შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასი (სრულად)


7-01-2019, 17:02
ავტორი პენელოპე
ნანახია 926

არასი (სრულად)

ცხოვრებაში არაფერი გამკვირვებია. ყოველთვის ყველაფერს ადვილად ვაცნობიერებდი. არ მჭირდებოდა ზემდეტი დრო და ფიქრი და სწორედ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ადამიანები დაუფიქრებელსა და უაზროს მეძახდნენ.
სინამდვილეში თვითონ იყვნენ ასეთები.
მე ვიღებდი გადაწყვეტილებას, შემდეგ ვაანალიზებდი და ბოლოს ვნანობდი.
არ მიყვარდა გადამეტება.
მარტივი იყო ჩემტვის უერთიერთობების დაწყებაც და გაწვეტაც.
შორიდან ჩანდა თითქოს საერთოდ არ მადარდება, მაგრამ ასე არ იყო.
როდესაც ჩემები უდარდელს მეძახდნენ, მარტო ყოფნისას ყველაზე მეტს მე ვნერვიულობდი, უბრალოდ არ გამოვხატავდი.
როდესაც უემოციოსა და გულქვას, ღამღამობით ჩემს ოთახში მარტო ვტიროდი.
როდესაც მიწოდეს მერყევი, ჩემთვის ვფიქრობდი, თუ რატომ.
ხან ერთი გინდა, ხან მეორეო.
მაგრამ ასე სულაც არ იყო.
პირიქით, თვითონ შვრებოდნენ ასე. მე ყოველთვის ერთი მინდოდა და და ამ ერთს სხვადასხვანაირად ვამბობდი, ისინი ვერ იგებდნენ უბრალოდ.
ჯიუტი ვიყავი.
ამაყიც და ამპარტავანიც, მაგრამ გულქვა - არასოდეს.
სიკეთე - ეს ერთადერთი იყო,რაც საკუთარ თავში მომწონდა.
ყველას გაუკვირდა, როდესაც ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე.
და ეს გაკვირვება აღშფოთებით შეიცვალა, როდესაც წარმატებული ჟურნალისტი გავხდი და საზღვარგარეთ გამიშვეს იმისათვის, რომ დამეწერა რაღაცა, რაც გააოცებდათ.
ჩემი რედაქტორი, ბუნებრივია, ხედავდა ჩემში ნიჭსა და წარმატებას, ამიტომ უსიტყვოდ მენდობოდა და ვეიმედებოდი. ამიტომაც ამირჩია მე.
და, დღესაც, როდესაც ვიწყებ ამ ამბის მოყოლას, რაც გადამხდა, ვერ ვხვდები სწორი იყო თუ არა მისი არჩევანი.

* * *
თურქეთის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში გამიშვეს, სადაც ძველი კანონები, ადათები და უსამართლობა სუფევდა.

დაახლოებით ვიცოდი, როგორი გარემოც დამხვდებოდა და როგორი თვალითაც დამიწყებდნენ ყურებას, მაგრამ მე ხომ მე ვიყავი.
ვიცოდი, რომ ყველას აზრს სანაგვეში მოვისვრიდი, მაგრამ..
იყო შიშებიც.
უცხო ქვეყანა და უცხო ხალხი.
მათი ენა და რელიგია.
ისინი ხომ ყვეალაფერზე იყვნენ წამსვლელნი რელიგიისათვის.
მათ, რომ გაეგოთ რა მიზნითაც ვიყავი ჩასული, გამაცამტვერებდნენ.
წინასწარ დაგეგმილი მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა ჩამეცვა..
მათი გამწარება მსურდა.
არ ვიცი, ამით რის მიღწევას ვცდილობდი. მინდოდა ჭკუიდან გადამეყვანა ისინი, თუ უბრალოდ ყურადღების მიქცევა მსურდა?!
ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი ამისათვის.
მე ასეთი გიჟი ვიყავი, რომელსაც ვერც ერთმა სულიერმა ვერ გაუგო. ან არ.
მაშ ასე, ესეც პატარა რაღაცა ჩემზე.
ახლა კი გადავინაცვლოთ იქ,სადაც უამრავი რაღაც დატრიალდა.


ჩასვლამდე ყველაფერი მოგვარებული იყო. ჩემი დაბინავებისა და იქაურების ამბავიც. იცოდნენ, რომ მეზობელი საქართველოდან სტუმარი ჩამოუვიდოდათ. სოფელში მოსახლეობა არც ისე ბევრი იყო. ყველა ყველას იცნობდა, ამიტომ გაფრთხლებულები იყვნენ და ალბათ, ინტერესით კვდებოდნენ თუ ვინ ვიყავი მე. ან რისთვის მოვედი.
მათ იცოდნენ, რომ სტუმრად ვიყავი.
ჩემი უფროსის, ზურას მეუღლის, ნანას ახლობლები იყვნენ ის თურქები, რომლებთანაც მე მივდიოდი. ნანა ქართველი იყო, მაგრამ დისშვილი ამ სოფელში გაუთხოვდა. ასე რომ, იქ ერთი ქართველი მეგულებოდა. თან, ჩემხელა იყო და ნანამ მიამბო მათ შესახებ.
კარგი ხალხი უნდა ყოფილიყვნენ.
მგზავრობა კომფორტული იყო მანამდე, სანამ სოფლის გზისაკენ შევუხვევდით. დამტვრეული ასფალტი, ვიწრო გზა და ამ უკანასკნელზე მოსიარულე თუ მწოლიარე პირუტყვი, - ერთი დიდი გასაჭირი იყო. საბოლოოდ, მშვიდობიანად ჩავაღწიეთ.
გარემო უცნაური იყო.
მე მეჩვენებოდა თუ მართლა ასე იყო არ ვიცი, მაგრამ გარშემო სიკვდილის სუნი იდგა.
აი, მართლა სიკვდილისა იყო.
უცნაური იყვნენ თვითონაც, თვალებში ჩაგაცივდებოდნენ და სულიერად გაგაშიშვლებდნენ, თითქოს უნდოდათ შენში ღრმად ჩამარხული საიდუმლოს არსი გაეგოთ.
ავტომობილიდან როგორც კი გადმოვედი, სახლის ჭიშკარზე ნანას დისშვილი, ნინო დამხვდა. ლამაზი ცისფერი თვალები, გრძელი ტალღოვანი თმა და ბრწყინვალე აღნაგობა ჰქონდა, მაგრამ რად გინდა.
ყველაფერი ჩადრში იყო ჩამალული.
საგულდაგულოდ.
-თვითგვემაა თუ რა ჯანდაბაა? - მისალმების ნაცვლად, ასეთი ფორმით დავიწყე.
-ისეთი ხარ, როგორიც ნანამ აღწერა. - ფართოდ გამიღიმა მან და გულში ჩამიკრა, -მიხარია, რომ გვერდით ჩემი თანამემამულე მეყოლება, და რაც შეეხება თვითგვემას, ეს მათი რელიგიაა, ამიტომ შეგუება მოგიწევს.
-მათი და არა შენი, - ჩავილაპარაკე ჩემთვის და მას ფეხდაფეხ მივყევი.
-მათი და არა ჩემი..-გაიმეორა ჩემი სიტყვები და მეჩეთს გახედა, რომელიც სოფლის ცენტრში იდგა.
ვაღიარებ, ემოციური მომენტი იყო.
სახლი ორსართულიანი, მდიდრულად მორთულ-მოკაზმული.
ნინოს მეუღლე, ჯაჰიდი ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი იყო ამ სოფელში.
სახლის შუაგულში შადრევანის მინი ვერსია იდგა, რომელიც განსაკუთრებით მომხვდა თვალში. ორივე სართულს გრძელი აივანი ჰქონდა. მეორე სართულზე ფართო ვერანდა იყო გამოჭიმული. დივანი, მაგიდა და სკამებიც ეწყო, შესაბამისად, ზოგჯერ ალბათ აქ მიირთმევენ საკვებს.
თვალს მოხვდა ისლამისთვის დამახასიათებელი ხალიჩები,ქუდები, ჩადრები და ის ტანისამოსი, რომელიც მე არასოდეს მეცვა.
თუ სახლში ყოველ ნაბიჯზე ბიბლია და ხატები მხვდებოდა, აქ - ყურანი და ჩადრები.
ეს გარემო ჩემში უკმაყოფილებას იწვევდა.

ნინომ მირჩია, რომ დამესვენა და საღამოსაკენ ყველას გამაცნობდა, როცა უკვე სრული შემადგენლობით იქნებოდნენ. მეც დავეთანხმე და ჩემი ოთახისაკენ გავწიე, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობდა.
ოთახი საშუალო ზომისა იყო. ერთი ორკაციანი საწოლით, დიდი კარადითა და კოსმეტიკური მაგიდით.
სახლი ქვით იყო ნაშენი. ჩემი ოთახი თეთრად იყო შეღებილი და არც ერთი შავი წერტილი არ ემჩნეოდა. სუფთა და ქათქათა.

მანამ, სანამ ჩემი ბარგი და ბარხანა კარადაში მოვათავსე და მოვწესრიგდი, მოსაღამოვდა. ნინოც ამოვიდა, რომ სავახშმოდ ჩავეყვანე.
-თურქულად უნდა ვესაუბრო? - ეჭვნარევად ვიკითხე.
-აბა? - გაკვირვებული მომიბრუნდა.
-ამდენი ხანი ქართული ვერ ასწავლე?
-სხვათაშორის, ქართულად ყველაფერი ესმით, ამიტომ ნამიოკის მსგავსიც არაფერი წამოგცდეს, კარგი? - თავი დავუქნიე და სწორედ იმ ვერანდაზე აღმოვჩნდით, წეღან რომ ვახსენე.
მაგიდასთან რამდენიმე ადამიანი ისხდა. ჩემი მოსვლისას ქალები წამოდგნენ, კაცები არა. ნინომ თავით რაღაცა მანიშნა,მაგრამ ვერაფერს მივხვდი.
-ეს მარიამია, - წარუდგინა ჩემი თავი მათ. შევნიშნე, როგორ გააქნია თავი წვერებიანმა, მოხუცმა კაცმა ჩემი სახელის გაგონებისას. ალბათ, ზემდეტი იყო მისთვის ორი ქრისტიანული სახელის მქონე ადამიანის ყოფნა ამ სახლში. - გაიცანი, მედეთი, ჩემი დედამთილი. - ხელის გაწვდენას ვაპირებდი ჩამოსართმევად, ნინომ რომ დამიჭირა და თავით მანიშნა მედეთის ხელზე, რომელზეც ალბათ, უნდა მეკოცნა.
სერიოზულად?!
თვალები გადავატრიალე ისე, რომ ყველამ დაინახა.
გავიგონე უკმაყოფილო ოხვრაც.
არ ვაპირებდი,მაგრამ ნინო რომ უხერხულში არ ჩამეყენებინა, ხელზე ვეამბორე, ისე როგორც თურქებს სჩვევიათ.
-ეს აილაა, ჯაჰიდის და. - გოგონას მეტყველი თვალები ჩემს მხედველობას არ გამორჩენია. ახალგაზრდა იყო. ჩემზე ცოტათი უმცროსი თუ იქნებოდა. გადამეხვია და ყურში მიჩურჩულა:მამას მხოლოდ თავი დაუკარიო.
მეხმარებოდა.
ქალები დასხდნენ.
მამაკაცები, როგორც უკვე აღვნიშნე მაგიდასთან ისხდნენ და მაკვირდებოდნენ. ნინოს მამამთილს, მუნთაზს თავი დავუკარი და შემდეგისაკენ გადავინაცვლე.
ჯაჰიდს ცივილურად ხელი ჩამოვართვი, მისგან კი ფართო ღიმილიც დავიმსახურე.
სუფრის თავში ახალგაზრდა ბიჭი იჯდა.
შავგრემანი, შავი თვალებით, სწორი ცხვირით და....ხომ იცით, არა, როგორიც იყო.
საოცნებო.
საუცხოო.
ისეთი, ყველა რომანსა და წიგნში რომ არის.
ეს ბიჭიც პირდაპირ წიგნიდან გადმოვარდნილს ჰგავდა.
როგორც ვიცი, ჯაჰიდს ერთადერთი ძმა ჰყავდა და სწორედ ეს უნდა ყოფილიყო.
მას მივუახლოვდი და ხელი ჩამოსართმევად გავუწოდე, რომ ამათვალიერა და მისი გრძელი, ნატიფი, თლილი თითები ჩემსას შეაგება.
-არასი.
ყოველთვის მაინტერესებდა , როგორი იყო ის ხმა, რომელზედაც წერდნენ. ბოხი, ხრინწიანი...აი, თურმე რაში ყოფილა საქმე.
-მარიამი.
ღმერთო, ჩემო!
თავი დავუკარი და ნინოს გვერდით მოვთავსდი.
მაგიდაზე რაც ეწყო იმათგან, მხოლოდ კვერცხი ვიცანი, ამიტომ სწრაფადვე ვეცი მას.
არანაირი კითხვები.
ვახშმობის დროს ხმა არავის ამოუღია.
როგორც წესი, ჭამის დროს არ ლაპარაკობდნენ.
როდესაც დავასრულეთ, კაცები წამოდგენ და დივანზე დასხდნენ და გადაჰყურებდნენ განათებულ მეჩეთს. აილამ და ნინომ სუფრის ალაგება დაიწყეს. მეც წამოვდექი,არ ვიცი რამ გამაგიჟა, ვიფიქრე, მივეხმარები-მეთქი,მაგრამ ცივი უარით გამისტუმრეს. ამიტომ სად წავსულიყავი ვერ მიხვდი და ჩემი ოთახისაკენ წასვლა დავაპირე, როდესაც ბატონმა მუნთაზმა დამიძახა:მერიემ!
არც კი მეგონა, რომ მე მეძახდა,ამიტომ უდარდელად გავაგრძელე გზა, მაგრამ მაშინვე მოვბრუნდი,როგორც კი ჯაჰიდმა ჩემი ნამდვილი სახელით მომმართა.
-ერთი წუთით, აქ მოდი! - მარჯვენა ხელით კრიალოსანს ათამაშებდა, მარცხენათი ჯოხს ეყრდნობოდა და ისე იყო ჩამომჯდარი სავარძელზე. -დაჯექი. - მიმითითა მის წინ დივანზე, არასის გვერდით. მეც დავემორჩილე და დაჯდომისთანავე ვიგრძენი სუნი..
გახსოვთ, რომ გითხარით სიკვდილის სუნი-მეთქი?
ეს სიცოცხლის სუნი იყო.
ოღონდ, მართლა.
დაიჯერეთ.
არასს ასდიოდა.
-მერიემ, ეს სოფელია, - საშინლად მაღიზიანებდა ეს თურქული სახელი, რომელიც ჩემ მშვენიერ ქრისტიანულ სახელს ამახინჯებდა.
თვალები ავატრიალე.
შეამჩნიეს.
ყველამ.
-როდესაც გელაპარაკები სახის მიმიკები უნდა დაიმორჩილო, - იყვირა.
იმდენად ხმამაღლა, რომ ქალები ამოცვივდნენ.
მთელს სხეულზე ჟრუანტელმა დამიარა.
ჩემთან ასე ხმამაღლა არავის უსაუბრია.
არავის უყვირია.
გამწარებულმა მუშტები მოვმუჭე. ფეხების ნერვიული ბაკუნი დავიწყე, როდესაც ვიგრძენი ხელის შეხება მუხლზე.
არასი იყო.
გამაჩერა.
შევხედე.
დავინახე მის თვალებში აკაშკაშებული აღშფოთება და ჩუმად მიჩურჩულა: - ნუ გეშინია.
შემეშინდა, თანაც როგორ.
სასტიკად.
მუნთაზი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-ბატონო მუნთაზ, - ფეხზე წამოვდექი. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციების დათმობას ასე ადვილად არ ვაპირებდი. დავინახე ნინოს აწყლიანებული თვალები, რომელიც მიხვდა, რომ არ გავჩერდებოდი.-ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ ჩემს არაჩვეულებრივ ქრისტიანულ სახელს არ დამიმახინჯებთ იმ სახელით, რომელიც თურქ ქალებს ქვია.
ჩემი თავით კმაყოფილმა ხელები გულ-მკერდზე გადავიჯვარედინე.
შეაცბუნა იმ ფაქტმა, რომ თურქი ქალები ირონიულად მოვიხსენიე და თან, ჩემს რელიგიას ხაზი გავუსვი.
-მარიამ, გეყოფა და შენს ოთახში ადი. ახლავე! - ნინომ მაიძულა ნაბიჯი გადამედგა,მაგრამ მე შევებრძოლე და ისევ უკან მივბრუნდი.
-არ მეგონა ასეთი სტუმართმოყვარეები თუ იყავით.- გესლიანად ჩავურაკრაკე და მხოლოდ მაშინ წამოვედი.
მომიწია მესმინა ნინოს ლექციებისათვის.
რომ სასტიკად შევარცხვინე.
დავღუპე.
ვუღალატე.
ბლა, ბლა, ბლა .
აბა, რა ეგონათ?!
პირველივე დღესვე ჩადრს დავიხურავდი და მეჩეთში დავიწყებდი სიარულს?!
მე მართმადიდებელი ვარ.
მარიამი მქვია.
ქალწული მარიამის სახელი.
მე აქ იმისათვის ჩამოვედი, რომ უსამართლობის წინაშე ხმა ავიმაღლო და არა იმისთვის, რომ დავემორჩილო.
მე ქალწული მარიამის სახელი მქვია.


როგორც კი ყველამ დაიძინა და სიმშვიდემ დაისადგურა, მეც მაშინვე ვერანდაზე გამოვედი. სუფთა ჰაერი და ღამის სოფლის ყურება მსურდა.
იმ დივანზე ჩამოვჯექი, სადაც წეღან ოჯახის უფროსს სიტყვის თქმის უფლებაც არ ვაცადე.
ნუთუ, ასეთი დამონებული ყავდა ოჯახის წევრები, რომ მის წინ არც ერთმა არ ამოიღო ხმა?
ან რა ჯანდაბა უნდოდა ნინოს ამ გადაკარგულ სოფელში, ან სად გაიცნო ჯაჰიდი ან..
უღირდა კი?!
უღირდა მისდამი სიყვარული ამად?!
რომ დაეთმო ყველაფერი.
თავისუფლება..?
მე ვერ ვიზამდი. არ მეყოფოდა ძალა ამისათვის.
ერთი წამით ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას.
ვერ გავზრდიდი შვილებს თურქულ ყაიდაზე.
იმის გააზრება, რომ ჩემს შვილებს ვერ დავარქმევდი: ანას, ანდრიას, იოანეს, მათეს, პეტრეს...
მომიწევდა იმის ყურება, თუ როგორ აეკრძალებოდათ გოგონებს სკოლაში სიარული.
როგორ ჩამოყალიბდებოდა ურთიერთობა გოგონებსა და ბიჭებს შორის.
როგორ მოკლავდა და-ძმას, ან ძმა-ძმას.
როგორ ვერ შევძლებდი ჩემი შვილის პირველი ზიარებისა და აღსარების ნახვას.
ჯანდაბა!
ამდენად უყვარდა ნინოს?!
შეეძლო ასეთი სიყვარული?!

-მარიამი, არა?! - ღრმა ფიქრებიდან იმ სასიამოვნო ხმამ გამომიყვანა, რომელის პატრონსაც უკვე ათასში გამოვარჩევდი. -ლამაზი ქრისტიანული სახელი.
-დიახ, - დავუმოწმე. ჩემს გვერდით დაჯდა. მეგონა, რომ წეღანდელი ინციდენტი მეორდებოდა, უბრალოდ როლები გავცვალეთ.
-მამაჩემის მწყობრიდან გამოყვანა არც ისე ადვილია. - მარცხენა ხელში თავისი თლილი თითებით ტელეფონს ათამაშებდა, მარჯვენათი კი სიგარეტის კოლოფი ეჭირა.
-მე არ ვფიქრობ, რომ ცუდად მოვიქეცი.
-არც გეუბნები, რომ ცუდად მოიქეცი.
-მაშინ, რა გინდა? - დავაკვრიდ მის სახეს.
სუნს.
მიხვრა-მოხვრას.
იდეალურია.
შავი თვალები უფრო ჩამუქებოდა.
ამ თვალებში იყო არეკლილი მთელი ის სიბინძურე და უსამართლობა, რაც აქ სუფევდა.
ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ეს უსამართლობა და სისასტიკე ამ თვალებს სტკიოდა.
ან იქნებ მე მეჩვენებოდა ასე?!
ან, იქნებ მე მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო?
ან, თუნდაც არასი ყოფილიყო ერთ-ერთი მადგანი ვინც ამ სიბინძურეს ატრიალებდა..
-თუ გინდა, რომ გული არ გეტკინოს შეწყვიტე ის, რასაც აკეთებ და რის გაკეთებასაც აპირებ.
-რას გულისხმობ?!
-ნუ ეურჩები მამაჩემს, მარიამ. - ისე ამოთქვა, თითქოს გასაკვირი აქ არაფერი არ უნდა ყოფილიყო.
-რა ვქნა, აბა?!თავსაბურავში ჩავმალო ყველაფერი და ისე ვიარო?! ან იქნებ ისიც მოითხოვოთ, კისრიდან ჯვარი მოიხსენიო?!
-ამას ვინ გთხოვს?! პრობლემები შეგექმნება თუ არ დაგვიჯერებ.
-ვინ შემიქმნის პრობლემებს?!
-მარიამ, ჩვენ არ გვაინტერესებს შენ თავსაბურავით ივლი თუ უთავსაბურავოდ. თუნდაც შიშველი მოიარო მთელი სახლი, მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ როგორც კი აქედან გახვალ, იცი მაინც რამდენი ადამიანი აგითვალწუნებს?! რამდენი მოინდომებს შენს მოკვლას?! იმასაც გადააბიჯებენ, რომ ჩემი სტუმარი ხარ..
-დაწყნარდი, შიშველი სიარულს ნამდვილად არ ვაპირებ.
-მე გითხარი,არანაირი პრობლემა არ მაქვს.
-ჰა-ჰა-ჰა, - ირონიულად გავუცინე შეურაცხყოფილმა. - და შენ ვინ ხარ ასეთი?!
-არასი.
-ნუ მეხუმრები, მართლა მაინტერესებს. რას წყვეტს ის, რომ მე შენი სტუმარი ვარ?
-ბევრ რამეს.
-მაგალითად?
-იმას, რომ თუ შენი ცოლად შერთვა მოუნდება ვინმეს, პირველი მოვლენ ჩემთან ნებართვის ასაღებად.- შოკირებულმა პირი დავაღე, რაზეც მას საყვარლად გაეცინა.საოცრად უხდება ღიმილი.
-მე არ ვაპირებ ვინმეზე გათხოვებას.
-შენ არ წყვეტ ამას.
-რა, შენ მართლა აპირებ ვინმეს მიმათხოვო? - გაცოფებული ზეზე წამოვვარდი. ისიც წამოდგა და მოახლოება სცადა, როდესაც ხელების უმისამართო გაქნევა დავიწყე.
-კარგი, კარგი. გპირდები, რომ სახლში უქმროდ დაგაბრუნებ.-თქვა თუ არა ეჭვნარევად შევხედე მას. ეს დიალოგი მთელი სერიოზულობით მივიღე.
-მართლა შენთან მოვლენ ხელის სათხოვნელად?! - დაინტერესებულმა ვიკითხე და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ის აივანს მიეყრდნო, სახით ჩემსკენ მობრუნდა და სიგარეტი გააბოლა.
-კი.
-და რატომ შენთან?!
-იმიტომ, რომ ჩემი სტუმარი ხარ.
-რატომ მოვლენ შენთან, როდესაც არსებობს ბატონი მუნთაზი?! - ფრთხილად ვკითხე.
-მამაჩემის ნერვების მოშლა ეგრე თუ გააგრძელე ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ უპრობლემოდ გაგათხოვებს. - თვალი ჩამიკრა მან.
-მითხარი..
-იმიტომ, რომ მე აქაურობის ბატონი ვარ, მარიამ, და ჩემზე ბერვი რაღაც არის დამოკიდებული.
-შენ რატომ? შენ ხომ უმცროსი ვაჟი ხარ. - გაკვირვება ვერ დავმალე და გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდი მის ყოველ მოქმედებას.
-წამოსვლამდე რამდენი რამ წაგიკითხავს. - თავისთვის ჩაიღიმა, შემდეგ ამომხედა და მითხრა. - მამამ ინება ასე.
-ჯაჰიდი არ გაბრაზდა?!
-პირიქით, გაუხარდა.
-რატომ?
-მარიამ, მარიამ..ძილის დროა. - სიგარეტი უკუნით სიბნელეში მოისროლა და ჩემკენ წამოვიდა.-ჩემი რჩევა იქნება, რომ ჭკვიანად იყო.
-შენ..ვიცი, რაც გჭირს. - წამომცდა უეცრად. მისი სახის გამომეტყველება შეიცვალა და თავით მანიშნა, რომ მეთქვა.
-დაღლილი ხარ ამ სიბინძურით.
ჩემი სიტყვებისას თვალები დახუჭა.
ჯანდაბა..
ასეთი რამ ადრე არასოდეს მინახავს.
ასე განიცდიდეს ვინმე რამეს.
არ ამბობდეს, არ ეტყობოდეს, მაგრამ თვალებში ხომ ყველაფრის ამოკითხვაა შესაძლებელი.
-საიდან მიხვდი?!
-უბრალოდ, შენს თვალებში წავიკითხე. - გავუღიმე,- ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ხშირად დახუჭო ისინი, თორემ ყველაფერი სააშკარაოზე გამოაქვს.

მეორე დღეს მორიდებულად ვიყავი. თავს უხერხულად ვგრძნობდი ოჯახის მიმართ, რომლებმაც სრულიად უცხო მიმიღეს, მე კიდევ სამაგიერო ურჩობით გადავუხადე.
სახლიდან გამაგდებდნენ.
ამიტომ, გადავწყვიტე ისე ყოფილიყო, როგორც სურდათ.
საუზმისას ხმა არავის ამოუღია. ერთმანეთს შევციცინებდით თვალებში. წინ არასი მეჯდა და კმაყოფილი გემრიელად ილუკმებოდა. მიხვდა, რომ გუშინდელმა საუბარმა შედეგი გამოიღო.
კარგი ბიჭი იყო, უდაოდ.
არ მემეტებოდა ამ მივარდნილი უბნისთვის ასეთი მშვენიერი არსება.
ვერ წარმომედგინა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანს აქ, სისასტიკესა და ბოროტებაში.
ვუყურებდი მის თვალებს, სადაც მთელი მისი შინაგანი სილამაზე ირეკლებოდა.
წამით საკუთარ თავზეც კი დავფიქრდი.
როგორი ვიყავი მე მის თვალში.
ალბათ, ყველაზე უხეში, გრძელი ენის მქონე, უკულტურო გოგონა, რომელიც უფროსებს ენას უტრიალებს.
არ მინდოდა ასეთი მოვჩვენებოდი. ასეთი ცუდი...
-მარიამ, - შორიდან მომესმა აილას ხმა, თუმცა შორს სულაც არ ყოფილა - თავზე მედგა. -საუზმე დასრულდა, - შეწუხებულმა თბილად გამიღიმა.
გარშემო მიმოვიხედე. მაგიდასთან მხოლოდ მე ვიჯექი დანა-ჩანგლით ხელში.
- მაგრამ, მე ჯერ არ დამისრულებია, - ჩუმად ჩავილაპარაკე და მედეთს თვალი თვალში გავუყარე.
-როდესაც მამაკაცები წამოდგებიან, ჩვენ უფლება არ გვაქვს ჭამა განვაგრძოთ, - თვალიც არ დაუხამხამება, იმდენად მკაცრად მითხრა.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ თავი დავუქნიე და წამოვდექი. თეფშების აღებას ვაპირებდი, როდესაც ისევ იმავე ხმამ შემაჩერა, რომ არ იყო საჭირო.
არა, მედეთს ნამდვილად არ სურდა, რომ დავხმარებოდი.

სამზარეულოში აილასთან ერთად შესვლას ვაპირებდი, როდესაც აივანზე მედიდურად მომზერალნი მამა და შვილები შევნიშნე. მუნთაზმა უცნაურად შემათვალიერა, ალბათ ეუცნაურა ჩემი ამგვარი სიმშვიდე.
-ერთი წამით, - ვუთხარი აილას და ვანიშნე, რომ თვითონ შესულიყო.
-მარიამ, არ გინდა, - თავი გვერდზე გადახარა და წარბები შეჭმუხნა.
-ნუ გეშინია, ცუდს არაფერს გავაკეთებ, - თბილად გავუღიმე, შემდეგ კი ისევ მეორე სართულზე ავედი ზემოთხსენებული ოჯახის თავკაცებთან.
როგორც კი მივუახლოვდი, მხოლოდ არასი და ჯაჰიდი შემობრუნდნენ. ორივე აივნის მოაჯირს მიეყრდნო. მხოლოდ მუნთაზი იდგა ზურგშექცევით, ხელჯოხზე თითებს ნერვიულად აკაკუნებდა.
-მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი, - აკანკალებული სუნთქვა აღმომხდა და თითებზე მაგრად მოვიბწკინე, რომ არ მეტირა. არასოდეს ვიხდიდი ბოდიშს ჩემი უმსგავსო საქციელის გამო, არასოდეს მაინტერესებდა ეს, ახლა კი.. უბრალოდ მივხვდი, რომ უმსგავსოდ მოვიქეცი.
არ შემობრუნდა.
არარსს ჩაეცინა.
ცინიკურად.
იმდენად გამაღიზიანა მისმა ირონიულმა ღიმილმა, რომ მაშინვე ვინანე ჩემი საქციელი და დასკვნები მის შესახებ.
-გპირდებით, რომ თქვენს სახელს არ შევარცხვენ.
-ჩვენი ოჯახი რომ შეარცხვინო, ამ ოჯახის წევრი უნდა იყო, - აი ისიც, ბატონი მუნთაზი შემობრუნდა. -შენ კიდევ არ ხარ ჩვენი ოჯახის წევრი, ამიტომ ერთადერთი ვისაც შეარცხვენ შენი საქციელით, ეს მხოლოდ საკუთარი თავია.
წამით მზერა არასისკენ გამექცა, რომელიც აშკარად არ იყო ნასიამოვნები მამამისის სიტყვებით.
გული გადამიბრუნდა.
თვალები ცრემლებით ამევსო, მაგრამ არ მიტირია!
-იცით, რა განსხვავებაა ჩვენს შორის? - თავი მაღლა ავწიე და სამივეს ცალ-ცალკე შევხედე. - როდესაც ჩვენთან სტუმარი მოდის, როგორიც არ უნდა იყოს ის, ოჯახის წევრი ხდება. თქვენთან კი...
-ჩვენთან კი ცუდი საქციელი არავის ეპატიება! - შუაზე გამაწყვეტინა და თვითონ დაასრულა ომახიანად.
-იყოს ასე, - გავუღიმე.
გამოვბრუნდი და ოთახში შევედი.
სარკეში ჩავიხედე და ჩემს თავს ვაიძულე ცრემლები ისევ თავის ადგილას დამებრუნებიდა.
გამომივიდა.

მთელი დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ.
მხოლოდ საღამოს ვახშმობისას.
ისიც ძალით გამომიყვანა ნინომ.
ვინმესთან საუბარი მჭირდებოდა. ნინოსთან განსაკუთრებით, არ ვიყავი ბედნიერი იმით, რომ მას მუდმივად უხერხულ სიტუაციაში ვაყენებდი. უბრალოდ თავს ვერ ვიკავებდი, რომ არ შევპასუხებოდი მათ. სულ ეს იყო.
ვახშამმა მშვიდად ჩაირა და მეც მოვასწარი ჭამა, სანამ კაცები ადგებოდნენ. თავი არ ამიწევია, ხანდახან აილა შემანჯღრევდა ხოლმე, როდესაც წყალს ან ატმის წვენს მისხამდა ჭიქაში.

როგორც კი ყველამ დაიძინა, მეც აივანზე გამოვედი, სადაც, ვინ თუ არა, არასი დამხვდა.
-არ ველოდი შენგან ბოდიშის მოხდას, - პირდაპირ დაიწყო. გვერდით დავუდექი, მეც მოაჯირს დავეყრდენი და განათებულ მეჩეთს დავუწყე ყურება.
-მე უგულო არ ვარ, რომ არ შემეძლოს.
-ჩემს ნათქვამს არასწორად ნუ იგებ ყოველთვის.
-ხომ მიიღე ის, რაც გინდოდა. ახლა თავი გამანებე, - არათითზე მორგებულ ჩემს ბეჭედს წვალება დავუწყე. ავღელდი.
-მარიამ, მე იმით ბედნიერი არ ვარ, რომ ბოდიში მოიხადე. ჩვენი საუბრის მერე შენ მიიღე ასეთი გადაწყვტილება და ახლა ნანობ და ცდილობ, რომ მე გადმომაბრალო.
-ასე არ არის.
-ვერ ხედავ, რომ ყოველ ჯერზე შეცდომებს უშვებ? შენი თითოეული სიტყვა, რომ არასწორია ვერ ამჩნევ? ვიცი, მესმის, გავიგე, რომ რთულია შეგუება, მაგრამ ასეთია აქაური ცხოვრება, კანონი.. თუ ვერ ეგუები და არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე, არავინ გაკავებს, მაგრამ შენ აქ რჩები. არ მიდიხარ. რატომ, მარიამ? - ხმას ოდნავ აუწია, მაგრამ შემდეგ ისევ ჩვეულ ტონალობას დაუბრუნდა. ეგრევე სიგარეტი ამოიღო და გააბოლა.
-მიპასუხე!
-პასუხი არ მაქვს!
-მაშინ გაჩერდი. გააჩუმე ეგ წყეული ენა, მოთოკე შენი ნერვები და ეცადე რომ ის მიზანი, რომელიც გაქვს ისე განახორციელო, რომ არავინ დაზარალდეს, თორემ ვერ გადამირჩები, მარიამ..
-რას მიზამ? - ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა. თან იმდენად მტკივნეული იყო, რომ კანი ამეწვა.
-არ ვიცი, მაგრამ კარგს, დამიჯერე, ვერაფერს. - არ შემომხედა. არ უნდოდა დაენახა ჩემს თვალებში ჩამდგარი სევდა. არ უნდოდა ვენახე ისეთი, როგორიც მის წინაშე ვიდექი იმ წამს. ამიტომ არ მიყურებდა.
-მე..
-არ გინდა, გაჩუმდი. - სიგარეტი უკუნით სიბნელეში მოისროლა, ხელები სახეზე მოისვა და შემდეგ შემომხედა. - ვერ ვიტან ქალის ცრემლებს, გთხოვ, შეწყვიტე!
გაკვირვებულმა არ ვიცოდი რა მექნა.
მესიამოვნა, რომ ქალად აღმიქვა და არა გოგონად, რომელიც ყოველი ხმამაღალი ტონის გაგონებისას ქვითინს იწყებს.
-თუ გინდა, რომ იცოცხლო, თუ გინდა, რომ აქედან ცოცხალი გახვიდე, უნდა გაჩუმდე, გესმის.. ვიცი ჩემი ხალხი რაზეა წამსვლელი. ისინი არც ერთს ქალს ურჩობას არ აპატიებენ, არა აქვს მნიშვნელობა მართალი ხარ თუ არა, გტკივა თუ არა, უძლებ თუ არა, აქაურობა ასეთია, მარიამ.. არავის ადარდებს გინდა თუ არა, გიღირს თუ არა, მოგწონს თუ არა, გიყვარს თუ არა.. შეიგნე!
-არც შენს სურვილს აქვს მნიშვნელობა?
-მე ერთი ვარ, ისინი კი ბევრი.
-მაგრამ, შენი ერთი სიტყვა ხომ იმ ბევრისაზე ფასეულია?
-ჩემ გამო ისინი მზად არიან სიცოცხლეც გასწირონ, მაგრამ თუ შეამჩნევენ, რომ..
-ქრისტიან გოგონას ხელს აფარებ, მოგკლავენ, არა?
-ასეა..
-როგორ უძლებ აქაურობას?
-გინდა გავისეირნოთ?
-რა? - იმდენად მოულოდნელი იყო მისი შემოთავაზება, რომ გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა.
-გავისეირნოთ.. მანქნით წავიდეთ თუ ცხენით?
-ცხენით? და ვინმემ რომ დაგვინახოს?
-მერე რა მოხდა?
-უხერხული არ იქნება?
-ვისთან?
-მათ არ ესიამოვნებათ, ჩემთან ერთად რომ დაგინახონ.
-ჩემი ერთი სიტყვა ხომ უფრო ფასეულია,არა? ჰოდა, წამოდი..

საჯინიბოდან, რომელიც სახლთან ძალიან ახლოს მდებარეობდა, შავი ცხენი გამოიყვანა. მშვენიერი, გრძელი კუდი, კუპრივით შავი თვალები და გრძელი ფეხები ჰქონდა. მართლა საოცარი ცხენი იყო.
-რა ქვია?
-ის, რასაც შენ დაარქმევ. - გამიღიმა, თან ცხენს ამზადებდა გასასეირნებლად.
-მოცარტი.
-იყოს მოცარტი. ახლა კი მოდი, აძვერი. - ღიმილით მითხრა და ხელი გამომიწოდა. ჩემი ხელი მისას შევაგებე და მთელს ტანზე ეკლებმა დამაყარა, როდესაც ამ ლამაზ თითებს შევეხე. ცხენზე თავისუფლად მოვთავსდი, თვითონ უკან მომიჯდა და თმები გადამიწია, გზა კარგად რომ დაენახა.
-მარიამ, - ჩუმი, ხრინწიანი ხმით აღმოხდა, - ცუდი არაფერი ჩაიდინო, რა..
ვიგრძენი, როგორ შეეხო მისი ტუჩები ჩემს კისერს და როგორ ჩაიცინა, როდესაც ჟრუანტელმა დამიარა.



თანდათან ინფორმაციას ვაგროვებდი აქაურების შესახებ. კლდესავით შეუვალნი, მკაცრნი და ამაყნი იყვნენ. საიდუმლოს ვერაფრით ათქმევინებდი, მოკვდებოდნენ და არაფერს გეტყოდნენ უცხოს..
ეჭვის თვალით მიყურებდნენ, არ მენდობოდნენ, მაგრამ ინტერესი კლავდათ თუ რატომ ვრჩებოდი აქ და რა მიზნით ვიყავი..
ერთ დილას აილამ და ნინომ გასეირნება შემომთავაზეს. უარი ნამდვილად ვერ ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ ადრე იყო და ძილი ძალიან მჭირდებოდა. მედეთმა ეჭვის თვალით შემომხედა და თვალებით გამაფრთხილა, რომ რამე შარი არ ამეკიდა და ჭკუით ვყოფილიყავი.
-ყოველთვის დაძაბული ვარ, როდესაც გვერდით მარიამი მიდგას, - ნინომ ხუმრობით თქვა და თან ჩადრიც დაიხურა თავზე. მეც დამახურეს, ძალით. იასამნისფერი, მშვენიერი თავსაბურავი იყო, მაგრამ მძულდა ის მომენტი, რომ ამ კანონებს ვემორჩილებოდი.
-იმედია, რამე ცუდს არ გადავეყრებით..- აილაც მხარში ამოუდგა რძალს.
-რა იყო, ჩემს წინააღმდეგ შეკარით პირი?! - მოჩვენებით გავიბუტე.
-ნინო, დავნიძლავდეთ. თავს დავდებ, რომ მარიამი სახლში ნაცემი დაბრუნდება..
-მე კიდევ, ვფიქრობ, რომ შუა ჩხუბისას მისი რაინდი გამოჩნდება, - წაუსტვინა აილამ.
-რა რაინდი? რას გულისხმობთ?
-გგონია ვერ ვამჩნევთ, ჩემი ძმა და შენ, როგორ უჟუჟუნებთ თვალებს ერთმანეთს. - გაოცებისგან პირი დავაღე და აილასთვის თმებზე მოქაჩვას ვაპირებდი, როდესაც გზაზე ბიჭები შეგხვდნენ. ისე უცნაურად ამათვალიერეს, რომ გოგონებს მრავალმნიშვნელოვნად შევხედე.
მე მაკვირდებოდნენ.
როგორც კი სოფლის ცენტრში გამოვედით, წამით მეგონა, რომ ყველამ საკუთარი საქმიანობა შეწყვიტა, მაგრამ ჩემი აზრები მაშინვე უკუვაგდე, როდესაც ბრბომ სირბილი დაიწყო იქითკენ, სადაც რაღაც ძალიან საინტერესო ხდებოდა.
ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით.
აილასა და ნინოს სახეზე მრავალმა ფერმა გადაურბინა და უკან მექაჩებოდნენ.
-ხელი გამიშვით, მივიდეთ. - თავი გავითავისუფლე და მეც სირბილი მივუახლოვდი.

აცრემლებული თვალები.
დაჩოქილი, დამცირებული ქალი..
იარაღი.
ყვირილი.
შეძახილები.
ბო*ი ხარო, საკუთარმა შვილმა მიაძახა...
-რას აკეთებთ? - ხმამაღლა დავიყვირე და შეკრებილი ხალხის გროვა გავარღვიე. ქალთან ჩავიმუხლე, რომელიც თავის აწევასაც ვერ ბედავდა.
-შენ ვინ ხარ, გოგო? - ვიღაცამ მკლავზე უხეშად მომკიდა ხელი და უკან გამომაგდო.
-თავი დამანებე, რა გინდა ამ ქალისგან? როგორ შეგიძლია მისი მოკვლა? - ჩემს სიტყვებზე ქალები პირზე ხელს იფარებდნენ, უკმაყოფილოდ ოხრავდნენ. ისინი ჩემთვის მეორეხარისხოვანნი იყვნენ, ახლა მხოლოდ ქალის სიცოცხლე მადარდებდა.
-მოღალატეა, ამიტომ ხომ იცი არა, მოღალატეები როგორადაც ისჯებიან? - ირონიულად გამიღიმა, - მან მე მიღალატა.
-ადექი, - ქალს მივმართე, - წამოდი, არავის მივცემ იმის უფლებას, რომ მოგკლას ასეთი ახალგაზრდა.
-მოიცა, მოიცა, - კვლავ შემაჩერა კაცმა, - შენ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ხარ? ვინ ხარ, ან რანაირად გაცვია?
მას ყურადღება არ მივაქციე და ქალი წამოვაყენე, რომელიც გამიძალიანდა, სასჯელს მორჩილად ეგუებოდა, მაგრამ ვაიძულე. წყვილ გაკვირვებულ თვალებს ყურადღება არ მივაქციე და ის იყო ნაბიჯი უნდა გადამედგა, ზემოთ ხსენებული მამაკაცი, რომელიც საკუთარი ცოლის მოკვლას აპირებდა, თმებში მწვდა.
-შენ ვისი ცოლი მიგყავს, გოგო? ვინ ხარ ასეთი? - ყვიროდა და თან თმებზე მტკივნეულად მქაჩავდა.
წამით გოგონები დავინახე, ტიროდნენ.
-მე არასის სტუმარი ვარ. - დავიყვირე. იმდენად ხმამაღლა, რომ ყველა ერთ ადგილას გახევდა. - და თუ რამე დამემართება, დამიჯერე, ცოცხლას არ დაგტოვებს.
-შეხედეთ, ხალხო.. - მომშორდა და ხელები ფართოდ გაშალა. - ჩვენი ძვირფასი ბატონი, ქრისტიან გოგონას ხელს აფარებს..-ხელით ჯვარზე მიუთითა.
მითქმა-მოთქმაც დაიწყო.
ქალს ხელი ჩავკიდე და გზას გავუდექი.
-მარიამ, გაგიჟდი? - ნინომ ქართულად დამიწყო საუბარი, არ უნდოდა სხვას რამე გაეგო.
-ნინო, გეყოფა. არ ვაპირებდი იმის ყურებას, თუ როგორ კლავდნენ მას.
-რას აპირებ? გგონია მის დაცვას მოახერხებ. სადაც არ უნდა იყოს ყველგან მიაგნებენ. ასე პრობლემებს შექმნი.
-ნინო, რას მთხოვ?
-მარიამ, ასე თუ გააგრძელებ აქედან წასვლა მოგიწევს.
-არ მაინტერესებს, გესმის?! ჯაჰიდმა თუ შენი მოკვლა დააპირა, რა ვქნა, ვუყურო როგორ გკლავს? - ხმას ავუწიე და თვალებში ჩავხედე. ცრემლები წამოუვიდა. იმდენად ვაწყენინე, რომ მთელი გზა ხმა არ ამოუღია და ჩუმად სლუკუნებდა.
-მამა გაბრაზდება. - აილამ მაშინ თქვა, როდესაც კართან ვიდექით.
-ერთადერთი ვისაც დასჯის ეს მე ვიქნება, ამიტომ..
კარი გავაღეთ. შესვლამდე ნინომ ხმადაბლა, ქართულად მიჩურჩულა: - ჯაჰიდი ამას არასოდეს იზამს..


ტკივილი.
სიმწარე.
იმედი.
იმედგაცრუება.
ვედრება.
დარტყმა.

მუნთაზმა ქამრით მცემა.
ოჯახის ქალი წევრები მიყურებდნენ. აილა და ნინო იცრემლებოდნენ, მედეთი კი უბრალოდ იდგა.
მაიძულა დამეთვალა, თუ რამდენჯერ დამარტყამდა.
მაიძულა.
17
17
17
ჩვიდმეტი უმოწყალო როზგი.
სული ამომხდა.
აღარ შემეძლო მეტი.
არაფერმა გაჭრა, არც ვედრებამ, არც ბოდიშის მოხდამ, არაფერმა.
მან მცემა.
ხმა წამერთვა.
გოგონებმა ოთახში ამიყვანეს.
მერე არაფერი მახსოვს.
მხოლოდ ვგრძნობდი.
მალამოს მისვამდნენ.
ტანსაცმელს მიცვლიდნენ.
ბოლოს კი დამეძინა.


ასეთი რა დავაშავე, რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. ასე ცუდად მოვიქეცი, რომ ადამიანი სიკვდილს გადავარჩინე?! მსხვერპლი სახლში რომ მოვიყვანე, რა დაშავდა..
გულის მაგივრად ქვა ჰქონდათ.
საკუთარი თავები მაინც არ ეცოდებოდათ ასეთი ბოროტებისთვის?
განა შეიძლებოდა ქალთან ასე მოპყრობა.
რატომ...
რისთვის..
ასეთი რა დაუწერელი კანონები იყო, ვინ შექმნა, რისთვის...
ღმერთის არ ეშინოდათ, მაინც..
როგორ ითმენდენ..
როგორ არ აღმოჩნდა ერთი ისეთი ვინმე, ვინც უარს იტყოდა სიძულვილზე.
ამ ადგილას ღმერთი საერთოდ არ იყო..
აქ არ იცოდნენ, რომ ღმერთი სიყვარულთან ასოცირდებოდა..
ღმერთო..
გადამარჩინე.

გაღვიძებიდან რამდენიმე წუთი ყვრილის ხმები მესმოდა. მუნთაზი იგინებოდა და მოთქვამდა. არ ვიცი, სად წაიყვანეს ქალი, რომლის გამოც ასეთ დღეში ჩამაგდეს.
შემდეგ შეწყდა ხმაური.
საღამოსკენ მხოლოდ დანა-ჩანგლის ჩხარუნი და შიგადაშიგ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მესმოდა.
ერთი სული მქონდა, რომ ოთახში არასი შემოსულიყო და მისთვის მომეყოლა.
არანაირი გარანტია მქონდა, რომ ისიც მამამისივით არ მომექცეოდა, ეს უბრალოდ უხილავი ბმა იყო ჩემსა და მას შორის,რომელიც ნდობას იწვევდა.
ჩემმა ტელეფონმა უეცრად დარეკა. ეკრანზე დედაჩემის სახელი და ერთად გადაღებული ერთადერთი ფოტო გამოჩნდა. ღრმად ამოვისუნთქე და სენსორს თითი ფრთხილად გადავუსვი.
-მარიამ, შვილო..-ნამტირალევი ხმა ჰქონდა, ამიტომ მეც წამომივიდა ცრემლები. რაც აქეთ ჩამოვედი, მის მერე არ გვისაუბრია. უბრალოდ არ ვიყავი მზად იმისათვის, რომ მომნატრებოდა..
-დე, - ამოვილუღლუღე, - ძალიან მომენატრე.
-მეც ძალიან მენატრები, შვილო. როგორ ხარ, კარგად გექცევიან? - მის კითხვაზე ინსტინქტურად მხრებზე დავიხედე. რა თქმა უნდა, ისე კარგად მექცევიან, რომ ჩემს თავს ქამრითაც ვაცემინებ.
-კი, დედა, ძალიან კარგად. - ურცხვად მოვიტყუე.


როდესაც დავრწმუნდი რომ ყველამ დაიძინა, საკუთარ თავს ვაიძლე ავმდგარიყავი. ძლივსძლივობით გავაღწიე ოთახიდან და ვერანდაზე, დივანზე ჩამოვჯექი. ადრე იყო დაძინებისთვის.
საღამო იყო.
მშვიდი.
ასეთ დროს არასდროს იძინებდნენ. დღეს რატომ იყო გამონაკლისი ვერ მივხვდი.
ფეხებმოკეცილი დავჯექი დივანზე და განათებულ მეჩეთს დავაკვირდი.
ლამაზი იყო ეს სოფელი.
იმდენად ლამაზი, რომ მეცოდებოდა არაადამიანებისთვის.
მეცოდებოდა იმ სიბოროტისთვის..
ჩემი თავისთვის მეცოდებოდა...
ფიქრები რაღაცის ხმამ გამაწყვეტინა.
თითქოს რაღაც დაიმტვრა, რაღაც საშინელი მოხდა..
შემდეგ იარაღის ხმა გაისმა.
კივილ-წივილი.
სასოწარკვეთილი შეძახილი: „დედა!“
შემდეგ სიცილი, ხარხარი მოსწვდა ჩემს ყურთა სმენას.
გარშემო სიკვიდლის სუნი გამეფებულიყო.
საზარელი, შემზარავი აურა იდგა გარშემო.
სიცივემ დაისადგურა.
პაპანაქება ზაფხულში ისეთმა ყინვამ ამიტანა, რომ კანკალი დავიწყე.
და,ძალინ ახლოს, იმდენად ახლოს, რომ ყურის ბარაბნები გამისკდა, გავიგე, ძალიან კარგად, არასის ჩახლეჩილი ხმა: „საკმარისია!“
ქალი მოკლეს.
ოჯახის წევრებს კი სწორედ ამიტომ არ ეძინათ.
სანახაობისათვის იყვნენ წასულნი.


ის შემზარავი საღამო გარეთ გავათენე. ვგლოვობდი ადამიანს, რომელიც გადავარჩინე, მაგრამ მოკლეს. იმდენად დამიმძიმდა გული, რომ თითოეული აქ გატარებული წუთი ამაზრზენი იყო. წასვლაზე მეტი აღარაფერი მინდოდა..
მზად ვიყავი, რომ ყველაფრისათვის უარი მეთქვა. კარიერისთვის, ზურასთვის დამერეკა და მეთქვა, რომ აქედან წავეყვანე...
მხოლოდ არასის შეხებამ გამომაფხიზლა.
ისევ დივანზე ვიჯექი, იმავზე პოზაში.
ჩოჩქოლი მომესმა.
კიბეებზე ამოდიოდნენ. არასი გვერდით მეჯდა.
-ხმა არ ამოიღო, - ხმადაბლა მიჩურჩულა. თვალი გავაპარა მათკენ. აილა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. იმდენად საშინლად, რომ კანკალებდა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და საკუთარ თავს აიძულებდა,რომ არ ეტირა.
-რა მოუვიდა, აილას რა მოუვიდა?! - ამოვილუღლუღე. იმდენად წყნარად, რომ ჩემი ხმა ძლივს გავიგე.
-უყურებდა.
-რატომ აყურებინე? - ფეხზე უეცრად წამოვდექი, მაშინვე ჩავიკეცე. არასმა მკლავებზე მომხვიო ხელი და ფრთხილად დამსვა დივანზე.
გარშემო გამეფებულ სიკვდილის სუნს უშედეგოდ ებრძოდა არასის აურა.
-რა მოგივიდა? ძალიან გტკივა? - წარბებ შეჭმუხნულმა მკითხა.
-რა თქმა უნდა, მტკვა, გესმის, თან ძალიან. - ცრემლები წამომივიდა. - სად იყავი? ჰა? იცი რამდენი ხანი გელოდებოდი. ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ მოხვიდოდი და იმ საზიზღარ ქამარს გამოგლეჯდი მამაშენს ხელიდან..
-ვწუხვარ...
-წუხხარ? - ირონიულად ამოვთქვი, - იცი მაინც რას მიგავს სხეული..დაწითლებული, წყლულებით სავსე..ამას ვიმსახურებ?
-ვიცი, ყველაფერი ვიცი, მარიამ.
-რატომ არ შეგიძლია, რომ შეცვალო ადამიანების ცხოვრება?! - სლუკუნით ვსაუბრობდი. - განა ასეთი რთულია, რომ უარი თქვა?! გეფიცები, თუ შენ უარს იტყვი, მაშინ მეორეც ამას იზამს და..
-და, შენ რა იცი, რომ მე უარი არასოდეს მითქვამს? - ხელები მომაშორა, სიგარეტი მოიმარჯვა და აწყლიანებული თვალები ზეცას გაუსწორა. - ღმერთს ვსთხოვდი, რომ აქედან წავეყვანე, იმდენად მძიმე იყო.. თითოეული ქალის უცოდველი თვალები მახსოვს. მათი ბოლო სიტყვები, ბოლო სუნთქვა, ბოლო ამოკივლება და ის წამი, როდესაც თვალებიდან უკანასკნელი ცრემლი გადმოეღვრებოდათ. მე კი ვდგავარ და ვუყურებ. არაფრის გაკეთება შემიძლია. არაფერს შეცვლის ჩემი უარი, ჩემი წინააღმდეგობა.
-შენ ხომ ამ ადგილის ბატონი ხარ, არას?! ვინ დგას შენს ზემოთ?! არის ვინმე ვინც არ დაგემორჩილება?! - ხმას ავუწიე. თითოეული მაღალი ტონისას ძარღვები მეჭიმებედო, მთელი სხეული მეწვოდა, მაგრამ ახლა ამას ყველაზე ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას.
-მამაჩემი. უხუცესები. საბჭოს წევრები. ჩემი ოჯახი საფრთხეში იქნება. დედას მომიკლავენ, ძმას და ჩემს რძალს, ნინოს. აილას გამიმწარებენ, გესმის?! გესმის რა რთულია, ყველაფერი ერთმანეთშია რომაა გადახლართული, ხედავ თუ არა?! შენ კიდევ რას მთხოვ, მაიძლებ ეს გავაკეთო..არ შემიძლია, მარიამ. არ შემიძლია.
-მაშ, სამუდამოდ ასე გაგრძელდება?!
-არ ვიცი. იქნებ გამოჩნდეს ისეთი ვინმე, ვინც ჩემსავით სუსტი და მშიშარა არ იქნება. იქნებ, მან გარისკოს. იქნებ, ოჯახი უკანა პლანზე გაწიოს და თავდაუზოგავად შეებრძოლოს.
სიგარეტი მოისროლა. გაბრაზებულმა ფეხი სკამს ხმაურიანად მიარტყდა და გატეხა. მესმოდა მისი გაასმაგებული გულისცემა, გახშირებული სუნთქვა და უკმაყოფილო ოხვრა.
მე ვგლოვობდი. კისერზე ჩამოკიდებულ ჯვარს მთელი ძალით ვუჭერდი თითებს და გადარჩენას ვსთხოვდი.
-რამდენჯერ დაგარტყდა?! - ბოლოს ხმაურიანი სიჩუმე არასმა დაარღვია.
-ჩვიდმეტჯერ.
-ასეთი რა უთხარი?
-არაფერი მითქვამს. ქალი რომ დაინახა, გაღიზიანდა.
-რაღაც უთხარი, ხომ?
-ვუთხარი, შენნაირ ნაგავ კაცს ასეთი შვილები როგორ გყავს-მეთქი. -თავი ჩავხარე. შემრცხვა.
-ხანდახან მეც ვფიქრობ მაგაზე. არც ერთი მას არ დავემსგავსეთ.
-ძალიანც კარგია მერე. კაცი კი არა, ნამდვილი ცხოველია.
-მამაჩემზე საუბრობ, მარიამ. - სევდიანი სახით შემომხედა.
-მამაშენზე, რომელმაც ჩვიდმეტჯერ უმოწყალოდ მირტყა ქამარი. თან სტუმარს, თან ქალს. ცხოველის მეტი ამას კაცი იკადრებდა?!
-მამაჩემი ბოროტი ადამიანი არ არის, უბრალოდ ამ კანონების მონაა. - ჩახრენწილი ხმით ამოილაპარაკა და კიდევ ერთი სიგარეტი ამოაძვირინა კოლოფიდან. - დღეს იმ ქალის ქმარიც იყო და მითხრა შენს შესახებ.
მთელი სხეულით დავიძაბე.
-რა თქვა?
-შენ მითხარი ისეთი რა უთხარი, რომ თითით საჩვენებელი გამხადე. -ჩემს წინ ჩაიმუხლა.-ჰმ?
-არაფ...-გაიცინა, თავი ჩახარა და არ დამასრულებინა. შემდეგ ამომხედა. მისი შავი თვალები მთლიანად გაყინულიყო. ჩემს თავს ირეკლავდა. -მე თუ რამე მომივა, არასი ცოცხალს არ დაგტოვებს-მეთქი.
მისი თითები ჩემს ლოყას ნაზად შეეხო.
შემხმარი ცრემლები მომწმინდა. თითებზე მაკოცა.
-შეგეჩვიე.
ისეთანარი ხმით წარმოსთქვა, რომ მთელს ტანზე ჟრუანტელმა დამიარა. შემცივდა.
-ხვალ სახლში უნდა წავიდე. - ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ის,რაც მაშინ ვთქვი. არ ვიცი, რატომ, რისთვის, რა მიზნით ამომივიდა ეს სიტყვები პირიდან, მაგრამ იმდენად დამწყდა გული გაანალიზებისას, რომ ცრემლები წამომივიდა.
-ნუ ტირი, გთხოვ. ვერ ვიტან ქალის ცრემლებს. - ისევ მომიწმინდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. ის დღე გამახსენდა, როდესაც გამაფრთხილა, ცუდი არაფერი მექნა.
-არ მინდა შენი დატოვება. - მოვეხვიე. კისერზე ვაკოცე და თავი იქვე ჩავრგე. -წამომყევი.
-მაგას ნუ მთხოვ.
-შემიყვარდი. - ამ სიტყვებისას მოსმენისას იყო მისი გაღიმება, სევდა და ჩახლეჩილი პასუხი.
-მე კი ჩვენი პირველი საუბრისას უკვე მიყვარდი.
-იცი, მე ნინოს..-სიმართლის აღიარებას ვაპირებდი, რადგან უკვე იმდენად ვენდობოდი, რომ დარწმუნებული ვიყავი არაფერს არ დამიშავებდა, არ მამხელდა.
-ვიცი, რომ მისი ბიძაშვილი არ ხარ. ისიც ვიცი, რისთვისაც ხარ ჩამოსული.
-საიდან მიხვდი?!
-უნივერსიტეტში ერთ ქართველთან ერთად ვსწავლობდი, ძალიან კარგი გოგოა. მას დავურეკე და ვთხოვე შენზე ყველაფერი გაერკვია. - შოკირებული მაშინვე წამოვიწიე. კითხვები მახრჩობდა, მაშ რატომ არაფერი მოიმოქმედა?!
-როდის გაიგე?
-შენს ჩამოსვლამდე დიდი ხნით ადრე.
-რა?! მაშინ რატომ მომეცი აქ დარჩენის საშუალება?!
-მაინტერესებდა როგორი იყავი, სანამდე გაძლებდი, რას მოიმოქმედებდი. მაინტერესებდა მორჩილი იქნებოდი თუ პირიქით. -გაიღიმა და ხელები თმაზე გადამისვა. შემდეგ კისერზე ნაზად მაკოცა. - შენი სურნელი... რაღაც არაამქვეყნიურია.
-შენ სიცოცხლის სუნი აგდის. - ღიმილით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-მე კი მგონია, რომ პირიქით, შენ აგდის ეგ სუნი.
-ქართველები ძალიან ლამაზები არიან, განსაკუთრებით ქალები.- დაიწყო სრულიად სხვა თემაზე საუბარი. გულში სიამაყის ზარები აწკრიალდნენ. ყოველთვის მიხაროდა, როცა უცხოელი ჩემს ქვეყანას აქებდა.
-ვიცი.. ორჰან ფამუქიც აღნიშნავდა ქართველი ქალის სილამაზეს, მაგრამ რად გინდა.. ერთიანად ამოგვლანძღა.
-ნუ ამბობ ეგრე. მან კონკრეტულად ერთი ცოლ-ქმარი დაახასიათა, თორემ ყველა ერთ ქვაბში არ მოუხარშავს.
-სამაგიეროდ, ყურბან საიდი ამბობდა, რომ ღმერთს ქართველ ქალზე მეტად ლამაზი არაფერი შეუქმნია. - ამაყად გადავხედე, მას გულწრფელად გაეცინა და ისევ მაკოცა, ამჯერად ბაგეებზე, თან ნაზად და სასიამოვნოდ.
-შენ ყველას ჯობნიხარ. - მაცდურად მითხრა.
-უნივერსიტეტში ვსწავლობდიო რომ თქვი, რა განხრით დაამთავრე?! - თემა გადავიტანე, რადგან ვწითლდებოდი ყოველი კომპლიმენტისას.
-ბიზნესის განხრით, მაგრამ რისთვის მინდოდა, დღესაც არ მესმის.
-რატომ?
-დამთავრებისთანავე მამაჩემმა ბატონის ტიტული ჩამახუტა. ჯაჰიდი ეურჩებოდა, უარს ამბობდა, არ უნდოდა, რომ ვინმეს სიკვდილი სინდისზე ჰქონოდა, ამიტომ მე ჩამაბარეს. - ხელები თავზე გადაისვა, მე კიდევ ოდნავ მოშვებულ წვერზე თითები გადავუტარე.
-შენ რატომ არ თქვი უარი?!
-მეგონა, რომ შევძლებდი შეცვლას. თავიდან, ერთი პერიოდი მართლა არ ხოცავდნენ ერთმანეთს, თუმცა.. მერე ისევ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ხშირად დამირეკე..-სისუსტე შემერია ხმაში.
-ასე უფრო მომენატრები.
-თუ ხშირად დამირეკავ, მონატრებას დაიკმაყოფილებ.
შემდეგ, არაფერი.
კოცნა ბაგეებზე.
შუბლზე.
თავსა და ორივე ლოყაზე.
გამოსამშვიდობებელი.


***
ჩემი ტაქსიში ჩაჯდომამდე ყველა ქვედა სართულზე შეიკრიბა. პირველი ვისთანაც მივედი ეს ნინო იყო. გოგო, რომელმაც ბევრი მოითმინა და ბევრი სირცხვილიც ჭამა ჩემს გამო.
-ნინო, მე შენ მუდამ მემახსოვრები და მეყვარები.. - გადავეხვიე და ლოყაზე მხურვალედ ვაკოცე. პირველი ცრემლი სწორედ მაშინ ჩამომიგორდა.
-აილა, აბა შენ იცი, ხომ იცი,რაც უნდა ქნა?! - ჩუმად ვუჩურჩულე და გადავეხვიე. - ფრთხილად იყავი და არ დამივიწყო.
მივუახლოვდი ჯაჰიდს.
-დარწმუნებული ვარ, რომ ნინოს გაუფრთხილდები. - მასაც გადავეხვიე, როდესაც ყურში მიჩურჩულა: - მიხარია, რომ არასმა შეგიყვარა.
-მადლობა, რომ მიმიღეთ. - მედეთის ამღვრეული თვალები ჩემს მხედველობას არ გამორჩენია. ისეთი დარდიანი თვალებით მიყურებდა, რომ ეჭვიც კი შემეპარა მართლა ის იყო თუ არა.
-ქართველები კარგი ხალხი ხართ, შვილო. - ხმამაღლად თქვა და გვერდით მდგომ მეუღლეს რაღაცნაირად გადახედა. მომეჩვენა,რომ მის გასაგონად ამბობდა. - ისეთ მებრძოლად დარჩი, როგორიც ახლა ხარ.
მუნთაზს როგორც კი მივუახლოვდი, ხელი გავუწოდე. არ მინდოდა მასთან ჩახუტება, ხელის ჩამორთმევაც ზედმეტი იყო.
-შემიძლია რაღაც გითხრათ?! ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელად მხედავთ და თქვენი ცხოვრებაც მშვიდად გაგრძელდება, მეტი თავის ტკივლი ჩემი სახით აღარ გეყოლებათ.
თავი დამიქნია. ჩემს სიტყვებზე ჯაჰიდს ჩაეღიმა.
-როდესაც შვილიშვილები გეყოლებათ, ისევე როგორც საკუთარ შვილებს, მათაც არ მისცეთ იმის უფლება, რომ თქვენ დაგემსგავსოთ. - სახის ნაკვთები ოდნავ შეერხა. გაიღიმა.
ნუთუ, მას მართლა შეეძლო გაღიმება?!
-მართალი ხარ, მარიამ. - ჩემი სახელის სწორი ფორმა პირველად გავიგე მისგან. - ალბათ, სწორედ ამიტომ არიან ისეთი კარგები, როგორებიც მინდოდა რომ ყოფილიყვნენ.
და არასი.
იდგა გახევებული, დადარდიანებული და დაღლილი.
მაცილებდა.
აანალიზებდა, რომ ეს ბოლო წუთები იყო, როდესაც მხედავდა და ჭკუიდან შლიდა, ვიცი.
მოვეხვიე. ძალიან ძლიერად. ცრემლებით მაისური დავუსვარე.
ბოლოს, როდესაც მომშორდა, ახლოს მოიწია, ხელი კეფაზე მომკიდა და ბაგეებზე ნაზად მაკოცა. -მიყვარხარ და ეს არ დაივიწყო.
ბოლოს როდესაც ტაქსიში ჩავჯექი, თითოეული ხელს მიქნევდა, მუნთაზის ჩათვლით. არასი კი იდგა და მიღიმოდა. გულწრფელი ღიმილით მიღიმოდა.
ალბათ, მალევე შეამჩნევდა მის მაისურებს ერთი რომ აკლდა. და ჩემს მიერ დატოვებულ შარფს, რომელიც იმ დღეს მეკეთა, როდესაც ჩამოვედი.

***
დღეს სოფელში შეკრებას საბჭო მართავდა. დაუმორჩილებელი ქალებისათვის ახალი განაჩენი უნდა გამოეტანათ. აილა მიიჩქაროდა, რომ არ დაეგვიანა. თან ხელით თაბახის ქაღალდი მიჰქონდა.
მაშინ მივიდა, როდესაც უკვე იწყებოდა. მოლა გამოსული იყო და ლოცვის დაწყებას აპირებდა, მაგრამ აილამ დაასწრო და ყველას მიმართა, რომ ერთი წუთით მაინც მოესმინათ.
მუნთაზი წამოდგა, მაგრამ არასმა სთხოვა, რომ დამჯდარიყო.
-გამარჯობა, ჩემო საყვარლებო. მე აილა ვარ, ალბათ ყველამ იცით. მინდა, რომ ერთი გოგოს წერილი წაგიკითხოთ,რომელმაც მთხოვა, რომ ეს,რაც აქ წერია, თქვენთვის წამეკითხა. არ შემაწყვეტინოთ, ბოლომდე მოისმინეთ და შემდეგ დასკვნები საკუთარი სურვილისამებრ გააკეთეთ.
არასს გაეღიმა.
თან იმდენად, რომ ყველას ყურადღება მისკენ მიემართა.
აილამ თვალი თვალში გაუსწორა და ანიშნა, რომ მომზადებულიყო.
„მე მარიამი მქვია.
ქართველი, ქრისტიანი გოგონა, რომელიც თქვენს სოფელს რამდენიმე ხნის წინ ესტუმრა.
მინდა, რომ რამდენიმე კითხვა დაგისვათ, მაგრამ პასუხებს არ გთხოვთ. უბრალოდ გულში ჩაიხედეთ, ძალიან ღრმად, დაივიწყეთ ყველა და ყველაფერი, გააჩუმეთ აღრიალებული ხმა და მხოლოდ საკუთარ გულისცემას მოუსმინეთ.
მოგწონთ, როდესაც ქალები უმოწყალოდ იხოცებიან?!
მოგწონთ ქალის დალურჯებული, ცრემლიანი თვალები?!
აბა, კარგად დაფიქრდით.
მჯერა, რომ არ მოგწონთ. უბრალოდ დაწყევლილი, დაუწრელი კანონი გალაპარაკებთ ასე საზიზღრად.
თქვენი აზრით, ღმერთმა რისთვის გაგაჩინათ?!
რას მოგვითხრობს ბიბლია და ყურანი?!
ერთმანეთის ხოცვას, სიძულვილსა და ბოროტებას, თუ პირიქით?!
თქვენ თუ ასეთი ვაჟკაცები ხართ, თუ ასე თვაგამოდებით იცავთ საკუთარ რელიგიასა და ღირსებას, მაშ რატომ არ ემორჩილებით იმას, რაც ყურანში დიდი ასოებით გიწერიათ: „გეკითხებიან შენ, რა გაიღონ მოწყალებად. უთხარი, – რა სიკეთესაც მოწყალებად გასცემთ მშობლებისათვის, ახლობლებისათვის, ობლებისათვის, უპოვართათვის და მოგზაურთათვის, ალაჰმა იცის იგი… გეკითხებიან, რა გასცენ (მოწყალებად). უთხარი: ყველაზე უკეთესი, რაც კი გაბადიათ“
და როგორ იქცევით თქვენ?!
თქვენ მუდმივად სიძულვილის ენით საუბრობთ. მუდმივად სიბოროტისაკენ მიგიწევთ გული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჯერ გვიანი არ არის გამოსწორებისათვის.
შეგიძლიათ, რომ უარი თქვათ.
შეგიძლიათ, რომ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ.
მიპასუხეთ, რას უპასუხებთ, როდესაც გკითხავენ, თუ რა გაეცით?!
ყველაზე უკეთესი რა გიქნიათ, რითიც გიამაყიათ?
მე გეტყვით იმას, რითიც ამაყობთ.
ცოლის ცემით, დისათვის ხელის გარტყმით, ძმის დაჩაგვრით..
მაგრამ, ერთხელ მაინც გიცდიათ საკუთარი ცოდვებისგან განწმენდილიყავით?!
ერთხელ მაინც გინანიათ ეს უღმერთო საქციელი?!
ვიცი, რომ არა.
და, რატომ?!
რა გიშლით ხელს?!
იცით თუ არა რას ნიშნავს უსამართლობა?!
თქვენ, გგონიათ უცოდველნი ხართ?!
იცით, რა ქნა იესო ქრისტემ, როდესაც მეძავ ქალს ქვები დაუშინეს?! თვითონ აიღო ერთი ქვა და ბრძანა: „ამ ქვას მივცემ იმას, ვინც უცოდველია.“
და მაშინ ქვები ყველამ დაყარა.
მინდა, რომ თქვენც ასევე მოიქცეთ.
თქვენ ჯერ კიდევ ხელში გიჭირავთ ის ქვა და მინდა, რომ დააგდოთ.
გთხოვთ, ჩაიხედეთ საკუთარ გულებში, მიჰყევით მას და ქმენით სწორი და ჭეშმარიტი არჩევანი.
ახლა ალბათ იფიქრებთ, ქრისტიანი გოგონა ჩვენს ცდუნებას ცდილობსო.
ასე ნამდვილად არ არის.
მე ქალწული მარიამის სახელი მქვია. ქალის, რომელიც ყურანში 33-ჯერ არის მოხსენიებული და ნადიდები, გაღმერთებული.
და ბოლოს, მხოლოდ სამი სურვილი მაქვს.
მინდა, რომ ერთმანეთი უსაზღვროდ შეიყვაროთ.
ადამიანური გრძნობები წინა პლანზე გამოწიოთ.
ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი.
ის ქვები დაყარეთ, რომლებიც ხელში გიკავიათ და მხოლოდ მას მიეცი აღების უფლება, ვინც უცოდველია.
მეტი იცხოვრებთ, ხალხნო!“
აილამ როგორც კი წერილს წაკითხვა დაასრულა, ფრთხილად ჩამოსწია ქაღალდი და გაოგნებულ ხალხს აცრემლიანებული თვალებით შეხედა.
არასი ამაყად იდგა, შემდეგ აილასთან მივიდა და ჩაეხუტა. ლამაზი სანახავი იყო და-ძმა.
-მეც მინდა რაღაცის თქმა. - ხმა გაიწმინდა და დაიწყო. - ეს გოგო, რომელიც გვერდით მიდგას ჩემი დაა და მას არასოდეს მოვექცევი ისე, როგორც თქვენ მოექეცით თქვენს დებს. მე ის მიყვარს და ყოველთვის მეყვარება, როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოს.
ასე რომ, მეც მინდა, რომ მეტი იცხოვროთ.


იმ დღეს საბჭოს ახალი განაჩენი არ გამოუტანია.
დაიშალნენ.
ცალ-ცალკე უნდოდა ყველას ყოფნა და საკუთარ თავებთან მარტო დარჩენა.
მხოლოდ აქა-იქ გაისმოდა ჩოჩქოლი, თორემ ჩაწყნარებულნი იყვნენ.
იმ დღეს მარიამის წერილის გადახარშვას ცდილობდა თითოეული.
და, რაც არ უნდა გასაკვრი იყოს, აილამ და მარიამმა შეძლეს ის, რისი მოგვარებაც არასს მხოლოდ ერთი სიტყვით შეეძლო.


-გამოგივიდა?! - ჩავყვირე ტელეფონში.
-გამომივიდა, მარიამ. - აილას აქოშონებულმა და აღფრთოვანებულმა ხმამ მაიძულა ტირილი დამეწყო. - იმდენად იმოქმედა, რომ სამი დღეა სოფელში ხალხი სახლიდან არ გამოდის. ჩვენ ეს შევძელით, ქალბატონო! - მივხვდი, რომ ხტუნაობდა და გამეცინა. - და სხვათაშორის, დღეს ნინომ ყველას თვალწინ პირველად გადაიწერა პირჯვარი.
-მართლა?! მიხარია.
-ხშირად დამირეკე და მოგიყვები რაღაცებს.
-ის როგორ არის?!
-კარგადაა. იმ დღესაც, როდესაც წერილს ვკითხულობდი შენი შარფი ეჭირა ხელში. არასდროს ტოვებს არსად, სულ თან აქვს.
-უთხარი, რომ მისი მაისურსაც სულ თან დავატარებ.
-დროებით, მარიამ.
-დროებით, აილა.

მიხაროდა, რომ ვიღაცას სადღაც ცხოვრება შევუცვალე. არასწორი დამოკიდებულება სწორად გადავუქციე. ბედნიერი ვიყავი ამით.
ზურას ჩემი ნაწერი ჩავაბარე, ის დავწერე ,რაც რეალურად მოხდა. არ გამომპარვია ჩემი წერილისა და აილას მონათხორბის ამბავიც და ასე..
დავწერე რაღაც არაჩვეულებრივი. ის, რაც ზურას ასე ძალიან უნდოდა.
და ახლა, როდესა ამ ამბის თხრობა დავასრულე მივხვდი, რომ ზურამ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა.

საბოლოოდ კი, მე ის სასტიკად მენატრებოდა.


-----------------------------
მომენატრეთ.
ძალიან მალე კვლავ ახალი ისტორიით დაგიბრუნდებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი სიბილა

არასი///ნუთუ არ ჩამოვა....

 


№2  offline წევრი პენელოპე

სიბილა
არასი///ნუთუ არ ჩამოვა....

ვინ იცის.. ^_^

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.