შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სცენარი (თავი 2)


18-01-2019, 14:55
ნანახია 181

სცენარი (თავი 2)

„ახლა ვხვდები რატომაც“

მელისას თვალთახედვა:
უცებ ოთახში კარების ხმა გაისმა! კარებიდან კაცის ჩრდილი მოჩანდა, მეგონა კვლავ ის ამაზრზენი ბებერი იყო. მაგრამ იმედები კვლავ გამიცრუვდა ოთახში მოწესრიგებული ხნერი მამაკაცი შემოვიდა, სახეზე არ ეტყობოდა რომ შეიძლებოდა ბოროტი ყოფილიყო.
-თორნიკე...რას აკეთებ?
-ამ ბოზმა, შემაფურთხა და სამაგიეროც მიიღო.- ლაპარაკობდა და თან სიძულვილით სავსე თვალებით მიყურებდა, თითქოს აქამდე რამე დამეშავებინა მისთვის.
-შვილო ეცადე თავი შეიკავო, ის მალე ჩვენი ოჯახის წევრი გახდება.- თქვა კაცმა და თორნიკეს მხარზე შეეხო.
-რას გულისხმობთ?
-მალე გაიგებ. მანამდე კი კვლავ აქ რატომ გყავთ საწყალი გოგონა, ოთახში გაიყვანეთ.- გაიცა ბრძანება და თორნიკეც მოვიდა, რომ ჩემთვის ხელები გაეხსნა.
-არა, არ შემეხო, სხვამ გამიყვანოს.-
-არჩევანი არ გაქვს საყვარელო, ან მე ან არავინ.-
-მაშინ, მირჩევნია აქ დავლპე.- სრულიად გულახდილად ვუპასუხე და თვალებში ჩავხედე მას.
-თორნიკე...საკმარისია, ბექას დაუძახე, ის აიყვანს.- თქვა კაცმა და თორნიკეც მომშორდა.
-ნაძირალა-ვუთხარი მე.
-...-მითხრა სანაცვლოდ და კვლავ ის სიძულვილით აღსავსე გამოხედვა მესროლა, რომელსაც ამჯერად მეც არ ვაკლებდი, მასზე ერთადერთი რასაც ვფიქრობდი ის იყო, რომ არაკაცია, რომელსაც ქალზე ხელის აღმართვა შეუძლია, ყოყმანის გარეშე.
-ჯობია შეწყვიტოთ, ამისთვის კიდევ დიდი დრო გექნებათ.- თქვა კაცმა და გაიღიმა
-ამის დედა...-კაცის სიტყვების გაგონებისას თორნიკე აშკარად გაბრაზდა და კედელს ხელი დაარტყა.
-თორნიკე, აკონტროლე ბრაზი, ამას მისთვის აკეთებ.- უთხრა კაცმა კედლისკენ მიტრიალებულ ბიჭს, ამასობაში ქერათმიანი ბიჭი მოვიდა, ხელები გამიხსნა და გარეთ გამიყვანა, როგორც ჩანს სახლის სარდაფში ვიყავით და როცა ავედი საკმაოდ მდიდრული სახლი შემრჩა ხელში, მათ მე ოთახისკენ წამიყვანეს. მთელი გზა ოთახამდე მე ვიმეორებდი, რომ ეს არ შერჩებოდათ. ზუსტად არ ვიცოდი როგორ, მაგრამ ამას არ დავუშვებდი.ბოლოს ოთახში შევედით, ქერა ბიჭმა ბრძანების შემდგომ დაგვტოვა.
-რა გინდათ ჩემგან.-დავიწყე კაცთან საუბარი.
-ფული საყვარელო, ფული.-ღმერთ ჩემო, როგორ ვერ მივხვდი.
-გამიშვით და რამდენსაც გინდათ გადაგიხდით, ჩემი აქ გამოკეტვა არაა საჭირო.- კაცმა ჩაიცინა.
-ერთჯერადი ფული არ გვინდა საყვარელო, მუდმივი შემოსავალი გვჭირდება.-
-რას გულისხმობთ?-
-შენ ჩემს შვილზე დაქორწინდები და კომპანიის აქციებს მას აჩუქებ-
-რაა? ალბათ ხუმრობთ ხო...?! - მე გამეცინა.
- რომელი საუკუნეა ხალხო? ახლა იძულებით ვისღა ათხოვებენ. ამას არ გავაკეთებ და თქვენ ვერ მაიძულებთ, არავინ არ მყავს, რომ მისით დამაშანტაჟოთ, ჩემი ოჯახი მკვდარია, რა თქმა უნდა ჩემი ძმის გარდა და ის ლონდონიდან მილიონობით მეტრით არის დაშორებული. ასე, რომ მას ვერაფერს დაუშავებთ.-
-მართალია, შენი ძმა უცნობ ადგილზეა და დედ-მამა გარდაგეცვალა, მაგრამ ასებობს ერთი ვიღაც, საუკეთესო მეგობრობის ძალას წინ ვერავინ გადაუდგება, მეც კი ვიცი ეს.- თქვა კაცმა და პიჯაკი გაისწორა, თითქოს არაფერიო.
-მედეა... არა, მას ხელი არ დააკაროთ.-
-თორნიკე სად არის ახლა მედეა?-
-ლევანთან ერთად, ალბათ მაგრამ ერთობიან.- თქვა თორნიკე და ბოროტულად გაიღიმა. თითქოს სამაგიეროს მიხდიდა.
-არა, მას ხელი არ დააკაროთ. ნაძირლებო, არაფერი გამოგივათ, ჩემი ძებნა ალბათ უკვე დაიწყეს. გიპოვნიან და ციხეში ამოლპებით.-
-დაწყნარდით მისის... ის კარგად არის, ჯერ ჯერობით. რაც შეეხება პოლიციას, ყველას ჰგონია, რომ საზღვარგარეთ ხართ წასული საქმეზე, თქვენს ძებნას არავინ დაიწყებს.-
-ასეთი ბოროტი როგორ ხარ? მსმენია თქვენზე, ჯმუხი ხალხისგან, რომ შედგება, მაგრამ არ მეგონა სხვისი ადამიანის ცხოვრების წართმევაზეც თუ იყავით წამსვლელები, ფულისთვის. თქვენც ხომ მდიდრები ხართ, რა გინდათ ჩემგან?-
-შესწორება... ვიყავით მდიდრები. ახლა კი თუ მეტი კითხვა არ გაქვს, მე წავალ! - ძლივს ეს ნაძირალა მიდიოდა და თორნიკეც მას მიყვებოდა, როცა ის გააჩერა
-შენ აქ დარჩები?-
-რაა?-ორივემ ერთად გამოვხატეთ სიბრაზე და მეც საწოლიდან წამოვდექი.
-24 საათი გაქვთ მისის, რომ პასუხი გამცეთ, თორემ თქვენს მეგობარს დაემშვიდობებით. თორნიკეს კი გიტოვებთ, რომ გაიცნოთ. ბოლოს და ბოლოს მისი მეუღლე გახდები.-
-მამა, მე ამასთან არ დავრჩები.-
-უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს?-
-კი.- სიტყვა ბანზე აუგდო თორნიკემ, ისეთი სახე ქონდა შემეშინდა, რომ ახლა გაარტყავდა.
-მაგალითად რა? ოთახში დარჩები და მას კამპანიას გაუწევ.-
-მირჩევნია ზვიგენების გროვამ გამიწიოს კამპანია, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ.- უცებ სიტყვით გამოვედი მე.
-სამწუხაროდ, ის ერთადერთია რაც გაქვთ.-
-მედის ნახვა მინდა, მინდა დავრწმუნდე, რომ უსფრთხოდაა.-
-ამაში გადაწყვეტილების მიღებისას დარწმუნდებით. მანამდე კი იფიქრეთ.თორნიკე, აბა შენ იცი შვილო.- როგორც იქნა ოთახიდან გავიდა და ჩემდა გასაკვირად მე და იმ საფრთხობელამ ერთად ვთქვით.
-.- მან გამომხედა და იქვე კედელზე ჩასრიალდა დასაჯდომად.
----------------------------------------
მედის თვალთახედვა:
სავარაუდოდ, მხოლოდ ნახევარი საათი გავიდოდი მას შემდეგ რაც ოთახში მარტო დამტოვეს, თავი საშინლად მტკიოდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ოთახის კარი გაიღო და მის უკან კვლავ ლევანი დავინახე პირველადი დახმარების ყუთით ხელში, მისი თვალები შეცვლილიყვნენ, ცოტა ხნის წინ დაბნეულ და შეშინებულ ბიჭს ვხედავდი მათში. ახლა კი, ვხედავდი, რომ ეს გამქრალიყო და მისი თვალები დარწმუნებით და სიამაყით იყო სავსე.
-შენ ისევ ტირი?-მითხრა მობეზრებულმა, ჩემს წინ საწოლზე დაჯდა და ყუთი გახსნა.
-აბა რა გინდა, რომ გავაკეთო, ვიცინო? -ვუთხარი ირონიულად და ვიგრძენი როგორ მომაძრო შუბლიდან მისივე გაკეთებული ლეიკო.
-მაგ უაზრო ცრემლებით რას უშველი, თორემ მე საერთოდ არ მაინტერესებს რას იზავ.- თქვა ისე, რომ ჭრილობისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ამ უზარო ცრემლებით, ზედმეტ გრძნობებს ვანთავისუფლებ. იქნებ ხანდახან შენც გეცადა, ნუ თუ რა თქმა უნდა შეგიძლია.- ვუთხარი ისე, რომ მისი სახისთვის ზედაც არ შემიხედავს.
-მზად არის.-მითხრა და ლეიკო დამაკრა. წასვლას აპირებდა, როცა ხელი დავუჭირე.
-ამას რატომ აკეთებ? მე რამე დაგიშავეთ?-ვუთხარი და თვალები კვლავ ცრემლებით ამევსო.
-გამიშვი-ცოტა ხნის ცქერის შემდეგ მითხრა მან.
-ასეთი ადვილია? მაშინ შენც გამიშვი შეძლებ ამას?- ვუთხარი და კვლავ თვალებში ჩავხედე. სიჩუმის შემდეგ ვთქვი.
- ასეც ვიცოდი- და ხელი გავუშვი. მე სხვა მიმართულებით გავიხედე და სწორედ ამ დროს გავიგონე როგორ შემოვიდა ოთახში ვიღაც და ყურადღება კარისკენ გადავიტანე.
-მისის, როგორ ბრძანდებით? - ოთახში მოწესრიგებული, მაგრამ როგორც ჩანს ახლახანს ნერვებ მოშლილი კაცი შემოვიდა, როცა ჩემი შუბლი დაინახა შეცბა.
-რა სჭირს მას?- გაბრაზებული მზერა ლევანზე გადაიტანა, მეც დავინახე როგორ შეცბა ის და გადავწყვიტე მელაპარაკა.
-ფანჯრიდან გადახტომას ვცდილობდი და თავი მივარტყი.- ვთქი ისე, რომ მისი სახითვის არ შემიხედავს.
- რეალურად სიმაღლის ისე მეშინია, რომც ყოფილიყო შანსი ვერ გამოვიყენებდი.-
-ოუ...ეს რატომ გააკეთეთ, ახლა იძულებულნი ვართ კედელზე გისოსები დავამაგროთ.
- რაც გინდათ ის ქენით, ის მაინც გვერდიდან არ მშორდება- ვთქვი და ალმაცერად გავიხედე ლევანისკენ, რომელსაც სახეზე გაკვირვება დასთამაშებდა.
-მას მოუფრთხიდი არ დატოვო გასაგებია?- მკაცრად გასცა ბრძანება კაცმა და გასასვლელისკენ გაეშურა. კარები გაიღო და იმ წამსვე დაიკეტა.ლევანმა ყუთი იქვე უჯრაში ჩადო სკამზე ჩამოჯდა და ფეხი მეორე ფეხზე დაიდო.
-რა...?! არანაირი მადლობა? შენ რა ცივილიზებულ სამყაროში არ გიცხოვრია?
-მადლობის მოხდას არ ვაპირებ. -თქვა უხეშად და გამომხედა.
-მაშინ ბოდიში მოიხადე.- ვთქვი თბილად და მას გავხედე.
-ჰაჰა... მეღადავები ხო? -გაიცინა მან და თავი უკან გადაწია.
-თავს როგორ გრძნობ? იმიტომ გეკითხები, რომ რაღაცას ვხედავ შენში.
-ჰეი, პრინცესა. ვიცი, რომ ფსიქოლოგიაზე სწავლობ, მაგრამ ჩემი ფსიქოლოგია იმაზე ჩახლართულია, ვიდრე მეოთხე კურსის დონეზე ასწავლიან.-
-მომიყევი...- მან მკაცრი გამომეტყველება მესროლა უარის ნაცვლად
- კარგი რა მთელი დღე აქ მოგიწევს ჯდომა, უკეთესი იქნება თუ ილაპარაკებ. -ის ხმას კვლავ არ იღებდა
- ჰეი... ვიცი, რომ ეს ყველაფერი არც შენ გინდოდა, ვიცი... ისიც ვიცი რომ ამის შესახებ არავის ეუბნები, ამას შეს თვალებში ვხედავ, ვხედავ რომ არავის უშვებ ... მაგრამ მე სხვა ვარ, შეიძლება 1 დღის მერე ვეღარც მნახო, არ მოგიწევს იმაზე ნერვიულობა, რომ ვინმესთან რამე წამომცდება. უბრალოდ მომეცი საშვალება მოგისმინო.
-ჩემი მოსმენა რატომ გინდა, მე მოგიტაცე, შემდეგ დაგაბი და ბნელ ოთახში დაგამწყვდიე, ამის შემდეგ კი შუბლი გაგიხეთქე. ჩემზე რამის მოსმენა ბოლო რამაა რაც უნდა გინდოდეს.-მისი თვალები ნელ-ნელა იცვლებოდა და კვლალ იმ დაბნეული თვალების ლანდს ვხედავდი. მე ფეხზე ავედი და მის სკამთან მივედი.
-მაგრამ ასე არაა. მინდა დაგეხმარო. გეფიცები არ ვეცდები შენს დარწმუნებას იმაში რომ გამიშვა.
-არა...-მკაცრად და ხმამაღლა თქვა. - უბრალოდ დაჯექი და ხმა არ ამოიღო.
-ეს რა არის?- თავს არ ვანებებდი და ვიცოდი, რომ მომაბეზრებელი ვიყავი, მაგრამ მისი გატეხვა მინდოდა, ვიცოდი რომ ამის შანსი ასიდან ოცდაათი პროცენტი იყო მაგრამ ამ შანსზეც თანახმა ვიყავი. მის ხელზე დავინახე შავი ლაქები, სავარაუდოდ ტატუ იყო და რაც მოჩანდა ის ნისკარტს წააგავდა. ხმა არ ამოუღია და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, მის ხელს ნელა შევეხე და მაისური ზევით ავწიე.
-ლამაზია.-ვუთხარი და ტატუს შევხედე.
-რა გინდა უბრალოდ დაჯექი რა.
-ოფფფ.... რამე მითხარი დამელაპარაკე, თორე გავგიჟდი უკვე ცუდად ვარ ჰაერი არ მყოფნის მელის ნახვა მინდა, ვინმეს უნდა დაველაპარაკო თორე აქვე დავიხრჩობ თავს შენს თვალწინ- აღარ შემეძლო ყველაფერი ვუთხარი რასაც ვფიქრობდი თმაში შევიცურე ხელები და ვიგრძენი როგორ დამისველა ლოყები ცრემლებმა. საწოლზე ჩამოვჯექი და ხმამაღლა ამოვიხვნეშე. ვიგრძენი როგორ მომიჯდა გვერდით.
-ეს მაშინ გავიკეთე, როცა გამოსასწორებელი სკოლიდან გამომიყვანეს.იქაურობა ციხეს მაგონებდა, იქ დამწყვდეული ვიყავი, ამ ჩიტის დახატვა კი იმის სიმბოლო იყო, რომ აღარავის მივცემდი უფლებას გამოვემწყვდიე.- თქვა და თავი ამაწევინა. - კარგად იქნები დამიჯერე, შენი მეგობარი არ დაუშვებს რომ რამე დაგიშავდეს. და ახლა ვხვდები რატომაც.- ჩემი ცრემლიანი თვალები მისას მივანათე, მოღალატე ცრემლი ლოყებზე ჩამომიგორდა.მისი ხელი ჩემს სახეს შეეხო და ცერა თითით ცრემლი მომაშორა.
-შეიძლება ჩაგეხუტო?- ამ კითხვამ სასტიკად გააკვირვა ლუისი- ეს ახლა ყველაზე მეტად მჭირდება.- მან ოდნავ გაიღმა და მისი დიდი ხელები მომხვია, მეც თავი მკერდზე დავადე და თვალები დავხუჭე. ასე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის გვერდით თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. მელისაზე ფიქრი არ მტოვებდა, ნეტავ მას ვინ მიუჩნეს სათვალთვალოდ? ღმერთო ნეტა ის ქერი ბიჭი იყოს. მასთან კარგად იქნებოდა დარწმუნებული ვარ.
---------------------------
მელისას თვალთახედვა:
-მთელი დღე ასე აპირებ ჯდომას?- ვუთხარი თორნიკეს, რომელიც კვლავ იატაკზე იჯდა
-და რა გინდა მონოპოლია ხო არ გეთამაშო?- მითხრა ირონიულად ისე, რომ იატაკისთვის თვალი არ მოუშორებია.
-რა ხდება მეტყვი? უბრალოდ მიზეზი მითხარი სხვა არაფერი მინდა. ამან შეიძლება ჩემს გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს.- მან გაიცინა და თავი კედელს მიაყრდნო.
-შენთვის რა მე ისეთ ბიჭს ვგავარ ვინც გულს გადაგიშლის პირველივე თხოვნაზე?
-არა ჩემთვის ბიჭს გავხარ, რომელს არსებობასაც მნიშვნელობა არ აქვს- ვუთხარი გაბრაზებულმა და საწოლიდან წამოვდექი, რომ ფანჯრიდან გამეხედა. გავიგონე მისი ფეხზე წამოდგომის ხმა. ჩემკენ მოდიოდა მე კი არ ვტრიალდებოდი, რაც უფრო ახლოს იყო მით უფრო მიჩქარდებოდა პულსი, ეს შიში იყო, ვგრძნობდი თრთოლვას ჩემში და უმისამართოდ ხელების ერთმანეთზე ნერვიულად წასმას. მან მისკენ უხეშად მიმატრიალა.
-რას აკეთებ გამიშვი.- შევეცადე შიში დამემალა და გამომდიოდა კიდეც, მან ჩემი ხელები დაიჭრა და მითხრა
-თუ არ გინდა ეგ ლამაზი თვალები ნაადრევად დაკარგო მაშინ მე ვარეკომენდირებ, რომ გაჩუმდე ეს დედააფეთქებული და შენს ადგილას დაჯდე, თორემ ხო ხედავ მაინც და მაინც თავის კონტროლის პროფესორი არ ვარ და შეიძლება თავი ვერ შევიკავო, მაგალითად ამისგან.- მითხრა და კისერზე მაკოცა. მისი თთეული სიტყვა ზიზღს და შიშს მისდამი უფრო მიმძაფრებდა. მეშინოდა მისი ჩაშავებული კარამელისფერი თვალების და ბაგეების, რომელიც ჩემს ყელზე ისვენებდნენ, შეწინააღმდეგება ვცადე, მაგრამ ამაოდ.
-გამიშვი .- ვუთხარი და ვიგრძენი როგორ გამიჭრა კანი მისმა კბილებმა. უცებ ზემოთ ამომხედა, როცა ამოვიკვნესე. ეს სიამოვნებისგან ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ არ სიძულვილისგან იყო, უფრო გიჟურ და შეუძლებელ ლტოლვას ვგრძნობდი მისდამი.
-მემგონი დროა მაგის დაძახებას გადაგაჩვიო.- მითხრა და ნიკაპზე მაკოცა, ვერაფერს ვეუბნებოდა ხელებით დაჭერილი ვყავდი და პლიუს ახლა უკვე სიკვდილამდე მეშინოდა მისი გამოხედვის და მისი ბაგედან მოწყვეტილი თითოეული სიტყვის. კოცნით ქვევით ჩავიდა და გაჭრილი ადგილის წოვა დაიწყო, მე ვცდილობდი ხმა არ გამომეცა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რამდენად გამომდიოდა, როცა მორჩა თავის ნამუშევარს ამაყად დახედა და მითხრა.
-ასეთ ჩალურჯებას მეორედ კაცმა არ იცის, სიამოვნებით მიიღებ თუ გაუსაძლისი ტკივილით. ასე, რომ სჯობს გაჩუმდე, ან შეგიძლია უკვე გადაწყვიტო. ორივე შემთხვევაში შედეგი ერთი და იგივე იქნება, თანხმობის შემთხვევაში უბრალოდ საქმეს გაიმარტივებ და დაქალის სცოცხლეს იხსნი, აი ასე მარტივადაა ყველაფერი.- მეუბნებოდა მისი ბოხი, ხრინწიანი ხმით და ნელ-ნელა ჩემი ტუჩებისკენ მოდიოდა. არ მინდოდა ჩემი პირველი კოცნა ამ ნაბიჭვარს მოეპარა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინე და დაუფიქრებლად ამოვარტყი ფეხებ შუა წიხლი. დავინახე როგორ შეიკუმშა და მომშორდა. მისი თვალები ბოროტებით აივსო
-სანამ რამეს იტყვი, გადაწყვეტილება მივიღე, მამაშენს დაუძახე.- ვუთხარი და თვალიდან გადმოვარდნილი ცრემლი უხეშად მოვიშორე.
-მაინც რა გადაწყეტილება მიიღე ?- მითხრა და ყელზე უცებ ხელი მომიჭირა, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი და ხველება დამეწყო
-მედი მაჩვენეთ, მისი ნახვა მინდა და ყველაფერი ისე გააკეთეთ როგორც მოგინდებათ.- ამოვიხავლე ძლივ-ძლივობით, მანაც ხელი გამიშვა. მე ამოვისუნთე და ხველება განვაგრძე.
-ამჯერად გადამირჩი.-
-ამას თუ გადარჩენას ეძახი, არც კი მინდა წარმოდგენა სასჯელი როგორი იქნებოდა. - ვთქვი ირონიულად და ისიც ოთახიდან სიტყვის გარეშე გავიდა.

პს: ვინც კითხულობთ ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი დააკომენტარეთ. რას ფიქრობთ ამ ისტორიასთან დაკავშირებით?? <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ანნა ა

ძალიან მომწონს,მგრამ თავები გაზარდე და მალე დადე რაა

 


№2  offline წევრი მარტო სახლში

ანნა ა
ძალიან მომწონს,მგრამ თავები გაზარდე და მალე დადე რაა

მადლობა <3 ვეცდები გავზარდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent