთან იყავი, მოვწევ და დავბრუნდები. - მეგობარს მიმართა და აივანზე გავიდა ბექა.
მაგიდასთან რომ დაბრუნდა მხოლოდ დიტო იჯდა ძველ ადგილას.
- ანნა სად არის? - ჰკითხა და სასმლის ჭიქა წაართვა.
- საპირფარეშოში გავიდა ძმაო და თუ გინდა მეორე ჭიქასაც მოვატანინებ, მე რომ არ წამართვა. - გაბრაზებით გახედა ახლად დაბრუნებულ მეგობარს.
- შენ ჯობია ის მითხრა რას დამჯდარხარ აქ "ბასიაკივით" და ილეშები ყოველ ღამე.
- ბექა ეს ანნას ხმა არ არის ტო? - კითხვას თავი აარიდა და გოგოს ხმამაღალ საუბარს მიუგდო ყური.
- გავხედავ. - ფეხზე წამოდგა რამიშვილი და საპირფარეშოსკენ დაიძრა. კიდევ უფრო მკვეთრად ისმოდა გოგოს ხმა და მალე მის შეშინებულ თვალებსაც გადააწყდა მამაკაცი. საპირფარეშოს სიახლოვეს იდგა გოგონა, ახალგაზრდა ბიჭს მკლავში ჩაევლო ხელი და დაჟინებით თხოვდა მასთან ეცეკვა.
- ჰეი, ჩემთან ცეკვაზე რას იტყვი? - კეფაში წაავლო ხელი თავისზე ერთი თავით დაბალ, დაახლოებით მისივე ასაკის მამაკაცს. ხელი სწრაფად გაუშვა ანნას ბიჭმა და ინერციით დაიხია უკან.
- რამე პრობლემა გაქვს ძმაო? - სიმთვრალისგან არეული თვალები შეანათა ბექას.
- ჰო მაქვს, არავინ მეცეკვება და როგორც იქნა გიპოვე.
- დამცინი მეგობარო?
- როგორც ჩანს ქალის პატივისცემა არ გასწავლეს, მაგრამ სწავლა არასდროსაა გვიან. - ბიჭისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- ბექა წავიდეთ რა. - პერანგში მოქაჩა ანნამ, თუმცა მამაკაცის მზერამ აიძულა ცივად გაეშვა ხელი.
- შენი ვინაა ეს გოგო ძმაო?
- დავუშვათ არავინ, ან ცოლი, შენ რა უფლებით აწუხებ?
- ცოლი თუა ასეთ ადგილებში არ უნდა ატარო ბიჭო.
- ბიჭო? - კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ბიჭისკენ, როელმაც მაგიდიდან ვისკის ბოთლი აიღო და სახეში ესროლა რამიშვილს. წამით თვალებში ჩამოუბნელდა ბიჭს და გახეთქილი წარბიდან მოთქრიალე სისხლმა მხედველობის არე შეუზღუდა.
- შენნაირ ყ*ეებს, დალევის კი არა ვენახთან ჩავლის უფლებასაც არ უნდა აძლევდნენ. - ცალი ხელი მაისურში ჩაავლო და გამეტებით მოუქნია მუშტი. ძირს დავარდნილს ზემოდან მოექცა და ბრაზისგან გონება დაბინდულმა კიდევ რამდენჯერმე დაარტყა. ათასი ხმა ირეოდა ყურში, თუმცა მხოლოდ ანნას ტირილნარევ თხოვნას არჩევდა მკვეთრად.
- ბექა, მოკვდება. - მამაკაცის ყურთან ლაპარაკობდა გოგო. ბექამ ცივად შეუშვა ხელი მსხვერპლს და შეკრებილებმაც როგორც იქნა ააგლიჯეს, გონებადაკარგულს რამიშვილი. ხელი წაავლო გოგოს და თავისი მაგიდისკენ წაიყვანა.
- ბექა, სისხლი მოგდის ბექა.
- გაჩუმდი. - კბილების ერთმანეთზე დაჭერით შეძლო ღრიალისგან თავის შეკავება.
- რა გჭირს ძმაო? ვინ ქნა ეს. - სისხლიანი მეგობრის დანახვამ შეაშფოთა დიტო.
- არაფერია. - მაგიდასთან მიუჯდა.
- ბექა სისხლი გდის. - სალფეთქი აიღო და გახეთქილ წარბზე მიაფარა ანნამ. - წამოდი რა სახლში წავიდეთ და მივხედავ, ან სასწრაფოს დავურეკოთ.
- ანნა, გაჩუმდი_მეთქი ტო და შეხედეთ ვინ მოდის. - კარისკენ ანიშნა თანამესუფრეებს ბექამ, საიდანაც თათია შემოვიდა და ბექას დანახვისთანავე აუჩქარა ნაბიჯს.
- რა მოგივიდა? სასწრაფოს დაურეკეთ რას უცდით?
- თათუ კარგად ვარ ტო.
- რა კარგად ხაარ ბიჭო არ გამაგიჟო, სისხლი თქრიალით გდის.
- ჰო ვიცი ტო, სახლში წავალ მე და ანნა და მომხედავს, მაგრამ დიტოს მარტო დატოვება არ მინდა, ნასვამია, თან მანქანით.
- გაგიჟდი შენ? წადი სახლში და თავს მიხედე, ამასთან მე დავრჩები და სახლშიც მივიყვან.
- მართლა? - ერთხმად წამოიყვირეს ბიჭებმა.
- მართლა ბექუ მართლა, და შენ ცალკე დაგელაპარაკები დემეტრე.
- კაი თათუ, წავედით ჩვენ და შენ იცი, მიხედე ამას ჰო? - თვითკმაყოფილმა ღიმილმა დაუფარა სახე რამიშვილს და ანნასთან ერთად დატოვა ბარის ტერიტორია.

- დალევ? - ჭიქა მიუწია დიტომ თათიას.
- შენს სისხლს. - კბილებში გამოსცრა ქალმა. - რას გავხარ?
- რა გიკვირს თათია? - მომწონხარ მეთქი გითხარი და ტელეფონზეც აღარ მპასუხობ მის მერე.
- ხომ გითხარი სხვა გასართობი იპოვე მეთქი?
- ჰოდა ვიპოვე, არ იქნება თათუ? იქნება ჯეკი. - კმაყოფილმა თქვა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
- რა ჯეკი?
- დენიელსი. - ვისკი ბოთლი მიუბრუნა ქალს.
- დიტო მომისმინე.
- არა, ჯერ შენ მომისმენ. - სასმლისგან გული მისცემოდა ბიჭს. - პირველად რომ გნახე ბექასთან, იმ დღის მერე არაფერზე მიფიქრია შენი თვალების გარდა, იმ დღის მერე მოთმინებით ვიტან, შენს სარკასტულ ხუმრობებს და დამცინავ გამოხდომებს, შენს კაპრიზებს, სიჯიუტეს და მეტიც სიამოვნებას ვიღებ ამით. ვიცი რომ ჯერ არც ისე დიდი ხანია რაც ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ჩემი ძმის წყალობით, ბევრი დრო გავატარეთ ერთად, ჰოდა მომწონხარ გაიგე? თუმცა ვის ატყუებ დიტო? კი არ მომწონხარ მიყვარხარ გაიგე?
- დაასრულე მონოლოგი? - სიცილით ჰკითხა ქალმა.
- მონოლოგი თუ დავასრულე?
- ჰო, დაასრულე?
- ნუ დამცინი თათია!
- დემეტრე რამდენი წლის ხარ? - თემა შეუცვალა ქალმა.
- ოცდაშვიდის.
- იცი რამდენია ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა?
- ვიცი, დაახლოებით იმდენი რამდენიც სოფისა და ბექას შორის.
- ცუდი მაგალითია დემეტრე.
- მათემატიკაში ყოველთვის სუსტი ვიყავი თათუ
- ბავშვივით ხარ. - გულწრფელად გაეღიმა ქალს.
- მე ვარ ბავშვივით?
- დიახ შენ.
- ამას მეუბნება ქალი, რომელმაც ისიც კი არ იცის რომ დიტო, სახელ დიმიტრის შემოკლებაა და არა დემეტრეს.
- რა სხვაობაა დემეტრე?
- უმნიშვნელო, ისეთივე როგორიც ჩვენს ასაკებში. - თვალი გაუსწორა ქალის სახეს.
- ძალიან ნასვამი ხარ, დილით არც გემახსოვრება რა იბოდიალე, წამოდი სახლში წაგიყვანო.
- დილით თუ სიტყვა სიტყვით გაგიმეორებ, რაც ახლა გითხარი, ჩემი შეყვარებული გახდები იცოდე. - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და ფეხზე წამოდგა.
ხმამაღლა გაიცინა ქალმა და მობარბაცე დიტოს, მხარს ქვემოთ შეუდგა.

