შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივსისხლიანი (1 თავი)


23-12-2018, 04:14
ავტორი niakonia6
ნანახია 1 216

თქვენ გაგიკვირდებათ რამდენი საერთო რამ შეიძლება გაკავშირებდეთ იმასთან, ვინც სრულიად განსხვავებულია თქვენგან..

ის სიგარეტს ეწეოდა. ის კი მის სუნზეც ცუდად ხდებოდა
ის ალკოჰოლურ სასმელებს სვამდა. ის კი წყალს
ის მდიდარი იყო. ის კი ღარიბი
მას ცივი გული ჰქონდა. მას კი ყველაზე უმანკო და კეთილშობილური
მას ბევრი მტერი ჰყავდა. მას კი ცხოველებიც ემეგობრებოდნენ
მას მხოლოდ მამა ჰყავდა. მას კი მხოლოდ დედა
ის მაფიის ლიდერი იყო. ის კი დედას სალონში ეხმარებოდა
მას მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებდა. ის კი ბოლო ლუკმას გაჭირვებულ ადამიანს მისცემდა
მას მხოლოდ ფული აინტერესებდა. მას კი ყველაზე ნაკლებად ადარდებდა ფული
მას სიყვარულის არსებობის არ სჯერა. ის კი ყველაფრის მიმართ სიყვარულით არის სავსე.....

ეს ორი სრულიად განხსვავებული ადამიანის ისტორიაა, რომლებსაც ერთმანეთის ცხოვრებაში არაფერი ესაქმებოდათ, სანამ ბედმა არ შეახვედრა ერთმანეთი..
სიყვარული კი ისეთი რამაა, რასაც შენ ცხოვრებაში გაუფრთხილებლად შემოჭრა შეუძლია, იმ ადამიანთან ვისი არსებობაც არ იცოდი რამდენიმე დღის წინ..




| თავი

~მია~

დილით, როგორც ყოველთვის, ჩემი ძაღლის საწოლზე შემოხტომით გავიღვიძე. არ ვიცი როგორ ახერხებს ამას, მაგრამ რომელ საათზეც არ უნდა დავაყენო მაღვიძარა ყოველთვის 10 წუთით ადრე გამომაღვიძებს ხოლმე..

დღეს უნივერსიტეტში დიდ ხანს მიწევს ყოფნა, ამიტომ სახლში ყველაფრის მოწესრიგება უნდა მოვასწრო.
მამას გარდაცვალების შემდეგ სახლის გაყიდვა მოგვიწია, დედამ გადაწყვიტა სილამაზის სალონი გაეხსნა და ამით გვერჩინა თავი. პირველ სართულზე სალონი იყო, მეორეზე კი ჩვენ ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, თავიდან ბევრი რამის გაკეთება მოგვიწია, მაგრამ ახლა საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს და არც თუ ისე ცუდად მიდის საქმეები..

ყოველთვის მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, ეს ერთადერთი რამაა რაც იდეალურად გამომდის. დაწყებით კლასებშიც ყველა გიჟდებოდა ჩემს ნახატებზე, მახსოვს ერთხელ როგორ ჩამოჰკიდეს სკოლის მთავარ შესასვლელთან ჩემი ნახატი. ისეთი ბედნიერი ვიყავი..
მაგრამ ახლა ჩემ ოცნებაზე უარი ვთქვი და ვცდილობ ექიმი გამოვიდე, ჩემი ხატვა კი მხოლოდ მაკიაჟით შემიძლია გადმოვცე. მართალია ჩემ თავზე დიდად არ მომწონს, მაგრამ სხვები ძალიან კმაყოფილნი რჩებიან ჩემი გაკებული მაკიაჟით.

მოსასხამი მოვიცვი და გარეთ გავედი სახლისთვის პროდუქტები, რომ მეყიდა, თან ბიბის გასეირნებაც გამოვიდოდა.
ჩვენი სახლის გვერდით პატარა “ბაზარი” იყო სადაც დღეში რამდენიმეჯერ მიწევდა სიარული, ამიტომ იქ მომუშავე ხალხის ხელში ვარ გაზრდილი და ყოველთვის სიხარულით მხვდებიან.

