შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანარეკლი ( სრულად)


29-11-2018, 09:06
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 1 720

ანარეკლი ( სრულად)

ჩემთვის წყნარად ვიწექი საწოლში, ღია ფანჯრიდან მობერილ ნიავს თბილი საბნის საშუალებით ვემალებოდი მაგრამ უნდა ითქვას რომ სუსხი სასიამოვნოდ მივსებდა გავარვარებულ სხეულს. ტვინიც თითქოს გადამწვარიყო და წუხანდელი მოულოდნელი შემთხვევით სრულიად დასტუკებულიყო, საწოლს გავხედე და ამ წამს ისე შემეზიზღა ჩემ გვერდით გაშოტილი ლუციფერი, გულის რევა ძლივს შევიკავე. შიშველი სხეული უდიერად მიესვენა ჩემ საწოლში და მშვიდად დაცურავდა ძილის საუფლოში, მე კი ახლაც ისევე თვალებდაჭყეტილი ვხვდები მზის ამოსვლას როგორც მთელი ღამე ვუცქერდი ცაზე აქა იქ მიხატულ ვარსკვლავებს. ბედის ირონია და სასჯელია ეს „ადამიანი“ ჩემთვის, რამდენჯერ ვცადე მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან ვერაფრით განვდევნე მისი აჩრდილი. როცა უნდა გაუჩინარდება, როცა უნდა გამოჩნდება, იღებს ყველაფერს რაც მოესურვება და სანაცვლოდ არაფერს გასცემს, ან რა აქვს რომ გასცეს. ერთი უსაქმური იდიოტია, რომელიც უგონოდ შემიყვარდა და დღემდე ვერ ვხვდები ეს როდის მოხდა. საწოლში ოდნავ ირხევა მისი სხეული, ხელების ფათურს ისე იწყებს თვალს არც ახელს, აი მიპოვა კიდეც და მისი თითები მუცელზე ვიგრძენი. ორი თითი ჩავავლე მაჯაში და ხელი გვერდით გავუწიე, იმ წამსვე დაჭყიტა დიდი შავი თვალები, დარუბანდამდე გადაჭიმული წამწამები ააფახურა და კრავის თვალები შემომანათა.
- რა გჭირს?
- შენი წასვლის დროა.
- მოიცა რა. - უფრო ახლოს მოიწია ხელი მომხვია და ფეხები შემომაწყო.
- მომაშორე ხელები.
- ნუ ჭირვეულობ, ხომ იცი ყოველთვის მნებდები. - მისი ტუჩები ყელზე ვიგრძენი და პირველად ამდენი ხნის მანძილზე მინდოდა მისთვის სიფათი მიმენგრია.
- ნაბი*ჭვარი ხარ.
- კარგი რა, არ დაიღალე ერთი და იგივეს გამეორებით? - ამჯერად მკერდზე დამაკრო ტუჩები და ახლა უკვე მისი სხეულის ქვეშ მოქცეული ვუცქერ მის დიდრონ შავ, არაფრისმთქმელ თვალებს.
- ოდესმე გიყვარდი?
- რატომ ოდესმე? ახლაც მიყვარხარ. - ამბობს და ამჯერად მუცელს იპყრობს მისი კოცნა. ვცდილობ ჩემში დატრიალებულ ტალღებს მოვერიო, მის გრძელ თმას თითებშორის ვხლართავ და უკან ვწევ. ტკივილის გამო მემორჩილება და ოდნავ მშორდება.
- რა გეტაკა?
- შენი წასვლის დროა.
- მაგდებ?
- ჰო.
- ხომ იცი რომ ინანებ.
- იქნებ ერთხელ მეც ვისწავლო ჭკუა და სამუდამოდ მოგიშორო.
- ვერ შეძლებ საკუთარი ანარეკლის მოშორებას.
- ბოდავ.
- ჰო რა თქმა უნდა. - ლუციფერი ტანსაცმელს დაწვდა და ჩაცმა დაიწყო. ვუცქერ ჩემ წინ ზურგით მჯდომს და ათასი ჯერ არ ჩადენილი დანადაშაული იმონებს ჩემ გონებას. წარმოვიდგინე ასე მჯდომს როგორ ჩავარტყი ბებიაჩემის ნაჩუქარი „ხრუსტალის“ ვაზა, როგორ ვარდება ლუციფერი იატაკზე, როგორ ხრიალებს და ამოსდის სული, ბაგეს ღიმილი მიპობს. - მოეშვი ჩემი სიკვდილის წარმოდგენას. - ისე ამბობს ჩემკენ არც იხედება, ტანში მცრის. შიშისგან ხელები მეყინება. - მე დავიღალე შენთან ჭიდაობით და ზავის დადებით. იქნებ დროა აირჩიო.
- როდის მერეა არჩევანის საშუალებას მიტოვებ?
- ეს ჩემი სტილი არ არის, თუმცა შენთვის გამონაკლის დავუშვებ. მე ხომ შენი ანარეკლი ვარ.
- რა პატივია და საოცრად სასიამოვნო საკუთარ ანარეკლთან სარეცელის გაყოფა.
- მოკეტე! - ხმას აუწია ლუციფერმა და აი ისევ დავემორჩილე. როგორ მძულს ჩემი თავი ამის გამო. - კარგი გოგო ხარ. ახლა ასწიე ერთი ადგილი და ყავა გამიკეთე.
- თვითონ გაიკეთე. - საბნის ქვეშ შევძვერი და გავინაბე.
- შენ ვერ იტან ჩემში დანახულ საკუთარ თავს. - საწოლის კუთხეში ჯდება და სიცილს იწყებს, ვერ ვიტან მის სიცილს, ამ დროს ყველაზე საშიშია. საწოლში უფრო ვიკუჭები და თვალს მომდგარ ცრემლს აღარ ვეწინააღმდეგები, ვიცი რომ გაიმარჯვებს და ჯერ არ დამდგარი გამარჯვების გამო უკვე გლოვას ვიწყებ. - კარგი ასე იყოს. - უეცრად მშვიდდება მისი ხმა. - ერთ კვირას მოგცემ, მერე დავბრუნდები და ერთად წავალთ.
- სად წავალთ? - შიშით წამოვხტი საწოლიდან.
- მომენატრება ეს სხეული. - ხარბად შემითვალიერა შიშველი სხეული და საუბარი განაგრძო. - პირველი ადამიანი ხარ ვისაც ასე უგონოდ შევუყვარდი, პირველი ადამიანი ხარ რომელმაც იცის ამ იდოტი ტიპის სხეულში ჩასახლებული სიკვდილის ანგელოზის შესახებ და მაინც გორავს ჩემ მკლავებში. პირველი ადამიანი ხარ რომელიც ან ძალიან სულელია ან მართლა ვერ ხვდება რომ დარხეულია აქვს.
- შეურაცხყოფას რატომ მაყენებ?
- როგორც საჭიროდ ჩავთვლი ისე მოგექცევი. მე ვერავინ განმსჯის ამის გამო, ახლა შვებულება მაქვს რომელსაც მშვენივრად ვატარებ სექსუალური ლამაზმანის საწოლში.
- არასდროს გყვარებივარ.
- მე ხომ სიკვდილი ვარ, მე შენი სიკვდილი მიყვარს რომელიც მალე დადგება. - ვიგრძენი როგორ მომეძალა ტკივილი, ფანჯრიდან მობერილი ნიავი კიდევ უფრო ყინავდა ჩემს ისედაც გაყინულ სულს.
- იქ ბნელა?
- ჰო.
- ცივა?
- ჰო.
- მეტკინება?
- ჰო.
- შენ ჩემთან იქმები?
- არა!
- რატომ? - იატაკზე ჩავიკეცე, თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი. მძიმე ნაბიჯებმა გაარღვია ოთახის კედლები, მაჯებზე ცივი თითების შეხება ვიგრძენი. თითები ნიკაპზე მომკიდა და მაიძულა მისი შუშისებრი, არაფრისმთქმელი თვალებისთვის მზერა გამესწორებინა.
- გადაწყვიტე ვინ გინდა იყო.
- როგორ?
- ვინ ხარ შენ? თანამედროვე ქალი რომელმაც გასაქანი მისცა თავის ველურ ბუნებას, საჯაროდ გამოიტანა მორალი და ცეცხლი წაუკიდა სოციუმს? ან იქნებ არავინ, უბრალო არარაობა, ლამაზ სახეს ამოფარებული უსუსური არსება რომელსაც არსებასაც ვერ უწოდებ? იქნებ სოციუმის პაიკი ხარ?
- რატომ ცდილობ გამანადგურო?
- შენ მაშინ განადგურდი როდესაც სოციუმს ზავი დაუდე, ინდივიდიდან ლეშად იქეცი, მწვერვალის ნაცვლად მიწაში თხუნელასავით ძრომა ამჯობინე და რა მიიღე?
- რა მივიღე?
- თავადაც ხომ შესანიშნავად იცი.
- სხვაგვარად არ შემეძლო.
- ყოველთვის არსებობს სხვა გზა.
- და რა ხდება ამ სხვა გზაზე.
- იქ შენ ტკივილი გელის.
- აქაც მტკივა.
- იქ უფრო გეტკინება.
- რატომ?
- ყოველ წამს გაგახსენდება ვინ იყავი და ვინ გახდი.
- რატომ არ გინდა დამეხმარო.
- ჩემი საქმე არ არის გზააბნეული სულელების დახმარება, ჩემი საქმეა ჯოჯოხეთის კარამდე მიგათრიო და იქ დაგტოვო მტრების საჯიჯგნად.
- მეშინია.
- უნდა გეშინოდეს!
- ჩემზე ბრაზობ?
- არა შენ არავინ ხარ, შესაბამისად შენზე ვერ გავბრაზდები, მე ხომ სიკვდილი ვარ, სიმართლე გითხრა ერთ კვირასაც ვეღარ დავიცდი. ისედაც სული მეხუთება ამ უდღეურის სხეულში. მოდი ახლავე წავიდეთ.
- ახლავე?
- რა მნიშვნელობა აქვს. დღეს მოკვდები თუ ერთი კვირის შემდეგ ბოლოს ხომ მაინც მოკვდები?
- ლუციფერ.
- რა გინდა.
- არ შეგიძლია მომეხვიო?
- რისთვის?
- მეშინია. - ლუციფერმა თავი გააქნია, ახლოს მოვიდა და ცივი ხელები უგემურად მომხვია წელზე. გაყინულ გულზე ავეკარი თითები კეფაზე მოვხვიე და თბილი ტუჩები შევახე ყელზე.
- უთავმოყვარეო ხარ!
- ხომ მაინც ვკვდები რა მნიშვნელობა აქვს.
- ამაყად მაინც მოკვდი!
- სულერთია.
- მეტს ველოდი შენგან.
- ჰო ვიცი, მეც მეტს ველოდი საკუთარი თავისგან. - დავასრულე ეს სიტყვები და მთელი ძალიათ გავუყარე თითები სხეულში, თვალები დაქაჩა ლუსციფერმა, შავი გუგები ჩაუწითლდა, ხელი გულისკენ ავაცურე და აი უკვე ხელში მეჭირა მისი უსისხლო გული, ძლიერად მოვუჭირე თითები, მუხლები მოეკვეთა და ოდნავ წაბარბაცდა, მეორე ხელი შევაშველე, ყელზე ვაკოცე და ჩავჩურჩულე. - მე არავინ ვარ და სწორედ ეს არავინ გკლავს შენ თავად სიკვდილო, ჰო მართალი ხარ მე ის ქალი ვარ რომელმაც გასაქანი მისცა ველურ ბუნებას, საჯაროდ გამოიტანა მორალი და ცეცხლი წაუკიდა ყოველივეს შენ კი ახლა ამ ქალის ხელში კვდები. გულს უფრო ძლიერად ჩავაფრინდი და ჩემკენ დავქაჩე. ლუციფერი იატაკზე ეცემა მე კი ხელთ მისი გული მრჩება რომელიც ჯერ ისევ ფეთქავს. ზიზღით ვუცქერ ოთახში დატრიალებულ სურათს. ფანჯრისკენ მივდივარ და ქუჩაში ვიხედები. ქვემოთ მოსიარულე ბრბოს დავცქერი უთავბოლოთ და უმიზნოდ რომ დააბიჯებენ წინ და უკან. სიცივე ერთიანად მიპყრობს, ხელები მეყინება და სულ მალე მეც ისეთივე ცივი ვხდები როგორიც იყო ლუციფერი.
ის მართალი იყო მასში საკუთარ ანარეკლს ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი. ერთხელ კიდევ გავხედე მის უგონო სხეულს, ისევ გულის რევა ვიგრძენი მისი დანახვის გამო.
- დროა. მესმის ზურგს უკან ნაცნობი ხმა. - არ ვბრუნდები რადგან ვიცი ოთახში ჩემ გარდა არავინ არის უსხეულო სიკვდილისა და მკვდარი სიკვდილამოგლეჯილი უცნობის გარდა
- ვიცი.
- ახლა უკვე ღირსეულად მიდიხარ მათთან შესახვედრად.
- ვიცი.
- გეშინია?
- არა.
- ბოლო ნატვრა გააქვს?
- ჰო, შენი ნამდვილი სახის დანახვა მინდა.
- სარკეში ჩაიხედე.
- ასეც ვიცოდი. - გავიღიმე და ფანჯრიდან გადავხტი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი qetulaa

Mivxvdi risi tqmac gindodaaa, yochagg, am dazabul dilas kidev eg mindodaa, kargad gaqvs ideafiqsi gashlili, patara da beveismtqmeliii

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

qetulaa
Mivxvdi risi tqmac gindodaaa, yochagg, am dazabul dilas kidev eg mindodaa, kargad gaqvs ideafiqsi gashlili, patara da beveismtqmeliii



მადლობა. მიხარია თუ მოგეწონა და შენამდე მოვიტანე სათქმელი

 


№3  offline მოდერი ჰაიკო

ძალიან კარგია, მართლა. აქა-იქ სასვენი ნიშნები გაასწორე და ეგაა რა:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

ჰაიკო
ძალიან კარგია, მართლა. აქა-იქ სასვენი ნიშნები გაასწორე და ეგაა რა:)



ჰაიკო, როგორ მიხარია შენი დანახვა :) შესანიშნავი ამბავია როდესაც შენისთანა გემოვნებიანი მკითხველი აფასებს ისტორიას <3

 


№5  offline მოდერი ჰაიკო

Girl... from the past
ჰაიკო
ძალიან კარგია, მართლა. აქა-იქ სასვენი ნიშნები გაასწორე და ეგაა რა:)



ჰაიკო, როგორ მიხარია შენი დანახვა :) შესანიშნავი ამბავია როდესაც შენისთანა გემოვნებიანი მკითხველი აფასებს ისტორიას <3


ჰო, მადლობა. არ მიყვარს პირში ფერება, რასაც შეცდომებს ვნახავ პირდაპირ ვამბობ, არ მერიდება:D
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

ჰაიკო
Girl... from the past
ჰაიკო
ძალიან კარგია, მართლა. აქა-იქ სასვენი ნიშნები გაასწორე და ეგაა რა:)



ჰაიკო, როგორ მიხარია შენი დანახვა :) შესანიშნავი ამბავია როდესაც შენისთანა გემოვნებიანი მკითხველი აფასებს ისტორიას <3


ჰო, მადლობა. არ მიყვარს პირში ფერება, რასაც შეცდომებს ვნახავ პირდაპირ ვამბობ, არ მერიდება:D



არც უნდა მოგერიდოს. მკითხველის შეფასებით ავტორი იზრდება თუმცა ხომ იცი კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ❤
მადლობ რომ მკითხულობ

 


№7  offline მოდერი ჰაიკო

Girl... from the past
ჰაიკო
Girl... from the past
ჰაიკო
ძალიან კარგია, მართლა. აქა-იქ სასვენი ნიშნები გაასწორე და ეგაა რა:)



ჰაიკო, როგორ მიხარია შენი დანახვა :) შესანიშნავი ამბავია როდესაც შენისთანა გემოვნებიანი მკითხველი აფასებს ისტორიას <3


ჰო, მადლობა. არ მიყვარს პირში ფერება, რასაც შეცდომებს ვნახავ პირდაპირ ვამბობ, არ მერიდება:D



არც უნდა მოგერიდოს. მკითხველის შეფასებით ავტორი იზრდება თუმცა ხომ იცი კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ❤
მადლობ რომ მკითხულობ


სამადლობელი არაფერია, ძალიან იშვიათი შემთხვევებია რომ აქ რამემ დამაინტერესა, ეს ჟანრი მომწონს, არადა ვერავინ ვნახე შენს გარდა ამ ჟანრში წერდეს და ასე კარგად.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

ძალიან კარგად წერ ♥️

 


№9  offline ადმინი ენ ბლექი

Alice76
ძალიან კარგად წერ ♥️


ალის ❤
მადლობა ჩემო კარგო ❤

 


№10  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მიყვარს ეს შენი პატარა და მრავლისმთქმელი ისტორიები❤❤❤

 


№11  offline ადმინი ენ ბლექი

Chikochiko
მიყვარს ეს შენი პატარა და მრავლისმთქმელი ისტორიები❤❤❤


მე კი შენ მიყვარხარ ძალიან <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.