შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Jaune [სრულად]

4-01-2019, 17:22
ავტორი ელპინი
ნანახია 2 569

Jaune [სრულად]

***
- განო, გახსოვს, გითხარი - მჯერა მწერლის, რომელიც წერტილს წინადადების დასაწყისში წერს - მეთქი?!
- უცნაურია, მაგრამ მახსოვს.
- იქნებ, მწერალი გახდე, განო . . .
- რატომ?!
- ჯერ არ დაწყებული ტკივილები, რომ დროულად დაასრულო. განა, შეიძლება, ასეთი ავადმყოფი გიყვარდე, განო?!
- ნეტავ თუ იცი, რისთვის დაბრუნდი ახლა, კოკა?!
- ყოველთვის ვბრუნდები იმის გამო, რომ ვუყურო შენი კალმით დაწერილ წერტილს წინადადების დასაწყისში.

***
.მწერალი.

***
"ხელი შემომხვიე წელზე და როგორც მაშინ, მითხარი - განიკო, საოცარი ხარ! ან თუნდაც, მოდი აივანთან და როგორც მაშინ, დაიყვირე - განიკო, გამოდი, ხელს გთხოვ ტო! ან თუნდაც, წავიდეთ რაჭაში და როგორც მაშინ, მიმღერე - განიკო, აუხდენელო ოცნებ-ააავ! ან თუნდაც, როგორც მაშინ, ვიცეკვოთ ტანგო და ხელზე მაკოცე - ყვითელი ფერი როგორ გათბობს, განიკო! ან თუნდაც, ერთად დავლიოთ და ბოლო სადღეგრძელო კვლავ გავიმეოროთ - განიკო, ჩემო საოცარო, გტოვებ და მომავალ წერტილამდე. - შენ ლოყაზე მკოცნი, მე ვწითლდები და ვიღიმი, მიუხედავად განშორებისა. თბილა. ყვითელი ათბობს."

***
.სიტყვებიდან სიტყვებამდე ვცოცხლობ მე.
.ცარიელი ოთახი და სამფეხა სკამი.
.საქანელა აივანზე და პლედი საქანელაზე.
.დატოვებული და აუხდენელი ოცნებები.
.მშრალი, უსუნო ჰაერი.

***
- ჩამოხვედი?!
- ჩამოვედი.
კარის ზღურბლზე დგომა - სურვილია.
სახელურზე დაყრდნობა - ემოცია.
აკანკალებული სხეული - გრძნობა.
და უცებ წყდება წუთი.
გრინჩმა დაიჭირა საათი.
- გა-ნი-კო!
- ჩამეხუტე, რა!
შემოხვეული ხელები და გაცოცხლებული გრძნობა. აჩქარებული გულისცემა, გახშირებული სუნთქვა და უკონტროლო პულსი. თითქოს, ზღვა ადიდდა და ქალაქს გადაუარა. თითქოს, თბილ ქვეყანაში გაფრენილი მერცხალი შემოდგომაზე უკან მოფრინდა. თითქოს, უკუნით ღამეში მზე ამოვიდა და მთვარის ირგვლივ დაიკავა ადგილი. არა და, ვარსკვლავებიც კაშკაშებს ისევ.
- გა-ნი-კო!
- მომენატრე, კოკა!
- ძაფი არ წყდება ტო. აიბურდება და იხსნება, მაგრამ არ წყდება. ღმერთია, ვითომ, განიკო?! - სახეგაბადრული გამომეტყველება.
- აბა, როგორ, კოკა?! - ღიმილი და უკუღმა მბრუნავი დედამიწა.
- დედამიწა, კი?!
- არ ვიცი . . .
- მარსი, განო! მარსი ტო!
- როგორი ხარ, კოკა . . .
- შენ თავს გეფიცები.
- როგორ, კოკა?!
- ნახე, მარსზე ჟანგბადი არაა. არა, არის, გატყუებ. ძალიან ცოტაა. თუ არაა?! - ორი დაბნეული მზერა. - განიკო, მიყურე ტო, იფიქრე. ნახე, რომც იყოს იქ ჟანგბადი, ხალხი არაა ტო. შენ მარსზე ცხოვრობ. მეც მანდ ვარ, ხომ იცი. ხშირად მოვდივარ დედამიწაზე, რისთვის, ხომ იცი, განო . . . რამდენი ნაგავია დედამიწაზე ტო. ახლა რომ მე აქ ვდგავარ, მარსზე ვართ ჩვენ. დედამიწიდან ჩამოგაკითხე, ჩემო! მე სადაც ვიყავი, შენი სუნი არ იყო და მარსზე სულ შენი სუნია. ჩემო გა-ნი-კო! - დამარცვლილი სახელი და თბილი ხელები.
- შეშლილი ხარ!
ტუჩები შუბლზე. თითები თმებში.
- მარსს მჩუქნი, განო. იცი, რამდენია ეს?! მე რა მინდა აქ?! ჩემნაირს რა უნდა შენთან?! ღმერთი რომ იყოს, ასე როგორ იქნებოდა ტო?! მე შენთან მოსვლის უფლებას როგორ მომცემდა ტო?!
- რა ფერია მარსი, კოკა?!
- ყვითელი. თბილი ფერია ყვითელი. როგორ გათბობს ყვითელი!
დახუჭული თვალები. ტუჩები თვალებზე. წამწამი ყელზე და სურვილი.
- გა-ნი-კო!
მთრთოლვარე ბაგეები. აწითლებული, გაყინული ცხვირი და ტუჩები ცხვირზე.
- გა-ნი-კო!
თბილი ხელები. ხელები წელზე. თავი გულზე და თვლა გულისცემის.
- გა-ნი-კო!
ტუჩები. თვალები. სხეული.
- ჩემო საოცარო!

***
"სიყვარული. სულ სიყვარული. მონატრება. სულ მონატრება. ტკივილი. ხშირად ტკივილი. განო, მენატრები. რა მაწერინებს ახლა ამას ტო?! მე როდის იყო ასე ვიყავი ტო?! გამაგიჟე, განო! ოთახში ყვითელი ფარდები მაქვს. მგონია, რომ ფანჯრის რაფაზე ზიხარ და შენ ასხივებ ამდენ ყვითელს. გინახავს ყვითელი პერანგი ჩემზე?! მაცვია ტო. პირველად მაცვია. გა-ნი-კო! ყველაზე სუფთა ხარ და იცი, როდის დავრწმუნდი ამაში?! რომ წავედი და იტირე. ცრემლები თუ ოდესმე ასე მეტკინებოდა, არ ვიცოდი, შენს სიცოცხლეს გეფიცები. მოვკვდი. სუნთქვაც გამიწყდა. არ გაპატიებო და რამდენჯერ მაპატიე, განო?! მე ახლა დედამიწაზე ვარ. შენ - მარსზე. ხომ იცი, მალე მოვალ. მენატრები, ჩემო!"

***
.შენ.
ოთახში ბნელა. სინათლე არსადაა. თუნდაც, მკრთალად. ფანჯარა იღება. რაფაზე სხეულია. ქარი არწევს. ჰგავს ვიოლინოს სიმს. სიმს ხელს ჰკრავენ და ყვითელი სარაფანი ძირს ვარდება. შიშველი სხეული. ცარიელი ქალაქი. ხმა არსაიდან. სიცილი ეშმაკის. ლოცვა ღმერთის.

.მე.
ოთახში ბნელა. კარი ჩაკეტილია. ყველაფერი ყარს. წამლის სუნია. სხეული ოთახის კუთხეშია. კადრები მოძრაობს. წარსული იშლება. მომავალი არსად ჩანს. სხეული კანკალებს. ვენები შავია. ტუჩები ლურჯია.

***
- ის ყვითელი კაბა ჩაიცვი, განო. მივდივართ.
- სად მივდივართ, კოკა?!
- მიდი, ჩაიცვი.
რამდენიმე წუთი და ყვითელ კაბაში ნარნარებს სხეული.
- რა ლამაზი ხარ ტო!
აწითლებული ლოყები.
- ჩემი ლამაზი განო!
ათრთოლებული ტუჩები.
- ჩემი საოცარი განო!
აჩქარებული გულისცემა.
- ჩემი სუფთა განო ტო!
სწრაფი პულსი.
- მოდი, გაკოცო.
შუბლიდან ყბის ძვლამდე დატოვებული კოცნები. დაშანთული კანი. მხარს ჩამოყოლილი თითები და დახორკლილი კანი.
ყვითელი ყვავილებით მორთული ტერასა. ყვითელი მზე. ყვითელი განო.
- რა ლამაზია, კოკა . . .
- შენი მარსია აქ.
- როგორი ხარ, კოკა . . .
- მარსი ახლა მე გაჩუქე.
- ყველაფერს ჩემი სუნი აქვს.
- შენც ყვავილი ხარ, განო!
- არ წავიდეთ, რა.
- შენ გაჩუქე სულ ყველაფერი, განო.
- როგორ, კოკა?!
- აი, ასე, გა-ნი-კო!
- ანუ, შემიძლია ყვითელი ვარდების ორანჟერეა მქონდეს აქ?!
- ჰო ტო, გაჩუქე.
- მიყვარხარ, კოკა!
დენდარტყმულივით შემხტარი სხეული. აქამდე უთქმელი სიტყვა. გაბრწყინებული თვალები.
- რა მითხარი, განო?!
- მიყვარხარ, კოკა!
- გა-ნი-კო!
ჰაერში დატრიალებული სხეული. მჭიდროდ შემოხვეული ხელები.
- მაბედნიერებ, გა-ნი-კო!
გულზე მიხუტებული სხეული.
- ვიტირო ტო?! არ დამცინო, მე მოგიკვდე რა, განო.
- იტირე, იტირე. - ბედნიერი კისკისი.
ცრემლები. გულწრფელი ცრემლები.
- გა-ნი-კო!
ასრუტუნებული ხმა. ნორმალურზე ოთხჯერ სწრაფი გულისცემა. გაბადრული სახე. ბედნიერი ღიმილი.
- ჩემო ბედნიერება!
კოცნები მთელ სახეზე.
- გა-ნი-კო, მიყვარხ-ააარ!
დედამიწა გაჩერდა. დედამიწიდან უკანასკნელად ჩავიდნენ. მარსი ბრუნავს. მარსზე ჟანგბადია. ყვითელი ათბობს.
- რა ფაქიზი ყვავილებია. ნაზი, ძალიან ლამაზი ყვავილები.
- მართლა მოგეწონა, განო?! იცი, რამდენ ხანს ვეძებდი ტო?!
- როგორი ხარ შენ, კოკა . . .

***
.ყველაფერი, რასაც ხედავ, ყვითელია.

***
მითხარი,
მაჩვენე,
მიგრძენი,
მისუნთქე,
გაქვს რამე ამაზე სუფთა?!
მიყვარხარ,
ნაპოვნო ღმერთო
და
ჩემო წმინდა!

***
უკვე შერწყმული,
აივსო სული.
მე - შენით.
შენ - ჩემით.
შეუფუთავი,
თბილი
და
წრფელი,
შენი გა-ნი-კო ვარ,
მე - შენი წმინდა!

***
00:01 და თბილი ხელები წელზე.
- გილოცავ ახალ წელს, განო.
00:10 და თბილი ხელები მხრებზე.
- ბედნიერებას გისურვებ, განო.
00:19 და თბილი ხელები ყელზე.
- სიყვარული, განო.
00:28 და თბილი ხელები სახეზე.
- სიხარული, განო.
00:37 და თბილი ტუჩები ხელებზე.
- საოცარი წელი, განო.
00:46 და თბილი ტუჩები ლავიწებზე.
- თბილი წელი, განო.
00:55 და თბილი ტუჩები ტუჩებზე.
- ჩემთან ერთად, გა-ნი-კო!

***
.გა-ნი-კო.

***
.წერილები.
"გულში ჩამიკარი. უჩემოდ ხომ ჯოჯოხეთი გქვია."
"ხელები შემომხვიე. უჩემოდ ხომ სულ გაყინული ხარ."
"შუბლზე მაკოცე. უჩემოდ ხომ კვდები."

***
Le jaune est une fée chaude.

***
- მარსზე ვართ, განო.
- აღარ დაბრუნდები, კოკა?!
- არასდროს.
- მიყვარხარ, კოკა!
- გა-ნი-კო!

***
მზე ამოდის. მზე ყვითელია. ყვითელი თბილი ფერია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები ❤

№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები ❤

მიყვარხარ! ❤

№3  offline მოდერი სალანდერი

ა-ნო ❤
მაინც მასწავლე ფერების აღქმა!
კარგია? მომწონს, ესე იგი კი.
" 00:01 და თბილი ხელები წელზე.
- გილოცავ ახალ წელს, განო.
00:10 და თბილი ხელები მხრებზე.
- ბედნიერებას გისურვებ, განო.
00:19 და თბილი ხელები ყელზე.
- სიყვარული, განო.
00:28 და თბილი ხელები სახეზე.
- სიხარული, განო.
00:37 და თბილი ტუჩები ხელებზე.
- საოცარი წელი, განო.
00:46 და თბილი ტუჩები ლავიწებზე.
- თბილი წელი, განო.
00:55 და თბილი ტუჩები ტუჩებზე.
- ჩემთან ერთად, გა-ნი-კო! " - მარტო ეს რად ღირდა!
როგორი ფაქიზი ხარ ტო!
როგორი სუფთა ხარ ტო!
როგორი ნაცნობი. . .
როგორ მიყვარს ეს შენებური, ყვითელი გამობრწყინებები, სულ შენ რომ ხარ, აი რომ ვკითხულობ და შენს სულს ვცნობ!
როგორები არიან ესენი ტო, გა-ნი-კო და კო-კა.
შენ ისევ ყველა'ფერი ხარ ა-ნო.
ყვითელი როგორი ცხელი ფერია, მზის, არა და არ მიყვარს მზე,არც ფერები მაგრამ. . . .
ა-ნო!
საოცრება ხარ შენ და უნდა წერდე.
ლურჯ ცას, უხდება ყვითელი მზის გამონათება, თუნდაც არ გ(მ)იყვარდეს.
რამდენი რამ მრჩება უთქმელი. . .
მაგრამ
ა-ნო! ❤ (ამჯერად იმ ერთ "ნ_ს" ჩ(ვ)ემ(ნ)თვის ვიტოვებ) ❤

№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ჩემ თავს გაფიცებ,
ამას რომ წერდი,
ჩემზე სულ არ გიფიქრია?!
ხომ იცი, რომ გული გამიჩერდა . . .
პირველივე სიტყვა და მერე კადრები ამერია.
ჩვენი.
როგორ მიყვარხარ, ჩემო!
როგორი ხარ შენ ტო . . .
ფერებიო ტო, ვაჰ, შენ ხარ სასწაული ჩემი!
მიყვარხარ . . .
ჩემო!

№5  offline წევრი ნორმი

შესანიშნავი!
საოცრება!
--------------------
მორფეოსი

№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ნორმი
შესანიშნავი!
საოცრება!

ორი სიტყვა და სულ ყველაფერი, ჩემი ბედნიერი გამომეტყველება.
ძალიან დიდი მადლობა შენ!

მე ვამბობ, არ ხარ შენ დედამიწელი.
აქ რაც წერია, ეს არის გრძნობების შეგრძნების და აღქმის შენეული ვერსია, რომელიც ყველასგან განსხვავებულია.
მომეწონა წინადადებადე წერტილის დასმის დატვირთვა, ასევე კარგი და განსხვავებული იყო პლაეტა მარსიც. რა დავამატო? არავის ჰგავხარ! ❤️

№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
მე ვამბობ, არ ხარ შენ დედამიწელი.
აქ რაც წერია, ეს არის გრძნობების შეგრძნების და აღქმის შენეული ვერსია, რომელიც ყველასგან განსხვავებულია.
მომეწონა წინადადებადე წერტილის დასმის დატვირთვა, ასევე კარგი და განსხვავებული იყო პლაეტა მარსიც. რა დავამატო? არავის ჰგავხარ! ❤️

ქეთი, ჩემო თბილო, შენსავით ტკბილი სიტყვების თქმა, რომ იცი და მმუხტავ საოცრად, აი ამიტომ ხარ ჩემიანი!
რაღა გითხრა, დამამუნჯე . . .
ძალიან დიდი მადლობა და მიხარია, რომ გიცნობ, რომ ასეთი ხარ და რომ ჩემთან ხარ!

№9  offline აქტიური მკითხველი Sick Dreamer

ღმერთმანი ყველაფერი არეული მაქვს ...
აზრებს ვერ ვალაგებ...
ისევ ისე ვარ...
ნუ როგორც ყოველთვის...
არეული...
დაბნეული...
და უსინდისო...ხო უსინდისო რადგან მეგონა კითხვის დროს მათთან მათ "მარსში" ვიჭრებოდი და სიმყუდროვეს ვურღვევდი
ხო შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოთ მაგრამ ჩემთვის ასე იყო...
მარსი...
თან ყვითელი...
უცნაურია??..
გამორჩეული??.. .
მართლა არ ვიცი ....
ხო ვამბობ არეული ვარ...
მარსი მართლაც გამორჩეული და უცნაურია ....
აი ყვითელი კი ყველაზე თბილი ფერია და ამაში ახლა უფრო დავრწმუნდი...

ყვითელია მათთან ყველაფერი...
ყვითელ მარსზე....
ვარდებიც...
მზე ხომ თავისთავად...
თუმცა ცალ-ცალკე....
ცდილობენ სიყვითლე შეიქმნან ირგვლივ...
ერთს გამოსდის მეორეს ...არა..

ბოლოს ერთად დარჩნენ სრულ სიყვითლეში .....
უსასრულოდ....
უღმერთო იყო მათი სამყარო...
თუმცა... ყველაზე თბილი ფერით სავსე....
სასწაული იყო ამ წყვილის სამყარო...
გა-ნი-კო და კოკა...

მომენატრა კიდეც შენი ისტორიები...
თან საკმაოდ...

№10  offline ახალბედა მწერალი ელპინი

meocnebe avadmyopi

შენი სახელი ისევ მომწონს, თან ძალიან.
ყოველთვის მიხარია შენი გამოჩენა და ამდენი თბილი სიტყვის ერთად წაკითხვა.
მგრძნობიარე ხარ . . .
მგონი, მომწონს, რომ ასე იბნევი და ირევი . . .
ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი ოქრო გოგო ხარ და არასდროს გენანება ჩემთვის სასწაული სიტყვების თქმა!

№11  offline წევრი სიბილა

ყვითლად დაბრუნდი?მე კი სადღაც გადამისროლე.მერე წამოვედი, დავტოვე ისინი.საოცარი, თბილი ისტორია.წერე-მეთი, რატომ იკარგები.ახალ წელს გილოცავ.

№12  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სიბილა
ყვითლად დაბრუნდი?მე კი სადღაც გადამისროლე.მერე წამოვედი, დავტოვე ისინი.საოცარი, თბილი ისტორია.წერე-მეთი, რატომ იკარგები.ახალ წელს გილოცავ.

რუსა, მეც გილოცავ ახალ წელს და გისურვებ ბედნიერებას!
ღიმილი მაჩუქე, რომ გამოჩნდი და ძალიან დიდი, თბილი მადლობა ამისთვის შენ!

№13  offline მოდერი Mathew

ისევ ძველი გრძნობა,აი
ადრე რომ ვკითხულობდი და გული რომ ფართხალებდა.
ახლა,გულს ვერ ვიწყნარებ.
წავიდა და გა-ნი-კოო დაემშვიდობა.
მაგრამ,ალბათ მოვა და ისევ ჩუმად ეტყვის გა-ნი-კო.
კიდევ ერთ ახალ წელს შეხვდებიან და ისევ ისე,კოცნით აითვლიან დროს.
ისევ ეტყვის გა-ნი-კო და ისევ აჩუქებს ყვითელ პლანეტას,ყვითელ ფერებს,ყველაფერ ყვითელს.

აი,მე ამით ვსუნთქავ.
შენი ისტოროებით.
მთელი დღის,ღამის ან თუნდაც მეორე დღის))

აუ,აუ და კიდევ აუ...
ბევრს ვიტყვი,იმიტომ რომ სხვა სიტყვებით არ შემიძლია ამის გადმოეცამა.

მენატრებოდა შენი ისტორიები.
მთლიანად შენ))

მიყვარხარ))
კი არ მიყვარხარ,ვგიჟდები შენზე!!!

შენი ანუკი))

№14  offline წევრი -ლილუ

აი მე რა უნდა გითხრა...
აფრენ ჩვეულებრივად...
და ჩვეც შენთან ერთად...
გრძნობაზე ესე წერა მარტო შენ რა...
სიყვითლეშეპარულ გრძნობაზე...(ყველა ყვითელზე მეტად, რომ ყვითლობს)
ჯანდაბა არ ვიცი რა გითხრა მართლა...
ან რა არის სათქმელი...
უბრალოდ იცოდე,რომ თვითონ ხარ უ'საზღვროება(გრძნობების)...
მედრამადედოფლები ისევ...
ეხლა ხომ ჯადოსნური თვე გვიდგას...
როცა სუვილები გვისრულდება ხო და...
მე შენთვის ულიმიტო ცხოვრებას ვისურვებ(წლებს)...
რომ სულ წერო...
შენეულად...
ბევრი...
ძალიან ბევრი წერო...
მე რომ სულ წაგიკითხავ ხომ იცი...
პ.ს. არ ვიცი მაგრამ იქ ჩემთვის შენმა სასწაულმა...
ერთი მაგარი სიყვარულის ისტორია გამახსენა ისევ...
სიყვარული,რომელმაც სიკვდილს ძლია...
განო და კოტე...
მაგალითი იმის როგორ უნდა გიყვარდეს...(ბოდიში ამ მინაწერისთვის უბრალოდ უნდა დამეწერა)

№15  offline წევრი ამელიაპონდ11

რაღაც სასწაულია!!

№16  offline წევრი Kalina

Anna, je t’adore!
tout va bien se passer♥️

გილოცავ ყველაფერს♥️
და ყველაფერ იმას გისურვებ, რაც შენი ლამაზი გულის სასიამოვნოდ აჩქარებას გამოიწვევს. ♥️
უყვარხარ ძალიან.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№17  offline მოდერი Someone wandering

ჩემი პირველი კომენტარი შენს ისტორიაზე.
შენი პირველი ისტორია ჩემთვის.
ყოველთვის მინდოდა შენი,ამ განსხვავებული სტილის ისტორიის წაკითხვა,მაგრამ მე სხვა სტილის ისტორიებს ვკითხულობ,ვრცელი შინაარსით და ა.შ.
მაგრამ ახლა, სულმა მსძლია.
ყვითელმა ფერმა გამანათა
ეს შეგრძნბებები ახლაც გამყვა,ტო (ტო-ს გარეშე მე კომენტარებს ვერ ვწერ)
გამცრა
გული ამიჩქარდა
ამ ''პაწუა'' ისტორიამ რაღაც გრძნობები აღმიძრა, ტო. რის მიმართ და როგორ,ეგ უკვე აღარ ვიცი.
ამ პაწაწინა,მაგრამ აზრიანმა ისტორიამ დამაფიქრა სიყვარულზეც და ორ ადამიანს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე.
ამ მცირე სიტყვებმა...მაგრამ ამოდენ ძვირფასებმა
რა საოცრებაა,ტო
რა კარგი იყო.
კა-კო-ს მიერ წარმოთმქული გა-ნი-კო მაჟრიალებდა...
კა-კო და გა-ნი-კო არის ერთი მთლიანობა,ერთ მარსზე.
თითქოს მათან ერთად მეც შორიახლოს ვიდექი და მათ ვუსმენდი და ვუყურებდი.
ამ ''პაწუა'' ისტორიამ რა მიქნა ეს,ჰა?
პირველად წავიკითხე ამ სტილის ისტორია,რაღაც ჩანახატისეულია,მაგრამ ჩანახატზე მეტია,გრძნობების ქარბუქია აქ. დიახ,სწორედ ''აქ''.
იცი, რა შეგიძლია? მკითხველი აიძულო,რომ იმ ენით წერონ როგორც შენ. ეს იცი რა მაგარია? მეც მინდა კო-კა და გა-ნი-კო ტირეთი ვწერო,არადა ხომ შემიძლია ჩვეულებრივად დავწერო: კოკა და განიკო? ზოგს დაეზარება დაწერა,მაგრამ შენს მკითხველს არ მგონია,უფრო სხვაგვარად ჟღერს და იკითხება. ხმამაღლა ვკითხულობდი კიდეც ამ სახელს : გა-ნი-კო. უბრალოდ სხვაგავრად არ შემეძლო.
ყვითელი ყველაზე თბილი ფერია!
კარგი გოგო ხარ შენ!
ტოჩკა!

№18  offline მოდერი Tamta.k

იცი ხშირად არა ხშირად სულ მგონია, რომ უბრალოდ პერსონაჟებს სახელებს უცვლი მხოლოდ და ყოველ ისტორიას,ერთმანეთთან აკავშირებ... არ ვიცი, აღარ, რა არის რეალური და რა არარალური თუმცა ვიცი რომ შენ არსებობ შენ მართლა რეალური ხარ! მე ეს ძალიან მიხარია. შენი გადატანითი მნიშვნელობით, მარსი თუ ყველაფერი, ყოველი შენი წინადადება,სიტყვა ერთად აღებული.
შენ ჩვეულებრივი საოცრება ხარ! არაა, არაჩვეულებრივი!

№19  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Mathew
ისევ ძველი გრძნობა,აი
ადრე რომ ვკითხულობდი და გული რომ ფართხალებდა.
ახლა,გულს ვერ ვიწყნარებ.
წავიდა და გა-ნი-კოო დაემშვიდობა.
მაგრამ,ალბათ მოვა და ისევ ჩუმად ეტყვის გა-ნი-კო.
კიდევ ერთ ახალ წელს შეხვდებიან და ისევ ისე,კოცნით აითვლიან დროს.
ისევ ეტყვის გა-ნი-კო და ისევ აჩუქებს ყვითელ პლანეტას,ყვითელ ფერებს,ყველაფერ ყვითელს.

აი,მე ამით ვსუნთქავ.
შენი ისტოროებით.
მთელი დღის,ღამის ან თუნდაც მეორე დღის))

აუ,აუ და კიდევ აუ...
ბევრს ვიტყვი,იმიტომ რომ სხვა სიტყვებით არ შემიძლია ამის გადმოეცამა.

მენატრებოდა შენი ისტორიები.
მთლიანად შენ))

მიყვარხარ))
კი არ მიყვარხარ,ვგიჟდები შენზე!!!

შენი ანუკი))

ანი,
ძალიან მიხარია შენი ეს დამოკიდებულება!
უღრმესი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ წამიკითხე და აზრიც გამიზიარე. ♥️

-ლილუ
აი მე რა უნდა გითხრა...
აფრენ ჩვეულებრივად...
და ჩვეც შენთან ერთად...
გრძნობაზე ესე წერა მარტო შენ რა...
სიყვითლეშეპარულ გრძნობაზე...(ყველა ყვითელზე მეტად, რომ ყვითლობს)
ჯანდაბა არ ვიცი რა გითხრა მართლა...
ან რა არის სათქმელი...
უბრალოდ იცოდე,რომ თვითონ ხარ უ'საზღვროება(გრძნობების)...
მედრამადედოფლები ისევ...
ეხლა ხომ ჯადოსნური თვე გვიდგას...
როცა სუვილები გვისრულდება ხო და...
მე შენთვის ულიმიტო ცხოვრებას ვისურვებ(წლებს)...
რომ სულ წერო...
შენეულად...
ბევრი...
ძალიან ბევრი წერო...
მე რომ სულ წაგიკითხავ ხომ იცი...
პ.ს. არ ვიცი მაგრამ იქ ჩემთვის შენმა სასწაულმა...
ერთი მაგარი სიყვარულის ისტორია გამახსენა ისევ...
სიყვარული,რომელმაც სიკვდილს ძლია...
განო და კოტე...
მაგალითი იმის როგორ უნდა გიყვარდეს...(ბოდიში ამ მინაწერისთვის უბრალოდ უნდა დამეწერა)

ლილუ, საოცარო, როგორი თბილი ხარ შენ. აი, სასწაული. ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, მეც რომ ვიცი და შენც.
ძალიან დიდი მადლობა რა . . .
ახლა და ამ წუთს სხვა არაფრის თქმა შემიძლია, ხომ იცი . . .
მადლობა, რომ ღიმილს და ბედნიერებას მჩუქნის!
საოცარო!

ამელიაპონდ11
რაღაც სასწაულია!!

ჰოდა, აი, ასეთი სასწაული მადლობა შენ!

მარიკუნაა♥️
Anna, je t’adore!
tout va bien se passer♥️

გილოცავ ყველაფერს♥️
და ყველაფერ იმას გისურვებ, რაც შენი ლამაზი გულის სასიამოვნოდ აჩქარებას გამოიწვევს. ♥️
უყვარხარ ძალიან.

მარიკუნა!
სულში შეძრომა რომ იცი, რამდენიმე სიტყვით, აი, ეგ ხარ შენ!
რა ლამაზია ეს ფრანგული ტო!

მადლობა, ჰო?!
გკოცნი ბევრს!

Someone wandering
ჩემი პირველი კომენტარი შენს ისტორიაზე.
შენი პირველი ისტორია ჩემთვის.
ყოველთვის მინდოდა შენი,ამ განსხვავებული სტილის ისტორიის წაკითხვა,მაგრამ მე სხვა სტილის ისტორიებს ვკითხულობ,ვრცელი შინაარსით და ა.შ.
მაგრამ ახლა, სულმა მსძლია.
ყვითელმა ფერმა გამანათა
ეს შეგრძნბებები ახლაც გამყვა,ტო (ტო-ს გარეშე მე კომენტარებს ვერ ვწერ)
გამცრა
გული ამიჩქარდა
ამ ''პაწუა'' ისტორიამ რაღაც გრძნობები აღმიძრა, ტო. რის მიმართ და როგორ,ეგ უკვე აღარ ვიცი.
ამ პაწაწინა,მაგრამ აზრიანმა ისტორიამ დამაფიქრა სიყვარულზეც და ორ ადამიანს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე.
ამ მცირე სიტყვებმა...მაგრამ ამოდენ ძვირფასებმა
რა საოცრებაა,ტო
რა კარგი იყო.
კა-კო-ს მიერ წარმოთმქული გა-ნი-კო მაჟრიალებდა...
კა-კო და გა-ნი-კო არის ერთი მთლიანობა,ერთ მარსზე.
თითქოს მათან ერთად მეც შორიახლოს ვიდექი და მათ ვუსმენდი და ვუყურებდი.
ამ ''პაწუა'' ისტორიამ რა მიქნა ეს,ჰა?
პირველად წავიკითხე ამ სტილის ისტორია,რაღაც ჩანახატისეულია,მაგრამ ჩანახატზე მეტია,გრძნობების ქარბუქია აქ. დიახ,სწორედ ''აქ''.
იცი, რა შეგიძლია? მკითხველი აიძულო,რომ იმ ენით წერონ როგორც შენ. ეს იცი რა მაგარია? მეც მინდა კო-კა და გა-ნი-კო ტირეთი ვწერო,არადა ხომ შემიძლია ჩვეულებრივად დავწერო: კოკა და განიკო? ზოგს დაეზარება დაწერა,მაგრამ შენს მკითხველს არ მგონია,უფრო სხვაგვარად ჟღერს და იკითხება. ხმამაღლა ვკითხულობდი კიდეც ამ სახელს : გა-ნი-კო. უბრალოდ სხვაგავრად არ შემეძლო.
ყვითელი ყველაზე თბილი ფერია!
კარგი გოგო ხარ შენ!
ტოჩკა!

მაიკო, როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა, რომ იცოდე!
მადლობა, რომ მოხვედი ჩემამდე და თან, აი, ასე სასწაულად, თბილად.
როგორი შეფასება გცოდნია, უფ, გული გამითბა.
ბოლო მინაწერებზე ღიმილი ვერ მოვიშორე.
მადლობა, ძალიან დიდი მადლობა შენ! ♥️

Tamta.k
იცი ხშირად არა ხშირად სულ მგონია, რომ უბრალოდ პერსონაჟებს სახელებს უცვლი მხოლოდ და ყოველ ისტორიას,ერთმანეთთან აკავშირებ... არ ვიცი, აღარ, რა არის რეალური და რა არარალური თუმცა ვიცი რომ შენ არსებობ შენ მართლა რეალური ხარ! მე ეს ძალიან მიხარია. შენი გადატანითი მნიშვნელობით, მარსი თუ ყველაფერი, ყოველი შენი წინადადება,სიტყვა ერთად აღებული.
შენ ჩვეულებრივი საოცრება ხარ! არაა, არაჩვეულებრივი!

თამთა, შენ ხარ საოცრება!
როგორ მიხარია შენი ეს დამოკიდებულება, რომ იცოდე . . .
მინდა, რომ ბევრი ისეთი თიბილოვს გითხრა, რასაც შენ მეუბნები და არ იშურებ, მაგრამ მე მხოლოდ ერთი სიტყვით შემოვიფარგლები და ჰო, მადლობა, ათასჯერ დიდი მადლობა შენ, ოქრო! ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent