შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდროგენი ~ თავი 1~


14-01-2019, 22:49
ავტორი azula2023
ნანახია 440

ანდროგენი ~ თავი 1~

ყევლა ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ესეც ორი განსხვავებული ადამინის ისტორიაა, რომლებსაც ფერები აქვთ. საცდელი თავია, ამიტომ თქვენი შთაბეჭდილების შემდეგ გადავწყვეტ ღირს თუ არა გაგრძელება. მადლობა
--------------------


„დღეები მიქრიან და მიქრიან, სიყვარული კი რჩება. იქ შიგნით ღრმად, საგანთა არსებაში, მჭიდროდ ურთიერთობენ და გულს აწყალებენ ამ ქვეყნის მიმდინარე საკითხები, იმ ქვეყნის საპირისპიროდ, ამისგან კი ადამიანი ვითარდება და მომაბეზრებელი ხდება ყველაზე სევდიანი და ტკბილი ტკივილი, ტკივილთა შორის- სიცოცხლე.“
უნამუნოს ამ ფარზის წაკითხვისას გამეღიმა და აღფრთოვანების ჩვეულმა ჟვრანტელმა დამიარა.საათს დავხედე- ოთხის ათი წუთი იყო, არფერი ჩანდა ბნელ ოთახში გარდა სამყაროს ნაწილად გამოყვანილი, მსუბუქი მატერიის ფორმის, საკუთარი სხეული შავი სილუეტისა, რომლსაც მკრთალად ეცემოდა მთვარის შუქი. მომაბეზრებელი სიცოცოხლე, ეს ზუსტად ის არის, რაც ზუსტად აღწერს ჩემს არსებობას. ცის კიდურიდან მალე ამოიწვერება მზე თავისი დიდეულებით, მე კი ვწევარ საწოლზე, ვეწევი სიგარეტს და ვფიქრობ ჩემი ცხოვრების განვლილ 20 წელსზე. ცხოვრება არავისთვის ყოფილა მარტივი, ამ მხროვ არც მე ვარ გამონაკლისი. ბავშვობიდან ვხვდებოდი რომ სხვებთან საუბარი მიჭირდა უფრო სწორად არც მინდოდა, ადმიანები ერთფეროვნები იყვენენ, ეს ალბათ იმ პატარა ქალაქის ბარლიც იყო, სადაც ბავშვობა გავატარე და სადაც ადამიანები უბრალოდ არსებობდნენ ისინი უფერულები იყვენენ, მათი ცხოვრებისგან კი მხოლოდ ერთი უსწორმასწორო საფლავის ქვა რჩებოდა, ისინი თავიანთ ჩარჩოებში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ შეზღუდული, იძულებით მიღებული თავისუფლება, რწმენა, სიყვარული, ოჯახი და ღირებულებები, მეც მსაგვს ოჯახში გავიზარდე, სადაც გეუბნებიან რა უნდა აკეთო, ვინ უნდა გწამდეს, ვინ უნდა გიყვარდეს, საერთოდ როგორ უნდა იცხოვრო, მე კი ბავშვობიდან უარი ვთქვი ამ დამკვდრებულ, ძვლებში გაჯდარ წესებზე და შეხედუელბებზე, ამის გამო მშობვლებთან ხშირად ვჩხუბობდი, ისინი არსდროს ცდილობენენ ჩემს გაგებას. ჩემს ამბოხს, პროტესტს, ძალადობითა და ცარიელ ოთახში გამოკეტვით პასუხობდნენ, ამ ცარიელ ოთახში ძალიან დიდი დროის გატარება მომიწია, მასში კი მხოლოდ წიგნების კარადა იყო, მეც იმისთვის რომ ფიქრი ცოტახნით მაინც შემეწყვიტა და შიშილის გრძნობა გამეყუჩებინა ვკითხხულობდი, მთელი დღეები ვკითხულობდი და ეს მეხმარებოდა. წიგნებმა გაგიჟებისგან მიხსნეს. ჩემი გონებით უკამყოფილო არასდროს ვყიფილვარ, პირიქით ვიცოდი ჩემი შესაძლებლობები და მათ სწორად გამოყენებას ვცდილობდი, სკოლაში მიუხედავად იმისა რომ სწავლის, არც ერთ მეთოდს არ ვეთანხმებოდი, მაინც ყველაზე კარგად ვსწავლობდი. თანდათან საუბარი შევწვიტე, შევწყვიტე რამის გაპროტესტება უბარლოდ ბრძოლა, მთელს დღეებს სწავლას ვუთმობდი, შედეგად კი სრული დაფინანსებით მოხვდი თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულეტეტზე. მშობლებს ეს უფრო გაუხარდათ ვიდრე მე, რადგან ეს არ იყო ის რაც რეალურად მინდოდოა ეს უბრალოდ ერთადერთი გზა იყო რომ რომ იმ ქალქიდან , იმ სახლიდან წამოვსულიყავი. უნივერსიტეთან ახლოს პატარა ბინა ვიგირავე ჩემი მოგროვებული ფულით, რომელიც წიგნის მაღაზიაში წლობის მუშაობით გამოვიმუშავე. აგვიტოოს 29 ში კი საბოლოოდ დავტოვე პატარა ქალაქი ნაცრისფერი ადამიანებით და ვეცადე ახალი ცხოვრება დამეწყო. პირველი კვირა ბინის მოწყობას და ნივთების დალაეგბას დასჭირდა. სწავლის დაწყებამდე კი ქალაქის გაცნობა გადავწყვიტე და ძალიან ბევრს ვსეირნობდი, უამრავი ლამაზი და რთულად მისასველელი ადგილი აღმოვაჩინე, მუსიკასთან ერთად კი ეს ყველაფერი საოცრად საინტერესო და რომანტიული იყო. მშობლებთან სულ უფრო და უფრო იუშვიათად ვსაუბრობდი. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი სიმშვიდე, საკუთარი თავის აღქმადობა საკუთარ სხეულთან. ბევრი მეგობარი არასდროს მყოლია, იყვენენ ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ ჩემთან მეგობრობა, თუმცა ადამიანებს იმდენად კარაგდ ვცნობ, რომ მათი ამოცნობა მათი თვალებითაც კი შემიძლია, მათ სიყალბეს სუნსაც კი ვგრძნობ, მიუხედავად რამდენიმე კარგი ნაცნობისა, ერთადერთი ნამდვილი მეგობარი გაბრილი იყო, რომელიც ჩემთან ერთად სწავლობდა უნივერსიტეტში სამრთალზე, ამიტომ გაუცხოება არ მიგრძვნია როცა ამდენ ადამიანთან ერთად შევედი ძალიან დიდ აუდიტორიაში.
-ანოოო- გამეღიმა როცა მისი მონატრებული ხმა გავიგონე სადღაც ბრობოს სიღრმიდან“
- გაბრიელ, რომ იცოდე როგორ მიხარია, რომ აქ ხარ- ვუთახრი და მოვეხვიე“
-ვიცი,და სულ აქ ვიქნები. ხელი მომკიდა და ცარიელი ადგილისაკენ გამიძღვა.
ლექციები ჩვეულებრივ ჩატარდა, ამას ბევრი და საინტერესო ემოციები არ გამოუწვევია ყველაფერი უღიმღამო იყო და მარტივი. უნივერსიტეტდან მე და გაბრიელი ჩემთან წავედით ლუდი და სიგარეტი ვიყიდეთ და დოლანის ფილმი ვანხეთ. როცა ფილმი დასრულდა დიდიხანს ვიჯექით ჩუმად, ყოველთვის ასე ვართ ხოლმე ფილმის მერე მასზე ვფქირობთ, მერე ვეწევით და ის მიდის. რამდნიმე თვის შემდეგ კი ძილისთავის აღარ მქონდა დრო, სწავლა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ვიმედოვნებდი, თუმცა ეს კარგიც იყო. ასე ნაკლები დრო მრჩებოდა ფიქრისთვის. ცხოვრება მიედინებოდა დუნედ და მშვიდად, მხოლოდ ბნელ ღამეში უკვე გამთენიისას, მშვიდიი მუსიკისა და სიგარეტის ფონზე ვგრძნობდი, რომ სამყარომ მეც მიწილადა მისი მცირე ბენდიერება და სიმშვიდე, დილით კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ბევრი ადამიანი გავიცანი, თავიდან მათ თვალებში შიშს ვხედავდი ჩემი უფერულობის და უხეში თვალების გამო, მაგრამ მერე მათი შიში გაქრა და მივხვდი რომ ყველა ძალიან სასიამოვნო იყო, ამიტომ მეც ასევე ვპასუხობდი მათ. პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ სტიპენდია ავიღე, ძალიან დიდ შრომად დამიჯდა, მაგრამ ეს ეთადერთი გზა იყო თან კარაგდ მესწავლა და მშობლებისგანაც რომ ფული არ ამეღო.
ჰო, მე ანო ვარ, ვფოქრობ რომ სხვებისაგან არაფრით გამოვირჩევი ყოველ შემთხვევაში ამას ძალიან ვცდილობ ჩემი უფერული შავი სამოსმით, რომლიც მუდმივად მაცვია, მაქვს ძალიან მოკლე თმები და ლურჯი თავალები, სწორი პატარა ცხვირი. საკვები ყოველთვის არსებობისთვის აუცილებელი დანამატი იყო და ის სიამოვნების ობიექტად არასდროს მიქეცვია, ამიტომაც ბუებრივია რომ გამხდარი ვიყავი, თუმცა არც ძალიან შემშფოთებლად. ესეც მე. ახლა კი მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია, რომლზეც ბევრი მიფიქრია და ხშირად დამისვამს კითხვა, რომლზე პასუხი არსაიდან ისმის -რატომ მე?~

იმ დღეს მთელი ღამე ვერ დავიძინე, ისედაც ძალიან მიჭირს დაძინება, მაგრამ ის ღამე ძალიან უჩვეულო იყო, ემოციურად ვიყავი სავსე, თუმცა არ ვიცი რატომ, ვერც მისიკამ და კითხვამ მიშველა, ძალიან მციოდა, იანვარი იწურებოდა და ზამთარი ისევ ბობოქრობდა ფანჯრებს მიღმა, თბილი სახლების მიღმა. ექვსი საათი სრულდებოდა, როცა მივხვდი აღარ შემეძლო საწოლში დაწოლა, ავდექი შავი შარვალი და დიდი სქელი შავი მაისური ჩავიცვლი, ჩემი დიდი ბატინკები, რომლებიც ყოველთვის მეცვა და გრძელი დიდი პალტო, რომლიც ძალიან დიდი იყო ჩემთვის, მაგრამ ის ერთმა მოხუცმა მაჩუქა თატრიდან, რომლიც ერთ წარმოდგენაზე გავიცანი და ბევრი ვსიაუბრეთ წიგნებზე, ის იმდენად აღფრთოვანდა ჩემი აზროვნებით და ასაკით, მთხოვა რომ მის სათაყვანებელ პალტოს თუ მე ჩავივცამდი ეს მას ძლაიან გააბედნიერებდა, რადგან მალე ის მოკვდებოდა ამ სამოსის ისტორია კი კიდევ უნდაგაგრძელებულიყო, მე გავუღიმე და მას შემდეგ სულ მაცვია დიდებული. მოვიცვი პალტო და გავუყევი ცარიელი, ჯერ კიდევ ჩაძინებული ქალაქის ქუჩებს, არ მახსოვს რამდენი ხანი ვიარე ასე უაზროდ, გამეღიმა როცა მტრედები მოგროვდნენ დაყრილი საკენკის ირგვლივ, ვუყურებდი მათ და აღვიქვმადი ჩუმი სამყაროს სიალმაზეს, დილით ყველაზე ლამაზია და მშვიდია ქალაქი. დიდხანს ვიდექი ასე, მერე კი ბოლო მუჭაც მიმოვფანტე ქვაფენილზე და სახე გაბადრულმა ისევ გავაგრძელე გზა, თუმცა მლევე შემეყინა ღიმილი სახეზე, როცა ჩემკენ მომავალი მამაკაცი შევნიშნე, არაფერი მახსოვს გარდა მისი უჩვეულოდ ჩაწითლებული თვალებისა, რომლებშიც დაღლა და ტკივილი დავინახე, არ ვიცი მაშინ სახეზეც თუ გამომეხატა ის უცანური გრძნობა რაც მაშინ ვიგრძენი, მაგრამ მივხვდი რომ სამყარო მაშინვე შეიცვალა გაქრა და მხოლოდ ამ თავლებმა დაიწყეს არსებობა. ჩვენ უბრალოდ გვერდი ჩავუარეთ ერთმანეთს და სამყარომ ისევ განაგრძო ძილი. მე მივხვდი რომ დავიღალე და უბრალოდ სახლში წავედი. ჩავწექი და ძალიან დიდხანს მეძნა.


ლაზარე:
კარის ბარხუნმა გამაღვიძა, ძლივს შევძელი თავის წამოწევა, ცოტა დრო დამჭირდა მივხვდარიყავი რომ ჩემს ოთახში ვიწექი, ჩემს მკერდზე კი წითელთმიან გოგოს ეძინა. ბრახუნზე ეტყობა მასაც გამოეღვიძა და თავი დუნედ ასწია, როცა მიხვდა რომ მეც მეღვიძა გამიღიმა და ეცადა ეკოცნა ჩემთვის. მაგრამ დიდლით ქალების ტუჩები ყველაზე ნაკლებია რაც მჭირდება, უხეშად მოვიშრე და იქვე დაგდებული შარვალი ამოვიცვი. კარზე ისევ გაისმა ბრახუნი.
- ლაზარეეე. -მისი ძმაკაცი ბღაოდა. კარის გაღებისას მაშივნე შემოვარდა, ეტყობა ჯერ კიდევ მთვრალი იყო.
- აუ რამე დამალევინე რა, მეზრაება ახლა სახლში მისვლა და თაკოს წიკების მოსმენა, აქ დავიძინებ.
- რაც გინდა ის ქენი ტო, არ შეგეძლო კარი შემოგემტვრია და დაწოლილიყავი რას ამაგდე ასე ადრე საწოლიდან .
გაკვირვებით, არაფრის მთქმელი თავლებით შემომხედა და იქვევ მდვანზე მიწვა
-კარგი აწი ასე ვიზამ.
~ ლაზარე ისევ ოთახში დაბრუნდა, წითელთმიანი ჯერ ისვე საწოლში იწვა, მთელი სხეული სტკიოდა და მშვიდად და სიამოვნებით უყურებდა მამაკაცისგან დატოვებულ სილურჯეებს ხელებზე, კბენის კვალს ყელზე, ფეხებ შორის მწველ ტკივვილს გრძნობდა თუმცა მაინც იზიდავდა ეს კაცი, ჭკუიდან შლიდა მისი მბრძანებლური, მომთოხვნი, უხეში, დამოკიდებულება. როცა მამაკაცი მის გვერდით წამოწვა, მიხვდა მიუხედავდა ტკიივილისა როგორ მოენტრა გუშინდელი ალერსი და მისი მკაცრი და უხეში შეხება, ამიტომ მისკენ გაიწია და შიშველი სხულით შემოეხვა .- -
-უნდა წახვიდე- უთახრა ბიჭმა მკაცრად და სიგარეტი გააბოლა,
0-რა ჯერ ნორმალურად არც გათენებულა ლაზარე. - ბიჭმა გადახედა მისი შავი თვალები უჩვეულოდ გაშავებულიყო, ქალისკენ დაიხარა და ხელები ყელზე შემოხვია თითქოს მის დახრჩობას ცდილობდა. ქალი გრძობდა როგორ უჭირდა სუნთქვა, სიგარეტის ნამწვავი, რომლიც ხელასი ეჭირად მის ნაზ კანს ოდნავ მიადო და ქალმა ტკივიოლისგან და სიამოვნებისგან ამოიკვნესა. მამკაცმა კი ტუჩები ყურთან მიუტანა და უთხრა.
-არ მაინტერესებს რა დროა ნორა, მარტო მინდა ახლა ყოფნა. დაახიე აქედან.- მალეეე.
ქალი სასწაფოდ წამოხტა , მისი ტანსაცმელი მოკრიფა და სახლიდან გავარდა, ყოველთვის ასე იქცეოდა ლაზარე, სხვები ქალთმოძულესაც კი ეძახდნენ, რადგან ყოველთვის უხეშად ექცეოდა მათ, თუმცა ქალებს ყოველთვსი იზიდავს ევასეული მორჩილება, და მუდმივად ისწრაფვიან მისკენ. მასზე უამრავი გოგო გიჟდებოდა , რადგან ვერავინ უძლებდა მისი სხეულის სრულყოფილებას, მის ძალაუფლებას და სიმკაცრეს, ყველას იმდენად იპყრობდა მისი ქალის წოდების სურვილი, რომ ამისთვის ყველაფერზე მიდოდნენ. ლაზარე ბევრს არსდროს საუბრობდა, მაგრამ მასზე ბევრი საუბრობდა. ყოველთვის ზედმეტად მშვიდი და მკცარი იყო, მას შემდგე კი რაც მშობლები მოუკლეს ძალიან უხეში გახდა, იმ დღის შემდეგ არავინ დარჩა და ამ მკვლელობაზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა თბილისი. 17 წელი გავიდა უკვე მართალია ტკივილმა მიიძინა, მაგრამ შურისძიების გრძნობა ჯერ კიდევ არ აძლევდა სუნთქვის საშუალებას დადეშქელიანს. ამობდნენ რომ მკვლლელების პოვნისთვის ისეთ საშიში და ცუდ წრეებთან დაიჭირა საქმე, რომლებზეც დღემდე შიშით საუბრობენ.
როგორც კი სიგარეტის უკანასკენელი ღერიც მიილია, მიხვდა რომ სახლში გაჩერება აღარ შეეძლო, ჩაიცვა და ქუჩაში გავარდა ჯერ მირბოდა, ალბათ შვიდი საათიც არ იყო ჯერ ამიტომ ქალაქი სულ დაცრიელებულიყო, ყველფერი აღიზიანებდა და ახრჩობდა, ეზიზეღებოდა საკუთარი თავი, ის გოგო, ყველფაერი რაც გუშინ მას გაუკეთა სისხლიანი ზეწარი, რომლიც ოთახში დატოვა, მთელი სამყარო და ყველაზე მეტად საკუთარი ცხოვრება, ბოლოს როცა იგრძნო ვეღარ სუნთქავდა გაჩერდა კედლეს მიეყრდნო და ა ასე იყო სანამ, ისევ არ იგრძნო რომ ხელები და ფეხები ჰქონდა, რომ ადამიანი იყო და არსებობდა. მჭიდროდ მოიხვია ქურთუკი და უბრალოდ გზა განაგრძო. მისი ყურადღება გოგომ მიიიქცია, რომლიც მტრედებს საკენკს უყრიდა და იღიმებოდა, გრძნობდა რამდენად ბედნიერი და მშვიდი იყო ის, ლამაზი იყო ამის ყურება, როცა გოგონამ ბოლო მუჭა საკენკიც დაუყარა მტრედებს წამოვიდა და როცა ლაზარე დაინახა, ღიმილი მაშინვე გაუქრა, თითქოს სამუდამო აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ არ უნდა გაეღიმა და როცა ვიღაცამ ასე დაინახა ასეთი ბუენბრვი და ემოციური, თავლები დამნაშავესავით დახარა, თუმცა როცა ლაზარე მისკენ გაემართა კარგად დაინახა მმისი ცივი, ლურჯი თავლები, უცნაური ლურჯი იყო ყვითელში გარდამავალი, იგრძნო რომ მას ფერები ჰქონდა და ის ყვითელი იყო. ყველაფერი დაავიწყდა სამყაროში, როცა გვერდი ჩაუარა მიხვდა რომ დაიღალა, დასრულდა პროტესტი და ამბოხი, უბრალდო დამშვიდდა. უკან მოიხედა, მაგრამ ის უკევ ძალიან შორს იყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent