შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {10}


3-12-2018, 23:09
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 4 560

სროლის ხმაზე შეზანზარებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბინადარნი უკლებლივ გამოიშალნენ ეზოში და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარე მამაკაცის დასახმარებლად ძალებს არ იშურებდნენ. ერთიანად სისხლში ამოსვრილი არაბული უგონო მდგომარეობაში იწვა მტვრიან ასფალტზე და სახეზე სიცოცხლის ნიშან წყალიც აღარ ეტყობოდა.
-სასწრაფოში დარეკეთ!-ღრიალებდა ვიღაც ბოხი ხმით.
-ადგილიდან არ გაატოკოთ!-იძლეოდა ბრძანებას მეორე.
-პატრული მოვიდა.-კიოდა ახალგაზრდა ქალი.
ვინც ეზოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა ფანჯრებში იყვნენ ახალიგარეცხილი სარეცხივით გამოფენილნი და ვიშვიშით ირტყავდნენ ლოყაზე ხელს. პირველი სართულის ბინადარმა თამარა ბებიამ ხმამაღლა შეიცხადა და ასაკის მიუხედავად ეზოში ზედმეტად სწრაფად გამოვარდა. წყევლა-კრულვა მიაყოლა ამის ჩამდენებს და სიცოცხლის დღეები მოუსწრაფა. -ვაიმე, შვილოო!-გოდებდა ქალი და ლოყაზე ირტყამდა დანაოჭებულ ხელს.- დედაშენის ცოდვა, შვილოო!
-გადავიწიოთ თუ შეიძლება, ტერიტორია გაათავისუფლეთ!-ასეთი ფაქტების მრავლად მნახველი პოლიციის ფორმიანი მამაკაცი ზედმეტად დინჯი, უშფოთცელი ხმით მიმართავდა შეჯგუფებულ ხალხს. მეორე კი მამაკაცის სხეულთან ჩამუხლულიყო და საძილე არტერიაზე დადებული ორი თითით ცდილობდა მის მდგომარეობაში გარკვევას.
-ცოცხალია. სუსტი პულსია, მაგრამ ციცხალია.- წამოიყვირა გახარებულმა და ბედად, ზედმეტად სწრაფად მოსული სამედიცინო დახმარების მანქანის შემოსასვლელად თავადაც შეეცადა მეწყვილეს დახმარებოდა და ხალხისგან ტერიტორიის გაწმენდას ცდილობდა. ნარინჯისფერ ფორმიანი, სამი ადამიანისგან შემდგარი სამედიცინო დახმარების ბრიგადა სხარტად გადმოიშალა მანქანიდან და მამაკაცისკენ სირბილით გაიწიეს. ადგილზე შეეცადნენ პირველადი დახმარების გაწევას, შემდეგ კი საკაცეზე მოთავსებული მანქანაში გადაიყვანეს. ორფრთიანი კარი მიიჯახუნეს და გამაყრუებელი სირენით გაეცალნენ იქაურობას.
-თუ შეიძლება, მამაკაცის ვინაობის დადგენაში რომ დაგვეხმაროთ?-ერთ-ერთ მამაკაცს მიმართა პოლიციის თანამშრომელმა.
-არაბული, დათა არაბული.
-რა?-ფერი დაეკარგა პოლიციელს.-იმ არაბულის?
-ძმის შვილია.
-ამის დედაც.-ყრუდ ამოილაპარაკა მამაკაცმა და მეწყვილეს მიუბრუნდა.- დაგვენძრა, ტყავს გაგვაძრობენ. თორღვა არაბულის ძმისშვილია...

შვიდი საათის განმავლობაში მიმდიბარეობდა ოპერაცია. გაცოფებული თორღვა არაბული წინ და უკან ნერვიულად დადიოდა და დერეფანში ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. არაბულის ბიჭებს მთლიანად გადაკეტილი ჰქონდათ ტერიტორია და ყველა დაძაბული სახით ელოდა ექიმის გამოსვლას, რომელიც საკმაოდ იგვიანებდა.
-მამა, იქნებ დაჯდე?! ყველაფერი კარგად იქნება. გამოძვრება, აი, ნახე- რეზიმ წყლით სავსე მუყაოს ჭიქა გაუწოდა და მოსაცდელის სკამზე ანიშნა. - მიდი, დაჯექი, ასე რას უშველი? მოსახდენი ისეც მოხდება და ასეც.
-მომისმინე-გამოწვდილ ჭიქაზე ხელი უხეშად აუკრა თორღვამ და ყინულივით ცივი თვალებით ჩააშტერდა სახეში. -მოსახდენი მაშინ მიხდება თუ ამას მე დავუშვებ. ასე, რომ თუ არ გინდა რამე გაიჩალიჩო, დააყენე და უბრალოდ ჩუმად იყავი. გასაგებიაა?!
-მამა- ყელში გაჩხერილი ნერწყვი ხმაურით გადააგორა რეზიმ.
-მოკეტე!-კბილებში გამოსცრა თორღვამ და იმ წუთს გამოჩენილი ექიმისკენ გაექანა.- ექიმო? რახდება, როგორ არის?
-ბატონო თორღვა- მხარზე მეგობრულად დაადო ხელი შუახნის მამკაცმა.- რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული ძალები არ დაგვიშურებია, ყველაფერი უმაღლეს დონეზე გავუკეთეთ. ტყვია მილიმეტრებში ასცდა გულს და გადავრჩით სხვა ორგანოები, რომ არ დაუზიანდა მაგ შემთხვევაშიც გადარჩენილები ვართ. თავის ტომოგრაფიამ ქალა ტვინის ტრამვა აჩვენა. რამოდენიმე ნეკნი აქვს გაბზარული და დაჟეჟილობები. ყბის ძვალია გაბზარული და ხელი, მარჯვენა ხელის თითები... თითქმის დაფშვნილია ყველა ძვალი. გამოჯანმრთელების შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდება ძველებურად, რომ დაიწყოს ფუნქციონირება. ახლა სტაბილურადაა, მაგრამ მძიმედ. ეს ოცადოთხი საათი იქნება კრიტიკული... თუ რამე შეიცვლება გაგაგებინებთ. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ და რამოდენიმე წუთით შეძლებს ერთი ადამიანი შესვლას. ამ ღამეს თუ გავუძელით და დარწმუნებული ვარ, რომ გაუძლებს შემდეგ უკვე დრო გვიჩვენებს.
-ჯანდაბა...-თვალები აემღვრა გაფითრებულ არაბულს და უკან გადაქანებული ექიმის მკლავს ჩაეჭიდა, რომ არ დაცემულიყო.
-მეტის თქმა ამ მომენტში არ შემიძლია თორღვა... ჩემზე რაც იყო დამოკიდებული გავაკეთე... ახლა უფლის იმედადღა უნდა ვიყოთ. საშინელი სისასტიკით იქნა ნაცემი და ეგ კი არა, სამედიცინო ბრიგადას რომ არ ევაჟკაცა, ფაქტიურად ხელით ეჭირათ, როგორმე აქამდე რომ მოეყვანათ. ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა...
-არაფერი დამიმალო იცოდე.- ყრუდ ამოიჩურჩულა არაბულმა.
-არაფერს არ გიმალავთ, ბატონო თორღვა.-დამნაშავესავით შეხედა ქირურგმა.-უბრალოდ მისი თავის ტრამვა... არ ვიცით რა იქნება, გესმით? არ ვიცით როგორი გაიღვიძებს.
-მთავარია, გაიღვიძოს.
-ღმერთმა ქნას... -გამამხნევებლად დაარტყა მხარზე ხელი ექიმმა და იქაურობას გაეცალა. ერთიანად გამოფიტული არაბული კი იქვე სკამზე ჩამოჯდა და რამოდენიმე წამის განმავლობაში ერთ წერტილს მიშტერებული ფიქრობდა. ბოლოს თავი ასწია და თავის ბიჭებს გადახედა.
-თორნიკე, ლეილასთან წადი და ჩამოიყვანე. იცოდე, კრინტი არ დაგცდეს რა მიზეზით მოგყავს. მე დაველაპარაკები.
-კარგი.-გაფითრებულმა წიკომ თავი მორჩილად დაუქნია და გასასვლელი კარისკენ გაემართა.
-მეც შენთან ერთად წამოვალ.-რეზი სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და კარებში თითქმის გასულ თორნიკე წიკლაურს დაედევნა.

დღეს მარიამი ზედმეტად მშვიდად გრძნობდა თავს. სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარი, ღიმილით მიირთმევდა ლეილასთან ერთად სადილს და წუთებს ითვლიდა არაბულის ჩამოსვლამდე. თვალი მისდაუნებურად გაურბოდა უცნაურად დადუმებული ტელეფონისკენ და ცოტა არ იყოს სწყინდა, უკვე რომელი საათი იყო და დათას ერთი მოკლეტექსტური შეტყობინებაც კი არ გამოუგზავნია, არც ერთი ზარი. თუმცა მეორეს მხრივ არც ადანაშაულებდა, არც თავად შეხმიანებია. დათა კი უბრლოდ თავისი სიჩუმით ალბათ დროს აძლევდა საკუთარ თავში გასარკვევად.
-ნერვიულობ?-მარიამის მოუსვენარი ცმუკვა ლეილას დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია და გაეღიმა.
-რომ არ მოვიდეს?-გაპარული ხმით იკითხა ქარდავამ და ტელეფონს კიდევ ერთხელ დახედა.
-მოვა, ჯერ მხოლოდ შუადღეა, მარიამ. საღამოს აუცილებლად ჩამოვა.- დარწმუნებულმა ამოიპარაკა ქალმა და სამზარეულოს ფანჯრიდან წარბშეკრულმა გადახედა ყავისფერი ჭიშკრის წინ გაჩერებულ აუდის ჯიპს და უეცრად ფეხზე წამოიჭრა. გაოცებულმა მარიამმა ჯერ ლეილას შეანათა გაკვირვებული თვალები, შემდეგ კი იქით გაიხედა საითაც ქალი იხედებოდა და უკვე ეზოში შემოსული წიკოს დანახვაზე სახე შეეცვალა. წამიერად გაფითრდა და უცნაურმა შიშის შეგრძნებამ ერთიანად დარია ხელი. ფეხზე ფეთიანივით წამოიჭრა და კარისკენ ისე გავარდა, ლეილამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ხის კარი თითქმის გამოანგრია ქარდავამ და უკვე პარმაღზე ამოსულ ნაცნობ მამაკაცს ათრთოლებული ნიკაპით მივარდა მკლავზე.
-რახდება?-საკუთარი ხმა თავდაც ვერ იცნო მარიამმა.-რახდება? სად არის დათა?
-მარი..-წიკოს ზურგსუკან მდგარმა რეზიმ ერთ ნაბიჯში დაფარა ქარდავამდე მისასვლელი მანძილი და მკლავები ისე ძლიერად შემოხვია მოულოდნელობისგან დამფრთხალ ქალს.მარიამმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო.
-ყველაფერი კარგად არის, პატარავ.-ჩურჩულით ამოილაპარაკა რეზი არაბულმა და შეეცადა მისგან თავის დასახსნელად აფართხალებული ქალის მჭიდროდ შებოჭვას.
-ხელი გამიშვი!-ხმაში სუსხი გაურია ქარდავამ და მამაკაცს მკერდზე ორივე ხელი უხეშად უბიძგა. რეზის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ქარდავამაც უკან დაიხია და გაცოფებული სახით შეხედა ჯერ რეზის, შემდეგ კი წიკოს. ლეილაც უკვე გამოსულიყო და კარის ზღურბლზე მდგარი თითების გათეთრებამდე ძლიერად ჩაჰფრენოდა კარის ჩარჩოს.
-რახდება, თორნიკე?
-არაფერი, ლეილა დეიდა, უბრალოდ მინდა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ ორივე და ახლავე.
-რას გვიმალავ?-წარბები შეკრა ქალმა. -რახდება, სად არის დათა?-ჯიუტად გაიმეორა ლეილამ და ატირებულ მარიამს მხარზე მოხვია მკლავი.
-დაჭრეს-ხმას აუწია რეზიმ და წიკოს გაბრაზებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე განაგრძო. -ჯერ ცემეს კარგად შემდეგ კი დაჭრეს. ახლა ოპერაცია გაუკეთდა და რეანიმაციაში წევს... ბატონმა მამა კი გადაწყვიტა თქვენთვის იქ მისვლამდე არაფერი გვეთქვა.
-რეზი, მოკეტე!-კბილებში გამოსცრა თორნიკე წიკლაურმა და უარესად გაფითრებული მარიამის დანახვაზე თითები მკლავში ისე ძლიერად ჩაავლო არაბულს და თავისკენ დაითრია, რეზიმ მისი მარწუხებივით შემოჭერილი თითებისგან თავის დახსნა ვერ მოახერხა.-შენ სულ გამო....ვდიი? დაგავიწყდა რა გვითხრა მამაშენმა?
-სირზე !-ხმას აუწია რეზიმ.-რა მნიშნვენობა აქვს როდის გაიგებენ, ახლა თუ იქ მისვლის დროს?! არ ჯობია თავიდანვე იცოდნენ და შეეგუონ იმ ფაქტს, რომ იქ ჩასულებს შეიძლება შენი ძმაკაცი გატრუპული დახვდეთ.
-ოხ, შე !-იკივლა ქარდავამ და მოსმენილისგან საერთოდ ჭკუიდან გადასული ისე ეცა რეზის და ჩააფრინდა სახეში ფრჩხილებით მისი შეკავება ვერავინ მოახერხა. -ენას ამოგაცლი, შე გარეწარო.-კიოდა ქარდავა და ცოცხალი თავით არ ეშვებოდა მამაკაცს. გაშლილი ხელისგული ისეთი სიძლიერით გაიქნია, სახეში ლაწანის ხმა ავის მომასწავლებლად გაისმა მთელს ეზოში.
-შე ქაჯო!-მკლავში სწვდა არაბული და მოითრია მარიამი, მაგრამ წიკლაურის საყელოში ჩაფრენილმა თითებმა არ მისცა საშუალება რამე გაეკეთებინა.
-რას წამოეთრიე ესე თუ უნდა მოქცეულიყავი? შენ რა ადამიანი ხარ?-კბილებში სცრიდა წიკლაური და სახე დასისხლიანებულ რეზის ისე ანჯღრევდა - ჩაეგდე მანქანაში და იქიდან ფეხის მოცვლა არც კი გაბედო.-ხელისკვრით მიაგდო კიბისკენ და სახეარეული ქალებს მიუბრუნდა. -ჩაიცვით, ძალიან გთხოვთ და გამომყევით. ყველაფერი რიგზეა. კი, გაუკეთეს ოპერაცია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გთხოვთ, იჩქარეთ.
-ცუდად ვარ...-ენა ძლივს მოატრიალა პირში ატირებულმა ქარდავამ და წონასწორობა დაკარგული ალბათ ძირს დაეცემოდა, რომ არა თორნიკეს ძლიერი მკლავები. ქალი დაიჭირა და უარესად გაფითრებულ ლეილას შენათა ამღვრეული მზერა.- ლეილა დეიდა...
-ახლავე, ახლავე... დასვი სავარძელზე, ფრთხილად! წამლებს მოვიტან.
-არაფერი არ მინდა-ხმამაღლა აქვითინდა ქარდავა.-წამიყვანეთ... ხო, წამიყვანეთ...
-ახლავე, შვილო... ახლავე.-ერთიანად აკანკალებული ლეილა თავის შეკავებას ცდილობდა, არადა გული ისე ცუდად ჰქონდა, ალბათ რომ მიეშვა ისე გაიპარებოდა მისი სხეულიდან, თითქოს არც კი ყოფილიყოს იქ. მუხლებში ძალა გამოცლილი თავს იმშვიდებდა და ყველანაირ ცუდს გამორიცხავდა. კანკალით შენოიცვა სქელი ჟაკეტი და მარიამის ჩანთა და მოსაცმელი გამოიყოლა. კართან მოსული კი ისევ უკან შებრუნდა და სამზარეულოში შესულმა თითქმის გადმოანგრია კარადის ბოლო თარო, სადაც სამედიცინო ჩანთას ინახავდა. სწრაფად ამოყარა მაგიდაზე და დამამშვიდებლის ორი ფირფიტა ჩაიცურა ჯიბეში. შემდეგ კი სირბილით გაიჭრა გარეთ და ხელის კანკალით გადაკეტა კარი. წიკლაურს მარიამი უკვე მოეთავსებინა მანქანის უკანა სავარძელზე და პოლიეთილენის ბოთლით წყალს აწვდიდა. ლეილას დანახვაზე სწრაფად გაუღო მანქანის კარი და სავარძელზე მოთავსებულს ფრთხილად მიუხურა. შემდეგ კი საჭეს მიუჯდა და ჯიპი დიდი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილიდან.
-კარგად ხარ?-ტუჩებგალურჯებულ მარიამს ხელი ფრთხილად მოჰხვია მხარზე ლეილამ და ატირებული გულზე მიიხუტა.
-რამე რომ დაემართოს... ჯანდაბა... რომ ვერ ჩავუსწროთ?
-ყველაფერი კარგად იქნება, ხომ თქვა თირნიკემ ოპერაცია გაუკეთეს და კარგად არისო.-ამშვიდებდა ქალი, მაგრამ არც თავად გამორიცხავდა იმას, რასაც მარიამი ამბობდა. არ გამორიცხავდა და მთელი სხეული ისე უკანკალებდა, თითქოს ყინულებით სავსე აბაზანაში იჯდა და იქიდან ფეხის მოცვლას ვერ ახერხებდა. ფარული შიში სრულიად დაბატონებოდა მის სხეულს და გათიშული ტვინით ვერც იმას ახერხებდა, გონებაში მაინც რომ ელოცა, თუნდაც ცოცხალისთვის ჩაესწრო. მდუმარედ იმგზავრეს დედაქალაქამდე, მანქანაში ჩამოწლილ გაუსაძლის სიჩუმეს შიგადაშიგ ქარდავას სლუკუნის ხმა არღვევდა. ვერ მშვიდდებოდა ვერანაირად და ვერც ლეილას მიცემული წამლები ამშვიდებდა, ან ჯერ არ ჰქონდა მოქმედება დაწყებული. დიღმის საავადმყოფოებისკენ გადაუხვია წიკლაურმა და მანქანებით გადაჭედილ ავტოსადგომზე გაჭირვებით ჩააკვეხა მოზრდილი ჯიპი. ფერწასულ მარიამს მკლავზე ხელი შეაშველა, ფეხარეული ძლივს რომ გადაადგილდებოდა და წინ, თითქმის სირბილით მიმავალ ლეილას ფეხდაფეხ მიჰყვა.
დერეფანში შეეგებათ თორღვა არაბული ახალმოსულებს და ერთი თვალის შევლებით მოახერხა სიტუაციაში გარკვევა. ქალებიდან მზერა დამნაშავესავით თავდახრილ თორნიკეზე გადაიტანა და მრისხანედ დააკვირდა მამაკაცს.
-სად არის ჩემი შვილი?-ლეილას სასოწარკვეთილი ხმა მთელს დერეფანში გავრცელდა.
-ძვირფასო. -მკლავში სწვდა თირღვა ქალს და ძლიერად ჩაიხუტა მკერდში. ლეილამ კი ამდენი ხნის ნაკავებ ცრემლს გასაქანი მისცა და ხმამაღლა აქვითინდა. -თორღვა, სად არის ჩემი ბიჭი?-საყელოში სწვდა გაფითრებული თითებით მამაკაცს.
-ყველაფერი კარგად არის, რეანიმაციაში წევს... ჯერ არ გაუღვიძია, მაგრამ მალე გაიღვიძებს. ლეილა, მისმინე, -ქალის სახე ხელისგულებში მოიმწყვდია მამაკაცმა და თვალებში ჩააცქერდა.-ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე. -თბილად გაუღიმა ქალს და შუბლზე აკოცა. -კარგად იქნება, ჩემო მშვენიერო, აი ნახე.
ცალი ხელი მხარზე მოხვია და მკერდიდან არ მოუშორებია, ცალი კი მარიამს გადაუსვა ფრთხილად თავზე. -ერთ ადამიანს შეუძლია რამოდენიმე წუთით შესვლა და მისი ნახვა. ვფიქრობ შენ უნდა შეხვიდე, მარიამ.
-კარგი.-ღრმად ჩაისუნთქა ქარდავამ და თავი დაუქნია.
-მიდი, ექთანს გაჰყევი, ის შეგიყვანს. -იმ წუთს გამოჩენილი ექთანი ქალისკენ მიუთითა თორღვამ და ლეილა მოსაცდელის სკამზე დასვა. -წყალი ხომ არ გინდა?
-არაფერი არ მინდა.
-კარგი, ბიჭებთან დარჩი. გამომძიებელი უნდა მოვიდეს, მე დაველაპარაკები და დავბრუნდები.
პასუხს არ დალოდებია არაბული. დერეფნის ბოლოსკენ გაემართა, რომლის აივანზეც რამოდენიმე პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი ეწეოდა სიგარეტს.
-ლექსო. -ერთ-ერთს დაუძახა, ყავის აპარატთან რომ იდგა და ყავის მუყაოს ჭიქაში ჩამოსხმას ელოდა. -შუმახერა სად არის?
-აივანზე, ბატონო თორღვა, დავუძახო?-სწრაფად გასწორდა წელში ზემოთხსენებული ლექსო.
-მიდი. -სიგარეტი მოიძია ჯიბეში არაბულმა და მეორე შედარებით მცირე ზომის აივნისკენ გაემართა. სულ მალე კი შუმახერამ გამოაღო შუშის კარი და აივანზე გამოვიდა.
-ედო... -ღრმა ნაპასი დაარტყა არაბულმა და მამაკაცს გაუსწორა მზერა. -საქმეს ალბათ დიდუბის პოლიციის განყოფილება აიღებდა. დარეკე ჩვენს კაცთან და გაარკვიე ვინ არის საქმის გამომძიებელი, შემდეგ კი შეეცადე გაესაუბრო იმ გამომძიებელს და პირველმა გაარკვიო რა მასალები აქვთ... კამერების ჩანაწერები ნახე და ამ ყველაფრის გარკვევსი შემდეგ დაწვრილებითი ინფორმაცია მომაწოდე. თუ გაატრაკებს ჩვენი კაცი, უკან არ დაიხიო და კარგად შეახსენე რამდენს ვუხდით ამ ყველაფერში და რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს ჩვენთან თანამშრომლობით.
-კარგით ბატონო თორღვა.
-წიკო ნახე წასვლამდე და დაელაპარაკე... გაარკვიოს სად ბრძანდებოდა ამ დროს ჩემი შვილი... ნებისმიერი დეტალი მაინტერესებს, ნებისმიერიი... ისიც კი, ქალთან თუ იყო და ერთხელ გაათავა თუ ცხრაჯერ. ნებისმიერი დეტალიი... მე დათას გაღვიძებას დაველოდები და ბატონ სანდროს მივაკითხავ. ფრთხილად იყავი, რეზისთან არაფერი დაგცდეს. გასაგებიაა?!
-კარგი, ბატონო თორღვა..
-მშვენიერი, წადი და მიხედე საქმეს. იცოდე, უკან არაფერზე დაიხიო, ედვარდ. -მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი არაბულმა და კარში გასულს გააყოლა თვალი, შემდეგ კი ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სწრაფად აკრიფა სასურველი ნომერი, აპარატი ყურზე მიიდო და დაელოდა როდის უპასუხებდნენ.
-საქმეს მიხედე. შეგიძლია სატელეფონო ზარები შეამოწმო, საღამომდე ყველაფერი ჩემს მაგიდაზე უნდა იდოს. კარგი, დიდად გამახარებ და ხომ იცი, ვალში ყოფნა რასაც ნიშნავს? კაცმა არ იცის როდის დაგჭირდება თორღვა არაბულის დახმარება, მეგობარო. -გაიცინა არაბულმა და ტელეფონი გათიშა. სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დააგდო და დერეფანში დაბრუნდა.
თვალები გაჭირვებით გაახილა, თავი საშინლად უსკდებოდა. პირი გამშრალი ჰქონდა და თავთან აწრიპინებული, მისთვის გაურკვეველი ხმა ისე კოდალასავით უკაკუნებდა ტვინში, ალბათ თავი რომ ჰქონოდა ღრიალს დაიწყებდა. ცხვირში მილი ჰქონდა ჩამაგრებული, რომელიც უცნაურ ხროტინთან ერთად მის სასუნთქ ორგანოში ჟანგბადის საკმარის დოზას უშვებდა. დაბინდული მზერა და რძისფერი ნისლის მიღმა გარჩეული ნაცნობი სახე ჩაწითლებული თვალებით და ტირილისგან დასიებული ტუჩებით, მის დანახვაზე პირზე რომ აიფარა ორივე ხელი. თვალები დახუჭა და რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ გაახილა, ნისლი შედარებით დაწმენდილიყო. მარიამს კი მის საწოლთან გადმოენაცვლა და ზემოდან უყურებდა მილებში ახლართულ საყვარელ მამაკაცს.
-დათა...
-ხელს რატომ ვერ ვგრძნობ? -გამშრალი ხორხიდან ამოსულმა სიტყვებმა ყელი ჩაუკაწრა და ზედმეტად უსიამოვნო ხმად გაიჟღერა.
-არ ვიცი საყვარელო... ექიმს დავუძახებ. -თვალები ხელახლა აემღვრა მარიამს და სწრაფად გავარდა პალატიდან. დერეფანში გიჟივით გაიჭრა და თორღვასთან მოსაუბრე ექიმს ისე მივარდა აქვითინებული ყველას ფერი დაეკარგა და ფეხზე წამოიშალნენ.
-მარიამ, რა მოხდა? მხარში სწვდა არაბული რძალს.
-გაიღვიძა... ლაპარაკობს -სიტყვებს ძლივს ამბობდა ქალი. -ხელს ვერ ვგრძნობო.. იქნებ... იქნებ...
-კარგი, ახლავე შევალ.-სწრაფად გაეცალა ექიმი იქ მოყოფთ და პალატისკენ გაემართა.
-ხელს რატომ ვერ ვგრძნობ?-ექიმის გამოჩენაზე ისევ გაიმეორა დათამ და შეეცადა საწოლში გატოკებულიყო.
-დამშვიდდით, ახლავე შევამოწმებ. -ექიმმა სწრაფად გაიკეთა სათვალე და პაციენტის დათვალიერებას შეუდგა. -რას გრძნობ?
-თავი მისკდება, უღონოდ ვარ, რაღაც მტკივა... ხელს ვერ ვგრძნობ, სახე მტკივა... ამის დედაც სად ვარ? აქ რატომ ვარ და რა დამემართა?
-დამშვიდდით, საავადმყოფოში ხართ. გესროლეს და ოპერაცია გაგიკეთეთ... უღონობას იმიტომ გრძნობთ, რომ საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგეთ და მძიმე ოპერაცია გადაიტანეთ. არ იმოძრაოთ... თავის ტკივილს იმიტომ, რომ თავის ქალა-ტვინის მძინე ტრავმა გაქვთ... ნეკნები გაქვთ ჩამტვრეული და ხელი... მარჯვენა ხელი, რომელზეც თითქმის ყველა ძვალი გაქვთ გატეხილი და თაბაშირი გადევთ. ოპერაცია გაგიკეთდათ. რკინები ძვლის შემცვლელი გაქვთ ჩადგმული. მგრძნობელობა კი ნელ-ნელა დაგიბრუნდებათ. მთავარია, რომ გაიღვიძეთ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და დანარჩენი დროის ფაქტორია.
-ჯანდაბა-სიმწრით ჩაეცინა არაბულს.-დედაჩემი აქ არის?
-კი, ყველა მოსაცდელშია. შეგიძლიათ დაიძინოთ... დასვენება გჭირდება. ექთანი მოვა და გამაყუჩებელს გაგიკეთებს.
-დედაჩემს დაუძახეთ.- ყრუდ ამოილაპარაკა არაბულმა.
-არ შეიძლება ხვალ პალატაში გადაგიყვანთ და იქ გინახულებთ, ახლა დაიძინეთ.
-დედაჩემს დაუძახეთ. -კისრის ძარღვები დაებერა დათას და დაბერილი ცხვირის ნესტოებით ახროტინებული ჟანგბადის ბალონიდამ ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
-კარგი... მხოლოდ ხუთი წუთით.
-კარგი.-დათამ უღონოდ ამოილაპარაკა და თვალები დახუჭა. არ გაუგია როდის გავიდა ექიმი, არც ის როდის შემოვიდა ატირებული ლეილა რეანიმაციულ განყოფილებაში. მხოლოდ სახეზე თბილი თითების შეხებას გრძნობდა დ ა შუბლზე ტუჩების. თვალების გახელის თავი აღარ ჰქონდა. აჩქარებული გულისცემა და კისერში გაჩხერილი ცრემლის ბურთი არ აძლევდა მოსვენებას. დახუჭული თვალებიდან თავისით მოჟონავდა მლაშე სითხე, რომელსაც ქალის თბილი თითები ეხებოდნენ და უმშრალებდნენ.
-დედიკოს გატანჯული ბიჭი. -ყრუდ ამოილაპარაკა ლეილამ. -დედას ერთადერთი დაჩაგრული ბიჭი... ყველაფერი რომ კარგად იქნება, შენ ხომ გჯერა, დე? ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო ბიჭო... მთავარია აქ ხარ, ჩვენთან ხარ. დედას ძალიან უყვარხარ და ეს არ დაგავიწყდეს არასდროს, დე... არასდროა გაბედო ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა და ჩემი მიტოვება, დედიკო იმიტომ, რომ შენ ხარ ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. მე აქ ვიქნები... შენთან და შენ შეგიძლია მშვიდად დაიძინო, დედა. მშვიდად, ჩემო ბიჭო, ისე, როგორც პატარაობაში იძინებდი ხოლმე... ხვალ კი ახალი დღე გათენდება და შენც უკეთესად იქნები. -ჩურჩულებდა საწოლთან მუხლებზე დამდგარი ქალი და დაბინტულ სახეზე ფრთხილად ეფერებოდა აკანკალებული თითებით. დათას ეძინა... ისე მშვიდად, როგორც ადრე, ბავშვობაში. ეძინა და იცოდა, რომ აქ, სადღაც ახლოს ის ადამიანი იყო, ვინც ყოველთვის სდარაჯობდა მის ძილს და ახლაც უდარაჯებდა.

საკმაოდ ჩამობნელებულიყო. კაბინეტში მჯდარი სანდრო ქარდავა ლეპტოპის ეკრანს მისშტერებოდა შეკრული წარბებით, სადაც საინფორმაციო გამოშვება იყო ჩართული და ახალგაზრდა წამყვანი ქალი დილას მომხდარ ინციდენტზე ლაპარაკობდა. საქმე დათა არაბულზე თავდასხმას ეხებოდა. ინციდენტის ადგილიდან ჩართული კორესპონტენტი მაყურებლებს გულდასმით უყვებოდა შემზარავი ფაქტის დეტალებს, მეორე კორესპონდენტი კი ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში დაბანაკებულიყო და არაბულთან შემსვლელებთან თუ გამომსვლელებთან ცდილობდა გასაუბრებას. ახლო კადრიდან აჩვენეს არაბულის ატირებული მეუღლე, რომელიც მის ერთ-ერთ მეგობარს ხელმკლავით შემოჰყავდა საავადმყოფოს ეზოში. გაფითრებული, ატირებული შვილის დანახვაზე ქარდავას გული მოეწურა და თვალები აემღვრა. საერთოდ შეცვლილი მოეჩვენა შვილი და გაბრაზებულმა ლეპტოპი ბრახუნით დახურა, სახე ორივე ხელისგულში ჩარგო და დამშვიდებას შეეცადა, დერეფანში ატეხილმა ჩოჩქოლმა რომ მიიქცია მისი ყურადღება. ის-ის იყო ფეხზე წამოდგა და მაგიდას მოშორდა, კაბინეტის კარი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელოვით, რომ შემოანგრიეს და ზღურბლზე გამოჩენილი დაჭრული ცხოველივით გამძვინვარებული თორღვა არაბული ქარბორბალასავით შემოიჭრა კაბინეტში
-შენი დედას შევეცი!-იღრიალა არაბულმა და ქარდავამ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, ძლიერად მოქნეული მარჯვენა მუშტი რომ დაეტაკა სახეში და უკან გადააგდო. -შე ქვეშქვეშა ! -წამოსადგომად წამოწეულს მეორე მუშტიც მიაყოლა არაბულმა და დასისხლიანებული ქარდავაც იატაკს ხელმეორედ დაასკდა ზურგით. -გგონია ესე ხახვივით შეგრჩება რაც ჩაიდინე?
დარეტიანებულმა ქარდავამ აზრზე მოსასვლელად თავი გააქნია და იატაკზე წამოჯდა. გაბრუებული იყო, მაგრამ ნელ-ნელა მოდიოდა აზრზე. მაგიდას მიეყრდნო ზურგით და ზემოდან დაჩერებულ დემონივით წითლად თვალებანთებულ არაბულს ახედა.
-მადლობის მგიერია, ტო? აი, შენთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა შენს გოგოს რეზი მოიყვანდა ცოლად თუ დათა? ამ დროს დათა ბევრად უფრო კარგი სიძე შეიძლება ყოფილიყო ვიდრე რეზი. შე ახვარო, ამას არ შეგარჩენ... გაგანადგურებ და სრულიად ნოლზე დაგსვამ... მუხლებზე დამდგარი შეეხვეწები აი იმას, ახლა შენი დაკვეთით საავადმყოფოს რეანიმაციულში რომ წევს... შეეხვეწები დახმარებას, მაგრამ გვიანი იქნება. შვილი ხომ საერთოდ დაკარგე?! ჩემი მხარდაჭერაც დაკარგე... არაფერი ხარ... საერთოდ არაფერი. დაელოდე... იმ დღეს დაელოდე, შენც რომ მოგაკითხავენ, მაგრამ არა მოსაკლავად... მოსატყნავად.-ზიზღით გადმოაფურთხა არაბულმა და კარისკენ შეტრიალდა, ქარდავას ცინიკურმა ხმამ რომ შეაჩერა.
-აქ მოვარდნას და საქმეების გარჩევას... შვილები თავიდანვე კაცებად რომ აღგეზარდა, ურიგო არ იქნებოდა.
-რა?-წარბები შეკრა არაბულმა და ქარდავასკენ შემოტრიალდა, რომელიც ნიშნის მოგებით უღიმოდა და თან ცხვირსახოცით ცდილობდა გახეთქილი ტუჩიდან წამოსული სისხლის მოწმენდას.
-ამით რისი თქმა გინდა?-დაეჭვებული ჩაეკითხა არაბული.
-იმის, რომ მე მიყვარს ჩემი შვილი... შენგან განსხვავებით და რაც არ უნდა ჩაიდინოს მარიამმა, მე მასე არასდროს გავიმეტებდი.
-გული ამიჩუყდა...მამიკო.-ჩაიცინა არაბულმა.
-დაფიქრდი, შენს ირგვლივ ვის გაუხარდებოდა მისი სიკვდილი და ისიც გაიხსენე რატომ. ამ საქციელისთვის კი შეგიძლია ბოდიში მომიხადო და ისე დაახვიო აქედან.
-რა?-ქარდავას მინიშნებაზე ადგილზე გაიყინა არაბული და ფერი საერთოდ დაეკარგა. -ამის დედაც -ყრუდ ამოილაპარაკა და კაბინეტიდან გიჟივით გავარდა. სწრაფად აკრიფა ტელეფონზე ნაცნობი ნომერი და საკუთარ მანქანამდე თითქმის სირბილით მიაღწია.
-რეზი მომიძებნე... სახლში ვიქნები. -ტელეფონი გათიშა და საჭესთან მოთავსებულმა გიჟივით მოსწყვიტა მანქანა ადგილიდან.

რეზიმ მანქანა ეზოში შეაჩერა და სახლში შესულმა კარში შეგებებულ დედას შეანათა ინტერესით სავსე თვალები.
-რა ჩაიდინე, რეზიკო?-მკლავში ეცა ქრისტინე შვილს და ხმას საეჭვოდ დაუწია.
-რა ხდება, დედა?-წარბები შეკრა რეზიმ და ტანში უსიამოვნოდ გასცრა.
-არ ვიცი, მამაშენი გელოდება კაბინეტში, გაცოფებულია. რევაზ?
-რა?-ხმა შეეცვალა მამაკაცს.
-წავიდეთ აქედან... წამოდი, წავიდეთ აქედან -მკლავში სწვდა ქრისტინე შვილს და გასასვლელი კარისკენ მიჰყავდა შვილი უკვე ზურგიდან ცივი ხმა, რომ შემოესმა და ადგილს მიალურსმა.
-სად გარბიხართ დედა -შვილი? -ცინიკურად უღიმოდა არაბული ცოლშვილს.
-მამა...
-კაბინეტში შემოდი, რევაზ, საქმე მაქვს. თქვენ კი ქალბატონო ქრისტინე მიბრძანდით, ყავა მიირთვით და მოდის ჟურნალები დაათვალიერეთ... ან დაქალებს დაურეკე და ეჭორავე.
-თორღვა...
-მიბრძანდით. -ხელი თავაზიანად გაიშვირა არაბულმა და როდესაც ყოყმანი შეამჩნია ცოლ-შვილს წარბი შუბლისკენ აზიდა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, შუბლზე ეწერა, როგორ ევსებოდა მოთმინების ფიალა. პირველი რეზი დაიძრა კაბინეტის მიმართულებით, მას კი ფეხდაფეხ ქრისტინე მიჰყვა და სასტუმრო ოთახის მაგივრად ისიც კაბინეტში შევიდა. თორღვას ქალის ამ საქციელზე გაეცინა და თავი გააქნია, შემდეგ კი თავადაც უკან მიჰყვათ და კარი ზურგს უკან ხმაურით მიხურა.
-აი, ამიტომ გაიზარდა შენი ბიჭი ესეთი .... . -ქალის მიმართულებით გაიქნია ხელი თორღვამ-არასდროს გვაცდიდი კაცურად საუბარს.
-რა ხდება, მამა?
-რა ხდება და-ფანჯრუსკენ დაიძრა თორღვა სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარა გამოაღო. ღრმა ნაფაზი დაარტყა და მათკენ შემოტრიალდა. -ავდექი, მივაჭერი სანდრო ქარდავასთან და სახე ავახია. და რა მოხდა იქ იციი?! რა მოხდა და -სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა არაბულმა, ფანჯარა ხმაურით მიხურა და ერთ ადგილზე გახევებულ რეზის მიუბრუნდა. სახეზე ცივი თვალებით დააშტერდა და ხელები გაშალა -სიმართლე გავიგე...
-რა?-ხმა შეეცვალა რეზის.-რა სიმართლე?
-რა სიმართლე, შვილო და გველი გამიზრდია უბეში... ეგ სიმართლე. რამე დაგაკელი, მამა? კარგს ჭამდი, კარგს სვამდი, კარგი სახლი, მანქანა, დასვენება, გულაობა, მუშაობაც კი არ გიცდია არასდროს... ფლანგავდი ფულს დაუნანებლად... ღმერთმა შეგარგოს, მაგრამ კითხვა რატომ არ გაგიჩნდა ვისი იყო და ვისას ფლანგავდიი?!
-თორღვა!-ხმა გაუტყდა ქრისტინას.
-შენ მოკეტე!-ხელი გამაფრთხილებლად გაიშვირა ცოლისკენ არაბულმა.
-დათას თუ დაბრიდავდი მისი ცოლი შენ ჩაგიხტებოდა საწოლში თუ რა თემაა, ამის დედაც?-გაეცინა უფროს არაბულს. -მთელი ცხოვრება მის ქალებზე თვალები გრჩებოდა შვილო და რა მაინტერესებს, მისი ნახმარი ქალები გევასება თუ შენ არ გაქვს სხვა დაკერო და მისი გამონაცვალიც გაკმაყოფილებს?
-თორღვაა!
-მოკეტეთქოო!-იღრიალა არაბულმა და მაგიდაზე მთალი სიძლიერით დაარტყა ხელი.-მოკეტე... იცი რა გააკეთა შენმა შვილმა? დათას მოკვლა დაუკვეთა... თავად რომ გაეკეთებინა ამის ხომ არ ჰქონდა... ისევ სხვის ზურგს ამოეფარა. დათას ფულით დათას სიკვდილი დაუკვეთა. -ღრიალებდა თორღვა და თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა. -ხო, დათას ფულით იმიტომ, რომ ეს სახლიც, მანქანაც, ანგარიშები ბანკში, ოფისი და მთელი ჩემი ქონება მისია... მისია დიახ... მხოლოდ და მხოლოდ მისი, რადგან შენ ერთი უმადური, მუქთახორა .... ხარ...
-აი, რატომ გავბიროტდი -უცებ იფეთქა რეზიმ. -ყოველთვსი ჩემზე წინ იდგა ეგ ... საკუთარ შვილზე წინ აყენებდი ყოველთვის. ასეთი როგორ ხარ, მამა?
-ხო, ვაყენებდი და დავაყენებ... ხოო შენზე ძალიან მიყვარს, რადგა ჩემი შვილი შენ კი არა დათაა არაბული.
-რა?-ფერი ეცვალა რეზის და უარესად გაფითრებულ დედას გადახედა.
-არ იცი... რა თქმა უნდა, საიდან გეცოდინება, შე ... მამაშენი დედაშენმაც კი არ იცის ვინაა. სახლიდან გამოაგდო ძვირფასმა ოჯახმა. მივიღე, დავეხმარე... საკუთარი შვილივით მიგიღე, მაგრამ კაცად, რომ მექციე ეგ ვერ მოვახერხე, რადგან დედაშენს თავში ტვინის მაგივრად ფეტვის მარცვალი უყრია... რადგან ვერ შემიყვარა, ვერ მიმიღო. მთელი ცხოვრება ვიღაც სირს მისტიროდა, რომელმაც ერთხელ მიარჭო და ისე დაიკიდა როგორც არარაობა. არ მომცა შანსი ადამიანად გამეზარდე და ზუსტად თავისნაირი ნაგავი გაგზარდა, არარაობა და კაცის მკვლელი... ის ღვარძლი და სიძულვილი ჩაგიდო გულში რაც თავად აქვს...
-იმიტომ გადაირიე იმ ნაბიჭვარზეე?! -იკივლა ქრისტინემ. -სამაგიეროდ ის ხომ ჰყავს... ნაბოზარკა ლეილა, მთელი ცხოვრება ხატად რომ გყავს გამხდარი.
-კი და ის ნაბოზარკა, შენ რომ ეძახი, ადამიანია... შენს გამო მივატოვე, შენი ნაბიჭვრის გამო... იმ ნაბოზარკამ ადამიანად გაზარდა დათა. აი, მაგიტომ მყავს ხატად გამხდარი... გაეთრიეთ აქედან... ჰო, აი, ასე ადექით ახლა დედა-შვილი და გაეთრიეთ აქედან. აქ მოსულს ამ ნაბიჭვრის მეტი არაფერი მოგიტანია... ჰო და ახლაც მასთან ერთად დაახვევ აქედან და მისმინე ბიჭო-საყელოში სწვდა თორღვა რეზის. -ახლა ისე ვარ სურვილი მაქვს ისე დაგლეწო, როგორც შენ ჩემი შვილი დალეწე... უბრალოდ გაეთრიე აქედან და შეეცადე ფეხებში აღარ გამებლანდო. გასაგებიაა?!
-მამა...-ფერი კიდევ უფრო დაეკარგა რეზის.
-ლექსო!-იღრიალა თორღვამ და რეზის ცივად შეუშვა ხელი. კარში გამოჩენილ ლექოსს გახედა და ცივად გამოსცრა. -შეგიძლია ქალბატონი ქრისტინე და ბატონი რევაზი უახლოესი ავტობუსის გაჩერებამდე მიაცილო.
-დიახ.
-ახლავე!-ცივად გამოსცრა მამაკაცმა და დედა შვილს ზურგი აქცია.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ისედაც ისეთები ვწერე დღეს სვენებ სვენებით ვფლუკუნებ და ახლა კიდე ეს მინდოდა? დედას დაუძახეთო მანდ გავჭედე ყველაზე მეტად მერე ვისლუკუნე რა ვქნა იმაზე უფრო მეტირება ასეთ ურთიერთობებზე და მე მარტო დათა კი არ მიყვარს კარგი რძალივით მისი აღმზრდელი გამზრდელი ლეილაც მიყვარს . მიუხედავად იმისა რომ თორღვამ თავიდან შემშალა მარიამის ამბის გამო ახლა ვგიჟდები მაგ კაცზე. აი ზუსტად ის გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა . ამდენი ხანიც არ უნდა დაეტოვებინა ის დამპალი რეზი როგორ მეზიზღება მისნაირები
ღმერთო ისევ ათასი რამის თქმა მინდა მაგრამ ეს სიტყვები მაინც სხვა იყო ამ თავში "ეძინა და იცოდა, რომ აქ, სადღაც ახლოს ის ადამიანი იყო, ვინც ყოველთვის სდარაჯობდა მის ძილს და ახლაც უდარაჯებდა.

მადლობა რომ ასე მაგრად წერ

 


№2  offline მოდერი abezara98

შოკში ვარ scream scream რას ვიფიქრებდი ამას? scream scream დედა, რა იყო ეს, ჰა?? scream scream ღმერთო, გამაგიჟე, გადამრიე და ახლა რა ვქნა მე? sweat_smile

 


№3  offline წევრი Ma No

უიმე, რანაირი გოგო ხარ შენ?! heart_eyes გასწორებისას თავს ვაიძულებ, რომ შინაარსს არ მივაქციო ყურადღება, რომ გონება არ გამეფანტოს და ახლა, აქ რომ გადავიკითხე მებღავლება disappointed_relieved cry ისევ ლეილას პატარა დათა რომ გახდა heart_eyes ლეილა ქალი! ყველაზე მაგარი heart_eyes heart_eyes და თორღვა კაცის ეტალონი! heart_eyes heart_eyes

შენ კიდევ ჩემი სიყვარული გოგო! heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი tamuna.s

ჩემი საწყალი ბიჭი როგორ დაიტანჯა. მალე გამოჯანმრთელდეს რა cry სხვათაშორის მქონდა ეჭვები, რომ დათა თორღვას შვილი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ რეზი თუ მისი არ იყო მაგას ვერ ვიფიქრებდი. თუ ასე იყო რატო არ აღიარა შვილად და უფლება მისცა სხვის ნაბი@ვარს ამაყად ევლო მისი შვილის სახელით და დათა ასე დაეჩაგრათ და გაერიყათ დედა-შვილს, ამის უფლება როგორ მისცა თორღვამ მიკვირს ძალიან. ეხლა ცოტა გვიან ხომ არ არის მაგათი ადგილზე მოსმა?! ასე წლების წინ უნდა მოქცეულიყო და ასე არ უნდა გაებლატავებინა ის ბოზანდარა ქალი rage

 


№5  offline წევრი Nessa

მოიცა ვერ გავიგე, ანუ დათა თორღვას ბიოლოგიური შვილია? ვაიმე გავგიჟდი, გადავირიე რა საყვარელი იყო ლეილა. თორღვა თავიდან კი მიშლიდა ნერვებს, მაგრამ ახლა ძაან გამისწორა ეს შეშლილები რომ მოიცილა. ჰო და კიდევ შესანიშნავად წერ! ????

 


მთელი ისტორიის მანძილზე დღეს პირველად დავაფასე თორღვა და სანდრო ქარდავაც, რომელიც ყველაფრის მიუხედავად შვილის ტკივილს განიცდის. ლეილას და დათას ურთიერთობა საოცრებაა. როგორ მინდა დათა მართლა ლეილას და თორღვას შვილი იყოს. მარიამის საქციელმა გული მომფხანა, წარმოვიდგინე, რომ მე ვურტყავდი რეზის smiley რეზიც და დედამისიც უარესის ღირსია და თორღვას აქამდე უნდა მოესვა თავიანთ ადგილებზე. გეხვეწები ნუღარ ტანჯავ დათას pensive როდის უნდა დადგეს მის ცხოვრებაში დრო, როდესაც სრულად იქნება ბედნიერი და გაიხარებს ყველაფრით რაც აქვს? ეს თავი მთლიანად ემოციების ზღვა იყო, საოცრად გადმოსცემ ადამიანის გრძნობებს, მათ მდგომარეობას, ისე თითქოს ნამდვილ ადამიანებზე წერდე kissing_heart
რა შევნიშნე იცი? დათა, როცა მარიამთან ან ლელასთანაა კოშმარები აღარ აწუხებს. იმედია არ მომეჩვენა, ხო?

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვერაფერი გავიგე. დათა თორღვას შვილია თუ არა გამარკვიეთ, ბიოლოგიურს ვგულისხმობ. და თუ არ უყვარდა ეს თავისი ცოლი და ეფეთებიდა ლეილაზე მთელი ცხოვრება, რაღატო ჰყავდა სახლში?

ან ვინაა ის მამაკაცი ვისაც დათა თავის კოშმარებში ნახულობს. მე მეჩვენება თუ დაულაგებელია ისტორია, ვერ გავიგე.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

sameone crazy girl
ისედაც ისეთები ვწერე დღეს სვენებ სვენებით ვფლუკუნებ და ახლა კიდე ეს მინდოდა? დედას დაუძახეთო მანდ გავჭედე ყველაზე მეტად მერე ვისლუკუნე რა ვქნა იმაზე უფრო მეტირება ასეთ ურთიერთობებზე და მე მარტო დათა კი არ მიყვარს კარგი რძალივით მისი აღმზრდელი გამზრდელი ლეილაც მიყვარს . მიუხედავად იმისა რომ თორღვამ თავიდან შემშალა მარიამის ამბის გამო ახლა ვგიჟდები მაგ კაცზე. აი ზუსტად ის გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა . ამდენი ხანიც არ უნდა დაეტოვებინა ის დამპალი რეზი როგორ მეზიზღება მისნაირები
ღმერთო ისევ ათასი რამის თქმა მინდა მაგრამ ეს სიტყვები მაინც სხვა იყო ამ თავში "ეძინა და იცოდა, რომ აქ, სადღაც ახლოს ის ადამიანი იყო, ვინც ყოველთვის სდარაჯობდა მის ძილს და ახლაც უდარაჯებდა.

მადლობა რომ ასე მაგრად წერ

უღრმესი მადლობა შენ ჩემო საყვარელო გოგო :* ძალიან მიხარია ასე რომ მოგწონთ...და კითხულობთ.სასწაულად მახარებთ ყველა

abezara98
შოკში ვარ scream scream რას ვიფიქრებდი ამას? scream scream დედა, რა იყო ეს, ჰა?? scream scream ღმერთო, გამაგიჟე, გადამრიე და ახლა რა ვქნა მე? sweat_smile

დამშვიდდიი :* მადლობაა

Ma No
უიმე, რანაირი გოგო ხარ შენ?! heart_eyes გასწორებისას თავს ვაიძულებ, რომ შინაარსს არ მივაქციო ყურადღება, რომ გონება არ გამეფანტოს და ახლა, აქ რომ გადავიკითხე მებღავლება disappointed_relieved cry ისევ ლეილას პატარა დათა რომ გახდა heart_eyes ლეილა ქალი! ყველაზე მაგარი heart_eyes heart_eyes და თორღვა კაცის ეტალონი! heart_eyes heart_eyes

შენ კიდევ ჩემი სიყვარული გოგო! heart_eyes heart_eyes

ჩემი გოგოოოო :* ფეფოსაც უყვარხარ დედუციი :)

tamuna.s
ჩემი საწყალი ბიჭი როგორ დაიტანჯა. მალე გამოჯანმრთელდეს რა cry სხვათაშორის მქონდა ეჭვები, რომ დათა თორღვას შვილი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ რეზი თუ მისი არ იყო მაგას ვერ ვიფიქრებდი. თუ ასე იყო რატო არ აღიარა შვილად და უფლება მისცა სხვის ნაბი@ვარს ამაყად ევლო მისი შვილის სახელით და დათა ასე დაეჩაგრათ და გაერიყათ დედა-შვილს, ამის უფლება როგორ მისცა თორღვამ მიკვირს ძალიან. ეხლა ცოტა გვიან ხომ არ არის მაგათი ადგილზე მოსმა?! ასე წლების წინ უნდა მოქცეულიყო და ასე არ უნდა გაებლატავებინა ის ბოზანდარა ქალი rage

უბრალოდ დაეხმარა ქრისტინას.სამაგიეროდ კი ეს მიიღო

Nessa
მოიცა ვერ გავიგე, ანუ დათა თორღვას ბიოლოგიური შვილია? ვაიმე გავგიჟდი, გადავირიე რა საყვარელი იყო ლეილა. თორღვა თავიდან კი მიშლიდა ნერვებს, მაგრამ ახლა ძაან გამისწორა ეს შეშლილები რომ მოიცილა. ჰო და კიდევ შესანიშნავად წერ! ????

არ არის დათა თორღვას შვილი.წინა თავში ხომ ლაპარაკობდა ლეილა.ვერ გავარკვიეთ მისი მშობლების ვინაობაო...ერთი უპატრონო ბავშვია ბავშვთა სახლიდან.დანარჩენს კი ნელ ნელა გავარკვევთ...არ მინდა მოვლენების დაჩქარება და ყველა კვანძის ნაჩქარევად გახსნა...ვფიქრობ ცუდი არ არის და არც გაწელილი გამოვა.

რუსკიმარუსია
მთელი ისტორიის მანძილზე დღეს პირველად დავაფასე თორღვა და სანდრო ქარდავაც, რომელიც ყველაფრის მიუხედავად შვილის ტკივილს განიცდის. ლეილას და დათას ურთიერთობა საოცრებაა. როგორ მინდა დათა მართლა ლეილას და თორღვას შვილი იყოს. მარიამის საქციელმა გული მომფხანა, წარმოვიდგინე, რომ მე ვურტყავდი რეზის smiley რეზიც და დედამისიც უარესის ღირსია და თორღვას აქამდე უნდა მოესვა თავიანთ ადგილებზე. გეხვეწები ნუღარ ტანჯავ დათას pensive როდის უნდა დადგეს მის ცხოვრებაში დრო, როდესაც სრულად იქნება ბედნიერი და გაიხარებს ყველაფრით რაც აქვს? ეს თავი მთლიანად ემოციების ზღვა იყო, საოცრად გადმოსცემ ადამიანის გრძნობებს, მათ მდგომარეობას, ისე თითქოს ნამდვილ ადამიანებზე წერდე kissing_heart
რა შევნიშნე იცი? დათა, როცა მარიამთან ან ლელასთანაა კოშმარები აღარ აწუხებს. იმედია არ მომეჩვენა, ხო?

ეშველება დათასაც.

 


№9  offline წევრი L.eli13

აი რასაც ქვია ბედნიერებით მეათასე ვარსკვლავზე ვცეკვავ.
გული მომეფხანა.
მიყვარხარ თორღვა.
ლელაც.
ამათი ურთიერთობაც.
იმედია დაკარგულს აუნაზღაურებ(თუ ერთმანეთი უყვართ რათქმაუნდა

 


№10  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

Chikochiko
ვერაფერი გავიგე. დათა თორღვას შვილია თუ არა გამარკვიეთ, ბიოლოგიურს ვგულისხმობ. და თუ არ უყვარდა ეს თავისი ცოლი და ეფეთებიდა ლეილაზე მთელი ცხოვრება, რაღატო ჰყავდა სახლში?

ან ვინაა ის მამაკაცი ვისაც დათა თავის კოშმარებში ნახულობს. მე მეჩვენება თუ დაულაგებელია ისტორია, ვერ გავიგე.

რავიცი თუ თვლი რომ დაულაგებელი ისტორიაა და ვერ ერკვევი რა გავაკეთო...ვფიქრობ აბდაუბდად არ მიწერია.არვიცი..ნუ ეს ჩემი მოსაზრებაა. თუ დაელოდები და გამომყვები ალბათ გაერკვევი...არ ვიცი :)

ჰო რაც შეეხება ქრისტინას თუ რატომ აჩერებდა თორღვა თავისთან და რატომ აღიარა შვილად რეზი.უბრალოდ მიტოვებულ,დამცირებულ და სახლიდან გამოგდებილ ფწხმძიმე ქალს დაეხმარა.უპატრონა და მის გადასარჩენად ლეილაც კი გაწირა.ნუ ლეილას სიყვარული ესე რომ ვთქვათ.

მადლიბა რომ წაიკითხე და აზრი გამიზიარეთ.გმადლობთ

 


№11  offline წევრი მარუსიკა

ძაან კარგად წერ????

 


№12  offline წევრი kora

ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თორღვა უმაგრესი პერსონაჟი გყავს თქო. ეს კაცი სულ უფრო მეტად მაოცებს, მიუჩინა ადგილი და იმედია რევაზიკოს ჭკუას ასწავლის!
ლეილა ყველაზე თბილი და სასწაულად დადებითი პერსონაჟია, ისე ძალიან უყვარს დათა, რომ ამის ვერ დანახვა შეუძლებელია.
ცოტათი მარიამთან ურეაქციო დამოკიდებულება შევნიშნე და იმედია მომეჩვენა...
თორღვას გამოსვლას ჯერ ვერ ჩავწვდი ბოლომდე, დათა თუ მართლა მისი ბიოლოგიური შვილია ავტომატურად მემსხვრევა ამ კაცისადმი ყველა გაჩენილი პატივისცემა, იმედია ახსნას და მტკიცე არგუმენტებს დაგვანახებს ჩვენც და დათასაც...
ჩვეულებრივად გაგიჟებული ვარ ამ ისტორიაზე და შენზე <3
--------------------
kira.G

 


№13  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

kora
ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თორღვა უმაგრესი პერსონაჟი გყავს თქო. ეს კაცი სულ უფრო მეტად მაოცებს, მიუჩინა ადგილი და იმედია რევაზიკოს ჭკუას ასწავლის!
ლეილა ყველაზე თბილი და სასწაულად დადებითი პერსონაჟია, ისე ძალიან უყვარს დათა, რომ ამის ვერ დანახვა შეუძლებელია.
ცოტათი მარიამთან ურეაქციო დამოკიდებულება შევნიშნე და იმედია მომეჩვენა...
თორღვას გამოსვლას ჯერ ვერ ჩავწვდი ბოლომდე, დათა თუ მართლა მისი ბიოლოგიური შვილია ავტომატურად მემსხვრევა ამ კაცისადმი ყველა გაჩენილი პატივისცემა, იმედია ახსნას და მტკიცე არგუმენტებს დაგვანახებს ჩვენც და დათასაც...
ჩვეულებრივად გაგიჟებული ვარ ამ ისტორიაზე და შენზე <3

შენ რაღა დაგემართა კორა :) წინა თავი არ წაიკითხეე? სადაც ლეილა უყვებოდა მარიამს რომ დათას ბიოლოგიური მშობლები ვერ ვიპოვეთო.რანაირად იქნება თოღრვა მამამისი.

 


№14  offline წევრი kora

[quote=Life is Good][quote=kora]ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თორღვა უმაგრესი პერსონაჟი გყავს თქო. ეს კაცი სულ უფრო მეტად მაოცებს, მიუჩინა ადგილი და იმედია რევაზიკოს ჭკუას ასწავლის!
ლეილა ყველაზე თბილი და სასწაულად დადებითი პერსონაჟია, ისე ძალიან უყვარს დათა, რომ ამის ვერ დანახვა შეუძლებელია.
ცოტათი მარიამთან ურეაქციო დამოკიდებულება შევნიშნე და იმედია მომეჩვენა...
თორღვას გამოსვლას ჯერ ვერ ჩავწვდი ბოლომდე, დათა თუ მართლა მისი ბიოლოგიური შვილია ავტომატურად მემსხვრევა ამ კაცისადმი ყველა გაჩენილი პატივისცემა, იმედია ახსნას და მტკიცე არგუმენტებს დაგვანახებს ჩვენც და დათასაც...
ჩვეულებრივად გაგიჟებული ვარ ამ ისტორიაზე და შენზე <3[/quote]
შენ რაღა დაგემართა კორა :) წინა თავი არ წაიკითხეე? სადაც ლეილა უყვებოდა მარიამს რომ დათას ბიოლოგიური მშობლები ვერ ვიპოვეთო.რანაირად იქნება თოღრვა მამამისი.[/quote
გავიგე უკვე
--------------------
kira.G

 


№15  offline წევრი tamuna.s

Life is Good
kora
ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თორღვა უმაგრესი პერსონაჟი გყავს თქო. ეს კაცი სულ უფრო მეტად მაოცებს, მიუჩინა ადგილი და იმედია რევაზიკოს ჭკუას ასწავლის!
ლეილა ყველაზე თბილი და სასწაულად დადებითი პერსონაჟია, ისე ძალიან უყვარს დათა, რომ ამის ვერ დანახვა შეუძლებელია.
ცოტათი მარიამთან ურეაქციო დამოკიდებულება შევნიშნე და იმედია მომეჩვენა...
თორღვას გამოსვლას ჯერ ვერ ჩავწვდი ბოლომდე, დათა თუ მართლა მისი ბიოლოგიური შვილია ავტომატურად მემსხვრევა ამ კაცისადმი ყველა გაჩენილი პატივისცემა, იმედია ახსნას და მტკიცე არგუმენტებს დაგვანახებს ჩვენც და დათასაც...
ჩვეულებრივად გაგიჟებული ვარ ამ ისტორიაზე და შენზე <3

შენ რაღა დაგემართა კორა :) წინა თავი არ წაიკითხეე? სადაც ლეილა უყვებოდა მარიამს რომ დათას ბიოლოგიური მშობლები ვერ ვიპოვეთო.რანაირად იქნება თოღრვა მამამისი.



ანუ ბიოლოგიური შვილი არ არის? ლეილამ რაც უთხრა მარიამს კი მახსოვს, მაგრამ რა ვიცი კაცმა ცოლ-შვილს ისე გამოუცხადა ჩემი შვილიაო ცოტა დავიბენი, ვიფიქრე მალავდნენ ლეილა და თორღვა ამ ამბავს და ეხლა აღიარათქო bowtie

 


№16  offline წევრი kasunia

ეს რა იყოო ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე))თორღვა მაგრად მევასება აი იმენა კაციაა რაა ))ჩემი დათა იმედია მალე ძალიან კარგად გახდება ვერ ვეგუები ასეთს ))ერთი სიტყვით უმაგრრესი ხარ ფეფო ))

 


№17  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

Life is Good
Chikochiko
ვერაფერი გავიგე. დათა თორღვას შვილია თუ არა გამარკვიეთ, ბიოლოგიურს ვგულისხმობ. და თუ არ უყვარდა ეს თავისი ცოლი და ეფეთებიდა ლეილაზე მთელი ცხოვრება, რაღატო ჰყავდა სახლში?

ან ვინაა ის მამაკაცი ვისაც დათა თავის კოშმარებში ნახულობს. მე მეჩვენება თუ დაულაგებელია ისტორია, ვერ გავიგე.

რავიცი თუ თვლი რომ დაულაგებელი ისტორიაა და ვერ ერკვევი რა გავაკეთო...ვფიქრობ აბდაუბდად არ მიწერია.არვიცი..ნუ ეს ჩემი მოსაზრებაა. თუ დაელოდები და გამომყვები ალბათ გაერკვევი...არ ვიცი :)

ჰო რაც შეეხება ქრისტინას თუ რატომ აჩერებდა თორღვა თავისთან და რატომ აღიარა შვილად რეზი.უბრალოდ მიტოვებულ,დამცირებულ და სახლიდან გამოგდებილ ფწხმძიმე ქალს დაეხმარა.უპატრონა და მის გადასარჩენად ლეილაც კი გაწირა.ნუ ლეილას სიყვარული ესე რომ ვთქვათ.

მადლიბა რომ წაიკითხე და აზრი გამიზიარეთ.გმადლობთ

მადლობა რომ ამიხსენი, მართლაც ავირიე. თორღვას კი ვერ ვამართლებ, თუ მართლა ასე ძლიერ უყვარდა ლეილა, მაგ პელენწუკა ქრისტის გამო როგორ თქვა უარი. თანაც რომ ჰყვარებოდა ქმარი მესმის. უფრო ადრეც უნდა მოესროლა დედა-შვილი თავისი ცხოვრებიდან.
ისტორიის კითხვას, რა თქმა უნდა ვაგრძელებ. დათას პერსონაჟი მომწონს ძალიან და მისი ბედი მაღელვებს.

 


№18  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეე თორღვა ჩემი კაცია მორჩა!!!
არავინ მაინტერესებს ჩემი თორღვას გარდა! კაცია კაცური ♥️♥️:დ
არააა აიი მე ჰო ვამბობდი ან ვფიქრობდი რამნისვნელობააქვს ვიცოდი რომ ეს კაცი იქნებოდა აი არვიცი :დ რავქნა ასე ძალიან რომ მიყვაარს? აუ გთხოვ ბოლოშიც ასეთი კარგი დატოვე რა :დ ისეთი კარგია აუ უცებ ლეილა და თორღვა დავქრქშე ერთად თუ როგორცაა :დ ჰოოდაა რიავიცი
ჰოო რაც შეეხება დათას ???? ოღოონდ ეგ გამიხდეს კარგად და აღარ დაიტანჯოს რა :((( აუ მარიამზე მომიკვდა კიდე გული აი ეგ ორი არვიცი ერთმანეთისთვის არიან რა ♥️♥️♥️
ჰოდა რასვამბობდიიი ყოველი თავის შემდეგ ჩემს გაოცებას ახერხებ და რანაიირააად? :დ აი ჰოციი როგორ ვგიჟდები შენს ისტორიებზე ისეთი ხიბლიაქვს რომ გინდა არგინდა მაინც გინდა და ვსო მაგრამ აი ეს მართლა სხვა ხილია და აუ ისე ჩამითრია რო აიაიაიაიაი არვიიც უბრალოდ რავთქვა ♥️♥️♥️ თან ისე ვინტრიგდები ისე მაინტერესებს რახდება ან რამოხდება ან ან ან მოკლედ როგორც ყოველთვის სულ მოუთქმელად გელოდები ფეფოჯან ;დდდდ (ბებიაქალივით გამომივიდა) :დდ და აბა შენიცი წარმატებები ♥️♥️♥️♥️

 


№19  offline მოდერი Someone wandering

ფინალზე შოკში ჩავვაარდიი..
დედას დაუძახეთო რომ თქვაა,ააიი მაანდ ჩავკვდიიი,საოცარი,თბილი,უტკბილესი ურთიერთობა აქვთ.მიყვარს ეს ორი ადამიანი
ეეჰ,რევაზ კაცად ვერ ივარგე

 


№20  offline წევრი მარია ანსაკა

ვაიმეეეეე რა გოგო ხარ????????❤❤ უმაგრესიიი იყოოოოო რა...ცოტა მარიამის და დათას სიყვარულებიიი დამაკლდაა რავიცი ალბათ მონეჩვენა
გელითთ

 


№21  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

მარია ანსაკა
ვაიმეეეეე რა გოგო ხარ????????❤❤ უმაგრესიიი იყოოოოო რა...ცოტა მარიამის და დათას სიყვარულებიიი დამაკლდაა რავიცი ალბათ მონეჩვენა
გელითთ

უღრმესი მადლობა. მიზარია რომ კითხულობთ.

ჰო ახლა რაც შეეხება სიყვარულის ნაკლებობას...ნუ აქ რა სიტუაციაა.ანუ აგიხსნით მე როგორ ვხედავ. ბავშვობაში ტრამვა მიღებულ ადამიანს რომელიც გამუდმებით იტანჯება კოშმარებით,რადგან ყველა ნორმალური ადამიანი გაგიჟდებოდა როდესაც გამუდმებით გცემენ,სხეული სავსე გაქვს იარებით,მეტიც შენი გაუპატიურება უნდა ვიღაც ნაძირალა ბავშვთა სახლის დირექტორს რომელიც ხშირად ჩადის მსგავს საქციელს სხვა იქ მყოფ ბავშვებთან მიმართებაში. შემდეგ ეს კაცი ზედ დაგაკვდება...შემთხვევით. შემდეგ გამოჩნდება ნათელი წერტილი...ამ შემთხვევაში ლეილა და ის ძალებს არ დაიშურებს დაუბრუნდე სრულფასოვან ცხოვრებას.

ანუ რა მომენტია,დათა რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი კაცი და მაშინ მოეთხოვა ასეთ სიტუაციაში დედა და არა ახალ შერთული ცოლი რომელზეც აფრენს.არანაირი გამართლება არ ექნებოდა მის საქციელს...მაგრამ ის დათაა და ამავდროულად მარიამმა ლეილას მოყოლილის მეტი არაფერი არ იცის მის წარსულზე.ვფიქრობ ზუსტად ის იყო რაც უნდა უოფილიყო და არანაირი სიყვარულის ნაკლებობა არ ყოფილა იქ...

მიხარია აზრს რომ აფიქსირებთ და მეც საშუალება მეძლევა სწორად განვმარტო რა როგორ არის ან როგორ უნდა ყოფილიყო.
მადლობა

 


№22  offline წევრი Elennee

ვაიმე flushed სანამ არ დავამთავრე კითხვა, ამოსუნთქვა დამავიწყდა. ისეთი სისწრაფით წავიკითხე ეს შოკი თავი.. დათააა cold_sweat
ძალიან მაგარი თავი იყო <3
მიყვარს!

 


№23 წევრი ნანა73

ჩემი საუკეთესო გოგო ხარ შენ! ❤️

 


№24  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

ნანა73
ჩემი საუკეთესო გოგო ხარ შენ! ❤️

მადლიბებიიიი :* მოკლედ შენ მყავხარ,ქალი პოზიტივიი...ქალი სიხარული,ქალი ბედნიერება...:დ ჩემი დედუცი :))))) მიხარიხარ ნანაა...

Elennee
ვაიმე flushed სანამ არ დავამთავრე კითხვა, ამოსუნთქვა დამავიწყდა. ისეთი სისწრაფით წავიკითხე ეს შოკი თავი.. დათააა cold_sweat
ძალიან მაგარი თავი იყო <3
მიყვარს!

მადლობა ჩემი ბიჭი ასე რომ მოგწონს :*

 


№25  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი შენ ხარ საოცრება... ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე... დათას პერსონაჟი უბრალოდ საოცრებაა...
ყველაზე მეტად მომეწონა შენი განმარტება დათას და მარიამის სიყვარულის ნაკლებობაზე... თავიდან მეც მომეჩვენა მსგავსი. თან ვფიქრობდი რომ თავის ტრავმამ იმოქმედა და მარიამი დაავიწყდა ან რამე მსგავსი, თუმცა შენი განმარტების მერე ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა...
ძალიან მაგარი ხარ შენ...

 


№26  offline წევრი Laura

მართლა რაღაცნაირი ისტორიაა, თქვენი თითქმის ყველა ისტორია ვიცი, მაგრამ ეს სულ სხვაა. ვიღაცამ დაწერა სიყვარულის ნაკლებობაა მარიამსა და დათას შორისო, პირიქით ყველაზე თბილი და სიყვარულით სავსე კაცი პერსონაჟი დათა არაბულია თქვენს პერსონაჟებს შორის <3
ეს ისტორია ჩემთვის იმ ისტორიათა სიაში შედის, რომელის ახალ თავსაც გულის ფანცქალით ველოდები <3 არაბული შეუდარებელია <3
მადლობა თქვენ ამისთვის.

 


№27  offline წევრი Marryam

გუშინ არ წავიკითხე...მეთქი დავაგროვებ 2 თავს მაინც და ისე წავიკითხავ თქო..იმიტომ, რომ რაც არ უნდა დიდი თავი იყოს, არასდროს არ მყოფნის....შენც არ მომიკვდე...აქამდე ძვლივს გავძელი ;დდ

სიყვარულები მეც დამაკლდა წყვილის...მაგრამ ვიცი შემდეგ თავში დიდი დოზით იქნება ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent