შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შაქრის მამიკო (მე-7 ნაწილი)


28-12-2018, 13:37
ავტორი Alice76
ნანახია 4 841

შობის დადგომამდე ნახევარი საათი რჩებოდა.
იდა წასვლას არ ჩქარობდა,თითქოს მეც და ლეოსაც გამოცდას გვიტარებდა,ანიტერესებდა,რამდენად ახლოს ვიყავით და ვფიქრობდი,ეჭვი ეპარებოდა ჩვენი წყვილის ნამდვილობაში.
მასა და ლეოს განმარტოვება აღარ უცდიათ,საუბრობდნენ იდას ლონდონურ საცხოვრებელზე,ლეოს რომელიღაც ბიძაშვილზე,რომელიც ქალს დღემდე სწერდა და “რძლად” მოიხსენიებდა,იმ ტკბილ დროზე,როდესაც საქორწინო მოგზაურობის ფარგლებში,საფრანგეთში იმყოფებოდნენ.
ჰმ,გამომივიდნენ ესენიც რომანტიკოსები. პარიზი? სერიოზულად? ამდენი ფული მქონდეს და მეტი სამოგზაურო ვერ ვნახო? რომანტიკა წყვილში უნდა იყოს და არა ქალაქში.
პარიზში მაშინ უნდა წახვიდე,როდესაც ეს გრძნობა მოგაკლდება,თორემ ორი კვირის დაქორწინებულებს რაში სჭირდებათ აურა და გარემო? ის ხომ თავად იქმნება,სადაც არ უნდა იყოს წყვილი...კარგი,ჰო,აქ შეიძლება ცოტა დავიბოღმე.
სანტას მეოთხე თანაშემწისთვის გამზადებული წერილი ხელში მეჭირა,ჯერ კიდევ ვფიქრობდი,ხომ არ შემეცვალა. სიამოვნებით მოვუღუნავდი იდას ამ სიფრიფანა სახეს,მაგრამ ეგ ბოროტება იქნება,სანტას იმედებს გავუცრუებ...
რაც არი,არის-მეთქი და ნაძვის ხეს მივუახლოვდი,ვითომ და სათამაშოს შესასწორებლად. წერილი უჩუმრად მივჭყუნე და ღიმილით დავუბრუნდი მაგიდას.
ერთი პრობლემა იყო,იდა ჯერ კიდევ აქ იქნებოდა და შესაძლოა,ლეოს რაიმე ისეთი წამოსცდენოდა,რაც არ მაწყობდა,თუმცა მე ხომ აქ ვიყავი? საუკეთესო იურისტი და უფლებათა დამცველი. როგორმე დროზე მოვაკეტინებდი,ამაში არ მდგომარეობს მთელი ჩემი პროფესიის არსი?
ხუთიოდე წუთში მისაღებში მდგარი ბუხრიდან ხმა გაისმა. მეგონა,მხოლოდ მე გავიგე,თუმცა დანარჩენებიც მიბრუნდნენ და ინტერესით შეავლეს თვალი.
-რა ხდება?-იკითხა იდამ.
-ალბათ,სანტა მოძვრება-ვთქვი სერიოზულად.
-ლენას სანტას არსებობის სჯერა-გაიღრიჭა ანრი-უკვე მერამდენედ ახსენებს.
-ჰო,რა მოხდა მერე?-ვუპასუხე და ბუხრიდან გამომძვრალ,გაჭვარტლულ ელფს შევხედე-ბოდიშით,ერთი წუთით,მამას უნდა დავურეკო-წამოვხტი და კვლავ ნაძვს მივუახლოვდი. ტელეფონი ყურზე მივიდე და დავილაპარაკე. ჩემს ნაცნობ,წრიპა ბიჭუნას ვუყურებდი ღიმილით.
-როგორ ხარ? სახლში რა ხდება?
-მიხარია შენი ნახვა-გაიბადრა ბიჭი-იცი,რამდენი ქება დავიმსახურე?მხოლოდ იმიტომ,რომ შენი თხოვნა გავითვალისწინე.
-მეც მიხარია,იცი,მომენატრე,იმედია მალე გნახავ ისევ.
-მგონი,მომავალ ახალ წელსაც გამომიშვებენ,თუ ისევე კარგად მოიქცევი,რა თქმა უნდა-ნაძვის ხეს მიუახლოვდა და წერილი მოძებნა. წაიკითხა და გაიცინა-ეს კაცი გიყვარს.
-არა,რა თქმა უნდა-შევიცხადე-მხოლოდ მაინტერესებს.
-შეიძლება,ეგაა სიყვარული-მხრები აიჩეჩა-მე ერთი გოგო მიყვარს და მაგიტომაც მაინტერესებს.გეოგრაფიაც მიყვარს და მაგიტომ ვსწავლობ.
-კარგი ხო,არ გვინდა ფილოსოფოსობა,ესე იგი,შემისრულდება თხოვნა?
-რა თქმა უნდა. საინტერესო კი იქნება-გაიკრიჭა.
-მეც ეგრე მგონია...-საუბარი ვეღარ განვაგრძე,რადგანაც ტელებონი აბზუილდა და მთელი ქვეყნის გასაგონად აყვირდა. შეცბუნებულმა დავხედე ეკრანს,ლეო მირეკავდა. მისკენ შევბრუნდი და გამბურღავი მზერაც მივიღე-უი,გათიშულა...-ამოვღერღე გაწითლებულმა-მე კიდე ვლაპარაკობ ჩემთვის... მერე დავურეკავ. რა გინდოდა?
-დაბრუნდი მაგიდასთან,მამას შემდეგ ესაუბრე-ხელი დამიქნია.
უხალისოდ გავხედე ელფს,რომელიც უკვე ბუხართან იდგა და გაწამებული სახით აჰყურებდა.
-ცოტა უფრო ფართო მილი რომ ჰქონდეს,უკეთესია და გაწმინდოს ხოლმე,რა-ამოიბურტყუნა და შიგნით შეძვრა.
მაგიდას მივუჯექი და საათს დავხედე-ოცი წუთი ეკლდა,თუმცა ასე სწრაფად ალბათ არ იმოქმედებდა...
დაახლოებით ნახევარ საათს კიდევ ვსაუბრობდით.
უკვე ნერვები მეშლებოდა,რა უნდა ამ იდას? რატომ არ მიდის?
ალკოჰოლს მიეტანა და თავშეკავება ნელ-ნელა მოიშორა. ახლა უკვე შეუფარავად ეტმასნებოდა ლეოს,რამდენჯერმე ხელი მოჰკიდა და ძველ დროს სიცილით ახსენებდა.
-...მაშინ ძალიან პატარები ვიყავით,სწორედ ის დრო იყო,რომანტიკა რომ გვახარებდა. ჩემი ფანჯრების წინ დანთებული უზარმაზარი გული იმდენად მიმზიდველი იყო ჩემთვის,თავი ვერ შევიკავე,მამაჩემსაც კი არ მოვუსმინე და დაბლა ჩავვარდი. ლეოს ისე ჩავეხუტე,ლამის ნეკნები ჩავუმტვრიე,მაშინ უფრო გამხდარი იყო-კისკისებდა-ახლა სპორდარბაზს ხშირად სტუმრობს,მაშინ მთელ თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით, მასწავლებლებს ვაცდენდით და სკვერში ვიყინებოდით...
-რა საინტერესოა-ამოვთქვი ბედნიერად-ფრიად გამორჩეული სიყვარულის ისტორია გქონიათ.
-გამორჩეული იყო,ჩვენთვის-მხრები აიჩეჩა იდამ-რომ არა მარგოს უაზრო წიკები,დღესაც ერთად ვიქნებოდით.
-მარგომ რა დაგიშავა?-შევიცხადე.
-ბიჭები დამეთანხმებიან,რომ ის ვერავის ვერ იტანს,ვინც მის შვილებთან ახლოვდება. მხოლოდ ქალებს კი არა,ყველას-მეგობრები,ძმაკაცები,დაქალები... ჰგონია,რომ ყველა ფულის გამოა მათთან და არა უბრალოდ იმიტომ,რომ მისი შვილები კარგი ადამიანები არიან. ათას გამოცდას მიწყობდა,ბოლოს ვეღარ გავუძელი...
-რა ვიცი,მე მშვენივრად მექცევა-მხრები ავიჩეჩე-საშოპინგოდაც კი ერთად დავდივართ.
-ალბათ იმიტომ,რომ საკუთარ თავს აგონებ,ნამდვილად ჰგავხარ ისე,თუმცა დიდად არ გაგიხარდეს,ჯერ ყველაფერი წინ გაქვს-ისე ჩაილაპარაკა,თითქოს დარწმუნებული იყო,რომ ბოლოს მე და ლეო ერთად არ ვიქნებოდით.
პასუხი აღარ გამიცია,რადგანაც მოულოდნელად ოთახში ორი ფიგურა გამოჩნდა,რომლებიც,სავარაუდოდ,მთავარი კარიდან შემოსულიყვნენ.
ზრდასრულუ ადამიანის სიმაღლის ნახევარი თუ ექნებოდათ,თუმცა სახეზე ასაკი ნამდვილად ეტყობოდათ-გრძელი წვერები და გაბარდჰლი წარბები ჰქონდათ. თავზე საახალწლო,წითელი ქუდები წამოესკუპებინათ და გაცხარებულნი კამათობდნენ.
-სიგნალიზაცია გავაფუჭეთ,ჩამოვსულიყავით იმ მილიდან,რა მოხდებოდა?-ეუბნებოდა ერთი-შედარებით გამხდარი.
-მეტი საქმე არ მაქვს. ეგ დამწყებებისთვისაა,მე ჩემი გამოცდილების და სტაჟის შესაბამისად ვიქცევი-პატარა ხელი აიქნია მეორემ.
-თუ ღიპის შესაბამისად?-ჩაიქირქილა მისმა თანამგზავრმა-გეუბნებოდი,ნუ ჭამ ამდენ ღვეზელს-მეთქი!
-შენღა მაკლიხარ რა,წამოდი,დროზე მოვათავოთ საქმე,თუ კაცი ხარ...
მაგიდას მოუახლოვდნენ და ჩემი დაჭყეტილი თვალები რომ დაინახეს,წამით გაშეშდნენ.
-გვხედავ?-მკითხა ფუმფულამ.
ამ დროს ანრი თავის მოსაზრებას გამოთქვამდა იმის შესახებ,რომ თუ ვინმე ნამდვილად გიყვარს,მის გამო პატარა უსიამოვნებებს როგორმე აიტან.
თავი შეუმჩნევლად დავიქნიე.
-ახლა გულახდილას ნაყენს ჩავყრით აქ და წავალთ-საქმიანად განაგრძო,ჯიბიდან მობილურის მსგავსი მოწყობილობა ამოიღო და დახედა-აჰა,ესეც ლეონადრო ავალიშვილი,ბრინჯაოსფერი თმები,ცისფერი თვალები,ას ოთხმოცდა ცხრა სანტიმეტრი,ოთხმოცდაათი კილოგრამი-ლეოს გარშემო შემოუარა,თმაზე წაეპოტინა,ერთი ღერი გამოარო და პატარა ფლაკონში შეინახა. ლეომ თავზე ხელი მოისვა და გაოგნებულმა მიმოიხედა-ეს იმ შემთხვევაში,თუ ექსპერტიზა გახდა საჭირო-თქვა ჯუჯამ ჩემს გასაგონად-მისი ჭიქა-ლეოს ვისკის ჭიქას შეჰხედა და მეორეს ანიშნა,მოდიო,თავად კი ბლოკნოტი ამოაძრო და წერა დაიწყო.
-შვიდი იანვარი,ნოლი საათი და ორმოცდასამი წუთი. ობიექტი ნაპოვნია,მისი გენეტიკური ნიმუში-შენახული. გულახდილას ნაყენი მოთავსდა...მიდი-ანიშნა მომზადებულ პარტნიორს და მანაც პატარა ჭურჭლიდან ლეოს ჭიქაში გამჭირვალე სითხე ჩაასხა-ნულ საათსა,ორმოცდა ოთხ წუთსა და მეათე წამზე,ოვალური ფორმის სასმლის ჭიქაზი,შიგთავსით-ვისკი. ეკუთვლის პირადად ობიექტს,ხომ?-მე შემომხედა,კვლავ თავი დავიქნიე. -პირადად ობიე-ექტს-წაიღიღინა.არჯი,ჩვენ მოვრჩით საქმეს,წავედით. წარმატებები-ხელი დამიქნია და თავის არჯისთან ერთად კვლავ გასასვლელისკენ წავიდა.
-ლენა!რა გჭირს?-ლეოს ხმამ გამომაფხიზლა.ყველა მე მომჩერებოდა.
-ა-არაფერი-თავი გავიქნიე-ფიქრებში წავედი,უბრალოდ. რას ვამბობდით?
-ქორწილს როდის გეგმავთ-მეთქი,ვიკითხე-მიპასუხა იდამ.
-ალბათ,გაზაფხულისთვის-გავუღიმე და ლეოს ხელი ჩავკიდე-რადგანაც ლეომ ვეღარ მოითმინა და უკვე ერთად ვცხოვრობთ,აღარ ვიჩქარებთ.
-წარმატებას გისურვებ-ჩაიცინა იდამ.
-რამდენ ხანს ცხოვრობდი ლონდონში?-ვკითხე ტკბილად.
-ორი წელი,დაახლოებით,რა მნიშვნელობა აქვს?
-ეტყობა,ქართული ცოტათი დაგავიწყდა,ენამ მასე იცის,არა უშავს.ქორწილისთვის ბედნიერებას უსურვებენ და არა წარმატებას. თანაც ორივეს. ახლა ისე გამოვიდა,თითქოს ლეოს ცოლობა ჩემთვის კარიერული წინსვლაა და არა ბედნიერება.
-დამიჯერე,არაფერი შემშლია. წარმატება ნამდვილად დაგჭირდება-ისევ ეს ირონიული ღიმილი.
-წარმატება და ბედნიერება ლეოს და ლენას-სიტუაციის განმუხტვა სცადა ანრიმ-გაგიმარჯოთ,ერთმანეთს ძალიან უხდებით!
-აჰ,სასმელი აღარ გვაქვს?-ცარიელი ვისკის ბოთლი აიღო და გააქანაბა იდამ-არა და ამ სადღეგრძელოს ვერ გამოვტოვებ.
-ჩემი დალიე-თავისი ჭიქა გაუცურა ლეომ-მე მაინც აღარ მინდა.
ადგილზე შევხტი და ამოვიწრიპინე.
-რა საჭიროა,ახლავე მოვიტან ახალს...-წამოვდექი,თუმცა იდას უკვე ხელი დაევლო ჭიქისთვის და ტუჩებთან მიეტანა-ნუ ღელავ,ძვირფასო,მე და ლეო დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ცოლ-ქმარი,მისი ჭიქიდანაც დავლევ როგორმე-ჩაიცინა და მანამდე გადაყლურწა მთლიანი ვისკი,სანამ ჭიქას გამოვტაცებდი.
უღონოდ დავებერტყე სკამზე და შევეცადე,არ შემემჩნია აღელვება.ხუთივე ლიტრი სისხლი სახეზე მომაწვა,შემდეგ ერთიანად დაიწრიტა და ალბათ,უამრავი ფერი გადამივიდა.
-მე მოვიტან,იყავი შენ-ლეო წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.
გახევებული ვუყურებდი იდას,თითქოს სადაცაა,გასკდებოდა და აგვაფეთქებდა,მან კი ვისკის პატარა ნაჭერი ყველი მიატანა და ღიმილით მომიბრუნდა.
-მომიყევი მეტი შენზე,მაინტერესებს,ვისთან მიფრინავს ჩემი ლეო.
-შენი ლეო?-გავიცინე-ბოდიში,მაგრამ ის არავისი არ მგონია.
-არც შენი?
-არც ჩემი. საკუთარი თავისაა,სიყვარული არ ნიშნავს საკუთრებას.
-ნიშნავს,დამიჯერე.ამიტომაც მივიჩნევ ლეოს ჩემად...-იდას სიტყვა გაუწყდა,რადგანაც ლეო სასმლის ბოთლით ხელში დაბრუნდა და იდას ჭიქა კვლავ შეუვსო.
-ლეო,იდა ამბობდა,რომ ისევ მას ეკუთვნი,შენ როგორ გრძნობ თავს?-გავიცინე.
-ასე ამბობდი?-ჰკითხა ლეომ.
-რა,ასე არაა? რამდენჯერაც არ უნდა დაგიბრუნდე,მაშინვე ხელგაშლილი მხვდები,გიყვარვარ,ლეო,რა არის ამაში დასამალი. წეღანაც ვნებიანად მიკოცნიდი ყელს-წამოაყრანტალა და პირზე ხელი აიფარა.
-აჰა!-წამოვიძახე და ლეოს ხელში ფრჩხილები ჩავარჭე,მან კი გაცეცხლებულმა ამოთქვა.
-მე გიკოცნიდი? ლამის *ზე წამომაჯექი,კედელზე ისე მიმანარცხე,თითქოს კაცი პირველად დაინახე. რომ მიდიხარ და კაცს ფეხებს უშლი,ისიც დაგთანხმდება,ეგ სიყვარულში არ უნდა აგერიოს-ვისკი დაისხა და გადაყლურწა.
-ასე,არა?-დაიკივლა იდამ-არ გსიამოვნებს,შენს “საცოლესთან” რომ ვსაუბრობ ამაზე? იქნებ,არც იცის სანაძლეოს შესახებ... არა,თავიდან კი ვიფიქრე,რომ დაიქირავე აქ ამ როლის სათამაშოდ,მაგრამ ახლა ვატყობ,ამას მართლა ჰგონია,რომ გიყვარს-შემბრალებელი მზერა მომავლო.
-რა სანაძლეო?-ვიკითხე გაოგნებულმა.
-რა სანაძლეოო-გადაიხარხარა იდამ-ჩვენი ბოლო შეხვედრისას ლეოს პირდაპირ ვუთხარი,რომ ჩემს გარდა ვერცერთ ქალს ვერ შეხედავდა სერიოზულად. მან კი მითხრა,რომ ერთ წელში საცოლე ეყოლებოდა.
-გეყოფა-მშვიდად თქვა ლეომ.
-არა,მაინტერესებს,რაზე დანაძლევდით?-ხელი ავწიე და ლეოს მზერით ვანიშნე,რომ გაჩუმება ერჩივნა.
-თუ ლეო წააგებდა,კვლავ ვიქორწინებდით,ხოლო თუ მე...
-ჩუმად!-პირზე ხელი ააფარა ლეომ,თუმცა იდამ თავი ასწია-მი*ეტს გავუკეთებდი.
ლეომ უღონოდ ჩამოსწია ხელი და თვალი ამარიდა.
-არასდროს ვთანხმდებოდი ამაზე,არა და ძალიან უნდა,იმდენი ხანია ოცნებობს-გაიცინა იდამ,თუმცა მეორე წამს დაბნეულმა შემოგვხედა-ღმერთო. მგონი ბევრი დავლიე.
-მთლად სიმთვრალეს ნუ დააბრალებ,ეტყობა,გულახდილობის ხასიათზე ხარ-შევუტიე-მითხარი,გიყვარს ლეო?
-მიყვარს? რა სისულელეა. სიყვარული არ არსებობს,მხოლოდ გამოთაყვანება. რომ ვუყურებ იმ კაცებს,რომლებიც ჩემზე ჭკუას კარგავენ,ვფიქრობ,რომ ცხოვრებაში ვერავის შევიყვარებ. მე ამაზე ჭკვიანი ვარ.დარწმინებული ვარ,შენც იცი,რამხელა ძალა აქვს ლამაზ ქალს,არა?
ლეომ მისი გაჩუმების მცდელობა შეწყვიტა და ანრის მსგავსად გაიტრუნა.
-ესე იგი,მარგო მართალი იყო?ლეოსთან ქონების გამო იყავი? -ვკითხე გახარებულმა.
-მთლად მასე ვერ ვიტყვით,თავიდან მეგონა კიდეც,რომ მიყვარდა,მაგრამ როდესაც ფული შემომაკლდა,მივხვდი,რომ მხოლოდ ისეთ კაცთან ღირს ყოფნა,რომელიც ყველაფრით უზრუნველგყოფს. რა ჭირია სიყვარული? მაგით რამეს იყიდი? აი ეგ სამკაულები რომ აგისხია ბედნიერად,აბა,წარმოიდგინე,მიდიხაე იუველირთან და ეუბნები,ამ ჩემს ლეოს ძალიან ვუყვარვარ და ერთი-ორი ბრილიანტი მომეციო-გადაიხარხარა.
-სხვა კაცებთანაც ამის გამო იყავი?-ძალიან მომწონდა ასეთი გულახდილი მოწმე.
-აბა? რამდენს მივაღწევ ჩემი სოციოლოგის დიპლომით? კარგად ცხოვრება დანაშაული არაა და თუ კაცებს საკმარისი ტვინი არ აქვთ,რათა მიხვდნენ,რომ იყენებენ,დაე ეგონოთ,რომ თავდავიწყებით მიყვარს. მე საკუთარ თავზე ვზრუნავ და ამაში გასაკიცხი არაფერია.
-ლეოს ცოლობა ისევ გინდა,ესე იგი?-უკვე მიხაროდა,რომ შემთხვევითობის წყალობით ასეთი რამ მოხდა.
-ჩემს ლონდონეკ ბოიფრენდს დავშორდი,გეი აღმოჩნდა,ქმარი მოიყვანა თუ ცოლი... მოკლედ,როდესაც ლეო ასეთი მდიდარი და ხელგაშლილი მელოდება,რატომაც არა?
-მე სულაც არ გელოდებოდი-ჩაიცინა ლეომ-შენი დანახვა სულ უფრო და უფრო ცუდად მხდის. გგონია,ეს სიყვარულის ბრალია? არა,იდა-სახე ახლოს მიუტანა და მშვიდად შეჰხედა-მხოლოდ ერთ რამეზე ვდარდობ,რატომ ვიყავი ასეთი *ირი. გიყურებ და ვხედავ,რომ არანაირი გრძნობა არ არსებობს,ვხედავ,რომ ქალები არ არიან სანდონი. ხო,ცხოვრება დამინგრიე და როცა შესაძლებლობა მქონდა,გ*იმავდი,მაგრამ ეგ კიდევ უარესად მხდიდა. ძალიან მიმზიდველი ხარ,სასურველი და ალბათ ახლა აქ ლენა რომ არ ყოფილიყო,იგივე მოხდებოდა. ეგ იმას არ ნიშნავს,რომ შენი სიყვარულით ვიწვი-ჩაიცინა-მაინც რა სულელი ხარ?
-ლეოს თამაში უყვარს,იცოდი?-მხიარულად ვკითხე-ადამიანებს ეთამაშება,მეც,მათ შორის,თუმცა ჩემსა და შენს შორის განსხვავება ისაა,რომ ამას ვხვდები,შენ კი წლებია,რაც იცნობ და მაინც ვერ გაიცანი.
თვალებამღვრეული იდა გაშტერებული გვიყურებდა,შემდეგ მზერა ანრიზე გადაიტანა,რომელიც მთელი ამ დროუს განმავლობაში უხმოდ გვისმენდა და მხოლოდ ერთი რამ აკლდა-პოპკორნი.
-იდა,მართლა ასეთი *ოზანდარა ხარ?-თავი ვერ შეიკავა ბიჭმა და გადაიხარხარა.
-ჰო,ვარ-უპასუხა ქალმა და კვლავ პირზე აიფარა ხელი.
-რა დალია ამისთანა-ვერ ჩერდებოდა ანრი-მართლა მაგაზე დაენაძლევე,ბიჭო?
-კი,წეღან შევთავაზე,თავანს ჩაბარებ-მეთქი,მაგრამ...ღმერთო-იდა ფეხზე წამოხტა და სამზარეულოში გაქანდა. ცოტა ხანში წყლის ჩხრიალი და მისი ოხვრა მოისმა.
-რაც შენ გამოჩნდი,ხალხს მაგარი უცნაურობები ემართება-ანრი სიცილისგან გაწითლებულიყო-ნამდვილი კუდიანი ხარ.
-გმადლობ-გავუღიმე-ახლა კი წავალ,დავიძინებ,თორემ ძალიან დავიღალე. -წამოვდექი და ლეოსთვის არც შემიხედავს,ისე ავუყევი კიბეს.
ოთახში შესულმა სიმშვიდის ნიღაბი მოვიხსენი და უაზროდ ტირილი დავიწყე.
ესე იგი,ლეოს არც ინტერესი ჰქონია,არც ერთობოდა ჩემთან და არც კი ვუნდოდი. უბრალოდ მიყენებდა ყოფილი ცოლის ჯინაზე. ეს იმ ვარიანტებზე უარესი იყო,რომლებისთცისაც თავს ვამზადებდი.
ყველაფერი მიზეზი იყო-იმიჯი,განრისხება,შურისძიება...
სანამ რაიმეს გააზრებას მოვასწრებდი,მარგოს ნომერი ავკრიფე და დავურეკე. არ ვიცოდი,რას ვაკეთებდი,მაგრამ ახლა ვინმეს რჩევა მჭირდებოდა.
-გაგაღვიძეთ?-ვკითხე,როდესაც მიპასუხა.
-არა,ჩემო კარგო,სტუმრები მხოლოდ თქვენ არ გყავთ-მისი ხმის გაგონებისას მოციმციმე თვალები წარმოვიდგინე-აბა,რა ხდება?
-იდაა ჩვენთან...
-ვიცი,მერე?
მოვუყევი,თუ რა აღიარა იდამ და ისიც,თუ რა თქვა ლეომ.ცოტა ხანს დადუმებული მისმენდა,შემდეგ კი ამოიოხრა.
-ამას არ ველოდი,სიმართლე გითხრა. იდა ჭკვიანი ქალია,მეგონა,უფრო მეტ სიეშმაკეს გამოიჩენდა,თუმცა ეს უკეთესიც კია. ლეომ მოისმინა მისი ნათქვამი,ეს ყველაზე მთავარია.
-თქვა,არ მიყვარსო,აბა რა არის ეს? რატომ ვერ მოიშორა ამდენი ხანი?
-სიყვარული უცნაური ცნებაა,მე ვთვლი,რომ გამოგონილი,ანდა მასში ყველა ის აზრი თუ გრძნობა ერთიანდება,რაც ადამიანებს ერთად ყოფნას ანდომებს. თავდაპირველად მიზიდულობაა,შემდეგ ვნება,მასთან სიახლოვის სურვილი...როდესაც იღებ ამ სიახლოვეს,იწყება მიღწეული მიზნით ტკბობის ეტაპი. სიყვარული ცვალებადია,ვერასდროს იგრძნობ იგივეს,რასაც გუშინ ან ერთი წლის წინ გრძნობდი. დროთა განმავლობაში ვნებათაღელვა წყნარდება,ვამჩნევთ იმას,რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით,სხვა მოთხოვნილებები გვიჩნდება. თუ ადრე მხოლოდ მისი ჩახუტება და მოფერება გჭირდებოდა,შემდეგში თანადგომა მოგინდება. ამ პერიოდში ჩნდება ის,რასაც ნამდვილ სიყვარულს უწოდებენ. როდესაც ადამიანები იმაზე მეტს აძლევენ ერთმანეთს,ვიდრე ფიზიკური სიახლოვეა. აძლევენ უანგაროდ,რადგანაც იციან,სხვას ასეთს ვერ იპოვნიან. ეს გარდამავალი ეტაპი ზედმეტად რთულია ბევრისთვის. იშვიათია წყვილი,რომელიც ამას უძლებს. ლეომ და იდამაც ვერ გაუძლეს. მათ აკავშირებდათ რაღაც და ეს არ იყო მხოლოდ ფული,თუმცა ის სულიერი იმპულსები,რაც ურთიერთობის შემდეგი ეტაპისთვისაა საჭირო,არ გააჩნდათ. ეს არაა სიყვარულის უნარი,მხოლოდ საჭირო არამიანის გვერდით ყოლაა გადამწყვეტი. თუ კი შენს სიღარიბეს აიტანს,თუ კი შენს სისუსტეს,უვიცობას ან ტყუილს აიტანს მხოლოდ იმიტომ,რომ შენი სჯერა,ესე იგი,სწორედ ისაა,ვინც დაგეხმარება მთელი ცხოვრება. მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა სექსი არაა,ესეცაა,რა თქმა უნდა,თუმცა ურთიერთობა სულ სხვა რამეა. მეგობრობა. უმაღლესი ხარისხის მეგობრობა. ჭირში და ლხინში... რომანტიკა მალე გადის,ყველაფერი წარმავალია და თუ მხოლოდ სიამოვნებას ელი შენი რჩეულისგან,იმედი მალე გაგიცრუვდება. შენ უნდა იყო ძლიერი,როდესაც ის შეცდება და პირიქით...
ვუსმენდი და ვხვდებოდი,სიყვარულის მნიშვნელობას კი არ მიხსნიდა,მანიშნებდა,როგორ მოვქცეულიყავი შემდგომში.
-მზად უნდა იყო იმედგაცრუებისთვის,თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს,რომ დროგამოშვებით შენს თავს კითხვა დაუსვა-რატომ ვარ მის გვერდით? მაიძულეს? სხვა გზა არ მქონდა? თუ მინდოდა?თუ კვლავ გინდა,ესე იგი,ყველაფერს გამოასწორებ. შენს თავს ენდე,ქვეცნობიერი არასდროს მოგატყუებს.
რაც შეეხება იდას,არ ვიცი,ეს როგორ მოახერხე,მაგრამ ყოჩაღ.
-ბოდიში,რომ შეგაწუხეთ-ამოვღერღე,როდესაც დადუმდა.
-სულაც არ შევწუხებულვარ,სხვათა შორის,გამამხიარულე,ნეტავ ცალი თვალით დამანახა გულახდილი იდა.
-თუ გნებავთ,ხვალ იხილეთ-წამომცდა.
-ხვალაც სიმართლეს ილაპარაკებს?-მკითხა სერიოზულად.
-დარწმუნებული ვარ.-მივხვდი,რომ მარგოს ნდობა შეიძლებოდა.
-მაშინ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ-ჩაიკისკისა-კარგი,საყვარელო,წავედი. შეიმშრალე ეგ ცრემლებიდა ლეოს ჯერ არ დაანახო. საუკეთესო იარაღია,ვა*ინის შემდეგ და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში უნდა გახარჯო.
ტელეფონი გავთიშე და გადავიხარხარე-არა,მაინც რა სასწაული ქალია?
საბანში შევძვერი და ფიქრი გავაჩაღე.
ამ ბოლო დროს ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა,ამიტომაც გართულდა ყველაფერი.
როგორ უნდა მოვქცეულიყავი ახლა ლეოსთან? მიმეხვედრებინა,რომ მეწყინა თუ უდარდელობის ნიღაბი ამეკრა ისევ?
მგონი შენაცვლებით ორივე უნდა მეცადა,იმას მაინც გავარკვევდი,ჩემგან რა უნდოდა.
ან მე რა მინდოდა მისგან.
საშინლად მეძინებოდა,მაგრამ ის აზრი არ მასვენებდა,რომ ჩემი საქმრო იდასთან დავტოვე,იმ გათახსირებულ ქალთან...
-საქმროო?-წამოფოფრა მეორე ლენა-შენ რა,მაგის დაჯერება დაიწყე?
ამას ხომ ვერაფერს გამოაპარებ!
-უბრალოდ ისე ვთქვი-ვუპასუხე და გვერდი ვიცვალე-ახლა დავიძინოთ.
ჩემი გონება კი განარგრძობდა ნაირ-ნაირი სცენების წარმოდგენას.
იდა ზემოდან,ლეო ქვემოდან და პირიქით,სამზარეულოს მაგიდაზე,რომელიმე საძინებელში,ბუხართან,აივანზე...არა,იქ შესცივდებათ...
კარის ხმა გავიგე და თავი მოვიმძინარე. ნეტავ,ვინ იყო? ლეო თუ პურის საჭრელი დანით შეიარაღებული იდა?
მაინც არ გავახილე თვალები,მშვიდად ვსუნთქავდი და ველოდებოდი.
შრაშუნის ხმა მომესმა,ეს ვიღაც ტანსაცმელს იხდიდა,შემდეგ კი ლოგინიც ჩაიზნიქა და შიშველ ფეხებზე თბილი სხეული შემეხო.
-ანრი და იდა ოთახებში დავაბინავე,ძალიან მთვრალები იყვნენ-იცოდა,რომ არ მეძინა.ხელი მომვია და უკნიდან მომეკრო-სანაძლეოს გამო არ ვარ შენთან.
-აბა,რის გამო ხარ?-ამობიბურტყუნე.
თავისკენ დამქაჩა,მეც გადავბრუნდი და თვალებში შევხედე.
-პირველ იანვრამდე საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი...-თქვა და ისე დადუმდა,თითქოს სიტყვებს ეძებსო.
-მერე?
-მერე ის ვიგრძენი,რაღაც,არ ვიცი,ალბათ ჯადოქარი ხარ,ან ვინმეს მასეთს იცნობ,მაგრამ მაგრძნობინე რაღაც...
საკუთარი თავით მაშინ ხარ კმაყოფილი,როდესაც არ იცი,რომ შეგიძლია,უკეთესი იყო.მაშინ მივხვდი,რომ აქამდე სულაც არ ვყოფილვარ ისეთი,არ ვიცოდი,რომ საერთოდ შესაძლებელია,გახდე უკეთესი,როდესაც თითქოს ყველაფერი გაქვს.პირველ იანვარს დავინახე,რომ გაცილებით მეტი ყოფილა ადამიანობა,ცხოვრება.
თავიდან საშინლად გავბრაზდი,ვერ ვეგუებოდი ამ აზრს,ხომ იცი,ძნელია მიხვდე,რომ აქამდე არასწორი იყავი. შემდეგ კი გაუაზრებლად ,სრულიად დაუგეგმავად მომაფიქრდა,რომ ჩემთან წამომეყვანე. უბრალოდ დაგინახე მაშინ,გაცეცხლებული როგორ იცავდი შენს ოჯახს და ყველა დანარჩენსაც... ღირსებას. მართლა არ დამიგეგმავს,უბრალოდ ვიცოდი,რომ მჭირდებოდი. თავიდან ეს ისე შევნიღბე,იგივეს ვაჯერებდი ჩემს თავს,რასაც შენ-შურისძიება და შენი გაწამების გეგმა მქონდა,მაგრამ მერე მივხვდი,რომ უბრალოდ მჭირდები. იდასთან დადებული სანაძლეო არც კი მახსოვდა. ხო,იდას ვერაფრით ვიშორებდი,რადგანაც სუსტი ვიყავი. მისი სხეული და ვნება ყოველთვის მაკარგვინებდა თავს... ხომ იცი,კაცი ვარ რა,ყოფილ ცოლთან სექსი უჩვეულო ამბად არ მეჩვენებოდა,იმას კი ვერ ვხვდებოდი,რომ იდას გადამკიდემ სულ დავკარგე რაიმეს გრძნობის უნარი. საერთოდ,გრძნობებზე საუბარი ჩემი სფერო არაა,პირველი და უკანასკნელი ხარ,ვისაც ასე ველაპარაკები,მაგრამ ვიცი,რომ უნდა აგიხსნა,თორემ დამტოვებ.
დადუმდა და თავი ჩემს თმებში ჩარგო.
გატრუნული ვიწექი,მხოლოდ უსასრულოდ დიდი ხნის შემდეგ მივხვდი,რომ მთელუ ძალით ვეხუტებოდი.
-არ დაგტოვებ-ხმა ჩამხლეჩოდა და სტაჟიანი მწეველი ბაბუსავით ამოვთქვი. არა და რა ტრაგიკულად რომანტიკული მომენტი იყო!
დიდ ხანს ვიყავით ჩახუტებულები,შემდეგ კი ჩემს მხარზე სულ პაწაწინა კოცნა გაჩნდა,რომელმაც ნელ-ნელა გამრავლება დაიწყო,ყელს ამოუყვა და მთელს სახეზე მომედო. ბოლოს,უზარმაზარი კოცნა ტუჩებზეც გაჩნდა და მეც შთავბერე ერთ კოცნუკას სიცოცხლე. მერე მეორეს,მესამეს...
ტუჩები გამიბუჟდა,თუმცა მის გემოს მაინც ვერ ველეოდი. იმ მომენტებში,როდესაც წამით მწდებოდა ტუჩებიდან,რომ ჩემს მკერდს მიტოვებულად არ ეგრძნო თავი,მოუთმენლად ვწევდი უკან,რათა კვლავ შემეგრძნო რბილი ტუჩები და წვერის საოცარი სურნელი.
არ ჩქარობდა,თითქოს ისე იზოგავდა ჩემს სხეულს,როგორც მე ჩემს საყვარელ შოკოლადის პუდინგს-ნელა და დაგემოვნებით.
აღელვება არ მიგრძვნია,ეს რაღაც სხვა იყო. მთელი სხეული გადამერია,გონებასთან საერთოდ გაწყდა კავშირი,თურმე რა კარგი ყოფილა ტვინის ცოტა ხნით გამორთვა! ვაკვირდებოდი უცნობ შეგრძნებებს და ვცდილობდი,მეხსიერებაში კარგად ჩამებეჭდა ეს მომენტი,როდესაც მთელ სამყაროდ ხარ ქცეული,მასთან შეერთებით იქმნი საკუთარ ,ყველაზე გასაოცარ სამყაროს...

ძილის სამყაროში გადაშვებულმა ლოყაზე შეხება ვიგრძენი,თუმცა ხელით მოვიშორე ხელის შემშლელი ფაქტორი და თავი საბანში ჩავრგე. ეს „ფაქტორი“ კი არ მომეშვა,საბანი გადაწია და ჩემი ლოყების წვალება განაგრძო. თვალები უხალისოდ გავახილე და ლეოს სახეს შევავლე თვალი. იღიმეოდა,როდესაც დამინახა,რომ ამ ქვეყანას მოვუბრუნდი,უფრო ძლიერად მომაწება ტუჩები და ლოყაზე მიკბინა კიდეც.
-ო-ო მეძინება!-გადაბრუნებას ვაპირებდი,მაგრამ ვერ შეველიე.
-უკვე ათი ხდება,გამოფხიზლდი-ცოტა ხანში კოცნით სრულად გამომაღვიძა,მეც ვიკადრე გაღიმება და საპასუხო კოცნა.
-აუცილებლად ათ საათზე უნდა გამოვფხიზლდეთ უქმე დღეს?-მაინც ავბუზღუნდი.
-დაგავიწყდა,რომ სტუმრები გვყავს? ადექი,ქალი შენ ხარ ოჯახში!
-არ მინდა ოჯახის ქალობა,ვიწვეთ რა,ცოტა ხანს-ფეხები გადავაწყე და ადგომის საშუალება არ მივეცი.
ჩაიცინა და მომეხვია.
-როდესაც მარტონი დავრჩებით,მერე შეგვიძლია,ახლა უნდა ჩავიდეთ,სანამ იდა წასულა.
-უფ,ეგ თუ არ ვნახეთ,ის დილა დილა არაა-მოვშორდი და წამოვხტი,მხოლოდ შემდეგ გავიაზრე,რომ შიშველი ვიყავი,ცოტა თავბრუც მეხვეოდა და საერთოდ,ვერ ვიყავი რაღაც ფორმაში.
ხელები ავიფარე და ლეოს მაისურს დავწვდი,რომელიც იატაკზე მიეგდო,მისი პატრონი კი ღიმილით მომიახლოვდა და თავისი მაღვიძარა ტუჩებით ჩამკოცნა.
-რა საყვარელი ხარ-გაცინა-სახეს როგორ მანჭავ-კიდევ ერთხელ მაკოცა საცდელადდაგადაიხარხარა-წამოდი,წყალი გადაივლე,მე ჩავალ,დავხედავ,რა ხდება.-სააბაზანომდე მიმაცილა და დამიბარა-თუ ფეირი შემოგაკლდება,ამოგიტან.
-არა,გმადლობთ-ხელით ვანიშნე,აქედან მოშორდი-მეთქი.
წყალმა დაძაბულობა და ძილისგან გამოყოლილი მოთენთილობა მომიხსნა,გამოშტერებული ვიდექი და წინა ღამის ყველა დეტალს ვიხსენებდი,სანამ კანი მთლიანად არ დამეჭმუჭნა,აბაზანიდან გამოსვლაა ვერ მოვიფიქრე.
შემდეგღა გამახსენდა,რომ ლეო იდას სანახავად წავიდა და მეც სასწრაფოდ გავვარდი ოთახიდან.
ლეო,იდა და ანრი სამზარეულოში დამხვნდნენ,
ქალი მაგიდაზე გადაწოლილიყო,სახე მკლავებში ჩაერგო და მგონი,არ სუნთქავდა.
-მივესალმები ტოროლებს-დავიყვირე და იდა წამოვახტუნე. თმები გაწეწვოდა და ცუდი ძილის გამო თვალის უპეები ჩაშავებოდა,ალბათ,გულახდილას და ვისკის ნარევის ბრალიც იყო-აბა,როგორ გეძინათ?
-წავალ,ცოტა მოვწესრიგდები-ამოილუღლუღა და სამზარეულოდან გაშპა.
-მგონი შენი ეშინია-ჩაიცინა ლეომ.
-ძალიანაც კარგი-მხრები ავიჩეჩე.-ანრი,შენ რას შვები? კარგად მოთავსდი ღამით?-მართლა დიასახლური კითხვები მქონდა.
-არ მეძინა-ამოიოხრა ანრიმ-მთელი ღამე ლილეს ველაპარაკებოდი.
-მერე,როგორაა საქმე?
-უცნაურად... ბოდიში მომიხადა-ანრი მართლა გაოგნებული იყო.
-მაგას ვერ დავიჯერებ-არც მე მიმიღია ნორმალურ ამბად.
-იცი,რა ვერ გამიგია? როცა მარტოები ვართ,სულ სხვანაირია. არაა ასეთი...
-სწერვა?-დავეხმარე.
-ჰო,დაახოებით. იცი,როგორი მხიარულია? მაგრად მაცინებს ხოლმე,ამიტომაც ვერ ამიტანია მისი ასეთი ცვლილება ,როდესაც სხვების გარემოცვაშია.
-იქნებ,რაიმეს დამტკიცება უნდა?-ვარაუდი გამოვთქვი-დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს,სადაც ტრიალებს. თუ საძერსკეთში დაიბადა და გაიზარდა,საზოგადოებაში ასეთი ქცევაა მისთვის სწორი...შენთან კი უბრალოდ ისაა,ვინც არის.
-ხო,შეიძლება. -თავი ფიქრიანად მოიქექა.
-შენც მიეხმარე,ასწავლე,რომ ისედაც მაგარი როჟაა და არაა საჭირო რაიმე როლის თამაში. -რაც მომაფიქრდა,ის ვუთხარი-ვხედავ,რომ ერთმანეთი გიყვართ.ბოდიშს არ მოგიხდიდა,მისთვის ძვირფასი რომ არ იყო.
-წავალ ახლა მაშინ,შევუდგები სწავლებას-გაიცინა,მომიახლოვდა და ჩამეხუტა-აბა შენ იცი,იდა ძალიანაც აღარ გააწვალო.
-ვნახოთ-ეშმაკურად გავუღიმე.
-ხმას არ იღებს-მითხრა ლეომ,როდესაც ანრიმ დაგვტოვა-წასვლა უნდოდა,მაგრამ ვთხოვე,დარჩენილიყო.
-რატომ?
-ყველაფერი უნდა გავარკვიოთ,საბოლოოდ.-მითხრა მკიცედ.
-მაშინ,მე ცოტა ხანს ჩემს...ჩვენს ოთახში ავალ და თმებს გავიმშრალებ-გავუღიმე.
-დარჩი,დასამალი არაფერია.
-არა,ლეო. ჯობია,მარტოებმა გაარკვიოთ-ვიცოდი,იდა კიდევ მთელი დღე იქნებოდა სიმართლის ხასიათზე,ამიტომაც დიდად არ ვდარდობდი,რომ რაიმე არასასურველს იტყოდა.
ლეოს ვაკოცე და ოთახს მივაშურე,მხოლოდ რამდენიმე წუთი ვიყავი მარტოობაში და ვფიქრობდი,რა შინაარსის საუბარი მიდიოდა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის,შემდეგ კი მარგოს ზარმა გამომაფხიზლა.
-დღეს ჩვენთან უნდა მოხვიდეთ-პირდაპირ საქმეზე გადავიდა,ყოველგვარი დილამშვიდობების გარეშე-იდაც უნდა წამოიყვანოთ. ახლა მარტო ხარ?
-კი.
-ისევ მანდაა?
-კი,ლეოს ელაპარაკება.
-კარგია,ჯობს,მშვიდობიანად მოგვარდნენ. აუცილებლად მოიყვანე ჩემამდე,რაც არ უნდა მოხდეს,გასაგებია?
-როგორ?არა მგონია,დამთანხმდეს იმ ყველაფრის შემდეგ,რაც მოხდა...
-აიძულე,როგორმე...
-მართლა ჯადოქარი კი არ ვარ-ამოვიოხრე.
-კარგი,მაშინ... მოიცა,გადმოგირეკავ.
კი დამპირდა,მაგრამ მისი ზარი აღარ შემოსულა. თმები გავიშრე,დავივარცხნე და ნორმალურად ჩავიცვი. მარგოს ნაყიდ უამრავ კოსმეტიკას ვათვალიერებდი,როდესაც ლეო შემოვიდა. არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა,ამიტომაც ვკითხე:
-როგორ ჩაიარა?
-მითხრა,რომ ყელამდე ვალებშია და იმიტომ დაბრუნდა,რომ ჩემი იმედი აქვს-ამოიოხრა.
-ფული გთხოვა?
-არა,უბრალოდ კითხვაზე მიპასუხა,შემდეგ მითხრა,ძალიან ვნანობ,რომ შენგან წავედიო,მეგონა,ურთიერთობას გულისხმობდა,მაგრამ მერე დაამატა,ახლა უზრუნველყოფილი ვიქნებოდიო... მოკლედ,ძალიან არეულად ლაპარაკობს,ერთი ის დავადგინე,რომ ფინანსური პრობლემები აქვს.
-რატომაა ასეთი ხარბი? ეს ხომ მეტისმეტია?
-თავიდანვე ასეთი იყო,თუმცა მაშინ მეგონა,რომ ეს სერიოზული არ იყო,გაივლიდა დროთა განმავლობაში...ცოტათი გასაგებიცაა, ხუთ და-ძმაში ყველაზე პატარაა,ყოველთვის აკლდა ყურადღება და ეს საშინელი ფული.თავადვე მიყვებოდა მანამ,სანამ ცოლად მოვიყვანდი...რომ მეტის გაძლება აღარ შეეძლო... მდიდარი დაქალები გაიჩინა,მეც სწორედ იქიდან გავიცანი. მაშინ კონკია მეგონა,ახლა კი...უბრალოდ უფრო და უფრო მეტი უნდა,ვერ ყოფნის.
-და შენ როგორ დაეხმარები?ფულს თუ მისცემ,მაგით საქმე არ მოგვარდება.
-აზრზე არ ვიყავი,მაგრამ დედაჩემმა დაურეკა-გაოგნებულმა გაიცინა-მგონი ვიღაც დიზაინერი თუ სტილისტი უნდა გაგაცნოო,ამასაც ისე გაუხარდა,სულ დაავიწყდა,რომ მარგოს ესაუბრებოდა.ვალები აღარც უხსენები,ისე გავარდა სახლიდან და დამიბარა,საღამოს დედაშენთან შევხვდებითო.
-გასაგებია-ჩავიცინე-დედაშენს ყველაფრის გარკვევა უნდა და მიიტყუა.
-მეც მასე ვიფიქრე.
-საღამოს ჩვენც მივდივართ?
-რა თქმა უნდა,მოემზადე,სალონში წადი,არ გინდა?ან რა ვიცი,სადაც მიდიხართ ხოლმე ქალები...
-ჩემი სტილისტი როკოა-გავიცინე და გამახსენდა,რომ კარგა ხანი იყო,მისგან არაფერი გამეგო. იმდენად ჩავეფალი ამ საახალწლო ინტრიგებში,მეგობარი გადამავიწყდა-ნეტა,მუშაობს დღეს? სად დაიკარგა,ხომ არ ეწყინა?..
-არ იცი?-გაუკვირდა ლეოს-როკო სამსახურიდან ორი დღის წინ წავიდა.
-რა?-თვალები გამიფართოვდა და გული გადამიქანდა-რატომ? კარგადაა?
-შოთამ მითხრა,მგონი რაღაც უთანხმოება მოუვიდა ანნასთან...
-ანა? ის ანა?
-ჰო.
სასწრაფოდ ავკრიფე როკოს ნომერი და მოუთმელად დაველოდე პასუხს,რომელიც არ ყოფილა.
-შეგიძლია,მასთან მიმიყვანო?-ვკითხე ლეოს.
ნახევარ საათში უკვე როკოს ბინის კართან ვიდექი და ვაკაკუნებდი.
-როზა! გამიღე კარი,თორემ შემოვამტვრევ...-უფრო ძლიერად დავაბრახუნე-კარგი,რა,ვიცი,რომ მისმენ. ბოდიში,რომ ამდენ ხანს არ შეგეხმიანე...ცუდი მეგობარი ვარ,უსინდისო,გაზულუქებული და შტერი . მაპატიე,რა.
-კარგი მონოლოგია,განაგრძე-ზურგს უკნიდან მომესმა როკოს ხმა და დაფეთებული შევბრუნდი.
ჩემს მეგობარს მოკლე თმები გაჩეჩვოდა,პიჟამაზე გრძელი,თბილი ჟაკეტი მოეცვა და ხელში პოლიეთილენის პარკი ეკავა.
-მე კიდევ მეგონა,არ მიღებდი-ამოვიწრიპინე.
-სავარაუდოდ,არც გაგიღებდი,ისეთ ვიდზე ხარ,ძლივს გიცანი-ცხვირი აიბზუა,გვერდით ჩამიარა და კარს გასაღები მოარგო,
სანამ მიხურავდა,ბინაში შევსხლტი და დამნაშავის იერი მივიღე.
-ბოდიში,როკო. ხომ იცი,როგორ მიყვარხარ?-ჩემთვის არ შემოუხედავს,ისე გაბრძანდა სამზარეულოში და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა.
-როკო-ო-უკვე ტირილს ვიწყებდი.
-გაერია თავის პეროებიან საზოგადოებაში და აღარ კადრულობს ღარიბ მეგობრებს.-ამოთქვა გაცეცხლებულმა,თუმცა კვლავ არ მიყურებდა-ვიღას ახსოვს როკო,ახლა ალბათ უკვე ლილესთანაც დაქალობ,ერთმანეთს ჰაერში კოცნით და უსუ-ბუსუებს იძახით.
-უსუ-ბუსუ რაღაა?-ვკითხე ღიმილით.
-არ ვიცი,შენ გაერიე იქ და უკეთ გეცოდინება,შეილება,ვერც გამოვთქვამ მე სოფლელი სწორად...
-რომ მახსოვხარ და მენატრები,იმიტომ მოვედი-ახლა მე ვიწყებდი გაბუსხვას-რომ იცოდე,რაები გადამხდა თავს,ასე არ გაბრაზდებოდი...
-ოჰ,დიდი მადლობა,რომ მიკადრე და მობრძანდი-ადუღებული წყალი გადმოდგა და მხოლოდ თავისთვის მოიმზადა ყავა.
-კარგი ახლა,გეყოფა-შევუტიე-ჰო,დავაშავე და ბოდიში ამისთვის,იდიოტი ვარ და ასე აღარასდროს მოვიქცევი,ამის გამო უნდა შემიძულო?-ხმა ამიკანკალდა.
-არ მძულხარ-ძლივს შემომხედა და დაეტყო,რომ მოლბობას იწყებდა
-შემირიგდი რა,ვერ ვიტან,როცა მიბრაზდები.
-რა ხდებოდა ასეთი ლეოსთან?-ვერ მოითმინა.
-ჯერ შენ მითხარი,რატომ წამოხვედი სამსახურიდან?
-ეგ არ გამახსენო-თავი გაიქნია და ჩემთვისაც შეუდგა ყავის მომზადებას.
-ხომ იცი,რომ ჯობია,მომიყვე. ასე უკეთესად გახდები...
-იმ იდიოტმა... იმ ,იმ-ყავა დამინარცხა და სიგარეტი ამოიღო-მუტრუკმა...
-ვინ?
-შოთამ! იცი,რა მითხრა? ანნას შეპასუხე ა როგორ გაუბედე,ბოდიში მოუხადეო.
-რატომ? რა დაუშავე?
-იმას რამის დაშავება სჭირდება? რაღაც დებილობა სახელის კოქტეილი მოთხოვა,ვარდისფერი ზებრაო თუ აქლემო,მე კიდევ ვუთხარი,არ გვაქვს-მეთქი,მერე გამიკეთე,რას მიდგახარო,წავედი ბარმენთან,ვუთხარი,ვარდისფერი ზებრა გააკეთე-მეთქი და იმან შ*გ ხო არ გაქო,მივბრუნდი ანასთან და ვუთხარი,ეგ არ ვიცით,სხვა შეუკვეთე -მეთქი და გინდა თუ არა,ეგ მინდა და მომიტანე,სანამ სამსახური დაგიკარგავსო.
მერე ვუთხარი,რომ თავად იყო ვარდისფერი აქლემიცა და ანტილოპაც და თვითონ უკეთ მოიმზადებდა...
ჩემმა თავშეუკავებელმა სიცილმა საუბარი შეაწყვეტინა.
-არ აზვიადებ? ზუსტად ეგრე უთხარი?-ამოვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე.
-ჰო,შოთაკ კიდევ ბოდიში მოუხადე და მოუტანე ის კოქტეილიო. ისიც კარგად გამოვლანძღე,თანამშრომლებს არასდროს იცავ,მდიდარ ტრაებში ძვრები და სინდის-ნამუსი არ გაგაჩნია-მეთქი,მერე ის იდიოტური წითელი ქუდი მოვიხადე,ფეხით გავთელე და დედის ** დავაფარე მთელ იმპერატორს.
-ყოჩაღ-ვერ ვწყნარდებოდი-მერე,ამაზე ბრაზობ? ძაან მაგრად მოქეულხარ!
-აბა კი,გული რომ მოვიოხე,მერე მივხვდი,რომ ახლიდან უნდა ვაგზავნო ბიოგრაფია,გასაუბრებებზე ვიწანწალო და ოთხას ლარზე ვიმათხოვრო,თან...
-რა?
-შოთაზე ვბრაზობ ძალიან. ისე მიყვირა,იქვე ტირილი რომ არ დავიწყე,მიკვირს. არა და იშვიათად მინდება ტირილი.
-აქამდე სულ გიცავდა-თავი დავუქნიე-მაგრამ იქნებ ცოტა შენც გეცადა მასთან ურთიერთობის დალაგება?
-მეტი საქმე არ მაქვს! დაამტკიცა,როგორც ვუყვარვარ. ცარიელი სიტყვები არაფერია,მთავარია,როდის გიდგას გვერდში. მაგისი ნაჩუქარი სუნამოები რომ მივიპკურო,ხასიათი არ შემეცვლება და ვერც იმ ნეხვის სუნს დავფარავ,რომელშიც ვეფლობი. მაგას ჰგონია,”მიყვარხარ-მჭირდების” ძახილით გააბედნიერებს ადამიანს,მასე ადვილი არაა.
-იმის შემდეგ არ შეგხმიანებია?
-ტელეფონი უხმო რეჟიმზე დავაყენე და ორი დღეა,არ მივკარებივარ. არავის დანახვა არ მინდოდა ,არც მოსმენა.
-არც ჩემი?-სინდისის ქენჯნა კვლავ მომაწვა.
-შენ კიდევ აგიტანდა კაცი,მაგრამ არ გეცალა-ბოლო სიტყვები წარბაწეულმა გამოკვთა .
-იმაზე გაბრაზდი,რომ შოთამ არ დაგიცვა,არა? ანნას მსგავსი რამ ათასჯერ გაუკეთებია.
-არავის დაცვა არ მჭირდება ,მაგრამ იმ ქალბატონს ეკურკურება,იმიტომაც გამოიდო თავი ასე... მოღალატე!
-ჰო,დებილია,მაგრან რანაირადაა მოღალატე,ერთად ხომ არც ყოფილხართ-მხრები ავიჩეჩე.
-რა ვიცი,კოცნით კარგად მკოცნიდა...
-რა-ა?-წამოვიკივლე-როდის?
-იმდღეს...
-და მაგას მიმალავდი? აუცილებლად მე უნდა დაგირეკო,ეგ რომ მითხრა?
-თვითონაც არეული ვიყავი. სილა გავარტყი და სახლიდან გავაგდე...
-მოგწონს,არა?-სახე გამინათდა. როკო აგრესიული მაშინ ხდებოდა,როდესაც იბნეოდა,შოთა რომ არ მოსწონებოდა,ასე არც მოიქცეოდა.
-შეიძლება ცოტათი მომეწონა,მაგრამ მას შემდეგ არც მოუწერია,არ მოვუკითხივარ,ანნას დაუწყო ფლირტი,აბა ისეთ კაცთან ყოფნას რა აზრი აქვს,რომელიც თავიდანვე ასე იქცევა?
-როკო,არ გიფიქრია,რომ შოთასაც აქვს ნერვები? აბა,წარმოიდგინე,ვიღაც ამდენი ხანი მოგწონდეს,თავს ევლებოდე,ბოლოს აკოცო და ის კიდევ ასე მოგექცეს. შეიძლება,თავის ჭკვაში შური იძია ასე,ან რავიცი... გრძნობები ასე უცბად არ ქრება,შოთას ნამდვილად ძალიან მოსწონდი,იქნებ დროა,გაერკვე და თავს უფლება მისცე,ის ჩახვეული ფირი,სახელწოდებით “შოთა არ მომწონს”, გამორთო?
როკომ უკმყოფილოდ მიმოიხედა და ბოლოს თავი გაიქნია.
-მაგაზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს,მიდი,შენ მოყევი.
ყველაფრის დასაფქველად დაახლოებით ორი საათი დამჭირდა,განსაკუთრებით იმ მომენტზე,როგორ ჩავიფიქრე სურვილი და როგორ დალია ლეოს ჭიქიდან იდამ.
ლეოს შესახებ კი რაღაც ფაქტები ჩემთვის დავიტოვე. არა იმიტომ,რომ როკო გამკიცხავდა ან დამცინებდა,უბრალოდ ეს იმდენად “ჩვენი” იყო,მხოლოდ ჩემი და ლეოსი,უბრალოდ არ მსურდა ამ თემაზე სხვასთან საუბარი,წინააღმდეგ შემთხვევაშუ ეს ჩვენი აღარ იქნებოდა.
ასე ხდება,როდესაც ადამიანი რაიმე ძვირფასს პოულობ ან განიცდი. ამ გრძნობაზე საუბარი არასწორად მიმაჩნდა,რადგანაც ჩემთვის ზედმეტად სათუთი იყო,ჯერ-ჯერობით მაინც.
იდაზე ბევრი ვიცინეთ ,მხოლოდ მარგოს ზარმა გამახსენა,რომ წასასვლელი ვიყავი.
ერთ საათში უკვე მათთან უნდა
ვყოფილიყავი,თუმცა როკოს დატოვება არ მინდოდა,მით უმეტეს,ცხვირაბზუებული დემონსტრაციულად ადგა და აივანზე გავიდა მოსაწევად,როდესაც მარგომ დამირეკა,ამიტომაც ამ უკანასკნელს ვთხოვე,მეგობარსაც წამოვიყვან-მეთქი,შემდეგ კი,როდესაც თანხმობა მივიღე,ლეოს დავურეკე და ვუთხარი,შოთა წამოეყვანა.
კმაყოფილი დაველოდე როკოს შემოსვლას,რომელიც ისეთივე სახით დაბრუნდა.
-რაო შენმა დედიკომ? - ჩაიცინა-მდიდრულ წვეულებაზე გეპატიჟება?
-ჰო.-მივუგე ღიმილით.
-წადი,არ მეწყინება,ისედაც მივეჩვიე.-სახეზე მიჩვევის არაფერი ეტყობოდა.
-წავალ,ძალიან მხიარული საღამო იქნება,მარგო და სიმართლის მთქმელი იდა-ჩავიცინე.
-ჯობია,დრო არ დაკარგო და მოემზადო. აღარ მოგაცდენ-დარჩენილი ყავა დალია და დიდი ინტერესით ჩააჩერდა მობილურის ეკრანს.
-უნდა გავემზადო,მაგრამ შენ რაღას უზიხარ?
-აბა,ვიცეკვო?
-შენც მოდიხარ,რა ვერ გაიგე?-თვალები ავატრიალე.
წამით დადუმდა,შემდეგ კი ამოიბურტყუნა.
-რა მესაქმება იქ,მდიდარი და გაზულუქებული ხალხი უკვე ყელში ამომივიდა,არა,გმადლობ.
-მდიდრებიც ისეთივე ადამიანები არიან,როგორც ყველა დანარჩენი-შევეკამათე-როკო,ჩვენ მომსახურების სფეროში ვიყავით,იქ მოსული ადამიანების ქცევა გვაქვს მხოლოდ ნანახი,მაგრამ ასე მხოლოდ შეძლებულები არ იქცევიან. აბა,წარმოიდგინე,კონსულტანტს რომ ეჩხუბე იმ დღეს,შენი მოვალეობაა,ფასების სწორად დაწერა და შეცდომაში შემიყვანეო,შეიძლება ისიც ფიქრობდა,რომ მდიდარი და განებივრებული გოგო ხარ,რომელმაც არ იცის,რომ ადამიანები ცდებიან და ეს ბუნებრივია. რეალურად ეს სიმდიდრის კი არა,იმის ბრალია,რომ სადაც მივდივართ,იქ მომსახურე ხალხს უფროსებივით ვუყურებთ. შენი მოვალეობაა და გააკეთე,აბა რაში გიხდიან ფულს? მენეჯერი სადაა,ასე საუბარი კლიენტთან როგორ შეიძლება? საქმე იმაშია,რომ ასეთ დროს მათ ადამიანებად არ აღვიქვამთ,ისევე,როგორც ჩვენ არ აღგვიქვამენ,უბრალოდ რობოტი უნდა იყო და შენი საქმე აკეთო,ასეთი წარმოდგენა არსებობს და არა მხოლოდ მდიდრებში. პრეტენზიული შეიძლება ის რომელიმე მაწანწალაც ყოფილიყო,პირველ იანვარს რესტორანში რომ დავპატიჟეთ,შეიძლება იმასაც ეთქვა,რანაირი მომსახურება გაქვთო... ჩვენ მდიდრებს ერთი კუთხიდან ვიცნობდით და თავადვე ვიჭერდით ასეთ დისტანციას,თავადვე ვქმნით ცალკე სამყაროს,საკუთარ თავს ვაფასებთ ფულის რაოდენობით. ღარიბი ვარ,აბა მე იქ რა მესაქმებაო,რომ ამბობ,ადამიანებთან თავისუფლად და მხიარულად დროის გატარებაში რამდენი ლარი გჭირდება? ეს კოპლექსია,რომელიც ჩვენივე გაჭირვებამ მოგვიტანა,საზოგადოების შეძლებულ ფენასთან ჩვენთვითონ ვაღრმავებთ უფსკრულს,თავადვე ვანიჭებთ საკუთარ თავს სტატუსს. ეს არასწორია,ნამდვილად არასწორი. შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ,უმაგრესი გარეგნობით და იუმორით,რაში გჭირდება ფული იმისთვის,რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნო თავი?ინტელექტი და განათლებაა რეალური ღირებულება და ეს არასდროს დაგეკარგება.სიმდიდრე წარმავალია,ვერც იმაში დაგეხმარება,თუ ხალხი იდიოტს დაგიძახებს,მგონი,მოგვწონს კიდეც საცოდავის ნიღაბი,ერთი საწყალი,ღარიბი გოგონა,რომელიც მდიდრებმა გარიყეს...
როკომ მისმინა,მისმინა და ბოლოს წამოიძახა.
-კარგი,ჰო. თავს ვიფასებდი,უბრალოდ,თორემ მინდა წამოსვლა...-გაიკრიჭა-ისე,მაგ უფსკრულზე რაც თქვი,ნაღდია,ხო იცი-წამოდგა და საძინებელში გამათრია,ტანსაცმლის ამორჩევას შეუდგა-მართლა სპეციალურად არ ვიკარებთ იმ განწყობას,რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს. აი,ხომ შემეძლო რესტორანში ახალ წელს მხიარულად შევხვედროდი? კი ვმუშაობდით,მაგრამ ყველა ჩემი ნაცნობი იქ იყო,კარგი მუსიკა,ფეიერვერკი,საჩუქრები,მაინც იმაზე ჩავიციკლე,რომ უბედური ვიყავი. მოკლედ,მართალი ხარ რა-თავზე ხელი მომითათუნა-რა დაბრძენებულხარ ამ მოკლე ხანში?
-იძულებული გავხდი-გავუცინე.-ახლა კი გავლამაზდეთ-ჩანთიდან ჩემი ახალთახალი კოსმეტიკის ნაკრები ამოვაძვრინე-ნახევარ საათში ლეო მოვა,უნდა ვიჩქაროთ,თორემ კარის ჩამოღება მისი ჰობია.
ერთ საათში უკვე ავალიშვილების სახლთან ვიდექით,როკო აღფრთოვანებული აღნიშნავდა სახლის ზომებს,მე კი მოუთმენლად ველოდი,როდის ვიხილავდი მარგოსა და იდას სიმართლის ბრძოლას.



№1  offline ახალბედა მწერალი Alice76

M∆IIå Beŧa^°
დაე, მეც ვიყო ოდესმე პირველი:დ
გულმა მიგრძნო აშკარად რაა
დავბრუნდები❤

გელოდება დედიკო♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი qetulaa

არ დამელევა სიტყვები შეგაქო ალისს, ვკიტხულობდი და არმინდოდა დასრულებულიყო, ვკიტხულობდი და ვბედნიერდებოდი, ავივსე დადებითით და ყოველგვარი სიკეთით, დიდძალი იუმორის გარდა აარისიმ გამყოფიბარიერის სრული აააღცერა, რაც დავაცესეტ სოციალურ ფენებს შორის, არ მომწყინდება გიმეოროო......საოცარი გოგო Xარ შენ

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

qetulaa
არ დამელევა სიტყვები შეგაქო ალისს, ვკიტხულობდი და არმინდოდა დასრულებულიყო, ვკიტხულობდი და ვბედნიერდებოდი, ავივსე დადებითით და ყოველგვარი სიკეთით, დიდძალი იუმორის გარდა აარისიმ გამყოფიბარიერის სრული აააღცერა, რაც დავაცესეტ სოციალურ ფენებს შორის, არ მომწყინდება გიმეოროო......საოცარი გოგო Xარ შენ

ქეთო♥️ მიხარია,რომ დაინახე ♥️ დიდი მადლობა,რომ არასდროს იშურებ კარგ სიტყვებს♥️♥️

M∆IIå Beŧa^°
კედელს თავი მივარტყი და ვერ ვიხსენებ რისი თქმა მინდოდა,
არ ვარ კარგად:დდ
ჩემი ლეუნა რა აღვირახსნილი ყოფილა, თვალები ლამის გადმომცვიდა იდას ნათქვამზე:დ მაგრამ არც იდასვამართლებ ამ მხრივ რა "ღრუზინი" ქალი ყოფილა რაა:დ
მარგო საყვარელი ქალუკაა, მაგრამ არ მინდა რომ გამოვტყდე, მაინც ბოლომდე ვერა რაა:დ
წინაზე დამავიწყდა, რომ მეთქვა, ლეოს ფოტო რატომ შეცვალემეთქი:დ მე ის უფრო მომწონდა. ზუსტად ეგეთი არ წარმომედგინა, მაგრამ ახლანდელს კი ჯობს:დ
როკო კიდევ იცი როგორი მგონია? "Once upon a time"-ში ფიფქიას როლს, რომ ასრულებს აი ეგეთი:დ ვიცი რომ არაფერი არ აქვთ საერთო, მაგრამ რა ვქნა ეგეთს წარმოვიდგენ ხოლმე და მომკალი:დ
ლენა კიდევ არ ვიცი როგორია, მაგრამ უდაოდ ჭკვიანია.
კითხვისას ყოველთვის მახსენდება, რომ 9-10 წლამდე მჯეროდა თოვლის ბაბუის:დ
ახლაც მინდა რომ მჯეროდეს, მაგრამ არალი და არც ჩანს ჯერ:დ❤❤

მართლა მიარტყი თუ ზოგადად ამბობ?:დდდდ ჩემი გადარეული♥️♥️
მარგო ორმხრივი პერსონაჟია,დადებითიც ბევრი აქვს და უარყოფითიც,ყოველ შემთხვევაში,მე ასეთად მიმაჩნია :დდ მეც მქონდა მასეთი წარმოდგენები,ბავშვობაში ჰარი პოტერის დაბლდორი(სანამ ფილმს ვნახავდი) გივი ბერიკაშვილის სახით წარმომედგინა,არც ვიცი,რატომ;დდდ ჩვენი გადარეული ტვინის ამბავია.
მეც კაი ხანი მჯეროდა სანტასი და რავიცი,იქნებ დამიფასდეს კიდეც :დდ♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი Liziko27

შენი ყველა ისტორია რომ გამოსცე:d:d:d მერე ფილმსაც გადაიღებენ:დ:დ:დ იფიქრე მაგაზე....

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რაკარგია ახალი თავი ♥️♥️♥️ კარგად ვიხალისე იდაზე :დდ აბა რა ეგონა დიდ გულზე იყო ქალბატონი ფუფ !
აუუ როკოკო და შოთიკო როგორი საყვარლები არიან რაღაცნაირად ეგ წყვილი ძალიან მომწონს ♥️♥️♥️
ლეონარდო ისევ ფორმაშია ვერაფერს ვუწუნებ მაგ ბიჭს რა შეჭმა მოგინდება :დდდ
მარგო კიდე ჩემი ქალია იმენა ჩემია რა ;დ იმედია რამეს არ წაუმუთაქებ მაგ ქალს თავში და ისევ ასეთი კარგი იქნება :დდ ♥️♥️
აუუ ერთი ლილეა ვერ დავუმუღამე მაგ გოგოს და რავქნა :/ აი აჯაბსანდალივითაა მართლა ჩამოყალიბდეს რა :დ მეცოდება ანრი მაგის ხელში არადა როგორი ტკბილი ბიჭია ♥️♥️♥️
აუ ისე ლენას მონილოგი მომეწონა და დარიგებაც ჩემს როკოკოს რომ აუხსნა ♥️♥️♥️ მოკლედ როგორ მახარებ და მაბედნიერებ ნეტავ იცოდე ჩემო კარამელო ♥️♥️♥️ ჰო კი გელოდებოდი გუშინ მაგრმ ამინაზღაურე ეს ლოდინი ამ თავით თუუუმცა ნურას უკაცრავად ისევ გელოდები მოუთმენლად :დდ ♥️♥️

 


№6  offline წევრი DI ANA

ბევრი გაბრაზებული სმაილი უნდა დაგაყაროს კაცმა ასე რომ გამაწბილე, იცი? გუშინ ღამის 2 საათამდე აქ ვიყავი იმ იმედით რომ ახალ თავს დადებდი მაგრამ შენც არ მომიკვდე, არ გეგონოს გაბრაზებამ გადამიარა მაგრამ ნაშრომი უნდა შეგიფასო.

ეს ის მომენტია როცა უნდა ვყვიროდე ხომ ვამბობდი მეთქი? შეუძლებელია უგულებელყო ის ფაქტი რომ ლეოს ლენა უყვარს❤ ამას ბრმაც დაინახავსო თუ რაღაც მსგავსი გამოთქმა ხომ არსებობს? ხოდა აი ეგ შეესაბამება ამ სიტუაციას

ის სიმართლის სასმელი თუ რაღაც უბედურება რომ ჩაასხეს ვისკიში ეგრევე ვიფიქრე რომ ლეო არ დალევდა, ხოდა ძაღლი ახსენე ჯოხი ხელში დაიჭირეო ხომ ამბობენ , უი არაა შემეშალა :დდდ როგორც ნიფას უკუღმართის ნოტბლოკში ეწერა ჯოხი ახსენე და ძაღლი ხელში დაიჭირეო აი ეგრე მოხდა ( როგორმე ხომ უნდა მენიშნებინა რომ გუშინ სანამ ახალ თავს ველოდებოდი აჩრდილთა საჩუქარი წავიკითხე და ძალიან მომეეწონა? )

ის სასმელი ლეოს ნაცვლად იდამ რომ დალია ვოფიქრე ლენას წყალში ჩაეყარა გეგმები მეთქი მაგრამ არაფერიც,
სიმართლის მღაღადებელმა იდამ გამახალისა, ახლა იმას ვფიქრობ მარგომ მარტო გახალისების მიზნით მიიწვია თუ წვეულებაზე უნდა მოჭრას თავი და შეარცხვინოს? რაც არ უნდა იყოს ერთი ნათელია ლეოს ნათავამი " აქ სანაძლეოს გამო არ მომიყვანიხარ" სიმართლის ნაყენის გარეშეც შეესაბამებოდა რეალობას❤

რა გამოდის ლილეს ტყუილად ვემდუროდი და კარგი გოგო აღმოჩნდა? კაი ჯანდაბას ვაღიარებ მარცხს, ეგ ორი ჯანდაბას მაგრამ შოთაზე და როკოზეც რომ იზრუნო არა?

გაბრაზებულიც ვერ ვუარყოფ რომ უდაოდ ნიჭიერი ხარ, არც სიმართლის მთქმელი წყევლა მჭირდება და არც სასმელი პირდაპირ გეტყვი რომ ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები და რთქმაუნდა შენც ლისა❤ აბა წარმატებები და ხვალ ამ დროს გამოჩნდი აღარ დაიკარგო კარგი?

 


№7  offline წევრი tekle22

სუპერ გოგო ხარ გული მოვიფხანე იდაზე ზუსტად მაგის ღირსი ყო მართლა კუდიანი ეგ აიი ლეოს ამბავი მაინც ნერვებს მიშლის ესეთი უნებისყოფო კაცები მეცოდებიან არ მომწონს მე ლეო ნუ რავქნა ჯერ ვერ მომაწონე სიტყვებს ყველა იტყვის გააჩნია რას გააკეთებს შენი გულისთვის აბა შენ იცი იშრომე და კიდევ გამახარე ახალი თავით რაც შეიძლება მალე kissing_heart

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

Liziko27
შენი ყველა ისტორია რომ გამოსცე:d:d:d მერე ფილმსაც გადაიღებენ:დ:დ:დ იფიქრე მაგაზე....

Vaih :DDD ნეტავ,ოდესმე <3

 


მარგო რომ მომწონს უკვე გითხარი ხო? :) აი სიმართლის მღაღადებელი იდა კი საინტერესო სანახავი იქნება :)
მგონი როკო ნელ-ნელა აზრზე მოდის, ცოტაც კიდევ გააზვალოს შოთამ და ეგაა რა ❤
ხომ ვამბობდი ლილე არ უნდა იყოს ცუდი თქო და იმედია ახალ თავში რეალურ ლილეს ვიხილავთ.
რაც შეეხება ლეოს და ლენაჩკას. მომწონს მათი დაშაქრებული ურთიერთობა, ოღონდ ზოგჯერ უნდა წაკბინონ ერთმანეთი ისე არ გამოვა :) ❤❤ ხვალ დადებ ხო? თუ მოვიკითხოთ შენი ლექტორი ისევ :)

 


№10  offline წევრი tekle22

Liziko27
შენი ყველა ისტორია რომ გამოსცე:d:d:d მერე ფილმსაც გადაიღებენ:დ:დ:დ იფიქრე მაგაზე....

გეთანხმები ლიზიკო 27 რომელ ჰოლივუდურ ფიმს ჩამოუვარდება აბა წარმოიდგინე რა მაგარი ფილმი გამოვა კარგი რჯისორების და მსახიობების ხელში

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტკბილიწიწაკა
რაკარგია ახალი თავი ♥️♥️♥️ კარგად ვიხალისე იდაზე :დდ აბა რა ეგონა დიდ გულზე იყო ქალბატონი ფუფ !
აუუ როკოკო და შოთიკო როგორი საყვარლები არიან რაღაცნაირად ეგ წყვილი ძალიან მომწონს ♥️♥️♥️
ლეონარდო ისევ ფორმაშია ვერაფერს ვუწუნებ მაგ ბიჭს რა შეჭმა მოგინდება :დდდ
მარგო კიდე ჩემი ქალია იმენა ჩემია რა ;დ იმედია რამეს არ წაუმუთაქებ მაგ ქალს თავში და ისევ ასეთი კარგი იქნება :დდ ♥️♥️
აუუ ერთი ლილეა ვერ დავუმუღამე მაგ გოგოს და რავქნა :/ აი აჯაბსანდალივითაა მართლა ჩამოყალიბდეს რა :დ მეცოდება ანრი მაგის ხელში არადა როგორი ტკბილი ბიჭია ♥️♥️♥️
აუ ისე ლენას მონილოგი მომეწონა და დარიგებაც ჩემს როკოკოს რომ აუხსნა ♥️♥️♥️ მოკლედ როგორ მახარებ და მაბედნიერებ ნეტავ იცოდე ჩემო კარამელო ♥️♥️♥️ ჰო კი გელოდებოდი გუშინ მაგრმ ამინაზღაურე ეს ლოდინი ამ თავით თუუუმცა ნურას უკაცრავად ისევ გელოდები მოუთმენლად :დდ ♥️♥️

დიდი მადლობა ჩემო ტკბილო,მეც ვიმედოვნებ,რომ “წამუთქებებს” არ ექნება ადგილი :დდ როგორ მიხარია,რომ ჩემთან ხარ♥️ ბოდიში დაგვიანებისთვის,ფბ ში დავწერე,რომ გუშინ არ იქნებოდა და არ მახსოვს,აქ დავწერე თუ არა:((

 


№12  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოჰოოო დატრიალდა ცეცხლიიი :დ :დ :დ
შემდეგი თავი იქნებააა "კანცეერტ" :დ
მარგოზე ვგიჟდეეეებიიი უკვეეეეე....
ამ თავში ყველაზე მეტად ლეონკკოს აღიარება მომეწონა ლენაჩკას რომ ეუბნება რის გამო წამოიგვანა მასთან :* ძააალიან საყვარლობა იყო <3 <3
იმედია ხვალ იქნება ხო ახალი თავი??
ასე მოკლე კომენტარისთვის "სორიიი" მაგრამ ცოტა ვერ ვარ ხასიათზე რა :( :დ
აბა ჰე ველი ახაალ თავს <3 გელი მოუთმენლად....

 


№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA
ბევრი გაბრაზებული სმაილი უნდა დაგაყაროს კაცმა ასე რომ გამაწბილე, იცი? გუშინ ღამის 2 საათამდე აქ ვიყავი იმ იმედით რომ ახალ თავს დადებდი მაგრამ შენც არ მომიკვდე, არ გეგონოს გაბრაზებამ გადამიარა მაგრამ ნაშრომი უნდა შეგიფასო.

ეს ის მომენტია როცა უნდა ვყვიროდე ხომ ვამბობდი მეთქი? შეუძლებელია უგულებელყო ის ფაქტი რომ ლეოს ლენა უყვარს❤ ამას ბრმაც დაინახავსო თუ რაღაც მსგავსი გამოთქმა ხომ არსებობს? ხოდა აი ეგ შეესაბამება ამ სიტუაციას

ის სიმართლის სასმელი თუ რაღაც უბედურება რომ ჩაასხეს ვისკიში ეგრევე ვიფიქრე რომ ლეო არ დალევდა, ხოდა ძაღლი ახსენე ჯოხი ხელში დაიჭირეო ხომ ამბობენ , უი არაა შემეშალა :დდდ როგორც ნიფას უკუღმართის ნოტბლოკში ეწერა ჯოხი ახსენე და ძაღლი ხელში დაიჭირეო აი ეგრე მოხდა ( როგორმე ხომ უნდა მენიშნებინა რომ გუშინ სანამ ახალ თავს ველოდებოდი აჩრდილთა საჩუქარი წავიკითხე და ძალიან მომეეწონა? )

ის სასმელი ლეოს ნაცვლად იდამ რომ დალია ვოფიქრე ლენას წყალში ჩაეყარა გეგმები მეთქი მაგრამ არაფერიც,
სიმართლის მღაღადებელმა იდამ გამახალისა, ახლა იმას ვფიქრობ მარგომ მარტო გახალისების მიზნით მიიწვია თუ წვეულებაზე უნდა მოჭრას თავი და შეარცხვინოს? რაც არ უნდა იყოს ერთი ნათელია ლეოს ნათავამი " აქ სანაძლეოს გამო არ მომიყვანიხარ" სიმართლის ნაყენის გარეშეც შეესაბამებოდა რეალობას❤

რა გამოდის ლილეს ტყუილად ვემდუროდი და კარგი გოგო აღმოჩნდა? კაი ჯანდაბას ვაღიარებ მარცხს, ეგ ორი ჯანდაბას მაგრამ შოთაზე და როკოზეც რომ იზრუნო არა?

გაბრაზებულიც ვერ ვუარყოფ რომ უდაოდ ნიჭიერი ხარ, არც სიმართლის მთქმელი წყევლა მჭირდება და არც სასმელი პირდაპირ გეტყვი რომ ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები და რთქმაუნდა შენც ლისა❤ აბა წარმატებები და ხვალ ამ დროს გამოჩნდი აღარ დაიკარგო კარგი?

ჩემო ბობოქარო ქალო♥️♥️ მიხარია,რომ გაბრაზების მიუხედავად აქ ხარ ♥️♥️ და რომ მოგწონს♥️♥️ გუშინ დავწერე კომენტარებში,რომ ვერ მოვახერხებდი,რა ცუდია,რომ მელოდე:((( გამოცდები მაქვს ტკბილო და ყველანაირად ვცდილობ,ორივე მოვასწრო♥️♥️♥️

რუსკიმარუსია
მარგო რომ მომწონს უკვე გითხარი ხო? :) აი სიმართლის მღაღადებელი იდა კი საინტერესო სანახავი იქნება :)
მგონი როკო ნელ-ნელა აზრზე მოდის, ცოტაც კიდევ გააზვალოს შოთამ და ეგაა რა ❤
ხომ ვამბობდი ლილე არ უნდა იყოს ცუდი თქო და იმედია ახალ თავში რეალურ ლილეს ვიხილავთ.
რაც შეეხება ლეოს და ლენაჩკას. მომწონს მათი დაშაქრებული ურთიერთობა, ოღონდ ზოგჯერ უნდა წაკბინონ ერთმანეთი ისე არ გამოვა :) ❤❤ ხვალ დადებ ხო? თუ მოვიკითხოთ შენი ლექტორი ისევ :)

მარუსი♥️♥️ მეც ხომ გითხარი მგონი,მოსწონხარ ამასაც მეთქი?3 არა,მგონი რომ დავდებ,ამიტომ დავასვენოთ ლექტორი:დდდ♥️♥️♥️

tekle22
Liziko27
შენი ყველა ისტორია რომ გამოსცე:d:d:d მერე ფილმსაც გადაიღებენ:დ:დ:დ იფიქრე მაგაზე....

გეთანხმები ლიზიკო 27 რომელ ჰოლივუდურ ფიმს ჩამოუვარდება აბა წარმოიდგინე რა მაგარი ფილმი გამოვა კარგი რჯისორების და მსახიობების ხელში

გავიფხორე :დდდდ♥️♥️♥️♥️

ანი ანი
ოჰოოო დატრიალდა ცეცხლიიი :დ :დ :დ
შემდეგი თავი იქნებააა "კანცეერტ" :დ
მარგოზე ვგიჟდეეეებიიი უკვეეეეე....
ამ თავში ყველაზე მეტად ლეონკკოს აღიარება მომეწონა ლენაჩკას რომ ეუბნება რის გამო წამოიგვანა მასთან :* ძააალიან საყვარლობა იყო <3 <3
იმედია ხვალ იქნება ხო ახალი თავი??
ასე მოკლე კომენტარისთვის "სორიიი" მაგრამ ცოტა ვერ ვარ ხასიათზე რა :( :დ
აბა ჰე ველი ახაალ თავს <3 გელი მოუთმენლად....

მოკლე იყო,მაგრამ ძალიან გასახარი სიყვარულო♥️♥️♥️“კანცერტზე” ბილეთები იაფაად;DDD
იმედია,მალე დაიბრუნებ კარგ განწყობას,შენებური ცეცხლი დაატრიალე♥️♥️

 


№14  offline წევრი LI_BE

საოცარი იყო, თავიდან ბოლომდე, ჯადოსნური. ნუ, ყველა სიტყვა რომ თავის ადგილზეა და ყველა ნიუანსი თავის სიმაღლეზე, არც ერთ მომენტს რომ ხარისხი არ აკლია, და ყველა ეპიზოდი სრულყოფილია, ამაზე არაფერს ვიტყვი.

მარგოს თეორიები ბოლოს მიღებს. ლენა მართლა მარგოს გავს, განსაკუთრებთ თეორიების ჩამოყალიბებაში და ცხოვრებაში მათი გამოყენებაში smile smile

ჩვენს ლეოს, მგონი არაფრად სჭირდებოდა, გულახდილას ნაყენი, მის გარეშეც მშვენივრად ჭიკჭიკებს ბიჭი. (ეს ეპიზოდი თავიდან წავიკითხე, სხვა ჭიქაშიც ხომ არ ჩაასხეს რამე თქო, ჩვენმა ბაბუებმა).

პ.ს. ეჭვი მაქვს, სანტას მეოთხე თანაშემწეს კალანდასაც მოუწევს მოსვლა wink

 


№15  offline წევრი Maybilline

წავედი ჩავუჯექიიი :3

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

LI_BE
საოცარი იყო, თავიდან ბოლომდე, ჯადოსნური. ნუ, ყველა სიტყვა რომ თავის ადგილზეა და ყველა ნიუანსი თავის სიმაღლეზე, არც ერთ მომენტს რომ ხარისხი არ აკლია, და ყველა ეპიზოდი სრულყოფილია, ამაზე არაფერს ვიტყვი.

მარგოს თეორიები ბოლოს მიღებს. ლენა მართლა მარგოს გავს, განსაკუთრებთ თეორიების ჩამოყალიბებაში და ცხოვრებაში მათი გამოყენებაში smile smile

ჩვენს ლეოს, მგონი არაფრად სჭირდებოდა, გულახდილას ნაყენი, მის გარეშეც მშვენივრად ჭიკჭიკებს ბიჭი. (ეს ეპიზოდი თავიდან წავიკითხე, სხვა ჭიქაშიც ხომ არ ჩაასხეს რამე თქო, ჩვენმა ბაბუებმა).

პ.ს. ეჭვი მაქვს, სანტას მეოთხე თანაშემწეს კალანდასაც მოუწევს მოსვლა wink

შენზე რომ ვგიჟდები,იცი ეს♥️ მუდამ მშვიდად და გაწონასწორებულად გადმოსცემ სათქმელს და ნეტავ იცოდე,როგორ ვაფასებ მე შენს სიმშვიდეს. ნეტავ არსებობდეს სადმე ლიბეს კურსები,სადაც გავივლიდი სიმშვიდისა და ლოგიკურობის საწყის ეტაპებს ;დდდ♥️ ჩემი პირადი მკითხველი ხარ(ჩემი დაგარქვი!!!),მიგისაკუთრე დიახაც;დდდ
და იმაზე აღარაფერს ვამბობ,როგორი ყურადღებით კითხულობ ჩემს ნაწერს,ვერაფერს გამოგაპარებს კაცი:33
მიყვარხარ მე შენ♥️♥️♥️

Maybilline
წავედი ჩავუჯექიიი :3

გელი ქალო ტორნადო♥️♥️♥️

 


№17 წევრი L.eli13

მარგო მაგარი ვიღაცაა ????

 


№18  offline ახალბედა მწერალი Alice76

L.eli13
მარგო მაგარი ვიღაცაა ????

მადლობას გიძღვნის :3♥️♥️

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

Moonlight Sonata
ლეოს გაყინულ გულს თუ ვინმე გაათბობდა არ მეგონაა :დდ ცოტა მეწყინა, რომ თვითონ არ დალია ის სასმელი, მაგრამ მერე ისე განავითარე მოვლენები, რომ მივხვდი ასე ჯობდა და ძალიან სახალისო და კომიკური სიტუაცია შექმენი მაგიდასთან ❤ უნდა გამოვყო მარგოს თეორია სიყვარულის შესახებ, რომელსაც ასი პროცენტით ვეთანხმები. ზოგადად, პერსონაჟის სიტყვები, ავტორის მოსაზრებების გამოძახილიაო ამბობენ და ალბათ, შენც ასე ფიქრობ . . . ჰოდა, კიდევ როკოს და შოთას რომანის განვითარებას ველოდებიი ❤ მაგარი გოგო ხარ შენ !!!

უდიდესი მადლობა პირველ რიგში♥️ იცი შენ,როგორც გამაბედნიერებს ასეთი შეფასება♥️კი,ალბათ ჩემი აზრებია ეს,მაგრამ მთლად ვერ დავარქმევ,რადგან წერისას პერსონაჟები თითქოს თავისით საუბრობენ:3 ალბათ,ქვეცნობიერია ეს :დდ
ძალიან მიხარია,რომ ჩემთან ხარ♥️♥️

 


№20  offline მოდერი D-roni

ოხ ლეონარდო ავალიშვილოოო რა ქალი იგდე ტორთ???
შოთაზე გავბრაზდი მაგრამ ამოუვიდა კაცო ყელში და რა ქნას :დ ისე მაგის ადგილზე მე უფრო ადრე ამომივიდოდა :დ
აი მარგოზე ვგიჟდები :დ მომწონს ამათი დაქალური დამოკიდებულება და რა ვქნა?
იდა შემეცოდა რაღაც მხრივ , ძალიან ბევრია დამოკიდებული ბავშვობაში როგორ გექცეოდნენ ოჯახში , ბევრჯერ მეც კი მიეჭვიანია ჩემს სამ დაზე , ეს გარდაუვალია მაგრამ მერე მივხვმდარვარ რომ სულაც არ ვარ ის უმცროსი შვილი რომელსაც რამე აკლია. იდას ამ შემთხვვევაში არ გაუმართლა და სავარაუდოდ აქედან გამომდინარე ცდილობს ის ყველაფერი რაც ოჯახში არ მისცეს და არა ვერ , სხვაგან და სხვებთან იპოვნოს. მარგო მართლა დიდ სიკეთეს გააკეთებს თუ ცოტა ძაან ბევრს დასცინებს და მერე მართლა დაეხმარება სამსახურის პოვნაში.
წინა თავშივე მივხვდი რომ ლეოსთვის იმ საოცრების დალევა არაფერში წაგვადგებოდა ჩვენ , ისედაც ყველამ კარგარ ვიცით ეს ბიჭი უკვე უგონოდ რომ არის შეყვარებული ჩვენს ლენაზე , მაგრამ არაფერი დამიწერია წინა თავზე მეთქი მე არ ჩავერიოათქო, გულის სიღრმეში მქონდა რაღაც მსგავსის სურვილი და მიხარია რომ ასე განავითარე .
ლილეზე განვითარებულმა მოვლენებმა მომხიბლა , პარალელურად მისსა და ანრის ურთიერთობასაც თუ ჩართავ ისტორიაში გამიხარდება , ვფიქრობ საინტერესოა ამ გოგოს ასეთი ქცევა. ანრი მართლა ძალიან მომწონს და ველოდები როკოს და შოთას ვნებათაღელვას :დ შენ კიდევ უნიკალური ხარ და არ გეგონოს წინა თავზე შენი პასუხი დავაიგნორე , იქ უბრალოდ დიალოგი აღარ გამიმართავს . შენი სტილი იმიტომ მომწონს რომ მეც იგივე სტილში ვჭერ და ძალიან გავს შენი პერსონაჟები ჩემსას , განსაკუთრებით ლენა. მეც მჯერა გულის სიღრმეში სანტასი და ლაპლანდიაში მისი არსებობის. გელოდები ♥️

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

D-roni
ოხ ლეონარდო ავალიშვილოოო რა ქალი იგდე ტორთ???
შოთაზე გავბრაზდი მაგრამ ამოუვიდა კაცო ყელში და რა ქნას :დ ისე მაგის ადგილზე მე უფრო ადრე ამომივიდოდა :დ
აი მარგოზე ვგიჟდები :დ მომწონს ამათი დაქალური დამოკიდებულება და რა ვქნა?
იდა შემეცოდა რაღაც მხრივ , ძალიან ბევრია დამოკიდებული ბავშვობაში როგორ გექცეოდნენ ოჯახში , ბევრჯერ მეც კი მიეჭვიანია ჩემს სამ დაზე , ეს გარდაუვალია მაგრამ მერე მივხვმდარვარ რომ სულაც არ ვარ ის უმცროსი შვილი რომელსაც რამე აკლია. იდას ამ შემთხვვევაში არ გაუმართლა და სავარაუდოდ აქედან გამომდინარე ცდილობს ის ყველაფერი რაც ოჯახში არ მისცეს და არა ვერ , სხვაგან და სხვებთან იპოვნოს. მარგო მართლა დიდ სიკეთეს გააკეთებს თუ ცოტა ძაან ბევრს დასცინებს და მერე მართლა დაეხმარება სამსახურის პოვნაში.
წინა თავშივე მივხვდი რომ ლეოსთვის იმ საოცრების დალევა არაფერში წაგვადგებოდა ჩვენ , ისედაც ყველამ კარგარ ვიცით ეს ბიჭი უკვე უგონოდ რომ არის შეყვარებული ჩვენს ლენაზე , მაგრამ არაფერი დამიწერია წინა თავზე მეთქი მე არ ჩავერიოათქო, გულის სიღრმეში მქონდა რაღაც მსგავსის სურვილი და მიხარია რომ ასე განავითარე .
ლილეზე განვითარებულმა მოვლენებმა მომხიბლა , პარალელურად მისსა და ანრის ურთიერთობასაც თუ ჩართავ ისტორიაში გამიხარდება , ვფიქრობ საინტერესოა ამ გოგოს ასეთი ქცევა. ანრი მართლა ძალიან მომწონს და ველოდები როკოს და შოთას ვნებათაღელვას :დ შენ კიდევ უნიკალური ხარ და არ გეგონოს წინა თავზე შენი პასუხი დავაიგნორე , იქ უბრალოდ დიალოგი აღარ გამიმართავს . შენი სტილი იმიტომ მომწონს რომ მეც იგივე სტილში ვჭერ და ძალიან გავს შენი პერსონაჟები ჩემსას , განსაკუთრებით ლენა. მეც მჯერა გულის სიღრმეში სანტასი და ლაპლანდიაში მისი არსებობის. გელოდები ♥️

მიხარია,რომ მსგავსი აზრები გვაქვს და რომ გავამართლე მოლოდინი♥️ მეც არ მივიჩნიე ლეოს გადატვირთვა ამ ელექსირებით საჭიროდ,იდას გულახდილობა უფრო გამოსადეგი იქნებოდა.ჩემი მიზანი პერსონაჟების სხვადასხვა მხარის წარმოჩიებაა,იმედია,საბოლოოდ ასეც გამოვა♥️
უზომოდ მადლიერი რომ ვარ ასეთი სიტყვებისთვის,ამასაც კიდევ ერთხელ ვიტყვი. თავად რომ წერ,თავად რომ გყავს ასეთი პერსონაჟები,უფრო მეტად დააკვირდები და მიხარია,რომ მაინც მოგწონს♥️♥️♥️

 


№22  offline წევრი სიბილა

არ მეგონა წინასაახალწლოდ ასე თუ ვიხალისებდი. ყოჩაგ შენა ელაის

 


№23  offline წევრი Maybilline

უუუუუჰჰჰ რა კაი იყოოოოო flushed
ალისა რას მაკეთებინებ?! დავითხარე თვალები და დავიმართე კატარაქტა, კომპიუტერის უზარმაზარი ეკრანიდან ვკითხულობდი, იმდენად მჭამდა სურვილი წაკითხვისა!!! (ფილოლოგმა ბებიაჩემმა გაიღვიძა ჩემში joy )
ჰოდა.... ჰოდა.... ჰოდა.... heart_eyes
რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
1)იდას ვერ ვიტან;
2)ლეო უსაყვარლესია;
3)შოთას და როკოს ვშიფავ; (არადა ეს შოთა მაგარი აუტანელი ვინმე გამოგივიდა, მაგრამ ჩემი ინტუიცია და შინაგანი ქალღმერთი ჩამძახის, რომ როკო უყვარს და მასე "დოყლაპი-ურად" გამოხატავს;
4)მარგარეტი მომწონს; (მეხსიერება ხოარ მღალატობს და ნამდვილად მარგარეტი ჰქვია? grin stuck_out_tongue_closed_eyes )
5)ლილე როტომღაც აღარ მაღიზიანებს მას შემდეგ რაც ბოდიში მოიხადა;
.
+ უფრო მეტი მინდა არ მყოფნისს tired_face heart_eyes
+ უმაგრესი გოგო ხარ, რომ არ გეზარება და ამ უქმეებზე გვახარებ; heart_eyes
.
იცოდე ბედობას ატვირთე, რომ მთელი წელი შენი ისტორიების კითხვა დაგვებედოს joy heart_eyes
პ.ს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობის ქრაშს - ლეოს, მაგის გამო ჩემს ლეონარდს ხელი არ დაედოს, უფროსწორად არაფერი ისეთი, რადგან ის (ჩემი ქრაშყოფილი) ამ დროში სიმპატიურ კალათბურთელად ჩამოყალიბდა მე კიდე პუტკუნა წიგნისჭიად, ხოდა გაიყო რა ჩვენი გზები თორე ერთი პერიოდი თვითონაც მეტრფოდა.მე მახსოვს და მას რამდენად ვახსოვარ არ ვიცი joy joy joy

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

სიბილა
არ მეგონა წინასაახალწლოდ ასე თუ ვიხალისებდი. ყოჩაგ შენა ელაის

უბედნიერესი ვარ,თუ სადღესასწაულოდ ასე გაგახალისე♥️დიდი მადლობა♥️♥️♥️

Maybilline
უუუუუჰჰჰ რა კაი იყოოოოო flushed
ალისა რას მაკეთებინებ?! დავითხარე თვალები და დავიმართე კატარაქტა, კომპიუტერის უზარმაზარი ეკრანიდან ვკითხულობდი, იმდენად მჭამდა სურვილი წაკითხვისა!!! (ფილოლოგმა ბებიაჩემმა გაიღვიძა ჩემში joy )
ჰოდა.... ჰოდა.... ჰოდა.... heart_eyes
რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
1)იდას ვერ ვიტან;
2)ლეო უსაყვარლესია;
3)შოთას და როკოს ვშიფავ; (არადა ეს შოთა მაგარი აუტანელი ვინმე გამოგივიდა, მაგრამ ჩემი ინტუიცია და შინაგანი ქალღმერთი ჩამძახის, რომ როკო უყვარს და მასე "დოყლაპი-ურად" გამოხატავს;
4)მარგარეტი მომწონს; (მეხსიერება ხოარ მღალატობს და ნამდვილად მარგარეტი ჰქვია? grin stuck_out_tongue_closed_eyes )
5)ლილე როტომღაც აღარ მაღიზიანებს მას შემდეგ რაც ბოდიში მოიხადა;
.
+ უფრო მეტი მინდა არ მყოფნისს tired_face heart_eyes
+ უმაგრესი გოგო ხარ, რომ არ გეზარება და ამ უქმეებზე გვახარებ; heart_eyes
.
იცოდე ბედობას ატვირთე, რომ მთელი წელი შენი ისტორიების კითხვა დაგვებედოს joy heart_eyes
პ.ს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობის ქრაშს - ლეოს, მაგის გამო ჩემს ლეონარდს ხელი არ დაედოს, უფროსწორად არაფერი ისეთი, რადგან ის (ჩემი ქრაშყოფილი) ამ დროში სიმპატიურ კალათბურთელად ჩამოყალიბდა მე კიდე პუტკუნა წიგნისჭიად, ხოდა გაიყო რა ჩვენი გზები თორე ერთი პერიოდი თვითონაც მეტრფოდა.მე მახსოვს და მას რამდენად ვახსოვარ არ ვიცი joy joy joy

მეიბილიინ,შენ ჩემი თვალები უნდა ნახო,მშობლებს უკვე ჰგონია,რომ მარისა და ხუანს ვემეგობრები:დდ
პუნქტობრივად ჩამოწერილი მომეწონა,მაგარი ხარ რა:დდდ
თქვენი გახარება უქმეებზე კი არა,არასდროს მომწყინდება♥️♥️
ბედობას ავტვირთავ აუცილებლად,კაი გამახსენე:დდდ
შენი ბავშვობის ქრაში კიდებ დებილია რა,ჩემი წიგნის ჭია და ღუნღულა მებილინი მიივიწყა? ნეჰ,არა მგონია♥️♥️ თუ სიმპათიური კალათბურთელია,მისი საახალწლოდ ჩაფიქრებაც ღირს,ალბათ :დდ
თუ არადა,კარგად იყოს,ერთი-ორ წყევლას გავუგზავნი,არ დამენანება,
მიყვარს მე ჩემი წიგნის ჭია გოგო♥️♥️♥️

 


№25  offline წევრი anukaaa

Titebi mtkiva werisgan tore sauketeso shefasebas dagiwerdiii.
P.s Rodis daideba shemdegi?
????

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

anukaaa
Titebi mtkiva werisgan tore sauketeso shefasebas dagiwerdiii.
P.s Rodis daideba shemdegi?
????

დიდი მადლობა იმისთვისაც,რაც დაწერე ♥️♥️♥️ხვალ საღამოს იქნება ალბათ♥️♥️

 


№27  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

გელოდებოდი მაგრამ გავძლებ ხვალ საღამომდე :( ♥️

 


№28  offline წევრი Mai dire mai

ჩემო ტკბილო გოგო, ხომ იცი უძალიანმაგრესი რომ ხარ❤ისიც ხომ იცი როგორ გელოდები"თ" ხოლმე?ხოდა იმდენჯერ განვაახლე გვერდი, რომ ბოლოს google-მ მითხრა- დამასვენეო,რას შემჭამე,არ დაუდია ჯერ ახალი თავიო♥️ხოდა არაუშავს,არ გავბრაზებულვარ საერთოდ❤შენ ხომ ჩემი "იუმორის"დედოფალი ხარ?ამიტომაც დაგელოდები და დაგელოდები❤❤❤❤❤❤
როგორც ყოველთვის ეს თავიც არაჩვეულებრივი იყო,სულ სიცილ-ხითხით-კისკისით ჩავედი ბოლომდე❤❤❤❤❤❤

 


№29  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტკბილიწიწაკა
გელოდებოდი მაგრამ გავძლებ ხვალ საღამომდე :( ♥️

ჰო ტკბილო,დიდი თავის დაწერა ხომ უნდა მოვასწრო?♥️♥️♥️

ცუცუნა
ჩემო ტკბილო გოგო, ხომ იცი უძალიანმაგრესი რომ ხარ❤ისიც ხომ იცი როგორ გელოდები"თ" ხოლმე?ხოდა იმდენჯერ განვაახლე გვერდი, რომ ბოლოს google-მ მითხრა- დამასვენეო,რას შემჭამე,არ დაუდია ჯერ ახალი თავიო♥️ხოდა არაუშავს,არ გავბრაზებულვარ საერთოდ❤შენ ხომ ჩემი "იუმორის"დედოფალი ხარ?ამიტომაც დაგელოდები და დაგელოდები❤❤❤❤❤❤
როგორც ყოველთვის ეს თავიც არაჩვეულებრივი იყო,სულ სიცილ-ხითხით-კისკისით ჩავედი ბოლომდე❤❤❤❤❤❤

ჰუჰ,მიხარია,რომ ლოდინის მიუხედავად არ ბრაზობ♥️♥️♥️ მთავაერი მაინც ისაა,რომ მოგეწონა,უდიდესი მადლობა ამისთვის,ძალიან მახარებ♥️♥️ვეცდები ბევრი არ გალოდინო♥️♥️♥️

 


№30  offline წევრი მარია ანსაკა

დღეს დადებ?? დაგელოდოთ ალის?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent