შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღსრულება (ნაწილი 2)(თავი 5)


11-01-2019, 22:17
ავტორი ნორმი
ნანახია 108

აღსრულება (ნაწილი 2)(თავი 5)

ქალბატონი კლარა დაკითხვის ოთახში მაგიდასთან იჯდა.ხელბზე ბორკილებ დადებული ელოდა გამომძიელის შემოსვლა.სახეზე არც მწუხარება და არც სევდა ეწერა,მხოლოდ ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.რკინის კარებში გამოჩენილი ქალის სილუეტი მის წინ დაჯდა.საბუთები გადაშალა და დაელოდა მეორე გამომძიებელი როდის შემოურთდებოდა.თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა.მოთმინების ფიალა ევსებოდა მეწყვილის უპასუხისმგებლობით.გასვლა უნდოდა როდესაც კარებში გამოჩნდა ვასო.ხელში ბუტერბროტები ეჭირა.
-ვასო რომელ ზრდილობის კოდექსი წერია,რომ დამნაშავესთნ დაკითხვაზე უნდა იღეჭებოდე?
-ჩემს კოდექსი.
-ქალბატონო კლარა თვქენ უკვე იცით რისთვისაც ხართ დაკავებული.
-ჩემთვის არაფერი უთქვამთ.
-კარგით,თქვენ დაკავებული ხართ მეუღლეზე სისტემატიური ძალადობისა,განზარხ მკვლელობის მცდელობისა და წამებისათვის.
-ტყუილია მე ჩემს ქმარზე არ ვძალადობდი.ყოველთვის ის მცემდა.
-საინტერესოა,მაგრამ მე სულ სხვა სცენას შევასწარი.თვენს ქმარს ცივი იარაღით ჭრილობებს აყენებდით.
-იტყუებით,ჩემი ქმარი სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.გეუბნებით თავად მცემდა.
-ახლა სად არის თქვენი მეუღლე?
-სახლში ბავშვს ცემს ალბათ.
-საინტერესო სტრატეგია გაქვს.გინდა ფსიქოლოგიურ დაავადებულად მიიჩნიო თავი და ციხე აირიდო,მაგრამ არა მგონია ჩემთან ეგ თამაში გაგივიდეს.
-მე არ ვთამაშობ.
-რა თქმა უნდა თქვენ არ თამაშობთ.თქვენ მხოლოდ სიმართლეს საუბრობთ.
-დიახ.
-მომიყევით იქნებ ჩემი გადაწყვეტილება შევიცვალო.
-როდესა დავქორწინდით ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა.გოგონაც მალე გაგვიჩნდა.ძალიან ბედნიერები ვიყავით.შემდეგ სახლში აგვიანებდა.ხშირად არც მოდიოდა,ხან რას იმიზეზებდა ხან რას.ბოლოს ჩემმა დაქალმა,მაშინ ასე მეგონა,მითხრა რომ ქმარი მღალატობდა,მეც არ დავუჯერე.ასე გრძელდებოდა მანამ,სანამ მის ტანსაცმელს ქალის სუნამოს სუნი არ მოყვა.უკან გავყევი,ჩემი თვალით დავინახე ჩემს საუკეთესო დაქალთან როგორ შევიდა.ღამეებს მასთან ატარებდა.ვცდილობდი ოჯახი შემენარჩუნებინა და ხმას არ ვიღებდი.ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებნა ჩემი მეუღლესთვის.
ძალიან კარგად მახსოვს ის დღე როდესაც ჩემი მეუღლე მოვიდა.მთვრალი იყო,ვცდილობდი მიმეხედა მაგრამ ხელი მკრა.თავიდან ვიფიქრე ალბათ სიმთვრალის ბრალიათქო.ასეთი რამ ბევრჯერ განმეორდა.ერთ დღეს კი ჩემი ქალიშვილი საშინლად სცემა.როდესაც გაშველებას ვცდილობდი,თავი მაგიდაზე მარტყმევია.ტვინის შერყევა მქონდა,ორი კვირა საწოლიდან ვერ ვდგებოდი.ორი კვირის შემდეგ კი მმიზეზით „ორი კვირა უსაქმურად იყავი“ საშინლად მცემა.ჩემმა მეზობელმა გადამარჩინა და საავადმყოფოში წამიყვანა.
-რატომ არ გაშორდით?
-ის ჩემი შვილის მამა,თანაც არ მინდოდა ჩემს დაქალს ეზეიმა.არც სხვა შემოსავალი გვექნებოდა,მერჩივნა მისი ცემა ამეტანა ვიდრე ულუკმაპუროდ დავრჩენილიყავი.
-მე რომ სხვა რაიმე დავინახე იმაზე რას იტყვით?
-მხოლოდ ხელი შევუბრუნე.
-გასაგებია.მართლა თქვენს მეზობელს რა ქვია?
-ლალი ლუბლიანა.
-მადლობთ.ჩვენ წავალთ.ვასო ადექი და გამომყევი.
-დიახ სერ.
ოთახიდან გამოსული კატო კიდევ ერთხელ დარწმუნდა,რომ ქალი იტყუებოდა.
-ძალიან ეშმაკი ქალია.
-გეთანხმები.დაკითხვის მანძილზე სახეზე არცერთი ემოცია არ იყო ნამდვილი.ქალებს ძალიან უჭირთ მოძალადე ქმრებზე საუბარი.თუკი ერთხელ მაინც დაიხსნიან მისგან თავს,შემდეგ აღარ ბრუნდებიან.
-ხომ შეიძლება ქალი მართალი იყოს?ხომ შეიძლება ქმარი მართლა სცემდა?შეიძლება ცემის ნიადაგზე განუვუთარდა ის სიბრაზე რაც აქვს.მან თქვა რომ ცემის დროს მეზობელმა დაიხსნა.ისიც ახსენა,რომ ორჯერ იყო საავადმყოფოში.ბაზაში გადავამოწმებ თუ არის მის ქმარზე ოქმი გამოწერილი.შენ კი წადი და მისი მეზობელი ლალი დაკითხე.ექიმის სახელიც კითხე,ისიც უნდა ვნახოთ.
სწრაფად მიუჯდა სამუშაო მაგიდას.ეძებდა ოქმებს,რომლებიც ვალერი ნინუაზე შეიძლება ყოფილიყო გამოწერილი.არცერთი ჯარიმა,არცერთი შენიშნვნა,არცერთი გაფრთხილება.ვერნაირი სამხილი იპოვა,რაც მამაკაცის ძალადობას დაადასტურებდა.საქმეზე ტავის განებებას აპირებდა,როდესაც ერთ-ერთი ფაილი თვალში აც თუ ისე სახარბიელოდ მოხვდა.ფაილი გახნსა და წაკითხვა დაიწყო.მასთან მიბმული რამოდენიმე ვიდეო,ფოტო და აუდიო მასალაც გადაამოწმა.ყველაფერი ჩიპზე ჩამოტვირთვა.შემდეგ კი ქალბატონი კლარას ბიოგრაფიაც შეისწავლა.
-როგორც ჩანს ცოლ-ქმარს ერთად მოუწევთ ციხეში ჩაჯდომა.
ტელეფონზე მეწყვილის ნომერი აკრიფა.რამოდენიმე ზარის შემდეგ მობლუყუნე მამაკცის ხმა გაისმა.
-შენ რა ისევ ჭამ?
-რა შენი საქმეა?
-ოოოჰ,სხვა საქმე მაქვს.
-რამე მოხდა?
-მოხდა?ისეთი რამე ვიპოვე მაგარი ამბები გველის წინ.
-ასეთი რა ნახე.
-ათისკენ ჩემთან ამოდი და იქ გაჩვენებ.ხო იცი სხვებს ვერ ვენდობი.ტელეფონითაც ბევრს ვერ გეტყვი.
-ხარაშო.
გათიშვას აპირებდა როდესაც ვასომ დაიწრიპინა.
-არ გათიშო.
-ახლა რაღა გინდა?
-შენი მისამართი არ მაქვს.
-მოგწერ.
მალევე გაუგზავნი ტექსტური შეტყობინება.ჩიპი ხელში შეათამაშა და ჩაიღიმა.
-მგონი კარგი გართობა გველის.
კაბინეტიდან გარეთ გამოვიდა.თანამშრომლები უცნაურად დარბდოდნენ აქეთ-იქეთ.
-რამე მოხდა?
-ბატონი თემური მოვიდა.
-ასე გვიან?
მამაკაცმა მხრები აიჩეჩა და გაშორდა.კატოც მას მიყვა უკან.სხვა თანამშრომლებთან ერთად მთავარ დარბაზში დაიკავა ადგილი დაელოდა როდის გამოჩნდება მათი ნაქები გამომძიებელი.არც ისე დიდი ხანი დასჭირვებიათ ლოდინისთვის,მალევე გამოჩნდა შუახნის მამაკაცი.საკმაოდ თავდაჯერებულად მიიწევდა წინ.კატომ ზიზღნარევი მზერა გააყოლა.მამაკაცს სწრაფად გაუჩნდა უსიამოვნების შეგრძნა.იცოდა,აქ ყველა მისი ნდობით აღჭურვილი რომ არ იყო.მისი მიზანი მათი განადგურება ან გადაბირება იყო.სამწუხაროდ ჯერ იცოდა მის გუნდში ვინ შედიოდა,ვინ იყო მისთვის არასანდო პიროვნება.სამწუხაროდ ამას მალევე მიხვდებოდა.სწრაფადვე მოახდენდა რაგირებას და მის გადაბირებას დაიწყებდა.ყველას წინ დაიკავა ადგილი.თვალი მოავლო მომავალ თანამშრომლებს.მზერა კატოზე შეაჩერა და უბრალოდ ჩაიღიმა.
-მოგესალმებით!მე თემურ გვილავა ვარ.როგორც თქვენთვის ცნობილია,მე შევცვალე თქვენი ყოფილი უფროსი გამოძიებელი ბატონი ზურაბი.ამიერიდან მე ვარ თქვენი უფროსი და პირადად ვუხელმძღვანელებ ყველა საქმეს რომელსაც დაიწყებთ.მინდა თითოეული ტქვენგანი განვითარდეს და ქვეყანას საუკეთესო გამომძიებლები უნდა ყავდეს.წინასწარ იცოდეთ სუსტებს და მლიქვნელებს გუნდში არ გავაჩერებ.დღეიდან დავიწყებ თქვენი დოსიების გადაკითხვას,რომლის სტატუსიც ან მისი ცოდნა და განვითარება არ იქნება გამომძიებლის უნარ-ჩვევებთან შესაბამისაობაში ყველას გავანთავისუფლებ ან ჩამოვაქვეითებ.რა თქმა უნდა ყველას გაგესაუბრებით,მინდა უკეთ გაგიცნოთ.მსურს თქვენთან მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობები განვავითარო.
ხან ღიმილით,ხან ამრეზით უყურებდა.გულში ვინ იცის როგორ გამოლანძღა,რამდეჯერ ჩასვა ციხეში და რადენჯერ ამოადინა,თითოეული კორუმპირებული საქმე.როგორ აგებინა თითოეული უსამართლოდ დასჯილი პატიმრის ხელით პასუხი.როდესაც ამას წარმოიდგენდა გულრწფელად ეღიმებოდა.ბატონი თემურიც კი ნელ-ნელა იჯერებდა კატოს მის მხარეს ყოფნას.ბოლომდე მაინც არ ენდობოდა.თემურის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახლში წავიდა.მაღაზიიდან პროდუქტები აიტანა.იცოდა ვასო როგორი მწამელიც იყო.მაცივარში მარტო ორი ცალი კვერცხი და ძეხვი ედო.ყველა მასავით კი არ იკიკნებოდა.მაღაზიიდან მზა პროდუქტებიც გამოაყოლა ხელს.მართლა კი არ აპირებდა რაიმეს მომზადებას.
სააბაზანოში ოცი წუთის შესულიც არ იყო კარებზე ზარის ხმა რომ გაისმა.გასვლას არ ჩქარობდა.ვერ იტანდა აბაზანაში ყოფნის დროს ვინმე ხელს რომ უშლიდა.ორჯერ-სამჯერ გაისმა კაკუნის გხმა,შემდეგ კი მიწყდა.წყლის ქვეშ ნებივრობა მანამ განაგრძო,სანამ სხეულზე კანი მთლიანად არ დაუნაოჭდა.როგორც ყოველთვის ახლაც პირსახოც შემოუხვევლი გატანტალდა ოთახში,სადაც სავარძელში წამოსკუპებული ვასო დახვდა.მხოლოდ მძიმედ ამოიღვენაშა და კარადაში შეძვრა.
-საერთოდ არ გრცხვენია?
-დავიჯერო შიშველი ქალი არ გყავს ნანახი?
-როგორ არა.
-ხოდა წარმოიდგინე ვითომ რომელიმე მათგანი ვარ.
-არაფერი არ გეშველება.
-ისე როგორ შემოხვედი?
-კარები გავაღე.
-თუ შემოანგრიე?
-არა გავაღე.
-არ მითხრა ეხლა ჯიბით დამაქვს ატმეჩკაო?
-მთლად ატმეჩკა არ დამაქვს,მაგრამ მაგის მსგავსი რაღაცეები კი.
-გადი მისაღებში და გამოვალ.
-აბა არ მრცხვენიაო.
-მაშინ იყავი.
სპორტულები ჩაიცვა და მისაღებში გავიდა.ბატონო ვასოც უკან გაყვა.
-ყავა თუ ჩაი.
-ჩაი.
-სერიოზულად?
-ჰო რა იყო,არ შეიძება ჩაი დავლიო?
-რა ვიცი,მემეგონა მარტო მე მიყვარდა ჩაი.
-მიდი დროზე გააკეთე და მომიყევი რაზე მომიყვანე.
სწრაფად მოამზადა ჩაი,ტკბილეულიც ყოველი შემთხვევისთვის გაიყოლა.ყველაფერი იქვე მაგიდაზე დააწყო,თვითონ ოთახში გავიდა და ლეპტოპი გამოიტანა.გამოსულს გაოცებისგან პირი ღია დარჩა.
-ორი წუთიც არ ვიყავი გასული.ამდენი შოკოლადი რა ძალამ გაჭამა?
-მინდოდა.
პირგამოტენილმა უპასუხა.
-წავალ კიდევ მოვიტან.
-ბევრი წამოიღე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.