შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა წახვედი (7)


17-01-2019, 21:54
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 195

როცა წახვედი (7)

შაკოსთან გატარებული ღამის შემდეგ, ისე მკვდარივით ჩამეძინა, ბომბიც რომ აფეთქებულიყო, ვერაფერს გავიგებდი, თუმცა დემუმ მაინც გამონახა ჩემი გამოფხიზლების გზა და ყურში დაუნდობლად ჩამძახა:
- გაიღვიძე!
- ამის დედაც! - შევფართხალდი და გაგიჟებული წამოვხტი. მთლად წამოხტომასაც ვერ დავარქმევდი, უბრალოდ, გვერდი ვიცვალე და სრულიად შიშველი, იატაკზე დავენარცხე. - შენ სულ გამო*ირდი? - დავუჯაჯღანე დემუს.
უშაკოო ჰაერი სხეულზე დამეჯახა და სიცივისგან ამაკანკალა. არ მესიამოვნა ეს ამბავი, ისევ საწოლში შევიყუჟე, თბილ, მძნარე შაკოს მივეკარი.
- კაი იყო? - მკითხა ეშმაკურად.
- დემუ, მიყვარხარ, მაგრამ არ გაქვს უფლება, ასეთ დროს შემოგვივარდე - დავუცაცხანე ხმადაბლა.
შაკო ჩემზე უარესი ძილის გუდა აღმოჩნდა. ვერაფერმა გასტეხა.
- ღამის ორ საათამდე რომ არ ამოხვედი, მერე შაკოს კარს მივაყურადე და შენი წივილ-კივილი გავიგონე. ასეთს რას გიშვრებოდა?
- ძალიან ბევრი მაგარი რამე მიქნა - კმაყოფილმა გადავხედე. დემუ რომ არ ყოფილიყო, სასწრაფოდ დავაცხრებოდი ტუჩებზე და აბუზღუნებულს, მადიანადაც გადავსანსლავდი, თუმცა მოწმის წინაშე, რაღაცნაირად, მომერიდა.
- ხალხი გეძებს. მივდივართ და სადაა ელენაო.
- უთხარი, რომ არ მოვდივარ. რამე მოიფიქრე რაა. რამდენიმე დღით დავრჩებით მე და შაკო.
- უკვე მარტო მტოვებ? ეს გამოჩნდა შენს ცხოვრებაში და 24 საათი უნდა დაუთმო?
- დემუ, რა გჭირს? არც ერთ კაცთან ერთად არ გაგიტარებია რამდენიმე დღე ზედიზედ?
- ჩემზე ეჭვიანობს? - თავი წამოყო შაკომ. თვალები ჯერ ნორმალურად არ ჰქონდა გახელილი და იმაზე საყვარელი სანახავი იყო, ვიდრე წარმომედგინა.
მაინც ვერ მოვითმინე, ნაზად ვაკოცე ლოყაზე.
- გულის სიღრმეში, მაინც დავიტოვებ იმედს, რომ კაცებიც გიზიდავს - თავი დანანებით გააქნია დემუმ.
- სამში ხომ არ გვეცადა? - ვიკითხე სიცილით.
დემუმ თავი დამიქნია.
დაფეთებულმა შაკომ ისე შემომხედა, აშკარა იყო, ჩემი მოკვლა უნდოდა.
- ვიხუმრე, დაწყნარდი - ისევ ვაკოცე.
დემუ ბუზღუნით გავიდა და მარტო დაგვტოვა.
კმაყოფილი შაკო უსიტყვოდ შემომყურებდა, ღიმილით.
- ყველაზე ლამაზი დილით ყოფილხარ. - მითხრა გახარებულმა.
- დაუბანელი, ნაბახუსევი და თმააწეწილი მოგწონვარ?
- არ მომწონხარ, მიყვარხარ.
- ეგ დიდი ამბავია, იცი? - ვკითხე ჩემს მკერდზე შემოხვეულს.
- ვითომ, აქამდე არ იცოდი. თითქმის, ერთი წელია, პატარა ძაღლივით დაგსდევ და აბა, შენი აზრით, უბრალოდ მომწონხარ?
აბურძგნულ თმაზე ვაკოცე.
ყელშიც ვაკოცე, მხრები ერთი ამოსუნთქვით დავუკოცნე და ძალიან ძლიერად ჩავეხუტე.
- ასეთი ალერსიანი როცა ხარ, საწოლიდან ადგომის სურვილი აღარ მიჩნდება. არასდროს! - გამომიცხადა გატრუნულმა.
- ძალიან რომ მშია?
- დილის სექსს ნუ წამართმევ რა. ჯერ კოტრიალი, მერე საჭმელი.
- არ გართმევ.
- მისმინე, ზოგჯერ რომ გაგაბრაზო ხოლმე, შეიძლება?
- რატომ უნდა გამაბრაზო შაკო?
- ძალიან საყვარელი ხარ გაბრაზებულიც.
- აბა მე მკითხე, როგორი საყვარელი ხარ, როცა მაბრაზებ?
შაკო ჩემსკენ გადმოკოტრიალდა. შეიძლება ითქვას, ჩემზე გადმოკოტრიალდა და კისერში სველი კოცნის ათასი კვალი დამიტოვა.
საშინელებაა იმის გახსენება, როგორი ბედნიერი და უდარდელი ვიყავი მის გვერდით. ლიზას თმაზე ვეფერებოდი და ვცდილობდი, გამეხსენებინა, რისთვის დავშორდი ქმარს რომელიც მიყვარდა. უცნაურია, თუმცა მაშინდელი სკანდალი, ჩემი ისტერიკა, აყეფებული ჩიჩი და შაკოს მომაჯადოებელი ხმით ნათქვამი სიტყვები, რომელმაც გული მომიკლა, აღარაფრად მიმაჩნდა...
აღარც კი მახსოვდა.
მართალი ყოფილა, თურმე ბრაზი როცა გადაგივლის, მხოლოდ გრძნობები გრჩება და მზად ხარ, ყველაფერს გადაუსვა ხაზი, რაც კი ოდესმე გწყენია.
ბავშვი სახლში მივიყვანე. გიოც დავპატიჟე, მაგრამ უარი მითხრა, ახლა ცოტახანს, მარტონი უნდა იყოთ დედა-შვილიო, გამომიცხადა და წავიდა. რა გაეწყობოდა? მართალი იყო.
ღამის პიჟამა და სახლში ჩასაცმელი სამოსი უკვე ნაყიდი მქონდა მისთვის. არ მსურდა, საკუთარ თოჯინად მექცია, თუმცა ყოველთვის მომწონდა, პატარა პანდის ფორმებში გამოწყობილი ბავშვები და ჩემი ბავშვიც იძულებული გავხადე, ასე ჩაეცვა.
უხაროდა, იცინოდა და სულ აქა-იქ აცეცებდა თავის დიდ, ცისფერ თვალებს.
- აქ ვიცხოვრებთ? - მკითხა ლიზამ.
- ჰო. მე, შენ და ზოგჯერ შენი სულიერი ბიძა, რომელსაც დემუ ერქმევა.
- და ის? - მკითხა შაკოზე. რა უცნაურია, ასეთი მოკლე ნაცვალსახელებითაც კი მაგებინებდა სათქმელს.
- ის ჩვენთან არ ცხოვრობს ან ჩვენ არ ვცხოვრობთ მასთან - სახეზე შემეტყო, რომ ოხვრით ვამბობდი ამ ყველაფერს. არადა, ჩვენს მშვენიერ სახლში გაცილებით ლამაზი წარმოსადგენი იქნებოდა ბავშვის ყოლა. თითქოს, ის სახლი აგვარებდა ყველა პრობლემას და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოჯახია, რომელიც მასში ცხოვრობს, მე მასაც პიროვნებად ვთვლიდი. არ ვიცი, ალბათ დედობა ან მამობა შეეფერებოდა ჩვენს სახლს.
- ჩემზე იცის?
- არა.
- არ უნდა უთხრა?
- თვითონაც გაიგებს.
- რომ არ მოვეწონო? - გამაგონა თავისი კითხვებით.
- მისმინე - პატარა, დაბნეულ თვალებთან ჩავიმუხლე და ღიმილით მივაპყარი მზერა - მე მომეწონე. ამიტომაც ვართ მე და შენ ერთად. თუ ვინმეს არ მოეწონები, ცივი წყალი დალიონ, რადგან მხოლოდ ორი ადამიანია მნიშვნელოვანი. აბა, გამოიცანი ვინ?
- შენ და მე?
- ზუსტად! ახლა კი ნაღების წვნიანს შევჭამთ, რომელიც რესტორანში ვიყიდე და გემრიელ ტორტსაც დავაყოლებთ.
- მაგარია - ტაში შემოჰკრა და გაეცინა.
- თუ ძალიან არ დავიღლებით, რაღაცეების საყიდლადაც წავალთ. თუ არადა, ხვალ შევიძენთ ყველა საჭირო ნივთს. არდადეგების პერიოდში, გადაღებებზე მომიწევს შენი მიყვანა. ცოტა ლოდინით კი დაიღლები, მაგრამ არ მოგაწყენენ. ანეგდოტებს მოგიყვებიან, ჩემზეც მოგიყვებიან რაღაც ისტორიებს, რომლებიც არ უნდა დაიჯერო.
- კარგი.
- მამიკო დაბრუნდაა - მომესმა დემუს ხმა. ჯერ კარში არ იყო ნორმალურად შემოსული და უკვე რაღაცას მიყვებოდა - შენი არხის დირექტორი ნამდვილი სექსუალური მანიაკია. ვერ გავაძღე.
- დემუ მოკეტე - ბავშვს ყურებზე ხელები ავაფარე.
- მოიცა, ბავშვი? - მზერა ლიზაზე შეაჩერა და თვალები დააწვრილა - ბავშვი გვყავს? - შემდეგ უფრო კარგად შეათვალიერა ბავშვის ნაქვთები - შენ და შაკოს ბავშვი გყავთ და მიმალავთ?
- არა, მხოლოდ მე მყავს - ვუპასუხე ღიმილით.
- რაა? როგორ?
- გრძელი ამბავია. თუ დაჯდები, მოყოლას შევძლებ.
- ბავშვი გყავდა და ამდენი ხანი მიმალავდი? ახლადგაჩენილს არ ჰგავს.
- ვიშვილე.
- რა?
- ჰო, ვიშვილე დემუ.
- ასეთ რაღაცეებს ოჯახის წევრებთან ათანხმებენ. ანუ ჩემთან. კორვალოლი ჩამიწვეთე ჭიქაში, ჩქარა!
- დამშვიდდი რაა. - ბავშვი ბარის სკამზე შემოვსვი და ცხელი წვნიანი ჩავუსხი ლამაზ ფინჯანში. ცოტა შეშინებული, დამფრთხალი იყო. ვცდილობდი, მისი დაბნეულობა მზრუნველი ღიმილიღ განმემუხტა და თან ვერც ვიჯერებდი, რომ ბავშვთან ურთიერთობა მშვენივრად გამომდიოდა. - გაიცანი, მას ლიზა ჰქვია, 6 წლისაა და გვინდა, რომ დღეს ან ხვალ შენთან ერთად წავიდეთ ახალი ნივთების შესაძენად.
- ელენა, მოგაჯადოვეს?
- კი. შეხედე რა საყვარელია? მოვჯადოვდი - ვუთხარი უდარდელად და ერთი ნაჭერი ტორტი ჩამოვუჭერი.
- იმედია, ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები, რადგან ჯერ კიდევ დამრჩა ათასობით შეკითხვა.
- ელენა ჩვენთან მოვიდა იმ კაცთან ერთად და საჩუქრები მოგვიტანა - დაიწყო მოულოდნელად ლიზამ - შემდეგ ზღაპრები მომიყვა. მითხრა, თუ შეჭამ, გრძელი თმა გექნებაო და ბოსტნეულის სუპი მაჭამა. მერე დამპირდა, რომ კვლავ შემოივლიდა, მაგრამ უბრალოდ კი არ მოვიდა, მეც თან წამომიყვანა - აუხსნა ლიზამ.
- მემგონი ყველაფერი ამომწურავად თქვა. - გამეღიმა და ბავშვს თავზე ვაკოცე.
- ვინ ხარ, რა უქენი ჩემს ადამიანთმოძულე მეგობარს? - მკითხა დემუმ.
- უმრავლესობა ჯერ ისევ მძულს.
- შაკოს რა პასუხს გასცემ?
- რა პასუხი უნდა გავცე? რა კითხვას დამისვამს, ეგეც არ ვიცი - ჩავიხითხითე. სინამდვილეში, ერთი სული მქონდა, მე და ლიზა ერთად დავენახეთ და ისეთ შოკში ჩავარდნილიყო რომ სასწრაფო დახმარება დასჭირვებოდა.
კი, ნამდვილად შებერტყილი და ეგოისტი ვიყავი, მაგრამ ზომის ფარგლებში. საერთოდ, მიმაჩნდა, რომ როცა საქმე შაკოს ეხებოდა, ყველანაირი წყალწაღებული თვისება მეპატიებოდა.
- მაგალითად იმას გკითხავს, ოფიციალურად მის ცოლად როცა ითვლები, ეგ ბავშვი საერთო გამოდის თუ მარტო შენი.
- ფუ ამის - პირი დავაღე. ცოტახანს, თვალებგაფართოებული ვიდექი და დემუს ნათქვამს ვიაზრებდი. - ლიზა აბაშიძეა. ქმარი თუ გყავსო, ერთი ეგ მკითხეს და არა-მეთქი.
- დარწმუნებული ხარ, რომ ბავშვთა სახლიდან გამოგატანეს და არა მეტროდან? რადგან შვილად აყვანა ეგრე არ ხდება. შენ საერთოდ ვინ განდობდა ბავშვს? ფსიქოს ვერ გაივლიდი.
- გიომ ამაყვანინა. მივედი და წამოვიყვანე, ერთი-ორ ქაღალდზეც მოვაწერე ხელი. სულ ეს იყო.
- აი პატარავ, უყურე და დაიმახსოვრე, რომ ნეპოტიზმს კარგი არაფერი მოაქვს - გახედა დემუმ ლიზას.
- ახლა ჩემი უკან წაყვანა მოგიწევს? - მკითხა ლიზამ.
- არა, რა სისულელეა. ან ჩემთან დარჩები ან კანარის კუნძულებზე გავიქცევით. ამიტომ, ორივე ვარიანტში ჩემი ხარ - ვუთხარი ღიმილით.
დემუს გავხედე.
ცხვირს იხოცავდა და ცრემლებს იწმენდდა ჩუმად.
გული აუჩუყდა ალბათ.
- ტირი? - ვკითხე ხმადაბლა.
- არა. ტორტზე ალერგია მაქვს, ტუალეტში უნდა შევიდე.
- აბა შენ იცი, მაგრად იზლუქუნე.
- მე მეგონა იმის ჯინაზე აიყვანე, თურმე მართლა გიყვარს.
- ყველას ჰგონია, რომ ყველაფერს მის ჯინაზე ვაკეთებ და მართლებიც არიან, თუმცა ამ შემთხვევაში, იმედი უნდა გაგიცრუოთ. ახლა კი, ბავშვის ოთახისთვის საჭირო ნივთების ყიდვას ვაპირებ და თუ გინდა, წამოდი.
- წამოვალ. თავს ნამდვილ მამასავით ვიგრძნობ.
- თუმცა მხოლოდ ბიძაშენია - ავუხსენი ბავშვს.
- მამის გაცნობის დრო ბლომად გექნება - ეშმაკურად ჩაეცინა დემუს.
- მამა არ გვყავს ოჯახში არავის - წარბები დავუქაჩე მეგობარს და ბავშვი სკამიდან ჩამოვსვი.
დემუს ტელეფონმა დაურეკა.
ნომერს დახედა და გადიდებული თვალებით შემომხედა.
- შაკოა. ყოველთვის მირეკავს, როცა მასზე ვლაპარაკობ. ჩემს სხეულში მოსასმენი აპარატი ჩამიმონტაჟა?
- უპასუხე.
- გამარჯობა ლამაზო - ეგრევე დადნა. - ანუ მე არ მირეკავდი? რა იყო, ისე არ გაგახსენდები არასოდეს? - თავისი მობილური გამომიწოდა - შენთან უნდოდა დარეკვდა, მაგრამ გათიშული გაქვს.
- გისმენ შაკო - შევეცადე, ნერვები მომეთოკა და არ ავქვითინებულიყავი, როცა ყურში მისი ხმა ჩამესმოდა, წინ კი ლიზა მეჯდა.
- ჩვენი ბოლო შეხვედრა ქონების გაყოფასთან დაკავშირებით, კრახით დამთავრდა, რადგან ჭიქა გატეხე, გამლანძღე და შემდეგ პიჯაკზე ჩიზქეიქი წამისვი და იქნებ, დღეს საღამოს შევხვდეთ სადმე, საბოლოოდ განვიხილოთ ყველაფერი?
- ჩიზქეიქი როდის წაგისვი?
- ჭიქის გატეხვის შემდეგ და თან ნაბი*ვარი მიწოდე.
- ეტყობა, ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ ამნეზია დამემართა. რას იზამ, ასე ხდება, როცა ვინმეს ძაღლს ართმევ.
- პარასკევს საღამოს წაიყვანე და შაბათს დილას დამიბრუნე ხოლმე, მეტი რა გავაკეთო?
- მე უფრო ვუყვარვარ!
- იოცნებე! - ისევ ბავშვებივით ავღლიცინდით. - კარგი, მაპატიე, დავასრულოთ.
- კარგი ჰოო. საღამოს შევხვდეთ, ჩვენს კაფეში. - გავთიშე და დემუს შევხედე - თუ იცი, რამ მათქმევინა სიტყვა „ჩვენი“?
- უბრალო ჩვევაა. - მანუგეშა.
ტელეფონის მოსაძებნად წავედი და დასატენად შეერთებული ჩავრთე თუ არა, ეგრევე სერიალის რეჟისორმა დამირეკა. მთხოვდა,სასწრაფოდ მივსულიყავი რომ პატარა საახალწლო ვიდეორგოლი გაგვეკეთებინა მე და ჩემს პარტნიორს.
- სამსახურში ვარ წასასვლელი - ამოვიოხრე საცოდავად. ბავშვს ჯერ დედა არ ჰყავდა ნორმალურად ნანახი და უკვე ართმევდნენ.
- მეც წამოვიდე? - მკითხა ლიზამ.
- შემიძლია მე წაგიყვანო და გიყიდო ყველაფერი. ელენაზე უკეთესი გემოვნება მაქვს.
- მაგაში მართალია, მაგრამ არ ვიცი, როგორ ვანდო შენი თავი ამ ბიძიას - დემუს თავზე მოვეფერე. ჩიჩივით აღრუტუნდა სიამოვნებისგან.
- არაფერს დავაშავებ.

* * *
ბავშვი მართლა დემუს დავუტოვე. ანუ აქედანვე ვრწმუნდებოდი, რომ ვერ ვიყავი იდეალური მშობელი. გაიზრდებოდა - მიჩივლებდა. ეს სერიალიც უკვე სერიებს ითვლიდა. 6 წლის განმავლობაში რომ ჰყავს თავისი მაყურებელი, უკვე დიდი მოვლენაა. ახლა ახალს ვერც ვერაფერს იგონებდნენ და სისულელეებს აკეთებინებდნენ ჩემს პერსონაჟს: ხან ციხეში ჩამაყუდეს, ხან საგიჟეთში მოვხვდი, ხან გავთხოვდი, ხან გავშორდი. მე იმაზე უფრო მეფიქრებოდა, ახალი სამსახური როგორ მეშოვნა. ალბათ, რომელიმე გადაცემას წამაყვანინებდნენ, პლიუს, რეკლამებიდან აღებული შემოსავალი და გავიტანდი როგორმე თავს ბავშვიანად. არა რაა, ზედმეტად ცუდ დროს ვშორდებოდი შაკოს.
გადაღების პერიოდში, არც ისე სასიამოვნო რამ დამემართა. წარმოვიდგენდი რომ კამერების მიღმა, შაკო იდგა და მომღიმარი, ამაყი მზერით მაკვირდებოდა. უწინ, არასოდეს მიშლიდა ხელს შაკოს იქ ყოფნა, პირიქით, უფრო გამბედავი და თავდაჯერებული ვხდებოდი. მას კი ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მზად იყო, ხელი გამოეშვირა და ხმამაღლა ეყვირა: „ეს მაგარი ქალი ჩემი ცოლია“.
ბოლო დროს, ხშირად მემართებოდა მსგავსი რამ. ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს წარმოსახვა იყო, მონატრება თუ ოცნება, მაგრამ ფაქტია რომ მინდოდა, ძველი დრო დაბრუნებულიყო. მსურდა, ზღვაზე წავსულიყავი დიდი ბოთლით ხელში, რომელსაც „საშინელი პერიოდი“ ერქმეოდა და მის აზვირთებულ ტალღებში ჩამექცია უშაკოობა.
საღამო ისე მალე მოახლოვდა, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი. ჩემზე დიდი ხნით ადრე მისული, მაგიდასთან იჯდა და ცდილობდა, საქმიანი გამომეტყველებით გადაეფარა მღელვარება.
- გამარჯობა - მივესალმე. საკოცნელად გამოიწია, თუმცა თავი გავწიე და წინ დავუჯექი. კიდევ ერთი რამ ქალების შესახებ: თუ გვინდა, კაცს ვაგრძნობინოთ რომ ჩვენთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, მისი გამოწვდილი ხელი ჩამორთმევის გარეშე უნდა დავტოვოთ, კითხვაზე „როგორ ხარ?“ ვუპასუხოთ „ძაანაც კარგად“ და რაც მთავარია, ბავშვური სიჯიუტით გავიწიოთ, როცა კოცნა მოუნდება, თუნდაც ლოყაზე.
- სასმლით დავიწყოთ? - მკითხა ღიმილით.
- რამე ისეთი მჭირდება, ორ ჭიქაში მაინც რომ დამავიწყოს, ვისთან ერთადაც ვზივარ. - ვუთხარი და სინამდვილეში ის ვიგულისხმე, რომ მისი თვალებისგან მჭირდებოდა თავის არიდება. ეს თვალები ხომ მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა? დაახლოებით ისე, როგორც მისთვის ჩემი გაშლილი თმის ცალ მხარზე გადმოყრა, ირონიული ჩაცინება ცალი ტუჩით, მოშიშვლებული დეკოლტე და სუნამოს სურნელი, რომელსაც დიდი ხანი ვერ ამოიყვანდა თავისი თეთრეულიდან ან არც უნდოდა მათი ამოყვანა და თვეების განმავლობაში, არ რეცხავდა. ვიცი, არც ისე ესთეტიურად ჟღერს ეს ყველაფერი, თუმცა ზოგჯერ ამაშიცაა რომანტიკის მარცვალი.
- ყოველთვის გამოგდის მასიამოვნო - ოფიციანტს წითელი, მშრალი ღვინო შეუკვეთა და სასხვათაშორისოდ მითხრა - დღეს დემუს გადავეყარე პატარა გოგონასთან ერთად.
- ჰოო? - თავი დავხარე. ჯანდაბა, ნეტა რა ტყუილი მოიფიქრა დემუმ და რად გაასაღა ბავშვი?
- ჰო. ასე თქვა, ჩემი ახალი შეყვარებულის შვილიაო.
- ეგრეა და - დავეთანხმე წამსვე.
- ლამაზი ბავშვი იყო, საყვარელი ღიმილით.
- ანუ მოგეწონა?
- ჰო, ძალია. არადა, კარგები იყვნენ ეგ და მათე. რატომ დაშორნენ?
- ალბათ მათემ უთხრა, გიჟი ხარ და შენთან დარჩენილ ცხოვრებას ვერ გავატარებო ან რამე მაგდაგვარი - პასუხი შევაგებე ირონიულად.
- ცდილობ, სინდისი გამიღვიძო?
- არა, მაგისი იმედი არ მაქვს, რადგან ზედმეტად ღრმად სძინავს. მისი ხვრინვაც კი მესმის.
- ისევ ვჩხუბობთ?
- მე რა ვიცი, გინდა ჩხუბი?
- შენ ხომ ყოველთვის მომზადებული ხარ მაგისთვის - გაეცინა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს წარსულიდან პატარ-პატარა მოგონებები უღრღნიდნენ სულს.
- მოდი დავიწყოთ რა - ღვინო მოვსვსი.
- საჭმელი არ გინდა? მე ძალიან მშია.
- კი, შევჭამ რამეს.
- ისევ სტეიკი?
- არა, რამე ბევრი ყველით. სპაგეტს შევჭამ ალბათ, სხვა არაფერი მახსენდება.
- ორი სპაგეტი, აი ის, ოთხნაირი ყველით რომ გაქვთ - სთხოვა მიმტანს - რითი დავიწყოთ? - შემომხედა.
- სახლით.
- აკი აღარ მინდაო?
- გადავიფიქრე, ისევ მინდა. ზედმეტად ლამაზია იმისთვის, რომ უარი ვთქვა. თან ჩემს სერიალს ასრულებენ ასე რომ უძრავი, მოძრავი და ყველანაირი ქონება დამჭირდება. ახლა შესაძლოა, ვნანობ კიდეც შენთან განშორებას. კარგი დრო იყო, ჩემი ხელფასი მთელი ექვსი წლის განმავლობაში, არ დახარჯულა.
- შემიძლია, ფინანსურად დაგეხმარო ხოლმე... ანუ ამ ყველაფრის გარეშეც.
- არა, მადლობ. ისედაც მეხმარები, ნახევარ ქონებას მაძლევ ჩიჩის გარეშე და მეტად აღარ შეგაწუხებ, ეგენიც საკმარისი იქნება.
თავი დაბლა დახარა.
გაეცინა.
მემგონი, საერთოდ არ უშლიდა ნერვებს ჩემი ანგარებიანი საუბარი, პირიქით, ამხიარულებდა.
- პატარა, ჯიბრიანი ბავშვივით ხარ. წინასწარ ვგრძნობ, რომ რაც არ უნდა ვთქვა, შენ მაინც საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებ. რომც მეთანხმებოდე, მაინც.
- დღეს მაგის ხასიათზე არ ვარ. ნუ იდარდებ.
- კარგი, ანუ სახლს ვინაწილებთ?
- ჰო, შუაზე გავყოთ.
- რომელ სართულზე გინდა ცხოვრება?
- შაკო მეხუმრები?
- არა. თუ გინდა, მართლა გავყოთ და ბოლოზე მე ვიცხოვრებ, მეორეზე შენ, პირველზე დემუმ.
- ნუ სულელობ! - არადა, საკმაოდ მაცდური წინადადება იყო.
- ანუ სახლს ვყიდით?
- არა, რას ამბობ - გული ლამის გამისკდა - ჯანდაბა, არ ვიცი შაკო. იდგეს ეგ სახლი თავის ადგილზე და ცხრილი გავაკეთოთ. კვირაში სამჯერ შენ იცხოვრე, ოთხჯერ მე ვიცხოვრებ.
- ეგ კაცების დისკრიმინაციაა.
- კაცი რომ ხარ, მაგის გამო არ გჩაგრავ.
- აბა?
- სულელი რომ ხარ და გული მატკინე, მაგის გამო გჩაგრავ.
- ძლიერი არგუმენტია - ამოიოხრა. - ჩვენი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული ქონებიდან ასეთი თანხა დაგრჩება ალბათ შენ - საქმიანად ამოიღო ჯიბიდან საწერი კალამი, ხელსახოცზე რაღაც დაწერა და გამომიცურა.
- უხ შენი, ამის დედაც... - ენა ჩამივარდა - მოიცა, ეს ალბათ შუაზე გაიყოფა ხო?
- უკვე ნახევარია.
- ნახევარი? შემიძლია დღესვე გავიდე პენსიაზე - ვთქვი სიცილით. სიმართლე რომ ვთქვა, საერთოდ არ მეცინებოდა. იმასაც ვერ ვხვდებოდი, აქამდე როგორ დავეშვი. შაკოსთან ერთად ვარჩევდი, ვის რამდენი თანხა დაგვრჩებოდა განქორწინების შემდეგ და ეს სამარცხვინო იყო, თავისმომჭრელი.
მე ვიყავი განსაკუთრებულად სამარცხვინო და ამას წყალი არ გაუვიდოდა.
- იცი რა? მეც მქონდა რაღაც შემოსავალი. - მონდომებით გამოვართვი საწერი კალამი და მეც დავწერე რიცხვი.
შაკოს რაოდენობასთან შედარებით, ნამდვილი დაცინვა იყო.
- ელენა მეხუმრები? - არც გამოურთმევია ხელსახოცი. - შენგან ფულის აღებას არ ვაპირებ.
- ანუ მე ცუდი ვარ და შენ კარგი? ეს უკვე ქალის დისკრიმინაციაა, ცოლის დისკრიმინაცია! - შევუღრინე ცოფიანივით.
- არა, ორივენი კარგები ვართ.
- ჰო და ეს ფული ანგარიშზე რომ დაგერიცხება, არც დამცინო და არც უკან დაბრუნება არ გაბედო! - ისევ ნერვიულად ვუბღვერდი.
ღმერთო, ვყვლიფავდი კაცს. ჩემს საყვარელ კაცს ძალიან ბევრ რამეს ვაკლებდი და თავად არაფერი მქონდა მისთვის შესათავაზებელი.
- საერთოდ, არ მინდა არაფერი. უბრალოდ ვეყრებით და მორჩა - ნერვები მომეშალა.
- გაგიჟდი ხო? ეს ყველაფერი შენია ელენა. არ მენანება.
- არაა ჩემი. მე რომ სახლში ვმჯდარიყავი და მედიასახლისა ან ბავშვები მეზარდა, მაშინ სწორი იქნებოდა მაგისი გამორთმევა, თუმცა მთელი ამ წლების განმავლობაში, რასაც ვაკეთებდი, შოპინგი, მოგზაურობა, დასვენება, ძილი და კარგად ყოფნა იყო.
- ელენა მაინც ჩაგირიცხავ ამ ფულს, ნუ ჯიუტობ. აი, ზუსტად ვიწინასწარმეტყველე. სულ სხვანაირად იყავი მომართული, ახლა კი ბავშვივით ცდილობ, ჩემი საპირისპირო აკეთო.
- მე ბავშვი ავიყვანე - წამოვიყვირე მოულოდნელად - ბავშვთასახლიდან ვიშვილე გოგონა და დემუსთან ვინც ნახე, ჩემი შვილია.
შაკო გაჩუმდა.
დაიძაბა.
დასერიოზულდა და ასე მეგონა, რომ იმ ძვირფას, მშვენირ თვალებში, ჩემი სიძულვილი ჩაჰგუბებოდა.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მარუსიკა

აუუუ, ძალიან ძალიან კარგად წერ, ვიცი რომ ეხლა დადე მაგრამ მალე დადე რა გთხოოვ❤️

 


№2  offline წევრი Ma No

ახლა ვიტირებ disappointed_relieved heart_eyes heart_eyes რა საყვარლები არიან ყველააა heart_eyes

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარუსიკა
აუუუ, ძალიან ძალიან კარგად წერ, ვიცი რომ ეხლა დადე მაგრამ მალე დადე რა გთხოოვ❤️

ვაიმეე, რა საყვარელი ხაარ <3 მართლა ვეცდები რომ ძალიან ძალიან მალე დავდო :*

Ma No
ახლა ვიტირებ disappointed_relieved heart_eyes heart_eyes რა საყვარლები არიან ყველააა heart_eyes

მადლობაო, ყველამ ^_^

 


№4  offline წევრი Takk.22

ძალიან კარგი იყო მაგრამ რავქნა , რომ არ მეყო

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Takk.22
ძალიან კარგი იყო მაგრამ რავქნა , რომ არ მეყო

დიდი მადლობაა <3
როგორმე ისე უნდა გავაკეთო ხოლმე რომ გეყოს :

 


№6  offline წევრი aavvbb

საოცრებაა მთლიანად ეს ისტორიააააა ???????????????????????????????????? აუ შაკო და ელენა არ დაააშორო გემუდარები????????

P.S. ახალი თავი მალე დადე❤️❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

მე რომ.სიცხე მაქვს და ცუდად რომ ვარ :(( ჩემი შაკუნია მიშველის ჰოო?! როგორ გამახარეე...

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

aavvbb
საოცრებაა მთლიანად ეს ისტორიააააა ???????????????????????????????????? აუ შაკო და ელენა არ დაააშორო გემუდარები????????

P.S. ახალი თავი მალე დადე❤️❤️

საოცრებაა თქვენი კომენტარები, რომელიც ძალიან მაბედნიერებს <3

ფ ე ფ ო
მე რომ.სიცხე მაქვს და ცუდად რომ ვარ :(( ჩემი შაკუნია მიშველის ჰოო?! როგორ გამახარეე...

მოგიკვდი ასი წლის მერე "დდდ
შაკუნა ყველაფერს შველის

 


№9  offline წევრი დარინა

როგორ განვიცდიი ამათ დაშორებას, აი ისეთი მაგარი წყვილია ვგიჟდები ამ ორზე მაგრამ აი არ მინდა, რომ დაშორდენ ერთად ისეთი სასწაულები არიან ცალკცალკე ვერ წარმომიდგენიაა, შაკო ის თვალები არ ამომდის გულიდან შემეცოდა წარმომიდგენიაა როგორ ეტკინა მასთან განშორების შემდეგ რომ აიყვანა ბავშვი, იმედია მალე მოვლენ ჭკუაზე ორივე, ცოტა გამოფხიზლდეს შაკო რა და ელენასთვის იბრძოლოს.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დარინა
როგორ განვიცდიი ამათ დაშორებას, აი ისეთი მაგარი წყვილია ვგიჟდები ამ ორზე მაგრამ აი არ მინდა, რომ დაშორდენ ერთად ისეთი სასწაულები არიან ცალკცალკე ვერ წარმომიდგენიაა, შაკო ის თვალები არ ამომდის გულიდან შემეცოდა წარმომიდგენიაა როგორ ეტკინა მასთან განშორების შემდეგ რომ აიყვანა ბავშვი, იმედია მალე მოვლენ ჭკუაზე ორივე, ცოტა გამოფხიზლდეს შაკო რა და ელენასთვის იბრძოლოს.

ხო იცი, კაცებს ზოგჯერ შემოლაწუნება სჭირდებათ ხოლმე ჩემო დარინა და იმედია, ვინმე შემოულაწუნებს, რომ აზრზე მოვიდეს <3
მიხარია, რომ ჩემთან ხარ და კითხულობ

 


№11  offline წევრი DI ANA

ძალიან მაგარი იყო, აი მხოლოდ ასე პრიმიტიულად შემიძლია შევაფასო, იმდენად მომწონს რომ მეტს უკვე ვეღარ "ვქაჩავ"

რამენაირად შეარიგე ეგ ორი რაიქნება , ადრე თუ არ ვიცოდი როგორ უნდა ყოფილიყო ახლა ვიცი რომ ეგ ორი უერთმანეთოდ დაიტანჯება

 


№12  offline აქტიური მკითხველი Sick Dreamer

❤ ღმერთმანი
აი რამდენი ხანია ველოდები
და ლოდინი რომ მართლდება ეგ სიტუაციაა რა
როგორ მაინტერესებს რას იტყვის შაკუნა
ახლა დადუმდა და როდის ამოიღებს ხმას მაცოდინა
ან უფრო ჩვენამდე როდის მოაღწევინებ მაგ ხმის ამოღებას...
დემუ რომ ცანცარებს აი მანდ მეკეტება...
იმდენი იტიკტიკა გადარია ბავშვი...

ნუ იმ ლოდინის შემდეგ რომ ვთქვა ეს თავი "მეამა"
ძალიან კარგი იყო
მალე დადე შემდეგი თავი რომელსაც მოუთმენლად დაველოდები... ❤

 


№13  offline წევრი ნანა73

რა კარგი გოგო ხარ იცი? როგორ მახალისებს და მსიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა ❤️❤️❤️

 


№14  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მეღადავები ჰო?!
ეს სად გაწყვიტეეე გოგოოო ვაიმე დედიკო !!
ახლა რა მოითმენს რა გავაკეთო როგორ გავძლო?!
აუ შაკოს რეაქცია მოვკვდები ახლა ((
მარა შაკო რის შაკოა თუ არ იშაკოვა :დდდ
ჰოდა ყველანაირ განაჩენისთვის მზად ვარ რასაც იზამს :დდ
აუ როგორი საყვარელია დემუ ძალიან ძაალიაან მიყვარს ♥️♥️♥️♥️
აი ელენა კიდე ქალი საოცრებაა და რა გა ვა კე თოოო??? ♥️♥️♥️♥️
როგორ მოუხდა დედობა მარა შვილს მამაც უნდა ცნობისთვის ანუ შაკუნკულა -.- უნდა და ვსო! :დ ♥️
ბოლოს როგორი საყვარელი იყო ელენაა კინაღამ ვიტირეე მეც ჩაგირიცხავ ხოლმე ფულსო ვაიმე აი ამდროს შაკო როგორ არ ჩაეხუტა ამიხსენიიით :((( ♥️♥️♥️
ჰო არ ვიცი რას მიპირებ ან აპირებ მაგრამ დამტანჯე შენ მე ამათი ცოდვით და ლოდინით -.- ჭაღარები შემეპარა და ეგაა ;დდ მარა ვერ დაგიკარგავ იმ ხიბლს რასაც ისტორიას სძენ ენჯეინო ♥️ მაოცებ და გულს მიფანცქალებ ხოლმე ისეთ თავებს დებ ♥️♥️ აი ლავ იუ მუჩაჩო :დდ ♥️♥️დაა გელოდები მოუთმენლად ♥️♥️♥️

 


№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

DI ANA
ძალიან მაგარი იყო, აი მხოლოდ ასე პრიმიტიულად შემიძლია შევაფასო, იმდენად მომწონს რომ მეტს უკვე ვეღარ "ვქაჩავ"

რამენაირად შეარიგე ეგ ორი რაიქნება , ადრე თუ არ ვიცოდი როგორ უნდა ყოფილიყო ახლა ვიცი რომ ეგ ორი უერთმანეთოდ დაიტანჯება


ძალიან ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3
ცოტა, ტანჯვაც კარგია ცხოვრებაში ხო იცი არა?


meocnebe avadmyopi
❤ ღმერთმანი
აი რამდენი ხანია ველოდები
და ლოდინი რომ მართლდება ეგ სიტუაციაა რა
როგორ მაინტერესებს რას იტყვის შაკუნა
ახლა დადუმდა და როდის ამოიღებს ხმას მაცოდინა
ან უფრო ჩვენამდე როდის მოაღწევინებ მაგ ხმის ამოღებას...
დემუ რომ ცანცარებს აი მანდ მეკეტება...
იმდენი იტიკტიკა გადარია ბავშვი...

ნუ იმ ლოდინის შემდეგ რომ ვთქვა ეს თავი "მეამა"
ძალიან კარგი იყო
მალე დადე შემდეგი თავი რომელსაც მოუთმენლად დაველოდები... ❤

უბედნიერესი ვარ, მოლოდინი გავამართლე. აი, რამხელა სტიმული და ბედნიერებაა ჩემთვის შენი სიტყვები, ვერც კი აღვწერ.
მაბედნიერებ!

ნანა73
რა კარგი გოგო ხარ იცი? როგორ მახალისებს და მსიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა ❤️❤️❤️

და შენ რა კარგი გოგო ხარ? როგორ მაწითლებ, სითბოთი და სიყვარულით მავსებ იცი?


ტკბილიწიწაკა
მეღადავები ჰო?!
ეს სად გაწყვიტეეე გოგოოო ვაიმე დედიკო !!
ახლა რა მოითმენს რა გავაკეთო როგორ გავძლო?!
აუ შაკოს რეაქცია მოვკვდები ახლა ((
მარა შაკო რის შაკოა თუ არ იშაკოვა :დდდ
ჰოდა ყველანაირ განაჩენისთვის მზად ვარ რასაც იზამს :დდ
აუ როგორი საყვარელია დემუ ძალიან ძაალიაან მიყვარს ♥️♥️♥️♥️
აი ელენა კიდე ქალი საოცრებაა და რა გა ვა კე თოოო??? ♥️♥️♥️♥️
როგორ მოუხდა დედობა მარა შვილს მამაც უნდა ცნობისთვის ანუ შაკუნკულა -.- უნდა და ვსო! :დ ♥️
ბოლოს როგორი საყვარელი იყო ელენაა კინაღამ ვიტირეე მეც ჩაგირიცხავ ხოლმე ფულსო ვაიმე აი ამდროს შაკო როგორ არ ჩაეხუტა ამიხსენიიით :((( ♥️♥️♥️
ჰო არ ვიცი რას მიპირებ ან აპირებ მაგრამ დამტანჯე შენ მე ამათი ცოდვით და ლოდინით -.- ჭაღარები შემეპარა და ეგაა ;დდ მარა ვერ დაგიკარგავ იმ ხიბლს რასაც ისტორიას სძენ ენჯეინო ♥️ მაოცებ და გულს მიფანცქალებ ხოლმე ისეთ თავებს დებ ♥️♥️ აი ლავ იუ მუჩაჩო :დდ ♥️♥️დაა გელოდები მოუთმენლად ♥️♥️♥️

გოგო, მეც კაი ბლომად მაქვს უკვე ჭაღარები ამათი გადამკიდე :დდ
ენ ჯეინს ძალიან ძალიან რომ უყვარხარ და გიჟდება შენს შეფასებებზე, ეგ თუ იცი?
ვეცდები, არ გალოდინო ხოლმე და მუდამ გაგახარო, მუდამ გაგიმართლო მოლოდინი <3

 


№16  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ღირსი იქნება ძაან მაგრად რო გაუბრაზდეს ელენას შაკო და ძალიანაც სამართლიანი

პ.ს მალე დადე რა შემდეგი თავი... ეს პატარა იყო და სულ არ მეყო

 


№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ანი ანი
ღირსი იქნება ძაან მაგრად რო გაუბრაზდეს ელენას შაკო და ძალიანაც სამართლიანი

პ.ს მალე დადე რა შემდეგი თავი... ეს პატარა იყო და სულ არ მეყო

ვეცდები აუცილებლად დავდო მალე <3

 


№18  offline წევრი LittleSnake

ფულის გაყოფის მსჯელობაზე მეცინებოდა მართლა , ხანდახან ბავშვებივით იქცევიან.
დემუ რა საყვარელიააა რაა.
ბოლო მომენტმა რაღაცნაირად ამიჩუყა გული.
შაკოს გამო თითქოს გული მომეწურა.
დანაშაულია ასეთი წყვილის დაშორებაა რააა.
თუმცა შენი იმედი კი მაქვს.
ვყვარობ შენს გმირებს
და გყვარობ შენც. <3
იმდენად კარგია არასდროს არ მყოფნის არცერთი თავი :დ

 


№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

LittleSnake
ფულის გაყოფის მსჯელობაზე მეცინებოდა მართლა , ხანდახან ბავშვებივით იქცევიან.
დემუ რა საყვარელიააა რაა.
ბოლო მომენტმა რაღაცნაირად ამიჩუყა გული.
შაკოს გამო თითქოს გული მომეწურა.
დანაშაულია ასეთი წყვილის დაშორებაა რააა.
თუმცა შენი იმედი კი მაქვს.
ვყვარობ შენს გმირებს
და გყვარობ შენც. <3
იმდენად კარგია არასდროს არ მყოფნის არცერთი თავი :დ

მეც ძალიან გვყვარობ <3
ეჰ, სიყვარული გულის აჩუყების და გულის დათუთქვის გარეშე ხო არ არსებობს ხოლმე და რას ვიზამთ.
ჩემი გმირებიც მადლობას გიხდიან, ისევე როგორც მე <3

 


№20  offline წევრი Ninuciusi

აუუ აზარტში შევედი ქალი და ჰოპ დასრულდა... ეს ინტრიგანი ხალხი რა ნერვებს მიშლით ხოლმე რა.. მოულოდნელად ველოდები შემდეგ თავს

 


№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ninuciusi
აუუ აზარტში შევედი ქალი და ჰოპ დასრულდა... ეს ინტრიგანი ხალხი რა ნერვებს მიშლით ხოლმე რა.. მოულოდნელად ველოდები შემდეგ თავს

ცუდები ვართ ეს ინტრიგნები და რა ვქნათ :დდდ

 


№22  offline წევრი ket-kat

ეს ფსიხი წყვილი მიყვარს!!! <3 კაი,თავზე ვიტყვი 2 სიტყვას: ისეთ დროს შეწყვიტე ინტრიგა ნამდვილად გამოგივიდა არავინ დაობს,, მარა კულმინაციის მომენტში აზრის გაწყვეტა და ამ ხერხით ფონს გასვლა ბანალურია ხოხვდები;))ანუ იმის თქმა მინდა რო შენ ეს საერთოდ არ გჭირდება რა ისედაც ყველაზე ტრენდული მწერალი ხარ საიტზე ჩემი აზრით <3 თუ არ გეწერება ვაბშე არ დაწერო რა თავიდან -თავამდე უბრალოდ გაწელვა არაა შენი სტილი და ძაან გთხოვ ნუ გაპაპსავდები. წარმატებები <3

 


№23  offline მოდერი D-roni

აი ვჩემი მოწიწებული აზრით ვაფშე არ უნდა გაბრაზდეს შაკო ელანას საქციელზე. ამ ბოლო დროს მოციცქნულ კომენტატებსვწრრ :d

 


№24  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ket-kat
ეს ფსიხი წყვილი მიყვარს!!! <3 კაი,თავზე ვიტყვი 2 სიტყვას: ისეთ დროს შეწყვიტე ინტრიგა ნამდვილად გამოგივიდა არავინ დაობს,, მარა კულმინაციის მომენტში აზრის გაწყვეტა და ამ ხერხით ფონს გასვლა ბანალურია ხოხვდები;))ანუ იმის თქმა მინდა რო შენ ეს საერთოდ არ გჭირდება რა ისედაც ყველაზე ტრენდული მწერალი ხარ საიტზე ჩემი აზრით <3 თუ არ გეწერება ვაბშე არ დაწერო რა თავიდან -თავამდე უბრალოდ გაწელვა არაა შენი სტილი და ძაან გთხოვ ნუ გაპაპსავდები. წარმატებები <3

ჰი, მართალი ხარ, შეიძლება ცუდად ჩანდა, უბრალოდ, ჯერ არ მქონდა კარგად დალაგებული შაკოს რეაქცია, რომელსაც ასე 4 გვერდი მაინც უნდა მოჰყოლოდა და შემდეგი თავისთვის მოვიტოვე.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

D-roni
აი ვჩემი მოწიწებული აზრით ვაფშე არ უნდა გაბრაზდეს შაკო ელანას საქციელზე. ამ ბოლო დროს მოციცქნულ კომენტატებსვწრრ :d

მოცუცქნულები დაწერე კაცო, არ მაქვს ფრითენზია :დდდ
მიხარია რომ ჩემთან ხარ <3

 


№25 წევრი აბლაბუდა

როგორ შეიძლება რომ ესენი ერთად არ იყვნენ???))

 


№26  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

აბლაბუდა
როგორ შეიძლება რომ ესენი ერთად არ იყვნენ???))

ეგეთი წაკლა ვინმე წერს რო დააშორა :დდ

M∆IIå Beŧa^°
ახლა შაკო იფიქრებს ბავშვი რომ ვერ გავაკეთე მაგიტომ მშორდება ასე ადვილადო და დაალეწავს ყველაფერს ისტერიჩკა ქალივით:დ როგორ მიყვარს მსგავსი მომენტები:დ
კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ ეს მოთხრობა:დ ძაან ნერვებს მიშლის.
რაც არ უნდა დიდი იყოს ტექსტი მოცულობით, კითხვის დასრულების შემდეგ ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი სიტყვა წავიკითხე:დ
რა ვქნა ჩემი ბრალია?:დ
შაკოს ვერ ვიტან ასე რომ აწვალებს ელენას მჰჰ
პატივისცემით მე❤❤

ვიმედოვნებ რომ ეს შეფასება დადებითია :დდდ

 


№27  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

M∆IIå Beŧa^°
ენ ჯეინი
აბლაბუდა
როგორ შეიძლება რომ ესენი ერთად არ იყვნენ???))

ეგეთი წაკლა ვინმე წერს რო დააშორა :დდ

M∆IIå Beŧa^°
ახლა შაკო იფიქრებს ბავშვი რომ ვერ გავაკეთე მაგიტომ მშორდება ასე ადვილადო და დაალეწავს ყველაფერს ისტერიჩკა ქალივით:დ როგორ მიყვარს მსგავსი მომენტები:დ
კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ ეს მოთხრობა:დ ძაან ნერვებს მიშლის.
რაც არ უნდა დიდი იყოს ტექსტი მოცულობით, კითხვის დასრულების შემდეგ ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი სიტყვა წავიკითხე:დ
რა ვქნა ჩემი ბრალია?:დ
შაკოს ვერ ვიტან ასე რომ აწვალებს ელენას მჰჰ
პატივისცემით მე❤❤

ვიმედოვნებ რომ ეს შეფასება დადებითია :დდდ

ვაიმე გული ხომ არ გატკინე დედაა:დდ უბრალოდ ნერვები მომეშალა ვერასდროს ვერ "ვნაყრდები" და ეგაა, ისეთ ადგილას წყვეტ ხოლმე:დ ცნობისთვის გულებიან სმაილსაც დავუწკაპუნე და მოვიწონე კიდეც:დ კაი სანამ მიტირია ჯობს წავიდე.

კაი, რას ამბობ :დდდ მივხვდი, რომ კარგი განძრახვა გქონდა, არ იტირო, პირიქით, შეგიძლია ყველაფერი ამოთქვა ხოლმე <3

 


№28  offline წევრი კეროლაინი

აუ ძალიან მომწონსს❤️❤️❤️❤️❤️❤️ მალე დადე რა

 


№29  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

კეროლაინი
აუ ძალიან მომწონსს❤️❤️❤️❤️❤️❤️ მალე დადე რა

მადლობა დიდი, მალე დავდებ <3

მარია.
ვერ ვიტან მაგავს კომენტარებს , მაგრამ...
მალე დადე რაააა!!!
ამათი ურთიერთობა ჩემს ფსიქიკაზე საშინლად მოქმედებს
და მალე თუ არ შერიგდნენ, ჩვეულებრივად გავაფრენ!

ჩემს ფსიქიკაზეც მოქმედებს ცოტა არ იყოს :დდდ
დღეს საღამოს დავდებ საყვარელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent