შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა წახვედი (5)

10-01-2019, 20:24
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 075

როცა წახვედი (5)

ისე გავრბოდი, გეგონება, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი მომსდევდა. იმ წამს, პასუხი არ მქონდა ჩემს სულელურ ქმედებაზე. რა მიმარბენინებდა? რატომ ვებრძოდი იმას, რაც ჩემში ყველაფერზე ძლიერი და სასიამოვნო იყო?
ეზოში, ერთ დიდ ნაძვს შევაფარე თავი.
საშინლად ციოდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ სიმხურვალეს ვგრძნობდი.
- რატომ გაიქეცი? - მომესმა აქოშინებული შაკოს ხმა. ჯანდაბა! ეტყობა, გამომეკიდა.
- ისა რა ქვია - ავბლუყუნდი - დილაობით, ვარჯიში დავიწყე და უცებ, მივხვდი, რომ დღეს არ მივარჯიშია, ხოდა გავიქეცი. ხომ იცი, ერთ დღეს თუ ჩააგდებ, მერე ამოვარდები ფორმიდან.
- ასეთ რაღაცეებს როგორ იგონებ? - გაეცინა შაკოს.
- ექსტრემალურ სიტუაციებში, ტყუილის რამდენიმე ვარიანტს წარმოვიდგენ ხოლმე, შემდეგ მათგან, ყველაზე რეალურს ვარჩევ და მაგას ვამბობ.
- ძალიან გონებაგახსნილი გოგო ხარ.
- შენ კი არაჩვეულებრივად მღერი და მე მოწევას უნდა დავანებო თავი, თორემ ორასი მეტრის გარბენის შემდეგ, მზად ვარ, მოვკვდე.
ძალიან საყვარლად გაეცინა
მთელი სახე უციმციმებდა.
ცოტათი ავკანკალდი და თავი დამნაშავედ იგრძნო, არაფერი ისეთი რომ არ ეცვა, რასაც მომასხამდა. ამიტომ, ნელა მომიახლოვდა, თავისი მკვრივი მხრები მომხვია და ჩამეხუტა.
გავიტრუნე. მის სუნთქვას დავუდარაჯდი და ყოველთვის, როცა ამოისუნთქავდა, მე მის ჰაერს ჩავისუნთქავდი ხოლმე.
ისევ თმაზე დამყნოსა.
დემუს თქმით, მხოლოდ იმას ყნოსავენ, ვინც უყვართ.
- არ შევიდეთ?
- არ ვიცი - მხრები დაბნეულად ავიჩეჩე.
- აბა, აქ დგომა გინდა?
- არც ეგ ვიცი.
- და რატომ გაიქეცი?
- შემეშინდა.
- ვისი?
- შენი.
- გაგიჟდი? შენ უკანასკნელი ხარ, ვისაც ჩემი უნდა ეშინოდეს. რომც მომკლა, ჩემი სული მაინც არ გადაგემტერება. - გაეცინა შაკოს. როგორ ამეხსნა, რომ ზუსტად მაგ სიცილის მეშინოდა, რომელიც გულში ღრმად ჩამარხულ სიხარულის მარცვლებს მიღვივებდა.
- უნდა წავიდე - ვუთხარი და დარბაზისკენ დავიძარი.
- სხვანაირად, როგორღა გაგანდო, რომ შენთან მინდა? - მკითხა მოულოდნელად.
- ჩემთან რატომ გინდა?
- იმიტომ, რომ ერთადერთი ხარ, ვინც თავიდან მიშორებს და მე მაინც სულელივით ვცდილობ, ყველანაირ გზას მივმართო, რომ ვერ მომიშორო.
- და მაინც რა მოგწონს ჩემში?
- თავიდან მეგონა, მხოლოდ გარეგნობა მხიბლავდა, მაგრამ როცა მიბრაზდები, მსურს სამუდამოდ მივეყინო ერთ ადგილს და გამუდმებით შენი ხმა ვისმინო. როცა ვერ გხედავ, ბავშვივით ვცქმუტავ, სულ შენთან მოვიწევ. ასე რომ, რამდენი ოინიც გინდა, იმდენი მომიწყე. მთავარია, სხვას არ დაახვიო თავბრუ. ისე ნუ დაახვევ, როგორც მე. ისე ნუ გაუბრაზდები, როგორც მე მიბრაზდები ხოლმე, თორემ ვიფიქრებ, რომ მისთვისაც თავის შეყვარება გაქვს განძრახული.
- არავის ვაბრაზებ, შენ გარდა - გამეცინა.
- შენი სიცილით ძალიან არაადამიანურს მხდის.
- ყველგან გეძებდი, რა კონკიასავით დაადე თავი და გაიქეცი ღამის 12 საათზე? - შორიდან მომესმა დემუს ხმა. ვერ მივხვდი, იმ წამს, გადამარჩინა თუ დამღუპა, მაგრამ ფაქტი იყო, რაღაც სულელურის გაკეთებისგან მიხსნა, თორემ ისეთ ხასიათზე ვიყავი, ამ ღიაცისქვეშ შემოვახევდი შაკოს ტანსაცმელს და თავადაც შემოვიხევდი.
- დღეს, ვარჯიში დავიწყებია და ასანაზღაურებლად ირბინა - განუმარტა შაკომ.
- რაის ვარჯიში? პირველ სართულამდე ასასვლელ კიბეზეც ქოშინით დადის - ჩამიშვა იმ წამვსვე.
- ეგრეც ვიცოდი.
- ხვალიდან რომ ქალაქგარეთ გაქვთ გადაღებები, მეც მოვდივარ. - გამოაცხადა დემუმ - არხის დირექტორი მკერავდა და წამოსვლა შემომთავაზა. მაგან არ იცის, შენს ნომერში დაძინებას რომ დავაპირებ.
- შენს ნომერში რატომ უნდა დაიძინოს? - მკითხა შაკომ ეჭვისთვალით.
- იმიტომ, რომ, როგორც სერიალის ვარსკვლავს, ყველაზე ფუმფულა საწოლი, დიდი ჯაკუზი და ლამაზი ნომერი ექნება.
- ალბათ მეც წამოვალ - გამოაცხადა შაკომ.
- შენც ჩვენთან დაიძინე თუ გინდა. შუაში ჩაგაწვენთ - შესთავაზა დემუმ.
- არა, მადლობ. ჩემთვისაც გამოინახება ალბათ ერთი პატარა ოთახი. დროებით - დაგვემშვიდობა და ლოყაზე მაკოცა.
- კატასავით კრუტუნიღა გაკლია, ისეთი სახე გაქვს - მითხრა დემუმ, როცა შაკო ჩამოგვშორდა - და იქამდე აყოლებ თვალს, სანამ კარში არ შევა? რაზე ჩხუბობდით ამჯერად?
- მემგონი, ახლახანს, სიყვარული ამიხსნა - ვთქვი გაბრწყინებული თვალებით.
- რას ამბობ? რაო? ყველაფერი მომიყევი.
- თქვა, რომ ჩემთან ყოფნა უნდა და ძალიან იეჭვიანებს თუ სხვასაც ისე დავუწყებ „სწერვობას“, როგორც მას.
- მაზოხისტია?
- როგორც ჩანს.
- ანგელოზივით კი გიმღერა და მეტი რაღა გინდა კაცისგან.
- იმიტომაც მეცოდება. არ ღირს, ასეთი კაცის გაფუჭება - ამოვიოხრე საცოდავად.
- შენც გიყვარს - შემომხედა დემუმ - გიყვარს და იმიტომ გეშინია. გირჩევნია, ახლა უთხრა უარი, ვიდრე ურთირთობა ჩაგიშხამოს საკუთარმა საზიზღარმა ხასიათმა. თან შენი ამბავი რომ ვიცი, რამე თუ მოხდა, შენი ბრალი იქნება და არა იმ კამფეტის, მრგვალი ტაკო რომ აქვს.
- ჩემს ბიჭს ნუ უყურებ უკანალზე! მაგარი საკბეჩი კი აქვს - ვთქვი სიცილით.
- ჰოდა უკბიჩე.
- ვნახოთ, როგორ მოიქცევა.

* * *

5 საათი გაგრძელდა გადაღება და მთელი ეს დრო, რობოტივით ვამბობდი დაზეპირებულ ტექსტს. თან ინტერესი მკლავდა, შაკოს ისევ ჩემს სახლში ეძინა თუ გამოღვიძებული, გაოგნებული და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი გაიპარა თავისთან. ისე გამოვიქეცი გადაღების დასრულებისთანავე, მაკიჟიც არ მომიშორებია. არადა, ვერ ვიტანდი, ტოლალური კრემი ნიღაბივით რომ მქონდა სახეზე აკრული.
სამზარეულუში დემუ იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
- ისევ აქაა - თქვა ჩურჩულით - მხარიც კი არ უცვლია. მართლა შემეშინდა და შენი არ იყოს, მეც რამდენჯერმე შევამოწმე თუ ცოცხალი იყო.
მძიმე ნაბიჯების ხმა შემოგვესმა ოთახიდან.
ორივენი გავიტრუნეთ.
მე შევტრიალდი და ყავის მოდუღება დავიწყე.
- თავიდან, ვერ მივხვდი, სად ვიყავი - თქვა შაკომ. არ მინდოდა, მისკენ გამეხედა. გაბუშტული, გამოშტერებული სახე ექნებოდა და თავს მომანდომებდა ასეთი მდგომარეობით.
- შენს ქერა სატრფოსთან გეგონა ალბათ თავი - ახლა დემუმ დაუწყო გატ*აკება, რახან მე არ ვაპირებდი მასთან საუბარს.
- ელენა - ჩაილაპარაკა შაკომ.
ხმა არ გამიცია.
- გამებუტა? - ჰკითხა დემუს.
- დილის ტექსტები თუ გახსოვს, ადვილი სარწმუნოა, რომ კი არ გაგებუტა, ხმას არასოდეს გაგცემს.
- მახსოვს. ყავას მიდუღებ? - მკითხა და ჯიუტად დაიტოვა იმისი მოლოდინი, რომ ვუპასუხებდი. ნამდვილად ვაპირებდი, პასუხის გაცემას, თუმცა თავში იმდენი საზარელი ფრაზა მიტრიალებდა, არც კი ვიცოდი, რითი დამეწყო.
- თავისთვის იდუღებს - აუხსნა ჩემმა მეგობარმა.
- საჭმელი გაქვთ რამე?
- დარიშხანი! - ვერ მოვითმინე და ხმადაბლა ჩავილაპარაკე.
- ოღონდ შემომხედე და მაგასაც შევჭამ. - საჩვენებელი თითი მომიტანა და ნაზად გადამიწია თმა ყურზე.
ვერ მოვითმინე.
ყველა ემოციამ ერთად ამომასხა, ყველა სიბრაზემ, ყველა გულმოკლულმა სიტყვამ და რა თქმა უნდა, იმ ცისფერთვალება გოგომაც. ორივე ხელით მაგრად დავეჯაჯგურე და ისე ვკარი ხელი, ლამის ძირს დაენარცხა ამხელა კაცი.
სიმართლეს გავამხელ და კაცების მორევის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ შეუტიოთ ფიზიკურად, როცა არ ელიან.
- გაგიჟდი ელენა? - დამიყვირა.
- როგორ ბედავ? როგორ ბედავ ჩემთან ლაპარაკს, ჩემთან შეხებას და ჩემთვის თვალის გასწორებას? იმ სისაძაგლეების შემდეგ, რაც მითხარი... ხომ შეიძლება, რომ ერთხელ მაინც შეგრცხვეს? გინდა სიმართლე გაგიმხილო? გინდა ეს დამპალი სიმართლე გითხრა?
- მითხარი.
- გიო მაშინ გავიცანი, როცა შენზე და ნატალიზე გავიგე. ჩვენმა მეზობელმა დამირეკა, შენი ქმარი ვიღაცა ახალგაზრდა, ლამაზ გოგონას ხვდებაო და ისეთი თავზარი დამეცა, მსურდა იქვე გამომეჭრა ყელი. გადასასვლელზე ინტუიციით გადავედი, როცა მაჯაში ხელი ჩამავლო ვიღაცამ და ათასი გაავებული მანქანისგან მიხსნა. აი, ესაა სიმართლე. კაცი, რომელზეც მხეცურად იეჭვიანე, რომლის გამოც ამდენი სისაძაგლე მითხარი, ზუსტად შენი დამსახურებით გავიცანი... შენი და ნატალის დამსახურებით. ამიტომ, როცა მორიგ პაემანს დაუნიშნავ და კეკლუცი სიცილით დაგიჯდება წინ, თვალებში ჩაჰხედე, რომ ბარემ საკუთარი თავიც დაინახო, რადგან სულ ორ ადამიანს მოგეწერებათ ჩემი და გიორგის ერთად ყოფნა. ახლა წადი ჩემი სახლიდან და აღარასდროს დამენახო. ხვალვე მოვაწეროთ ხელი გაყრის საბუთებს. შენ ნატალი მოიყვანე ცოლად, მე გიორგის გავყვები.
- ელენა, რას ამბობ? - შუბლთან სიმწრის ძარღვი გამოებაურცა, რომელიც ისევე მიცხელებდა ძარღვებში სისხლს, როგორც მისივე სიცილი. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, მასთან დაკავშირებული, ყველაფერი მაფორიაქებდა.
- გაეთრიე! - არაადამიანურად დავიკივლე. ამ კივილის მერე, ვინმეს თუ კიდევ ვეყვარებოდი, ეგ იქნებოდა ჩემი უაკნასკნელი იყვარული დედამიწაზე.
წავიდა.
თან გაიყოლა ყველაფერი, როგორც ყოველი წასვლისას მიჰქონდა ხოლმე. არ ვიცი, რამდენჯერ მოიხედა უკან ან ახლა ან მაშინ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: უკანასკნელ მოთმინების ძაფსაც გავუწყვეტდი და როცა საბოლოოდ, ჩემს მოსაკლავად გამოექანებოდა, იმის იმედით მაინც დავლევდი სულს, რომ შაკოს მკლავებში მომიწევდა სიკვდილი.
- მართლა გაუწერ ხელს? - მკითხა დემუმ.
- აბა რა ჩემ ფეხებს ვიზამ?
გიორგიმ დამირეკა.
მხოლოდ მისი ხმის გაგონება თუ დაგმომიყვანდა ჩუმი ისტერიკიდან.
- მითხარი, რომ უნდა მნახო, მითხარი რაა - ჯერ ხმა არ ჰონდა ამოღებული რომ ისე შევევედრე, როგორც გაწრეწილი მთვრალი ვევედრები ხოლმე ღმერთს „ოღონდ ამ ერთხელაც გადამარჩინე“ ტექსტებით.
- კი, უნდა გნახო, აბა როგორ? რა გჭირს შენ, აპოკალიფსი გამოიარე?
- კი - ვთქვი ხმადაბლა და ხმა ჩამიწყდა. ტირილის მოლოდინში, სახე დავჯღანე და ცრემლებს ჩემი ყვრიმალების დასველების საშუალება მივეცი.
- არა რაა, მართლა ვცემ მაგ კაცს. ვცემ და მერე არ მითხრა, ცუდად იქცევიო.
- არ სცემო, მოგერევა - ავქვითინდი.
- ახლა მეორედაც მოგიწევს იცოდე კაცთან ჩხუბი.
- დაივიწყე, ვიხუმრე. სად წავიდეთ?
- ბავშვთა სახლში ვარ მისასვლელი. წინასაახალწლოდ, საჩუქრები უნდა დავარიგო. გინდა, ჩემთან ერთად წამოხვიდე?
- წამოვალ.
- გიყვარს ბავშვები?
- არა.
ორივეს გაგვეცინა.
- სხვა პასუხს მაინც არ ველოდი შენგან. ერთ საათში გამოგივლი, შეხვედრამდე.
- ბავშვთა სახლში მივდივარ - ვუთხარი დემუს საკუთარი სიტყვებით გაოგნებულმა.
- საწყალი ბავშვები.
* * *

უცნაური სევდით ავივსეთ მეც და გიორგიც, როცა უამრავი საჩუქარი ბავშვური სიმცხეცით კი არა, მოთმინებითა და მორიდებული სახეებით გამოგვართვეს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, მაგრამ მე მაინც ვცდილობდი, რაღაც განსხვავებული მელანქოლიის სხივი გამომეჭირა მათ თვალებში.
რატომ მსურდა, რომ ყველა ჩემი მსგავსი ტანჯვით ყოფილიყო შეპყრობილი? ან ბავშვებს საერთოდ რა დაეშავებინათ ჩემთვის? ჯერ ბოლომდე ნამდვილად ვერ მეპოვნა პასუხი კითხვაზე თუ რატომ ვიყავი გამოუთქმელად ეგოისტი პიროვნება.
შეიძლება, მე თავად ვხვდებოდი ცუდად მათ დანახვაზე.
აუხსნელი შფოთვა და უჰაერობა მედებოდა გულზე თითოეული მათგანის დანახვისას.
- რა გჭირს? - მკითხა გიომ. სახეზეც შემეტყო, რომ ცუდად ვიყავი.
- ნერვები მეშლება.
- რაზე?
- იმაზე, რომ ვიღაც განსაკუთრებულს შეიძლება შვილი არ ჰყავდეს, ვიღაცა კი ისე დაუფიქრებლად მოისვრის სანაგვეზე, თითქოს გაფუჭებული სათამაშო იყოს.
- შვილი ვერ გეყოლება? - მკითხა ფრთხილად.
- არა, ჩემს თავზე არ ვამბობ. ზოგადად მეშლება ნერვები.
- ყველას არ მიუტოვებია. ზოგს, უბრალოდ საშუალება არ აქვს მათი გაზრდის და მუდამ აკითხავენ.
- მდიდარი ოჯახიდან არც მე ვყოფილვარ მაგრამ.... დაივიწყე, საშინელ ხასიათზე ვარ, მემგონი ბავშვებსაც დავძაბავ მალე - ამოვილუღლუღე ჩემთვის და ღიმილით მოვავლე თვალი სასადილო ოთახს.
ყველა თავის საჩუქარს შეჰყურებდა.
მერე გიორგიმ ზღაპრები წაუკითხა, თუმცა მხოლოდ ერთი ბავშვი იჯდა განცალკევებით, ზურგშექცევით ყველასგან და ფანჯარაში იხედებოდა.
ნელა მივუახლოვდი.
- შენ არ აიღე სათამაშო? - ვკითხე პატარა გოგონას.
მოულოდნელად, შეხტა.
არ იცოდა, რომ უკან ვედექი.
- მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება, მაპატიე - მისკენ დავიხარე და ბოდიშები ვუხადე - მეგონა, პირდაპირ რომ დამეძახა შენთვის, ეგ უფრო უხერხული იქნებოდა. - ვუხსნიდი, დაახლოებით, 6 წლის ბავშვს.
საოცარი თვალები ჰქონდა - ცისფერი, ღია კანი და შავი თმა. პუტკუნა ლოყებზე ვარდისფერი ელვარება დამჩნეოდა და როცა გაეცინა, ორ კბილს შორის პატარა დაშორებამ უფრო მეტი სისაყვარლე, განსაკუთრებულობა შემატა.
- მე არ მიყვარს სათამაშოები - გამოაცხადა.
- აბა, რა გიყვარს?
- შოკოლადი და წიგნები და გიტარა, მაგრამ დაკვრა არ ვიცი. პიანინოც, მაგრამ არც მაგაზე ვიცი დაკვრა. - მომაყარა ერთიანად.
- შემოქმედი გოგო ყოფილხარ. - გამეცინა და გვერდზე მივუჯექი - მოიცადე, გინდა ცხელი შოკოლადი მოგიტანო?
- არა, დღეს ორი შოკოლადი უკვე ვჭამე და მესამესაც თუ შევჭამ, მუცელი ამტკივდება.
- ჭკვიანიც ყოფილხარ. იქნება, წიგნი მოგიტანო?
- სურათებიანი?
- ჰო, ილუსტრაციები ჰქვია მაგას. - ვთქვი და წამოვხდი. სანამ ვიღაცა ბავშვი დაწვდებოდა, ცხვირწინ ავწაპნე ერთი ზღაპრების კრებული და ამ პატარას მივურბენინე. - ნახე, მოვიტანე.
- რა ლამაზი თმა გაქვს - გაოგნებულმა მოიქცია პატარა, ბუთქუნა თითებში ჩემი კულული. - მეც მინდა, მაგრამ არ მეზრდება.
- გაგეზრდება.
- ადრე, ტილები შემეყარა და გადამხოტრეს. მერე, დიდხანს ველოდებოდი რო გაზრდილიყო.
- არაუშავს, ბავშვობაში მეც მყავდა ტილები. - ვანუგეშე - რომელი ზღაპარი გიყვარს ყველაზე მეტად? კონკია, ფიფქია, მძინარე მზეთუნახავი თუ ხუთკუნჭულა? მოიცადე, ხუთკუნჭლას ამათთან რა უნდა? - წიგნი გადავფურცლე და სარჩევს ჩავხედე. - რას არ ნახავ.
- მე ფერად პრინცესაზე მინდა.
- ეგ რომელია?
- ფერადი პრინცესა, რომელიც ფერად სახლში ცხოვრობდა.
- ასეთი ზღაპარი არ ვიცი, მაგრამ თუ გინდა, მოვიფიქრებ რამეს.
- მინდა. - გამეკრიჭა საყვარლად.
- იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ შორეულ კუნძულზე, სადაც მუდამ მზე ანათებდა და თბილოდა, პრინცესა ცხოვრობდა. პრინცესა მარტო ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობარი მზე, მუდამ მის ოთახში ანათებდა, მაინც მარტოსულად გრძნობდა ხოლმე თავს. ერთ მშვენიერ დღეს, ერთი პრინცი გამოჩნდა კუნძულზე. ამ პრინცისთვის თურმე მამამისს უთქვამს, რომ თუ მშვენიერ დედოფალს შეირთავ ცოლად, მაშინ ეს სამეფო შენი გახდება და მე პენსიაზე გავალო. პრინცს არ უნდოდა არავის შერთვა, კუნძულზე გამოიქცა და თავისთვის დაბორიალობდა.
ბავშვმა ხარხარი ატეხა.
- დაბორიალობდა რა სიტყვაა?
- ანუ დახეტიალობდა. თუ გინდა, აღარ გავაგრძელებ.
- მინდა, გააგრძელე რაა. - ყელი მოიწიწკნა თითებით და ისე მთხოვა.
- პრინცმა სრულიად მოულოდნელად, პრინცესა დაინახა და ძალიან შეუყვარდა, როგორც თავად ამბობს. პრინცესა, თავიდან ჯიუტობდა, პრინცს დასცინოდა, ეჩხუბებოდა, თუმცა საბოლოოდ, მისი ცოლი გახდა და ამის შემდეგ, იმ კუნძულის მაცხოვრებლებმა ფერადი პრინცესა შეარქვეს, რადგან მუდამ იცინოდა, ფერადი კაბების ჩაცმა დაიწყო, ფერადად შეღება თავისი და პრინცის ოთახი.
- მერე რა მოხდა?
- დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ - ვიცრუე.
- ასე სწრაფად?
- ჰო, ზოგი სწრაფად ბედნიერდება, ზოგი ნელა.
- შენ გგავს ფერადი პრინცესა?
- არა, მე არ ვარ ფერადი პრინცესა. მე შავი ვარ.
ისევ გაეცინა.
კაი ხანს იცინა.
- მე შენ მინახიხარ ტელევიზორში. ვიღაც ქალს უყვიროდი.
- ზოგადად, არავის ვუყვირი ხოლმე, ეგ უბრალოდ ფილმი იყო. ხომ იცი, რომ ფილმის პერსონაჟები და ნამდვილი ადამიანები განსხვავდებიან?
- ანუ არ ყვირი და არც ის სახელი გქვია?
- არა, ელენა მქვია და არ ვყვირი, არასოდეს - მაგრად მოვატყუე ბავშვი.
- მე ლიზა მქვია.
- ლიზა, ბავშვები სადილად სხდებიან. მიდი შენც მაგიდას მიუჯექი.
- შენ არ შეჭამ?
- არა, მე არ მშია.
- მაშინ არც მე მშია.
- შენ უნდა გშიოდეს, იმიტომ, რომ გრძელი თმა თუ გინდა, კარგად უნდა ჭამო. განსაკუთრებით, ხილი და სუპები.
- ფუ, ეგ ყველაზე მეტად არ მიყვარს - დაიჯღანა.
- გრძელი თმა ხომ გინდა?
- კი.
- მაშინ გაიქეცი.
ძალით მივიტყუე სასადილო მაგიდასთან და მე გიოსთან მივედი. ბავშვი დროდადრო მიყურებდა, მამოწმებდა, ხომ არ წავედი.
ეღიმებოდა.
ხელს მიქნევდა.
- მოსაწევად მინდა გასვლა - ვუთხარი გიორგის.
- ეზოში გავიდეთ კარგი?
- ჰო, სადმე მოფარებულში, რომ ბავშვებმა არ დამინახონ და არ მომბაძონ.
- კარგი - გაეცინა მას.
მოუვლელი ეზო იყო, თუმცა რამდენიმე საქანელა მაინც ეკიდა.
მანქანის უკან დავდექით. იმხელა ჯიპი ჰყავდა, მთლინად გვფარავდა.
- დე ენ ემის ანალიზი ჩავუტაროთ ბავშვს? - მკითხა გიომ.
- რატომ?
- შაკოს ჰგავს. შენც ხომ მაგიტომ მიგიზიდა?
- ჭკვიანი კაცი ხარ - გამეცინა. - შაკოს ჰგავს, თუმცა მისი შვილი ვერ იქნება. შაკოს არ შეუძლია. - ხმა ცოტათი ჩამიწყდა - ანუ ხომ გესმის? ყველაფერი შეუძლია, მაგრამ...
- მაგრამ თვითონ ტოზოიდები არ არიან ყოჩაღები?
- ჰო - მაინც გამაცინა.
შენობიდან ვიღაცა გამოვიდა.
მანქანის დაბურული ფანჯრიდან დავინახე, რომ პატარა ბავშვი ქურთუკის გარეშე გამოვიდა და აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება.
- ჯანდაბა! გამომართვი - სიგარეტი გიორგის შევაჩეჩე და მერე ხმამაღლა ვუთხარი: - მოწევა ძალიან ცუდია, ნუ ეწევი! ახლავე ურნაში გადააგდე!
გიო გააოგნა ჩემმა საქციელმა.
ბავშვი ჩემი ხმის ტრაექტორიას გამოჰყვა.
მოზული, იყინებოდა.
- არ წასულხარ? - მკითხა მე.
- არა. სჯობს შენობაში შევიდეთ, ცივა აქ. - ხელი მოვკიდე და შიგნით შევიყვანე. პატარა პლიტასთან რომ დავსვი და ღიმილით შევხედე, ისევ თმაზე მომეფერა.
- შენ დედიკო გყავს? - მკითხა წყნარად.
- არა.
- მამიკო?
- არც მამიკო.
- არც მე მყავს - თქვა ჯერ კიდევ სიცივისგან მოკაკულმა.
- ეგ არაფერი - ვუთხარი ისე, თითქოს მართლა პატარა ამბავი ყოფილიყო. არც კი ვიცოდი, როგორ მენუგეშებინა პატარა ბავშვი. ის თითქმის ერთადერთი მცირეწლოვანი იყო, ვისთანაც ოდესმე მქონია კონტაქტი.
- შვილი გყავს?
- არა.
- და პრინცი მართლა შენი ქმარია? - მკითხა კიდევ უფრო მოულოდნელად. თითქოს ხომ ვერაფერს ხვდებიან, მაგრამ სინამდვილეში, ყველა ზღაპრის გაშიფვრა შეუძლიათ.
- არა, აღარ.
- იმიტომ ხარ ახლა შავი პრინცესა?
- ჰო, მაგრამ შავ ფერში ცუდი არაფერია. შავი კაბები უფრო ლამაზ ტანს მიჩენს.
- მაგრამ შენ ხომ ისედაც ლამაზი ტანი გაქვს?
- ეგ არ ვიცოდი - გამეღიმა.
- ახლა წახვალ ხო? და მომავალ წლამდე აღარ მოხვალ. ეს კაციც შარშან იყო მოსული. ახლა გამახსენდა, შარშანაც თბილი ქურთუკები, შოკოლადები და სათამაშოები მოგვიტანა.
- მე ვეცდები, რომ უფრო ადრე მოვიდე.
- ადრე როდის?
- არ ვიცი, მაგრამ მალე.
- თუ ბევრი საქმე გამოგიჩნდა, არაუშავს. ტელევიზორში გნახავ. ზოგჯერ, დიდებს რომ აქვთ ჩართული ტელევიზორი, ჩუმად ვუყურებ ხოლმე და ზუსტად მაშინ გნახე.
ცრემლები მომადგა.
ვერაფერი ვუთხარი.
წამოვდექი და გიორგისთან მივედი.
ბავშვთა სახლის დირექტორთან ერთად იდგა.
- იმ გოგონას არ აკითხავენ ხოლმე? - ვკითხე მას.
- არა. საავადმყოფოში რომ დატოვეს, იმის შემდეგ, არავინ გამოჩენილა.
* * *

საღამოს, პირდაპირ შაკოსთან მივაყვანინე თავი გიორგის. თავიდან, ეჭვისთვალით მიყურებდა, რაღა გინდა მაგ კაცთანო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ავუხსენი და ზედმეტი წუწუნის გარეშე მიაჩერა მანქანა სადარბაზოსთან.
ვხვდებოდი, რომ უფრო თავდაჯერებულად შევაბიჯე ლიფტში. გული ნამდვილად ამიჩქარდა, იმასაც ვერ ვიტყვი, ვერაფერი ვიგრძენი, როდესაც მის კართან ავიტუზე-თქო, მაგრამ რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა. მივედი არა როგორც მიტოვებული ან ამ სახლის ყოფილი ბინადარი, არამედ, როგორც მებრძოლი, რომელიც ყველაზე ძლევამოსილ იარაღს ფლობდა.
მე თავად ვიყავი იარაღი.
მთელი ეს დრო, გამომრჩა იმისი გაცნობიერება, რომ შაკოს გრძნობებთან ბრძოლა თუ მინდოდა, თუ მინდოდა, ისე სტკენოდა, ისე განეცადა, როგორც მე განვიცდიდი, მაშინ მხოლოდ მე ვიყავი საჭირო.
არც გიო.
არც დემუ.
არც ვინმე საეჭვიანო იბიექტები.
მხოლოდ მე.
- ვა, რა ხდება? - მკითხა გაკვირვებულმა და კარის ზღურბლს ჩამოეცალა. გზა დამითმო.
- სამკაულები, კაბები და კიდევ რაღაც ნივთები დამრჩა, რომელიც ყოველდღიურად მჭირდება ხოლმე. ტანსაცმლის ჩასალაგებელი დიდი ჩანთაც კი შენთან მაქვს. თან ჩიჩი მომენატრა - ვთქვი თუ არა, ჩემსკენ გამოქცეული ძაღლი გულში ჩავიკარი და ხელში ავიტაცე - დედას გოგო... - თავზე ვკოცნიდი გემრიელად.
- ყავას დალევ? - მკითხა სამზარეულოსკენ შეტრიალებულმა. მივხვდი, რომ მილიონი ემოცია აჩნდა სახეზე და არ სურდა, ასეთ დროს დამენახა.
- შენს საშინელ ყავაზე უარს ვერ ვიტყვი - მაინც წავკბინე.
გაეცინა.
მისი სიცილი მაინც დავინახე. ამას ვერასოდეს დამიმალავდა, ვერც მომაკლებდა, ვერც მომტაცებდა. უნდოდა ეს თუ არა, ეგ სიცილი მარტო ჩემს საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო და თუ კი ოციფიალურად გავშორდებოდით, სიცილის უფლებას ჩამოვართმევდი...
- შენ ხომ ქამელეონი თვალები გაქვს? - ვკითხე სრულიად უადგილოდ - კარგ ამინდში ძალიან ცისფერია და მოღრუბლულ ამინდში მუქი ლურჯი ან უბრალოდ ლურჯი.
- არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე. შეიძლება, მოღრუბლულ ამინდში, ისედაც ვერ ვხედავთ ძალიან გარკვევით და მაგიტომ გეჩვენება ცისფერი.
ჯანდაბა!
იმიტომაც მიმიზიდა იმ ბავშვმა. კანი, თვალები, სახეზე გამოსახული მიმიკებიც კი იგივე ჰქონდა საუბრისას. მემგონი, სწორედ ამის დამტკიცებას ვცდილობდი აქ მოსვლით: მაინტერესებდა, რამდენად ჰგავდნენ ერთმანეთს.
- დღეს თქვენი სურათები ვნახე. ბავშვთა სხლში ყოფილხართ, ერთად. - სიტყვა „ერთადზე“ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება.
- ჰო, სასიამოვნო და სევდიანი იყო იქ ყოფნა. ალბათ, აღარასოდეს მივალ.
- რატომ?
- მაშინებენ ბავშვები.
- გიორგის ბავშვები ჰყავს?
- არა - მერე დავფიქრდი - ჯანდაბა, არ ვიცი. მემგონი არა. არასოდეს მიკითხავს. რომ ჰყოლოდა, ალბათ ერთხელ მაინც იტყოდა რამეს თავის შვილზე ხო?
- ალბათ - გაეცინა შაკოს.
შეიძლება, უნდოდა ეთქვა „მე რომ შვილები მყოლოდა, სულ მათზე ვილაპარაკებდიო“, თუმცა არ მიუშვეს ფიქრებმა. ასეთი გულახდილი ვეღარ იქნებოდა ჩემთან. უფლებაწართმეულები ვიყავით, გულის ჭეშმარიტი ნადები კვლავ გაგვენდო ერთმანეთისთვის და მეც ვეღარ მოვუყევი, როგორ ძალიან ჰგავდა პატარა ლიზა. როგორ ძალიან მომეწონა პატარა ლიზა.
- იცი, უნდა წავიდე - ვთქვი და გასასვლელისკენ დავიძარი.
- მერე ნივთები?
- დაივიწყე.
- ნივთებისთვის არ მოსულხარ?
- არა. რაღაცის დასამტკიცებლად მოვედი საკუთარი თავისთვის - ვთქვი და ნაბიჯს მოვუჩქარე.
- რისი? ელენა, მითხარი რა - ამედევნა ჩიჩისთან ერთად.
- ვერ გეტყვი, მაპატიე - კარში გავედი და ლიფტს გვერდი ავუარე. კიბეს ჩავუყევი სირბილით.
ტაქსი საჩქაროდ გავაჩერე და გიჟივით შევხდი.
გიორგის დავურეკე.
- ასე სწრაფად მოგენატრე? - მკითხა სიცილით.
- შენი დახმარება მჭირდება - ვუთხარი ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, დაძაბულმა.
- რა ხდება?
- რაღაცა ხდება და სწრაფად უნდა დამეხმარო ყველაფერში, სანამ ამ საოცარმა შეგრძნებამ გადამიარა, რომელიც მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღებით არის გამოწვეული და რომელიც მთელს სხეულს მიგიზგიზებს - შევძახე მაქსიმალურად ხატოვნად. ზუსტად ეგეთ განწყობაზე ვიყავი, ერთ წამსაც კი არ მიხუმრია.
- თუ არ მეტყვი, როგორ დაგეხმარო?
- ვიცი, ბევრი ნაცნობი გყავს და ყველაფერს სწრაფად მოაგვარებენ შენ თუ ჩაერევი. ბავშვთა სახლში დარეკე ან თუ საჭიროა, ახლავე მივიდეთ.
- რა გინდა იქ?
- ლიზას შვილად აყვანაში დამეხმარე. - ამოვღერღე და ენა ჩამივარდა. გიოც დადუმდა. - შეძლებ? - ვკითხე საკუთარი მოქმედებით გაოგნებულმა.
- შენ? ბავშვის აყვანა? - თვითონაც შოკში იყო. - ამას ბევრი ფიქრი სჭირდება და ერთ დღეში გადასაწყვეტი ამბავი არ არის ელენა.
- ვიცი, რომ წლობით არიან რიგში და ა.შ. და ა.შ... არ მაინტერესებს. ისიც ვიცი, რომ ძირითადად, წყვილს აჰყავს ხოლმე. ამიტომ გთხოვ დახმარებას შენ და არა ვიღაც ნოდარის. დამეხმარები თუ არა?
- დაგეხმარები, მაგრამ ჯერ ცოტახნით მნახე, დავილაპარაკოთ და...
- არ გნახავ იმისთვის, რომ გადამაფიქრებინო - გავაწყვეტინე წინადადება - უკვე გადავწყვიტე. შეიძლება, გგონია, ნაჩქარევია, ეს გოგო სრულიად გაგიჟდა რა ეშვილებაო და სწორეც იქნები, თუმცა ჩემი მთელი ცხოვრება ყველაფერს ვყოყმანობდი, ყველაფერს ვწელავდი, ყველაფერს ვართულებდი. ერთხელ მაინც მჭირდება მარტივად გადავწყვიტო რაღაც ძალიან სერიოზული. ამიტომ, უბრალოდ მითხარი, შეძლებ თუ არა, რამდენიმე დღეში მომიგვარო ეგ საქმე?
- შევძლებ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 წევრი ket-kat

რა მაგარი გოგო ხარ პროსტაა-))) ამათი ხათრით გპატიობ ინეს და ინას)))მაინც ყველაზე სვეტი მწერალი ხარ მთელ საიტზე ;))<3

№2  offline წევრი Jupiter

აამ, ანუ, არასდროს დამიკომენტარებია შენს ისტორიაზე და მგონი ბევრი მაქვს სათქმელი.
პირველ რიგში, შენი მოთხრობის წაკითხვა თავებად (მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ხშირად დებ) არის საშინელება;დ ნუ, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. წერ რაღაც საოცრად, აი, კითხულობ, კითხულობ, მაგარი ლომკა გაქვს და უცებ, თავი მთავრდება და გაგიჟებული ელოდები შემდეგს;დდ იმის თქმა მინდა, რომ შენი მოთხრობა, რომელსაც თავებად დებ, აუცილებლადაა მეორედ წასაკითხი, ოღონდ თავიდან ბოლომდე, იმისთვის რომ სრული ეშხი ვიგრძნოთ. ეშმაკი ქალიას მასე ვკითხულობდი ხოლმე და მომწონდა, მიყვარდა, მაგრამ სრულად რომ წავიკითხე საერთოდ გადავირიე და რა ძალიან მაგარი იყო მაშინ დავაფასე ბოლომდე ;დ ჰოდა ამას რომ დაამთავრებ აუცილებლად წავიკითხავ თავიდან ბოლომდე და ცუდად გავხდები ისე მომეწონება ❤️
ყველაფერი წაკითხული მაქვს და ყველაფერს წავიკითხავ რასაც აქ დადებ, მაგრამ მგონია რომ ეს საუკეთესოა. აუ, არ ვიცი რატომ, მაგრამ სუბიექტური გრძნობები მაქვს და ძალიან, ძალიან მომწონს.
უუუნიჭიერესი, უგანსხვავებულესი და უუმაგრესი გოგო ხარ. საშინლად კარგად გამოგდის წერა;დ და როგორ ახერხებ არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის შენს ყველა მოთხრობას საოცარი ექშენი აქვს და ყოველთვის ლომკა მაქვს ხოლმე კითხვისას;დდ
წარმატებები! ❤️
შთაბეჭდილებების გაზიარება ჩემი ძლიერი მხარე არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ჰო ვცადე;დდდ

№3 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ket-kat
რა მაგარი გოგო ხარ პროსტაა-))) ამათი ხათრით გპატიობ ინეს და ინას)))მაინც ყველაზე სვეტი მწერალი ხარ მთელ საიტზე ;))<3

ვაიმეე, უკეთეს კომპლიმენტს ვერც კი ვინატრებდი <3
ინას და ინესაც დაგიბრუნებ, გპირდები!

Jupiter

ღმერთო, ცუდად ვარ ამის წაკითხვის შემდეგ. გეფიცები, თვალზე ცრემლი მომერია. მე ვერასდროს ვხვდები, რატომ ან როგორ ვარ კარგი მწერალი ან მართლა კარგად ვწერ თუ არა, მაგრამ როცა ასეთ რამეს ვკითხულობ, სულ ნაგავიც რომ ვიყვე, ცხოვრების ბოლომდე გავაგრძელებ წერას. სიცოცხლით ამავსე. მადლობას კი არ გიხდი უბრალოდ და ზრდილობის გამო კი არ ვპასუხობ შენს კომენტარს, არამედ, მართლა სიცოცხლით ამავსე. ღმერთო, ნეტა იცოდე, რამდენს ნიშნავს, რამდენს მახარებს, რამდენს მაბედნიერებს. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ წერასთან ერთად, კომენტარების კითხვაა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება და დიდი მადლობა, რომ ამ წამს, ასეთი ბედნიერება მომანიჭე!

№4  offline წევრი Jupiter

ენ ჯეინი

ვაიჰ, მიხარია თუ სწორად გადმოვეცი რასაც ვგრძნობ ???? ❤️

№5  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

როგორი ადამიანური და კეთილები არიან შენი გმირები. და მგონია რომ შენც ეგეთი ხარ..

ხო, ამ მომენტზე ამოვწყდი :დდდ

"- გაეთრიე! - არაადამიანურად დავიკივლე. ამ კივილის მერე, ვინმეს თუ კიდევ ვეყვარებოდი, ეგ იქნებოდა ჩემი უაკნასკნელი იყვარული დედამიწაზე."

№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვა იი მეეეე ამ თავში ვიცინე ყველაზე მეტი ჯერ ამაზე :დდდ

,,- ჩემს ბიჭს ნუ უყურებ უკანალზე! მაგარი საკბეჩი კი აქვს - ვთქვი სიცილით.
- ჰოდა უკბიჩე.
- ვნახოთ, როგორ მოიქცევა.”

და მერე საწყალი ბავშვებიო დემუმ რო უთხრა მაგაზე გადავბჟირდი :დდდდ აუ რაკარგი მეგობრები არიან ისე ისე მომწონს ეგ ორი პერსონაჟი ერთად და მაგათი მომენტები ჰო საერთოდ :დდ

ჰოდა არვიცი აი არმყოფნის რა და რაგავაკეთო სულ ბევრი ბევრი ბევრი მინდა და ეს შაკო ნერვებს მიშლის -.- გიორგი მესიმპათიურებასავით რაღაააც ... თუმცა შაკო ოლდ ბათ გოლდ :დდდდ
ჰოდა არვიცი ეხლა რამ დაარტყა ამ ქალს თავში იმედია იაზრებს მაგრამ აუაუაუაუ რამაგარია ეგ და ბავშვი :დ ჰოდა გელოდები მოუთმენლად ისეც ერტი სული მაქს ხოიცი ♥️♥️♥️
გყვარობ ♥️♥️

№7 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელ_ჯეიმსი
როგორი ადამიანური და კეთილები არიან შენი გმირები. და მგონია რომ შენც ეგეთი ხარ..

ხო, ამ მომენტზე ამოვწყდი :დდდ

"- გაეთრიე! - არაადამიანურად დავიკივლე. ამ კივილის მერე, ვინმეს თუ კიდევ ვეყვარებოდი, ეგ იქნებოდა ჩემი უაკნასკნელი იყვარული დედამიწაზე."

ჩემო საყვარელო ავტორო, დიდი მადლობა <3
პი.ეს. ვიმედოვნებ, რომ მეც კეთილი ვარ :დდდ

ტკბილიწიწაკა
ვა იი მეეეე ამ თავში ვიცინე ყველაზე მეტი ჯერ ამაზე :დდდ

,,- ჩემს ბიჭს ნუ უყურებ უკანალზე! მაგარი საკბეჩი კი აქვს - ვთქვი სიცილით.
- ჰოდა უკბიჩე.
- ვნახოთ, როგორ მოიქცევა.”

და მერე საწყალი ბავშვებიო დემუმ რო უთხრა მაგაზე გადავბჟირდი :დდდდ აუ რაკარგი მეგობრები არიან ისე ისე მომწონს ეგ ორი პერსონაჟი ერთად და მაგათი მომენტები ჰო საერთოდ :დდ

ჰოდა არვიცი აი არმყოფნის რა და რაგავაკეთო სულ ბევრი ბევრი ბევრი მინდა და ეს შაკო ნერვებს მიშლის -.- გიორგი მესიმპათიურებასავით რაღაააც ... თუმცა შაკო ოლდ ბათ გოლდ :დდდდ
ჰოდა არვიცი ეხლა რამ დაარტყა ამ ქალს თავში იმედია იაზრებს მაგრამ აუაუაუაუ რამაგარია ეგ და ბავშვი :დ ჰოდა გელოდები მოუთმენლად ისეც ერტი სული მაქს ხოიცი ♥️♥️♥️
გყვარობ ♥️♥️

მეც ძალიან ძალიან მაგრად გყვარობ <3
იაზრებს კი? რა ვიცი, რა ვიცი :დდდ
ყველაზე დიდი დიდი მადლობა მოთმინებისა და გვერდში დგომისთვის <3
მადლობა დედას, მამას, წიწაკას და ყველას!

№8  offline წევრი DI ANA

ზოგადად მე ვრცელ კომენტარებს მარტო ჩემი ალისასთვის ვიმეტებ მაგრამ გამონაკლისსაც დავუშვებ :დდდ

წერ რაღაც საოცრად და არაამქვეყნიურად, ვკითხულობ და ვერ ვჩერდები დავიწყებ ამით, გავაგრძელებ იმით რომ საშინლად მაბრაზებენ შაკო და ელენა. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი დებილი იყოს. მაგ ორ დეგრადირებულს ერთმანეთი უყვარს ვერც იმას ვიტყვი ვერ ხვდებიანთქო არაა.... ხვდებიან და იდიოტური სიამაყის გამო ვერ იხდიან ბოდიშს, ვერ უბრუნდებიან ერთმანეთს, იმდენი ქნეს რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზები დაკარგეს.

ვკითხულობ ნაწარმოებს და მგონია რომ ყველაფერი ნაცნობია, სიტუაციებიც და ადამიანებიც მაგრამ აქ ყველაფერი უფრო ღია და ნათელია თუმცა ეს ერთი შეხედვით, პერსონაჟები ერთმანეთს ატყუებენ, დასცინიან და იმედებს უნგრევენ მერე კიდევ ამ ნანგრევებში დასამარებულ სიყვარულს ეძებენ, სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს და მართლა სატირალია მაგ ორის მდგომარეობა,

ძალიან მინდა ელენა და შაკო შერიგდნენ მაგრამ ვერც იმას ვიტყვი გული დამწყდება ბოლოს ერთად რომ ვერ ვიხილო მეთქი იმიტომ რომ არ მინდა დაიტანჯონ მე კი ის ვერ გადამიწყვეტია ერთად ყოფნით ბედნიერები იანებიან თუ არა.

საბოლოო ჯამში ივანე ამირხანაშვილის სიტყვებსის ჩემებურ ციტირებას მოვახდენ და გეტყვი რომ მე შენი იმედი მაქვს იმიტომ რომ სიყვარული ბოლოს თავის ადგილს უბრუნდება ამის გარანტი კი შენ ხარ ავტორო იმიტომ რომ იცი რას აკეთებ როგორ და რისთვის...♡

№9 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

DI ANA

დიანა, ბედნიერი ვარ, რომ გადმოგდი ეს მშვენიერი ნაბიჯი და ჩემთვისაც გაიმეტე ასეთი მსუყე, არაჩვეულებრივი შეფასება. გიერთდები ალისას სიყვარულში მთელი გულით <3

ისტორიას რაც შეეხება, მართალი ხარ. ზოგჯერ, სიყვარულია ყველაფერი, რაც გვჭირდება, თუმცა ეს სიყვარული ისეთი მწარეა, საერთოდ საკითხავი ხდება, გვიღირს თუ არა. ვინაიდან და რადგანაც, ეს ყველაფერი, რეალურ ცხოვრებაში ხდება, ალბათ ისე გაუმკლავდებიან, როგორც რეალური ადამიანები. ანუ გარტყმაში არ ვარ, როგორ გაუმკლავდებიან smile smile

რაც შეგეხება შენ, უღრმესი მადლობა. ძალიან გამილამაზე ღამე და მომავალი დღეს. იმედი მაქვს,მოგეწონება საბოლოოდაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ მეც არ ვიცი დასასრული, მეც იმედი მაქვს რომ მომეწონება :დდდ
მადლობა კიდევ ერთხელ <3

№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვერაფრით ვერ ვხვდები შაკოს რას ერჩის??? რაზე დატანჯა ასე ერთი გამაგრბინეთ ვინმემ... ამ გოგოს მოკვლა მინდა

№11 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ანი ანი
ვერაფრით ვერ ვხვდები შაკოს რას ერჩის??? რაზე დატანჯა ასე ერთი გამაგრბინეთ ვინმემ... ამ გოგოს მოკვლა მინდა

რა ვიცი ჩემო ანი, რას გაუგებ ამ ქალებს :დდ

№12  offline მოდერი მარია.

ვგიჟდები შენზე
--------------------
Your happiness depends on you ))

№13 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარია.
ვგიჟდები შენზე

მე შენზე heart_eyes

№14  offline წევრი LittleSnake

რა საოცარი თავი იყო.
სულ ემოციებით სავსეა ყველა თავი
ეს რაღაცნაირი იყო აი თან რომ ვიცინე თან რომ დავიგრუზე.
ყველა პერსონაჟი რომ მიყვარს ეს ის მომენტია რათქმაუნდა შენი დამსახურებით.
სულ წერე რა...
იმიტომ რომ საუკეთესოდ გამოგდის.

№15  offline წევრი კეროლაინი

ძალიან კარგია❤️❤️

№16  offline წევრი Moonlight Sonata

ერთია როდესაც წერის ნიჭი გაქვს და მეორე, როდესაც შეგიძლია შენი პერსონაჟები მკითხველს შეაყვარო. ეს ორი სხვადასხვა რამეა და კარგია, რომ შენ ორივე გაქვს ❤ ელენა და შაკო მართლა ძალიან შემიყვარდნენ და თუ პერსონაჟი მიყვარს, ისტორია ჩემთვის ორმაგად უფრო საინტერესოა ❤ დემუზე, რომ მეკეტება მაგაზე აღარაფერს ვამბობ . . .

№17 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

LittleSnake
რა საოცარი თავი იყო.
სულ ემოციებით სავსეა ყველა თავი
ეს რაღაცნაირი იყო აი თან რომ ვიცინე თან რომ დავიგრუზე.
ყველა პერსონაჟი რომ მიყვარს ეს ის მომენტია რათქმაუნდა შენი დამსახურებით.
სულ წერე რა...
იმიტომ რომ საუკეთესოდ გამოგდის.

პატარა გველუკა, დიდი მადლობა <3
ასეთი მკითხველებისთვის გავაგრძელებ, აბა რას ვიზამ?
იმეედია, მომავალშიც იგივენაირად ისიამოვნებ ჩემი შემოქმედებით <3

კეროლაინი
ძალიან კარგია❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა <3

Moonlight Sonata
ერთია როდესაც წერის ნიჭი გაქვს და მეორე, როდესაც შეგიძლია შენი პერსონაჟები მკითხველს შეაყვარო. ეს ორი სხვადასხვა რამეა და კარგია, რომ შენ ორივე გაქვს ❤ ელენა და შაკო მართლა ძალიან შემიყვარდნენ და თუ პერსონაჟი მიყვარს, ისტორია ჩემთვის ორმაგად უფრო საინტერესოა ❤ დემუზე, რომ მეკეტება მაგაზე აღარაფერს ვამბობ . . .

შენ გაიხარე ასეთი სიტყვებისთის <3
დემუზე მეც მეკეტება, მემგონი, ყველას მირჩევნია :დდდ
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორია შენს საყვარელ გულთან მოვიდა ახლოს <3

№18  offline წევრი აბლაბუდა

არ მახსოვს შენი სხვა ისტორიები თუ მაქვს წაკითხული, თუმცა ამ იატორიამ მომცელა უძლიერესია, ეს ორი არანორმალური ადამიანი არ მემეტება დასაშორებლად :(

№19 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

აბლაბუდა
არ მახსოვს შენი სხვა ისტორიები თუ მაქვს წაკითხული, თუმცა ამ იატორიამ მომცელა უძლიერესია, ეს ორი არანორმალური ადამიანი არ მემეტება დასაშორებლად :(

ასე ჯერ არავის მოცელვა არ გამხარებია <3
გაიხაე, მადლობა დიდი <3

№20  offline წევრი ქეთათო4

სასწაულად წერთქო ხო არასდროს მითქვამს????? ხოდა ახლა გეუბნები! ქალი პიროვნება ხარ! რამაგარი პერსონაჟები გყავს ნეტავ იცოდე და ხვდებოდე, მაგრამ როგორ ვერ მიხვდები შენ ამნი ამათ :დ მიყვარხარ და მალე დადე შემდეგი თორეე ვერ გადარჩები მკითხველთა ცოდვით :დ

№21 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ქეთათო4
სასწაულად წერთქო ხო არასდროს მითქვამს????? ხოდა ახლა გეუბნები! ქალი პიროვნება ხარ! რამაგარი პერსონაჟები გყავს ნეტავ იცოდე და ხვდებოდე, მაგრამ როგორ ვერ მიხვდები შენ ამნი ამათ :დ მიყვარხარ და მალე დადე შემდეგი თორეე ვერ გადარჩები მკითხველთა ცოდვით :დ

რამდენი მყოლიხართ კაცო და არ ვიცოდი. ან სად მემალებოდით ან რატო მემალებოდით ეს ბრილიანტებივით ხალხი? ელენას ვუმადლოდე ვითომ თქვენ გამოჩენას? smile

შეიძლება გკითხო, როდის დადებ ახალ თავს? ძაან მაგარი მწერალი დადგებოდა შენგან, რას იტყვი რომ წიგნი დაწერო? მოკლედ რომ გითხრა, უბრალოდ შენით და შენი ისტორიებით ვარ აღფრთოვანებული, მგრად მევასება შენი ისტორიები, და არ მალოდინო რა გთხოვ, ახსლი თავი მალე დადე, მოუთმენლად გელი................მ☺

№23 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სიყვარული გულს გვტკენს
შეიძლება გკითხო, როდის დადებ ახალ თავს? ძაან მაგარი მწერალი დადგებოდა შენგან, რას იტყვი რომ წიგნი დაწერო? მოკლედ რომ გითხრა, უბრალოდ შენით და შენი ისტორიებით ვარ აღფრთოვანებული, მგრად მევასება შენი ისტორიები, და არ მალოდინო რა გთხოვ, ახსლი თავი მალე დადე, მოუთმენლად გელი................მ☺

უსაყვარლესი ხარ!
ვეცდები, დღეს დავდო.
წიგნს რაც შეეხება, ვმუშაობ მაგაზე და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, ენ ჯეინის რომანით გაგახარებ :*

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.