შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {7}


25-11-2018, 23:55
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 810

მოკალი,იქნებ გადარჩე {7}

იდგა ,წამით სუნთქვა შეკრული და მოსმენილისგან გაფართოებული თვალებით მომღიმარ არაბულს უყურებდა ,რომელიც გახშირებული გულისცემით ქალის პასუხს ეკოდა.პასუხს,რომელიც აგვიანებდა.სახიდან ღიმილი ნელ -ნელა ჩამოერეცხა და ამოუხსნელმა ემოციამ ჩაანაცვლა.არ უნდოდა მარიამს მასთან წასვლა.აშკარა იყო არ უნდოდა რადგან უყურებდა და იმ პასუხს არ აძლევდა, რომელიც ასე სასიცოცხლოდ სჭირდებოდა.ნერვიულობისგან ხელისგულები გაუოფლიანდა და მუშტად შეკრული, შარვლის ჯიიბეებში დამალა.წუთიც კი არ იყო გასული და ეგონა საუკუნე გავიდა.ძალიან გაწელილად,მოსაბეზრებლად ნელა მაგრამ მაინც ერთი საუკუნე.
-დათა.-მისი სახელი,ყრუდ ამოიჩულა ქალმა.
-კარგი...-სევდიანად ჩაეცინა არაბულს.-კარგი მარიამ,რა გაეწყობა.
-რა?
-კარგად იყავი.-უკან დაიხია მამაკაცმა და ის ფარდა გადასწია, რომელიც მარიამისდა გასაკვირად მაღაზიის დარბაზში კი არ გადიოდა ,არამედ თეთრი ხის კარს ჰქონდა ჩამოფარებული.კარის სახელურს ფრთხილად ჩაავლო თითები და დასწია.
-გარბიხარ?-გაეცინა ქარდავას და წვრილი თითებით მამაკაცის მკლავს ჩააფრინდა.რომელმაც ჯერ ხელს დახედა ,შემდეგ კი საოცრად ამღვრეული მზერა ქალზე გადაიტანა.
-წამოხვალ?-შეცვლილი ხმით ჩაეკითხა და თვალი თვალში გაუყარა.
-რათქმაუნდა.-გაეცინა ქარდავას და იქვე მოთავსებულ თავის ზურგჩანთას სწრაფად დაავლო ხელი.
-ჯანდაბა,მარიამ!-გაბადრულმა არაბულმა, წვერზე, ნერვიულობისგან ათრთოლებული ხელი ჩამოისვა და თვალები წამით დახუჭა.-ამოუხსნელი ხარ...
-ამდენ ხანს რას აკეთებ მარი?!-გარედან გაბედავას პრეტენზიული წუწუნი მოესმათ და არაბულსაც ბევრი არ უფიქრია,ხელი სწრაფად მოხვია ქარდავას,რომელიც სვიტერში ნაჩქარევად უყრიდა მკლავებს.ზურგჩანთა ჩამოართვა და სანახევროდ გამოღებული კარიდან ისე გააძვრინა,მოზრდილ საკუჭნაოში გასულმა ქარდავამ სიცილი ვერ შეიკავა.
-სულ გაგიჟდებიან.-თვალებში, უცნაური სიხარულის ნაპერწკლები უელავდა ქალს.მის ხელზე ჩაჭიდებულ არაბულის ხელს გულის ფანცქალით უყურებდა და წინ წასულს სირბილით მიჰყვებოდა უკან.დათამ ,რკინის კარი უხმაუროდ გააღო და მაღაზიის უკანა ეზოში გასულმა ქუჩაში მდგარი საკუთარი მანქანისკენ თითქმის გააქცია მარიამი, რომელიც მოზღვავებული ადრენალინისგან სიცილს ვერ იკავებდა.
-მამაჩემი გააფრენს.-უსაფრთხოების ღვედი შეიკრა ქარდავამ და არაბულს გადახედა, მისკენ მოულოდნელად რომ შეტრიალდა და სახეზე ისე დააკვირდა თითქოს პირველად ხედავსო.შემდეგ კი ნახევარი ტანით მისკენ გადაიხარა და სუნთქვა შეკრულს ისე დაეწაფა ბაგეებზე,მარიამს მისდაუნებურად თვალები დაეხუჭა.
-შეუძლია მოვიდეს და შენს წართმევას შეეცადოს.-ზედ მის ტუჩებზე ამოიჩურჩულა მამაკაცმა და ცერით ნაზად მიეფაერა სავსე ბაგეებზე.
-გიჟი ხარ და მეც გამაგიჟე.-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ქალმა და ზედმეტად ახლოს მყოფს გაბრწყინებული თვალები შეანათა.
-მაშ წინ, სრული სიგიჟისკენ...-წელში გასწორდა არაბული და ძრავი ჩართო.საჭე ფრთხილად მოატრიალა და აღმაშენებლის ქვაფენილით მოკირწყლულ გზაზე გავიდა.


ძილბურანში მყოფს ცხვირში, საჭმლის მადისაღმძვრელმა სურნელმა მოუღიტინა და იკადრა თვალის გახელა.უცხო ოთახი, ინტერესით მოათვალიერა და უაზრმაზარ საწოლზე წამოჯდა. ოთახის ერთი კედელი შუშის გაეკეთებინათ და ზედ დაშვებული ფარდები იატაკზე დაფენილიყო.ოთახში, მხოლოდ საწოლი იდგა და ფანჯარასთან ღრმა,ფუმფულა სავარძელი.საწოლის თავთან ღამის ორიგინალური ნათურა დაემონტაჟებინათ.პრიალა იატაკის ნახევარი კი მაღალ ბეწვიან ნოხს დაეფარა.წარბ შეკრული, შეეცადა გაეხსენებინა რას აკეთებდა ამ ოთახში და რამოდენიმე საათის უკანდელის გახსენებაზე სიამოვნებისგან გაეღიმა.საწოლიდან წამოდგა და მსუბუქი ნაბიჯებით გაემართა კარისკენ.დერეფნის გავლით კი ღია სამზარეულოში აღმოჩნდა, საიდანაც ეს მადისაღმძვრელი სურნელი მოდიოდა.არაბული, მაღალ სკამზე იჯდა, ყავის ფინჯნით ხელში და ოთახის ზღურბლზე გამოჩენილს ისე უყურებდა თითქოს რამე საოცრებას ხედავსო.
-გაიღვიძე?-ფინჯანი ,მაგიდაზე უხმაუროდ დადგა და მარიამი, თავით ფეხამდე შეათვალიერა.
-იმდენად მადისაღმძვრელი სუნები ტრიალებს.-ქვედა ტუჩი სიცილით გაილოკა მარიამმა და შიშველი ფეხების ტყაპუნით მისკენ გაემართა.
-არ მითხრა, რომ მოგშივდა.-გაეღიმა არაბულს და მიახლოვებულ ქალს, მკლავზე ფრთხილად ჩაავლო თითები,თავისკენ მიიზიდა და მის ფეხებს შორის მოქცეულს ღიმილით დახედა ზემოდან.
-არ მითხრა, რომ საჭმელი მოამზადე.-მაცდურად გაიღიმა მარიამმა და მისკენ დახრილს ნაზად მიეფერა წვერიან ლოყაზე.
-არ გეტყვი.
-ვიღაცამ მითხრა, რომ საჭმლის მომზადების გარტყმაშიც კი არ იყო.-ჩაფიქრებული სახე მიიღო ქარდავამ.და მამაკაცის თითებს დახედა, რომელიც მისი წელიდან ფრთხილად მიიწევდა ზემოთ.
-ჯერ არც კი იცი რა ბიჭი ჩამიგდე ხელში.-სვიტერის ქვეშ ფრთხილად შეუცურა ხელები და წელზე შემოხვია.
-ღმერთო, რა თავმდაბალი ხარ დათა?-გაიცინა მარიამმა და შიშველ კანზე, მამაკაცის თითების შეხებისგან ერთიანმა თრთოლვამ დაუარა მთელს სხეულში.
-შეგიძლია მაკოცო და შემდეგ ვიფიქრებ შენს დაპურებაზე-ქვედა ტუჩი, კბილებს შორის მოიქცია არაბულმა და არეული მზერით მიშტერებული ქალის წელიდან თითები მკერდისკენ გააცურა, ფრთხილად მიეფერა შიშველ მკერდზე და სიამოვნებისგან ერთმანეთს დაშორებულ ქარდავას ბაგეებს, ვნებიანად დააცხრა.
-ჩვეულებრივი სიგიჟე ხარ...-კოცნებს შორის ამოიჩურჩულა და წონასწორობა დაკარგულ ქალს მჭიდროდ მოხვია მკლავები.მთელი ტანით მიიხუტა და მისგან წამოსული სითბოს,სიხარულის და ყრუ კრუტუნის ფონზე ბედნიერებისგან ერთიანად სავსე ძლივს მოსწყდა სანატრელ ტუჩებს. სახე, ქალის კისერში ჩარგო და იმდენად მჭიდროდ შემოხვია მკლავები, ქარდავას, წამით სუნთქვაც კი შეეკრა.
-შენი სურნელი...გამუდმებით თავგზას მიბნევს,.მინდა რომ ჩემი იყო მარიამ...ყოველთვის ჩემი...სამუდამოდ ჩემი და მეტი არავისი.მხოლოდ მე მეკუთვნოდე და ეს აჩქარებული გულისცემაც,ეს ნეტარი მზერა და გახშირებული სუნთქვა, მხოლოდ ჩემს შეხებაზე გჭირდეს...მხოლოდ ჩემს შემოხედვაზე იბნეოდე, ასე პატარა ბავშვივით.მხოლოდ ჩემთვის გიჩქეფდეს, ვენებში სისხლი და მხოლოდ მე, შემეძლოს გითხრა რამდენად მჭირდები,მინდიხარ და რამდენად გამაგიჟე.
-დათა.-მთელი სხეულით თრთოდა ქარდავა და ბედნიერებისგან გაბადრული, ტუჩებს ვერ უყრიდა თავს.
-მითხარი,რომ შენც გინდა.ჩემთან გინდა და ყოველთვის გენდომება.-სახე ,მისი კისრიდან წამოსწია და ქალს შუბლით, შუბლზე დაეყრდნო.თითებმა კი,თავისით გაიწიეს სავსე ბაგეებისკენ და ფრთხილად შეეხნენ.-ულამაზესი ხარ...გიყურებ და ვხვდები ახლა რამე თუ არ შევჭამეთ ნამდვილად შენ შემომეჭმები და მერე რა ვქნაა?!-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა არაბულმა.
-არანორმალური ხარ-ხმამაღლა აკისკისდა ქარდავა
-ექსკლუზიურად თქვენთვის.-ხმამაღლა გაეცინა არაბულს და მარიამს საყვარლად შეჭმუხნილ ცხვირზე ნაზად წაეტანა კბილებით.

