შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა არსებობისთვის (თავი 5)


26-11-2018, 11:27
ავტორი P.A.
ნანახია 1 619

გზა არსებობისთვის (თავი 5)

ასე ძალიან არცერთი თავის დადება გამძნელებია:დ მგონი შიშით ვდებ;დდდდ მადლობა თქვენ, ვინც ჩემ გვერდით ხართ! თქვენ გამო, თქვენთვისაა ეს თავი..<3

***
–ანა, რა გჭირს? არ მეტყვი? – მხრებზე მოახურა მოსაცმელი, აგრილებულიყო, მაგრამ მაინც არ ეთმობოდათ ლაზარეს ერთადერთი დასვენების დღე და ჯიუტად, უთქმელად მიაბიჯებდნენ ერთამენთის გვერდით
–არაფერი, ლაზარე..
–სულ ჩუმად ხარ, ვიცი რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის, მაგრამ არ მინდა ინერვიულო.. რამე ხომ არ გინდა? ექიმთან ხომ არ წავიდეთ? იქნებ ორსულობის ბრალია..
–არაფერი მჭირს, კარგად ვარ, პატარაც კარგადაა, ვგრძნობ.. – წარბებშეჭმუხნილმა ამოილაპარაკა
–მითხარი ახლავე, რა ხდება!
როგორ ეგონა, რომ ახლა მაინც არ დააძალებდა. ან სხვა ბიჭებივით, უბრალოდ მკლავებს მოხვევდა და მის დამშვიდებას შეეცდებოდა, მაგრამ არა.. ლაზარე კუშტი მზერით მისჩერებოდა და იცოდა ანამ, ახლა რომ არ ეთქვა რა აწუხებდა, აუცილებლად გადაირეოდა, მერე კი ისევ ჩხუბს დაიწყებდნენ, ისევ ყველაფერი აირეოდა..
–სექტემბერი მოდის, ბოლო წელია, სწავლაზე ვფიქრობ..
–მერე, რა გაფიქრებს? – გულწრფელად გაუკვირდა და უცებ შეჩერდა
–ფული არ მაქვს ლაზარე, მოსამზადებელი ვარ.. მუშაობა მინდა სადმე დავიწყო, მაგრამ..
–ოსულად ხარ, ანა, რა მუშაობა.. – გაუცინა თითქოს ლაღად, – მე გადაგიხდი, მე.. შენი ქმარი გადაგიხდის, რა მოიგონე, სულელო.. ყველაფერი მოგვარდება, მთავარია არ იზარმაცო, ანა..
–ძალიან გეხარჯება ფული, ლაზარე
–ოჯახი შევქმენი და იმიტომ, ანა, – გაუღიმა უცნაურად, თითქოს ვერ გაუგო მის დარდს
–რამდენ რამეს მყიდულობ, ახლა ბავშვიც დაემატება, ჩემი სწავლაც და..
–ანა, ახლავე გაჩერდი, თუ არ გინდა ძალიან გავღიზიანდე. ხომ იტირე იმ დღეს, დღესაც ნუ ამატირებინებ შენ თავს, ძალიან გთხოვ. რომ სლუკუნებ და ნერვიულობ, რომ ჭირვეულობ ვერ ვიტან და ჩხუბს ვიწყებთ, მერე კი ტირი და უარესად მხდი. ახლავე მორჩი სისულელეებს!
–რანაირი ბიჭი ხარ, – ცრემლმორეულმა ამოილაპარაკა და თავი შეაბრუნა
–ექიმთან მაინც უნდა წავიდეთ, ხომ უნდა ვიცოდეთ რომ კარგადაა..
–წავიდეთ..
–ხვალ ჩაგწერ, დილას, სამსახურამდე წაგიყვან და წამოგიყვან. ადრე უნდა ადგე ოღონდ, მერე შუადღეს გამოიძინე..
–ნუ მელაპარაკები ასე..
–როგორ, ანა? – გაუკვირდა ისევ და ხელები გაშალა
–სულ კატეგორიული ხარ, სულ შენ წყვეტ ყველაფერს!
–მორჩი რა, რისი გადაწყვეტა გინდოდა და არ დაგაცადე? გინდა შენ ჩაეწერო ექიმთან? კი ბატონო, დარეკე, – გაუღიმა და ხელი მოხვია
–ამაზე არ მითქვამს
–აბა რაზე თქვი? მოვბრუნდეთ თორემ მანქანა შორს მიყენია და გაგეყინა მხრები..
–კარგად ვარ, მომწონს სიარული, ვიყოთ რა.. – გაუძალიანდა
–გაცივდები, ანა, მოვბრუნდეთ! – უცებ შემოაბრუნა, მკაცრი მზერით დახედა ზემოდან და მის გაბუტულ სახეს ყურადღება აღარ მიაქცია.

***
სახლში დაბრუნებისას თითქოს ისევ იცვლება ყველაფერი. მაშო და ნიკოლოზი კიდევ რამდენიმე დღით რჩებიან მეგობრებთან, ისინი კი ბრუნდებიან. ისევ მდუმარედ ატარებენ გზის ნახევარს, თითქოს ნუცასაც გადაედო დედ–მამის ხასიათი და აღარ ტიტინებს, ჩუმად თამაშობს ანას ტელეფონით. ყველაფერს ისიც ემატება, რომ მალე დემეტრესა და ლევანის გარდაცვალების დღეა და ლაზარე, როგორც ყოველთვის, ვერ უძლებს. პანიკურად დადის მათ საფლავზე წინა დღეებში, ვერ ისვენებს, ორ ღერ ამოსულ ბალახსაც ნერვიულად უშენს ფეხებს და ფესვიანად გლეჯს. უკვე გაწმენდილ, გაპრიალებულ საფლავის ქვებს კიდევ ერთხელ ატარებს ნამიან ტილოს. ვერაფრით მშვიდდება, მხოლოდ იმას ახერხებს რომ ტელეფონი გამორთოს და მთელი ღამით რომელიღაც ბარში გადაიკარგოს. ჭიქას ჭიქაზე ცლის. არც იმაზე ფიქრობს, რომ ანა სახლში ელოდება, არც იმაზე რომ გოგლიკო და დაჩი შეუჩერებლად დაეძებენ. მხოლოდ ის დღე ახსენდება, მათი ბოლო ლაპარაკი.. მხოლოდ ის წუთები.. თენდება თუ არა, ისევ საფლავზე მიდის. ძლივს იჭერს საკუთარ თავს, ძლივს ახერხებს სანთლების დანთებას, ძლივს იმორჩილებს სიმთვრალენარევ, ტკივილიან სხეულს. მერე, ოდნავ გულდამშვიდებული ეყრდნობა პატარა, დაბალ შემოსაზღვრულ ზღუდეს და თვალებს ხუჭავს. რატომ სტკივა განსაკუთრებით ძმის დაღუპვა? რატომ ვერ ინელებს.. ვერაფრით ხვდება, ან ხვდება და არ უნდა აღიარება..
ისე გადის მთელი დღე, ვერც ატყობს.. მერე, უკვე რომ ბნელდება, ფეხზე დგება და მანქანისკენ ფეხარეული მიიწევს. სახლში მისვლას ძლივს ახერხებს, შესვლისას უცნაურ სიმსუბუქეს გრძნობს.. მისაღებში არავინ ხვდება და პირდაპირ საძინებლისკენ მიდის, სამზარეულოდან გამომავალ ანას რომ ეჩეხება
–ლევანთან იყავი? – ეკითხება ცოლი ისე უბრალოდ, თითქოს ისევ ცოცხალი იყოს.. თითქოს მასთან ერთად დალია, გაერთო და სახლში დაბრუნებულს თბილად შეეგება ცოლი
–ჰო..
–ჩვენ ხვალ ავალთ, ლილიც ჩამოვა და ბავშვებსაც ავიყვან, – დივნისკენ მიიწევს, ჯდება და თვალებში შეჰყურებს ლაზარეს
–ჰო, კარგს იზამთ, – წინ უჯდება, იდაყვს აყრდნობს სავარძელს და ანას ახლართულ თითებს აშტერდება
–გენატრება ხოლმე? – ესმის ანას ხმა ისევ და თავს სწევს
–მისი ხმა მენატრება, მისი სიცილი.. – ეღიმება თვითონაც, ლაზარეს, – მისი ჩვევები მენატრება, უცებ რომ აღფრთოვანდებოდა რაღაცებზე, ყველაფერს რომ ნათელ ფერებში ხედავდა..
–ჰო, ძალიან თავისებური იყო, ლევანი.. – ოხრავს ანა, – როგორი დარიგებები იცოდა, ჩვენზე.. სულ რჩევებს მაძლევდა.. – ეცინება უცებ გულით და ლაზარეს ცივ მზერას აწყდება
–რაო, რას გეუბნებოდა, ანიკო? – თავს ხრის და ისე შეჰყურებს
–მეუბნებოდა ხოლმე, თუ თავის ჭკუაზე გატარა, თუ დაგიმორჩილა, იცოდე დაკარგავ სიტყვის თქმის უფლებასო. არ დაუჯერო ხოლმე, გაუჯიუტდი, თორემ დაგტანჯავს მთელი ცხოვრებაო.. მგონი მართალი იყო, არა?
–ცუდი რჩევები იცოდა ჩემმა ძმამ, ანა, და საერთოდაც, ვფიქრობ რომ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდით.. – შუბლი ეჭმუხნება
–მიყვარდა მასთან ლაპარაკი..
–ჰო, თავზე გადაგისვამდა ხოლმე ხელს და კარგი გოგო ხარო გეუბნებოდა და შენც გჯეროდა. რატომ არ გეყვარებოდა!
–ნუ ლაპარაკობ ასე, მემეგობრებოდა ყოველთვის
–ვიცი. ძალიან სხვანაირად უყვარდი, – ეღიმება და მისკენ იწევა, ინსტიქტურად იწევა და ანას თითებს სწვდება საკუთარით
–ვეცოდებოდი..
–ნუ ამბობ ასე, ანა..
–მართლა ვეცოდებოდი. რამდენჯერაც დამიყვირდებდი მისი თანდასწრებით, იმდენჯერ თვალებს დაგიბრიალებდა ხოლმე, ხელს მომხვევდა და მამხიარულებდა, ამას არ უსმინოო, მეუბნებოდა. სულ ჩემ მხარეს იყო.. – ცრემლები უკრთება თვალებში ანას და მათ ახლართულ თითებს ზევიდან დაჰყურებს
–ეგ შეცოდებაა მერე?
–აბა რა არის..
–ეძვირფასებოდი, კი არ ეცოდებოდი. გიფრთხილდებოდა.. ისე, თითქოს.. თითქოს.. – ხმა უწყდება და თავს აბრუნებს, მწარე ჩაცინებას ოხვრას აყოლებს და ისევ ანასკენ ბრუნდება მზერით, –ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემგანაც დაგიცავდათ შენ და ტყუპებს და მშვიდად ვიყავი.. სულ ამის იმედი მქონდა თითქოს..
–პირველად ამბობ ამას, ლაზარე
–ვიცი.. ვიცი, ანა.. – ხელს ითავისუფლებს, ფეხზე დგება და ორიოდ ნაბიჯს დგამს თუ არა, უკან ბრუნდება, – წამო, დავწვეთ. არ გეძინება?
–სასმელის სუნად ყარხარ, ლაზარე, ფუჰ.. – სახეს მანჭავს ანა და უკან მიყვება
–ჯერ წყალს გადავივლებ და დავწვეთ, აბა, რას იტყვი? – ჩურჩულით უცურებს ხელს წელზე და ასე, ჩუმი ხითხითით მიდიან საძინებლამდე. კარის მიხურვის შემდეგ უფრო თამამად მოისმის წყვილის სიცილი და წყლის დასალევად ოთახში გამოსულ მაშოს ღიმილი ეპარება სახეზე..

***
მას მერე, რაც გაიგო რომ ტყუპებს ელოდებიან, მოსვენებას ვეღარ პოულობდა. იმ დღეს, სახლში დაბრუნებული, უჩვეულოდ აღტკინებული ეჩვენა ანას
–ლაზარე, დაჯექი, რამდენს დადიხარ.. – ეცინებოდა ანას და თან ვახშამს ამზადებდა. უხაროდა კარგ ხასიათზე მყოფს რომ ხედავდა, წინასწარ დალაგებულ ტექსტს ჯერ კიდევ გულში იმეორებდა.
–იქნებ გოგო და ბიჭი იყვნენ.. თუ ორი გოგო იყო, მერე რა ვქნა?
–რა უნდა ქნა, – გაკვირვებით ჩაეკითხა ანა, ვერ მიუხვდა შეშფოთების მიზეზს
–კარგი რა, ანა, ორი გოგოს მამა ვერ ვიქნები..
–რატო ვითომ? – ნაწყენი სახით შეხედა
–რავიცი, ანა, სამი ქალი სახლში? – ისე საცოდავად წამოიძახა, მაშინვე დაავიწყდა ანას წყენა.
მაგიდასთან ჩამოსხდნენ. ანას დამწვარ კარტოფილს ღიმილით დახედა ლაზარემ და გოგონას დაკვირვებული მზერა რომ შენიშნა, ღიმილით გადაიღო თეფშზე.
–კაი რა, – აკისკისდა ანა და სკამზე ცქმუტვა დაიწყო. თავიდანვე შენიშნა ლაზარემ, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არა და არ იწყებდა ანა
–რა ხდება, ანა, აღარ იტყვი?
–რაზე? – თვალებგაფართოებული მიაჩერდა
–ვერ ისვენებ, რაც მოვედი.. – ოდნავ გაუღიმა და გემრიელად დააგემოვნა ცოლის მომზადებული საჭმელი
–ოდნავ დამეწვა კარტოფილი, შენ კი მაინცდამაინც დამწვარი გადაიღე, მომეცი, ასე როგორ შეიძლება.. – ახლა სულ სხვა რამეზე აღელდა და მისი თეფშისკენ გაიწია ხელებით, ლაზარემ რომ დაუჭირა სუსტი მაჯა
–ნუ ღელავ ასეთ წვრილმანებზე, ძალიან გთხოვ.. რომ არ მინდოდეს, ძალით ხომ არ შევჭამდი. მითხარი, რა ხდება?
–დღეს ნიაკოსთან ადიან ბავშვები, მეც მინდა..
–ვინ ბავშვები? მთელი შენი კლასი?
–არა, რამდენიმე მხოლოდ, ვინც ვმეგობრობთ.. შენც დაგპატიჟეს.
–ანუ, ასვლა გინდა არა? – გაუღიმა და მორიგი ლუკმა ჩაიდო პირში
–ჰო, ძალიან, ისიც არ იციან, ტყუპები რომ მყავს, გაგიჟდებიან! – პატარა გოგოსავით უცინოდა თვალები ანას
–გინდა, რომ მეც ამოვიდე? შემიძლია დაგტოვო და წამოვიდე, მერე მოგაკითხო
–ამოდი, თუ არ მოიწყენ..
–რატომ უნდა მოვიწყინო?
–რა ვიცი.. სულ სხვანაირი ხარ შენ, შენი ბიჭებიც.. ჩვენ კიდევ ათას რამეს ვთამაშობთ ხოლმე, ვერთობით. თქვენ დიდებივით ხართ
–წყალს გადავივლებ და ავიდეთ, ხომ არ დაგაგვიანებ? – კითხა ღიმილით და ფეხზე წამოდგა
–არა, უკვე მორჩი?
–ჰო. უცებ გავემზადები, შენც ჩაიცვი მანამდე.
აბაზანიდან გამოსულს მოკლე, წითელ გვირილებიან კაბაში გამოწყობილი ანა დახვდა, მაღლა აწეული ქერა თმითა და მოღეღილი მხრებით
–ლამაზი ხარ.. – უბრალოდ უთხრა და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა გვერდით ჩავლისას. მალევე მივიდნენ ნიაკოსთან. ლაზარემ მარტივად გამონახა საერთო ენა ყველასთან, ანას უკვირდა კიდეც ასეთ ლაღს რომ ხედავდა. გურიაში ყოფნის მერე, არც უნახავს ასეთი ლაზარე, მხიარულ ამბებსა და სასაცილო პაროდიებზე გულიანად რომ იცინოდა. ყველანაირად ცდილობდა, ანა თავისუფლად ყოფილიყო. მთავარი იყო დაენახა, თვალებით მისი მოძებნა არ გასჭირვებოდა, სხვაგვარად კი საერთოდ არ ზღუდავდა. არ ელოდა ანა ამას, ეგონა გვერდიდან არ მოსცილდებოდა, ის კი მშვიდი სახით, ღიმილიანი მზერით შეჰყურებდა და საშუალებას აძლევდა მეგობრებთან მის გარეშე, უპრობლემოდ ეურთიერთა. ცოტახანში გადაივიწყა კიდეც, ქმართან ერთად რომ იყო იქ და ისე გამხიარულდა, ერთი სიამოვნება იყო ლაზარესთვის მისი ყურება. ბავშვებს საოცარი რეაქცია ჰქონდათ მისი ტყუპების ამბავი რომ გაიგეს, გიგამ ხელშიც კი აიტაცა გოგონა და იქამდე აბზრიალა, სანამ კატომ კივილით არ აიკლო გარშემო ყველაფერი.
–ანუ ტყუპები არა? რა მაგარი გოგო ხარ, ანა! – გულწრფელად უღიმოდა ბექა და გულში იკრავდა გოგონას
–წამო, გავისეირნოთ, მომიყევი როგორ ხარ... – სიცილით გამოსდო მკლავზე ხელი და ეზოში გავიდნენ
–კარგად ვარ, რა მიჭირს. ანა, მომხედე.. ხომ ბედნიერი ხარ? – უცებ გაჩერდა და თვალებზე მიაშტერდა.
არ უნდოდა რომ ეკითხა, ოღონდ მას არა.. ოღონდ ბექას არ მოენდომებინა ყველაფრის გაგება..
–კი, ბექა, ვარ..
–იცოდე, რამე რომ დაგიშავოს..
–რატომ გგონია რომ რამეს დამიშავებს? – ნერვიულად გაეცინა ანას და თავი დახარა
–ასე უცებ არ გათხოვდებოდი, ანა. გიცნობ მე შენ, გურიაში წასვლამდე ისე კარგად ვიყავით.. შენს იქიდან დაბრუნებას ველოდი, მეგონა რაღაცები შეიცვლებოდა.. მეგონა, უკეთესად ვიქნებოდით და შენი ამბავი რომ გავიგე. კატომ რომ დამირეკა, კინაღამ გავგიჟდი, ანა.. – ხმაჩანწყდარი ლაპარაკობდა და ანას ტირილი მოუნდა
–მეც მეგონა, ბექა..
–მითხარი, ძალით დაგტოვეს? მითხარი, ანა, ყველაფერს ვიზამ.. ყველაფერს ვეცდები..
ანა შეწინააღმდეგებას აპირებდა, ლაზარეს სუნი რომ იგრძნო. ჰო.. ჯერ სუნი იგრძნო, მერე კი წელზე შემოხვეული მისი თითები. ძლიერად, მტკივნეულად ჩაფრენოდა ანას სხეულს
–რას ეცდები, ბექა? იქნებ მეც გამიმხილო.. – იმდენად ცუდი ღიმილი აკვროდა სახეზე, ანას გააჟრჟოლა. ბექას მოშორდა და ლაზარეს მეტად მიეკრო. თვითონაც ვერ გაიაზრა, რატომ გააკეთა ეს. ალბათ, მისი ოდნავ დამშვიდების იმედით
–მეგობრულად ვესაუბრებოდი ანას, საკმაოდ ახლოს ვართ.. – ირონია არ დააკლო სიტყვებს ბექამ და მანაც აიკრა სახეზე ღიმილი, ლაზარესმაგვარი..
–ძალიან კარგია, ახლო მეგობრები ძალიან კარგია.. ერთი რამ მინდა უბრალოდ გითხრა, ბექა. ვიღაც ს*რი არ გეგონო.. – მიახალა უცებ. ანას შეშფოთება რომ იგრძნო და მიხვდა რაღაცის თქმა უნდოდა, წამით მკაცრად გადახედა, აგრძნობინა, რომ ახლა არ უნდა ჩარეულიყო, – კარგად ვხვდები როგორი ურთიერთობაც გექნებოდათ წარსულში და არ მინდა შენთან ხშირი კონტაქტი ჰქონდეს ანას, განსაკუთრებით ასე, ცალკე. ეცადე თვალში ცუდად არ მომეჩხირო, თორემ მის მეგობრობას ძალიან მარტივად დაემშვიდობები.. დანარჩენს ანასგან დამოუკიდებლად აგიხსნი. ჩვენ, როგორც მახსოვს, ერთხელ უკვე ვილაპარაკეთ და მზად ვარ მეორედაც გაგიმეორო რაღაც–რაღაცები თუ პირველ ჯერზე გასაგებად ვერ გითხარი..
–გასაგები იყო ყველაფერი, – კბილებს შორის გამოსცრა ბექამ და ისევ ანას შეხედა – დაგტოვებთ, სანამ წახვალ დამემშვიდობე, არ დაგავიწყდე, – ლოყაზე მიეფერა და ისე გაშორდა წყვილს, ლაზარეს დაძაბული სახისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია
–კიდევ ერთხელ ამასთან ერთად განმარტოვდები და მეგობრებთან წამოსვლას დაემშვიდობე, ჩათვალე ასეთ შეკრებებს ვეღარ დაესწრები, გასაგებია? – ისე უთხრა, არც შეუხედავს
–ლაზარე..
–გაიგე? ბოლო იყო.. კიდევ ერთხელ ასე, ცალკე, ჩემი თვალისგან მოშორებით წამოხვალ და სახლიდან ვეღარ გამოადგამ ფეხს..
ისე მშვიდად, ისე აუღელვებლად დაემუქრა, ანას მთელი სხეული, მთელი სახე აეწვა. სიმწრისგან განძრევასაც ვერ მოახერხებდა, მის წელზე შემოხვეული ლაზარეს მკლავი რომ არა. საბოლოოდ მოეშხამა ხასიათი, სახლში წასვლა მოუნდა, სწრაფად დაემშვიდობა მეგობრებს და მთელი გზა ხმა არ გაუცია ლაზარესთვის. სახლში შესულიც პირდაპირ აბაზანისკენ გაეშურა. დაწოლისას კი პომპეზურად აქცია ზურგი ლაზარეს
–ანა, ენა ჩაგივარდა? – ყელში ამოუვიდა და შუქი ჩააქრო, თვთონაც დაწვა. მისკენ გადაბრუნებულს ზეწრიდან ამოწურული სუსტი მხრები უჩანდა მხოლოდ.
პასუხი არ გასცა. კმაყოფილებისგან ჩაეღიმა კიდეც, გადასაფარებელს ისწორებდა, ლაზარემ უხეშად რომ გადააბრუნა თავისკენ, ზემოდან დააჩერდა და აიძულა თვალებში შეეხედა
–არ გაბედო და მეორედ ვიღაც სი*ების გამო გაბუტვა არ დამიწყო, თორემ ძალიან ცუდი რეაქცია მექნება. ახლა თავს შევიკავებ.. დღეს თავს ვიკავებ, სახლში მოსვლის წუთიდან შენ ქცევაზე, მაგრამ ეს პირველია და ბოლო.. არ გაბედო და პროტესტის ნიშნად გაბუტვები არ დაიწყო. ბექას განახებ მე შენ.. განახებ, როგორ უნდა ბავშვობიდან გამოყოლილი ფლირტის გამო ქმრის იგნორირება.. – ისევ გადააბრუნა და მხოლოდ შემდეგ შეუშვა ხელი. აცრემლებულს ყურადღებაც არ მიაქცია, ისე გასწორდა საწოლში და ღრმა ამოსუნთქვით თავის დამშვიდებას ეცადა.

***
გვიან მოდის, ჰგონია ყველას ეძინება, მაგრამ მისაღებში შუქი ხვდება და ნელა მიიწევს ოთახისკენ. სავარძელში მჯდარი, წიგნით ხელში ხვდება ნიკოლოზი. ოდნავ აპარებს მზერას შემოსული მამისკენ, მერე ისევ წიგნს უბრუნდება.
–რატომ არ გძინავს? – ეკითხება და დივანზე ჯდება.
არ პასუხობს. უხმოდ ზის, ისევ წიგნს ჩაჰკირკიტებს
–ნიკოლოზ, თუ ასეთი დაუმორჩილებელი იქნები, როგორიც ბოლო დროს ხარ, კარგი არაფერი მოგივა..
–სტენდალს ვკითხულობ, მამა, – წიგნს სწევს და ყდას აჩვენებს, – შენ გინდა რომ ყველა გემორჩილებოდეთ ოჯახში, არა? შენ ასე იყავი, თქვენთან ასე იყო? ბაბუს სიტყვა იყო მხოლოდ გადამწყვეტი?
–არა, – ეღიმება შვილის აგზნებულ ლაპარაკზე. დიდი ხანია ატყობს ნიკოლოზს, მოთმინების ფიალა რომ ევსება და ეამაყება, ეამაყება როგორ იკავებს ყოველ ჯერზე თავს, როგორ ცდილობს დედას, დებს არ გადაახტეს. ყოველთვის ხედავს ლაზარე, როგორ აპარებს ხოლმე მზერას მათი სახეებისკენ, როცა უნდება რომ მამას წამოუხტეს, ერთი კარგად უთავაზოს ყბაში
–აბა შენ რატომ ცდილობ ამას? რაში გჭირდება?
–ვერ მიხვდები, ნიკოლოზ.. მოგწონს? – წიგნზე ანიშნებს თავით
–ისე რა.. სად იყავი?
–ეს რა კითხვებია, – არ ბრაზდება, თვალები ეჭუტება შვილის დაკითხვაზე
–დედას ღალატობ? – ეკითხება და თვალებში უყურებს. ისე გამბედავად, ისე მომთხოვნად უყურებს თვალებში, ლაზარე მთლიანად იძირება. უნდება უფრო მიუახლოვდეს, პატარა ბავშვივით მკლავებში მოიქციოს და ძლიერად მიიკრას გულზე. მაგრამ უკან იხრება, დივანს ეყრდნობა და ისე პასუხობს
–არ ვღალატობ, – ისევ უღიმის
–დედა არ არის ამის ღირსი. მახსოვს, მახსოვს ბავშვობაში როგორ ტიროდა შენი ქალების გამო.. არ იყო ამის ღირსი..
–უნდა წასულიყავით, არა? შენც გინდოდა წასვლა ჩემგან, ნიკოლოზ?
–მინდოდა..
–ახლაც გინდა?
–ახლა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია დედა იყოს კარგად..
–კარგად იქნება, მოდი პირობას მოგცემ რომ დედაშენი კარგად იქნება, კარგი? – შვილისკენ იხრება და იდაყვებს იწყობს მუხლებზე.
ნიკოლოზი წიგნს ხურავს, მაგიდაზე დებს და ისიც მამისკენ ბრუნდება
–კარგი..
–აღარასდროს.. აღარასდროს ვუღალატებ დედაშენს, გპირდები! შენც, მარიამსაც და ნუცაცოსაც ვპირდები. ჯერ არ იცი, მაგრამ გაიზრდები და მიხვდები, საყვარელ ქალზე სასურველი და ძვირფასი არავინაა. რამდენთანაც არ უნდა დაწვე, რამდენთანაც არ უნდა გაათიო ღამე, რამდენის ტუჩებსაც არ უნდა დააკვდე, შენთვის საყვარელი ქალი სულ სხვაა.. ვისი სხეულიც სულ თავიდანვე, ქალწულობიდანვე შეისწავლე, ვის სხეულსაც შენ ფლობ, ვისაც ისე ეპყრობი, როგორც საკუთარს, ვის სხეულშიც შვილები ჩასახე.. და ჩემთვის დედაშენი გადაულახავია. მისით ვცოცხლობ და ეგოისტურად, იმასაც არ ვცდილობ, რომ ეს გაიაზროს. ვტკენ, ოღონდ არ წავიდეს. ჩემ ჭკუაზე ვატარებ, ოღონდ არ გამექცეს. ვტანჯავ, ოღონდ ჩემი შვილები არ მომაშოროს, ჩემი შვილები და მისი მზერა, მისი სხეული.. გპირდები, ნიკოლოზ, დედაშენი ვერასდროს ამომივარდება გულიდან. თქვენ კი.. თქვენ, არც იცი როგორი აუღებელი ციხესიმაგრეები ხართ, – ეღიმება და მისკენ იწევა. თავზე უსვამს აცრემლებულ ვაჟიშვილს ხელს, – აპატიე მამას, ასეთი ა*ვარი რომაა ზოგჯერ.. ეცადე მაინც, ნიკოლო, მხოლოდ ეცადე..
დგება და საძინებლისკენ მიდის. დაწოლისას ანას მობუზულ მხრებს ხედავს და ისე აბრუნებს თავისკენ, რომ არ გაეღვიძოს. მაინც იშმუშნება, ლაზარეს სუნს გრძნობს და ოდნავ ახელს თვალებს
–სად იყავი? – ეკითხება და ლაზარე ატყობს როგორ ეძაბება სახის ნაკვთები, მაგრამ არ შორდება მის გულს
–დაჩისთან, მასთან შემოვრჩი..
–მართლა?
–მომიტყუებიხარ? – მზერა ეძაბება ლაზარეს
–დავიძინოთ, – მთელი სხეულით ეკვრის და ლოყას ადებს გულთან ახლოს.

***
–ლევან, რა გინდა აქ? – გაკვირვებით შეჰყურებს ახალგაღვიძებული ლაზარე კარებში მდგარ ძმას
–ჩემმა რძალმა დამირეკა, გამატარე.. – ხელით სწევს და პარკებით შედის სახლში
–ანამ? – თვალები ასდის შუბლზე და ახლა ოთახიდან გამოსულს აშტერდება. მოკლე პერანგში გამოწყობილი, ღიპგამოწეული ანა ღიმილით მიიწევს ლევანისკენ, თბილი ღიმილით ხვევს ხელებს ყელზე და მადლობას უხდის საუზმის მოტანისთვის
–საუზმე? მეღადავებით? რა ხდება აქ? – ღრიალებს ლაზარე
–ანა, მოვალთ ახლავე.. – უღიმის გოგონას ლევანი და ოთახიდან გადის. გაოგნებული ლაზარე ფეხდაფეხ მიჰყვება უკან
–რა ჯანდაბა ხდება, ამ დილაადრიან რას ქვია შენ დაგირეკა და საუზმე მოგატანინა, არ გადამრიოთ ახლა! – ხელებს შლის და ძმას კუშტად შეჰყურებს თვალებში
–მოეშვი რა, გითხარი მე შენ წესიერად მოექეცი ამ გოგოსთქო. რომ გამოვკითხავ ყველაფერს დღეს და შავი დღე დაგადგება ნახავ მერე!
ლაზარე პასუხის გაცემას ვერ ასწრებს, პირდაღებული ჩერდება, ოთახში ანა რომ ყოფს თავს
–ცივ ყავას ხომ დალევ? – ეკითხება ლევანს და სულ სხვანაირად უღიმის
–დავლევ..
–მოდი აქ, ანა, მოდი აქ! – ყელში ამოსდის ლაზარეს, ხელს ავლებს და საძინებელში შეჰყავს
–მეტკინა ხელი, ლაზარე..
–რა მასკარადია, რას ნიშნავს ეს?
–აბა შენ სულ არ ხარ სახლში, მოვიწყინე.. ლევანთან ერთად კი ისე კარგად ვგრძნობ თავს.. – ბუტბუტებს და სასაცილოდ უწითლდება ლოყები. რაც ორსულადაა, სულ ფერები ეცვლება სახეზე. გიჟდება ამაზე ლაზარე, საოცრად უყვარს..
–სასწავლი არ გაქვს? ხომ გყავს მასწავლებლები? მალე ჩააბარებ, ანა, რა დროს გართობაა!
–ჰო არა? ანუ, არაფრის ღირსი არ ვარ? უნდა ვიჯდე და ვისწავლო ხომ მხოლოდ? – სწყინს და ხელს სტაცებს ლაზარეს
–ჰეი, ჰეი, მორჩი.. – უცებ იხუტებს გულში, – ახლა იყოს ლევანი, გაგართოს, – მკაცრად წარმოთქვამს ბოლო სიტყვას და თვალებში უყურებს, – მაგრამ ამის მერე ასეთი სიურპრიზები აღარ გამაგონო, გასაგებია?
–მომიტან მაარწყვს?
–მეღადავები, არა? – ფერები გადასდის სახეზე
–ასეც ვიცოდი.. – გასვლა უნდა ანას, მაგრამ ლაზარეს ხელი აჩერებს ისევ
–მოგიტან, ნუ ჭირვეულობ, არ გიხდება, ანა! გეხვეწები რა..
–არაფერი არ მოგაქვს რაც მინდა..
–რა არ მომაქვს, ანა.. ლეღვი და მარწყვი შუა ზამთარში? – იღლება ლაზარე, – გინდა კიდე რამე? სანამ მოვალ სამსახურიდან დამირეკე რამე თუ მოგინდა, კარგი?
–მერე რომ არ გახვიდე ხომ, რომ არ შეწუხდე.. – ბურტყუნებს და მისი ხელებისგან გათავისუფლებას ცდილობს, მაგრამ ატყობს, ლაზარე ისევ გაბრაზდა. ის–ისაა უნდა დაუყვიროს, ანას წინასწარ აფარებულ ხელებს რომ ხედავს ყურებზე
–ანიკო, რა საყვარელი ხარ, – ბჟირდება უცებ და ორივე ხელს ხვევს, შუბლზე აკრობს ტუჩებს
–დარჩი რა.. შენთან მინდა, – წუწუნებს ანა და მაისურში უძვრება თითებით
–გარყვნილი, ორსული ცოლი მყავს? გადასარევია! – იცინის ისევ და თვითონაც ეფერება. ყელსა და კისერს საჩქაროდ უკოცნის და ნიკაპთან ჩერდება
–ძალიან გიხდება ორსულობა, ანა..
–მართლა? არასდროს გითქვამს..
–ბევრი შვილი უნდა გაგაჩენინო! – თავს უქნევს და ახლა მკერდისკენ მიიწევს ხშირი სუნთქვით.
ნახევრად შიშვლები არიან, ოთახის კარგს ლევანი რომ აღებს
–ჩემი ცივი ყავა? – კითხულობს და დაინახავს თუ არა, რა მდგომარეობაში არიან, უცებვე ხურავს
–ვაიმე, ლევანის ცივი ყავა, სულ დამავიწყდა! – უცებ იცილებს საჯდომიდან ლაზარეს ხელებს ანა და პერანგს ისწორებს
–მეღადავები? – ალმოდებული ლაზარეს სიტყვები ესმის კარიდან
–გაემზადე, დაგაგვიანდება სამსახურში.. – უღიმის თბილად და ხელეჩამოშვებულს ტოვებს.

***
–ეს რეებია, ლაზარე? – ოთახიდან გამოსული ანა თეთრად შეფუთულ ყუთებს დაჰყურებს
–ბავშვების საჩუქრები.. – სიგარეტს ეწევა
–არ დაგავიწყდა? – იმედის ნოტები კრთება ანას ხმაში და ლაზარეს გამოხედვაზე ხვდება, როგორ ატკინა
–გამიკეთებ ყავას? – შეჰყურებს პერანგიან ცოლს
–გაგიკეთებ. ნუცა, დე, ნუ დატანტალებ ასე, – ღიმილით შეჰყურებს ახალგაღვიძებულ, თმააბურდულ, მხოლოდ ვარდისფერი, ფუშფუშა ტრუსისამარა მყოფ გოგონას, რომელიც თვალების ფშვნეტით საჩუქრებთან დგება და თვალები უფართოვდება
–რაო, მა? – ღიმილს ვერ იკავებს ლაზარე. მისკენ იწევა, უკანალზე ავლებს ხელს და მსუბუქად ჩქმეტს
–რეებია ესენი? ვისებია? – სულ ვერ აღიქვა მამის საქციელი, ისევ საჩუქრებს დასჩერებია
–ტყუპების დაბადების დღეა დღეს, გახსოვს, მა? – ეკითხება და რომ ატყობს, როგორ უშვებს ნუცა ცხვირს, სიცილი უტყდება
–მე?
–რა, შენ? – ხელისგულს მუცელზე აკრობს ქალიშვილს და უცებ მაღლა აფრიალებს, მერე მუხლზე ისვამს, ტუჩებგადმოტრიალებულს აკვირდება
–მე მეგონა.. მეც დავუხატე იცი ნახატები, ყვავილებიც დავუწებე, ნიკოლოს მარტო ბალახები, ბიჭი რომაა, – ტიტინებს და მამას აჩერდება
–ბალახები? – ყველანაირად ცდილობს სიცილის შეკავებას, სწრაფად ისვამს პირზე ხელისგულს და სახეს ასერიოზულებს
–ჰო!
–შენი საჩუქარიცაა, მა, შენც გიყიდე, ოღონდ ტყუპებთან ერთად გახსენი, კარგი? – ვეღარ ითმენს, მაინც ეუბნება
–მართლა? მამა, მართლა? – ყელზე ეხვევა და შიშველი ფეხებით მუცელზე აცოცდება.
ოთახში დაბრუნებულ ანას უკვე მამის მხარზე შემომჯდარი ნუცა ხვდება, ყავას მაგიდაზე დგამს და იქვე, დივანზე ჯდება. ხალათი უვარდება, თლილი ფეხები მოუჩანს და თმაც დაუდევრად ეყრება მხარზე. ლაზარე თვალებით ეფერება ცოლს..
–ნუცა, დე, ჩაიცვი და პირი დაიბანე, ჩამოდი.. – ეღიმება ანას.
ნუცა სასაცილოდ ბობღდება მამის სხეულიდან და ხტუნვა–ხტუნვით მირბის ოთახისკენ
–შეიძლება ტყუპები გავაღვიძო? – ყვირის და კარებთან ჩერდება
–არა, დე, შედი.. ჩაიცვი
–აქვთ რამე გეგმები? – კითხულობს ლაზარე და ჭიქას იღებს ხელში
–არაფერი გვინდაო.. ალბათ მაინც მოვლენ ბავშვები, როგორც წინა წელს.. – ფეხზე დგება და ერთი ხელის მოსმით იწევს თმას
–სადმე გადახდა ხომ არ უნდათ? ელაპარაკე? მაშოს უყვარს ასეთი რაღაცები..
–არ გვინდაო, შევთავაზე შენი სახელითაც.. – უღიმის ანა. იცის, როგორ ეფიქრება ლაზარეს ახლა ტყუპებზე
–არაფერი გააკეთო, შეუკვეთე რაღაცები
–დიდი ხანია ჩემ დაღლაზე ფიქრობ, ლაზარე? – უცნაური სახით ბრუნდება მისკენ ანა
–ნუ გამაღიზიანებ, ანა
–არ მიდიხარ სამსახურში?
–მივდივარ.. – ფეხზე დგება და იმის მაგივრად რომ გარეთ გავიდეს, ცოლს მიჰყვება უკან. წელზე ავლებს ხელს და თავისკენ ისე სწრაფად ატრიალებს, ანა აზრზე მოსვლას ვერ ასწრებს. ყურის ძირში აკრობს ტუჩებს და მხრამდე, ყელის გავლით, სველი კოცნით მიუყვება მის სხეულს
–ლაზარე.. – სუსტად ადებს ხელისგულებს მკერდზე, რომ მოიშოროს. ის კი, ცალი ხელით მაჯებს უკავებს, მეორეთი მხარს უშიშვლებს და ახლა აქ უტოვებს კოცნის კვალს
–გაჩერდი.. – უძალიანდება ანა სუსტად, თუმცა მაინც ეპარება ღიმილი, თავისდაუნებურად მისი კანის შეხებისას
–გამოგივლით შენ და ნუცას სამსახურის მერე.. – ეჩურჩულება ყურთან და უცებ შორდება
–რატომ? – ჯერ ისევ არეულია, ინსტიქტურად ისწორებს ჩამოყრილ თმას
–იყვნენ ტყუპები თავის ნებაზე დღეს, არა? – ჩერდება უცებ
–აჰ, ჰო.. რა ვიცი, კარგი, – უქნევს თავს და სავარძელთან მიდის. ლაზარეს პიჯაკს ავლებს ხელს, უახლოვდება და ხელში აჩეჩებს, – წადი, დაგაგვიანდა..
კიდევ ერთხელ ავლებს ანა მზერას, ღმად ისუნთქავს ოთახში შემორჩენილ მის სუნს და უკანმოუხედავად ტოვებს სახლს.

***
–ლევან, როგორ მიყვარხარ! – ყელზე ისე მოეხვია, ლაზარეს ერთიანად დაეჭიმა სხეული
„როგორ მიყვარხარ,“ – ლაზარესთვის არსდროს უთქვამს. არასდროს შემოხვევია ასე ლაღად.. არასდროს გახარებია ასე ძლიერ მისი მოტანილი თაიგულები..
–გილოცავ, პატარა რძალუკა! – უცინის ლევანიც და თმებს უჩეჩავს, – ნახე აბა, მიდი, ანა, ნახე! – ხელში აჩეჩებს საჩუქარს.
სწრაფად ხსნის და თვალები უწყლიანდება. ყუთს მაღლა სწევს, პატარა, ცისფერი პოლაროიდია
–ვაიმე, ლევან, რა მაგარია! – ხტუნვას იწყებს ანა. მომდგარ მაისურზე წამოზრდილი მუცელი უფრო მეტად ალამაზებს, ქერა თმის ფრიალით ისევ ლევანის მკლავებში ექცევა
–ხომ სულ სურათებს იღებ, მიდი ახლა და იღე რამდენიც გინდა!
სწრაფად იღებს ყუთიდან უკვე გამზადებულ აპარატს, ინსტიქტურად ფანჯარასთან, სიგარეტით მდგარი ლაზარესკენ ტრიალდება და მხიარულად აჩხაკუნებს. ლაზარე კრთება, არ ელოდა ფოტოს გადაღებას
–ლაზარე, მოდი, ნახე რა მაგარია! – თვითონ მიდის მისკენ, სურათს აჩვენებს და ანთებული თვალებით შეჰყურებს
–ძალიან, ანიკო, გილოცავ.. – თავზე აკრობს ტუჩებს. ატყობს, რომ ბედნიერია.
–ნახე, რა კარგად გამოხვედი. ცოტა იბღვირები.. – ფხუკუნებს და ქვემოდან აჩერდება
–რას ვგავარ, ანიკო, კარგი რა! – ეღიმება ლაზარეს
–მოიცა, მაცივარზე მივაკრავ ახლავე. ჩემი გადაღებული შენი პირველი ფოტო! – სახე უცინის ანას, რამდენიმე წამში ლაზარეს შეკრული წარბები ამშვენებს მაცივრის ზედაპირს.
„ჩემი გადაღებული შენი პირველი ფოტო,“ – ტკბილად ეღვრება გულში ლაზარეს ანას სიცილნარევი ხმა და თვითონაც ეღიმება
–მოეშვი და ნუ უბღვერ, ნახე რა ბედნიერია.. – ესმის ძმის დაბალი ხმა.
წამით თვალი უშტერდება, მერე ლევანს შეჰყურებს, ისევ წარბებს კრავს
–მე რატომ ვერ მივხვდი, რა გაუხარდებოდა ასე ძალიან? იცი, რამდენი ვიფიქრე? ვერაფრით მივხდი, ლევან..
–კაი რა, არ გაგახსენდა უბრალოდ..
–არა, ლევან, ვერ მივხვდი.. არ ვიცოდი.. შენ გელაპარაკება, სულ შენთან უნდა დროის გატარება, შენთან მხიარულადაა, ჩემთან სულ დაძაბულია, სულ ცხვირჩამოშვებული..
–ხოდა ნუ ხარ უჟმური! – მოჩვენებით უბრაზდება ძმას, მერე მხარზე ახებს ხელს, – შესანიშნავი ყელსაბამი შეგირჩევია, ვარდებიც მოეწონა, შემოვედი თუ არა, მაშინვე მაჩვენა, ნახე რამხელებიაო, – ეღიმება ლევანს
–სულ არ გახარებია არცერთი.. – სევდით ეღიმება ლაზარეს
–ნუ ჩამოუშვი ცხვირი, გამოიკეთე ხასიათი და ნუ დახვდები მის მეგობრებს ასეთი სახით, არ გაუფუჭო დღე იცოდე..
ლაზარე თავს უქნევს და მზერას აყოლებს ისევ ანასკენ წასულ ლევანს. ხედავს, როგორ იცინიან რაღაცაზე მთელი გულით. სახე უნათებს ანას, ისეთი ლაღია მისი ძმის გვერდით, სხეულის ძლიერ ტკივილს გრძნობს. ლევანის წელს რომ ეხვევა ცოლის ხელები, მთელი ყელი ეძარღვება და თავს აბრუნებს, დანახვაც აღარ უნდა არაფრის
–ლაზარე.. – ესმის ცოტახანში ცოლის ხმა და ინსტიქტურად აბრუნებს თავს
–გისმენ, ანიკო..
–ხომ შემომიტან ტორტს? შენ მინდა რომ ჩამაქრობინო, ხომ არ დაგეზარება? – ეკითხება ღიმილით და იმედიანი მზერით შეჰყურებს
–არ დამეზარება.. – ეღიმება და ზარის ხმაზე კარისკენ წასულ, მოფარფატე ცოლს სიყვარულით აყოლებს მზერას.

***
–ეს.. ეს გიტარა, დედა, იცი რა ღირს ეს გიტარა? – ხელში ატრიალებს პრიალა ინსტრუმენტს აღშფოთებული ნიკოლოზი და სულ არ აინტერესებს მაშოს ახალთახალი ლეპტოპი
–დაურეკეთ და მადლობა გადაუხადეთ მამას.. – ღიმილით ეუბნება გახარებულ შვილებს ანა და სათითაოდ კოცნის თავზე
–დე, რა მაგარია ნახე, რა თხელია! – ახლა მაშო შფოთავს, – ბარათიც ჩაუდია, ჰაჰა, მამამ წერილი დამიწერა, – სიცილით კითხულობს მამის მილოცვას და მერე ნიკოლოზს ანიშნებს, შენს ყუთშიც იქნებაო. ნიკოლოზი ახლაღა ამჩნევს ბარათს, ფრთხილად შლის და მამის ლამაზ ხელნაწერს დაჰყურებს: „ვიცი, ძველს ვერ შეგიცვლის.. ვერც იმ ტკივილს გაგიყუჩებს, რაც მაშინ მოგაყენე, მაგრამ მითხრეს, რომ საუკეთესოა.. მიყვარხარ მა, გილოცავ მეთექვსმეტეს!“
ანა დაკვირვებით შეჰყურებს ვაჟიშვილს, სწრაფად რომ კეცავს ბარათს და ჯიბეში იჩურთავს. მალევე იკრავს ღიმილს სახეზე და მაშოსკენ ბრუნდება
–მაჩვენე, მაშენკა! – ახლა დისკენ იწევს ნიკოლოზი
–ნელა, ბიჭო, არ გატყდეს! – ეშინია მაშოს
–რა გატეხავს, აუ მათხოვე ხოლმე რა!
–ხომ გაქვს შენი, დამანებე თავი! – სასაცილოდ ჯუჯღუნებს მაშო და საჩუქრით ხელში ოთახში უჩინარდება.
ანა ღიმილით აყოლებს თვალს, თან სუფრას აწყობს. სამზარეულოში გასულს ტკბილი ჰანგები ესმის და წამით შეშდება, შვილის დაკრული სხეულში სასიამოვნოდ უვლის და თვალები ეხუჭება, ცოტახანში ღიღინსაც იწყებს ნიკოლოზი და ანა სკამზე ეშვება, ცრემლები სდის, ისე, რომ ვერც ხვდება. ცოტახანში ნუცას ტიტინს გამოჰყავს მდგომარეობიდან და სწრაფად იღებს ტელეფონს. აკანკალებული თითებით გზავნის შეტყობინებას ქმართან: „მადლობა, რომ დღე გაუფერადე ჩვენს შვილებს..“

***
–ღმერთო, რა ლამაზია.. ძალიან, ძალიან ლამაზია, იკაკო! – ბუტბუტებს და ყელზე ჩამოკიდებულ, პატარა, პრიალა ვერცხლის ბურთულას დაჰყურებს
–მოგეწონა?
–ჰო, მაგრამ ბავშვებთან ერთად ხომ გვაჩუქე მე და ნიკოლოზს საჩუქარი?
–ეს მხოლოდ შენია, მაშკა, – უღიმის და უცებ იხუტებს
–ძალიან ლამაზია..
–შენსავით ლამაზია! – ხელის ზურგით ეფერება სახეზე
–იკაკო..
–რაო, მაშკა?
–მიყვარხარ, ძალიან! – კისერზე ეხვევა მკლავებით და სახეს მალავს მის კისერში
–მეც, ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ. აი, ნახავ, მაშო, როგორ მოვაგვარო ყველაფერი. შენ ნუ გენერვიულება, კარგი?
–არა, არაფერი თქვა, იცოდე არაფერი თქვა, კარგი? – თვალები უმრგვალდება და უფრო ძლიერად უჭერს ხელებს
–ნუ ნერვიულობ..
–დამპირდი რა, დამპირდი, იკაკო..
–გაჩერდი ახლა, მორჩა, ნუ შფოთავ ასე..
–არ დამპირდები, რომ ნიკოლოზს არაფერს ვეტყვით?
–არა.. ჩუმად.. საერთოდაც, იცი რომ დიდი სიყვარული ხარ ჩემი? – ეღიმება და შუბლზე ფრთხილად, ნაზი შეხებით უტოვებს კოცნის კვალს.

***
–ლაზარე, გაინძრა! ლაზარე..
–რა? ანა, ვერ გავიგე.. რა ხდება? კარგად ხარ?
–გაინძრნენ, ტყუპები.. ფეხი მომარტყეს.. ლაზარე..
–მართლა? რა მაგარია, ანა! ტირი? ნუ ტირი.. მალე მოვალ, გესმის? მალე მოვალ, ანა.. – ხმა ჩაუვარდა, შეატყო ანამ. ისიც აფორიაქდა.
სახლში მისულს თვალებდასიებული დახვდა. სანამ რამეს კითხავდა, სიხარულისგან ვიტირეო, დაამშვიდა ღიმილით და ლოყებზე მიაკრო ტუჩები. ლაზარემ ვერ გაიგო, როგორ გამოძრავდნენ პატარები.. მთელი დღე უკან დასდევდა ანას, მის მუცელზე ხელისგულაკრობილი, მაგრამ მაინც ჯიუტად გაყუჩებულიყვნენ ტყუპები..
–ნამდვილად იგრძენი? ხომ არ მოგეჩვენა? – ჩეკითხა ბოლოს და უკმაყოფილო სახით ჩამოჯდა მაგიდასთან
–ლაზარე, რას მეუბნები, რანაირად მომეჩვენებოდა! – იწყინა ანამ
–აბა.. მე არ მოვწონვარ.. ჩემ შეხებაზე სულ არაფერი იგრძნეს..
უხმოდ ისაუზმეს. ლაზარეს მოკუმულ პირსა და შეკრულ წარბებზე ღიმილს ვერ იკავებდა ანა
–სად მიდიხარ? – ჩაეკითხა მაგიდიდან წამომდგარს
ისტორია უნდა ვიმეცადინო.. გინდა რამე კიდევ? – შემობრუნდა უცებ.
თავი გააქნია უარის ნიშნად. ანა საძინებლის კარს მიღმა მიიმალა, ლაზარემ კი მარტო განაგრძო ვახშმობა. დაღლილი და გამოფიტული იყო, უემოციო სახით ადევნებდა საინფორმაციოს თვალს, ანას უეცარი დაძახება რომ გაიგონა
–ლაზარე, სწრაფად!
–რა მოხდა? – ისე უცებ წამოფრინდა ფეხზე, ჭიქას გაკრა ხელი და მთელი მაგიდა ფორთოხლისფრად შეიღება. სწრაფად შევარდა ოთახში და გაოგნებული მიაჩერდა საწოლის შუაგულში მჯდარ, ფეხებმოკეცილ, მომღიმარ ანას, წინ რომ წიგნები გაეშალა
–მოდი, მოდი.. – ხელით ანიშნა და ხელისგული გადაიტარა მუცელზე.
პირველად მაშინ იგრძნო მაშოს და ნიკოლოზის მოძრაობა. მისთვის რომ გეკითხა, მაშო იყო. ისე სუსტად და ფრთხილად გირტყამს ფეხს, აუცილებლად გოგო იქნებაო, არწმუნებდა ანას. ანა კი ისევ ჯიუტობდა, ეგ შენ ვერ იგრძენი, თორემ სულაც არ დაურტყამს სუსტად, ნამდვილად ბიჭია ერთ–ერთიო.. მერეც, წლების მერე ხშირად ფიქრობდა, ნეტა რომელმა ამიჩქარა გული ასე ძალიან მაშინო..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი qetulaa

ძალიან მაგარია, ყოჩაგ

 


№2  offline წევრი GentleWoman

როგორი ძლიერი გოგო ყოფილხარ, ყოჩაღ !!! მეტს არაფერს ვიტყვი... მოუთმენლად ველი მომდევნო თავს!

 


№3 წევრი tamuna.s

ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ და არავის გამო არ შეწყვიტო წერა. მიხარია რომ აგრძელებ და შენს მკითხველს იმედს არ უცრუებ. ჩემი სახით ერთგული მკითხველი გყავს და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

 


№4  offline წევრი გლოკტა

სიუჟეტი ძაან კარგად ვითარდება. უფრო და უფრო კარგად ვხედავ ვინაა ლაზარე და როგორია. მიხარია, რომ ის სიძულვილიდა აგრესია რაც თავიდან ვიგრძენი მის მიმართ, ნელ-ნელა კეთილგანწყობამ ჩაანაცვლა. მომწონს ასეთი კომპლექსური, არაორდინალური და რთული, თავისებური ხასიათი რომ აქვს. ასე რომ აღიქვამს ანას სიყვარულს და ბავშვებზეც თავისებურად რომ გიჟდება. მის საქციელებში ვცდილობ უფრო მეტი დავიჭირო ლაზარესი და საერთო სურათი შევქმნა მისი შინაგანის.
ანა რა კარგია გოგოა :)) აი ძალიან ჭკვიანი და მოსიყვარულე. ეს გოგო ამართლებს, რომ სიმშვიდე ქალის მთავარი სამშვენისია. მაშკაზე სიტუაციებს ველოდები კიდევ :)))
შემიძლია კიდებ ბევრი გელაპარაკო იმდენად მრავალმხრივად ავითარებ შინაარს.
გილოცავ ისტორიის გაგრძელების გადაწყვეტილებას და გელოდები.

 


№5  offline წევრი LI_BE

ესე იგი, ამ ლაზარეს ვერაფერი გავუგე. ჭრელო პეპელასავით, ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებია. worried

ხოდა, ანა, არც მიფრინავს და არც მოფრინავს. smile

საერთოდ ვერ ვხვდები, ანა ასეთ სტრესში რატომ ცხოვრობს და რატომ აცხოვრებს ბავშვებს. ამდენ შეურაცხყოფას რატომ იტანს. ხანდახან მინდა, ლაზარეს სახე ავახიო, მაგრამ, ხანდახან, ანა ისეთი ნერვების მომშლელია, ისეთ სიტუაციაში, სრულიად უადგილოდ, ჩაკრავს მწარე-მწარეს, ნაღდი გურული ქალივით, რომ ლაზარე კი არა, მე ვიჭრები ჭკუიდან..

ხოდა, მართლა ჭრელო პეპელაა რა, ორივე smile

 


№6  offline მოდერი Tamta.k

ძალიაან კარგია❤️

 


№7  offline წევრი მერცია

ძალიან მაგარი გოგო ხარ!!! :)

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ნეტა გამაგებინა რის გამო ჭამდნენ და ჭამენ ერთმანეთს!
პეპელა თვალს მაინც ახარებს თავისი ფერებით, ესენი კიდევ საკუთარი თავიდან დაწყებული ყველას ამძიმებენ ვისთანაც შეხება აქვთ.

 


№9  offline წევრი LI_BE

ზუსტად!

ან ეს რას ნიშნავს - ვტკენ, ოღონდ არ წავიდესო; ჩემს ჭკუაზე ვატარებ, ოღონდ არ გამექცესო; ვტანჯავ, ოღონდ შვილები არ მომაშოროსო;

ვახ! ამ ლაზარესეული ფილოსოფიის ვერაფერი გავიგე. worried

 


№10  offline წევრი tusi

ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან!!.. <3

 


№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

წერა რო შეწყვიტო მოვკვდები იცოდე. ძაალიან გთხოვ გააგრძელე ისე როგორც გაქ ჩაფიქრებული და ნურავის მიაქცევ ყურადღებას... შენსას მიაწექი იმიტომ რომ აქ ხალხი სულმოუთქმენლად გელოდებით <3 ძალიან მაგარი ხარ ^_^

 


№12 წევრი P.A.

დიდიდიდი მადლობა ყველას!!! <3

 


№13  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

არ ვიცი წინა თავის კომენტარებში რა მოხდა ისეთი, რამაც ამ ისტორიის გაგრძელების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა. აქ ავტორის შეურაცხყოფას არ ვიყოთ რაა. ვაფასებთ ისტორიას. ყველა რომანს ვერ ეყოლება სრულიად უნაკლო და იდეალური გმირები და არც იქნება საინტერესო. ზუსტად ასეთი შინაარსის გამოა ასეთი მიმზიდველი ეს ისტორია. ლაზარეს ქცევები ჩემშიც იწვევს გაღიზიანებას, როგორ შეუძლია ერთ მომენტში ასეთი თბილი იყოს და მეორე წუთს საშინლად აუტანელი. როგორც ჩანს თავის ძმაზეც ეჭვიანობდა. ეს ანაც რომ იტანს და ეტყობა მოსწონს კიდევაც ქმრის ცვალებადი ხასიათი. მოკლედ ორი ერთნაირი შეხვდა ერთმანეთს და აწვალებენ ასე უსასრულოდ საკუთარ თავებს.

 


№14 წევრი mia miako 15

ძალიან კარგი ისტორია.ველი შემდეგ თავს

 


№15  offline წევრი dakarguli

ძალიან კარგი ხარ ❤❤❤

 


№16 წევრი tamuna.s

დღეს დადებ ახალ თავს?

 


№17  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დღეს იქნება ახალი თავიი?

 


№18 წევრი P.A.

tamuna.s
დღეს დადებ ახალ თავს?

ანი ანი
დღეს იქნება ახალი თავიი?

კი, მალე იქნება :*

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.