შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატი ჯიბუტი (სრულად)+18


19-01-2019, 21:47
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 7 433

რატი ჯიბუტი (სრულად)+18

№1
"თითებს შორის გაუცნობიერებლად ვატრიალებდი მობილურს და ვცდილობდი ცოტა ხნით მაინც გავქცეოდი რეალობას.წინა ღამის ნამთვრალევს, თავი ისე მტკიოდა მეგონა ვიღაც უხილავი ჩემს ტვინში დაუკითხავად აფათურებდა ხელებს და ამ საშინელ გრძნობას ის გულის გამაწვრილებელი ზუზუნიც ემატებოდა რაც ჩემს წინ ხდებოდა.სავარძლის საზურგეს ნებივრად მივეყრდენი და უზარმაზარი მაგიდის გარშემო მსხდარ საზოგდოებას დაბინდული მზერა მოვავლე.თათბირი დილის ათზე იყო ჩანიშნული, ახლა თერთმეტის ნახევარი ხდებოდა და ისევ ვერ მივედით საბოლოო შეთანხმებამდე რასაც ორი გიგანტი კომპანიის შერწყმა წარმოადგენდა.გარეშე თვალისთვის ალბათ ყველაზე "ამჩემფეხება" გენერალური დირექტორი ვიყავი, რომელიც არც კი ცდილობდა კომპანიისთვის საკმაოზე მნიშვნელოვან კამათში ჩართვას და ისეთი შეგრძნება მქონდა საერთოდ არ ვიყავი აქ.არაფერი მესმოდა,ვერაფერს ვხედავდი.არადა ვხედავდი.
ისევ მე მიყურებდა...
არა, მე არა...ჩემს თითებს. რომელიც კვლავ უაზროდ აწვალებდა თანმედროვეობის ერთ-ერთ ბრწყინვალე შედევრს.
მზერა გავუსწორე.ჭაობიეფერი თვალები და სახის ფითქინა კანი...ცხვირთან, გაზაფხულივით აფეთქებული ჭორფლები.ცეცხლისფერი თმა,მაღალი კისერი.ამის დედაც!
თითქოს ჩემი მზერა დაიჭირა და შეეცადა არ გაჰღიმებოდა.თლილი თითები ჩემდა საუბედუროდ ნაზად ჩამოისვა მაღალ ყელთან,მფეთქავ არტერიაზე.სუნთქვა შემეკრა.ჩემი თვალები დაუკითხავად გაცოცდნენ მის მკერდთან საკმაოდ ჩახსნილი პერანგისკენ.გამოკვეთილი ლავიწები,ღრმად სუნთქავდა და სავსე მკერდი ჯიუტად აუდ ჩამოუდიოდა.თავი ოდნავ მარცხნივ გადახარა და მომაჯადოვებლად გაიღიმა.
შენი დედაც! ჩემს ზედმეტად მგრძნობიარე სასუნთქ ორგანოში დაუკითხავად მომიღიტინა მისი კანის სურნელმა.ქვედა ტუჩზე უნებურად გადავიტარე ენის წვერი და გამეღიმა.სურნელი?საშინლად დამათრობელი. სურნელი, რომელსაც ასე მძაფრად ვგრძნობდი.იმდენად მძაფრად რომ ცხვირის წვერს მიწვავდა.პირი გამიშრა!რომ არ მცოდნოდა ჩემი წარმომავლობა შეიძლება საეჭვოდ დავფიქრებულიყავი "დრაკულას რომელიმე ცოლის ნაბი*ჭვარი ხომ არ ვარ" რადგან საშინლად მომინდა მის ფეთქავ არტერიას კბილებით შევხებოდი.ხერხემლის დასაწყილიდან წამოსული სიმხურცალე ყველა მალას მოედო და ტვინის მიმართულებით დაიწყო სვლა,სადაც საეჭვოდ ციმციმებდა განგაშის წითელი ნათურა.ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და ტელეფონს ისე ჩავაშტერდი თითქოს რამე საინტერესოს ვნახულობდი.მიყურებდა!ვერ ვხედავდი,მაგრამ ვგრძნობდი.
ხმა!ჯანდაბა მისი ხმა...კანში ელექტროდებივით გამიჯდა და ჩემი სხეულის ქვედა ნაწილმა საშინელი რეაგირება მოახდინა.ეს ქალი!
ეს წითური ქალი, საშინლად მიზიდავდა...ამის დედაც, ამი*დგა!
ოდნავ ათრთოლებული ხელის თითებით, რომლის ბალიშებიც მისი კანის შეხების სურვილისგან მეწვოდა.ტელეფონი მაგიდის ზედაპირზე დავაბრუნე და ამღვრეული მზერით მაგიდის ირგვლივ მსხდომნი მოვათვალიერე.ოთხი პიჯაკიანი მამაკაცი და ერთი წითური ქალი,რომელიც ახლა საწერ კალამს აწვალებდა თითებს შორის.შემდეგ თეთრი კალმის ტარი ტუჩებთან მიიტანა და კბილებს შორის მოიქცია.სხეულში სიამოვნებისგან გამცრა,მზერა სულ რამოდენიმე წამით შევაჩერე მის ვარდისფერ ბაგეებზე და პირველი გამარჯვება თამამად ვიზეიმე.ლარივით დასჭიმვოდა სხეული და ღაწვებზე ოდნავი სიწითლე შეგპარვოდა.დარწმუნებული ვიყავი მაგიდის ქვეშ, ფეხები ერთი მეორეზე ჰქონდა გადადებული და მოზღვავებული ვნებისგან ერთიანად აალებული თავის გაკონტროლებას ცრდილობდა.პროვოკაციული საცვალი,მისი მუხლამდე კაბის შიგნით გარჩევა რომ არ გამჭირვებია ალბათ დაუსველდა. სწორი გზით მივდიოდი და ეს თამაში საშინლად მამხიარულებდა.სატყუარა გადაყლაპა.გაები თინა!
ჩემი მოურიდებელი მზერისთვის თვალი არ მოუშორებია. მისმა წამიერმა დაბნეულობამ უკან დაიხია, სავსე ბაგეები ვნებიანად გაეპო და ეშმაკურად გამიღიმა.
-და ბატონი რატი რას იტყვის ამ შემოთავაზებაზეე?!-მისი ხავერდოვანი ხმა წამში გავრცელდა მთელს ოთახში, წრე დაარტყა და კანში ნელ-ნელა გასრიალდა სისხლთან შერეული.გამოწვევა მიღებული იყო..ესეც ასე.
-თანახმა ვარ!-ჩემი ოდნავ ჩახლეჩილი ბარიტონი უცხოდ ჩამესმა,რომელიც მილიონი დაპირებით იყო გაჟღენთილი. მოსალოდნელი სიამოვნებისგან ტანში სასიამოვნოდ გამცრა და ჰორიზონტს გავუღიმე."
******
ჩემი ფსიქოლოგის კაბინეტში კომფორტული სავარძლებია.თავად ფსიქოლოგსაც არაფერი დაეწუნება.მადისაღმძვრელი ქალია.ყოველთვის პროვოკაციულად ჩაცმული( ან გახდილი) არ ვიცი, ყველა პაციენტს ასე იღებს თუ მხოლოდ მე მაქვს პატივი.მოვწონვარ? საშინლად...ეს არ მახარებს.არც სურვილს მიჩენს რამე გავაკეთო.დიდად არც ფსიქოლოგის დახმარებას ვსაჭიროვებ.მაგრამ ეს ის ადგილია სადაც მოსვლა,მშვიდად ჯდომა და ამ "გემრიელ" ქალთან საუბარი მიყვარს.მშვიდად ვარ,ყველა უარყოფითს გარეთ,კარს მიღმა ვტოვებ და აქ ვიცლები.შემიძლია ნებისმიერ თემაზე ვისაუბრო.რჩევას არასდროს ვითვალისწინებ მაგრამ მომწონს ჭკუიანი ქალები.ლიკო საკმაოდ ჭკვიანია.
-შენ რატი ჯიბუტი ხარ!-ცხვირზე დაკოსილი მოდური სათვალის მიღმა ლურჯი,წყლიანი თვალები მიცინის.-ერთ- ერთი უმსხვილესი კომპანიის მფლობელი.
-ეგ რამეს ცვლის?-თითებს შორის მომწყვრდეულ "მარლბოროს" ღერს დაუნანებლად ვსრეს.საშინლად ბევრს ვეწევი..აქ კი მოწევა არ შეიძლება.
-ბევრ რამეს ცვლის რატი!
-არაფერს არ ცვლის-სიგარეტის ღერი საფერფლეზე მივაგდე და სავარძლის მაღალ საზურგეზე გადავწექი.-ყველა ადამიანს ჰყავს შენძრ*ეული დემონები.მთავარია მას როგორ მართავ...ზოგს გამოსდის მისი მართვა..ზოგი კი უბრალიდ მარიონეტი ხდება.
-შენ მართავ?-ფეხი ფეხზე გადაიდო ლიკომ და მუხლზე ერთმანეთში გადჭდობილი ხელები დაიკრიბა.
-შესანიშნავად.-გამეცინა.-რაც შეეხება სიმდიდრეს მის მისაღწევად თითიც არ გამიტოკებია.გამიმართლა და მდიდარ ოჯახში დავიბადე.
-წითურიი?!-გაეღიმა ლიკოს.
-საშინლად მიზიდავს...-თინას გახსენებაზე წელში გავსწორდი და სახე დამისერიოზულდა.
-მაგრამ არასდროს გაჟიმავ!
-რა თქმა უნდა..ისევე როგორც შენ.-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე სიცილის დასაფარად.ლიკოს სახეზე ოდნავმა სიწითლემ გადაუარა.
-ადვილად შესაძლებელია ფიზკური კონტაქტის გარეშეც მიიღო ის სიამოვნება რაც გსურს. ეს რაღაც თამაშივითაა..გონებრივი თამაშივით..
-რომლის ფინალამდე ჯერ ვერავინ მიაღწია.-დაასრულა ქალმა.
-მართალია.სამწუხაროდ, ვერავინ მიაღწია.
-რატომ წითურები?-თვალები დააწვრილა და უტეხად დამაკვირდა.
-საშინლად აღმაგზნებენ.-მხრები ისე ავიჩეჩე ვითომაც არაფერი.- გამოხედვა,ხმა,ფითქინა კანი...თითქოს გამჭვირვალე.თავბრუ დამხვევი სურნელი. ენით აღუწერელ სურვილს მიღვიძებს სხეულში.ეს სურვილები ამოუხსნელია.ადრენალინის მსგავსი.გინდა დაისაკუთრო.წარმოიდგინე: ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი...სრულიად თავისუფალი...ისმენ საყვარელ მუსიკას.რაღაც არამქვეყნიურს...კანი გეწვის,ვენებში სისხლი გიდუღს. ცხოვრება გიხარია რადგან სავსე ხარ..სავსე და თავისუფალი.ყველა ახალი წითური,ახალი სიცოცხლეა.ახალი გამოწვევა,სურვილების კონტროლი..გინდა გაგიჟდები,გინდა გააგიჟებ!ის შენს ხელშია.ამის დედაც, მე ეგ ქალი მინდა მაგრამ არა მხოლოდ სხეულით...არამედ სრულიად.
- წითურები გაგიჟებს.თუმცა შენი ყოფილი ცოლი შავგვრემანია.-გაეცინა ქალს.
-მაგიტომაც ვერ გამაგიჟა.მათ შორის დიდი განსხვავებაა...მე მას ვჟიმავდი.-ახლი ღერი ამოვაძრე მაგიდაზე მოთავსებული სიგარეტის კოლოფიდან და კვლავ თითებს შორის მოვიმწყვრდიე.-მისი აზრით რატი ჯიბუტი,სიმპათიური ნეხ*ვის გროვაა, რომელსაც ბუზები საკმაოზე მეტად ეხვევა.- ყოფილი ცოლის საყვარელ გამონათქვამზე როგორც ყოველთვის ახლაც გამეცინა.
-რთული ხარ.-გაიცინა ქალმა.
-შესაძლოა..რთული და უბრალოდ ორიგინალურად მოწყობილი.თავში ათასი ბინძური აზრით.ეს მოსწონთ ქალებს.-ფეხი ფეხზე გადავიდე და ხელები გულთან დავიკრიფე.-შენც მოგწონს პატარავ.
-მე,შენი თითები მომწონს.-გაეცინა ლიკოს და ჩემს თითებზე შეაჩერა მზერა.
-თუ ის,რა შეიძლება გაგიკეთის ამ თითებმა.-თამაშის ხასიათზე დავდექი და ოდნავ დაწვრილებული თვალებით გამომცდელად დავაკვირდი.
-ამაზე არ მიფიქრია.-ოდნავ დაიბნა ქალი.გამოვიჭირე!
-ხშირად ფიქრობ ძვირფასო...იმ წუთიდან, პირველად რომ დამინახე ამ ოთახში.ჩვენ არ ვართ ექიმი და პაციენტი...თავად ხვდები რომ შენთან საუბარი უბრალოდ მომწონს.ეს რაღაც აკვიატებასავით არის...იარო იქ, სადაც მყუდროდ გრძნობ თავს.მე შენთან მყუდროდ ვგრძნობ თავს,საუბარიც მომწონს...
-შეგიძლია ერთხელ მაინც არ მეთამაშო?-ხმა შეეცვალა და ოდნავ შესამჩნევად აუთრთოლდა წვრილი თითები.რომლითაც სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე უბის წიგნაკის გვერდით დადო..
-მე შენ არ გეთამაშები.
-არ მჯერა.
-არ ხარ წითური.-დავამშვიდე.-უბრალოდ გარეთ უნდა გამოუშვა ის უარყოფითი რაც სრულიად გინგრევს ორგანიზმს.მოგწონვარ...მეტიც, გინდივარ.ამას შენი სხეული მეუბნება.დაძაბული ხარ,კანი გაგიფითრდა.ტუჩს იწვალებ,არადა ცრდილობ არ შევამჩნიო-გამეცინა-თითებიც გითრთილს.გინდა შეგეხოო?
-იქნებ მორჩე?-წამოიყვირა თვალებ ამღვრეულმა.
-კარგი.-მხრები ავიჩეჩე და ხელები თეატრალურად გავშალე.-შეგიძლია დამშვიდდე.
-მშვიდად ვარ...-დამაჯერებლად ამოილაპარაკა ქალმა.-შეგიძლია მითხრა მერე რა მოხდება?
-როდის?-სიგარეტის ღერი, მანამდე საფერფლეზე მიგდებული ღერის გვერდით ზედმეტად ფრთხილად დავდე.
-როცა მიზანს მიაღწევ...
-ანუ,თინა კავსაძე ფინალში თუ გადავაა?-ორაზროვნად გამეცინა.რაღაც საშინლად სასიამოვნოდ ჟღერდა თინას ფინალამდე მისვლა...-არ ვიცი,ალბათ დავამთავრებ!
-რას?-რატომღაც უსიამოვნოდ შეიშმუშნა ქალი.
-გაიგებ..მოვლენების გასწრებას ცდილობ პატარავ.-სავარძლიდან წამოვდექი.რაც იმას ნიშნავდა რომ საუბარი დავამთავრეთ.ისიც წამოდგა.
-აქ აღარ მოხვალ?-ტანზე მომდგარ ქვედაბოლოზე ხელის გულები ჩამოიტარა.რომელიც დარწმუნებული ვარ დაძაბულობისგან გაოფლილი ჰქონდა.
-მოვალ...ხომ ვთქვი მომწონს აქ.
-მაშინ,შეხვედრამდე რატი.
პასუხი აღარ გამიცია,დინჯი ნაბიჯებით დავტოვე ლიკო გვიჩიანი თავის არეულ ფიქრებთან და ფარულ სურვილებთან ერთად.სურვილებთან,რომელშიც მხოლოდ მე ვფიგურირებდი.არ მინდოდა ასე მომხდარიყო..არადა მოხდა.მე თუ მკითხავთ...არასდროს არ მინდა ის რაც ხდება მაგრამ არც ვნანობ.მართალია ბევრი თვლის რომ რატი ჯიბუტი შეშლილი ფსიქოფატია.(ღმერთო ჩემო,ისევ ყოფილის საყვარელი ეპითეტები...)
მე არ ვარ შეშლილი...არც ფსიქოფატი.არც სადისტი და არც მაზოხისტი...კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია რაც არ ვარ.უბრალოდ 37 წლის კაცი ვარ საკუთარი დემონებით.ბევრისთვის განსხვავებული სურვილებით და ის რომ თამაში მიყვარს...სულაც არ მხდის ცუდს.
კიბეები ჩავირბინე და საპარკინგე ზოლში გაჩერებული მანქანისკენ დავიძარი.სიგარეტს მოვუკიდე და ღრმად ჩავისუნთქე მხუთავი აირი.ქუჩაში სიცოცხლე დუღდა...ხალხი ბუზებივით ირეოდა.ზოგი იცინოდა,ზოგი იბღვირებოდა,ზოგი ჩქარობდა, ზოგს არსად ეჩქარებოდა ჩემსავით.მაგრამ ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა...ყველას გვქონდა საკუთარი ჯოჯოხეთი სულში და ფარული სურვილების ვრცელი სია...ზოგი კარგი,ზოგი ცუდი,ზოგი გარყვნილი.
გამეღიმა...საჭესთან მოვთავსდი და მანქანა ადგილიდან დავძარი.

№2
ბევრ ფულს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს.ამ შემთხვევაში კი ფული ჩემი სავიზიტო ბართია..მივდივარ იქ, სადაც უფულოდ ცხვირს არავინ შეგაყოფინებს.ვსვამ იმას, რასაც ყველა ვერ სვამს...ვაკეთებ იმას რაც მომეპრიანება და კაცის შვილი ვერ მცემს ხმას.ეს კარგია თუ ცუდიი?! ჩემთვის კარგიაა...აი, თქვენთვის ცუდი რადგან ჩემთვის და თქვენთვის ერთნაირი არაფერია...კანონიც კი მხოლოდ ერთეულებისთვის არის დაწერილი და ამ ერთეულებში ისევ ჩვენ..ფულიანი ნეხვის ტომრები შევდივართ.
******
დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა...ცოტა ექსტაზი, ბევრი ღიმილი და რაც მთავარია ახალი აღმოჩენა რამდენად სექსუალური თანაშემწე ჰყოლია ჩემს პოტენციურ პარტნიორს თან ჟღალი.ჟღალებზე ვგიჟდები...არა, ეს გაგიჟებაც არაა უფრო სხვა გრძნობაა უყურებ და თავისით გიდუღდება ვენებში სისხლი.მიყვარს გამოწვევები.სათანადო წინააღმდეგობებიც,ყოველი წინააღმდეგობის გადალახვა თითქოს ახალ სიცოცხლეს მჩუქნის.წარმოიდგინეთ, დაახლოებით ორ თვეში ერთხელ თქვენს სხეულში მჩქეფარე იმ ხუთ ლიტრ სისხლს ახალი სისხლით რომ ანაცვლებენ.ამ შემთხვევაში თინა კავსაძე ჩემთვის ახალი სისხლი იყო რომლის ჩემს ვენებში გადასხმასაც ვაპირებდი. ამ მოსალოდნელი სიამოვნებისგან ტანში უცნაურად მცრიდა და ისეთი აჟიტირებული ვიყავი რაღაც მომენტში საკუთარი თავი ნერვებსაც კი მიშლიდა.ეს წყეული ავადმყოფობასავითაა...უკურნებელი.არა ,მისგან განკურნება არც არასდროს მიცდია რადგან ეს მდგომარეობა საშინლად მომწონდა და ალბათ არც ვაპირებდი ოდესმე მისგან განკურნებას.კაცმა არ იცის რა მექანიზმით იყო ჩემი ტვინი აწყობილი. მდიდარი მშობლების ერთადერთი შვილი,ყოველთვის განებივრებული ვიყავი და ფუფუნებასთან ერთად ბევრი ისეთი რამის გაკეთებაც შემეძლო რაც სხვებისთვის აკრძალულია."ფული ჯოჯოხეთს ანათებსო" საკუთარ ჯოჯოხეთს კი ამ უკანასკნელით საკმაოდ დიდხანს გაანათებ და ეს ფერადი ნათურებიც მანამ იქნება შენს სულში ვიდრე თავად არ გაგვიჩნდება მისი ჩაქრობის სურვილი.
*****
მანქანა ცნობილი კლუბის წინ გავაჩერე და შესასვლელ კარში მდგარ დაცვას,რომელიც მოწიწებით მომესალმა სალამითვე ვუპასუხე.არასდროს მიყვარდა ხმაურიანი თავშეყრის ადგილები,თუმცა ამ ბოლო დროს საკმაოზე ხშირად ვსტუმრობდი ზუსტად ასეთ დაწესებულებებს.მეგობრების გარემოცვაში ვსვამდი და ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია სირზე მონადირე ქალებისთვის რომელნიც ორი ჭიქის შემდგომ ჯანდაბაში უშვებდნენ მანამდე ნიღაბივით აკრულ რიდს და აშკარად იწყებდნენ ნადირობას ჯიბე სქელ მამიკოებზე.ვერასდროს ვიტანდი ნასვამ ქალებს...არეული,გადადღლეზილი მზერით რომ გიყურებენ და მოურიდებლად ცდილობენ შარვალში ჩაგიძვრნენ.ყოველთვის მაღიზიანებდა ეს გალორწყილი საზოგადოება მაგრამ აშკარად ნელ -ნელა მთი წევრი ვხდებოდი რაც ნამდვილად არ მხიბლავდა.ბიჭებს მეორე სართულზე შორეულ კუთხესთან აეღოთ მაგიდა, წითელ ტყავ გადაკრულ სავარძლებში გაანაწილებულნი ნება-ნება წრუპავდნენ სასმელს და პირველ სართულზე მუსიკის ჰანგებს აყოლილ მთვრალ მოცეკვავეებს თვალს ადევნებდნენ.თუ ერქვა ამას ცეკვა.. დენდარტყმულებივით იგრიხებოდნენ, საგანგებოდ ჩამოყვანილი ცნობილი დიჯეის მიერ გაჟღერებულ ჰანგებზე და მოურიდებლად ეგლისებოდნენ ვნებას აყოლილი სხეულებით ერთურთს რომელიც ტვინში ავარდნილი სასმლის ბრალი უფრო იყო ვიდრე ერთმანეთის მიმართ გაჩენილი რაიმე გრძნობის მსგავსის.
-ბოსი მოვიდაა!-ხმამაღალი ყიჟინით შემხვდნენ ბავშვობიდან დღემდე მოყოლილი მეგობრები და სულ მალე მათ გვერდით კომფორტულად მოთავსებული ვისკის წრუპვით ვირთობდი თავს და სიგარეტის ნაცრისფერ კვამლში გახვეული თავადაც ვათვალიერებდი მოცეკვავე საზოგადოებას.ჩვენ შეხვედრებს რაღაც ტრადიციული სახე ჰქონდა.საკუთარი საქმით გადაღლილნი კვირის ბოლო დღეს აუცილებლად ვხვდებოდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით სამსახურის გარდა ყველაფერზე.არც დღევანდელი საღამო ყოფილა გამონაკლისი,ვიხსენებდით თავს გადახდენილ კურიოზებს და ხმამაღალი სიცილით ვუერთდებოდით ხმაურიანი მუსიკის ჰანგებს.მორიგი ჭიქა ვისკის შემდეგ ბიჭები,ისე გაიფანტნენ როგორც ტყეში სანადიროდ გასულნი და ცეკვაში გართულ ახალგაზრდებს გაერივნენ.ყოველთვის მეცინებოდა მათ ასეთ ქცევაზე.თითქოს ვერ გაიზარდნენ..ახალი ხორცის გასინჯვის სურვილით შებყრობილნი დროს არ კარგავდნენ და მსუბუქი ფლირტით ცდილობდნენ საღამოს დაგვირგვინებას ,რომელიც ან სასტუმროს რომელიმე ნომერში დასრულდებოდა მათთვის ან არა და მანქანის უკანა სავარძელზე.გააჩნია სადამდე გასტანდა მათი მოთმინება.ახალ ღერს მოვუკიდე და ერთი ყლუპი ვისკი მოვსი. ჩემი ყურადღება მოშორებით მჯდარი ქალის ზურგმა და ცეცხლისფერმა თმამ რომ მიიქცია.რამოდენიმე ახალგაზრდის გარემოცვაში გულიანად იცინოდა და სულ რამოდენიმე წამით მოიხედა გვერდით.ის იყო..."ღმერთო მეკაიფებიი?" წამში გამიელვა თავში ამ ფრაზამ და თვალი არ მომიშორებია მისთვის.თითქოს მიხვდა...ოდნავ შეიშმუშნა და კიდევ ერთხელ მოიხედა ჩემსკენ...მიუხედავად ჩვენს შორის მანძილისა მინც გარკვევით გავარჩიე მისი ამღვრეული,თვალები.თვალმოუშორებლად მიყურებდა შემდეგ კი თითქოს არაფერიო ისე წამოდგა და მის გვერდით მჯდომ ახალგაზრდა კაცს პირველი სართულისკენ გაჰყვა.
ღრმა ნაფაზის შემდეგ ისევ გავიხედე თუ როგორ ჩადიოდა განიერ კიბეზე,რომელსაც ზოლად წითელი გობელენის ხალიჩა გასდევდა. მამაკაცის მკლავს დაყრდნობილი.მაღალი იყო კავსაძე,ელასტიური ტანით.გრძელი ფეხები და მრგვალი თეძოები რომელზეც სექსუალურად შემოტმასნოდა შავი მუხლს საკმაოდ აცდენილი,უზურგო კაბა.გრძელი, ხვეული,ცეცხლისფერი თმა შიშველ ზურგზე ჩამოშლოდა და სიარულის დროს მკვრივ უკანალს, იმდენად არამქვეყნიურად არხევდა სისხლი გამეყინა.სავარძელში შევსწორდი და დარბაზს გადავხედე.დარბაზის ცენტრში იდგნენ და მუსიკის ჰანგებზე ირხეოდნენ.კავსაძის წვრილი მკლავები მისი პარტნიორის კისერზე იყო შემოხვეული და ღიმილამდე მივყავდი ქალის ასეთი სიახლოვისგან აგზნებული მამაკაცის ათრთოლებულ თითებს, რომელიც ქალის მოშიშვლებულ ზურგზე ისე უპარდონოდ დასრიალებდა მე ჩვეულებრივად გადარეული,შეყვარებული მამაკაცი რომ ვყოფილიყავი ეჭვიანობის ნიადაგზე შეიძლება ის ხელები რომელიც ქალის კანს ეხებოდნენ ასე ურცხვად ძირში დამემტვრია.კიდევ ერთი ყლუპი ვისკი და სახით ჩემსკენ შემოტრიალებული თინას თვალები, მიუხედავად სიშორისა ასე გარკვევით რომ ჩანდა...ალბათ მხოლოდ ჩემთვის.სავსე ბაგეებზე გამკრთალი მაცდური ღიმილი და ვარდისფერი ენის წვერით ოდნავ გასველებული ქვედა ტუჩი.
შემეძლო მხოლოდ ამის გამო მომეკლა.მე კი ვიღიმებოდი...ვისკის მუცელ განიერი ჭიქაც კი ავწიე თითქოს ვეუბნებოდი შენს სადღეგრძელოს ვსვამ მშვიდადთქო.პასუხად კი ფართო ღიმილი და მისი კისრისკენ დახრილი პარტნიორის სახე ,რომელიც მოშიშვლებულ ყელზე ნაზად შეეხო ცხვირის წვერით დაჭიმული მკლავები და არ დამინახია მაგრამ მივხვდი როგორ გასრიალდნენ კაცის ხელები კავსაძის საჯდომისკენ და თითებში მოიმწყვრდიეს.
"ნაბიჭ*ვარი"
მთლიანი ტანით ჩემსკენ შემოტრიალდა.ზურგით მჭიდროდ მიეხუტა ზემოდან დაჩერებულ აგზნებულ მამაკაცს და ნაზი სიოს დროს ათრთოლებული ფოთოლივით დაიწყო მოძრაობა.მისი პარტნიორის ხელებმა,მის მრგვალ თეძოებზე გადაინაცვლა და ძლიერად ჩააფრინდა ის კი თვალმოუშორებლად მიყურებდა. მკლავები ზემოდან დაჩერდბული კაცისთვის შემოეწყო კისერზე და სავარაუდოდ ზუსტად სხეულის იმ ნაწილზე ეხებოდა საჯდომით მე რომ ძალიან ცუდ დღეში მქონდა.მამაკაცი, ალბათ ყველგან ეხებოდა ხელებით ის კი მე მიყურებდა და მიღიმოდა.ჯანდაბა!! მეთამაშებოდა და ეს იმდენად ენით აღუწერელ სიამოვნებას მაბიჭებდა მთელი სხეული მიდუღდა.მაგიდა და ცუდი განათება რომ არა ალბათ ყველა შეამჩნევდა ჩემს ერექციას.პირი გამიშრა.ვისკიც აღარ მშველოდა.ხელის თითები გამეყინა და ცივმა ოფლმა დამისველა.ტუჩებს შორის მოქცეული სიგარეტი,თავისით იწვოდა მე კი გაყინული ვუყურებდი ამ ფარულ თამაშს და გონებაში ერთხელაც კი არ გამივლია ფიქრი მის გვერდით ის ახვ*არი კი არა, მე რომ ვყოფილიყავი.ათასფრად აციმციმებული ანცად ათამაშებულ ფერად შუქზე, მოქნილად დატრიალდა კავსაძე და იმ პარტნიორის მკლავებში საბოლოოდ გაეხვია. მის ცეცხლისფერ თმაზე მამაკაცის ძლიერი თითები შემოეჭდო და არ დამინახია,მაგრამ ქვეცნობიერად მივხვდი როგორ შესრიალდა მის სავსე ბაგეებს მიღმა ნაბიჭ*ვრის ენა.თავი სავარძლის საზურგეზე გადავაგდე, ჭერს ავხედე და ერთიანად დავლილი თრთოლვა ღრამა ამოსუნთქვით გამოვდევნე ჩემი სხეულიდან.თვალები მჭიდროს დავხუჭე და გამეცინა.
შენი დედაც!

რამოდენიმე ჭიქაც დავლიე და დაახლოებით სამის ნახევარი ხდებოდა კლუბი რომ დავტოვე. დროსთვის ყურადღება არ მიმიქცევია საჭესთან მოვთავსდი თუ არა ტელეფონი მოვიმარჯვე და სასწრაფოდ ავკრიფე ჩემი თანაშემწე ბაჩანა ქავთარაძის ნომერი.რამდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა ინება და მიპასუხა.არ გაჰკვირვებია, რადგან მიჩვეული იყო მის ტელეფონზე უდროო დროს დაფიქსირებულ ჩემს ზარებს.
-ბაჩო ,ხვალ დილით სამსახურში მიხვალ თუ არა კილაძის ოფისში დარეკავ და ბატონ გურამს ულტიმატუმს წუყენებ: ჩვენი მომავალი პარტნიორობის საქმე ჯერ ისევ განხილვის პროცესშია და სანამ რამეს გადავწყვეტ მის წარმომადგენელს მოუწევს ჩვენს ოფისში გადმოსვლა და ჩვენთან ერთად მუშაობა.-ზუსტად იმ წუთს დაბადებულმა იდეამ ღიმილი მომგვარა და გასაღები გადავატრიალე.მანქანა დავქოქე და ადგილიდან ნელი სვლით დავძარი.ტელეფონი კი მხარსა და ლოყას შორის მოვიქციე და დაველოდე ძილიდან განოფხიზლებული ქავთარაძის ტვინი როდის შეძლებდა მიწოდებული ინფორმაციის გადახარშვას, რასაც დაახლოებით რამოდენიმე წამი დასჭირდა.
-კერძოდ?-დაკონკრეტება მოითხოვა ქავთარაძემ.
-კერძოდ,მისი ჟღალი თანაშემწე.-ისე ორაზროვნად გამეღიმა თითქოს შეძლებდა ბაჩანა ჩემი ღიმილის დანახვას.
-გასაგებია.-ღრმად ამოიოხრა ქავთარაძემ. მიხვდა რამხელა ძალისხმევა დასჭირდებოდა პოტენციური პარტნიორი დაერწმუნებინა საკუთარი მარჯვენა ხელი დროებით ჩვენს ოფისში გამოეშვა სამუშაოდ.-და უარი რომ თქვას?-ფრთხილად შემომაპარა ქავთარაძემ.
-თუ საკუთარი კომპანიის ბედი ანაღვლებს ნამდვილად არ იტყვის უარს . რადგან დღეს დღეისობით ქართულ ბაზარზე არ მოიძებნება რომელიმე კომპანია, რომელიც მის ჩაძირვის პირას მყოფ ბიზნეს იშვილებს.
-გასაგებია.-პაუზა გააკეთა ბაჩანამ და შემდეგ განაგრძო:-დავრეკავ...მშვიდობიან ფრენას გისურვებ და საქმის წარმატებით მოგვარებას.
ისე დამლოცა წარმოვიდგინე ნეტარი სახით მდგარი როგორ ქადაგებდა ამ უკანასკნელს და სიცილი მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე.მადლობა მოვუხადე და გათიშული ტელეფონი სავარძლებს შირის სათავსოში ჩავაგდე.შუქნიშანი ჩემს გზას აჩვენებდა,ამიტომ სიჩქარის პედალს ბოლომდე დავადგი ფეხი და ადგილიდან ინერციით მოწყვეტილმა მანქანამ, სავარძელს მიმაჯაჭვა და წინ ისარივით გაიჭრა.
******
ჩემი სამ დღიანი საქმიანი ვიზიტი სტამბოლში წარმატებულად დასრულდა და თურქულ კომპანიასთან საკმაოზე სარფიან ხელშეკრულებაზეც მოვაწერე ხელი.სანშობლოში დაბრუნებულმა ის საღამო ოჯახთან ტრადიცულ და ცოტა მოსაწყენ ვახშამზე დედაჩემის უცხოეთში მცხოვრები დაქალის და მისი სილიკონის თოჯინასავით აწყობილი ქალიშვილის გარემოცვაში გავატარე. ვისმენდი მამას მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს... პოლიტიკურ ცხელ-ცხელ ამბებს.მსოფლიო სპორტულ მიღწევებ, დედაჩემის გეგმებს "ვიქენდთან" დაკავშირებით...მისი დაქალის მოსაზრებას თანამედროვე მოდის ტენდეციებზე.ერთი-ორი სიტყვით მეც ჩავერთე და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი ქართული ფეხბურთის ბედ-იღბალზე. წარმატებით დავაიგნორე "ლილუ"-ს ლამის სახეზე მოფენილი სამი ზომა ძუძუები და შევეცადე არ გამცინებოდა მის ზედმეტად გამომწვევ ქცევაზე, რომელიც ნერვებს კი არ მიშლიდა სასწაულად მართობდა.ბოლოს დაღლილობა მოვიმიზეზე და სახლში წამოვედი.სახლში შესულს კი ჩვეული სიმშვიდე შემომეგება და იქ დასადგურებულმა მყუდროებამ ისე მომთენთა როდის ჩამეძინა არ მახსოვს. სრულიად დასვენებულმა და კარგად გამოძინებულმა გავიღვიძე. ყავა დავლიე და სამსახურისკენ გავეშურე.ფოიეში შესულმა კი პირველად რაც გავარჩიე მოშორებით, კომპანიის კუთვნილ ბუფეტში მაგიდასთან მჯდარი ყავის ფინჯნით შეიარაღებული თინა კავსაძე იყო.
დილის სასიამოვნო დასაწყისი.
ლიფტისკენ არ წავსულვარ, გეზი პირდაპირ ბუფეტისკენ ავიღე და იქ შესულმა რაც დავაფიქსირე მომსახურე პერსონალის მოწიწებული და ცოტა არ იყოს გაკვირვება ნარევი მზერა იყო.
-ყავა,თუ შეიძლება!-მიმტანს გავხედე და პასუხისთვის არ დამიცდია.
დინჯი ნაბიჯებით დავფარე კავსაძის მაგიდამდე მისასვლელი გზა და წინ ისე ავესვეტე მოულოდნელობისგან შეხტა და წამიერად დაბნეული მზერა შემომანათა.
-ბოდიში.არ მინდოდა შენი შეშინება.-ხელები ავწიე და შემდეგ ყოველგვარი თავპატიჟის გარეშე გამოვწიე სკამი და მის წინ დავიკავე ადგილი.-როგორ ხარ?
- კარგად.-მხრები აიჩეჩა და თვალებ დაწვრილებული დამაკვირდა სახეზე.
-იმედია წინააღმდეგი არ ხართ თქვენთან ერთად ყავა რომ დავლიო.-რომ ეთქვა წინააღმდეგი ვარო ნამდვილად არ ვიყავი ამ სკამიდან ამდგომი.ისევ მხრების აჩეჩვით მიპასუხა და წელში გასწორებული სკამის საზურგეს მიეყრდნო.გრძელი,თლილი თითები ყავის ფინჯანს შემოხვია და მზერა გამისწორა. მსხვილ,ვნებიან ტუჩებზე უცნაური ფერის ტუჩსაცხი ესვა...ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე ბუნებრივად ლამაზი, უფრო სწორად ზედმეტად ლამაზიც კი მომეჩვენა.ჭაობისფერ,წყლიან თვალებს არ მაშორებდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ძნელი იყო მისი ფიქრების გარჩევა.ნაცრისფერი ზედა ეცვა, გულთან საკმაოდ ღრმა ჭრილით.
-მომსახურე პერსონალის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ ბუფეტს არასდროს სწყალობთ.-გაიღიმა და მარგალიტებივით ჩამწკრივებული სწორი კბილები გამოაჩინა.
-ნამდვილად ასეა.-უკვე მოტანილ ჩემი ყავის ფინჯანს ჩავხედე და სურნელოვანი სითხე ფრთხილად მოვსვი.
-ახლა რას მივაწეროთ თქვენი ვიზიტი,ბატონო რატი?-ხაზგასმით წარმოსთქვა ჩემი სახელი და გამომცდელად დამაკვირდა.იმდენად უცნაურად ჟღერდა მისი ინტონაციით ნათქვამი ჩემი სახელი სიამოვნებისგან ჩამეღიმა.
-ალბათ თქვენ.-მზერა გავუსწორე.რეაქცია არ ჰქონია, თითები ფრთხილად გადაატარა ფინჯნის ზედაპირს.მის თითებს დავხედე,რომელიც ფინჯანს მოაშორა და ფრთხილად მიიტანა ტუჩებთან.მათ შორის მოიქცია და გაილოკა.შევეცადე მის ამ საქციელზე არ გამღიმებოდა.აშკარა იყო აქეთ იწყებდა იმ თამაშს რომელიც წესით მე უნდა დამეწყო.მთლად უკეთესი. "ფორა" მივეცი და ეს უფრო აზარტუსლს მხდიდა.
-ანუ,ჩემს გამო ხართ აქ?
-გამორიცხული არაფერია.-მის ჩვეულ მანერას მივმართე და მხრები უდარდელად ავიჩეჩე.სკამის საზურგეზე მივეყრდენი და თვალი გავუსწორე.ჯანდაბა! როგორ მინდოდა გამეგო რა ფიქრები უტრიალებდა ამ პატარა,ლამაზ თავში რომელსაც ისე ოსტატურად ნიღბავდა ფაქტიურად მისი აზრების წაკითხვის ყველანაირ გზას მიჭრიდა.
-გამოცანები გიყვართ?
-საშინლად.-ფართოდ გავუღიმე.
-ჩემი თქვენს კომპანიაში იძულები გადმოყვანის მოთხოვნაც ერთ -ერთი გამოცანაა ჰო?
"ჯანდაბა! საყვარელია"
-აქ,იძულებით არავის გადმოუყვანიხართ.
-რა საინტერესოა.-წარბები აზიდა და გამიღიმა.
-კი,ნამდვილად საინტერესო ადამიანი ვარ.-ხმას შეთქმულივით დავუწიე და მისკენ გადახრილმა ლამის ჩურჩულით ვუთხარი.
-ჩემს შებმას ცდილობთ ბატონო რატიი?!
თვალები ირონიულად აუციმციმდა და ქვედა ტუჩი სპეციალურად მოიქცია კბილებს შორის.
-გააჩნია შებმაში რას გულისხმობთ?-მზერა მისი თვალებიდან ტუჩებისკენ გადავიტანე და ყელში თითქოს რაღაც გამეჩხირა.რაღაც უხილავი, რომელიც ნელ-ნელა ნორმალურად სუნთქვის საშუალებას მართმევდა.
-სექსი გინდათ?
-ზედმეტად ბანალურად მეჩვენება.-ყელში გაჩხერილი უხილავი ბურთი,უხმაუროდ და ოსტატურად გადავაგორე და წელში გასწორებულმა მზერა კვლავ მის ჭაობისფერ თვალებზე გადავიტანე.-არ მიყვარს ჟღალ თმიანებთან სექსი.თან ვერ ვხვდები რატომ უნდა დავკარგო დრო სექსისთვის "ჩალიჩში" როდესაც შეიძლება სიამოვნება მივიღო მაგალითად თქვენთან საუბრით.
-ანუ ბინძური ფანტაზიების მონა ხართ?-გაეცინა.
-უფრო ბინძური ფსიქოლოგიის მონა.-ყავა მოვსვი.კავსაძეს გამომეტყველება არ შესცვლია.ისევ ისე ირონიულად უღიმოდა მომხიბლავი სახე.
-თამაშობთ!
-ზედმეტად კარგად.
-ჩემთანაც გინდათ?-გაიღიმა.
-ჩვენ ორიდან..თამაში თქვენ დაიწყეთ თინა.-მისი სახელი ისეთი ინტინაციით ვითქვი თითქოს ენით გემოს ვუსინჯავდი.სასწაულად გემრიელი და არომატული იყო...ისე ჟღერდა, თავად სახელის პატრონსაც კი შეეცვალა გამომეტყველება.თვალწინ დამიდგა მისი თხელი ზედის ქვეშ თეთრ კანზე დავლილო სიამოვნების თრთოლვა.კისერთან, ოდნავ შესამჩნევად აუთამაშდა არტერია და ჩემმა მზერამაც მისი სახიდან მფეთქავი არტერიისკენ გადაინაცვლა.ერთი შეხედვით ყინილის ქალბატონი..საოცრად მგრძნობიარე აღმოჩნდა და ეს უკვე ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს.თავს ვაკონტროლებდი, საღ აზრზე რომ დავრჩენილიყავი რადგან ხელის თითები მიხურდა და ბალიშები სულის შემხუთველად მეწვოდა ისე მინდოდა თითებით შევხებოდი მის მფეთქავ არტერიას.
-არ ვიცოდი თუ ვთამაშობდი.-შუა და საჩვენებელი თითი ქვედა ტუჩზე ისე გადაიტარა თითქოს ყავის წვეთი მოიწმინდა არადა ახალი გამოწვევა იყო.ხომ ვამბობდი?
-ახლაც თამაშობთ.
-ჰოო?!
-ჰო.ელოდებით როდის შემეცვლება გამომეტყველება და მოთმინების ძაფ გაწყვეტილი შენი ვარდისფერი ბაგეებისკენ გამოვიწევ.
-საინტერესოა.-ისევ მისი მოქნილი ენა და სპეციალურად დასველებული ტუჩი.-არადა გინდათ ამის გაკეთება ჰოო?
-არა მშვენიერო! ეს შენ გინდა.-ყავა აუღელვებლად მოვსვი.- შენს სხეულს უნდა.მაგიდის ქვეშ ფეხი ფეხზე გაქვს გადადებული და მჭიდროდ აჭერ ერთიმეორეს.რაც იმას ნიშნავს რომ უკვე აგზნებული ხარ.სუნთქვა ოდნავ გაგიხშირდა,თუმცა თავს კარგად აკონტროლებ.მზერაც შეგეცვალა და ამ წამს შენს თვალებში ვკითხულობ სურვილს.ალბათ პრაქტიკა გაკლია.-გავუღიმე-არასდროს გჭირდებოდა ამის დამალვა..ახლა კი გიწევს.დარწმუნებული ვარ ახლა რომ შეგეხო...მთელი სხეულით დაიწყებ თრთოლვას.გინდივარ? კიი..დანახვის წუთიდან გიანდივარ.
-ღმერთო ჩემო..-გაიცინა და მისი არამქვეყნიურად მომაჯადოვებელი სიცილისგან ხერხემლის არეში სასიამოვნოდ გამცრა-მერამდენე ვარ?
-უკაცრავად?
-მერამდენე წითური ვარ რატი?-ჩემსკენ გადმოიწია და მაგიდის ზედაპირს იდაყვებით დაეყრდნო.
"შენი დედაც! რისი არომატი ჰქონდა?! არ ვიცი..ვერ მივხვდი"
-არასდროს გამჩენია სურვილი დამეთვალა.-ცხვირით ღრმად შევისუნთქე მისი სურნელით გაჯერებული ჰაერი
-და შემდეგ რა მოხდება?-ხმა წამში გაუცივდა და ისევ საზურგეს მიენდო.ვერ მივხვდი როგორ ახერხებდა წამებში დაბრუნებოდა ჩვეულ მდგომარეობას.
-თამაში მაშინ არის აზარტული,როდესაც არ იცი რა მოხდება ფინალში!
-ანუ,ფსიქოლოგიური დუელი?-თვალები დააწვრილა და ცხვირი საყვარლად შეიჭმუხნა.
-დაახლოებით.ოღონდ იმ განსხვავებით რომ აქ დამარცხებული არ კვდება.-გავუღიმე.
-რატომ ხართ დარწმუნებული რომ ამ თამაშს ვითამაშებ?-თვალები ინტერესით აევსო.
-უკვე თამაშობ.წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა და აქ არ იჯდებოდი და არ იფიქრებდი რა და როგორ გააკეთო ჩემს გამოსაწვევად.-ქვედა ტუჩი თავადაც მოვიქციე კბილებს შორის სიცილის შესაკავებლად.
-არა,მე ამ გამოწვევისთვის არაფერი გამიკეთებია-მხრები აიჩეჩა და ისევ ჩემსკენ გადმოიხარა.ამჯერად იმდენად ახლოს რომ მისი ამონასუნთქი ქვედა ტუჩზე მეფრქვეოდა.თვალებში მიყურებდა რამოდენიმე წამით შემდეგ კი მზერა ნელ-ნელა ქვემოთ ჩააცოცა და გაიღიმა.-არც თქვენი ერქციისთვის...ეს თავად ცდილობთ გონებაში-საჩვენებელი თითი შუბლზე მიიდო და თვალი -თვალში გამიყარა.-ჩემს გაშიშვლებას.მკერდზე მიყურებთ.ალბათ ისიც იცით ამ ქვედაბოლოს ქვეშ საცვალი მაცვია თუ არა, რადგან ზედმეტად გარყვნილი გონება გაქვთ.ავად ხართ! გინდივარ, ერთი სული გაქვს შენს მკლავებში მომწყვრდეული მნახო თუ როგორი ოხვრით ვეგებები შენს ჩემში შენოსვლას მაგრამ ამის მაგივრად გირჩევნია მეთამაშო..წყეული თამაში, რომლის ფინალშიც არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს.რომ შეგიყვარდეთ?! თუ ისეთი ლაჩარი ხართ სიყვარულის გეშინიათ? იცით რაა?!-წელში ამაყად გასწორდა და თვალი-თვალში გამიყარა.-ჯანდაბაშიც წასულხართ თქვენს ავადმყოფურ ფიქრებთან ერთად.
ღიმილით ვუსმენდი მის მონოლოგს და აუღელვებლად ვსვამდი ჩემს ყავას.ესეც ასე..მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც ჩემს ხელში იყო..ეს ვრცელი მონოლოგი კი უბრალოდ მისი წარმოსახვითი ფარი იყო, რონელსაც ჩემგან თავის დასაცავად იყენებდა.საუბრის გაგრძელება არ მიცდია. ჩემი სათქმელი უკვე ნათქვამი მქონდა. მშვიდად ვუღიმოდი და თვალმოუშორებლად ვუყურებდი როგორ წამოდგა სკამიდან და ტანის ნარნარი რხევით გაემართა გასასვლელისკენ.

*******
-იქნებ არც იმდენად გარყვნილია შენს ამ თამაშს რომ აჰყვეს?-ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო ლიკომ და საჩვენებელი თითით ცხვირზე ჩამოცურებული სათვალე შეისწორა.ვერასდროს ვხვდებოდი რატომ ხმარობდა ამ სათვალეს, რადგან მის გარეშეც შესანიშნავად ხედავდა.
-ყველა ადამიანი მეტ ნაკლებად გარყვნილია.გააჩნია რა დოზით მივცემთ გასაქანს.
-მან უარი თქვა.
-არა.მან თანხმობა ჯერ კიდევ მაშინ მითხრა როდესაც ჩემი გამოწვევა გადაწყვიტა -სიგარეტის ერთი ღერი ამოვაძვრინე კოლოფიდან და პირველად მოვუკიდე ლიკოს ოფისში.არ გაუპროტესტებია,უბრალიდ ადგა და ფანჯარა გამოაღო, საიდანაც წამში შემოიჭრა სუფთა ჰაერის ნაკადი და ნაცრისფერი კვამლის გარეთ გადევნა დაიწყო.-ისე დამთანხმდა თავადაც კი ვერ მიხვდა.ახლა კი ამის გაანალიზებას ცდილობს.
-რატი.გიფიქრია რომ ამ სიტუაციაში თინა ქალია და როგორც ყველა ისიც ელოდება ნორმალურ მამაკაცს,ნორმალური ურთიერთობებით და ბოლოს და ბოლოს ნორმალურ სექსს-ხმას აუწია ლიკომ."აჰა კიდევ ერთი ქალური სოლიდარობა"
-ლიკო,გიფიქრია რამდენად მოსაბეზრებელი იქნებოდა ცხოვრება რომ არა მე და ჩემნაირების არსებობა? რამდენად საცოდაობაა თუნდაც იმის გააზრება, რომ თუ აგიდგა აუცილებლად ვინმე უნდა წამოიცვა და სექსი გადაარჩენს კაცობრიობას.-ხმამაღლა გემეცინა.
-ღმერთო ჩემო!ხანდახან მგონია რომ სექსი საერთოდ არ გიყვარს.-თვალები აატრიალა ქალმა.
-შენ რომ არ გჟიმავ,იმას არ ნიშნავს რომ არ მიყვარს
-ცხვირი შევიჭმუხნე,მან კი ხმამაღლა გაიცინა.-სექსი კალათბურთივით მიყვარს..ერთი-ერთზე და რაც შეიძლება მეტი "დრიბლინგი".-მეც გამეცინა საკუთარ თავის მართლებაზე.
-არ ხარ ნორმალური.-თმაზე გადაისვა ხელი და ისე ამოიოხრა თითქოს მთელი ქვეყნის პრობლემები მისი გადასაჭრელი იყო.
-ეს ფსიქოლოგის დასკვნაა თუ?
-არა,ეს იმ ქალის დასკვნაა რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება შენს სურვილებს.
-იქნებ აღსარებაზე მისვლაც მაიძულო რომელიმე მამაოსთან?-ფეხები წინ გამოვწიე და ერთმანეთზე გადავაჯვარედინე.ხელები კი მკერდზე დავიკრიფე.
-იქნებ მოკეტო?
-არადა ახლა სიამოვნებით გაკოცებდი, მაგრამ ვიცი მწარე გემო გექნება.-შევეცადე არ გამცინებოდა.
-უმართავი ხარ.
-საკუთარი სურვილების თამამად აფიშირება სულაც არ ნიშნავს იმას რომ უმართავი ვარ.ზოგს მღვდელი მოსწონს,ზოგს კი მღვდლის ცოლი..რადგან ის უკანასკნელი შეიძლება იმდენად გარყვნილი იყოს ფეხზე ამდგარი აპლოდისმენტებით შეხვდეს ჩემს სურვილებს.-ხელები ფართოდ გავშალე
-ცოდვილიც ხარ.-მხრები აიჩეჩა ნიშნის მოგებით.
-შენ შეგიძლია როგორც უცოდველმა პირველმა მესროლო ქვა.-სავარძელში გავსწორდი და თვალი-თვალში გავუყარე.--მაგრამ არ ხარ უცოდველი ლიკუნა.
-საერთოდ რატომ ვმეგობრობ შენთან?-თვალები აატრიალა ლიკომ და სათვალე ბრაზით დააგდო მაგიდაზე.
-იმიტომ რომ გიყვარვარ-მხრები ავიჩეჩე-სამი წელია მიცნობ და სამი წელია მისმენ.ვმეგობრობთ?!მე კი,მაგრამ შენ მთვლი მეგობრად? ჯანდაბა,პატარავ...არ მთვლი მეგობრად გამუდმებით ცდილობ საუბარი იქმადე მივიდეს რამე არადეკვატური რომ გავაკეთო.ახლაც ჩემს წინ ზიხარ და ერთი შემოხედვაც კი კმარა...ლიკუნა
-შეიძლება მიყვარხარ.-ხმა შეეცვალა ქალს-მაგრამ მე ვერ გაქცევ უკეთეს ადამიანად.
-არც მინდა რომ უკეთესი გავხდე-ნერვები მომეშალა-არ მინდა.ეს შენ გინდა რომ შემცვალო!ჩემს ტვინში ხელების ფათურის უფლებას გაძლევ,მაგრამ ნუ ცდილობ შენს ნოტებზე დამაკვრევინო.
-არ ვცდილობ-ხმა აუთრთოლდა ქალს და თვალები აემღვრა მაგრამ ჯიუტად მიყურებდა.
-თუ შენთან აღარ მოვალ.-ხმაში რკინის სიმტკიცე გავურიე.ბევრჯერ მიფიქრია რომ ფსიქოლოგის არჩევაში შევცდი..ლიკუნა ვერასდროს მიყურებდა როგორც რიგით პაციენტს.მისი ეს დამოკიდებულება კი ბოლო დროს უკვე ნერვებს მიშლიდა, თუმცა მასთან ყოფნა მომწონდა...რაღაც მომენტში ჩემს მეგობრად ვთვლიდი,ჩემს მესაიდუმლედ.მისი სხეული სულ სხვა რამეს ითხოვდა ჩემგან და ამასთან გამკლავებას კი ვახერხებდი მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მეცოდებოდა.ჩემი ცოდვების ვრცელ სიას კი ამ ქალის სახელიც ემატებოდა რომელიც ნამდვილად არ იმსახურებდა ჩემგან ასეთ ნაბიჭვრულ ქცევას.
-თემა შევცვალოთ-ხმას სიმტკიცე დაუბრუნა ქალმა და სათვალე ისევ მოირგო.
-კარგი-მხრები ავიჩეჩე-შემიძლია სხვა ფსიქოლოგი ვნახო.
-შენ არ გჭირდება ფსიქოლოგი-მშვიდი ხმით მომიგო-იმას რაც შენს უცნაურად მოწყობილ ტვინში ხდება ფსიქოლოგო არ სჭირდება.უბრალოდ გჭირდება ადამიანი რომელიც მოგისმენს, მაგრამ შესაძლოა ვერ გაუძლოს და შეიშალოს.
-ლიკუნაა-წვერზე ხელები ჩამოვისვი და ქვემოდან ამოვხწდე.
-მე გისმენ რატი.-მხრები აიჩეჩა ქალმა.-ჩემი შენდამი გრძნობები კი უბრალოდ შენი გასარჩევი არ არის..ეს ჩემი საკუთრებაა.ჩემი პირადი გასაგებიაა?!არ გაძლევ უფლებას თავად შეძვრე ჩემს ტვინში და აფათურო ხელები როგორც გჩვევია.
-რა უცნაურები ხართ ეს ქალები-სიმწრით გამეცინა.
-არა.შენ ხარ ზედმეტად უცნაირი და ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობების არაფერი გაგეგება.
-ნუ ცდილობ სინდისი გამიღვიძო-ყბის ძვლები დამეძაბა.
-რომელიც არ გაქვს.-გაიცინა-ხედავ? შენი პასუხებიც კი ზეპირად ვიცი.
-ესეიგი კარგად გამიცანი.-გამეცინა.
-საკუთარი თავივით.-ნიშნის მოგებით გადმომხედა.-იმედი მაქვს შენი მორიგი გართობა საზღვრებს არ გასცდება და არ მომიწევს დამარცხებული რატი ჯიბუტის ნახვა.ისე საინტერესო კი იქნება.
-შენ ჩემსკენ ხარ თუ?..-ნერვები მომეშალა.
-არ ჩანს თინა კავსაძე ხელწამოსაკრავი ქალი...-გაიცინა და ტუჩები გაილოკა
-მოდი ჩემთან.-მეც არ ვიცი რატომ ვთქვი მაგრამ სიტყვებს უკან ვერ წავიღებდი.
-რა?-დაიბნა ქალი და გაოცებულმა გადმომხედა.
-მოდი ჩემთანთქო.-გავიმეორე და პასუხს არ დავლოდებივარ ისე გადავიწიე მისკენ.მბრუნავ სავარძელზე ძლიერად ჩავავლე ხელი და ჩემსკენ მთელი ძალით მოვქაჩე.სავარძლიანად ჩემს ფეხებს შორის მოექცა და დაბნეულობისგან თვალები უფრო გაუფართოვდა.სუნთქვა გაუძშირდა და თავის ხელში ასაყვანად თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.ათრთოლებულ ფეხებზე ორივე ხელით ჩავაფრინდი და სავარძლიდან ჩემი მუხლებისკენ გადმოვწიე.უსიტყვოდ დამყვა...ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა,მაკვირდებოდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.თეთრი პერანგის მიღმა გახშირებული სუნთქვისგან მკერდი უთრთოდა და შეხების გარეშეც კი ვგრძნობდი მისი აჩქარებული გულის ბაგა -ბუგს.ერთი ხელის თითებით კისერზე შევეხე და ფრთხილად გავაცოცე მკერდის ღარისკენ.ბაგეები ერთმანეთს დააშორა და თვალები დახუჭა.სუნთქვა შეკრული ელოდა ჩემს მორიგ ნაბიჯს.მის სახესთან ზედმეტად ახლოს მიწეული ლამის ტუჩებით ვეხებოდი და მის ემოციებს ვსწავლობდი.
-მოდუნდი-ზედ მის ბაგეებთან ამოვიჩურჩულე და ფრთხილად შევეხე.-ჩემს თითებს მიენდე და უბრალოდ იფიქრე რა შეიძლება მოხდეს...
-ღმერთო...-ყელში გაჩხერილი ნერწყვი ხმაურით გადააგორა კისერში და შუბლით შუბლზე დამეყრდნო.-რატი.
-ჩშშ...-მაისურის ქვეშ ფრთხილად შევაცურე თითები და მკერდზე ნაზად მივეფერე.ყრუდ ამოიოხრა და ათრთოლდა.
-რატი...არ გინდა.-ცრემლი გარეოდა ხმაში, თავი ასწია და ამღვრეული თვალები შემომანათა.
-კარგი...-ხელები მკერდიდან მოვაშორე და მისი სახე ხელისგულებში მოვიმწყვრდიე.-უბრალოდ შეგიძლია საკუთარ თავს მოერიო...ეს ნამდვილად შეგიზლია ლიკუნა.
-არ შემიძლია.-ათრთოლებული თითებით ტუჩებზე შემეხო და წამის შემდეგ უკვე მის რბილ ბაგეებს ვგრძნობდი ჩემსაზე.ფრთხილად მკოცნიდა ისე, თითქოს მიზოგავდა.შემდეგ კი ერთიანად მომშირდა და ჩემი მუხლებიდან წამომხტარმა მაისურის შესწორება დაიწყო.-ჯობია სხვა ფსიქოლოგი ნახო.
-მეც ასე ვფიქრობ.-სავარძლიდან წამოვდექი და მისკენ აღარც კი გამიხედია ისე დავტოვე ოთახი.არ უნდა დამეწყო...თუ დავიწყე კი ბოლომდე უნდა გავსულიყავი.საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა ეს ქალი აქმადე რომ მივიყვანე..მაგრამ დანაშაულის გრძნობა მაინც არ მაწუხხებდა.კიბეები ჩავირბინე და მანქანაში ჩამჯდარმა კარი ხმაურით მივიხურე.სანამ ადგილიდან დავძრავდი ტელეფონს დავწვდი და ბევრი არც მიფიქრია თითებმა თავისით აკრიფა სამ სიტყვიანი წინადადება და სასურველ ადრესატს გაუგზავნა.
"შენ, მაინც მოხვალ"

№3
როგორც ყოველთვის მაღვიძარამ დილის რვის ნახევარზე დამირეკა და დამძიმებული თავი, გაჭირვებით ავწიე ბალიშიდან.ფანჯარაზე დაშვებული ფარდის ღრიჭოებიდან დილის შუქი მირცხვად იპარებოდა.შევეცადე საწოლზე წამოვმჯდარიყავი მაგრამ მუცელზე დაწოლილმა სიმძიმემ გატოკების საშუალება არ მომცა.თვალები ძლიერად დავხუჭე და გახელის შემდეგ შედარებით დაწმენდილი მზერა, თეთრი ჭერიდან ჩემი სხეულის ქვედა ნაწილისკენ გადავიტანე. ხვეული ჩალისფერი თმა და შიშველი ზურგი.ჩემს ფეხებს შორის მოთავსებულიყო,თავი ჩემს მუცელზე მოეთავსებინა და გარუჯულ მკლავებს ისე მჭიდროდ მხვევდა წელზე, თითქოს ეშინოდა არსად გავქცეულიყავი.მკერდით პირდაპირ ქვასავით გამაგრებულ ღირსებაზე მაწვებოდა და მისი ამონასუნთქი კანზე ისე მეფრქვეოდა პატარა უხილავი ჭიანჭველებივით დაცოცავდნენ ჩემი კანის ქვეშ. წამით თვალები ისევ დავხუჭე, ხელის გულებით ძლიერად მოვისრისე და იდაყვებზე წამოწეული ქალის კატასავით მოქნილ სხეულს დავაკვირდი,რომელსაც გაბურდულო თმიდან ნახევარი მოუჩანდა.ტუჩები საყვარლად გაებუშტა და ისე ბავშვურად და მშვიდად ეძინა თითქოს მფარველ ანგელოზებს ხედავს სიზმარში და უღიმისო.ოდნავ შეირხა და მკლავები წელიდან მომაშირა, იდაყვებით მატრასს დაეყრდნო და ქვემოდან ამომხედა.
-შენი დედაც!-ჭაობისფერი თვალები. რომელიც უძილობისგან ოდნავ ჩასწითლებოდა.პირი წამებში გამიშრა, მის თვალებს მზერა ავარიდე და ქვემოთ სავსე ბაგეებისკენ გადავიტანე,შემდგომ მაღალი კისრიდან სავსე, შოკოლადისფრად გარუჯულ მკერდზე.გამიღიმა და რაღაცის სათქმელად ბაგეები ერთმანეთს დააშორა, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა მისი საუბრის მოსმენა.წამოწეულს კისერზე ძლიერად შემოვხვიე მარჯვენა ხელის თითები და ჩემი სახისკენ მოვზიდე.წინააღმდეგობა არ გაუწევია, მორჩილად დაჰყვა ჩემს ხელს და ტუჩებთან მოახლოვებულმა გახშირებული სუნთქვით გაჭირვებით გადააგორა მოზრდილი ნერწყვი.თვალი -თვალში გამიყარა და მეც არ ვიცი რატომ? ყბის ძვლები დამეძაბა...მისი ვნებიანად გახსნილი ბაგეებისკენ გავიწიე და ხარბად წავეტანე.ყრუდ ამოიკრუტუნა და ჩემს ენას საკუთარი შეაგება.მთელი სხეულით ათრთოლებული ამეკრა და მჭიდროდ დახუჭული თვალებით სრულიად მომენდო.ხარბად მყვებოდა კოცნაში. ოდნავ გვერდით გადახრილს მარჯვენა ხელის მუჭში, ჩემი ერეგირებული ღირსება მოექცია და ზედმეტად აუჩქარებლად ცდილობდა ჩვენი სხეულების გაერთიანებას.წამიც და ყრუ ოხვრით უკვე მასში ვიყავი და სიამოვნებისგან თრთოლვა ატანილ ქალის სურნელოვან კანზე დავატერებდი მოქნილ თითებს.ფრთხილად მოძრაობდა, მის სხეულს აყოლილი მასთან ერთად წამოვჯექი.უკან გადაწეულს ცალი ხელით საჯდომზე ჩავაფრინდი და თითქოს მიმართულებას ვაძლევდი, მეორე ხელით კი მისი ხვეული თმა მოვიმწყვრდიე მუჭში და უკან დავქაჩე..მოშიშვლებულ კისერზე,ვნებიანად ვკოცნიდი და ვცდილობდი წამი არ დამეკარგა ისე რომ მაქსიმალური სიამოვნება არ მიმეღო ამ შიშველ ამორძალთან მხურვალე აქტის დროს.სავსე მკერდზე,ფორმა შეცვლილ ძუძუს თავებს ენით ვეფერებოდი და შიგადაშიგ კბილებს ვანაცვლებდი.ხმამაღლა ოხრავდა და ჩემს მხრებს, წვრილი თითებით ჩაფრენილი თამამად მიექანებოდა ნეტარების სულ ყველაზე მაღალი წერტილისკენ.იქ,სადაც ცა და დედამიწა ერთდება.იქ, სადაც სხვა განზომილებაში გადასული სრულ თავისუფლებას და ნეტარ სიამოვნებას გრძნობ.იქ, სადაც ჩვეულებრივი,სექსუალური აქტიც არაჩვეულებრივია, რადგან შენ ხარ წამყვანი ფიგურა და თავად ცდილობ ისე ისიამოვნო და ისე გადაიყვანო პარტნიორი ჭკუიდან ხმამაღალი კივილით რომ ეგებებოდეს შენს ყველა ბიძგს.იქ, სადაც ფარული არაფერია და ჩვეულებრივად გარყვნილების ღმერთი ხარ.
-ჯანდაბა.-მისი ქვედა ტუჩი, კბილებს შორის მოვიქციე და ისე რომ ერთობა არ დამირღვევია საწოლზე ზურგით გადავაგდე, მის ზემოდან მოქცეულმა მკვრივი საჯდომი ხელებში მოვიმწყვრდიე და ისეთი სიძლიერით შევაღწიე მისი საშ*ოს იმ წერტილამდე, სადაც ეს ყველაფერი თავს იყრიდა.ტკივილნარევი სიამოვნებისგან წამოიკივლა და მხარზე კბილებით ჩამაფრინდა,კისერზე შემომხვია მკლავები და მორიგ ბიძგს საერთოდ საღი აზროვნებიდან გადასული შეხვდა.სასიამოვნოა იმის ყურება როგორ მოქმედებ პარტნიორზე,როგორ ბედნიერდება შენთან ერთად ამ აქტით და როგორ ცდილობს არ ჩამოგჩეს და სწორედ ისე დაიხარჯოს როგორც შენ.ზუსტად ასე იქცეოდა შოკოლადის თავბრუ დამხვევი არომატით გაჟღენთილი, ჩემს ქვეშ მოქცეული ქალბატონი და ზუსტად ისეთი ემოციით შეხვდა ორგაზმს როგორსაც ველოდი.ხმამაღალი კივილით და რამოდენიმე წამიანი უწყვეტი თრთოლვით.
******
მთელი კვირა ისეთი გადატვირთული გრაფიკი მქონდა ორჯერ მომიწია ქალაქიდან გასვლა და ორჯერვე ისეთი რეჟიმით ვმუშაობდით, თავი არ აგვიწევია მაგიდაზე დახვავებული საქაღალდეებიდან.ერთგან პრობლემა იყო წამოჭრილი და ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობდით. მეორეგან, უცხოეთიდან შემომავალი კონტეინერების შეფერხება ხდებოდა რომელსაც სამშენებლო მასალა შემოჰქონდა საზღვაო კურორტზე მშენებარე სასტუმროსთვის.იქ,მშენებლობა ფქრხდებოდა,აქეთ უცხოელი პარტნიორები თანხის სრულად გადარიცხვას ითხოვდნენ.ამას ემატებოდა მოსალოდნელი ტენდერი...რომლისთვისაც საბუთების მოგვარება იყო საჭირო.უკვე ჩატარებულ ტენდერზე,რომელშიც გავიმარჯვეთ ახალი თავსატეხი დაგვხვდა.ადგილი სადაც მრავალფუნქციური "კორპუსი" უნდა აშენებულიყო არ აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს.ერთი სიტყვით მთელი კვირა ისეთი ციებ -ცხელება იყო ყოველი დღის ბოლოს ჩემთვის რომ გეკითხათ ვინ ვიყავი სახელს და გვარს ვერ გეტყოდით.მართალია ამ ჰოლდინგის ჩამოყალიბებაში თითი არ გამიტოკებია, მაგრამ ამ ყველაფერს შენარჩუნება და სწორად მართვა სჭირდებოდა. გურამ კილაძესთან ჩანიშნული შეხვედრა რომელიც ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის განხილვის კიდევ ერთი პუნქტი იყო მოუცლელობის გამო სამჯერ გადავადებინე.კვირის ბოლოს კი სრულიად გასავათებული და ენერგიისგან დაცლილი ვიჯექი და ვფიქრობდი რამდენი რამე გავაკეთე და წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ ისე,ბოლოს და ბოლოს ნორმალურად სუნთქვის საშუალება რომ მიმეცა საკუთარი თავისთვის.
-იქით პარასკევს,ბაკურიანში დასრულებული ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება და დიდი იმედი აქვთ რომ თქვენც დაესწრებით პრეზენტაციას.-საქაღალდე დახურა ბაჩანამ და გამომხედა.
-კვირის ბოლოს იმ მწერალთა კავშირის შეხვედრაზე ვარ მიწვეული ახალი შენობა რომ გადავეცით. -სახე დამემანჭა ზე, განათლებულ საზოგადოებასთან მოსალოდნელი შეხვედრის წარმოდგენაზე.რომელთათვისაც ის საათ ნახევარი პირმომთნე ღიმილით უნდა მეცქირა და თავაზიანი პასუხები ისე გამეცა, სანამ რამეს ვიტყოდი ატჯერ გამეზომა და ერთხელ გამეჭრა, რადგან მათ თვალში რაც არ უნდა გააკეთო მაინც ერთი ჩვეულებრივი ვაჭარი ხარ.ხო, ბიზნესი მათთვის სავაჭრო პალატაა და ვერასდროს გაუტოლდები ცაზე მაღლებს.
-ფილოსოფიური საუბრები...-გაიკრიჭა ბაჩანა და სურვილი გამიჩნდა ის ყავის ფინჯანი ხელში რომ მეჭირა პირდაპირ სიფათში გამექნია, რადგან მაგას რა ენაღვლებოდა მე მიწევდა მისვლა მერე რომ არ ეთქვათ აი ნახე,იმ ვაჭარმა შენობა კი გვისახსოვრა მაგრამ მაინც არ ინება პატივი დაედო და მობრძანებულიყვო.
-ბატონო რატი, წაკითხული გაქვთ ნიცშე?-წარმოსახვითი სათვალის ზემოდან გადმომხედა ქავთარაძემ და ასაკოვანი მამაკაცის პაროდია გააკეთა.
-შევ*ეცი მაგათ ნიცშეს,რომელიც შოვინისტი ღორი იყო და საკუთარი და უყვარდა.-სახე ზიზღით დამემანჭა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დავაბრუნე.ახლა ველოდებოდი ქავთარაძის გამოსვლას, რომელიც ერთადერთი იყო ალბათ ვისაც ჩემთან კამათის უფლება ჰქონდა და უკან არასდროს იხევდა.ეს სიტყვიერი დუელი მიყვარდა და სიამოვნებით შევდიოდი მასთან პოლემიკაში.საათობით შეეძლო მჯდარიყო,უკეთეს შმეთხვევაში.რადგან ჩემი კაბინეტის კვადრატებს სიარულის დროს ისე ითვისებდა ბოლოს მბეზრდებოდა მისი წინ და უკან ბოლთის ცემა და ღრიალით მოვუწოდებდი სკამზე გაეჩერებინა ტრ*აკი.
-ნიცშე, შოვინისტი არ იყო ბატონო რატი და მე შემიძლია ამ თემაზე საკმაოდ დისხანს გეკამათოთ.-ოპა..წამოდგა სავარძლიდან.
-რა მნიშვნელობა აქვს ბაჩანა?-ღიმილით ავხედე უკვე მოსიარულეს.-საკუთარ დაზე უდგებოდა მაგ ნაბი*ჭვარს.ისე არ ქნა შენ გაგიშვა მწერლებთან შეხვედრაზე როგორც ჩემი წარმომადგენელი.
ამ მუქარამ გაჭრა.რადგან ყოველთვის ერიდებოდა ჩემს მაგივრად სადმე სიარულს და იმ მოვალეობის შესრულებას რაც ჩემი შესასრულებელი იყო.გაჩუმდა და ცოტა ხანს მიყურებდა, შემდეგ თითი ჩემი მისამართით გამოიშვირა და ისე დამიქნია როგორც მოუმზადებელ სკოლის მოსწავლეს, უკმაყოფილო მასწავლებელმა.
-ბოდიში...მე, ჩემით გავალ.
-ჯერ სად მიდიხარ? ხვალინდელი ჩანიშნული თათბირი გავქავს ხრლმეორედ გასავლელი.-გავაჩერე და ქავთარაძეც თვალების უკმაყოფილო ატრიალებით ჩაეშვა იმ სავარძელში მანამდე რომ იჯდა.
-ვფიქრობ ,ყველაფერს გააკეთებს გურამ კილაძე მის კომპანიაზე მეურვეობის აღება რომ გაიძულოთ.-მხრები აიჩეჩა ბაჩანამ.
-იძულებით დედაჩემიც კი ვერ მაჭმევდა კარაქიან პურს..-გამეცინა დედაჩემის შეწუხებული სახის გახსენებაზე.-რა მოგება შეიძლება მომიტანოს მისმა კომპანიამ? არანაირი...ვფიქრობ, ზედმეტი თავის ტკივილია მაგრამ გარისკვად ღირს.
-მისი ღვინის მარანი საკმაოდ ცნობილია ქვეყნის ფარგლებში და თქვენი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უცხოურ ბაზარზეც სცდის ბედს.ამ საკითხში ჭიპი დიდი ხნის წინ გვაქვს მოჭრილი, ჯერ კიდევ ბატონი ვახტანგის დროიდან საკმაოდ წარმატებულად ვმოღვაწეობთ და დარწმუნებული ვარ კილაძის მარანი დაგვეხმარება კახეთში დარჩენილი მიწის ნაკვეთების ათვისებაში.
-მაგრამ სარისკოა.-სიგარეტს მოვუკიდე და სავარძლიდან ფანჯრის გამოსაღებად წამოვდექი.გარეთ მიუხედავად ზამთრის პირველი თვისა, შესანიშნავი ამინდი იყო და ხალხიც ჭიანჭველებივით ფუსფუსე ბდნენ.წელიწადის ამ დროს, ყოველთვის ზედმეტად ნოსტალგიურად ვხვდები.განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ხასიათი ხშირად მეცვლება და ეს ღრუბლებიც ისე მაჯვავს სულში თითქოს ჩადენილ ცოდვებზე პასუხებს მთხოვდეს.

*******
გურამ კილაძესთან გასამართი თათბირი დილით ჩავანიშნინე მდივანს, რადგან დროულად მინდოდა ამ საქმის მოშორება. შუადღეს წყნეთში ვაპირებდი ასვლას დედაჩემის დაგეგმილ უაზრო( ჩემთვის უაზრო) წვეულებაზე, რომელიც კაცმა არ იცის რას ემსახურებოდა.უცნაური ხასიათი ჰქონდა ქალბატონ თამილას და ჩემთან კამათში დაღლილი მამაჩემი, ბოლოს ოხვრით აატრიალებდახოლმე თვალებს და ჭერს ახედავდა,სადაც მისი წარმოსახვით ის თეთრწვერა მოხუცი იჯდა "რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლუერითა" და საწყლად ჰკითხავდა:- კი მაგრამ რა დაგიშავე ღმერთო, ეს ბიჭი ასე რატომ დაემსგავსა დედას?!
ამ საუბრის შემსწრე ქალბატონი თამილა კი, ყელმოღერებული დაამშვიდებდა.:-სამაგიეროდ ვიზუალურად შენი ასლია ძვირფასო!
სიგარეტის ნამწვი,უდიერად მოვისროლე კიბის წინ და სწრაფი ნაბიჯით მივაღწიე ფოიეში შესასვლელამდე.დილის ათი საათი სრულდებოდა და ფუტკრის სკასავით აფუსფუსებული თანამშრომლები საქმიანი სახეებით მიდი მოდიოდნენ.ლიფტის კართან მდგარი დაცვა მოწიწებით მომესალმა და გამოძახების ღილაკს დააწვა.სულ მალე კი ბოლო სართულზ ვიყავი და ჩემი კაბინეტის კართან მდგარი ქავთარაძის საუბარს ვისმენდი, რომლიდანაც ერთი სიტყვაც არ გამიგია.ძალიან მეზარებოდა კილაძის მოსმენა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ამიტომ ბაჩანასთან ერთად საკომფერენციო დარბაზისკენ გავემართე და ზუსტად იმ წუთს გამოჩენილ თინა კავსაძეს, კვალში ჩავუდექით.ქუსლიანი ფეხსაცმლის არადამიანურად მოხდენილი კაკუნით მიიწევდა წინ და ფაქტიურად იძულებულს მხდიდა მისი უკანა ხედისთვის თვალი არ მომეშორებინა.არ ვიცი, ჩემს გასამწარებლად იცვამდა ასეთ სამოსს თუ ზოგადად ესეთი სყილი ჰქონდა ამ ქალს, მაგრამ მე რომ მაგიჟებდა ამას წყალი არ გაუვიდოდა.მუხლამდე ქვედაბოლო,საკმაოდ ღრმად იყო აჭრილი. სიარულის დროს საჯდომზე ისე ეტმასნებოდა ღიმილის შეკავებას ვერ ვახერხებდი, რაც გარეშე თვალისთვის არანორმალურად ჩანდა.თმა,კეფაზე ჰქონდა შეკრული და თეთრი პერანგი მაღალწელიან ქვედაბოლოში ჩატანებული.წამით შეჩერდა, რითაც საშუალება მომცა გვერდით ამოვდგომოდი.ცივი,უემოციო სახით ამომხედა და თავის დაკვრით მომესალმა.მე კი შუშის კარი შევაღე და კარში ჩამდგარი ოდნავ გვერდზე ისე გავიწიე, ჩემსა და კარის მეორე ფრთას შორის უწევდა ოსტატურად გაძვრომა.თითქოს მიმიხვდა და ტუჩის კუთხეებზე ირონიანარევმა ღიმილმა გადაურბინა.მთელი ტანით ჩემსკენ შემოტრიალებული გასხლტა და ის არომატი დამიტოვა რაც ცხვირის წვერს საშინლად მიღიზიანებდა.გაუცნობიერებლად დამეჭიმა ყბის ძვლები და კარის სახელურზე ჩავლებული თითები.დინჯად შევაბიჯე მოზრდილ ოთახში და ჩემს გამოჩენაზე სავარძლიდან წამომდგარ კილაძეს სამადლოდ მივუგდე სალამი.მის გამოწვდილ ხელს ზედ არ შევხედე და ისე დავიკავე კუთვნილი ადგილი.
ისევ კილაძის გვერდით იჯდა.წელში არისტოკრატულად გამართული, ოდნავ გვერდით შეტრიალებულს ფეხი-ფეხზე ჰქონდა გადადებული და გურამის საუბარს ისე უსმენდა რაღაც მომენტში ნერვებიც კი მომეშალა მაგრამ საბოლოოდ ინება და მე გამომხედა.ჭაობისფერ თვალებში, ანცად უხტოდნენ უცნაური ჭინკები და ცდილობდა ღიმილის დაფარვას.გადაშლილ საქაღალდეს ჩავხედე და თითქმის ვაიძულე ბაჩანა ქავთარაძე,ჩემს მაგივრად ესაუბრა კილაძესთან.მე კი სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და მეათედ დავაიგნორე ჩემი უხმო რეჟიმზე დაყენებული ტელეფონი, რომელიც ჯიუტად არ წყვეტდა ზუზუნს.ისევ მირეკავდა...ჩემს ტელეფონზე შენოსული ყოველი მისი ზარი,სიცოცხლის თითქოს ერთ საათს მართმევდა და მინდოდა ეს დამპალი ჭიდილი დასრულებულიყო.მე ვერ დავასრულებდი,ამის არც ნერვები მქონდა და არც მოთმინების უნარი..ის კი, თითქოს სპეცილურად თამაშიბდა ჩემს ნერვებზე და ყოველ დღე, ან ორ დღეშე ერთხელ მახსენებდა მის არსებობას რაც ისედაც შესანიშნავად მახსოვდა.
გურამ კილაძე,მონდომებით ცდილობდა დავერწმუნებინეთ რატომ უნდა ამეღო მის ჩაძირულ ბიზნესზე პასუხისმგებლობა და ქავთარაძის ყველა კითხვაზე ამომწურავად იძლეოდა პასუხებს.
-და რა მოგებას ვნახავ მე ამ ხელშეკრულებით, როდესაც მართლა არაფერს მიცვლის მექნება თუ არა თქვენი კომპანიის აქციებზე წვდომა?-მაგიდას იდაყვებით დავეყრდები და გურამ კილაძე მზერით გავბურღე.თითქოს დაიბნა, არ ვიცი რა ჯანდაბის თქმას აპირებდა მაგრამ მისმა მოადგილემ დაასწრო და მხრები აიჩეჩა,შემდეგ კი გამომწვევად გამიღიმა და ქვედა ტუჩი გაისველა.გადაშლილი საქაღალდე დახურა და თვალი -თვალში გამიყარა.
-ამ ეტაპზე მოგების ნახვას არც გპირდებით.
" შენ რატომ მელაპარაკებიი? "გამიელვა გონებაში და მისი თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადავიტანე, რომელიც საუბრის დროს ისე მოძრაობდა პირი თავისით მიშრებოდა.
-თქვენ არაფერს მპირდებით.-ხელები ფართოდ გავშალე და გამეცინა.-უბრალოდ ჩემგან მოითხოვთ ახალი თავის ტკივილი გავიჩინო,რომელიც ფაქტიურად საერთოდ არაფერში მჭირდება.
-სამაგიეროდ კახეთის მთლიანად ათვისება გჭირდებათ "ბატონო რატი!"-ღიმილით გაუსვა ხაზი ჩემს სახელს.
-ალაზნის ველების თითქმის ნახევარი ისედაც ათვისებული გვაქვს...თქვენს დაქვემდებარებაში რამდენი ჰექტარი მიწის ნაკვეთია ბატონო გურამ?
-ხუთასი.-საწყლად მიპასუხა კილაძემ.
-ანუ, ზღვაში წვეთი.-გამეცინა.
-სამაგიეროდ გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის მარანი...რომელიც ძალიან მოგწონთ ბატონო რატი?-სად მიმიზნებ ჟღალოო!გამეღიმა.მის შეცვლილ ტაქტიკაზე.
-ვერ შეგედავებით "მშვენიერო"-უკენ დახევას არ ვაპირებდი.-თუმცა აქ მეორე ფაქტორს ვერ ითვალისწინებთ...იმ ინვესტიციით რაც თქვენს ბიზნესში უნდა ჩავდო შემიძლია საკუთარი ღვინის მარანი მქონდეს.
-ბევრი რამ შეგიძლიათ ბატონო რატი.-გამიღიმა და თლილი თითები კისერზე მოისვა.-მაგრამ რატომღაც რისკი გიყვართ...იმაზე მეტს ითხოვთ ცხოვრებისგან რასაც ეს უკანასკნელი გაძლევთ.დარწმუნებული ვარ წაგებაში ნამდვილად არ წახვალთ..ის ინვესტიცია კი მაქსიმიმ ორ წელში უკან დაგიბრუნდებათ ყველაზე ცუდ შემთხვევაში გაორმაგებული.
-კახეთში მომიწევს ჩასვლა.-გამეღიმა.-იმედი მაქვს თავად თქვენ გამიწევთ გიდობას თქვენს საამაყო ღვინის მარანში...
-სიამოვნებით..თქვენს სამსახურში მიგულეთ.-"გაიძვერა ქალი"
-შესანიშნავია...-თვალი-თვალში გავუყარე და ძალიან მინდოდა ასეთი უტეხი მზერით არ ეპასუხა და თუნდაც წამით მაინც დაეხარა ის წყეილი თვალები,მაგრამ ასე არ მომხდარა.ჯიუტად მიყურებდა და ეს უბრალო მზერით კონტაქტიც კი საკმარისი იყო ისე მაცლიდა ენერგიას.
-გავაფორმოთ ხელშეკრულება.-ისევ მე მოვაშორე მზერა და მომღიმარ ბაჩანა ქავთარაძეს გადავხედე.-საბუთები მოამზადეთ. მანამდე კი ბატონო გურამ!-გურამს შევხედე, რომელიც ცოტა არ იყოს დაბნეული მეჩვენე.შენი დედაც! რა სუსტი იყო ეს ახვა*რი,საერთოდ არ ჰქონდა იმის უნარი თავისი საკუთრება დაეცვა და ელემენტარული იმდენი მაინც გაეკეთებინა რომ დავერწმუნებინე მასთან თანამშრომლობაში.მეზიზღებოდა ასეთი უამბიციო ხალხი, თითქოს დინებას რომ მიჰყვებიან და ელოდებიან თავისით მოხდეს რამე მისთვის სასიკეთო.თუ არ მოხდა კი ბოლოს თავის გასამართლებლად დაიწყებენ წიწუნს:- რავქნა? მე ყველაფერს შევეცადე, მაგრამ განგებამ ისურვა ასე. -შეგიძლიათ "ბუფეტში" მიბრაზანდეთ და ყავა მიირთვათ.
-კარგით..უღრმესი მადლობა.-აი, ისევ..ეს ყლ* ე რა მადლობა?! ამის დედაც! ფაქტიურად ბიზნეს მჩუქნი რაღაც გროშების სანაცვლოდ.
ბაჩანა და გურამი კიდევ რამოდენიმე ჩვენს პარტნიორთან ერთად მალევე გაუჩინარდა შუშის კარს მიღმა.კავსაძე არ წასულა, იჯდა მაგიდის ბოლოში და მიყურებდა.
-შენ აქ რჩები!-სიგარეტის კოლოფი უდუერად მივაგდე მაგიდაზე და მომღიმარ ქალს სანაცვლოდ მეც გავუღიმე.
-არ ვარ ვალდებული.-მხრები აიჩეჩა.-მე როგორც მახსოვს ბატონ გურამთან ვმუშაობ და არა თქვენთან.
-მე კი როგორც მახსოვს სულ რამოდენიმე წუთის უკან, ეგ თქვენი ბატონი გურამი ვიშვილე.-ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე რომ არ გამცინებოდა.
-და სამსახურიდან თუ წავალ?-მხრები აიჩეჩა თინამ.
-არ წახვალ...-წინ გადავიხარე და მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი.-წამსვლელი, წავიდოდა თინა...იმ საუბრის შემდეგ შენ კი ისევ აქ ხარ...ახლა ჩემს წინ ზიხარ..სულ რამოდენიმე მეტრში და გამომწვევად მიღიმი.მოგწონს ეს მდგომარეობა...ინტერესი გკლავს, რა იქნება შემდეგ.უკვე თამაშში ხარ...
-შესაძლოა.-ქვედა ტუჩი ისევ გაილოკა.მაგრამ მზერა მისი თვალებისთვის არ მომიშორებია.-უბრალოდ ვერ ვხვდები რა სიამოვნებას იღებთ ამით?
-ვერ მიხვდები,უნდა იგრძნო.
-სისულელეა..-მხრები აიჩეჩა.-ჰო,სისულელეა როდესაც გიზიდავს,გინდა შეეხო,მისი სურნელი გაგიჟებს...ბინძურ ფანტაზიებში შესაძლოა აშიშვლებ.მის სავსე მკერდს ეფერები..თუნდაც, წარმოიდგენ როგორ შედიხარ მის მხურვალე ვაგი*ნაში და სიამოვნებისგან ტანში გცრის.ერექცია გაქვს..ღნერთო, ეს ხომ სისულელეა რატი?
-მაგრამ საინტერესოა.-სავარძლის საზურგეს დავუბრუნდა და ძლიერად მივეყრდენი ბეჭებით.-საინტერესოა, თუნდაც ის ზემოთ ჩამოთვლილი..ძალიან მაგარი გრძნობაა ...როდესაც ამ ყველაფრის სურვილი გაქვს...რეალურად გრძნობ და ხედავ ,იგივს როგორ გაინცდის პარტნიორი..ამ შემთხვევეში შენ "თინა" ჯანდაბა,სასწაულად მაგარი სახელი გქვია, მხოლოდ სახელზეც შეიძლება აღიგზნა.-გამეღიმა და წარმომიდგენია თვალები როგორ ამემღვრა.-სახელის პატრონი კი თუ ზუსტად ისეთია როგორიც შენ ხარ.ჭაობისფერი თვალებით და სავსე ბაგეებით, ახლა ჯიუტად რომ იწვალებ და პირი მიშრება...წარმოიდგინო,რა დაგხვდება ამ პერანგის ქვეშ.ბიუსგალტერი არ გაცვია მშვენიერო და ძუძუს თავები პერანგზე გეტყობა.ეს, ამაღელვებელია.არასდროს არ გაცვია ბიუსგალტერი.პროვოკაციული საცვალი...-წამიერი პაუზა გავაკეთე და ქალს დავაკვირდი.ოდნავ შესცვლოდა გემომეტყველება და თვალები ჩამუქებოდა, რაც იმას მეტყველებდა რომ ჩემი ზედმეტად დაბალი და სრული სექსუალურობით ნათქვამი ყოველი სტყვა, მის კანში ძვრებოდა.ტვინში მყარად ილექებოდა და იმ ძაფს აღიზიანებდა, რომელზეც ყველა ეროგენული ზონა იყო პატარა ნერვული დაბოლოებებით მიერთებული.-ალბათ შავი...რადგან ზედმეტად კლასიკური სტილის მოყვარული ხარ...წითელი, გამომწვევია არ გეცმება.ეს საცვალი როგორ გაქვს მკვრივ უკანალში ამოჭერილი და სიარულის დროს შენი საჯდომი იმდენად გამომწვევია,ნებისმიერს გაუჩნდება შენთან დაკავშირებით ბინძური ფანტაზიები.შემიძლია მზერით გაგაშიშვლო და ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა...გიყურო შიშველს, მაგრამ არ შეგეხო.
-თითქმის ვხედავ თქვენს ერექციას -მისი ხმა რბილად...გამდნარი შოკოლადივით ჩაიღვარა ჩემი კანის ქვეშ
-ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცით მჯობიხარ...არ ხარ სუსტი ქალი.რაც მახელებს და ინტერესს იწვევს.ეს არ არის ვადამყოფობა "თინა" ეს საშინელი ადრენალინია, რომლის გარეშეც უბრალოდ ვერ ვცოცხლობ.იმის წარმოდგგენა რომ ახლა სრულიად სველი ხარ და თითები ისე მეწვის, სიამოვნებით ჩაგიძვრებოდი საცვლის ქვეშ შენი სისველე რომ რეალურად აღმექვა.გაგიჟდება კაცი.-თავი სავარძლის საზურგეს მივაყრდები და თვალები დავხუჭე. ვერ დავინახე,მაგრამ მივხვდი რომ სავარძლიდან წამოდგა.ისევ ეს სისხლის გაყინვამდე წყეული ქუსლების კაკუნი.თვალები გავახილ, ჩემთან იდგა...ზემოდან დამყურებდა სულ სხვანაირი ემოციით.ფრთხილად დაიხარა და მისი სურნელი იმდენად მძაფრად ვიგრძენი გონება ნელ-ნელა მებინდებოდა.ვუყურებდი ისე თითქოს მისი სახის ყველა დეტალის ჩემს გონებაში ღრმად ჩაბეჭვდას ვცდილობდი.პირი უარესად გამიშრა და ტუჩები ჩემდაუნებურად დავაშირე ერთმანეთს.მიღიმოდა და ფრთხილად იხრებოდა ჩემს სახესთან, იმდენად ახლოს იყო არ შემხებია მაგრამ მისი რბილი,სავსე ბაგეების სითბოს და სირბილსე ჩემსაზე ვგრძნობდი. თლილი თითები კი მაგიდასა და ჩემს შორის ჩასრიალდნენ და შარვლის უბესთან შეჩერდნენ.წამიც და მისი წვილი თითების შეხება ვიგრძენი. ნაჭერზე ნაზად როგორ ჩასრიალდნენ.მისი სუსტი შეხებისგან ფეხის თითებიდან წამოსული სიმხურვალე მთელ ორგანიზმს მოედო და ელვის სისწრაფით გაიწია ტვინისკენ.
-ღმერთო...აქ რა სასწაული ხდება?-ვნებამორეული ხმით ამოიჩურჩულა ქალმა,ისე რომ წელში არ გასწორებულა.ზედ ჩემს ტუჩებთან დახრილმა გადაიტარა ენის წვერი ქვედა ტუჩზე.-მომწონს ეს თანაში!
ჯანდაბა!მეგონა მომესმა.ამ წამს მისი თანხმობა მივიღე და მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვიყავი დამთანხმდებოდა, მოსმენილმა სულ სხვა ემოციები მოიტანა.მზერა გავუსწორე და არა..ნამდვილად არ მომესმა.მიღიმოდა,შემდეგ წელში გასწორდა და ზურგი ისე მაქცია აღარ გამოუხედია ჩემსკენ. ამაყი ნაბიჯებით დატოვა ოთახი და კარს უკან გაუჩინარებული ჩემი თვალთახედვის არეალიდან წამებში დაიკარგა.
-ეს რა იყოო?!-გამეცინა და ოდნავ ათრთოლებულ ხელის თითებს დავხედე.შემდეგ ვცალები მოვისრისე და ღრმა ამოსუნთქვით გავანთავისუფლე ფილტვები ნახშიროჟანგისგან.ისე მიხაროდა, გეგონება ლატარიაში ჯეკპოტი მომეგო რომელიც მთელს ჩემს ცხოვრებას ცვლიდა.ბევრი არ მიფიქრია ისე დავწვდი მაგიდის ზედაპირზე მიგდებულ ტელეფონს და დამცავი კოდი მოვხსენი.რვა გამოტოვებული ზარი.უემიციოდ წავშალე და თითების სწრაფი მოძრაობით ნაცნობი ნომერი ავკრიფე.ახლა რომ არ ეპასუხა შეიძლება გავგიჟებულიყავი, რადგან ერთიანად მოხეთქილი ამ ზღვა ემოციებისგან ისეთი გაბერილი ვიყავი კანში ვეღარ ვეტეოდი.ამის გადასახარშად კი ვიბმე მჭირდებოდა,ადამიანი რომელიც ისევ მომისმენდა და მაცდიდა სათქმელი ბოლომდე მეთქვა.სამი ზუმერის მერე როგორც იქნა გავიგე ხმა რომელსაც ველოდებოდი.ხავერდოვანი,რბილი ხმის ტემბრი.
- შენი საყვარელი წითელი ღვინო და ერთს საათიანი საუბარი...რა აზრის ხარ?
რამოდენიმე წამიანი დუმილი. შემდეგ კი ზუსტად ის სიტყვა რასაც ველოდებოდი.
-ამოდი!

№4
ლიკოს სახლის სადარბაზოს წინ გავაჩერე მანქანა და მეოთხე სართულზე ფეხით გადავწყვიტე ასვლა. თან თავში აზრებს ვალაგებდი, როგორ შეიძლება დამხვედროდა, რა შეიძლება ეთქვა და ასე შემდეგ. კარზე ზარის დარეკვიდან დაახლოებით სამ წუთში გაისმა მის მიღმა ფეხის ხმა და ეს სამი წუთი ისე გაიწელა ნერვები მეშლებოდა. კედელზე მხრით ვიყავი მიყრდნობილი და ველოდებოდი როდის გაიღებოდა ეს წყეული კარი. გასაღების გადატრიალების ხმა და როგორც იქნა ზღურბლზე გამოჩნდა ის, ვისაც ველოდი. სახლის ფორმაში სულ სხვანაირი იყო. ლამაზი ქალია ლიკუნა. ეს ირმებიანი ელასტიკი და განიერი ზედა პატარა ბავშვივით ზრდმეტად საყვარელს ხდიდა. თმა კეფაზე დაუდევრად ჰქონდა აწეული და ფანქრით დამაგრებული, ცხვირზე კი ისევ სათვალე დასკუპებული - ალბათ ჩემს მოსვლამდე კითხულობდა.
-მეგონა სამსახურში იქნებოდი.-გავუღიმე და ღვინის ბოთლი მივაწოდე.
-დღეს კვირის ის დღეა, როდესაც ყველა და ყველაფრისგან ვისვენებ. შესანიშნავად იცი, რომ არ ვიქნებოდი სამსახურში.-უემოციო სახით მიპასუხა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისევ გაბრაზებული იყო ჩემზე. კარში ჩამდგარი გვერდით გაიწია და სახლში შესვლის საშუალება მომცა. კარი მიხურა და წარბაწეულმა ამიმხედა და დამინახა, რომ ისევ მის გვერდით ვიდექი.
-ლიკუნა, აბა გამიღიმა!
პასუხად ნაძალადევად გაიკრიჭა და ლამაზად ჩარიგებული კბილები გამოაჩინა.
-კარგი,მაპატიე...-სახე დავმანჭე მის გამომეტყველებაზე.-ზედმეტი მომივიდა.
-შენ ყოველთვის ზედმეტი მოგდის, მაგრამ მე უნდა გაპატიო.-მხრები აიჩეჩა .-კაი, გაპატიე, რატი. ამის მოსმენა გინდოდაა?-თვალი თვალში გამიყარა.
-არა, მინდა რომ გამიღიმო.-მოულოდნელად ყბებში ძლიერად ჩავავლე თითები და დაბნეულს გამომცდელად დავაკვირდი.-გამიღიმე.
-რატი...-ჩემი თითების მოშირებას შეეცადა და კვლავ ნაძალადევად გამეკრიჭა.
-საზიზღარი ქალი ხარ.-მისი ყბისთვის თითები არ მომიშორებია ისე დავიხარე და ზედმეტად ახლოს მივუტანე სახე, ტუჩის კუთხესთან ფრთხილად შევეხე ცხვირის წვერით და ლოყაზე გადავინაცვლე სადაც ხმაურიანად ვაკოცე და თითები მივაშორე.-შევრიგდით, ჰოო?!
-პატივმოყვარე ნაბი*ჭვარი ხარ!-გულღიად გამიცინა და სასტუმრო ოთახისკენ პირველი დაიძრა.
ამ სხლში პირველად არ ვიყავი... მაშინ, როდესაც ძალიან გვიანი იყო, მე კი საუბარი მინდოდა, ხშირად ამოვდიოდი ხოლმე აქ და წითელი ღვინის თანხლებით დიდხანს ვსაუბრობდით. რაღაცნაირი აურა ტრიალებდა ამ სახლში... თბილი და სასწაულად მამაშვიდებდა მის მფლობელთან ერთად. ლიკუნა ერთადერთი ქალი იყო, რომელიც არასდროს( ვერასდროს) შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში და კიდევ მრავალი წელი მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. ზედმეტად თბილი, გონიერი და ზუსტად ისეთი, ვისთან მეგობრული ურთიერთობის გაწყვეტაც ვითომ ერთი შეხედვით არაფერს შემიცვლიდა, მაგრამ ამავდროულად იმდენ რამეს შეცვლიდა გაფიქრებაც კი მზარავდა და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ბოდიშის მიხდას არასდროს ვუკადრისობდი. უბრალოდ რატი ჯიბუტი ლიკუნა გვიჩიანის გარეშე არ წარმომედგინა.
-ჭიქებს მოვიტან, დაჯექი.-განიერ სავარძელზე მანიშნა ხელით და თავად სამზარეულოსკენ გაემართა. მყუდრო ბინა ჰქონდა გვიჩიანს, გემოვნებით მოწყობილი...იმდენად მყუდრო იყო, საკუთარ სახლში ვერ ვგრძნობდი ასე კარგად თავს როგორც აქ. ამ ყველაფერს კი ელექტრო ბუხარი აგვირგვინებდა, რომლის წინაც მაღალ ბეწვიანი ნოხი დაეგოთ და ერთიმეორის წინ მდგარ განიერ სავარძლებს შორის პატარა შუშის მაგიდა დაედგათ. ამ სავარძლებიდან ერთ ერთში დავიკავე ადგილი და ლიკუნას მოსვლამდე თვალი ბუხარში მოცეკვავე ალზე გამიშტერდა.
-აბა, რა ხდება, ბატონო რატი?-ჩემს წინ დაიკავა ადგილი გვიჩიანმა. მუცელგანიერი, ფეხიანი ღვინის ჭიქები დააწყო მაგიდის ზედაპირზე და სანამ წითელ სითხეს ფუჟერებში ვანაწილებდი ის კომფორტულად მოეწყო. ფეხები აიკეცა და სათვალე მოიხსნა. ღვინის ფუჟერი გავუწოდე და დავაკვირდი. ღიმილი მომგვარა იმდენად სადა და იმდენად საყვარელი იყო.. ზედმეტად საყვარელიც კი და ცოტა არ იყოს ჩემისთანა ნაბიჭვრის საზოგადოებისთვის მეცოდებოდა, მაგრამ ეგოისტურად არ მინდოდა მისი უბრალოდ გაშვება. საკითხავია თვითონ წავიდოდა თუ არა?
-რაღაცნაირი ხარ.-გაეცინა და ღვინის ფუჟერი ტუჩებთან მიიტანა.მოსვა და შემდეგ სველი ქვედა ტუჩზე, რომელზეც ღვინის წვეთები შერჩენოდა გაილოკა.
-როგორი? ცუდად რაღაცნაირი თუ კარგად?-ჩემი ღვინისთვის ხელი არ მიხლია. სავარძლის საზურგეზე მიყავი მიყრდნობილი და ვუყურდბდი.
-უცნაურად.-გაიცინა და ისევ მოსვა ღვინო.-ეს შენი საფირმო ღვინოა?
-მხოლოდ შენთვის ასხამენ...
-აფერისტობასაც აქვს საზღვრები.-ცხვირი აიბზუა ლიკომ.
-ჩემთან საზღვრები არ ასებობს, დაგავიწყდაა?
-პრინციპში მართალი ხარ.-მხრები აიჩეჩა ქალმა.-რატომ გინდოდა ჩემთან საუბარი?
-იქნებ მომენატრე?-ორაზროვნად გავიღიმე.
-სიყვარულიც ამიხსენი და დავიჯერებ.-ღვინო ბოლომდე დალია და ბოთლისკენ გაიწია, მაგრამ დავასწარი და თავად დავუსხი.
-სიყვარულს ვერ აგიხსნი, რადგან არ მჯერა მაგ უკანასკნელის.-სახე დამისერიოზულდა და სხეული ლარივით დამეჭიმა.
-შენ არ უნდა ამბობდე ამას-ირონიულად გამიცინა ლიკომ და მზერა გამისწორა.-შენ არ უნდა ამბობდე, რატი. სიყვარულის შენზე მეტად თუ სჯერა ვინმეს, არ ვიცი, არ მოიძებნება ადამიანი.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი.-თემის შეცვლა ვცადე და თვალი ავარიდე.
-რა იქნება, ერთხელ შენს თავში ჩამახედა?-გაიცინა ქალმა და ღვინო მოსვა.-რას ფიქრობ... თუნდაც მანახა, რას აკეთებ იმ წყეულ წითურებთან.
-ამას ვერ ნახავ.-მხრები ავიჩეჩე.-ვერც ჩემს თავში ჩაიხედავ. უბრალოდ ამდენი არ შეგიძლია ლიკუნა...
-შენ არ მიშვებ, გეშინია იმ ფარულ, ტაბუდადებულ თემას არ შევეხო რაზეც არასდროს გისაუბრია.-ღვინომ იმოქმედა და თავისუფლად ალაპარაკდა ლიკუნა. ისე მაწვებოდა აშკარა იყო ძველ ფორმას უბრუნდებოდა.-ანაა?!
-არა, თინა.-მისი პირიდან ნათქვამმა სახელმა გამაღიზიანა. არ მინდიდა ამაზე საუბარი, არც ამ სახელის გაგონება მინდოდა. საერთოდ არ მინდიდა მასთან დაკავშირებით ვინმეს რამე ეთქვა, თავად ლიკოსაც კი.
-კარგი.-მხრები აიჩეჩა და ღვინისგან უკვე აციმციმებული თვალები ანცად შემომანათა.-რას შვება შენი თინა? აგყვა, ჰო?
-ამიყოლა.-თინას გახსენებაზე გამეღიმა.-ძალიან მაგარი ქალია... სრული სიგიჟე.-გემეცინა.-ჯანდაბა, იმის ყურება როგორ ემღვრევა ის ჭაობისფერი თვალები ტანში სიამოვნების ეკლებად მესობა.
-არანაირი ფიზიკური სიახლოვე?-სახე დაუსერიოზულდა ლიკუნას.
-ამას ვერ ვიტყვი...-მისი თითების ჩემს პენისზე შეხება გამახსენდა და გამეღიმა.
-ანუ?-თვალები დააწვრილა ქალმა და ღვინის მოზრდილი ყლუპი მოსვა.
-არ ვიცი, ლიკო...-მხრები ავიჩეჩე და სავარძლის საზურგეზე გადავაგდე თავი.-სექსი არ მინდა.
-ანუ ერექცია გაქვს და სექსი არ გინდა? გიჟი ხარ გეფიცები.-გაიცინა ლიკუნამ.
-კარგი ერთი...-წელში გავსწორდი და ქალს დავაკვირდი. სასმლისგან თვალები უციმციმებდა, ღაწვები კი ოდნავ შეჰფაკვლოდა. ძალიან ლამაზი იყო. იმდენად ლამაზი და საყვარელი, გამეღიმა.
-ესე ნუ მიყურებ-ღვინო ჩაცალა და თითი გამაფრთხილებლად დამიქნია.
-აქ რაღაც გაქვს-საჩვენებელი თითით ჩემს ქვედა ტუჩზე ვანიშნე და დაბნეული სანამ მიხვდებოდა რას ვეუბნებოდი, აზრზე მოსვლა არ ვაცადე და მისკენ გადახრილი ღვინის წვეთებით დასველებულ ქვედა ტუჩზე ფრთხილად წავეტანე.
უარესად დაიბნა და რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ სათქმელი უკანვე გაუბრუნდა რადგან მის ტუჩებს შორის შესრიალებულმა ჩემმა ენამ მისი მოძებნა და მომთხოვნად აიყოლია. სასწაულად გემრიელი ტუჩები ჰქონდა. ღვინოში არეული ამოუცნობი არომატი, რაც მაიძულებდა უფრო გამეღრმავებინა ეს წუთიერი კოცნა. ჯერ დაბნეული იყო, შემდეგ თითქოს აზრზე მოვიდაო გაწევა სცადა, მაგრამ მის კეფაზე შემოჭდობილმა ჩემმა თითებმა არ გაუშვა. თვალები აემღვრა და მისი გულის ცემა, მიუხედავად ჩვენს სხეულებს შორის სივრცისა, მაინც ზედმეტად მგრძნობიარედ ჩამესმოდა. სუნთქვა გაუძნელდა და შევეშვი, მაგრამ არ მივშორებივარ. სავარძლიდან წამომდგარმა მისი სავარძლის წინ გადავინაცვლე მუხლებზე და ცალი მკლავი წელზე შემოვხვიე, რომ არ მომშორებოდა. დაბნეულს აზრზე მოსვლა არ ვაცადე ისე გადავაძრე თავს ზემოთ განიერი ზედა და სრულიად შიშველს მარჯვენა ხელით ფრთხილად შევეხე სავსე მკერდზე.
-ჯანდაბა...-ამოიოხრა და სუნთქვა გაუხშირდა, თავი უკან გადაუვარდა და წინ გამოწეულმა საშუალება მომცა მისი შიშველი და ზედმეტად სურნელოვანი სხეული უფრო რეალურად შემეგრძნო. ცხვირის წვერით ვეხებოდი ყელზე და ფრთხილად მივიწევდი ლავიწებისკენ არ გამომრჩენია ნელ-ნელა როგორ იწყებდა თრთოლვას და ცხელ კანზე მოხვედრილი სიცივესავით აყრიდა ეკალი. მკერდამდე ჩასულმა ხელები წელიდან თეძოებისკენ გადავიტანე და ელასტიკის სათავეს ბიკინთან ერთად ფრთხილად ჩავავლე თითები. ქვემოთ ჩამოვწიე და უბრალოდ ვუყურებდი. ზედმეტად ახლოს, თითქმის ვეხებოდი მის მკერდს ტუჩებით, მაგრამ საბოლოოდ არც ვეხებოდი. უბრალოდ ვუყურებდი და ვხედავდი როგორ თრთოდა ერთიანად მოვარდნილი ვნებისგან. ქვემოდან ავხედე და მიყურებდა. სახეზე ჩამოშლოდა გრძელი თმა და ამღვრეული თვალებით მიმზერდა. თვალი თვალში გავუყარე და ზედმეტად ფრთხილად ჩავაცურე თითები მის ფეხებს შორის. შეკრთა და ყრუდ ამოიოხრა. გემეცინა და ერთიანად მოვშორდი. მიყურებდა და ვერ გამორკვეულიყო რა მოხდა, რას ვაკეთებდი ან რა მინდოდ,ა რომ გამეკეთებინა. სრულიად ათრთოლებული მიყურებდა და მის თვალებში ამოუსხნელ კითხვის ნიშნებს ვხედავდი.
-აი, ამას ვაკეთებ წითურებთან... კოცნის გარეშე, რა თქმა უნდა.-წელში გავსწორდი და სწრაფად წამოვდექი ფეხზე. უკან არ მიმიხედავს, ისე დავტოვე ლიკუნას სახლი. დარწმუნებული ვარ გადარეული თავს საკუთარი ხელით დაიკმაყოფილებდა.
*******
ვერასდროს ვიტანდი წვეულებებს განსაკუთრებით კი თუ ამ წვეულებაზე ყურადღების ცენტრში გიწევს ყოფნა. არც ეს წინასაახალწლოდ მოწყობილი წვეულება იყო გამონაკლისი და მე, როგორც ჰოლდინგის გენერალური დირექტორს, პატივი უნდა დამედო თანამშრომლებისთვის და ამ წვეულებაზე მისვულიყავი, რადგან ერთმანეთის საპატივსაცემოდ დაიგეგმა და როგორც "ბოსს" ჩემი არ მისვლა დიდ მითქმა-მოთქმას გამოწვევდა. ეს გაცვეთილი -" ხალხი რას იტყვის?" ფრაზაჩემთვის არაფრის მთქმელია. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ხალხს. რაც უნდათ ის თქვან. ამას კი ვფიქრობდი, მაგრამ მაინც მივედი... მივედი და პირველი ათი წუთი იქ შეკრებილი საზოგადოების ნახვისთანავე ვფიქრობდი, აქ რა ჯანდაბას ვაკეთებდი?! მომდევნო ათი წუთი გონებაში ჯერ საკუთარ თავს და მერე ამ წვეულების ორგანიზატორს ვაგინებდი ყველაზე საშიბელი სიტყვებით.მომდევნო ათი წუთის და ორი ფუჟერი ღვინის შემდეგ რასაც ფონად მწვანე კაბაში გამოწყობილი თინა კავსაძე დაედო, მაგრად დავიკიდე ყველა და ყველაფერი და ღიმილიანი სახით ვუყურებდი წითურ ღვთაებას, როგორი ნარნარით მოძრაობდა ჩემდა ჭირად სწირედ ჩემს ცხვირწინ და სურვილი მქონდა ამის გამო მიმეხრჩო. ჰო, აი ასე, ჩვეულებრივად მიმეხრჩო თუ არ მივამატებთ ათას ბინძურ ფანტაზიას რაც მისი შეხედვისთანავე მიჩნდებოდა თავში და მხოლოდ და მხოლოდ ღვინით და პარტნიორებთან უაზრო ლაყბობით ვშველოდი თავს. სიტყვით გამოსვლა და თანამშრომლებისთვის ამ წელს გაწეული სამსახურისთვის მადლობის გადახდაც არ დამვიწყებია...ამას რა დამავიწყებდა თვალების ბრიალით მახსენებდა ჩემი მარჯვენა ხელი, ბატონი ბაჩანა და უხაროდა, რადგან არ შემეძლო ჩემს მაგივრად მისთვის მეიძულებინა ის ეთქვა, რაც მე მევალებოდა.

ერთმანეთში არეული ძვირფასი სიუნამო,ძვირადღირებული საღამოს კაბები, პარტნიორების მლიქვნელური მზერა. მიკითხვ-მოკითხვები, თითქოს ძალიან აინტერესებდათ როგორ ვიყავი, ან პირიქით მე ვდარდობდი მათ მდგომარეობაზე. მომღიმარი ჩემი მშობლები - ეს რა ვაჟკაცი გაეზარდათ. საიდანღაც მოთრეული ჩემი ყოფილი ცოლის მწველი მზერა, რომლითაც მოურიდებლად მხდიდა შარვალს. აბა, მეტი არაფერი მიუღია ჩემგან და...წვეულების ბოლოსკენ შემთვრალი თინა კავსაძე, რომელიც მოურიდებლად ცეკვავდა ჩემს ხელქვეით მამაკაცებთან და ყველას მოკვლა მინდოდა. ეკლებზე ვიჯექი, ეგ გაიძვერა ქალი ისე მინდიდა სადმე მიმემწყვდია, მაგრამ შესაფერისი მომენტი არა და არ დგებოდა. ალბათ მეორასედ ვიხდიდი მადლობას მოდურ სმოკინგში გამოწყობილ უცხოელ პარტნიორთან, ჩემმა მზერამ საპირფარეშოების მიმართულებით წასული კავსაძე რომ დააფიქსიარა და ბევრი არ მიფიქრია, ისე უცებ მოვშორდი დებილივით მომღიმარ უცხოელს და წინ წასულს ფეხდაფეხ მივყევი. დერეფანში არავინ შემხვედრია, დიდ იმედს ვიტოვებდი საპირფარეშოშიც არ დამხვდებოდა ვინმე და აი, ის მომენტი რაღაცის ასი პროცენტით რომ გჯერა და რომ გიმართლებს, რა მაგარი შეგრძნებაა, არაა?! აბა, რაა..ეგრევე ეუბნები შენს ამხედრებულ ქვეცნობიერს, ჯანდაბაშიც წასულხარ, შე სირო..ხომ ვამბობდიი?!
ქალების საპირფარეშოს კარის ხმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კავსქძე უკვე გამოდიოდა და ნაბიჯები...ეს დამოალი ქუსლიანი ფეხსაცმელი პირდაპირ ტვინში რომ მირტყავდა ავისმომასწავებლად და კიდევ ერთხელ შემეძლო მისი მოკვლა ამ მოხდენილი ნაბიჯების გამო. ის იყო მამაკაცების საპირფარეშოს გაუსწორდა, კარი რომ გავაღე და წასვლა არ ვაცადე. მაღალ ყელზე გაყინული ხელის თითები მოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე. ოთახში შეყვანილს კი კარი ცხვიწინ მივუხურე და ისე, რომ ხელი მისი ყელისთვის არ მომიშორებია ზურგიდან აკრული წინ მივაწექი. კარს აეკრა მთელი სხეულით და ჩემსა და კარის მაგარ ზედაპირს შორის მომწყვდეულმა მალევე მოასწრო აზრზე მოსვლა. თითქოს გაიბრძოლა, მაგრამ მალევე მიხვდა ვინ იყო მის ზურგს უკან და გაეცინა.
-ბატონო რატი!-ეშმაკირად გაიცინა და საჯდომით მჭიდროდ მომეკრა სხეულის ქვედა ნაწილზე. თავი უკან გადმოწია და მხარზე კეფით მომეყრდნო. მისი სურნელით სრულიად თავბრუდახვეულმა უნებურად გავიწიე მისი ყელისკენ და ტუჩები ფრთხილად შევახე. არ მიკოცნია...
-იმედია, ჩემს გაუპატიურებას არ აპირებთ.-თავი გვერდით გადასწია და საშუალება მომცა უფრო ღრმად შემესუნთქა მისი არომატი.
-იმედებს არ გაგიცრუებთ.-ჩურჩულით ვუთხარი და თეძოებზე ფრთხილად ჩავასრიალე გაშლილი ხელის გულები. ოდნავ შეკრთა და მისი შეკრთომა არ გამომპარვია, ჩემმა სხეულმაც უპასუხა. სუნთქვა თ ითქმის ორივეს გაგვიხშირდა და სასიამოვნოდ ჩამოცხა. საპირფარეშოს ნესტიან კედლებს შერეული ვნებისგან დამუხტული ჰაერი ისე დამძიმდა მეგონა გამგუდავდა. ჩემი თითების მოძრაობას გულისყურით სდარაჯობდა და ოდნავ შერხევაზეც კი კრთოდა.
-იმდენად სრულყოფილი ხარ...-ღიმილით ვუჩურჩულე.-ასეთი როგორ ხარ, თინა?
-არ ვიცი.. ალბათ, გაგიმართლათ.
-არაფერს გამოვრიცხავ.-ვეჩურჩულებოდი და ტიჩებს მის ყელს არ ვაშორებდი.თეძოებიდან ხელები ზემოთ მკერდისკენ ამოვასრიალე და თხელი მატერიის შიგნით გამომწყვდეულ ენით აღუწერელ სრულყოფილებას ფრთხილად, თითქოს შეპარვით მივეფერე. წყვეტილად ამოიოხრა და გამეცინა...გამეცინააა.
-გინდა შიშველს შეგეხო?-არ ვაპირებდი უკან დახევას.
-ეს შენ გინდა...ნახე, საჯდომით შენს სიმაგრეს ვგრძნობ. ჯანდაბა, რამდენის მიცემა შეგიძლია ახლა ჩემში, რომ იყო?
-რაიმეს სანაცვლოდაც შემიძლია შენში ვიყო. უარს უბრალოდ ვერ მეტყოდი...
-რა საინტერესოა.-გამომწვევად გაიცინა და ხელი ჩემი შარვლის უბისკენ გამოაცოცა.-სასწაულად დიდია და მკვრივი.-ღიმილით ლაპარაკობდა. ჩემი ვაგინა კი ზედმეტად მხურვალე...ვერ გამიძლებ.
-არც ვცდილობ გაგიძლო.-ტანზე მომდგარი კაბა წელისკენ ისე ამოვწიე თითებით მის მრგვალ თეძოებს ვეხებოდი. წელამდე ატანილი ცალი ხელით დავიჭირე, მეორე კი საჯდომზე გადავუსვი ფრთხილად და ყრუდ ამოვიოხრე. უკვე ჩუმად იყო, აღარ საუბრიბდა, არც იღიმოდა. ბაგეები ერთმანეთისთვის დაეშორებინა და ღრმად, მაგრამ წყვეტილად სუნთქავდა. საჯდომიდან ფრთხილად გადმოვიტანე თითები წინ და არასდროს ვცდები. მისი პროვოკაციულად გასაგიჟებელი ტანგა ორი თითით გავუწიე გვერდით.
-ღმერთო...-თრთოლვას ამოაყოლა კავსაძემ და სავარაუდოდ პირი გაუშრა.საშინლად მინდოდა ეს ქალი? კიი...მინდოდა იმდენად მინდოდა რომ ახლა,ამ წუთს რომ არა წყეული თამაში სულ რაღაც ოთხი ნახვის შემდეგ ,სულ რაღაც ოთხჯერ საუბრის და ამ შეხების შემდეგ მართლაც სიამოვნებით გავაკეთებდი იმას რაზეც ვგიჟდებოდი. რაც მაგიჟებდა და რასაც ვუარყოფდი. ახლა ,აქვე და მხოლოდ თინასთან. ჯანდაბა ეს საშინელება იყო...საშინელებაა.მე კი რა გავაკეთე? არც არაფერი.თითები ფრთხილად ჩავაცურე მის ფეხებს შორის და იქ დახვედრილ სისველეზე მთელს სხეულში გამცრა.ყრუდ ამივიოხრე და თავი ძლივს შევიკავე ჩემსკენ არ შემომეტრიალბინა და იმ ვნებიან ბაგეებზე არ დავცხრომოდი ველურივით ახლა სრულიად არეულს კბილებს შორის რომ ჰქონდა მოქცეული და მიუხედავად ყველაფრისა ჯიუტად აკონტროლებდა ემიციებს.
-ამის დედაც!
-სექსი გინდაა?!-იმდენად უცნაური ტონით ამოიჩურჩულა ვერ მივხვდი დამცინოდა თუ რა ჯანდაბას აკეთებდა.
შენი დედაც რატი! საკუთარ თავზე გამეცინა და მისი საცვლის ქვეშ მოქცეული თითები წრულიად დავატრიალე და ერთიანად მოვშორდი. უკან დავიწიე ერთი ნაბიჯით და ვუყურებდი როგორ ფრთხილად შემოტრიალდა ჩემსკენ. როგორ შეისწორა კაბა და რამოდენიმე წამიანი მზერის შემდეგ გამიღიმა.
-აბა?-წარბი ამიწია ღიმილით
საჩვენებელი და შუა ტითი ავწიე და დავანახე რომელსაც სისველე ისევ შერჩენოდა.
-ამის ნახვა და მით უმეტეს ამის შეგრძნება საშინლად მაგარია.
-არანორმალური ხარ-გაეცინა კავსაძეს.-მე გავალ, შენ კი შეგიძლია მაგ ხელით შენს ღირსებას მიეფერო...რომელზეც ჩემი რაღაც ნაწილი გაქვს. მას ხომ სიგიჟემდე ვუნდივარ.
-ახლა რა გიყო?-ისეთი ტონით ვკითხე თითქოს მართლა რამეს ვუპირებდი.
-დაგეხმარო შარვლის გახსნაში თუ თავად იზამ.-არ ჩერდებოდა და კარგადაც ერთობოდა.
-გინდა მიყუროო?!-წარბი ავუწიე და გამეცინა.
-სიამოვნებით. დაიწყებ?
არ ვიცი რამდენ ხანს მოგვიწევდა ამ თემაზე საუბარი გარედან კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ.
-კაბინაში შედი-თვალით კაბინისკენ მანიშნა და თავად კარის გასაღებად შეტრიალდა. შემდეგ კი მამაკაცის გაკვირვებული ხმა და კავსაძის სიცილნარევი " უიი.. ქალების საპირფარეშო მეგონა"
ვიჯექი თავდახურულ უნიტაზზე და სახეზე აფარებული ხელების მიღმა მეცინებოდა.მთელს სამოსზე კავსაძის სურნელი მქონდა და ამ სურნელით გაბრუებული სად ჯანდაბაში ვიყავი გაგებაში არ ვიყავი.
********
გარეთ საკმაოდ ჩამობნელებულიყო...ჩამუქებული ცა, ვარსკვლავებით მოჩითულ ხალიჩას ჰგავდა.მანქანის ძარაზე ვიჯექი და ტუჩებს შორის მოქცეული სიგარეტის ღერით,დაბლა ხელისგულივით გადაშლილ ქალაქს ვუყურებდი.სინათლის და სიყვარულის ქალაქს.სინათლის კიდევ არაუშავს, მაგრამ აი სიყვარულზე რა გითხრათ?ღრმა ნაპასი დავარტყი და კვამლი რგოლებად გამოვუშვი პირიდან.უცნაურ ხასიათზე ვიყავი და არც გამკვირვებია რადგან წელიწადის ზუსტად ის დროა მე რომ არ მიყვარს...აღარ მიყვარს.მეზიზღება...მთელს ორგანიზმს მიწამლავს და სულს საშინლად მიფორიაქებს.არ შემიძლია..ვერ ვიტან და ზუსტად ამ დროს მთელი არსებით მინდა გავქრე.სადმე ჯანდაბაში გადავიხვეწო და შემდეგ ისევ დავბრუნდე...ან არ დავბრუნდე.არ ვიცი...ვერ ვფქირობ.არ ძალგიძს რეალობას თვალი გავუსწორო.დეკემბერია და მე რატი ჯიბუტს, მძულს დეკემბერი.
კვლავ ავის მომასწავლებლად აზუზუნებული ჩემი ტელეფონი და კვლავ ნომერი რომელსაც არ უნდა ვუპასუხო.თავად საკუთარი ჯოჯოხეთიდან საკუთარი ეშმაკი მირეკავს.ძნელია არ უპასუხო,როცა მთელი გულით გინდა რომ უპასუხო.ძნელია დააიგნორო,როცა ვერ აიგნორებ.ძნელია არ იფიქრო,როცა სულ გეფიქრება.ძნელია...უბრალოდ ძნელია, სუნთქავდე როცა გიჭირს მაგრამ რომ არ ისუნთქო მოკვდები.მე კი არ მინდა სიკვდილი...მიუხედავად ყველაფრისა,მიუხედავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზისა არ მინდა სიკვდილი, რადგან ეს ცხოვრება მაინც ძალიან მაგარია...ძალიან მაგარია დილით გაღვიძებულმა საკუთარ თავს გაუღიმო და დაიჯერო რომ კიდევ ერთი წყეული დღე გაგითენდა...კიდევ სუნთქავ,კიდევ არსებობ...კიდევ ადამიანი გქვია.რამდენად ამართლებ ადამიანობას არ იცი მაგრამ მაინც გიხარია.მაინც გიხარია გაღვიძება, მიუხედავად იმისა რომ დეკემბერია,გიხარია გაღვიძება მიუხედავად იმისა რომ ისევ დაგირეკავ...შენ ისევ არ უპასუხებ.ან უპასუხებ არ ვიცი..არ ვიცი...არ შემიძლია.შენი დედაც!
ტელეფონი ჯიუტად არ აპირებს გაჩერებას.ვუყურებ და თითები მექავება იმდენად მინდა ამ წყეულ სენსორს უბრალოდ გადავატარო საჩვენებელი თითი და უბრალოდ მისი ნათქვამი "რატი" მოვისმინო.მომწონს ეს მდგომარეობაა?! არა, ვერ გიტან მაგრამ მაინც ჯიუტად ვაწამებ საკუთარ თავს.ჯიუტად მეკვრის სუნთქვა..ჯიუტად ტოვებს ჩემი დამპალი გული რამდენიმე დარტყმას და ჯიუტად მინთებს ტვინში განგაშის ღილაკი...ყოველთვის ყველაფერი ჯიუტად ხდება...სიმწრით გამეცინა საკუთარ უძლურებაზე,სუსტი ვარ? აშკარაა სუსტი ვარ.ათრთოლებული თითებით დავწვდი ტელეფონს და ნომერს დავაკვირდი...წლებია ეს ნომერი აქვს და წლებია არ ცდილობს უბრალოდ გამოცვალოს მაინც.ჩემი ნომრის მსგავსი ნომერი,უბრალოდ განსხვავება ერთ ციფრში.სუსტი ნაბიჭ*ვარი ვარ.სახე დამეძაბა და ტკივილისგან მთელი ორგანიზმი ამომიტრიალდა.ვუპასუხე.შენი დედაც რატი ჯიბუტი! მაინც ვუპასუხე.
-რატი!-დაბალი,ხავერდოვანი ხმა და გაყინული მთელი სხეული.ყელში მოწოლილო ბოღმა რომელიც მჭიდროდ მხვევს საცეცებს და სუნთქვა მეკვრის.ამწვარი ცხვირის წვერი და წამიერად გაჩერებული გული.ნეტა საერთოდ გაჩერდეს!
-შენზე ვნერვიულობ!
-ვიცი...-საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.არა ნამდვილად არ იყო ჩემი ხმა.
-სად ხარ?
-შემიძლია მოვკვდეე?- სიმწრით გამეცინა.
-რატი...
-შემიძლია მოვკვდეე?! ანა!-ჯიუტად გავიმეორე კითხვა. ჩვენს შორის წამიერი დუმილი ჩამოწვა და მეგონა საუკუნე გავიდა.
-ნუ მეძახი ძალიან გთხოვ...სახელს ნუ მეძახი..და საერთოდ ნუ მეძახი პატარავ.-მარჯვენა ხელი მუშტად შევკარი და კბილები ძლიერად ჩავასე, რადგან ისე ვიყავი ღრიალი მინდოდა.მინდოდა, მთელი სიმწარე ერთი ღრიალით გამომეშვა ორგანიზმიდან.-უბრალოდ არ შემიძლიხარ...ვერ გერევი,ვერ გამარცხებ და მანგრევ გესმის? მანგრევ პატარავ...მანადგურებ.
-რატი..-ხმა აუთრთოლდა,ვიცოდი ტიროდა და მისი ყველა ცრემლი სიცოცხლის თითო წუთს მართმევდა.არ მინდოდა ჩემს გამო ეტირა.
-ნუ მეძახი ამ დედამოტყნულ სახელს.ნუ მეძახი! შენი პირიდან ნათქვამი ჩემი სახელი ეს უბრალოდ თვითმკვლელობაა.
-მაპატიე.-ამოიჩურჩულა.
-უშენობას, ვერ გაპატიებ პატარავ.იცი რას ვაკეთეებ?-ხმა უარესად გამიტყდა.-ყოველ დღე ვებრძვი შენს აჩრდილებს და მათი დამარცხება შვებას არ მგვრის, რადგან მთავარ ბრძოლაში მე შენთან დავმარცხდი.აღარ დამირეკო ანა...უბრალოდ აღარ შემახსენო რომ არსებობ და ჩემი არ ხარ.გესმის? აღარ გამახსენო ძალიან გთხოვ.
-კარგად იქნებიი?-ხმა ჩაუწყდა
-არ ვიქნები კარგად...კარგად ვერ ვიქნები რადგან დეკემბერია.დეკემბერში გაგიცანი-სიმწრით ისევ გამეცინა.-ჩემს საკუთარ ქორწილში...განა რა ცოდვა მაქვს ასეთი?
-მშვიდობით რატი.
-იმედი მაქვს საბოლოოდ მიშვებ.
-გიშვებ...
-ღმერთო, როგორ მიყვარხარ და როგორ მინდა თავი მოვიკლა ამ სიყვარულის გამო მაგრამ სუსტი და ნაბიჭ*ვარი ვარ...
-მაპატიე.-წამიერი სიჩუმე..რომელიც კვლავ საუკუნედ მეჩვენება.-ძალიან მიყვარხარ.
ატირდა.
ჩემს პასუხს აღარ დალოდებია ისე გამითიშა მე კი მაინც ჯიუტად ვისმენდი გათიშულ ზუმერს.როგორც იქნა მოვიფიქრე და ტელეფონი ჩემს გვერდით მანქანის ძარაზე დავაგდე.სახეზე ორივე ხელისგული ავიფარე და სიკვდილი მინდოდა...სიკვდილი, მართლა მინდოდა.

№5

"სიმდიდრე და პოპულარობა მსხვერპლს მოითხოვს".ჩემგან მსხვერპლის გაღება კი იმას ნიშნავს, რომ მოთმინებით ვიტან როგორ მასუნთქავენ კისერში ჩემი დაცვის ახმახი წევრები.ყოველთვის მეღიმება ამ პიჯაკიან, თავმოხოტრი ტიპებზე აგენტებივით რომ მოაბიჯებენ ჩემგან დაახლოებით სამი მეტრის უკან და ცივი სახით და რკინის მოთმინებით იტანენ ჩემნაირი გიჟი უფროსის ხუშტურებს.თვალებს, აქეთ-იქით აცეცებენ და ცდილობენ როგორც ყოველთვის ახლაც როგორმე არ გავუსხლტე ხეელიდან.დაცვას "ბატონი მამა!" კურირებს და შეკრული წარბებით ერთი და იგივეს მილიონჯერ იმეორებს:- ამხელა ჰოლდინგის გენერალურ დირექტორს, აუცილებლად სჭირდება ერთი ორი ისეთი ადამიანი რომელიც გამოუვალ სიტუაციაში მოახერხებს და მკერდით შეხვდება ჩემი მისამართით ნასროლ ტყვიას.ხალხი ამბიციური,შურიანი და ყველაფერზე წამსვლელია როდესაც ვერ იტანენ შენს წინ სვლას და ცდილობენ ყველაფრის ფასად იმ განავალში ჩაგაყუდონ თავით, რაშიც თავად სხედან კისრამდე."
-მე წმინდანი ვარ და მართალია არ მჯერა, მაგრამ აუცილებლად გამეზრდება მხრებზე ანგელოზის უმანკო ფრთები.აქ, შემიძლია საშინლად ვიხარხარო მაგრამ რა მაცინებს მე უბედურს?!
******
დილა ჯიბუტის სახლში ზედმეტად ხმაურიანად იწყება და აი, კიდევ ერთი მაგალითი იმის თუ რა სასწაულების გაკეთება შეუძლია ბევრ ფულს!
ხმამაღალი მუსიკა,ტუჩებს შორის მოქცეული სიგარეტი ( ეს უკანასკნელი მასულდგმულებს) და მოზრდილი შავი,მწარე ყავით სავსე ფინჯანი.წელს ზემოთ შიშველი წინ და უკან დავაბიჯებ, ჩემი სახლის მისაღებ ოთახში რომელიც შუშის კედლით გადაჰყურებს ტერასას.ჩვეულებრივ ( ნუ, ჩემთვის მოკრძალებულ) სახლში ვცხოვრობ.დილას ხმამაღალი მუსიკით ვაღვიძებ ქუჩას და კაცის შვილი ხმას არ ( ან ვერ) მცემს რადგან რატი ჯიბუტი, წყეული ჰოლდინგის მფლობელის ერთადერთი შვილი და პოტენციური მილიარდერია.
სახლში,ქალბატონები იშვიათად მომყავს და წვეულებებს არასდროს ვმართავ რადგან საშინლად ვერ ვიტან ხალხმრავლობას.მძულს ორგანულად.
დილის ათი საათია, სამსახურში არ მეჩქარება რადგან დღეს ბაკურიანში მივდივარ იმ სასტუმროს გახსნაზე რომელიც ჩემს გამო გადაიდო და რომლის კარშიც გაბმული ლენტი მე თუ არ გავჭერი დავითარსებით და 2019 წელს კლიენტები ფეხს არ დაადგამენ ამ ზემოთხსენებულში.სასაცილოა არაა?! სასაცილოა აბა რაა...ესეიგი ახალ წელსაც ბაკურიანში ვხვდები.წელი, რომელიც ახალი კი იქნება მაგრამ ახალს არაფერს მოიტანს ჩემს ცხოვრებაში...ერთი და იგივე რუტინული რეალობა.სამსახური,სახლი შიგადაშიგ გართობა.რაც ჩემს უაზროდ გათიშვამდე გამოთრობას ისახავს მიზნად და აქტიურად გამოცვლილი მანდილოსნები. ფლირტის ელემენტარულ საშუალებასაც რომ არ გიტოვებენ და თავისით გეკიდებიან კისერზე.ეს მოსაბეზრებელია და გულის ამრევი, მაგრამ რა ვუყოთ იმ ჰორმონებს ჩაცხრომას რომ საჭიროებს და რომ არა ის კისერზე ჩამოკონწიალებული ლამაზი სათამაშოები, დაღუპვის კიდეზე მდგარი კაცობრიობა კისრით გადაიჩეხებოდა უსექსოდ დარჩენილთა უფსკრულში."ტეხავს"
ზუსტად ორმოცდა ხუთ წუთიანი მგზავრობა, რაც ბორჯომი ბაკურიანის გზაზე დადებულმა თოვლმა შეაფერხა და როგრც იქნა ღრმად ჩასუნთქული გრილი ჰაერი.გადათეთრებული გარემო და მსხვილი ფიფქები, დაუნანებლად რომ მადნებოდნენ სასტუმროს ეზოში მდგარს მხრებზე და თმაზე.ვუყურებდი ამ ვეებერთელა შემოსავლის წყაროს და საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი.განა რა უნდა მეგრძნოო? იყო შენობა, რომელიც ფულის მოჭრის ახალ გზებს გვთავაზობდა ისედაც ფულში ჩამხრჩვალ მდიდრებს.სადღაც გამიგია: ადამიანის გონება "რაც მეტი გაქვს უფრო მეტი გინდას ორინციპით არის მოწყობილი"-ო და მართალიც ყოფილა.არანაირი სიამოვნება..უბრალოდ ფულის შოვნისას ის წუთიერი ადრენალინი რაც ახალი კონტრაქტების გაფორმების შემდეგ გეუფლება.ცხოვრება წუთიერია და კაცმა არ იცის რა ჯანდაბაში უნდა გამოიყენო ის დალაგებული მილიონები, რომელიც ადრე თუ გვიან უპატრონობისგან შესაძლოა იმ შენობაში დამყაყდეს, რასაც ბანკს ვეძახით.მოიხედო და უკან არაფერი გქონდეს ისეთი გასახსენებელი რაც სიბერის ზღვარზე მყოფს ღიმილს მოგგვრის და სასიანოვნოდ გაგახსენდება.მე არაფერი მქონდა, გარდა ქონებისა რომელსაც მართლა ვერ გავიხსენებდი ,რადგან ამ ქონების შეგროვებაშიც არ მიმიღია მონაწილეობა.პირდაპირ ლანგრით მომართვეს და ისე დამსვეს სამეფო ტეხტზე ჩემთვის აზრი არავის უკითხია.იქნებ მე უბრალოდ პედიატრობა მინდოდა,ან მეხანძრეობა და ხალხის სამსახურში ყოფნა..ან, სულაც ბარში მიმტანად შემეძლო მემუშავა და გამომუშავებული მიზერული ხელფასით სახლში დაბრუნებულს მეფიქრა რა შეიძლება მეყიდა ამ კაპიკებით საყვარელი ქალისთცის? რომელსაც ნამდვილად ვეყვარებოდი ისეთი როგორიც ვიქნებოდი...ღარიბი და სამაგიეროდ ადამიანი.სუფთა სულით და ნაკლებად მოდური სამოსით.
- უკვე მეშინოდა რომ ამოსვლა გადაიფიქრე და ისევ მე მომიწევდა შენი მოვალეობის შესრულება.-სახე გაბადრულმა ქავთარაძემ, ჩემს დანახვაზე ხელები ისე გაშალა და ისე გამომაფხიზლა ფიქრებში წასული აზრზე ვერ მოვედი.მზრუნველი მშობელივით მიღიმოდა და ცოტა დამაკლდა მალე იმასაც ვიფიქრებდი სადაცაა ახლა ქუდს მომირბენინებს და "დაიფარე შვილო,გარეთ სიცივეა"-ო მეტყვისთქო.
-რახდება, მშვიდობაა?!-დათოვლილი პალტოს ბორტები ავიკეცე და სწრაფი ნაბინით ავიარე კიბე.
-ყველა შენ გელოდება.ტელევიზიები უკვე აქ არიან.ერთი ორი სიტყვის თქმა მოგიწევს.სასტუმროზე ილაპარაკე,მის სამომავლო გეგმებზე და რავიცი... ხალხს მიულოცე დამდეგი.-სწრაფი ნაბიჯით მიმავალს გვერდით მომყვებოდა ქავთარაძე და კოდალასავით მიკაკუნებდა ტვინში.-შენი წითური პრინცესაც აქ არის.- ჩემს შეკრულ წარბებზე ისე გამეკრიჭა, რომ არ მცოდნოდა ვინ იყო ავადმყოფი მეგონებოდა.
გახსნის ცერემონიამ, პომპეზურად ჩაიარა. უამრავი კითხვა,თავისი ამომწურავი პასუხებით.ფოტოაპარატების ჩხაკუნი,რომელზეც მეგონა სადაცაა დავბრმავდებოდი.ერთი ორი ინტერვიუ და ამ ყველაფრის შემდეგ როგორც იქნა წვეულება... სადაც მოვახერხე და განტვირთვის მიზნით წყეული ვისკი დავლიე.თავი საშინლად მისკდებოდა და არავისთან ლაპარაკის სურვილი აღარ მქონდა, ალბათ ამიტომაც იყო როგორც კი დრო ვიხელთე ყველაფერი მივატოვე და ბოლო სართულზე მდებარე დახურულ აუზზე განვმარტოვდი.31 დეკემბერი ღამდებიდა და სადაც იყო ახალი წელი მოაკაკუნებდა კარზე.ეს წინა საახალწლო ციებ -ცხელება უფრო მიშლიდა ნერვებს.რა უხაროდათ ვერ ვხვდებოდი.კიდევ ერთი არაფრის მომცემი წელი შემოაბიჯებდა, ახალი ან იგივე განსაცდელით.უამრავი პრობლემით და რაღაც ამოუხსნელის,მიუწვდომელის იმედით როელიც წლის ბოლოს ისევე გაჰყვებოდა ჩავლილ მატარებელს როგორც ამ წელს მოხდა. იმ მატარებელს, რომელზე მოხვედრის შანსიც უმცირესობაში მამყოფებდა და ამ შანსებს თუ დავუჯერებდით საერთოდ არ მქონდა.ბარიდან წამოღებული ვისკის ბოთლი, ჭიქასთან ერთად მაგიდაზე დავდგი და სკამი ხმაურით გამოვწიე.ახლა უნდა დამელია...იმდენი მაინც, რომ მომეხერხებინა და ამ რეალობას გავქცეოდი რაც ისედაც არეულს უარესად მაღიზიანებდა.
სკამის საზურგეს მიყრდნობილმა ფეხები წინ გამოვშალე და ერთი ჭიქა ბოლომდე ჩავცალე. მეორეს ვისხამდი ნაბიჯების ხმამ ჩემი ყურადღება რომ მიიქცია.მიხედვის გარეშეც შემეძლო გამოცნობა ვინ მიახლოვდებოდა ზურგიდან..არ შევმცდარვარ, სულ მალე ნაცნობ სურნელში გავეხვიე და მოპირდაპირე სკამზე კავსაძეც დაბარებულივით დამისკუპდა.ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო და ისე გამიღიმა თითქოს წლების უნახავი ვყავდი.თმები გაშლილი ჰქონდა.
მუხლს აცდენილი, უცნაური დიზაინის კაბა კი ჰაეროვნად ჩასრიალდა მის კანზე და მარჯვენა ფეხი თითქმის ბოლომდე გამოუჩნდა.
-კარგი გამოსვლა იყო.-მზერა ჩემი სახიდან ვისკის ბოთლზე გადაიტანა და შემდეგ ჭიქაზე, რომელიც მისი გამოჩენისთანავე რატომღაც მაგიდაზე დავაბრუნე.ოდნავ გადმოიხარა და ჭიქა თითებში მოიმწყვრდია,აიღო და ტუჩებთან ფრთხილად მიიტანა, მწველი სითხე ღიმილით მოსვა და დამაკვირდა.
-მეც შემიძლია იგივეს თქმა.კარგი შემოსვლა იყო.-გავუღიმე და ცერით ჩემს ზურგს უკან, კარისკენ ვანიშნე.
-იმედი მაქვს ხელს არ გიშლი.-დამნაშავის სახე მიიღო.
-არა,ხელს ნამდვილად არ მიშლი "თინა".-მხრები ავიჩეჩე და მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით დავაკვირდი.
-მაშ, ვსვამთ?-გაიცინა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.-რისი სადღეგრძელო იყოს ბატონო რატი?-კეკლუცად გამიღიმა და ამ გამოწვევისთვის ხელები ისე ამქავდა, სურვილი მქონდა მიმეხრჩო.
-შენ გაგიმარჯოს!
-მე რატომ?-წარბი აზიდა და დამაკვირდა.
-როგორც შემოსწრებულს-გამეცინა.-თუ არ მოგწონს მაშინ მე გამიმარჯოს.ჩემი სადღეგრძელო დალიე!
-არა.-თავი ჯიუტად გააქნია.-მოდი, დამდეგს გაუმარჯოს..რომელსაც ერთად შევხვდებით.-გაეცინა და მოსვა.შემდეგ კი ჭიქა მაგიდაზე დადგა და ჩემსკენ გამოაცურა.
-თინა...-ვისკის ჭიქა ჩემსკენ მოვაცურე და ბოთლს დასასხმელად დავწვდი.
-დალიე...-შემაგულიანა ღიმილით.
-კარგი, ახალ წელს გაუმარჯოს რომელსაც შენთან ერთად შევხვდები.-სერიოზული სახით გავიმეორე თითქმის იდენტური სადღეგრძელო და ვისკი ბოლომდე გამოვცალე.მწველმა სითხემ ყელი ჩამიწვა და ნელ -ნელა სხეული გამითბო...ისევ მიღიმოდა და თვალს არ მაშირებდა.-შეგიძლია მითხრა ასეთი როგორ ხარ?
-როგორი?-გაუკვირდა.
-სასურველი...-მხრები ავიჩეჩე.-ჰო..სასურველი ხარ.
-ჩვეულებრივი ვარ.
გამეცინა.მან კი ცხვირი შეიჭმუხნა და თვალები ეშმაკურად აუთამაშდა.-ან,იქნებ კარგად ვთამაშობ.
-არაფერს გამოვრიცხავ.-უნდა დამელია..ისევ დავისხი ვისკი და სულმოუთქმელად გამოვცალე.ვენებში დავლილმა სასიამოვნო სითბომ მომადუნა და გონებამაც ნელ-ნელა დაიწყო შვებულებაში გასვლა.ახლა საკუთარი ინსტიქტების იმედზეღა ვიყავი,რომელიც ავის მომასწავლებლად იწევდა წინ მჯდარი ქალისკენ.მაცდურად რომ უკიაფებდა თვალები და კაცმა არ იცის რას ფიქრობდა.ვერასდროს ვერ ვახერხებდი კავსაძის აზრების წაკითხვას და ეს მაგიჟებდა.ზოგადად ქალი, ჩემთვის გადაშლილი წიგნივით იყო...რომლის გადაფურცვლაც კი არ მჭირდებოდა იმის გასაგებად თუ რა შეიძლება წერებულიყო მომდევნო გვერძზე.თინა არ მიეკუთვნებოდა იმ ქალების რიცხვს და ეს იყო აზარტში რომ მაგდებდა და საშინელი ადრენალინის შეგრძნებისგან მთელი სხეული მიდუღდა.ჟღალი თმა,დამცინავი ღიმილი,თეთრი კანი,სურნელი...სურნელი რომელიც მაგიჟებდა და რატომღაც ზედმეტად ახლობელს მაგრამ ამავდროულად შორეულს მახსენებდა.ის სურნელი, რომელიც არ ვიცი მხოლოდ ჩემთვის იყო ამდენად მძაფრად შესაგრძნობი თუ ყველა ანალოგიურს გრძნობდა.თვალებში მიყურებდა და წამით არ ცდილობდა მზერის მოშორებას.როგორ მინდოდა ოდნავ მაინც დაეხარა ის წყეული თვალები ასე რომ მაჯაჭვებდა ერთ ადგილზე და მონუსხული არც მე ვცდილობდი უკან დახევას.მზერა ისევ მე დავხარე...ნელ-ნელა გადავინაცვლე მისი სწორი ცხვირის გავლით ბაგეებისკენ და მაღალ ყელზე გადავედი.ისევ მიყურებდა.გამოკვეთილი ლავიწებიდან დაუკითხავად გადავინაცვლეთ მკერდის ღარისკენ და უკვე ვენებში ადუღებულმა სისხლმა მაქსიმუმს მიაღწია.პირი გამიშრა და მეც ვერ გავიაზრე ისე ინსტიქტურად გაიწია ჩემმა ხელმა მისი შიშველი ფეხისკენ.რბილ,გლუვ კანზე გასრიალდნენ ჩემი თითები და ზემოთ, თეძოს მიმართულებით გაილაშქრეს.ოდნავ შეირხა,თვალები აემღვრა და აუკიაფდა.ნატიფ წელზე მოხვეული მკალვით წამოვდექი და სკამიდან თითქმის ავიტაცე. მყარად მდგარ მაგიდაზე, შემოვსვი და განზე გაწეულ ფეხებს შორის მოქცეულმა მოშიშვლებულ ზურგზე გადავიტანე ხელები.ელვა შესაკრავი ისე გავხსენი თვალებში ვუყურებდი და მის ემოციებს ვსწავლობდი.მიღიმოდა..ისევ მიღიმოდა.წელი უკან გადაზნიქა და ხელის გულებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო. მე კი მისი გახსნილი კაბა ზედმეტად აუჩქარებლად გადმოვწიე წინ და წელზე ფრთხილად ჩავასრიალე.ახლა ის, ჩემს წინ წელს ზემოთ შიშველი იჯდა და უკვე აღარ მიღიმოდა.გამშრალი ტუჩები,ენით გაისველა და შეეცადა არ დაბნეულიყო.ჩემგან განსხვავებით ზედმეტად კარგადაც კი გამოსდიოდა თავის კონტროლი.მის სავსე მკერდზე ჩემი თითების შეხებისგან მთელს სხეულში თრთოლმავ დაუარა და მე კი ლამის გავგიჟდი მისი შეცვლილი ძუძუს თავების დანახვაზე, რომელიც ისე მაცდურად მიმზერდა თითქოს მიწვევდა."მოდი და შემეხეო."
-ძალიან ლამაზი ხარ.-გაუაზრებლად წამომცდა და ისე რომ ხელის გულში მოქცეული მისი მკერდისთვის ხელი არ შემიშვია კეფაზე,თმაში ჩავავლე თითები და მისი კისრისკენ დახრილმა ღრმად შევისუნთქე კანის სურნელი.ღრმად ამოისუნთქა და აი, ის ათრთოლებული არტერია.ლურჯად რომ გამოსჯდომოდა თეთრ კანზე და ყოველთვის რომ მიჩენდა სურვილს შევხებოდი.ახლა შევეხე.მკერდიდან ხელი მოვაშორე და საჩვენებელი და შუა თითით,ფრთხილად შევეხე.
-რატი..-ყრუდ ამოიჩურჩულა და წელში გასწორება გადაწყვიტა.მაგრამ არ დავანებე და თითებით შეგრძნობილი არტერია ტუჩებითაც შევიგრძენი. ჯანდაბა,ნამდვილად გავგიჟი.იმდენად მინდოდა მისი სხეულის ყველა ნაწილი დამეკოცნა თავადაც ვერ ვიაზრებდი ამ სურვილის სიდიდეს.წელში გასწორდა.მე კი მისი კისრიდან მოკლე მოკლე კოცნის ბილიკებით ფრთხილად გავიწიე ლავიწებისკენ, თითებს ნაზად მივასრიალებდი და ტუჩებით ფრთხილად ვანაცვლებდი.თავს ვეღარ ერეოდა,ვნებას აყოლილი თრთოდა და ეს საერთოდ მიღებდა ბოლოს.ხარბად ვუკოცნიდი მკერდს და მინდოდა ის წყეული კაბა საერთოდ შემომეხია სხეულზე.მისი თითები თმებში ჩამეჭიდა და თითქმის აკრუტუნებულმა თვალები დახუჭა.თავისკენ მიმიზიდა და ვიგრძენი როგორ ამეკრა გაგიჟებამდე მისულს განზე გაწეული ფეხებით.
-ამის დედაც!-ერთმანეთზე ძლიერად დაჭერილი ყბებით გამოვცერი და მარჯვენა ხელი ძლიერად ჩავავლე საჯდომზე,თითებით მის ბიკინს ჩავავლე და ალბათ ზედ შემოვახევდი მისი წვრილი თითები მაჯაზე რომ არ ჩამჭეროდა და გავეჩერებინა.
-საშინლად მინდიხარ.-ჩემი ხმა ვნებისგან ჩახლეჩილიყო და ყრუდ ჩამესმოდა.
-რატი...
-მინდიხარ.შევ*ეცი თამაშებს თინა...სიგიჟემდე მინდიხარ. ახლა და აქვე.-კისერზე მოვხვიე თითები და არაფრის თქმა არ დავაცადე ისე დავაცხერი ბაგეებზე.ძალიან გემრიელი იყო,არომატული და უცხო.მისი რბილი ბაგეები, მაგიჟებდა და სურვილს მიჩენდა კოცნა უფრო გამეღრმავებინა.ჩემს სახეზე მისი თითების შეხებამ და კოცნაში აყოლამ საერთოდ მომწყვიტა რეალიბას, ვკოცნიდი სიგიჟემდე მისული და მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს პროცესი.ახლა უარი რომ ეთქვა..ახლა,ხელი რომ ეკრა ნამდვილად გავაფრენდი.სანაცვლოდ კი მთელი სხეულით ამეკრა და მის ფეხებს შორის ჩასრიალებულ ჩემს თითებს დაჰყვა.რომელიც ისევ მის ბიკინს ჩააფრინდა და ახლა ნამდვილად შემოვახიე ზედ.იქ, ხელებით შეგრძნობილმა რეალობამ კი სულ გამაგიჟა.
გავგიჟდი, დავიკიდე ყველა და ყველაფერი... ჯანდაბაში გავუშვი მოღალატე გონება.ტვინი, საერთოდ გავთიშე და მხოლოდ ინსტიქტებს მივენდე რომელიც მიბიძგებდა ეს ქალი რაც შეიძლება მალე გამეხადა ჩემი.
-ახლა არ გამიჭედო.-ზედ მის ტუჩებთან ვჩურჩულებდი და შიგადაშიგ ვკოცნიდი.-ახლა არ გამიჭედო..უბრალოდ დამთანხმდი.სიგიჟემდ მინდიხარ.
-რატი...
-ჩშშ...-ისევ დავეწაფე მის ბაგეებს და მარჯვენა ხელით საქამრის გახსნა დავიწყე, ისევ რომ მწვდა მისი თითები.ჩემს ტუჩებს მოსწყდა და უკან გაიწია, ჩემს კითხვის ნიშნებით სავსე მზერას თავისი შეაგება და გამიღიმა.
რაც იმას ნიშნავდა რომ ცოცხალი თავით არ აპირებდა ჩემთან სექსს.მართალიც აღმოვჩნდი, მკერდზე ხელის გულებით მომაწვა და უკან გამწია თავად კი მაგიდიდან ჩამოხტა და წელამდე ჩამოწეული კაბა რაც შეეძლო მშვიდად აიწია.ვნებისგან მთელი სხეულით თრთოდა, მაგრამ ჯიუტად არ აპირებდა დანებებას.არეული თმა, აკანკალებული თითებით უკან გადაიყარა და გახევებულს შემომხედა.მინდოდა მომეკლა...მისი მოკვლა მინდოდა.როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი..როდესაც თავს საშინლად ვგრძმობდი.სიცილი მინდოდა.ვერც იმას ვხვდებიდი რა მაცინებდა.არადა თავს ძლივს ვიკავებდი სიგიჟის ზღვარზე მყოფს ღრიალი რომ არ დამეწყო.
ხელები გავშალე და საკუთარ ერექციას დავხედე.გამეცინა...ჰოო ჯანდაბას ყველა და ყველაფერი! გამეცინა.
-შენ დამარცხდი რატი!-კიდევ ერთხელ გამიღიმა და ზურგი მაქცია.შემდეგ კი საერთოდ გაქრა.
ეს იყო,სრული კრახი!
********
დავლიე...ძალიან ბევრი დავლიე და რაც მახსოვს ყველაზე საშინელი რაც გამიკეთებია იმათ არაფრით ჩამოუვარდებოდა.ქერა თმიანი,სასტუმროს რესტორნის მომსახურე პერსონალი პირდაპირ საპირფარეშოს ხელსაბან ნიჟარაზე, მკერდით აკრული გავჟიმე.მაღალ სარკეში კი საკუთარ გამომეტყველებას არ ვაშორებდი თვალს, რათა კიდევ ერთხელ დამენახა რა დონის ავხირცი ნაბიჭ*ვარი ვიყავი.ადამიანის სხეულში გამომწყვდეული არარაობა, რომელსაც არ ჰქონდა არსებობის უფლება...რომელიც დედამიწას თავისი სიბინძურით ამძიმებდა და დაგროვილი ცოდვებისგან ადამიანობა წართმეული ვეღარასდროს გავხდებოდი ის ვის სხეულშიც გამომკეტეს.ვერ ვფხიზლდებოდი...სასმელი კი არაფერ შუაში იყო.ამაზე მეტიც დამილევია მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ დავაბრალებდით სასნელს.ვერც განცდილი კრახი გამტეხავდა ესე.ზუსტად თორმეტ საათზე,მაშინ როდესაც ახალი წელი შემობრძანდა...ფეიერვერკების და იმ ბედნიერი ყიჟინის ფონზე რომელსაც სასტუმრო გაეყრუებინა.ჩემს ნომერში საწოლის ბოლოში ვიჯექი და ხელებში სახე ჩარგული გაყინული, უცხო სხეულის მდგომარეობაში მყოფი ვებრძოდი სურვილს რომელიც მერეოდა.სურვილს რომელიც მკლავდა,მანადგურებდა,რონელმაც ადამიანის სახე დამაკარგინა,რომელმაც უბრალოდ რატი ჯიბუტი მოკლა,გაანადგურა,გაცრიცა და უბრალოდ მობერილ ქარს გაატანა.სურვილს, რომელიც მონატრებასთან არეული ის დიდი სიყვარული იყო მე რომ გამაგიჟა და ალბათ სიკვდილამდე ასე იქნებოდა.სიყვარული რომელსაც უბრალოდ ვერ ვერეოდი და ასე მის წინ დაჩოქილი,მარიონეტივით მმართავდა და ამდენ სიბინძურეს მაკეთებინენდა.
ღმერთო! როგორ მენატრებოდა.
ტკივილამდე,სულის კივილამდე.
მონატრება რომელიც წლის ამ დროს ყველაზე მეტად შემომიტევდახოლმე და მანადგურებდა.წლის ამ დროს მაკეთებინებდა ზუსტად იმ სიგიჟეებს რაც არ შემეფერებოდა.თავს ვიღუპავდი, მაგრამ მას და მის მონატრებას ვერაფერს ვუხერხებდი.სუსტი ვიყავი...მე ანა გასვიანის წინაშე სუსტი ვიყავი.ძალიან სუსტი.
ზუსტად წელიწადის ამ დროს გავიცანი ჩემი გაზაფხული. ჟღალთმიანი, მწვანე თვალება გოგონა. სავსე ბაგეებით და იმ უმანკო ღიმილით რომელმაც გამაგიჟა და ამ სიგიჟეს ვერაფერს ვუხერხებდი.როდესაც ვიცოდი აქ იყო,ჩემთან ახლოს..ჩემს ქალაქში..შესაძლოა ჩემს ქუჩაზეც დადიოდა,.ხშირად ვკვეთდით გაუაზრებლად ერთმანეთის გზებს.ასე ახლოს იყო მაგრამ იმდენად შორს სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოვახერხებდი მასთან მისვლას.ანა,რომელიც ჩემი ვერასდროს გახდებოდა რიგითი მიზეზების გამო.მას ქმარი და შვილი ჰყავდა.მიუხედავად ჩვენი სიყვარულისა,მიუხედავად ჩვენი სიგიჟისა...თუნდაც ჩვენი ერთად გატარებული იმ წუთებისა როდესაც ჩემთან იყო,ჩემი იყო
მე მეკუთვნოდა.ჩემს სხეულზე მისი სხეულის შეხებას ვგრძნობდი.მისი ბაგეების არომატი ვიციდი,მისი კანის სურნელი რომელსაც ამდენი წლების შემდეგ ყველა ქალში ვეძებდი მაგრამ მისნაირი სურნელი არავის ჰქონდა.მისი ხმა,სიცილი...თუნდაც იმის დანახვა ჩემს მკლავებში ვნებისგან ათრთოლებული როგორ ეგებებოდა ნეტარ წუთებს.ეს იმდენი იყო..იმდენი და იმდენად უსაზღვრო...არანაირ ჩარჩოებში არ შეიძლებოდა მისი მოქცევა.ამ მონატრება ნარევ უსაზღვრო სიყვარულს მართლაც არანაირი საზღვრები და ჯებირები არ გააჩნდა და ვერც ვერასდროს ექნებოდა,რადგან ის ჩემი გაზაფხული იყო.მხოლოდ ჩემი.
აკანკალებული თითები სახიდან მოვიშორე და საწოლზე მოთავსებულ მობილურს დავწვდი.
ბევრი არ მიფიქრია სწრაფად ავკრიფე საკუთარი ნომერი ერთი ციფრის განსხვავებით და სუნთქვა შეკრული დაველოდე როდის მიპასუხებდა.
-რატი...-სიხარულ ნარევი ჩურჩული და ხმაში გამკრთალი ბედნიერების ცრემლები.გავიყინე.გული ლამის გამიჩერდა.მელოდებოდა,აშკარად მელოდებოდა
-ახალ წელს გილოცავ პატარავ.-ხმა ამიკანკალდა.
-ღმერთო...
-არ იტირო,ძალიან გთხოვ არ იტირო.ვიცი რომ შენც მილოცავ უშენოდ მოსულ ამ წლებს.არც ეს წელი ოქნება გამონაკლისი.შენ მაინც არ იქნები ჩემი.-თვალები ამემღვრა და გაუზრებლად მოვისვი მარჯვენა ხელის თითები ამწვარ თვალებზე.სველი იყო..ჩემი თვალები, სველი იყო. ცრემლიანი..
-მიყვარხარ.-ხმის კანკალით ამოიტირა.-ღმერთო, როგორ მიყვარხარ რატი.
- იცი როგორ მინდა ერთხელ გავიღვიძო და გავიგო რომ შენი ქმარი მოკვდაა?-რეებს ვბოდავდი მაგრამ მართლა მთელი გულით მინდოდა,ის კაცი მომკვდარიყო რომელიც ჩემს ადგილს იკავებდა მის ცხოვრებაში.-მაგრამ არ კვდება..
-რატი...
-არ კვდება, ეგ ნაბიჭ*ვარი და არც შენ არ ხარ ჩემი.
-ისედაც იცი რომ ერთად ვერასდროს ვიქნებით...
-ვერც იქ ხოო?-სინწრით გამეცინა.
-ძალიან მინდა რომ კარგად იყო.-ხმას უფრო დაუწია და თითქმის ჩურჩულზე გადავიდა.-უნდა წავიდე.
-ანა...-გული ისე მომეწურა რომ შემძლებოდა ქალივით ავქვითინდებოდი.ისე თითქოს სხეულის რაღაც ნაწილი ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე უხეშად ამაგლიჯეს.სათითაო ძვალი ამტკივდა და თმის ძირები ისე ამეწვა, ალბათ სიამოვნებით ავიხდიდი სკალპს.
-უნდა წავიდე,მეძახიან...-ყრუდ ამოილაპარაკა.-მრავალს დაესწარი რატი.
-ჩემი აუხდენელი ოცნება ხარ პატარავ.-მთელი გული ამოვაყოლე ამ ერთ წინადადებას და ამ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ალბათ მეასედ მოვკვდი.-მიყვარხარ...მიყვარხარ
.გესმის ჰო? სიგიჟემდე...
ჩუმად მისმენდა.მის სუნთქვას ვუსმენდი და ვგრძნობდი ახლა ზუატად ისე იყო როგორც მე.
ზუსტად ისე ვენატრებოდი, როგორც მე მენატრებოდა.ზუსტად ისე ვუყვარდი, როგორც მე მიყვარდა და ისევ ისე უნდიდა ჩემთან როგორც მანამდე.ისევ უნდოდა ჩემთან ჩახუტებულს გაღვიძებოდა,თვალებ გაბრწყინებულს დილა ჩემი კოცნით დაეწყო და ღამით ისევ ისე დაუღალავად დაცლილიყო ემოციებისგან ჩემთან ალერსში როგორც მე.ამის დედაც!
-თავს მიხედე, გთხოვ.-მზრუნველი ტონით ამოიჩურჩულა და ტელეფონი გათიშა.მე კი როგორც ყოველთვის ისევ ისე ვიჯექი და ყურზე უაზროდ მიდებული ტელეფონის მოშორებას არ ვჩქარობდი.
ახალი წელიც ისე დადგა როგორც ყოველთვის...ანას ხმასთან ერთად, რომელსაც უკან ის უსაზღვრო ტკივილი მოჰყვებოდა უმისობა რომ ერქვა.
საწოლზე გადავვარდი და სახეზე ხელები ავიფარე.გარეთ ისევ ბარდნიდა,სასტუმროში კი ბედნიერ ნოტებად გაჟღერებული ჟრიამული რეტიანივით აწყდებოდა შენობის კუთხე -კუნჭულს მაგრამ რატი ჯიბუტამდე ვერ აღწევდა.თითქოს რიდით თავ დახრილი ჩემგან ორი ნაბიჯის მოშორებით ჩერდებოდა და უკან ბრუნდებოდა.
********
"ლიკო"
საახალწლო დასვენების დღეები როგორც იქნა გადავაგორე და ჩემს რუტინულ სამსახურს დავუბრუნდი.ძველი პაციენტები იგივე პრობლემებით,ზოგს ქმარი უყვარდა და ქმარს არ უყვარდა.ზოგს სულიერი შიმშილი აწუხებდა,ზოგი უბრალოდ საუბრისთვის დადიოდა რადგან მეგობრების ნაკლებობას განიცდიდა.ერთი და იგივე არაფერი ახალი და განსხვავებული.რატი ჯიბუტი,ჩემს სახლში სტუმრობის მერე საერთოდ აღარ გამოჩენილა თუ არ ჩავთვლით ორი სიტყვით მოგდებულ მილოცვას, მისი ასავალ დასავლის შესახებ არაფერი არ ვიცოდი.ასე იცოდა ყოველთვის. ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გაქრებოდა შემდეგ კი ისევ ისე მოულოდნელად გამოჩნდებოდა როგორც გაქრა.ამ ყველაფერს დიდი ხნის შეგუებული ვიყავი და უკვე აღარაფერი მიკვირდა...სწორედ ასე მიხდა ახლაც...გაუჩინარდა.უბრალოდ ადგა და გაუჩინარდა. სად,როგირ, ვისთან და რატომ ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა.მიუხედავად ჩვენი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებისა,მიუხედავად ჩემი მის მიმართ გაჩენილი დაუფარავი გრძნობებისა ის მაინც ჩემს მეგობრად რჩებოდა და ალბათ ასე დარჩებოდა ყოველთვის სანამ რომელიმე ჩვენთაგანს არ გაგვიჩნდწბოდა წასვლის სურვილი.ამ შემთხვევაში კი უბრალოდ უნდა გაუშვა,რადგან როცა მიდის ეს იმას ნიშნავს რომ ამ ურთიერთობაში საკუთარი თავი ამოწურე.
ის ჩემთან ეძებდა იმ გრძნობას რაც ყოველთვის აკლდა,სიმშვიდე და შენი ადამიანის მიმართ გაჩენილი თბილი გრძნობები, რომელთანაც უხილავი ჯაჭვით ხარ მიბმული და ის ზუსტად ისეთია როგორიც გინდა რომ იყოს.არ გჭირდება მასთან თავის გაკონტროლება,იმის შიშით რომ შეიძლება შენი ნათქვამი ფრაზა ეწყინოს.შენმა საქციელმა ატკინოს,ეს თითქოს ის ჰარმონიაა რაც იშვიათთან შეიძლება დამყარდეს და მე ვფიქრობ ზუსტად ეს ჰარმონიული დამოკიდებულება იყო რატის ლიკოს გარეშე რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი.მიჩვეული ვიყავი მის გამოხტომებს,უცენზურო გამოსვლებს,თუნდაც სექსუალურ იერიშებს და ეს მსიამოვნებდა,ღიმილს მგვრიდა და მარტოდ დარჩაენილს ბევრჯერ მიფიქრია რატომ ვაზროვნებ ზუსტად ჯიბუტის მსგავსად?რატომ მსიამოვნებს თუნდაც მისი ჩემს მიმართ ეს დამოკიდებულება?რატომ არ შემიძლია უბრალოდ ავუკრძალო ჩემთან სიახლოვე როცა ვიცი რომ ეს ცუდად მოქმედებს ჩემზე? არ ვიცი...პასუხებს ვერასდროს ვპოულობდი და საბოლოოდ ისევ იმ წრეზე ვიწყებდი ტრიალს რომელსაც ბოლო ვერანაირად ვერ ექნებიდა, ისევე როგორც საწყისი და ისევ ისე ვიტრიალებდი რატი ჯიბუტის ირგვლივ როგორც ახლა.არ მენატრებოდა,რადგან ვერ ვგრძნობდი რომ ის ჩემთან არ იყო..ის ჩემის თავში იყო,ტვინში,სხეულში.რატი, უბრალოდ მის გარეშე თავად ვიყავი და ეს მაზოხისტურ სიამოვნებას მანიჭებდა."დაემსგავსო იმ ადამიანს რომელიც გსურს რომ შენ გგავდეს".იყოს შენი,მხოლოდ შენი და შენთან.თუნდაც ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე.
რატი მიყვარდა!
მასაც ვუყვარდი,ოღონდ თავისებურად ისე როგორც მის ცხოვრებაში გამოჩენილი საჭირი ადამიანი.იმდენად საჭირო რომ შენი სხეულიდან ამოხეთქილი ემიციის მართვაში საკმაოზე დიდ როლს თამაშიბდეს.შენ უშვებ შენს სურვილებს,შენს ემოციებს,შენს გრძნობებს და ამას მარტო ვერასდროს მოახერხებ და განა იმიტომ რომ კომპლექსი გაქვს? არა,უბრალოდ გჭირდება მეორე შენისთანა რომელიც დაგიჭერს,დაგეხმარება და არა როგორც მარიონეტს ისე გათამაშებს არამდე როგორც მისი სულის ნაწილს ისე მოგეალერსება.
რატის წასვლიდან ჩემს ცხოვრებაში ახალი არაფერი მომხდარა.დილით შავი,ძლიერი ყავა,მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა და სიგარეტი.საღამოს ღვინო.წითელი ღვინო, რომელიც თუ ჯიბუტს დავუჯერებდით მხოლოდ ჩემს გამო ისხმებოდა მის ღვინის მარანაში."მის გარეშე, მასთან ახლოს" ამის გაფიქრება ყოველთვის ღიმილს ბადებდა ჩემს სახეზე.
რატი ჩემი იყო,მართალია არა გულიათ...მაგრამ ის ემოციურად მხოლოდ ჩემი იყო და შემეძლო ამ ყველაფრის საჩემოდ გამოყენება.უბრალიდ არ მსურდა.გულით კი ვერასდროს იქნებოდა ვინმესი რადგან ის მხოლოდ იმ ერთი ქალის იყო რომელმაც ჩემამდე მოიყვანა.ქალის რომელზეც არასდროს ვსაუბრობდით გახსნილად მაგრამ მასზე მაინც ყველაფერი ვიცოდი.ვიცოდი და ზუსტად ისე მტკიოდა ეს,როგორც ჯიბუტს.
******
ჩემი სახლიდან, ჩემს სამსახურამდე ნელი ნაბიჯით მისასვლელად ზუსტად თხუთმეტი წუთი მჭირდება.არასდროს ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არც საკუთარი მანქანა მყავს.მირჩევნია ფეხით გავიარო ის მანძილი და ამ სიარულის დროს იმდენ რამეზე მოვასწრო ფიქრი რამდენზეც ჩვეულებრივი,ნორმალური ადამიანი ვერ მოახერხებს.
ჩვეული საუბრები პაციენტებთან,ზოგზე მეცინება.ზოგი,ნერვებს მიშლის.ზოგი,მძულს.მაგრამ იძილებულო ვარ ვუსმინო,დავეხმარო,ვურჩიო როგორ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება.როგორ უნდა ებრძოლოს ფარულ დემონებს,როგორ მოთოკოს გარყვნილი ფანტაზიები და ამ დროს პარალელურად მეფიქრება რა საცოდავები ვართ ადამიანები.საცოდავები და ზედმეტად სუსტები,არ ვიცით რა არის სწორი და რა არასწორი.ველოდებით სხვის რჩევას როდესაც შეიძლება ის სხვაც, სულ სხვისგან იღებდეს რჩევებს და ასე შემდეგ ვმეორდებით ერთი ადამიანიდან მეორეში,მესამეში და მეათეში.საბოლოოდ კი დასკვნა ერთია.ადამიანი საცოდავი,სუსტი არსებაა და არ შეუძლია მარტოდმარტო გაუმკლავდეს განსაცდელს.
დღემ როგორც იქნა მართალია ზოზინით მაგრამ მაინც იწყო დაღამებისკენ სვლა,ცა ოდნავ სიმუქით შეიფერა,მზე რომელიც სუსტად, მაგრამ მაინც ათბობდა დედამიწას ღრუბლებს შორის მიიმალა.კიდევ ერთი დღე დასრულდა.სახლში წასვლას ვაპირებდი ჩემი თანაშემწე რომ გამოჩნდა კარის ზღურბლზე და მახარა კიდევ ერთ ადამიანს სურსთ ქვენთან საუბარიო.ძალიან მეზარებოდა, მაგრამ ჩემი თანაშემწის უკან გამოჩენილმა წითურ თმიანმა ქალმა სრულიად გამომაფხიზლა და ღიმილით ვთხოვე შემოსულიყო და კომფორტულად მოწყობილიყო ზუსტად იმ სავარძელში სადაც რატი ჯიბუტი არაერთხელ მჯდარა.
-უკაცრავად, ასე გვაინ რომ გაწუხებთ.-თავი დამნაშავესავით დახარა ქალმა.-მე თინა ვარ...
-ვიცი ვინც ხარ.-ფეხი -ფეხზე გადავიდე და თავით ფეხამდე შევათვალიერე.ულამაზესი იყო,სულის შეხუთვამდე სექსუალური და ალბათ ნებისმიერი მამრობითი სქესის წარმომადგენლისთვის უსაზღვროდ სასურველი.სადად ეცვა.ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი.განიერ ზედაზე მოცმული გრძელი დუტი და კეფაზე დაუდევრად შეკრული თმა.არანაირი მაკიაჟი,თითქოს გაფითრებული და სიცხიანივით დამსკდარი ტუჩები ჰქონდა.უცნაური გამოხედვა და ამ მზერაში სამწუხაროდ ვერაფერს ვარკვევდი. იმდენად ბევრი ემოცია იყრიდა თავს ფიზიკურად არ შემეძლო თანამიმდევრობით დამელაგებინა ეს ემოციები და თავ-თავისი სახელი დამერქმია.
-ვიცი რომ იცი.-გაეღიმა.
-რით შემიძლია შენი დახმარება თინა?-ყოველგვარი თქვენობის ფორმის გარეშე შინაურილად დაიწყო პირველივე სიტყვიდან ჩვენი საუბარი.მართლაც იმდენად ახლობლად მეჩვენებოდა,თითქოს ამ ადამიანს წლების გაავლობაში ვიცნობდი და თუნდაც მიმართვის თქვენობითი ფორმა ,რომელიც ელემენტარული ზრდილობის კოდექსია და მეტი არაფერი არანაირ საჭიროებას არ მოითხოვდა.
-უბრალოდ საუბარი მინდოდა.-მხრები აიჩეჩა ქალმა.-ალბათ იმიტომ რომ შენ მისი ის ნაწილო ხარ რომელიც ყოველთვის უცვლელია.-აშკარად საკმაოდ ბევრი იცოდა ჩემი და რატოს შესახებ.
-ნანობ რამეს?-ეს კითხვა რომელიც მისი შეხედვის წამიდან მაწუხებდა.
-არაფერს...უბრალოდ ყველაფერი თამაში იყო.
-თამაში, რომელიც დასრულდა.-გამეღიმა.-შენი გამარჯვებით.
-და თავად ის სად არის?
-მეგონა მაგ კითხვაზე შენ შეგეძლო პასუხის გაცემა.-მხრების აჩეჩვით ვუპასუხე მეც.
-არ ვიცი,იმ ღამის მერე არ მინახია.სამსახურში დაბრუნებულს მოთხოვნა დამხვდა ჩემი ისევ ძველ პოსტზე დაბრუნებისთვის და მის ჰოლდინგში აღარ მივსულვარ.
-გასაგებია...არ ვიცი სად არის.ის არასდროს ათანხმებს ჩემთან თავისი გაუჩინარების გეგმებს.-სახეზე გამომეტყველება ოდნავ შეეცვალა და საკუთარ თითებს დახედა.მეც დავხედე მის თითებს,გაფითრებული ჰქონდა და თითქოს ოდნავ შესამჩნევად უთრთოდა.ალბათ ყინულივით ცივიც იყო.ულამაზესი,გრძელი თითები...რომელიც ჩემს მეხსიერებაში ძველი კინოს კადრებივით ერთმანეთსი მიყოლებით გამკრთალ სცენებში რატის სხეულზე დავაფიქსირე.არ გავბრაზებულვარ,იმის წარმოდგენაზე როგორ შეიძლება შეხებოდა ეს თითები რატი ჯიბუტის ღირსებას ღიმილი მომგვარა.-იქნებ არის ისეთი რამ რისი თქმაც გინდა?
-ფული...
-რა?-ვერ მივხვდი რა ფულზე მელაპარაკებოდა კავსაძე.
-ჩემს ანგარიშზე დარიცხული თანხა რომელიც ორასიათასს შეადგენს.
" გულუხვი ნაბი*ჭვარი"
გამეღიმა.არ გიცოდი რა ჯანდაბა უნდა მეთქვა ამ ფულის შესახებ ქალისთვის რომელიც პასუხებს რატომღაც ჩემგან ელოდა.
-ალბათ იმ თამაშის მოგებული პრიზია.-მხრები ავიჩეჩე.-რომელიც უნდა აიღო და ისე გამოიყენო როგორც გსურს.
-მე არ მინდა ეს ფული...-აღშფოთდა კავსაძე.
-შენ არც თამაში გინდოდა თინა.
-ჯანდაბა.-სახეზე ჩამოისვა უკვე შესამჩნევად ათრთოლებული ხელები და ამღვრეული თვალებით ამომხედა.-მისი ნახვა მინდა.
-არ ვიცი რა გითხრა...-შემეცოდა არ ვიცი ან ქვეცნობიერად სოლიდარობას ვუცხადებდი და ეს უცნაური გრძნობაც ამის გამო დამეუფლა.
-უბრალოდ მინდა ვნახო..მეტი არაფერი.
-ამ თამაშზე წარმოდგენა თავიდანვე გქონდა ძვირფასო...ყველაფერი..მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი. ფსიქოლოგიური კონტაქტი ყოველგვარი ფიზიკური კავშირის გარეშე..
-საბოლოოდ მას უნდოდა ჩემთან.
-მას არ უნდოდა შენთან-არ მინდოდა შეცდომით ეფიქრა და თავი მოვალედ ჩავთვალე მისთვის ყველაფერი დაწვრილებით ამეხსნა.-მას შენი სხეული უნდიდა,შენთან სექსი..რადგან სასწაულად ჰგავხარ ქალს.რატის ქალს...რომელიც მისთვის ყველაფერია.
-ღმერთო ჩემო,ეს თამაშებიც..-პირზე ხელი აიფარა კავსაძემ.
-ეს თამაშები რატის სულიერი მდგომატეობის აფიშირებაა...რა გინდა და რას აკეთებ...ეს უბრალოდ მითვის, საკუთარი თავის დასჯაა.წითური ქალი რომელიც უნდა ფსიქოლოგიურად მაგრამ არა ფიზიკურად.ეს პროცესი მოსწონს,ყველა დამარცხებული მოწინააღმდეგე კი შურისძიებაა ისევ და ისევ საკუთარ თავზე.ვერ გაჩერდება...ვერასდროს გაჩერდება სანა ის არ არის მისი.გესმის რას ვამბობ?
-მადლობა.-გამიღიმა და ბოლომდე არ დამაცადა საუბარი ისე წამოდგა სავარძლიდან.სანამ გავიდოდა წამით შედგა და სახეზდ დამაკვირდა.-შეიძლება მისი სახელი გავიგოო?
მხრები ავიჩეჩე შემდეგ კი ის სახელი ვთქვი რომელიც ამ საგიჟეთის თავი და თავი იყო.
-ანა.
*******
17 იანვარი იყო საღამოს ხუთი საათი და ზუსტად ის დღე როდესაც ვცდილობ ყველასგან და ყველაფრისგან დავისვენო.პერსონალურად ლიკოს დავუთმო ეს დღე და ბოლომდე ვისიამოვნო საკუთარი თავით.ფილმები,წიგნები,წითელი ღვინო,შოპინგი გასეირნება და ყველაფერი ის რაც განტვირთვაში მეხმარება.
ამღერებული ჩემი ტელეფონი და ეკრანზე აციმციმებული ნომერი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ის დღე მომპაროს რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემია.
-მოგკლავ!-ღრენოთ ვუპასუხე.
-ჩემო პრინცესაა.-ზედმეტად მხიარულ ხასიათზე ბრძანდებოდა ბატონი ჯიბუტი.
-რა ხდება?! ახალი მთვარესავით რომ გამოჩნდებიხოლმე.
-არ მოგენატრეე?
"იდიოტი"
-მერე?-გამეცინა.
-არ მოგენატრე ლიკუნაა?-დამთბარი ხმა და ზედმეტად სექსუალური ტონი.
-რატი.
-ჩამოდი,წითელი ღვინო და საუბრები. ოღონდ იქ წავიდეთ სადაც ასე ძალიან გიყვარს უჩემოდ წანწალი.
-კარგი.
ათ წუთში მოვემზადე.უბრალოდ ჯინსები,ქურთკლი და ხელით ნაქსოვი სვიტერი.ფეხზე ბათინკები და თმა რომლის მოწესრიგების ხასიათზეც არ ვიყავი.ჩვეულებრივად შევიკარი კეფაზე და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით დავეშვი.ჩემი სახლის სადარბაზოსთან იდგა,მანქანიდან არ გადმოსულა და არც კარი გაუღია.არც ველოდებოდი.წინა კარი გავაღე და სავარძელში თითქმის ჩავეხეთქე.ჩემსკენ ნახევარი ტანით შემობრუნებული წარბ აწეული მიყურებდა და ცდილობდა არ გაღიმებოდა.
-რაა?-ღვედი შევიკარი და ცხვირი შევიჭმუხნე.
-ამდენი ხანია არ მინახიხარ გოგო,არ უნდა მაკოცოო?-გაიცინა და ლოყა მომიშვირა.მის ბავშვურ, პრეტენზიულ ტონზე მეც გამეცინა და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე.პასუხად კი შემოტრიალდა ჩვეული სიგიჟით ყბებში თითები ჩამავლო და ლოყაზე როგორც იცოდა ისეთი ხმაურით მაკოცა.
-გემრიელოო.-მოწყვეტით ისევ მაკოცა და საჭეს მიუბრუნდა.
ვისხედით ერთმანეთის პირისპირ ,ვსვამდით წითელ ღვინოს და სიგიჟემდე მიხაროდა მისი ნახვა.შეცვლილი მეჩვენეობოდა.თითქოს დამშვიდებულიყო...წვერი ოდნავ გაზრდოდა თმასთან ერთად.საპასუხოდ თავადაც მიღიმოდა და მარცხენა ხელს ხშირ ხშირად ისვამდა წვერზე.შავი ჯინსის შარვალი ეცვა,თეთრი პერანგი და ამ პერანგზე ზემოდან შავთეთრი ძაფით,ნაქსოვი პიჯაკი.ალბათ რომელიმე ცნობილი დიზაინერის შემოქმედება.ესეთ რამეებთან ზედმეტად მწყრალად ვარ.მომწონს ის რაც მიხდება და მოდაშია ჩემთვის ის, რაც მომწონს.
-მშვიდი ხარ.-დუმილი ისევ მე დავარღვიე.
-შენ კი სულ გაგიჟებულხარ-გაიცინა-მოგაკლდა ჩემი ხელი.
-სად იყავი რატი?-ღვინო მოვსვი და სიგარეტს მოვუკიდე.
-სად არ ვიყავი...ჩამოვთვალოო?!-გაეცინა.-დავისვენე,გავერთე,განვიტვირთე და აი,ახლა შენს წინაშე ვზივარ.
-რუჯი გააქვს-გამეცინა.
-იცი რა მაგარი იყო?-დამახარბა ცხვირ შეჭმუხბულმა.-ერთხელ აუცილებლად წაგიყვან.
იმხელა სითბოთი თქვა ეს სამი სიტყვა მთელი სხეული გამითბა
-მე და შენ?
-ჰო, მე და შენ.-თავის დაქნევით მიპასუხა.-მეგობრები.-მაინც გაუსვა ხაზი ჩვენს ურთიერთობას.გამეღიმა-გავერთობით,ქვიშა,ზღვა და კოქტეილები...-გაიცინა-ვგიჟდები ზღვაზე...საკურორტო თავგადასავლები.
-არ ვარ საკურორტო თავგადასავლების მოტრფიალე.-კოშკივით ჩამოვუნგრიე სამომავლო გეგმები.
-შენ ჩემს გარდა რამეს ეტრფიი?!-იმდენად სერიოზული სახით მკითხა მეც დავსერიოზულდი.
-კი..წითელ ღვინოს,დასვენებას...და-ვეცადე კიდევ გამეხსენებინა რამე.
-რომელიც ისევ და ისევ მე მიკავშირდება...-გაეცინა-წითელი ღვინო მე შეგაყვარე,დასვენების დღე? რომელსაც ჩემთან ატარებ თითქმის ყოველთვის...მეტი არის რამე რაც გიყვარს ლიკუნაა?
-ალბათ არის...უბრალოდ ახლა ვერ ვიხსენებ.-თავის მართლებასავით გამომივიდა.ის კი იჯდა და თვალმოუშორებლად მიყურებდა.იცით რა ლამაზი იყოო?! ვერასდროს ვიტანდი ლამაზ მამაკაცებს...მაგრამ რატი, ყოველთვის განსხვავებული იყო.ძალიან სიმპათიური.მაღალი,ზუსტად ისეთი აღნაგობის მე რომ მომწონდა.არც ზედმეტად დაკუნთული და არც ზედმეტად სუსტი...რაღაც ამ ორს შორის.მუქი წაბლისგერი თმა და სწორი ცხვირი.საშუალო ზომის ტუჩები...არაფრით გამორჩეული თვალის ფერი, მაგრამ მაინც ჩემთვის ყველაზე განორჩეული იყო.ძლიერი ყბის ძვლები,ხორბლისფერი კანი,რომელიც ახლა მზისგან საკმაოზე მეტად გარუჯულიყო.დაბალი წვერი და ღიმილი...უცნაური.ვერასდროს მიხვდებოდით გულწრფელად გიღიმოდათ თუ უბრალოდ დაგცინოდათ.გრძელი,მოვლილი თლილი თითები,ყოველთვის რომ მიბნევდა თავგზას და მარცხენა ხელის ზურგზე უცნაური სვირინგი რომელიც ხელისგულზე გადადიოდა და ალბათ მისთვის მნიშვნელოვან თარიღს წარმოადგენდა.ყოველთვის გემოვნებით ეცვა...გამორჩეული იყო...ყველასგან გამორჩეული.ან მე მეჩვენებოდა ასე.არ ვიცი...და ამ მამაკაცს ზედმეტად განსხვავებული აზროვნება ჰქონდა,იმდენად განსხვავებული რომ მხოლოდ მისი საუბარი მიგაჯაჭვებდათ ერთ ადგილზე და თვალმოუშორებლად მიაშტერდებოდით მთელი იმ დროის განმავლობაში, რა დროსაც მასთან ერთად გაატერებდით.
ახლაც იჯდა ოდნავ მაგიდისკენ გადმოხრილი და თითებს შორის სიგარეტის ღერს აწვალებდა.
აი, ასეთი იყო რატი ჯიბუტი,ლამაზი და იდუმალი.ჩემი რატი რომელიც ჩემი ვერასდროს გახდებოდა და მე იმითაც კმაყოფილი ვიყავი რომ ის ჩემს მეგობრად ითვლებოდა.ის მანედნიერებდა რომ მე მისი ყველაზე ახლო მეგობარი ვიყავი და ამას არასდროს უარყოფდა..ის მეგობრული სიყვარულიც საკმარისი იყო თამამად რომ მესუნთქა და ჩემს სხეულში ის მფეთქავი ორგანო არ გაჩერებულიყო ახლა ყველაზე მშვიდ რიტმში რომ ფეთქავდა.
-არ გინდა მომიყვეე?-ღვინო მოვსვი და ისევ შევხედე.სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია და მოუკიდა.ვუყურებდი როგორ დაარტყა ღრმა ნაპასი და როგორ გააგზავნა კვამლი ზემოთ.სიგარეტის ღერის რომ შეგშურდება ადამიანს.
-რა მოგიყვე?-მხრები აიჩეჩა.
-იცი რაც...-არ მინდოდა დამეძალებინა.მაგრამ საშინლად მინდოდა მომესმინა მისგან ის ისტორია რაც ვიცოდი მაგრამ არა მისგან.სახე დაუსერიოზულდა და თითქოს ოდნავ სევდიანი გაუხდა.ამღვრეული თვალებით ამომხედა და ჩაეცინა.
-ლიკუნა...
-ილაპარაკე რატი,გთხოვ და შენს თავს გეფიცები აი ნახე როგორ განთავისუფლდები მაგ გრძნობისგან ახლა მთელ სხეულს რომ გიდუღებს.განთავისუფლდები, რადგან მარტო აღარ მოგიწევს ამის ზიდვა.მე შენთან ვიქნები და მინდა რომ ამის ზიდვაში დაგეხმარო.მეგობრები ტყუილად ვართ?
ისევ გაეცინა და ისევ ღრმა ნაპასი დაარტყა.ოდნავ შესამჩნევად აუთრთოლდა თითები.სიგარეტი საფერფლეზე დააგდო და ორივე ხელი თმაზე გადაისვა, შემდეგ კი ისევ მე შემომხედა და რამდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად მიყურებდა.თითქოს ყოყმანობდა გაენდო თუ არა ჩემთვის ის საიდუმლო რასაც წლების მანძილზე თავად ზიდავდა.
-ანა..-წამით ისევ გაჩუმდა.შემდეგ კი სიმწრით გაეცინა და თავი გააქნია.-ანა გასვიანი, ჩემი ცოლის დაა.
ეს მეხის გავარდნასავით იყო..ეს, ნამდვილად არ ვიცოდი და ალბათ გამომეტყველებაზეც შემეტყო რადგამ ისევ გაეცინა.
-იმედია არ გამკიცხავ.-დააყოლა ჩავარდნილო ხმით და სახე მოისრისა.მე რა უფლება მქონდა მისი გაკიცხვის?
-არა რატი...მე რა უფლება მაქვს.-გამშრალი ყელი ღვინით გავისველე და გამამხნევებლად გავუღიმე.
-არ ვიცნობდი...-გააგრძელა.- ქორწილში ვნახე პირველად.სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა ლონდონიდან.იცი როგორი იყოო?!წარმოიდგინე შუა დეკემბერში გაზაფხული რომ მოვიდეს.ერთი შეხედვით არ გადავრეულვარ რადგან მაშინ მეგონა ქეთა იყო ის ქალი ვინც მიყვარდა და ვინც ცხოვრების ბოლომდე უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით.-წარსულის გახსენებაზე ისევ გაეცინა.
-შემდეგ რა მოხდა?-ჯობდა ისევ კითხვა პასუხის რეჟიმში გვესაუბრა რადგან აშკარად უჭირდა საუბარი,მაგრამ უნდოდა დაწყებული ბოლომდე ეთქვა.
-არ ვიცი...განსაკუთრებული არაფერი.უბრალოდ შემიყვარდა...ნელ-ნელა და სიგიჟემდე.ქეთასთან ყოფნის აღარც სურვილი მქონდა და აღარც უბრალოდ უნარი.
-რა გაფერხებს რატი?
-არაფერი,მე არაფერი.მე მაგიჟებს იმის გააზრება რომ ჩემი ვერასდროს იქნება.
-რატომ რახან ქეთას დაა?
-ეგ ფაქტი არ მაჩერებს-თვალები დახუჭა და ძლიერად მოისრისა.-ის მაგიჟებს რომ ქმარი ჰყავს,შვილი და ჩემი ადგილი უბრალოდ არ არის მის გვერდით.
-ინვალიდი ქმარი.-გამეღიმა.გული ისე მომეწურა რატის ასეთ სევდიანს რომ ვხედავდი სიგიჟემდე მინდოდა უბრალიდ ავმდგარიყავი და ძლიერად მოვხვეოდი...ძვლების ატკივებამდე მოვხვეოდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე.
-ჰო, ინვალიდი ქმარი.მისი ყველა "რატი მიყვარხარ" სიცოცხლის სურვილს მართმევს...მინდა თავი მოვიკლა, მაგრამ ვერც ამ დამპალ სიცოცხლეს ველევი...-გაეცინა-სუსტი ვარ.იცი გასახსენებელი ჯერ კიდევ მაქვს...ის დღეები,საათები და წუთები ჩემთან რომ იყო...ჰო,ჩემი ერქვა.მის სურნელს ვგრძნობდი..ჯანდაბა, მე მეკუთვნოდა სულით ხორცამდე და მაშინ ვცოცხლობდი გესმის? ახლა ჩემს ყოფას სიცოცხლე არ ჰქვია...ეს უბრალოდ არსებობაა...არსებობა და ლოდინი იმ მიუწვდომელის რომელსაც ვერასდროს მისწვდები.ანა, უბრალოდ ჩემი არასდროს იქნაბა გესმი? ვერასდროს იქნება ჩემი და მეშინია...ჰოო..ამის დედაც,ძალიან მეშინია. რამდენ ხანს შეიძლება გამყვეს ჩვენი ერთად ყოფნის მოგონებები? რომელიც დროთა განმავლობაში გაუფერულდება,თავის სურნელს დაკარგავს და გაქრება.მერე რა უნდა ვქნა?
ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი.ვუყურებდი და თავში ერთი აზრიც კი არ მომდიოდა როგორ შეიძლება მენუგეშებინა შეყვარებული,იმედ დაკარგული ადამიანი რომელიც ვერასდროს შეძლებდა თავისი გულის ის ნაწილი დაეთმო სხვა ქალისთცის რომელიც უკვე დაკავებული იყო.
-მაგრამ ცხოვრება გრძელდება.-ბოლოს ეს სისულელე დავაბრეხვე.
-კი..ცხოვრება ნამდვილად გრძელდება და მე თანახმა ვარ თუნდაც შირიდან ვუყურო როგორ ცხოვრობს,თუნდაც შორიდან ვისმინო მისი პირიდან ნათქვამი "რატი" თანახმა ვარ.
-გინდა თემა შევცვალოთ?-იქნებ ჯობდა ამ თემაზე არც დაგვეწყო საუბარი.
-რატომ? სამუდამოდ ჩაიქნიე ჩემზე ხელიი?!-გულიანად გაეცინა და მეც გამაცინა.
-არანორმალური ხარ.
-შეიძლება.
-ახლა რას აპირებ?-მაინტერესრბდა თინა კავსაძესთან განცდილი მარცხის შემდეგ რას აპირებდა.
-ჯერ ჯერობით არაფერს.-მხრები აიჩეჩა და უკან,სავარძელზე გადაწოლილი უცებ გულიანად ახარხარდა.-ისე რა ჩამიტარა მაგ ალქაჯმა.-სიცილს ვერ წყვეტდა და მისი შემყურე მეც მეცინებოდა.იმდენად ლაღი,უდარდელი და ლამაზი სიცილი ჰქონდა უცებ დამისერიოზულდა სახე და ვუყურებდი თვალმოუშორებლად.ვუყურებდი და ძალიან მინდოდა მთელი ცხოვრება აი,ასეთი რატი ჯიბუტი მენახა.რას არ გავიღებდი მისი სიცილის სანაცვლოდ.
-ჰო,თინამ მართლაც ჩაგიტარა.
-ცხოვრებაში პირველად მინდოდა ქალი,რომელთანაც უბრალიდ ფსიქოლოგიური თამაში მაკავშირებდა.გულის წასვლამდე გამეჟიმა...ღმერთო ძალიან მინდოდა..საერთოდ გადამრია და იმ მომენტში იცი რა დავიჭირე? ჯანდაბა...-დასერიოზულდა -ის სურნელი დავიჭირე რასაც ყველა ქალში გიჟივით ვეძებდი.ვუყურებდი ულამაზეს თინა კავსაძეს და იმდენად მეჩემებოდა...არ ვიცი..ამის დედაც, ამას ვერ აგიხსნეი.
საკმაოდ დიდხანს ვსაუბრობდით მაგრამ არა რატის წითურებზე.ყველაფერზე...ვიცინოდით გიჟებივით და ეს იმდენად კარგი იყო.შემეძლო თამამად მეღიარებინა რომ ასეთი მაგარი დრო ჯერ ჩემს ცხოვრებაში არ გამიტარებია.საკმაოდ გვიანი იყო იქაურობა რომ დავტოვეთ და მანქანამდე სიცილ ხარხარით მივედით.ამ ჯერად კარი თავად "ბატონმა რატიმ" გამიღო და ხელის გალანტური მოძრაობით მანიშნა დავმჯდარიყავი.კარი მოხურა და მანქანას წინიდან შემოუარა.საჭეს მიუჯდა და ძრავი ჩართო,ის იყო ადგილიდან დაძვრას ვაპირებდით მის მხარეს ამომდგარი მანქანისკენ რომ გაიხედა სიცილით და სახე გაეყინა.უყურებდა თვალმოუშორებლად და სრულიად არეულ სახეზე ცარცის ფერი დასდებოდა.სიმწრისგან საფეთქელთან გამომჯდარი ლურჯი კაპილარი, თვალისთვის ადვილად აღსაქმელად ფეთქავდა.შავმა "მერსედესმა" ფრთხილად ჩაგვიარა.მე კი გარკვევით გავარჩიე მგზავრის სავარძელში მჯდარი წითურ თმიანი ქალი.რომელსაც თმა ბობ კარედ ჰქონდა შეჭრილი და ჭაობისფერი თვალები ცრემლისგან ამღვრეოდა.
ბედის ირონიაა!
ის იყო!
ანა გასვიანი!
ქალი,რომელიც რატი ჯიბუტის ცხოვრებიდან ვერასდროს წავიდოდა.არასდროს მისცემდა უფლებას მის მკერდში მფეთქავი გული, რომელშიც აღარავისი ადგილი აღარ იყო უბრალოდ სხვა ქალისთვის დაეთმო...არასდროს გაუშვებდა რატის და არც უფლებას მისცემდა ახლოს მისულიყო.
გული ძალიან მტკიოდა მის მდგომარეობაზე. იმიტომ რომ ამდენად არაორდინალურ ადამიანს ამდენად უსაზღვრო სიყვარული
შეეძლო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი L.eli13

გულმა დამარტყა.
რატი მიყვარს.ანაც.ლიკაც.თინაც.
ამ ისტორიის ყველა პერსონაჟი.
ძაან მაგარი ხარ.
ველოდები შენს ახალ ისტორას.
იმედია ასეთ დასასრულს და გრძნობებს აანაზღაურებ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

გული ჩამწყდა...
ძალიან კარგი ისტორია იყო. აი, ზუსტად ასახავს იმას, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი. კი ჰქონდა ჩემი ოცნების სახლი და წრუპავდა ყოველ დღე ჩემი ოცნების სასმელს, მაგრამ ცხორების მთავარი არსი მაინც სადღაც აგდაკარგულში ჰყავდა.
ძალიან ვინერვიულე მაგ ბიჭზე.
ცალკე ლიკო შემეცოდა.
თინაც კი შემეცოდა ბოლოს. ანუ კი ეთქმის რომ გაიმარჯვა, თუმცა მაინც პირშიჩალაგამოვლებული დარჩა, რადგან სინამდვილეში, რატი მასში სულ სხვა ქალს ეძებდა.
ეჰ, ანა...
ყველა ანა ასეთი მიუწვდომელი, ლამაზი, ჭკვიანი, მშვენიერი და ზეციური როგორ უნდა იყოს?
პი.ეს. ანა მქვია მე

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

იცი ძალიან დიდი ხანია მინდ ავიტირო, უბრალოდ კი არა აი რომ ვიქვითინო და ვერ შევძელი აქამდე ახლა სულ დაბინდული მაქ თვალები და თითებს ვამოძრავებ უბრალოდ
სული წაიღო !
არაამქვეყნიურია
ყველა აბზაცი, ყველა სულ ყველა გმირი
ყველა და ყველაფერი გამორჩეულია
მგონია რო საერთოდ შეუფასებელია და არაფერს უნდა ვწერდე ახლა საერთოდ არაფერს
შეუდარებელი მწერალი ხარ შენ !

 


№4  offline წევრი dark_violet13

მიყვარს ესეთი ისტორიები .. ვგიჟდები ... ტანში მცრის ... ბოლო ნაწილმა მთლიანად გამაოგნა .. გამაოგნებელი დასასრული .. მიყვარს რატი და ყველა ის პერსონაჟი ვინც აქ ჩანდა ... საოცარი წერის მანევრი გაქვს ფეფო ... წარმატებები შენ და იფიქრე წიგნის გამოშვებაზე ...

 


№5  offline მოდერი ფ ე ფ ო

L.eli13
გულმა დამარტყა.
რატი მიყვარს.ანაც.ლიკაც.თინაც.
ამ ისტორიის ყველა პერსონაჟი.
ძაან მაგარი ხარ.
ველოდები შენს ახალ ისტორას.
იმედია ასეთ დასასრულს და გრძნობებს აანაზღაურებ.

მადლობა ჩემო კარგო...შევეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით.

ენ ჯეინი
გული ჩამწყდა...
ძალიან კარგი ისტორია იყო. აი, ზუსტად ასახავს იმას, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი. კი ჰქონდა ჩემი ოცნების სახლი და წრუპავდა ყოველ დღე ჩემი ოცნების სასმელს, მაგრამ ცხორების მთავარი არსი მაინც სადღაც აგდაკარგულში ჰყავდა.
ძალიან ვინერვიულე მაგ ბიჭზე.
ცალკე ლიკო შემეცოდა.
თინაც კი შემეცოდა ბოლოს. ანუ კი ეთქმის რომ გაიმარჯვა, თუმცა მაინც პირშიჩალაგამოვლებული დარჩა, რადგან სინამდვილეში, რატი მასში სულ სხვა ქალს ეძებდა.
ეჰ, ანა...
ყველა ანა ასეთი მიუწვდომელი, ლამაზი, ჭკვიანი, მშვენიერი და ზეციური როგორ უნდა იყოს?
პი.ეს. ანა მქვია მე

:))) იმედი მაქვს მართლა ის გამოვიდა რასაც ვფიქრობდი.ძალიან მიხარია რომ კითხულობდით ჩემო კარგებო და უღრმესი მადლიბა ამისთვის თქვენ.სასწაულად მიხარიხართ განურჩევლად ყველა :*

 


№6  offline წევრი ნანა73

გილოცავ დედუნა ❤️ მაღალ ლეველზე გადასვლას! ეს სულ სხვა რამ იყო, იცი და ვიცი რასაც ვგულისხმობ. წარმატებები ჩემო ფეფო, ხომ იცი მე საუკეთესო მინდა იყო! ❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი ფ ე ფ ო

sameone crazy girl
იცი ძალიან დიდი ხანია მინდ ავიტირო, უბრალოდ კი არა აი რომ ვიქვითინო და ვერ შევძელი აქამდე ახლა სულ დაბინდული მაქ თვალები და თითებს ვამოძრავებ უბრალოდ
სული წაიღო !
არაამქვეყნიურია
ყველა აბზაცი, ყველა სულ ყველა გმირი
ყველა და ყველაფერი გამორჩეულია
მგონია რო საერთოდ შეუფასებელია და არაფერს უნდა ვწერდე ახლა საერთოდ არაფერს
შეუდარებელი მწერალი ხარ შენ !

უღრმესი მადლობა შენ,ჩემო კარგო.ამდენი თუ შევძელი და ცრემლი მოგადგათ თვალზე...ესეიგი ტყუილად არ მიშრომია.მადლობა,მანედნიერებს თვქნი ასეთი მხარში დგომა :*

ნანა73
გილოცავ დედუნა ❤️ მაღალ ლეველზე გადასვლას! ეს სულ სხვა რამ იყო, იცი და ვიცი რასაც ვგულისხმობ. წარმატებები ჩემო ფეფო, ხომ იცი მე საუკეთესო მინდა იყო! ❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა დედუციი :* ძალიან მიხარია რომ წაიკითხე და მოგეწონა.

 


№8  offline წევრი დამპალი სული

მომწონს რატი და მისი ფეტიშებით გაჯერებული ფსიქოლოგიური თამაშები, რომელიც ტვინის ყველა ნაწილში გხმარობს.
მომწონს არა, უფრო სწორად მიყვარს, რადგან ჩემი რაღაც ნაწილი დავინახე მასში.
უბრალოდმომწონს რატი და მისი ფეტიშები.
მომწონს არა, უფრო სწორად მიყვარს, რადგან მასში ჩემი რაღაც ნაწილი დავინახე და საკუთარი თავის შორიდან შეხედვა მაზოხისტურად სასიამოვნო იყო.

რატის მოწონება იქეთ იყოს და ისე დიდი ხისთავიანი ვინმეა. მისი დამოკიდევულება ნიცშეზე გაუმყარებელია და კონსტექსტს მოკლებული, რადგან ის არ უნდა წყვეტდეს ვის-ვისზე აუდგეს, უფრო სწორად მსგავსად ადამიანის გაკიცხვის უფლება არც აქვს.
მან კარგად იცის, რომ ფულით ვერ იყიდის გრძნობებს, სიყვარულს, მაგრამ მაინც ამ პატარა გადმოსახედიდან საზღვრავს ყველაფერს.
დღევანდელ რეალობაში, რომ რატი გადმოვიტანოთ რაღაც უცხო ხილი იქნებოდა, რომელიც ერთი ჭამის შემდეგ აღარ მოგესურვებოდა და შესაძლოა გულიც კი აგერიოს მასზე.
ისე კი თვითონვეა სათამაშო, ის ანას სათამაშოა და ზუსტად ექედანაა, რომ წითურების სათამაშოც ხდება.
იმისდა მიუხედავად, რომ ბევრს აღაგზნებს მსგავსი ფეტიშები და მათ შორის მეც, რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ ეს სისულელეა და ამის ბოლო ყველამ იცის, მაგრამ Happy End-იც წყალივით საჭიროა.

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ეს იყო რაღაც საოცრება ფეფო!
უბრალიდ სიტყვებით გადმოცემა და ახსნა შეუძლებელია...
ზღვა ემოცია!
ძალიან ვარ ამ სამყაროს მოწყვეტილი დედასვფიცავარ! ♥️
ყველა პერსონაჟი უზომოდ მიყვარს და ყველა პერსონაჟი ამ ისტორიაში არის სასწაული ♥️
რატი? ჯანდაბა არ ვიცი რა ვთქვა ...
დამამუნჯე და გამაოცე ...
გელოდები ისევ მოუთმენლად ახალი ისტორიით დაგვიბრუნდი ♥️
წარმატებები♥️

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

მე უბრალოდ ვერ შევძლებდი რომ დღესვე არ წამეკითხა...

ბევრი რამ მიმდა გითხრა მაგრამ სათქმელს ვერ ვუყრი სათანადოთ თავს და აზრების დალაგებაც უჭირს ემოციებით დაბინდულ გონებას.

ასეთი ისტორია... ასეთი სრულყოფილი სიუჟეტი, საოცარი პერსონაჟები და უაბდლო თხრობა არავის შეუძლია ამირეჯიბის გარდა.

მე ვამაყობ შენით და მადლობა ამ ისტორიისთვის.

რა დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა დაწერო ვიცი ეს იქნება ყოველთვის ისტორია რომელსაც სიამოვნებით წავიკითხავ მეორედ, მეათედ და მეათასედ.

ეს იყო ისტორია... შენი საუკეთესო ისტორია პატარავ ❤

 


№11  offline წევრი ქეთათო4

ახლა ჩემს თავზე ძალიან ვბრაზობ! ბოდიში, რომ ხანდახან მავიწყდება შენი არაორდინალურობა (კარგიგაგებით). ველოდი ჰეფი ენს სადაც თინა ლამაზი ორსული და დედა იქნებოდა, მაგრამ არა თურმე ეს ყველაფერი სიზმარია და ამ ყველაფერს სხვა რეალობა აქვს. ცუდად არ ვამბობ გეფიცები, იმდენად მიეჩვია თვალი შეფარვით ბედნიერებას მოთხრობებში მაინც, რომ ახლაც ასე მეგონა, მაგრამ...
ეს სიტყვა მაგრამ მიყვარს, ბევრს რამეს ცვლის!
ეს დასასრული იყო რაღაც, იმდენად ძლიერი რომ სურცილი გამიჩნდა არაფრისდიდებით წამეკითხა ბოლო სიტყვები!
რატის ვპარავ ანასაც და ვაბშე ყველას!
ჩემია რატი!
ჩემი გარყვნილი კაცი, ამასთან ერთად ასეთი სიმპათიური როა ვგიჟდები!
მიყვარს და რავქნა?
ყველა სიტყვა კანში შემომიძვრა. ყველა დასმული წერტილი კარგად მახსოვს, ყველა მძიმე!
შეუდარებელი ხარ ფეფო!
მადლობა რატი ჯიბუტს, ამ უსექსუალურეს კაცს!
მადლობა შენ, რომ არ გვივიწყებ და გულებს გვიხარებ!
მომავალშიც გელოდები, თანაც უახლოეს მომავალში!❤

 


№12  offline წევრი Mariamka96

გაგრძელება სად წავიკითხო? :( ბოლომდე არ ხსნის ისტორიას :/

 


№13  offline წევრი Marryam

ხომ ვთქვი, რომ ეს სხვა ისტორია იქნებოდა...
ვიცოდი, რომ თინა არ იქნებოდა "ის" ვისაც რატი ყველა წითურში ეძებდა...
სიტყვა წითური თავიდანვე ხაზგასმული იყო და ამიტომ გამიმარტივდა გამოცნობა და მიმვხვდარიყავი, რომ სხვა წითურის გამო უნდოდა რატის თინა....ეს იმ სხვა იტორიათაგანია რომელსაც ალბათ არ მოუხდებოდა ე.წ Happy end - ი...ამიტომ არ მაქ უკმაყოფილების და იმედგაცრუების შეგრძნება დასასრულზე...თუმცა ეს ხშირად არ უნდა განმეორდეს :დ ერთი ასეთი ისტორია ყველა მწერალს უნდა ჰქონდეს აფეთქებისთვის :დ♥
ახლა კი ისეთ ისტორიას ველოდები რომელიც სიამოვნების ზენიტში ამიყვანს, რომელიც სიყვარულით იქნება სავსე! და დიახ!..ეს ბრძანებაა ;დდ თან სრულადს ;დ♥

პ.ს წითურებზე მეც რატივით ვგიჟდები;დ კაცი რომ ვიყო სხვა ქალს არ შევხედავდი ალბათ ;დ ♥

 


№14  offline წევრი tatuli)

ისეთმა ემოციამ შემომიტია ვერც ავღწერ... ვიტირე ვიტირე და თითქოს დავიცალე.... მადლობა ფეფო საუკეთესო
ხარ! ამ ისტორიაზე და “დაცემულნი”-ზე ვაფანატებ <3 ამის მეორე ნაწილიც სასწაული იქნება რა თქმა
უნდა თუ თავად შენ გსურს გაგრძელება <3

 


№15  offline მოდერი ფ ე ფ ო

ტკბილიწიწაკა
ეს იყო რაღაც საოცრება ფეფო!
უბრალიდ სიტყვებით გადმოცემა და ახსნა შეუძლებელია...
ზღვა ემოცია!
ძალიან ვარ ამ სამყაროს მოწყვეტილი დედასვფიცავარ! ♥️
ყველა პერსონაჟი უზომოდ მიყვარს და ყველა პერსონაჟი ამ ისტორიაში არის სასწაული ♥️
რატი? ჯანდაბა არ ვიცი რა ვთქვა ...
დამამუნჯე და გამაოცე ...
გელოდები ისევ მოუთმენლად ახალი ისტორიით დაგვიბრუნდი ♥️
წარმატებები♥️

ძალიან დიდი მადლობა.მიხარია რომ შევძელით და მე და ჩემმა გმირებმა ამდენი ემოცოები მოგიტანეთ kissing_heart შევეცდები ახალი ისტორიით მალე დავბრუნდე.

ენ ბლექი
მე უბრალოდ ვერ შევძლებდი რომ დღესვე არ წამეკითხა...

ბევრი რამ მიმდა გითხრა მაგრამ სათქმელს ვერ ვუყრი სათანადოთ თავს და აზრების დალაგებაც უჭირს ემოციებით დაბინდულ გონებას.

ასეთი ისტორია... ასეთი სრულყოფილი სიუჟეტი, საოცარი პერსონაჟები და უაბდლო თხრობა არავის შეუძლია ამირეჯიბის გარდა.

მე ვამაყობ შენით და მადლობა ამ ისტორიისთვის.

რა დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა დაწერო ვიცი ეს იქნება ყოველთვის ისტორია რომელსაც სიამოვნებით წავიკითხავ მეორედ, მეათედ და მეათასედ.

ეს იყო ისტორია... შენი საუკეთესო ისტორია პატარავ ❤


გითხარი უკვე ჰოო? ძალიან რომ გამახარე მაინც რომ შეძელი და წაიკითხე.აი,ვაბშე არ ველოდებოდი heart_eyes სასწაულად მიხარიხართ ხალხო.ამდენი თბილი სიტყვები კი უბრალოდ ძალიან დიდი სტიმულია კიდევ და კიდევ უკეთესი რომ გავხდე.ძალიან დიდი მადლობა,თქვენ ამ თქვენი თანადგომით მაძლიერებთ და წინ სვლის დაუღალავ სურვილს მიჩენთ.ეს მაბედნიერებს. kissing_heart
ჩემი გოგო ხარ შენ heart_eyes

ქეთათო4
ახლა ჩემს თავზე ძალიან ვბრაზობ! ბოდიში, რომ ხანდახან მავიწყდება შენი არაორდინალურობა (კარგიგაგებით). ველოდი ჰეფი ენს სადაც თინა ლამაზი ორსული და დედა იქნებოდა, მაგრამ არა თურმე ეს ყველაფერი სიზმარია და ამ ყველაფერს სხვა რეალობა აქვს. ცუდად არ ვამბობ გეფიცები, იმდენად მიეჩვია თვალი შეფარვით ბედნიერებას მოთხრობებში მაინც, რომ ახლაც ასე მეგონა, მაგრამ...
ეს სიტყვა მაგრამ მიყვარს, ბევრს რამეს ცვლის!
ეს დასასრული იყო რაღაც, იმდენად ძლიერი რომ სურცილი გამიჩნდა არაფრისდიდებით წამეკითხა ბოლო სიტყვები!
რატის ვპარავ ანასაც და ვაბშე ყველას!
ჩემია რატი!
ჩემი გარყვნილი კაცი, ამასთან ერთად ასეთი სიმპათიური როა ვგიჟდები!
მიყვარს და რავქნა?
ყველა სიტყვა კანში შემომიძვრა. ყველა დასმული წერტილი კარგად მახსოვს, ყველა მძიმე!
შეუდარებელი ხარ ფეფო!
მადლობა რატი ჯიბუტს, ამ უსექსუალურეს კაცს!
მადლობა შენ, რომ არ გვივიწყებ და გულებს გვიხარებ!
მომავალშიც გელოდები, თანაც უახლოეს მომავალში!❤

მადლობა შენ იმისთვის რომ წაიკითხე.კიდევ მადლობა საკუთარი აზრი რომ გამანდე.კი გეთანხმები ჩემო კარგო,ეს ამ ისტორიის ზუსტად ის დასასრული იყო რაც უნდა ყოგილიყო და სხვანაირი უბრალოდ ვერ ექნებოდა heart_eyes რატი ჩემი ერთ ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია.იმდენად საყვარელი რომ ბევრი სხვაც კი დაჩრდილა.მადლობაა heart_eyes სასწაულად რომ მაბედნიერებთ.

Mariamka96
გაგრძელება სად წავიკითხო? :( ბოლომდე არ ხსნის ისტორიას :/

არ ვიცი რატომ არ ხსნის ბოლომდე :( სრულად არის ატვირთული და გაგრძელება არ აქვს.

Marryam
ხომ ვთქვი, რომ ეს სხვა ისტორია იქნებოდა...
ვიცოდი, რომ თინა არ იქნებოდა "ის" ვისაც რატი ყველა წითურში ეძებდა...
სიტყვა წითური თავიდანვე ხაზგასმული იყო და ამიტომ გამიმარტივდა გამოცნობა და მიმვხვდარიყავი, რომ სხვა წითურის გამო უნდოდა რატის თინა....ეს იმ სხვა იტორიათაგანია რომელსაც ალბათ არ მოუხდებოდა ე.წ Happy end - ი...ამიტომ არ მაქ უკმაყოფილების და იმედგაცრუების შეგრძნება დასასრულზე...თუმცა ეს ხშირად არ უნდა განმეორდეს :დ ერთი ასეთი ისტორია ყველა მწერალს უნდა ჰქონდეს აფეთქებისთვის :დ♥
ახლა კი ისეთ ისტორიას ველოდები რომელიც სიამოვნების ზენიტში ამიყვანს, რომელიც სიყვარულით იქნება სავსე! და დიახ!..ეს ბრძანებაა ;დდ თან სრულადს ;დ♥

პ.ს წითურებზე მეც რატივით ვგიჟდები;დ კაცი რომ ვიყო სხვა ქალს არ შევხედავდი ალბათ ;დ ♥

შევეცდები შევასრულო თქვენი ბრძანება bowtie მადლობაა რომ წაიკითხე.

tatuli)
ისეთმა ემოციამ შემომიტია ვერც ავღწერ... ვიტირე ვიტირე და თითქოს დავიცალე.... მადლობა ფეფო საუკეთესო
ხარ! ამ ისტორიაზე და “დაცემულნი”-ზე ვაფანატებ <3 ამის მეორე ნაწილიც სასწაული იქნება რა თქმა
უნდა თუ თავად შენ გსურს გაგრძელება <3

ძალიან მიხარიაა...ეგოისტურად მიხარია რომ შეძლო ამ ისტორიამ და აგატირა kissing_heart არ ვიცი,არ ვფიქრობ გაგრძელებას.ვფიქრობ ზუსტად ის დასასრული ჰქონდა რაც რეალურად უნდა ჰქონოდა.

დამპალი სული
მომწონს რატი და მისი ფეტიშებით გაჯერებული ფსიქოლოგიური თამაშები, რომელიც ტვინის ყველა ნაწილში გხმარობს.
მომწონს არა, უფრო სწორად მიყვარს, რადგან ჩემი რაღაც ნაწილი დავინახე მასში.
უბრალოდმომწონს რატი და მისი ფეტიშები.
მომწონს არა, უფრო სწორად მიყვარს, რადგან მასში ჩემი რაღაც ნაწილი დავინახე და საკუთარი თავის შორიდან შეხედვა მაზოხისტურად სასიამოვნო იყო.

რატის მოწონება იქეთ იყოს და ისე დიდი ხისთავიანი ვინმეა. მისი დამოკიდევულება ნიცშეზე გაუმყარებელია და კონსტექსტს მოკლებული, რადგან ის არ უნდა წყვეტდეს ვის-ვისზე აუდგეს, უფრო სწორად მსგავსად ადამიანის გაკიცხვის უფლება არც აქვს.
მან კარგად იცის, რომ ფულით ვერ იყიდის გრძნობებს, სიყვარულს, მაგრამ მაინც ამ პატარა გადმოსახედიდან საზღვრავს ყველაფერს.
დღევანდელ რეალობაში, რომ რატი გადმოვიტანოთ რაღაც უცხო ხილი იქნებოდა, რომელიც ერთი ჭამის შემდეგ აღარ მოგესურვებოდა და შესაძლოა გულიც კი აგერიოს მასზე.
ისე კი თვითონვეა სათამაშო, ის ანას სათამაშოა და ზუსტად ექედანაა, რომ წითურების სათამაშოც ხდება.
იმისდა მიუხედავად, რომ ბევრს აღაგზნებს მსგავსი ფეტიშები და მათ შორის მეც, რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ ეს სისულელეა და ამის ბოლო ყველამ იცის, მაგრამ Happy End-იც წყალივით საჭიროა.

ძალიან დიდი მადლობაა kissing_heart ჰო რატი მთლად ვერ არის ნორმალური.და იციი...გამიხარდა ნიცშეს მონაკვეთს ყურადღება ეომ მიაქციე.მე როგორც ავტორმა შემიძლია გეკამათო ამ თემასთან დაკავშირებით და საკმაოდ ვრცლადაც გაგანდო ჩემი მოსაზრება.უღრმესი მადლობა...მიხარია საკუთარი მოსაზრება რომ გამანდე kissing_heart

 


№16  offline წევრი Someone wandering

სრული სიგიჟეე იყო იმენა flushed
ვიწვი ქალი და გული მიჩქარის bowtie disappointed_relieved
რატი ჯიბუტი....კაცი ცეცხლი,ბომბიი..სევდიანი,მხიარული ხასიათის მატარებელი, არაორდინალურიი,გიჟიი,მანიპულატორი,თბილი,ტკიბილი,DIRTY MINDER... smiling_imp
უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე შეიძლება შეიცვალოს ხასიათი..ყველასთან განსხვავებულია.
ლიკოსთან არის ის ვინც უნდა იყოს! არის ნამდვილი რატი ჯიბუტი!უყვარს ლიკო,სიგიჟემდე,როგორც მეგობარი...მათი ლაღი საუბარი ძალიან მევასებოად,აი ზოგადად ამ ორზე მეკეტებოდა რაა,თავიანთ წითელ ღვინოსთან ერთად,რომელიც რატის მარანში მხოლოდ ლიკუნასთვის იხსნებოდა laughing ''ლიკუნას'' რომ ეძახდაა..ოჰოო მანდ ვჭედავდი,ტო blush (მე და ჩემი ''ტო'' smirk )
გიგასა და ნინიას ურთიერთობაზე როგორც ვგიჟდებოდი ხომ გახსოვს? smile
ეს ორი მახსენდებოდა ლიკოზე და რატიზე heart_eyes
საოცრებები არიან,ჩვენი პირადი საოცრება! heart_eyes
ლიკო მეცოდებოდა იცი? უყყვარდა,მაგრამ არა მხოლოდ მეგობრულად,თუმცა ბედნიერი ქალი იყო,რომელსაც ჰყავდა ადამიანი გვერდით,რომელთანაც უსაზღვრო ბედნიერებას,სიამოვნებას განიცდიდა. ეს ორი ერთად სრული სიფსიხეაა რაა. რაც მთავარია პროფესია აქვს,რითაც ცოცხლობს. პაციენტთან თავს უნდა იკავებდესო იტყვის ზოგი,მაგრამ პრინციპში ასეცაა,მაგრამ რატი სხვა არის,პაციენტზე მეტი,მეგობარი და უფრო მეტი. თავიდან იყო პაციენტი,მერე აღარ,მხოლოდ ეს ერთია ასეთი, სხვა არავინ! არაჩვეულებრივი პერსონაჟი შექმენი მისი სახით.
თინა...ვხვდებოდი რომ რატისთან მიმართებაში სიყვარული უნდა გამომერიცხა,მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებდი. არა! ეს თამაში იყო,მაგარი ადრენალინი,რომელშიც მან გაიმარჯვა,თუმცა ეს არ არის რატის დასასრული. ძლიერი,მანიპულატორი ქალი ხარ თინა კავსაძე smile heart_eyes ლიკოსთან რომ მივიდა და რატის ამბავი იკითხა დამტკიცდა,რომ გაიძვერა არ არის...შეეცოდა რატი...
ანა გასვიანი...გავოცდი,როდესაც წავიკითხე ცოლის და არისო...რამდნჯერმე გადავმოწმე ხომ არ მეშლება მეთქი,მაგრამა არა! მტკივა ეს გოგო თავისი სიყარულით,მისი ნათქვამი ''რატი'-თ,რომელიც ჯიბუტს კლავდა. უსუსური იყო რატი მის წინაშე და სიყვარულის მონა იყო. ყველა ჟღალში მას ხედავდა...მანქანაში რომ დაინახა ეგ მომენტი იყო სასაწული. ამდენად მიუწვდომელია,ხო? მაგრამ არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს,ჩემს ფიქრებში მოვა დრო როდესაც ისინი ერთად იქნებიან,ფიქრს ხომ არავინ გვიშლის? relaxed pensive
ორივე მეცოდებოდა სულის ტკივილამდე.
მეც ვნატრობ იცი,მისი ქმარი რომ გარდაიცვალოს smile კარგი,ხო. ვიცი,რომ ბოროტი ვარ.
ქორწინებაში ღალატის მომხრე მაინც არ ვარ,მაგრამ იქნებ მერე გათხოვდა...
მოკლეედ...ყველაზე განსხვავებული ისტორია გამოგივიდა არაორდინალური პერსონაჟებით.
ჩემი სიფსიხე ხარ შენ heart_eyes
მიყვარს რატი,ლიკო,ანა,თინა...ყველა ასე ძალიან რომ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამავდროულად ამდენი რამ რომ აკავშირებთ ერთმანეთთან pensive

 


№17  offline წევრი მარიკუნაა♥️

არადა, მსგავსად კი არა, საერთოდ არ მყვარებია არავინ.
ვაიმე, როგორ მტკივა.

ვერ გეტყვი.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№18  offline წევრი Elennee

შენი ყველა სიახლე მიყვარს❤️❤️ და შენს მიერ შექმნილ ყველა მამაკაც პერსონაჟზს ვგიჟდები, ეს კიდე რაღაც ცალკეა ვაფშე, ამხელა სიყვარულის ტარება, გრძნობების გადმოცემა.. სრულიად განსახვავებული ისტორია, მიყვარს ყველა შენი დაწერილი და ჰააა .. მოკლედ ახალს ველოდები ❤️❤️

 


№19  offline მოდერი ფ ე ფ ო

Someone wandering
სრული სიგიჟეე იყო იმენა flushed
ვიწვი ქალი და გული მიჩქარის bowtie disappointed_relieved
რატი ჯიბუტი....კაცი ცეცხლი,ბომბიი..სევდიანი,მხიარული ხასიათის მატარებელი, არაორდინალურიი,გიჟიი,მანიპულატორი,თბილი,ტკიბილი,DIRTY MINDER... smiling_imp
უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე შეიძლება შეიცვალოს ხასიათი..ყველასთან განსხვავებულია.
ლიკოსთან არის ის ვინც უნდა იყოს! არის ნამდვილი რატი ჯიბუტი!უყვარს ლიკო,სიგიჟემდე,როგორც მეგობარი...მათი ლაღი საუბარი ძალიან მევასებოად,აი ზოგადად ამ ორზე მეკეტებოდა რაა,თავიანთ წითელ ღვინოსთან ერთად,რომელიც რატის მარანში მხოლოდ ლიკუნასთვის იხსნებოდა laughing ''ლიკუნას'' რომ ეძახდაა..ოჰოო მანდ ვჭედავდი,ტო blush (მე და ჩემი ''ტო'' smirk )
გიგასა და ნინიას ურთიერთობაზე როგორც ვგიჟდებოდი ხომ გახსოვს? smile
ეს ორი მახსენდებოდა ლიკოზე და რატიზე heart_eyes
საოცრებები არიან,ჩვენი პირადი საოცრება! heart_eyes
ლიკო მეცოდებოდა იცი? უყყვარდა,მაგრამ არა მხოლოდ მეგობრულად,თუმცა ბედნიერი ქალი იყო,რომელსაც ჰყავდა ადამიანი გვერდით,რომელთანაც უსაზღვრო ბედნიერებას,სიამოვნებას განიცდიდა. ეს ორი ერთად სრული სიფსიხეაა რაა. რაც მთავარია პროფესია აქვს,რითაც ცოცხლობს. პაციენტთან თავს უნდა იკავებდესო იტყვის ზოგი,მაგრამ პრინციპში ასეცაა,მაგრამ რატი სხვა არის,პაციენტზე მეტი,მეგობარი და უფრო მეტი. თავიდან იყო პაციენტი,მერე აღარ,მხოლოდ ეს ერთია ასეთი, სხვა არავინ! არაჩვეულებრივი პერსონაჟი შექმენი მისი სახით.
თინა...ვხვდებოდი რომ რატისთან მიმართებაში სიყვარული უნდა გამომერიცხა,მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებდი. არა! ეს თამაში იყო,მაგარი ადრენალინი,რომელშიც მან გაიმარჯვა,თუმცა ეს არ არის რატის დასასრული. ძლიერი,მანიპულატორი ქალი ხარ თინა კავსაძე smile heart_eyes ლიკოსთან რომ მივიდა და რატის ამბავი იკითხა დამტკიცდა,რომ გაიძვერა არ არის...შეეცოდა რატი...
ანა გასვიანი...გავოცდი,როდესაც წავიკითხე ცოლის და არისო...რამდნჯერმე გადავმოწმე ხომ არ მეშლება მეთქი,მაგრამა არა! მტკივა ეს გოგო თავისი სიყარულით,მისი ნათქვამი ''რატი'-თ,რომელიც ჯიბუტს კლავდა. უსუსური იყო რატი მის წინაშე და სიყვარულის მონა იყო. ყველა ჟღალში მას ხედავდა...მანქანაში რომ დაინახა ეგ მომენტი იყო სასაწული. ამდენად მიუწვდომელია,ხო? მაგრამ არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს,ჩემს ფიქრებში მოვა დრო როდესაც ისინი ერთად იქნებიან,ფიქრს ხომ არავინ გვიშლის? relaxed pensive
ორივე მეცოდებოდა სულის ტკივილამდე.
მეც ვნატრობ იცი,მისი ქმარი რომ გარდაიცვალოს smile კარგი,ხო. ვიცი,რომ ბოროტი ვარ.
ქორწინებაში ღალატის მომხრე მაინც არ ვარ,მაგრამ იქნებ მერე გათხოვდა...
მოკლეედ...ყველაზე განსხვავებული ისტორია გამოგივიდა არაორდინალური პერსონაჟებით.
ჩემი სიფსიხე ხარ შენ heart_eyes
მიყვარს რატი,ლიკო,ანა,თინა...ყველა ასე ძალიან რომ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამავდროულად ამდენი რამ რომ აკავშირებთ ერთმანეთთან pensive

ჩემი კომენტარი არ წაილითხეოო :დ :დ წავიკითხე და არ ვიცი რა ვთქვაა?! ისე ჩამოაყალიბე,იმდენი ისაუბრე ...რა შემიძლია დავამატო? რა ვთქვა? გარდა იმისა რომ უღრმესი მადლობა ჩემო კარგო...ისე მუხარია ასე ახლოს რომ მიიღე ყველა გმირი და ზუსტად ის დაინახე რაც მინდოდა რომ მკითხველს ამ ისტორიაში დაენახა.მე ხელები ამიწევია...მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობაა.:*

მარიკუნაა♥️
არადა, მსგავსად კი არა, საერთოდ არ მყვარებია არავინ.
ვაიმე, როგორ მტკივა.

ვერ გეტყვი.

შენც შეგიყვარდება..ოღონდ ჰეფი ენდით :* მადლობა რომ წაიკითხე.

Elennee
შენი ყველა სიახლე მიყვარს❤️❤️ და შენს მიერ შექმნილ ყველა მამაკაც პერსონაჟზს ვგიჟდები, ეს კიდე რაღაც ცალკეა ვაფშე, ამხელა სიყვარულის ტარება, გრძნობების გადმოცემა.. სრულიად განსახვავებული ისტორია, მიყვარს ყველა შენი დაწერილი და ჰააა .. მოკლედ ახალს ველოდები ❤️❤️

მადლობა ჩემო კარგო.:)))))) ვეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით.

 


№20  offline წევრი Tamuna Gogaladze

ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის♥♥♥ყველა შენი მოთხრობა მიყვარს ძალიან♥♥♥სასწაული ხარ და საოცრება♥♥♥

 


№21  offline წევრი dark_violet13

ფეფო ეს დასასრულია? ((( გაგრძელება ექნება ?

 


№22  offline მოდერი ფ ე ფ ო

სრულად დევს ისტორია...ბოლომდე არ ხსნისო ბევრმა მითხრა.დავიჯერო მარტო ჩემთან ხსნის ბოლომდეე? დასრულებულია და მანქანის სცენით მთავრდება.გაგრძელება არ აქვს.

 


№23 სტუმარი ბალალო

უზომოდ ვისიამოვნე

 


№24  offline მოდერი D-roni

მოკლედ ... ქალო შენ როგორ უნდა მომკლა და მომინელო ?
სულ ასეთ ემოფიებში როგორ უნდა მაგდებდე , რა გინდა , რას მერჩი?
რატი ჯიბუტი არის უკიდეგანოდ მაგარი კაცი და ლიკო არის უმაგრესი ადამიანი.
ძალიან ძალიან მაგარი რაღაც შექმენი და დადასრული რომ წავიკითხე თვალები კინაღამ გადმომცვივდა ბუდიდან!
რატისნაირი ადამიანები ვისაც ასე უყვართ ... მართლა იმსახურებენ უკიდეგანო სიყვარულს... ძალიან შემეცოდა ლიკო , სულით ხორცამდე იმსახურებდა ამ კაცს იმიტომ რომ იმაზე არა ნალლებ უყვარს როგორც რატის ანა!
და ეს ხდის ლიკოს ძალიან ღირებულს .
დასაწყისშივე ვიგრძენი ეს ! ვფიქრობ რომ ამ ორს მართლა აქვთ შანსი ერთმქნეთის ტკივილი გააქარვონ და შენ შექმნი თუ არა ამ ისტორიის მეორე ნაწილს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ის სულიერი კავშირი რაც ამ ორს აკავშირებს ასე არ გაქრება . მიყვარხარ ფეფო შენ ხარ საუკეთესო საუკეთესოთა შორის ! ♥️

 


№25  offline მოდერი pekhshvela

ნამდვილად არ შემიძლია ეს ისტორია ასე გავატარო!
პირველ რიგში რაც მაქვს სათქმელი ის არის, რომ არ იყო მომაბეზრებლად გაწელილი. თითოეული წინადადება თავის სათქმელს ამბობდა და ზუსტად იქ დასრულდა ისტორიაც სადაც უნდა დასრულებულიყო.!
მიყვარს თითოეული პერსონაჟი. ლიკოს და რატის მეგობრობა უბრალოდ სასწაულია.
ის მაზოხისტური სიყვარული რაც გადმოეცი სრულყოფილია!
ცხოვრების მთავარი სათქმელი, რომ ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი!
ნამდვილი საოცრება ხარ.!❤
დიდი ხანია საიტზე ასეთი კარგი ისტორია არ წამიკითხავს და ასე არ მისიამოვნია. მადლობა შენ ამისთვის❤ წარმატებებს გისურვებ
პ.ს აუცილებლად ჩამოვუვლი შენს სხვა ისტორიებსაც!

 


№26  offline წევრი ხოსე

პირველი რაც გავიფიქრე მომენატრე ფეფო :-)
მეორე რამაც გამიელვა აუ ააფორიაქებს ეხლა ეს ჩემს გრძნობებს და აურდაურევს დუნე ყოველდღიურობას :-) p. S ვივლი ჩაფიქრებულ გამოთაყვანებ, სამყაროს მოწყვეტილი რამდენიმე დღე :-D
მესამე დავაძინებ სასტავს და ჩავუჯდები :-D

 


№27  offline წევრი ხოსე

ხოო ლიკო სასწაული გოგოა, მთელი ისტორიის მარგალიტი პირადად ჩემთვის, ყველაფრით მთელი თავისი ლიკოთი,:-D დამოკიდებილებით, სიყვარულით, ემოციით, საქციელით, მიდგომით, გრძნობებით და უბრალოებით. :-)

 


ხოო,ნუ რა ვთქვა არ ვიცი.დაბნეული ვარ.ეს პირველი ისტორიაა,რომელიც შენი სხვა ისტორიებიდან წავიკითხე და არ ვიცი,მოახდენს სხვა ისტორია ამგვარ შთაბეჭდილებას?არ ვიცი, ამისათვის შენს სხვა ნაწერებსაც აუცილებლად წავიკითხავ.ძალიან მომეწონა,თავისი დასასრულით.ნუ პიკი იყო,დასასრული იყო პიკი.მომწონს ასეთ დასასრული.ვიღაცას არ მოსწონს,ან მოსწონს არ ვიცი,მაგრამ ჩემთვის მისაღებია,როცა მწერალი არჩევანს უტოვებს მკითხველს თვითნ გადაწყვიტოს,როგროი იქნება ისტორიის გაგრძელება.ვგიჟდები რატი ჯიბუტის პერსონაჟზე..ყველაზე მორიელური ტიპი იყო ჩემთვის რატომღაც..საოცრად სექსუალური, ვნებიანი,ჭკვიანი და დამწველად ცეცხლოვანი..მნააააჰ სიამოვნებით დავიწვებოდი ასეთი კაცის ცეცხლის ენებში grin grin ლიკოოოო..ნუუუ ეს მეგობრის,ქალის,ტიპაჟის ნუ რავიცი რააა ყველაფრის ყველაფერია საერთოდ.ძალიან მომეწონა ეს პერსონაჟი.ვგიჟდები რატისა და ლიკოს მეგობრობაზე,წითელი ღვინის თანხლებით,რომელიც მხოლოდ "ლიკუნასთვის" ისხმევა და ლიკოს თავისუფალ დროზე,რომელიც მაინც რატის ეკუთვნის ^_^^_^^_^ძალიან მიყვარს ეს წყვილი..მომწონს თინას პერსონაჟი.ნუ ქალი ელეგანტურობა და მოსიარულე ღვთაება,მაგარი პერსონაჟ იყო.. ანააა...ნუ შეუძლებელია გასვიანს გვერდი ავუარო..მომეწონა,რომ ჩემი სეხნიაა grin გავგიჟდი ამათ სიყვარულის ისტორიაზე..ალბათ საოცარია,როცა კაცს ასე გაღმერთებამდე უყვარხარ და შენც ყველა უჯრედითა და ამოსუნთქვით გიყვარს იგი..საოცარია, ნამდვილად საოცარი.ყოჩაღ ფეფო,შენი წერის სტილი,სიტყვები,წინადადებები,ყველაფერი ძალიან მომწონს..ერთი ამოსუნთქვით იკითხება და თითქოს შენი ნაწილი მიაქვს თან..სული წაიღო ამ ისტორიამ ჩემი..<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent