შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {11}


6-12-2018, 21:47
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 5 127

თითქმის ერთი კვირა იყო გასული არაბულის პალატაში გადმოყვანის დღიდან. ნაოპერაციები ჭრილობა ნელ-ნელა შუშდებოდა, სილურჯეებსაც გაევლო და დაჟეჟილ ადგილებს ახლა მუქი ლურჯის მაგივრად სიყვითლე შეჰპარვოდა. გაბზარული ნეკნების გამო მოძრაობას ვერ ახერხებდა. არაფერი არ სტკიოდა თუ უმოძრაოდ იწვა, დათა არაბულს კი ერთ ადგილზე გაუნძრევლად რა გააჩერებდა. საშინლად დაძაბული იყო და თითქმის ყველაფერი, კარგიც და ცუდიც პირდაპირი რეისით მის ისედაც დაწყდომამდე მისულ ნერვებზე გადიოდა. უმიზეზოდ იღრინებოდა და არავის ნახვის სურვილი არ ჰქონდა. ერთადერთი რაც აწუხედა, ეს მარჯვენა ხელი იყო, რომელშიც ისევ არ ჰქონდა გრძნობა და საკუთარ ხელს ისე დაჰყურებდა, როგორც რაღაც უცხო სხეულს, დაუკითხავად რომ მიაკერეს მხარზე. მთელი ამ დროის განმავლობაში მარიამი წუთითაც არ მოშორებია გვერდიდან და ნერვიულობისგან გაფითრებულს რამოდენიმე კილოგრამი დაეკლო. თვალების ირგვლივ მუქი სილურჯეები გასჩენოდა და ისედაც წვრილ თითებზე შესამჩნევად სძვრებოდა ქორწინების ბეჭედი.
-როგორ ხარ? -ფიქრებში ჩაძირული არაბული ქარდავას ხმამ გამოარკვია და ფანჯრის მიღმა ცაზე გასწორებული მზერა ქალზე გადმოიტანა. ჯინსის მაღალწელიანი შარვალი ეცვა ქარდავას და განიერი სვიტერი. თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული და ჩაწითლებული თვალებით უყურებდა საყვარელ მამაკაცს. სილურჯე შეპარული სავსე ტუჩები გაუხეშებოდა და დასკდომოდა. თითებს გრძელი სახელოების ქვეშ მალავდა და ნერვიულად იმტვრევდა, რაც არაბულის მზერას არ გამოჰპარვია.
-ნორმალურად. -შეეცადა თბილად გაეღიმა ქალისთვის. -ბოლოს როდის ჭამე, მარიამ? -მისი სიგამხდრის შემხედვარეს ყბის ძვლები დაეძაბა და დაბერილი ნესტოებით ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-რა? -კითხვას ვერ მიუხვდა მარიამი.
-გკითხე, საჭმელი ბოლოს როდის ჭამეთქო.
-დილით, არ მშია. -დაბნეული ქარდავა უხერხულად შეიშმუშნა და საწოლის ბოლოს ფრთხილად შეეხო თითებით, ისე თითქოს ეშინიაო.
-საშინლად გამოიყურები, ალბათ ხუთი კილოგრამი მაინც გაქვს მოკლებული, ეს თვალის გარშემო სიმუქეები... -ჯანმრთელი ხელი აიქნია არაბულმა. -მე კარგად ვარ, მშვენივრად... იქნებ დროა საკუთარ თავს მიხედო? წახვიდე სახლში, წყალი გადაივლო და უბრალოდ კარგად გამოიძინო... საჭმელიც ჭამო.
-დათა.
-არ მინდა ეს დედანატყნავი ძიძა... -ხმას აუწია მამაკაცმა. -უბრალოდ სახლში წადი, გამოიძინე და თავს მიხედე. -თვალი თვალში გაუყარა არაბულმა და მისი ცრემლიანი სფეროების დანახვაზე გული საშინლად მოეწურა. სახე გაუფითრდა და სიმწრისგან თმის ძირებიც კი ასტკივდა. -მოდი ჩემთან... მარიამ, მოდი ჩემთან.
ქარდავამ ცრემლები ფრთხილად მოიწმინდა და გაუბედავად მიუახლოვდა საწოლს. ათრთოლებული თითები არაბულის მარცხენა ხელის თითებს შეახო და აკანკალებული ნიკაპის დამორჩილებას შეეცადა. დათამ თითები მის მაჯაზე გადაიტანა და თავისკენ მიიზიდა. ზედმეტად ახლოს მყოფს კი ის თითები თმებში ფრთხილად შეუცურა და სახე მის კისერში ჩარგო. -ღმერთო, როგორ მენატრება ეს სურნელი. -ყრუდ ამოილაპარაკა და გაუხეშებული, მხურვალე ტუჩებით კისერზე მფეთქავ არტერიაზე შეეხო. -მინდა რომ კარგად იყო, სახლში წადი, პატარავ და დაისვენე. მე აქ ვარ, არსად გავიქცევი, მარიამ... შენ კი გამოძინება და ნორმალური კვება გჭირდება.
-არ მინდა შენი მარტო დატოვება. -მამაკაცის ხელი მხარსა და ლოყას შორის მოიქცია ქარდავამ და მზერა მის სახეზე გააცოცა.
-მარტო არ ვარ -გაეღიმა არაბულს. -აქ ამდენი ექიმები, ექთნები და ავადმყოფები არიან. საწოლის იქით ვერსად მივდივარ... ნუ გეშინია არცერთი ექთანი არ დამევასა. -ქვედა ტუჩი სიცილით მოიქცია კბილებს შორის მამაკაცმა.
-რა იდიოტობაა. -თვალები აატრიალა ქარდავამ.
-იცი, სახლში მინდა... ჩვენს სახლში, ჩვენს საწოლში... კიდევ შენი ჩახუტება მინდა. -ცერით ლოყაზე მიეფერა არაბული. -არ გინდა დაელაპარაკო შენს კოლეგებს და შემდეგ ერთად დავბრუნდებოდით სახლში. აქ აღარ მინდა
-შანსი არ გაქვს, დათა. -თითზე აკოცა ქარდავამ. -სრულფასოვანი მკურნალობა გჭირდება.
-აქ საშინელებაა... ცივა და ჩემი საწოლიც არაკომფორტულია. -პატარა ბავშვივით აწუწუნდა არაბული რაზეც ხმით გაეცინა მარიამს.
-ნუ იგონებ.
-არ ვიგონებ... საშინელებაა, მარიამ. შენთან მინდა, ჩვენს საწოლში... კიდევ შენი დამწვარი, შემწვარი კარტოფილიც მინდა... შენი მოფერება მინდაა.
-ტყუილად მეჩალიჩები. ექიმების დაკვირვებას საჭიროებ, ცხოვრება.
-მერე მე ხომ საკუთარი ექიმი მყავს?! -ქვედა ტუჩზე მიეფერა არაბული. -წავიდეთ რა სახლში... აქ ცუდად ვარ.
-მე პედიატრი ვარ, დათა. -სახე დაემანჭა მარიამს.
-ღმერთოო... -თვალები აატრიალა არაბულმა. -ერთხელ მაინც დამეთანხმე რამეში. სახლში მინდა... ჯანდაბა, ჩემს ახალშერთულ ცოლთან მინდა. ჩემი ბალიში მინდა, საწოლი და ჯანდაბა, წამიყვანე აქედან თუ არა, შენს თავს გეფიცები, ჩემით წამოვალ.
-კარგიი! -ხმას აუწია მარიამმა- კარგი, ვცდი. ვნახოთ რა გამომივა. -წლში გასწორდა ქარდავა.
-მითქვამს შენზე რომ ვგიჟდებიი?! -თვალები დააწვრილა არაბულმა.
-ჯერ არ ვიცი რას იტყვის შენი მკურნალი ექიმი -ტუჩები დაბრიცა მარიამმა -ისე გამეორება ცოდნის დედააო და კიდევ მითხარი, აღარ დამავიწყდება.
-მიყვარხარ. -გაეცინა არაბულს და პალატიდან გასულს თვალი გააყოლა.


ტაქსმა სადარბაზოს წინ გააჩერა. მადლობა გადაუხადა ხანშიშესულ მძღოლს მარიამმა და ის იყო სადარბაზოში აპირებდა გაუჩინარებას მოშორებით მდგარ ნაცნობ ფიგურას, რომ მოჰკრა თვალი. ჯერ იფიქრა მეჩვენებაო, მაგრამ როდესაც ქალი მისკენ დაიძრა ადგილზე გახევდა და ისედაც გადაღლილი და დაძაბული სხეული ერთიანად დაეჭიმა. თვალები წამში აემღვრა და წონასწორობა დაკარგული ალბათ დაეცემოდა, მიახლოვებულ ქალს რომ არ ჩაევლო მხრებში ხელები და გულში ძლიერად არ ჩაეკრა.
-დეე... -ამოიტირა ქარდავამ და ცრემლებსაც არ დაუყოვნებია.
-დედას სიხარულო... ჩემო ლამაზო, ჩემო ერთადერთო. -ეჩურჩულებოდა ია ატირებულ შვილს და სახეს უკოცნიდა. -ჩემო პატარავ.
-მოხვედი? -თვალებს ვერ უჯერებდა მარიამი და მჭიდროდ ხვევდა გამხდარ მკლავებს საყვარელ დედას.
-რა თქმა უნდა, ჩემო გოგო... როგორ შემეძლო არ მოვსულიყავი. მანამდე ვერ მოვახერხე დედიკო...
-მიბრაზდები? შენც მიბრაზდები, ხო?
-მე არ გიბრაზდები დე... როგორ შეიძლება გაგიბრაზდე, ჩემო გოგო... -თავზე ფრთხილად უსვამდა ხელს ია და თბილად უღიმოდა. -როგორ გამხდარხარ... გავიგე რაც დაემართა შენს ქმარს... საშინელებაა დედა და ძალიან ვწუხვარ. სულ რომ არ მომწონდეს, შენს გამო ვწუხვარ დედა...
-დათა არაფერ შუაშია... -ნიკაპი უარესად აუთრთოლდა მარიამს. -საერთოდ არაფერი არ დაუძალებია, დედა. მართლა შემიყვარდა... იცი რა კარგია?
-ვიცი, ჩემო ლამაზო -ცრემლები თითებით შეუმშრალა იამ და შუბლზე აკოცა. -ვიცი, დედი... მჯერა... მოდი, ავიდეთ სახლში, გადაივლე წყალი და მე მანამდე რამეს მოგიმზადებ.
-ამოხვალ? -თვალები გაუბრწყინდა მარიამს და სიხარულისგან ისე გაიბერა, კანში ვეღარ ეტეოდა.
-ამოვალ... -ღიმილით დაუქნია თავი ბედნიერებისგან თვალებგაბრწყინებულ შვილს იამ და წინ წასულს ფეხდაფეხ მიჰყვა.
ია ინტერესით ათვალიერებდა ყველაფერს. სახლი საკმაოდ დიდი იყო და გემოვნებით მოწყობილი, რაც მისი მეპატრონის ფინანსურ მდგომარეობას ნათლად უსვამდა ხაზს. შემდეგ სამზარეულოში ქურასთან იდგა და შვილის საყვარელ კერძს ამზადებდა. ტანისამოს გამოცვლილი მარიამი კი მაგიდასთან იჯდა და გაბრწყინებულ თვალებს არ აშორებდა დედას. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო და არც არაფერი შეცვლილიყო მასში.
-როგორ არის? -მის წინ დაჯდა ია და შვილს ფრთხილად შეახო ხელზე ხელი. წვრილ თითებზე ქორწინების ორი რგოლი ეკეთა მარიამს. ერთი თავისი და ერთიც დათასი, რომელიც ოპერაციის მეორე დღეს ექიმმა გადასცა დათას დაზიანებული ხელის გამო.
-ნორმალურად -დათას გახსენებაზე ხმა გაუტყდა ქარდავას. -ნელ-ნელა მიიწევს გამოჯანმრთელებისკენ, მაგრამ ხელი... არ ვიცი. -ცრემლები მოიწმინდა მარიამმა.
-ყველაფერი კარგად იქნება, დედა. -თითებზე თითები ფრთხილად მოუჭირა ქალმა და დამაიმედებლად გაუღიმა.
-ასე ფიქრობ?
-დარწმუნებული ვარ, ჩემო მშვენიერო... მიირთვი ვახშამი, შემდეგ კი დაიძინე... ძალიან გამხდარი და ფერმკრთალი ხარ, დედიკო.
-მიდიხარ? -ხმა შეეცვალა მარიამს.
-ახლა წავალ... ისევ შემოგივლი, დედა. შენ არ ინერვიულო -ნაზად მიეფერა ქალი და შუბლზე ძლიერად მიაკრო ტუჩები. -მიყვარხარ, დედიკოს გახარებავ და შეგიძლია ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი... ყოველთვის, დე.
-მომენატრე. -ძლიერად ჩაეხუტა მარიამი დედას და სახე დაუკოცნა, შემდეგ კი ბედნიერებისგან გაბერილმა გააცილა და კარის ზღურბლზე მდგარი მანამდე უყურებდა, სანამ ლიფტის კარს მიღმა არ გაუჩინარდა დედის სხეული.
სახლში შებრუნებულმა კარი გადაკეტა, ცარიელ სახლს სევდიანი მზერა მოავლო და დათას სახე გაახსენდა, როდესაც მკურნალმა ექიმმა მის სახლში გამოშვებაზე სასტიკი უარი განაცხადა. გაეღიმა და სააძინებლისკენ გაემართა. სწრაფად გაიხადა ტანისამოსი და აბაზანისკენ სრულიად შიშველი გაემართა. დიდხანს იდგა ცხელი წყლის ქვეშ და ცდილობდა ამდენი დღის ნაგროვები სტრესი და გადაღლილობა წყლის ჭავლისთვის გაეტანებინა, ნაზად რონ ეხებოდნენ ნატიფ სხეულზე და ისე დასრიალებდნენ ზემოდან ქვემოთ, თითქოს საყვარელი მამაკაცის მხურველე თითები ყოფილიყო. თვალები დახუჭა და კაბინის კედელს მიყრდნობილმა სახე წყალს შეუშვირა. გონებაში ფილმის კადრებივით დაქროდა მათი ერთად ყოფნის ყველა სცენა... ყველა ის წუთი და წამი და საშინელი მონატრებისგან მთელი სხეული შიგნიდან უხურდა. მიუხედავად ამ სიმხურვალისა სხეულზე მაინც ეკალი აყრიდა და სავსე, დასკდომამდე მისულ მკერდზე ძუძუს თავები დაბერვოდა. სუნთქვა არეულს გული ათმაგი სიჩქარით უცემდა და კბილებს შორის მოქცეული ქვედა ტუჩით ერთიან თრთოლვას აყოლოდა. მუცლის არეში არეული უამრავი ემოცია მხურვალე ლავასავით ეღვრებოდა და აბაზანის ნესტიან ჰაერს არაბულის სურნელი შერეოდა, რომელიც უხვად იჭრებოდა წყლის ფარდის მიღმა მის სასუნთქ ორგანოში და ფილტვებს დასკდომამდე ავსებდა.
-სულ გავგიჟდი -ყრუდ ამოიოხრა და წყალი გადაკეტა. ათრთოლებული თითებით პირსახოცის ხალათს მისწვდა და გახურებული სხეული ფუმფულა, სასიამოვნოდ რბილ პირსახოცში გაახვია. სველი თმა შედარებით მცირე ზომის პირსახოცით გაიმშრალა და კეფაზე დაუდევრად აიწია, კარი გამოაღო და საძინებელში შედგა თუ არა ფეხი მოულოდნელობისგან შეხტა, წამოიკივლა და მკერდიდან გადმოსახტომად გამზადებული, აფართხალებული გულის შესაკავებლად გაშლილი ხელის გული ძლიერად მიიჭირა.
-ღმერთოო!
მოზრდილ საწოლზე საშინაო სპორტულებში გამოწყობილი არაბული ზურგით ერთი მეორეზე დაწყობილ ბალიშებს მიყრდნობოდა და ერთმანეთზე გადაეჯვარედინებინა გრძელი ფეხები. მარცხენა ხელი მკერდთან ედო, მარჯვენა კი საწოლზე და დაწვრილებული თვალებით გაღიმებული უყურებდა ფერდაკარგულ ცოლს და ცდილობდა არ გასცინებოდა.
-ჯანდაბა, დათაა! შეიშალე? აქ, აქ რანაირად მოხვდი... -აზრზე მოსვლა წამებში მოახერხა ქარდავამ.
-სიურპრიზიი... -სასაცილოდ დაიჭყანა არაბული. -ღმერთო ჩემო, იასნია, მაგ ხალათის ქვეშ არაფერი გაცვია, ჰო?
-დათაა... -აცანცარებული ქმრის დანახვაზე სიცილი ვეღარ შეიკავა მარიამმა. -გამოიპარე?
-არა... რისი გამომპარველი მე ვარ. ტუალეტში ხელში აყვანილი დაგყავარ.
-აბა, როგორ გამოგიშვეს? ან აქ ვინ მოგიყვანა?
-საერთოდ არ გიხარია ჩემი დანახვაა?! -წარბები შეკრა არაბულმა.
-საიდან მოიტანე? უბრალოდ მაინტერესებს აქ როგორ მოხვდი?
-ტაქსის მძღოლმა ამიტაცა ხელში და ამომაქანა... ჯიგარი კაცი აღმოჩნდა, თან ვუთხარი, როგორ მელოდებოდა ახალ შერთული ცოლი აბაზანაში... სრულიად შიშველი და ცხელი წყლის ქვეშ მდგარი იხსენებდა ჩემს ალერსს -თვალები დააწვრილა არაბულმა. -თუ მეშლება რამე? არა ,თუ მეშლება შეგიძლია გამაჩუმო.
-ღმერთო... არ ხარ ნორმალური.
-არ ვარ... არა, ნორმალური ნამდვილად არ ვარ. გაიხადე ეგ ხალათი და მოდი ჩემთან. -ხმას დაუწი არაბულმა და შეცვლილი, ზედმეტად სექსუალური ტონით ამოილაპარაკა.
-მორჩი, -ხმა შეეცვალა ქარდავასაც. -ცუდად ხარ, დაისვენე. მე ჩავიცვამ და საჭმელს გაგიცხელებ. არ მოგშივდა?
-მარიამ, მოდი ჩემთან. -მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია მამაკაცს. -უბრალიდ გაიხადე და მოდი ჩემთან.
-ჯანდაბა. -კეფაზე შეკრულ თმაზე ინსტიქტურად გადაისვა ხელი ქარდავამ და არაბულს თვალი აარიდა.
-ჰე, მოდი. -დათა უკან აცურდა და ბალიშებზე კომფორტულად მიეყრდნო ზურგით.შემდეგ ქვემოდან ამოხედა არეული მზერით მდგარ ქარდავას და ფართოდ გაუღიმა. ქარდავას ბევრი აღარ უფიქრია. ფრთხილად დადგა მუხლებით საწოლზე და არაბულის მუხლებში მოკეცილ ფეხებს შორის მიწეულმა მჭიდროდ შემოხვია მკლავები საყვარელ მამაკაცს, რომელმაც წამოიწია და მარცხენა ხელით კეფაზე შეკრული სველი თმა ჩამოუშალა. არეული მზერით აკვირდებოდა ქალს და მარიამი გრძნობდა ყოველგვარი შეხების გარეშეც კი უბრალო მზერით როგირ მოქმედებდა ეს კაცი მასზე. ვენებში ადუღებული სისხლი კანს უწვავდა. უეცრად გამშრალ ყელში კი მოზრდილი ბურთულა გასჩხეროდა, რომელიც სუნთქვას უხშირებდა და ისიც ხარბად ისუნთქავდა მამაკაცის საყვარელ სურნელს.
-ულამაზესი ხარ. - სახეზე ფრთხილად მიეფერა მამაკაცი, თითებმა ნიკაპის გავლით მაღალი ყელისკენ გადაინაცვლეს... განვლილი გზა თითქოს შანთით ამოწვესო ისე უხურდა მარიამს. ქვემოთ ჩასრიალებულნი ფუმფულა ხალათს ჩააფრინდნენ და მონაცვლეობით გადაუწიეს მხრებზე. გამოკვეთილი ლავიწები ნაზი შეხებით შეისწავლეს და ქვემოთ მკერდისკენ ჩასრიალდნენ.
-არ გინდა. -ყრუდ ამოიოხრა მარიამმა და მის თითებს საკუთარი თითებით ჩააფრინდა, მკერდამდე არ მიუშვა. ფრთხილად მოაშორებინა და ტუჩებთან მიიტანა საკოცნელად. -არ გვინდა, დათა... ცუდად ხარ.
-მშვენივრად ვარ. -ქარდავას თითებიდან დაიხსნა საკუთარი თითები და ქალს კეფაზე მჭიდროდ შემოხვია, თავისკენ მიიზიდა და მწყურვალესავით დაეწაფა ვნებისგან ათრთოლებულ ბაგეებზე. -კარგად ვარ, მარიამ, მშვენივრად. საშინლად მომენატრე... ახლა რომ არ მოგეფერო, შეიძლება გავგიჟდე. -კოცნებს შორის ჩურჩულებდა არაბული და არ აძლევდა საშუალებას უკან გაწეულიყო.
-თავი არ გტკივა? -არაბულის კბილებისგან ტუჩის გასათავისუფლებლად უკან გაიწია მარიამმა.
-არა.
-არც თავბრუ გეხვევა?
-ღმერთო... არა ექიმო.
-ჭრილობა?
-რომელი? -გაეცინა დათას და უკან გაწეული ქალი ისევ მიიზიდა.
-ნაოპერაციები დათა.
-არა... არ მტკივა. ხელი დაიკიდე. ამ საქმისთვის ერთი ხელიც საკმარიასია.
-იდიოტო.
-ანუ ვიხდით? -ხალათის ქამარს ჩაავლო თითები მამაკაცმა და შეუხსნა. მისი შიშველი სხეულის დანახვაზე კი სახეზე წამში აესახა ნეტარი ღიმილი. თვალები წამით დახუჭა და დაბერილი ნესტოებით ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
-იქნებ არ გვინდა?
-ამის დედაც... საშინლად მინდა. შეგიძლია, შარვლის გახდაში დამეხმარო?-კისერში ხმაურით გადააგორა ნერწყვი არაბულმა და ოდნავ წამოიწია, მაგრამ შარვლის ჯიბეში აზუზუნებულმა ტელეფონმა ისევ ძველ ადგილს დაუბრუნა. ფრთხილად ამოაცურა ჯიბიდან ჭირვეული აპარატი და ეკრანზე ასახულ ნომერს ბრაზისგან შეკრული წარბებით დახედა.
-არ უპასუხებ?
-თორღვაა... ეხლა ნახე. -სწრაფად გადაუსვა სენსორს თითი და ყურთან მიტანაც არ დასჭირდა ტელეფონის ხაზის მეორე ბოლოს დაჭრილი ცხოველივით აღრიალებული თორღვა არაბულის ხმა რომ გავრცელდა ოთახში.
-შენ სულ გარეკემ ამის დედაც?-ღრიალებდა უფროსი არაბული.-სად გაიპარე?
-სახლში ვარ -თვალები მობეზრებულად აატრიალა დათამ.
-ამის დედაც ვატირე, დათა! ორი წლის ბავშვი ხარ? თუ აქ გასათობად იწექი? დროულად დაბრუნდი უკან.
-კარგი რაა, ბიძია-ხმაში ირონია გაურია დათამ.
-ამოვდივარ, მეტიც არ მინდა ფეხზე დამხვდე.
-მობრძანდით! -მკვახედ მიახალა დათამ და ტელეფონი გათიშა. -მოკლედ მამამთილი მოგდის.
-აბა, არ გამოვპარულვარო? -საწოლიდან წამოხტა ქარდავა და გაბრაზებული სახით მჭიდროდ შეიკრა ხალათის ქამარი.
-კარგით რაა...
-არა, მართლა ორი წლის ბავშვი ხარ -თავი ბრაზით გააქნი მარიამმა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
თითქოს ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა, არაბულმა ნელ-ნელა გამოჯანმრთელებისკენ დაიწყო დიდი ნაბიჯებით სვლა. თავის ტკივილებმა იკლო, მაგრამ ხანდახან მაინც ახსენებდა თავს და იმდენად გაუსაძლისად ასტკივდებოდა ხოლმე სიგიჟის ზღვრამდე მიჰყავდა. ნაოპერაციები მოუშუშდა, ნეკნებმაც თავისი ჩვეული ფორმა დაიბრუნეს. თამამად გადაადგილდებოდა და ქუჩაშიც დამოუკიდებლად შეეძლო სიარული. თაბაშირი მოხსნეს ხელზე. თითები ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, მაგრამ ნორმალური არაფერი იყო რადგან გრძნობა ისევ არ ჰქონდა ხელში და თითების ელემენტარული ნივთისთვის მოკიდებასაც ვერ ახერხებდა. ეს ზედმეტად საშინელი გადასახარში იყო არაბულისთვის. თავიდან არ იმჩნევდა მაგრამ ხასიათი საგრძნობლად შეეცვალა. ხშირად ღიზიანდებოდა ძირს დავარდნილ ნივთებზე ბრაზობდა რომლის მარჯვენა ხელით ჭერასაც ვერ ახერხებდა. თითქოს ყველას განუდგა... აღარ საუბრობდა. ოთახში იკეტებოდა და ფანჯარასთან მჯდომს შეეძლო საათობით ეცქირა ჰორიზონტისთვის. მარიამსაც დაუმძიმდა ხასიათი... თავიდან ცდილობდა მის გაგებას,დახმარებას მაგრამ საპასუხოდ მიღებული ცივი გამოხედვა და მკვახე რეპლიკები იმდენად მტკივნეული გადასახარში აღმოჩნდა მისთვის, ხშირად საკუთარ ბალიშში თავჩარგული ღამ-ღამობით საათობით უხმოდ ტიროდა.
საკუთარი სახლის სასტუმრო ოთახში სრულიად შემთხვევით მოსმენილი საუბრის შემდეგ კი საერთოდ ამოტრიალდა არაბულის ცხოვრება და ის მცირედი ბზარი მასსა და მის მეუღლეს შორის ასე დაუკითხავად რომ გაჩნდა უზარმაზარ უფსკრულად გადაიქცა. იდგა ერთ ადგილზე გაყინული და სუნთქვა შეკრული ისმენდა ცოლის ბავშვობის დაქალების ირონიულ, ვითომ უმნიშვნელო მაგრამ მისთვის ზედმეტად მნიშვნელოვან ფრაზებს რომელიც ვითომ ხუმრობით, მაგრამ მაინც ზედმეტად მტკივნეულად ხვდებოდა არაბულის გულს. თემა კი ინვალიდი ქმრის და უამრავჯერ, ნერვიულობის გამო თავ არიდებულ სექსუალურ ცხოვრებას უკავშირდებოდა. თვალებ ამღვრეული ქარდავა ცდილობდა დაქალების გაჩუმებას თუმცა საბოლოო ჯამში მისთვის ჩვეული ეს უწყინარი ხუმრობები ვერასდროს ვერ გახდებოდა დათა არაბულისთვისაც უწყინარი მაშინ, როდესაც ოპერაციიდან თითქმის სამი თვე იყო გასული, მის ხელს კი წინს სვლის არანაირი ნიშნები არ ეტყობოდა. საძინებელში შებრუნებული გულში საკუთარ თავს დასცინოდა და ეს სიმწრის სიცილი იმდენად რთული და ძნელად გადასახარში იყო მისთვის, წარმოდგენა რომ არასდროს შეეძლო.მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა ეს ყველაფერი და მისგანვე დამოუკიდებლად სწყდებოდა გული, რადგან ქალი, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო ამღვრეული თვალებით უსმენდა კეთილისმსურველ დაქალებს და ვერც კი აპროტესტებდა რადგან სიმართლე იყო. იმ ღამით საძინებელში არ შესულა არაბული. სასტუმრო ოთახში იატაკზე მჯდარმა გაატარა მთელი ღამე. არც მარიამს დაუძინია, იწვა და ელოდებოდა, თუმცა არც გამოსვლას და მასთან საუბარს აპირებდა.
-შენი დედ ამოვტყან!-არაბულის ღრიალმა გამოაფხიზლა და საწოლზე წამომჯდარმა დაბინდული მზერით ახედა კედლის საათს, რომლის ისრებიც დილის რვის ნახევარს აჩვენებდა. გინებას მსხვრევის ხმაც მოჰყვა და ქარდავაც საწოლიდან ფეთიანივით წამოიჭრა. ფეხშიშველმა გაირბინა დერეფანი და სამზარეულოში შევარდნილი კარის ზღურბლზე გაიყინა. მაგიდასთან დახრილ არაბულს შუბლი მის პრიალა ზედაპირზე დაედო და მარცხენა ხელი კეფაზე მოეჭირა. იატაკზე კი ყავის ფინჯნის ნამსხვრევები ეყარა.
-დათა?!
მარიამის ხმაზე არაბულმა თავი ასწია და ჩაწითლებული ამღვრეული თვალები შეანათა ცოლს.
-შენი საყვარელი ჭიქა გავტეხე -მხრები აიჩეჩა არაბულმა. -ჰო, აი, ესეთი და გამოუსადეგარი ვარ.
-არაუშავს საყვარელო... შენ კარგად ხარ? ახლავე ავკრეფ ნამსხვრევებს. -იტაკზე მიმობნეული ნამსხვრევებისკენ გაიწია მარიამმა.
-შეეშვი!
-ავკრეფ და იატაკსაც მოვასუფთავებ.
-შეეშვითქო!-ცივად იღრიალა არაბულმა.-შეეშვი, მე ავიღებ.
-დათა.-სევდიანი ხმით ამოიჩურჩულა ქარდავამ.
-გეცოდები? -ჩაეცინა მამაკაცს. -ჰოო გეცოდები, ძვირფასო... აბა რაა! მე ხომ ინვალიდი ვარ, გამოუსადეგარი. ამის დედაც!
-რა სისულელეა... არანაირად არ მეცოდები. ექიმმა ხომ თქვა ყველაფერი დროებითია...
-და შენ გჯერა ამ სირობის? ექიმმა ეს თქვა, ექიმმა ის თქვა... რა ჩემი .... თქვა ექიმმა? ვერ ვხედავ, რომ გეცოდებიი? ინვალიდი ვარ, მარიამ და არა ბრმა.
-შეიცვალე. -ხმა აუკანკალდა ქარდავას და სკამზე ჩამოჯდა.
-კიი... შევიცვალე. შევიცვალე ხოო... ამის დედაც!
-იქნებ წავიდეთ იმ ფსიქოლოგთან?
-და რა უნდა მელაპარაკოს, ან ველაპარაკო შარვალ კოსტუმში გამოწკეპილ ყვერს? რა ველაპარაკო? ვიღაც ნაბიჭვრებმა ჩემი მოკვლა რომ გადაწყვიტეს და საქმეში ჩაეჯვათ? სიკვდილითაც კი ვერ მომკლეს? თუ ის, სამი თვეა ხელს რომ ვერ ვგრძნობ? თავი მტკივა... ან ის, ახალ მოყვანილ ცოლზე რომ არ მიდგება? ჰაა? რა ველაპარაკო? -ხმას ნელ-ნელა უწევდა არაბული -რა ველაპარაკოო? ცოლთან სექსი არ მაქვსთქოო? და აბაზანაში მდგარი ვუყურებ, როგორ ტირის ჩემი ცოლი ღამ-ღამობით? ან იქნებ ის, როგორ ეღადავებიან ბავშვობის დაქალები ინვალიდ ქმართან სექსზე? ან იქნებ ის, რომ არარაობა ვარ? ხო! არარაობა ვარ! მოვისმინე, მარიამ...
-რა?-თვალები აემღვრა ქარდავას.
-ჰო, ესე გამოვიდა. მოვისმინე და მივხვდი, რომ არც ერთი სიტყვა არ იყო იქ ტუილი... მივხვდი რამდენად გტანჯავ. მივხვდი რისი გადატანა გიწევს ჩემს გვერდით... მივხვდი. -სახე მოერყა არაბულს და თვალები უარესად აემღვრა.
-დათა, ძალიან გთხოვ...-მისკენ გაიწია ქარდავამ.
-არ მომეკარო.-უკან დაიხია არაბულმა.-არ მომეკარო... არ შემიძლია. ვერ ვხარშავ, ვერ ვერევი... არ შემიძლია, მარიამ.
-ანუ?-ნიკაპი აუთრთილდა ქალს და ცრემლებმაც არ დააყოვნეს.
-ანუ არაფერი... საერთოდ არაფერი, საერთოდ არაფერი, მარიამ.-იატაკზე ჩაცურდა არაბული და თავით კარადას მიეყრდნო.
-დათა -სწრაფად წამოიჭრა მარიამი ფეხზე და იატაკზე მჯდომს მივარდა. მკლავები ძლიერად შემიხვია კისერზე და მისი თავი მკერდზე მიიხუტა. -არც კი გაბედო... გესმის? არც კი გაბედო და მიმატოვო. არ გაბედო!
-შენ გინდა, რომ მიმატოვო?-სიმწრით გაეღიმა მამაკაცს და ცრემლიანი თვალები შეანათა ქალს.-ასეც იქნებ... რამდენ ხანს გამიძლებ? ერთ თვეს? ორს? იქნებ, ერთ წელს? მერე რა იქნება? ვიდაქალებთ? მოვისმენ შენი სხვის მიმართ გაჩენილი გრძნობების ამბებს?
-რა?-ცივად მოშორდა ქარდავა და უკან დაიხია.-რა თქვიი?!
-ჰო, ესე იქნებ... არაფერი არ შემიძლია. ღმერთო... შენთან დაწოლაც კი არ შემიძლია, მარიამ.
-ყველაფერი მოგვარდება... მიყვარხარ სიგიჟემდე! მიყვარხარ და უბრლოდ არ მოგცემ ნებას, ჩემგან რომ წახვიდე.
-უკვე წავედი... -სევდიანად გაეღიმა დათას და იატაკიდან წამოდგა.-უკვე წავედი მარიამ.
-დათა...-კარისკენ წასულ მამაკაცს თვალი გააყოლა მარიამმა და სახეზე აიფარა ორივე ხელი. რას გრძნობდა?! სრულიად დაცარიელებული იყო, გამოფიტული, ცარიელი სხეული ყოველგვარი ემოციის, გრძნობის და ორგანოების გარეშე. უბრალოდ ფიტული მოწურული გულით და მდუღარე გადასხმული, გაუსაძლისად მტკივნეული რეალობით. მისი დაკარგვა? ეს სიკვდილის ტოლფასი იყო.... უდათაობა ნიშნავდა უჟანგბადო სივრცეს, უსიცოცხლო გარემოს და უწყლოობისგან სიკვდილს. ცოცხლად სიკვდილს... მაშინ, როდესაც გარეთ სიცოცხლე სჩქეფს, წყალი იმაზე მეტია ვიდრე ოდესმე ყოფილა, ჰაერი გასაოცრად სუფთა და მაცოცხლებელი. შენ კი უბრალოდ არ გაქვს ეს ყველაფერი. შენ არ გაქვს და გარდაუვალი სიკვდილის მომლოდინეს ნელ-ნელა გიქრება მეტყველი თვალები. თვალები, რომელიც მოხოლოდ მას და მისთვის ხედავს, გიჩერდება გული, რომელიც მხოლოდ მისთვის და მის გამო ფეთქავს ჩვეულ რიტმში და გეყინება ვენებში სისხლი, რომელიც სიცოცხლის ერთ-ერთი მაჩვენებელია და მხოლოდ მასთან ყოფნის დროს დუღს ისე, როგორც არასდროს.
-დათა. -ფეხზე გიჟივით წამოფრინდა და სადარბაზოში გასასვლელი კარი გაანგრია. ლიფტს არ დალოდებია ფეხშიშველი, თხელი პენუარის ამარა, გაწეწილი თმით თავპირის მტვრევით დაეშვა კიბეზე. გარეთ გავარდნილს კი დილის სუსხი შემოეფეთა შიშველ სხეულზე. ჰაერში თოვლის სურნელი ტრიალებდა, ქალაქს ეღვიძა და ნელ ნელა ცოცხლდებოდა ყველაფერი. საახალწლოდ მორთულ მაღაზიის ვიტრინებში ფერადი ნათურები ციმციმებდნენ. მეეზოვე საბოლოოდ ჩამოცვენილ ყვითელ ფოთლებს აგროვებდა. გატიტვლებული ხეები ზამთარს თავდახრილნი შეჰგებებოდნენ. ქარდავა კი იდგა შუა გზაზე ფეხშიშველი და შორს მიმავალ მამაკაცს უყურებდა ქვითინით.
მხრებში მოხრილი მიდიოდა დათა არაბული მხარზე გადაკიდებული ზურგჩანთით. გრძელი პალტო ეცვა და ისევ არ ეფარა ქუდი. მიდიოდა მძიმედ, თუმცა ოდნავ არეული ნაბიჯებით. მის სიარულს თითქოს ძველებური სიდინჯე დაჰკარგვოდა.
-დათა... -ისე მოიტირა ქარდავამ თითქოს მთელი სული და გული ამ სახელს ამოაყოლაო. შემდეგ კი ასფალტზე ჩაჯდა და სახეზე აფარებული ხელებით ხმამაღლა ქავითინდა. ფეხებზე ეკიდა გამვლელთა ინტერესიანი მზერა, ფეხებზე ეკიდა სანახევროდ შიშველი და გაყინული სხეული, ფეხებზე ეკიდა რას იფიქრებდნენ ან რად შერაცხავდნენ. ძალიან ცუდად იყო... ავად. მისი ავადმყოფობის ერთადერთი წამალი კი იმდენად შორს იყო, მის მოპოვებას შეძლებდა ოდესმე თუ არა ეგაც კი აღარ იცოდა.
-კარგად ხართ? -შემთხვევითი გამვლელი ასაკოვანი მამაკაცი დაიხარა ქარდავასკენ, მაგრამ მარიამს ყურადღება არ მიუქცევია შეშლილივით ლუღლუღებდა.
-შანსი არ გაქვს... უბრალოდ შანსი არ გაქვს, არაბულო.-შემდეგ ფეხზე გველნაკბენივით წამოიჭრა ლამის მხრით დაეჯახა დასახმარებლად დახრილ მამაკაცს და გიჟივით გაიჭრა გზაზე.
გათოვდა... მსვილი ფიფქები ფარფატით ეშვებოდნენ მიწისკენ და ხალვათად ჩაცმულ სხეულზე ადნებოდნენ. გაშლილი თმა მხრებზე ეფინებოდა და სირბილის დროს სახეზე ეყრებოდა. ფეხი მტკივნეულად დაადგა მანქანის საბურავებისგან ასფალტზე გადმოყრილ კენჭებს, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მთავარი იყო უნდა დასწეოდა, უნდა გაეჩერებინა და ბოლო ხმაზე ეკივლა, რომ სიგიჟემდე უყვარდა, რომ არ მისცემდა მისგან წასვლის საშუალებას და რომ ყველაფერი გამოუვიდოდათ. ათიოდე მეტრში ავტობუსის გაჩერებასთან დაინახა. სიგარეტს ეწეოდა და გაფითრებული სახით მდგარი იმდენად ცუდად გამოიყურებოდა მისი ცუდად ყოფნა ეტკინა მარიამს. სირბილს უმატა, გაოცებული მზერა დააიგნორა და მიახლოვებული გიჟივით დაეტაკა თვალებ გაფართოებულ მამაკაცს.
-შანსი არ გაქვს, არაბულო... -კიოდა ბოლო ხმაზე და ცრემლების შეკავებას არც კი ცდილობდა. მთელი სხეული უთრთოდა. ნეტკენი ფეხი სისხლში ამოსვროდა. ერთიანად მტვერში ამოგანგლული ჭკუიდან შემცდარივით ატრიალებდა დიდრონ თვალებს და ხელებს ენერგიულად იქნევდა. -შანსი არ გაქვს!
-მარიამ! -სიგარეტის ნამწვი ასფალტზე მოისროლა არაბულმა და ზურგჩანთა ძირს დაუშვა.-შეიშალეე?
-კი შევიშალე... ჯანდაბა, გავგიჟდი... -ხმას უარესად აუწია მარიამმა. -ცუდად ვარ, არ შემიძლია. მოვკვდები, შენ რომ წახვიდე, მოვკვდები. -დათასგან მზერა გაჩერებაზე მდგარ ხალხზე გადაიტანა მარიამმა, რომელნიც გაოცებული თვალებით უყურებდნენ. -სიგიჟემდე მიყვარს... იმდენად, რომ იმის იქით უკვე აღარაფერია.
-მარიამ. -სწრაფად გაიხადა პალტო არაბულმა და აკანკალებულს მოახვია და მკერდზე ძლიერდ მიიხუტა.
-არ გაგიშვებ... -მამაკაცის კისერში სახეჩარგულმა ამოიტირა. -არ გაგიშვებ... არ ხარ მკვლელი. შენ რომ წახვიდე, მე მოვკვდები.
-ტაქსი! -ხელი გამვლელ ტაქსს დაუქნია მამაკაცმა და სანამ გაჩერდებოდა ატირებულს ფრთხილად აკოცა სახეზე. -სახლში დავბრუნდეთ.
-არ გაგიშვებ...
-არ მივდივარ, პატარავ... არსად აღარ მივდივარ. -ჩურჩულებდა არაბული და მთელს სახეს უკოცნიდა, გაჩერებული ტაქსის უკანა კარი გამოაღო და ფრთხილად შესვა ქალი თბილ სალონში. თავად კი ზურგჩანთა აიღო და მის გვერდით დაიკავა ადგილი. მძღოლს მისამართი უკარნახა და აკანკალებულ ქალს გადახედა.
-ჯანდაბა, ჩემზე გიჟი ხარ.
ალბათ შუა ღამე კარგა ხნის გადასული იქნებოდა, გვერდით მწოლიარე ქალის შფოთვამ რომ გააღვიძა. საწოლზე წამოწეული ზემოდან დააჩერდა ქარდავას და საწოლის თავთან დამონტაჟებული ღამის სანათი აანთო.
ერთიანად ოფლში გაწურული ქარდავა მოსუვენრად წრიალებდა.
-მარიამ, რა გჭირს? მარიამ -ხელი ფრთხილად გასწია ქალის სახისკენ და ოფლიან შუბლზე დაადო. -ჯანდაბა.
გველნაკბენივით გახტა უკან. შუბლი მაღალი სიცხისგან თონესავით გავარვარებული ჰქონდა.
-მარიამ... -მხარზე შეეხო ჯანმრთელი ხელით და ოდნავ შეარხია. -მარიამ, ჩემი გესმის?
-ამის დედაც, რა ვქნა? -ფეხზე წამოვარდა და წელს ზემოთ შიშველი მიეჭრა სააბაზანოს კარს, კარადა თითქმის გამოანგრია და სამედიცინო ჩანთაში ტემპერატურის დამწევის ძებნა დაიწყო.
-ეს რა დედის ტყვნაა?! ჯანდაბა... არაფერი არ არის? -ყუთი ბრაზისგან მოისროლა და ოთახში დაბრუნებული ტელეფონს დასწვდა. ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა და ტუჩები გალურჯებოდა. აკანკალებული ხელით გაჭირვებით აკრიფა ნაცნობი ნომერი და დაელოდა როდის უპასუხებდნენ.
-რახდება? მშვიდობაა?! -ხაზის მეორე ბოლოს ახალგაღვიძებული, შეშინებული ხმა გაისმა.-დათა.
-მაღალი სიცხე აქვს მე მგონი, ბოდავს... წამლები არაფერი არ არის სახლში, რა გავაკეთო?
-სასწრაფოში დარეკე?
-ჯერ შენთან დავრეკე, დედა, სანამ სასწრაფო მოვა, რა გავაკეთო?-ხმას აუწია არაბულმა.
-დამშვიდდი... გაუსინჯე ტემპერატურა, შემდეგ კი გრილი საფენები დაადე შუბლზე და საერთოდაც, სხეული რომ დაუზილო, გამოიტანს.
-ჯანდაბა... -მეკაიფები, ლეილაა? რანაირად დავუზილო? -ხმა გაუტყდა არაბულს.
-შეეცადე... შეეცადე დედა. სასწრაფოს მოსვლამდე რამენაირად უნდა დაურეგულირო, შემდეგ კი გადაიყვანენ კლინიკაში და იქ გაირკკვევა ყველაფერი... მისმინე, დამშვიდდი და შეეცადე ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც მე გითხარი, დედიკო.
-დამამშვიდე. -ტელეფონი გათიშა არაბულმა და ქალს დახედა. ისევ სააბაზანოში დაბრუნდა და სიცხის საზომით შეიარაღებული ცდილობდა თავის ხელში აყვანას. ფრთხილად მოათავსა ქალის იღლიის ქვეშ თერმომეტრი და დრო დაინიშნა. დანიშნული დროის გასვლის შემდეგ კი თერმომეტრს დახედა და უარესად შეეკრა წარბები. ღრმად ჩაისუნთქა და ისევ სააბაზანოში შებრუნებულმა ცივი წყლის ონკანი ბოლომდე გადახსნა და დაელოდა როდის გაივსებოდა.
-ახლა არაფერი დაგემართოს, პატარავ... ჯანდაბა.- საწოლთან დახრილმა საბანი გადახადა და ოფლისგან სველი პენუარი თითქმის შემოახია სხეულზე. სახე მოისრისა და ქალის სხეულთან დახრილმა მარცხენა ხელი ფრთხილად შეუცურა მხრებთან საწოლიდან წამოწია და შეეცადა ხელში აეყვანა, მაგრამ ამდენი ხნის ნაავადმყოფარმა ცალი ხელით მისი აწევა ვერ შეძლო და სიმწრისგან მალე აღრიალდებოდა. თვალები დახუჭა და ცხვირით ღრმად შეისუნთქა ჰაერი, შემდეგ კი თავადაც ვერ მიხვდა ისე აიტაცა ქალის სიფრიფანა სხეული ხელში. სააბაზანოსკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა და პირველმა გადააბიჯა ვანის კიდეს. ყინულივით ცივმა წყალმა ელდასავით დაუარა მთელს სხეულიში. ყურადღება არ მიუქცევია ისე ჩაეშვა წყალში და დამჯდარმა მუხლებზე დაიწვინა მარიამი, რომლის აკანკალებული სახეც მის მკერდს მიყრდნობოდა და სიცივის შეგრძნებისგან წამში გაახილა თვალები.
-ყველაფერი კარგად იქნება, პატარავ... ყველაფერი კარგად იქნება. -თმაზე ეფერებოდა თვალებ ჩაწითლებულს და ცდილობდა დაემშვიდებინა.
-ცივია.
-სულ ცოტახანს ... რამოდენიმე წუთი და ამოვალთ.
-ღმერთო, ძალიან ცივია...
-შენთან ვარ. ვიცი, რომ ცივია... მეც მცივა. -სიცხისგან დამსკდარ ტუჩებზე მიეფერა და გაუღიმა.
-შენს ხელს კეფეზე ვგრძნობ, დათა. -ყრუდ ამოილაპარაკა მარიამმა.
-იმიტომ, რომ კეფაზე მიკიდია.
-მარჯვენა ხელს. -გაეცინა ქარდავას.
-ჯანდაბა, ამოვდივართ. -ვანიდან წამოიწია არაბული და ქალიც წამოაყენა. ფრთხილად გადააბიჯა იატაკზე და პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში მარიამი. ცალი ხელი მჭიდროდ შემოხვია და მეორე ხელით პირსახოცის ხალათს დასწვდა. საძინებელში დაბრუნებული კი ფრთხილად დაუშვა საწოლზე და ფუმფულა ხალთში პატარა ბავშვივით გაახვია. გაამშრალა და აიძულა საწოლში ჩაწოლილიყო. თავად კი სველი სპორტული გაიხადა და იქვე მიაგდო. მეორე ხალათში გაეხვია და აწითლებული ლოყებით მწოლიარეს შუბლი შეუმოწმა.
-მგონი გვეშველა.
-ხელს ამოძრავებ, დათა. -სიხარულისგან თვალები აემღვრა ქალს.
-გული გამიხეთქე, მარიამ... იცი, როგორი იყავიი?! სასწრაფოში დავრეკე და ალბათ გვაღირსებენ მოსვლას.
-გავცივდი.
-კი. შენი დილის შიშველი ვოიაჟი წერეთლის გამზირზე.
-არა, ჩემი გაქცეული ქმრის მოსაბრუნებელი ვოიაჟი, დათა. სასწრაფოში დარეკე და გააუქმე. წამალს დავლევ და გამოვკეთდები.
-არ გვაქვს წამლები... მოვიდნენ წამალს მაინც დაგალევინებენ. -გაეცინა დათას. -მე კი ჩავალ აფთიაქში.
-შენ ცხელი ჩაი გამიკეთე და მერე დაწექი ჩემთან და ჩამეხუტე. მე კი გამოძახებას გავაუქმებ.
-მარიამ.
-გააკეთე რაც გითხარი და ნუ წუწუნებ. -გაეცინა მარიამს და ოთახიდან გასულს თვალი გააყოლა.

-დეტალური ინფორმაცია მჭირდება და საღამომდე მინდა, რომ ყველაფრის საქმის კურსში ვიყო -სიგარეტს მოუკიდა არაბულმა და ჰორიზონტს გახედა -წიკო, ეს ყველაფერი ისე უნდა გამირკვიო, თორღვას ყურამდე რომ არ მივიდეს. ცვეტში, ვიცი მომხდარის შესახებ დაწვრილებით იცის ყველა დეტალი. მაგისი ღრიალის ნერვები არ მაქვს... ისე გააკეთე, აზრზე რომ ვერ მოვიდეს რას ჩალიჩობ, გასაგებიაა?! დროა ის ნაბიჭვრები მოვიკითხოთ და ყოფნა არ ყოფნის საკითხებზე გავესაუბროთ. -გაეცინა დათას და ისე, რომ არც შებრუნებულა მიხვდა მის ზურგს უკან ვიღაც იდგა. -კაი, დამირეკე.
ტელეფონი გათიშა და არ შეტრიალებულა ისე გაეცინა.
-რა მოხდა, მარიამ?
-ვის ესაუბრებოდი? -მის გვერდით დადგა ქარდავა და მოაჯირს ზურგით მიეყრდნო.
-საქმეზე ვსაუბრობდი. -სიგარეტის კვამლი შორს გააგზავნა დათამ.
-წამოდი, ექიმი გველოდება. -ყურადღება აღარ გაუმახვილებია მარიამს... თუ უნდოდა ისედაც ეტყოდა დათა. აი, თუ არ უნდოდა კი კაცის შვილი ვერ დააცდევინებდა სიტყვას.
-კარგი. -სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დაასრისა დათამ და წინ წასულ, თეთრ ხალათში გამოწყობილ ცოლს ფეხდაფეხ მიჰყვა.
კლინიკა, სადაც მარიამი მუშაობდა, ხუთ სართულიან შენობაში იყო განთავსებული და მრავალ პროფილიანი გახლდათ. დიდი ძალისხმევა დასჭირდა ქარდავას ამ კლინიკაში მომუშავე სპეციალისტთან მისვლაზე, რომ დაეთანხმებინა დათა და ბოლოს, როგორც იქნა მიაღწია საწადელს. ახლა კი ბატონი ირაკლი გაფრინდაშვილის კაბინეტში ისხდნენ და შუახნის მამაკაცი გულდასმით ათვალიერებდა დათას ხელს.
-მშვენივრად გამოიყურება, ოპერაციის შემდეგ ხშირად, შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს ხელს, ბოლომდე რომ დაიწყოს ფუნქციონირება. მაგრამ, როდესაც ოპერაცია წარმატებით იქნა ჩატარებული, მკურნალობის კურსიც სრული სიზუსტით გაიარეთ, ამ შემთხვევაში უკვე ფსიქოლოგიური მდგომარეობა თამაშობს დიდ როლს. მშვენიერი შედეგი გვაქვს... ხელს ამოძრავებთ... თითებში ასე თუ ისე გაქვთ გრძნობა დანარჩენი ისევ და ისევ დროის საკითხია.
-მეც ამას ვუმეორებდი ყოველ დღე -გაეცინა ქარდავას.
-რაც შეეხება თავის ტკივილებს, მარიამმა ტომოგრაფიის შედეგები მაჩვენა. საგანგაშო ნამდვილად არაფერია ისეთი ტრავმის მერე, როგორიც მიძე ტვინის შერყევა და ქალის ძვლის ტრავმაა, იცის თავის ტკივილების დატოვება, რომელიც ასევე ნელ-ნელა გაგივლის... მანამდე კი ჩემი გამოწერილი მედიკამენტებით შეგიძლიათ უბრალიდ გააყუჩოთ. სამკურნალო არაფერია... ეს ქრონიკულია და როდის და რა მომენტში შეიძლება აგტკივდეთ კაცმა არ იცის. არ ვიცი, ნამდვილად არაფერი გაქვთ ისეთი, რაც ამ ტკივილებს სხვა სახეს მისცემს და თამამად დავსვამ დიაგნოზს... ისეთი კი არა, საერთოდ არაფერი გაქვთ, გარდა გადატანილი ტრავმისა.
-გასაგებია. -ყრუდ ამოილაპარაკა არაბულმა და შემდეგ კიდევ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ისმენდა ექიმის დარიგებებს. ბოლოს კი როგორც იქნა გამოაღწია კაბინეტიდან და თითქოს შვებით ამოისუნთქაო. დერეფანში იდგნენ და საუბრობდნენ, მარიამმა შემოსასვლელი კარისკენ გაშტერებული არაბულის მზერა რომ დააფიქსირა და თავადაც იქით გაიხედა. შემდეგ კი თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. იგრძნო, როგორ მტკივნეულად აეწვა თმის ძირებიც კი და გული საშინლად მოეწურა. დათა დერეფანში მომავალ ახალაგაზრდა ქალს უყურებდა ლარივით დაჭიმული. ქალს, რომელსაც გრძელი თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი. გრძელი ქურთუკი გაეხსნა და ჯინსის შარვალსა და ნაცრისფერ განიერ სვიტერშიც კი ეტყობოდა გამობზეკილი მუცელი. საოცრად ლამაზი და საყვარელი იყო სოფო. ფრთხილი ნაბიჯით მოიწევდა წინ და ჩანთიდან რაღაცის ამოღებას ცდილობდა. შემდეგ თავი ასწია და მათკენ გამოიხედა თუ არა გაფითრდა.
-ამის დედაც. -ყრუდ ამოილაპარაკა დათამ და სოფოდან მზერა მარიამზე გადმოიტანა, რომელსაც თვალები ამღვრეოდა და ისე იდგა თითქოს სუნთქვას იკავებსო. -კარგად ხარ?
-კი... -გაჭირვებით გაიღიმა ქარდავამ და ნიკაპზე ჩავლებულ დათას ხელს გაყინული თითებით ჩააფრინდა.
-ალბათ კონსულტაციაზეა... მარიამ, არ ვიცოდი აქ თუ დადიოდა. -დამნაშავესავით ამოილაპარაკა არაბულმა. -უნდა მივიდე.
-არ გამაცნობ? -თვალი თვალში გაუყარა მარიამმა.
-მარიამ.
-გამაცანი.
დათამ წამით თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა შემდეგ კი გაახილა და ცოლს ფრთხილად ჩაავლო ხელი ხელზე.
-კარგი, წამოდი.
სოფო ისევ ერთ ადგილზე იდგა და მისკენ მიმავალ წყვილს თვალს არ აშორებდა. მარიამის დანახვაზე უხერხულად შეიშმუშნა და გახსნილი ქურთუკი ისე შემოიხვია სხეულზე თითქოს მუცლის დამალვას ცდილობსო.
-გამარჯობა. -გაუღიმა დათამ დაბნეულ სოფოს და ლოყებ აწითლებული ქალი გადაკოცნა. -სოფ, გაიცანი, ეს მარიამია. ჩემი ცოლი. -ცოლი ხაზგასმით წარმოსთქვა მამაკაცმა და მერე მარიამს მიუტრიალდა -მარიამ, ეს სოფოა.
-სასიამოვნოა. -ყრუდ ამოილაპარაკა დაბნწულმა სოფომ და ეცადა ქარდავასთვის თვალის არიდებას რომელიც იდგა და თბილად უღიმოდა.
-ჩემთვისაც. -ზედმეტად მშვიდი ხმით ამოილაპარაკა ქარდავამ და პირველმა გაუწოდა ხელი, სოფოსაც არ დაუყოვნებია და ზედმეტად თბილი თითები შეაგება ქარდავას თლილ თითებს.
-აქ დადიხარ კონსულტაციებზე? -ქარდავა შეეცადა ჩამოწოლილო უხერხულობის განმუხტვას და წელზე მოხვეული დათას ხელის შეხებისგან იგრძნო, როგორ მოეხსნა ის დაძაბულობა მისდა უნებურად, რომ შეუძვრა სხეულში და ერთიანად ააფორიაქა.
-კი, სვეტა ვაშაძესთან. -საკუთარ ხელებს დაჰყურებდა სოფო.
-კარგი სპეციალისტია...
-კი, ნამდვილად.
-კარგი, სოფო სასიამოვნო იყო შენი ახლოს გაცნობა. მე საქმეები მაქვს, დაგტოვებთ... შენ ალბათ შეყვები კონსულტაციაზე, ხო? -არაბულს ახედა ქარდავამ, რომელიც არ იმჩნევდა, მაგრამ საოცრად ნერვიულობდა. -სახლში გნახავ. -თბილად გაუღიმა ორივეს და სწრაფად აქცია ზურგი. ნელი მაბიჯებით მიდიოდა, არადა ერთი სული ჰქონდა გიჟივით მოსწყდომოდა ადგილს და გაქცეულიყო, დამალულიყო იქ სადაც ყვირილს, ტირილს და ამ უარყოფითისგან დაცლას მოახერხებდა, ერთიანად რომ გაებერა მისი ორგანიზმი და გარეთ გამოხეთქვას ცდილობდა. გაუძლო და ვაჟკაცურად, ამაყად თავაწეულმა მიაღწია კაბინეტის კარამდე, შიგნით შესულმა კი კარი ზურგს უკან მიიხურა, საკეტში გასაღები გადაატრიალა და იატაკზე ჩაცურებული ხელებში სახე ჩარგული ხმამაღლა აქვითინდა.
ზედმეტად ძნელი გადასახარში იყო ამ ორის ერთად ყურება მაშინ, როდესაც ქალი ფეხმძიმედ იყო და ამ ბავშვის მამა კი არც მეტი და არც ნაკლები მისი საყვარელი მამაკაცი გახლდათ. ზედმეტად ძნელი იყო იმის გადახარშვა, რომ სოფო ნებით თუ უნებლიედ მთელი ცხოვრების განმავლობაში იტრიალებდა მათ სიახლოვეს... მთელი ცხოვრების გაავლობაში მოუწევდა მისი ატანა და იმ ბავშვის ყურება, დათას მკლავებში მოქცეული მათ სახლში ყიჟინით რომ დაიმხობდა თავზე ყველაფერს. მეორეს მხრივ ბავშვი საერთოდ არაფერ შუაში იყო და ეს ანგელოზი დარწმუნებილი იყო საკუთარი შვილივით ეყვარებოდა. არც სოფო იყო შუაში... მან სწორი არჩევანი გააკეთა და ამ სწორი არჩევანის დამსახურებით სულ რაღაც რამოდენიმე თვეში დათა არაბული მამა გახდებოდა იმ ბავშვის, რომელიც მისი არ იყო... მის სხეულში არ იზრდებოდა, მისი და დათას სიყვარულის ნაყოფი არ იქნებოდა.
ტელეფონის ხმამ მოიყვანა აზრზე, ხალათის ჯიბიდან ისე ამოაცურა, ნომრისთვისაც არ დაუხედავს.
-რას შვება მსოფლიოში უზეგზესი მამრის კანონიერი ქალიი?! -კაკანებდა ლელა გაბედავა ხაზის მეორე ბოლოს.
-უიმე, როგორ გაკლია.
-რა გჭირს, მარიკუნა? -უცებ დასერიოზულდა გაბედავა. -მითხარი იმ ნაგავმა გაწყენინაა?! გადმოვუღი ბაბუაჩემის ვინჩესტერი?!
-არაფერიც არ მჭირს, დავიღალე... შენ რას შვები? -ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა ქარდავამ.
-ნუ ვშვები რაა?! იმას არა, რაც ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს, მაგრამ... -ისევ აკაკანდა ლელა. -ადექი, გამოდი, დავლიოთ, მაგის დედაც! მიხველ მერე და დათუჩას მეზობლებს დაუთვლი.
-რადროს დალევაა, გოგო, რომელი საათია?! -იატაკიდან წამოდგა მარიამი და მაჯის საათს დახედა.
-დალევამ დრო და საათი იცის, მარიაამ? გამოდი, გამოდიიი!
-კარგი, მომაკითხავ თუ ტაქსით მოვიდე?
-ღმერთო ჩემო, მდიდარ კაცს გაჰყვა ცოლად და ისევ მე დამათრევს მძღოლად. მოვალ, კლინიკასთან დამხვდი. არ მალოდინო, თუ არა ამოვალ და იმ შენს თანაშემწეს სტადიონივით სახეს მივუნაყავ... ვერ ვიტან მაგ სწერვას.
-ღმერთო, რა სიბოროტეა -ახარხარდა მარიამი. -მისი თანაშემწე ანუკა სულაც არ იყო სწერვა, უბრალოდ ზედმეტად დინჯი გახლდათ და ეს სიდინჯე იყო ზუსტად, ლელა გაბედავას რისხვა რომ დაიმსახურა.
-რა შუაშია სიბოროტე? ან რა აცვია? ან რა ასხია? ეს დენიკინის დროინდელი შპილკები... რა ვარცხნილობა, რა მაკიაჟი ღმერთოო... მერე კიდევ წუწუნებს რატომ ვერ ვთხოვდებიო. -მარიამმა ლელას ატრიალებული თვალები წარმოიდგინა და ისევ გაეცინა. -ნუ, "ძეტკა", გაემზადე, მოდის შენი ოცნების ქალი.
-იძიოტკა. -ისევ გაიცინა მარიამმა და ტელეფონი გაუთიშა. შემდეგ კი საპირფარეშოში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად.

აფთიაქიდან გამოსულმა დათამ გზა გადაჭრა და თავის მანქანსთან მისულმა კარი გამოაღო. გვერდით სავარძელზე მჯდარ სოფოს პარკი გაუწოდა და საჭესთან მოთავსდა.
ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობდა, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი ბიჭი გახლდათ. სოფოს ჰქონდა ტოქსიკოზი და მის წამალთან ერთად დამატებით ნაყოფის ნორმალურად განვითარებისთვის საჭირო რამოდენიმე მედიკამენტიც დაუნიშნა ექიმმა. დასვენება, ჰაერზე სეირნობა და სწორი კვება.
-ყველა ის წამალია, რაც ექიმმა დაგინიშნა, ნორმალურად იკვებე და დაისვენე. არ გირჩევნია სამსახურში დეკრეტული შვებულება აიღოო?! -ძრავი დაქოქა დათამ.
-და რა ვქნა? სახლში დავჯდე და შენ შემინახავ?
-კი, სახლში წაგიყვან და შუაში ჩაგაწვენ -მანქანა ისევ ჩააქრო არაბულმა და მისკენ შეტრიალდა. -ჯერ ერთი, სოფია, ნუ მესწერვები იმიტომ, რომ შენ იმ შენძრეული ქალების რიცხვს არ მიეკუთვნები, მიტოვებულად რომ თვლიან თავებს და ბოროტდებიან. მეორე, სიამოვნებით გაცხოვრებ ჩემი ფინანსებით, რადგან იმას ვიაზრებ, რომ ბავშვი თუ გავაკეთე, ესე იგი ვალდებული ვარ მივხედო. მესამე, ამ ყველაფერს რაღაც სორობა მოსაზრების გამო არ ვაკეთებ "ვაიმე, ხალხი რას იტყვის, შვილს არ აქცევს ყირადღებას“ და ესეთი ლყეობები. მინდა და ვაკეთებ. გავაგრძელო თუ მიხვდი რისი თქმაც მინდოდა?!
-მაპატიე, -თვალები აემღვრა ქალს -ამ ბოლო დროს ზედმეტად ენამწარე და მტირალა გავხდი... სულ მეტირება, სულ რაღაც მინდა და ამ რაღაცაში ვიღაცაც შედის... მეფიქრება, მაშინ ის კარები რომ გამეღო, რა მოხდებოდა? -ცრემლიანი თვალები შეიმშრალა ქალმა და წამიერად გაფითრებულ არაბულს გადახედა.
-არ ვიცი, სოფო. ის კარები რომ გაგეღო, რა მოხდებოდა... არც ის ვიცი, შენი კარის გაღება არ გაღება არის თუ არა რამე შუაში. უბრალოდ ასე მოხდა... და ახლა ამ თემაზე საუბარი ნდვილად არ გვინდა იმიტომ, რომ გეტკინება.
-კარგი, მაპატიე.
-არ მოგერიდოს, სოფია, ნებისმიერ დროს მირეკავ და მეუბნები ყველაფერს რაც გჭირდება და რაც შეიძლება, რომ დაგჭირდეს ფესმის?
-კი
-ჰო და მშვენიერი -გაიღიმა დათამ და გამობერილ მუცელზე ფრთხილად დაადო ხელი. -როგორ ფართხალებს, ტო.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მისმა ტელეფონმა, რომ დარეკა. სოფოს მუცლიდან სწრაფად გასწია ხელი და ტელეფონს დასწვდა, პარალელურად კი მანქანა დაქოქა.
-ჰო, წიკო.
-ყველაფერი გავარკვიე, სად შეგხვდე?
- ნახევარ საათში ამოვალ. -ტელეფონი გათიშა და მანქანა გზაზე გადაიყვანა.


-იქნებ მორჩე ამ უაზრო ლოთობას და ბოლოს და ბოლოს დროა მაგიდაზე შენც დაარტყა ხელი-სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა ქრისტიმ და ნაბახუსევ რეზის გადახედა, რომელიც წაშლილი სახით გადაწოლილიყო ტყავის სავარძელზე და ატკიებულ თავზე ნაბეღლავის ცივ ბოთლს იდებდა.
-კარგი რა, დედა, ისედაც თავი მისკდება -თვალები აატრიალა რეზ ი არაბულმა.
-იმიტომ გისკდება, რომ ქვრივი კაცივით სასმელში იხრჩობ თავს... ჯანდაბა, რევაზ, რა დაგაკელიი? რატომ გამოხვედი ესეთი უნიათო და ამჩემფეხება?! -უკვე კიოდა ქალი.
-რა გავაკეთო, ქრისტინეე? -ნაბეღლავის ბოთლი მაგიდაზე დაახეთქა რეზიმ და წელში გასწორდა. -მივიდე და იმ ახვარ თორღვას ვეხვეწო დამაბრუნოს სახლშიი?! თუ რა ჯანდაბა ვქნა?
-ეგ არავის უთხოვია, უნდა მიხვიდე და მოითხოვო ის რაც შენია.
-და რა არის ჩემი, ქალბატონო ქრისტინე? -ხმაში ირონია გაურია რეზიმ.
-იმ ნაბიჭვარმა, ქალიც აგახია, ფულიც და ცხოვრებაც... ის ყველაფერი, რაც შენი იყო. შენ კი ისიც კი ვერ მოახერხე ნორმალური ხალხი მაინც დაგექირავებინა და მართლა მოეკლათ.
-ღმერთო, დედა?!
-რა დედაა?! ჯანდაბა... არაფრის მაქნისი ხარ... ლაჩარი.
-აღარ შემიძლია ამის მოსმენა... -ფეხზე წამოხტა რეზი.
-სად მიდიხარ? -მკლავში სწვდა ქალი და სავარძელზე ისე დაახეთქა არაბულს თვალები უარესად გაუფართოვდა. -მომისმინე, მიყურე და ისწავლე. ახლა მე ვაჩვენებ თორღვა არაბულს როგორი შურისძიება ვიცით ქალებმა.
-რას აპირებ, დედა?
-სახელოში ის კოზირი მაქვს, რაც ორივეს გისოსებს მიღმა უკრავს თავს... შენ კი მიხვალ და იმ ყველაფერს აიღებ რაც შენია. პირველი კი იმ პატარა ძუკნასგან დაიწყებ. გესმის? ქალბატონ მარიამს ჭკუას ასწავლი. -ბოროტად გაიცინა ქალმა. -მთელი ეს წლები ენაგადმოგდებული ძაღლივით რომ დასდევდი კუდში და ერთხელ ვერ გააშლევინე ფეხები.
-რა იცი მე რა გავაშლევინე მარიამს.
-მოკეტე -ხელი მთელი სიძლიერით დაარტყა ქალმა მაგიდაზე - ფეხები რომ გაეშალა შენთვის, ახლა შენი იქნებოდა და არა იმ ნაბიჭვრის, მთელი ცხოვრება ეკალივით რომ მესობა თვალებში. როცა სახლს კარი არ აქვს ფანჯრის ძებნა უნდა დაიწყო, არაბულო! ასე რომ, დროა ვანახოთ რა შეგვიძლია. შენს წინაშე მთელი სამყაროა გადაშლილი, მისვლა და აღება უნდა იმას, რაც შენია, გესმის? შენია... მთელი ცხოვრება მაგიტომ არ მიკოცნია თორღვას , ასე გაფხეკილი რომ დავმჯდარიყავი.
-ღმერთო, საშიში ქალი ხარ, ქალბატონო ქრისტინა -გაიცინა რეზიმ.
-შენ არც კი იცი როგორი საშიში. -ხმას შეთქმულივით დაუწია ქალმა და სავარძელში ჩაეშვა, ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა.
გვარიანად დაღამებულიყო ჭაბუკა სვანიძის სახლის კარზე ზარი რომ დარეკეს. ტელევიზორის წინ მჯდარმა მამაკაცმა ლუდის ქილა მაგიდაზე დადგა და კარის გასაღებად გაემართა. საკეტი გადაატრიალა, კარი ფართოდ გამოაღო და ზღურბლზე მდგარ მამაკაცს თავით ფეხამდე შეავლო მზერა. შემდეგ თითქოს იცნოო, უეცრად გაფითრდა და უკან დახევაც გადაწყვიტა, თუმცა წამში გადაიფიქრა და ისეთი ტონით იკითხა თითქოს აზრზე არ იყო ღამეული სტუმარის ვინაობის.
-დიახ? -წარბები შეკრა სვანიძემ და თავისზე მაღალ მამაკაცს დაფარული შიშით კიდევ ერთხელ შეავლო მზერა, რომელსაც გრძელი მუხლებს ოდნავ აცდენილი ქურთუკი ეცვა. შიგნიდან კი შავი ძვირადღირებული შარვალი და თეთრი პერანგი. ირონიული ღიმილით უყურებდა მასპინძელს და მარჯვენა ხელით იატაკზე დაყრდნობილ ბეისბოლის ჯოხს დაყრდნობოდა.
-ჭაბუკა სვანიძე? -დასაზუსტებლად იკითხა სტუმარმა.
-დიახ?
-ჰოო... მშვენიერია. -მხრები აიჩეჩა სტუმარმა. -მაშინ ძალიან მიხარია შენი ნახვა, . -კბილებში ზიზღით გამოსცრა სტუმარმა და იატაკზე დაყრდნობილი ჯოხი ხელში ავისმომასწავლებლად შეათამაშა. სვანიძემ უკან დახევაც ვერ მოასწრო მოქნეულმა "ბიტამ" შხულილით რომ გაჰკვეთა ჰაერი და მთელი სიძლიერით მიასკდა სახეში. ყრუ ბრაგვანით დაეცა მოჭრილი ბალახივით მოცელილი სვანიძე იატაკზე. სტუმარმა კი ცივად გადააბიჯა იატაკზე გართხმულს კარი ხმაურით მიხურა და მარჯვენა ხელში ჩაავლო ხელი, სასტუმრო ოთახისკენ დინჯი ნაბიჯებით გაემართა და უგონოდ მყოფი მამაკაციც წაიყოლა თრევა თრევით.
სახეზე ცივი წყლის შესხმამ გამოაღვიძა სვანიძე... თავი სტკიოდა და თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვენოდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, ახლაც გაბრუებული იყო და ვერც იმას იაზრებდა, რამდენ ხანს ეგდო იატაკზე გათიშული. ზემოდან დაჩერებულ მამაკაცს აჰხედა და გონებაში კიდევ ერთხელ გამოემშვიდობა სიცოცხლეს.
-მე ვიქნები ზედმეტად შენწყნარებელი და ისე არ გცემ, როგორც თქვენ მცემეთ... თუმცა -სიგარეტს მოუკიდა არაბულმა და გაეცინა. -ორი ახალი ამბავი მაქვს შენთვის. ერთი ცუდი, მეორე ძალიან ცუდი. რომლით დავიწყო? სულ ერთიაა? კარგი, მაში ცუდით დავიწყებ. გაგახარებ და გეტყვი, რომ რამოდენიმე თვის უკან საბედისწერო შეცდომა დაუშვი... ხომ გაგიგია, წიწილებს შემოდგომით ითვლიანოო?! ახლა ჩემი შემოდგომაა. დაგენძრა, ბატონო ჭაბუკა. -მაგიდისკენ შეტრიალდა არაბული და სვანიძემ შესანიშნავად დაინახა როგორ გაიელვა მის ხელში საშუალო ზომის ნაჯახმა.
-არ მომკლა გეხვეწები. -კანკალით ამოიჩურჩულა სვანიძემ.
-შენს მოკვლა არ ვაპირებ. ესე მთელს შურისძიებას ხიბლი ეკარგება. -სიგარეტი ტუჩის კუთხეში გადაიტანა მამაკაცმა და თვალები დააწვრილა, კვამლს რომ არ აეწვა. -ახლა მეორე ამბავი, ანუ ძალიან ცუდი... ძალიან დაგენძრა, ბატონო ჭაბუკა.
იმ ღამით მრავალსართულიანი კორპუსი სასოწარკვეთილმა ღრიალმა შეაზანძარა.ყვირილზე დამფრთხალმა მეზობლებმა მალევე მიაგნეს საკუთარი სახლის სასტუმრო ოთახში უგონოდ მყოფ ჭაბუკა სვანიძეს, რომელიც საკუთარი სისხლის გუბეში ეგდო და ალბათ რომ არ ენახათ სისხლისგან დაიცლებოდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა პაციენტი, მაგრამ ბევრი ძებნის მერე მაინც ვერსად მიაგნეს მის მარჯვენა ხელს, რომელიც მხრიდან ნაჯახის დახმარებით იყო მოჭრილი.


სახლის კარი უხმაუროდ გააღო და ასევე უხმაუროდ დაკეტა. შუქი არ აუნთია, ფეხაკრეფით გაემართა სასტუმრო ოთახისკენ და ის იყო ზღურბლზე გადაბიჯა, უეცრად რომ გაჩხაკუნდა ჩემრთველი და შუქმაც წამში გაანათა ოთახი.
-ააა -თეატრალურად შეხტა არაბული და გულზე ხელი მიიჭირა, თან სახე ისე დაჭყანა ცოტა დააკლდა ქარდავას, სიცილი არ დაეწყო. -შემაშინე, მარიამ.
-ტუტუცი... შენ რა, ნასვამი ხარ? -წარბები შეკრა ქარდავამ. -რომელი საათია, დათა? სად იყავი?
-ჩემი გამომძიებელიიიი -ხელი ხელს სიცილით შემოჰკრა არაბულმა და ქალისკენ დაიძრა. მაღალ სკამზე მჯდარს ფეხები გააწევინა და მათ შორის მოქცეულმა ხამურით აკოცა ტუჩებზე. -საქმეზე ჯერ... მერე დავლიეე... ახლა შენთან ვარ, ჩემო ცხოვრება და მიმსახურე როგორც გინდა. -კიდევ ერთხელ აკოცა და წარბი აზიდა. მერე პირი ისე გააწკლაპუნა, თითქოს რაღაც დააგემოვნა და ფიქრობს რა იყო. -ჯანდაბა, მარიამ, მთვრალი ხარ?
-ერთი ჭიქა დავლიე.
-ლოთი!
-შენ ხარ ლოთი -წარბები შეკრა ქარდავამ -ყარხარ სიგარეტის და სასმლის სუნად.
-ნუ... არც ისეთი მთვარალი ვარ, საქმეს რომ ვერ მივხედო და მაგალითად. -ხელი ქარდავას ფეხებს შორის ჩააცურა სექსუალური მზერით არაბულმა და პიჟამას შარვლის ზემოდან მტკივნეულად მოუჭირა. -ღმერთო..
-მეტკინა იდიოტო.
-გინდა გაკოცო? გაგივლის ვითომ? -სიცილს ვერ წყვეტდა არაბული.
-გააჩნია სად მაკოცებ.
-გარყვნილებასაც აქვს თავისი საზღვრები, ქალბატონო.
-ჰო და ახლა ჯობია დაწვე და დაიძინო, ბატონო!
-აი, ნახე, ახლა შენ მე ჩვეულებრივად დამაჩმორე! -ტუჩები დაბრიცა არაბულმა. -კარგიი, დავწვეთ დათაა... და შენ არ უნდა დაწვეე?
-შენთან არა.
-კაი, ტო... ახალია რამე და არ ვიციი? -სახე წამით დაასერიოზულა მამაკაცმა და ისე ეცა და აიტაცა ხელში, მარიამმა გაზრებაც ვერ მოასწრო.
მხარზე ტომარასავით გადაკიდებული თითქმის სირბილით წაიყვანა საძინებლამდე და განიერ საწოლზე ისე დააგდო, ქარდავამ წამოიკივლა, მაისური სწრაფად გადაიძრო და ზემოდან დაემხო.
-დიდი გეგმები გვაქვს მე და შენ -ტუჩის კუთხეში გამომწვევად კოცნიდა მამაკაცი. -ახლა საფუძველს ვუყრით ჩვენს ცხოვრებას, რომელიც შემდეგ მყარად დადგება ამ საფუძველზე დაა... ცხრა თვეში ჯერ-ჯერობით ერთ პატარას მაჩუქებ.
-შემართება მომწონს... -ქვედა ტუჩზე მტკივნეულად უკბინა ქარდავამ.
-მაშინ დავუძახოთ "პრარაბს" -ვნებიანი ხმით ამოილაპარაკა არაბულმა და წამოჯდა. ქალიც წამოაყენა და ზედა ზედმეტად ფრთხილად გახადა. წელს ზემოთ შიშველი არეული მზერით შეათვალიერა და ხელის კვრით უკან დააბრუნა
-რა გიჟი ხარ! -მკერდზე ხელიების შეხებისგან ამოიგმინა მარიამმა და ერთიანად მოხეთქილ დაუცხრომელ ვნებას ბოლომდე მიენდო.



ჯანდაბა :დ სულ რაღაც 23 ფურცელი.
ეს სამდღიანი დაგვიანების ავანსია :)))იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი Ma No

სულ რაღაც 23 იყო კი, სულ რაღაც... sweat_smile sweat_smile ეს ველური კაცი, რანაირი გაფსიხება სცოდნია, უყურე შენ! smile რამდენ ნაწილად შეიძლება დაყო ეს თავი, რამდენ რამეზე ვისაუბროთ?! დავიწყოთ სულ თავიდან, დათას დეპრესიულობა გასაგებია. ისევ და ისევ მის ტრავმირებულ ბავშვობამდე და შერყეულ ნერვებამდე მივდივართ. მარიამის მოტმინება, გვერდში დგომა და ბოლოს პრინციპულობა heart_eyes მომწონს ეს გოგო! და არ ამარტო ამიტომ, სოფოსთან როგორი სწორი იყო, ბოლომდე! აქაც ძლიერი heart_eyes სოფო, ძალიან მართალი გოგო heart_eyes და კიდევ ცოდო, უყვარს ამ საწყალს დათა და რა ქნას. confused ეს არაკაცი რეზი და ზღაპრების ბოროტი კუდიანი ქრისტინა rage rage ვნახოთ ერთი რა აქვს თორღვას წინააღმდეგ ამ გაიძვერა ქალს... ხო, ბოლოსკენ წავედი smile დათას სისასტიკე... ისევ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე არ მიკვირს. ალბათ მართალია თვის თავთან. და ბოლოს, როგორც იქნა ეშველათ და მოუგვარდათ ურთიერთობა ამ ორს heart_eyes heart_eyes

ჩემი ბეჯითი და შრომისმოყვარე ფეფუნა <3 heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№2  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

Ma No
სულ რაღაც 23 იყო კი, სულ რაღაც... sweat_smile sweat_smile ეს ველური კაცი, რანაირი გაფსიხება სცოდნია, უყურე შენ! smile რამდენ ნაწილად შეიძლება დაყო ეს თავი, რამდენ რამეზე ვისაუბროთ?! დავიწყოთ სულ თავიდან, დათას დეპრესიულობა გასაგებია. ისევ და ისევ მის ტრავმირებულ ბავშვობამდე და შერყეულ ნერვებამდე მივდივართ. მარიამის მოტმინება, გვერდში დგომა და ბოლოს პრინციპულობა heart_eyes მომწონს ეს გოგო! და არ ამარტო ამიტომ, სოფოსთან როგორი სწორი იყო, ბოლომდე! აქაც ძლიერი heart_eyes სოფო, ძალიან მართალი გოგო heart_eyes და კიდევ ცოდო, უყვარს ამ საწყალს დათა და რა ქნას. confused ეს არაკაცი რეზი და ზღაპრების ბოროტი კუდიანი ქრისტინა rage rage ვნახოთ ერთი რა აქვს თორღვას წინააღმდეგ ამ გაიძვერა ქალს... ხო, ბოლოსკენ წავედი smile დათას სისასტიკე... ისევ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე არ მიკვირს. ალბათ მართალია თვის თავთან. და ბოლოს, როგორც იქნა ეშველათ და მოუგვარდათ ურთიერთობა ამ ორს heart_eyes heart_eyes

ჩემი ბეჯითი და შრომისმოყვარე ფეფუნა <3 heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

(შენ შამოგევლოს შენი ბებია) :დ :დ აუ რაღაც ფილმი გამახსენდა და სახელი ვწრ გავიხსენე...შენ კიდევ ჩემი მოთმინების ეტალონი,წუწუნის გმირულად ამტანი,ჩემი ზედმეტად თბილი,ტკბილი და გემრიელი გოგო...თაფლი და მურაბა...კიდევ შოკოლადი(ეგ არ მიყვარს :)) ნუ ძალიან ეომ მიყვარხარ და ეხლა ჩვეულებრივად სიყ არული აგიხსენი ხო ჩაწვდი იდეას :დ გავბანალურდებოდი და გკითხავდი ცოლად გამომყვები მარიაამ :დ ან გინდა ერთად გავგიჟდეთ?! მაგრამ (სირცხვილია რას იფიქრებს ხალხი)

ეხლა სერიოზულად.ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო.მიყვარხარ და გაფასეეებ

 


№3  offline წევრი Ma No

ფ ე ფ ო
Ma No
სულ რაღაც 23 იყო კი, სულ რაღაც... sweat_smile sweat_smile ეს ველური კაცი, რანაირი გაფსიხება სცოდნია, უყურე შენ! smile რამდენ ნაწილად შეიძლება დაყო ეს თავი, რამდენ რამეზე ვისაუბროთ?! დავიწყოთ სულ თავიდან, დათას დეპრესიულობა გასაგებია. ისევ და ისევ მის ტრავმირებულ ბავშვობამდე და შერყეულ ნერვებამდე მივდივართ. მარიამის მოტმინება, გვერდში დგომა და ბოლოს პრინციპულობა heart_eyes მომწონს ეს გოგო! და არ ამარტო ამიტომ, სოფოსთან როგორი სწორი იყო, ბოლომდე! აქაც ძლიერი heart_eyes სოფო, ძალიან მართალი გოგო heart_eyes და კიდევ ცოდო, უყვარს ამ საწყალს დათა და რა ქნას. confused ეს არაკაცი რეზი და ზღაპრების ბოროტი კუდიანი ქრისტინა rage rage ვნახოთ ერთი რა აქვს თორღვას წინააღმდეგ ამ გაიძვერა ქალს... ხო, ბოლოსკენ წავედი smile დათას სისასტიკე... ისევ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე არ მიკვირს. ალბათ მართალია თვის თავთან. და ბოლოს, როგორც იქნა ეშველათ და მოუგვარდათ ურთიერთობა ამ ორს heart_eyes heart_eyes

ჩემი ბეჯითი და შრომისმოყვარე ფეფუნა <3 heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

(შენ შამოგევლოს შენი ბებია) :დ :დ აუ რაღაც ფილმი გამახსენდა და სახელი ვწრ გავიხსენე...შენ კიდევ ჩემი მოთმინების ეტალონი,წუწუნის გმირულად ამტანი,ჩემი ზედმეტად თბილი,ტკბილი და გემრიელი გოგო...თაფლი და მურაბა...კიდევ შოკოლადი(ეგ არ მიყვარს :)) ნუ ძალიან ეომ მიყვარხარ და ეხლა ჩვეულებრივად სიყ არული აგიხსენი ხო ჩაწვდი იდეას :დ გავბანალურდებოდი და გკითხავდი ცოლად გამომყვები მარიაამ :დ ან გინდა ერთად გავგიჟდეთ?! მაგრამ (სირცხვილია რას იფიქრებს ხალხი)

ეხლა სერიოზულად.ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო.მიყვარხარ და გაფასეეებ

შენს დათას გავყვები თუ გინდა, არაა პრობლემა smile smile ისედაც ჩემია! ვოტ! smile მეც მიყვარხარ ცანცარაც და სერიოზულიც, შე ფსიხო ქალო smile smile heart_eyes heart_eyes
P.S. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი wink

 


№4  offline წევრი kora

ემოციებს თავს ვერ ვუყრი, თავიდან ხომ ყელში ბურთივით გამეჩხირა დათას მოსმენილით განცდილი ტკივილი და როცა წარმოვიდგინე თოვლში გაწეწილი, ფეხშიშველი და შიშს ატანილი მორბენალი ქალი აი იქ ვერ შევიკავე ისედაც გაზრდილი ბურთი და ცრემლებად დავიღვარე. საოცრად წერ, აი რაღაც არაამქვეყნიურად მიძვრები ტვინში და ისე აღწერ თითოეულ ემოციას, რომ კონტროლს ვერ ვუწევ გონებას და მთელი სიცხადიდ ვგრძნობ პერსონაჟების განცდებს, მათ ტკივილს.
მარიამი ის განსაკუთრებული ქალი პერსონაჟია შენს ისტორიებში, რომელიც ყველა კლიშეს ანგრევს. ასეთი ძლიერი, გამტანი და მებრძოლი გოგო მომწონს ძალიან.
არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული იმ ეშმაკი ქალის და რეზიკუნას სახით, არც მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, მარტო ის ვიცი რომ შემდეგ თავს შიშით ვუცდი
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი ხოსე

ეს ქრისტინე ნერვებს მიშლის და დირექტორისგან ატკიებულ თავს უარესად მატკიებს :[email protected] როგორ მეცოდება მარიამი, მისი წარმოდგენილი სცენა სოფის და დათას შვილის ჟრიამული მათ სახლში და ქმრის მასთან გაყოფა უბრალოდ მტკივნეულია :-(

 


№6  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

ხოსე
ეს ქრისტინე ნერვებს მიშლის და დირექტორისგან ატკიებულ თავს უარესად მატკიებს :[email protected] როგორ მეცოდება მარიამი, მისი წარმოდგენილი სცენა სოფის და დათას შვილის ჟრიამული მათ სახლში და ქმრის მასთან გაყოფა უბრალოდ მტკივნეულია :-(

ხოო ქრისტინა დამპალი ქალია და დიდი გეგმები აქვს

 


№7  offline წევრი ხოსე

ვიცი უნდა მანერვიული შემდეგ თავებში მაგრამ არაუშავს, ვიცი ბოლოს ისე მოსვამ ქრისტინასაც და სხვებსაც გულს მოვიოხებთ ყველა ამაზე ფიქრი მამშვიდებს :-D რამდენი პატარა და დიდი დეტალი იყო ამ თავში, თუნდაც დათას მარიამისთვის წელზე მოხვეული ხელი სოფისთან საუბრისას რამდენი რამ დევს ამ დეტალში ფეფოსთვის ჩვეული პატარ მნიშვნელივანი დეტალები :-)))

 


№8  offline წევრი ნანა73

გული მეც გამიჩერდა დედუ... ისეთი გემრიელი მყავხარ სულ მინდა გაუჩერებლად გიკითხო და გიკითხო! და არ შემიძლია მე ეს ყოფილები და "დასტოინად" მიღება ასეთი ამბების და რა გავაკეთოოო? ❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი Marryam

არასდროს არ მყოფნის მეთქი და აჰა...მეყო ;დ ისეთი იყოოო..ისეთო იყო...ისეთიი იყო რო..არ ვიცი როგორი იყო..^_^ გადავშენდი ;დ

 


№10  offline წევრი მარია ანსაკა

დედაააააა ეს რეებიიი ხდებაა გავგიჟდიიიიი..აუ მარიამი ძან შემეცოდააა ცრემლები წამომივიდა ისეთი შეგრძნებებიაააა რააა.ვგიჟდები შენზეეეე.მალე დაგვიბრუნდიიი

 


№11  offline წევრი tekle22

ფეფო გამახარე გელოდი გელოდი და როგორც იქნა აქ ხარ წინა თავში მეც ვერ მივიგე ემოციები მარიამით და დათათი მებრალება მარიამი ძალიან როგორი რთულია ალბად იმის წარმოდგენაც კი რომ სხვა აჩუქებს მას პირველს კი არა და თუნდაც მეათეს რისი უფლებაც მხოლოდ შენია ეგოისტურად ჟღერს მაგრამ როცა გიყვარს სწორედ მაშინ გეპატიება ყველაზე დიდი მესაკუთრეობა და ეგოიზმი არ ვიცი რატომ მაგრამ მე გული ცუდს მიგრძნობს ამ საკითხთან დაკავშირებით ნუ მე რომ ვწერდე ალბათ ასეც მოხდებოდა მაგრამ შენ ხომ ყოველთვის არაპროგნოზირებადი გოგო ხარ თუნდაც აკვარიუმი ოქროს თევზებით.გელოდები ახალი თავით და საინთერესო განვითარებით

 


№12  offline წევრი L.eli13

დროა მარიამმა ჩხუბი ისწავლოს????

 


№13 წევრი Tatutatu

რაც კარგიაა კარგიაა !!! < 3 ))) p.s თვიითმარქვიასს რას ერჩიი შე ქალო :დდდ დღის ფრააზაა ჩემი :დ

 


№14  offline წევრი მერცია

ჩემი აზრით, შენს ნაწერებში ყველაზე ნაკლები დრაივი ამ ისტორიას აქვს. მეჩვენება,რომ დაიღალე მთელი იმ აჟიოტაჟით, აზრთა სხვაობით, რაც როგორც წესი, შენს ნაწერებს მუდამ თან ახლავს...
მოკლედ, კი არაფერი, უბრალოდ, მართლა გგულშემატკივრობ და უფრო მეტს მოველი შენგან.. ჯერჯერობით მეჩვენება რომ ძალიან ჩამოუყალიბებელი პერსონაჟებია; შენი სათქმელისაც მთლად კარგად არ მესმის...
შეიძლება ჩემშია პრობლემა, არ ვიცი; მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა..
მთელი გულით გისურვებ წარმატებას...:*

 


№15  offline წევრი Mariammmo

ღმერთოოოო ეს რა საოცრებაააააა?????
ყველა ერთად წავიკითხე.
გადმობრუნევული თვალები, აჩქარებული გულიი და მოლოდინი ახალი თავისს <3
ეს ისეთი რამეა აი სასწრაფოდ ჰაერივითთ საჭირო რაც მეტი მით უკეთესი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent