შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური მატყუარები +18 /სრულად/


19-01-2019, 10:24
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 1 962

იდეალური მატყუარები +18 /სრულად/

დედაჩემს ყელის კიბო აქვს, ექიმმა მას მოწევა აუკრძალა, თუმცა ის ახლა გაცილებით მეტს ეწევა ვიდრე ოდესმე. ნარკოტიკულ მედიკამენტებს მას მერე იღებს რაც მე ათი წელი შემისრულდა, ახლა მე ოცდახუთის ვარ, ჩვენ ექვსი დედმამიშვილი ვართ, აქედან მე ყველაზე პატარა ვარ და ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელმაც სხვა დანარჩენი წევრების ყველაზე ბინძური საიდუმლოებები იცის. მამა მწერალია, ისევე როგორც მე, ამიტომაც ვუყვარვარ მას განსაკუთრებულად. ან იქნებ იმიტომ, რომ უბრალოდ ყველაზე პატარა ვარ, სამი და და ორი ძმა მყავს. ყველაზე უფროსი და ელენა ორმოცი წლის არის, შემდეგი ნინოა ოცდათვრამეტის, შემდეგ ჩემი ძმები, ოცდათხუთმეტის გიორგი და ოცდათორმეტის ლევანი, შემდეგი მარიამია ოცდაათის და ბოლოს მე ანა და როგორც უკვე გითხარით ოცდახუთის ვარ და მე ყველაზე შეშლილი ოჯახის ერთადერთი ჯანმრთელი წევრი ვარ.
დილის შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, საწოლში გემრიელად გავიჭიმე და ტელეფონის ეკრანს დავხედე, თვალები უსიამოვნოდ ავატრიალე ადრესატის დანახვის გამო, საწოლზე წამოვჯექი და ტელეფონს ვუპასუხე.
- ელენა საათს მაინც დახედე სანამ დამირეკავ. - ავბუზღუნდი ყურმილის აღებისთანავე
- მეც მომენტარე.
- რა გინდა?
- რას აპირებ?
- რაზე?
- მოდიხარ ახალ წელს სახლში?
- სად სოფელში? კარგი რა, არ მაქვს სურვილი ყველაზე შერყეულ ოჯახთან ერთად გავატარო ერთი კვირა.
- ისე მოვიქცევი თითქოს არ გამეგოს ამ წამს შეურაცხყოფა, რომ მომაყენე.
- ელენა არ მაქვს დედას ნერვები.
- დედას ნერვები არავის გვაქვს, მაგრამ ახალი წელი ის ერთადერთი დრესასწაულია, როდესაც მას შვილების ნახვის შესაძლებლობა ეძლევა, ორი წელია არ წამოსულხარ ჩვენთან ერთად, კეთილი ინებე, ასწიე უკანალი და წამოდი.
- კარგი. - უხალისოდ დავთანხმდი რადგან ის მართალი იყო.
- გამოგიარო?
- მოდი თვითონ წამოვალ რა.
- იცოდე არ გადაიფიქრო.
- კარგი ელენა, ხვალ დილით წამოვალ.
- ყველანი დღეს ვაპირებთ წასვლას, იქნებ შენც წამოსულიყავი.
- ხვალ წამოვალ.
- დედას გავხარ სიჯიუტეში.
- მას ნუ მადარებ რა.
- კარგი. - ყურმილი დაკიდა ელენამ. ოთახს თვალი მოვავლე, ძალიან დამენანა ჩემი მყუდრო ბინის ერთი კვირით დატოვება, სახლში ბოლოს სამი წლის წინ ვიყავი, მაშინაც დედაჩემთან ისტერიული ჩხუბის მერე უკანმოუხედავად გამოვიქეცი, ის შვილების გამწარებით იკვებება, არც ერთი შვილი არ არის მისი მოსაწონი, ელენა ოთხჯერ გათხოვდა, ოთხივე ქმრისგან ჯამში ექვსი შვილი ჰყავს, ნინო ადრე დაქვრივდა და მას მერე ოჯახის შექმნაზე არ უფიქრია, გიორგი ცოლიანია, თუმცა მისი ცოლი კაბარეს მოცეკვავე, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონია და დედა ვერ იტანს მასთან ერთად მაგიდასთან ჯდომას, ლევანი გეია, თუმცა ეს ოჯახში ჩემს გარდა არავინ იცის, მარიამი ყოველ თვე ახალ მამაკაცზეა შეყვარებული და თითოეულ მათქგანთან ოჯახის შექმნას გეგმავს, თუმცა არასდროს გათხოვილა, მე რაც შემეხება არავინ მყავს, სამი წლის წინ დავშორდი ბიჭს, რომელიც მეგონა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა, ახლა კი ჩემი ოჯახის შემყურე სურვილიც არ მიჩნდება ურთერთობებზე ვიფიქრო. საწოლიდან ავდექი, ფანჯარა გამოვაღე, სიგარეტს მოვუკიდე და გამონაბოლქვი გარეთ გავუშვი. იმაზე დავფიქრდი თუ რა საოცარი ახალი წელი მელოდა. ხო რაც მთავარია მე სვანი ვარ, თუმცა ჩემი ოჯახი სვანური ადათწესებისგან სრულიად განსხვევებული ცხოვრებით ცხოვრობს. ისინი ფრანგ ბურჯუაზებს უფრო გვანან ვიდრე წესების დამცველ ამ ისტორიული კუთხის შვილებს. სიგარეტი საფერფლეში ჩავსრისე და ნოუთბუქი გავხსენი, ერთი წელი მაინც იქნება რაც არაფერი დამიწერა, დიდ ხანს ვუყურე ვორდის სუფთა ფაილს მერე კი თითქოს გონება გამინათდა, გამეღიმა და წერა დავიწყე.

იდეალური მატყუარები
დღე პირველი
ავტომობილი სახლის შესასვლელთან გავაჩერე, უზარმაზარ მამულს თვალი მოვავლე და ახლაც ისევე ვერ ვიგრძენი ვერაფერი, როგორც ყოველ ჯერზე როდესაც ამ გადაკარგულ ადგილს ვუბრუნდები, თოვლის თეთრი საფარი საბნად გადაფარებოდა კარ-მიდამოს და აქაურობას სიმშვიდის ელფერი დაჰკრავდა, ვიცოდი როგორც კი ავტომობილიდან გადავიდოდი ეს სიმშვიდე ფიფქებივით გაიფანტებოდა, გარეთ გამეფებულ სიმშვიდეს სახლში დაბატონებული ქაოსი და სიგიჟე ჩაანაცვლებდა. უკან დასახევი გზა მოჭრილი მქონდა, ავტომობილიდან გადმოვედი, ქურთუკში მთლიანად ჩავიკარგე და სახლის „ჭიშკრის“ გაღებას შევეცადე, გაყინულ სახელურს ვერაფერი მოვუხერხე, რამდენიმე წუთს ვეჯაჯგურე, როდესაც ხელები სრულიად მომეყინა დავნებდი და ტელეფონს დავუწყე ძებნა, ის ის იყო ლევანის ნომერი ავკრიფე, როდესაც შესასვლელი კარი უცხო, ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპატიურმა მამაკაცმა გამიღო.
- მობრძანდით. - გამიღიმა უცნობმა და კარი ფართოდ შეაღო.
- მისამართი შემეშალა? - გაოცებულმა მოვავლე თვალი ნაცნობ კარ-მიდამოს.
- თქვენ ალბათ ანა ხართ.
- კი მე ვარ და თქვენ?
- დემეტრე. დედათქვენმა მებაღედ დამიქირავა.
- ახლა გასაგებია, მაგრამ მებაღე შუა ზამთარში? - გავუღიმე უცნობს და ნაბიჯი ეზოსკენ გადავდგი.
- ფრთხილად. - ხელი შემაშველა დემეტრემ, მაგრამ ვერ შეძლო ჩემი წუმპეში ჩავარდნისგან დახნსა.
- ეს მახე ალბათ დედამ დააგო. - სიცილი ვეღარ შევიკავე და გაწუწულ სხეულს ირონიით შევხედე.
- ანა! - გაისმა სახლის ღია კარიდან და ჩემს შესაგებებლად გამოვიდა წელში საგრნობლად მოხრილი მამა. დემეტრე იქვე დავტოვე და მამასკენ დავეშვი. - ჩემი საყვარელი გოგო. - გულში ჩამიკრა მამამ. - როგორც იქნა. სულ სველი ხარ.
- შემოსასვლელში მახე დამხვდა, რომელიც ვერ შევნიშნე და შიგ ჩავარდი. - დავიღრიჯე სულელურად.
- სახლში შევიდეთ, არ გაცივდე. - ერთხელ კიდევ შევავლე დემეტრეს სექსუალურ აღნაგობას თვალი, სახეზე ღიმილი მომეფინა და მამას გავყევი.
- ჩამოხვედი? - მომეხვია ლევანი, სათითაოდ გადამკოცნა ყველამ და სანამ ბოლო ადამიანის ჩახუტებამდე მივაღწიე უკვე დავიღალე და ჩამოსვლას ვნანობდი.
- როგორ იმგზავრე? - მეკითხება ნინო და სველი ფეხსაცმლის გახდაში მემხარება.
- თვითონ გავიხდი. კარგად ვიმგზავრე. დედა სად არის?
- დედა, დედა, დედა... - რამდენჯერმე გაიჟღერა ჩემ ზურგს უკან ამ სიტყვამ და მივხვდი დედა უკან მედგა, სახეზე ღიმილი ავიკერე და მისკენ შევბრუნდი.
- დედა როგორ ხარ?
- ვის ესაუბრები? - ოთახს ირონიული მზერა მოავლო წამლით გაბრუებულმა დედამ და გადაიხარხარა.
- არ დაიწყო რა.
- რა უნდა დავიწყო? - გვერდი ისე ამიარა, არც კი ჩამეხუტა, მაგიდასთან მილასლასდა, სიგარეტს მოუკიდა და ისევ მზერა მოავლო ოთახში შეკრებილ საზოგადოებას. - რა სახით მიყურებ? - შემომიბღვირა ტრადიციულად.
- ჩემი არ არის, გზად ვითხოვე. - ვამბობ და ვგრძნობ როგორ ფხუკუნებს ჩემ ზურგს უკან მდგომი მარიამი და ლევანი.
- ჰო, ენა კი გაქვს მოსწრებული. - ღრმა ნაფაზი დაარტყა დედამ და მზერა ფანჯარას მიაპყრო. მაგიდასთან მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი, ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე, დემონსტარციულად გავაბოლე ოთახში და ჩემი და-ძმების შეშფოთებულ სახეებს გადავაწყდი. - ჩემი არც ერთი შვილი არ ეწევა ჩემი თანდასწრებით. - ამბობს დედა და შეთხელებულ თმას ხელით ეხება.
- შვილი? ვის ესაუბრები?
- იცი რატომ უყვარხარ მამაშენს ყველაზე მეტად? - მეკითხება დედა, და სიგარეტის ახალ ღერს უკიდებს.
- ერთადერთი ვარ ვისაც შენი არ ეშინია, ალბათ ამიტომ.
- გეყოფათ, საუბარში ჩაერთო ნინო. - ანა, წამომყევი, გამოიცვალე, სულ სველი ხარ, რამეს აიკიდებ.
- მეც მიხარია დედა შენი ნახვა. - ვამბობ და ნინოს მივყვები.
- იმედი მაქვს აქ მისი წყობიდან გამოსაყვანად არ ჩამოსულხარ ანა. - ოთახში შესვლისთანავე მსაყვედურობს ნინო.
- შენი საყვარელი როგორ არის?
- გაჩუმდი. - თვალები შიშით მომანათა და ერთიანად აკანკალდა.
- რა იყო, გგონია ვინმე გაგკიცხავს? ოცდათვრამეტის ხარ ნინო, ქმარი ათი წელია გარდაგეცვალა, ვის ემალები? ან რატომ გგონია რომ ვინმეს შენ ცხოვრებაში ჩარევის უფლება აქვს.
- კედლებსაც ყურები აქვს, გაჩუმდი ადამიანო და ეს ჩაიცვი, დარწმუნებული ვარ თბილს არაფერს წამოიღებდი.
- წამოღებული მაქვს. - ვამბობ და ჩანთითადნ გამოსაცვლელ ტანსაცმელს ვალაგებ. - ისე არ აპირებ მის შესახებ ახლა მაინც გაუმხილო ოჯახს?
- ანა! - შემომიღრინა ნინომ და მეც დავნებდი. მას უკვე ექვსი წელია საყვარელი ყავს, იცით ყველაზე უცნაური რა არის? ის ბიძაჩემის შვილია, ანუ ჩემი ბიძაშვილი. რას გაიგებ. ნინო რომელიც ლოცვით კალთებს იგლეჯს და მას ყველა ისე იცნობს, როგორც უმწიკვლო, უცოდველ ქვრივს, სინამდვილეში ანაფორას ამოფარებული ვნებიანი ქალია, რომელიც სარეცელს ბიძაშვილთან იყოფს, ხო ამაზე მეც კი ცუდი რეაქცია მაქვს, თუმცა მის ცხოვრებაში ჩარევას არ ვაპირებ. ეს ამბავი მაშინ გავიგე როდესაც, ჩემი ბიძაშვილის მკლავებში აკვნესებულ ნინოს შემთხვებით შევუსწარი საჯინიბოში. გულისამრევი სანახაობა იყო. უნდა ითქვას რომ ბავშობიდან იქ ვჩნდებოდი, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო ჩემი ადგილი, ამიტომაც ვიცი ოჯახის ყველა წევრის ყველაზე ბინძური საიდუმლოებები. - რაზე ფიქრობ? - მეკითხება ნინო და რეალობაში მაბრუნებს.
- ვწერ!
- რას?
- წიგნს?
- მართლა? რაზეა?
- ეს სიურპრიზია.
- და როდის იქნება მზად?
- თუ დედას გადავურჩი მალე. - გავიცინე და ნინოც გულიანად ახარხარდა.
- აღარ ჩამოდიხართ? - ოთახში თავი შემოჰყო მარიამმა.
- ჰო. - მხარზე ხელი მოვხვიე მას და კიბეზე მხიარულად დავეშვით.
- ნუ დალეწეთ სახლი! - ზუსტად ისე შემოგვიბღვირა დედამ, როგორც ამას ჩვენს ბავშობაში აკეთებდა, მე და მარიამმა ერთმანეთს გადავხედეთ, თვალებში გაჩენილი სიანცე მაშინვე ამოვიცანით, უკან ავბრუნდით და კიბეები ისევ ხმაურით ჩავირბინეთ.
- მორჩით! - ახლა ელენამ იღრიალა, ის ერთადერთი იყო, რომელიც მუდამ დედის მხარეს იჭერდა, არ ვიცი მისი შიშის გამო თუ მართლა ასე ძალიან უყვარდა, მაგრამ ფაქტია მის გამო ყველას გადაგვივლიდა.
- მებაღე რად გინდათ ამ ზამთარში? - ბუხრის წინ მამის გვერდით მოვთავსდი და მის დაღლილ მხარს თავი ჩამოვადე.
- დედაშენის ახირებაა. მას ჰკითხე.
- რად გინდა? - ახლა დედას მივუბრუნდი კითხვით, რომელიც ისევ სიგარეტს ეწეოდა. - ძალიან ბევრს ეწევი.
- წავალ. - ფეხზე წამოდგა ეს უკანასკნელი და წასასვლელად მოემზადა.
- სად მიდიხარ დედა? - ეკითხება ელენა.
- მეძინება.
- ჰო აბა რა, ძლივს შვილები ჩამოგივიდნენ, წადი დაიძინე. - წყობიდან გამოვიდა მამა.
- შეეშვი. - ვუჩურჩულე და ლოყაზე ვაკოცე, მაშინვე ზურგი ამეწვა დედის მზერის გამო, ის ვერასდროს იტანდა, როდესაც მამას ვეფერებოდით.
- დღეს სადილად რა გვექნება? - ამბობს გიორგი დედას გასვლის შემდეგ.
- შენ სულ ჭამაზე როგორ უნდა ფიქრობდე. - გაიცინა მარიამმა და ყველა ავყევით, სიცილის მიუხედავად არ გამომპარვია როგორ დატოვა ნინომ მისაღები და სიცივის მიუხედავად გარეთ გავიდა, წამოვდექი და უკან გავყევი, გარეთ გამოსულს ის მოაჯირზე მიყრდნობილი მხვდება, სახე ზეცისთვის აქვს მიპრობილი და თითქოს იქ რაღაცის პასუხებს ეძებ.
- რამე საინტერესოს ხედავ? - მის გვერდით ვდგები და სევდაში ჩაძრული ნინოს სახეს ინტერესით ვაკვირდები.
- ორსულად ვარ.
- რა? - ძალიან შევეცადე, გაოცება დამემალა თუმცა არაფრით გამომივიდა.
- ჰო, ორსულად ვარ.
- ნიკამ იცის?
- ჯერ არა.
- და რას ელოდები, რატომ მალავ?
- ანა შეგიძლია ჩემს ადგილას წარმოიდგინო თავი?
- გინდა წარმოვიდგინო რომ ბავშვს საკუთარი ბიძაშვილისგან ველოდები? არა მადლობა, არ მინდა.
- ნუ ხარ ასეთი მწარე.
- კარგი, რას აპირებ?
- არ ვიცი.
- ჯერ ნიკას დაელაპარაკე, ვფრიქრობ დროა ოჯახმა თქვენს შესახებ გაიგოს.
- გინდა რომ ლინჩის წესით გაგვასამართლონ?
- ამაზე მანამ უნდა გეფიქრა, სანამ ბიძაშვილის მკლავებში აკვნესდებოდი.
- ანა!
- რა?
- დამეხამრე.
- როგორ?
- არ ვიცი რამე მოიფიქრე.
- მე მაინც მგონია რომ სიმართლე უნდა თქვა. ერთხელდასამუდამოდ მოიშორო ეს ტვირთი. - ნინოს პასუხი აღარ დაუბრუნებია, ბურუსში გახვეულ ეზოს თვალი მოვავლე, უკვე შებინდებულიყო, დილისგან განსხვავებით ახლა უფრო მეტად მოდებოდა აქაურობას ზამთრისთვის მახასიათებელი ყინვა. საჯინიბოდან გამომავალ სილუეტს მოვკარი თვალი, რომელიც ჩვენსკენ მოემართებოდა.
- საღამომშვიდობის. - თავი დაგვიკრა დემეტრემ და გაგვიღიმა.
- საღამომშვიდობის. - მიესალმა ნინო და სახლისკენ შეტრიალდა. - მოდიხარ?
- ცოტა ხანს დავრჩები.
- დარწმუნებული ხარ?
- მგონი ჰო. - ვამბობ თუმცა მას სულაც არ ვუყურებ, დემეტრეს თვალს ვერ ვწყვეტ და ისიც ვნებით ანთებული თვალებით მიცქერს.
- კარგი. - ამბობს ნინო და ზურგს უკან კარის დაკეტვის ხმა მესმის.
- ასე გაცივდებით.
- თ?
- კარგი, გაცივდები. - ამბობს დემეტრე, აივანზე ამოდის, ქურთუკს იხდის და მხრებზე მახურავს.
- ახლა შენ გაცივდები.
- ვფიქრობ ღირს. - გაიღიმა ამ უკანასკნელმა.
- დიდიხანია რაც აქ მუშაობს?
- ერთი წელია.
- მერე როგორ უძლებ მას?
- დედაშენს? საინტერესო ქალია.
- ამაში გეთანხმები თუმცა საინტერესოსთან ერთად აუტანელიც.
- მე კი ამაში გეთანხმები.
- როგორ გინდა არ დამეთანხმო. - გადავიხარხარე და დემეტრეც ამყვა.
- ანა. - აივანზე თავი გამოჰყო ელენამ.
- რა იყო?
- ჩვენ დასაძინებლად მივდივართ.
- ყველანი?
- და რა გინდა რომ ვაკეთოთ სვანეთის შუაგულში?
- შეგვეძლო გვეთამაშა.
- ნუ ცანცარებ. შენ მარიმათან ერთად დაიძინებ.
- ეჭვიც არ მეპარებოდა. - კარი დაკეტა ელენამ და მე და დემეტრე ისევ მარტო დავჩით.
- უნდა წახვიდე?
- ჰო. ასე გამოვიდა, ღამემშვიდობის.
- ღამემშვიდობის ანა.

დღე მეორე

ვერ ვიტყვი რომ შესანიშნავად მეძინა, მარიამს ბავშობიდან ძგიდის პრობლემა აქვს ამიტომ მთელი ღამე ფშტვენს, ძალიამ გვიან ჩამეძინა, დილით კი შვიდი საათი არც იქნებოდა, ეზოდან შემომავალმა შეშის დაჩეხვის ხმამ რომ გამაღვიძა, თვალები გავახილე თუ არა ჩემს გვერდით მწოლიარე მარიამი შევნიშნე, რომელიც იდაყვებს დაყრდნობოდა და ინტერესით მათვალიერებდა.
- გეყოფა. - ბალიში ვესროლე მარიამს. - ხომ იცი ვერ ვიტან, როდესაც მძინარეს მიყურებ.
- რატომ ხარ ამ ოჯახში შენ ყველაზე ლამაზი?
- ნუ ბოდიალობ რა.
- არ ვბოდიალობ, მართლა ასეა, სულ მშურდა შენი.
- სერიოზულად? - მეც იდაყვებს დავეყრდენი და მარიამს თვალებში ჩავხედე.
- ჰო. - ზურგზე გაწვა ჩემი და და ალაგ-ალაგ გაშავებულ ჭერს მიაშტერდა.
- ამჯერად ვინ გყავს?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- მაინტერესებს.
- ერთი ტიპია, ცოლიანია.
- უცოლოები ამოწურე?
- მგონი ჰო. - გადაბჟირდა ეს უკანასკნელი.
- როდის უნდა მოძებნო ვინმე სერიოზული?
- სულ ვეძებ ხომ ხედავ.
- მარიამ შენ ხომ კარგად იცი შენი პრობლემა რაც არის?
- და რა არის ჭკუის კოლოფო?
- ფეხების გაშლა ძალიან გიყვარს. - ენა გამოვუყავი, საწოლიდან წამოვდექი, ფანჯარასთან მივედი და შეშის ჩეხვით გართულ დემეტრეს გავხედე. სიცივის მიუხედავად ქურთუკი გაეხადა, მაისური პროვოკაციულად შემოტმასნოდა დაკუნთულ სხეულზე. გაუაზრებლად ვიკბინე ქვედა ტუჩზე, ეს ბიჭი აშკარად აღმაგზნებდა. სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოვიღე, ფანჯარა გამოვაღე და გავაბოლე.
- ანა.
- რა.
- იცი რამდენი კაცი მყავდა?
- კი, მგონი ოცდაათი მაინც.
- მართლა?
- არ ვიცი მარიამ, გასულ ზაფხულს თვლა შევწყვიტე.
- რა იდიოტი ხარ. - საწოლიდან წამოდგა მარიამი და მომიახლოვდა. - რას უყურებ? - ფარდა გადასწია და დემეტრეს გახედა. - ნუთუ? - საჯდომზე ხელი ამარტყა და საძინებლიდან გავიდა. სიგარეტი ჩავაქრე და ფანჯარა დავკეტე, ძველი ავეჯით გატენილ საძინებელს თვალი მოვავლე, ეს სახლი არასდროს მიყვარდა, აქაურობა იმდენ სიბინძურეს იტევს, როგორ არ ლპება მისი კედლები ძალიან მიკვირს. მარიამმა ქალიშვილობა ჩვენი ეზოს უკან მდგომ ფარდულში დაკარგა, სულ რაღაც თექვსმეტი წლის იყო თავიდანვე ეტყობოდა მისი სუსტი წერტილი მამაკაცები რომ იქნებოდა, განურჩევლად ყველას ეკეკლუცებოდა, მისი პირველი პარტნიორი, მასზე ხუთი წლით უფროსი, ჩვენივე მეზობელი გოგა იყო, მახსოვს ეზოში ვსეირნობდი, როდესაც ფარდულიდან მომავალმა ხმებმა დამაეჭვა, ყოველთვის უშიშარი ვიყავი, ამიტომ გაბედულად შევაღე ფარდულის კარი და როდესაც ძაღლივით ოთხზე მდგარ ჩემს დას და მის უკანალს მიმჯდარ გოგას შევავლე თვალი ადგილზე გავშეში. ეტყობა ჩემი სასჯელი ჩემი დების ამ მდგომარეობაში ხილვა იყო. კარი სირცხვილით გამოვკეტე და შევეცადე ნანახი დამევიწყებინა, თუმცა არასდროს ამომსვლია თვალებიდან გაცხოველებული გოგასა და დუჟმორეული მარიამის სახეები. ახლაც მაზიდებს ამის გახსენებისას. არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც მთელი შენი ოჯახი გყავს დედიშობილა სხვა და სხვა პოზაში ნანახი.
- გეყოფა ლოცვა, საუზმის დროა. - ოთახში თავი შემოყო გიორგიმ და რეალობაში დამაბრუნა.
- ახლავე ჩამოვალ. - ტანსაცმელი ჩავიცვი, ფერმკრთალ სახეს სარკეში თვალი შევავლე, თმა მსუბუქად ავიწიე, ყელი ნაქსოვ სვიტერში ჩავრგე და ოთახიდან გავედი. კიბესთან წამით შევჩერდი, გავიღიმე და ხმაურით ჩავირბინე საფეხურები.
- სპეციალურად აკეთებ არა? - შემიბღვირა ელენამ.
- როგორ მიხვდი. სად არის ოჯახის მთავარი კიბო.
- ასე ნუ ამბობ დედაზე.
- ბოდიში დაიკო. - გავუღიმე და ყავის გაკეთება დავიწყე.
- იქნებ ჩამოხვიდე მაგიდიდან და საუზმის მომზადებაში მომეხმარო.
- აი ჩემი საუზმე. - ყავის ჭიქა ავწიე და თვალი ჩავუკარი ელენას.
- ნინომ თქვა რომ ახალ წიგნზე მუშაობ.
- ჰო ასეა.
- მე ვიქნები შენ წიგნში? - კითხულობს მარიამი და იკრიჭება.
- კი მარიამ მეორე თავი შენ გეძღვნება. - ყავა ხმაურით მოვსვი და სიგარეტს მოვუკიდე.
- მე რომელი თავი მერგება? - ოთახში შემოვიდა დედა და დაძაბულობაც თან შემოიყოლა.
- ბოლო დედა.
- რატომ ბოლო?
- ვინ იტყვის საფინალო სიტყვას შენზე უკეთ?
- ეს სარკაზმია?
- ვფიქრობ უბრალოდ სიმართლეა. - მაგიდიდან ჩამოვხტი. ფეხი მაღალყელიან ბათინკებში გავუყარე და გარეთ გავედი.
- დილამშვიდობის.
- დილამშვიდობის ანა. - ნაჯახი გვერდით დადო დემეტრემ და მზერა შემომანათა.
- გინდა? - ყავის ჭიქა გავუწოდე.
- არ ვსვამ.
- კარგი, მაინც ჩემთვის გავიკეთე, ზრდილობის გამო გკითხე. დემეტრე აქ რითი ერთობით ახალგაზრდები?
- ვსვამთ. - თავი მოიფხანა დემეტრემ და შეშის ჩეხვა განაგრძო.
- სვამთ. - უსიამოვნოდ დავჭყანე სახე. - არ გინდა გავისეირნოთ?
- მაპატიე, ბევრი საქმე მაქვს.
- კარგი. - იმედგაცრუებულმა გავიღიმე და შინ შევბრუნდი.
- ანა. მაგიდასთან დაჯექი. - მომესმა მისაღებიდან დედას ხმა.
- იცი რა, უკვე ვისაუზმე. - ცარიელი ყავის ჭიქა მისი თეფშის გვერდით დავდგი და ლოყაზე ვაკოცე. - გემრიელად მიირთვით.
- დაჯექი! - მკაცრი იყო მისი ხმა.
- და რომ არ დავჯდე?
- ჯანდაბა ანა. - დაიყვირა მარიამმა. - დაჯექი რა.
- კარგი. - ეჭვით შევათამაშე წარბები და მის გვერდით დავჯექი. - რა გჭირს?
- არაფერი.
- საუზმის მერე გავისეირნოთ.
- ლოცვას რომელი წარმოთქვამთ? ირონიით კითხულობს დედა და სიგარეტს უკიდებს.
- მამაო ჩვენო... - ტრადიციულად დაიწყო ელენამ და ყველამ თვალები დახუჭა. მხოლოდ მე და დედა ვუცქერდით ერთმანეთს. ის ეწეოდა და ირონიას ანთხევდა თითოეული აქ მყოფის გამო, მე კი ვუცქერდი ამ მონსტრს და ის ძალიან მძულდა. მას ძალიან უყვარდა როდესაც ლოცვაში გართულ შვილებს უცქერდა, ამ დროს ყველას თვალები ჰქონდა დახუჭული მის გარდა, ის სათითაოდ აკვირდებოდა თითოეულ ჩვენგანს და კარგად დამალულ თუ შენიღბულ ამბებს უთქმელად შიფრავდა, მას არასდროს ვესაუბრებოდით ჩვენს პირადზე, თუმცა მან ყოველთვის შესანიშნავად იცოდა თითოეული ჩვენგანის ნებისმიერი ბილწი გაფიქრება.
- მამა სად არის? - ვკითხულობ როგორც კი ელენა ლოცვას ასრულებს.
- სათევზაოთ წავიდა.
- ამ ყინვაში?
- მამაშენს თევზაობა ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს.
- იცი დედა მან ოღონდ შენთან რაც შეიძლება ცოტა დრო გაატაროს, ამის გამო თევზაობას კი არა ყველაფერს შეიყვარებს.
- ანა გეყოფა! - ამჯერად ხმა ამოიღო ნინომ.
- ადროვე ამოანთხიოს. - სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა დედამ, თითები გადააჯვარედინა და შემომხედა. - განაგრძე.
- ვერ ვხვდები ამდენი წელი როგორ გაგიძლო?
- ფიქრობ ეს საუზმეზე განსახილველი თემაა? - საათს გავხედე.
- ჰო დედა, ოც წუთში წამალს მიიღებ და მთელი დღე მოგვშხამავ ყველას შენი სარკაზმით.
- დაასრულე?
- კი.
- კოპიო მამაშენი ხარ.
- გეყოფა. ენა როგორ გიბრუნდება, თანაც ასე მშვიდად როგორ ხარ, რა ხარ, ვინ ხარ შენ, საერთოდ რა ადამიანი ხარ? - მაგიდიდან წამოვხტი და სკამიც გადავაყირავე. მარიამმა მაჯაში ხელი ჩამავლო და გარეთ გამათრია.
- რა ჯანდაბა გჭირს ანა!
- ვერ ვიტან მას.
- მას ვერავინ ვიტანთ. მაგრამ ასე არ ვესაუბრებით, ასე რას მიაღწევ? რამდენიმე დღე არ შეგიძლია მოითმინო? მშვიდობიანად ჩავამთავროთ ეს ახალი წელი და ისევ ჩვენ ჩვენს გზას დავადგებით.
- რამდენი თვის ხარ?
- რა იცი?
- ემოციური გახდი. ეს მოფართხუნებული ზედებიც არასდროს გიყვარდა, რამდენი თვის ხარ?
- სამის.
- იმ ცოლიანისგან?
- ხო.
- და მან იცის?
- კი.
- და რას აპირებს?
- მთხოვს რომ ბავშვი მოვიშორო.
- სად პოულობ ასეთ ნაბი*ვრებს მარიამ. ვინმემ იცის?
- მხოლოდ შენ.
- მე იცი რა მომკლავს? ჩემი შერეკილი ოჯახის საიდუმლოებები. - მოაჯირს დავეყრდენი და მზერა დათოვლილ ჰორიზონტს მოვავლე. პირველად როდესაც მარიამი დაფეხმძიმდა თვრამეტი წლის იყო, ატირებული მომვარდა და ჩემი ასაკის მიუხედავად რატომღაც ამ ტვირთის თანამონაწილე გამხადა, მე ვიყავი ის ადამიანი ვინც აბო*ტის გასაკეთებლად გაჰყვა და ისე მოიშორა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ნაყოფი თვალიც არ დაუხამხამებია, სხვა გზა არც ქონდა, დედა თუ ამას გაიგებდა საქმე ცუდად ექნებოდა. შეიძლება საკუთარი შვილისთვის ყელიც კი გამოეჭრა. ის ხომ მოსიარულე მონსტრი იყო ყოველთვის.
- ანა რაზე ფიქრობ?
- იმედი მაქვს ახლაც არ აპირებ მოიშორო.
- ღვთის გულისათვის ჩუმად ილაპარაკე რა. - თვალები აეცრემლა მარიამს.
- როდის უნდა ისწავლო მარიამ ჭკუა?
- ახლა ლექცია უნდა ჩამიტარო?
- უბრალოდ მეშინია ისევ სისულელე არ ჩაიდინო.
- შენი აზრით დედა მაპატიებს?
- ჯანდაბას მისი თავი, მთელი ცხოვრებაა ყველას გვწამლავს.
- მასზე ასეთი გაბრაზებული რატომ ხარ ანა.
- ალბათ მაქვს მიზეზი.
- დედა მოსიყვარულე არასდროს ყოფილა, არამგონია რომელიმე შვილს მისი სითბო ახსოვდეს. მაგრამ შენ განსაკუთრებუმულად გამოხატავ მის მიმართ სიძულვილს.
- ალბათ ამის განსაკუთრებული მიზეზი მაქვს.
- მაინც რა მიზეზი?
- ნუ გავიწყდება რომ მე საიდუმლოებების თავმოკრული ტომარა ვარ.
- სად მიდიხარ?
- სანაპიროზე გავისეირნებ. იქნებ მამაც ვიპოვო. - მანქანაში ჩავჯექი და ის იყო ძრავა ავამუშავე, მინაზე დემეტრემ მომიკაკუნა.
- გზები მოყინულია ანა.
- მაშინ ცხენით წავალ. - ძრავა გამოვრთე და დემეტრეს ცხენის მოყვანა ვთხოვე. წამში მოვახტი მის მიერ მოყვანილ ცხენს და ეზოდან გზატკეცილზე გავედი.
ორი დღეა რაც ჩამოვედი და უკვე ორი ორსულობის შესახებ შევიტყვე. საინტერესოა კიდევ რას მიმზადებს განგება, ამჯერად ვისი დანაშაულის თანამონაწილე უნდა გავხდე. სიცივე სახეში მცემდა და ცივი ჰაერისგან ცრემლები თავისით იკვლევდენ გზას. როგორ მძულს ეს ოჯახი, მთელი თავისი სიბინძურით, ოჯახის არც ერთი წევრი არ მყავს, რომელსაც ნორმალურად გაევლოს მის მიერ განსავლელი გზა, ყველა მათგანი ცოდვით დამძიმებული ნაბი*ჭვრები არიან, ვნანობდი რომ ელენას დავუჯერე და ჩამოვედი, მთელი არსებით ვგრძნობდი მოსალოდნელ სკანდალს, ვგრძნობდი თითოეულის ცხოვრება ერთხელდასამუდამოდ გასკდებოდა და ამას მოჰყვებოდა სრული სკანდალი, მე კი არ ვიყავი მზად მათ შორის ჩავმდგარიყავი და რომელიმეს მხარე დამეჭირა, ჩემთვის არც ერთი იყო გამორჩეულად მართალი ან დამნაშავე, სინამდვილეში იდეალური მატყუარების ხროვა იყვნენ და სამწუხაროდ მეც ამ ხროვის ნაწილი და რაც მთავარია უკვე თანამონაწილე ვიყავი. ცხენს აღვირი მოვქაჩე და არემარეს თვალი მოვავლე. არ ვიცი როდის მოვწყდი რეალობას, მაგრამ ფაქტი იყო გზა ამერია და უკვე კარგა ხნის შებინდებული იყო. შიშმა ამიტანა და გულის ცემის დამშვიდებას რითმული სუნთქვის საშუალებით შევეცადე. დაღლილ ცხენს მოვეფერე და რამდენიმე წუთს შესვენების საშუალება მივეცი. გზაზე მანქანის შუქი შევნიშნე და ამ შუქის მიმართულებით წავედი. როგორც იქნა გზაჯვარედინზე ავტომობილის პირდაპირ აღმოვჩნდი. შუქის გამო ცხენი დაფრთხა და წინა ორი ფეხი ჰაერში შემართა, თავი ვერ შევიკავე და გადმოვარდი, კიდევ კარგი დიდი თოვლი იყო და არაფერი მომსვლია.
- სად ჯანდაბაში დაეხეტები. - მანქანიდან გადმოვიდა გიორგი და წამოდგომაში დამეხმარა. - მთელი საღამოა გეძებ.
- მაპატიე, არ ვიცი როდის გავითიშე რეალობიდან. - გაქცეულ ცხენს დავუწყე ძებნა.
- შეეშვი რა, მანქანაში დაჯექი. სახლში წაგიყვან თორემ გამოგიტირებენ მალე.
- გიო. - პატარა დისთვის მახასიათებელი თბილი ხმით მივმართავ ჩემ ძმას, როგორც კი მანქნაში ვჯდებით.
- რა?
- ამოხევდი ვალებიდან?
- ჯერ ვერა.
- ვიკამ ისევ არაფერი იცის?
- ხომ იცი რომ შენს გარდა არავინ არაფერი იცის ანა.
- ჰო კინაღამ დამავიწყდა მე ხომ კარგად შეფუთული ერთი დიდი ტყუილების ტომარა ვარ. - ფანჯარაში მივმართე მზერა და სახლამდე ხმა არ გამიღია. სახლში მისულმა ერთი მზერა მოვავლე მისაღებში შეკრებილ ოჯახის წევრებს, უხმოდ ავირბინე საძინებელში და გაყინულ ლოგინში თავით გადავეშვი. არ ვიცი რატომ მაგრამ მოულოდნელად ამეტირა კიდეც. ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა, მთელი ბავშობა თბილ, მოსიყვარულე ოჯახზე ვოცნებობდი, მე კი ყველაზე საშინელი ოჯახი შემხვდა, მატყუარების ხროვა, ერთამენთს უცქერენ და ზურგს უკან ათას სისაძაგლეს სჩადიან, ყველა ერთმანეთს ატყუებს. ელენა თავის შვილებს, ნინო საერთოდ ყველას, გიორგი-ცოლს, ლევანი საკუთარ თავსაც კი, მარია ყველა კაცს, დედა-მამას, მამა-დედას და მე? მე ყველაზე ამაზრზენი ვარ მათ შორის, რადგან საერთოდ ყველას ვატყუებ. არ მახსოვს რამდენ ხანს ვტიროდი, თუმცა ფაქტია ტირილში მანამ ჩამეძინა, სანამ ოთახში მარიამი შემობლაყუნდებოდა, არც მისი შემოსვლა გამიგია იმ ღამით და არც მის ხვრინვას შევუწუხებივარ. ემოციებმოძალებულს აშკარად ჩაკარგულს მეძინა.

დღე მესამე
თვალი გავახილე და როდესაც საათს დავხედე ძალიან გამიკვირდა მასზე ასახული დროის გამო, ათი საათი იყო, ამ დრომდე აქ ძილი იმას ნიშნავს, რომ ოჯახის ყველა წევრი გარდაიცვალა. საწოლიდან წამოვდექი, ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, მისაღებში მხოლოდ ვიკა მხვდება.
- დილამშვიდობის.
- დილამშვიდობის ანა.
- სად დაიკარგა ყველა?
- ელენა ბავშვებთან ერთად, ნინო, მარიამი და შენი მშობლები ტაძარში წავიდნენ. ლევანს ჯერ კიდევ სძინავს.
- როდის აქეთაა დედა ტაძარში დადის? - გულწრფელად გამაოცა მოსმენილმა ინფორმაციამ და სამზარეულოში ყავის გასაკათებლად გავედი. - ყავას დალევ?
- უკვე დავლიე. - ჩემთვის ყავა გავიკეთე და ვიკას გვერდით მოვთავსდი.
- გიორგი სად არის?
- დილიდან ეძებს ადგილს, სადაც ტელეფონი დაიჭერს.
- მშვიდობა აქვს?
- არ ვიცი ანა, ის მე არასდროს მესაუბრება. ჩვენი ურთიერობა საწოლს არასდროს ცდება.
- ვწუხვარ. - წამოვდექი, ქურთუკი მოვიცვი, ბათინკები ჩავიცვი და გარეთ გავედი. ეზოს თვალი მოვავლე და ღობის ბოლოში წინ და უკან მოსიარულე გიორგის მოვკარი თვალი, მისკენ წავედი.
- გამარჯობა.- ამბობს გიორგი და ისევ ტელეფონს ეწვალება.
- რა გჭირს?
- არაფერი. - ტელეფონიდან თავს არ წევს ისე მპასუხობს.
- ამჯერად რამდენი წააგე?
- ბევრი.
- რატომ არ შეგიძლია შეეშვა.
- არ ვიცი ანა, ვერ ვახერხებ და ახლა ლექციას ნუ წამიკითხავ.
- ვიკას მაინც დაელაპარაკე. თავს საშინლად გრძნობს.
- რამე გითხრა? - როგორც იქნა მზერის ღირსი გამხადა გიორგიმ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
- მითხრა რომ საწოლის იქეთ თქვენი ურთიერთობა არ მიდის. არ გიყვარს?
- მიყვარს, მაგრამ ყელამდე ვარ ვალებში და არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს.
- მაშინ შეეცადე ცხოვრების წესი შეცვალო.
- სათქმელად მარტივია. - ცხვირზე დამკრა გიორგიმ ხელი და გამიღიმა. შენკენ რა ამბებია?
- განსაკუთრებული არაფერი.
- ისევ არავინ გყავს?
- იცი, ჩემი ოჯახის შემყურე საერთოდ არ მიჩნდება ვინმესთან ურთიერთობის სურვილი, არც ერთი არ ხართ ბედნიერი მე რითი ვიქნები გამონაკლისი?
- შენ ყოველთვის განსხვავდებოდი ჩვენგან.
- ასე არ არის.
- კი ასეა, განსხვავდები როგორც ცხოვრებაზე დამოკიდებულებით ასევე ვიზუალით.
- მოეშვი ჩემ ვიზუალს.
- მართლა ასეა. ოჯახში შენს გარდა ქერა - ცისფერთვალება არავინ ვართ.
- ალბათ დედას ან მამას გენში ვიღაც ყავდათ ასეთი. - შევეცადე იუმორში გამეტარებინა გიორგის ინტერესით აღსავსე თვალები.
- გიო.
- რა. - გამიღიმა გიორგიმ.
- გახსოვს ირაკლი როგორ სცემე?
- ჰო მახსოვს. - სახე დაეჭყანა ჩემს ძმას. - მაგრამ იმსახურებდა ტყუილად ხომ არ მიცემია, შეგაწუხა, შენ კი უფროს ძმასთან საშველად მოხვედი. რა უნდა მექნა?
- რომ მცოდნოდა ასე სცემდი ლევანს ვეტყოდი.
- ლევანს ცხოვრებაში ხელი არავისთვის დაურტყამს ანა.
- ნეტა როგორ არის ახლა?
- ისევ გიყვარს?
- არა რა თქმა უნდა.
- ისე მარიამის ბრალია, მისი აღვირახსნილობის გამო ჩათვალა ირაკლიმ, რომ შესაძლებელი იყო შენც ისეთივე ყოფილიყავი, როგორც ის. ამიტომაც არ გაძლევდა მოსვენას.
- ეს უკვე წარსულია.
- ჰო.
- თუმცა ასე სასტიკად მაინც არ უნდა გეცემა.
- გეთანხმები. არ გცივა? - ხელები ერთმანეთს გაუსვა გიომ და სახლისკენ დაიძრა.
- ცოტა ხანს კიდევ ჩავყლაპავ სუფთა ჰაერს, სანამ ოჯახის მონსტრი დაბრუნებულა და ჰაერი თავისი სიმყრალით მოუწამლავს დროს ვიხელთებ. - სიცილი ამიტყდა და გიომაც ვეღარ შეიკავა თავი. კარგა ხანს ვიცინეთ, მერე ცარიელი ყავის ჭიქა გამომართვა და სახლისკენ წავიდა. მე ცოტა კიდევ გავიარ-გამოვიარე ეზოში, სიმართლე რომ ვთქვათ დემეტრეს გამოჩენას ველოდი, არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ბიჭის ჰაბუტუსი ჩემზე საოცრად მოქმედებდა, არ ვიცი ის რა თვალით მიყურებდა, მაგრამ უნდა ითქვას მე თანახმა ვიყავი მის მკლავებში ერთხელ მაინც მეგრძნო ის სიამოვნება, რასაც ყველა ქალი განიცდის საყვარელი მამაკაცის მკლავებში ნებივრობისას. საჯინიბოსკენ წავედი და ძალიან გამიხარდა როდესაც დემეტრე იქ დამხვდა.
- გამარჯობა.
- დილამშვიდობის.
- როგორ ხარ?
- ანა. - სამუშაო იარაღები გვერდით მიაწყო დემეტრემ და მომიახლოვდა, ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული და მუხლებიც მომეკვეთა.
- რა იყო?
- მოგწონვარ არა?
- პირდაპირი ხარ. - სულელურად გავიკრიჭე და შევეცადე მისთვის გვერდი ამევლო. მაჯაზე მისი ძლიერი თითები ვიგრძენი და ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შევძელი.
- ჰო ძალიან მოგწონვარ. - თითები უხეშად მომხვია ყელზე და სახე ახლოს მომიტანა. დაჟინებით მიცქერდა და მკვეთრად ვგრძნობდი სურვილით როგორ იცვლებოდა მისი გულის ცემა. წამი დასჭირდა ჩემი მსუბუქი სხეულის ხელში ასაყვანად, დადუმებული ვუცქერდი მის ყოველ მოძრაობას, არ ვიცოდი უნდა შევწინააღმდეგებოდი თუ ერთხელ მაინც მიმეცა საკუთარი თავისთვის ერთჯერადი ურთიერთობის უფლება. ამ ფიქრებში ვიყავი წასული, როდესაც დემეტრეს ტუჩები ვიგრძენი ყელზე, შემაჟრჟოლა და ჩემში შემოსული ემოციისგან სხეული სრულიდ გამიბუჟდა. ხელები ფრხილად შევუცურე თმებში, თუმცა მაშინვე მოიშორა, ხელი მიბიძგა და საჯინიბოს კედელს მიმანარცხა.
- მეტკ... - სიტყვა ვერ დავასრულე რადგამ მისმა ტუჩებმა სასაუბრო ღრუ დამიხშო. მომთხოვნი იყო კოცნისას და არც კბილის ჩავლებას ერიდებოდა, ეს ბიჭი სინაზისგან ძალიან შორს იყო და ალბათ სწორედ ამიტომ მიზიდავდა ასე. სუნთქვა მალე შეეცვალა და სხეულის გარკვეული ნაწილებიც გაცილებით მკვრივი გაუხდა ვიდრე თავიდან. არ ვიცი რა სისწრაფით ან როგორ შეძლო ჩემ შარვალში შეღწევა, თუმცა როგორც კი მისი თითები სა*ოზე ვიგრძენი სიამოვნებით ავფეთქდი კიდეც, ყრუ კვნესამ გაარღვია საჯინიბო და ცხენებიც აფრუტუნდენენ. ალბათ მართლა დავნებდებოდი მის ალერს, რომ არა მანქანიდას მუხრუჭის ხმა, რომელსაც მაშინვე მოჰყვა დედის საუბარი.
- არც ერთი არ უქნიხართ ღმერთს.
- თავის ამპლუაშია. - გავიღიმე და დემეტრეს ვანიშნე, რომ ჩემ საშოს მოშორებოდა. - უხალისოდ დამთანხმდა და ისევ ცხენებს მიუბრუნდა. ტანსაცმელი შევისწორე, სახე დავალაგე და საჯინიბოდან გამოვედი. არავის შეუნიშნავს ჩემი გამოსვლა დედის გარდა, რომელმაც ჩვეული იჭვნეული მზერა მსტყორცნა.
- რა? - ვეკითხები და სახლში შევდივარ.
- შეენც?
- რა მეც დედა?
- მეგონა მათ არ გავდი.
- გეყოფა. შენ ის მითხარი, როდის აქეთაა ტაძარში დადიხარ.
- არ დავდივარ. იქ კარგად მძინავს ხოლმე. - გადაიხარხარა და სიგარეტს მოუკიდა, შევეცადე არ გამცინებოდა მის იუმორზე მაგრამ ამჯერად თავი ვერაფრით შევიკავე.
- საუზმე მოვამზადე. - ხმა ამოიღო ვიკამ და დედაც მაშინვე დასერიოზულდა.
- გინდა მთელი ოჯახი ერთად მოვიწამლოთ?
- დედა. - პირველად გადაწყვიტა გიორგიმ ცოლის დაცვა. - ის შესანიშნავი მზარეულია.
- თუ ისევე ტრიალებს სამზარეულოში როგორც კაცების ასოზე შესანიშნავი იქნება აბა რა. - გაიღიმა და ამჯერადაც ვერ შევიკავე თავი, მეც გამეღიმა და გიორგის გაგულისებული მზერაც დავიმსახურე.
- მაპატიე. - ვჩურჩულებ და მართლა მძულს ჩემი თავი ამის გამო.
- მოგეხმარები. - მაგიდა გავშალოთ. - სიტუაცია განმუხტა ელენამ და ყველამ ამოვისუნთქეთ.
- გამოდი. - გასასვლელისკენ მიბიძგა გიორგიმ.- შენ რაღა დაგემართა? - შემიბღვირა გიომ, როგორც კი მარტო დავრჩით.
- რაზე?
- ახლა თავს ნუ გაიდებილებ. ერთადერთი ხარ ამ ოჯახში ვისაც არასდროს დაუცინია ვიკასთვის, რა დაგემართა.
- მაპატიე რა, უბრალოდ ძალიან სასაცილოდ გამოუვიდა იმ მონსტრს.
- ისე მართალი ხარ. - გაეღიმა გიოს და ბოლოს ახარხარდა.
- აი ხომ ხედავ. შენც გაგეცინა. მუჭი დავუშვი მხარზე. დიდხანს ვიცინეთ, ბოლოს გიომ ზურგი მაქცია, მოაჯირს დაეყრდნო და უკვე ხასიათშეცვლილი თვალებით გახედა ეზოს.
- რამდენი გჭირდება? - მის გვერდით მივედი მეც.
- ხუთიათასი.
- მოგცემ.
- ვერ ავიღებ პატარა დისგან ფულს.
- გასესხებ გიო.
- დარწმუნებული ხარ?
- ხომ იცი ნორმალური შემოსავალი მაქვს, თქვენგან განსხავევით არც მფლანგველი არ ვარ, ასე რომ შემიძლია თანხა გასესხო.
- გადამარჩინე. - ცრემლიანი თვალები შემანათა გიომ და გულში ჩამიკრა, ზევით ავიხედე და ფანჯრიდან მოცქირალ დედას გადავაწყდი, რომელიც როგორც კი ჩემ თვალებს გადააწყდა ფარდა ჩამოაფარა.
- ძალიან ცივა, სახლში შევიდეთ. თანაც ვიკამ იწვალა დავუფასოთ.
დედა ერთადერთი ადამიანი იყო ვინც თავისავე დადგენილ წესებს არღვევდა, ახლაც არ მოისურვა ჩვენთან ერთად სადილობა და მის გარეშე მივუსხედით მაგიდას. სიმართლე რომ ვთქვა ეს არც არავის უდარდია, მის გარეშე გაცილებით უკეთ ვგრძნობდით ყველანი თავს, არც დაძაბულობა სუფევდა, არც ლოცვას გვაიძულებდა არავინ და არც გამეფებულ სიხალისეს გვიშხამებდა ვინმე. უნდა ითქვას, რომ დედის გარეშე ჩემი ოჯახი სულაც არ ჰგავდა ბრბოს, ერთმანეთს გულწრფელად უღიმოდნენ, გულწრფელად უზიარებნენ ემოციებს. ბევრი ვიცინეთ, მამაც გამხიარულდა და ჩვენთან ერთად სიცილით იგუდებოდა.
- დალევთ? - კარადიდან ღვინო გამოიღო მამამ.
- რას აღვნიშნავთ?
- დედათქვენის არ ყოფნას. - საცობი მოხსნა მამამ და ყველას ჭიქები შეავსო.
- გაუმარჯოს სადილს დედას გარეშე. - სადღეგრძელო წარმოთქვა გიომ და ყველამ მაშინვე ავითვისეთ. იმ ღამით ძალიან ბევრი ვიმხიარულეთ. ნინო ისე დათვრა, ელენას მისი თავი დიდხანს ეჭირა საპირფარეშოში გადაყუდებული, მიუხედავად ფეხმძიმობისა ნინომაც და მარიამმაც ძალიან ბევრი დალიეს. მარიამი მთელი საღამო თავისთვის ღიღინებდა. ლევანი და გიორგი ისე იყვნენ დიალოგით გართულები, როგორც ნამდვილ ძმებს შეეფერებოდათ. მე მამის გვერდით ვიჯექი და მის გულზე მიყრდნობილი ვუცქერდი ჩემი შერეკილი ოჯახის გაფრენას.
- როგორ მიდის შენი წერის საქმე?
- ნორმალურად.
- ახლა რაზე მუშაობ?
- ახლა ახალ წიგნს ვწერ მამა, სახელწოდებით "იდეალური მატყუარები"
- სკანდალის სუნი მცემს. - ძლიერად მომხვია მამამ ხელი.
- მეც. - ვამბობ და მის მკლავებში ვუჩინარდები. ოჯახური იდილია კარის გაღებამ და დემეტრეს გამოჩენამ დაარღვია.
- შემოდი დემეტრე. - ფეხზე წამოდგა მამა.
- მე უკვე მოვრჩი, თუ არაფერი გჭირდებათ წავალ.
- წადი შვილო. - ხელი ჩამოართვა მამას, სწორედ ის ხელი რომლითაც დღეს დილით ჩემ სა*ოს აწვალებდა, გამაჟრჟოლა ამის გახსენებაზე და ფეხზე ავდექი. შეუმჩნევლად გავედი სახლიდან და ჩემ წინ მიმავალ დემეტრეს უკან გავყევი.
- დემეტრე.
- გისმენ ანა.
- არ გინდა ცოტა ხანს დარჩე?
- რატომაც არა. - ხელი ჩამჭიდა დემეტრემ და საჯინიბოსკენ წამიყვანა, იქ შესული ქურთუკისგან გამათავისუფლა, ძლიერი მკლავები წელზე მომხვია და ვნებიანი კოცნით დამილურჯა ტუჩები.
- ცოტა ნელა. - მისი სიშმაგის დაოკებას ამაოდ ვეცადე, დემეტრე სიგიჟის განსახიერება იყო. ალბათ რამდენიმე წამი დასჭირდა ჩემი საცვლისგან გასათავისუფლებლად, ძლიერი თითები მომიჭირა ფეხებ შორის და მეც ენერგია გამოცლილი მას სრულიად მივენდე, არ მადარდებდა ხვალ ამას ვინანებდი თუ რა, ახლა და ამ მომენტში ვნებისგან ჭკუიდან ვიშლებოდი. ოსტატურად ატრილებდა თითებს ჩემ ვა*გინაში, მეორე ხელით ძლიერად ვეჭირე და მოხრის საშუალებას არ მაძლევდა. ძლიერი ბიძგებით ცდილობდა ჩემთვის სიამოვნების მონიჭებს, ვერ ვიტყვი რომ არ გამოუვიდა, პირიქით, მგონი მთელი საჯინიბო ჩემმა კვნესამ შეძრა და ცხენებმაც მოსვენება დაკარგეს.
- მიდი. - მომთხოვნი იყო დემეტრე. - მიდი! - გამიმეორა და სწორედ ამ დროს სიამოვნების მწვერვალს მივაღწიე, ერთი ძლიერად ამოვიკვნესე და მის ძლიერ მკლავებს დავეყრდენი. ფრთხილად გამოაცურა თითები სა*ოდან.
- ჯანდაბა დემეტრე, ეს რა იყო? - ვამბობ და თვალებს ვხუჭავ.
- მოგეწონა? - ხელი იქვე მიგდებულ ტილოზე გაიწმინდა და კმაყოფილმა შემათვალიერა.
- ძალიან.
- მიხარია. ახლა წადი და დაიძინე.
- რა დამაძინებს. - გაღიმებას შევეცადე თუმცა მაშინვე ვიგრძენი როგორ მტკიოდა ფეხებშორის ყველაფერი და დავიჭყანე.
- ხვალამდე გაგივლის. - მუჭში მოიქცია ჩემი სახე, მაკოცა და საჯინიბოდან გავიდა.
- რომატკის ნატამალი არ გააჩნია. - გავიფიქრე ჩემთვის, ტანსაცმელი ჩავიცვი და სახლისკენ წავედი, უკვე ყველას ეძინა, მეც ფრთხილად ავიპარე საძინებელში, მარიას შევუგორდი საწოლში და მისგან მომავალი სითბოს საშუალებით მალევე გავითბე გაყინული სხეული, ჯერ ისევ მიფეთქავდა ყველაფერი, სიამოვნებისგან კბილები გავაჭრიალე და მალევე ჩამეძინა.


დღე მეოთხე

თვალი მხოლოდ იმიტომ გავახილე, რომ მძინარემაც კი ვიგრძენი როგორ იქექებოდა ვიღაც ჩემს ჩანთაში. თვალები მოვისრისე და ოთახში შემოპარულ ქურდს კარგად დავაკვირდი. არ გამკვირვებია, როდესაც ოთახში ნუცა დავინახე, ელენას რიგით პირველი შვილი, რომელსაც სულ ახლახანს შეუსრულდა თექვსმეტი წელი.
- რას ეძებ ნუცა?
- აუ მაპატიე რა დეიდა. დედასთან არ ჩამიშვა. - სახე აელეწა ნუცას.
- ჯერ ერთი, დეიდას ნუ მეძახი, სასაცილოდ ჟღერს, მე და შენ შორის დაახლოებით იმდენივე სხვაობაა რაც მე და დედაშენს შორის, მეორეც რამდენი ხანია ეწევი?
- დედას ხომ არ ეტყვი?
- საყვარელო მოდი ჩემთან. - საწოლზე ოდნავ მივიწიე და ნუცაც გვერდით მომიწვა. - რომ იცოდე რამდენ საიდუმლოს ვინახავ შეიძლება ჭკუიდან შეიშალო, ასე რომ ნუ გეშინია, რა თქმა უნდა არ ვეტყვი, თუმცა სულაც არ ნომწონს ასე პატარა ასაკაში რომ დაგიწყია მოწევა. მიდი კარი დაკეტე. - ნუცა ადგა კარი დაკეტა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა, მე ამასობაში ჩავიცვი, სიგარეტის კოლოფიდან ორი ღერი ამოვიღე და ერთი ჩემს დიშვილს გავუწოდე, კოხტად მოირგო ლამაზ თითებში სიგარეტი და გააბოლა. - ნუც.
- ბატონო.
- დედასთან ისევ ჩხუბობ?
- ხომ იცი რა აუტანელი ხასიათი აქვს.
- ამ სახლში ყველას აუტანელი ხასიათი აქვს ჩემო კარგო.
- არ გეთანხმები.
- მართლა? მაინც რატომ?
- შენ სხვანაირი ხარ, დანარჩენები ზოგჯერ მგონია რომ გიჟები არიან.
- ასე ნუ ამბობ, ისინი შენი ოჯახის წევრები არიან, ელენას რაც შეეხება მას მარტოს უწევს ექვსი შვილის გაზრდა, როგორ ფიქრობ ეს მარტივია?
- ხო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ყველაფერზე იჩხუბოს. იცი ჩემს ერთ თაყვანისმცემელს რა დღე აყარა? მთელი კლასის დასაცინი გავხდი ამის გამო.
- ის შენზე ღელავს, სულ ესაა.
- რატომ ამართლებ?
- არ ვამართლებ, დაველაპარაკები შენ კი დამპირდი რომ მოწევას არ განაგრძობ.
- კარგი. - სიგარეტი ჩააქრო ნუცამ და ოთახიდან გავიდა. ფანჯრისკენ წავედი, ფეხებშორის ისევ ტკივილს ვგრძნობდი და ამის გამო ძალიან მეცინებოდა. ფარდა გადავწიე და ეზოში მოსაუბრე დემეტრესა და გიორგის სილუეტს მოვკარი თვალი. სიგარეტი ჩავაქრე და ქვემოთ ჩავედი.
- დილამშვიდობის. - მივესალმე მისაღებში შეკრებილ ოჯახის წევრებს და სამზარეულოში გავედი სადაც ელენა ჩვეულ ამპლუაში მხვდება. - არ გეზარება ყოველ დილით ერთი და იგივე?
- ვინმემ ხომ უნდა დაგაპუროთ. - ხმაურით დაახეთქა ჯამს თავსახური.
- ყველამ თავის თავს რომ მიხედოს შენც ნაკლებად დაიღლები. ისევ მკურნალობ?
- გაჩუმდი! - სამზარეულოს კარი ბოლომდე მიხურა ელენამ.
- რა არის დასამალი იმაში, რომ ფსიქოლოგიურად არამდგრადი ხარ და ამის გამო მკურნალობ.
- მორჩი ანა.
- დედისგან გერგო ალბათ მემკვიდრეობით, ოთხი ქმარი გამოიცვალე, ვერც ერთმა გაგიძლო, ახლა რას აკეთებ? შვილებს უმწარებ ცხოვრებას?
- ნუცას ელაპარაკე არა?
- ელენა ის მოზარდია, რაც უფრო მეტ აგრესიას დაანახებ უარეს შედეგს გამოიღებ, ამას რატომ ვერ ხვდები.
- სასაცილოა როდესაც შენი შვილის ტოლა და ჭკუას გარიგებს.
- ჭკუას არ გარიგებ და ისე ნუ მექცევი თითქოს პატარა ვიყო, ძალიან კარგად იცი რომ ჩემი ნდობა შეგიძლია, აბა სხვა რა მიზეზით ავხსნა ის, რომ სწორედ მე მთხოვე დახმარება, როდესაც თავზე კონტროლი დაკარგე.
- ანა. ეს ადრე იყო.
- და გამოკეთდი?
- რა ჯანდაბა გინდა? - დამიყვირა ელენამ.
- რაც გინდა ის გიქნია. - ყავა უხმოდ დავისხი და სამზარეულოდან გამოვედი. მისაღებში სავარძელში ჩავჯექი, დილიდან ხასიათი გამიფუჭდა და რატომღაც გარეთ გასვლა და დემეტრეს ნახვა აღარ მომინდა.
- კარგად ხარ? - გვერდით მომიჯდა ნუცა.
- იცი, გეთანხმები მგონი დედაშენი მართლა გიჟია. - ელენა, როგორც დასაწყისში ვთქვი ოთხჯერ გათხოვდა, ოთხი ქმრისგან სამი ქალიშვილი და სამი ვაჟი ჰყავს, შვილები ისეთივე არაადეკვატურები არიან, როგორც მთელი ჩემი ოჯახი, ერთადერთი ნუცაზე ვერ ვიტყვი ამას, ის საკმაოდ კარგად მოაზროვნე მოზარდია. ამიტომაც უჩნდება მას ყველაზე დიდი პროტესტი დედის მიმართ. ელენას ქმრები მასთან ერთ წელზე მეტს ვერ ძლებდნენ. მხოლოდ ერთმა, რიგით მესამემ გაუძლო ოთხი წელი და სწორედ მისგან ყავს სამი შვილი. დანარჩენ სამს სხვა და სხვა მამა ჰყავთ, ბავშვებს მამებთან ურთიერთობა აქვთ, თუმცა ისინი მაინც დედასთან ცხოვრობენ. ელენას ფსიქიური პრობლემები აქვს, ყოველთვის ჰქონდა მაგრამ დედა ახერხებდა მის კონტროლს, როგორც კი ელენა პირველად გათხოვდა და დედისგან შორს მოუწია ცხოვრება სწორედ მაშინ დაიწყო მისი გაფრენების სიხშირეც.
- არ შეიძლება შენთან გადმოვიდე საცხოვრებლად? - რელაობაში დამაბრუნა ნუცას კითხვამ.
- მგონი ამაზე დედა არ დაგთანხმდება, თანაც ჯერ სრულწლოვანიც არ ხარ, ვერ ავიღებ ჩემ თავზე შენი გაზრდის პასუხისმგებლობას.
- რა გაზრდა მინდა?
- როგორ არ გინდა. - სავარძლიდან ავდექი და ოთახს თვალი მოვავლე. - დედა სად არის?
- თავს შეუძლოდ გრძნობს. წევს.
- კარგი მასთან ავალ.
- არ გინდა. - შემაჩერა ელენამ. - ნერვებს მოუშლი.
- ელენა ის დედაჩემია.
- რომელსაც ვერ იტან.
- შეტევა გაქვს?
- მოკეტე! - დაიყვირა ელენამ და თვალებშიც დამიბნელდა, ძლივს გავიაზრე რომ გამარტყა.
- ელენა. - ოთახის კუთხიდან გაისმა მამას ხმა. - ახლავე ბოდიში მოუხადე.
- მამა ამ ლაწირაკს ყოველთვის რატომ იცავ? რა აქვს მას ნებისმიერ ჩვენგანზე უკეთესი? რატომ გიყვარს ის ასე გამორჩეულად?
- გეყოფა ისტერიკა. - ხნას აუწია მამამ.
- მაშინ მითხარი რითია ის გამორჩეული?
- მორჩი-მეთქი. - მოსახური აიღო მამამ და გარეთ გავიდა.
- ბევრი მიზეზი მაქვს რომ მძულდე მაგრამ იცი ყველაზე მეტად რატომ მძულხარ? მის გამო, მთელი ცხოვრება მის სიყვარულში მეცილები.
- არ ხარ ჯანმრთელი, ხვდები რომ მკურნალობა გჭირდება?
- გეყოფათ რა. - საუბარში ერთვება ნინო. - ჩვენ ხომ დები ვართ?
- მე დედასთან ავალ და არც იფიქრო წინ გადამიდგე. - ვამბობ და ოთახიდან გავდივარ. მისი საძინებლის კართან შევჩერდი, ღრად ამოვისუნთქე, დავაკაკუნე და კარი ფრხილად შევაღე. - შეიძლება?
- შემოდი ანა! - სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და ახალ ღერს მოუკიდა.
- დედა ძალიან ბევრს ეწევი.
- ამაზე დარდობ?
- ასე რატომ მექცევი?
- ქვემოთ რა ხდებოდა? რაზე დასცხეთ.
- როგორც ყოველთვის.
- ელენა მებრალება.
- რატომ?
- მის ცხოვრებას გადახედე.
- არ მეგონა თუ სიბრალულის გრძნობა გაგაჩნდა.
- მოწევ? - სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა და მეც ერთი ღერი ამოვიღე.
- დედა ძალიან გტკივა?
- ხო ანა მტკივა, ისე ძალიან მტკივა რომ ზოგჯერ მინდა ამოვიგლიჯო ენა, ხურს, ხურს, ისე მიხურს ყელი რომ მგონია შიგ გავარვარებულ ქვებს მტენიან.
- იქნებ სხვა ექიმს აჩვენო?
- რა აზრი აქვს, ისედაც დათვლილია ჩემი დღეები.
- ასე ნუ ამბობ.
- მოგწონს როცა გატეხილ დედას უცქერ? - მეკითხება და ირონიულ ღიმილს მანათებს.
- აფრენ ხო დედა?
- შენ ხომ გძულვარ?
- არ მძულხარ.
- როგორ არა გძულვარ.
- დედა შენ ადამიანურობის არაფერი გაგაჩნია, ამიტომაც ეშინია შენი ყველა შვილს.
- და შენ რატომ არ გეშინია?
- არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ რაღაც მხრივ გგავარ.
- ეს სიამართლეა. - გაიღიმა და პირველად ამდენი წლის შემდეგ თავისი მობერებული თითები სახეზე შემახო. თვალები დავხუჭე და უფლება მივეცი მომფერებოდა.
-შეიძლება? - ოთახში თავი შემჰოყო ელენამ.
- უკვე მივდიოდი. - ვდგები და ოთახიდან გავდივარ.
- ანა. - მესმის ზურგს უკან დედას ხმა.
- ბატონო.
- ერთი წამით მოიცადე.
- რა მოხდა დედა?
- ელენა. - ახლა კარში მდგომ ელენას მიუბრუნდა დედა.
- გისმენ დედა.
- ბოდიში მოუხადე.
- დედა არ გინდა. - შევეცადე ელენა მდგომარებოდან დამეძვრინა.
- მოუხადე ბოდიში.
- ბო დი ში! - მარცვლის ელენა და ახლაც ისევე მტრულ მზერას მაგებებს, როგორც ყოველი ჩვენი ჩხუბის შემდეგ.
- საჭირო არ არის. - ვამბობ და ქვემოთ ჩავდივარ. მოსაცმელს ვიცმევ და გარეთ კისრისტეხით გავრბივარ. - წამომყევი. - ვეუბნები ეზოში მდგომ დემეტრეს და ისიც უკან მომყვება, საჯინიბოში შევდივარ, კარს ვკეტავ და მომღიმარ დემეტრეს ვკოცნი.
- რა გჭირს?
- მიდნიხარ! - დემეტრემ ერთი გაიღიმა და წამში გამაშიშვლა, სიცივის მიუხედავად საერთოდ ვერ ვგრძნობდი გარეთ გამეფებულ სუსხს, მთელი სხეული ვნებით მეწვოდა და ერთადერთი რაც მსურდა ის ოყო, რომ წუხანდელი სიამოვნება კიდევ ერთხელ განმეცადა. დემეტრე!
- სამამდე დაითვალე და თვალები დახუჭე ანა. სანამ არ გეტყვი არ გაახილო. - მკაცრი იყო მისი ხმა. გამაკანკალა.
- ერთი.
- ორი.
- სამი. - დამასწრო, მთელი სხეულით ვკანკალებდი, ძალა სრულიად გამომეცალა, როცა მისი კბილები ვიგრძენი მკერდზე. მტკივნეულად მაგრამ სასიომოვნოდ მოიქცია მუჭში და კიდევ ერთხელ დაეწაფა მოწყურებულივით. მკერდიდან ყელისკენ გადაინაცვლა კოცნით, სახის თითოეულ ნაკვთს მიკოცნიდა, ზამთრის მიუხედავად სიმხურვალის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი, მისი კოცნის სურვილით ჭკუიდან ვიშლებოდი, ის კი სპეციალურად აჭიანურებდა ჩემთვის ამ სიამოვნების მონიჭებს, რა წამსაც ვიფიქრე რომ მაკოცებდა, ზუსტად ამ დროს ყურში ჩამჩურჩულა. - რაც არ უნდა მოხდეს თვალები არ გაახილო ანა. - ტუჩზე მიკბინა მერე კი მუცლის ქვემოთ ვიგრძენი მისი ვნებიანი კოცნა. კვნესის შეჩერება ვცადე მაგრამ სხეულში დავლილმა ემოციამ ორგანიზმის კედლები გაარღვია და საჯინიბოს ჩემი კვნესა მოედო.
- დემეტრე! - ხმა არ გამცა. ახლა უკვე ზურგს უკან ვიგრძენი მისი სხეული, ხერხემალზე მისი ტუჩები შემეხო, ორივე ხელი წელზე მომიჭირა, უკვე აღარ ვცდილობდი კვნესა შემეჩერებინა, პირიქით სხეული შიგნიდან წამოსულ ემოციას რითმულად ავაყოლე, ეს უფრო ახელებდა დემეტრეს, მე კი სწორედ რომ მისი გახელება მსრუდა. უეცრად ხელი მკრა და როდესაც ზურგს უკან სიმყარე ვიგრძენი გამეღიმა, გავარვარებულ სხეულზე ცივი კედლის შეხება მესიამოვნა. მისი ტუჩები არ ჩერდებოდნენ, მკერდზე მტკივნეულად მკოცნიდა, მისი ხელი კი ისევ სხეულზე დასრიალებდა. სხეულში ძლიერ ვიბრაციას ვგრძნობდი, ის კი თითქოს ჩემ მოთმინებას ცდიდა, კვნესაც ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა საჯინიბოში.
- დემეტრე გთხოვ! - ისევ შევძახე მაგრამ ის არ ჩქარობდა, მე კი მთელი სხეული მებრძოდა უკვე. კვნესით წავიღე ხელი ფეხებშორის, შემაჩერა და მაშინ როდესაც სიბრაზისგან თვალები უნდა გამეხილა ძლიერი ბიძგიც ვიგრძენი. სიმწრისგან მის სხეულს დავეყრდენი, კბილები ჩავასე ბეჭზე და მის მოძრაობას სინქრონულად ავაყოლე სხეული. სიამოვნების იმ მორევში გადავეშვი რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა. რითმს სულ უფრო და უფრო უმატა და მეც სიამოვნებისგან გონება სრულიად დამებინდა. რადმენიმე წუთში მისი გმინვა შეერწყა ჩემ ხმას.
- თვალები გაახილე! - ვემორჩილები და მის ცისფერ თვალებში ვიკარგები.
- შეუდარებელი ხარ!
- ვიცი. - კიდევ ერთხელ ჩამავლო მკერდზე კბილები. მერე ჩაცმაში მომეხმარა, უხმოდ მიცქერდა.
- ასე რატომ მიყურებ.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- შენც არაგიშავს. - მასთან მივედი, ერთხელ კიდევ დავაგემოვნო მისი დიდრონი ტუჩები და საჯინიბოდან გამოვედი. სახლში შესულს მისაღებში მხოლოდ ელენა მხვდება, ვცდილობ საუბარს თავი ავარიდო და ჩუმად გავიპარო, მაგრამ არაფერი გამომდის.
- შენ მართალი ხარ. - ისმის ოთახში მისი ხმა.
- რას გულისხობ? - უხალისოდ ვჯდები მის გვერდით.
- სამკურნალო ვარ.
- მოდი ჩემთან. მკლავები გავშალე და ჩემი უფროსი დაც ჩემ სხეულს მოეყრდნო. - ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია თავად გინდოდეს გამოჯანმრთელება. დიდხანს ვისაუბრეთ, მასზე და მის შეტევებზე, შეშინებული იყო, მისი დამშვიდება როგორღაც მოვახერხე, მერე დასაძნებლად წავედით. არ ვიცი ელენას დაეძინა თუ არა მაგრამ მე ვერაფრით დავიძინე, თვალწინ ისევ დემეტრე მედგა. ეს ბიჭი აშკარად მაგიჟებდა. ალბათ მაშინ ჩამეძინა როდესაც მზე უკვე ამოსვლას გეგმავდა.

დღე მეხუთე
- მოიცალე ჩემთვის? - საყვედურით აღსავსე თვალები მომაპყრო ლევანმა როგორც კი მის გვერდით დავჯექი.
- რატომ მებუზღუნები?
- ხომ იცი რომ განსკაუთრებულად მიყვარხარ.
- ვიცი ლევან.
- რამე მოხდა?
- შენზე ვღელავ.
- რატომ?
- გგონია ვერ ვამჩნევ რაც ჩამოვედით მოუსვენრად რომ ხარ? რა მოხდა?
- ისეთი არაფერი.
- ისევ აირიეთ?
- უბრალოდ მთხოვს რომ ყველაფერს ოფიციალური სახე მივცეთ და ფიქრობს დროა ჩვენს შესახებ ყველამ გაიგოს?
- რამდენი წელია ერთად ხართ, მგონი ხუთი ხომ?
- კი.
- იცი მეც ვფიქრობ, დროა სააშკარაოზე გამოიტანო შენი ორიენტაცია, ასე მასაც აღარ ატკენ გულს, ის ხომ არ გმალავს, შენ კი წლებია მის შესახებ არავის არაფერს უყვები.
- ანა. სათქმელად მარტივია. წარნოგიდგენია რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბის გაჟღერებას?
- კი, მამას გული დაარტამს, დედა კიდევ უფრო გაფსიხდება, დანარჩენებს რაც შეეხება ზოგიერთი დაგცინებს, ზოგს შეეცოდები.
- და ამის მიუხედავად მეუბნები რომ ვთქვაა?
- და დამალვას რა აზრი აქვს? ერთმანეთის მოტყუებით, ყოველი თქვენგანი საკუთარ ცხოვრებას ამახინჯებთ, შენს ადგილზე მე გავრისკავდი, სიმართლეს ვიტყოდი, ერთ კარგ სკანდალს მოვაწყობდი და ამით ყველაფერს დავასრულებდი.
- როგორ ხარ ასეთი?
- ასეთი როგორი ლევან?
- უცოდველი.
- დამიჯერე არც ისეთი უცოდველი ვარ. - გავუღიმე და მხარზე ჩამოვადე თავი. თოთხმეტი წლის ვიყავი როდესაც ლევანი თავის ორიანტაციაში გამომიტყდა, დიდხანს არც უფიქრია თუ ვასთვის უნდა ეთქვა ეს ყოველივე, მან ზუსტად იცოდა რა რეაციაც მექნებოდა, მახსოვს მისი განცხადების შემდეგ გავუღიმე, მოვეხვია და ვუთხარი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ძმა მყავდა, ბევრი პარტნიორი არ ჰყოლია, რამდენიმესთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა ბოლოს ზურას შეხვდა და აი ისინი უკვე ხუთი წელია ერთად არიან. ზურა კარგი ადამიანია, მეგობრული. ლევანი ყოველთვის მორიდებულუ ბავშვი იყო, მუდამ ჩაგრავდნენ მისი უსუსურობის გამო, გიორგის, როგორც მის უფროს ძმას ხშირად უწევდა დაჩაგრული ძმის დაცვა. ექვს შვილს შორის ლევანი იყო ის, ვისაც დედა ყველაზე მეტად ასაზიზღრებდა. უხეიროს, უჯიშოს ეძახდა, ხშირად მინახავს ბავშობაში დედისგან გამწარებული ატირებული ლევანი, ემოციური იყო და ყველაფერი გულს სტკენდა, ამის მიუხედავად ვფიქრობ ის ერთადერთი სუფთა ადამიანია ჩვემს ოჯახში.
- ანა. - რეალობაში მაბრუნებს ჩემი ძმა.
- რა იყო ლევან?
- დამეხმარები ხვალ სადილზე სიმართლე ვთქვა?
- შენს ნაცვლად მე ვერ გავაჟღერებ ლევან ამ ინფორმაციას, მაგრამ შეგიძლია ჩემი მხარდაჭერის იმედი გქონდეს.
- ნამდვილი ანგელოზი ხარ. ისე არასდროს გიფიქრია რატომ ხარ ქერა?
- აუ შეენც? - ბუზღუნით ავდექი და გარეთ გავედი. ლევანი საკმაოდ წარმარებული მხატვარია, თუმცა ჩვენ სახლში მისი არც ერთი ნახატი არ კიდია. ყველა ნახატი, რაც კი დედასთვის უჩუქებია, გაუხსნელად ყრია სხვენში. დედა მას ყოველთვის როგორც ხელმოცარულს ისე უყურებდა.
- ანა. - იქეთ ვიხედები საიდანაც ხმა მოდის.
- გამარჯობა დემეტრე.
- არ გინდა საჯინიბოში წამომყვე?
- ახლა არა. - უკმაყოფილო დემტრეს იქვე ვტოვებ და ეზოში ბოდიალს ვიწყებ. ცოტა ხანში ესეც მწყინდება, თან სიცივისგან ხელები მეთოშება, ამიტომ სახლში შევდივარ და ცეცხლის პირას ვჯდები, გათოშილ ხელებს ცეცხლის ალს ვუშვერ და მალევე ვგრძნობ როგორ იწყებს გაყინული ხელები ლღობას.
- ხვალინდელი საღამოსთვის საყიდლების სია ჩამოვწერე, რომელი წახვალთ საყიდლად? - ამბობს ელენა და მისაღებში ფურცლით ხელში შემოდის.
- მე წავალ. - მხიარულად წამოხტა ლევანი, ვიცი ამას რატომაც აკეთებს, უნდა ცოტა ხნით მაინც დარჩეს მარტო, შეშლილი ოჯახისგან შორს.
- წამოგყვები. - ვამბობ ღიმილით და ქურთუკს ვიცმევ. მანქანაში ვსხდებით. ლევანი ძრავას ამუშავებს და ის იყო ეზოდან უნდა გავსულიყავით მინაზე რომ დემეტრემ დაგვიკაკუნა.
- გისმენ. - მინა ჩამოსწია ლევანმა.
- შეიძლება წამოგყვეთ? ქალაქში რაღაც საქმე მაქვს.
- დაჯექი.
- მადლობა. - უკანა სავარძელზე მოთავსდა დემეტრე და ლევანმაც მანქანა ადგილიდან დაძრა.
- რა საქმე გაქვს? - მთელი ტანით შევტრიალდი მისკენ და ვნებიან ცისფერ თვალებს შევეჩეხე.
- საჩუქრის ყიდვა მინდა. - გაიკრიჭა დემეტრე.
- საჩუქრის. - პირზე მომდგარ ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ, წინ ვტრიალდები, სიგარეტს ვუკიდებ და მოწევას ვიწყებ.
- რატომ არ ანებებ ამ სისაძაგლეს თავს? - ფანჯარას ჩაუწია ლევანმა.
- რამე მეც ხომ უნდა გავაფუჭო.
- იდიოტი ხარ. - ახარხარდა ლევანი და მეც გამეცინა. ქალაქში ჩასულებმა ერთ საათში მანქანასთან შეხვედრა დავთქვით, დემეტრე ცალკე წავიდა, მე და ლევანმა ელენას მოცემული უზარმაზარი სია გავშალეთ და საყიდლების ყიდვას შევუდექით. ყოველთვის მიყვარდა ლევანთან ერთად ამ პროცესზე სიარული, ამ დროს ძალიან ბევრს ვერთობოდით. უშიშრად ვხუმრობდით და რაც მთავარია ოჯახის წევრებს ჩაფსმამდე ვასაზიზღებდით. საყიდლებით დატვირთულები ერთ საათში უკვე მანქანასთან ვიდექით. დემეტრე უკვე ადგილზე იყო, ნაყიდი პროდუქტი საბარგულში მოვათავსეთ.
- ლუდი ხომ არ დაგველია? - ამბობს ლევანი და მე და დემეტრეს გვიცქერს.
- რატომაც არა. - ვთანხმდებით ორივე და ახლომდებარე ლუდის ბარში შევდივართ. კარი ჭრიალით იღება, შიგნით ისე ცივა როგორც გარეთ, ამის მიუხედავად რამდენიმე კათხა ლუდს ვსვამთ. ლევანს ჩემზე მეტად ეკიდება სასმელი და ვხვდები საჭესთან დაჯდომა მე მომიწევს, რაც ძალიან მეზარება. ნახევრად მძინარე ლევანი გარეთ გამოვიყვანეთ, უკანა სავარძელზე მივაწვინეთ, მე საჭეს მივუჯექი, დემეტრე გვერდით დამიჯდა და სახლისკენ ავიღეთ გეზი. არ გამომპარვია დემეტრეს მხიარული განწყობა, თითქოს ცქმუტავდა კიდეც.
- რა გჭირს? ასე რამ გაგახალისა?
- მალე გაიგებ.
- საჩუქარი ვისთვის იყიდე?
- ამასაც მალე გაიგებ. - ამბობს კმაყოფილი, ვერ ვხვდები რა უნდა ვიფიქრო. ერთი წამით ისიც კი წარმოვიდგინე, რომ საჩუქარი ჩემთვის იყიდა და ეს ფაქტი ძალიან მესიამოვნა, საბოლოოდ ოცნებას მოვეშვი და უხმოდ განვაგრძეთ გზა, დემეტრე შესანიშნავი ბიჭი იყო, მაგრამ მხოლოდ საწოლში, საწოლში რა, საჯინიბოში, რაც შეეხება საუბარს და ურთიერთობას მასთან საერთო ენა ვერაფრით გამოვნახე, აშკარად არ გვესმოდა ერთმანეთის. ასეა თუ ისე, სვანეთში ყოფნის დღეებს ფაქტია მშვენივრად მივსებდა. რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ. დემეტრე ისევ ცქმუტავდა.
- გეყოფა რა. - უკვე გავღიზიანდი მისი საქციელით.
- შეგიძლია აქ გადაუხვიო?
- რატომ? სახლის გზა პირდაპირ არის.
- აქ ახლოს ერთი მიტოვებული ფარდულია, შეგვიძლია ცოტა ხნით განვმარტოვდეთ. - არ ვიცი რატომ მაგრამ ფეხებ შორის მაშინვე სიმხურვალე ვიგრძენი. ხომ ვამბობ, ეს ბიჭი წამებში ახერხებდა ჩემს აღგზნებას.
- მარტო არ ვართ.
- შენ ძმას სძნავს. ვერაფერს გაიგებს.
- კარგი. - ვთანხმდები და გადასახვევში ვუხვევ, მალევე ჩნდება ფარდული, რომელსაც ყველა მინა ჩამსხვრეული აქვს, ჭერი ნახევრად ჩამონგრეული, ავტომიბილს შესასვლელთან ვაჩერებ და მე და დემეტრე მანქანიდან გადმოვდივართ, ნახვერად ღია ფარდულში შევდივართ. თვალი მოვავლე ჭუჭყიან გარემოს. - აქ ძალიან ცივა დემეტრე.
- ხომ იცი წამებში გათბები. - სულელურად გაიკრიჭა, ქურთუკი გაიხადა, ჟანგმოდებულ საწოლს ზეწრის ნაცვლად მიაფარა და შემომხედა. - მოდი ჩემთან! - ძლიერი მკლავები მომხვია წელზე და ვნებით დამაცხრა ტუჩებზე, როგორც ყოველთვის ახლაც მომთხოვნი იყო, ოსტატურად ასრიალებდა ხელებს ჩემ სხეულზე, წამებში აღმოვჩნდი შარვლის გარეშე და უკვე საწოლზე გაშოტილი ველოდი მისგან წამოსული სიგიჟს გაზიარებას, ამჯერად ბევრი ლოდინი არ დამჭირვებია, ძლიერი ბიძგებით დაიწყო ჩემი დაოკება და ოთახში შემოსულ ქარს მელოდიურად შეერწყა ჩემი კვნესა, დამავიწყდა რა საშინლად ბინძურ ადგილას ვიმყოფებოდით, ისიც დამავიწყდა, რომ დღეს საერთოდ არ ვიყავი მასთან სექსის განწყობაზე, ეს ბიჭი აშკარად კარგად ახერხებდა ჩემ გაგიჟებას. დაასრულა თუ არა, მაშინვე მოშორდა ჩემს სხეულს, შარვალი აიწია და შიშველ მკერდზე ერთხელ კიდევ დამაკრო კოცნა. - ჩაიცვი გაცივდები. - ამბობს და ფარდულიდან გადის. წამოვდექი, უხალისოდ ჩავიცვი, არ ვიცი რატომ მაგრამ სევდა მომეძალა, სვანეთში ჩამოსვლის შემდეგ ჩემ მიერ გატარებულ დღეებს სინანულით გადავავლე თვალი და დავრწმუნდი, მე არაფრით განვსხვავდებოდი ჩემი ოჯახის წევრებისგან, ისინი არასდროს გამიკიცხავს, თუმცა თავს მათგან განსხვავებულად ვგრძნობდი, ახლა კი აღარ ვიცოდი, ფაქტი იყო თავი დავკარგე და წამიერი სიამოვნებით ტკბობის მორევში დაუფიქრებლად გადავეშვი, უეცრად წამომაზიდა ამის გაფიქრებაზე, იმედგაცრუებულს შემაჟრჟოლა. ტანსაცმელი ჩავიცვი, მანქანაში ჩავჯექი, ჯერ კიდევ მძინარე ლევანს გავხედე, სიგარეტს მოვუკიდე, მერე დემეტრეს კმაყოფილ სიფათს შევეჩეხე და ახლა კიდევ უფრო გამაღიზიანა მისმა თვითკმაყოფილმა გამომეტყველებამ. სიგარეტი ბოლომდე მოვწიე, ნამწვი ფანჯრიდან გადავაგდე, ძრავა ავამუშავე და სახლამდე ხმა არ გამიღია. ეზოში შევედით თუ არა ლევნამაც გაიღვიძა.
- ასე როგორ მომეკიდა სასმელი? - წაიდუდღუნა უკმაყოფილოდ და პროდუქტის გადმოტანა დაიწყო. - სახლში შევედი, ბუხრის წინ ფეხმორთხმით მოვთავსდი და ჩემში დატრიალებულ ნოსტალგიასთან ბრძოლას მოვყევი, წარმოდგენა არ მაქვს რა მომივიდა, მაგრამ ფაქტი იყო აქედან სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი. როდესაც ყოველდღიურობის ილუზია ნარევი ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი და ჩემი ქვეცნობიერის იდუმალებას გარეთ გამოსვლის საშუალება მივეცი, სწორედ მაშინ ვიგრძენი უმექმედობით გამოწვეული სასიამოვნო ნირვანა. ხმაურიან ყოველდღიურობას გამოთიშული, სულის სიცარიელე იდუმალი შეგრძნებით მივსებდა მთელ სხეულს. ვიჯექი ცეცხლის წინ და ჰადესის სამეფოში მოფარფატე სრულ ნეტარებაში ჩაძირული, ღიმილით ბაგე გაპობილი ირგვლივ გამეფებული სიჩუმის აღქმით ვტკბებოდი. შეგრძნება მანამ გასტანდა სანამ გარშემო მყოფები ჩემში ხელების ფათურს დაიწყებდნენ, ამიტომაც ამ სიამოვნების გასაგრძელებლად წამის გაჩერება მესაჭიროებოდა. ნეგატიური დღე... ჩემი ქვეცნობიერი მოითხოვდა რომ ამ წამს ასეთი ვყოფილიყავი და ცნობიერი შეძლებისდაგვარად ემორჩილებოდა.
ეს იყო წამი, ნეტარი წამი, უმიზეზოდ წარმოქმნილი დუმილის მთელი დღე. სასიამოვნოდ გაჯერებული, დასვენებული ტვინის აქტიური უჯრედების პასიურ მდგომარეობაში ყოფნა. არასოდეს ვყოფილვარ ასე კარგად. არ ხარ ათას ნიღაბს ამოფარებული მაიმუნი, ადამიანი ხარ...
ხვალ რა იქნება? რა მნიშვნელობა აქვს... საუკეთესო შემთხვევაში ისევ გავიკეთებ ილუზია ნარევ ყოველდღიურობის ვარდისფერ სათვალეს. - და შენ რას იზავ?...
- რა გჭირს? - გვერდრით მომიჯდა ლევანი.
- არაფერი. წიგნის სიუჟეტზე ფიქრმა გამიტაცა.
- უკვე სამი საათია ერთ პოზაში ზიხარ, დაბნეული უცქერ ბუხარში მოთამაშე ცეცხლის ალს, არაფერი გესმის, აქ ლამის ომი გააჩაღეს ხვალინდელი საღამოს დაგეგმვით, შენ კი მონაწილეობას არ იღებ. მითხარი რა გაწუხებს?
- არ მაინტერსებს, რაც უნდათ ის უქნიათ, ერთადერთი ის მინდა მალე ჩავამთავროთ ეს ახალი წელი, მეორე დილითვე, მოვიკიდებ ბარგს, ჩავჯდები მანქანაში და ყოველგვარი სინანულის გარეშე დავახვევ აქედან. - გავუღიმე ლევანს. - შენ რას აპირებ?
- იგივეს. - მხარი გამკრა ლევანმა და გაიღიმა. - მართალი ვიყავი როდესაც ლევანის შესახებ ვსაუბრობდი, ის ამ ოჯახში ყველაზე კარგი ადამიანია, ჩემზე ბევრად კარგი, ჩემ ადამიანობას რაც შეეხება ვგრძნობდი როგორ დავიკარგე და ეს სულს მიფორიაქებდა, ეს არ იყო ემოციით გამოწვეული დაბნეულობა, არ ვამბობ რომ დემეტრეს მიმართ რამე გრძნობა გამიჩნდა, უბრალოდ საკუთარი საქციელის გამო რატომღაც მოსვენება დავკარგე.
- ანა. მოეშვი ოცნებას და მომეხმარე. - მკაცრი იყო ელენას ხმა.
- დაგერხა. - ენა გამომიყო ლევანმა. - უხალისოდ ავათრიე სხეული და ელენას გავყევი.
- ეს დაჭერი. - ხახვით სავსე ჯამი დამიდგა წინ.
- რატომ მე?
- შეგიძლია ქათამი შეწვა? ან ოლივიეს ხომ არ შეკმაზავდი? საცივს მოერევი?
- კარგი ხო. დავჭრი ხახვს! - ვამბობ უხალისოდ. ხახვის დაჭრას ვიწყებ და ცოტა ხანში მთელი ოჯახი ხალისობს ჩემი ცრემლების გამო. კარგია ხახვის დაჭრა, მე გულწრფელად ვტიროდი, თუმცა ყველამ ხახვს დააბრალა და არც ზედმეტი კითხვებით შევუწუხებივარ ვინმეს.
- ხვალ დიდი დღე გველის. - სამზარეულოში შემოდის დედა და ჩვეული ირონიით გვიცქერს.
- რას გულისხმობ?
- თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. - ამბოსბ დედა, მერე მე მიყურებს. - ხახვმა ასე ძალიან აგატირა? - სიგარეტს მოუკიდა და ეჭვით შემათვალიერა.

დღე მეექვსე
დედაჩემს ყელის კიბო აქვს, ექიმმა მას მოწევა აუკრძალა, თუმცა ის ახლა გაცილებით მეტს ეწევა ვიდრე ოდესმე. ნარკოტიკულ მედიკამენტებს მას მერე იღებს რაც მე ათი წელი შემისრულდა, ახლა მე ოცდახუთის ვარ, ჩვენ ექვსი დედმამიშვილი ვართ, აქედან მე ყველაზე პატარა ვარ და ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელმაც სხვა დანარჩენი წევრების ყველაზე ბინძური საიდუმლოებები იცის. მამა მწერალია, ისევე როგორც მე, ამიტომაც ვუყვარვარ მას განსაკუთრებულად. ან იქნებ იმიტომ, რომ უბრალოდ ყველაზე პატარა ვარ, სამი და და ორი ძმა მყავს. ყველაზე უფროსი და ელენა ორმოცი წლის არის, შემდეგი ნინოა ოცდათვრამეტის, შემდეგ ჩემი ძმები, ოცდათხუთმეტის გიორგი და ოცდათორმეტის ლევანი, შემდეგი მარიამია ოცდაათის და ბოლოს მე ანა და როგორც უკვე გითხარით ოცდახუთის ვარ და მე ყველაზე შეშლილი ოჯახის ერთადერთი ჯანმრთელი წევრი ვარ. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე ვფიქრობდი. დღეს ოცდათერთმეტი დეკემბერია, აივანზე ყავის ჭიქით ხელში ვდგავარ და სახეზე მოლივლივე სიოს შეხებით ვტკბები. მზერა საჯინიბოსკენ გამირბის საინადაც დემეტრე ხელის ქნევით მანიშნებს მასთან მისვლას. სახეს ღიმილი მიპობს, ჭიქას მოაჯირზე ვდებ და დემეტრესკენ მივდივარ, საჯინიბოში შევდივართ თუ არა, ყელზე ვეხვევი და ვკოცნი.
- მოიცადე. - უხეშად მიშორებს დემეტრე. - ჯერ რაღაც უნდა გაჩვენო. - ქურთუკის ჯიბიდან ლამაზად შეფუთულ ყუთს იღებს და როგორც კი გავიფიქრე რომ საჩუქარს მაძლევდა სიამოვნებისგან პირი ყურებამდე გამეხა.
- საჭირო არ იყო. - ვამბობ და სულელურად ვიკრიჭები. დემეტრე აშკარად არ მისმენს, ისევ ისე ცქმუტავს როგორც გუშინ მანქანაში, ყუთს საუცბათოდ ხსნის და იქედან ბეჭედს იღებს, ცხვირწინ მოაქვს და ჩემ დაზაფრულ სახეს როგორც იქნა ყურადღებას აქცევს.
- მოგწონს? - პასუხს არ ვუბრუნებ მხოლოდ უკან ვიხევ და მის ხელის გულზე აბრჭყვიალებულ ბეჭედს თვალს ვერ ვწყვეტ. - ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ჩემ საცოლეს დღეს ხელი ვთხოვო, როგორ ფიქრობ, სიმბოლურია არა? ახალი წლის ღამეს ხელის თხოვნა. - წინ და უკან სიარულს იწყებს ეს უკანასკნელი. - მითხარი ლამაზია არა?
- საცოლე გყავს?
- კი, რამდენიმე წელია ერთმანეთს ვხდებით. ახლა კი მინდა ცოლად მოვიყვანო. რა გჭირს ანა? კარგად ხარ? ფერი დაკარგე. - ჩემი სახე ხელებში მოიქცა დემეტრემ და ტუჩებზე დამეწაფა. როდესაც კოცნაში არ ავყევი თავი უკან გადასწია. - კარგად ხარ?
- კი. მაპატიე. ჰო ლამაზია, ვფიქრობ მშვენიერი საჩუაქრია. მოეწონება.
- მოდი ჩემთან. - სხეულზე მეკვრის ეს უკანასკნელი და ყელზე ვნებიანად მკოცნის.
- დემეტრე. არ მინდა.
- რატომ? - უკან იხევს დემეტრე და გაოცებულ მზერას მაპრობს.
- რატომ? უბრალოდ არ მინდა. ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებ. - ვიღიმი და საჯინიბოდან გამოვდივარ. ცივ ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში და ისტერიული სიცილი მივარდება. მხიარულად მივდივარ სახლისკენ, მოაჯირზე დატოვებულ ჭიქას ხელში ვიღებ და სახლში შევდივარ.

- დღეს დიდი დღე გვექნება. - ამბობს დედა და სიგარეტს უკიდებს. - წლებია ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად აღარ შევხვედრივართ. ასე რომ მოემზადეთ.
- რისთვის მოვემზადოთ დედა?
- გულახდილი საღამოსთვის. - გადაიხარხარა და სიგერეტის ღრმა ნაფაზი შეუშვა ფილტვებში. - ასე ერთად ამის შემდეგ აღარ ვიქნებით. მე მალე მოვკვდები. - საუბარი განაგრძო დედამ. - ამიტომ მოდით ვიყოთ ერთხელ მაინც გულახდილები. - სუფრის თავში მოთავსდა ოჯახის დიასახლისი და დანარჩენებსაც დაჯდომისკენ მიგვითითა. ჩვენც დავემორჩილეთ. აბა ვინ დაიწყებს? - ხელები გადააჯვარედინა და ნიკაპით დაეყრდნო მტევნებს. - კინაღამ დამავიწყდა. ჯერ ლოცვა. - ელენას გახედა და მანაც ლოცვა დაიწყო.
- მამაო ჩვენო...
- ბლა, ბლა, ბლა, დაგვიფარე, დაგვიცავი და ასე შემდეგ. - შეაწყვეტინა დედამ. - აბა ვინ ამყვება თამაშში?
- რა თამაშში დედა?
- სიმართლის თქმაში. - იღიმის და ახალ ღერს უკიდებს.
- არ გინდა. - ამბობს მამა და ჭიქას ღვინით ავსებს. - დღეს ახალი წელია, შევირგოთ ერთად ყოფნა.
- რატომ არ მინდა. ძალიანაც მინდა. მართლა მაინტერესებს ვინ აიღებს თავის თავზე საუბრის დაწყებას, ვინ გაბედავს იყოს პირველი ბინძური საიდუმლოებების გახსნაში? - ხელებს ზუსტად დედასავით ვაჯვარედინებ, ნიკაპით ვეყრდნობი მტევნებს და ინტერესით ვაკვირდები მაგიდასთან მსხდომ ოჯახის წევრებს, ვუცქერ მათ და ახლა ვხდები როგორ ახერხებს დედა თითოეული შვილის გაშიფრვას. კარგად მორგებული ნიღბების უკან საკმაოდ კარგად ჩანს თითოეული მათგანის რეალური სახე.
- ჩემი ახალი წიგნი, რომელზეც ახლა ვმუშაობს ჩვენი ოჯახის ისტორიას ასახავს. - ვამბობ და თითოეული მათგანის რეაქციას ვაკვირდები. დედა სიგარეტს უკიდებს და კოხტად მორგებულ პარიკს აწვალებს, მამა უხმოს დებს თეფშის გვერდით ჩანგალს, ელენას გადასაყლაპად გამზადებული კარგად გადამუშავებული ლუკმა ყელში ეჩხირება, ნინოს ჭიქიდან წყალი ექცევა და დაზაფრულ თვალებს არ მაშორებს, მარიამი სულელურად იკრიჭება, გიორგი დასალევად მომზადებულ ღვინის ჭიქას მაგიდაზე დგამს და იმედგაცრუებული მიცქერს, ლევანს სახეზე გაოცება და სიამოვნება ერთდროულად ესახება. - და დედა, შენს მებაღესთან ვიწექი, რამდენჯერმე.
- ვიცი. - მშვიდად ამბობს დედა და სიგარეტს საფერფლეში სრეს. ზიზღით ავლებს თვალს მაგიდის ირგვლივ შეკრებილ ქმარსა და შვილებს. - მშვენიერი დასაწყისია. - ამბობს ბოლოს და სიგარეტის ახალ ღერს უკიდებს. დაძაბულობა მატულობს, აშკარად ვგრძნობ თითოეულის პირზე მომდგარი სიმართლის თქმის გაუსაძლის სურვილს, თუმცა რატომღაც ვერც ერთი ბედავს იყოს მეორე ამ თამაშში.
- ქალიშვილობა თხუთმეტი წლის ასაკში, ჩვენს ფარდულში დავკარგე. - ამბობს მარიამი და ახლა მისკენ არის მიმართული თოთოეული ჩვენგანის მზერა. - თვრამეტი წლის ასაკში დავფეღმძიმდი და ბავშვი მოვიშორე. ბევრი კაცი მყავდა ზუსტად არ ვიცი რამდენი, ანა ითვლიდა მათ რაოდენობას მაგრამ ბოლოს მობეზრდა და შეეშვა. ახლა ცოლიან კაცს ვხვდები და მისგან სამი თვის ორსული ვარ, უნდა რომ ბავშვი მოვიშორო მე კი მინდა გავაჩინო. - გაიღიმა მარიამმა და წყალი მოსვა. დედას გავხედე, მის სახეზე მიმიკა არ შეცვლილა.
- მეც ფეხმძიმეთ ვარ. - მარიამს სიტყვა ჩამოართვა ნინომ. - წლებია რაც ჩემი ბიძაშვილის საყვარელი ვარ. - გიორგის დაძარღვულმა სახემ მიიპყრო ჩემი ყურადღება, თუმცა ვიცოდი ცუდს არაფერს მოიმოქმედებდა. - ანა სულ მეუბნებოდა რომ ამის შესახებ თქვენთვის მეთქვა თუმცა ვერასდროს გავბედე. - ისევ დედას გავხედე, ტუჩებს კბილებით აწვალებდა და პარიკიც მოეხადა.
- მე კაზინოს მოთამაშე ვარ და უამრავი ვალი მაქვს. ბევრი მტერი მყავს და დაძინების მეშინია რადგამ არ ვიცი როდის შემომინგრევენ სახლის კარს. ანა ხშირად მეხმარება, როგორც საუბრით ასევე ფინანსებით. მინდა თუმცა თამაშს თავს ვერაფრით ვანებებ. - ამბობს გიორგი და ვიკას სინანულით სავსე თვალებით უცქერს.
- მე პრობლემები მაქვს. - სიტყვა ჩამოართვა ელენამ. - აი აქ. - საჩვენებელ თითს შუბლთან იტრიალებს. - მოკლედ რომ ვთქვა გიჟი ვარ და ამაზე ვმკურნალობ. ჩემი ყველა ყოფილი ამის გამო დამშორდა. ხშირად ვხდები არაადეკვატური და თავს კონტროლს ვერ ვუწევ, ამიტომაც ვძულვარ ასე ძალიან ნუცას. წლების წინ ანას დავუჯერე და მკურბალობა დავიწყე. მერე მივატოვე და ახლა უარეს მდგომარეობაში ვარ. - მაგიდას ხელი დაარტყა ელენამ და გაიყუსა. - თვალი ისევ დედისკენ გამექცა რომელიც ფრჩხილების კვნეტით ირთობდა თავს. იმაზე მეტად მობერებული მეჩვენა ვიდრე აქამდე იყო.
- მე გეი ვარ. - ძლივს ამოთქვა ლევანმა. - გეი ვარ და ამის არ მრცხვენია, მყავს იდეალური პარტნიორი და მე ის ყველაზე მეტად მიყვარს. ანა იცნობს მას და ამის დადასტურება შეუძლია. - მაგიდასთან სამარისებული სიჩუმე ისადგურებს. რამდენიმე წამი არავინ უცქერს ერთმანეთს, შემდეგ კი იწყება მზერათა კვეთა, საბოლოოდ კი ყველას თვალები ერთი ადამიანისკენაა მიმართული და ეს ადამიანია დედაჩვენია.
- ანა როგორი მესაიდუმლე ყოფილხარ. - ირონიით ამბობს და სიგარეტს უკიდებს.
- მე და დედათქვენი ვეყრებით. - საუბარს იწყებს მამა და ახლა ყველა მას ვუყურებთ. - ალბათ ფიქრობთ რომ რა დროს ეს არის, სადაცაა მიწას მივებარებით, მაგრამ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ. მე აქ ვრჩები, დედათქვენი კი კენჭი ყარეთ ვისთან წამოვა. - ოთახში დაძაბულობა მატულობს.
- ანა თქვენი ნახევარდაა. - ამბობს დედა და მამას თვალს არ წყვეტს. ის მამათქვენის მეგობრისა და ჩემი შვილია, ჩვენ რომანი გვქონდა და მამათქვენმა იცის ამის შესახებ, ისიც იცის რომ ანა მისი შვილი არ არის, აი პასუხი იმაზე თუ რატომ არის ანა ქერა. მამამისი იყო ქერა. - საუბარი დაასრულა დედამ, სიგარეტს მოუკიდა და შემომხედა.
- ხომ დამპირდი რომ ამას არასდროს ეტყოდი? - მაგიდას ხელი დაჰკრა მამამ.
- ჩვენ ხომ სიმართლის საღამო გვაქვს. - იღიმის დედა.
- ანა. ეს არაფერს ცვლის. - ხელზე მეხება მამა. დედას ვუცქერ, მშვიდად რომ აბოლებს სიგარეტს და ამ წამს ძალიან მძულს ეს მონსტრი.
- ხო მამა, არაფერს ცვლის, არც აქამდე შუცვლია, წლების წინ დედას საუბარს შევუსწარი თავის საყვარელთან, ასე რომ ისედაც ვიცოდი რომ ნაბი*ვარი ვიყავი. - დედას სახეზე ღიმილი ესახება.
- დამავიწყდა, შენ ხომ ოჯახის ყველა წევრის საიდუმლოს ფლობ, როგორ დავუშვი რომ ეს არ გეცოდინებოდა. ვფიქრობ ახლა ყველა უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს ხო და მოდით ამის სადღეგრძელო დავლიოთ. - ჭიქა ასწია დედამ და მაგიდის ირგვლივ შეკრებილ გაოცებულ სახეებს თვალი მოავლო. - რა გჭირთ, ახალი წელია, გაიღიმეთ! - მოდი და ნუ გაგეღიმება როდესაც ასეთი შერეკილი ოჯახი გყავს, პირველს მამას გაეღიმა.
- ჩვენს არაადეკვატურ შვილებს გაუმარჯოს, რომლებსაც არც კი ვიცნობთ. - თავი ვერავინ ვეღარ შეიკავა და ყველანი გულის წასვლადე ავხარხარდით. ამდენი წლის შემდეგ პირველად სუფევდა სახლში გულწრფელი დამოკიდებულება და მხიარულება, ერთმანეთის წარსულის გამო გაუთავებლად ვხალისობდით. დედა პირველად არ იყო ირონიული, ჩვენთან ერთად ხუმრობდა და იცინოდა ნებისმიერ ისტორიაზე.
- რამდენი ხანია რაც მკურნალობ? - კითხვით მიუბრუნდა დედა ელენას.
- წლებია.
- და შენ? რამდენი ხანია ბიძაშვილთან *იმაობ.
- დედა. - თავი მორცხვად დახარა ნინომ.
- აღარ გიშველის ანაფორა. მითხარი რამდენი ხანია?
- ექვსი წელია.
- ყოჩაღ. - სიგარეტს მოუკიდა დედამ. - და შენ? - ახლა მარიამს მიუბრუნდა. - რას აპირებ? ისევ გინდა მოიშორო?
- არა, მინდა რომ გავაჩინო, თუნდაც მამამისმა უარი თქვას.
- ბევრი ვალი გაქვს? - ახლა გიორგის მიაპყრო მზერა.
- საკმაოდ.
- და შენ? მოგწონს როდესაც ოთხზე დგახარ? - ახლა ლევანს მიანათა ირონიული თვალები
- დედა გთხოვ.
- და შენზე რას მეტყვი. ოჯახის ყველაზე უცოდველო არსებავ? - ახლა მე მომიბრუნდა, სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა, მაგიდას მკლავებით დაეყრდნო და საუბარი განაგრძო. - შენის აზრით ამ ოთახში გამეფებული ყოველი სიბინძურის წიგნად ქცევა ნორმალური საქციელია?
- იცი ვფიქრობ ჩვენი ოჯახი იმდენად ამაზრზენია, რომ ჰო ღირს ხალხმა იცოდეს, სადღაც არსებობენ ჩვენისთანა იდეალური მატყარებიც, რომელბიც კარგად ნიღბავენ მათში არსებულ სიბინძურესა და ამორალობას. ჩვენ არა მარტო ერთმანეთს ვაყრით ნაცარას თვალებში, არამედ სრულიად კაცობრიობას. შენ როგორ ფიქრობ დედა ჩვენს ოჯახში გამეფებული ერთმანეთის მოტყუების გაუსაძლისი სურვილი საიდან მომდინარეობს?
- შემთხვევით მე ხომ არ მდებ ამაში ბრალს?
- ამაში რაში? იმაში რომ შენი ყველა შვილი ცოდვილია თუ იმაში რომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ.
- ნებისმიერ შემთხვევაში მგონია რომ ახლა მე მასამართლებთ. - სიგარეტს მოუკიდა ამ უკანასკნელმა და სკამის საზურგეს მთელი ტანით მიეყრნო.
- და თავს რითი დაიცავ? - უკან დახევას არ ვაპირებდი და რამდენი წუთის უკან ოთახში გამეფებულ სილაღეს ისევ დაძაბულობა ანაცვლებს.
- მე ვკვდები, ჩემი სიმართლე ის არის რომ დიდი ხანია ვკვდები და არ დადგა ის ჩემთვის ნანატრი წამი, რომ ამ დამპალმა სულმა ერთხელდასამუდამოდ დატოვოს ეს საშინელი სხეული. ჩემი სიმართლე ისაა რომ ავად ვარ, კიბოს ჩემი სხეული სამოთხედ მოეჩვენა და იფიქრა ამ მშვენიერ კუნძულზე არდადეგებს გავატარებო, ხოდა ახლა ნებივრობს ჩემი სისხლის ოკეანეში, ჩემი გულის მზეზე ირუჯება, ტანჯვით მიწევს მისი ძვირადღირებული შვებულების გადახდა და ეს სიცოცხლის ფასად მიჯდება, ტკივილმა რომ არ გამტეხოს ხშირად მიწევს მორფის გაკეთება, აბების ყლაპვისგან კი კუჭის ტკივილებიც დამეწყო და თქვენ ჩემი შვილები, ახლა სხედხართ და ცდილობთ გამასამართლოთ მაშინ, როდესაც დიდი ხნის წინ გამასამართლა ცხოვრებამ? - სიგარეტი ჩააქრო და თვალს მომდგარი ცრემლი ხელით შეიმშრალა. პირადად მე არასდროს მენახა ასე მოსაუბრე დედა, არც ცრემლი შემინიშნავს მის თვალზე არასოდეს. სუფრასთან მსხდომნი სულგანაბულნი, დამძიმებული სულით ისმენდნენ მის მონოლოგს. - ახლა კი გისვამთ კითხვას, რომელი თქვენგანი აიღებთ საკუთარ თავზე მომაკვდავი დედის მოვლას. ჩემს და-ძმებს გადავხედე, თითოეული მათქანის სახეს შიშისფერი დასდებოდა. გამეღიმა ამ სურათის გამო.
- ელენას ისედაც ბევრი საზრუნავი აქვს. ექვსი შვილის დედაა, ნინო და მარიამი ორივენი ბავშვს ელოდებიან, ვიკას დასანახად ვერ იტან, ამიტომაც გიორგისთან ცხოვრებაც გამოირიცხა, ლევანი მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მეეჭვება მათ საზოგადოებაში ყოფნის სურვილი გქონდეს, ამიტომ ჩემთან წამოდი, მებაღესთან თავაწყვეტილ სექს თუ არ ჩავთვლით სხვებისგან განსხვავებით აშკარად ყველაზე მშვიდი ცხოვრება მაქვს. - ვამბობ და ღვინით სავსე ჭიქას ბოლომდე ვცლი. - დედას გავხედე მის თვალებზე მომდგარმა ცრემლმა გული მომიკლა. - გეყოფათ სევდა. ახალ წელს გილოცავთ. - ჭიქა ავწიე და სხვებმაც იგივე გამეორეს.

სამი წლის შემდეგ

ბარში ვიჯექი, ღვინოს ვსვამდი და ჩემს თავს დატეხილი მოულოდნელი პოპულარობით ვტკბებოდი, როდესაც ზურგს უკან მამაკაცის ხმა მომესმა.
- ეს თქვენი წიგნია არა?
- უცნობისკენ ვტრიალდები და მის ხელში მოთავსებულ წიგნს ვუყურებ "იდეალური მატყუარები"
- დიახ ჩემია. - უცნობის მწვანე თვალებს ვუცქერ და ვუღიმი.
- ავტოგრაფი შეიძლება? - წიგნს და კალამს მაწვდის უცნობი. ღიმილთ ვართმევ წიგნს და ავტოგრაფს სახსოვრად ვუტოვებ. - ძალიან მომეწონა. იდეალურად ლაკონურად და ზუსტად გაქვთ გადმოცემული სათქმელი, პერსონაჟებიც საოცრად გყავთ შექმნილი.
- მადლობა. - გავუღიმე უცნობს და კიდევ მეტად დავიკარგე მის მწვანე თვალებში.
- არ გახსოვარ არა?
- უნდა მახსოვდე? - გონება დავძაბე მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ჩემს წინ მდგომი სიმპატირი ბიჭი.
- მესამე კლსიდან მოყოლებული მიყვარხარ ანა. - გამიღიმა უცნობმა და მხოლოდ მისი გაღიმების შემდეგ შევძელი მისი სიმპატირი სახის მიღმა ჩემი კლასელი ნიკოლოზის ამოცნობა.
- ჯანდაბა ნიკოლოზ. ნუთუ მართლა შენ ხარ? - ფეხზე წამოვდექი და მოვეხვიე.
- მე ვარ ანა, მე.
- როგორ შეცვლილხარ, იცი? რომ მცოდნოდა ასეთი სიმპატიური დადგებოდი მაშინ უარს არ გეტყოდი. - გავიღიმე და ნიკოლოზსაც გაეღიმა.
- გახსოვს გითხარი მოვა დრო და ჭიქა ღვინის თანხლებით ვისაუბრებთ-მეთქი.
- კი მახსოვს.
- ხოდა მგონი ახლა დადგა ეს დრო. - ჩემს წინ მოთავსდა ნიკოლოზი და ბარმენს სასმელი შუკვეთა.
- აქ საიდან გაჩნდი?
- ერთ წარმატებულ ავტორს ვეძებდი და მითხრეს ყოველ შაბათს, საღამოს შვიდი საათისთვის თურმე ამ ბარში წითელი ღვინის დასალევად შემოდის.
- სერიოზულად.
- სერიოზულად ვამბობ ანა. შენს სანახავად მოვედი.
- და რას მივაწერო ეს პატივი?
- ალბათ სისულელედ ჟღერს მაგრამ არასდროს დამვიწყებიხარ, ხო გეთანხმები მესამე კლასში ჩვენ არაფერი ვიცოდით სიყვარულის შესახებ, მაგრამ მე არასდროს დამვიწყებიხარ, ჩემს ოცნებებში ყოველთვის იყავი.
- ამას სერიოზულად ამბობ?
- ხო ანა, არ დაგიმალავ ძალიან ბევრი ქალი მყავდა, თუმცა ამდენი წლის მანძილზე ერთადერთი ადამიანი მიყვარდა და ის ახლა ჩემს წინ ზის.
- ნიკოლოზ. იცი რომ ძალიან საყვარელი ხარ?
- არ მინდა ვიყო საყვარელი, მე უბრალოდ მინდა შენი სიყვარული ვიყო, შენი ბედნიერების გამზიარებელი. უბრალოდ შანსი მომეცი თავი შეგაყვარო.
- ნიკოლოზ შენ ძალიან კარგი და საყვარელი ადამინაი ხარ, მაგრამ მე უკვე ვხდები სხვას.
- სერიოზულად? - სახე მოექუფრა ამ უკანასკნელს.
- კი სერიოზულად.
- და ვინ არის ის ბედნიერი?
- ამას არ აქვს მნიშვნელობა.
- კარგი ანა, მაპატიე რომ შემოგეჭერი. - ფეხზე ადგა ნიკოლოზი, ხელი ჩამომართვა და მარტო დამტოვა.


რაც შეეხება ჩემი ოჯახის დანარჩენ წევრებს...
ელენამ მკურნალობა თავიდან დაიწყო, ვერ ვიტყვი რომ საგრძნობლად გამოიღო შედეგი მისმა მკურნალობამ, თუმცა უფრო მეტად დამშვიდებულია ვიდრე აქამდე, ნაკლებად მართავს ისტერიკებს და ჩემი დიშვილებიც უკვე იშვიათად მირეკავენ დედაზე საჩივრებით.

ნინო და ჩემი ბიძაშვილი მიუხედავად სანათესაოს ისტერიკისა ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად და პატარას ერთად ზრდიან. მამაომ მათ ჯვარი რა თქმა უნდა არ დაწერა, თუმცა არამგონია ეს მათთვის რამეს ცვლიდეს, მათ რომ შეხედავ შეუძლებელია ეჭვი შეგეპაროს იმ სიყვარულში, რაც მათ მართლა აკავშირებთ.

გიორგი ისევ ვერ მოეგო გონს, მთელი ქონება გაანიავა, საბოლოოდ ვიკასაც ამოუვიდა ყელში მისი ქმრის ეს თვისება და მისგამ წავიდა, ის ახლა ვიღაც ქალთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც არავის გვაცნობს, მარიამი მუდამ აჯავრებს, "ალბათ ძალიან მოხუცია, ან ბებერია თორემ გაგვაცნობდიო"

ლევანმა საკმაოდ კარგი სამხატრო კარიერა მოიწყო, მისი ნახატები საკმაოდ გავლენიანი ხალხის სახლის კედლებს ამშვენებს, მისი პირადი დალაგდა, უკვე აღარ მალავდა თავის ორიენტაციას და სულაც არ აღელვებდა ხალხის აზრი ამის შესახებ.

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მარიამმა როგორც იქნა იპოვა თავისი რჩეული, საკმაოდ გავლენიანი პიროვნება, რომელიც მის შვილს კარგ მამობას უწევს და მარიამიც ბედნიერია, მასთან ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, უნდა ითქვას, რომ მან ოცნება აისრულა, ყავს საყვარელი მამაკაცი, ყავს შვილი და აქვს ძალიან ბევრი ფული. მამაკაცები და ფული ყოველთვის მისი სუსტი წერტილი იყო.

მე რაც შემეხება, როგორც უკვე გითხარით საკმაოდ აქტიური კარიერა მაქვს, ხალხი მცნობს, ბევრისთვის საყვარელი ავტორი ვარ, უნდა ითქვას, რომ მეც ავისრულე ჩემი ოცნება. სახელი იმ საქმის კეთებით მოვიპოვე რაც ყოველთვის მომწონდა.


დედას და მამას რაც შეეხებათ, ისინი არ დაშორებიან ერთმანეთს და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ისევ ისე წამლავდნენ ერთმანეთს, როგორც მათ მიერ განვლილი მთელი ცხოვრების მანძილზე.
საწოლზე გაშოტილი ფიქრებში ვიყავი წასული, როდესაც ტელეფონზე ელენას ზარი შემოვიდა, უკმაყოფილოდ დავიხსენი საყვარელი მამაკაცისგან თავი და ტელეფონს ვუპასხე.
- გამარჯობა ელენა.
- როგორ ხარ ანა?
- კარგად. რა ხდება?
- გახსოვს ხვალ რა დღეა?
- რა თქმა უნდა მახსოვს და შეხსენიბის გარეშეც ვაპირებდი წამოსვლას.
- ძალიან კარგი, დანარჩენებიც მოდიან, იქ შევხვდებით. - ტელეფონს ტრადიციუალდ დამშვიდობების გარეშე მითიშავს ჩემი და.

მეორე დილით ავტომობილში ჩავჯექი და სვანეთში წავედი, მთელი გზა უხასიათობა მკლავდა, არასდროს მიყვარდა იქაურობა, მაგრამ ახლა გაცილებით მეტად მძულდა თოთიეული კუთხე-კუნჭული. ყველაფერი მის თავს მახსენებდა და სულს მიმძიმებდა. ავტომობილი ეზოს წინ შევაჩერე და თვალს მომდგარ ცრემლს შევეწინააღმდეგე, ღრმად ამოვისუნთქე და რამენიმე წუთი საჭეს თავი ჩამოვადე.
ჩვემს გვერდით მანქანა გაჩერდა, ფეხდაფეხ მომყვა მარიამი თავის მეუღლესთან და პატარასთან ერთად. მანქანიდან გადავედი და დას მოვეხვიე, პატარა ანა, რომელსაც მარიამმა ჩემს საპატივცემოულოდ დაარქვა სახელი ხელში ავიყვანე და ეზოში შევედით. გაზაფხულის მიუხედავად სახლში ცივი აუარა სუფევდა, დანარჩენები უკვე ჩამოსულიყვნენ, მამა მისაღებში გაზეთის კითხვით ირთობდა თავს, ჩვენს დანახვაზე ფეხზე წამოდგა და თვალცრემლიანი მოგვეხვია.
- როგორ ხარ მამა?
- მშვიდად. - გამიღიმა ამ უკანასკნელმა და მომეხვია. სახლი მოვათვალიერე, ოთახის კედლები სავსე იყო ლევანის ნახატებით, მამას როგორც იქნა ჩამოეტანა ისინი სხვენიდან და მათთვის ადგილი გამოენახა. ცოტა დავისვენეთ, ვისადილეთ, მანქანებში გადავნაწილდით და დედას საფლავზე წავედით. გიორგიმ და ლევანმა მის საფლავზე ამოსული სარეველის ამოძირკვა დაიწყეს, ელენამ სახლიდან წამოღებული ცოტაოდენი საჭმელი და შავი ღვინო ამოალაგა, ვიდექი საფლავის წინ და ვუცქერდი იქედან მომღიმარ, ირონიული სახის გამომეტყველებით გაბადრულ დედას. ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე.
- ანა. - შემაჩერა ლევანმა.
- ჩემთვის არ მინდა, მას უყვარდა, დედა სიგარეტის გარეშე დედა არ იქნება. - გავიღიმე და მოკიდებული სიგარეტი საფლავის ქვაზე ჩამოვდე.
- დიდი ხანია აღარ ეწევი? - ეჭვით შემათვალიერა ნინომ.
- მას მერე, რაც გავიგე რომ ბავშს ველოდები.
- სერიოზულად? ამას გვიმალავდი? - გადამეხვია ნინო. - ყველამ მომილოცა ეს ახალი ამბავი. მერე ჭიქები ავავსეთ. პირველი სიტყვა მამამ წარმოთქვა.
- დედათქვენი არასდროს ყოფილა იდეალური დედა, არც იდეალური ცოლი ყოფილა, არც იდეალური დიასახლისი, საერთოდ იდეალურობისგან ის საკმაოდ შორს იყო, მაგრამ ის იყო ძალიან ჭკვიანი, ნაკითხი, განსხვავებული, გამორჩეული და ბევრი მამაკაცისთვის სასურველი ქალი. მე ის მიყვარდა, მიუხედავად მისი სარკაზმისა, ირონიისა, სიცივისა და საერთოდ ყველაფრის მიუხედავად მე ის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მიყვარდა, ახლაც ისევე მიყვარს როგორც მაშინ სისხლს რომ მიშრობდა. - გაიღიმა მამამ და რამდენიმე წამით შეისვენა. - სხვა რომ არაფერი მისი მადლიერი ვარ თქვენი გაჩენის გამო. დაბადების დღეს გილოცავ ელისაბედ. - ღვინო მოსვა მამამ და თვალს მომდგარი ცრემლი შეიმშრალა.
- მიუხედავად მისი სიმკაცრისა. - სიჩუმე დაარღვია ელენამ. - მე ის ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა.
- ბოლო წუთებამდე არ მაპატია ჩემი გადაწყვეტილება მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან მიყვარხარ დედა. დაბადების დღეს გილოცავ. - ამბობს ნინო და ქმარს სხეულზე ეკვრის.
- არასდროს მახსოვს მისი სითბო, სიახლოვე, სიმკაცრისა და დასჯის მექანიზმთად ასოცირდებოდა მუდამ, ამის მიუხედავად მაკლია და მინდა ისევ ცოცხალი იყოს და ისევე გვწამლავდეს ყველას, როგორც ამას სიცოცხლეში აკეთებდა. - ამბობს გიორგი და სასმელს სვამს.
- ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ დედას დანარჩენ შვილებზე მეტად ვძულდი, ამის მიუხედავად გულის სიღრმეში ის ჩემთვის დედის ნამდვილი ეტალონი იყო. - სიტყვა წარმოთქვა ლევანმა და მარიამს შეხედა.
- რა უნდა ვთქვა გარდა იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად მენატრება. - საუბარი განაგრძო თვალცრემლიანმა მარიამმა. მერე ყველა გაჩუმდა, თითოეული მათგანის თვალები ჩემსკენ იყო მოპყრობილი. ნაბიჯი გადავდგი. ჩამწვარი სიგარეტი გადავაგდე, ახალ ღერს მოვუკიდე და ისევ საფლავის ქვაზე დავდე.
- მე ეს ქალი ყოველთვის მძულდა, მძულდა იმის გამო რასაც აკეთებდა, მძულდა მისი სიცივისა და ჩვენს მიმართ გამოუმჟღავნებელი სიყვარულის გამო, მძულდა იმის გამოც რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრება ზუსტად მისი ამგვარი დამოკიდებულების გამო დაინგრა, მძულდა რადგან მისმა სიცივემ არა მარტო დედას არამედ ერთმანეთსაც დაგვაშორა, მძულდა მისი ირონიის გამო. მძულდა იმის გამოც რომ სხვა კაცისგან გამაჩინა. ერთი სიტყვით... - საფლავის ქვას მივუბრუნდი და საუბარი განვაგრძე. - მე შენ ყოველთვის მძულდი დედა, მაგრამ. - ცრემლი ვეღარ შევიკავე. - მენატრები. - ამოვილუღლუღე და ავქვითინდი. რამდენიმე წუთს ყველანი ჩუმად ვიდექით.
- ანა. - სიჩუმე დაარღვია ელენამ.
- რა იყო?
- ბავშვის მამა ვინ არის?
- მებაღე.
- რა? - შეშლილი თვალები შემანათა ჩემმა დამ. - ის ხომ ცოლიანია? შენ რა მასთან ისევ წევხარ?
- ელენა ნუ გავიწყდება რომ მეც თქვენი ოჯახის წევრი ვარ და მგონი ახლა უკვე სრულუფლებიანიც. - გავიღიმე, დედას საფლავზე ჩამწვარი სიგარეტი ავიღე და გადავაგდე.






დასასრული...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი ^paradise^

მიკვირს ამ ისტორიამ უკომენტაროდ რომ ჩაიარა. ძალიან მომწონს წერის სტილი,განსხვავებულია.. ისტორია ძალიან ძალიან მომეწონა ნამდვილად ასახავს რეალობას. პირადად მე ჩავწვი იმ გრძნობას რა გრძნობითაც გინდოდა გადმოგეცა ეს ისტორია. უდაოდ ნიჭიერი ხარ ! არ გამიკვირდება ერთ დღეს წიგნი ნამდვილად რომ დაწერო ♥️ წარმატებები

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

^paradise^
მიკვირს ამ ისტორიამ უკომენტაროდ რომ ჩაიარა. ძალიან მომწონს წერის სტილი,განსხვავებულია.. ისტორია ძალიან ძალიან მომეწონა ნამდვილად ასახავს რეალობას. პირადად მე ჩავწვი იმ გრძნობას რა გრძნობითაც გინდოდა გადმოგეცა ეს ისტორია. უდაოდ ნიჭიერი ხარ ! არ გამიკვირდება ერთ დღეს წიგნი ნამდვილად რომ დაწერო ♥️ წარმატებები



ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ❤ გულო გამითბეთ ნამდვილად. გამორჩეულად მიყვარს ეს ისტორია უნდა ვაღიარო ❤

ეს იატორია ადრე მედო მერე წავშალე და თავიდან ავტვირთე დარედაქტირებული ❤
ალბათ ამიტომაც დარჩა ამჯერად უკომენტაროდ ❤
კიდევ ერთხელ მადლობა

 


№3  offline წევრი Elle025

ვაიმე რა მაგარი ისტორია იყო..ასეთი განსხვავებული ვაღიარებ ჯერ არაფერი წამიკითხავს..ძალიან მიხარია რომ აღმოგაჩინე..სასწაული გოგო ხარ შენ..ასე გააგრძელე..წარმატებებს გისურვებ❤️❤️

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

Elle025
ვაიმე რა მაგარი ისტორია იყო..ასეთი განსხვავებული ვაღიარებ ჯერ არაფერი წამიკითხავს..ძალიან მიხარია რომ აღმოგაჩინე..სასწაული გოგო ხარ შენ..ასე გააგრძელე..წარმატებებს გისურვებ❤️❤️



როგორ გამახარე რომ წამიკითხე და ისიამოვნე

მადლობა რომ გამანდე შენი შთაბეჭდილება ❤

 


№5 სტუმარი ბალალო

უდავოდ ძალიან საინტერესო და გამორჩეულო ავტორი ხარ ამ საიტზე

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

ბალალო
უდავოდ ძალიან საინტერესო და გამორჩეულო ავტორი ხარ ამ საიტზე


უღმესი მადლობა ❤

 


№7 სტუმარი სერსეი

აშკარად კარგად წერ, გამართულად, გამორჩეულად. ვფიქრობ აქ ისევ გაჩდნენ ისეთი ავტორები ვის გამოც ნამვილად ღირს დღეში ნახევარი საათის საიტისთვის დათმობა.
წარმატებები.

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

სერსეი
აშკარად კარგად წერ, გამართულად, გამორჩეულად. ვფიქრობ აქ ისევ გაჩდნენ ისეთი ავტორები ვის გამოც ნამვილად ღირს დღეში ნახევარი საათის საიტისთვის დათმობა.
წარმატებები.



დიდი მადლობა. მიხარია თუ ისიამოვნეთ ❤

 


№9  offline წევრი Onlyyou

ვაიჰჰ ეს რა წავიკითხე ❣ ძალიან მაგარი იყო აი ძალიან ❣ რაღაც სხვანაირი ❣ მწარე რეალობასთან ახლოს ❣ ძალიან ბევრი ვიტირე მართლა აი ახლაც ვერ ვიკავებ ცრემლებს ❣

და ბოლოს მთელი სამყარო ხომ იდეალური მატყუარები ვართ ❣

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

Onlyyou
ვაიჰჰ ეს რა წავიკითხე ❣ ძალიან მაგარი იყო აი ძალიან ❣ რაღაც სხვანაირი ❣ მწარე რეალობასთან ახლოს ❣ ძალიან ბევრი ვიტირე მართლა აი ახლაც ვერ ვიკავებ ცრემლებს ❣

და ბოლოს მთელი სამყარო ხომ იდეალური მატყუარები ვართ ❣



მადლობა შეფასებისთვის :)
ბოდიში რომ იტირე თუმცა ვფიქრობ ეს ის ცრემლები იყო როდესაც მთელი კაცობრიობის რეალობას ეჩეხები ერთ პატარა მოთხრობაში და თავს ვერ იკავებ :*
კიდევ ერთხელ მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent