შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (22)


25-11-2018, 20:16
ავტორი Moonlight17
ნანახია 856

მთვარის წითელი სონატა (22)

22.არეული ურთიერთობა

მეღვიძა, მარამ იმდენად დაღლილი ვიყავი რომ თვალები არც კი გამიხელია. ჩემს ქვემოთ რაღაც რიტმულად ზევით-ქვევით მოდიოდა. ხელები ავამოძრავე რომ ბალიში გამესწორებინა. თვალები დიდზე ვჭყიტე როდეაც გავიაზრე რომ ეს ბალიში არ იყო. სამაგიეროდ წინ დაკუნთული სხეული დავინახე. თავიდან დაზაფრული მივჩერებოდი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა გუშინ რაც მოხდა. სხეულზე თითები ნაზად გადავუსვი, რადგან არ მინდოდა სტკენოდა იმდენი ჩალურჯება ჰქონდა. თავი ნელა წამოვსწიე და ანდრეას დალურჯებული და დასიებული სახე რომ დავინახე გული შემეკუმშა. ხელი ავწიე და მის სახეს შევეხე,ნატკენ ადგილებზე ვეფერებოდი და გული მტკიოდა ასეთ მშვენიერ ნაკვთებს ახლა სილურჯეები რომ ფარავდა. ის ისე იყო ნაცემი მაგრამ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია და ერთხელაც არ დაუწუწუნია,სწორედ ამიტომ მის მიმართ პატივისცემის გრძნობით აღვივსე.
წამოვიწიე და იქაურობა მივათვალიერე. საშინელი სიჩუმე იყო. კარგი გავაღე და მისაღებში გავედი.
- იო?
ხმას არავინ მცემდა. მის საძინებელშიც შევიხედე ლოგინი გასწორებული ჰქონდა. ტელეფონი მოვძებნე და ლილუს გადავურეკე
- დედაშენმა უკვე ორჯერ დამირეკა, რატომ არ პასუხობ?
შემომჩივლა დაქალმა და ლამის გული ამომიხტა.
- იოანეა ჩემთან- განმომარტა წუთიერი დუმილის შემდეგ.
- გამოდის ყველაფერი იცი. მალე უნდა წავიდე სახლში...
-გაიღვიძა?
- ჯერ არა. ბავშვივით ძინავს.
ჩამეცინა.
- მიდიმიდი მიხედე.
ინსტიქტურად თავი დავაქნიე და გავთიშე. უხერხულად ვგრძნობდი თავს. აბაზანაში გავედი და ოდნავ მივწესრიგდი. ისევ ოთახში დავბრუნდი სადაც ანდრეას ეძინა.
არშემეძლო მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა.
სამზარეულოში გავედი და მაცივარი გამოვხსენი. დარწმუნებუკი ვიყავი იოანე არ გაბრაზდებიდა საუზმე რომ მომემზადებინა.
გადავწყვიტე ომლეტი გამეკეთებინა. კეთების პროცესში ვიყავი, როდესაც წელზე ორი დიდი ხელის შეხება ვიგრძენი და გამეღიმა. თავი კისერში ჩამიდო და ნაზად მეამბორა. თუმცა მისი მდგომარეობა რომ გამახსენდა შევხტი და მივუტრიალდი. ჯინსების ამარა იდგა. იღიმოდა მაგრამ შიგნიდან ბრაზი მჭამდა.
-მმ.. გემრიელი სუნი დგას.. რას აკეთებ?
-ომლეტს. და შენ არუნდა იწვე?
-მჰჰმ.. - დაიზმუილა, ხელები მჭიდროდ მომხვია და მაგრად ამაკრო მის ზურგს. შევკრთი, როდესაც გავიაზრე რა იყო ის ამობურცულობა, რომელიც უკანალზე მომაჭირა. სახეზე სულ მთლიანად წამოვწითლდი და მისი მარწუხებიდან დახსნა ვცადე, მაგრამ ამაოდ. კიდევ უფრო ძლიერად ამეკრო.
გულისცემა ამიჩქარდა და თავში ათასი აზრი მომაწვა ერთდროულად. ამას რატომ აკეთებდა?!
ანდრეა ჩემს კისერში სველი კოცნების დატოვებას აგრძელებდა, რაზეც სიამოვნებისგან მბურძგლავდა.
-მოვედი, - შემოსასვლელი კარის მოჯახუნების ხმა გავიგეთ და ორივენი დამფრთხლები შევხტით. ავალიანი როგორც იქნა მომშორდა და მეც საუზმის კეთება გავაგრძელე.
-არ მითხრა რომ სადილს აკ.. - შემოსასვლელიდან იოანეს ხმა ისმოდა და სამზარეულოში რომ შემოვიდა გაჩერდა, ლილუც მასთან ერთად იყო - აჰ! როგორ ვერ მივხვდი, - ჩაიხითხითა.
-მმ.. რას აკეთებ? - თვალებდახუჭულმა მკითხა ლილუმ და ხარბად შეისუნთქა ჰაერი
-ომლეტს.
-ასეც ვიცოდი, სუნზე მივხვდი, -ანდრეას ჩაეცინა, - გამოვიცვლი და ახლავე მოვალ – გაგვაბრთხილა იოანემ და სამზარეულოდან გავიდა. ლილუმ თვალი ჩამიკრა და შეყვარებულს გაყვა.წამის მეასედებში ისევ ვიგრძენი ანდრეას ხელები თეძოებზე.
-ზოგჯერ როგორი გამაღიზიანებელია.. - ჩაიდუდუნა და ისევ ჩემს სხეულს დააცხრა საკოცნელად.
-რატომ?
-კარგი მომენტების ჩაშლა ძალიან კარგად გამოსდის..
თვალები გადავატრიალე, მაგრამ მაინც გამეცინა. ანდრეა ისევ მომშორდა, როცა ნაბიჯების ხმა გაიგო. მეც ამასობაში საუზმე, უფრო სწორად სადილი, მოვამზადე და თეფშებზე გადავანაწილე, რომლებიც უკვე მრგვალ მაგიდაზე დამელაგებინა. ანდრეა ოთახში გაბრუნდა და წამებში მაისურით დაბრუნდა. სუფრის თავში იოანე დაჯდა, მე მის გვერდით ანდრეა კი ჩემს გვერდით. ლილუ პირდაპირ მეჯდა და ცერად აპარებდა ანდრეასკენ თვალებს.
- რამე ხდება?- ვიკითხე უხერხულად.
- არაფერი- სწრაფად გამცა პასუხი ანდრეამ.
- ჯვრისწერას ერთ თვეში ვგეგმავთ- ამოილაპარაკა იოანემ
- რამაგარია- სიხარულით ტაში შემოვკარი
- პატარა გვრიტებზე არ ფიქრობთ ჯერ?- ჩაიხითხითა ავალიანმა როდესაც თეფში მოასუფთავა.
- შენ არ ჩაგრევთ- უპასუხა ლილუმ რაზეც ჩუმი სიცილი ამიტყდა.
ბარძაყზე მაშინვე უხეში ხელის მოჭერა ვიგრძენი. რეფლექსურად ტუჩზე ვიკბინე და ფეხები შევატყუპე. ახლა მან განაგრძო ჩუმი სიცილი. წყვილი რაღაცაზე საუბრობდა მაგრამ ყურადღებას ვერ ვიკრებდი რომ მათთვის მომესმინა. ხელი ხელზე დავადე და როგორც იქნა შემიშვა. მაშინვე ხარბად ჩავისუნქე ჰაერი და წყალი მოვსვი.
- უნდა წავიდე დედაჩემი გაგიჟდება- მაგიდიდან წამივდექი და ანდრეას ლოყაზე ვაკოცე.
- მეც მოვდივარ- წამომეწია ლილუ.
- დროებით მარიამ- გამომემშვიდობა იოანე. თავი დავუქნიე. მხკლოდ ანდრეას არ ამოუღია ხმა და გაღიმებული მიყურებდა. მასთან ჯერ კიდევ არ მქონდა დამთავრებული.

ანდრეა*:
სკამზე გაუნძრევლად ვიჯექი და გოგონების წასვლას თვალს ვადევნებდი.
კარები გაიხურეს თუარა ფეხზე წამოვდექი და იოანეს დაძაბულმა გავხედე.
- ტელეფონი მათხოვე
- რად გინდა?
თვალები ავატრიალე.
- ჩემი დამჯდარია.
- ანდრეა!- გააფთრებულმა შემომხედა.
- დახვედრის მოწყობა როგორ უნდა ვანახებ მაგ ნაბი*ვარს!
ვეღარ მოვითმინე და შევიკურთხე.
- ანდრეა მოეშვი.- წყნარად მითხრა და იქვე ჩამოჯდა.
- მოვეშვა? ზედ შემომხედე- სახისკენ ვანიშნე.
ამოიხვნეშა.
- ასე არ გამოვა. ფორმაში ჩადექი და მერე მოვიფიქრებთ რამეს.
- რათქმაუნდა!
ამას ასე არ დავტოვებდი. ისე მინდოდა თორნიკეს ცემა უკვე ხელები მექავებოდა.
- სახლში გამიყვან?- ვკითხე ბოლოს მშვიდად. თავი დამიქნია. მანქანამდე უხმოდ მივედით.
სახლის კარი იმ იმედით გავაღე რომ ლიზა არ დამხვდებოდა.
მართალიც აღმოვჩნდი. ოთახდი ავედი და უჯრა გამოვხსენი, ორი აბი ამოვიღე და წყალი მივაშველე. ასე მალე შედეგს არ ველოდი. თავს მაინც დამძიმებულად ვგრძნობდი. წამლებს დავყურებდი და საკუთარი თავის მიმართ სიძულვილი უფრო მეზრდებოდა.
საწოლზე წამოვჯექი და მაისური ავიწიე, სხეული საშინლად მქონდა დაჟეჟილი. არ შევარჩენდი!
დაბლიდან კარის ბრახუნის ხმა მომესმა. ფიქრები გავფანტე და ხმას გავყევი.
- ლიზა?
გულში რაღაცამ გამკრა როდესაც აცრემლებული დავინახე.
- არა ანდრეა! არაფრის მოსმენა არ მინდა
ჩამეცინა და ბოლომდე ჩავიარე კიბეები. ვისკი გადმოვიღე და დავუსხი.
- დალიე- გაუკვირდა თუმცა გამომართვა და მოსვა. მაკიაჟი საშინლად გათხაპვნოდა, ეტყობა კაი ხანი ტიროდა.
გვერძე ჩამოვუჯექი. ვიგრძენი რპგორ ამათვალიერა.
- რა დაგემართა?
- შენი ისტორია უფრო სახლისო იქნება- გამეცინა და ინტერესით გავხედე.
- თორნიკეს დავშორდი- გულში სიხარულის ნაპერწკლები ამენთო მაგრამ მიზეზის მოსმენა მაინც მსურდა.
- ვიჩხუბეთ და დამარტყა. მე წამოვედი.
სახე მომექუფრა.
-რას ნიშნავს დაგარტყა?!
მხრები აიჩეჩა და თავი მხარზე ჩამომადო. ზურგზე ხელს ვუსმევდი რომ დამემშვიდევინა.
- თავიდანვე ვიცოდი ნაბი*ვარი რო იყო.
- არ ეჩხუბები?
- თავისას მიიღებს- ახლა ერთით მეტი მიზეზი მქონდა რომ ცემაში მომეკლა.
ფიქნებიდან ლიზას შეხებამ გამომაფხიზლა.
ტუჩები ტუჩებზე მომაბჯინა. დეჟავუს გრძნობა დამეუფლა. ჩემი "და" ზედმეტად სექსუალური იყო მაგრამ მისი თავი არ მქონდა. ხელები მხრებზე მოვკიდე და გავწიე
- რას აკეთებ?- სიცილით ვკითხე
ისევ გამოიწია საკოცნელად მაგრამ გავაჩერე.
- არა ლიზა, მეორედ არგვინდა კარგი?
ფეხზე წამოვდექი და გამოვეცალე.
ვგრძნობდი თვალს არ მაშორებდა სანამ კედელს მივეფარე. ღრმად ამოვიხვნეშე და სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე. სახეზე დასიება იმდენად აღარ ნეტყობოდა რასაც სილურჯეებზე ვერ ვიტყოდი.
ტელეფონი ამოვიღე და თორნიკეს გადავურეკე. მიპასუხა, მაგრამ თვითონ არ ყოფილა.
- თორნიკეს დაუძახე!
- არ სცალია- ისევე აგდებულად ნიპასუხა ბიჭმა. თვალები ავატრიალე.
- გადაეცი რომ უტრ*კო ნაბი*ვარია.
- თვითონაც გადმოგცა რაღაც.
- ხომ ვთქვი, უტრააკოათქო.
- შენს გოგოს კარგად გაუფრთხილდი.
გამითიშა.
პირგაპობილი დავრჩი. ჩემით თამაშს არ შევარჩენდი. სახლის ვირთხასავით იმალებოდა სოროში.
სარკეს მივუბრუნდი, თვალები ჩაშავებული მქონდა. ასეთი იმიჯი უფრო საშიშს მაჩენდა მაგრამ არც არაფრად მჭირდებოდა. ლოგინი ავშალე და შევწექი. საშინლად მოთენთილი მალევე გავითიშე..

მარიამი*:

მაღვიძარა მაღვიძებდა. დიდიხანია ეს ხმა არ მსმენია. რათქმაუნდა, სკოლაშივარ მისასვლელი.
თვალები გადავატრიალე და მოვისრისე.
ტელეფონს დავხედე, ანდრეასგან არცერთი შეტყობინება არ მქონია. ამოვიხვნეშე და სააბაზანოში გავედი. ცოტა მოვწესრიგდი და ვიზაუზმე, ლილუზე წინასწარ ვიცოდი, დღეს დედამისს მიყვებოდა თანამშრომლის დაბადებისდღეზე.
სკოლამდე ფეხით წავედი, თანაც დილის სუსხი მაფხიზლებდა თანდათან.
სახე გამინათდა, როდესაც ეზოში სანდრიკა დავინახე. ბიჭებთან ერთად კედელს აყუდებული ეწეოდა და იცინოდა. მათკენ ავიღე მიმართულება, დამინახა თუარა, სკოლელებს ხელი აუწია და ჩენკენ წამოვიდა.
- რიჟა სკოლას დაუბრუნდი?
- ოხ სანდრიკ. გამოცდაზე ხელის მოსაწერად მოვედი, თორემ ხოიცი აქაურობაზე რა რეაქცია მაქვს- გავეკრიჭე და ერთად ავიარეთ კიბეები.
- კავალერი სად გყავს?
- ის... ცოტა დაკავებულია..
- მარიამ!- წინ გადამიდგა და თვალებში ჩამხედა
- ვიჩხუბეთ- ამოვიოხრე და კუთხეში მივდექი, რომ სხვა მოსწავლეები გამეტარებინა.
- მიზეზი?
- ანასტასია.
- გამაგიჟებს ეგ გოგო რა- ხელი აიქნია და კლასისკენ წავიდა. მის სულელურ ლაპარაკზე ყოველთვის მეცინებოდა. თავი გავაქნიე და შევყევი. დამრიგებელი უკვე იქ დაგვხვდა. ბევრი დრო არ დაგვჭირდა, ნახევარ საათში ორივე გაგვანთავისუფლეს.
- სახლში მიდიხარ?- მკითხა მკვახედ. მხრები ავიჩეჩე.
- მინდოდა ანდრეასთან გამევლო...
- ნუ ხარ სულელი! - თვალები დამიბრიალა.- წამო ყავა დავლიოთ რა.
თავი დავუქნიე. მართალი იყო, უნდა დამეჯერებინა. თუ ანდრეას მოუნდებოდა, თვითონ დამიკავშირდებოდა. შენართებით მყარად ვდგამდი ნაბიჯებს და ვაპირებდი სანდრიკასთვის მომესმინა. თითქოს ასეთი საქციელით საკუთარი თაბისთვის რაიმეს დამტკიცებას ვცდილობდი.

კაპუჩინოს არაჩვეულებრივმა არომატმა თითქმის ყველაფერი დამავიწყა. თითები ჭიქას შემოვხვიე და ვითბობდი.
- აბა?
- რა აბა?- გავიკვირვე,სიგარეტს მოუკიდა.
- აქ მართლა ყავის დასალევად კიარ მოგიყვანე. კაპუჩინო სატყუარა იყო. მოყევი რა ხდება თქვენ შორის.
თვალები გადავატრიალე. ძმაკაციც ასეთი უნდოდა!
- მომაწევინე რა.
- როდის აქეთია?- გაიკვირვა და კოლოფი სანთებელასთან ერთად მომაწოდა. კითხვა დავუიგნორე და მოვუკიდე. ნიკოტინმა ოდნავ დამაშვიდა.
ვსვავდით და ვეწეოდით, თითქმის ყველაფერი მოვუყევი, იმ ინტიმური მომენტების გარდა... ჩაფიქრებული ცალი ხელით თავს იფხანდა
- მგონი მართლა უყვარხარ.
- გულს მტკენ სანდრიკ- სიცილით ვუთხარი. მასაც გაეცინა და ტელეფონს დახედა.
- აუ გაკვეთილზე ვაგვიანებ, სახლში წადი კარგი?
- კარგი- თავი დავუქნიე დამჯერი ბავშვივით.
სანამ ჰორიზონტს არ მიეფარა გაშტეტებული ვიჯექი. საათს დავხედე, კარგი დრო გასულიყო ამ ლაპარაკში...
ფეხზე წამოვდექი და სახლის გზას დავადექი. ცოტა საკვირველი იყო, მიკვირდა ანდრეას მართლაც რომ არ ვახსენდებოდი. დიდი იმედი მქონდა ისევ ტასოსთან ერთად არ ერთობოდა. ფიქრებში გართული რაღაცას შევეჯახე, უგროსწონად ვიღაცას. საკმაოდ დიდი სხეულის პატრონი იყო. თავი ავწიე და სახე გავუსწორე.
- მე.. მაპატიეთ...- დაბნეულმა მიმოვიხედე და გვერდით გავიწიე. უცნობი გვერძე ამომიდგა.
- არა, პირიქით, ჩემი ბრალია გოგონა.- გავუღიმე და გზას გავხედე. მივდიოდი თუმცა უცნობიც ფეხს მიბამდა და არ მშორდებოდა.
- რამით დაგეხმაროთ?- გავჩერდი და ვკითხე- წარბები აწია და ჩაიღიმა. ვერ გავააზრე მკლავში ხელით როგორ მწვდა და სადღაც გამათრია.
- როგორ მენანები, მაგრამ აუცილებელი მსხვერპლი ხარ- ვითომ სინალულით ჩაილაპარა ჩემთვის გაურკვეველ საკითხზე.
- მე არ..
სიტყვა გამიწყდა, როდესაც თავისი ტუჩები ჩემსას მოაჭირა. ამ წამს მთელი არსებით შემზიზღდა ეს არსება. ავწრიალდი და თავი ძლივს გამოვითავისუფლე მისი კოცნისგან. ამღვრეული სახით ავხედე მის გამაღიზიანებელ სიფათს და სახეში შევაფურთხე.
ამაზე უფრო აუვარდა სიცილი, რამაც უფრო გამამწარა და გულზე მუშტების რტყმა დავუწყე
- თავქარიანი ავალიანის გამო გემართება ყველაფერი.- მჭიდროდ მომკიდა ხელი საჯდომზე და მომიჭირა. ვოცნებობდი ვინმეს გამოევლო, ნებისმიერს, მაგრამ ამ უკაცრიელში არავინ ჩნდებოდა.
- ნაბი*ვარო, არაადამიანო! შენ არ იცი როგორ მძულს შენნაირი ღორები!
წამით ხელები შემიშვა და გაფართოებული თვალებით შემომხედა. შემდეგ კი მისი სახე სრულიად აწითლდა, ძარღვები დაეჭიმა. მარჯვენა ხელი აწია, რასაც შეშინებულმა შევხედე, თავი უნდა დამეცვა, მაგრამ ვერ კი გავაანალიზე ისე სწრაფად და ძლიერად დამარტყა. თავი ვეღაც შევიკავე, დარტყმის მიმართულებით წავიქეცი და საფეთქლით რაღაც ცივზე და მაგარზე ჩამოვარტყი თავი....
“ავალიანის გამო გემართება ყველაფერი”
“ავალიანის გამო გემართება ყველაფერი”
გონებაში ექოდ მესმოდა ერთი და იგივე ფრაზა რომელიც არ ჩერდებოდა.
თვალები ხამხამით გავახილე. რაღაცაში ვიყავი და ვირწეოდი. თვალების გახელას ვცდილობდი, მაგრამ არ გამომდიოდა ისე მქონდა ქუთუთოები დამძიმებული. თითქოს ცივ რაღაცაზე მიმაწვინეს ოღონდ ნელა. შინაგანად კანკალმა ამიტანა,შიშისგან დახუჭული თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, ძალიან მეშინოდა ისევ არ გაერტყა ჩემთვის. ახლაც კი ვგრძნობდი მის დიდ ტორებს ლოყაზე. შიგნიდან ყველაფერი ამიხურდა, თვალები ერთმანეთზე ძლიერად მივაჭირე რომ არ გამეხილა მაგრამ შიში ძალიან ძლიერი იყო. მინდოდა ხელი ამემოძრავებინა და მომესინჯა რაზე ვიწექი, ან სად თუმცა ტვინი სრულიად გათიშული მქონდა. არც გარშემო ხმები მესმოდა.
არ ვიცი რამდენი დრო გავიდა რაც უცნობმა აქ დამტოვა და ასე გაშეშებული ვიწექი. ბევრი ცრემლი ვღვარე ამ დროის განმავლობაში, მაგრამ ახლა დრო იყო სახლში დავბრუნებულიყავი.
ფეხზე ძლივს წამოვდექი და გარშემო მიმოვიხედე. ზემო ვერაზე გაზონზე ვიწექი. უკვე ბინდდებოდა, დავიჯერო ამდენი დრო გავიდა?!
ხელი თავზე მოვისვი და ხელზე სისხლი რომ შევნიშნე ცოტა შევშინდი. შარფი კისრიდან მოვიხსენი და თავ-საბურავივით მოვიხვიე. სახლამდე ბარბაცით მივედი და ოთახის კარი ფრთხილად შევაღე. დედაჩემი როგორც ჩანს ჯერ კიდევ არიყო მისული სახლში. ტელეფონი ამოვიღე და დავხედე. ანდრეას ოთხი გამოტოვებული ზარი ცოტა მაშინებდა. ახლა ვერც დავურეკავდი და ვერც დაველაპარაკებოდი. მინდოდა ლოგინში შევწოლილიყავი და სამუდამო ძილს მივცემდი, მაგრამ ეს აფსურდი იყო, ასე ადვილად ვერ გავექცევოდი ყველაფერს.
სააბაზანოში შევედი,შუქი ავანთე. ბჟუტავდა,მაგრამ მაინც გაანათა ჩაბნელებული ოთახი. სარკესთან მივედი და ჩემ აწითლებულ ლოყას დავაკვირდი, რომელსაც ნათლად ემჩნეოდა სილურჯეც. ამოვიოხრე როდესაც მარჯვენა საფეთქელზე სისხლი მოვიბანე. ალბათ დაცემის ბრალია. ხელები ცივი წყლით დავისველე, მერე კი ახურებულ ლოყაზე მივიდე. ცოტათი მესიამოვნა.
გავიგე საპირფარეშოს კარები როგორ გაიხსნა. თავი ნათიამ შემოყო,როდესაც ასე დამინახა ჩემსკენ აფორიაქებული წამოვიდა.ხელი ისევ აწითლებულ ლოყაზე მედო.
-რა მოხდა?რა გჭირს? -მკითხა ანერვიულებულმა, ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელი ჩამომაშვებინა ლოყიდან. როდესაც აწითლებული ლოყა დაინახა შოკისგან პირი დააღო.
-ღმერთო, მარიამ...ეს რა მოგივიდა?
პასუხის გაცემა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ნიკაპი ამიკანკალდა, მიმიკების გაკონტროლებას ვცდილობდი, მაგრამ საშინლად ჩავფლავდი და თავი მის მხარზე მტირალი ამოვყავი....


შეფასებები გელით! მიყვარხართ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Liziko27

საინტერესოა რას იზავს ეს ბიჭი.. ძან ნერვებს მიშლის ამის უმოქმედობა მარიამის მიმართ..!!

საინტერესოა რას იზავს ეს ბიჭი.. ძან ნერვებს მიშლის ამის უმოქმედობა მარიამის მიმართ..!!

 


№2  offline წევრი Moonlight17

იმედი იქონიე რომ გამოცოცხლდება
Liziko27
საინტერესოა რას იზავს ეს ბიჭი.. ძან ნერვებს მიშლის ამის უმოქმედობა მარიამის მიმართ..!!

საინტერესოა რას იზავს ეს ბიჭი.. ძან ნერვებს მიშლის ამის უმოქმედობა მარიამის მიმართ..!!

 


№3  offline წევრი Liziko27

:d:d ხოდა მასე. ცუდი ეგა

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.