. . .
მეორე დღესვე წაიყვანა ბექამ ოჯახის წევრების გასაცნობად ანნა. დიდად გაიხარეს მშობლებმა, შვილის არჩევანით. ანნა მარტივად ეწყობოდა ყველას, უბრალოებით იმსახურებდა პატივისცემას და მონაპოვარსაც შესანიშნავად უფრთხილდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ბექა დიდად ბედნიერი არ იყო, არც უბედური ყოფილა. საერთოდ ვერაფერს გრძნობდა და არაფერს ელოდა. პატივისცემით ეპყრობოდა ანნას და ის უსიყვარულობა, რომელიც მათ შორის იყო, მშობლებსაც კი არ მოხვედრიათ თვალში. ანნას მშობლები მოიპატიჟეს და ქორწილის თარიღიც დაითქვა. ოცდაშვიდ სექტემბერს, ბექას დაბადების დღეზე შედგებოდა ქორწილი. რაც იმას ნიშნავდა რომ იქამდე ზუსტად ერთი თვე იყო დარჩენილი. ამ ერთი თვის განმავლობაში, სოფიმ რამდენჯერმე სცადა ბექასთან დაკავშირება, თუმცა რადგან მამაკაცმა მისი ნახვა არ მოისურვა, გადაწყვიტა მოეცადა. ბურდულმა ზუსტად იცოდა, რომ რამიშვილი ვერ გაძლებდა მის გარეშე და ადრე თუ გვიან მიხვდებოდა საკუთარ შეცდომას. საქმეებში ჩაეფლო რომ ბექაზე აღარ ეფიქრა და ასე თუ ისე წარმატებით გამოსდიოდა. სამაგიეროდ ანნას უწევდა დიდი დროის გატარება მამაკაცთან. ბუნებრივიც იყო, ისინი ხომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა რომ ცალ-ცალკე ეძინათ, ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ მაინც თავისი გაიტანა და უშუალო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ახალგაზრდებს. ბექას სამეგობრო გაიცნო გოგონამ და სასურველ და საყვარელ წევრადაც იქცა, ამან ისინი მშვენიერ მეგობრებად აქცია, ბექა დაძაბული აღარ იყო გოგოსთან და თავისუფლადაც ლაპარაკობდა. ცოლზე მეტად მეგობარს ხედავდა მასში და ტვირთად აღარ აწვა ეს ურთიერთობა. ანნაც ბევრად თავისუფლად გრძნობდა თავს, ბექას თვალებში მხოლოდ პატივისცემას აღარ ხედავდა, ბექა შეჩვეოდა კიდეც გოგონას, შეიძლება სიყვარულით არ უყვარდა, მაგრამ ეს შეჩვევაც ბევრს ნიშნავდა ანნასთვის, მის პატარა გამარჯვებად მიაჩნდა. სრულიად ბუნებრივი იყო მამაკაცთან, შეფარვით აჩევენებდა სიყვარულს, ყურადღებას არ აკლებდა, თუმცა ცდილობდა თავი არ მოებეზრებინა მისთვის. რამიშვილის ჩვეულებებს სწავლობდა, მის თვალებში კითხულობდა რა სიამოვნებდა და რა არ მოსწონდა მამაკაცს და დაუწერელი კანონივით იმახსოვრებდა. ეს ბექას გარდა, თვითონაც ანიჭებდა სიამოვნებას და ბედნიერების ნაპერწკლებიც არ ტოვებდა მის თვალებს. სწრაფად გადიოდა დღეები, ქორწილამდე ორი დღე იყო დარჩენილი, კატო რომ პარიზიდან ჩამოფრინდა. ბექამ გადაწყვიტა რომ თავად დახვედროდა დას აეროპორტში. ანნა მარტო იყო სახლში, აბაზანიდან გამოსულიყო და პირსახოც შემოფარებული ოთახს ალაგებდა კაკუნი რომ გაისმა, შემდეგ კარის სახელურის ხმა და ნაბიჯები ოთახში.
- ბექა ოთახში ვარ, ჩავიცმევ და გამოვალ. - ხმამაღლა მიაძახა გოგომ.
- ბექა არ ვარ. - სოფის ხმა მოისმა პასუხად და ანნას სხეულს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. თავს ძალა დაატანა, გადაწყვიტა რომ სოფის სისუსტეს აღარ დაანახებდა და მეტნაკლებად თავდაჯერებული ნაბიჯებით გავიდა მისაღებში.
- როგორ შემოხვედით? - საკუთარი ხმის ჟღერადობა მოსინჯა და მიხვდა რომ დიდად არ ეტყობოდა ნერვიულობა.
- გასაღები მაქვს. სად არის ბექა? - მშვიდად ლაპარაკობდა სოფი.
- სახლში არ არის.
- ვხედავ, სახლში რომ იყოს აქამდე გამოვიდოდა, სად არის.
- კატოს უნდა დახვდეს აეროპორტში.
- თქვენი ქორწილისთვის ჩამოდის?
- ჰო.
- მშვენიერია, ამ ქორწინებით ყველა ბედნიერი იქნება შენ გარდა, საბოლოოდ მიტოვებული ქალის იმიჯს მოირგებ.
- ვანგა ხართ?
- არა, დიდი და რეალისტი გოგო ვარ, შენგან განსხვავებით.
- რა გინდათ, რატომ მოხვედით?
- ბექას ნახვა მინდოდა, მაგრამ არაუშავს, შენც გამოდგები.
- გისმენთ.
- საქორწინო საჩუქარი მოგიტანე. - ჩანთიდან პატარა კოლოფი ამოიღო და გოგოს გაუწოდა. - აი, ეს სუნამოა, ბექას საყვარელი სურნელი, აგიჟებს რამიშვილს. მე ვიყენებ, აი. - ჩანთიდან მეორე ფლაკონი ამოიღო და ოთახში გააშხურა. - ჰოდა მოკლედ დაისხი და იქნებ მოგეკაროს. - ირონიულად გაიცინა და მაგიდაზე დადო საჩუქარი. ანნა სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ყელში მომდგარი ცრემლები ახრჩობდა მაგრამ არაფრის დიდებით არ იტირებდა ამ ქალის თვალწინ.
- ჰოდა კიდევ, ბექა რომ მოვა, უთხარი რომ გამგზავრებას ვაპირებ და მანამდე მნახოს. - გოგოს მიუახლოვდა, სველ თმას ხელი ჩამოატარა და ყურს უკან გადაუწია, შემდეგ ისევ სწრაფად გაშორდა და კარისკენ დაიძრა.
- სოფი. - ანნას ნერვიულმა, ხმამ დაარღვია სიმყუდროვე.
- გისმენ? - გაოცებით მოტრიალდა ბურდული.
- საყვარელი საჭმელი: შემწვარი კარტოფილი, სასმელი: ვისკი, დღესასწაულები არ უყვარს, ადგილი: მისი სახლი რაჭაში, პოზები ხასიათის მიხედვით. - მშვიდად ჩამოაყალიბა და თავის თავით კმაყოფილმა, გაოცება აღარ შეიმჩნია.
- ყოჩაღ, ხუთიანი. - ხმამაღლა გაიცინა ბურდულმა და სახლი დატოვა.
ოთახში გაუნძრევლად იდგა ანნა, თვითკმაყოფილების მაგივრად ტკივილს გრძნობდა, ტკივილს სოფის გამო, ბექას გამო და ბექას დამოკიდებულების, ნარკოტიკის გამო, მომავალი ქორწილის გამო. ამ წამს თავისი მომავალი აუტანლად ტკიოდა და პირველად გააცნობიერა რამდენად გაურკვეველი და ბურუსით მოცული იყო ის. ერთადერთი რაც ზუსტად იცოდა ის იყო, რომ სიგიჟემდე უყვარდა რამიშვილი. მუხლებში სისუსტე იგრძნო და დივანზე ჩამოჯდა.
- ანნა მოვედი, კატო სახლში მივიყვანე და. . . - საუბარი უცებ შეწყვიტა კარში ახლად შემოსულმა ბექამ. ნაცნობმა სურნელმა გაუბრუა სხეული, მკერდში აუტანელი წვა იგრძნო, ძლიერ ორგანიზმს მომენტალურად დაეუფლა სისუსტე. - აქ სოფი იყო არა? - დაბალი ხმით იკითხა და ზურგით მიეყუდა კედელს.
- ჰო. - მშრალად დაეთანხმა და მზერა გაუსწორა საყვარელ მამაკაცს ანნამ.
- რა უნდოდა?
- მიემგზავრება და შენი ნახვა უნდოდა. - უემოციოდ გადასცა დანაბარები.
- ჯანდაბა. - ხმადაბლა თქვა ბიჭმა, კედელს ჩაყვა და უღონოდ ჩაჯდა იატაკზე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი Queenofmoon

ვკითხულობდი იდიოტივით გაღიმებული და ათასმა ემოციამ გადამირბინა,მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი რა ჯანდაბა მოხდება და როგორ დაასრულება ან ვინ ვისთან იქნება აი მაინც მომწონს,ძაან მომწონს!
სოფი და ბექა,ჩემი ზორო... joy მაგ მომენტზე,კარგად ვიხარხარე. სოფი მიშლის ნერვებს,ჯერ კიდევ ვერ ხვდება,რომ კაცს ყურადღება უნდა და ცოტა სხვანაირად მიდგომა. ნუ ზოგადად კარიერა და სიყვარული ერთად არ გამოდის,მაგრამ უნდა ამ ქალს ორივე ერთად გამოუვიდეს და რა ეს დანაშაულია?!უნდა წარმატებულიც იყოს,შეყვარებულიც,ბედნიერიც! მოიფიქროს რამე,ჩაშალოს ქორწილი ამ ალქაჯმა თორე წავალ და მე ჩავშლი. სიცხიანი ვარ,არ შეიმჩნიო ამდენი რომ ვილაქლაქე ეხლა joy

№2 წევრი tamuna.s

ასე ერთი ხელის მოსმით საყვარელ ადამიანს თუ აგდებ შენი ცხოვრბიდან, გუშინ გაცნობილი გოგოს გამო,მაშინ გამოდის არც არასდროს ყვარებია.

№3 მოდერი სალანდერი

Queenofmoon

აუუუუ ვგიჟდებიიი შენს კომენტარებზე რაა. . . :დ მაგრად მაცინებ, ვნახოთ ვნახოთ რას მოიფიქრებს ქალბატონი სოფი :დ
მადლობა ❤

tamuna.s
ასე ერთი ხელის მოსმით საყვარელ ადამიანს თუ აგდებ შენი ცხოვრბიდან, გუშინ გაცნობილი გოგოს გამო,მაშინ გამოდის არც არასდროს ყვარებია.

რა გითხრა აბა? ჯერ-ჯერობით არ გავს სოფი გაგდებულს და მომავალში ვნახოთ ❤

№4 სტუმარი სტუმარი მარიამოო

აუუუ გაეთრასს რა ეს ანააა... დავიღალე უკვეეე

№5 მოდერი სალანდერი

სტუმარი მარიამოო
აუუუ გაეთრასს რა ეს ანააა... დავიღალე უკვეეე

აუუუუუ :დ :დ

№6 წევრი მწერალი ქალი

მარტო მე ვარ ვინც ანას არსებობას უფრო ლოგიკურად და საჭიროდ აღიქვამს?კაცს ყველაზე მეტად მზრუნველობა სჭირდება.სიყვარული მზრუნველობის გარეშე კი ფუჭია...შეყვარებული ქალი კი ყველაფერს იზავს საყვარელი კაცი ჭაობიდან ამოათრიოს.სოფიმ კი ეს ვერ შეძლო...რაღაც უნდა დასრულდეს რომ ახალი,გაცილებით უკეთესი დაიწყოს...ასე რომ,ანნას დრო მოვიდა

№7 მოდერი სალანდერი

მწერალი ქალი

მგონი პირველად ხარ ჩემთან და ძალიან მიხარია ❤
მადლობა ❤

№8  offline წევრი Liziko27

მოკლედ ჩემი მოკრძალებული აზრია... სოფო კარიერისტი ქალიაო. ძალიან მომწონს ძლიერი და განათლებული ქალები. ამშემთხვევაში ოროვე ქალს ბექა აწვალებს:d:d:d :d თუ უნდა ბექას განათლებული და წარმატებული ქალი ამავდროულად გადარეული და ქარიზმატული ეს სოფოა.. თუ უნდა სახლში მოფუუსფუსე დიასახლოსი რომელიც გაუზრდის შვილებს და ყველა ჯერზე მისულ ქმარს თბილად შეხვდება და სუფრას დახვედრებს მაშინ ასეთი ანია... რაც შეხება ხელის კვრას ჯერ ვერ ვატყობ რომ ბექამ მოიშორა სოფო... მე მყავს არჩეული რომელი მინდა იყოს მასთან. მაგრამ ვატყობ ბექუნას ერთი შემორტყმა უნდა ბოლოსდაბოლოს მიხედს თავის ცხოვერბას და გაერკვეს ვინუნდა და რაუნდა.... ვნახოთ რაიქნება;*;*;*

№9 მოდერი სალანდერი

Liziko27

აიიიი ზუსტად, რატომღაც, სულ იმაზეა კამათი რომელი შეეფერება ბექას და არავის ახსოვს რომ შესაძლოა არცერთსაც არ იმსახურებს ეს ბიჭი, ჰოდა დანარჩენს რაც შეეხება კი გაიგებთ მალე, არჩევანი რა ვიცი, ვნახოთ ეგეც და მადლობა ძალიან დიდი შენ ❤

№10 სტუმარი სტუმარი ნენე

სოფო ყოველთვის უყურადღებოდ ტოვებს ბექას და მერე უნდა რომ ისევ მის გვერძე იყოს? ამ ქალს ასევე მხოლოდ ხალხის აზრი აინტერესებს არასდროს ინტერესდება თუ რა უნდა ბექას , სასაცილოა ესეთ ქალთან ყოფნა რომელიც უბრალოდ საწოლის პარტნიორად აღიქვამს. ამ ბიჭს თუ ტვინი აქვს გააკეთებს კარგ არჩევანს .
რაც შეეხება ანას მას აქვს პოტენციალი მიაღწიოს წარმატებას , როდესაც მისნაირი მამა გყავს რომელიც გიყურებს როგორც გასაყიდ საქონელს , სასწავლებლიდან გამოყავხარ და სრულიად უუნაროს გხდის საშინელებაა , მაგრამ ბექა მას აძლევს საშუალებას საკუთარი ოცნება აიხდინოს პლიუს ამას ანნა მუსულმანია და ის ტრადიციული ოჯახიდანაა ამიტომ მოაშორეთ ეს ანა და რამე არაა სწორი . სოფოს დრო დასრულდა ბექამ ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს მის გარეშე...

№11  offline წევრი -ლილუ

სოფი რაღაცნაირად ძუ ლომი ტიპშაა ჩემთვის...
ზუსტად იცის ვინ და რა უნდა...
იღებს იმას რაც მისია....
დათმობს თუ თავად სურს....
ანნა იმდენად უ'ფერულია ჩემთვის(ვერ ვიღებ რა...გესმის ხო?!)
ეს მისი ვითომ უ'ნაკლოება კიდე ზედმეტად მაღიზიანებს უკვე...
ბექა რა გითხრა მერამდენე თავია უკვე ამ ბიჭის გამონათებას ველი....(გონზე მოსვლას)
თათუ\დიტოს წყვილი მე როდის გავფაქტე....(მიხარია ეს ორი მე)
შენ რა გითხრა სალანდერ'ო
შენ თუ არა სხვამ ვინ იცის,როგორ წეროს სიყვარულზე...(სალანდერისეულ გრძნობაზე)
,,ეშმაკთან მოთამაშე" გაქვს დაწერილი სხვას,რომ ყველაფერს თავი დავანებო...(ზედმეტად წმინდა და ხელშეუხებელი)...
ამათ სიყვარულსაც შენებურად მოუვლი ვიცი.....
სალანდერ'ო შენ ხომ იცი რამდენად ბევრს ნიშნავ....
ისიც ხომ იცი რომ ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი ხარ...
ისიც ხომ იცი რომ მე არასდროს ჩავერევი მწერლის შიდა სამზარეულოში და არ დავიწყებ იმის მითითებას თუ რა და როგორ წერო...
მე მოგყვები ბოლომდე...
ყველაფრისმიუხედავად...
შემდეგთავამდე.....

№12 სტუმარი ჯუჯღუნა

ოჰ ღმერთოო ეს სიყვარული რაებს აკეთეინებს ხალხს რა (ფუ ნეტავ ჯერ არ სემიყვარდეს)

მიკლედ ბექა ძალიან ცუდ დღეშია რა თვითონ ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს ძალიან არეულია ვდილობს სწორად მოიქცეს და ჩემი აზრით ასეც გამოსდის სოფისთან დიდი მომავალი არ აქვს ოჯახიც რომ შექმნან ის ვერ მოახერხებს იყოს კარგი ცოლო და მითუმეტეს კარგი დედა ბექა ვერ შეიცვლება და არც სოგი აპირებს შეცვლას ასე რომ მათი თანაცდოვრება დიდნიანი და მითუმეტეს ბედნიერი არ იქნება.
თუმცა არც ანნაა ბექასთვის იდიალური

სხვათაშორის ბექა მეტად მე სემეფერება და გამოუშვი ჩემთან რა

№13 მოდერი სალანდერი

სტუმარი ნენე
სოფო ყოველთვის უყურადღებოდ ტოვებს ბექას და მერე უნდა რომ ისევ მის გვერძე იყოს? ამ ქალს ასევე მხოლოდ ხალხის აზრი აინტერესებს არასდროს ინტერესდება თუ რა უნდა ბექას , სასაცილოა ესეთ ქალთან ყოფნა რომელიც უბრალოდ საწოლის პარტნიორად აღიქვამს. ამ ბიჭს თუ ტვინი აქვს გააკეთებს კარგ არჩევანს .
რაც შეეხება ანას მას აქვს პოტენციალი მიაღწიოს წარმატებას , როდესაც მისნაირი მამა გყავს რომელიც გიყურებს როგორც გასაყიდ საქონელს , სასწავლებლიდან გამოყავხარ და სრულიად უუნაროს გხდის საშინელებაა , მაგრამ ბექა მას აძლევს საშუალებას საკუთარი ოცნება აიხდინოს პლიუს ამას ანნა მუსულმანია და ის ტრადიციული ოჯახიდანაა ამიტომ მოაშორეთ ეს ანა და რამე არაა სწორი . სოფოს დრო დასრულდა ბექამ ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს მის გარეშე...

ნენე, ყოველთვის მიხარია შენი გამოჩენა ❤
მადლობა ვრცლად დაფიქსირებული აზრისთვის ❤

№14  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აუ ჩემი
რა იყო გოგო ეს
ტიპს გული ხომ ვერ მოულბო სოფიკომ
მიდის და რაჩემს ფეხებს იზამს ვნახოთ
არა ასპროცენტიანია,რომ სოფიც ცუდადაა და არ იმჩნევს
აუ ანნაც მაგრად მეცოდება რა
ისე რა მიაჩმორა ჩემმა სოფიკომ
წამში დაადუმა
ახლა იმის ვითომ პასუხებს არ ვიმჩნევთ
ვითომ უთხრა რაღაცა

ბექუნას რომ კითხო არ მონატრებია და
სახლში შესვლა და იმის კითხვა "სოფი იყო აქ_ო" ერთი იყო
ერთი შეისუნთქა და სურნელი იცნო იმწამსვე
მიდისო რომ უთხრა კინაღამ გული წაუვიდა და
მიდით და შემედავეთ ვინმე,რომ ამათ ანნას და ბექას წყვილი ჯობია
აი რომ წავა (თუ წავა) და ბექა ცუდად რომ იქნება
მაშინ მაინც მიხვდეს ეს თქვენი ანნუკი და წაეთრას იქნებ
მომინდომა აქ ოჯახობანას თამაში
და მე "ძლიერი ქალი ვარ" როლის თამაში
გადი და ნუ დაძრწი შენი ჭირი შენ სადაც არაა შენი ადგილი
ამხელა გოგო ხარ ბოლოს და ბოლოს
აუ სოფი და ეს მისი ირონია ნუ
ვაფრენ აი ამ ცინიზმს რომ ანთხევს და აფრქვევს მაგ მომენტებზე
რაღაცა სასწაული ისტორია
სასწაული პერსონაჟებით,წყვილებით,სიტუაციებით და ავტორით...
სიგიჟეა მართლა გეუბნები
საშინლად კარგი
აი დიტოს და თათიას წყვილიც გასაგიჟებელი იქნება
მაგრამ იმათ ვერ გაასწრებს
აი ასეთია რა ჩემი სიყვარული ამათდამი
ბექაზე ვაფრენ
ანა არ მომწონს
სოფი და მისი ირონია მაგიჟებს
აუ როგორ მაიტერესებს შემდეგი თავი
დღეს რომ ორი თავი იყოს რა მოხდება სალანდერ??
თან დარწმუნებული ვარ მარტო მე არ მკლავს ინტერესი
ძალიან მომწონს ეს ისტორია
როგორც ადრე
ახლაც რუტინად მექცა ყოველ დღე ახალი თავისთვის ლოდინი
მალე დადე შემდეგი heart_eyes sob

№15 მოდერი სალანდერი

-ლილუ
სოფი რაღაცნაირად ძუ ლომი ტიპშაა ჩემთვის...
ზუსტად იცის ვინ და რა უნდა...
იღებს იმას რაც მისია....
დათმობს თუ თავად სურს....
ანნა იმდენად უ'ფერულია ჩემთვის(ვერ ვიღებ რა...გესმის ხო?!)
ეს მისი ვითომ უ'ნაკლოება კიდე ზედმეტად მაღიზიანებს უკვე...
ბექა რა გითხრა მერამდენე თავია უკვე ამ ბიჭის გამონათებას ველი....(გონზე მოსვლას)
თათუ\დიტოს წყვილი მე როდის გავფაქტე....(მიხარია ეს ორი მე)
შენ რა გითხრა სალანდერ'ო
შენ თუ არა სხვამ ვინ იცის,როგორ წეროს სიყვარულზე...(სალანდერისეულ გრძნობაზე)
,,ეშმაკთან მოთამაშე" გაქვს დაწერილი სხვას,რომ ყველაფერს თავი დავანებო...(ზედმეტად წმინდა და ხელშეუხებელი)...
ამათ სიყვარულსაც შენებურად მოუვლი ვიცი.....
სალანდერ'ო შენ ხომ იცი რამდენად ბევრს ნიშნავ....
ისიც ხომ იცი რომ ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი ხარ...
ისიც ხომ იცი რომ მე არასდროს ჩავერევი მწერლის შიდა სამზარეულოში და არ დავიწყებ იმის მითითებას თუ რა და როგორ წერო...
მე მოგყვები ბოლომდე...
ყველაფრისმიუხედავად...
შემდეგთავამდე.....

შენ ძალიან ჩემი ხარ❤ ძალიან გესმის ❤
ეშმაკისეული სიყვარული ალბათ ვეღარ განმეორდება და ადამიანური ვნახოთ როგორია. . .
ანნას ანგელოზობას რაც შეეხება, მუსლიანური ტრადიციებით გაზრდილი გოგოა და მაგათთვის აცის კულტი ხომ იცი? ამიტომ ეს თან გადაყოლა, გათამაშებული კი არა ბუნებრივია, შენ კი ისევ მიყვარხარ და საოცარი გოგო ხარ ❤

ჯუჯღუნა
ოჰ ღმერთოო ეს სიყვარული რაებს აკეთეინებს ხალხს რა (ფუ ნეტავ ჯერ არ სემიყვარდეს)

მიკლედ ბექა ძალიან ცუდ დღეშია რა თვითონ ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს ძალიან არეულია ვდილობს სწორად მოიქცეს და ჩემი აზრით ასეც გამოსდის სოფისთან დიდი მომავალი არ აქვს ოჯახიც რომ შექმნან ის ვერ მოახერხებს იყოს კარგი ცოლო და მითუმეტეს კარგი დედა ბექა ვერ შეიცვლება და არც სოგი აპირებს შეცვლას ასე რომ მათი თანაცდოვრება დიდნიანი და მითუმეტეს ბედნიერი არ იქნება.
თუმცა არც ანნაა ბექასთვის იდიალური

სხვათაშორის ბექა მეტად მე სემეფერება და გამოუშვი ჩემთან რა

რად გინდს ეს ნარკომანი ბიჭი, ამ ჯუჯღუნა გოგოს? :დ
კარგად კი გამაცინე :დ
მადლობა ❤

meocnebe avadmyopi
აუ ჩემი
რა იყო გოგო ეს
ტიპს გული ხომ ვერ მოულბო სოფიკომ
მიდის და რაჩემს ფეხებს იზამს ვნახოთ
არა ასპროცენტიანია,რომ სოფიც ცუდადაა და არ იმჩნევს
აუ ანნაც მაგრად მეცოდება რა
ისე რა მიაჩმორა ჩემმა სოფიკომ
წამში დაადუმა
ახლა იმის ვითომ პასუხებს არ ვიმჩნევთ
ვითომ უთხრა რაღაცა

ბექუნას რომ კითხო არ მონატრებია და
სახლში შესვლა და იმის კითხვა "სოფი იყო აქ_ო" ერთი იყო
ერთი შეისუნთქა და სურნელი იცნო იმწამსვე
მიდისო რომ უთხრა კინაღამ გული წაუვიდა და
მიდით და შემედავეთ ვინმე,რომ ამათ ანნას და ბექას წყვილი ჯობია
აი რომ წავა (თუ წავა) და ბექა ცუდად რომ იქნება
მაშინ მაინც მიხვდეს ეს თქვენი ანნუკი და წაეთრას იქნებ
მომინდომა აქ ოჯახობანას თამაში
და მე "ძლიერი ქალი ვარ" როლის თამაში
გადი და ნუ დაძრწი შენი ჭირი შენ სადაც არაა შენი ადგილი
ამხელა გოგო ხარ ბოლოს და ბოლოს
აუ სოფი და ეს მისი ირონია ნუ
ვაფრენ აი ამ ცინიზმს რომ ანთხევს და აფრქვევს მაგ მომენტებზე
რაღაცა სასწაული ისტორია
სასწაული პერსონაჟებით,წყვილებით,სიტუაციებით და ავტორით...
სიგიჟეა მართლა გეუბნები
საშინლად კარგი
აი დიტოს და თათიას წყვილიც გასაგიჟებელი იქნება
მაგრამ იმათ ვერ გაასწრებს
აი ასეთია რა ჩემი სიყვარული ამათდამი
ბექაზე ვაფრენ
ანა არ მომწონს
სოფი და მისი ირონია მაგიჟებს
აუ როგორ მაიტერესებს შემდეგი თავი
დღეს რომ ორი თავი იყოს რა მოხდება სალანდერ??
თან დარწმუნებული ვარ მარტო მე არ მკლავს ინტერესი
ძალიან მომწონს ეს ისტორია
როგორც ადრე
ახლაც რუტინად მექცა ყოველ დღე ახალი თავისთვის ლოდინი
მალე დადე შემდეგი heart_eyes sob

დღეს მეორე თავი ვერ იქნება სამწუხაროდ, სამაგიეროდ ხვალ იქნება ერთი და ნაღდი :დ
სოფის ირონია მეც ძან მევასება, ანნას ბავშვურობაც ძან მევასება და ნუ ბექაც მევასება თავისი სისულელეში გადაზრდილი ვაჟკაცობით :დ
ჰოდა კიდე შენზე ვგიჟდებიი, ამდენ პოზიტივს რომ ანთხევ ❤
მადლობა ❤

№16  offline მოდერი Tamta.k

აუუუ როდის დადეებ? შენ უნდა მომკლააა?:(((

№17 მოდერი სალანდერი

Tamta.k
აუუუ როდის დადეებ? შენ უნდა მომკლააა?:(((

ხვალ იქნება ახალი თავი ❤
არაა, ღმერთმანი ❤
მადლობა ❤

№18  offline წევრი მარიკუნაა♥️

სოფის გადაეცი,
ეგ ირონიით შენიღბული
სასოწარკვეთილება უკან გაიკეთოს.

როგორ ამთხარა ნერვებზე, რა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№19 სტუმარი სტუმარი ნანა

ცინიზმა წალეკა საერთოდ ყველაფერი... ვინმე მეტყვის რატომ უნდა მომწონდეს სოფი?

ფიქრო უდიდეს პატივს გცემ, იცი შენ ეს, უბრალოდ მაინტერესებს... ❤️

№20 მოდერი სალანდერი

მარიკუნაა♥️
სოფის გადაეცი,
ეგ ირონიით შენიღბული
სასოწარკვეთილება უკან გაიკეთოს.

როგორ ამთხარა ნერვებზე, რა.

გადავცემ :დ :დ
დაიჭირე ჰო, ზუსტად ❤
მადლობა მარიკუნა ❤

სტუმარი ნანა
ცინიზმა წალეკა საერთოდ ყველაფერი... ვინმე მეტყვის რატომ უნდა მომწონდეს სოფი?

ფიქრო უდიდეს პატივს გცემ, იცი შენ ეს, უბრალოდ მაინტერესებს... ❤️

მეც უდიდეს პატივს გცემ შენ ❤

№21  offline წევრი სიბილა

საინტერესოა.ალბათ ასეა საჭირო

№22 მოდერი სალანდერი

სიბილა
საინტერესოა.ალბათ ასეა საჭირო

❤❤❤❤❤

№23  offline წევრი ნანიბელა13

სოფის ანნას ტოლი შვილი უნდა ყავდეს. ათას ყ..ზე გადამხტარ სოფის ვერაფერში აჯობებს ანნა. საოცარი რაა იცით ნარკომანის გამო რომ იბრძვიან. ნარკომანები არ სწორდებიან. ბექას ჰეროინი უფრო უყვარს ვიდრე ეს ორი ქალი. სულელია ქალი რომელიც ნარკომანისგან დაორსულდება.

№24 მოდერი სალანდერი

ნანიბელა13

არსად გამოჩენილა რომ სოფი ათას ყ*ეზეა გადამხტარი. . . ყველა 37 წლის ქალი ათას ყ*ეს არ ახტება, არასწორი მიდგომაა. . .
ნარკომანს შეუძლია გამოსწორება, რთულად, მაგრამ შეუძლია.
როცა საყვარელი კაცი ნარკომანი გყავს, მეზობლის კაცისგან ვერ დაორსულდები ქალი. (ქალსაც გააჩნია) და ჩვენი მამების თაობაში ნარკომანია სერიოზული პრობლემა იყო, მაგრამ ფაქტია რომ შვილები ყავდათ, ენ რაოდენობით ადამიანს მიაყენეთ შეურაცხყოფა.
უკომენტაროდ. . .

№25 სტუმარი eli

ველოდები რა მოხდება მაგრამ სოფი მაღიზიანებს, ძალიან მაღიზიანებს თავისი საქციელებით საინტერესოა კარიერა უფრო უყვარს თუ ბექა? ბექას შემთხვევაში ჰეროინი თუ ნარკოტიკი?,, აი ანნას პასუხი კი აშკარაა "ბექა", ანას შეუძლია მოკვდეს ბექას გამო, ყველაფერს გააკეთებს მის გამო...აან რომელიმე უნდა მოკვდეს ან ბექას მოუწევს არჩევანის გაკეთება... სოფი გადაიტანს მაგრამ აი ანასი რათქვა :) :) ანნა საწყალია, თბილია და ყვეალს აძლევს უფლებას ატკინონ,,, ექცევიან როგორც ნივთს და მზადაა აიტანოს ყვეალფერი,,, მისი სიძლიერე სწორედ ამაში მდგომარეობს:) ვნახოთ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი ♥

მწერალი ქალი
მარტო მე ვარ ვინც ანას არსებობას უფრო ლოგიკურად და საჭიროდ აღიქვამს?კაცს ყველაზე მეტად მზრუნველობა სჭირდება.სიყვარული მზრუნველობის გარეშე კი ფუჭია...შეყვარებული ქალი კი ყველაფერს იზავს საყვარელი კაცი ჭაობიდან ამოათრიოს.სოფიმ კი ეს ვერ შეძლო...რაღაც უნდა დასრულდეს რომ ახალი,გაცილებით უკეთესი დაიწყოს...ასე რომ,ანნას დრო მოვიდა

მხოლოდ შენ არ ფიქრობ მასე♥ თუ ისე დასრულდა როგორც ვვარაუდობ კარგი იქნება მაგრამ ამას ავტორი გადაწყვეტს ♥♥

№26  offline წევრი -ლილუ

ნანიბელა13
სოფის ანნას ტოლი შვილი უნდა ყავდეს. ათას ყ..ზე გადამხტარ სოფის ვერაფერში აჯობებს ანნა. საოცარი რაა იცით ნარკომანის გამო რომ იბრძვიან. ნარკომანები არ სწორდებიან. ბექას ჰეროინი უფრო უყვარს ვიდრე ეს ორი ქალი. სულელია ქალი რომელიც ნარკომანისგან დაორსულდება.

ათას ყ*ლეზე გადამხტარიო...(ძაან გამაცინე)
სად დაინახე ან სად წაიკითხე ეგ ამბავი ერთი...
შენ თუ სოფი არ მოგწონს როგორც პერსონაჟი შენი საქმეა....
მაგრამ ტყუილ ნახალკებს ნუ ტენი.....
რაც შეეხება ნარკომანიას მომაკვდინებელი სენია...
მაგრამ დაძლევადი...
ვინმეს გამო კი არ უნდა მოიშორო სითეთრე ვენებიდან...
პირველ რიგში საკუთარი თავის გამო დანარჩენი ყველაფერი მოტივაციაა...
და შენ აზრს რაც შეეხება ძაან არ მიყვარს სხვის კომენტარზე წამოკიდება...მაგრამ შენ კომენტარში ბოლო წინადადებამ ამჭრა...
,,სულელია ქალი რომელიც ნარკომანისგან ფეხმძიმდება"...
მაგ შენი ლოგიკით შეურაცყოფა საშუალოდ ქალთა 10/15% მიაყენე....(თუ მეტს არა)...
და ბოლოს მეც ყოფილი ნარკომანის შვილი ვარ...(ეხლა არ გამოხტე და არ თქვა ყოფიკი ნარკომანი არ არსებობსო)
და მადლობა დედაჩემს იმისთვის,რომ დღეს ვადამიანობ...
შენ კიდე დამპალი აზროვნება გაქვს მაგ საკითხში და მოდი სანამ ვიღაცას მორალს წაუკითხავ ცოტა დაფიქრდი რას და როგორ ეხები....
სალანდერ'ო შენ კიდე ბოდიში რა...
მაგრამ უნდა მეპასუხა(ხო ხვდები)

№27 სტუმარი eli

..ველოდები

№28  offline წევრი ნანიბელა13

ელ_ჯეიმსი
ნანიბელა13
სოფის ანნას ტოლი შვილი უნდა ყავდეს. ათას ყ..ზე გადამხტარ სოფის ვერაფერში აჯობებს ანნა. საოცარი რაა იცით ნარკომანის გამო რომ იბრძვიან. ნარკომანები არ სწორდებიან. ბექას ჰეროინი უფრო უყვარს ვიდრე ეს ორი ქალი. სულელია ქალი რომელიც ნარკომანისგან დაორსულდება.

აბა, წარმატებული , კაი ოჯახიშვილისთვის და იდეალური მამაკაცისთვის ყველა იბრძოლებს ჩემო კარგო :დ

და ნარკომანისთვის , წყალწაღებულისთვის და უიმედოსთვის რომ იბრძვი , ზუსტად მანდაა ნამდვილი და უანგარო სიყვარული , ამის მაგალითს გვიჩვენებს ავტორი ანნათი , ჩემი აზრით :)

ვიცი ოჯახი ზუსტად ასეთი უანგარო სიყვარულით უყვარს ცოლს, თუმცა უბედურია, ძალიან უბედური და მაინც არ შორდება. სახეზე აწერია ესუბედურება და ტკივილი :(

№29 მოდერი სალანდერი

eli
ველოდები რა მოხდება მაგრამ სოფი მაღიზიანებს, ძალიან მაღიზიანებს თავისი საქციელებით საინტერესოა კარიერა უფრო უყვარს თუ ბექა? ბექას შემთხვევაში ჰეროინი თუ ნარკოტიკი?,, აი ანნას პასუხი კი აშკარაა "ბექა", ანას შეუძლია მოკვდეს ბექას გამო, ყველაფერს გააკეთებს მის გამო...აან რომელიმე უნდა მოკვდეს ან ბექას მოუწევს არჩევანის გაკეთება... სოფი გადაიტანს მაგრამ აი ანასი რათქვა :) :) ანნა საწყალია, თბილია და ყვეალს აძლევს უფლებას ატკინონ,,, ექცევიან როგორც ნივთს და მზადაა აიტანოს ყვეალფერი,,, მისი სიძლიერე სწორედ ამაში მდგომარეობს:) ვნახოთ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი ♥

მწერალი ქალი
მარტო მე ვარ ვინც ანას არსებობას უფრო ლოგიკურად და საჭიროდ აღიქვამს?კაცს ყველაზე მეტად მზრუნველობა სჭირდება.სიყვარული მზრუნველობის გარეშე კი ფუჭია...შეყვარებული ქალი კი ყველაფერს იზავს საყვარელი კაცი ჭაობიდან ამოათრიოს.სოფიმ კი ეს ვერ შეძლო...რაღაც უნდა დასრულდეს რომ ახალი,გაცილებით უკეთესი დაიწყოს...ასე რომ,ანნას დრო მოვიდა

მხოლოდ შენ არ ფიქრობ მასე♥ თუ ისე დასრულდა როგორც ვვარაუდობ კარგი იქნება მაგრამ ამას ავტორი გადაწყვეტს ♥♥

ელ, ასე დაგიძახებ ჰო? ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ. . .
მადლობა ❤

-ლილუ
ნანიბელა13
სოფის ანნას ტოლი შვილი უნდა ყავდეს. ათას ყ..ზე გადამხტარ სოფის ვერაფერში აჯობებს ანნა. საოცარი რაა იცით ნარკომანის გამო რომ იბრძვიან. ნარკომანები არ სწორდებიან. ბექას ჰეროინი უფრო უყვარს ვიდრე ეს ორი ქალი. სულელია ქალი რომელიც ნარკომანისგან დაორსულდება.

ათას ყ*ლეზე გადამხტარიო...(ძაან გამაცინე)
სად დაინახე ან სად წაიკითხე ეგ ამბავი ერთი...
შენ თუ სოფი არ მოგწონს როგორც პერსონაჟი შენი საქმეა....
მაგრამ ტყუილ ნახალკებს ნუ ტენი.....
რაც შეეხება ნარკომანიას მომაკვდინებელი სენია...
მაგრამ დაძლევადი...
ვინმეს გამო კი არ უნდა მოიშორო სითეთრე ვენებიდან...
პირველ რიგში საკუთარი თავის გამო დანარჩენი ყველაფერი მოტივაციაა...
და შენ აზრს რაც შეეხება ძაან არ მიყვარს სხვის კომენტარზე წამოკიდება...მაგრამ შენ კომენტარში ბოლო წინადადებამ ამჭრა...
,,სულელია ქალი რომელიც ნარკომანისგან ფეხმძიმდება"...
მაგ შენი ლოგიკით შეურაცყოფა საშუალოდ ქალთა 10/15% მიაყენე....(თუ მეტს არა)...
და ბოლოს მეც ყოფილი ნარკომანის შვილი ვარ...(ეხლა არ გამოხტე და არ თქვა ყოფიკი ნარკომანი არ არსებობსო)
და მადლობა დედაჩემს იმისთვის,რომ დღეს ვადამიანობ...
შენ კიდე დამპალი აზროვნება გაქვს მაგ საკითხში და მოდი სანამ ვიღაცას მორალს წაუკითხავ ცოტა დაფიქრდი რას და როგორ ეხები....
სალანდერ'ო შენ კიდე ბოდიში რა...
მაგრამ უნდა მეპასუხა(ხო ხვდები)

ლილუ, გესმის თემა რა. . .
ძალიან გესმის და ამიტომ მიყვარხარ. . .

№30 სტუმარი ნენეdvali

აე შეიძლება კარიერისტი ქალოს და ნარკომანი კაცის ერთად ყოფნა სახიფათოა ერთისთვისაც და ალბათ მეორესთვისაც..... ამშემთხვევაში ვისურვებდი სოფი ჩამოყალიბებულიყო ბოლოსდაბოლოს.... ბექაც ასევე....
ეჰჰჯ რავიცცი რავიცი ან შენ რას გაგიგებ სალანდერ ან ამათ ( კაი გაგებით ;ddd) აიი მე ანნა მეცოდება უფრო ნუტანჯავენ ასე.....
მომწონხარ და მთელი გულით გკითხულობ ლალანდერ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent