შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული არაფერი (თავი 12)


11-01-2019, 17:21
ნანახია 214

განსაკუთრებული არაფერი (თავი 12)

ახალ წელს ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა, რადგან ვიცოდი, რომ ამ დღეს ის აუხდენელი ოცნებები ხდება, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გვზდევს. ჩემს დედინაცვალს ჯინის სჯეროდა, რომ მე რაღაცით განსაკუთრებული ვარ, რადგან ახალ წელს დავიბადე. ეს დაკავშირებული იყო იმ აუხდენელ სურვილებზე, რომლებიც ახალ წელს ხდება. მართლაც, დედას და მამას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდათ, დედას კი ახალ წელს უთხოვია ღმერთისთვის, რომ მათი სიყვარულის ნაყოფი მოევლინა ამ ქვეყანაზე, ასეც მოხდა და ახალი წლის ღამეს გავჩნდი მე. ამის შემდეგ დედა ყოველთვის ფიქრობდა, რომ მე ღვთის საჩუქარი ვიყავი, ახლა ჯინიც ასე ფიქრობს და უკვე მეც დავრწმუნდი მისი აზრის სისწორეში. ახალი წლის ღამეს ჯადოსნობა მოხდა და ჩემი გული უზომმა სიყვარულმა დაისადგურა. იმხელამ, რომ ვერც იკავებს ადგილს და გულში ყველაზე ღრმად არის ჩაფლული. ეს კი ლიამისადმი სიყვარულია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს დაბადების დღეზე ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილი ამიხდებოდა და ჩემი და ლიამის გზები გადაიკვეთებოდა, მაგრამ ასე მოხდა. ნათქვამია, თითოეული ჩვენგანის ბედი ზეცაში, ჩვენი დაბადებისთანავე იწერებაო და ალბათ ჩემი ბედიც ასე დაიწერა, რადგან ღმერთმა მაშინ გამომიგზავნა ნამდვილი სიყვარული, როცა ჩემი გული დაცარიელებული იყო და აღარაფრის უნარი შეწევდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები აღმოჩნდა, რადგან ვერც ვიჯერებდი ლიამის მიერ წარმოთქმულ სიტყვას, „მიყვარხარ.“ ჩემთვის ეს სიტყვა გულწრფელად არასდროს არავის უთქვამს. გულიც კი ამიჩუყდა მის სისპეტაკეზე. მისი გრძნობები ისე დამილაგა წინ თითქოს ყველაზე სუფთა, ნაზი და ნატიფი რამ ყოფილიყო. გულში ჩამიკრა და ისეთი სიყვარულით მაკოცა ალბათ არასდროს დამავიწყდა ეს წუთები, რადგან ის პირველ კოცნაზე საკმაოდ განსახვავებული და განსაკუთრებული იყო, სიყვარულით და ვნებით გაჯერებული.
მე ალისა უანდერმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო განსაკუთრებული 2019 წლის დასაწყისი. ნათქვამია, როგორადაც შეხვდები ახალ წელს, ისეთი იქნები მთელი შენი წელიო. ახლა კი მოხარული ვარ, რომ მთელ წელს ლიამის სიყვარულსა და ალერსში გავატარებ. ეს წელი ჩემთვის იქნება იმაზე მეტად განსაკუთრებული ვიდრე სხვები იყო, რადგან მე უკვე შეყვარებული ვარ და ამაყად შემიძლია გამოვაცხადო, რომ დღეიდან ლიამ პეინის ოფიციაულური შეყვარებული ვარ. ჩემი სიმორცხვე სადღაც გაქრა და ლიამის წინ ახლა უკვე თავდაჯერებული ქალი გამოისახა. მართალია 18 წლის, მაგრამ მაინც ზრდასრული. დღეიდან სრულწლოვანი ვარ, რაც ძალიან მიხარია, რადგან შემიძლია ჩემი თავის მეურვეობა ჩემს თავს დავაკისრო და ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც მინდა. სურვილების ძალიან გრძელი სიის ჩამოწერას ვფიქრობ, რომლის თითოეულ დეტალს აუცილებლად ავისრულებ. ეს ხომ ახალი წლის ღამეა, ჯადოსნური და მომაჯადოებელი.
ლიამის ხელები კვლავ წელზე მქონდა შემოხვეული, როდესაც ნინას ხმა გავიგონე, რომელიც დიდი სიყვარულითა და სიხარულით იყო აღსავსე. უკვე მეათასედ ვიმეორებ, რომ ეს ქალი მაოცებს და იმაზე მეტად ვაფასებ, ვიდრე მას წარმოუდგენია. მე და ლიამი ერთმანეთს დავცილდით და ნინას გავუსწორეთ მზერა, რომელიც ჩვენკენ წამოვიდა და ორივეს ერთად ჩაგვეხუტა.
-ბავშვებო, ძალიან მიხარია თქვენი ამბავი, იმედია ასე ტკბილად შეაბერდებით ერთმანეთს.-
-დედაა, ჯერ ადრეა დაბერება.- უთხრა სიცილით ლიამმა.
-ხო კარგი, თქვენთვის ადრეა, მე კი უკვე დავბერდი.-
-ნინა, მაგას შენ არ უნდა ამბობდე, მეც კი მშურს შენი გარეგნობის.-
-არა, შენ ჩემი არ უნდა გშურდეს საყვარელო. ყველა გოგოს ჯობიხარ, რომელიც ამ ქვეყანაზე დაიარება.- მის სიტყვებზე ლოყებზე წამოვწითლდი, რაც ლიამმა როგორც ყოველთვის შეამჩნია, მისკენ მიმიზიდა და ლოყაზე მაკოცა.
-კარგით, გეყოთ ერთმანეთის ქება, სუფრას მივუსხდეთ.- თქვა ლიამმა.
-მართალია, დასხედით ბავშვებო.- გვითხრა ნინამ და ჩვენც გვერდი-გვერდ მივუსხედით მაგიდას და ვახშმობა დავიწყეთ. დროდადრო ლიამი ჩემკენ აპარებდა თვალს და ხელს ხელზე მიჭერდა, რაზეც ისეთი საოცარი რეაქციები მქონდა, რომ ლიამი ხმადაბლა იცინოდა, ნინა კი გაკვირვებული გვიყურებდა ჩვენ ორს და ზოგჯერ თვალსაც კი არიდებდა ჩვენს ხითხითს, რომელიც ვერ გაეგო რით იყო გამოწვეული.
-ლიამ, ალისა, ბავშვებო რაღაც უნდა გითხრათ.- მოგვამრთა ნინამ ორივეს.
-რა ხდება დედა? - ანერვიულდა ლიამი, მაგრამ ნინას გამომეტყველებიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ სანერვიულო არაფერი იქნებოდა.
-ეს რამდენიმე დღეა ერთ კაფეში დავდივარ, სადაც თანამშრომელი ჭირდებათ და ვფიქრობ, რომ სამსახური უნდა დავიწყო. ლიამ, მამაშენის დატოვებული ფული დიდხანს აღარ გვეყოფება, არ მინდა შენც მის გზაზე დადგე. ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ მე თვითონ გამოვიმუშავებ საჭმლის ფულს.- ნინას სიტყვებზე გულში რაღაც ჩამწყდა. არ ვიცოდი რას ნიშნავდა მისი სიტყვები, მაგრამ საშინლად ავნერვიულდი, რადგან ლიამი მამის გზაზე არ უნდა დამდგარიყო. რას აკეთებდა ასეთს მამამისი? ან იმდენი ფული საიდან იშოვა, რომ ამდენი წელია მათ ფული არ მოკლებიათ. გამიხარდა, რომ ნინა კაფეში იწყებს მუშაობას, რადგან ასე უფრო გადააყოლებს გულს და მისთვისაც კარგი იქნება. შეეძლება ცოტათი მაინც შეიმსუბუქოს შვილის დაკარგვით მოყენებული ტკივილი.
ნინას სიტყვებზე შევამჩნიე როგორ დაიძაბა ლიამი. არ მინდოდა მას ენერვიულა, ან ცუდ ხასიათზე დამდგარიყო, ამიტომ მის ხელს, ჩემი ხელი ჩავჭიდე და ღიმილით გავხედე. მასაც გაეღიმა ჩემს ქცევაზე და ნინას მიუბრუნდა, რომელიც ასევე ანერვიულებული ელოდა ჩვენს შეხედულებას მის გადაწყვეტილებაზე. მე რა თქმა უნდა ბოლომდე ვეთანხმები მას და ვფიქრობ, რომ ლიამსაც გაუხარდა მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ვინ იცის რას იტყვის.
-კარგი დე, როგორც შენ გინდა. მე ვფიქრობ, უფრო კარგი იქნება თუ გულს სამსახურში ყოფნისას გადააყოლებ.-
-მეც ასე ვფიქრობ.- ვთქვი მე, რაზეც ნინას სახე გაებადრა ბედნიერებისგან. მის შემხვედვარეს მეც უდიდესი სიხარულით ავივსე. ბედნიერი ვარ, რომ ახალი ოჯახი შევიძინე, იდეალური შეყვარებულით და მისი დედით, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში უკვე ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.
-ბავშვებო, ძალიან მიხარია თქვენ, რომ მყავხართ.- ნინამ სიყვარულით აღსავსე მზერით შემოგვხედა. ვახშმობას მალევე მოვჩერდით. უკვე ორი საათი იყო. ახალი წლის ჟრიამულში დრო მალე გასულა. ნინამ გადაწყვიტა ხვალ აელაგებინა სუფრა, ამიტომ პირველ სართულზე თავისი ოთახისკენ გაწია. მე და ლიამი კი მეორე სართულისკენ დავიძარით. ლიამს ხელი ჩემს მხრებზე ჰქონდა გადახვეული, მე კი თავი მის მხარზე მედო. ძალიან მინდოდა დღეს ჩემთან ერთად ყოფილიყო და უბრალოდ ერთად დაგვეძინა, მაგრამ ჩემი შინაგანი მე არ მაძლევდა ამის შეთავაზების უფლებას. ველოდებოდი როდის მოესურვებოდა ლიამს, რომ ჩემთან ერთად დაეძინა. ჩემი ოთახის კართან შევჩერდით.
-პატარავ, ხომ არ ფიქრობ, რომ დღეს შეგვიძლია ერთად დავიძინოთ?- მკითხა და სახე გაებადრა. სიხარულისგან ხელები ყელზე მოვხვიე და მის სხეულს ავეკარი.
-რა თქმა უნდა, მეც ასე ვფიქრობ.- ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე, თუმცა თვით ლიამ პეინი ამას დაჯერდებოდა? მისი ბაგეები ჩემსას შეუერთა, რაზეც კიდევ ერთხელ დამიარა ტანში ჟრუანტელმა და მეგონა სადაცაა ხელებში ჩავადნებოდი. ვგიჟდები ამ ბიჭზე. ამის შემდეგ ორივენი ჩემს ოთახში შევედით და მივხვდი, რომ 18 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი ღამე იყო, როდესაც იმაზე მშვიდად, თბილად და კარგად მეძინა ლიამის მკლავებში მოქცეულს, ვიდრე აქამდე.
დილით ლიამის ხითხითმა გამაღვიძა, თვალები მოვიფშვნიტე და მას მივაშტერდი, რომელიც ღიმილიანი სახით მიყურებდა, ცალი ხელი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული, ცალი კი თავქვეშ ამოედო და ჩემს სხეულს ათვალიერებდა. ლოყები ამეფარკლა და თავი დავხარე, რაზეც მისი სიცილი უფრო გაძლიერდა.
-ლიამ, ნუ დამცინი.- ვუთხარი გაბრაზებულმა.
-არა საყვარელო, შენ არ დაგცინი.- მითხრა და კვლავ იგივე გაიმეორა.
-აბა ამ ოთახში ჩვენს გარდა არის კიდევ ვინმე?-
-არაა.-
-ოხ ლიამ, ნერვების კიბო ხარ გეფიცები.-
-რას იფიცებს ჩემი გოგო?-
-შენს თავს.-
-ოუ ასე ძალიან გიყვარვარ?-
-კი და შენ?- ვკითხა და მის სხეულს ავეკარი. ვიბრაციით ვიგრძენი როგორ ჩაიცინა, შემდეგ კი კვლავ ჩემი გაბრაზება განაგრძო.
-არა, მე საერთოდ არ მიყვარხარ.-
-არ გიყვარვარ ხომ?-
-არაა, ერთი პროცენტითაც კი არა.-
-კარგი, მაშინ ჩემს მაგივრად ბალიშს ჩაეხუტე.- ვუთხარი და ფეხზე წამოვხტი. სიცილით გავიქეცი ფანჯრისკენ და ფარდები გადავწიე თუ არა მთელი სახლი ჩემმა კივილმა მოიცვა. თოვლი მოსულა. თეთრი, ქათქათა ფანტელები ნაზად ცვიოდნენ ციდან და მიწასა და ფანჯარას ეკვროდნენ. გვირილების ხელა ფიფქები ცვიოდა, ისეთი როგორიც მე მიყვარს.
-აუუ ლიამ, ნახე თოვლი მოსულა.- ვუთხარი გახარებულმა.
-გინდა ვიგუნდაოთ?- მისმა შემოთავაზებამ რა თქმა უნდა ძალიან გამახარა და სწრაფად დავუქნიე თავი. გუნდაობაზე როგორ ვიტყვი უარს, როცა ბავშვობიდან მიყვარს თოვლი. პირველად მოთოვდა თუ არა იმწამსვე გარეთ გავრბოდი და იმის მიუხედავად, რომ მარტო მიწევდა გართობა, მაინც მიხაროდა თოვლში ანგელოზების გაკეთება და შიგნით ჩაფლობა. ახლა კი თავისუფლად შემეძლო ეს ყველაფერი ლიამთან ერთად გამეკეთებინა და ის ჩამემარხა თოვლში.
სწრაფად გამოვიღე კარადიდან ტანსაცმელი და პირსახოცი და ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, როდესაც უეცრად ლიამი გამახსენდა, რომელიც საწოლში ჩაფუთნულიყო. არ მინდა ლიამის აქ ყოფნა ნინამ გაიგოს, რადგან ცოტა არ იყოს მერიდება კიდეც მისი, ამიტომ ლიამს მკვლელი მზერით გავხედე და ხმამაღლა დავუწივლე.
-ლიააამ, რას აკეთებ აქ?- ვკითხე და ხელები გადავიჯვარედინე.
-გუშინ მგონი შენ მთხოვდი ჩემთან დაიძინეო.-
-რაა? მე კი არა შენ შემომთავაზე დავრჩებიო და მეც უარი ვეღარ გითხარი.-
-თავს ნუ იმართლებ სიყვარულოო.-
-მე შენი სიყვარული არ ვარ.- ვუთხარი გაბრაზებულმა. როგორც ჩანს ჩემი სიტყვები ეწყინა, ან მოჩვენებით გაიბრაზა თავი და სწრაფად წამოდგა ფეხზე, ჩემთან მოვიდა და ერთხანს თვალებში ჩამაშტერდა. შემეშინდა მართლა არ გაბრაზებულიყო ჩემზე, რადგან ეს სულ არ მინდოდა, უბრალოდ ნინასი მერიდება და მინდა ცოტა დრო მაინც გავიდეს ჩემი და ლიამის ურთიერთობის დაწყებიდან, შემდეგ კი ერთად დაძინებაც შეგვეძლება. არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და უეცრად ტირილი დავიწყე. ხელში რაც მეჭირა ყველაფერი იატაკზე დამივარდა, ცრემლების შემშრალებას შევუდექი, თუმცა მაინც ვერ ვჩერდებოდი. დავინახე როგორ შეეცვალა ლიამს გამომეტყველება. ჯერ გაეღიმა, შემდეგ კი თავი გააქნია და მის მკერდს ამაკრო. ვგიჟდები ასე თბილად, რომ მეხუტება და მის ემოციებს მე გადმომცემს.
-ალისა, გთხოვ ნუ ტირი. მართლა კი არ გავბრაზებულვარ, უბრალოდ შენი გაწვალება მინდოდა. ვიცი, რომ არ გინდა ჯერ ნინამ გაიგოს ერთ ოთახში, რომ გვეძინა. ასე, რომ დაწყნარდი გთხოვ.
-მართლა არ გაბრაზებულხარ?- ავხედე ცრემლიანი თვალებით.
-არა საყვარელო. ახლა კი დაწყნარდი, მოემზადე და საგუნდაოდ წავიდეთ.- მისმა სიტყვებმა კვლავ გამაბედნიერა. ცრემლები შევიმშრალე და იატაკზე დაყრილი ტანისამოსიც ავკრიფე, შემდეგ კი ლიამს მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებზე და სანამ აზრზე მოვიდოდა მანამდე გავიქეცი ოთახიდან.
მე და ლიამი ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავით და გარეთ გასასვლელად ვემზადებოდით, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ლიამმა კარი გააღო და შიგნით ორი პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი შემოვიდა. ერთს ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა, მეორეს კი ხელბორკილები.
-გამარჯობა. ლიამ პეინი თქვენ ბრძანდებით?- მიმართა ერთ-ერთმა ლიამს, რომელმაც სახეზე ფერი დაკარგა და აშკარად ანერვიულდა. მე გაკვირვებული ვუყურებდი მათ.
-დიახ, მე ვარ.- თქვა ანერვიულებულმა ლიამმა.
-ჩვენ თქვენი სახლის გაჩხრეკის უფლება გვაქვს.-
-და რის საფუძველზე?-
-საჩივარი შემოვიდა, რომ თქვენ გარეული ხართ ნარკოტიკის გასაღებასა და მოხმარებაში.
-რაა? ეს... ეს ტყუილია... ოფიცერო, თქვენ რაღაც გეშლებათ.- ჩავერიე მათ საუბარში და აკანკალებული ხმა ძლივს დავაწყნარე.
-მაგას აუცილებლად გავიგებთ ქალბატონო, ახლა კი გთხოვთ სახლის შემოწმების უფლება მოგვეცით.-
-კარგით, შეგიძლიათ შეამოწმოთ. წამობრძანდით.- თავდაჯერებულად უთხრა ლიამმა და წინ გაუძღვა. მათ ბუნდუვნად გავაყოლე მზერა, რადგან მოწოლილი ცრემლები თვალთახედვას მიბურავდა. დივანზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. რატომ? ღმერთო რატომ მოგაქვს ჩემთვის ყოველთვის ასეთი განსაცდელი? მე და ლიამი ისეთი ბედნიერები ვიყავით. ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამოვუტყით ერთმანეთს სიყვარულში და უკვე უბედურება დაგვატყდა თავს. დღეს ხომ ახალი წელია, ჩემი დაბადების დღე. მეგონა, რომ ეს წელი საუკეთესოდ დაიწყო. ასეც იყო, თუმცა გაგრძელება აქვს ძალიან ცუდი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ლიამი ნარკოტიკის მომხმარებელი და მითუმეტეს გამსაღებელი არასდროს არ იქნება და ეს ფარსი მალევე დასრულდება, რადგან ლიამი სრულიად სუფთაა და მას ტყუილად ვერაფერში დაადანაშაულებენ. ლიამი, რომ დაიჭირონ ალბათ ჩემი სიცოცხლეც იქვე დასრულდება და მოვკვდები. მის გარეშე ერთი წუთიც კი არ შემიძლია გავძლო. რა ვუთხრა ნინას, როცა თავის შვილს მოიკითხავს? ან რა ვუთხრა ჩემს თავს, როდესაც ლიამის მონატრება გამანადგურებს? ღმერთო გთხოვ დაგვეხმარე.
თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვიწმენდდი და ჩემს თავს ვაგულიანებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, როდესაც მეორე სართულიდან ბორკილებ დადებული ლიამი ჩამოიყვანეს. არ ვიცი რა დამემართა, უბრალოდ გული გამიჩერდა და ჩვენმა ერთად გატარებულმა მხიარულმა დღეებმა თვალწინ გადამირბინა. იქვე ჩავიკეცე და ავქვითინდი. ვერ ვუყურებდი ლიამს ასეთ მდგომარეობაში. ნუთუ სიმართლეა? ნუთუ ლიამი მართლა დამნაშავეა?
მის ხელებზე დადებულ ბორკილებს გაშტერებული ვუცქერდი და ლიამთან ერთად ჩემი გულიც მათ მიყვებოდა. ეს შეუძლებელია... ლიამი ნარკოდილერი ვერ იქნება... ეს შეუძლებელია... გულში ვიმეორებდი და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს გასაქანს ვაძლევდი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Niniko11

ოჰ ეს რა იყო დღეს ასე გაშტერებულმა უნდა ვიაროო ახალი თავის მოლოდინში
კარგი თავი იყო... გამიხარდა ლიამის და ალისას ერთად ყოფნა იმედია ყველაფრის მიუხედავად ერთად იქნებიან :)*
--------------------
N.nozadze

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.