გარეთ გვარიანად დაღამებულიყო.ჰაერში, სასიამოვნო სიგრილე ტრიალებდა და ჩამუქებული ზეცა, ვარსკვლავებს მოეჩითა.ტერასაზე პატარა მაგიდასთან, მოწნულ სავარძელში, ფეხები აეკეცა ქარდავას და მოპირდაპირედ მჯდარ არაბულს, თვალს არ აშორებდა.რომელიც სავარძელზე ნახევარი ტანით გადაწოლილიყო და სანახევროდ მოჭუტული თვალებით, სიგარეტს ეწეოდა.ტერასის მოაჯირზე,სახლის კრეატიულ მფლობელს იისფერი განათება დაემონტაჟებინა, რომელიც გარემოს უფრო მყუდრო და სასიამოვნოს ხდიდა. მისი სინათლე კი მუქად მოლივლივე აუზში წყლის ზედაპირზე ლივლივებდა.
-შენი მომზადებული საჭმელი,უგემრიელესი იყო.-ცერი, მოწონების ნიშნად აუწია ქარდავამ და მაღალი ჭიქიდან ნატურალური წვენი მოსვა.
-ანუ კარგად ჩავაბარე გამოცდა?
-კიი...საკმაოდ.ათი ქულიდან ათს გიწერ.
-მადლობა, ქალბატონო მარიამ.-თავი დაუკრა არაბულმა და შეეცადა არ გასცინებოდა.უყურებდა სახე გაბადრულ მარიამს და მკერდში, გული,ისეთი სისწრაფით უცემდა ეგონა სადაც იყო გაუსკდებოდა.თავს ძლივს იკავებდა ,რომ არ მივარდნოდა და ეს ენით აღუწერელი მშვენიერება კოცნისგან არ დაეხრჩო.
-ღმერთოო, როგორ გამიმართლა-ყრუდ ამოილაპარაკა დათამ და სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა. მისკენ გადაიხარა და მაჯაში ჩავლებული ხელით თავისკენ მიიზიდა.მარიამი ,მის ხელს დაჰყვა და სავარძლიდან წამომდგარმა დათას მუხლებზე გადაინაცვლა.ფრთხილად დაეშვა და ზურგით მის ძლიერ მკერდს მიყრდნობილმა თავი უკან გადასწია.კეფით, დათას, მხარს მიეყრდნო და ქვემოდან შეანაათა ამღვრეული თვალები.
-ოდესმე თუ მკითხავენ რა მომიტანა ჩემი ქორწილის ორჯერ ჩაშლამ?ვიტყვი, რომ დათა არაბული მაპოვნინა.ჩემი სრული სიგიჟე.-თითები, მის მუცელზე შენოხვეულ თითებს ჩაავლო და ტუჩებთან ფრთხილად მიიტანა.-ჩემში იმდენი ემოცია ტრიალებს ცოტა არ იყოს მეშინი.
-რისი გეშინია?-მარჯვენა ხელი ქალის თითებიდან გაინთავისუფლა არაბულმა და უკან გადაწეულ ყელზე, ფრთხილად შეეხო თითებით, თავი, ოდნავ გვერდით შეატრიალებინა და ზემოდან დახედა.
-ეს ყველაფერი, ჩემი წარმოსახვის ნაწილი არ იყოს,სიზმარი, რომლისგან გამოღვიძებულიც ისევ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ დავბრუნდე.იქ, სადაც იმდენად აუტანელია ყოფნა გაქცევა მინდა.
-ეს არ არის სიზმარი მარიამ.რეალობაა და ამ რეალობაში შენ ჩენთან ხარ.მხოლოდ ჩემი ხარ და ეს მანამ იქნება სანამ თავად არ მოისურვებ მისგან გაქცევას.-მისი ტუჩებისკენ დაიხარა არაბული და ვნებიანად წაეტანა.ყელზე შემოხვეული თითები,ქვემოთ ჩაასრიალა და ორივე ხელით მის წელს ჩაფრენილმა, ისე სწრაფად შეატრიალა მუხლებზე მჯდარი თავისკენ და მასთან ერთად წამოდგა სავარძლიდან, აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო მარიამმა.კისერზე, მჭიდროდ შემოხვია მკლავები და მის ტუჩებს მინდობილმა თვალები დახუჭა.სულ მალე კი ზურგით, რბილი მატერიის შეხება იგრძნო და საწოლზე მწოლიარემ ქვემოდან ამოხედა, ზემოდან დაჩერებულ საყვარელ სახეს.არეულო მზერით აკვირებოდა ,როგორ გადაიძრო მოკლე მკლავიანი მაისური არაბულმა და წელს ზემოთ შიშველი, საწოლზე წამომჯდატი ქალისკენ დაიხარა.ფრთხილად გააძრო თხელი სვიტერი და დაბინდულო მზერით ათვალიერებდა ქალს.მარიამს, სვიტერის ქვემოთ არაფერი ეცვა.ხორბლისფერ კანზე, ბუსუსები დაჰყროდა და ერთიანად ათრთოლებული ცდილობდა მღელვარების დაფარვას.ფრთხილად დაიხარა ქალის ვარდისფერი ტუჩებისკენ და ვნებიანად დაუკოცნა, ნიკაპის გავლით, მაღალ კისერზე გადაინაცვლა და ლავიწებისკენ გაწეულმა მისი შეხების მომლოდინე მკერდზე მხურვალე კოცნებით მიეალერსა.ერთიანად ათრთოლებული ქარდავა, უკან საწოლზე ,გადაწვა და ერთმანეთს დაშორებული ბაგეებიდან ჯერ არ განცდილი ნეტარების ყრუ ოხვრა წასცდა.სრულიად მინდობილი, ემოციურად ეგებებოდა მის უკვე შიშველ სხეულზე მოთარეშე, არაბულის თითების შეხებას და გამოუცდელი, მონდომებით ცდილობდა თავადაც აჰყოლოდა ალერსში.სხეულის დამორჩილება გაუჭირდა, როდესაც მამაკაცის თლილმა თითებმა, მის ფეხებს შორის ,ზედმეტად მგრძნობიარე ზონაში გადაინაცვლეს.წრიულად მოძრავი თითები კი, მანამდე მკვრივ მუცელზე, მოთარეშე ცხელმა ტუჩებმა ჩაანაცვლა და თეძოებზე ჩაფრენილი თითებით, შეეცადა სიამოვნებისგან, მოუსვენრად აწრიალებული ქალი ერთ ადგილზე დაეკავებინა.
-ჯანდაბა...-ყრუდ ამოიოხრა მამაკაცმა და თვალებ დახუჭული ქალის სახისკენ გაიწია.-ვგიჟდები,ჩემს შეხებაზე ასე რომ თრთიხარ.შენი სურნელი კი აზროვმებას მაკარგვინებს და სურვილს მიჩენს ალერსით დაგახრჩო.-ზედ ქალის ტუჩენზე გაეცინა.
რომელმაც ნეტარებისგან აციმციმებული მზერა შეანათა და გათამამებულმა, თითები, მისი სპორტული შარვლისკენ გააცურა.ფრთხილად ჩააცურა თეძოებზე და მამაკაცის, სრულიად შიშველი სხეულის შეხებისგან არეულმა მჭიდროდ შემოხვია კისერზე მკლავები.თვალი თვალში გაუყარა და ფეხებს შუა მოქცეულ არაბულს, უფლება მისცა მთლიანად დაჰპატრონებოდა მის სხეულს.ყრუ ტკივილისგან მოხეტქილი ოხვრა, მათი გაერთიანებულ ბაგეებს შორის ჩაიკარგა და არაბულსი ძლიერ სხეულს სუროსავით შემოხვეული, სრულიად მოდუნდა.გონება გათიშულს, მხოლოდ ერთადერთი რამ უტრიალებდა თავში.დათა და ის ნეტარი წუთები, რომელიც სიამოვმების ზენიტამდე გატყორცნისლ,სხვა პლანეტაზე აფრენას უქადნიდა.რეალობისგან სრულიად გამოთიშული, დაუფარავად კრუტუნებდა და რაღაც მომენტში მოზომილ ბიძგებს აყოლილი ,ერთიანად ათრთოლებული სულ სხვანაირი ემოციებით ხვდებოდა მუცლის არეში ჩაღვრილ, სიამოვნების იმპულსებს ,რომელიც ყრუ ტკივილთან ერთად ერთმანეთში ირეოდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში იშლებოდა.კოცნისგან ტუჩები გაბუჟებოდა.მკერდი, თითების შეხებისგან ლამის დასკდომამდე მისულიყო. აჩქარებული მოძრაობა კი პირდაპირ, დაუნანებლად მიათრევდა ჯერ არ განცდილი სიამოვნების მორევისკენ ,სადაც მხოლოდ არაბულთან ერთად თუ შეეძლო მოხვედრა. მთელი სხეული, ლარივით დაეჭიმა და გონებამ საერთოდ შვებულებაში გადაწყვიტა გასვლა.გულმა, აჩქარებული რიტმით დაიწყო ფეთქვა და სისხლი ,ისე მიასკდა ვენებს, თითქოს ცოტაც და დასკდებაო.ზურგით მატრასზე ძლიერად დაწოლილი, ქვედა ტანით მჭიდროდ მიეკრა მამაკაცს და მის ტუჩებზე ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვებმა: "-მიდი პატარავ" თითქოს მის სხეულს მწვანე აუნთო.ხმამაღალი კვნესით განთავისუფლდა და მისდაუნებურად გაპარულმა ცრემლებმაც არ დააყოვნა.თითქოს წამით საერთოდ მოსწყდა რეალობას,გონება დაკარგა და გულმა ,რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა.ფინიშის ხაზამდე ფეხდაფეხ მიყოლილ მამაკაცს, ქვედა ტუჩზე მტკივნეულად ჩაასო კბილები და თრთოლვის შესაჩერებლად მხრებზე მოხვია მკლავები.
-მიყვარხარ.-ენა არეულმა ამოილაპარაკა ქარდავამ და იგრძნო მის კისერში სახით ჩაფლულ არაბულს, როგორ გაეღიმა.მის მკერდთან ძლივს დამშვიდებული მამაკაცის გული კი, ისევ აფართხალდა და ძლიერი ბაგა ბუგით თითქოს მთელს ქვეყანას გააგებინა თავისი ბედნიერების შესახებ.
-მეც მიყვარხარ, პატარა ქალბატონო...-ყურთან ჩურჩულით ნათქვამმა სრულიად გააბედნიერე ქარდავა და აღარც კი ახსოვს როდის ჩაეძინა.


დიდხანს უყურებდა მძინარე საყვარელ ქალს არაბული და იმდენად სავსე და ბედნიერი იყო ვერავინ,მთელს დედამიწის ზურგზე ,ვერავინ აიძულებდა მარიამზე უარის თქმას.
უხმო რეჟიმზე დაყენებული მობილური ,ავისმომასწავლებლად აზუხუნდა და აიძულა საწოლიდან ფრთხილად წამომდგარიყო.შიშველ სხეულზე, შარვალი ამოიცვა და ტერასაზე გავიდა.სიგარეტს მოუკიდა და ეკრანზე აციმციმებულ თირღვა არაბულის ნომერს დახედა ,შემდეგ კი ღრმა ნაპასი დაარტყა და უპასუხა.
-რა გააკეთე დათა?-გაცოფებული თორღვა ,დაჭრილი ლომივით ბრდღვინავდა.
-ის ავიღე ,რაც მე მეკუთვნოდა.-მშვიდად ამოილაპარაკა არაბულმა და სავარძელში ჩაეშვა.
-ეს საქმე მშვიდად რომ არ ჩაივლის ხომ იცი?-ოდნავ ჩაცხრა თორღვა.
-და მე,რაც ჩემია იმას რომ არასდროს დავთმობ შენც ხომ იცი? შემიყვარდა, ამის დედაც...ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა ასე სიგიჟემდე ქალი და იმ შემთხვევაში მათქმევინებთ უარს თუ მომკლავთ.სხვა გამოსავალი არ გაქვთ თორღვა...
-სანდრო გაცოფებულია, დედის ტრა*კს იტყნავს!ამის დედაც-სიმწრით ჩაეცინა თორღვა არაბულს.-სად დაგერხა თუ ხვდები? სად ხარ?! მოკიდე მაგ გოგოს ხელი და დაიცავი მაშინ შენი საკუთრება...დაიწერე ჯვარი ცოლ-ქმარს ვერ დაგაშორებენ.დათა გესმის?
-ჰო...
-ჰოდა ,ხვალვე აიყვანე მამა პეტრესთან და დაიწერე ჯვარი ამათ მე შევაჩერებ.შენდეგ კი დაბრუნდი და ისღა დაგრჩენია მაგრად დადგე.
-შენ ვისკენ ხარ არაბულო?!-გაეცინა დათას.
-რა თქმა უნდა შენსკენ დათა!ჩემი შვილისკენ.
-მადლობა.-ყრუდ ამოილაპარაკა დათამ და ტელეფონი გათიშა.


ლელა გაბედავამ ტელეფონის ეკრანზე აციმციმებულ რეზი არაბულის ნომერს დახედა წარბშეკრულმა და შემდეგ საათს შეხედა საღამოს ათი სრულდებოდა ვერ მიხვდა რატომ ურეკავდა ამ დროს დაქალის საქმრო მას.
-ალო...-ტელევიზორს ხმა გაუთიშა გაბეედავამ.
-პრივეტ, ლელ... მარის ვურეკავ და არ მპასუხობს ტელეფონზე...ეხლა კი საერთოდ გამორთულიაო მეუბნება. რა ხდება, შენთან არის?
-რა?-მოულოდნელობისგან თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ისე გაიყინა გაბედავა.-კი, მაგრამ შენთან არ არის?
-დილიდან არ მინახია, ლელა მარიამი... კაბის ასარჩევად, რომ წახვედით მეგონა შენთან წამოვიდა და ტელეფონი დაუჯდა.
-მეგონა...მეგონა- აბლუყუნდა გაბედავა.-ჯანდაბა, მეგონა შენ წაიყვანე...
-რას ამბობ, ლელა- დაიძაბა არაბული და მისი დაძაბულობა ტელეფონშიც იმდენად იგრძნობოდა, ლელას ჭირის ოფლმა დაასხა.
-იქ, იქ მითხრეს, რომ საქმრომ მოაკითხა, რომელიც უკანა კარიდან შემოვუშვით, სიურპრიზის გაკეთება უნდოდაოო....- გაპარული ხმით ამოილაპარაკა ლელამ და სავარძლიდან გაჭირვებით წამიდგა.-რეზი..ესე იგი...
-ჯანდაბა...ამის დედაც. ოოხ ამის დედაც.-უკვე შორიდან ისმოდა რეზის ღრიალის ხმა და ტელეფონიც გაითიშა.

არც კი ახსოვს სახლამდე როგორ მივიდა. მანქანას გიჟივით ატარებდა, რამოდენიმეჯერ წითელზეც გაიარა, მაგრამ იმდენად გაბერილი იყო ბოღმისგან, ცოტა აკლდა არ აფეთქებულიყო. მანქანა მოწყვეტით შეაჩერა ჭიშკართან და სახლში ცხვირპირის მტვრევით ავარდნილი, პირდაპირ ღრიალით გაიჭრა თორღვას კაბინეტისკენ. კარი თითქმის შეანგრია და სამუშაო მაგიდასთან საბუთებში თავჩარგული თორღვას შეკრული წარბებიც დაიმსახურა.
-რა მიხდა, მოგდევენ?-წამიერად ნერვებმოშლილმა თორღვამ ხელში შერჩენილი საწერ კალამი მაგიდაზე უდიერად დაახეთქა, სავარძელში გასწორებული ნახევარი ტანით მიეყრდნო საზურგეს და ბრაზისგან გაწითლებულ შვილს დააკვირდა.
-დათას დაურეკე!-ამოიხრიალა რეზიმ და მაგიდას მიეჭრა.-მარიამი მოიტაცეს, დაურეკე დათას.
-რა?-მოულოდნელობისგან სავარძლიდან ტყვიანაკრავივით წამოხტა უფროსი არაბული.-რას ნიშნავს მოიტაცეს? შენ სად იყავი?
-არ ვიცი...არ ვიცი, ამის დედაც-ორივე ხელი თავზე იტაცა რეზიმ და მამას მუდარით სავსე თვალები შეანათა.-ლელასთან ერთად კაბის ასარჩევად იყო წასული, იქიდან კი გაქრა...ის დებილი გოგო იძახის, მაღაზიაში მითხრეს უკანა კარიდან საქმრო მოვიდა და სიურპრიზის გასაკეთებლად შეშვება გვთხოვა და შევუითო. ვურეკავ და გამორთული აქვს ტელეფონი...სხვა რა ვიფიქრო?!
-იქნებ დაუჯდა და სხვა მეგობართან არის...-წარბები უარესად შეკრა თორღვამ. თავში ელვის სისწრაფით უტრიალებდა აზრები, თუ რა შეიძლება დამართნოდა მის მომავალ რძალს. ბოლოს კი თითქოს ტვინში წითელი ნათურა აენთო. სახეზე წამში გაფითრდა და უკან დაწეული მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა. რა თქმა უნდა... აქ საქმე გატაცებასთან და ფულის გამოძალვასთან ნამდვილად არ იყო... უარესი ხდებოდა. გონებაში ძველი კინოს კადრებივით უტრიალებდა მარიამის დაბრუნებისას დათას არეული სახე და მარიამის თვალები, რომელიც წამ და უწუმ მას ეძებდა, შეცვლილი გამომეტყველება და ორივეს სახეზე გადაშლილი წიგნივით ადვილად წასაკითხი ემოციები.
-სანროს დაურეკე? იქნებ სახლშია?
-არ არის, იქ ვიყავი და მერე დავურეკე ლელას. მამა, რა ხდება?-სახე მოერყა რეზის.-რა უნდა ვქნა?
-არ ვიცი რეზი რა ხდება, გასარკვევია ეგ ყველაფერი. დავრეკავ რმოდენიმე კაცთან და იქნებ მაღაზიის ახლომახლო მდებარე კამერები ვნახოთ. არ ვიცი...
-დაურეკე დათას, გთხოვ!-სასოწარკვეთილი სახით ამოხედა შვილმა და ამ მომენტში იგრძნო თორღვამ, რამხელა ზიზღის გრძნობა ჰქონდა ამ ლაჩარი კაცის მიმართ. ზიზღი, რომელიც მისდა უნებურად, დაუკითხავად გამეფდა მის გულში და ღებინების შეგრძნებამდე მიჰყავდა. ისედაც დანაღმული ველივით სახიფათომ თავი ვეღარ შეიკავა და ღრიალით იფეთქა:
-ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქეცი კაცივით, ამის დედაც-მაგიდაზე გაშლილი ხელის გული მთალი ძალით დაჰკრა და ფერწასულ რეზის ავისმომასწავებლად გადახედა.- როდემდე აპირებ დათას თ იცხოვრო?! გაანძრიე საკუთარი და ტვინით იფიქრე, შარვალში რომ გკიდია და ღირსება გგონია მაგით კი არა!
-თორღვა?-კარი ფეთიანივით შემოგლიჯა შუა ხნის ქალმა და გაფართოებული თვალები ჯერ დაჭრილი ლომივით აღრიალებულ ქმარს, შემდეგ კი ცარცივით გაფითრებულ შვილს შეანათა.
-შენი ბრალია, ესეთი რომ გაიზარდა... და დედის ნებიერა! დედას შევეციი-ხმას უწევდა თორღვა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.- შენი დამსახურებაა ეს ყველაფერი! საცოლე ცხვირწინ ააცალეს უკვე მეორედ და იმის მაგივრად, რომ რამე გააკეთოს მორბის ჩემთან და მუხლებში ჩავარდნილი მეხვეწება დათას დავურეკო, რათა ამისი მოჯმული გაიტანოს! დათას, რომელიც არასდროს მიგაჩნდათ ოჯახის წევრდ...დათას, რომელიც შენი დამსახურებით, მთლად ბავშვი გავაგდეთ სახლიდან და რატოო?! შენი შვილისთვის ის რომ არ წაერთმია, რაც ისედაც მისი დამსახურებით აქვს. როდის უნდა მოიქცე კაცივით? რა ვალდებულია დათა არაბული შენს ქალს დასდევდეს წინ და უკან? ხო, პირველ ღამესაც დათა მიუშვი და შენს გასაკეთებელს გაკეთებს... შენი!
-ნუ ღრიალებ!-ხმას აუწია ქალმა.
-ხმას ნუ იღებთ დედა-შვილი და გადით ჩემი კაბინეტიდან. სირზე შენი უკვე მეორედ დაკარგული ბედი... სირზე რას იზამ. დაამტკიცე, კაცი რომ ხარ და ნუ ელოდები დახმარების ხელს როდის გამოგიწვდიან. გაეთრიე ჩემი კაბინეტიდან! აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა. - ხელის კავრით ანიშნა კარისკენ და გაჯახუნებულ კარს კიდევ ერთხელ მიაგინა ღრიალით, შემდეგ კი გრაფინიდან წყალი დაისხა და სულ მოუთქმელად გამოცალა. ოდნავ დამშვიდებული ტელეფონს დასწვდა და ნაცნობი ნომერი სწრაფად აკრიფა.
ჯერ ისევ გაბუჟებულ ტუჩებზე რბილი შეხება იგრძნო და ნაზმა კოცნებმა აიძულა თვალები გაეხილა. დაბინდული მზერა მისკენ დახრილ მამაკაცს შეანთა სახეზე და თითის წვერებით ფრთხილად შეეხო სახეზე.
-დილა მშვიდობისა!-ღიმილით ამოიჩურჩულა დათამ და მოწყვეტით აკოცა.
-დილა მშვიდობისა. რომელი საათია? -დაშვებული ფარდისკენ შეატრიალა თავი მარიამმა და ღრიჭოებიდან შემოპარული ადრიანი დილის სინათლეზე დაასკვნა, რომ ჯერ ძალიან ადრე იყო.
-შენი ადგომის დროა.
-აუ ჯერ ძალიან ადრეა..-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა ქარდავამ.
- ადექი, ნუ ზარმაცობ... სადღაც უნდა წაგიყვანო, შემდეგ კი დავბრუნდებით და შეგეძლება დაიძიბო-თხელი საბანი გადახადა ქალს და შიშველ სხეულზე დახედა.-ჯანდაბა, ადექი მარიამ.
-აუუ...
-კარგიი... მაშინ მე დაგეხმარები-გაეცინა არაბულს და ისე აიტაცა ხელში აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ქალმა. სწრაფი ნაბიჯით სააბაზანოს მიმართულებით გაემართა და კისკისით აფართხალებულ ქალს მჭიდროდ შემოხვია მკლავები, ხელიდან რომ არ დავარდნოდა.
-კარგიი...კარგი, ჩემით ვიზამ. დათა, დამსვი! დამსვიი...-კისკისებდა და ცდილობდა მამაკაცის მკლავებისგან თავის დხსნას. სააბაზანოს კარებთან იატაკზე ფრთხილად დაუშვა მამაკაცმა და მისი სახე ხელისგულებში მოიმწყვდია.
-უცებ გადაივლე და გავიდეთ...არ მალოდინო, მარიამ.
-კარგი...კარგი.
-ჩემი გოგო.-მოწყვეტით აკოცა მამაკაცმა და კარისკენ შეტრიალებულს მკვრივ საჯდომზე ხელისგული მიარტყა, რაზეც მარიამი შეხტა და შეკრული წარბებით შემოტრიალდა არაბულისკენ.
-დებილო.
-გელოდებიი... მე ყავას გაგიმზადებ.-კოცნის იმიტაცია გააკეთა არაბულმა და სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარებულს გაუღიმა.


მანქანას დიდხანს არ უვლია. დაახლოებით ოცწუთიანი მოხრეშილ გზაზე სიარულის შემდეგ შემიდგომის ფერებში ჩაკარგული პატარა ტაძრის წინ შეაჩერა მანქანა არაბულმა და ფანჯრიდან ინტერესით მომზირალი ქალისკენ ნახევარი ტანით შეტრიალდა. შემოდგომის სასიამოვნო, ადრიანი დილა იყო და ულამაზესი ბუნების ყვითელ, მწვანე, წითელში მოჩითული გარემო უზარმაზარი, სათუთად ნაქსოვი ხალიჩის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტაძრის შესასვლელთან შუა ხნის შავ ანაფორაში გამოწყობილი მამაო იდგა და ახალმოსულებს ღიმილიანი სახით უმზერდა.
-მარიამ.-კალთაზე დადებული ქალის ხელი თავის თითებში მოიმწყვდია არაბულმა და მისკენ შემოტრიალებულ ქალს თბილად გაუღიმა, რომელსაც გაკვირვება დიდი დოზით ასახვოდა სახეზე.
-უბრალოდ შეგიძლია თქვა „არა“ და აქ დავსვამთ წერტილს- გამშრალი ტუჩები გაილოკა დათამ და ჩავარდნილი ხმით დაიწყო:- მაგრამ თუ იტყვი „კის“... მე შემიძლია გითხრა რა მოხდება შენი თანხმობის შემდეგ.
-დათა...-თვალები აემღვრა ქალს.
-მთელი დარჩენილი ცხოვრება მოგიწევს დილით ახალგაღვიძებულმა ჩემს სახეს უყურო, საღამოს კი ჩემს მკლავებში მომწყვდეულმა დაიძინო. მთელი ცხოვრების განმავლობაში იძულებული იქნები ჩემს გრძნობებს, რასაც ახლა ვგრძნობ, მარიამ და რის სიწმინდეში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, ანალოგიური გრძმობით უპასუხო. მთელი ცხოვრება მოგიწევს ჩემნაირების ან შენნაირების ან ორივეს, არ ვიცი- გაეცინა - დედა გერქვას და მათ ვენებში მხოლოდ შენი და ჩემი სისხლი ჩქეფდეს. მთელი ცხოვრება გერქმევა ჩემი ცოლი და უბრალოდ შანსიც კი აღარ გექნება უარმყო, ხელი მკრა და მიმატოვო. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ ამას და პირველად მინდა რაღაც ასე საშინლად. მინდა, რომ მხოლოდ ჩემი, ჩემთვის და ჩემი დახმარებით ფეთქავდეს ეგ გული შენს მკერდში, რომელიც დარწმუნებული ვარ ანალოგიურს გრძნობს ჩემს მიმართ... ასე, რომ არ იყოს ახლა აქ და ამას არ ვილაპარაკებდი. მიყვარხარ უსაზღვროდ და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს, სულ რაღაც იმ რამოდენიმე დღეში მოახერხე, მარიამ. მინდიხარ, როგორც ცოლი და სასურველი, საყვარელი ქალი. თუ დამთანხმდები ჩათვალე, რომ შარში ხარ- გაეცინა და ქალის ყვრიმალებზე დაუკითხავად ჩამოგორებული ცრემლები ფრთხილად შეუმშრალა ცერების დახმარებით.- ცოლად გამომყვები, მარიამ?
-ჯანდაბა- სახეზე ორივე ხელი აიფარა ქალმა და ერთიანად ათრთოლებული წინ გადაიხარა და მამაკაცის მკლავებს შეაფარა თავი. რას გრძნობდაა?! ამას სიტყვებით ვერ აღვწერ. ეს იმხელა და იმდენი ემოცია იყო, მარიამ ქარდავა კანში ვეღარ ეტეოდა. - რა თქმა უნდა! - მამაკაცის კისერში სახეჩაფლულმა ამოილაპარკა.- მიყვარხარ!

პატარა ტაძარი საკმევლის და თაფლის სანთლის არომატით გაჟღენთილიყო, კედლებიდან კი სიმშვიდე და სულის თავისუფლება მოჟონავდა. ანთებული სანთლები ნელ-ნელა დნებოდნენ, კანდელში ფითილი იწვოდა და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა. მამა პეტრე საკურთხეველთან მდგარ წყვილს თბილად უღიმოდა და დუდუნით უკითხავდა ჯვრისწერის საიდუნლოს. მარიამს ბედნიერებისგან ვენებში სისხლი უდუღდა და ტუჩები მისდა უნებურად მიიწევდნენ ყურების მიმართულებით. ღიმილს ვერ იკავებდა. ხშირ-ხშირად აპარებდა თვალს საყვარელი მამაკაცისკენ და უფალს აქ, მის სახლში სწირავდა უღრმეს მადლობას ასეთი საჩუქრისთვის. ჯვრისწერის ცერემონიამ ჩაიარა და მომღიმარმა ლეილამ რომელიც მარიამისდა გასაკვირად ტაძარში მისულს ადგილზე დახვდა და მეტიც, მისი მეჯვარეობაც იკისრა ოქროს პატარათვლიანი ბეჭედი აჩუქა და ისე თბილად ჩაიკრა გულში, როგორც ალბათ დედა ჩაიკრავდა ასეთ დროს საკუთარ შვილს.

შუადღე ახალი გადასული იყო, ტერასაზე სავარძელში გადაწოლილი არაბულის გვერდით მოკლათებულიყო და ზურგით მის მკერდს მიყრდნობილი ღიმილით დაჰყურებდა მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმულ ოქროს რგოლს, რომელიც იმის დასტური იყო, რომ კაცი, რომელიც უყვარდა უკვე მასთან იყო მთელი ცხოვრებით დაკავშირებული. ეზოს კარზე საშინელი ხმაური ატყდა. მარიამი ფეთიანივით წამოხტა და უხილავი შიშისგან, რომელიც წამში შეუძვრა კანის ქვეშ და თმის ძირებიც კი აატკვა. ათრთოლებულმა მშვიდი სახით მჯდარ მამაკაცს გადახედა, რომელიც ზედმეტად უემოციო სახით წამოდგა სავარძლიდან და ჭიშკრისაკენ გაემართა. მარიამი კი ერთ ადგილზე გაყინულიყო და ნაბიჯის გადადგმის უნარიც კი წართმეოდა. დათამ მშვიდად გადაჭრა ხელივნური ბალახით დაფარული ეზო და ირონიული თიმილით ფრთხილად გადაატრიალა საკეტში გასაღები. სახელური დასწია და კარი ფართოდ გამოაღო. ზღურბლზე მდგარ დაუპატიჟებელ სტუმრებს შეანათა მხიარულად აციმციმებული თვალები და მზერა წინ მდგარი სანდრო ქარდავადან მის ზურგს უკან, საკუთარი ტუჩების კვნეტით დაკავებულ რეზი არაბულზე გადაიტანა.
-შენი !- იღრიალა ლარივით დაჭიმულმა ქარდავამ და მომღიმარ სახეში მთელი ძალით მოუქნია მუშტად შეკრული ხელი.





იმედი მაქვს მოგეწონებათ :))))))))скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Ma No

ეგ მოქნეული მუშტი არ გადაეყლაპოს ემანდ, ფრთხილად იყოს ქარდავა ???? უუუუუუუუუჰ, რა თავი იყოო❤❤❤ თორღვა ყოფილა კაცი-პიროვნება! ❤

 


№2  offline წევრი სიბილა

აბა აბა ხელები შორს დათა არაბულისგან,))) გაგრძელება იქნება არაბული.იმედია და არა ტკბილი დასასრულის ბლა ბლა ოკ?

