შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საფრთხისფერი (მე-2 ნაწილი 18+)


9-01-2019, 12:10
ავტორი Alice76
ნანახია 1 935

საფრთხისფერი (მე-2 ნაწილი 18+)

იქნებ,მკვლელი მარტო არ მოქმედებს? აუცილებელი ხომ არაა,მხოლოდ ერთი ადამიანი აკეთებდეს ამ ყველაფერს. ორგანიზატორი,წამქეზებელი,დამხმარე-უამრავი შესაძლებლობაა,ხელწერა ერთს ეკუთვნოდეს,დანაშაულის ამსრულებელი კი სულ სხვა იყოს.
კაკუნი გაისმა და კარში იზას თავი გამოჩნდა.
-ბატონო ალექს,შეიძლება შემოვიდე?-ირონიულად იკითხა და პასუხს არ დალოდებია,ისე შეაბიჯა ოთახში-სანამ შენ ფილოსოფიური ფიქრებით იყავი დაკავებული,მე სამივე ქვრივი მოვინახულე-ამაყად გაიჯგიმა და მაგიდაზე წამოსკუპდა.
-მერე,გაარკვიე რამე?
-უფრო დავაზუსტე. ორმა აღიარა,რომ იცოდნენ,მათ ქმრებს საყვარლები ჰყავდათ,თუმცა ბავშვების,ნათესავების,მეზობლებისა და ავადმყოფური სიყვარულის გამო “ოჯახს ვერ დაანგრევდნენ”-თითები ზიზღით მოხარა.
-ორმა?
-ჰო,პირველი მსხვერპლის ცოლი ჯიუტად ამტკიცებს,რომ მის ქმარს საიდუმლოებები არ ჰქონდა,ოჯახიც ძალიან უყვარდა და საერთოდ,უპატიოსნესი ადამიანი იყო-ჩაიცინა.
-იქნებ,მართლა ასე იყო?
-ჰო,ანგელოზი იყო,უბრალოდ შეეშალათ და სხვის მაგივრად მოკლეს-თავი დაიქნია იზამ-სამაგიეროდ,მისი ცოლის დაქალები სხვა რამეს ჭიკჭიკებენ.
-ცოლის დაქალებთანაც იყავი?-თვალები გაუფართოვდა.
-არ უნდა ვყოფილიყავი? ისეთი საქმეა,მხოლოდ ძაღლივით ბოდიალით და ყნოსვით ვერაფერს გავარკვევთ. ნებისმიერი ადამიანი,ვინც რაიმე შეიძლება იცოდეს,უნდა გამოიკითხოს.
-მერე,რა გაარკვიე?
-რა და დემეტრე ცოლის უამრავი დაქალის ნახევართან მაინც არის ნაწოლი.
-რა?თვითონ გითხრეს?
-რა თქმა უნდა,არა. უფრო სწორად,ერთმანეთზე მითხრეს. მაგალითად,თათიამ მითხრა,ანისთან იწვაო,ანიმ კიდევ-თათიასთანო-გადაიკისკისა.
-მერე ეგ ცოლსაც ეცოდინებოდა.
-მეც მაგას ვამბობ,დანარჩენებმა არ დამალეს,მაგრამ ეგ რატომ მალავს? იქნებ,ჰგონია,რომ მის საწინააღმდეგოდ მოტივს ვეძებთ.
-ან უბრალოდ აღიარება უჭირს.
-ან უბრალოდ თვითონაა მკვლელი.
-მკვლელი ვერ იქნება,სამივე შემთხვევაში ალიბი აქვს. მაგრამ თანამონაწილეობა გამორიცხული არაა.
-ახლა რას ვშვებით? რამით ხომ უნდა დავიწყოთ? უკვე ნერვები მეშლება-ვერ ისვენებდა იზა.
-შეძლებულ და სიმპათიურ კაცებს არჩევს,პოტენციური მსხვერპლი სწორედ ასეთი იქნება,მაგრამ მე მაინც მგონია,რომ მატილდას ქმარი ამ საქმესთან კავშირშია.
-მატილდა ვინღაა?-გაიკვირვა იზამ.
მოკლედ აუხსნა,შემდეგ კი იმ აზრს მიუბრუნდა,რომელიც მატილდას ნახვამდეც არ ასვენებდა-ქალმა კრიმინალური ავტორიტეტები ახსენა.
-ყველაზე უკეთესად მათ ეცოდინებათ-ჩაიბუტბუტა-ნეტა ჰეიზენბერგა აქ იქნება ისევ?
-წამალი რად გინდა,არ მითხრა,რომ...
-ჩემთვის არ მინდა-მობეზრებით მოუჭრა-წავედი მე,ვიღაც უნდა ვნახო.
-ალექს!
-რა?
-ფრთხილად იყავი,გთხოვ-სერიოზულად მიაჩერდა იზა.
თავი უხმოდ დაუქნია და ოთახი დატოვა.
ლიფტით ნულ სართულზე ჩავიდა და საცავის კარი შეაღო.
ჰეიზენბერგა საცავის უფროსს იმიტომ შეარქვეს,რომ ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა,მანამდე გამომძიებელმა,დანაშაულის იარაღების და სხვა მტკიცებულებების მცველის როლიც მოირგო და ქიმიის სიყვარულის გამო ყოველ ახალ ნარკოტიკს დიდი ინტერესით სწავლობდა,ამდენად,სამმართველოში,საკუთარი ინიციატივით, პატარა ლაბორატორია მოაწყო და იქიდან ცხვირს აღარ ჰყოფდა. დიდი სტაჟისა და ჭკუის გამო,მის ამ ახირებას არავინ შეწინააღმდეგებია და ასე შეიქმნა ახალი შტატი,რომელიც სპეციალურად ჰეიზენბერგას ეკუთვნოდა. მას სინამდვილეში დათო ერქცა,თუმცა მას შემდეგ,რაც სერიალი “ მძიმე დანაშაული” გაჩნდა ეკრანებზე,ამ სახელს აღარავინ ეძახდა.
ალექსმა კაცი მოიკითხა და ის იყო,თხოვნის შეპარებაზე უნდა გადასულიყო,ჰეიზენბერგმა თავად შეუძახა.
-წამალი გინდა,არა? თუ შენთვის არ გინდა,წაიღე,”გასანადგურებლად” მიმაქვს მაინც ხვალ-ეშმაკურად შეჰხედა.
-რამდენი შეგიძლია?
-ორ კილომდე,მეტი ვერა რა,თუ ძაან საჭირო არაა,სხვებსაც დავპირდი.
-არა,საკმარისია.
-საზღვარზე დაიჭირეს ქალი-ჩაიხითხითა და საცავის გისოსებს დაეჯაჯგურა-მსუქანი ჩანდაო და რო ჩამოართვეს,ოცკილოიანი ქათამიღა დარჩა,ტიპს ყველგან ჰქონდა შეტენილი.
-კარგია?
-უსუფთავესი-გურმანივით აკოცა თითებს-ნელ-ნელა გამოვლიე და ამაღამ სხვა უნდა გავურიო,თორე გამიჭედავენ.
თაროებს გაუყვა და მალე ალექსს ორი შეკვრით ხელში დაუბრუნდა.
-აბა,ჭკუით მოიხმარე.
-ჯიგარი ხარ,ვალში ვარ შენთან.
-წინა საქმეზეც ვალში იყავი და იმის წინაზეც-ხელი აიქნია კაცმა-მთელი სამმართველო ჩემთან ვალში როა,იმიტომაც ვარ აქაურობის მეფე-გაიჯგიმა და გამობურცული ღიპი უარესად გაუდიდდა.
-წამალი ძალაუფლებაა-უპასუხა ფიქრიანად და დაემშვიდობა.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე ცოლს დაურეკა.
-როგორ ხარ?-მის ცოლს ყოველი მენსტრუაციისას მძიმე დეპრესია ეწყებოდა,ახლაც,ტრადიცულიად,თეკლამ მოგუდული,ნამტირალევი ხმით ამცნო,რომ მისი კიდევ ერთი კვერცხუჯრედი გამოსულიყო თავისუფლებაზე.
-არა უშავს,თე. არ იფიქრო მაგაზე-რაც შეეძლო,თბილად უპასუხა,თუმცა გულში გაუხარდა. ბავშვები დიდად არ უნდოდა,ჯერ იმაშიც ვერ გარკვეულიყო,ცოლი კიდევ უნდოდა თუ არა.-არა,ჯერ ვერ მოვალ. საქმე მაქვს,უჩემოდ დაწექი,კაი? ან ,თუ გინდა ,დედაშენთან გადი... ხო,მნიშვნელოვანია.
საუბარს მორჩა თუ არა,ნარკოტიკების ერთი შეკვრა სავარძლის ქვეშ შეაცურა,მეორე ზემოდან დააგდო და მანქანა დაძრა.
ინფორმატორებთან კოტაქტისას უმთავრესი პრობლემა ის იყო,რომ ტელეფონისა და სხვა ყველანაირი ტექნიკის გამოყენებას ერიდებოდნენ. მათი პოვნა დროის განსაზღვრულ პერიოდში,კონკრეტულ ადგილას შეიძლებოდა,ამიტომაც,ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაში ორი საათი მაინც ყურყუტებდა,სანამ მისთვის სასურველი პიროვნება არ გამოჩნდა.
წამლის შეკვრა აიღო და სავარძელი გაათავისუფლა.
გამხდარი,აწოწილი და კაპიუშონჩამოფხატული ფიგურა წამით მისი მანქანის ნომერს შეაჩერდა,შემდეგ ქურდულად მიმოიხედა და მანქანაში სწრაფად შესხლტა.
ალექსმა დინჯად დაძრა ავტომობილი და ნელი სვლით გაუყვა ქუჩებს.
ახლადმოსულმა ქუდი გადაიძრო და გარედან შემომავალ სუსტ შუქზე გამხდარი ნაკვთები გამოაჩინა.
გრძელი,შავი ფერის წვერი და თმა ჰქონდა,თვალები ჩაცვენოდა,თუმცა მათში მაინც შეიმჩნეოდა ენერგია,მკვირცხლად შეჰხედა ალექსს და ჩაიბურტყუნა.
-ვიღაც ამბობდა,კრიმინალების დახმარება არ მჭირდებაო.
-მე ნარკომანები ვთქვი-ჩაუსწორა და შეათვალიერა-საზიზღრად გამოიყურები.
-ისე ლაპარაკობ,თითქოს წამლით შენ არ მამარაგებდი.
-როცა გამარაგებდი,მაშინ არ იკეთებდი.
-არა მგონია,აქ მორალის წასაკითხად მოსულიყავი.-უხერხულად შეიშმუშნა.
-მამაშენთან შეხვედრა მინდა-მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უთხრა.
-ჰა? გამო*ლევდი? მეც გამასაღებს და შენც-გაოგნებულმა შეუძახა.
-აუცილებელია.
-თუ გინდა ძმაო,შეხვდი,მე თავი დამანებე,რაღაც არ ვარ ჩაწიხვლის ხასიათზე.
-მითხარი,როგორ შევხვდე მერე,რა იყო,ლუციფერია შე*ემა?
-ჰო,ლუციფერია,რომელიც ძაღლებს ვერ იტანს.
-ძაან მშვენივრად იტანს,იმიჯია უბრალოდ.
-მაგის გაკეთებული შენ ხარ თუ მე? რო გეუბნები,ესე იგი,ეგრეა!
-შენ მითხარი,როგორ ვნახო და დანარჩენს მე მივხედავ.
-რო გითხრა,ისევ მე მომხვდება-თავი გაიქნია.
-ერთი კილოა-იქვე მიგდებული პაკეტი აიღო და გაუწოდა-თუ შეხვედრას მომიწყობ,მეორე ერთ ასეთს კიდევ მოგცემ.
თანამგზავრმა ორჭოფულად გამოართვა შეკვრა,ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო,პაკეტი ოდნავ გაჭრა და თეთრი ფხვნილი დააგემოვნა.
-კარგია-ამოიოხრა-სად შოულობთ,ერთი მეც მასწავლე.
-იმას ყველაზე ადვილად შოულობ,რაც თავად არ გჭირდება-მხრები აიჩეჩა-აბა? შეიცვალე აზრი?
-ერთი კარგად მითხარი,რა საქმე გაქვს?იცოდე,სი*ული დაკითვები არ დაუწყო,თორე წაგიღებს თავის ქარხანაში და მეორე დღეს შენი ხორცის სასისკებს შეჭამენ თბილისელები.
-მკვლელობას ეხება,ეჭვი მაქვს,რომ თვითონაც დაინტერესდება რაღაცებით.
-დიდი იმედი არ გქონდეს,რომ რამეს გეტყვის.
-უნდა ვცადო.
-ოქეი,ერთი-ორ დალურჯებას ავიტან,ეგ არაფერი-საწყლად გაიღიმა-დღეს ვიღაცა პარლამენტარის ბავშვი მონათლა და სვამენ,ეგ კიდე მთვრალი ჯობია ნახო,ვიდრე ფხიზელი.
-სად?
-“სამეფო ტყეში” -დაიმანჭა.
-სამეფო-ჩაიცინა-მგლები არიან თუ მეფეები,ბოლოს და ბოლოს?
-შეთავსებით-მხრები აიჩეჩა.-ახლა დაკეტილი იქნება,მარა დაცვას დავურეკავ.
-კაი,სად მიგიყვანო?
-სადმე მეტროსთან.
ნახევარ საათში უკვე რესტორანთან იყო. იმაზე ფიქრი არ ასვენებდა,რომ ნარკომან ბიჭს ორი კილო წამალი გადასცა,მხოლოდ იმიტომ,რომ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეხვედრა მოეხერხებინა.
კიდევ რაზე წავიდოდა ამ საქმის გამო?
რესტორნის შესასვლელთან დაცვის ორი წევრი გადაეღობა.
-დაკეტილია-კუშტად უთხრა ერთ-ერთმა,რომელიც ზედმეტად ხორცსავსე და გულუბრყვილო გამომეტყველებიანი იყო,ვიწრო,შავ პიჯაკში გამოკვეხებული კი ბაღის ზეიმისთვის გამოწყობილ პუტკუნა ბიჭუნას ჰგავდა,რომელსაც ერთი სული ჰქონდა,მტანჯველი ტანსაცმელი გაეხადა.
-ბართლომეს უნდა დაერეკა-მიუგო გაბედულად.
მცველი მეორეს მიუბრუნდა,რომელმაც თავი დაუკრა,შემდეგ კი ორივე გაიწია და შესასვლელი გათავისუფლდა.
სწრაფად აირბინა კიბეები და კარი შეაღო თუ არა,ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი შეეგება.
ხმაური არ ისმოდა,მხოლოდ გიტარის შორეული ჰანგები არღვევდა სიჩუმეს. რამდენიმე ოფიციანტი ფეხაკრეფით დაიარებოდა დარბაზში.
ხმას მიჰყვა და მეორე სართულზე ავიდა,სადაც სუფრასთან მსხდომი რამდენიმე ადამიანი დაინახა.
ერთ-ერთმა გამოჰხედა და მაშინვე იგრძნო დაძაბულობის მუხტი,რომელიც მომენტალურად მოედო ჰაერს.
მაგიდას მიუახლოვდა და უფრო მეტი ყურადღება მიიქცია. გიტარის ხმა მიწყდა და კაცმა,რომელიც მასზე უკრავდა,ალექსს შუბლშეკრულმა აჰხედა.
-შენ ვინღა ხარ?-უსიამოვნოდ ბოხი ხმა ჰქონდა,რომელიც ტელევიზორში არაერთხელ გაჟღერებულიყო.
-ბატონო ვარლამ,გილოცავთ შვილის გაქრისტიანებას-მიმართა პარლამენტარს,თუმცა სულ სხვას უყურებდა-გამხდარი,ჭაღარათმიანი კაცი გამომცდელად აკვირდებოდა.
-მგონი,რაღაც გკითხეს-ახალგაზრდა,მხარ-ბეჭიანი მამაკაცი წამოიწია და დაძაბული მიაჩერდა ალექსს.
-ძაღლია,ბიძი. მაგას რა კითხვა უნდა-უპასუხა ჭაღარამ-საინტერესო ისაა,რა უნდა-ალექსისთვის თვალი არ მოუშორებია.
-თქვენთან საუბარი-მზერა თამამად გაუსწორა და გაიფიქრა,ოღონდაც ახლა მგლებზე და ძაღლებზე საუბარი არ დაიწყოსო.
-საუბარი-ფიქრიანად გაიმეორა-ასე შემოჭრა უზრდელობა რომაა,თქვენს კოდექსში არ წერია?
-აბა ამათი დედები მაგას არ ასწავლიან-ჩაიცინა ვიღაცამ.
-მხოლოდ წაკუზვის ხელოვნებას-უპასუხეს და ხარხარიც გაისმა.
ალექსს წარბიც არ შეუხრია,ახლა ღირსებისთცის ბრძოლა უგუნურება იქნებოდა.
ჭაღარამ ხელი ასწია და სიცილი მაშინვე შეწყდა.
-ისაუბრე,გისმენ.-თვალებში მოლოდინი გაუკრთა-“შენ მხოლოდ მიზეზი მომეცი”.
-მოგეხსენებათ,ამ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მამაკაცი მოკლეს...
-და ახლა უნდა დაგვკითხო,ბიჭო?იცი,მაინც სად მოხვედი?-პარლამენტარმა გიტარა მოისროლა და გაცეცხლებული შეაჩერდა-დაემშვიდობე მაგ შენ სამსახურს და დაჯექი სახლში,სანამ ცოცხალი ხარ.
-აქ არ ვარ ისე,როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი და დარწმუნებული ვარ,ამ საკითხზე თავადაც გაქვთ კითხვები.
-გაიტანე ეს რა,თუ ძმა ხარ...
-პირველი მსხვერპლი მნიშვნელოვანი აქციების მფლობელი იყო,ოფშერულ ზონებში არსებული რამდენიმე ბანკის მოწილე.ფულის გათეთრების საკმაოდ ძლიერი საშუალებები გააჩნდა,სათამაშო ბიზნესის ჩათვლით,მისი სიკვდილის შემდეგ მთელი ქონება მეუღლის სახელზე გადავიდა;მეორე მსხვერპლი-იურისტი. ცნობილი სწორედ იმით,რომ ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენთა დაცვა კარგად ეხერხებოდა,მეტიც,ის თავად თქვენი ადვოკატი იყო-ჭაღარას შეჰხედა-მისი სიკვდილის შემდეგ ვიფიქრე,რომ თუ ეს თქვენი სურვილით არ მოხდა,მაშინ დამნაშავეზე შურს მალევე იძიებდით და შემდეგი მკვლელობაც არ უნდა მომხდარიყო,ყველაფერს კი თქვენივე კოდექსები ახსნიდა,ხოლო თუ მკვლელობები კვლავ გაგრძელდებოდა,მაშინ სხვა რამ იყო სავარაუდო-მათი სიკვდილი თავადვე გსურდათ,მე კი აქ ვერაფერს გავხდებოდი,რადგანაც საკანონმდებლო ორგანო და თითქმის ყველა ჩემი ზემდგომი გიმაგრებთ ზურგს.
მკვლელობები გაგრძელდა,ყველაზე მთავარი კი ისაა,რომ გარდაიცვალა სასტუმროების ქსელის ახალგაზრდა მფლობელი,რომელსაც ,თავის დროზე,ფული უცნაურად სწრაფად გაუჩნდა და რამდენიმე წელიწადში ქალაქში ახალთახალი შენობები წამოჭიმა. რთული ნამდვილად არაა იმის გაგება,რომ ქვეყანაში უკანონოდ შემოსულ ფულს ათეთრებდა და ამასთან,თქვენივე ძმისშვილი იყო.
საკუთარი ოჯახის წევრს მოკლავდით? შესაძლოა,თუ კი სიტუაცია მოითხოვდა,მაგრამ მისი სიკვდილი არანაირად არ გაწყობდათ. ესე იგი,მკვლელობები თქვენი შეკვეთილი არაა და ვერც მკვლელს პოულობთ. როგორც უკვე ვთქვი,აქ თქვენს გამოსაკითხად არ მოვსულვარ,ჩვენ საერთო მტერი გვყავს,ამ საქმეში კი ყველაზე ჩახედული მე გახლავართ. ვფიქრობ,ნამდვილად არ გეყოლებათ ისეთი ადამიანი,რომელიც თითოეული დანაშაულის ცხელ კვალზე იდგა,ერთი ქვაც კი არ დაუტოვებია შეუმოწმებლად და ყველა იმ ადამიანს იცნობს,ვისაც ამ საქმესთან რაიმე კავშირი აქვს.ვინც არ უნდა დაიქირავოთ,ჩემზე ჩახედულს ვერ იპოვით,ამიტომაც საჭიროა,ერთმანეთს დავეხმაროთ. თქვენს ახალგაზრდა სისხლს სვამს ვიღაც,მომავალს გისპობთ და ეს ისეთივე აშკარაა,როგორც ის,ხელზე ხუთი თითი მაქვს.
დადუმდა და მისკენ მიმართულ სახეებს თვალი მოავლო. მტრული განწყობის მეტი ვერაფერი ამოიკითხა და რატომ? სისულელე არაა,სიძულვილი მხოლოდ იმიტომ,რომ ასეთი წესია?!
ადამიანებს საკუთარი პრინციპების მეტი არაფერი გაგვაჩნია,სწორედ ესაა სიყვარული,მეგობრობა ან პროფესია. ჩვენს მიერ არჩეულ გზას მივყვებით და თუ კი ამ გზაზე სხვა ბილიკებიც ჩნდება,ვეჭვდებით,სწორად მივდივართ თუ არა,ეს ეჭვი კი იმდენად გვიღრღნის სულს,რომ უარს ვამბობთ სწორის ძიებაზე და სხვა ბილიკებს თავს ვარიდებთ იმაზე ფიქრით,რომ მხოლოდ ჩვენი გზაა რეალური.
სწორი არჩევნის ხელიდან გაშვება მხოლოდ იმიტომ,რომ იგი არასწორზე გვიან გამოჩნდა-სწორედ ესაა ფიქრის უნარის მქონე არსების ტანჯვა.
-საიტერესო მონოლოგი იყო-კვლავ ჭაღარამ დაილაპარაკა-ახლა კი,წადი,სანამ ისევ ხუთი თითი გაქვს ხელზე.
იქ მყოფებმა მაშინვე შეაქციეს ზურგი ალექსს და როგორც ჩანდა,შეწყვეტილი საუბარი განაგრძეს. ალექსი წუთით კიდევ შეყოვნდა.
-მაქვეის რასისტი არ ყოფილა-ის ახალგაზრდა კაცი საუბრობდა,რომელიც მანამდე მისკენ თავგამოდებით იქაჩებოდა და აშკარად კმაყოფილი იყო,რომ ჭამა-სმას არ მოსწყვიტეს-უბრალოდ შავები ატარებდნენ დანაყოფში შავ მაისურს,რაც წესებს ეწინააღმდეგებოდა და ამანაც იმიტომ ჩაიცვა თეთრი.
-ბავშვების დახოცვა მაინც არასწორი იყო,თორე დალშე ყველაფერში ვეთანხმები...
ნელა დაუყვა კიბეებს და სამოქმედო გეგმაზე დაფიქრდა.
მკვლელს თუ ვერ იპოვიდა,სამუდამოდ ერთი ადგილის ტკეპნა მოუწევდა,ეს საქმე კი სიცოცხლის ბოლომდე არ მოასვენებდა.
იზას ნათქვამზე დაფიქრდა. გულის სიღრმეში ყოველთვის მიიჩნევდა,რომ მოღალატის იდეა დანაშაულში მახე იყო და რეალურად უფრო ღრმა მოტივთან ჰქონდა საქმე,თუმცა დამნაშავის სავარაუდო ფსიქოპორტრეტი ვერა და ვერ ჩამოაყალიბა,იბნეოდა.
კანონიერი ქურდები ამ საქმეში თავიდანვე ფიგურირებდნენ,თუმცა მათი იმედი დიდად არ უნდა ჰქონოდა,როლი კი ზედმეტად ბუნდოვანი იყო.
მათ გარეშე ქვეყანაში არც ერთი მნიშვნელოვანი დანაშაული არ ხდებოდა,ყოველთვის იყვნენ საქმის კურსში და თავადაც იცოტა,რომ სისულელე იყო მათთვის დახმარების შეთავაზება,თუმცა რეაქცია აინტერესებდა. თუნდაც უხმო,არავერბალური,მაგრამ მაინც ბევრისმთქმელი.
მისი ინფორმატორის მამა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტი იყო,მის თვალებში კი თავდაჯერება ნამდვილად არ ჩანდა.ისიც დაბნეული იყო,თუმცა რაღაც ისეთი ნამდვილად იცოდა,რაც ალექსმა არა.
სახლში გვიან ღამით მივიდა. საძინებელში ჩუმად შეიხედა,თუმცა საწოლი გასწორებული დახვდა. ალბათ,თეკლას მართლაც ჭკვაში დაუჯდა დედასთან წასვლის იდეაო,გაიფიქრა და კმაყოფილი დაბრუნდა სასტუმრო ოთახში.
ჭიქა და სასმლით სავსე ბოთლი აიღო,დივანზე დაჯდა და გონებაში არეულ სურათების დალაგება დაიწყო.

***
ბარის მყუდრო კუთხეში მოკალათებული ელოდა კაცის მოსვლას. იცოდა,მალე იქ იქნებოდა. მისი წყაროები არასდროს ცდებოდნენ.
ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი აირჩია და საუბარი გაუბა,ოტოს შემოსვლისთანავე კი მასთან უფრო ახლოს მიიწია და წელში გასწორდა.
-ამის ერთი აბი და ეგრევე ცაში აფრინდები-მოსაუბრემ ეშმაკურად დაანახა ხელში ჩაბღუჯული პატარა, გამჭირვალე პარკი-ძაან დიდი იშვიათობაა,მარა მე ჩემი ხალხი მყავს.
ეტყობოდა,ძალიან ამაყობდა იმ ფაქტით,რომ ძლიერი ნარკოტიკით გოგონების გაბრუება და ამ გზით მათთან სექსუალური კავშირის დამყარება შეეძლო.
-რად გინდა? ახალგაზრდა ხარ,ჯანმრთელი,სხეულს ამით რატომ იზიანებ?-მკაცრად შეჰხედა-ისე არ გი*გება თუ ტვინი ვერ გყოფნის,ბიჭი?
-რა ბებიჩემივით ლაპარაკობ-დაბნეულად გაიცინა-ასწორებს,რა. გასინჯე და მიხვდები,მაგ დაძაბულობასაც მოგიხსნის.
-მაჩვენე,აბა.-პარკი ჩამოართვა და წამოდგა-ტუალეტში გავალ.
-აქ რისი გერიდება?
ოტოს მზერა იგრძნო,თუმცა არ შეიმჩნია. კაცი მაგიდასთან მიმჯდარიყო და თვალს არ აშორებდა.
-შენც წამოდი.-ნაძალადევად გაუღიმა.
-ო-ო,სექსი ტუალეტში-ხელები მოისრისა და ღიმილით წამოდგა-მე კიდევ მეგონა,დიდ ხანს დაიფასებდი თავს და ტვინს მომი*ნავდი-გაჰყვა და თან საუბარს აგრძელებდა-არა,მაგასაც მოითმენს შენგან კაცი,ძაან მაგარ ვიდზე ხარ.
-ვერ შეგედავები-კაცების ტუალეტში ყოველთვის მეტი სიმშვიდე იყო,ამიტომაც თამამად შეაღო კარი და კმაყოფილმა შენიშნა,რომ იქ არავინ იყო.
-კარი დაკეტე-გასცა ბრძანება,რომელიც კაცმა სიხარულით შეუსრულა. ათიოდე ტაბლეტი ხელზე გადმოიყარა და კაბინისკენ დაიძრა.
-ე-ე,რას შვები,მაგდენი არ შეიძლება,ერთიც საკმარისია...-უკან დაედევნა,თუმცა სანამ რაიმეს გააზრებას მოასწრებდა,ქალმა ხელში ჩაბღუჯული ტაბლეტები უნიტაზში ისროლა და ჩარეცხა. მათი ყოფიკი მესაკუთრე კი შოკისგან წამით ადგილზე შედგა,შემდეგ კი დაიღრიალა.
-გაგიჟდი? შე კა*პა,იცი მაინც,რა ღირს?
თითქმის მაშინვე სხეულზე აეკრა,ერთი ხელი ყელზე მოუჭირა,ხოლო მეორეთი თმებზე მოქაჩა,თუმცა ეს მდგომარეობა დიდ ხანს ვერ შეინარჩუნა. წითელთმიანმა ძლიერად მოჰკიდა ხელი,ყელიდან მოაშორებინა,შემდეგ ფეხებ შუა მუხლი მთელი ძალით ამოჰკრა და კმაყოფილი შეაჩერდა,თუ როგორ დაიკლაკნა ტკივილისაგან.შემდეგ ქეჩოში წვდა,უნიტაზამდე მიათრია და შეჰყვირა.
-რამდენი გოგო მოატყუე ასე?
-ვინ ჩემი *** ხარ?-ამოიხავლა კაცმა,რის საპასუხოდაც ცხვირით გადაეშვა უნიტაზში. ცოტაოდენი წვალების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჰაერს და მაშინვე ამოთქვა-რა მოვატყუე,ოღონდ ნარკოტიკი უხსენოს კაცმა და ეგრევე ზედ გახტებიან... -კიდევ ერთხელ ჩაყვინთა.
-აღიარე,აპარებდი,არა?-ჰკითხა ცივი ხმით.
-მხოლოდ რამდენჯერმე...-ახლა უნიტაზის კიდეზე მიაჯახა შუბლით და ტუჩები ზიზღით მოკუმა.
-საზიზღრობა ხარ,ისევე,როგორც ყველა მამაკაცი!
ხელები გადაიბანა და საპირფარეშოს კარი გააღო. რამდენიმე მამაკაცი ილოდებოდა,ინტერესით შეიჭყიტეს კარში და მის უკან გამობობღებული,დაბეგვილი სხეული გაოგნებულებმა შეათვალიერეს.
-ეს ღორი ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა-თქვა და გამომწვევად შეაჩერდა.
-აბა რა გეგონა,ტუალეტში რომ მიჰყვებოდი?სერენადებს წაგიკითხავდა?-სიცილით ჰკითხა ერთ-ერთმა.
მწვანე თვალები გაავებულმა შეანათა.
-მოდი,მე მოგიოატიჟებ ტუალეტში და ყელს გამოგჭრი,მერე კი ვიტყვი,აბა რა ეგონა-მეთქი. როგორია?
პასუხს არ დალოდებია,ღიმილით დაუბრუნდა თავის ადგილს,სადაც იცოდა,რომ ელოდნენ.
-ისიამოვნე?-მკაცრად ჰკითხა ოტომ და სიგარეტის ბოლი სახეში შეაფრქვია.
უხმოდ გაჰხედა ორ მამაკაცს,რომლებიც ნაცემს მოათრევდნენ და ბედნიერმა გაუღიმა.
-ძალიან.
ოტომ მისი მზერის მიმართულებით გაიხედა და წამით გახევდა.
-საშიში ვინმე ხარ,არიელ.
-ასეთი რაღაცები აღმაგზნებს-მომაჯადოვებლად გაუღიმა.
-რა დამთხვევაა.
-ცოლ-შვილი როგორ გყავს?
-მშვენივრად,უქმეებზე აგარაკზე გავაგზავნე.
-და შენ რატომ არ ხარ მათთან?
-იმიტომ,რომ შენთან უნდა ვიყო.
-ჩავთვალოთ,რომ დავიჯერე.
-არ გაგიშვებ,არიელ. სანამ შეგხვდებოდი,უკვე ვისწავლე,რომ რაც გინდა,იმისთვის უნდა იბრძოლო.არ არსებობს უბრალოდ “მინდა”,ყველას ფეხებზე ჰკიდია,სანამ ბრძოლას არ იწყებ. ჰო,ცოლი მყავს,შვილები,მაგრამ ვერაფერი შემაჩერებს,თუ სხვა რამ მინდა. ბედნიერებაზე უარს ვერ ვიტყვი იმ მიზეზით,რომ ვიღაცას ეს არ მოეწონება.
-თავისუფალი კაცი ყოფილხარ.
-წამოდი ჩემთან,აქაურობა უკვე ნერვებს მიშლის.
-რატომ?
-იმიტომ,რომ აქ სექსი არ მესიამოვნება.შენზე გაბრაზებული ვარ,სხვას გაჰყევი,რათა მეეჭვიანა,ამიტომაც უნდა დაისაჯო.
-იმედია,საინტერესოდ დამსჯი.
წამოდგა,კაცს ხელკავი გამოსდო და მასთან ერთად გაემართა გასასვლელისკენ.

***
თავზე ხელის ნაზმა შეხებამ გამოაღვიძა. თეკლა დაბრუნებულიყო,დივანზე მის გვერდით დამჯდარიყო და ღიმილით აკვირდებოდა.
-მარტოსული წვეულება გქონდა?-ცარიელ ბოთლზე ანიშნა-ხომ გთხოვე,სახლში არ მოწიო-მეთქი?
-რომელი საათია?-სწრაფად წამოდგა და მობილური დაძებნა.
-დღეს კვირაა,ლექს,სახლში ხარ.
კალენდარი გადაამოწმა და თავი მოიქექა.
-დამავიწდა.
-იმდენად გადაერთე,რომ ერთი დღეც აღარ გინდა სამსახურის გარეშე-უკმაყოფილოდ ასწია ტუჩები.
-ორშაბათი იწყება შაბათს-გაუღიმა.
-რა?
-ხომ გითხარი,წაიკითხე-მეთქი.
-ა-ა,ის წიგნი. მაინც რატომ იწყება ორშაბათი შაბათს?
-იმიტომ რომ,თუ კი საყვარელ საქმეს აკეთებ,დასვენება არ გჭირდება,არც შაბათ-კვირას,ამოტომაც უქმეებზე იწყევა სამუშაო დღეები-ორშაბათი შაბათს.
-ფილოსოფიურ ხასიათზე ხარ?-ჩაიკისკისა და მოწყვეტით აკოცა-წავალ,წყალს გადავივლებ,წუხელ დედას ოთხივე კატა ჩემს საწოლში იწვა.
-სითბო უყვართ-მიბრუნებულს უკანალზე ხელი მიარტყა და ღიმილით წამოდგა-იქნებ,კარგიც კი იყო ერთი დღის სახლში გატარება.
თეკლასთან გაუცხოება თავისი ბრალი იყო,ამას ხვდებოდა. იქნებ,ცოტა მეტ დროს თუ გაატარებდა ცოლთან,ის ძველი ურთიერთობა დაბრუნდებოდა,რაც სტუდენტობის დროს ასე აღაფრთოვანებდა.
მაშინ ბევრი დრო ჰქონდა,გაცილებით მეტს კითხულობდა და ფილმებსაც კი უყურებდა,ახლა კი,სამსახურის გამო საკუთარი ცხოვრება აღარც კი ახსოვდა. სულიერი განვითარება აკლდა,რაც ნებისმიერ მოაზროვნე არსებას სჭირდება. ახლის შესწავლა,იმისი,რაც საჭირო არაა,მაგრამ გიზიდავს.
სამზარეულოში გადაინაცვლა და გაახსენდა,რომ ალბათ თვეები იყო გასული მას შემდეგ,რაც საკუთარი ხელით მოიმზადა საჭმელი.
კვერცხი ათქვიფა,მწვანილები დაჭრა და ომლეტი მოამზადა,პარალელურად ყავა მოამზადა და აბაზანიდან დაბრუნებულ თეკლას თვითკმაყოფილი მზერით შეეგება.
-აბაზანაში ფეხი ამისრიალდა,თავი დავარტყი და მოვკვდი? ახლა სამოთხეში ვარ?-გაოგნებულმა გაიცინა ქალმა და ინტერესით შეაჩერდა მეუღლეს-როგორ მომენატრე.-წამში დაუსევდიანდა თვალები.
-თე,არ გინდა რა,მოდი ჩემთან-თვალზე ცრემლმომდგარი ცოლი მიიხუტა და გულში მწვავე ჩხვლეტა იგრძნო-მაპატიე,რომ ასე ხდება,მაგრამ უნდა გავუძლოთ,გაიგე?
-რას უნდა გავუძლოთ?
-ამ ყველაფერს. ჩვენ ხომ მაგრები ვართ? სანამ ცოლად მოგიყვანდი,სამი წელი ისე გავიდა,ვერაფერი მოგვერია.
-მაშინ სხვანაირად იყო...
-ხო,ახლა უფრო გავიზარდეთ,მეტი სადარდებელი გვაქვს,მაგრამ ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ. მე ვიბრძვი,ოღონდ შენს გარეშე ვერ გავიმარჯვებ.
-ვის ებრძვი,ალექს?-აბრჭყვიალებული თვალები შეანათა.
-საკუთარ თავს,მაგრამ ჯერ-ჯერობით,ვიმარჯვებ.
-მითხარი,სხვა ქალებისკენ მიიწევს ეგ საკუთარი თავი?-კითხვა ბუნებრივად გამოუვიდა.ისე,რომ დაძაბულობა არ დასტყობია.
-უფრო იმისკენ მიიწევს,რომ გამომცადოს,სადამდე შემიძლია მისვლა.თითქოს სჯერა,რომ ზღვარს არ გადააბიჯებს,თუმცა ვიცი,როცა ზღვართან მივა,უკან ვეღარ მობრუნდება. მანამდე უნდა შეჩერდე,სანამ ამის შესაძლებლობა გაქვს.
-სანამ შეგიძლია-გაიმეორა თეკლამ და თვალი აარიდა.
-კვირა დღე ყირა-დღე-დაიღრიალა,ქალს წელზე ხელი მოჰიდა,აიტაცა და ოსტატურად ამოატრიალა ისე,რომ თავით მიწისკენ აღმოჩნდა-ვინც მოიწყენს,ის ჩაიწყენს-გაიცინა და თეკლას კივილი გადაფარა.-დამნებდი!
-მხიარული ვარ! გნებდები!-გადაიკისკისა.
-ვერ გავიგე?მაქედან არ ისმის კარგად!
-საიდან გაგახსენდა?-ამოიკნავლა.
-სულ მახსოვს!
-აღარ მოვიწყენ,თვალებს არ ავატრიალებ და წყენებს ცივ წყალს გავატან-ხელები გაშალა-ახლა დამაბრუნე.
-დროებითი ვიზა!
დივანზე დააბერტყა და ღიმილით ჩაკოცნა.
-სულ ასე იყავი,რა!-ვერდრებით შემოჰხვია ხელები ქალმა.
ტელეფონის ზარი გაისმა,ალექსი სწრაფად გადასწვდა მობილურს,ცოლს ცხვირზე საჩვენებელი თითი დაჰკრა და უპასუხა.
-გისმენთ... დიახ,მე გახლავართ... უკაცრავად,ვისი დედა? ნენსი?...-თეკლეს დაბნეული თვალებით შეაჩერდა და წამოიძახა-ნენსი!..-შვილები,გილოცავთ-თავი გაიქნია,იმის სანიშნებლად,რომ ვერაფერი გაიგო.ცოტა ხნით დადუმდა,ალბათ მოსაუბრე რაღაცას უხსნიდა,ბოლოს დაილაპარაკა-ძალიან საყვარელი ლეკვები ყოფილან-თვალები აატრიალა და თეკლას ტანჯული მზერით გაჰხედა-ვერ გავიგე,ანუ... არა,არა,რა თქმა უნდა,გამიხარდება. უფრო სწორად,ამაზე არ მიფიქრია,თუმცა სიამოვნებით მივიღებ ამ საჩუქარს-გაიღიმა.-საჭირო არაა,თავად მოვალ.
-ვინ იყო? ახლა არ მითხრა,რომ ნენსი დრიუ-თეკლა მაგიდას მიუჯდა და უკვე გაციებული ყავა მოსვა.
-გახსოვს,ადრე ძაღლზე რომ გიყვებოდი,ძალიან ჭკვიანია და პატრონს ბევრი ვეხვეწე-მეთქი-ომლეტი წამში გადასანსლა და აღფრთოვანებული მიაჩერდა-მის პატრონს არ დავვიწყებივარ,ნენსის შვილები ეყოლა და ერთს გაჩუქებო.
-კარგი ამინდია გარეთ,არა?-ინტერესით გაჰხედა ქალნა ფანჯარას.
-ახლა წავალ და პატარა,ფუმფულა არსებას მოგიყვან.
-რომელიც ჩემი გასაზრდელი იქნება!
-ნუ გგონია,რომ მხოლოდ შენ დაგითმობ-უკვე ქურთუკს იცვამდა.
-ალექსრანდრე!
-თეკლიკო!
-პატარა ბინაა,ძაღლი სად უნდა წავიყვანოთ?
-დატრიალდი შენებურად,სუფრა გააწყე,ქათამი დაკალი,კაცი მომყავს კაცური!
კარში გაუჩინარდა და ცოლს ჰაეროვანი კოცნა დაუტოვა.
-ჯანდაბა...-თეკლა სკამზე გადაესვენა.
ძალიან უდოდა იმის დაჯერება,რომ მათი ოჯახური ცხოვრება ბედნიერად გაგრძელდებოდა,თუმცა ხვდებოდა,ქმრის სახის დანახვისას სევდის გარდა არანაირი გრძნობა აღარ უჩნდებოდა.
სიყვარულის რწმენა ნელ-ნელა უქრებოდა,ის,რაც ადრე ღმერთზე მეტად სწამდა,ახლა აბეზარ ფიქრებად ქცეულიყო.
- რა მოხდება ასე,ისე,სხვანაირად რომ მოვიქცე,იქ რომ არ წავიდეს,ასე რომ არ გააკეთოს-ნერვიულად აწვალებდა თმის კულულს და თავს ევედრებოდა,ცოტა ხნით მაინც შეეწყვიტა ფიქრი.
ყველაზე ცუდი ამაში ის იყო,რომ წარსულში გამქრალი სიყვარული მომავალსაც ეჭვ ქვეშ აყენებდა.-სხვა რომ შემიყვარდეს? როგორ უნდა შემიყვარდეს,თუ მეცოდინება,რომ ერთ დღესაც ისე ვეღარ შემომხედავს და მეც მხოლოდ მეხსიერებაში შემორჩენილი გრძნობით ვუპასუხებ. ვიცი,როგორია შეყვარებული თვალები და ასეთ თვალებს მივიღებ მაშინაც,როდესაც აღარ მეყვარება მხოლოდ იმიტომ,რომ საკუთარი თავი მოვატყუო და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად...
მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის კარგად სწავლობდა,მისთვის მთავარი მაინც ურთიერთობები იყო. ეგონა,რომ ალექსთან ყოველთვის ბედნიერი იქნებოდა და ნებისმიერ პრობლემას მასთან ერთად გადაწყვეტდა,თუმცა დროის გასვლასთან ერთად მიხვდა,რომ შეუძლებელია ვინმესთან ბოლომდე გულწრფელი იყოს ადამიანი,რადგანაც საკუთარ თავთანაც კი არაა არასდროს.
ის და ალექსი გაიზარდნენ,შეიცვალნენ,სხვა და სხვა სურვილები გაუჩნდათ და ერთმანეთს ჩამოშორდნენ. ეს ალექსის დატვირთული გრაფიკის ბრალი არ იყო,უბრალოდ ასე მოხდა და დამნაშავე არავინ იყო.
მთავარი კითხვა-როგორ უნდა მოქცეულიყო,მაინც პასუხგაუცემელი რჩებოდა.
ხანდახან სახლის დალაგებისას,საჭმლის კეთებისას ან ფილმის მარტოობაში ყურებისას,ქმარი სიგიჟემდე სძულდა. ყველაფერს მას აბრალებდა და საკუთარი თავის მსხვერპლის ამპლუაში წარმოდგენა მოსწონდა კიდეც,თუმცა იყო მომენტები,როდესაც ხვდებოდა,ეს მხოლოდ მისი პრობლემაც იყო. ამის გამო წამდაუწუმ უმეორებდა ქმარს და საკუთარ თავს,თუ როგორ უყვარდა,თუმცა რაც უფრო ხშირად ამბობდა ამ სიტყვად,მეტაფ ეჭვდებოდა მის რეალურობაში.ეს წყალწაღებულის ხავსზე ჩაჭიდების მსგავსი იყო.
ალექსი ორიოდე საათში დაბრუნდა,ხელში ყავისფერი გოგრგალი ეჭირა და იმაზე გაცილებით ბედნიერად იკრიჭებოდა,ვიდრე საკუთარ ქორწილში.
მთელი დარჩენილი დრო სახელის მოფიქრებაში გაატარეს,რომლის განმავლობაში ლეკვმა ხის მაგიდის ორი ფეხი დაღრღნა,თეკლას ცალი ფეხსაცმელი იმსხვერპლა და ალექსის ჩუსტებით საძინებელი მოიწყო.
-ამის მოყვანას ისევ უცხოპლანეტელი გვეშვილა,ჯობდა!-მძინარე ლეკვს ამრეზილმა დაჰხედა და დანანებით შეათვალიერა ქუსლმოღრღნილი ფეხსაცმელი.
-აბეზარია-სიყვარულით მიეფერა ალექსი და თეკლას გახარებულმა შეჰხედა-გენიოსი ხარ!
-ახლა მიხვდი მაგას?
-სტიჩი!
-რა სტიჩი!
-უცხოპლანეტელი სტიჩი,რა გჭირს?!სტიჩ!-დაიძახა და ლეკვმა პატარა ყურები მაშინვე დაცქვიტა-მოდი მამიკოსთან-ყავისფერი ბურთულა საძინებელს მოშორდა და პატრონისკენ გაცუხცუხდა-ჭკვიანი ბიჭი გაიზრდება,აი,ნახავ!

***
დიდი ხანი გასულიყო მას შემდეგ,რაც ფიზიკური სიამოვნება განეცადა,თუმცა ახლა ყველაფერი აღაგზნებდა-საქმე,რომელიც უნდა გაეკეთებინა,ადრენალინი,რომელიც ბარში იმ არამზადის დასჯისას მიიღო,ოტოს მომთხოვნი ალერსი,მისი უხეში ხელები,რომლებსაც სრულყოფილ ტანზე გრძნობდა. საკუთარი სილამაზე ანიჭებდა სიამოვნებას,თითქოს მამაკაცის თითებიდან თავად გრძნობდა საკუთარ სხეულს,თავად იღებდა ორმაგ სიამოვნებას,მამაკაცის წილი კმაყოფილებაც თვითონვე მიესაკუთრებინა და კულმინაციის მომენტიც,რომელიც დიდი ხანია,რაც არ გამოეცადა,გაორმაგებულაფ შეიგრძნო.
ღრმად სუნთქავდა და ფიქრობდა,რომ ასეთ სიამოვნებას ჯერ ვერ დათმობდა.
-აქ დამელოდე,დაისვენე-ოტო წამოდგა,მისკენ დაიხარა,მკერდი მონდომებით დაუკოცნა,მტკივნეულად უკბინა და ღიმილით მიაშურა სააბაზანოს.
როგორც კი კაცი გაუჩინარდა,მაშინვე მის მობილურს დასწვდა.
საათი ღამის ორის ნახევარს უჩვენებდა. დრო კიდევ ჰქონდა. წყლის ხმაური მოესმა.წამოდგა,სარკეში საკუთარი სხეული შეათვალიერა,წელზე ხელები შემოიხვია,მკერდამდე ნელა აატარა,ძუძუსთავებზე თითები მოუჭირა და კვლავ ვნების მოზღვავება იგრძნო.
-რა მოხდა? ცოტას გავერთობი,მეტი არაფერი-შეუძახა ანარეკლს,სააბაზანოში შეაჭრა და შხაპის ქვეშ მდგარ ოტოს ირონიულად მიაჩერდა.
-ისვენებ?
-მეგონა,შენ გინოდოდა დასვენება-ჩაიცინა კაცმა და წყალი გადაკეტა.
-მოდი-თითი დაუქნია და მუხლებზე დადგა.
-მაგიჟებ!-მიუახლოვდა,ზემოდან დაჰხედა,თმაზე მიეფერა და მიიზიდა.
-თავად მთხოვე-უმანკო მზერა მიიღო,ინტერესით ჩაბღუჯა მისი *სო და ნელა აატარა ტუჩები.
ოტოს გმინვამ ტვინი სასიამოვნოდ დაუბუჟა.
ძალაუფლება. ის იმასთანაა,ვინც ბოროტებას ემხრობა,ვისთვისაც წესები არ არსებობს და ყველაფერი დასაშვებოა. მას სინდისი არ გააჩნდა,არც მომავლის რწმენა და უკეთესი ცხოვრების სურვილი. მისთვის ყველაფერი უბრალო სურვილებამდე დადიოდა მანამ,სანამ გაქრებოდა,დიადი მიზანიც კი არ გააჩნდა,სხვებისგან განსხვავებით,ამიტომ ჰქონდა გაცილებით მეტი ძალაუფლება.

სამჯერ მისცა კაცს უფლება,მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა.
ბოლოს,როდესაც მშვიდად მძინარე დაიგულა,ფრთხილად წამოდგა,ფეხსაცმელებს დასწვდა და ქუსლში ჩამალული სამართებელი უხმაუროდ ამოაძვრინა.
შიშველ სხეულს ზემოდან მოექცა,კაცმა თვალები შეარხია და ნახევრად სიზმრებში მყოფმა,წვრილ წელზე მოჰკიდა ხელები-კიდევ გინდა?
ფეხებს შორის სიმაგრე იგრძნო,თუმცა იცოდა,მეტი დრო აღარ ჰქონდა.
თმებში ხელი შეუცურა,ყელზე ენა ვნებიანად აუსვა და ყურში უჩირჩულა.
-ნამდვილად მინდიხარ,მაგრამ მოღალატეებს ვერ ვიტან,ოტო-ლოყაზდ ეამბორა და ყელზე სამართებელი მიაბჯინა.
კაცმა თვალები ფართოდ გაახილა და გამოფხიზლებულმა ჩაიცინა.
-ახალი თამაში,მომწონს!
-მეც,რომ იცოდე,როგორი სახალისოა!-სამართებელი უსწრაფესად დაუსვა ყელზე და მაშივნე იგრხნო თბილი სისხლი სახესა და ხელებზე.
მკრთალ შუქზე ხედავდა საყვარელ სცენას-თვალებს,რომლებსაც სიცოცხლე ნელ-ნელა ტოვებდა,მისი სახე კი სამარადისოდ გაიყინებოდა ამ მზერაში.
გაკვირვება,შიში,სიბრაზე,სასოწარკვეთა,ვედრება და ბოლოს სიცარიელე.
მომაკვდავის ხროტინი ნელ-ნელა მიწყდა. ხელები მოაშორა,თვალებიდან სისხლი მოიწმინდა და ტუჩები მოილოკა.
-გემრიელი იყავი-ღიმილით უჩურჩულა გვამს და სააბაზანოს მიაშურა.
სწრაფად ჩამოიბანა სახიდან და ხელებიდან სისხლი,თაროებზე საწმენდი საშუალება დაძებნა,ნიჟარა და კაფელი გულმოდგინედ გახეხა,ოთახში დაბრუნებულმა ტანსაცმელი გადაიცვა და უკანმოუხედავად დატოვა სახლი.
რამდენიმე კვარტალი ფეხით გაიარა,შემდეგ პატარა ჩანთიდან მობილური ამოაძვრინა და ნომერი აკრიფა.
-კამერები როდის ჩაირთო?-მისალმების გარეშე იკითხა.
-ხუთი წუთის წინ. მოასწარი? ამდენი ხანი სად იყავი?-გაისმა პასუხად.
-მოვასწარი.
-კარგია. ხვალ დიდი დღე გველის.
-თუ იპოვეს.
-მზად უნდა იყო,ისევ მოვა. შესანიშნავი ალღო აქვს.
-როდის მორჩები მაგაზე **რევას?
-ალბათ,არასდროს.
-წავედი,ხვალ საღამოს ათზე მოვალ,იქ დამხვდი.
-შევეცდები.
-იქ დამხვდი-გაიმეორა,ტელეფონი გათიშა,ასფალტზე დააგდო და ქუსლით ძლიერად ჩაამტვრია.
მიმოიხედა,დარწმუნდა,რომ იმ ქუჩაზე იყო,სადაც კამერები არ უყურებდნენ,ტელეფონის ნამსხვრევები ნაგვის ურნაში მოისროლა,თითებს ისე დაეჯაჯგურა,თითქოს ტყავის აძრობას ცდილობსო,გამჭვირვალე საფარი ათივე თითიდან მოიშორა და სამართებელთან ერთად ტელეფონის გზას გაუყენა.

***
უკვე სამსახურში მყოფი,შუბლშეჭმუხნული კითხულობდა მორიგი ექსპერტიზის დასკვნას,როდესაც ტელეფონი აწკრიალდა.
ეკრანს დაჰხედა და გაკვირვებულმა ასწია წარბები-ცოლის დედა ურეკავდა.
-ალექს,საყვარელო-გამარჯობის გარეშე წააყარა ქალმა-გილოცავ დღევანდელ დღეს!
დაფიქრდა,რაიმე მნიშვნელოვანი თარიღი ხომ არ დამავიწყდაო,თუმცა თეკლეს ბებიებიდან დაწყებული,გარდაცვლილი კატებით დამთავრებული,ყველას დაბადების დღე ახსოვდა.
-რა დღეა,ქალბატონო ირა?-ჰკითხა ბოლოს.
-ღირსი ბასილი დიდის ხსენებისა!-ისეთი ინტონაციით უპასუხა ქალმა,ლამის მართლა შერცხვა,ეს როგორ არ ვიციო.
-მეც გილოცავთ,მრავალს დაესწარით-დაპროგრამებულივით ამოთქვა.
-მარტო ამიტომ არ გირეკავ დედი,რა არის ასეთი დაკარგვა,რა საქციელია
-ხომ იცით,ჩემი დატვირთული გრაფიკის ამბავი-ენა ვერაფრით მოუბრუნდა,რომ ეთქვა,თავად გვეწვიეო.
-ხომ იცი,მე ჩემს ფისოებს ვერ ვტოვებ,როგორმე გამონახე სამსახურის შემდეგ ერთი საათი და მესტუმრეთ,თეკლას აღარც ვეუბნები,ეგ სულ იმას გაიძახის-ალეს ვკითხავ,ალე როცა იტყვის- ხმა დააწვრილა ქალმა-ვიცი,რომ დაკავებული ხარ,მაგრამ შვილის ნახვაც მინდა,სიძეს კიდევ ვინ ჩივის,ის კიდევ უშენოდ არ მოდის,არა და მთელი თვეა მპირდება.
ნაძალადევი ღიმილი სახეზე შეეყინა,მზერა გაუშტერდა და მის შიგნით ვიღახ ცხოვრების ირონიულობაზე ახარხარდა.
რამდენი ეწვალა,როგორ აღარ ეცადა,არ დანებებულიყო,თელკას სიყვარულზე მეტად მომავლის რწმენა ადარდებდა. არ უნდოდა,მთელი ცხოვრება მოღალატის სტატუსით გაეტარებინა,დამნაშავედ ცხოვრება არ ხიბლავდა.სისუსტეს ვერ იტანდა და იცოდა,საკუთარ თავს ამას არ აპატიებდა,მაგრამ...
ყურმილი დაუმშვიდობებლად გათიშა,მობეზრებით მოიშორა და კვლავ ფურცლებს ჩააჩერდა.
ნახევარი საათი ჰქონდა თვალი გაშტერებული ერთ სიტყვაზე,შემედეგ სწრაფად წამოდგა,იზას კაბინეტს მიაშურა და დაუკაკუნებლად შეაღო.
-მოსე ციხელზე ინფორმაცია მინდა. მეტი-უთხრა სწრაფად-ის არა,რაც ოფიციალურ დოკუმეტებშია. რამე ქალური ამბით უნდა გაარკვიო,ვინ ტრიალებს მის წრეში ისეთი,ვინც ჩვენი დანაშაულის მსხვერპლის კრიტერიუმებს ერგება.
-მოსე ციხელი? კანონიერი ქურდი?-დაიბნა და ლამაზი თვალები აახამხამა-ეგ რა შუაშუა,
-ხომ გითხარი,საქმე კარგად წაიკითხე-მეთქი. სავარაუდო მსვერპლთა სია გვჭირდება.
-კაი ჰო,რამეს ვიზამ. რა გჭირს?-წამოდგა და მიუახლოვდა-ფერი არ გადევს.
მისკენ მომავალის ტანის რხევა ისეთი მიმზიდველი აღარ ეჩვენა. ქალმა ხელები მოჰხვია და ლოყაზე ლოყა მიადო.
-ვინ გაგაბრაზა? მითხარი და ხომ იცი...-ეშმაკურად გაუღიმა.
-სახლში უნდა წავიდე,ცოტა ხნით-უკან დაიხია და სწრაფად მიბრუნდა-შენ ეგ გაარკვიე რა.
-ჯილდო?
-რა ჯილდო?
-რას მივიღებ სანაცვლოდ?
-ჩემს ... -წამით შეჩერდა და გაეღიმა-გულითად მადლობას.
-იფიქრე დამატებაზე,დიდი ვერაფერი სტიმულია,პირველი ვარიანტი სჯობდა-კართან დააწია იზამ და კვლავ გააღიმა.
სახლში ისე მივიდა,ფიქრისთვის ძალა ვერ მოიკრიბა.
ვერ იხსენებდა,თუ რა უნდა ეთქვა,ეკითხა,ეყვირა...
კარი დაკეტილი დახვდა,არც ზარზე ყოფილა პასუხი,ამიტომაც თავისი გასაღებით გააღო და მაშინვე ეტაკა ფეხებში სტიჩი.
ყეფითა და წკმუტუნით აიკლო,ამიტომაც ხელში აიყვანა,დივანთან მივიდა,იატაკზე დაჯდა და ლეკვი მკერდზე მიიხუტა.
ამიერიდან მარტოები იქნებოდნენ და ეს თითქოს ისევე ათავისუფლებდა,რამდენადაც ამწუხრებდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



როგორ მიყვარს შენს ისტორიაზე პირველი რომ ვარ ❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
როგორ მიყვარს შენს ისტორიაზე პირველი რომ ვარ ❤❤❤

მე მიყვარს,როცა შენს ასეთ კომენტარს ვხედავ♥️♥️ კი არა და ვგიჟდები♥️♥️♥️

 


Alice76
რუსკიმარუსია
როგორ მიყვარს შენს ისტორიაზე პირველი რომ ვარ ❤❤❤

მე მიყვარს,როცა შენს ასეთ კომენტარს ვხედავ♥️♥️ კი არა და ვგიჟდები♥️♥️♥️

ღმერთო რა იყო ეს! როგორი დაძაბული ვკითხულობდი ვერ წარმოიდგენ, ბოლო მომენტზე ნერვიულობისგან ხელებიც კი ამიკანკალდა. ისეთ ემოციებში ვარ ვერ ვალაგებ აზრს რა უნდა გითხრა. ახლა მარტო იმის გააანალიზება შემიძლია, რომ არ მინდა ამათი ოჯახი დაინგრეს, დანარჩენს კარგად რომ გავიაზრებ მერე გეტყვი . ❤

 


№4  offline წევრი kora

პირველივე თავიდან თეკლაზე მაქვს ცუდი ეჭვები და საშინლად არ მინდა :( იზას რაღაც ისე ვერ ვიტან, რომ გულიც კი მერევე მაგ ქალზე. საერთოდაც, ცოლ-ქმარს რაც არ უნდა არეული ურთიერთობა ქონდეთ, მაინც ზიზღს იწვევს ქალი, რომელიც ცოლინის შეცდენას ცდილობს! ისტორიაში გამოკვეთილი გამოძიებაც ხომ რაღაც კუთხით სწორედ მოღალატე ადამიანების მოულოდნელ სიკვდილზეა დაფუძნებული. ვიყო ბოროტიც, მაგრამ მაინც ვიყვი, რომ არცერთი მოღალატე არ მებრალება! მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მოღალატეებად აი ის იზასნაირი ქალები აქცევენ კაცებს, თუმცა, ცხადია, მარტო ერთ მხარეზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი.
გამოძიება მაინტერესებს და ნაწილობრივ გასაგებიცაა ის მთავარი კვანძი, რამაც გამოიწვია ამდენი მსხვერპლი. მაინც არ შემიძლია ხაზი არ გავუსვი იმ ფაქტს, რომ ალექსის და თეკლას მდგომარეობა მაწუხებს. ზოგადად განვიცდი, როცა წყვილის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, რაც ახლა ამათ აქვთ. რეალურ ცხოვრებაში ამ ფაქტებს ვერ გავურბივართ და ალბათ ესაა მიზეზი იმ მძაფრი რეაქციისა, რომ ისტორიაში მაინც გინდება ასე ნათლად გაბატონებული სტერეოტიპების მსხვრევა დაინახო.
მთლაინ ჯამში საკმაოდ ჩამთრევი ისტორიაა, ყველა დეტალზე გაფიქრებს და პერსონაჟების ცხოვრებისთვის ნაბიჯის აწყობას გაიძულება. არ ჰგავს შენს სხვა ისტორიებს და მაინც იგივე ემოციით ვუცდი შემდეგ თავს, როგორც შენს ყველა სხვა დანარჩენ ისტორიას ვუცდიდი.
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი M∆IIå Beŧa^°

პირველი მოთხრობაა რომლის ყველა პერსონაჟი მძულს და ნერვებს მიშლის://
ამ მოთხრობაში ყ ვ ე ლ ა მოღალატეა, ყ ვ ე ლ ა. არ ვიცი რა ვთქვა, მოთხრობა გამართულია? და ბლაა ეგეთებს ხომ იცი მე არ გეტყვი შენ:დ უბრალოდ სტაჟი არაა ქართული სიტყვა და სწორია გამოცდილება.
ზოგადად შენს ნაწერს რომ ვკითხულობ, რა თქმა უნდა შეცდომები გექნება, მაგრამ მე ვერასდროს ვერ ვიჭერ. მიკერძოებული ვარ შენზე და ამის ბრალია ზუსტად ეგ, რაც არ მომწონს, მაგრამ რა ვიზამთ:დ

 


№6  offline წევრი სიბილა

მდააააააააა

 


№7  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
Alice76
რუსკიმარუსია
როგორ მიყვარს შენს ისტორიაზე პირველი რომ ვარ ❤❤❤

მე მიყვარს,როცა შენს ასეთ კომენტარს ვხედავ♥️♥️ კი არა და ვგიჟდები♥️♥️♥️

ღმერთო რა იყო ეს! როგორი დაძაბული ვკითხულობდი ვერ წარმოიდგენ, ბოლო მომენტზე ნერვიულობისგან ხელებიც კი ამიკანკალდა. ისეთ ემოციებში ვარ ვერ ვალაგებ აზრს რა უნდა გითხრა. ახლა მარტო იმის გააანალიზება შემიძლია, რომ არ მინდა ამათი ოჯახი დაინგრეს, დანარჩენს კარგად რომ გავიაზრებ მერე გეტყვი . ❤

მიხარია,რომ ასეთი ემოციები გამოვიწვიე♥️ მადლობა შენ,თავადაც განცვიცდი ასე♥️

kora
პირველივე თავიდან თეკლაზე მაქვს ცუდი ეჭვები და საშინლად არ მინდა :( იზას რაღაც ისე ვერ ვიტან, რომ გულიც კი მერევე მაგ ქალზე. საერთოდაც, ცოლ-ქმარს რაც არ უნდა არეული ურთიერთობა ქონდეთ, მაინც ზიზღს იწვევს ქალი, რომელიც ცოლინის შეცდენას ცდილობს! ისტორიაში გამოკვეთილი გამოძიებაც ხომ რაღაც კუთხით სწორედ მოღალატე ადამიანების მოულოდნელ სიკვდილზეა დაფუძნებული. ვიყო ბოროტიც, მაგრამ მაინც ვიყვი, რომ არცერთი მოღალატე არ მებრალება! მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მოღალატეებად აი ის იზასნაირი ქალები აქცევენ კაცებს, თუმცა, ცხადია, მარტო ერთ მხარეზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი.
გამოძიება მაინტერესებს და ნაწილობრივ გასაგებიცაა ის მთავარი კვანძი, რამაც გამოიწვია ამდენი მსხვერპლი. მაინც არ შემიძლია ხაზი არ გავუსვი იმ ფაქტს, რომ ალექსის და თეკლას მდგომარეობა მაწუხებს. ზოგადად განვიცდი, როცა წყვილის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, რაც ახლა ამათ აქვთ. რეალურ ცხოვრებაში ამ ფაქტებს ვერ გავურბივართ და ალბათ ესაა მიზეზი იმ მძაფრი რეაქციისა, რომ ისტორიაში მაინც გინდება ასე ნათლად გაბატონებული სტერეოტიპების მსხვრევა დაინახო.
მთლაინ ჯამში საკმაოდ ჩამთრევი ისტორიაა, ყველა დეტალზე გაფიქრებს და პერსონაჟების ცხოვრებისთვის ნაბიჯის აწყობას გაიძულება. არ ჰგავს შენს სხვა ისტორიებს და მაინც იგივე ემოციით ვუცდი შემდეგ თავს, როგორც შენს ყველა სხვა დანარჩენ ისტორიას ვუცდიდი.

აქაც მადლობა ასეთი ვრცელი შეფასებისთვის,მიხარია,რომ მომყვები და ასეთი ყურადღებით აკვირდები თითოეულ დეტალს,იმედი მაქვს,რომ მოლოდინს გაგიმართლებ ♥️♥️♥️

M∆IIå Beŧa^°
პირველი მოთხრობაა რომლის ყველა პერსონაჟი მძულს და ნერვებს მიშლის://
ამ მოთხრობაში ყ ვ ე ლ ა მოღალატეა, ყ ვ ე ლ ა. არ ვიცი რა ვთქვა, მოთხრობა გამართულია? და ბლაა ეგეთებს ხომ იცი მე არ გეტყვი შენ:დ უბრალოდ სტაჟი არაა ქართული სიტყვა და სწორია გამოცდილება.
ზოგადად შენს ნაწერს რომ ვკითხულობ, რა თქმა უნდა შეცდომები გექნება, მაგრამ მე ვერასდროს ვერ ვიჭერ. მიკერძოებული ვარ შენზე და ამის ბრალია ზუსტად ეგ, რაც არ მომწონს, მაგრამ რა ვიზამთ:დ


ამ ბოლო დროს ჟარგონები დამჩემდა და ნერვები მეშლება( ალბათ იმის ბრალია,რომ ნაკლებს ვკითხულობ და მეტს ვწერ(( შესწორებები ყოველთვის მიხარია,ასე უფრო ყურადღებას მივაქცევ ნაწერს,ამიტომაც არ დამინდო:3

სიბილა
მდააააააააა


ჩავფიქრდით^^

 


№8  offline წევრი LittleSnake

როგორი თავი იყო.
რაღაცნაირად დაძაბული
თან შენებური ექშენით.
ჯერ-ჯერობით მხოლკდ მოღალატეების "დამსჯელი" პერსონაჟი მომწონს.
არადა გულით კეთილი ვარ მაგრამ მოღალატე კაცების დასჯა ძალიან მსიამოვნებს :დ (სადღაც ბოროტიც ვყოფილვარ )
რა უნდა გითხრა მოულოდნელობით აღსავსე ხარ და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად.
ჩვეულებრივი სასწაული ხარ შენ.

 


№9  offline ადმინი ენ ბლექი

დღეს მოკლედ გეტყვი... <3
შენი "მკველელი" მიყვარს მე smiley

 


№10  offline წევრი DI ANA

გუშინაც რომ გამთენებინე ლოდინით იცი? შენს ხელში წესიერი ძილი აღარ ვიცი რა არი ;დდდ წავიკითხავ და მოვალ♡♡

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

LittleSnake
როგორი თავი იყო.
რაღაცნაირად დაძაბული
თან შენებური ექშენით.
ჯერ-ჯერობით მხოლკდ მოღალატეების "დამსჯელი" პერსონაჟი მომწონს.
არადა გულით კეთილი ვარ მაგრამ მოღალატე კაცების დასჯა ძალიან მსიამოვნებს :დ (სადღაც ბოროტიც ვყოფილვარ )
რა უნდა გითხრა მოულოდნელობით აღსავსე ხარ და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად.
ჩვეულებრივი სასწაული ხარ შენ.

დიდი მადლობა,რომ მომყვები♥️♥️ ძალიან მიხარია,იმედი მაქვს,შემდეგშიც ასე მოგეწონება^^ მეც ცოტა გავბოროტდი წერისას ისე:დდ

ენ ბლექი
დღეს მოკლედ გეტყვი... <3
შენი "მკველელი" მიყვარს მე smiley


♥️♥️♥️ ცუდი,მაგრამ მაინც საყვარელი:3

DI ANA
გუშინაც რომ გამთენებინე ლოდინით იცი? შენს ხელში წესიერი ძილი აღარ ვიცი რა არი ;დდდ წავიკითხავ და მოვალ♡♡

რას ამბობ(((( დაიძინე ხოლმე // ამის შემდეგ აუცილებლად დავწერ კომენტარებში,იმ დღეს დავდებ თუ არა :დდ♥️♥️♥️

 


№12  offline წევრი Maybilline

ყოველი ისტორიის, ყოველი თავის, ყოველი ნაწილის მერე, უფრო დაუფრო ვრწმუნდდები რომ შენს შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი.❤
კარგად თუ დაუკვირდები და ჩაუღრმავდები რამდენი რამის სწავლა შეიძლება... რამხელა გაკვეთილის მიღება. ეს იმიტომ, რომ ეხები ყველა იმ თემას რაც ეხება ამ ისტორიას და პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას.
ძალიან დაძაბულია ალექსანდრეს და თეკლას ურთიერთობა და იმედია დროზე გაარკვევ და ან დააშორებ ან მიხვდებიან რომ ცხოვრება ყოველთვის ისეთი არაა როგორსაც თავიდანვე წარმოიდგენ და რაღაც სიძნელეები უნდა გადალახონ ერთად, მაგრამ არამგონია მაგათი ურთიერთობიდან რამე გამოვიდეს თუ მნიშვნელოვანი რაღაც არ მოხდება. მეცოდებიან ორივე disappointed_relieved
ამ იზასნაირ პალენწუკა ქალებს ვერ ვიტან რაააა expressionless
მკვლელი მომწონს, არა როგორ შეიძლება მკვლელი მოგეწონოს, მაგრამ ისე არ მაღიზიანებს როგორც იზა. დარწმუნებული ვარ რაღაც მნიშვნელოვანი გადახდა და ამიტომაც არის ასე გაბოროტებული ... და მაინტერესებს რა ტიპის იქნება ისტორია, ექსკლუზიერად რომ გამიმხილო: ანუ ეს მკვლელი ბოლოს გამოჩნდება, თუუ უკვე ვიცით სახელი დაგვარი და ჩვენ ვერ ვხვდებით რომ მკვლელია yum

 


№13  offline წევრი DI ANA

Alice76
LittleSnake
როგორი თავი იყო.
რაღაცნაირად დაძაბული
თან შენებური ექშენით.
ჯერ-ჯერობით მხოლკდ მოღალატეების "დამსჯელი" პერსონაჟი მომწონს.
არადა გულით კეთილი ვარ მაგრამ მოღალატე კაცების დასჯა ძალიან მსიამოვნებს :დ (სადღაც ბოროტიც ვყოფილვარ )
რა უნდა გითხრა მოულოდნელობით აღსავსე ხარ და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად.
ჩვეულებრივი სასწაული ხარ შენ.

დიდი მადლობა,რომ მომყვები♥️♥️ ძალიან მიხარია,იმედი მაქვს,შემდეგშიც ასე მოგეწონება^^ მეც ცოტა გავბოროტდი წერისას ისე:დდ

ენ ბლექი
დღეს მოკლედ გეტყვი... <3
შენი "მკველელი" მიყვარს მე smiley


♥️♥️♥️ ცუდი,მაგრამ მაინც საყვარელი:3

DI ANA
გუშინაც რომ გამთენებინე ლოდინით იცი? შენს ხელში წესიერი ძილი აღარ ვიცი რა არი ;დდდ წავიკითხავ და მოვალ♡♡

რას ამბობ(((( დაიძინე ხოლმე // ამის შემდეგ აუცილებლად დავწერ კომენტარებში,იმ დღეს დავდებ თუ არა :დდ♥️♥️♥️


ეს ის მომენტია როცა როცა უნდა ვყვიროდე ხომ ვამბობდი_მეთქი, ჩავთვალოთ რომ ბოლო ხმაზე დავიყვირე ეგ ფრაზა და ზედ გულიანი ხარხარიც მივაყოლე, მართალი აღმოვჩნდი ის ბებრუხანა მატილდა გარეულია ამ საქმეში ეგ თუ არა მაგისი ცხონებული ქმრის პირველი ცოლი მაინც მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მატილდაა ჩვენი არიელი.

რატომღაც არ მინდა დავიჯერო რომ ალექსის ცოლი მოღალატეა, იქნებ ექიმთან დადის ან სხვა საქმე აქ? მომკალი და არ მინდა რომ ღალატობდეს.

ვინ ვის უღალატა და ვისთან უკვე ვეღარ მივხვდი მაგრამ ერთი ვიცი არიელი ძალიან მომწონს, ძალიან თავისუფალი მაზოხისტკააა სავარაუდოდ ფემინისტიც ხოდა იყოოს თავისას მიაწვეს მოღალატესბს ეგრე მოუხდება მაგრამ ალექსს ხელი არ დააკაროს თორე გავპუტავ,

ხვალ გელოდები თუ არ დადებ ეგეც შეგვატყობინე თორე ჩამიშავდა თვალები უძილობით : დდდ

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybilline
ყოველი ისტორიის, ყოველი თავის, ყოველი ნაწილის მერე, უფრო დაუფრო ვრწმუნდდები რომ შენს შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი.❤
კარგად თუ დაუკვირდები და ჩაუღრმავდები რამდენი რამის სწავლა შეიძლება... რამხელა გაკვეთილის მიღება. ეს იმიტომ, რომ ეხები ყველა იმ თემას რაც ეხება ამ ისტორიას და პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას.
ძალიან დაძაბულია ალექსანდრეს და თეკლას ურთიერთობა და იმედია დროზე გაარკვევ და ან დააშორებ ან მიხვდებიან რომ ცხოვრება ყოველთვის ისეთი არაა როგორსაც თავიდანვე წარმოიდგენ და რაღაც სიძნელეები უნდა გადალახონ ერთად, მაგრამ არამგონია მაგათი ურთიერთობიდან რამე გამოვიდეს თუ მნიშვნელოვანი რაღაც არ მოხდება. მეცოდებიან ორივე disappointed_relieved
ამ იზასნაირ პალენწუკა ქალებს ვერ ვიტან რაააა expressionless
მკვლელი მომწონს, არა როგორ შეიძლება მკვლელი მოგეწონოს, მაგრამ ისე არ მაღიზიანებს როგორც იზა. დარწმუნებული ვარ რაღაც მნიშვნელოვანი გადახდა და ამიტომაც არის ასე გაბოროტებული ... და მაინტერესებს რა ტიპის იქნება ისტორია, ექსკლუზიერად რომ გამიმხილო: ანუ ეს მკვლელი ბოლოს გამოჩნდება, თუუ უკვე ვიცით სახელი დაგვარი და ჩვენ ვერ ვხვდებით რომ მკვლელია yum

შენს კომენტარებზე ყოველთვის სიხარულით ვივსები^^ ჩემი სიტკბოება ხარ♥️♥️
ისტორიაში მკვლელის ვინაობა თავიდანვე გამოვაჩინე,ამ მხრივ სიურპრიზი არ იქნება და ინტრიგაც მაგ მიმართულებით არ წავა,ანუ მკვლელი მალევე გამოჩნდება,თუ უკვე არ მიხვდით,ვინცაა♥️♥️

DI ANA
Alice76
LittleSnake
როგორი თავი იყო.
რაღაცნაირად დაძაბული
თან შენებური ექშენით.
ჯერ-ჯერობით მხოლკდ მოღალატეების "დამსჯელი" პერსონაჟი მომწონს.
არადა გულით კეთილი ვარ მაგრამ მოღალატე კაცების დასჯა ძალიან მსიამოვნებს :დ (სადღაც ბოროტიც ვყოფილვარ )
რა უნდა გითხრა მოულოდნელობით აღსავსე ხარ და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად.
ჩვეულებრივი სასწაული ხარ შენ.

დიდი მადლობა,რომ მომყვები♥️♥️ ძალიან მიხარია,იმედი მაქვს,შემდეგშიც ასე მოგეწონება^^ მეც ცოტა გავბოროტდი წერისას ისე:დდ

ენ ბლექი
დღეს მოკლედ გეტყვი... <3
შენი "მკველელი" მიყვარს მე smiley


♥️♥️♥️ ცუდი,მაგრამ მაინც საყვარელი:3

DI ANA
გუშინაც რომ გამთენებინე ლოდინით იცი? შენს ხელში წესიერი ძილი აღარ ვიცი რა არი ;დდდ წავიკითხავ და მოვალ♡♡

რას ამბობ(((( დაიძინე ხოლმე // ამის შემდეგ აუცილებლად დავწერ კომენტარებში,იმ დღეს დავდებ თუ არა :დდ♥️♥️♥️


ეს ის მომენტია როცა როცა უნდა ვყვიროდე ხომ ვამბობდი_მეთქი, ჩავთვალოთ რომ ბოლო ხმაზე დავიყვირე ეგ ფრაზა და ზედ გულიანი ხარხარიც მივაყოლე, მართალი აღმოვჩნდი ის ბებრუხანა მატილდა გარეულია ამ საქმეში ეგ თუ არა მაგისი ცხონებული ქმრის პირველი ცოლი მაინც მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მატილდაა ჩვენი არიელი.

რატომღაც არ მინდა დავიჯერო რომ ალექსის ცოლი მოღალატეა, იქნებ ექიმთან დადის ან სხვა საქმე აქ? მომკალი და არ მინდა რომ ღალატობდეს.

ვინ ვის უღალატა და ვისთან უკვე ვეღარ მივხვდი მაგრამ ერთი ვიცი არიელი ძალიან მომწონს, ძალიან თავისუფალი მაზოხისტკააა სავარაუდოდ ფემინისტიც ხოდა იყოოს თავისას მიაწვეს მოღალატესბს ეგრე მოუხდება მაგრამ ალექსს ხელი არ დააკაროს თორე გავპუტავ,

ხვალ გელოდები თუ არ დადებ ეგეც შეგვატყობინე თორე ჩამიშავდა თვალები უძილობით : დდდ

შენი კომენტარების გარეშე ჩემი ისტორიები აღარ არსებობს და ეს ძალიან მახარებს♥️ შენს ვარაუდებზე არაფრის თქმა არ მინდა,იმიტომ,რომ ძირითადად იმ სიუჟეტს ემთხვევა,რაც ჩაფიქრებული მაქვს და ჯობია ზედმეტი აღარ გავამჟღავნო წინასწარ:-*
ხვალ აუცილებლად დავწერ აქვე,თუ ვერ მოვასწრებ ატვირთვას,უზომოდ მადლიერი ვარ,რომ ასე მელოდები♥️♥️♥️♥️

 


№15  offline ადმინი შამანი

ნანუნ, ნაძალადევის ქუჩებში რეები ხდება თურმე, აწი უფრო ყურადღებით და ფრთხილად ვიქნები :დდდდდ ♥️♥️♥️
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

შამანი
ნანუნ, ნაძალადევის ქუჩებში რეები ხდება თურმე, აწი უფრო ყურადღებით და ფრთხილად ვიქნები :დდდდდ ♥️♥️♥️

ანინ♥️ ლექსუნია თუ შეგხვდა,მოგვიკითხე :3

 


№17  offline წევრი მარიკუნაა♥️

შენ არასრულყოფილ, არასრულფასოვან, მოღალატე, სხვის აზრზე ფოკუსირებულ ხალხზე წერ და ეს რთულია.
მეტისმეტად რთული.
რა თქმა უნდა, ცხადია მკვლელის ვინაობა.
იმიტომ, რომ ვერც ერთი შენი პერსონაჟი ვერ "დავიჩემე" და ეს საშუალებას მაძლევს, უფრო ცივი გონებით ვუყურო გამოძიებას, თორემ ამ ნაწარმოებში ურთიერთობების პოტენციალს ვერ ვხედავ.
:)))
კარგი გოგო ხარ შენ, ალისა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№18  offline ახალბედა მწერალი Alice76

მარიკუნაა♥️
შენ არასრულყოფილ, არასრულფასოვან, მოღალატე, სხვის აზრზე ფოკუსირებულ ხალხზე წერ და ეს რთულია.
მეტისმეტად რთული.
რა თქმა უნდა, ცხადია მკვლელის ვინაობა.
იმიტომ, რომ ვერც ერთი შენი პერსონაჟი ვერ "დავიჩემე" და ეს საშუალებას მაძლევს, უფრო ცივი გონებით ვუყურო გამოძიებას, თორემ ამ ნაწარმოებში ურთიერთობების პოტენციალს ვერ ვხედავ.
:)))
კარგი გოგო ხარ შენ, ალისა.

კი,ნამდვილად რთულია წერაც და კითხვაც,თუმცა მსურს,გამოვცადო ესეც♥️
მკვლელის ვინაობის დამალვა არ იყო ჩემი მიზანი,მთლად დეტექტივსაც ვერ დავარქმევთ ამას,შემდეგ თავებში უფრო ნათლად გამოჩნდება მკვლელის პიროვნება.
დიდი მადლობა,მარიკუნა♥️♥️♥️

 


№19  offline წევრი ნორმი

ეხლა დავამთავრე ორივე ტავის კითხვა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საოცრება ხარ.
კიდევ მინდოდა წაკითხვა მაგრამ არ იყო.
იმედია მალე დადებ ახალ თავს.
--------------------
ფარვანა

 


№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნორმი
ეხლა დავამთავრე ორივე ტავის კითხვა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საოცრება ხარ.
კიდევ მინდოდა წაკითხვა მაგრამ არ იყო.
იმედია მალე დადებ ახალ თავს.

მალე იქნება ახალი თავი,დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის♥️♥️♥️

 


№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ისტორია კი არა, ვია გრაა :დდ გეფიცები, ვკითხულობ და თან ვინიავებ ხოლმე.
ძალიან საშინლად მომწონს, აი ჩემი ამ საიტზე ყოფნის მეორე წელი შესრულდა და პირველად ველოდები ისტორიას როდის დადებენ <3

 


№22  offline ახალბედა მწერალი Alice76

ენ ჯეინი
ისტორია კი არა, ვია გრაა :დდ გეფიცები, ვკითხულობ და თან ვინიავებ ხოლმე.
ძალიან საშინლად მომწონს, აი ჩემი ამ საიტზე ყოფნის მეორე წელი შესრულდა და პირველად ველოდები ისტორიას როდის დადებენ <3

Oh boy// არ მჯერა რომ ჩემზე ამბობ ამას :O სადმე სხვაგან ხომ არ შევედი? არა,ჩემზეა აშკარად ((♥️♥️♥️უნდა დავიჯერო:დდდ
მადლობა,ასეთ სტიმულს რომ მაძლევ,უდიდესი მადლობა და შენ ხარ ,არ ვიცი,ყველაფერი უმაგრესი ერთ სივრცეში♥️♥️♥️

ჩემს უსაყვარლეს მკითხველს მივმართავ!♥️♥️
დღეს ახალი თავის ატვირთვას ვერ მოვახერხებ,ხვალ შუადღისთვის დაიდება♥️♥️
მშვიდ და ტკბილ საღამოს გისურვებთ♥️♥️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.