შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (22, ნაწილიII) [+18]


27-11-2018, 17:20
ავტორი Moonlight17
ნანახია 1 543

მთვარის წითელი სონატა (22, ნაწილიII) [+18]

22. არეული ურთიერთობა. (ნაწილი II)
-დამშვიდდი, ჩშშ.. ყველაფერი კარგად იქნება.. - ჩემს დამშვიდებას ცდილობდა დედაჩემი და თმაზე ხელს ნაზად მისვამდა. პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი და არვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი.
ოთახში შემიყვანა და საწოლზე ჩამომაჯინა. ვგრძნობდი ტირილისგან თვალები როგორ მისივდებოდა.
- ყინულს მოვიტან- მითხრა აფორიაქებულმა და სამზარეულოში გავარდა. კარის ზარის ხმა გავიგე. შემდეგ ნაცნობი ხმაც. ავფორიაქდი. სარკეში ჩავიხედე, დაფარვას ვერაფრით მოვასწრებდი. ახლა არ მინდოდა ანდრეას ვენახე. საწოლზე წამოვწექი და კედლის მხარეს გადავბრუნდი. პატარა ბავშვივით მოვიკუნტე. მინდოდა მიწა გამხეთქვოდა და შიგნით ჩავეტანე.
ნაბიჯების ხმა ნელნელა იზრდებოდა.
- მარიამ!
ჩემი საყვარელი ხმა გავიგე, თუმცა არ გავნძრეულვარ. თვალებს მთელი ძალით ვაჭერდი რომ ცრემლები შემეკავებინა.
მხარზე ხელი შემახო და ჩემს გადმობრუნებას ეცადა მაგრამ მოვიშორე
- გთხოვ წადი
საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. იმის მაგივრად რომ შებრუნებულიყო და დავეტოვებინე ორივე ხელი მომკიდა და უხეშად გადმომატრიალა ზურგზე. თვალებში შევხედე თუარა ცრემლები წამსკდა და სახეზე ხელები ავიფარე.
ხმას არ იღებდა. თავი წამომაწევინა და მიმიხუტა.
დედაჩემი ყინულით დაბრუნდა და ანდრეას მიაწოდა, ანდრეამ კი ლოყაზე მომადო.
სიცივე მესიამოვნა.
- უნდა თქვა რა მოხდა მარიამ!
თავი დავუქნიე ანერვიუკებულ დედაჩემს და ხმა ამოვიღე.
- სკოლაში ვიჩხუბე...- ვიცოდი ნათია დაიჯერებდა. მეათე კლასსში მქონდა მსგავსი შემთხვევა.მის მერე მეძახის ჯაჭვლიანი თხას. წამში გამახსენდა დირექტორის კაბინეტში დაბარებული დედაჩემის გავრაზებული სახე მაგრამ რა წამსვე ეს ვუთხარი სახე მოულბა.
-დამშვიდდი კარგი?
- ხო...- თბილი ხმით ვუთხარი დედაჩემს, მანაც თავი დამიქნია და კარები გაიხურა. ანდრეას თვალებში შევხედე
- ვინ დაგარტყა?
- დედაჩემს რა ვუთხარი ხომ გაიგე...
- მე ტყუილების არ მჯერა მარიამ!
- არც მე ანდრეა.- მშვიდად ვუთხარი
- ახლა ამ სიტუაციაში ბრალს მდებ თუ მეჩვენება?!
მხრები ავიჩეჩე და იდნავ მოვშორდი.
-მაგაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ! ახლა მითხარი ვინ იყო!
- არვიცი 25წლამდე იქნებოდა... ტანით დიდი. არვიცნობ გეფიცები!
ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა.
- ჯანდაბა! რამე დაგიშავა? შეგეხო?
ფეხზე წამოხტა და ყვირილი დაიწყო.
- გთხოვ ხმას დაუწიე..- დედაჩემზე ვანიშნე- არრა.. არაფერი დაუშავებია, მხოლოდ მაკოცა..-ლამის გაუპატიურების მთელ მცდელობას ვერ მოვუყვებოდი.
- გაკოცა?!
-მოვიშორე და შემდეგ... შემდეგ დამარტყა.
- ჯანდაბა! დარწმუნებული ხარ რომ არ იცნობ?
- შენ გახსენა...- ხმადაბლა ამოვილუღლუღე. ადგილზე გაშეშდა. თვალებში ჩამაშტერდა. სწრაფად მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
- საქმემაქვს და მოვალ კარგი?
- არა, ახლა არ დამტოვო...- შევევედრე. თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. თავი დამიქნია, საწოლზე ჩამოჯდა და ჩამიხუტა.
ყინული ლოყიდან მოვიცილე და ახლასაფეთქელზე მივიდე.
- მაშინ გავიგე რასაც ამბობდი...- გავბედე და ვუთხარი. ხმა არ ამოუღია. არც განძრეულა.
- ვინ გცემა...- ხმადაბლა ვკითხე. ღრმადამოისუნთქა.
- თუ იცი, რაღატომ მეკითხები?- მკაცრი ხმა ჰქონდა.
- ფიქრობ.. ფიქრობ მეც მისიანმა დამარტყა?
- მაგაზე შენ არ იფიქრო.
წამოვიწიე და თვალებდი შევხედე, წარბები ავუწიე.
- არათქო!
- ანდრეა!
- რაგინდა? შენთან ვარ და ხელახლა რატომ იწყებ?
- რაც გააკეთე არ მიპატიებია!
ფეხზე წამოვდექი. ისიც ადგა და ჩვენს შორის მანძილი შეამცირა. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მაკოცა.
გაკვირვებულმა და შოკში ჩავარდნილმა უნებლიედ კოცნითვე ვუპასუხე.იმ ამაზრზენი არსების მერე ნამდვილი მალამო იყო ანდრეა ჩემთვის. ვაკოცე თუ არა, ტვინში მაშინვე ათასმა მოგონებამ ცუნამივით დამარტყა.თურმე რამდენად მომნატრებოდა ეს შეგრძნება. ერთიანად ავეკარი მის სხეულს, მან კი კიდევ უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები
წელზე. ჩემდა გაუცნობიერებლად ჩვენს შორის ვნება იმდენად გაღვივდა, რომ ორივს სხეულს ცეცხლის ალივით წაგვკიდებოდა და უმოწყალოდ გვწვავდა.
უნებურად უკმაყოფილებისგან ამოვიკვნესე, როცა კოცნა შეწყვიტა და თავი მომაშორა.
-ამის მერე კიდევ იტყვი რომ არ გიპატიებია?- უარყოფას აზრი არ ქონდა, სწორედ ვიქცეოდი თუ არა ანდრეასთვის უკვე ნაპატიები მქონდა. თავი დამორცხვილმა დავხარე და ჩამოვჯექი.
- მინდა საქმის კურსში ვიყო.
- რა?- ინდენად გაკვირვებული სახე მიიღო ლამის გამეცინა.
- ხო, ლაპარაკს ან რამეს თუ აპირებ მეც წამოვალ.სახლში ჯდომა და ლოდინი არ მინდა.
- ლაპარაკს არ ვაპირებ.
ჩაიცინა. თვალები ავატრიალე.
- ჯაჭვლიანს ვეტყვი და გამოგყვება.
- მარიამ არ გაჩერდები?
- მე თუ იმის გამო არ მიგყავარ რომ გოგოვარ სანდრო ბიჭია!
- დიდად გულზე არ ვეხატები.
ხმამაღლა ამოვისუნთქე.
- დაიძინე და დაისვენე. ხვალ მოვალ დავილაპარაკოთ.
- არაფერი ქნა!- გავაფრთხილე.
- დაწყნარდი ქალბატონო- გამიღიმა და ოთახი დატოვა.
თავგზა არეული ვიყავი. დედაჩემთან გავედი და წინ დავუჯექი.
- შენი შეშინება არ მინდოდა- დავამშვიდე
- მინდა მჯეროდეს რაც მითხარი.
- სიმართლეა დედა. ხო იცი უსამართლობას ვერ ვიტან. შეგიძლია ლილუს კითხო.
თავი ყოყმანით დამიქნია მოიწია და შუბლზე ნაზად მაკოცა. თმა გადამიწია და ნაკაწრები შემითვალიერა.
- ხვალ მუშაობ?- შეპარვით ვკითზე. თავი დამიქბია უსიტყვოდ.
ცოტახნით დედასთან ერთად ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი. არმინდოდა მისგან შორს წასვლა. ვიცოდი ნერვიულობდა ჩემზე.
როცა დასაძინებლად წავიდა, მეც საკუთარი ოთახისკენ დავიძარი და სანდრიკას გადავურეკე.
- რას შვრები სანდრო?
- მამაჩემი მოვიყვანეთ საავადმყოფოდან და ვართ რა. შენკენ?
- ხვალ გცალია?- ყოყმანით შევეკითხე
- რა ხმაგაქ?
- არა, ისეთი არაფერი სალაპარაკო მაქვს.
- საღამომდე მცალია, მოვალ დილასვე.
- ჯიგარიხარ.
სიცილით ვუთხარი და გავუთიშე. ახლა რა გამეკეთებინა? დაქალი მეკლდა. მაგრამ ლილუს მხიარულებას არაფრის დიდებით ჩავაშხამებდი.
საშინელი დღე მქონდა, რატომ მემართებოდა ყველაფერი უცნაური მე? თავი ისე რომ დამერტყა რომ მოვმკვდარიყავი დედაჩემს რა ეშველებოდა?!
საკუთარ თავს ვსაყვედურობდი და ვბრაზობდი. არმინდოდა უსარგებლო არარაობად ყოფნა.
***
- მარიამ სანდრო მოვიდა- ბუნდოვნად გავიგე ნათიას ხმა და თავი დაფეთებულმა წამოვწიე საწოლიდან. სანდრიკას ხმა უკვე მესმოდა. დედაჩემს ესაუბრებოდა, სარკეს გავხედე. იმაზე საშინლად გამოვიყურებოდი ვიდრე გუშინ. სილურჯე უფრო გამმუქებოდა.ფეხზე წამოდგომას და მოწესრიგებას ვაპირებდი რიდესაც ჯაჭვლიანი უკვე ლაპარაკით შემოვიდა ჩემს ოთახში.
- დედაშენმა უთხარი რომ მაგვიანდებოდ...- თვალი გამისწორა და სახე დაასერიოზულა- ამის დედამოვტ*ან.
გაშეშებული იდგა და მიყურებდა. ცალი ხელით თმა წინ გადმოვიყარე, რომ სილურჯეები დაეფარა.
- დილამშვიდობის- ვუთხარი ყოყმანით.
- რადაგემართა? არ მითხრა რომ ავალიანმა...
- რათქმაუნდა არა! - სიტყვა გავაწყვეტინე. მომიახლოვდა და იქვე ჩამოჯდა. თვალს არ მაშორებდა.
- ასე ნუ მაკვირდები...
- მოყევი.
- მოკლედ...
ყვრლაფერი მოვუყევი, ყველა დეტალი. პირღია შოკირებული მისმენდა და შუალედებში სიგარეტს უკიდებდა. ბოლო ღერი მასთან ერთად მოვწიე და მოყოლაც დავამთავრე.
- გავყვები ანდრეას.
ამოვიხვნეშე და თავი ხელებში ჩავრგე. ძალაუნებურად წამომივიდა ცრემლები.
- მარიამ...- თბილი ხმით მითხრა და ჩამეხუტა.
- ძალიან მიყვარს სანდრო..
ღრმად ამოისუნთქა და ნუგეასისმიზნით ზურგზე ხელი გადამისვა.
როდესაც დავწყნარდი მომშორდა და შორიდან დამაკვირდა.
- პატარა საქმეები მაქვს. მარტო დარჩენის ხომ არ გეშინია?
ჩამეცინა და თავი დავუქნიე უარის ნიშნად.
კარებამდე მივაცილე და პარანოიისგან თავის ასარიდებლად საკეტი ორჯერ გადავატრიალე.
ტელეფონი ამიწკრიალდა.
- გისმენ
- როგორხარ?- თბილი ხმით მკითხა ანდრეამ. გამეღიმა.
- რავი... შენ როგორ ხარ?
- უნდა დავილაპარაკოთ, მე და იოანე მოვიდეთ თუ შენ გამოხვალ, როგორ გირჩევნია?
- აქ მოდით. გვიანობამდე მარტო ვარ.
- კარგი დროებით.
- კარგი..- გათიშვა დავაპირე მაგრამ გამაჩერა.
- მარიამ- დაბნეული ხმა ჰქონდა.
-გისმენ
- მიყვარხარ.
მისი იოგებიდან წამოსული ეს სიტუვები იმდენად რბილი და დამათრობელი იყო რომ იქვე ჩამოვჯექი. მეორედ მითხრა. ეს გამოტყდომას გავდა. ჩემი პასუხი ჯერ არ მოუსმენია, ალბათ არც ელოდა ან არ აინტერესებდა. წინააღმდეგ დემთხვევაში ტელეფონს არ გამითიშავდა..
ახლა ვიცოდი რომ ნებისმიერ დროს შეიხლებოდა მოსულიყვნენ. დედაჩემის ოთახში შევედი და მცირე მაკიაჟის დასტა ავიღე. სარკეში ჩავიხედე და დალურჯებული ადგილები პუდრით დავიფარე. ბოლომდე მაინც არ ფარავდა, მაგრამ რეალობას ჯობდა. ამოვიხვნეშე და სამზარეულოში გავედი....

ანდრეა*:

- ჩემი ხელით დავახრჩობ!
ბრაზს ვეღარ ვაკავებდი და მიქაძეს ვუზიარებდი.
- მოვაგვარებთ, მთავარია გავიგოთ სადარის.
ყოველთვის მაგიჟებდა მისი სიწყნარე სერიოზული საქმეების მიმართ.
- ალბათ რომელიმე სოროში იმალება. ბარემ გოგოსავით გამოცვალოს ნომერი!
სიბრაზე სიცილში გადამივიდა. სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. როგორც ყოველთვის დამამშვიდა. თვალდახუჭული ვეწეოდი და მიქაძეს ვუსმენდი.
- ლიზას უნდა კითხო. ეცოდინება მისი "სამალავი"
თავი დავუქნიე. მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. გონივრული გეგმა მჭირდებოდა.
მაგას ვანახებ როგორ უნდა სხვისი ცხოვრების არევა!

მარიამი*:
დრო საშინლად ნელა გადიოდა. თავს ჩემდა გასაკვირად სუსტად არ ვგრძნობდი. პირიქით ხან რას მივადექი ხან რას. აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე. მერამდენე ღერი იყო უკვე სათვალავი ამერია. ზემოდანვე შევნიშნე ბიჭები როგორ უახლოვდებოდნენ ჩემს კარებს. სიგარეტი სწრაფად ჩავწვი. შემოსასვლელში გავედი და კარები გავაღე.
არვიცი რატომ, მაგრამ ანდრეას დანახვისას ვიგრძენი სახე როგორ გამიბრწყინდა. მისგან განსხვავებით. ზედმეტად უემოციო გამომეტყველება ჰქონდა. კარს გამოვეცალე რომ შემოსულიყვნენ. ვერც გავააზრე როგორ დაიხარა და რბილი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე. წარბი ამიწია. მივხვდი რატომაც, სიგარეტის სუნს მალევე იგრძნობდა.
იოანეს მთელი ძალით მოვეხვიე.
- ხიფათიანო- ხუმრობით მითხრა. გამეღიმა და სამივე მისაღებსი გავედით. უაზროდ ჩართული ტელევიზორი გავთისე და უხრრხულად ჩამოვჯექი.
- მალე სანდროც მოვა.
- რაო?- კითხვით გადმომხედა ავალიანმა. უცნაური მეჩვენებოდა.
- წამოგყვება.
- მოკლედ ბევრი ფოთიალი არ გვინდა რა. მშვიდად დავილაპარაკებთ. - ხელებით ახსნა დაიწყო იოანემ.
- ხო, მშვიდად- ჩაიცინა ანდრეამ. თვალები ავატრიალე. მისი ცინიზმი საზღვრებს სცდებოდა. ვერც ვამტყუნებდი. სავარძელს მტელი ძალით უჭერდა ხელს. ხომ ვთქვი.
უცნაური.
- მე წამოსვლა მინდა.
- ხომ გითხარი ერთხელ- გადმომხედა ანდრეამ. წარბები ავუწიე და იოანეს გავხედე.
- მეც თქვენთან ვარ- სერიოზული სახით შემოვიდა ოთახში ლილუ. ბიჭებისთვის არც შეუხედავს ისე მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა. შემდეგ ოდნავ მომშორდა და სახე შემითვალიერა.
იოანეს მიუჯდა გვერძე და მიეხუტა.
- ლილუ ბევრი რამ გამოტოვე- ძალით სიცილით მიუგო ანდრეამ.
- ყველაფერი ვიცი ავალიანო.
- რა?- გამიკვირდა.
- თუ გინდა რამე დამიმალო ჯაჭვლიანს არუნდა უთხრა- ღიმილით გადმომხედა ლილუმ. თავი გავაქნიე. დღეს ჩემი გონება ინფორმაციას ნელა ისრუტავდა. თვალდახუჭული ვიჯექი და სამი ადამიანის ერთმანეთში კამათს ვუსმენდი. თვალები გავახილე თუარა თავბრუ დამეხვა.
- ერთი წუთით...- ხმადაბლა ჩავილაპარაკე და სააბაზანოში გავედი. საკუთარი გულისცემა მესმოდა. სარკეში ანარეკლი მემღვრეოდა. სრულიად დაბნელებული დავეცი ცივ მეტლახზე და ვაღებინე.
თავი ამტკივდა. გონზე მალევე მოვედი და იქაურობა მოვაწესრიგე.
- მარიამ?- კარი შემომიღო ლილუმ. დაბლიდან ავხედე მშველელი თვალებით.
- რამოხდა? - ჩაიკუზა რომ სახე ჩემთვის გაესწორწბინა. ადგომის თავიც არ მქონდა.
- ღებინება.
თვალები გაუფართოვდა. სადღაც ერთი წუთის განმავლობაში უხმოდ მაკვირდებოდა.
- ორსულად ხომ არ ხარ?- ჩურჩულით მკითხა.
- ლილუ!- როგორც შემეძლო ისე მკაცრად ვუთხარი. ჩაეცინა.
- ვიხუმრე- თავის გამართლებას ეცადა და წამომაყენა.
მისაღებისკენ გავედით.
- კარგად ხარ? - მკითხა ანდრეამ.
- კი- თავი დავუქნიე და თვალებში შწვხედე. მიუხედავად იმ აფორიაქებისა რასაც მასსში ვხედავდი, დამაწყნარა. გვერძე მივუჯექი.
- სანდროო..- შეეგება ლილუ ჯაჭვლიანს. გავუღიმე. ჩვენს წინ დაჯდა. სანდრიკამ და ავალიანმა უცნაური მზერები გაცვალეს.
- მე გავარკვევ სად იმალება და წავალ. რმე თუ დამჭორდა დაგირეკავთ.
- მარტო არწახვალ!- ამოვიხავლე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
- წამოგყვები, თან არც ვიცნობ მაგ ტიპს და უცნობ სახესთან უფრო გამოჩნდება.
- ვეთანხმები - სიტყვით დაემოწმა იოანე სანდროს. ავალიანმა ამოიხვნეშა და სავარძელს მიეყრდნო. მის სახეს ვაკვირდებოდი. შესიებები კიდევ ეტყობოდა. ცოტა სასაცილოდ მეჩვენებოდა ის ფაქტი რომ ორივე "გალამაზებულები" ვიყავით.
-ლიზა უნდა ვნახო.
თავი დავუქნიეთ ყველამ. ჩემკენ გადმოიწია და მაკოცა. წამოდგა. მეც მას მივყევი და მასთან ერთად გარეთ გაბედი.
- რას აკეთებ?- გაკვირვებულმა შემომხედა.
- სალაპარაკო მაქვს.
თვალები აატრიალა.
- ახლა არა, მარიამ
- ჩემი პასუხი არ მოგისმენია.
- რა?- ვხვდებოდი უფრო და უფრო იბნეოდა.
- მეც... მეც მიყვარხარ.
დაჟინებული თვალებში ვუყურებდი. კოპები ნელნელა გახსნა და თვალის გუგები გაუდიდდა. ტუჩის კუთხეში ღიმილიც უთამაშებდა მაგრამ არ ტყდებოდა. შუბლზე მაკოცა და უკან მოუხედავად ჩაჯდა მანქანაში. სახლში შევბრუნდი.

ანდრეა*:
საჭეზე კოცენტრირების მოხდენა მიჭირდა. შინაგადად უდიდეს სიხარულს და ბედნირრებას ვგრძნობდი. თავში მარიამის ხმა და სიტყვები მიტრიალებდა, მაბნევდა და არ მშორდებოდა.
წილი ბედნიერება წინ მელოდა, როდესაც თორნიკეს ვაზღვევინებდი.
- ლიიიზ- დავიყვირე სახლში შევლისთანავე.
- რა?- სამზარეულოდან მომესმა ხმა. შევედი. თვალებჩაშავებული იჯდა და ყავას სვავდა.
- გამიკეთებ?
თავი დამიქნია. სკამზე ჩამოვჯექი და თვალი გავაყოლე.
- შენი "ექს" შეყვარებულის მისამართი მინდა.
შეკრთა და გაკვირებულმა შემომხრდა. წარბები ავუწიე და ხელებო გადავუშალე რომ ალაპარაკებულიყო.
- რად გინდა?
- ყვავილები უნდა ვაჩუქო- თვალები ავატრიალე. მანაც ჩემი ჟესტი გაიმეორა და ყავა წინ დამიდო.
- მოდი გამოვიცნო, ზარებს არ პასუხობს?
- ვიღაც სი*ებს მალაპარაკებს.
- მაშინ არც სახლში იქნება.
გვერდულად დამიდგა და ფანჯარას მიაშტერდა.
- ჯანდაბა!- შევიკურთხე და ყავა მოვსვი. ლიზას გავხედე, ისევ იმავე პოზიციაში იდგა. თვალები მოვჭუტე.
- რაღაც იცი ხო? - ფეხზე წამოვდექი და წინ გადავუდექი. თვალებში არ მიყურებდა. - ლიზა!
- არა ანდრეა!- ანერვიულებულმა მითხრა. არ მოვეშვი და გზა ჩავუკეტე.
- ერთი ადგილია... ერთ ოთახიანი უბრალო ბინა.
- მერე?- ნერვებმა მიმტყუნა. საშინლად ნელა ლაპარაკობდა.
- მანდ მივდიოდით ხოლმე- თავი ჩახარა. მოვშორდი.
- მაგ სოროში რატო?- ხელი ავუქნიე. თავი გააქნია და ახლა იატაკს მიაშტერდა.
თვალები გამიფართოვდა.
- არ მითხრა რომ მაგ ნაბი*ვართან წევხარ- ბოლო ხმაზე დავუღრიალე. თვალები დახუჭა და ცრემლები წამოუვიდა.
- დედამოვტ**ნ!!!
ჭიქას გავკარი ხელი და ძირს დაიფშხვნა. ლიზას ვეღარ ვუყურებდი.
- მისამართი მითხარი.
მივაშტერდი. ხმას არ იღებდა.
- მითხარი ეს დედამოტ**ული მისამართი!
შეკრთა.
- დოლიძის 72.
პირი გავაღე მაგრამ ისევ დავკუმე. ტუჩები ზიზღით აქეთ იქეთ დამირბოდა. შესაფერისი მზერა შევატოვე და გასასცლელისკენ გავედი.
- ანდრეა მიყვარს!- უკან გამომეკიდა ტირილით.
- გადაიყვარებ!- ზიზღითვე ვუთხარი და კარი გავიჯახუნე.
მანქანა დავქოქე და გამწარებული ხუთ წუთში მარიამთან ვიყავი.
- გავარკვიე- შევედი თიარა ვუთხარი ოთხივრს.
- სად არის?- მკითხა მარიამმა
- დოლიძეზე.- ვუთხარი ბიჭებს- მოსაღამოვდეს და მივალ.
- მაინც ვფიქრობ რომ სანდრო უნდა მივუშვათ- შემომთავაზა იოანემ.
- რათქმაუნდა არა! ის არაფერ შუაშია - მიუხედავად ცუდი ურთიერატობისა მაინც არ მინდოდა ამ ბიჭს რამე დამართვნოდა.
- არმაქ პრობლემა, მე დაველაპარაკები- თვალები ავატრიალე და სახეხე ხელი მოვისვი.
- ვაიმე გაჩერდით!- გაგვაჩერა ლილუს ხმამ. ფეხზე წამოდგა და ჩაახველა.
- მე წამიყვანეთ. დაველაპარაკები.
- აი ეგ გამორიცხე- "მოუხაზა" იოანემ. ჩამეცინა და ლილუს ძალით დამწუხრებულმა გავხედე.
- ანდრეა უნდა წამიყვანო!- იოანეს გავხედე. ლილუ გამაფრთხილებლად მიყურებდა.
- არა ლილს არ გამოვა ეგ.- ხელი ავუქნიე
- ჰმმ, დღეს დილას ხომ არ დაგავიწყდა დაგელია შენი...
- იოანე მიეცი წამოსვლის უფლება- სიტყვა გავაწყვეტინე ლილუს და მიქაძეს მივმართე. ამოიხვნეშა. მარიამს გავხედე. ურეაქციოდ იჯდა. ეტყობოდა რომ გონებით სხვაგამ იყო და არ გვისმენდა. მადლობა ღმერთს!
- კარგი მაგრამ სანდროსთან ერთად მიხვალ. - უთხრა იოანემ.
- თუ რამე დაიწიკვინე და მანდ გავჩნდები.- სიცილით ვუთხარი ლილუს. თვალები აატრიალა.
- და მე?- მარიამმა იკითხა მსვიდად.
- აი შენ სახლში რჩები და არც შემეწინააღმდეგო- ვუთხარი დაუყოვნებლივ. თავი დამიქნია უკმაყოფილოდ.
ვეცადე შეუმჩნევლად გავსულიყავი მეორე ოთახში, გამომივიდა კიდეც, ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოვიღე და გადავამოწმე, კარგად იყო გალესილი თუარა.შორიდანვე დავლანდე ქერა როგორ მიახლოვდებოდა.მაშინვე ვაშლს დავავლე ხელი და გათლა დავუწყე.
-შეჭამ?
შევთავაზე და პატარა ნაჭერი ჩამოვუჭერი. უხმოდ გამომართვა და ჩაკბიჩა.შემდეგ გაფართოებული თვალებით შემომხრდა, ჯერ მე შემდეგ დანას.
- ეს მარიამის დანა არარის..
- ჩათვალე არ დაგინახავს.
მკაცრად ვუთხარი და გამოსვლა დავაპირე როცა გამაჩერა
- კრიმინალის თამაშის როლი ძალიან გინდა ანდრეა?- ხმადაბლა მელაპარაკებოდა მაგრამ მაინც ეტყობოდა ბრაზი- არდავინახო ეგ დანა იქ თორე გეფიცები მარიამს ყველაფერს ვეტყვი!

****
8-ს რამდენიმე წუთი ეკლდა. მანქანაში მე და იოანე ვიჯექით. სანდროს და ლილუს ვაკვირდებოდით. 72-ე ნომერს უახლოვდებოდნენ. ძმაკაცს გავხედე. ნერვიულობდა.
- არ უნდა ჩამერია მაგრამ მარიამს სიმართლეს ეტყოდა.
- ვიცი მაგის ხასიათები,შანსიც არ გქონდა- ხელი აიქნია და ფანჯარაში გაიხედა.
- ჯიბეში დანა მიდევს,ყოველი შემთხვევისთვის. ხელის გასვრა არ მინდა.
კარებზე სანდრომ დააკაკუნა. ცალი ხელი კარებზე მედო რომ უცებ გადავსულიყავი მანქანიდან.
კარი გაიხსნა. თუმცა გარეთ არავინ გამოსულა. დაძაბული ვუყურებდი და ნელნელა კარის საკეტს ვქაჩავდი.
ერთმანეთს გადახედეს. ჯერ სანდრო შევიდა, შემდეგ ლილუ.
- არა არა! ეს არ იყო გეგმაში!- დავიღრიალე და საჭეს ხელი დავარტყი.
მიქაძე ფანჯარას მიშტერებოდა, თითქოსდა რამის დანახვას ცდილობდა.
ათი წუთი ფუჭად გავიდა. აღარ დავაყოვნე მანქანიდან გადავედი და უყოყმანოდ წავედი კარისკენ. უკან იოანე მომყვებოდა. კარი სწრაფადვე შევაღე და თვალები ვჭყიტე.
- შენ?!



აბაა, თქვენი აზრი დააფიქსირეთ ყველაფერზე, თქვენი აზრით ვინ დახვდა ანდრეას? რა იქნება მომავალში? რას იზამს თორნიკე? როგორ წავა მათი ურთიერთობა?
გელით!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Liziko27

ანდრეა ცოტა ნერვებს მიშლის. არ შედიოდა მის გეგმაში , მარიამის შეყვარება მაგრამ შეუყვარდა ბიჭს:d:d:d:d ... იოანე და ლილუ საყვარელი წყვილია. ვფიქრობ ვინ შეიძლება იყოს იქ და დათოს მეტი არავინ მომდის აზრად.. ;((((

 


№2  offline წევრი Moonlight17

ანდრეას რომ ვუსმინოთ იმდენი რამე არ შედიოდა მის გეგმებში სათვალავი აგვერევა :დ შენს მოსაზრებაზე პასუხს შემდეგ თავში გაიგებ❤️
Liziko27
ანდრეა ცოტა ნერვებს მიშლის. არ შედიოდა მის გეგმაში , მარიამის შეყვარება მაგრამ შეუყვარდა ბიჭს:d:d:d:d ... იოანე და ლილუ საყვარელი წყვილია. ვფიქრობ ვინ შეიძლება იყოს იქ და დათოს მეტი არავინ მომდის აზრად.. ;((((

 


№3  offline წევრი darkmoon

დამაინტრიგებელი თავი იყო ...
რატომღაც დარწმუნებული ვარ ყველაფრის თავი და თავი დათოა

 


№4  offline წევრი Moonlight17

ეგეთი ცუდი შტაბეჭდილება დაგიტოვათ დათომ?????????
darkmoon
დამაინტრიგებელი თავი იყო ...
რატომღაც დარწმუნებული ვარ ყველაფრის თავი და თავი დათოა

 


№5  offline წევრი ნათია21

ძალიან მაინტერესებს ვინ იქნება :დდ იმენა ინტრიგა ჩაგვიგდე joy heart_eyes

 


№6  offline წევრი Moonlight17

სხვანაირად როგორ :დდ♥️
ნათია21
ძალიან მაინტერესებს ვინ იქნება :დდ იმენა ინტრიგა ჩაგვიგდე joy heart_eyes

 


№7  offline წევრი reealliity

მომდევნო თავის ინტერესით ვკვდები

 


№8  offline წევრი Moonlight17

დაიდება მოლოდინშია მთელი დღე
reealliity
მომდევნო თავის ინტერესით ვკვდები

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.