შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი [სრულად] +18

17-12-2018, 22:26
ავტორი ელპინი
ნანახია 6 478

ანგელოზი [სრულად] +18

***
თუ შენ არა, შემდეგ ვინ - სხვა?!
თუ არ ახლა, შემდეგ - როდის?!

***
როცა წვივიდან მუხლამდე კოცნით აუყვები და ცივ ტუჩებს მთრთოლვარე სხეულზე შეხებით გაითბობ, შენი ალერსით დახორკლილ კანს დააკვირდები, საათს შეხედავ, თურმე თექვსმეტ წამში გაიარე მანძილი.

***
ტანსაცმელი სხეულიდან სწრაფად მოაშორა, თვალებზე ლიბრგადაკრული უყურებდა ლამაზ, გამომწვევ სხეულს და ხელებს ათარეშებდა. გოგონა სულ მალე საწოლზე შიშველი იწვა. სხეულში წამის მეასედებში გრძნობდა ცვლილებებს, ყელში - ცივი ტუჩების შეხებას.
- გრილი, არომატული, საოცარი სურნელი გაქვს. - ყურში ჩურჩული ესმოდა და მთელ სხეულში სიმხურვალეს გრძნობდა. სიტყვებს შორის პაუზის დროს ცხელი სუნთქვა კანს უწვავდა. - რბილი, ფაქიზი, თეთრი კანი. - ყურის ბიბილოზე კბილები იგრძნო, მტკივნეულად უკბინეს. - შენი ფიქრები მესმის. - თითქოს, ამხილეს და წამიერად შეკრთა. - თვალებში შემომხედე! - თმებზე მოქაჩეს და მკაცრად უბრძანეს. - შენს სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ იცი, ტუჩები რა დღეში გაქვს?! რამდენი ხნის ნანატრ შეხებას ელოდებიან?! რამდენი კვირაა, თუ თვე ოცნებობ, რომ გაკოცო?! მიდი, თქვი, ინა. ხომ გინდოდა დედამო*ყნული გულახდილობის საღამო?!
- წადი შენი, სანდრა. - ამოიხროტინა ქალმა.
- აღიარე, რომ არაფერი გინდა ახლა ისე, როგორც კუთვნილი კოცნა. - ეშმაკური, მაცდური ღიმილით თქვა სანდრამ და ტუჩები მხარზე მიაკრო ინას.
- ნუ მაგიჟებ! - სასოწარკვეთილი იყო გოგო.
- შენ გიჟი ხარ, უკვე გაგაგიჟე. შენ მაზოხისტი ხარ, პატარავ. - გადაიხარხარა ქალმა.
- წადი შენი, სანდრა. - აჩქარებულ გულისცემას ვერ იმორჩილებდა ინა.
- იცი, რომ შენი პირველი კოცნა ჩემი იქნება?! ოღონდ ჯერ - არა! მხოლოდ იმიტომ, რომ შენს დამპალ თვალებში ჩემს სურვილს ვუყურო და დავტკბე შენთვის მიუღებელი კოცნით. - თმებში კიდევ უფრო მოქაჩა ქალმა ინას. მხარზე კბილებით შეეხო და ხმამაღალმა ყვირილმა უფრო გააგიჟა სანდრა.
- ნუ მაწამებ, სანდრა. წადი შენი! - უკვე ყვიროდა ინა, მაგრამ ძალა არ ჰქონდა, სხეული აემოძრავებინა.
- იცი, რა არის შენი პრობლემა, ინა?! სხეული გაგცემს. როგორც კი გიახლოვდები, გითრთის. ტუჩებზე რატომ გიყურებდი, ისევ გაინტერესებს?! იმიტომ, რომ გაგცემენ. არასდროს გიგრძვნია?! სისხლი გიდუღდა, ინა. ოღონდ ტუჩებზე შეგხებოდი, ჩემი ტუჩები გეგრძნო და თანახმა იყავი, პირველი კოცნა ჩემთვის გეჩუქებინა. მე ვხედავდი, ვხედავდი და საშინლად მსიამოვნებდა. შენ ვერასდროს გაბედავ კოცნას და ყოველ ჯერზე, როცა მოგიახლოვდები, მოლოდინის რეჟიმი აგიწვავს მუცელს და მთელ ორგანიზმს. - ზურგს კოცნით მიუყვებოდა სანდრა. გოგოს სხეული აგიჟებდა, მაგრამ მისგან განსხვავებით, საკუთარი თავის კონტროლი მშვენივრად შეეძლო.
- რა გინდა, სანდრა?! რისთვის მელაპარაკები ახლა ამას?!
- რის მოსაცემად ხარ მზად, ინა?!
- შენ ნაბი*ვარი ხარ!
- რის მოსაცემად ხარ მზად, ინა?! - ისევ გაუმეორა ქალმა.
- მაკოცე, შენი დედაც. - სიმწრისგან დაიყვირა გოგომ.
- არა, მირჩევნია მზერით ავადუღო შენი ტუჩები. რამდენჯერაც მოგიახლოვდები და მერე გშორდები, იმდენჯერ იმედგაცრუების ნიშნად, რომ ბუშტავ. ახლა მე სხეულს დაგიკოცნი და შენ იქამდე მთხოვ, რომ ტუჩებზე შეგეხო, ვიდრე მე თვითონ არ მომინდება ეს, გასაგებია?!
- მაწამებ, სანდრა, მაგიჟებ, ჭკუიდან მშლი. - თვალები დაგუბებული ცრემლებისგან გაათავისუფლა ინამ და ტკივილიანი ხმით თქვა. იმავე წამს, სანდრას მძიმედ გადაყლაპული ნერწყვის ხმაც გაიგონა.
- არ გაბედო, ინა! არ გაბედო და არ იტირო, ინა! სიცოცხლეს გაგიმწარებ, იცოდე. - კბილებში გამოსცრა ქალმა.
- მეზიზღები, ვერ გიტან, ნაბი*ვარი ხარ, ეშმაკი ხარ! - ტკივილიანი ხმით ლაპარაკობდა გოგო.
- სამაგიეროდ, შენი სხეული მშვენივრად ცნობს ჩემს ტუჩებს, არა?! შენს არტერიას რამდენჯერ შევეხე?! მე მივიღე, რაც მინდოდა, ინა.
- რას გულისხმობ, სანდრა?!
- მე შენი სული მინდოდა და ახლა მე ეკუთვნის, ისევე, როგორც მუდმივი მოლოდინის რეჟიმში მყოფი შენი ტუჩები. - სანდრამ ინა მისკენ შემოაბრუნა. ერთ წუთს, სახეზე დააკვირდა. ლოყებზე ხელები მოუჭირა. ცხვირით ლოყაზე შეეხო, ცხელი სუნთქვა მიაფრქვია. მერე ტუჩებზე თითი გადაატარა ძალიან ფაქიზად. ისე ნაზად, რომ ინასაც გაუკვირდა. - იცი, რომ საშინლად მიმზიდველი ხარ?! ძალიან ლამაზი ტუჩები გაქვს, ინა.
- როდის გაიგე ეს ყველაფერი, სანდრა?! - თვალები დახუჭული ჰქონდა გოგოს. ქალის მზერას ვერ უძლებდა.
- მას შემდეგ, რაც ყელში გაკოცე პირველად, თან ისე, უბრალოდ. მე მხოლოდ შენი რეაქცია მაინტერესებდა და შენ იმ წამიდან ძალიან ღიად ოცნებობ, რომ ზემოთ ამოვიწიო და შენს ტუჩებს შევეხო.
- რატომ მაკოცე ყელში, სანდრა?!
- ვიცოდი, რომ მინიმუმის მიღება კიდევ უფრო გაგაგიჟებდა.
- ნაბი*ვარი ხარ!
- ნაბი*ვარი, რომელზეც გიჟდები, ინა.
- მძულხარ, სანდრა!
- მეც მძულხარ, ინა, იმიტომ, რომ იფიქრე, ასეთ მნიშვნელოვან რამეს დამიმალავდი მე, ადამიანს, რომელსაც შენი დამპალი გულისცემა კილომეტრებში ესმის.
- მიყვარხარ, ნაბი*ვარო, მაგრამ მეზიზღები.
- საოცარი ბავშვი ხარ, ინა.
მუცელზე ტუჩები მიაკრო სანდრამ გოგოს. ენა ჭიპის ირგვლივ დაატრიალა. ხელით მკერდზე შეეხო და მოუჭირა.
- გასაგიჟებელი სხეული გაქვს, ძალიან გემრიელი. - ჩურჩულით, ვნებააშლილი და ხრინწიანი ხმით თქვა სანდრამ. - თვალები დახუჭე. - მკაცრად უბრძანა. - გრძნობ, როგორ გიკანკალებს სხეული?! როგორ ანდამატივით გეხვევა ჩემი სიმხურვალე კანზე?! - ვნებიანად ლაპარაკობდა ქალი. - ტუჩებს კბილებით შეეხე, ინა. იკბინე ტუჩზე ისე, რომ სისხლი წამოგივიდეს. - სველი ენით მუცელზე ეხებოდა ისევ ქალს. მკერდზე ხელი ისევ მოუჭირა მტკივნეულად, მაგრამ ინას სასიამოვნო ბგერები აღმოხდა. ენით ზემოთ აუყვა სანდრა. მუცლის ხაზს მიჰყვებოდა. - როგორი თბილი ენა მაქვს, არა?! მოგწონს, ინა. - თან ჩურჩულებდა და დახორკლილი კანის შეგრძნებაზე მკრთალად ეღიმებოდა. ახლა კბილებით შეეხო ქალს მკერდზე. კერტებს ულოკავდა და მოწყურებულივით ეწაფებოდა სავსე მკერდს. - მიმზიდველი ბავშვი ხარ, ინა, საოცარი სხეულის ფორმებით. - მკერდს მოსწყდა სანდრა და ყელისკენ გადაინავლა. ლავიწზე კბილები დაასო. მერე კანი კბილებში მოიქცია და ენით ეხებოდა თან. კანს უწოვდა, გემოს ისრუტავდა თითქოს. - ტკბილი ხარ, ინა. - ჩურჩულით ყელში ამოილაპარაკა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია. ჩალურჯებულ ადგილზე ნაზად აკოცა. - მაპატიე. - კოცნიდა ნაზად, ფაქიზად, თითქოს ცდილობდა ჩაეხშო თავისი სიველურე სანდრას. - მგონი, მაგიჟებ, ინა. - არტერიაზე აკოცა, ყბის ძვალზე და სახის ნაკვთებს სათითაოდ უკოცნიდა. მთელი სახე სველი კოცნებით შემოიარა სანდრამ და გატრუნულ, თვალებდახუჭულ ინას ვნებიანი თვალებით უყურებდა. - ჩემი ტუჩების შეხებას ელოდები, მაგრამ ხომ გითხარი, ჯერ ვერ მიიღებ, ინა. - ისევ მუცლისკენ წამოვიდა სანდრა. ენით ჩამოუყვა მუცლის ხაზს და ცხელი სხეულის არც ერთ ადგილს ტოვებდა კოცნის გარეშე.
- სანდრა . . . - ამდენი ხნის დაგროვილი ოხვრა ერთიანად ამოუშვა ინამ და თითქოს, სხეული მოუდუნდა წამით.
- მუცელზე დაწექი, ინა.
სწრაფად დამორჩილდა სანდრას სიტყვებს და მუცელზე დაწვა.
- შენს ზურგზე ენით ვინმეს დაუწერია აქამდე?!
- არა. - ვნებისგან გათიშულმა ერთი სიტყვა ძლივს ამოილაპარაკა.
ენის წვერით შეეხო სანდრა. ინა ხმადაბლა ოხრავდა და ქალი აჩქარებულ სუნთქვის ხმას ერეოდა მისი ბგერები.
- გრძნობ, რომ ვწერ?!
- ვგრძნობ.
- იცი, რას ვწერ?!
- არ ვიცი.
- დაფიქრდი და მიპასუხე, თუ გინდა, რომ შენს ტუჩებზე შეხებით დავასრულოთ.
- ჯანდაბა, ნაბი*ვარო.
- იფიქრე, პატარავ. მე ვწერ ისე, როგორც აქამდე არავის დაუწერია. რა სასიამოვნოა, არა?! თუმცა, სამწუხაროა, რომ საოცნებო კოცნას ვერ მიიღებ. - წერას აგრძელებდა სანდრა და თეძოებზე ხელს უჭერდა ინას. - ქალს შეშურდება ისეთი გამოყვანილი ტანის ფორმები გაქვს, პატარავ. - დაასრულა ენით წერა და ბოლოს აკოცა. - ისევ ზურგზე დაწექი, ინა. - ქალის ხმას დამორჩილდა. - ახლა მუცელზე დავწერ და შენ კვლავ იფიქრე, იქნებ, გამოიცნო. - ზემოქმედებას არ წყვეტდა სანდრა, ცდილობდა ინას მთელი არსება თვითონ შეეპყრო, რაც ისედაც ცხადი იყო უკვე. - დავასრულე, ინა.
- პასუხი არ მაქვს. - ჩუმად თქვა ინამ.
- ზურგზე წერია, რომ გიჟები არ კვდებიან. მე გიჟი ვარ, გახსოვს?! სწორედ ამიტომ, მუცელზე წერია, რომ დავბრუნდები.
- მიყვარხარ, სანდრა. მე მართლა მიყვარხარ. - ეშმაკის თვალებს გადამწყდარი, დაბნეული ლაპარაკობდა ინა. თვალებს აცეცებდა აქით-იქით და ტუჩი შესამჩნევად უკანკალებდა.
- იცი, რომ ჩემი ხარ?! - სანდრას ინას მუცელზე ედო თავი. ტუმბოზე დადებულ სიგარეტს გადასწვდა და ტუჩებს შორის ერთი ღერი მოიქცია. ინამ სანთებელით წაუკიდა და ღრმა ნაფასი ჩაურტყა ქალმა. ინას აჩქარებული გულისცემა ესმოდა და შიგა და შიგ ეღიმებოდა. - როგორი ბავშვი ხარ, ინა. - სიგარეტის კვამლი ღრმად შეისუთქა სანდრამ და ფილტვების ატკივებამდე გრძნობდა მომწამვლელი აირი, როგორ მოედო მთელ ორგანიზმს. - მიყვარხარ, ჰო?! მეც მიყვარხარ, ინა, ჩემო ლამაზო. - თითებით ინას სახეზე მოეფერა და გაეღიმა მის გაფართოებულ, ბავშვურად აციმციმებულ თვალებზე. - ოჰ, ინა, ინა . . . - მრავალმნიშვნელოვნად თქვა ქალმა. სიგარეტი ინას ხელში დააჭერინა. სახე მისკენ მისწია და ტუჩები ახლოს მიუტანა ტუჩებთან. რამდენიმე წამით მის ტუჩებთან სუნთქავდა. ენა ზედ გადაატარა და ტუჩებზე ძალიან ნაზად შეეხო. იგრძნო, როგორ დაეჭიმა სხეული ინას და ახლა უფრო მომთხოვნად კოცნიდა. ინას გამოუცდელობა იგრძნო და ბედნიერებისგან ჩაეღიმა. სუნთქვა შეეწყვიტა ორივეს თითქოს. ინა დაბნეულობისგან და ემოციებისგან გათიშული ვერ აჰყვა კოცნაში, მაგრამ უკვე გონზე მოსული, სურვილით უკოცნიდა სანდრას ტუჩებს. სხეულში ვულკანურ ამოფრქვევებს გრძნობდა. უკონტროლო ხდებოდა მისი ათრთოლებული ტუჩები, რომელსაც მომთხოვნად უკოცნიდა ქალი. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია სანდრამ და უკბინა, ენა გადაატარა ზედ და მერე ნაზად კოცნიდა, სხეულზე ეფერებოდა ხელებით თან და დარწმუნდა, რომ აქამდე, ასეთი საოცარი სხეული არ ენახა და რადგან მას ეკუთვნოდა ეს სხეული, გული ნორმალურზე სამჯერ სწრაფად უცემდა. - მიყვარხარ, ინა, ჩემო ანგელოზო! - ტუჩებს რომ მოსწყდა, იქვე, ჩურჩულით ამოილაპარაკა სანდრამ.
- მიყვარხარ, ეშმაკო! - სანდრას სხეულს მიეხუტა და ყელში აკოცა, სუნთქვა ოდნავ მშვიდი ჰქონდა, მაგრამ გულისცემა ისევ აჩქარებული.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

ეს აქ, მოვალ ❤

№2 ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
ეს აქ, მოვალ ❤

მიყვარხარ!

№3  offline მოდერი სალანდერი

ვაჰ. . .
ანნა, ვაჰ. . . ჯანდაბა. . .
კარგი, ესე იგი, ისა. . .
აუ დაიცა, დავლაგდე. . . ეს რა ისა, რათა?
ანუ კარგია, ძალიან დახვეწილი, აი ისეთი რა, რომ დაგცხავს კითხვისას. . .
კარგად რომ შეგაჟრჟოლებს და ისა, მოპლიუსთვრამეტო, რა კარგად გამოგდის თურმე, თან "არასტანდარტული".
შენი წერის მასშტაბები და არეალი, საგრძნობლად გაიზარდა, ანუ აღარ ხარ ერთ კონკრეტულ მიმართულებაში, ბევრნაირი სტილი მოსინჯე ბოლო დროს და ყველგან ერთნაირად კარგი ხარ. . . მომწონს მე, ძალიან მომწონს რომ შენი ისტორიები არაფრით აღარ ეხმიანებია ერთმანეთს თითქოს, აი ბევრნაირია რა, კონკრეტულად არც თემას მისდევ და არც რომელიმე სხვა "წესს". . .
ძალიან დაიხვეწე ბოლო დროს, მარტო ამ კონკრეტულ ისტორიააზე არ მაქვს საუბარი, იდეაში "თეთრი თოლიადან" დაიწყო შენი განვითარების ახალი ეტაპი მას შემდეგ თუ უმატებ თორე არ უკლებ. . .
ჩემი საყვარელი მწერალის ტიტულს ინარჩუნებ ხომ იცი, "გიჟები რომ არ კვდებიან" ეს შენი, ჩემი კრედოა.
ჰოდა მიყვარხარ. . .
ეს? - დამცხა. . . ძალიან დამცხა. . .
კარგი ხარ ანნო. . .
მიყვარხარ მე შენ და ბევრი წერე, შენთვის ჩემთვის და . . . . . .

№4 ახალბედა მწერალი ელპინი

აუ,
აუ,
აუ,
აუ!
საშინლად მიყვარხარ, ვიდრე გესმის, შეიძლება, ან არ ვიცი, როგორც არის, ხომ იცი შენ!
და ისა, ანუ ჰო, ჰო ეგაა, ჰო, ფიქრო . . .
ვგიჟდები შენზე, ჰო?!
ჩემო ყველაფერო, ჩემო . . .
მიყვარხარ ძალიან, ძალიან!
ამის გამოც, იმის და საერთოდ ყველაფრის, სულ ყველაფრის, საოცარი მყავხარ შენ!

№5  offline წევრი Kalina

ანა.
მოვედი, ვნახე, შევიყვარე.
:))))))))))
რა ჩაიდინე?!
(უკიდეგანოდ გაოგნებული გამომეტყველება და უამრავი ტაში)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№6 ახალბედა მწერალი ელპინი

მარიკუნაა♥️
ანა.
მოვედი, ვნახე, შევიყვარე.
:))))))))))
რა ჩაიდინე?!
(უკიდეგანოდ გაოგნებული გამომეტყველება და უამრავი ტაში)

ვაჰ, ჩემს სახელთან წერტილი.
ცოტა გული ამიჩქარდა.
საშინლად მაგარი გოგო ხარ შენ!
დიდი მადლობა,
მარიკუნა!

№7  offline მოდერი Tamta.k

ყოველთვის ესე უნდა აკეთებდნე? ჩნდებოდე და სწრაფად ყრებოდე ვითომ აქ არაფერი... არ შემიძლია შენი არცერთი სიტყვის დავიწყებდა. იცი ვიგრძენი როგორ სწრაფად დაიწყო არტერიებში ჩემმა სისხლმა მოძარაობა. შენ ყოველთის, მიზანში აჯენ. ბოლოს კი მიჩნდება კითხვა, როგორ? როგორ შეგიძლია ადამიანის "გაშტერება"?
მაპატიე მაგრამ შენზე მიჯაჭვული გავხვდი. შენს ყოველ სიტყვას, დიალოგებს, ჭკუიდან გადავყავარ.

მითქვამს რო შენზე ვგიჟდები? თუ არ მითქვამს ახლა გეუბნები ❤ მაოცებ ❤

№9 ახალბედა მწერალი ელპინი

ელენე ქობელაშვილი
მითქვამს რო შენზე ვგიჟდები? თუ არ მითქვამს ახლა გეუბნები ❤ მაოცებ ❤

ელენე, საოცარი გოგო და თბილო, ძალიან დიდი მადლობა!

Tamta.k
ყოველთვის ესე უნდა აკეთებდნე? ჩნდებოდე და სწრაფად ყრებოდე ვითომ აქ არაფერი... არ შემიძლია შენი არცერთი სიტყვის დავიწყებდა. იცი ვიგრძენი როგორ სწრაფად დაიწყო არტერიებში ჩემმა სისხლმა მოძარაობა. შენ ყოველთის, მიზანში აჯენ. ბოლოს კი მიჩნდება კითხვა, როგორ? როგორ შეგიძლია ადამიანის "გაშტერება"?
მაპატიე მაგრამ შენზე მიჯაჭვული გავხვდი. შენს ყოველ სიტყვას, დიალოგებს, ჭკუიდან გადავყავარ.

თამთა, ასე მგონია, სხვის ნაწერზე ვკითხულობ ამ კომენტარს და იმდენად საოცარი შეგრძნება მაქვს, არარეალურია თითქოს, ჰო.
მე ისევ მოვალ, ისევ დავბრუნდები და ჰო, შენ ისევ აქ იქნები და ძალიან მაგარია, მართლა!
ძალიან მომწონს, რომ ყველაფერი ასეა და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, თამთა. კარგი გოგო ხარ შენ!

"ემოციების ზღვის დედოფალი"-ასე გიწოდე მე დღეს შენ და ზუსტად ვიცი, რომ შენს მკითხველს ემოციებისგან მიღებული შოკი არასოდეს მოაკლდება. ცოტაც და კითხვის დროს დავიხრჩობოდი, ძლივს ვიპოვე ძალა, რომ შენი ზღვა დამეტოვებინა და სანაპიროზე გამოვსულიყავი. ძალიან ემოციური იყო. არ აქვს მნიშვნელბა აქ ინა და სანდრა იყოფდნენ როლებს, თუ ნიკა და თიკა, ზუსტად იგივე დამემართებოდა ნებისმიერ პერსონაჟზე. წერის სტილი გაქვს რაღაც სასწაული. მკითხველამდე ყოველთვის კარგად მოგაქვს ნებისმიერი ჩანაფიქრი. ჰო, ეს კი ნიჭია, გააცოცხლო პერსონაჟები მკითხველის გონებაში და ის განაცდევინო, რაც ნაწარმოებში აღწერე.

№11 ახალბედა მწერალი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი

ქეთი, ჩემო საოცარო და ყველაზე თბილო, უფრო და უფრო ვრწუნდები, რომ შენ ყოველთვის იცი, რა უნდა თქვა და გაათბო ჩემი გული.
და ეს წოდება და შენი ყველა სიტყვა - მგონი, მართლა ვამაყობ ჩემი თავით. მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ. საოცარი ადამიანი ხარ შენ და ძალიან დიდი მადლობა, მეტი რაღა მეთქმის . . .

№12  offline ადმინი ენ ბლექი

კარგია როდესაც საზღვრებს არღვევ, ამბობენ გემრიელიაო :)
კარგად წერ მაგრამ მგონია რომ შენთვის არ წერ, მგონია რომ შენ გაცილებით ფაქიზი და სათნო ხარ, არ ვამბობ რომ ცუდია. არა მე მომწონს თამამი ადამიანები.
ემოციური ფონი? იყო ემოცია მაგრამ...
მე არ მომეწონა სანდრა.
ინა მომეწონა მთელი თავისი ბავშური სისუფთავით, სისუფთავით რომელიც ბოლოს წაართვეს. :) ინას მსგავსი ადამიანები ემოციურები და საყვარლები არიან. სანდრასნაირები... ვიცნობ მე ასეთებს, ბევრს და რავიცი არ მესიმპატიურებიან. საბოლოოდ გულს ისე გატკენენ არც კი დაფიქრდებიან.
შენს სიახლეებს ყოველთვის ვადევნებ თავლყურს, ცდილობ იყო განსხვავებული.
ხარ ელპინ განსხვავებული უბრალოდ თუ ჩემ რჩევს გაითვალისწინებ ეცადე იყო უფტო მეტი შენ ვიდრე სხვა.

იმედია საწყენად არაფერს მიიღებ.

№13 ახალბედა მწერალი ელპინი

ენ ბლექი

სხვაგან წახვედი, აშკარად, თუმცა რა გაეწყობა, კითხვა უბრალოდ კითხვა არაა. დიდი მადლობა შეფასებისთვის და რჩევისთვის. მიხარია, რომ ყოველთვის მადევნებ თვალყურს.

№14  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ისეთ ემოციებს მიღვიძებ როოომ რავიცი..
ჰო როგორც ყოველთვის გამაოცე !
ანდაც უფრო მეტი დამშოკე! როგორცც ყოველთვიის თქო! ანუ სულ ასეა ყოველ ისტორიაში!
მაგრამ აქ რაღაც სხვა იყო რა
აი ისეთი მერომმესმის და
ჩემთვის მესმის !!
აი მიყვარს მე შენი თითოეული ისტორია თითოეული სიტყვა გრძნობა ემოცია ...
სულ სხვა ხარ რა!
აი სხვა !
და მე ვგიჟდები შენზე ესუნდა იცოდე! ♥️

№15 ახალბედა მწერალი ელპინი

ტკბილიწიწაკა
ისეთ ემოციებს მიღვიძებ როოომ რავიცი..
ჰო როგორც ყოველთვის გამაოცე !
ანდაც უფრო მეტი დამშოკე! როგორცც ყოველთვიის თქო! ანუ სულ ასეა ყოველ ისტორიაში!
მაგრამ აქ რაღაც სხვა იყო რა
აი ისეთი მერომმესმის და
ჩემთვის მესმის !!
აი მიყვარს მე შენი თითოეული ისტორია თითოეული სიტყვა გრძნობა ემოცია ...
სულ სხვა ხარ რა!
აი სხვა !
და მე ვგიჟდები შენზე ესუნდა იცოდე! ♥️

ვაი, ეს რა ტკბილი და თბილი სიტყვები მითხარი, საოცარი გოგოვ შენ!
გული გამითბე რა, ძალიან მიხარია, რომ მომყვები და მკითხულობ, ასეთი შეგრძნებები გაქვს. დიდი, დიდი მადლობა!

№16  offline წევრი -ლილუ

აი სულ ვიცოდი,რომ რამე ესეთს დაწერდი...(აკრძალულ+18)
სხვანაირად ვერ რა...
და ძაან გამოგივიდა...(გარისკე რაღაც გაგებით)
ცოტა დაცხაი იცი ჰო...))) (მიხვდები)
ბეწვის ხიდზე გაიარე თეორიულად...(პრაქტიკულადაც)
ყველა'ფერი მოიტანე არაგამაღიზიანებლად...
სულ სულ ყველფერი....
ლტოლვა...
ვნება...
სიყვარული...
ზღვარზე იყავი...
არც იქეთ...
არც აქეთ...
ზუსტად ზღვარზე...
პ.ს. არ ვიცი ვინ,როგორ აღიქვა შენი ნაშრომი...
ჩემთვის გრძნობაა მთავარი...(სიყვარული)
მნიშვნელობა არ აქვს...
სანდრა გეყვარება თუ სანდრო..(მიხვდი ჰო)
მთავარია გიყვარს...
მე რომ მომეწონა იცი ჰო?!...
აი ელპინო შენ რა უნდა გითხრა...
იცი შენდამი,ჩემი დამოკიდებულება...
ბევრი წერე...
მე წაგიკითხავ...

№17 ახალბედა მწერალი ელპინი

-ლილუ

ლილუ,
ჩემო საოცარი გოგოვ,
ძალიან დიდი მადლობა!
სულ მამუნჯებ, სერიოზულად, ისეთ საოცარ სიტყვებს მეუბნები, მერე მავიწყდება, რა უნდა გიპასუხო და ძალიან ბევრი აზრი ერთდროულად მივლის თავში.
ლილუ,
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და უზარმაზარი მადლობა, რომ ხარ და ხარ ასეთი!

№18  offline წევრი ნი ჯეი

ესეიგი ~
ჰო არვიცი რავთქვა...
პპირველრიგში..
ან რა პირველ რიგში უბრალოდ მაგარიხარ რა შემიძლია ვთქვა?!

№19 ახალბედა მწერალი ელპინი

ნი ჯეი
ესეიგი ~
ჰო არვიცი რავთქვა...
პპირველრიგში..
ან რა პირველ რიგში უბრალოდ მაგარიხარ რა შემიძლია ვთქვა?!

ოჰო,
მეც დავმუნჯდი, მგონი.
და ძალიან მაგარია, ჰო?
კი, არის!
და მადლობა, ძალიან დიდი მადლობა შენ!

№20  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo <3

№21 ახალბედა მწერალი ელპინი

მარტო სახლში
dzalian kargi iyo <3

მადლობა. :)

№22  offline წევრი manonreom

სუნთქვა მეკვროდა რომ ვკითხულობდი ... აღფრთოვანებული ვარ .
--------------------
ი.მ.

№23 ახალბედა მწერალი ელპინი

manonreom
სუნთქვა მეკვროდა რომ ვკითხულობდი ... აღფრთოვანებული ვარ .

დილას, რომ საოცარი სიტყვებით დავიწყებ . . .
ძალიან დიდი მადლობა შენ!

№24  offline წევრი manonreom

ელპინი
manonreom
სუნთქვა მეკვროდა რომ ვკითხულობდი ... აღფრთოვანებული ვარ .

დილას, რომ საოცარი სიტყვებით დავიწყებ . . .
ძალიან დიდი მადლობა შენ!

დიდი მადლობა შენ! ბევრჯერ გადავიკითხე ისე მომეწონა ❤️
--------------------
ი.მ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.