ანუ არაბულური თქო დასასრული

 


№3  offline წევრი ნინილენდი

მომეწონა და თანაც ძალიან,ისეთი ბედნიერი სახით ჩავამთავრე კითხვა,რომ არ ვიცი რა გითხრა,სასიამოვნო ენერგიით დავიმუხტე და ამისთვის მადლობა შენ <3

 


№4  offline წევრი დარინა

ვსიო მორჩა და გათავდა დათა არაბულზე ოფიციალურად ვარ შეყვარებულიიი, აი სიგიჟემდე მიყვარს ეს გადარეული კაციიი, აი კაცი რაც მისი იყო აიღო და წაიღოოო, ღმერთო როგორი ლაჩარია რეზი წხვირწინ მეორედ საცოლე აწაპნეს და მარტო დათას დაურეკეთო გაიძახის, ალა კი სანდროსუკან ამომდგარა და ტუჩებს იკვნეტს, გულისამრევია ეს იდიოტიი, თორღვაზეე მაქვს კიდევ თვალი დადგმული კაცი პიროვნებაა, მაგას ქონდა უეჭველი ჩაფიქრებული თავიდანვე ეს ყველაფერი. ძილის წინ გამაბედნიერა ამ თავმაა დღეს ველოდე მთელი დღეეე, ემოციებით დახუნძლულს ახლა მშვიდად შემიძლია დაძინებაა, ფეფო კი შენზე ვგიჟდები, სიგიჟე ხარ დათასთან ერთად.

 


№5 სტუმარი აბლაბუდა

ნუ იმ სითბოზე და სიყვარულზე ვერანაირ კომენტარს ვაკეთებ-:* უბრალოდ ამ დამპალ თორღვაზე მინდა ვთქვა:)) ამ კაცს საკუთარი შვილი ასე რატომ სძულს, ცოლს რომ ადანაშაულებს თვითონ გაეზარდა და აღეზარდა კაცად რომ აბრალებს სხვას, მაგრამ ალბათ ფულის კეთებით იყო დაკავებული და რა გზითაც კი ჩანს, კაი ნაბიჭვ... ია თორღვაც

 


№6  offline წევრი Ma No

აბლაბუდა
ნუ იმ სითბოზე და სიყვარულზე ვერანაირ კომენტარს ვაკეთებ-:* უბრალოდ ამ დამპალ თორღვაზე მინდა ვთქვა:)) ამ კაცს საკუთარი შვილი ასე რატომ სძულს, ცოლს რომ ადანაშაულებს თვითონ გაეზარდა და აღეზარდა კაცად რომ აბრალებს სხვას, მაგრამ ალბათ ფულის კეთებით იყო დაკავებული და რა გზითაც კი ჩანს, კაი ნაბიჭვ... ია თორღვაც

თორღვა კაცია და არა სუპერმენი ყველაფერი მოესწრო, ფულის კეთებაც და შვილის აღზრდაც. თანაც "გამზრდელიც" გექნებათ წაკითხული, მხოლოდ აღზრდა არაფერს შველის თუ თავად ადამიანის ბუნება არ შველის. პლიუს ამას დედის გენები და გავლენა, მგონი თორღვა აქეთაა ცოდო მაგათთან. ვინც გაზარდა და ვინც ხელი შეუწყო თავადაც აგერ კი შეგაუვარათ ყველას თავი ))

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმე !!!
თორღვაზე ვგიჟდები!! აი ჰომ ვთქვი პირველივე თავიდან ეგ იქნება თუ იქნება თქო ♥️♥️
საღოლ შენ ♥️
და ამ ქარდავას ეს მუშტი უკან არ გაეტენოს )))))
აი რეზი კიდე არის საცოდაბის პიკი და მეტი არაფერი ;დ

ჰოოდა ეს ორიი... აუაუაუაუაუ რაკარგები არიან!!! აი ძალიან ძალიან მაგარი თავი იყო ♥️♥️♥️♥️
მიყვარხარ მე შენ ასე რომ მაოცებ და მახარებ ♥️♥️♥️♥️♥️

 


№8  offline მოდერი ფ ე ფ ო

ნინილენდი
მომეწონა და თანაც ძალიან,ისეთი ბედნიერი სახით ჩავამთავრე კითხვა,რომ არ ვიცი რა გითხრა,სასიამოვნო ენერგიით დავიმუხტე და ამისთვის მადლობა შენ <3
ადლობა ჩემო კარგო და მიხარია ასე დადებითად თუ განეწყვე...:*

Ma No
ეგ მოქნეული მუშტი არ გადაეყლაპოს ემანდ, ფრთხილად იყოს ქარდავა ???? უუუუუუუუუჰ, რა თავი იყოო❤❤❤ თორღვა ყოფილა კაცი-პიროვნება! ❤

თორღვაა :))))))) ვნახოთ აბა ვის მოხვდება ხვალ ის მუშტი????

 


№9  offline წევრი tamuna.s

ბედნიერებისგან გაბერილი ვკითხულობდი heart_eyes მანქანაში ხელის თხოვნის სცენაზე კი ვიტირე დედასფიცავარ. მთელი დღე ველოდებოდი და მოლოდინს გადააჭარბა ისეთი თავი იყო. შეყვარებულ დათაზე სანთელივით ვდნები ისეთი საყვარელია. ფეფო უნიჭიერესი გოგო ხარ, შენ სულ უნდა წერო და წერო, რადგან საოცარი ემოციების მოტანა შეგიძლია მკითხველამდე.

 


№10  offline წევრი kora

ისეთი გაბადრული და აღფრთოვანებული წავიკითხე ეს თავი, რომ მართლა არ მეყო და მეორე წრეზეც წავედი და ემოცია არათუ ნაკლები, არამედ პირველზე კიდევ უფრო მეტია. სასწაულებს ახდენ ფეფო, ისე მითრევ პერსონაჟების ცხოვრებასი, რომ კითხვისას ვეთიშები რეალურ სამყაროს და იქ ვარ მათთან.
ისეთი თავი იყო, რომ მინდა ბევრი ემოცია დავწერო და სინამდვილეში ვერაფერს ვწერ. ჯერ კიდევ იქ ვარ, მათთან :)
რევაზი! იდიოტია! ესეთი ქალაჩუნა როგორ არი გამკვირვებია, ჯერ წესიერად არ იცოდა რა მოხდა და უკვე დათას სუპერგმირობაზე იყო დამოკიდებული :დდ
თორღვა, ვგიჟდები ამ კაცზე და შენ იცი სუ თავიდანვე რომ დაიმსახურა ჩემი სიმპატიები :)
დათა და მარიამი, ამათ ცალ-ცალკე არაფრის დიდებით არ განვიხილავ :)) ამიტომ ორივეზე ერთდროულად ვიტყვი, რომ მაგიჟებენ და იმდენად დადებითი ემოციით მმუხტავენ, რომ სადაცაა გავსკდე <3
ზუსტად ის წყვილია, რასაც სულ ველოდი - ავსებენ ერთმანეთს. მარიამი მგონი ის ქალი პერსონაჟია შენს ისტორიებში, როგორიც წარმომედგინა ძლიერ მამაკაცთან თანაბარი ძალებით მდგარი. არაფრის არ ეშინია და პირდაპირ მიდის იმისკენ, რასაც თვლის საჭიროდ, არ ორჭოფობს არაფერზე და ეს ძალიან მომწონს.
მილიონჯერ მადლობა ამ ზღვა ემოციებისთვის, მიყვარხარ მე შენ ძალიან <3
--------------------
kira.G

 


№11  offline წევრი ხოსე

ბოლობოლო იკაცებს ეს რეზი და რაღაც უბედურებას მოახდენს მენერვიულება :-( საყვარელი გიჟები :-))))

 


№12 წევრი qetulaa

Vaimee, daicyo koncerti, qamrebi magrad moichiret, tavi trides darbazshi mgoniaa, umagresia

 


№13  offline წევრი Marryam

ჯანდაბა :დ ^-^♡

 


№14  offline მოდერი ფ ე ფ ო

ტკბილიწიწაკა
ვაიმე !!!
თორღვაზე ვგიჟდები!! აი ჰომ ვთქვი პირველივე თავიდან ეგ იქნება თუ იქნება თქო ♥️♥️
საღოლ შენ ♥️
და ამ ქარდავას ეს მუშტი უკან არ გაეტენოს )))))
აი რეზი კიდე არის საცოდაბის პიკი და მეტი არაფერი ;დ

ჰოოდა ეს ორიი... აუაუაუაუაუ რაკარგები არიან!!! აი ძალიან ძალიან მაგარი თავი იყო ♥️♥️♥️♥️
მიყვარხარ მე შენ ასე რომ მაოცებ და მახარებ ♥️♥️♥️♥️♥️

ძალიან დიდი მადლობა...მიხარია ასე რომ მოგწონთ.ესეიგი მართლა კარგი გამოდის.ხოო თორღვა მაგარი კაცია ძაან და გამოჩნდება ნელ ნელა :) წინ სრული სიფსიხეები გველოდება.ასე რომ არ მოვდუნდეთ.:დ

Ma No
აბლაბუდა
ნუ იმ სითბოზე და სიყვარულზე ვერანაირ კომენტარს ვაკეთებ-:* უბრალოდ ამ დამპალ თორღვაზე მინდა ვთქვა:)) ამ კაცს საკუთარი შვილი ასე რატომ სძულს, ცოლს რომ ადანაშაულებს თვითონ გაეზარდა და აღეზარდა კაცად რომ აბრალებს სხვას, მაგრამ ალბათ ფულის კეთებით იყო დაკავებული და რა გზითაც კი ჩანს, კაი ნაბიჭვ... ია თორღვაც

თორღვა კაცია და არა სუპერმენი ყველაფერი მოესწრო, ფულის კეთებაც და შვილის აღზრდაც. თანაც "გამზრდელიც" გექნებათ წაკითხული, მხოლოდ აღზრდა არაფერს შველის თუ თავად ადამიანის ბუნება არ შველის. პლიუს ამას დედის გენები და გავლენა, მგონი თორღვა აქეთაა ცოდო მაგათთან. ვინც გაზარდა და ვინც ხელი შეუწყო თავადაც აგერ კი შეგაუვარათ ყველას თავი ))

თორღვა უნდა გაჩუქო მოკლედ ისე მოგწონს :დ

 


№15  offline წევრი Ma No

Life is Good
ტკბილიწიწაკა
ვაიმე !!!
თორღვაზე ვგიჟდები!! აი ჰომ ვთქვი პირველივე თავიდან ეგ იქნება თუ იქნება თქო ♥️♥️
საღოლ შენ ♥️
და ამ ქარდავას ეს მუშტი უკან არ გაეტენოს )))))
აი რეზი კიდე არის საცოდაბის პიკი და მეტი არაფერი ;დ

ჰოოდა ეს ორიი... აუაუაუაუაუ რაკარგები არიან!!! აი ძალიან ძალიან მაგარი თავი იყო ♥️♥️♥️♥️
მიყვარხარ მე შენ ასე რომ მაოცებ და მახარებ ♥️♥️♥️♥️♥️

ძალიან დიდი მადლობა...მიხარია ასე რომ მოგწონთ.ესეიგი მართლა კარგი გამოდის.ხოო თორღვა მაგარი კაცია ძაან და გამოჩნდება ნელ ნელა :) წინ სრული სიფსიხეები გველოდება.ასე რომ არ მოვდუნდეთ.:დ

Ma No
აბლაბუდა
ნუ იმ სითბოზე და სიყვარულზე ვერანაირ კომენტარს ვაკეთებ-:* უბრალოდ ამ დამპალ თორღვაზე მინდა ვთქვა:)) ამ კაცს საკუთარი შვილი ასე რატომ სძულს, ცოლს რომ ადანაშაულებს თვითონ გაეზარდა და აღეზარდა კაცად რომ აბრალებს სხვას, მაგრამ ალბათ ფულის კეთებით იყო დაკავებული და რა გზითაც კი ჩანს, კაი ნაბიჭვ... ია თორღვაც

თორღვა კაცია და არა სუპერმენი ყველაფერი მოესწრო, ფულის კეთებაც და შვილის აღზრდაც. თანაც "გამზრდელიც" გექნებათ წაკითხული, მხოლოდ აღზრდა არაფერს შველის თუ თავად ადამიანის ბუნება არ შველის. პლიუს ამას დედის გენები და გავლენა, მგონი თორღვა აქეთაა ცოდო მაგათთან. ვინც გაზარდა და ვინც ხელი შეუწყო თავადაც აგერ კი შეგაუვარათ ყველას თავი ))

თორღვა უნდა გაჩუქო მოკლედ ისე მოგწონს :დ

ბაბუა აღარ მყავს არცერთი მაინც და გამოუშვი, არ მაწყენს 1-2 მილიონი :დდდ

 


№16  offline წევრი Elennee

საოცარი როა დათა, შენი ისტორიები და ეს წყვილი ვიცით , მარა ეს სიმპათიური ბიჭი ვინააა მითხარი რაა????❤️ ვინც ფოტოზე აყენია

 


№17  offline მოდერი ფ ე ფ ო

Elennee
საოცარი როა დათა, შენი ისტორიები და ეს წყვილი ვიცით , მარა ეს სიმპათიური ბიჭი ვინააა მითხარი რაა????❤️ ვინც ფოტოზე აყენია

მადლოაბ ჩემო კარგო...მიხარია რომ მოგწონს.

ეს იტალიელი ფაბიო კოლორიჩიო ა ( ნუ ზუსტად ვერ ვწერ :) ) იტალიური ცეკვევენ ვარსკვლავების გამარჯვებული.

 


№18  offline წევრი ნანა73

ჩემი პირველი კომენტარი! როგორც საიტის წევრის))) ვის თუ არა შენ? საუკეთესო ხარ! ❤️❤️❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.