შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატურალური საწამლავით გაჩენილი სიყვარული (სრულად)


19-01-2019, 19:43
ავტორი DI ANA
ნანახია 849

ნატურალური საწამლავით  გაჩენილი სიყვარული (სრულად)

-ღმერთო რამდენი სამუშაოა, დამხმარე რომ ამიყვანონ ნეტავ წელში გაწყდებიან? ბუზღუნებდა პუტკუნა, ლოყებ აწითლებული ქალი და საქაღალდეებში იქექებოდა.
-აი ვიპოვე. სიხარულისგან თვალები აენთო და ქაღალდების დასტა მაგიდაზე დააბერტყა - აბაა თაკა ორჯონიკიძეე ვნახოთ რა სურვილები გაქვს, პატარაობიდან მოყოლებული ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობს თუმცა ბოლო დროს საწამლავით ზე გადაერთო. რთული შემთხვევაა ამოილაპარაკა და მობილურს დასწვდა,
-ალო ქეთო
-გისმენ ნუნუ.
-მისმინე ჩემთან შემო საკმაოდ რთულ შემთხვევას წავაწყდი და არ ვიცი რა ვქა.
-კაი მოვალ ახლავე.
-მიდი გელოდები.
2 წუთი არ იყო გასული პატარა თეთრ ოთახში საშუალო ასაკს მიღწეული გამხდარი ქალი რომ შემოვიდა
- მალე მომიყევი რა ხდება მეც საქმეები მაქვს,
- თაკა ორჯონიკიძე 22 წლის, ბავშვობიდან ნამდვილი სიყვარულის პოვნა უნდოდა მაგრამ 1 წლის წინ მშობლები დაეღუპა და დეპრესია დაეწყო, მას შემდეგ ისეთ შხამზე ოცნებობდა კვალს რომ არ დატოვებდა და თან უმტკივნეულოდ მოკლავდა, მშობლების გარეშე ცხოვრება აღარ უნდოდა.
- მერე პრობლემას რაში ხედავ?
-პირველი ოცნება უფრო დიდი ხანია არსებობს მაგრამ მეორე უფრო ძლიერია და არ ვიცი რომელი ავუსრულო. რამე მირჩიე რა
- ვაიმე შენც მოგცემია სადარდებელი რაა, ხელი უდარდელად აიქნია ქალმა_ადექი და შხამ-ქიმიკატი გაუგზავნე რომელიც ნამდვილ სიყვარულს მოუტანს.
-ნამდვილი გენიოსი ხარ, წამოიძახა მოსმენილი იდეით აღფრთოვანებულმა ნუნუმ და ოცნების მზადებას შეუდგა. ადამიანისთვის ოცნების ასასრულებელი მიქსტურის დამზადება ძალიან საინტერესო პროცესი იყო, თავდაპირველად მეოცნების სარძევე კბილს ფხვნილად აქცევდნენ და იქედან ამოღებულ ნერვს სურვილის მიხედვით შერჩეულ ხსნარში გაურევდნენ, დაუმატებდნენ თეთრი ფარშევანგის ბუმბულს და ერთ ან ორ შელოცვასაც წარმოთქვამდნენ ზუსტი ეფექტისთვის, თაკას შემთხვევაში ორი მიქსტურა დამზადდა ერთი შხამის შემცველი მეორე კი საუკუნო სიყვარულისათვის განკუთვნილი , შემდეგ ეს ორი რადიკალურად განსხვავებული ხსნარი გააერთიანეს და მიიღეს შხამი რომლის გვერდით ეფექტს სიყვარული წარმოადგენდა.
საკუთარი ნაშრომით კმაყოფილმა ნუნუმ გადაწყვიტა პირადად ენახა როგორ დალევდა თაკა მიქსტურას. გარეგნობის შემცვლელი კრემი სახეზე წაისვა და ბარისტად გადაცმული თაკას საყვარელ კაფეში გაემართა.

საშუალო სიმაღლის გოგონა სპილენძისფერი კულულა თმით ყველას ყურადღებას იქცევდა, საშუალო ზომის ტუჩები, თაფლისფერი თვალები და აწკენტილი ცხვირი ჰქონდა ორჯონიკიძეს, იჯდა თავისთვის ბართან დიდი მოთმინებით ელოდა კუთვნილ ყავას და უცხო ადამიანების მზერას აიგნორებდა, ნუნუმ ყავაში ოცნების ხსნარი გაურია და თაკას წინ დაუდგა, გემრიელად მიირთვითო დააყოლა და ახალი შეკვეთის მზადება დაიწყო, ყოველ თხუთმეტ წამში მზერას თაკასკენ აპარებდა როცა დარწმუნდა რომ გოგონამ ყავა ბოლომდე გამოცალა საპირფარეშოში გავიდა სახეცვლილების კრემის ახალი ფენა წაისვა და ამჯერად სტანდარტული მოზარდის გარეგნობა მოირგო, გარეთ გამოსულმა კარებში გაუჩინარებულ თაკას მოკრა თვალი და უკან აედევნა, დაინახა გზაზე გადასვლისას როგორ შეეჯახა წითელ "მერსედესს" და თავისი ნამუშევრით კმაყოფილს სახეზე სიხარულის ღიმილი აესახა, საქმე შესრულებული იყო, თაკა სიკვდილის პირას მივიდა და თან მისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდა, ალბათ უკვე მიხვდით რომ ეს "საბედისწერო" ადამიანი სწორედ იმ მანქნის პატრონი იყო რომლის წყალობითაც თაკამ სიკვდილს თვალებში ჩახედა. ნუნუ მიხვდა რომ იქ აღარაფერი ესაქმებოდა, ბოლოჯერ მოავლო თვალი ატეხილ აურზაურს და თავის საყვარელ სამსახურში დაბრუნდა...
-----------------------
-სად ვარ? ეს ის სიტყვებია რომლებიც თაკამ გონს მოსვლის შემდეგ წარმოთქვა. დატრიალდა ერთი ამბავი, გველესიანმა მთელი საავადმყოფოს ექიმები დაახვია თავს და დაიწყეს გოგონას დეტალური გამოკვლევა, ათას აბეზარ კითხვას უსვამდნენ და ერთი სული ჰქონდა როდის დააღწევდა ექიმებს თავს, არაფერი ახსოვდა თაკას, საერთოდ არაფერი... ერთადერთი რაც იცოდა მისი ვინაობა იყოს ისიც ანკეტაში ამოიკითხა, მთელი 2 საათი გამოკვლევებზე დაარბენინებდნენ, საგანგაშო არაფერი იყო უბრალოდ დაცემისას თავი ძლიერად დაარტყა და ახლა არაფერი ახსოვდა, ექიმმა უთხრა მაქსიმუმ 3 თვეში აგიღდგება მეხსიერებაო თუმცა მაინც საშინლად ნერვიულობდა, განა შეიძლებოდა მშვიდად ყოფილიყო როცა არაფერი ახსოვდა? ძლივს დაარწმუნა ყველა რომ კარგად იყო და არაფერი უჭირდა. დაძინებას აპირებდა როცა ოთახის კარი გაიღო და პალატაში ლუკა გველესიანი შემოვიდა.
-შენ ვინ ხარ? გიცნობ? კითხა დაბნეულმა თაკამ.
- მე ლუკა გველესიანი ვარ აი ის ადამიანი ვის გამოც ამ სიტუაციაში აღმოჩნდი.
-ანუ შენ ხარ ჩემი სიკვდილის ანგელოზი? რიტორიკული კითხვა დასვა გოგონამ და დამნაშავესავით კუთხეში ატუზული ლუკა თავიდან ბოლომდე აათვალიერა, სიმპათიური ბიჭი იყო ლუკა მწვანე თვალებით და ხორბლისფერი კანით თანაც საკმაოდ მდიდარი, მთელ თბილისში ერთ-ერთი სასურველი სასიძოს სტატუსით სარგებლობდა მაგრამ თაკამ ეს არ იცოდა, შესაბამისად მხოლოდ გარეგნობა შეაფასა და სიმპათიური ბიჭიაო გაიფიქრა.
- რამე ხომ არ გჭირდება? მითხარი და არაა პრობლემა. თქვა დანაშაულის გრძნობით შეწუხებულმა ბიჭმა
- მეხსიერების აღდგენა მჭირდება მაგრამ არამგონია შენ ეგ შეგეძლოს.
- აუ მაპატიე რა, ჩემ გამო ხარ ამ დღეში.
- მართალია ისეთი დიდი სისწრაფით არ უნდა გემოძრავა, განსაკუთრებით მაშინ როცა გზა ქვეითის იყო მაგრამ მაინც ვიცი რომ ძალით არ გინდოდა, ასე რომ პრობლემა არაა. მორჩი თვითგვემას.
-აუ შენ რა ჯიგარი ყოფილხარ, უმეტესობა შენს ადგილას აწიკვინდებოდა და ფულად კომპენსაციას მოითხოვდა.
- მაშინ გამოდის ღმერთს მადლობა უნდა უთხრა რომ მე დამეჯახე და სხვას არა. თვალისმომჭრელად გაიღიმა და თავი ტუმბოზე დადებული ნივთებისკენ შეატრიალა. - თანაც ვატყობ ფული საკმარისზე მეტი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეძენას ვერ მოვახერხებდი. მიუთითა ბრენდულ ტანსაცმელზე და ამათში ფული რატომ გადავყარეო გაიფიქრა.
უცებ პალატის კარები ორმა ადამიანმა შემოაღო, ერთ-ერთი თაკას საუკეთესო მეგობარი მირანდა იყო რომელსაც 1 თვის სინ ეჩხუბა თუმცა მეგობრის ამბის გაგებისას გულმა არ მოუთმინა და ეგრევე საავადმყოფოში გავარდა, მეორე კი ლუკას ძმაკაცი მათე იყო, ეს უკანასკნელი მირანდასგან გამსხვავებით საქმის კურსში თავად ლუკას წყალობით იყო ჩაყენებული და არა ჟურნალისტების დამსახურებით.
-ჩემო ლამაზო რა დაგემართა. თაკას გალურჯებული ხელის დანახვისას ეგრევე ცრემლები წამოუვიდა მირანდას და მონატრებულ მეგობარს მოეხვია. -მეორედ ასე ძალიან აღარ შემაშინო რა.
- ნუ დადგი აქ საპნის ოპერა ვერ ხედავ კარგადაა სრული სერიოზულობით თქვა მათემ, არადა მასზე არასერიოზულ ადამიანს მთელ დედამიწაზე ვერ იპოვიდით.
-შენი და რომ გენახა ამ მდგომარეობაში მერე მიხვდებოდი როგორი გრძნობაა მაგრამ შენ რას გელაპარაკები უუნარო რობოტი ხარ.
-მოიცა თქვენ ორი ერთმანეთს იცნობთ? იკითხა გაკვირვებულმა ლუკამ.
- ვიცნობთ რომელია ამ მუტანტმა ამასწინად ჭიშკარი ჩამომიღო და იქით მომდო შარი უფრო მყარი ჭიშკარი ვერ იყიდეო? ერთი ჯიპის შეჯახებას ვერ გაუძლოო.
- ისაა... ბოდიში რომ გაწყვეტინებთ მაგრამ ვინ ხართ? ამ სიტყვებმა პალატაში სრული სიჩუმე შემოიტანა.
- მოიცა არაფერი არ ახსოვს? თვალები უარესად აუცრემლდა მირანდას.
-რომ დაეცა თავი დაარტყა და თითქმის არაფერი არ ახსოვს, საკუთარი დანაშაულით მერამდენედ შეწუხებულმა ლუკამ კვლავ ამოიოხრა.
- მერე მეხსიერება როდის აღუდგება სულ ასე ხომ ვერ იქნება არა? უნდა ვახაოვდეთ უნდა გაგვიხსენოს ასე არ შეიძლება. უკვე ცრემლებად იღვრებოდა მირანდა.
-ექიმმა თქვა მაქსიმუმ 3 თვეში მეხსიერება აღუდგებაო.
- ბიჭო რა დებილი ხარ ასეთ ანგელოზ გოგოს როგორ დაეჯახე ჰა? თქვა მათემ და სკამზე კომფორტულად მოთავსდა-ტეხავს შენ ძმობას ფიცავარ. მერე იყო სიჩუმე რომელსაც მხოლოდ მირანდას ცრემლების ხმა არღვევდა, წინასწარ დასტიროდა წლების განმავლობაში დაგროვებულ მოგონებებს რომლებიც ქარს გაყვა . ოთახში "მთავარი ექთანი" ნუნუ შემოვიდა.
- აბა ქალბატონო თაკა, თავს როგორ გრძნობთ? ათ ბალიანი სისტემაში რამდენი ქულით შეაფასებდით თქვენს მდგომარეობას?
- 7
-ძალიან კარგი, ანკეტაში წერია რომ მეხსიერების დაკარგვას უჩივით ამიტომ წამლების მიღება ახლავე უნდა დავიწყოთ აი ეს გამომართვით . 2 გამჭირვალე აბი მიაწოდა გოგონას- და დალიეთ წესით უახლოეს 1 კვირაში რაღაც-რაღაცეების გახსენება უნდა დაიწყო.
- და რომ ვერ გავიხსენო? არსებობს იმის შანსი რომ ვერაფრის გახსენება ვერ შევძლო?
-შანსი მინიმალურია და 0.5 პროცენტს უდრის ამიტომ მაგაზე ნუ ინერვიულებ, თბილად გაუღიმა და პალატა დატოვა. ესეც ასე მისი საქმე შესრულებული იყო და თავისუფლად შეეძლო გრძნობების მართვის დეპარტამენტში ახდენილი ოცნებების განყოფილებაში ამაყად დაბრუნებულიყო, ზოგადად გულთმისნებს მოვალეობაში შემდგომი ეტაპების მეთვალყურეობა არ იყო შესული თუმცა ნუნუ ადამიანებს ბოლომდე აკვირდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე სიყვარულს ეხებოდა.
მთელი 2 დღე თაკამ საავადმყოფოში გაატარა შემდეგ კი ლუკას დაჟინებული მოთხოვნით გველესიანების უზარმაზარ სახლში გადავიდა რეაბილიტაციის კურსის გასავლელად.
ლუკა ამბობდა ახლოს უნდა მყავდე რომ დავრწმუნდე შენი გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობსო თუმცა ასე მხოლოდ თაკას ატყუებდა, მათე და მირანდა უკვე აშკარად დასცინოდნენ და ზედმეტად სათუთი გრძნობის გამო რომელიც ლუკასთვის დამახასიათებელი არასდროს ყოფილა ვანილის პრინცს ეძახდნენ.
კარზე გაბმული ზარი გაისმა და მალე სახლში ქარიშხალი სახელად მათე შემოიჭრა, და მომავალი რძლის გასართობად გაემართა.
- როგორ ხარ ყარყატო?
- აუუ მათე ეგრე ნუ მეძახი ხომ გთხოვე არა? თავი გარეული ფრინველი მგონია ეგრე რომ მომართავ.
- რატო ზღარბო, მშვენიერი მეტსახელია რას ერჩი.
- ცხოველების სახელების გარდა სხვას ვერაფერს ქაჩავ? მათეს სილაღე უკვე თაკასაც გადაედო და ისიც გამხიარულდა.
- რას ვქაჩავ და რას არა ეგ სხვა თემაა ჯერ პატარა ხარ ვერ გაიგებ, თვალი ჩაუკრა და საწოლზე წამოგორდა.
- რაო დავიღალეთო? მირანდამ ხომ არ გაგვაწვალაო?
- მაწვალებს თან მაგრად, ამასწინად სახლში ყვავილები გავუგზავნე, მოვიდა და თავზე დამაყარა, არ მჭირდება შენი ყვავილებიო.
- რომ მახსოვდეს რა უყვარს და რა არა დაგეხმარებოდი მაგრამ არაფერი მახსოვს.
- არაუშავს გავარკვევ როგორმე შენ ის მითხარი ლუკა ნერვებს ხო არ გიშლის?
- არა რა სისულელეა, პირიქით სულ სადღაც დავყავარ და მამხიარულებს ხოლმე.
საუბარში დრო მალე გავიდა და ლუკაც დაბრუნდა სამსახურიდან, თაკა გაბრწყინებული თვალებით შეეგება ჩაეხუტა და სად იყავი ამდენ ხანს მომენატრეო უსაყვედურა კიდეც, ამ სცენის შემხედვარე მათემ ლუკას ცერა თითები მაღლა აუწია და აჩვენა უკვე პროგრესიაო. იმ საღამოს მათემ აიტეხა ბარში წავიდეთ კარგა ხანია გარეთ არ გავსულვართო , ბაღათურიას თაკას აყოლიება არ გასჭირვებია თაკამ კი ლუკა დაითანხმა ,ბოლოს მირანდასაც დაურეკეს და ერთად წავიდენ. ასეთი ბედნიერები დიდი ხანია არ ყოფილან , ისხდნენ ოთხივე ერთად და მხიარულობდნენ, სხვამდნენ ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მათემ მირანდას ხელი დაავლო და სადღაც გაარბენინა.
- ხვალ დამირეკე მირა _ გასძახა თაკამ მეგობარს იმის იმედკთ რომ ამ ხმაურში რამეს გააგონებდა.
-ჩვენც ხომ არ წავსულიყავით? კითხა ლუკამ
-არა ვიყოთ ჯერ, მომწონს აქაურობა.
რამოდენიმე წუთში ლუკას მობილური აზუზუნდა ამ ხმაურში ვერაფერს გავიგებო თქვა და აივანზე გავიდა. 5 წუთის შემდეგ რომ არ დაბრუნდა თაკამ იფიქრა მოვძებნიო მაგრამ აივნის კართან მისული უკან გამოტრიალდა, ჩემი საქციელი არაეთიკური იქნებაო, კიდევ 2 წუთი დაელოდა და ბოლოს მოწყენილი ბარს მიუჯდა და ბარმენს არაყი სთხოვა ჭიქა ბოლომდე დაცლილი არ ჰქონდა გვერდით ვიღაც რომ მიუჯდა.
- გამო*ირდება კაცი ისეთი ლამაზი ხარ.
უცენზურო კომპლიმენტისგან თაკა შეიშმუშნა და თვალებით ლუკას ძებნა დაიწყო.
- მე ნიკა ვარ და შენ როგორ მოგმართო?
კითხვაზე პასუხად მხოლოდ "ღმერთო მომაშორეთ" მზერა მიიღო
- 2 ჭიქა ვისკი, ერთი ჩემთვის და ერთი ამ მშვენიერი ქალბატონისთვის თუ შეიძლება, თხოვნით მიმართა ნიკამ "ბარმენს" ახლავეო ეშმაკურად ჩაიხითხითა ბიჭმა და მაგიდაზე ორი ჭიქა დადგა, ერთი ბატონ ნიკოლოზს გაუწოდა მეორე კი თაკას, რა წამს ნიკამ ჭიქა გამოცალა იმწამსვე საპირფარეშოსკენ გაიქცა. ვგრძნობ რომ მიხვედრილი ადამიანები ხართ და უკვე იცით ვინ იყო "ბარმენი" ან რატომ ჩავარდა ბატონი ნიკოლოზი ასეთ დღეში, თუ ვერ ხვდებით მიგანიშნებთ და გეტყვით რომ ნუნუმ ცოტა გართობა მოინდომა.
თაკას მობეზრდა იქ ყოფნა ლუკა არსად ჩანდა თან მობილურიც დაუჯდა ამიტომ გარეთ გავიდა და ტაქსი გააჩერა, დაახლოებით 15 წუთში უკვე სახლში იყო, ოთახში ავიდა მაკიაჟი მოიშორა და თხელი ატლასის პენუარი მოირგო, უკვე დაწოლას აპირებდა კარები ლუკამ რომ შემოგლიჯა...
- ღმერთო თაკა როგორ ვინერვიულე. ამოიჩურჩულა შეშინებულმა და გაოგნებულ გოგონას ხელები მჭიდროდ მოხვია. -ასე აღარასდროს მოიქცე, მეგონა რომ რაღაც მოგივიდა და კინაღამ ჭკუიდან შევიშალე.
-ლუკა გიყვარვარ? გაისმა მოულოდნელი კითხვა და ლუკა წამიერად გაშეშდა, როგორც ჩანს არაყში გარეულმა სიმართლის ნაყენმა იმოქმედა - მე მიყვარხარ, პირველად რომ გნახე მაგ დღის შემდეგ და მიხარია რომ იმ დღეს ავარიაში მოვყევი ეგ რომ არა... სიტყვები ვეღარ დაასრულა, ვინ აცდიდა თორემ კი ლუკამ ხელში აიტაცა და მის ტუჩებს დასწვდა, იქ იმ ღამეს გრძნობების ბომბი აფეთქდა თანაც ისეთი რომ მეორე წყვილსაც კი გადასწვდა...
მათემ მირანდა მანქანაში ჩასვა და პირდაპირ ხევსურეთისკენ აიღო გეზი (ალბათ ნუნუმ ამათ სასმელშიც გაურია რაღაც)
- მათე სად მივდვართ?
- ხევსურეთში.
-მანდ რა გვინდა ნორმალური თუ ხარ? ტანსაცმელიც კი არ გვაქვს წამოღებული, არავინ არ გაგვიფრთხილებია, ინერვიულებენ.
- არ ინერვიულებენ მირანდა დაწყნარდი.
- მათე რა გვინდა ხწვსურეთში თბილისში ვერ გაჩერდებოდი თუ გიშლიდა ვინმე?
- შენ ხომ ხევსურეთში გინდოდა ჯვრისწერა.
- მინდოდა მაგრამ... მოიცა რა ? რა ჯვრისწერა ხომ არ გადაირიე?
- კაი რა მირანდა დამალვას რა აზრი აქვს, ერთმანეთი გვიყვარს და არ გვინდა ეს ზედმეტი გაწელვები ავდგეთ და დავიწეროთ ჯვარი მორჩა და გათავდა.
- კარგი თანახმა ვარ მაგრამ ახლავე მივბრუნდეთ და ლუკა და თაკაც წამოვიყვანოთ, მეჯვარეები ხომ გვჭირდება არა? თან მე თეთრი კაბის გარეშე ცოლად არ გამოგყვები.
-მართლა თანახმა ხარ? რა მაგარია.
-მოდი არ გვინდა ხევსურეთში წოწიალი, მცხეთაში წავიდეთ ოღონდ დილით ამ ღამით კაბას ვერ ვიშოვით.
- დარწმუნებული ხარ რომ ხვალ არ გადაიფიქრებ?
- რათქმაუნდა სულელო, ჩაიცინა მირანდამ და თავი სავარძელს მიადო. კიდევ კარგი დილამდე გადადეს ჯვრისწერა თორემ გინდ ატომური ბომბი ჩამოვარდნილიყო იმ ღამით ლუკას თაკას სხეულს ვერ მოაშორებდნენ.

****
მეორე დილით თაკა თავის ტკივილმა გააღვიძა, თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა მაგრამ როცა მეხსიერებაში გუშინდელი ღამე აღადგინა სახეზე სიხარულის ღიმილმა გადაურბინა, არ ნანობდა თავის საქციელს და ცხოვრების ბოლომდე არ ინანებდა, უყურებდა საყვარელ მამაკაცს რომელსაც ტკბილად ეძინა და იმ მომენტში თავი ყველაზე ბედნიერი ქალი ეგონა. მალე თაკას ტელეფონი აზუზუნდა, ეკრანს დახედა მირანდა ურეკავდა.
-გისმენ მირანდა.
- რატომ ჩურჩულებ? მოიცა ლუკასთან ერთად ხარ? არ გადამრიო ჩემს ნათლულზე უკვე იმუშავეთ?
-მირანდა დაწყნარდები თუ შეგახსენო გუშინდელი გაქცევის სცენა?
- აი ზუსტად მაგასთან დაკავშირებით გირეკავ, მე და მათე დღეს ჯვარს ვიწერთ ახლა კაბის ასარჩევად მივდივართ და 12 საათისთვის გამოგივლით, მზად დამხვდით შენ და ლუკა მეჯვარეები ხართ. სიტყვის თქმა არ აცადა ისე გაუთიშა.
- ვინ რეკავდა თაკა?
-მირანდა იყო ასე მითხრა მოემზადეთ შენ და ლუკა მეჯვარეები ხართ 12 ააათზე გამოგივლით და მზად დაგვხვდითო.
- ხედავ აღარ აყოვნებს ხალხი, გაეცინა ლუკას და საყვარელი ქალის ტუჩებს დასწვდა. -ჯერ კიდევ არ მჯერა რომ უკვე ჩემი ხარ.
- ნუ გაგიტკბება ადექი საქმე გვაქ მეჯვარეები ვართ, ტანსაცმელი უნდა ავარჩიოთ და საჩუქარიც ვუყიდით კიდევ ათასი საქმეა და 12 საათამდე უნდა მივასწროთ. ლუკას საწოლში ყოფნა უნდოდა მაგრამ ვინ აცდიდა? სრული სიგიჟე გახდა მათი ცხოვრება წინ კიდევ ბევრი რამ ელოდათ, თაკას ჯერ კიდევ აღსადგენი ჰქონდა მოგონებები წარსულზე რაც დიდ ტკივილს მოუტანდა მაგრამ გვერდით ყავდა ადამიანი რომელიც არასდროს დატივებდა და მუდამ მის გვერდით იქნებოდა, თანაც ნებისმიერი პრობლემა მოგვარდებოდა ოატარა ოცნების და მათთვის უცნობი ნუნუს წყალობით.
.......................

ეს მოთხრობა ძალიან პატარა თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ემოციურად გაუწონასწორებელია თუმცა მაინც გადავწყვიტე გამომექვწყნებინა, წინასწარ ბოდიშს ვიხდი იმ შეცდომებისთვის რომელბიც წერის დროს დავუშვი❤ იმედია მოგეწონებათ, გკოცნით გეხუტებით და გელოდებით კომენტარებში❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ME Ri

ძალიან მაგარია heart_eyes გააგრძელე ამჟანრში წერა innocent

 


№2  offline წევრი DI ANA

ME Ri
ძალიან მაგარია heart_eyes გააგრძელე ამჟანრში წერა innocent


მიხარია რომ მოგეწონა❤ უბრალოდ ამჟამად ვერ ვახერხებ ახალი მოთხრობის წერას, ხვალ სკოლა იწყება და ისევ ვუბრუნდები საშინელ გრაფიკს.

 


მე მომწონხარ ძალიან კარგად წერ

 


№4  offline წევრი DI ANA

სიყვარული გულს გვტკენს
მე მომწონხარ ძალიან კარგად წერ


როგორ მესაყვარლანშენი კომენტარი არც კი იცი❤ მადლობა კომენტარისთვის❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent