შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდასახვა (სრულად)


27-11-2018, 10:33
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 1 619

გარდასახვა (სრულად)

თებერვლის ღამეა. ქარი გულის შემაღონებლად დათარეშობს კედლებს მიღმა, აშკარად პრემიერა აქვს, მთელი გრძნობით ახეთქებს არემარეს ახალ, გრძნობა აშლილ მელოდიას. ხეები ბანს აძლევს და რაც უფრო მეტად შედის ქარი აზარტში სამყაროც მით მეტად იხრის ქედს მის წინაშე. ოთახში დედა შემოდის.
- რატომ არ გძინავს? ამბობს ის და საბანს მისწორებს.
- მუსიკას ვუსმენ.
- რა მუსიკას?
- ქარის მუსიკას დედა. - იღიმის. - ამაღამ ჩემთან დარჩები?
- არა წასასვლელი ვარ. - ისმის მისი სევდიანი ხმა.
- ისევ?
- ხო. - შუბლზე მკოცნის, ერთხელ კიდევ მისწორებს საბანს. მისი ცრემლი ჩემ სახეს ეხება მაგრამ არ ვიმჩნევ. მერე ოთახიდან გადის.
წარმოსახვითი სამყარო იმ იდეალური ქმედებებით არის გაჯერებული რაც ადამიანებს ასე გვაკლია. მაგრამ უნდა შეგეძლოს არ დაიკარგო შენსავე შექმნილ სამყაროში. სულის გამუდმებული კიჟინა და სიყვარულის ფარული წამები, გულის გაშავთეთრებული ნაოჭები.... არ გაძღა უნიჭო ცხოვრება წამებით.
მეხუთე კლასში ვიყავი როდესაც ქართულის მასწავლებელმა კუთხეში იმის გამო დამაყენა, რომ თავისუფალი თემა, რომელიც დავწერე იმას ეძღვნებოდა, რომ დედას ზურგზე ორი უზარმაზარი თეთრი ფრთა ქონდა. თემის წაკითხვის შემდეგ დაფასთან გამიყვანა და მეუბნება.
- ფრთა არა?
- დიახ.
- კუთხეში დადექი.
- რისთვის? - სახაზავს მაგიდას არტყამს, თვალები რომელშიც თითქოს სატანა ჩასახლებოდა სახეში შემაფეთა და მეც შიშისგან აცახცახებული კუთხეში ვდგები.
დედას მართლაც ქონდა მხრებს შორის ორი უზარმაზარი თეთრი ფრთა.
კედელზე ჩამოკიდებული საათიდან გუგული შუაღამის დადგომას მამცნობს, მისი მოსვლის დროა, ვდგები და სიცივის მიუხედავად ფანჯარას ბოლომდე ვაღებ, დიდი დრო არ გასულა და ისიც გამოჩნა. ზედ ფანჯრის რაფასთან შედგა და ისე შემომხედა.
- დღეს როგორ ხარ? ორი წუთით შემოგირბინე. ბევრი საქმე მაქვს. ძია ელისბარი გამალებით ებრძვის სიცოცხლეს მის გვერდით უნდა ვიყო. სწრაფად მომახალა ეს სიტყვები და ჩვეული ღიმილი შემომაგება.
- არ შემოხვალ?
-ხომ იცი რომ არ შემიძლია.
- რატომ?
- აკრძალული მაქვს.
- ვინ აგიკრძალა? - მისი თითები ჩემ სახეს ეხება. სიცივის მიუხედავად ხელები თბილი აქვს. თვალის კუთხეში ცრემლი იწყებს გორაობას.
- არ იტირო. - ამბობს ის. - ხვალ ისევ მოვალ. - მერე უზარმაზარ თოვლივით თეთრ ფრთებს შლის და წყვდიადში უჩინარდება... ვინატრე რომ ძია ელისბარი ვყოფილიყავი.
უსახური ამინდები ყელში ამოვიდა. მოქუფრული ცა და საწვიმრად გამზადებული გაბერილი ღრუბლები. მზეც თითქოს დანებდა და დიდი ხანია თვალით არავის უნახავს. ანგელოზებმა უარი თქვეს მომაკვდავ ადამიანებთან დიალოგზე და სამყაროს სადავე სატანებს გადაულოცეს. "შვებულებაში გავიდნენ" მათაც ხომ ჭირდეფათ დასვენება და სუფთა ჰაერი... ადამიანებმაც "ავიწყვიტეთ" მორალი დავივიწყეთ, სული მივაფუჩეჩეთ და პრაგმატული, ხორციელი ყოფით დავკავდით. ახლა სად ხარ შენი უზარმაზარი ფრთებით, ვეკითხები ფანჯრის რაფაზე შემომდგარი, სივრცეში დაკარგულ დედას. დამენახე. ისიც შვებულებაში გავიდა...
ქალაქი გაივსო ტრანსპორტით. ჰაერი დაბინძურდა. უკვე შეუძლებელია იპოვო მწვანე "კონცხი" მეც ამაოდ დავეძებ სამსახურიდან გამოსული მყუდრო, სიმწვანეში ჩაფლულ მდელოს. ხრეშიან გზებზე სიარულით ისედაც გაფუჭებულ ფეხსაცმელს საბოლოოდ გაუვარდა ძირი. გზის პირას მდებარე მტვრით გაბუღულ ბარში შევდივარ. ბოლო მაგიდასთან ფეხმორთხით ვიკუჭები და ბარმენს ყავას ვუკვეთავ, მერე იმაზე დავიწყე ფიქრი. მომწონს თუ არა ჩემი სამსახური... არც ისე დიდი დროა გასული, რაც დედამიწას სხვა უამრავ მოხეტიალესთან ერთად ჩემი ნაბიჯებითაც ვამძიმებ. მეც სხვებივით ვაფათურებ მის ძარღვებში ხელებს და ხშირ შემთხვევეში გულსაც კი ვუწურავ საკუთარი ბედით უკმაყოფილო. დღეს ოცდაერთი წელი შესრულდა რაც დედაჩემი შვებულებაში გავიდა...
- გამარჯობა. - ყავის ჭიქაში მონარნარე სითხეში გადაკარგული მზერა მოსაუბრისკენ მივმართე, ვგრძნობ როგორ მითამაშებს მარცხენა თვალი, ხელებს კი ისე ვუჭერ ფინჯანს ლამის შემომესხვრას. - არ მომესალმები?
- აქ საიდან გაჩნდი?
- ასე უნდა შემხვდე? - მეუბნება სახეცვლილი დედაჩემი.
- რა გაცვია? ფრთები რა უყავი? - ვეკითხები მისი ნახვით ჯერ კიდევ შოკირებული.
-არ მოგწონს?
- არა. - ვპასუხობ და ყავის სმას მხოლოდ ნერვიულობის დაფარვის მიზნით განვაგრძობ.
- როგორ ხარ? მომიყევი შენი ამბები. - ამბობს ის და გემრიელად კალათდება ჩემ წინ.
- მოსაყოლი არაფერია.
- მიბრაზდები?
- არა რატომ? შენ ხომ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები გქონდა ვიდრე ჩემთან სიახლოვე. როგორ ჩაიარა ამ წლებმა? გააცილე ძია ელისბარი და მისნაირები უკანასკნელ გზაზე?
- ნუ ბრაზობ. - ის ჩემ ხელს ეხება. ცივია. ძალიან ცივი.
- რისთვის მოხვედი?
- დამითხოვეს. - ისე ხმამაღლა გადავიხრხარე მთელი ბარი მე მომაშტერტდა. თავის დაკვრით ბოდიში მოვიხადე. - ახლა რას აპირებ? უგზო უკვლოდ უნდა იხეტიალო?
- არა, უკვე ვიშოვე ახალი სამსახური.
- გილოცავ. რა სამსახური? - ის წელში იმართება ზურგს უკან კი ორი უზარმაზარი ფრთა იშლება, ამჯერად შავი. - ეს რას ნიშნავს? - ვეკითხები მისი ფრთებით ცოტა არ იყოს შეშინებული.
-შენთვის საინტერესოს არაფერს.
- როგორც გინდა. - ვდგები და გარეთ გამოვდივარ. ოდაერთი წელი... ოცდაერთი წელი არ მენახა და ვერაფერი ვიგრძენი... მიწისქვეშა გადასასვლელამდე ფეხით ჩასვლა დამეზარა და გზაზე გადარბენა გადავწყვიტე. ათიოდე ნაბიჯი გადავდგი, მერე მანქანის მუხრუჭის ხმა გავიგონე, მერე არაფერი არ მახსოვს. როცა გონს მოვედი ჩემი სხეული მკლავებში მოექცია მომღიმარ დედას, შავი ფრთები ლამაზად გაეშალა ზურგს უკან, მღეროდა. ყრუდ მაგრამ მღეროდა. თვალებს ცრემლი უსველებდა ხმაში კი ბზარი უფრო და უფრო ეტყობოდა.
- არ მინდოდა. ამბობს ის.
- რა არ გინდოდა? - მხრებზე საშინელ ქავილს ვგრძნობ, რომელიც ნელ-ნელა ტკივილში გადამდის. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემ სხეულზე გავარვარებული ქვები გორავენ. ხელს დედაჩემის მაჯას მაგრად ვუჭერ და ვღრიალებ. ის კი სიმღერას მანამ აგრძელებს სანამ მე მხრებზე ორი უზარმაზარი ფრთა არ ამომდის. მერე ტკივილიც სადღაც ქრება. ის იღიმის. - მოვკვდი? - ძლივს ახერხებს მაგრამ წელში მაინც იმართება, მობერებული მეჩვენა.
- ამ გზას დაადექი. - ამბობს და თვითონ საპირისპირო მხარეს მიდის.
- ჩემთან ერთად არ წამოხვალ?
- მე და შენ სხვა და სხვა გზას ვადგავართ. - შავ ფრთებს მედიდურად შლის. მერე მტვერში უჩინარდება. სადღაც შორს, ჩემს უსულო სხეულს ვხედავ, რომელსაც გარს უამრავი ადამიანი არტყავს. მერე ყოველივე რეალური ეტაპობრივად ქრება მხვედველობის არედან, საბოლოოდ კი ვერაფერს ვხედავ თეთრი შუქისა და მხრებზე ამოზრდილი ორი უშველებელი თეთრი ფრთის გარდა...
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საოცრება იყო, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მართლაც არ შევმცდარვარ შენში. ყოჩაღ❤❤❤❤

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

Chikochiko
საოცრება იყო, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მართლაც არ შევმცდარვარ შენში. ყოჩაღ❤❤❤❤



როგორ მიხარია რომ აქ ხარ <3
მადლობ შენ ამისთვის

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

ვახ ... მომეწონა. მიუხედავად იმისა,რომ ბოლომდე ვერ ჩავწვდი ან ჩემებურად ჩავწვდი. კარგია,რაღაცნაირად კარგი♥️

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

Alice76
ვახ ... მომეწონა. მიუხედავად იმისა,რომ ბოლომდე ვერ ჩავწვდი ან ჩემებურად ჩავწვდი. კარგია,რაღაცნაირად კარგი♥️



მადლობა
იდეაც ეს არის, ბოლომდე არ არის სათქემლი ნათქვამი, ასე ვთქვათ კარტები მკითხველმა უნდა გახსნას <3

 


№5  offline მოდერი ჰაიკო

ძალიან კარგია! ყოჩაღ!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

ჰაიკო
ძალიან კარგია! ყოჩაღ!


უღრმესი მადლობა ❤

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.