შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ჭიდილი {4 ტავი}


19-01-2019, 03:37
ავტორი Someone wandering
ნანახია 249

გრძნობათა ჭიდილი {4 ტავი}

5 დღე იყო გასული,რაც თედოსა და ანიტას ერთმანეთი არ ენახათ,გაურკვევლობა სუფევდა გოგოს გონებაში,ვერც იმას ხვდებოდა თუ რა ხდებოდა მის თავს,ვინ იყო თედო დორეული,ან ვინ იყო თავად, ამ უბადრუკ ცხოვრებაში? მყუდრო ოთახი,კალამი და ფურცელი მის თანამგზავრს წარმოადგენდა ამ დღეების განმავლობაში. გული წყდებოდა,რომ თედომ, აი, ასე უ ბ რ ა ლ ო დ დატოვა. თუმცა შემდეგ დაამატებდა,''და ვინ ვარ,რომ არ დავეტოვებინე?უბრალოდ,კლუბში გაცნობილი გოგო''. თვალზე მომდგარი ცრემლების მიზეზს ვერ ხვდებოდა,ვერც იმ ფორიაქს ხსნიდა,რასაც მასზე ფიქრის დროს განიცდიდა,ამიტომ შვებას წერა ჰგვრიდა და ფიქრი ერთადერთზე-ტატოზე.
ტატო მისთვის უდიდეს ტკივილთან,დანაკლისთან,თუმცა ამავდროულად უსაზღვრო სიყვარულთან,სულის სიმშვიდესთან ასოცირდება,დიდი ხანია დასჩემდა ასეთი ჩვევა, ყოველ ღამით,ძილის წინ მას ესაუბრება. გიკვირთ არა? მართალია,ბევრს შეიძლება ეუცნაუროს ასეთი ქცევა,თუმცა არა მას ვისაც ენატრება! აი,ახლაც თვალებდახუჭული საწოლზე მოთავსებულა,რომელსაც მარცხენა მხარე როგორც ყოველთვის ცარიელი აქვს და არსებულ ბალიშს ხელით ეფერება,რომელსაც მაინც შემორჩენია ტატოს სურნელი,მის ოთახს იშვიათად ეკარება,რადგან ყველგან ტატოა,თითოეული ნივთი,ტანსაცმელი,აქსესუარი მას ახსენებს,თუმცა არა! მას ტატო ყოველთვის ახსოვს. როგორ ამბობენ? დრო ყველაფრის მკურნალია...ვინ მოგატყუათ,რომ ასეა? ტყუილია,უბრალოდ ეჩვევი,ტკივილი არ გინელდება,როდესაც შენი მონატრების ადრესატზე ფიქრობ... 1 წლის განმავლობაში საფლავს ძლივს მოწყვიტეს,საფლავზე დამხობილი დღეები ქვითინებდა,დედამისი კი უბრალოდ გაშეშებული შეჰყურებდა შვილს,შემდეგ ერთად დაძლიეს,ზურასთან ერთად.მაინც რა რთულია კაცობა არა? ტირილსაც რომ უშლი საკუთარ თავს,რადგან ცოლ-შვილი გვერდით გყავს,მაგრამ რამდენჯერ ყოფილა ისეთი შემტხვევა განმარტოებულს რომ უქვითინია? მასაც ხომ ტკივა? რა თქმა უნდა,ის ხომ მისი შვილი იყო. ბევრჯერ გამტყდარა ცოლის თანდასწრებითაც,თუმცა თავი შეუკავებია,რადგან იცოდა ნათიასაც როგორ ტკენდა...ბევრჯერ უტირია ნათიას ქმრის კალთაზე თავდადებულს,ბევრი ცრემლი გადაუყლაპავს ზურას,თუმცა ისიც ერთხმად აჰყოლია ცოლის ტირილს...ასეა,ზოგჯერ ყველანი ვტყდებით.
1 წლის შემდეგ,ანიტას საფლავზე მისვლა ესიკვდილება.რატომ? იმიტომ,რომ სურს საფლავი გათხაროს და ძმას გვერდით მიუწვეს. ტკივა,სული ეწვის,მაგრამ ითმენს...ის შეპირდა, მას შეპირდა! რომ იცხოვრებს,იბრძოლებს,შეიყვარებს და შემდეგ დრო რომ მოვა მასთან იქნება,იქ ზევით,სადაც ვერავინ და ვერაფერი დააშორებთ,სულ რომ სამყარო დაიქცეს.
-ტატო,ნეტავ უბრალოდ აქ იწვე ძმაო-ბალიშს ეფერებოდა და იღიმოდა-მინდა,რომ აქ მყავდე ,შენი თლილი თითებით სახეზე მეხებოდე ძმაო,მამშვიდებდე,ამ ცრემლებს მწმენდდე და მეუბნებოდე, ნუ გეშინია ჩემო სიცოცხლის სხივოო,როგორც ადრე.რატომ აღარ მეუბნები ტა-ტო? ვიცი,შენც გინდა რომ აქ იყო ჩემო სიყვარულო,მაგრამ ამ ცხოვრებაში არ გამოდის ძმაო,ხომ არ მიბრაზდები? მე რო ცოცხალი ვარ ხომ არ გწყინს ტატო? ასე ძალიან რომ მენატრები რა მოვიმოქმედო? ყველა,ვინც ჩემი ცრემლების მიზეზი გამხდარა შავ დღეში ჩაგიგდია,ახლა შენ რომ თავად ხარ ჩემი ცრემლების მიზეზი რას მოიმოქმედებ ტა-ტო? ძმაო,რაღაც აღელვებული ვარ,თედოზე მეფიქრება,ვინ არის ეს ადამიანი?-ცრემლები სახეს უსველებდა-ნეტავ მათთან რამე აკავშირებს? თუ ასეა რა მოვიმოქმედო ძმაო? მიყვარხარ ტატო,დროებით.
''ნეტავ უბრალოდ გვერდს მითბობდე ძა-მი-კო''
********
-დედა შენთან საუბარი მინდა-ნათიას გვერდით მიუჯდა
-აბა რა ხდება ჩემო საყვარელო?-ლოყაზე მიეფერა ქალი
-დე,დორეულებს რამდენი შვილი ჰყავთ?-ქალს სახე შეეცვალა
-რაში გაინტერესებს იმ ოჯახს რამდენი შვილი ჰყავს?-მკაცრად ამოილაპარაკა,მაგრამ ამ ხმაშიც იგრძნობოდა თუ როგორ უჭირდა ამაზე საუბარიც კი
-დედა,უბრალოდ კითხვაზე მიპასუხე გთხოვ-შეევედრა
-ანიტა,ცეცხლს ნუ ეთემაშები!-წასასვლელად მოემზადა,მაგრამ გოგომ შეაჩერა
-დედა! ასე ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? გთხოვ,მითხარი.-ქალმა კი ღრმად ამოისუნთქა
-ორი შვილი ჰყავდათ,ბიჭები-ზიზღით გამოსცრა კბილებში-მაგრამ ერთი დარჩათ.
-მეორე შვილი, აქ არის? თუ,არ იცი?
-როგორც ვიცი ამერიკაშია.ანიტა,რა ხდება გამაგებინე,იმ მკვლელების შესახებ რატომ მეკითხები?-შიში გაუკრთა ქალს-დე,ხომ არ გემუქრებიან?-ამოიკივლა. ანიტას კი გააკანკალა ''მკვლელების'' გაგონებაზე.
-რა სისულელა დედა-გულწრფელად გაიკვირვა-რატომ უნდა მემუქრებოდნენ,კარგი რა. დამშვიდდი-ჩაეხუტა
-აბა,1 წლის შემდეგ მათი ოჯახის შესახებ რატომ გაგიჩნდა კითხვები?
-მაინტერესებს ჩემი ძმის მკვლელის დედმამიშვილს თუ შესაძლებელია,რომ სადმე გადავეყარო-თქვა თვალებამღვრეულმა
-მაიძულებ რომ ალეკოს დავურეკო-ამოიკრუსუნა ქალმა
-არც კი გაბედო-თითი დაუქნია დედამისს-მე კარგად ვარ დედა,მიყვარხარ-ლოყაზე ხმაურით აკოცა-არ დაიგრუზო იცოდე,ტატოს მაგრად არ დაევასებოდი ასეთი რომ ენახე,დე-თბილად გაუღიმა და სუფთა ჰაერზე გამოვიდა. თავში თედოს სიტყვები უტრიალებდა ''რამდენიმე დღეა საქ-ში ჩამოვედი და ვინც ვნახე ყველაზე ნორმალური შენ ხარ''
-ნუთუ ირაკლი დორეულის ძმა ხარ თედო დორეულო-ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და ცრემლები მოიწმინდა.
********
სახლშია გამოკეტილი და ყველაფრის გააზრებას ცდილობს,თუმცა ამაოდ,დასკვნამდე ვერ მივიდა. ამ ამოცანის ამოხსნაში,სავარაუდოდ მამამისი თუ დაეხმარება. თავად ცალკე ცხოვრეობს,4 ოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში,ასე გადაწყვიტა,მიუხედავად მშობლების დაჟინებული თხოვნისა,პასუხი კი ერთი იყო '' ამ სახლში ყველაფერი ირაკლის მაგონებს''.
-დე,როგორ ხარ თედო? როგორ მომენატრე დედას სიცოხლევ-შვილის კისერში ჩარგო სახე და საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა
-კარგი რა დე,3 დღის წინ არ მნახე?-თავზე ფრთხილად კოცნიდა დედას და გულში იკრავდა
-მე ყოველ საათს,წუთსა და წამს მენატრები დედიკო-ცრემლიანი თვალები შეანათა შვილს,რომელიც ჩაწითლებული თვალების დანახვაზე სულ მთლად გდაირია
-ხომ იცი ვერ ვიტან შენი ცრემლების მიზეზი რომ ვარ,საკუთარი თავი მზიზღდება ამ დროს. შენ ხარ ჩემი გული დე,არ იტირო რა-თბილად გაუღიმა,ცრემლები მოწმინდა და ნამიანი თვალები დაუკოცნა
-ჩემი გულის მალამო,ჩემი ბიჭი ხარ შენ.აღარ ვიტირებ დე.შენს გამო...იკას გამო-რამხელა სევდას იტევდა ეს თვალები და გული.ბიჭმა კი ღრმად ამოისუნთქა
-მამა სახლშია?
-კაბინეტშია,ზემოთ
-კარგი,ავაკითხავ მაშინ. სალაპარაკო მაქვს.
-საჭმელს გავამზადებ დედი
-კარგი შორე,ძალიან მშია
მეორე სართულზე ავიდა და კაბინეტის კარი შეაღო.
-ბატონო ამირან-გაიღიმა-გამარჯობა
-ვაა თედოს გაუმარჯოს-ძლიერად ჩაიკრა შვილი გულში-როგორ ხარ მა?
-სიმართლეს გეტყვი,გაურკვევლობაში ვარ და ეს არ მომწონს.
-რა ხდება?-ღელვა შეეეტყო კაცს
-არ ინერვიულო-ხელის აწევით დაამშვიდა-უბრალოდ,რაღაც კითხვები მაქვს ხავთასებთან დაკავშირებით.
-ხავთასებთან?-წარსულის ერთმა წელმა ჩაუფრინა უფროს დორეულს თვალწინ,სევდა შეეპარა კაცს-მაგ ოჯახთან რა ხელი გაქვს შვილო?
-იმ დროს ისე მოხდა,რომ არავინ და არაფერი მაინტერესებდა ჩემი ძმის გარდა,არც ის მიკითხავს თუ ჰყავდა დედმამიშვილი ტატო ხავთასს....
-ეჰჰ-ამოიხვნეშა კაცმა-როგორც ვიცი და ჰყავს შვილო იმ საწყალ ბიჭს
-სახელი ხომ არ იცი?-უკვე სუნთქვა ეკვროდა
-მოიცა გავიხსენო.კარგად არ მახსოვს-თვალები მოჭუტა კაცმა-ანი ჰქვია,მგონი. თუ,არა! გამახსენდა. ანიტა ჰქვია შვილო. რა ხდება,ხომ მშვიდობაა?
-ანიტა..ესე იგი ანიტა ხავთასი-ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა,ამის შემდეგ არაფერი უთქვამს,ასე უხმოდ ისადილა ოჯახთან ერთად,ერთი წევრის-ირაკლის გამოკლებით,რომლის სკამიც ხელუხლებელი იყო და თეფში მისთვის ყოველთვის იყო განკუთვნილი სუფრის გაშლის დროს.
ტკიოდათ ირაკლი.
ტკიოდათ უიმისობა.
ეცოდებოდათ ხავთასების ოჯახიც.
მაგრამ,მათი შვილი უფრო უყვარდათ!
''ნეტავ უბრალოდ გვერდს მიმაგრებდე ძა-მი-კო''
*******
-ახლა რას აპირებ ანიტა?-თმაზე ეფერებოდა დაქალს მარიამი
-არ ვიცი-გულწრფელად უპასუხა
-მე ერთ რჩევას მოგცემ,რომ იბრძოლო და არ დაკარგო თედო. მაგრამ,ისიც მთავარია თუ რას ფიქრობს ის.
-არ მგონია რამეს კარგს ფიქრობდეს,აქამდე ხომ შემეხმიანებოდა?-ტკივილს არც ფარავდა
-დრო გჭირდებათ,რომ ყველაფერი გაანალიზოთ. ეს ხომ ადვილი არ არის ანიტა? შენ თუ არა ეს ვის ესმის?
-საერთოდ არ ვიცი რა მოვიმოქმედო,მონმატრებას ვგრძნობ,გაუსაძლის ტკივილს,როდესაც მასზე ვფიქრობ,მაგრამ მგონია,რომ ტატოს ვღალატობ.
-ტატოს რატომ ღალატობ? თედო რა შუაშია მარიამ?ვიცი ძნელია,მაგრამ თედოს ნუ ადანაშაულებ.
-ეგ რომ კარგი ძმა ყოფილიყო მის ძმას შეაჩერებდა და ტატო გვერდით მეყოლებიოდა-შეჰყვირა და ცრემლები წამოუვიდა. გატყდა ანიტა,ამ წამს.
-არავინ იცის რა მოხდა სინამდვილეში ანიტა, არ ვიცით რა იყო მოტივი ირაკლი დორეულის ამ საქციელისა...
-საქციელისა,თუ ტატოს მკვლელობისა? შენ რა, მას იცავ?-შეშლილს უფრო ჰგავდა ამ დროს
-სისულელეებს ნუ მეუბნები ანიტა,მხოლოდ შენი ოჯახის გადმოსახედიდან ნუ უყურებ ყველაფერს!-ხმას აუწია მარიამმა-რეალური მიზეზი არავინ ვიცით! მაგრამ შედეგი ერთია-ტატო მკვდარია. ირაკლიც მკვდარია.
-ვაბშე ვინ ჯანდაბა ირაკლი დორეული,რაში მაინტერესებს? მე ჩემი ძმა მინდა,ტატო მინდა-იატაკზე ჩაიკეცა და სახე ხელებში ჩამალა
-ისიც ადამიანი იყო,სიკვდილისთვის ყველა ცოდვაა. ტატო სიკვდილამდე მენატრება,შენ ეს კარგად იცი,თავი ხელში უნდა აიყვანო ანიტა-მის წინ ჩაიმუხლა და მოეხვია
-ტატო მინდა,ლოყაზე მინდა ვაკოცო და ისევ ვეწუწუნო,რომ წვერი გაიპარსოს,რადგან ლოყებს მიჩხვლეტს,უბრალოდ აქ იყოს და ჯანდაბას,მის წვერიან ლოყასაც ავიტან,ჩხუბსაც და საერთოდ ყველაფერს. ოღონდაც,აქ იყოს,ჩემს გვერდით მარ-ტიროდა და დაქალს ეკვროდა
-მეც მინდა ანიტა,მინდა აქ იყოს და ისევ ისე მიხუტებდეს,როგორც მან იცოდა,ისევ ''მარიკუსას'' მეძახდეს და თმას მიბურდავდეს,სულ ვეჩხუბებოდი,მასე ნუ მომმართავ-მეთქი,მაგრამ ჯანდაბას, ავიტანდი! ოღონდ აქ იყოს და რას არ ავიტანდი-ერთხმად ტიროდნენ
-ძლიერები უნდა ვიყოთ,ჩვენ მას შევპირდით,რომ ვიბრძოლებთ,შევიყავრებთ,ვიცხოვრებთ და ამ ცხოვრებაში უსულო სხეულები არ ვიქნებით.
-მართალი ხარ, ტატოს არ უნდა მივტიროდეთ,რადგან ის ჩვენთანაა,ჩვენს გულში,სულში,ყველგანაა-ცრემლებს იშორებდა მარიამი
-იცი,რა? მგონი შეყვარების სტადიაზე ვარ-მტკივნეულად გასცრა ამის წარმოდგენაზეც კი ანიტას,მაგრამ თითქოს რაღაც თბილი ჩაეღვარა მარცხნივ,სადაც გული ფეთქავს.
-სიყვარულო შენ რა გითხარი გონებას რომ არ დაეკითხები-ტუჩის კუთხე ჩატეხა მარიამმა-ადვილი არ იქნება,მაგრამ არც შეუძლებელი. უნდა იბრძოლო ანიტა.
-მანამდე კი დარწმუნებული უნდა ვიყო,რომ ეს ბრძოლა ამად ეღირება.
********
-თავს როგორ გრძნობ ანიტა?
-უცნაურად.
-უცნაურად კარგად,თუ უცნაურად ცუდად?
-ალბათ,ორივე ერთად.
- სასიამოვნო ბლიც ინტერვიუ გამოგვდის-ჩაიცინა ნანამ
-სასიამოვნო?-მხრები აიჩეჩა ანიტამ-მიხარია,თუ ვინმესთვის ჩემი პასუხები სასიამოვნოა
-რას ფიქრობ,რა შეიცვალა შენში?
-უბრალოდ, უფრო ძლიერი გავხდი
-თედოს შესახებ რას მეტყვი?-ანიტამ ღრმად ამოისუნთქა
-მიყვარს,ან უბრალოდ ასე მგონია,ეს გრძნობა რა არის არც ვიცი...მაგრამ,მის გარეშე არსებობა არ მინდა.
-ის აღმოჩნდა ვისაც ფიქრობდი?
-ყველაფერი იმაზე მიუთითებს რომ ირაკლი დორეულის ძმა არის.
-ანუ,პირისპირ არ გისაუბრიათ.
-არა,არ შემხმიანებია.
-და,რატომ ელოდები რომ შეგეხმიანება? შესაძლოა ასეც მოხდეს,მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა არასდროსაა გვიანი. ეს სირცხვილი არაა,გამბედაობაა.
-მეშინია,რომ ხელს მკრავს,ან შეიძლება უკვე მკრა. არ ვიცი რატომ ვარ მიჯაჭვული ამ ადამიანზე ასე ძალიან, 1 წელიც კი არაა რაც ვიცნობ.
-არცაა საჭირო,რომ ადამიანს 1 წელი იცნობდე,მასზე დამოკიდებული რომ გახდე
-როგორ დამამშვიდეთ-ამოიოხრა და გულიანად გადაიხარხარა-როგორ ფიქრობთ მე მასზე დამოკიდებული ვარ?
-შენ ის გიყვარს,ან შეიძლება გგონია რომ გიყვარს,მაგრამ ეს უკვე დამოკიდებულებაა ანიტა.
-მეშინია,ვფიქრობ რომ ტატოს ვღალატობ.
-მაგას რომ ფიქრობ სწორედ მაგით ღალატობ ტატოს. შენ ძმას შენი კარგი გაუხარდება,ცუდი კი გულს ატკენს,სადაც არ უნდა იყოს. განა ასე არ არის?
-ასეა-თბილად გაიღიმა ძმის გახსენებაზე-როგორ მენატრება.
-ეცადე მასზე მხოლოდ ძილის წინ იფიქრო,დღისით კი დაკავდი ნებისმიერი რამით,რაც გსურს,ჩაერთხე პროექტებში,სამსახურიც დაგეხამრება,თუ გსურს აქტიური ცხოვრების წესს მიჰყევი,უბრალოდ მხოლოდ ტატოზე ნუ ფიქრობ,იმ ქვეყნად რომ მოხვდები,შემდეგ მიხვდები,რომ შენი ცხოვრების ყველაზე დიდი დრო იმ ადამიანზე ფირში გაგიტარებია,რომელსაც იქ შეხვდები,ამ ქვეყნად მცხოვრები ხალხისთვის კი უდიდესი ტკივილი მიგიყენებია,შენი დეპრესიულობისა და ვინმეს შეყვარების შიშის გამო.
-თქვენთან საუბარი მამშვიდებს,უბრალოდ მინდა,რომ ეს ყველაფერი დავიჯერო დ ვიწამო.
-შენ ახლა თქვი ''ვიწამო''-კმაყოფილმა უთხრა-აკი,ღმერთის არ მწამს და ილუზიებით არ ვცხოვრობო?
-ეგ სიტყვა ვთქვი? არ მახსოვს,ალბათ იმიტომ რომ გულიდან ამოვიდა-ჩაიცინა-ღმერთის არ მწამს,მაგრამ რწმენა მხოლოდ მასთან ხომ არ ასოცირდება?
-გასაგებია ანიტა
-თქვენ,გწამთ ღმერთის?
-მწამს ანიტა,შენ?
-ღმერთის არა,მის მიერ შექმნილი სასწაულების კი.-პასუხი,რომელმაც ნანა ფსიქოლოგს კვლავ ღიმილი მოჰგვარა სახეზე. მალე ანიტას მობილური ამღერდა
-უცხო ნომერია-ფსიქოლოგს გახედა,მან კი თვალებით ანიშნა უპასუხეო
-ხვალ 3 საათზე შევხვდეთ,მესიჯი მომწერე,ადგილი სულ ერთია.
-კარგი,მოგწერ.-გათიშა.
-სასწაულების მართლა ვიწამე-ნერვიულად გაეცინა და გაოცებული მზერა გაბადრულმა გამომეტყველებამ ჩანაცვლა.
-ის იყო,არა?
-თედო,ჩემი თედო იყო-დაუდასტურა
-სასწაულებს თავად ვქმნით ადამიანები. იბრძოლე ანიტა,მასთან ერთად.
-მარტო ვერაფერს გავხდები,მთავარი თედოა...თედო დორეული. ამ ბრძოლაში ერთად ვართ!


P.S. უღრმესი მადლობა ყველას ვინც აზრს აფიქსირებს. არ შემიძლია არ გამოვყო ''მეოცნებე გოგო'', უსაზღვროდ მაბედნიერებ მე შენ, შენ ხარ ჩემი სიგიჟე! ჩემი თბილი და ტკბილი გოგო! ''დალდონი'' ადამიანი,რომელიც ყველა ჩემს ისტორიას იცნობს, მის მიერ დაწერილი 2 სიტყვაც კი ძალიან მახარებს.უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის. ''დარინა'' მაბედნიერებთ მე თქვენ,არც კი ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი ემოციები კომენტარის კითხვის დროს. ''ტკბილწიწაკა'' ჩემი მამოტირივებელი გოგო ხარ შენ,შენი კომენტარი წინა თავზე ახლაც მახსოვს. უსიფსიხესობა ხარ! მაბედნიერებთ მე თქვე მკითხველნო.
მომდევნო თავში ვისაუბრებ ''ტატო ხავთასზე.'' ასევე ვისაუბრებ ''ირაკლი დორეულზეც''. შეიძლება ერთი თავი თითოეულს დავუთმო,ან ერთ თავში გავაერთიანო ორივე,წინასწარ არ ვიცი. და მკვლელობის ამბავიც მალე გაირკვევა. ძალიან მინდა რომ პერსონაჟებზე თქვენი აზრი გამოთქვათ.მადლობა ყველას. ♥скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Soposofi

საინტერესოა ეს 4 თავი რაც ვნახე მომეწონა პროსტა ცოტა კიდე უფრო გაზარდე რა თორე მალე რო მთავრდება არმომწონს :)))

 


№2  offline წევრი mia miako 15

საინტერესო ისტორია.მომწონს.ველი ახალ თავს

 


№3  offline წევრი დარინა

მიყვარს უკვე ეს ისტორია და მიხარია რომ ახალი თავებით გვანებივრებ. რატომღაც მგონია რომ ისე არ არის ყველაფერი როგორც ამ ორ ოჯახს გონია, მე ანიტასი და თედოს სიყვარულის მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ ერთად ყველაფერს შეძლებენ მართალია ცოტაზე მეტად გაუჭირდებათ მაგრამ ერთად თუ იქნებიან შეძლებენ ყველაფრის გარკვევას. ისეთ მომენტზე გააჩერე ახლა რა მოიცდის შემდეგ თავამდეე.

 


№4  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

❤ ''ნეტავ უბრალოდ გვერდს მიმაგრებდე ძა-მი-კო''

''ნეტავ უბრალოდ გვერდს მითბობდე ძა-მი-კო''

ნეტავ უბრალოდ ამათზე არ ვგიჟდებიდე...
როგორც წყვილზე...
ნუ დედმამიშვილებთან ურთიერთობის გამო ცალკე....
*****

„თედო,ჩემი თედო იყო“
აი ეს ჩემი თედო_ო რომ თქვა
არა ვაფრენ ამათზე...

ხო თედო იყო მისი თედო...
მარტო მისი თედო...
სხვისი არავისი...
მხოლოდ ანიტა ხავთასის არის თედო დორეული...

გაერკვა...
საკუთარ თავთან აღიარა რომ უყვარს...
ჯერ ერთმანეთს გამოუტყდნენ და მერე დაიწყება პრობლემების კორიანტელი...
****
ძალიან მომეწონა ნუ როგორც ყოველთვის....
მიყვარს ეს ორი


პ.ს ბოდიში დაგვიანებისთვის

პ.ს.ს მიყვარხარ მე შენ !!!! ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent