შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული არაფერი (სრულად)


19-01-2019, 17:27
ნანახია 1 472

განსაკუთრებული არაფერი (სრულად)

თავი 1
ნაცრისფერი თუ თეთრი? უკვე ნახევარი საათია რაც ვფიქრობ, მაგრამ ვერაფრით ავარჩიე. კოლეჯში უნდა წავიდე და სულ რაღაც 15 წუთი დამრჩა მომზადების დასრულებამდე, რაც ჩემმა დედობილმაც გაამძაფრა განგაშის ზარით, რომელიც მეძახდა, რომ დრო იწურებოდა. საბოლოოდ ნაცრისფერი მაიკა გადავიცვი, თმა ჩამოვივარცხნე და გაშლილი დავიტოვე, შემდეგ კი სწრაფად ჩავედი პირველ სართულზე. ორი ცალი ორცხობილა ჩავიდე ჩანთაში, დედობილს ლოყაზე ვაკოცე, დავემშვიდობე და სწრაფად გავედი გარეთ. კოლეჯამდე მართალია არც ისე მოკლე მანძილი იყო, მაგრამ მაინც ფეხით მერჩივნა გავლა. თან აქეთ-იქით ვიხედებოდი იმის იმედით, რომ სამი კრუელა არ შემხვდებოდა. სელენა და მისი ორი თავზე ხელაღებული დაქალები: მოლი და მელისა მაგრამ მე ხომ ბედი საერთოდ არ მაქვს, მაინდამაინც მაშინ გამოჩნდა მათი მანქანა და როგორც ყოველთვის ჩემთვის არასასიამოვნო კომენტარებით შემაქეს. დავიმორცხვე და მათ ისე ავუარე გვერდი, ვითომ არც არაფერი ეთქვათ. რა თქმა უნდა მანქანით გამასწრეს.
მოდით კვლავ უჩინარი გავხდები, კოლეჯში თითქმის არავის ვიცნობ და არც ისინი მიცნობენ. ბეატრისის გარდა. ის ჩემი ერთადერთი მეგობარია, რომელიც გვერდით მიდგას და თითქმის 24 საათს ერთად ვატარებთ. სკოლის ეზოში შევედი თუ არა უეცრად, ძლიერი დაჯახება ვიგრძენი, მივხვდი ვინც იქნებოდა და მეც მოვხვიე ხელები, თან სახე ამიწითლდა იმის გაანალიზებაზე, რომ მთელი კოლეჯი ჩვენს ემოციურ შეხვედრას უყურებდა და დაგვცინოდა.
-კარგი რა ტრის, რამდენჯერ გითხრა, რომ არ გვინდა ეს ემოციური შეხვედრები კოლეჯის ეზოში.-
-რატომ? გრცხვენია?- მიხვდა ამის მიზეზს და საყვარლად გამიღიმა.
-არა უბრალოდ...- დავიბენი და ენა დამება.
-არანაირი უბრალოდ, დაიკიდე ყველაფერი და იცხოვრე შენი ცხოვრებით, რამდენჯერ გითხრა ეს? უკვე მემილიონედ გიმეორებ ალბათ.-
-მე ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით, უბრალოდ არ მიყვარს ბევრი ყურადღებიანი თვალი.-
-კარგი, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. პირველი ლიტერატურა მაქვს, შენ?-
-მეც. - ვუთხარი გახარებულმა და ორივე ლიტერატურის კლასისკენ დავიძარით.
-იცი სკოლაში ერთი ახალი ბიჭი გადმოვიდა.- დაიწყო საუბარი ტრისმა, რაზეც თვალები ავატრიალე. ის ყოველთვის ასეთი ცნობისმოყვარეა.
-მერე?- ვკითხე ვითომ დაინტერესებულმა.
-მერე და ლიამ პეინი ქვია, თურმე წინა კოლეჯიდან იმისთვის გამოუგდიათ, რომ ვიღაც ორი ბიჭი ისე უცემია ახლა რეანიმაციაში არიან. ჩვენზე უფროსია, მაგრამ რამდენიმე საგანი ჩვენს კლასშიდაც შეიძლება ქონდეს.-
-ამდენი რამ საიდან გაიგე?- ვკითხე გაოცებულმა.
-მე ჩემი კავშირები მაქვს. შენი აზრით ყოველდღე რატომ ვალაგებ ბიბლიოთეკის თაროებს? იქ ისეთი ამბები იმალება, რომლებსაც ვერავინ, ვერასდროს გაიგებს.- ამასობაში კლასსაც მივაღწიეთ, ტრისს ვერ ვაიძულებდი ჩემს გვერდით ბოლო მერხზე დამჯარიყო, ამიტომ თვალებით ვანიშნე, შეეძლო თავისი მეგობრის მარკის გვერდით დაეკავებინა ადგილი კლასის შუაში. მე კი კვლავ ჩემს ადგილას წავედი. სულ ბოლოში, ფანჯრის გვერდით, აქედან შემეძლო დამენახა კოლეჯის ეზო და უმეტეს შემთხვევაში ჩემი საყვარელი საქმიანობა გამეკეთებინა, „ფიქრი“.
ის, რომ კოლეჯში საერთოდ არ ვარ პოპულარული არც ისე მაღელვებს, რადგან საერთოდ არ მაინტერესებს სხვისი აზრი. ყველას ვერც ვეყვარები და ვერც მოვეწონები, ისევე როგორც მე. შესაბამისად, ეს საქმე საერთოდ არ მანაღვლებს, მაგრამ მაშინ, როდესაც შეურაცყოფას მაყენებენ ცუდ მდგომარეობაში ვვარდები. არ მიყვარს როცა ვტირი, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მტირალა ვარ ბავშვობის ტრამვის შემდეგ. ამის გამო ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო უსიამოვნებას. ფიქრებიდან კლასის კარის ხმამ მომწყვიტა, იქითკენ გავიხედე და გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. ოთახში ლიამ პეინი შემოვიდა თავისი მომაჯადოვებელი გამოხედვით. გამიკვირდა მისი ეს გამოხედვა ასე უცებ როგორ დავაფიქსირე.
-პეინ, პირველ გაკვეთილზეც კი იგვიანებ?- გაცოფდა მასწავლებელი, მაგრამ რა თქმა უნდა მან ყურადღება საერთოდ არ მიაქცია და კლასს მოავლო თვალი, როდესაც ჩემზე შეაჩერა მზერა უხერხულად შევიშმუშნე და თავი ისე მოვაჩვენე თითქოს მასწავლებელს დიდი ინტერესით ვუსმენდი. ლიამი ჩემკენ წამოვიდა, რაც გამიკვირდა, ბოლოს კი ჩემი მერხის გვერდით კომფორტულად მოთავსდა. ჯანდაბა, მე ხომ ბედი არ მაქვს. ერთადერთი ცარიელი მერხი ჩემს გვერდით დარჩა. ნეტავ ტრისი დამეჯინა აქ, უხერხულ სიტუაციაშიც აღარ ვიქნებოდი.
ვცდილობდი, მისკენ მზერა არ გამპარვოდა, მაგრამ არ გამომდიოდა, მისი საოცრად არომატიანი სურნელი მიზიდავდა და მინდოდა სულ მისთვის მეყურებინა. ჯანდაბა, ასე პირველად ვარ და არც კი ვიცი ეს რა გრძნობაა. პრინციპში რა გრძნობებზე ვფიქრობ, მას არც კი ვიცნობ. საბოლოოდ გავიხედე მისკენ და როდესაც ლიამის მუქ ყავისფერ თვალებს წავაწყდი, გული საცოდავად აფართხალდა. სწრაფად მოვარიდე თვალები და ფანჯრიდან გავიხედე. ლოყები ალბათ ჭარხალივით წითელი გამიხდა. ახლა ის ფიქრობს, რომ მას ვაკვირდებოდი და მომწონს, რაც ასე არ არის, მაგრამ ისიც ხომ მიყურებდა? შესაბამისად, სულ ჩემი ბრალი არ არის.
გაკვეთილი სანამ დასრულდებოდა მილიონჯერ ვინატრე ახლა ასეთ დაძაბულობაში არ ვყოფილიყავი. მერჩივნა ხმა საერთოდ არ ამოეღო და მეც მშვიდად ვიქნებოდი, მაგრამ ეს დაძაბულობაც ბოლოს მიღებდა. ბოლოს როგორც იქნა ზარიც დაირეკა და მეც ამოვისუნთქე. ლიამი ისე სწრაფად გაქრა კლასიდან, რომ არც არავის გამოლაპარაკებია. მე კი კვლავ ჩემს მერხთან ვიჯექი და ვცდილობდი გონება მომეკრიფა.
სამი გაკვეთილი ისე გავიდა, რომ ვერც შევამჩნიე, ამჯერად ტრისი ჩემს გვერდით დაჯდა, ლიამიც არ გამოჩენილა და შესაბამისად მშვიდად ვიყავი. სამი გაკვეთილის შემდეგ მე და ტრისი ბუფეტში წავედით. მხოლოდ ალუბლის წვენი ავიღე, რადგან ჭამის ხასიათზე არ ვიყავი და მაგიდას მივუჯექი.
-გოგო, რა გჭირს მთელი დღე?- მეკითხება ტრისი.
-რა უნდა მჭირდეს?- თითქოს გაკვირვებულმა ვკითხე, არადა ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ჩემს დაბნეულობაზე ამბობდა.
-მე რა ვიცი, მთელი დღე არეული დადიხარ.-
-ხო, უბრალოდ კარგად ვერ გამოვიძინე და მაგის ბრალია.- დავასრულე სიტყვა თუ არა ბუფეტში, ლიამ პეინი შემოვიდა სიცილით, თავის ძმაკაცებთან ერთად. როგორი საყვარელია, როცა იცინის, მაგრამ სიმართლე გითხრათ გამიკვირდა ის ასეთი ბედნიერი, რომ დავინახე, რადგან ჩემში შიშის გრძნობას ტოვებს და შესაბამისად მისი მხიარულობა გამიკვირდა. სამაგიეროდ, წამშივე შეეცვალა გამომეტყველება, როდესაც თვალში მოვხვდი. რა მოხდა? ერთი წუთით მომაშტერდა, შემდეგ კი უხასიათოდ მიუჯდა მაგიდას. უკნიდან მწველი მზერა მტანჯავდა, რომელიც მთელ სხეულს მიხურებდა და ამავე დროს ძალიან მაშინებდა.
-ტრის, წავიდეთ რა?-
-რა მოხდა? კარგად ხარ?- მკითხა შეშინებულმა.
-კი, კი უბრალოდ, თავი ამტკივდა და შეიძლება გავენთავისუფლო.-
-კარგი და თუ კარგად იქნები საღამოს წამოხვალ წვეულებაზე?-
-ხომ იცი, რომ წვეულებები არ მიყვარს?-
-კი, მაგრამ ახლა კოლეჯის დაწყებას აღვნიშნავთ. ეს არ უნდა გამოტოვო, თან აუზიც იქნება. ნუ შენ მართალია ცურვა არ იცი, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იქნება, გთხოვ, გთხოვ რა, თუ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, ამ ერთხელ დაივიწყე ეგ სიმორცხვე და ჩემთან ერთად წამოდი, გპირდები როგორც კი მოგინდება იმ წამსვე წამოვალთ.-
-კარგი, კარგი წამოვალ. გამომიარე.-
-იეს მიყვარხარ. ცხრისთვის მოემზადე.- მითხრა ტრისმა, დამემშვიდობა და კლასისკენ წავიდა, მე კი მასწავლებლისგან ნებართვა ავიღე და სახლისკენ გზას დავადექი. სახლში მისვლისას პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, ჩანთა დავდე და შემდეგ სამზარეულოში ჩავედი. მაგიდაზე წერილი დამხვდა.
„პატარავ, მე წავედი, რეისზე მაგვიანდებოდა. იმედია თავს მიხედავ, ფული შენს ანგარიშზე ჩაგირიცხე, ერთი თვის საყოფია, შემდეგ თვეში კვლავ გამოგიგზავნი. აუცილებლად დამირეკე ხოლმე, მიყვარხარ.“
ეჰ როგორ მომენატრება ჯინი, მისი დარიგებები, ჩახუტება და მასთან ერთად დაძინება. მოგონებების გახსენებაზე თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა, მაგრამ არა, არ მინდა ტირილი, ეს ჩემი სუსტი წერტილია. სამი თვე არც ისე დიდი დროა. მოამზადებს სამეფო წყვილს ქორწილისთვის და მალევე ჩამოვა. ცრემლები შევიმშრალე და ცოტა წავიხემსე, შემდეგ კი კვლავ ჩემს ოთახში ავედი გაკვეთილების მოსამზადებლად.
რვა საათი იყო, როდესაც ჩაცმა დავიწყე. მოკლე, შავი, ერთიანი კაბა, მუხლს ცოტა აცდენილი წინდები და კეტები ჩავიცვი. ესეც ჩემი საყვარელი ფორმა, მაკიაჟის და ყველანაირი დანამატის გარეშე. ცხრის ნახევარზე ტრისმა ტაქსით მომაკითხა. ტელეფონი და ჩანთა ავიღე, კარი ჩავკეტე და მანქანაში ჩავჯექი.

თავი 2
მძღოლმა მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა. საიდანაც ნახევარ კილომეტრშიდაც კი მოდიოდა ხმამაღალი მუსიკის ხმა. ტაქსისტს ფული მივეცით და ეზოში შევედით, სადაც კანტა კუნტად რამდენიმე ბიჭი და გოგო იდგა. სახლის წინ დიდი ბუშტებით სავსე აუზი იყო, თუმცა ჯერ არავინ ბანაობდა. არა, ისედაც ცივა და მითუმეტეს აქ ჩასვლა ხო საშინელება იქნება. ჩემთვის განსაკუთრებით, რადგან ცურვა არ ვიცი.
-ვაიმეე, ერთი სული მაქვს ამ აუზში როდის ჩავხტები.- თქვა აღფრთოვანებულმა ტრისმა.
-კარგი რა ტრის, ამ სიცივეში?- ვკითხე მობეზრებულმა.
-ჯერ სექტემბერია ასე, რომ ძალიანაც არ ცივა, შენ კიდე გამყინვარება ხარ და შეგცივდება აბა რა იქნება.-
-ჰაჰა, გავიცინოოთ.- დავეჭყანე და ორი ნაბიჯით გავასწარი, როდესაც სახლიდან მარკი გამოვიდა და ჩვენს წინ აისვეტა. ტრისი ჭკუაზე არ იყო ისე გაუხარდა.
-ალისაა, ბეატრის, როგორ ხართ?-
-კარგად შენ?-
-რავი არამიშავს, როგორ მოახერხე ეს, რომ წვეულებაზე წამოიყვანე?- მიუბრუნდა ტრისს.
-მე ჩემებური ხერხები მაქვს ძმაო.- ძმაოთი კი მიმართა, მაგრამ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს ბავშვობიდან უყვართ ერთმანეთი. მის მიმართვაზე მარკს სახე შეეცვალა, თუმცა მალევე მოვიდა გონს.
-ძალიან კარგი, მე ახლავეს მოვალ, თქვენ შედით.-
-კარგი გელოდებით.- უთხრა ტრისმა და ორივე სახლში შევედით. წამშივე მეცა ალკოჰოლის და სიგარეტის გამაბრუებელი სუნი, რომელიც საშინელება იყო. ხველა ამიტყდა, მაგრამ მალევე გავჩერდი, რადგან ცოტა შემრცხვა კიდეც ჩემი მდგომარეობის. მე და ტრისი ბარისკენ წავედით, როდესაც მარკიც მოგვიახლოვდა.
-აბა გოგოებო, რას დალევთ?-
-მე არაფერს არ ვსვამ.-
-კარგი რა, რას ქვია არ სვამ, ერთ ჭიქას ყველა დავლევთ.-
-არა მარკ, არ შემიძლია.-
-კი, კი შეგიძლია. აი ნახავ ერთ ჭიქას, რომ დალევ მალევე შეეჩვევი... რამე ძლიერი მიეცით ამ გოგონებს, მე კი ტეკილა, ბევრი ყინულით.- უთხრა ბარმენს და კვლავ ჩვენ მოგვიბრუნდა.
-ცოტა დავლიოთ და მერე ჩემს ახალ მეგობრებს გაგაცნობთ.-
-მართლა? რა კარგია.- წამოიყვირა ტრისმა და ტაშიც დააყოლა. მას ყოველთვის მოწონს ახალი ადამიანების გაცნობა და მეგობრების შეძენა. ეს მე ვარ ასეთი ჩაკეტილი. ისე ბავშვობიდან მიკვირდა როგორ შევეჩვიეთ მე და ტრისი ერთმანეთს. ეს ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი, მაგრამ რაც არის, არის. ჩვენი ბედი ყოფილა ასეთი. ბარმენის მიერ გამოწოდებული, რაღაც ვარდისფერი სასმელი ავიღე და ერთი დალევით ჩავცალე, მაგრამ შემიძლია ვაღიარო, რომ ასეთი საშინელებ, ცხოვრებაში არ დამილევია. ყველაფერი ჩამწვა, თითქოს ჩემს სხეულში ცეცხლი აგიზგიზდა.
-ხომ მაგარი იყო?- მკითხა ბარმენმა.
-ეს რა იყო? რა სასმელია?-
-სასმელი დიდი არაფერი, მთავარი ისაა რაც შიგნით გავურიე.-
-რა? რა შეურიე სასმელში?- ვკითხე გაოცებულმა.
-ცოტაოდენი ნარკოტიკი.-
-რაა? მოიცა მარკი და ტრისი სად წავიდნენ?- გვერდით მოხედვისას უეცრად გავიაზრე, რომ ახლოს არცერთი არ იყო, შემდეგ კი მოცეკვავე ბრბოს შორის შევამჩნიე მათი სხეულები და ცოტა დავმშვიდდი.
-ნუ გეშინია, ძლიერი არ არის, მაგრამ მაინც გაერთობი.- ბარმენის სიტყვები ყურში ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმოდა და გამოსახულებასაც ბუნდოვნად ვხედავდი. ბარბაცით წავედი კიბეებისკენ, რათა საპირფარეშო მომეძებნა. ძლივს ავაღწიე მეორე სართულზე და კედელს ხელდაყრდნობილი გავყევი. რამდენიმე ნაბიჯში საშინელი თავბრუს ხვევა ვიგრძენი და მთელი სხეული ამტკივდა. თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და ისედაც ბუნდოვანი გარემო უფრო მეტად გაუფერულდა. კედელთან ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე, არ ვიცი რატომ, მაგრამ მთელი სხეული ამიკანკალდა და სიცივე ვიგრძენი. რა მჭირს? რა გამიკეთეს?
-გთხოვთ, ვინმე დამეხმარეთ.- ამოვილუღლუღე ძლივს. რამდენიმე წუთში ვიღაცის ხმა მომესმა.
-ალისა? რა გჭირს? კარგად ხარ?- უცნობმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები მომწმინდა. ბუნდოვნად ვხედავდი სახეს, მაგრამ მისი სურნელი და ხმა სასიამოვნოდ მეცნობოდა.
-ჯანდაბა, ამოიღე ხმა, კარგად ხარ?- ისევ შემარყია და თავს ძალა დავატანე, რომ პასუხი გამეცა.
-ა-რ-ა.- ხმა, ჩახლეჩილი და შეცვლილი მქონდა. ცოტა ხანში ძლიერი მკლავების შეხება ვიგრძენი და უცნობს მკერდზე ავეკარი. თავი კვლავ საშინლად მტკიოდა, მაგრამ სხეული დამიმშვიდდა და აღარ მაკანკალებდა. მალევე ვიგრძენი, რაღაც ცივის შეხება, შემდეგ წყლის ხმაც გავიგე და ვეცადე სილუეტი გამერჩია, მაგრამ უშედეგოდ. უცნობის ხელები სახეზე ვიგრძენი, რომელიც პირს მბანდა. თვალებზე ნაზად გადამატარა თითები, შემდეგ კი პირსახოცით შემიმშრალა. კვლავ ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ იატაკი და ამჯერად რბილ ლოგინზე აღმოვჩნდი. ნელ-ნელა გავარჩიე სილუეტი და როდესაც პირველი დახმარების ყუთით ხელში მდგომი ლიამ პეინი დავინახე, გაოცებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ყუთიდან რაღაც წამლები ამოიღო და გამომიწოდა.
-არ ვიცი რა დალიე და რამდენი, მაგრამ ეს გამოგიყვანს მდგომარეობიდან, ასე, რომ დალიე.- მისი გამოწვდილი წამლები გადავყლაპე და წყალი დავაყოლე, შემდეგ კი მთელი სხეულის ტკივილისა და კანკალისგან შეწუხებული საწოლში მოვიკუნტე.
-მ..ც...ივა.- წარმოვთქვი და გაყინული ხელები ერთმანეთზე გავასავსავე. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომეხუტა ლიამის თბილი სხეული უკნიდან და საბანი დამაფარა. მის სხეულზე ვიყავი აკრული და ტანში ელექტროდენი მივლიდა. პირველად ვიყავი ბიჭთან ასეთ სიტუაციაში და საწინააღმდეგოს ვერაფერს ვაკეთებდი. ტკივილისგან დამძიმებული თვალები, მალევე დამეხუჭა და ჩამეძინა.
თვალები, რომ გავახილე თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი, რადგან უცხო ოთახში, უცხო საწოლში ვიწექი. მერე გამახსენდა წინა ღამეს მომხდარი ამბავი და სახეზე ალმური მომედო. როგორ შევრცხვი, ახლა ალბათ გონია, რომ ლოთი ვარ და იმდენს ვსვამ, რომ საბოლოოდ ვითიშები. ნეტავ ვინ იყო ის ბარმენი ნარკოტიკი, რომ გამირია სასმელში? მადლობა ღმერთს, უკვე კარგად ვარ და არაფერი მტკივა. ფეხზე წამოვდექი და საწოლთან დაყრილი ჩემი კეტები ჩავიცვი, შემდეგ კი სააბაზანოში შევედი. სარკეში ჩემი თავი, რომ დავინახე შიშისგან ხმადაბლა დავიკივლე. თვალის უპები ჩაშავებული, თვალები ჩაწითლებული, სახეზე ფერი არ მადევს და თმაც აბურდული მაქვს. ვეცადე ხელებით ცოტა წესრიგში მომეყვანა არეული თმა და დამეწყო, გამომივიდა კიდეც. კოსად დავიხვიე და სახეში წყალი შევისხი, ცოტა გამოვფხიზლდი, შევიმშრალე და გარეთ გამოვედი. ჩემი ჩანთა ტუმბოზე იდო, შევამოწმე და შიგნით ყველაფერი ადგილზე დამხვდა, კიდევ კარგი არაფერი დამიკარგავს. ახლა ყველაზე მეტად ამ სახლის შეუმჩნევლად დატოვება მინდოდა, რაც ცოტა არ იყოს რთული იქნებოდა. საძინებლის კარი გავაღე და ფეხაკრეფით ჩავედი პირველ სართულზე. მთელი სახლი გუშინდელი წვეულების შემდეგ, საშინლად არეული იყო. ბოთლები და ჭიქები მიყრილ მოყრილი. იატაკზე მტვერი, ტელევიზორი კვლავ ხმამაღალზე აწეული. მოკლედ საშინელება იყო. ძალიან მინდოდა ახლა ლიამის ერთი წამით ნახვაც კი, მაგრამ არ შემეძლო, რადგან როდესაც შევხედავ სირცხვილისგან ლოყები გამიწითლდება და ხმასაც ვერ ამოვიღებ. სამზარეულოდან ნაბიჯების ხმა გამოვიდა და ისე სწრაფად გავაღე კარი და გავვარდი გარეთ, რომ ჩემი თავის გამიკვირდა. მთელი ძალით გავიქეცი და მანამ არ გავჩერებულვარ, სანამ ლიამის სახლს კარგად არ მოვშორდი. გულამოვარდნილმა კი ნელი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა ჩემს სახლამდე.
დილის სუსხი კვლავ შემორჩენოდა გარემოს. საათს დავხედე და ჯერ ცხრა საათიც არ იყო. მთელი დღე მქონდა ჩემი თავისთვის. გონებაში დღის გეგმები დავაწყვე და ისე გავერთე, რომ მომხდარი საერთოდ დამავიწყდა. მალევე მივედი სახლში, მეორე სართულამდე სწრაფად ავირბინე კიბეები და სახლის კარი გავაღე. ჩანთა მისაღებში მდგარ დივანზე მივაგდე და პირდაპირ საძინებელს მივაშურე. შხაპი მივიღე, ვისაუზმე და ტრისს დავურეკე, რათა ჩემთან გამოსულიყო და ამბები მომეყოლა.

თავი 3
შაბათ-კვირა ისე სწრაფად გავიდა, რომ გააზრებაც ვერ მოვახერხე. მთელი დღე სახლში ვიყავი, ვსწავლობდი და ფილმებს ვუყურებდი. ტრისს მოვუყევი პარასკევს მომხდარი ამბები და საბოლოოდ ის დასკვნა გამოიტანა, რომ ლიამისგან თავი შორს უნდა დავიჭირო და მისმა წამიერმა სიკეთემ არ მომატყუოს, რადგან მას ისეთი საიდუმლო აქვს, რომლის გაგებაც მავნებს. აი ეს საიდუმლო კი ვერაფრით ვათქმევინე. არ ვიცი რას ვიზამ, როდესაც კოლეჯში დავინახავ, მინდა მივიდე და მადლობა გადავუხადო, მაგრამ მეშინია იმ რეაქციის, რომელიც ტრისმა ამიღწერა.
ორშაბათს რვა საათზე გამეღვიძა. თავი მოვიწესრიგე, შავი შარვალი, ნაცრისფერი მაიკა და მოკლე ტყავის კურტკა ჩავიცვი. სამზარეულოში ჩავედი და ბუტერბროდი მოვიმზადე. საუზმობის შემდეგ ჩანთაში წიგნები ჩავალაგე და კოლეჯისკენ ფეხით გავუდექი გზას. მადლობა ღმერთს ამჯერად სელენა და მისი დაქალები არ გადამეყარნენ, თორე მთელ დღეს ჩამიშხამებდნენ. კოლეჯში დროულად მივედი და პირდაპირ ჩემი კლასისკენ წავედი. გაკვეთილები ნელა და უაზროდ მიმდინარეობდა, არც ბუფეტში ჩავსულვარ. ბოლო მათემატიკა მქონდა, ამიტომაც წიგნი ამოვიღე და გაკვეთილის დაწყებას დაველოდე. მგონი ლიამი ჩემთან ერთად სწავლობს მათემატიკას, ამიტომ შემეძლება მისთვის მადლობის გადახდა. გამიკვირდა ტრისი, რომ არ მოვიდა, ამიტომაც ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე და შეტყობინება მივწერე.
„ტრის, დღეს სკოლაში რატო არ იყავი?“
„გოგო სიცხე მაქვს, ძალიან ცუდად ვარ.“
„კარგი, გამოჯანმრთელებას გისურვებ.“ მივწერე და ტელეფონი გავთიშე, როდესაც ზარი დაირეკა. კლასი თანდათან შეივსო და მასწავლებელიც შემოვიდა, რომელსაც უკან ლიამი მოყვა. მისი თვალების დანახვისას მოვინუსხე. იმედია მასთან საუბრისას არ დავიბნევი და ჩემს სიმორცხვეს ბოლომდე არ გამოვავლენ, მაგრამ რა უნდა ვუთხრა, ან როგორ? დაძაბულობა უფრო მომემატა, როდესაც ამაზე ფიქრი დავიწყე. ლიამი ჩემს გვერდით ცარიელი მერხისკენ წამოვიდა, როდესაც გზად სელენამ შეაჩერა.
-საყვარელო, მელისა ადგება და შენ დაჯექი ჩემს გვერდით.- ხმა ისე დაატკბო და დაადაბლა, რომ ნებისმიერს მოაჯადოებდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ლიამმა გვერდი აუარა და ჩემს გვერდით მოთავსდა. გულში სალტოებს ვაკეთებდი. ასე მოგიხდება სელენა. გამაბრუებელმა სუნმა მალევე მოიცვა გარემო. ცალი თვალით მასწავლებლისკენ ვიხედებოდი, რომელიც ტესტირების ქულებს აცხადებდა, ცალით კი ლიამისკენ და ვცდილობდი როგორმე ჩუმად ჩამეკვეხებინა სიტყვა, მაგრამ ამაოდ. მასწავლებელმა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადა თუ არა, გავინაბე.
-ალისა მონტგომერ, F.- რა? მასწავლებლის სიტყვებზე ყველა მე მომაშტერდა, რადგან ყოველთვის, ყველაფერში მაღალ ქულას ვიღებდი, ეს კი ყველაზე დაბალია, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მიმიღია. მარჯვენა ხელს ლიამის მზერა მიწვავდა. სირცხვილისგან ლოყები შემეფარკლა, ამიტომ თავი ისე მოვაჩვენე თითქოს წიგნში დიდი ინტერესით ვეძებდი რაღაცას და მათ მზერას თვალი ავარიდე. დრო ისე გაიწელა მეგონა ნახევარი საუკუნე გავიდა. ზარი დაირეკა თუ არა, წიგნი და რვეული სწრაფად ჩავდე ჩანთაში და მაინც ბოლოში შემოვრჩი. ლიამს გავაყოლე თვალი, რომელიც ორი ნაბიჯით მასწრებდა. მასწავლებლისთვის უნდა ჩაგვეარა, როდესაც ხმამ შემაჩერა.
-მისტერ პეინ, მის მონტგომერ, თქვენთან ორი წუთის საქმე მაქვს.-
-დიახ გისმენთ.- ვუთხარი მე, ლიამი კი ჩუმად დადგა ჩემს გვერდით და სმენად იქცა.
-ალისა, როგორც ხედავ ყველაზე დაბალი ქულა შენ მიიღე ტესტში, ამიტომაც გადავწყვიტე ლიამის დედასთან გაგიშვა მოსამზადებლად, რათა პროგრამასაც არ ჩამორჩე და წინა მასალებიც გაიგო. მისტერ პეინ, თუ შეგიძლიათ თქვენთან წაიყვანეთ ალისა.-
-ხომ მაგრამ... ახლა საქმე მქონდა.- თქვა მობეზრებულმა.
-არაუშავს, მე თვითონ წავალ.-
-არა, მისტერ პეინ წაიყვანეთ გოგონა თქვენთან, თორე ბიძათქვენის კაბინეტის წინ, ყოველთვის იქნება თქვენი ადგილი.-
-კარგი ჯანდაბას. წამოდი.- ისე უხეშად მითხრა, არც კი შემოუხედავს ჩემთვის და წინ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. რა დაემართა? მისი ხასიათის ცვლილებები მავნებს. ჯერ იყო და სიკვდილს მიხსნა, ახლა კი ჩემს დამცირებას და წყენინებას ცდილობს. მანქანამდე მისულს ძლივს დავეწიე და მგზავრის ადგილას მოვთავსდი. გზაში არცერთს ამოგვიღია ხმა. ახლა საუკეთესო მომენტი იყო მადლობის გადასახდელად, თუმცა ისე ვიყავი, თითქოს ენა ჩამივარდა. დაძაბული ატარებდა მანქანას, ხელებზე და კისერზე კი ძარღვები ეტყობოდა. რა დავუშავე? რატომაა ჩემს გვერდით ასეთი ცუდი და უხეში? მანქანა მოსახვევში ისე სწრაფად მოატრიალა, რომ ინერციით გვერდით გადავვარდი და თავი მინას მივარტყი. ტკივილისგან ამოვიკვნესე და ტირილისთვის მომზადებულმა სახე დავმანჭე, მაგრამ ლიამის სიტყვებმა შემაჩერა.
-ღვედი უნდა გაიკეთო, როცა მანქანაში ზიხარ, თორე შენს თავს დააბრალე რაც მოგივა.- გაბრაზებულმა და აწითლებულმა შევიკარი ღვედი და ფანჯარაში გავიხედე. შუბლს ვიზელდი, რათა ტკივილი გამნელებოდა. ალბათ კოპიც დამაჯდება. ყველაზე უხეში ადამიანია მთელს მსოფლიოში.
მალევე მანქანა იმ უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა, რომელშიდაც წვეულება გაიმართა პარასკევს. გამიკვირდა, რადგან მაშინ არავის უხსენებია დედამისი თუ ცხოვრობდა მასთან ერთად, ახლა კი პირდაპირ მასთან მიმიყვანა. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო, ისე მომიგო.
-იცოდე, არც კი წამოგცდეს პარასკევის წვეულების შესახებ, თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.- მის სიტყვებზე გავშრი და შიშისგან ხმა ვერ ამოვიღე. რატომ მაშინებს ასე ძალიან? რატომ ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს?
-გასაგებიათქო?- ამჯერად დაიღრიალა, შიშისგან შევხტი და თავი სწრაფად დავუქნიე, შემდეგ კი მანქანიდან გადავხტი. თვითონ კი სწრაფად მოწყდა ადგილს. სახლისკენ წავედი, ჯერ კიდევ აკანკალებული და თვალებზე ცრემლმორეული. ერთი ორჯერ ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და ცოტა დამშვიდების შემდეგ ზარი დავრეკე. რამდენიმე წუთი ველოდე, შემდეგ კი კარი ახალგაზრდა ქალმა გამიღო. ქერა თმები კოსად შეეკრა. ლურჯი ზღვისფერი თვალები ჰქონდა, რომლებშიდაც სიცარიელე და ტკივილი ამოვიკითხე. შავი ერთიანი კაბა ეცვა, მხრებზე კი შავი თავსაფარი. მივხვდი, რომ ახლობელი ჰყოლია გარდაცვლილი. შეიძლება ამიტომაცაა ლიამი ასეთი უხეში.
-გამარჯობა ქალბატონო. თქვენთან ჩემმა მასწავლებელმა გამომგზავნა, მითხრა ბავშვებს ამზადებს მათემატიკაშიო. ტესტირებაში დაბალი ქულა მივიღე, ამიტომ მინდა, რომ მომამზადოთ.-
-შემოდი საყვარელო.- თბილად გამიღიმა და სახლში შემიძღვა.
-ადრე ვამზადებდი, ახლა კი დიდი ხანია აღარ მყოლია მოსწავლეები.-
-კარგით, თუ ასეა წავალ, სხვა მასწავლებელს ვიპოვი.-
-არა, რას ამბობ, რაღამც მოგაგზავნეს ესეიგი ჩვენი ბედი ასეთი ყოფილა. მოდი დაჯექი, მე წვენს მოგიტან და ცოტა ვისაუბროთ.-
-ძალიან დიდი მადლობა.- ვუთხარი და გავუღიმე. ამ ქალმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. როგორ შეიძლება ასეთი კარგი, თბილი და მოსიყვარულე დედა ყავდეს ადამიანს, რომელიც ასეთი უხეში და უგულოა. მალევე დაბრუნდა წვენით ხელში და ჩემს გვერდით მოთავსდა დივანზე.
-მე ნინა მქვია. ოფიციალურობა არ გვინდა, უბრალოდ ნინა დამიძახე. 38 წლის ვარ შენ?-
-მე ალისა მქვია. 17 წლის.-
-ძალიან კარგი გოგო ხარ.-
-მადლობა.-
-ვინ მოგიყვანა აქამდე? თუ მარტო მოხვედი. მანქანის ხმა გავიგე და...-
-იცით... თქვენმა შვილმა მომიყვანა. ჩემთან ერთად სწავლობს მათემატიკას და მასწავლებელმა თხოვა მოვეყვანე.-
-ის 20 წლისაა და შენთან ერთად როგორ სწავლობს?-
-ანუ ერთ კლასში არ ვართ, უბრალოდ რამდენიმე საგანზე შემოდის და ესწრება გაკვეთილებს.-
-გამიკვირდა. მათემატიკა ძალიან უყვარს, მაგრამ როგორც წესი მხოლოდ თავის კლასთან ერთად ესწრება გაკვეთილებს. კარგი, აბა მითხარი რომელ დღეებში გცალია?-
-საერთოდ ყოველ დღე მცალია, მაგრამ კარგი იქნება ოთხშაბათი და პარასკევი, 6-7 საათიდან, რადგან ამ დროს გაკვეთილები მზად მაქვს.-
-კარგი, მაშინ ოთხშაბათს 6 საათზე, მოდი პარასკევს კი 7-ზე. დაახლოებით ორ საათნახევარი ვიმეცადინებთ.-
-კარგი, არაა პრობლემა. რამე დამატებითი წიგნი დამჭირდება?-
-არა, მხოლოდ სკოლის წიგნი და რვეული.-
-კარგით ქალბატონო ნინა, ძალიან დიდი მადლობა და თანხა რამდენი მექნება გადასახდელი?-
-ხომ გითხარი, უბრალოდ ნინა... თანხას რაც შეეხება, 30$ საკმარისი იქნება.-
-ეს ხომ ძალიან ცოტაა.-
-არა საყვარელო, საკმარისია. –
-კარგი ნინა, ძალიან დიდი მადლობა. ოთხშაბათს ექვს საათზე მოვალ.-
-კარგი ალისა, ნახვამდის.-
-კარგად.- დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. ცოტა მოსაღამოვებულიყო და გრილოდა, ამიტომაც ტყავის კურტკა მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე და სახლისკენ წავედი. მე ხომ ბედი არ მაქვს. ერთი ტაქსიც არ შემხვდა გზად. სახლში მისვლამდე ძალიან დავიღალე და მომშივდა კიდეც. ეს მძიმე ჩანთაც ხელს მიშლიდა. სახლში შევედი, ჩანთა დივანზე დავაგდე და სამზარეულოში გავედი. კარტოფილი შევწვი და კეჩუპთან ერთად მივირთვი, შემდეგ კი ჩემს ოთახში შევედი და გაკვეთილებს ჩავუჯექი. 10 საათი იყო, როცა ყველაფერს მოვრჩი, შხაპი მივიღე, პიჟამები ჩავიცვი და ნოუთბუქი გავხსენი. ცოტა ხანი სოციალურ ქსელში სიახლეებს ვამოწმებდი, შემდეგ მომბეზრდა და ფილმის ყურება დავიწყება. მალევე ჩამეძინა კიდეც.

თავი 4
სამშაბათს დილას თავის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კოლეჯში არ წავსულიყავი. ერთი დღე არაფერს მიზამდა, თან ხვალ მათემატიკაზე მივდივარ და მომზადება მინდოდა წინასწარ. ამიტომაც სამშაბათს მთელი დღე სახლში ვიჯექი, ხან ფილმებს ვუყურებდი, ხან მათემატიკისთვის ვემზადებოდი, ხან სახლს ვალაგებდი, ხან სიმღერებს ვუსმენდი და ასე შემდეგ... საღამოს გარეთ გასვლაც ვიკადრე, ტრისთან მინდოდა დარეკვა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ გაციებულია ისევ და დავანებე თავი. გრძელი შავი ჟაკეტი მოვიცვი, ფეხზე კეტები, საფულეც ავიღე და მარკეტისკენ წავედი. მისვლისას პირდაპირ შოკოლადის სექციისკენ წავედი და რაც კი მომეწონა ყველა კალათაში მოვაგროვე. პროდუქტები მქონდა მომარაგებული, ამიტომაც არ მინდოდა ზედმეტად დამძიმება. ბოლოს კოკა-კოლას რომდენიმე ბოთლიც ავიღე და სალაროსკენ წავედი.
ჩემს წინ ვიღაც ბიჭი იდგა, შავი ჟაკეტი ეცვა და კაპიშონი ეხურა თავზე, თუმცა მისგან ძალიან ნაცნობი სურნელი მოდიოდა. თითქმის ნახევარი საათი ვიდექი რიგში და ვუყურებდი როგორ ეკურკულებოდნენ უცნობი და გამყიდველი ერთმანეთს და საბოლოოდ მოთმინება ამოწურული დავდექი მათ გვერდით. ჯერ გოგონას შევხედე, რომელიც თვალებგაფართოებული მიყურებდა, შემდეგ კი ბიჭს, რომლის დანახვისას პირი ღია დამრჩა, ჩემს წინ ლიამი იდგა, თავისი თაფლისფერი თვალებით. გაბრაზებული მიყურებდა გოგონას დაკერვა, რომ არ ვაცადე და მეგონა ბოლოს შუაზე გამგლეჯდა. თუმცა ძალები მოვიკრიბე და გავბედე, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა.
-ძალიან დიდი ბოდიშით ფლირტში ხელს, რომ გიშლით, მაგრამ მე მეჩქარება და თუ შეიძლება ესენი ამიწონეთ და წავალ.- გაბრაზებულმა დავიკავე ადგილი ლიამის წინ ისე, რომ მის პასუხს არც დავლოდებივარ და მაგიდაზე პარკები დავდე. გოგონამ ყველაფერი გაატარა, ფულიც გადავუხადე და უკანმოუხედავად დავტოვე მარკეტი.
გზაში იმას ვოცნებობდი, რომ ლიამი არ გამომყოლოდა და ჩემი სახლის მისამართი არ გაეგო, მაგრამ მე ხომ ბედი არ მაქვს. ის ისეთი გაბრაზებული დავტოვე იქ, რომ გამიკვირდებოდა ასე, რომ არ მოქცეულიყო. ძლიერი ხელების შეხება ვიგრძენი მკლავზე, რომელმაც თავისკენ მიმაბრუნა და შემთხვევით მთვრალ უცნობს გადავეყარე. ოღონდაც ეს არა. ნეტავ ლიამი ყოფილიყო, ახლა აქ და მის ჩხუბსაც ავიტანდი. უცნობი სარკასტულად იცინოდა და სახე ჩემკენ მოქონდა. მისი გულის ამრევი ალკოჰოლის სუნი კი ჰაერს აბინძურებდა. ჩემთვის კოცნა უნდოდა, როდესაც ხელი გავინთავისუფლე და სახეში სილა გავაწანი.
-რას აკეთებ შე ბო*ო, ამას არ გაპატიებ.- უფრო განრისხებული წამოვიდა ჩემკენ, მე კი მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და რაც შემეძლო გავიქეცი. თვალებიდან ცრემლები ღვარად მომდიოდა, რაც ხელს მიშლიდა გარემოს დანახვაში, მაგრამ მაინც მოვახერხე მთვრალისთვის კვალის აბნევა და ჩემს ბინასთან სირბილს მოვუკელი. გულამოვარდნილი მივიწევდი წინ, როდესაც უკნიდან კვლავ ნაბიჯების ხმა მომესმა, რომელიც თანდათან მიახლოვდებოდა, კვლავ ის უცნობი მეგონა და გაქცევა ვცადე, როდესაც მკლავში ხელი მომიჭირა და მისკენ შემაბრუნა. ამჯერად თვალებ ჩაშავებულ ლიამს შევეჩეხე და შვებით ამოვისუნთქე. როგორ შემეშინდა. დღეიდან გარეთ ასეთ დროს აღარასდროს გამოვალ. ხელი გულზე მივიდე და დასაწყნარებლად, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ ცრემლები მაინც არ წყდებოდა. უეცრად ლიამმა წელზე მომხვია ხელი და მის სხეულს ამაკრა. მისი სურნელი მთელს ტანში გამიჯდა და სასიამოვნოდ გამაბრუა. ხელები წელზე შემოვხვიე და მკერდზე ავეკარი. თანდათან ტირილიც შევწყვიტე და დავმშვიდდი.
-ასეთ დროს გარეთ სიარული, რომ არ შეიძლება არ იცი?- გამოსცრა კბილებში. როგორც ჩანს ყველაფერი დაინახა და ახლა გაბრაზებულია, მაგრამ ის არავინაა ჩემთვის, ამიტომაც არც აქვს რამის ბრძანების უფლება.
-შენ უნდა შეგეკითხო სად და როდის წავიდე?-
-არ შემეკითხები და ხედავ რაც მოგივიდა.-
-ხომ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იყო, შოკოლადები მინდოდა და რა მექნა.- ჩემს სიტყვებზე მისი ხმამაღალი სიცილი გავიგე და თვალებგაფართოებული მივაშტერდი.
-რა გაცინებს იდიოტო.-
-შოკოლადების გამო გამოხვედი ასეთ დროს და შარში გაეხვიე? ანუ შენს გამო მომიწია მისი ცემა?-
-რა ცემაა? არაა, რატომ ცემე, კარგად არის? შენ არ გაქვს ამის უფლება, ლიამ.-
-ის შენზე ძალადობას ცდილობდა და მაინც მასზე ნერვიულობ? მეტის ღირსია.-
-მაგრამ ისიც ადამიანია.-
-კაი ნუ პანიკიორობ, არ მიცემია ძალიან.- ბოლო სიტყვებს ღიმილიც მოაყოლა, რაზეც მოვინუსხე და რამდენიმე წამი მივშტერებოდი, შემდეგ გონს მოვედი.
-კარგი, წავედი მე. მადლობა ყველაფრისთვის.-
-მიდი, მიდი თორე ბაბილინა დასრულდება მალე.-
-ყველაზე იდიოტი ადამიანი ხარ მთელ მსოფლიოში, ლიამ პეინ.-
-ხო და ეს იდიოტი ადამიანი მალე მოგარჯულებს.-
-მაგასაც ვნახავთ.- ვუთხარი განრისხებულმა და სადარბაზოში შევედი. კარი გაბრაზებულმა გავაღე და შოკოლადები მისაღებ ოთახში მაგიდაზე დავყარე. როგორ მომიშალა ნერვები. ნეტავ საერთოდ არ გავსულიყავი გარეთ. ჩემს ოთახში შევედი, პიჟამები ჩავიცვი და პლედთან და შოკოლადებთან ერთად ფილმს ჩავუჯექი. გვიან ჩამეძინა.
*****************************
ოთხშაბათს რვა საათზე გამეღვიძა. ტელევიზორი ჩართული დამრჩენია, ამიტომაც გამოვრთე და მომზადება დავიწყე. სააბაზანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე, შავი მოკლე კაბა და თეთრი მკლავიანი მაისური ჩავიცვი. ფეხზე შავი კეტები, თმები გავიშალე და სამზარეულოში შევედი. ბუტერბროდი მოვიმზადე და საუზმობას მოვრჩი თუ არა, კოლეჯისკენ წავედი. გზად ტრის გავუარე. გამომხედა თუ არა ფანჯარაში, დავუძახე.
-ტრიიის, მოდიხარ კოლეჯში?-
-კი, კი დამელოდე.-
-კარგი, მალე რა.-
-კაიი.- გადმომძახა და შიგნით შევიდა. ათ წუთში კი ისე მეხუტებოდა, თითქოს საუკუნეა არ გვინახავს ერთმანეთი.
-კაი ტრის, მეც მომენატრე, ახლა კი წავიდეთ.-
-კარგი ჰო.- მითხრა და ხელები გამიშვა.
-აბა მომიყევი, რა ხდებოდა სკოლაში?- ვიცოდი ამას, რომ მკითხავდა, რადგან ყველაფერი აინტერესებს, როცა სკოლაში არ არის.
-რავი, ისეთი არაფერი.-
-კაი რა, ვიცი, რომ მატყუებ. ლოყები გიწითლდება ასე, რომ მითხარი და ნუ მალავ შენს და ლიამს შორის მომხდარ ამბებს.-
-მოიცა, შენ რა ვანგა ხარ?- ვუთხარი და გადავიკისკისე.
-არა, დაქალი ვარ და ზეპირად ვიცი შენი ემოციები.-
-კარგი, მოკლედ...- დავიწყე და ყველაფერი მოვუყევი, რაც გუშინ მოხდა. ის კი ჩუმად მისმენდა და დრო და დრო კითხვებსაც მისმევდა, როგორც ჩანს ძალიან დააინტერესა ამ ამბავმა და ის აზრიც კი გამოთქვა, შეიძლება მეც შემოვიდე მათემატიკაზეო, მაგრამ მას ეს საგანი ძალიან კარგად გამოსდის, ამიტომაც ვერ დავუშვებდი ჩემს გამო ევლო. ამასობაში კოლეჯშიდაც მივედით.
-პირველი რა გვაქ?- მკითხა ტრისმა.
-აუუ ისტორია.- ვთქვი მობეზრებულმა, რადგან ეს საგანი ბავშვობიდან ძალიან არ მომწონდა. ახლა მასწავლებელიც ემატება და მოკლედ საშინელებაა. კლასში შესვლისას მე და ტრისი გვერდიგვერდ დავსხედით, რადგან მარკი არ იყო და ტრის კიდე მელისასთან ჯდომა არ უნდოდა.
-გოგო, ანუ ლიამი და სელენა ერთმანეთს იცნობენ?- გადმომიჩურჩულა ტრისმა.
-როგორც ჩანს.-
-ეს ბო*ი ყველას როგორ ეტენება. არა და არაა ცუდი ბიჭი ლიამიტო.-
-ტრიიის, გეყოფა.-
-რა მეყოფა, სიმართლის თქმა?-
-არა ტრის, ლაპარაკი გეყოფა, თორე მასწავლებელი შენიშვნას მოგვცემს.-
-ოჰ, დიდი ამბავი, ფეხები არ მომჭამოს.-
-ისე შენ და მარკი რას შვებით?- ვიცოდი მისი სუსტი წერტილი, ამიტომაც ღიმილით გავაგრძელე ლაპარაკი. -კარგი წყვილი ხართ, მაგრამ რად გინდა, ვერ ეუბნები შენს გრძნობებს და იმ ბიჭსაც აფრთხობ შენი და-ძმური საუბრებით.-
-მე არ ველაპარაკები და-ძმურად.- ამოიბუზღუნა ჩუმად.
-აბა ის რა იყო წინათ, რომ უთხარი ძმა ხარო.- ვუთხარი და ხმადაბლა ჩავიხითხითე.
-ალისა, გეყოფა საყვარელო, თორე მასწავლებელი გარეთ გაგვაგდებს.-
-კარგი, კარგი ჩუმად ვარ.- ვუთხარი ღიმილით და კმაყოფილმა გავაგრძელე გაკვეთილის მოსმენა, თუმცა ვეღარც მოვასწარი, რადგან ზარი დაირეკა. გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარა დღეს, მათემატიკა არ გვქონდა, ამიტომაც ლიამის ნახვა ვერ მოვახერხე, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ სახლში მაინც ვნახავდი. რატომ მინდოდა მისი ნახვა ასე ძალიან? ეს არ ვიცი, შეიძლება მინდა მისი უკეთ გაცნობა და მასთან მეგობრობა, მაგრამ ის ისეთი ამოუცნობი და რთული ხასიათისაა, უბრალოდ ამას ვერ ვახერხებ.
სამი საათი იყო, როდესაც სახლში მივედი, ვისადილე და გაკვეთილებს ჩავუჯექი, რადგან ექვს საათზე მათემატიკაზე უნდა წავსულიყავი. მალევე დავასრულე, რადგან ბევრი დავალებები არ მქონდა. მოვემზადე, ფეხზე ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და გარეთ უნდა გავსულიყავი, როდესაც ტელეფონზე შეტყობინების ხმა გაისმა.
„გარეთ გელოდები, მალე ჩამოდი. პს: L.P” ამ ინიციალებით იმწამსვე მივხვდი, რომ ლიამი იქნებოდა, რადგან სხვას ასეთს არავის ვიცნობ, მაგრამ მაინც მივწერე.
„ვინ ხარ?“
„ლიამი ვარ, ჩამოდი ჩემთან გაგვიანდება“
„ჩემი ნომერი ვინ მოგცა?“
„ტრისმა ახლა კი ჩამოდი.“ პასუხი აღარ გამიცია, კარი საკეტით ჩავკეტე და ეზოში ჩავედი. ლიამი მანქანაში იჯდა. ამ იდიოტს ჯელტმენობის ნასახიც კი არ აქვს. კარი გავაღე და მგზავრის ადგილას მოვთავსდი.
-როგორ ხარ?-
-ჩემთვისაც კარგად წამოვიდოდი.-
-არც მე მინდოდა შენთან მოსვლა, მაგრამ დედაჩემმა ძალიან მთხოვა და.-
-აჰამ, ესეიგი ნინა მასწავლებლის თხოვნით მოხვედი?-
-კი ბატონო.-
-კარგი, მაშინ ახლა მარტო წასვლა მოგიწევს.- ვუთხარი და მანქანიდან გადავხტი. მან სწრაფად ჩაწია მინა და სათვალეები მოიხსნა, რომელიც ახლა შევამჩნიე, რომ ძალიან უხდებოდა.
-ალისა, ნუ ბავშვობ, დაჯექი და წაგიყვან.-
-არ მინდა.- ვუთხარი და გვერდით გავიხედე.
-როგორც გინდა. მეორედ არ გავიმეორებ.- თქვა და სწრაფად მოწყდა ადგილს. მის ქმედებაზე თვალები შუბლზე ამივიდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ლიამი ასე ადვილად თუ მიმატოვებდა.

თავი 5
ლიამის წასვლამ ცოტა გული დამწყვიტა, რადგან ნამდვილად არ მოველოდი მის ასეთ მოქმედებას. ვიცი, ვიცი მეც ცუდად მოვიქეცი, რა მეგონა? შემეხვეწებოდა, ჩაჯექი მე წაგიყვანო? თან ვიცი, რომ ვძულვარ.
მოკლედ ყველაფრის მიუხედავად გზა მარტომ გავაგრძელე. საშინლად მოიღრუბლა და დარწმუნებული ვიყავი, ან ახლა გაწვიმდება ან ახლათქო და ასეც მოხდა. ისეთი კოკისპირული წვიმა დაიწყო, რომ სულ გავიწუწე. სირბილით გავაგრძელე შეშინებულმა გზა, რადგან წვიმას ჭექა-ქუხილიც მოყვა. მალევე მივაღწიე ლიამის სახლს, ჭიშკარი გავაღე და კარზე ზარი დავრეკე. რამდენიმე წამში გააღეს და ჩემს წინ ლიამი აისვეტა. თვალებგაფართოებული მომშტერებოდა. შენი ბრალია ლიამ პეინ, ასეთ დღეში, რომ ვარ. სიცივისგან აკანკალებულმა ვერც კი მივხვდი ისე დავიწყე კბილების წაკწაკი.
-ლიამ, ვინ არის?- გაისმა ნინას ხმა.
-ოჰ ალისა, შენ ხარ? შემოდი, შემოდი როგორ დასველებულხარ ჩემო გოგო. წამოდი ტანსაცმელს მოგცემ, რომ გამოიცვალო. ლიამს მოვკლავ, როგორ არ წამოგიყვანა. ხომ ვუთხარი მიაკითხეთქო.- ქოთქოთებდა და თან მეორე სართულისკენ მივყავდი.
-ნინა მას, არაა საჭირო გავშრები.- ამოვილუღლუღე ძლივს.
-როგორ გაშრები, ნახე რა დღეში ხარ.- ეს მითხრა და მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ. მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა. თვალები გამინათდა, როცა თვალი მოვავლე ყველაფერს. კედლები იასამნისფრად შეეღებათ, იისფერი ფარდები, ღია ყავისფერი ავეჯი და იასამნისფერი გადასაფარებელი საწოლზე.
-ვაუ! რა ლამაზია. ვისი ოთახია?- ვკითხე ნინას, რომელსაც თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა.
-მაპატიე, მაპატიე არ უნდა მეკითხა. - გადავაკეთე უცებ.
-არაფერია. ეს ვაიოლეტის ოთახია. ლიამის ტყუპისცალის, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა.-
-ოუ მაპატიეთ, ვწუხვარ. დიდი ბოდიში, რომ თქვენს მტკივნეულ თემას შევეხე.-
-არაუშავს საყვარელო, შენ გამოიცვალე, მოწესრიგდი და ჩამოდი. მე ჩაის გაგიკეთებ.-
-კარგი, მადლობა.- ნინა ოთახიდან გავიდა მე ტანსაცმელი გამოვიცვალე, ვაიოლეტი ზუსტად ჩემი წონის ყოფილა, რადგან ყველაფერი საათივით მომერგო. თავი მოვიწესრიგე და ოთახი დავტოვე. მისაღებ ოთახში ლიამი იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. როგორც კი დამინახა თვალები სიბრაზით აევსო. მეგონა ან ახლა მომვარდება და მომკლავს, ან ახლათქო. თუმცა ამის მაგივრად სამზარეულოში გავიდა. რამდენიმე წამში კი მისი ღრიალის ხმა გავიგე.
-დედა, რატომ აცვია მას ჩემი დის ტანსაცმელი?-
-აბა რა მექნა ლიამ, ვერ შეხედე როგორი სველი იყო?-
-მერე რა, გაგეშვა სახლში და მიხედავდა თავს, რაც ამ გოგომ აქ სიარული დაიწყო, ვაიოლეტს სულ უფრო ხშირად ახსენებ და ეს არ მომწონს.-
-ლიამ, გეყოფა უზრდელობა. რა მისი ბრალია, თუ ასე ძალიან ჰგავს ვაიოლეტს?-
-არა, მისი ბრალი არაა, შენი ბრალია ასე კარგად, რომ ექცევი.- ბოლო სიტყვები მკვეთრად წარმოთქვა და სამზარეულოდან გამოვარდა.
-იცოდე მიფრთხილდი, ინანებ აქ სიარული, რომ დაიწყე.- მიღრიალა და სახლიდან გავიდა. მე დივანზე ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი. რა დავუშავე? რატომ ვძულვარ ასე ძალიან? რამდენიმე წუთში ზურგზე ნაზი ხელი შემეხო, რომელმაც გულში ჩამიკრა და ჩემი დამშვიდება დაიწყო. თუმცა ხომ იცით? ამ დროს უფრო გულჩვილი ხდება ადამიანი და მეც ტირილს ვუმატე.
ცოტა ხანში ცრემლები შემაშრა და ტირილიც შევწყვიტე. თავი მაღლა ავწიე და ნინას თვალებში ჩავხედე, რომლებიც ცისფრად ელავდა. მის თვალებში ყოველთვის შემიძლია ჩავიძირო, რადგან არ შეიძლება ის დიდი ტკივილი არ ამოიკითხო, რომელსაც ის გრძნობს.
-მაპატიეთ, რომ ასეთი ცუდი განწყობა შეგიქმენით.- ვუთხარი და თავი დავხარე.
-რას ამბობ ალისა. დღეს შეგიძლია სახლში წახვიდე და დაისვენო, პარასკევს ვიმეცადინოთ.-
-კარგით ნინა მას, ძალიან დიდი მადლობა.- ვუთხარი ჩანთა ავიღე და სახლი დავტოვე. ჩემს სახლამდე ტაქსით მივედი, რადგან სიარულის თავი არ მქონდა. მისვლისას პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი და საწოლზე გულაღმა დავეშვი. მალევე ჩამეძინა.

თავი 6
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. თვალები ზანტად გავახილე და თეთრ ჭერს ისე დავუწყე ცქერა, თითქოს რაღაც საინტერესო ყოფილიყოს გაკრული. მე კი წაკითხვას ვცდილობდე. ტანსაცმელიანად ძილი საშინელი რაღაც ყოფილა, მთელი სხეული მტკივა და კიდურებსაც ვერ ვიმორჩილებ. ახლა ყველაზე მეტად შხაპის მიღება თუ მიშველის. ფეხზე ძლივძლივობით წამოვდექი და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. ჯაკუზი წყლით გავავსე და შიგნით ჩავწექი. თბილმა წყალმა იმდენად მომადუნა, რომ ყველაფერს დავთმობდი აქ მთელი დღით ყოფნისთვის. უეცრად, თავში რაღაც იდეა მომივიდა და წყალში ჩავყვინთე.
წყალი მშვიდია. მე დასვენებული ვარ. წყალში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. აქედან ვერსად გავიქცევი. ყველაფერი შენელებულია- ხმაურიც და ჩემი ფიქრებიც. ნეტავ ასე ძილს თუ შევძლებ, აბაზანის ფსკერზე დაძინება, რომ მომინდეს, მაგრამ არ მინდა. საამისოდ საშინელი ცხოვრება უნდა გქონდეს, მე კი საკმაოდ ბედნიერი ვარ, ლიამის გამოხტომებს თუ არ ჩავთვლით.
რამდენი წუთი გავიდა? ოთხი? ხუთი? მეტი? უკვე ფილტვები მეწვის. სიმშვიდე შეინარჩუნე, ვეუბნები ჩემს თავს. მოდუნდი, ახლა პანიკაში ჩავარდნაზე საშინელი არაფერი იქნება.
წამოვჯექი და თვალებს ვახელ. ვქოშინებ და ფილტვებს ჰაერით ვივსებ. მიხარია, რომ ვერავინ ხედავს, როგორ ვახველებ და წყალს როფორ ვაფურთხებ ფილტვებიდან. არსადაა ის შეგრძნება, სიკვდილს გადარჩენის მერე, რომ გეუფლება. მხოლოდ სიცარიელე, ჰაერს მოწყურებული ფილტვები და სახეზე მიწებებული სველი თმა.
ჯაკუზიდან ამოვდივარ, ტანს ვიმშრალებ და პირსახოცშემოხვეული გავდივარ საძინებელში. შავ შარვალს და საროჩკას ვიცმევ, ფეხზე კეტებს და თმის გამშრალებას ვიწყებ. მალევე ვასრულებ, კოსად ვიკრავ და სამზარეულოში გავდივარ. მსუბუქად ვსაუზმობ, შემდეგ კი ჩანთას ვიღებ და კოლეჯში მივდივარ.
მთელი დღე ისე გადის, რომ ლიამი არსად ჩანს. მართალია მასზე გაბრაზებული და ნაწყენი ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მომენატრა და ახლა ყველაზე მეტად მისი ნახვა მინდა. დღეს, რომ მქონდეს მათეატიკა მივიდოდი და ვნახავდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ გუშინდელის მერე უკვე მეშინია იქ მისვლა, თან მისი სიტყვებიც მახსენდება. როგორი ზიზღით მეუბნებოდა, რომ ვინანებ მის სახლში სიარულის დაწყებას. გაკვეთილების ბოლოს მე და ტრისი ერთად მივდივართ სახლში, მე ვმეცადინეობ, ფილმს ვუყურებ და ბოლოს გათიშულს მეძინება.
*********************************

პარასკევს წინა დღესთან შედარებით აღარც თავის ტკივილი მაღვიძებს და აღარც სხეული მაქვს დაჭიმული. ჩვეულებრივ, დილის რუტინას ვასრულებ, რომელიც უკვე ჩვევად მაქვს. ამ ყველაფრის გარეშე ჩემი დღე უბრალოდ ვერ დაიწყება, შემდეგ კი კოლეჯში მივდივარ. დღეს პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათემატიკა მაქვს და შემეძლება ლიამის ნახვა, თუმცა არც ვარ იმაში დარწმუნებული, რომ ჩემი მისვლისას სახლში დამხვდება. კოლეჯში შესვლისას წინ ტრისი მეგებება. მისი ნახვა მიხარია, რადგან ახლა ნამდვილად მჭირდება ახალი ამბების მოსმენა და განტვირთვა.
-აბა რა ხდება ახალი?- ვეკითხები და ვუღიმი.
-ღმერთო ჩემო, შენ მართლა ალისა ხარ? სად წაიყვანე ჩემი დაქალი არაფერი, რომ არ აინტერესებს?- თვალებგაფართოებული მიცქერს.
-კარგი რა, უბრალოდ დღეს კარგ ხასიათზე გავიღვიძე, მიდი მოყევი, რა ხდება.-
-რა ხდება და ეს ჩვენი რიჩარდ მასწავლებელი და ქეთრინ მასწავლებელი გამოვიჭირე გუშინ ერთად სპორტის კაბინეტში.- ისე თქვა ვითომ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეს წყვიტავდეს, რაზეც ხმამაღლა გამეცინა.
-კარგი რა, ისე ყვებოდი მე მეგონა ვინმე მოკალი.-
-ახლა შენ მოგკლავ ნორმალურად თუ არ მოიქცევი.-
-ჰეიიი. ქალბატონო, მე კარგად ვიქცევი, ეს შენ ხარ არანორმალური.-
-ნუ ხო კაი, ცოტათი არანორმალური ვარ.-
-ალელუიაა, აღიარა.- ვთქვი, ხელები მაღლა ავწიე და გავიცინე. პირველადაა ასე თავისუფლად, რომ ვიცინი სკოლაში და თავდახრილი არ დავდივარ სადარბაზოში. ეს პირველი მიღწევაა იმ მიზნებიდან, რომლებიც სკოლაში თავისუფლად სიარულში დამეხმარება.
ლაპარაკში კლასამდეც მივაღწიეთ. ზარი დაირეკა და მასწავლებელიც შემოვიდა. სია ამოიკითხა და როცა ლიამთან მივიდა გულმა რაღაცნაირად დაიწყო ფეთქვა, მეგონა ან ახლა ამოვარდება, ან ახლათქო. არა უნდა დაეწერა მისთვის, როცა კარი გაიღო და კლასში პეინი შემოვიდა.
-ბოდიშით მას.- ისე უთხრა არც კი შეუხედავს და ჩემკენ წამოვიდა. კიდევ კარგი ტრისი მეჯდა გვერდით, ამიტომაც მან, ჩვენს უკან დაიკავა ადგილი. ზურგს მისი მზერა მიწვავდა და ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა გაკვეთილი.
-იცი რა თვალებით გიყურებს?- მიჩურჩულა ტრისმა ყურში.
-ვინ?-
-ვითომ ვერ ხვდები. რა თქმა უნდა ლიამი.-
-მერე მე რა ვქნა?-
-კარგი რა ალისა, რატომ იქცევი ეგრე?-
-როგორ ვიქცევი?-
-როგორ და ბიჭი იწვის ისე მოწონხარ, შენ კიდე აიგნორებ.-
-საიდან მოიტანე? მაშინ არ მეტყოდა გუშინ, რომ ვინანებ მის სახლში სიარულს.-
-კარგი რა, ვერ ხვდები?-
-რას?
-ამას მხოლოდ თავისი გრძნობების დასაფარად აკეთებს.-
-არ გვინდა რა ამ თემაზე ლაპარაკი, თორე ვიჩხუბებთ.-
-რაც მართალია იმას ვამბობ. აი, ნახავ ჩემი სიტყვები გამართლდება.-
-კარგი ვნახოთ.-
-გვეყოს ახლა, თორე მასწავლებელი გვეჩხუბება.-
-კარგი ვსო, ვჩერდები.- თქვა ტრისმა და გაისუსა. სამმა გაკვეთილმა ისე ჩაიარა, რომ ლიამი აღარ მინახავს. დიდ დასვენებაზე მე და ტრისი ბუფეტში ჩავედით. ფორთოხლის წვენები ავიღეთ და მაგიდისკენ მივდიოდით, როცა წინ სელენა და მისი ორი თოჯინა გადაგვეღობა.
-რა ხდება?- კითხა ტრისმა.
-არაფერი, უბრალოდ პატარა და ვითომ უმანკო ალისას უნდა ვუთხრა, რომ ტყუილად ფიქრობ ლიამის შებმას. ის ჩემია და არაფერი გამოგივა.- მის სიტყვებზე სახე მთლიანად ამიწითლდა და თვალებში ცრემლები ჩამიდგა. ჩემთან რა უნდა? ყავდეს ლიამი, ვინ ართმევს?
-იცი რა? გყავდეს ეგ შენი ლიამი, მე არაფერში მჭირდება.- ვუთხარი და არც ვიცი საიდან მომივიდა ამდენი გამბედაობა, მაგრამ მე ეს გავაკეთე. სელენამ ცინიკურად გაიცინა და გვერდით გავლისას ხელი ჩემს ჭიქას გაკრა, რომელიც მთლიანად გადამესხა მაისურზე და ყვითლად შეიღება.
-ამათ გადავაბამ ერთმანეთზე.- ტრისი მათკენ გაიწია, თუმცა შევაჩერე.
-არ გინდა ტრის, არ ღირს სანერვიულოდ.- ვუთხარი და დამშვიდება დავუწყე.
-ამ მაისურით ვერ ვიქნები, სახლში უნდა წავიდე.- ვუთხარი, როცა ზარი დაირეკა.
-კარგი მიდი, მე ვეტყვი მასწავლებელს.-
-კარგი.- ვუთხარი, ტრის ლოყაზე ვაკოცე და კოლეჯიდან სახლისკენ წავედი. მისვლისას გამოვიცვალე, ვისადილე, ცოტა მათემატიკა ვიმეცადინე და რეპეტიტორთან წავედი. გზად ტაქსი გავაჩერე, რადგან არ მინდოდა კვლავ წვიმაში მოვყოლილიყავი. ნახევარ საათში მივედი დანიშნულების ადგილას. კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე როდის გამიღებდნენ. გამიხარდა, როცა ნინა მასწავლებელი შემხვდა და არა ლიამი.
-გამარჯობა ნინა მას.-
-გამარჯობა ალისა, შემოდი. ლიამი და მისი მეგობრები არიან მისაღებში, ფეხბურთს უყურებენ, მაგრამ გავაფრთხილე და ხელს არ შეგიშლიან.-
-კარგით ნინა მას.- ვუთხარი, მართალია არ მინდოდა ლიამთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა, მაგრამ მეორე გაკვეთილს ვეღარ გავაცდენდი, ამიტომაც სხვა რა გზა მქონდა. ოთახში შესვლისას თავიდან ყველა მე მომაშტერდა, შემდეგ რიგრიგობით წამოვიდნენ ჩემკენ და მომესალმნენ.
-მე ლუი ვარ.-
-მე ზეინი.-
-მე ჰარი.-
-მე ნაილი.-
-მე ალისა ვარ. სასიამოვნოა.- ვუთხარი და ყველას გავუღიმე.
-ჩვენთვისაც.- მითხრა ყველამ ერთად და კვლავ თავის ადგილებს დაუბრუნდნენ. მე და ნინა მასწავლებელი ოთახის მეორე კუთხეში მაგიდასთან დავჯექით და დავალების დაწერა დავიწყეთ. თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა ეს ქალი ისე კარგად და თბილად მიხსნიდა ყველაფერს, რომ გავიგე და უკვე დამოუკიდებლად ვაკეთებდი დავალებებს.
-ალისა, მე გავალ და მოვალ ახლავეს.-
-კარგით მას.- ვუთხარი ნინას და ცალი თვალი ლიამისკენ გავაპარე, რომელიც მშვენივრად ერთობოდა, შემდეგ კი მაგალითის ამოხსნა დავიწყე, როდესაც უეცრად კვნესის ხმა მომესმა. ეს რა არის? ტელევიზორისკენ გავიხედე და თვალები შუბლზე ამივიდა, როცა დავინახე, რომ პორნოებს უყურებდნენ. ლიამი სიცილით კვდებოდა, სხვები კი ჩემს მდგომარეობაში იყვნენ.
იმდენად შეურაცყოფილი დავრჩი, რომ თვალცრემლიანი უკვე ჩემს ნივთებს ვალაგებდი, როდესაც სამზარეულოდან ნინა გამოვიდა და ეს ყველაფერი დაინახა თუ არა, სახე გაუწითლდა. არ ვიცი სირცხვილისგან, თუ სიბრაზისგან.
-ლიამ პეინ, ახლავეს გამორთე ტელევიზორი და შენი უსირცხვილო ჰორმონები სხვაგან და სხვასთან დაიკმაყოფილე. სირცხვილი საერთოდ არ გაწუხებს? გადარიე ბავშვი. ხომ გთხოვე, რომ ალისა მოდიოდა? შენ მასზე საკმაოდ უფროსი ხარ, თუმცა ვხვდები, რომ მას შენზე მეტი აზროვნება შეუძლია.- პირველად ვნახე ნინა ასეთ მდგომარეობაში. ბოლო ხმაზე ღრიალებდა, ლიამის წინ მდგომი და მეგონა სადაცაა თმაში წვდება და ცემსთქო. ლიამმა ტელევიზორი გამორთო, ბიჭებმა ჩვენი წასვლის დროაო და სახლიდან გავიდნენ. მეც მოვიკიდე ზურგზე ჩანთა და ისე გავედი გარეთ. ნინას ხმა მესმოდა, თუმცა ყურადღება აღარ მიმიქცევია. ჭიშკარს ცოტათი გავცდი თუ არა, უეცრად წინ ვიღაც ბიჭი გადამეღობა. ესღა მაკლდა.
სახეზე ნიღაბი ჰქონდა გაკეთებული, ამიტომ ვერ ვარჩევდი ვინ იყო, ან როგორი იყო. ჯიბიდან დანა ამოიღო და ჩემკენ წამოვიდა. შიშისგან ავკანკალდი და ნელ-ნელა დავიწყე უკან სვლა.
-გთხოვ, არაფერი დამიშავო.- ცრემლები წამომცვივდა, თუმცა რა აზრი ჰქონდა. უცნობმა მკლავზე ხელი ჩამავლო და ბეტონის კედელს ძლიერად მიმაჯახა. ნეკნებმა ტკაცუნი დაიწყო და ყრუდ ამოვიკვნესე. ძალიან მინდოდა მისთვის ნიღაბი მომეხსნა. ცალი ხელი, რომელიც თავისუფალი მქონდა მისი სახისკენ წავიღე და ისე, რომ თვითონ ვერც კი გაიაზრა ნიღაბი მოვხსენი. ჩემს წინ კი ჩემი ყოფილი შეყვარებული დეიმონი აისვეტა.
-დეიმონ? შენ აქ რა გინდა? ჩემგან რა გინდა ? გთხოვ თავი დამანებე რა.- ტირილისგან ვსლუკუნებდი და ვეხვეწებოდი გავეშვი, მაგრამ ამაოდ.
-იცი რატომ მინდა რამე დაგიშავო? იმიტომ, რომ შენ მე ცხოვრება დამინგრიე. ყველას წინაშე შემარცხვინე და მომკალი. ახლა შენს მიმართ მხოლოდ სიძულვილს ვგრძნობ და მინდა, რომ მოგკლა. –
-კარგი რა, ჩვენ ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით, რა საჭიროა ასეთი რაღაცების გაკეთება? გთხოვ მეშინია.- ამოვისლუკუნე და ტირილს ვუმატე. მან დანა ჩემი ყელის მიმართულებით წამოიღო, რაზეც გამაკანკალა. მის ხელებში ფართხალი დავიწყე, მაგრამ მან უფრო ძლიერად დამიჭირა და დანის წვერი ყელის მარჯვენა მხარეს ჩამომისვა, რის შემდეგაც საშინელი წვა და ტკივილი ვიგრძენი. ალბათ ყელს გამომჭრიდა, რომ არა ლიამი, რომელმაც დეიმონი მომაშორა. კედელს მიყუდებული იქვე ჩავიკეცე, ყელიდან სისხლი მდიოდა, თვალებზე კი ცრემლები შემშროდა. ლიამი გამეტებით ურტყამდა დეიმონს. ხელებზე ძარღვები ეტყობოდა და გაცხოველებული იყო.
არ ვიცი ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა, როცა თვითონ ორმაგ სულიერ დარტყმას მაყენებს. საბოლოოდ არ ვიცი როგორ, მაგრამ დეიმონი გაექცა. ლიამი ჩემკენ წამოვიდა და ხელში ამიყვანა. მის მკლავებში მოქცეულმა კანკალი შევწყვიტე და ცოტა დავმშვიდდი, თუმცა მაინც ვსლუკუნებდი. შეშინებულმა კი მის მკლავებში დავკარგე გონება.

თავი 7
თვალებს უცხო ოთახში ვახელ. თავიდან დაბნეული ვარ, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ და ვცდილობ გავარკვიო სად ვარ.
უეცრად ყელზე საშინელ წვას ვგრძნობ, ამიტომ ხელს ვისმევ და ვგრძნობ როგორ მაქვს ბინტი შემოხვეული. ეს რა არის? ფეხზე ძლივძლივობით ვდგები და ვგრძნობ უეცრად, როგორ მეხვევა თავბრუ, ამიტომაც საწოლის თავს ხელს ვჭიდებ და ვცდილობ, რომ თავი შევიმაგრო.
ამ დროს ოთახის კარი იღება და შიგნით ლიამი შემოდის. თვალები ამღვრეული აქვს. ჩემს წინ დგება, ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და ერთხანს თვალებში მიყურებს, თუმცა მე მრცხვენია და თვალებს დაბლა ვხრი, შემდეგ კი მიპყრობს ის აზრი თუ რატომ ვარ აქ? ან ვინ მომიყვანა? ამიტომაც პირდაპირ შეტევაზე გადავდივარ მინდა, რომ ყველა კითხვაზე მიპასუხოს; მინდა, რომ გავარკვიო რა მჭირს ყელზე.
-ლიამ, რა ხდება? რა მჭირს?-
-ამმ. ალისა,მოდი ჯერ წამოწექი, არ შეიძლება შენი ფეხზე დგომა და მერე მოგიყვები კარგი?- მის სიტყვებს ვემორჩილები და საწოლზე ვწვები, შემდეგ კი სანამ თვითონ დაიწყებს რამის მოყოლას, გონებას ვძაბავ და ვიხსენებ რა მოხდა წინა დღეს.
მათემატიკაზე ვიყავი, ლიამი და მისი ძმაკაცები იყვნენ, შემდეგ ლიამმა ისეთი რამ გააკეთა, რითაც ძალიან შეურაცყოფილად ვიგძენი თავი და გარეთ გამოვედი, შემდეგ დეიმონი გამოჩნდა და... ყველაფრის გახსენების შემდეგ, თვალებზე ცრემლები მადგება და ტირილს ვიწყებ. არ მინდოდა ეს ლიამის წინ გამეკეთებინა, თუმცა თავს ვერ ვიკავებ.
მგონია, რომ დამცინებს, ან რამე ირონიულს მეტყვის, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მიახლოვდება და გულში მიკვრავს. მის სურნელს ბოლომდე ვიყნოსავ ისე, რომ მთელს ფილტვებში მხოლოდ მენთოლის და საოცრად სასიამოვნო სუნამოს სურნელია. ლიამი ხელს მისვემს თმაზე და ცდილობს დამაწყნაროს, მისი ჩახუტებით თითქოს სხეულში ელექტრონები მივლის და საოცრად ვიმუხტები.
-მაპატიე, რომ ვერ მოგისწარი. მაპატიე, რომ ასე ცუდად გექცეოდი. მაპატიე მხოლოდ იმის გამო, რომ გექცეოდი ცუდად, რომ ვაიოლეტს გავხარ. მაპატიე, ამიერიდან აღარასდროს გაწყენინებ.- ლიამის სიტყვებმა გამაოცა და გული მომილბო. ვიცოდი, რატომაც მექცეოდა ასე, მაგრამ ახლა მიხარია, რომ ის თვითონ მიხვდა თავის შეცდომას.
-არაუშავს, საპატიებელი არაფერია, მესმის შენი.- ვლუღლუღებ, რადგან ჯერ კიდევ მეშინია მისი რეაქციების. მალევე მშორდება და მეც სიცივისგან ბუსავით ვიბუსები, რადგან ლიამის სხეული მათბობდა.
-ნინამ თქვა, რომ სანამ დეიმონს არ მოვიცილებთ ჩვენთან იცხოვრებ.-
-რაა? არა, ამას ვერ გავაკეთებ. შენ საიდან იცი მისი სახელი?- ჩემს კითხვაზე თვალები უშავდება და იძაბება. ერთი წამით ვინანე კიდეც ამის კითხვა, მაგრამ მშიშარა ბავშვივით ვეღარ მოვიქცევი, ყველაფერი მაინტერესებს.
-მოგიყვები ოდესმე. მანამდე კი აქ იცხოვრებ, თუ რა თქმა უნდა არ გინდა სადმე დაგიჭიროს იმ ნაძირალამ და ეგ ყელი ბოლომდე გამოგჭრას.- კბილებში ცრის და ოთახის კარს ისე აბრახუნებს, თითქოს ჩამოვარდნას უპირებდა.
ერთი წუთით ისიც კი ვიფიქრე, რომ ლიამი აღარ იქნებოდა უხეში, თუმცა ასე უცებ რა შეცვლიდა, მან მხოლოდ ჩემს მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, მე კი აქ ყოფნის განმავლობაში ვეცდები ის შევცვალო.
მართალია ნინა მასწავლებლის მერიდება, მაგრამ დეიმონის უფრო მეშინია, თან მარტო ვცხოვრობ, ამიტომ არაფერი დაშავდება ცოტა ხნით აქ თუ ვიქნები. ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც კარზე კაკუნი გავიგონე და რამდენიმე წამში ოთახში ნინა შემოდის.
-როგორ ხარ ალისა?- ნაღვლიანი თვალებით მიყურებს, ხელში კი საჭმლით სავსე ლანგარი უჭირავს, რომელსაც ფეხებზე მიდებს.
-მადლობთ კარგად ვარ, მაგრამ არ მშია და არ იყო საჭირო.-
-რას ამბობ, ახლა კარგად უნდა იკვებო, რომ მოძლიერდე და იმ იდიოტს კარგად გაუსწორდე. თან დღეიდან ჩვენს სახლში იცხოვრებ და შეგიძლია როგორც შენს სახლში ისე მოიქცე.- ვგიჟდები ამ ქალის მზრუნველობაზე და ამავე დროს ვერ ვხვდები, როგორ შეუძლია იყოს ასეთი წმინდა.
-ხომ ვიცი, მითხრა ლიამმა.- თვალებს დაბლა ვხრი და თითებს ვაწვალებ.
-ძალიან კარგი შვილო, მიდი ახლა მიირთვი და მერე შენ და ლიამმა შენი ტანსაცმელი მოიტანეთ. დღეიდან ეს ოთახი შენი იქნება.-
-ძალიან დიდი მადლობა ნინა მას.-
არა, არა. დღეიდან ნინა მასწავლებელი არ გავიგო, უბრალოდ ნინა დამიძახე, თორე მეწყინება.-
-კარგი ნინა.- ვეუბნები და ვუღიმი, შემდეგ კი საუზმობას ვიწყებ. ნინა ცოტა ხანი კიდევ მელაპარაკება, შემდეგ მითხრა ჩასაცმელს მოგიტან რამესო და გავიდა.
მე დრო ვიხელთე და ჩემი ოთახის დათვალიერება დავიწყე. ძალიან გამიხარდა, რომ მას ფანჯარა ჰქონდა, მიყვარს ფანჯრის რაფაზე ჯდომა, წიგნის კითხვა და ვარსკვლავების ყურება. ჩვეულებრივი ოთახი იყო, შოკოლადისფერ ფერებში. დიდი კარადა, კომოდი, ტახტი და ორი ტუმბო. მალევე ნინაც მოვიდა.
-ნინა, საპირფარეშო საითაა?- ვეკითხები და ტანსაცმელს ხელიდან ვართმევ.
-პირველ სართულზე, სამზარეულოს გვერდითაა.-
-კარგი, მადლობა.- ვეუბნები და წინ მივიწევ, ისიც უკან მომყვება. პირველ სართულზე, ჩავდივარ თუ არა, შემთხვევით ვიღაცის მკვრივ სხეულს ვეჯახები, წონასწორობას ვეღარ ვიკავებ და ერთ წამში იატაკს ვეხუტები, რასაც ჩემი კივილიც მოსდევს. ლიამმა კი იმის მაგივრად, რომ ფეხზე ადგომაში დამეხმაროს, დგას და ბოლო ხმაზე დამცინის. მე ძლივძლივობით ვდგები ფეხზე, რადგან ყველაფერი მტკივა, ვუბღვერ და საპირფარეშოსკენ მივდივარ, გზაში კი ხმამაღლა ვამბობ.
-იდიოტი ხეპრე.-
-მოურჯულებელი თხა.- ჩემს ყურთასმენას მისი სიტყვები ეწევა, რაც საშინლად მიშლის ნერვებს და მინდა, რომ რაღაც გავუქანო, მაგრამ ნინასი მერიდება, ამიტომაც მშვიდდები და სააბაზანოში შევდივარ.
ხელ-პირს ვიბან, თმას ვივარცხნი და გარეთ გამოვდივარ. უეცრად, ჩემს ჩანთას ვხედავ დივანზე, რაც ძალიან მიხარია, რადგან მეგონა თუ დავკარგე. ვიღებ და ჩანთიანად მივდივარ "ჩემს" ოთახში, თან ტელეფონს ვრთავ, სადაც დედაჩემის სამი და ტრისის 22 გამოტოვებული ზარი მხვდება. კაი ტრის, არ დაგეზარა ამდენი რეკვა? ვიცინი და ტელეფონს საწოლზე ვაგდებ, მოგვიანებით ორივეს გადავურეკავ.
ნინას მოცემულ ჯინსის შარვალს და მკლავიან მაისურს ვიცმევ, ფეხზე ჩემს კეტებს, ტელეფონს და სახლის გასაღებს ვიღებ და პირველ სართულზე ჩავდივარ.
-წავედით?- ვეკითხები ლიამს, რომელიც ჩემი თვალიერებითაა გართული, რაზეც ლოყები მიწითლდება და თავს დაბლა ვხრი. ის კი მოულოდნელად ისე მიახლოვდება, რომ მისი სუნთქვა ბაგეებზე მეცემა. მთელი სხეული მეხორკლება და ვცახცახებ. ლოყას ლოყაზე მიხახუნებს და ყურში მიჩურჩულებს.
-საშინლად სექსუალური ხარ წითელი ლოყებით.- შემდეგ კი ისე მშორდება, რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ რა მოხდა. დაბნეული და ნაბიჯ არეული მივდივარ მანქანისკენ და მგზავრის ადგილს ვიკავებ. ჯანდაბა ლიამ პეინ, ალბათ მალე ფსიქიატრიულში წამიყვანენ.

თავი 8
მე და ლიამი მალევე მივედით ჩემს ბინამდე, შიგნით შევედი და მივხვდი, რომ ძალიან მომენატრებოდა აქაურობა, ფილმების ყურება, წიგნების კითხვა და ტრისთან ერთად მთელი დღე ჭორაობა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მქონდა. ლიამი ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ნინაც ამიტომ მათ იმედებს ვერ გავუცრუვებ. ტრის კი სკოლაშიდაც ვნახავ. ტანსაცმელებს ბარგში ვაწყობ, ბევრს არა თუმცა მაინც მძიმეა, ამიტომ ძლივძლივობით გამომაქვს ოთახიდან. ოხ ლიამ, სუფთა მთათუმანი ხარ რა. შიგნითაც კი არ შემომყვა, იქნებ თავს ვიკლავ. ამის შემდეგ, რამდენიმე ცალი წიგნიც ჩავდე, ნოუთბუქიც გავიყოლე და ჰიგიენის ნივთებიც ჩავაწყვე. ყველაფერი მზად, რომ დავიგულე გარეთ გავედი ლიამის დასაძახებლად, რომელიც მანქანას მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა. ღმერთო, მგონი დაცხა. რა სიმპატიურია ასეთ ფორმაში, სადაცაა გული წამივა. ჩემს დანახვაზე იღიმის, ღრმა ნაფაზს არტყამს და სიგარეტს გვერდით ისვრის.
-შეგიძლია ბარგის გამოტანაში დამეხმარო?- ვთხოვ, როცა ვუახლოვდები.
-რა თქმა უნდა.- მეუბნება და წინ მიდის, მე კი უკან მივყვები დაკარგული ბავშვივით, რადგან ის ძალიან სწაფად დადის. მესამე სართულზე ავდივართ, ლიამს ბარგი ჩააქვს, მე კი კარს ვკეტავ და მანქანაში ვჯდები. მალევე ისიც მიერთდება და მანქანას ძრავს.
ერთი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც გზაში ვართ, არც ლიამი იღებს ხმას და არც მე. ეს სიჩუმე თავს მაბეზრებს და თან მაინტერესებს სად მივდივართ, რადგან მისი სახლი სულ რაღაც ოცი წუთის სავალზეა ჩემი სახლიდან.
-ლიამ, სახლში არ მივდივართ?-
-არა, რაღაც მინდა გაჩვენო.-
-ხომ, მაგრამ ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს.-
-არაუშავს, ხვალ კვირაა და იმეცადინებ.-
-კარგი, მაგრამ ის მაინც მითხარი სად მიგყავარ?-
-ძალიან ლამაზ ადგილას.-
-მალე მივალთ?-
-ალისა, მოისვენე, მალე მივალთ ხო.- წყობიდან გამოსული ხმას ოდნავ უწევს, მაგრამ ახლა მისი ყვირილის აღარ მეშინია, რადგან ვიცი, რომ არაფერს დამიშავებს. ის ასეთი არ არის, ის კეთილია, უბრალოდ ხანდახან უწევს ცუდი ბიჭის როლის მორგება. კიდევ ნახევარი საათი ვართ გზაში, შემდეგ ლიამი მანქანას ერთ შემაღლებულ ადგილას აჩერებს, კარს მიღებს და მეც გადმოვდივარ.
-წამოდი.- მეუბნება. ჩემს ხელს თავისაში იბღაუჭებს და წინ მივყავარ. ნანახით ძალიან გაოცებული ვარ. მეღიმება და აღრთოვანებული ვარ ისეთი ლამაზია აქაურობა. მთელი ქალაქი ჩანს თითქოს სახლები, მანქანები და ადამიანები, რომლებიც ჩვენ მაღლები გვგონია, პატარა მწერებად გადაიქცნენ და აქეთ-იქით დარბიან. ხშირად, მიოცნებია ვყოფილიყავი ისეთი მაღალი, რომ შემძლებოდა ცამდე ასვლა და იქიდან ყველაფრის დანახვა. დამენახა თუ რას საქმიანობდა თითოეული ადამიანი, რა სიკეთეს აკეთებდა, რა ბოროტებას. ყველაფერი ღმერთის თვალით დამენახა, მაღლიდან.
სიხარული იმისა, რომ ეს საოცარი ადგილი აღმოვაჩინე მიასმაგდება და მდელოზე აქეთ-იქით დავრბივარ. ლიამი ერთხანს ღიმილით მიყურებდა, შემდეგ თავს აქნევს და მე მეკიდება.
-არა ლიამ, წავიქცევით, გეყოფა.- ვუყვირი, თუმცა მეც და ისიც სირბილს ვაგრძელებთ. თავს თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ. მიხარია, რომ ლიამი გავიცანი. ის, რომ არა ახლა აქ კი არა სახლში, წიგნებში ჩაფლული ვიქნებოდი.
ლიამი სირბილს უმატებს, მასთან ერთად მეც, თან უკან ვიხედები და კისკისით მივიწევ წინ, ამიტომ ვერ ვამჩნევ ქვას, რომელსაც ფეხს ვკრავ, ვეცემი და მდელოზე მივგორავ.
ესღა მაკლდა. მთელი სხეული მტკივდება და არ ვიცი როგორ გავჩერდე, ლამისაა ტირილი დავიწყო, როცა ვიღაცის ძლიერი ხელები მაჩერებს, რომლებიც წელზე მაქვს შემოხვეული და ხელში მიტაცებს. გულს ბაგა-ბუგი გაუდის, როცა ლიამის თვალებში შიშს ვხედავ, თავს მკერდზე ვადებ და მხოლოდ ახლა ვგრძნობ როგორ მტკივდება მარჯვენა ფეხი. არ ვიცი ტკივილისგან თუ იმის შიშისგან, რომ ლიამი ვერ მიშველიდა, მაგრამ მაინც მომდის ცრემლები. ლიამი ამას ხედავს და პატარა ბავშვივით მაქნევს აქეთ-იქით. შემდეგ მინდორზე მსვამს, თვითონ კი ჩემს გვერდით ჯდება.
-ძალიან გტკივა?- მითითებს ფეხზე. მე უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ, რომ არ ვიტირო.
-ჰო როგორ არა ვხედავ, ადექი, საავადმყოფოში მივდივართ.-
-არა, არა გთხოვ. მინდა აქ ყოფნა, მალე გადამივლის.- ვეუბნები იმის იმედით, რომ არ მომიწევს ახლავეს ამ სილამაზის დატოვება.
-კარგი, მოდი აქ.- მითითებს და ხელებს შლის, თავიდან ვიბნევი, თუმცა შემდეგ სიხარულით ვიჩოჩები მისკენ და მკერდზე ვეკვრი. ლიამი კი თავის დიდრონ ხელებს მხვევს მხრებზე და ვგრძნობ, რომ ეს დღე საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში.
საღამომდე მე და ლიამი ასე ვზივართ ერთმანეთზე მიხუტებული და ხმას არცერთი არ ვიღებთ. შემიძლია მთელი ცხოვრება ასე გავატარო, მაგრამ შიმშილის გრძნობა მაწუხებს და ლიამს კნუტის თვალებით ვუყურებ.
-ლიაამ, მშია და წავიდეთ რა.-
-კარგი წავიდეთ, სადმე რესტორანში და ვივახშმოთ. მეც ძალიან მშია.-
-ძალიან კარგი.-სიხარულისგან ტაში შემოვკარი და ფეხზე ავდექი. კოჭი ცოტათი კვლავ მტკიოდა, თუმცა დამოუკიდებლად სიარული მაინც შემეძლო. მე და ლიამი მანქანაში ჩავჯექით და რესტორნისკენ წავედით.
ლიამმა მანქანა ოც წუთში გააჩერა, გამიკვირდა ასე მალე, რომ მოვედით, თუმცა გამიხარდა კიდეც. მანქანიდან გადმოვედი და ლიამს დაველოდე, როდის დამიდგებოდა გვერდით. ისიც მალევე მოვიდა ჩემთან და შიგნით შევედით. ერთ მყუდრო კუთხეში დავიკავეთ ადგილი და შეკვეთაც მივეცით.
-ლიამ, მადლობა ამ დღისთვის. შენ, რომ არა დღეს ასეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი.-
-არაფრის ალისა, ეს დღე ჩემთვისაც საუკეთესი იყო. - მეუბნება და თავისი საფირმო ღიმილით მიღიმის. სანამ ვახშმობას დავასრულებდით ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, შემდეგ კი სახლში წავედით.
ლიამს ჩემი ბარგი ჩემს ოთახში შემოაქვს, ერთხელ კიდევ მავლებს თვალს და მეუბნება
-ძილინებისა ალისა.-
-ძილინებისა ლიამ.- ვეუბნები და ისიც ოთახიდან გადის. მე პიჟამებს ვიცვამ და ტკბილად ვიძინებ.

თავი 9
დილით მზის სხივები მაღვიძებს. დღეს პირველი ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წელი მალე შემოგვიღებს კარს. მიყვარს თოვლი, ამ დროს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, თუმცა ახლა კარგი ამინდია, რაც ცოტა არ იყოს მიკვირს, რადგან შარშან პირველ ნოემბერს მოთოვა.
ამინდზე ფიქრს თავს ვანებებ მაშინვე, როცა გუშინ მომხდარ ამბებს ვიხსენებ. ლიამის ცვლილება ცოტა არ იყოს მაკვირვებს, რადგან უხეში და ბრაზიანი ლიამის მეორე მხარეც გავიცანი, რომელიც ძალიან თბილი და მეგობრულია. ვერ გეტყვით, რომ მისი კარგი ქცევებით უკვე სიგიჟემდე შემიყვარდა, რადგან ასე არ არის, მაგრამ ძალიან მომწონს. მის შეხებაზე ბრინჯივით ვიბნევი, ტანი მეხორკლება და გული წამში ათასჯერ მიცემს. ძალიან მიხარია, რომ ახლა მის სახლში ვცხოვრობ, რადგან თავს დაცულად ვგრძნობ. აქ დეიმონი ვერ მომწვდება, იმის ძალა არ შეწევს, რომ ლიამს შეებრძოლოს, ეს კი ძალიან მაბედნიერებს.
ფიქრებში გართულს წყურვილის სურვილი მაწუხებს, ამიტომაც საწოლზე ვჯდები შიშველ ტერფებს თბილ ოთახის ჩუსტებში ვუყრი, ლურჯ თბილ ხალათს ვიცვამ და სამზარეულოში ჩავდივარ. ონკანიდან წყალს ვისხამ და ვსვამ, შემდეგ კი ჭიქას თავის ადგილას ვაბრუნებ, უკვე შემობრუნებას ვაპირებდი, როდესაც წელზე ვიღაცის შემოხვეული ხელები ვიგრძენი, რომელმაც მისკენ შემატრიალა და მეც პირდაპირ ლიამის სახეს შევეჩეხე, რომელსაც თვალებში ჭინკები უთამაშებდა და გაღიმებული მიყურებდა.
-ლიამ?... აქ რა გინდა?- მის დანახვაზე ბრინჯივით დავიბენი.
-ხომ არ დაგავიწყდა, რომ ეს ჩემი სახლია?-
-აამ... ხო. არა, არ დამვიწყებია.- სიტყვა გავწელე და მისი ხელებიდან განთავისუფლება ვცადე, რაც რა თქმა უნდა არ გამომივიდა.
–გამიშვი რა.-
-სად მიდიხარ, რომ გაგიშვა?-
-ჩემს ოთახში, შემდეგ ნინას უნდა მოვეხმარო.-
-ნინა სახლში არაა.-
-რაა? აბა სადაა?-
-საყიდლებზე გავიდა.-
-რა მნიშვნელობა აქვს, მაინც გამიშვი.- კვლავ გავიბრძოლე მის მკლავებში
-და რომ არა?- მითხრა და სახე ჩემთან ძალიან ახლოს მოიტანა. მისი სუნთქვა ბაგეებზე მეცემოდა და სულს მიფორიაქებდა. მისი ტუჩები ჩემი ტუჩებისკენ იწევდნენ და სადაცაა შემეხებოდნენ კიდეც. ასეც მოხდა. მან ჩემი პირველი კოცნა მოიპარა. მსუბუქად მკოცნიდა. მე კი ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული და ვერაფერს ვაკეთებდი. პირველი კოცნის კვალობაზე, მართლაც საოცრება იყო, მაგრამ ამას მასთან ხომ ვერ ვაღიარებდი? ტანი დამეხორკლა. გრძნობებარეული სულ მთლად ვცახცახებდი, რაც ლიამს არ გამოპარვია და უფრო მიმიკრა სხეულზე. სუნთქვა მიჭირდა, ამიტომ ხელები მკერდზე დავაწყვე და უკან ვუბიძგე, ისიც მალევე მომშორდა. გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი, გული ამოვარდნას მქონდა. სადაცაა ვიფეთქებდი და არც დავაყოვნე.
-რას აკეთებ? შენ სრულ ჭკუაზე ხარ?- გაცეცხლებულმა სახეში სილა გავაწანი. მან კი სიცილით დაიზილა ლოყა.
-ესეც შენი პირველი კოცნა, პატარავ.- მითხრა და ისე გამეცალა, დამტოვა აქ გაბრაზებული, ერთ ადგილას მიყინული და აფორიაქებული.
-იდიოტი, მთათუმანი, ბედოვლათი.- ვბუზღუნებდი და თან ჩემი ოთახისკენ მივდიოდი, როდესაც ლიამი თავისი ოთახიდან გამოვიდა პირსახოცით ხელში.
-ბედოვლათი კაი იყო.- მითხრა და სიცილით ჩაირბინა კიბეები.
-მე შენ გასწავლი რა არის კარგი. ეგრე არა? პირველი კოცნაო ხომ? კარგი ლიამ პეინ, ახლა იწყება ყველაფერი.- ვთქვი და ამაყად შევედი ჩემს ოთახში. ლიამმა სააბაზანოში შემასწრო, ამიტომ ახლა ლოდინი მომიწევდა. მანამდე ჩემი ტანსაცმელები შევალაგე კარადაში, კომოდზე საჭირო ნივთები დავალაგე, ტუმბოებზე კი რამდენიმე წიგნი. გამიხარდა ჩემს ოთახში სამეცადინო მაგიდაც, რომ აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, ნინამ შემოიტანა გუშინ, რადგან მანამდე არ შემიმჩნევია.
ყველაფრის დალაგებას მოვრჩი თუ არა, კარადიდან შავი შარვალი და მკლავიანი მაისური გამოვიღე, პირსახოცით მოვაყოლე და პირველ სართულზე ჩავედი, იმ იმედით, რომ ლიამი სააბაზანოდან გამოსული იქნებოდა. მადლობა ღმერთს გამიმართლა, ის დივანზე იჯდა და ტელევიზორში რაღაც ფილმს უყურებდა, მე კი მშვიდად მივიღე აბაზანა, ჩავიცვი და თმის მშრალებით გამოვედი მისაღებ ოთახში. ლიამმა დამინახა თუ არა ტელევიზორს ჩაუწია და დაიწუწუნა.
-მშიააა.-
-მერე მე ძიძა ვარ?- ვუთხარი მობეზრებულმა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მეც ძალიან მშიოდა.
-არა, მაგრამ შენც ხომ გშია და გააკეთე რა რამე.- ისე საყვარლად შემომხედა, ქვედა ტუჩი, რომ გამობურცა და თვალის გუგებიც გააფართოვა, უარს როგორ ვეტყოდი.
-კარგი ხო, მოვამზადებ რამეს.- ვუთხარი, პირსახოცი სააბაზანოში შევიტანე და სამზარეულოში დავბრუნდი. გადავწყვიტე ერბო კვერცხი გამეკეთებინა და ბლინებიც დამეცხო. მომზადებას შევუდექი და თან ვფიქრობდი როგორ გამემწარებინა ლიამი. მეც იდეების მოფიქრების ოსტატმა, პატარა უწყინარი იდეა მოვიფიქრე და მის შესრულებას შევუდექი. ყველაფრის მომზადების შემდეგ კი ლიამს დავუძახე.
-ლიაამ, მოდიიიი.- ისიც მალევე შემოვიდა სამზარეულოში.
-მმმმმ, რა გემრიელი სურნელიაა.-
-ნუ იტყვი.- ვუთხარი და გულში ხმამაღლა დავიწყე ხარხარი. ლიამმა ჩემ წინ დაიკავა ადგილი და ერბო კვერცხი გადაიღო. მე კი სიამოვნებით ვუყურებდი და მინდოდა ხმამაღლა გამეცინა მისი სახის რეაქციაზე, როდესაც ზედმეტი პილპილისგან ამწარებული წყალს ითხოვდა, ცალი ხელით კი ინიავებდა სიმხურვალის გასაქარვად. მე ბოლო ხმაზე ვიცინოდი და თან წყალს ვუსხამდი ჭიქაში, შემეცოდა ეს საწყალი რამე არ მოსვლოდა.
-ინებე საყვარელო.- ძლივს ამოვთქვი და სიცილით წავედი მეორე სართულისკენ.
–იცოდე... იცოდე ამას არ შეგარჩენ.- მომესმა ქვემოდან ღრიალის ხმა.
-ნელა ქენი, ფეხი არ შეგეშალოს.- ვთქვი ჩემთვის და უფრო მეტად ავკაკანდი. ცოტა ხანი ჩემს ოთახში ვიყავი და ფანჯრიდან ვუყურებდი აუზს, რომელსაც ლიამი ასუფთავებდა.
ძალიან მომინდა გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, ამიტომაც ჟაკეტი მოვიცვი და გარეთ გავედი. ლიამმა, რომ დამინახა ტუჩის კუთხე ჩატეხა და გვერდულად გადმომხედა, არ შევიმჩნიე მისი ღიმილი და შეზლონგზე წამოვწექი, თან მზეს ვეფიცხებოდი, რომელიც კარგად მათბობდა გაყინულს. თვალები დახუჭული მქონდა და ვნებივრობდი, როდესაც ფეხებსა და წელს ქვემოთ ძლიერი ხელები ვიგრძენი, რომელმაც ხელში ამიტაცა და აუზისკენ გამაქანა, პანიკაში ჩავვარდი. ეს ლიამი იყო, მაგრამ მან არ იცოდა, რომ წყლის შიში მაქვს.
-ლიაამ, არა, არა გთხოვ, ეს არ გააკეთო.- ვკიოდი და თან მთელი ძალით მის მხრებს ვიყავი ჩაბღაუჭებული, როდესაც გაყინული წყლით მთელი სხეული დამისველდა და წამში ავკანკალდი. ლიამი თავზე მედგა და სიცილით კვდებოდა, მე კი შიშისგან ცრემლები მდიოდა და მადლობა ღმერთს, ეს აუზი ისეთი დიდი არ ყოფილა, რომ ჩავძირულიყავი. აუზიდან ამოვედი და ისე, რომ ლიამისთვის არც კი შემიხედავს სახლში შევედი. მთელი სხეულით ვკანკალებდი. ჯანდაბა შენ ლიამ პეინ, ოჰ როგორ მცივა. ჩემს ოთახში შევედი და სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე, მაგრამ მაინც ვერ გავთბი, ამიტომაც საწოლში დავწექი და ვეცადე აკანკალებული სხეულის გათბობას, როდესაც კარი ვიღაცამ, უფრო სწორად ლიამმა გააღო და შიგნით შემოვიდა.
-მაპატიე რა, არ მინდოდა შენი შეშინება.- საწოლის კიდეზე ჩამომიჯდა და თავზე ხელი გადამისვა.
-მცივა.- ამოვიკნავლე და კბილების კაწკაწი დავიწყე.
-ფუ ამის...- დაიღრინა ლიამმა და საბანი გადამხადა, გაბრაზებული სახით შევხედე, როდესაც გვერდით მომიწვა და მთლიანად მის სხეულს ამაკრა. მისი სიმხურვალე წამში მოედო ჩემსას და გაყინული სხეულის გათბობა დაიწყო.
-ეს... სამაგიერო იყო?- ვუთხარი და საცოდავი თვალებით ავხედე.
-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ ალისა, დაიძინე სანამ სიცხე აგიწევს.- მის სიტყვებზე გავბრაზდი და ამავე დროს გულში სითბო ჩამეღვარა. თვალებზე თითქოს დიდი ლოდები დამადესო, ისე ჩამეძინა ვერც კი გავიაზრე.

თავი 10
თვალები, რომ გავახილე ლიამი ჩემს გვერდით აღარ იწვა. თვალები მოვიფშვნიტე და ფეხზე წამოვდექი. ძალიან მშიოდა, ამიტომ პირველ სართულზე ჩავედი და სამზარეულოში შევედი. ნინა უკვე მოსული იყო და ვახშამს ამზადებდა.
-გამარჯობა ალისა, კარგად გეძინა?-
-გამარჯობა. კი კარგად მეძინა. როდის მოხვედი?-
-დიდი ხანია უკვე, შენ გეძინა და აღარ გაგაღვიძე. ლიამი სადაა?-
-არც მე ვიცი, სახლში არ ყოფილა?-
-არაა.-
-ალბათ სადმე გავიდა.-
-ხო ალბათ. ნერვებს ხომ არ გიშლიდა?-
-არა საერთოდ.- ვუთხარი და გავუღიმე. ნერვებს აქეთ ვუშლიდი, საცოდავს ალბათ ახლაც ეწვის პირი. ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა, თუმცა არ შევიმჩნია და მაგიდასთან სკამზე ჩამოვჯექი.
-გშია?-
-კი თან ძალიან, დღეს არაფერი მიჭამია.-
-ცუდია. კარგი წვნიანი მოვამზადე და ახლავეს გადმოგიღებ.-
-მადლობა ნინა. შენც მიირთვი, მოდი.-
-ჰო, მოვალ ახლავეს.- მითხრა და საპირფარეშოში შევიდა. მიკვირს, ამ ქალს როგორ შეუძლია ამდენი რამის გაკეთება ისე, რომ არ იღლება და არც წუწუნებს იმაზე თუ, რამდენი საქმე აქვს. ნინა მალევე დაბრუნდა და ორივემ ერთად ვივახშმეთ. ინტერესი მკლავდა იმისა თუ სად იყო ლიამი და რას აკეთებდა, ან როგორ გაიპარა ისე, რომ ვერაფერი ვერ გავიგე. რაც არ უნდა ყოფილიყო მასზე ძალიან ვინერვიულე, თუმცა ახლა ვერც დავურეკავდი და ვერც ნინას შევაწუხებდი ზედმეტი კითხვებით, ამიტომ ჩემს ოთახში ავედი და დავალებების მომზადება დავიწყე.
მალევე მოვრჩი ჩემს საქმეს და უკვე დასაწოლად ვემზადებოდი, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
-გაემზადე, ათ წუთში გამოგივლი. სადღაც უნდა წაგიყვანო.- ლიამი იყო.
-ხომ, მაგრამ სად მივდივართ?- მივწერე იმ წამსვე.
-კლუბში.-
-ლიამ, გვიანია. ახლა ვერსად ვერ წამოვალ, თან ხვალ კოლეჯში უნდა წავიდე.-
-კარგი.- მხოლოდ ეს მომწერა, რამაც გამაკვირვა. 12 საათი იყო, ამიტომ ახლა მართლა ვერ წავყვებოდი კლუბში იმის მიუხედავად, რომ ძალიან მინდოდა. მართალია მისი ბოლო სიტყვა მეწყინა, თუმცა ამაზე დიდხანს ფიქრს არ ვაპირებდი, რადგან ბოლოს ან ვიტირებდი ან ლიამს გავებუტებოდი, მე კი არ მინდა მან იფიქროს, რომ რაღაც უაზრობის გამო შემიძლია ადამიანს გავებუტო. იმედია არ ეწყინება ჩემი სიტყვები.
ცოტა ხანში ჩანთაც ჩავალაგე და დავწექი. ლიამზე ფიქრები არ მშორდებოდა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ მალევე ჩამეძინა.
დილით მაღვიძარას ტვინის წამღებმა ხმამ გამაღვიძა და მაიძულა საწოლიდან ავმდგარიყავი. სააბაზანოში შევედი, ვიბანავე, შემდეგ კი ტანსაცმელი ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. ჩემდა გასაკვირად მაგიდასთან ლიამი იჯდა და საუზმობდა, ისეთი საყვარელი იყო, რომ მინდოდა მივსულიყავი და ძლიერად ჩავხუტებოდი, მთელი სახე დამეკოცნა და მისი სურნელი შემეგრძნო, თუმცა ოცნება ოცნებად დარჩა, ფიქრებიდან კი ნინას ხმამ გამომიყვანა.
-დილამშვიდობის ალისა, მოდი ისაუზმე.-
-დილამშვიდობის.- მივესალმე ორივეს, თუმცა ლიამმა ყურადღებაც არ მომაქცია. ალბათ ნაწყენია ჩემზე გუშინ, რომ არ წავყევი კლუბში, მაგრამ მეც უნდა გამიგოს, რასაც როგორც ვხვდები საერთოდ არ ცდილობს.
მე და ლიამმა ვისაუზმეთ, შემდეგ ნინას ლოყაზე ვაკოცე დამშვიდობების ნიშნად, როგორც ჩანს ეს ჟესტი ძალიან ესიამოვნა, რადგან გულში ჩამიკრა და თავზე ხელი გადამისვა, შემდეგ მე და ლიამს წარმატებები გვისურვა და გაგვაცილა. ლიამისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია ისე დავადექი სკოლისკენ გზას, თუმცა მკლავზე ხელის შეხებამ შემაჩერა. მისკენ მივბრუნდი და ლიამის თაფლისფერ თვალებს შევეჩეხე, რომელიც გაბრაზებული და ამავე დროს მზრუნველობით აღსავსე მიცქერდნენ.
-ჩაჯექი, ერთად წავიდეთ.- მხოლოდ ეს მითხრა და მანქანაში ჩაჯდა. მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი. ვცდილობდი თვალი ამერიდებინა, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში მაინც ვერ ვახერხებდი ამას. ამიტომ რამდენჯერმე მაინც მივაშტერდი მის დაკუნთულ სხეულს, რომელიც მაისურში ძალიან კარგად უჩანდა.
კოლეჯში მალევე მივედით. ლიამმა მანქანა გააჩერა, მე კი არც დავლოდებივარ ისე გადმოვედი და ჩემი კლასისკენ წავედი, როდესაც წინ სელენა და მისი ორი თოჯინა გამომეცხადა. ამათ თუ კიდევ ლიამზე უნდათ ჩემთან საუბარი, აუცილებლად მოვკლავ ორივეს. ტრისიც არსად ჩანს, რატომღაც შიშმა მომიცვა, რადგან ამ კოლეჯში, განსაკუთრებით კი ჩემს მიმართ ძალიან დიდია ბულინგი და მეც მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. ბულინგის წამომწყები კი რაღა თქმა უნდა სელენა არის, რომელიც ზოგისთვის, „მაგარი გოგოა“, „ზოგისთვის მისაბაძი პიროვნება“, „ზოგისთვის კი ისეთივე *ოზი როგორიც ჩემთვის არის, რომელიც ყველა ბიჭს თავზე ახტება და არცერთან უშვებს *ექსის საშუალებას.“
დარწმუნებული ვარ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ შეჩერდა და ჩემს უკან ვიღაცას დაუწყო ცქერა. მივხვდი, რომ ეს ლიამი იქნებოდა, რადგან ჩვენმა ბრაზიანმა სელენამ კატასავით მოისაწყლა თავი და მისკენ წავიდა. თვალი ავადევნე და დავინახე როგორ ჩამოეკონწიალა ყელზე, შემდეგ კი მის ბაგეებს დაეწაფა. გულში რაღაც ჩამწყდა ეს სცენა, რომ დავინახე და თვალები ცრემლებით ამევსო. რა მეგონა? ლიამი ჩემთან ერთად ივლიდა და უარს იტყოდა თავის ყველა ნაშაზე? ჰაჰ! რა სასაცილოა. „ალისა, მიხედე შენს საქმეს და ნუ აშტერდები ამ ამაზრზენ ხალხს“. შემოვუძახე ჩემს თავს და კლასისკენ წავედი. ზარიც მალევე დაირეკა, კლასში კი მასწავლებელთან ერთად კვლავ გამოუძინებელი ტრისი შემოვიდა, რომელიც თვალებს იფშვნეტდა და თან მე მეძებდა.
-რაღაცები მაქვს მოსაყოლი, ბუფეტში ჩავიდეთ დიდ დასვენებაზე.- ჩავჩურჩულე ყურში, როგორც კი ჩემს გვერდით მოთავსდა. მანაც თავი დამიქნია და ყურადღებით დაიწყო მასწავლებლის მოსმენა, რადგან ისტორიაში არც ისე კარგი შედეგი ჰქონდა.
სამმა გაკვეთილმა მალევე ჩაიარა. მე და ტრისმა ვილაპარაკეთ იმაზე თუ, რა უნდა ჩაგვეცვა ახალი წლის წვეულებაზე, რადგან ბავშვებმა დაიწყეს უკვე მომზადება და რა თქმა უნდა მთელს კოლეჯთან ერთად ჩვენი კლასიც ერთ-ერთი პოპულარულია, ამიტომ ამას ვერავინ ვერ გამოვტოვებდით. იმის მიხედვით, რომ მე წვეულებისთვის არაფერი მქონდა ჩასაცმელი, მე და ტრისმა გადავწყვიტეთ საშოპინგოდ წავსულიყავით და რამე შესაფერისი გვეყიდა. დიდ დასვენებაზე ბუფეტში ჩავედით და ჩვენს ჩვეულ მაგიდას მივუსხედით.
-აბა დაფრქვი რისი მოყოლა გინდოდა?- დაიწყო ტრისმა. გამიკვირდა ამდენი ხანი როგორ შეიკავა თავისი ცნობისმოყვარეობა და როგორ არ გამომკითხა ყველაფერი.
-მე ლიამთან ვცხოვრობ.- მისი სახე უნდა გენახათ ჩემს სიტყვებზე. ალბათ სიცილისგან იატაკზე იხოხებით. ყბა ჩამოუვარდა და თვალები დაუწვრილდა.
-მოიცა, ეს ალბათ მომესმა ხომ? რას ქვია ლიამთან ცხოვრობ? ალისა, არ გადამრიო, აქამდე ერთ სიტყვასაც ვერ ეუბნებოდი და ახლა მაგასთან ერთად ცხოვრობ?-
-კაი დაწყნარდი ტრის, ყველაფერს მოგიყვები. ისე არ არის როგორც შენ გგონია...- ვუთხარი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. მის ყოველ რეაქციაზე კი სიცილისგან ვიკუჭებოდი.
-აჰამ, ძალიან კარგია თუ ერთად ცხოვრობთ. იქნებ მოლბეს ცოტათი ეს აისბერგი კაცი. ნინა ძალიან მომწონს, იქნებ და რძლად უნდიხარ ქალს, კარგად მოექეცი.- საბოლოოდ ასეთი დასკვნა გამოიტანა და ზარიც დაირეკა.
-რძლად არა დედამთილად, ნუ იცი რა ეგეთები.- ვუთხარი ვითომ სერიოზულად, თუმცა მაინც გამეცინა. ჩემი ბედნიერება როგორც ჩანს დიდხანს არ გრძელდება, რადგან წინ სამეული გამოგვეცხადა, ალბათ მიხვდებით ვინებიც.
-დღეს საღამოს ჩემთან წვეულებაა, თქვენ ორი კი საპატიო სტუმრები ხართ, აუცილებლად უნდა მობრძანდეთ.- დაიწყო სელენამ. ის ორი არასდროს ლაპარაკობდა. უბრალოდ მის ფინიებად იყვნენ ქცეული, მათ დაქალები აღარ ეწოდებოდათ.
-ოჰ, რით დავიმსახურეთ სელენიკო?- კითხა ტრისმა.
-იმით, რომ ჩემი ლიამის მდგმური და მისი დაქალი ხარ.-
-ვინაა გოგო მდგმური?- გაიწია ტრისი მათკენ. ღირსები კი იყვნენ თმით ეთრია სამივე, მაგრამ არ მინდოდა სხვების ყურადღების მიქცევა, ამიტომ ხელით დავიკავე.
-ჭკვიანი ხარ ალისა, დააკავე შენი დაქალი. საღამოს გელოდებით.- გვითხრა სელენამ და სამივე კლასში გაუჩინარდნენ.
-გეფიცები ეს შემომეპუტება დღეს.-
-კარგი ტრის დაწყნარდი. საერთოდ ჯობია არ წავიდეთ იმ წვეულებაზე.-
-არა გაგიჟდი? ამათ ჯინაზე ყველაზე მოკლე კაბებს ჩავიცვამთ და მაგარ ბიჭებსაც ავაგდებთ.
შენ შეგიძლია ლიამთან ერთად მოხვიდე.- ბოლო სიტყვებზე თვალი ჩამიკრა.
-კარგი ჰო, მოგწერ და გამომიარე.-
-კარგი, წამოდი ახლა, თორე დავაგვიანებთ გაკვეთილზე.-
-კარგი, წავედით.- ვუთხარი და ორივე კლასში შევედით. გაკვეთილები მალევე დამთავრდა. სახლისკენ ფეხით წავედი, რადგან არ ვიცოდი ლიამი სად იყო, არც გამოჩენილა. თან დღეს მათემატიკა არ მქონდა და შესაბამისად ჩემს კლასში ვერც შემოვიდოდა. არც ის ვიცოდი კოლეჯში გაკვეთილების ბოლომდე იყო თუ არა. სიმართლე გითხრათ არც მინდოდა მისი ნახვა. ბოდიში უნდა მომეხადა გუშინ, რომ არ წავყევი კლუბში, მაგრამ დღეს ისეთი, რამ გააკეთა რამაც გული მატკინა, ამიტომ არ ვაპირებ მის წინაშე კვლავ დავიმცირო თავი, ეს ბევრჯერ გავაკეთე. ახლა კი შეუძლია თვითონ მოვიდეს და შემომირიგდეს. ცოტა არ იყოს ჩემში შურისძიების გრძნობამ გაიღვიძა...
სახლში მისვლისას ნინა არ დამხვდა შინ, ალბათ პროდუქტების საყიდლად წავიდა. ვისადილე, შემდეგ კი გაკვეთილების მომზადება დავიწყე. მალევე მოვრჩი, რადგან ბევრიც არ მქონდა და თან მოსამზადებლად დრო მჭირდება. ამის შემდეგ კარადა გამოვაღე და რაც კი ყველაზე მოკლე მქონდა ის გამოვიღე. ეს იყო შორტის შავი კომბინიზონი, რომელიც ძალიან მიხდებოდა. ფეხზე როგორ ყოველთვის შავი, დაბალძირიანი, კოჭზე ტუფლები ჩავიცვი, თმა გავიშალე და ცოტაოდენი მაკიაჟიც წავისვი. ყველაფერს მოვრჩი თუ არა ტრის მივწერე, რომ გამოევლო და ერთად წავსულიყავით. მართლაც ნახევარ საათში სახლის წინ იდგა მარკის მანქანით. მე დაბლა ჩავედი, ნინას დავემშვიდობე და მარკის მანქანაში, უკანა სავარძელზე დავიკავე ადგილი.
-პრივეტ მარკ.- მივესალმე მარკს.
-პრივეტ ალისა. როგორ ხარ?-
-კარგად შენ?-
-რავი ვარ რა. ძალიან ლამაზად ხარ.-
-მადლობა დიდი. დღეს ვიღაცებს სამაგიეროდ უნდა გადავუხადო.- ვუთხარი, ტრის კი თვალი ჩავუკარი.
-აი ასეთი თავდაჯერებული ალისა მიყვარს მე.- მითხრა მან და წინ გაბრუნდა. მარკმაც მალევე დაძრა მანქანა და სელენას სახლისკენ აიღო გეზი. ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ დღეს არ ვიქნებოდი ისეთი მშიშარა როგორიც აქამდე, დღეს ისეთივე ძლიერი ვიქნებოდი, როგორიც ტრისია და ვფიქრობ ნელ-ნელა ვასრულებდი კიდეც ამ პირობას.

თავი 11
კლუბში მისვლისას ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყველა მე მიყურებსო. ვცდილობდი ის თავდაჯერებულობა, რომელიც სახლიდან გამოვიყოლე, ბოლომდე შემენარჩუნებინა, ამაში კი ტრისი მეხმარებოდა, თან ძალიან კარგად. ვცდილობდი მისთვის მიმებაძა. სამივე ბართან მივედით. მე და ტრისმა კოქტეილები შევუკვეთეთ, მარკმა კი ორმაგი ვისკი. თვალს ვადევნებდი ყველაფერს და ვცდილობდი სადმე ლიამი დამენახა. აი ისიც, სელენასთან და სხვა ბავშვებთან ერთად იჯდა დივანზე და რაღაცაზე იცინოდა. სელენა კალთაში ეჯდა და კისერზე ჩამოკონწიალებული, ხან რას უჩურჩულებდა, ხან რას. მათ დანახვაზე სისხლი ამიდუღდა. მინდოდა ეს ალქაჯი მომეშორებინა და თმით მეთრია, მაგრამ ამის უფლებას ჩემი თავი არასდროს მომცემდა. წამით ვიგრძენი როგორ შეეჩეხა ჩემი და ლიამის თვალები ერთმანეთს და თითქოს სახე გაეყინა. მე ტრისისკენ მივაბრუნე თავი და ვითომ არაფერი ისე დავიწყე მასთან ერთად სიცილი. ცოტა ხანი კიდევ ვგრძნობდი მწველ მზერას, შემდეგ კი ის უბრალოდ სადღაც მიიმალა.
სელენამ მალევე შეგვამჩნია და მათკენ მიგვიხმო. სიმართლე თუ მოქმედებას თამაშობდნენ და ჩვენც რა თქმა უნდა ჩავერთეთ, თუმცა სელენამ განაცხადა ლიამს დაველოდოთო და ყველას ლოდინი მოგვიწია. ლიამი მალევე მოვიდა, ჩემს დანახვაზე ცოტა შეკრთა, მაგრამ შემდეგ ისევ სელენას მიუჯდა გვერდით. მე და ტრისი ერთად ვიჯექით, მარკი კი სადღაც გაუჩინარებულიყო.
-აბა დავიწყოთ?- იკითხა სელენამ. ყველამ თავი დავუქნიეთ და მანაც ბოთლი დაატრიალა. გამიკვირდა პირველივე ჯერზე ჩემთან, რომ მოვიდა. ვიცოდი რაღაც ისეთს მეტყოდა, რაც არ მომეწონებოდა და ასეც იყო.
-აბა ალისა, სიმართლე თუ მოქმედება?- არ ვიცი რა ძალამ მაიძულა, მაგრამ...
-მოქმედება.- ვთქვი და დაველოდე მის სურვილს.
-ლიამთან ერთად გაატარებ 7 წუთს, მარტო ოთახში.- თქვა და სარკასტულად გაიცინა. ამ სიტყვებზე ცოტა არ იყოს გულზე მომეშვა, მაგრამ სიმართლე გითხრათ გამიკვირდა სელენამ ეს, რომ მთხოვა და ლიამი დათმო, 7 წუთით მაინც, მაგრამ ალბათ კიდევ რამე ჰქონდა მომზადებული და ამიტომ მოიქცა ასე.
მე და ლიამი ერთ-ერთ ოთახში შევედით. მე ტახტზე ჩამოვჯექი. ის კი კედელს იყო მიყრდნობილი. ისეთი დაძაბულობა იყო, რომ ეს 7 წუთი, 7 საუკუნედ მექცა. რატომ იქცევა ასე? რატომ არაფერს მეუბნება? მისი ასეთი საქციელები მავნებს. ხან ჩემთან ერთად ერთობა და თბილია, ხან კი ისეთი უხეში და მკაცრი. ახლა კი არანაირი ემოცია არ ეტყობა სახეზე, თითქოს აქ არც არის, არ ვიცი რას ფიქრობს და არც ის ვიცი მე რა უნდა გავაკეთო ახლა, მაგრამ მინდა, რომ ხმა ამოვიღო, რამე მაინც ვკითხო, რომ ეს დაძაბულობა მოვიხსნა. მინდა ისეთი ლიამი დაბრუნდეს როგორიც რამდენიმე დღის წინ იყო. ღრმად ამოვისუნთქე და ვკითხე.
-კიდევ ბევრი დარჩა?-
-ექვსი წუთი.- ისე მითხრა ჩემთვის არც შემოუხედავს.
-ოუ, რა ნელა გადის დრო.-
-მართალია, განსაკუთრებით შენთან.-
-ეს როგორ გავიგო?- ვკითხე გაბრაზებულმა. ლიამი ჩემკენ წამოვიდა, მკლავებში ხელები ჩამავლო და მის სხეულს ამაკრა. მისი სუნთქვა კისერზე მეცემოდა და საშინლად მაფორიაქებდა. ჯანდაბა, რას მიშვება, ენა საერთოდ მებნევა და ვეღარაფერს ვამბობ, არ ვიცი რის გაკეთებას აპირებს, ეს კი საშინლად მაღიზიანებს. სველ კოცნას მიტოვებს ყელზე, რაზეც ტანში ჟრუანტელი მივლის და ცოტა მაკანკალებს კიდეც. ყელიდან ნელ-ნელა ლოყამდე ამოდის, ლოყიდან კი ტუჩებისკენ თავისუფლად მიიკვლევს გზას და მალევე ჩვენი ბაგეები ერთმანეთს ერწყმის. მარწყვის გემო აქვს. ძალიან ტკბილი და ფაფუკი ტუჩები აქვს. მინდა, რომ დრო გაჩერდეს და მთელი ცხოვრება ასე დაკავშირებულები ვიყოთ. არ მინდა უხეში ლიამი. აი ასეთი, თბილი და ვნებიანი ლიამი მინდა. ვერ გადმოვცემ იმას, თუ რა მემართება მისი შეხების დროს, ან რა გრძნობები მეუფლება. მუცელში ყველაფერი მიტრიალებს, თავში კი თითქოს აფეთქება ხდება, დაბნეული და ამავე დროს სასიამოვნოდ გაკვირვებული ვრჩები, მისი ნამოქმედარიდან. მშორდება, როცა ვხვდებით, რომ არცერთს აღარ გვკმარა ჟანგბადი. მისი დაშორებისგან გამოწვეულ სიცივეს არ ვიმჩნევ. ენას ტუჩებზე ვატარებ და მის გემოს კვლავ შევიგრძნობ. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ვცდილობ აჩქარებული პულსი დავარეგულირო.
-აი ასე კი ძალიან სწრაფად გადის დრო.- მეუბნება და რაღაცნაირად მიყურებს. ისე, რომ ვერ ვიგებ რას გრძნობს. ჩემსავით განიცდის თუ არა ჩემთან შეხებას. საერთოდ ვერაფერს ვერ ვიგებ მასთან დაკავშირებით. ის ისეთი ამოუცნობი და ამავე დროს თვალსაჩინოა.
-ეს როგორ გავიგო? ერთ წუთს თბილი ხარ, მეორე წუთს კი უხეში. საერთოდ რა გინდა ჩემგან? არ შეგიძლია, რომ ერთნაირი დამოკიდებულება გქონდეს ყოველთვის?- წყობიდან გამოვდივარ და ხმის ტემბსაც ვუწევ.
-არა, არ შემიძლია. იცი რატომ? ჩემს თავს ვებრძვი, არ მინდა რამე ისე გავაკეთო, რომ შენ გეტკინოს, ან გეწყინოს. გესმის რას ვგრძნობ? აი აქ გულში, ისეთი ქარცეცხლი ტრიალებს, რომ ვერაფერს ვუხერხებ. ვერ გშორდები, სულ შენთან მინდა, მაგრამ ამავე დროს არ მინდა. ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო. ამის დედაც... უბრალოდ შემეშვი.- ამას ამბობს და გარეთ თავქუდმოგლეჯილი გადის. მე კი მტოვებს დაბნეულს და ერთ ადგილას მიყინულს. თვალებზე ცრემლები მადგება. მალევე კი ვგრძნობ როგორ მიიკვლევენ გზას ღაწვებზე, შემდეგ კი ყელში უჩინარდებიან.
-კარგი, თუ ასე ძალიან გინდა შეგეშვები.- ვამბობ, ჩანთას ვიღებ და გარეთ გავდივარ. აქ ერთი წამითაც კი აღარ მინდა გაჩერება.
„ტრის, ცუდად გავხდი და წავედი. მაპატიე, რომ ვერ დაგელოდე.“ ვწერ ტრისს და სახლიდან გარეთ გავდივარ. ტაქსს მალევე ვაჩერებ და სახლის მისამართს ვაძლევ. მის სახლში ცხოვრება აღარ მინდა, მაგრამ ვიცი კვლავ ჩემს ბინაში, რომ გადავიდე, ნინა რამეს იეჭვებს და თან ძალიან ეწყინება, ეს კი არ მინდა. მან უკვე დაკარგა ერთი ქალიშვილი და ვხვდები, რომ იმ სიცარიელეს თანდათან მე ვუვსებ, მე დედა დავკარგე, დედის სითბოს კი ის მაძლევს, ამიტომ არ მინდა გული ეტკინოს. ლიამი, როცა იქნება სახლში ისე მოვიქცევი თითქოს არც ვვარსებობ, ხმასაც არ გავცემ და საერთოდ უჩინარი ვიქნები. ვერ ვხვდები რატომ იქცევა ასე, თუ ყოველთვის ჩემს გვერდით უნდა ყოფნა და მოვწონვარ.
სახლში მალევე მივდივარ. მძღოლს ფულს ვაძლევ და მანქანიდან გადავდივარ. ნინას როგორც ჩანს უკვე ძინავს, რადგან შუქი მხოლოდ ჰოლშია ანთებული. ალბათ ჩემთვის და ლიამისთვის დატოვა. მე ფეხზე ვიხდი და ფეხისწვერებზე ავდივარ მეორე სართულზე, რადგან არ მინდა გავაღვიძო. ჩემს ოთახში შევდივარ და ჩანთას საწოლზე ვაგდებ, შემდეგ კი პიჟამებს და პირსახოცს ვიღებ და პირველ სართულზე სააბაზანოში შევდივარ. ახლა მხოლოდ ცხელი წყლის ქვეშ დგომა თუ მიშველის.
ბანაობის შემდეგ ვხვდები, რომ დაღლილობა საერთოდ მომეხსნა, მაგრამ იმ ტკივილს ვერაფერი მომხსნის გულიდან, რომელიც ლიამმა მომაყენა. სამზარეულოში შევდივარ და ყავას ვადუღებ. მომზადების შემდეგ მაღალ ფინჯანში ვასხამ და ჩემს ოთახში მივდივარ. წამოღებული წიგნებიდან „სიამაყე და ცრურწმენას“ ვიღებ, ფანჯრის რაფაზე ჩემს საყვარელ პოზაში ვჯდები და კითხვას ვიწყებ. არ ვიცი რამდენი ხანი გადის, მაგრამ ყავის დალევას ვასრულებ და ჭიქას გვერდით მაგიდაზე ვდებ, შემდეგ კი კითხვას ვაგრძელებ. ვგრძნობ როგორ მიმძიმდება თვალები, მაგრამ რაღაცის გამო ვერ ვიძინებ, ეს კი ლიამია. მინდა დავინახო, რომ სახლში მოვა, მაგრამ ასე არ არის. ფანჯრის რაფაზე მეძინება. ძილბურანში მყოფს კი მანქანის ხმა მესმის. ვმშვიდდები, რადგან ვიცი, რომ ლიამი სახლშია და უსაფრთხოდაა.

თავი 12
დილით ადრე გავიღვიძე. სიმართლე გითხრათ მთელი ღამე წესიერად არც მეძინა, სულ ლიამზე და მის საქციელზე ვფიქრობდი. არ ვიცოდი როგორ უნდა დამერწმუნებინა იმაში, რომ მისგან შორს ყოფნა უფრო მავნებს, ვიდრე მასთან სიახლოვე. მივხვდი, რომ ჩემს მიმართ რაღაც გრძნობები აკავშირებს, მაგრამ არ ვიცი ეს მოწონებაა, თუ სიყვარული. აი მე კი ნამდვილად ვიცი, რომ სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიღა დამრჩა და ამ ერთ ნაბიჯს მისგან შორს ყოფნის დროს ვერ გადავდგამ.
ფეხზე ავდექი და კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე. ჯინსის კომბინიზონი და მკლავიანი მაისური ჩავიცვი, შემდეგ ჩანთა ავიღე და სამზარეულოში ჩავედი. კიდევ კარგი მხოლოდ ნინა დამხვდა და ლიამი აქ არ იყო.
-დილამშვიდობის.- ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე, რადგან ხასიათზე საერთოდ არ ვიყავი.
-გამარჯობა საყვარელო. არ ისაუზმებ?-
-არა ნინა, ძალიან მაგვიანდება, მაპატიე. წავედი მალე მოვალ.-
-ფრთხილად და ნახვამდის.- გამომძახა უკვე მისაღებში გასულს. გარეთ გავედი და პირდაპირ კოლეჯისკენ წავედი. ძალიან მაინტერესებდა ლიამი სად იყო, მოვიდოდა თუ არა კოლეჯში, დღეს მათემატიკა ერთად გვაქვს და იმედი მაქვს დაესწრება.
ფიქრებში გართული კოლეჯში მალევე მივედი. თვალებით ტრის ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვიპოვე. ალბათ გუშინდელი წვეულების შემდეგ ახლა გაგუდულს ძინავს და რომ დავურეკო ვერც გავაღვიძებ.
პირველი მათემატიკა მქონდა. ამ საგნის წაკითხვისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ლიამის ნახვა თან მინდოდა და თან არა. ზარი დაირეკა თუ არა კლასში შევედი და სულ ბოლოში ფანჯარასთან დავიკავე ადგილი.
მასწავლებელი შემოვიდა, რომელსაც მალევე მოყვა ლიამი, რომელსაც თმა უჩვეულოდ ჰქონდა აბურძგნული, თვალები კი ჩაშავებული. ჩემს მხარეს წამოვიდა და მეგონა, რომ ჩემს გვერდით დაჯდებოდა, მაგრამ ამის მაგივრად სელენას მიუჯდა გვერდით, რომელიც დარწმუნებული ვარ მეცხრე ცაზე იყო ამ ფაქტით გახარებული.
ჩემს წინ ისხდნენ და მთელი გაკვეთილის განმავლობაში საუბრობდნენ. ამასთანავე ხელს მიშლიდნენ. არ ვიცი რა მჭირდა, მაგრამ მინდოდა სელენასთვის ის თვალები ამომეძრო, რომლითაც ლიამს უყურებდა და თმით მეთრია, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ამას ვერ განვახორციელებდი, თუმცა მათი კისკისით შეწუხებულმა ვეღარ მოვითმინე და ორივეს დავუძახე. გაკვირვებულებმა შემომხედეს, ალბათ არ ელოდნენ ჩემს მიმართვას.
-შეგიძლიათ ცოტა ხმადაბლა ისაუბროთ? ხელს მიშლით.-
-ოჰ, ჩვენს ყოვლისმცოდნე ალისას გაკვეთილის მოსმენა უნდა?- ამოისისინა სელენამ.
-კი, შენგან განსხვავებით ქარაფშუტა არ ვარ და მინდა კოლეჯიდან რამე მაინც გავიტანო ნასწავლი.-
-ჰეი მანდ, რას ლაპარაკობთ ასეთ საინტერესოს თქვენ სამნი?- გვკითხა გაბრაზებულმა მასწაბლებელმა.
-მას, ხელს მიშლიან გაკვეთილის მოსმენაში.-
-სელენა, ლიამ, თუ არ გინდათ რამე ისწავლოთ სხვას მაინც აცადეთ.- მასწავლებელმა გაფრთხილება მისცა და კვლავ დაფაზე დაწერილ ამოცანას მიუბრუნდა. მე გამარჯვებულის ღიმილით ჩავუკარი თვალი ორივეს და გაკვეთილის მოსმენა დავიწყე. ამის შემდეგ ხმა არცერთს აღარ ამოუღია. გაკვეთილი დასრულდა და ლიამიც კლასიდან გავიდა.
ტრისის გარეშე გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარა, ლიამი ამის შემდეგ აღარ მინახავს, არც ლანჩზე ვყოფილვარ, რადგან არ მშიოდა. გაკვეთილების გამოსვლის შემდეგ სახლისკენ ფეხით წავედი.
გზად ჩიხი უნდა გამევლო, რომელიც ცოტა არ იყოს საშიში იყო, მაგრამ აქამდე არანაირი პრობლემა არ შემქმნია და არც ვინმე ამკიდებია. სანამ ამ ადგილს მივუახლოვდებოდი რამდენიმე მეტრის მოშორებოთ ყვირილის ხმა გავიგონე, რომელიც საშინლად ჰგავდა ლიამისას. ნერვიულობისგან ხელის გულები გამიოფლიანდა და გულმაც სწრაფად დაიწყო ძგერა. ჩიხის დასაწყისშივე შევნიშნე როგორ ურტყამდა სამი ბიჭი ერთს, საშინლად გავბრაზდი. სამი ერთზე მაგრები იყვნენ, არადა ისე არაფრის თავი ექნებოდათ. ნეტავ რა უნდათ ამ საცოდავისგან? ნელ-ნელა მივუახლოვდი მათ და ძირს დაგდებული სისხლიანი ლიამი, რომ დავინახე პანიკაში ჩავვარდი.
-ლიააააამ.- დავიკივლე თავგანწირვით, რაზეც ამ სამივემ ჩემკენ გამოიხედა, თვალები გაუფართოვდათ, ეტყობა არ უნდოდათ ვინმეს შეემჩნიათ, შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ.
-ლიამ, ლიამ როგორ ხარ? შეგიძლია წამოდგე? გთხოვ ადექი, სახლში წავიდეთ.- მასთან ჩამუხლული ცრემლად ვიღვრებოდი და ვცდილობდი გამომეფხიზლებინა. გონება არ ჰქონდა დაკარგული რაც კარგი იყო.
-კარგად ვარ ალისა დამშვიდდი.- თქვა სუსტად
-შეგიძლია წამოდგე?-
-შემიძლია. ხომ გითხარი კარგად ვართქო.- მითხრა და ფეხზე დამოუკიდებლად წამოდგა. ცხვირიდან სისხლი სდიოდა და ტუჩიც გახეთქილი ჰქონდა. ამის დანახვაზე უფრო მეტად ავტირდი.
-გეყოფა რა, ნუ ტირი.-
-როგორ არ ვიტირო, ნახე რა დღეში ხარ. ვინ იყვნენ ისინი? რა უნდოდათ?-
-ალისა, ახლა ამის დრო არ არის. წამოდი სახლში.-
-ხომ, მაგრამ ნინა? ის ძალიან ინერვიულებს.-
-არაუშავს, ვეტყვ,ი რომ სკოლაში ვიჩხუბე.
-მაგრამ...-
-ალისა, ბევრს ლაპარაკობ.- სიტყვა შემაწყვეტინა და წინ წავიდა. მე კი უკან დავედევნე.
-ფეხით უნდა წავიდეთ?-
- ხო, მანქანა არ წამომიყვანია, თან ახლოს ვართ უკვე.-
-კარგი.- ამოვილუღლუღე და ვეცადე ცრემლები აღარ წამომსვლოდა. ლიამი კარგად იქნება, მას არაფერი სჭირს, თავს ამით ვიმშვიდებდი და ამასობაში სახლამდეც მივაღწიეთ. სანამ შიგნით შევიდოდით ლიამი ჩემკენ მობრუნდა, მკლავებზე ხელები მომხვია და გულში ისე ძლიერად ჩამიკრა ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს და სუნთქვა შემეკრა, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოც იყო. მისი სურნელით გამევსო ფილტვები. მინდოდა ეს წამები უსასრულოდ გაწელილიყო, მაგრამ მალევე დასრულდა. ლიამი მომშორდა და მითხრა.
-არ ინერვიულო ჩემს გამო, ამად არ ვღირვარ.- შემდეგ კი კარზე ზარი დარეკა. მისი სიტყვები ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ დამცალდა, როცა ნინამ გააღო კარი და ლიამის დანახვაზე კივილი დაიწყო.
-დედა, დედაა დამშვიდდი არაფერია, კარგად ვარ.- ნინასთან მივიდა და ჩაეხუტა თან შიგნით შევიდნენ, მეც მათ მივყევი. ნინამ პირველი დახმარების ყუთი მოიტანა და ლიამს ყველა ჭრილობა დაუმუშავა.
-იცოდე, სანამ კარგად არ გახდები სახლიდან არ გახვალ.- დაემუქრა თითით.
-კარგი რა დედა, დიდი ვარ უკვე.-
-არ მაინტერესებს. ან დამიჯერებ, ან ხმა აღარ გამცე.-
-კარგი, კარგი სახლში ვიქნები.- უთხრა ლიამმა, ლოყაზე აკოცა და თავის ოთახში ავიდა. მე ვისადილე, შემდეგ ნინა გაკვეთილების მომზადებაში დამეხმარა.
ათი საათი იყო, როცა ლიამი ქვემოთ ჩამოვიდა და დივანზე მყოფს გვერდით მომიჯდა.
-გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?-
-რავი კი.- მხრების ჩეჩვით ვუპასუხე.
-შენ პოპკორნი მოიტანე, მე ფილმს ავარჩევ.-
-აუ ოღონდ ბოევიკები და ჩხუბები არ გვინდა რა.- ვუთხარი სიცილით.
-კარგი, კარგი.- დამეთანხმა ისიც. მე სამზარეულოდან პოპკორნი გამოვიტანე და ლიამს მივუჯექი გვერდით, მანაც ფილმი ჩართო და ყურება დავიწყეთ. უკვე ერთი საათია რაც ვუყურებთ და ხმამაღლა ვიცინით. როგორც ჩანს ლიამს მოწონს კომედიური ფილმების ყურება, ისევე როგორც მე. მისკენ მქონდა თავი მიბრუნებული და ვაკვირდებოდი მის ყველა ნაკვთს. ის ერთადერთი საყვარელი პერსონაჟი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლისთვისაც შემეძლო მთელი ცხოვრება ასე მივშტერებოდი.
ეტყობა დაჟინებულ მზერას ვეღარ გაუძლო და ჩემკენ გამოიხედა, შემდეგ კი ისე, რომ ვერც გავიაზრე, მისი ფაფუკი ტუჩები ვიგრძენი ჩემს ბაგეებზე. ამის შემდეგ იყო კვლავ სწრაფად აძგერებული გული, მუცელში პეპლები, ტვინში ათასი ფიქრები, მარწყვის გემო, ფილმი და მხოლოდ ჩვენ ორნი.

თავი 12
დილით ადრე გავიღვიძე. სიმართლე გითხრათ მთელი ღამე წესიერად არც მეძინა, სულ ლიამზე და მის საქციელზე ვფიქრობდი. არ ვიცოდი როგორ უნდა დამერწმუნებინა იმაში, რომ მისგან შორს ყოფნა უფრო მავნებს, ვიდრე მასთან სიახლოვე. მივხვდი, რომ ჩემს მიმართ რაღაც გრძნობები აკავშირებს, მაგრამ არ ვიცი ეს მოწონებაა, თუ სიყვარული. აი მე კი ნამდვილად ვიცი, რომ სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიღა დამრჩა და ამ ერთ ნაბიჯს მისგან შორს ყოფნის დროს ვერ გადავდგამ.
ფეხზე ავდექი და კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე. ჯინსის კომბინიზონი და მკლავიანი მაისური ჩავიცვი, შემდეგ ჩანთა ავიღე და სამზარეულოში ჩავედი. კიდევ კარგი მხოლოდ ნინა დამხვდა და ლიამი აქ არ იყო.
-დილამშვიდობის.- ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე, რადგან ხასიათზე საერთოდ არ ვიყავი.
-გამარჯობა საყვარელო. არ ისაუზმებ?-
-არა ნინა, ძალიან მაგვიანდება, მაპატიე. წავედი მალე მოვალ.-
-ფრთხილად და ნახვამდის.- გამომძახა უკვე მისაღებში გასულს. გარეთ გავედი და პირდაპირ კოლეჯისკენ წავედი. ძალიან მაინტერესებდა ლიამი სად იყო, მოვიდოდა თუ არა კოლეჯში, დღეს მათემატიკა ერთად გვაქვს და იმედი მაქვს დაესწრება.
ფიქრებში გართული კოლეჯში მალევე მივედი. თვალებით ტრის ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვიპოვე. ალბათ გუშინდელი წვეულების შემდეგ ახლა გაგუდულს ძინავს და რომ დავურეკო ვერც გავაღვიძებ.
პირველი მათემატიკა მქონდა. ამ საგნის წაკითხვისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ლიამის ნახვა თან მინდოდა და თან არა. ზარი დაირეკა თუ არა კლასში შევედი და სულ ბოლოში ფანჯარასთან დავიკავე ადგილი.
მასწავლებელი შემოვიდა, რომელსაც მალევე მოყვა ლიამი, რომელსაც თმა უჩვეულოდ ჰქონდა აბურძგნული, თვალები კი ჩაშავებული. ჩემს მხარეს წამოვიდა და მეგონა, რომ ჩემს გვერდით დაჯდებოდა, მაგრამ ამის მაგივრად სელენას მიუჯდა გვერდით, რომელიც დარწმუნებული ვარ მეცხრე ცაზე იყო ამ ფაქტით გახარებული.
ჩემს წინ ისხდნენ და მთელი გაკვეთილის განმავლობაში საუბრობდნენ. ამასთანავე ხელს მიშლიდნენ. არ ვიცი რა მჭირდა, მაგრამ მინდოდა სელენასთვის ის თვალები ამომეძრო, რომლითაც ლიამს უყურებდა და თმით მეთრია, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ამას ვერ განვახორციელებდი, თუმცა მათი კისკისით შეწუხებულმა ვეღარ მოვითმინე და ორივეს დავუძახე. გაკვირვებულებმა შემომხედეს, ალბათ არ ელოდნენ ჩემს მიმართვას.
-შეგიძლიათ ცოტა ხმადაბლა ისაუბროთ? ხელს მიშლით.-
-ოჰ, ჩვენს ყოვლისმცოდნე ალისას გაკვეთილის მოსმენა უნდა?- ამოისისინა სელენამ.
-კი, შენგან განსხვავებით ქარაფშუტა არ ვარ და მინდა კოლეჯიდან რამე მაინც გავიტანო ნასწავლი.-
-ჰეი მანდ, რას ლაპარაკობთ ასეთ საინტერესოს თქვენ სამნი?- გვკითხა გაბრაზებულმა მასწაბლებელმა.
-მას, ხელს მიშლიან გაკვეთილის მოსმენაში.-
-სელენა, ლიამ, თუ არ გინდათ რამე ისწავლოთ სხვას მაინც აცადეთ.- მასწავლებელმა გაფრთხილება მისცა და კვლავ დაფაზე დაწერილ ამოცანას მიუბრუნდა. მე გამარჯვებულის ღიმილით ჩავუკარი თვალი ორივეს და გაკვეთილის მოსმენა დავიწყე. ამის შემდეგ ხმა არცერთს აღარ ამოუღია. გაკვეთილი დასრულდა და ლიამიც კლასიდან გავიდა.
ტრისის გარეშე გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარა, ლიამი ამის შემდეგ აღარ მინახავს, არც ლანჩზე ვყოფილვარ, რადგან არ მშიოდა. გაკვეთილების გამოსვლის შემდეგ სახლისკენ ფეხით წავედი.
გზად ჩიხი უნდა გამევლო, რომელიც ცოტა არ იყოს საშიში იყო, მაგრამ აქამდე არანაირი პრობლემა არ შემქმნია და არც ვინმე ამკიდებია. სანამ ამ ადგილს მივუახლოვდებოდი რამდენიმე მეტრის მოშორებოთ ყვირილის ხმა გავიგონე, რომელიც საშინლად ჰგავდა ლიამისას. ნერვიულობისგან ხელის გულები გამიოფლიანდა და გულმაც სწრაფად დაიწყო ძგერა. ჩიხის დასაწყისშივე შევნიშნე როგორ ურტყამდა სამი ბიჭი ერთს, საშინლად გავბრაზდი. სამი ერთზე მაგრები იყვნენ, არადა ისე არაფრის თავი ექნებოდათ. ნეტავ რა უნდათ ამ საცოდავისგან? ნელ-ნელა მივუახლოვდი მათ და ძირს დაგდებული სისხლიანი ლიამი, რომ დავინახე პანიკაში ჩავვარდი.
-ლიააააამ.- დავიკივლე თავგანწირვით, რაზეც ამ სამივემ ჩემკენ გამოიხედა, თვალები გაუფართოვდათ, ეტყობა არ უნდოდათ ვინმეს შეემჩნიათ, შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ.
-ლიამ, ლიამ როგორ ხარ? შეგიძლია წამოდგე? გთხოვ ადექი, სახლში წავიდეთ.- მასთან ჩამუხლული ცრემლად ვიღვრებოდი და ვცდილობდი გამომეფხიზლებინა. გონება არ ჰქონდა დაკარგული რაც კარგი იყო.
-კარგად ვარ ალისა დამშვიდდი.- თქვა სუსტად
-შეგიძლია წამოდგე?-
-შემიძლია. ხომ გითხარი კარგად ვართქო.- მითხრა და ფეხზე დამოუკიდებლად წამოდგა. ცხვირიდან სისხლი სდიოდა და ტუჩიც გახეთქილი ჰქონდა. ამის დანახვაზე უფრო მეტად ავტირდი.
-გეყოფა რა, ნუ ტირი.-
-როგორ არ ვიტირო, ნახე რა დღეში ხარ. ვინ იყვნენ ისინი? რა უნდოდათ?-
-ალისა, ახლა ამის დრო არ არის. წამოდი სახლში.-
-ხომ, მაგრამ ნინა? ის ძალიან ინერვიულებს.-
-არაუშავს, ვეტყვ,ი რომ სკოლაში ვიჩხუბე.
-მაგრამ...-
-ალისა, ბევრს ლაპარაკობ.- სიტყვა შემაწყვეტინა და წინ წავიდა. მე კი უკან დავედევნე.
-ფეხით უნდა წავიდეთ?-
- ხო, მანქანა არ წამომიყვანია, თან ახლოს ვართ უკვე.-
-კარგი.- ამოვილუღლუღე და ვეცადე ცრემლები აღარ წამომსვლოდა. ლიამი კარგად იქნება, მას არაფერი სჭირს, თავს ამით ვიმშვიდებდი და ამასობაში სახლამდეც მივაღწიეთ. სანამ შიგნით შევიდოდით ლიამი ჩემკენ მობრუნდა, მკლავებზე ხელები მომხვია და გულში ისე ძლიერად ჩამიკრა ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს და სუნთქვა შემეკრა, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოც იყო. მისი სურნელით გამევსო ფილტვები. მინდოდა ეს წამები უსასრულოდ გაწელილიყო, მაგრამ მალევე დასრულდა. ლიამი მომშორდა და მითხრა.
-არ ინერვიულო ჩემს გამო, ამად არ ვღირვარ.- შემდეგ კი კარზე ზარი დარეკა. მისი სიტყვები ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ დამცალდა, როცა ნინამ გააღო კარი და ლიამის დანახვაზე კივილი დაიწყო.
-დედა, დედაა დამშვიდდი არაფერია, კარგად ვარ.- ნინასთან მივიდა და ჩაეხუტა თან შიგნით შევიდნენ, მეც მათ მივყევი. ნინამ პირველი დახმარების ყუთი მოიტანა და ლიამს ყველა ჭრილობა დაუმუშავა.
-იცოდე, სანამ კარგად არ გახდები სახლიდან არ გახვალ.- დაემუქრა თითით.
-კარგი რა დედა, დიდი ვარ უკვე.-
-არ მაინტერესებს. ან დამიჯერებ, ან ხმა აღარ გამცე.-
-კარგი, კარგი სახლში ვიქნები.- უთხრა ლიამმა, ლოყაზე აკოცა და თავის ოთახში ავიდა. მე ვისადილე, შემდეგ ნინა გაკვეთილების მომზადებაში დამეხმარა.
ათი საათი იყო, როცა ლიამი ქვემოთ ჩამოვიდა და დივანზე მყოფს გვერდით მომიჯდა.
-გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?-
-რავი კი.- მხრების ჩეჩვით ვუპასუხე.
-შენ პოპკორნი მოიტანე, მე ფილმს ავარჩევ.-
-აუ ოღონდ ბოევიკები და ჩხუბები არ გვინდა რა.- ვუთხარი სიცილით.
-კარგი, კარგი.- დამეთანხმა ისიც. მე სამზარეულოდან პოპკორნი გამოვიტანე და ლიამს მივუჯექი გვერდით, მანაც ფილმი ჩართო და ყურება დავიწყეთ. უკვე ერთი საათია რაც ვუყურებთ და ხმამაღლა ვიცინით. როგორც ჩანს ლიამს მოწონს კომედიური ფილმების ყურება, ისევე როგორც მე. მისკენ მქონდა თავი მიბრუნებული და ვაკვირდებოდი მის ყველა ნაკვთს. ის ერთადერთი საყვარელი პერსონაჟი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლისთვისაც შემეძლო მთელი ცხოვრება ასე მივშტერებოდი.
ეტყობა დაჟინებულ მზერას ვეღარ გაუძლო და ჩემკენ გამოიხედა, შემდეგ კი ისე, რომ ვერც გავიაზრე, მისი ფაფუკი ტუჩები ვიგრძენი ჩემს ბაგეებზე. ამის შემდეგ იყო კვლავ სწრაფად აძგერებული გული, მუცელში პეპლები, ტვინში ათასი ფიქრები, მარწყვის გემო, ფილმი და მხოლოდ ჩვენ ორნი.

თავი 13
დილით ადრე მეღვიძება და მიკვირს კიდეც, რომ მაღვიძარას მოვასწარი გაღვიძება. ახლა ნამდვილად აღარ მომიწევს იმ საშინელი ხმის მოსმენა, რომელიც ყოველ დილით რვა საათზე მაწუხებს. ჯერ რვის ნახევარია, ამიტომ მაღვიძარას ვთიშავ, რომ არ დარეკოს და ჭერს ვაშტერდები. გუშინ კვლავ დამიბრუნდა ჩემი ძველი ლიამი, რომელიც ძალიან საყვარელი და თბილია, მაგრამ ვინ იცის რა მოხდება დღეს? ხვალ? ან ზეგ? იქნებ კვლავ შეიცვალოს? არ მინდა მისი ასეთი ცვალებადი ხასიათი, ეს მავნებს. არც მისი უხეშად მოპყრობა მინდა, მირჩევნია ისეთივე კარგი იყოს როგორიც გუშინ იყო, ან თუნდაც იმ დღეს, თავის საყვარელ ადგილას, რომ წამიყვანა. ეს დღე ჩემი ცხოვრების კალენდარზე ძალიან მუქ და დასამახსოვრებელ წერტილად იქნება აღნიშნული, რომ არ დამავიწყდეს.
რვა საათზე ფეხზე ვდგები და კარადიდან ტანსაცმელს ვიღებ. ჯინსის კაბას და თეთრ მაისურს. ფეხზე კი კეტებს. ამის შემდეგ კი ოთახიდან გავდივარ, როცა წინ ლიამი მეფეთება. თმა აბურდული აქვს და საყვარლად გამოიყურება. შავები აცვია, რომელიც ძალიან უხდება და ძალიან სიმპატიურს აჩენს.
-ჰეი. შენს გასაღვიძებლად მოვდიოდი.-
-ამ მადლობა, პირველად გამეღვიძა მაღვიძარის გარეშე და მიხარია.-
-ოუ კაია. დღეს ერთად წავიდეთ კოლეჯში.-
-კარგი, მაგრამ მე უნდა ვისაუზმო. ასე, რომ ლოდინი მოგიწევს.-
-არაუშავს. მეც უნდა ვისაუზმო, თორე ნინა კოლეჯში გამომაყოლებს საკვებს.- მის სიტყვებზე გამეცინა.
-ნინა ეგეთი არ მეგონა.-
-მერწმუნე შეუძლია ამის გაკეთება, გამოცდილი მაქვს.-
-აჰმ მაშინ სჯობს წავიდეთ.-
-ხო.- გამიღიმა და ჩემთან ერთად წამოვიდა სამზარეულოში.
-დილამშვიდობის ნინაჩკა.- მივესალმე მხიარულად.
-როგორ გეძინა ალისა? კარგ ხასიათზე ჩანხარ.- ნინა როგორც ყოველთვის რაღაცას აკეთებდა და თან მე მელაპარაკებოდა. ის ყოველთვის ფუსფუსებს სამზარეულოში და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მიკვირს მისი ასეთი ენერგიულობა.
-სიმართლე გითხრა ასე კარგად არასდროს მძინებია.-
-ნეტავ ვინ შეუქმნა ამის განწყობა.- ჩაილაპარაკა ლიამმა, რაზეც მკვლელი მზერა ვესროლე, რადგან მივხვდი რატომაც თქვა ეს. მართალია მისმა კოცნამ ჩემში ძალიან ბევრი გარდაქმნა გამოიწვია და ჩემი გული უფრო დიდი სიყვარულით და სისწრაფით ააძგერა, მაგრამ არ მინდა ნინამ რამე იეჭვოს და იფიქროს, რომ ამ სახლში გადმოსვლის პირველივე დღიდან მისი შვილი მომეწონა და მასზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობ.
-გუშინ ძალიან საყვარლობა წიგნი წავიკითხე და ამის ბრალია.- ვუთხარი სიტუაციის განსამუხტად. ხანდახან მართლაც ასე არის ხოლმე. წიგნი ჩემს განწყობაზე ძალიან მოქმედებს.
-ძალიან კარგი. მერე ჩემს ბიბლიოთეკას დაგათვალიერებინებ.- მითხრა ნინამ.
-არ ვიცოდი ბიბლიოთეკა თუ გქონდათ.-
-დიახ გვაქვს, თანაც ძალიან ბევრი ახალი და ძველი წიგნებით დატვირთული.-
-მმმ რა კარგია, ვგიჟდები წიგნების კითხვაზე.- ვუთხარი და ლიამის გვერდით დავჯექი, მაგიდასთან.
-შენი ტოლი, რომ ვიყავი მეც გაგიჟებით მიყვარდა კითხვა. სამწუხაროდ ახლა ვეღარ ვახერხებ ისე ხშირად რამეს წაკითხვას, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს.-
-მე კი დარწმუნებული ვარ არასდროს შევწყვეტ კითხვას.-
-იმედია.- გამიღიმა ნინამ და წინ ჩაი და ალადები დამიდო. ისეთი გემრიელი იყო, რომ ლიამმა ძლივს ამფხიკა სკამიდან და გარეთ გამაბუნძულა.
-აუუ რატო წამოვედით ასე მალე, ერთი ალადი დამრჩა.-
-რამდენს ჭამ და მაინც ქათმის წონა გაქვს, რა იყო გოგო.-
-არ მაქვს ქათმის წონა.- ავბუზღუნდი და მანქანაში ჩავჯექი. ლიამი კი რამდენიმე წუთი ხმამაღლა იცინოდა, შემდეგ დასერიოზულდა. მისი სახის გამომეტყველებაზე ბოლო ხმაზე სიცილი მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე, არაფერი დაშავდება ჩემი სამსახიობო ნიჭი, რომ გამოვიყენო და ცოტა შევაშინო. თავს ვაიძულე ტირილი დამეწყო, თავიდან ხმადაბლა ვქვითინებდი და დარწმუნებული ვიყავი ყველა შეამჩნევდა, რომ ვიტყუებოდი, მაგრამ შემდეგ როლში შევედი და ისეთი ტირილი დავიწყე მეც კი გამიკვირდა. აი ამ დროს ლიამის სახე უნდა გენახათ. ისეთი თვალებით შემომხედა, რომ იქვე დავდნი. ტირილი საერთოდ დამავიწყდა მანქანა, რომ გააჩერა და ჩემკენ გადმოიხარა.
-ალისა, რაზე ტირი? ხო კარგად ხარ? გეხუმრე უბრალოდ.-
-ეგ ხუმრობა არ იყო.-
-როგორ არა პატარავ, გეხუმრე. როდის მერე გახდი ასეთი გულჩვილი.-
-მე სულ ასეთი ვიყავი, უბრალოდ ახლა შემამჩნიე.- ვუთხარი და უფრო მეტად ავტირდი. გავიგონე როგორ ამოიოხრა, შემდეგ კი ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
-კარგი დაწყნარდი. მაპატიე, რომ გაწყენინე.- მის სიტყვებზე გულში სითბო ჩამეღვარა და გახარებულმა და განაბულმა სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე და ხელები ძლიერად მოვხვიე. რამდენიმე წუთი ასე ვიყავით, შემდეგ მომშორდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-მაპატიე ხო?-
-კი.- თავი ღიმილით დავუქნიე, მან კი შუბლზე მაკოცა, მომშორდა და მანქანა დაძრა. მოიცა შუბლზე რატო მაკოცა? ტუჩები აქვე არ ქონდა? რაღა მაინდამაინც შუბლი? ნერვები კვლავ მომეშალა, მაგრამ არ გამომიმჟღავნებია, რადგან ლიამი რამეს მაინც წამომაცდენინებდა.
კოლეჯამდე მშვიდად მივედით. მანქანიდან გადმოვედი და ჩემი კლასისკენ ავიღე გეზი. დღეს მე და ლიამს საერთო გაკვეთილი არ გვქონდა, ამიტომ სახლში მისვლამდე ვერ ვნახავდი. ჩემი მერხის გვერდით ტრისი, რომ დავინახე სიხარულისგან ტაში შემოვკარი და მისკენ გავექანე. ძლიერად ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.
-მომენატრეე.- ამოილუღლუღა ჩემს კისერში თავჩარგულმა.
-მეც, მაგრამ ნუ გაგიტკბა მომშორდი.- ვუთხარი და დავეჭყანე.
-უიმეე, შენ ხო ადამიანს არ აცდი რა ტკბობას.-
-კაი ტრის, დაწყნარდი.- ვუთხარი სიცილით და ჩემი ადგილი დავიკავე.
-ლიამმა მოგიყვანა ხო?-
-შენ საიდან იცი?-
-დღეს, რომ მოვედი კოლეჯში ყველა იმაზე საუბრობდა, რომ შენ და ლიამი ერთად ხართ.-
-უმმ ღმერთმა დამიფაროს ლიამის შეყვარებული, რომ არ გავხდე.-
-კაი კაცო. ვითომ მე ვდნები მის დანახვაზე და მე მომწონს სიგიჟემდე.-
-შეიძლება მომწონს, მაგრამ ერთად არ ვართ.- ვუთხარი გაბრაზებულმა. ვინ გაავრცელებდა ამ ჭორს სელენას გარდა. ვერ ვხვდები რა უნდა ჩემგან, ან რა დავუშავე ასეთი, რომ გადამეკიდა. უნდა ყველამ ჩემზე ილაპარაკოს და თავი ცუდად მაგრძნობინოს. ლიამთან ყოფნა იმდენად უნდა, რომ ნებისმიერ რამეზეა წამსვლელი. ფიქრებში ვიყავი გართული ზარი, რომ დაირეკა და კლასში გეოგრაფიის მასწავლებელი შემოვიდა, მიყვარს ეს საგანი და თვითონ მასწავლებელიც.
-ბავშვებო, სანამ გაკვეთილის ახსნას დავიწყებ, მინდა ერთი სასიამოვნო ფაქტი გაგაცნოთ.- დაიწყო მან.
-ჩვენი დღევანდელი გაკვეთილია ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობები, ამიტომ მინდა პატარა პროექტი დაგავალოთ, რომლის მიხედვითაც, თქვენ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად წახვალთ, თქვენთვის საყვარელ ადგილას, გადაიღებთ ფოტოებს, შეაგროვებთ ინფორმაციებს და შობამდე ჩამაბარებთ, გასაგებია?-
-დიახ მას.- ყველამ დავუქნიეთ თავი. მასწავლებელმა გაკვეთილის ახსნა დაიწყო, მე კი იმაზე ფიქრი თუ სად და ვისთან ერთად წავსულიყავი. ერთი ვარიანტი ტრისი იყო, რომელიც გამოვრიცხე რადგან.
-ტრის, გინდა ერთად გავაკეთოთ პროექტი.- ვუთხარი იმედიანად.
-აუ ალისა, მაპატიე რა, მაგრამ მარკთან ერთად, რომ არ წავიდე ბრუკლინის ხიდზე მოვკვდები ალბათ.-
-კარგი, კარგი.- ვუთხარი სიცილით და თავი გავაქნიე. არაუშავს მარტო წავალ.
გაკვეთილები მალევე გამოვიდა, რის შემდეგაც ფეხით წავედი სახლისკენ, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
-გინდა გავისეირნოთ?- ლიამი იყო.
-სად?- სწრაფადვე მივწერე პასუხი.
-რავი, სადმე პარკში.-
-კარგი, მაგრამ ახლა სახლში მივდივარ.-
-მეც სახლში ვარ, მოდი და წავიდეთ.-
-კარგი მოვდივარ.- მივწერე და ნაბიჯს ავუჩქარე, სახლში მალევე მივედი. ლიამი დივანზე იჯდა და ტელევიზორში რაღაც გადაცემას უყურებდა.
-მოვედიი.- დავიყვირე კარშივე.
-მიდი მალე მოემზადე და წავედით.- მომაძახა ლიამმა კიბეებზე ასულს. ჩემს ოთახში მალევე შევედი. ჩანთა დავდე და ტანსაცმელი გამოვიცვალე. გარეთ ისეთი ამინდი იყო ალბათ მალე მოთოვდა კიდეც. დეკემბერია. რა გასაკვირია, რომ მოთოვს. ძალიან მიყვარს თოვლი, გუნდაობა, ახალი წელი და ყველაფერი რაც ზამთართანაა დაკავშირებული. ქურთუკს ვიცვამ და კიბეებზე ჩავრბივარ.
-წავედით?- მკითხა ლიამმა.
-წავედით.- ვუთხარი და მასთან ერთად გავედი გარეთ. მანქანაში ჩავსხედით და პარკისკენ წავედით
ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით და გავერთობოდით, რადგან ბავშვობიდანვე მიყვარს ატრაქციონები, პარკში სეირნობა, ბამბის ნაყინი და ასე შემდეგ... ლიამთან კი ეს ყველაფერი საოცარი რამ იქნებოდა. ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდებოდი, ისე მინდოდა მალე მივსულიყავით.

თავი 14
პარკში მალევე მივედით. სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და ლიამს არც დავლოდებივარ ისე გავიქეცი ბამბის ნაყინისკენ. ისიც მალევე დამეწია და გვერდით ამომიდგა. როგორც ჩანს ლიამსაც ჩემნაირი გემოვნება აქვს, რადგან სირბილით მივიდა დახლთან და ორი ბამბის ნაყინი შეუკვეთა. მის დანახვაზე სიცილი დავიწყე. როგორი ბავშვური და საყვარელი იყო. მგონი დღეს ლიამის სხვა სახის დანახვაც შემეძლება. ბამბის ვარდისფერი ნაყინი მალევე მზად იყო და მე და ლიამი გემრიელად შევექცეოდით.
-ლიამ, რომელია შენი საყვარელი ფერი?- დავიწყე და ავკისკისდი.
-შავი. შენი ალბათ ვარდისფერი ხო?-
-არა იასამნისფერი, მაგრამ ყველა ბიჭს შავი ფერი რატო მოგწონთ?-
-ნუ ზოგს სხვა მიზეზი აქვს, ზოგს სხვა.-
-მაგალითად შენ რა მიზეზი გაქვს?-
-არ ვიცი, უბრალოდ მომწონს.-
-სხვებს რა მიზეზი აქვთ?-
-ვაიმე დაკითხვაზე ვარ? მე რავიცი- გარაზდა უცებ.
-უიმე კაი ხო. ბიჭი შენ ხარ და შენ უნდა იცოდე.- ავბუზღუნდი და სეირნობა გავაგრძელე. უეცრად ამერიკული მთები დავინახე, რომელზედაც წყვილები ისხდნენ და ბოლო ხმაზე კიოდნენ.
-ნახე როგორ ეშინიათ, მე საერთოდ არ შემეშინდებოდა.- მივუთითე ლიამს მათზე. მან გაიცინა და ხელი ჩამომაწევინა.
-ოდესმე მჯდარხარ მასზე?-
-ნწუ შენ?- გავაქნიე თავი.
-კი და დარწმუნებული ვარ, რომ შენ შიშისგან ბოლო ხმაზე იკივლებ.-
-არა, მე არ მეშინია.- ჩემს თავში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავემორჩილებოდი. რატომ უნდა შემეშინდეს იმის, რაც ძალიან უმნიშვნელოა და საერთოდაც არ არის საშიში.
-კარგი, მოდი დავნიზლავდეთ.-
-რა საჭიროა ნიზლავი? ჩემი არ გჯერა?- ავღელდი უცებ.
-აჰამ ანუ გეშინია ხო?- თვალებში ჭინკები აუთამაშდა, რაზეც ნერვები მომეშალა. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ლიამისთვის დამემტკიცებინა. ამ დებილობა რაღაცის არასდროს შემეშინდებოდა, მაგრამ მე მისი სურვილის უფრო მეშინოდა. თავში უქრის და ვინ იცის რას მოიფიქრებს. მოკლედ ჩემმა გამბედაობამ და სითამამემ დღეს პიკს მიაღწია, ამიტომ დაუფიქრებლად დავთანხმდი.
-კარგი, ვიცი წააგებ, მაგრამ მაინც რა უნდა მთხოვო ასეთი. რაზე ვენიზლავებით?-
-თუ შიშისგან იკივლებ მე მოვიგე, თუ არა და შენ.-
-და სურვილები?-
-თითო სურვილი გვექნება ერთმანეთთან.-
-კარგი, მაგრამ ისეთი არა, რომ მისი შესრულება ძალიან ძნელი აღმოჩნდეს.-
-კარგი, გპირდები ეგეთ სურვილს არ შეგასრულებინებ.-
-შევთანხმდით.- თანხმობის ნიშნად ლიამს ხელი ჩამოვართვი. ამის შემდეგ ორივემ ამერიკული მთების ბილეთები ვიყიდეთ და დაველოდეთ როდის მოვიდოდა ჩვენი რიგი. როგორც ჩანს ყველას ძალიან ეშინოდა, რადგან როგორც კი შეჩერდა იმწამსვე ჩვენი რიგი მოვიდა და მეც თამამად დავჯექი ჩემთვის განკუთვნილ სკამზე. უსაფრთხოების ღვედები შევიკარით და დაველოდე როდის დაიძვრებოდა ეს მოწყობილობა. გულმა სწრაფად დამიწყო ძგერა, რადგან საშინლად ავნერვიულდი. მართალია ქვემოდან ყველაფერი ადვილად ჩანს, მაგრამ ვინ იცის სიმაღლეზე, რომ ავალთ რა მელოდება, თანაც სიმაღლის შიში მაქვს. ღმერთო, ეს რა გავაკეთე. თავი ხელებში ჩავრგე და ამოვიტირე, მაგრამ სინანული უკვე გვიანი იყო. ლიამისთვის ნებისმიერი სურვილის შესრულება მომიწევდა.
როგორც კი დავიძარით ჩემი გულის ცემა მე თვითონ მესმოდა. სიმაღლეზე, რომ ავედით პულსმაც უმატა. არ მინდოდა დამეკივლა, მაგრამ როგორ შევიკავებდი თავს, როდესაც მთელს ქალაქს ვხედავდი. ულამაზესი იყო აქაურობა. რამდენიმე წუთი ასეთ მდგომარეობაში მოგვიწევდა გაჩერება. ლიამი ჩემს მხარეს გადმოვიდა, ხელი მხარზე გადამხვია და გულზე მიმიკრა. ვიბრაციით ვიგრძენი, რომ იცინოდა.
-ლიამ, რა ხდება?-
-არაფერი საყვარელო.- მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-მე შენი საყვარელო არ ვარ.-
-ხარ.-
-არ ვარ.-
-ხარ.-
-არ ვარ.-
-ხარ.-
-არ ვარ მეთქი.-
-მე კი ვამბობ, რომ ხარ.-
-არ ვ...- სიტყვის დასრულება არ დამცალდა, როდესაც მთელი სისწრაფით მოვწყდით ადგილს და ჩემი კივილიც მთელს პარკს მოედო. გული ხელში მეკავა ისე შემეშინდა. სულ ლიამის ბრალია, ყურადღების გადაფნტვა კარგად ეხერხება, შემდეგ კი ყველაფერი ჩემს საპირისპიროდ ბრუნდება. არა და როგორ კარგად მიმდიოდა საქმე. ერთ სურვილს შევასრულებინებდი, რამე ისეთს რაც ნერვებს მოუშლიდა. ახლა კი ვინ იცის რისი გაკეთება მომიწევს. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. შიშისგან ლიამს ვეკვროდი, რომელიც უკვე ხმამაღლა იცინოდა, რაც უფრო მეტად მიშლიდა ნერვებს . როგორ შეუძლია იყოს ასეთი საზიზღარი და თან ასეთი საყვარელი? მაგრამ ეს ხომ ლიამი. მხოლოდ მას შეუძლია ჰქონდეს მილიონი სხვადასხვა მხარე, რომლის შეცნობაც არც ისე ადვილია. მე მგონია, რომ მის ყველა მხარეს ლიამიც კი არ იცნობს. ის სიტუაციების მიხედვით იცვლება ესაა და ეს. გაცნობიერებული არასდროს აქვს რას ჩადის და რას აფუჭებს.
მიწაზე, რომ დავდგი ფეხები ჩემმა ლამაზმა ცხოვრებამ თვალწინ გადამირბინა. იმ სიმაღლეზე, რომ მოვმკვდარიყავი უსამართლობა იქნება. თავდახრილი ვიდექი და ლიამს არ ვუყურებდი. ვიცი დაიწყებს სიცილს, შემდეგ თავისი სურვილების ჩამოთვლას, რომლიდანაც ვერ გამოარჩევს რომელი ერთი შემასრულებინოს, შემდეგ ისევ სიცილს დაიწყებს, შემდეგ ისევ სიცილს და კვლავ სიცილს. რა თქმა უნდა ასეც მოხდა. მისმა სიცილმა ყურები მატკინა. გაბრაზებულმა ავხედე იქნებ გაჩერდესთქო, მაგრამ არა, მაინც ბოლო ხმაზე კაკანებდა და ჩემს ნერვებს ნაკუწებად აქცევდა.
-ლიაამ, გეყოფააა.- ვუყვირე ბოლოს.
-შენ... ისე თავდაჯერებულად ამბობდი არ შემეშინდებაო ... რომ მეთქი ...- ალაგ-ალაგ ამბობდა სიტყვებს და თან იცინოდა. მისი ღიმილი ისეთი თვალისმომჭრელია. ასეთ სიტუაციაში, რომ არ ვყოფილიყავით მომეწონებოდა კიდეც, მაგრამ გააჩნია რის გამო იცინის.
-კარგი გეყოფა. წავაგე და სურვილს შეგისრულებ, ვსო.- ვუთხარი გაბრაზებულმა.
-დავიწყო ანუ სურვილის მოფიქრება?-
-ხო დაიწყე. თან სახლში წავიდეთ.-
-კარგი წავიდეთ.- მითხრა და ღიმილით გაემართა მანქანისკენ. მე კი ბუზღუნით გავყევი უკან. მთელი გზა ხან იცინოდა, ხან იღიმოდა, ხან მიყურებდა და ჩემს ნერვებს საბოლოოდ წეწავდა. როგორც იქნა მივედით სახლში. უკვე შებინდებული იყო, ამიტომ სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და ჭიშკრისკენ წავედი, როცა ლიამმა შემაჩერა.
-მოვიფიქრე.-
-რა?-
-მაკოცებ.- მის სურვილზე თვალები გამიფართოვდა. ალბათ მომესმა ხო? ამ დეგენერატს გონია, რომ ამ უაზრო ნიზლავის გამო ვაკოცებ?
-შანსი არაა. მაგას არ ვიზამ.-
-კარგი, მაშინ ძველი ლიამი დაბრუნდება.-
-როგორი ძველი?-
-უხეში.- მითხრა და მომიახლოვდა. მისი სუნთქვა უკვე ტუჩებზე მეცემოდა. ჰმმ! მარწყვის და მენთოლის გემო. ლიამის ტუჩები ისე მიმზიდველად მიყურებდნენ, რომ მეგონა ისინიც მის მხარეს იყვნენ.
-არც ახლა ხარ ნაკლები.- ვუთხარი და გავუღიმე.
-ოუ, მე კი შენს გამო შევიცვალე და ამან არც ახლა ხარ ნაკლებიო.-
-მოიცა, ჩემს გამო რა ქენი?-
-შევიცვალე.-
-ვერ გავიგე?- მის სიტყვებს არ ვუჯერებდი. რას ქვია ჩემს გამო შეიცვალა? ეს ხომ აბსურდია. როგორ შეუძლია თვით ლიამ პეინს ვიღაც ალისას გამო ხასიათი და ქმედებები შეიცვალოს.
-შენს გამო შე-ვი-ცვა-ლე-თქო.- ბოლოს დამიმარცვლა და თვალებში ჩამაშტერდა. მისი თვალები მატყვევებდნენ, მათში ისე ვიძირებოდი როგორც უკუნითი სიბნელით მოცულ მორევში. არ შემეძლო თვალი ამერიდებინა და სხვა რამეზე მეფიქრა. თითქოს ლიამის მთელი სხეული და თვითონ ლიამიც მთხოვდა, „მაკოცე“, „მაკოცე“, „მაკოცე.“ ალბათ გავგიჟდი. ლიამის სიყვარულმა დამაბრმავა. დიახ, ის ერთი ნაბიჯიც გადავდგი, რომელიც სიყვარულამდე მაშორებდა. მე ლიამ პეინი მიყვარს. მთელი არსებით მიყვარს. ისე მიყვარს, რომ შემიძლია ახლა მასთან მივიდე და ვაკოცო. თავს მისკენ ძალიან ახლოს ვწევ და ჩვენი ტუჩებიც ერთმანეთს ერწყმის. მართალია, ეს ჩემი ინიციატივით არ მომხდარა, მაგრამ ეს კოცნა ყველასგან გამორჩეული იყო. სიყვარულით და ვნებით სავსე, რომელიც ლიამთან მაკავშირებდა. მის ტუჩებს ვერ ვწყდებოდი, არ შემეძლო ლიამის გარეშე ერთი დღეც კი გამეტარებინა. მისმა სიტყვებმა საბოლოოდ დამაწრმუნეს იმაში, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ არის. ასე, რომ იყოს ჩემს გამო არ შეიცვლებოდა. ვიცი, რომ მისი ეს გარდასახვა ასე ადვილად არ მოხდება და ამას დრო სჭირდება, მაგრამ მთავარია, რომ ლიამი ამას ჩემს გამო ცდილობს და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს.
ტუჩებს ერთმანეთს ვაშორებთ, რადგან ვხვდები, რომ ჰაერი აღარ მყოფნის. შემდეგ ერთმანეთს ვუღიმით, მე მისკენ ვიწევი და ხელებს წელზე ვხვევ. ისე თბილად მეხუტება, რომ მთელს სიმხურვალეს გადმომცემს. მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს. ჩემი გული გაგიჟებით ცემს, მუცელში კი პეპლები დაფრინავენ. არ ვიცი რა გრძნობაა ეს, რადგან არასდროს გამომიცდია, მაგრამ ვიცი, რომ ამაზე კარგი ქვეყნად არაფერია.

თავი 15
ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გავიაზრე, რომ ლიამზე ჭკუა მეკარგება და ის ძალიან მიყვარს, თითქოს ჩემმა გონებამ სხვანაირად დაიწყო აზროვნება და გულიც სხვა მხარეს წავიდა. არ ვიცი რა მემართება მაშინ, როდესაც ლიამის დანახვისას პულსი იმაზე მეტად მიცემს ვიდრე მანამდე. მინდა, რომ ერთად ვიყოთ, ძალიან მაინტერესებს მისი აზრი ჩემს მიმართ. ალბათ სისულელეა ის, რომ ერთი სული მაქვს ლიამს როდის გამოვუტყდები სიყვარულში, თუმცა სიმართლე გითხრათ მეშინია ამის პირველი გაკეთება. ეს ჩემი პირველი სიყვარულია და ჯერ კიდევ არ ვიცი რა როგორ უნდა გააკეთოს შეყვარებულმა ადამიანმა. ალბათ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც უნდა იყოს და ალბათ მეც ისე ვიქცევი ლიამის დანახვისას როგორც საჭიროა. ნინასთანაც ურთიერთობა თითქოს უფრო სხვაგვარი გახდა და იმაზე მეტად დავუახლოვდი ვიდრე აქამდე ვიყავით.
ახალი წელი მოდის. სულ რაღაც ხუთი დღე დარჩა და მეც ერთი სული მაქვს როდის დადგება ეს დღე. ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ 1 იანვარს დაბადების დღე მაქვს, ამიტომაც ეს დღე იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა სულიერისთვის. ეს არც ლიამმა იცის და არც ნინამ, თუმცა არც ვაპირებ ამის თქმას, რადგან არ მინდა ზედმეტად მოიხარჯონ ჩემს გამო და ნინაც დავავალდებულო დაბადების დღის გადახდაზე. ამის მიუხედავად, ახალ წელს მაინც დიდი შემართებით ველოდები. ერთი სული მაქვს როდის წავა ნინა სახლის მოსართავების საყიდლად, რომ მეც თან გავყვე, ყველაფერი ვიყიდო და ლიამთან ერთად მოვრთო აქაურობა.
დილას ათ საათზე ვიღვიძებ, რადგან კოლეჯში დაგვითხოვეს საახალწლოდ და შემიძლია მთელი დღე ვიძინო, მაგრამ ასე არ ვაკეთებ, რადგან დღეს ნინას უნდა ვთხოვო, რომ საყიდლებზე წამიყვანოს. სააბაზანოში შევდივარ, ვნაბაობ, ჯინსის შარვალს და ვარდისფერ ნაქსოვ მაისურს ვიცვამ, თმასაც ვივარცხნი, შემდეგ კი სააბაზანოდან სამზარეულოში გავდივარ. ლიამი მაგიდასთან იჯდა და საუზმობდა, ნინაც ჩემდა გასაკვირად მასთან ერთად იჯდა. ის ყოველთვის რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ალბათ დღეს ყველაფერი ნაადრევად დაასრულა და მშვიდად საუზმობს. ჩემს დანახვაზე ორივეს გაეღიმა და ორივენი მომესალმნენ.
-დილამშვიდობის.- ვთქვი მეც და კარადიდან ჩაის ჭიქა გამოვიღე. ჩაი დავისხი და ნინას გვერდით დავჯექი. ერთი ყლუპი მოვსვი თუ არა, ცხელი სითხე შინაგან ორგანოებს მოედო და სასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა. ნინას დაყენებულ ჩაიზე ყოველთვის ვგიჟდებოდი. ასე კარგად ჩემი დედინაცვალიც კი ვერ ამზადებს. მას ისეთი ჯადოსნური ხელები აქვს, რომ ყველაფერი გადასარევად გამოდის. არა და სულ ცდილობს არავინ შეაქოს. მიყვარს, როცა ლოყები ეფარკლება მაშინ, როდესაც ლამაზი სიტყვებით ვამკობ.
-ნინაჩკა, შენს მომზადებულ ჩაიზე ვგიჟდები.-
-შეგარგოს საყვარელო. მიხარია თუ მოგწონს.-
-ისე და ასე გემრიელი როგორ გამოგდის?-
-არ ვიცი, ალბათ უბრალოდ გემრიელი ჩაის ფერია.- მითხრა და გამიღიმა.
-ხომ, მაგრამ მე მგონია შენ ჯადოქარი ხარ და ამ ჩაისაც აჯადოვებ.- ჩემს სიტყვებზე ყველას გაგვეცინა. ლიამმა საყვარლად შემომხედა და თვალიც ჩამიკრა. ეს რა იყო? ბრინჯივით დავიბენი. ვერ მივხვდი ლიამის ეს ქმედება რას ნიშნავდა, კარგად მიმეღო თუ ცუდად.
-ნინა, საახალწლოდ საყიდლებზე როდის მიდიხართ?-
-დღეს.-
-შეიძლება მეც წამოვიდე?-
-ამმ, ლიამი მიდის და წაყევი მაშინ შენც.-
-არა, არა მაშინ დავრჩები მე.-
-რატო? წამოდი შენც.- მითხრა ლიამმა.
-ხომ, მაგრამ არ მინდა ხელი შეგიშალო.-
-ხელი რაში უნდა შემიშალო. მიდი მოემზადე და წავიდეთ.-
-ხო კარგი, ტელეფონს ავიღებ და მოვალ.- ფეხზე ავდექი და ჩემს ოთახში შევედი. ქურთუკი მოვიცვი, ფეხზე ბათინკები, ტელეფონიც ავიღე და ოთახიდან გამოვედი. ლიამი ვერსად ვიპოვე, ამიტომ ნინასთან მივედი და ვკითხე.
-ნინა, ლიამი სად წავიდა?-
-გარეთ გელოდება, მიდი გაიქეცი.-
-კარგი წავედი.- ვუთხარი და გარეთ გავედი. ლიამი მანქანაში მელოდებოდა, კარი გავაღე და მგზავრის ადგილას მოვთავსდი.
-აბა სად წავიდეთ?- მკითხა ლიამმა ღიმილით. მის კითხვაზე დავიბენი. საყიდლებზე მივდივართ და რა კითხვა იყო ეს.
-მოლში რა თქმა უნდა. საყიდლებზე მივდივართ და სხვაგან სად უნდა წავიდეთ.-
-კარგი წავედით.- მითხრა და მანქანა დაძრა. მოლი აქვე იყო ამიტომ მალევე მივედით. მე შიგნით შევედი და ყველაფრის თვალიერება დავიწყე. პირველ რიგში ნაძვის ხე უნდა გვეყიდა, ამიტომ მე და ლიამი დიდი სიფრთხილით ვარჩევდით თითოეულ ნაძვის ხეს. მე ძალიან მაღალი და ხშირი წიწვებით მინდოდა, რომ ბევრი სათამაშო დატეულიყო. მიყვარს ნაძვის ხის გაწყობა. ჩემს სახლში მე და დედა ყოველთვის ერთად ვაწყობდით. წელს პირველი ახალი წელი და პირველი დაბადების დღე იქნება დედინაცვლის გარეშე.
-მოდი ეს ვიყიდოთ.- მიმითითა ლიამმა თეთრ ნაძვის ხეზე, რომელიც ისეთი საშინელება იყო, რომ ყიდვა კი არა უბრალოდ შეხედვაც მეზარებოდა.
-შანსი არაა. თეთრი ნაძვის ხეები მძულს.- ვუთხარი ამრეზით და გზა გავაგრძელე ისე, რომ მას არც დავლოდებივარ.-
-მაშინ ეს.- მეორე ნაძვის ხე ძალიან დაბალი და წვრილი ტოტებით იყო.
-კარგი რა ლიამ, ეს ჩემზე დაბალია და სად უნდა დავდგათ?-
-მაშინ სხვა ავირჩიოთ.- მითხრა და ღრმად ამოისუნთქა. კიდევ ოთხი ნაძვის ხე მოეწონა ლიამს, თუმცა მე მათ არც ვუყურებდი, რადგან ეს ის არ იყო, რომელიც მე მინდოდა და რომელიც უნდა ყოფილიყო საოცნებო ახალი წლისთვის. ბოლოს ჩემს თვალთახედვაში იმხელა ნაძვის ხე გამოჩნდა, რომ ალბათ სახლშიც არ შეეტეოდა და მივხვდი, რომ ეს ის იყო.
-ლიამ, ეს ის არის.- ვუთხარი ღიმილით.
-ანუ ამას ვყიდულობ?-
-ხო.- დავუქნიე თავი. ისიც გამყიდველთან მივიდა და რაღაცები უთხრა. ამ დროის განმავლობაში მე ნაძვის ხის ყურებით ვიყავი გართული.
-ხვალ მოგვიტანენ სახლში.-
-ძალიან კარგი. ახლა გირლანდები და სათამაშოები ვიყიდოთ.- მე და ლიამმა ძალიან ბევრი რამ ვიყიდეთ საახალწლოდ. წვიმები, სათამაშაოები, გირლანდები, მოსართავები, ფერადი ბუშტები, ჰელიუმის ბუშტები და თოვლის ბაბუის ქუდები. ბოლოს დაქანცულებმა ავიღეთ სახლისკენ გზა. რამდენიმე წუთში ლიამმა სისწრაფეს მოუმატა, რამაც შემაშინა. ხომ იცის, რომ სიჩქარის მეშინია, რატომ აკეთებს ამას?
-ლიამ, გთხოვ შეანელე.- ვუთხარი და ცრემლებს საშუალება მივეცი გზა გაეკვლიათ ლოყებზე.
-ვერ შევანელებ ალისა, მოგვზდევენ.-
-რაა? ვინ მოგვზდევს? რა ხდება?- ძალიან ავნერვიულდი, ხელებმა კანკალი დაიწყეს. თანდათან უკან ვიხედებოდი. ორი დიდი ჯიპი მოგვსდევდა. მაინტერესებდა ვინები იყვნენ, ან რა უნდოდათ ჩვენთან.
საბოლოოდ გვეწევიან და გზას გვიჭრიან. ლიამი მანქანას აჩერებს.
-ლიამ, რა ხდება? მეშინია ლიამ.- ვლუღლუღებ და თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ.
-ყველაფერი კარგად იქნება.- მეუბნება ლიამი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ აღარაფერი იქნება კარგად. მანქანის კარს შავებში ჩაცმული მამაკაცი აღებს, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს და ჩვენ გვიმიზნებს. ლიამი ხელებს მაღლა წევს, მე კი ერთ ადგილას ვარ მიყინული. მასთან ერთად მეორეც მოდის, რომელიც ლიამის მხარეს აღებს კარს. ერთს მე გადმოვყავარ მანქანიდან, პირზე კი სპირტით გაჟღენთილ ნაჭერს მადებს. ვცდილობ გონება არ დავკარგო და ვიაზროვნო, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ისე მეშინია მთელი სხეული მიკანკალებს, შემდეგ კი გონებას ვკარგავ.

თავი 16
თვალებს ერთ საშინელ ადგილას ვახელ. გარემოს თვალს ვავლებ და ვხვდები, რომ სადღაც მიყრუებულ სარდაფში ვარ. ხელ-ფეხზე ბორკილები მადევს და კედელზე ვარ მიყუებული. თავი მტკივა, თვალები კი მეწვის. მთელი სხეული დაბუჟებული მაქვს. ძალიან ვნერვიულობ და მეშინია. არ ვიცი ვინ მომიტაცა, ან რა ხდება. ლიამი სად არის, ან როგორ არის? ყველაფერი მაინტერესებს. ახლა მხოლოდ მასთან ყოფნა და ერთი უბრალო ჩახუტება მინდა. მხოლოდ მისი სურნელი მეყოფა გასაცოცხლებლად და ფილტვების ასამუშავებლად. ახლა კი მხოლოდ ნესტის და შიშის სუნს ვგრძნობ. სიბნელეა და ვერაფერს ვხედავ, ამიტომ მიჭირს იმის აღთქმა, რომ ვიღაცას ბორკილებით ვყავარ დაბმული და არც კი ვიცი რა უნდა ჩემგან.
ცოტა ხანში საკეტის ხმა მესმის, როგორც ჩანს სარდაფში ვიღაც მძიმე ნაბიჯებით შემოდის. სიჩუმეში აშკარად მესმის მისი ხმამაღალი სუნთქვა. ამავე დროს ნაცნობი სუნამოს სუნიც მცემს. უცნობი სინათლეს ანთებს და ჩემთვისაც ყველაფერი ცხადი ხდება. წინ ერთი ხის მაგიდა დგას, რომელსაც ცალი ფეხი მოტეხილი აქვს, მის გვერდით კი ასევე ხის სკამი. პატარა ფორტოჩკაზე პატარა ფარდაა ჩამოკიდებული, რომელიც ისეთი დაძონძილია, რომ გასაკვირია როგორ ფარავს იმ პატარა ფანჯარასაც კი.
ადამიანი, რომელიც აქამდე უცნობი მეგონა, ჩემთვის ძალიან ნაცნობი პიროვნება აღმოჩნდა. ალბათ მიხვდით ხომ? დეიმონი... წვერი მოზრდია, თმაც, იმ დეიმონისგან, რომელსაც აქამდე ვიცნობდი აღარაფერი დარჩენილიყო. უფრო გამხდარა და უფრო კუშტი გამოხედვა შექმნია. მისი შემეშინდა. თვალები ბრაზით აწითლებოდა და ხელები მოემუშტა. სხეული მთლიანად ამიკანკალდა. არ ვიცი ეს აქ გამეფებული სიცივის ბრალია, თუ შიშის, რომელიც ფეხის წვერებიდან მომდის და უკვე თავამდე აღწევს. დეიმონი სკამზე ჯდება, რომელიც გაჭირვებით დგას ფეხზე, ერთხანს მე მიყურებს, შემდეგ კი ბოლო ხმაზე იწყებს სიცილს. გაოგნებული სახით ვაშტერდები, არ ვიცი რა მოვიმოქმედო, მაგრამ არც ის ვიცი მას რა სჭირს. ალბათ გაგიჟდა. აქამდეც ჰქონდა ნერვული შეტევები, მაგრამ ახლა პიკს მიაღწია მისმა გონებრივმა აშლილობამ. ჩემს სახეს, რომ შეხედა უფრო მეტად ახარხარდა. შიშისგან თვალებში ცრემლები ჩამიდგა და ჩემმა გულმაც ვეღარ გაუძლო. ორ წამში უკვე გულამოსკვნილი ვქვითინებდი. ლიამი მინდა. მინდა, რომ ჩემთან მოვიდეს და მიშველოს, შემდეგ კი გულში ჩამიკრას და შუბლზე მაკოცოს. როგორ მინდა მის სითბოს კვლავ ვგრძნობდე და მასთან კვლავ დაცული ვიყო.
ცოტახანში დეიმონი სიცილს წყვეტს და ამჯერად გაშტერებული მიყურებს. არ ვიცი რას მოიმოქმედებს, მისი ძალიან მეშინია, მინდა მიწა ჩამიწყდეს და მეც თან ჩამიყოლოს, ოღონდაც დეიმონი არ შემეხოს და რამე არ დამიშავოს. ფეხზე ძლივძლივობით დგება. მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ, რომ ძალიან ნასვამია. ფანდალით მოდის ჩემკენ და ბოლოს გვერდით მიჯდება. ვკანკალებ და ვცდილობ ჩვენს შორის მანძილი შეძლებისდაგვარად გავზარდო, მაგრამ მის გვერდით ამას ვერ ვაკეთებ, რადგან სულ უფრო ახლოს იწევს ჩემკენ. უეცრად ხელს წელზე მიცურებს და წამში მის კალთაში მათავსებს. ვფართხალებ, მაგრამ ამაოდ. ხელებს მკლავებზე მხვევს და სახე უფრო ახლოს მოაქვს ჩემთან.
-არ მინდოდა შენი გატაცება, თუმცა მაიძულე.- ამბობს მშვიდად.
-რა? მე რა შუაში ვარ?-
-შენ, რომ ლიამ პეინთან არ დაგეკავებინა საქმე, ახლა ჩვენ ერთად ვიქნებოდით.-
-არა დეიმონ, ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებოდით, მე შენ არ მიყვარხარ.-
-ის გიყვარს არა? ის შეგიყვარდა ხომ?-
-ლიამი არაა.-
-შენი აზრით, მას უყვარხარ? შენ მზად ხარ მისთვის თავი გაწირო, მაგრამ ის ?-
-რას გულისხმობ?-
-ახლა მე შენზე ძალა, რომ ვიხმარო შენი აზრით ის ამას გაიგებს? რომც გაიგოს დაგეხმარება?- მის სიტყვებზე ვთრთი. ოღონდაც ეს არ გააკეთოს და ყველაფერს შევუსრულებ. ოღონდაც კიდევ ერთხელ არ განვიცადო ის ტკივილი რასაც მამაჩემი მაყენებდა.
-არა შენ... შენ ამას არ გააკეთებ.- ვეუბნები ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
-საიდან იცი?-
-იქიდან, რომ შენ ასეთი არ ხარ. მე სულ სხვა დეიმონს ვიცნობ.- გადავწყვიტე მასზე ფსიქოლოგიურად მემოქმედა და ის ძველი დრო გამეხსენებინა, როდესაც ერთად კარგად ვიყავით.
-შენ მე არ მიცნობ.- ვხვდები როგორ ნერვიულობს ჩემს სიტყვებზე და იმასაც ვხვდები, რომ ჩემმა ნათქვამმა მისი გული ცოტათი მოალბო.
-როგორ არა ჩვენ ხომ ამდენი ხანი ვიყავით ერთად თან ისე კარგად.-
-მაგრამ შენ ყველაფერი გააფუჭე.-
-არა დეიმონ. მე არაფერი გამიფუჭებია. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი.-
-მართლა?- თვალებ აბრჭყვიალებული მიყურებს. ღმერთო, ნუთუ ასე ძალიან ვუყვარვარ, რომ ჩემი ყველა სიტყვის ჯერა? მართალია მისი მეშინია, მაგრამ ამის მიუხედავად ადვილი სამართავია. შემიძლია გული მოვულბო ძველი დრო გავახსენო და ამ სარდაფს თავი დავაღწიო, შემდეგ ლიამსაც დავუკავშირდები და ის გადამარჩენს. ის ჩემთან მოვა. მანამდე კი უნდა გავარკვიო მას დაუშავა თუ არა რამე. იქნებ ჩემთან ერთად ყავს სადმე გამოკეტილი? მაგრამ არამგონია მას მხოლოდ მე ვუნდივარ. მხოლოდ ჩემთან ყოფნა და ლიამის განადგურება სურს. ამიტომ ვყავარ ახლა გამოკეტილი, ამიტომ მეკვირს ასე ძალიან და ცდილობს მენდოს, ჩემი სიტყვები დაიჯეროს. ასეც ხდება, თუმცა გულში მაინც რაღაც მღრღნის იმის გახსენებისას, რომ დეიმონს ვატყუებ. მირჩევნია პირდაპირ ვუთხრა, რომ ის არ მაინტერესებს და ლიამი მიყვარს სიგიჟემდე, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. დეიმონის მოტყუება უნდა გავაგრძელო.
-ხო დეიმონ. შენ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ. ლიამი არ მაინტერესებს.-
- თუ ლიამი არ გაინტერესებს მის სახლში რატომ ხარ?-
-დედინაცვალმა დამტოვა, მის სიტყვას კი ვერ გადავალ. მეც არ მინდა იქ დარჩენა.- კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გულს ნაკუწებად მიშლის. ყველა სიტყვა მანადგურებს, რომელიც ლიამს ცუდად აღწერს.
-მაშინ წამოდი ჩემთან ერთად.-
-როგორ წამოვიდე? ნახე სად გყავარ დაბმული. მე შენ მიყვარხარ, შენ კი რას მიკეთებ.- ჩემი სამსახიობო ნიჭიც ჩავრთე ამ ისტორიაში და ტირილი დავიწყე, რომელიც უფრო რეალური იყო, რადგან მეშინოდა დეიმონი არ მიმხვდარიყო ყველაფერს და უარესი არ გაეკეთებინა ჩემთვის. დეიმონმა ხელები მხრებზე შემომხვია და გულზე მიმიხუტა. ყველაფერს გავაკეთებდი ოღონდ მის მაგივრად ახლა ლიამს ვეხუტებოდე.
-კარგი დაწყნარდი. ახლავეს გაგანთავისუფლებ და ამის შემდეგ მუდად ერთად ვიქნებით.-
-კარგი.- მე თავს ვუქნევ და მისი კალთიდან ფეხზე ვდგები. ის ბორკილებს მიხსნის. ტკივილისგან ვიმანჭები, მაგრამ შემდეგ კიდურებს ვიზელ და მალევე კარგად ვარ.
-წამოდი, მაღლა ავიდეთ.-
-ეს შენი სახლია?-
-კი. რაც დავშორდით იმის შემდეგ ახალი სახლი ვიყიდე.- მითხრა და წინ წავიდა მეც უკან დავედევნე, კიბეებით პირდაპირ მისაღებ ოთახში მოვხვდით, რომელიც საკმაოდ კარგად და გემოვნებიანად იყო მოწყობილი.
- ჩემი ოთახი სად იქნება?- ვკითხე დეიმონს.
-შენი არა ჩვენი.-
-ხო ჩვენი.- ვუთხარი და საყვარლად გავუღიმე.
-მეორე სართულზე პირველივეა.-
-შეიძლება ცოტა ხანი დავისვენო?-
-რა თქმა უნდა პატარავ. მე რამეს მოგიმზადებ და მოვალ.-
-კარგი გელოდები.- ვეუბნები და ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი, შემდეგ სწრაფად ავრბივარ კიბეებზე და პირველივე ოთახში შევრბივარ. პირველი რაც თვალში მხვდება ტუმბოზე დადებული ტელეფონია. სიხარულისგან აღარ ვიცი რა ვქნა. ტელეფონს ვიღებ და ლიამის ნომერს ვკრებ. გადის ერთი ზარ, ორი, სამი
-ჯანდაბა ლიამ, მიპასუხე გთხოვ.- ღმერთს ვევედრები, რომ ყურმილი აიღოს და როგორც იქნა ლიამის ხმას ვიგებ.
-გისმენთ?- ტკივილნარევი ხმა აქვს, მაგრამ არ ვიცი რატომ.
-ლიამ... მე ვარ ალისა... გთხოვ მოდი და გადამარჩინე.- მოზღვავებული ენერგიისგან ტირილი მივარდება. ვხვდები როგორ ნერვიულობს ლიამიც.
-რა? ალისა? კარგად ხარ? სად ხარ? მითხარი და ახლავეს წამოვალ. ალისა, გთხოვ არ იტირო.-
-დეიმონის სახლში ვარ. მგონი ტყეში ვართ. წინ ჩანჩქერია.- ფანჯარაში ვიხედები და როგორც კი რამე ხელჩასაჭიდს ვხედავ იმწამსვე ვეუბნები.
-კარგი მისმინე. ეცადე დეიმონი არ გააბრაზო ნახევარ საათში მანდ ვიქნები.-
-კარგი ლიამ, გელოდები.- ვეუბნები და ტელეფონს თავის ადგილას ვდებ. საწოლზე ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ. იმედია მომისწრებს, თორე არც კი ვიცი დეიმონთან როგორ უნდა გავატარო ეს ნახევარი საათი. ფეხები მიკანკალებს, რამდენიმე წუთში ოთახში ბოლთის ცემას ვიწყებ. ნახევარი საათი, ნახევარი საუკუნე მგონია. ცოტახანში საწოლზე ვწვები და ველოდები როდის მოვა ლიამი. არ მინდა მანამდე დეიმონი შემოვიდეს. მანქანის ხმა, რომ მესმის სიხარულისგან ფეხზე ვიჭრები და ფანჯრიდან ვიხედები. ვხედავ ლიამი, ლუი და ჰარი როგორ გადმოდიან მანქანიდან და სახლის კარს ამტვრევენ, შემდეგ კი უკვე შიგნით მესმის ხმაური. მესმის დეიმონის ღრიალი, შემდეგ ლიამის ხმა და უეცრად ვიღაც იარაღს ისვრის. შიშისგან ვკივი და დაბლა ჩავდივარ. დეიმონი სისხლში ცურავს, შოკირებული ვარ, თვალებიდან ცრემლები გაუაზრებლად მდის. გვერდით ვიხედები და ლიამის გახევებულ სახეს ვხედავ. მის სხეულს ვათვალიერებ, რომ დავრწმუნდე არაფერი სჭირს, მაგრამ ასე არ არის, მხარშია დაჭრილი.
-ლიამ, შენ დაჭრილი ხარ. მალე წავიდეთ აქედან.- მხარზე ხელს ვკიდებ და ვაიძულებ გარეთ გავიყვანო. როგორც კი სახლიდან გავდივართ ხელს მხრებზე მხვევს და გულზე მიხუტებს.
-მომენატრე.- მეუბნება და თავზე მკოცნის. მე კი უკვე შეგუებული სწრაფად აძგერებულ გულის ცემას ვუსმენ.

თავი 17
მე და ლიამი მთელი გზა ერთმანეთზე ჩახუტებულები ვისხედით. ხვალ ახალი წელია ანუ ჩემი დაბადების დღე ეს ძალიან მიხარია მაგრამ ამავე დროს ანერვიულებული ვარ რადგან იმის გახსენებაზე თუ რა გადავიტანე დეიმონთან შიში მიპყრობს და მაკანკალებს. ლიამი კი თითოეულ გადმოცვენილ ცრემლს კოცნით მიშრობს. არ ვიცი მასში ეს გარდატეხა რას დავაბრალო, მაგრამ მგონია, რომ ჩემს მიმართ უფრო თბილი და მზრუნველი გახდა. შესაძლოა ეს ჩემი გატაცების ბრალიცაა, თუმცა ლიამი ხომ ასეთი თბილი, მზრუნველი, საყვარელია. მასზე უკვე უხეშს ვეღარ ვამბობ, რადგან მისი კარგად გაცნობის შემდეგ ვხვდები, რომ სიტყვა უხეში მას საერთოდ არ შეესაბამება.
საავადმყოფოში მისვლის ნაცვლად ჰარიმ მანქანა ლიამის სახლის წინ გააჩერა. აქ რა გვინდა? ნინა ძალიან ინერვიულებს ლიამს ასეთ მდგომარეობაში, რომ დაინახავს, ან ტყვიას ვინ ამოუღებს. მას ვერავინ დაეხმარება. რატომ არ წავედით საავადმყოფოში? ეს კითხვები მაწუხებდა, მაგრამ ყველანი ისეთი დაძაბულები იყვნენ, რომ კითხვას ვერ ვბედავდი. უბრალოდ მათ ნაბიჯებს მივყვებოდი. სახლში შესვლისას ნინა შინ არ იყო. ლიამი და ბიჭები დივანზე დასხდნენ, მათ ერთხანს ვუცქერდი, მაინტერესებდა რას მოიმოქმედებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავაანალიზე, რომ არც ლიამი და არც ბიჭები საერთოდ არ დარდობდნენ მის დაჭრილ მხარს საშინლად გავბრაზდი.
-თქვენ რა, არაფერს აკეთებთ?- ლიამის წინ დავდექი და ხელები გადავიჯვარედინე.
-რა უნდა გავაკეთოთ?- მკითხა ლიამმა.
-მგონი შენ ხარ მხარში დაჭრილი და არა მე.-
-მერე რა?-
-ლიამ, დედაშენი, რომ მოვა ინერვიულებს, თანაც დაჭრილი ხარ, სისხლი გდის ვერ ხედავ?-
-არაუშავს, უბრალოდ ნაკაწრია და მას მე თვითონ მივხედავ, შენი საქმე არაა, შენს ოთახში ადი და დაისვენე. დეიმონთან საშინელი საათები გექნება გატარებული.- მის სიტყვებზე თვალებში ცრემლები ჩამიდგა. რა სჭირს? მთელი გზა ჩემზე ჩახუტებული იჯდა, ახლა კი უბრალოდ ის ძველი ლიამი დაბრუნდა, რომელსაც ფეხებზე ეკიდა ყველაფერი.
-კარგი ლიამ. როგორც გინდა ისე გავაკეთებ.-
-ყველასთვის უკეთესი იქნება.- ნიშნის მოგებით მითხრა და თვალი ამარიდა. მისთვის აღარაფერი მითქვამს, პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი, საწოლზე დავწექი და ცხარე ცრემლით ავტირდი. რატომ უნდა ყველას, რომ გული მატკინოს? რა დავაშავე ასეთი? ცხოვრებაში ერთადერთხელ შემიყვარდა და მანაც ზურგი მაქცია. ვხვდები, რომ განერვიულებულია, მაგრამ მე მასზე ვზრუნავ, პირიქით კარგად უნდა მეპყრობოდეს. ლიამს ასეთ მდგომარეობაში ვერ ვუყურებ, არ შემიძლია მისი ტკივილი ავიტანო. ის თუ ცუდადაა მეც ცუდად ვხდები, მას თუ რამე უჭირს მგონია, რომ გულზე დიდი ლოდი მადევს. ვიცი, რომ მისთვის სულერთი არ ვარ, რადგან ჩემს გადასარჩენად მოვიდა და გადამრჩინა კიდეც, მაგრამ არ ვიცი ახლა რა დაემართა.
ტირილში ჩამძინებია. საღამოს 10 საათი იყო, როცა გამეღვიძა, უფროსწორად კარზე კაკუნმა გამაღვიძა. თვალები მოვიფშვნიტე და საწოლზე წამოვჯექი. ფანჯარაში გავიხედე, უკუნითი სიბნელე იყო. მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი შემოდიოდა ოთახში და იატაკსა და საბანს ეცემოდა. ესენიც ძალიან ლამაზ ფერებს იღებდნენ. მთვარის შუქით ვიყავი გართული კვლავ, რომ განმეორდა კაკუნი.
-მობრძანდით.- დავიყვირე და გავინაბე. სიჩუმე ჩამოწვა. რამდენიმე წამში კი კარი გაიღო და შიგნით ლიამი შემოვიდა. სისხლიანი მაისურის ნაცვლად ახლა შავი მაისური ეცვა, შავ ჯინსის შარვალზე. თმა აბურდული ქონდა, რაც ძალიან უხდებოდა. მისი დანახვისას მივხვდი, რომ ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა. ჩემი ლიამის ჩახუტება და მისი მარწყვის ტუჩები ასე საყვარლად, რომ დაებუშტა. მე ფიქრებში ვიყავი გართული, ის კი რატომღაც კარის ზღურბლზე იდგა და არც შიგნით შემოდიოდა, არც გარეთ გადიოდა. ამოვიოხრე და საწოლიდან წამოვდექი, შემდეგ კი ლიამის წინ დავდექი.
-ლიამ, რატომ არ შემოდიხარ?-
-ამმ. არ მინდა იყოს. ნინამ გამომიშვა ჩამოვიდესო. ორ საათში ახალი წელი იწყება.-
-ხომ ვიცი, მოვემზადები და ჩამოვალ.- ვუთხარი და კარი ცხვირწინ მივუხურე. ასე უნდა ახლა ნახოს რა შეუძლია ალისას. კარადიდან ყველაზე მოკლე, შავი კაბა გამოვიღე და ჩავიცვი, ფეხზე ოდნავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, თმა დავივარცხნე და გავიშალე, ცოტაოდენი მაკიაჟიც გავიკეთე და უკვე მზად ვიყავი. ტელეფონი ავიღე და პირველ სართულზე ჩავედი. ლიამი როგორც ყოველთვის ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ნინა კი სამზარეულოში მაგიდას აწყობდა. მასთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე.
-ნინაჩკა, დახმარება ხომ არ გინდა?- რაც შეიძლება ხმამაღლა ვკითხე რათა ლიამს გამოეხედა, მაგრამ კვლავ ტელეფონში იყო ჩამძვრალი.
-არა საყვარელო მადლობა. დღეს რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი ხარ.-
-მადლობა ნინა. ძალიან ვეცადე.-
-არაფრის საყვარელო. მიდი შენ დაჯექი მეც მალე მოვრჩები.-
-კარგი.- ვუთხარი და ლიამის გვერდით დავიკავე ადგილი. შემომხედა თუ არა მომეჩვენა, რომ თვალები გაუბრწყინდა. მის სახეზე ჩამეცინა, მაგრამ ვითომ არც არაფერი ისე გავაგრძელე ტელევიზორის ყურება. თმას ხან მარჯვნივ გადავიყრიდი, ხან მარცხნივ, ვგრძნობდი ლიამის დაჟინებულ მზერას, მაგრამ მისკენ ძალით არ ვიხედებოდი. დროდადრო კი ხმადაბლა ვიცინოდი. ასე უნდა ადამიანის გაწვალება. სიმართლე გითხრათ ლიამს ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა არ მეგონა. ეტყობა ჩემმა გარეგნულმა ცვლილებამ მასზე იმოქმედა.
თორმეტის ნახევარი იყო ნინამ, რომ დაგვიძახა, ბავშვებო მოდითო. მე მისკენ წავედი, ლიამი კი მეორე სართულზე ავიდა, არ ვიცი რატომ. ნინას სუფრა ლამაზად გაეშალა, თოვლის ბაბუის ხელსახოცებიც ლამაზად დაეკეცა თეფშებთან. გოზინაყი დავინახე თუ არა იმწამსვე ავიღე და პირისკენ გავიქანე, ვგიჟდები გოზინაყზე.
-მმმ ნინა, შენ ხელებს ვენაცვალე.- ვუთხარი და თან ჭამა გავაგრძელე. მან ხმამაღალი სიცილი დაიწყო, რაშიც მეც ავყევი. მართლა ძალიან გემრიელი საჭმელები გამოსდის მას და რა გავაკეთო. თორმეტს ათი წუთი აკლდა, როდესაც მე და ნინამ სანთლები ავანთეთ, ერთი გოგრაზე, ერთი კი ტკბილ კვერზე, რომლებიც ასევე ძალიან გემრიელი იყო. მე ასე თუ გავაგრძელე ახალ წლამდე ყველაფერს შევჭამ მგონი. ლიამი კვლავ არ ჩანდა.
-ნინა, ლიამი რატომ არ ჩამოდის?-
-ჩამოვა აბა რას იზამს.- თქვა თუ არა მთელს სახლში სინათლე ჩაქვრა. გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა. დეიმონი მეგონა, მაგრამ ის ვერ იქნებოდა, რადგან ლიამმა ესროლა და ახლა ან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ან გარდაცვლილია. მის გახსენებაზე ცრემლები წამომცვივდა.
-ნინა... აქ ხარ?- სლუკუნით ვიკითხე, მაგრამ მან ხმა არ გამცა. სად წავიდა? რა ხდება? რა უნდათ ჩვენგან, ან ვინ არიან? ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც უეცრად დაბადების დღის სიმღერა გაისმა. შუქებიც განათდა და ჩემს წინ ლიამი აისვეტა, დიდი ტორტით ხელში, რომელზედაც საათი იყო გამოსახული. ისრები ჯერ თორმეტამდე არ იყო მისული, მაგრამ არაუშავს, ლიამმა წინასწარ გადაწყვიტა მოლოცვა.
-გილოცაააააააავ.-ნინას და ლიამის ხმა ერთდროულად გაისმა. გულში სიყვარული და სითბო ჩამეღვარა. ტორტზე ანთებულ სანთლებს სული შევუბერე და ჩავიფიქრე, რომ მე და ლიამს მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინოს. ლიამმა ტორტი მაგიდაზე დადო და ძლიერად ჩამეხუტა.
-მიყვარხარ.- მომესმა უეცრად. მოიცა ეს ლიამის ხმა იყო, თუ მომელნდა? გავიტრუნე, რადგან მეგონა მომეჩვენა, თუმცა ლიამის ხმა კვლავ გაისმა.
-ალისა, მიყვარხარ.- ფეთიანივით მოვშორდი და მივაშტერდი.
-რაა?-
-ხო ალისაა, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ამ გრძნობას დიდი ხანია გულში ვიმალავ, მაგრამ მას შემდეგ რაც დეიმონმა მოგიტაცა, ჩემში ყველაფერი აირია. შემეშინდა შენი დაკარგვის, ასე ცხოვრებაში არასდროს შემშინებია. დღეიდან კი შენ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები და არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს.- მითხრა და გულში ჩამიკრა.
-ლიამ, მეც მიყვარხარ.- ამოვილუღლუღე .
-ვიცი საყვარელო.- მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-საიდან იცოდით, რომ დაბადების დღე მქონდა?- ვკითხე ნინას.
-არ ვიცი, მეც ლიამმა მითხრა.-
-ლიამ, მითხარი.-
-შენი დედინაცვლიდან გავიგე.-
-მოიცა რაა? საიდან? ან ჩემი დედინაცვალი როგორ გაიცანი?-
-შეყვარებულ კაცს ყველაფერი შეუძლია საყვარელო.- მითხრა და საყვარლად გამიცინა.
-მადლობა.- ვუთხარი და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე.
-ახალ წლამდე 10 წამი დარჩა, კოცნა უნდა მოვასწროთ.- მითხრა სწრაფად და ისე შეერწყა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს, რომ ვერც კი გავიაზრე რა ხდებოდა. ეს იყო 2018 წლის საუკეთესო დასასრული და 2019 წლის საუკეთესო დასაწყისი.
-დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ახალი წელია ალისა.- თვალები უციმციმებს ლიამს და ვხვდები, რომ ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელზეც ვოცნებობდი, უბრალოდ იდეალური შტრიხებით.
ბევრ რამეს ვხვდები. უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. არ დავკარგოთ საყვარელი ადამიანები, შეგვეძლოს პატიება და შეცდომების არიარება, რადგან ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და ბევრჯერაც როდი ვხვდებით მათ, ვისაც შეუძლია ჩვენი ცხოვრება განსხვავებული რადიუსით შეცვალოთ.

თავი 18
ახალ წელს ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა, რადგან ვიცოდი, რომ ამ დღეს ის აუხდენელი ოცნებები ხდება, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გვზდევს. ჩემს დედინაცვალს ჯინის სჯეროდა, რომ მე რაღაცით განსაკუთრებული ვარ, რადგან ახალ წელს დავიბადე. ეს დაკავშირებული იყო იმ აუხდენელ სურვილებზე, რომლებიც ახალ წელს ხდება. მართლაც, დედას და მამას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდათ, დედას კი ახალ წელს უთხოვია ღმერთისთვის, რომ მათი სიყვარულის ნაყოფი მოევლინა ამ ქვეყანაზე, ასეც მოხდა და ახალი წლის ღამეს გავჩნდი მე. ამის შემდეგ დედა ყოველთვის ფიქრობდა, რომ მე ღვთის საჩუქარი ვიყავი, ახლა ჯინიც ასე ფიქრობს და უკვე მეც დავრწმუნდი მისი აზრის სისწორეში. ახალი წლის ღამეს ჯადოსნობა მოხდა და ჩემი გული უზომმა სიყვარულმა დაისადგურა. იმხელამ, რომ ვერც იკავებს ადგილს და გულში ყველაზე ღრმად არის ჩაფლული. ეს კი ლიამისადმი სიყვარულია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს დაბადების დღეზე ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილი ამიხდებოდა და ჩემი და ლიამის გზები გადაიკვეთებოდა, მაგრამ ასე მოხდა. ნათქვამია, თითოეული ჩვენგანის ბედი ზეცაში, ჩვენი დაბადებისთანავე იწერებაო და ალბათ ჩემი ბედიც ასე დაიწერა, რადგან ღმერთმა მაშინ გამომიგზავნა ნამდვილი სიყვარული, როცა ჩემი გული დაცარიელებული იყო და აღარაფრის უნარი შეწევდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები აღმოჩნდა, რადგან ვერც ვიჯერებდი ლიამის მიერ წარმოთქმულ სიტყვას, „მიყვარხარ.“ ჩემთვის ეს სიტყვა გულწრფელად არასდროს არავის უთქვამს. გულიც კი ამიჩუყდა მის სისპეტაკეზე. მისი გრძნობები ისე დამილაგა წინ თითქოს ყველაზე სუფთა, ნაზი და ნატიფი რამ ყოფილიყო. გულში ჩამიკრა და ისეთი სიყვარულით მაკოცა ალბათ არასდროს დამავიწყდა ეს წუთები, რადგან ის პირველ კოცნაზე საკმაოდ განსახვავებული და განსაკუთრებული იყო, სიყვარულით და ვნებით გაჯერებული.
მე ალისა უანდერმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო განსაკუთრებული 2019 წლის დასაწყისი. ნათქვამია, როგორადაც შეხვდები ახალ წელს, ისეთი იქნები მთელი შენი წელიო. ახლა კი მოხარული ვარ, რომ მთელ წელს ლიამის სიყვარულსა და ალერსში გავატარებ. ეს წელი ჩემთვის იქნება იმაზე მეტად განსაკუთრებული ვიდრე სხვები იყო, რადგან მე უკვე შეყვარებული ვარ და ამაყად შემიძლია გამოვაცხადო, რომ დღეიდან ლიამ პეინის ოფიციაულური შეყვარებული ვარ. ჩემი სიმორცხვე სადღაც გაქრა და ლიამის წინ ახლა უკვე თავდაჯერებული ქალი გამოისახა. მართალია 18 წლის, მაგრამ მაინც ზრდასრული. დღეიდან სრულწლოვანი ვარ, რაც ძალიან მიხარია, რადგან შემიძლია ჩემი თავის მეურვეობა ჩემს თავს დავაკისრო და ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც მინდა. სურვილების ძალიან გრძელი სიის ჩამოწერას ვფიქრობ, რომლის თითოეულ დეტალს აუცილებლად ავისრულებ. ეს ხომ ახალი წლის ღამეა, ჯადოსნური და მომაჯადოებელი.
ლიამის ხელები კვლავ წელზე მქონდა შემოხვეული, როდესაც ნინას ხმა გავიგონე, რომელიც დიდი სიყვარულითა და სიხარულით იყო აღსავსე. უკვე მეათასედ ვიმეორებ, რომ ეს ქალი მაოცებს და იმაზე მეტად ვაფასებ, ვიდრე მას წარმოუდგენია. მე და ლიამი ერთმანეთს დავცილდით და ნინას გავუსწორეთ მზერა, რომელიც ჩვენკენ წამოვიდა და ორივეს ერთად ჩაგვეხუტა.
-ბავშვებო, ძალიან მიხარია თქვენი ამბავი, იმედია ასე ტკბილად შეაბერდებით ერთმანეთს.-
-დედაა, ჯერ ადრეა დაბერება.- უთხრა სიცილით ლიამმა.
-ხო კარგი, თქვენთვის ადრეა, მე კი უკვე დავბერდი.-
-ნინა, მაგას შენ არ უნდა ამბობდე, მეც კი მშურს შენი გარეგნობის.-
-არა, შენ ჩემი არ უნდა გშურდეს საყვარელო. ყველა გოგოს ჯობიხარ, რომელიც ამ ქვეყანაზე დაიარება.- მის სიტყვებზე ლოყებზე წამოვწითლდი, რაც ლიამმა როგორც ყოველთვის შეამჩნია, მისკენ მიმიზიდა და ლოყაზე მაკოცა.
-კარგით, გეყოთ ერთმანეთის ქება, სუფრას მივუსხდეთ.- თქვა ლიამმა.
-მართალია, დასხედით ბავშვებო.- გვითხრა ნინამ და ჩვენც გვერდი-გვერდ მივუსხედით მაგიდას და ვახშმობა დავიწყეთ. დროდადრო ლიამი ჩემკენ აპარებდა თვალს და ხელს ხელზე მიჭერდა, რაზეც ისეთი საოცარი რეაქციები მქონდა, რომ ლიამი ხმადაბლა იცინოდა, ნინა კი გაკვირვებული გვიყურებდა ჩვენ ორს და ზოგჯერ თვალსაც კი არიდებდა ჩვენს ხითხითს, რომელიც ვერ გაეგო რით იყო გამოწვეული.
-ლიამ, ალისა, ბავშვებო რაღაც უნდა გითხრათ.- მოგვამრთა ნინამ ორივეს.
-რა ხდება დედა? - ანერვიულდა ლიამი, მაგრამ ნინას გამომეტყველებიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ სანერვიულო არაფერი იქნებოდა.
-ეს რამდენიმე დღეა ერთ კაფეში დავდივარ, სადაც თანამშრომელი ჭირდებათ და ვფიქრობ, რომ სამსახური უნდა დავიწყო. ლიამ, მამაშენის დატოვებული ფული დიდხანს აღარ გვეყოფება, არ მინდა შენც მის გზაზე დადგე. ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ მე თვითონ გამოვიმუშავებ საჭმლის ფულს.- ნინას სიტყვებზე გულში რაღაც ჩამწყდა. არ ვიცოდი რას ნიშნავდა მისი სიტყვები, მაგრამ საშინლად ავნერვიულდი, რადგან ლიამი მამის გზაზე არ უნდა დამდგარიყო. რას აკეთებდა ასეთს მამამისი? ან იმდენი ფული საიდან იშოვა, რომ ამდენი წელია მათ ფული არ მოკლებიათ. გამიხარდა, რომ ნინა კაფეში იწყებს მუშაობას, რადგან ასე უფრო გადააყოლებს გულს და მისთვისაც კარგი იქნება. შეეძლება ცოტათი მაინც შეიმსუბუქოს შვილის დაკარგვით მოყენებული ტკივილი.
ნინას სიტყვებზე შევამჩნიე როგორ დაიძაბა ლიამი. არ მინდოდა მას ენერვიულა, ან ცუდ ხასიათზე დამდგარიყო, ამიტომ მის ხელს, ჩემი ხელი ჩავჭიდე და ღიმილით გავხედე. მასაც გაეღიმა ჩემს ქცევაზე და ნინას მიუბრუნდა, რომელიც ასევე ანერვიულებული ელოდა ჩვენს შეხედულებას მის გადაწყვეტილებაზე. მე რა თქმა უნდა ბოლომდე ვეთანხმები მას და ვფიქრობ, რომ ლიამსაც გაუხარდა მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ვინ იცის რას იტყვის.
-კარგი დე, როგორც შენ გინდა. მე ვფიქრობ, უფრო კარგი იქნება თუ გულს სამსახურში ყოფნისას გადააყოლებ.-
-მეც ასე ვფიქრობ.- ვთქვი მე, რაზეც ნინას სახე გაებადრა ბედნიერებისგან. მის შემხვედვარეს მეც უდიდესი სიხარულით ავივსე. ბედნიერი ვარ, რომ ახალი ოჯახი შევიძინე, იდეალური შეყვარებულით და მისი დედით, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში უკვე ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.
-ბავშვებო, ძალიან მიხარია თქვენ, რომ მყავხართ.- ნინამ სიყვარულით აღსავსე მზერით შემოგვხედა. ვახშმობას მალევე მოვჩერდით. უკვე ორი საათი იყო. ახალი წლის ჟრიამულში დრო მალე გასულა. ნინამ გადაწყვიტა ხვალ აელაგებინა სუფრა, ამიტომ პირველ სართულზე თავისი ოთახისკენ გაწია. მე და ლიამი კი მეორე სართულისკენ დავიძარით. ლიამს ხელი ჩემს მხრებზე ჰქონდა გადახვეული, მე კი თავი მის მხარზე მედო. ძალიან მინდოდა დღეს ჩემთან ერთად ყოფილიყო და უბრალოდ ერთად დაგვეძინა, მაგრამ ჩემი შინაგანი მე არ მაძლევდა ამის შეთავაზების უფლებას. ველოდებოდი როდის მოესურვებოდა ლიამს, რომ ჩემთან ერთად დაეძინა. ჩემი ოთახის კართან შევჩერდით.
-პატარავ, ხომ არ ფიქრობ, რომ დღეს შეგვიძლია ერთად დავიძინოთ?- მკითხა და სახე გაებადრა. სიხარულისგან ხელები ყელზე მოვხვიე და მის სხეულს ავეკარი.
-რა თქმა უნდა, მეც ასე ვფიქრობ.- ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე, თუმცა თვით ლიამ პეინი ამას დაჯერდებოდა? მისი ბაგეები ჩემსას შეუერთა, რაზეც კიდევ ერთხელ დამიარა ტანში ჟრუანტელმა და მეგონა სადაცაა ხელებში ჩავადნებოდი. ვგიჟდები ამ ბიჭზე. ამის შემდეგ ორივენი ჩემს ოთახში შევედით და მივხვდი, რომ 18 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი ღამე იყო, როდესაც იმაზე მშვიდად, თბილად და კარგად მეძინა ლიამის მკლავებში მოქცეულს, ვიდრე აქამდე.

თავი 19
დილით ლიამის ხითხითმა გამაღვიძა, თვალები მოვიფშვნიტე და მას მივაშტერდი, რომელიც ღიმილიანი სახით მიყურებდა, ცალი ხელი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული, ცალი კი თავქვეშ ამოედო და ჩემს სხეულს ათვალიერებდა. ლოყები ამეფარკლა და თავი დავხარე, რაზეც მისი სიცილი უფრო გაძლიერდა.
-ლიამ, ნუ დამცინი.- ვუთხარი გაბრაზებულმა.
-არა საყვარელო, შენ არ დაგცინი.- მითხრა და კვლავ იგივე გაიმეორა.
-აბა ამ ოთახში ჩვენს გარდა არის კიდევ ვინმე?-
-არაა.-
-ოხ ლიამ, ნერვების კიბო ხარ გეფიცები.-
-რას იფიცებს ჩემი გოგო?-
-შენს თავს.-
-ოუ ასე ძალიან გიყვარვარ?-
-კი და შენ?- ვკითხა და მის სხეულს ავეკარი. ვიბრაციით ვიგრძენი როგორ ჩაიცინა, შემდეგ კი კვლავ ჩემი გაბრაზება განაგრძო.
-არა, მე საერთოდ არ მიყვარხარ.-
-არ გიყვარვარ ხომ?-
-არაა, ერთი პროცენტითაც კი არა.-
-კარგი, მაშინ ჩემს მაგივრად ბალიშს ჩაეხუტე.- ვუთხარი და ფეხზე წამოვხტი. სიცილით გავიქეცი ფანჯრისკენ და ფარდები გადავწიე თუ არა მთელი სახლი ჩემმა კივილმა მოიცვა. თოვლი მოსულა. თეთრი, ქათქათა ფანტელები ნაზად ცვიოდნენ ციდან და მიწასა და ფანჯარას ეკვროდნენ. გვირილების ხელა ფიფქები ცვიოდა, ისეთი როგორიც მე მიყვარს.
-აუუ ლიამ, ნახე თოვლი მოსულა.- ვუთხარი გახარებულმა.
-გინდა ვიგუნდაოთ?- მისმა შემოთავაზებამ რა თქმა უნდა ძალიან გამახარა და სწრაფად დავუქნიე თავი. გუნდაობაზე როგორ ვიტყვი უარს, როცა ბავშვობიდან მიყვარს თოვლი. პირველად მოთოვდა თუ არა იმწამსვე გარეთ გავრბოდი და იმის მიუხედავად, რომ მარტო მიწევდა გართობა, მაინც მიხაროდა თოვლში ანგელოზების გაკეთება და შიგნით ჩაფლობა. ახლა კი თავისუფლად შემეძლო ეს ყველაფერი ლიამთან ერთად გამეკეთებინა და ის ჩამემარხა თოვლში.
სწრაფად გამოვიღე კარადიდან ტანსაცმელი და პირსახოცი და ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, როდესაც უეცრად ლიამი გამახსენდა, რომელიც საწოლში ჩაფუთნულიყო. არ მინდა ლიამის აქ ყოფნა ნინამ გაიგოს, რადგან ცოტა არ იყოს მერიდება კიდეც მისი, ამიტომ ლიამს მკვლელი მზერით გავხედე და ხმამაღლა დავუწივლე.
-ლიააამ, რას აკეთებ აქ?- ვკითხე და ხელები გადავიჯვარედინე.
-გუშინ მგონი შენ მთხოვდი ჩემთან დაიძინეო.-
-რაა? მე კი არა შენ შემომთავაზე დავრჩებიო და მეც უარი ვეღარ გითხარი.-
-თავს ნუ იმართლებ სიყვარულოო.-
-მე შენი სიყვარული არ ვარ.- ვუთხარი გაბრაზებულმა. როგორც ჩანს ჩემი სიტყვები ეწყინა, ან მოჩვენებით გაიბრაზა თავი და სწრაფად წამოდგა ფეხზე, ჩემთან მოვიდა და ერთხანს თვალებში ჩამაშტერდა. შემეშინდა მართლა არ გაბრაზებულიყო ჩემზე, რადგან ეს სულ არ მინდოდა, უბრალოდ ნინასი მერიდება და მინდა ცოტა დრო მაინც გავიდეს ჩემი და ლიამის ურთიერთობის დაწყებიდან, შემდეგ კი ერთად დაძინებაც შეგვეძლება. არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და უეცრად ტირილი დავიწყე. ხელში რაც მეჭირა ყველაფერი იატაკზე დამივარდა, ცრემლების შემშრალებას შევუდექი, თუმცა მაინც ვერ ვჩერდებოდი. დავინახე როგორ შეეცვალა ლიამს გამომეტყველება. ჯერ გაეღიმა, შემდეგ კი თავი გააქნია და მის მკერდს ამაკრო. ვგიჟდები ასე თბილად, რომ მეხუტება და მის ემოციებს მე გადმომცემს.
-ალისა, გთხოვ ნუ ტირი. მართლა კი არ გავბრაზებულვარ, უბრალოდ შენი გაწვალება მინდოდა. ვიცი, რომ არ გინდა ჯერ ნინამ გაიგოს ერთ ოთახში, რომ გვეძინა. ასე, რომ დაწყნარდი გთხოვ.
-მართლა არ გაბრაზებულხარ?- ავხედე ცრემლიანი თვალებით.
-არა საყვარელო. ახლა კი დაწყნარდი, მოემზადე და საგუნდაოდ წავიდეთ.- მისმა სიტყვებმა კვლავ გამაბედნიერა. ცრემლები შევიმშრალე და იატაკზე დაყრილი ტანისამოსიც ავკრიფე, შემდეგ კი ლიამს მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებზე და სანამ აზრზე მოვიდოდა მანამდე გავიქეცი ოთახიდან.
მე და ლიამი ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავით და გარეთ გასასვლელად ვემზადებოდით, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ლიამმა კარი გააღო და შიგნით ორი პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი შემოვიდა. ერთს ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა, მეორეს კი ხელბორკილები.
-გამარჯობა. ლიამ პეინი თქვენ ბრძანდებით?- მიმართა ერთ-ერთმა ლიამს, რომელმაც სახეზე ფერი დაკარგა და აშკარად ანერვიულდა. მე გაკვირვებული ვუყურებდი მათ.
-დიახ, მე ვარ.- თქვა ანერვიულებულმა ლიამმა.
-ჩვენ თქვენი სახლის გაჩხრეკის უფლება გვაქვს.-
-და რის საფუძველზე?-
-საჩივარი შემოვიდა, რომ თქვენ გარეული ხართ ნარკოტიკის გასაღებასა და მოხმარებაში.
-რაა? ეს... ეს ტყუილია... ოფიცერო, თქვენ რაღაც გეშლებათ.- ჩავერიე მათ საუბარში და აკანკალებული ხმა ძლივს დავაწყნარე.
-მაგას აუცილებლად გავიგებთ ქალბატონო, ახლა კი გთხოვთ სახლის შემოწმების უფლება მოგვეცით.-
-კარგით, შეგიძლიათ შეამოწმოთ. წამობრძანდით.- თავდაჯერებულად უთხრა ლიამმა და წინ გაუძღვა. მათ ბუნდუვნად გავაყოლე მზერა, რადგან მოწოლილი ცრემლები თვალთახედვას მიბურავდა. დივანზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. რატომ? ღმერთო რატომ მოგაქვს ჩემთვის ყოველთვის ასეთი განსაცდელი? მე და ლიამი ისეთი ბედნიერები ვიყავით. ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამოვუტყით ერთმანეთს სიყვარულში და უკვე უბედურება დაგვატყდა თავს. დღეს ხომ ახალი წელია, ჩემი დაბადების დღე. მეგონა, რომ ეს წელი საუკეთესოდ დაიწყო. ასეც იყო, თუმცა გაგრძელება აქვს ძალიან ცუდი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ლიამი ნარკოტიკის მომხმარებელი და მითუმეტეს გამსაღებელი არასდროს არ იქნება და ეს ფარსი მალევე დასრულდება, რადგან ლიამი სრულიად სუფთაა და მას ტყუილად ვერაფერში დაადანაშაულებენ. ლიამი, რომ დაიჭირონ ალბათ ჩემი სიცოცხლეც იქვე დასრულდება და მოვკვდები. მის გარეშე ერთი წუთიც კი არ შემიძლია გავძლო. რა ვუთხრა ნინას, როცა თავის შვილს მოიკითხავს? ან რა ვუთხრა ჩემს თავს, როდესაც ლიამის მონატრება გამანადგურებს? ღმერთო გთხოვ დაგვეხმარე.
თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვიწმენდდი და ჩემს თავს ვაგულიანებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, როდესაც მეორე სართულიდან ბორკილებ დადებული ლიამი ჩამოიყვანეს. არ ვიცი რა დამემართა, უბრალოდ გული გამიჩერდა და ჩვენმა ერთად გატარებულმა მხიარულმა დღეებმა თვალწინ გადამირბინა. იქვე ჩავიკეცე და ავქვითინდი. ვერ ვუყურებდი ლიამს ასეთ მდგომარეობაში. ნუთუ სიმართლეა? ნუთუ ლიამი მართლა დამნაშავეა?
მის ხელებზე დადებულ ბორკილებს გაშტერებული ვუცქერდი და ლიამთან ერთად ჩემი გულიც მათ მიყვებოდა. ეს შეუძლებელია... ლიამი ნარკოდილერი ვერ იქნება... ეს შეუძლებელია... გულში ვიმეორებდი და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს გასაქანს ვაძლევდი.
თავი 20
ორი კვირის შემდეგ:
ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ლიამი დააკავეს. მე და ნინა მას ყოველდღე ვნახულობთ. საჭმელი და ტანსაცმელი მიგვაქვს. ლიამი არაფერს ამბობს მომხდარის შესახებ. მე კვლავ მჯერა, რომ ის ამაში არ იქნება გარეული, თუმცა ვხვდები, რომ ნინაც და ლიამიც რაღაცას მიმალავენ. ეს რაღაც კი მგონი ლიამის მამასთანაა დაკავშირებული. ნინა ხომ ასე გამალებით სთხოვდა ლიამს მამის გზას არ დადგომოდა, ეს ყველაფერი კი ჩემში რაღაც ეჭვებს აღძრავს, რაც მაიძულებს ლიამის უდანაშაულობაზე ეჭვი შევიტანო. მისი სასამართლო ხვალ არის. ლიამს კარგი ადვოკატი ყავს, რომელიც დაამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა, მაგრამ ასე, რომ არ მოხდეს? რომ დააპატიმრონ და ჩვენი განსაკუთრებული სიყვარული სამუდამოდ მოკლან? ამ შემთხვევაში არც კი ვიცი რა დამემართება. ყველაზე მეტად მინდა, რომ ის უდანაშაულო იყოს და ხვალ, როცა მისი სასამართლო დასრულდება ჩვენთან ერთად წამოვიდეს სახლში, ღამით კი შემეძლოს მის მკლავებში მოქცეულმა კვლავ გემრიელად დავიძინო.
ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათი თუ მექნება ძილში გატარებული, როცა ვიაზრებ, რომ ლიამს შეიძლება შია, ან არ ძინავს გული მეწურება და ყელში საკვები არ გადამდის. რა თქმა უნდა არც ძილი მეკარება. თვალებს დავხუჭავ თუ არა ის წამები მახსენდება, როდესაც მან პირველად მითხრა „მიყვარხარ“, როდესაც მის გვერდით მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი თავს. ახლა კი მას სჭირდება დაცვა...
სასამართლოს დღეს მზიანი ამინი იყო, რომელმაც კარგ გუნებაზე დამაყენა და იმის იმედი მომცა, რომ ლიამს გავანთავისუფლებდით. მე და ნინა ათ საათზე გავედით სახლიდან. ადვოკატი უკვე იქ იქნებოდა ამიტომ მშვიდად ჩავხსედით ტაქსიში და მისამართი მივუთითეთ.
-ნინა, შენი აზრით ლიამი მართლა დამნაშავეა?- ვკითხე იმის იმედით, რომ რამე ისეთს მეტყოდა, რაც მე არ ვიცი.
-არ ვიცი ალისა, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რა ხდება ჩვენს თავს. ლიამისთვის არასდროს შემიმჩნევია მსგავსი რამ. უფრო ვფიქრობ, რომ მამამისის ხალხმა ჩაუწყო.-
-რომელი ხალხი?- ვკითხე გაკვირვებულმა.
-ჩემი ქმარი ყოველთვის გარეული იყო ნარკოტიკის გასაღებაში, არასდროს მოიხმარდა, მაგრამ მაინც.-
-ხომ, მაგრამ მათ რა უნდათ ლიამთან?-
-მათ უნდათ, რომ ლიამი მათი ბოსი გახდეს, ისევე როგორც მამამისი იყო, თუმცა ლიამმა ამაზე უარი განაცხადა. ჩემი აზრით, ამიტომ მოუწყვეს ეს ყველაფერი.-
-უჰ კიდევ კარგი, რომ ლიამი ამაში მართლა არაა გარეული და უბრალოდ აბრალებენ.- შვებით ამოვისუნთქე და ნინას იმედიანი სახით გავხედე.
-ხო იმედია, რომ ამას დავამტკიცებთ.-
სასამართლოს შენობასთან მალევე მივედით. შიგნით შესვლისას დავინახე როგორ გველოდებოდა ლიამის ადვოკატი უცნობ ბიჭთან ერთად. მათთან მივედით და მივესალმეთ.
-ქალბატონო ნინა, ალისა, ეს ბიჭი დღეს ლიამის უდანაშაულობას დაამტკიცებს.- გვითხრა ადვოკატმა.
-ვინ არის?- ვკითხე მე.
-ერთ დროს ლიამის მამას ემსახურებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჯგუფი დატოვა, თუმცა მას ერთი კარგი მეგობარი ჰყავდა, რომელმაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ყველაფერი უამბო მათი გეგმის შესახებ, რომლის მთავარი თემაც ან ლიამის დარწმუნება იყო, ან მისი ციხის კედლებში მოხვედრა. როგორც ჩანს ლიამი მათ შემოთავაზებას არ დათანხმდა.
-დარწმუნებული ხარ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა?-
-რა თქმა უნდა. ჩვენ მათი ადგილსამყოფელიც ვიცით, რომელსაც პოლიციას შევატყობინებთ და მალევე დავიჭერთ.-
-ძალიან კარგი.- ღრმად ამოვისუნთქე და დაველოდე როდის მოიყვანდნენ ლიამს. ნახევარ საათში ისიც გამოჩნდა. ბორკილები არ ედო, თუმცა ორ მამაკაცს ჰყავდა ხელებით დაჭერილი და ძალიანაც, რომ ნდომოდა ვერსად გაიქცეოდა. მის დანახვაზე თვალებზე ცრემლები მომადგა და ის მონატრება გაორმაგდა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გულს მიღრღნიდა. უნებურად მისკენ გავიქეცი, არ მივაქციე იმ ორ ზორბა მამაკაცს ყურადღება და ლიამს ხელები ძლიერად შემოვხვიე. ვიგრძენი როგორ ანერვიულდა და როგორ უნდოდა ჩემთვის ხელები მოეხვია, თუმცა ამის უფლებას არ აძლევდნენ.
-ქალბატონო, გთხოვთ მოშორდით ბრალდებულს.- მითხრა ერთ-ერთმა და ცალით ხელით მომაშორა ლიამის სხეულს.
-ლიამ... აუცილებლად გაგანთავისუფლებთ, არ ინერვიულო კარგი?-
-მიყვარხარ ალისა. უზომოდ მიყვარხარ.- მითხრა ლიამმა და სასამართლო ოთახში შევიდა. თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და სკამზე ჩამოვჯექი. იმედია ყველაფერი გამოვა და ლიამი კვლავ თავისუფალი იქნება. იმედია ის ბიჭი გადაგვარჩენს.
სასამართლოს დაწყებიდან დასრულებამდე თითოეული წამი ჩემთვის და ლიამისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ერთმანეთს თვალებს არ ვაცილებდით. ლიამს გაშტერებული ვუცქერდი და ვხვდებოდი, რომ ამ ორმა კვირამ ის ცოტა არ იყოს შეცვალა. წვერი უფრო მეტად მოზრდია და თვალებიც რატომღაც უფრო მეტად ჩაუღამდა. ვეღარ ვკითხულობდი მათში იმ ბედნიერებას, რომელსაც აქამდე მთელი სხეულით ვგრძნობდი და მინდოდა, რომ არასდროს დაკარგულიყო. ახლა თითქოს სადღაც გაუჩინარდნენ და დაიკარგნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თვალები მას არ უღალატებენ და მისი სიმართლე რა თქმა უნდა გაიმარჯვებს.
სასამართლოს მსვლელობის დროს ადვოკატის და მოწმეს თითოეულ სიტყვაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა, რადგან სწორედ მათი სიტყვები იყო ჩემი და ლიამის ბედის გადამწყვეტი. ან გადაგვარჩენდნენ ან სამუდამოდ დაგვაშორებდნენ ერთმანეთს.
მოსამართლის გადაწყვეტილების მოსასმენად ყველანი ფეხზე წამოვდექით. გულაჩქარებული ველოდი მის გადაწყვეტილებას, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ლიამს გაამართლებდა და ასეც მოხდა. მოსამართლემ ლიამის ყველა ბრალდება ბათილად ცნო, საკმარისი მტკიცებულებების ხარჯზე და ლიამი გაანთავისუფლა, თუმცა ერთი თვით ქალაქიდან გასვლა აუკრძალა.
ლიამი გამოვიდა თუ არა მისკენ გავიქეცი და ძლიერად ჩავეხუტე. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები, რომლებიც წელზე შემომხვეოდნენ და ძლიერად მიკრავდნენ გულში. პირველად ვიგრძენი ის მონატრებული სურნელი, რომელიც ლიამს ასეთ განსაკუთრებულს ხდის და რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად დავინახე მისი თვალისმომჭრელი საფირმო ღიმილი, რომელიც მთელს სიცოცხლეს მერჩივნა და მისი ბაგეები, რომლებიც უკვე მეათასედ, მაგრამ ორი კვირის შემდეგ პირველად შევიგრძენი და დავიბრუნე მათი მარწყვის გემო ჩემს ტუჩებზე.
-ძალიან, ძალიან მომენატრე პატარავ.- ჩამჩურჩულა ლიამმა ბოხი ხმით.
-მეც მომენატრე სიცოცხლე.-
-ვგიჟდები ეგრე, რომ მომმართავ.-
-მე კი შენს წარმოთქმულ „პატარაზე“ ვგიჟდები.-
-იმიტომ, რომ პატარა ხარ.-
-იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე ხარ.- ბოლოს ორივემ ბედნიერად გავიღიმეთ. არ მინდოდა მას მოვშორებოდი, მაგრამ ნინასაც ხომ უნდოდა თავისი შვილის ნახვა. ასე, რომ უკან დავიხიე და ნინას დავუთმე გზა, რომელსაც სიხარულის ცრემლები ცვიოდა და შვილს სახეს უკოცნიდა.

თავი 21
ლიამის განთავისუფლებიდან 2 დღე გავიდა, რომელიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ ორი დღის განმავლობაში მოვახერხეთ სტეფანის და მისი ხალხის ადგილსამყოფელის გარკვევა. ამის შემდეგ კი ლიამი და პოლიციის მთელი დაჯგუფება გეგმავენ, რომ მათთან მივიდნენ და ყველანი დააკავონ. მე და ნინა ძალიან ვნერვიულობთ, თუმცა ამით ვერაფერს ვიზამთ, არ მინდა ლიამი მათთან ერთად წავიდეს, მაგრამ მას გადაწყვეტილებას მაინც ვერ ვაცვლევინებ. ისე აქვს გაჯერებული შურისძიების სურვილი, რომ სხვას ვერაფერს ამჩნევს. მის გამო მიწევს ყოველ საღამოს ნერვიულობით ვიტირო და ღმერთს მისი უსაფრთხოდ ყოფნა ვთხოვო.
ახლაც საწოლზე ვზივარ და თვალები ცრემლებით მევსება. მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, ისევე როგორც მას და ვერ ავუშვებ, რომ რამე დაემართოს. ეს საბოლოოდ გამანადგურებს. კარზე კაკუნის ხმა მესმის და აღარც აყოვნებს. ლიამი პირდაპირ შემოდის ოთახში. ცრემლებს სწრაფად ვიწმენდ. ლიამს ჩემი ჩაწითლებული თვალების დანახვისას სახე ეცვლება და ჩემთან მოდის. ხელებს ხელებზე მკიდებს და ფეხზე მაყენებს.
-იტირე?- მეუბნება დაბნეული.
-არა, რა სისულელეაა. რატომ უნდა მეტირა?- ყალბ ღიმილს ვიკრავ სახეზე და თავს დაბლა ვწევ, მაგრამ ის ხომ ლიამია. ჩემს თითოეულ მოძრაობას ხვდება.
-ვიცი, რომ იტირე, მაგრამ რატომ?- ვნებდები და ჩემი გულის ტკივილის თქმას ვიწყებ.
-შენზე ვნერვიულობ.-
-ხომ იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება?-
-და, რომ არ იყოს? რომ მიხვდნენ თქვენს გეგმას? ყველაფერი წინასწარ, რომ შეიმუშავონ და მთელი გეგმა ჩაიშალოს? შენ, რომ რამე მოგივიდეს?-
-მისმინე ჩემო სიცოცხლე, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. მე კარგად ვიქნები, თუ შენც კარგად იქნები.-
-ხომ მაგრამ...-
-არავითარი, მაგრამ დაწყნარდი ძალიან გთხოვ.- ტუჩებზე თითი დამადო და გამაჩუმა. თვალებში ჟინკები უკრთოდნენ. საშინლად დავიბენი, რადგან იმდენად ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ მისი სუნთქვის ხმა უფრო მძაფრად მესმოდა. კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი თითები ჩემს სახეზე და კიდევ ერთი უეცარი შეხება გახდა მიზეზი ჩემი გამოფხიზლებისა. მინაბული თვალები სწრაფად გავახილე და მას თვალებში შევხედე, იმ თვალებში, რომლებშიდაც ჩავიძირე. მოულოდნელად გამომეტყველება შეეცვალა და თხოვნის მზერით შემომხედა.
-ალისა,- მისი ხავერდოვანი ხმა, მისი თვალების სიღრმეს იასამნისფრ ციალში ხვევდა.
-გთხოვ... უფლება მომეცი... მჭირდები.- არ ვიცი რა გამეკეთებინა. დათანხმების მრცხვენოდა, თუმცა უარის თქმა არ მინდოდა. ჩემი დუმილი თანხმობის ნიშნად მიიღო.
************************
საბანში ნახევრად ცხვირჩაყოფილი დიდხანს ვიყავი
-ალისა.- მისი ხმა ასეთი რბილი არასოდეს ყოფილა. ყოფილა ბრაზით, ვნებით, დაბნეულობით სავსე, თუმცა არა ასეთი.
-საშინლად საყვარელი ხარ, მაგრამ თუ მასე გააგრძელებ გუშინდელის გამეორება მომიწევს. თვალები სწრაფად გავახილე, თუმცა მზერა მაინც ვერ გავუსწორე.
-კარგი რა პატარავ, ნუ იქნები ასეთი მორცხვი.- მის სითამამეს ხმაში ვგრძნობდი.
-ლიაამ.- ახლა უკვე საყვედურით ავხედე.
-კარგი, კარგი გავიცინეთ გვეყო.- მითხრა ხმამაღლა და გაიცინა. მე კი ფეხზე წამოვდექი, ხალათი ტანზე შემოვიხვიე და ოთახიდან გავედი. შხაპი მივიღე, ტანსაცმელი ჩავიცვი და დივანზე დავჯექი. ველოდები ლიამს როდის მოვიდოდა, რომ მისთვის სადმე წასვლა მეთხოვა, თან ნინაც სახლში არ იყო და ისიც მალევე გამოჩნდა. ფეხზე წამოვდექი და რაღაცის თქმას ვაპირებდი, როდესაც უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა. ლიამი კარს მივარდა და ხვრელში გაიხედა, მაშინვე მოსწყდა ადგილს და მე მომვარდა.
-რა?-
-ოთახში შედი და ხმა არ ამოიღო.- მკლავში ჩამავლო და ოთახისკენ წამიყვანა. ოთახში შევედით თუ არა მომიბრუნდა.
-რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაიგო, ოთახი არავითარ შემთხვევაში არ დატოვო გაიგე?...-
-ხო.-
-და კარი ჩაკეტე.- დაამატა და დააპირა გასულიყო, რადგან კარზე განმეორებითი ზარი გაისმა.
-ლიამ...- უცებ მომიბრუნდა და ჩემს შეშინებულ თვალებს, რომ შეხედე ადგილს მიეყინა. შუბლი მომადო და დაბალი მზრუნველი ხმით მითხრა.
-საშიში არაფერია. უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.- შუბლზე მაკოცა, ხელები შემიშვა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
-მეც.- ამოვილუღლუღე ტირილმორეულმა და არეული ნაბიჯებით წავედი საწოლისკენ. იატაკზე ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე. ახლა რაღა მოხდა? ღმერთო, რატომ არ მაცლი ბედნიერებას? რა დავაშავე ასეთი? ამოვიზლუქუნე და თვალებიდან წამოსული ცრემლები შევიმშრალე.

თავი 22
ოთახში მანამ ვიჯექი, სანამ საბოლოოდ არ ამომეწურა მოთმინების ფიალა. ქვემოდან მესმოდა ჩხუბის, ყვირილის, მსხვრევის ხმები, მაგრამ ლიამისთვის მიცემულ პირობას მაინც ვასრულებდი მანამ, სანამ გასროლის ხმას გავიგებდი. შიშისგან წამოვიკივლე და პირზე ხელი ავიფარე, რომ გავჩუმებულიყავი. ნელ-ნელა წამოვდექი ფეხზე და ოთახის კარი გავაღე. მამაკაცის ბარიტონი ყურში ჩამესმოდა და ვერ ვხვდებოდი ვინ იყო. როგორც ჩანს არ უნდოდათ ამის გაკეთება, მაგრამ იარაღი მაინც გამოიყენეს. კიბეებზე ჩასვლას ვაპირებდი, როდესაც კარის მიჯახუნების ხმა გაისმა და მივხვდი, რომ ისინი წავიდნენ. თვალები ცრემლებით ამევსო, ფეხები ამიკანკალდა და იმის შიშით, რომ ლიამი იქ, სისხლში დასვრილი დამხვდებოდა პირიდან უცნაური ბგერები ამოვუშვი. ღმერთო, ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა, ვიმეორებდი გულში მანამ, სანამ პირველ სართულზე ჩავიდოდი და ლიამს იატაკზე გაწოლილს არ ვნახავდი.
მარცხენა მხარეს სულ სისხლით იყო დასვრილი, როგორც ჩანს გულში ესროლეს. მასთან მივირბინე და მისი თავი მუხლებზე დავიდე.
-ლიამ... ლიამ გთხოვ გამოფხიზლდი, გთხოვ არ მოკვდე, არ დამტოვო მარტო, ძალიან გთხოვ. ლიამ... მიყვარხარ... სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ძალიან გთხოვ.- სახეზე ხელებს ვუსმევდი და ხმამაღლა ვტიროდი. რამდენიმე წამში თვალები ნელ-ნელა გაახილა, სიხარულისგან წამოვიკივლე.
-ლიამ, გთხოვ გამოფხიზლდი. აი ასე, გეხვეწები არ დამტოვო და რასაც გინდა იმას შეგისრულებ, გთხოვ თუ გიყვარვარ, არ დამტოვო.-
-პატარავ, ჩემო ერთადერთო, მე შენ ყოველთვის მიყვარდი და ყოველთვის მეყვარები. მაშინ, როდესაც აქაურობას დავტოვებ, იქაც მეყვარები. შენს სიყვარულს საფლავშიც კი წავიღებ.-
-არა ლიამ, გთხოვ. მეც მოვკვდები გეფიცები, თუ წახვალ... თუ დამტოვებ მეც თან წამოგყვები.-
-არა... შენ აქ უნდა დარჩე... ნინა მარტო არ დატოვო...- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა. ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და მისი თბილი ტუჩები შემახო. არ ვიცი რა დამემართა, გული ნაფლეთებად დამეშალა, ცრემლები ღვარად მსდიოდა ლოყებზე და ლიამის სახეს ეცემოდა. მასაც ცრემლები ჩადგომოდა თვალებში. ვერ წარმომედგინა ლიამის გარეშე ცხოვრება. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი რამ იყო ჩვენს პატარა ცხოვრებაში.
-ლიამ.-
-ჰო პატარავ.-
-ლიამ.-
-ალისა.-
-ლიამ... გთხოვ არა. გთხოვ.-მხოლოდ მის სახელს ვიმეორებდი. არ შემეძლო სხვა რამის თქმა, არ შემეძლო მისი გაშვება.
-ხომ იცი, რომ მიყვარხარ? ლიამ, მიპასუხე ხომ იცი?-
-ვიცი.-
-გთხოვ, ჩვენი სიყვარულის ხათრით, არ დამტოვო.-
-არა პატარავ, ჩვენი სიყვარული ვეღარ იარსებებს.-
-მაგრამ რატომ? რატომ უნდა დამტოვო? რატომ უნდა მატკინო გული, გთხოვ მოითმინე არ წახვიდე, არ დამტოვო. სასწრაფო ძალიან, ძალიან მალე მოვა და გადაგარჩენს, გთხოვ ჩემო გულო, გთხოვ ეს ერთი სურვილიც შემისრულე.- აქვითინებული ვეუბნებოდი და ხელის კანკალით ვკრეფდი ტელეფონში სასწრაფოს ნომერს. ოპერატორს მისამართი ჩავაწერინე და ტელეფონი გვერდით მივაგდე.
-ალისა.-
-ხო ლიამ. –
-პატარავ.-
-ხო ჩემო სიცოცხლე.-
-ერთი სურვილი მაქვს... უკანასკნელი.-
-არა, არა უკანასკნელი არა. ერთიც და კიდევ უამრავი სურვილი გექნება ამის შემდეგ. ხომ ასეა ლიამ? ხომ ასე იქნება?-
-უბრალოდ, მინდა მიმღერო...- მის სურვილზე ჩამეღიმა. ყოველთვის მთხოვდა მისთვის რამე მემღერა, მაგრამ ამას არასდროს ვაკეთებდი, რადგან არც ხმა მაქვს და არც სმენა.
-ხომ იცი, რომ არ შემიძლია?- ვკითხე და ცრემლები მოვიწმინდე.
- ვიცი, მაგრამ მინდა შენი ხმა უკანასკნელად მოვისმინო. მინდა სიკვდილის წინ შენი მელოდიური ხმა ჩამესმოდეს.-
-კარგი.- სუსტად დავუქნიე თავი. ჩვენი საყვარელი სიმღერა ავირჩიე . ed sheeren –perfect.
-I found a love for me
Darling just dive right in
And follow my lead
Well I found a girl beautiful and sweet
I never knew you were the someone waiting for me
'Cause we were just kids when we fell in love
Not knowing what it was
I will not give you up this time
But darling, just kiss me slow, your heart is all I own
And in your eyes you're holding mine
Baby, I'm dancing in the dark with you between my arms
Barefoot on the grass, listening to our favorite song
When you said you looked a mess, I whispered underneath my breath
But you heard it, darling, you look perfect tonight- ბოლოს ხმა გამიწყდა, ვეღარ ვმღეროდი, ცრემლები მახრჩობდა, ყელში გაჩერებული ბურთი კი მაღლა ამოსვლას ლამობდა. ლიამს დავხედე, რომელსაც თვალები დახუჭული ჰქონდა. ცრემლების ახალმა ნაკადმა დაიწყო სვლა.
-ლიააააააააააააააააააააააააააააამ, არა გთხოვ, გთხოვ, გთხოვ არაააააააააააააააააააააა ლიამ. სიცოცხლე არა რაააააააააააააა, არ დამტოვო გთხოოოოოოოვ.- კივილისგან ხმა ჩამიწყდა და ეს ბგერები უფრო ხავილს გავდა ვიდრე ტირილს. ლიამს სახეს ვუკოცნიდი და ვცდილობდი გამომეფხიზლებინა, მაგრამ ამაოდ. ჩემმა გულმა დამტოვა, ფეხი აიდგა და სხვაგან გაიქცა. არ მოეწონა ჩემთან ყოფნა, რატომღაც ვერ შეეჩვია ჩემს სხეულს, რატომღაც ვერ აიშენა აქ ბინა და წავიდა... სამუდამოდ დამტოვა.
ავტორის თვალთახედვით:
ალისას ლიამის გულზე ედო თავი და ხმადაბლა ქვითინებდა, აღარაფრის ძალა შეწევდა. სასწრაფო დახმარების მანქანა მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა. ძალიან დააგვიანდა. ორმა ადამიანმა უკვე გამოიტირა ერთმანეთი, მათ უკვე დათმეს თავიანთი სიყვარული. ექთნები კი იდგნენ კართან და უყურებდნენ როგორ უკოცნიდა პატარა სიფრიფანა გოგონა ბიჭს სახეს.
-ლიამ, საყვარელო... ვიცი, რომ ეს ხუმრობაა. ვიცი, რომ არ მომკვდარხარ. ვიცი, რომ მარტო არ დამტოვებდი. ხომ ასეა? მითხარი ჰა? მეხუმრე ხომ? ჩემი შეშინება გინდოდა არა? გეფიცები მითხარი, რომ ასეა და არასდროს გაგიბრაზდები, გთხოვ მითხარი...- ბუტბუტებდა ალისა, მაგრამ რა აზრი ქონდა მის თხოვნას? ბოროტებამ გაიმარჯვა. ვიღაცის გაციებულმა გულმა სხვისი გულიც გააცივა და სამუდამოდ გაანადგურა. ექთნებმა ძლივს დააშორა ერთმანეთს წყვილი. ორივეს გული გაციებული იყო, თუმცა ერთი გაჭივრებით ძგერდა, რადგან მეორე არ ეხმარებოდა, მეორეს კი სრულებით შეეწყვიტა მოძრაობა.
**************************
-მერე? მერე რა მოხდა ალისა?- ეკითხება ახალგაზრდა ექიმი გოგონას.
-მერე აღარ მახსოვს. აი მალევე მოვლენ ტრისი და მარკი და ისინი მოგიყვებიან.- შეანათა დიდრონი თაფლისფერი თვალები გოგონამ.
-ისინი აღარ მოვლენ ალისა.-
-როგორ თუ არ მოვლენ? გუშინ ვნახე, დღესაც რა თქმა უნდა მესტუმრებიან.- თქვა თავის თავში დარწმუნებულმა გოგონამ და ექიმს საყვარლად გაუღიმა.
-კარგი, კარგი მე წავალ და კვლავ მოგინახულებ.-
-კარგი მისტერ მალიკ.- უთხრა გოგონამ და საწოლზე წამოწოლილმა ჭერს გაუშტერა თვალი.
ექიმი მალიკი სწრაფად გამოვიდა პალატიდან. ალისა მისთვის პირველი პაციენტი იყო, ამიტომ უნდოდა ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაერკვია. მისაღებში მივიდა და ოდრის კითხა.
-რა დიაგნოზი დაუსვეს ალისას?-
-მწვავე შიზოფრენია და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა სკლეროზის ნიშნებიც აქვს.-
-რამ გამოიწვია ეს?-
-გენებმა და ცხოვრებაში მწვავე ფსიქოლოგიურმა ტრავმამ.-
-მინდა მის შესახებ უფრო მეტი ვიცოდე, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს.- დანანებით გააქნია ბიჭმა თავი.
-აი ფლეშკა, თუ გინდა მასზე უფრო მეტი იცოდე ამას მოუსმინე.- ოდრიმ ზეინს ფლეშკა გაუწოდა, სადაც ალისას მთელი ცხოვრება იყო ჩაწერილი, თურმე მთელი ამ დროის განმავლობაში ის ყველაფერს წერდა, რადგან არ უნდოდა მისი ცხოვრების არცერთი ფაქტის დავიწყება. ბიჭმა სწრაფად დატოვა იქაურობა და თავის კაბინეტში შევიდა. ფლეშკას ყურსასმენები შეუერთა და ალისას ნაზი და ხავერდოვანი ხმაც გაისმა.
-ნაცრისფერი თუ თეთრი? უკვე ნახევარი საათია რაც ვფიქრობ, მაგრამ ვერაფრით ავარჩიე. კოლეჯში უნდა წავიდე და სულ რაღაც 15 წუთი დამრჩა მომზადების დასრულებამდე, რაც ჩემმა დედობილმაც გაამძაფრა განგაშის ზარით, რომელიც მეძახდა, რომ დრო იწურებოდა. საბოლოოდ ნაცრისფერი მაიკა გადავიცვი, თმა ჩამოვივარცხნე და გაშლილი დავიტოვე, შემდეგ კი სწრაფად ჩავედი პირველ სართულზე. ორი ცალი ორცხობილა ჩავიდე ჩანთაში, დედობილს ლოყაზე ვაკოცე, დავემშვიდობე და სწრაფად გავედი გარეთ. კოლეჯამდე მართალია არც ისე მოკლე მანძილი იყო, მაგრამ მაინც ფეხით მერჩივნა გავლა. თან აქეთ-იქით ვიხედებოდი იმის იმედით, რომ სამი კრუელა არ შემხვდებოდა. სელენა და მისი ორი თავზე ხელაღებული დაქალები: მოლი და მელისა მაგრამ მე ხომ ბედი საერთოდ არ მაქვს, მაინდამაინც მაშინ გამოჩნდა მათი მანქანა და როგორც ყოველთვის ჩემთვის არასასიამოვნო კომენტარებით შემაქეს. დავიმორცხვე და მათ ისე ავუარე გვერდი, ვითომ არც არაფერი ეთქვათ. რა თქმა უნდა მანქანით გამასწრეს...-
ზეინმა დაასრულა თუ არა ყველაფრის მოსმენა ყურსასმენები ფლეშკას გამოაძრო და გაოგნებულმა თავი ხელებში ჩარგო.
-რატომ?! ასეთ ახალგაზრდა გოგონას რატომ უნდა დამართნოდა ეს? მათ ხომ ასეთი ნატიფი სიყვარული ჰქონდათ, რატომ არ დასაჯა ღმერთმა დამნაშავეები მათი განადგურებისთვის?-
ეს და კიდევ სხვა მრავალი კითხვა ჰქონდა ბატონ მალიკს, რომლებზედაც პასუხის გაცემა არავის შეეძლო. მხოლოდ ღმერთმა იცოდა როგორიც იყო მათი ბედი, ისინი ხომ თვით მან შექმნა.
„ლიამი- ერთი განებივრებული ბიჭი, რომელსაც არაფერი ადარდებდა დედის გარდა, ბნელი წარსულით და ასევე ბნელი მომავლით. გულქვა, თუმცა მისი გული ერთმა მშვენიერმა გოგონამ მალევე დაალბო.
ალისა- ჭკვიანი, სუფთა წარსულით და სუფთა მომავლით, სუფთა გულით, რომელიც ერთმა განებივრებულმა ბიჭმა დაიკავა და გასაქანის საშუალება აღარ მისცა.“
მათი ისტორია იმდენად გრაციოზული, იმდენად ნატიფი, თუმცა განსაკუთრებული არაფერი იყო, რომ შეუძლებელია ბედნიერად დასრულებულიყო.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი

პს: მინდოდა ალისას და ლიამის ისტორია კიდევ ერთხელ წაგეკითხათ ამჯერად სრულად <3 იმედია მოგწონთ და მოუთმენლად ველოდები თქვენს შენიშვნებს და ასევე მოწონებასაც <3 <3 მიყვარხართскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



გეფიცები, გაუჩერებლივ წავიკითხე მეორედ და ტირილით გავსკდი

 


უკეთესი იქნებოდა, ამ ფოტოზეც გეკითხა წაგეღო თუ არა. no_mouth და იმ ფოტოზე რომ მთხოვე წავირებო ჩემ ნებართვას დალოდებდი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent