შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდროგენი ~თავი~4


18-01-2019, 19:11
ავტორი azula2023
ნანახია 333

ანდროგენი ~თავი~4

სალამი ისევ, მეგობრებო მადლობა რომ კითხულობთ, მაგრამ გამიხარდება თუ გამიზიარებთ თქვენს აზრს, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება ჩემთვის, თან ძალიან მაინტერესებს სხვისი თვალით დანახული საკუთარი ისტორია.


ექიმი საშუალო ზომის, თეთრ ოთახში შეუძღვა.
- მხოლოდ 15 წუთით, ახლა მნიშვნელოვანია მისთვის ძვირფას ადამიანებთან ყოფნა.- ჩუმად ჩაილაპარაკა ექიმმა და ოთახიდან გავიდა.
ლაზარეს თვალები დაეხუჭა, საწოლთან უამრავი აპარატი იყო მიმაგრებული. ყველაზე მძიმე აღმოჩნდა კანდელაკისთვის მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ხელით შეეხო მის უფერულ, დაღლილ ხელს. მაშინვე იგრძნო როგორ დაუარა მთელს სხეულში ჯვრანტელმა. ცრემლებისგან ვეღარ ხედავდა, ასეთი არასდროს უნახავს თავისი თავი, მაშინაც კი არ უტირია როცა ტკივილისგან იკრუნჩხებოდა, ახლა კი ამ უცნობი კაცის წინ იჯდა და სულელი, შეყვარებული გოგოსმსგავსად ცრემლად იღვრებოდა. არ ეგონა თუ ასეთი სუსტი იქნებოდა. და ვინ იყო ეს კაცი ? მასთან არასდროს უსაუბრია მხოლოდ ის დაინახა როგორ უმოწყალოდ გაიმეტა ორი ადამიანი, რომელიც ისე სცემა, რომ კინაღამ სიკვდილამდე მიიყვანა. ჯიბიდან მისი ცხვირსახოცი ამოიღო და ხელებში ჩაუდო. მიხვდა რომ მისთვის ის მნიშვნელოვანი იქნებოდა. მალე ექთანი შემოვიდა და ზრდილობიანად უთხრა, რომ პაციენტს დასვენება სჭირდებოდა. პალატიდან გამოსვლისას ის ბიჭი შენიშნა, რომელიც იცნობდა კანდელაკს. ის მაშინვე მისკენ წამოვიდა.
-როგორ არის ? - ჰკითხა და ხმაში მოუთმენლობა შეეპარა.
- უგონოდაა- მხოლოდ ამის თქმა შეძლო და სიბრაზემ შეიპყრო როცა ისევ ვეღარ შეიკავა ცრემლთა ნამადი ( ჯანდაბა)
ხელები უხეშად მოისვა თვებზე.
- კარგად იქნეება, უარესები მოსვლია და გადარჩენილა არ ინერვიულო შენ კარგი ?-ბიჭი მის დამშვიდებას ეცადა.- მოდი აქ ჩამოჯექი.
-საიდან მიცნობ? - იკითხა კანდელაკმა, როცა ბიჭი გვერდით ჩამოუჯდა და ცოტა დამშვიდდა.
-ლაზარესგან, ბევრს არასდროს საუბრობს, მაგრამ რაც შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ანო გულწრფელად გეტყვი ლაზარე არ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, მთელი ცხოვრება მარტო იყო და ახლა ეს ყველაფერი... ასეთი არასდროს მინახავს. როცა მშობლები მოუკლეს მაშინ მხოლოდ ცხრა წლის იყო. მამამისი ერთადერთი მოსამართლე იყო, რომელმაც ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდის საქმე აიღო. მაშინ მთავრობამ ძალიან მოინდომა და ისე დაამცირეს ისინი რომ კანონიერ ქურდებს ქონება ჩამოართვეს და მათ სახლებში გახსნეს პოლიციის ოფისები. ლაზარეს მამის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უვადო თავისუფლების აღკვეთით ბოლო წვეთი აღმოჩნდა მათთვის. ლაზარეს მშობლები მანქანაში ჩაუცხრილეს. მას შემდეგ ყოველ დღე იმიტომ სუნთქავს რომ შური იძიოს მათზე, მაგრამ საქმე იმდენად ჩახლართულია არ ვიცი ეს სადამდე მიგვიყვანს.
- მე... მე ძალიან ვწუხვარ. ახლა მესმის ბევრი რამ, მაგრამ დღეს რა მოხდა? ასე როგორ გაიმეტეს?
- მიზეზს ნუ მკითხავ გთხოვ შეიძლება ეს ლაზარეს არ მოეწონოს, უბრალოდ ერთი საქმე იყო გოგოზე -ბიჭმა მოჭუტული თვალებით გადახედა კსნდელაკს- მოკლედ შეხვედრა საღამოს ჰქონდათ დანიშნული, თუმცა ეგ ნაბი****ი სახლთან ჩაუსაფრდნენ და 20 კაცი ერთს გაუსწორდა, ჩვენ მალევე მოვედით მაგრამ ლაზარეს უკვე ვერაფერი ვუშველეთ. -ბიჭს ხმა გაუწყდა და თავი დახარა. ანო ისედაც მიხვდა, რაც მოხდა თავი ცუდად იგრძნო, ისევ შეაწუხა საკუთარმა არსებობამ, საერთოდ იმან რომ სუნთქავდა და მის გამო უფრო მეტად გაურთულა სხვას ცხოვრება, მითუმეტეს რომ ეს "სხვა" მისთვის ასეთი მიმზიდველი და საინტერესო იყო.
-წამოდი გაგიყვან სახლში- ფიქრები ბიჭის ხმამ შეაწყვეტინა.
-არა, დავრჩები. მხოლოდ აქ შემიძლია ახლა მშვიდად ვიყო.
- მესმის შენი.
ხმა არც ერთს არ ამოუღია. მთელი ღამე ასე გაატარეს, მერე სხვებიც მოვიდნენ, მიდიოდნენ და მოდიოდნენ . ლუკას რაღაცას ესაუბრებოდნენ. ის წითელთმიანი გოგოს მოვიდა, როგორც გაიგო ნორა ერქვა და თვალებით ჭამდა ანოს, თუმცა მისდა საბედნიეროდ ხმაც არ ამოუღია. ეს ალბათ მისი შეყვარებული იყო ან იქმებ საცოლე, ან ცოლი, მაგრამ უკვე არაფერს ჰქონდა აზრი, ან მნიშვნელობა. როგორც კი ლაზარე კარგად გახდებოდა ის მაშინვე გაქრებოდა მათი ცხოვრებიდან. ისედაც წარმოუდგენელია ასეეთი ლამაზი ქალი არ შეგიყვარდეს, მაგრამ მართლაც რომ სიყვარულისთვის მხოლოდ გარეგნობა არ კმარა, ის უფრო ღრმაა ვიდრე ზედაპირზე ჩანს და ეს უხილავი ჯაჭვია რომელიც ორ ადამიანს აკავშირებს და ყველაფერს ეკარგება აზრი. რასაც აქამდე ღირებულად მიივნევდი. ხვდები რომ მთელი დედამიწა თუ იქნება ერთ მხარეს და მეორე მხარეს მხოლოდ "ის". შენ მას აირჩევ. რადგან მის გარეშე მთელს დედამიწას აზრი ეკარგება, იმისთვის რომ ისუნთქო მხოლოდ ჰაერი როდია საჭირო.



- ანო ყავა მოგიტანე - ვუი ხო მე საბა ვარ. -
მადლობა საბა- გოგონამ თბილად გაუღიმა, თვალები ძალიან სტკიოდა. ჭიქა გამოართვა საბას და ფანჯარას მიუახლოვდა, დღეს ულამაზესი იყო ცა. ადამიამები ხშირად რომ იხედებოდნენ მისკენ დაინახავდბენ რომ სასწაულების მოთხოვნა არც არის საჭირო სასწაული სწორედ მათ წინ არის, ამ საოცარი და გარდამავალი ფერების სახით . ღმერთისთვის არადროს არაფერი უთხოვია , რადგან ეჭვი ეპარებიდა რომ ის საერთოდ ამჩნევდა მას. ბავშვობაში სხვადასცვა რელიგიები შეისწავლა და მიხვდა რომ ეს უბრალოდ ადამიანის გონების პროდუქტი იყო, მხოოლოდ ლამაზი შთაგონება ღმერთზე, ვიღაც სხვაზე ვინც იზრუნებდა ამ მარტოდ დაგდებულ, ცარიელ ადამიანებზე. ადამიანებს იმდენად ეცოტავებათ სიცოცხლე თავს არწმუნებენ რომ სიკვდილის შემდეგაც იცოცხლებენ და ეს საუკუნო და მარადიული იქნება. ანოს არასდროს დასჭირვებია ღმერთი იმისთვის რომ ეცხოვრა, მაგრამ ახლა ამ ფანჯრის წინ, მაშინ როცა მთელს სხეულში უვლის ტკივილი საყვარელი ადამიანის დაკარგვისა, ძალიან უნდა და სჭირდება ღმერთის არსებობა, იმედი სჭირდება ცულ მცირე მაინც. მიხვდა რომ აქ ჰაერი არ ყოფნიდა, ამიტომ უბრალოდ წამოვიდა.
-ანო მე წაგიყვან- დაეწია გზად ლუკა
-არა ლუკა რა საჭიროა შენი შეწუხება, ისედაც დაღლილი იქნები მე უბრალოდ არ შემიძლია აქ ყოფნა ცოტას გავივლი და მოვალ ისევ.
-მიზეზს ნუ მკითხავ მაგრამ ახლა მარტო ვერ გაგიშვებ საშიშია, თან ლაზარე მომკლავს რომ გაიგოს. - გაეღიმა ლუკას. კარგი მაშინ სახლში წამიყვანე, ნივთებს ავიღებ და წამოვიდეთ
-წამოდი.
სახლში მისვლისას, ისედაც ძალაგამოლეულ ლუკას ჩაი და ნამცხვრებით გაუმასპინძლდა, თბიყონ წყალი გადაივლო რადგან ახლა ყველაზე მეტად ეს სჭირდებოდა რათა ემიცუებისგან დაცლილიყო და მშვიდად ეტირა, ისე რომ არავის დაენახა მისი ცრემლები. მლევე ჩაიცვა და უკვე შუადღისას ისევ ლაზარეს პალატასთან იყვნენ. ლუკა ბევრს ეხვეწა ექიმს და დაითანხმა რომ ანო დღეს ლაზარესთან დარჩენილიყო. ჯერ ისევ უგონოდ იყო. საბა სხვა ბიჭებთან ერთად ყველაფერს აკეთებდა რომ წითელთმიანს ანომდე ვერ მოეღწია. ის კი გააფთრებული უყურებდა ამ უფერულ, არაფრით გამორჩეულ გოგოს. საღამოს ბიჭები დასასვენებლად წქვიდნენ.
- თუ რამე მოხდა მაშინვე დამირეკე კარგი?
-აუცილებლად.

მერე მის პალატაში შევიდა, ისეთი სიმპათიური იყო, ისევ ვერ ხედავდა მის კუპრივით შავ თავლებს, რომლკს სიღრმეშიც უცნაური სინათლე კიაფობდა ხოლმე. ტუჩები ჩვეულებრივზე მეტად გასწითლებოდა, მიუახლოვდა და თმებზე გადაუსვა ხელი, როგორ უნდოდა მასზე ეზრუნა, მაგრამ თავის თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა, ის სიყვარულისთვის არ იყო შექმნილი. ბედნიერებას არც ეძებდა, არც კი იცოდა ამ სიყვის ნარატიული, რეალური, განცდილი მნიშვნელობა. მხოლოდ ის უნდოდა რომ თავისი კვალი დაეტოვებინა სამყაროში. იდეებისთვის ეცხოვრა. იდეალიზმამდე დაყვანალი ქმედებებით. შუაღამისას იქვე სკამზე ჩამოჯდა და მისი ხელი ხელებში მოიქცია, მალე კი თვითონაც ჩაეძინა.
- რა ლამაზია - შორიდან , ბოხი ხმა მოესმა, თთქოს სადღაც სიღრმეში საუბრობდნენ . ჯერ კიდევ ეძინა
- ჰო უცნაურად ლამაზია, მართალი გითქვამს მის თვალებზე. სულ აქ იყო, თვითონ მოვიდა, ალბათ ტელევიზორში გაიგო სულ ტიროდა, თან ეტყობოდა უნდოდა შეეკავებინა ცრემლები მაგრამ არ გამოსდიოდა. - მაშინვე იცონო ლუკას ნაცნობი ხმა.
- ისე ძლიერად უჭირავს ჩემი ხელი, მგონი რომც მოვინდომო ვერასდროს გავუშვებ.
- ჰოდა ნურც გაუშვებ.
- ხომ იცი რომ არ შემიძლია, მას საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. იცი ერთხელ წავიკითხე რომ სამაროში დაბადებული ადამიანი ცარიელი, დაკარგული ანდროგენია , რომელიც მთელს ცხოვრებას მისი დაკარგული ნაწილის ძებნაში ატარებს და თუ ვერ იპოვის ამ დანაკლისის გრძნობით კვდება. ამ სიტყვებზე გამეცინა და ყველაზე დიდ ბანალურ სისულელედ მომეჩვენა მაშინ, მაგრამ მაშინვე მიხვდი როგორ ვცდებოდი, როცა ის პირველად დავინახე... ამის შემდეგ ისევ მოიცვა სიბნელემ მისი გონება და ყველა ხმა გაქრა ...
როცა თავალები გაახილა, მაშინვე მწველი მზერა იგრძნო და სამყარომ ისევ დაიბრუნა ფერები როცა მისი შავი თვალები დაინახა. ვერც კი მიხვდა როგორ გაეღიმა, ოთახში არავინ იყო მათ გარდა, იგრძ ო როგორ ჩაფრენოდა ბიჭის ხელს, საშინლად შერცხვა და მაშინვე გაუშვა ხელი. ბიჭს გაეღიმა, საოცრად უხდებოდა ღიმილი.
- როგორ ხარ- ამოილაპარაკა ჩუმად, მის გვერდით მაშინე ქრებოდა ძლიერი, მეგრძოლი და ჭკვიანი ანო. იმდენი სისიულელე მოსდიოდა თავში ყველაფერი რომ ეთქვა ალაბათ გიჟად ჩათვლიდნენ.
- უკვე კარგად- ბიჭმა ხელით თმა გადაუწია, რომელიც სახეზე ჩამოშლოდა კანდელაკს .
- რამე ხომ არ გჭირდება, ექიმს დავუძახო? - წინააღმდეგობა არც კი გაუწევია, მისი შეხებისას თავლები თავიადაუნებრურად მიელულა.
- უბრალოდ აქ იყავი- ჩუმად, მაგრამ მტკიცედ ამოთქვა ბიჭმა.
ანომ კვლავ შეანათა მისი ყვითელ შეპარული, ლურჯი თვალები. უეცრად ოთახში ლაზარეს მეგობრები შემოვიდნენ, ძალიან ბედნიერები იყვნენ და უხაროდათ მეგობრის კარაგდ ყოფნა. ანომ თავი უხერხულად იგრძნო, ამიტომ წამოდგა და იქვე მდივნის კიდესთან დადგა, შორიდან უყურებდა მათ. ბიჭები ზოგჯერ მისკენ აპარებდნნე თვალს თბილად უღიმოდნენ და ლაზარეს თვალს უკრავდნენ, ამაზე მასაც ეცინებოდა.
- ჩემო სიცოცხლეე - ოთახში ემოციური, აღელვებული ხმით შემოვიდა წითელთმიანი, მაშინვე ლაზარესთან მივიდა მისიბ ტუჩებისაკენ დაიხარადა ვნებიანად აკოცა. ყველაფერი ისეთი მოულოდენლი იყო ვერავინ გაიაზრა, ანო კი ისედაც მზად იყო მსგავაი სცენისთვის, უხმოდ აიღო კუთხეში მიგდებული ჩანთა და პალატიდან გავიდა, არაფერი ესმოდა და ხედაცდა უბრალოდ ახლა ამ ყველაფრისგან შორს უნდოდოდა ყოფნა. იქვე მდგარი ტაქსი გააჩერა და ჩაჯდა დაიანახა როგორ უყვიროდა ლუკა, თუმცა რა აზრი ჰქონდა. მია საყვარელ ადგილას მივიდა. ჩამოჯდა ხის პატარა სკამზე და უხმოდ შეხვდა იმ სიცარიელეს, რომელსაც მისი მთელი სხეული მოეცვა. უეცრად მისი ტელეფონი აწკრილადა. არ აპირებდა ეპასუხა თუმცა როგორც კი გაბრილის ნომერი ამოიცნო მიხცდა როგორ სჭირდებოდა მეგობარი.
- ჰეი- სად დამეკარგე ანო? სახლშიც არ იყავი.
- ჩემს ადგილას ვარ, შეგიძლია მოხვიდე.
- 10 წუთში მანდ ვარ. ტელეფონი გამორთო , კიდევ ერთხელ გადახედა მთელს ქალაქს და უხოდ გაირინდა. როგორც კი განიელი მოვიდა, ჯანდაბა ისევ ვერ შეიკავა თავი და ცრემლებუ წასკდა. ბიჭმა გულში ჩაიკრა და ხელები თმებში შეუცურა, ტკივილისგან სახე მოეღიცა როცა ასეთ მდგომარეობაში დაიანხა ანო.
- რა მოხდა ანო?
- არაფერი მკითხო , უბრალოდ ჩემთან იყავი კარგი.
- კარგი. მე სულ შენთან ვიქნები სანამ ეს გენდომება.
დიდიხანი იყვენენ ასე, მერე გაისეირნეს ბევრი იარეს, უმისამართოდ. ანო ხმას არ იღებდა და არც ბიჭი აძალებდა რაიმეს თქმას, მიუხედავად იმია რომ ბრაზიაგან ძარღვები ეჭიმებოდა.
- გინდა დღეს შენთან დავრჩე?
- არა გაბრიელ, ნონა დეიდას მარტო ხომ არ დატოვებ მე უკეთ ვარ, უბრალოდ ემოციებისგან დაცლა მჭირდებოდა.
- მაინც არ მიყვები რა მოხდა.
- ისეთი არაფერია მართლა, ურალოდ ამაზე საუბარი არ შემიძლია.
- მესმის.
- დროებით გაბიელ- გოგონა მისკენ გადაიხარა და ყელში აკოცა, ბიჭმა სიამოვნებისგან თავლები მილულა და გაუღიმა. ანო კი უკვე სადარბაზოში გაუჩინარდა.
მთელი ღამე ნერვიულობდა, აინტერესებდა როგორ იყო ლაზარე, მაგრამ არ იცოდა როგორ დაკავშირებოდა. ან როგორ უნდა მისულიყო მასთან. საერთოდ რატომ დაიწყო, ფიქრი ამაზე, რატომ მისცა ამ ბიჭს იმის უფლება რასაც არსდროს მისცემდა სხვას, მისი სიცივით და უხეშობით ყველას მაშინვე იშორებდა, მაგრამ მის გვ ერდით რაღაც ემართებოდა, მოჯადოებულს ჰგავდა. რამდენიმე საათი გაატარა ცხელ წყალში, უნდოდა ცოტა ხნით მაინც დაეხშო ფიქრები, რომელებიც მოსვენებას უკარგავდნენ. მთელი ღამე ფანჯარასთან მჯარდამა გაატარა წითელი ღვინით ხელში. გამთენიისას კი როგორღაც ჩაეძინა.
მეორე დილით გადაწყვიტა უნივერსიტეტაიბ წასულიყო.ისედაც რამდენიმე ლექცია გაუცდა, შარვალსა და რძელ მაისურზე მისი დიდი პალტო მოიცვა და გზას გაუყვა, თქნ მუსიკას უსმენდა, რომელიც გუშინ მოისმინა და საოცრად მოეწონა, მის მდგომარეობას ახალა ეს სრულიად პასუხობდა, სიამოვნების ჟვრანტელი უვლიდა მოსმენისას. უცებ შენიშნა როგორ გაჩერდა მის წინ წრაფად და მოწყვწტით შავი მანქანა, იმდენად სწაფად რომ გაოცებულმა რამდენიმე გამვლელმა შეჰყვირა კიდეც. კარი მაშინვე გაიგო და გადმოფრიბდა დადეშქელიანი, ანოს ძალიან გაუკვირდა სართოდ ფეხზე როგორ იდგა, მგონი მართლა ჯადოქარი იყო ძალიან სიმპათიური და მიმზიდველი ჯადოქარი, რომელსაც უნდა გაქცეოდა. მაშინვე ზურგი აქცია, და საპირისპირო მიმართულებით გააგრძელა გზა. მალევე იგრძნო როგორ ჩაავლო ხელი დადეშქელიანმა მხარში და მისკენ მოიზიდა ქალი. ანომ ქვემოდან ამოხედა მის შავ თავლებს, რომლებიც ახალა ჩვეულებრივზე უფრო მეტად ჩაშავებოდა. გაბრაზებული იყო დადეშქელიანი. ანომ ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმის რომ ერთი ყურსასმენი მას გაუკეთა და ახლა უკვე ორივეს ესმოდა ის საოცარი მუსიკა სიტყვეის გარეშე. ან რაში სჭირდება მუსიკას სიტყვები, ის ხომ მათ გარეშეც საუბრობს. ბიჭს ღიმილმა გადურბინა სახეზე და თვალები დახუჭა. გოგონა ძილერად ჰყავდა მოქქცეული მის მკალვებში.კანდელაკი და მოურიდებლად აკვირდებოდა მისი სახის გამოკვეთილ იდეალურობამდე დასულ ნაკვთებს. ლაზარემ ისევ შეანათა შავი თვალები და მის ბაგეებს ხარბად დაეწაფა, ანომ იგრძნო როგორ დაეძაბა მთელი სხეული, როგორ ენატრებოდა ის. ხელები თმებში შეუცურა . ახლა მხოლოდ მუსიკა ისმოდა, სადღაც შორიდან, და მათი სწარფი, შეყვარებული გულისცემა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Jruanteli. Arvici shecdomit cer tuara. Magram ecade gamoascoro. Cudad xvdeba tvals zaliann

 


№2  offline წევრი mia miako 15

ძალიან მომწონს.საინტერესოა.ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent