შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღსრულება (ნაწილი 2)(თავი 4)


10-01-2019, 16:44
ავტორი ნორმი
ნანახია 292

ახალი საქმით აღფრთოვანებული ყველანაირად ცდილობდა ქალი ფაქტზე წაესწრო.იმდენად გაქნილი და გველი ქალი აღმოჩნდა,ვერცერთჯერ შეძლო გამოჭერა.ნერვებ მოშლილი დააბიჯებდა,ხომ შეიძლებოდა რაიმე სერიოზული საქმე მიეცათ?მიუხედავად ამისა,მაინც არ აუცრუებია გული საქმეზე.გულმოდგინებით ცდილობდა ქალი როგორმე გამოეჭირა.
ბინების წინ მანქანაში იჯდა და ელოდა ქალი როდის გამოვიდოდა.მაკდონალდსიდან გამოტანილ საჭმელებს გემრიელად მიირთმევდა.გვერდით გადაგდებულმა ტელეფონმა ზუზუნი დაიწყო.უკმაყოფილო სახით გადახედა მისი მეწყვილის ნომერს.
-აბა,როგორ მიმდინარეობს დაზვერვის საქმეები?
-ჰა ჰა ჰა.შენი დასაცინი არაფერი მჭირს.
-ვაიმე?მემგონი ძალიან სერიოზულად ეკიდები მაგ საქმეს.
-აა როგორ უნდა მოვიქცე,თაროზე შემოვაგდო?
-რატომაც არა,მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს.
-ახლა გვაქვს ხო სერიოზული საქმეები.
-სხვათაშორის კი.თორმეტი გვამი იპოვეს რიონის პირზე.
-რა?
-დროზე თუ არ გამოცხადდები,მოგვხსნიან ამ საქმიდან.
-მოვქრივარ,როგორც ყორანი.
-შენ და შენი გამონათ...
სიტყვის დასრულებაც კი არ აცადა ისე გაუთიშა ტელეფონი.მანქანა სწრაფად დაძრა და ადგილს მოწყდა.გულ აჩქარებული მიდიოდა განყოფილებისკენ.სასიხარულო ნამდვილად არ არის ადამიანის სიკვდილი,მაგრამ მისთვის ამგვარ საქმესთან შეხება სასიამოვნო იქნებოდა,ნუ თავად სჯეროდა ამისი.სწრაფად შევარდა საგამოძიებოში და მეწყვილეს აესვეტა.ვასო გაკვირვებული დაჰყურებდა თავისზე ერთი თავით დაბალ გოგონას.
-არ მეგონა ადამიანების სიკვდილი ასე თუ გიხაროდა,თორემ პირველივე დღესვე მოვკლავდი ხალხს.
-ჰა ჰა ჰა.შენი უკბილო ხუმრობები შენთვის შეინახე.თუ მზად ხარ მგონი დროა გავიდეთ.
-მიბრძანდით.
რიონისკენ მიმავალ საგამოძებო სამსახურის მანქანას უკან რამოდენიმე პოლიციის ავტომობილიც მოჰყვებოდა.თვალებანთებული კატო თითებს ნერვიულად აკაკუნებდა .იმდენად უნდოდა დანაშაულის ადგილზე მისვლა სული ეხუტებოდა.ვასო გაკვირვებული აპარებდა თვალებს მეწყვილისკენ.ცდილობდა მისი ასეთი სიმხიარულე როგორმე აეხსნა.
-აქ ჩამოვიდეთ.რიონის პირზე ფეხით უნდა ჩავიდეთ.
კატო ნელ-ნელა მძრაობდა,ეშინოდა ფეხი არ დასცდომოდა და ძირს ჩავარდნილიყო.ნერვებმოშლილი ვასო შემობრუნდა,ხელში აიტაცა და ძირს ხელით ჩაიყვანა.იქვე ქვაზე ჩამოსვა და სწრაფად გაეცალა.
-ხეპრე!
გულმოსული აედევნა უკან.
-ჯობია ეს გაიკეთო.
ხელში ცხვირზე ასაკრავი მისცა.კატომ მაშინვე მოისროლა და გზა განაგრძო.საკმაოდ დიდი მანძილის გავლა დასჭირდათ.როგორც კი მიუახლოვდნენ მაშინვე ეცა მძაფრი სუნი.გახრწნილი გვამების სუნი მთელ არემარეს ფარავდა.მხოლოდ რამოდენიმე წამის მანძილზე გრძნობდა ამ საშინელ სუნს,შემდეგ კი შეეჩვია.
თეთრი ქვებით დაფარულ სანაპიროზე მხოლოდ ეს ადგილი კაშკაშებდა.თერთმეტი ადამიანის გვამი წრიულად ელაგა,მათ შორის კი პატარა გოგონას სხეული იდო.ყველა მიცვალებულს თვალები გახელილი ჰქონდა.
-ნამდვილი ჯოჯოხეთია.
-ყველა განსხვავებული ასაკისა და სქესისააა.საერთო თითქმის არაფერი აქვთ.
-ცდები,ყველას ცისფერი თვალები და ქერა თმები აქვს.
-შენ რა ელამი ხარ?ზოგს შავი და ყავისფერი აქვს.
-თუ კარგად დააკვირდები,მიხვდები,რომ ყველას თმა შეღებილია.ძირებზე შეხედე.
-მახვილი თვალი გაქვს.
-მორჩები ლაზღანდარაობას?ყველა ერთი მიმართულებითაა ჩამწკრივებული.ფეხები გოგონასკენ აქვთ.თანაც ყველა იმ სიმაღლეზეა რაზეც მისი წინა გვამი.ყველას შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს,ვიდრე გოგონას.მისი სხეული თითქმის დანაწევრებულია.სხეულის შემაერთებელ ნაწილებს შორის მხოლოდ ძაფებივით გაბმული კაპილარებია დარჩენილი.
-რა დააშავა ამ ხალხმა ისეთი,რომ ვიღაცის მსხვერპლი გახდა?ვის რაში სჭირდებოდა ასეთი გარემოების შექმნა?
-ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ.მკვლელობა სექტანტების ჩადენილია.მხოლოდ მათ სჯერავთ ასეთი რიტუალების.
-რიტუალს არ ჰგავს.მხოლოდ წრეზე განლაგებული მიცვალებულებია.
-როგორც ჩანს ხელი შევუშალეთ.ძალიან გაბრაზდება როდესაც მის გვამებს ვეღარ ნახავს.
-ძალიან ფანტაზიორი ხომ არ ხარ?ჯერ დასკვნაც კი არ გვაქვს.
-დასკვნის შემდეგ ხომ მაინც დარწმუნდები ჩემს ფანტაზიორობაში?
-ჯერ დასკვნას დაველოდოთ.
გვამების გადატანა ექსპერტებს მიანდვეს.თავად კი საგამოძიებოში დაბრუნდნენ.
-შენ სად მოდიხარ?
-შენი აზრით.
-სანამ პასუხები არ მოვა მანამ იმ ქალს უდარაჯებ.
ნერვებ მოშლილმა მანქანის კარი მთელი ძალით მოიქნია.კორპუსთან გაჩერდა.კვკავ უთვალთვალებდა ქალს.კორპუსიდან გოგონა გამოვარდა და ხალხს დახმარებას თხოვდა.კატო მანქანიდან სწრაფად გადახტა და გოგონასთან მივიდა.
-გოგონა რამე ხდება?
-მამაჩემი ძალიან ცუდადააა.
-გამოგყვები.
მესამე სართულამდე კიბეები ფეხით აირბინა.გოგონა უკან დარჩა.
-არ მოდიხარ?
მხოლოდ თავი გააქნია.როგორც კი ბინას მიუხლოვდა მაშინვე გაისმა ქალის კივილის და ჩხუბის ხმა.
-მოგკლავ და დავისვენებ ერთხელ და სამუდამოდ.
ქალი მამაკაცს ზემოდან დასცქეროდა.უყურებდა მისი ქმარი სისხლისგან როგორ იცლებოდა.დანას კი ფეხში უტრიალებდა.მამკაცს იმის ძალაც კი აღარ ჰქონდა,რომ ებღავლა.
კატო სწრაფად დაეტაკა ქალს და გვერდზე გადააგდო.ხელებზე ბორკილები დაადო.
-იცი რამდენი ხანია გითვალთვალებ?როგორც ჩანს დღეს ვერ დამინახე და მაშინვე დაიწყე ძალადობა.ძალიანაც კარგი.აქამდე თუ ძალადობის გამჭერაზე ვიყავი,ახლა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაგაკავებ.
გაბრაზებულმა ხელი ფეხში ჩაარტყა.სასწრაფო დახმარების გამოძახებას არ დაელოდა.მეზობლებს დახმარება თხოვა და მანქანაში ჩასვა ორივე.ჯერ საავადმყოფოში მიიყვინა პაციენტი შემდეგი კი საგამოძიებო სამსახურში წაიყვანა ქალბატონი კლარა.
-დაკითხვის ოთახში შეიყვანეთ
-რა დააშავა?
-ქმარი სცემა.
ყველა თანამშროელი გაკვირვებული უყურებდა.გაოცებისგან პირიც კი დაეღოთ.
-ნახე ჩვენმა ახალმა გამომძიებელმა პირველივე დღესვე შეძლო დამნაშავის დაჭერა.მაქსიმუმ სამ წალმდე შეუზღუდო თავისუფლება.
-განზრახ მკვლელობის მცდელობა,ასევე წამებაც.
-რა?
-რადა ქალბატონმა კლარამ გადაწყვიტა ქმარი საშინელი ხერხით მოეკლა.საბედნიეროდ მივუსწარი და მამაკაცის გადარჩენა მოვასწარი.
-ყოჩაღ მთლად ასეთი იღბლიანი თუ იყავი,აქამდე გადმოგიყვანდით.
-არ მცალია თქვენთან სასაუბროდ.დაკავებული უნდა დავკითხო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent