შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთი [სრულად]


12-12-2018, 02:11
ავტორი ელპინი
ნანახია 1 510

ღმერთი [სრულად]

" ჩემო ღმერთო, მაპატიე, რომ სუსტი ვარ და რომ ამ ყველაფრისთვის არც იმდენად სულგრძელი, რომ შავი ყვავილებიც დავაჭკნე, რომ სისხლი შინდისფერია, რომ კანი ყვითელი და ძარღვები შავი, რომ ტუჩები თეთრია და თვალები ლურჯი.
მაპატიე, რომ მპატიობდი და ვპატიობდი საკუთარ თავსაც ამდენ მოსვლას, წასვლას და უმოძრაო მოძრაობას.
მაპატიე, რომ შენით ვსუნთქავდი და ისე მიგიჩვიე, ჩემით სუნთქავდი. მე, რომ ჟანგბადი მიწოდე შენს მუხლებზე ჩაძინებულს და გეგონა მეძინა, გავიგონე, ნეტავ რით დავიმსახურე ანგელოზი - მეთქი.
მაპატიე, რომ შენს ოთახში ჩემი სუნი ტრიალებს და ცხვირში ისე გეღიტინება, ფილტვები გტკივდება, გეწვის, გენატრები.
მაპატიე.
ჩემო ღმერთო,
მაპატიე.
დაგიჩოქებ, შენს მუხლებთან დავვარდები, მუხლებზე გაკოცებ, ბოლოჯერ შეგეხები, შენს დახორკლილ კანს ვიგრძნობ, ოღონდ მაპატიე და ისე გამიშვი. ჩემს თავს აღარ ვაპატიებ, მაგრამ შენ მაპატიე.
მაპატიე, რომ სუნთქვა არეული გიყვარდა, ვიდრე გულისცემა - წყნარი.
მაპატიე, რომ გიყვარვარ.
ჩემო ღმერთო. "

