შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საფრთხისფერი (მე-4 ნაწილი)


13-01-2019, 20:57
ავტორი Alice76
ნანახია 2 203

-რას ფიქრობ სტიჩ? ვითომ,ეგაა?-ძაღლს სათამაშო ბურთი გადაუგდო-რატომ მგონია,რომ ყველა ჩემს დაბნევას ცდილობს? მათ შორის ჩემი ძვირფასი მეუღლე,ამდენ ხანს სადაა,ნეტავ? შეიძლება,მნიშვნელობა არც აქვს,მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს...
კარზე კაკუნი გაისმა და წამოდგა.
-ხედავ,სტიჩ? კაკუნიც კი სხვანაირი აქვს უკვე. ეგ გოგო მაფიქრებს-საკეტი ჭუჭრუტანაში გაჭყეტვის გარეშე გადაატრიალა და კარი გამოაღო.
თეკლას მაგივრად კი ხელში ნაცნობი ბიჭი შერჩა.
-ბართლომე?-უსიამოვნოდ ამოიოხრა და კარი ზურგსუკან მიიხურა-აქ რას აკეთებ? თუ წამლისთვის მოხვედი,გირჩევნია გამასწრო,სანამ დრო გაქვს.
-არა,რა წამალი-ბიჭმა კაპიუშონი მოიძრო და ალექსს გული შეეკუმშა-მამაჩემმა თითო ნემსის კვალზე თითო რკინის ძელი დამარტყა. ევასება სპარტანული აღზრდა და ეგეთები-ჩაიხითხითა,წინა ორი კბილი ჩამტვრეული ჰქონდა,მარჯვენა თვალს ვერ ახელდა,ცხვირი კი ნორმალურ ზომაზე სამჯერ მეტი სიდიდის ჰქონდა. საერთო ჯამში,მისი სახე უნიჭო,დეპრესიული მხატვრის მიერ შექმნილ ტილოს წააგავდა,რომელსაც ფერების შეხამება დიდად არ გამოსდიოდა.
-ეს წამლისთვის?-კარი გააღო და შეწუხებული სახით შეიპატიჟა-შ*გ ხო არ აქვს,ასე როგორ გაგიმეტა?
-გამიმართლა,მისი შვილი რომ ვარ,თორემ ახლა ეს თითები ასე ლამაზად არ მებმებოდა-ამოიხვნეშა ბიჭმა და დივანზე გადაწვა-მარა მარტო წამლისთვის არა,შენ რომ გამოგართვი წამალი,იმისთვისაც.
-წესით აქ აღარ უნდა იყო.
-ჩემი ნებით არც ვარ,მოსეს უნდოდა.
-რა?-ყურებს არ დაუჯერა.
-ჰო,გგონია,მარტო შენ ხვდები,რომ ვიღაც მაგათ საქმეში ისაქმებს? ოტოს მთავარი წილი ჰქონდა “მანი თრის” ბანკის აქციებში,თანაც ანდერძის დაწერაზე ჯერ არ უფიქრია და ახლა მთელი ეს აქციები მისი ქათმისტვინა ცოლის ხელში გადავა,იგივე იყო წინა შემთხვევებშიც,ახლა ის ფული,რომელიც უნდა გათეთრდეს,ქვრივების ხელში გადავიდა,ფაქტობრივად,ქალების ჩართვა საქმეში კიდევ ხომ იცი,რასაც ნიშნავს?
-ალბათ გაკოტრებას?-ჩაიცინა.
-მინიმუმ.ჰოდა შენთან შეხვედრა უნდა თუ რაღაც მასეთი.
-სად?
-ეგ არ ვიცი,უბრალოდ გასაფრთხილებლად გამომგზავნა,ანუ შეიძლება სადმე დაბურულმინებიანი მანქანა მოგადგეს,რამდენიმე მუტრუკი მგზავრით,რომლებიც დებილებივით გეტყვიან,რომ უნდა გაჰყვე.ანუ იქ ბახა-ბუხი და ჯეიმს ბონდობა არ დაიწყო,მშვიდად ჩაჯექი.

-გასაგებია.

-ჰო და კიდევ-ფეხზე კვნესით წამოდგა-მამაჩემს ყველაფერი არ დაუჯერო და არც უთხრა,ფრთხილად იყავი.

-შენც ფრთხილად იყავი,თორემ ეგ თვალი შეიძლება მკვეთრი მოძრაობის დროს გადმოგვარდეს.

-მაინც მინუსი მქონდა აქეთ-გადაიხარხარა-სუსტი უნდა მოისპოს! მოსე ამბობს ხოლმე მასე და რატომღაც მეც სუსტი ვგონივარ.

-ესე იგი,წამლებს შეეშვი?-ეჭვით ჰკითხა.

-დამპირდა,დედას მოგი**ნავ,კიდე რამეს თუ შეგატყობო და რა ვიცი,პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სულ მასე შვება,მარა მაინც მეშინია.

-დებილობაა,დაანებე თავი.

-კაი ჰო,წავედი ახლა. ალბათ ცოლს ელოდები-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და კარისკენ წავიდა-გაუფრთხილდი ოჯახს,იშვიათობაა.

-რა არის იშვიათობა?

-ცოლი,რომელიც შენნაირ კაცს უძლებს,ალბათ დიდი ხანია,ძირითადად სიზმრებში გნახულობს.

-იმედია,მნახულობს.-გაუღიმა.

ბართლომეს წასვლიდან ნახევარ საათში დაბრუნდა თეკლა. მთელი ეს დრო ალექსი ფიქრობდა,რა უნდა ეთქვა ცოლისთვის,ან რა ეკითხა. ყველაზე მეტად ის აფიქრებდა,რომ თითქოს მართლა ყველა მის წინააღმდეგ მოქმედებდა და ახლა,როცა ამ ჩახლართული მკვლელობების გამხსნელი ზონარი დაიჭირა,თითოეული გარშემომყოფი,ნაცნობი თუ უცნობი იმას ცდილობდა,ეს ზონარი ხელიდან გამოეტაცა.

-სახლში ხარ?-გაოგნებულმა აჰხედა თეკლამ. გასაღებით საკეტს ეჯაჯგურებოდა,როდესაც ალექსმა კარი გაუღო-ადრე დაბრუნებულხარ.

-სინამდვილეში სხვა დროს ვბრუნდები ხოლმე გვიან-პროდუქტებით სავსე პარკი ჩამოართვა და სახლში შებრუნდა-შენ სად იყავი?

-გოგოებს გავუარე,მომბეზრდა სახლში ყოფნა-ათრთოლებული ხმით უპასუხა და ქურთუკი ნელა გაიხადა.

-მართლა? და სად იყავით?-ღიმილით დაიწყო სურსათის ამოლაგება და უმანკო მზერით შეათვალიერა ცოლი-ეგ კაბა ძალიან გიხდება,ჩემს დაბადების დღეზე გეცვა,არა?

-ჰო,რომანტიკული ვახშმის გამო რომ დამცინე,იმ საღამოზე-თავი დაიქნია.-მარინასთან,მეორე ბავშვს ელოდებიან.

-ჰო,მახსოვს,წინა კვირას მითხარი-შეეცადა,მშვიდი ხმა ჰქონოდა.

თვალებში არ უყურებდა,ინტერესით დააჩერდა რუხი პურის შემადგენლობას. თეკლას ხმა აღარ გაუგია,პროდუქტები პარკში დააბრუნა და სამზარეულოში გაიტანა.უკან დაბრინებულს კი დივანზე მჯდარი,თავჩაღუნული და აქვითინებული ცოლი დახვდა.

მიუახლოვდა,ჩაიმუხლა და ეცადა,სახიდან ხელები მოეშორებინა.

-არ შემიძლია,ჩვენს შორის სიყალბეს ვერ ვუძლებ.-ამოიგმინა თეკლამ და მკლავები მაგრად მოჰხვია. ცვირი მის ყელში ჩაჰყო და ციებიანივით აკანკალდა-ძალიან მიყვარხარ,შენს დაკარგვას ვერ გადავიტან. მაპატიე,გთხოვ!

-დამშვიდდი-ზურგზე ხელი მოუთათუნა .

დიდხანს ელოდა,როდის დაწყნარდებოდა. თავში ათასგვარი ფიქრი უტრიალებდა,ხვდებოდა,რაც აწუხებდა მის ცოლს,მაგრამ მაინც უნდოდა ყველაფრის გარკვევა.

-არსაიდან გამოჩნდა,გეფიცები,არც კი ვიცი,საიდან მიპოვა ან რატომ დავაინტერესე ასე ძალიან-ტირილისგან დაწითლებული თვალებითა და დაბუშტული სახით უყვებოდა თეკლა-ფეისბუქში მომწერა. თავიდან მეგონა,ვიღაც მეხუმრებოდა,მაგრამ მისი გვერდი ყალბს არ ჰგავდა,ავყევი,დამაინტერესა. მეუბნებოდა,რომ დიდი ხანია,მაკვირდებოდა,რომ შევუყვარდი და სულიერად ყველაზე ახლოს ჩემთან იყო. თავიდანვე ვუთხარი,რომ ქმარი მყავს და მიყვარს-მეთქი.ამას მნიშვნელობა არ აქვსო,მე მხოლოდ შენთან საუბარი მინდაო...მერე ვმესიჯობდით,დიდ ხანს. იცი,შენ სულ გასული იყავი,ფაქტობრივად ხმის გამცემი არ მყავდა არავინ,შევუთანხმდი,რომ მხოლოდ მეგობრობის იმედი ჰქონოდა და ისიც დამთანხმდა, უფრო სწორად,მეგობრები ვერასდროს გავხდებით,მაგრამ თუ შენ არ გინდა,ამაზე ხმას აღარ ამოვიღებო. ყველანაირად გაგებული ადამიანი ჩანდა,მეც აღარ მომერიდა,გული გადავუშალე,თითქმის ყვეაფერზე ვსაუბრობდით,იმდენად თავისუფლად ვგრძნობდი მასთან თავს,იმასაც კი ვეუბნებოდი,რაზეც შენთან საუბრისას თავს ვიკავებდი.უცნობი იყო,სრულიად უცხო და ეს მათამამებდა.მერე,როცა მივხვდი,რომ ზედმეტად შევტოპე,ვუთხარი,რომ აღარ მოეწერა. ძალიან გამიჭირდა ამის თქმა,მაგრამ მასთან საუბარი უკვე ძალიან მაშინებდა,საკუთარ გრძნობებში მაეჭვებდა და ეს არ მომწონდა. დამეთანხმა,მითხრა,რომ თუ მომინდებოდა,თავად მიმეწერა,რადგანაც ჩემი შეწუხება არ უნდოდა,მერე კი... გავბრაზდი. შენზე ძალიან გავბრაზდი. ისე მჭირდებოდი იმ ღამით,ისე მინდოდა შენთან საუბარი,მაგრამ ეს შენი გადაუდებელი საქმეები-გაბრაზებით წამოიკივლა-ყოველთვის გადაუდებელია,მე კი გადასადები ვარ,როგორც ჩანს...არა,შენ კი არ გაბრალებ,უბრალოდ ასე გამოვიდა,მივწერე...ძალიან გაბრაზდა,როცა მიხვდა,როგორი გულნატკენიც ვიყავი და მომაკითხა. მითხრა,რომ უნდა გავყოლოდი,თორემ აქედან არ წავიდოდა,მეც გავყევი და მაშინ მთელი ღამე ვსაუბრობდით.

მე ის მომწონს,შეიძლება მიყვარს კიდეც,როგორც ადამიანი,რომელიც ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა,მაგრამ არა როგორც მამაკაცი. მე შენ მიყვარხარ,ალე,მხოლოდ შენ.იმდენად ცუდად ვიყავი ამ ყველაფრით,რომ უკვე ვეღარ ვაზროვნებდი. გონება ორად მეხლიჩებოდა და დღეს ვუთხარი,რომ ამის გაგრძელება აღარ გამოვიდოდა. მაკოცა,დღეს მაკოცა და ამან ძალიან შემაშინა. არ დამტოვო ,გთხოვ,თორემ დავიკარგები...-ცრემლების ახალი ტალღა მოაწვა და კვლავ მიეხუტა.

ხმისამოუღებლად მოისმინა მთელი მისი მონოლოგი,ახლა კი იჯდა და ცოლს მხარზე ფრხილად ეფერებოდა.

განა თავადაც ასე არ იყო? იზას მიმართ იგივეს არ გრძნობდა? როგორ უნდა დაედანაშაულებინა თეკლა,როდესაც თავად ფიქრებში ათასჯერ უღალატა?

ღალატი ხომ მხოლოდ ფიზიკური სიახლოვით არ განისაზღვრება? სექსი არ ნიშნავს ღალატს და თუ აქამდე არ მივიდა საქმე,ესეც არ ნიშნავს უდანაშაულობას.

ღალატია,როდესაც ატყუებ,ღალატია,როდესაც იმას არ ეუბნები,რასაც ფიქრობ,როდესაც იცი,შენი ქმედებით გულს ატკენ,მაგრამ მაინც აკეთებ.

არ არსებობს დადგენილი ზღვარი,რომელიც ღალატსა და პატიოსნებას შორის დგას,ჩვენი გული თავადვე გვეუბნება,როდესაც არასწორად ვიქცევით. შესაძლოა,ერთი,პატარა გაფიქრება ჩვენმა ქვეცნობიერმა ღალატად ჩათვალოს და თუ კი ჩათვლის,ესე იგი,ასეცაა.

-ასე რატომ ხდება? -იკითხა თეკლამ და თვალებში ჩაჰხედა. გაიფიქრა,რომ ცოლის თვალებს არც ისე ხშირად უყურებდა,იქნებ სწორედ ეს იყო მიზეზი?

-ჯერ კიდევ ვსწავლობთ.

-ახლა რა იქნება?
-არ ვიცი,მეც ისეთივე საცდელი ობიექტი ვარ,როგორც შენ,თუმცა...-სახეზე ხელი ნაზად მოატარა და ცრემლები მოაშორა-გონიერება არ უნდა დაგვავიწყდეს. სხვებზე მეტი უნდა იფიქრო,თორემ ჩაეფლობი.
-ვიფიქრებ. ბევრს. -თავი დაუქნია.
-მისი სახელი და გვარი მინდა. ან მისამართი-წამოდგა,შუბლზე აკოცა და მანქანის გასაღებს დასწვდა.
-არა,არა. ალექს!-შეშლილივით გააქნია თავი-ჩემს გამო რამე რომ დაგემართოს,ან იმას დაემართოს...
-არაფერს ვუზამ,ნუ ღელავ,უბრალოდ საუბარი მინდა.
-რაზე?-შეწუხებული და გაოგნებული ხმა ჰქონდა თეკლას-ყველაფერი გითხარი უკვე,გეფიცები.
-ის მითხარი,რაც იცი. გასარკვევი კიდევ ბევრია.
-რა?ეს გამოძიება კი არაა,გაგიჟდი?
-სახელი და გვარი თეკლა!-დაიღრიალა და ქალი შეკრთა.-ბოდიში-თვალები დახარა და ხმა ჩაიწმინდა-მითხარი,ხომ იცი,ისედაც გავარკვევ.
-სანდრო რატიანი-დაიჩურჩულა და ზურგი აქცია.
-თეკლა...მისმინე-შემოაბრუნა და ჯიქურ მიაშტერდა-ახლა ძალიან რთული დროა,როგორც ჩვენთვის,ისე ზოგადად. ბევრი რამ იმაზე გაცილებით რთული გასაკეთებელია,ვიდრე აქამდე იყო,უბრალოდ დამშვიდდი,კარგი? ბევრი არ იფიქრო,ამ მდგომარეობაში ჩვენი ნებით არ შევსულვართ.მაგრამ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ,რომ თავი დავაღწიოთ. გონიერებას მოუხმე,კარგი? გადადე გვერდით დრამა და ცივად იაზროვნე.
-ეგ ჩვენი ლექტორის სიტყვები არაა?-გაეცინა.
-ჰო,იმის მერე ხშირად მახსენდება. პირადი ცხოვრება და ფიქრები ყოველთვის ყველაფერს ართულებს,ახლა მინდა,რომ ის თეკლა დაბრუნდეს,რომელსაც საკუთარი პროფესია უყვარს,რომელიც ჩემთან ერთად განიხილავს გამოსაძიებელ საქმეებს,რომელიც კარატეზე დადიოდა ,ამის დედა ვატირე!
-შევიცვალე,არა?
-არ ვიცი,რა მოგივიდა,მაგრამ შენ ძლიერი ხარ,ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს,რა იქნება,მაგრამ მიყვარხარ,ვიცი,რომ შენც. შეიძლება ოდესმე ერთმანეთი მოგვბეზრდეს,შეიძლება შემიზიზღო კიდეც,ბევრი სისაძაგლის გაკეთება მოგვიწიოს ან არ ვიცი,უბრალოდ გადაგიყვარდე... მაგრამ მანამდე ძლიერები უნდა ვიყოთ,ცალ-ცალკე,გესმის? ერთმანეთის გარეშე უნდა ვიყოთ ძლიერები. თუ შენ ჩემზე იქნები დამოკიდებული ან მე შენზე,თუ ერთმანეთს რაიმე პირობებს წავუყენევთ, საბოლოოდ ეს ზიზღს გამოიწვევს. შენ თეკლა ხარ,მე კი ალექსანდრე,სხვადასხვა ცხოვრება გვაქვს და თავი არ უნდა ვაიძულოთ,რომ ყველაფერი ერთმანეთზე მოვარგოთ. ახლა წავალ.ჩემი საქმე უნდა გავარკვიო. შენ კი არ უნდა დამელოდო სახლში,მიხედე შენ თავს-გიჟივით გაიცინა-ქორწინება განაჩენი არაა,აქამდე რატომ ვერ ვხვდებოდით?
-გაგიჟდი-აბრჭყვიალებული თვალებით გადაიკისკისა თეკლამ.
-შეიძლება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.თვით წარმოუდგენელი რამეებიც კი დასაშვებია!
-ისევ ბატონი ვასილი-ჩაიფხუკუნა.
-გენიოსია ეგ კაცი და აბა როგორ?წავედი თეკლიკო,ბევრი საქმე მაქვს-კარი გამოაღო და ცოლს გაჰხედა-წიგნების თაროსთან რამდენიმე ტომი დავტოვე,წაიკითხე ეს საქმე და რომ მოვალ,სხვა დეტალებსაც გეტყვი.
-უკვე წავიკითხე-გაუღიმა.

-როდის?

-ნუ გგონია,რომ ყველაფერი იცი,დეტექტივო-თვალი ჩაუკრა-რომ დაბრუნდები,ის მომიყევი,რაც აქ არ წერია.

-ქალები-თავი გაიქნია ალექსმა და კარში სიცილით გაუჩინარდა.

***

-თქვენ მე მომატყუეთ! ვითხოვ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას! რას ჰგავს თქვენი საქციელი? უაზრო დაპირებები,მთავრობასავით უნიათო და არაფრისმაქნისი სიტყვები!

ცილინდრიანმა თვალები აატრიალა,პირში გარჭობილი საწუწნი კანფეტი გემრიელად მოლოკა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.

-უკაცრავად,ბებო?-წარბაწეული მიაშტერდა.-რა გადაიხადე?როდის?

-მე ჩემი იმედი დავხარჯე. იცით,რომ ამოწურვადი მარაგია? რაც უფრო მეტ ადამიანს უნაწილებ ნდობას,რაც უფრო მეტად იყენებ იმედს,მით უფრო ჭირს შემდეგში მასზე დაყრდნობა. მე მოვხუცდი,აღარაფერი გამაჩნია ამის გარდა და ესეც წამართვით! მეტი რა უნდა წაგეღოთ?

-დამშვიდდი,დამშვიდდი-ხელი ასწია და ქუდი მოიხადა. ცილინდრს ისე ჩააჩერდა,თითქოს იქიდან ბაჭიის ამოყვანას აპირებსო,თუმცა ბაჭიის მაგივრად პატარა სარკე ამოაძვრინა და გაუწოდა.-ჩაიხედე!

სარკე ჩამოართვა,აკანკალებული ხელით ასწია და გაოგნებული შეაჩერდა ანარეკლს.

თითქოს ის იყო,ახალგაზრდა,ნაოჭებისა და სისხლჩაქცევების გარეშე. თვალები-იგივე,ჭაობისფერი,ნაკვთებიც ისეთი ჰქონდა,როგორც იმ მომღიმარ გოგონას ძველი ფოტოებიდან,თუმცა მაინც,განსხვავება ბევრი იყო,იმდენად ბევრი,რომ სარკის წინ ხელი გაიქნია,რათა დარწმუნებულიყო,რომ ნამდვილად საკუთარ ანარეკლს უყურებდა. თავზე თმა არ ჰქონდა,ისეთივე იყო,როგორც ადრე პატიმრებს ჰქონდათ-პირწმინდად გადაპარსული. კისერზე სვირინგები მოუჩანდა,ლოყის კუთხეში,თვალთან, პატარა წარწერა ჰქონდა,თუმცა სიტყვები მისთვის უცნობ ენაზე იყო ამოტვიფრული,პირსინგები სახეზე უამრავი ჰქონდა-ცხვირზე,წარბზე და ყურებზე...

- რა ჯანდაბაა?-სარკე მოისროლა და ცილინდრიანს გაჰხედა-გაგიჟდი? ეს მე არ ვარ! ასეთი არ ვიყავი!

-ბებო,ბებო.მოიცა,აგიხსნა! შენ რა,გეგონა,მერტი ბრიჯი და ეს სი*ობები მართლა არსებობს? ნაყენს დალევდი და ბებრუხანა აღარ იქნებოდი? გგონია,შენს თავში ვიღაც ქალი შემოიჭრა და რაღაც პროდუქტს გასყიდებს? ეს ხომ შენ ხარ! ახლა საკუთარ თავს ესაუბრები და მგონი იცი,რაც უნდა ქნა!

-რა? არაფერი ვიცი...

-კარგი,ის მაინც ხომ იცი,რაც გაწუხებს სინამდვილეში?

-მე მასთან ვერ მივალ...

-დედის გული მაინც რა არის,არა? შორიდანვე გრძნობ,რა გადაწყვიტა შვილმა,მიუხედავად იმისა,რომ არც კი იცნობ!

კაკუნმა გამოაღვიძა.

-ვინ უნდა იყოს?

ბოლოს,როდესაც მის კართან ვინმე შეჩერდა,შეცდომით განაწილებული ქვითრების თაობაზე მოსული მეზობელი აღმოჩნდა და ეგეც რამდენიმე თვის წინ იყო.

ხალათსა და უამრავ მოსასხამში გაეხვია და კარი ინტერესით გამოაღო.

ზურგშექცევით მდგარი,გამხდარი ბიჭი დალანდა,მაგრამ მხოლოდ წამით გაიფიქრა,რომ მის წინ უცნობი იდგა. გული შეუფრთხიალდა,სიზმარი გაახსენდა და პირი დააღო.

-ტატიანა?

სტუმარი შემობრუნდა,თავზე წამოსკუპებული კეპი მოიხადა და ირონიულად მიაჩერდა.

-ვა! მიცანი? მეგონა საერთოდ აღარ გახსოვდი!-სწრაფად შევიდა სახლში და მისაღებში აისვეტა.

-რა საშინელებაა,რისი სუნი დგას?

-საძილე ყაყაჩო-ფრთხილად უპასუხა.

-ა-ა! ამოიძახა და კიდევ ერთხელ შეისუნთქა-Papaver somniferum-გამოთქვა სასაცილოდ-ბებერი ნარკომანი-გადაიხარხარა.

-მასე ნუ მელაპარაკები-შეუტია.

-აბა როგორ ველაპარაკო ადამიანს,რომელმაც მაშინ მიმაგდო,როდესაც თვეების ვიყავი?

-მადლობა თქვი,რომ ჩემთან არ იყავი-მხრები აიჩეჩა.

-მადლობელი ვერ ვიქნები,დედიკო. შენზე გაცილებით უარეს ხალხს მიმყიდე.

-საიდან მოიტანე,რომ მიგყიდე?-აღშფოთდა-შეიძლება საშინელი ადამიანი ვარ,მაგრამ არ გამიყიდიხარ.

-ვიცი,ჰო,ცოტა დრამა შემოვიტანე.-დივანზე დაეშვა და ფეხები მაგიდაზე შემოალაგა.

-თანაც გამხდარი და უშნო იყავი,შენ არავინ გიყიდიდა-ჩაიქირქილა.

-აი,სულ ვფიქრობდი,ვისგან მაქვს ეს დამპალი ხასიათი-მეთქი და თურმე იმისგან,ვისი გარყვლილი სა**დანაც გამოვძვერი-ირონიულად გაუღიმა.

-აქ რა გინდა,ტატიანა? რატომ ახლა?

-აქამდე არ მეცალა...ჩემი მამობილი ,რომელაც ასე დიდსულოვნად მიმაბარე,ცოტა არ იყოს,გარყვნილი ნაძირალა აღმოჩნდა,შემდეგ ჩემს საქმეს გადავყევი,გამოძიებას ვაწარმოებებდი ყველაფერ იმის შესახებ,რასაც იმ ღორის სახლში წლები ვისმენდი. რაც მისი ცოლი გარდაიცვალა,სულ გათავხედდა.უკვე აღარც მალავდა,რომ ჩემზე ძალადობდა,სამაგიეროდ ეს მთელს ქურდულ და უსწორესზე სწორ სამყაროს ფეხზე ეკიდა. მთავარია,ფული მოდიოდეს,ხალხი აღარ კითხულობს საიდან ან რის ფასად.რას ვამბობდი? სულ ასე მემართება,ერთს ვლაპარაკობ და მეორეზე ვფიქრობ,მერე ერთმანეთში მერევა...აჰ,ჰო. მოსე ციხელმა რამდენჯერმე სცადა ჩემი მოკვლა,მას შემდეგ,რაც მამა მოვიშორე.

-რას ჰქვია მოიშორე? შენ ხომ...

-წარმატებული ბლოგი მაქვს და ასე შემდეგ,ჰო!მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ,რომ თანხა ვიშოვო.

-თანხა რისთვის?

-ყველაფერს გეტყვი,თუმცა მანამდე რამდენიმე კითხვა მე თვითონ მაქვს.

-გისმენ.-უხერხულად შეიშმუშნა,უკვე იცოდა,რა კითხვებიც ელოდა.

-რაღა მოსმენა გინდა? რატომ მიმაგდე იმ ნაბი*ვართან?

-ორმოცდარვა წლის ასაკში გაგაჩინე,მამაშენი ყოველდღე მცემდა და შენ კიდევ საერთოდ სხვისი შვილი ეგონე,შენი მოკვლა უნდოდა. რომ დამეტოვებინე,უარესი მოგივიდოდა.

-როცა მოკვდა? უფრო სწორად,როცა მოკალი? მერე?

-საიდან იცი?

-ყველაფერი ვიცი შენს გარემოცვაზე,მოსე ციხელზეც,მის ფინიებზეც,მამიკო მიყვებოდა,როცა ლოგინში ისვენებდა ხოლმე-ჩაიცინა.

-როდიდან დაიწყო?

-მისდა სასახელოდ უნდა ითქვას,რომ დაელოდა,სანამ ციკლი დამეწყებოდა-ჩაიცინა.

-ვწუხვარ. მეგონა,კარგად იყავი.

-იცი,შენგან ყველაზე ცუდი რა მივიღე?-ხელი მობეზრებულად აიქნია.

-ვიცი.თავი იმიტომ დაიმახინჯე ასე?

-ჰო. სილამაზეს საშინელების მეტი არაფერი მოაქვს.

-კოტე შეძლებული და პატივსაცემი ავტორიტეტი იყო,შვილი არ ჰყავდა და მეგონა,ცივ ნიავს არ მოგაკარებდა...-ხმა ჩაუწყდა.

-ახლა არ მითხრა,რომ აქამდე არ ვიცოდიო. კაი ,რა-წამოიწია და სახეში ჩააშტერდა-იმიტომ ვერ მოდიოდი,რომ ყველაფერი შესანიშნავად იცოდი,მაგრამ აბა რაღას შეცვლიდი?

-ესე იგი,მოკალი!

-ჩვიდმეტის ვიყავი,როცა გავიგე,რომ ჩემი ნამდვილი მამა მოკვდა. მაშინ კოტეს და დანარჩენების საუბარი მოვისმინე,შენსზე ამბობდნენ,გაქნილი კა*პაა,ქმარი თავიდან მოიშორა,მაგრამ იმას კი ვერ ხვდება,რომ ასე უკეთესიაო.

-ესე იგი,მიხვდნენ?

-ხო,როცა მაგათ წრეში ვინმე უეცრად კვდება,ეგრევე ამოწმებენ საწამლავზე,თუმცა თუ არ აწყობთ,ხმამაღლა არც საუბრობენ.ამატოქსინები შედარებით მარტივი საპოვნელია,მე უფრო პოლონიუმს გირჩევდი8,შემდეგში გაითვალისწინე,რუსეთიდან საკმაო მარაგი მივიღე,შეუმჩნეველია და ლაბორანტებიც ვერ პოულობენ კვალს.

-აუცილებლად გავითვალისწინებ,თუ ვინმეს მოკვლას გადავწყვეტ.-გაეღიმა-ახლა ვხვდები,მისი სიკვდილი წაადგათ კიდეც-ამოიოხრა მატილდამ.

-ჰო,თანაც როგორ! უგუნურად მოიქეცი,კანონით მემკვირდრე იყავი,მაგრამ შენი წილი არც მოგითხოვია.

-ასე კარგად არ ვიცი კანონმდებლობა...

-დიდი მარჩიელობა არ უნდა იმას,რომ მისი ცოლი იყავი და კანონით გეკუთცნოდა რაღაც წილი-აშფოთებით შეჰყვირა-მაგრამ ყველაფერი იმ ნა*იჭვრებს დაუთმე.არა უშავს,ამაზე ბევრს ვფიქრობდი,ყველაფერი შევისწავლე და მათი ბიზნესი ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე არაფერია.

-შეისწავლე? რა ჩაიფიქრე?

-მიდი,იმ შენი ყაყაჩოს ჩაი მომიტანე და ყველაფერს აგიხსნი!



***
-პირველი მსხვერპლი აშკარადაა დაკავშირებული ფულის გათეთრების სისტემასთან. ოფშორულ ზონებში ,მათ შორის შვეიცარიაში,ორ ბანკში აქვს მოზრდილი წილი,ასეთ ბანკებში არასდროს კითხულობენ,თუ საიდან მოგაქვს ათიათასობით დოლარი,შემდეგ კი მარტივად გაძლევენ სესხს,ესეც ასე,მარტივად გარეცხიკი ფული.მოსე ციხელმა თავად დამიდასტურა,რომ დემეტრე-შეჩერდა,დაფაზე ჭიკარტით მამაკაცის ფოტო დაამაგრა და წითელი ძაფი გამოაბა-უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის საუკეთესო მოკავაირე იყო,რა თქმა უნდა,გარკვეულ პროცენტს თავისთვისაც იტოვებდა,მისი სიკვდილის შემდეგ აქციები ცოლის მფლობელობაში გადადის,ქალი კი მათ მალევე ყიდის ვინმე მისტერ ბიგზე,რომელიც არსაიდან ჩნდება და იწყებს იმ ყველაფრის შეძენას,რაც ცოტა ხნით უყურადღებოდ იქნა დატოვებული უეცარი მკვლელობების შეძენას. მისგერ ბიგი ჭკვიანია,ძალიან ჭკვიანი,ერკვევა ეკონომიკაში და ქვრივი გააცურა კიდეც,როდესაც უმცირეს ფასად შეიძინა მისი ქმრის მიერ დატოვებული ფასიანი ქაღალდები. მისტერ ბიგი ცოტა ხნით ჩერდება,როდესაც მეორე მსხვერპლი-იურისტი გადის სამუდამო შვებულებაში და ცოტა ხანში იწყება ანონიმური ინფორმაციის წვიმა-ქალაქის ყველა წერტილში იწყება გამოძიებები ,რადგანაც ვიღაც კეთილისმყოფელმა მრავალი მტკიცებულება-ჩანაწერები და ხელწერილები გადასცა პოლიციელებს,რის შედეგადაც ოცამდე კანონიერი ქურდი ან მათი თანამოაზრეები დააკავეს.
ამით ციხელის საქმე კიდევ უფრო დაზარალდა,როგორც თვითონ ამბობს,მნიშვნელოვანი ტვირთი,რომელზეც მირჩევნია,არ ვიფიქრო,გზაში გაიჭედა.
-არ მომწონს ეგ ციხელი-თავი გაიქნია თეკლამ-სხვა დროს აღარ გაჰყვე.
-არც უნდა მოგეწონოს,იმ ვიღაცამ აშკარად და გარკვევით მიგვანიშნა,რომ ციხელი ტრეფიკინგშია გარეული,ეჭვი მაქვს,რომ ნარკოტიკების გადატანაშიცაა მისი სახელი გარეული,თუმცა “კრიშა” ჰყავს,ძალიან დიდი და ძლიერი,ამიტომაც მას ვერაფერი დააკლეს,თუმცა გარემოცვასა და მეგობრებს-კი ბატონო. შემდეგი მსხვერპლი-სასტუმროში მირიან ახმეტელი-კიდევ ერთი სურათი დაამაგრა და წითელი ძაფი შემოახვია-სასტუმროების ქსელის მეპატრონე,თავის დროზე სწორედ მოსეს მიერ გადაცემული ფულით წამოიწყო ბიზნესი,პატარა ფართი იყიდა და რამდენიმე სათამაშო აპარატი დადგა,შემდეგ,ვითომ და უეცრად გამდიდრდა,სასტუმროს მშენებლობა დაიწყო... მისი სიკვდილის შემდეგ კი მთელი ეს ქონება გადავიდა ცოლის სახელზე,რომელიც,რა თქმა უნდა,არც ოფშორულ ზონებში ფულად გადარიცხვებზე ფქრით დაიღლიდა თავს და არც იარაღის საწყობებს გაახარებდა დიდ ხანს სასტუმროების სათავსოებში.
მისტერ ბიგმა ამ შემთხვევაში აქციათა შესყიდვა ვერ ან არ მოახერხა,მაგრამ მთავარი ისაა,რომ დემეტრეს ქვრივთან კავშირი დაამყარა და თავისი კომპანიის დახმარება შესთავაზა.
ბოლო მსხვერპლის,ოტოს ცოლთან გასაუბრების შემდეგ კი გავიგე,რომ ვინმე მისტერ ბიგი მასთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს,რათა ანდერძის მიღებისთანავე მის საქმეებს მიხედოს,ხომ ხვდები,უამრავი ბნელი მხარეა ოტოს ბიზნესში და ქალი შეშინებულია. მარტივად გამოტყდა,თავიდან არაფერს ამბობდა,მაგრამ ბიგი ვუხსენე თუ არა,მაშინვე მოაღო პირი და ტირილით მომიყვა,რომ თავი და ბოლო ვერ გაუგო ქმრის საქმიანობას,ხოლო ქურდებს არ ენდობა,რადგანაც ბიგმა საკმაოდ ბევრი ცუდი რამ უამბო მოსე ციხელზე.
-და ვინაა ეს მისტერ ბიგი? გაარკვიე?-წითელი ძაფების ცენტრში კითხვის ნიშანს შეჰხედა თეკლამ.
-არავინ,უბრალოდ არ არსებობს. მისი კვალი არსაით მიდის,აშკარად ფიქციაა,გამოგონილი ადამიანი,რომლის საცხოვრებელი ადგილი ვირჯინის კუნძულებზე ფიქსირდება.
-რა სისულელეა.
-ჰო,თავ-გზის ამრევი. თუმცა ერთი რამ ცხადია,მისტერ ბიგი პირდაპირ კავშირშია მკვლელობებთან და ასევე ეს ბიგი ერთი ადამიანი არაა.ეს უფრო დაგჯუფებაა და როცორც თავიდან ვივარაუდე,საქმე სერიულ მკვლელთან კი არა,საქართველოში ორგანიზებულ დამნაშავეთა ბიზნესს გადამტერებულ ხალხთან გვაქვს.
-მე კი მეგონა,მოღალატეებს სჯიდა-დანანებით გაიქნია თავი.
-ასეცაა,მაგრამ ეს მხოლოდ საბაბია,სინამდვილეში ეს გამოძიებისთვის დაგებული მახეა.
-ეს წითელთმიანი მოდელი ვინღაა?-გაეცინა თეკლას და ბიკინიში გამოწყობილ წითურ გოგონაზე ანიშნა.
-ეს ის ქალია,რომელიც ყველა მკვლელობაში გვხვდება. არა კამერებზე,არამედ ძირითადად მოწმეთა ჩვენებებში. იცი,თითქოს განზრახ...
-განზრახ?
-ზედმეტად ინდივიდუალურული და დასამახსოვრებელია. შენ რომ მკვლელი იყო,წითელთმიანი,მწვანე თცალება,მაღალი და ძალიან ლამაზი,ხომ შეეცდებოდი,ამ ძალიან თვალშისაცემი ნიშნების დამალვას? ეს კი თითქოს განზრახ აჩენს,რომ დაინახონ,შეამჩნიონ.
-წითელი თმები...-თვალები ჭერს აღაპყრო თეკლამ-სპეციალურად აკეთებს,რომ ვიცოდეთ,რა ფერია საფრთხე.
-საფრთხისფერი,ზუსტად! ანუ წითელთმიანი ქალის გამოჩენა მაშინვე გულისხმობს საფრთხეს,ამას არ მალავს და ეგ თითქოს მაბნევს.
-მასეთი სულელი არ იქნება,თანაც ხომ თქვი,შემთხვევის ადგილზეც ვიპოვე თმის ღერიო,ისეთი გრძნობა მაქვს,რომ თავად გაწვდის იმ მტკიცებულებებს,თუნდაც ვიდეოჩანაწერს...
-ჰო,სხვების მიერ მოწოდებული და ჩემს თავში ჩადებული იდეები გამოძიებას ამუხრუჭებს,იმიტომ,რომ მე რეალურად სხვა რამ მწამს,მაგრამ ჩემი გონება ლოგიკურ ახსნას მიჰყვება... მგონია,რომ ეს მისტერ ბიგია-თეკლას შეჰხედა-თითქოს ჩემი ცხოვრების თითოეული დეტალი შეისწავლა და მიზანმიმართულად მაბნევდა მთელი ეს დრო.
-ანუ ის,რაც მტკიცებულების სახით გაქვს მოპოვებული...
-ძირითადად ყალბია,ხო. წითელთმიანი კი რეალურად სულ სხვა გარეგნობის ქალია.
-ვინც არ უნდა იყოს,შენთან საქმე არ უნდა დაეჭირა-მხრები აიჩეჩა თეკლამ.

***
-ეს ალექსია. დაიმახსოვრე,აუცილებლად გესტუმრება. მნიშვნელოვანია,რომ ერთი-ორი ჩვენიანი მოწმე ჰყავდეს.გვარიანად უნდა დავაბნიოთ,ამაზე იზა უკვე ზრუნავს,მაგრამ შენი ჩართვაც საჭიროა.
-მე რაღა შუაში ვარ?
-პირველ მკვლელობას შენ დაგიკავშირებს,ირიბად,მაგრამ მაინც. როცა შენთან მოვა,აუცილებლად უნდა ახსენო თამარ ლიპარტელიანი,მაგრამ არა მისი შვილები,უფრო ზუსტად კი ,ანიზე ხმა არ ამოიღო. ამას თვითონ უნდა მიხვდეს.
-ეგ იზა,სანდოა?-ჩაი დაუდგა და გვერდით მიუჯდა.საკუთარ ბინაში შვილის დანახვა ძალიან ახარებდა. იქნებ ეს ყველაფერი როცა დამთავრდებოდა... იქნებ ტატიანას მასზე გული მობრუნებოდა? ვინ იცის!
-ამ ჩაის მოეშვი,საშინელი სუნი აქვს. -ფინჯანი ზიზღით გასწია-იზას თავადვე გაიცნობ,მალე. დავუბრუნდეთ ალექსს,დღეს დილით ჩააბარეს ჩვენი საქმე,ჯერ კიდევ ვსწავლობ მის პიროვნებას,მაგრამ რაღაცები აშკარაა-ოჯახი სუსტი წერტილია,მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს,მესამე წელია,ცოლიანი კაცია,მაგრამ შვილები არ ეყოლათ,რაც იმას ნიშნავს,რომ რთული პერიოდი ექნებათ,ეს კი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. მკვლელობები თუ არ შეგვრჩა,სხვა ყველაფერს აზრი ეკარგება.
-მართლა აპირებ მათ მოკვლას?
-ვაპირებთ,მატილდა.-თვალებში მრისხანება გაუკრთა და ფურცლები ააფრიალა-ნიკი ტომფსონი-გოგონას სურათი ცხირწინ გაუქნია-საზღვარზე გარდაიცვალა,მუცელში ნარკოტიკები გაეხსნა,ექვსი თვის წინ გაუჩინარდა,როცა საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. მარიამ ელიაშვილი-სხვა სურათი დაძებნა-უკრაინაში სამსახურს დაჰპირდნენ,ორი თვე მეძავად ამუშავეს,შემდეგ კი საქართველოში გადმოასვენეს,მთელი იყო,უბრალოდ რამდენიმე საჭირო ორგანო დაკარგა გზაში. სტეფანი,ანიტა,სოფი,ელა-სურათებს გიჟივით ისროდა-მათ დამპალ ფულს ბოლო გროშამდე წავართმევთ,ცხოვრებას დავუნგრევთ და თვითკმაყოფილ როჟებს სამუდამოდ გავუქრობთ.
-ჩემი როლი ამაში რა იქნება?
-შენი როლი-გაიმეორა ტიამ-პირველ რიგში ყველაფერი უნდა მომიყვე,რაც იცი. რას საქმიანობენ,სადაა მათი სუსტი რგოლი,შემდეგი სამიზნე უნდა ავარჩიოთ და განვსაზღვროთ,ვის დავაბრალდებთ ამ დანაშაულს. შენი იდეა ანიზე,იმ წითურზე ძალიან მომწონს,სახასიათო გარეგნობა ფა საყურადღებო წარსული აქვს,უფრო კარგად უნდა გავიცნო. მოკლედ,ნელ-ნელა ყველაფერი უნდა მომიყვე,დედიკო.
-ამას რატომ აკეთებ,ტატიანა?-კიდევ ერთხელ ჰკითხა.
-უამრავ ადამიანს დაუნგრიეს ცხოვრება,კიდევ უამრავს დაუნგრევენ,მაგრამ მაინც... ვერ ვიტან იმ ხალხს,რომლებიც შიგნიდან ლპებიან,მაგრამ ხალხში ახლადგაკეთებული კბილებივით ბრწყინავენ. აი,შიგნიდან ჭიანი და დამპალი,გარედან კი თეთრი და მბზინავი კბილები არიან. ფუჰ! ეკლესიაში დადიან,მარხულობენ,აღსარებას აბარებენ,მღვდელებს შესაწირში ასობით დოლარს უტოვებენ, შობასა და აღდგომაზე ერთ სატვირთო სურსათ-სანოვაგეს ზიდავენ “წმინდა დედებთან და მამებთან”,ხოლო დანარჩენ დღეებში პატარა გოგონებს აუპატიურებენ,საკუთარ შვილებს ჩეხავენ,სხვის შვილებს ყიდულობენ და ყიდიან,ნარკოტიკებით ტენიან და ორგანოებს აცლიან. შენ გგონია ერთი და ორია ასეთი? ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე რომ აიღო და მათი ადგილი შესთავაზო,დაუფიქრებლად დასთანხმდებიან. ჩვენი საერთო სული გახრწნილია და ამას ასე ადვილად ვერ მოვერევით,მაგრამ მათი კავშირის განადგურება,მათი აუტანელი თვითკმაყოფილება მაგიჟებს.მე მინდა,რომ ეშინოდეს,ყველას ეშინოდეს. ეს მკვლელობები მხოლოდ დასაწყისი იქმება,ნელ-ნელა ისწავლიან,რომ ის საზიზღრობა,რაც ცხოვრებაში ჩაუდენიათ,პასუხგაუცემელი არ დარჩება. -ყოველთვის ირონიულ მზერაში ცეცხლი ჩასდგომოდა-ვიცი,რომ მათ შენც ვერ იტან,ამიტომ მოგაკითხე.იზა... იზას ვენდობი,იმიტომ,რომ იცის,მხოლოდ კანონიერი გზებით ვერაფერს გახდება. ერთ-ერთი ქურდის,ტარიელ არჩვაძის საქმეს იძიებდა,ძალიან მაგრადაც,მაგრამ ... ან ამას თავად მოგიყვება,ახლა კი განვაგრძოთ. შემდეგი იურისტი იქნება,პირადად მოსე ციხელის იურისტი გვჭირდება,თანაც სასურველია,მისივე სახლში მივიდეთ.
-ვიცი,ვინცაა-უპასუხა მატილდამ-დიდი გაქნილი ვინმეა.
-ეგ ვერ გადაარჩენს.

***
-ალექს?-გაოგნებულმა გააღო კარი და კაცს შეაჩერდა. ნუთუ გაიმარჯვა?
-იზა,როგორ ხარ? შეიძლება,შემოვიდე?-დაღლილი ხმით ჰკითხა.
-რა თქმა უნდა,ყველაფერი რიგზეა?-ტანზე მსუბუქად შემოვლებული თხელი ხალათის შესწორება არც უფიქრია.
-ძალიან ავირიე. იცი,სავარაუდო დამნაშავე ვინაა?
-რა? გაარკვიე?-წამოიკივლა.
-ის რაღაც გუჩი...
-გუჩი?
-ხო,მოსასხამი. ბევრი ვეძებე,გავარკვიე,რომ გასულ თვეში შემოიტანა ერთმა ატელიემ,ხოლო მყიდველი იყო ანა ლიპარტელიანი.
-ეგ ვინღაა?
-პირველი მსხვერპლის ყოფილი ცოლი და ანტონ ნოზაძის უკანონი შვილი. ნამდვილი ლაბირინთია,მაგრამ საბოლოოდ მასზე გავედი. როგორც ვიცი,ქმარს იმიტომ გაშორდა,რომ დემეტრე მასზე ძალადობდა. მოტივი აშკარაა,მოღალატედაც შეძლება მივიჩნიოთ ეს კაცი,მაგრამ სხვა მტკიცებულება არ მაქვს...
-ის თმა?ხომ იპოვე შემთხვევის ადგილას?-იზა გვერდით მიუჯდა და აშკარად კმაყოფილი დარჩა იმით,რომ მისი მკერდის უდიდესი ნაწილი საფარველის გარეშე აღმოჩნდა.
-არ ვიცი,ძალიან დაბნეული ვარ,იზა. -ალექსმა ხარბად შეათვალიერა მკერდი და დაბინდული მზერით აჰხედა-თეკლა მღალატობს,ვიღაც შეუყვარდა მგონი...
-ჯანდაბა-დაიჩურჩულა ქალმა.
-ჰო,ყველაფერი საოცრად განვითარდა. ცხოვრება თავზე მენგრევა.
-მოდი ჩემთან-მიიზიდა და მის თბილ სხეულს სიამოვნებით მიეკრო-ალექს,არაფერიც არ გენგრევა თავზე. უბრალოდ არასწორ ადამიანებთან ხარ.
-შეიძლება მართალი ხარ-ხმადაბლა ამოთქვა კაცმა,შიშველ ფეხზე ხელი აატარა და ამოიხვნეშა-დიდ ხანს ვიკავებდი თავს.
-ვიცი-წვერზე მიეფერა და ლოყაზე ტუჩები მიაწება.თითქმის იწვა,კაცის მძიმე სხეული სასიამოვნოდ აწვებოდა ზემოდან,ხშირად სუნთქავდა და ერთი სული ჰქონდა,ალექსს მოთმინების ბოლო ძაფიც გაწყვეტოდა.
-არ შემიძლია-ხალათი შემოახია და ტუჩებზე დააცხრა-თავის შეკავება არ შემიძლია!
ტრუსისგანაც იგივე ხერხით გაათავისუფლა,გაგიჟებულმა აატარა ხელები მუცელსა და მკერდზე,სველი კოცნებით აუყვა მის სხეულს ,ქამარი შეიხსნა და სწრაფად შეუერთდა დაკლაკნილ ქალს.
ჟინმოერული თავს ვერ იკავებდა,ასე არ ჰქონდა დაგეგმილი,თუმცა ადრენალინი თავისას შვრებოდა,იმდენად იყო აჟიტირებული ,აღარ უფიქრდებოდა იმ ფაქტს,რომ მოღალატე იყო.თეკლასთან ყველაფერი გაარკვია,ახლა ცოლის დარდი აღარ აკავებდა, ეს უნდა გაეკეთებინა,ახლიდან დაწყებისთვის უნდა დაესრულებინა. იზა პირველივე შეხვედრიდან ამას სთხოვდა,მისთვის ოცნება უნდა აესრულებინა,რათა წინ წასულიყო.





№1  offline წევრი DI ANA

ხომ თქვი ამ თავში ბევრი რამ გაირკვევაო? ხოდა მოუთმენლად ველიი
1 საათში აქ ვარ

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA
ხომ თქვი ამ თავში ბევრი რამ გაირკვევაო? ხოდა მოუთმენლად ველიი
1 საათში აქ ვარ

იმედია,მოგეწონება♥️♥️

 


№3  offline წევრი Lea

იდეალურია. როცა ამას ვამბობ, ნამდვილად იდეალურს ვგულისხმობ.
პირველი უხარვეზო ისტორიაა ამ ჟანრში აქ. ყოჩაღ, ჩემო საყვარელო მწერალო და ნამდვილო ჯადოქარო :)

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

Lea
იდეალურია. როცა ამას ვამბობ, ნამდვილად იდეალურს ვგულისხმობ.
პირველი უხარვეზო ისტორიაა ამ ჟანრში აქ. ყოჩაღ, ჩემო საყვარელო მწერალო და ნამდვილო ჯადოქარო :)

ღმერთო:)) ახლა ისეთი გაბადრული ვზივარ,ლამის სურათი გადავიღო და სამუდამოდ აღვბეჭდო ეს გრძნობა:/ შენი საყვარელი მწერალი( ეს ყველაფერი მე დავინსახურე?
დიდი მადლობა შენ♥️

 


№5  offline წევრი kora

თავიდან უბრალოდ ვკითხულობდი და მთელი გონებით იმ გამოძიებაში ვიყავი ჩართული. იმდენი აზრი მიტრიალებდა თავში და ბოლოში ისე გაოცებულ-გაოგნებული დავრჩი, ყველა აზრი ისე გამეფანტა ვეღარც წავეწიე...
--------------------
kira.G

 


№6  offline წევრი DI ANA

Alice76
DI ANA
ხომ თქვი ამ თავში ბევრი რამ გაირკვევაო? ხოდა მოუთმენლად ველიი
1 საათში აქ ვარ

იმედია,მოგეწონება♥️♥️


ასეთი მაგარი ღალატი ჯერ არ მინახავს :დდდ ღალატობს მაგრამ ამავდროულად არ ღალატობს სულელურად კი ჟღერს მაგრამ დიდი აზრი დევს.

გამიხარდა თეკლას და ალექსის გულღია საუბარი რომ შედგა, ახლა ზუსტად მეცოდინება რომ მაგ ორის ურთიერთობას საფრთხე აღარ ემუქრება, ახლა საფიქრალი ისაა რამდენი ხანი დასჭირდება საჭირო ინფორმაციის მისაღებად ალექსს.

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ტია იგივე ტატიანა მატილდას შვილი იყო რომელიც 48 წლის ასაკში გააჩინდა, მაგ დედაშვილის ურთიერთობა მაოცებს თუმცა მაინც არ ვთვლი რომ უმიზეზოდ მოკლეს ის ხალხი.

რაც არ უნდა იყოს მაინც ვთვლი რომ არიელი უძალიანმაგრესი პერსონაჟია, ჟღალთმიანი ანი შემეცოდებოდა მაგრამ მჯერა რომ ალექსი ყველაფერს გაარკვევს და ანის ციხეში არ ჩასვამენ. რაც არ უნდა იყოს მაინც მეცოდება არაფერი დაუშავებია გარდა იმისა რომ არასწორმა ადამიანმა ჩასახა და არც ეგ იყო მთლად მისი არჩევანი.

ხვალ დაგელოდო? თუ ზეგ დადებ ახალ თავს? თუ ხვალ დადებ გამახარებ ძალიან❤ ( საიდუმლოდ გეტყვი რომ რაღაცას ვწერ სპეციალურად შენთვის და როცა ეს ისტორია დასრულდება მაშინ ავტვირთავ❤ დაიმახსოვრე მკვდრები არ ლაპარაკობენ❤ )

 


№7  offline ახალბედა მწერალი Alice76

kora
თავიდან უბრალოდ ვკითხულობდი და მთელი გონებით იმ გამოძიებაში ვიყავი ჩართული. იმდენი აზრი მიტრიალებდა თავში და ბოლოში ისე გაოცებულ-გაოგნებული დავრჩი, ყველა აზრი ისე გამეფანტა ვეღარც წავეწიე...

ვფიქრობ,მალე შეიყრება ისევ ეს აზრები ერთად ♥️

DI ANA
Alice76
DI ANA
ხომ თქვი ამ თავში ბევრი რამ გაირკვევაო? ხოდა მოუთმენლად ველიი
1 საათში აქ ვარ

იმედია,მოგეწონება♥️♥️


ასეთი მაგარი ღალატი ჯერ არ მინახავს :დდდ ღალატობს მაგრამ ამავდროულად არ ღალატობს სულელურად კი ჟღერს მაგრამ დიდი აზრი დევს.

გამიხარდა თეკლას და ალექსის გულღია საუბარი რომ შედგა, ახლა ზუსტად მეცოდინება რომ მაგ ორის ურთიერთობას საფრთხე აღარ ემუქრება, ახლა საფიქრალი ისაა რამდენი ხანი დასჭირდება საჭირო ინფორმაციის მისაღებად ალექსს.

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ტია იგივე ტატიანა მატილდას შვილი იყო რომელიც 48 წლის ასაკში გააჩინდა, მაგ დედაშვილის ურთიერთობა მაოცებს თუმცა მაინც არ ვთვლი რომ უმიზეზოდ მოკლეს ის ხალხი.

რაც არ უნდა იყოს მაინც ვთვლი რომ არიელი უძალიანმაგრესი პერსონაჟია, ჟღალთმიანი ანი შემეცოდებოდა მაგრამ მჯერა რომ ალექსი ყველაფერს გაარკვევს და ანის ციხეში არ ჩასვამენ. რაც არ უნდა იყოს მაინც მეცოდება არაფერი დაუშავებია გარდა იმისა რომ არასწორმა ადამიანმა ჩასახა და არც ეგ იყო მთლად მისი არჩევანი.

ხვალ დაგელოდო? თუ ზეგ დადებ ახალ თავს? თუ ხვალ დადებ გამახარებ ძალიან❤ ( საიდუმლოდ გეტყვი რომ რაღაცას ვწერ სპეციალურად შენთვის და როცა ეს ისტორია დასრულდება მაშინ ავტვირთავ❤ დაიმახსოვრე მკვდრები არ ლაპარაკობენ❤ )

ამ ღალატით იმის ჩვენება მინდოდა,რომ უბრალო ფიზიკური კავშირი არაფერს წყვეტს,თეკლამ და ალემ ერთმანეთს ადრევე უღალატეს,რატომ მოიქცა ასე ალე ახლა,მარტივად გასაგებია,ასე მგონია♥️ მიხარია,რომ ეს აღნიშნე,ღალატია მაგრამ არაა♥️ ხვალ არ ვიცი,ზეგ აუცილებლად იქნება,ხვალ ამ დროს დავწერ ტრადიციულად,დავდებ თუ არა ახალ თავს♥️ ძალიან მაინტერესებს,რას მიმზადებ,ისტორია მალე დასრულდება და სიამოვნებით დაველოდები ♥️♥️

M∆IIå Beŧa^°
იშვიათად ვდაქალობ დეტექტივთან და უბრალოდ ვერ ვკითხულობ ამ ისტორიას სხვა, რომელიმე შენი ისტორიის მსგავსად. ეს ჩემი გემოვნების გამო, თორემ დარწმუნებული ვარ ვისაც მოსწონს ეს ჟანრი კითხვისას დიდ სიამოვნებას მიიღებს:დ❤❤
ჰოდა არ შემიძლია ალექსს ტაში არ დავუკრა, ზოგიერთი ცოლს სისხლში აბანავებდა:დდ❤
და კიდევ იქნებ ერთი ბავშვი გააკეთებინო, ნუ ამ შუა გამოძიებების და დრამების გადამკიდე ალექსს სად ცხელა წეროებთან სარბენად, მაგრამ თეკლა მეცოდება დაა
სულმოუთქმელად არა:დ მაგრამ მაინც ველი შემდეგ თავს❤❤ მაინტერესებს რა მოხდება❤❤


მესმის,თავადაც განსხვავებული გრძნობები მაქვს ამის წერისად♥️ უბრალოდ უნდა დამეწერა,მაწუხებდა;დდ♥️ მალე დაბრუნდება ჩვეული ალისასეული ისტორიები,ამიტომაც ეს დაძაბულობა ერთად გადავიტანოთ:3 ♥️♥️

 


რა ცუდია სტუმრად რომ ხარ და ვერ კითხულობ. არადა საათში მინიმუმ ერთხელ მაინც ვამოწმებდი საიტს. გვიან შემოგიერთდები ტკბილო ❤

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
რა ცუდია სტუმრად რომ ხარ და ვერ კითხულობ. არადა საათში მინიმუმ ერთხელ მაინც ვამოწმებდი საიტს. გვიან შემოგიერთდები ტკბილო ❤

გელოდები ტკბილთა ტკბილო ♥️♥️

 


№10  offline წევრი ნორმი

ძალიან ბევრი რამ გაირკვა ამ თავში,თუმცა მაინც გაურკვევლობაში ვიმყოფები.
ბევრი რაღაცის თქმა მინდა,მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრი.
ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია გითხრა.
ხო ხარ ღირსი დაგვიანებისთვის მიგახრჩო?
--------------------
მორფეოსი

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნორმი
ძალიან ბევრი რამ გაირკვა ამ თავში,თუმცა მაინც გაურკვევლობაში ვიმყოფები.
ბევრი რაღაცის თქმა მინდა,მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრი.
ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია გითხრა.
ხო ხარ ღირსი დაგვიანებისთვის მიგახრჩო?

კიდევ ადრე მოვედი,უკვე დაწერილი რომ არ მქონოდა ნაწილი,ვერაფრით მოვახერხებდი(( უნდა მაპატიოთ

 


№12  offline წევრი Liziko27

;* როგორც ყოვლეთვის ფორმაში ხარ,))))

 


№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

Liziko27
;* როგორც ყოვლეთვის ფორმაში ხარ,))))

გმადლობ,ლიზიკო :*:*

 


დედაა!!!
მაინც მგონია რომ ალექსი თეკლას არ უღალატებს. (წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო) რაღაცა მოტვინა იმედია და რამის გარკვევა უნდა, რომ ეცა პირველყოფილივით ამ იზას. -___-
.
რაც გამიხარდა:
თელექსი ასეთუისე წინ მიიწევს და მჯერა ეს გამოძიება იქნება ის რაც დაახლოვებს ისევ ამ წყვილს.
კაია რომ გამოუტყდა თეკლა.
ტია მატილდას შვილი ყოფილაააა, არ ველოდი. ზუსტად ეს ბლოგერი იქნება ამ დაჯგუფების მეთაური, ინიციატორი და რავიცი, თავი და თავი. :დ
ტიას ნამდვილად ცუდად მოექცნენ, არამხოლოდ ტიას, იმ გოგოებსაც ვისაც იყენებდნენ ამ ბინძურ საქმეებში,
მაგრამ ეს არაა მკვლელობის და ადამიანების გაუბედურების მიზეზი. უფრო საბაბია, რომ მოკლულების და პოტენციური გვამების ქონება ჩაიგდონ ხელში და ამით (აქ რაღაცა ჭკვიანურია თქმა მინდოდა, მარა დამავიწყდა :დდდდ)
ჰო, მოკლედ როგორც ყოველთვის მაგარი თავი იყო. ♡♡♡♡
ვკითხულობ და კიდევ მინდა.
.
აუ ჰო კიდე ერთი რამ: მოკლედ მე როგორც მივხვდი რამდენიმე ადგილი, მათშორის ტიას სტუმრობა დედამისთან და წინა თავებშიც იყო რამდენიმე მომენტი, უფრო ადრე მოხდა ვიდრე მოქმედება ვითარდება და კარგი იქნე ა თუ დააწერ ,,2 კვირის წინ" ან რამე ამდაგვარი ფილმებში რომ იციან ;დ ♡
თორე სანამ მოვტვინავ რომ უკვე მოხდა და წარსულს ყვები, რაღაცა ავიჭრები და მერე გავაცნობიერებ, რომ მოხდა უკვე ;დ
სხვამხრივ იდეალური თავი იყო ♡♡♡
პ.ს. უი, ქაღალდის სახლს ხოარ უყურე და ეს ჟანრი მაგის მერე ხოარ აირჩიე შემთხვევით?! ;დ არა მე ვუყურებ და მეთქი შენც ხოარა ;დდდ
მალე დადე და დიდი თავი თორემ არ მყოფნიიის :(( ♡♡♡
ჰომართლა ძველით ახალწელს გილოცავ ;დ ♡

 


№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
დედაა!!!
მაინც მგონია რომ ალექსი თეკლას არ უღალატებს. (წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო) რაღაცა მოტვინა იმედია და რამის გარკვევა უნდა, რომ ეცა პირველყოფილივით ამ იზას. -___-
.
რაც გამიხარდა:
თელექსი ასეთუისე წინ მიიწევს და მჯერა ეს გამოძიება იქნება ის რაც დაახლოვებს ისევ ამ წყვილს.
კაია რომ გამოუტყდა თეკლა.
ტია მატილდას შვილი ყოფილაააა, არ ველოდი. ზუსტად ეს ბლოგერი იქნება ამ დაჯგუფების მეთაური, ინიციატორი და რავიცი, თავი და თავი. :დ
ტიას ნამდვილად ცუდად მოექცნენ, არამხოლოდ ტიას, იმ გოგოებსაც ვისაც იყენებდნენ ამ ბინძურ საქმეებში,
მაგრამ ეს არაა მკვლელობის და ადამიანების გაუბედურების მიზეზი. უფრო საბაბია, რომ მოკლულების და პოტენციური გვამების ქონება ჩაიგდონ ხელში და ამით (აქ რაღაცა ჭკვიანურია თქმა მინდოდა, მარა დამავიწყდა :დდდდ)
ჰო, მოკლედ როგორც ყოველთვის მაგარი თავი იყო. ♡♡♡♡
ვკითხულობ და კიდევ მინდა.
.
აუ ჰო კიდე ერთი რამ: მოკლედ მე როგორც მივხვდი რამდენიმე ადგილი, მათშორის ტიას სტუმრობა დედამისთან და წინა თავებშიც იყო რამდენიმე მომენტი, უფრო ადრე მოხდა ვიდრე მოქმედება ვითარდება და კარგი იქნე ა თუ დააწერ ,,2 კვირის წინ" ან რამე ამდაგვარი ფილმებში რომ იციან ;დ ♡
თორე სანამ მოვტვინავ რომ უკვე მოხდა და წარსულს ყვები, რაღაცა ავიჭრები და მერე გავაცნობიერებ, რომ მოხდა უკვე ;დ
სხვამხრივ იდეალური თავი იყო ♡♡♡
პ.ს. უი, ქაღალდის სახლს ხოარ უყურე და ეს ჟანრი მაგის მერე ხოარ აირჩიე შემთხვევით?! ;დ არა მე ვუყურებ და მეთქი შენც ხოარა ;დდდ
მალე დადე და დიდი თავი თორემ არ მყოფნიიის :(( ♡♡♡
ჰომართლა ძველით ახალწელს გილოცავ ;დ ♡

ჩემი გიჟი ქალი ♥️♥️ კი,წარსულში მიმდინარეობს ზოგი რამ,თავიდან ვიფიქრე დავაწერ-მეთქი და მერე მომინდა,კითხვის დროს თავად მიმხვდარიყავით,შეიძლება არასწორი სვლა იყოდა ამის შემდეგ გავითვალისწინებ :დდ♥️
არა,ქაღალდის სახლს არ ვუყურებ,საერთოდ იშვიათად ვუყურებ რამეს,ძირითადად ვწერ :დდ მაგრამ ვაპირებ გადართვას სხვა ადამიანურ რაღაცებზეც;დდ
მადლობა ჩემო გოგო,მეც გილოცავ♥️♥️

 


№16  offline წევრი nini :)

აქ მოკლედ გამოვხატავ ჩემს აზრს.....
მართლა კკარგი იყოოო.... მადლობა ჩემს კითხვაზე პასუხი ბევრად გასაგები გახდა....
გამიხარდა თეკლას გულახდილი საუბარი.... და გამიხარდა მძაფრი რეაქცია რომ არ ჰქონდა ალექსს და დარწმუნებული ვარ ამ რაღაცას ხვდებოდა კიდეც.... და რაც მაინტერესებს ყველაზე მეტად ისაა რომ რა მოხდა იმ ბიჭის სახელის და გვარის შემდეგ..... ალექსი მივიდა მასთან თუ არა....

იზასთან მგონი იმიტომ აქვს ურთიერთობა რომ ფიქრობ გარეულია და ინფორმაცია გაიგოს მისგან.... ალბათ ასე იქნება სავარაუდოდ

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

nini :)
აქ მოკლედ გამოვხატავ ჩემს აზრს.....
მართლა კკარგი იყოოო.... მადლობა ჩემს კითხვაზე პასუხი ბევრად გასაგები გახდა....
გამიხარდა თეკლას გულახდილი საუბარი.... და გამიხარდა მძაფრი რეაქცია რომ არ ჰქონდა ალექსს და დარწმუნებული ვარ ამ რაღაცას ხვდებოდა კიდეც.... და რაც მაინტერესებს ყველაზე მეტად ისაა რომ რა მოხდა იმ ბიჭის სახელის და გვარის შემდეგ..... ალექსი მივიდა მასთან თუ არა....

იზასთან მგონი იმიტომ აქვს ურთიერთობა რომ ფიქრობ გარეულია და ინფორმაცია გაიგოს მისგან.... ალბათ ასე იქნება სავარაუდოდ

მიხარია,რომ ამ თავმა წინა დაბნეულობა მეტ-ნაკლებად მოხსნა♥️ ახალ კითხვებზეც მომავალ თავში იქნება პასუხები♥️

 


№18  offline წევრი რუსკიმარუსია

ყველაფერს წარმოვიდგენდი ტიას შესახებ გარდა იმისა, რომ მატილდას შვილია. ერთი შეხედვით თითქოს გავამართლე კიდეც მკვლელობები, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება,მაგრამ მაინც ვერ გავამართლე, მგონია თუ ტია ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში უარესი იქნება და რეალურად მისი მიზანიც ძალაუფლება მგონია და არა ბრძოლა სამართლიანობისთვის. ისე კი მართალია კოტეს და მოსე ციხელის მსგავსი ხალხი, რომელიც ფულის გამო ადამიანობას და სულს ყიდიან ყველაფრის ღირსები არიან.

ღალატზე, როგორც ასეთზე ჯერ არ მიფიქრია. ღალატობს მაგრამ თან არ ღალატობს. იზასთან ფიზიკური ღალატით, უკვე გარკვეულ ურთიერთობას ასრულებს თეკლას მიმართ და ახლიდან იწყებს, ისევ თეკლასთვის. საერთოდაც მომეწონა თეკლა წინა პლანზე რომ წამოწიე და გამიხარდება გამოძიებაში აქტიურად თუ ჩაერთვება.
ახლა მაინტერესებს ვინაა სანდრო რატიანი და შეხვდა თუ არა ალექსანდრე. კიდევ ვინ ჯანდაბაა ეს ცილინდრიანი ქალი და რა საერთო აქვს მკვლელობებთან.

 


№19  offline წევრი ნინ ია

არ მესმის ღალატის გამამართლებელი არცერტი ცნების. ღალატი ღალატია და არ აქვს მნიშვნელობა ამას რითი გავამართლებთ. საქმეები და დიადი გამოძიებები თუკი ისე არ გვარდება და აუცილებლად ღალატამდე მიყავხარ, მაშინ რთულად ყოფილა სამეები.
თანაც ეტყობოდა, რომ მარტო საქმისთვის კი არა თვითონაც არ ასვენებდა ამ ქალთან ყოფნის შანსის წართმევა.
სანამ ვინმე შემომივარდება იმის ახსნით რომ ასეთ დაძაბულ ისტორიაში მარტო ეს ნახე და სხვა ვერაფერიო მანამ ვიტყვი იმას, რომ ამ ავტორის სხვა ისტორიებს ვკითხულობდი და ეს ჟანრი სრულებით განსხვავებულია და შეცდომით აღმოვჩნდი აქ და ვერც კითხვა შევწყვიე ისევ და ისევ ავტორისადმი დადებითი დამოკიდებულების გამო.
შესაბამისად ისტორიაში ნაკლებად ვაქცევ საგამოძიებო მხარეს ყურადღებას და ბუნებრივი რეაქცია მქონდა იმაზე რასაც არ მოველოდი ან მოველოდი და მაინც არ ვუშვებდი ბოლომდე გონებაში. ძალაინ მეწყინა ალექსის ეს ნაბიჯი და იქ სადაც ღალატია პერსონაჟიც მერე აღარაა ისევ ისე საინტერესო...

 


№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ყველაფერს წარმოვიდგენდი ტიას შესახებ გარდა იმისა, რომ მატილდას შვილია. ერთი შეხედვით თითქოს გავამართლე კიდეც მკვლელობები, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება,მაგრამ მაინც ვერ გავამართლე, მგონია თუ ტია ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში უარესი იქნება და რეალურად მისი მიზანიც ძალაუფლება მგონია და არა ბრძოლა სამართლიანობისთვის. ისე კი მართალია კოტეს და მოსე ციხელის მსგავსი ხალხი, რომელიც ფულის გამო ადამიანობას და სულს ყიდიან ყველაფრის ღირსები არიან.

ღალატზე, როგორც ასეთზე ჯერ არ მიფიქრია. ღალატობს მაგრამ თან არ ღალატობს. იზასთან ფიზიკური ღალატით, უკვე გარკვეულ ურთიერთობას ასრულებს თეკლას მიმართ და ახლიდან იწყებს, ისევ თეკლასთვის. საერთოდაც მომეწონა თეკლა წინა პლანზე რომ წამოწიე და გამიხარდება გამოძიებაში აქტიურად თუ ჩაერთვება.
ახლა მაინტერესებს ვინაა სანდრო რატიანი და შეხვდა თუ არა ალექსანდრე. კიდევ ვინ ჯანდაბაა ეს ცილინდრიანი ქალი და რა საერთო აქვს მკვლელობებთან.

გეთანხმები,ტიას მიზანი უფრო შორს მიდის,ვიდრე შურისძიება ან სამართლიანობაა,საერთო ჯამში,აქ გრძნობები უკანა პლანზე გადააქვს ალექსს და თეკლასაც იგივეს ურჩევს. რამენად გამოუვა,სხვა საკითხია.
იმდია,საბოლოოდ ყველა შენს კითხვას გავცემ პასუხს♥️

ნინ ია
არ მესმის ღალატის გამამართლებელი არცერტი ცნების. ღალატი ღალატია და არ აქვს მნიშვნელობა ამას რითი გავამართლებთ. საქმეები და დიადი გამოძიებები თუკი ისე არ გვარდება და აუცილებლად ღალატამდე მიყავხარ, მაშინ რთულად ყოფილა სამეები.
თანაც ეტყობოდა, რომ მარტო საქმისთვის კი არა თვითონაც არ ასვენებდა ამ ქალთან ყოფნის შანსის წართმევა.
სანამ ვინმე შემომივარდება იმის ახსნით რომ ასეთ დაძაბულ ისტორიაში მარტო ეს ნახე და სხვა ვერაფერიო მანამ ვიტყვი იმას, რომ ამ ავტორის სხვა ისტორიებს ვკითხულობდი და ეს ჟანრი სრულებით განსხვავებულია და შეცდომით აღმოვჩნდი აქ და ვერც კითხვა შევწყვიე ისევ და ისევ ავტორისადმი დადებითი დამოკიდებულების გამო.
შესაბამისად ისტორიაში ნაკლებად ვაქცევ საგამოძიებო მხარეს ყურადღებას და ბუნებრივი რეაქცია მქონდა იმაზე რასაც არ მოველოდი ან მოველოდი და მაინც არ ვუშვებდი ბოლომდე გონებაში. ძალაინ მეწყინა ალექსის ეს ნაბიჯი და იქ სადაც ღალატია პერსონაჟიც მერე აღარაა ისევ ისე საინტერესო...


გეთანხმები,ნინია,ეს ჩემი ისტორიებისგან სრულიად განსხვავებული ჟანრია,თავადაც ვიძაბები მისი წერისას და არც მსიამოვნებს ბევრი რამ. დამიჯერე,ავტორები გაცილებით მძაფრად განიცდიან თითოეუკუ პერსონაჟის ქმედებებს,ვიდრე მკითხველი. მაგრამ რაც უფრო მძაფრად ვგრძნობ,უფრო მეტად მინდება დავწერო,ასეთ რამეს კარგა ხნით დავემშვიდობები,მაგრამ მანამდე ბოლომდე უნდა მივიყვანო და ის ვთქვა,რაც მინდოდა თავიდან. ეს ისტორია ღალატის გამართლებაზე არაა,არც რომელიმე პერსონაჟია სრულყოფილი და მათი გაწმინდანება არაა ჩემი მიზანი. ეს ჩვეულებრივ ადამიანებზეა და თითოეული ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივია.
მოკლედ,ეს ბედნიერი ისტორია არაა,საბოლოოდ,კმაყოფილებას გამოიწვევს თუ არა,არ ვიცი. შენი გადასაწყვეტია,ამ თავის შემდეგ გააგრძელებ თუ არა კითხვას,ამას იმიტომ ვამბობ,რომ არ მინდა იმედგაცრუებული დარჩე. მალე დავუბრუნდები ჩემს ჩვეულ ჟანრს და მიხარია,რომ დანარჩენები მოგწონს♥️♥️♥️

ჩემო საყვარელო მკითხველო,დღეს ახალი თავი არ იქნება,ხვალ დაგიბრუნდებით,სავარაუდოდ,დასასრულით♥️

 


№21  offline მოდერი naattii

ესეიგი, როგორც ყოველთვის ფრჩხილების კვნეტით ვუვლი ხოლმე შენს სიახლეს გვერდს და მთელი ჩემი მოთმინების მოკრება მიწევს დასასრულს რომ ველოდო. ასე რომ აბა შენ იცი შენ და შენი მუზა სანამდე მაწამებთ და დამტოვებთ შენი ისტორიების გარეშე :D :D

 


№22  offline ახალბედა მწერალი Alice76

naattii
ესეიგი, როგორც ყოველთვის ფრჩხილების კვნეტით ვუვლი ხოლმე შენს სიახლეს გვერდს და მთელი ჩემი მოთმინების მოკრება მიწევს დასასრულს რომ ველოდო. ასე რომ აბა შენ იცი შენ და შენი მუზა სანამდე მაწამებთ და დამტოვებთ შენი ისტორიების გარეშე :D :D

დღეს იქნება დასასრული;დდ♥️ოღონდ გაითვალისწინე,ეს ისტორია ჩემს ჩვეულ ჟანრს არ ჰგავს,უფრო მძიმეა ♥️

 


№23  offline მოდერი naattii

Alice76
naattii
ესეიგი, როგორც ყოველთვის ფრჩხილების კვნეტით ვუვლი ხოლმე შენს სიახლეს გვერდს და მთელი ჩემი მოთმინების მოკრება მიწევს დასასრულს რომ ველოდო. ასე რომ აბა შენ იცი შენ და შენი მუზა სანამდე მაწამებთ და დამტოვებთ შენი ისტორიების გარეშე :D :D

დღეს იქნება დასასრული;დდ♥️ოღონდ გაითვალისწინე,ეს ისტორია ჩემს ჩვეულ ჟანრს არ ჰგავს,უფრო მძიმეა ♥️

მთავარია დასასრული ქონდეს შენებური დანარჩენს გავუძლებ ????

 


დღეს ხომ იქნებაა? ;დ ♡
ლოდინით გავჭაღარავდი, მითუმეტეს დასასრულიოოოო ;დდდ ♡♡♡

 


№25  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
დღეს ხომ იქნებაა? ;დ ♡
ლოდინით გავჭაღარავდი, მითუმეტეს დასასრულიოოოო ;დდდ ♡♡♡

ახლა ავტვირთავ მებილინუკა♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent