შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {დასასრული}


9-12-2018, 20:47
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 7 021

თამთა გვასალია, სოფო მეტრეველის სასტუმრო ოთახში მაღალბეწვიან ნოხზე ფეხმორთხმით იჯდა და დაბალი ჟურნალების მაგიდაზე დადგმული ყავის ფინჯნიდან სურნელოვან სითხეს ნება-ნება წრუპავდა. ღამის სამი საათი სრულდებოდა, მაგრამ გოგონები ძილს არ აპირებდნენ. მეტრეველს დათუნებიან პიჟამაში საყვარლად გამობერვოდა მუცელი. ფეხზე თბილი, თეთრი წინდები ეცვა და მუცელზე მოეთავსებინა მოზრდილი ფინჯანი, რომლიდანაც ცხელი ჩაის ოხშივარი ამოდიოდა და მთელს ოთახში ვრცელდებოდა. ღამის სანათი ენთო, გარეთ სასიამოვნოდ ბარდნიდა, გოგონები კი თბილ ოთახში მყუდროდ მოწყობილნი იხსენებდნენ წარსულში გადახდენილ თავგადასავლებს. გრძელი თმა დაუდევრად ჰქონდა კეფაზე აკეცილი მეტრეველს... რამოდენიმე კილოგრამის მომატების შემდეგ კი უფრო მიმზიდველი და ზედმეტად საყვარელი გამხდარიყო. ლურჯ თვალებს აბრიალებდა და დაბერილ ტუჩებს წამდაუწუმ პრეტენზიულად ბურცავდა.
-შენებმა რა თქვეს? -სავარძლიდან აღებული ბალიში წელთან ჩადო თამთამ და კომფორთულად მოეწყო.
-რას იტყოდნენ, თამ... რომელ მშობელს მოეწონება ერთადერთი შვილი, უქმროდ რომ აჩენს ბავშვს?! მე არაფერი არ მაქვს დასამალი და თავიდანვე ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ამ ფაქტს ადეკვატურად არც ერთი არ შეხვდებოდა. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ვერავინ შემაცვლევინებდა აზრს.
-მართალია... -ყავა ხმაურით მოსვა გვასალიამ. -დათამ რაო? ნახე დღეს?
დათას ხსენებაზე მეტრეველი უხერხულად შეიშმუშნა. სახე დაუსევდიანდა და თვალები მისდაუნებურად არმღვრა.
-შემთხვევით ვნახე იმ კლინიკაში, სადაც დავდივარ. მისი ცოლი მუშაობს თურმე იქ.
-მერე?
-არც არაფერი... ის გოგო გავიცანი, მარიამი. ზედმეტად ლამაზია, იცი რა საყვარლები არიან. ღმერთო -ხმა გარბზარა მეტრეველს -ისეთი სიყვარულით უყურებდა დათა... ჯანდაბა, მის გახსენებაზე ცუდად ვარ. -ცრემლები წამოუვიდა სოფოს. -ძალიან ცუდად, რადგან მენატრება, ღმერთო, ალბათ ნახევარ ცხოვრებას დავთმობდი ახლა, რომ აქ იყოს და უბრალოდ მეხუტებოდეს, მის სურნელს ვგრძნობდე. კანი მეწვის და სუნთქვა მიჭირს. ადრე ფეხმძიმეების წიკებზე გულიანად ვხალისობდი ხოლმე, ახლა როგორ ვარ იციი?! -ნიკაპი აუთრთოლდა სოფოს და მთელი სხეული დაეჭიმა. დაჭიმულმა მუცელმა ღებინების შეგრძნებამდე მიიყვანა და გაჭირვებით აბრუნებდა ყელში მოწოლილ ნაღვლის გემოს. პატარა მუცელი შეეკუმშა და იგრძნო ხერხემლიდან როგორ წამოახურა.
-ღმერთო, რა ფერი გაქვს? -ფეხზე წამოიჭრა გვასალია და ფერდაკარგულ სოფოს მივარდა, რომელიც სავარძლის საზურგეს მიყრდნობოდა და ცდილობდა ღრმად ესუნთქა.
-გადამივლის, -ჩაის ფინჯანი მიაწოდა დაქალს და შეეცადა ფეხები წინ გამოეშალა. -ისტერიკის შეტევები მემართება ხოლმე. გადამივლის, პირი აუწყლიანდა და ლოყები დაეჭიმა. -აი, ისეთი შეგრძნებაა დორბლის მოდენამდე, რომ გინდა რაღაც. -თავის შეკავება აღარ უცდია ათრთოლებული ხელები აიფარა სახეზე და ხმამაღლა აქვითინდა.
-სოფო, რა ვქნაა?! ჯანდაბა რა ვქნა? წყალი გინდა?-ფერი დაეკარგა გვასალიას.
-არაფერი არ მინდა, ცუდად ვარ. მუცელი მეჭიმება და კანკალს ვერ ვწყვეტ. რა ჯანდაბაა... არაფერი არ მინდა -ხმამაღლა ტიროდა მეტრეველი და ცდილობდა ქვითინით განთავისუფლებულიყო იმ ამოუხსნელი ემოციებისგან, მთელი სხეული რომ ჰქონდა გაჟღენთილი. კანი ეწვოდა და სათითაო ძვალი ისე სტკიოდა პირდაპირ ტვინში უკაკუნებდა კოდალასავით.
გვასალია ფანჯარას ეცა და ბოლომდე გამოაღო. ოთახში შემოჭრილი გრილი ჰაერი სავარძელში მჯდარ მეტრეველს შემოეფეთა და გააკანკალა. თვალები მჭიდროდ დახუჭა და დაბერილი ნესტოებით ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-როგორ ვერ გიტან, არაბულო... საშინლად ვერ გიტან... რადგან ასე ცუდად ვარ და ვგიჟდები. ვერ გიტან, ახლა სიგიჟემდე რომ მინდა მოხვიდე და უბრალოდ ჩამეხუტო. -ლუღლუღებდა მეტრეველი და მუცელზე იჭერდა თითებს, სადაც ჯერ ისევ ციცქნა მისი სიყვარულის ნაყოფი მოუსვენრად ფართხალებდა და თითქოს თავადაც გრძნობდა დედის ცუდად ყოფნას. იქიდან ეხმაურებოდა და აგრძნობინებდა, რომ იქ იყო, მასთან, მის სხეულში.
-დაურეკე! -მეხის გავარდნასავით გაისმა გვასალიას ხმა და მთელს ოთახში ავისმომასწავებლად გავრცელდა.
-გაგიჟდი, ხო?! -ამოიხრიალა მეტრეველმა და ოფლით დაცვარული შუბლი ხელის გულებით შეიწმინდა. მთელს სხეულზე სიმწრის ოფლი ასხავდა და პიჟამა კანზე ისე მისწებებოდა უარესად ხდიდა ცუდად.
-გული მაქვს ცუდად. იქ -ხელი სამზარეულოსკენ გაიშვირა სოფომ. -თაროზე ვალოკორდინის წვეთებია, ექიმმა დამინიშნა, დაგამშვიდებსო. დამისხი ჭიქაში და წყალიც წამომიღე. გული მერევა.
გვასალია გიჟივით გავარდა სამზარეულოში და უკან ორი ჭიქით შეიარაღებული დაბრუნდა. პატარა ჭიქაში გულის წვეთები ესხა. მეორე კი წყლით იყო სავსე.უ არესად გაფითრებულ მეტრეველთან დაიხარა და გალურჯებულ ტუჩებთან მიუტანა ჭიქა.
-ასე ხშირად გემართებაა?!
-ამ ბოლო დროს კი... -ტუჩები დაბრიცა მეტრეველმა.
-მერე არ ჯობია დედაშენთან გადახვიდე? ან ბებიაშენთან... მარტო ცოდო ხარ, სოფ. -თავი წამოაწევინა და წყალიც დაალევინა. -ტირილისგან ტუჩები უარესად დასიებოდა მეტრეველს და თვალები ჩასწითლებოდა. ნერვული შეტევისგან ათრთოლებული ვერ მშვიდდებოდა და უარესად უვარდებოდა თავში.
-სასწრაფოს დავურეკო?
-რას მიშველიან? -ღრმად ამოისუნთქა სოფომ. -დამამშვიდებელს მეც დავლევ.
-დათას დაურეკე! -მტკიცედ გაიმეორა გვასალიამ და თავად მოსწმინდა შუბლზე წვეთებად დაყრილი ოფლი. -მოვიდეს, ბავშვის მამაა... ჯანდაბა, მერე რა მოხდა?
-შანსი არ არის... -ხმას აუწია მეტრეველმა. -რომელი საათია შეხედე. გაგიჟდიი? საერთოდ არ მინდა ჩემი ფეხმძიმობის ახირების გამო ცოლთან დაეძაბოს ურთიერთობა.
-არ გკიდიაა?! -იკივლა გაბრაზებულმა გვასალიამ. -ღმერთო ჩემო, დებილი ხარ?
-ჰო და ,რომ არ ვარ დებილი, თავს მარიამის ადგილზე ვეყენებ და ვამბობ, რომ არა! შემეშვი, ცუდად ვარ... ვერ ვლაპარაკობ.
-იცი რაა?! -ფეხზე წამოიჭრა გვასალია. -ფეხებზე სად რა დაეძაბება, ცუდად ხარ და სულაც არ მინდა ამ ღამით ჩამაკვდე ხელებში. მე ვრეკავ...
-ხმას არ გაგცემ იცოდე. -გაჭირვებით ამოილაპარაკა მეტრეველმა და ატკიებულ მუცელზე იტაცა ხელები. -მუცელი მტკივა, ჯანდაბა მუცელი რატომ მტკივა? -უარესად დაფეთდა და ისტერიკის ახალი შემოტევისგან ხმამაღლა ატირდა. -მუცელი არ უნდა მტკიოდეს...
-ჯანდაბა... არ გამცე ხმა. -გამოსცრა გავასალიამ და სოფის ტელეფონში კონტაქტების სიას ჩანოჰყვა. "data" იპოვა და არც კი დაფიქრებულა, სწრაფად დააწვა სენსორს. -ვრეკავ.

საწოლის თავთან ტუმბოზე აზუზუნებულმა ტელეფონმა გამოარკვია ძილიდან. მარიამის შიშველ სხეულს სუროსავით შემოხვეული ოდნავ გვერდით გადაიწია და ისე, რომ ხელი არ შეუშვია საყვარელი ქალისთვის ჯიუტად აზუზუნებულ ტელეფონს დახედა. ნაცნობი ნომრის დანახვაზე კი სწრაფად გამოფხიზლდა ძილიდან და საწოლიდან წამოიწია.
-გისმენთ.
-გამარჯობა, დათა. თამთა ვარ, სოფოს დაქალი.
-რა ხდება?
-ცუდად არის და არ მანებებდა დარეკვას, ძალით წავართვი ტელეფონი. სასწრაფო გამოვიძახეთ და შეგიძლია მოხვიდე?
-რა? -თავზე გადაისვა ხელი არაბულმა და მარიამს დახედა, რომელიც ჩახუტებული დათას მოშორების მერე გამოფხიზლებულიყო და ზურგზე გადმობრუნებული თვალს არ აშორებდა. -რა დაემართა?
-არ ვიცი, ისტერიკის შეტევა აქვს და თან მუცელი სტკივა... ახლა უარესადაა.
-კარგი, ოც წუთში მოვალ. -პასუხს არ დალოდებია, ტელეფონი გათიშა და ერთიანად დაჭიმული დამნაშავე მზერით შეტრიალდა მარიამისკენ, რომელსაც ღამის სანათი აენთო და საწოლზე წამომჯდარი შიშველ მკერდზე საბანს იფარებდა.
-რა მოხდა?
-ჯანდაბა, სოფო გამხდარა ცუდად. მუცელი სტკივაოვა, იქნებ მოხვიდეო. -საწოლიდან წამოდგა დათა და კარადასთან მისულმა სპორტული შარვალი და ზედა გამოიღო, სწრაფად ამოიცვა შარვალი და ზედაში მკლავები გაუყარა. ზემოდან კი ფულეს კაპიუშონიანი სპორტული მოიცვა და ელვა შესაკრავი ხმაურით ამოსწია.
-უნდა წავიდე, მარიამ. -ჩაცმული მისკენ დაიძრა და გაყინული სახით მჯდარი ქალისკენ დაიხარა.- შენ არ გამობრაზდები, რადგან ასეთი არ ხარ. მე კი სიგიჟემდე მიყვარხარ. -ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და საპასუხოდ ღიმილი მიიღო.
-კარგი, დამირეკე.
-მალე დავბრუნდები. მარიამ, მიბრაზდებიი?!
-რა სისულელეა, დათა... წადი, დაგელოდები. -წვერიან ლოყაზე ფრთხილად ჩამოუსვა თითები ქალმა და თავად აკოცა.
-კარგი. -თვალები მოისრისა არაბულმა და საძინებლის კარი გაიხურა.დერეფანში გასულმა ფეხსაცმელების კარადიდან ბოტასები გამოიღო და სწრაფად ამოიცვა. უმკლავებო დუტის ქურთუკი მოიცვა და გასაღების ასხმას და საფულეს დასწვდა. მთავარი კარი გარედან გადაკეტა და ლიფტი გამოიძახა.

ზარის ხმაზე გვასალია სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარის გასაღებად გავარდა. სოფომ კი აჩქარებულ გულზე ხელისგული მიიჭირა და უარესად გაფითრდა. სუნთქვა შეიკრა და დერეფანში გაჟღერებულ მამაკაცის ხმაზე ერთიანათ დაუარა თრთოლვამ.
- როგორ არის? -არაბულის ხმაში შიში და დაძაბულობა გაჟღერდა. შემდეგ კი მეტრეველის სმენას მძიმე ნაბიჯების ხმა მისწვდა, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა. სავარძელზე მოიბუზა და ათრთოლებული თითები სად დაემალა აღარ იცოდა. ნაცნობი სურნელი სწრაფად გავრცელდა მთელს ოთახში და სოფოს ნესტოებშიც შეძვრა დაუკითხავად. უარესად დაუარა კანკალმა და ცრემლებმაც ხელმეორედ იფეთქა და გადმოლახა ჯებირები.
-რა გჭირს? როგორ ხარ? -მის წინ დაიხარა დათა და გაფითრებულ ქალს დააკვირდა.
-ვსაუბრობდით, მერე უცებ შეტევა ჰქონდა და მუცელი ასტკივდა. სასწრაფო გამოძახებულია, წუთი წუთზე მოვლენ, იმედი მაქვს. -დაამთავრა თუ არა გვასალიამ, ხელმეორედ დარეკეს ზარი და ისიც სწრაფად გაიჭრა გასაღებად.
-ადგომა შეგიძლია? იქნებ საწოლზე დაწვე. -მკლავში ფრთხილად ჩაავლო ხელი დათამ და წამოდგომაში დაეხმარა. საწოლზე მოთავსდა თუ არა სასწრაფოს ექიმიც გამოჩნდა ოთახში, რომელმაც ჯერ ავადმყოფს შეხედა, შემდეგ კი საწოლთან მდგარ არაბულს.
-რა დაგემართათ... -თბილად იკითხა ქალმა და საწოლთან გვასალიას მიწვდილ სკამზე ჩამოჯდა. ჯერ პულსი გაუსინჯა, შემდეგ კი ჩანთიდან წნევის აპარატი ამოიღო. -კონსულტაციებზე დადიხართ, ხო?
-დიახ. -ყრუდ ამოილაპარაკა სოფომ, არაბულს გადახედა, რომელსაც ფანჯარასთან გადაენაცვლა და რაფას ზურგით მიყრდნობილი ნერვიულად იწვალებდა ქვედა ტუჩს.
-წნევა გაქვთ ოდნავ აწეული, ალბათ ინერვიულეთ რამეზე. ეს ფეხმძიმობის დროს ჩვეული მდგომარეობაა, ხშიტრ თავბრუსხვევა, ღებინება, მუცლის ტკივილიც იცის... ჯობია თქვენს ექიმს მიმართოთ ამასთან დაკავშირებით. მე გირჩევთ სიმშვიდეს და ამ ეტაპზე შემიძლია დამამშვიდებელი მოგცეთ. წნევის წამალს ვერ მოგცემთ, რადგან საგანგაშო არაფერია... გულის ფრიალი და ზედმეტი მგძნობელობა - ეს ჩვეულია ჩემო კარგო. -მშვიდად საუბრობდა ექიმი. -თავს უნდა გაუფრთხილდეთ, ხვალ ექიმთან წადით და ის გეტყვით ყველაფერს... სიმშვიდეში ყოფნა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და კარგი კვება ეს ჩემგან არ გესწავლებათ. -გაუღიმა სოფოს და შემდეგ არაბულს გადახედა. -თქვენს მეუღლეს სუფთა ჰაერი მოუხდება, გაიყვანეთ ქალაქ გარეთ, ისეირნეთ, ისაუბრეთ და ნერვიული ფონიც თავისით გაივლის. აი, ნახეთ პატარაც ნერვიულობს და დედას აწუხებს. -გაეღიმა ქალს.
-ის ჩემი... -ცრემლიანი თქვალებით გადახედა დათას სოფომ და რაღაცის თქმას აპირებდა, დათამ რომ დაასწრო და ექიმს გაუღიმა.
-მივხედავთ ყველაფერს, წავალთ ქალაქ გარეთ. ხვალ ექიმთანაც წავალთ. მადლობა.
-მშვენიერი, მაშ, მიიღეთ ეს წამალი... ნემსის ხომ არ გეშინიათ?
-არ მინდა ნემსი -ტუჩები დაბრიცა მეტრეველმა და მისი სახის დანახვაზე დათამ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გასცინებოდა.
-მაშინ ამ აბებს დაგიტოვებთ. დალიეთ და გამოიძინეთ, ხვალ კი კონსულტაციაზე მიბრძანდით.
-მადლობა -სკამიდან წამომდგარ ექიმს ახედა სოფოამ.
-არაფერს, მშვენიერო. -ჩანთა შეკრა ქალმა და კარისკენ გაბრუნდა.
-გაგაცილებთ. -უკან აედევნა თამთა. დათამ კი გამომცდელი მზერა გაუსწორა თვალებ აწითლებულ ქალს.
-რაზე ინერვიულე?
-არაფერზე. -ნერწყვი ხმაურით გადააგორა კისერში სოფომ. -ხშირად მემართება, უბრალოდ შეეშინდა თამთას და არ მინდოდა, რომ დაერეკა...
-მაგრამ საბოლოოდ მაინც დამირეკა და სწორადაც მოიქცა. რა ხდება სოფო? მიმალავ რამეს?
-არაფერი... -მზერა აარიდა ქალმა.
-ახლაც კანკალებ.
-არაფერია გამივლის. -თითების ნერვიულად მტვრევას მოჰყვა ქალი და ცდილობდა მისკენ არ გაეხედა, ცდილობდა ცხვირში შემძვრალი სურნელი დაეიგნორებინა და აჩქარებული გულისცემა თავის ადგილზე დაებრუნებინა, მაგრამ ვერ ერეოდა. ამწვარი თ ითის ბალიშები მისი კანის შეხებას ითხოვდნენ... ძვლები სტკიოდა და თვალებიდან თავისით იპარებოდა მარილიანი სითხე. გააზრებული ჰქონდა, გადახარშული, რომ არ შეიძლებოდა. აღარ შეიძლებოდა, რომ საშინელება იყო და ამ სურვილსაც მოერეოდა, დაამარცხებდა ათმაგად რომ გამძაფრებოდა, მაგრამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ზედმეტად სუსტი იყო. პატარა ისევ გაუჩერებლად ფართხალებდა მუცელში და უარესად უტრიალებდა გულ-მუცელს. ის აქ იყო, მის საძინებელში, მისი საწოლიდან თითქმის ორ მეტრში. აქ იყო, მაგრამ მისთვის აღარ იყო. ერთადერთი რაც მასთან აკავშირებდა ის პატარა არსება იყო, ახლა მოუსვენრად რომ ფართხალებდა.
-შეგიძლია წახვიდე. -ყრუდ ამოილაპარაკა და თვალები დახუჭა.
-კარგად ხარ? -ეჭვით იკითხა დათამ.
-კი, კი...
-სოფო.
-წადი, დათა, მადლობა რომ მოხვედი. -მუცელზე მოიჭირა ხელები სოფომ და შეეცადა ცრემლის ახალი ნაკადის შეჩერებას.
-კარგი. -ღრმად ამოისუნთქა დათამ და თავზე გადაისვა ორივე ხელი. -ხვალ დაგირეკავ და მივიდეთ ექიმთან.
-კარგი.
-კარგი, დაიძინე, სოფ.. დამშვიდდი, დროებით.
-ნახვამდის! -კანკალით ამოილაპარაკა მეტრეველმა და თვალები გაახილა. კარისკენ წასული არაბულის დანახვაზე სუნთქვა ხელახლა შეეკრა და გული ისე მოეწურა თითქოს სისხლისგან საერთოდა დაცლილიყო. პირზე აიფარა გაშლილი ხელისგული და საჩვენებელი თითს ისე მტკივნეულად უკბინა მოხეთქილი ღრიალი, რომ შეეკავებინა სმწრით ცრემლები გადმოსცვივდა. ყრუდ ამოიზმუვლა და ხელახლა აფეთქდა ქვითინად.
-ჯანდაბა, -დაბერილი ნესტოებით ჰერი ხარბად შრისუნთქა არაბულმა და ქალისკენ შემოტრიალდა. -არ ხარ კარგად, მატყუებ და თავიდან მიშორებ. არ ხარ ნორმალური... შენ არ ხარ ნორმალური.
-ჩამეხუტე. -ამოიტირა სოფომ.
-დედას შევეცი. -ყრუდ შეიგინა არაბულმა და დუტის ქურთუკი უხეშად მოისროლა სავარძელზე. ორ ნაბიჯში დაფარა საწოლამდე ადგილი და სახეზე აფარებულ ხელებში აქვითინებულ მეტრეველს მხრებში ჩაავლო ხელები. საწოლიდან წამოსწია და ძლიერად ჩაიკრა გულში. ცრემლისგან სველი სახე მის კისერში ჩარგო და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი. ათრთოლებული თითები კისერზე მოხვია და შეეცადა საყელოს მიღმა კანს შეხებოდა.
-ღმერთო, როგორ მენატრები, საშინლად მენატრები... სიკვდილამდე მენატრები, დათა. კისერზე ნერვიულობისგან დაჭიმულ არტერიაზე ფრთხილად მიაკრო ტუჩები ქალმა და დიდხანს არ მოუშორებია. იგრძნო, როგორ ნელ-ნელა დამშვიდდა, დალაგდა, მუცელში მოფართხალე პატარაც გაინაბა და შეეშვა მოუსვენრად ფართხალს. დათას ერთი ხელი სოფოს მხრებზე ჰქონდა მოხვეული, მეორე კი მუცელზე ედო და გრძნობდა მისი შეხების მერე, როგორ ნელ-ნელა მშვიდდებოდა მისი შვილი, რომელიც სრულიად შემთხვევით იმ ქალის მუცელში იზრდებოდა, სადაც არც კი უნდა ჩასახულიყო. ბოლოს გაყუჩდა, გაყუჩდა მეტრეველიც. მისი აჩქარებული გულისცემა თავის ადგილს დაუბრუნდა. თვალები კი ნელ-ნელა მიენაბა და მალე ძილიც წაართმევდა თავს. ბალიშზე ფრთხილად მიაწვინა ქალი და წამოდგომას შეეცადა სოფოს თითები გაუაზრებლად, რომ ჩააფრინდნენ მაჯაში.
-მიდიხარ?
-არა... სასტუმრო ოთახში ვიქნები, უნდა დავრეკო. დაიძინე შენ. -ხელი ფრთხილად გაითავისუფლა მისი თითებიდან და ოთახის კარი უხმაუროდ გაიხურა. სასტუმრო ოთახში შუქი აღარ ენთო. თამთა აშკარად დასაძინებლად წასულიყო. ფანჯარას მიუახლოვდა, გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა. ტელეფონზე კი სწრაფად აკრიფა მარიამის ნომერი და აპარატი მხარსა და ლოყას შორის მოიქცია.
-გაგაღვიძე? -დამნაშავე ტონი შერეოდა არაბულის ხმას.
-არ მძინავს, როგორ არის?
-ექიმი იყო და დამამაშვიდებელი მისცა. სძინავს ახლა. შენ როგორ ხარ?
-გელოდები...
-მარიამ. -ნერწყვი ძლივს გადააგორა დათამ.
-დღეს ვერ მოხვალ? -ხმა გაუტყდა ქარდავას.
-მისმინე, პატარავ...
-არ გჭირდება თავის მართლება, დათა.
-ამის დედაც... -სუნთქვა შეეკრა არაბულს. -შენ არ ტირიხარ, ხო?
-არა. -შეეცადა მტკიცედ ეთქვა ქარდავას, მაგრამ მის ხმაში მაინც გაკრთა ტირილის ნოტები.
-დედას შევეცი... -ყბები დაეჭიმა არაბულს. -ახლა გული გამისკდება... ნუ ტირიხარ ,ძალიან გთხოვ.
-არ შემიძლია.
-კარგი... მოვდივარ.
-დათა....
-მოვდივარ, მარიამ,ყ***ეზე მკი*დია, შენ თუ ცუდად ხარ, შეიძლება გავგიჟდე.
-მაპატიე.
-ოც წუთში შენთან ვარ... სიგიჟემდე მიგყავარ. მოვდივარ.-ტელეფონი გათიშა და სიგარეტის ნამწვი ისე მოისროლა ფანჯრიდან ყურადღება არ მიუქცევია არაფრისთვის. ფანჯარა მიხურა და სოფოს საძინებელში შებრუნდა. ქალს ეძინა. სავარძლიდან თავის ქურთუკი აიღო და ისევ უკან გამობრუნდა. მეორე საძინებლის კარზე მიაკაკუნა და რამოდენიმე წუთში კარიც გაიღო და ნამძინარევი სახით გამოჩნდა თამთა.




-სძინავს,კარგად არის.მე მივდივარ.. ხვალ დავურეკავ.შეგიძლია კარი დაკეტო.
-კარგი.-მეტი არაფერი უთქვია თამთას კარში გასულს გაუღიმა და კარი სწრაფად გადაკეტა.
მანქანა გიჟივით მიჰყავდა გზაზე და ტუჩენს ნერვიულად იკვნეტდა.ლიფტიდან გიჟივით გამოვიდა,სახლის კარი ლამის შეანგრია.შიგნიდან გადაკეტა და ქურთუკი იქვე მიაგდო სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა საძინელისკენ და სვიტერს გიჟივით იხდიდა.სოფოს სურნელით გაჟღენთილი ზედა დერეფანში მოისროლა და წელსზენოთ შიშველმა შეაღო საძინებლის კარი სადაც საწოლში ნამყირაკევი სახით წამომჯდარიყო ქარდავა.საწოლამდე მანძილი ორ ნაბიჯში დაფარა და ქალს ისე მოეხვია უკან,საწოლზე გადავარდა მარიამი ზემოდან მოქცეული არაბული კი გიჟივით დააცრხა ტუჩებზე და ისე უკოცნიდა როგორც წლების მონატრებულს.მთელი ძალით იხუტებდა ქალს სხეულზე და კოცნისგან ვერ ძღებოდა იქმადე სანამ სუნთქვა არ გაუძნელდა ორივეს.
-შენი ერთი ცრემლის ფასადაც კი არ მიღირს არაფერი მარიამ...შენი ნერვიულობის ფასად არაფერი არ მინდა...სირზე ყველა და ყველაფერი შენ თუ არ ხარ კარგად.მაგიჟებ,იმის გააზრება რომ ცუდად ხარ, მაგიჟებს.ღმერთო როგორ მიყვარხარ რომ.იცოდე...-ქალის შუბლს შუბლით დაყრდნობილი სუნთქვა არეული ჩურჩულებდა და ტუჩებს არ აშორებდა.შიშველ ზურგზე ქარდავას ქვრილი მკლავები ეომ შემოეხვია.ვერ გაიაზრა ისე დააცხრა ხელმეორედ ტუჩებზე.ქალის ყრუ ოღვრის ფონზე როგორ აღმოჩნდა მის ზენიდან მოქცეული მის ფეხებს შორის ერთ სრულ სხეულად ქცეულნი.როგორ დაავოცებდა თითებს ქალის ნატიფ სხწულზე და როგორ მიექანებოდნენ ნეტარების მწვერვალისკენ ორივე.ეს თითქოს სიყვარულის დამტკიცების,ბოდიშის მიხდის,სინანულის ყველაზე მგრძნონიარე აქტი იყო...ორი ათრთოლებული სხეული,ერთმანეთის კანში რომ ცდილობდნენ გადასახლებას.ორი მხურვალე ბაგე თითქოს ერთმანეთს რომ ეჯიბრებოდნენ კოცნაში.არაბულის თლილი თითები,ჩვეული ოსტატობით რომ დაცოცაბდნენ მის წელზე მიხვეული ქარდავას გრძელი ფეხები.და ორი ნეტარი ხმა,ერთმანეთს საამო ჰანგებად რომ ერწყმოდნენ და საოცარ მელოდიას ქმნიდნენ.






სანდრო ქარდავა,გაშლილი სუფრის თავში იჯდა,საუზმობდა და თან ახალ ამბებს ეცნობოდა გაზეთში. კარის ზღურბლზე პიჯაკიანი მამაკაცი რომ გამოჩნდა და მოწიწებით მიესალმა ყავის ფინჯნით შეიარაღებულ ქალბატონ იას და გაზეთში თავჩარგულ სანდროს.
-თქვენთვის ამანათაი, ბატონო სანდრო!-მოზრდილი კონვერტი დაანახა გაზეთიდან თავ აწეულ მამაკაცს და მაგიდას მიუახლოვდა.
სანდრომ,კონვერტი ჩამოართვა და ინტერესით შეათვალიერა.
-ვისგან არის?-წარბები შეკრა მამაკაცმა.
-არ ვიცით,ბატონო სანდრო.კურიერმა მოიტანა.
-კაგი,მადლობა.
მამაკაცი იქაურობას გაეცალა.ქაედავა კი ზედმეტად მშვიდი სახით მიუბრუნდა ახალ ამბებს.


მარიამი,კლინიკასთან დატოვა არაბულმა და უკან მობრუნებულმა მეტრეველის ნომერი აკრიფა.ზარი გადიოდა მაგრამ სოფო, პასუხს აგვიანებდა.დათამ,ტელეფონი, სავარძლებს შორის სათავსოში ჩააგდო და მეტრეველის სახლისკენ მიმავალ გზაზე გადაუხვია.დაახლოებით ათ წუთში უკვე მის კორპუსთან იყო და ცდილობდა მანქან,ისეთ ადგილზე გაეჩერებინა სადაც მოძრაობას არ შეაფერხებდა.მანქანიდან გადმოვიდა და კორპუსთან ჯგუფად შეკრებილი ხალხისკენ, წარბშეკრული,დინჯი ნაბიჯებით გაემართა.საპატრულო ეკიპაჟს, სადარბაზოსთან შესასვლელი გზა, ყვითელი ლენტით გადაეკეტა.აქვე იდგა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და რამოდენიმე კრიმალური პოლიციის წარმომადგენელი, დამწუხრებული სახით მდგარ ხალხს ესაუბრებოდა.
-საით ახალგაზრდავ?-ერთ-ერთმა ფორმიანმა სადარბაზოსკენ მიმავალი არაბული შეაჩერა.
-ჯანდაბა,ახლობელთან მივდივარ მეათე სართულზე...
-გასაგებია,ცოტა ხნით მოცდა მოგიწევთ...
-რა მიხდა აქ?-სიგარეტი მოიძია არაბულმა და ტელეფონზე, კიდევ ერთხელ აკრიფა სოფოს ნომერი .
-თავდასხმა მოხდა,ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა...
არაბულს ტუჩებისკენ წაღებული სიგარეტიანი ხელი შუა გზაში გაუშეშდა და გაფითრდა.
-უკაცრავად,რა მოხდაა? ვის დაესხნენ თავს?-მშვილდისარივით დაიჭიმა და იგრძნო ნელ-ნელა როგორ სტკივდებოდა თავი.
-ახალგაზრდა ქალს...როგორც მითხრეს ფეხმძიმედ ყოფილა.-ზედმეტად მშვიდი საით ამოილაპარაკა პოლიციელმა და ხელში შერჩენილ საქაღალდეს ჩახედა.
-უნდა შევუდე.-სადარბაზოს მიმართულებით გაიწია დათამ.
-არ შეიძლება,ძალიან გთხოვთ, უკან დაიხიეთ!
-შენ შიგ ხო არ გაქვს ბიჭო?!-ხმას აუწია არაბულმა და უხეში ხელის კვრით წინ გადაღობილი პოლიციელი მოიშორა.-რომ ვამბობ უნდა შევიდე,ესეიგი უნდა შევიდე.
ღრიალამდე ცოტა აკლდა.
-ფეხი არ მოიცვალო!-ხმას აუწია პოლიციელმა და სადარბაზოსკენ მიმავალ მამაკაცს,შესაჩერებლად დაედევნა, რომელიც უკვე შეჩერებულიყო და სადარბაზოდან გამომავალ სამედიცინო ბრიგადის წარმომადგენლებს გაშეშებული უყურებდა.რომელთა უკანაც რამოდენიმე ფორმიანი მოდიოდა და ხელს აშველებდნენ სამედიცინო პარკ გადაფარებულ საკაცეს.
უკან,ხალხი ვიშვიშებდა და აქა-იქ მწუხარე გადაჩურჩულება ისმოდა.ექიმებს,ზედმეტად სერიოზული სახე ჰქონდათ. კრიმინალური ექსპერტიზის მუშაკები კი,გაყინული სახით,უემოციოდ მოძრაობდნენ. ამგვარი ფაქტების მრავლად მნახველებს,სახეზე ნერვიც კი არ უტოკავდათ.სრულიად გათიშული არაბული,ისე ეცა საკაცეს კაცის შვილმა ვერ შეძლო მისი შეკავება.პარკს,ათრთოლებული თითები ჩაავლო და ხელის უხეში აქნევით ნახევრამდე გადახადა ცხედარს.მიცვალებულს დახედა და სახეზე მიტკლის ფერი დაედო.ჯერ გაფითრდა,მერე გალურჯდა,მთელი სხეული აუკანკალდა და უკან გადაქანებული,იმ პოლიციელმა დაიჭირა მანამდე რომ ცდილობდა მის შეჩერებას.



_ _ _ _
პიჯაკში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი, ტყავის სავარძელში იჯდა და მის მოპირდაპირედ მჯდარ თავ ჩაღუნულ მამაკაცს თვალს არ აშორებდა.რომელიც თითებს შორის ნერვიულად სრესდა სიგარეტის ღერს.არასდროს ეწეოდა,მაგრამ სიგარეტი ყოველთვის თან ჰქონდა და მთელი საუბრის განმავლობაში თითებს შორის მოქცეულს ნერვიულად აწვალებდა.
-ექვსი თვეა ეტაპობრივად დადიხარ კურსებზე და არასდროს არ ვსაუბრობთ.მოდიხარ, უბრალოდ ზოხარ ორმოცი წუთი და მიდიხარ.-პიჯაკი შეისწორა მამაკაცმა და უსიტყვოდ მჯდარს გადახედა.-რისთვის დადიხარ სეანსებზე დათა?
-იქნებ იქ ჯდომას...აქ ჯდომა მირჩევნია?-ყრუდ ამოილაპარაკა მამაკაცმა და პიჯაკიანს ამოხედა.შავი სპორტულები ეცვა არაბულს.ფეხზე, თხელ ძირიანი კეტები.თმა,ბოლომდე ჰქონდა გადაღებული და წვერიც თმის სიმაღლეზე დაეყენებინა.მშვიდი გამოხედვა ჰქონდა,მშვიდი და უცნაური.-აქ,ფიქრისთვის დრო მაქვს.
-და იქ?
-იქაც ვფიქრობ.-გაეღიმა დათას.-მაგრამ აქ მირჩევნია.
-არ გინდა საუბარი?
-ვისაუბროთ.
-კარგი.რისთვის ზიხარ?-ბლოკნოტი გვერდით გადადო მამაკაცმა და ხელები მუხლებზე დაიწყო.
-დავიჯერო არ იცით?-ჩაეცინა არაბულს.
-ასე არაფერი გამოვა.-ამოიოხრა მამაკაცმა.
-კარგი.-დაბერილი ნესტოებით, ჰაერი ღრმად შეისუნთქა არაბულმა.-მკვლელობისთვის.განზრახ ჩადენილი სასტიკი მკვლელობისთვის.
-ანუ?-თვალები დააწვრილა მამაკაცმა.
-ცემაში შემომაკვდა ადამიანი-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.-საკუთარი ბიძაშვილი,რომელმაც ისეთი რამ ჩაიდინა რაც ნამდვილად არ იყო საპატიებელი.
-კერძოდ?
-იმ ქალზე იძალადა რომელიც ფეხმძიმედ იყო.
-გადარჩაა?
-არა.-სახეზე ტკივილი აესახა არაბულს.
-მეორე ბრალდება?-თითები ერთმანეთში ახლართა მამაკაცმა.
-გატაცება,გამოსასყიდის მიზნით.-სიგარეტის ღერი თითებს შორის შემოატყდა არაბულს.
-ვინ გაიტაცეთ?-საუბარში აყოლიებას ცდილობდა მამაკაცი.
-საკუთარი ცოლი.-გაეცინა არაბულს და სავარძლის საზურგეს ზურგით მიაწვა.
-საინტერესოა.
-მერე გახდა ცოლი...-სახეზე თითები ჩამოიტარა არაბულმა.-შემდეგ ეს ამბავი გასკდა და ყოფილმა სიმამრმა მიჩივლა.
-საშიში კაცი ყოფილხარ.-გაეცინა მამაკაცს.
-არა...ეგ ერთი შეხედვით ჩანს.-დაამშვიდა არაბულმა.
-ახლა,როგორ ხარ?
-ისე როგორც არარსებული,უსულო ფიტული,რომელიც მხოლოდ იმიტომ ჭამს,მოძრაობს და აზროვნებს რომ ესეა მოწყობილი.ჩვეულებრივი რობოტი,რომელიც დაბადების დროს ...უფრო სწორად აწყობის დროს დააპროგრამეს და მორჩილად მიჰყვება და ასრულებს იმას რაც ჩანერგილი აქვს თავში.- თითი,შუბლზე მიკაკუნა არაბულმა.-სული იქ,გარეთ დავტოვე.სახლში, სადაც მკვლელობის შემდეგ ცხოვრებაში პირველად დავბრუნდი სისხლიანი ხელებით და ზურგზე ცოდვის აუწონავი სიმძიმით.
-თავი განტევების ვაცად გამოგყავთ?
-არა,თავი ყ***ედ გამომყავს,რომელიც არასწორად ცხოვრობდა და ყოველი მისი ამოსუნთქვა ადამიანებს ტკივილს აყენებდა.
-მოდის შენს სანახავად?
არაბულს,სახეზე მიტკლის ფერი დაედო და უპასუხოდ დატოვა კითხვა.
-რამდენი ხანია?
-წელიწად ნახევარი...-ხმა შეეცვალა მამაკაცს.
-არც ერთხელ მოსულა?
-არა...
-და რომ მოვიდეს,რას იხამ?
-არ მოვა.-მტკიცედ ამოილაპარაკა მამაკაცმა და ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ გადააგორა.
-დავუშვათ,მოხდა სასწაული და მოვიდა?
-სასწაულების არ მჯერა ექიმო.-სევდიანად გაეღიმა არაბულს.
-ანუ,არასდროს დაუშვებ იმაზე ფიქრს,რომ შეიძლება მოვიდეს?-არ ეშვებოდა მამაკაცი.
-არა.
-და მაინც?
-მაშინ მივიღებ ბიძაჩემის შემოთავაზებას და დავთანხმდები ჩემი აქედან დახსნის გეგმას.
-გწყინს?
-მისი არ მოსვლა?-თვალები უარესად დაუსევდიანდა არაბულს.-არა,მტკივა.მასზე ნაწყენი ვერასდროს ვიქნები.
-ისევ გიყვარს?
-ეს სიყვარული არ არის...ეს, გაგიჟებაა.საბოლოოდ.
-არასდროს გიკითხია მისი ამბები?
-არა.-მშვიდად ამოილაპარაკა დათამ და თვალები აემღვრა.-ვფიქრობ,ჩვენი დრო ამოიწურა ექიმო.საკანში დავბრუნდები.
-წარმატებები დათა.. ალბათ აქ აღარ მოხვალ ხო?
-არა.-მტკიცედ ამოილაპარაკა არაბულმა და სავარძლიდან წამოდგა.


კაბინეტში მჯდარი მარიამი, სავარძელში აქეთ -იქით ტრიალებდა და ტელეფონზე საუბრობდა.
-ვაიმე ლელაა,როგორ მღლიი...-თვალები აატრიალა მობეზრებული სახით და სავარძელში გასწორდა.
-შენ თუ ხარ დალაგებული, ქალოო!!-კიოდა გაბედავა-ხელი მთხოვა ამ დამთხვეულმათქო და მე აქ ვქაქანებ, შენ კი რას მეუბნებიი?!
-ღმერთო,დასთანხმდიი?!
-აბა რა ვქნეი,მარიამ?!
-მშვენიერი...მალე ლელა გაბედავა წიკლაურისა გახდები.-ახარხარდა ქარდავა და პირზე აიფარა ხელი.
-ენას ამოგაცლიდი,მაგრამ დაგრჩებიან პაციენტები ხახამშრალი.-გაიბუტა გაბედავა.-ვაიმე, რა საყვარლობაა გოგოო?!
-არ ჩამოდნე.
-ნუ იქნები გველი, ქალბატონო.და ნუ გშურს,წელიწად ნახევარია კაცის ალერსი არ გიგრძვნია და უკვე ტვინში გირტყამს ხვდებიი?!
-რაიყო,შენ და ბატონო თორნიკე საწოლს არ სცილდებით?
-ახლა მიხარია გენაცვალე თუარა რომ დავბერდები მაშინ რაღა ჯანდაბად მინდა?!
-ბ*ზი ქალივით რომ ლაპარაკობ, შენი თმით თრევა მინდება.-ახარხარდა ხელმეორედ ქარდავა.-ნახე წიკო, რა ამბებში ყოფილა.მოგამტვრია რქები ქალბატონოო?!
-ბოდიშიი...მე მოვამტვრიე რაა.. ხომ მოვხსენი კალათბურთის სამ ქულიანივით?-ხაზის მეორე ბოლოს აკაკანდა გაბედავა.-გაბმულია ორივე ფეხით.
-ღმერთო, თორნიკე წიკლაურის ტვინში ჩამახედე ერთი წუთით. რას ფიქრობდა შენ რომ გთხოვა ხელი?!
-გველოო!!
-მეც მიყვარხარ...წავედი ლელუკა, ვიღაც მოვიდა.საღამოს გამომიარე და დაწვრილებით სახლში ამიდუღე ტვინი.-ტელეფონი გათიშა მარიამმა და კარისკენ შეტრიალდა.-მობრძანდით!
კარი,მალევე გაიღო და ზღურბლზე გამოჩენილი ქალის დანახვაზე ფეხზე წამოიჭრა მარიამი.
-ლეილა?!
-როგორ ხარ, ჩემო ლამაზო?-მისკენ გაქცეული ქარდავა თბილად ჩაიხუტა ლეილამ და თავზე რამოდენიმეჯერ აკოცა.
-როგორ გამახარეე.-ემოციებს ვერ იკავებდა მარიამი და იმდენად მჭიდროდ ხვევდა ქალს მკლავებს, ლეილა ღიმილს ვერ იკავებდა.
-მოდი,დაჯექი...როგორ ხარ?-ქალი,სავარძლისკენ წაიყვანა მარიამმა და თავადაც მის წინ მოთავსდა.უყურებდა გაბადრული სახით და ტუჩებს თავს ვერ უყრიდა.
-როგორ გალამაზებულხარ მარიამ.-თითებზე ფრთხილად მიეფერა ლეილა და სიამოვნების ღიმილმა გადაურბინა სახეზე, როდესაც ქარდავას მარჯვენა ხელის არა თითზე, ისევ შენიშნა ოქროს ორიცალი როგოლი.ერთი შედარებით დიდი იყო,მეორე პატარა და დიდს აკავებდა თითიდან რომ არ გამომძვრალიყო.მარიამს, მისი მზერა არ გამოპარვია და უხერხულად შეიშმუშნა.
-არ ნახავ?-ხმა გაუტყდა ლეილას.
მარიამს სახე გაუფითრდა და თვალები წამით აემღვრა.სატირლად გამზადებული ბურთი კი კისერში გაეჩხირა და სუნთქვა შეუკრა.
-მარიამ,უარს ამბობს თორღვას შემოთავაზებაზე.-ცრემლები თლილი თითებით შეიმშრალა ქალმა.-არადა,სრულიად მარტივად შეიძლება მისი იქიდან გამოყვანა.თორღვა,გუშინაც ესაუბრა მაგრამ ჯიუტად დგას ერთ აზრზე და ...
-არ შემიძლია.-ცრემლები აღარ დაუმალია ქარდავას.
-ისევ გიყვარს?-ხმა გაუტყდა ლეილას.
-სიგიჟემდე ლეილა...მისი გადაყვარება უბრალოდ შეუძლებელია.-სრუტუნით ამოილაპარაკა მარიამმა და თითქოს ჩაფიქრდაო.-დათა წაიყვანე.
-გაგიჟდება.-სევდიანად გაეღიმა ლეილას.
-წაიყვანე დათა.დედასთან მყავს...მითხარი როდის აპირებ მისვლას და სადაც მეტყვი მოგიყვან.
-მადლობა.-ქარდავასკენ გადაიხარა ლეილა და შუბლზე, თბილად აკოცა.შემდეგ კი წამოდგა და ოთახი სწრაფად დატოვა.მარიამი კი იჯდა ერთ ადგილზე გაშტერებული და ცრემლებს აძლევდა გასაქანს.


-არაბულო! შენთან არიან.-საკანში მეხის გავარდნასავით გაისმა ზედამხედველის მჭახე ხმა.დათამ,გადაშლილ წიგნში სანიშნე ჩადო და დახურა,ფეხზე წამოდგა და მორჩილი ბავშვივით მიჰყვა ახმახ ზედამხედველს.ყოველგვარი კითხვების გარეშე მიაღწია პაემნების ოთახამდე და შიგნით შესულმა,ოთახი მოათვალიერა.მაგიდასთან, ნაცნობი სხეული იჯდა.ქალის დანახვაზე,სიხარულისგან ერთიანად გაბერილი სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მაგიდისკენ და მიახლოვებული ადგილზე გაიყინა.მაგიდაზე,ლეილას გვერდით,ბავშვის სამგზავრო კალათაში,დაახლოებით რვა -ცხრა თვის ულამაზესი ბავშვი იჯდა და კბილებს შორის მოქცეულ სათამაშოს მონდომებით ღეჭავდა.თოვლივით ფითქინა პირი-სახე და საოცრად მეტყველი,ზედმეტად ნაცნობი თვალები ჰქონდა.
-დათა...-ლეილა,ღიმილით წამოდგა ფეხზე და ერთ ადგილზე გაყინული არაბულისკენ გაიწია,რომელსაც სახეზე ფერი დაჰკარგვოდა და ტუჩებ გალურჯებული მიშტერებოდა პატარას. არაბულს,სახე მოერყა....წამში გადაურბინა მილიონობით ემოციამ და თვალებში კი უსაზღვრო სევდამ დაიდო ბინა.
-როგორ ხარ დედიკო?-ლეილას ხმამ გამოაფხიზლა და მზერა ბავშვიდან,ქალზე გადაიტანა.
-ეს?-სიტყვა გაუწყდა დათას და თვალები აემღვრა.
-ეს,პატარა დათაა...
-რა?!-თვალები ჩაუწითლდა მამაკაცს და ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა.-რას ამბობ დედა?
-შენი პატარაა დე.-წვერიან ლოყაზე მიეფერა ქალი.
-რატომ არ მითხარით?-თვალები ცრემლებით აევსო მამაკაცს და უკან დაიხია.-აქამდე რატომ არ მითხარით? შენ რაღა დაგემართა დედა?
-დათა..-თვალები აუწყლიანდა ქალს.-ცუდათ იყო მარიამი...არ ვიცოდით რამდენად გაუძლებდა,არც ის ვიცოდით პატარა როგორი იქნებოდა.
-როგორ ვერ გიტანთ იციი?!-უკან დაიხი არაბულმა და სახეზე აიფარა ხელები.-როგორ ვერ გიტანთ ვერც ერთს...ეს როგორ დამიმალეთ დედა?!შენ მაინც რა დაგემართა ლეილა?!შენ როგორ დამიმალე?
-მაპატიე...
-რა გაპატიო?-ხმას აუწია არაბულმა.-რა გაპატიო ლეილა?!ეს როგორ შეგეშალა დედა?ამის დედაც...აქ აღარ მოხვიდე.
-დათა...
-აქ,აღარ მოხვიდე!-ცივად გამოსცრა მამაკაცმა და უკან დაიხია,შემდეგ კარისკენ შეტრიალდა და ძლიერად დააკაკუნა.-კამერაში დამაბრუნეთ!



ლიფტიდან გამოსული, ფეხებს ძლივს მიათრევდა,სამსახურში დამღლელი დღის შემდეგ ლელასთან ერთად ბარში ჯდომამ,რამოდენიმე ჭიქამ და გაბედავას გაუთავებელმა წუწუნმა მოახლოვებული ქორწილის შესახებ საერთოდ გამოაცალა ენერგია.იამ დაურეკა, ბავშვს სძინავს და იყოს ბარემ ამ ღამეს აქო.კი ძალიან უნდოდა მისულიყო და წამოეყვანა,მაგრამ დედას ვეღარ აწყენინა და ახლა ერთი სული ჰქონდა:სახლში შესულიყო, ცხელი აბაზანა მიეღო და დილამდე გათიშულს დაეძინა.კარი გახსნა და ჩაბნელებულ დერეფანში შეაბიჯა.გასაღები გადაატრიალა და ფეხზე,იქვე გაიხადა.შემდეგ კი ფეხშიშველი ფეხებით ჩაბმელებული სასტუმრო ოთახისკენ გაემართა.ჩამრთველს,ხელი მიარტყა და მოულოდნელობისგან წამოიკივლა.ღია სამზარეულოს მაგიდასთან,მაღალ სკამზე,იჯდა არაბული,პირით მისკენ შემოტრიალებული და ორივე იდაყვით მაგიდის პრიალა ზედაპირს ეყრდნობოდა.დაწვრილებული თვალებით და უემოციო სახით უყურებდა ზღურბლზე გახევებულ ქალს.რომელსაც მოულოდნელობისგან სახე ცარცივით გაფითრებოდა,ფოთოლივით ცახცახებდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.ცალი ხელი,გულზე ჰქონდა მიჭერილი, რომელიც ისე გარბოდა დაწევა ნებისმიერს გაუჭირდებოდა. არაბულმა,თითქოს ცოტა აზრზე მოსვლა აცადაო,შემდეგ წამოდგა და მაგიდას შემოუარა.ყავის აპარატთან მივიდა და სურნელივანი სითხე, ორ ფინჯანში ჩამოასხა.ერთი,მაგიდაზე დადგა და მისკენ გააცურა.მეორე კი, თავად დაიტოვა და მოზრდილი ყლუპი მოსვა.მარიამმა,როგორც იქნა შეძლო და ათრთოლებული მუხლებით გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი სკამამდე.მოწყვეტით დაეშვა და ქვემოდან შეანათა ცრემლიანი თვალები მამაკაცს.იმდენად ენატრებოდა, სულის შეხუთვამდე იყო მისული. ახლა კი მის წინ იდგა, უემოციო,ცივი სახით და მარიამი ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავდა.
-ჩემმა მშობლებმა რომ მიმატოვეს-ჰაერი ღრმად შეისუნთქა არაბულმა და მარიამს გაუსწორა მზერა.-ძალიან პატარა ვიყავი.იმდენად პატარა,რომ არც ერთის სახე არ მახსოვს.არ ვიცი როგორი ქალი იყო დედაჩემი...ლამაზიი? ან იქნებ მახინჯი.კეთილი? იქნებ ბოროტი..სათნო? ჯანდაბა,ალბათ საშინელი რადგან ისე შვილს არავინ ტოვებს.ველოდებოდი...ჰო, ველოდებოდი მაშინ როდესაც სხვა ბავშვები ელოდებოდნენ ყოველ შაბათ-კვირას მშობლებს.მეც ვიჯექი ფანჯარასთან და ველოდებოდი ჩემს წარმოსახვაში შექმნილ ქალს, რომელსაც აუცილებლად სათნო ღიმილი,წყლიანი თვალები და თბილო ხელები ექნებოდა.მკერდში დიდი გული,ამ გულში კი მე...მხოლოდ მე,მისი შვილი.
-დათა...-ხმის კანკალით ამოიჩურჩულა ქალმა და თვალი გაუსწორა ფერ წასულ მამაკაცს, რომელსაც შუბლზე ლურჯი კაპილარი გამოსჯდომოდა.კისრის ძარღვები,დასჭიმვოდა და ხელებს მუშტიებად კრავდა.იმხელა ტკივილი და სევდა იკითხებოდა არაბულის თვალებში,ჩვეულებრივ ადამიანს რომ არ შეუძლია ამ ტკივილის ზიდვა.
-არ მოდიოდა.არასდროს მოსულა, ჩემი საოცნებო..ჩემი სანატრელი, დედა.-ხაზგასმით ამოილაპარაკა მამაკაცმა.-რვა წლის ვიყავი,ჩვენს ბავშვთა სახლში ახალი დირექტორი რომ გადმოვიდა...ბატონი,პაატა ქოქუაშვილი.ზედმეტად უხასიათო..დერეფნებში,ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა.დალევა უყვარდა ბატონ პაატას და პატარა ბიჭებთან გართობა.
მარიამმა,პირზე აიფარა ხელი და ცრემლები თავისით ჩამოგორდნენ ყვრიმალებზე.
-ზუსტად ჩემი დაბადების დღე იყო, პირველად რომ მცემა დაუმორჩილებლობის გამო თავისივე ქამრით...-საუბარი შეწყვიტა არაბულმა და ღრმად ჩაისუნთქა,ამაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბოდა,რადგან ეს გონებაში საკმაოდ მყარად დალექილი მძიმე ბავშვობის ტრამვა იყო.ახლა კი უბრალოდ იდგა და ამაზე ასე ხმამაღლა საუბრობდა.-იმ ცემის მერე ერთი კვირა ვიწექი...წყლულებით და მაღალი სიცხით.სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი...ლეილა.ჩემი ლეილა. მერე მეორედაც მცემა,მესამედ და ასე ხდებოდა წლების გაავლობაში.ბიჭები,ბევრი ავადდებოდა,რამოდენიმე ბავშვი ციებით გარდაიცვალა...ნუ,ესე ეწერა დასკვნაში თუ არა მთვრალი პაატას ორგიას შეეწირნენ საწ....ბი.
-შენც?..-ხმა ჩაუწყდა მარიამს.
-ერთხელ ჩემზეც გადაწყვიტა ძალადობა.მაშინ ათი წლის ვიყავი.ხატვა მიყვარდა...-სევდით გაეღიმა არაბულს.-როგორც ყოველთვსი, ოთახში ვიჯექი და იმ ოჯახს,იმ სახლს,ვხატავდი რომელზეც წარმოდგენაც კი არ მქონდა მარიამ.მაშინ მოვიდა,ისევ მთვრაილი იყო დამარტყა და იატაკზე დამაგდო. შემდეგ კი მიბრძანა: შარვალი გამეხადა.შემეშინდა...-დაძაბულ არაბულს,თვალები დაეხუჭა და შუბლზე ოფლის წვეთები ეყარა.ყბის ძვლებს,ძლიერად აჭერდა ერთმანეთს და ღრმად სუნთქავდა.
-გაჩუმდი!-ყრუდ ამოილაპარაკა,ჯერ ისევ შოკში მყოფმა მარიამმა.-არ გააგრძელო, დათა...
-ჩემსკენ წამოვიდა და ფეხი შემთხვევით წამოსდო გადაყირავებულ ტაბურეტს...ზედ დამეცა და იქ დაამთავრა სიცოცხლე...იმ ფანქრით, რომლითაც მე, მწვანე მდელოს ვხატავდი რვეულის ფურცელზე.სახეზე, მესხმებოდა მისი დამპალი სისხლი და ვყვიროდი...ბოლო ხმაზე ვყვიტოდი,მაგრამ საშველად არავინ მოდიოდა.შევიშალე,იმ დღეს, მე მოვკვდი...ახლა,-ხმას აუწია არაბულმა.-ყოველ ღამ მოდის ეგ დედა მოტყნული პაატა, ჩემს სიზმრებში და ყოველ დღე მახსენებს იმ განვლის საათებს, რაც მე იმ ჯოჯოხეთში გავატარე.მოდის,მოდის და თავს არ მანებებს...
-ძალიან ვწუხვარ.-უკვე ხმით ტიროდა ქარდავა.
-მე,მოვკალი რეზი...მივედი და ყველაზე ცუდი სიკვდილით მოვკალი,მაგრამ შანსი რომ მომეცეს იგივეს გავაკეთებდი...რეზი,არ მოსულა ჩემს ჯოჯოხეთში...არც ერთხელ არ მოსულა მარიამ....ის ნაბიჭ*ვარი კი მოდის და რატომ მოდის მარიამ?! იმიტომ,რომ შემახსენოს რა არარაობა ვარ...არარაობა და კაცის შვილისთვის არ ვნიშნავ არაფერს.არც შენთქვის ვნიშნავ რამეს მარიამ!-ხმას აუწია არაბულმა და ხელი ხმაურით დაარტყა მაგიდაზე.-არ ვნიშნავ და შენ, იმ ერთფეროვანი,ერთნაირი და ფერმის ქათმებივით ერთ ინგუპატორში გამოჩელილი ქალებივით მოიქეცი,როდესაც ჩემი შვილის არსებობა დამიმალე.შენზე,გაბრაზებული ვარ მარიამ!საშინლად გაბრაზებული და შენ რატომ ბრაზობ ჩემზე?! რამ გაგაბრაზა მარიამ?!-მაგიდას დაეყრდნო ორივე ხელისგილით და ქალს თვალი-თვალში გაუყარა.
-შენმა სისასტიკემ.-მტკიცედ ამოილაპარაკა ქარდავამ და თვალი არ მოუშორებია...გრძნობდა,მისი მწველი მზერისგან როგორ უდუღდებოდა ნელ-ნელა ვენებში სისხლი.სუნთქვა უხშირდებოდა და მონატრება თავისას შვრებოდა.სიყვარული,მის გულს უცნაურ რიტმში რომ აჩქარებდა და ხელის თითები, თავისით რომ მიიწევდნენ მისი კანის კიდევ ერთხელ შესაგრძნობად.-იმ სისასტიკემ გამაცოფა,არაბულო!
-თუმცა შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ,პირველი ქალი, ვისზეც გავგიჟდი და ჩემი პირველი შვილის დედა.-ყბები დაეჭიმა არაბულს.
ცოტა ხანს,დაჭრილი ცხოველივით გაცოფებული უყურებდა თვალმოუშორებლად. მარიამი კი ფრთხილად ჩამოვიდა სკამიდან და არაბულის წინ აისვეტა.ფრთხილად გასწია ხელი და წვერიან ლოყაზე, ათრთოლებული თითები შეახო.თვალები,წამით დახუჭა განცდილი სიხარულისგან და სულ სხვანაირიად გაბრწყინებული გაახილა.
-გამაგიჟე...-ჩურჩულით ამოილაპარაკა ქარდავამ.- ახლა კი მინდა ერთად გავგიჟდეთ?
-რას მთავაზობ?-თვალები დააწვრილა არაბულმა და ზედმეტად ახლოს მისული ქალის სურნელი ღრმად შეისუნთქა.ფილტვები,ბოლომდე აივსო და დიდხანს არც უფიქრია ისე დააცხრა მონატრებულს ბაგეებზე.ხელში აიტაცა, სიფრიფანა სხეული და მაგიდაზე შემოსვა.მის ფეხებს შორის მოქცეულმა კი, ყრუდ ამოიგმინა და ამდენი ხნის ნაგროვები ბოღმა და სიბრაზე, თეძოებზე მტკივნეულად ჩაფრენილ თითებში და ქარდავას ქვედა ტუჩზე ჩავლებულ კბილებში ჩაატია.წამითაც კი არ შორდებდა.მონატრებულს, ისე ისრუტავდა თითქოს საკუთარ სხეულში გადასახლებას უპირებსო.კეფაზე,თმებში ჩაფრენილი თითებით, ძლიერად იზიდავდა თავისკენ და უხეშად უკოცნიდა სრულიად არეულს სავსე ბაგეებს.
-შენ,არამქვეყნიური ხარ.ჯანდაბა, მარიამ...რომ იცოდე როგორ ვბრაზობ შენზე.როგორ მინდა ახლა რამე დაგიშავო,გატკინო.ისე გატკინო,როგორც მე მტკიოდა. მაგრამ არ შემიძლია,ვერ ვახერხებ..ასეთი როგორ ხარ?-ჩურჩულებდა არაბული და ამღვრეულ თვალებში უყურებდა რომლიდანაც დაუკითხავად მოჟონავდა ბედნიერების ცრემლები.-მაგიჟებ,ღმერთო ჩემო. შენი მოკვლის სურვილი მაგიჟებს.-კბილებში სცრიდა ანთებული თვალებით და პერანგის საყელოში ჩაფრენილი თითქმის აგლეჯდა ღილებს.სიფრიფანა ნაჭერი, მკვრივ სხეულზე შემოახია და ხარბად დააჩერდა შავ ბიუსგალტერში გამომწყვდეულ მკერდს.
-ალბათ შემომაკვდები!
-როგორ მენატრებოდი.-გატეხილი ხმით ამოილაპარაკა ქარდავამ და მამაკაცი თავისკენ მიიზიდა. თავად წაეტანა საკოცნელად, მაგრამ არაბულმა სახე უკან გასწია და თმებში ჩაფრენილი თითებით თავი უკან გადააწევინა.-დათაა..
უკმაყოფილოდ ამოიწუწუნა მარიამმა და ირონიულად მომზირალს შეუბღბირა
-რაო პატარავ,გინდაა?-საზიზღარი,გამომწვევი ღიმილით ამოილაპარაკა დათამ და ვნებისგან ათრთოლებულ ქალს ერთიანად მოშორდა.
-და შენ გგონია სამაგიეროს მიხდიი?!-თვალები დააწვრილა ქარდავამ და ქვედა ტუჩი გამომწვევად გაილოკა.დათას მზერაში გამკრთალი ნაპერწკლები დააგინორა და მაგიდაზე შემოსკუპებულმა ფრთხილად გასწია ზურგისკენ ხელები,ბიუსგალტერი შეიხსნა და ზედმეტად აუჩქარებლად, ჯერ ბრეტელები ჩამოიყარა მხრებიდან, შემდეგ კი ერთიანად მოიშორა ისე რომ თვალს არ აშორებდა მამაკაცს.რომელსაც გაეცინა და ერთი ნაბიჯი მისკენ გადადგა, მაგრამ მარიამმა დაასწრო ,ბიუსგალტერი ესროლა და სწრაფად ჩამოხტა მაგიდიდან.
-რამეს ჩავიცვამ.-ტანის, სექსუალური რხევით აუქცია გვერდი და საძინებლისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა.არაბულის მზერა, შიშველ ზურგს უწვამდა რაზეც ეღიმებოდა და გულში პირველ გამარჯვებას ზეიმობდა.



დილის ხუთი საათი იქნებოდა,ლეილა ჭიშკრის ხმამ რომ გამოაფხიზლა და ბალიშიდან წამოწეულმა გვერდით, მშვიდად მწოლიარე მამაკაცს გადახედა.ასეთ დროს არავის ელოდებოდნენ და ცოტა არ იყოს დაბმეულმა ჯერ მიაყურადა, ხომ არ მეჩვენებაო. მაგრამ როდესაც ეზოში შემოსული მანქანის ფარებმა მათი საძინებლის ფანჯრებს მიანათა,საწოლიდან წამოდგა და მკლავები სწრაფად გაუყარა მოკლე ხალათშო. ფანჯარაში გაიხედა და ნაცნობი მანქანის დანახვაზე წუთით გაშეშდა,შემდეგ კი საწოლს მიუბრუნდა და მშვიდად მძინარე მამაკაცს მხარზე შეახო ხელი.
-თორღვა!-ფრთხილად შეანჯღრია მამაკაცი.-ჯანდაბა,თორღვა გაიღვიძე!
-რახდება ლეილა?-თვალები გაახილა მამაკაცმა და ზემოდან დაჩერებულ ცოლს, დაბინდული მზერით ახედა.-ხაშიაა?!
-ხაში კი არა ადექი,დათა ჩამოვიდა!-პირზე აიფარა ხელი ქალმა და სიხარულის ცრემლებისგან თვალები აემღვრა.
-ატრაკებ?!-საწოლიდან წამოხტა არაბული და წონასწორობა ძლივს შეიმაგრა,ქალს რომ არ დასჯახებოდა.სკამზე მიფენილ სპორტულ სარვალს დასწვდა და უცებ ამოიცვა,მკლავები მაისურში გაუყარა და წინ წასულ ლეილას, აჩქარებული გულისცემით აედევნა ფეხდაფეხ.
-სიურპრიზიიი!!-მთავარი შემოსასვლელი კარის ზღურბლზე მდგარ ქარდავას, ხელები ფართოდ გაეშალა და მთელი სახით იღიმოდა.-ნახეთ,ვინ ჩამოვიყვანეე.-გვერდით გაიწია და მის ზურგს უკან მდგარი დათა, ცოლ-ქმარს წარუდგინა.რომელსაც სახე გაფითრებოდა და თვალებ ამღვრეული უყურებდა, სიხარულისგან აცრემლებულ ლეილას, რომელსაც ხელი თორღვა არაბულის მკლავში ჩაევლო და ბედნიერებისგან,კანში ვეღარ ეტეოდა.
-დათა.-გატეხილი ხმით ამოილაპარაკა თორღვამ და მისკენ გაიწია,მაგრამ დათამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.თორღვა, გახევდა და წამში დაეკარგა ფერი.
-დათა,დედიკო!-ტირილით წამოიძახა ლეილამ და მამაკაცისკენ გაიწია, შუა გზაში შეეგება არაბული ქალს და ატირებულს მთელი ძალით შემიხვია მკლავები.სახეს რომ უკოცნიდა და ტირილ,სიცილით გამოხატავდა ბედნიერებას.-დედიკო,ჩემო პატარა.ჩემო ერთადერთო ბოჭო!-უკვე ხმით ქვითინებდა ლეილა და არაბულის კისერში თავჩარგული ხელს არ უშვებდა.თორღვა კი იდგა, გახევებუკი და არ იცოდა რა გაეკეთებინა...თავი, დამნაშავესავით დაეხარა და გათეთრებულ ხელებს დაჰყურებდა. შემდეგ ღრმად ამოიოხრა და თავი ასწია.მზერა, დათაზე გადაიტანა და მათი თვალები წამით შეხვდნენ ერთმენეთს.თვალებით ბურღავდა დათა არაბული და ისეთი დამუხტული იყო ჰაერი...ოთახი, დანაღმულ ველს ჰგავდა, რომელიც კაცმა არ იცის როდის იფეთქებდა.თვალებ დაწვრილებული,ცივი სახით ბუღრავდა მამაკაცს და მზერით მოკვლა რომ ყოფილიყო შესაძლებელი,თორღვა არაბული, დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა უკვე.
-რაა?! ახლა მამა უნდა დაგიძახოო?!-მეხის გავარდნასავით გაისმა არაბულის ირონიული სიტყვები და თორღვას, წამით ეჭვიც კი შეეპარა ხომ არ მომესმაო.დათას დააკვირდა, გაოგნებული სახით და დაინახა როგორ ნელ-ნელა გაეხსნა შუბლი ...სიცივე,სითბომ ჩაანაცვლა.სითბო, ფართო ღიმლიმა, რომელიც ნელ- ნელა ჩაცინებაში გადაიზარდა,ჩაცინება სიცილში...სიცილი კი ხარხარში.ცალი ხელი, ლეილასთვის ჰქონდა მოხვეული დათა არაბულს და წელში მოხრილი გიჟივით ხარხარებდა.ბოლოს ერთიანად გაჩუმდა,წელში გასწორდა და თორღვას დააკვირდა:
-დედაჩემს რომ აწყენინო,საქმე პირდაპირ ჩაემთან გექნება.ჰო, რაც შეეხება ქორწილს? მისი ხელი ჯერ არ გითხოვია ჩემთვის.ასე რომ გადაწყვიტე,ჩვეულებრივად გინდა შარში იყო თუ, მაგარ შარში გინდა თავის გაყოფა?!
-გიჟია ეს?-მომღიმარ მარიამს გადახედა თოღრვამ სიცილით.-ისე მიყურებდა, ჯერ ვერ მივხდვდი რას მერჩოდა.მერე ვიფიქრე, იქნებ მართლა რამე დავაშავე და აი სად დაგენძრა ბატონო თორღვათქო და თურმე სად ვბანაობ?!-ახარხარდა თორღვა არაბული.-შანსი არ გაქვს,უკვე შეცდენილია,ასე რომ მოგიწევს, მთელი ცხოვრების მანძილზე შენი მამის ამპლუაში ჩემი ხილვა...არა, მამას ეგრევე ნუ დამიძახებ თუ გეუხერხულება...ნელ-ნელა ვიმუშავებთ ამაზე.
-ნელ-ნელა ვიმუშაოთ მამიკო.-სახე დამანჭა დათამ და მისკენ წამოსულ არაბულს შეეგება, რომელიც ძლიერად გადაეხვია მამაკაცს და თითქოს შვებით ამოისუნთქაო.
-მოდით ბავშვებო,შემოდით...ახლავე მოგხედავთ.-სასტუმრო ოთახისკენ წაუძღვათ ლეილა.-მარიამ,პატარა დათა სადაა დედა?
-დედაჩემთან დავტოვე ღამით.-უპასუხა ქარდავამ წინ წასულ ქალს და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,არაბულსი მკლავში ჩაბლებულმა ხელმა რომ დაითრია უკან.
-დავრჩებით მე და შენ მარტო, პატარავ.-მხურვალე ტუჩებით, ყურის ბიბილოზე ეხებოდა მამაკაცი.-აი,სად დაგენძრა ძვირფასო.
-ვნახავთ.-წარბი აუწია ქარდავამ და დაწინაურდა. საჯდომზე მწარედ მოხვედრილი ხელის გამო რომ შეხტა და წამოიკივლა.-ხო,არ გაკლია?!-მკვლელი მზერით მიუტრიალდა ახარხარებულ დათას და ლამის გაიქცა.

დიდხანს საუბრობდნენ.თითქმის დილის ათი საათი სრულდებოდა დათამ, გვერდით მჯდარ მარიამს რომ მოხვია ხელი და სავარძლიდან მასთან ერთად წამოდგა.
-ძალიან დავიღალეთ და მე და ჩემი ბარტყი ცოტა ხნით წავუძინებთ.-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, ქარდავას დაფეთებულ სახეზე რომ არ გასცინებოდა და კისერზე ისე მოხვია მკლავი,მისგან თავის დასახსნელად ფართხალს რომ არ დაიწყებდა ქალი დარწმუნებული იყო.სირბილით გაიყვანა სასტუმრო ოთახიდან და მეორე სართულის კიბისკენ წაიყვანა.
-ღმერთოო..ახლა რას გიზამ.-იმდენი დაპირება იყო ამ ერთ ფრაზაში,თამაშის ხასიათზე დააყენა მარიამი.უცებ გაიბრძოლა და ზედმეტად მარტივად დაუსხლტა მკლავებიდან.
-მანამდე,უნდა დამიჭირო.-ანცად გაიცინა და სახლიდან გასასვლელი კარისკენ გავარდნილი, ეზოში გაიჭრა.
-გაგიჟდა ხო?-საკუთარ თავს ჩაეკითხა სიცილით არაბული და გაქცეულ ცოლს გაეკიდა.რომელიც უკვე ქუჩაში გასულიყო და "ორღობის" ბოლოსკენ მიიწევდა სწრაფი ნაბიჯით.
-მარიააამ!- საკუთარი სახელის დაძახებაზე, ნაბიჯს უფრო აუჩქარა ქარდავამ და ცოტა აკლდა გასაქცევად ზედმეტად ნაცნობ სახეებს რომ გადააწყდა.შუახნის ქალი და მამაკაცი,ჭიშკრის წინ იდგნენ და საუბრობდნენ.მის დანახვაზე ორივე გაჩუმდა და გაოცებული მიაშტერდნენ.
-გამარჯობააათ!-მიესალმა მარიამი და შეჩერდა. ზურგიდან მოახლოვებული ნაბიჯების ხმა რომ შემოესმა,მერე კი ხელი მხარზე მოხვიეს და ზედმეტად მჭიდროდ მიიხუტეს სხეულზე,რომელსაც აჩქარებული გულისცემით მოხვია წელზე მკლავები და სახე მის კისერში ჩარგო..
-დათა შვილო?
-გამარჯობათ, მართა დეიდა.როგორ გიკითხოთ, ამირანი ბიძია?!-მარიამისთვის ხელი არ გაუშვოა არაბულს,მამაკაცს ისე ჩამოართვა ხელი და მისკენ გადმოხრილ ქალს ქვემოდან ამოხედა, რომელსაც სახე ზედმეტად დასევდიანებული ჰქონდა.
-ისევ ცუდად არის?!-სინანულით იკითხა მართა დეიდამ და მარიამს გადახედა, რომელიც თავს ძლივს იკავებდა ხარხარი რომ არ დაეწყო.დათას თეატრალურ შეცხადებაზე გაბრაზებულმა ფერდში მტკივნეულად უჩქმიტა. არაბულმა, ყრუ ღმუილი, ყელშივე ჩაახშო და საპასუხოდ,მხარზე თითები მტკივნეულად მოუჭირა.შემდეგ კი ზედმეტად სერიოზული ხმით გასცა პასუხი მართა დეიდას.
-დიახ, ყოველი წლის ამ დროს ურევს ხოლმე.





ესეც ფინალი...ყველას უღრმესი მადლობა:ვინც მთელი ამ დროის მანძილზე მომყვებოდით,მიტანდით,მითმენდით დაგვიანებებს.იმედია მოგეწონებათ.ისიამოვნებთ და გაგეღიმებათ.
მიყვარხართ და საოცრად მახარებთ. :* იმედი მაქვს მალე დაგიბრუნდებით...ვნახოთ :)

აქვე...:დ ესეიგი მადლობა ჩემს გოგოს...ეგ რომ არ მყოლოდა რა მეშველებოდა.მადლობა რომ ითმენდი ჩემს წუწუნს და შენ რომ არ გაგესწორებინა ჩემი ისტორიები...ჩემი ამ ბოლოდროინდელი სიზარმაცის გამო არ ვიცი რა იქნებოდა.:დ მიყვარხარ და რიავიცი მეტი რა გითხრა.



№1  offline წევრი Ma No

ჩემი გოგო ხარ შენ!❤❤❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მდაა. არ ვიცი რა ვთქვა. ასე არც ერთ მთავარ პერსონაჟზე არ გამცრუებია იმედები. სოფიმ საერთოდ რა დააშავა ამ ისტორიაში ისეთი, რომ ასე სასტიკად და არაადამიანურად მომკვდარიყო?
სიმართლე გითხრა, დასაწისში სოფის ემოცია გქონდა არნახულად გადმოცემული, ისე მძაფრად და მძიმედ, რომ მთელი სხეული დამეჭიმა. შემდეგ გული ვერ დავუდე. და ბოლოს საერთოდ ვერ მივხვდი მარიამს რა უნდოდა და ამ კაცზე რატომ იყო გაბრაზებული. საღი აზროვნების ადამიანი პირიქით ქმარს გვერდში დაუდგებოდა.

 


№3  offline წევრი kasssi

როგორი ემოციები დამიტოვე შენ არ იციი ))ცოტა გული დამწყდა რომ უკვე დაასრულე მომენატრებიან ჩემი დათა და მარიამი:((შენ ხარ საოცრება სრული სიგიჟე ))არაამქვეყნიურად ნიჭიერი ხარ :***ჰომ კი არ ვაკომენტარებდი ხშირად მაგრამ მაინც სულ შენ გვერდით ვიყავი)და ველოდები ახალ სიგიჟეებს შენგან ))

 


№4  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, როგორ გამახარეე heart_eyes მართა და ამირანის დანახვაც ძალიან გამიხარდაა laughing რას ვიზამთ, ყოველი წლის ამ პერიოდში სჩვევია მარიამს გაგიჟება, საწყალი დათაა laughing
საოცრებავ, ძალიან კარგი იყო და მოუთმენლად ველი შენს ახალ ისტორიებს kissing_heart წარმატებები kissing_heart

 


№5  offline წევრი ნანა73

❤️❤️❤️ ისე ძალიან მიყვარს შენი ისტორიების კითხვა, რა გაძლებს უშენოდ... ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი Ma No

Chikochiko
მდაა. არ ვიცი რა ვთქვა. ასე არც ერთ მთავარ პერსონაჟზე არ გამცრუებია იმედები. სოფიმ საერთოდ რა დააშავა ამ ისტორიაში ისეთი, რომ ასე სასტიკად და არაადამიანურად მომკვდარიყო?
სიმართლე გითხრა, დასაწისში სოფის ემოცია გქონდა არნახულად გადმოცემული, ისე მძაფრად და მძიმედ, რომ მთელი სხეული დამეჭიმა. შემდეგ გული ვერ დავუდე. და ბოლოს საერთოდ ვერ მივხვდი მარიამს რა უნდოდა და ამ კაცზე რატომ იყო გაბრაზებული. საღი აზროვნების ადამიანი პირიქით ქმარს გვერდში დაუდგებოდა.

არც დათას დაუშავებია რამე, მაგრამ ბავშვობაში აწამებდნენ. მარიამმა სად მიატოვა დათა? ბოლომდე მისი ცოლი იყო, ბოლომდე ორი კალიცოთი და ბოლომდე სახლში ელოდა ქმარს. მარიამი რომელიმე განგსტერი ან ფორმიანი ქალია, რომ დათას როგორც სასტიკი მკვლელის სტატუსი მშვიდად და გაგებით მიეღო? ქალი ექიმია, პედიატრი და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად აქვს ფიცი დადებული და ამ დროს მისი ქმარი ცემაში კლავს ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რის გამო, ხომ კლავს? ხომ შეუძლია მასეთი სასტიკი იყოს? და ამ დროს წარმოდგენა ჯერ კიდევ არ აქვს მის ბავშვობაზე, რამაც შეიძლება ლოგიკურად მაინც ახსნას მისი ასეთი სასტიკი ხასიათი.

 


№7  offline წევრი Kalina

ვაიმეეე რა საყვარლობა იყოოო!!!!
:))))))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№8  offline წევრი tamari1999

ოღინდაც დასასრული არაა რა... როგორ გავძლო ამათ გარეშე ახლა(( აუუ როგორ მიყვარს დათა^^ ვგიჟდებიი არაბულო შენზე.. ძალიან გამიტყდა სოფოს სიკვდილი.. ძალიან გამიტყდა ასეთი ნაბი*ვარი რომ აღმოჩნდა ვუთომდა ბიძაშვილი :)) გამაგიჟა რაა... აიი მართლა გამაგიჟამ.. თორღვა მაგარი კაცია^^ ბევრი მიქარა ძალიან ბევრი მაგრამ საბოლოოდ ძაან მაგარი ადამიანი აღმოჩნდა. ლეილა ჰომ საერთოდ... მაგრამ მარიამმა და დათამ გამაგიჟეს^^ აიიი განაგიჟეს^^ ისე მიყვარს ისე რომ^^ მომენატრებით არაბულო და ქარდავა^^ წარმატებები შენ❤

 


№9  offline წევრი tamuna.s

გული დამწყდა რომ დამთავრდა, ჯერ არ ველოდი დასასრულს. როგორც ყოველტვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ. heart_eyes სოფო ძალიან შემეცოდა, არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს და დათას საქციელიც ადეკვატური იყო. მომენატრებიან ჩემი დათა და მარიამი. flushed გელოდები ახალი ისტორიით, იმედია დიდხანს არ მიგვატოვებ და მალე გაგვახარებ ისევ. heart_eyes kissing_heart

 


№10 წევრი დარინა

ასეთი სისასტიკის შემდეგ რეზი კი არ უნდ მოეკლაა პირიქით მთელი ცხოვრება ციხეში უნდა ამოელპოოო და იმ დონემდე უნდა მიეყვანა რომ საკუთარი ხორცების გლეჯა დაეწყოო, სიკვდილი რეზისთვის შვებაც კი იქნებოდაა, აი არ ვიციი დათამ ცოტა იმედიც კი გამიცრუა ისე მოკლა ადამიანი ალბათ არც კი დაფიქრებულა მარიამზეე, ხოდა მარიამი რატომ არ უნდა გაბრაზებულიყოო ქმარზე რომელიც სიგიჟემდე გიყვარს ის კი დაუფიქრებლად კლავს ადამიანს ისე რომ მათ მომავალზე არც კი ფიქრობს, ხოდა ღირსი იყო დათა მარიამი მის სანახავად რომ არ მიდიოდაა, ყველაზე მეტად ამ ისტორიაში სოფო დაიტანჯა ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდაა, როგორც ყოველთვის ფეფო უმაგრესი ხარ და ისე წერ როგორც შენს სულს და გულს გაუხარდება, სწორედ ამიტომ ვგიჟდები შენზე არაპროგნოზირებდი რომ ხარ და არასოდეს ვიცი როგორ წარმართავ ისტორიის სიუჟეტს, მიხარია ჩვენთან რომ ხარ და ასე მაგრა რომ წერ. ახალი ისტორიით გელოდებით სულ მალეეე.

 


№11  offline წევრი Shpliyvi

დასასრულს არ ველოდი(((ვფიქრობდი კიდე რამეს დაძაბავდი...მაგრამ როგორც ყოველთვის the coolest გამოგივიდა! მაგარი გოგო ხარ! მადლობა და წარმატებები.
P.S. თვითმარქვიას ამბავი როგორაა.....??

 


№12  offline წევრი მარია ანსაკა

აუ ეხლა დაიწყებენ ასე რატო და ისე რატოოო..პატივი ეცით ავტორს თუ ვინმეს რამე არ მოგწონთ ნუ კითხულიბთ არავინ გაძალებთ...ცოტა ავნერვიულდიიი????????????ვაიმე ძალიან ძალიან საყვარლები არიან ეს ორნიიი აიი ყველაზე მაგრად შემიყვაარდა ეს ისტორია..რაც შეგეხება შენ ჩემო გოგო შენ ხარ ბრილიანტი.მადლობა..უბრალოდ მადლობა ყველაფრისთვის..

 


№13  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

დავიზაფრე!!!
მაგრამ ამად ნამდვილად ღირდა!
ისევ ათასგვარი ემოცია გამოიწვია ამ ისტორიამ და ერთი კითხვა მაქვს
მომდევნო ისტორია მალე იქნება? :დ♥️♥️

 


№14  offline წევრი Liziko27

:*:* საოცარი გოგო ხარ შენ;*;* ვიცი უნამუსო ვიქნები მარა ახალი ისტორია მინდა :d:d:d.

 


№15  offline მოდერი Someone wandering

შოკში ვარ...
სოფო... fearful აი მაგ ქალის ადგილას წარმოვიდგინე თავი,მამაკაცი რომელიც გიყვარს,რომელთან სიახლოვე არ შეგიძლია,რომლის ჩახუტება,შეხება გენატრება...მაგრამ არ შეიძლება. ხოო,არ შეიძება,რადგან ის შენ არ გეკუთვნის. ''ჩამეხუტე''-ზე მოვკვდი....დედას ვფიცავარ მაგრად მეწყინა,გული მეტკინა პირდაპირი მნიშვნელობით,არ იმსახურებდა ასეთ სისასტიკეს სოფო,არა...მასაც უნდა შეყვარებოდა წლების შემდეგ ვინმე,არ უნდა ყოფილიყო სიყვარულის მათხოვარი,იმსახურებდა ბედნიერებას. კარგი პიროვნება იყო,ზედმეტადაც კი..არ აღმოჩნდა გაბოროტებული ქალი,რომელიც ყველაფერს აკეთებს მამაკაცის დასაბრუნებლად,ამის გამო უფრო დავაფასე. მისი ტკივილი მტკიოდა,მასთან ერთად მეც განვიცდიდი..
დათა,როგორც საჭირო იყო ისე მოიქცა,განა სხვა რამეს ევლოდი? ძაღლურად ჩააძაღლა რეზი ბატონი,როგორ მძულს,ვერ ვიტან მოძალადეებს.. დათა,ცრემლი წამომივიდა ციხეში რომ იჯდა,მის განცდებს რომ ვკითხულობდი. არასწორია მარიამი,უნდა მიეკითხა! შენმა სისასტიკემ მაიძულა ასე მოვქცეულიყავიო. კარგი რა,დათა არაბული ასეთია,მისას რომ ეხებიან მერე უკვე ცუდადაა საქმე. აი,მისი ტკივილი მტკიოდა,ძალიან ბევრი ადამიანი მტკიოდა რაღაც ამ თავში...როგორ მიყვარს ეს კაცი ვერც კი წარმოიდგენთ,აი თითქოს არსებობს,სადღაც აქ არის. ბარათელი ჩემი პირველი სიყვარული რომაა ეგ ხო იცი არა? smiling_imp ამდენი კაცის შეყვარება არ გამიგია მე,გავმრუშდი ქალი.... smirk
ყელი ამეწვა წარსულის მომენტს რომ ვკითხულობდი და ლეილას როდესაც ახსენებდა. საოცარი დედა-შილობა ჰქონდა ამ ორს,გულწრფელი,სათნო,ტკიბილი,აი რაღაც გულს რომ გაგითბობს ისეთი.ამ ქალთან დათა ის პატარა ბიჭი იყო,რომელსაც დედის ალერსი აკლდა. მის მიერ წარმოთქმული ''დედა,დედიკო'' გულს მიჩქარებდა რაა...ვგიჯდები დედა-შვილურ მომენტებზე.
წიკო და ლელა,ჰჰმმმ ეს გადარეული გოგო რო ძაან მაგრად მევასება კი დავწერე ადრეც, ამ ერთ თავში გამოჩნდა ამ ორის შესახებ რაღაც-რაღაცები,დაა ძაალიან მომეწონაა heart_eyes
მარიამ,დავწერე რომ დათასთან მიმართებაში არ გამართლებ,წელიწად-ნახევარი როგორ გაძლო ტო? დათას გარეშე, როგორ? ბავშვი რომ დაუმალა ამასაც ევრ ვამართლებ,მაგრამ უშეცდომო არავინ ვართ რა, დაუშვა შეცდომა,მერე მიხვდება,ან იქნებ ვერც მიხვდეს? იქნებ არც არასდროს ჩათვალოს შეცდოამად?მაგრამ ეს ორი უერთმანეთოდ შეუძლებელია,წარმოუდგენელი,თუნდაც წლები გავიდეს,ეს ორი ერთი მთლიანობაა. მათი სიყვარული სრული სიფსიხეა,სიგიჟეე....ჩვენი სიყვარულები არიან ეს ორი,რაღაც საოცარი ენერგეტიკა და შარმი აქვს ამ წყვილს...ვნებიანები რომ არიან და ვეჩნად ''დირთი მაინდები'' ორი აზრი არ არსებობს ხო? smiling_imp smile
თორღვა relieved მიყავრს რაა ეს კაცი,საოცარი ადამიანია,რომელიც დათას უდიდეს პატივს სცემდა,აუ როგორ შემეცოდა ბოლოს რომ დათამ მოატყუე. ცუდი ბიჭი,ცუდი bowtie sleepy საყვარელი კაცია smile აბა რა ეგონა? სწორედაც,რომ ნებართვა უნდა აიღოს დათასგან,რომ დედიკოზე უფლება მოიპოვოს,მაგრამ უკვე რომ მისი იყო ეგ ქალი? !! ჰჰმმ smile heart_eyes აი, ეს მეზობლები მაგრები არიაან რაა smile სანდრო ქარდავაც და იაც მინდოდა რომ მენახა მათთან ერთად disappointed მაგრამ,დრო მოიტანს,..არა რა, ისინიც კარგი მშობლები არიან,ნამდვილად...
მმმმ,წერის სტილი რომ საოცარი გაქვს ამას მილიონჯერ გეტყვი,არ მომბეზრდება.
წერე რა და ჩვენც გვაკითხე ისტორიები smile heart_eyes

 


№16  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

Ma No
Chikochiko
მდაა. არ ვიცი რა ვთქვა. ასე არც ერთ მთავარ პერსონაჟზე არ გამცრუებია იმედები. სოფიმ საერთოდ რა დააშავა ამ ისტორიაში ისეთი, რომ ასე სასტიკად და არაადამიანურად მომკვდარიყო?
სიმართლე გითხრა, დასაწისში სოფის ემოცია გქონდა არნახულად გადმოცემული, ისე მძაფრად და მძიმედ, რომ მთელი სხეული დამეჭიმა. შემდეგ გული ვერ დავუდე. და ბოლოს საერთოდ ვერ მივხვდი მარიამს რა უნდოდა და ამ კაცზე რატომ იყო გაბრაზებული. საღი აზროვნების ადამიანი პირიქით ქმარს გვერდში დაუდგებოდა.

არც დათას დაუშავებია რამე, მაგრამ ბავშვობაში აწამებდნენ. მარიამმა სად მიატოვა დათა? ბოლომდე მისი ცოლი იყო, ბოლომდე ორი კალიცოთი და ბოლომდე სახლში ელოდა ქმარს. მარიამი რომელიმე განგსტერი ან ფორმიანი ქალია, რომ დათას როგორც სასტიკი მკვლელის სტატუსი მშვიდად და გაგებით მიეღო? ქალი ექიმია, პედიატრი და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად აქვს ფიცი დადებული და ამ დროს მისი ქმარი ცემაში კლავს ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რის გამო, ხომ კლავს? ხომ შეუძლია მასეთი სასტიკი იყოს? და ამ დროს წარმოდგენა ჯერ კიდევ არ აქვს მის ბავშვობაზე, რამაც შეიძლება ლოგიკურად მაინც ახსნას მისი ასეთი სასტიკი ხასიათი.

არც ერთ შემთხვევაში გავამტყუნებ დათას საქციელს, ისე მოიქცა როგორც საჭირო იყო. კარგად დაუკვირდი, ფეხმძიმე ქალზე იძალადეს და შვილი მოუკლეს. კიდევ საღი აზრი როგორ შერჩა ის მიკვირს. იცი სად არ ვამართლებ მარიამს? შვილის არსებობა რომ დაუმალა. ეს ნამდვილად არ ეპატიებოდა. და რა მნიშვნელობა ჰქონდა იმას, დათამ რა წარსული გადაიტანა? მარიამს როგორც ქალს, ვერ შევატყე დიდი გულისტკივილი.
პ.ს აქვე ვისარგებლებ შემთხვევით: დდ
კომენტარებს გადავხედე და ერთი ჩემი გამოდგა განსხვავებული კომენტარი და ზოგიერთის რეპლიკაც ჩემ თავზე მივიღე. ვისწავლოთ წაკითხულის გააზრება. მე აქ განვიხილავ ისტორიას და არა ავტორს. ალბათ გამაჩნია მწერლისადმი სიმპათია და ამიტომაც ვკითხულობ მის ყველა ისტორიას. აქ უამრავი ისტორია არ მომწონს და არც ვაკომენტარებ. ასე, რომ თავი შევიკავოთ შეურაცხყოფისაგან.

 


№17  offline წევრი Shpliyvi

Chikochiko
Ma No
Chikochiko
მდაა. არ ვიცი რა ვთქვა. ასე არც ერთ მთავარ პერსონაჟზე არ გამცრუებია იმედები. სოფიმ საერთოდ რა დააშავა ამ ისტორიაში ისეთი, რომ ასე სასტიკად და არაადამიანურად მომკვდარიყო?
სიმართლე გითხრა, დასაწისში სოფის ემოცია გქონდა არნახულად გადმოცემული, ისე მძაფრად და მძიმედ, რომ მთელი სხეული დამეჭიმა. შემდეგ გული ვერ დავუდე. და ბოლოს საერთოდ ვერ მივხვდი მარიამს რა უნდოდა და ამ კაცზე რატომ იყო გაბრაზებული. საღი აზროვნების ადამიანი პირიქით ქმარს გვერდში დაუდგებოდა.

არც დათას დაუშავებია რამე, მაგრამ ბავშვობაში აწამებდნენ. მარიამმა სად მიატოვა დათა? ბოლომდე მისი ცოლი იყო, ბოლომდე ორი კალიცოთი და ბოლომდე სახლში ელოდა ქმარს. მარიამი რომელიმე განგსტერი ან ფორმიანი ქალია, რომ დათას როგორც სასტიკი მკვლელის სტატუსი მშვიდად და გაგებით მიეღო? ქალი ექიმია, პედიატრი და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად აქვს ფიცი დადებული და ამ დროს მისი ქმარი ცემაში კლავს ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რის გამო, ხომ კლავს? ხომ შეუძლია მასეთი სასტიკი იყოს? და ამ დროს წარმოდგენა ჯერ კიდევ არ აქვს მის ბავშვობაზე, რამაც შეიძლება ლოგიკურად მაინც ახსნას მისი ასეთი სასტიკი ხასიათი.

არც ერთ შემთხვევაში გავამტყუნებ დათას საქციელს, ისე მოიქცა როგორც საჭირო იყო. კარგად დაუკვირდი, ფეხმძიმე ქალზე იძალადეს და შვილი მოუკლეს. კიდევ საღი აზრი როგორ შერჩა ის მიკვირს. იცი სად არ ვამართლებ მარიამს? შვილის არსებობა რომ დაუმალა. ეს ნამდვილად არ ეპატიებოდა. და რა მნიშვნელობა ჰქონდა იმას, დათამ რა წარსული გადაიტანა? მარიამს როგორც ქალს, ვერ შევატყე დიდი გულისტკივილი.
პ.ს აქვე ვისარგებლებ შემთხვევით: დდ
კომენტარებს გადავხედე და ერთი ჩემი გამოდგა განსხვავებული კომენტარი და ზოგიერთის რეპლიკაც ჩემ თავზე მივიღე. ვისწავლოთ წაკითხულის გააზრება. მე აქ განვიხილავ ისტორიას და არა ავტორს. ალბათ გამაჩნია მწერლისადმი სიმპათია და ამიტომაც ვკითხულობ მის ყველა ისტორიას. აქ უამრავი ისტორია არ მომწონს და არც ვაკომენტარებ. ასე, რომ თავი შევიკავოთ შეურაცხყოფისაგან.


ლეილა ამბობს რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მარიამის იყო ცუდი და მერე ბავშვიც როგორ იქნებოდა არ ვიცოდითო...შესაბამისად დაუმალეს რომ კიდევ ერთი შვილის დაკარგვის მომსწრე არ გამხდარიყო...
რავიცი მე ესე გავიგე....)))

 


№18  offline წევრი თუთა პირველი

როგორ მომწონდა ეს ისტორია და როგორ გამიცრუა იმედები((( რა შუაში იყო სოფო? ან რეზის დედას რა ბედი ეწია? ან სოფოს სიკვდილით რა მოიგეს? ან რა ვერ აპატია მარიამმა და დათაც ასე უპრობლემოთ როგორ შეურიგდა? საერთოდაც მარიამის და მამამისის ურთიერთობა ბოლომდე გაურკვეველი დარჩა ჩემთვის და ბავშვის დამალვა საერთოდ რა ლოგიკას ექვემდებარება ვერ მივხვდი.????? რა თქმა უმდა შენი, როგორც ავტორის გადასაწყვეტი იყო როგორ დაასრულებდი, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგი ისტორიის უსუსტესი დასასრული იყო.

 


№19  offline წევრი Ma No

Chikochiko
Ma No
Chikochiko
მდაა. არ ვიცი რა ვთქვა. ასე არც ერთ მთავარ პერსონაჟზე არ გამცრუებია იმედები. სოფიმ საერთოდ რა დააშავა ამ ისტორიაში ისეთი, რომ ასე სასტიკად და არაადამიანურად მომკვდარიყო?
სიმართლე გითხრა, დასაწისში სოფის ემოცია გქონდა არნახულად გადმოცემული, ისე მძაფრად და მძიმედ, რომ მთელი სხეული დამეჭიმა. შემდეგ გული ვერ დავუდე. და ბოლოს საერთოდ ვერ მივხვდი მარიამს რა უნდოდა და ამ კაცზე რატომ იყო გაბრაზებული. საღი აზროვნების ადამიანი პირიქით ქმარს გვერდში დაუდგებოდა.

არც დათას დაუშავებია რამე, მაგრამ ბავშვობაში აწამებდნენ. მარიამმა სად მიატოვა დათა? ბოლომდე მისი ცოლი იყო, ბოლომდე ორი კალიცოთი და ბოლომდე სახლში ელოდა ქმარს. მარიამი რომელიმე განგსტერი ან ფორმიანი ქალია, რომ დათას როგორც სასტიკი მკვლელის სტატუსი მშვიდად და გაგებით მიეღო? ქალი ექიმია, პედიატრი და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად აქვს ფიცი დადებული და ამ დროს მისი ქმარი ცემაში კლავს ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რის გამო, ხომ კლავს? ხომ შეუძლია მასეთი სასტიკი იყოს? და ამ დროს წარმოდგენა ჯერ კიდევ არ აქვს მის ბავშვობაზე, რამაც შეიძლება ლოგიკურად მაინც ახსნას მისი ასეთი სასტიკი ხასიათი.

არც ერთ შემთხვევაში გავამტყუნებ დათას საქციელს, ისე მოიქცა როგორც საჭირო იყო. კარგად დაუკვირდი, ფეხმძიმე ქალზე იძალადეს და შვილი მოუკლეს. კიდევ საღი აზრი როგორ შერჩა ის მიკვირს. იცი სად არ ვამართლებ მარიამს? შვილის არსებობა რომ დაუმალა. ეს ნამდვილად არ ეპატიებოდა. და რა მნიშვნელობა ჰქონდა იმას, დათამ რა წარსული გადაიტანა? მარიამს როგორც ქალს, ვერ შევატყე დიდი გულისტკივილი.
პ.ს აქვე ვისარგებლებ შემთხვევით: დდ
კომენტარებს გადავხედე და ერთი ჩემი გამოდგა განსხვავებული კომენტარი და ზოგიერთის რეპლიკაც ჩემ თავზე მივიღე. ვისწავლოთ წაკითხულის გააზრება. მე აქ განვიხილავ ისტორიას და არა ავტორს. ალბათ გამაჩნია მწერლისადმი სიმპათია და ამიტომაც ვკითხულობ მის ყველა ისტორიას. აქ უამრავი ისტორია არ მომწონს და არც ვაკომენტარებ. ასე, რომ თავი შევიკავოთ შეურაცხყოფისაგან.

ძალადობის ძალადობით გადახდის წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის. ამიტომ, რაც არ უნდა მომიწოდო მეტი დაკვირვება ვერაფრით ვერ ჩავთვლი დათას საქციელს გასამართლებლად. ეს არ ნიშნავს რომ დათას პერსონაჟი არ მომწონს ან რამე მსგავსი. ჩემთვის ისტორიაში დათამ ის გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა ისტორიისთვის და არავითარ შემთხვევაში არ არის ეს მისი საქციელის გამართლება. რაც შეეხება მარიამს, ზემოთ სხვამაც გიპასუხა რის გამოც დაუმალეს შვილის არსებობა და მეც დაგიწერე, რომ მარიამს ერთი წამით არ დაუტოვებია დათა. მარიამმა დათას საშუალება მისცა თვითონ წამომდგარიყო ისევ ფეხზე, არა იმიტომ რომ მარიამს სურდა ასე, არამედ იმიტომ რომ თვითონ უნდა მოენდომებინა მათთან დაბრუნება და ამის გარდა მარიამმა ბავშვის გატანებით ციხეში მაინც გადადგა პირველი ნაბიჯი.
პ.ს. ხო, რაც შეეხება განსხვავებულ აზრს, პირველი არ ხარ ვისაც ამის გამო "მოხვდება", გამომიცდია :დდდ და ამაში აბსოლიტურად გეთანხმები, აქ ავტორებს არ განვიხილავთ, მხოლოდ პერსონაჟებს და მეც მხოლოდ იმიტომ მივეცი თავს უფლება და გიპასუხე კომენტარზე, რომ განსხვავებული აზრი გვაქვს ისტორიაზე და არა ავტორზე ))

 


№20  offline წევრი Marryam

რაო? დასასრულიო? გადავშენდი :'( მეწყინა ...არ ველოდი დასასრულს ჯერ :'(

ისტორიას ვერ შევაფასებ...ამისთვის საჭირო სიტყვებს ვერ ვიპოვი ...დათა :'(

 


№21  offline წევრი ხოსე

ჩვეულად ემოციური თავი იყო, გავგიჟდი დათას დამოკიდებულებაზე, და ყველაფერზე რაც მან გააკეთა ყველა დეტალზე, სახლში შევარდნაზე და მტირალი ცოლის უგონოდ მოფერებაზე, იმდენი სიყვარული იყო ამ ყველაფერში, და პირველად დამემართა შენი ისტორიების კითხვისას, რომ მთავარი გმირი დამესიზმრა და შინაარსს ვერ მოვყვეი რა ხდებოდა :-D დათამ გადამრია ამ თავში უბრალოდ :-)))) და მთლიანად თავი იყო არ ვიცი რომელი მომენტი გამოვყო კიდევ ძალიან ემოციური ჩემთვის. კონკრეტულად რამ მაგასაც ვერ ვამბობ მაგრამ დათამ გადამრია მეთქი ამ თავში :-))) მ

 


№22  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

ყველას ვერ გაგცემთ პასუხს...ბევრი კომენტარებია და ბოდიშით. :(
ამ ერთ კომენტარში ჩავატევ სათქმელს.

ესეიგი,ისევ და ისევ უღრმესი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის,ამდენი თბილი სიტყვებისთვის და გამოხატული ემოციებისთვის.
უღრმესი მადლობა...ძალიან მიყვარხართ,ძალიან მახარებთ და მაბედნიერებთ...მიხარია თითოეულის გამოხატული აზრი,კრიტიკა და რჩევა...ეს ყველაფერი სასწაულად მიხარია და მაიძულებს უკეთესი გავხდე.ნუ წერის მხრივ...
მიხარია ცხარე დებატები :დ ხომ გაგიგიათ ?მიჩვეულს ნუ გადააჩვევო...
მიხარია ჩემი გმირები ასე რომ მოგეწონათ და მომყვებოდით ბოლომდე.მართლა იმდენი ემოცია მაქვს სიტყვით ვერ გამოვხატავ.

ჰო რაც შეეხება გაჟღერებულ კითხვას."თვითმარქვიამ" რა დაგიაშავა?
არაფერი დაუშავებია...ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე ამ ისტორიასთან დაკავშირებით და კვლავ და კვლავ ავღნიშნავ.არ მიმიტოვებიაა!!! აუცილებლად გავაგრძელებ და დავასრულებ როგორც კი ჩემი დახშული ტვინი მომცემს ამის საშუალებას.და უბრალო თხოვნა მექნება ის დაც მართლა ვნერვიულობ გეფიცებით ამ "გაჭედვაზე" ასე პირველად დამემართა და ამდენჯერ რომ გამიმეორებთ და შემახსენებთ...არაფერი მშველის და იქნებ დაველოდოთ?ან არ დაველოდოთ არ ვიცი.

ჰო კიდევ აუცილებლად მინდა გავცე პასუხის "ფეისბუქ" კომენტარს.ვერ მოვითმინე და მაპატიეთ.
აი იმ კომენტარს,ჩემს შიშებზე რომ გაამახვილა ქალბატონმა,ან საქალბატონემ (არ ვიცი) ყურადღება.
ჩემო კეთილო,თბილო და საყვარელო ადამიანო...არ ვიცი გყავს ქმარიი? ან არ გყავს მაგრამ ხომ გეყოლება? ჰოდა გისურვებ მე რომ მყავს ქმარი იმის ნახევარი მაინც იყოს და მერე გკითხავ ხომ არ გეშინია მისი თავი საყვარელმა რომ წაგართვას?!
მე არ მეშინია( ხაზგასმით ავღნიშნავ) მართლა არ მეშინია და მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ არანაირად არ მეშინია...არცკი მიფიქრია,ისე უბრალოდ ჩემთვის.არასდროს არ მიფიქრია :)) და არის აქ რამოდენიმე ვინც პირადად მიცნობს მეც და იცის როგორი ქმარი მყავს.
მისი დაკარგვის შანსიი?! ნულის ქვემოთაა...და აქ მოსაზრება ( არასოდეს თქვა არასოდეს) საერთოდ გაუფერულებული და უმმნიშვნელოა ჩემთვის.ამიტომ ხმამაღლა ვიტყვი რომ არასოდეს შემეშინდება ქმრის დაკარგვის რადგან ყველანაირ კონტექსტში გამორიცხულია.


ძალიან დიდი მადლობა ყველას :*

 


№23  offline წევრი tebea

სოფო მეტკინა ძალიან ???? ძალიან მაგარი გოგო ხარ ♥️

 


№24  offline წევრი anastasia.ana

აუუ სასწაული იყო, ძალიან მომეწონაა❤️

 


№25  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიანნ ვისიამოვნე ამ ისტორიით მომეწონა ძალიანნ

 


№26  offline წევრი nw nw nw

ძალიან მაგარი იყო...არაბული შემიყვარდა <3

 


№27 სტუმარი სტუმარი გვანცა

ვგიჟდები შენს ისტორირბზე

 


№28  offline წევრი svien

vaime shen vin xar eseti....gamagije ra istoriebs wer.magari xar ara umagresi????male dade axali istoria ra veli mteli gulit...super gogo xar❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent