შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

There Where The Clouds Are Ending ~I~


19-01-2019, 02:24
ავტორი Eliso Bolkvadze
ნანახია 151

There Where The Clouds Are Ending ~I~

ერთი ჩვეულებრივი დღე

- მუხლის მოდრეკა არც კი გაბედო, ახლავე ადექი და ხელში ხმალი დაიჭირე, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენ განსაკუთრებული ხარ, არასოდეს დანებდე სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლე - დაიღრიალა კაცმა, რომელსაც უზარმაზარი მხრები ჰქონდა, იყო მთასავით მაღალი და სხეულს უამრავი იარა უფარავდა, შიშთ ანთებული თვალებით უყურებდა პატარა გოგონას, არა მას მისი კი არ ეშინოდა არამედ მისი დაკარგვის ეშინოდა, ეშინოდა იმის, რომ მის დაცვას ვერ შეძლებდა, ამიტომაც სასუწარკვეთილი ცდილობდა გოგონას გაძლიერებას, საკუთარი თავის დაცვა რომ შესძლებოდა.
პატარა გოგონას, რომელსაც არაქათი სულ გამოლეული ჰქონდა, საშინელ დაღლილობას გრძნობდა, ფეხები ეკვეთებოდა, ხელები ისე სტკიოდა, რომ ფიქრობდა სადაცაა მომძვრებაო. პირი ფართოდ გაეღო ჰაერს ხარბად ისუნთქავდა და ხმამაღლა ქოშინებდა, ბაგეებზე ოფლი მდინარესავით ჩამოსდიოდა, წყურვილის შეგრძნება ჰკლავდა თუმცა თავს იკავებდა, პატარა გოგონას მთელ სხეულზე კუნთები ისე საშნლად ჰქონდა დაჭიმული, რომ ტირილი უნდოდა, თუმცა ტირილს ვერ ბედავდა.
ეს იყო ლენას ერთ-ერთი გამოცდა, რომელშიც თავისი აღნაგობისა და ასაკის მიუხედავად გასაოცრად ყოჩაღი იყო.
გოგონას ფეხი მოეკვეთა მუხლებზე დაეცა და ორივე ხელით მიწაზე დაეყრდნო, მარცხენა ხელით შუბლზე ჩამოდენილი ოფლი მოიწმინდა და უფრო მძიმედ აქოშინდა. მას დასვენების სურვილი ჰკლავდა, თუმცა მამის შეძახილის გამო ძალ-ღონე მოიკრიბა და გვერდზე გადავარდნილ მზის მწველ სხივებზე მოლიპლიპე ხმალს მისწვდა, რომელიც თითქმის მისი სიმაღლის იყო, ლენას მისი ხელში დაჭერა უჭირდა მისი სიმძიმის გამო, თუმცა ამის თქმას მამას ვერ უბედავდა. ის ხმალს ორივე ხელით დაეყრდნო და ძლივს წამოდგა ფეხზე.
რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, მის მზერაში ბავშვური მეამიტობა, შიში და ბრაზი ერთდროულად იგრძნობოდა. ლენამ ხმის კანკალით მამის სიტყვები ჩურჩულით გაიმეორა:
- სისხლის ბოლო წვეთამდე - წელში გაიმართა თუ არა თავისი ხმალი უშველებელი ხმლის დასახვედრად მოამზადა.
- ლენააა... გაიღვიძე - ხმის გაგონება და ლენას თავზე ბალიშის დაშვება ერთი იყო. გოგონა მაშინვე წამოჯდა, რომ გაეგო რა ხდებოდა, უცებ პატარა ბიჭის სილუეტს მოჰკრა თვალი და იმწამსვე გაქრა თვალთახედვის არიდან. იმედგაცრუებული და ნახევრად მძინარე საწოლზე დაეშვა. სარკმლიდან შემოსული მზის სხივები თავლებში ენათებოდა და თანდათან აფხიზლებდა, ბოლოს მზის სიკაშკაშეს ვეღარ გაუძლო და თვალები გაახილა, ირგვლივ მიმოიხედა, საწოლის მარცხენა მხარეს მდებარე პატარა მაგიდაზე მდგარ საათს შეხედა, დილის 8 საათი იყო.
- ლენაააა... - მოისმა ფილის შეძახილი
- მოვდივარ - ბრაზნარევი ხმით გასძახა გოგონამ თავის პატარა ძმას, რომელიც იკვებებოდა იმით რომ ლენას აღიზიანებდა - ეს არასოდეს დამთავრდება - წაიბუზღუნა და თავზე საბანი წაიფარა. ძილი ძალიან უყვარდა.
თბილი ლოგინიდან გამოძრომა ძალიან უძნელდებოდა თუმცა წინ გრძელი დღე ელოდა რის შემდეგაც დაღლილი ისევ ტკბილად დაიძინებდა თავის თბილ საწოლში. ლენა გადმოძვრა ლოგინიდან მთქნარებით და თვალების ფშვნეტით ტანსაცმლის კარადასთან მიბაჯბაჯდა, ტანსაცმლის კარადა ხის იყო მასზე ოდნავ მაღალი, ორი კარი ჰქონდა, ქვევით კი სამი პატარა უჯრა. გოგონამ გრძელი დაყრილი მუქი მწვანე კაბა გამოიღო და ჩაიცვა, კაბა ისე იყო შეკერილი, რომ ლენას ვიწრო წელს და მისი ახალგაზრდა ნორჩი სხეულის სილამაზეს აჩენდა, იფიქრებდით ეს კაბა მის ტანზე არის შეკერილიო, თუმცა ის ბაბუა გროდოს საჩუქარი იყო მისი 17 წლის იუბილესათვის რომელიც ქალაქში ყოფნისას ეყიდა ერთ ჩვეულებრივ მაღაზიაში. ოთახში მარცხენა კუთხეში ფანჯარასთან მდგარ დიდ სარკესთან მიირბინა, რომელსაც ხის ჩარჩო ჰქონდა, ჩარჩო სხვადასხვა ყვავილის ორნამენტებით იყო მოჩუქურთმებული. ის იმხელა იყო ლენა თავით ფეხებამდე თავისუფლად ეტეოდა, სარკესთან რამდენიმე ბრუნი გააკეთა მაგრამ ბოლოს მაინც შარვალი და ტყავის ჩექმები ჩიცვა.
ლენა ისევ მივიდა სარკესთან, გრძელი ღია ფერფლის ფერი თმა, რომელსაც მუქი ლურჯი ელფერი გადაჰკრავდა ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივებზე ელვარებდა. კბილებიანი სავარცხელი აიღო და თმების დავარცხნას შეუდგა.
გოგონა ძალიან ლამაზი იყო, თუმცა ნაზს ვერ უწოდებდით, მისი ღია იასამნისფერი თვალები ახალი სასიამოვნო დღის მოლოდინში სახალისოდ ელვარებდა, ფანჯრიდან შემოსული ნელი სიო სასიამოვნოდ ეფერებოდა სახეზე.
როგორც იქნა თმები დაივარცხნა, თმა ცხენის კუდივით შეიკრა და სასადილო ოთახში გასასველად მოემზადა, შესვლისას რაღაცას წამოედო და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო.
- ფრთხილად - დაიყვირა კარის ზღურბლთან იატაკზე ჩამჯდარმა ფილიმ.
- უკაცრავად ვერ დაგინახეთ, ზედმეტად პატარა ბრძანდებით - ბრაზნარევი სარკაზმული ღიმილით უთხრა ლენამ, რომელსაც ვერ მოელენებინა ფილის მიერ ნასროლი ბალიში.
ფილმა გაბრაზებული ამოხედა და შეუღრინა უფროს დას. ლენამ თავისი თავით კმაყოფილმა ფილს ზურგი აქცია და სასაუზმოდ გამზადებულ მაგიდას მიაშურა.
- დილა მშვიდობისა მარგო - მიესალმა იმ პატარა სასახლეში დარჩენილ ერთადერთ მოსამსახურეს, რომელიც მაგიდის გაშლით იყო დაკავებული.
- მშვიდობიან დილას გისურვებ ჩემო კარგო - მიუგო ახლახანს შემოსულს - ფილ, მანდ რას აკეთებ? წადი ბატონ გროდოს დაუძახე საუზმის დროა - კართან ჩამჯდარმა თავისი ხისგან გამოთლილი ცხენები და რაინდები გვერდზე გადაგო და ხტუნვა ხტუნვით სასადილო ოთახიდან გავარდა. ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო და ფილი შემოვარდა, მის ფეხდაფეხ აზნაურივით გამოწყობილი ახოვანი მოხუცი შემოვიდა, რომელსაც წვერ-ულვაში კოხტად შეეკრიჭა, შგადაშიგ ცოტათი ვერცხლისფერი ჟაღარა შემოპარვოდა, რომელიც სასადილო ოთახში შემოპარულ მზის სხივებს უღიმოდა და ხალხს თავს ახსენებდა. მხრებზე გრძელი მუქი ლურჯი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული, მხრებამდე დაყრილი თმა კი უკან კოხტად გადაევარცხნა, მისი სიარულის მანერა მტაცებელი ცხოველისას მოაგონებდათ, ისეთი ფრთხილი და ჩუმი იყო გეგონებოდათ იატაკზე ფეხს საერთდ არ ადგამსო.
- დილა მშვიდობისა - კეთილი ღიმილით მიესალმა მოხუცი ოთახშიმყოფთ - გემრიელი სუნი დგას - მაგიდას თვალი გადაავლო და გაიღიმა.
დილა მშვიდობისა მოხუცო - საპასუხო ღიმილით თვალი ჩაუკრა ლენამ.
- მშვიდობიან დილას გისურვებთ ბატონო გროდო, ვიმედოვნებ მხოლოდ სურნელით არ მოგეწონებათ
მარგო ყოველთვის ექსპერიმენტული კულინარი გახლდათ, ამიტომ მისი კერძები ყოველ დღე თითქმის განსხვავებული გემოსი იყო. ის შუა ხნის საშუალო შესახედაობის ქალი იყო, მისი მთელი ოჯახი სოფელში გავრცელებულმა შავმა ჭირმა იმსხვერპლა, მარგოს სამსახური სჭირდებოდა თავის სარჩენად ბაბუა გროდოს კი მოსამსახურე, რადგან იმ დროს სოფლიდან ყველანი გაქცევას ცდილობდნენ, ამიტომ ექიმი გროდოს პატარა სასახლიდან ყველა მოსამსახურე გაიქცა ერთი მებაღის ხაბიტოს გარდა.
სოფლის მცხოვრებლებს იმედი ჰქონდათ თუ პატარა სოფელ ტარგინოსს თავს დააღწევდნენ დაავადებას გადაურჩებოდნენ, თუმცა დრო გავიდა და სოფელში მოსახლეობა ისევ დაბრუნდა, მართალია იმ რაოდენობით არა რაც დაავადების გავრცელებამდე იყო, რადგან მოსახლეობის ოცდაათი პროცენტი შავმა ჭირმა შეიწირა თუმცა ხალხმრავლობა და პატარა სოფლის ტარგინოსის მხიარულება იგრძნობოდა, მაგრამ სიწყნარეს შეჩვეულმა ექიმმა სასახლეში აღარავინ არ დაიქირავა.
მარგოს მიერ შექმნილი ახალი კერძები დილის საუზმისთვის უცნაურად მსუყე თუმცა ძალიან გემრიელი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მარგო და მებაღე ხაბიტო მოსამსახურეები იყვნენ, ისინიც სასახლის სხვა მცხოვრებლებთან ერთად ერთ მაგიდაზე შეექცეოდნენ საუზმეს, ისინი უკვე არა მოსამსახურეები არამედ ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
ხაბიტო მარგოზე ოდნავ უფროსი თუ იქნებოდა, მას არავინ ჰყავდა თავისი კავკასიური ნაგაზის ჯეკას გარდა, რომელსაც საკუთარი შვილივით უვლიდა, მშობლები არ ახსოვდა დაბადებიდან სასახლეში იზრდებოდა ერთ-ერთი მოსამსახურეების ოჯახში რომლებმაც თურმე ტყეში იპოვეს ახალშობილი ჩადრში გახვეული.
ჯეკასთან თამაში 12 წლის ფილისათვის ერთ-ერთი საყვარელი გასართობი იყო.
- ლენა დღეს სკოლის გზაზე გამაცილებ? - სიჩუმე დაარღვია ფილიმ, მიუხედავად იმისა, რომ სულ აბრაზებდა თავისი და ძალიან უყვარდა.
- უკვე დიდი ბიჭი ხარ ნუთუ გზის დამახსოვრება გაგიჭირდა.
- ეს უარის თქმის ერთ-ერთი საშუალებაა? ყოველთვის ასე იქცევი, არასოდეს გადიხარ ჩემთან ერთად სოფელში, არა, არა მარტო ჩემთან ერთად საერთოდ არ დადიხარ სოფელში მხოლოდ გორებზე და ტყეში დარბიხარ ხოლმე, ასე არ შეიძლება ამიტომაც ჰგონიხარ ხალხს უცნაური და შენი ეშინიათ ხშირად უნდა გახვიდე გარეთ და დაენახო მათ თორემ ეს ასე სამუდამოდ გაგრძელდება, ეს შენს ირგვივ მყოფი ხალხისთვისაც არაკომფორტულია - ფილის ისეთი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, რომ იქ მსხდომმა ღიმილისაგან თავი ვერ შეიკავა, თუმცა რაღაც სიმართლის ნატამალი იგრძნობოდა მის ნათქვამში.
- ფილი მართალს ამბობს, რაც უფრო შეგაჩვევს ხალხი თვალს მით უფრო ნაკლებად შეეშინდებათ შენი. გაყევი ფილის მე კი როგორც ყოველთვის ზღვასთან ახლოს გორაზე დაგელოდები - მოხუცი ფეხზე წამოდგა ფილს თავზე ხელი გადაუსვა და კარისაკენ გაემართა - ნუ იჩქარებ - თქვა და სასადილო ოთახიდან გავიდა.
- მე უბრალოდ... - ლენამ ღრმად ჩაისუნთქა და მაგიდასთან მჯდომთ გადახედა - კარგი კარგი შენ გაიმარჯვე მოხდეს რაც მოსახდენია, მოემზადე და გავიდეთ.
თვითკმაყოფილი ფილი სიხარულით წამოვარდა სკამიდან და ჩანთას დაავლო ხელი. ლენას არ მოსწონდა, როდესაც უმცროსი ძმა ხედავდა იმას თუ როგორ უყურებდნენ მას სოფლის პატარა გზებზე გამოსული ხალხი, რომლებიც მის დანახვაზე ჩურჩულს იწყებდნენ და რაღაც საშიშის მოლოდინის თვალებით შესცქეროდნენ.
ფილი გახარებული გავარდა ეზოში, სანამ ლენას ელოდებოდა ჯეკას წაეთამაშა, ლენას თან მარგო და ხაბიტო გამოჰყვნენ.
- ყურადღებას ნურავის ნუ მიაქცევ, მოწყენილები არიან და აღარ იციან თავი რითი გაირთონ - წინასწარ დამშვიდება სცადა მარგომ, ხაბიტო ფილთან მივიდა და ჯეკას ზურგზე მოეფერა.
- აბა შენ იცი ფილ არავის მისცე უფლება, რომ შემს დაიკოს აწყენინოს - დაარიგა ბიძია ხაბიტომ ფილი და თან თავზე ხელი გადაუსვა, ფილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- არის სერ - სამხედრო მისალმებით მორჩილება განუცხადა და ჭიშკრისკენ მიმავალ ლენას დაეწია.
სოფლის ცენტრში ერთადერთი სკოლა იყო სადაც ფილი განათლების საფეხურის მეხუთე დონეს სწავლობდა სულ 10 დონეს ასწავლიდნენ, ასეთი პატარა სოფლისთვის გასაკვირი იყო ასეთი მაღალი დინის სკოლა, რომ ჰქონდა, ეს სკოლა ექიმ გროდოს ოჯახმა დააარსა ის უკვე საკმაოდ დიდი ხნის იყო, ხოლო გრდოს მიერ შეტანილი ახალი რეფორმების შემდეგ კი ისეთი პოპულარული და ელიტური გახდა, რომ მეზობელი სოფლებიდანაც დადიოდნენ ბავშვები.
ფილის საყვარელი საგნები მითოლოგია, ჯადოქრობის ხელოვნება და საბრძოლო ხელოვნება იყო, ის საბრძოლო ხელოვნებაში საუკეთესო იყო თავის თანატოლებში და ორი წლით უფროს კლასელებს შირისაც კი.
ლენა და ფილი სოფლის ვიწრო ბილიკს გაუყვნენ, თანდათან სასახლის ჭიშკარი დაპატარავდა, ბოლოს კი სულ დაიკარგა. სასახლე ისეთ ადგილას იდგა, მისი დანახვა სოფლის ნებისმიერი კუთხიდან იყო შესაძლებელი, სასახლეც თავისთავად მთელ სოფელს გადაჰყურებდა. ლენას ფეხები უკან რჩებოდა, გულში ფიქრობდა მგონი თანდათან სოციოფობი ვხდებიო, ამის გაფიქრებაზე თავი გააქნია რომ უარყოფითი ფიქრები უკუეგდო და გზა გააგრძელა.
თანდათან მიუახლოვდნენ სოფელში მცხოვრებ სხვა ოჯახებს. ყველა გარეთ იყო გამოსული და თავის შვილს სკოლისაკენ აცილებდა, ერთ-ერთი სახლიდან ნახევრად ჩანთა გადაკიდებული ბიჭი გამოვარდა, ფეხდაფეხ დედა გამოჰყვა და მიაძახა საუზმე შეჭამეო, თუმცა ბიჭმა ყურიც არ ათხოვა და გზა გააგრძელა, მეორე სახლიდან გოგონა გამოვიდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას უცებ შეჩერდა და სახლისაკენ მიირბინა სანამ კართან მივიდოდა კარი გაიღო და დედა გამოვიდა - ლანჩის ყუთი გრჩება - გაუღიმა შვილს შუბლზე აკოცა ყუთი მისცა და სახლში შესვლა დაპირა, მაგრამ ლენას მოკრა თვალი და გოგონას ხელი ჩასჭიდა.
- დედა რა მოხდა დავაგვიანებ
- არაფერი ფრთხილად იყავი - ქალმა გოგონას ხელი გაუშვა მაგრამ ლენას თვალს არ აშორებდა, მის თვალებში შიში იგრძნობოდა მაგრამ შიშზე უფრო მეტად ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა.
გარეთ მდგარმა სამმა ქალმა ლენას დანახვაზე ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს
- ეს ის გოგოა? - თქვა პირველმა თეთრი წინსაფრით
- დიახ ის უნდა იყოს, ამბობენ ფილის და არისო - თქვა მეორემ ხვეული თმებით და გრძელი ცხვირით
- ამ ბავშვის? - თქვა პირველმა ქალმა თეთრი წინსაფრით და ფილისკენ მიანიშნა
- კი კი მახსოვს ჩემმა ქმარმა თქვა ბავშვთან ერთად ყოფილა იმ დღეს, თუმცა ფილი ნორმალური ჩანს ჩემი შვილი მის კლასში სწავლობს, ამბობს უცნაური მხოლოდ ის არის რომ ძალიან ძლიერი არისო - თქვა მეორე ქალმა ხვეული თმებით და გრძელი ცხვირით.
- ფილი თუ ასეთი ძლიერია ანუ ის ჭორები სიმართლე უნდა იყოს - თქვა პირველმა ქალმა თეთრი წინსაფრით
- რა ჭორები? რაღაც მეც მსენია თუმცა აქამდე არ დავინტერესებულვარ და ყურს არასდროს ვუგდებდი ხომლე თუმცა ამ გოგონას შემხედვარე დავინტერსდი - თქვა მესამე ქალმა აქამდე წყნარად მსმენელმა
- 6 წლის წინ ერთ ძლიერ წვიმიან ამინდში ეს გოგონა სოფლის კარდაკარ დაიარებოდა და ხალხს დახმარებას თხოვდა, თუმცა სახლში არავინ უშვებდა, ამით გაბრაზებუმა ერთ-ერთ სახლს თავისი მაგიური ძალით ცეცხლი წაუკიდა, ისეთი ძლიერი ცეცხლი იყო, რომ მისი ჩაქრობა ვერავინ მოახერხა - თქვა მეორე ქალმა
- შიგ მცხოვრებთ რა მოუვიდათ? - ჩაეკითხა მესამე
- ყველანი გადაარჩინეს, უფრო სწორად როგორც თქვეს ექიმი გროდო მოვიდა და თავისი მაგიური ძალით ცეცხლი ჩააქრო ბავშვები კი თავისთან წაყვანა - დასძინა პირველმა
- კი მაგრამ ბავშვები რატო არავინ არ შეიფარა ისინი ხომ სულ მარტონი იყვნენ გარეთ წვიმაში - გაკვირვებით იკითხა მესამემ
- როგორც ვიცი შენ სხვა სოფლიდან ხარ ხო? - იკითხა პირველმა
- დიახ სულ რაღაც 3 წელია რაც აქ გავთხოვდი - უპასუხა მესამემ
- მაშინ არ გეცოდინება, რომ 7 წლის წინ სოფლის ქურუმმა სანამ შავი ჭირით მოკვდებოდა დაიბარა, რომ მოვიდოდა ბავშვი 10-12 წლის რომელიც იქნებოდა დამანგრეველი ძალის მქონე, ამიტომ უნდა უფრთხილდეს ყველა რაგან მას თან შავი ჩრდილი დასდევს, ეს კი არავინ იცის კარგს მოგვიტანს თუ ცუდს - დასძინა მეორემ
- და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ის გოგონაა?
- დიახ არც კი სცადო მასთან გამოლაპარაკება, თორემ შეიძლება უბედურება მოგიტანოს.
ფილიმ ლენას ახედა მისი რეაქცია აინტერესებდა სანამ სკოლამდე მივიდოდნენ საკმაოდ ბევრი უცნაური რამ მოისმინეს, მართალია ნაწყვეტ ნაწყვეტ მაგრამ ფილიმ იმის მოსმენა მოასწრო თუ როგორი ძლიერი იყო თვითონ.
- კი ასეთი ვარ ზედმეტად ძლიერი, შეგშურდა ჩემზე რომ ლაპარაკობენ? - გაკრეჭილი სახით მიაშტერდა ლენას
- სანამ სიძლიერეზე დამელაპარაკები ჯერ ცხვირი მოიხოცე - ლენამ ცხვირზე ხელი მოუჭირა
- აუ მეტკინაა - ხელი მოაშორებინა და ცხვირი მოისრისა, შემდეგ ჭკვიანური გამომეტყველება მიიღო და დასძინა - ხედავ შენი სულაც არ ეშინიათ...
- ნამდვილად უბრალოდ შენი შურთ - ვიღაცამ შეაწყვეტინა ფილის
- დათო
- გამარჯობა ფილი, გამარჯობა ლამაზო - ტუჩის ცალი მხარე აწეული მიესალმა დათო ლენას და წარბების თამაში დაიწყო. ეს იყო ფილის საუკეთეო მეგობარი დათო ბელატო. დათოს დედა მარგოს მეგობარი იყო, ქალბატონი ბელატო ხშირად სტუმრობდა მარგოს ყავის დასალევად და ლენაც იქ გაიცნო, მას ლენასმიმართ შიშ კი არა დიდი სიყვარული ჰქონდა.
- დათო როგორც ყოველთვის მშვენიერ ხასიათზე ხარ - საპასუხო ღიმილით მიმართა ლენამ
- როდესაც სისხამ დილით დამაბრმავებელი მზის სხივი თვალს მჭრის ეს მოვლენა ყოველთვის შესანიშნავ ხასიათზე მაყენებს, აი შეხედე იმ ახალგაზრა გოგონებს შენს მარჯვნივ ჩურჩულით რომ ლამისაა ენა მოიტეხონ, ეჭვიანობისაგან სკდებიან შენს დანახვაზე ასეთი მშვენება რომ ხარ ლამისაა კისერი მოეგრიხოთ და ხერხემალი გაიმრუდონ ისე იღრიკებიან ბიჭების ყურადღების მისაქცევად შემ კი ეგ სულაც არ გჭირდება შეხედე ყველა ბიჭი შენ შემოგცქერის, შენი მშვენების დანახვაზე თავს ვეღარ იკავებენ რომ არ მოგაშტერდნენ. ასეთი მოვლენა ნამდვილად არ ხდება ხშირად როდესაც თვით ლენა ჰალეზი გვევლინება სოფელში.
- აააამმ... ეს ალბათ კომპლიმენტი იყო ხომ? - ლენამ დაბნეული გადახედა ფილის
- კარგად მეც ვერ გავიგე მაგრამ სავარაუდოდ კი - იგივე სახის გამომეტყველებით უპასუხა
- ამას როგორ უძლებ - რაც შეეძლო ჩუმად გადაუჩურჩულა ლენამ ფილის
- მე თვითონაც მიკვირს - მოისმა პასუხი
- ხვდებით ხომ რომ მესმის - გაბრაზებული თვალებით შეხედა ორივეს დათომ
უხერხული თუმცა იუმორით აღსავსე სიჩუმე ჩამოვარდა, უკვე სკოლასთან იყვნენ.
- კარგი ლენა სამწუხაროდ აქ უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, ეს მე გულს ძალიან...
- კარგი კარგი წადით სკოლა გიხმობთ - დათო გულგატეხილი იყო იმით რომ სიტყვა გააწყვეტინეს და თავჩაქინდრული სკოლის კარში შევიდა. ლენა მის გვერდით მდგომ ფილის მიუტრიალდა
- ამას არაფერი ეშველება ხო?
- ეეეეჰ.. ვეცდები რაიმე მაგია მოვიფიქრო პერსონალურად მისთვის - ფილიც თავის ქნევით დათს უკან მიჰყვა
- წარმატებები - ღიმილით მიაწია სიტყვა ფილის, რამდენიმე წამით უცქერდა ბავშვებს და ბოლოს უკან გამობრუნდა.
ბავშვები სკოლაში შევიდნენ, დათო და ფილი ერთ კლასში სწავლობდნენ, ორი პატარა მეგობარი მარჯვენა ფანჯარასთან მდგარ ორ ცარიელ მერხს მიუჯდა.
- ფილი შენი და ბოროტია - ერთი წითელთმიანი დიდსათვალება ჭორფლიანი გოგო მოუბრუნდა ფილის და ეკითხება
- არა ეგ საიდან მოიტანე
- დედამ თქვა, რომ ადრე ვიღაცის სახლი გადაუწვავს და სოფელში ბოროტი აურა შემოუტანია, ამიტომ თუ ფრთხილად არ ვიქნებით სურვილისამებრ ყველას ამოხოცავს.
- რაა... - წამოენთო დათო - ის თუ მაინც გესმის რას ლაპარაკობ
- ჩემმა მშობლებმა თქვეს, რომ უკვირთ რატომე მფარველობს ექიმო გროდო ამ არსებას - მოისმა მარჯვნიდან შავგრემანი ჩასუქებული ბიჭის ხმა
- კი მასსეთი რაღაც მახსოვს ჩემმა მშობლებმაც თქვეს, ამბობენ რომ რაღაც შავი ჩრდილით შეპყრობილი თუ რაღაც ეგეთი არისო - თქვა მეორე ბიჭმა
- საკმარისია ეს უკვე მეტისმეტია - 10 წლის ბიჭი, რომელსაც სულ ადვილად ევსებოდა მოთმინების ფიალა ვეღარ გაუძლო თანატოლების უაზრო ლაპარაკს, თვალები აენთო ისე გაბრაზდა, თითქოს ცხვირიდან ბოლი გამოსდიოდა, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს, რომ ფილი ეცა თავის კლასელს და ყბაში მაგრად მოსდო, ბიჭმა ასეთი დარტმის შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა, სკამიდან გადმოვარდა და იატაკზე გაგორდა, ფილი მაშინვე მის ზევით აღმოჩნდა და მეორედ დააპირა ყბაში ეთავაზა, თუმცა გვერდიდან დათომ ვიღაც მეორე ბავშვს უთავაზა ის გადმოვარდა და ფილის მოხვდა ფილი სხვას დაეჯახა და ასე ატყდა გუნდური ჭიდილი, გოგოები ბიჭები ერთმანეთს დაერივნენ, ისეთი კამათი და უწესრიგობა იყო რომ ბოლოს ერთმანეთს კბენდნენ თმებში წვდნენ, ეს უკვე ჩხუბს აღარ ჰგავდა, უკვე თვითონაც აღარ ახსოვდათ თუ რის გამო ჩხუბობდნენ, წამოიწია ახალი მიზეზები, გვერდით ერთი ბიჭი გაჰყვიროდა ხელზე ფეხს ნუ მაბიჯებთო აქეთ ერთი გოგო კიოდა ჩემს თმებს შეეშვითო, ვიღაცას ხელზე ისე ძლიერ უკბინეს, რომ სულ გაულურჯდა, გვერდით ფილის ერთ-ერთი გოგო ზურგიდან თმებში სწვდა, ფილი ლამის წაიქცა ამიტომ თავი, რომ შეეკავებინა ვიღაცას მოეჭიდა, ის გოგონა წაიქცა და დათოს დაეჯახა, მერე ეს გოგონა გადაირია და ეცა ფილის, ავარდა ერთი ჩოჩქოლი, და როგორც იტყვიან დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ამის შემხედვარე ერთი გოგონა, რომელიც თავისთვის წყნარად იჯდა წინ მერხზე ზანტად შემობრუნდა და ჩაილაპარაკა.
- სავარაუდოდ ეგ ცემა ტყეპაც ვერ მოგიყვანთ აზრზე... ნწ ნწ ნწ .. - თავი გააქნია და განაგრძო წიგნის კითხვა, ამ დიდი არეულობის ფონზე მასწავლებლის ხმა აღარ ისმოდა, ამიტომ მათ გასაჩერებლად მაგიის გამოყენება დაჭირდათ და უცებ ყველანი გაშეშდნენ, მასწვებელი დაფასთან დადგა და ბავშვებს შეჰყურებდა.
- ისე გაერთეთ ერთმანეთისთვის თმების დაგლეჯაში და დაკბენაში, რომ ჩემი შემოსვლა ვერც კი შეამჩნიეთ, უფლებას მომცემთ გაკვეთილი დავიწყო?
გაშეშებული ბავშვები, ზოგიერთი ჰაერში ლივლივებდა ზოგიც ერთმანეტზე მომჯდარი იკბინებოდა, მერხიდან გადამხტარმა ფილიმ, რომელიც ცდიობდა ერთ-ერთი კლასელისთვის მტკივნეულად ჩაერტყა ზმუკუნი დაიწყო.
- რა იყო რამის თქმა გნებავთ მისტერ ჰალეზ?
ფილისგან საპასუხოდ ისევ ზმუკუნი აღმოხდა, მაშინ მასწავლებელმა ხელის ოდნავი მოძრაობით ფილის ლაპარაკის საშუალება მისცა და ანიშნა ილაპარაკეო
- მესმის, რომ ძალიან გაბრაზებული ხართ მაგრამ განა ჩემი ჰაერში გამოკიდება ფიზიკის მიზიდულობის კანონებს არ ეწინააღმდეგება?
- სწორი შენიშვნაა, გავითვალისწინებ - მასწავლებელმა ხელის ერთი მოძრაობით ყველანი გაანთავისუფლა უმოძრაობის შელოცვისაგან, თუმცა ეს მათთვის უმტკივნეულო ნამდვილად არ აღმოჩნდა, ყველანი ერთმანეთზე დაეხეთქა, ტკივილისგან კლასში წუწუნი და კვნესა გაისმოდა.
- ეხლა შეიძლება დავიწყო გაკვეთილი? თუ შეიძლება ადგილები დაიკავეთ, დამნაშავეებს კი შემდეგ გამოვავლენთ.
სკოლის ეზოში უცნობი ადამიანების გარემოცვაში დარჩენილი იმედის თვალით იყურებოდა ირგვლივ, შეგრძნება ჰქონდა, რომ ვიღაც წუთი წუთზე ეძგერებოდა და კისერში ხელებს წაუჭერდა. უცნაურად ეიფორიული შეგრძნების მიუხედავად მან ერთი განსაკუთრებით მწველი მზერა იგრძნო, რომელიც თითქოს არსაიდან და ყველა მხრიდან მოდიოდა, ეს ისეთი ძლიერი აურა იყო რომ ლენას თავბრუ დაესხა.
- ლენა? ნუთუ ეს შენ ხარ? - მოისმა გაკვირვებული მაგრამ ნაცნობი ხმა, ლენა უცებ გონს მოეგო, მიტრიალდა და ქალბატონი ლიზა ბელატო დაინახა, მის დანახვაზე მთლიანად დაძაბული სხეული მოუდუნდ, უაზრო და ნეგატიური ფიქრები გაფანტა და მთელი ყურადღება ამ მშვენიერ ქალბატონზე გადაიტანა.
- ქალბატონო ლიზა, ძალიან მიხარია თქვენი დანახვა - სიხარული ვერ დამალა ლენამ
- მეც ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა შემი ნაჭუჭიდან გამოძრომა გადაწყვიტე
სკოლის ეზოში ახალგაზრდობა თანდათან მიმოიფანტა და ბოლოს აღარავინ აღარ დარჩა ლიზასა და ლენას გარდა
- დიახ შეიძლება ასეც ვთქვათ თუმცა სავარაუდოდ დიდი ხნით არა. თქვენ რატომ გამოიყურებით ასეთი დაღლილი? როგორც ჩანს სწრაფად იარეთ
- დიახ დათომ ფილი დაინახა და სანამ დავედევნე სირბილი მომიწია, ამბობს უკვე დიდი ვარ და გაცილება არ მინდა სკოლაშიო.
- გასაგებია, როგორც ჩანს ახალი გატაცება აქვს
- რას გულისხმობ?
- დღეს ცდილობდა პოეტური ყოფილიყო და სათქმელი მხატვრულად გამოეთქვა
- აა მაგაზე ამბობ? - გაეცინა ლიზას - დიახ ამ ბოლო დროს ნამდვილად ახალი გატაცება აქვს იმედია დიდხანს არ გაგრძელდება საშინლად გამოსდის
- გეთანხმებით - ორივენი იცინოდნენ, სულ მალე ზარის ხმამ ლიზას გაკვეთილების დაწყება ამცნო და სასწრაფოდ კლასისაკენ გასწია. ლიზა 37 წლის რიჟა, საშუალო სიმაღლის ქალი იყო, ბევრი კიხვისაგან ცოტათი თვალს დააკლდა ამიტომ სათვალეს ატარებდა, ის ძალიან ელეგანტური და მოხდენილი ქალი იყო, ბავშვებისათვის ერთ-ერთი საყვარელი მასწავლებელი. ლიზა და იოსებ ბელატოები ლენას სახლში ამეცადინებდნენ ხოლმე, ამიტომ ლენას ისინი ძალიან უყვარდა.
კიდევ ერთხელ მიმოიხედა ირგვლივ, მას სკოლაშ არასოდეს უსწავლია და ყოველთვის აინტერესებდა ეს რა შეგრძნება იყო თუმცა იცოდა, რომ ამას ვერასოდეს გაიგებდა, ნელი ნაბიჯით გაუყვა თავისი ე.წ. სასწავლებლისაკენ სადაც მასწავლებლად მოხუცი გროდო დახვდებოდა, სანამ სოფლის ყველაზე დასახლებულ მიდამოს გასცდებოდა როგორც ყოვეთვის თავს ძალიან პოპულარულ ადამიანად გრძნობდა, ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული, ახალგაზრდა გოგო ბიჭები სხვადასხვა მიზნით შეჰყურედნენ მას, ბიჭებს ის ძალინ მოსწონდათ თუმცა მასზე ის ჭორები, რომ დაუნდობლად ძლიერი იყო მათში შიშს კი არა არამედ შურის გრძნობას აღძრავდა, გოგონებს კი ორმაგი შური ამოძრავებდათ ის ნამდვილად არ იყო მათთვის სასურველი კონკურენტი არც სიყვარულში და არც ძალობრივ სეგმენტში. ლენა ისევ წყნარად მიაბიჯებდა გორაკისაკენ და ცდილობდა გაეხსენა თუ რატომ შეწყვიტა ხალხთან ურთიერთობა, თუმცა ის ვერ იხსენებდა რა მოხდა იმ ღამეს როდესაც ის ტარგინოსში პირველად შემოვიდა, მას მხოლოდ თავსხმა წვიმა და ღამის უკუნითი სიბნელე ახსენდებოდა ბევრი ფიქრისგან დაღლილმა შეატყო, რომ უკვე ძალიან იგვიანებდა და ნაბიჯს აუჩქარა, რადგან იცოდა თუ ძლიან დაიგვიანებდა აუცილებლად დაისჯებოდა ზედმეტი ვარჯიშებით, ბოლოს კი სირბილი დაიწყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Ia Bolkvadze

ყოჩაღ, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent