შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (ნაწილიII თავი 15)


11-01-2019, 23:30
ავტორი Moonlight17
ნანახია 741

მთვარის წითელი სონატა (ნაწილიII თავი 15)

ჩემი პასუხი ოდნავ აკვირვებს, რაც აიძულებს რომ ტუჩები შუაზე გააპოს. სირცხვილისგან ერთიანად ვხურდები. ვხვდები რომ ხმის ამოღებას არ აპირებს და ოდნავ ვშორდები.
-არც კი ვიცი რა ვთქვა..- ვჩურვულებ და სუნთქვა მეკვრება. გაუცხოებულს და გაყინულს, მკლავებს მხვებს და გულში მიკრავს.

-არაუშავს.. ორივემ ვიცით, რაც ვართ და რაც არ ვართ..

**
შუა ღამეს, უფროსწორად გამთენიას მეღვიძება. თავი საშინლად მტკივა. ანდრეას მკერდიდან თავს ვწევ და მის მშვიდ სახეს ვუყურებ. გათიშულს ეძინა და ზომიერად სუნთქავდა.
საკუთარი ‘მე’ ჩემს გაკიცხვას და დატუქვას იწყებს. თითის წვერებს იატაკს ვადებ და ფრთხილად ვდგები რომ არ გაეღვიძოს. იქვე მიყრილ ჩემს ტანსაცმლეს ვკრეფ და რაც შემიძლია სწრაფად ვიცმევ.
გული გამალებით მიცემს.
თვალებზე ცრემლები მადგება და სანამ ლიყებზე დაიწყებენ ჩამოსვლას ჩქარი ნაბიჯებით გავდივარ მისი სახლიდან. ასევე გავრბივარ ეზოში და უკვე ქუჩაში ვარ. თავისუფლების ჰაერმა ერთიანად დამიბერა. პირი გავაღე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. იქვე ჩავიკეცე და თვითგვრემას მივეცი.
მოღალატე ცოლი ვარ რომელიც ასეთ წმინდა ადამიანს, დემეტრეს ღალატობდა. საკუთარი თავი მეზიზღებოდა.
ამ სექსმა დამარწმუნდა რომ ორი ადამიანის სიყვარული ერთდროულად, სრულიად შესაძლებელია.ან ახლაც თავს ვიტყუებ…
როგორც აღმოჩნდა ანდრეას მიმართ ჩემი გრძნობები არასდროს გამქრალა და ახლა მკვდრედით აღსდგა როგორც თვით ავალიანი და უფრო ძლიერად, ბევრად ძლიერად და მძაფრად ვგრძნობდი. ყველაფერი ერთდროული იყო, ვნება, ლტოლვა,მონატრება.
დემეტრე კი ჩემთვის ის ყველაფერი იყო რასაც სიმშვიდე მოჰქონდა.
უკვე ერთიანად ვკანკალებდი. ვერ გამეგო ეს სიგრილისგან იყო თუ ჩემი ნერვებისგან. ფეხზე წამოვდექი. კანკალით მოვიშორე ცივი თითებით მდუღარწ ცრემლები და ფეხები ავამოძრავე. ნელა მივუყვებოდი ქუჩებს. ტელეფონზე საათსდავხედე, ექვსი სრულდებოდა. გზაში უამრავ რამდზე მოვასწარი ფიქრი. დემეტრეზეც კი. საკუთარი დანაშაული არ მასვენებდა და მოსვენებას არ მაძლევდა. იოანეს სახლს მივუახლოვდი თუარა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ღრმად ამოვისუნთქე. ეს არავის უნდა გაეგო.. არც ჩემს დაქალს.
მორჩა! ეს ამბავი წარსულს მიეცემოდა და ვერც დემეტრე ვერ გაიგებდა ვერაფერს..
ლილუს გადავურეკე, რამდენიმე ზარის შემდეგ გამითიშა. ვიცოდი მალევე კარს გამიღებდა.
..ანდრეამ ადამიანი მოკლა.. ეს როგორ შეძლო.. თუმცა დამპალი ბერიძე მეტის ღირსი იყო, უნდა ეცოცხლა რომ დატანჯულიყო, იმის გამო რომ ასეთ დღეში ჩააგდო ანდრეა და მისი თავი წამართვა.. ასე ხომ არასდროს შევხვდებოდი დემეტრეს.
ვიცოდი ამ ამბის შესახებ ენაზე კბილი უნდა დამეჭირა. მაგრამ როცა ლილუ მკითხავდა თუ რაზე ვისაუბრეთ, არაფერი იყო ისეთი რაზეც მასთან ლაპარაკს შევძლებდი.
მალევე გამიღო კარები და დაბღვერილმა შემომხედა. ხმის ამოუღებლად შევედი შიგნით.
-სადარის?
ვიკითხე თებეაზე. თავის საძინებლისკენ მანიშნა. სწრაფი ნაბიჯებით შევედი და ჩემს პატარას მოვეფერე. წარმოუდგენელი იყო რომ ყველაფრით ანდრეას გავდა და მხოლოდ თმის ფერით მე. ჩუმად ჩამეცინა. საწოლს მოვშორდი და ზღურბლს აყუდებულ დაქალს გავხედე.
-ჩაი დაადგი.- ხმადაბლა ვუთხარი. დაბღვერილმა თავი დამიქნია. ერთად გავედით სამზარეულოში. ხმას არცერთი ვიღებდით სანამ ჩაიდანმა წუილი არ დაიწყო. ადუღებული წყალი ჭიქებში გაანაწილა და პირდაპირ დამიჯდა. გაყინული თითები ცხელ ჭიქას მოვხვიე და ღრმად ამოვისუნთქე.
- თვალები რას გიგავს.
-ამ.. ხო უძილობაზე მემართება, ხომ იცი..- თავი ვიმართლე და თვალებში შევხედე.
-აბა, რა ხდებოდა?
-თითქმის ყველაფერი გავარკვიე რაც მაინტერესებდა.
-თითქმის? ანუ კიდევ დარჩა?
-ლილუ, ანდრეას ჩემზედიდხანს შენ იცნობ და იცი ყოველთვის რაღაც გაურკვეველი რჩება მასთან მიმართებაში…
ამოიხვნეშა და საზურგეს მიეყრდნო. თვალებს არ მაცილებდა.
-დემეტრეს რას ეტყვი?
-არაფერს.
-გაგიჟდი ხო?
-შეიძლება.
სიმწრით ჩავიცინე და ჩაი მოვსვი რომ თვალებზე მომდგარი ცრემლები დაქალს არ შეემჩნია.
-რაც არ უნდა მოვიმოქმედო, ანდრეას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეჭირება. მან ხო თებეა მაჩუქა.
-ეგ ნებისმიერ კაცს შეეძლო მარიამ- თვალები აატრიალა. ქვეცნობიერი ჩემს დატუქსვას კვლავ განაგრძნობდა.
-არვიცი..
-რამის თქმა გინდა? არაფერს გაძალებ. უბრალოდ დემეტრე კარგი ბიჭია მარიამ.
-ხო, ანდრეაზე მაგას არასდროს არავინ ამბობს. არადა ასეთი ტირანიც არ არის.
დავიცავი. საკუთარი თავი სახეში მუშტებს მილაწუნებდა, რომ გამოვეფხიზლებინე.
-იოანეს უთქვამს.
წარბები ავუწიე და ჩაის კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი.
-ნუ, ერთხელ.
ბოლო სიტყვებს სიცილი დაამატა რაზეც გაეღიმა.
-კარგი, ხვალ იმედია დაბრუნდებიან. უფრო სწორად დღეს.
-ამიერიდან აღარანაირი ავალიანი აღარ იქნება?
-იქნება ოღონდ თებეასთან და არაჩემთან.- თბალები ავატრიალე და თავი ჩავხარე. მართლაც შორს უნდა დავრჩენილიყავი ანდრეასგან. თორემ სხვანაირად საკუთარ თავს ვერ გავაკონტროლებდი. ერთიანად მაკარგვინებდა კონტროლს.
-იცი ეჭვები მაქვს.- რამდენიმე წამიანი პაუზისშემდწგ ხმის ჩაწყვეტით ამოილუღლუღა. წარბაწეულმა გვხედე გაგრძელების მოლოდინში. გული მისკდებოდა რომ რაღაცას მიმიხვდა.
-მგონი ფეხმძიმედ ვარ.- თავი ეჭვებით გააქნია და თვალებში ჩამაშტერდა.
-რა? მართლა?- სიხარულისგან წამოვიძახე და სხეულით მისკწნ გადავიწიე.
-ნუ მეკრიჭები მარიამ, არავისთვის მითქვამს და ეს მხოლოდ ჩემი ეჭვებია.
-მაკა ტყუილად გყავს ამხელა სტაჟიანი ექიმი ქალი?! მიდი და გეტყვის ყველაფერს.
- არვიცი.
-ლილუ, რა ხდება? ყოყმანი არ გახასიათებს.
-მე და მიქაძეს ბავშვებზე ჯერ არ გვილაპარაკია.
თვაკები დავუბრიალე და მივაშტერდი.
-არც მე და ავალიანს მაგრამ ხო ხედავ? უკვე სამი წლის შვილი მყავს. თან იოანეს რომ ვიცნობ, სიხარულისგან ცას ეწევა.
-ზუსტად რომ მეცოდუნება მერე ვეტყვი.
-ვსო, რახან ხასიათის შეცვლა დაგეწყო უეჭველი ეგ ხარ- საკუთარი თავის გახსენებისას დაქალს დავცინე და ჩაი ბოლომდე დავლიე.-გული გერევა? ან რამე..
-არა, უბრალოდ მეორე თვეა გადამიცდა.
-მიდი მაკასთან, თუ ორსულობა არა, რამე საშიში არ იყოს. ამ ტესტი გაიკეთე.
-ხო, მოვაგვარებ. უბრალოდ უნდა მეთქვა. ხომ იცი შენ ვერ დაგიმალავდი.
გავუღიმე. მაგრამ შინაგანად ქვეცნობიერმა წიხლი მითავაზა. “საკუთარ დაქალს უმალავ რომ ყოფილთან სექსი გქონდა და ატყუებ…”
-ცოტა მოდღევდეს, სახლში გამომყევი თებეას მოვაწესრიგწთ და ბიჭევს ავაკითხოთ, არ გინდა?
შევთავაზე დაქალს. ურეაქციოდ მიყურებდა, ვატყობდი დიდად ხასიათზე არ იყო.
-თანახმავარ, და მაკას საღამოს დავურეკავ
-შევთანხმდით.
ბავშვურად მოიწია ჩემთან და ჩამეხუტა.
ღმერთო საშინელი, საშინელი დაქალი ვარ!...


ანდრეა:*

ვიღვიძებ თუარა ხელს ვამოძრავებ რომ თვალები მოვისრისო. მაშინვე ვაანალიზებ რომ ჩემს გვერდით სიცარიელეა. თვალებს ფართოდ ვახელ და ჩემს წინ მდგარ, დოინჯ შემოდებულ სხეულს ვხვდები. თავიდან ვფიქრობ რომ მარიამია, მაგრამ შემდეგ ლიზას ნახშირივიყ შავი თმა აზრს მიცვლის. წუხანდელის გახსენებისგან ძალაუნებური ღიმილი გადამეკრა სახეზე. სად იყო მარიამი?
-რა ქორივით დამცქერი დილაადრიან-შევუღრინე და წამოვჯექი.
-ასე ძალიან გინდა რომ ადრინდელი ურთიერთობა გვქონდეს?
-შენ მიწვევ.
-მე არ გიწვევ, სიმართლეს გამიწვევას ნუ ეძახი!
-აუ ლიზა, რა გინდა?
ფეხზეწამოვდექი. გარშემო მიმოვიხედე. მარიამის ნივთებს დათვითონ მარიამს ვერსად ვხედავდი.
სამზარეუკოში გავედი და წყალი ჭიქაში ჩამოვისხი.
უკან გამომყვა.
-საშინლად იქცევი ანდრეა.
-ამჯერად რა დავაშავე.
-რა დააშავე? სერიოზულად?
წარბები ავუწიე უცოდველი კრავივით და ვაშლი ჩავკბიჩე.
-მგონი დაგავიწყდა წუხელ სახლში რომ ვიყავი.
რა?! ჯანდაბა! ერთიანად დამახია სხეულში, რამე უნდა მომეფიქრებინა. ვცდილობდიდაბნეულობა არ შემემჩნია, მაგრამ ყოველ წამს როდესაც მარიამზე მეფიქრებოდა საკუთარ თავს ვერ ვცნობდი…
-და იმის გამო მიტეხავ პანიკებს რომ კლუბიდან გოგო გასართობად საკუთარ სახლში მოვიყვანე?!
ისეთი ტონით ვუთხარი როგორც მინდოდა. მაგრამ უდიდესი ტყუილი იყო, მართლაც ასე რომ ყოფილიყო ამას ასე კონკრეტულად ლიზას არ ავუხსნიდი. და კლუბის ბინძურ გოგონას სახლში არ მოვიყვანდი.
-ხო?! მე სხვა რღც მომეჩვენა- ჩაიღიმა. ალბათ ზოგჯერ იმიტომ მაღიზიანებდა რომ ძალიან ვამსგავსებდი საკუთარ თავს…
-ლიზა!
-გაჩერდი ანდრეა, მე ვერ მომატყუებ.
-აქამდე არ მომიტყუებიხარ თუ?-ჩავიცინე და ვაშლის ნარჩენევი სანაგვეში ჩავაგდე. ვცდილობდი სიწყნარე შემენარჩუნებინა.
-მაგ გოგოს ოჯახს ნუ დაუნგრევ.
ვხვდებოდი რომ ყველაფრის აზრზე იყო. უარყოფას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ არც აღიარებას ვაპირებდი. პასუხის გასაცემად პირი გავაღე მაგრამ მაშინვე დავკუმე როდესაცშემოსასვლელიდან ნაბიჯების ხმა გავუგე. ტუჩებ გაპობილმა გავიხედე მარიამის მოლოდინში მაგრამ სანაცვლოდ ჯაჭვლიანი შემოვიდა. იმედი გამიცრუვდა მაგრამ სანდროს ყურებამდე ღიმილით მივესალმე. იგივე ჟესტი გაიმეორა თვითონაც და ლიზას ნაზად აკოცა ლოყაზე.
-გული ამიჩუყდება ეხლა.
-არ იცვლები ავალიანო!- სიცილით მიპასუხა ცინიზმზე და ლიზას გადახედა.
-საერთოდ არ იცვლება- ხმადაბლა ამოილაპარაკა ჩემმა დაიკომ და წარბები ამიწია. ზოგჯერ როგორი გამაღიზიანებელი იყო ამ ნამიოკებით..
-რამე მიქარე?- სიცილით მკითხა სანდრომ და გვერდით ამომიდგა.
-არაფერი.
-ოხ მამააბრამის ბატკანი- ტაში შემოკრა ლიზამ და ხელები ზემოთ აიშვირა. თვალები ავატრიალე.
-ლიზა ნუ მაბრაზებ- თვალები დავუბრიანე. ჯაჭვლიანმა ჩაახველა, ვხვდებოდი ახლა ჩემს დას ჯელტმენი დამცველი ყავდა. მაგრამ ოდესმე მაინც დავრჩებიდით მარტო.მისაღებში დავბრუნდი და მიგდებული შარვალი ამოვიცვი. როდესაც მხოლოდ სანდრო დავინახე, მივხვდი რომ ლიზას მზარწუკობა დაეწყო.
-ჰმ, რაღაც ცვლილებებია?
ამოიბურტყუბა და წინ დამიჯდა.
-რაზე ამბობ?
-საკმაო დრო მაქვს ამ მისაღებში გატარებული…
-მერე?- დავებღვირე, ვერაფერს ვხვდებოდი.
-შენი და მარიამის ფოტო აღარ არის.
ერთიანად ჩამეწვა ყელი. მსუბუქად ჩავახველე რომ ჩამეწმინდა მაგრამ არ მიშველა.
-ხო ის.. აღარ არის.გავანადგურე.
ყალბი ღიმილით თბალებში შევხედე სანდროს. გაკვრივებისგან და კითხვის ნიშნებისგან საოცარი სახე მიეღო.
-როგორც მარიამი?
-რეებს ბოდავ?!
ეს უკვე აღარ მომწონდა.
-არ დაგავიწყდეს რომ მისი რრთერთი საუკეთესო ძმაკაცი ვარ-საჩვენებელი თითი ჟესტით ჩემსკენ გამოიშვირა და დემდეგ გაშლიკი მტევანი მუხლზე მოათავსა
-დღეს ნახე?!
-არა, რა შუაშია?
გულზე მომეშვა. თორემ ერთიანად ბრაზი მომაწვა იმის გაფიქრებისას რომ ამას ეგონა მარიამს ვანადგურებდი, იმით რაც წუხელ გავაკეთეთ. ამას მისი სურვილის წინააღმდეგ არასდროს ვიზამდი!
-დაივიწყე. უნდა წავიდე.
-ინტუიცია თუ არ მღალატობს და მის სანახავად მიდიხარ, არ გინდა ანდრეა.
- მარიამი აქ არაფერ შუაშია- ამ გოგოზე ტყუილის თქმა მე მანადგურწბდა ერთიანად. ნერვებ აშლილმა ხმას ავუწიე, ამდროს ლიზაც უკვე გამოსულიყო- ზოგჯერ ისეთი წმინდანებივით იქცევით ყველა, მგონია მარტო მე მოვხვდები ჯოჯოხეთში!
ორივე ერთნაირი რეაქციით შემომცქეროდა. სწრაფად ავირბინე კიბეები. საკუთარ ოთახში სუფთა მაისური მოვძებნე, გადავიცვი და სისწრაფით გავედი გარეთ.

მარიამი:*

სავარძელზე წამოკოტრიალებულები ფანჯრიდან ვუყურებდით მე და ლილუ ჩვენს ქმრებს და თებეას. სიცილს ვერ ვიკავებდი, როდესაც დემეტრე ცდილობდა თებეასთვის ბარბექიუს კეთება ესწავლებინა.
მათ შემხედვარე გულში რაღაც მწყდებოდა.
-დაურეკე მაკას?
-კი, ოღონდ არაფერი მითქვამს, ხვალ მივაკითხავ კლინიკაში და გამსინჯავს.
-გინდა გამოგყვე?
-კარგი იქნება.
გავუღიმე და დაქალს გადავეხვიე. ეს გრძნობა მახსოვდა, რა დამავიწყებდა როდესაც მაკამ ასე ექსპრონტად რომ გამაგებინა ჩემი პატარას შესახებ. რა სულელი ვიყავი…
შუშის კარები ფრთხილად გავხსენი და მამაკაცებისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი.
-რა კარგი სუნია.
-გინდა?
ხორცის პატარა ნაჭერი ჩანგლით მომიგლიჯა დემეტრემ და გამომიწია. თავი გავწიე, კბილებით დავიჭირე და ჩანგალს მოვაშორე. მართლაც ყგემრიელესი იყო.
ხელი მომკიდა დ მისკენ მიმწია. მომეხვია.
უსიამოვნოდ დამიარა სიცივემ. საკუთარ თავს რამდენიმე საათის წინანდელს ვერ ვპატიობდი.ეს ყველაფერი უნდა დამევიწყებინა.
ლილუ თებეას ეთამაშებოდა. იოანემაც დახლი ჩააქვრო და მათკენ მივიდა.
-დიდიხანი არა თებე. გაცივდები.
ხმადაბლა ვუთხარი. მხოლოდ გამომხედა და ჯიუტად გააგრძელა ლილუსთან თამაში. დაქალი დამეჯღანა და ენა გამომიყო რაზეც მეც და დემეტრესახ სიცილი აგვიტყდა.
მთელი სხეულით ავეკარი დემწტრეს და თვალები დავხუჭე. აქეთ იქეთ მარწევდა პატარა ვავშვივით და თავზე მეფერებოდა.
რა არაადამიანურად მამშვიდებდა..
ხელი მოვკიდე და სახლისკენ ვანიშნე.
აქ მეორედ ვიყავი, მაგრამ კოორდუნაციაში ყოველთვის ძლიერი ვიყავი. გაბელია უხმოდ მომყვებოდა უკან. საძინებლის კარი ინტუიციით შევაღე. დემეტრეს მივუბრუნდი და გავუღიმე. ყველაფრის დავიწყებას ვაპირებდი.. იქნებ ასე საკუთარი ნამუსიც მომშორებოდა..
სწრაფად დავეძგერე დემეტრეს ტუჩებს, კოცნაში ანყვა და ხელი თმებში შემიცურა. ფეხი ვკარი კარებს რომ ვიხურულიყო და ორივე ინერციით საწოლზე დავენარცხეთ. მის ქამარს დავეჯაჯგურე და მალევე გავხსენი. თვითონ უსწრაფესად გადამაძრო სვიტრი და საცვლების ამარა დამტოვა. ჩემს კოცნას არ წყვეტდა. მხოლოდ მაშინ მომშირდა რომ თავისი საცვლები ბილომდე ჩაეწია. თვალებში ღიმილით შემომხედა, თავი ჩემს კისერში ჩაფლო და ძლიერი ბიძგით შემოვიდა ჩემში.ცალი ხელი კისერზე მოვხვიე ცალი წელზე მეკიდა. ჩემს კისერში ღრმად სუნთქავდა ყოველი ბიძგისგან. ჭერს მივშტერებოდი ცოტა ხნის მანძილზე, არანაირი რეაგირებდა არ მქონდა. უხმოდ მაგრამ ხმამაღლა ვსუნთქავდი. თვალები დავხუჭე. საკუთარი სიამოვნებისთვის გასაქანი უნდა მიმეცა, მაგრამ ვერაფრრს ვგრძნობდი. ერთიანად ვთრთოდი. მთელი ძალით ვეჭიდებოდი დემეტრეს. თვალები გავახილე თუარა უსიამოვნებისგან ამოვიკვნესე, მაგრამ ვერ შეამჩნია. ცრემლები ერთიანად წამომივიდა..
კბილებით ტუჩებს ვიკვნეტდი რომ არაფერი შეემჩნია გაბელიას და უფრო ვეჭიდებოდი.
თავს საშინლად ვგრძმობდი, წესით უკეთ უნდა მეგრძნო, მაგრამ ამით მხოლოდ და მხოლოდ იმაში დავრწმუნდი რომ ცუდი ადამიანივარ..
როგორც იქნა დემეტრე მომშორდა, თვალებდახუჭულმა მაკოცა ტუჩებზე და გვერდით გადაწვა.
გაშეშებული ვიწექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი. რამდენიმე წუთში, როდესაც ცრემლებიც ლოყებზე შემაშრა და დემეტრეს მშვიდი სუნთქვაც გავიგე, კანკალით წამოვდექი ფეხზე. ტანსაცმელი ჩავიცვი. იქვე მიგდებული პლედი მოვიხვიე და სამზარეულოსკენ წავედი. მისაღებში იოანე თებეას მანქანებით ეთამაშებოდა. ამაზე სხვა დროს თვალებს ავატრიალებდი, მაგრამ ახლა ამის ძალაც არ შემწევდა. ლილუ გარეთ, ეზოში არეულობას ალაგებდა. წყალი მოვუშვი და სახეზე შევისხი. როგორმე უნდა მომეთოკა საკუთარი თავი… ჩაიდანი გავავსე და გაზზე დავდგი. იქვე სკამზე წამოვჯექი. ფეები მოვხარე და მუხლებს თავი ჩამოვადე.
თებეა ჩემთან სირბილით მოვიდა.
-ნახე იომ რა მაჩუქა- ხელი ამიწია რომ წითელი, პატარა ჯარისკაცი დამენახა. ჩამეცინა და ჩემს პატარას თავზე ხელი გადავუსვი. ჩემსკენ ახლოს მივიწიე და ჩავეხუტე. მალევე მომშორდა, მოძრავი ბავშვი იყო და დაღლილი თუ არ იყო ასე არასდროს ჩერდებოდა.
თმები ყურებს უკან გადავიწიე, ჰაერი ხარბად შევისუნთქე და გაზი გავთიშე. ამასობაში ლილუც შემოვიდა და ხელები გადაიბანა.
-დაგისხა?
-კი, და იოსაც გაუკეთე რა.მერე მოგვთხოვს ხომ ვიცი- სიცილით მითხრა. -დემეტრე სადაა?
-ძინავს.
-ოხ, რაიყო რაჭველ ზამთრის დათვად იქცა?
ჩავიცინე და ოთხი ჭიქა გავამზადეჩაისთვის.ხელი ჯერ კიდევ მიკანკალებდა, მაგრამ ვცდილობდი საკუთარი თავი როგორმე ხელში ამეყვანა…

უკვე ყველას ეძინა. თებეას გვერდით ვიჯექი და ცალი ხელით ვეფერებოდი. საკუთარ თავზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი. ამაზე ცუდ მდგომარეობაში მგონი აქამდე არ ვყოფილვარ. ვგრძნობდი შიგნიდან რაღაც როგორ მჭამდა, მწოვდა სისხლს და მიღრღნიდა სათითაოდ ყველა ძვალს. მაცლიდა ძალას, იმის ძალასაც კი რომ უბრალოდ საკუთარი ქმრის გვერდით დავწოლილიყავი და დამეძინა.
ფრთხილად წამოვდექი და გარეთ გავედი. პატარა სკამსაქანელაზე ჩამოვჯექი და ამოვიხვნეშე. ტელეფონი ამოვიღე რომ შემემოწმებინა, მაგრამ დროის მაგივრად თვალი ანდრეას გამოტოვებული ზარისკენ გამექცა. ახლა რაღა უნდოდა?! დავაიგნორე, საერთოდ წავშალე და უკან, ჯიბეში დავაბრუნე. უკვე იმის ძალაც აღარ მქონდა რომ მეტირა და ყველაფერი ერთიანად ამომეღო. საკუთარი თავის სიძულვილი მახრჩობდა. თვალებ დამძიმებული გავცქეროდი და ვფიქრობდი იმ ადამიანობაზე, რომელიც შესაძლო იყო არ დამეკარგა. სასაცილოა, ახლა ამაზე მე ვფიქრობ როცა წლების წინ ანდრეას ვეჩხუბებოდი მის ადამიანობაზე. სიმწრით ჩამეცინა და ხელზე ჩემს ბეჭედს დავხედე. თითებით ავათამაშე და რამდენჯერმე დავატრიალე.
ყველაფერი კარგად იქნებოდა.. ვხვდებოდი რომ უბრალოდ დრო იყო საჭირო..





მარიამის სიტუაციას გულახდილად არავის ვუსურვებდი..
ზედმეტი სიტყვების გარეშე, გელით! <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი kasssi

აი ყოველი წაკითხვისას ხომ ნერვები მაწყდება,მაგრამ ეგოისტურად ვაგრძელებ კითხვას მაინტერესებს ბოლოს რა იქნება მოეგება თუ არა მარიამი გონს )))უჰჰ როგორ მიშლის ნერვებს არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ისეთი,რომ ისევ ისეთი ემოციით შემიყვარდეს მარიამი ))))დემეტრეს ღირსი საერთოდ არაა .

 


№2 წევრი tamuna.s

პატარა კახპაა... ამ გოგოს სხვას ვერაფერს ვუწოდებ სამწუხაროდ. პირველი შემთხვევაა როცა მინდა რომ მთავარი გმირი (ამ შემთხვევაში მარიამს ვგულისხმობ) ორივემ მიატოვოს და ბოლოს მარტო დარჩეს smile

 


№3  offline მოდერი Moonlight17

ეჰ, საწყალი მარიამი...
kasssi
აი ყოველი წაკითხვისას ხომ ნერვები მაწყდება,მაგრამ ეგოისტურად ვაგრძელებ კითხვას მაინტერესებს ბოლოს რა იქნება მოეგება თუ არა მარიამი გონს )))უჰჰ როგორ მიშლის ნერვებს არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ისეთი,რომ ისევ ისეთი ემოციით შემიყვარდეს მარიამი ))))დემეტრეს ღირსი საერთოდ არაა .

 


№4  offline მოდერი Moonlight17

რა არ ხდება ქვეყანაზე, არა?:დ
tamuna.s
პატარა კახპაა... ამ გოგოს სხვას ვერაფერს ვუწოდებ სამწუხაროდ. პირველი შემთხვევაა როცა მინდა რომ მთავარი გმირი (ამ შემთხვევაში მარიამს ვგულისხმობ) ორივემ მიატოვოს და ბოლოს მარტო დარჩეს smile

 


№5  offline წევრი Soposofi

ყოველ ახალ თავში მარიამის გამოფხიზლებას ველოდები ეს კიდე ყოველ ახალ თავში უფრო და უფრო ეფლობა ჭაობში არც ესეთი უტიფარი მეგონა რა რაღას ფიქრობს ან რა ნამუსით აჯერებს თავს რო დემეტრესთან გააგრძელებს ძველებურ ცხოვრებას აუ ძააან დებილობს უკვე მარიამიი და ანდრეასაც და დემეტრესაც მალე ამოასხავს და მემგონი მართლა მარტო დარჩება იქამდე მაინც სანამ არ მიხვდება რომ ანდრეას გარეშე ვერ იცხოვრებს და ბოლოს ანდრეაც აპატიებს ამის დღევანდელ დებილურ საქციელებს :)))

 


№6  offline წევრი თამოთამო25

მეცოდება მარიამი და ზოგადად ასეთ სიტუაციაში ყოფნას არცერთ გოგოს ვუსურვებ.
ანდრეა უყვარს და ეყვარება ,მისი არასწორი ნაბიჯი დემეტრესთან ქორწილი იყო.
ნუ არვიცი იმის ინტერესით ვკითხულობ თუ რა მოხდება ბოლოს.
მაგრამ ორ კაცთან ურთიერთობა ყველაზე არასწორი საქციელია , ამ შემთხვევაში ანდრეას ვერ გავამართლებ. კაცმა არ უნდა მიიყვანო აქამდე საქმე.გათხოვილი ქალია და რაცარუნდა გრძნობა ქონოდა პატივი უნდა ეცა მარიამისთვის და ასე არ უნდა მოქცეოდა. .მარიამი კი სუსტი ნებისყოფის ქალია მეტი არაფერი....
წარმატებები ველოდები შემდეგ თავს,ძაანაც ნუ შეგვაძულებ მარიამს მინდა რომ გონს მოეგოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს...

 


№7  offline მოდერი Moonlight17

ნეტავ რა მიაღებინებს მარიამს გადაწყვეტილებას, ნეტავ:დ
Soposofi
ყოველ ახალ თავში მარიამის გამოფხიზლებას ველოდები ეს კიდე ყოველ ახალ თავში უფრო და უფრო ეფლობა ჭაობში არც ესეთი უტიფარი მეგონა რა რაღას ფიქრობს ან რა ნამუსით აჯერებს თავს რო დემეტრესთან გააგრძელებს ძველებურ ცხოვრებას აუ ძააან დებილობს უკვე მარიამიი და ანდრეასაც და დემეტრესაც მალე ამოასხავს და მემგონი მართლა მარტო დარჩება იქამდე მაინც სანამ არ მიხვდება რომ ანდრეას გარეშე ვერ იცხოვრებს და ბოლოს ანდრეაც აპატიებს ამის დღევანდელ დებილურ საქციელებს :)))


კი, გეთანხმები სუსტი ნებისყოფისაა. თავისი საქციელებიტ ყველაფერს ართულებს. ვნახოთ როგორ მოგეწონება მოვლენების განვითარება ❤️❤️
თამოთამო25
მეცოდება მარიამი და ზოგადად ასეთ სიტუაციაში ყოფნას არცერთ გოგოს ვუსურვებ.
ანდრეა უყვარს და ეყვარება ,მისი არასწორი ნაბიჯი დემეტრესთან ქორწილი იყო.
ნუ არვიცი იმის ინტერესით ვკითხულობ თუ რა მოხდება ბოლოს.
მაგრამ ორ კაცთან ურთიერთობა ყველაზე არასწორი საქციელია , ამ შემთხვევაში ანდრეას ვერ გავამართლებ. კაცმა არ უნდა მიიყვანო აქამდე საქმე.გათხოვილი ქალია და რაცარუნდა გრძნობა ქონოდა პატივი უნდა ეცა მარიამისთვის და ასე არ უნდა მოქცეოდა. .მარიამი კი სუსტი ნებისყოფის ქალია მეტი არაფერი....
წარმატებები ველოდები შემდეგ თავს,ძაანაც ნუ შეგვაძულებ მარიამს მინდა რომ გონს მოეგოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს...

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

tamuna.s
პატარა კახპაა... ამ გოგოს სხვას ვერაფერს ვუწოდებ სამწუხაროდ. პირველი შემთხვევაა როცა მინდა რომ მთავარი გმირი (ამ შემთხვევაში მარიამს ვგულისხმობ) ორივემ მიატოვოს და ბოლოს მარტო დარჩეს smile


თან ცოდველი და უბოროტო :)).

პ.ს. მე კიდევ ის მინდა, რომ ისტორია დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან ყოველი თავის ბოლოს ავტორის მინაწერი და კომენტარზე პასუხი რაღაც ცალკე განზომილებაა ჩემთვის :D :D :D :D. და არ მინდა ეგ მომაკლდეს.

 


№9  offline მოდერი Moonlight17

ძალიან მიყვარს ხალხის დაბნევა ხომ იცი :დდდ
grafo
tamuna.s
პატარა კახპაა... ამ გოგოს სხვას ვერაფერს ვუწოდებ სამწუხაროდ. პირველი შემთხვევაა როცა მინდა რომ მთავარი გმირი (ამ შემთხვევაში მარიამს ვგულისხმობ) ორივემ მიატოვოს და ბოლოს მარტო დარჩეს smile


თან ცოდველი და უბოროტო :)).

პ.ს. მე კიდევ ის მინდა, რომ ისტორია დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან ყოველი თავის ბოლოს ავტორის მინაწერი და კომენტარზე პასუხი რაღაც ცალკე განზომილებაა ჩემთვის :D :D :D :D. და არ მინდა ეგ მომაკლდეს.

 


№10  offline წევრი Soposofi

ისეთ შთაბეჭდილებასაც კი მიტოვებს თითქოს მოსწონს ესეთი სიტუაციაში რომ არის აქეთ ანდრეა უჩქარებს გულს და აქეთ თუ სიმშვიდე სჭირდება თავშესაფრად ადგება დემეტრე ძაან კარგად ხვდება რომ არასწორად იქცევა მაგრამ არცერთის დაკარგვა არ უნდა არც სიყვარულის და არც თავშესაფრის :)))

მაგრამ კი არ იცის რომ ორი კურდღლის მადევარი ვერცერთ ვერ დაიჭერს და საბოოლოდ სანამ მართლა გვიანი არ იყო და მარტო თუ არ უნდა დარჩეს დროზე უნდა დათმოს რომელიმე თორემ მოუწევს მარტო დაბერდეს სიყვარულის გარეშე:)))

 


№11  offline მოდერი Moonlight17

ეჰ. ვნახოთ ვნახოთ
Soposofi
ისეთ შთაბეჭდილებასაც კი მიტოვებს თითქოს მოსწონს ესეთი სიტუაციაში რომ არის აქეთ ანდრეა უჩქარებს გულს და აქეთ თუ სიმშვიდე სჭირდება თავშესაფრად ადგება დემეტრე ძაან კარგად ხვდება რომ არასწორად იქცევა მაგრამ არცერთის დაკარგვა არ უნდა არც სიყვარულის და არც თავშესაფრის :)))

მაგრამ კი არ იცის რომ ორი კურდღლის მადევარი ვერცერთ ვერ დაიჭერს და საბოოლოდ სანამ მართლა გვიანი არ იყო და მარტო თუ არ უნდა დარჩეს დროზე უნდა დათმოს რომელიმე თორემ მოუწევს მარტო დაბერდეს სიყვარულის გარეშე:)))

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.