შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა არსებობისთვის (თავი 7)


29-11-2018, 19:23
ავტორი P.A.
ნანახია 1 586

გზა არსებობისთვის (თავი 7)

***
ტყუპების პირველი კბილების ქავილი და გაუთავებელი ღამის თენება ისე დაეტყო ორივეს, აღარაფრის თავი ჰქონდათ.. დაულაგებელი ურთიერთობაც სადღაც მიჩქმალეს და უნებურად, ისე ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ისე ეიმედებოდათ მათი საერთო ძალისხმევა, რომ სიცივეც სადღაც გაქრა. ნელა და ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ მაინც გაქრა და გადაღლილ ანასაც მხოლოდ მისი ძლიერი მკლავები შველოდა დღის ბოლოს.
და მაინც, მისი სახე, როცა სიცხიანი მაშოთი ხელში უაზროდ ისროდა დამამშვიდებელ სიტყვებს, არასდროს ავიწყდებოდა ანას. ყველაფერი იყო მისთვის ასეთი ქმრის დანახვა – შვილით ხელში სასოწარკვეთამდე მისული, გავარვარებული ბავშვით მოსიარულე ლაზარე.
–იქნებ მოვიდნენ, გამომართვი, გავალ..
–არ მოვიდოდნენ, ჯერ ათი წუთიც არ გასულა რაც დავრეკე, – მაინც ართმევს, ახლა თავად იხუტებს გულზე და ნიკოლოზის საწოლიდან ტირილის გაგებისას მთელი სხეული ეძაბება. წამში იღლება, უღონოდ ჯდება ატირებული მაშოთი ხელში და თვითონაც ცრემლებს ღვრის. მაშინ პირველად და მგონი უკანასკნელად იტირა ბავშვებთან ერთად. ლაზარემ კი, მისთვის ყველაზე ძვიფასი, სამივე ადამიანის შემხედვარემ ვეღარ გაუძლო და ისე სწრაფად დატოვა სახლი, ანამ თვალის გაყოლებაც ვერ მოასწრო. მაშინ ეგონა, რომ სასწრაფოს მანქანის დასახვედრად გაიჭრა ასეთი გაავებული, სინამდვილეში სახლის დატოვებისთანავე ისეთი ღრიალი ატეხა, რამდენიმე მეზობელმა მორიდებით გადმოსძახა, ხომ ყველაფერი კარგადააო. უკან დაბრუნებულმა უხმოდ ჩაიკრა ანა გულში და ექიმებსაც შედარებით მშვიდად დახვდნენ.
–დაიძინა ორივემ.. – უკვე თენდებოდა საძინებლიდან ძალიან ფრთხილად რომ გამოვიდა და დივანზე მისვენებულ ანას მუხლებზე ჩამოადო თავი
–კარგად იქნებიან, ხომ? ლაზარე, ხომ კარგად იქნებიან?
–კი, ანიკო, კარგად იქნებიან.. იზრდებიან, კბილები ეზრდებათ და ნორმალურიაო ხომ თქვეს არა? – თვალები მოეხუჭა
–აღარ მინდა მეტი შვილი, – წყენით ჩაილაპარაკა და ლაზარეს მზერაც იმ წამს იგრძნო
–შენ არც ესენი გინდოდა.. შენ არც ჩემი ცოლობა გინდოდა, ანა.. არაფერი გინდოდა ჩემგან.. ნუ იტყვი ასე წინასწარ..
–ნუ დაიწყებ ხოლმე..
ლაზარემ წელზე შეუცურა ხელი, ძლიერად ჩაავლო თითები და მაისური აუქაჩა ზემოთ. რბილ მუცელზე ნაზად აასრიალა ტუჩები და მეორე ხელიც შემოხვია მის სუსტ სხეულს. მთელი სხეული რომ დაეკლაკნა ქმრის მკლავებში ანას, ყრუდ ჩაესმა მისი სიტყვები, ისე რომ მენჯის ძვალთან ჩაცურებული ტუჩები არ მოუშორებია მისი დახორკლილი კანისთვის
–სად იყავი შაბათს? – ისევ მოხუჭა თვალები და უცნაური ხმით ჩაეკითხა
–შაბათს? როდის იყო შაბათი?
–ორი დღის წინ, სად იყავი? ბავშვები ჩემებთან რომ დატოვე, სად წახვედი? – ისე უცებ მოსდო კბილები კანზე, ანამ ტკივილისგან ოდნავ წამოიყვირა
–კატო და ნიაკო ვნახე..
–არა, ანა, არ გინახავს, – სწრაფად მოშორდა, უცებ წამოიწია და ნიკაპი ჩამოაყრდნო ხელისგულს. დაღლილი სახით შეჰყურებდა.
–ლაზარე..
–შენ რა, სულ ასე მარტყუებ? – იმდენად მშვიდად ელაპარაკებოდა, ანა იმასაც ვერ ხვდებოდა გაბრაზებული იყო თუ არა
–ლაზარე, კარგი რა..
–სად იყავიმეთქი შაბათს?
–ბექამ მთხოვა შეხვედრა.. – ამოილაპარაკა და ლაზარეს მზერას რომ გადააწყდა, მაშინვე მიხვდა, უკვე ყველაფერი იცოდა. მისგან უნდოდა რომ გაეგო, განგებ აწამებდა..
–მერე?
–რა მერე, ვილაპარაკეთ და წამოვედი
–რაზე ილაპარაკეთ? რატომ შეხვდი? მე და შენ არ ვილაპარაკეთ მაგ საკითხზე?
–მხოლოდ ვილაპარაკეთ, ლაზარე! შენ მე მეგობრებს ვერ ჩამომაშორებ..
–მე შენ გითხარი.. – იმდენად მშვიდი, მაგრამ მძიმე ხმით წამოიწყო, ანას ერთიანად გააჟრჟოლა, – კიდევ ერთხელ შეხვდები ჩემ უკითხავად და დაემშვიდობები მის ნახვასმეთქი. ის არ გეყო ხომ, სხვებთან ერთად რომ მოგაკითხა ტყუპების სანახავად, ეგ არ გეყოთ.. ცალკეც უნდა გაგეტარებინათ დრო, არა? – ფეხზე წამოდგა და მაისური გაისწორა, – გგონია რამეს დამიმალავ? გგონია გამომაპარებ? იმედია კარგად მოიოხე გული, იმიტომ რომ ბოლო შეხვედრა იყო ეგ თქვენი, ანა
–ლაზარე, ამას ვერ იზამ! – ტირილი მოუნდა ანას
–დამიმალე! – დაიღრიალა უცებ და ზემოდან დააჩერდა, დივანს ჩამოაყრდნო ორივე ხელი და საკუთარ სხეულქვეშ მოიმწყვდია აწურული ანა
–შენ მე დამიმალე! ის გააკეთე, რაც იცოდი, რომ გამაგიჟებდა, და ორი დღე სიტყვა არ დაგცდენია.. არც აპირებდი თქმას, ანა! იქნებ მერე რომანიც გაგებათ? მომხედე.. ნუ იხედები იქით, მომხედე, ასე ჩემს ნდობას დაკარგავ ანა.. გინდა რომ გამიტოლდე? ეს გინდა, არა? ვერაფრით გადახარშე არა ჩემი ვერცერთი საქციელი და ტყუილებზე გადახვედი.. – უცებ მოსცილდა და საძინებლისკენ წავიდა. ანა მოწყვეტით დაეცა დივანზე და ღრენის მსგავსი ხმა ამოუშვა გულიდან. ისე სტკიოდა, ისე აწუხებდა საკუთარი არეული, საზიზღარი ცხოვრება, ყველა და ყველაფერი გულს უმძიმებდა.
–ყველაფრის ღირსი ხარ, ანა, ყველაფრის ღირსი.. – ამოიგმინა თავისთვის და მძიმე ამოოხვრა ამოაყოლა სიტყვებს.

***
–ანა, ძალიან მაგარი ამბავი მაქვს შენთან.. – ტელეფონში ჩაჰყვიროდა გიგა, რომელსაც 35 წლის ასაკშიც ვერ ესწავლა მშვიდად, დალაგებულად დალაპარაკი
–რა ამბავი, გიგა? – გაეცინა მეგობრის ცქმუტვაზე
–სახლში ხარ? მოვალ და დაგელაპარაკები!
–მოდი..
ნახევარ საათში ზღურბლთან იდგა, ნუცას საყვარელი სასუსნავებით ხელში. ჯერ მისი მოფერებით იჯერა გული, მერე ოთახიდან გამოსული ტყუპები შენიშნა და ორიოდ წუთში ორივე ზედ ახტებოდა
–ადექით ფეხზე, ნუ მოწმინდეთ ყველაფერი! – სიცილნარევი ხმით უბრაზდებოდა გიგას და ტყუპებს ანა
–ნიკოლოზ მოგატეხავ ამ ხელს, რა ძალა გაქ ბიჭო, მაცადე გავსწორდე.. მაშო, ხომ არ გაიჭყლიტე?
ანამ შეატყო, ყველაზე მეტად გიგა რომ ერთობოდა და სანამ ერთმანეთს დაეხსნებოდნენ, სამზარეულოსკენ გასწია. პატარა ნუცაც ფეხდაფეხ მიჰყვა დედას
–დე, რატომ ჩხუბობენ სულ ასე გიჟებივით?
–იმიტომ რომ აკლიათ, დედა! – ცხვირზე აკოცა პატარას და გვერდით ოთახიდან გამომავალ ხმებზე ხმამაღლა გაეცინა.
გიგას საყვარელი ნამცხვრები დაეწყო უკვე მაგიდაზე ანას, როცა ერთიანად აწითლებულმა, მაისურმოქცეულმა შემოაკითხა და სკამზე დაესვენა
–მორჩით? – გაეცინა ანას და გვერდით ჩამოუჯდა
–ესენი რომ არ გაგეჩინა, რა მეშველებოდა ტო..
–შენ საკუთარ შვილებზე იფიქრე, დროა მემგონი, – თბილად გაუღიმა ანამ
–რა დროს ეგაა. მისმინე ახლა.. – უცებ გაწყვიტა სიტყვა და ისევ სამზარეულოდან გაყო თავი, – ნიკოლოზ!
–ჰოუ.. – შემოესმა მისი მჭექარე ხმა
–მედიატორები გიყიდე, იმ დღეს შემხვდა ძაან მაგრები.. მანდ დავდე სადღაც..
–აუ მართლა? ძალიან დიდი მადლობა, გიგა! – უცებ შემოვარდა, მოეხვია და ისევ მაშოს ოთახში გაუჩინარდა
–რას შვება შენი ქმარი? კვირა იქნება რაც არ დავკონტაქტებივარ.. – ნამცხვარს დაავლო ხელი და იმხელა ლუკმა გაიქანა პირში ანას ფხუკუნი აუტყდა
–რა ვიცი, იქიდან გვატერორებს და არის რა..
–როდის უნდა მოეშვას ტო? როდის უნდა მოტყდეს? არ დაიღალა ამ დაძაბულობით? – სასაცილოდ პირგამოტენილი ბუტბუტებდა გიგა
–რა საქმეზე ხარ შენ ის მითხარი
–სამსახური გიშოვე! – გაიჯგიმა ამაყად და ანას მიაშტერდა თვალებში. მუდამ ლაღმა გიგამ იცოდა მეგობრის ხასიათი, იცოდა ლაზარეს დამოკიდებულებაც და ცოტა შიშნარევი მზერით ელოდა ანას რეაქციას
–რას ბოდიალობ? – გაეცინა ანას მხოლოდ
–იურიდიული კომპანიაა ანა, ჩემი სიძის, ორი თვეა საჭირო კადრს ეძებს, წინა კვირას გავიგე, შენზე ვუთხარი, არც გჭირდება ბევრი გამოცდილება, თავიდან დაგეხმარებიან.. ხელფასიც კარგია, როდემდე უნდა იჯდე სახლში? ნუცა რამხელაა უკვე ვერ ხედავ? მომხედე.. დაანებე ამ ჩანგლის უაზროდ ტრიალს თავი..
–არ ვიცი, გიგა..
–ვიცი რატომაც იკავებ თავს და ძალიან ვბრაზდები, ანა, – მუდამ მხიარული გიგა ისე უცებ დასერიოზულდა, ანა უფრო მეტად მოიღუშა
–არ მაქვს ახალი პრობლემების თავი. 26 წლის მერე არც მიმუშავია, რაც ლევანის ამბები მოხდა.. მერე ნუცა გაჩნდა.. ამდენი წელი ასე სახლში ვარ, არც მახსოვს ბევრი რამე..
–ხოდა გაგახსენებენმეთქი გოგო, რა გჭირს!
ანამ ხელისგულებს ჩამოაყრდნო ნიკაპი, წამით ჩაფიქრდა და რაიმეს თქმის მაგივრად უბრალოდ ღრმად ამოისუნთქა
–რისთვის გასწავლა თუ სახლში უნდა იჯდე? რისთვის გათენებინა ის ღამეები? მე ხომ ვიცი, რომ ლაზარეს შენი დამოუკიდებელ ქალად ჩამოყალიბება უნდოდა..
–ეგ ადრე იყო, გიგა
–და როდიდან ეკითხები ლაზარს ჭკუას? – ხელები გაშალა გიგამ
–კარგი, დავფიქრდები..
–ასე რა! – უცებ მოუჭირა ლოყებზე ხელი და შუბლზე მიაკრო კრემიანი ტუჩები
–მომშორდიიი, – გაეცინა ანას და ხელი კრა
–ამ ორშაბათს წაგიყვან, გადაწყვეტილია! – ფეხზე წამოდგა კმაყოფილი
–ასე მალე? უკვე მიდიხარ?
–ჰო, საქმეები მაქვს ათასი, პროსტა მობილურზე ვეღარ გითხარი.. დაელაპარაკე ლაზარეს.. – შებრუნდა და მისაღებში გავიდა. ქურთუკი აიღო, ბავშვებს გასძახა კიდევ გნახავთო, იქვე მოთამაშე ნუცა აწვალა რამდენიმე წამით და ისევ ანასკენ შებრუნდა, კარებში გახევებული
–შენ ხარ შენი თავის პატრონი, ანა.. – თითქმის დაიჩურჩულა და კარებში გაუჩინარდა.

***
მისაღებში ჩერდება და ცოლ–შვილს შორიდან აკვირდება. ზურგზე გაწოლილა ანა და მუცელზე უზის აცანცარებული მაშო, მეორე ხელი კი ნიკოლოზისთვის შემოუხვევია
–გაჩერდი დე, გადამივარდები.. – უცინის დედის მოკეცილ ფეხებს მიყრდნობილ მაშოს.
მანქანის გასაღებს კარადაზე დებს და მათკენ მიდის. ხელში იტაცებს ნიკოლოზს და ისე ეშვება დივანზე
–როგორ ხართ? – კითხულობს ჩვეული ხმით
–კარგად. მზადაა ვახშამი, მაცივარშია, გააცხელებ თუ მე გაგიცხელო?
–მე თვითონ.. იცელქეს?
–არა, არც ისე..
–სად არის ნუნუკა?
–გავუშვი, დისშვილი ჩამოსვლია საფრანგეთიდან
–ნუ უშვებ ხოლმე ადრე..
–რატომ? ვერ მოვუვლი საკუთარ შვილებს? – ღიზიანდება ანა და სწორდება. იქვე მდგარ ჭოჭინაში სვამს მაშოს
–ეგ არ მითქვამს, ანა.. – ისიც ფეხზე დგება, ნიკოლოზს მეორე ჭოჭინაში ათავსებს და უკვე ერთმანეთთან მოთამაშე ტყუპებს სათითაოდ კოცნის თავზე
–წამოდი, შეჭამე.. – სამზარეულოსკენ მიიწევს ანა
–შენ არ გინდა?
–არ მშია..
–ცოტას ჭამ, ძალიან გახდი
–ასეთი აღარ გიზიდავ? – გადაღლილ მზერას ახვედრებს
–ნუ გამაღიზიანებ, ანა..
მაგიდასთან ჯდება. უყურებს, როგორ უმზადებს ანა ვახშამს. ჩუმად, უხმოდ მოძრაობს. სანამ საჭმელი გაცხელდება, წინ უჯდება და მავედრებელი მზერით შეჰყურებს
–ბავშვების ნახვა მინდა დღეს..
–ვინ ბავშვების?
–ჩემების, ლაზარე
–ვინ და ვინ იქნებიან? – უკვე ეცვლება ხმა
–ყველა.. – თვალებში შეჰყურებს, არ აცილებს მზერას
–არა! – დგება და აბაზანისკენ მიდის
–რას ქვია, არა? – უკან გაცეცხლებული სახით მიჰყვება ანა. აბაზანის კარებში დგება და პირქუშად შეჰყურებს ლაზარეს, რომელიც აუღელვებლად იბანს ხელებს
–რა ვერ გაიგე, ანა?
–მე არ მიკითხავს, ლაზარე! – ხელები უკანკალებს გაცოფებისგან
–არ მაინტერესებს, მე გითხარი, არ ნახავმეთქი იმ დედამოტ*ნულ ბექას! არ იყო ერთხელ თქმა საკმარისი? სულ არ მინდოდა ტირანი ქმრის როლი მქონოდა, ანა, მაგრამ სხვა გზას არ მაძლევ! – ყვირის უცებ და გაღიზიანებული, უხეშად იშორებს კარებში გაჩხერილს
–ჩემი მეგობრების ნახვას ვერ ამიკრძალავ! – უკან მიჰყვება და პატარა ბავშვივით, უხეშად ეჯაჯგურება მკლავზე.
ლაზარე ჯერ შეშდება, მერე მის ჩაფრენილ თითებს დაჰყურებს და ფრთხილად ეხება მაჯაზე
–ანა, ნუ დაიწყებ ახლა ასე ქცევას.. – ცდილობს მისი ხელი მოიშოროს
–ვერ გიტან, ვერ გიტან! – უცებ ტირილი უტყდება და მუშტებშეკრული ხელებით ებღაუჭება მკერდზე
–რა ნაცნობი სიტყვებია.. – ოხრავს სევდით, – ნუ ხარ ისკერიკაში! – უცებ უკავებს ხელებს და ზემოდან დაჰყურებს, წარბშეუხრელად.
–წავალ! მაინც წავალ!
–არსად არ მიდიხარ და დაგეწვა ის რაღაც, მიხედე! – უცებ შორდება და ღრმად სუნთქავს
–არაფერსაც არ მივხედავ, სულ დაიწვას, საერთოდ ნუ შეჭამ! მომკვდარხარ მშიერი! – ყვირის და მისაღებში მიდის. ძლივს ახერხებს ბავშვებს გაუღიმოს და დივანზე მოწყვეტით ჯდება. ფეხებაკეცილი საკუთარ მუხლებს ეხვევა, სახეს მალავს და შეგრძნება უჩნდება, რომ ლაზარე კი არა, მთელი ქვეყანა მის წინააღმდეგაა. იქნებ იმიტომ, რომ მხოლოდ ის ჰყავს? იქნებ იმიტომ, რომ მხოლოდ მისგან სწყინს ასე ძალიან?
ესმის, როგორ ყრის ნაგავში დამწვარ საჭმელს ლაზარე და სამზარეულოდან პირდაპირ საძინებელში გადის. სანამ ძილის დრო არ მოუწევთ ბავშვებს, მანამ არ სწევს კომპიუტერიდან თავს. მერე გამოდის, ტყუპებს ეფერება და უკვე დანაყრებული ნიკოლოზი აჰყავს ხელში, რომ დააძინოს. მალე ორივეს მშვიდი სახით სძინავს საკუთარ საწოლში. ბავშვებს ისე აწვენენ, ერთმანეთს არც ეკონტაქტებიან. ანას არც კი უნდა მისი შეხედვა. ჯიუტად, ჯერ ისევ მისაღებში მჯდარი უაზროდ მიშტერებია ტელევიზორს, ლაზარე რომ ადგება თავზე
–დიდხანს უნდა იყო ასე?
–შემეშვი!
–კიდევ გეზიზღები?
–ჰო.
–ანა, ჩემს ადგილას რომ წარმოიდგინო თავი? გიცდია? აბა, სცადე.. მიდი, ანიკო, სცადე..
–არ მინდა არაფრის გაგება. ახლა ისე ვარ, ისე ვბრაზობ, არაფრის გაგება მინდა!
სწრაფად დგება და უკანმოუხედავად იხურავს საძინებლის კარს. ლაზარეს მწარედ ეღიმება, იქვე, გაუხდელად წვება დივანზე და მთელი ღამე თვალს ვერ ხუჭავს. ვერც ის და ვერც ანა. ზედმეტად შეეჩვივნენ ერთად ძილს, ერთმანეთის სუნთქვას, ერთმანეთის შეხებას.

***
–ჩართე ვიდეო–თვალი..
–ახლავე
მის ფერმკრთალ სახეს ხედავს და ეღიმება. მუხლებზე ნუცა უზის, რომელიც მამის დანახვაზე ცქმუტვას და ხელების ქნევას იწყებს
–ნუცაცო, მა, როგორ ხარ? – ღიმილით ეპობა ლაზარეს სახე
–კარგად, მამიკო. შენ როგორ ხარ? როდის ჩამოხვალ?
–ორ კვირაში მა.. იცი, რამდენი დღეა ორი კვირა?
–რამდენი? დე, რამდენია? ბევრია, არა? – ანასკენ ბრუნდება და თვალებში აჩერდება
–არა, დე.. თოთხმეტი დღეა. მიდი, მიალაგე სათამაშოები, მამას უნდა ველაპარაკო, დაგიძახებ მერე..
–კარგად მა.. – დედის ფეხებიდან ხტება ნუცა და კუნტრუშით მირბის, თან თითებზე ითვლის თოთხმეტს, მამის ნახვამდე.. მის ჩახუტებამდე დარჩენილ დღეებს..
–რა ხდება, ანა? – უსერიოზულდება ხმა ლაზარეს, საეჭვოდ მიიჩნია ნუცა რომ სხვა ოთახში გაუშვა
–მართლა ორ კვირაში ჩამოდიხარ?
–ჰო, დანარჩენს უჩემოდაც მოაგვარებენ.. ხომ კარგად ხართ?
–კი, კარგად ვართ. შენ?
–მეც. სად არიან ტყუპები? ორი დღეა მაშო ვერ გამოვიჭირე, შეტყობინებებით მეკონტაქტება მხოლოდ
–ხომ იცი როგორია, ეზარება ლაპარაკი..
–ანა, რა ხდება?
იცნობს ცოლს, საკუთარ თავზე მეტად. იცის მისი თვალები. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ისწავლა მათი წაკითხვა, ჯერ კიდევ მაშინ.. მუდამ ცრემლიანს რომ უყურებდა ხოლმე
–სამსახურის დაწყებას ვაპირებ..
იმდენ ხანს წვება სიჩუმე, ანას მოთმინება ელევა. ლაზარეს სახეს ვერაფერს ატყობს, ვერანაირ ემოციას. ნერვებმოშლილი სკამზე ვეღარ ჩერდება და უღონოდ ოხრავს
–ლაზარე, ამოიღებ ხმას?
–სად?
–იურიდიულ კომპანიაში, ჯერ ასისტენტად, მერე უფრო სერიოზულ თანამდებობაზე გადამიყვანენ
–საიდან მოიტანე? – ისევ ცივი აქვს ხმა
–გიგას სიძის კომპანიაა, კადრები სჭირდებოდათ და წამიყვანა წინა კვირას
–ჩემ უკითხავად წახვედი? ყველაფერი გადაწყიტე და ახლა ასე მაგებინებ? ისევ იმას აკეთებ ანა.. – ახლა უკვე ცხადად ეპარება მის ხმას სიბრაზე
–ლაზარე, აღარ მინდა სახლში ჯდომა
–რამეს გაკლებთ, ანა? – ვერ ჩერდება, ცხარობს
–რა შუაშია ეგ?
–აბა? – ღრიალებს უცებ, – აბა, რა არის შუაში, ჰა? თუ როცა მოგინდება ადგომა და ბავშვებით წასვლა, თავისუფლად რომ წახვიდე?
ანას თვალები შუბლზე ასდის. ამას არ ელოდა, ასეთ ეგოისტობას, ასეთ განაჩენს არ ელოდა მისგან. სხვას ყველაფერს, მაგრამ ამას არა..
–აი თურმე რისი გეშინია..
–ანა.. – ეკრანს იქითაც ატყობს, როგორ უფითრდება მამაკაცს სახე
–ლაზარე, მე საკუთარი პიროვნება გამაჩნია, მე ჩემი თავი მეკუთვნის. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ შენგან წასვლა ისევ მინდა.. არ მინდა, არ ვფიქრობ.. თუ აქამდე არ მიგატოვე, არც ახლა წავალ. ამდენს უნდა ხვდებოდე.. მაგრამ უნდა გესმოდეს, „არც მამაკაცს და, მით უმეტეს, არც ქალს არა აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით, მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე..“ – თვალები უწყლიანდება, როცა წლების წინ, აცრემლებული ანას წინ მდგარი ლევანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ახლა თავად იმეორებს.. არც ახსოვს ვისი სიტყვებია, მაშინ ჩაეკითხა კიდეც ინტერესით ლევანს, მაგრამ ახლა ვერაფრით იხსენებს. მხოლოდ მისი პირის მოძრაობა, მისი თბილი ხელების შეხება ახსოვს ლოყებზე.. მაშინ სჯეროდა, რომ ლევანს მათი გადარჩენა უნდოდა, მთელი გულით სჯეროდა ამის.
–მე არ გავანადგურებ ჩვენს სიყვარულს, ანა.. – გამტყდარი ხმით პასუხობს ლაზარე, – შეიძლება ყველაზე შორს ჩვენ ვართ იდეალურობასთან, მაგრამ მე ასეთი ჩვენი თავი მიყვარს, მე ასეთი სიყვარული ვიცი.. სხვანაირი არც მე და არც შენ არ გვიგემია.. ჩვენებური, ტკივილიანი და ტანჯვით სავსე სიყვარული მივიღეთ და ვიცი, ვიცი ანა, რომ ჩემი ბრალია, ჩემი ხასიათის და პიროვნების, ჩემი მესაკუთრეობის ბრალია, მაგრამ.. ვერ მოგცემ უფლებას, რომ..
–რა, ლაზარე? რომ დამოუკიდებლად სუნთქვა შევძლო, არა?
–ანა, ასე არ არის..
–აბა, როგორ არის? სულ გეშინია.. გეშინია, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობით შეიძლება გადავწყვიტო, რომ არ მჭირდები. მაგრამ რას ვერ მიმხვდარხარ იცი? მე შენთან მატერიალურად დამოკიდებული რომ ვარ იმის გამო არ დავრჩენილვარ.. სხვა რამის გამო ვრჩებოდი.. სხვა რამეების გამო ვბრუნდებოდი და შენ ამას ვერასდროს აღიქვამდი. არ გინდოდა და არ ხედავდი..
–გეყოფა, ანა!
–მუშაობას დავიწყებ და შენ ეცდები, რომ სივრცე მომცე, უფლება მომცე , რომ საკუთარი თავი ვმართო და საკუთარი შეცდომები მე თვითონ გამოვასწორო..
–ნუ მელაპარაკები ასე, ანა!
–უნდა წავიდე, ნუცა მყავს ტანვარჯისზე წასაყვანი..
–მერე ვინ წაიყვანს ხოლმე, ანა? – ირონია იღვრება ლაზარეს ხმაში
–რამეს მოვახერხებ, ლაზარე, არ იდარდო..
თიშავს და სახეს რგავს ხელებში. ისე მსუბუქად გრძნობს თავს, თითქოს დიდი ხნის ტვირთი მოიხსნა მხრებიდან. საკუთარი განცდები აშინებს, როგორ შეიძლება ამდენწლიანი თანაცხოვრების მერე კიდევ ასე ზომავდეს სიტყვებს? კიდევ აშინებდეს მისი რეაქცია.. როგორ შეიძლება კიდევ ამხელა გავლენა ჰქონდეს მის ერთ შემოხედვას, მის სიტყვებს..

***
როდის თბება ურთიერთობა? ან როდის იძაბება?
როდის ვწყვეტთ რომ ოჯახი უპირველესია?
როდის ვფიქრობთ, რომ მეუღლე ხელშეუხებელი ცნებაა, ხელშეუხებელი და ვიღაცისთვის წმინდა.. ყველაზე საფრთხილო, ყველაზე ძვიფასი?
მაშინ არცერთს არ ჰქონდა გააზრებული ეს. არცერთ მათგანს ეგონა თუ ასეთი რთული იქნებოდა. თუ ასე მარტო დარჩებოდნენ საკუთარ ემოციებთან ერთად, ერთმანეთისთვის რომ ვერაფრით შეეთავსებინათ, ვერაფერი რომ ვერ გაეყოთ, რომ ვერ აეტანათ..
და მაინც.. ამ ყველაფრის ფონზე, ყველა ტკივილიანი დღის მიღმა იყო რამდენიმე დაუვიწყარი. შეიძლება სულ არ ეხსენებინათ, შეიძლება სულ არ ეღიარებინათ, მაგრამ იყო დღეები, ერთმანეთის მიმართ გრძნობებს რომ ვერაფრით ერეოდნენ. ვერ წონიდა ასეთ დღეებს ვერაფერი, იქნებ სწორედ ასეთი წუთები იყო შემაერთებელი წერტილები, რომლებიც ზიზღისმომრგვრელ ჩხუბს წონიდა და ორივეს ავიწყებდა ხოლმე. იქნებ ასეთი დღეებია გადამრჩენელი ყველაზე რთულ მომენტში.
–ანიკო.. – ესმის ჩუმი დაძახილი და სახეზე ეხება ლაზარეს თითები. სიამოვნებისგან იშმუშნება, ცხვირით მის ხელისგულს გრძნობს და თბილი ტუჩები რომ ეხება საკუთარზე, თვალებს ახელს.
–გამარჯობა.. – ჩურჩულებს ისევ ლაზარე და უღიმის
–დილამშვიდობის.. ჩამეხუტე, – ისე უცებ უძვრება მკლავებს შორის, ლაზარეს ეცინება
–კარგად ხარ ანიკო?
–ასე გამაღვიძე და ცუდად ვიქნები?
–საუზმე მოგიმზადე, – შეუხედავადაც იცის, რა ამაყი სახით დაჰყურებს
–იმედია ჩემზე კარგად გამოგდის.. – ეცინება ანას
–ადე.. – საჯდომზე ღიმილით კრავს ხელს და წამომდგარი ამღერებულ მობილურს პასუხობს
–რა გინდა ლევან? – ატრიალებს სასაცილოდ თვალებს. სანამ მას ელაპარაკება, ხედავს როგორ ემზადება ანა. თიშავს თუ არა, მის სხეულს იქცევს ხელებს შორის და მჭიდროდ იკრავს ტანზე
–რაო ლევანმა? – ინტერესით აფახულებს ანა თვალებს
–ოჰ, ხომ არ მოგენატრა?
–ძალიან! – იმდენად გულწრფელად პასუხობს, ლაზარე კოპებს კრავს
–შაბათ–კვირას წავიდეთ პიკნიკზეო, ატყდა ახლა და ხომ იცი ეგ რომ რამეს აიტეხავს..
–აუ, რა მაგარია! – ლაზარეს სხეულქვეშ მოქცეული მოყვა ხტუნვას
–გიჟები ხართ ორივე, ბავშვებს რა ვუყოთ? – ჩამოშორდა ღიმილით ცოლს
–ნუნუკას ვეტყვი და მოვა, ხომ შევძლებთ ზედმეტად გადავუხადოთ? – ისე მიაჩერდა ლაზარეს, პატარა ბავშვებმა რომ იციან მშობლის დადებით პასუხამდე გაყუჩება
–ნუ ნერვიულობ ხოლმე მსგავს რამეებზე, გთხოვ.. – უცებ დააცხრა ცოლის ტუჩებს და ამოსუნთქვა არ აცადა, – წამო, თორემ გაგიცივდა ყავა..

***
–რატომ არ უნდა ხოლმე, რომ დავხვდეთ? – დივანზე დაეშვა ნიკოლოზი, თავი ჩამოადო მაშოს მუხლებს და დის ხელები რომ იგრძნო თმაში, თბილად გაეღიმა
–ჰგონია, რომ ტყუილი წვალებაა, – გადაშლილი წიგნი დახურა ანამ და შვილებს გახედა
–მე ხომ არ წავიდე? იყავით თქვენ..
–მეც წამიყვანე, ნიკოლო! – ხტუნვას მოყვა ნუცა და ძმას დაადგა თავზე. ისე უცებ დაემხო თამაშ–თამაშით მუცელზე, ნიკოლოზმა ძლივს ამოისუნთქა
–ნელა, დე, ნუ ხარ ქაჯი!
–ვაიმე, ნუცა, მემგონი ნაწლავები გამიწყდა! – ყვირილს მოყვა უკვე დივანზე მოკუნტული ნიკოლოზი, – ვაი! ვაიმე, მიშველეთ!
–ვაიმე, დედა, ნაწლავები გავუხეთქე! – პირზე იტკიცა ხელები ნუცამ და მხრებზე ჩააფრინდა ძმას პაწაწინა თითებით, – მაჩვენე, რა, ნიკოლო, მაჩვენე! ძალიან გატკინე?
მაშოს პირზე აეფარებინა ორივე ხელი, პატარა ნუცა ძმის ეშმაკობას რომ არ მიმხვდარიყო, ანა კი ყურებამდე გაწელილი პირით შეჰყურებდა შვილებს
–ჩამეხუტე, ნუცა, ჩქარა, თორემ უარესი მომივა. ფილტვებიც გამისკდება! – უცებ მოხვია ხელები და მუცელზე მოიქცია თვალებგაფართოებული, შეშინებული ნუცა
–მომატყუე, არა? დებილო! ვერ გიტან, დებილი ხარ! – ხელების ტყაპუნს მოყვა. ახარხარებული ნიკოლოზის დანახვაზე უფრო მეტად გაბრაზდა და პატარა სახეზე ისე მოაწვა სისხლი, ერთიანად გაწითლდა
–ნუცა, დე, ნუ ამბობ ასე.. – სიცილით გაუბრაზდა ანა
–დებილია, სუფთა დებილი! – სასაცილო წიოკით გაითავისუფლა ძმის ხელებისგან თავი და გაბრაზებული მიიმალა დედ–მამის საძინებელში
–ნუ აბრაზებ სულ.. – ისევ იღიმოდა ანა
–რა საყვარელია, შევჭამ ერთხელ და ნახავს, – გულით გაეცინა ნიკოლოზს, – დე, დავხვდე?
–თუ არ გეზარება, დახვდი..
–მაშო, წამოხვალ? – ახლა დას ახედა, ტელეფონში რომ ჩამძვრალიყო
–თუ გინდა, რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა, ისე რომ არც შეუხედავს
–ვის სწერ ასე გამალებით, ჰა? ისევ ის საიდუმლო ტიპია? მომეცი.. მაჩვენე, ერთი.. – ტელეფონი აართვა ხელიდან
–დამიბრუნდე, ბიჭო! – გაქაჯდა მაშო და სულ ტყუილად დაეჯაჯგურა მაჯებზე, ვერც კი შეარხია ნიკოლოზი
–დაუბრუნე, ნიკოლოზ, როგორ შეიძლება.. – ისევ ეღიმებოდა ანას
–მე გითხარი, მაშო, ან გამაცანი ან შეეშვიმეთქი!
–მამა არ მეყოფა მასეთი, ახლა შენც დაიწყე რა! – აწიოკდა მაშო
–მართალია, დაანებე თავი, გაერთე დე, ჭკვიანად იყავი ოღონდ.. – წამოდგა ანა და მაგიდაზე დახვავებული ტყუპების ფინჯნები წამოკრიფა ორივე ხელით
–გაერთოს.. გაერთოს ჰო, როგორ არა.. – ამოიბურტყუნა უკმაყოფილოდ ნიკოლოზმა და ისიც ფეხზე წამოდგა
–არ უთხრა მამას! – დააწია სიტყვა მაშომ
–დამშვიდდი რა! – გამოსძახა ჯერ ისევ გაბრაზებულმა აგდებულად და საკუთარ ოთახში გაუჩინარდა.

***
მაინც ვერ გაუგრძელდათ ბედნიერება დიდიხანს.. მაინც შემოიჭრა წარსული.. მაინც გაიხსენა ანამ დამცირება, დამცირება რომელიც წესით უნდა ეპატიებინა ქმრისთვის.. ამტკიცებდა, რომ პატიობდა, თუმცა მაინც ვერაფრით ივიწყებდა და მაშინაც, თითქოს მათი ბედნიერების ერთ–ერთ დღეს ისევ ყველაფერი გააფუჭა.
–რამხელები არიან ტყუპები? – ღიმილით დაჰყურებდა თათია, ლევანის ახალი გოგონა ბავშვების სურათს
–სექტემბრის ბოლოს 3 წელი შეუსრულდებათ, – ლაზარეს მხარს მიყრდნობილმა, მკრთალი ღიმილით გასცა პასუხი
–საოცარი ბავშვები არიან
–მადლობა, – დაიმორცხვა ნასიამოვნებმა ანამ და ქმრის მოხრილ მკლავში ჩარგო სახე
–არ აპირებთ მესამეს?
–ვაიმე, არა! – სიცილით წამოიძახა და ისე წამოდგა, ლაზარეს კუშტი მზერა არც დაუნახავს. მხიარულად მიირბინა ლევანთან, მასთან ერთად შეუდგა სუფრის მზადებას. თან სიცილით იქვე ჩამომსხდარ ბიჭებს ეჩხუბებოდა
–როგორც საჭიროა ისე მიჭირავს ლანგარი, ნუ ხარ შენ საზიზღარი, გოგლიკო!
–ეჰ, არ იყავი შენ ცოლად მოსაყვანი გოგო, არა! – იცინოდა ისევ გოგოლიკო და დაჩის აყოლიებასაც ცდილობდა
–ვინ გეხვეწებოდათ მერე? – ანას კისკისის მიუხედავად, ყველას გულზე მოხვდა მისი ნათქვამი. უხერხული დაძაბულობა ჩამოწვა და თვითონაც უნებურად ჩამოუშვა ცხვირი.
–ერთად მოგიტაცეს? – ღიმილით კითხულობს თათია
–ჰო, დამავლეს ხელი და წამათრიეს. ხო ასე იყო, გოგლიკო? გახსოვს, როგორ გეხვეწებოდით არ მინდამეთქი? შენ კიდევ მოინდომე შენს ძმაკაცს დახმარებოდი. ახლა, როგორც მინდა ისე დავიჭერ თეფშებს ხელში, თუ მინდა სულ არ დავიჭერ, ხმა არ გაქვს ამოსაღები! – ნაძალადევი ღიმილით დააწყო მაგიდაზე ჭურჭელი და ვერც მიხვდა, რომ ყველა გაყინული, დაძაბული სახეებით უსმენდა.
ხელებგადაჯვარედინებულმა საქმე რომ მოათავა, მაგიდისკენ შებრუნდა და ქმრის ასვეტილი სხეული დაუხვდა წინ. ღრმად ამოისუნთქა, როცა ლაზარეს მზერას გადააწყდა
–წამოდი ერთი წუთით..
გრძელი ბაღის გავლით შევიდნენ სახლში, მოეფარნენ თუ არა ხალხს, ძლიერად ჩასჭიდა ცოლს ხელი და ისე სწრაფად და უხეშად ააკრა კედელზე, ანას შუბლზე აუვიდა თვალები
–ლაზარე..
–რა დედის ტ*ვნა გჭირს? – დაიღრიალა და მთელი სხეული დაეჭიმა
–მტკივა ხელი, ლაზარე!
–როდემდე, ანა? როდემდე უნდა მაძახო ეს დედამოტ*ნული სიტყვები? როდემდე უნდა უსისინებდე ენას ჩემს ძმაკაცებს ასე? – ისე ამოსჯდომოდა ყელსა და შუბლზე ძარღვები, ანამ ხმის ამოღებაც ვერ გაბედა, – ხო დარჩი, არა? ხომ გადაწყვიტე რომ ჩემი ცოლი იქნებოდი! ამის დედაც.. შვილები გამიჩინე ანა, და ახლა.. პატარა ლაწირაკი გოგოსავით ატრიალებ ენას, რომ თურმე ნაბი*ვარი ქმარი გყავს. როგორ მინდა ახლა ამოგაცალო ეგ ენა, ვერც კი წარმოიდგენ! ფუ ამის..
–ლაზარე, ესმით შენი ხმა, სირცხვილია.. – გაიბრძოლა მის ხელებში და გამკიცხავად შეხედა, – უხეშად ნუ მექცევი, მეტკინა..
–ის არ იყო სირცხვილი ხომ საკუთარ ოჯახს რომ გადაუარე? – წამში მოშორდა, ცივი თვალები შეანათა და ზურგი აქცია. უკან დაბრუნებულს ძმის ჩვეული მზერა დაუხვდა და ნერვებმოშლილმა სწრაფად აკრიფა თავისი და ანას ნივთები. ორიოდ სიტყვით დაემშვიდობა ყველას, შემობრუნდა და მივდივართო განუცხადა ჩუმად მდგარ ანას. გასაცილებლად ლევანი გამოჰყვათ, ლაზარეს მანქანასთან შედგა და სანამ ჩასხდებოდნენ, მისი კარი დაჭირა ხელით
–მოიცადე, ერთი წუთით.. – დაუყვავა თბილად და დაელოდა, როდის გაუჩინარდებოდა ანა მანქანაში
–ლევან, არ მაქვს შენი შეგონებების თავი, თუ ძმა ხარ რა! – ხელი აუქნია და კარის გამოღებას შეეცადა, მაგრამ ძმის ძლიერ მკლავს ვერაფრით მოერია
–ლაზარე, მომხედე აქეთ..
–ნუ ერევი! ამის დედაც მოვ*ყან, ნუ ერევი, ლევან! ჩემი ოჯახია, ჩემი ცოლია, გესმის? ჩემი! და ნუ ერევი! – ამოუვიდა ყელში და აღრიალებული უხეშად მოაშორებინა კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი ხელი.
წარბიც არ შეუხრია ლევანს, პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, ლაზარეს ჩააფრინდა კისერზე ცალი ხელით და ახლოს მიუტანა სახე
–იყავი კაცი, ლაზარე.. მე რომ ვიცნობ, ის კაცი იყავი. არ დაკარგო თავი.. – ესღა უთხრა და ჩამოშორდა. ძმის ხმაში წყენა გაკრთა და ლაზარეს მტკივნეულად დაუარა ტანში. წამით უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და მანქანაში უხმოდ ჩაჯდა.
სახლამდე ჩუმად იმგზავრეს, ცხრა საათი ხდებოდა, მაგრამ მაინც ნათელი იყო სახლამდე მიმავალი გზა. სასიამოვნოდ ცრიდა გაზაფხულის წვიმა. მდუმარება ჩამოწოლილიყო მანქანაში და ორი, განაწყენებული სახით მჯდარი სხეული ერთმანეთისგან თითქმის ზურგშექცეით აპარებდა გარეთ თვალს. ოთახში შესვლისთანავე ტყუპები შეეგებნენ და ერთმანეთს ატიტინებულები, ერთმანეთს ხმის ამოღებას არ აცდიდნენ.
–ნელა დე, წააქცევ მაშოს.. – ღიმილით გაუბრაზდა ნიკოლოზს ანა და ბავშვებისკენ დაიხარა. ფრთხილად მოხვია ორივეს ერთად მკლავები და თხელი თითებით აუჩეჩა თმები.
ლაზარემ ჯერ ნივთები დააწყო შემოსასვლელ კართან, მერე დინჯი, უხმო ნაბიჯებით გაემართა ოთახისკენ და სანამ მძიმედ დაეშვებოდა დივანზე, იქვე მდგარ მომღიმარ ნანის გახედა
–ხომ არ გაგაწვალეს, ნუნუკა?
–არა შვილო, ჭამეს, ითამაშეს, მშვენივრად იქცეოდნენ. ხომ შეჭამთ? სუფრას გაგიწყობთ და ისე წავალ, დაღლილები იქნებით, – ქოთქოთით გავიდა სამზარეულოში.
–იყოს, ნუნუ, მე ვიზამ, წადი შენ, დაიღლებოდი, – გასძახა ანამ და ხელში მხოლოდ მაშო აიტაცა. მკლავებდიდან დამსხლტარი ნიკოლოზის დაჭერა ვეღარ მოახერხა, რომელიც ორიოდ წამში მამის კისერზე იჯდა. იქვე ჩამოჯდა, დივანზე და სახით თავისკენ დაისვა კიკინებიანი მაშო.
–ვიბანავოთ და წავიდეთ დასაძინებლად ხო, დე? – ცხვირზე მოუჭირა თითები პატარას
–ნიკოლო ჯერ! – გაიბუსხა მაშო და დედის მკერდში დამალა სახე.
–არა, მე არა! არ მინდა! – ნიკოლოზმაც არ მოისვენა, ხელების ტყაპუნს მოჰყვა ლაზარეს შუბლზე.
ანამ ბავშვივით გადაიკისკისა და მაშოს შეუღუტუნა. ჩუმად მჯდარი ლაზარე წარბებშეყრილი აკვირდებოდა ცოლს და ცოტაღა აკლდა არ აფეთქებულიყო. ზუსტად ვერ ხვდებოდა რა აბრაზებდა ასე ძალიან მაინც და მაინც ახლა, როცა მათი პატარები ეხვიათ გარს. ვერ აცნობიერებდა, რომ სწორედ ეს სტკენდა.. სწორედ ის, რომ ანა ამ ყველაფერს ნანობდა. მასთან გატარებულ საღამოებს, ტყუპების ასეთ ჯიუტ გამოხტომებს, მათ სიცილს და მონატრებულ შეგებებას. ვეღარ გაუძლო.. ვეღარ გაუძლო ანას ყურებას, რომელიც ოთახის შუაგულში ჰაერში დაფარფატებდა თავისნაირი, პატარა გოგონათი ხელში და თითქმის ჩურჩულით, მაგრამ მაინც ბოხი და მძმე ხმით ამოუშვა ყელიდან სიტყვები:
–ეს ყველაფერი ვერ აგიტანია, ანა?
გახევდა. თხელი სხეული გაეყინა ოთახის შუაგულში მდგარს და სუსტად დაუშვა ქალიშვილის სხეული ძირს. მისკენ შემობრუნებულმა ისეთი მზერა შეაგება ქმარს, ძალიან დიდი ხანი რომ აღარ ჰქონდა ლაზარეს ნანახი. თვალებს არ აშორებდა მის მოჭმუხნულ წარბებს, ასეთი ნაცნობი რომ გამხდარიყო უკვე ანასთვის და ხმას ვერ იღებდა, ან არ იღებდა.. არ უნდოდა, არაფრის თქმა უნდოდა, რადგან იცოდა, ახლა, ამაზე უარესს ვერაფერს ეტყოდა. ვერანაირი სიტყვით ვერ აჯობებდა, ასე ვერ გაამწარებდა.. არადა, წამით გაბოროტებულს როგორ მოუნდა. იმის გამო, რომ ცილი დასწამა. დააბრალა ის, რაც ხელშეუხებელი იყო ანასთვის. ყველაფერს აიტანდა, ყველა ბრალდებას ამის გარდა. იმედგაცრუებულმა ღრმად ამოუშვა ჰაერი ფილტვებიდან და თვალზე მომდგარ სითხეს არაფრით მისცა უფლება მისი ცივი მზერისთვის ეღალატათ. ოდნავ დააღო პირი, რაღაცის თქმა აპირებდა, ოთახში ნუნუ რომ გამოჩნდა
–მზად არის სუფრა, შვილო. წავიყვან მე ბავშვებს აბაზანაში, თქვენ დაისვენეთ..
–კარგი, ნუნუკა, – ამოიხავლა ანამ და სანამ ნანიმ ბავშვები წაიყვანა ისევ ისე, გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე. ნიკოლოზი გაჭირვეულდა, მამას ეკიდებოდა კისერზე და წაყვანის საშუალებას არ აძლევდა ძიძას. მხოლოდ ლაზარეს მკაცრმა ხმამ გააჩერა და ცხვირჩამოშვებული გაჰყვა სასაცილო ბაჯბაჯით უკან ნუნუს.
–არ წახვიდე.. – ფეხზე წამომდგარი ქმარი ანას ათრთოლებულმა ხმამ შეაჩერა
–არ მაქვს ჩხუბის თავი, ანა..
–ყოველთვის ამას აკეთებ! – წამოიძახა ერთიანად ათრთოლებულმა და მუხლები მოეკეცა, სწრაფად ჩამოჯდა იქვე მდგარ სავარძელზე, რომ წონასწორობა არ დაეკარგა. ერთმანეთში ახლართა მუხლზე ჩამოდებული ხელები და ქვემოდან მიაჩერდა ლაზარეს.
–რას ვაკეთებ, ანა? – ისევ ჩამოჯდა, უფრო მეტად გაუმკაცრდა სახე
–საზიზღრობებს მეუბნები და მერე მიდიხარ.. ამბობ, არ მაქვს ჩხუბის თავიო და მიდიხარ. გარბიხარ! ხო, ლაზარე, ლაჩარი კაცივით გაურბიხარ საკუთარ ცოლს..
–ცოლს, რომელსაც არ ვჭირდები, ანა! – დაიგრგვინა მჭეხარე ხმით და მისკენ გაიწია. იმაზე დიდი მოეჩვენა ანას, ვიდრე სინამდვილეში იყო. სულ ასე მოსდიოდა.. ლაზარე რომ ამ გაყინული, სიბრაზისგან მორყეული სახით უყურებდა, ყოველთვის საშიში და უემოციო ეჩვენებოდა, მასზე ბევრად დიდი. გრძნობა ჰქონდა, რომ წამში მოიქცევდა საკუთარ მკლავებში და განძრევის საშუალებას არ მისცემდა. მთელი ცხოვრება ასე აკეთებდა.. მთელი მათი თანაცხოვრების მანძილზე ამ სივწროვეს ებრძოდა ანა და არასდროს გამოსდიოდა თავისუფლად ესუნთქა. არც მაშინ, იმ დღეებში, როცა ეგონა, რომ ბედნიერები იყვნენ. მაშინაც რაღაც აბრკოლებდა, მაშინაც სხვისი.. სხვისი არა, ლაზარეს სურვილებით ცხოვრობდა, მისი ნაბიჯებით დადიოდა, მის სუნთქვას მიჰყვებოდა. ისე დაკარგა საკუთარი თავი ქმრის შინაგან სამყაროში, ვერც გაიაზრა..
–აღარასდროს, ლაზარე.. – მაინც გამოჟონეს სიტყვებთან ერთად მოღალატე ცრემლებმა, – აღარასდროს გაბედო და არ მითხრა, რომ ჩემს შვილებს ვერ ვიტან..
–მე ეს არ მითქვამს, ანა..
–არ გაბედო და არ გაიმეორო მსგავსი რამ, არ გაბედო! არც იფიქრო, რომ მათზე მაღლა ვინმეს დავაყენებ. არ გაბედო ფიქრი, რომ მათ გაჩენას ვნანობ! ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ შენს საკუთრებად თავადვე ვაქციე თავი..
–ნუ ამბობ, ანა, ამას ნუ ამბობ ასეთი სახით, – სწრაფად მოარიდა სახე მოქვითინე ცოლს და ორივე ხელი ჩამოისვა სახეზე
–ვიცი, რომ არ გამიშვებ.. არც მაქვს წასასვლელი, მაგრამ..
–რომ გქონდეს, ანა? – უცებ შემობრუნდა და ისე სწრაფად აესვეტა წინ, ანამ თვალის გაყოლებაც ვერ მოასწრო, – რომ გაგიშვა? წახვალ? მითხარი, ამის დედაც.. მითხარი, ანა!
–არ ვიცი.. – ახალმა ნაკადმა ამოხეთქა და მის წინ, მუხლებზე დაცემულ ქმარს უნებართვოდ, უთავმოყვარეოდ შემოხვია კისერზე ხელები. ისე ძლიერ უჭერდა, ისე ამოჯდომოდა გული, ეგონა წუთი–წუთზე გაუსკდებოდა და ვეღარაფრით შეაგროვებდა საკუთარი დაფლეთილი გულის ნაწილებს. მკერდთან რომ იგრძნო ქმრის გულის ძლიერი ფეთქვა, უფრო მეტად აეკრა სხეულზე და ერთიანად სველი სახე მის კისერში ჩამალა
–არ ვიცი.. არ ვიცი ოდესმე თუ შევძლებ ცხოვრებას შენს გარეშე, – ქვითინს შორის, ყრუდ გაისმოდა ლაზარეს კისრიდან ათრთოლებული ხმით ნათქვამი. გრძნობდა მამაკაცი, როგორ უცახცახებდა ცოლს სხეული და თავს უფლებას აძლევდა ანას სურნელში, მის ემოციებში ჩაძირულიყო. ფრთხილად ჩამოსვა სავარძლიდან და მეტად მიიკრა, მოკეცილ მუხლებზე დაისვა ატირებული და დაძარღვული ხელისგული გადაუსვა მისთვის ყველაზე საყვარელ, ზოგჯერ სანატრელ სხეულს
–ვერ მაპატიე, ანა.. – ამოიჩრჩულა. იმდენად ხმადაბლა, საკუთარი ხმა ეუცხოვა, – ვერ მაპატიე და ვერასდროს მაპატიებ.. ვერასდროს შემიყვარებ სუფთად..
–მიყვარხარ, ლაზარე.. გეფიცები, ჩვენს შვილებს გეფიცები, მიყვარხარ.. არ ვიცი, რატომ. არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ ისე მიყვარხარ, საკუთარი თავი მეზიზღება. ჩემ თავს ვერ ვპატიობ ამ სისუსტეს. ვერაფრით გიგდებ გონებიდან.. – ოდნავ წამოსწია თავი, მაგრამ ლაზარეს ხელებმა მოშორების საშუალება არ მისცა და შუბლით მიეკრო სახეზე
–ვცდილობ, ანა, რომ ბედნიერი იყო. ხომ იცი, რომ ვცდილობ..
უცნაური ტანჯვა გამოესახა თითქოს სახეზე ამ სიტყვების თქმისას და ანას ამის გააზრებისას, პატარა ბავშვივით აუთრთოლდა ტუჩი
–ნუღა ტირი, რა, გეხვეწები, ანიკო.. ძალიან გთხოვ. ყველაფერს გავაკეთებ, გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი, მაგრამ ვერ გაგიშვებ, ანა.. ვერ დაგკარგავ. რომც შეგზიზღდე, რომც ვერ ამიტანო, დასანახავად რომ შეგჯავრდე, მაინც ვერ გაგიშვებ..
მაშინ საბოლოოდ დარწმუნდა ანა, რომ არ იყო მისი ქმარი ჩვეულებრივი მოსიყვარულე, თბილი კაცი. არ იყო იმ მარტივი ელემენტებისგან აწყობილი, როგორებიც მის გარშემო მის სამეგობროში ან სანაცნობოში ხვდებოდა ყოველდღიურად. მიხვდა, არასდროს ექნებოდათ ისეთი ყოველდღიური იდელია, როგორსაც სხვების ურთიერთობაში ხედავდა.. სრულიად განსხვავებული იყო ლაზარე. ფიცხი, მესაკუთრე, ეგოისტი.. და მაინც, მაინც სიგიჟემდე უყვარდა მის თვალებში არეკლილი მრისხანების სხივები, მასთან გატარებული ღამეები, ღამეები, რომელბშიც სიუხეშესა და სითბოს შორის უცნაურ საზღვრებს ავლებდა ლაზარე. უყვარდა მისი თბილი ხმით დაძახებული საკუთარი სახელი და მესაკუთრესავით მოხვეული დიდი მკლავები.
ყველაფერს ეგუება ადამიანიო, ამბობენ.. ანას არ სჯეროდა ამის, რადგან ვერაფრით შეეგუა. როგორ არ სცადა, თუმცა ვერ შეეგუა მის ასეთ ხასიათს, ამის მიუხედავად.. დროთა განმალობაში ისწავლა, შეისისხლხორცა და წარმოუდგენლად მიაჩნდა სხვანაირად, ასეთი რეალობისგან განსხვავებულად ცხოვრება..

***
ხომ არის მომენტები, რომ სრულიად უბრალო წვრილმანებს იმხელა ბედნიერება მოქავს, ვერც იაზრებ როგორაა ეს შესაძლებელი. გულისცემის გახშირებით თუ მიხვდები, ან დანამული შუბლით, უეცარი ამბისგან რომ გეცვარება ოფლის წვეთებით სახე. ასეთ მდგომარეობაში იყო აეროპორტის მოსაცდელში გამოსული ლაზარე, შვილის მომლოდინე სახე რომ დალანდა. არ ელოდა.. პირველად მოაკითხა ნიკოლოზმა მამას, დიდი კაცივით. სწრაფად დაემშვიდობა მასთან ერთად მომყოლ თანამშრომელ ბიჭებს და მისკენ წამოვიდა. სანამ მიუახლოვდებოდა, ღიმილით აკვირდებოდა ნიკოლოზს, სასაცილოდ რომ წელავდა კისერს, რომ როგორმე მამა მოეძებნა. უკვე ცხვირწინ ედგა, რომ შეამჩნია და.. რაღაცნაირი მორიდებით, ოდნავ გაფართოებული თვალებით და გვერდულად მოღრეცილი ტუჩებით გაუღიმა
–არ ჩაეხუტები მამას? – ხელები გაშალა ლაზარემ და მკერდთან მოიმწყვდია ღიმილიანი ნიკოლოზი
–ვერ დაგინახე..
–მარტო ხარ? – მხრიდან ხელი არ მოუშორებია, ისე წავიდნენ გასასვლელისკენ. ცალი ხელით მძიმე ჩანთა მოჰქონდა ლაზარეს.
–ჰო, ხომ არ გიყვარს რომ გხვდებით და.. რა ვიცი, ვიფიქრე, მხოლოდ მე თუ მოვიდოდი, არ გაბრაზდებოდი.. – იმდენად დაბნეული ლაპარაკობდა, ლაზარეს გულიანად გაეცინა
–გამისწორდა, ნიკოლოზ.. – ჩაუკრა თვალი და იმანაც თითქოს ახლა ამოისუნთქა შვებით
–მომე, წამოვიღებ, არ დაიღალე? – ჩანთას დასტაცა ხელი.
იმდენად ესიამოვნა შვილის ‘დიდკაცობა’, მამაზე ზრუნვა, რომ თავად გაუწოდა ჩანთა
–ტაქსი გველოდება გარეთ
–მართლა, მა? – ღიმილს ვერაფრით იშორებდა სახიდან. მხოლოდ ერთს ვერ ხვდებოდა, რატომ იყო შვილის თბილი ქცევა ასეთი მტკივნეული? მისი მონატრებული თვალები რატომ აჭერდა ისევ ჭრილობებზე ფეხს?
უკან, ნიკოლოზთან ერთად ჩაჯდა ტაქსიში და მხოლოდ ახლა, მანქანაში მისცა უფლება მისი მკლავისგან გათავისუფლებულიყო.
–სახლშია ყველა?
–ჰო, დედა დღეს გაეთავისუფლა, რომ დაგხვედროდა..
ღრმად ამოისუნთქა, ეს საკითხი ისედაც სულს უყინავდა და ახლა, ამ მომენტის ვაჟიშვილთან გაფუჭება ნამდვილად არ უნდოდა.
–მომენატრა სახლი.. – ამოილაპარაკა და ფანჯარას ჩაუწია, სიგარეტს გაუკიდა და ხარბად დაარტყა ღრმა ნაპასი.
ნიკოლოზმა მამასკენ გაიხედა. უცნაურად გრძნობდა თავს, თითქოს ის სითბო, რომელსაც ლაზარე ყოველი შემოხედვისას ჩუქნიდა, ახლა სადღაც, ჰაერში დაფარფატებდა, მათ გარშემო. თავადაც არ იცოდა, რატომ გადაწყვიტა მამას დახვედროდა. ადგა და წამოვიდა.. არც ის იცოდა, თუ გაუხარდებოდა. გონებაში ჩაბუდებული შიშით ელოდა მის გამკიცხავ მზერას, მაგრამ მაინც გაბედა.. მაინც მოიქცა ისე, ოჯახს რომ შეეფერება. ახლა ეამაყებოდა საკუთარი თავი, ეიმედებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი. თითქოს ატყობდა კიდეც, ბოლო დროს რომ მათკენ იყო მამა. ეზიზღებოდა ამაზე ფიქრი, მაგრამ ასე იყო.. აქამდე სულ გრძნობდა, რომ სახლი სხვადასხვა მხარეებმა დაიყო. ანა და ბავშვები და ლაზარე, რომელიც ყველას ერთად, ოთხივეს ერეოდა, ოთხივეს განერვიულებას ახერხებდა. ზოგჯერ ეგონა, რომ ეზიზღებოდა მამა.. და ამის გამო შემდეგ საკუთარ თავს იძულებდა. ჰო, ზუსტად ასე იყო. ყველაზე ახლო ადამიანი რომ გძულდება, იძულებული ხარ საკუთარი თავიც შეიძულო, საკუთარ პიროვნებაზე თქვა უარი. იქნებ ამისთვის არ იყო მზად ნიკოლოზი, იქნებ ახლა სწორედ ამიტომ იჯდა მამის გვერდით. სწორედ იმიტომ, რომ სულ, მუდამ მის გვერდით მყოფი ახსოვდა, ყველა მომენტში.. ყველა გაბრაზებისას.. ყველა სიტუაციაში მასთან იყო მამა, მასთან და მაშოსთან და ამას ვერაფრით დაივიწყდებდა. ყველაზე რთულ მომენტშიც ვერ შეძლო მათ გარეშე ცხოვრება. ახსოვდა როგორ მიაკითხა, როგორ ჩაიკრა გულში, როგორ დააბრუნა სახლში.. სწორედ ამის გამო, ამ სიყვარულის და იმ მდგომარეობის, ბოლო დროს რომ ჩაესახა, რაღაც ამოუცნობი, გამოუთქმელი იმედის სახით..

***
ერთხელ, ტყუპები რომ 6 წლისები იყვნენ, მაშომ სკოლაში ხელოვნების გაკვეთილზე გაიჭრა ხელი. იმ საღამოს, მოწყენილი, ხელშეხვეული მიწოლილიყო დივანზე, დიდ მონიტორთან, რომელიც ბოლო ხმაზე აღრიალებულიყო მისი საყვარელი მულტფილმის გმირების გადამკიდე, ამიტომ როცა ლაზარემ შემოაღო სახლის კარი, ტყუპებიდან მხოლოდ ნიკოლოზი გაექანა მამის გაშლილი მკლავებისკენ. მაშინვე შეატყო ვაჟიშვილს უხასიათობა ლაზარემ და ხელში მხიარულად აიტაცა, რა მოხდაო ჩაეკითხა და მაშოც მოიკითხა. პატარა ვაჟკაცისგან რომ გაიგო დის ამბავი, ყურში უჩურჩულა რაღაც. მერე.. წლების მერე ხშირად იხსენებდა ნიკოლოზი ამ დღეს. სიტყვასიტყვით ახსოვდა მამის ნათქვამი, მისი სველი ტუჩები საფეთქელზე და რამდენიმე წამში გამხიარულებული პატარა მაშო. რა უთხრა? ალბათ სწორედ ის, რაც ახლა თავად ნიკოლოზს სჭირდებოდა.. „შენი ნაწილია მა, მაშო.. შენ თუ კარგად იქნები, ისიც კარგად იქნება. საერთოდაც, ამიტომ ჩამოსდის იმ პატარა სახეზე ცრემლები, შენც რომ მოწყენილი ხარ. აბა გაუცინე, გაამხიარულე, ისიც თუ არ გახდეს ისევ ცელქი მარიამი.. მიდი, გაიქეცი და.. მა, ნიკოლო, სულ იცოდე, თქვენ ერთნი ხართ. სანამ ერთ–ერთი თქვენგანი დგას მყარად, მანამ მეორესაც ექნება ყველაზე დიდი და მყარი საყრდენი.“
ახლა, როცა ყოველდღე მაშოს მოღუშულ მზერას ეჩეხებდოა ნიკოლოზი, სულ ეს სიტყვები ახსენდებოდა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ, მაგრამ იცოდა.. ხვდებოდა, რომ მაშოს მისი გვერდით დგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა
–მაშ, შემო ჩემ ოთახში, წამო.. – ხელზე დაეჯაჯგურა სევდიანი მზერით, მაგიდაზე იდაყვჩამოყრდნობილ გოგონას და ოდნავ გაუღიმა
–რატომ?
–წამო რა..
–მაშენკა, მოდი აქ.. – ოთხში შესული საკუთარ საწოლზე წამოგორდა, ზურგსუკან რბილი ბალიშები ამოიდო და მაშოს ჩაავლო მაჯაზე ხელი. საწოლზე ჩამოუჯდა, დამრგვალებული თვალებით შეხედა და თითებზე ჩააფრინდა საკუთარი ხელებით
–მომიყევი, აბა, რა ხდება..
–რა ხდება? – დაიბნა მაშო
–იკაკომ მითხრა, რაღაც აქვს სათქმელი შენთვისო, – გაეღიმა ნიკოლოზს და ოდნავ წამოიწია, წელზე მოხვია დას ცალი მკლავი, მეორე ხელის თითებით აწითლებულ ლოყაზე აათამაშა, – რატომ ნერვიულობ, მაშო?
–დებილია ეგ ბიჭი, არაფერიც არ მაქვს სათქმელი, – წამოიძახა უცებ და ხელი გააშვებინა
–მაშო!
–რა, ნიკოლოზ?
–ამოღერღე ახლა.. თუ მე მოგიყვე შენს თავს რა ხდება?!
–მომწონს იკაკო.. ღმერთო.. მიყვარს, მომწონს, იცი როგორ მიყვარს? – ხელები აიფარა სახეზე და მანამ არ მოუშორებია, სანამ ნიკოლოზი არ შეეხო ათრთოლებულ თითებზე. ნაზად მოაშორებინა სახიდან ხელები და ღიმილნარევი მზერით დააკვირდა ტყუპისცალს
–ნიკო, არ ბრაზობ? – სახე მოექუფრა მაშოს
–არა, მაშო, ვიცოდი..
–რა? – წამოიყვირა და თვალები გაუფართოვდა, – საიდან იცოდი?
–ჯერ ერთი, იკაკოს გამოჩენა და შენი ცქმუტვა ერთი იყო ხოლმე და მეორეც.. – ეცინებოდა მის გამომეტყველებაზე, – შენი აზრით, შენთან მართლა ჩემგან მალულად დაიწყებდა ურთიერთობას?
–არ არსებობს.. ღმერთო.. გითხრა? თავიდანვე გითხრა? – აღშფოთებას ვერ მალავდა მაშო
–ჰო, მაშო, სანამ შენ გეტყოდა, მანამდე მე მითხრა, – გადაიხარხარა უცებ და მუცლის ტკივილმა რომ მოუარა, სახეშეჭმუხნილმა ამოიკრუსუნა
–ღირსი ხარ! უნამუსოები ხართ, შენც და ისიც.. მოიცა, იმას რა ვუქნა! – შფოთავდა მაშო, – ათას გეგმას ვაწყობდი, როგორ მეთქვა შენთვის და პატიოსანი ბიჭივით მეხმარებოდა, სიტყვებს მარჩევინებდა, ღმერთო, როგორ დამცინა, აზრზე ხარ? ნიკოლოზ, აზრზე ხარ?
პასუხი აღარ გაუცია, კარგად მოკალათდა და ღიმილით შეჰყურებდა მისთვის ყველაზე, ყველაზე საყვარელ არსებას, რომელიც დაღლამდე სცემდა ბოლთას მის ოთახში.

***
სამსახურიდან დაბრუნებულს უჩვეულო სიმშვიდე დახვდა სახლში. არც ახლა დაუხვდა კარის ზღურბლთან ანა.. არასდროს ხვდებოდა. რამდენჯერ მდგარა გასაღებით ხელში საკუთარი სახლის წინ და გაბმული ზარით დალოდებია მის გამოჩენას, მაგრამ იმ შემთხვევების დროსაც უმეტესად ნუნუკა შერჩებოდა ხოლმე ხელთ. ახლაც, თავად მოუწია საკუთარი გასაღებით კარის გაღება და ჩამი–ჩუმი რომ არ ისმოდა არცერთი ოთახიდან, უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა წარბები. დამღლელი დღის შემდეგ ტყუპების ბურტყუნი მალამოსავით მოედებოდა ხოლმე გულს და სანამ მათი მოფერებით იჯერებდა გულს, იცოდა, აუცილებლად გამოჩნდებოდა მისაღებში მოკლე სარაფნის ფრიალით ანა. თითქმის სულ ერთნაირი იყო. ყოველ დღე.. ზამთარ–ზაფხულ მოფარფატე ტანსაცმლითა და ღია ფერის თმით რომ დანარნარებდა ოთახიდან ოთახში და მკრთალი ღიმილით ხვდებოდა ქმარს. ოღონდ, იმ უიშვიათეს შემთხვევებში, როცა ნაჩხუბრები არ იყვნენ. ახლა კი არც ცოლის სუსტი სხეული ჩანდა არსად, არც დორბლიანი ტყუპები და არც ფუმფულა ნუნუკა.
–ანა, სად ხარ? ანა! – მისაღების მაგიდაზე უდიერად მიმოფანტა ნივთები და სწრაფად გაიხადა პიჯაკი.
–ანა! – დაიძახა ისევ, პასუხი რომ არავინ გასცა.
–მოხვედი? ოთახში ვარ, ლაზარე..
ცოლის ხმას გაჰყვა და საძინებელში შესულს თვალები შეუბლზე აუვიდა, ისეთი სანახაობა დახვდა. მთელი ოთახი ანას ტანსაცმლით იყო ოკუპირებული, თვითონ კი, როგორც ლაზარე მიხვდა, ერთ–ერთი გამოღებული კარადის მიღმა მიმალულიყო.
–რას აკეთებ? რა ჯანდაბაა.. ანა, რა მოხდა აქ, ვინმეს ეომე?
–სასაცილოა ძალიან, განსაკუთრებით მაშინ, ვერაფერი რომ ვიპოვე ჩასაცმელად.. – წუწუნით გამოყო თავი კარადიდან. ორიოდ წამში კი სხეულიც გამოუჩნდა. მუქმაქმანიანი საცვლებისამარა მიპარტყუნდა დივანთან და ცალი ხელით უდიერად მოიშორა საკუთარი ტანსაცმელი, რომ ჩამომჯდარიყო.
–რა ხდება ანიკო, სად მიგიჩქარია? – ღიმილი შეეპარა ლაზარეს ხმას
–სამსახურში!
–რაო? – დაინტერესდა ლაზარე და ინსტიქტურად წავიდა ცოლისკენ
–ჰო, გასაუბრებაზე მივდივარ, ორ საათში.. – ამოიტირა ანამ
–რატომ არ მითხარი? – აღშფოთება შეერია ლაზარეს ხმას
–ხომ გეუბნები.. – მხრები აიჩეჩა და ოთახს მოავლო თვალი, – ვერაფერი ავარჩიე..
–სად არიან ბავშვები და ნუნუ? – დასვა კითხვა და ისე, რომ ანას შეკრული წარბებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ანას ტანსაცმლის თვალიერებას მოჰყვა
–გარეთ! – მოუჭრა ღრენით და ფეხზე წამოდგა
–რატომ მიბღვერ? – თვითონაც შეკრა წარბები
–იმიტომ რომ არ მაქვს ჩასაცმელი, რამდენიმე წუთში კი გავდივარ.. შენ კიდევ, ნუნუკაზე და ბავშვებზე ფიქრობ მხოლოდ..
ლაზარე ყურადღებით დააკვირდა ცოლის უკმაყოფილო სახეს, ოდნავ ჩაიღიმა და სიტყვებში ირონია ჩააქსოვა:
–ბოლო წამს არ უნდა ვიგებდე ჩემი ცოლი რომ მუშაობას იწყებს.
–ლაზარე, არ დაიწყო რა..
–რატომ არ მითხარი?
–მხოლოდ გასაუბრებაა, ლაზარე!
–ჰო, მაგრამ ბოლო წამს მეუბნები. დღეს რომ აგიყვანონ? ხვალიდან მუშაობას დაიწყებ? ოჯახი არ გყავს, ანა? ქმარი არ გყავს, რომელსაც უნდა შეუთანხმდე? ისე ვარ გაბრაზებული, შეიძლება ახლა ძალიან ცუდი რამე გითხრა.. – ხელი აიქნია და კარისკენ წავიდა, – მზად რომ იქნები მითხარი და გაგიყვან.. – უკანმოუხედავად დატოვა ოთახი.
–ლაზარე! – შემოესმა ანას აკანკალებული ხმა და ადგილს მიეყინა. ოდნავ ამოიოხრა. სანამ ოთახში შევიდოდა, უკვე იცოდა, რომ ტიროდა. ნელა შემობრუნდა, აუღელვებელი, მტავჯველი ნაბიჯებით დაბრუნდა ოთახში და ნახევრად შიშველი ანას წინ უხმოდ დადგა.
–რატომ იწითლებ თვალებს წასვლის წინ?
–შენ ამატირე.. – ამოიტირა და ორივე ხელი აიფარა სახეზე.
ლაზარემ ჯერ ამოისუნთქა, მერე ფრთხილად ჩამოაწევინა ხელები და ნაზად შეეხო რბილი ბაგეებით თვალებზე.
–მაპატიე, ხომ სულ მპატიობ, ახლაც მაპატიე..
–არაფერი მაქვს.. – აიკვიატა ისევ
–ავარჩევთ რამეს, ანიკო, ნუ ტირი.. – მის მკლავებში მოქცეული ცოლი ღიმილით შეათვალიერა. ასე მარტივად შეეძლო განწყობა შეეცვალა. რამდენიმე წუთში შეეძლო გაბრაზებულიყო, ეჩხუბა, ეეჭვიანა, ეეგოისტა, მაგრამ მერე.. ანას ცრემლების დანახვისას, სულ სხვანაირი ხდებოდა. თუ ასეთ ხასიათზე იყო.. თუ გრძნობდა, რომ ანას მასთან ყოფნა უნდოდა. მათი ერთად ცხოვრების პირველივე დღიდან ასე ხდებოდა.
სუსტი სხეული რომ შემოეხვა მჭიდროდ ტანზე, წამში შეახსენეს ჰორმონებმა თავი. ოდნავ უკან გასწია ხელებით და ანას მოშიშვლებულ მკერდს გაუსწორა მზერა. ისე უცებ მოსდო წელზე ხელი, ანამ მოულოდნელად წამოიყვირა
–ჯერ ხომ არ მოიყვანს ბავშვებს? – უკანალზე წაეტანა მძიმე ოხვრით და მჭიდროდ აიკრო სხეულზე. სანამ ანა გაპროტესტებას მოახერხებდა, უკვე მის ტუჩებს აგემოვნებდა ლაზარე. თავისუფალი ხელებით კი ოსტატურად აშიშვლებდა მისთვის ყველაზე ნაცნობ, მიმზიდველ სხეულს.
–ლაზარე, დამაგვიანდება.. – ძლივს მოსწყდა ქმრის ტუჩებს ანა
–მოვასწრებთ, დამაცადე.. – უცებ აიტაცა ხელში და მის წელზე შემოხვეულ ანას ფეხს ძლიერად ჩააფრინდა ცხელი თითებით.
მიაცილა იმ დღეს გასაუბრებაზე.. ანაზე მეტადაც ინერვიულა და რომ გაიგო, მისი ცოლი მომავალი იურისტი იქნებოდა, ბედნიერი და ლაღი აიტაცა ხელში. ალბათ წლების მერეც ასეთი აღტაცებით შეხვდებოდა ცოლის კარიერას, ამდენი რამ რომ არ მომხდარიყო.. ალბათ ყველაფერი იცვლება.. ადამიანებიც იცვლებიან და მათი დამოკიდებულებებიც აღარაა ისეთი, თუნდაც საყვარელ ადამიანებთან.. თუნდაც ყველაზე ძვირფას, ყველაზე ახლობელ პიროვნებებთან..

***
–აქ ხარ? – ოთახში აკითხავს და ძირს, კუთხის კარადასთან ჩამომჯდარს ზევიდან აცქერდება
–ჰო, მოდი. ლილი ჩამოდის ხვალ, შენს სანახავად და სანამ სამსახურში წავალ, მინდა ის ფოტოები მოვუძებნო, მაშინ რომ მთხოვა, გურიაში, ხომ გახსოვს.. – მკრთალად უღიმის უკვე მის გვერდით, ხალიჩაზე ფეხმორთხმით მჯდარ ქმარს
–რა კარგ ფოტოებს იღებდი, გახსოვს?
–ჰო.. შენ კი, ძირითადად მიბღვერდი. მოიცა, ნახე.. აქაც როგორ იბღვირები, – ეცინება და ერთ–ერთ ფოტოს აჩვენებს
–სულ არ მახსოვდა ეს სურათი. ანა..
–ჰო..
–მოგწონს სამსახური?
–მომოწონს, – მთელი ტანით ლაზარესკენ ბრუნდება, – შეგიძლია აიტანო ჩემი სამსახური? შეგიძლია ახლა მაინც აიტანო? – სევდიანად უღიმის
–შემიძლია, მემგონი.. – ხელის ზურგით ეფერება თხელ სახეზე და მისკენ იწევა, ხელს ხვევს მხრებზე და იხუტებს. ისე მჭიდროდ იკრავს ტანზე, ანას ეცინება
–ნუ იცი ხოლმე ასე! – საყვედურობს და ხელით ლოყაზე ეფერება, – ჭკვიანად იყავი სანამ წასული იყავი?
–როგორც დაგპირდი.. – თვალებმოჭუტული, ღიმილნარევი მზერით შეჰყურებს და თავზე აკრობს ტუჩებს
–კატოს დაბადებისდღე რომაა ამ კვირის ბოლოს, ხომ გახსოვს?
–საიდან მემახსოვრება, ანა! – ეცინება გულით, – უნდა წავიდეთ?
–ჰო, დიდი წვეულება უნდა გავმართო, ოღონდ ამჯერად სახლშიო, დაგვემუქრა, – იცინის ანაც და ოდნავ შორდება
–ბავშვები?
–ტყუპები წამოიყვანეო, მაგრამ არ მოისურვეს, რაღაც შეკრება ჰქონიათ იკაკოსთან, – სასაცილოდ ბურტყუნებს და ლაზარეს ღიმილიან მზერაში სითბო უდგება თვალებში, – ნუცას ძიძასთან დავტოვებ, იქ არავის ეყოლება ბავშვი, ელენესაც დედამისთან უშვებს
–რა წვეულებაა ასეთი! – ხარხარებს და ფეხზე დგება, – წამო, წამო შევჭამოთ რამე, მომშივდა ძალიან..
–ჰო, მოვალ, მიდი და მოვალ.. – მზერას აყოლებს და სურათებს უბრუნდება. ლაზარესთან გადაღებულ სურათას აშტერდება და ნაზად უსვამს თითებს გახუნებულ ქაღალდს. მერე, ჩუმად, ისე რომ საკუთარი ხმა ძლივს ესმის, ჩურჩუელებს: „მართალი იყო ლევანი, მაინც შემაყვარე თავი, მაინც შენიანი გამხადე, სხვებს კი არა, საკუთარ თავსაც დავუპირისპირდი შენ გამო.. სხვა თუ არაფერში, ამაში მაინც ხომ იყო მართალი..“скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი Tamta.k

ძალიან კარგია, არაჩვეულებრივად წერ!❤️

 


№2  offline წევრი ablabudaa

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ეს თავი, ძალია. რთული და მტკივნეული ურთიერთობა აქვთ ლაზარეს და ანას, ცოტა ძნელია ასეთი სიყვარულის გაგება, თუმცა შენ ისე აღწერ მათ ურთიერთობას ძალაუნებურად მათ ადგილას გვამყოფებ. მომწონს უზომოდ და ძალიან მიხარია ასე რეგულარულად რომ დებ თავებს. :)))

 


№3  offline წევრი Tatutatu

რაა კარგიი გოგო ხარ !!! )) ისე მომწონს შენი სტილი... დახვეწილი,მოზომილი, არაფერიი ზედმეტი რომარ ,,ყვირის"

 


№4  offline წევრი P.A.

Tamta.k
ძალიან კარგია, არაჩვეულებრივად წერ!❤️

დიდი დიდი მადლობა<3

ablabudaa
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ეს თავი, ძალია. რთული და მტკივნეული ურთიერთობა აქვთ ლაზარეს და ანას, ცოტა ძნელია ასეთი სიყვარულის გაგება, თუმცა შენ ისე აღწერ მათ ურთიერთობას ძალაუნებურად მათ ადგილას გვამყოფებ. მომწონს უზომოდ და ძალიან მიხარია ასე რეგულარულად რომ დებ თავებს. :)))

ძალიან მიხარია თუ ასე მოგწონს:* ჰო, ღამღამობით ვუჯდები ხოლმე,რომ დიდხანს არ გაიწელოს ახალი თავის დადება.. მადლობა<3

Tatutatu
რაა კარგიი გოგო ხარ !!! )) ისე მომწონს შენი სტილი... დახვეწილი,მოზომილი, არაფერიი ზედმეტი რომარ ,,ყვირის"

ვაიჰ, ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის<3

 


№5  offline წევრი გრაფინია

ვერ ვუგებ იმ ტიპის გოგოებს/ქალებს მოძალადე ტიპები რომ მოსწონთ, მაგრამ ფაქტია ლაზარე ძალიან მომწონს :დ

ალბათ იმიტომ,რომ მოძალადე კი არა უცნაური ტიპია. საინტერესოდ მიდის და იმედია,ყველაფერი კარგად დამთავრდება❤️
ტყუპების ხაზი ძალიან მომწონს. ვიცი ეს რა გრძნობაცაა და ძალიან ახლოა ჩემთან

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ასე დედაბუდიანად ყველას ქრონიკული დეპრესია როგორ აქვს ამ ისტორიაში?!
ანამ ისევ მოახერხა და ისევ შემაწუხა გულის რევის შეგრძებამ, როცა გიგას საშუალება მისცა მის ქმარი აუგად მოეხსენებინა. ამის დედაც...მესამე პირს ვინ კითხვას ცოლქმრის ურთიერთობას!!!
მე მართლა მიკვირს ამ წნეხს ლაზარემ როგორ გაუძლო და უძლებს ახლაც.
მე ამ ისტორიაში მართლა ვერ აღვიქვამ ლაზარეს და ანას სიყვარულს. ლაზარესას კი. ანა ყველაფერს აბინძურებს. შეგნებულად აკეთებს ყველაფერს და მაინც მუდმივად ქმარს ადანაშაულებს!

 


№7  offline წევრი dakarguli

ეს ანა კარგადაა?? მიყვარხარო, მიყვარსო გაიძახის და ეს როგორი სიყვარულია??
მე ლაზარეს სიყვარულს ვხედავ, აი ანასი კი ჯერ საერთოდ ვერ დავინახე, ან იმ ბექას რაღატო ხვდება??
შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო, ყოჩაღ ❤❤

 


№8  offline წევრი მერცია

კითხვას როგორც კი მოვრჩი შენს პროფილზე საგანგებოდ შევიხედე ასაკი რომ გამომეთვალა.. :)) ისეთი გააზრებული ნაწერია...
ძალიან მომწონს ასე ბევრს რომ ფიქრობ შენს პერსონაჟებზე.ისეთი დაკვირვებით, ფაქიზად ხატავ, რომ მკითხველისათვის საოცრად ხელშესახებნი, ბუნებრივები ხდებიან.. ჩემთვის ასეა.
ვფიქრობ, რომ სწორედ ამ, მწერლისათვის ყველაზე საგულისხმო თვისების წყალობით არა მხოლოდ მომდევნო თავები, არამედ შენი მომავალი ისტორიებიც სულ უფრო მეტად ღრმა და სრული გახდება.
ჩემი აზრით ძალიან კარგი თავი იყო,ყველანაირად სავსე... მადლობა :)

 


№9  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ერთ რაღაცას ვერ მივხვდი. ლაზარე ხომ ვერ იტანს ბექას და თავიდანვე უშლიდა ცოლს მასთან კონტაქტს. მე მომეჩვენა თუ ამდენი წლის მერე ისევ აქვს ბექასთან შეხება ანას? და ისევ სიყვარულზე ელაპარაკება. ვაიჰჰ
ამ ქალს ვერანაირად გავუგე. ლაზარე მისთვის ნამდვილად ზედმეტია. გულს მირევს მისი დამოკიდებულება ქმრის მიმართ. არ შეიკლა ეს კაცი და არ გაუჩინა ნევროზი? ლევანი კი უარესად მძაბავს. ასე მგონია ამ ლაზარეს არიან გადაკიდებულნი. ასეთ დაძაბულ სიტუაციას რომელი მამაკაცი აიტანს ოჯახში?

 


№10  offline წევრი ნანა73

ჯერ მინდა გითხრა, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი,ვერაფრით მოვეშვი. წერ საკმაოდ კარგად, ურთიერთობების ღრმა ანალიზით. რაც შეეხება სიუჟეტს... თემა იმდენად რთულია, ორი ადამიანის ცხოვრების წლები, სიძულვილით, სიყვარულით, სიჯიუტით, ტკივილით და მაინც დიდი სიყვარულით სავსე ურთიერთობა. შვილებისადმი დამოკიდებულება... მათი ცხოვრება სავსეა არასწორი, გააზრებულად ჩადენილი ქმედებებით. და მაინც მთელ ნაწარმოებს გასდევს ის ძარღვი რაც ერთ მთლიანობას ქმნის! ძალიან კარგი ხარ ავტორო, წარმატებები! ❤️

 


№11  offline წევრი Takk22

დიდიხანია არცერთ ისტორიას არ მოუხდენია ამხელა გავლენა ჩემზე,უძალიანესად მომწონს უმაგრესი გოგო ხარ

 


№12  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაუ..
ბევრი რამის თქმა შემიძლია მაგრამ
უბრალოდ არ მინდა ...
ერთი იცოდე რომ მართლა ძალიან დიდი გავლენა მოქხდინა ჩემზეც და მოუთმენლად გელოდები ♥️

 


№13  offline წევრი მარუსიკა

როდის დადებ ახალ თავს?

 


№14  offline წევრი Takk22

დღეს არ ცელოდოთ ახალ თავს?

 


№15  offline წევრი P.A.

grafo
ასე დედაბუდიანად ყველას ქრონიკული დეპრესია როგორ აქვს ამ ისტორიაში?!
ანამ ისევ მოახერხა და ისევ შემაწუხა გულის რევის შეგრძებამ, როცა გიგას საშუალება მისცა მის ქმარი აუგად მოეხსენებინა. ამის დედაც...მესამე პირს ვინ კითხვას ცოლქმრის ურთიერთობას!!!
მე მართლა მიკვირს ამ წნეხს ლაზარემ როგორ გაუძლო და უძლებს ახლაც.
მე ამ ისტორიაში მართლა ვერ აღვიქვამ ლაზარეს და ანას სიყვარულს. ლაზარესას კი. ანა ყველაფერს აბინძურებს. შეგნებულად აკეთებს ყველაფერს და მაინც მუდმივად ქმარს ადანაშაულებს!

როგორ პირდაპირ იცი ხოლმე ყველაფრის მოხლა, რასაც გაიფიქრებ ალბათ წაკითხვისთანავე:დ ოღონდ არ გეგონოს პრეტენზია მაქვს, პირიქით მომწონს ხოლმე:დდ <3

dakarguli
ეს ანა კარგადაა?? მიყვარხარო, მიყვარსო გაიძახის და ეს როგორი სიყვარულია??
მე ლაზარეს სიყვარულს ვხედავ, აი ანასი კი ჯერ საერთოდ ვერ დავინახე, ან იმ ბექას რაღატო ხვდება??
შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო, ყოჩაღ ❤❤

ეჰ, იჯიუტა ანამ და ბოლომდე მაინც ვერ ჩამოაშორა ლაზარემ ბექას:დ დიდი მადლობა!<3

მერცია
კითხვას როგორც კი მოვრჩი შენს პროფილზე საგანგებოდ შევიხედე ასაკი რომ გამომეთვალა.. :)) ისეთი გააზრებული ნაწერია...
ძალიან მომწონს ასე ბევრს რომ ფიქრობ შენს პერსონაჟებზე.ისეთი დაკვირვებით, ფაქიზად ხატავ, რომ მკითხველისათვის საოცრად ხელშესახებნი, ბუნებრივები ხდებიან.. ჩემთვის ასეა.
ვფიქრობ, რომ სწორედ ამ, მწერლისათვის ყველაზე საგულისხმო თვისების წყალობით არა მხოლოდ მომდევნო თავები, არამედ შენი მომავალი ისტორიებიც სულ უფრო მეტად ღრმა და სრული გახდება.
ჩემი აზრით ძალიან კარგი თავი იყო,ყველანაირად სავსე... მადლობა :)

რომ იცოდე როგორ მათბობს და მავსებს ხოლმე შენი კომენტარები.. ახლაც საოცრად დადებითად დავიმუხტე. დიდი, დიდი მადლობა ძალიან<3


Chikochiko
ერთ რაღაცას ვერ მივხვდი. ლაზარე ხომ ვერ იტანს ბექას და თავიდანვე უშლიდა ცოლს მასთან კონტაქტს. მე მომეჩვენა თუ ამდენი წლის მერე ისევ აქვს ბექასთან შეხება ანას? და ისევ სიყვარულზე ელაპარაკება. ვაიჰჰ
ამ ქალს ვერანაირად გავუგე. ლაზარე მისთვის ნამდვილად ზედმეტია. გულს მირევს მისი დამოკიდებულება ქმრის მიმართ. არ შეიკლა ეს კაცი და არ გაუჩინა ნევროზი? ლევანი კი უარესად მძაბავს. ასე მგონია ამ ლაზარეს არიან გადაკიდებულნი. ასეთ დაძაბულ სიტუაციას რომელი მამაკაცი აიტანს ოჯახში?


კი, კიდევ აქვს ბექასთან კონტაქტი ისე, როგორც სხვა დანარჩენ მეგობრებთან. კიდევ უფრო კარგად გაოჩნდება ბექას სახე, თუ გამომივიდა ჩანაფიქრი.. მადლობა, რომ კითხულობ:*

ნანა73
ჯერ მინდა გითხრა, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი,ვერაფრით მოვეშვი. წერ საკმაოდ კარგად, ურთიერთობების ღრმა ანალიზით. რაც შეეხება სიუჟეტს... თემა იმდენად რთულია, ორი ადამიანის ცხოვრების წლები, სიძულვილით, სიყვარულით, სიჯიუტით, ტკივილით და მაინც დიდი სიყვარულით სავსე ურთიერთობა. შვილებისადმი დამოკიდებულება... მათი ცხოვრება სავსეა არასწორი, გააზრებულად ჩადენილი ქმედებებით. და მაინც მთელ ნაწარმოებს გასდევს ის ძარღვი რაც ერთ მთლიანობას ქმნის! ძალიან კარგი ხარ ავტორო, წარმატებები! ❤️

ძალიან მიხარია, რომ შემომიერთდი და ძალიან დიდი მადლობა^^ <3

Takk22
დიდიხანია არცერთ ისტორიას არ მოუხდენია ამხელა გავლენა ჩემზე,უძალიანესად მომწონს უმაგრესი გოგო ხარ

აუუუ^^ მადლობაა!<3

ტკბილიწიწაკა
ვაუ..
ბევრი რამის თქმა შემიძლია მაგრამ
უბრალოდ არ მინდა ...
ერთი იცოდე რომ მართლა ძალიან დიდი გავლენა მოქხდინა ჩემზეც და მოუთმენლად გელოდები ♥️

მიხარია ძალიან, მადლობა დიდი:*

მარუსიკა
როდის დადებ ახალ თავს?

Takk22
დღეს არ ცელოდოთ ახალ თავს?

ყველანაირად ვეცდები, მაგრამ არ ვიცი დღეს თუ შევძლებ დადებას:( ყველანაირად ვცდილობ, რომ არ დავაგვიანო, მართლა..

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

იმიტომ რომ არაპირდაპირობა არ ვიცი:)).
მაგრამ, რა მაინტერესებს იცი?! ამ ისტორიას რა მიზნით წერ? რა გაქვს ჩაფიქრებული?
მივედით მეშვიდე თავამდე და ვტრიალებთ მხოლოდ წრეზე. ამატებ ახალ თავში ახალ ფაქტებს და უფრო მიწასთან ასწორებ დაუმსახურებლად ლაზარეს და გვიჩვენებ რა საშინელება იყოს ცოლი, რომელიც არ/ვერ შედგა როგორც პიროვნება და ამაში იმას ადანაშაულებს ვინც თურმე უყვარს.
ხოდა, მე კი მომწონხარ როგორც ავტორი და მაგიტომ დავიწყე ამ ისტორიის კითხვაც, მაგრამ...ხოდა, ამიტომ მაინტერესებს იმ კითხვებზე პასუხი, რომ თავს შემოვუძახო და კითხვა განვაგრძო ან შევეშვა ამ ისტორიას და მოვისვენებთ ორივე :))).

 


№17  offline წევრი P.A.

grafo
იმიტომ რომ არაპირდაპირობა არ ვიცი:)).
მაგრამ, რა მაინტერესებს იცი?! ამ ისტორიას რა მიზნით წერ? რა გაქვს ჩაფიქრებული?
მივედით მეშვიდე თავამდე და ვტრიალებთ მხოლოდ წრეზე. ამატებ ახალ თავში ახალ ფაქტებს და უფრო მიწასთან ასწორებ დაუმსახურებლად ლაზარეს და გვიჩვენებ რა საშინელება იყოს ცოლი, რომელიც არ/ვერ შედგა როგორც პიროვნება და ამაში იმას ადანაშაულებს ვინც თურმე უყვარს.
ხოდა, მე კი მომწონხარ როგორც ავტორი და მაგიტომ დავიწყე ამ ისტორიის კითხვაც, მაგრამ...ხოდა, ამიტომ მაინტერესებს იმ კითხვებზე პასუხი, რომ თავს შემოვუძახო და კითხვა განვაგრძო ან შევეშვა ამ ისტორიას და მოვისვენებთ ორივე :))).

ჰო, ზუსტად ვიცი რას მეუბნები, უბრალოდ რაღაცებს პირდაპირ ვერ მივახტებოდი, მჭირდებოდა ეს თავებიც. არ ვიცი, შეიძლება არც მოგეწონოთ ან მოგეწონოთ. პირადად ჩემთვის მიზანი არც ანას საშელ ქალად გამოყვანა იყო, თუმცს ასე დაინახა მკითხველმა და ამაში ვერ და არ ჩავერევი.. ძალიან წრეზე ტრიალი რომ არ გამოსულიყო ამიტომ დავდე ამხელა თავი, ერთიანად რომ ჩატეულიყო ბევრი რამ, ასე ვთქვათ:დ მოკლედ, რაც გამოვა გამობლვა ბოლოს:დ არ მაქვს ამ ისტორიაზე პრეტენზია, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორის გამო სულ სხვა განწყობით ვწერ, რომელსაც ვერ დავარქმევ მთლად სიამოვნებას:დდ ნუ, ასე გამოვიდა. ასე რომ, როგორც დავგეგმე, აუცილენლბლად ჩავალ ბოლომდე, აუცილებლად! და რომც ვერ მოიწონოთ და არც ჩათვალოთ კონკრეტულად ეს ისტორია ღირებულად, დიდად არც გამიკვირდება

 


№18  offline წევრი ნანა73

ახლა კომენტარს გადავხედე შენსას და იცი როგორი აზრი გამიჩნდა? ისეთი ავტორი ჩანხარ და მე ეს ძალიან მომწონს, რომელსაც აქვს გარკვეული მიზანი და მიუხედავად იმისა, რომ თავებად იდება და ბევრ მოსაზრებას ისმენ წერის პროცესში, მაინც ის გინდა გამოვიდეს, რაც მხოლოდ შენს გონებაშია. ძალიან მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ყველა პერსონაჟის მიმართ... ვფიქრობ და ბევრი კითხვის ნიშანია... მაგრამ გისმენ და მოგყვები... ❤️

 


№19  offline წევრი PARVENU

მგონი ერთადერთი ვარ, ვისაც ანასი ესმის... მესმის რატო აძახებს ქმარს მის წარსულს, მის ქცევებს, უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ ძმაკაცებთან ერთად, ყველასთან ერთად გამოუსვლელი ქალივით რო იქაჯა, მაინც მესმის.
აი, წარმოიდგინეთ, ცხოვრობ შენთვის, გაქ მიზნები, ოცნებები, ვიღაც მოგწონს, გეგმებს აწყობ და უცებ გავლებენ ხელს და მიყავხარ. ოჯახი, რომელიც ერთადერთი ზურგია შენთვის ამის გამ ხელს გკრავს, არშემდგარი ურთიერთობა გენგრევა, გაუპატიურებენ... ცოტა არ იყოს ზედმეტია, ძალიან ზედმეტი ერთი 16 წლის გოგოსთვის. პლიუს ამას ლაზარეს "მე ესე მინდა და ესე იქნება". მიუხედავად ანასადმი სიყვარულისა, აი ეს დესპოტური ეგოიზმი რა უბედურებაა. ჩხუბით გამართლებული, ნასვამობით გამართლებული ღალატი, იმ ქალისა, რომელიც ძალით დაისვი სახლში და ძალა იხმარე სრული მარაზმია. რაც არ უნდა ექნა და როგორც არ უნდა ეტკინა ლაზარესთვის, უნდა გაეძLო. არა იმიტო რომ კაცია და ბლა ბლა ბლა, მან ეს წინასწარ იცოდა, გააზრებულად გადადგა ეგ ნაბიჯი და მზად უნდა ყოფილიყო ანას ისტერიკების და არდავიწყებული წარსულის. აი ამდენი წლის მერე კიდე ეს გოგო რო სახლშI უზის და ამას ითმენს, ორივე რო ითმენს, ცალკე განზომილებაა. მეგობრებთან წამოძახებები, ბავშვებისთვის ღრიალი ამ მეგობრების თვალწინ, გამართული სცენები... ადექით და ილაპარაკეტ თქვე ოჯახაშენებულებო, გიშლით ვინმე? ეს ლევანი კიდე რა მურმანაა, არამკითხე მოამბე. ერთია როცა გული შეგტკივა და მეორე როცა სხვის ოჯახში ერევი. და მემგონი ეს ლაზარე ლევანზე იეჭვიანებს და ამის გამოა რო ვერ მოუნელებია მისი სიკვდილი? რავიცი.
მოკლედ, დასაწყისის ანასი მესმის, აი მისი დიდი ვარიანტის ვაფშე არა. ცოტა დასტოინად ქალოოო!
--------------------
Parvenu

 


№20  offline წევრი მარუსიკა

როდის იქნება შემდეგი თავი?

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.