ოთახში საწოლზე ჩამომჯდარიყო ელა, ხელში წერილი ეჭირა. კითხულობდა ჯერ კიდევ გუშინდელ წერილს, რომელიც სამას ოთხმოცდაჩვიდმეტჯერ წაეკითხა. სამასი - ღიმილით, ოთხმოცდაათი - თვალებში დაგუბებული ცრემლებით, შვიდი - აკანკალებული სხეულით და ყბასთან შერჩენილი მარილიანი სითხით. უკვე ცამეტი საათი ხდებოდა, რაც ბერო წერილს ელოდა ელასგან. თითქოს, არც ტელეფონი არსებობდა, კართან დატოვებული წერილებით საუბრობდნენ. ელას ძვლები სტკიოდა, ხელებს ვიღაც უჭერდა ორგანოებზე და ვიდრე ხრიალის ბგერებს არ ამოუშვებდა პირიდან სასოწარკვეთილი, მანამ არ ეშვებოდა. მერე კი, გულისცემა ისეთი სუსტი ჰქონდა, როგორიც ბეროს შესუნთქვის დროს. ცრემლები ყბასთან აღარ რჩებოდა, შიშველ, ცივ სხეულზე ეწვეთებოდა და ხელებს სუსტი ძალით იჭერდა ყელზე.
- შენ აპატიე შენს ღმერთს, ბერო. - ხმაწართმეულმა ამოიტირა ელამ. წერილს ცრემლები დაეწვეთა, მელანი იმ ადგილზე წაიშალა, სადაც მაპატიე ეწერა. - ბერო, მე რა უნდა გაპატიო, ღმერთი შენი ღმერთის ცრემლებით შლის სიტყვებს. - ფეხზე წამოდგა და ფანჯარა გააღო, ქარმა ძლიერად დაუბერა, კედლებზე ფანჯრიდან შემოვარდნილი ფოთლები აცეკვდნენ, ზოგი მიეკრა კედელს, ზედ დაეხატა. - ბერო, ჩემო იდეალურო, მაპატიე ჩვენი ყველაფერი სხვების არაფერთან. - რაფაზე შემოჯდა ელა, ფანჯრიდან ფეხები გადააწყო, ცრემლები ხელის ზურგით შეიმშრალა, ღრმად ჩაისუნთქა. - შენი სურნელი კედლებს შეებჟნა, არსად არ მიდის, ბერო. ნეტავ ახალ სუნთქავ?! აღარ ვიტირებ, გპირდები. არ გიყვარდა შენი ღმერთის ცრემლები. ბერო, ეს ცრემლები მაპატიე. - ელას ხმა მოესმა ეზოდან, რომელიც ძალიან გჰავდა ბეროს ახლანდელ ხმას, რომელშიც ტკივილის ბგერები ისმოდა მხოლოდ.
- ელა, თოთხმეტი საათი გახდება მალე. - ბერო ხეზე მიყრდნობილი იდგა, სხეულის შეკავებაც არ შეეძლო, ადგილზე ქანაობდა.
- შენს ღმერთთან საკუთარი ფეხით მოხვედი მაშინ, როცა ღმერთები მიდიან თვითონ. - ელა ბეროს სხეულს აკვირდებოდა, ცარიელ თვალებს ხედავდა.
- უშენოდ მომაკვდავი მქვია.
- გაცივდები, ქარია, ბერო.
- მომაკვდავის ღმერთი ხარ, ელა. - ბერო ელოდა. ელა გაჩუმდა.
- თუ ღმერთი ადრე მოკვდება?! - დუმილის შემდეგ იკითხა ელამ.
- ღმერთები არ კვდებიან, ელა, არა, არასდროს.
ბერო შებრუნდა და არეული ნაბიჯებით გაუყვა გზას. მისუსტებული სხეული ქარს მიჰყავდა, თითქოს. ელა ფანჯრიდან ჩამოხტა, სახლიდან სწრაფად გამოვიდა და უკან აედევნა ბეროს.
- ბერო, მოვდივარ. - დაბალი ხმით დაიყვირა ელამ.
- სად მოდიხარ?! - ბერო შემობრუნდა და ელას სახე მისი სახის პირისპირ იყო, ძალიან ახლოს.
- შენთან.
- ისევ, ელა?!
- ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო და იყო, მოვალ, ხელს ჩაგკიდებ, გეტყვი რომ შენი ღმერთი არასდროს დაგტოვებს და მთელ სამყაროს გავაგებინებ, რომ ჩემი ჟანგაბდი ხარ. ისევ დაიძინე ჩემს მუხლებზე, ისევ ვიჩურჩულებ სიტყვებს, ბერო. - გულისცემა აჩქარებოდა უკვე ელას. მთელი გამბედაობა მოეკრიბა სიტყვების სათქმელად და ბეროს დამაბნეველ თვალებს პირქუშ მისჩერებოდა.
- ისევ რომ წავიდე, ელა?!
- ისევ რომ მოვიდე, ბერო?!
- გამიშვი, ელა.
- მომიშვი, ბერო.
ელა ფეხის წვერებზე აიწია, სახე ახლოს მისწია, რამდენიმე წამით თვალები დახუჭა და ტუჩები მოკუმა, ჩაეღიმა და ტუჩები ბეროს ტუჩებს მიაკრო. ბეროს თითქოს დენი დაარტყესო, წამიერად ააკანკალა და სხეული აუთრთოლდა. მონაცვლეობით უკოცნიდა ბაგეებს. ელა ბეროს ტუჩების გემოს გრძნობდა, როგორ მონატრებოდა შეხება, სხეულში ყველაფერი ეწვოდა და უდუღდა, ცეცხლი მოჰკიდებოდა ლამის.
- უცნაურია ჰო, ელა?! ბედნიერებაზე რომ ვიწყებ ფიქრს, შენი სუნით გაჯერებული საღამოები და შენი ტუჩების გემო მახსენდება. - ელას ტუჩებთან ამოილაპარაკა ბერომ.
- მენატრებოდი.
- რამდენჯერ უნდა წავიდე და მოხვიდე?! როგორ გაწვალებ, ჩემო ღმერთო. - შუბლი შუბლზე მიადო ბერომ ელას და ისევ საუბარი გააგრძელა. - ახლა ფეხებში უნდა გივარდებოდე. მე ნაბი*ვარი ვარ, ელა. ავადმყოფი, რომელსაც შენ მეორე ავადმყოფობად გაუჩნდი. ახლა მუხლებზე გაკოცებ, შენს დახორკლილ კანს ვიგრძნობ. აქ, შუა ქუჩაში, შენს ფეხებში ჩავვარდები, ოღონდ მაპატიე და მერე წავალ. აღარ მოვალ, აღარ დაგღლი, ოღონდ მაპატიე. - ბერო მუხლებზე დაეცა, ელა ცოტა ხანს გონებადაბინდული იდგა, უცებ გამოფხიზლდა, ბეროს მკლავებში ხელი სტაცა და ფეხზე წამოყენებას ცდილობდა. - მაპატიე, რომ ახლაც ჩემთან მოხვედი, რომ ასე გიყვარვარ ასეთი, მაპატიე რა, ჩემო ღმერთო. - ხელები მჭიდროდ შემოხვია ელას ფეხებს ბერომ. მუხლებს უკოცნიდა, კანის სურნელს ისუნთქავდა და წამიერი ბედნიერებით ტკბებოდა.
- ბერო, ადექი ფეხზე, არ მოგცემ ამის უფლებას. - ელა უკვე ბრაზდებოდა. - არ გაპატიებ, თუ ფეხზე არ ადგები. - კბილებში გამოსცრა ელამ. ბერო უცებ ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე.
- მაპატიე, ელა, ჩემო ღმერთო.
- მომეცი ხელები, არასოდეს გამიშვა!
- ასეთი როგორ ხარ?! საოცარი, არ ვიცი რით დაგიმსახურე მე, არარაობამ - შენ, ანგელოზი.
- ანგელოზებს არ ტოვებენ.
- ანგელოზები ტოვებენ, ელა?! - სახე ელას ყელში ჩარგო ბერომ და დაბალი ხმით ამოიჩურჩულა.
- არასდროს.
- მიყვარხარ, ელა. სულის ტკივილამდე მიყვარხარ.
- როდის შეისუნთქე?!
- თვალებში შემომხედე, ელა. - ყელიდან თავი ამოსწია და თვალებში ჩააჩერდა ელას.
- გითხრა რას ვხედავ, ბერო?!
- კი.
- ჩემთან მოსვლამდე.
- მაპატიე, რომ ხედავ და გესმის.
ელა ფეხის წვერებზე აიწია და თვალებზე სათითაოდ აკოცა ბეროს.


***
ოთახის კუთხეში იჯდა ბერო, თან ქაღალდი დაახვია და ერთი პირი თეთრ ფხვნილს მიუშვირა, მეორე ცხვირის ნესტოს და ღრმად შეისუნთქა. თვალის გუგები წამის მეასედში დაუწვრილდა, სუნთქვა და გულისცემა შეუნელდა. ცოტა ხანში კი, სხეულის ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა. კარებზე კაკუნი ბუნდოვნად ჩაესმოდა ყურებში, მაგრამ ფეხზე წამოდგომის თავი არ ჰქონდა. იცოდა, ელა იქნებოდა. მერე მისი ოთახის კარი გაიღო, კადრები თვალწინ აერია.
- ისევ, ბერო. - ელა გვერდით მიუჯდა ბეროს, მიიხუტა, სახეზე ეფერებოდა, მთელ სახეს უკოცნიდა. უკვე შეჩვეოდა ელა ამ ყველაფერს, მისთვის ნორმალურად ითვლებოდა. - რისთვის, ბერო?! არა და, ვიცი, იცი, რომ გამოსავალი არ არის. ნეტავ პირველად შენ გვერდით ვყოფილიყავი, ნეტავ ხელი შემეშალა და არ დამოკიდებულიყავი, კიდევ სხვა ბევრი ნეტავ, ბერო. მე მაპატიე. ჩემი ბრალია. შენს ღმერთს აპატიე, ბერო. რა სუსტი ვარ, როგორი სუსტი ვარ, როგორ მაღმერთებ, მე არაფერი შემიძლია, ვერ გეხმარები, პირიქით გკლავ, ბერო. - ცრემლები გზას იკვალავდა ელას სახეზე, ჩურჩულებდა, ბეროს იხუტებდა და წამითაც არ იშორებდა სრულიად უემოციო და უგონო სხეულს. რამდენიმე საათი ისხდნენ ასე. ელა ელოდა და იმ გარდამავალ წუთს, როცა თვითონ ელას უნდა დაეხუჭა თვალები, ბეროს ხმა გაიგონა.
- მაპატიე, ჩემო ღმერთო. - სუსტი ხელები ასწია და შემოხვია ელას წვრილ წელს. ტუჩებით მთელი სახე დაუკოცნა, მერე ყელში კოცნიდა, ლავიწებზე. - შენ სრულყოფილი ხარ, უნაკლო, მე იდეალურთან მიახლოებულიც კი არ ვარ, მე ვარ, ელა.
- მიყვარხარ. არ აქვს მნიშვნელობა. შენ ჩემი იდეალური ხარ, გგონია თუ არა ასე. მთელი არსებით მიყვარხარ და მიუხედავად ბევრი რამისა, უშენოდ არ შემიძლია.
- მზად ხარ, ვიდრე ვიქნებით, აქ, ოთახის კუთხეში იჯდე ჩემ გვერდით, ელა?! - თვალები დახარა ბერომ, შიშმა რომ ელას დაკარგავდა, გული წამიერად ატკინა. პასუხის მოლოდინში რამდენიმე დარტყმაც გამოტოვა გულმა.
- მიყვარხარ! - ელამ უპასუხა და ტუჩები ცივ შუბლზე მიაკრო. ორივემ თვალები დახუჭა და ფიქრობდნენ, რომ იყვნენ მხოლოდ ორნი - ერთმანეთისთვის.
- მაპატიე, რომ სუსტი ვარ, ელა.
- გაპატიე, ბერო, გაპატიე.
- სხვა ყველაფერიც?!
- სხვა ყველაფერიც. ჩვენი სიყვარულიც, ბერო.
- ჩემო ღმერთო, მიყვარხარ, მართლა!



ისე . . .
ამდენი ხნის მერე . . .скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები ❤ ❤ ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები ❤ ❤ ❤

მიყვარხარ!

 


№3  offline მოდერი სალანდერი

ჯანდაბა. . .
იცი რატომ ჰო? - ჯანდაბა, იცი ჰო. . .
კიდევ ჯანდაბა. . .
ჰო კიდევ. . .
რა გინდოდა ახლა, არა და მგონი მშვიდად ვიყავი. . .
მგონი. . .
ოხ. . .
ამდენი ნაცნობი. . . ოხ ანნა რა. . .
აპატია ტო. . .
აი ასე უბრალოდ რა. . . აპატია ჰო. . .
ჯანდაბა. . .
რამდენი ჯანდაბა ვთქვი დათვალე? მოიცა ჯერ არ დამისრულებია და ჯანდაბა, აზრების მოკრება მოჭირს მგონი. . .
თემა. . .
ფრაზები. . .
მომენტები. . .
დიალოგები. . . - ყველაფერი იყო, ისე როგორც გინდოდა. . .
ღმერთი. . . - ჯანდაბა, როგორები არიან ეს ღმერთები, თუ ანგელოზები, იდიოტურად გპატიობენ ყველაფერს და მერე უკვირთ უარესი რომ ხდები. . .
ბერო. . . - ისეთია რა, სუსტი ნავიჭვარი, საერთოდ ვერც ვხვდები ზოგჯერ, ანგელოზები თუ ღმერთები ასეთებს რატო სწყალობენ. . .
ელა. . . - მე ვერ შევაფასებ, ისეთია რა, შენებური, ყველაზე უკეთ შენ იცოდი როგორი უნდა ყოფილიყო ელ'ა. . .
ჰოდა წერე რა. . .
ისე რა. . .
შენებურად რა. . .
თითქოს არაფერის მთქმელად და თან, ყველაფრის მომცველად. . .
მიყვარხარ რა. . .
მართლა. . . ❤

 


№4  offline მოდერი Tamta.k

როგორი იყო, სასწაული. ყველაფერი იმდენად სხვანაირი თუმცა ახლობელი იყო რომ ვერც კი გადმოგცემ. იმდენად მწარე და იმდენად ტკბილი რომ ვერც კი იფიქრებ... ძალიან,ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
ჯანდაბა. . .
იცი რატომ ჰო? - ჯანდაბა, იცი ჰო. . .
კიდევ ჯანდაბა. . .
ჰო კიდევ. . .
რა გინდოდა ახლა, არა და მგონი მშვიდად ვიყავი. . .
მგონი. . .
ოხ. . .
ამდენი ნაცნობი. . . ოხ ანნა რა. . .
აპატია ტო. . .
აი ასე უბრალოდ რა. . . აპატია ჰო. . .
ჯანდაბა. . .
რამდენი ჯანდაბა ვთქვი დათვალე? მოიცა ჯერ არ დამისრულებია და ჯანდაბა, აზრების მოკრება მოჭირს მგონი. . .
თემა. . .
ფრაზები. . .
მომენტები. . .
დიალოგები. . . - ყველაფერი იყო, ისე როგორც გინდოდა. . .
ღმერთი. . . - ჯანდაბა, როგორები არიან ეს ღმერთები, თუ ანგელოზები, იდიოტურად გპატიობენ ყველაფერს და მერე უკვირთ უარესი რომ ხდები. . .
ბერო. . . - ისეთია რა, სუსტი ნავიჭვარი, საერთოდ ვერც ვხვდები ზოგჯერ, ანგელოზები თუ ღმერთები ასეთებს რატო სწყალობენ. . .
ელა. . . - მე ვერ შევაფასებ, ისეთია რა, შენებური, ყველაზე უკეთ შენ იცოდი როგორი უნდა ყოფილიყო ელ'ა. . .
ჰოდა წერე რა. . .
ისე რა. . .
შენებურად რა. . .
თითქოს არაფერის მთქმელად და თან, ყველაფრის მომცველად. . .
მიყვარხარ რა. . .
მართლა. . . ❤

ყველაფერი ხარ, დაწყებული აჩქარებული გულისცემით, დასრულებული აკანკალებული სხეულით.
ძალიან ბევრს ჩაგეხუტები, ჰო . . .
ძალიან ბევრი რამ მინდოდა კიდევ, მაგრამ მგონი, აღარ იყო საჭირო და ზუსტად იქ გაწყდა, სადაც უნდა გაწყვეტილიყო, არა?
სიგიჟემდე მიყვარხარ, ჩემო!

 


მინდა, გითხრა ძალიან გამორჩეული წერის სტილი გაქვს. რამდენადაც გამორჩეული ადამიანი ხარ შენი გრძნობებით, აღქმებით, განცდებით, იმდენად გამორჩეულ ნაწარმოებებს ქმნი. ეს პერსონაჟებიც უცნაურად განსხვავებულები არიან. მოკლედ ესეც ძალიან შენია რა. მომწონს შენი სტილი და სიამოვნებით წავიკითხავ შემდეგსაც.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Tamta.k
როგორი იყო, სასწაული. ყველაფერი იმდენად სხვანაირი თუმცა ახლობელი იყო რომ ვერც კი გადმოგცემ. იმდენად მწარე და იმდენად ტკბილი რომ ვერც კი იფიქრებ... ძალიან,ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ❤️

თამთა, როგორი თბილი სიტყვები მითხარი, გული გამითბე და თურმე რამდენი გიგრძვნია. ნეტავ იცოდე, როგორ მიხარია და გამაბედნიერე. უღრმესი მადლობა ასეთი საოცარი სიტყვებისთვის!

ქეთი იმერლიშვილი
მინდა, გითხრა ძალიან გამორჩეული წერის სტილი გაქვს. რამდენადაც გამორჩეული ადამიანი ხარ შენი გრძნობებით, აღქმებით, განცდებით, იმდენად გამორჩეულ ნაწარმოებებს ქმნი. ეს პერსონაჟებიც უცნაურად განსხვავებულები არიან. მოკლედ ესეც ძალიან შენია რა. მომწონს შენი სტილი და სიამოვნებით წავიკითხავ შემდეგსაც.

ქეთი, როგორი თბილი ხარ შენ, როგორ იცი ხოლმე ასე უცებ ტკბილი სიტყვები და რაღაც საოცრებები. მიყვარხარ მე შენ, თბილო და გამორჩეულო! ❤

 


№8  offline წევრი სიბილა

დაბრუნდი ემოციების ნიაღვარო და უცნაურობების დედოფალო?სალამდერმა იმდენი ჯანდაბა თქვა, აღარ დამიტოვა))))ისეც და ასეც წერე.და, ჰო, დაბრუნებას მივესალმები, მოხარულიც გახლავართ, open_mouth ჩემო კარგო.

 


№9  offline აქტიური მკითხველი Sick Dreamer

ხოოო
ძალიან კარგი იყო
ღმერთი იყო ელა და თავისთავად კარგი იქნებოდა
საუკეთესო ბეროსთვის
ბერო იყო რაღაც სასწაული მართლა
ხო დამოკიდებული იყო მაგრამ ჩემთვის ეგეც საუკეთესო გახდა
ღმერთისთვის იბრძოდა,მაგრამ ღირსეულად არა
საუკეთესო წყვილი იყო
ორი განსხვავებული
მაგრამ უყვარდათ ძალიან
აი საოცრება ხარ რა
❤ ❤ ❤ ❤ ❤

 


№10  offline წევრი -ლილუ

სულ არავის,რომ არ გავხარ...
აი ყველაზე გასული,რომ ხარ...
სულის ტკივილამდე,რომ მიგყავარ სულ...
და იქ მარცხნივ მფეთქავს,რომ მიჩერებ...
ერთ ამოსუნთქვაში,რომ გკითხულობ...
უკვე დიდიხანია თემაა ჰო(იცი)...
ჰო და მე ვერ ვიტან თეთრ ფხვნილზე დამოკიდებულ...
სუსტ...
უნებისყოფო...
ტიპებს...
როდესაც ესეთი სიყვარული გაქვს მოტივატორად კარგი რა...
ბერო-ზე რა გითხრა...
ბევრი მოიტანა...
მაგრამ სამი იმდენი წაიღო ემოციურად(მიხვდი ხო)
ელა ყველაზე მაზოხისტური სიყვარულით შეპყრობილი ,,ღმერთია"...
მთლიანად შენი იყავი შენეული დრამით...
და მე ისევ მატკინე...(ყოველ ჯერზე გპატიობ მართლა)

პ.ს.
სალანდერს ვუთხარი,ერთხელ...
რომ შემეძლოს უკვდავებას გაჩუქებდითქო...
ჰო და შენთვისაც მინდა მე უკვდავება ,,საჩუქრად"...
სულ...
სულ...
სულ...
რომ წერო...(სხვანაირად ვერ რა)
მალე დაბრუნდი...

 


№11  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სიბილა
დაბრუნდი ემოციების ნიაღვარო და უცნაურობების დედოფალო?სალამდერმა იმდენი ჯანდაბა თქვა, აღარ დამიტოვა))))ისეც და ასეც წერე.და, ჰო, დაბრუნებას მივესალმები, მოხარულიც გახლავართ, open_mouth ჩემო კარგო.

რუსა, როგორი უცნაური სახელებია და რა ძალიან მომწონს. მგონი, მსგავსი არ უთქვამთ აქამდე, ცოტა უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ ძალიან ლამაზი. დიდი მადლობა შენ!

meocnebe avadmyopi
ხოოო
ძალიან კარგი იყო
ღმერთი იყო ელა და თავისთავად კარგი იქნებოდა
საუკეთესო ბეროსთვის
ბერო იყო რაღაც სასწაული მართლა
ხო დამოკიდებული იყო მაგრამ ჩემთვის ეგეც საუკეთესო გახდა
ღმერთისთვის იბრძოდა,მაგრამ ღირსეულად არა
საუკეთესო წყვილი იყო
ორი განსხვავებული
მაგრამ უყვარდათ ძალიან
აი საოცრება ხარ რა
❤ ❤ ❤ ❤ ❤

შენი სახე რომ ძალიან მომწონს, მგონი, იცი, ჰო?!
უკვე ინდენჯერ გითხარი, როგორ არ გეცოდინება. შენი აღქმები ძალიან ლამაზია, როგორი თბილი გოგო ხარ.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, ბევრი სიყვარულები და თბილი ამბები შენ! ❤

-ლილუ
სულ არავის,რომ არ გავხარ...
აი ყველაზე გასული,რომ ხარ...
სულის ტკივილამდე,რომ მიგყავარ სულ...
და იქ მარცხნივ მფეთქავს,რომ მიჩერებ...
ერთ ამოსუნთქვაში,რომ გკითხულობ...
უკვე დიდიხანია თემაა ჰო(იცი)...
ჰო და მე ვერ ვიტან თეთრ ფხვნილზე დამოკიდებულ...
სუსტ...
უნებისყოფო...
ტიპებს...
როდესაც ესეთი სიყვარული გაქვს მოტივატორად კარგი რა...
ბერო-ზე რა გითხრა...
ბევრი მოიტანა...
მაგრამ სამი იმდენი წაიღო ემოციურად(მიხვდი ხო)
ელა ყველაზე მაზოხისტური სიყვარულით შეპყრობილი ,,ღმერთია"...
მთლიანად შენი იყავი შენეული დრამით...
და მე ისევ მატკინე...(ყოველ ჯერზე გპატიობ მართლა)

პ.ს.
სალანდერს ვუთხარი,ერთხელ...
რომ შემეძლოს უკვდავებას გაჩუქებდითქო...
ჰო და შენთვისაც მინდა მე უკვდავება ,,საჩუქრად"...
სულ...
სულ...
სულ...
რომ წერო...(სხვანაირად ვერ რა)
მალე დაბრუნდი...

ლილუ,
ღმერთო ჩემო,
რა საოცარი ხარ შენ, ნეტავ თუ იცი!
განა, რით დავიმსახურე მე ეს სიტყვები?! სულ გელოდები, სულ მინდა რომ აქ შემოსულს, შენი კომენტარი დამხვდეს უცნაური და საოცარი, თბილი სიტყვებით.
მგონი, მესმის, ანუ ხომ იცი შენ . . .
გული გამიჩერდა ბოლოს, სერიოზულად.
მადლობა!
მადლობა, რომ ხარ, გესმის და ყველაფერი რა, ძალიან დიდი მადლობა! ❤

 


№12  offline წევრი Mariam Shengelia_3

საიტიდან რაც წავედი სულ ერთი ადამიანის გამო შემოვედი ისევ და კომენტარი დავუწერე, მეორე შენ ხარ...გამონაკლისები რომლების გამოც არ ვაუქმებ პროფილს, უბრალოდ კომენტარის დასაწერად ვიყენებ...
ელ, არვიცი რა გითხრა.....იმდენი რამე დაატიე, გრძნობების კასკადი იყო...მხოლოდ განსაკუთრებულებს შეუძლიათ და შენ ხარ ეგ.
კაიხანია არაფერი წამიკითხავს შენი, ჰოდა მივხვდი რომ კიდევ უფრო მეტად , ათასჯერ დახვეწილიხარ, რაც ძალიან მახარებს❤
წარმატებები ჩემო საოცრებავ!
მიყვარხარ

 


№13  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Mariam Shengelia_3
საიტიდან რაც წავედი სულ ერთი ადამიანის გამო შემოვედი ისევ და კომენტარი დავუწერე, მეორე შენ ხარ...გამონაკლისები რომლების გამოც არ ვაუქმებ პროფილს, უბრალოდ კომენტარის დასაწერად ვიყენებ...
ელ, არვიცი რა გითხრა.....იმდენი რამე დაატიე, გრძნობების კასკადი იყო...მხოლოდ განსაკუთრებულებს შეუძლიათ და შენ ხარ ეგ.
კაიხანია არაფერი წამიკითხავს შენი, ჰოდა მივხვდი რომ კიდევ უფრო მეტად , ათასჯერ დახვეწილიხარ, რაც ძალიან მახარებს❤
წარმატებები ჩემო საოცრებავ!
მიყვარხარ

მარიამ,
როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა და ამდენ ხანს როგორ დაიკარგე . . .
ლამაზო გოგოვ, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, რომ წამიკითხე და მოხვედი, ოქრო გოგო ხარ შენ, ლამაზთვალება!

 


№14  offline წევრი qetulaa

როგორ მენატრებოდა შენი ეს ემოციებიი, ახლა წავიკიტხეე,, თითეული ფრაზა იმდენად ღრმაა გულდასმით უნდა წამეკიტხაა, ეს რა გამიკეტეე, და რა უნდა გითხრა ელპინნ, ასეთი როგორ ხარ, სასწაულიიიიიიიიი, ცარმოგიდგენია მსჰვილდიტ ნასროლი ისარი რომ ხვდება მიზანსს, ისე მოხვდა ჩემ გულს ყოველი სიტყვა დააბზაცი, მარტო წერილი გირდა ერტ რამედ, საიდან იტევ ამდენ სწორ ემოციასს, დაბრუნდიიიი, გირდააააა, ფურორი მოახდინეე, მეტს ვერ დავცერრრ, ჯერ ისევ იქ ვარ, მიტევებული ბეროს მიუტევებელ შეგრზნებებტანნნნნ

 


№15  offline ახალბედა მწერალი ელპინი

qetulaa
როგორ მენატრებოდა შენი ეს ემოციებიი, ახლა წავიკიტხეე,, თითეული ფრაზა იმდენად ღრმაა გულდასმით უნდა წამეკიტხაა, ეს რა გამიკეტეე, და რა უნდა გითხრა ელპინნ, ასეთი როგორ ხარ, სასწაულიიიიიიიიი, ცარმოგიდგენია მსჰვილდიტ ნასროლი ისარი რომ ხვდება მიზანსს, ისე მოხვდა ჩემ გულს ყოველი სიტყვა დააბზაცი, მარტო წერილი გირდა ერტ რამედ, საიდან იტევ ამდენ სწორ ემოციასს, დაბრუნდიიიი, გირდააააა, ფურორი მოახდინეე, მეტს ვერ დავცერრრ, ჯერ ისევ იქ ვარ, მიტევებული ბეროს მიუტევებელ შეგრზნებებტანნნნნ

ქეთი, ჩემო საოცარო გოგო, როგორ მომნატრებია შენი ტკბილობები და ღრმად წაკითხული რაღაცები. რა თბილი გოგო ხარ შენ.
მადლობა, საოცარი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent