შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო (სრულად)


11-01-2019, 01:24
ავტორი თა თა
ნანახია 3 944

არ დამივიწყო (სრულად)

ყველაზე მაღალი ნოტი..ხალხის ტაშის ხმა..შეძახილები..ღიმილი, რომელმაც შეცვალა ჩემი სამყარო..თვალის ჩაკვრა,როდესაც წარმოვიდგინე,რომ ჰალუცინაციები დამეწყო..ჰაეროვანი კოცნა, რომელმაც აშკარად დამარწმუნა,რომ გავგიჟდი..ბოლოს გაქრა,თვალს მიეფარა, მისი ადგილი კი სხვამ ჩაანაცვლა..ვინატრე,რომ სამუდამოდ გაგრძელებულიყო და არასდროს დაემთავრებინა სიმღერა,მაგრამ დამთავრდა..გულში რაღაც ჩამწდა,ეს ხომ ათასში ერთხელ ხდება,განა კიდევ როდის ვნახავ მას? ან რეებს ვფიქრობ? მგონი მართლა გავგიჟდი,განა ასეთი პოპულალური ბიჭი ჩემთვის მოიცლის? აჰაჰა სულელი ხარ ანკა ნამდვილი სულელი
-ანკა წამოხვალ თუ კიდე დიდხანს გელოდოთ? -რეალობაში ნინას ხმამ დამაბრუნა, და ის ღიმილიც სახეზე შემაშრა რომელიც რამდენიმე წამის წინ მქონდა
-მოვდივარ -უემოციოდ ჩავიბუტბუტე და უკან გავყევი ბავშვებს
-აუუ ეს სულ გამოაშტერა ამ ბიჭის თვალის ჩაკვრამ და ახლოს ნახვაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი -სიცილით თქვა ლუკამ
-რაა!! ანუ არ მომლანდებია? მოიცა ანუ თქვენც დაინახეთ? თქვენც დაინახეთ თვალი რომ ჩამიკრა? -ისე მივაყარე კითხვები არ ამომისუნქავს
-აუუ ჩემი ეს მართლა მაგრად არის გამოშტერებული -აჰყვა ნინაც -ჰოო გოგო მართლა ჩაგიკრა თვალი, დაჟე კოცნა არ გამოგიგზავნა და ღიმილით არ დაგაჯილდოვა?
-მაგას დაჯილდოვება კი არა მოჯადოვება უფრო ჰქვია -გადაიხარხარა ლუკამ..ამ დროს კარებში გავედით, ზამთრის სუსხი არასასიამოვნოდ მომხვდა სახეზე,ამიტომ ცხვირი ტყავის ქურთუკში ჩავმალე.. დავინახე,როგორ ჯდებოდა მანქანაში ჩემი ოცნების პრინცი, მაგრამ მხოლოდ ოცნების.. გარშემო უამრავი ხალხი ეხვია,მათ შორის უამრავი გოგო იყო..დავინახე, აბა მე ვინ რას გამომაპარებს,დავინახე რომ მანაც დამინახა..ისევ გამიღიმა,მეც გამეღიმა,ამ დროს ნინას მწარე ფრჩხილები ვიგრძენი მკლავზე,რითაც მივხვდი რომ დებილივით ვუცინოდი
-ეცადე ეგრე ძალიანაც არ შეიმჩნიო მის დანახვაზე ელთმელეთი რომ გემართება -გადმომჩურჩულა ნინამ და ლუკასთან ერთად გზა განაგრძო -ანკა შენ არ მოდიხარ? გოგო გამოადგი ფეხი..ანკა შენ გეუბნევი..ანკა..ანკა გაიღვიძე ანკაა -ვგრძნობდი,რომ ვიღაც მაგრად მირტყავდა, ვინ იქნებოდა თუ არა დედაჩემი..შეშინებულმა უცებ დავჭყიტე თვალები,ხელი გულზე მივიდე,რომელიც ამოვარდნას მქონდა,ღრმად ვსუნქავდი, თვალები ისევ დავხუჭე და მოწყვეტით ისევ დავეხეთქე საწოლზე
-რა გინდა დედა რაა,ისევ შენ დამაშორე ჩემი ოცნების პრინცს უჰჰ -ამოვიბუტბუტე და ბალიში მთელი ძალით დავიჭირე თავზე
-რაა??აჰაჰაჰ..ეგ სერიოზულად თქვი?
-რავი ისეთი ვთქვი რაც დაუჯერებელია?
-რავი შენ და შენი პრინცი რომ ერთად იქნებით და მე დაგაშორებთ ეგ მხოლოდ სიზმრებში მოხდება
-აბა მე სხვა რამე ვთქვი?
-გოგო უკვე 17 წლის ხარ და სიზმრებში კი არა რეალობაში ეძებე ეგ შენ პრინცი
-აუუ კარგი რა მეღადავები?
-ადექი ახლა სკოლაში გაგვიანდება-ფეხზე ნელა წამოვიკლაკნე, თავი მოვიწესრიგე,როგორც ყოველთვის ჩემი ქერა,გრძელი თმები გაშლილი დავიტოვე,და ღიღინით ჩავირბინე კიბეებს..მერე ჩემი პატარა ძმა ვაწვალე,რომელიც სამი წლის არის და გული რომ ვიჯერე სკოლისკენ ავიღე გეზი.

ჩემი ყოველი დღე ასე იწყებოდა. მე,ჩემი ძმა(საბა),დედა(მაკა)და მამა(დიტო)ვაკეში ვცხოვრობთ..მყავს საუკეთესო მეგობარი ნინა,ორივე 17 წლისები ვართ,მაგრამ ჭკუა არც ერთს გვაქვს თავში..მე იმიტომ,რომ მაინც და მაინც ის შემიყვარდა ვინც ზედაც არ შემომხედავს არასდროს როგორც შეყვარებულს..ჩვენ სკოლაში სწავლობს,ყველაზე პოპულალური ბიჭია,იმიტომ, რომ ფულიანი მამიკო ჰყავს,თან საკმაოდ "სიმპაწიგაა"..და ნინას იმიტომ,რომ უბანში ყველაზე არანორმალური და ამავედროს ზე სიმპატიური ლუკა შეუყვარდა..მაგრამ ჩვენ შორის ის განსხვავებაა რომ მას ის შეუყვარდა ვისაც მართლა უყვარდა ნინა..ხო მართლა სულ დამავიწყდა მეთქვა,რომ მე ანკა ვიბლიანი ვარ,სხვებისგან არაფრით ვარ გამორჩეული, მაგრამ ამას სხვებს ვერ დააჯერებ..მაქვს ცისფერი თვალები, თხელი ტუჩები,ვიწრო სახე და კარგად გამოკვეთილი ნაკვთები,როგორც ზევით ვთქვი ქერა თმები, საკმაოდ სუსტი ვარ და არც ძალიან მაღალი ვარ არც დაბალი..ახლა თქვენ გადაწყვიტეთ როგორი ვარ..მგონი თემას ძალიან გადავუხვიე.

გზაში,როგორც ყოველთვის ნინას გავუარე და სანამ სკოლამდე მივიდოდით ყველაფერი მოვუყევი ჩემ სიზმარზე და იმაზე,რომ ნიკი დვალვი დამესიზმრა,როგორც პოპ ვარსკვლავი,ყველაზე ცნობილი მომღერალი. არადა სად ნიკი და სად სიმღერა,ისე შორი-შორს არიან ერთმანეთისგან,როგორც ცა და მიწა..გულიანად გადაიკისკისა რამაც უფრო გამაგიჟა
-არარსებობს ნიკი დვალვი დაგესიზმრა,როგორც მომღერალი? აჰაჰა..აუუ ნიკი და სიმღერა? აუ ჩემი დღეს სკოლაში რომ დაიანხავ არ გამოშტერდე იცოდე-ისევ სიცილს აგრძელებდა ნინა
-ნინა გეყოს რაა უჰჰ
-აუუ ლუკას ვეტყვი მაგ ამბავს რაა..ხომ იცი ენა არ გამიჩერდება პირში და მაინც წამომცდება რაღაც -ნინა გაიქცა და მთელი სისწრაფით შევარდა სკოლაში,რადგან იცოდა,რომ ცოცხალი ვერ გადამირჩებოდა,მართლა რომ ეთქვა
-ნინა მოგკლავ -დავუყვირე და მეც უკან გავეკიდე..აზრზე ვერ მოვედი,როგორ შევარდით სკოლის ეზოში,მერე სკოლის დერეფანში,მერე ვიღაცას დავეჯახე და რაც კი რამე მეჭირა ხელში ყველაფერი ძირს დამეყარა
-ჰეი ბავშვი წინ არ უნდა იყურო?-ისეთი ბოხი, მკაცრი და საკმაოდ ნაცნობი ხმა ჰქონდა ადგილზე გამაქვავა,ჟრუანტელმა დამიარა..ამაზე უფრო გავცეცხლდი,არ ვიცი რა მეწყინა ის რომ პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა და არ მკითხა რამე ხომ არ დამიშავა თუ ის,რომ ბავშვი დამიძახა,ჩემზე ერთი წლით დიდმა აყლაყმა,ან იქნებ მისგან მეწყინა ეს საქციელი?..თამამად წამოვდექი ფეხზე,ფაილები და ფურცლები,რომლებიც რამდენიმე წამის წინ ძირს იყო დაყრილი,უფრო მჭიდროდ მივიკარი მკერდზე,თამამად გავუსწორე ჩემი უძირო ზღვასავით ლურჯი თვალები ბიჭის ჭაობისფერ თვალებს
-სხვათაშორის ურიგო არ იქნებოდა გეკითხა რამე ხომ არ გეტკინა და ხომ არაფერი დაგიშავე,მაგრამ როგორც ჩანს ეს არ განაღვლებს,და რაც შეეხება ჩემს "წინ არ ყურებას" ეს ყველაფერი იმ ქაჯის ბრალია -ხელი ნინასკენ გავიშვირე -ასე რომ ჯერ განსაჯე ვინაა დამნაშავე და მერე მიეცი მათ შენიშვნები -ამაყად დავასრულე მონოლოგი და თავაწეული გავემართე მეგობრისკენ, თუმცა მაინც ვგრძნობდი ბიჭის მზერას, რომელიც საშინლად მიწვავდა ბეჭებს..კლასში უკან მოუხედავად შევარდი და მაშინვე ნინას სიცილის ხმა გავიგე
-აჰაჰაჰ..არარსებობს წარმოგიდგენია? იმ ბიჭის გამო გარბოდი და პირდაპირ მაგ ბიჭს შეასკდი ზედ -ბოლო ხმაზე იცინოდა ნინა
-ნინა მოგკლავ,ხომ იცი სახლში მაინც ვერ გადამირჩები -კბილებში გამოვცერი და ჩემი ადგილი დავიკავე. ნინასთვის ზედაც არ შემიხედავს,მიხვდა როგორ მომიშალა ნერვები, ამიტომ თავის დანაშაულის გამოსწორებას შეეცადა
-აუუ ანკა რა გეწყინა უჰჰ. მადლობელი არ ხარ? ასე ახლოს არასდროს ყოფილხარ მგონი მაგასთან
-..
-ანკა..-ბავშვივით აბუზღუნდა -დღეს ლუკას ვეტყვი და სადმე წავიდეთ გასართობად
-ნინა გაკვეთილია და მორჩი ყბედობას
-ანკა..ლუკას ვეტყვი და სადმე წაგვიყვანს,მაგალითად კონცერტზე,სადაც შენ იქნები მომღერალი
-რააა!!-იმხელაზე დავიყვირე, სულ დამავიწყდა რომ გაკვეთილზე ვიჯექით
-ანკა ვიბლიანი დატოვე კლასი -მასწავლებლის მკაცრი ხმა მომხვდა ყურში
-რა პრობლემაა-უდარდელად წამივდექი ფეხზე და გარეთ გავარდი..არა სიმღერა კი კარგად გამომდის ეს ნიჭი მაინც გამომყვა დედისგან და ვმღერივარ ხოლმე პატარა კაფეებში,მაგრამ ჩემი თავი კონცერტზე ვერ წარმომედგინა ვერასოდეს. გაკვეთილის გამოსვლამდე ჯერ კიდევ 15 წუთი იყო დარჩენილი,ამიტომ ეზოში ჩასვლა გადავწყვიტე..ეზოსკენ კიბეებს,როგორც ყოველთვის სირბილით მივუყვებოდი,თან ვღიღინებდი..როგორც ჩანს დღეს ბედი არ მაქვს არაფერში, ან რავიცი იქნებ პირიქით არის..ისევ მაგარი დაჯახება ვიგრძენი,ამჯერად საკმაოდ მაგრად დავეხეთხე მიწაზე
-ვაიი-ისე საწყლად ამოვიკნავლე შეგეცოდებოდით.. ბიჭი სწრაფად დაიხარა ჩემსკენ
-კარგად ხარ?-შიშნარევი ტონით მკითხა
-მგონი ფეხი ვიტკინე -გატეხილი ხმით ვუთხარი,არადა ისე მეტკინა ცოტაღა მაკლდა რომ არ მეტირა
-შემომხედე -ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ფრთხილად ამაწევინა
-სერიოზულად? ისევ შენ?-გაოცებით და ბრაზით წამოიძახა ნიკიმ..მის ხმაში წეღანდელი შიშის კვალიც აღარ დარჩენილიყო
-ბოდიში-ისევ გატეხილი ხმით ამოვიჩურჩულე და ცრემლიანი თვალები შევანათე მის მწვანე თვალებს
-ეეე..კარგი ჯანდაბას, მოდი დამეყრდენი -მისი თვალები ოდნავ დამთბარიყო, რაო? დამეყრდენიო? ასე ახლოს მისდღემში არ ვყოფილვარ ბიჭთან და თან ნიკი დვალვთან.. მაგრამ სხვა რა გზა მქონდა მთელი დღე აქ ვერ ვიწვებოდი.. ხელი გამომიწოდა,მაგრამ რომ მიხვდა რომ ვერ დავდგებოდი, ხელში ბუმბულივით აიტაცა ჩემი სიფრიფანა სხეული. ჩემი გულის ცემა საოცრად გაზრდილიყო, ვიგრძენი პულსის მატებაც, სასიამოვნო ჟრუანტელის დავლა,ერთიანად კანკალი, მაგრამ ეს ყველაფერი შიშს დავაბრალე
-სწრაფად გამოაღო მანქანის უკანა კარი და ფრთხილად დამსვა
-ეცადე ფეხი არ ამოძრავო, იმედია მოტეხილი არ გაქვს -ბუზღუნით ჩაილაპარაკა, თვითონაც დაიკავა მძღოლის ადგილი და უახლოესი სავადმყოფოში წამიყვანა
-გაკვეთილიდან გამოგადგეს თუ გამოიპარე?-მის ხმამ გამომაფხიზლა
-გამომაგდეს -ვთქვი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საკმაოდ დიდი ხანი მომიწევდა ამაზე ღადაობის ატანა
-აჰაჰა..ახლა რაღა დააშავე?
-ისევ იმ ქაჯის ბრალი იყო
-ვაუუ-გაეცინა
-შენ ვის დასცინიხარ. შენ რა სუფთა ჰაერზე სეირნობა მოგინდა და იმიტომ გამოხვედი გარეთ? -გამახსენდა რომ თვითონაც გარეთ იყო
-გამოიცანი,მაგრამ მე არავის გამოვუგდივარ,საკუთარი ნებით დავტოვე კლასი
-ოჰჰ
-რა თქვი? სიტყევბი გამოგელია?-ღიმილი ეპარებოდა ხმაში
-არა უბრალოდ ფეხი ამტკივდა დაა...
-მოვედით -მითხრა და სავადმყოფოში ისევ ხელში აყვანილმა შემიყვანა
-კიდევ კარგი სერიოზული არაფერი გჭირდა და მხოლოდ ნაღრძობი გქონდა -მშვიდად მითხრა როცა უკვე მანქანში ვჯდებოდით -ახლა მითხარი მისამართი,რომ სახლში მიგიყვანო -მას ჩემი მისამართი ვუკარნახე. თან ყველანირად ვცდილობდი, მის მწველ მზერას გავქეოდი,რომელიც ასე მაფორიაქებდა.. მანქანა მალე გაჩერდა ჩემს სახლთან, ნიკიმ კარები გამიღო და ორჭოფობით მითხრა
-ხომ არ დაგეხმარო?
-არა ჩემით ვიზამ -მტკიცედ ვუპასუხე, მგრამ მაშინვე ვინანე, როცა რამდენიმე ნაბიჯი გადავადგი და ლამის ჩავიკეცე. აზრზეც ვერ მოვედი,როგორ ამიტაცა ხელში და როგორ დააკაკუნა ჩემ სახლის კარზე, კარები დედამ გამიღო, ჩემს დანახვაზე რასაც ქვია თვალები შუბლზე აუვიდა
-ვაიმეე შვილო რა გჭირს? რა დაგემართა? -ქოთქოთებდა დედა. ნიკიმ ჩემს ოთახში ამიყვანა და საწოლზე ფრთხილად დამაწვინა
-სერიოზული არაფერია უბრალოდ ნაღრძობი აქვს და მალე კარგად იქნება -ნიკიმ დედას გაუღიმა, ახლა ჭკუიდან შევიშლები.. -კარგი მე წავალ და გაოჯანმრთელებას გისურვებ -სერიოზული სახით შემომხედა და კარებში გადიოდა, როცა გაჩერდა, მივხვდი რომ რაღაც დამავიწყდა
-მადლობა -ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე, თვითონაც გაიღიმა, არაფერი უპასუხია ისე დატოვა ოთახი და გარეთ გავიდა..მანქანის ძრავის ხმა გავიგე, რამაც დამარწმუნა რომ წავიდა. ოთახში დედა შემოვარდა, გეფიცებით ასეთი გახარებული საბას დაბადების მერე არ მინახავს
-დეე ვინ იყო ეს ბიჭი ჰა?
-ჩემი სკოლელია
-კარგი ბიჭია შვილო, ბოლოს და ბოლოს შენი ოცნების პრინცს აღარ სჯობია? -სიცილით თქვა მან. აბა რა იცის რომ ჩემი ოცნების პრინცმა რამდენიმე წუთის წინ, ხელში აყვანილი მიმაცილა საწოლამდე და რა იცის,რომ წინ ედგა და ელაპარაკებოდა?
-დედა ეგ იყო ჩემი პრინციც და ჩემი ნერვების ჭიაც
-ჰაა? ვაიმეე არარსებიბს? ხუმრობ ხო ანკა?
-არა დეე ეგ არის.. დღეს ორჯერ დავეჯახე გჯერა? გინდ ბედს დააბრალე და რასაც გინდა იმას, მეორედ კიბეებზე დავეჯახე და აი შედეგი -ფეხზე ვანიშნე, მან გულიანად გადაიკისკისა, ამიტომ გაკვირვებულმა შევხედე
-ბედი კი არა, ეგეთი რამეები მხოლოდ სერიალებში მაქვს ნანახი, და რას წარმოვიდგენდი ჩემ შვილს თუ ეს დაემართებოდა -სიცილს არ წყვეტდა დედაჩემი
-აუუ კარგი რა დედა უჰჰ..ისე ესეთი რამ სხვას რომ მოეყოლა არ დავუჯერებდი, მაგრამ ეს მართლა მოხდა, მოხდა თან ჩემს ცხოვრებაში -ბედნიერებისგან გამეღიმა. დედა ოთახიდან გავიდა, დაიძინე ახლა და მერე დაბლა ჩაგიყვან როგორმე თუ გინდაო. რა დამაძინებდა. ხან დებილივით მეღიმებოდა, ხან ვბრაზდებოდი. მერე გამახსენდა,რომ ნინასთვის არ მითქვავს არაფერი, არა ღირსი კი არ იყო, მის გამო ვარ ამ დღეში, მაგრამ სხვა გზა ატ მქონდა, ვინმესთან რომ არ მესაუბრა ყოველგვარი ალბათობის გარეშე გავგიჟდებოდი..ნინას დავურეკე, წესით გაჯვეთილები უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო
-როგორც იქნა მიკადრე ქალბატონო? არა რა გითხარი ეგეთი კინცერტები რომ მოაწყვე კლასში და გარეთ რომ გავარდი? თან ერთი არ გამაფრთხილე რომ სკოლიდან წახვედი? სად ჯანდაბაში გდიხარ ახლა -ერთი ამოსუნქვით მომაყარა კითხვები, აშკარად ძალიან იყო გაბრაზებული, რაზეც ისტერიკული სიცილი ამივარდა
-რა გაცინებს გოგო!!??
-სკოლიდან მარტო არ წამოვსუვარ -ჩუმად ვუთხარი და ისევ გამეღიმა ბედნიერებისგან
-აჰაა..დაჟე სხვაში გამცვალე? რომელია ერთი გამაგებინა,ეგვსაცოდავი..ვისთან ერთად გაიპარე სკოლიდან გოგო?
-ნიკიმ წამიმიყვანა
-ჰაა????-იმხელა ხმა ჰქონდა ყურის ბარაბნები დამიხეთქა -სად ხარ? ცოცხალი ხარ? პოლიციაში ხომ არ დავრეკო? -მის ისტერიკაზე ისევ სიცილი ამივარდა
-ნუ სულელობ..ამოდი ჩემთან რაა გთხოვ
-ამოვალ თან შენი ჩანთა ჩემთან არის -მითხრა და ტელეფონი გამითიშა. მე ისევ გადავეშვი ფიქრებში..იმდენი ხანი ვფიქრობდი სანამ ნინას ხმა არ გავიგე
-აბა ეხლა მოყევი ყველაფერი დეტალურად. წერტილი და მძიმეც არ გამოგრჩეს -გვერდით დამიჯდა და მთელი ინტერესით დამელოდა როდის ვიტყოდი რამეს..მეც ყველაფერი მოვუყევი რაც დამემართა, სანამ არ დავამთავრე მონდომებით მისმენდა,მერე მასაც ისეთი სიცილი აუტყდა, სავარაუდოდ დაბლაც ჩავიდა მისი ხმა
-აუუ ჩემი, ხვდები მაინც რა ხდება? ნიკი დვალვმა, ანკა ვიბლიანს ფეხი ლამის მოტეხა..ჰაჰაჰა -ისევ იცინოდა ნინა
-ლამის გავგიჟდი გოგო შენ რა გაცინებს?
-სასაცილოა აბა რა არის?
-რა ქენი შენ ლუკა ნახე?
-არა საღამოს უნდა მენახა და არ სცალია ბაკურიანში მიდის მამიდაშვილს ქორწილი აქვს
-მერე შენ არ მიჰყავხარ?
-მე რა მინდა გოგო იქ?
-შენი შეყვარებულია და აბა მე მინდა?
-არ უთქვია წამოდიო -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა. მივხვდი რომ ამასაც მაგრად უნდოდა წასვლა ამიტომ ახლა ჩემი მოქმედების დრო იყო
-კაი ანკა ეხლა უნდა წავიდე თორე დედაჩემი მომკლავს, საღამოს ისევ მოვალ -დამემშვიდობა და ასე დავრჩი ისევ ჩემს ფიქრებთან მარტო. მაშინვე ლუკას დავურეკე
-ალოო
-ლუკა მისმინე..სად ხარ?
-სახლში, რა არის?
-ბიჭო ბაკურიანში აღარ მიდიხარ?
-ხოო ხვალ დილით უნდა წავიდე, ჩემ ბიძაშვილს აქვს ქორწილი სამ დღეში
-მერე ეგრე უნდა? ვის გაუგია შეყვარებულს სახლში ტოვებნენ და თვითონ მიდიოდნენ გასართობად -ვითომ ნაწყენი ხმით ვუთხარი
-ისე მაგაზე კი არ მიფიქრია
-რას იფიქრებ.. ერთი შენ და მეორე ის ბედოვლათი ხართ ერთმანეთზე გადასაბმელები
-ვინო? რაო რა თქვი?
-არაფერი ისეთი დაივიწყე..რას იზამ მითხარი
-რა უნდა ვქნა ამ საღამოს ნინას ვიტაცებ -სიცილით თქვა მან
-რა თქვი?
-ვხუმრობ რა იყო, პ.ს თავზე დავადგები და ერთად წავალთ ბაკურიანში, თუ არ წამომყვება მოვიტაცებ
-დამიჯერე არ დაგჭირდება მეორე მეთოდი -ასევე სიცილით ვუთხარი მე და საკუთარი თავით კმაყოფილმა ტელეფონი გავუთიშე
-ესეც ასე ანკა, დაქალის პრობლემას აგვარებ და შენი პრობლემები თავზე საყრელად გაქვს -საკუთარ თავს ველაპარაკებოდი..არ მახსოვს როდის დამეძინა, მაგრამ როცა გავირვიძე უკვე თენდებოდა, თვალები,რომ გავახილე შევნიშნე ჩემს გვერძე საბა იწვა და ისე მშვიდად და საყვარლად ეძინა ლამის შემომეჭამა..მასზე ყურებაში ისე გავიდა დრო ვერ კი მივხვდი,რომ საკმაოდ გათენებულიყო, უკვე 9 საათი იქნებოდა. საბასაც გაეღვიძა,როცა მე დამინახა ღიმილმა გაუპო ბაგე და საყვარლად დაიწყო ტიტინი
-რაო გავიღვიძეთო? -მეც ავყევი და ღუტუნი დავუწყე
-დაიტო გაჩელდი ლაა თოლემ დედიკოს ვეტვი -ისე სასაცილოდ თქვა უფრო მომინდა მისი წვალება
-დაიტო ცუდად აღარ არის და როცა სულ კარგად გახდება სასეირნოდ წაგიყვანს
-ულაა ლა მაგარიაა -ისევ საყვარლად დაიწყო ტიტინი
-და არაფერს ვიმსახურებ მაგის სანაცვლოდ? -ვითომ ნაწყენი ხმით ვუთხარი და ტუჩები დავუბრიცე, მან ჯერ ფადაიკისკისა, მერე ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა და ისევ ავკისკისდით...
ასე გავიდა ლამის ერთი კვირა, როგორც გავიგე ნინა, ლუკას დაუფიქრებლად გაჰყვა ქორწილში და მაგარი დრო უტარებიათ, ლუკას ხალხსაც მოეწონათ ნინა. ნინა ხშირად მოდიოდა ჩემთან, თითქმის ყოველ საღამოს აქ იყო და მიყვებოდა რა ხდებოდა სკოლაში. მანაც კი ზუსტად და უთქმელად იცოდა ყველაზე მეტად რისი ან ვისი ინტერესი მკლავდა ამიტომ მის შესახებ ყველაზე ბევრს მიყვებოდა ხოლმე. რისი ვაივაგლახით გადავაგორე ეს ერთი კვირა, ორშაბათი იყო, სკოლაში წასასვლელად გავემზადე და დაბლა ჩავედი, რატომღაც არც დედა დამხვდა მხიარულად და არც მამა. არც ისე იკლავდნენ თავს მხიარულებით, მაგრამ მამასგან ეს მართლა გამიკვირდა. ყურადღება არ მივაქციე ამ ფაქტს და ნინას სახლისკენ ავიღე გეზი, იქიდან კი სკოლისკენ. სკოლაში შესვლისთანავე თვალებით მისი ძებნა დავიწყე, ვიპოვე კიდეც, კიბეებზე იდგა და ლანა,როგორც გველი ისე ეხვეოდა კისერზე. მას არ დავუნახივარ, არ მე ვერ შევნიშნე ეს. საკლასო ოთახში შევედით, პირველი ფიზიკა გვქონდა,ამიტომ საშინლად ცუდ ხასიათზე ვიყავი. ალბად მსობლების ხასიათი მეც გადმომედო. გაკვეთილებზე რასაც ჰქვია დავფრინავდი, რომ მკითხოთ რა გაიგეო? ერთი სიტყვა არ ჩამსვლია თავში. არ ვიცი სად დავფრინავდი, ნიკისთან ფიქრებში თუ მშობლებთან. სკოლა დამთავრდა, ნინა ლუკასთან დარჩა, სკოლიდან სახლში ის წაიყვანდა, მე კი რატომღაც მარტო მომინდა სეირნობა, თან ფიქრი..ფიქრი და ისევ ფიქრი
-როგორც გაქვს ფეხი? -მომესმა უცებ, ისე ვიაყვი ფიქრებში გართული ლამის მეორედ მოვიტეხე ფეხი
-ვაიმე...როგორ შემაშინე -ხელი გულზე მივიდე და დაწყნარებას შევეცადე
-ბოდიში, არ მინდოდა შენი შეშინება -გულწრფელად ჩაილაპარაკა ნიკიმ და გაეღიმა
-არაუშავს არაფერია -ახლაღა გავაანალიზე ვინ მედგა გვერდით და უხერხულად გავუღიმე -ფეხი კარგად მაქვს უკვე აღარ მტკივა
-ხო მართლა ნიკი მქვია -მან ხელი გამომიწოდა, რას აკეთებს? ნუთუ აქამდე არასდროს ვყავარ ნანახი? ეგ როგორ? ერთ სკოლაში ვსწავლობთ და ეგ როგორ?
-ვიცი -მოულოდნელად ვუპასუხე და იმ წამსვე ტუჩზე ვიკბინე,რომ გავიაზრე რაც ვუთხარი, ლოყები შესამჩნევად ამიწითლდა, ამიტომ თავი მეორე მხარეს შევაბრუნე, მაინც შევნიშნე იმ გველის ღიმილი,რომელიც ტუჩის კუთხეში ეპარებოდა
-მე ანკა ვარ -ისევ ჩუმად, მაგრამ ღიმილით ვუთხარი
-ანკა -მომნუსხველი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ტუჩის კუთხე კვლავ ჩაუტყდა. ჩემი გული? ჩემ გულმა კინაღამ ფეთქვა შეწყვიტა. ღმერთო რა სხვანაირად ჟღერდა მისი ბაგიდან ნათქვამი ჩემი სახელი
-კი მაგრამ აქამდე არ მიცნობდი?- ის ვკითხე რაც აქამდე არ მაძლევდა მოსვენებას
-როგორ არა ხშირად გხედავდი ხოლმე, მაგრამ შენი სახელი არ ვიცოდი
-აამმმ გასაგებია..მოვსულვართ უკვე -სინანულით ჩავილაპარაკე
-ჰოო რა მალე გასულა დრო -მის ხმაშიც იმჩნევოდა სინანული, თუმცა ადგილიდან არც ის დაძრულა და არც მე -მიდი შედი თორემ შეგცივდება -მისი მზრუნველობა უკვე მაგიჟებდა
-დროებით -გავუღიმე..უკან ვბრუნდებოდი..მაგრამ გავჩერდი..ისევ მისკენ შევბრუნდი..ფრთხილად ავისწიე თითის წვერებზე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე..ახლაც არ მავიწყდება მისი რეაცია, ჟრუანტელის დავლა გამიგია, მაგრამ ასეთი? ასეთი,რომ მეც მეგრძნო მისი ჟრუანტელი? უცებ მოვშორდი და სახლში უკან მოუხედავად გავიქეცი. სახლში არავინ დამხვდა, ამიტომ ოთახში შევედი და ბედნიერებისგან სულელივით მეღიმებოდა
-ბედია? რა დავარქვა? რა დავარქვა იმას,რომ ბიჭი რომელიც მომწონდა ერთი დაჯახების მერე შეიცვალა? ვინ წარმოიდგენდა მე და ის გველი თუ ერთად გვერდი-გვერდ ვივლიდით? რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს ეს ასე იყო, და ეს იყო რეალობა. არ ვიცი ჩემები როდის დაბრუნდნენ, არც ის ვიცი საბა ვინ გამოიყავნა ბაღიდან, არც ის მახსოვს როგორ დამეძინა ასე ბედნიერების პიკზე..დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, როგორც ჩანს ისე წავედი ფიქრებში ტანსაცმლიანად დამეძინა და არაფერი დავიფარე ზედ. კიბეები როგორც ყოველთვის გიჟივით ჩავირბინე
-მე წავედი -გამოვუცხადე მშობლებს და ნინასთან ერთად სკოლისკენ წავედით. გზაში რათქმაუნდა ყველაფერი დეტალურად მივუყევი,ისიც როგორ ვაკოცე, ამაზე ლამის გადაირია. სკოლაში შევედით, დღეს სულ სხვანაირი ანკა ვიყავი,მხიარული და უბედნიერესი. მაგრამ ეს მხიარულება და ღიმილი სახეზე შემაშრა,როცა ისევ ის გველი ლანა დავინახე, ნიკის კისერზე ჩამოკიდებული. ნუუ..მართალია ნიკის მაინც და მაინც გულზე არ ეხატებოდა მაგრამ,წინააღმდეგობასაც ხომ არ უწევდა. ვბრაზობდი,მაგრამ არ ვიციდი რაზე. რას ფიქრობდი ანკა? ის შენც ისევე გიყურებს,როგორც დანარჩენ გოგოებს. მხოლოდ ერთი დღის გამოსაყენებელ არსებებს და მერე შენც პანღური. ჩემს ფიქრებზე უფრო ვბრაზდებოდი,გვერძე ისე გავიარე ზედაც არ შემიხედავს, სამაგიეროდ შევნიშნე თვითონ მჭამდა თვალებით. აშკარად გააღიზიანა ჩემ ამ მოქმედებამ. კლასში შევედით და მასწავლებლის შემოსვლას დაველოდეთ
-ანკა რაღაც უნდა გთხოვო -ნიამ გადმომჩურჩულა
-გისმენ
-მისმინე დღეს საღამოს მე და ლუკა მივდუვართ ბარში და შენც უნდა წამოხვიდე უეჭველი
-მეე? როგორ გეკადრებათ,ასეთ მშვენიერ წყვილს მყუდროობას ხომ არ დაფირღვევთ..მე რა საჭირო ვარ?
-თუ გიყვარვარ -სასაცილოდ გაწელა სიტყვა და მეც მობეზრებულად დავსთანხმდი
-კარგი ხო წამოვალ შენი ხათრით
-მიყვარხარ რაა
-მეც მიყვარხარ აფერისტო ქაჯო -გავიცინე.. სკოლის მერეც არ მინახავს ნიკი, არც მას შეუწუხებია თავი მოსვლით,მაგრამ ის მიყურებდა მაინც და მე ერთიც არ გამიხედავს მისკენ. საღამოსთვის მზადრბას შევუდექი,შავი სამაოდ მოკლე კაბა ჩავიცვი,სულ ბზინავდა, ასევე შავი მაღლები ჩავიცვი და ნინას ჩემ სახლთან შევხვდი და ბარშიც ერთად მივედით. იქ ლუკა დაგვხვდა და კიდევ ერთი. ინფაქტს თუ არ მივიღებდი არ მეგონა, ეს ის მომენტი იყო როცა პულსსაც ვეღარ აკონტროლებ და დაქალი გიჩურჩულებს გული დაიმშვიდე რა დღეშიაო
-ამას აქ რა უნდა? -კბილებში გამოვცერი,როცა გავაანალიზე,რომ იქ ნიკი იჯდა, ეს ყველაფერი კი არ ორი არანორმალურის მოფიქრებული იყო
-ახლა არსად წახვიდე თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ
-მოგხედავთ ნინა და ლუკა დამაცადეთ -ისევ კბილებში გამოვცერი და თავაწეული წავედი მაგიდისკენ. ჩვეულებრივად ვნახე ორივე და ჩემი ადგილი დავიკავე, გარედან მგონი მშიდად ვჩანდი,მაგრამ აბა ჩემ გულში ჩაგახედათ. ოჰოჰო,იქ დანთებული ცეცხლი გაგაგიჟებდათ. მთელი ამ დროის მანძილზე ხმა არ ამომიღია,თუ რამე სასაცილო იყო მივალეობის მოხდის მიზნით ვიღიმებოდი. მხოლოდ ვსვამდი და ვცეკვავდი, ვეცეკვებოდი ყველას ვინც კი წინ დამიდგებოდა, ეს ყველაფერი კი სასმელს დაბრალე, თან ნიკის ეჭვიანობაც არ იქნებოდა ურიგო. ცეკვისან დაღლილი სკამზე ლასლასით ჩამოვჯექი და კიდევ ერთი ჭიქა გადავუშვი ხახაში, ამ დროს კი ძალიან მშვიდი და ნელი მუსიკა ჩაირთო, ამიტომ ნინა და ლუკა მაშინვე საცეკვაოდ გავარდნენ. მარტო მე და ნიკი დავრჩით მაგიდასთან,მაგრამ მას მაინც არ ვუყურებდი
-ჩვენც ვიცეკვოდ
-არა
-მე არ მიკითხავს -ფეხზე წამოდგა და მეც ამაყენა, აზრზეც ვერ მოვედი როგორ აღმოვჩნდით დარბაზის შუაგულში
-ვერ გიტან -ყურში ჩავჩურჩულე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა
-რა დამთხვევაა -ირონიას არ იშურებდა ისიც. მისმა სიტყვებმა უფრო გამაგიჟა ამიტომ მისი მკლავებიდა გაწცევა ვცადე,მაგრამ უშედეგოდ. ნაბიჯიც კი ვერ გადავდგი
-გამიშვი იდიოტო -ჩემებურად დავუღრინე
-ჯერ ხო ახლა დაიწყო სიმღერა სად გეჩქარება?
-არ მინდა ცეკვა
-მაგას უფრო იმას დავაბრალებდი ჩემთან ახლოს, რომ ხარ თავის კონტროლი,რომ გიჭირს და ლამის ხელებში ჩამადნე
-აჰაჰ..ეგ რა წვეტიანი აზრები გაწუხებს თურმე -არ დავაკელი ირონია. არადა ლამის მართლა ჩავადნე ხელებში მალე თუ არ დამთავრდება სიმღერა
-შენ არავინ გეკითხება და დამაცადე ვცეკვავ მგონი
-უკაცრავად? იცი რას გეტყვი? ცეკვა თუ გინდა მიდი და იმ გველს ეცეკვე მთელი დღე კისერზე რომ გყავდა ჩამოკიდებული -ენა არ მიჩერდება რაა..მაინც წამიმცდა,რომ სკოლაში მას და ლანას ვუყურებდი. აი სად დაიწვი ანკა..
-აჰაჰაჰ, შენ რა ეჭვიანობ?
-ვინ მე?
-ჰო შენ
-საიდან მოგაქვს ეგ წვეტიანი აზრები?
-საიდან და შენი პირით თქვი ორი წამის წინ
-შემეშვი მე არ მინდა ცეკვა -უკან დავიხიე თუმცა მაინც არაფერი გამომივიდა ამ გოლიათის მკლავებიდან თავის დაღწევა ადვილი კი არ არის
-ყველა ჩვენ გვიყურებს და ნუ ფართხალებ, ნორმალურად იცეკვე -გადმომჩურჩულა, მეც სხვა რა გზა მქონდა,ავყევი ცეკვის ნელ ჰანგებს. გული ისე მიცემდა ლამის ამოვარდნილიყო,სუნქვაც კი მიჭირდა მასთან ასე სიახლოვის დროს. წამი საათად იწელებოდა. მერე გამიელვა თავში იმ სიტყვებმა, "ყველა ჩვენ გვიყურებს"ო რომ თქვა. რა ხდება? რატომ გვიყურებენ? ალბად იმიტომ,რომ ერთი წუთის წინ ქაჯივით ვფართხალებდი, მაგრამ ახლაც,რომ გვიყურებენ? რატომ გვიღებენ სურათებს? სადაცაა ცუდად გავხდები, მიშველეთ ვინმემ...
-ნიკკ -ხმადაბლა და ხმის კანკალით ვთქვი
-ჰო?
-რატომ გვიყურებენ ეს ხალხი მარტო ჩვენ? სურათებს რატომ გვიღებენ?
-შენ რა მართლა არაფერი არ იცი? -მისმა კითხვამ ციტა არ იყოს დამაბნია
-ააარრაა -ისევ ხმა გაპარულმა ამოვილუღლუღე
-ახლა არა და თუ გინდა ხვალ მოგიყვები ყველაფერს სკოლის მერე -თვალი ჩამიკრა. გულმაც კიდევ უფრო უმატა ფეთქვას. ნეტავ რა უნდა ვიცოდე ისეთირაც ჯერ არ ვიცი? ვიცი რომ ნიკი დვალვია, მინისტრის შვილია, ამიტომ ესეც მამიკოს ფულებით განებივრებული ბიჭია, ისეთი ბაბნიკია ამაზე უარესს ვერ ნახავთ. ნუთუ არის კიდევ რამე რაც არ ვიცი? ამ ფიქრებში მუსიკაც დამთავრდა, ამას ხალხის ტაშის ხმა მოჰყვა. სწრაფად დავიკავე ჩემი ადგილი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი ამიტომ ბავშვებს გამოვუცხადე სახლში მმწავალ თქო და სწრაფად დავტოვე ადგილი. სახლში მივედი, ცხელი შხაპი მივიღე რამაც სულ დამავიწყა დღევანდელი და მშვიდად ძილის საშუალება მომცა. დილით 7 საათზე გამეღვიძა, უფროსწორად საბამ გამაღვიძა
-აუუ საბუნია დაიკოს სძინავს
-აბა ლატო ლაპალაკობ?
-შენ ვინ ყოფილხარ -გამეცინა, ძილს აზრი აღარ ჰქონდა სკოლაში ვიყავი წასასვლელი. ეატომღაც გული მექაჩებოდა,რომ სოციალურ ქსელში შევსულიყავი. ტელეფონი მოვიმარჯვე და ფეისბუკ-ში შევედი. პირველივე სიახლეზე არ მეგონა ამ სიახლეს ცოცხალი თუ გადავურჩებოდი, თქვენც გაიგეთ,რომ მე ანკა ვიბლიანი,ნიკი დვალვის ახალი შეყვარებული ვარ? თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა. მთელი ფეისბუკი ამ სიახლით იყო აჭრელებული. აი თურმე რატომ გვიღებდნენ გუშინ სურათებს პაპარაცები. რა უნდა მექნა? ეს ამბავი მშობლების ყურამდეც მალე მივიდოდა, ბოლობოლო მამაჩემიც არ არის ნაკლები სახელის პატრონი. ღმერთო დამეხმარე. დილით დაბლა ჩავედი, დედა ისევ მოწყენილი იყო, ამ ბოლოს ვეღარ ვცნობ,მამა კი სამსახურში დამხვდა წასული. სწრაფად ვჭამე და სკოლაში ნინისთან ერთად წავედი. როგორც ჩანს უნახავს ეს ფოტოები, და ისევ დამცინოდა, ცოტაღა გიკლია ნიკის შეყვარებულობამდეო. სკოლაში გაგიჟებული შევარდი და მაშინვე ნიკის მოძებნა დავიწყე, სად იქნებოდა თუ არა ლანკას გვერძე. ისე მივედი მათთან გიგოზე ზედაც არ შემიხედავს
-სალაპარაკო გვაქვს -სწრაფად ვუთხარი ნიკის, ხელი დავავლე და გვერძე გავიყვანე, მაშინვე თვალებზე ავაფარე ის სურათები რაც ფეისბუკში ვნახე
-ეს რა არის? -ბოლო ხმაზე დავუღრიალე, მას კი ტუჩის კუთხეში გაეღიმა
-ხომ გითხარი ყველაფერს მოგიყვები თქო, რატო ბრაზობ? -ისევ იღიმოდა
-სასაცილოდ მაქვს საქმე? შენ სულ შეიშალე? მე შენი შეყვარებული არ ვარ გაიგე? საიდან მოიტანეს ეგ -ისევ ისტერიკულად ვყვიროდი
-დამშვიდდი გოგო. ისე ყვირიხარ თითქოს ოდნავადაც არ გინდა ჩემთან ყოფნა
-მეღადავები? გეფიცები ეგ ამბავი ჩემების ყურამდე თუ მივიდა მოგკლავ -თითი ცხვირწინ მივუტანე
-კარგი გოგო ნუ ისტერიჩკობ. აბა რა გეგონა მინისტრის ბიჭს რომ ეცეკვებოდი -მისმა სიტყვებმა ისე გამაგიჟა ადგილზე მოვკლავდი სკოლაში რომ არ ვყოფილიყავით
-მე ვეცეკვებოდი? ისე გამიყვანე საცეკვაოდ სიტყვა არ მათქმევინე და ლამის ხელები დამამტვრიე ისე მექაჩებოდი. და საიდან მოიტანეს,რომ მე შენი შეყვარებული ვარ, იქნებ მე მყავდა უკვე ვიღაც -სიტუაციით ვისარგებლე და მისი გამოცდა ვცადე, შედეგიც მივიღე,თან ზუსტად ის რაც მე მინდოდა. შევატყე,როგორ დაებერა ძარღვები მკავებზე, ღბებიც გამოებერა "ნელა კბილები არ დაილეწო" გავიფიქრე გულში და ჩემ მომაკვდავ ფიქრებზე გამეცინა
-მე ბოდიშით შეყვარებულთან ურთიერთობა თუ გაგიფუჭე -დაიწყო თავისებური მსახიობობა
-რა დაგიშავე ასეთი -კბილებში გამოვცერი და რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი
-რას გულისხმობ არარსებულ შეყვარებულთან დაშორებას, მამაშენის ყურამდე ამ ამბავის მისვლას, ან იქნებ ომას რაც ამ ამბებს მოჰყვება მოგვიანებით?
-რას გულისხმობ?
-შენი აზრით ასე იოლად გადავიტა ამ ამბავს? აბა დაფიქრდი..ყველგან გამოაცხადეს,რომ მე მინისტრის ბიჭს შეყვარებული მყავს,მათ იციან შენი სახელი და გვარიც. მეორე დღეს სხვა გოგოსთან,რომ დამინახავენ ხელი-ხელ გადახვეულს და ხელჩაკიდებულს,რომელსაც ნამდვილად ვუწოდებ შეყვარებულს, მე თუ არა ჟურნალისტები მაინც. რა მოხდება შედეგად? ამით ხომ მამაჩემის და ჩემი სახელიც შეილახება? არ იტყვიან? ხან ერთი გოგო ჰყავს შეყვარებულად,ხან მეორეო?
-ალბად მეხუმრები ხომ? -ვატყობდი,რომ კანკალი მიტანდა,სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი. იმის გააზრება თუ რას გულისხმობდა ის საბოლოოდ მკლავდა
-სიმართლე გითხრა სულ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე, თან როცა საქმე ჩემს და მამაჩემის სახელს ეხება -ნამდვილად არ ხუმრობდა,რაც უფრო მაშინებდა
-მერე ჩემგან რა გინდა, მე რა შუაში ვარ? მიპასუხე ნიკი მიპასუხე!! მე დაგაძალე მეცეკვე თქო? მე გაგიყვანე დარბაზის შუაგულში სულ ძალით საცეკვაოდ! შენი ბრალია გესმის და არ ვაპირებ ვიღაცის აკვიატების გამო ცხოვრების დანგრევას -რასაც ჰქვია ისტერიკულად ვყვიროდი და მუშტებს ვურტყავდი
-დამშვიდდი და ნუ ისტერიჩკობ უაზროდ უჰჰ
-აჰაჰაჰა..დავმშვიდდე? კიდევაც დავმშვიდდე არა? შენ სულ გაუბერე? გეუბნები რაც მოხდება ყველაფერს შენ თავზე იწვნევ თქო და აღარც გაბედო ჩემთან მაგ თემაზე ლაპარაკი. ახლა კი მიდი და შენ გველ ლანას მიხედე, მგონი სჯობია რომ მის შეყვარებულად გამოგაცხადონ, მასთან უფრო ხშირად ხარ და მაგას უფრო დაგიჯერებენ -ეს ვთავი და უკან გავტრიალდი, თუმცა ვინ გაგიშვებს, უცებ ხელი წამავლო და სკოლის გარეთ გამიყვანა, აი რას ნიშნავს ორივეს მამა რომ სახელგანქმულია, სიტყვა არ უთქვამს არც ერთ მანდატურს და მასწავლებელს
-ხელი გამიშვი იდიოტო, სკოლაში მინდა სწავლა და შენ სად ჯანდაბაში მიგყავარ -როგორც კი თავისი მანქანისკე წამოყვანა ისევ ყვირილი მოვრთე, ხელის ტკივილზე ცომ აღარაფერს ვამბობ
-არ შეგიძლია ორი წუთი მაინც გააჩუმო ეგ გრძელო ენა?
-ხელი მეტკინა არანორმალურო, გამიშვი
-ენას კბილი დააჭირე და ფეხი გამოადგი სანამ მანდატურმა გაგვაჩერა -ხელი უფრო მაგრად მომიჭირა, ტკივილისგან ისე დავიკლაკნე, უცხოს ეგონებოდა იკრუნჩხებაო. არ ვიცი მერე რა მოხდა, არც ის ვიცი რომ გავიღვიძე სად ვიყავი, ერთი ის მახსოვს ასე ძალიან არასოდეს შემშინებია, მალე ტირილს დავიწყებდი,მაგრამ ოთახის კარები იმ ბედოვლათმა შემოაღო. მის დანახვაზე ისეთი გრძნობა გამიჩნდა,რაც აქამდე სიმპატიები მქონდა მის მიმართ სილ წყალში ჩაიყარა
-აქ რატომ ვარ? -ძალიან ხმადაბლა ამოვიჩურჩულე, აბა სადღა მქონდა მე უბედურს ხმა
-დამშვიდდი. გული წაგივიდა და აქ წამოგიყვანე -ასეც ვიცოდი,შიშზე სულ ასე მემართება და როგორც ჩანს ჩხუბის დროს გავხდი ცუდად
-შენ მართლა ვერ ხარ კარგად? სახლში მივდივარ -ფეხზე წამოვფრინდი და კარებისკენ წავედი,მაგრამ ისევ მან გამაჩერა
-ტყულად მიიჩქარი, მალე შენი მშობლებიც მოვლენ,ჩემი მომავალი საცოლის სანახავად -მისმა სიტყვებმა ადგილზე გამაქვავა
-რრააააა! -ბოლო ხმაზე დავუღრიალე -შენ მგონი მართლა ვერ ხარ კარგად, ვინ გითხრა თანხმობა, ჯერ არ გავთხოვდები გესმის? სწავლა მინდა,სწავლა!
-აჰაა, ანუ სწავლის მერე ჩემს ცოლობაზე თანახმა ხარ? -ეშმაკურად გამომხედა. ეს გამოხედვა ადრე,სულ რომ მაგიჟებდა და თავბრუს მახვევდა, ახლა გულს მირევდა
-ვერ გიტან -კბილებში გამოვცერი და ისევ კარებისკენ წავედი
-სად მიდიხარ ცოლუკავ?
-ჩემი მომავალი საქმროს სახლს ვზვერავ
-კესანეს უთხარი და დაგათვალიერებინებს სახლს -მოსამსახურეზე მითხრა
-არ არის საჭირო მე თვითონ მივხედავ -ნაძალადევად გავურიმე და მთელი სისწრაფით გავარდი გარე ეზოში,რომელიც საკმაოდ კი არა ძალიან ლამაზი იყო,მაშინვე ნინას დავურეკე
-სად წახვედი ანკა ნუ გამაგიჟე, ახლა არ თქვა ისევ ნიკისთან ერთად გავიპარე სკოლიდანო -სიცილით თქვა ნინამ
-არა არ გავპარულვარ, მომიტაცეს -ჩემი სიტყვების მერე ცოტა ხანი დუმდა,მერე ისეთი სიცილი აუტყდა ლამის დამაყრუვა
-რა გაცინებს ნინა რა? მოვკვდები გესმის?
-მოიცა შენ რა არ ხუმრობ?
-ნეტავ მართლა ვხუმრობდე -ღრმად ჩავისუნქე და ეზოში ჰამაკზე ჩამოვჯექი
-მისმინე სად ხართ? მოვალთ მე და ლუკა
-ნიკის სახლში, მაგრამ არ ღირს მოსვლა მალე ჩემებიც მოვლენ
-აჰაჰაჰ,დაჟე პატარძლის ხალხიც უნდა გაიცნონ?
-ჰოო გოგო და ლამის გავგიჟდე
-მოიცა და შენები არ გაგიჟდნენ?
-რა გააგიჟებდათ გოგო? დედაჩემი ოცნებობდა ნიკიზე და მამაჩემს მეტი რათ უნდა მინისტრის მძახალი იქნება ბოლობოლო
-აუუ შენც რა ისტერიჩკა ხარ,შენ არ ნატრობდი ნიკის ცოლობას? შენ არ იყავი ყოველღამე ნიკის სიზმრები,რომ გაღვიძებდა? მასზე გაბოდებდა და სხლა რა შეიცვალა
-არ ვარ მზად ნინა არა..ჯერ სწავლა მინდოდა და მერე გათხოვება,ხო მიყვარდა ნიკი,მაგრამ დამიჯერე სულ გადამიყვარდება ახლა მართლა ცოლად რომ მომიყვანოს
-აუუ და რას აპირებ?
-თავს ვიკლავ გესმის?
-ხო არ გაგიჟდი გოგო?
-არ გავგიჟდი -ამ დროს დავინახე ნიკი მოდიოდა ჩემსკენ და უცებ დავემშვიდობე ნინას
-კაი ნინ მერე დაგირეკავ -ვუთხარი და გავუთიშე
-ვინ იყო? -ღიმილით მკითხა ნიკიმ
-რაში გაინტერესებს?
-ხომ არ დაგავიწყდა ვინ ვარ?
-არა არ დამვიწყებია,ჯერ გონება არ დამიკარგავს, ნიკი ხარ დვალვი
-სამწუხაროდ მე ეგ არ მიგულისხმია?
-ააა, იმას გულისხმობ ჩემი ვინ ხარ? შენ ხარ ჩემი გამტაცებელი,რომელმაც არც კი მკითხა ისე ამირია ცხოვრება და ისე დაგეგმა ჩვენი მომავალი ქორწილი
-უკვე მიხარია,რომ სიტყვა ჩვენს ახსენებ
-უკვე გითხარი როგორ მძულხარ?
-სამწუხაროდ კიი,მაგრამ შენ სიტყვებს მალე უკან წაიღებ -თვალი ჩამიკრა -ხო მართლა გაემზადე მალე შენები მოვლენ -და ისევ სახლში შევიდა
"ეცადე სანამ ისევ მიყვარხარ,თავი არ შემაზიზღო ნიკი დვალვი,თორემ მწარედ განანებ" გავიფიქრე გულში და მეც სახლში შევედი. ჩემენიც მალე მოვიდნენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ყველა ბედნიერი არა,უბედნიერესები იყვნენ, ჩემს გარდა, მაგრამ ვცდილონდი არ შემემჩნია,ეს კიდევ ნიკის ერთ-ერთი თამაში იყო. თავის ისე მოჩვენება ვითომ ერთმანეთზე ვაბოდებდით. მშობლები მალე წავიდნენ,ასე დაგვტოვეს სახლში მე და ნიკი მარტო. ძალიან მეძინებოდა ამიტომ ჩემი ოთახისკენ წავედი,იმ ოთახისკენ,რომელშიც გავიღვიძე. აბაზანაში შევედი,ცხელი შხაპი მივიღე და ისევ ოთახში დავბრუნდი. ამ დროს კი უკვე რალურად დავიწყე ზე ფიქრი,როცა ნიკიც ამ ოტახში დავინახე,საწოლზე მშვიდად იწვა და ელოდა როდის გავიდოდი
-შენ აქ რა გინდა?
-ჩემს სახლში ხარ და მე ნეკითხები მაგას?
-მოდი შევასწორებ, "ჩვენს" სახლში
-ეს უკვე მოწონს
-გადი -ისეთი მკაცრად ვუთხარი მეგონა მართლა გავიდოდა,მაგრამ შენც არ მომიკვდე
-მე ძაღლი ვარ თუ ადამიანი,ამდენს რომ მაყბედებ
-გაჩუმდი და დაწექი დროზე
-მეღადავები? შენს გვერდით წამითაც არ დავწვები
-შენი ნებაა -მხრები აიჩეჩა და მეორე მხარეს გადატრიალდა, ამ სახლის გაგებაში არ ვიყავი,ამიტომ არც ის ვიცოდი რომელი ვისი ოთახი იყო, შემთხვევით მამამთილის ოთახში,რომ შევვარდნილიყავი მერე რა მექნა? ამიტომ ამ იდიოტმა სხვა გზა არ დამიტოვა, თან ისე ციოდა კბილებს სულ "კაწკაწი" გაუდიოდათ. ტანსაცმელი არ გამიხდია,ისე დავწექი საწოლზე,ეგეც რაც შემეძლო ნაპირზე დავწექი, ერთი არასწორი მოძრაობა და ეგრევე იატაკზე ვიქნებოდი გაწოლილი, შევნიშნე ნიკის ეშმაკური ღიმილი,ჩემს საქციელზე. არაფერი დავიფარე, პ.ს ვიწექი და გათენებას ველოდებოდი,სადამდეც ჯერ კიდევ საკმაოდ ადრე იყო. იცით როგორ წვიმა? ცა თამზე ემხობოდა დედამიწას. ისე ყინავდა,მეგინა დილით მკვდარი ვიქნებოდი,სიცივისგან სულ ვკანკალებდი, მაგრამ მასთან ახლოს დაწოლას სიკვდილი მერჩივნა
-გაიყინები -მის ხმაზე ისე შევხტი ლამის საწოლიდან გადავარდი, მეგონა ეძინა
-რა მზრუნველი ხარ -ირონია არ დავაკელი
-უჰ ნუ იტყვი..მოისწიე არ ვიკბინები
-არ მინდა და შემეშვი -აღარაფერი უთქვამს,მეგონა თავი დამანება სანამ მისი ცხელი,გახურებული ხელი არ ვიგრძენი მუცელზე. ახლა შეიძლება მოვმკვდარიყავი,ისე დამიარა ჟრუნატელმა რომ სიტყვებით ვერ ავღწერ. მუცელში პეპლების ნაცვლად ზოოპარკი დადიოდა. მის ხელს ჩემი ხელი დავადე და ვეცადე მომეშორებინა,მაგრამ უარესი მოხდა. მან იმ ხელით თავისკენ მიმწია და რასაც ჰქვია შპალერივით ამიკრა თავის სხეულზე, თავი ჩემს კოსერში ჩარგო,და მეორე ხელით საბანი დამაფარა. უჰჰ..სულ დამავუწყდა გვერით ვინ მიწვა,ისე სასიამოვნოდ მომხვდა ის თბილი საბანი ახლა უარს აღარაფერზე ვიტყოდი,ოღონდ აღარ გადაეხადა. ცოტა გავთბი და კანკალმაც გადამიარა
-რა გინდა ნიკი ჩემგან? ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე
-არაფერი, უბრალოდ შენი დაა ჩემს რეპუტაციაზე ვზრუნავ
-არ მინდა გესმის? არ მინდა შენი დაცვა. ახლა რა გამოდის? მე შენი ცოლი უნდა მერქვას,რომელსაც საერთოდ არ უყვართ ერთმანეთი? და მერე გაზეთებში კიდევ ახალი ინფორმაცია დაიბეჭდება. "ნიკი დვალვს საყვარელი ჰყავს,თუმცა ეს ამბავი არც ანკა ვიბლიანისთვის არის დამალული,რადგან მანაც ყველაფერი იცის". მერე რა იქნება? განა მერე არ შეილახება ჩვენი რეპუტაცია?
-გპირდები სხვისკენ არასდროს გავიხედავ სანამ პირში სული მიდგას,მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცა უკვე ჩემი ცოლი გერქმევა -ისეთი ხავერდივანი და სასიამოვნო ხმით ჩამჩურჩულა ყურში სულ ეკალმა დამაყარა. მისი სიტყვები ისე მესიამოვნა,რომ შემეძლოს ახლავე თანხმობას ვეტყოდი,მაგრამ ჯერ მაინც არ შემიძლია და რა გავაკეთო? არ მინდოდა ასე მალე მომხდარიყობეს ყველაფერი. რამდენიმე კვირის წინ რას წარმოვიდგენდი,მე და ნიკი თუ ერთად ვიქნებოდით,ერთ სახლში და ერთ საწოლში. რას წარმოვიდგენდი,რომ მე ნიკი დვალვის ცოლი მერქმეოდა. ბიჭის რომელზეც ბავშობიდან მაბოდებს. მაგრამ ჯერ მაინც ადრე იყო ყველაფერი, თან არ შემეძლო იმ ბიჭის ცოლი ვყოფილიყავი,რომელსაც არ ვუყვარვარ და მხოლოდ რეპუტაციის გულისთვის არის ჩემთან. სიმართლე გითხრათ მისი სიტყვების ბოლომდე არ მეჯერა. ან როგორ დავიჯერებდი ბაბნიკი და სიყვარული? ეს ხომ ისევე დაუჯერებელია,როგორც ჩემი და ნიკის ურთიერთობა. რამდენიმე წუთის მერე ისევ მე ამოვიღე ხმა,მეგონა,რომ ეძინა,მაგრამ მაინც დავიწყე ლაპარაკი
-ნიკი
-ჰოო
-გჯერა სიყვარულის? -უნებლიედ სცდება ჩემს ბაგეს ეს სიტყვები. არ ვიცი რა მაინტერესებდა,მაგრამ მასთან ლაპარაკი მინდოდა,ბოლობოლო ჩემი მომავალი ქმარია და ყველაფერი უნდა ვიცოდე ამ ბაბნიკის შესახებ
-მჯერა -შევამჩნიე,რომ ღიმილი შეეპარა ხმაში, თან მისმა პასუხმა გამაკვირვა, ნიკი და სიყვარული? - და შენ?
-არ ვიცი -მხრებს ვიჩეჩ
-არ გყვარებია?
-რას ქვია არ გყვარებია? როგორ შეიძლება გიყვარდეს და გადაგიყვარდეს?
-ალბად მართალი ხარ -მეთანხმება ისიც
-და შენ არ გყვარებია?
-ახლაც მიყვარს. თან იცი,როგორ მიყვარს? ვერ წარმოიდგენ. არ ვიცი როდის შემიყვარდა,არც ის მახსოვს სად გავიცანი. მაგრამ მაგას კითხვა არც უნდა, რათქმაუნდა სკოლაში. იცი რა ლამაზია?ნამდვილი ანგელოზია, ფერიაა -მისი დახასიათება ისე დაიწყო, ვიგრძენი,რომ რაღაც მწარედ ჩამწყდა გულში,ანუ ვიღაც უყვარს? აბა რაზე ფიქრობდი ანკა..
-და თუ გიყვარს ჩემთან რატომ ხარ? -ვიგრძენი,რომ ხელი უფრო მაგრად მომხვია მუცელზე,მერე ღრმად ამოიოხრა
-და მე ხომ არ მითქვამს ვინ მიყვარს? -არ ვიცი როსი თქმა სურდა ამ სიტყვებით, ან ისე მეძინებოდა ტვინიც აღარ მიმუშავებდა უკვე, კიდევ რაღაცეებს მეჩურჩულებოდა,მაგრამ არაფერი მახსოვს,ისე დამეძინა..
დილით,რომ გავიღვიძე ოღახში აღარავინ დამხვდა,ცოტა გულზე მომეშვა, ანუ მთლად ისეთიც არ ყოფილა,როგორც ვფიქრობდი. მერე დაბლა ჩავედი,ნიკი სამზარეულოეირ დამხვდა,ისეთი საყვარელი დასანახი იყო, თავიდან ისიც ვიფიქრე, რა ვედნიერი ცოლი ვიქნები თქო. მაგრამ ეს ფიქრები წამში წავიშალე გონებიდან
-გაიღვიძე?
-ჰოო
-შენ რა სულ ეგეთი სახით აპირებ სიარულს?
-და შენ ძაან გადარდებს მე როგორ ვივლი?
-ალბად კი -აღარაფერი მიპასუხია, ცხელი ყავა დავისხი და "ჩემი საქმროს" წინ დავჯექი,ისევ უემოციო სახე მქონდა
-აუუ შენ თუ სულ ეგეთი სახით უნდა იარო მე ღვითონ ვიტყვი უარს შენს ქმრობაზე
-მშვენიერია, ანუ მალე გავთავისუფლდები
-კაი რაა ანკა.. გინდა? სვანეთში წაგიყვან და ცოტა გავერთობით
-შენთან ერთად არსად წამსვლელი არ ვარ
-ნინა და ლუკაც წამოვლენ
-რაა!! -სიხარულისგან ლამის კისერზე ჩამოვეკიდე -ეგ სერიოზულად თქვი?
-ჰოო რა იყო
-როდის მივდივართ
-სამ დღეში -ძლივს რამით არ გამახარა ამ სულელმა? მივედი და ზუსტად ისე ვაკოცე,როგორც მაშინ, ჩემი სახლის წინ. ამას კიდევ ერთხელ მოჰყვა მისი გაკანკალება,და ჩემი ღიმილი..მოკლედ ეს სამი დღე ისე მალე გავიდა, როგორც წამები. ამასობაში,ნინა და ლუკაც იყავნენ ჩვენ სანახავად, ორივეს გაუკვირდათ. ასე მალე სად მოასწარით შეყვარებაო. ნუ..ნინამ კი იცოდა,რომ მე ბავშვობიდან მაბოდებდა,მაგრამ მაგას ხომ არ იტყოდა. თუმცა ჩვენი ქორწილის მთავარი მიზანი მეც არ ვიცოდი რა იყო და მათთვის რა მეთქვა. სვანეთში წასვლამდე მშობლების სახლშიც მივედით, საბა იმდენი ვკოცნე სანამ გული არ ვიჯერე.. და აი დავადექით სვანეთის გზას. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, ამდენი ხანი მგზავრობის დროს,რამდენჯერ ვიკამათებდით გზაში მე და ნიკი ათას სულელურ თემაზე. ამაზე კი ნინა და ლუკა სიცილით იგუდებოდნენ. საკმაოდ დიდი მგავრობის მერე ჩავედით სვანეთის დიდ ულამაზეს სახლში
-ვაუუ -მე და ნინას ეს სიტყვა აღმოგხვდა პირიდან. მერე შიგნუთ შევედით და ოთახები დავინაწილეთ. გოგოები ერთ ოთახში შევედით,ბიჭები მეორეში..
-აუუ მშივა -დაიწყო წუწუნი ლუკამ,როცა საღამოს ბუხრის გვერდით მოვკალათდით
-აბა ვინ გააკეთებს დღეს საჭმელს -ეშმაკურად გახედა ნინამ ბიჭებს
-არ გირჩევ ნინა..ამათ რომ ვენდოთ ხვალ ცოცხლები აღარ ვიქნებით და ისევ მე შევალ და გავაკეთებ -ვუთხარი და ფეხზე ავდექი
-ვაიმეე არ არსებობს ამის გაკეთებული უნდა ვჭამოთ? ტიტუუ არ მინდა სიკვდილი -არაბაკლებად დამგესლა ნიკიმ
-შეგიძლია არ ჭამო არავინ გაძალებს. ისევ სამზარეულოში შევედი,თუმცა არავინ გამომყვა და მარტო გაკეთება მეზარებოდა,ამიტომ ისევ უკან გავბრუნდი და თვალებინსაყვარლად ავუციმციმე
-აუუ არ გეცოდებით,მარტო მე უნდა გამაკეთებინოთ საჭმელები?
-მე ხო იცი ჩემო დაია,სამზარეულოში რომ შემოვიდე წამში გადავბუგავ მანდ ყველაფერს და თუ საკუთარი თავი გიყვარს,მე და სამზარეულო უნდა დაგვაშორო ერთმანეთს -ისე სასაცილოდ თქვა ლუკამ გადავბჟირდი
-მე ხო იცი, დანის ხელში დაკავებაც კი არ შემიძლია, ან თითს გავიჭრი ან თავს და დაქალი თუ არ მოგძულებია მეც შორს უნდა ვიყო სამზარეულოსგან -ხელები ასწია ნინამ
-აბა რა ვქნა მარტო მოვამზადო? -ავწუწუნდი მე
-რატომ მარტო, აი ეს ვაჟბატონი აქ რას მიკეთებს? -ლუკამ ნიკის გახედა
-არაა..მე და სამზარეულო? თან ამასთან ერთად? -მე შემომხედა, მერე ცოტა ხანს დაფიქრდა -ისე ჯობია ავდგე,არ დავიწამლებით მაინც
-გველი ხარ, ნამდვილი გველი -ისევ წავკბინე და სამზარეულოში ნიკისთან ერთად შევედი
-აბა რას ვამზადებთ?
-კარტოფილს ვწვავთ..შენ გათალე მე დავჭრი
-ოქეიი -მითხრა და შევუდექით კარტოფილის შეწვას. საბოლოო ჯამში,ისეთი სურნელი დატრიალდა, სულ რო არ გნდომოდა მაინც შემოგეჭმევოდა. ვჭამეთ,ავალაგეთ, ჭურჭელი ლუკამ და ნინამ დარეცხეს. უკვე გვიანი იყო, ნიკის ტელეფონმა დარეკა
-გისმენთ
-..
-რა იყო სად ასწრებენ ეგ ხალხი ასე მალე
-..
-ხოო სვანეთში ვართ
-..
-კაი მიდი
ტელეფონი გათიშა, მე ისეთი სახით ვუყურებდი, ეგრევე იკითხებოდა "ვინ იყო?" რაზეც მას გაეცინა
-თოკა იყო, ტელევიზორში,ფეისბუქში და გაზეთებში ერთი ამბავიაო. წერენ,რომ ნიკი დვალვი და ანკა ვიბლიანი მალე ქორწილს აპირებენ, ეხლა კი სვანეთში არიან დასავენებლადო
-რააოო!!, საიდან გაიგეს ასე მალე -ჩემს ყვრილიზე მეორე წყვილიც გამოვარდნენ სამზარეულოდან
-რა გაგება უნდოდა, ერთი დღე ქალაქში ვერ დაგვინახეს და თან ხომ იცი რა მალე ვრცელდება ამბები თბილისში
-ვინ იყო? -ახლა ლუკამ ჰკითხა
-თოკა იყო, ხვალ ისიც შემოგვიერდება
-ვინ არიან ვიცნობ?
-არა მაგრამ გაგაცნობ -ნიკიმ შემომხედა. იმ დღეს ძალიან დაღლილები ვიყავით,ამიტომ მალევე დავიძინეთ. დილით ნინას ხმამ გამაღვიძა
-ანკა მიწოსძვრაა გაიღვიძე, ვაიმეე -ყვროდა ბოლოხმაზე, მე დებილი კიდევ ახალ გაღვიძებულზე აზროვნების უნარი,რომ არ მაქვს გიჟივით წამივფრინდი ფეხზე და კარებში გავარდი, შედეგად კი ისევ იმ აყლაყს შევასკდი. ნინასკენ მამის მკვლელი თვალებით გავიხედე და ნელი ნაბიჯებით წავედი
-ვაიმე ლუკა მიშველე..ლუკა შეყვარებულს გიკლავენ ბიჭო..მიშველეე სად ჯანდაბაში ხარრ -ყვროდა ბოლო ხმაზე და თან კიბეებზე გარბოდა
-მე შენ გაჩვენებ მიწისძვრას -მეც ვუყვიროდი და უკან გიჟივით მივსდევდი
-ლუკაა -ის ისევ ლუკას უყვიროდა. ბოლოს იმდენი ვირბინეთ სანამ ბიჭებს არ დავეჯახეთ,რომლებიც ხელებ გადაჯვარედინებულები იდგნენ და ჩვენს ბავშვურ საქციელზე იცინოდნენ
-უკაცრავად,მაგრამ მერამდენედ მეჯახებით ხომ ვერ შემახსენებ? -სიცილით მითხრა ნიკიმ
-თუ არ ვცდები დღეს მეორედ
-დღეს ჰო,მაგრამ...
-სამწუხაროდ არ მახსოვს -არადა რა დამავიწყებს, სულ მაგ დაჯახებით დაიწყო ყველაფერი
-სამაგიეროდ მე მახსოვს..თუ არ ვცდები უკვე მეოთხედ -ისევ იცინოდა
-კარგი მეხსიერება გქონია..არ მეგონა ჩემი დაჯახება ასე თუ გიხაროდა,თორემ ყველანაირად ვეცდებოდი უფრო ხშირად დაგჯახებოდი
-ენა დაიმოკლე გოგო -ისევ თვალები დამიბრიალა. მერე გავხედეთ ლუკას და ნინას,რომლებიც ჩვენს კინკლაობაზე სიცილისგან იგუდებოდნენ
-როდემდე უნდა იკამათოტ ასე არ დაიღალეთ? -სიცილით თქვა ლუკამ
-ეგ ამ იდიოტს უთხარი
-წესიერად გოგო! -ისევ შემომიბღვირა ნიკიმ..
საღამოს ის ბიჭიც მოვიდა,თოკა..ძალიან მხიარული იყო,ისე დავუახლოვდი,ასე თავისუფლად ნიკისთან არ ვიყავი. სამი დღე გავიდა,უკვე რაც სვანეთში ვართ. მთელი ამ დროის მანძილზე რასაც ჰქვია თავზე ვიმხობდით სახლს. თოკას უკვე ისე ვუყურებდი,როგორც საკუთარ ძმას. რა ვქნა არ ჰგავდა ამ უჯიშო ნიკის და იმიტომ დავუახლოვდი ასე ადვილად
-აბა დღეს რა გეგმები გვაქვს? -ვიკითხე ინტერესით და დანარჩენ ოთხს გავხედე
-მე პირადად ბარში მივდივარ გართობა მომენატრა (თოკა)
-აბა ჩვენ ვინ გაგვართობს ძმაო. ერთი ზედმეტი ქცევა და დავრჩები ძვლებ დალეწილი, თან ნინას ძმა ისეთია, ნამდვილად შემისრულებს -სიცილით თქვა ლუკამ, რაზეც ნინას მკვლელი მზერა მიიღო საჩუქრად
-ჩვენ სახლში ვიქნებით და კინოს ვუყურებთ, ან რავი მოვიფიქრებთ რამეს (ნინა)
-თქვენი მოფიქრებული ვიცი რაც იქნება -უთხრა ნიკიმ და გადაიკისკისა
-შენ რა გაცინებს, სჯობია შენსას მიხედო და დაატიო ერთი ადგილი -მკაცრი მზერა ესროლა ლუკამ ნიკის
-აუუ მე სვანეთის დათვალიერება მინდა -ავწუწუნდი პატარა ბავშვივით. მიუხედავად იმისა,რომ მე თვითონ სვანი ვარ, სვანეთის გაგებაში არ ვარ
-მერე რისთვის გყავს ეს ვაჟბატონი (თოკა)
-შენ მგონი გასართობად მიდიოდი (ნიკი)
-წამოდი მე დაგათვალიერებინებ, თორე ეს არაფრის გამკეთებელი არ არის (თოკა)
-დააყენე ერთი ადგილი და წადი სადაც მიდიოდი -შეუბღვირა ნიკიმ თოკას, მე ხელი მომკიდა, დანარჩენებს უთხრა ჩვენ სასეირნოდ წავალთო და ასე წავედით სვანეთის დასათვალიერებლადე და ნიკი. ნიკი საკმაოდ განათლებული იყო, საქართველოს კუთხეების ისტორიები ზეპირად იცოდა, ამიტომ მთელი სვანეთის ისტოროების მოყოლა დაიწყო. მე ვუსმენდი, როცა კოშკზე ევედით კოშკის ისტორიებს მიყვებოდა, მე შიშისგან ვკანკალებდი და ნახევარი არაფერი გამიგია. რაზეც დამცინოდა ასეთი მშიშარა როგორ ხარო. მერე სვანური ადათ-წესების ისტორიებიც მომიყვა,და ყველაფერი. ბოლოს ძალიან დაღლილები ერთი ხის ძირში დავსხედით
-მოგეწონა დღევანდელი დღე?
-კარგი იყო -ვინაზები მე
-ახლა რა ვქნათ?
-რავი სახლში მივიდეთ,ვნახოთ სახლი ხომ არ ააფეთქეს იმ ორმა -ორივეს გაგვეცინა, ფეხზე წამოვდექით და გზა განვაგრძეთ,როცა თავში მაგარმა იდეამ გამირბინა
-აუუ ნიკი...
-ჰოო
-ჩვენც წავიდეთ დღეს ბარში რაა
-ოოო მეზარება, ძაან დავიღალე
-გთხოვ...ბოლობოლო საცოლეს ერთი სურვილი არ უნდა შეუსრულო? -სიტყვა საცოლეზე სულ მეკარგებოდა ხალისი,მაგრამ ახლა მართლა მინდოდა მეც ბარში
-კარგი ჰოო
-აუუ რა მაგარიაა -სიხარულით დავიწყე ხტუნვა,მაგრამ ქვაზე ამიცურდა ფეხი და მაშინვე მიწაზე აღმოვჩნდი გაწოლილი
-ვაიმეე ფეხიი -ისე საწყლად ამოვიკნავლე,ზუსტად ისე,როგორც მაშინ სკოლის ეზოში. მერე მუხლს დავხედე,რომელიც სულ გადატყავებული მქონდა და სისხლისგან ვიცლებოდი, ამაზე უფრო ცუდად გავხდი,სისხლის დანახვაზე გული მიმდის
-ხომ გაგაფრთხილე არა? -პატარა ბავშვივით მტუქსავს და გასწორებაში მეხმარება -ნუ დახტიხარ. აქ არც თბილისია და არც ბათუმი, ყველა ყუთხე საშიშია და ფრთხილად უნდა იყო
-ბოდიში -თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვაიგნორებ, მწყინს ასე რომ მეჩხუბება, მაგრამ ცემი სულელირი ფიქრების რა ვთქვი, თან მიხატოდა ასე რომ ზრუნავდა ჩემზე
-კარგი ჰოო, უბრალოდ ძალიან შემეშინდა არ მინდოდა შენი გაბრაზება -მეხუტება და თავზე მკოცნის.
თუმცა ეს ჩახუტება არ ჰგავს,პირველ ჩახუტებას. როდესაც მადლიერების მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. მაშინაც ამ სიტუაციაში ვიყავით,ფეხი,რომ ვიგრძე და მანქანამდე მიმიყვანა,მაშინ სხვა გზა არ ჰქონდა და იმიტომ,მაგრამ ახლა ეს სულ სხვა იყო..უცნაური გრძნობა მივლიდა მუცელში, ზუსტად ისეთი,როგორიც მაშინ ნიკის სახლში,რომ მქონდა,როცა თავისი ცხელი ხელები მომხვია მუცელზე.. თანაც მისი ყურადღება ასე საშინლად მსიამოვნებს. მიყვარს მისი წარმოთქმული ყოველი სიტყვა,სხვაგვარად ვგრძნობ,განსხვავებულად ხვდება ჩემს გულს და ყველაფერს იმახსოვრებს.. ადრე,რომ ამდენი ელაპარაკათ ჩემთვის ვინმეს,აღარ მომინდებოდა მასთან ურთიერთობა მაგრამ ნიკი..
ყოველ წამს მიზიდავს მისკენ. მაგრამ გულში მაინც მწდება რაღაც. ,,მას სხვა უყვარს''. რა ბედნიერი ხან ვიღაცა ხარ, ვფიქრობ გულში. ისე რა ძნელია არა? ცოლად გაჰყვე იმ ბიჭს,რომელსაც სულ სხვა უყვარს. ამ ფიქრებში ვერც კი შევნიშნე,როგორ მიმიყვანა ხელში აყვანილი სახლში. ჩვენს დანახვაზე ნინიმ კივილი მორთო
-ვაიმეე ანკა რა გჭირს გოგო? კარგად ხარ?
-არაფერია უბრალოდ წავიქეცი
-მიდი ჩემს ოთახში სახვევები და პერეკისია და გამოიტანე ამათ ოთახში -უთხრა ნიკიმ ლუკას და მე ჩემს ოთახში შემიყვანა, საწოლზე ფრთხილად დამაწვინა და თვითონ გვერდით დამიჯდა
-მომეცი მე თვითონ ვიზამ -ვუთხარი და ხელი გავუწოდე,რომ ბამბა და პერეკისი მოეცა
-გაგიჟდი? ფეხს ცალია თვალითაც ვერ უყურებ და შენ რას გააკეთებ -უცებ გამაჩუმა ნიკიმ. ნინა მეორე მხრიდან მოვიდა და პატარა ბავშვივით თავზე მეფერებოდა
-აუუ სესტრა დღეს პრასწი რაა -მიხვდა რაც ვუთხარი და რაც ვიგულისხმე
-არაუშავს სესტა, დღეს გაპატიებ -გაეცინა, მერე დაფიქრდა -ეე გაპატიებ კაია მარა მე სადღა დავწვე?
-ლუკაჩო აქ არა გყავს? -სიცილით ვუთხარი,რაზეც ნინის აწითლებულ სახეს წავაწყდი, რომელიც თვალებით მეუბნებოდა "ცუდად არ იყო აქვე მოგკლავდიო"
-მოვრჩი, შეგიძლია გამოიხედო(ნიკი)
-მადლობა
-რა პრობლემაა ნიკის ჩახუტებას ჩემი ფერია ჩამეხუტოს არ მირჩევნია? -ასევე სიცილით თქვა ლუკამ,ნინამ ბალიში გაუქანა და პირდაპირ თავში გაარტყა
-მოკეტე -დაუღრინა ნინამ
-კაი ჰოო..თოკაც ჩვენ ოთახში დაწვება და შენ თავისუფალ ოთახში შედი (ლუკა)
კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ,ვიცინეთ,მიუხედავად იმისა,რომ სულ არ მქონდა სასაცილოდ საქმე,რადგან ფეხზე ვერ ვდგებოდი. საღამოს საჭმელი ნინიმ შემომიტანა და რომ შევჭამე ისიც დაბლა ჩავიდა. ამ დროს კი ჩემებს დავურეკე და მოვიკითხე,საბასაც ვეჭუკჭუკე და მერე დამეძინა. რომ გამეღვიძა,უკვე თენდებოდა,წყალი მომინდა სასწაულად,ვერავის გავაღვიძებდი,რადგან ძალიან ადრე იყო. ამიტომ ისევ ჩემისით ჩასვლა გადავწყვიტე, ისე მიჭირდა სიარული,მეტი რომ არ შეიძლება,კარები გავაღე თუ არა მაშინვე ნიკი დამხვდა კიბეებთან, ჩემს დანხვაზე ლამის გაგიჟდა
-შენ აქ რა გინდა, რატო ადექი? ნახე ფეხი რა დღეში გაქვს -ახლა დავიხედე ჩემს ფეხზე,რიმელიც ისევ სისხლიანი მქონდა და ვიგრძენი,როგორ დამეხვა თავბრუ,წავბარბაცდი,და კიბეების მოაჯირს დავეყრდენი,ფეხემში ძალაც დაკარგე,რომ არა ნიკის სწრაფი მოქმედება და ძლიერი მკლავები,სავარაუდოდ კიბეებზე ვიქნებოდი ბურთივით დაგორებული. საწოლზე ისევ ფრთხილად დამაწვინა და ინეტერესით დამაჩერდა
-რას აკეთებდი?
-წყალი მომინდა და..
-მერე ამ სახლში ოთხი კაცი ვართ და ერთ-ერთს მაინც ვერ უთხარი?
-რომელი საათია იცი საერთოდ?
-დამშვიდდი არავის სძინავს. ის ორი გვრიტი მზის ამოსვლას უყურებენ, თოკა როგორც ჩანს მაგრად გულაობს და მე ვეღარ დავიძინე და ახლა მივდიოდი სასეირნოდ
-აუუ მეც მინდა სეირნობა -ისევ ბავშვივით ავწუწუნდი
-შენ ცუდად ხარ მგონი
-მშვენივრად ვარ, აი ნახე -ფეხზე ადგომა ვცადე,რომ მენახებინა,რომ მართლა შემეძლო სიარული,მაგრამ ერთი ხელის მოსმით დამაწვინა და ისევ ბამბა და სახვევები გადმოიღო. მეორედ დაიწყო ჩემი ფეხის შეხვევა
-აქ შენ დასასვენებლად ხარ თუ ჩემს მოსავლელად..წადი რაა ისერინე ხომ მიდიოდი
-გაჩუმდი და დამაცე ფეხის შეხვევა, სანამ რამე გატკინე
-ნიკი არ მინდა ასე,რომ ზრუნავ გესმის? პატარა ბავშვივით ვგრძნობ თავს -ცოტა ხმამაღლა დავუყვირე
-გოგო გაჩუმდი რაა..ისე იქცევი,არაფრით განსხვავდები ბავშვისგან. ვინც შენ ცოლად მოგიყვანს რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს უჰჰ -იმანაც დამიყვურა,რაზეც ნინა და ლუკა შემოვარდნენ,როცა ამას ვამბიბდი
-რა თქვი? ეგ სერიოზილად თქვი? გადაობ ხო? აჰაჰაჰ -ვიცინოდი,მაგრამ როცა ლუკას ხმა გავიგე,სიცილი სახეზე შემაშრა და სულ დამავიწყდა ის რაც წეღან ნიკიმ მითხრა
-არ არსებობს უკვე უთხარი?
-რა უნდა ეთქვა? -გავიკვირვესავით და ნიკის მკვლელ მზერას შევხედე,რომელიც ლუკას მიმართ იყო
-არაფერი,როგორც ჩანს მზის ამოსვლამ ცუდად იმოქმედა ამაზე (ნიკი)
-რა უნდა ეთქვა? -გადაუჩურჩულა ნინამ ლუკას,თუმცა მეც გავიგე
-მერე გეტყვი -ამანაც ჩურჩულით უთხრა და ორივე ოთახიდან გავიდნენ
-რამეს მიმალავ და არ ვიცი? -გაკვირვებულმა ვკითხე ნიკის
-არა თქო ვერ არის ეს კარგად
-ნიკი შემომხედე და ისე მითხარი-ისევ გავუმეორე
-წყალი გინდოდა წეღან? -საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, მეც აღარ ჩავაცივდი და გავუშვი
-ჰოო ამომიტანე -სრულიად უემოციოდ ვუთხარი ის დაბლა ჩავიდა და უკან წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა
-მადლობა
-თუ რამე დაგჭირდა დაბლა ვიქნები -თავზე მაკოცა და ისიც დაბლა ჩავიდა. ამ ბოლოს ვეღარ ვცნობდი. ან რა აუცილებელი იყო ეს ყველაფერი, ილაპარაკებდნენ და მორჩებოდა. რა უნდოდა ჩემგან? რატომ გადაწყვიტა ეს ყველაფერიბასე მალე? ძალიან მიკვირს, ამბობს ერთი მიყვარსო და ცოლად მეორე მოჰყავს. საინტერესოა ამას არ დაწერენ გაზეთებში? ისე მე უნდა ვთქვა იღბალი მაქვს თქო, იმ ბიჭმა მომიტაცა ვისზეც ვნატრიბდი, მაგრამა ახლა მისგან მინდა გაქცევა. არა რაა..რას წარმოვიდგენდი მე და ნიკი თუ ერთად ვიქნებოდით. ნინა კი მეუბნებოდა აი ნახავ ბოლოს ერთად თუ არ იქნებითო,მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასე მალე თუ მოხდებოდა ეს ყველაფერი. საწოლში კიდევ ორი დღე ვიწექი გაუნძრევლად. ბოლოს და ბოლოს, ვაჟბატონმა ნიკიმ დამრთო ნება და ფეხზე ადგომის უფლება მომცა. იმ დღეს ბარში წავედით,საკმაოდ ბევრი დავლიე. თითქმის ყველას ვეცეკვებოდი ვინც ცეკვას მთხოვდა, თუმცა არც ერთ ბიჭთამ ცეკვის დროს არ გამომპარვია,ნიკის გაგიჟებული სახის ყურება. ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ ჩვენს რეპუტაციას დავაბრალე. ამ დღეს ნინაც უაზროდ ბედნიერი ჩანდა, ნეტავ რა უთხრა ისეთი ლუკამ,რომ ასე გაახარა? ამდენი ცეკვისგან ძალა გამოცილი სკამზე მივესვენე და კიდევ ერთი ჭიქა გადავუშვი ხახაში, ვინ დათვლის ეს მერამდენე იყო. შემდეგსაც ვაპირებდი,როცა ნიკიმ ხელი წამავლო და ჭიქა გამომგლიჯა ხელიდან
-რას აკეთებ მონეცი ჭიქა -ხმამაღლა დავუყვირე
-შენ საზღვარი არ იცი? რამდენს სვამ გოგო? ხელით მისაყვანი უნდა გახდე სახლამდე?
-მიჩვეული ხარ მაინც ჩემს ხელში ტარებას -გულიანად გადავიკისკისე,რაზეც მამის მკვლელი მზერა მესროლა
-სახლში მივდივართ
-რა უფლებით!! თავი ვინ გგონია -ისევ ვუყვიროდი, მან აღარაფერი მითხრა,ხელი დამავლო და გარეთ გამიყვანა
-შემეშვი ველურო,მხეცო,ნადირო-რაც ენაზე მადგებოდა ყველაფერს ვეუბნებოდი
-სახლში მივდივართ თქო
-რა უფლებით? შენ სულ გაუბერე? აქ მინდა და დავრჩები, რამდენსაც მინდა დავლევ და შენ ვერ დამიშლი -რასაც ჰქვია ბოლო ხმაზე ვღრიალებდით ორივე
-ახლავე წამოხვალ სახლში და მიზეზებს არ მკითხავ,როგორ და რატომ. უსიტყვოდ გამომყვები და შენი ხმა არ გავიგო -იმხელა ხმაზე დამიყვირა ცრემლები თავისით გადმიმცვივდა,ასეთი აგრესიული ჯერ არ მინახავს,ცოტაღა აკლდა და აკბად მცემდა კიდეც. იცით როგორ გავბრაზდი? მისი მიკვლის სურვილი ასე ძალიან არ გამჩენია,მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ზრუნავდა,მაინც გული მატკინა მისმა სიტყვება და საქციელმა. აღარაფერი მითქვამს, უსიტყვოდ გამოვბრუნდი და სახლისკენ ავიღე გეზი,მთელი სისწრაფით გავრბოდი სახლამდე. უკან ნიკი გამომეკიდა,როგორც ჩანს მიხვდა შეცდომას
-ანკა დაიცადე..ანკა არ მინდოდა ხო იცი? ხო იცი რომ ძალით არ მინდოდა -არც ერთი მისი სიტყვა აღარ მესმოდა ყურში
-არ გაბედო გამოყოლა -თითი დავუქნიე და ისევ სწრაფად გავიქეცი, არ ვიცოდი სად მივდიოდი, ისეთი მთვრალი არ ვიყავი,რომ სადმე დავრჩენილიყავი შუა გზაში. ახლა მხოლოდ ტირილი მინდოდა. მართალია სატირელი დიდი მიზეზი არ მქონდა მაგრამ,მაინც მინდოდა ტირილი. იქვე მიყრუებულ ადგილზე მივედი,არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი, მახსოვს,რომ მოთქმით ვტიროდი და ამ ტირილს ვაყოლებდი მთელ ემოციებს. ტელეფონი ლამის ამიფეთქეს. ხან ნინა, ხან ნიკი, ლუკა,თოკა. გაუჩერებლად რეკავდნენ. თუმცა არც ერთის თავი მქონდა. სახლში საკმაოდ გვიან დავბრუნდი, იქნებოდა ღამის 5 საათი,არც ერთს ეძინათ. ოთხივე ბუხართან იდგნენ და ერთ ადგილს ვერ პოულობდნენ. ნიკი რო ნიკია ისიც კი მოუსვენრად იყო. სახლში შევედი,აღარ მადარდებდა ჩემი ჩაწითლებული ცისფერი თვალები. ჩემა დანახვაზე ნიკი და ნინა წამოვიდნენ ჩემსკენ,თუმცა ნიკის ისეთი მზერით გავხედე ადგილზე გაქვავდა. მაღლა უსიტყვოდ ავედი,უკან ნინა გამომყვა
-სად იყავი გოგო ლამის გავგიჟდით
-..არაფერი მიპასუხია
-ნიკის ეჩხუბე?
-საიდან მიხვდი?
-ბარში გაგიჟებული შემივარდა და შენი წასვლის მერეც მალევე წამოვედით სახლში, ლამის თავდაყირა დააყენა სახლი ისეთ დღეში იყო
-ოჰჰ რაო ვინერვიულეთო?
-თან როგორ..მოდი ჩემთან და აღარ გაბედო ეგრე გაქცევა -ჩემთან მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა. მერე ნიკი შემოვიდა და ნინა უხმოდ გავიდა გარეთ. მეც უკან მივყვებოდი,როცა ხელი დამოჭირა და ისევ საწოლზე დამსვა
-სანამ არ მომისმენ ფეხს არ გაადგამ
-ისედაც საკმაოდ მოგიმინე ბარში -ისევ ფეხზე ავდექი,მაგრამ ისევ დამიჭირა
-არ ვაპირებდი არაფრის თქმას. ნუუ.. ყოველ შემთხვევაში ჯერ არ ვაპირებდი. მაგრამ მგონი ისედაც ძალიან დავაგვიანე. შენც მოსვენება არ გაქვს და ვიცი რა კითხვებიც გიბურღავს ტვინს. ამიტომ გინდა არ გინდა ვალდებული ხარ მომისმინო. ამის თქმას არც ახლა ვაპირებდი,მითუმეტეს ასე ბანალურად და ასე უაზროდ,მაგრამ დღითი დღე ვრწმუნდები,რომ რაც უფრო ვწელავ დროს მით უფრო ბევრ შეცდომას ვუშვებ და უფრო გაძულებ თავს. გახსოვს მაშინ მითხარი ვინმე თუ გიყვარსო,მე გითხარი მიყვარს თქო. მაგრამ არ გითხარი ვინ იყო ის ბედნიერი,ან უბედური. ამან არც შენ დაგაინტერესა, ან რავიცი ისეთი ჯიუტი ხარ შეიძლება ინტერესით მოკვდი და მაინც არ მკითხე არაფერი. ამაზე ლაპარაკი არ გვინდა,მაგრამ მაშინ რომ გეკიათხა ზუსტად ვიცი,რომ ახლა ასე არც შენ იქნებოდი და არც მე
-რისი თქმა გინდა თქვი დროზე და ნუ წელავ დროს -მართლა დავიტანჯე ისე მაინტერესებდა რა უნდა ეთქვა ისეთი რაც არ ვიცოდი
-მას დიდი ხანია ვიცნობ,სკოლაში გავიცანი,თუმცა რა გაცნობა უნდოდა,მთელი ბავშვობა ერთად ვიზდრებოდით სკოლაში. შეიძლება ერთად არა მაგრამ,მე ხომ სულ ვაკვირდებოდი,თითქმის ყოველდღე. ვუყურებდი და საოცრად მხიბლავდა მისი ბავშვურობა და სილაღე. ვიცოდი,რომ ის არასდროს შემიყვარებდა,რადგან იმ თავიდანვე არანორმალური ვიყავი და ყველას მწარე ბაბნიკი ვეგონე, მათ შორის მაგასაც. მაგრამ შევცდი,იცი როდის გავიგე,რომ ვუყვარდი? როცა მისმა დაქალმა ვეღარ მოითმინა ჩვენი ტანჯული გულების ყურება და ყველაფერი მითხრა. მაშინ ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთმა ნათელმა სხივმა გადაირბინა. იცი მე როდის შემიყვარდა და როდის ვთქვი ჩემი გახდები თქო? მან რომ პირვლად მაკოცა. თავისი სახლის წინ. იცი როგორ ამეწვა ლოყა? და ეს სიმხურვალე,მისი ტუჩების სიმხურვალე იცი სადამდე გამყვა? ხშირად ვჩხუბობდით. როცა ვხდებოდით არ არსებობდა არ გვეჩხუბა. ბოლოს რამდენიმე საათის წინ ვეჩხუბე. ვინანე. გეფიცები ცხოვრებაში პირველად ვინანე ეს საქციელი. იცი რატომ ვინანე? მივხვდი,რომ ვკარგავდი მას,ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრევა უნდა მეცხოვრა. ახლა კი ის ბატი წინ მიდგას,მანათებს თავის დიდ ლურჯ,ცრემლიან თვალებს და ჯერ კიდევ ვერ ხვდება,რომ ეს გოგო, ჩემი ალქაჯი გოგო,რომელმაც ბავშვობიდან დამაგლიჯა ნერვები და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც შემიყვარდა თავად არის -აიი როგორ ავღწერო რა დამემართა? მეხის გავარდნასავით იყო ეს სიტყვები. ჩემი გონება ჯერ კიდევ ვერ ხარშავდა მის სიტყვებს ბოლომდე. ამ დროს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დებილივით ვიდექი და ვტიროდი. "იქნებ მეხუმრება? იქნებ ეს ყველაფერი თამაშია? ნუთუ ამას გულისხმობდა მაშინ ლუკა? "უკვე უთხარიო" რომ უთხრა? რა გავაკეთო? ასე პირდაპირ ვუთხრა მეც ვგიჟდები შენზე თქო? მაგრამა ამას თქმა უნდა? მან ხომ ისედაც ყველაფერი იცის? არ ვიცი რა მეფიქრა. ნინას დახრჩობა,რომ ეს ყველაფერი უთხრა ნიკის და ასე მშვიდად იყო ჩემთან თუ...არ ვიცი. ნუთუ ჩემი ბედნიერების დროც დადგა? იმას ვუყვარვარ ვინც სიგიჟემდე მიყვარს?..ნიკიმ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა,თან ისე ტკბილად,ლამის ვუყვირე მეც მიყვარხარ და სად იყავი აქამდე თქო -სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ანკა -ყურში საშინლად ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა,როცა უკვე თავის მკავებში ვყავდი მოქცეული. ამ დროს ყველანი ერთად შემოვარდნენ ნამდვილი გიჟები არიან რაა...
-ვაა...ვაა..გვეშველაა.. აბა რა ხდება შეიქმნა კიდევ ერთი წყვილი? -სიცილით თქვა ლუკამ
-მაცადეთ რაა ჯერ კიდევ შოკში ვარ -ვთქვი და ნინასკენ გავქანდი
-გილოცავ ჩემი ქაჯო -სიცილით მითხრა და გადამეხვია
-იმისთვის დაისჯები,ჩემგან მალულად,რომ უთხარი ჩემს გრძნობებზე
-აბა რა მექნა მე დავიწვი თქვენი ყურებით და -ორივემ გავიცინეთ, მალე იქნებოდა ქოწილი,ქორწილი,რომელსაც ნამდვილად ჰქონდა აზრი. და წყალს გაჰყვა ის უაზრო ქოწილი,რომელის მთავარ აზრსაც მე თვითონ ვერ ვხვდებოდი. ის დღე ხო წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა. ქეიფი,გართობა,დალევა და რავი ერთი ამბები. ნიკი სულ უკან დამყვებოდა და ყველაფერს მისრულებდა. აი ბიჭებმა კი შეიკლეს ხელში აღადავებდნენ ასე რომ დამყვებოდა კუდში“არ გაიქცევა ნუ გეშინია“ „ამდენი ხანი გეთქვა რომ გიყვარდა ხო ამოვისუნთქავდით შენი მოწყენილი სახის ყურებით“ო და მოკლედ ასეთი რაღაცეები რა.
დაახლოებით ღამის 2 საათზე დავიშალეთ და ყველა ჩვენი ოთახისკენ წავედით,როცა ლუკამ ნინას დაუძახა,თან სიცილისგან იკეცებოდა
-ნინა ახლა მაინც გამოაღწიე მაგ ოთახიდან, აცადე ბავშვებს ცოტა გართობა
-შენ თუ შენი სურვილების დაკმაყოფილებაზე ფიქრობ სხვებს ნუღა სწვდები -არ ჩამოვრჩი მეც
-ესენი ხო არაფერს დაგაცდიან რაა უჰჰ -ამოიბუტბუტა ლუკამ და ბიჭბთან ერთად თავის ოთახში დაბრუნდა. მე ჩემებს ყველაფერი მოვუყევი და ისეთი ბედნიერები ვიყავით ყველა მალევე დამეძინა.. მეორე დღეს თავი გასკდომას მქონდა. წარმოგიდგენიათ? მთელი ეს ორი დღეა გადაბმულად ვსვამ და თავი რა დღეში მექნება..
-ნიი...-ნინას დავუძახე,ისე,რომ თვალები არ გავახილე,თუმცა ხმა არავინ გამცა, მერე გვერძე გავიხედე და ჩემს გვერდით არ იწვა ქალბატონი,ამიტომ ისევ ძილის შებრუნება ვცადე,არ გამომივიდა. ამიტომ უფრო ხმამაღლა დავუძახე,კარების ხმა გავიგე ანუ მობრძანდა ქალბატონი
-სად იყავი გოგო ამდენი ხანი? გამისკდა თავი და კიდე რამდენი ხანი მაყვირებდი უჰჰ - ხმას არ იღებდა,სიცილის ხმა მომივიდა,ამიტომ უცებ გავახილე თვალები,როცა ჩემს წინ ნიკი დავინახე
-შენ აქ რა გინდა? სად არის ის ქაჯი
-იმ ქაჯს თავის რომეოსთან აქვს სამეები,ისევე როგორც მე მაქვს ჩემს ჯულიეტასთან პატარა საქმე
-ხო არ გაუბერე რა საქმეებზე მელაპარაკები, არც კი გაბედო რამე ზედმეტი. გადი ჩემი ოთახიდან თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ -უცებ მივაყარე სათქმელი
-აუუუ..შენ თუ ასეთი ფანტაზიის უნარი გქონდა არ ვიცოდი,თორემ არ გეტყოდი არაფერს.. არ ვიცი შენ რა იფიქრე,მაგრამ მე პირადად ფილმის ყურება შემოგთავაზე -ოხხ ნიკი დვალვი..ასე უნდა არა? ისევ მომიგო სიტყვა პასუხში,რამაც უფრო მომიშალა ნერვები
-ის რომეო და ჯულიეტა სად ბრძანდებიან?
-რომეოს ჯულიეტასთან განმარტოვებით მოუნდა სეირნობა და წასულები არიან
-ის მარტოსული სად არის?
-სად იქნება ახლა? ვაჟბატონი სრულიად თავისუფალია და რა ენაღვლება, გულაობს გოგოებში
-არავინ გაძალებდა და მე ნუ დამაბრალებ ახლა ყველაფერს -სერიოზული სახით გავხედე, მაგრამ ბოლოს მაინც გამეცინა
-არა რატო? მე პირადად ეს მირჩევნია. ყოველ დღე სხვადასხვა გოგოსთან გულაობას ერთთან ვიყო სჯობია
-მშვენიერია. მაშინ შენ რამე ფილმი შეარჩიე და მეც ჩამოვალ მანამდე
-კაი მიდი ადექი ახლა
-თუ გახვალ ავდგები და ჩავიცმევ
-ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს
-ნიკ გადი რა
-აუუ კაიი ჰოო -წუწუნით გავიდა დაბლა, ის ჯერ კიდევ დიდი ხანი ვერ აარჩევდა კინოს ამიტომ ცოტახანიც ვიწექი და facebook-ში შევედი. არ მესმის სად ასწრებენ ეს ხალხი ამ სიახლეების გაგებას. ჩემი და ნიკის სურათები პირველივე სიახლეზე ამომიგდო. მაგრამ მაგას რა მიხვედრა უნდა, მე ჩემს მშობლებს ვუთხარი გუშინ,ისინი ნიკის მამას ეტყოდნენ და ასე გაიგებდა მთელი მსოფლიო ჩემი და ნიკის ამბავს. ხო მართლა ეწერა,რომ "ნიკი დვალვი ანკა ვიბლიანს სიყვარულში გამოუტყდა ამდენი ხნის მერე" კიდევ კარგი მეტი აღარაფერი ეწერა. მაგალითად ქორწილზე ან რამე ეგეთზე. ან რა უნდა დაეწერათ ჯერ ხომ არაფერი
ხომ არაფერი დაგვიგეგმავს. მაგრამ ეგეც მალე იქნება არ იდარდოთ. მერე ნება ვიბოძე და ავდექი საწოლიდან,აბაზანაში შევედი ყველა დილის პროცედურას,რომ მოვრჩი უკან გამოვედი. ტელეფონზე მესიჯი დამხვდა მოსული,თავიდან ნინა მეგონა,მაგრამ არა..დაფარული ნომრიდან იყო მესიჯი
"არც გაბედო ნიკის დვალვთან ახლოს მიკარება თორემ ორივეს მოგკლავთ" ამ მესიჯზე გულიანად გამეცინა,ალბად ვიღაც მისი თაყვანისმცელემლი მემუქრება. ეს ამბავი არ ნიკისთვის მითქვამს,უაზრო მესიჯი იყო და ტყუილად რატომ უნდა ვინერვიულოთ თქო..დაბლა ჩავედი,მას უკვე არჩეული ჰქონდა ფილმი. "ველური თაფლი" ჩამირთო. არ მეგონა თურქული ფილმები თუ მოსწონდა,მაგრამ ეს კინო მეც მაგრად მიყვარს. სულ ვტირივარ ყოველ ჯერზე. ნუუ ახლაც ამეტირა რა თქმა უნდა,ამიტომ დღესაც მომიწევდა ნიკის ღადაობის ატანა. მაგრამ არა,შუა ფილმის დრო იყო,როცა ნიკის გავხედე და მის აწითლებულს ღაწვებზეც შევნიშნე ცრემლის პატარა ბურთულები
-ვაიმეე ეს რა გულჩვილი მყავს -სასაცილო ხმით დავიწყე ბუტბუტი და სიცილი და ნიკის ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე
-არც შენ მყავხარ ნაკლები -სერიოზული სახით მითხრა. აღარაფერი მითქვამს, პ.ს ისევ გამეცინა და ყურება განვაგრძეთ,სანამ თოკას ხმა არ გავიგეთ
-მოვედიი -ოროვემ მისკენ გავიხრდეთ,ჩვენს შემყურემ გულიანად გადაიკისკისა
-აუუ თქვენ რა იყო პანაშვიდზე იყავით? -სიცილით თქვა და სანამ ნიკის მუშტს მიიღებდა გაქცევა მოასწრო, უფროსწორად მე ამომეფარა და მიშველეო მიყვუროდა
-კაი შეეშვი,თორემ მართლა არ დამთავრდება კარგად ეგ ამბავი -სიცილით ვუთხარი ნიკის
-შენი მიიღე და ახლა ღადაობის ხასიათზე ვართო? -არ დააკლო ნიკიმაც და დივანზე დაჯდა
-შენ შენსას მიხედო ჯობია, მთელი დღე უაზროდ რომ ზიხართ სახლში..ფანტაზიის უნარი არ გაქვთ -ისე ავწითლდი ახლა თაგვის სორო მილიონად მიღირდა
-ნიკკ იცი? გადავიფიქრე შეგიძლია მოკლა ეს ენაჭარტალა -როცა მიხვდა თოკო,რომ დაერხა ეგრევე მოხია ნიკისაც მეტი რა უნდოდა ძაან გაბრაზებული იყო და გაეკიდა მერე ისევ შემოვარდნენ და მაგიდას ურტყამდნენ წრეს მე კი თოკოს კივილზე ვიცინოდი
-ანკა მიშველე გააჩერე გეხვერწები, ჯერ არ მინდა სიკვდილი, კიდევ ბევრი გოგო დამრჩა -ნიკი,რომ მიხვდა რომ მე მელაპარაკებოდა უცებ მოაკეტინა
-ოეე,ოეე..გოგოა აქ ხომ არ დაგავიწყდა -დაუღრინა თავისებურად
-პრასწი ძევაჩკა -ხმა გაინაზა თოკამ და ისევ მეორე სართულზე გავარდა. სანამ არ დაიღალნენ ასე დარბოდნენ სახლში,ბოლოს ორივე ბიჭების საძინებელში აღმოჩნდნენ და დაღლილები ლასლასით მიესვენენ საწოლზე. მე,ყველაზე ჯაქი და არანრმალური, დავახტი და შუაში ჩავუგორდი ამ სულელებს
-მე ხელს აღარ შეგიშლით აბა თქვენ იცით ახლა -სიცილს ძლივს იკავებდა თოკა,და რომ მიხვდა, რომ მაგრად ჰქონდა დარხეული,ისევ მოასწრო გასვლა და კარებიც გაიკეტა
-ისე არ არის ცუდი იდეა ხო იცი -ეშმაკურად შემომხედა ნიკიმ
-შენ კარგად ხარ? რამე დალიე? აბა სიცხე ხო არ გაქვს მანახე -ხელი შუბლზე მივადე -არა არაფერი გჭირს ცუდად ყოფნის,მაგრამ საკმაოდ სულელური აზრები გაწუხ...-ამ დროს წინადადება გამაწყვეტია ანდრეამ და ისე დამაცხრა ტუჩეზე სული ვერ მოვითქვი რათქმაუნდა წინააღმდეგობის გაწევის არც თავი და არც სურვილი არ მქონდა ამიტომ ავყევი. მერე კისერზე გადავიდა ხელებს კი ჩემს შიშველ ზურგზე დაასრიალებდა მიკვირს ასეთ ძლიერ ხელებს ასე ნაზად როგორ მახებს. არ ვიცი ეს რა იყო,ისე მკოცნიდა სიტყვებსაც რომ ვერ ვპოულობ აღსაწერად. ცდილობდა არაფერი დაეშავებინა ჩემთვის,ნუუ თუ არ გამოსდიოდა ცდილობდა მაინც..მაგრამ რომ გავიაზრე ბოლოს რა შედეგსაც მივიღებდი უცებ მოვწყდი მის ტუშებს
-აუუ კაი რაა ანკა რა დროს წახვედი უჰჰ -ბავშვივით აწუწუნდა
-შენთვის ჯერ ესეც საკმარისია -თვალი ჩავუკარი და მეც დაბლა ჩავედი,სადაც თოკა დამხვდა
-აბა რაო? ველოდო ძმიშვილებს თუ ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი? -ამას ხომ ენა არ უჩერდება ერთ ადგილზე
-შენ ჯობია შენს ნაშებს მიხედო ბრატ-კიბეებზე ჩამოვიდა ნიკი და ორივეს გაგვეცინა ნიკის სიტყვებზე,მარტო თოკა იყურებოდა მამის მკვლელი მზერით
-ხომ არ დაგვავიწყდა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ არც შენ დაძვრებოდი ნაკლებში -არ დააკლო იმანაც -მე ერთი ჩავახველე და სამზარეულოში შევედი, ამ დროს ის ორი გიჯი წყვილიც მოვიდნენ,ნინაც სამზარეულოში შემომყვა და საჭმლის მზადებას შევუდექით.
-აბა ახლა მოყევი ყველაფერი -მთელი ინტერსით მივაჩერდი თან ხახვის დაჭრა დავიწყე
-ისეთი არაფერი,პ.ს ვისეირნეთ -მე დანა რამდენჯერმე დავაკაკუნე და ჩავახველე,რითაც ვანიშნე,რომ ისეთი სულელიც არ ვარ,რომ ვერ მივხდე რო მატყუებ თქო, აი რატომ მიყვარს ეს სულელი,უსიტყვოდ ესმის ჩემი
-კაი ჰოო..განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,მართლა..პ.ს სულ ხელშინაყვანილი დავყავდი და ჩემს ტუჩებს არ მოშორებია
-ვაუუ-გადავიკისკისე და ცალი ხელით ცრემლები მივიწმინდე,ხახვის ბრალი იყო
-და შენკენ? -წარბები ეშმაკურად აათამაშა და თვალებში ჩამაშტერდა, მე ტყუილის თქმას არც ვაპირებდი,ყველაფერი მოვუყევი,იმაზეც,როგორ მკოცნიდა და როგორ გამოვექეცი
-აუუ სულ გააფრენდა მაგ დროს როგორ გამოექეცი?-სიცილგან ლამის დაიკრუნჩხა
-მოუხდება..აბა რა ეგონა ერთი ხელის მოსმით წამომაგებდა მეხეზე?
-აუუ რა ჯაჯი მყავხარ რაა -ორივეს გაგვეცინა,ამასობაში საჭმელიც მომზადდა,დღეს ოსტრი გავაკეთეთ,სულ ქალაქურ საჭმელები მოგვბეზრდა და..
-გენდოთ თუ ჯერ გადავამოწმოთ რამე ხომ არ აქვს გარეული, მაგალითად დარიშხანი ან რამე-ლუკას სიტყვებმა თუ არ მოგვშხამა ისე როგორ შეიძლება
-შენ წარნოიდგინე და შენ სიტყვებზე შხამიანი არ იქნება ეს საჭმელი-თვალი ჩაუკრა ნინამ და ყველას გაგვეცინა..საჭმელი ვჭამეთ..ალაგება ყველას გვეზარებოდა,ამიტომ ასეთი თამაში მოვაწვეთ,თან სახალისოც იქნებოდა,მაგრამ ეს სახალისო თამაში ბოლოს სანანებელი გამიხდა..თეფშებზე საკმაოდ დიდი ხაჭაპუები დავაწყვეთ და ვინც პირველი შეჭამდა,ის იქნებოდა გამარჯვებული,მერე ფურცლებზე დაწერდა ისეთ რამეევს,რაც დანარჩენ ოთხს უნდა შეესრულებინა..მე ხაჭაპურზე არ ვგიჟდებოდი,მართლია მოგება მინდოდა,მაგრამ მაინც ვერ შევძელი ბოლომდე ჭამა და შუა გზაში დავანებე თავი. თოკა ისეთი მუცლის მონა იყო,მთელი ხაჭაპური ხუთ წუთში შეჭამა,როცა დანარჩენებს ნახევარიც არ გვქონდა შეჭმული. შედეგად თოკა აღმოჩნდა გამარჯვებული,ისეთი თვალებით გვიყურებდა,ეგრევე იკითხებოდა რასაც ფიქრობდა. ოთხ ფურცელზე დაწერა სურვილები,ჩვენც დავინაწილეთ. ხელის კანკალით გავხსენი ფურცელი და რომ გავხსენი თოკას მამის მკვლელი მზერით გავხედე. არ მითქვამს რა ეწერა,მაგრამ ნინამ ჩაიხედა ჩემს ფურცელში და ხმამაღლა დაიყვირა თან სიცილით უგუდებიდა
-არ არსებობს!! აბა შენ იცი ნიკ მთელი ღამე შენს განკარგულებაშია ჩემი დაია-და ისევ გადაიკისკისა,რაზეც სერიოზული სახით გავხედე,სამაგიეროდ ნიკის ჰქონდა კმაყოფილი მზერა
-როგორც ჩანს მაგარ ხასიათზე ხარ და აბა შენი ფურცელი გვანახე-ასევე კმაყოფილმა ვუთხარი ნინას. აიი აქ ნინაც დასერიიზულდა
-მშვენიერია, ასე რომ ძალიანაც ნუ გიხარია დაია-თვალი ჩავუკარი ნინას,მაგრამ ეს მაინც მიჩვეულია ლუკასთან გორაობას,ამიტომ სულ არ ადარდებდა არაფერი. ნიკის პროდუქტების მოტანა..ლუკას კი სახლის დალაგება შეხვდა. ლამის მოვკალი თოკა,იცოდა,რომ ყველაზე მეტად ამის გაკეთება გამიჭირდებოდა მთელი ღამე ნიკის გვერდით ძილი,საცვლების ამარა,და მაინც და მაინც ეგ დაწერა
-მაგისთვის დაისჯები თოკა ვაჟბატონო-შევუბღვირე და მაღლა ავედი. ყველამ თავისი საქმე შეასრულა,მარტო მე და ნინას გვქონდა ღამის საქმე. მაგრამ კიდე კაი სხვა არაფერი დაწერა თოკამ და მხოლოდ ძილი იგულისხმა,თორემ მართლა შემომაკვდებოდა. აი დაღამდა კიდეც,ჩემს ოთახში შევდიოდი,როცა ნიკიმ დამიძახა,თან ძალიან კმაყოფილი სახე ჰქონდა
-ხომ არ დაგავიწყდა შემთხვევით შენი მოვალება?
-არ დამვიწყებია ვაჟბატონო და თუ ნებას მომცემ შენ შედი და ორ წუთში მეც მოვალ
-ოქეი-თვალი ჩამიკრა და ოთახში გაუჩინარდა. მე მაშინვე თოკას ოთახში შევარდი და ვემუდარე,რომ სურვილი შეეცვალა,მაგრამ მაინც არ შეცვალა. ასე აღმოვჩნდი ჩემი ბაბნიკის ოთახში მარტო. საწოლზე დავწექი და საბანი დავიფარე, შევამჩნიე ნიკის კმაყოფილი სახე,როცა მის გვერდით დავწექი. ის ჩემსკენ გადმოტრიალდა,საკმაოდ დიდი ნერწვი გადააგორა რაზეც ახლა მე გამეცინა
-არ გაიგუდო საყვარელო
-მიწვევ სიხარულო? -არ მან დამაკლო ირონია და შიშველ წელზე მიმხვია ხელები,რაზეც სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა
-მგონი თოკას სურვილში მხოლოდ ძილი შედიოდა და არა სხვა რამე-უცებ მივიშორე მისი ცხელი ხელი წელიდან
-ეგ თოკას სურვილი იყო და ეს ჩემია-ისეთი ხავერდოვანი ხმით მეჩურჩულებოდა ცოტაც რომ გაეგრძელებინა დავნებდებოდი
-მე შენს ნაშებში არ აგერიო საყვარელო -მკაცრად ვუთხარი და ზურგი ვაქციე,მას ისევ გაეღიმა და თმებზე დამიწყო თამაში,მერე ჩემსკენ დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა
-ჩემს ნაშებში თუ ამერიე ხვალ ამ საცვლების გარეშე გაიღვიძებ პატარავ -მის სიტყვებზე სულ ჟრუანტელმა დამიარა. თვალს როგორ მოვხუჭავდი,როცა ვიცი რომ გვერდით მწარე ბაბნიკი მიწევს,რომლის ფიქრებში, უეჭველი ვიცი როგორიც ვიქნებოდი. არ ვიცი რა დროს დამეძინა.. დილით 10 საათი იქნებოდა,რომ გამეღვიძა. აჰამმ საცვლები ადგილზეა ანუ ყველაფერი რიგზეა, თავი დავიმშვიდე და ნიკის გავხედე, გადაბრუნებულს ეძინა და საკმაოდ მშვიდად სუნქავდა, ლამის ვარდებოდა, საბანიც კი არ ეფარა და იფუზებოდა, დილა იყო და ძაან ციოდა, მე ფრთხილად დავაფარე საბანი, მაგრამ ისეთი ფხიზელი ძილი ჰქონია,უცებ ჩამავლო ხელი მაჯაში,მე კიდე თავი ვეღარ შევიკავე და ტკივილისგან დავიკვნესე, ნიკი გადმობრუნდა და ხელი უცებ გამიშვა
-მაპატიე,უცებ დამავიწყდა,რომ შენ იყავი,იმედია ძაან არ გატკინე
-არაუშავს
-რას აკეთებდი?
-საბანი არ გეფარა და დაგაფარე
-ოუუ რა მზრუნველი ხარ
-რას ვიზავთ ყველა შენი ნაშოჩკებივით ვერ ვიქნებით,მხოლოდ თავიანთ სიამოვნებაზე და თავზე,რომ ფიქრობენ -ირონია არ დავაკელი და ადგომა ვცადე,მაგრამ,ზევიდან მომექცა ეს გორილა
-მაგისთვის დაისჯები პატარა -ველურივით დამაცხრა ტუჩებზე, მერე ხელები წელზე შემიცურა და ჩემს ბაგეებს უფრო მაგრად დაეწაფა. ისეთი გაცხარებული მკოცნიდა თავი ვეღარ შევიკავე და ავყევი თითები მის თმაში შევაცურე მაგრად მოვქაჩე მან უფრო გაამძაფრა მისი კოცნა ტუჩებიდან კისერზე გადავიდა. ისე მკოცნიდა მისი ტუჩების შეხებისას კანი მეწვოდა თითქოს ცეცხლი მეკიდებოდა
-ნიკკ გაჩერდი -ძვლივს ამოვილუღლუღე მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია შუბლზე მაკოცა მერე ისევ ტუჩებზე გადავიდა
-ნიიკკ -ტუჩები არც მოუშორებია ისე წარმოვთქვი
-მიყვარხარ მთელი არსებით მიყვარხარ და ვერ ხვდები?-ნიკი ჩემს დაბრუშებულ დაწითლებულ ტუჩებს მოწყდა და ჩუმად მელაპარაკებოდა
-რატო აკეთებ ამას მითხარი, რა დაგიშავე, რა გინდა ჩემგან არ შეიძლება ისე დამანებო თავი რომ სხვა რამე არ მოხდეს? ვიცი რო მარტო ეს გინდა, რა ადამიანი ხარ..იცი რომ ვგიჟდები შენზე,თავს ვერ შევიკავებ და ამით სარგებლობ -წყნარად ვუთხარი ჩემს ფეხემზე მჯდომს
-არაა ეგრე მართლა მიყვარხარ. იცი მაშინ რა უნდა ეთქვა ლუკას,მე რომ გავაჩუმე? მეცხრე კლასიდან მომწონდი,მაგრამ არ ვაღიარებდი არასდროს,არც ბიჭბთან ვამბიბდი ამას. სულ სვადასხვა გოგოსთან ვგულაობდი,სამაგიეროდ შენ რომ გხედავდი ვინმე ბიჭთან ცეცხლი მეკიდებოდა,რამდენიმე თვის წინ გახსოვს? ფეხი,რომ მოიტეხე,სახლში შედიოდი ისე მაკოცე სულ გამომადებილე ამხელა კაცი. მაშინ გავაცნობიერე რო მიყვარდი მაგრამ აღიარება არ მინდოდა. სულ სხვადასხვა გოგოსთან ვერთობოდი მაგრამ შენ სხვა ხარ,მინდა რო მარტო ჩემი იყო და სულ შენთან ვიყო,ვგიჟდები როცა გიყურებ ვერც კი წარმოიდგენ რას ვგრძნობ შენი შეხებისას გული მიჩერდება. ამქვეყნად ყველა ქალზე მეტად მიყვარხარ დამიჯერე გთხოვ -ნიკი თვალებში მიყურებდა და ვგრძნობდი რო მართალს მეუბნებოდა, სულელი ვარ ხო? აუ რა დღეში ვარ რას წარმოვიდგენდი რაზეც ვიცინოდი ის თუ დამემართებოდა „ნუ დასცინებ სხვასაო გადაგხდება თავსაო“. რას წარმოვიდგენდი ნიკი დვალვს მე თუ ვუყვარდი, ან რას წარმოვიდგენდი, ყოველ დღე ნასკებივით იცვლიდა გოგოებს და მე შემომხედავდა?
-რატო მიყვარხარ ასე სულელივით მითხარი არ შეიძლება?
-მეც არ ვიცი, რა გიპასუხო -ნიკი ჩემსკენ უფრო მოვწიე მაგრად ვაკოცე მთელი გრძნობა ჩავაქსოვე ამ კოცნაში მერე რომ გათამამდა გავწიე და ვუთხარი
-გეფიცები სხვას რო მიეკარო, გახედო ან იოცნებო მოგკლავ შენ თავს ვფიცავარ -ნიკის გამიცინა და ნაზად მაკოცა
-არასდოს გიღალატებ ფიქრებშიც კი
-ვაიმე როგორ მინდა მჯეროდეს
-დაგაჯერებ გეფიცები
-აღარ აპირებ გაწევას?
-არამგონია გაწუხებდეს ჩემი შეხება, თუ ვცდები -წარბაწეულმა შემომხედა
-რაც არ მაწუხებს ყველაფერი კი არ უნდა გავაკეთოთ
-კაი ვიწევი -ნიკი ისევ ჩემს გვერდით გადაწვა მაგრამ ისევ მიღიმოდა და თვალს არ მაშორებდა
-ნუ იცინიხარ ეგრე რა თორე ცუდად ვხდები
-კაი როგორც გინდა
-ვაიმე რა დღეში ხარ ანკა? -ჩემს თავს შევძახე და აბაზანისკენ წავედი -რამდენი ხანი უნდა მიყურო დოყლაპიას გამომეტყველებით აღარ აპირებ ადგომას და ჩასვლას?
-შენ გელოდები და მალე ეხლა-მითხრა და მეც უცებ შევედი აბაზანაში. მალე გამოვედი,მერე ის შევიდა და სანამ მე ჩავიცვი ისიც გამოვიდა. ასე ერთად ჩავედით დაბლა..სამივე არანორმალური დაბლა დაგვხვდა ჩვენს დანახვაზე სამივეს გაეღიმა, აბა ნინას რა ედარდება, ეს არც პირველი ღამე იყო და არ ბოლო. მე კიდე მხოლოდ მეძინა და ამაზეც ჭარხლის ფერი მედო სახეზე. სანამ თოკო რამეს იტყოდა თავისი მწარე ენით მე დავასწარი, რადგან ისეთი სახით გვიყურებდა უეჭველი რაღაცას გვეტყოდა
-ფიქრებშიც კი არ გაივლოთ არც ერთმა -სამივეს მკვლელი მზერა ვესროლე, ამაზე სამივეს გაეცინათ, უფროსწორად ოთხივეს, ჩემ სულელ ბიჭსაც გაეცინა. სამივე მიხვდა რაც ვიგულისხმე
-ეეე მე კიდე უკვე იმაზე ფიქრი დავიწყე გოგოს ნათლული ვიქნებოდი თუ ბიჭის -თოკოს ენა არასდროს ჩერდება პირში,ამაზეც გადაიხარხარეს იმ ორმა წყვილმა,რაზეც ისევ მკვლელი მზერა მიიღეს ჩემგან
-გააჩერე ენა ეხლა სანამ სულ გააცეცხლე ჩემი გოგო -თქვა ნიკიმ და თავზე ნაზად მაკოცა
-ჯერ სად ხარ დაო.. დაიცა,როგორც მე მაღადავებდნენ, შენზეც თუ ეგრე დაიწყეს დამიჯერე მკვდარს ჩაგიყვანენ თბილისში -ვითომ დამამშვიდა ნინამ და გაიცინა
-ხო მართლა სახლში მალე უნდა დავბრუნდეთ, ამდენი ხანიც მამას ხათრით გაგვაცდენინეს სკოლა -თქვა ნიკიმ..მალე უკვე ერთი თვე გახდებოდა რაც აქ ვიყავით,ამოტომ უკან დაბრუნების დრო იყო. თქვენ წარმოიდგინეთ და კიდევ ერთი კვირა დავრჩით,ბარემ ერთი თვე გავხადოთ ბოლომდეო. ამ ერთ კვირაში ყველაფერი კარგად მიდიოდა,ძალიან მშვიდად და წყნარად ვიყავით, ნიკიც აღარ მკბენდა, მოკლედ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა,არც ზედმეტები იყო და არც ნაკლები. რაც მთავარია თოკას გველურ ენასაც მივეჩვიე. თბილისში დაბრუნების მერე ყველა ჩვენ ჩვენ სახლებში წავედით,ნიკიმ მომცა უფლება საკუთარ სახლში მეცხოვრა. იმდენი ხანი ვეხუტე და ვკოცნე ჩემები ლამის გავჭყლიტე,საბა რაღაცეებს მეტიტინებოდა
-დაიტო სად იყავი? ნიკი ჩემი ახალი ძამიკო იქნება? -ამ კითხვაზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გადავბჟირდი. ბავშვს ბავშვურ ენაზე ავუხსენი ვინც იქნებოდა და ისეთი დაღლილი ვიყავი დასაძინებლად წავედი,რათქმაუნდა საბასთან ერთად, ისე მომენატრა ეს დრო უნდა ამენაზღაურებინა და ჩემთან დავიწვინე. მთელი ღამე მეფიქრებოდა სვანეთზე. ჯერ კიდევ გონებაში მიტრიალებდა,ნიკის თითოეული სიტყვა და საქციელი. ახლაც კი მახსოვს ის შეხება და კოცნა, აბსოლიტურად ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებს. მალევე დამეძინა..ხო მართლა ეხლა 17 დეკემბერი იყო,28-ში 18-ის ვხდებოდი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო,რომ მამა შემპირდა სრულწლოვანი,რომ გახდები სახლს გიყიდი და დამოუკიდებლად იცხოვრებო, მეორე იმიტომ,რომ ჩემთან ერთად უკვე ნიკიც იქნებოდა და მარტო არ ვიქნებოდი მაგ დღეს. მეორე დღეს ჩვეულებრივად მივედი სკოლაში ნინასთან ერთად. ერთადერთი რაც თვალში მომხვდა ნიკი იყო,ლანა ჰყავდა გვერძე გაყვანილი და რაღაცას ეუბნებოდა,არ ვიცი რას მაგრამ აშკარად არ იყო მშვიდად. მასთან ისე მივედი ვერავინ დამინახა, მათ შორის ვერ ნიკიმ და ვერც ლანამ. მათ საუბარსაც მოვკარი ყური
-მისმინე გოგო და დაიმახსოვრე, ანკა მიყვარს და სულ ფეხებზე შენ რას ფიქრობ. იცოდე მას რომ თმის ერთი ღერიც ჩამოუვარდეს პასუხს გაგებინებ..ანკას თუ მიეკარები და რამეს ეტყვი სისულელეს რაც წეხან მებოდიალე მე შენ განახებ მოტყუება და შანტაჟი როგორ უნდა. ამას არც ანკა დაგიჯერებს,მთელი მსოფლიო,რომ დაიხმარო გესმის? და აღარ გაბედო ჩემთან მოსვლა და შეხებაც კი -ბოლო ხმაზე უყვიროდა ნიკი, გულში უმფრო მეტად გაირბინა სიხარულის და სიყვარულის ნაპერკალმა, ანუ მართლა ვუყვარვარ? ჩემია ეს ბიჭი,მარტო ჩემია, ამ დროს დავინახე როგორ მხეცივით დაეტაკა ის ბ... ჩემი ბიჭის ტუჩებს. კიდე კაი ხალხისგან მოშორებით იდგნენ ცალკე კუთხეში და არავის გვხედავდა... იმ ქაჯს მივუბრუნდი და თმებში ისე მოვქაჩე სულ წივილ-კივილი დავაწყებინე, სკოლის კედელზე მივაკრი და რაც ძალა მქონდა ისე ვურტყი სახეში,ცხვირიდან სისხლი წასკდა,მაგრამ არ მოკვდებოდა. ნიკი კი იდგა და ვინ იცის როგორ დამცინოდა ჩემ ქაჯობაზე -მისმინე შენ მართლა წუკნა შენ მისი ფრჩხილის ფასადაც კი არ ღირხარ.. შენთან მხოლოდ გასართობად იყო,ისევე,როგორც შენ მასთან. ახლა კი,როგორც ჩანს მაგრად მოენატრა გულავი და არაშესაფერისი ადგილი შეარჩიეთ ამისთვის. ჰო მართლა დიდი ბოდიში თუ მე შეგაწყვეტინე საქმე, მაგრამ დაიმახსოვრე, ეს ბოლო იყო და უკანასკნელი, ამის მერე მის სიახლოვეს გნახავ და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ გაიგეე? -ისტერიკულად ვუყვიროდი,ბოლოს მამის მკვლელი მზერით გავხედე და სკოლისკენ წავედი. უკან ნიკი გამომეკიდა
-ანკაა?? -აშკარად სიცილი ეპარებოდა ხმაში
-ხომ დაინახაე რა მოსდის იმას ვინც ჩემს საკუთრებას ეხება..კარგად დააკვირდი და დაიმახსოვრე,რომ შენც მის მსგავს დღეში იქნები, თუ ჭკუით არ მოიქცევი..ხომ დაიმახსოვრებ!! მიპასუხე, თუ შენც ამისავით მოგსპო -თან სკოლისკენ მივდიოდით კი არა მივქროდი, თან გზაში ვაფრთხილებდი და ხელებს აქეთ-იქით ვაქნევდი ის კი ჩემს საქციელზე იცინოდა. მერე ხელი ჩამავლო და სკოლის კედელზე ამაკრა
-გპირდები ჩემო ფერია შენს გარდა არავის გავხედავ..ნუუ..ჯერ არ მომბეზრებია სიცოცხლე მაგიტომ -ისევ გაეღიმა
-მე შენ გაჩვენებ,როგორ უნდა ღადაობა და სიცილი. გგონია ვერ დავინახე,როგორ მონდომებით კოცნიდი იმ ძროხას? ბრმა კი არ გეგონო შენ, ყველაფერი ჩემი თვალებით დავინახე ბიჭო -უცებ დასერიოზულდა,არ იტყოდა რა მოუვიდაო? წეღან მშვიდად იყო და ახლა რა ბზიკმა უკბინაო? მაგრამ მე რისი ანკა ვარ, აბა იმ სიცილს შევარჩენდი ამ სულელს,წეღან რომ დამცინოდა?
-ანკა რა მოგივიდა გოგო ასე უცებ? წეღან რა მშვიდად მაფრთხილებდი,მეგონა მიხვდი,რომ მე არაფერ შუაში ვიყავი და შენ კიდე რეებს მელაპარაკები.. აუუ ხო იცი რა..ვკვდები რო მიბრაზდები თან საერთოდ ტყუილად. გეფიცები ფიქრშიც არ მიღალატია შენთვის,მე მართლა არაფერ შუაში ვარ, თვითონ დამეტაკა და მაგ დროს მოხვედი..მარტო შენ მიყვარხარ ანკა დამიჯერე..-აუუ ისე საცოდავი იყო მაგრა შემეცოდა და ვეღარ გავაგრძელე ღადაობა
-ზუსტად იმას ვფიქრობ რაც იყო და ის ვიცი რაც დავინახე. მართალია და ბრმა არ ვარ -ნიკის საყელოში ხელი ჩავავლე და კედელზე მივანარცხე ამხელა ბიჭი ისე იყო გათიშული მე მოვერიე, მერე თვალებში ჩავხედე
-ახლა კარგად მისმინე და დაიმახსოვრე ჩემო სიცოცხლე შენზე ვგიჟდები,ვაფრენ,მარტო ჩემი ხარ, სულ ჩემი და მეტი არავისი და არც კი გაბედო ამ პირობის დარღვევა,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ -ნიკის ტუჩებს დავეწაფე მაგრამ ეს ისეთი გაშტერებული იყო ამანაც არ უშველა მთლად, რომ მოვშორდი ისევ ისე გაკვირვებული მიყურებდა
-რა იყო ნიკკ რამე ვერ გაიგე?
-მოიცა მეკაიფებოდი?
-კაი რა ნუ გაქ ეგეთი ბოთე სახე, ვერ ვიტან ხო იცი?
-გოგო არ გადამრიო რა სახეზე მელაპარაკები
-კაი ნუ ბრაზდები, ყველაფერი გავიგონე რაც უთხარი და რაც გითხრა ყველაფერი უბრალოდ ვიღადავე რა...-თვალი ჩავუკარი და ახლა მე გადვიკისკისე, ახლა ნახოს როგორ უნდა სიცილი..ნიკი გაგიჟდა
-მოგკლავ გეფიცები ეს როგორ გამიჩალიჩე გოგო ინფაქტი კინაღამ მივიღე რა არ ვიფიქრე, მეთქი ასე მალე რატო გაგიჟდა თქო.. შენ კიდე იცინიხარ!!
-კაი რა ჩემო ბუტია, შენ ხომ მითხარი,რომ სიცილი მიხდება ხოდა დატკბი ჩემი ყურებით -უფრო მაგრად გავრკრიჭე
-ანკა რა გაცინებს გოგო გგონია მეცინება?
-კაი რა იყო რა დასტოინი ხარ -ანდრეას ისევ ვაკოცე ამჯერად კისერში მასაც მეტი რა უნდოდა ეგრევე დავკერე..მერე წელზე, შემომხვია ხელები მე კი უცებ მოვშორდი
-კაი ეხლა გეყოს. შესარიგებლად არ გინდა მეტი ესეც საკმარისია
-ანკაა!!!
-არ მოდიხარ? გაკვეთილი იწყება უკვე -გავუცინე და სკოლისკენ გავიქეცი. ნინი უკვე კლასში იჯდა და მელოდებოდა. ყველაფერი მოვუყევი,რაზეც ერთმანეთს ვაწყდებოდით სიცილით,მერე მასწავლებელიც შემოვიდა და გავჩუმდით..ასე მიდიოდა მთელი კვირა..თითქმის უკვე ყოველდღე ერთად ვიყავით, მე,ნინა,ლუკა,ნიკი და გველი თოკა. ნუუ..თოკა,როგორც მარტოსული, სხვა საქმე არ ჰქონდა და შეყვარებულ წყვილებს გვაღადავებდა. ჩვენ კი მის ნაშებზე ვღადაობდით...
აი დადგა ჩემი დაბადების დღეც. ჩემმა მშობლებმა დილაუთენია მომილოცეს მაგრამ საჩუქარს მერე მოგცემთო, ვიცოდი რასაც მაჩუქებდნენ, აბა მამიკო პირობას ხომ არ დაარღვევდა. მოკლედ გამოვეწყვე და დაბლა ჩავედი. კრემისფერი სადა კაბა მეცვა,გრძელი იყო და ბეჭები სულ ამოღებული ჰქონდა, რაც მთავარია დეკოლტე იყო. რესტორანში წავედით ყველამ მომილოცა. საჩუქრები და ერთი ამბავი იყო. ნიკი,ლუკა და თოკაც მოვიდნენ, ყველაზე მეტად კი ნიკის ნახვა გამიხარდა, ის იყო ჩემი საჩუქარიც და ყველაფერი. მერე დაიწყო გრიალი და მთელი ამბები. მოკლედ ბევრი ვიცეკვეთ, ვიცინეთ, გავერთეთ. იქ ნიკის მშობლებიც იყვნენ,როგორც მამაჩემის ბიზნეს პარტნიორები..ძალიან მაგარი ხალხია..თბილი და მოსიყვარულე, აიი ისეთი ფულის გამო თავში რომ არ უქრით...უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო ქეიფი როცა მამაჩები დავინახე ჩემსკენ მოდიოდა და მიღიმოდა, მერე ჩამეხუტა და თავზე მაკოცა,მერე ხელი გამაშლევინა და ხელზე ბინის გასაღები დამიდო,ეს სახლი ნინას სახლთან ძალიან ახლოს იყო,ახლა მართლა ყოველდღე ერთად ვიქნებოდით. სიხარულისგან ვყვიროდი. ისე მიხაროდა,რომ მივარდი და დედა და მამა მაგრად ჩავკოცნე. სიხარულის პიკზე ვიყავი,ისეთი აჟიტირებული ვიყავი არ მახსოვს რა სისულელეებს ვაკეთებდი
-სიხარულო ჩემი სიურპრიზი არ გაინტერესებს? -ყურში ჩამჩურჩულა ნიკიმ,როცა ჩემმა სიხარულის პიკმა ჩაიარა და ცოტა დავმშვიდდი
-ჩემი საჩუქარი შენ ხარ პატარავ-გავუცინე
-ჩემო საჩუქარი კი შენი ღიმილია-ისევ მიჩურჩულა,მე კი უფრო მაგრად გავეკრიჭე და კიდევ ერთი ჭიქა დავლიე,თუმცა ჭიქა ხელებში გამიშეშდა,როცა ნიკის ხმა გავიგე
-შენი სახუქარი გალეთ გელოდება და საშინლად გაბრაზდება,რომ ალოდინო -თავიდან ვინმე ადამიანი მეგონა,მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ BMW M5 იქნებოდა. აიი ახლა კი მართლა ბოლო ხმაზე ვწიოდი და ვკიოდი. ახლა ვიყავი სრულყოფილად ბედნიერი, მყავდა მანქანა,მქონდა საკუთარი სახლი,მყავდა მშობლები და ძამიკო,რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა,მყავდა არანორმალური მეგობრები და მყავდა ჩემი გამორჩეული და უნიკალური ბიჭი,ნიკი დვალვი. არ ვიცი ახლა რა სისულელეებს ვაკეთებდი, მაგრამ მახსოვს,რომ ნიკის კისერზე ვიყავი დაკიდებული და ჰაერში მინიმუმ 100-ჯერ დამატრიალა..მერე მანქანაში ჩავჯექი,ამ დროს სულ გავითიშე,იქ უამრავი ვარდები დამხვდა,არ მახსოვს არაფერი,გონს,რომ მოვედი მანქანა 200-ით მიქროდა. უფროსწორად მივაქროლებდი. მერე მესიჯი მოვიდა
"ცოტა ნელა ატარე თუ არ გინდა სადმე გადაიჩეხო და მეც გადამიყოლო" -ვინ იქნებოდა თუ არა ჩემი არანორმალური ბიჭი,რომელიც მთელი გზა უკან მომსდევდა
"ჩემებს დაურეკე და უთხარი,რომ ჩემს სახლში ვიქნები, მისამართს მერე მოგწერ" მივწერე და მანქანაც უცებ დავამუხრუჭე ჩემი სახლის წინ. გასაღები გადავატრიალე,შუქი ნელა ავანთე,და ნელ-ნელა გავუყევი "კოლიდორს", მერე მისაღებში შევედი,სადაც უამრავი ბუშტი და ყვავილები დამხვდა,სანამ მთელი სახლი დავათვალიერე ამასობაში ნიკიც მოვიდა. ისე ჩუმად შემოიპარა გული ლამის გამისკდა და შიშისგან ხმამაღლა წამოვიყვირე
-ბოდიში არ მინდოდა შენი შეშინება
-სხვა დროს გაითვალისწინე,რომ საკმაოდ სუსტი გული მაქვს
-ოქეიი -დივანზე დაჯდა მეც გვერძე მივუჯექი
-აბა გავაგრძელოთ ქეიფი? -ისე წამოვიძახე ჩემს ხმაზე მე თვითონ გამეცინა
-აბა ისე როგორ -წითელი ღვინო გამოვიტანე და ისევ ჩემი ადგილი დავიკავე..როგორც ჩანს მამაჩემს წინასწარ დაუდია მაგიდაზე ღვინო. ის ბოთლი სულ დავცალეთ,ნიკი ეშმაკურად მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა
-რა იყო რამე მაცხია? -გაკვირვებულმა ვიკითხე
-ჰოო -საკმაოდ ჩუმად ამოიჩურჩულა, მე ხელი მოვისვი სახეზე,მას კი ჩემს საქციელზე გაეცინა
-სად მაქვს აბა? -ვკითხე და თავი შევატრიალე -კიდევ მაქვს?
-ჰოო გაქვს? -აიი აქ -თქვა და ტუჩებზე დამეძგერა. ისე ველურივით მკოცნიდა თითქოს ძალიან მონატრებული ჰქონდა,ტუჩების გემო
-ნიიკკ -ისე ჩუმად ვთქვი მე ვერ გავიგე ჩემი ხმა
-ჩშშ
-ნიკკ მთ..ვრა..ალები ვართ და ჯერ ად..დრეა ეს ჰოო? -ისე ვთქვი ტუჩები არ მოუშორებია
-არ არის ადრე ჩემო პატარა -ის ისევ აგრძელებდა,მერე მისი ცხელი ხელები ვიგრძენი ბეჭებზე,რომლებიც ცდილობდნენ ჩემი კაბის ელვის გახსნას
-ნიკკ გეყოფა რაა -ის მაინც არ ჩერდებოდა,უფრო მეტიც,ხელში ამიყვანა და ჩემი ოთახისკენ გამაქანა,თან სულ მკოცნიდა მერე საწოლზე გადამაწვინა
-ნიკკ გთხოვ გაჩერდიი -უკვე ვემუდარებოდი,ის უცებ მომშორდა,თითქოს გონს მოეგოო..
-ბოდიში,ჩემო პატარა,ხომ იცი შენთან,რომ ვარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ..ხომ არაფერი გატკინე ჩემო ფერია? -ისეთი შიში იგრძნობოდა მის ხმაში,თითქოს მართლა რამე დაეშავებინოს ჩემთვის
-არა ნიკკ,დამშვიდდი..უბრალოდ მთვრალები ვართ და გვიჭირს თავის კონტროლი. ხვალ კი ვინანებდით ამას და არ ღირს -ავუხსენი მე
-კაი ჩემო ლამაზო. მე მეორე ოთახში დავიძინებ,თორემ არ დამთავრდება ეს ღამე კარგად. ძილინებისა
-ძილინებისა -შუბლზე მაკოცა,მერე აბაზანაში შევედი და დაახლოებით 15 წუთში უკვე საწოლში ვიწექი. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ვიქნებოდი,მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე,უბრალოდ ამ ერთ დღეში იმდენი კარგი ამბავი მოხდა,რომ ამაზე ფიქრში ლამის დამათენდა. დილით გაღვიძებისთანავე აბაზანაში შევვარდი,საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი შესული.. მერე ნიკის ხმამ მომიყვანა აზრზე
-გამოხვალ მალე თუ შემოვამტვრიო კარები
-ხუთ წუთში მანდ ვარრ -ვუთხრი და პირსახოცი მოვიხვიე ტანზე,მერე ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი,იქ ნიკი დამხვდა
-რას აკეთებ?
-ჩემ გაკეთებულ ყავას არ დალევ?
-რათქმაუნდა -ამ დროს მესიჯი მომივიდა
"ერთი გაფრთხილება არ გეყო და როგორც ჩანს საქმე უფრო რთულად მექნება შენთან"
"გარეთ გაიხედე და ის წერილი აიღე,გაფრთხილებ არავის არაფერი უთხრა,თორემ ისევ შენ ინანებ"
-ვინ არის? (ნიკი)
-ააა..არავინ,ნინამ მომწერა ბავშვები მოვლენ დღეს
-კაია -ეს უკვე მეორე წერილი იყო,ცოტა არ იყოს უკვე დავვეჭვდი,ნეტავ ვინ უნდა იყოს ასე,რომ მაშანტაჟებს? კარები გავაღე და იქ პატარა კონვერტი დამხვდა,ჩემი და ნიკის სურათები იყდონშიგნით,სვანეთის სურათები,მერე სკოლის ეზოში რომ ვიდექით,გუშინდელი ღამის,რესტორანთან,რომ ვიდექით და მთელი ძალით ვეხუტებოდი ნიკის. არ ვიცი ვინ იყო ასეთი დახელოვნებული პაპარაცი,მაგრამ ამ სიტყვების წაკითხვამ სრულ შოკში ჩამაგდო
"ეს უბრალოდ გაფრთხილებაა პატარავ,სხვა დროს მოქმედებაზე გადავალ" ცოტა არ იყოს შემეშინდა,ჯერ ხომ ერთი დღეა რაც აქ ვცხოვრობ და ჩემი მისამართი უკვე გაუგია ვიღაცას. კარები დავკეტე და ისევ მისაღებში შევედი ნიკისთან
-ვინ იყო?
-არავინ საყვარელო,ვიღაც ქალი იყო მისამართი შეეშაალა -ნამდვილად არ მქონდა შარის თავი,ამიტომ დავუმალე სიმართლე,არ ვიცი რამდენად დამიჯერა,მაგრამ არაფერი უთქვამს..სურათები ჩემ ოთახში საგულდაგულოდ გადავმალე,მერე ისევ დაბლა ჩავედი და სანამ ნიკი ყავას მოიტანდა facebook-ში რა თქმა უნდა უკვე გადაჭრელებული იყო ჩემი და ნიკის ამბებით სოციალური ქსელი.
-რა უცებ ავრცელებენ ამ სიახლეებს ვერ ვხვდები რაა -ხმამაღლა ამოვიბუზღუნე,როცა ჩემს მანქანაზე წერდნენ,რომელიც ნიკიმ მაჩუქა..
"ნიკი დვალმა თავის შეყვარებულ ანკა ვიბლიანს, დაბადების დღეზე მანქანა აჩუქა"
"წყვილი აღარ მალავენ ერთად ყოფნის ამბავს" და სხვა უამარავი სიახლეები იდო
-რას ვიზავთ უნდა ავიტანოთ
-სხვა გზა არც გვაქვს -უემოციოდ ამოვიბუზღუნე
-როგორ არ გვაქვს,შეგვიზლია ვუჩივლოთ,რომ ჩვენი ნების გარეშე აქვეყნებენ ამ ამბებს
-მოიცა ეგ სერიოზულად თქვი?
-ჰოო რა იყო
-აბა მაშინ რა იყო ის. შენ სახლში რომ წამიყვანე და ასე რომ მითხარი " აბა დაფიქრდი..ყველგან გამოაცხადეს,რომ მე მინისტრის ბიჭს შეყვარებული მყავს,მათ იციან შენი სახელი და გვარიც. მეორე დღეს სხვა გოგოსთან,რომ დამინახავენ ხელი-ხელ გადახვეულს და ხელჩაკიდებულს,რომელსაც ნამდვილად ვუწოდებ შეყვარებულს, მე თუ არა ჟურნალისტები მაინც. რა მოხდება შედეგად? ამით ხომ მამაჩემის და ჩემი სახელიც შეილახება? არ იტყვიან? ხან ერთი გოგო ჰყავს შეყვარებულად,ხან მეორეო?" მაშინ რატომ არ უჩივლე იმ ჟურნალისტებს ეს რომ გამოაცხადეს ჰა? -მართლა გავბრაზდი ნიკიზე
-კაიი რაა ანკა..მაშინ ასე პირდაპირ რომ მეთქვა მიზეზი,მე შენ მიყვარხარ და ამიტომ ფეხს ვერ გაადგამ ვერსად,რადგან მოგიტაცე თქო ვიცი,რომ მაინც გაიპარებოდი, და ჟურნალისები რომ მაგას გაავრცელებდნენ,ამით მამაშენის სახელიც შეილახებოდა და მამაჩემისაც. ამიტომ ისე დავგეგმე ყველაფრრი,რომ ეს ყველაფერი ჟურნალისტებს დავაბრალე. ხომ გემის არა? მაშინ მართლა მიყვარდი და ვერ გითხარი,ამაში კი ჟურნალისტები დამეხმარნენ და საქმე გამიადვილეს -ბავშვურად გამეკრიჭა. მართალია გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ მაინც გამეცინა მის საზიზღარ საქციელზე
-იცი? მაშინ ჟურნალისტებს,რომ არ გაევრცელებინათ ეგ ვითომ ჭორი, მერე რომ არ მოგეტაცებინე და პირადაპირ რომ გეთქვა მიყვარხარო,ახლა აქ,ჩემს წინ არც შენ იქნებოდი და არც ის მოგონებები მექნებოდა რაც სვანეთში გადაგვხდა -მეც გავუცინე. ამასობაში,ნინა,ლუკა და თოკა მოვიდნენ. ხო მართლა მაგათ მაშინ დავურეკე როცა საძინებელში "უცნობის წერილს" ვმალავდი..
-აბა რავა ხართ გვრიტებო? -მხიარულად დაიძახა ნინამ
-ჩვენკენ არაფერი და თქვენკენ რა ხდება რომეო და ჯულიეტა? -არც მე დავაკელი
-რა ხდება და... -ნინის თვალები აუციმცდა,მე და ნიკიმ ერთმანეთს გაკვირვებულმა გევხედეთ
-მიდი შენ უთხარი -უთხრა ნინამ ლუკას
-შენ უფრო კარგად გამოგდის მოყოლა ჩემო ფერია
-კარგი..
-ჰეე ახლა გვეტყვით რა ხდება თუ... (მე)
-მოკლედ..ამ ვაჟბატონმა,ძლივს მოაბა თავი რამდენიმე სიტყვას და ცოლობა მთხოვა -სიხარულისგან წამოიყვირა ნინამ. ჩვენც მაშინვე მივცვივდით,ახალ წყვილს და მილოცვები და ერთი ამბავი წავიდა
-აბა ახლა მოყევით ყველაფერი რა და გოგორ მოხდა -ინტერესით მივაჩერდი ნინას და ლუკას
-როგორ და..-დაიწყო ნინამ -გუშინ,თქვენ,რომ გამოიპარეთ რესტორანიდან. მეც მალე მოვდიოდი და ლუკამ გამაჩერა,"ნინა ერთი წუთი დამელოდე და მე გაგიყვანო". "კაი" მეთქი, მერე გვერძე გავიდა და ხუთ წუთში დაბრუნდა ჩემთან. "აბა წავიდეთო" თავიდან მართლა ჩემი სახლისკენ მივყავდი,მერე კი გზიდან გადაუხვია ამ სულელმა,მე კიდე იმხელაზე დავიყვირე "სად მიგყავხარ "თქო ლამის შევაშინე. მაგრამ მეც მაგრად შემეშინდა. "სიურპრიზია სიცოცხლე" ასე მითხრა და არ ვიცი რა ადგილი იყო,სადღაც მიყრუებულ ადგილზე მიმიყვანა. თვალები ამიხვია და მანქანიდან გადამიყვანა. ერთი წუთიც არ გვივლია ფეხით,თვალები რომ ამიხილა. და სიხარულისგან იმხელაზე ვკიოდი,რომ ლამის სულ გადაიფიქრა ამ დებილმა ჩემი ცოლად მოყვანა
-რა დაინახე ეგეთი? -გამეცინა მე
-დამაცადე ქალო..წინ დიდი ცეცხლის გული იყო,შუაში ჩემი სახელი ეწერა,და ვარდის ფურცლები იყო მიმოფანტული. აქეთ-იქიდან ხალხი იდგნენ,რომლებსაც ხელში ფურცლები ეჭირათ. ნელ-ნელა ვკითხულობდი და საბოლოო ჯამში გამოვიდა "ნინა ცოლად გამომყვები?"
-აუუუუ არ არსებობს სად არ ვიყავი -წამოვიყვირე და ლუკას ხელი დავკარი -საღოლ ძმაო მაგრად მოგიფიქრებია
-თქვენთვისაც მალე მომელოცოს -სიცილით თქვა ლუკამ
-მალე იქნება სიძე მალე -ასევე სიცილით უთხრა ნიკიმ
-ხოდა ახლა ესღა დაგვრჩა ასე შინაბერა და იქნებ ამასაც ვუშველოთ რამე ჰა? -ნინამ თოკას შეხედა და გადაიკისკისა
-ისე რა ვიცი აბა -თოკა ჩაფიქრდა და ლუკას გახედა -ჯერ თქვენი ქორწილი არ ყოფილა და მოუფრთხილდი შენს ცოლს,თორემ მერე ვინ დარჩება შინაბერა ვანახებ, ენას,რომ ამოვაგლეჯ -თოკამაც გადაიხარხარა
-ჩემს ცოლზე წესიერად ილაპარაკე თორემ მერე ვინ დარჩება ენა ამოგლეჯილი ვნახვთ -თვალი ჩაუკრა ლუკამ თოკას და ისევ ყველას გაგვეცინა.
მოლედ ეს დღეც მაგრად გავატარეთ. იმდენი ვიცინეთ,რასაც ქვია მუცელი ხელით გვეჭირა. თოკოს იუმორი გვკლავდა. მაგრამ არც ჩემი და ნინას სარკაზმი ჩამოუვარდებოდა არაფრით,მის იუმორს. ბოლოს ყველა წავიდა და ასე დავრჩი მარტო სახლში. "ესეც შენი პირველი, ''მარტო სახლში"" ანკა" შემოვუძახე ჩემს თავს და საძინებლისკენ წავედი. ის წერილი ისევ გადმოვიღე და ყველა წერილის თავიდან კითხვა დავიწყე
"არც გაბედო ნიკის დვალვთან ახლოს მიკარება თორემ ორივეს მოგკლავთ" -ეს მაშინ სვანეთში
"ერთი გაფრთხილება არ გეყო და როგორც ჩანს საქმე უფრო რთულად მექნება შენთან"
"გარეთ გაიხედე და ის წერილი აიღე,გაფრთხილებ არავის არაფერი უთხრა,თორემ ისევ შენ ინანებ" -ეს სამივე წერილი ტელეფონზე მომივიდა დაფარული ნომრიდან
"ეს უბრალოდ გაფრთხილებაა პატარავ,სხვა დროს მოქმედებაზე გადავალ" -ეს და სურათები კი უკვე კონვერტში დამხვდა,კარებთან. ამ ყველაფერს ასე სერიოზულად არ ვუყურებდი,მაგრამ ეს სურათები ცოტა მაეჭვებდა,ანუ ეს ვიღაც სვანეთშიც დაგვყვებოდა? სკოლაშიც? ქუჩებშიც? საბა რომ ბაღში მიმყავდა მაშინაც? და ყველგან? თავიდან თოკოზე ვიფიქრე,მაგრამ ეს ფიქრები წამში გავაქარწ....,რადგან თოკოსგან უბრალოდ შეუძლებელი იყო ეს ყველაფერი. დამშვიდდით,თოკო მართლა არ ყოფილა.
არ ვიცი რამდენი ხანი ვუყურებდი უაზროდ ამ წერილებს,მაგრამ როგორც ჩანს დამძინებია. დილით კი ამ წერილზე და სურათებზე ჩახუტებულს გამეღვიძა. ტელეფონზე უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა,მესიჯებზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. ესეიგი,მამაჩემი,დედაჩემი,ნინა,ნიკი. და რავიცი რომ არ გამეღვიძა ალბად პოლიციაც კი ძებნას დამიწყებდა. პირველ რიგში დედას გადავურეკე
-დეე მირეკავდი?
-სად გაქვს გოგო ტელეფონი ლამის გული გამისკდა შიშით
-აუუ დამეძინა დედაა
-კაი არაუშავს. მამაშენიც მაგისთვის გირეკავდა,რომ გეძებდით. ნინაც და ნიკიც,ამიტომ აღარ იდარდო
-კაი დეე. საბა მანდაა? -არ ვიცი ეს რატომ ვიკითხე,მაგრამ გული ბავშვისკენ გამექცა
-ხოო ..დაგალაპარაკო?
-არა დედა მე მოვალ დღეს მე წავიყვან ბაღში კაი?
-კაი ჩემო ლამაზო -ტელეფონო გავუთიშე, მოვემზადე და ჩემებთან წავედი. საბა უკვე გამზადებული დამხვდა,ამიტომ პირდაპირ წამოვიყვანე
-დაიკო შენ სახლსი აგალ მოქვალ ქოლმე?
-რა თქმაუნდა მივალ ჩემო პატარა
-მალე მოდი ქოლმე თოლე მენატლები -ისე საყვარლად ტიტინებდა,მაგრად ჩავკოცნე და ბაღის ეზოშიც შევიყვანე
-გპირდები მალ-მალე მოვალ ხოლმე
-აქედან შენ წამიკვან?
-ხოო საბუნა მე წაგიყვან -ისევ ვაკოცე და შენობიდან გამოვედი. ვიცოდი,რომ ჩემი დახელოვნებული პაპარაცი ისევ მითვალთვალებდა,ამიტომ იმ დაფარულ ნომერზე მივწერე,არ ვიცი მივიდოდა თუ არა მაგრამ ვცადე მაინც
"ვინ ხარ და რა გინდა? თუ რამის თავი გაქვს პირადად შემხვდი და ისე მელაპარაკე" მისმა წერილმაც არ დააყოვნა
"ოუუ,რა სწრაფი ხარ პატარავ"
"რა გინდა და ვინ მოგაგზავნა,რატომ არ მენახები"
"ჯერ მოითმინე პატარა ქალბატონო. როგორც ჩანს საკმაოდ გაბედული ხარ,ასე თამამად რომ მთხოვ შემხვდიო"
"რა გინდა თქო გკითხე და მიპასუხე და დაიმახსივრე ვინც არ უნდა იყო,მაინც გიპოვი და ჩემს საყვარელ ადამიანებს რამე თუ დაუშავე მწარედ განანებ"
"სად გეჩქარება ანგელოზო,შენს ბიჭს უნდა შეხვდე?" აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება,მაგრამ ვერავინ შევნიშნე საეჭვოდ
"მგონი ჩემზე უკეთ შენ იცი რა დრო რა ადგილებში ვარ ხოლმე"
"მე ვერაფერს გეტყვით,ვერც იმას ვინ არის ჩემი უფროსი,მაგრამ იცოდეთ,რომ თავზე ხელაღებული ტიპია და თუ რამე თქვა უეჭველი ასრულებს. ახლა კი მეც მეჩქარება პატარავ და ნუ მაცდენ მესიჯებით" ფუუ რა გველია ეს საზიზღარი
"არამგონია შენ ჩემს მეტი რამე საქმე გქონდეს, ამიტომ თავი აღარ დაიღალო. ახლა კი ერთს გეტყვი, თუ არ გინდა მაგარ შარში გაეხვე თავი დამანებე და ჩემი და ნიკის ცხოვრებიდან გაქრი. თორემ...შენს თითოეულ სიტყვას და საქციელს შენს თავზე მოიმკი საყვარელო" -უცნობს ეს ბოლო სიტყვები მივწერე..მერე კი კაფეტერიაში შევედი, ნიკის შევხვდი, სულ დავივიწყე ვიღაცის წერილები,რომ ნიკისგან თავი შორს დამეჭირა. მაგრამ ნიკის ამ ყველაფერს მაინც ვერ ვეტყოდი. ვიცოდი,რომ არ შეეშვებოდა ამ ყველაფერს და შარში გაეხვეოდა
-როგორ არის ჩემი ფერია?
-კარგად ვარ -მაგიდასთან დავჯექი და ნამცვარი და კაპუჩინო შევუკვეთეთ
-აბა რა საქმე გქონდა? (მე)
-მისმინე,თოკას მოსწონს ერთი გოგო -აქ ყავა გადამცდა და ლამის გავიგუდე, ნიკისაც გაეცინა ჩემს საქციელზე -მოკლედ..მარტო სახელი ვიცი, ლიზა ქვია,და შენ უნდა დაეხმარო რაა..ხო ხვდები?
-რა პრობლემაა
-ესეიგი შენზეა მაგათი ბედი დამოკიდებული რაა. აბა უნდა იყოჩაღო ეხლა
-ხო მართლა ვიცი,რომ თოკა 20 წლისაა,ჩვენ სამ ბატზე: ჩემზე,ნინაზე და შენზე ორი წლით დიდია. სწავლობდა #141 სკოლაში. არის დედისერთა და ცხოვრობს საბურთალოზე. კიდე მომიყევი რამე მაგაზე,ცოტა ინფორმაცია ხომ უნდა მქონდეს
-რაღა გითხრა მეტი,ისედაც ყველაფერი გცოდნია
-კაი ჰოო ისევ მე გავარკვევ..აბა ახლა რა გეგმები გაქვს?
-მე არაფერი,ამის მერე ბიჭები ვიკრიბებით
-ჭკვიანად იყავი,თორემ ვერ გადამირჩები რომ გნახავ -საჩვენებელი თითი ცხვირთან დავუქნიე
-ვიცი მე რაც იგულისხმე მაგ "ჭკვიანად"ში და კიდევ ერთხელ გპირდები,ჩემო ეჭვიანო ფერია,რომ შენს გარდა არავის გავხედავ -ნიკიმ თვალი ჩამიკრა, შუბლზე მაკოცა და წავიდა. მერე ნინამ დამირეკა
-ჰოოუ
-გოგო რა გეგმები გაქვს დღეს?
-დღეს საბას გამოვიყვან ბაღიდან და მერე არაფერი
-მისმინე,ბავშვს სახლში რომ ჩააბარებ,სასწრაფოდ უნდა წამომყვე საშოპინგოდ. ხომ იცი უარს თუ მეტყვი ხმას აღარ გაგცემ
-რა იყო მაგდენი იშოვე?
-გოგო ძლივს მამაჩემმა ფული მომცა და რაღას დავეძებ -ცოტა გამიკვირდა,მამამისი თითქმის ყოველ დღე აძლევს ფულს და რა ეტაკა თქო,მაგრამ დავსთანხმდი მისი თავი არ მქონდა. ნინას დიდ მოლთან შევხვდი, მაღაზიაში შოპინგის დროს ყველაზე მეტად ესკალატორზე "კატაობა" მიყვარს. რა ვქნა უკვე 18-ის ვარ მაგრამ ჭკუა მაინც 3 წლის ბავშვის დამრჩა. მოკლედ მაღაზიაში შევედით. შევნიშნე ერთი ბიჭი წამოვიდა ჩემსკენ და წითელი ვარდი მომართვა. ზრდილობის მიზნით მადლობა გადავუხადე
-რა იყო ახლა ეს? -გაკვირვებულმა გავხედე ნინას,მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა. მერე გზა განვაგრძეთ,უკვე ესკალატორზე ავდიოდით,უჰჰ როგორ მიხარიაა..თან იმ ვარდს ვყნოსავდი,მმმ..რა ტკბილი სუნი აქვს. ესკალატორზეც დავაბიჯეთ ფეხი და შუაში ვიყავით,მეორე ვარდი,რომ მომაწოდეს
-ეს ხალხი რამეს მიჩალიჩებენ თუ რა ხდება? -მართლა გამიკვირდა,რადგან ნინასთან არ მიქონდათ ვარდები,მარტო მე მაძლევდნენ,ნინა მარტო იცინოდა ჩემს სულელურ სახეზე. ამასაც მადლობა ვუთხარი და ისევ განვაგრძეთ გზა, უკვე მეორე სართულზე ვიყავით,აქ კი არაფერი საქმე გვქონდა, ახლა მეორე ესკალაზორზე ავედით,რომელსაც მესამე სართულზე ავყავდით. ამის საფეხურსაც დავაბიჯეთ ფეხი და ნელ-ნელა დაიწყო მესამეკენ ასვლა, თქვენდა გასაკვირად თუ ჩემდა გასაკვირად ახლაც წითელი ვარდი მაჩუქეს თან გამიღიმეს
-აჰა ეს ერთი შენი იყოს -ნინას გავუწოდე ერატი ვარდი. აბა ამას არვინ ჩუქნიდა და შემეცოდა
-არა მადლობა შენთვის შეინახე -გაეცინა და უკვე მესამე სართულზე ავედით,როცა მთელ მოლში გაისმა shopen-ის მელოდია..მმმ..როგორ მიყვარს ეს კლასიკა. უკვე ტანსაცმლის განყოფილებაში შევდიოდით,როცა ადგილზე გავშეშდი. იმ კარებიდან,მიკროფონით ხელში გამოვიდა ნიკი. თვალები რამდენიმეჯერ დავახამხამე,მაგრამ კადრი ისევ ის იყო, ნიკი დვალვი და მიკროფონი. მის ხმაზე ვაბშე დავიშოკე
- მთელი ცხოვრებაა გეძებ, მთელი ცხოვრებაა გნატრობ,
იცი? შემეშალე ერთხელ,
ახლა მოგაგენი ვატყობ.
აი,ის ღიმილი სადაც.
ერთ დროს დავიკარგე უკვე, ჟამის გარდახტომის დროდან ახლა სიგიჟისკენ ვუხვევ.
აი გაწვიმებას იწყებს,
ხალხიც მოეფარა კედლებს,
მე კი გამოვედი გარეთ უნდა შეგეფეთო მე შენ.
მე ხომ ფიქრები მაქვს გიჟის არანორმალურის ფერი დიახ, სიჩუმეა ირგვლივ მე კი სიყვარულზე ვმღერი.
ისევ წინათგრძნობის ხმა მაქვს მჯერა გამოივლი ქუჩად ფეხსაც არ მოვიცვლი არსად აქ დაგელოდები ურჩად. აი გულისცემა სადაც დროც კი უჩვეულოდ მოდის არა,აღარ მინდა წასვლა გრძნობამ მიმაჩვია ლოდინს.
მთელი ცხოვრებაა გეძებ ახლა უნდა გითხრა ფიცი!
უკვე გავიზარდე შენ კი ჩემი ბავშვობა ხარ ვიცი.
როგორ გნატრულობდი ადრე ჩემი ოცნებების ლოცვად,
დიახ მოვაღწიე დღემდე
შენი სიყვარულიც მომყვა.
დიახ ასეთია დილა მაინც მოიფიქრებს რამეს,
ისევ გამოაღებს სხივებს,
ისევ გაანათებს ღამეს!
რაც კი ნატვრა მქონდა ადრე,
რაც კი არ ამხდარა ჩემთვის,
იცი? გათენებას იწყებს მე კი დღის სინათლედ გეტრფი.
დიახ დამიბრუნდა გრძნობა, ძალაც დამიბრუნდა რწმენის. როგორც,ბავშვობაში ახლაც მჯერა ვარსკვლავების ცვენის. სადაც სასწაული ხდება, სადაც გრძნობებია ფერად,
სადაც სიყვარული ხარობს მჯერა,ყველაფერი მჯერა!..
შენი თვალებია ლექსი შენი ტუჩები კი სუნთქვა,
მინდა გითხრა ის რაც
შენთვის არასოდეს უთქვამთ.
ის რომ მყვარებიხარ უწინ...ის რომ შემიყვარდი ერთხელ,
დიახ გიყურებ და ვხვდები მთელი ბავშვობაა გეძებ.
დიახ მე გახლავარ ის ვინც,
მაინც მოგაკითხავს სახლთან, ყვავილს მოგიწყვიტავს ღამით დილით დაგახვედრებს თავთან. მე შენ დაგიხატავ კაბას თეთრად გადაპენტილ ტანზე ნუთუ დაიჯერე თითქოს,
შეძლებ რომ გათხოვდე სხვაზე?! არა,დამიჯერე,არა
თუნდაც არ გიყვარდე ასე.
მე ხომ მეოცნებე არ ვარ
და გადაგეღობები გზაზე,
ისევ ჰორიზონტის ფერად,
ისევ დაგეთვლები ზღვასთან, უნდა შემეგუო რადგან, მე შენ არ გაგიშვებ სხვასთან. მაინც აგიფეთქებ ფიქრებს, გულში გაგევლები გრძნობად,
მე შენ დაგაჯერებ ლექსით
შენი სიყვარული რომ მაქვს. უნდა დაიჯერო ასე,
ის რომ ჩემი გულის თქმა ხარ,
ის რომ ჩემი შვილის დედას --- ღმერთოოოო, როგორ გავხარ!!! არა, არ გაგიშვებ არსად, გრძნობებს აღარ ვიტყვი ფუჭად მაინც შეგაყვარებ თავს და დროსაც არ დავკარგავ უქმად.... იცი აღარ წავალ არსად ისევ მიმეორებს ექო.
წლები გავიარე მაგრამ......მაინც მყვარებიხარ მე ხომ.
მთელი ცხოვრებაა გეძებ, გულში დადებული ფიცი!! ვიცი შემეშალე ერთხელ ახლა მოგაგენი ვიცი -იცოდა რომ ამ ლექსზე მაბოდებდა და ვგიჟდებოდი..თვალებზე ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და მუხლიჩიქა დადგა..ღმერთოო..რა სულელი ხარ ანკა სულელი..როგორ ვერ მიხვდი,რომ გიჩალიჩებდნენ და ყველაფერი ამათი დაგეგმილი იყო. ირგვლივ მიმოვიხედე,იმდენი ხალხი იყო დათვლაც კი შეუძლებელი იყო. ცრემლიანი თვალებით ვეღარაფერს ვხედავდი,მაგრამ მაინც დავინახე, თვალისმომჭრელი ბეჭედი
-ცოლად გამომყვები? -ეს ხმა ყურში ექოდ ჩამესმა. პირზე ხელები ავიფარე და ვატყობდი,რომ მიხლები მეკვეთებოდა. აქ კი ნინას მკლავებმა მიშველეს
-თააანააახმაა ვარრრრრრ!!!! -ბოლო ხმაზე დავიყვირე,ამას ხალხის ტაში მოჰყვა. უამრავი ტელეფონი და კამერები გვიღებდა. წარმომიდგენია ტელევიზორი რა დღეში იქნება. მერე ჩემმა ბიჭმა ულამაზესი ბეჭედი მომარგო თითზე და ისე ჩამეხუტა ლამის გამჭყლიტა. აიი ამ დროს ისე ვიყავი უბრალოდ სიტყვებიც კი ზედმეტია. სიტყვებს ვერ ვპოულობ აღსაწერად. ხელი მომკიდა და ესკალატორისკენ წამიყვანა,როგორც ჩანს ისევ დაბლა ჩავყავდი. უკან ნინა,ლუკა და თოკა მოგვყვებოდნენ. დაა აი ჩავედით პირველ სართულზე,გარეთ გამიყვანა. სადაც გაბერილი ბუშტებით გული იყო გაკეთებული,ეს ბუშტები ჰაერში გაუშვა, ირგვლივ არ დააყოვნეს ფეიერვერკების გასროლამ. მერე ნიკოს კაბრიოლეტისკენ წავედით. სულ დამავიწყდა,მეთქვა რომ ნიკოს ორი წლის წინ უყოდა მამამისმა ეს მანქანა. მხოლოდ მე და ნიკი ჩავჯექით და უმისამართოდ მივქროდით. აიი რაში გამომადგა კაბრიოლეტს თავი რომ გადახდილი აქვს. ფეხზე წამოვდექი,ხელები გავშალე,თავი მაღლა ავსწიე და ბოლო ხმაზე დავიყვირე
-ბეედნიეერიიი ვააარრრ...კარგადდდ ვააარრრ -არ ვიცი კიდევ რა სისულელეებს ვაკეთებდი,მაგრამ მახსოვს რომ ეს სულელი ბიჭი დამცინოდა. სეირნობას,რომ მოვრჩით ნიკომ თავის სახლში მიმიყვანა. ჩემი მშობლებიც იქ მოვიდოდნენ და მეგობრებიც,რომ ეს ამბავი აგვღენიშნა. სახლში სულ ფრენა ფრენით შევვარდით. იქ ნიკის მამა დაგვხვდა და ტელევიზორს უყურებდა
-ნახეე რა ამბებია თქვენზე, თქვენ მაიმუნებო -ნიკის მამამ თბილად გაგვიღიმა და ტელევიზორზე გვანიშნა,სადაც ის მომენტი იყო ნიკი,რომ ხელს მთხოვს. ანკა რა ემოციებში იყავიი, საკუთარ თავს დავცინოდი -მთელი თბილისი აალაპარაკეთ
-აბა ჩემი და ანკას ნიშნობა სხვაგვარად წარმოგედგინა მამა? შენ ქორწილზე ნახე რა ამბები წავიდეს -გაიცინა ნიკიმ
-ხო მართლა გილოცავთ ორივეს -ზურა ორივეს გადაგვეხვია
-ვაიმეე ჯერ კიდევ შოკში ვარ რა იყო ესს -სიცილით ვთქვი და ნიკის მივეკარი
-ჩემო პატარა ნეტა განახა რა სახე გქონდა
-შენ საიდან იცოდი,რომ მე ეგ ლექსი მიყვარდა
-შენი არ ვიცი მაგრამ, მე რომ მაგრად მიყვარს ეგ ლექსი ეგ ვიცი
-ანკააა!! -წივილით შემოვარდა სახლში ნინა და მაგრად გადამეხვია -იქ ვერ ჩაგეხუტე ასე მაგრად,ათასი კამერები გვიყურებდნენ და სირცხვილი იყო
-შენც იცოდი არა? შენი დაგეგმილი იქნება ეს ყველაფერი ქალბატონო
-აბაა აღიარე მაინც რა მაგარი ვარ
-შოკი ხარ შოკი -აქ ნიკის ჩახველება გავიგე რაზეც მაგრად ვიცინე
-შენც შოკი,პიკი,პანიკა ხარ, ჩემო სიცოცხლე -და ისევ გავიცნეთ. ჩემი მშობლებიც მოვიდნენ ისე გაუხარდათ ეს ამბავი ლამის გაგიჟდნენ, მართლია მამაჩემმა, ცოტა ადრეაო თქვა მაგრამ. მერე მთავარია ბედნიერები იყოთ და მაგას დავეძებო? ისე მაგრად ჩაიარა დღემ რომ ვერც წარმოიდგენთ. დღის ბოლოს,ისევ ჩემს სახლში დავბრუნდი, ნიკი კი მეხვეწა,რომ დარჩიო მაგრამ მაინც ჩემს სახლში დავბრუნდი და ნინაც თან წავიყვანე. ამ ღამეს ჩემთან რჩებოდა ანუ მაგარი გიჟობის დრო იყო. ძლივს ავირბინეთ 9 სართული,რადგან ნინა ლიფტში არ შემომყვა..სახლში მისვლისას ისევ დამხვდა კონვერტი კარებთან. ისე ავიღე იმედია ნინას არ დაუნახავს. ჯერ არ გამიხსნია,საგულდაგულოდ გადავმალე და ისევ ნინასთან დავბრუნდი მისაღებში. მოკლედ ბევრი დავლიეთ,ვიცეკვეთ,ვიჭორავეთ,ვიგიჟეთ და ბოლოს დაღლილები დავენარცხეთ იატაკზე
-ისე ცნობისთვის საძინებელი იმ ოთახშია დაია -სიცილით ვუთხარი და ოთახი ვაჩვენე. ისე დავიღალეთ მალე დაეძინა,მაგრამ იმას დაეძინა,აბა მე რა დამაძინებდა სანამ არ გავიგებდი რა იდო იმ კონვერტში. ჩუმად გადმოვედი საწოლიდან, სწრაფად გავხსენი კონვერტი,ნაწილობრივ ველოდი კიდეც ამას. ჩემი და ნიკის სურათები იყო,მოლში გადაღებული,რომ ვეხუტებოდი და რომ ვკოცნიდი. მერე კი პატარა წერილიც,რომელმაც საკმაოდ კი არა,მაგრად ამაფორიაქა
"ჩათვალე,რომ შენი სიცოცხლის აზრი ანუ შენი მომავალი საქმრო მკვდარია პატარავ" იცით როგორმა შიშმა ამიტანა? რომ კანკალებ და ვერაფრით ჩერდები ერთ ადგილზე. კბილებს ერთმანეთზე აკანკალებ. არც გცივა და არც სიცხე გაქვს, ეს შიშის კანკალია.. შიშის...ღამის 2 საათი იქნებოდა, მაგრამ ნიკისთვის,რომ არ დამერეკა მოვკვდებოდი. ტელეფონზე ბოხი და მოგუდული ხმით მიპასუხა
-ალოო
-ნიიიკკკ -ისე საწყლად და ხმისკანკალით ამოვიჩურჩულე,ლამის შევაშინე ბიჭი
-ანკა კარგად ხარ? სად ხარ? რატომ არ გძინავს?
-ნიკკ კარგად ხარ? -ისევ ხმისკანკალით ვუთხარი
-ჰოო ჩემო პატარა. რა ხდება რამე ცუდი სიზმარი ნახე?
-ნეტავ სიზმარი იყოს ნიკ ნეტავ -უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე
-რამე მითხარი?
-ნიკკ შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? გთხოვ ძალიან გთხოვ მოდი
-რა ხდება ანკა? ნინა შენთან არ არის?
-შენთან მინდა ნიკ მოდი გთხოვვ
-კარგი მოვალ ჩემო ლამაზო -არ ვიცი რა მინდოდა,მაგრამ მეგონა,რომ თუ ჩემთან იქნებოდა ასე დავიცავდი იმ ვიღაც არანორმალურისგან
"კარებთან ვარ გამიღე" დაახლოებით 10 წუთში მომწერა ნიკმა. მეც სწრაფად გავარდი და კარები გავუღე,რომ შემოვიდა სიტყვა არ ვათქმევინე ისე დავეტაკე და ჩავეხუტე
-გთხოვ არაფერი მკითხო ნიკკ. უბრალოდ ამ ღამე აქ დარჩი,იმ ოთახში -მას ოთახი ვანახე,რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავშალე. ისე იყო დაბნეული ხმა ვერ ამოიღო და პირდაპირ დასაძინებლად წავიდა. მე დამშვიდებული დავბრუნდი, და ნინას გვერძე დავწექი. დილით ნინას ხმამ გამაღვიძა და გამეცინა,როგორც ჩანს ნიკის დანახვა გაუკვირდა
-შენ აქ რა გინდა? -საძინებელშიც კი გავიგე ნინას ხმა
-მეგონა ანკა მოგიყვებოდა
-რა უნდა მომიყვეს?
-ეგ არც მე ვიცი. და არც ის ვიცი აქ რატომ ვარ? -ამ დროს მე ჩავედი და ორივემ მე გამომხეხეს, ანკა ამ ყველაფრის ახსნას ელოდა,ისევე როგორც ნიკი. მე სიმართლეს ვერცერთს ვეტყოდი,რა ვქნა არ შემეძლო, ის შანტაჟისტი ამასაც გაიგებდა და ვიცი არც მე შემარჩენდა და არც ნიკი შეარჩენდა როცა იპოვიდა
-რა ხდება ანკა აქ? -გაკვირვებული მიყურებდა ნინა
-არაფერი,პ.ს ჩემი ბიჭი ჩემთან ახლოს მინდოდა მყოლოდა და.. -მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოში შევედი
-რას ნიშნავს გოგო ეგ..ლამის გული გამიხეთქე,ამ ცუაღამე რომ დამირეკე, რა აღარ ვიფიქრე -ახლა ნიკიმ დამიწყო
-რა იყო რამე დავაშავე? თუ არ გინდოდა აქ მოსვლა,სხვა დროს აღარ შეგაწუხებთ არც ერთს..შუა ღამე არ დაურეკო,შუა ღამე არ მოიყვანო,საერთოდ შუა ღამე რომ დამერეკა და ჩემთან დაწოლა შემომეთავაზებინა ხომ გამოფრინდებოდი ეგრევე -ახლა მე ავყვირდი და გაბრაზებული შევვარდი ჩემს ოთახში,კარები გადავკეტე და იქვე ჩავიკეცე. ნიკიც უკან გამომყვა
-ანკა გააღე. ხომ იცი არ მინდოდა გული გტკენოდა -მე მაინც არ ვაღებდი,და უფრო ვუმატებდი ტირილს. რა უბედური ვიყავი არა? არადა სულ რაღაც ორი დღის წინ ჩემზე ბედნიერს ვერ ნახავდით, რას წარმოვიდგენდი ეს პატარა ქაღალდის ნაგლეჯი თუ შეცვლიდა ჩემს ცზოვრებას,რომელზეც სულ რაჩაც ხუთი სიტყვა ეწერა. მაგრამ მე ეს ხუთი სიტყვაც მტკიოდა,ამ ტკივილის გაზიარება კი არავისთვის შემეძლო..ახლა დაფიქრდით აბა ისევ ისეთი ბედნიერი და ლაღი ანკა ვარ?
-ანკა ჩემო ფერია,ჩემო პრონცესა,მაპატიე კარგი? ხომ იცი როგორ მიყვარხარ,შენთვის ღამის ორ საათზე სახლიდან კი არა ამერიკიდან ჩამოვალ. ანკა გპირდები აღარ გაწყენინებ,გთხოვ გამიღე კარები -ნელ-ნელა წამოვდექი ფეხზე,ცრემლები მოვიწმინდე და კარები გავაღე. ნიკი მაგრად ჩამეხუტა,მერე კი ისევ მისაღებში გავედით.. ხო მართლა სულ მალე სკოლა მთავრდებოდა,გამოცდები ახლოვდებოდა,მერე კი იმედია უნივერსიტეტში გავაგრძელებდი,ეგეც იმედია. ამ დღეების გადამკიდე აღარც მეცადინეობის თავი მქონდა და სკოლას თითქმის სულ ვაცდენდით ბავშვები,მაგრამ გამოცდის წინა დღეს რასაც ქვია თავი დავაკალით წიგნებს და თითქმის მთელი ღამე გავათენეთ. ლუკას და თოკოს რა ედარდებოდათ, სკოლა ორივეს ორი წლის წინ ჰქონდათ დამთავრებული და ახლა ჩვენი საცოდაობით იტანჯებოდნენ..აი დადგა გამოცდის დღეც, ამ დღეზე მეტადაც მინერვიულია რათქმაუნდა,მაგრამ არც ამ დღეს ვიყავი გულზე ხელებ დაკრეფილი. ნინა საგამოცდო ოთახიდან სულ წივილ-კივილით გამოვარდა
-ჩავაბარეეეეე -და მაგრად ჩამეხუტა,მერე ლუკას ჩაეხუტა,ნიკის და მერე თოკას..ახლა მე უნდა შევსულიყავი. საბედნიეროდ შედეგიანი აღმოჩნდა ეს ჩვენი მეცადინეობა და მეც ჩავაბარრ,მეც ზუსტად ის რეაქცია მქონდა რაც ნინას. მაგრამ მე უფრო მაგრად ჩავეხუტე ჩემ ბიჭს.. ახლა კი ნიკის შესვლის დრო დადგა,ეს საცოდავი წინაზეც ჩატოვეს..ნუუ..ჩატოვეს რა სიყვარულმა ჩატოვა,ანუ ჩემზე შეყვარებულმა და ხომ იცით შეყვარებული ადამინის ნახევარი გონება გათიშული,რომ აქვს და ვეღარ აზროვნებს. ამიტომ ჩარჩა კლასში და ახლა თავიდან აბარებს გამოცდას. თქვენდა გასაკვირად ამანაც ჩააბარა. ანუ დღეს ვგულაობთ..გამოსაშვებიც გვქონდა..აიი იცით,როგორები ვიყავით? ყველას რომ შეშურდებოდა და ხელს თუ კარგად არ მოჰკიდებდი შენს მეწყვილეს მაშინვე რომ აგახევდნენ..მე და ნინამ იქ დრო ვატარეთ? უჰჰ ნუ იტყვით,რესტორნის თავზე დამხობა მაშინ გავიგე რაც იყო..მოკლედ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თუ იმას არ ჩავთვლით რომ,ჩემი უცნობი შანტაჟისტი უფრო აქტიურობდა გამოსაშვებამდე..დაახლოებით კიდევ 3 წერილი მომწერა,სამივეში რათქმაუნდა მუქარა იმჩნევიდა,მაგრამ როცა ნიკისთან ვიყავი უკვე აღარც ამის მეშინოდა. ქორწილიც მალე გვექნებოდა, მარტშინდავგეგმეთ ქორწილი,ჩემი გაზაფხული და სეზონის გაზაფხული ერთად უნდა მოვიდნენო,ნიკი მეუბნებოდა ხოლმე..

ნიკის მამა საზღვარგარეთ წავიდა რამდენიმე დღით და ნიკიმ ჩემთან დარჩი ხოლმეო. მეც მეტი რა მინდოდა,მაშინვე მასთან გავქანდი. სახლში კესანე იყო და რაც მჭირდებოდა ყველაფერს აკეთებდა,არც სახლის დალაგება მიწევდა,მაგრამ ზოგჯერ ვიღლებოდი ტყულად ჯდომით და ამით გამყავდა დრო. 27 იანვარი იყო,ასე ვიჯექი ნიკის სახლში და ტელწვიზორს ვუყურებდი,ნიკი მაღაზიაში იყო გასული,საკმაოდ დაიგვიანა,ცოტა ავღელდი,მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია,ტელეფონზე დავურეკე თუმცა უშედეგოდ,ის მაინც არ მპასუხობდა. მერე წერილი მოვიდა,არ ვიცი აქ საიდაღა მომაგნო,მაგრამ მეც მაგარი ვარ რაა..ვიღაც მაგრად არის ჩემზე თვალთვალში გართული და რა კითხებს ვსვამ არა?
-ქალბატონო ანკა შენთან წერილია -კონვერტი გამომიწოდა ანკამ. იცით როგორ არ მინდოდა ამ კონვერტის გახსნა? მერვივნა მოვმკვდარიყავი ვიდრე ეს გამეხსნა,ხელები ამიკანკალდა,ფერიც დავკარგე,წერილი ხელიდან გამივარდა,თუმცა ჯერ არ გამიხსნია
-ანკა კარგად ხართ?
-კი კესანე..წყალი მომიტანე კარგი? -ხმაჩახლეჩილმა ამოვილაპარაკე და ვეცადე წერილი გამეხსნა
"ეს მხოლოდ მოქმედების პირველი საფუხურია პატარავ, მეორე საფეხური უფრო მტკივნეული იქნება,მაგრამ მხოლოდ შენთვის" და ნიკის სურათი იდო კონვერტში,უკვე სახლთან ახლოს იყო..რას გულისხმობს? ნიკი? მას რომ რამე მოუვიდეს ალბად მოვკვდები. სად ხარ ნიკ სად? კიდევ ერთხელ დავირეკე თუმცა ახლა ტელეფონზე პასუხის ნაცვლად სახლის კარები გაიღო
-ნიიიიიიკკკკ -მთელი ხმით დავიყვირე და კარებში მდგომ ნიკისკენ გავიქეცი
-დამიშვიდდი ჩემო ანგელოზო მე კარგად ვარ
-სად იყავი ნიკ ძალიან შემეშინდა
-არაუშავს ჩემო სიცოცხლე მე კარგად ვარ -მან ხელები თავზე მომკიდა,რაღაც სისველე ვიგრძენი ამიტომ სწრაფად მოვშორდი. როცა მისი ხელები დავინახე არ მეგონა ცოცხალი თუ გადავრჩებოდი
-კესანე წყალიი -მისი განწირული ხმა გავიგე,საბედნიეროდ მალევე მოვედი გონს. საძინებელში ვიწექი და ნიკი თავთან მიჯდა
-კარგად ხარ?
-მე კარგად ვარ..ნიკ ხელზე რა გჭირს?
-არაფერი პატარავ მე კარგად ვიქნები
-რასქვი....-ამ დროს დავინახე მუცელიც სისხლიანი ჰქონდა და სიტყვა გამიწყდა. მან მზერა თავის მუცელზე გადაიტანა
-არ ინერვიულო ანკა კარგი? მხოლოდ პატარა ჭრილობაა. მე არ მტკივა ხო იცი ჩემო სიცოცხლე
-რას ქვია პატარა ჭრილობაა,ვერ ხედავ დანით ხარ დაჭრილი -კიდევ კარგი დანის შერჭობა ვერ მოასწრეს თორემ რაც მოხდებოდა წარმოდგენაც არ მინდა. უბრალოდ ნაკაწრი იყო მაგრამ საკმაოდ სერიოზული
-დამშვიდდი კაი? ეს ჭრილობა წეღან დავიმუშავე,შენ არ ინერვიულო მე კარგად ვარ
-ნიკ რა მოხდა?
-არ ვიცი,ვიღაც ორი ბიჭი დამესხა თავს,მაგრამ იმათაც მაგრად მიიღეს -ისე ლაპარაკობდა თითქოს მე ვყოფილიყავი დაჭრილი
-კაი ნიკკ..მე აბაზანაში შევალ და მალე გამოვალ -აბაზანაში შევედი,წყალი მოვუშვი და იმ უცნობს მივწერე
"ცხოველი ხარ,ნამდვილი ცხოველი,რა გინდა ადამიანო,მაგრამ ადამიანი? შენ რა გეტყობა ადამიანობის!! ახლა მომისმინე! თუ რამის თავი გაქვს დამირეკე და მელაპარაკე,შეზვედრას ზომ არ გთხოვ,უბრალოდ შენინხმა გამაგონე შენ არაადამიანო"
ზარმაც არ დააყოვნა,მიკვირდა ამდენსაც რომ ბედავდა
-გამარჯობა ლამაზო
-ვინ ხარ? რა გინდა? ცხოვრებას რატომ მიმწარებ? რამე დაგიშავე?
-შენ არა, მაგრამ დამიშავებ თუ მას გაჰყვები ცოლად. თუმცაა -აქ ჩაფიქრდა ის გველი და გველურად დამიწყო სისინი -მე არფერი დამიშავდება. ისევ შენ იზარალებ პატარავ. აბა დაფიქრდი,ჯერ შენი ნიკი გამოგეცლება ხელიდან..ისე..შენი პატარა ძამიკო როგორ არის მომიკითხე პატარავ..ნუუ დანარჩენს მერე ვნახავთ. იმედია ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნდი და რამე სისულელეს არ გააკეთებ
-მეზიზღები -კბილებში გამოვცერი და ტელეფონი გავთიშე. გარეთ გავედი..არ ვიცი როგორ ვარ ასე ძლიერი,მაგრამ თავს ისე ვაჩვენებდი თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ რაღაც მაინც იეჭვა
-ანკა კარგად ხარ?
-კიი საყვარელო
-სისხლის დანახვამ იმოქმედა ასე?
-ალბად..მაგრამ გამივლის -ვაკოცე და მაგრად ჩავეხუტე,ისე ვეხუტებოდი,თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო და უკანასკნელი კოცნა,ჩახუტება,ერთად ძილი,და საერთოდ ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა
-ნიკკ
-ჰოუუ
-დამპირდი,რომ რაც არ უნდა მოხდეს არასოდეს დამივიწყებ
-რეებს ბოდავ სიხარულო გეძინება?
-ნიკკ შემპირდი,რომ ჩემზე უარს არასდროს იტყვი
-ჩემო ცხოვრება თუ იგრძენი რომ შენზე უარი ვთქვი,მაშინ ეს წაიკითხე. ეს იქნება ჩემი საიდუმლო,რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახსნა,როცა იფიქრებ,რომ შენზე უარი ვთქვი. და მაშინ დაირღვევა ჩემი საიდუმლო. ახლა კი დავიძინოთ პატარავ -მან პატარა,ლამაზი ფურცელი მომცა,მეც გამოვართვი
-გთხოვ მაგრად ჩამეხუტე კარგი?
-კაი მოდი -თავისი გრძელი ხელები მაგრად მომხვია და თავი კისერში ჩარგო. კისერში სველი კოცნაც დამიტოვა. მერე მისკენ გადავბრუნდი,ის კი ჩემ ტუჩებს დაეწაფა. ისე მონდომებით მიკოცნიდა ჯერ ზედა,მერე ქვედა ტუჩებს,რომ თავი ვეღარ შევიკავე და მეც ავყევი. მანაც მალევე შეაცურა მაიკაში ხელი,ამაზე ცოტა შევკრთი.
-გთხოვ ახლა მაინც მენდე -მხოლოდ ეს სიტყვები მახსოვს იმ ღამიდან.. მოკლედ იმ ღამეს მოხდა ის რაც მთელი ცხოვრება მემახსოვრებოდა,მთელი ღამე საყვარელი მამაკაცის გვერდით გავატარე. ამას არ ვნანობდი,ეს იყო პირველი და ალბად უკანასკნელი ღამე მასთან ერთად.. ღამის 2 საათი იქნებოდა რომ დაეძინა. მე არ დამძინებია,ან რა დამაძინებდა,4 საათი იქნებოდა,ჯერ კიდევ უკუნითი სიბნელე იყო. ფურცელი და კალამი ავიღე და წერა დავიწყე
"ჩემო ცხოვრებავ,ჩემო ერთადერთო. იცი? როცა ამ წერილს ნახავ მე შენს გვერდით აღარ ვიქნები. ცოცხალი ვარ,მაგრამ მანდ,შენს გვერდით აღარ ვარ. ყველაზე მეტად იცი რა მტკივა? ძველებურად რომ ვეღარ ჩაგეხუტები,ვეღარ გაკოცებ,ვეღარ შევიგრძნობ საყვარელი ადამიანის სურნელს. გთხოვ მაპატიე კარგი? ვერ გეტყვი ეს რატომ გავაკეთე. მაგრამ იცოდე,რომ მე შენზე უარი არასოდეს მითქვამს. დიდი მადლობა იმ დღეებისთვის,რომელიც შენ მაჩუქე, მე ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება. გპირდები არც შენ და არც ,,ჩვენს დღეებს'' არ დავივიწყებ. იცი რა მეწყინება? შენ შენი მოცემული ფიცი,რომ გატეხო და სხვასთან წახვიდე. თუმცა რა სულელი ვარ არა? მე წავედი შენგან და არც შენ გიშვებ სხვასთან. მაგრამ ჩვენ ორს შორის ერთი განსხვავებაა..მე მხოლოდ წავედი და არავისთან არ წავსულვარ, ახლა მხოლოდ მარტოსული ანკა ვიბლიანი დავრჩი. მაგრამ შენ? შენ არ ვიცი რა იქნება? მიზეზი რომ გითხრა ალბად არც მე ვიქნები ცოცხალი და არც შენ..გთხოვ,ძალიან გთხოვ,გემუდარები,თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ,მაპატიე". წერილი თავთან დავუდე,თავზე ვაკოცე,ბოლოჯერ შევისუნქე მისი თაბრუდამხვევი სურნელი და საბოლოოდ დავტოვე სახლი
**
მეორე დღეს ნიკიმ,რომ გაიღვიძა წერილის მეტი ვერაფერი ნახა. გაგიჟებული იყო, ვერავინ აწყნარებდა. მაშინვე ნინას დაურეკა,თუმცა ანკა არც დაქალთან დახვდა. იმ დღესვე,იმ წამსვე,ხალხის ბოროტი,დამპალი და საზიზღარი ენებით,ენებით,რომლებიც მუდამ სხვისი ცხოვრების განხილვით არიან დაკავებულნი, მაგ ენებით გავრცელდა უამრავი ჭორი და რეალობა. მაგალითად ის,რომ :ანკა და ნიკი ერთმანეთს დაშორდენენ, ანკა ვიბლიანმა თავი მოიკლა, ანკა ვიბლიანი საქმროს სახლიდან გაუჩინადრა და კიდე ვინ მოსთვლის.. მაგრამ ანკას ნამდვილი ვინაობა არავინ იცოდა საერთოდ არავინ. ნინას გარდა,ნინამაც წლების წინანდელი ისტორიები გაიხსენა და მაშინვე მიხვდა სადაც იქნებოდა...
ახლა ანკასკენ რა ხებოდა ამ დროს,როცა ხალხი ათას სისულელეს ლაპარაკობდნენ მის შესახებ. ის წყნეთში წავიდა, სახლში,რომელიც მამამისმა და ნინას მამამ ერთად იყიდეს და ბავშვებს გადაუფორმეს. ეს სახლი ანკას და ნინას სახლია. ეს სახლი მათ გარდა არავინ იცის. ანკა ამ სალხში შევიდა,ძალა გამოცლილი დაეცა იატაკზე,სიმწრისგან რაღარ არანორმალურ ხმებ უშვებდა პირიდან,ბოლო ხმაზე ღრიალებდა,მუშტებს იატაკს უშენდა,თითები სულ გადაიტყავა,მაგრამ ახლა გული უფრო სტკიოდა ვიდრე თითები. თქვენ ასეთი ანკა გახსოვთ? სად წავიდა გიჟი,არანორმალური,კეთილი, ლაღი და ბედნიერი ანკა? ანკა მხოლოდ ერთმა ზარმა შეცვალა,იმ ერთმა ზარმა,რომელშიც უამრავი შანტაჟი იყო ჩადებული. ამ ზარზე გაახსენდა. ფეხზე გიჟივით წამოვარდა და იმ ნომერზე დარეკა
-გისმენ ფერია
-ვერ გიტან,მეზიზღები,მძულხარ, რა გინდა მიაღწიე შენსას? საღოლ. და ახლა ბედიერი ხარ? ბედნიერი ხარ ჩემი უბედურებით?
-შენ რა ცოცხალი ხარ?
-აჰამმ..ახლა არ თქვა რომ ჩემი მოკვლაც დააპირე და არ მელოდი
-არა მე არა, ჟურნალისტებმა თქვეს ეგრე
-ვარ კიდეც..მკვდარი ვარ გესმის? რა დააგიშავე ადამიანო რაა!! -ისტერიკულად ყვიროდა, ხმა სულ ჩაეხლიჩა
-თავი შემაყვარე
-რააა თქვიიიი???? მაგდენად ცხოველი თუ იყავი,რომ ჩემი ახლობელი ადამიანების შანტაჟით შენთან ვყოფილიყავი არ მეგონა..არც იოცნებო რომ შენთან ვიქნები გაიიგეეეე!! ვინ ხარ საერთოდ გიცნობ!!!??
-რამდენს ლაპარაკობ ფერია. მე არაფერს გაძალებ,მოვა დრო როცა შენი ფეხით მოხვალ ჩემთან და შემეხვეწები არ გამაგდოო..ახლა მეჩქარება და ნუ მაცდენ სიცოცხლე -ტელეფონი გაითიშა. ანკამ ისევ მაგრად დაიღრიალა,ამასობაში კარები ნინამ შემოგლიჯა. და მაშინვე ანკას მივარდა,რომელიც იატაკზე იჯდა და და ბოლო ხმაზე მოსთქვამდა
-ანკა, ჩემო ლამაზო, საყვარელო კარგად ხარ?
-კარგად აღარასდროს ვიქნები ნინა აღარასდროს
-როგორ არა იქნები აი ნახავ
-უკვე მხოლოდ იმის მერე ვიქნები კარგად როცა მიწის ქვემოთ,რამდენიმე ფუტით დაბლა ვიქნები. მაშინ მექნება ცივი გული და ვეღარაფერს ვიგრძნობ
-რეებს ლაპარაკობ ჩემო პატარა..ეს რატომ გააკეთე ანკა? რატომ წამოხვედი. რამე დაგიშავა? გაწყენინა? გიღალატა?
-არააა არააა არააა -ისევ ბოლო ხმაზე დაიღრიალა,ან სადღა ჰქონდა ამ საწყალს ხმა
-კაი დამშვიდდი მოდი ჩემთან -ანკა დაქალს ჩაეხუტა,თითქოს ცოტა დამშვიდდა. მერე ისევ თვითონ დაიწყო ჩამად ბუტბუტი
-ეს რომ არ გამეკეთებინა მოკლავდნენ გესმის? ან მას..ან საბას, საბას რომ რამე მოუვიდეს მოვკვდებოდი..ან რა ვიცი..შეიძლება შენც..არც ჩემს მოკვლაზე იტყოდნენ უარს,მაგრამ მათ მე ვჭირდები და ამას არ გააკეთებდნენ
-რას ლაპარაკობ ანკა? ვინმე გაშანტაშებდა?
-არა -თავი გააქნია ანკამ, იცოდა რომ ნინა მაშინვე ნიკის ეტყოდა და არ უნდოდა საფრთხეში ჩაეგდო სხვები. ერჩივნა ისევ თვითონ ეტანჯა ვიდრე სხვები
-ანკა მატყუებ?
-გთხოვ აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი -იმ დღემ მშვიდად ჩაიარა,თუ იმას არ ჩავთვლით რომ ანკას და ნიკის გულში არ იყო მშვიდობა. ანკამ მშობლებს დაურეკა და დაამშვიდა. მაშინვე საბა იკითხა და რომ დარწმუნდა,რომ კარგად იყო თავადაც დამშვიდდა. მშობლებიც დამშვიდდნენ რაღანც ეს იყო კარგად. მეორე დღეს ნინა აბაზანაში იყო შესული. ანკას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და დაბლა ჩავიდა..
-ნიინაა -დაუძახა დაქალს და თვალები მოიფშვნიტა
-აქ ვარ ანკა -სააბაზანოდან გამოსძაცა ნინამ
-კაი..-სამზარეულოში შევიდა, სალათის დაჭრა უნდოდა. დანა აიღო და დაჭრას შეუდგა როცა.....როცაა კარები გაიღო და სახლში მაღალი,შავგვრემანი ბიჭი შემოვიდა
-დათაააა!! -დანა ხელიდან გაუვარდა მის დანახვაზე. მისი ხმა ნინამაც კი გაიგო
-რა იყო არ მელოდი?
-დათა აქ რა გინდა? როგორ მიგვაგენი? შენ ვაბშე გერმანიაში არ იყავი?
-სწორად აღნიშნე ვიყავი..მაგრამ ახლა აქ ვარ
-წადიი -ხმადაბლა უთხრა და დანის აღებას შეეცადა,აიღო კიდეც, რავი მაინც,თავდაცვის მიზნით
-შენც კარგად იცი,რომ ჯერ არ წავალ
-შენ ხარ, ვინც ასეთი კონცერტები დადგა და სული გამიმწარა?
-სწორად მიხვდი -ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ბიჭს
-რა გინდა ჩემგან? ხომ მიიღე რაც გინდოდა,ნიკის დავშორდი,უფრო მეტიც, იმდენი ვქენი ალბად სამუდამოდ შემიძულებს. ახლა რას მოელი ჩემგან -ცდილობდა რომ ეს ყველაფერი მშვიდად ეთქვა
-მე შენ მინდიხარ და სულ ფეხებზე,შენი ნიკი და სხვა დანარჩენი
-მათ არაფერი დაუშავო. თუ ისევ გიყვარვარ ოდნავ მაინც, მათ არაფერი დაუშავო. საბას ხელი რომ დააკარო გეფიცები საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ..ჯერ შენ მოგკლავ და მერე თავს მოვიკლავ გესმის?
-დამშვიდდი, როგორც ვთქვი მე შენ მჭირდები და არა სხვები
-კარგი, მე აქ ვარ,შენს წინ. აი დანა -დანა გაუწოდა -რაც გინდა ის მიქენი,თუ გინდა მომკალი,მაგრამ ჩემს საყვარელ ადამიანებს არ შეეხო
-შენ გგონია მართლა გამოგართმევ მაგ დანას?
-აბა რა გინდა დათა რაა!!!
-მეორე შანსი
-არაააა!!!!არააა და არააა...მე შენ ისევ ის 16-17 წლის კი არ გეგონო. ამ ორ წელში იცი რამდენი რამე შეიცვალა? იცი? წამლებზე ვიყავი დამოკიდებული,ნერვული აშლილობა მქონდა. საგიჟეთში აპირებდნენ ჩემს წაყვანას,მაგრამ საბედნიეროდ ჩემი მშობლები უარზე იყვნენ. ეს ყველაფერი კი შენი ბრალი იყო,შენი!!!! და ახლა, ამ დროს,როცა ყველაზე მეტად შენი დანახვა არ მინდოდა,მეუბნები,რომ მეორე შანსი მოგცე?
-ანკა ხო იცი როგორ მიყვარხარ, მაშინაც მიყვარდი,მაგრამ რა ვქნა სხვა გზა არ მქონდა ანკა, არ გესმის ჩემი?
-არ მესმის არაა!!! -ანკა ისევ ყვიროდა -იცი რატომ არ მესმის? მაშინ რომ შენც მოგესმინა ჩემთვის ახლა ისევ ერთად ვიქნებოდით,ვინ იცის, შეიძლება ახლა პატარა გოგო ან ბიჭიც გვყოლოდა, ბედნიერი წყვილი ვიქნებოდით. მაგრამ არა!! შენ ამ დამპალი ხალხის ენებს აჰყევი,რომლებიც ჩემზე უამრავ ჭორს თხზავდნენ, რომ ანკა ვიბლიანს სხვა შეყვარებული ჰყოლია. აღარ გახსოვს? გემუდარებოდი,რომ დარჩენილიყავი, რა აღარ გავაკეთე,რომ სიმართლე დამემტკიცებინა,მაგრამ არა..მაშინ 16 წლის ვიყავი,სრულიად ბავშვი,არაფრის გაგებაში არ ვიყავი,არ შემეძლო თავი დამეცვა ამ ბოროტი ხალხის ენებისგან,შენ კი ეს შეგეძლო. შეგეძლო,მაგრამ რა გააკეთე? იმის მაგივრად,რომ დარჩენილიყავი,სხვასთან წახვედი..ერთი მიღალატე,მეორე შენი საყვარელი გოგო ვერ დაიცავი, მესამე დაცვაზე ზედმეტია ლაპარაკი,მათ აჰყევი მათ!!! და ამის მერე რა უნდა გავაკეთო მიპასუხე....
-ანკა გაჩუმდიი!! -ახლა დათამ დაიღრიალა,გაახსენდა,სულ დეტალებში გაახსენდა ყოველი წამი და წუთი,რაც მაშინ მოხდა,რაც საშინლად სტკენდა გულს -შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილზე?
-ადამიანში ყველაზე მეტად მოსმენას და ნდობას ვაფასებ..სამწუხარიდ შენ არც ერთი გაქვს და არც მეორე. რას ვიზავთ. ახლა მეც მარტოსული ვარ. ისევე როგორც შენ, მაგრამ შენ შეგიძლია სხვასთან წახვიდე,ეს არ გაგიჭირდება,ისევე როგორც მაშინ. მაგრამ მე? მე ვერსად წავალ, რადგან მე პირობას ვასრულებ. მე მას შევპირდი რომ არასდროს დავივიწყებდი,სხვა როგორ უნდა შევიყვარო ამის მერე? მიპასუხე დათა მიდი გისმენნ!!!!
-ანკა გთხოვ მაპატიე რა გთხოვ..ახლა წავალ კაი? მერე ისევ დავბრუნდები,გპირდები აღარასდროს გაწყენინებ
-გირჩევნია აღარასოდეს დაბრუნდე -ხმადაბლა უპასუხა ანკამ და კარები წხვირ წინ მიუჯახუნა. თვითონ კარებში ჩაიკეცა და ტირილი დაიტყო..ნინაც მალე გამოვიდა აბაზანიდან,როცა ანკა ასეთ მდგომარეობაში დაინახა გული მოუკვდა. მაშინვე მასთან მივარდა და მაგრად მოხვია ხელები
-ანკა დამშვიდდი კაი? გთხოვ რაა ხო იცი რა ცუდად ვარ ასეთს რომ გიყურებ
-ნინა ცუდად ვარ ცუდად!! გუშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი,გუშინ ღამეც საშინლად ბედნიერი -ანკას გაეღიმა -მაგრამ,რომ წარმოვიდგენ,რომ ეს ბედნიერება დასრულდა...
-მოიცა გუშინ ღამე?
-ჰოო გუშინ ღამე ნიკისთან ვიყავი -ისევ გაეღიმა
-მოიცა ის მოხდა რასაც ვფიქრობ? -ნინას თვალები აუციმციმდა
-ჰოო -ანკასაც გაეცინა
-აუუ არარსებობს -სიხარულისგან ტაში შემოჰკრა ნინამ..ის დღე მშვიდად გაატარეს. ფილმებს უყურებდნენ და მერე მთელი დღე ტიროდნენ. ღამეც ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ. მეორე დღეს ნინა აბაზანაში იყო შესული, თვითონ ტელევიზორთან მოიკალათა, იქნებ ახალი ამბები გაეგო,თავის თავზე ან იქნებ მასზე? ტელევიზორი ჩართო,საინფორმაციოში ამ დროს გადიოდა ნიკი დვალვის შესახებ,თუმცა დააგვიანა ჩართვა. ამიტომ ტელეფონში გადახვევით უყურა. ხელის კანკალით გახსნა ფაილი "ცნობილი ბიზმესმენის შვილი,ნიკი დვალვი არავინ იცის სად არის"
-გუშინ შუადღით, შუადღის 5 საათის მერე ნიკი დვალვი არავის უნახავს, როგორც მამამისი, ბატონი ზურა დვალვი გვამცნობს "ნიკი დილიდანვე აღელვებული იყო, აშკარად რაღაც მოხდა,თუმცა არაფერი მითხრა ამის შესახებ. გუშინ 5 საათზე წავიდა ბათუმში,და შერატონში დაბინავდა. მის მერე კი არავის უნახავს"...
არაფერია ცნობილი სად შეიძლება იმყოფებოდეს. არც ერთ მის ოჯახის წევრს არ უნახავს,და არც მეგობრებს შეხმიანებია. ვიმედოვნებთ,რომ კარგად არის. -გამოაცხადა ჟურნალისტმა. ანკას ტელეფონი უვარდება ხელიდა, კანკალი იტანს,მთელი სხეული უცახცახებს. მთელი ხმით მოსთქვამს,არ იცის ამდენ ტკივილს გული თუ გაუძლებს. მის ხმაზე ნინა შეშინებული გამოვარდა აბაზანიდან. და ნინასკენ გაიქცა
-ნიი რა მოხდა საყვარელო რა დაგემართა ჩემო პატარა -თავზე ეფერებოდა დაქალს
-ნიი ამათმა თქვეს,რომ დაიკარგაო და ვიმედოვნებთ,რომ ცოცხალიაო -ჩუმად ბუტბუტებდა და ჟურნალისტის სიტყვებს იმეორებდა -მას,რომ რამე მოუვიდეს...
-ჩშშ..ის კარგად იქნება,ახლა დასვენება უნდა და მაგიტო წავიდა ალბად სხვაგან..დამშვიდდი ჩემო ლამაზო ის კარგად იქნება
-იმედია -ისევ ჩუმად თქვა და დაქალს თავი დაადო გულზე..ნინა თავზე ეფერებოდა ნაზად,მერე ანკას დაეძინა,ამდენი ნერვიულობის მერე ძალები აღარ აქვს..ასე გაატარეს თითქმის ორი კვირა. დათამაც ერთი-ორჯერ დაურეკა,ამ დროში. და ახლაც მუქარა იმჩნეოდა მის სიტყვებში
-ნიინ ცუდად ვარ -ძლივს ამოიკნავლა დილაუთენია ანკამ
-რატო ანკა? რამე გტკივა?
-არ ვიცი,მიდი რაა წამლები ამომიტანე -უთხრა ანკამ და ნინაც მაშინვე გაიქცა წამლების მოსატანად. ნინას წასვლა და ანკას აბაზანაში გაქცევა ერთი იყო,გული აერია..ეს არც პირველი იყო და სავარუდოდ არც ბოლო. მანამდე თაბრუსხვევები აწუხებდა,ახლა გულის რევები. რაღაცას ეჭვობდა,მაგრამ არ უნდოდა ამის ბოლომდე დაჯერება. სანამ ნინა აფთიაქში იყო წასული,მანამდე ანკამ ყველაფერი მოასწრო
-ჯანდაბაა -დაიღრიალა და კიდევ ერთხელ დახედა, ვარდისფერ პატარა ტესტს,რომელიც ორ ხაზს აჩვენებდა -რა დროს ეს იყო..არ შემიძლია ჩემო პატარა,შენი დაბადება ცოტა საშიშია,არ მინდა საფრთხეში იცხოვრო,სანამ ის ცხოველი აქ იქნება მე ვერ დაგიცავ ჩემო პატარა -ანკა თავისთვის ელაპარაკებოდა ბავშვს,თან ბედნიერებისგან ტიროდა. ამასობაში ნინაც მოვიდა
-ანკა სად ხარ?
-აქ ვარ..გამოვალ მალე -გასძახა აბაზანიდან,ტესტი სწრაფად გადამალა და გარეთ გავიდა
-წამლები მოგიტანე
-ცოტა უკეთ ვარ,ალბად ამ ნერვიულობის ბრალია -არ უნდოდა ეთქვა თავისი ოსულობის ამბავი
-ჰოო..ახლა კარგად ხარ?
-ჰოო ახლა უკეთ ვარ
-კაი მაშინ სადილს გავამზადებ და ჩამოდი ვჭამოთ -ნინა დაბლა ჩავიდა..ანკაც უკან გაჰყვა და საჭმლის გაკეთებაში მიეხმარა. ისეთი გემრიელი არომატი დატრიალდა სახლში,ერთი სული ჰქონდათ როდის იქნებოდა მზად საჭმელი..

-ანკაა? -მეორე დღეს გაკვირვებული სახით ჩამოვიდა ნინა პირველ სართულზე
-რა მოხდა?
-ანკა ეს? ეს...ანკა მოიცა ანნუუ..-ნინა სიტყვებს ძლივს აბავდა ერთმანეთზე
-ჰაა ახლა გამოყე ენა,იქნებ წავიკითხო
-ანკა ეს შენია? -გაოცებულმა ნინამ ანკა ის ვარდისფერი ტესტი გაუწოდა
-ნინა ეს შენ საიდან გაქვს?6-ანკამ სწრაფად გამოგლიჯა ხელიდან
-დღეს,რომ ვბანაობდი,ტანის გელი ვერ ვიპოვე და მთელი აბაზანა თავდაყირა დავაყენე და მერე შემთხვევით ამას წავაწყდი..ანკა ანუ შენ ორსულად ხარ?
-ჰოო ნინა ჰოო -ანკა მოწყვეტით დაეშვა დივანში -შემპირდი,რომ არავის ეტყვი?
-შენ შემპირდი,რომ ამ ბავშვს არაფერს დაუშავებ
-არ ვიცი ნინა არაფერი არ ვიცი. არ მინდა ბავშვი უმამოდ იზრდებოდეს,და არ მინდა მუდამ შიშში ვცხოვრობდე
-ანკა ბავშვმა რა დააშავა? არც გაბედო და მასზე უარი არ თქვა,რა იცი,რომ მამამისი ახლო არ ეყოლება? ან თუნდაც არ ჰყავდეს ახლოს,მე,ჩემი ძმა,და ჩვენი მშობლები,შენს შვილს ცივ ნიავსაც არ მივაკარებთ
-არ ვიცი ნინა
-მე კი ვიცი,ეგ ბავშვი დაიბადება და მე მისი დეიდა ვიქნები -სიხარულით თქვა ნინამ და მის გვერდით მიკალათდა
-ნინა გთხოვ ცოტა ხანი მარტრო დამტოვე კარგი? გპირდები თბილისში მალე ჩამოვალ. ჩემებს მიხედე,საბას ყურადღება მიაქციე და ისე გყავდეს როგორც საკუთარი ძმა,სანამ მე არ დავბრუნდები კარგი? აუცილებლად ჩამოვალ გპირდები
-ანკა შემპირდი,რომ ბავშვს...
-გპირდები,რომ სულ რაღაც ცხრა თვეში შენ დეიდა გახდები,მე დედა -ანკამ ნინას გაუღიმა
-კაი მაშინ გელოდები და მალე ჩამოდი კაი?
-კაი -ანკა დაქალს ჩაეხუტა და სახლიდან გაისტუმრა და თვითონ ფეისბუქში შევიდა,იმდენად მობეზრდა ამ უაზრო სიახლეების ნახვა,რომ მალევე დაანება თავი თვალიერებას,თუმცა ერთმა სათურმა მაინც მიიქცია მისი ყურადღება,ამიტომ უფრო ვრცლად ნახა და კითხვა დაიწყო
"ნიკი დვალვი დღეს-დღეობითაც არსად ჩანს,უამრავი და სავარაუდო მოსაზრება ვრცელდება მის შესახებ,თუმცა მისი ამჟამინდელი სამყოფელი დაზუსტებით არავინ იცის..ზოგის აზრით ის მაშინვე დაღუპული იპოვეს,როცა სახლიდან წავიდა,თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ხალხის აზრებია,ჩვენ კი მაინც ვიმედოვნებთ,რომ ცოცხალია და კარგად არის"
-სად ხარ ნიკი სად?..დათა ამას არ იზავდა,მას მხოლოდ მე ვჭირდები,ჩემო პატარა ნუ გეშინია მამიკოს აუცილებლად იპოვიან -ანკა ჯერ არ დაბადებულ ეჩურჩულებოდა..არ იცის რამდენი ხანი იჯდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ამ ფიქრებში ვერც შენიშნა,რომ უკვე 10 გამოტოვებული ზარი ჰქონდა ნინასგან. სწრაფად გადაურეკა დაქალს
-ნინაა ჩახვედი?
-ხოო გოგო ჩავედი..ნახე ახალი ამბები?
-კიი -ხმის კანკალით უთხრა ანკამ -ბიჭებმა რამე ხომ არ იციან? გთხოვ ნინა რამე გაიგე,თორემ გავგიჟდები..იქნებ მაგათ მაინც უპასუხოს,გთხოვ რაა
-კაი ვეტყვი ლუკას და დაგირეკავ თუ რამე გავარკვიე,შენ არ ინერვიულო კაი? -ტელეფონი გაუთიშა,დრო გადიოდა,თუმცა ნინას ზარი აყოვნებდა. უკვე დაღამდა,თუმცა ანკას ძილი არ მოეკარა. მთელი დღე ტიროდა,სანამ ცრემლის მარაგიც არ ამოეწურა. ხოო..იმდენი იტირა,ცრემლიც კი გამქრალიყო. დასაძინებლად დაწვა თუმცა მაინც ვერ დაიძინა,ნინას ზარიც არა და არ ჩანდა. მუცელიც ისე ისე ატკივდა თითქოს ბავშვიც ხვდებოდა,მამის გაუჩინარებას.. წამებს_წუთები ცვლიდნენ, წუთებს_საათები. ასე მოვიდა ღამის 3 საათი,როგორც იქნა დაეძინა ანკას. თუმცა ვინ აცდის ძილს,ისეთი სიზმარი ნახა მთელი 5 წუთი შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით. ნიკი დაესიზმრა,თითქოს ჩხუბის დროს დაჭრეს და სიკვდილის პირას იყო,საშინლად ტიროდა. როცა გაიღვიძა სახეზეც ცრემლები ჰქონდა და ოფლში ცურავდა. ცდილბდა სუნთქვის დარეგულირებას. საწოლიდან ადგა და სააბაზანოში შევიდა,ცივი წყალი შეისხა,ცოტა გამოაფხიზლა. მერე ცივი წყალი დალია. და ისევ დასაძინებლად დაწვა. ნუუ..რამდენად გამოუვიდა ეგ კიდევ სხვა თემაა, მაგრამ სცადა მაინც. გამთენიისას დაეძინა. დილით ადგომის თავი არ ჰქონდა,ისე იყო გამოფიტული,ამიტომ უბრალოდ იწვა და სურათების თვალიერებაში გაჰყავდა დრო..ახლა მხოლოდ მოგონებები ჰქონდა სანუგეშოდ,მხოლოდ მოგონებებით ცოცხლობდა და სუნქავდა. იცოდა,რომ ეს ყველაფერი თვითონ წამოიწყო და ისევ საკუთარ თავზე იმკიდა დანაშაულს და თავის საქციელს. მაგრამ სინამდვილეში ვინ იცოდა რა სტკიოდა ამ პატარა გოგოს,რომელიც ჯერ ცხოვრების აზრზეც არ იყო..ენატრებოდა, ყველა სიგიჟემდე ენატრებოდა, თუმცა არავის ნახვა არ სურდა. ადამინს აღარ ჰგავდა,ცისფერი თვალები,რომლებიც სიგიჟემდე შეუყვარდა ნიკის. ჩაწითლებული ჰქონდა, ტუჩები დასიებული, ალბად ამდენმა ტირილმა იცის. სახეზე ფერი აღარ ედო და სულ დასუსტებული იყო
-მაპატიე დედიკო შენც თუ ასე გტანჯავ -ეუბნებიდა ხოლმე თავის პატარას და მერე ძლივს-ძლივობით იძინებდა.. დაახლოებით სამი თვე იცხოვრა ამ მდგომარეობაში, სულ მარტო. ნიკისგან კი არანაირი ინფორმაცია არ ისმოდა, ის დღემდე, ზოგს მკვდარი ეგონა,ზოგს დაკარგული,ზოგს საზღვარგარეთ წასული. რას გაუგებ ამ ხალს,ზოგი რას იტყვის ზოგი რას..აღარც ნინას ზარებს პასუხობდა და აღარც ბიჭების ზარებს..ახლა მხოლოდ ის და ბავშვი იყვნენ..ხვდებოდა,რომ დეპრესია ეწყებოდა,მაგრამ არც არაფერს აკეთებდა საკუთარი თავის საშველად..წყნეთში ყოფნისას,დაახლოებით სამი თვის შემდეგ დედამისმა დაურეკა. თავიდან არ პასუხობდა,თუმცა ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა,ბოლოს უპასუხა
-ჰოო დეე -უპასუხა და ყელში მომდგარი დიდი ბურთულა გადააგორა
-ანკააა -მაკას ისეთი ხმა ჰქონდა,ჰქონდა ანკას გული აუფრიალდა
-დეე რა მოხდა ხო მშვიდობაა?
-ანკა...საბაა...დეე ისს..-ქალი ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა..ანკას ფერი ეკარგებოდა,სულ აკანკალდა,ძლივს მოაბა ამ რამდენიმე სიტყვას თავი
-დეე საბას რა სჭირს? -ხმის კანკალით უთხრა
-მაღალი სიცხეები ჰქონდა, გული წაუვიდა და სულ ცუდად იყო..ახლა სავადმყოფოში ვართ და მალე მოდი გთხოოვვ..
-კაი დეე ახლავე მოვდივარ -ანკამ ტელეფონი გაუთიშა,ტაქსი გამოიძახა და სასწრაფოდ თბილისისკენ წავიდა.."გაუძელი ძამიკო,მე მალე მოვალ და შენთან ვიქნები" მთელი გზა ამას ბუტბუტებდა გზაში... მანქანა პირდაპირ სავადმყოფოს წინ გაჩერდა,ანკამ მძღოლს ფული გადაუხადა და მთელი სისწრაფით შევარდა შიგნით. პირადპირ მეორე სართულზე ავიდა,სადაც მშობლები და ნინა დახვდა,მაკა სკამზე იჯდა და თავი დიტოს კალთაში ედო, ნინა ადგილს ვერ პოულობდა. ანკას დანახვისას მაშინვე მისკენ გამოიქცა და მონატრებულ დაქალს ჩაეხუტა. მერე ოდნავ გამობერილ მუცელს აკოცა..ანკა მშობლებისკენ წავიდა,მაკას პირი ღია დარჩა ანკას დანახვაზე,მან პირვლად ნახა თავის შვილი და აზრზე არ იყო ანკა თუ ორსულად იყო
-შვილო შენნ? -ქალმა მიცელზე დახედა და გაოცებულმა ამოილაპარაკა
-ჰოო დეე მალე ბებია გახდები -ანკამ გაუღიმა და თვალებზე მომდგარი ცრემლი დააიგნორა
-ჩემო პატარა ამას გვიმალავდი ამდენი ხანი? როგორ მომენატრე ჩემო ცხოვრება,იცი როგორ ვნერვიულობდით?-ახლა დიტო ჩაეხუტა
-მაპატიეთ მაა..ახლა საბას რა სჭირს სერიოზულია რამე?
-შენთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძლება,მოდი დაჯექი და ექიმი,რომ გამოვა ვნახოთ რას გვეტყვის-ექიმის მოლოდინში დრო ისე იწელებოდა თითქოს საუკუნე ელოდნენ,ეს ის მომენტია,როცა ყველას ბედნიერება ექიმის სიტყვებზეა დამოკიდებული..აი თეთრხალათიანი საშუალო სიმაღლის კაცი გამოვიდა პალატიდან,თეთრი პირბადე მოიხსნა და ამღვრეული თვალებით შეხედა ოთხივეს..ეს თვალები კარგს არაფერს მოასწავლიდათ
-საქმე საკმაოდ სერიოზულად არის..შეგიძლიათ აღწეროთ რა მდგომარეობაში იყო სახლში..ანუ სავადმყოფოში დაწვენა რატომ გადაწყვიტეთ?
-ბაღიდან დამირეკეს,ბავშვს გული წაუვიდაო,ვიფიქრე ალბად დაიღალა და მაგიტომ თქო და სახლში წამოვიყვანე..მაგრამ მერე სახლშიც გახდა ცუდად,ერთხელ თავბრუ დაეხვა,მერე ცხვირიდან სისხლი წასკდა,ხშირად მეუბნებოდა "დედიკო ასე მგონია ხელებზე ჭიანჭველები გამდიან და მეღუტუნებაო" ანუ ხელები უბრუჟდებოდა..დღესაც სახლში საჭმელს ვაკეთებდი და მაშინ წაუვიდა გული -აუხსნა ქალმა ექიმს
-არ მინდა შეგაშინოთ,მაგრამ მისი მდგომარეობა იმდენად სერიიზულად არის,რომ შეიძლება პატარამ ვერც კი გადაიტანოს..ვვარაუდობთ,რომ მას ლეიკემია აქვს..ანალიზის ზუსტი პასუხები ხვალ იქნება -აუხსნა ექიმმა
-ექიმო შესვლა შეიძლება? -ჰკითხა ანკამ
-ახლა სძინავს და რომ გამიღვიძებს შეგიძლიათ შეხვიდეთ..მაგრამ ეცადეთ არ გადატვირთოთ -უთხრა ექიმმა და პირველი სართულისკენ წავიდა..მაკა ძალიან ცუდად იყო,მუხლები ეკეცებოდა,მაგრამ დიტომ სწრაფად დაიჭირა და სკამზე დასვა
-დედიკო არ ინერვიულო საბა კარგად იქნება -ამშვიდებდა ანკა,თუმცა ახლა მას უფრო სჭირდებოდა დამშვიდება..მასთან ნინა მივიდა და ცალკე სკამზე დასვა,ანკას თავი კალთაში ჩაიდო და თავზე ეფრებოდა
-ნიი..ის არის ჩემი ცხოვრება,მის გამოც ვთქვი ყველაფერზე უარი და ახლა,რომ რამე მოუვიდეს გავგიჟდები ნიი -ისე ხმადაბლა ეჩურჩულებოდა დაქალს,რომ ნინას ერთი სიტყვაც არ გაუგია..საბამაც მალე გაიღვიძა და მაკამ ანკას უთხრა "ახლა ყველაზე მეტად შენი დანახვა გაეხარდება და შენ შედიო" და ანკა შევიდა პალატაში..
-დაიკოოო -საბასაც ბავშვურად გაეხარდა დის დანახვა,არადა რა იცოდა პატარამ როგორი ცუდად იყო მისი მდგომარეობა და როგორ უჭირდა ახლა მის დას
-ჩემო პატარა მომენტრე იცი?
-მეც მომენტრე..შენ რომ შემპირდი მოვალ ხოლმეო სად იკავი? მომატკუე?
-არა ჩემო სიცოცხლე არ მოგატყუე..დაიკო ცუდად იყო და ვერ მოვიდა,ახლა კი აქ ვარ ჩემო ცხოვრება
-ქო აგალ წაქვალ?
-არა ჩემო პატარა. დაიკო სულ შენთან იქნება და არ მიგატოვებს -ანკამ საბასგან მალულად მოიწმინდა ცრემლები და მერე ისევ ძმას შეხედა
-დაიკო ნიკი ძია სად არის არ მოვა? -ანკას თითქოს რაღაც ჩაწყდა გულში,ნიკის ხსენებაზე გული აუჩქარდა და ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა
-ნიკი ძიას საქმეები აქვს და რომ მორჩება მერე მოვა -არ უნდოდა საბას განერვიულება ამიტომ ტყუილის თქმა მოუწია -იცი? მე შენთვის სიურპრიზი მაქვს -საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა
-აუუ მართლაა? - საყვარლად ატიტინდა საბა
-ჰოო ჩემო ცხოვრება..აიი ნახე -მან საბას ხელი აიღო და მუცელზე მიიდო -აქ პატარა ზის,პატარა გოგო ან ბიჭი,ისიც შენსავით საყვარელი იქნება და მერე ერთად ითამაშებთ ხოლმე -უთხრა ძმას და გაუღიმა
-მერე შენ მაგ პატარას დედიკო გახდები?
-ჰოო მე დედიკო გავხდები,შენ ძია
-ეგ ჩემზე ძალიან გეყვარება? -მოიწყინასავით საბამ
-არა ჩემო ლამაზო,ორივე ძალიან მეყვარებით -ანკამ საბას ორივე ლოყა დაუკოცნა
-მაშინ მეც მეყვარება ეგ პატარა -კმაყოფილმა ამოილაპარაკა საბამ და დაამთქნარა
-გეძინება საბუ?
-ჰოო დაიკო,აქ სულ მეძინება..მალე წამიკვანენ აქედან?
-როცა კარგად გახდები მაშინვე წაგიყვანთ და მერე ბევრ შოკოლადებს გიყიდი -გაუცინა ანკამ..საბამაც გაიცინა,მერე მალევე დაეძინა,ანკამ ძმას ფრთხილად აკოცა და ჩუმად დატოვა პალატა..მაკამ,რომ დაინახა მაშინვე ანკასკენ გამოიქცა
-როგორ არის დეე საბა?
-კარგად არის არის დეე არ ინერვიულო,ხასიათზეა და როგორც ყიველთვის ბევრს ტიტინებს..როგორც ჩანს დამამშვიდებელს უკეთებენ და მალე ეძინება..ეხლაც სძინავს
-მაკა დეიდა..თქვენ და დიტო ბიძია სახლში წადით და მე და ანკა დავრჩებით აქ -საუბრში ნინა ჩაერთო
-არა შვილო..ახლა ანკას უფრო სჭირდება დასვენება და თქვენ წადით სახლში
-დეე ჩემზე ნუ ღელავ მე კარგად ვიქნები..შენ და მამა წადით და დაისვენეთ კარგი?
-კარგი..ფრთხილად იყავი შვილო -ქალმა ანკას ლოყაზე აკოცა და ქმართან ერთად დატოვა სავადმყოფო..ანკამ და ნინამ მთელი ღამე სავადმყოფოში გაატარეს..ანკას ნინას მუხლებზე დაეძინა,ეგეც ცოტა ხანი და მერე თვალი ვეღარ მოხუჭა..ვეღარ გაეგო რაზე ენერვიულა..ძმის სიცოცხლეზე? იქით ნიკიზე? თუ ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე..იმდენი სანერვიულო დაუგროვდა,ძალა გამოცლილი იყო და იმის უნარიც აღარ ჰქონდა,რომ საჭმელი ეჭამა..მეორე დღეს დილაუთენია მოვიდენენ მაკა და დიტო სავადმყოფოში და ერთად დაელოდნენ ანალიზის პასუხებს..მისი პასუხები მეხის გავარდნასავით იყო მთელი ოჯახისთვის..ანალიზის პასუხებმა აჩვენეს,რომ პატარა საბას ლეიკემია ჰქონდა..თან ისეთი მწვავე ფორმებში,რომ ექიმებმა პირდაპირ უთხრეს,რომ...ექიმებმა პირდაპირ უთხრეს,რომ პატარა საბას ძალიან ცოტა ხნის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.. მაკას რამდენიმეჯერ წაუვიდა გული, ანკას მუცელი ისე ასტკივდა,რომ ისიც სავადმყოფოში დააწვინეს, წვეთოვანი დაუდგეს და მეორე დღეს ისევ მათთან ერთად იყო...
რამდენიმე კვირის მერე მოხდა ის,რამაც ანკას,მაკას და დიტოს,ერთი შეხედვით ფერადი ცხოვრება შავ-თერთი ფერებმა ჩაანაცვლა..ანკას ეხლაც ჩაესმის ექიმის საზარელი სიტყვები "ვწუხვართ,ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ"..ანკა პალატისკენ გაიქცა..ექიმებთან ჭიდილის შემდეგ ბოლოს მაინც შეაღწია იქ სადაც მისი ძმა ესვენა..მის დანახვაზე გულმა რამდენი ტარტყმა გამოტოვა ვინ იცის..ერთ ადგილზე გაიყინდა და ჯერ შორიდან უყურა ძმის უსულო სხეულს..მერე ნელ-ნელა მიუახლოვდა,ხელით ფრთხილად შეეხო გაყინულ ხელს..ცრემლები ურცხვად ეცემოდნენ,უსულო სხეულს..ხმის ამოღებაც ვერ ბედავდა,ერთ ხანს ჩუმად უყურებდა პატარა ძმას და ისე ტიროდა გული ამოვარდნას ჰქონდა
"ჩემო პატარა..რამდენი იწვალე..რატომ ხარ ასე თეთრი? გახსოვს? რომ მეუბნებოდი,სულ ჩემთან იყავი და აღარ წახვიდეო? შენ რატომ წახვედი ჩვენგან ჩემო სიცოცხლე..მე ხომ ყველაფერი გავაკეთე,რომ თავი კარგად გეგრძნო,და ცოცხალი ყოფილიყავი? იცი? აი აქ,ჩემს მუცელში,ეს პატარაც კი ხვდება,რომ ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელი და ჭკვიანი ბავშვი წავიდა და ერთ ადგილზე ვერ ჩერდება..მოდი დაადე ხელი,შენ ხომ გიხაროდა ხოლმე,ჩემს მუცელზე მოფერება,მოდი ახლაც მოეფერე. არ გცივა?მიდი ადექი და ერთად წავიდეთ -ანკამ საბას წამოყენება სცადა,რაზეც დაცვა შევარდა ოთახში და მისი გამოყვანა სცადეს მაგრამ ანკამ იმხელა ხმაზე დაუღრიალა
-ხელი გამიშვით!! -ორივე დაცვამ სწრაფად მოშორდა ანკას -მოდი ჩემო ბიჭო,აღარ მახვეწნინო კარგი?..გზაში ბევრ შოკოლადებს გიყიდი..ხომ გიყვარს შოკოლადები..მიდი ადექი ჩვენს სახლში წავიდეთ,მე არსად აღარ წავალ გპირდები,სულ შენთან ვიქნები. გემუდარები ჩემო პატარა თვალები გაახილე. გთხოვ საბა. გემუდარები თვალები გაახილე და ისსვ შემომანათე შენი ლურჯი თვალები,რომლებიც მარტო მე,შენ და დედას გვაქვს. თუ არ ადგები მე აგიყვან და ისე წავიდეთ -ანკამ ისევ საბას აყვანა დააპირა,მაგრამ დაცვა მაშინვე მისცვივდნენ და რასაც ჰქვია სულ ხოხვით გამოიყვანეს ანკა პალატიდან..მერე მაკასკენ გაიქცა,რომელიც ერთ ადგილზე მოწყვეტილი იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა
-დედა საბა იქ არის..მას იქ სძინავს დედა. ხელები სულ ცივი აქვს,გესმის დედა?მიდი უთხარი წამოვიდეს,წამოდი ჩქარა, გემუდარები რამე იღონე დედა -მის წინ ჩაიმუხლა და დედამისს ისე ითრევდა პალატისკენ,როგორც პატარა ბავშვი,რომელიც ნაყინს ხედავს და დედას ეხვეწება წამოდი მიყიდეო..მაკა უემოციოდ იჯდა,ცრემლიც კი აღარ მოსდიოდა,ანკა "ანჯღრევდა" თუმცა ის ამაზეც არ რეაგირებდა,ანკას არც უყურებდა და მისი ერთი სიტყვაც არ ესმოდა..მერე დიტომ აიყვანა ანკა და სკამზე დასვა..ცდილობდა დაემშვიდებინა თუმცა ანკა მაინც თავისას გაიძახდა -მაა იქ შესცივდება,ხო იცი სიბნელის ეშინია,იქ შეეშინდება..მაა უთხარი წამოვიდეს
-დამშვიდდი ჩემო ლამაზო -ამშვიდებდა დიტო შვილს,თან ეფერებოდა. მერე ნინა მივიდა ანკასთან,დიტო მაკასთან წავიდა
-ანკა,მოდი ადექი..გთხოვ ბავშვზე მაინც იფიქრე,ცოტა მაინც ჭამე რამე -ანკას ძალებიც აღარ ჰქონდა ამიტომ მორჩილი ბავშვივით გაჰყვა ნინას...
მეორე დღეს პატარა საბა სახლში გადაასვენეს..მთელი სამეგობრო გვერდით ედგა ანკას,მაგრამ ყველაზე მეტად ვინც სჭირდებოდა ის მაინც არსად ჩანდა..ლუკამ და თოკომ ანას გამობერილი მუცელი,რომ დაინახეს გაოცებისგან პირი გააღეს..საბას გასვენება იყო,თორემ სიხარულისგან ხტუნვას დაიწყებდნენ.
-ძალიან გთხოვთ დედაჩემი სახლში მიიყვანეთ -სთხივა ანკამ ბიჭებს და ნინასაც უთხრა მათ გაჰყევიო..საფლავიდან ძლივს წამოიყვანეს მაკა..ანკამ კი მაშინვე დათას დაურეკა
-ოუუ ჩემს ფერიას,როგორც იქნა თვითონ გავახსენდი -დათას ხმაში საკმაოდ ირონია იგრძნობოდა
-შენ რა ადამიანი ხარ!!-კბილებში გამოსცრა ანკამ -იცი რა მდგომარეობაშიც ვარ..ხვდები,რომ ძალიან მიჭის,მაგრამ შენ ღადაობ კიდეც არა? მერე კი სიყვარულში მეფიცები..და ამის მერე გინდა,რომ შენი "გულწრფელი" სიყვარული დავიჯერო?
-ანკა მაპატიე არ მინდოდა შენი განერვიულება
-შეცდომების აღიარების დადგა არა?
-სად ხარ ანკა, სასწრაფოდ შემხვდი, ზუსტად ხუთ წუთში სანზონაში ამ ადგილზე მოდი,მისამართს გამოგიგზავნი..გაფრთხილებ,თუ არ მოხვალ..
-მოვალ!!მოვალ!!მოვალ!! -ანკამ იმხელა ხმაზე დაუღრიალა ხმის იოგები ჩაუწყდა.. ტელეფონი სწრაფად გაუთიშა და იმ მისამართზე მივიდა რომელიც დათამ გამოუგზავნა და ისიც მალევე მივიდა იმ ადგილზე..არც დათა იყო ნაკლებ მდგომარეობაში,არ ელოდა ანკას ამ მდგომარეობაში ნახვას. თვალის გუგა სულ ჩაწითლებული,თვალის გარსი კი ჩაშავებული. ისე იყო დასუსტებული,რომ მარტო ძვლები იყო დარჩენილი ეს ანგელოზივით გოგო..შავი ტანსაცმელი,მართალია ლამაზად ეცვა,შავი შარვალი,შავი მაიკა,შავი ტყავის ქურთუკი,შავი ტყავის ხელთათმანები და შარფი. მაგრამ სულ შეცვლილი იყო ახლა ანკა..ყველაზე მეტად მისი მუცელი გაუკვირდა,ერთხანს ასე უხმოდ უყურა მუცელზე,მერე ისევ ანკას ხმამ მოიყვანა აზრზე
-რატომ დამიბარე?
-რა იყო გამარჯობის ღირსიც არ ვარ?
-ახლა რაღა გინდა ჩემგან? რა გინდა!! ცხოვრება ხომ დამინგრიე,ნიკის ხომ დამაშორე,უფრო მეტიც ხომ ბიჭი სულ გააქრე.. ჩემი ძმის სიცოცხლით დამემუქრე.. ახლა მშვიდად ხარ? ახლა მადლობელი ხარ? კმაყოფილი და ბედიერი ხარ? ჩემი პატარა ძამიკო,რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა ცოცხალი აღარ არის და ახლა რაღა გინდა!!მიაღწიე შენსას..ყველა საყვარელი ადამიანი დამაკარგვინე.. ახლა კი დასაკარგი არც არაფერი მაქვს..ამიტომ ახლა შენი უაზრო შანტაჟებით სხვები დააბი სახლში და ვნახოთ,როგორ ბედნიერს გაგხდის ეგ უაზრო და არაადამიანური საქციელი -ანკა ხელებს აქეთ-იქით იქნევდა და ბოლო ხმაზე უღრიალევდა
-დამშვიდდი პატარავ,ჯერ ხომ ყველაფერი წინ არის,მინდა,რომ ხშირად შემხვდე ხოლმე
-აჰაჰაჰ...კიდე რა გინდა ვაჟბატონო!!!
-შენ მინდიხარ
-მეც ბევრი რამე მინდა მაგრამ სამწუხაროდ არ არის ასე..და მადლობელი ვიქნები თუ აღარასდროს და დამირეკავ
-მაგას ვერ შეგპირდები ცხოვრებავ
-მე კი შეგპირდები,რომ ვერასდროს იხილავ ჩემს სახეს
-ოუუ რა გაბედული დედიკო გეყოლება პატარავ -დათამ ანკას მუცელს შეხედა და ხელი წაიღო,რომ მუცელს შეხებოდა, ანკა კი დენდარტყმულივით გადახტა უკან
-მეორედ აღარ გაბედო ჩემს პატარაზე შეხება -თითი ცხვირ წინ აუფრიალა
-ეგ მხოლოდ და მხოლოდ შენს თინეიჯერულ გამოხტომებზეა დამოკიდებული..-მერე მუცელთან დაიხარა და ჩასჩურჩულა -თუ დედიკო ჭკვიანად იქნება,შენც მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრებ პატარავ -და ისევ გველურად გაიცინა
-ვერ გიტან..მეზიზღები..ცხოველი ხარ..გეფიცები,ჩემს პატარასთან ახლოს მიკარებული არ დაგინახო თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ -ანკამ ესღა უთხრა და უკან მომღიმარი დათა დატოვა..
იმ ღამეს ანკა მშობლების სახლში დარჩა..საბას ყველა სურათი თავიდან დაათვალიერა,მარცხნივ ის პატარა გული ისე სტკიოდა,რომ იფიქრა ჩემი გული ამდენ ტკივილს ვეღარ გაუძლებს და მალე დანებდებაო. საწოლზე იჯდა და სათითაოდ ათვალიერებდა ყველა ძველ სურათებს. იჯდა და ტიროდა,ტიროდა და მისი დაშლილი,დაბზარული სხეულიდან თანდათან გადიოდა ტკივილი. გადიოდა და ურყევ სიცარიელეს ტოვებდა..
კიდევ რამდენიმე დღე დარჩა მშობლების სახლში,თავის სახლში ვერ მიდიოდა,საკუთარ თავთან არ უნდოდა მარტო დარჩენა,თან დედამისი ძალიან ცუდად იყო და მარტო მასაც ვერ ტოვებდა.
ის წერილი კი სულ თან დაჰქონდა რაც ნიკიმ მისცა იმ ღამეს. იმ სურათსაც თან ატარებდა,ნიკი სახლში დაჭრილი რომ მივიდა და ვიღაცამ სურათი,რომ გაუგზავნა. ვიღაცამ? ამის გამკეთებელი მხოლოდ დათა თუ იქნებოდა..დაახლოებით ერთ თვის მერე,ნინას დაურეკა და "ჩვენს კაფეში მოდით"ო უთხრა..თვალები ჯერ კიდევ საშინლად ჰქონდა დასიებული და ჩაწითლებული,ამიტომ მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა,მათ დასაფარად.."ბავშვები არ შევაშინოო"..
ნინა,ლუკა და თოკა 15 წუთში კაფეში ისხდნენ და ანკას გამოჩენას ელოდნენ..და აი ისიც გამოჩნდა,უკვე საკმაოდ ეტყობიდა მუცელი, ხუთი თვის იყო უკვე..
-ჩემი ღიპუცა მოვიდაა -ეცადა ცოტა მხიარულად ეთქვა ნინას
-ჩემი ბასასუნები მოვიდნენ -აჰყვა ლუკაც და ახლა ის გადაეხვია ანკას. მერე საყვარლად გამობერილ მუცელს აკოცა
-მაბრაზებს შენი ბასასუნა ხოლმე..შუა ღამე აღვიძებს დედიკოს და ხან ტკბილეულებს ითხოვს,ხან მჟავეებს -გაუცინა ანკამაც და მათთან ერთად დაჯდა მაგიდაზე, ამჯერად ანანასის წვენი შეუკვეთა..ბევრი ისაუბრეს..იხსენებდნენ წარსულს,დროს,როდესაც ყველა ბედნიერი იყო..იხსენებდნენ დროს,როცა ყველაზე არანორმალურ საქციელებს აკეთებდნენ და ეს უდიდეს სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებდათ..ბევრიც იტირეს და იცინეს კიდეც.
-ხო მართლა ის....-ანკამ ისე დაიწყო ლაპარაკო ყველა მიხვდა რაც უნდა ეკითხა
-არ ვიცით ანკა..არანაირი ინფორმაცია არ ვიცით, არც ზურამ იცის..არც ჩვენ გვეხმიანება -ცოტა ხანი დუმილის შემდეგ ძლივს უპასუხა თოკამ
-შენ არ ინერვიულო,ჩემო პატარა ხომ იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება..ეგ პაწაწუნა,რომ დაიბადება აიი ნახავ ისიც შენს გვერდით იდგება და შენით იამაყებს -ვითომ დაამშვიდა ნინამ დაქალი
-ანკა არ ინერვიულო მაგრამ...ზუსტად არ ვიცით სად არის,უკვე ხუთი თვე ხდება რაც არსად გამოჩენილა,ანუ ხომ ხვდები არა..ხალხის ჭორებს ყურადღება კი არ უნდა მივაქციოთ,მაგრამ..უკვე ჩვენც ვიმედოვნებთ,რომ...
-გაჩერდი ლუკა გთხოვ რაა -ანკამ რომ წარმოიდგინა რასაც ლუკა იტყოდა უფრო ცუდად ხდებოდა.
ნიკისგან იმიტომ წავიდა,რომ მისი და საბას სიცოცხლე გადაერჩინა და არ უნდოდა ახლა ნიკის დაკარგვაც..
-კაიი ახლა აქ რატომ დაგიბარეთ..იმდენი ვილაპარაკაეთ სულ დამავიწყდა ამის მიზეზი -უთხრა ანკამ და დანარჩენი სამეულის აღელვებულ სახეებს შეხედა -კაი ნუ მიყურებთ ეგრე რაა.. მოკლედ..ქალაქ გარეთ მივდივარ საცხოვრებლად. ბათუმში მინდა წასვლა -სწრაფად უთხრა ანკამ და დანარჩენის რეაქციას დაელოდა
-რაა?? (ლუკა)
-მოიცა ღადაობ? (თოკა)
-ანკა იქ რა გინდა? (ნინა)
-ხომ იცით,რომ სამივე უზომოდ მიყვარხართ..ხომ იცით,რომ თქვენ,რომ არა ახლა შეიძლება არც მე ვყოფილიყავი ცოცხალი.. მაგრამ აქ ვეღარ გავჩერდები. ყოველ წამს ჩემი პატარა მახსენდება,საბას მერე აქ აღარ მინდა ცხოვრება. ყველაფერი მის თავს მახსენებს და წასვლა მინდა
-ანკა ეგ უკვე გადაწყვიტე თუ გადაფიქრების შანსები გვაქვს? -ჰკითხა ნინამ
-არა საყვარელო, ამაში ისე ვარ დარწმუნებული,ვერავინ შემაცვლევინებს აზრს. რომ მოგენატრებით,იმედია ჩამოხვალთ და გვნახავთ მე და ჩემს პატარას
-სხვა რა გზა გვაქვს -უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა ლუკამ
-კაი რა ლუკა. თუ გინდათ თქვენც ჩემთან ერთად წამოდით,მაგრამ აქედან თუ არ წავედი, მალე ფსიქიატრიულში დამაწვენენ გესმით? ვგიჟდები მგონი
-კაი ჩემო ლამაზო, ჩვენ აუცილებლად გინახულებთ ხოლმე -გაუღიმა თოკამ ანკას
-კაი მაშინ..აქ დასამშვიდობებლად მოვედი და მოდი ისე მაგრად ჩამეხუტეთ სულ რომ გამყვეს ეს ემოციები -ხელები გაშალა ანკამ და დაელოდა,როდის ჩაეხუტებოდნენ..ჯერ ნინა მივარდა და მაგრად მოხვია ხელები,მერე ლუკამ დააშორა ერთმანეთს და თვითონ გადაეხვია. ბოლოს თოკა ჩაეხუტა.."დედიკოს და მამიკოს მიმიხედეთ" ეს უთხრა ანკამ ბოლოს და ასე გააცილეს ბათუმში.
ბათუმში ანკამ ბინა იქირავა და სამსახურის ძებნას შეუდგა,თავი რომ ერჩინა..სამსახური მესამე დღესვე იპოვა. იქვე სახლთან ახლოს პატარა კაფეტერიაში დაიწყო მუშაობა..დრო გადიოდა მას კი უფრო და უფრო ენატრებოდა ყველა და ყველაფერი,მაგალითად ძველი დრო,ძველი ნაცნობები,ძველებური სილაღე, ბავშვურობა,ბედნირება,რომლის მნიშვნელობაც უკვე შვიდი თვეა არ იცის რას ნიშნავს.. ანკა შვიდი თვის ორსული იყო,მუცელი უკვე საყვარლად გამოებერა, რამდენიმე კვირის წინ გაიგო,რომ პატარა ფერია ეყოლებოდა,რაც სიგიჟემდე გაეხარდა. როგორ ნატრობდა,რომ ახლა ნიკიც მის გვერდით ყოფილიყო..უფრო და უფრო აგიჟებდა ის ფაქტი,რომ ნიკი არ ჩანდა, ნიკი დვალვი გაქრა,დაიკარგა ან რავიცი კიდევ რა შეიძლება ეფიქრა. რაც ნიკის დაშორდა იმის მერე უკვე შვიდი თვე იყო გავიდა, თუმცა ის მაინც არ ჩანდა. ამ დროს რა შეიძლება იფიქროს ადამიანმა? ერთადერთი ვარიანტი სიკვდილია. თან როცა ინტერნეტიც გადაჭრელებულია ამ აზრებით, მაგრამ რა ვიცით სინამდვილეში რა ხდება? თითქმის ყოველდღე ახალ-ახალ ამბებს დებდნენ ინტერნეტში,ზოგი ამბობდა მოკვდაო,ზოგი ამბობდა დაიკარგაო,ზოგმა თავი მოიკლაო,ზოგმა მოკლესო. მაგრამ სინამდვილეს არავინ წერდა. ყველაზე მეტად კი მაინც ანკა იტანჯებოდა. მისი საყვარელი ადამიანი არ ჩანდა, მისი შვილის მამა არ ჩანდა, და ყველაზე მტკივნეული ის იყო რომ არ იცოდა,თვითონ ნიკის ენატრებოდა თუ სულ დაივიწყა ანკა. იმის გაფიქრება,რომ სულ ტყუილად წავიდა ნიკისგან უფრო მეტად სტკენდა გულს. იმის გააზრება,რომ ეს ყველაფერი ნიკის სიცოცხლის გულისთვის გააკეთა,და ახლა ის მაინც არ ჩანდა უფრო მეტად აგიჯებდა. თითქმის ყოველ დღე ურეკავდნენ ბავშვები თბილისიდან, ყველაფერი ძველებურად მიდიოდა. ნინამ და ლუკამ ქორწილი ცოტა იქით გადასწიეს.. ანკა ჯერ მშობლებს და მეგობრებს ელაპარაკებოდა სკაიპით,მერე ცოტა ხანი სოციალურ ქსელშიც შეძვრებოდა,უკვე გულს უწვრილებდა იქ დაწერილი სიახლეები..ძილის წინ დამამშვიდებელლს დალევდა და ისე ეძინებოდა.
სამსახურის შემდეგ სეირნობა მოუნდა განათებულ ქალაქში. ამიტომ ცოტა ფეხით გავლა გადაწყვიტა. არ იცოდა სად მიდიოდა,სადაც ფეხები წაიყვანდნენ იქ მიდიოდა. უბრალოდ მიუყვებოდა ქუჩებს,და ვინ იცის მერამდენედ დატკეპნა,საკმაოდ ნაცნობი ადგილები. სახლში გვიან დაბრუნდა. აღარც თბილისიდან ესმოდა რამე ახალი ამბები და აღარც დათასგან ესმოდა ახალი არაფერი. გულში მწარედ იცინოდა "ცხოვრება დამინგრიე და წახვედიო". თუმცა არა.. რამდენიმე კვირა იყო გასული, ანკა ცხელ შხაპს იღებდა,როცა უცხო ნომერი ურეკავდა
-გისმენთ
-როგორ ხარ ფერია?
-დათა? რა გინდა!!
-რომ იცოდე ჯერ ადამიანებს ესალმებიან,მერე მოიკითხავენ და მერე გადადიან საქმეზე ხოლმე
-დათა..ერთხელ ხომ აგიხსენი,ხომ გითხარი და გთხოვე,რომ ჩემგან შორს ყოფილიყავი და არც დაგერეკა. რა გინდა? ახლა რაღა გინდა დათა!!
-დამშვიდდი პატარავ,ჯერ ხომ ყველაფერი ახლა იწყება. სად ხარ უნდა შემხვდე
-მართლა? აქამდე რაც გხვდებოდი არ გეყო? თუ ის არ გეყო რამდენჯერ გამიმწარე სიცოცხლე!!
-ანკა გთხოვ...
-დათა მადლობელი ვიქნები თუ აღარასდროს დამირეკავ..ცხოვრება თავიდან დავიწყე,ახლა მხოლოდ მე და ჩემი პატარა ვიქნებით სხვა არავინ და ძალიან გთხოვ თავი შორს დაიჭირე ჩვენგან
-მაგას ვერ შეგპირდები პატარავ
-დათა სანამ მშვიდად გელაპარაკები შეიგნე,თორემ მერე ვეღარავინ შემაჩრებს,როცა შენი მოკვლის გეგმებზე დავიწყებ ფიქრს -ანკამ ტელეფონი გაუთიშა და თავი წყალში ჩაყო,სულ დაფარა წყალმა. ვინმეს, რომ დაენახა იტყოდა ნავარჯიშებია ყვინთვა-შიო. ზუსტად 4 წუთი წყლიდან თავი არ ამოუწევია. წყალში რაღაც უცნაურ ბგერებს უშვებდა. ბოლოს ამოვიდა,ტანსაცმელი ჩაიცვა და დასაძინებლად წავიდა. დაძინებამდე გაბერილ მუცელს რაღაცეებს ეჩურჩულებოდა,მერე მალე დაეძინა,ეგეც ამ წამლების დამსახურებით,რომლებსაც უკვე ყოველდღე სვამს,რომ არ გაგიჟდეს..მეორე დღეს კარებზე ბრახუნის ხმამ გამოაღვიძა. შეეშინდა,ძალიან შეეშინდა,ამიტომ ჯერ სამზარეულოში შევიდა,დანა აიღო თავდაცვის მიზნით. მერე კი კარებს იქით მდგომს გასძახა
-ვინ არის?
-არ შემომიშვებ? -კარს იქით გოგოს წკრიალა ხმა გაისმა. მანაც სწრაფად გაუღო გარები
-ნიინა!! -დაიყვირა და მონატრებულ დაქალს ისე ჩაეხუტა,სულ აღარ ახსოვდა ამხელა მუცელი,რომ ჰქონდა
-აუუ რატომ არ მითხარი,რომ მოდიოდი
-სიურპრიზიი -დაიყვრიდა ნინამ და სახლში შეაბიჯა
-გული,რომ გამიხეთქე არაუშავს?
-ნწ -თავი გააქნია ნინამ და დივანზე კომფორტულად მოკალათდა -რა იყო ჩემს მოკვლას აპირებდი? -ხელში დანა,რომ დაუნახა გიჟივით გადაიხარხარა
-მაგ ენას მოგაჭრი ამ დანით..აბა რამ გაგახსენა ჩემი თავი ქაბატონო?
-შენი არ ვიცი,მაგრამ დეიდას ფერია მომენატრა და ჩამოვედი-ისევ გაეცინა და გაბერილ მუცელს აკოცა -ხო მართლა რამდენი ხანი დარჩა?
-ერთი თვეც აღარ დარჩა და იხილავ შენს ფერიას
-აუუ რა მაგარიაა
-ეგრე ძალიან გიხარია ხო?
-აბა ისე როგორ
-ხოდა სანამ ეს პატარა აქედან არ გამოვა ფეხს ვერ გაადგავ აქედან -მკაცრად უთხრა ანკამ თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა
-რა პრობლემაა..მანამ დავრჩები აქ სანამ ამ პატარას ხელში არ დავიჭერ
-აუუ მართლა დარჩები? -სიხარულიგან ტაში შემოჰკრა ანკამ
-ჰოო ჩემო ქაჯო
-ურაააა -ბავშვურად გაეხარდა ანკას, ნინამ კი მის საქციელზე გადაიკისკისა
-აბა ახლა შენსკენ რა ხდება? -ჰკითხა ნინამ,როცა მაგიდას ალაგებდნენ
-რავი ძველებურად -თითქოს მოიწყინასავით ანკამ
-კაი რაა ჩემო ლამაზო,მაგიტომ კი არ გკითხე,რომ მოგეწყინა
-ეჰჰ ნინა,ნინა..რომ იცოდე,ზოგჯერ ეს მონატრება როგორ მტანჯავს..
-მომისმინე ანკა..შენ შეგეძლო საყვარელი ადამიანების გვერდში დგომით დაგეძლია ყველა ის ტკივილი რაც შენ გადაიტანე, ეს იქნება პატარა საბას დაღუპვით გამოწვეული ტკივილები თუ კიდევ სხვა რამ..ჩვენ ყველა მზად ვიყავით დაგხმარებოდით,მეც,ლუკაც, თოკაც,ჩემი ძმა და კიდევ ბევრი,მაგრამ შენ ყველა ჩვენგანს ხელი ჰკარი,ყველა გაგვყარე შენი ცხოვრებიდან და ყველასგან შორს გამოიქეცი..რა იცი? იქნებ ახლა შენზე მეტად ნიკის სტკივა? მას ხომ იმედები მიეცი და მერე ყველაფრის აუხსნელად მიატოვე..ის ხომ ამას არ იმსახურებდა ანკა..ამაზე ახლა იმიტომ გელაპარაკები,რომ ძლივს ერთად დავრჩით მარტო -საუბარი დაამთავრა ნინამ და ანკას გახედა,რომელსაც თვალები ამღვრეული ჰქონდა და მალე ცრემლებიც დაიწყებდნენ გადმოვარდნას..
-ვიცი ნინა ვიცი..ჩემი ბრალია,მე ვარ დამნაშავე, მაგრამ რატომ არ გესმის ჩემი. შენ მაინც ხომ გესმოდა ხოლმე ყველაფერი? ასე,რომ არ მოვქცეულიყავი მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა ნინა
-ანკა ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ რამეს მიმალავ -ეჭვისთვალით გახედა დაქალს
-მეე? რას უნდა გიმალავდე?
-უკვე მერამდენედ ახსენებ მაგას,რომ ეს ყველაფერი სხვების სიცოცხლის შესანარჩუნებლად გააკეთე. მერე კი ამ ყველაფერს უარყობ. შემომხედე და ისე მითხარი ყველაფერი რაც ხდება
-მპირდები,რომ არავის არაფერს ეტყვი?
-ვის რა უნდა ვუთხრა ანკა?
-არც ლუკას,არც თოკას, არც ჩემს მშობლებს და საერთოდ არავის
-გპირდები..ახლა კი დაიწყე და მოყევი ის ყველაფერი რაც მთელი რვა თვეა გტანჯავს და ვერავის უყვები -ანკამ მოყოლა დაიწყო,იმ პირველი წერილიდან დაიწყო მოყოლა,რომელიც სვანეთში მისწერეს. ყველა წერილი აჩვენა,რომელიც სულ თან დაჰქონდა სადაც წავიდოდა და ყველა წერილს უხსნიდა,რა,როდის მისწერეს..ისიც უთხრა,რომ ამ ყველაფრის უფროსი დათა იყო,რაზეც ნინა ლამის გაგიჟდა.. "ვინ ის დათა,ბიჭებმა ლამის ცემით,რომ გააგდეს საქართველოდანო?" უთხრა ნინამ და ანკამაც ბოლმდე მოუყვა ყველაფერი
-ახლა მაინც გამიგე ასე რატომ მოვიქეცი ნინა -უთხრა დაქალს და ცრემლები მოიწმინდა
-რამდენ რამეს მალავდი ამ პატარა გულში ჩემო პატარა -ნინა ანკას ჩაეხუტა
-გთხოვ ეს ყველაფერი არავის უთხრა, ახლა მაინც რაღა აზრი აქვს,ისედაც ყველაფერი დამთავდა..ნიკი სამუდამოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდა..ზოგჯერ შუაღამე მაღვიძებს მისი სიზმრები,ისეთ კოშმარებს ვნახულობ ხოლმე
-ეს ყველაფერი თავიდან,რომ გეთქვა იქნებ ასე არც დამთავრებულიყო ეს ყველაფერი
-დათას წინ რომ ვერაფერი დაუდგება შენც კარგად იცი მგონი
-ჰოო ეგეც მართალია..მინც ფრთხილად იყავი კაი? ახლა მე გყავარ და გპირდები ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ ვერც შენ და ვერც პატარას..ხო ჩემო პაწაწუნა -ახლა მუცელს უჩურჩულა და ნაზად აკოცა -წამო ახლა დავიძინოთ ჰო? -ორივე საძინებელში შევიდნენ და ისევ ერთმანეთზე ჩახუტებულბს დაეძინათ. ზუსტად ისე,როგორც ბავშვობაში...
მოკლედ დადგა ის დღე,როცა ანკამ იგრძნო რას ნიშნავს დედობა..ნინამაც პირვალდ დაიჭირა პაწაწუნა კესარია და ფრთხილად უკოცნიდა პატარა თითებს და გაბუშტულ ლოყებს..ძლივს თავისი ოცნება აისრულა გოგომ..ეს დღე 26 ოქტომბერი იყო..26 ოქტომბერს დაიბატა პატარა კესარია,რომელმაც სულ გააფერადა ანკას ცხოვრება..ისე ფრთხილად ეფერებოდა,აჭმევდა,ბანდა და აცმევდა ხოლმე ტანსაცმელს, თითქოს ფაიფურის თოჯინას ეხებაო..სახლში მალევე გაწერეს,სახლის კარები ნინამ გააღო,ბავშვიც მას ეჭირა ხელში. ანკა უკან მიჰყვებოდა..შუქი ფრთხილად აანთო და...
-ააააა....მელანდება თუ რა ხდება ნინა? მიდი აბა შენი ფრჩხილებით მიჩქმიტე და გამომაფხიზლე..მიდი ნინა მიდი
-დამშვიდდი გოგო ბავშვი ნუ შეაშინე -გადაიხარხარა და მისაღებში მყოფ ხალხს შეუერთდა -ჰაა ახლა აღარ შემოხვალ? -სიცილით გახედა ანკას,რომელიც ჯერ კიდევ გაოცებული იყურებოდა კარებიდან
-რა იყო დაია არ მოგენატრეთ? -სიცილით უთხრა თოკამ და გაშეშებულ ანკას გადაეხვია
-ვაიმე არ მელანდება?
-დედიკოო -ახლა მაკა წამოვიდა ანკასკენ და ისიც გადაეხვია შვილს
-დეე მომენატრეეთ
-ხოდა ახლა აქ ვართ ჩემო პატარა
-გილოცავ დაიკო დედობას (ლუკა)
-თქვენთვისაც მალე მომელოცოს-ნამიოკი ჩაურტყა ანკამ ლუკას და ნინას გახედა,რომელიც ბავშვს ეფერებოდა -ისე ნახე,როგორ უხდება პატარა, შენს გოგოს
-ხოო აბა..მალე იქნება ეგეც მალე -დაიძახა ლუკამ და ყველა სახლში შევიდნენ..მოკლედ კარგი დრო გაატარეს..მაკას მთელი დღე კესარია ეჭირა ხელში და ეთამაშებოდა.. მას,რომ უყურებდა სულ საბა ახსენდებოდა. მისი პირველი,შეხება,ტირილი,ლაპარაკი,ნაბიჯები და ყველაფერი ახსენდებოდა.. როცა ნინა ეტყოდა მომიყვანეო,ისე მიიკრავდა გულზე,თითქოს ეშინოდა არავის წაერთმია..ბოლოს იმდენი ეხვეწნენ ანკას,სანამ თბილისში არ დააბრუნეს..სამ თვე გაატარა ბათუმში და ბოლოს მაინც თბილისში დააბრუნეს. თან,რომ უყურებდა,როგორი ბედნიერი იყო დედამისი კესარიასთან ყოფნით უფრო უნდებოდა მათთან დაბრუნება..თბილისში ისევ მშობლების სახლში დარჩა,მაკამ არ გაუშვა,მერე მომენატრება ხოლმე ბავშვიო...
**ანკა**
1 წელი ისე გავიდა,როგორც ყოველთვის ახლაც არაფერი მესმოდა ნიკისგან,ამას კი უკვე შევეჩვიე. სამაგიეროდ ხალხისგან მესმოდა უამრავი ჭორი,უკვე მთელი თბილისი ალაპარაკდა,რომ ნიკი დვალვი დაიღუპა. თუმცა ამას მხოლოდ მე არ ვიჯერებდი. ნინა,ლუკა და თოკა ყველანაირად ცდილობდნენ ჩემს მდგომარეობიდან გამოყვანას,მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი წამალი ჩემი კესარია იყო,რომელიც უკვე სამი თვის იყო. ჩემსავით ლურჯი თვალები ჰქონდა და მამასავით ქერა თმები..
ირგვლივ ყველაფერი გაუფერულებული იყო,ჩემი უაზრო ცხოვრება უარესად იძირებოდა ჭაობში. ერთადერთ გამოსავალს დალევაში ან სიმღერაში ვპოვულობდი. კესარია მიყვარდა,მაგრამ მას,რომ ვუყურებდი სულ მის თავს მახსენებდა,ამიტომ ხშირად დედას ვუტოვებდი და მე დასალევად მივდიოდი. ვიცი გაგიკვირდებათ,ამდენი ხანი ასე მშვიდად იყო და ახლა რა დეპრესიამ შემოუტიაო,მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო მიჭირდა კესარიას უმამოდ გაზრდა.. თითქმის აღარავის ვეკონტაქტებოდი, ბავშვები თუ მოვიდოდნენ ჩვენს სანახავად და თუ ვნახავდი და მათ კითხვებს ოსტატურად ვარიდებდი თავს. მერე ისევ ყოველ ღამე მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან და კესარიასთან. სოციალურ ქსელში გულის შემაღონებელ სიახლეებსაც იშვიათად ვკითხულობდი. უკვე მეც ისე მჯეროდა ნიკის სიკვდილის როგორც დანარჩენ თბილისს..ბოლო რამდენიმე თვე ჩემს თავს აღარ ვგავდი,ყველგან ნიკი მელანდებოდა,ზოგჯერ ისე ცხადად ჩამესმოდა მისი ხმა ყურში,რომ მგონია ვგიჟდებოდი. ამის წინ კესარიას ვასეირნებდი და ვიღაც ბიჭი ქუჩაში ისე მივამსგავსე მას,რომ სანამ მივუახლოვდი და დავადგინე, რომ ის არ იყო ლამის გული გამისკდა. ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ორი სიტყვა აღწერს.."უზომოდ მენატრება"..
დღესაც ზამთარია, დღეს ის დღეა როცა ჩემმა ნიკიმ ხელი მთხოვა,ბიჭმა რომელმაც მთელ მომავალს ვამყარებდი, მას მთელი ჩემი გული ვაჩუქე. ყველაფერი გავუნაწილე რაც მეკუთვნოდა..ახლა 20 იანვარია,ღამეა..მთელი ღამე ვიწრიალე და ვერ მოვისვენე. კესარიას კი ტკბილად ეძინა. იქნებ გული მიგრძნობდა რაღაცას? იქნებ გული მექაჩებოდა,რომ ფეხზე ავმდგარიყავი და სასეირნოდ გავსულიყავი? არ ვიცი ჩემი გული რას მეუბნებოდა, მაგრამ გულის ხმას მივყევი. უკვე ღამის პირველი საათი იყო. ზამთრის სუსხი საშინლად ატანდა ძვალსა და რბილში,თუმცა ამასაც ვეღარ ვგრძნობდი. კესარია დედას და მამას ოთახში შევიყვანე და მათ დავუწვინე,ყველას მშვიდად ეძინათ და ვერავინ ვერაფერი გაიგო..სახლიდან ისე ჩუმად გავიპარე ვერავინ ვერაფერს მიხვდა. მივუყვებოდი ნისლიან ქუჩებს და მიკვირდა ყველაფერი. დათოვლილი ქუჩები და ყურსასმენებში აჟღერებული მუსიკა თიშავს სამყაროს და მხოლდ კადრებს მიტოვებს..ამ ფიქრები ვერც კი შევნიშნე,რომ "ჩვენს კაფესთან" ვიდექი..თუმცა ვხვდებოდი,რომ მას "ჩვენი" აღარასოდეს ეწოდება. მომინდა,რომ შიგნით შევსულიყავი. ისე ვიყავი ახლა,რომ არ დამელია შეიძლება გამეფრინა. შიგნით შევედი. ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი სასიამოვნოდ მომხვდა ფილტვებში. არადა აქამდე ვერც ერთს ვიტანდი და ვერც მეორეს...დახლთან დავჯექი და ყველაზე მაგარი სასმელი შევუკვეთე. ამ შემთხვევაში, პირველად ვენდე ბარმენს და მანაც ყველაზე ძლიერი სასმელი გამომიწოდა.ერთი ჭიქა წყალვით დავლიე,თუმცა ვერაფერი შვება ვერ ვიგრძენი. მეორეც გადავკარი,მესამეც,მეოთხე. მეხუთე ჭიქას ვუკვეთავდი ახალგაზრდა ბარმენი ბიჭი რომ ალაპარაკდა
-უკაცრავად,მაგრამ დარწმუნებული ხართ რომ მეხუთეც გინდათ? -ისიც მიხვდა,რომ საკმაოდ ბევრი მომივიდა მაგრამ ამ ოთხმა ჭიქამ არ მიშველა და მეხუთე ჭიქაც გამოვართვი. სიმართლე გითხრათ არც ამან მიშველა,მივხვდი რომ ახლა სიმღერა თუ მიშველიდა. ახლა მხოლოდ ლაპარაკი და სიმღერა მიშველიდა. ნახევარი თბილისი მცნობდა და არ იტყოდნენ ანკა ვიბლიანი სცენაზეა და მღერისო? თუმცა ახლა ამ ბარში ვეღარავის ვგრძნობდი,ვერც ხალხს და ვერავის. იქ მხოლოდ მე და მიკროფონი ვიყავით. სცენაზე ავედი, დიჯეისთან მივედი და მიკროფონი გამოვართვი,არ ვიცი ამდენი ძალა საიდან მქონდა,მაგრამ ეს ყველაფერი სასმელს დავაბრალე. მიკროფონი მიჭირავს ხელში, თუმცა სანამ სიმღერას დავიწყებ მინდა ხალხს მცირე ინფორმაცია მივაწოდო,ჩემს სიმღერაზე. ვგრძნობ ყველას მზერას,რომელიც მთელი ინტერესით მიყურებენ,ხმას როდის ამოვიღებ. უკვე შვილიც მყავს,თუმცა ჭკუა მაინც არ მეზრდება ამ თავში და აი მეც გავხესენი პირი
-გამარჯობათ ვინც ახლა მისმენს და მიყურებს. მინდა ეს სიმღერა მივუძღვნა იმ პიროვნებას,რომელიც სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის. -ნიკი ვიგულისხმე - სანამ სიმღერას დავიწყებ მინდა მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ ამის შესახებ. ზუსტად ერთი წლის წინ,მე მივიღე ისეთი გადაწყვეტილება,რომელსაც ახლაც ვნანობ. წესით არ უნდა ვნანობდე მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა,როგორც მინდოდა. ზუსტად ერთი წლის წინ,მე ანკა ვიბლანმა საკუთარ ბედნიერებაზე ვთქვი უარი,მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი საყვარელი ადამიანები ცოცხლები ყოფილიყვნენ. თუმცა როგორც ყოველთვის,მაშინაც ყველამ ყველაფერი არასწორად გაიგო. დაიწყეს ჭორაობა იმაზე,რომ ანკა ვიბლიანი ნიკი დვალვს გაშორდა,ანკამ ნიკის უღალატა,ანკამ თავი მოიკლა,თუმცა რეალობა არც არავინ იცოდა და არც არავის აინტერესებდა. ახლა კი ამ ინფორმაციას ნიკიზე ავრცელებენ. მე ამ სიმღერაში ავღწერ იმას,რაც ერთი წლის წინ ვერ ვთქვი და შედეგად ყველამ საკუთარი აზრის ლაპარაკი დაიწყო ამ საკითზე. ახლა კი დროა ყველამ მიიღოს იმ კითხვაზე პასუხი,რაც აქამდე არ გასვენებთ. ამას სიმღერით ავღწერ. თუმცა მე ამ სიმღერას ნიკი ვიბლიანს ვუძღვნი და არა თქვენ -არ ვიცი რა სისულელეებს ვლაპარაკობდი,არც ის ვიცი რა სისულელე უნდა მემღერა. მაგრამ მე მაინც დავიწყე სიმღერა
-"სიყვარულს აკლია ლამაზი ფერები
ჩუმად მოვალ და მოგეფერები,
შენს გულში რამდენ ხანს ვერ ვნახე ადგილი,
წლები კი ოხ, წლები ჯიუტად განვლილიი...

ტკივილებს გიტოვებ,
ტკივილით მივდივარ,
მე თქმა ვერ გავბედე,
გტოვებ და მივდივარ,
თვალებზე მომყვება მე მწარე ცრემლები
ვტირივარ მიყვარხარ მომხვიე ხელებიი..

ჩემად რომ ჩავთვალე მე შენი თვალები,
ლამაზი თვალები ჩემზე ნაფიქრები,
მე დღეს რომ გავბედო მოგხვიო ხელები
მეტყვი რომ გიყვარვარ
უჩემოდ ვერ ძლებდი?!..

მე არ მავიწყდება წარსულის დღეები
ლამაზი დღეები ნაზი ფერებით,
ქუჩებში იმ გზებზე სულ დავიარები,
იქ სადაც რომ ვნახე მე შენი თვალები...

სიყვარულს აკლია ლამაზი ფერები
ჩუმად მოვალ და მოგეფერები,
შენს გულში რამდენ ხანს ვერ ვნახე ადგილი,
წლები კი ოხ, წლები ჯიუტად განვლილიი..." - სიმღერა დავამთავრე,ამას კი გარშემო მყოფების ტაში მოჰყვა. ერთხანს ასე გაოცებული ვიდექი,არ მეგონა ჩემს ნამღერს ასეთი ემოციები თუ მოჰყვებოდა. ან იქნებ რაც ვილაპარაკე იმას მოჰყვა ეს ემოციები? რაც არ უნდა იყოს მე ამ სიმღერით გადმოვეცი ის რისი თქმაც მინდოდა. ამან ცოტა დამამშვიდა. სასმელმა არ მიშველა ისე,როგორც სიმღერამ. უკვე ჩამოსვლას ვაპირებდი,ერთი ნაბიჯი ჩამოვდგი სცენიდან,მერე მეორე და ჰოპპ..აქ მეგონა,რომ ჰალუცინაციები დამეწყო. თვალებს ვახამხამედი რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილოყო,მაგრამ არა. ის იყო,ჩემს წინ იდგა,ჩემი კესუნას მამა, ჩემი სიცოცხლე და სიხარული..არ იყო შეცვლილი, თუმცა თვალები ჰქონდა სხვანაირი. წვწრიც ოდნავ წამოეწარდა. მე რომ შემიყვარდა ის მწვანე თვალები, წითელმა ჩაანაცვლა,"ღმრთო,როგორ მომნატრებია" პირველივე დანახვისაც ეს გავივლე გულში. არ ვიცი გულმა მის დანახვაზე რამდენი დარტმა გამოტოვა,ერთ ადგილზე ვიდექი გაშეშებული,სიტყვას ვეღარ ვამბობდი,ამ დროს ქანდაკებას ვგავდი..მეშინოდა გული არ გამხეთქვოდა..თვალებზე ერთიანად მომაწვა მლაშე სითხე..სისხლი ამიდუღდა..კანკალმა ამიტანა.. ვერც წარმოიდგენთ რის ფასად მიჯდებოდა ახლა თუნდაც ერთი სიტყვის თქმა..ისიც დაჟინებით მიყურებდა..ჩვენი თვალები ერთმანეთს უყურებდნენ და ორივეს თვალებში იკითხებოდა. "სად იყავი? ეს რატომ გააკეთე? მენატრებოდი,შენ გენატრებოდი?"...ის ჩემთან უფრო ახლოს მოისწია..სუნთქვა ამიჩქარდა,უფრო სწორად ვეღარ ვსუნქავდი. არც ის იყო ნაკლებ მდგომარეობაში, მისი გახშირებული სუნქვის ხმა მე მესმოდა, ჩვენი გულის ბაგა-ბუგის ხმა კი მგონი მთელ კაფეს.. ჩვენი გულები ალბად მალე ამოვარდებოდა საგულედან. ორივეს გახშირებული სუნქვა..თვალებში ჯიქურად მიყურებდა,ელოდა,რომ რამეს ავუხსნიდი..ჯერ ისედაც ახლოს იდგა და უფრო ახლოს მოისწია ჩემსკენ,ახლა მართლა აღარ შემეძლო,სუნქვა მეკვროდა,ჰაერი აღარ მყოფნიდა. დაახლოებით 2 წუთი ასე ვიდექით და ერთმანეთს უაზროდ ვაშტერდებოდით
-ეს რატომ გააკეთე? -ისე ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში,ტანში სულ ჟრუანტემა დამიარა -რატომ წახვედი? მაშინ წახვედი,როცა ჩვენს მომავალს ვგეგმავდით, მაშინ წახვედი,როცა ჩვენს ურთიერთობაში კიდევ ერთი ნაბიჯი სერიოზული ნაბიჯი გადავდგით -(ის კი არ იცის ამ ნაბიჯს რა შედეგები მოჰყვა,პატარა კესარიაზე,რომ გაიგოს შეიძლება ბავშვიც წამართვას,ამიტომ არ მინდოდა მისთვის რამე მეთქვა) -მე ვარ სულელი,მე უნდა მივმხვდარიყავი ყველაფერს. იმ დღეს უცნაურად იქცეოდი,დღესაც ყურში მესმის შენი სიტყვები "გთხოვ მაგრად ჩამეხუტე,დამპირდი რომ ყველაფრის მიუხედავად არ დამივიწყებ" ახლაც კი ზეპირად მახსოვს ეს ყველაფერი. რატომ? რატომ მოიქეცი ასე?!
-ნიიკ შენ აქ... რააა...გინდ..დაა? -მისი კითხვა თითქოს დავაიგნორე
-ჰოო ანკა თუ ეს გაინტერესებს,მე ცოცხალი ვარ..ახლა კი შენ გისმენ..ველოდები იმის ახსნას რაც შენ გააკეთე
-ნიიკ სხვა გზა არ მქონდა...-ისე ჩუმად და საწყლად ამოვიკნავლე შეგეცოდებოდით
-რატომ? რა იყო მიზეზი რამაც ჩემზე უარი გათქმევინა?
-მე შენზე უარი არ მითქვამს..-ისე ვტიროდი ძლივს ვლაპრაკობდი- ძალიან გთხოვ დამიჯერე ძალიან გთხოვ ნიკი.. მე მემუქრებიდნენ,სიცოცხლეს მიმწარებდნენ,ყველანაირად ცდილობდნენ შენთან დავეშორებინე..მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩუმად ვიყავი და სხვისი სიცოცხლის შესანარჩულებლად საკუთარ ბედნიერებას ხაზი გადავუსვი -რატომღაც სიმართლის თქმის ხასიათზე მოვედი
-ეს რატომ არ მითხარი მაშინ რატომ?!
-შენთვის რომ მეთქვა ახლა არც შენ იქნებოდი ცოცხალი და არც მე
-მაგრამ შენ არ მითხარი არაფერი და ახლა ასე ცალ-ცალკე დავრჩით ცხოვრების გზაზე
-ნიიკ გთხოვ მაპატიე კარგი? ხომ იცი რომ ყველაზე მეტად მიყვარდი, გეფიცები,რომ არ მყვარებოდი ასე არ მოვიქცევოდი. რომ არ მყავრებოდი არ წავიდოდი და იცი რას ვიზამდი? შენს სიცოცხლეზე ვიტყოდი უარს -ორივეს ღაწვებზე ურცხვად დასრიალებდნენ ცრემლის პატარა ბურთულები და ნიკაპის ქვეშ უმისამართოთ იკარგებოდნენ..მერე მაგრად ჩავეხუტე..ამ მდომარეობაში გავიყინე..უფრო სწორად გული გამიჩერდებოდა მალე.. ცხოვრებაში ასე არასდროს მინანია,როცა მისგან წამოსული სიცივე ვიგძენი. ერთ ადგილზე იდგა,არ ინძრეოდა. ხელები ისევ ჩამოყრილი ჰქონდა. ნუთუ ყველაფერი დამთავრდა? ნუთუ ამისთვის ვიტანჯე ამდენი? ბოლოჯერ შევისუნქე მისი სურნელი და ნელ-ნელა მოვშორდი გაყინულ სხეულს.. არა..გაყინული არ იყო,გული ჰქონდა ყინულივით ცივი
-ოდნავაც არ გენატრებოდი? -ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე
-მენატრებოდი? მხოლოდ ღამღამობით..თან ამერიკაში დწავლას გულს ვაყოლებდი..შეიძლება გავგიჟებულიყავი..მაგრამ მივეჩვიე უშენობას
-ნიიკ მაპატიებ ოდესმე? ხომ მაპატიებ? გთხოვ მითხარი,რომ არ გძულვარ ნიიკ
-ანკა მთვრალები ვართ.. დამიჯერე ხვალ აღარ გემახსოვრება შენი სიტყვები მაპატიე მაგრამ შენც იცი,რომ,ყველაფერი ძალიან გვიანია - ერთადერთი რაც მახსოვს ის არის,რომ მისი სიტყვები საშინლად მეწყინა. ეს რომ სხვას ეთქვა შეიძლება არ მწყენოდა,მაგრამ მისმა სიტყვემბა გული მომიკლა..ვატყობდი,რომ თვალებში მიბნელდებოდა,ფეხებში ძალა მეცლებოდა
-გასაგებია -ჩუმად ამოვიჩურჩულე,მერე ისე დავტოვე იქაურობა უკან აღარც მომიხედავს. არ ვიცოდი სად მივდიოდი,თუმცა ნაბიჯს უფრო ვუჩქარებდი. სულ მისი სიტყვები მესმოდა ყურში "თუ გიყვარს,როგორ შეიძლება აღარ გიყვარდეს?" ნუთუ მატყუებდა? ნუთუ არასოდეს ვყვარებივარ? მაგრამ მე მას ვუყვარდი,ვის აბრალებ ანკა,ვის? განა შენ არ უთხარი,რომ ცხოვრება თავიდან დაეწყო? განა შენ არ წახვედი მისგან პირველი? ნაბიჯს უფრო ვუმატებდი,ტელეფონს ხელში ვატრიალებდი და უაზროდ მივშტერებოდი
"ძალიან მჭირდები" შუა ღამე მხოლოდ არანაორმალური თუ მისწერს დაქალს,რომელსაც აქამდე თავს არიდებდი და ახლა წერ,რომ ძალიან გჭირდება.. წარმომიდგენია ახლა ნინას სახე..ჯერ თვალებს იფშვნიტავს,მერე პირს აღებს გაოცებული,უკვირს,როგორც იქნა მე შევეხმიანე,აქამდე სულ საკუთარ თავთან ვიყავი ჩაკეტილი და ზოგჯერ მის ზარებსაც კი არ ვპასუხობდი..ზარმაც არ დააყოვნა ნინა იყო
-ანკაა!!! -მაშინვე მომხვდა ყურში მისი ხმამაღალი წკრიალა ხმა
-ნიი შეიძლება შენთან მოვიდე? -გაუბედავად ვთქვი და ყელში მომდგარი უზარმაზარი ბურთულა გადავაგორე
-სად ხარ?
-შენს სახლთან და კარებს გამიღებ?
-დამელოდე მოიცა -ტელეფონი გათიშა..ერთ წუთში კი კარებთან იდგა ძეგლივით. თვალებზე ცრემლები მაწვებოდა,ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ნინაც. მერე ნელ-ნელა მივისწიე მისკენ და ისე მაგრად ჩავეხუტე,თითქოს საუკუნეა არ მინახავს. მაგრამ ეს ასეც იყო
-როგორ მომეტრეე -ჩამჩურჩულა, როცა ჯერ კიდევ ჩემს კისერში ჰქონდა თავი ჩარგული
-მეც მომენატრე..ნიი ახლა შენთან,რომ არ მოვსულიყავი თავს მოვიკლავდი
-ანკა კარგად ხარ? მოდი სახლში ვილაპარაკოთ. რამდენი ხანია არ მინახიხარ -ნინამ სახლში შემიყვანა
-აბა ახლა მოყევი ყველაფერი..კესარია ხომ კარგად არის? ამ შუა ღამე ბავშვი სად დატოვე? -დაიწყო მან,როცა უკვე მის საძინებელში ვიყავით
-დამშვიდდი დედაჩემს დავუტოვე..მისმინე, დღეს....დღეს ჩვენს კაფეში ნიკი ვნახე -ძლივს ამოვუშვი ეს რამდენიმე სიტყვა პირიდან,თუმცა ნინას სახეზე არც გაკვირვება ამოვიკითხე და არც სიხარული. თავი დახარა რითაც მაშინვე მივხვდი რომ მანაც იცოდა ნიკი რომ თბილიში იყო -შენ..რააა იცოდი? -მან თავი მორცხვად დამიქნია
-მოიცა ანუ შენ იცოდი რომ ნიკი აქ იყო და არაფერი მითხარი?! -აღარ ვიცოდი ნინაზე გავბრაზებულიყავი თუ ნიკიზე
-მაპატიე ანკა..ორი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში,ამერიკაში იყო წასული..ბიჭებს უთხრა,რომ შენთვის არაფერი ეთქვათ. მეც ლუკამ მითხრა. ეგეც იმიტომ,რომ დამაფიცა შენთვის არ მეთქვა -ცოტაც და იტირებდა ისე შეეშინდა
-კაი შენ რა შუაში ხარ -მხარზე ხელი დავადე და გულზე მივიხუტე
-ხომ იცი ანკა არ დაგიმალავდი, მაგრამ არ შემეძლო თქმა
-კაი კაი..რაც მთავარია ახლა მეც გავიგე
-დღეს,რომ ნახე რაო? -მკითხა და ცალი ხელით ცრემლები შეიმშრალა..მეც ყველაფერი მოვუყევი.
-კესარიაზე არაფერი უთხარი?
-რა უნდა მეთქვა..შენ თვეების შვილი გყავს თქო? ეგ,რომ ვუთხრა ბავშვს წამართმევს ანკა და მერე მართლა მოვიკლავ თავს
-ხომ იცი ნიკი ეგეთი არ არის, უბრალოდ არ შეიძლება მამას შვილი დაუმალო
-მართლა? აქამდე სად იყო ნინა? აქამდე სად იყო,როცა ამდენი რამე გადავიტანე,როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი გვერდში დგომა..მაშინ სად იყო?
-არც საბუნაზე გაიგო ნეტა?
-არ უხსენებია და რომ სცოდნოდა მეტყოდა რამეს
-მოვიფიქრე რაც უნდა ვქნათ
-რა აბა?
-ისე ვიზამ რომ შენ და ნიკი ერთ მშვიდ ადგილზე შეხვდეთ ერთმანეთს,ვითომ სრულიად შემთხვევით. ამაში კი ლუკა და თოკა დაგვეხმარება
-ნინა შენი აზრით ეგ კარგი აზრი იქნება?
-რატომაც არა
-ჩემს დანახვაზე სულ გადაიკარგება და რა აზრი აქვს
-დამშვიდდი და ზუსტად ისე მოიქეცი,როგორც დაგარიგებთ..
-კაი..შეიძლება დღეს აქ დავრჩე?
-აბა ამ გვიან სად გაგიშვებ სულელო..იმედია კესარია დედამის არ იკითხავს ხვალ დილით
-არა დამშვიდდი..ბავშვიც მიეჩვია უდედობას -მალევე დაგვეძინა. მეორე დღეს,რომ გავიღვიძე ნინა ოთახში აღარ დამხვდა,ამიტომ დაბლა ჩავედი სადაც ბაჩო დამხვდა,ნინას ძმა
-ოჰჰ რა დროს მოასწრათი მოსვლა? -გაკვირვებული მიყურებდა და მერე გადამკოცნა
-გუშინ ღამე
-არ შეჭამ?
-არა მადლობა არ მშივა..ნინა სად არის?
-აბაზანაში
-ოკ..-ვთქვი და დივანზე დავჯექი..ნინაც მალე გამოვიდა,მან თავისი იდეები გამაცნო და უკვე მეორე დღეს ნიკის შესახვედრად გავემზადე. ჩავი შარვალი და შავი მაიკა,შავი კეტები ამოვიცვი და შავი ტყავის ქურთუკი. მერე კი "ჩვენს კაფეში" წავედი. ნინამ მითხრა,რომ ნიკი უკვე იქ დამხვდებოდა,ეს კი ასეც იყო. ბართან იჯდა და აშკარად ვიღაცას ელოდებოდა,ის კი არ იცოდა ეს ვიღაც მე რომ ვარ..ნელ ნელა მივუახლოვდი და ხელით ოდნავ შევეხე,შევნიშნე,როგორ დაიძაბა,ზუსტად ისე,როგორც მაშინ,როცა პირვლად შევეხე
-გამარჯობა -ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე,მას კი სხეულზე სულ წვრილ-წვრილი ბუსუსები დააყარა
-შენ? აქ რა გინდა?ჩემს სანახავად მოხვედი თუ ეს უბრალოდ დამთხვევაა?
-განა ცხოვრებაში ასეთი დამთხვევები ხდება?
-რა გინდა! -ცივად მითხრა და კიდევ ერთი ჭიქა გადასცხო
-შენთან ლაპარაკი მინდოდა
-განა ერთი წლის წინ ყველაფერი გასაგებად არ მითხარი?
-ნიკ არ მინდა,რომ ვიჩხუბოთ
-კარგი..მენატრებოდი თქო რომ გითხრა დაიჯერებ?
-რატომაც არა
-შეცვლილი ხარ
-მართლა? როგორ?
-ერთი წლის წინ მხოლოდ თვალები იყავი,თვალები გინათებდა..ახლა კი ყველაფერი ხარ თვალების გარდა
-ახლა თვალებს მუქი სათვალის უკან ვმალავ
-ერთი წლის წინ მხოლოდ სიყვარული შეგეძლო,ახლა კი ყველაფერი შეგიძლია სიყვარულის გარდა..
-სიყვარული? სასაცილოა..მგონი ეგ მე უნდა მეთქვა შენთვის
-მაშინ ღრუბლებში დავფრინავდი,ახლა კი მიწაზე ვდგავარ..მიწაზე კი გეგმების ქონა უფრო ამართლებს ვიდრე ოცნებების
-ნუთუ არაფერი შემოგრჩა იმ ადამიანისგან მე რომ ვიცნობდი?
-არ ვიცი შენ,რომელს მიცნობდი
-ქალაქის ქუჩებში სეირნობა რომ უყვარდა წვიმაში იმას..ბევრი სიგიჟის გაკეთება რომ უყვარდა და არ ფიქრობდა შედეგებზე იმას
-აღარ მიყვარს
-ნაყინი ზამთარში?
-აღარც ზაფხულში
-შექსპირი? -თითქოს მასში ძველი დროის გაღვიძებას ვცდილობდი
-ახლა ბეგბედერი მირჩევნია
-ის ხომ ცინიკოსია..შენ ხომ...
-მაგრამ რეალისტიც
-მართლა სხვანაირი იყავი წლების წინ შენც
-ხოო? მაინც როგორი?
-სად არის ის ვინც სადღაც მიყრუებულ სოფლის ქოხშიც იცხოვრებდა,ოღონდ საყვარელი ადამინი გვერდით გყოლოდა..რატომ იწყება დღეს შენი ბედნიერება ძვირადღირებული "ჟეშტით" და რატომ გახდა ქაღალდის კუპიურები შენი ცხოვრების ხერხემალი?
-ფულით იმ ბედნიერებას ვყიდულობ,რომელიც შენმა სიყვარულმა ვერ მომიტანა
-მთელი ეს ერთი წელი საუკუნედ გაიწელა..იმდენს ვოცნებობდი შენს ნახვაზე...ახლა კი გიყურებ და ვხედავ,რომ აქ არ ხარ, აქ კი არა არსად არ არ ხარ..შენ საკუთარი თავი მოკალი და ახლა ახალგაზრდა გვამი ხარ
-და ეს შენ გულს გტკენს?
-ამ ცხოვრებაში უამრავჯერ მეტკინა გული..და შენი აზრით ეგ არ მატკენდა?
-მეც მეტკინა მაშინ...
-ნიიკ გთხოვ მისმინე..ვიცი ჩემი ბრალია,მე წავედი,მე გითხარი ის სიტყვები რამაც გაგამწარა,მაგრამ მე შენზე უარი არასოდეს მითქვამს....
-სამაგიეროდ მე ვთქვი..ახლა მეჩქარება და უნდა წავიდე -ესღა თქვა და კაფე დატოვა..რაო? მან ჩემზე უარი თქვა? ის მე ვერ მიტანს..მას ვეზიზღები.. შეიძლება მართლა ვუყვარდი მაშინ,შეიძლება იმაზე მეტად ვუყვარდი,ვიდერე მე მიყვარდა,მაგრამ ფაქტი ერთია, მას არაფერი გაუკეთებია ჩვენი სიყვარულის შესანარჩუნებლად. ერთი-ორი ჭიქა არაყი გადავკარი და მეც გამოვედი კაფიდან.. ქუჩაში მივდიოდი და ვტიროდი,გეფიცებით მთელი 19 წლის მანძილზე ასე ძლიან,მხოლოდ მაშინ ვიტირე როცა საბა დაიღუპა..ახლაც ისე ვტიროდი,რომ გული ამოვარდნას მქონდა..ვიცოდი,რომ ჩემი გული ამდენს ვეღარ გაუძლებდა და ერთ დღესაც დანებდებოდა..ვიცოდი,რომ ბევრიც,რომ მეცადა ნიკის გულს ვეღარაფერს მოვუხერხებდი..დაღამდა,ჩემს ოთახში ვიყავი და კესარიას ვეთამაშებოდი,ამ ღამეს იცით,როგორ წვიმდა? ცა დედამიწას შველას სთხოვდაო,ხომ გაგიგიათ? აიი ზუსტად ეგრე..ამ ღამეს ისე წვიმდა,თითქოს ცაც ჩემს მდგომარეობას იზიარებდა და ჩემთან ერთად აფრქვევდა ცრემლებს მიწაზე..ალბათ მასაც ჩემსავით სტკიოდა,მასაც ჩემსავით ატკინეს და ამოგლიჯეს გული..მასაც ისე უნდოდა ამ ყველაფრისგან,ამ სიყალბისგან შორს წასვლა,როგორც მე...
ალბად ყოველთვის ყველაზე ტკბილად მაინც ურთიერთობის დასაწყისი გამახსოვრდება,ყოველთვის ყურებამდე გამეღიმება როცა გამახსენდება პირველი ჩახუტება,პირველი მიყვარხარ,პირველი კოცნა. არ არსებობს ამაზე ძვირფასი მოგონებები.. ჰოდა კიდევ ერთს მივხვდი,ეს ცხოვრება მარტო მოგონებები ყოფილა..
მართალი იყო ჯაბუა :"ცხოვრება ის არის რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა"..
კესარია ძლივს დავაძინე,მერე სასწრაფოდ ის წერილი ვნახე,რომელიც იმ ღამეს მომცა ნიკიმ და თან მითხრა "როცა იფიქრებ,რომ შენზე უარი ვთქვი მაშინ ეს წაიკითხე და ამით ჩემს საიდუმლოს მომპარავო" ეს ზუსტად ის დრო იყო,როცა მისი საიდუმლო უნდა მომეპარა და წამეკითხა ის,რაზეც ვერასდროს ვიფიქრები თუ წავიკითხავდი

"როცა იფიქრებ,რომ შენზე უარი ვთქვი, მაშინ შეგიძლია ეს საიდუმლო აღარ შემინახო და ეს კონვერტი გახსნა. სწორედ ასე გითხარი მაშინ,როცა ეს კონვერტი მოგეცი..არ ვიცი ამ კონვერტის გახსნას რა გაიძულებს,მაგრამ,როგორც ჩანს შენ უკვე გახსენი ეს კონვერტი და ჩემი საიდუმლოც..ჩემი საიდუმლო შენ ხარ ანკა. ჩემი მკერდის მარცხენა მხარეს გულში გინახავ. იქ არის ის დღეები,რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ. ხო იქ არის "ჩვენი დღეები" ანკა. მათ შორის კარგიც და ცუდიც. ჰაერს ღრმად ვისუნქავდი,მინდოდა შენი სურნელი შემეგრძნო.. ახლა შენ მითხარი, შენზე უარის თქმა შემიძლია? გპირდები ანკა არასოდეს ვიტყვი შენზე უარს. შენზე უარის თქმა ადვილი იყო მაგრამ მე შენად დავრჩი. საყვარელი ქალი ჩემში არ მოვკალი. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. მე შენზე უარი არასდროს მითქვავს.. თუ ერთ დღეს იფიქრებ,რომ შენზე უარი ვთქვი ჩემში ის ნიკი მოვკალი,რომ შენზე უარი არ ეთქვა და სხვა ადამიანად ვიქეცი. ნიკი მოვკალი..არ მოიწყინო არაუშავს, როგორც პოეტი ამბობს "თუ ჩიტი მოკვდება მისი ფრენა გაიხსენე".
კითხვა,რომ დავამთავრე ტელეფონიც აწკრიალდა,ცრემლიანი თვალები მოვიწმინდე,ხმაც დავიწყნარე,რადგან ტირილისგან ვერ ვლაპარაკობდი.
-რა გინდა?
-შენი და ბავშვის კარგად ყოფნა -გაისმა დათას გველური სისინი ტელეფონში
-შენი თავი არ მაქვს და პირდაპირ სათქმელზე გადადი,აქ მოკითხვისთვის არ დამირეკავდი
-რა ხმა გაქვს ფერია,შენ რა იტირე? -ვითომ გაოცდა დათა
-ეგ შენ არ გეხება..რა გინდა თქო?
-იქნებ,იმიტომ იტირა ჩემმა ფერიამ,რომ ერთმა პროვინციელმა აწყენინა? იქნებ იმიტომ ტირიხარ,რომ ერთმა სულიერმა კაფეში გაშეშებული დაგტოვა? უფროსწორად მიგატოვა უნდა მეთქვა -მაინც არ აჩერებდა ენას დათა
-დათა გაჩუმდი!! -დავუღრიალე და კესარიამაც სწრაფად გაიღვიძა ჩემს ხმაზე -ვერ გიტან!! -ესეც მივაძახე და ტელეფონი გავუთიშე
-ჩუუ დედას ლამაზო..მაპატიე ჩემო ცხოვრება თუ გაგაღვიძე..მოდი ისევ დავიძინოთ კარგი?-კესარიამაც ნელ-ნელა მილულა თვალები და მალევე ჩაეძინა..ახლა მეთვითონ გადავურეკე დათას
-რა გინდოდა!
-შენი აზრით? სათამაშოდ არასდროს გირეკავ და ახლა მიხვდი შენისით
-არც იოცნებო შეხვედრაზე -ესღა ვთქვი და ისევ გავუთიშე ტელეფონი.."ღმერთო რა დავაშავე ასეთი?" მთელი ღამე ერთ ადგილზე ვიწრიალე,ვერაფრით დამეძინა..ღამის 5 საათი იქნებოდა,ძლივს დამეძინა..
რომ გავიღვიძე კესარია ჩემს გვერდით არ დამხვდა,ფეხზე გიჟივით წამოვფრინდი და მაშინვე დაბლა ჩავედი იქ მამა დამხვდა
-მამა კესუნა სად არის? -შეშინებულმა ვიკითხე
-დამშვიდდი ანკა დედაშენი ასეირნებს დაბლა სკვერში. ხომ იცი არა?როგორ მოენატრა ბავშვთან ერთად სერინობა -დიტომ გამიღიმა და მადუღარაში წყალი ჩაასხა.. მე კი სასწრაფოდ მოვიცვი ქურთუკი და დაბლა ჩავედი სკვერში,მაკა ძლივს ვიპოვე და მაშინვე მისკენ გავიქეცი,თუმცა ბავშვი მას არ ეჭირა..იცით,როგორ შემეშინდა? შემეშინდა,რომ ჩემს კესარიას დავკარგავდი
-დედა სად წაიყვანე კესარია!!-ახლა დედას დავუყვირე
-აქ იყო და ვათამაშებდი,მერე ნახე იქით,რომ ჯამბაზები დგანან იმათთან უნდოდა,ხოდა მეც მივუყვანე..იცი,როგორ იცინოდა, ისეთი საყვარელი იყო..-თითქოს მაკა ფიქრებში წავიდა..მე კი მაშინვე ჯამბაზებისკენ გავიქეცი,მაგრამ ბავშვი არც იქ დამხვდა და ისევ მაკასთან დავბრუნდი
-დედა ბავშვი იქ არ არის..სად წაიყვანე?!!
-მე იქ მივიყვანე და საყვარლად იცინოდა -ისევ ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა მაკას
-დედა ის იქ არ არის..ბავშვი დაიკარგა დედა!! -მაკა თითქოს გამოფხიზლდა,სახეზე უამრავმა ფერმა გადაურბინა ერთდროულად..ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი,ისევე როგორც მაკა..ვფიქრობდი სად შეიძლება ყოფილიყო და თავში მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა
-დათა..დათაა..დათაა..როგორ ვერ მივხვდი,როგორ!! -მაშინვე ტელეფონს ვეცი და დათას ნომერი ავკრიფე
-გისმენ ლამაზო
-დათა ხომ გაგაფრთხილე ჩემი შვილისგან თავი შორს დაგეჭირა,ხომ გითხარი მას თუ შეეხები ბოლოს მოგიღებ თქო!! -მაშინვე დავუღრიალე
-დამშვიდდი ფერია დამშვიდდი..გპირდები,რომ მას ვერასოდეს დაიბრუნებ თუ ჩემთან არ დამიბრუნდები
-დათა გეფიცები თავს მოვკლავ..სად არის ჩემი პატარა -ამ დროს კესარიას ტირილი გავიგე,გული შემეკუმშა..მეგონა,რომ ვეღარასდროს გავიგებდი მის ხმას,მეგონა,რომ ეს საბოლოო წვეთი იყო და ახლა მართლა მოვკვდებოდი და დავისვენებდი
-დამშვიდდი დედიკო ის კარგად არის თუ იმას არ ჩავთვლით რომ ტირის
-სად ხარ? ბავშვი სად არის?
-ოთახშია საწოლზე წევს და მთელი ხმით ტირის -ოხ როგორ ვერ ვიტანდი ამ ბიჭის გველურ ხმას
-მისმინე..ძალიან გთხოვ..-ვცადე ხმა დამერბილებინა,რადგან დათასთან ვერაფერეს გავხდებოდი -გთხოვ..მის ოთახში შედი,საწოლზე დაუწექი.. გემუდარები -წუთიერი დუმილი იყო,კესარიას ხმა უფრო კარგად მესმოდა ტელეფონში ანუ მართლა შევიდა ოთახში
-მერე? -გისმა ამ გველის ხმა
-საწოლზე დაწექი?
-ჰოო და მერე?
-თითი დააკავებინე ხელში,რომ მიხვდეს,რომ მარტო არ არის
-მერე?
-ახლა შუბლზე აკოცე და გამოდი ოთახიდან -რომ მივხვდი,რომ კესარიას ხმა აღარ ისმოდა ანუ ისევ დაეძინა..ცოტა დავმშვიდდი ანუ მთლად სადისტიც არ ყოფილა..კი წარმომიდგენია,როგორ გაუჭირდებოდა ამ დავალებების შესრულება მაგრამ სხვა გზა არც მას ჰქონდა და არც მე
-ახლა რას მივიღებ სანაცვლოს?
-და რას მოელი?
-ჩემთან ყოფნას
-დათა გეფიცები ბოლოს მოგიღებ
-კარგი შენი ნებაა,მაგრამ ცოტა შენს პატარაზეც იფიქრე...ხო მართლა დრო ორი დღე გაქვს..მერე იცოდე რომ გვიანი იქნება..და კიდევ პოლიციაში დარეკვა არც კი იფიქრო
-დათა მისმინე...
-დროის ათვლა დაიწყო საყვარელო -გაიცინა და ტელეფონი გაითიშა
-ჯანდაბა -ჩუმად ვთქვი რადგან არ მინდოდა დედას გაეგო
-სად არის ჩემი პატარა კესო? -თვალებამღვრეული იდგა დედა და მე მიყურებდა. ახლა მისთვის სიმართლე რომ მეთქვა მართლა ვეღარ გადაიტანდა. საბას სიკვდილის მერე, კესარიამ შეძლო დედას ცხოვრების გაფერადება და ახლა რომ სიმართლე მეთქვა გული ვეღარ გაუძლებდა..თან დათაზეც ვერაფერს ვეტყოდი..მერე ყველაფრის თავიდან ბოლომდე მოყოლა მომიწევდა..ამდენი ხანი ტყუილად ვმალავდი ნიკისთან დაშორების ამბავს?
-დამშვიდდი დეე..ის კარგად არის..მამამისი ჩამოვიდა და თავისთან წაიყვანა ცოტახანი..მეც მივალ და წამოვიყვან თუ გინდა
-ვინ ჩამოვიდა ნიკი? და ასე ჩუმად რატომ წაიყვანა? ცოტა უცნაურია ხო? -ეწყინასავით დედას
-არ ვიცი დეე..ეგონა არ გავატანდი..ცოტა ხანი მასთან დარჩეს კაი? მერე წამოვიყვანოთ და ისევ შენთან იქნება
-კაი შვილო -თქვა დედამ და სახლში წავიდა..მე ერთხანს ერთ ადგილზე ვიდექი გაშეშებული..აზროვნების უნარიც დავკარგე..
"ვის ვუთხრა? ვინ დამეხმარება? პოლიცია? შანსი არაა დათას ქვეყანა კაცები ყავს პოლიციაში. და როდის იყო სამართალი იმარჯვებდა ჩვენს ქვეყანაში..ბიჭებს? მერე ისინი ნიკის ეტყვიან ყველაფერს..ნიკიმ კი ისიც არ იცის შვილი რომ ჰყავს..ნინას? იქნებ ლუკას უთხარს ყველაფერი? ღმერთო რა გავაკეთო რაა"...არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვფიქრობდი მაგრამ გონს ვიღაცუს შეხებამ მომიყვანა..ნინა იყო..მის სახეზე გულიანად გადავიხარხარებდი რომ არა ეს სიტუაცია..ალბად მასაც შეეშინდა ჩემ წაშლილ სახის დანახაზე და მკვდრის ფერი დაედო
-როგორ მიპოვე? -ჩუმად ვთქვი ისე,რომ მისკენ არც გამიხედავს
-ტელეფინს მაინც დაგეხედა აგიფეთქე ტელეფონი -ახლა გამახსენდა რომ ტელეფონი დამიჯდა და ვერავის ზარს გავიგებდი -მერე ბიჭებსაც დავურეკე,არ ვიცი შეიძლება იმათ ნიკის დაურეკეს -ეს ძლივს გასაგონად თქვა მაგრამ მაინც გავიგე..თუმცა ამაზე ფიქრის თავიც არ მქონდა. -მერე მაკას დავურეკე და სკვერში დავტოვეო ასე მითხრა. გიჟივით გამოვარდი აქ
-ხოო -ისევ ისე უემოციოდ ვთქვი
-რა გჭირს შენ რა სახე გაქვს?
-.....მარტო ღრმად ამოვიოხრე და ჩემი თვალები მისას გავუსწორე
-ანკა რა ხდება მიპასუხე?
-კესუნა -ხმა ჩახლეჩილმა ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე
-რა კუსუნა..ბავშვს რა მოუვიდა?
-ბავშვი..ის...დათას ყავს
-რააა!!!! -იმხელა ხმაზე დაიყვირა მეც შემეშინდა -მერე ასე უაზროდ უნდა იჯდე? თვალები რას გიგავს სარკეში მაინც ჩაიხედე!! პოლიაში დარეკე გოგო!!
-ბავშვს მოკლავს ნინა მოკლავს!!!
-კარგი მაშინ ნიკის ვეტყვით
-გაგიჟდი? გაგიჟდება...ბავშვს წამართნევს ნინა..ხომ იცი ნიკის წინ ვერაფერი დაუდგება..სულ შეიცვალა ამ ერთ წელში..გეფიცები გუშინ ვეღარ ვიცანი ისე მელაპარაკა...ჯერ ის ვერ მაპატია მაშინ ასე უაზროდ რომ წავედი და ახლა მაგას მაპატიებს რომ ბავშვის შესახებ ვუმალავდი?
-ანკა ახლავე ბიჭებს ვჰრეკავ და შენი ხმა არ გავიგონო
-მოიც..... -ისევ ანკას ხმამ გამაჩუმა
-ლუკა სად ხარ
-
-ბიჭო ახლავე სკვერში მოდი
-
-ანკას სახლთან რომ არის
-
-რო მოხვალ გეტყვით
-
-თოკაც წამოიყვანე
-
-რაა!! არა არაა მოიცა...ეგ არა...მისმინე ნიკის წამოყვანა არც გაბედ...-ნინას სიტყვებმა ძალიან შემაშინა...წარმოიდგინეთ ახლა უნდა შევხვედროდი იმ ბიჭს,რომელმაც გუშინ გყველაფერი სამ სიტყვაში მითხრა "სამაგიეროდ მე დაგივიწყე" და ახლა ეგ ბიჭი უნდა მოსულიყო იმ საქმეზე რომელიც ვიცი რომ შოკში ჩააგდებდა
-რაო რა გითხრა -შეშინებული სახით გავხედე ნინას
-გამითიშა...ნიკისთან ვართ ახლაც და არ გამოვა მარტო ჩემი და თოკას წამოსვლაო
-არა არაა...ოღონდ ეგ არა...ხო იცი ნიკიმ არ უნდა გაიგოს არა
-როდის აპირებ თქმას ანკა...ოდესღაც ხო გაიგებს...გაგიჟდება ანკა და მერე ნახავ შვილს საერთოდ რომ არ განახებს
-ნინა მიშველე რამე კარგი? მისმინე რაღაც მოვიფიქრე
-აბა?
-ახლა აქ,რომ ბიჭები მოვლენ შენ ლუკას და თოკას გაიყვან და ცალკე დაელაპარაკები ყველაფერს...მოგიწევს დათაზეც მოყოლა და ყველაფერი მოუყევი...მანამდე მე დაველაპარაკები ნიკის და შორიდან მოვუვლი სათქმელს
-იცოდე დღეს ნიკი უეჭველი გაიგებს რომ შვილი ჰყავს -თითი ცხვირწინ ამიფრიალა ნინამ..ამასობაში ბიჭებიც მოვიდნენ...მე ვისაც ვეძებდი ეგრევე თვალებში მომხვდა..ისიც არ გამომპარვია როგორ შეეშინდა ჩემს წაშლილ სახეზე,ჩაწუთლებულ თვალებზე და მკვდრისფერ სახეზე
-რა მოხდა ნიი რა სახეები გაქვთ -მაშინვე ნინას მივარდა არანაკლებ შეშინებული ლუკა
-ლუკა მე შენ და თოკამ ცალკე უნდა ვილაპარაკოთ
-ესეც ერთგარი თამაშია ხო? -ნიკის მწარე ენა ისევ მომხვდა ყურში
-არა ნიიკ ეს,რომ თამაში იყოს რას არ გავაკეთებდი...უბრალოდ მე ლუკაც გავაფრთხილე,რომ მარტო ეს ორი მოსულიყვნენ და არ გაიგო ხოდა ახლა შენ და ანკას მოგიწევთ ჩვენი დალოდება აქ....და მართლა მისი დატოვება არც გაბედო თუ არ გინდა,რომ კიდევ ერთის სიცოცხლე შეიწიროს ამ დღემ
-რაა? ვინმე მოკვლით გემუქრება-შეშინებულმა დაიყვირა ლუკამ
-არა ლუკა დამშვიდდი...ნინა თუ შეგიძლია მალე ილაპარაკეთ კარგი?
-კარგი წამოდით ბიჭებო -უთხრა ნინამ და მე და ნიკი ისევ მარტო დავრჩით..საიდან დავიწყო? როგორ ვუთხრა სათქმელი? განა ასეთი რთულია იმის თქმა რომ მას შვილი ჰყავს,რომელსაც მოკვლით ემუქრებიან? იქნებ მასზე სულ არ ვუთხრა და სხვანაირად ავუხსნა სიტუაცია? აიი ის მომენტი როცა თავში ყველაზე უაზრო იდეები მოგდის..მაგრამ ყველაფრის მიუხედავად შენ მას მაინც უნდა უთხრა რაღაც...ეს ის მიმენტია,როცა საკუთარი შვილის გადასარჩენად ყველაფერზე ხარ წამსვლელი..და მე დავიწყე ლაპარაკი
-მისმინე..ეს ჩემი იდეა არ ყოფილა, უბრალოდ სხვა გზა არ მე მქონდა და თან ნინამ დამაძალა ..და კიდე შენ აქ არ გელოდებოდი
-შეგიძლია სათქმელი მალე მითხრა -სწრაფად და უემოცუოდ მითხრა ნიკიმ,ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს..ერთხანს ჩაფიქრებული ვიჯექი, მერე ფეხზე წამივდექი და აქეთ-იქით სიარული დავიწყე..თითებს ვიმტვრევდი..სუნქვა მიჭირდა..ასევე მავჩნევდი ნიკის ირონიას ჩემს საქციელებზე...მერე გავჩერდი და ისევ მას შევხედე
((-მისმინე...შენი დახმარება მჭირდება -ამ დროს დავინახე როგორ გაეღიმა -სერიოზული რომ არ იყოს ხომ იცი არ გეტყოდი..უვრალოდ ახლა მართლა მჭირდება შენი დახმარება
-და შენ რატომ გგონია რომ მე დაგეხმარებოდი? ხომ იხი რომ შენზე საშინლად ვარ გაბრაზებული. შენ მე მატო ნიკი არ წამართვი მთელი ქვეყანა და ცხივრება წამართვი..როცა შენი სახელი მესმის მაშინ ცემი თავის მტერი ვხდები.
-არ დამეხმარები? ვიცი რომ უარის თქმა არ შეგიძლია...ნიიკ არ იყავი ეგეთი და ვიცი რომ დამეხმარები...ახლა შენს მეტი ვერავინ მიშველის ამ სიტუაციაში..დამეხმარები?
-დაგეხმარები? დაგეხმარები...სანაცვლოდ რას მომცემ? სანაცვლოდ რას მივიღებ? -გელი სახეზე ჩამომისვა რითაც ნათლად აცვენა თავისი სურვილები..ისევ მისმა გველურმა და ირონიულმა სიტყვებმა მომშხამა...და სულ დამავიწყდა ჩემი სათხოვარი
-მძულხარ!! -სრულიად მშვუდად და მტკიცედ ვუთხარი
-ციტა უნდა დამშვუდდე,ეს სულ არ გიხდება...დილამდე მოიფირე სანაცვლოდ რას მივიგებ -მის ბაგეებს კვლავ ღიმილი უპობდა..იცოდა რაზეც მონდა ალერგია და ზუსტაფ მაგ სუსტ წერტილში მიტყავდა
-ეს დღე არ დაივიწყო ნიკი ...არ გაბედო და ეს დრე არ დაივიწყო..შენს თითოეულ სიტყვას განანებ -იტერიკულად ვუყვუროდი და ისე დავტოვე იქაურობა მის პასუხს არარც დავლოდებივარ
-სასწრაფოდ ნინას მივწერე წერილი რომ სახლში ავდიოდი და იმ ადგილს წამში მოვშორდი...სახლში ისე შევვარდი დედა და მამა ვერ კი შევამჩნიე, მათი თავიც აღარ მქონდა და პირდაპირ ჩემ ოთახში შევედი..საწოლზე მოწყვეტით დავეცი და თავი ბალიშში ჩავყე..მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა,მეღრიალა და ეს ემოცია გამომეტანა გარეთ,მაგრამ არა...ამასაც ვერ ვაკეთებდი და იცით რატომ? "მერე ხალხი რას იტყვის"? მერე მშობლებს როგორ ავუხსნა რა მაღრიალებს? მათ ხომ კესუნა მამამისთან ჰგონიათ? აი ასე უხმოდ ვიწექი საწოლზე და ამ ემოციებს ისევ ჩემთვის ვინახავდი..მალე კარებზე კაკუნი გავიგე, დედა იყო
-ანკა კარგად ხარ? -თავი ნელ-ნელა წამოვწიე საწოლიდან
-კიი დეე
-არ გეტყობა
-რა ვქნა დეე?
-არ გინდა ვილაპარაკოთ?
-რაზე?
-ბედნიერი არ ჩანხარ...რაც ნიკის დაშორდი იმის მერე ასეთი უბედური ხარ,პლიუს ჩვენი საბას ამბავიც დაემატა და მოსიარულე გვამად იქეცი
-აუუ მადლობა დეე როგორ გამამხნევე -ირონიულობა არ დავაკელი
-ხო იცი,რომ ყველაფერს გაგიგებ და მოგისმენ...ახლა მარტო შენ მყავხარ და ნებისმიერ რამეში გაგიგებ..თუ ლაპარაკი მოგინდება შენ უბრალოდ მითხარი და მოგისმენ
-ვიცი დეე...მართლა კარგად ვარ, მალე კესუნაც ჩვენთან იქნება და ისევ ვნახავთ -ისევ ჩემთვის ვარჩიე დამეტოვებინა ეს ემოციები
-კესუნა გენატრება ხო?
-ხოო დეე . მაგრამ მალე აქ იქნება
-მეც ეგრე მენატრებოდა ხოლმე საბა ..ორი საათიც ვერ ვძლები უიმისოდ..ბაღში რომ მიდიოდა წუთებს ვითვლიდი ხოლმე სახლში,რომ მოეყვანათ..მაგრამ ახლა ის...-დედა წამიერად ჩაფირდა და სევდამ მოიცვა მისი სახე -კარგი დეე გავედი,თორემ მამაშენი მოკვდა შიმშილით? ვაჭამო რამე -დედა ოთახიდან გავიდა და ამ დროს ნინას ზარიც გაისმა ტელეფონში
-ხო ნიი
-სად გაიქეცი გოგო წეღან. ან ტელეფონი სად ჯანდბში გეგდო-ახლა შევნიშნე ტელეფონში 15 გამოტოვებული ზარი, აქედან 6 ნინას ზარი იყო. ორი თოკას ზარი. 5 ლუკას ზარი და ის ბოლო 3 ნომერი არ მეცნობოდა..თუმცაამაშიც მალევე გამრკვია ნინამ
-დედა იყო ოთახში და ვერ გა იგე ზარის ხმა
-გოგო ლამის ჭკუიდან გადავედით. ვერ წარნოიდფენ რა დღეში ვიყავით. რა აღარ ვიფიქრეთ. ნიკიც კი დასაბმელი გახდა
-აი თურმე ვისი ნინერი იყო ის სამი -უფრო ჩემთვის ჩავიბუტბუტე
-რა თქვი?
-არაა არაფერი..მისმინე სახლში ვარ, კარგად ვარ, თუ იმას არ ჩავთვლით რომ მოწყენილობა მკლავს. და ახლა უნდა დავიძინო და წავედი კაი? -სათქმელი უცებ ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. გგონიათ მართლა ძილს ვაპირებდი?რა დამაძინებდა, როცა ვიცი,რომ ჩემი პატარა იმ ცხოველს ყავს. ცხოველი? სასაცილოა სატირალუ რომ არ იყოს..ეს ცხოველი ერთ დროს ჩემი სიცოცხლე იყო და მას ჩემ შეყვარებულად ცნობდნენ. ასე ერთ ადგილზე ვერ ვიჯდებოდი, არ შემეძლო ჩემი შვილი იქ ყოფილიყო და მე ასე მშვიდად მეძინა..
როგორც ყოველთვის ეს წესად მექცა და ახლაც, ღამის 1 საათზე სასეირნოდ გასვლა გადავწყვიტე,იქნებ სუფთა ჰაერს მაინც მოვეყვანე გონებაზე და ამ ჩაწითლებულ თვალებსაც შველოდა რამე..ქურთუკი ავიღე და სახლიდან ისე გავიპარე ვერ დედამ და ვერც მამამ ვერ გაიგო..ისევ ისე მივუყვებოდინამიან ქუჩებს და ისევ ისე ჟღერდა სასიამოვნოდ ყურსასმენებში აჟღერებული მშვიდი მუსიკა..თუმცა ეს სასიამოვნო ხმა,ვიღაცის ბოხმა ხმამ ჩაანაცვლა..სიმართლე გითხრათ,თავიდან ძალიან შემეშინდა ამ ხმის გაგონებაზე.უკან დაფეთებული მივიხედე დაარანაკლებ თვალებ დაწითლებული, და ნასვამი ნიკი შემრჩა..
-შეენ?
-ამ შუა ღამე გარეთ რას აკეთებ
-ვერ დავიძინე და სულ ესაა..და შენ?
-მე საქართველოს დროს ვერ შევეგუე ჯერ კიდევ
-გასაგებია
-ანკა...დილით რაც მოხდა ბოდიში მინდა მოგიხადო
-ეგ ყველაფერი სასმელს დავაბრალო თუ?
-შენი გველური ენა ისევ ადგილზეა -ნიკიმ გაიცინა,თუმცა დამიჯერეთ ეს ღიმილი ადრე უფრო უხდებოდა. ამ დროს ჩემ ტელეფინზე მესიჯი მოვიდა და ეკრანიც განათდა..აი ახლა კი მართლა ცუდადაა შენი სამე ანკა
-ეს ბავშვი ვისია? -ეჭვნარევი ხმით მითხრა ნიკიმ..მე ხომ ამ სიტუაციებში ყიველთვის ვიბნევი, ტყუილის თქმაც არ გამომდის, უფრისწორად კი ვიტყვი ტყუილს მაგრამ ნიკი როდის იყო მაგას ვერ ხვდებოდეს..
-ისს...ესს ბავშვი...ჩემიი...ეს ბავშვი ჩემი მეგობრისაა -აი ყველაზე სულელური პასუხი
-და მაგ შენ მეგობარს მე ვიცნობ?
-არამგონია
-საინტერესოა -ნიკიმ მხრები აიჩეჩა -მაგ მეგობრის ბავშვის ფოტო შენ რათ გინდა?
-შენ რატო ინტერესდები? -საუკეთესი თავდაცვა თავდასხმააო აი ეს გამოვიყენე ახლა მე
-უბრალოდ მაინტერესებდა
-როდის იყოშენ ჩემი ამბებით ინტერესდებოდი?
-იცი საიდან? აი როდესაც პირვლად დავსხედით ამ კაფეში მე, შენ,ლუკა და ნინა..ეს ჩვენი პატარა კაფე იყო, არის და იქნება -ახლაღა შევნიშნე რომ "ჩვენს კაფესთან" ვიდექით უკვე
-ხომ იცი,რომ ამ კაფეს ჩვენი აღარასდროს ერქმევა -მაინც ვერ გავაჩუმე ენა
-ჩვენი რომ არ ერქვას ..რამდენიმე დღის წინ ამ კაფეში არ შემხვდებოდი "სრულიად შემთხვევით" და ამდენი ხნის მერე ისევ არ ჩაგხედავდი შენს უძირო თვალებში
-ნიიკ გაჩუმდი გთხოვ
-არ გინდა ცოტა ხანი შევიდეთ? -მიკვირდა დილით როგორ მელაპარაკა ლამის ადგილზე მოვკალი და ახლა რამ შეცვალა თქო..თუმცა მას არც ისე კარგად გამოსდის თამაში როგორც მე ამიტომ დავთანხმდი და შიგნით შევყევი..არ ვიცი ეს რას დავაბრალო, სასმელს, უხასიათობას, გამოუვალ მდგომარეობას თუ უბრალოდ ჩემს სურვილს. მეხომ ნიკის სიყვარული არშემიწყვეტია. კესარია მას გავს, ყოველთვის მახსენებდა ნიკს როდესაც მას ვუყურებდი მის თვალებში ნიკს ვხედავდი. მის მონატრებას კესარია მივსებდა ახლაკი როცა ის არმყაავს ნიკი გამოჩნდა. მინდა ჩავეხუტო დავუთხრა როვორ მენატრება როგორ მტკივა და მტკიოდა სული მის გარეშე. როგორ მინდოდა ჩემთან ყოფილიყო ყოველთვის..... მაგრამ სიამაყე ..ისევ სიამაყე. ესხომ თვისებაა რომელიც არ გვაძლევს საშუალებას ყველაფერი ვუთხრათ იმ ადამიანებს რომლებიც სიცოცხლეს გვირჩევნია, ახლა ნიკიც ჩემს წინ დგას ვხედაავ თუ როგორ მიყურებს ის. მინდა ვუთხრა ყველაფერი რასაც მთელიწელო განვიცდიდი, ვფიქრობდი,ვმალავდი..
მინდა ვუუთხრა რომ შვილი გვყაბს რომელიცც ყოველ ჯერზე მის თავს მახსენებს , ვუთხრა თურატომ წამოვედი მისი ცხივრებიდან მაგრამ წამოვედი ? ის ხომ ჩემში სამუდალოდ დარჩა ის ხომ ჩემი სულის ნაწილია ჩემი შვილის მამა და ჩემი ყველა'ფერი.. მასზე ფიქრის გარეშე ხომ წამიც არ გასულა. მის გარეშე ყოფნა ხომ მანნადგურებს, მაგრამ ახლა ის ჩემ წინ დგას და მიყურებს არაფერს ამბობს მაგრამ მის თვალებში ყველაფერს ვხედავვ. ცდილობსს ცივად მომექცემს მაგრამ ვხვდებირომ მისი გული კვლავ მე მკუთვნის. შიგნით შესვლის თანავე იმ ადგილას დავსხედით სადაც ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო ზუსტად ის სასმელი შემომთავაზა რაც მაშინ და კვლავ გაისმა ის სიმღერა რომელ სიმღერაზეც პირველადდ ვიგრძენი მისიი სიახლოვე და რომ მიყვარდა ის.

ამ ფიქრებში ვიყავი როცა გავაცნობიერე რომმ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ვსვამდით თურმე როგორ მომნატრებია მისი თვალები. მინდოდა მისვის ყველაფერი მეთქვაა ....მეთქვა რომ შვილი გვყავს ... მეთქვა რატომ წავედი მისგან... მეთქვა როგორ ვიტანჯები მის გარეშე ...მეთქვა როგორ ვგრძნობდი მის სუნს კესარიას ყოველი შეხებისას.. მეთქვა როგორ მინდა ერთი ოჯახი ვიყოთ დაა კესარიაააას ხომ ყოველთვის უნდოდა გოგო რომელსაც პრონცესას დაუძახებდა .. ვუთხრა რომ ყავს ის ... მაგრამ მან ისიი კიარიცის რომ ის საფრთხეშია...

ნელნელა ვაანალიზებბ რომ სასმლისგან და ნიკის ჭაობისფერი თვალებისგან და კესარიას მონატრებისგან ვბრუვდები თითქოსს ფეხქვეშ მიწა მეცლება.გონებას ვკარგავვ ვითიშები და მთლიანად ნიკიზე ვამყარებ იმედს ....
***ნიკი***
არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი მის სახლთან ცოტახანს ვიდექი მისო ფანჯრის წინ ..შემდეგ კი ლანდი დავინახე რომელიც თითქოს ცდილობდა ყველაფერსს გაქცეოდა.. და უკან გავყევი ჩემს საყვარელ ქალს .. რომლოს სურნელიც ახლაც ისე მაბრუებდა როგორცც ყოველთვის.. და თავს უკანასკნელ იდიოტად ვგრძნობდო ჩემი ბოლო სიტყვების გამო ... თითქოს მას რაღაც მნიშვნელოვანის თქმა უნდოდა ჩემთვის...მინდიდა უწინდებურად მეთქვაა მისთვის რომ მიყვარდა ..რომ მასზე ოცნება არ დამისრულებია ..რომ ყოველღამითასზე ფიქრში ვიძინებდი .. მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო და მისი სურნელი შმეგრძნო რომელიცც ასე ძლიერ მიყვარდა...
"ჩვენსკაფეში"ყოფნისას ის თვალებს ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ შინაგანად იტანჯებოდა ჩემი ერთადერთი სიყვარული ...როგორ შეიცვალა მმისი ჩაცმის სტილი ხასითი თითქოსს იმ მომღიმარი გოგოგან რომელსაც მე ვიცნობდი აღარაფერი დარჩენილიყო.. სვამდა ..თითქოს იმიტომ რო ყველაფერს მოწყვეტოდა და მალე გაითიშა კიდეც... ამდენი ხნის შემდეგ პირველად შევეხე ჩემი საყვარელი ქალის სხეულს ხელში ავიყვანე და "ჩვენს სახლში" წავიყვანე ... ის გზაში თითქისს ვიღაცას ეძახდა, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი.. ოთახში ავედი და საწოლზე ფრთხილად დავაწვინე ის კვლავვ ერთ სახელს იძახდა "კესარიაა" "კესარიაა" კვალ " კესარია " ოთახიდან გასვლას ვაპირწბდი როდესაც თითქოს დიდი ტკივილით თქვა "კესარიაა შვილო".. ამის გაგონებაზე ყველაფერი აირიაა... შვილო? შვილოო.. შვილოო ...მას შვილი ჰყავსს ? თანაც კესარიაა ვეღარაფერს ვხვდებოდი ლუკას და თოკოს დავურეკე და ვუთხარი სასწრაფოდ მოსულიყვნენ.
საათი უკვე 3:00უჩვენებდა როდესაცც ლუკა და თოკო მოვიდნენ. გაგიჟებული ვიყავი და თვში მხოლოდ ორი სიტყვა "კესარიაა შვილო" მიტრიალებდა. გიჟივით დავრბოდი ოთახებში თითქოს სიმართლის გაგებაც მაშინებდა..
შემდეგ ლუკამ მკითხა :
-რა ხდება ასეთ დროა რომ დაგვიბარე?
- ყველაფერი მოვუყევი დღეს მომხდარ ამბავზე
ბიჭები გაოცებული სახეებით მიყურებდნენ .თითქოს რაღაცას მალავდნენ. ასეთ გაურკვევლობაში ყოფნა აღარ შმეძლო და პირდაპირ სათქმელზე გადავედი
- ვინ არის კესარია ?
-უცბად დუმილი ჩამოვდა. ბიჭები ერთმანეთს უყურებდნენ და ხმას ვერ იღებდნენ თითქოს კითხვას თავს არიდებდნენ... უკვე სიგიჟის ზღვარზე ვიყავი.. უკვე იმაზე ფიქრიც დავიწყე რომ კესარია ჩვენი შვილი იყო .. მაგრამ ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაწილი იყოო სანამ კარებზე მიყუდებული ანკას ხმამ არ გამომიყვანა ფიქრებიდან..
-ის ჩენი შვილიიაა..... -ეს ხმა ექოსავით გაისმა ყურში...ალბად დამცინის..ან იქნებ სასმელის ბრალია...ეს ყველაფერი ბედნიერებას მგვრიდა,მაგრამ ვერაფრით ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო...ბიჭებს ვუყურებდი,რომლებიც თვალებში შემოხედვასაც ვერ ბედავდნენ..
-ეეესსსს როგორ..კიი მაგრაამმ....მეე?? მეე მამაა? მითხარით რომ ეს ყველაფერი სიზმარია...მიდი გამომაფხიზლეთ...
-ნიიკ ეს ყველაფერი სიმართლეა..კესარია შენი და ანკას შვილია -ფიქრებიდან თოკას ხმამ გამომიყვანა..ნუთუ არ მატყუებენ? ნუთუ ამდენი ხანი უაზროდ გავატარე ჩემი ფერიის გარეშე? აქამდე ჩემ ცხივრებას აზრი არ ქონდა და ახლა კი ვიცი რომ ჩემი შვილის და ჩემი შვილის დედის გამო ღირს ცხოვრების გაგრძელება
-და ეს აქამდე რატომ არ მითხარით -ძლივს გასაგინად ამოვიჩურჩულე
-მეშინოდა
-რისი გეშინოდა ანკა მიპასუხე -ისევ ხმამაღლა ვკითხე(ის ყველაფერს მომიყვა დათას შესახებბ თანნნ ტირიდა და ხელებს კედელს ურტყამდა თუურმე როგორ იტანჯებოდა და მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი ... ამ ბოლო დროს როგორ ვატკინე ჩემი სიტყვებით გული და როგორ ვაწყენინე მას ..უკვე მზად ვიყავი რომ ყველს პასუხი ეგო იმისთვის რომ ასეთი ტკივილისთვის გაიმეტა ჩემი საყვარელი ქალი ....სახლიდან გონება არეული გამოვედი ერთადერთი რაცც თავში მიტრიალებდა "ჩვენი შვილი" იყო.. ვეღარაფერი შემაჩერებდა.. ის ახლა საფრთხეში იყოო... მას დახმარება სჭირდებოდა აღარ დავუშვებდიი ის უმამოდ ყოფილიყო... გაცოფებული შევუვარდი დათას სახლში ის ირონიული სახით მიყურებდა რამაც უარესად გამაღიზიანა ....ამდროს გვერდით ოთახში ბავშვის ტირილის ხმა გაისმა მივხვდი რომმ კესარია იყო ..მისი ტირილის გაგონებაზე ვეღარ ვაანალიზებდი როგორ ვურტყამდი დათას ... როდესააც საბოლოოდ დავრწმუნდი რომმ იატაკზე უგონოდ ეგდო მაშინვე ბავშვის ოთახი მოვძებნე და მასთან შევედიი "ჩემს წინნ ჩემი შვილი იყოო ჩემი პრონცესა რომლისთვისაც სიცოცხლე ღირდა... ჩემი საყვარელი ქალისს შვილი... რომელიც საოცრადდ მგავდა როგორც მე ისე ანკას.... ჩემიმსგავსი ჭაობისფერი თვალებიი... ანკას მსგავსი დაბუშტული წითელი ტუჩები მასავით გრძელი წამწამებიიი .... ესს საოცრებაა იყოო ....და ის ჩემი შვილი იყოო... მე ამ ულამაზესი არსების მამა ვიყავი.... და მხოლოდ ახლა ვხვდებოდი რას ნიშნავს იყო მამა...
****ანკა****
სახლიდან გიჟივით გავარდა...ვიცოდი,რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა..ნასვამი იყო,მან ხომ ის გაიგო რაც დიდი ხნის წინ უნდა გაეგო,მის ადგილზე ყველა მამა ასე მოიქცეოდა..და ჩემს ადგილზე ყველა დედა და ცოლი ასე ინერვიულებდა.. ლუკას ვთხოვე და უკან გავყევით როდესაც იმმ ურჩხულის სახლთან მივედით ის დავინახე რაცც სამუდამოდ დარჩებოდა ჩემს მეხსიერებაში იქ იდგა ორი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...რომელთა გამოც სიცოცხლეს დავთმობბ.. კესარიამ ჩემს დანახვაზე სიცილი დაიწყო და ხელი გამომიწოდა ... ესიყოო ჩემი პატარა ოჯახიიი ... რომელსაც აღარასდროს დავთმობდი არავის გამო....იმ დღეს მე ნიკი და კესარია წყნეთის სახლში წავედით ...ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ მან ესს ყველაფერი მაპატია.. და ახლა დავრწმუნდიი რომ:
ნამდვილი სიყვარული არ ითვლის განაწყენებასს ..რომ ის სულგრძელი და კეთილიააა...რომ ის ყველაფერს იტანს ...ყველაფერი სწამს ..ყვაფრის იმედი აქვს ...ყველაფერსს ითმენს და ბოლოს.. "ნამდვილი სიყვარული არასოდეს მთავრდება"скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მარტო სახლში

samwuxarod sheni sxva istoriebisgan gansxvavebit es yvelaze metad ar momewona . arifiqro rom cudi shinaarsi aqvs da ase shemdeg ara dzalian sayvarloba iyo ubralod daxvewa chirdeba da gramatიკულად გამართვაც. ორგან სახელიც შეგეშალა და ნიკიც მაგივრად ანდრია გეწერა. ვფიქრობ ეს ცოტა უყურადღებობის ბრალიაამიტომ კიდევ ერთხელ თუ ჩაუჯდები ამ ისტორიას დაარედაქტირებ და ხელახლა დადებ უკეთესი იქნება. ისე კარგი იყო <3 სასიამოვნო წასაკითხია
ps: jer inglisur da mere qartul shrifts ar vimchnevt :D chemi telefoni chertkoevia

 


№2  offline წევრი MamrikishviliAani

ესიგი შენი ისტორია (ეს) უზომოდ მიყვარს და რაღაც პოზიტვთან ერთად ნეგატივიც იგრძნობა ასე განაგრძე <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.