შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ისუნთქო (ნაწილი 1)


28-11-2018, 09:23
ავტორი Tamta.k
ნანახია 446

არ ისუნთქო (ნაწილი 1)

ოთახში თეთრ ხალათიანი ქალი დაღლილი სახით გოგონას მოპირდაპირედ იჯდა და თვალებში კუშტად უყურებდა.
- მომისმინე, არც მე მსიამოვნებს აქ შენს გვერდით ყოფნა, მაგრამ ვძლებ. არ გინდა თავი დააღწიო აქაურობას? არ დაიღალე? - გოგონას სიცილი ექოდ გაისმის და კედლებს მთელი ძალით ეხეთქება.
- თუ დაიღალეთ მაშინ რატომ სინჯავთ სრულებით ჯამრთელ ადამიანს? არ გამოგდით საუკეთესო ფსიქოლოგობა...
- მართლა? სულ ფეხებზე მკი'დია რას ფიქრობ შენ. როგორ "აორთქლდა" შენი ძმა? იტყვი თუ არა?! - გოგონა თვალებს ხუჭავს და ორივე ხელით მუშტს კრავს.
- ასეთი შეუგნებლები საიდან? - ამბობს ისევ თვალებ დახუჭული, ხმა შეცვლილი აქვს ამიტომ ქალს ჭრუანტელი უვლის და გამუდმენით შემოსასვლელ კარს უყურებს, იქნებ ვინმეს მოვკრა თვალი და გული დავიიმედოო.
- მე გეკითხები და უნდა მიპასუხო, ლანძღვა-გინე'ბას ნუ იწყებ. - ფსიქოლოგი ცდილობდა სიმშვიდე მაქსიმალურად შეენარჩუნებინა, თუმცა ამ გოგოსთან ეს ძალიან რთული იყო.
- საქმე არ გაქვთ? დავიღალე კვირაში სამჯერ თქვენთან ორ საათიანი დიალოგით. - წინ იხრება და ქალს თვალებში უყურებს
- შენი აზრით მე მსიამოვნებს? მიჩევნია ჩემს შვილებთან გავატარო ეს დრო თუმცა აქ ვარ, შენთან...
- ხოდა ადქით და წაბრძანდით. თოვლის ბაბუ ხომ არ ვარ თქვენი სურვილები ავასრულო?
- ვინ ეხმარება თქვენს ძმას? - ქალი მკაცრი სახით ლაპარაკობდა და გოგონას ისე უყურებდა ვითონ სანაგვიდან ამოღებულ საკვებს უყურებდა და გულისრევის შეგრძნება უმძაფრდებოდა.
- ამ შეკითხვას და ჩემს ძმას კიდევ ახსენებთ და გეფიცებით სიცოცხლეს ჩემივე ხელებით დაემშვიდობობებით - მაგიდაზე მუშტი დაკრა თუმცა ფსიქოლოგს რეაქცია არ ჰქონდა, მიჩვეული იყო მის ასეთ ქცევას.
- მემუქრები? ხომ იცი ჩემთან მსგავსი სიტყვები და მუქარები არ ჭრის.
- როდესაც მართლაც ავასრულებ მერე ნახავ მუქარაა თუ სინამდვილე.
- მე არ მეშინია შენი. ალბათ შენ ძმასაც არ ეშინოდა - ბოლო სიტყვები ჩუმად თუმცა გასაგონად ჩაილაპარაკა და გოგონას დააკვირდა.
- ამით რის თქმას ცდილობთ?
- მითხარით რას ამბობდა ამ ამბავზე ? და სად არის?
- არ ვიცი!!! მერამდენედ უნდა გაგიმეოროდ ეს? - ქალი ფეხზე წამოდგა და კაბა შეისწორა.
- ხვალ დრი გადის თქვენი აქ ყოფნის. ჩემდა საბედნიეროდ ჩვენ ბოლო შეხვედრა იყო, მეგონა გამიმხელდით ყველაფერს. თუმცა ამაოდ.
ქალი სწაფად ტოვებს ოთახს და გარეთ მდგომ პოლიციელს უახლოვდება.
- ჩემი აზრით მან არაფერი იცის... გაუშვით და უთვალთვალეთ, ეს ჩემი რჩევაა. - კაცს სახე უფრო უსერიოზულდება და სახეზე ნაოჭები მკვეთრად ეტყობა.
- ეს გაამართლებს?
- დიდი იმედი მაქვს. თუმცა სხვა გზა არც გაქვთ... - ისევ სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს განყოფილების ოფისს, წითელ მანქანაში სწრაფადვე ჯდება და იქაურობას ტოვებს.

- გეკრძალებად ქვეყნის დატვება ოცდაათი დღის მანძილზე, ასევე ყოველ ათ დღეში ერთხელ უნდა გამოცხადდეთ განყოფილებაში. - გოგონას უმეორებს თან შემოწმებულ შავ ჩანთას აწვდის.
- მე რა ტერორისტი ვარ? ისედაც სასტუმროდ მიქციეთ აქაურობა და ხუთი თვე მიმასპინძლეთ, თან თქვენი საკვები დიდად არ მომეწონა.
- ამაზე უნდა გამეცინა? შეგიძლიათ მიბრძანდეთ...
- უნდა გაგეცინათ თუმცა ღიმილი დიდად არ მოგიხდებათ.
გოგონამ ღიმილით დატოვა განყოფილება, გარშემო კი ყველა მხოლოდ მას უყურებდა.
ჩანთა გარეთ გამოსულმა გახსნა და მისი საყვარელი სათვალე მოირგო, გადაჩვეოდა მზის მწველ სხივებს თუმცა, გარესამყარო იმდენად მონტრებოდა ხელები გაშალა და სუფთა ჰაერით აივსო ფილტვები. შავ-თეთრი მინიდან დაუწყო სამყაროს ცქერა. ნაბიჯებს სწრაფად დგამდა მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ გაჩერდა და დაფიქრდა. სად მიდიოდა? სად ეჩქარებოდა? ელოდებოდა ვინმე? არა... თუმცა გზა მაინც განაგრძო და გამვლელი ტაქსი გააჩერა, მისამართი უკარნახა და ჩანთიდან ვარდისფერი დედის ნაჩუქარი საფულე ამოიღო, დააკვირდა შემდეგ ნაღდი ფული დათვალა და მწარედ გადაატრიალა თვალები. სანამდე დაეშვი? მხოლოდ გროშები? თუმცა არაუშავს თუ ადამიანი გაჭირვებას და მარტოობას არ დაუპირისპირდა იმაზე სუსტი იქნება ვიდრე ოდესმე. ტელეფონი ამოიღო თუმცა მალევე მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა, ამას ფიქრიც არ სჭირდებოდა რომ ტელეფონს მოუსმენდნენ ის უტვინო პოლიციელები რომლებიც სამი თვე სისხლს უშრობნენ, უაზრო ლაყბობით. ტაქსის მძღოლს დააკვირდა ორმოცს გადაშორებული კაცი იქნებოდა.
- დაქორწინებული ხართ? - კითხა და კაცმაც პატარა სარკიდან ღიმილით გამოხედა.
- ვარ შვილო.
- შვილები გყავთ?
- დიახ, ორი გოგო.
- აი ეს გამომართვით და რომელიმეს აჩუქეთ, ახალია ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს - კარტა ამოიღო და ტელეფონი მიაწოდა კაცს.
- არა შვილო ვერ გამოგართმევთ, თქვენც გჭირდებათ. ახალგაზრდები ხომ ასე მიჟაჭვულები ხართ მასზე...
- გთხოვთ გამომართვით, უბრალოდ ახალი კარტა დასჭირდება. - კაცი ტელეფონს დააკვირდა.
- ოჰ ეს ტელეფონი ხომ ძალიან ძვირი ღირს.
- გამომართვის და ქუჩის კუთხეში გამიჩერეთ...
კაცმა მადლობებით აავსო და გზის ფული არ გამოართვა. ჩანთის წინა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მეორე სართულზე ლიფტით ავიდა, გასაღები კარებს მოარგო და სახლში შესულს უსიამოვნო შეგრძნებამ თაბრუ დაახვია. პოლიციელებს სახლი თავდაყირა დაუყენებიათ, ნერვებ მოშლილმა ჩანთა დივანზე მოისროლა და სახლს დააკვირდა. რამდენი მოგონება სუფევდა ამ სახლში, რამდენი კარგი მოგონება. მაგრამ კარგთან ყოველთვისაა ცუდიც, თუმცა ეხლა არცერთს არ ჰქონდა აზრი. ერთი საათი მოუნდა სახლის ჭკუაზე მოყვანას და ბანაობას შემდეგ მაცივრის კარი გამოაღო და ლუდის ქილა ხელში მოიქცია. ცარიელი იყი მაცივარიც, სახლიც და თვითონაც. ძმის საყვარელი ჭიქა აიღო და ლუდის დასხმა დააპირა თუარა პატარა დაკეცილ ფურცელს მოკრა თვალი. გულისცმა გაუხშირდა, ხელის კანკალით გახსნა ფურცელი... " ჰეი ბუმბულო, ალბათ ან ძალიან მალე ან ძალიან გვიან ნახავ ამ ქაღალდის ნაგლეჯს თუმცა ვიცი რომ ნახავ. შენ ხომ ყოველთვის მოგწონდა ეს ჭიქა? მაპატიე ბუმბულო... მაპატიე რომ დაგტოვე, არ მინდოდა ესე გამოსულიყო. ჩვენ ხომ ერთი მთლიანობა ვართ, მაგრამ უნდა შემპირდე! არ მეძებო, გპირდები მე თვითონ გიპოვი, ხომ გჯერა ჩემი? გთხოვ შენი ჯიუტობა და თავგანწირვა დაივიწყე, ვიცი რომ ძლიერი ხარ მაგრამ უბრალოდ თავი შეიკვე კარგი? გთხოვ ზიზი... მიყვარხარ! "
ზიზი... მოენატრა ძმის ხმა, როგორ მიმართავდა ელიზას მოფერებით მხოლოდ მან. ცრემელბი სახეს უსველებდ, წარმოიდგინა როგორ წერდა მისი ძმა ამ წერილს და თან საათს ყოველ წუთს ამოწმებდა ყოველი წამი ხომ გადამწყვეტი იყო მისთვის...
როგორ იფიქრა რომ დაუჯერებდა, როგორ გაივლო გულში რომ მას მოძებნას არ დაუწყებდა? ცრემელბი მოიწმინდა და ფურცელი ნაკუწებად დახია. ლუდის ქილა ბოლომდე ჩაცალა, ფანჯარა გააღო და ჩამავალ მზეს დაუწყო ცქერა. რამდნი რამ გადაიტანა? თავი ფილმის მთავარი გმირი ეგონა რომელიც მუდმივად ბრძოლობს... ბრძოლობს თუმცა არაფერი გამოდის. ეხლა როგორ მოქცეულიყო? საიდან უნდა დაეწყო ძებნა? ფანჯარა ღია დატოვა და ძმის ოთახში შევიდა, მისი ძველი ტელეფონი ტუმბოში იპოვა და ნიკუშას დაურეკა.
- გიუშ ძმაო შენ ხარ? - მალევე გაიგონა ნიკუშას დამფრთხალი ხმა
- არა ნიი მე ვარ...
- ზიზიკო შენ ხარ ტოო? აუ შენთავსფიცავარ ათასჯერ მოგაკითხე და არ შემომიშვეს. სად ხარ? სახლში ხარ?
- ვიცი ნი, მეუბნებოდნენ. სახლში ვარ
- მოვალ ათ წუთში, ნატაშკას გამომცხვარ ხაჭაპურს წამოგიღებ.
გოგონამ ძმის ნაცრისფერი მაისური გადაიცვა და მისაღებში რამოდენიმე წუთი თავჩარგული იჯდა სანამ კარზე ზარის ხმა არ გაიგონა
- ზიზიკო - ნიკუშა რომელიც ძმის საუკეთესო ძმაკაცი იყო და ყოველთვის გვერდით ედგა გოგონას ისე ჩაეხურა სუნთქვაც კი გაუჭირდა
- შემოდი ნიკუ, ჯერ კიდევ მისალაგებელია აქაურობა.
- დაი'კიდე რაა, ნახე ხაჭაპრი და რაღაცეები მოგიტანე - რამოდენიმე ცელოფანი სავსე იყო სხვადასხვა საკვებით, ბოსტნეულით, ხილით.
- ნიკუ რატო შეწუხდი? მაგისთვის არ დამირეკავს...
- კაი რა ვიცი, წამოდი ვჭამოთ გაცივდება ხაჭაპური.
გოგონამ ხაჭაპური სწრაფად დაჭრა და ნიკუშას მოტანილი ლუდით ჭიქები გაავსო.
- აუ როგორ მომნატრებია ნატაშკას ხაჭაპურებიი - ილუკმებოდა თან ლუდს ცლიდა
- ისედაც სუსტი იყავი და ეხლა ხო საერთოდ, მომიყევი ტო რას გიშვებოდნენ სამი თვე? - გოგონამ ერთი ღერი სიგარეტი აიღო და ნერვიულად მოუკიდა
- ნუ მკითხავ. ვიღაც ფსიქოლოგი სიანსებს მიტარებდა, გიჟი ან ფსიქიკურად დაავადებული ვეგონე იცი მგონი... ერთი და იგივე შეკითხვას მისმევდა ყველა, სად არის შენი ძმა? ყელში ამომიყვანეს
- აუ წარმომიდგენია ტო, ფსიქოლოგიო? ხო არ ღადაობენ?
- შენ იცი სად არის?
- ვინ ზიზი? გიუშა?
- ხო ნიკუ, ჩემი ძმა.
- არა ტო საიდან, რომც მცოდნოდა ვერ გეტყოდი... მაგრამ გეფიცები თუ აზრზე ვიყო, იმ ამბის შემდეგ ერთხელ ვნახე ისიც მაგარ კაი'ფში იყო და სიტყვებს ვერ აბავდა... მაგარი გატეხილში ვარ, მე როგორ არ მითხრა სად წავიდა?
- კაი რა ნიკუ, შენზე რომ ეთქვა ან სადმე რომ დაენახეთ მაგ პერიოდში პოლიცია შენ აგეკიდებოდა, ხომ იცი არ უყვარს მის გამო სხვა რომ ზარალდება. - სამი თვე ყოველ დღე მის ძმაზე ფიქრობდა, ტკივილი და მონატრება ისე მოაწვებოდა ყელში ხოლმე ღრიალი უნდოდა. ეხლაც ესე იყო, ნიკუშა ეს სახლი, გიორგის სურნელი გამეფებულიყო სახლში...
- ჰეეი ზიზი, დამშვიდდი რა. მესმის რომ ნერვიულობ მაგრამ ხომ იცი არაფერი მოუვა, ხომ იცი რანაირა ყველგან გაიტანს თავს.
- ვიცი, ვიციი მაგრამ ასე ჯდომა, უმოქმედოდ არ შემიძლია... ჯერ დედა ეხლა კი გიო. მხოლოდ ის დამრჩა, უმისობას ვერ გადავიტან.
- ეე გააფრინე ტო? მე აგერ არ ვარ? გამოჩდება - გოგონას ჩაეხუტა და რწევა დაუწყო როგორც გიორგიმ იცოდა, მეტი ვეღარ მოითბინა და ტირილი დაიწყო.
- ეხლა რა უნდა ქნა? - ეუბნება ნიკუშა როდესაც აივანზე ზიან და დამშვიდებული ელიზა ნელა ეწევა სიგარეტს.
- არ ვიცი, უნდა მოვძებნო. იქნებ უჭირს... იქნებ
- ჩუ, არაფერი დაემართება!
ნიკუშამ უთხრა დავრჩები მარტო არ დაგტოვებო თუმცა ელიზამ იუარა, წადი კარგად ვარო. მარტო დარჩენილს არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, უკვე ღამის ოთხი იყო ძილი კი არ ეკარებოდა. ერთი რამ ზუსტად იცოდა ვეღარ იძინებდა და არა იმის გამო,რომ ცხელა-ღამით საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიში იპყრობდა, ეშინოდა ყველაფრის: სიცოცხლის, სიკვდილის, სიყვარულის, უსიყვარულობის, იმის რომ სიახლე სწრაფად იქცევა ჩვევად ; შეგრძნების, რომ ცხოვრების საუკეთესო წლებს წირავს მოსაწყენ ყოველდღიურობას, რომელიც არასდროს დასრულდება... ეშინოდა ყოვლისმომცემი პანიკის, რომელიც მთელ მის არსებობას ეუფლებოდა ( თან ძალიან ხშირად... )
ძმის ლოგნზე დაწვა, გაიხსენა მათი ბოლო დღე. აცრემლიანებული ძმა რომეიც ევედრებოდა არ დაიჯერო პოლიციელების, მსგავსი რამის გამკეთებელი არ ვარ ხომ იციო, არადა არ იცოდა რომ მასსში ეჭვს არასდროს შეპარვია. დედის გარდაცვალების შემდეგ, ელიზას ძმა ზრდიდა, იმისდამიუხედავად რომ სულ რაღაც სამი წლით იყო დიდი, კაცივით იქცეოდა. უყვარდა მისი ძმა იმ მომენტებში როდესაც გაბრაზებული ან ნაწყენი შეხედავდა თუმცა ბრაზი ელიზას მოწყენილობისთანავე უქრებოდა. გოგონას ჩაეცინა და თვალები დახუჭა, მალევე ჩაეძინა. მზის სხივებმა თვალები მოუჭრა ამიტომ იძულებული გახდა ამდგარიყო, კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა უკვე შუადღე იყო. სახლში რაღაცნაირი მძაფრი სუნი იდგა ამიტომ დეზიმფექციის ჩატარება გადაწყვიტა და საჭირო სითხეების საყილდაც, კორპუთან უახლოეს მაღაზიაში წავიდა. მაღაზიაში უნდა შესულიყო როდესაც გოგონა მიუახლოვდა და გააჩერა
- ელიზა ხარ? - ოც წლამდე შავთმიან გოგონას სახე კეპკით ქონდა დამალული
- დიახ, თქვეენ?
- ამას მნიშვნელობა აქ აქვს. ეს გამომართვით, თქვენმა ძმამ გამომატანა.
- რა თქვი? - ხელში თეთრი კონვერტი სწრაფად მიაწოდა და სწრაფი ნაბიჯებით გაუჩინარდა ქუჩის კუთხეში. ელიზამ გონზე მოსვლა ვერ მოახერხა, კონვერტი ოდნავ გახსნა და ასლარიანების დასტის დანახვისას სიმწრით გაეცინა.
- გიუშ რა გგონია ფულით მომისყიდი და არ მოგძებნი? ესეიგი აქ ხარ... ისევ ისეთი იდიოტი ხარ ძამიკო...
სიმწრის ცრემლი მოიწმინდა და ნაცნობი დეკეტრივის დანახვისას " შეუმჩნევლად" რომ იდგა ხესთან ჩაეცინა.
- უყურე დაცვაც კი ამიყვანეს, საყვარლები...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი nina kupradze

ძალიან კარგია! ყოჩარ❤️
ველოდები გაგრძელებას

 


№2  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
ძალიან კარგია! ყოჩარ❤️
ველოდები გაგრძელებას

მადლობა დიდიი❤️

 


№3  offline წევრი Elea_Nora

კარგი კარგი. რა შემიძლია გითხრა. ისეთია აღარ გინდა რომ დამთავრდეს და ჩაიკითხო ბოლომდე მაგრამ სადაა მაგის ბედნიერება. ნუ მოკლედ ვინაა ეს და-ძმა? რა ხდება მათ თავს? ამას იმედია ნელ-ნელა გავიგებთ.
ეხლა მეორე საკითხი რა ხდება შენს თავს? აღარ აგრძელებ ჩვენ "არავინ" ვართ? იცი მაინც როგორ ველოდები? საერთოდ არ მიყვარს როცა ისტორიის ავტორს, რომ ვსაყვედურობ დაგვიანებაზე იმიტომ რომ ვხვდები მათაც აქვთ პირადი ცხოვრებ,ა მაგრამ მაინც რატო აგვიანებ ჰაა? იქნებ მოახერხო და დადო.
რაც არ უნდა იყოს ველოდები ორივე ისტორიას.

 


№4  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
კარგი კარგი. რა შემიძლია გითხრა. ისეთია აღარ გინდა რომ დამთავრდეს და ჩაიკითხო ბოლომდე მაგრამ სადაა მაგის ბედნიერება. ნუ მოკლედ ვინაა ეს და-ძმა? რა ხდება მათ თავს? ამას იმედია ნელ-ნელა გავიგებთ.
ეხლა მეორე საკითხი რა ხდება შენს თავს? აღარ აგრძელებ ჩვენ "არავინ" ვართ? იცი მაინც როგორ ველოდები? საერთოდ არ მიყვარს როცა ისტორიის ავტორს, რომ ვსაყვედურობ დაგვიანებაზე იმიტომ რომ ვხვდები მათაც აქვთ პირადი ცხოვრებ,ა მაგრამ მაინც რატო აგვიანებ ჰაა? იქნებ მოახერხო და დადო.
რაც არ უნდა იყოს ველოდები ორივე ისტორიას.

გეთანხმებიიი, ხვალ დავდებ "ჩვენ არავინ ვართ" - ს და ზედ ამას❤️მიხარია რომ მოგწონს

 


№5  offline წევრი უცნაური მე

აუ რა კარგი რამე იყო.. ველოდები გაგრძელებას.. უამრავი კითხვა მაქვს.. ❤️

 


№6  offline მოდერი Tamta.k

უცნაური მე
აუ რა კარგი რამე იყო.. ველოდები გაგრძელებას.. უამრავი კითხვა მაქვს.. ❤️

მადლობააა❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.