შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა არსებობისთვის (თავი 6)


27-11-2018, 21:09
ავტორი P.A.
ნანახია 1 442

გზა არსებობისთვის (თავი 6)

***
–მივლინებაში მივდივარ ორ დღეში.. – პირსახოცით იმშრალებს თმას, იქვე, სკამზე ფენს და საწოლში წვება
–რამდენი ხნით? – წიგნს ხურავს ანა და სახეში უყურებს
–დიდი ხნით, ერთი ან ორი თვით
–გასაგებია, – საწოლში სწორდება, წვება და ზურგს აქცევს
–ეს რას ნიშნავს? გადმობრუნდი.. – ღიზიანდება ლაზარე
–რა მოხდა? – ეკითხება ანა და ისევ მისკენ ბრუნდება
–აუცილებელი საქმეა, სხვა ვერ წავა, მე მაქვს ჩაბარებული ეს განყოფილება
–არაფერი მიკითხავს, ლაზარე, – ცივი აქვს ხმა ანას
–ვიცი და ეს მაკვირვებს, – ირონიით იცინის და ზევიდან დაჰყურებს, – ახლა ასე მაცილებ? ესაა მოსიყვარულე ცოლის გაცილება?
–რას ელი, ლაზარე? პირველად რომ გაგაცილე, ორი წლის ტყუპებით ხელში, ტირილით, გინდა ახლაც ასე გაგაცილო?
–ანა, რა გემართება..
–უბრალოდ შენი მივლინებები არასდროს სრულდება, ლაზარე..
–ასეთი სამსახური მაქვს, იცი ეს შენ კარგად! – ხმას უწევს და ზურგზე ეშვება
–თანამშრომლებთან დაწოლაც შედის სამსახურში არა? მათი გა*იმვაც შენი მოვალეობაა?
–გააფრინე, გოგო? – ისევ იწევა ლაზარე და იდაყვში ავლებს ხელს, თავისკენ აბრუნებს
–რა, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა? – ისე მშვიდად ლაპარაკობს, ლაზარე თავს ვერ იკავებს და ძარღვები ეჭიმება ყელზე
–აღარ გავიმეორებ მსგავს რამესმეთქი, რომ გითხარი, ესიგი ასეც იქნება და ნუ მახსნევინებ და მამეორებინებ ამდენჯერ ეს დედამოტ*ნული! – ღრიალებს და ძლიერად უჭერს იდაყვზე
–აჰ, ისევ მე ვურევ თურმე.. ისევ მე არ მესმის..
–პატივი ეცი საკუთარ თავს, ანა! – ცრის კბილებს შორის და ხელს უშვებს
–ეს შენ არ მცემ პატივს ლაზარე, თორემ მე.. მე ბევრჯერ ვცადე საკუთარ თავზე მეფიქრა.. ეს შენ არ მაცდი..
–რას გულისხმობ, ანა? შენ თავის დაფასება ქმრისგან გაქცევა გგონია?
–არა, ლაზარე, ქმრისგან გაქცევა არა. იმ კაცისგან წასვლა, რომელმაც ბევრჯერ გადაუარა საკუთარ ოჯახს..
–ნუ მაღიზიანებ, წასვლის წინ ნუ გამაღიზიანებ, ძალიან გთხოვ.. – ღრმად სუნთქავს
–კი ბატონო, ნუ გაღიზიანდები, – ისევ ზურგს აქცევს და ზეწარს ისწორებს
–არავის ვეკარები, ანა. ვიცი, ეს არ მამართლებს, მაგრამ ცუდად ვიყავი მაშინ. იმის მერე, არავის მივკარებივარ. უნდა გჯეროდეს, მჭირდება რომ გჯეროდეს..
–არ აქვს მნიშვნელობა, ლაზარე..
ცოტახნით სიჩუმე წვება ოთახში. მხოლოდ მათი სუნთქვა ისმის, მონაცვლეობით..
–ნიკოლოზს და მარიამს ნუ მიუშვებ თავის ჭკუაზე, სანამ წასული ვიქნები.. – ვერ ითმენს უთქმელად
–მივხედავ როგორმე საკუთარ შვილებს, – ესმის ანას ჩაცინება.
ნელ–ნელა სუნთქვა უმშვიდდებათ, ძილბურანში მყოფებს ისევ ერთმანეთის სუნი ამშვიდებთ და ოთახიც თბება. უცნაურად თბება.. ნელა ბრუნდება ანასკენ და მის ზურგს ეკვრის, სხეულის ოდნავი თრთოლვა ახვედრებს, რომ ჯერ მასაც არ სძინავს. ძლიერად ხვევს მკლავებს და კისერს უთავისუფლებს ქერა თმისგან, ცხვირს ჰყოფს მისთვის ყველაზე საყვარელ ადგილას, იქ, სადაც მხოლოდ ანას სუნია გამეფებული და ნელა აკრობს კისერზე ტუჩებს
–ლაზარე..
–დავიძინოთ, ანა.. არ მომიშორო, რა. ძლივს კარგად ვართ და ისევ არ დაიწყო, გეხვეწები..
–ლაზარე.. – ახლა ის ბრუნდება და ერთიანად ეფლობა ლაზარეს ყელში, – ძალიან დიდი ხნით ნუ წახვალ რა..
–დაიძინე, ანა..
თავზე აკრობს ტუჩებს და ცოლის ცრემლებს არ იმჩნევს.. დასველებულ ყელსა და კისერს არაფრით იმჩნევს. სტკივა, მაგრამ არაფრით თმობს ცოლის სხეულს, ისე ძლიერად ხვევს მკლავებს, ისე მალავს საკუთარ სხეულში, თითქოს მის წართმევას უპირებდნენ..

***
მასწავლებლიდან გამოსულმა რამდენჯერმე სცადა ლაზარესთან დარეკვა. არცერთ ზარზე პასუხობდა და მაშინ ყველაზე მეტად ანერვიულდა ანა. აქამდე სულ ლაზარე ურეკავდა ხოლმე, მთელი დღის განმავლობაში. ახლა კი, არათუ დაურეკა, მის ზარებსაც არ პასუხობდა. სული აუფორიაქდა, ვერაფრით შეძლო სახლში წასვლა და პირდაპირ ლაზარეს სამსახურისკენ გასწია. მისაღებში მჯდარ გოგონასთან ღიმილით გადაამოწმა სად შეეძლო ქმრის ნახვა და დიდ, საერთო დარბაზში შევიდა. სიჩუმესა და სიგრილეში მუშაობდა რამდენიმე ათეული ადამიანი. დარბაზი მოათვალიერა, რომ ლაზარე ეპოვა. ის იყო, ისევ უკან გაბრუნებას და გოგონასთვის დახმარების თხოვნას აპირებდა, ხმამაღალი კისკისი რომ შემოესმა. ინსტიქტურად შებრუნდა ქალისკენ, რომელიც მაგიდაზე გულამოღებული კაბით ჩამომჯდარიყო. წარბები უკმაყოფილოდ შეეკრა, როცა გოგონა ოდნავ გაიწია და ქმრის სახეს მოკრა თვალი. ვეღარაფერს ხედავდა გარდა მათი სიცილიანი სახეებისა და მოცინარი ქალის შიშველ მუხლზე ჩამოდებული ლაზარეს ხელისა. ადგილზე გაიყინა. იეჭვიანა.. საშინლად. იმდენად იეჭვიანა, რომ მზად იყო იქვე, ყველას თვალწინ გაემართა სცენები ქმრისთვის, თუმცა ვერაფერი მოასწრო, რადგან ქმრის თვალები მალევე გადააწყდა ანას გაფითრებულ სახეს
–ანა?! – წამოდგა ფეხზე და ნაზად ჩამოიშორა მის მაგიდაზე ჩამომჯდარი გოგონა
–აქ რა გინდა? კარგად ხარ? – მისკენ მიიწევდა კითხვებით და , რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბრაზისგან შეკრული წარბებით
–ახლავე წავალ.. ვერ დაგიკავშირდი და ვიფიქრე.. ახლავე, მივდივარ.. – უკვე ცრემლები სცვიოდა. ისეთი ანერვიულებული გამოვიდა შენობიდან, უკან დადევნებული ლაზარეც ვერ შენიშნა
–ანა! – შეაჩერა, შემოაბრუნა და იდაყვებში ჩაეჭიდა
–შენ ასე მუშაობ? ასე უფათურებ ხელებს თანამშრომლებს? – ხმა ვერ მოთოკა ანამ
–ნუ ყვირი! ჩაჯექი მანქანაში, მოდი..
–არ მინდა, არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა.. – გაუძალიანდა და უკან დაიხია, მაგრამ ლაზარემ არც ახლა მოუსმინა. თითქმის ძალით დასვა მანქანის სავარძელზე და გასაღები ნერვებაშლილმა გადაატრიალა
–რა გინდა აქ? რატომ მოხვედი?
–მე მისვამ არა კითხვებს? მე ვარ დამნაშავე..
–ანა, მიპასუხე! – დაიღრიალა და საჭეს დაარტყა მარჯვენა მუშტი
–არ მპასუხობდითქო, არც დაგირეკავს და ვინერვიულე. მეტის ღირსი ვარ.. – ამოილაპარაკა და თავი შეაბრუნა, რომ აღარ შეეხედა
–დამრჩა მობილური სახლში.
აღარაფერი უთხრა. აღარ უნდოდა მისი ხმის გაგება, შეხედვაც არ უნდოდა
–ანა..
ყურებზე აიფარა ხელები, პატარა ბავშვივით. გამობერილი მუცლით ძლივს მოთავსდა ისე, ზურგი რომ ექცია ლაზარესთვის
–ერთი წამით რაღაც დაინახაე შორიდან და ჭკუიდან გადახვედი, ისე არ არის როგორც გგონია, არ გამიმართო ახლა ისტერიკები, არც მე მაქვს მაგის თავი და არც შენ ნერვები, გაიგე?
ეს კი ვეღარ მოითმინა, სწრაფად შემობრუნდა და ცახცახით, ტანის საოცარი თრთოლვით ამოუშვა ყელიდან ტირილნარევი ხმა
–ორსული ცოლი გყავს, ორსული! ახლადმოყვანილი, მოტაცებული, ძლივს დატოვებული! თუ ასე ძალიან გინდოდა ჩემი ცოლობა, რატომ გეჯდა ლამის ზედ ვიღაც ქალი, რატომ უცინოდი ასე ლაღად, რატომ გქონდა ჩამოდებული მის მუხლზე ხელი, შენ ხარ კაცი? შენ არავინ არ ხარ, ლაზარე, არარაობა.. – მანქანა ისე სწრაფად გაჩერდა, ანამ ლაპარაკი შეწყვიტა. აცრემლებულმა გახედა ლაზარეს, რომელსაც მრისხანებისგან ლამის გადმოყროდა თვალები ბუდიდან. უკან დაიხია და აქვითიებულმა ორივე ხელი აიფარა სახეზე. სანამ დაწყნარდებოდა, ლაზარემ სიგარეტს მოუკიდა, ფანჯრებს ჩაუწია და როგორც ანა მიხვდა, სუნთქვაც დაიწყნარა
–დამშვიდდი? – გახედა ბოლოს სახეაწითლებულ ცოლს და ისეთი ხმით ჩაეკითხა, ანას ერჩივნა, სულ არ ამოეღო ხმა
–არ მინდა შენთან ლაპარაკი
–ახლა კარგად მომისმენ.. – დაიწყო იმავე ხმით, – მეორედ ასე უკითხავად სამსახურში მოსული არ გნახო. ნუ დადიხარმეთქი ბევრს ამხელა მუცლით, ათასჯერ გითხარი და შეუშვი მაგ შენს პატარა ტვინში! და, მომხედე.. მომხედე აქეთ! მსგავს საკითხებზე სცენებს ნუ მართავ, არ შეგეფერება, ანა, არ გინდა, ნუ გაიხდი სასაცილოდ თავს..
–სასაცილოდ? სერიოზულად, ლაზარე?
–გეყოფა! ავნებ ასე საკუთარ თავსაც და ბავშვებსაც, გეყოფა! – იმხელა დაიღრიალა, ანა ადგილზე შეხტა, მაგრამ როგორღაც მაინც თავაწეული შეჰყურებდა. ლაზარემ იმ მომენტში ზიზღიც კი ამოიკითხა ცოლის მზერაში, იმედგაცრუებასა და ტკივილთან ერთად და თავადაც ზუსტად ანასავით შეზიზღდა თავი
–მიმიყვანე სახლში და დაბრუნდი სამსახურში.. – ამოილაპარაკა გადაღლილმა და ხელები მუცელზე მოიჭირა
–სახლში რომ მიხვალ, დაწვები და დაისვენებ..
–მეთვითონ გადავწყვეტ რას როგორ ვიზამ, დღეიდან.. – ამოილაპარაკა მშვიდი ხმით და ლაზარეს ხმამაღალ გინებას ყურადღება აღარ მიაქცია
–გინდა რომ გადამრიო ხო? – ვერ მშვიდდებოდა ვერაფრით
–იწექი? მასთან იწექი უკვე?
–ანა, გეყოფა!
ოდნავ ჩაეცინა, თვალები მოხუჭა, ისევ მუცელს გადაუსვა ნაზად ხელი და თავი ოდნავ დახარა
–მამათქვენი ყველაფერთან ერთად მოღალატეც აღმოჩნდა.. – ჩაიჩურჩულა. მიხვდა ლაზარე, ტყუპებს ელაპარაკებოდა..
ვეღარაფერი თქვა. ახლა ყველაფრის უარესად გაფუჭებას, სულ გაჩუმება არჩია. ყველაზე დამამცირებელ, ყველაზე ცუდ ბრალდებაზე უბრალოდ თავის დაქნევა და გაჩუმება..

***
–მოდი, მოდი ბიჭო მოვწიოთ.. – ოთახში იხედება და ხელით უხმობს ლევანს
–მოვალ, ჰო, – უქნევს თავს და ისევ საწოლზე ფეხებმოკეცილი ანასკენ ბრუნდება, – მაჩვენე აბა სურათები..
–მოდი, მოიწიე, – თავად ჩოჩდება მისკენ და წინ უწყობს. მათი სურათებია, ზოგში მხოლოდ თვითონაა, ზოგში ლაზარე და ლევანი არიან, ერთშიც მხოლოდ ლევანი. ობიექტივს უღიმის, ისეთი ფართო ღიმილი მიუხატავს, ისე უბრწყინავს თვალები, თითქოს სასწაული დაენახოს.. ლამაზი სურათებია.. ლამაზი კუთხით იცის ანამ გადაღება, კარგად გამოსდის.
–ეს რა კარგი გამოსულა! – თავის სურათს ავლებს ხელს და თვალებთან ატრიალებს
–ხო, მეც მომოწნს.. – ხითხითებს ანა, მაგრამ უცებვე ასერიოზულებს სახეს, ოთახში სანახევროდ შემოსულ ლაზარეს სახეს რომ აწყდება
–არ მოდიხარ? რამდენ ხანს გელოდო? – უღრენს ძმას, ანას კი სახეს არიდებს
–რა მოხდა? – კითხულობს უცებ ლევანი და რიგრიგობით აკვირდება მათ სახეებს
–ლევან, არ დაიწყო!
ოდნავ ოხრავს, მერე ფეხზე დგება და თან ხელში მოთავსებულ სურათს დაჰყურებს
–ამ სურათს დავიტოვებ რა, ანიკო..
–დაიტოვე, – უღიმის თბილად და ოთახიდან გამავალს უცნაურ მზერას აყოლებს.
ოთახის დატოვებისთანავე წარბშეკვრით აკვირდება ძმას, უცებ ავლებს მხარში ხელს და აივანზე გაჰყავს, რომ ანამ მათი ლაპარაკი არ მოისმინონ
–რა ჯანდაბა ხდება, არ იტყვი?
–ყველაფერი უნდა იცოდე, ტო? თუ ანა მაინც მოგიყვება მერე.. რას ლაპარაკობთ ხოლმე ჩემზე, მოყევი ერთი.. – ირონიული ხმით ეჩურჩულება ლაზარე
–რა *ლეობებს ბაზრობ?
–რაო, მარტო ჩემი ნალაპარაკები გეჩვენება არა *ლეობად? ანას ხომ კარგად აძლევ ხოლმე რჩევებს, როგორ უნდა დაიკიდოს ქმარი!
–აუჰ, გაგიბერია!– იცინის უცებ და მხარე კრავს ხელს, – თქვი ახლა, რა ხდება?
–ჩემ მდივანზე აიჭრა, ათასი რამე გადმომილაგა, ყველა დაგვიანება თეკლას მიაწერა, იმხელას ყვიროდა გუშინ ღამე, ბავშვებს თავი ახადა!
–ვინ არის თეკლა? – ისეთი ცივი ხმით ეკითხება, ლაზარე წარბებს კრავს
–მდივანითქო ჩემი, !
–რამე გქონდა მაგ შენ მდივანთან?
–შენ მართლა ანას ძმა ხო არ ხარ? რამე ხო არ მეშლება? – ყვირის უცებ გაღიზიანებული
–ღალატობ? მოდი აქ, ფეხი არ გაადგა, – მხარზე ებღაუჭება, ძლიერად ავლებს ხელს და ადგილზე ყინავს, – ღალატობ არა, ანას?
–არა! ერთხელ გავ*იმე, გახეული მთვრალი ვიყავი, ნაჩხუბრები ვიყავით იმ დღეს და.. კაროჩე რა!
–ნაბი*ვარი ხარ! ნაბი*ვარი ხარ, ლაზარე! – კბილებს შორის ცრის ზიზღით და აივანს ტოვებს. ლაზარეს დაძახებას აღარაფრად აგდებს, ისევ მათი საძინებლისკენ მიიწევს და კართან წამით ჩერდება
–რა გინდა, ლევან? – ესმის ძმის თითქოს დასუსტებული ხმა ზურგსუკან, სანამ კარს შეაღებს
–იცი, რა მინდა? – მკვეთრად ბრუნდება და თვალებში უყურებს, – შეიგნო, რომ კაცი ხარ! შეიგნო, რომ გაგიმართლა. მინდა შეიგნო, რომ შენ შვილებს ატარებს მუცლით! ვერ შეგიყვარა? გითხრა რატომ ვერ შეგიყვარა? იმიტომ, რომ ა*ვარი კაცივით იქცევი, ლაზარე!
სანამ სიტყვის თქმას მოასწრებს, ხედავს როგორ უჩინარდება ძმის სხეული თავიანთ საძინებელში. მთელი სხეული ეჭიმება. რამდენიმე წუთში ოთახიდან გამომავალი ცოლის ლაღი სიცილი ესმის, ისეთი სიცილი, რომლითაც ლევანს უცინის ხოლმე და გამწარებული, ხელებდამუშტული მიიწევს კარისკენ. რამდენიმე წამით ჩერდება, თითქოს თავის შეკავებას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს და ძლიერი ბიძგით აღებს. მის დანახვაზე ჩერდებიან, ჯერ ლაზარეს შეჰყურებენ, მერე ერთმანეთს და ისე აგრძელებენ სურათში ანას აჩეჩილ თმაზე მსჯელობას, თითქოს იქ არც იყოს.. თითქოს არც არსებობდეს..

***
რეგისტრატურასთან დგას, თავის რიგს ელის. ხელში საბუთები და წყლის ბოთლი უჭირავს და ჩაფიქრებით ჩაჰკირკიტებს მობილურს. მერე, თანამშრომელს უბრუნდება, ახლავე დავბრუნდებიო აფრთხილებს და ცოლ–შვილისკენ მიიწევს
–ახლა რაღა მოხდა, მამა? – ეცინება მაშოს, უკვე მესამეჯერ შემობრუნებული მამის დანახვაზე
–დავრეკავ თუ არა, მიპასუხეთ.. გვიან ნუ ივლით გარეთ, გაიგე ნიკოლოზ? ღამე არსად დარჩე, არც შენ, მაშო.. ანა!
–გისმენ, ლაზარე.. – მხოლოდ ის უყურებს სერიოზული სახით
–არ დატოვო ღამით არსად, ძალიან გავბრაზდები იცოდე, რომ გავიგო..
–არ დავტოვებ, კარგი
–თუ რამე დაგჭირდა და ვერ დამიკავშირდი, შეტყობინებაში მომწერე, რომ სასწრაფოა. ვეცდები, რომ ნებისმიერ დროს გიპასუხოთ ხოლმე..
–კარგი, ლაზარე, – თავს უქნევს მორჩილად. იცის, არ აქვს აზრი დამშვიდებას, მაინც ყველაფერზე იდარდებს წასვლის წინ. ვერ გადაეჩვია, ამდენი წლის მიუხედავად..
–დაჩი! – ეძახის მოშორებით მდგარ ძმაკაცს
–ჰო, ლაზო.. კიდევ ვერ მოგიშორეთ ბიჭო? შენი რეგისტაციის დროა, მიდი ახლა, მიდი.. – ღიმილით შეჰყურებს და მათკენ მოდის
–გაიყვანე ბავშვები, ჩასვი მანქანაში, გამოვუშვებ ანასაც ორ წუთში.. – უცებ ეხვევა ძმაკაცს, თავზე აკრობს ტუჩებს რიგ–რიგობით შვილებს, როგორც სჩვევია და მზერით მიაცილებს. შემობრუნებისას ცოლის მკრთალი ღიმილი ხვდება
–ანა..
–გისმენ, ლაზარე, რატომ ვერ მშვიდდები? პირველად ხომ არ მიდიხარ..
–მომისმინე რა, – ხელებით იჭერს მის სახეს და ძლიერად უჭერს, იმდენად ძლიერად რომ ანას სასაცილოდ ეჭმუხნება ცხვირი, – არაფერს გავაკეთებ ისეთს, რომ ისევ გული გეტკინოს. არავის გავიკარებ, ანა..
–ლაზარე..
–მინდა იცოდე, ანა. ვიცი, რომ სულ ამაზე გეფიქრება, ეს ორი დღეა და მინდა იცოდე, რომ მომენატრები.. მომენატრებით შენ და ბავშვები და კარგად უნდა იყოთ.. ანა..
–მეცოდინება, ლაზარე
–მიყვარხარ! – შუბლზე აკრობს ტუჩებს. თვალებს, ყვრიმალებს, ლოყებს უკოცნის და ბოლოს ტუჩებთან ჩერდება, – მიყვარხარ, ანიკო..
–მეც მიყვარხარ.. – ხელებს ხვევს და აცრემლებული საჩქაროდ შორდება, – წადი, გაგვიანდება.. – უცინის და ასე სიცილიან–ცრემლიანი აცილებს. ხედავს, როგორ აბრუნებს კიდევ რამდენჯერმე თავს ლაზარე, სანამ ბოლომდე გაუჩინარდება და მისი სულ პირველი წასვლა ახსენდება, როგორ არ ეთმობოდა.. როგორ ენერვიულებოდა..

***
პირველად მიყვარხარო მაშინ უთხრა, გურიაში, გრიგოლეთის ტბაზე რომ იყვნენ. ჯერ კარგად გაწუწა, მერე კი განაწყენებულს ისე უცებ დაეძგერა ტუჩებზე, ანას სიბრაზისგან გააკანკალა. იმ დღეს ადრე დაბრუნდა სახლში და მთელი დღე არ დაუკარებია პირი საჭმლისთვის. ლაზარესთვის რომ გეკითხა, მაშინდელი ანა ყველას სჯობდა, ლაღი და ბავშვური იყო, სულ ანცობდაო. ასეთი ანცი შეუყვარდა, მისთვის ყველაზე ძვირფას მხარეში.. ანამ კი, მაშინ გაუმხილა პირველად, რომ მასაც შეუყვარდა, წარბგატეხილი რომ დაბრუნდა სახლში. ტყუპებზე იყო ჯერ კიდევ ორსულად, უშველებელი მუცლით ძლივს წამოდგა სავარძლიდან და კარი გააღო თუ არა, ისე შეჰკივლა, ლაზარემ იმ წამსვე ინანა სახლში რომ დაბრუნდა მორიგი ჩხუბის შემდეგ. სამსახურში მომხდარის მერე იშვიათად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს და ასე, სხვებთან ჩხუბებში ხარჯავდა ენერგიას სახლში დაბრუნებამდე. რა ეგონა თუ მისი პირველი ჭრილობა, მისი სულ ოდნავ გახეთქილი წარბი ასე ეტკინებოდა ანას. რამდენიმე წუთი სახის კარგად მობანას მოანდომა, რომ როგორმე დამშვიდებულიყო ანა და კანზე შემხმარი სისხლის დანახვაზე კიდევ არ აეტეხა ერთი ამბავი, მერე კი ისე ჩაიხუტა, როგორც მაშინ, მუცლის ტკივილი რომ მოიმიზეზა, მისი მონატრების გასამართლებლად. ძლივს დამშვიდდა და ჩაეძინა, ტკივილმა რომ გააღვიძა
–ლაზარე, იბადებიან, მემგონი იბადებიან.. – ისეთი მშვიდი ხმით შეაღვიძა ქმარი, ლაზარე კარგა ხანს კიდევ ვერ გამოერკვა რა ხდებოდა
–რა? ანა, დაიძინე..
–მუცელი მტკივა, დამეწყო ლაზარე! – ცივმა ოფლმა დაასხა და მისი მკლავებისგან გათავისუფლება სცადა, როცა იგრძნო, როგორ წამოფრინდა მისი სხეულით ხელში შეშფოთებული ლაზარე
–რა მიგვაქვს, ანა? გამზადებული არ გაქვს, არა? – ეკითხებოდა და თან საჩქაროდ სვამდა მანქანაში
–მაქვს, ჩემს კარადაშია გამზადებული ჩანთა, ერთი–ორი საცვალი ჩამიდე და მეტი არაფერი მჭირდება, – დარცხვენით დაარიგა და გაქცეულს ღიმილიანი მზერა გააყოლა.
სამშობიარომდე სახე არ გაუხსნია. იმდენად ღელავდა, ანას დამშვიდებასაც ვერ ახერხებდა. შეიყვანეს თუ არა, სკამზე ჩამოჯდა და ხელები ჩამოაყრდნო სახეს. ისე მალე გაჩნდნენ მასთან დედ–მამა, ძმაკაცები და ძმა, ვერც მიხვდა. ისევ ისე, გაუნძრევლად იჯდა, თავზე რომ დაადგნენ
–როგორ იყო ანა? – ჩამოუჯდა ყველას მოკითხვის შემდეგ ლევანი ძმას და სახეზე მიაჩერდა
–მგონი ნორმალურად. ხომ მეტყვიან რამე გართულება თუ იქნება, ლილის კითხე რა, ხომ გამოვლენ და მეტყვიან.. – ოდნავ წამოიწია, შეკრული წარბებით, დაბნეული ბიჭივით ლაპარაკობდა
–დამშვიდდი, რა გჭირს სახეზე? – ხელები მოკიდა ლოყებზე. გაუძალიანდა ლაზარე, მაგრამ ისე შეუღრინა ლევანმა, განძრევაც ვერ მოახერხა
–სად იჩხუბე? დაჩისაც ხელი აქვს ნატკენი, რა გააკეთეთ?
–კაი რა, ლევან.. – აუქნია ხელი
–შენი ორსული ცოლი სახლში გელოდება და შენ დადიხარ და ჩხუბობ, არა? –ჩუმად ტუქსავდა მშობლემს რომ არ გაეგოთ
–ლევან, დაგმარხავ იცოდე, თუ არ შემეშვები! – დაუღრინა
–ფეხები არ მომჭამო! მოიცა, ვნახო ანა, გამოვკითხო ერთი თუ მიეთრევი ხოლმე სახლში
–ინერვიულა..
–ჰა? – ვერ გაიგო ძმის ჩუმი ამოლაპარაკებული
–გახეთქილი სახით რომ მნახა, ინერვიულა.. არ ვლაპარაკობდით, უკვე ორი თვეა და ისე ინერვიულა ასე რომ დამინახა, ძლივს დავამშვიდე.. – მძიმედ ამოილაპარაკა და სახე დამალა
–ლაზარე, აქედან ჯანმრთელი ძმიშვილებით გავიდე და მერე გაგიფენ მაგრად მე შენ! – დაემუქრა ისევ ლევანი და წარმოთქმული სიტყვებისგან სრულიად საპირისპირო რამ გააკეთა. ძლიერად მოეხვია ლაზარეს ბეჭებს, ორივე ხელით, ყბა ჩამოადო ძლიერ მხარზე და მთელი ტანი გაუკავა ჩახუტებით, – კარგად იქნებიან, არ ინერვიულო შენ..

***
–ნუ არწევ ასე ძალიან, ახლა ვაჭამე და ამოიღებს ყველაფერს! – გაღიზიანებული ხმით შეჰყურებს ლაზარეს. ბოლო საათის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე აუშარდა. ხან მისი გამოცვლილი საფენი არ მოეწონა, ხან ღიღინმა გააღიზიანა, ხანაც გადაწყვიტა, რომ სულ არ ეხმარებოდა ლაზარე და პირიქით, ფეხებში ებლანდებოდა. განსაკუთრებით გაურთულდა ხასიათი მშობიარობის მერე, ყველაფერზე შარდებოდა
–არაფერი მოუვა, ანა, არ ვარწევ ძალიან, – ამოისუნთქა გადაღლილმა ლაზარემ და პატარა მაშოთი ხელში დივანზე ჩამოჯდა
–ხვალ საღამოს ბავშვები მოდიან, ტყუპების სანახავად, – ამოიბუტბუტა და ნიკოლოზი გადაიწვინა მკლავზე
–გოგოები თუ ბიჭებიც?
–ააქვს რამე მნიშვნელობა? – გაღიზიანდა ისევ უაზროდ ანა
–ანა, დამშვიდდი და შემომხედე. გისმენ და გითმენ, მაგრამ თუ ამომასხა აღარაფერი იქნება კარგად, ამიტომ ახლა ამიხსენი ვინ მოდის ჩემი შვილების სანახავად თუ არ გინდა ძალიან ვიჩხუბოთ ჩვილი ბავშვების თანდასწრებით
–გოგოები, ზუკა, გიგა და ბექა.. – საჩქაროდ ჩამოთვალა. ლაზარეს მოეჩვენა, რომ დამთავრებისას ხმაც კი ჩაუწყდა
–რომლისკენ მოვლენ? – გაყინული ხმით ჩაეკითხა
–შენს დაბრუნებამდე..
–კარგი. რა გინდა რომ მოგიტანო? ნამცხვრები, ტორტი, წვენები, რავიცი.. მითხარი და მოგიტან
–გავაკეთებ რამეს, არაა საჭირო
–და ტყუპებს ვინ მიხედავს? ყველაფერზე შეწინააღმდეგებას გადაეჩვიე, ანა, მოგიტან რაღაცებს მე თვითონ, რამე თუ გაგახსენდა დამირეკე, – თავზე კოცნის მაშოს, მერე ცოლისკენ მიიწევს, რომ ნიკოლოზსაც დაემშვიდობოს. პატარას სარწეველა სავარძელში აწვენს და ბოლოჯერ ტრიალდება ანასკენ
–ვიპოვი ძიძას ამ დღეებში.. – თვალებში აშტერდება გადაღლილ ცოლს.
სანამ სახლს დატოვებს ბავშვის ტირილი ესმის, ვერ ხვდება რომელი ტირის. კართან წამით იყინება, უკან შებრუნებას აპირებს, ანას დამამშვიდებელი ხმა რომ ესმის. ბავშვებს სულ სხვა ხმით, სულ სხვანაირად ელაპარაკება. ისეთი სიყვარული იღვრება მისი ხმიდან, ლაზარე კარს უჩუმრად, ფრთხილად ხურავს და უნებურად გაიფიქრებს, ჩვენ ოჯახს მხოლოდ ასეთი ანა თუ გადაარჩენსო..

***
ნია აღებს კარს და მაშინვე ხელში იტაცებს ნუცას, სასაცილოდ აბზრიალებს და უკვე თავბრუდახვეულს ძირს რომ სვამს და ოთახისკენ უშვებს, კარებში აყუდებულ ანას თვალებმოჭუტული აშტერდება
–სად ხართ ამდენ ხანს? შემო!
–ლაზარემ დარეკა რომ გამოვდიოდით და ვეღარ გავუთიშე, ხომ იცი ატეხავდა ერთ ამბავს..
–ხო არის ჭკვიანად იქ? – ეცინება ნიას და ლოყაზე უცებ კოცნის
–ასე ამბობს და.. – უცინის ანაც და ოთახში შედის
–ათუკა მოიყვანა? – სიხარულისგან სახე ეწელება უეცრად და მისკენ წამოსულ, ათიოდე წლის ბიჭს გემრიელად იხუტებს გულში
–მოენატრა ელენე და ნუცა.. – უღიმის მოშრებით მჯდარი ბექა. ბოლო დროს იშვიათაც არის ვაჟიშვილთან ერთად და უხარიათ გოგოებს მამა–შვილის ერთად დანახვა.
ანა უბრალოდ უღიმის, არ უახლოვდებიან ერთმანეთს. მზერას ცვლიან მხოლოდ.. ბექას თვალები ისევ ჩამქვრალია, ატყობს ანა და ინსტიქტურად მის მაგივრად ისევ ათუკას აკრავს თავზე თბილ ტუჩებს
–ელე, დე, მოვიდა ნუცა? – ყვირილით შემოდის ოთახში კატო და ჯერ ნუცას აწივლებს უხეში კოცნით, მერე ანას მოსცხებს უკანალზე ძლიერად ხელს. ყველას ეცინება.. იმ წუთებში შემოსული გიგა უხამს კომენტარსაც აკეთებს და გაკვირვებული ბავშვები მშობლების ხარხარზე უკმაყოფილო სახეებით გარბიან ოთახიდან
–არ ჩამოვიდა ლაზარე? – კითხულობს უკვე დამშვიდებული გიგა
–არა, ჯერ არა..
–რამდენხნიანია ეს მივლინება გოგო, ნამდვილად სამსახურის საქმეზეა? – იცინის და გოგოების გაბრაზებულ მზერას არაფრად აგდებს
–გიგა, ჭამე რამე, იქნებ პირი ამოგევსოს და აღარ იყბედო ამდენი, – კბილს კრავს კატო
–დიდი ხანია ჭორაობას გადავეჩვიეთ? – აღშფოთებით იძახის გიგა და მართლა იტენის პირში ღვეზელს.
ანას ეღიმება, ნელა კვეთს ოთახს და კამათში გართულ მეგობრებს ყურადღებას აღარ აქცევს. მშვიდი სახით, სიგარეტით ხელში ჩამომჯდარი ბექასკენ მიიწევს და ხვდება, რომ ელოდა.. ოთახში შესვლის წუთიდან. წინ უჯდება, მაგიდას იდაყვს აყრდნობს და თავს ისეთი ამოსუნთქვით აბრუნებს მისკენ, ბექას უნებურად ეღიმება
–როგორ არიან ტყუპები? – მკრთალად უღიმის
–კარგად. გამიხარდა ათუკას ნახვა..
–ჰო, მეც.. – იცინის ხმამაღლა
–ვერ დაალაგეთ სიტუაცია?
–სასამართლო იყო გუშინ, – ღრმა ნაპასს არტყავს და თვალებში უყურებს
–მართლა? – უნებურად იძაბება. იცის, ბექას ასეთი შემოხედვა კარგს არაფერს ნიშნავს
–შაბათ–კვირას ვნახავ მხოლოდ, საკუთარი შვილის ნახვის უფლება წამართვეს, ანა.
ანა იქუფრება, ცუდად გრძნობს თავს. ნერვიულად ისვამს სახეზე ხელებს და ისევ ბექას თვალებს აწყდება
–რატომ აკეთებს ამას, ბექა?
–უსიყვარულობამ იცი, ანა. მიხვდა, რომ ვერ შევიყვარე და დაიბოღმა.. – იღიმის ბექა
–ხოდა იდიოტი ხარ! – იმდენად გულწრფელად მოსდის, ბექას ეღიმება
–ჰო, არა?
–შვილის გამო უნდა გადადო ეს გრძნობები, სულ ნუ შეეწეინააღმდეგებოდი, დაგეთმო.. ხომ იცოდი, რომ სასამართლომდე მიიტანდა საქმეს
–შვილების გამო ყველაფერზე ხართ არა წამსვლელები? – გამჭოლი მზერით ბურღავს ბექა
–შენ არა, ბექა?
–შენც შვილების გამო არ გადამაგდე მაშინ? თუ, ლაზარესი შეგეშინდა, ანა?
–ეს რა შუაშია ახლა..
–მითხარი, ტყუპების გამო დაიხიე უკან?
–არა მხოლოდ.. – აღარ უნდა მასთან ლაპარაკი. ბრუნდება, მხოლოდ მის პროფილსღა ხედავს ბექა.
ცოტახნით ჩუმად სხედან. ოთახი იცლება, ნია და კატო ეზოში გადიან მაგიდის გასაშლელად, მხოლოდ ბავშვების მხიარული ხმები აღწევს სხვა ოთახიდან
–ბედნიერი ხარ, ანა? – ეკითხება ჩუმად და მეორე ღერს უკიდებს
–შენ, ბექა? – პასუხობს უხეშად
–დამცინი? – ეცინება უცებ გულწრფელად, ხელებს შლის. წამით ჩვიდმეტი წლისას ემსგავსება. ლურჯი, დიდი თვალებითა და თბილი მზერით რომ ხიბლავდა ყოველი შეხედვისას ანას
–ლაზარეს ვერ დავტოვებდი, ბექა.. – არც იცის, რატომ იწყებს ამ საუბარს, – არა მხოლოდ ტყუპების გამო. ის იყო ჩემი ოჯახი, ჩემი საყრდენი, მან გამიკეთა ყველაფერი, მან დამანახა ყველაფერი ღირებული, მან ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ..
–იქნებ მეც შემეძლო ეს, ანა? – წყენა კრთება ბექას ხმაში
–არ გინდა რა, ბექა.. იცი შენ, მაშინ როგორი დრო იყო..
–ჰო, გოგოებს იტაცებდნენ და საკუთრებად აქცევდნენ. როგორ ვერ მოვიფიქრე მე ამდენი! – ირონიით ტეხავს ტუჩის კუთხეებს
–გეყოფა! – ბრაზდება უცებ და ფეხზე დგება, – მის შეურაცხყოფას ვერ დაგანებებ..
–გიყვარს? – ისევ ესმის მისი ხმა.
წამომდგარი მისკენ ბრუნდება და თვალებში უყურებს
–ძალიან გვიანი ხომ არ არის ამის კითხვა, ბექა?
–იცი რა ძნელია ზოგჯერ კითხვის დასმა, ანა? – მწარედ ეცინება ბექას, სკამის საზურგეზე აგდებს თავს და თვალებს ხუჭავს
–მიყვარს.. – ესმის პასუხი და ტანში უცნაური, მტკივნეული ჟრუანტელი უვლის. ფეხზე მდგარი ანა კი მის ანთებულ, გაფართოებულ თვალებს აწყდება
–როგორ შეგაყვარა თავი, ანა? როგორ.. როდის? მაშინ როცა დღეებს ერთად ვატარებდით სახურავებზე, როცა ერთმანეთის მომავალს ვგეგმავდით, როცა შვილის სახელს ვარჩევდით. როგორ, ანა.. ამ ყველაფერს როგორ გადაუსვა ხაზი ლაზარემ? რომელი საქციელით? სახლში რომ გამოგკეტა? ძლივს რომ დაგიმორჩილა? – ვეღარ ჩერდებოდა ბექა
–პატარები ვიყავით მაშინ, ბექა..
–არ აქვს მნიშვნელობა მაგას.. – თავს აქნევს
–ჩვენ ერთადაც კი არ ვყოფილვართ, ბექა. ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს მის გამო მიგატოვე
–მის გამო გადამისვი ხაზი
–ასე მოხდა.. სხვანაირად უბრალოდ..
–რა? სხვანაირად არ შეიძლებოდა? ყველაფერი შეიძლებოდა!
–ჯიუტი ხარ! ამის გამო გერევა მთელი ცხოვრება. ათუკასაც ამის გამო ვერ ინარჩუნებ, – ხმას უწევს და მიდის
–არ ვარ საკმარისად ჯიუტი, ანა, არ ვარ! რომ ვიყო, სხვანაირად იქნებოდა ახლა ყველაფერი! – ფეხზე წამომხტარი ყვირის, რომ ოთახიდან გასულ ანას დააწიოს სიტყვები –გაუმხილე ლაზარეს ძველი ცოდვები, ანა? გაიაზრე? გაიაზრე რამდენი კაცი დაიტანჯა შენ გამო? – ეკითხება უცებ და ესმის როგორ შეჩერდა მისი ფეხის ხმა. უკან ბრუნდება, ერთიანად თრთის, გაფითრებული სახით შეჰყურებს ბექას და ნელი ნაბიჯით უახლოვდება
–ახლა ამას სერიოზულად მეკითხები? სერიოზულად იწყებ ამ თემაზე ლაპარაკს, ბექა? – ლამისაა იტიროს, ისე უთრთის ხელები, ვერაფრით ახერხებს საკუთარი თავის ხელში აყვანას.
ვეღარაფერს პასუხობს, უყურებს მის წინ მდგომ ქალს, რომელიც ბავშვობიდან მისი სიწმინდე იყო და ხვდება, როგორ გააძლიერა ცხოვრებამ. ახლა იაზრებს, რამდენი რამ გამოიარა და მაინც.. მაინც თვლის, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.

***
–ლევან ნუ დააშტერე ბავშვები, ნუ უმღერი ამ საოცრებებს თორემ გაიზრდებიან შენნაირები! –კეფაში წაარტყა ხელი ლაზარემ ძმას, რომელსაც ორივე ძმისშვილი მუცელზე დაეწვინა და ზევიდან დასცქეროდა ბედნიერი სახით
–აბა შენნაირები ხომ არ იქნებიან, ჯმუხო! – შეუღინა და ისევ განაგრძნო ღიღინი
–რა აცვია ბიჭო ნიკოლოს ფეხებზე? – სიცილი აუტყდა სასაცილო, კაცური ბოტასების დანახვისას
–მე ვუყიდე, ნახე მაშოსაც აქვს, ვარდისფერები. ხო მაგარია? ანა გაგიჟდა ისე მოეწონა! – ბედნიერი ხმით წამოიძახა და ოთახში დაბრუნებულ ანას შენათა ღიმილიანი მზერა, – შენი ქმარი ვერაა ცოტა, ყველაფერზე უაზროდ იცინის, რამე ჩაუყარე ყავაში დილას?
–რაღა მიჭირს ყავას რომ მიკეთებდეს, – ჩაუსტვინა ლაზარემ და ანას გამკიცხავ მზერაზე თვითონაც დაიღრინა
–კიდევ იჩხუბეთ? ბავშვებს არ გაუფუჭოთ ნერვები თორემ არ ვიცი რას გიზავთ. სერიოზულად გეუბნებით! მომხედეთ აქეთ.. – ჯერ ანას შეანათა ცოცხალი მზერა, მერე მის გვერდით გაგორებულ ლაზარეს გახედა შედარებით მკაცრად, – მშობლების განწყობა ბავშვებზეც აისახება და ნუ დადიხართ ასე მოშხამულები
–მართალი ხარ ლევან, ზოგჯერ შენც გაგივარდება ხოლმე ჭკვიანური რამეები. აბა, გაგვიკეთებ ყავას, ანიკო? – ხელოვნური ღიმილი აიკრა სახეზე ლაზარემ და კარებში გაჩხერილ ანას ახედა, რომელმაც ამაყად მოიღერა ყელი და წამით ჩაფიქრდა. მერე ოდნავ ჩაეღიმა და ლევანთან დაიხარა ღიმილით
–ლევან, გინდა ყავა?
–შენ გოგო ნორმალური ხარ? – აფეთქდა ცოლის ქცევაზე და ისე უცებ წამოფრინდა ფეხზე, ანამ ინსტიქტურად უკან დაიხია
–გასწიე ხელები, ნუ მტკენ! – მხრებში ჩაფრენილ თითებს ჩაებღაუჭა ხელებით
–ლაზარე! – ისე დაიგრგვინა ლევანის ხმამ, ორივე ადგილზე მიიყინა
–ამომივა ყელში და ნახავ რაც მოგივა! – გამოსცრა კბილებს შორის და ოთახი სწრაფად დატოვა.
ანა უხერხულად შეიშმუშნა, მერე ლევანისკენ დაიხარა, მაშო აიყვანა ხელში და ღიმილით გადახედა ლევანს
–წამო, პეროგი გამოვაცხვე..
–ანა, ნუ იქცევი რა ასე, – თხოვნასავით გაიჟღერა ლევანის ხმამ. ნიკოლოზი აიხუტა გულზე და ოდნავ დაარწია
–საერთოდ არ ვუყვარვარ მაგას, ცოლი მოუნდა და დამავლო ხელი, ხომ დამაძალა, ხოდა იყოს ახლა ეგრე. აკეთოს თვითონ ყავა, – ბრაზით ჩაილაპარაკა.
ლევანს მხოლოდ გაეღიმა, უცებ წამოდგა ფეხზე, თავისუფალი ხელი მხრებზე მოხვია ანას და ასე მიხუტებული გაიყვანა ოთახიდან. მისაღებში ჯერ ისევ შუბლშეკრული ლაზარე დახვდათ, რომელსაც უფრო მეტად მოექუფრა მათ დანახვაზე სახე. ანა უხმოდ მიუახლოვდა და უკითხავად დაუწვინა მაშო მკლავებზე
–გყავდეს ცოტა ხნით, პეროგი გამოცხვებოდა, გამოვიღებ და მოგიტანთ, ყავასაც გაგიკეთებთ, – თითქმის დაიჩურჩულა ქმრის ყურთან და მხრებში გასწორდა
–უშაქრო გამიკეთე.. – ამოიჯუჯღუნა ლაზარემ
–უშაქრო? – გაუკვირდა ანას და სამზარეულოსკენ წასული შეჩერდა, – სულ რომ გიყრი შაქარს?
–არასდროს გიკითხავს როგორს ვსვამ და იმიტომ!
–უშაქროს სვამ? – ვერ მოითმინა ანამ და უნებურად ჩაიფხუკუნა
–ჰო!
–კარგი, უკეთესი იქნებოდა რამდენიმე თვის წინ თუ მეტყოდი.. – ჯერ ისევ ღიმილშეპარული გამომეტყველებით გაუჩინარდა ოთახიდან.
ანას გასვლისთანავე ძმის მუშტი მოხვდა მხარში და მისი სიცილიც მთელ ოთახს მოედო
–ამდენი ხანი შაქრით გასმევდა ? – ვერ მშვიდდებოდა ლევანი
–ისე იშვიათად უნდება რამე გააკეთოს ჩემთვის, აღარ დავეძებ ხოლმე, ყველაფერი მეგემრიელება, ლევან..
იმდენად გულუბრყვილო მოეჩვენა უმცროსი ძმა ლევანს, სიყვარულით ჩაეღიმა და უხმოდ ჩარგო ცხვირი ნიკოლოზის ყელში.

***
ნელი, მოზომილი ნაბიჯებით მიდის ბორდიულზე, ყურებში ყურსასმენგარჭობილი და ნაზად აყოლებს თავს სიმღერას, ფეხებთან სწრაფად მობრუნებული მანქანა რომ უჩერდება. გული უსკდება, ხელს მკერდზე იდებს და ამჩნევს თუ არა ნაცნობ მანქანას და მუქი ფანჯრებიდან გამომავალ კვამლს, უხეშად იშორებს ყურსასმენს
–გადაირიე, არა? – ყვირის შუა ქუჩაში და მანქანის ფანჯარასთან მიდის
–რამდენჯერ გითხარი ერთხელ ვინმე გადაგივლისმეთქი, სულ ასე ყურებში რომ გაქვს ეგ ოხრობა გარჭობილი?
–ბორდიულზე არავინ ამომივარდება, შენნაირი გიჟის გარდა! – გაბრაზებისგან სახე უწითლდება და წელში სწორდება, რომ გზა განაგრძოს
–მაშო! – მანქანით მიჰყვება უკან, მის მხარესაა გადაწეული და თვალებდამრგვალებული ეძახის
–იკაკო, დამანებე თავი!
–ჩაჯექი რა..
–დამანებე!
–მაშენკა, მიდი რა, ჩაჯექი.. – ეხვეწება და სიჩქარეს უმატებს, სწრაფად მოსიარულე მაშოს რომ არ ჩამორჩეს.
უცებ ბრუნდება, კარს ხსნის და მოჟამული სახით სკუპდება მანქანაში
–რას დამსდევ? – კაპასდება უცებ
–მომენატრე, მაშ..
–გუშინ არ ვიყავით ერთად? სკლეროზიც გაქვს? – ეცინება ბოლოს და თვალებში შეჰყურებს
–შორიდან რომ შემოგყურებ უფრო მენატრები, არ იცოდი?
–იკაკო, არ შემიძლია. ვერ ვეტყვი ნიკოლოზს.. – იწყენს და თავს აბრუნებს, – შენ კიდევ ბოლო კვირაა ამომიღე ტვინი.. გუშინაც, ისე იქცეოდი.. ისე იქცეოდი მის თვალწინ.. რომ მიხვდეს? მინდოდა ერთი კარგად ჩამეთხლიშა შენთვის!
–მერე? რატომ არ ჩამთხლიშე? – ეცინება გულით მის აალებულ სახეს რომ შეჰყურებს
–იმიტომ, რომ მერე ვინერვიულებდი. თან ქაჯი ხომ არ ვარ..
–ამიტომ მეუჟმურები არა ასე? არ ეწყინება, იქნებ არ ეწყინოს, ვუთხრათ რა.. აღარ შემიძლია ასე ვატყუოთ მეგობრები.
მაშო ღრმად სუნთქავს, თავს აყრდნობს მინას და იკაკოს ხელს რომ გრძნობს სუსტ მაჯაზე, უნებურად ეხუჭება თვალები
–ნიკოლოზი რომ გამიბრაზდეს, მე ვერ გადავიტან მაგას..
–იქნებ არ გაგიბრაზდეს? – მანქანას აჩერებს, მთელი სხეულით ბრუნდება მისკენ და მის ხელისგულს აკრობს ტუჩებს
–რომ გამიბრაზდეს? – ფეთქდება უცებ მაშო და ხელს იბრუნებს
–სულ ნიკოლოზთან ხომ ვერ იქნები, მაშო, რა დაგემართა? იმას რომ ვინმე შეუყვარდეს, გაუჭედავ?
–არავინაც არ უყვარს!
–ხოდა შეუყვარდება..
–არ მინდა!
–პატარა მაშო.. – დასცინის იკაკო და მისკენ იწევა
–ნუ მიშლი ნერვებს
–მაკოცნინებ?
–არავინ დაგვინახოს..
–მოდი, უცებ.. – ლოყებზე კიდებს ხელებს და უცებ კოცნის ტუჩებში. მშრალად, წამებში, მაგრამ დიდი სითბოთი, – მიყვარხარ, მაშენკა..
–მეც, იკაკო..
–ვუთხრათ რა ნიკოლოზს, გეხვეწები..
–ცოტახანიც რა..
–კარგი, სულ ცოტა ხანიც. მაშო..
–ჰო..
–რომ გადაიფიქრო, რომ ჩემთან ყოფნა გინდა?
–იკაკო.. – მობეზრებით ატრიალებს თვალებს, – ხუთი წელია გიყურებ და არ მომბეზრებიხარ და რაღა ახლა მომბეზრდები?
–ჰო, რა ვიცი, – ეღიმება, უცებ ეხვევა და მანქანას ძრავს
–აბა, დროებითი პრავა მაქვსო?
–დროებითი მაქვს..
–მერე, შეიძლება უფროსის გარეშე?
–არა, მარა შემომხედე.. არ ვგავარ დიდ როჟას? – სასაცილოდ იჯგიმება და აკისკისებული მაშოს დანახვაზე სახეზე ფართო ღიმილი ეფინება სახეზე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი nina kupradze

ყოჩაღ, გელოდებიი

 


№2  offline მოდერი Tamta.k

ძალიან კარგია!❤️

 


№3  offline წევრი qetulaa

Zalian magariaaa, ubralod lazares gageba michirss, magram arc ana aklebss, momconsss, cxovrebiseuliaaa

 


№4  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია.მომწონს.ველი შემდეგ თავს

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ღმერთო, რა გულისამრევი ქალია ანა! ზე უტაქტო!
ტიპიური ქართველი ცოლი უნიკალურად გყავს გამოყვანილი, ყოჩაღ ამისთვის!
აი, მკვდარზე ხომ არაფერს არ ამბობენ, მაგრამ აი ლევანი...არ ვიცი რაა. არამკითხე მოამბე. ვაიმეე, როგორ უტაქტოდ ერევა ცოლქმრის ურთიერთობაში. ის, კიარა ამ უვიც ანას რომ ასწავლოს ქცევა, მისგან თავი ცოტა შორს დაეჭირა, დგას და ართობს და ამას ქმარმა თურმე მშვიდად უნდა უყუროს.
ლაზარე ყველაზე მეტად მეცოდება. ყოველთვის ყველაფრის დამტკიცება უწევს, და მაშინ როცა რეალური საფუძველი არ არსებობს, მაინც ცუდს ელიან მისგან. ამიტომ რაღაცნაირად მესმის მისი.

 


№6  offline წევრი tusi

მიჭირს ანასა და ლაზარეს გაგება.. ორივეს ჩემთხვევაში ყოველ თავში მეცვლება წარმოდგენა და აზარტში ვარ შესული შემდეგ რა მოხდება.. :) აი შენ წერ უმაგრესად.. ძალიან კარგი გოგო ხარ.. <3

 


№7  offline წევრი მერცია

როგორი ჩამოუყალიბებლები არიან.. ახლადშექმნილი ოჯახი ტიპური პრობლემებით, სადაც კაცს თავდაჯერებულობა,ხოლო ქალს გონიერი კომპრომისის უნარი აკლია ნორმალური ურთიერთობის ასაწყობად..
და მაინც, ვფიქრობ ლაზარეს მეტი მოეთხოვება; მხოლოდ იმიტომ არა, რომ ანასთან ურთიერთობა ძალადობით დაიწყო... ჯერჯერობით როგორც მამაკაცი ძალიან სუსტი ჩანს; ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, არ ფიქრობს... ანას კი მეტისმეტად უნდა მოსწონდეს მსხვერპლის როლი;ქვეცნობიერად ითხოვს კონპენსაციას დაკარგული ოჯახისთვის, მომავლისათვის,რომლის არჩევის უფლება არ მისცეს..
ამ კუთხით კი ლევანი ანას იმას აძლევს რაც სჭირდება; ამასთანავე, იგი ლაზარესაგან დამნაშავის, ანასაგან კი განტევების ვაცის შექმნით წყვილს ურთიერთობის განვითარების უფლებას თითქოს არც აძლევს. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ლევანი ძმას გამუდმებით დამნაშავის როლში ყოფნას აიძულებს,რაც ერთის მხრივ ლაზარეს საკუთარი თავის რწმენას უკარგავს; ხოლო ანას ჭირვეულობასა და პრეტენზიებს აქეზებს.
თავიდანვე ამ ქორწინებაში ლევანი საჭიროზე მეტად იყო და ალბათ ამიტომაა,რომ მისი აჩრდილი გარდაცვალების შემდგომაც არ ანაბებს წყვილს თავს... ის რომ ლევანის ამგვარი როლი ამ ორის ურთიერთობაში ძმის ლაზარეზე გავლენის მაჩვენებელია, ცხადია..საკითხავია რატომ? მხოლოდ უფროსი ძმის ხატია მიზეზი?
მოკლედ, ძალიან საინტერესო სურათია და ეჭვი მაქვს კიდევ ყველაფერი წინაა. უფროდაუფრო მეტს მოველი ამ ისტორიისგან..
ხო, და კიდევ პირადად ჩემთვის ჯერჯერობით კიდევ ბუნდოვანია ანას ემოციები; ყველაფრის ფონზე როგორ, რის გამო ჩნდება მასთან ლაზარესადმი გრძნობა, რომელსაც წლების მანძილზე გამუდმებული სირთლეებისა მაინც ინარჩუნებს?!...

 


№8  offline წევრი P.A.

nina kupradze
ყოჩაღ, გელოდებიი

Tamta.k
ძალიან კარგია!❤️

qetulaa
Zalian magariaaa, ubralod lazares gageba michirss, magram arc ana aklebss, momconsss, cxovrebiseuliaaa

mia miako 15
ძალიან კარგია.მომწონს.ველი შემდეგ თავს

ძალიან დიდი მადლობა, საოცრად მიხარია, რომ მოგწონთ:*

grafo
ღმერთო, რა გულისამრევი ქალია ანა! ზე უტაქტო!
ტიპიური ქართველი ცოლი უნიკალურად გყავს გამოყვანილი, ყოჩაღ ამისთვის!
აი, მკვდარზე ხომ არაფერს არ ამბობენ, მაგრამ აი ლევანი...არ ვიცი რაა. არამკითხე მოამბე. ვაიმეე, როგორ უტაქტოდ ერევა ცოლქმრის ურთიერთობაში. ის, კიარა ამ უვიც ანას რომ ასწავლოს ქცევა, მისგან თავი ცოტა შორს დაეჭირა, დგას და ართობს და ამას ქმარმა თურმე მშვიდად უნდა უყუროს.
ლაზარე ყველაზე მეტად მეცოდება. ყოველთვის ყველაფრის დამტკიცება უწევს, და მაშინ როცა რეალური საფუძველი არ არსებობს, მაინც ცუდს ელიან მისგან. ამიტომ რაღაცნაირად მესმის მისი.


როგორ მიხარია ხოლმე, როგორ გითხრა, ასეთი ზუსტი მკითხველები:დ რაღაცები ასე ზუსტად რომ ესმით..

tusi
მიჭირს ანასა და ლაზარეს გაგება.. ორივეს ჩემთხვევაში ყოველ თავში მეცვლება წარმოდგენა და აზარტში ვარ შესული შემდეგ რა მოხდება.. :) აი შენ წერ უმაგრესად.. ძალიან კარგი გოგო ხარ.. <3


ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრჯერ შეგეცვლება:დ დიდი, დიდი მადლობა შენ!<3

მერცია
როგორი ჩამოუყალიბებლები არიან.. ახლადშექმნილი ოჯახი ტიპური პრობლემებით, სადაც კაცს თავდაჯერებულობა,ხოლო ქალს გონიერი კომპრომისის უნარი აკლია ნორმალური ურთიერთობის ასაწყობად..
და მაინც, ვფიქრობ ლაზარეს მეტი მოეთხოვება; მხოლოდ იმიტომ არა, რომ ანასთან ურთიერთობა ძალადობით დაიწყო... ჯერჯერობით როგორც მამაკაცი ძალიან სუსტი ჩანს; ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, არ ფიქრობს... ანას კი მეტისმეტად უნდა მოსწონდეს მსხვერპლის როლი;ქვეცნობიერად ითხოვს კონპენსაციას დაკარგული ოჯახისთვის, მომავლისათვის,რომლის არჩევის უფლება არ მისცეს..
ამ კუთხით კი ლევანი ანას იმას აძლევს რაც სჭირდება; ამასთანავე, იგი ლაზარესაგან დამნაშავის, ანასაგან კი განტევების ვაცის შექმნით წყვილს ურთიერთობის განვითარების უფლებას თითქოს არც აძლევს. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ლევანი ძმას გამუდმებით დამნაშავის როლში ყოფნას აიძულებს,რაც ერთის მხრივ ლაზარეს საკუთარი თავის რწმენას უკარგავს; ხოლო ანას ჭირვეულობასა და პრეტენზიებს აქეზებს.
თავიდანვე ამ ქორწინებაში ლევანი საჭიროზე მეტად იყო და ალბათ ამიტომაა,რომ მისი აჩრდილი გარდაცვალების შემდგომაც არ ანაბებს წყვილს თავს... ის რომ ლევანის ამგვარი როლი ამ ორის ურთიერთობაში ძმის ლაზარეზე გავლენის მაჩვენებელია, ცხადია..საკითხავია რატომ? მხოლოდ უფროსი ძმის ხატია მიზეზი?
მოკლედ, ძალიან საინტერესო სურათია და ეჭვი მაქვს კიდევ ყველაფერი წინაა. უფროდაუფრო მეტს მოველი ამ ისტორიისგან..
ხო, და კიდევ პირადად ჩემთვის ჯერჯერობით კიდევ ბუნდოვანია ანას ემოციები; ყველაფრის ფონზე როგორ, რის გამო ჩნდება მასთან ლაზარესადმი გრძნობა, რომელსაც წლების მანძილზე გამუდმებული სირთლეებისა მაინც ინარჩუნებს?!...


არ მინდა რამე ზედმეტი წამომცედ წინასწარ:დ თუმცა, ბევრი რამ ძალიან სწორად დაგინახავს. ნელ-ნელა გაიხსნება კარტები და მართალი ხარ, ჯერ კიდევ ნამდვილად წინაა ყველაფერი.. ნელ-ნელა, ეტაპობრივად მჭირდება ოღონდ რომ იქამდე მივაღწიო..

 


№9  offline წევრი გლოკტა

ცოტა სხვანაირად დავინახე რაღაცები.
ანუ ანას ეჭვიანობების არ უნდა მესმოდეს?! არასწორია?! არადა თურმე ძალიან ბევრჯერ მიუცია ლაზარეს ანასთვის მაგის მიზეზი. ანუ ტიპმა გოგო მოიტაცა, ხასიათი აქ ისეთი რომ რბილი და ცოტათი დამთმობი არაა ტიპი და აქეთ უყვირის, სამსახურში გაუფრთხილებლად ნუ მოდიხარო. ერთადერთი რაც ანაში არ მესმის ან უბრალოდ ვერ გავიგე, ამდენი შეუარცხყოფის მოთმენაა. ღალატი და დაუთმებლობა ურთიერთობაში ხომ სიყვარულის გამოუხატველობაა?! მე არ მაქვს საუბარი ლევანის გარდაცვების შემდეგ არევაზე, მანამდეც ხომ ღალატობდა და ან სიმთვრალეს აბრალებდა ბიჭი.
მოკლედ ცოტა ავირიე. თან ეს ბექა?!ჩანს, რომ აღელვებს ეს ტიპი ანას. ვერ დატოვა წარსულში. ლაზარეზე რომ ამბობს მიყვარსო, გაუბედავი აღიარებაა. და ეს ბექას გამო?! თან ჩანს რომ უყვართ ერთმანეთი ანას და ლაზარეს. მაგრამ რანაირად სულ წაკბენებში და გულის ტკენებში რომ არიან?!
ლევანზს ვერ ვიტყვი ძაან ცუდებს. მესმის, რომ მარტოსული ანასი ესმის და დარდობს. ცოტა მეზედმეტება რაღაცები და ვფიქრობ, ლევანი ტყუილად არ ტრიალებს მათ შორის.
გილოცავ რა ასეთ თავებს?! ფიქრს და ფანტაზიას საშუალებას აძლევ, თავიანთ ნებაზე ითარეშონ :დ

 


№10  offline წევრი გრაფინია

ერთიანად წავიკითხე ყველა თავი და ჰოო.

ყველა მომწონს:)
ლაზარე უცნაურია,მაგრამ ძალიან თავისებური და რაღაცნაირი. აგრესიით ვერაფრით განვეწყე.
ანა მომენტებში ძალიან მწარეა,მაგრამ ამდენი წელი გვერდში ედგე ასეთ ქმარს...

ანასა და ლაზარეს შორის რაღაც საოცარი ქიმიაა და ეს წონის ყველაფერს,ჩემი აზრით..
იმედია ჰეფი ენდი იქნება❤️

 


№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დღეს იქნება ახალი თავი?

 


№12  offline წევრი P.A.

ანი ანი
დღეს იქნება ახალი თავი?

ვეცდები რომ ავტვირთო:*

 


№13  offline წევრი dakarguli

მართალია ლაზარემ ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ მე დავინახე რომ ბევრჯერ ეცადა და ბევრჯერ დათმო დასაწყისში რომ ურთიერთობა დალაგებოდათ... რაღაცნაირად ანა მაღიზიანებს, თან ვითომ თბილია და თან ისე დაგესლავს და ტკენს რო... რავიცი რავიცი.... კარგად წერ, არარი გადამეტებული რაღაცეები, უფრო რეალურები არიან და არა გაიდეალებურები ორივე , ეს მომწონს ძალიან, მაინტერესებს უზომოდ როგორ განვითარდება მოვლენები

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.