შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანი 2 თავი


26-11-2018, 03:31
ავტორი Frigga
ნანახია 154

მელანი 2 თავი

მესმის ბოხი ხმა სასადილოს კარებიდან. 
კონტროლიორი ჩვენკენ სწრაფი ნაბიჯით მოდის, საშინლად გაბრაზებულიაგაბრაზებულია, მაგრამ მიზეზი არამგონია მე ვიყო, ის უბრალოდ თავის მოვალეობის პირნათლად შესრულებას ცდილობს, თავისივე სამსახიობო ნიჭის დამსახურებით, რომელშიც მე თუ მკითხავთ ოსკარი ეკუთვნის.
- ლიზა, რა დღეში ხარ?
ახლოს მოსულმა ლიზას შენიშვნა მისცა და ჩემს გალურჯებულ მკლავს დახედა, ამაზე რეაქცია არ მქონდა, არა იმიტომ, რომ შეჩვეული ვიყავი ან რამე მსგავსი, არა, უბრალოდ არ მტკიოდა, ვფიქრობდი, რომ მისნაირებისთვის ზედმეტი სიამოვნება იქნებოდა იმის ცოდნა, რომ მატკინა, არადა, ნამდვილად უცნაურია ის, რომ ადამიანს არ სტკივა, რამდენჯერმე მეც დავფიქრებულვარ, შემშინებია კიდეც ამის გამო, მაგრამ მერე მიფიქრია, რატომ უნდა მეშინოდეს, ნუთუ კარგი არარის, რომ არ მტკივა თქო? ამ ფიქრმა მიმიყვანა დასკვნამდე, რომ აუცილებწლი არარის ყველას აჩვენო შენი ძლიერი მხარე, რადგან უკეთესი და უფრო საინტერესოა, როცა მას საშენოდ იყენებ და არა სხვების დასანახად.
- დიდი მადლობა ბატონო ბართი, ნუ შეწუხდებით, საკუთარ თავს თავად მივხედავ..
ხელი გავაშვებინე, მკლავიანი სვიტრი ისევ მაჯამდე დავუშვი, ცოტა ირონია მოვირგე სახეზე, ღრმად ამოვისუნთქე, ჩანთა ავიღე და კალიდორიკენ წავედი, კალიდორში გასული ვფიქრობდი, ვხვდებიდი, რომ თითქოს არ ვიყავი აქაურობისთვის, ვერ ვიყავი, თითქოს ავად ვიყავი ან ავადმყოფი ვჩანდი მათ გვერდით, ვინც ჩემნაირი არ იყო, არ იფიქროთ, რომ ვფიქრობდი იმაზე, რომ რამე ზებუნებრივი ძალა მქონდა, არა ეს უბრალოდ დიდი სისულელეა, მაგრამ ამ ფიქრებმა ისე გამიტაცეს, რომ გამოფხიზლება მხოლოდ რაღაც უცნაური სუნამოს სუნმა მაიძულა, თითქოს სახეში მტვერივით შემომეყარა, ჩენს გვერდით ვიღაც სულ შავებში ჩაცმული ტიპი აუჩქარებლად მიაბიჯებდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მან ჩემს გვერდით კი არა, ჩემში გაიარა, აი ასე, უბრალოდ ადგა და გაიარა, მაგრამ ემოციურად იმდენად გაუწონასწორებელი გავხდი ამ მომენტში, ყველაფერმა ერთდროულად დაიწყო მოქმედება, შფოთვამ, გულის აჩქარებამ, სუნთქვის გაძნელებამ, მაგრამ რათქმაუნდა ყველანაირად ვეცადე არ შემემჩნია, ამ ყველაფრის მოწმე მხოლოდ გრენჯერის სკოლის მუქი კედლები და გაცრეცილი ჯარადები გახლდათ, რომელთაც თითწოს უკვე იმდენი იცოდნენ ჩემზე, ენა რომ ჰქონოდათ დაქალები გავხდებოდით. იქვე დერეფანში მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ბლოკნოტი ამოვიღე, არ ვიცი მას რა სუნი ჰქონდა ან რატომ იმოქმედა ჩემზე ასე ძალიან, რატომ მქონდა შეგრძნება, თითქოს რაღაც ნაწილი თან წაიღო? ეს კარგს არაფერს ნიშნავს, მითუმეტეს ჩემთვის. ბლოკნოტი გადავათვალიერე, ისეთი არაფერი, ისევ ჩემი ნაჯღაბნების გამოსასწორებლად, თავში ათასი უბედურება მიტრიალებდა, ეს ბოლოდროინდელი მკვლელობა, რომელიც იმდენად ჩამრჩა გონებაში, რომ ღამით მესიზმრება, ქურდობა რომელსაც სავარაუდოდ მე მაბრალებენ და ბოლოს ლიზას ვიზიტი ჩემს მაგიდასთან, რომელზეც ვფიქრობ, რომ მაბრალებს, ამ ფიქრმა კი ჩემში შიმშილი გააღვიძა, არ მინდოდა ისევ სასადილოში შესვლა, იმ ზედმეტად განათებულ სამოთხოს ფერებში მოწყობილ ჯოჯოხეთში, რადგან ვიცოდი იგივე და უარესიც შეიძლება მომხდარიყო, კეპი გავისწორე, საწვიმარის კაპიშონი წამოვიხურე და გარეთ გავედი, ვერ აგიღწერთ რაოდწრაოდენ მესიამოვნა სველი ასფალტის მრავალ მოგონებასთან დაკავშირებული , სუნი, არასდროს იცვლება, ნელი სიო სახეზე და ყველაფერთან ერთად მუსიკა, მოკლედ გარეთ ყველაფერი დამხვდა, რასაც შეეძლო ის საშინელი მომენტი დაევიწყებინა ჩემთვის, წვიმიანი ქუჩები კი ზოგადად ბევრ რამეს ამბობენ ადამიანებზე, თითქოს ბუნება ტირის იმ ცრემლებით, რომელთაც ადამიანები ხშირად ყელში გაჩხერილი ბურთის სანაცვლოდ ჩუმათ ფუთავენ და უჯრაში ინახავენ, თითქოს საგნები ადამიანია და რეცხავს, რეცხავს წვიმა იმ სიბინძურისგან რაც ტანზე ცხია.. უამრავი მიზეზია, რის გამოც ჩემში წვიმა ისეთ გრძნობას ტოვებს, თითქოს ქუჩაში ცხოვრევა მინდამინდა.
დაახლოებით ერთ საათში, უკვე ჩემს სადარბაზოსთან ვიყავი, შუადღე იყო, დღის სანი საათი, კიბეებს ნელა, მძიმე ნაბიჯებით ავუყევი და პირველ სართულზე შევჩერდი ლიფტის გამოსაძახებლად, როცა ღილაკს დავაჭირე თითი, მაშინვე გაიღო, მეც შევედი, მაგრამ წამებში ვიღაც შემოვარდა, მასაც ზუსტად ისე ეცვა, როგორც იმ... იმას.. შავიანს, სკოლაში, როგორც კი ეს გავიაზრე, ლიფტიდან გასვკა ვცადე, მაგრამ შემაჩერა.
- რა ჯანდაბა გინდა?
კბილებში გავცერი.
- შენგან რა უნდა მინდოდეს?
მანაც იგივე გააკეთა, არ ვიცი რა მემართებოდა, ზიზღი ჩემში დონეზე მაღკა იდგა, რატომ მეზიზღებოდა ეს კაცი ამ დონეზე?
- მე შენ გეკითხები და კითხვაზე კითხვით მპასუხობ?
- მე შენი გაცნობაა მინდა..
- ჯანდაბა.. გუკი გამისკდა, მერე ნორმალურად ევრ იტყვი? ან რა ლიფტებში მხვდები კი არ ვიკბინები..
ამოვისუნთქე, სახეზე ფერი მომეცა და ხმაც აღარ მიკანკალებდა უკვე რამდენიმე წამში.
- სინამდვილეში დიდი ხანია მიცნობ.
გადაიხარხარა კაპიშონიანმა, კაპიშონი მოიხადა და ხელში ჩემი ძველი ნაცნობი, ჯონათან კლოუგრადი შენეჩეხა.
- შე იდიოტო, გამოხეთქე გული, რა ჯანდაბა გინდოდა ჩემს სკოლაში ან რატო მომაკითხე რა ხდება..
შეშინებული და თან გახარებული ერთდროულად ყველა ემოცი8ს ერატ წინადადებაში ჩასმას ვცდილობ.
- მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, მადლობთ კარჰაგად.. ახლა კი რაც შეეხება საქმეს, მეც გამიხარდებოდა შენი ჩვეულებრივად ნახვა, მაგრამ დამსდევენ, ფიქრობენ, რომ მკვლელობა მე ჩავიდინე..
- რა?
- კი.. მაგრამ მკვლელი..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.