შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (ისტორიის დასასრული)


18-01-2019, 14:29
ავტორი Moonlight17
ნანახია 1 058

მთვარის წითელი სონატა (ისტორიის დასასრული)

მარიამი:*

ყველაფერი რუტინულად მიდიოდა, კიდევ ორი დღე ავიტანე ზღვაზე სიარული. რათქმაუნდა ძირითადად ქოლგის ქვეშ ვიჯექი და წყალში არ შევდიოდი.. უაზრობა იყო ჩემი აქ ყოფნა.
საშინლად მაფიქრებდა ის ფაქტი რომ თებეა ანდრეასთან თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა და ერთხელაც არ უხსენებია ადამიანი რომელმაც გაზარდა, დემეტრე.
-ხვალ რომ წავიდეთ რა აზრის ხარ?
წინ ჩამომიჯდა ავალიანი და წარბები ამიწია.
-ჩემს აზრებს რომ კითხულობ, ისედაც იცი ხო?
-როგორც ყოველთვის.
ორივეს ერთდროულად ჩაგვეცინა.
-მალე შენი დაბადებისდღეა, არ მინდა იქ იყო სადაც არ გსიამოვნებს.
დინჯად ამოიბურტყუნა და თებეა კალთაში ჩაისვა.
-სიმართლე გითხრა სვანეთში მინდა წასვლა. თბილისში გაჩერება საშინლად არ მინდა.ლილუ.. დედაჩემი.. ნათია გადაირევა. კარგად გამომლანძღავს ეს რა სიძე დამაკარგვინეო.
თვალები ავატრიალე და ხელს თავი დავაყრდენი.
-მაპატიე, ეს არ უნდა მეთქვა.
დავიმანჭე და ანდრეას გაცეცხლებულ თვალებს ქვემოდან ავხედე.
-ნათიას მე დაველაპარაკები თუ გინდა. ლილუსთან შენ მოაგვარე.
-გაჩუმდი. არმინდა საუბარი მათთან..
-როგორც შენ იტყვი, ორსულო.
დამცინა და თებეა დასვა რომ თავისი სათამაშოებით თამაში გაეგრძელებინა.
-უცნაური ვარ, ხო?
-უბრალოდ ხელიდან გაშვებული შანსი კიდევ ერთხელ მეძლევა, რომ ვნახო ნელნელა როგორ გაიბერები.
ჩამეცინა და ხელი მუცელზე მოვისვი.
მაშინვე თავი დახარა, ფეხები ზემოთ შემოაწყო და მუხლებზე თავი დამადო, ისე რომ ყური ჩემს მუცელზე ჰქონდა მიბჯენილი.
-ანდრეა რას აკეთებ.- სიცილი ვერ შევიკავე და პირზე ხელი ავიფარე.
-რავი, ვუსმენ. ფილმებში ხომ ასე აკეთებენ ხოლმე.
ბოლო ხმაზე ავხარხარდი. დამებღვირა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ვცდილობ რომანტიული ვიყო.
-ყველანაირი ბანალურობის გარეშე უკეთესი ხარ, ავალიანო.
მისკენ გადავიწიე, კალთაში ჩავუჯექი და ნაზად ვაკოცე. ხელები მისი კისრის გარშემო შემოვაწყვე.
-იცი იოანეს ადრე რა ვუთხარი?
-მითხარი- გავიღიმე. მისი ყოველი სიტყვის თქმისას ვხვდებოდი რომ რაიმე სასწაულს მეტყოდა. ეს ხომ ავალიანი იყო.
-ოღონდ, ეს მაშინ იყო სანამ პირადად გაგიცნობდი.
-ღმერთო ჩემო!
გამეცინა და თვალებში ჩავაშტერდი.
-ანუ ნოსტალგიური საღამო გვაქვს?
გავეკრიჭე. მან კი სახე დაასერიოზულა.
-თითოეულ სიტყვას თუ არ გამაწყვეტინებ, კი.
-კარგი, გისმენ.
-ეს რომ ჩემი შეყვარებული გახდეს, ალბათ არასდროს დავშორდებითქო.
ტუჩები შუაზე გამეპო. ამდენი ხნის შემდეგ, ამდენი ტკბილი მომენტის შემდეგ, მსგავსი რამის მოსმენა მისი პირიდან ჩემში ისევ დიდ აღმაფრენას იწვევდა.
-მიყვარხარ, ანდრეა.
ამოვიჩურჩულე და ძლიერად ჩავეხუტე.
-მეც. უთქმელად იცი, შენს გამო რამდენზე ვარ წამსვლელი.
ხელი ძლიერ მომხვია და ჩემი სურნელი ხარბად შეისრუტა…
მყუდრო იდელია მხოლოდ ტელეფონის ზარმა დაარღვია. მისი კალთიდან წამოვდექი და მაგიდაზე დადებულ მობილურს გადავწვდი. მაკა მირეკავდა. თვალები ავატრიალე.
-დაქალთან შერიგების დროა, მგონი.
ანდრეას ჩაეცინა და ხელები ჰაერში აწია.
-ხო მაკ..
-თბილისში ხარ?
-ხვალ ჩამოვდივარ, რა ხდება?
-გამომიარე, აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო.
-ლილუ კარგადაა?
-კი, შენ გეხება. გელოდები ხვალ.
-კარგი.
თვალებგაფართოებულმა გავთიშე ტელეფონი და ანდრეას გაკვირვებულ თვალებს შევეგებე.
-ორსულადვარ, რაღაც საქმე აქვს, თან შენ გეხებაო. და ხვალამდე ნამდვილად ვერ მოვითმენ.
ერთიანად ავკანკალდი და ჩამოვჯექი. ჩემს ანალიზებში იყო რამე ცუდად? ჩემი პატარა კარგად იყო?
ცუდზე ფიქრისას თვალებზე ცრემლები მომადგა.
-ჩავალთ და გაიგებ. დაწყნარდი.
მუხლზე ხელი ჩამომადო ანდრემ და ნუგეშის მიზნით ოდნავ გამიღიმა.
-ბავშვი რომ დავკარგო, მართლა ვერ გადავიტან.
ხმადაბლა ამოვისლუკუნე და თებეას გავხედე.
-მომისმინე, შემომხედე- გვერდით მომიჯდა და ჩემი სახე მის ხელებსშორის მოიქცია.- არავის დაკარგავ, თავს კარგად გრძნობ, ხომ ასეა?
თავი სწრაფად დავუქნიე და ინსტიქტურად მუცელზე ხელი დავიდე. თავისი ცერა თითებით მომწმინდა გაუაზრებლად ჩამოსული ცრემლები და მიმეხუტა.
მისი გულისცემა აჩქარებულიყო, ისევე როგორც ჩემი.
-თებეა რომ მყავს სასწაულია…
-კი სასწაული გოგონაა, მაგრამ მაგას რატომ ამბობ?
-თითქმის ნახევარი ორსულობა გათიშულმა გავატარე.
თვალებში ჩავხედე. საშინლად დასევდიანებული იყო. ვიცოდი ახლა მეტყოდა რომ დროს უკან დააბრუნებდა რომ ყველაფერი შეეცვალა, მაგრამ ეს ჩემს ახლანდენ მდგომარეობას არ გამოასწორებდა.
-ჩალაგებაში დაგეხმარები და შუადღისით გავიდეთ.
-რა?! დღეს?
მოულოდნელობისგან წამოვიკივლე.
-კი დღეს, ასეთს ვერ გიყურებ-თმებზე მომეფერა და შუბლზე თავისი უხეში ტუჩებით ნაზი კოცნა დამიტოვა.
თავი დავუქნიე და საწოლისკენ ავიარე კიბეები, რომ იქ დაყრილი ნივთები მომეგროვებინა და ჩამომეტანა. თავგზა არეული ვიყავი, ვერაფერზე ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო ისეთი რასაც მაკა ტელეფონით ვერ მეტყოდა?!
ღრმად ამოვისუნთქე და მუცელზე ხელი მოვისვი. ვგრძნობდი, რომ ჩემს პატარას ყველაფერი რიგზე ჰქონდა…
-აბა რაში მოგეხმარო?
ანდრეას გავხედე, მომიახლოვდა თუარა სიგარეტის სურნელი ერთიანად მოიტანა.
ხელი ავუწიე რომ გაჩერებულიყო.
-ახლა გული ამერევა.
სიცილით ვუთხარი. წარბები დაახლოვა თუმცა შემდეგ მიხვდა რაზეც ვეუბნებოდი.
-ვანებებ ნელნელა, ცოტახნით აიტანე.
-კიდევ კარგი მე დავანებე.
-თორემ მომიწევდა შენს დასანახად თითოეული ღერის გადატეხვა და სანაგვეში გადაგდება.
-საზიზღარო.
ხელები პატარა ბავშვივით ტუჩგადმობრუნებულმა ზემოთ ასწია.
-კარგი შენ აქ მიხედე, მე დაბლა მივაგროვებ.
თავი დავუქნიე, გამიღიმა და დაბლა ჩავიდა.
პატარა მოაჯირს მივუახლოვდი და გადავხედე. თებეა ხელში აიტაცა და სახე მთლიანად დაუკოცნა. გული სითბოთი ამევსო. როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს. რათქმაუნდა, ისინო ხომ ძალიან გავდნენ. ფიქრებს მოვწყდი და ისევ ტანსაცმლის დაკეცვა გავაგრძელე…

***
ხუთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ანდრეამ მანქანა მაკას სახლთან გააჩერა. ჩემს პატარას უკანა სავარძელზე გატრუნულს ეძინა.
-მალე მოვალ, კარგი?
-ლილუ თუ მანდაა, არამგონია მალე დაბრუნდე.
გამიცინა და ჩემსკენ გადმოიხარა. თავი წამით უხერხულად ვიგრძენი. დიდიხანია ეს არ გაგვიკეთებია. ჩამეღიმა და ნაზად შევეხე ტუჩებით. დე-ჟა-ვუ.
მანქანიდან ორივე ერთდროულად გადმოვედით.თვალი გამომაყოლა როგორ მივდიოდი კარისკენ და შემდეგ სიგარეტს მოუკიდა.
გული ამოვარდნაზე მქონდა. კარზე მსუბუქად, ორჯერ დავაკაკუნე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. მალევე კარები გაიხსნა.
-მოვედი მაკ.
-მარიამ? ხვალ გელოდი.
თვალები გაუფართოვდა და ჩემს უკან წარბებ შეტყუპებულმა გაიხედა.
მივხვდი, ანდრეას უყურებდა.
-ეს ისაა?
-კი, ანდრეაა. ყველაფერს მოგიყვები მაგრამ მანამდე უნდა მითხრა რა ხდება.
გვერდით გაიწია რომ სახლში შესვლის საშვლება მოეცა ჩემთვის. როგორც ვატყობდი მარტო იყო. ალბათ ასეც ჯობდა. დაქალთან სალაპარაკოდ ჯერ მზად არ ვიყავი…
მაკას გავხედე, ჯერ კიდევ ავალიანზე მიშტერებული, ეჭვის თვალით ნელა კეტავდა კარს. “კერძო ბინის უარყოფითი მხარეები” გავიფიქრე ჩემთვის.
-ყავა ან ჩაი ხოარ გინდა?
-ამ შუაღამეს ყავა რომ დავლიო, გავათენებ.
ორივეს ერთდროულა გაგვეცინა.
-რავიცი, ჩემი შვილი 24საათი ყავაზეა შემჯდარი.
ხელები გაასავსვა და ფუმფულა დივანში ჩაეშვა. პირდაპირ დავუჯექი.
-არ მეტყვი?
წარბი ავუწიე. ხმა მიკანკალებდა. ვლოცულობდი, ვოცნებობდი ჩემს პატარას არაფერი დამართნოდა. ინსტიქტურად მუცელზე ხელი მივიდე.
-ბავშვს არ ეხება, დამშვიდდი- ჩემი რეაქცია შეამჩნია და მსუბუქად გამიღიმა, რამაც ოდნავ შვება მომგვარა- უფრო სწორად,ეხება მაგრამ არაფერი უჭირს. კარგადაა.
-ძალიან მაბნევ მაკა.
-შენც ასევე, მარიამ. გარეთ ვინც გიცდის, იმაზე ვფიქრობ.
-ხო.. ეს ცოტა გრძელი ამბავია. მე და დემეტრე..
-კარგი, არ ჩავერევი ჩემო გოგო. მაგრამ ზუსტადაც დემეტრეზე უნდა დაგელაპარაკო. ვალდებული ხარ იცოდე.
-კარგი, გისმენ- ნეწყვი მძიმედ გადავყლაპე.
-რამდენად ხშირად გქონდათ კავშირი?
-ეს მნიშვნელოვანია?- სახე დავმანჭე. მეორე დედასთან ამ თემაზე საუბარი მეუხერხულებოდა. თუმცა დასარცხვენი არც არაფერი იყო, იმის შემდეგ რა მდგომარეობებშიც მაკას ვუნახივარ…
-თვეში რამდენჯერმე, ალბათ 4-5. არვიცი მაკა.
ხელი ჰაერში ავიქნიე და თვალები მოვისრისე.
-თავს იცავდი?
- არა აბები არასდროს დამილევია, არც თვითონ იყენებდა რამეს.
-მოკლედ, საავადმყოფოში იყო რამდენიმე დღის წინ.
-კარგადაა?
-ნაცემი იყო, პასუხი არ გამცა.
თავი დარცხვენილმა ჩავხარე და თვალების ცეცება დავიწყე.
-კარგი, ეგრეც მივხვდი.
ამოიხვნეშა მაკამ. ვიცოდი ანდრეაზე ჰქონდა საუბარი, შედავებას არ ვაპირებდი. ყველაფერი ზედმეტად თვალსაჩინო იყო. ახლა ხომ ანდრეასთან ერთად ვიყავი…
-უცხოეთში მიდის, თავისი სტიპენდიით. ანალიზების დატოვება უნდოდა, იმ შემთხვევისთვის თუ იქამდე ვერ ჩამოვა, სანამ იმშობიარებ.
-კარგი?...
-ყველაფერი ჩავიბარე, აფსოლიტურად ყველაფერი.
-ეს კარგია მგონი, ასე უფრო მალე გაირკვევა ყველაფერი.. არა?
ეჭვით ვიკითხე.
-დემეტრე უნაყოფოა, მარიამ.
-რა?!
წამოვიკივლე. ვიგრძენი ერთიანად როგორ გავფითრდი. სისხლმა სწრაფად დაიწყო მოძრაობა. ჰაერი ხარბად შევისუნთქე. მაკა სევდიანად თავს მიქნევდა. ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი აზრზე, რა ხდებოდა.
-სამუდამოდ არა, მკურნალობით გამოჯანმრთელება შეიძლება. მაგრამ მისმა ანალიზებმა ამ დროისთვის ასეთი პასუხი მომცა.
-ღმერთო ჩემო…
ხელი კანკალით მივიდე პირზე. ეს იმას ნიშნავდა რომ..
-ყველაფერს ხვდები ხომ?
-იმის თქმა გინდა რომ… მეორედ ვარ ფეხმძიმედ ავალიანისგან?
ჩემი კითხვა წამოკივლებას გავდა.
თავი დამიქნია.
მაშინვე ფეხზე წამოვხტი. გული გამალებით მიცემდა. დემეტრეს მიმართ სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა… მართლაც ვწუხდი მის გამო..
-მაკა რაღაც მინდა გთხოვო.
-მარიამ, ჯერ დამშვიდდი.ისეთი რეაქცია გაქვს ვერვიგებ, გიხარია თუ პირიქით..
-გთხოვ,არავის უთხრა!
-რას ამბობ, ეს პირადულია. შენც არ გეტყოდი კავშირში რომ არ იყო. ექიმური კონფიდენციალურობა, ხომ იცი.
დაბნეულმა გამიღიმა.
-თვითონ იცის?..
-არ მოსულა მეტჯერ.
თავი ნერვულად დავუქნიე.
-უნდა წავიდე, ხომ არ უთქვამს როდის მიემგზავრება?
-კვირის ბოლოს, ლილუსგან ასე ვიცი.
თავი დავუქნიე, მაკას თბილად გადავეხვიე. გაოცებული, ხელგაშლილი დავტოვე და სახლიდან სწრაფად გამოვედი. მუცელზე ხელი მოვისვი და ჩამეცინა. ღმერთო.. ახლა ავალიანის სიხარულის ჯერი იყო.
ერთიანად უამრავ რამეზე მეფიქრებოდა… დემეტრე ამას რომ გაიგებდა გული ათმაგად ეტკინებოდა. კარგია, თუ მიემგზავრება. მისთვის ასე იქნება უკეთესი.
მანქანაში უხმოდ ჩავჯექი.
მანქანა დაქოქა.
-აბა?
ღიმილს ძლივს ვიკავებდი. მგონი პირველად იყო შემთხვევა, როცა რაღაც ისეთი ვიცოდი რაც ანდრეამ არა.
-შეიძლება ამღამ შენთან დავრჩეთ მე და თებეა?
-სულელური კითხვები- თვალები აატრიალა და საჭეს ხელი უფრო მჭიდროდ მოხვია.- რაო მაკამ?
სანამ კითხვას დამისმევდა და პასუხს გავცემდი, უკვე ვატყობდი რომ მისი სახლისკენ გადაუხვია.
-ჩემი მონაცემები ჩაიწერა, სიმპტომები..
ვიცოდი საშინელი მატყუარა ვიყავი ყოველთვის. მაგრამ სიმართლეს მაშინ ვეტყოდი, როდესაც მანქანას გააჩერებდა. ასე სამივეს უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნებოდა. უფრო სწორად ოთხის..
მიცელზე ხელი ღიმილით მოვისვი.
აი ამას ჰქვია ბედისწერა!
-უსაშინლესი მატყუარა ხარ.
თვალები ავატრიალე. თავის პროფესიას ისევ კარგად ფლობდა, რაც ჩემი ფიქრების კითხვას მოიაზრებდა.
-სახლში გეტყვი.
ჩემი სიტყვების თქმა და ანდრეას გაზზე ფეხის მიჭერა, ერთი გახდა.
-რას აკეთებ, არ გაეღვიძოს.
მაშინვე თებეას გადავხედე უკანა სავარძელზე.
-არ გაეღვიძება. მამიკოს ინტერესი კლავს და გაუგებს.
-ეგოისტო.
-გაჩერდი მარიამ, თებეა შენზე ნაკლებად არ მიყვარს.
-ვიცი, ვიცი.
ხმადაბლა ჩავიცინე.
იმდენად სწრაფად დაყავდა, დაახლოებით სამ წუთში მის ჭიშკართან ვიყავით.
-უამრავი საძინებლიდან რომელიც გინდა ის აარჩიე თებეასთვის.
ხმადაბლა მითხრა როდესაც ხელში აყვანილი თებეა სახლში შეიყვანა და შემდეგ კიბეებს აუყვა.
-და ჩემთვის?
წარბი ავუწიე.
-მაგას სერიოზულად მეკითხები?!
დაბღვერილმა გამომხედა. სიცილი ვერ შევიკავე და გადავიხარხარე. პირზე ხელი ავიფარე რომ ხმა ძალიან მაღალი არ ყოფილიყო.
უკან მივყევი, თებეა მის გვერდით ოთახშიშეიყვანა. იქ სადაც პირველად რომ მომიყვანა აქ, მე მეძინა.
ჩამეღიმა მოგონებების გახსენებისას და მათ მივუახლოვდი. ანდრეას დავხემარე და თებეას ტანსაცმელი მარტივად გამოვუცვალეთ.
-არ ვარ მიჩვეული რომ ოთახში მარტოს ეძინოს..
-კარს ღიას დავტოვებ. უცხოეთში სულ ასე იქცევიან.
-ოჰო.
ეს რათქმაუნდა მეც ვიცოდი. მისი მზრუნველობა თებეასადმი მაგიჟებდა. ერთი შეხედვით ვხედავდი როგორი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა.
ოთახი ჩუმად დავტოვეთ. ჩემს წინ მიდიოდა. მისი ოთახის კარები შეხსნა თუარა ერრთიანად გავბრუვდი.
აქ ბოლოს წლების წინ ვიყავი.
თავჩახრილი შევყევი და თვალი მოვავლე იქაურობას. გაოცებული დავრჩი. არაფერი იყო შეცვლილი, საერთოდ არაფერი… აქაურობა მისი სურნელით ერთიანად იყო გაჟღენთილი.
-რაიყო?
-დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ…
სევდიანად გავუღიმეთ ერთმანეთს. ხელი ნელა გადავატარე იქვე დადებულ ფირს და მის ფირფიტებს. ღიმილს ვერ ვწყვეტდი. საბოლოოდ კი რაფასთან შევჩერდი. ეს ხომ ჩემი ადგილი იყო…
-მგონი, შენი შარვალი რომ მომაგდო, მხოლოდ ამითაც კი დავორსულდები.
-რა?!
შევატყვე დაიბნა მაგრამ ჩემს უკბილო ხუმრობაზე მაინც ჩაიცინა.
-მაკას ამიტომ უნდოდა ჩემთან ლაპარაკი.. ანდრეა.
თვალებში ღიმილით შევხედე და მუცელზე მაშინვე ხელი მივიდე.
მისი თვალები აგიზგიზდა, სწრაფად ადგა მომიახლოვდა და წინ დამიდგა.
-გაიმეორე..
-მუცელში ავალიანი მიზის, ანდრეა.
ჩურჩულით ამოვილაპარაკე და თვალებში ჩავაშტერდი. დაბნეულობისგან და ემოციებისგან, მეგონა წაიქცეოდა. უსწრაფესად მომკიდა წელზე ხელები, ჩამეხუტა და დამატრიალა.
ერთიანად ამიტყდა სიცილი და მთელი ძალით მოვეხვიე.
როდესაც ფეხები კვლავ იატაკს შევახე, ჩემს მხარს მოშორდა და მოწყურებული ტუჩებზე დამეძგერა.
ვნებისგან და სიყვარულისგნ ორივე ერთიანად ვიწვოდით. ეს იყო მომენტი, სადაც ხმის ამოღება ზედმეტი იყო.
როდესაც საკმარისი მეფერა, ოდნავ მომშორდა და თმები აიქექა. ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო…
-და ეს.. საიდან გაიგო მაკამ?
დაბნეულმა მკითხა.
-დემეტრემ ანალიზები დატოვა, უნაყოფოა.
სერიოზული სახე ნელნელა დაასევდიანა და შემდეგ გადაიხარხარა.
-ანდრეა! ნუ იცინი, ცუდი საქციელია.
-ეხლა ქმრის დაცვა არ დაიწყო რა.
ხელი სიცილით აიქნია და მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი. ‘ქმარი’. დემეტრეს ეს სტატუსი ისევ ჰქონდა. მე კი ცოლის და მაინც ჩემს პირველ სიყვარულთან ერთად ვიჯექი საწოლზე.
ანდრეამ და მე მზერა ჩემს ბეჭედზეერთდროულად გავაჩერეთ.
-ვიცი, უნდა მოვიხსნა, მაგრამ…
-ჯობია ხმა არ ამოვიღო, თორემ რამეს ძალიან ცუდად გეტყვი.
წარბები ამიწია ანდრეამ და საწოლზე გადაწვა.
-არ უნდა გავყოლოდი.-ამოვიხვნეშე და ბეჭედი თითზე დავიტრიალე. მეზიზღებოდა წყვილები როდესაც განქორწინებით ამთავრებდნენ და ახლა მეც ერთერთი მათგანი გამოვდიოდი. ბეჭედი მოვიხსენი და ჯინსის ჯიბეში კარგად ჩავდე, რომ არ დამკარგვოდა.- ახლა არ თქვა, ხომ გეუბნებოდიო.
-ხომ გეუბნებოდი.
თვალები ავატრიალე და დავებღვირე. სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.
-მოდი ჩემთან.
ხელი გამიშალა. შარვალი გავიხადე და მაისურით ლოგინში შევწექი. მის ხელზე თავი ჩამოვდე,ზურგით დავწექი და სახე მისკენ გავატრიალე.
თვალებში მიყურებდა, სანამ ხელს აამოძრავებდა.შემდეგ ორივე მის ხელს ვუცქერდით.
ნელა მომკიდა მაისურის ბოლოებზეხელი და მკერდამდე ამიწია.
გაშლილი მტევანი ასევე ნელა და ფრთხილად დამადო მუცელზე და შემდეგ გაიღიმა.
თვაკები დავხუჭე და გავინაბე. ზაფხულის მიუხედავად მისი გავარვარებული ხელი ჩემს მუცელზე,ძალიან მსიამოვნებდა…


*სამი თვის შემდეგ*


“ნათიას,

დედა, იმედიმაქვს კარგად ხარ. პირველად ვგზავნი ფოსტით წერილს და არ ვიცი, ამას როდის მიიღებ. ძველი ნომერი გადავაგდე. ახალს კონვერტის შიდა მხარეს დაგიწერ და მაშინვე დამირეკე.
ძალიან მენატრები და ვიცი რომ საშინლად გაბრაზებული ხარ ჩემზე.
მაპატიე.. მაპატიე რომ ასე უთქმელად წავედი. მაკა და ლილუ ალბათ გეტყოდნენ რომ ავალიანთან ერთად ვარ და არ ინერვიულებდი…
შენ ხომ ყოველთვის მოგწონდა ანდრეა.
ორ კვირაში ჩამოვალ, ახლა რაჭაში ვართ, მანამდე სვანეთი მოვიარეთ. ძალიან, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს დე!
უბრალოდ მჭირდებოდა ოჯახური განტვირთვა ყველაფრისგან.. ანდრეას და თებეას ვგულისხმობ. თებეაც კარგად არის. იმედი მაქვს გამიგებ.
და კიდევ… ჩემი პატარაც კარგად არის. ნელნელა მუცელი მებერება, ხომ იცი ეს როგორც ხდება, არა?
თავის დროზე არ გითხარი, დაგიმალე, შემრცხვა რომ მოღალატე ცოლი ვიყავი. ეს პატარაც ანდრეასია.
ამის გამო დავშორდი დემეტრეს.
ხო მართლა. გუშინ ექოსკოპიაზე ვიყავი და დავრწმუნდი რომ მაკას გარდა არცერთი ექიმი არ მიყვარს. მომიკითხე.
ბიჭია.. ჩემს მუცელში პატარა კაცუნაა რომელიც შენ წარმოიდგინე და ძალიან მოძრავია.
მოკლედ, დამირეკე, მაპატიე.
შენზე მეტად არავინ მიყვარს მართლა დედა! ძალიან,ძალიან მიყვარხარ!”


“დემეტრეს.

დემეტრე, არ ვიცი დაბრუნდი თუ არა უცხოეთიდან. თუ არა, ამ წერილს მაშინ ნახავ, როცა ჩამოხვალ. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვს და რთულ კარიერას მარტივად უმკლავდები.
არ დავიწყებ თქმას რამდენად კარგი ადამიანი იყავი ჩემთვის. დაუნახავი არ გეგონო, ამას ყოველთვის ვხედავდი. თებეას ნახვას თუ მოინდომებ, შეგეძლება ნახო კიდეც.
ჩემს ბოდიშს თუ მიიღებ, გიბოდიშებ ყველაფრის გამო, რაც კი გაწყენინე.
მშვიდობიანად მინდა ყველაფრის დამთავრება, ზედმეტის გარეშე ამ წერილთან ერთად ჩავდებ განქორწინების საბუთებს და ქორწინების ბეჭედს.
თავს გაუფრთხილდი დემეტრე, კარგი, ნიჭიერი ადამიანიხარ. შენნაირი მხატვრები არ უნდა იკარგებოდნენ.”



“ლილუს.
ჩემს ერთადერთ და უსაყვარლეს დაქალს.

მიუხედავად იმისა, რომ შენზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ძალიან მიყვარხარ ლილუ. ვიცი ეგოისტურად მოვიქეცი, ორსული დაქალი არც კი მოვიკითხე, მაგრამ მიცნობ როგორი ქარაფშუტავარ და როგორი ხელაღებული ვხდები როცა ავალიანის გვერდით ვარ.
ამას მარტივად გამიგებ. შენ ხომ ყოველთვის გესმის ჩემი.
იმედიმაქვს კარგად ხართ, შენ, პატარა და იოანე.
სანდროს ეხმიანები ხოლმე? აუცილებლად მომიკითხე. თებეას ძალიან მოენატრა ეგ მასხარა.
რომ იცოდე, ბიჭს ველოდები. ძალიან მაინტერესებს შენის სქესიც. თუ ბიჭია, როგორი ბავშვობის ძმაკაცები გაიზრდებიან წარმოიდგინე!
თუ გოგო, ჩემი და ჯაჭვლიანის მეორე გამოშვება გამოვა. ეჭვი არ მეპარება.
ძალიან მენატრები დაქალო! მალე ჩამოვალ, საჭორაო ძალიან ბევრი გვაქვს… ნათიას დაუკავშირდი, ჩემს ახალ ნომერს მოგცემს და დამირეკე. თუ ჩემზე არხარ გაბრაზებული. მომენატრა შენი ბუზღუნი ძალიან, ძალიან.
წერა უნდა შევწყვიტო, სამზარეულოდან დამწვრის სუნი მცემს. სამომავლოდ გაითვალისწინე, საჭმლის გასაკეთებლად მამა-შვილი მარტო არასდროს დატოვო!
გკოცნი.”


***


ყველაფერი დასრულდა.
ორნი ვიწექით ლოგინზე ერთმანეთის პირისპირ და ხმის ამოღება არცერთს არ გვინდოდა ,რადგან ამ სასიამოვნო სიჩუმეს რომელსაც მხოლოდ მელოდია არღვევდა, ჩვენი ხმა აამღვრევდა … ტუჩებზე ვუყურებდი ,თან მსუბუქი და ჩემთვის საოცრად მიმზიდველი მელოდია ჩამესმოდა, ჩემი მარჯვენა ხელი ეჭირა და თავისი ცერა თითით ნელი ხახუნით მეფერებოდა . ჩემი მარცხენა ხელი კი მის სახეს ვერ შორდებოდა …უფრო ახლოს მივიწიეთ ერთმანეთთან.მაგრად მიმიკრა მკერდზე და ჩემს წითელ თმებში ჩარგო თავი …მუსიკა ისმოდა, უკვე ყველასთვის ისმოდა.. ჩვენ ვიწექით ლოგინზე ოთახის შუაში ირგვლივ კი ჩვენი გრძნობები დაქროდნენ,მოგონებები დაქროდნენ, ერთად გამოვლილი სირთულეები და ტკბილი დიალოები დაქროდნენ .. ზოგიც თვალ უწვდნენელ ჭერს ასკდებოდა ზოგიც უზარმაზარ კედლებს . ჩვენ კი ვიწექით ერთმანეთში და კვლავ ნელი სინაზით ვუსმენდით მელოდიას რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნოდა და რომელიც გვეგონა რომ უკვე ყველას ესმოდა.



მთვარის წითელი სონატა.
ისტორიის დასასრული.





მოკლედ, არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეათო. ბევრჯერ ავღნიშნე და ახლაც საბოლოოდ ვიტყვი, ეს ისტორია ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის!
თქვენ ჩემო უსაყვარლესო მკითხველნო ძალიან ბევრს ნიშნავთ!
ყველას გავუგებ, ვისაც უარყოფითი დამოკიდებულება შეექმნება მთლიანობაში ამ ისტორიის მიმართ, რადგან ყველას გემოვნება ინდივიდუალურია, შეხედულებებია ინდივიდუალური.
მოკლედ თქვენი საბოლოო დასკვნის და კომენტარის გაკეთების დრო დადგა!
იმედი მაქვს იმედი არ გაგიცრუეთ არც მე, არც ანდრეამ და არც მარიამმა!
მიყვარხართ! გელით!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Life is wonderful

ვაი... მათლა ვაი... წინა თავზე კი დაგიწერე უკომენტაროდთქო. აბათ აქაც ანას ავწერდი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ შემიძლია ჩემი ემოციები მხლოდ "უკომენტაროდ"-ით ავღწერო. აუუუ აიიი ძალიან მაგარი გოგო ხარ რაა, აი პირდაპი საოცრება, ვიცი ეს უკვე მილიონჯერ გითხარი, მაგრამ კიდევ მილიონჯერ გაგინეორებ. ვაღიარებ დემეტრე საშინლად შემეცოდა უნაყოფობის გამო. მართლა ძალიან. მაგრამ აუუუჰჰჰ ძალიან ბედნიერი ვარ... ხო ვთქვი დასასრული ბომბი იქბევათქო არა?! ხოდა არც შევმცდარვარ, მართლა სრულყოფილი იყო. შემიყვარდა მე ეს ძცელი ფირებიც, ეს წითურიც, ეს ანდრეას მსგავსი არსებაც, ეს სვანიც, ეს ჯერ დაუბადებელი საოცრებაც და რაც მთავარია ეს მთვარის წითელი სონატაც და ხო კაი რაიყო შენ არ დამვიწყებიხარ შენ ხო მთავარი ხარ ხოდა შენ ჩემო საოცრება. მოკლედ რა არ ვიცი რა გითხრა, ვერ ავღწერ ჩემს ემოციებს. ნუუუ რავიცი რააა. მოკლედ ველოდები შენს ახალ ისტორიას რომელიც დარწმუნებული ვარ ასეთივე კარგი იქნება და უკეთესი კიი. წარმატებებს გისურვებ და მოდი კიდევ ერთხელ გეტყვი რომ საოცრება ხაარ. ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 


№2  offline მოდერი Moonlight17

ვაი!! შენ ჩემს გაწითლებას არ წყვეტ ხომ?:დდ❤️ შენ შენი სითბოთი შემაყვარე თავი მე! დიდი დიდი მადლობა ყველაფრისთვის!
ვეცდები თავი ძალიან არ მოგანატრო.❤️
Life is wonderful
ვაი... მათლა ვაი... წინა თავზე კი დაგიწერე უკომენტაროდთქო. აბათ აქაც ანას ავწერდი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ შემიძლია ჩემი ემოციები მხლოდ "უკომენტაროდ"-ით ავღწერო. აუუუ აიიი ძალიან მაგარი გოგო ხარ რაა, აი პირდაპი საოცრება, ვიცი ეს უკვე მილიონჯერ გითხარი, მაგრამ კიდევ მილიონჯერ გაგინეორებ. ვაღიარებ დემეტრე საშინლად შემეცოდა უნაყოფობის გამო. მართლა ძალიან. მაგრამ აუუუჰჰჰ ძალიან ბედნიერი ვარ... ხო ვთქვი დასასრული ბომბი იქბევათქო არა?! ხოდა არც შევმცდარვარ, მართლა სრულყოფილი იყო. შემიყვარდა მე ეს ძცელი ფირებიც, ეს წითურიც, ეს ანდრეას მსგავსი არსებაც, ეს სვანიც, ეს ჯერ დაუბადებელი საოცრებაც და რაც მთავარია ეს მთვარის წითელი სონატაც და ხო კაი რაიყო შენ არ დამვიწყებიხარ შენ ხო მთავარი ხარ ხოდა შენ ჩემო საოცრება. მოკლედ რა არ ვიცი რა გითხრა, ვერ ავღწერ ჩემს ემოციებს. ნუუუ რავიცი რააა. მოკლედ ველოდები შენს ახალ ისტორიას რომელიც დარწმუნებული ვარ ასეთივე კარგი იქნება და უკეთესი კიი. წარმატებებს გისურვებ და მოდი კიდევ ერთხელ გეტყვი რომ საოცრება ხაარ. ❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Life is wonderful

Moonlight17
ვაი!! შენ ჩემს გაწითლებას არ წყვეტ ხომ?:დდ❤️ შენ შენი სითბოთი შემაყვარე თავი მე! დიდი დიდი მადლობა ყველაფრისთვის!
ვეცდები თავი ძალიან არ მოგანატრო.❤️
Life is wonderful
ვაი... მათლა ვაი... წინა თავზე კი დაგიწერე უკომენტაროდთქო. აბათ აქაც ანას ავწერდი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ შემიძლია ჩემი ემოციები მხლოდ "უკომენტაროდ"-ით ავღწერო. აუუუ აიიი ძალიან მაგარი გოგო ხარ რაა, აი პირდაპი საოცრება, ვიცი ეს უკვე მილიონჯერ გითხარი, მაგრამ კიდევ მილიონჯერ გაგინეორებ. ვაღიარებ დემეტრე საშინლად შემეცოდა უნაყოფობის გამო. მართლა ძალიან. მაგრამ აუუუჰჰჰ ძალიან ბედნიერი ვარ... ხო ვთქვი დასასრული ბომბი იქბევათქო არა?! ხოდა არც შევმცდარვარ, მართლა სრულყოფილი იყო. შემიყვარდა მე ეს ძცელი ფირებიც, ეს წითურიც, ეს ანდრეას მსგავსი არსებაც, ეს სვანიც, ეს ჯერ დაუბადებელი საოცრებაც და რაც მთავარია ეს მთვარის წითელი სონატაც და ხო კაი რაიყო შენ არ დამვიწყებიხარ შენ ხო მთავარი ხარ ხოდა შენ ჩემო საოცრება. მოკლედ რა არ ვიცი რა გითხრა, ვერ ავღწერ ჩემს ემოციებს. ნუუუ რავიცი რააა. მოკლედ ველოდები შენს ახალ ისტორიას რომელიც დარწმუნებული ვარ ასეთივე კარგი იქნება და უკეთესი კიი. წარმატებებს გისურვებ და მოდი კიდევ ერთხელ გეტყვი რომ საოცრება ხაარ. ❤️❤️❤️❤️❤️

ხო არ ვწყვეტ და არც შეწყვეტ. მადლობა მე კი არა შენ ასეთ საოცარ ისტორიას რომ გვიწერ. ხომ იმედია მართლა არ მგვანატრებ თავს. ❤️❤️❤️❤️
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 


№4  offline წევრი Soposofi

დასასრულზეც კაი მაბღავლე თან მიხაროდა და თან არმინდოდა ამ ისტორის დასრულება ისე მივეჩვიე ამათ და შენ რომ იცოდე არ გვალოდინო დიდი ხანი და საინტერესო ისტორიებით დაგვიბრუნდი ისევ მადლობაა სუპეეერ გოგო ხარ ასე მაგრად რომ წერ ❤️????

 


№5  offline მოდერი Moonlight17

შენ ჩემი ბღავილი უნდა გენახა, ‘დასასრული’ რომ ავკრიფე ვორდში და ფაილი დავხურე. რომ ვიცოდი რომ ამ ისტორიას აღარ გავაგრძელებდი...
მოკლედ მადლობა ყველაფრისთვის ჩემო გოგო! თანადგომისთვის❤️❤️
Soposofi
დასასრულზეც კაი მაბღავლე თან მიხაროდა და თან არმინდოდა ამ ისტორის დასრულება ისე მივეჩვიე ამათ და შენ რომ იცოდე არ გვალოდინო დიდი ხანი და საინტერესო ისტორიებით დაგვიბრუნდი ისევ მადლობაა სუპეეერ გოგო ხარ ასე მაგრად რომ წერ ❤️????

 


№6  offline წევრი ბაბუნაშვილი

au srulad tu dadeb dzaan kai ikneba

 


№7  offline მოდერი Moonlight17

კი დავდებ, ვაპირებდი კიდეც ❤️❤️
ბაბუნაშვილი
au srulad tu dadeb dzaan kai ikneba

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

უნო პერFექტო!
სხვა ფა შენიძლია ვთქვა?!
ზუსტად ის იყო რაც უნდა უოფილიყო! ზუსტად ისე დამთავრდა როგორც იმსახურებდა ისტორია!
და მეც ისე მიყვარს ეს ისტორია როგორც შენ!
ჰო ანდრეა არვიცი უბრალოდ ვგიჟდები ამ ადამიანზე და მორჩა!
მარიამიც მიყვარს თავისი სულელური საქციელებისდა მიუხედავად ♥️
ჰო დემეტრეც მძულს მაგრამ სიძულვილიც ჰომ გრძნობაა ♥️♥️
მაკა მაგარი ქალია ლილუ და მოკლედ ყველა პერსონაჟი ჩემთვის მეტწილად ბევრს ნიშნავს და მათ გარეშე ცუდი თუ კარგი მხარეების გარეშე ისეთი ვერიქნებოდა ეს ისტორია როგორიც უნდა ყოფილიყო♥️
თავისი ინტრიგებით ემოციებით გრძნობებით დაძაბულობით სიყვარულით ყველაფრით დამუხტული რამაც ასე ძაან მიმიზიდა და ასე შემაყვარა ეს ისტორია და თითოეული მათგანი და მიხარია რომ წავიკითხე ეს ისტორია და სულ მეცოდინება და მემახსოვრება ჩემი ანდრეა და მარიამი რომლებმაც ცხოვრებას გაუძლეა და კიდეც გაუძლებენ და მათმა სიყვარულმა ამდენი შეძლო და შეძლებენ კიდეც ♥️♥️♥️
ჰო აი ამის თქმა მინდოდა შენ კი გაფრთხილებ არ დაიკარგო და მალე გამოჩნდი ახალი სიახლიტ რათა ჩემმა თვალებმა კვლავ გიხილონ ♥️♥️ კორაზონ ლავ იუ მუჩაჩო :დ ♥️

 


№9  offline მოდერი Moonlight17

Te quiero mucho! რახან ესპანურად დამიწერე, ესპანურადვე გიპასუხე :დდ❤️ მიხარია, ძალიან მოხარული ვარ რომ მოგეწონა! ვეცდები, მართლა ძალიან ვეცდები რაც შეიძლება მალე დაგიბრუნდეთ ❤️❤️❤️ თორემ დიდი ხანი არამგონია გავძლო ჩემი ტკბილი მკითხველების გარეშე!
ტკბილიწიწაკა
უნო პერFექტო!
სხვა ფა შენიძლია ვთქვა?!
ზუსტად ის იყო რაც უნდა უოფილიყო! ზუსტად ისე დამთავრდა როგორც იმსახურებდა ისტორია!
და მეც ისე მიყვარს ეს ისტორია როგორც შენ!
ჰო ანდრეა არვიცი უბრალოდ ვგიჟდები ამ ადამიანზე და მორჩა!
მარიამიც მიყვარს თავისი სულელური საქციელებისდა მიუხედავად ♥️
ჰო დემეტრეც მძულს მაგრამ სიძულვილიც ჰომ გრძნობაა ♥️♥️
მაკა მაგარი ქალია ლილუ და მოკლედ ყველა პერსონაჟი ჩემთვის მეტწილად ბევრს ნიშნავს და მათ გარეშე ცუდი თუ კარგი მხარეების გარეშე ისეთი ვერიქნებოდა ეს ისტორია როგორიც უნდა ყოფილიყო♥️
თავისი ინტრიგებით ემოციებით გრძნობებით დაძაბულობით სიყვარულით ყველაფრით დამუხტული რამაც ასე ძაან მიმიზიდა და ასე შემაყვარა ეს ისტორია და თითოეული მათგანი და მიხარია რომ წავიკითხე ეს ისტორია და სულ მეცოდინება და მემახსოვრება ჩემი ანდრეა და მარიამი რომლებმაც ცხოვრებას გაუძლეა და კიდეც გაუძლებენ და მათმა სიყვარულმა ამდენი შეძლო და შეძლებენ კიდეც ♥️♥️♥️
ჰო აი ამის თქმა მინდოდა შენ კი გაფრთხილებ არ დაიკარგო და მალე გამოჩნდი ახალი სიახლიტ რათა ჩემმა თვალებმა კვლავ გიხილონ ♥️♥️ კორაზონ ლავ იუ მუჩაჩო :დ ♥️

 


№10  offline წევრი Tamuna Gogaladze

ე.ი. რა მინდა გითხრა თავიდან რომ დავიწყე კითხვა პირველი ნაწილის რამდენიმე თავზე ვფიქრობდი ნეტავ რატომ ვაგრძელწბ კითხვასთქო მაგრამ(ხომ იცი ,,მაგრამ,,ის წინ რაც იწერება მნიშვნელობა არ აქვს♥♥) ძალიან მომეწონა მთლიანობაში.დაძაბულიც რომანტიიულიც სევდიანიც და მიხარია რომ არ შევწყვიტე კითხვა♥♥კარგი ხარ ძალიან და ველი ახალ ისტორიებს♥♥

 


№11  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა სიხარულო ❤️❤️❤️ მეთვითონაც ვიცი რომ რამდენიმე ჩავარდნა ჰქონდა ამ ისტორიას, რასაც ვერაფერი მოვუხერხე... ძალიან გამიხარდა ბოლომდე რომ წაიკითხე და მოგეწონა ❤️❤️❤️
Tamuna Gogaladze
ე.ი. რა მინდა გითხრა თავიდან რომ დავიწყე კითხვა პირველი ნაწილის რამდენიმე თავზე ვფიქრობდი ნეტავ რატომ ვაგრძელწბ კითხვასთქო მაგრამ(ხომ იცი ,,მაგრამ,,ის წინ რაც იწერება მნიშვნელობა არ აქვს♥♥) ძალიან მომეწონა მთლიანობაში.დაძაბულიც რომანტიიულიც სევდიანიც და მიხარია რომ არ შევწყვიტე კითხვა♥♥კარგი ხარ ძალიან და ველი ახალ ისტორიებს♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent