შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {8}


27-11-2018, 01:24
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 10 776

მოკალი,იქნებ გადარჩე {8}

გაქნეული მუშტი სახეში მოხვდა არაბულს და უკან გადაქანეული წონასწორობის დასაცავად კარის სახელურს ჩააფრინდა თითებით. გახეთქილ ტუჩზე კი ენის წვერი გადაისვა და წამიერად მოვარდნილი სიბრაზისგან დაჭრილი ლომივით გაცოფებულმა გაიწია ქარდავასკენ. საყელოში ძლიერად სწვდა და თავისკენ დათრეულს ზიზღით სავსე მზერით ჩააცივდა სახეში. ყბის ძვლები დასჭიმვოდა და დაბერილი ნესტოებით ხარბად ისუნთქავდა ჰაერს მრისხანების ჩასახშობად.
-სად არის მარიამი?-ქვემოდან ამოხედა ქარდავამ და ხელის კვრით ჩამოიშორა გზიდან. ეზოში შევარდნილი კი ტერასაზე მდგარი მარიამისკენ დაიძრა.
-ამას არ შეგარჩენ!-ზიზღით გამოსცრა რეზიმ და ლამის შუბლით შუბლზე მიბჯენილმა ხელი უხეშად ჰკრა მომღიმარ დათას.
-არავის გადაუგრიხო!-სიტყვები ირონიულად გამოაფურთხა დათამ და გახეთქილი ტუჩი გაიწმინდა.
-კიდევ ერთხელ თუ შეეხები მარიამს, ს შვილი ვიყო, მოგკლავ.
-აბა შენ იცი-ტერასისკენ თითქმის გაქცეულ რეზის გახედა სიცილით დათამ და დინჯი ნაბიჯებით თავადაც იქითკენ გაემართა.
-მარიამ, მამიკო, ჩემო პატარა გოგო-ხელებგაშლილმა გაიწია სანდრომ ერთ ადგილზე გახევებული შვილისკენ, რომელსაც თვალები ამღვრეოდა და მათკენ მომავალ დათას არ აშორებდა მზერას,შემდეგ მამამის გადახედა და ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა.
-მამა...-ჩურჩულით ამოილაპარაკა და აჩქარებული გულისცემის შესაკავებლად მკერდზე ხელისგული მიიჭირა.
-ჩემო პატარა გოგო...-სანდრომ შვილისკენ გაიწია,მაგრამ მიახლოვებული სანდროს დანახვაზე მისდაუნებურად უკან დაიხია მარიამმა და მარჯვენა ხელი გამაფრთხილებლად გასწია სანდროსკენ, რომელიც შვილის საქციელზე გაოცებისგან შედგა და გაკვირვებულმა თავით ფეხამდე შეათვალიერა აქვითინებული ქალიშვილი. შემდეგ კი მისი გამოშლილ ხელზე მბზინვარე ქორწინების ბეჭედზე გაუშტერდა თვალი და სახე ერთიანად მოერყა. -მარიამ.- ამოიხრიალა სასოწარკვეთილმა და გაცოფებული მზერა შვილიდან უკვე მათთან მისულ დათაზე გადაიტანა, რომელსაც ნიშნის მოგებით სავსე ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე.
-გაიძულა ხო?! მარიამ, გაიძულა ამ ნაბიჭ*ვარმა ამის გაკეთება, ჰოო?!-იღრიალა ქარდავამ და დათასკენ შეტრიალდა დასარტყმელად, რომელსაც წამში აეფარა ერთიანად ათრთოლებული მარიამი და მამამისს ცრემლიანი თვალები შეანათა.
-მამა,არაფერი არ დაუძალებია დათას.გეფიცები ჩემი ნებით დავთანხმდი.
-შენი დედა მოვტ*ყან-სანდრო ხელის კვრით ჩამოიშორა, როგორც იქნა სიტუაციაში გარკვეულმა რეზიმ და დათას სწვდა მაისურში - მოგკლავ, შე !-ღრიალით მოუქნია მუშტი, რომელიც ოსტატურად აიცილა დათამ და თავად გაიწია მისკენ, მაგრამ მარიამის ხმამ შეაჩერა.
-არ გინდა, დათა, გთხოვ.-მკლავზე ჩაეჭიდა წვრილი თითებით და არაბულმაც ცივად შეუშვა ხელი მანამდე დათრეულ რეზის.
-წამოდი, მარიამ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დასთანხმდი და რას არა. ამას არ დავუშვებ, შენ ეს იცი, ამიტომ გამოადგი ფეხი და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება-მაჯაზე ჩაავლო ხელი ქარდავამ შვილს და თავისკენ მიიზიდა მაგრამ ქალმა ტირილით გააშვებინა თითები და უკან დახეული დათას მხარს მიეყრდნო.
-და როდის ვთქვი, რომ რამის დამთავრებას ვაპირებ? ჩემი ნებით დავთანხმდი დათას ცოლობაზე და ახლა მის კანონიერ, ჯვარდაწერილ ცოლს ვარ, მიყვარს და მის მიტოვებას არ ვაპირებ მამა.მაპატიე ძალიან გთხოვ- ხმას აუწია მარიამმა და თან ხელის გულებით ცრემლებს იმშრალებდა- მაპატიე მამა.
-მარიამ.-ერთიანად ფერდაკარგულმა ქარდავამ ამოიხრიალა და მკერდზე ხელისგული მიიჭირა.-რას ამბობ, მამა?
-წამოდი, პატარავ-მუდარით სავსე თვალები შეანათა რეზიმ გაყინული სახით მდგარ ქალს.-მარიამ, ჩემს თავს გაფიცებ, თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ... წამოდი და დავამთავროთ ეს მასკარადი. ძალიან გთხოვ.-მკლავის მოხვევას შეეცადა რეზი მაგრამ მარიამი უკან გახტა და იმედგაცრუებილი მზერა შეანათა ერთ დროს მნიშვნელოვან ადამიანს.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ?სულ გადაირიე, ხოო?! ფეხებზე მკიდ*ია რას ფიქრობ და რას მთავაზობ, გესმის? ფეხებზე მკი*დია! რომელ სიყვარულზე მელაპარაკები, შე ლაჩარო?! მოხვედი აქ და მათხოვარივით მეხვეწები მივატოვო კაცი, რომელიც სხვათა შირის საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და შენთან წამოვიდე? არაფერი არ გაგიკეთებია რეზი იმედჰაცრიების გარდა შენს მიმართ არაფარს ვგრძნობ.
-მარიამ..
-გაეთრიეთ აქედან... ჯანდაბაშიც წასულა თქვენი შეთანხმებაც...- ხელი ზიზღით აუქნია ქალმა და სავარძლის საზურგეს ხელით დაყრდნობილ მამას გადახედა- მე შენ გაღმერთებდი მამა,შენთვის ყველაფერს გავაკეთებდი,შენს თავს გეფიცები-ათრთოლებული ნიკაპით,თავს ძლივს აბავდა სათქმელს მარიამი-შენ რა გამიკეთე? ცხვარივით მიჰყიდე ამ ლაჩარს ჩემი თავი.რატომ მამა? ჯანდაბა მიყვარს დათა,ხოო სიგიჟემდე შემიყვარდა და შენი საქციელის გამო კი ძალიან გულდაწყვეტილი ვარ-ცრემლები შეიმშრალა და თვალი გაუსწორა მამაკაცს-სხვათა შორის მესამე ქალიშვილიც გყავს და შეგიძლია ის მიათხოვო ამ ნაბიჭვარს, აღარ გაკოტრდები.
-აღარასოდეს- წელში გასწორდა ქარდავა და შვილს ყინულივით ცივი თვალები შეანათა.-აღარასოდეს ახსენო შენი ოჯახი, შენ მშობლები აღარ გყავს... აი, ახლა, აქ დაასამარე ოჯახი, მარიამ, როდესაც ამ ნაბიჭვარში გაცვალე. დაიმახსოვრე, მე მარიამი მომოიკვდა - იატაკზე დააფურთხა ქარდავამ და შეკრული წარბებით მდგარი დათას წინ შეჩერდა, ქვემოდან ამოხედა და თვალი თვალში გაუყარა.-ამას განანებ!
-წარმატებებს გისურვებთ, ბატონო სანდრო.- ირონიულად გაუღიმა დათამ და ჭიშკრისკენ წასულს თვალი გააყოლა
- მამა-ფსიქიურად დაავადებულივით ჩუღცულებდა მარიამი და იატაკზე ჩამჯდარი ხელებს იფარებდა სახეზე.ფიქრობდა რომ სწორი არჩევანი გააკეთა, მაგრამ მეორეს მხრის გული საშინლად სწყდებოდა მამაზე და სუნთქვა უჭირდა.დარწმუნებული იყო რომ ზედმეტად ამაყი სანდრო, არასდროს გადმოდგავდა მისკენ პირველ ნაბიჯს,სინდისის ქენჯნა კი კისერში უჭერდა და გუდავდა.
დათამ იქვე გეხევებულივით მდგარ რეზიზე გადაიტანა მზერა და ხელები თეატრალურად გაშალა.
-დაახვევ აქედან თუ დაჯდები სუფრასთან და საუზმეზე დაგვეწვევი?
-მოგკლავ.-დაჭიმული ყბებით გამოსცრა რეზიმ და ზედმეტად ახლოს მისულმა თავით ფეხამდე შეათვალიერა დათა.- შენ რა გარეწარი ყოფილხარ?! ბიძაშვილობანას თამაშობდი და თურმე თვალი ჩემს ქალებზე გეჭირა?
-რომელ ბიძაშვილობაზე რევაზ, შენ არ გიტყდებოდა ყოველთვის ამის აღიარებაა?! განა, შენ არ მალავდი ჩემს ვინაობას? საქმე საქმეზე სანამ არ მიდგებოდა და დათა არ დაგჭირდებოდა შენ და ნაბოზარ დედაშენს ჩემგან მარტო ის ფული გინდოდათ, ჩემი თ რომ აქვს მამაშენს... კაცის გარდა ყველაფერი ხარ. ისიც კი არ შეგიძლია მოხვიდე და კაცურად მომთხოვო პასუხი. უკვე მეორე ქალი წაგართვი რევაზ. მეორე ქალი.... შენი პირველი საყვარელი ადამიანი ჩემი საკუთრება იყო, მეორე კი ცოლია. მოდიი- ხელები ფართოდ გაშალა დათამ- ერთხელ მაინც დამიმტკიცე რისი ტრა*კი გაქვს. მიდი, შე ყ**ო, დამარტყი... მიდი, ტრა*კი არ გაქვს?-დაბალ ხმაზე, ზიზღით სცრიდა დათა და ისე იწვევდა გაფითრებულ რეზის, ერთი სული ჰქონდა როდის მოუქნევდა მუშტს დასარტყმელად.
-დამარტყი შენი დედაც!-ხმას აუწია და ღრიალზე გადავიდა.- არ შეგიძლია ხოო?! იმიტომ, რომ ლაჩარი ხარ. შენი დედას შევეცი.- ღრიალით გამოსცრა დათა არაბულმა და ცხვირ წინ ასვეტილს თავი ისეთი ძალით გაუქნია სახეშე, ყრუ დარტყმის ხმამ ავის მომასწავლებლად გაიბრაგუნა. რეზი კი უკან გადაქანდა და იატაკზე ისე მოწყვეტით დაენარცხა ხელის ჩავლება ვერაფერზე მოასწრო.- მთელი ცხოვრება ცხვირში მიჭერდა და ამის გაკეთების სურვილი მკლავდა. იატაკზე დავარდნილს ზემოდან დახედა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.შემდეგ კი იატაკზე მჯდარ მარიამს გადახედა და ხელი გაუწოდა.ფრთხილად ჩაეჭიდა მის თითებს მარიამის წვრილი თითები და სავარძლეთან მიჩოჩდა
-კარჰად ხარ პატარავ?-ცრემლიან სახეზე დააკვირდა დათა და შემდეგ მობეზრებულმა აატრიალა თვალები და რეზის გადახედა:
-გააჯვი აქედან და შეეცადე გზაზე არ გადმეღობო.
-ამას არ შეგარჩენ.-გაჭირვებით წამოდგა ფეხზე რეზი და იქაურობს გაეცალა.
-დათა- ათრთოლებული თითები სახეზე შემოხვია ცრემლიანი თვალებით მარიამმა და გახეთქილ ტუჩზე ფრთხილად გადაატარა თითები.- გტკივა?-საოცარი სევდით გაუღიმა ქალმა
-არა, მარიამ... არ მტკივა. არ მტკივა, ჩემო მაგარო გოგოვ.-მისკენ დახრილს წელზე მოხვია მკლავი და ახლოს მიიზიდა, მუცელზე სახით მიეკრა და მაისურის ქვეშ ფრთხილად შეუცურა ათრთოლებული თითები.- ჯანდაბა, ახლა ისე ვარ შეიძლება მრისხანებისგან გავსკდე.- მის მუცელზე მიკრულმა ყრუდ ამოილაპარაკა და უფრო მჭიდროდ მიიხუტა ქალი უკან გადაიწია და საზურგეს მიყრდნობილმა მუხლებზე დაისვა.-ხომ იცი? ყველაფერი კარგად იქნება მარიამ.
-ასე ფიქრობ?-ტირილისგან დასიებული ტუჩები დაბრიცა ქალმა.და ნიკაპი ისევ აუკანკალდა.
-დარწმუნებული ვარ პატარავ-დამაჯერებლად გაუღიმა არაბულმა და საკოცნელად გაიწია.
- და რას ნიშნავს „უკვე მეორე ქალი აგახიე“, დათა?-შეკრული წარბებით შეხედა მარიამმა და მის ტუჩებს სახე აარიდა.
-რა?-ნიკაპში ჩააფრინდა არაბული და სახე შემოატრიალებინა.
-ხო, შენ უთხარი რეზის, უკვე მეორე ქალი აგახიე და ამისთვის პასუხიც კი არ მოგითხოვიაო.
-მარიამ!
-დათა!
-ჯანდაბა, სოფო ... აი, ის გოგო მაშინ სახლში, რომ მომივარდა და ტირილი დაიწყო, ჩემი საყვარელი იყო.
-მანამდე კი რეზისი?- წამოდგომას შეეცადა ქარდავა, მაგრამ თეძოებზე ძლიერად ჩავლებულმა თითებმა არ მისცა ადგომის უფლება.
-რა გგონია, რეზის ქალებზე ვნადირობ? საერთოდ არაფერი გამიკეთებია სოფოს ხელში ჩასაგდებად, მარიამ. ისიც კი არ ვიცოდი რეზის თუ მოსწონდა.
-სამაგიეროდ ის იცოდი, მე რომ რეზის საცოლე ვიყავი!-ხმას აუწია ქარდავამ.
-აბა, რაებს ამბობ, მარიამ?!- სახე ბრაზისგან გაუფითრდა არაბულს- შენ მიყვარხარ და ნამდვილად არ ვაპირებ უარის თქმას... ჯანდაბა, ვის ადრი თავს, არ გამაგიჟო.
-მე არავის არ ვადრი თავს...
-მარიამ... ძალიან გთხოვ, მაპატიე... ხოო, მაპატიე შენამდე ქალებში თუ დავდიოდი- თავი ვეღარ შეიკავა დათამ და გაეცინა.- მაპატიე, ხოო? მანამდე არ გიცნობდი ,აზრზეც კი არ ვიყავი სადღაც, ჩემთან ახლოს თუ არსებობდა მარიამ ქარდავა, რომელმაც საბოლოოდ გამაფრენინებდა. არ ვიცოდი, პატარავ. ახლა ვიცი და შენ აქ, ჩემთან ხარ, ჩემი ხარ და სულ ესე იქნება... მთელი ცხოვრების მანძილზე... ამოიგდე თავიდან ყველანაირი ეჭვები. მე შენ მიყვარხარ... სიგიჟემდე. გესმის? სიგიჟემდე და მამაშენი და .... რეზი კი არა მთელი მსოფლიო რომ დამიპირისპირდეს, შენზე უარს ვერავინ მათქმევინებს, გესმის? -გაფითრებულ ქალს ველურივით დააცხრა ტუჩებზე.
-მისმინე, არაბულო!- ხელის უხეში კვრით მოიშორა მარიამმა და სავარძლის საზურგეს მიხეთქებულს შეკრული წარბებით დააკვირდა.- არც კი გაბედო ოდესმე, სხვისკენ გახედვა...
-ღმერთო, როგორ აღმაგზნებს შენი მუქარები!-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, ამღვრეული, ვნებით სავსე თვალებით არაბულმა და თხელი მაისურით თავისკენ დაითრია ქალი. ერთი ხელით მკვრივ საჯდომზე ჩააფრინდა, მეორე კი მაისურის ქვეშ მკერდისკენ გაასრიალა და წამებში არეულ ქალს დააკვირდა.- აი, ეს მაგიჟებს... შეგეხები თუ არა მზად ხარ ჩემს მისაღებად. ყოველთვის მზად ხარ, პატარავ... ჯანდაბა, ჭკუიდან გადაგყავარ.-ჩურჩულებდა და ხარბად უკოცნიდა აკრუსუნებულ ქალს სავსე ბაგეებს.- ჩემი ცოლი... რა მაგარი შეგრძნებაა.
მოკლე შორტებო ისე გააძრო გრძელ ფეხებზე და პირვანდელ მდგომარეობაში ისე დააბრუნა ქალს, სრულიად არეულმა მარიამმა ნირმალურად გააზრებაც ვერ მოასწრო. უკან გადაზნექილი წელით, ათრთოლებული ზემოდან დაჰყურებდა მისი მკერდის ფერებით გართულ მამაკაცს და მხრებზე ჩაფრენილ თითებს ძლიერად უჭერდა. კივილამდე მისული ოხვრით შეეგება სხეულში სრული სისავსის შეგრძნებას და საერთოდ გათიშული მიენდო მამაკაცის თითებს, ურცხვად რომ დასრიალებდნენ მთელს სხეულზე და თეძოზე ჩაჭერილნი აიძულებდნენ უბრალოდ ერთ ადგილზე გეჩერებულიყო.
-საერთოდ ვკარგავ აზროვნების უნარს.- არაბულის შუბლს მიეყრდნო ნეტარი გამომეტყველებით და მკლავები კისერზე შემოხვია.
-საერთოდ არ არის ამ მომენტში აზროვნება საჭირო, პატარავ... უბრალოდ ემოციებს მიჰყევი... მოდინდი და ისიამოვნე.
-მაინც გაბრაზებული ვარ შენზე.- ყრუ ოხვრას ამოაყოლა ქალმა.
-ღმერთმანი, ეს არ არის შენი გულის მოსალბობი სექსი, მარიამ...- გაეცინა არაბულსაც.
-ვერ გიტან.
-მეც მაგიჟებ... ოოოუ, ჯანდაბა, ნუ იკბინები, მარიამ, თორემ პირს აგიკრავ.- ყელში სწვდა არაბული და თავი უკან გადააწევინა, საჯდომზე ჩაფრენილი თითებით სავარძლიდან ისე წამოდგა ოდნავადაც არ მოუშორებია ქალი. რამოდენიმე ნაბიჯი გაიარა და აუზთან მდგარ შეზლონგზე ფრთხილად დაუშვა.- ახლა ცოტა არაკომფორტულად იგრძნობ თავს. - ზემოდან მოქცეულმა ხელები თავს ზემოთ გაუკავა და შიშველ სხეულზე მთელი სიმძიმით დააწვა.
სასიამოვნო, თბილი სიო დაჰქროდა, ხელოვნურ ბალახს ქოჩორს უწეწავდა და ერთმანეთში ახლართულ წყვილს ნაზად ეალერსებოდა. საღამო ნელ-ნელა მოიპარებოდა, ეზოში კი მამაკაცის გახშირებული სუნთქვა და ქალის ნეტარი, ყრუ კრუტუნი საკმაო ხანს ისმოდა. ბედნიერი იყო მარიამი... უსაზღვროდ ბედნიერი და ამ ბედნიერებას, რომელიც სხეულში ვეღარ იტევდა გულუხვად უზიარებდა პარტნიორს და მთელი შემართებით პასუხობდა იმ ალერსზე, რომელიც სრულიად სხვა სამყაროს კარს უღებდა.

უკანა სავარძელში მჯდარი სანდრო ქარდავას ჭირის ოფლი ასხავდა და თავს იმდენად ცუდად გრძნობდა საუბრის უნარიც კი წართმეოდა.
მანქანა დედაქალაქისკენ საშუალო სიჩქარით მიჰქროდა და სალონში ისე ავისმომასწავლებლად დამუხტულიყო ჰაერი ნაპერწკალიც კი ააალებდა. სანდროს გვერდით მჯდარი რეზი სიმწრისგან კისერში მოწოლილ ნაღვლის გემოს გრძნობდა და შეშუპებულ ცხვირზე, რომელიც ყრუ ტკივილით სტკიოდა წამდაუწუმ იდებდა ხელს.
-არ მჯერა მარიამისი- ვეღარ მოითმინა და თავად დაარღვია სიჩუმე არაბულმა.- ეგ რაღაცით იჭერს... ალბათ, დაემუქრა რამით.
-მარიამს ნუ ახსენებ ჩემი თანდასწრებით!-კბილებში გამოსცრა ქარდავამ.
-ასე უბრალიდ დავუთმოთ იმ ნაგავს?-იფეთქა რეზიმ და ქარდავასკენ შეტრიალდა.
-მოითხოვე, რეზი -თვალები დააწვრილა სანდრომ.-მოითხოვე, ის რაც შენია!დაიბრუნე არავინ გიშლის... თუ თვლი, რომ ეს ყველაფერი ფარსია და მარიამიც მასთან დაძალებით ჩერდება, გააკეთე გასაკეთებელი და დაიბრუნე.
-რა უნდა ვქნა?
-მოკალი!- სანდროს სიტყვებმა ცივად გაიჟღერა სალონში და რეზი არაბულს მთელს სხეულში ავისმომასწავლებლად გაიჟღინთა.
ია წურწუმია სასტუმრო ოთახში მოუსვენრად სცემდა ბოლთას და მაჯაზე მორგებულ საათზე წამდაუწუმ იყურებოდა. მარიამის წამოსაყვანად წასული სანდრო აგვიანებდა, დაძაბულობა კი პიკს აღწევდა და ერთიანად დაჭიმული სხეულში ავისმომასწავებელ სიცივეს გრძნობდა. კარის ხმაზე გიჟივით გაიჭრა დერეფნისკენ და დაღვრემილი სანდროს დანახვაზე უარესად დაიძაბა. მის მიღმა იყურებოდა და თვალებით ქალიშვილს ეძებდა, რომელიც აშკარად არ იყო სანდროსთან ერთად.
-საან?-მისდაუნებურად აკანკალებული ნიკაპით ამოიტირა ქალმა და გაშლილი ხელისგული ტუჩებზე აიფარა.-სად არის მარიამი?
-გიკრძალავთ ამ სახლში მისი სახელის ხსენებას- თითქმის იღრიალა ქარდავამ და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა ისე, რომ ცოლისთვის ზედ არ შეუხედია.
-რა მიხდა, ადამიანო?-ფეხდაფეხ გაეკიდა ია მეუღლეს.-სად არის მარიამი?
-თავისი არჩევანი გააკეთა.
-რა? რას ამბობ?
-ხოო... შენმა სანაქებო გოგომ ოჯახზე უარი თქვა და იმ მკვლელს და ნაბიჭვარს გაეკიდა. გილოცავ, ქალბატონო ია, შენი სათნოების ეტალონად შერაცხული ქალბატონი მარიამი უკვე ბატონი დათა არაბულის ჯვარდაწერილი, კანონიერი ცოლია...
-რა?!-წამოიკივლა იამ და გულშეწუხებული მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში თვალებიდან კი ნაკადულებად იფეთქა მლაშე სითხემ.
-ამ საქმეს გულის წასვლები და ნიანგის ცრემლები არ უშველის- მაგიდაზე მთელი ძალით დაარტყა შეკრული მუშტი ქარდავამ.- დღეის ამას იქით მისი სახელი ამ ოჯახში აღარ გავიგო. ჩვენი შვილი მარიამი მოკვდა და ზუსტად ორი საათის უკან დავმარხე.
-რას ამბობ, სანდრო- ხმას აუწია ქალმა.- რა სისულელეს ამბობ? იქნებ და რა მოხდა?
-ფეხებზე რა მოხდა და რა ხდება... ჩემი სიტყვა ვთქვი და აღარ გადავალ. ბოდიში ახლა წყალი უნდა გადავივლო და საქმეს მივხედო ... მაპატიე!
-სანდრო...- ამოიტირა წურწუმიამ და სავარძლიდან წამოდგა, მაგრამ ოთახიდან მიმავალ ქარდავას უკან აღარ მოუხედავს. ისე ცუდად იყო ახლა თუ გაჩერდებოდა და აქვითინებულ იასთან საუბარს გააგრძელებდა, ნამდვილად უმტყუნებდა ნერვები და მოთმინების ფიალაც აევსებოდა. რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა, ზუსტად ის მოხდა და ზუსტად იმ ადამიანმა გააკეთა, ვისაც საკუთარი თავივით ენდობოდა, შვილებში ყველაზე გამორჩეულად უყვარდა და ეიმედებოდა. იმ მარიამმა ატკინა, რომელიც მამაზე დაბადებიდან გიჟდებიდა, იმ მარიამმა ატკინა და გაიმეტა ამხელა დარდისთვის, რომელსაც ვერ წარმოიდგენდა ცოცხალი თავით. თბილმა, მზრუნველმა, მოსიყვარულე და ზედმეტად სამართლიანმა მარიამმა, რომლისთვისაც მამა კაცის ეტალონად იყო დასახული და იმხელა პატივს სცემდა ყოველთვის, არც ერთი შვილისგან რომ არ უგრძვნია. მარიამმა, რომლისთვისაც სანდროს ერთი სიტყვაც კი კანონი იყო. ესე უეცრად რამ შეცვალა, ვეღარ ცნობდა საკუთარ შვილს... იმ დღიდან ვეღარ ცნობდა, როდესაც დათა არაბულმა დააბრუნა სახლში გატაცებული და ამ ყველაფერს იმ გადატანილ სტრესს აბრალებდა სანდრო, რისი გაძლებაც მოუწია მარიამს. თურმე რაში ყოფილა საქმე... ესე ერთბაშად, ერთი ნახვით რანაირად მოახერხა დათა არაბულის იმ დონემდე შეყვარება, რომ საკუთარ მამასაც კი აქცია ზურგი და განუდგა? თავი გასკადომამდე ჰქონდა დამძიმებული ქარდავას და აბურდულ ფიქრებს ვერ ალაგებდა. ცდილობდა გაჩენილი კითხვებისთვის ლოგიკური პასუხები მოეძებნა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ შეიძლება მართლა რაღაცით აშინებდა დათა მარიამს და აიძულებდა მის გვერდით დარჩენას. ამას აუცილებლად გაარკვევდა. ისე თავისთვის და კაცის შვილს არ ეცოდინებოდა ეს ამბავი. თუ მართალი აღმოჩნდებოდა და აქ სიყვარული არაფერ შუაში იყო საკუთარი ხელით გამოსჭრიდა ნაბიჭვარ არაბულს ყელს და სანაგვეზე ღორების საჯიჯგნად მოისროდა. მანამდე კი ცხელი შხაპი უნდა მიეღო, ცოტა დამშვიდებულიყო და შემდეგ თორღვა არაბულს შეხვედროდა. მასთან გაერკვია დათაზე ისეთი რამ, რაზეც ჯერ-ჯერობით წარმოდგენა არ ჰქონდა. იმედოვნებდა, რომ თორღვა ახლაც გვერდში დაუდგებოდა და მიუხედავად მისი დათასადმი ამაგისა, საკუთარი შვილის გამო მაინც წავიდოდა თავისი აღზრდილი ძმიშვილის წინააღმდეგ. ღრმად ამოიოხრა ქარდავამ და აბაზანის კარი უხამუროდ მიიხურა.

-ღმერთოო წარმოგიდგენიაა? მომენატრა ეს სახლი- ზურგჩანთა სავარძელზე მიაგდო მარიამმა და დივანზე თითქმის დაეხეთქა. შემდეგ გაბრწყინებული მზერა მოავლო ნაცნობ სასტუმრო ოთახს და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. აქ გატარებულმა ერთმა კვირამ იმ ბედნიერების ზღვრამდე მიიყვანა, ახლა რომ იყო.
-შემიძლია ყავა შემოგთავაზო, ძვირფასო- საყვარლად გაიკრიჭა არაბული და სამზარეულოსკენ გაემართა. მარიამიც უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და ლამის სირბილით გაჰყვა. მაგიდასთან მაღალ სკამზე დამჯდარმა ყავის აპარატთან, მისგან ზურგშექცევით მდგარ მამაკაცს ღიმილით დააკვირდა და ის არასასიამოვნო ფაქტი ახლა ბედნიერმა გაიხსენა არაბულის გაქნეულმა ხელმა ტუჩი რომ გაუხეთქა. კარადის კარზე ისევ ეტყობოდა ჩარჭობილი მაკრატლის კვალი.
-ამას მამაშენი გამოცვლის- მის მზერა დაიჭირა არაბულმა და თითით კარზე ანიშნა.-როცა შენი გათხოვების ფაქტს შეეგუება და სიძედ მაღიარებს.
-ალბათ, რომ არ გევაჟკაცა შენს სიმპათიურ სახეს დავამახინჯებდი- სახე დაებრიცა ქარდავას და გამოწვდილი ფინჯანი ჩამოართვა.
-შენ გეყოლებოდა შრამიანი ქმარი, მე კი არა...
-რა იდიოტი ხარ- გაეცინა ქალს და მაგიდაზე გადმოხრილ დათას მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.-უუმ ,ჩემი გემრიელი ქმარი.
-უყურე შენ...- წარბი აზიდა დათამ და ქვედა ტუჩზე მიეფერა.
-ჩემი ნივთების წამოსაღებად მომიწევს მისვლა- წარბები შეკრა ქარდავამ.
-არაფერი არ გინდა, მარიამ, საერთოდ არაფერი არ გინდა, პატარავ. ხვალ წავიდეთ და ყველაფერი ვიყიდოთ...
-დათა...
-დამიჯერე, პატარავს... უბრალოდ, ხვალ წავიდეთ და ყველაფერი შევიძინოთ.- ყავა მოსვა არაბულმა.
-ალბათ სამსახურშიც მომიწევს სიარული.- ცალი თვალი მოჭუტა ქალმა და პასუხის მოლოდინში დაიძაბა.
-რა სასაცილო ხარ, იციი? - სიცილი აუტყდა არაბულს და წამში გაჩნდა ქალთან. თავისკენ შემოატრიალა და მის ფეხებს შორის მოქცეული მთელი ტანით მიაწვა და მაგიდის კიდეზე მიაყრდნო ზურგით.- ვგავარ იმ ღრუზინ ქმარს დიდი ლოზუნგებით რომ გავილაშქრო შენს წინააღმდეგ? ქალი ვიცი მე კუხნაში, ლოგინში და ნასკების გახდით დაკავებული!- ახარხარდა დათა.- ჩემს ცოლს ეცმევა კოჭებამდე კაბა, კისრამდე შეკრული ზედა და იჯდება სახლში, შემიწვამს და მომიხარშავს საჭმელებს, ჩაუჯდება სერიალებს და გამიზრდის ბავშვებს... ამის დედაც...
-რა იდიოტი ხარ...-ახარხარებულს აჰყვა მარიამიც.
-დაბრუნდი სამსახურში, არანაირი პრობლემა არ მაქვს, პატარავ... არც მე ვაპირებ სახლში ჯდომას ფეხბურთის მატჩის საყირებლად ლუდით და ჩიფსებით ხელში და ვაბშე, არ მევასება ეგ სპორტი... ოცდაორი გიჟი დასდევს ერთ ბურთს... უბრალოდ იქნები ფრთხილად. რეზისგან თავს შორს დაიჭერ, რადგან არ მინდა მისი მკვლელობისთვის ციხეში ჩამსვან და სულ რაღაც ახალ მოყვანილი ცოლი, რომლითაც ჯერ არცკი დავმტკბარვარ ბოლომდე, დამრჩეს ხახამშრალი.
-მოგკლავ... მორჩი ცანცარს.-ხელზე თითები მსუბუქად წაუჭირა სიცილით მარიამმა...
-ამ... ხო რას ვამბობდიი, სრული კარტბლანში გაქვს ჩემგან... ოღონდ ამ სახლის მონგრევა და სხვენზე დაშენება არ მომთხოვო და დანარჩენი ,მიხმარე როგორც გინდა....
-ამ სახლში ყველაფერი მომწონს- ოთახი მოათვალიერა მარიამმა.
-სახლის მეპატრონეც ხო?
-ვგიჟდებიი...
-კარგი გოგოო... დაჯექი ხუთიანი.- ცხვირზე კბილებით წაეტანა დათა და უცებვე მოშორდა.-რა გიხარია მარკეტში ვართ ჩასასვლელი, სახლში პურის პატარა ნატეხიც არ გდია, თაგვებს მაინც რომ გახარებოდათ... ნუუ.. თუ მხოლოდ მე გეყოფი და სხვა საკვები არ გინდა.
-მორჩი ცანცარს-მხარზე მიარტყა ხელი მარიამმა და ყავის ფინჯანს დასწვდა ისევ.- ჩავიდეთ და ვიყიდოთ რამე.
-კარგი, გამოვიცვლი და ჩავიდეთ.- აზუზუნებულ ტელეფონს დახედა არაბულმა და შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინების დანახვაზე სწრაფად დატოვა ოთახი. დაძაბული ყბებით ჰაერი ღრმად შეისუნთქა და სმსის ფანჯარა გახსნა. ნაცნობი ნომრის დანახვაზე კი ერთიანად აუდუღდა ვენებში სისხლი. ტვინისკენ დაიძრა და სიბრაზისგან გაბერილმა თავი ძლივს შეიკავა ხმამაღლა, რომ არ ეღრიალა.
-შენი დედაც მოვ*ტყან! -ზიზღით გამოსცრა და ხუთი სიტყვისგან შემდგარი წინადადება გადაიკითხა:
" უნდა შევხვდეთ, გადაუდებელი საქმე მაქვს!"

აუ არ ვიცი რა წერია თავი მისკდება და იმედია აზრი ნორმალურადაა გადმოცემული..თუ არა და მაპატიეთ ამ ერთხელაც :(((((скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

ღმერთო რეზის სილაჩრეს საზღვარი არ აქვს, იმედია ბოლოს არ გამოაჩენს ბრჭყალებს, აუ დათა მარიამთან როგორი არასერიოზულიააა რა მაგიჟებს ყველაფერი უხდება ამ კაცს, უზომოდ შეყვარებილი მე ვარ მგონი მბოდებს კიდევაც, ის მუშტი კი ეკუთვნოდა ბოლოს და ბოლოს ქალიშვილი აწაპნა. აუ ფეფო დათა მინდა მეეეე რას მერჩოდი კი ვიყავი ბარათელზე შეყვარებული ახლა ორივეს ვეტირებიიი. რაც არ უნდა ისეთ სიტუაციაში დაწერო მაინც მაგარიააა, მარტო წერე წერე და წერე.

 


№2  offline წევრი kora

ჩვეუებრივი გიჟი ხარ და მეც გამაგიჟე! <3
ისედაც ქანცგაწყვეტილი ძლივს ბალიშზე თავს დადებ და ესეთ დროს რომ მაინც გაგეღვიძება ვარ ახლა მე ნორმაური?! :დდდ
რევაზიკოს და მაგ სანდრიკოსაც მარტო მე თუ ვერა დამხმარედ თორღვაც მეყოფა ისე მოვუვლით მაგათ! მუქარები მაგათ ერთმანეთს უთვალონ!
ვგიჟდები მარიამის ერთდროულ მესაკუთრეობა-ეჭვიანობაზ:)
დათას იმედი მაქვს და მჯერა მარიამს გულს არ ატკენს<3
ბოლოში თორღვაა ხომ?? :დდდდდ
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი Marryam

საყვარელო, როდესაც არ შეგიძლია და არ ხარ ხასიათზე უბრალოდ არ დაწერო...მართლა წითელი ცირკულარით კი არ დაგიწყებთ ძებნას?;დ ღიმილით ჩავიკითხე...მაგრამ..ცოტა დაეტყო უხასიათობა არა მარტო ამ თავს..წინასაც. უბრალოდ როდესაც დაგეწერინება მაშინ დაწერე ...ასე ჯობია შენთვისაც და ჩვენთვისაც ♡

 


№4  offline წევრი მარიკუნაა♥️

დათა არაბულს ცოლად რომ გავყვე, შეიძლება?
:)))))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline მოდერი ფ ე ფ ო

მარიკუნაა♥️
დათა არაბულს ცოლად რომ გავყვე, შეიძლება?
:)))))))

ოჯახს ხომ არ დავუნგრევთ :დ

Marryam
საყვარელო, როდესაც არ შეგიძლია და არ ხარ ხასიათზე უბრალოდ არ დაწერო...მართლა წითელი ცირკულარით კი არ დაგიწყებთ ძებნას?;დ ღიმილით ჩავიკითხე...მაგრამ..ცოტა დაეტყო უხასიათობა არა მარტო ამ თავს..წინასაც. უბრალოდ როდესაც დაგეწერინება მაშინ დაწერე ...ასე ჯობია შენთვისაც და ჩვენთვისაც ♡

ხოო რაღაც მშრალი თავი იყო...მეც რომ ვგრძნობ და დამაკლდა ის ემოცია რაც მინდოდა რომ ყოფილიყო მაგიტომ ვწუწუნებ :(

kora
ჩვეუებრივი გიჟი ხარ და მეც გამაგიჟე! <3
ისედაც ქანცგაწყვეტილი ძლივს ბალიშზე თავს დადებ და ესეთ დროს რომ მაინც გაგეღვიძება ვარ ახლა მე ნორმაური?! :დდდ
რევაზიკოს და მაგ სანდრიკოსაც მარტო მე თუ ვერა დამხმარედ თორღვაც მეყოფა ისე მოვუვლით მაგათ! მუქარები მაგათ ერთმანეთს უთვალონ!
ვგიჟდები მარიამის ერთდროულ მესაკუთრეობა-ეჭვიანობაზ:)
დათას იმედი მაქვს და მჯერა მარიამს გულს არ ატკენს<3
ბოლოში თორღვაა ხომ?? :დდდდდ

გავიგებთ ახალ თავში...ვნახოთ აბა ვინ იქნება. მიხარია ესე ეომ გიფრთხობ ძილის ანგელოზებს ჩემი ისტორიებით :დ ( ბოროტი მე)

დარინა
ღმერთო რეზის სილაჩრეს საზღვარი არ აქვს, იმედია ბოლოს არ გამოაჩენს ბრჭყალებს, აუ დათა მარიამთან როგორი არასერიოზულიააა რა მაგიჟებს ყველაფერი უხდება ამ კაცს, უზომოდ შეყვარებილი მე ვარ მგონი მბოდებს კიდევაც, ის მუშტი კი ეკუთვნოდა ბოლოს და ბოლოს ქალიშვილი აწაპნა. აუ ფეფო დათა მინდა მეეეე რას მერჩოდი კი ვიყავი ბარათელზე შეყვარებული ახლა ორივეს ვეტირებიიი. რაც არ უნდა ისეთ სიტუაციაში დაწერო მაინც მაგარიააა, მარტო წერე წერე და წერე.

ხო გითხარი დათა უკვე გასხვისდათქოო :( აუქციონი იყო გამოცხადებული და სად იყავი მანამდეე?! :დ დაიტაცეს

 


№6  offline წევრი qetulaa

Ai vkitxulob, vkitxulob da and geficebi tavi mzafrsiujetiani filmis gadagebebze mgoniaa, zalian magaria fefoo

 


№7  offline მოდერი ფ ე ფ ო

qetulaa
Ai vkitxulob, vkitxulob da and geficebi tavi mzafrsiujetiani filmis gadagebebze mgoniaa, zalian magaria fefoo

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო :*

 


№8  offline წევრი Marryam

Marryam
საყვარელო, როდესაც არ შეგიძლია და არ ხარ ხასიათზე უბრალოდ არ დაწერო...მართლა წითელი ცირკულარით კი არ დაგიწყებთ ძებნას?;დ ღიმილით ჩავიკითხე...მაგრამ..ცოტა დაეტყო უხასიათობა არა მარტო ამ თავს..წინასაც. უბრალოდ როდესაც დაგეწერინება მაშინ დაწერე ...ასე ჯობია შენთვისაც და ჩვენთვისაც ♡

ხოო რაღაც მშრალი თავი იყო...მეც რომ ვგრძნობ და დამაკლდა ის ემოცია რაც მინდოდა რომ ყოფილიყო მაგიტომ ვწუწუნებ :(

არაუშავს, მთავარია ვიცით რომ გამოასწორებ blush

 


№9  offline წევრი tekle22

აუუუ ფეფოო რატომღაც არ ვკითხულობდი შენს ერთ-ერთ ისტორიას "მეტამფსიქოზი"სათაურის გამო მეგონა არ მომეწონებოდა მაგრამ აი სად შევცდი "წიგნი ყდის მოხედვიტ არ უნდა შეაფასოო"ზუსტად ამაზეა ნათქვამი მაგრამ მეტი საინტერესო რომ ვერ ვიპოვე მაინც ჩავუჯექი აი ჩვეულებრივად გავაფრინე ეს იყო სასწაული ჯერ რომ არ დაგიწერია ისეთი სასწრაფოდ რომ გაქვს საქმე გასაკეთებელი და რომ დაიკიდებ ვერ წყდები და კითხულობ მშიერი რომ რჩები მაგრამ ეგეც არაფერი მოკლედ აი ასე შეიძინე ჩემი სახით ერთ გაგიჯებული და მოდარაჯე თაყვანისმცემელი შენი ისტორიების

 


№10  offline წევრი tamuna.s

იმ მესიჯმა ამაფორიაქა, ნეტა ვინ მისწერა. ან თორღვა იქნება ან სოფო. აუ სოფო რო იყოს და ორსულად ვარო რომ დაუხეთქოს, რანდენს ვიცინებ. მაგრამ არამგონია ასე გაიმეტო ჩვენი ახალდაქირწინებულები.:დდ ისე სოფოს რეაქცა კი მაუნტერესებს, დათას ცოლის მოყვანის ამბავს რომ გაიგებს, ფეფო არ გამომაპარო ეგ ამბავი:დდდ

 


№11 მოდერი abezara98

დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთად და არ ვიცი რა გითხრა! უბრალოდ, სიტყვებიც კი არ მყოფნის! იმდენი ემოციაა ერთად, რომ მალე, ალბათ, ტვინი ამიფეთქდება sweat_smile ისეთი საყვარლები არიან ერთად დათა და მარიამი, უბრალოდ ვგიჟდები უკვე მათ წყვილზე! ჩემი სიყვარულები არიან heart_eyes კი მაქვს აზრი, ვინ მისწერა ის დაწყევლილი ესემესი და ნეტავ, არ აღმოჩნდებოდეს სიმართლე ის, რასაც მე ვფიქრობ და მეტი კი არაფერი მინდა sweat_smile ისეთი საყვარლები არიან ჩემი მარიამი და დათა, რომ მათი წყვილის გახსენებისას ტუჩები თავისით მიდიან ყურებისკენ და სულელივით გაბადრული დავდივარ smile
მოკლედ, გელოდები და წარმატებები kissing_heart kissing_heart

 


№12  offline წევრი Takk22

უძალიანესად მიყვარს მე ეს ორი და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს როდის დადებ???

 


№13  offline წევრი Shpliyvi

ვერ მოვითმინე და მარტო იმიტომ რომ შენს ნაწერებზე კომენტარი გამეკეთებინა დავრეგისტრირდი (სამწუხაროდ სტუმრის სტატუსით აღარ მატოვებინებდა კომენტარს)... ნიკოლოზი+ლიზა/ნიკოლოზი+ნინიას თემებს ისეთი კომენტარები ჰქონდა რატომღაც გადავწყვიტე აღარ დამეტოვებინა ხოლმე საერთოდ არანაირი კომენტარი და უბრალოდ წამეკითხა და ეს აღფრთოვანება შენი შესაძლებლობების და ნიჭის იქამდე გამოხატულით დავკმაყოფილევულიყავი, მაგრამ რა მიქენი დათა+ მარიამით! თავიდან გადამრიე ქალი))))))
აი პროსტა შენ რომ არ გამოაქვეყნო ბეჭდვით სივრცეში რამე თუნდაც პატარა love story ცოდვას დაიდებ ჩემსას და იმათსასაც ვინებიც ვერ წაიკითხავენ ამ საიტზე!
ხო ეხლა რაც შეეხება დათას და მარიამ ნუ აღარ მაქვს სიტყვები მათდამი ჩემი სიმპათიის გამოსახატავად ამიტომ პირდაპირ გადავალ თორღვა კი კაი ტიპი ჩანს მაგრამ მგონია რომ სადღაც დათას მაგრად ჩაუჯვავს თან იმ მომენტში როცა დათას ცოტა მეტი ნდობა და სიმპათია გაუჩნდება და იფიქრებს მართლა შვილივით ვუყვარვარო... თორღვას ორი სახე რაც აქამდე გამოჩნდა მაფიქრებინებს ამას... თუმცა მე შენს ამბის განვითარებას ვერ ვიცნობ ხოლმე რომ ვფიქრობ ესე იქნებათქო ვაფშე სასწაულად ანვითარებ მოვლენებს და ამიტო ველი ძაააალიან დიდი მოლოდინით!
ხო კიდე შენ ვერც ხვდები მაგრამ შენი ნამდვილად არც თუ პატარა თავები როგორ არ მყოფნის ვიცი თან წერ, პლუს მუზა, პლუს რეალური ცხოვრება და პასუხისმგებლობები რაც გაქვს... არ მინდა ვთქვა არ მყოფნისთქო, უმადურობაში არ ჩამეთვალოს..მართლა დიდი მადლობა: 1ასე კარგი რომ ხარ..(ასე ვირტუალურად ვგრძნობ შენს დადებით პიროვნებას), 2 ასეთი ნიჭი რომ გაქვს და არ უკუაგდე ან არ გაფლანგე უაზროდ და საბოლოოდ მართლა იმედი მაქვს წიგნსაც ვნახავ შენსას და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.. 3 სულ რომ ცდილობ არ დააგვიანო, ხშირად დადო ხოლმე და გახსოვს შენი მკითხველი..
იმხელა კომენტარი გამომივიდა მგონი ჯობია არ დავაგროვო და ხშირად დაგიწერო ხოლმე))))
მოკლედ ველოდები სულმოუთქმელად! ვიცი რაღაც მაგარს ამზადებ! ეს მესიჯი მაფიქრებს დათას ესეთი რეაქცია არ ექნებოდა თორღვას ან იმ ჩმორს რომ მიეწერა და ამიტო სოფოზე ვფიქრობ და იმედია მართლა ორსულად არაა და შერიგებისთვის წერას ისე უბრალოდ...
ხოო მართლა სანდრო დამავიწყდა ეგეც კაი ჩათლახი კაცია და მიხვდება თორღვას თემებს მარიამის გატაცებაში და ძააან ველოდები რომ აჩვენოს რისი აქვს... ის ჩმორი კიდე ეგრე ჩმორად დარჩება ალბათ))თუ კიდე გამოჩნდება მარიამიც მოუგვარებს მაგას დათაც არ დასჭირდება)))) იმედია მარიამის დედა ჩაერთვება და მამა-შვილს მოუგვარებს თორე ცოდოა მარიამი თორე სანდროც კაი ჩათლახია((
მოკლედ ველოდები..გეტრფი შორიდან )))) და მართლა მადლობა ძალიან მახარებს შენი ნაშრომები...
P.S. ცოტა თვითმარქვიასაც მიაქციე რა ყურადღება=) მოულბე გული ფსევდო-მამას და აუხილე თვალები ფსევდო-შვილს...)))

 


№14  offline წევრი tamuna.s

როდის დადებ?

 


№15  offline წევრი ნინილენდი

ფეფო როგორ გელოდები,რომ იცოდე :(

 


№16  offline მოდერი ფ ე ფ ო

ხვალ დავდებ აუცილებლად ცოტაც მაპატიეთ.არ ვარ სახლში...იქ კი სადაც ვარ არ მაქვს ფუფუნება და ვერ ვწერ :(

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.