შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა წახვედი (6)


13-01-2019, 23:13
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 336

როცა წახვედი (6)

მის კაბინეტში ვიჯექი. არ იცოდა, რა ეთქვა. აქეთ-იქით დადიოდა და თან ისეთი სახით მიყურებდა დროდადრო, აშკარა იყო, სიტყვები არ ჰქონდა, თუმცა რაღაცის გადმოცემას ცდილობდა. მიყვარდა, მამაკაცის სამუშაო ადგილას როცა ახალთახალი ტყავის ავეჯის სურნელი იდგა, თუმცა იმ წამს, ჰაერით ტკბობას და მსგავს წვრილმანებს არავინ მაცლიდა.
ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი გიორგიმ და მე შემომხედა.
- თქვი, რისი თქმაც გინდა - აქეთ მე მომმმართა.
- მე ყველაფერი გითხარი ძვირფასო, მაგრამ გამწარებული ქმრის სახე გაქვს, რომლის ცოლმაც მასთან შეუთანხმებლად მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
- გგონია, იმიტომ ვბრაზობ, რომ რჩევა არ მკითხე?
- ჰო.
- რა თქმა უნდა, მაგიტომ ვბრაზობ. გამოუცდელი ქალი ხარ, რომელსაც ბავშვებიც კი არ უყვარს და უცებ პატარა გოგონას შვილად აყვანა მოგინდა შაკოსნაირი თვალების გამო. ის ბავშვი მაინც არ გეცოდება? ეს თამაში არაა და ყოფილი ქმრის მანიპულირებისათვის ადამიანის სახლში მიყვანა არ შეიძლება.
- გგონია, შაკოს გასაბრაზებლად ან გასახარებლად მინდა ის ბავშვი? უბრალოდ მომეწონა, საყვარელი და ჭკვიანი იყო. თან, ყველაზე მეტად, იმ ასაკის ღლაპები მეზიზღებიან აი, თან სიარულს რომ სწავლობენ თან ნორმალურად არ აქვთ ფეხი ადგმული და სულ კუდში დევნა სჭირდებათ, ხელი უნდა მოკიდო, წელში მოკაკულმა მოატარო მთელი ქუჩა. ლიზა კი უკვე გამართულად დადის და წვალებაც აღარ მომიწევს.
- ელენა, უკვე მაგიჟებ - ძალიან სერიოზულად მითხრა. რამდენჯერმე, შევეცადე ეშმაკურად გამეცინა, რომ მასაც გასკდომოდა სახეზე პატარა ღიმილი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, სიხარულის კვალიც კი არ ემჩნეოდა. ახლა მართლა მინისტრს ჰგავდა, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლის დაკითხვაში იღებდა მონაწილეობას.
- სერიოზულობა ძალიან სექსუალურს გხდის. თინეიჯერი რომ ვიყო, შენი ფანი გავხდებოდი და თვალთვალს დაგიწყებდი.
- ეგ შეუძლებელია. სულ ესკორტებით დავდივარ და მეეჭვება, ფეხი ამიწყოს თინეიჯერმა. საერთოდაც, ნუ ცდილობ საუბარი სხვა თემაზე გადამატანინო. თან ვიცი, შენ შაკოს გარდა, არავინ გესექსუალურება და ეს ნაირ-ნაირი სიტყვებიც ანკესია! - საჩვენებელი თითი მომიშვირა და ისე დაასრულა წინადადება.
- ასეთი ჟესტებით ვინმეს ემუქრები ხოლმე?
- ძალიან ხშირად.
- ღმერთო, როგორ გაგიშვა ცოლმა ხელიდან?
- ელენა, საკმარისია. ჩემი შებმით საუბარს ვერ დაასრულებ.
- მეგონა, რომ ობოლი ვიყავი, თურმე ძალიან მკაცრი მამიკო მყოლია - ვთქვი და წამოვდექი, ჩანდიდან სიგარეტი ამოვიღე, ფანჯარა გავაღე და მოწევას შევუდექი - მინდა ეს ბავშვი და მორჩა. ზედმეტად ბევრ ფილოსოფიას ეძებ, პასუხი კი მარტივია.
- შენი რომ გააჩინო არ გიფიქრია?
- აყვანილი ბავშვი ჩემი არ იქნება? - გამოვიჭირე და შევარცხვინე. ცოტახანს, დადუმდა კიდეც - ან შაკო იქნებოდა მამა ან არავინ - გავუმხილე საბოლოოდ - არ მინდა ისეთი, რომლის ბიოლოგიური დედა მე ვიქნები, მამა კი სხვა. რომც დავფეხმძიმდე, სხვის ნაწილს ვერ შეითვისებს ჩემი სხეული. იქვე ჩაკლავს, ჩაჰქოლავს, მიასიკვდილებს და მართალიც იქნება. ან საერთოდ, შაკოს როგორღა ჩავხედავ თვალებში?
გიომ ამოიოხრა.
საბოლოოდ, ყველაფერი მშვენივრად გაიგო როგორც ჩანს. თავის ტელეფონზე, საქმიანად აკრიფა ნომერი და თან თვალი ჩამიკრა.
* * *

- დარწმუნებული ხარ, რომ ამდენი დრო გაქვს ჩემთვის? - ვკითხე გიოს, როცა ბავშვთა სახლის გზას დავადექით მისი მანქანებით. - ქვეყანას როდის უნდა მიხედო?
- შენც ქვეყანაში შედიხარ - გამომხედა სიცილით.
- ღმერთო გიო, რა სიგიჟეს ვაკეთებ?
- მეც მაგის კითხვა მინდოდა მთელი ეს დრო.
- ბავშვის ნივთებიც კი არ მაქვს. საწოლის გარდა სჭირდებათ რამე?
- ალბათ საწერი მაგიდა, სათამაშოები - მერე კაი ხანს ჩაფიქრდა - შენ გგონია, მე რამე ვიცი ბავშვებზე? უბრალოდ, რაღაცას სასაცილოდ ვეკითხები ხოლმე, ვართობ და სულ ესაა. სხვანაირი შეხება მეც არ მქონია. ისე, რომელ სკოლაში მიიყვან?
- სკოლა? ღმერთო, ის ხომ 6 წლისაა. წესით, პირველ კლასში უნდა იყოს.
- არის კიდეც. თავიანთი სკოლა აქვთ და ასწავლიან.
- კერძოში უნდა გადავიყვანო თუ საჯაროში?
- ეგ შენი გადასაწყვეტია და საერთოდ, ისიც შენი გადასაწყვეტი იქნება დღეიდან რას შეჭამს, რა აქტივობებით დაკავდება.
- მუსიკაზე შევიყვან - ვთქვი დარწმუნებით. რაღაც მომენტში, ვიფიქრე, შაკოსნაირი ნიჭი თუ აქვს სიმღერის, იქნებ სამომავლოდ, გარგი მომღერალი დადგეს-თქო, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ შაკო მამამისი არ იყო და გენეტიკურად, მისი ნიჭი ვერ ექნებოდა. - ჭამას რაც შეეხება, ჯანსაღ კვებას მივაჩვევ, ვავარჯიშებ, ცურვაზე ვატარებ. მემგონი, ხატვაც მოუხდება, მათემატიკას ვასწავლი. მე მათემატიკის არაფერი გამეგება და ის მაინც მყავდეს გენიოსი.
- მოდი, რაღაც კონკრეტულები აირჩიე. ამდენად ნუ დატვირთავ.
- საჭმლის გაკეთებაც არ ვიცი. რას ვაკეთებ? ღმერთო, რას ვაკეთებ? ავად რომ გახდეს, სიცხემ რომ მისცეს როგორ მივხედო?
- ახლა უკვე ვუახლოვდებით და პანიკაში ხარ. დამშვიდდი. რა იყო, ყველა მშობლად კი არ იბადება.
- დემუა მშობლად დაბადებული. გიჟდება ბავშვებზე და 10 წელია ცდილობს დამარწმუნოს, რომ მისი სუროგატი დედა ვიყო. მისთვისაც კი არ მითქვამს ლიზას შესახებ. ალბათ გადაირევა, სახლში რომ მოვა და ბავშვს დაინახავს. უეჭველი იცი, რომ გამატანენ?
- რა თქმა უნდა. შენს მონაცემებს დატოვებ და ეგაა. უბრალოდ ხელი რომც წაავლო და ქვეყნიდან გაიქცე, არამგონია გამოგეკიდონ.
- რა მაგარია მინისტრი მეგობარი - შევძახე აღფრთოვანებულმა - პრეზიდენტსაც უნდა ჩავუდაქალდე, ცხოვრებას ავიწყობ.
- საპრეზიდენტოდაც უნდა გაიხადო საქმე?
- კი. შაკოს ტრ*კისთვის უნდა დავადებინო ვეტო.
- ისევ ჩაჩხირა თავისი შაკო - თვალები გადაატრიალა - ნეტა, ლიზაზე რა რეაქცია ექნება?
- ეგ მეც მაინტერესებს - ვთქვი ჩაფიქრებულმა.
მანქანიდან გადავედით, გული ისე მიცემდა, მეგონა ორ ნაბიჯსაც ვეღარ გადავდგავდი. მშობიარე ქალის ტკივილები დამეწყო ლამის. ადგილზე გავიყინე და გიოს დავეყრდენი.
- კარგად ხარ? - მკითხა შეშინებულმა.
- ძალიან ვნერვიულობ. ბავშვისთვის აზრიც კი არ მიკითხავს. იქნება, არ უნდა ჩემთან? იქნებ, დედაზე, მამაზე, ბებიაზე და კატაზე ოცნებოდა? იქნებ, ისეთი მშობელი უნდოდა, ბლინების და კექსების გამოცხობა რომ იცის?
- ელენა, შეუძლებელია ადამიანის ცხოვრებაში შეიჭრა და მან იმაზე გააგრძელოს ოცნება, რაზეც შენამდე ოცნებობდა. ზედმეტად კარგი ხარ იმისთვის, რომ ვინმემ სხვა ინატროს.
- მადლობ - ვუთხარი გულაჩუყებულმა და ბავშვთა სახლში შევაბიჯე.
ბავშვები სკოლაში იყვნენ. მათ შორის, ლიზაც. ჯერ არავის არაფერი ეთქვა მისთვის. ახსნა-განმარტება და ლაპარაკი ჩემთვის მოენდოთ და ძალიან ცუდიც ექნათ, რადგან აზრზე არ ვიყავი, როგორ და რანაირად დავლაპარაკებოდი ბავშვს იმის თაობაზე, რომ დღეიდან მისი დედიკო ვიყავი. საერთოდაც, ცხოვრებაში არ ვგეგმავდი, ვინმეს „დედათი“ მოემართა ჩემთვის. ისიც არ ვიცოდი, ამ სახელს დამიძახებდა თუ ელენას. ლიზასაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ დღეიდან, მის ცხოვრებას თავდაყირა დავაყენებდი.
სკოლიდან ნახევარ საათში დაბრუნდა.
თავისი დიდი, ცისფერი თვალები შემომანათა და მთელი სახე გაებადრა, როცა დამინახა. ჩემთან გამოიქცა. ძალიან თავშეკავებული ბავშვი იყო, რადგან ვგრძნობდი, ჩახუტება უნდოდა, თუმცა ერიდებოდა. იმასაც ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, ასეთი მანერები ჰქონოდა მას, ვისთვისაც არავის არაფერი უსწავლებია? ალბათ, ნაწილობრივ, ამითიც მომაწონა თავი: მე ცოტა მრჩებოდა მისთვის დასარიგებელი.
- დამპირდი და მოხვედი? - მკითხა გახარებულმა.
- ჰო, მოვედი.
- დიდხანს დარჩები?
- არა, ცოტახანს უნდა დავრჩე. - ვუპასუხე. ეწყინა და ცოტათი მოიღუშა. ახლა, კულიმინაცია მიახლოვდებოდა. როგორმე, მსუბუქად უნდა ამეხსნა, რომ თავადაც ცოტახანს იქნებოდა აქ. დაახლოებით, რამდენიმე წუთი. შემდეგ, ხელს დავტაცებდი და არეულ სახლში მივიყვანდი, სადაც, მაცივარში ერთი ტორტი მქონდა შედგმული. ტორტს კი თეთრი კრემით ეწერა: „კეთილი იყოს შენი მოსვლა, ლიზა“.
ჰო, ზოგჯერ მეც უზომოდ ბანალური ვიყავი და ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა არ ვიცოდი, რა ჯანდაბა გამეკეთებინა.
- კიდევ მოხვალ ხოლმე? - კვლავ მკითხა. გიორგი, ცოტა მოშორებით დადგა. გარშემო, ყველა ადამიანი გამომეცალა, რომ მასთან პირისპირ დავრჩენილიყავი და ქორწინების შემდეგ, ეს იქნებოდა, ცხოვრებასთან პირველი სერიოზული შეჯახება (კაცმა რომ თქვას, ქორწინებაზე უარესი შეჯახებაც).
- არა, აღარ მომიწევს მოსვლა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ თუ გინდა, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ. პრინციპში, რომც არ გინდოდეს, მაინც წაგიყვან - გამოვუცხადე.
ცოტა მკაცრად ჟღერდა.
მაგრამ მკაცრად არ მიუღია.
დიდი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვა. რაღაც მომენტში, თვალი გაუშტერდა ერთ ადგილას. ალბათ, იმაზე ფიქრობდა, რა ვიგულისხმე, მის წაყვანაში.
- შენთან ერთად წამოვალ ცოტა ხნით და მერე უკან დავბრუნდებით? - მკითხა, იმისი იმედით, რომ სხვა თანხმობას არ მიიღებდა.
- არამგონია, უკან დავბრუნდეთ. მიმყევხარ ჩემთან საცხოვრებლად და თუ შენც მოგინდება, სულ ჩემთან დარჩები - ლამის დავუმარცვლე.
კიდევ დადუმდა.
ხმას ვერ იღებდა.
პრინციპში, წივილ-კივილს და სიხარულის ალიაქოთს არც ველოდი. ის ხომ ჩვეულებრივი ბავშვი არ იყო? ალბათ რთული, ყველასგან განსხვავებული რეაქცია უნდა ჰქონოდა.
- წავიდეთ? - ვკითხე ფრთხილად.
თავი დაახლოებით ათჯერ დამიქნია...
უსიტყვოდ.
ასე უთქმელად მივედით მის ნივთებთან. ჩემს პატარა ჩანთაში დავიწყე მისი სამოსის ჩალაგება. ბევრი არაფერი იყო, რაც იყო, იმათაც მთელ სიგრძეზე, საჭმლის ლაქები ჰქონდა. ცოტა, მეუხერხულებოდა ამის კითხვა, მაგრამ მერე ძალ-ღონე მოვიკრიბე და გავბედე:
- ლიზა, თუ რამე არ მოგწონს, არ წამოიღო. ისედაც ახლებს ვიყიდით.
- ახალ ტანსაცმელს მიყიდი? - გამოუხატავი გრძნობებისგან სრულიად დაუძლურებულმა მკითხა.
- კი. ახალ სათამაშოებსაც და ოთახსაც ისე მოვაწყობთ, როგორც შენ მოგეწონება.
- ოთახიც მექნება?
- საკუთარი ოთახი გექნება, თავისი საწერი მაგიდით.
- მაშინ, შეიძლება, რომ არაფერი არ წამოვიღო? ჩემს მეგობარს, მარიამს დავუტოვებ.
- რა თქმა უნდა. თუ მარიამი მოგენატრება, მოგიყვან ხოლმე.
- და მერე ისევ უკან წამიყვან?
- აბა რაა - გამეცინა და დიდ ლოყებზე ვაკოცე. - აქ აღარ დარჩები.
კალთაზე მომეკრო. ასე ნელი ნაბიჯით მივედით მანქანამდე და უკანა სავარძლებზე დავნაწილდით. ცოტახანში, გადმოიწია, მომეხვია და თვალები დახუჭა. გიო გვიყურებდა და გვიღიმოდა. ბავშვი კი კალთაში გადმოვისვი. თავი მკერდზე დამადო, მომენტალურად ჩაეძინა.
ყველაზე საოცარი დასაწყისი იყო ახალი ცხოვრების, რომელიც ალბათ ძალიან რთული აღმოჩნდებოდა, თუმცა სასიამოვნო.
ნეტა, შაკო რას იგრძნობდა ჩვენი დანახვისას?
შეიძლებოდა, გული დასწყდომოდა, რადგან ამ ყველაფრის ნაწილი ვერ გახდა, ვერ მოასწრო...
მოგონებები მთელი სისწრაფით მასკდებოდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ.
ცრემლები წამომივიდა.
გიოს ეგონა, ლიზას გამო ვტიროდი და ხმა არ ამოუღია. სინამდვილეში კი როგორ გადმომეცა, რომ ამ ძვირფას, ზღაპრულ მომენტშიც კი ჩავჩხირე შაკო? საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები. წამითაც არ ისვენებდა ჩემი სულელური გონება ისე, რომ ყოველი დეტალი, ყოფილი ქმრისთვის არ დამეკავშირებინება.
6 წლის წინ, გადაღების დასრულების შემდეგ, როცა დაღლილი ხალხი თავის ნომრებში დანაწილდა, მე მაინც ეშმაკურად გამოვნახე შაკოსთან მისვლის გზები და მორიგი ოინი დავგეგმე.
მამაკაცის სმოკინის მაგვარი ქალის კოსტუმი ჩავიცვი, პერნაგზე ჰალსტუხი გავიკეთე და თმა მთელი თავისი ბზინვარებით გავიშალე.
ბარში ჩავედი.
შაკოც იქ იყო.
თავიდან, ვერ შემამჩნია. ისიც არ გამოჰპარვიათ ჩემი აფთრის თვალებს, როგორ მიუახლოვდა ლამაზი ქალბატონი და სასმელზე დაპატიჟა.
- ქალებზე ნადირობ ძმაო? - შევძახე მოულოდნელად და მხარზე წავკარი ხელი.
დამფრთხალი ჩიტივით შეხტა.
ხმა ვერ ამოიღო.
თმის ღერიდან, ფეხის ტერფებამდე ჩამომიგორა მზერა რამდენჯერმე.
- მეც ის მომიტანე, რასაც ეს ბიჭი სვამს ჯიგარო - მივმართე ოფიციანტს და შუაში ჩავუხტი შაკოსა და იმ გოგოს. ფეხები განზე დავაწყვე კაცივით. რაღაც, ასეთი მანერებით მომინდა შაკოს გამოშტერება - აბა, რას საქმიანობ? - ვკითხე ქალს.
ძალიან დაიბნა.
რა იფიქრა, წარმოდგენა არ მაქვს.
- რა ვიცი. მოდელი ვიყავი, ახლა იურიდიულზე ვსწავლობ.
- ვა, ყოჩაღ, ყოჩაღ. შორიდანვე დავაფიქსირე შენი აღნაგობა და ვიფიქრე, რა დასანანი იქნებოდა, ამ ქალბატონს ეს მშვენიერება რომ გაეფლანგა-თქო. ხომ იცი, გარეგნობით როცა შეგიძლია ფულის კეთება, ეს კიდე ცალკე ბედნიერებაა. მართალია, დაახლოებით ოცი, ოცდაათი წელი ქაჩავს ეგეთი ბიზნესი, მაგრამ მაინც. შემოგხედავს თუ არა, ეგრევე მიხვდება კაცი რო მოდელი ხარ ან იყავი.
- მადლობა, კომპლიმენტად მივიღებ - თქვა აწითლებულმა.
- მოგწონს ხო ეს სიმპათიური ვაჟკაცი? - ვანიშნე შაკოზე, რომელსაც ჩემი დამსახურებით, ენა კუჭში ჩავარდნოდა.
- ჰო, რა ვიცი - მიპასუხა ქალმა.
- ეჰ, დასანანია. თავიდან, მეც მომეწონა. როცა დავინახე, პირველად იცი რა ვიფიქრე? მეთქი, დავიჭერ, დავაგდებ საწოლზე, ტანსაცმელს მთლიანად შემოვახევ, ზემოდან მოვაჯდები და ჟი*აობაში სულს ამოვხდ-თქო, მაგრამ ჩემი ძმაკაცის შებმა რომ დაიწყო, მანდ ჩამივარდა კოვზი ნაცარში... არადა, ახლა მე შენ დაგადგი თვალი, თუმცა რახან ეს ბიჭი მოგეწონა, რა გაეწყობა - დაღვრემილმა მოვსვი ჩემი ვისკი.
შაკო ისეთი თვალებით მიყურებდა, გაბრაზებულს კი არა, აღგზნებულს უფრო ჰგავდა.
- მართლა მე მოგეწონე? - გაეცინა.
- ჰო. ზოგადად, კაცებს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ როცა ისეთ ქალს ვხედავ, ქალის უნახავს რო გაგხდის, მაშინ რა ვქნა?
გამომწვევი ღიმილით, ჩანთიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა.
- ახლა ნომერში უნდა ავიდე, ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ მოგვიანებით, შეგიძლია დამირეკო.
- აუცილებლად, მშვენიერო - თვალი ჩავუკარი და სანამ ბოლომდე არ გაუჩინარდა, იქამდე არ ამოვიღე ხმა.
- რა ჩაატარე? - მკითხა შაკომ. - რატომ მაყ*ევებ?
- ვგიჟდები, როცა ეგრე საყვარლად *ლევდები - ვთქვი კისკისით და ვისკის ჭიქა მთლიანად გამოვცალე.
- მე ვგიჟდები, როცა ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი გაქვს. ახლა უკვე, ამ ყველაფერს დამატებული, ეგ სასწაული კოსტუმი. - თავი ახლოს მომიტანა, ტუჩის კუთხესთან შემახო ბაგეები. არ უკოცნია, რამდენიმე წამს, ასე მიხახუნა თავისი ტკბილი, რბილი და მადისაღმძვრელი ტუჩები.
მზად ვიყავი, ბარზევე შემოვმჯდარიყავი და ფეხებშუა შაკო შემომეძვრინა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა. ორივე თამაშის, ერთმანეთისა და საკუთარი თავის წამების ხასიათზე ვიყავით.
- ცოტა, უცნაური გემოვნება გაქვს.
- შენ კი საოცარი ფანტაზია. რას ამბობდი, რა მომინდა, როცა პირველად დავინახეო?
- დაწოლზე დაგდება, ტანსაცმლის მთლიანად შემოხევა და სულის ამოხდამდე...- ამოვიკვნესე - სულის ამოხდამდე ჟ*მაობა. მაგრამ ეს მხოლოდ ფანტაზიაა საყვარელო. სინამდვილეში, დასანახად ვერ გიტან. ხომ იცი არა? - ჩავჩურჩულე ყურში.
თვალებში შემომხედა...
- გინდა ბილიარდი ვითამაშოთ? - მკითხა მაცდურად.
- რაზე ვითამაშოთ?
- გამარჯვებულს შენ დარჩები.
- ჩემი თავი ისედაც მე მეკუთვნის.
- შენ თუ გაიმარჯვე, მე დაგრჩები - მითხრა სიცილით.
- არ მინდა, ნერვები მოგიშალო, მაგრამ მემგონი შენც ძირითადად, მე მეკუთვნი.
- რომც მინდოდეს, ვერ შეგეკამათები.
- ერთი პრობლემა გვაქვს.
- რა პრობლემა? - თავი ყელში ჩამირგო და კისერში მაკოცა.
ჟრუანტელი მჭამდა, მსანსლავდა, მკლავდა.
მთელი სხეული, ვნებააშლილი მევედრებოდა, ამ კაცის მკლავებში მომექცია მთელი ჩემი არსება და არასოდეს დავხსნილიყავი მის სუნთქვას.
- ბილიარდის თამაში არ ვიცი. თან მე მხოლოდ შენს ნერვებზე თამაში მიყვარს.
-საკმარისია! აღარ შემიძლია! - ელვის სისწრაფით წამოიწია ჩემი ტუჩებისკენ.
ჩვენს ბაგეებს შორის ორი თითი აღვამრთე, რომელიც ალბათ წამსვე შესძულდა შაკოს.
- ამდენ ხალხში ვერა ჩემო ბაჭია - ვთქვი სიცილით.
- ბაჭიას ნუ მეძახი. - ყურის ბიბილოზე მიკბინა.
- რას აკეთებ ბაჭია - შევკივლე და გადავიხარხარე. - შენს ნომერში ადი, ორ წუთში ამოვალ.... კნუტო!
- ელენა გეყოფა, თორემ უარს გეტყვი! - დამემუქრა და ნომერში ავარდა ქარიშხალივით.
- სასწრაფოდ, ორი ჭიქა ვისკი მინდა, გთხოვთ - შევევედრე მიმტანს.
ისე საშინლად მინდოდა შაკო, რომ ფხიზელი ალბათ ხელში ჩავაკვდებოდი.
საჩქაროდ გადავკარი ორივე ჭიქა, ნახევარი წუთი, ჯღანვას მოვუნდი და სამი სართული სირბილით ავრფინდი. მის კართან ავიტუზე.
დაკაკუნებული არ მქონდა, რომ კარი გააღო, ხელში ამიტაცა და საწოლზე დამანარცხა.
- არა ბაჭია, ასე არ გამოვა - ვთქვი კისკისით - აქ მე ვარ მთავარი.
- შენ ისედაც მთავარი ხარ ყველაფერში. - ტუჩებზე დამაცხრა... ისე ღრმად მიყოფდა ენას, დემუს ეს რო დაენახა, ათასგვარ ხუმრობას მოიფიქრებდა. მე კი სიამოვნებისგან კრუტუნის გარდა, არაფერი დამრჩენოდა.
ჯერ საჯდომზე მომიჭირა ხელები, მერე მკერდზე ამომისრიალა.
პიჯაკი გადავუგდე, პერანგი მთლიანად შემოვახიე და მხოლოდ ჰალსტუხი დავუტოვე ხელზე.
რა ვქნა, მომწონდა ჰალსტუხი.
- ლიფი არ გაცვია?
- ლიფის არჩაცმა გაკვირვებს?
- არა... ტანსაცმელი არ გაიხადო - საწოლიდან წამოხტა, სამზარეულოში გავარდა და ცოტახანში, ჭიქით ხელში გამოტანტალდა.
- რას აპირებ ბაჭია?
- ბაჭიას ნუ მეძახი! - გამაფრთხილა მეათასედ და წყალი პირდაპირ მკერდზე შემასხა. - ამაზე აღგზნებული ცხოვრებაში ვეღარასოდეს ვიქნები - თქვა ამაყად და მკერდზე მომაშტერდა.
დასველებული, ფითქინა პერანგი მაგრად მომტმასნოდა მკერდზე და ყველაფერი მიჩანდა.
გიჟივით მომვარდა ძუ*უებზე, ხან მკოცნიდა, ხან მკბენდა. ორივე ხელით ვიხუტებდი, სურნელოვან თმაზე ტუჩებით ვეხებოდი და ვტკბებოდი იმ წამებით, რომელიც ვიცოდი, კიდევ ბევრჯერ განმეორდებოდა.
მხეცებივით დავუკოცნეთ ერთმანეთს მთელი სხეული. თუმცა ის განსხვავება იყო, რომ მე მართლა სხეულს ვუკოცნიდი, შაკო კი სახეს თუა რ ჩავთვლით, ტანსაცმელზე მკოცნიდა, მჩქმეტდა და უკანალზე ისე მიბრახუნებდა, მეორე დღეს, სკამზე დაჯდომასაც ვეღარ შევძლებდი. შარვალი, უბის ადგილას გამიხია.
ასე ტანსაცმლიანად შემოვაჯექი ზემოდან მის ღირსებას.
ხმამაღლა დავიკივლე, როცა ამდენი ხნის ნანატრმა, მისმა გავარვარებულმა ა*ომ ჩემს სხეულში შემოაღწია და თამამად დაიწყო თავისი კუთვნილი ტერიტორიით ტკბობა.
- ამხელა როგორ გაქვს? - ვკითხე კივილით.
- მხოლოდ შენი კვნესა რომ მესმოსდეს ცხოვრების ბოლომდე... - თქვა ქოშინით.
ნელ-ნელა, ტანსაცმელი გახადა მის ას*ზე ოხვრით აცეკვებულ ჩემს სხეულს და რბილი ტუჩები ახლა უფრო მძაფრად მოატარა თითოეულ ნაწილზე.
ორგა*მისგან ჭკუიდანშეშლილი და შაკოს გულისცემას დამონებული რომ დავენარცხე მის მკერდს, ცოტახანს, თვალები მქონდა დახუჭული. ერთმანეთს ტუჩებით ვეხახუნებოდით, ერთიმეორის ჰაერს ვსუნთავდით.
ორივეს, მხოლოდ ჰალსტუხებიღა შეგვრჩენოდა ყელზე.
- რატო არ მითხარი? - მკითხა რამდენიმე წუთში. ჩემს ყელსა და თმაში შემალა თავისი მშვენიერი სახე. ვნებები და გრძნობა დაებალანსებინა, ახლა ისე ნაზად მკოცნიდა, თითქოს სურდა, ჩემი გემო დიდხანს დარჩენოდა ენისწვერზე.
- როგორ უნდა მეთქვა? - კითხვითვე ვუპასუხე.
- დაახლოებით, აი ასე: შაკო, პირველად ვაკეთებ ამას და იქნებ, ნადირივით არ მოიქცე?
- ნადირივით არ მომქცევიხარ. ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მაგარი დღე იყო და ღამეც, რომელიც ჯერ არ დასრულებულა... ჟ*მაობაში სულის ამოხდას გიპირებ - გამობურცული ტუჩები დავუკოცნე და ისევ მის მკერდს მივეკარი.
- მთლიანად შენს განკარგულებაშია ჩემი მოკვდავი სული და ხორცი. უბრალოდ, არ მეგონა, რომ აქამდე არავინ გყოლია. მაგაზე არც მიფიქრია. - მაინც უკვირდა. - ისეთი ქალივით იქცეოდი, ბევრი პარტნიორი რომ გამოიცვალა და ვერაფრით გააკვირვებ.
- კა*პასავით ვიქცეოდი?
- ეგ რა შუაშია ელენა? შენი აზრით, კა*პა მეგონე?
- კარგი, კარგი, არ გამიბრაზდე, ვიხუმრე - შუბლიზე, ცხვირზე და ნიკაბზე კოცნით ჩამოვუყევი. - აქამდე, არავინ მომდომებია, არც მყვარებია და რა მექნა?
- არ უნდა გექნა - მთელი ძალით ჩამიკრა გულში და ზემოდან მომექცა. ახლა მართლა ერთნი ვიყავით: ერთსხეულებად ქცეულნი, ერთ ჰაერს ვსუნთქავდით, მკერდები ერთმანეთისთვის მიგვეწებებინა და გულისცემაც კი ერთი გაგვხდომოდა.
შაკო ჩემი იყო.
მეგონა, სამუდამოდ ჩემი იქნებოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

ისე მომეონს გიორგის და ელენას მეგობრობა წყვილად ვერსია აღვიქვამ, აი შაკო და ელენა კი სულ სხვა განხომილებაა ირგვლივ ცეცხლებს აფრქვევენ მათი ქიმიით თუ ფიზიკით, აი ცალკცალკე ვერ წარმომიდგენიაა, შაკოს გამოფხიზლებას ველოდებიი, ეგ ორი ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენიაა. ლიზიზე მეც მაინტერესებს შაკოს რეაქცია ალბათ გული ერკინება რომ ელენამ მის გარეშე იშვილა.

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეე როგორრ ველოდიიი ♥️♥️♥️
ეს რა ცეცხლი დაატრიალე აქ ქალბატონო დავიწვი და დავიფერფლე ;დ ♥️
არა რა შაკო და ელენა ბომბაა ერთად და ვსო რა ! ♥️
როგორ მაინტერესებს ბავშვზე როგორი რეაქცია ექნება რატომღაც მგონია რომ გაუხარდება *-* იქნებ ტვინიც მოემატოს და მიხვდეს რო ოჯახია საჭირო ოჯაახი და ეშველოთ ♥️ მარა ამათ ესეთი კინკლაობა უფრო უხდებათ ისეთ ცეცხლს აფრქვევენ ♥️♥️♥️
გიორგი როგორი საყვარელიააა აი შეჭმა მინდება მაგ ბიჭის ჩემი გემრიელი კრუასანია ეგ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მასზეც ისტორიას თავის ნუტელა გოგოსთან ერთად ♥️♥️♥️♥️ *-*
დემუს რეაქციაც მაინტერესებს გადაირევა ეგ ცალკე ლიზაზე რო გაიგებს და აი უბრალოდ ელენაზე ვგიჟდები რა როგორი თავისებური და აი აი რაღაც ძააან მაგარი ქალია ♥️♥️♥️♥️
ჰო ამ ისტორიაზე მეტყობა უკვე ძაან რო ვარ გაგიჟებული ჰო :დდ რავქნა ძმაო ასეთია ცხოვრება რომ ქმნი ასეთ პერსონაჟებს და ასეთ ისტორიას რა გგონია ვერ გავიგეეეე ?! :დ ჰოდა ამიტანე როგორც გინდა ჩემი აბრაკაბაბრაკა კომენტარებით და ზღვა ემოციებიტ რასაც მიტოვებ შენი პერსონაჟებინად ოკ?! ;დდდ ♥️♥️♥️ ჰოიცი როგორ გყვარობ და როგორ ვეღარ ვძლებ ასჯერ რომ შემოვალ და აი ახლა დადებს ან ახლა თქო ჰოდა ჩაირთო ისევ ლოდინის რეჟიმი და გელი როგორც მგელი ჩემო კარამელო ♥️♥️♥️
პს გილოცააავ ძველით ახალ წელს ჰოდა მრავააალ ასეთ გემრიელ ისტორიეებს დაესწარი ასეთ ერთგულ მკითხველებთან ერთად 3:) :დდდდ♥️♥️♥️♥️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დარინა
ისე მომეონს გიორგის და ელენას მეგობრობა წყვილად ვერსია აღვიქვამ, აი შაკო და ელენა კი სულ სხვა განხომილებაა ირგვლივ ცეცხლებს აფრქვევენ მათი ქიმიით თუ ფიზიკით, აი ცალკცალკე ვერ წარმომიდგენიაა, შაკოს გამოფხიზლებას ველოდებიი, ეგ ორი ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენიაა. ლიზიზე მეც მაინტერესებს შაკოს რეაქცია ალბათ გული ერკინება რომ ელენამ მის გარეშე იშვილა.

მიხარია, რომ კითხულობ დარინა <3
იმედია, ყველა მოეგება გონს, რა ვიცი, რა ვიცი.

ტკბილიწიწაკა
ვაიმეე როგორრ ველოდიიი ♥️♥️♥️
ეს რა ცეცხლი დაატრიალე აქ ქალბატონო დავიწვი და დავიფერფლე ;დ ♥️
არა რა შაკო და ელენა ბომბაა ერთად და ვსო რა ! ♥️
როგორ მაინტერესებს ბავშვზე როგორი რეაქცია ექნება რატომღაც მგონია რომ გაუხარდება *-* იქნებ ტვინიც მოემატოს და მიხვდეს რო ოჯახია საჭირო ოჯაახი და ეშველოთ ♥️ მარა ამათ ესეთი კინკლაობა უფრო უხდებათ ისეთ ცეცხლს აფრქვევენ ♥️♥️♥️
გიორგი როგორი საყვარელიააა აი შეჭმა მინდება მაგ ბიჭის ჩემი გემრიელი კრუასანია ეგ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მასზეც ისტორიას თავის ნუტელა გოგოსთან ერთად ♥️♥️♥️♥️ *-*
დემუს რეაქციაც მაინტერესებს გადაირევა ეგ ცალკე ლიზაზე რო გაიგებს და აი უბრალოდ ელენაზე ვგიჟდები რა როგორი თავისებური და აი აი რაღაც ძააან მაგარი ქალია ♥️♥️♥️♥️
ჰო ამ ისტორიაზე მეტყობა უკვე ძაან რო ვარ გაგიჟებული ჰო :დდ რავქნა ძმაო ასეთია ცხოვრება რომ ქმნი ასეთ პერსონაჟებს და ასეთ ისტორიას რა გგონია ვერ გავიგეეეე ?! :დ ჰოდა ამიტანე როგორც გინდა ჩემი აბრაკაბაბრაკა კომენტარებით და ზღვა ემოციებიტ რასაც მიტოვებ შენი პერსონაჟებინად ოკ?! ;დდდ ♥️♥️♥️ ჰოიცი როგორ გყვარობ და როგორ ვეღარ ვძლებ ასჯერ რომ შემოვალ და აი ახლა დადებს ან ახლა თქო ჰოდა ჩაირთო ისევ ლოდინის რეჟიმი და გელი როგორც მგელი ჩემო კარამელო ♥️♥️♥️
პს გილოცააავ ძველით ახალ წელს ჰოდა მრავააალ ასეთ გემრიელ ისტორიეებს დაესწარი ასეთ ერთგულ მკითხველებთან ერთად 3:) :დდდდ♥️♥️♥️♥️

ვაიმეე ჩემო ტუკბილესოოო. ვკითხულობ ამ კომენტარს და ვცდილობ, ჩუმად დავაბრახუნო მაგიდაზე ხელი რო ოჯახი არ წამოვყარო საწოლებიდან (ადრე იძინებენ) :დდდ
როგორ მახარებ ხოლმე ნეტა გესმოდეს.
აიტანე ჩემი კომენტარიო, ისე წერ, თითქოს სიხარულის ნაპერწკლებს არ ვყრიდე მაგათი კითხვისას <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

M∆IIå Beŧa^°
"მეგონა სამუდამოდ ჩემი იქნებოდა_ო" და ლამის ტირილი დავიწყე, გული ამიჩუყდა ეჰჰ
ვგიჟდები ამ ქალზე და რა ვქნა, ღერა-ღერა უნდა დააწიწკნო შაკოს თმა, ასეთი ქალი ხელიდან რომ გაუშვა უფ
აი ელენას ეგ ამბავი კი მებანალურა და რა ვქნა:დ
გელი❤❤

ქალიშვილობის ამბავი? :დდდ
ჰო, შეიძლება ბანალურია, უბრალოდ, რა ვიცი. ვინც პირველად შეუყვარდა, იმას მისცა :დდდ

 


ახალი თავი როდის იქნება ლამაზო?

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სიყვარული გულს გვტკენს
ახალი თავი როდის იქნება ლამაზო?

ესაა ახალი თავი :დდდ
დაახლოებით, ორი დღის მასშტაბით დავდებ ალბათ <3

 


№7  offline წევრი კეროლაინი

❤️ კარგი იყო

 


№8  offline წევრი DI ANA

ძველით ახალ წელს საჩუქარი გაგვიკეთე და გამოჩნდი ჯენი? ( ასეთი უცნაური მეტსახელების მოფიქრება ჩემი ჰობია ნუ გაიკვირვებ)
ასე კარგად როგორ წერ? გამოვშტერდი რასაც ქვია.
ნუუ იუმორის გრძნობა რომ გაქვს რაღაც სასწაული ეგ სხვა თემაა, პრეზიდენტს უნდა დავუდაქალდე რომ შაკოს ტრ*აკს ვეტო დაადოსო ეგ რომ წავიკითხე გამოთქმა "სიცილისგან გავიფხრიწე " სოსრულეში მოვიყვანე.
გამეხარდა ელენამ ბავშვი რომ აიყვანა ახლა მთლად ეულიც არ დარჩება და თან ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგი დედა იქნება❤
აბა შენ იცი დაიკარგე და მთელი თვე ნუ გამოჩნდები(სარკაზმი იყო რო რამე:დდ მაქსიმუმ 3 დღე გაქვს :დდდ) ხუმრობა იქით იყოს და მართლა მალე უნდა დადო ახალი თავი თორე აღარ შემიძლია უკვე.

P.S იმედი მაქვს ნაწარმოების დასასრულს შაკო და ელენა გინდ ერთად გინდ ცალკ-ცალკე ბედნიერები იქნებიან❤

 


№9  offline წევრი LittleSnake

როგორი საოცარი თავი იყო
დამამუნჯა გეფიცებიიი
ჯერ ლიზა რომ აიყვანა ჩემი ქვა გულიც კი ამიჩუყდა.
თან მეცინებოდა ძალკან სხვა განზიმილებაა ეს გოგო.
შაკო მიყვარს ძალიან და
ეს გოგო რომ აშტერებს სულ მეცინება.
რაღაცნაირად ადამიანური და თბილი პერსონაჟები გყავს ძალიან და სულ სულ ყველა მკყვარს.
შენ ხო საერთოდ ჩვეულებრივი სასწაული ხარ.
ძალიან მაინტერესებს შაკოს რეაქცია ბავშვის ამბავზე და ველი ახალ თავს.
გულაფართხალებული <3

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

DI ANA
ძველით ახალ წელს საჩუქარი გაგვიკეთე და გამოჩნდი ჯენი? ( ასეთი უცნაური მეტსახელების მოფიქრება ჩემი ჰობია ნუ გაიკვირვებ)
ასე კარგად როგორ წერ? გამოვშტერდი რასაც ქვია.
ნუუ იუმორის გრძნობა რომ გაქვს რაღაც სასწაული ეგ სხვა თემაა, პრეზიდენტს უნდა დავუდაქალდე რომ შაკოს ტრ*აკს ვეტო დაადოსო ეგ რომ წავიკითხე გამოთქმა "სიცილისგან გავიფხრიწე " სოსრულეში მოვიყვანე.
გამეხარდა ელენამ ბავშვი რომ აიყვანა ახლა მთლად ეულიც არ დარჩება და თან ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგი დედა იქნება❤
აბა შენ იცი დაიკარგე და მთელი თვე ნუ გამოჩნდები(სარკაზმი იყო რო რამე:დდ მაქსიმუმ 3 დღე გაქვს :დდდ) ხუმრობა იქით იყოს და მართლა მალე უნდა დადო ახალი თავი თორე აღარ შემიძლია უკვე.

P.S იმედი მაქვს ნაწარმოების დასასრულს შაკო და ელენა გინდ ერთად გინდ ცალკ-ცალკე ბედნიერები იქნებიან❤

ჯენიიი ძალიან მიყვარს <3
სხვათაშორის, ენ ჯეინის შემოკლებულ ფორმადაც მოვიაზრებდი ხოლმე ბავშვობაში და ჯენის ვეძახდი საკუთარ თავს. ცოტა ფანტაზიორი ბავშვი ვიყავი :დდდ
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს ეს ისტორია. შაკოს ტ*აკს რაც შეეხება, ეტყობა ვეტოდასადებია და რა ქნას :დდ


LittleSnake
როგორი საოცარი თავი იყო
დამამუნჯა გეფიცებიიი
ჯერ ლიზა რომ აიყვანა ჩემი ქვა გულიც კი ამიჩუყდა.
თან მეცინებოდა ძალკან სხვა განზიმილებაა ეს გოგო.
შაკო მიყვარს ძალიან და
ეს გოგო რომ აშტერებს სულ მეცინება.
რაღაცნაირად ადამიანური და თბილი პერსონაჟები გყავს ძალიან და სულ სულ ყველა მკყვარს.
შენ ხო საერთოდ ჩვეულებრივი სასწაული ხარ.
ძალიან მაინტერესებს შაკოს რეაქცია ბავშვის ამბავზე და ველი ახალ თავს.
გულაფართხალებული <3

უდიდესი უღრმესი და უსაყვარლესი მადლობა <3
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი მაინც მიმიჩნევს ნორმალურ მწერლად :*
ვეცდები, არ გალოდინო

კეროლაინი
❤️ კარგი იყო

გაიხარე, დიდი მადლობებიიი <3

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

meocnebe avadmyopi
არ ვიცი
ყველა თავი ერთად წავიკითხე
ძალიან მომეწონა
ღმერთმანი ეს წყვილი იმდენად კარგია ვერც ავღწერ
ორი ერთნაირი ადამიანი...
ყველაზე მეტად მაინტერესებს აქვთ თუ არა კავშირირი ლიზას და შაკოს და თუ აქვთ რა მოხდება
მისი რეაქციაც როდესაც ლიზას დაინახავს ელენასთან ერთად
ძალიან მომეწონა მართლა
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤

უღრმესი მადლობა საყვარელო <3
ვეცდები, რაც შეიძლება მალე დავდო <3

 


№12  offline მოდერი მარია.

ისეთი კარგი იყო,
ისეთი კარგი....
რო კიდე მინდა :/
არ მგონია ოდესმე თუ მეყოფა ეს ორი
--------------------
Your happiness depends on you ))

 


№13  offline წევრი Ninnee Morgan

როგორ მიყვარს ეს ისტორია ♥️♥️♥️ ძალიან კარგი და ძლიერი პერსონაჟები გყავს ♥️♥️♥️
და შემდეგი თავი როდისთვის იქნება? გელოდები მოუთმენლად ერთი სული მაქვს ♥️

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარია.
ისეთი კარგი იყო,
ისეთი კარგი....
რო კიდე მინდა :/
არ მგონია ოდესმე თუ მეყოფა ეს ორი

როგორ მიხარია რომ მოგწონს შენ ხო არ იცი <3

Ninnee Morgan
როგორ მიყვარს ეს ისტორია ♥️♥️♥️ ძალიან კარგი და ძლიერი პერსონაჟები გყავს ♥️♥️♥️
და შემდეგი თავი როდისთვის იქნება? გელოდები მოუთმენლად ერთი სული მაქვს ♥️

დიდი დიდი მადლობა <3
ხვალ ან ზეგ დავდებ შემდეგ თავს უცილებლად <3

 


№15  offline წევრი Ninuciusi

სულ სულ რამდენიმე სიტყვით ვიტყვი როგორი ცეცხლია შაკოს და ელენეს შორის ისეთი ცეცხლი თავი იყო, იმდენჯერ წავიკითხე ბოლოს მივხვდი რომ აშკარად კაცი მინდოდა ეს ჰორმონები კი ამითუხთუხა???? ველოდები შემდეგს????????

 


№16  offline წევრი მარუსიკა

უფ ძაან კარგია❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ninuciusi
სულ სულ რამდენიმე სიტყვით ვიტყვი როგორი ცეცხლია შაკოს და ელენეს შორის ისეთი ცეცხლი თავი იყო, იმდენჯერ წავიკითხე ბოლოს მივხვდი რომ აშკარად კაცი მინდოდა ეს ჰორმონები კი ამითუხთუხა???? ველოდები შემდეგს????????

ვაიმე, მაგრად კი გამაცინე.
შენ ის უნდა ნახო, წერის პროცესში როგორ მითუხთუხებენ ხოლმე :დდ
არა, ჯობია არ ნახო.

მარუსიკა
უფ ძაან კარგია❤️

უფ, დიდი მადლობა <3

 


№18  offline წევრი Jupiter

დღეს დადებ თუ ხვალისთვის ველოდოთ? ❤️

 


№19  offline წევრი კეროლაინი

როდის დადებ შემდეგ თავს❤️❤️

 


№20  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დავარედაქტირებ და ახლავე დავდებ კარგებო <3