-გამარჯობა
ღიმილით მივედი ერთ-ერთ გამყიდველთან პროდუქტი, რომ მეყიდა
-გაგიმარჯოს,ბებო. სულ რომ ეგ ღიმილი გადევს სახეზე, ნეტა იცოდე როგორ გიხდება
გაუნათდა სახე ჩემ დანახვისას..
სადილისთვის რაც საჭირო იყო ყველაფერი ვიყიდე. ნონასთან საუბარში ვიყავი გართული, როცა უცხო მამაკაცი შევნიშნე კედელს მიყუდებული. ეს პატარა ბაზარია, ამიტომ ყველა მყიდველი ან ჩვენი მეზობელია, ან ახლობელი..
ამ კაცს კი პირველად ვხედავდი, მას ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა და სახეც სულ დასვრილი ჰქონდა, ნეტა რა შეემთხვა საწყალს..

ნონას დავემშვიდობე და სახლისკენ წასვლას ვაპირებდი, როცა კიდევ ერთხელ გავხედე იმ უცხო მამაკაცს.
ამჯერად მას ხელი გულზე ჰქონდა მიდებული და ფეხზე ძლივს იდგა.
გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა და მის დასახმარებლად გავიქეცი
-კარგად ხართ? სასწრაფოში ხომ არ დავრეკო?
მივედი მასთან და გვერდში ამოვუდექი, ძირს რომ არ წაქცეულიყო.
-არა, არა. არ დარეკო სასწრაფოში
თავის ქნევა დაიწყო და გულზე კიდევ უფრო მაგრა მოიჭირა ხელი.
-კი მაგრამ ესე ხომ ვერ დაგტოვებთ? წამოდით ჩემთან წამალს მაინც დაგალევინებთ!

კაცი ძლივს მოვიყვანე სახლმდე და შემოსასვლელში, დივანზე წამოვაწვინე.
-აი ეს წამალი დალიეთ
წამალი დავალევინე და შევამჩნიე მისი სახის გამომეტყველება როგორ შეიცვალა, როცა სახეზე შემომხედა
-ლიანა?
ეს მისი ბოლო სიტყვები იყო, სანამ გონს არ დაკარგავდა.
არ მესმის, დედაჩემის სახელი რატომ დამიძახა?

უკვე ნახევარი საათი გავიდა იმის შემდეგ, რაც სახლში უცხო მამაკაცი შემოვუშვი და მან გონება დაკარგა.
ძალიან მინდოდა სასწრაფოში დარეკვა, მაგრამ მან ისეთი მტკიცე უარი თქვა, არა მგონია მხოლოდ ექიმების შიშს გამოეწვია ეგეთი რეაქცია..
აქეთ-იქეთ დავდიოდი და თან ამ მოხუც კაცს მივჩერებოდი
-ლიანა
წაიჩურჩულა კიდევ მან და თვალები გაახილა, ვერ მიხვდა სად იყო ამიტომ წამოდგომა სცადა
-გამარჯობა ბატონო, მე ლიანა არ ვარ, მაგრამ დედაჩემს ჰქვია ლიანა. დავინახე ქუჩაში, როგორ გახდით ცუდათ და თქვენი დახმარება მინდოდა
ვუთხარი მას და მშვიდად გავუღიმე, მას ისეთი გაოცებული სახე ჰქონდა
-როგორ გავხარ დედაშენს, ზუსტად შენნაირი ლამაზი და მშვენიერი მახსოვს ის
მის ნათქვამზე ყურებამდე გამეღიმა. დედა არასდროს მიყვებოდა მის წარსულზე, მის ძველ მეგობრებზე და რაც ყველაზე მთავარია არასდროს მოუყოლია, თუ როგორ გაიცნო მამა.
-თქვენ დედაჩემის მეგობარი ხართ? რა გქვიათ?
ვკითხე მას, მან კი ბედნიერი სახით მიპასუხა
-ჯონი მქვია. ეჰ, რას არ მივცემდი ოღონდ კიდევ იმ დროში დამაბრუნა.. ისეთი პატარები ვიყავით!

ჯონს ყავა შევთავაზე და ბევრი რამის მოყოლა მოასწრო მათ წარსულზე, მეგობრებზე და მათ სასაცილო ისტორიებზე. ისეთი ბედნიერი სახით ვუსმენდი, არ ვიცი აქამდე რატო არ მოუყოლია დედას ამ ამბების შესახებ.
ჯონის ლაპარაკს ვუსმენდი, როცა კარზე ზარის ხმა გავიგე
-ალბათ დედა დაბრუნდა ქალაქიდან, ძალიან გაუხარდება თქვენი ნახვა!
ჯონმა სევდიანი ღიმილით გამიღიმა და მეც კარის გასაღებად გავიქეცი
-მია, შვილო, ის ფუნჯი ვიყიდე შენ, რომ გინდოდა! ისეთი რთული საშოვნ...
დედამ ლაპარაკი შეწყვიტა, როცა ჯონი დაინახა. მას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, შემდეგ კი გაბრაზებული სახე მიიღო
-ჩემი სახლი როგორ იპოვე?
დაუყვირა დედამ, ჯონი კი ღიმილით უყურებდა მას
-მშვენივრად გამოიყურები, როგორც ყოველთვის
უთხრა ჯონიმ, დედა კი ახლოს მივიდა მასთან და ბრძანებით უთხრა
-დროზე წადი აქედან და ჩემ ქალიშვილს ტვინს ნუ ურევ!
ჯონი წამოდგა და კიდევ ერთხელ გამიღიმა
-დიდი მადლობა მია, სიკვდილის წინ ესეთი ლამაზი და მშვენიერი საჩუქარი, რომ გამიკეთე
მან შუბლზე მაკოცა და ჩვენი სახლიდან წავიდა.. არ მესმის რა სიკვდილზე ლაპარაკობდა? ის ხომ უკვე გამოკეთდა..

დედას ბევრჯერ ვკითხე თუ ვინ იყო ის კაცი, მან კი მხოლოდ ის მითხრა, რომ ის მის და მამას დაშორებას ცდილობდა და მისი ნდობა არასდროს არ შეიძლებოდა..
მაგრამ შევნიშნე წამიერად როგორ ჩაიარა სევდამ მის თვალებში ჯონმა სიკვდილი, რომ ახსენა.. ალბათ ჯონისთვის დედა მხოლოდ მეგობარი არ ყოფილა..


~ავტორი~
( 3 თ ვ ი ს შ ე მ დ ე გ )

-ამას ბოლოჯერ გეკითხები, ვინ გადაგიხადა ფული ჩემთვის, რომ გეღალატა?
ჰკითხა დანიელმა მის წინ მუხლებზე დაჩოქილ კაცს
-დ-დიდი ბოდიში, ბ-ბატონო
თქვა კაცმა კანკალით, დანიელმა კი მას თოფი მიადო შუბლზე
-პასუხი მჭირდება და არა შენი უვარგისი ბოდიშის მოსმენა
დანიელი დაიღალა მისი სიჩუმით და თოფი გადატენა, სასხლეტს აჭერდა ხელს, სანამ მისმა ხმამ არ შეაჩერა
-პაკო იყო, პაკო!! თქვენი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე

დანიელს რაც აინტერესებდა ის უკვე მოისმინა, ამიტომ ზურგით შეტრიალდა და მის ხალხს უთხრა
-მომაშორეთ ეს ****
კაცი ტირილით წამოხტა
-არა! მე ხომ ყველაფერი გითხარით?
დანიელმა ცალი ტუჩით გაიღიმა და მოღალატესკენ დაიხარა
-მისმინე , ამ ცხოვრებაში მხოლოდ ტყუილით შეგიძლია იცხოვრო, ტყუილი კი ჩემთვის საჭირო ინფორმაციას მაძლევს
დანიელმა უკანასკნელად თვალი ჩაუკრა და თავის ხალხს უბრძანა მოკლან იგი.

დანიელი თავის ოფისში შევიდა და თან თავის საყვარელი ქერა “მოადგილეც” შეიყვანა.
ისინი ოფისის მაგიდაზე იყვნენ სექსით დაკავებული, როცა დანიელის მთავარი ადვოკატი მოადგა კარს
-დიდი მადლობელი ვიქნები თქვენი, აქაურობას ბორდელს თუ არ დაამგვანებთ!
ადვოკატმა დავიდმა მკაცრად თქვა, დანიელი კი ღიმილით უყურებდა თავის ქერა მორიგ სათამაშოს, რომელიც კაბას ისწორებდა.
-იმედია მნიშვნელოვანი საქმეა, ჩემი ხელის შეშლა, რომ გადაწყვიტე
თქვა დანიელმა გოგონას გასვლის შემდეგ და მაგიდაზე წამოჯდა
-საქმე მამათქვენს ეხება.. ის გარდაიცვალა, ვწუხვარ.
დანიელი უკვე დიდი ხანია შეგუებულია იმ აზრს, რომ მამამის დიდხანს სიცოცხლე არ უწერია, მაგრამ მაინც რაღაც ტკივილი იგრძნო გულში..
-უკვე დრო იყო, აბა რამდენ ხანში მივიღებ მის ქონებას?
თქვა მან და ადვოკატს გახედა, რომელიც ვერ იჯერებდა ადამიანი ესეთი უგულო როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო

დანიელმა იცოდა, რომ მამამისის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი იყო, მთელ კონტინენტზე, მთელი მისი ქონება თავისი საკუთრება გახდებოდა.
მას ხომ სხვა არაფერი უნდოდა?

დანიელი წამოდგა და შამპანიურის ბოთლი გახსნა, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის ინახავდა
-მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ბატონო.
დანიელმა ადვოკატს ჭიქა მიაწოდა. “მეტი რა უნდა იყოს? ახლა ყველაფერი ჩემია!” გაიფიქრა დანიელმა.
-მამათქვენს თურმე ანდერძი დაუწერია, რომელსაც რამდენიმე კვირით ადრე თავის ცოლს ჩააბარა
დანიელს საერთოდ არ აინტერესებდა, რას იძახდა ახლა მისი ადვოკატი
-მამათქვენის ანდერძში კი ასე ეწერა: ჩემი ქონების ნახევარს ვუტოვებ ჩემს ერთადერთ ვაჟს, ხოლო მეორე ნახევარს ქალბატონ მია ******-ს, რომელიც თანხის მიღებას შეძლებს მხოლოდ მაშინ, როცა სრულწლოვანი გახდება.

დანიელმა სიცილი დაიწყო, სიცილი არა იმიტომ, რომ ნერვიულობს, ნამდვილი გულიანი სიცილი
-ყოჩაღ დავიდ, ამდენი ბოლოს იმ კაცის სიკვდილზე არ ვიცინე, თავის სააბაზანოში, რომ დაიხრჩო
თქვა დანიელმა და თვალიდან ცრემლის მოწმენდა დაიწყო
-თქვენი თვალით წაიკითხეთ ბატონო
დანიელმა სიცილით გამოსტაცა ხელიდან ფურცლის ნაგლეჯი, რომელზეც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ეწერა მის ცხოვრებაში
-ეს ვერგავიგე, რანაირი ხუმრობაა?
რას ნიშნავს ეს?
დანიელმა აქეთ-იქეთ სიარული დაიწყო, სიმწრისგან მაგიდას ხელი დაარტყა და ყველა ნივთი გადმოყარა იქიდან, რაც ზემოთ ელაგა.
-ეს როგორ შევაჩეროთ? ვინმემ ნახა ეს ფურცელი?
ჰკითხა განრისხებულმა დანიელმა ადვოკატს
-დიახ, მამათქვენის ადვოკატმაც იცოდა. ერთ წელიწადში, როცა მია სრულწლოვანი გახდება მას მამათქვენის ქონების ნახევარი კანონიერად გადაეცემა
დანიელმა სიბრაზიზგან გინება დაიწყო
-საერთოდ ვინ არის ეგ მია?დავიჯერო მამა ისე დაბლა დაეშვა, რომ პატარა ბო**ბთან დადიოდა? არა, არა. ვინც არ უნდა იყოს მშვენივრად იცოდა მისი მანიპულირება, არ მესმის ესეთი რა გაუკეთა? ასეთი კარგი იყო საწოლში, რომ მამამ მთელი ნახევარი ქონება მას დაუტოვა?
დანიელმა სიმწრისგან აღარ იცოდა რა ექნა
-როგორ შეიძლება დავიბრუნო ჩემი ქონება უკან?
-ვერანაირად ბატონო, მისი მოკვლაც კი არ გაძლევთ კანონიერ უფლებას ქონების მისაკუთრებაზე.. თუმცა.. არსებობს ერთი რამ..
დანიელი ეშმაკურად ჩაიცინა, წინასწარ მიუხვდა სათქმელს მის ადვოკატს
-მან ჯერ მის ქონებაზე არაფერი არ იცის, თუ აიძულებთ, რომ თქვენი ცოლი გახდეს და საბუთებს ხელი მოაწეროს, როგორც მისი ქმარი, თქვენ გახდებით მისი ქონების მფლობელი და ფულს უკან დაიბრუნებთ!
დანიელი თავის სავარძელში დაჯდა და გონებაში დაიწყო ფიქრი თუ რას უზამს საწყალ გოგოს
-ახლა ნახოს მაგ ბ***ა როგორ გავანადგურებ..


~~~
გამარჯობა ყველას ვინც ჩემი ახალი მოთხრობის კითხვა დაიწყო <3 მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს ყველა ჩემ დაწერილ მოთხრობაზე შედარებით განსხვავებული და ალბათ უფრო უკეთესიც იქნება!!
ვისაც ჩემი ძველი მოთხრობები წაკითხული გაქვთ ალბათ გახსოვთ, რომ ყოველთვის “ცუდ ბიჭებზე” მაქვს საუბარი :დდ ჰოდა არც ეს არ იქნება გამონაკლისი!~
და კიდევ ყოველი თავი დაიდება კვირას დღის მეორე ნახევარში!
წინასწარ გიხდით უდიდეს მადლობას და იმედია თქვენც ისე ისიამოვნებთ ჩემი მოთხრობით, როგორც მე ვისიამოვნე მისი დაწერის დროს:)
პ.ს. ყველა სახელი,ადგილი,გვარი და ადამიანი არის ჩემი მოფიქრებული და არ ექვემდებარება რეალობას.
პ.ს.ს. გთხოვთ თუ რამე შენიშვნა გექნებათ დამიკონკრეტეთ, რომ შემდეგში აღარ გავიმეორო! და თუ რამე ცუდის თქმა გინდათ, სჯობს საერთოდ არაფერი თქვათ :დ <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საინტრრესოა მაგრააამ მარტო კვირაობით უნდა დადო ხოლმე???

 


№2  offline წევრი maristuart

რატომ არდებ ახალ თავს?ძალიან მაგარი ისტორიაა

 


№3 სტუმარი ნინი ნინი

დადე ახალი თავი ძალიან კარგია

ახალ თავს როდის დადებ? ძალიან მომეწონა მაგრამ რატომ იგვიანებ ასე?!

 


№4  offline წევრი Marita_G

ჰეჰეეე აღარ აგრძელებ? არადა ძალიან საინტერესოა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent